შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგივიწყებ?


29-05-2021, 00:41
ავტორი გორგოძე
ნანახია 283

თავი 2 გამოფენაზე
ახლა აბიტურიენტი ვარ გამოცდებისთვის ვემზადები აგერ მალე ივლისში გამოცდა მექნება 18 წლის განმავლობაში უფრო სწორად მას შემდეგ რაც ამ სახლში მოვედი თავს პატიმრად ვგრძნობ, გარეთ მცირე დროით გავდივარ და ისიც ძალიან იშვიათად ალბად მხოლოდ საყიდლებზე რაც შეეხება განათლებას ის სახლში მივიღე, მასწავლებლები მაკითხავდნენ და ყველა საგანს დაწვრილებით მასწავლიდნენ. ეს ქალაქი თბილისი ჩემს ქალაქვს არ გავს თბილისი დიდი თან ძალიან ნათელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მომწონს მაგრამ ჩემი ქუთაისი მაინც სულ სხვა რამეს ნიშნავდა ბავშვთა სახლში ქუთაისში ვიყავი, აღმზრდელი მიყვებოდა თუ როგორი პატარა ვახსოვარ ალბად კიდევ მეძუძური, თვალები შიშისაგან გითრთოდა და დედას დაეძებდი, მაგრამ ის იქ არიყო შენ იყავი სახლის ჭიშკართან მარტო და ტირილისაგან ამოვარდნილი გული სწრაფად გითამაშებდა როდესაც მეტის მოყოლას დავაძალებდი ჩემს მშობლებზე შევეკითხებოდი მეტყოდა მგონი საკმარისად იცი გაიზრდები და დანარჩენს მერე გაიგებო, სამწუხაროდ მას შემდეგ არაფერი ცოდნა არ მომმატებია ჩემს დამტოვებლებზე.
ელისოო!
დიახ!
გისმენ დედიკო მოხდა რამე? დღეს მამაშენს მოდის ჩვენება აქვს და შენი დასწრებაც აუცილებელია გაემზადე, ლურჯი კაბა ჩაიცვი, და იქ სამკაულები გაგიმზადე ისინიც მოირგე ფეხსაცმელი დაბლა კარადაში სულ ბოლო რომარის ის ჩაიცვი ახლა მე ახალი ტანსაცმლის საყიდლად მივდივარ, შენს წასაყვანად შემოვივლი მეც მზად ვიქნები და წავიდეთ იცოდე სახე მაქსიმალურად შეინიღბე არმინდა, რაიმე საფრთხე დაგემუქროს. გასაგებია დედიკო! როგორც ყოველთვის გაზეპირებული ფრაზები თავბრუსმახვევდა და აშკარას ხდიდა რომ არ მომწონდა ყოველივე მაგრამ რა გაეწყობოდა მე ხომ ელისო დანელია ვარ.
ჩვენი სახლი ისეთი დიდია სიარული მღლის, ჩემს ოთახამდე მისულს ლამის დაღლილობისგანა ადგილზე ჩამომეძინოს , როდესაც ოთახში შევედი საგანგებოდ გამზადებული ლურჟი, გულამოღებული, მოკლე მკლავიანი და თვითონაც მოკლე კაბა ალმაცერად მიმზერდა, ალბად დედას დარიგებული ჰყავდა თუ არ ჩაგიცვამს ზედ ძალით ჩამოეცვიო . კაბა ჩავიცვი ოქროს წვრილ კულონიანი და დიდ თვალა ყელსაბამი თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა, ფეხსაცმელი დაბალი ლურჯი ტუფლი იყო წინ კი თვალის მომჭრელი ბაფთა ამშვენებდა.
ნინა დაბრუნდა მისი ჩაცმულობა არასდროს მომწონდა შავ ქამრიანი კაბა ეცვა ოქროს ლამაზი თმები მხრებზე ჩამოეშალა, მას ყოველთვის მოხდენილი ცხვირი ჰქონდა და ხანდახან თითქოს მშურდა მისი რადგან მე დიდი ძვლიანი და განიერი მქონდა.
მზად ხარ! წავედით ! ჩემი შავი სათვალეები ავიხსენი მოწიწებით თვალები დავუხამხამე თანხმობის ნიშნად და ისევ ავიკარი ცისფერი თვალები, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონდა ჩემს გარეგნობაში. დამწვარი ოქროსფერი, კარედ შეჭრილი თმა, მხრებზე ჩამოვიჩეჩე, პირბადე გავიკეთე ნინას ხელმკლავი გამოვდე და წავედით.
გარეთ შავი ჯიპი გველოდებოდა წინ შავი ბეემვეთი დაცვა მიგვყვებოდა უკნიდანაც ერთი ნაცრისფერი მანქანა მოგვყვებოდა მაგრამ ცოტა უსიამოვნო გრძნობას მიჩენდა, როდესაც ის თეთრი მანქანა ფერების შეხამების ურთიერთბალანს არღვევდა. დედა და მე უკან ჩავჯექით მოვთავსდით და მანქანაც ნელა დაიძრა, სამწუხაროა ამ ცხოვრებაში ვერაფერი ვიპოვე ისეთი, რაც მომეწონებოდა და გულს სიხარულისგან ამიფრიალებდა ყოველთვის ეს მოსაწყენი და ჩემგან შორს მდგომი ცერემონჯალები მაბეზრებდა თავს ახლაც იმის ჯავრი მკლავს რას გავაკეთებ გამოფენაზე, იმედი მაქვს მრავალფეროვნება მაინც დამხვდება. დანიშნულების ადგილზე მისულს წინ შემოგვეგებეს და კარები გაგვიღეს ისე ეს ყველაფერი მამაჩემის დამსახურება იყო რომ ჩვენ ასეთ დიდ პატივში ვიყავით და ძალიან მწყინდა , რომ მედა დედაჩემს ისეთ რამ არ შეგვიქმნია რის გამოც ღირსეულნი და დაფასებული ხალხი ვიქნებოდით.
დარბაზის ოქროსფერი იყო, ქვემოთ გაგებული წითელი ხალიჩა მოუთმენლად ელოდა როდის გათელავდნენ. ჩვენ საგანგებო ადგილას დაგვსვეს, მამაჩემიც იქვე იდგა და სიტყვით გამოსვლისათვის ემზადებოდა. ყველამ თავის კუთვნილი ადგილი შეავსო დარბაზი ჩაბნელდა და გაგრძელებულ სცენაზე მხოლოდ მამაჩემის ჩრდილი ირეკლებოდა და მას ანათებდა ფერადი სინათლე მისი ტრაფარეტული სიტყვები არემარეს აყრუებდა და მოკრძალებით თავის შედევრ ნამუშევარ თბილი სიტყვებით ამკობდა თითქოს დედაჩემს არაფერი წვრილი შეუტანია და მარტო თვითონ შექმნა ყველაფერი, ნინა ბედნიერი უყურებდა და თითქოს თავი შრომაში გათენებულ ღამეებს მისტიროდა რადგან არავინ არ დაუფასა, სამწუხაროა, როდესაც მამრობითი სქესის წარმომადგენელი ეწინააღმდეგება ქალის წარმატებას და ფიქრობს, რომ მან არუნდა აჯობოს კაცს და მასზე მეტი არასდროს არაფერი არუნდა გააჩნდეს ეს კი არა ზოგჯერ ნაშრომსაც კი არუფასებენ, რომელიც სინაზით და დიდი სიყვარულითარის შექმნილი. მამამ სიტყვა დაამთავრა ორი სიტყვით შემოვიფარგლები თქვა, რომ ეს იყო მთელი წლის ნაშრომი და ახლა აჯამებენ ეს არის დაგის ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი მოდის ჩვენება. უკაცრავად მაგრამ დეტალურად ვერაგიღწერთ ყველაფერს რაგდგან მე ელისო დანელია ვერ ვერკვევი ამ დიზაინერების რაღაცეებში, თავს ერთ ჩვეულებრივ გოგოდ მივიჩნევ, რომელმაც არიცის სიყვარული, ხანდახან მგონია, რომ სიყვარულს ვერასდროს ვერ ვეზიარები ან შეიძლება ვიგემო მაგრამ მე ვერ გავიგო რაარის და უბრალოდ ვერ დავასათაურო. რაღაც თავს უაზროდ, შეწუხებულად და უხერხულად ვგრძნობ, რაღაც მოშტერებულ მზერას მთელი ღამეა უაზროდ რომ მაწუხებს ვიღაც ორი კაცი თუ ბიჭი არვიცი პირბადეში ვერ ვარჩევ რომელია გაშტერებული მზერით მიყურებს და არ მჯერა, რომ მცნობენ ვინ ვარ რადგან შიში მიტანს და ვღელავ რამე საშინელება არ მოხდეს თან როგორი საზიზღრობა დიდი გველის ტატუ ჰქონდა ერთერთს ხელზე მეორეს კი ქერა თმა ჰქონდა გვერდებზე აპარსული,დედაჩემს თვალით ვანიშნე ნინა რატომ მომჩერებიან ისინი ასე დაჟინებით? ის თავის ფიქრებში იყო გართული მაგრამ სამჯერ რომ გავუმეორე მითხრა ვინებიო და როდესაც გავახედე იქ აღარავინ ჩანდა. დამაყრუებელი დღეც დასრულდა მამამ ბევრი მადლობა და შექება დაიმსახურა დედას წყალობითაც მაგრამ ყველაზე სამწუხაროა დედას რომარავინ უხდიდა სამადლობელ სიტყვებს და პატივისცემით არ მოიხსენებდნენ. თამაზი ჩვენთან ერთად წამოვიდა გზაში მხოლოდ ერთხელ დასცდა სიტყვა ნინა როგორ მოგეწონა გამოსვლა? კარგი იყო მაგრამ გთხოვ ერთი რაღაც მითხარი შრომას რატომ არ მიფასებ ერთხელ მაინც მახსენე მე არ ვამბობ, რომ შენგან აღიარებას და გადიდებას ველი უბრალოდ გთხოვ პატივი ეცი ჩემს გათენებულ ღამეებს და ამდენ შრომას, თაზომ გაბრაზებული თვალებით გადაუარა და უთხრა რატომ მჯობნი ვიცი, რომ ეს ყველაფერი შენთან ერთად შევქმენი მაგრამ ისიც ხომარ დაგავიწყდა, რომ შენსგამო მემკვიდრის გარეშე დავრჩი და სხვისი შვილის იმედად მიწევს ჩემი ავლადიდების ბედ-იღბალის გადაწყვეტა დავიღალე! თითქოს არ მიმჩნევდნენ თავი დავხარე და სევდა ნარევი ღიმილით თავი ფანჯრისკენ გავწიე და ცრემლით გავსებული თვალები სათვალეებში დავმალე. სახლში მივედით მსგავსი ფაქტის შემსწრე ბევრჯერ ვყოფილვარ მაგრამ დედაც კი არ მოსულა და უთქვამს არიჯავრო შვილო მამას უბრალოდ წამოცდა, ამათ ჰგონიათ თუ მიშვილეს და ოჯახი მაჩუქეს სიყვარული არ მჭიირდება მე ხომ სხვას არაფერს ვითხოვდი მათგან მეტს არაფერი არ მინდა არც ამათი ქონება არც არაფერი მხოლოდ თავიუფლება მინდა, რომელსაც ვერ ვეღირსები არმსურს ასეთი ოჯახი მონატრება მკლავს ჩემი 5 წლამდე აღმზრდელის სუნი მენატრება მისი თბილი ჩახუტება და მისი ხელით მომზადებული საჭმელი, ჩუმად აქვითინებული ისევ გამოფენის ტანსაცმელში ვიყავი კუთხეში და მწარედ ვტიროდი, ასე ძალიან არასდროს არ განმიცდია ჩემს მიმართ ნათქვამი მწარე რეალობა რომ მათი შვილი არ ვარ.
ელი ოთახში ხარ? დიახ! ასე მეძახდა ჩვენი დამხმარე ნათია, მხოლოდ მისი მომღიმარი სახე მაბედნიერებს ეს ბოლო თვეებია ახალი მოსულია და ალბათ გულის მოგებას ცდილობს, თუმცა ერთი ნაკლი აქვს ტელეფონზე საუბრობს ბევრს და თან ძალიან ბევრკითხვებს სვამს მაგალითად როდის ბრუნდება მამაშენი სახლში სად მიდის ხოლმე დედაშენი როდის ხარ მარტო? და ასე შემდეგ ხანდახან კი მაეჭვებს მაგრამ მისი ღიმილი მამშვიდებს იმდენად ტკბილი და სანდოა.


თავი 2 ეს სიყვარულია
დღეს არც მიჭამია არაფერი მშიერი დავწექი და ჩემებს არც კი შევეხმიანე დედაჩემს და მამაჩემს არც გავხსენებივარ, ნეტავ რატომ არ შემიყვარეს ნუთუ ასეთი საზიზღარივარ?!
გათენდა დღეს 23 მაისია ეს თვე ჩემს სულს ალამაზებს და ლამაზ გვირილებით მიფენს ყოველი დღის დასაწყის ჩვენ ხომ ბაღი გვაქვს ამქვეყნიური სამოთხე, სადაც ჰაერი მხოლოდ ჩემთვის ქრის თითქოს. ბაღში გავედი დილის მადლის შესაგრძნობად ყოველდღიურად ვსეირნობდი ამ სილამაზეში, დედის მოფერებას ნიავის თბილი შეხებით ვგრძნობდი, ვარდებს და-ძმას ვეძახდი და მათსურნელს რღმად შევიგრძნობდი, გულში ისეთი სიცარიელემაქვს ცხოვრებაში თითქოს რაღაც უნდა ვიპოვო რომ შიგნით მოვათავსო, ხანდახან ისე დამიმძიმდება სული სიმარტოვის შეგრძნებისგან მინდა თავი მოვიკლა, რომ ეს არ ვიგრძნო. მიყვარს მომენტი როდესაც მზე ამოდის და მესალმება, ბუნებაა ჩემი ოჯახი და არა ის შიგნით რომარის და სახლი მაჩუქეს ხეები ჩემზე ზრუნავენ , ბლის ხეზე ავდივარ საიდანაც მთელი ვარკეთილი ხელის გულივით ჩანს მხოლოდ ასე თუ ვეზიარები ცივილიზაციის არსს, იღვიძებს ხალხი ქუჩები ივსება სხვადასხვა ადამიანებით ო ღმერთო როგორ მშურს მათი მეც მინდა მათ რიგებს შევუერთდე და სამყაროს დღიურ სიამოვნებაში გადავეშვა.
მიაუ! ვაიმე ჩემი ჰერბალაიფი მოსულა ტეტე პატარავ როგორ მომანატრე თავი დედიკოს სიხარულო, ტეტე ჩემი ფისოა, რომელიც პატარა იყო ეზოში შემოიპარა და იმდენად შემიყვარდა და მივეჩვიე დიდი თხოვნის შემდეგ ძვლივს მივაღწიე მიზანს და დამატოვებინეს, მაგრამ ერთი კვირის უკან მოულოდნელად გაქრა ახლა კი საიდანღაც დაბრუნდა და ახლა ჩემს სიხარულს საძღვარი არააქვს.
ელისოოოო! დედა მეძახის გამწარებული, მოვდივარრრ! ფისო იღლიაში ამოვიჩერი ჩემს ოთახში შევიყვანე და დედასთან გავედი, გისმენ დეე? მოდი ვჭამოთ დღეს საღამოს არ მოვალთ მე და მამაშენი სხვაგან მივდივართ უნდა დავლაგდეთ ჩვენს პირად გრძნობებში, კარგი დეე...
ჭამაც დავამთავრე რეპეტიტორისგან მოცემულ დავალებებს ჩავუჯექი ტეტეს ვეფერებოდი მის ყელზე რაღაც უცნაური მრგვალი და უხეში ჯაჭვი შევნიშნე მისკენ შევტრიალდი, დავაკვირდი და შევამჩნიე. რომ ზედ წერილი იყო ძაფით მიკრული შიშმა ამაფორიაქა თავში ათასნაირი სისულელე წარმოვიდგინე შიშისაგან საფეთქლებმა ტკივილი დამიწყო გამახსენდა, რომ სახლში მარტო ვიყავი ნათიაც არიყო სახლში და გარეთ დაცვას არც კი ვიცნობდი, ხელის კანკალით გავხსენი ფურცელი და ზედ ეწერა, იტირე ისე, როგორც არასდროს გიტირია ლია. მართლაც ტირილი ამივარდა მღელვარებიისგან შუბლი გამეყინა, მომაფიქრდა, რომ დაცვასთან გავსულიყავი ამჯერად არ შევნიღბულვარ სწრაფად გავედი და კარები გავაღე ეზოდან გასასვლელის სადაც იდგნენ მაგრამ არავინ დამხვდა ძალიან შემეშინდა ვიგრძენი, რომ რაღაც მიახლოვდებოდა ვიღაც მომიახლოვდა თეთრი ცხვირსახოცი შევნიშნე და დამეძინა.
ვაიმე თავი როგორ მტკივა ნათია სად ხარ? ეს რა ჯანდაბა მიჭერს ხელზე რააა? წინ დიდი ხრამი იყო მე კიდევ სკამზე დაკოჭილი ვიყავი კლდის პირას და ლამის გადავარდნა მემუქრებოდა მკვეთრ მოძრაობებს მოვეშვი და მეგონა გამეღვიძებოდა მაგრამ ეს რეალობა აღმოჩნდა გამახსენდა წერილი თეთრი ცხვირსახოცი გავიაზრე რა უბედურებაშიც მქონდა თავი გაყოფილი და აქეთ იქით თვალიერება დავიწყე ზურგს უკან ორი კაცი მიმზერდა და რატოღაც მეცნო ეს გამოხედვა თავში აზრი ამომიტივტივდა ეს ხომ მოდის ჩვენების ხალხი არიან ის გველის ტატუთი და მეორე გადაპარსული თავით .
გონს მოვიდა! ქერამ ხელზე კრა გველის ტატუიან კაცს მას ხვეული დიდი თმები ჰქონია ეს მაშინ შევამჩნიე, როდესაც ქარმა წაართვა ქუდი, მან რაღაცნაირი თვალებით ამომხედა და გული სითბოთი ამევსო მიუხედავად იმისა რაც ხდებოდა ჩემს თავს, ჩუმად თავჩაღუნული მომიახლოვდა და მითხრა მაპატიე არმინდოდა იძულებული ვაროო. გაკვირვებულმა ავხედე ჩუმად გამომაპარა თვალები და ტელეფონის ზარი გაისმა, რეკავს ის ავაზა! გაურკვევლობას თავი არ მქონდა დაღწეული, რომ ტელეფონში მამაჩემი თაზო გამოჩნდა, სხარტად შევყვირე მამა მიშველე! გადამარჩინე გთხოვ!!
მოკეტე მე მამაშენი არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ შენ ჩემი უარგისი ძმის შვილი ხარ, რომელიც მთელი ცხოვრებაა კისერზე მაწევს და არაფლის მაქნისია დროა სიცოცხლე გამოემშვიდობო რადგან შენი ყურება არ შემიძლია, უკვე 18 ის ხარ ის ქონება , რაც ჩემი გგონია ყველაფერი შენია მამაშენისგან სახსოვრად გერგო, ანდერძის თანახმად სანამ არასრულწლოვანი იყავი მე განვკარგავდი მათ ახლა ისინი შენს სახელზე გადმოვა მაგრამ ამას არ დავუშვებ რადგან შენ მოკვდები ისინი კი მე დამრჩება გაიგე! ხელი მოაწერე სასწრაფოდ მაგ ფურცლებს. ეს სიტყვები ისე ჩემესმოდა ყურში, როგორც სიკვდილის ბოლოს გაგონილი და ნაკარნახევი სიტყვები თითქოს ვიღაც ჩემს ცოდვებს კითხულობდა, თვალწინ ჩამიარა მართან თანაცხოვრების პერიოდმა .
გონს მოვეგე და გავაცნობიერე რომ მე უნდა ვიცოცხლო რაღაც უნდა მოვიფიქრო რადგან შური ვიძიო და თაზოს ის ვაზღვევიო რაც წამართვა , ხუჭუჭამ ფურცლები მომიტანა და მითხრა ხელი მოაწერე ან აქ გადავარდებიო ეს ბოლო ქერამ დაურთო სწრაფად მომაგონდა, რომ ხელი არასწორად მომეწერა თუ რამე მომივიდოდა ის მაინც ვერ მიიღებდა იმას რასაც ელოდა, ხელი მოვაწერე და სხვათაშორის ეს ახლა მოგონილი ხელმოწერა უფრო მომეწონა ვიდრე ძელი, ხუჭუჭამ ფურცწლი გამომართვა და სახიდან პირბადე მოიხნა ერთხელ ავხედე ზემოთ და გული მღელვარებისგან სასტიკად ამიჩქარდა, მეგონა მუხლებიდან მოვწყდი ალბად ფეხზე რომ ვყოფილიყავი ჩავიკეცებოდი. სული ლამაზი შეგრძნებებით გამილამაზდა წლობის სიცარიელე ამომევსო გულში და მივხვდი ეს ის არის ის ერთადერთი ნუთი ეს სიყვარულია? ახლა მინდა ცხოვრება არა იმიტომ რომ შური ვიძიო არამედ იმიტომ რომ ეს სახე ბევრჯერ დავინახო.

გაგრძელება იქნება



№1  offline წევრი Lizkaa

კარგი იყო. მომეწონა კარგად იკითხება

 


№2  offline წევრი გორგოძე

Lizkaa
კარგი იყო. მომეწონა კარგად იკითხება

მადლობა
--------------------
ლ.გ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent