შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი” 7 ნაწილი


7-06-2021, 20:18
ავტორი LiZzyCh
ნანახია 220

დილით ადრე გავიღვიძე,მთელი ღამე ვშფოთავდი,ლუციფერის საქციელის გამო მოსვენება დაკარგული მქონდა,არცკი ვიცოდი თვალებში როგორ ჩამეხედა მისთვის..
საწოლიდან სწრაფად ავდექი,ფანჯარაში გავიხედე და ცას მივაცქერდი,თითქოს საუკუნე ოყო გასული რომ ეს არმენახა.
დერეფანი სწრაფად გავიარე და კიბეებზე დავეშვი,ოთახი მოვათვალიერე მაგრამ არავინ იყო,ლუციფერიც არსად ჩანდა,ოთახში ბორიალი დავიწყე,სააბაზანოს მოსაძებნად ყველა ოთახს ვაღებდი,ბოლოს როგორც იქნა მივაგენი და ვიპოვე,კარები შევაღე,თეთრი ლამაზი სააბაზანო ოთახი იყო,საპნისა და კიდევ რაღაც მოტკბო სუნი იდგა,საკმაოდ დიდი სააბაზანო იყო,ოდნავ ამოეშენებიათ ნახევარი კედელი,მეორე მხარეს კი ალაბათ სააბაზანო იყო,ახლა ნამდვილად მჭირდებოდა შხაპი,მის მიმართულებით სვლა განვაგრძე,ეს ესიყო უნდაშევსულიყავი რომ,აბაზანიდან შიშველი ლუციფერი გადმოვიდა,წამით გავშეშდი,შედეგ შევტრიალდი და ადგილიდან ვერც კი გავინძერი...ლუციფერის ღიმილს ზურგს უკანაც კი ვგრძნობდი
-რამე მოხდა?რატომ შეტრიალდი?
-ლუციფერრ!თუ შეიძლება რამე შემოუცვი და სწრაფად გამოდი..
ლუციფერი მელა მომიახლოვდა ჩემს უკან დადგა,მის ახურებულს ხეულს ვგრძნობდი,მის სურნელს..ტუჩები ყურებთან მოსწია და დაბალი ხმით ჩამთურთულა,დაბალი ეშმაკური ხმით
-სხათაშორის გუშინ კარგად გავერთე..
ტუჩის ბოლოები აეწია და ეშმაკურად გაიღიმა,შემდეგ კი გავიდა.
გართობა?რასქვია გაერთი..მისთვის სათამაშო ვიყავი?მართლაც რომ ეშმაკი,ამას არ ვაპატიებ,თუ თამაში უნდა მიიღებს,ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს!
ტანისამოსი გავიხადე და ცხელი შხაპი მივიღე,ძალიან მესიამოვნა და დიდიხანიც დავრჩი,არმინდოდა კვლავ იგივე ტანსაცმლის ჩაცმა ამიტომაც,პირსახოცი კარგად შემოვიხვიე და ვეცადე ოთახში ჩუმად ავსულიყავი.
ჩუმი მაბიჯებით მივუახლოვდი კიბეს,უკვე მეორე საფეხურზე ვიყავი ისე ხმა გავიგე,კვლავ ლუციფერის..
-ტანსაცმელი ოთახში დაგიტოვე..მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ ასე რომ იარო
თვალები დააწვრილა და ფეხებიდან მაღლა ამათვალიერა,ენის წვერი ზედა ტუჩს გადააყოლა,შემდეგ ცალყბად გამიღიმა,ნიკაპზე ხელი ამოიდო,თითქოს მაფასებდა,მაკვირდებოდა ურცხვად.
მისი თავხედობა ნერვებს ძალიან მიშლიდა,მინდოდა მივვარდნოდი და თმებში ჩავფრენოდი.
გული სწრაფად მიცემდა,ვეცადე თვალები ამერიდებინა და სწრაფად ავსულიყავი მაღლა..
-საღამოს გავდივართ,კაბა კარადაშია.
თვალი ჩამიკრა,მე კი უკანმოუხედავად ავედი ოთახში,საწოლზე გახეხილი ჯინსები და ზედმეტად მოკლე ტოპი იდო,მის გვერდით კი ლიფი და ბიკინები..
უეცრად წარმოვიდგინე როდესაც ლუციფერი მაღაზიაში საცვლებს იყიდიდა.გამეღიმა,თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ეს ჩემთვის იყო,გავწითლდი,მთელი სხეული ამიხურდა,მითუმეტეს გუშინდელი ღამის შემდეგ..
ტანზე ჩავიცვი,მკერდი საკმაოდ გამომიკვეთდა,სველი თმა დავივარცხნე,სამწუხაროდ ფენი არ ჰქონდა ამიტომაც სველი თმით მომიწია დაჯდომა ოთახში..
გასვლას არ ვაპირებდი რომ არა ჩემი მშიერი მუცელი.
ოთახიდან გამოვედი და მისაღებში ჩავედი,ლუციფერი სავარძელზე მოთავსებულიყო და ჩაფიქრებული იჯდა,კვლავ მისი უმეტყველო სახე,რომელიც ჩემი დანახვისას ეშმაკურმა ღიმილმა გადაფარა.
-შენი არვიცი მაგრამ,ადამიანებს შიათ ხოლმე,სძინავთ და სწყურიათ..
ლუციფერმა ხელზე ნიკაბი დაიდო და ზემთ ამომხედა,თმა უკან გადაეყარა,თხელი შავი მაისური და ფართო ნაცრისფერი შარვალი ეცვა,ფეხები გაეშალა და გემრიელად მოკალათებულიყო თავის ადგილას.
-დაამთავრე?
წარბები მაღლა ავზიდე,გავღიზიანდი მის ნათქვამზე,თუმცა თავი მოვთოკე და შევეცადე მშვიდი სახე მიმეღო.
-კარგი,მაშინ..შეგვიძლია სასაუზმოდაც გავიდეთ!

რამოდენიმე წუთში სახლიდან გამოვედით,ლუციფერს გვერდით მივყვებოდი,გრილი ნიავი უბერავდა,ჰაერში ტკბილი სურნელი იდგა,ცა მოწმენილი და ნათელი იყო,მთლანად ცისფერი..ნეტა კიდევ თუ შევძლებ მის ნახვას?
ტროტუარს მივუყვებოდით,ბევრი ხალხი არ იყო,როგორც ადრე ისეთივე მშვიდი დღე იყო,ლამაზი შენობები და მოსაუბრე ხალხი,ეს ნამდვილად მომნატრებია...
-ლუციფერ!-წამით ერთ ადგილზე გავჩერდი და ლყციფერს სახეზე მივაჩერდი,უმეტყველო სახე ჰქონდა,დამაკვირდა რა უნდაო?ამოტომაც საუბარი განავგრე,ოდნავ ემოციურად,ამიტომაც თავი ძირს დავხარე-შეიძლება..მშობლების საფლავზე მივიდე?
ლუციფერმა სახე მაღლა ამიწია,თვალებში ჩამხედა და თბილი ხმის ტონით მომიგო
-რათქმაუნდა!
ცოტახანი მას თვალებში ვუყურებდი,მის შავ და უსულო თვალებს ვუყურებდი,რომლებიც ასე ლამაზად უცქერდნენ არემარეს.
გზა განვაგრძეთ,თუმცა ლუციფერმა ჩვენს შორის სიჩუმე დაარღვია
-არასდროს მქონია მშობლებთან კარგი ურთიერთობა,მამაჩემმა კი სამოთხიდან გამაგდო იმისგამო რომ..მას არ დავემორჩილე,სიყვარული ეს სისუსტეა ამიტომაც არ მიყვარს არავინ,რადგან სუსტი წერტილი არ გამაჩნია!
ლუციფერს უემოციო სახე ჰქონდა,მთელი ამ წინადადების თქმისას სახეზე ოდნავი ემოციაც კი არ დასტყობია..
-და ლილითი?ის ხომ შენი შეყვარებულია?
ლუციფერ გაეღიმა,მის სახეზე იმდენად ლამაზად გამოისახა ეს ღიმილი რომ აშკარად არ მინდოდა იმის დაჯერება რომ ის ეშმაკი იყო,
-კი მაგრამ ის არ მიყვარს...არც არასდროს მყვარებია!
-სასტიკი ხარ,რადგან მას აშკარად უყვარხარ,შენ კი უბრალოდ იყენებ.
-მე არ მითხოვია სიყვარული,ამიტომაც-თავი ჩემკენ შემოაბრუნა,თვალებში რაღაცამ გაუელვა,ოდნავ გაეღიმა,თუმცა ეს ღიმილი ბევრად მეტს ნიშნავდა ვიდრე უბრალო ღიმილი-პატარავ დამნაშავე თავად ის არის ვისაც უყვარს,მე კი ის არ მიყვარს.
გზა განვაგრძეთ,იქვე ლამაზ კაფეში შევედით და საუზმის შეკვეთა დავიწყეთ.
მე ცეზარი და ხილის წვენიგემრიელად მივირთვი,ბოლოს კი კარამელის ნაყინიც გემრიელად დავაყოლე.
ლუციფერმა მხოლოდ სასმელი აიღო და ირგვლივ მჯდომ ხალხს დააკვირდა,შემდეგ მე შემომხედა..
-რამდენი ხნით ვაპირებთ დარჩენას?
-ზედმეტად ბევრ კითხვას სვამ პატარავ..იმდენი ხნით დავრჩებით რამდენსაც მე მოვისურვებ.
-და აქ რა უნდა ვაკეთოთ?
ლუციფერს გაეღიმა,შემდეგ თავი დახარა და თუ მორჩი წავედითო მითხრა.მეც ავდექი და გზას გავუდექით,ლუციფერმა გასეირნება შემომთავაზა,მეც დიდი ენთუსიაზმით დავთანხმდი,მომენატრა აქაური ქუჩები,აქაური სურნელი,ყველაფერი მომენატრა რაც დედამიწას და საქართველოს უკავშირდებოდა..
სახეზე ღიმილს ვერ ვმალავდი,ირგვლივ ვიყურებოდი და ვტკბებოდი,ვცდილობდი კარგად დამემახსოვრებინა აქაურობა..
საღამო ხანს სახლში დავბრუნდით,
ლუციფერს მადლობა გადავუხადე დღევანდელი დღისთვის და თბილი ღიმილიც ვაჩუქე..
-საღამოსთვის მოემზადე,ჩემი მეგობრის რესტორანში მვდივართ..
ლუციფერმა ეშმაკურად გამიღიმა და გვერდით ჩამიარა,მეც ჩემს ოთახში ავედი და დაღლილი პირდაპირ საწოლზე დავეშვი.
დავფიქრდი,გუშინდელი ღამის გარდა ვერაფერზე ვფიქრობი,არც ლევიათანი და ლილითი მანაღვლებდა,არც ამნგელოზები და განდევნილები,არც ნახევარ სისხლებზე ვღელავდი..მხოლოდ იმ კოცნას ვერ ვიშორებდი თავიდან,მის ალერსიან და მგზნებარე ტუჩებს,მის შიშველ ტანსა და გამომწვევ საზეს,მის ოფლიან სხეულსა და მის სველ თმას...
ტუჩზე ვიკვნიტე,შემდეგ კი ჩემს თავზე ვუსაყვედურე ლუციფერზე ფიქრის გამო,მითუმეტეს რომ მას შეეძლო აზრების კითხვა,ამიტომაც ფიქრი შევეყვიტე.
რვა საათი იყო, ლუციფერმა კარები შემოაღო და მომეზადე მალე წავალთო მომხახა,ამიტომაც მომზადება დავიწყე,კარდა გამოვაღე და წითელი კაბა გამოვიღე,წელზე მომდგარი,თეძომდე ჩახსნილი,დიდი დეკოლტით და ზურგის მხარესაც თითქმის საჯდომამდე ჩახსნილი..შოკში ვიყავი,მე და ეს კაბა?ღმერთო დამეხამრე,ლუციფერს მართლა უნაკლო გემოვნებააქ,მაგრამ ბილწი და გამომწვევი აზრებით სავსეაა.
ლუციფერი მეთამაშებოდა,ამიტომაც მისივე თამაშით ვიმოქმედებ მაგრამ ჩემი წესებით
კაბა მოვირგე,მართლა შოკისმომგვრელად გამოვიყურებოდი,იმავე ფერის მაღალქუსლიანები ჩავიცვი,თმა ყურს უკან ჩავიყოლიე,გოგოშკური ნივთებიც კი შეუძენია,ნეტა როდის მოასწრო?
ისედაც სწორი თმა მქონდა ამიტომაც გასწორება არ მომიწია,სახესაც მალევე მივხედე და თითქმის ერთ საათში მზად ვიყავი.
ოთახიდან გასვლის წინ ჩემს თავს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი,ვაუუ..ჩავიღიმე და ოთახიდან გავედი,კიბეებთან ოდნავ შევჩერდი,დაბლა ლუციფერი იდგან,შავი ბიჯაკი და ამავე ფერის შარვალი ეცვა,პიჯაკის რამოდენიმე ღილი შეხსნილი ჰქონდა,ყელზე ვერცხლის ყელსაბამი ეკიდა,ხელები აეკეცა და მისი სვირინგი გამოუჩნდა,დაკლაკნილი გველი რომელის თავიც ცერათითზე იყო,თმა უკან გადაეწია,ხელში კი კვლავ სასმელით სავსე ჭიქა ეჭირა,ჩემი დანახვისას დაბლიდან ამომხედა,თავი გვერძე გადასწია,ჭიქა მაღლა ასწია და გამომწვევი ხმის ტონით მომმართა
-შესანიშნავად გამოიყურები ლიზი,კაბა ძალიან მოგიხდა!
კიბეებზე დავეშვი და მის პირისპირ დავდექი,კარგად შევათვალიერე და თვალებში ჩავხედე საბოლოოდ.
-შენც არაგიშავს..
გეზი კარებისკენ ავიღე,ლუციფერის მომღიმარ სახეს ზურგს უკანაც ვგრძნობდი..
-არამიშავს თუ ზედმეტად კარგი ვარ..
ლუციფერმა კარები გამიღო,და ჯელტმენურად გზა დამითმო,მის ნათქვამზე გამეღიმა და გარეთ გავედით...
ლუციფერის შავი ჯიპში ჩავსხედით,მის გვერდით ვიჯექი..თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდაო,თითქოსისიც ერთი უბრალო ადამიანი იყო,თუმცა ეს ასე არ იყო,ეს ორივე ჩვენგანმა იცოდა.
მალე ქალაქის ცენტში აღმოვჩნდით იქიდან კი ერთ დიდ რესტორანში,მთლიანი შენობა განათებული იყო ისევე როგორც დიდი ეზო,ხალხმრავალი ადგილი ჩანდა,გარეთ უამრავი მანქანა და ლამაზი ხალხი იდგა,ქალბატონებს ლამაზი კაბები და მათ გვერძე სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცებით რესტორნის კარისკენ მიემართებოდნენ.
მე და ლუიცფერი მალე გარეთ აღმოვჩნდით..
ლუციფერმა ყურადღება ჩემკენ გადმოიტანა,სახეზე დამაკვირდა,შემდეგ კი დაბალი ხმით დაიწყო საუბარი.
-თუ ვინმე რამეს გკითხავს ეტყვი რომ ჩემი შეყვარებული ხარ,დღეს რაც არ უნდა მოხდეს არ გაიქცე ნუღელავ სახლში არაფერს დაგიშავებ-ეშმაკურად გაიღიმა და კარგად დამათვალიერა-ჰოომ,ეს ბოლო ცოტა რთული იქნება...
-შეგიძლია ცოტახნით სერიოზული იყო?
ლუციფერს გაეცინა..რამოდენიმე წამშირესტორნის შესასვლელთან მივედით,კარებთან მდგარმა დაცვამ ლუციფერი იცნო და კარები დაუთმეს თუმცა მზერა ჩემზე გადმოტანეს და მკაცრი სახით დამაკვირდნენ,
-ის ჩემთანაა..
ლუციფერმა წელზე ხელი მომხვია და მასთან მიმიზიდა,შემგედ კი თვალებში შემომხედა და ეშმაკურად გაიღიმა.
დაცვამ გზა დაგვითმო და შიგნით შევედით..
კარებში შესვლის თანავე ჩვენს წინ ელიტური საზოგადაოება გადაიშალა,დახვეწილი დეკორაციებითა და მაღალი საზოგადოების ფენით სავსე ხალხის ნაკადი..
-ლიზი ცოტა ხმადაბლა იფიქრე...მკაფიო და ხმამაღალი ფიქრები გაქვს!
-უკაცრავად!ჩემს გონებაში ნუ იქექები ძალიან გთხოვ..
-როგორც შევთანხმდით,აქ ჩემთან ერთად ხარ,გვერდიდან არ მომშორდე!
ლუციფერს თავი დავუქნიე,დარბაზში ერთად შევედით,ხალხის ყურადღება ჩვენსკენ იყო მომართული,ნელი მაბიჯებით გავუყევით გზას,აუღელვებლად მივაბიჯებდით.
-არ მეტყვი აქ რას ვაკეთებთ?
-კაენი უნდა მოვკლათ!
-რაა?ეს ვინ არის?არშეიძლება ადამიანის ასე ადვილად მოკვლაა,ეს ისჯება,თან ცოდვ..
-ცოდვაა?მე ეშმაკი ვარ პატარავ..ამიტომ ჩემთვის არ არსებობს ცოდვა!კაენი კი სწორედ ის ბიბლიური კაენია რომელმაც თავისი ძმა მოკლა. ორივემ მიართვა უფალს შესაწირავად თავ-თავისი შრომის ნაყოფი. მოხედა უფალმა აბელის ძღვენს, კაენისა კი უარყო... „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზგაფრთხილების მიუხედავად, კაენმა ძმა ველად გაიხმო და მოკლა.
„უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ? უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვედრს“
ესარის მისი ისტორია,თავად იმპერატორმა კვლავ გადაწყვიტა ვინ სჯობდა და ვინ იყო მართალი!
ლუციფერს სახეზე გაბრაზება დაეტყო,ხმა არ ამოვიღე,ჩუმად მივყევი მას,გვერდიდან არ ვშორდებოდი.
მალე მაღალ მაგიდასთან აღმოვჩნდით,ორ ადამიანთან ერთად.
-ლუციფერ?რა სასიამოვნო სიურპრიზია!-წვრილ სახიანმა მაღალმა ქალმა დაიწყო საუბარი,ფართო ტუჩები და პატარა ცხვირი ჰქონდა შავგვრემანი თუმცა ლამაზი ქალი იყო.
-ასტაროტ!დიდი ხანია არ მინახავხარ.
ახლა ყკვე გასაგები იყო თუ ვინ იყო ის.
ერთ ერთი დემონი,სასტიკი და დაუნდობელი.
ასტაროტმა მზერა ჩემსკენ გადმოიტანა.
-ეს ვინ არის?..ლუციფერ ხალხით თამაში უნდა შეწყვიტო!-ასტაროტს გაეცინა,წვეტიანი კბილები გამოუჩნდა.
ლუციფერთანს საუბარში გართულ ასტაროტსა და ლუციფერს არც კი შევუმჩნევივარ თუ როგორ გავეცალე მათ.
ჩემთვის ერთი მოსაწყენი წვეულება იყო,მდიდარი ქედმაღალი “ხალხითა”
და ვინტაჟური გარემოთი.
აქაურობის დათვალიერებას შევუდექი.ჩემი გეგმის განსახორციელებლად როგორმე კარებთან უნდა მივსულიყავი და აქედან უკანმოუხედავად გავქცეულიყავი.
აუჩქარებელი მაბიჯებით მივუახლოვდი კარებს,წინ დაცვა შემხვდა რომლებმაც წამებში გამაჩერეს.
-საით მიბრძანდებით ქალბატონო?
სრული თავდაჯერებულობითა და მკაცრი ტონით მივმართე მცველს,ისევე როგორც ლუციფერი მიმართავს ხოლმე თავის მცველებს..
-თქვენ ჩემს საქმეში რა უფლებით ერევით!ვინ ხართ საიმისოდ რომ კითხვები დამისვათ!
-ვერ გაგიშვებთ.ბატონმა ლუციფერმა გვიბრძანა რომ აქედან არსად წასულიყავით,გთხოვთ არ გვინდა რომ..
-კარგით!გასაგებია!
გაბრაზებული გამოვბრუნდი უკან,აქედან მაინც გავაღწევდი,ლუციფერსაც დავივიწყებდი და ყველაფერს რაც მას უკავშირდებოდა!
თუმცა თავსატეხი იმაში იყო თუ როგორ უნდა გავსულიყავი გარეთ.
სასმელის ასაღებად წავედი,თუმცა გზად ასტაროტმა შემაჩერა.
-ჩვენ ერთმანეთი კარგად ვერ გავიცანით.მე ასტაროტი ვარ.
გაკვირვებულმა შევხედე,მისგან ეს ზედმეტად კეთილშობილური საქციელი იყო,საიმისოდ კი რას მოითხოვდა ესეც საკმაოდ საინტერესო იქნებოდა.
-მე ელიზაბეთი ვარ.
ასტაროტმა წარბები შეჭმუხნა კარგად დამაკვირდა და ბოლოს თბილად გამიღიმა.
-ნინოს ქალიშვილი.ვწუხვარ დედაშენის გამო,ის ძალიან..ძალიან კარგი მეგობარი იყო!
ერთ ადგილას გავშეშდი,ჭრილობაზე მარილი დამაყარესო ისე გამახსენდა ის დღე როცა მას თავი წააცალეს.
ასტაროტი ერთადერთი აღმოჩნდა რომელმაც მომისამძიმრა გულით,თუმცა იყო კი ეს ნათქვამი გულიდან ამოსული სიტყვები?შეიძლება ვენდო ჯოჯოხეთის ერთ ერთ არსებას?
-უკანცრავად უნდა წავიდე-თავი ჩავქინდრე და ასტაროტს გავეცალე თუმცა ამაოდ,ის უკან გამომყვა,მეორე დარბაზში გავედით,აქ სიჩუმე იყო,არც ხალხი და არც სიმღერის ხმა.
სკამბი და ფართო მდივანი იდგა,წინ დიდი ბუხარი და გვერდებზე მაღალი დასადგამი შანდლები,მაღალი ჭერი და დაბლა დაშვებული გრძელი ჭაღი.
ჩაბნელებული ოთახი რომელიც წამებშიგანათდა.ადკარად თბილი იერი დაჰკრავდა,ყვავილებისა და სანთლის სურნელი იდგა.
მდივანზე ჩამოვჯექი,ასტაროტიც გვერდით მომიჯდა,ჩუმად ვიყავით და ამ სიჩუმით ვტკბებოდით.
-რთულია მარტო ყოფნა,თუმცა არხარ მარტო და არვ დაუცველი..შეგიძლია არავის ენდო და არავინ გიყვარდეს მაგრამ ლუციფერი გყავს,შეიძლება მას არ უყვარხარ,თუმცა მისთვის სიყვარულის ძალაზე უფრო დიდი სიძულვილისა და შირიძიების ძალაა,ის მუდამ დაგიცავს,რადგან შენ ფასეული ხარ,ანგელოზებისთვის და პრმაგად და ასმაგადაც ფასეული ლუციფერისთვის..შეიძლება ის..ზოგჯერ სასტიკია,ბოროტია თუმცა..ყოველთვის ასე არ იყო,ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება ბოროტი როდესაც მას საიმისოდ მიზეზიც აქვს და ბიძგიც რომელიც ლუცოფერს სამოთხეში უბიძგა თავისმა ამპარტავნებამ რაც თავისივე სრულქმნიებით იქნა გამოწვეული,თუმცა მისი დაცემია მიზეზი არა ეს არამედ ის გახდა რომ,ღმერთმა არა სრულქმნილი ანგელოზი აირჩია არამედ ის ბინძური სულის პატრონი ადამანიბრომელმაც გააუწმინდურა ყოველივე.
სწორედ ამის დამტკიცების გამო დაეცა ლუციფერო რაგდან არ დამირჩილდა,საკუთარი თავი აიმაღლა და არ დაიჩოქა!
მას ენდე...მხოლოდ მას!
ასტაროტმა თბილად გამიღიმა და პთახიდანგავიდა.
ცოტახანი მოვუნდი იმის გაანალიზებას თუ ახლა რა მოხდა.
ოთახიდან არ გავსულვარ,ყურები მიგუგუნებდა,თუმცა მალევე ოთახში შემოსულმა წყვილმა რომელიც საკუთარ ვნებაში იყო გართულნი მომიწია დამეტოვებინა აქაურობა.
ოთახიდან გავედი თუარა პირდაპირ ლუციფერს შევეფეთე.
-ოჰოო..ფრთხილად სად დაიკარგე ამდენი ხანი!ხომ გითხარი გვერდიდან არ მომშორდე მეთქი!
-უბრალოდ ასტაროტთან ვიყავი ცოტახნით,ვსაუბრობდით,თნ ყველაფერი შენ უნდა გითხრა?
ლუციფერმა წარბები მაღლა აზიდა,ენის წვერი ზედა ტუჩზე გადაიტარა,მისმა ამ ჟესტმა გული ამიჩქარა და გუშინდელი ღამე გამახენდა,ის ვნება და ცხელი ტუჩები.საბოლოოდ კი ეშმაკური ღიმილით მომმართა..
-ხომ იცი რომ უკვე ჩემი საკუთრება ხარ?ამიტომაც მე უნდა მკითხო სად წახვალ პატარავ!
უეცრად დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა და ნაცნობმა მელოდიამ გაიჟღერა.

ტანგო.
წყვილები ერთამეთის პირისპირ დადგნენ..ლუციფერმა გადმომხედა,კარგად დამაკვირდა,და ბოლოს ხელი გამომიწოდა.
-ვიცეკვოთ?
-რაა?
-ვიცეკვოთ მეთიი!
-არმეგონა ეშმაკი თუ ცეკვავდა..
გავუღიმე და ხელი ჩავკიდე,მე და ლუციფერმა ჩვენი ადგილები დავიკავეთ მოედნაზე,ჯერ წრე დავარტით ერთმანეთს ბოლოს კი ლუციფერმა წელზე ხელი მჭიდროდ მოხვია..მისი შეხების თანავე ჟრუანტელმა დამიარა და მუცელში პროლები ამიფრინდა,ხელი კისერზე შემოვხვიე და მარტივი მოძრაობით დავიწყეთ,შემდეგ რამოდენიმე ჯერ ტრიალი,ლუციფერმა ხელი თეძოსკენ ჩამიცურა,შემდეგ მაღლა და ბოლოს მკერდთან ოდნავ დაბლა მომკიდა...
გულმა ფანცქალი დამიწყო თუმცა გრძნობებს არ ავყოლილვარ,მან კვლავ გამომიწვია..
ამჯერად ჩემი რიგი იყო,ზურგი ვაქციე და წრე დავუარე შემდეგ მკლავზე თჩავავლე ხელი და დაბლა დავიხარე,შემდეგ ნელი მოძრაობით ზემოთ ამოვედი და თვალებში ეშმაკურად ჩავხედე,მასაც იგივე გამოხედვა დასთამაშებდა სახეზე..
წელზე ხელი მომხვია და დამატრიალა ბოლოს კი ახლოს მიმიზიდა და ყურთან ბოხი თუმცა დაბალი ხმის ტემბრით მომიგო..
-ნუ მიწვევ პატარავ!თორემ აუცილებლად წააგებ!
-ცდები ლუციფერ!შენ უკვე გამომიწვიე..და მეგავიმარჯვებ!
ლუციფერმა უკან გადამზიდა,ჩახსნილი ფეხზე ხელი მაღლა ამომიცურა და თეძოსთან შეჩერდა....
მუსიკაც შეწყდა..
ლუციფერმა ხელმკლავი გადმომდო და ნელი ნაბიჯებით წამოვედით.
-ეშმაკის კვალიბაზე კარგად ცეკვავ..
ლუციფერს ფართოდ გაეცინა და თავი უაონ გადააგდო,შემდეგდამხედა და ტუჩი მოიკვნიტა..
-მე სრულქმნილი ვარ..ამიტომ ყველაფერში შესანიშნავი ვარ..
“ყველაფერში” უკვე გასაგები იყო ამაშირაც იგულისხმა,მისმა ბილწმა გონებამ..თუმცა ემოცია მეც ვერ დავმალე ამიტომაც თავი გავატრიალე და მზერა ავარიდე..
განმარტოებ ოთახში შევედით..მე მდივანზე ჩამომჯექი ლუციფერმა კი დასალევი მოიტანა..
გვერდით მომიჯდა და სასმელი გამომიწოდა.
რამოდენიმე წუთში მდგომარეობა სრულიად შეიცვალა...
ლუციფერმა ჭიქა გვერდით გადადო,კარგად მოკალათდა ჩემს გვერდით და ჩემი თვალიერებავ ურცხვად დაიწყო.
ფეხებზე შემდეგ კი მაღლა დაუყვა,ბოოს თვალებში შემომხედა და ჩემსეკნ დაიხარ, მომიახლოვდა,ჩემმა გულმა სწრაფად ცემა დაიწყო,მისი ტუჩები მიმზიდველად მიცქერდნენ,მისი კისერი და ლოყები,თავის მოთოკვა ვცადე და თვალებში ჩავხედე,ჩემი აღელვების დამალვა ვცადე თუმცა მას ზუსტად კარგად გამოსდიოდა ჩემი აღელვება..
საჩვენებელი თითი ლავიწებზე დამაისვა,შემეგ ხელზე ჩამოოასრიალა და კვლავ ახლოს მოიწია,
მისი სუნთქვა უკვე ყელთან მელამუნებოდა,თავის გაკონტოლება მიჭირდა,თვალები დავხუჭე და ვეცადე გონება მომეკრიბა..
ლუციფერმა ყელზე მაკოცა,შემდეგ უფრო დაბლა,ნაზად და ალერსიანად..
შემეგ შემომხედა და ტუჩებთან ახლოს ძალიან ახოს მოვიდა,ეს ეს იყო უნდა ეკოცნა მაგრამ შეჩერდა და ეშმაკურად ამომხედა..
-ხედავ..ნუ მიწვევ,რომელ ომშიც გამარჯვება არ შეგიძლია იქ მეფე არ უნდა გამოიწვიო..
გონს მოვეგე,ეს ბილწი იდიოტი,უსინდისო ნაძირალა ხელი ვკარი და უკან გადავგე,ფეხზე წამოვდექი სწრაფად და ღვინით სავსე ჭიქა პირდაპირ სახეში შევასხი...
ლუციფერს კვლავ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა,მის გაბრაზებას ველოდი თუმცა ამაოდ მშვიდი და წყნარი ჩანდა.
ოთახიდან გავედი..კარებთან მცველები არ იდგენ,ამიტომაც სწრაფი ნაბიჯებით გავიქეცი კარისკენ..
რამიდენიმე წუთში გარეთ აღმოვჩნდი,დრო არ დავკარე ის ქუჩას დავუყევი,საკმაოდ ბნელ ქუჩაში აღმოვჩნდი უკვე სილუეტებს ვერ ვარჩევდი თუმცა სვლა არ შემინებია.
მაღლებზე სიარული ოდნავ მიჭირდა თუმცა ეს ვერანაირად შემაფერხებდა რომარა ხმა რომელიც ზურგს უკან მომესმა,ეს ნაცნობი ხმა.
-ხედავ კიდევ ერთხელ შევხვდით-უკენ შევტრიალდი და მიქაელი დავინახე,სწორედ ის მთავარანგელოზი რომელმაც ჩემი მოკვლა სცადა,უეცრად ჩემში უამრავმა შიშის ზარმა დაიწყო რეკვა,მარჯვნივ გავიხედე თუმცა ორი ანგელოზი იდგა,მარცხვინ მიდევ ორი..
-აქ ყველგან ანგელოზები არიან,ამიტომ ვერსად გაიქცევი პატარავ..
მისი ამაზრზენი ხმა გაისმა,მთელი ძალით გავიქეცი უკან,თუმცა ვიღაც ფეხებში მწვდა და უკან გამომათრია,სხეული დამეკაწრა და ტკივილი ვიგრძენი,ვკიოდი და ლუციფერს ვეძახდი საშველად თუმცა არავინ ჩანდა,მიქაელი დაბლა დაიხარა და თავალებში ჩამხედა,თუმცა ჩემი ქუსლებიანი ფეხი სახეში ვხიე,მაგრამ ვიღაცამ მეც მხია ერთი კარგი მუშტი..
თვალთ დამიბნელდა და ტკივისგან კვნესა აღმომხვდა,მიქაელი თმებში მწვდა და ასე მათრია კედლამდე, შემდეგ ფეხზე დამაყენა და ყელში წამიჭირა,სუნთქვა მიჭირდა,ღაწვებზე ცრემლები მადიოდა,შიშისა და უამრავი სხვა საშინელი ემოცია ერთხროულად დამხვეოდა თავს.
თუმცა მალევე ლუციფერი გამოჩნდა..
მისი შავი ფრთებითა და წითელი აგიზგიზებული თვალებით,თითქოს ხელზე ბრჭყალები გაზრდოდა და თან სიბნელე მოიტანა,აქაურობ ბევრად უფრო ჩაბნელდა და მე წამებში ძირს დავეცი,ლუციფერ ირგვლივ ათამდე ანგელოზი და მთავარანგელოზი დაეხვია,ლუციფერი თითოეულ მათგანს იგერიებდა.
ფეხზე ძლივს წამოვდექი...
სიარული შემეძლო და დაჭრილი არ ვიყავი,ლუციფერის ხმა მომესმა გონებაში
“ძილერები არიან,შენი ძალები გამოყენე,ისეთივე ძლიერი ხარ როგორც მე,უნდა დამეხმარო კაენმა საწამლავი ჩამიყარა,ამიტომ სუსტად ვარ”
ლუციფერისკენ გავიქეცი,თუმცა თითქოს ფეხები ადგილზე გამიშეშდა,ადგილზე გავიყინე და ვერ გავინძერი..
ორმა ანგელოზმა უციფერო მუხლებზე დაამხო,ლუციფერმა არაამქვეყნიური ხმით მიქელს დაუყვირა და სრულიად სხვანაირ ენაზე დაიწყო საუბარი,შემდეგ მე შემომხედა და გონებაში კვლავ ჩამესმა ხმა
“ლიზიი!დამეხმარე სწრაფადდ!”
თვალებიდან ცრემლები წამსკდა,შემეშინდა და გონება დამებინდა და ჩემში უამრავმა ემოციამ მოიყარა თავი,თავზარი დამეცა და სასოწარკვეთილებისგან რამექნა არვიცოდი.
მიქაელი ლუციფერ მიუახლოვდა,უეცრად ჰაერში რაღაც მანათიბელმა გაიელვა,შემდეგ კი მან ლუციფერის სხეულში მეორე მხრიდან იჩინა თავი,მისი სხეული სისხლით მოითხვარა,ლუციფერის გვამი რომლისაც გულში დანა ჰქონდა გაყრილი,რომელიც მეორე მხრიდან გამოსულიყო და იატაკს ებჯინებოდა,კივილი დავიწყე,უკანმოუხედავად გავეცალე აქაურობას,არცკი ვიცოდი რას ვაკეთებდი,ცრემლებმა თვალები დამიფარე,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჰაერში ვხტუნავდი და ჩემზე სწრაფი ამქვეყნად არავინ იყო,
უკან შეხედვაც კი ვერ შევძელი რადგან იქ ლუციფერის გვამი იგდო,უსიცოცხლოო...
სისხლანი..
რომელიც ჩემსგამო მოკვდა..
ყველაზე დიდია შიშის გრძნობა..რამაც მე მიბიძგა გაქცევისკენ,მიმეტოვებინა ის ვინც მე უკვე ბევრჯერ გადამარჩინა,
თავს ვერ ვაკონტროლებდი,ლუციფერი მოივდარო იყო და ახლა მხოლოდ მარტო ვიყავი,ნამდვილად მარტო და არცკი ვიცოდი როგორ გადავრჩენილიყავი თუმცა ერთ რამ აშკარად გავაანალიზე ის რომ თუ არ შეგიძლია ადამიანი ისეთი გიყვარდეს როგორიც არის,თუ მისგამო შიშსაც ვერ უპირისპირდები,თუ მისგამო არხარ სიკვდილზე წამსველი,არასოდეს თქვა რომ სიყვარული შეგიძლია....



№1 სტუმარი Uchinari

ეს რაიყოოო??? მოკალი.ჩემი ლუციიი ს
კაი რააა... მეტს ვლოდიი ლიზისგააან მშიშარა ბავშვი

 


№2 სტუმარი Lana

Luci shemecoda ragacnairad (( tumca es lizi mshisharaa dzn ???????? veki moutmenlad axal tavs

 


№3 სტუმარი Uchinari

დიდიხანია გელოდებიიციი :////

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent