შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XIV


28-05-2021, 14:06
ავტორი ciracira329
ნანახია 200

თავი XIV
„ენკენისთვის 12: გუშინ ამოვედი სანატორიუმში. ჯერჯერობით სანატორიუმში დავბინავდი. თანამშრომლებმა კარგად მიმიღეს, განსაკუთრებით ხელმძღვანელობამ. დღეს პირველად შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას. ჩემს ამოსვლამდე მთაში, სანატორიუმის მთავარ ექიმს განსაკუთრებით დავუხასიათებივარ, ალბათ იმიტომ არის, რომ ზოგი თუ გაბრწყინებული თვალით შემომცქერის, ზოგი რაღაც ეჭვით მიმზერს. ცუდ დროს ამოვედი. ზამთარი დგება, თოვლს ჩამოჰყრის და დამსვენებლებიც ცოტანი იქნებიან. მე კი მუშაობა მინდა, მინდა მუშაობაში ჩა ვიკლა გულის წუხილი... ეჰ, დიახ, გულისწუხილი! ნუთუ ჩემი გული გამთელდება ოდესმე? ნუთუ მოიპოვებს შვებას? ჩემთვის ხომ ყველაფერი მკვდარია. მე ხომ სასტიკ სიცარიელეს განვიცდი. ნუთუ ოდესმე დადგება დრო, როდესაც ჩემი გული აძგერდება, ისევ სიხარულით აივსება? არა, არასოდეს. ჩემი გიორგი წავიდა და თან წაიღო თუკი რამ მებადა და გამაჩნდა. დამიტოვა მხოლოდ სულის სიმარტოვე.
„ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!“
მართალი ხარ საყვარელო პოეტო, მეც ხომ გულის სწორი დავკარგე და ახლა ოხვრაღა დამრჩენია შვებად. დიახ, ოხვრა და მეტი არაფერი.
აი, მთებს მივაშურე. იქნება მისმა უტეხმა, ბუმბერაზმა ბუნებამ დამიოკოს ნაღველი, იქნებ თავისი მშვენიერებით შემინელოს „სულის ობლობა“. დღეს სისხამ დილაზე ავდექი, წუთით, მხოლოდ ერთის წუთი დამავიწყა ჩემი გულისტკივილი, სახეზე მომიალერსა, თმები ამიბურძგნა. მე ფანჯარასთან ვიდექი და მოჯა- დოებულივით გავცქეროდი ამომავალ მზის სხივებით მთის მოოქროვილ მწვერვალებს. „რა კარგია აქ" ამომხდა გულიდან. დიდი ხანია ასეთი გრძნობა არ განმიცდია, რა კარგად მოსჩანს აქედან მყინვარწვერი, თავისი მარადიული ჭაღარა თავით. ვინ იცის იქ ახლა ალბათ ქარბუქს თოვლის კორიანტელი აქვს აყენებული, აქ, დაბლა კი მხოლოდ ნაზი ნიავი მესალბუნება სახეზე.
მაგრამ, ეჰ, ეს ტკბილი განცდები მხოლოდ წუთიერი იყო. შემაჟრჟოლა, ოცნებათა ბურუსიდან გამოვერკვიე, მწარე სინამდვილეს დავუბრუნდი და ისევ ლოგინს მივაშურე, მაგრამ ძილი აღარ მიეკარა ჩემს თვალებს, ვეცადე ჩემი სულის სიმარტოვეზე აღარ მეფიქრა, თავს ძალა დავატანე და ჩემი აზრები მომავალ მუშაობას დავუკავშირე.
ენკენისთვის 15: დღეს სანატორიუმში გავიცანი ფერშალი ქალი კირა ზაბორა, ძალიან ცოცხალი ქალია. მიუხედავად იმისა, რომ ყრმობის ასაკს გადასულია, მის ყოველ მოქმედებაში, ყოველ მოძრაობაში კი სიხალისე სჩქეფს. დაუზარებელია, ეტყობა თავისი საქმის ცუდი მცოდნე არ უნდა იყოს. მე მას ველაპარაკე, დავაკვირდი, ეს ქალი გამოცანად იქცა ჩემთვის. მოქმედება ში, მოძრაობაში ხალისიანია ცოცხალი, თითქოს არავითარი გუ- ლისმომკვლელი დარდი და შავი ვარამი არ მიჰკარებია მის გულს, მაგრამ თვალები? თვალები სულ სხვას ლაპარაკობენ. მის გამოხედვაში იმდენი ნაღველი იგრძნობა, რომ ეტყობა დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოს თავისი ბედისა. ნუთუ მისი სიხალისე მხოლოდ მოჩვენებითია? ან იქნებ მე შევცდი და მისი გამოხედვა ვერ შევიცან?
თვალები რომ ადამიანის სულის სარკეა. ადამიანის გულში ვერ ჩაიხედავ, ვერ გაიგებ რა ახარებს და რა აწუხებს, სიმწარეს განიცდის თუ სიტკბოს, თვალები კი მაშინვე გადმოგცემს რაც ხდება ადამიანის არსებაში, თვალები არასოდეს არა სტყუიან. ვნახოთ, შევამოწმებ ჩემს დასკვნას, შევისწავლი კირა ზაბორას, იქნებ მასაც მაჯლაჯუნასავით დასწოლია დიდი სევდა, შეიძლება მისი მოქმედება მოჩვენებითია. თუ ეს ასეა, მაშინ მარტო არ ვყოფილვარ ამ წუთისოფელში.
ენკენისთვის 24 : დღეს ახალ ბინაში გადამიყვანეს სასტუმრო მოსამსახურეებმა, გულისტკივილით გამაცილეს, თითქოს ცხრამთას იქით გადაკარგულში ვაპირებდი გამგზავრებას.
ახალი ბინა ორი პატარა ოთახებისგან შედგება. საჭირო ავეჯეულობა სანატორიუმმა გამომიგზავნა. ბევრი არაფერი მჭირდე ბა. ერთ ოთახში საწოლი, პირსაბანი, ორი სკამი და კარადა ტანსაცმლისათვის, მეორე ოთახში სასადილო მაგიდა, ოთხი სკამი, საწერი მაგიდა, პატარა ბუფეტი, ხალიჩაგადაფარებული ტახტი და წიგნების კარადა, მე მეტი აბა რაღა მინდოდა? ეს სავსებით საკმარისია ჩემთვის. სახლს ვალაგებდი. კარის კაკუნი შემომესმა, გავაღე და დავინახე შუახნის ქალი, უბრალოდ ჩაცმული. სახე ნაადრევად დანაოჭებული ჰქონდა, თვალები ნაღვლიანი. მაშინვე გავიფიქრე, ალბათ სამკურნალოდ თუ მოვიდა მეთქი ჩემთან.
– რა გნებავთ? – შევეკითხე მე.
– ქალბატონო ნატო, ჩემი დახმარება ხომ არ დაგჭირდებათ? სახლის დალაგებაში, სარეცხის დარეცხვაში...
– თქვენ საიდან იცით ჩემი სახელი? – გაკვირვებული შევეკითხე.
– შენ კი გენაცვალე. ექიმ ნატოს ვინ არ იცნობს? თქვენ ყველას თვალისჩინი ხართ.
თვალებში შევატყვე წრფელი გულით მელაპარაკებოდა, არ პირფერობდა.
– თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მე, გენაცვალე, აქაური ვარ, ლომისელი, მელანო წიკლაური. სამი შვილის დედა. ქმარი სამამულო ომში დამეღუპა, უფროსი შვილი რეზო საშუალო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლას თავი მიანება და ცხვარში წავიდა. მეორე – ნათელა, ოჯახის მოვლაში მეხმარება, მესამე კი, შაქრო, სწავლობს, მეცხრე კლასშია. ხელმოკლედ ვცხოვრობ, სამი შვილი უმამოდ გავზარდე, ჯანი გამიტყდა ჯერ ორმოცისა არა ვარ და უკვე დავბერდი. ეჰ, შვილები მყავდეს კარგად და ჯანდაბას ჩემი თავი, მათი ჭირის სანაცვლო ვიყო!
შემეცოდა საბრალო მელანო. სახეგატეხილს ეტყობოდა ახალგაზრდობაში მშვენიერი ქალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრებას თავისი დაღი დაუსვამს, ნაადრევად დაუბერებია, შევთანხმდით, ის ჩემს პატარა ბინას მოუვლიდა, დამისუფთავებდა, დამილაგებდა, დამირეცხავდა, საჭმელს მომიმზადებდა.
მელანო შეუდგა თავის მოვალეობის შესრულებას. მისით მე კმაყოფილი დავრჩი, ეტყობა კარგი მეოჯახე ქალი უნდა იყოს. მოვიდა მისი ნათელაც: მშვენიერი გოგონაა, ცოცხალი, მკვირცხლი, მხოლოდ ერთი რამ არ მომეწონა მისი: მეტად მორცხვია, ჩემს შეკითხვებზე წითლდება და ნაწყვეტ-ნაწყვეტად მიპასუხებს. არაფერია, შემეჩვევა, დამიმეგობრდება.
რა უბედური ვარ, რა იქნებოდა ერთი შვილი მეც მყოლოდა! მაშინ ხომ ასეთი მარტოობას არ ვიგრძნობდი? მაშინ ჩემს ცხოვრებას მიზანი ექნებოდა, ახლა მხოლოდ დანიშნულება აქვს, დიახ, დანიშნულება ხალხის ჯანმრთელობის ზრუნვის დანიშნულება... მიზანი კი არა..
ენკენისთვის 27: შემოდგომა დაგვიდგა, ალბათ მალე ზამთარიც მოგვიკაკუნებს კარებზე, თოვლს ჩამოჰყრის. მთაში ზამთარი ხომ ადრე იცის. ჩემი ცხოვრების გაზაფხულიც დიდი ხანია წავიდა, წარსულს ჩაბარდა, ჩემს სულშიც ზამთარმა დაისადგურა და მერე როგორმა ზამთარმა, სუსხიანმა.
„ირემო მთასა მყვირალო, რად ჩამოხვედი ბარადა? მეუღლე ჩემი მომიკლეს, დავეხეტები ცალადა“...
თუმცა ჩემი მეუღლე არავის მოუკლავს, მაგრამ მე ხომ დავ კარგე ის? ჩემთვის უკვე მკვდარია.
ჩემი ერთადერთი მეგობარი ნათელა წიკლაურია. მელანოს ქალიშვილი უკვე მომეჩვია, აღარ მორცხვობს, პირიქით, სულ ჩიტივით ჭიკჭიკებს, მეც შევეჩვიე. როგორც ღვიძლი შვილი, ისე შემიყვარდა. ამ ნიჭიერ გოგონას სწავლის საშუალება რომ ჰქონოდა, ალბათ დიდი მომავალი ექნებოდა. საბრალოს ძალიან უყვარს წიგნები, ფანდურზედაც კარგად უკრავს და ხალხურ სიმღერებს ოსტატურად მღერის. გასაოცარია, ამ თითისტოლა გოგონას საკუთარი სიმღერებიც კი აქვს შეთხზული. ჩემი ლამაზი გოგონა, სულ რაღაც თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისაა, მაგრამ უკვე შეყვარებულია ერთ კოხტა მწყემს ბიჭზე. ბიჭიც კარგია, გავიცანი, მომეწონა, აბედნიეროთ, მათი ცხოვრების გზა მაინც იყოს ვარდყვავილების ფიანდაზით მოფენილი.
მე კი მხოლოდ წარსულიღა დამრჩა ტკბილ მოსაგონებლად.
ღვინობისთვის 6. დღეს ბინაში ადრე დავბრუნდი. ჩემი ნივთები ავაქოთე, გიორგის წერილები ხელახლა გადავიკითხე. ეჰ, რა ვქნა, რა? იმ დროს, როდესაც მე სასიყვარულო წერილებს მწერდა მოსკოვიდან, მივლინებაში ყოფნის დროს, იმ დროს, როდესაც მწერდა, რომ უჩემოდ გაძლება არ შეუძლია, რომ მე მის სულს ვაკლივარ, მის გულს, მის არსებას ვაკლივარ, რომ მისი აზრი და გონება მხოლოდ ჩემსკენ მოილტვის, რომ საათებს ითვლის ჩქარა გადმოფრინდეს ჩემთან, აი სწორედ იმ დროს ეხვეოდა ლიზას, რომელიც შემთხვევით გაიცნო მატარებელში. საბრალო ქალს თავბრუ დაახვია, გონება დააკარგვინა და ყველაფერი ეს გააკეთა იმისათვის, რომ წუთიერად ესარგებლა როგორც ქალით... ავხორცი, ხვადი, აი მისი სახელი, ამ მის წერილებს მუდამ თან დავათრევ, რამდენჯერ დავაპირე მათი დახევა, დაწვა, განადგურება, მაგრამ რა ვქნა, ვერ გამიმეტებია. მათი დამწერი მე რომ მიყვარდა მიყვარს დღესაც, მეყვარება მარად. სამარის კა რამდე და თვით სამარეშიც, ისევე, როგორც მიყვარდა იქ, ჰოსპიტალში რომ იწვა სამამულო ომის ფრონტზე დაჭრილი გმირი, როგორ მიყვარდა მაშინ, როდესაც პირველად შევუღლდით. დიახ, მიყვარს, მაგრამ რამდენადაც ძლიერია ეს სიყვარული, იმდენადვე ძლიერია შეურაცხყოფის ის გრძნობა, რომელიც მან ამ სიყვარულს მიაყენა. ის არ მასვენებს, დამდევს, მევედრება შერი გებას... ჰმ, შერიგება ყველა იმის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა! განა ჩემი გონებიდან ოდესმე აღმოიფხვრება ის სურათი, როდესაც ლიზა პირველად კარზე მომადგა? მე სამსახურიდან საყვარელ ქმარს ველოდი, დიახ, ველოდი ჩემს სიცოცხლეს, ჩემს ბედისწერას, რომ კარის კაკუნი შემომესმა. გაკვირვებულმა გავაღე კარი და ვიღაც ახალგაზრდა ქალს შევეჩეხე.
– ბოდიში, აქ ცხოვრობს ინჟინერი გიორგი ქურხული? – შემეკითხა უცნობი ქალი.
ეს ისეთი მოულოდნელი და უცნაური იყო ჩემთვის, რომ დავიბენი. არასოდეს არ მიეჭვიანია, ეს ხომ იმისთანა ქვენა გრძნო ბაა, რომელიც ადამიანის პიროვნებას შეურაცხყოფს ისე, როგორც არავითარი სხვა რამ. აზრად როგორ გავიტარებდი, რომ ჩემს გიორგის, რომელიც პატიოსნებისა და სისპეტაკის განსახიერებად მიმაჩნდა, შეეძლო ღალატი. დიახ, ეჭვიანობა ჩემს გულს არ გაჰკარებია მანამდე, აქ კი, ამ უცნობი ქალის დანახვაზე დავიბენი.
– დიახ, აქ ცხოვრობს, – ვუპასუხე მე და შემოვიწვიე ბინაში. უცნობი მოკრძალებით შემოვიდა, ალბათ არ მოელოდა თუ აქ ქალი დახვდებოდა. მისი თვითეული მოქმედება ამჟღავნებდა, რომ ნანობდა მოსვლას, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. გაბრუნება დააპირა, მაგრამ მე არ გავუშვი.
– რატომ გჭირდებათ ინჟინერი გიორგი ქურხული? თქვენ ვინ ბრძანდებით? – შევეკითხე მე. ის მიმიხვდა ჩემი შეკითხვის ტონს და კითხვითვე მომმართა:
– ბოდიში, თქვენ მისი მეუღლე ხომ არ ბრძანდებით?
– დიახ, – ვუპასუხე.
ამ პასუხზე იგი სავარძელში ჩაეშვა, ხელები სახეზე მიიფარა და ქვითინი დაიწყო.
მე, როგორც შემეძლო, დავამშვიდე, ვალერიანის წვეთები მივაწოდე, მან დალია, მოიბოდიშა, წასვლა დააპირა, მაგრამ მე არ მოვეშვი, მინდოდა გამეგო, რამ გამოიწვია მისი ასეთი უცნაური
საქციელი, მისი ცრემლები, მე უკვე ვგრძნობდი, რომ აქ რაღაც სულ სხვა ამბავი იყო, ამბავი გრძნობათა აღრევისა, რომ მშვილდის ლარი მოჭიმული იყო და შხამიანი ისარი მოულოდნელად დაეძგერებოდა ჩემს გულს, ვგრძნობდი ამას, მაგრამ მაინც მინდოდა გამეგო ყველაფერი.
უცნობმა ქალმა მოკლედ მიამბო, თუ როგორ გაიცნო მან ჩემი ქმარი მატარებელში ორიოდ თვის წინ, როდესაც იგი მოსკოვს მიემგზავრებოდა, როგორ გაიბა მათ შორის სასიყვარულო ხლართები, როგორ იცხოვრეს მოსკოვში, უკან როგორ გამობრუნდნენ. საბრალო ქალი, როგორც დამნაშავე მკაცრი მსაჯულის წინაშე მდგომი, ისე მიამბობდა თავის აღსარებას. ჩემს გულში ცეცხლი გუზგუზებდა, ჯოჯოხეთური ცეცხლი, მისი ყოველი სიტყვა ეკალივით მესობოდა ტვინში, გონებას მიფორიაქებდა. გრძნობათა აღრევა იმდენად ძლიერი იყო, რომ კინაღამ დავკარგე წონასწორობა, კინაღამ ჩავიდინე გაუსწორებელი, მიუტევებელი საქციელი – თვითმკვლელობა. ადვილი როდი იყო მომეკრიბა მთელი ჩემი ნებისყოფა, მთელი ძალა, რომ სიმხნევე არ დამეკარგა. იგი: გაჩუმდა, დაასრულა თავისი ტრაგიკული თავგადასა ვალი. მე გაოგნებული ვიჯექი მის გვერდით და ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს, იმ საღამოს, იმ ქალის შემოსვლით ჩემს ბინაში დაირღვა ჩემი ბედნიერება, შეიბღალა ჩემი უმწიკვლო სიყვარული. დამნაშავე იყო საბრალო ლიზა? არა, იგი მიენდო ადამიანს, რომელმაც ბედნიერება გამოსტაცა და სამაგიეროდ მარადიული, დაუვიწყარი მწუხარება შთაუნერგა.
მე, შემეცოდა ჩემი თავი, შემეცოდა ლიზაც. მას რომ სცოდნოდა, გიორგი ქურხული ცოლიანი იყო, განა გადასდგამდა ასეთს საბედისწერო ნაბიჯს? არა, არავითარ შემთხვევაში. უკვე ბინდი იყო. კარი გაიღო, გიორგი შემოვიდა, შუქი აანთოდა შეგვხედა ჩვენ ორივეს. როდესაც ლიზას მოჰკრა თვალი, გაოცდა, დაიბნა, მაგრამ სწრაფად მოვიდა გონს, და საჩქაროდ უკანვე გაბრუნდა. ლიზამ წამოხტომა დააპირა, მე ხელი წავავლე და უკანვე დავსვი.
– თავს ნუ იმცირებთ, არ ღირს. ის ღირსი არ არის იმისა, რომ მასზედ ადამიანმა იფიქროს და ტანჯვა განიცადოს.
ლიზამ გაკვირვებით შემომხედა. ამას ხომ ისეთი ქალი იტყოდა, რომელსაც ქმარი არასოდეს არ ჰყვარებია. ის ალბათ ვერ მიწვდა, რომ შეურაცხყოფილი გრძნობის სიმწვავეს ვერავითარი გენია ვერ შეედრება.
სავარძელთან ახლო, პატარა მაგიდაზე, ირანული პოეზიის სიამაყის ჰაფიზის ტომი, იდო, გამახსენდა რომ ირანელი ქალები თითქმის მკითხაობენ ხოლმე ჰაფიზის ლექსებით, გადაშლიან წიგნს ალალბედად, რომელიმე სტრიქონზე დაადებენ თითს, ამოიკითხავენ და ის მიაჩნიათ ბედისწერად, მეც მაშინალურად გადავშალე და ხმამაღლა წავიკითხე: „ვინც გამიღიმა და გული რომ მიჩვენა თბილი, მტერი აღმოჩნდა, სხვაზე უწინ მან გამკრა კბილი და ღვთაებრივი, წმინდა სახის მე რომ მეგონა, იგი ყოფილა – საძაგელი, ჭუჭყით გავსილი“. საკვირველია, რაღა იმ გვერდზე გადავშალე წიგნი, რომელი ლექსიც ასე საოცრად შეესაბამებოდა ჩვენს სულიერ განწყობი ლებას. ცრუმორწმუნე არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ იმჟამად რაღაც ბედისწერის სიო ვიგრძენი და განსაკუთრებულმა შიშმა შემიპყრო. ბოლოს ისევ ლიზამ დაიწყო ლაპარაკი.
– არ ვიცი რა სასჯელის ღირსი ვარ, მე ხომ იმისთანა საშინელი რამ ჩავიდინე დღეს, რასაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, თუ ჩემი თავქარიანობის შედეგად გუ ლი მომიკლეს, მე ეს დავიმსახურე, მაგრამ თქვენ რას გერჩოდით? თქვენ ასეთ მშვენიერ, ფაქიზ, მგრძნობიარე გულს. რას ვერჩოდით, რომ შემოვიჭერი თქვეს მყუდრო ლამაზ გრძნობებში და ავაფორიაქე? ვინ მომცა ამისი უფლება, ვინ?.. მომიტევეთ! მე ხომ დავარღვიე თქვენი სულიერი წონასწორობა, მე იმისთანა რამ ჩავიდინე ამჟამად, რასაც ვერც ერთი ავაზაკი ვერ ჩაიდენდა!
– იგი ხელახლა აქვითინდა.
– არა, ლიზა, – მივმართე მე, – თქვენ ძალიან კარგად მოიქეცით, რომ ყველაფერი მითხარით. ეს საჭირო იყო, უეჭველად უნდა მცოდნოდა, რადგანაც, რა გარანტია მაქვს, რომ პატივცემული ჩემი ყოფილი მეუღლე კვლავ არ გაიმეორებს იმასვე, რაც ერთხელ ჩაიდინა.
– თქვენი ყოველი მეუღლე? – განცვიფრებით შემომაჭყიტა თვალები ლიზამ.
– დიახ, ყოფილი. იგი დღემდე ჩემი ერთადერთი სასიყვარულო ადამიანი იყო, ახლა კი. ამ ამბის შემდეგ, ის ჩემთვის უკვე უც ხოა.
– მით უფრო მეტად ვარ დამნაშავე თქვენს წინაშე. მე მარტო სულიერი სიმშვიდე კი არ შეგირყიეთ, თურმე თქვენი ოჯახიც დამინგრევია. მე სასტიკად მოვიქეცი, მაგრამ გეფიცებით, ბოროტი განზრახვა არ მქონია გულში.
– არა ოჯახი თქვენ კი არა, გიორგი ქურხულმა თვით დაანგრია. როდესაც იგი მოსკოვიდან დაბრუნდა, მაშინვე რომ ეღიარებინა თავისი დანაშაული, არ ვიცი, შეიძლება ასე მწვავედ არ განმეცადა, ახლა კი... არა, არა... ყველაფერი გათავებულია. – ავდექი, მივედი მაგიდასთან, გიორგის სახელზე წერილი დავწერე და მზადებას შევუდექი.
ლიზაც წამოდგა. მან იგრძნო, რომ მე იმ ბინიდან წასვლას ვაპირებდი, ისიც მოემზადა წასასვლელად.
– შეიძლება მეც დავტოვო ბარათი? – შემეკითხა იგი.
– როგორც გენებოთ, – ვუპასუხე დაუდევრად.
მანაც დაწერა ორიოდე სიტყვა და საწერ მაგიდაზე, ჩემი ბარა თის გვერდით დადო,
– თუ იცით მატარებელი როსტოვისაკენ რა დროს გადის?
– ვერ გეტყვით.
– თუმცა სულ ერთია, სადგურში გავიგებ. მან დასტაცა თავის პატარა ჩემოდანს ხელი და ისე გავიდა ბინიდან, რომ არც კი გამომემშვიდობა. მე ჩემს საქმეს განვაგრძობდი და ყურადღება არ მიმიქცევია.
იმავე საღამოს წავედი იმ ბინიდან...
თუმცა, რად გამახსენდა ეს ამბავი? ეს ეპიზოდი ხშირად მახსენდება ხოლმე და მუდამ ჩემი თავის ტკივილით მთავრდება. აი, ახლაც, ჩემს დღიურში, მგონი მესამედ ჩავწერე ჩემი შეხვედრა ლიზასთან. რა საჭიროა? თავი ამტკივდა. წამოვწვები, იქნებ გა მიაროს“.
ნატოს დღიურს შუაში ფურცლები ბლომად აკლდა, ამოხეული იყო. ზურაბმა დღიურში ქაღალდის სუფთა ფურცელი ჩადო და დახურა, საათს დახედა. შუაღამე გადასული იყო. ტელეფონით და რეკა, მაიორი ივანიძე და კაპიტანი ნოდია ჯერ არ წასულიყვნენ, იმ საღამოს განსაკუთრებული შემთხვევა არაფერი ყოფილა და დასასვენებლად წავიდა შინ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent