შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის-დასაწყისი (თავი 2)


9-06-2021, 11:13
ნანახია 472

ჩემდა გასაკვირად საკმაოდ ადრე გამეღვიძა, ფანჯრიდან გადავიხედე ის მანქანა კვლავ იქ ეყენა, გაბრაზებულმა ფანჯარა ხმაურიანად მივაჯახუნე (იმას კიდე ეს უნდოდა?) და სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად, რომ უცებ მობილურმა დარეკა.
- გისმენთ?
- აჰა, ესიგი უცხო ნომრებს პასუხობ და ბინის პატრონის სახელით რომ გყავს შეყვანილი იმათ არა ხო? - აშკარად ვერ იყო ხასიათზე ნელი.
- ამმ, ქალბატონო ნელი დილამშვიდობის. ასე ადრიანად რამ გაგაბრაზათ? - ცეცხლზე ნავთს რატომ ვასხამდი თვითონაც არვიცოდი.
- რამ გამაბრაზა? არგითხარი ოცდახუთში ფული უნდა გადამიხადოთქო?
- მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ თვის ბოლოს მოგცემდით? - ამ ქალს აშკარად პრობლემები აქვს მეხსიერებასთან, ბოლო ერთი წელია ასე იქცევა.
- წინა თვეს რაგითხარი დამაგიწყდა? ბანკში ფული მაქვს შესატანი, სად ვუცადო შენს თვისბოლოს? ან ვინ იცის მაშინაც მომცემ თუ არა!
- ქალბატონო ნელი - დიდი მოთმინებით წარმოვთქვი მისი სახელი - როდის ყოფილა თანხა დამიგვიანებია? როდის არ მომიცია თქვენთვის ფული?
- მომისმინე დევა
- ევაა - შევუსწორე
- ჰო ევა, ევაა, მართლაც რომ ევახარ სამოთხიდან გამოგდებული
- ბატონოო? - წამოვიკივლე
- ბატონო კი არა, დღეს ფულს დამახვედრებ თორემ ხვალიდან უკვე აბარგება მოგიწევს. გასაგებია? - დაიყვირა
- კიმაგრაამ - ბოლომდე გაოცებაც ვერ მოვასწარი, მეგონა რომ გამითიშა, მე კი გაბრაზებულმა ტელეფონში ჩავყვირე - წადი შენი ბებერო ძ*კნა!.. - და ჰოი საოცრებავ
- შე გათახსირებულო გოგო - მისი ხმა გაისმა. მობილური ლამის ხელიდან გამივარდა, გავშრი, გავყვითლდი, გავწითლდი, რა ფერი არ დამედო სახეზე. ბოლოს რომ ვერაფერი ვერ ვუთხარი ამჯერად მეთვითონ გავუთიშე მობილური.
სკამზე მთელი ძალით დავეხეთქე და თავი ხელებში ჩავრგე.
- ღმერთო ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც, გამიმართლოს რაიმეში - ამოვიფხუკუნე და მომზადება დავიწყე.

* * *
კიბეებს სპეციალურად ნელი და ჩუმი ნაბიჯებით ჩავუყვებოდი.
- იცოდე ამ საღამოს არ მალოდინო ბევრი - ქალის ხმა ისმოდა
- ვერ დაგპირდები - აჰა ვაჟბატონიც
- ამ ერთხელ რა, შენ ხომ მითხარი რომ წამოხვიდოდი
- მე ვთქვი, რომ შეიძლება წამოსვულიყავი, დაპირება არ მომიცია შენთვის
- გთხოვ რა თოკოო, გთხოოვ - წკუმუტუნებდა ქალი
იმ წამს ტვინში ყველაფერი გადამიტრიალდა, მხრებში გავსწორდი და რაც შეიძლებოდა ხმამაღალი და ნელი ნაბიჯებით ჩავიარე კიბეები. როცა მერვე სართულს მივუახლოვდი, პირველი ის შავგვრემანი შემეფეთა თვალებში. უცებვე მოვავლე ქალის სხეულსა და სახის ნაკვთებსაც-კი თვალი, მერე კი მზერა ჩემი მეზობლისკენ გადავიტანე. ჯერ უცნაურად გამომხედა მერე გვერდით გაიხედა და ბოლოს ისევ ჩემსკენ გამოიხედა.
- დილამშვიდობის - მითხრა
- დილამშვიდობის - ოდნავ გავუღიმე და წამით ისევ ქალს შევხედე, მისი სახის გამომეტყველება მაინტერესებდა უბრალოდ.
- ოჰოჰ, მეზობლებს უკვე გაუშინაურდი თოკო? - ხელები გადაიჯვარედინა და თორნიკეს შეხედა.
- ნანკა გეყოფა - წარბები მაღლა ასწია.
მოიცა ეს რაიყო?! რა იგულისხმა რო მეც მასავით… ჰა?!...
- კაი ვხუმრობ, ვიცი რო შენთვის ერთადერთივარ - ლოყაზე უჩქმიტა, მერე კი აკოცა.
მე რას ვაკეთებდი ამ დროს? დებილივით ვიდექი და ვუყურებდი ამ იდიოტებს. ჩემსთავზე მომეშალა ნერვები.. ეს ნერვების მომშლელი ჩანთა კი სულ რომ მივარდებოდა მხრიდან ისევ მხარზე გადავიკიდე და ქვემოთ უკან მოუხედავად ჩავედი.
- ნანკაა - გავაჯავრე თორნიკეს და სადარბაზოდან გავედი.
გასვლის თანავე მის ძვირად ღირებულ მანქანას მოვკარი თვალი. ისე მომინდა იქვე დაყრილი ქვები დამეშინა მანქანისთვის და სულ დამემტვირია, მაგრამ მანქანას რას ვერჩოდი?!

- ევა - ლიზა მომიდგა გვერდით - ეს იმ მაგიდასთან მიიტანე - ფოდნოსზე დადებული ყავა და კრუასანი გამომიწოდა - და ჰო არდამავიწყდეს. ანდრიამ თქვა დამელოდოს დღესო. იცი ხო?
- ხო ვიცი - ვუთხარი და შეკვეთა მაგიდასთან მივიტანე.
- იმ მაგიდასთან მიდი რა, არმცალია მე იმ ორთან ვარ - ვთხოვე ლიზას და გარეთა მაგიდაზე ვანიშნე სადაც ახლახანს მოსული კაცი იჯდა. ლიზამ თავი დამიკრა და მაგიდასთან მივიდა.
კვირა დღესაც ისევ ბევრი ხალხი იყო კაფეში. ჯერ მხოლოდ შუადღის ორი საათი იყო მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი ფეხზე ძლივს ვიდექი. დილიდან ცოტა თავი მტკიოდა, მახურებდა და მშიოდა კიდეც. გუშინ შუადღის მერე არაფერი მიჭამია, დილით კი მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა დავლიე.
- ევა, ორი წუთი გავალ რა? ტელეფონზე ჩავრიცხავ. გარეთ მარტო ის კლიენტია - თვალებით იმ კაცზე მანიშნა რომ ვთხოვე შენ მიხედეთქო.
- კარგი - თავი დავუქნიე და ვიგრძენი თავის ტკივილმა უფრო მიმატა.
ლიზამ წინსაფარი მაშინვე მოიხსნა და უკან მოუხედავად გავრდა გარეთ.
- ანგარიში თუ შეიძლება - რამოდენიმე წუთში კაცის ბოხი ხმა მომესმა. ის კლიენტი იყო გარეთ რომ იჯდა.
- ახლავე - ლიზას წინსაფრის ჯიბიდან ბლოკნოტი ამოვიღე და ფურცვლა დავიწყე, თან მისკენ მივდიოდი. - თქვენზე მხოლოდ ათი ლარია - ვუთხარი კლიენტს და მას შევხედე, მაგრამ თითქოს მისი სახე გაორდა თუ გასამდაო...
- აი ინებეთ - მითხრა და მიუხედავად იმისა, რომ არც კივიცოდი სად ვაწვვდიდი, მაინც გავუშირე ხელი. მერე უცებ მუხლები ამიკანკალდა - ფრთხილად - მისი ხმა ისევ გავიგე, შემდეგ კი ის გაორება წამით გაჩერდა, ჯერ კაცის სახეს შევხედე რომელიც საბოლოოდ არცისე კარგად დამამახსოვრდა მერე წელზე ვიგრძენი ვიღაცის ხელები, ბოლოს კი ყველაფერი დაბნელდა.

* * *
თვალები რომ გავახილე და პირველი რაც დავინახე თეთრიფერის ჭერი იყო. თავი გვერდით გადავატრიალე და ლიზა დავინახე, რომელიც კვლავ ტელეფონში ვიღაცას ემესიჯებოდა.
- ლიზ - წამოვიკვნესე და მანაც მაშინვე ამოყო თავი ტელეფონიდან.
- გაიღვიძე ევა?
- რამდენი ხანია რაც აქვარ?
- მაგას რამნიშვნელობა აქვს ახლა - ხმაში უკმაყოფილოება ეტყობოდა. ხელი გვერდით გასწია, ჩემი ჟაკეტის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო - ვიღაც ნელიმ აგიფეთქა ტელეფონი
- მართლა? - მაშინვე მივხვდი რატომაც რეკავდა
- ხო მართლა. და ექიმმა მითხრა ის რაც გჭირს გადაღლილობის ბრალიაო. თავს უნდა მიხედო.
- აკაკის ნომერი გაქ? - ვკითხე, მისი ბოლო სიტყვები კი დავაიგნორე.
- კი რადგინდა?
- ფული უნდა ვთხოვო წინასწარ
- ისევ?
- ხო ისევ - მობილური გამოვართვი.
ლიზამ აკაკის ნომერი მიკარნახა და მეც დავურეკე. მითხრა, დღეს ვერაფრით მოგცემ ფულსო მაგრამ ზეგისთვის შემიძლიაო. ბევრი აღარ მილაპარაკია, ვიცნობდი და ვიცოდი რაიმეზე თუ ,,არას” იტყოდა იქ მისი აზრი და სიტყვა აღარ იცვლებოდა.

საახმალდე მისულს გამოტოვებულ ზარებში ნელის ნომერი მოვძებნე და გადავურეკე.
- გამარჯობა - სიმართლე გითხრათ სულ დამავიწყდა დღეს რაც ვუწოდე ამ ქალს, მაგრამ მისი ბრაზიანი ტონი როგორც კი გავიგე მაშინვე ყველაფერი გამახსენდა.
- რახდება ქალბატონო, იშოვე ფული?
- იცით… ვერა მაგრამ
- რა ვერა ევა, რა ვერა?! - არდამამთავრებინა სიტყვა
- ძალიან გთხოვთ ეს ერთი თვეც მაპატიეთ და გპირდებით ახალ სამსახურს ვიშოვი, მერე კი აღარ მომიწევს თანხის დაგვიანება. - მუდარასავით ჟღერდა ჩემი სიტყვები.
- გეყოფა, ხვალ სახლს დამიცლი და ფულსაც მომცემ თორემ რაც მოგივა საკუთარ თავს დააბრალე! - დამემუქრა და გამითიშა.
- ღმერთო დამეხმარე - ამოვიხვნეშე და ტირილისგან თავი ისევ შევიკავე.
თითქმის ყოველ თვე ასე მემართებოდა, უკვე ძალიან მქონდა ეს ყველაფერი ამოსული ყელში
- ამას ეძახი შანს ევა? ეს არის შენი ახალი შანსი? - ამოვისლუკინე და იქვე ჩამოვჯექი მერე კი გამოსავალის ძებნა დავიწყე, როგორ შეიძლებოდა მეშოვნა ფული. ლიზას ვერ ვთხოვდი, ის პირველი გამოვრიცხე სიიდან რადგანაც სწავლობს, ანდრია? არა ანდრია ხვალ მიდის ფული მასაც სჭირდება, ასე უსინდისოდ ვერ მივალ და ვერ ვთხოვ ფულს. სხვა აქ არავინ მყავდა ხალხთან ურთიერთობა კი არ მქონდა.
- რა გავაკეთო, რა გავაკეთო, რა გავაკეთო… - ვიმეორებდი თან თვალებს ვისრესდი. მერე უცებ მუცლის ხმაურმა შემაწუხა, საჭმელი... სახლში არაფერი იყო. დარჩენილი კი მხოლოდ ცხრა ლარი და კაპიკები მქონდა. ფეხზე წამოვდექი და საცხობთან მივედი. ერთი ცალი პური ვიყიდე ერთჯერადი სუფი, დოშირაკი და სახლში ავედი. კარები როგორც კი შევაღე ეგრევე სამზარეულოში შევედი, თავბრუს ხვევა ისევ დამეწყო. გასქურას ცეცხლი მოვუკიდე და ისევ სკამზე დავჯექი, ჯერ პური დავჭერი, დანა ძლივს მეჭირა ხელში, ამ დროს წყალიც ადუღდა და ღრმა თეფშზეე გახსნილ სუფსაც დავასხი ადუღებული წყალი. ახლა ამსუფს რომ ვუყურებდი მეღიმებოდა, მახსოვს ბავშობაში ისე მიყვარდა ეს საჭმელი უმსაც კი ვჭამდი. სკოლიდან წამოსული ორმოცდაათეთრს ამაში ვიხდიდი მერე სახლში, ოთახში შევიკეტებოდი და ჩუმად ვჭამდი. ახლა კი როცა ვუყურებ მეცინება, წინ პური და ეს ერთჯერადი სუფი მიდევს, ვერც კი მივხდი სიცილი ტირილში როდის გადამეზარდა
- რატომ ხდება ეს ჩემს თავს? ნუთუ ნიშანია რომ უკან უნდა დავბრუნდე და ის საკუთარი თავიც უნდა დავკარგო, რომელიც დღემდე ძლივს-ძლიობით მოვიტანე აქამდე. ღმერთო, შენ ხომ ყველაფერს ხედავ, რა გავაკეთე ასეთი... რა ცოდვა ჩავიდინე ასეთი, ასე რომ ვისჯები - ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე და დაველოდე, თითქოს ვინმე პასუხს გამცემდეს. მაგრამ არა... პასუხს ვერავინ გამცემდა, სამაგიეროდ კარებზე კაკუნის ხმა გავიგე, ჯერ ცოტა შემეშინდა ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყოთქო, მაგრამ მერე დავწყნარდი ფეხზე წამოვდექი და კარის გაღებისას ხელებში ანდრია ახვლედიანი რომ შემრჩა ლამის იქვე ჩავიკეცე.
- აი თურმე რატომ მგზავრობ ავტობუსით - სახეზე ღიმილი ჰქონდა აფარებული, თუმცა ტონი ნამდვილად არ უგავდა მომღიმარი კაცის
- ანდრია მე… - დასჯილი ბავშივით დავხარე თავი და სიტყვაც კი ვერდავასრულე, ან რაუნდა მეთქვა.
- არ შემომიშვებ?
ნაბიჯი უკან გადავდგი.
- მოდი - განზე გავდექი და სახლში შემოვუშვი.
როგორც ყოველთვის დახეული ჯინსები, თეთრი კედები და შავი ტყავის, თხელი ქურთუკი ეცვა, უკან კი რაღაც ჰქონდა მოკიდებული, აჰ გიტარა ალბათ.
- შენი წყალობით ერთი ლამაზი გოგო გავიცანი, მაგრამ რა სამწუხაროა რომ ხვალ მივფრინავ. - შალითა მოიხსნა და საწოლზე დაჯდა. აბა ერთი სკამი იყო სახლში და იმაზეც ჩანთა მეგდო.
- ვერმივხდი
- ვიღაცის კორპუსამდე რომ მაცილებინებდი თავს გახსოვს?
- მახსოვს
- ჰოდა გუშინ შენთვის რაღაცის თქმა და მოცემა მინდოდა, ამიტომაც იმ სართულზე ავედი რომელიზედაც ადრე მანიშნე, იქ ვცხოვრობო
- და მერე? მართლა იქ ახვედი
- ჰო აბა რაუნდა მექნა, ხო გითხარი რაღაცის თქმა და მოცემა მინდოდათქო - ქვემოდან ამომხედა
- ბოდიში ანდრო - გვერდით მივუჯექი და უმოქმედობისას ნუნას დავუწყე წვალება.
- ყველა ტყუილს აქვს თავისი მიზეზი, ძალიან მინდა გავიგო შენი ტყუილის მიზეზი, მაგრამ ვიცი, რომ გდომოდა ეს გამეგო თვითონაც მეტყოდი. - მითხრა და სახლს მოავლო თვალი. - იმედია სხვა ყველაფერთან ერთად სიმღერაზეც არ გითქვია უარი.
ფეხზე წამოდგა და ამჯერად მე ავხედე ქვემოდან.
- ნუ რავი, დიდი ხანია არ მიმღერია - ახლა სამღერლად საქმე ნამდვილად არ მქონდა.
- კარგი… მაშინ ეს გამომართვი ჩემი საჩუქარია - შავი ფერის შალითაში ჩადებული გიტარა გამომიწოდა.
- ეს… მე? - გული შემეკუმშა. საჩუქარი… წლებია საჩუქარი არ უჩუქნიათ ჩემთვის.
- ხო ევა აბა სხვას ხედავ აქ ვინმეს? - გაეცინა.
გამოვართვი, შალითის ელვა გავხსენი და შავიფერის გიტარა ამოვიღე
- ანდრო მადლობაა - ფეხზე წამოვდექი და მოვეხვიე. იმ წამს ბედნიერიც და უბედურიც ერთ დროულად ვიყავი, ამიტომაც ვერანაირი ემოცია და გრძნობა ვერ დავარქვი ჩემს იმ მომენტს.
- არ დაუკრავ? - მკითხა როცა ხელები მისი კისრიდან ჩამოვიღე.
- ჯერ ავაწყობ - ვთქვი და თვალებიდან წამსკდარი ცრემლები მოვიწმინდე. არვიცი ანდრია არ ამჩნევდა, თუ ვერ ამჩნევდა მაგრამ მისი ეს არა’ცნობისმოყვარეობა ძალიან მსიამოვნებდა.
გიტარა ავაწყვე და ვკითხე რა დამეკრა.
- მმმ… რავი რამე ქართული დაუკარი, დღეს აქ ბოლო ღამეა ასე რომ… - ეშმაკურად დააწვრილა თვალები.
- კარგი - ვუთხარი და დავიწყე ფიქრი რა შეიძლებოდა მოსწონებოდა. ჩაფიქრებულს პირველი ეს ორი სტროფი გამახსენდა სიმღერის. ალბათ იმიტომ რომ შემძლებოდა, უპრობლემოდ და დაუყოყმანებლად გავუცვლიდი ცხოვრებას ვინმეს…

,,ალბათ გავცვლიდი ცოხვრებას
რომ არ მქონდა დარდი
შევეცდებებოდი მეცხოვრება
მთელი ცოხვრება ამ დღით
მოგნატრებოდი მინდოდა
სულ ერთად-ერთი წამით
მე ღმერთს შევთხოვდი შენდობას
წამით დავთმობდი წადილს...’’
- კარგი ხარ - თბილი ხმით მითხრა რომელსაც განსაკუთრებულ მომენტებში იყენებდა
- მოგეწონა?
- აბა რა - გაეცინა
- მადლობა ანდრუშ
- რისი მადლობა არ გრცხვენია - უკმაყოფილომ გაატრიალა თავი - ახლა უნდა წავიდე, ბარგი ჯერ არ ჩამილაგებია. - უკან მიიხედა მაგიდისკენ - შენ ბევრი ჭამე, ძალიან სუსტად ხარ. - ვერ მივხდი იცოდა თუ არა ჩემი დღევანდელი ამბავი.
- კაი - თავი დავქუნიე
- მისმინე ევა, თუ რამე დაგჭირდა იცი როგორც უნდა დამიკავშრდე, არ მოგერიდოს კაი?
- კარგი - ისევ თავი დავუქნიე და ტუჩები კბილებს შორის მოვაქციე - მამაშენმა რაო? - სხვა თემაზე მინდოდა გადამეტანა საუბარი
- რა უნდა ეთქვა - მხრები აიჩეჩა - კიდევ კარგი საკუთარი თავის გასატანი მაინც რომ იპოვეო მითხრა - გაეცინა
- დედაშენმა?
- ლალი მთელი დღე თავზე დამტიროდა, დარწმუნებული ვარ რომ წავალ ყოველ თვე ჩამომაკითხავს - ორივეს გაგვცინა
- მისმინე... მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში ასე რომ გატყუებდი, უბრალოდ… ხომ თქვი რომ ყველა ტყუილს აქვს მიზეზიო, ჰოდა ჩათვალე ამაზეც მქონდა მიზეზი თან დიდი, ძალიან დიდი მიზეზი
ახვლედიანმა ამოიხვეშა
- კარგი, იყოს როგორც გინდა მაგრამ უკანასკნელად გაფრთხილებ, თუ რაიმე დაგჭირდა აუცილებლად მითხარი კაი?
- კარგი - თავი დავუქნიე ანდრია კი გასასვლელისკენ წავიდა.
- იმედია მალე შევხდებით. - გამიღიმა
- ეგ შენზეა დამოკიდებული, ნეტავ ლონდონის მერე როდის იკადრებ ისევ საქართველოს - ირონიულად ვუთხარი და კარს მივეყრდენი
- ერთი წელია მიცნობ და ბოლომდე კიდევ ვერ გამიცანი? - გაეცინა
- ადამიანის გასაცნობად მხოლოდ ერთი წელი არკმარა - ყოვლისმთქმელი თვალებით გავხედე.
- ეს შენი რომელიმე რომანიდანაა?
- პირველიდან
- პირველიდან, დაიცა რა ერქვა… - თავზე ხელი გადაისვა - მმმ… ,,გამოღვიძება” - წამოიყვირა
- ყოჩაღ უფრო ხმამაღლა, იქნებ უფრო მეტი ხალხი გააღვიძო
- კაი სორი - ხელები ასწია, მერე მიყურა და ბოლოს მითხრა - მომენატრები - გადამეხვია და თავზე მაკოცა.
- მეც მომენატრები ანდრო - განიერ მხრებზე შემოვხვიე ხელები.
მართლა მწყდებოდი გული რომ მიდიოდა, ერთ წელიწადში ბოლომდე ვერა, მაგრამ ისე მაინც გავიცანი ჩემს მეგობრად რომ მექცია. ახვლედიანმა ხელები ჩამოსწია და ნელ-ნელა გაზარდა ჩვენეს შორის მანძილი. ვუყურებდი და ვუღიმოდი, თუმცა ეს არ იყო ბედნიერების ღიმილი, ეს უფრო სხვა რამ იყო, ალბათ ჯერ არ განცდილი ,,მეგობრის მონატრება”
* * *
სახლში შევბრუნდი და საჭმელი ვჭამე. მერე საწოლში შევწექი მაგრამ ვერაფრით დავიძინე. ბოლოს წამოვდექი, ნაცრისფერი ჟაკეტი შემოვიცვი და ბინიდან გავედი, მეათე სართულზე ავედი და პატარა გისოსებიანი კარი გამოვაღე. ჯერ გიტარა ფრთხილად გავასრიალე მერე კი ცალი ფეხი ოდნავ ჩამომტვრეულ ადგილას შევდგი და უცებ ავხტი ზემოთ, სბოოლოდ კი ღამის, ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ავხედე, რომელიც საოცრად ლამაზი იყო. სახურავზე ხშირად არ ამოვდიოდი, აქ სულ სამჯერ ვარ ნამყოფი მეოთხედ კი ახლა, გიტარა ხელში ავიღე რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და იქვე დავჯექი. ჯერ ზემოდან მოვავლე იქაურობას თვალი, ვიცოდი ახლა რომ სიმღერას დავიწყებდი წყევლა გინებას არავინ დამაკლებდა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა.
- რა დავუკრა? - სერიოზული სახით ვიკითხე, თითქოს ირგვლივ უამრავი მსმენლები მყოლოდა.
- surrender? მმმ… შეიძლება - გიტარას შევხედე და დაკვრა დავიწყე, მერე კი ავყევი, მაგრამ სულ თავიდან რატომღაც არდამიწყია.
,,No one will win this time
I just want you back
I'm running to your side
Flying my white flag, my white flag
My love, where are you?
My love, where are you?
Whenever you're ready, whenever you're ready
Whenever you're ready, whenever you're ready
Can we? Can we surrender?
Can we? Can we surrender?
I surrender
Ooh-oh-oh-oh
I surrender”

დავამთავრე თუ არა მაშინვე ცაში ავიხედე, მერე ერთ მოკაშკაშე ვარსკვლავს გავუშტერე თვალი, რომელიც ციმციმს არ სწყვეტდა, ისევ დავიწყე დაკვრა და თავი ქვემოთ დავხარე, მერე ისევ ზემოთ ავიხედე, მაგრამ ის ვარსკვლავი ვეღარ ვიპოვე წეღან თვალს რომ ვერ ვსწყვეტდი.
ცას შევქცეოდი და ამჯერად ჩარკვიანის, ,,სულს მოგცემს” ვმღეროდი

,,მე სულს მოგცემ ამ სიმღერით, რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს და მაინც
მე შენს ტალღებში ვკვდები, მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, იძირება გემი.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ სევდა მიაქვს დროს
ჩვენს გრძნობას არ ინდობს, მიგვატოვა სადღაც შორს
სულს მოგცემ ამ სიმღერით რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, მე შენ ტალღებში ვკვდები
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას რა გაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც. იძირება გემი…”

- კარგია მაგრამ ვერ ვხდები სიმღერებს დასაწყის რატომ პარავ? - მისი ხმა წამსვე ვიცანი, უკან გავიხედე…
- თორნიკე? - გამიკვირდა თუ შემრცხვა მისი იქ დანახვა თვითონაც ვერ მივხვდი.
- ჩემს კითხვაზე პასუხი თორნიკეა? - გაიკვირვა, მერე ჩემსკენ წამოვიდა და ბოლოს გვერდით მომიჯდა.
- არა, არ არის - ვუპასუხე.
- და მაშინ რა არის?
- არვიცი, უბრალოდ რასაც შინაგანი ხმა მკარნახობს იმას ვაკეთებ, ხან გულით ხან კი ინსტიქტურად.
- გასაგებიაა, აი თურმე რა ყოფილა.
- შეგაწუხა ჩემმა ხმამ? ბოდიში უბრალოდ…
- თუ ეს ინსტიქტურად გააკეთე გაპატიებ, მაგრამ თუ გულიიით - სერიოზული სახით გამომხედა - მაშინ დაგსჯი.
ვერაფერი ვუპასუხე, რაღაც მხრივ ნერვებიც კი მომეშალა მის ასეთ საქციელზე, აქამდე რა, ღამის ორსაათზე არავის უმღერია უბანში? თუ მევარ ეს პირველი და განუმეორებელი.
- არა, გულით გავაკეთე - დაუფარავად ვუთხარი.
- მისმინე…- გაეცინა - მომწონს შენი ეს ცვალებადი ხასიათები - გამიღიმა და ,,ლამის” მეც გამეღიმა.
- ესეიგი გემოვნება გქონია
- როგორი ქედმაღალი ყოფილხარ
- ძალიააან…
- მერე არ იცი როგორ აკნინებს სილამაზეს ეგ ქედმაღლობა?
- ოჰოჰ, შენ მაგდენი გესმის? - შევიცხადე და მისკენ გავიხედე
- იმაზე მეტი მესმის ვიდრე შენ გგონია - სახე ახლოს მომიტანა და თვალებით ჩემს სახეს მოავლო თვალი.
- კარგია - თვალი ძლივსძლიობით ავარიდე და ოდნავ უკან გამოვიწიე.
ცოტახნით უცნაური სიჩუმე ჩამოწვა, ბოლოს კი მითხრა
- რაღაც რომ გთხოვო გააკეთებ? - შემომხედა და გამიღიმა - მიმღერებ? მხოლოდ ამ ერთხელ.
- აქ ხომ იმიტომ ამოხვედი რომ სახლში შეგებრუნებინე, რადგანაც გაწუხებდა ჩემი ხმა, ახლა გინდა რომ გიმღერო?
- მე არ მითქვამს რომ აქ მაგისთვის ამოვედი. - თქვა და მაჯიდან შავი ფერის რეზინა მოიხსნა. - ამის დასაბრუნებლად მოვედი - გამომიწოდა
- ესს? - გამიკვირდა და ცოტა მეუცნაურა კიდეც მისი ეს საქციელი, კვირაში სამჯერ მაინც ვკარგავ რეზინებს, მაგრამ ძებნას სულაც არვუწყებ.
- იმ დღეს დაგივარდა ლამის კიბიდან რომ დაგორდი
- ხო, მახსოვს - ვუთხარი და გამოვართვი
- ვინ დაგირეკა ასეთმა უკანმოუხედავად და დაუმშვიდობებლად რომ გაიქეცი?
- სამსახურიდან იყვნენ - იმ წამს ანდრია გამახსენდა, ალბათ უკვე ბარგს ალაგებდა.
- სად მუშაობ?
- ზედმეტად ბევრ კითხვებს ხომ არ სვამ?
- რავი, არამგონია - გაიკვირვა - თანაც მე ხომ არ ამიკრძალია შენთვის, ჩემთვის კითხვების დასმა?
- არ აგიკრძალავს და ვერც ამიკრძალავ, მაგრამ ბოდიში, შენზე არაფერი მაინტერესებს - უემოციო სახით გავხედე, თუმცა ღმერთი იყოო მოწმე ბავშობიდან დღემდე რაც კი ახსოვდა როგორ მინდოდა დაწვრილებით გამომეკითხა ყველაფერი.
- როგორი ცივი ხარ! - თვალები ოდნავ მოჭუტა
- მმმ...ყინულივით არა?
- ნწ, აისბერგივით - ჩაფიქრებულმა მითხრა მერე კი თითქოს რაღაც შემოარტყესო - აჰ ეგ არაა, ტიტანიკი მახსენდება სულ - თავი გააქნია - იცი ბავშობიდან ლეონარდოს მამსგავსებდნენ
- მე ვერაფერი შეგატყვე
- მაგ თვალებში აისბერგს რომ გაალღობ მერე შემატყობ - სახე ახლოს მიმატანა და კარგად შემათვალიერა. ვაკვირდებოდი, რაც უფრო ხშირად ვხედავდი მის მწვანე თვალებს მით უფრო მითრევდა, მართლა ჭაობივით იყო, ჩემს შეტყუებას ცდილობდა მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ მყარად ვიდექი ფეხზე, ამიტომაც არ იქნებოდა ჩემი იქ ჩავარდნა იოლი საქმე (რა სამწუხარო იყო, რომ მაშინ თავს ამით ვიიმედებდი)
- ამ თვალებს შეეშვი, არაფერი სჭირს. პირიქით საკმაოდ კარგად ხედავს სამყაროს, მის სამართლიანობასაც და უსამართლობასაც
- შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ ისიც საჭიროა, რომ ამ რეალობასაც გამოსცილდე
- და რავქნა, ზღაპრებში გადავიკარგო?
- თუნდაც
- კარგია რა - გამეცინა
- ზედმეტად რიალისტი ხარ
- და ეს ცუდია?
- რავიცი, ვისთვის როგორ - გამომხედა და მერე ხელი ჩემი გიტარისკენ წაიღო. - მე დავუკრავ და შენ იმღერებ თუ პირიქით? - ალმაცერა თვალებით გამომხედა
- იცი დაკვრა?
- როგორ არაფასებთ ქალები კაცების შესაძლებლობებს - ამოიხვნეშა
- კაცები ხომ აფასებთ რაა
- კაი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, უბრალოდ მითხარი რადავუკრა და შენ იმღერე.
მართლა ვერ ვხდებოდი რას ცდილობდა, ისიც კი ვერგავიგე წესიერად, მოეწონა თუ არა ჩემი ნამღერი, მაგრამ რატომღაც მსიამოვნებდა მისი ეს დაჟინებული თხოვნა… ბევრი ხომ არაფერი იყო, უბრალოდ უნდოდა რომ მემღერა, მაგრამ ჩემთვის იმ წამს იმ მომენტში, მისი ეს ინტერესი ბევრს ნიშნავდა.
- ნიაზ დიასამიძის დრომალე იცი? - მკითხა და გიტარის სიმებს უცნაურად ჩამოჰკრა თითები.
- კი მაგრამ ხომ იცი ეგ გიტარაზე ვერ აეწყობა
- დარწმუნებული ხარ? - თავდაჯერებული სახით ამომხედა, მე კი უცნაურად გავატრიალე თავი. ვიცოდი რომ ვერ ააწყობდა, მაგრამ როცა მელოდიას მოვუსმინე და გონებაში სიტყვები თავისით აჰყვა მის მელოდიას, უცნაურად გავხედე და მაშინვე შემეპარა სახეზე ღიმილი.
- დაიწყე - მითხრა და მეც დავიწყე.
* * *
მომღიმარი სახით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, ისეთ სულელურ მდგომარეობაში ვიყავი, რომ თავსაც კი ვერ ვიკავებდი სიმწრისგან მეც რომ არ გამეცინა. თუმცა არა იმიტომ რომ ის ასე მიყურებდა, არამედ იმიტომ რომ ვხდებოდი არ უნდა ავყოლილიყავი მის ქცევებს, მაგრამ მაინც ვყვებოდი.
- ასე ყურება არაა საჭირო. შეგიძლია უბრალოდ თქვა რომ კარგად ვმღერი - ჩამოწოლილი სიჩუმე პირველმა დავარღვიე.
- საიდან ასეთი ამპარტავნებაა - გაეცინა და გიტარა გვერდით გადადო.
- ამპარტავნება არაფერ შუაშია, უბრალოდ საკუთარ თავს კარგად ვაფასებ - მთელი ჩემი სიამაყით წარმოვთქვი ეს სიტყვები, თუმცა რეალურად იყო კი ასე? ვაფასებდი მე საკუთარ თავს ისე როგორც საჭირო იყო და ისე როგორც ვიმსახურებდი?
- ეს ბევრს არ გამოსდის
- გამოსდის, უბრალოდ არა საზოგადოებაში.
- შენ რა იცი? შენც ასე ხარ?
- არა მე პირიქით ვარ - ვუთხარი და ვარსკვლავებით გადაჭედილი ცისკენ გავიხედე. ეს მართლა ასე იყო, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, ვიცოდი როგორი არარაობა, გამოუსადეგარი და ნაგავი ვიყავი, მაგრამ საზოგადოებაში ამას არ ვამჟღავნებდი, იმიტომ რომ ლაჩარი ვიყავი, მრცხვენოდა… ხოო საკუთარი ცხოვრების, არქონის, უსწავლელობის, უფულობის, სიღატაკის და ჩემი ბინძური სულის მრცხვენოდა. ამიტომაც ვმალავდი ამყველაფერს, რადგანაც ვგრძნობდი... მეტიც, დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ სხვებივით, ერთ დღესაც ვიღაც აუცილებლად შემომიძვრებოდა სულში, რაღაც გარკვეულ ნაწილს დაიკავებდა და იქ დაიდება ბინას, ვგრძნობდი რომ ვიღაც აუცილებლად გამაშიშვლებდა, ჩემს ყველა საიდუმლოს სააშკარაოზე გამოიტანდა და ისევ ხალხის დასაცინი, გასაკრიტიკებელი და სალაპარაკო გავხდებოდი. საზოგადოება ყოველთვის დასცინის და ზემოდან უყურებს ისეთ ადამიანებს რომელსაც მათზე ნაკლები შეუძლიათ, მათზე ნაკლები აქვთ და ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც აქვს, მაგრამ მაინც ესმის არ’მქონის.
- საინტერესო და ამავდროულად უცნაური ადამიანი ხარ - თქვა თორნიკემ ისე რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს.
- ყველა ადამიანი თავისებურად უცნაურია - ვუთხარი და მისკენ გავიხედე.
როგორც კი გავიხედე მაშინვე მისი ჩემსკენ მომართული მზერა შემრჩა. ისე მიყურებდა თითქოს ჩემს სახეზე რაღაცას ეძებდაო, ან არამარტო სახეზე შეიძლება მის იქეთაც, ამას უბრალოდ მაშინ ვერ მივხვდი…
- ლამაზი ხარ…
- ნეტავ მერემდე ქალი ვარ ვისაც ამას ეუბნები? - გონებიდან თავისით წამოსული სიტყვები მაშინვე გავაჟღერე.
- შენ მათ ნუ ედრები, საკუთარ თავს ხომ კარგად აფასებ - ჩაეცინა და ქარისგან სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია. საკმაოდ ახლოს იყო ჩემთან, თვალებთან ვგრძნობდი მის მის სუნთქვას, მერე სახე ოდნავ ქვემოთ ჩამოსწია, ქარმა ისევ დაუბერა და ამჯერად უფრო ამეწეწა თმა. თორნიკემ ახლაც არ დააყოვნა და ისევ გადასწია ჰაერში აპუწული თმები უკან. იმ წამს რატომღაც ვფიქრობდი რომ ამინდიც კი მის მხარეს იყო, მაგრამ არამხოლოდ ამინდი, ასევე ჩემი თითოეული სხეულის ნაწილიც რომლებიც მისკენ უფრო და უფრო იწევდნენ. თბილი ხელი სახეზე ნაზად ჩამომისვა და მეც ისე მესიამოვნა, თავი ვეღარ შევიკავე და თვალები წამსვე მივნაბე. წამიც არ იყო გასული ბაგესთან ახლოს მისი ტუჩების შეხება, ოდნავ გახშირებულ სუნთქვა და თბილი ჰაერი რომ ვიგრძენი, რომელიც ნელნელა ეზავებოდა სექტემბრის გრილ ქარს. ჩემი გულისცემის ხმასაც ვგრძნობდი რომელიც ისე ძლიერად ფეთქავდა, მეგონა სადაციყო სულს განმიტევებდა და იქვე დამასრულებინებდა ძლივს-ძლობით გაწეულ სიცოცხლეს. ნელნელა მოაშორა ტუჩები და ამჯერად უკან გადაწეული თმა თავისივე ხელით ჩამოყარა წინ. მისთვის აღარ შემიხედავს,(არვიცი რატომ) არც მას უთქვამს არაფერი, თუმცა სიმართლე გითხრათ იმედგაცრუების მსგავსი გრძნობა ვიგრძენი, რადგანაც მეგონა მაკოცებდა და მეკი ყველაფრის მიუხედავად ამას არვინანებდი.
- გცივა? - მკითხა და ხელი ნიკაპზე მომკიდა, მერე კი თავი მაღლა ამაწევინა
- არა - უცებ ვუთხარი და თავი ისევ გვერდით გავატრიალე
თორნიკემ მხოლოდ ერთხელ ამოიხვნეშა მერე კი მისკენ შემოაბრუნა და მითხრა
- ვიცი, შეიძლება არასწორად მოვიქეცი ასე მალე და ალბათ… უდროო დროს რომ ვიყავი შენთან ასე ახლოს, მაგრამ ამის გამო ბოდიშს არმოგიხდი, და სულაც არ ვნანობ ეს რომ გავაკეთე. მინდოდა კიდევაც მაგ ლამაზ ტუჩებს შევხებოდი მაგრამ, არმინდოდა უსიყვარულოდ გაგეფლანგა შენი პირველი კოცნა.
- შენ რა იცი რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იქნებოდა?
- ამას არც უნდოდა ბევრი მიხვედრა. დამიჯერე ბიჭები კარგად ვცნობთ ქალებს - ირონიულად თქვა
- მეც მეგონა ვცნობდი შენნაირ კაცებს. რეალურად ასეც არის, მაგრამ მაინც მოგეცი ასე ახლოს მოსვლის უფლება - გულდაწყვეტილმა ვუთხარი და საკუთარ თავზე გავბრაზდი.
- რას გულისხმობ ჩემნაირ კაცებში - წარბები მაშინვე შეკრა
- იმ დღეს შენი და იმ ქალის ხმა მესმოდა. უსირცხვილოდ, სადარბაზოში რომ გქონდათ სექ*ი - ამაზრზენად ვუთხარი - მაგრამ ახლა რაგავაკეთე? - სიმწრისგან ჩავიცინე და თვალებში დაგროვებული სითხე მაშინვე ქვემოთ წამოვიდა. თორნიკე ჯერ უცნაური სახით მიყურებდა, მერე კი რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არდავაცადე, ცრემლები შევიწმინდე და მაშინვე ფეხზე წამოვდექი, გიტარას ხელი დავავლე და კარებისკენ გავიქეცი, გზაში მხოლოდ მისი რამოდენიმეჯერ დაძახებული ევა გავიგონე, მაგრამ უკან არც კი გამიხედავს. საკუთარ თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგანაც მეგონა მსგავს საკითხებში ვერკვეიდი, თუმცა როგორც ჩანს სულ ტყუილად ვფიქრობდი ასე. საკუთარ აზრებზე და ფიქრებზე გავბრაზდი, მე მისთვის ჩემი პირველი კოცნის ჩუქება დავაპირე, მისთვის კი ვინ იცის მერამდენედ იქნებოდა…
ტანსაცმელი უცებ გავიხადე და ლოგინში შევწექი. გულამოსკვნილი ვტიროდით მაგრამ კიდევ კარგი მალევე ჩამეძინა.
* * *
დილით კარებზე კაკუნმა გამაღვიძა სულ ვაივაგლახით წამოვწიე ატკივებული თავი ბალიშიდან და კარებთან მივედი.
- დილამშვიდობის ევა - ჩემი სახელი ისევ კარგად გამოკვეთა
- დილამშვიდობის ქალბატონო ნელი - ვუთხარი და გულმა მაშინვე ცუდი მიგრძნო.
- აბა, ბარგი უკვე ჩაალაგე?
- რა? - გაკვირვებულმა ვკითხე. ნუთუ მართლა აპირებდა ჩემს სახლიდან გაგდებას.
- შვილო შენ ყრუ ხარ? დაგავიწყდა გუშინ რაზეც გელაპარაკე? - გაბრაზდა
- ხო, მაგრამ ხელფას ხვალ ვიღებ. დღეს ვერაფრით მოგცემთ ფულს
- ხოდა თანხანს ხვალ მომიტან, დღესკიდე ბინას დამიცლი, ოღონდ ჩქარა ჩაალაგე ყველაფერი, ათ წუთში გოგონები მოვლენ ბინა უნდა ვანახო. - ხელები აიქნია და შიგნით შემოვიდა.
კარებთან ვიყავი ატუზული და არც კი ვიცოდი რა მექნა, სად წავსულიყავი ან რა მომექმედებინა. მასთან ლაპრაკს აზრი არჰქონდა რადგანაც ვიცოდი როგორი ტიპის ადამიანებს მიეკუთნებოდა. კარები დავკეტე და ოთახში შევედითუარა მაშინვე მოვკარი მის სახეს თვალი რომელიც ჩემს არეულ ოთახს ამაზრზენად ათვალიერებდა. ალბათ ფიქრობდა სად გაიზარდა, ლაგება არასწავლა დედამისმაო?
- მანდ რას დგახარ, მიდი ჩაალაგეე - ლამის დაიყვირა და ფანჯრისკენ წავიდა.
სხვა გზა არმქონდა, ან რაუნდა გამეკეთებინა, ბარგის ლაგება დავიწყე.

* * *
მხოლოდ ჩანთა და მობილური ავიღე, კარები გამოვაღე და კიბეებზე გიჟივით დავეშვი, უკან მესმოდა ნელის ყვირილის ხმა მაგრამ არც გავბრუნებულვარ და არც რაიმე მიმიძახებია, ისეთი სიჩქარით გავრბოდი მესამე სართულზე ფეხი დამიცდა და კიბიდან დავგორდი, მობილური ძირს დაეხეთქა და მეც მას მივყევი. ფეხი სულ გადაქექილი მქონდა და სისხლი მდიოდა. კარების გაღების ხმა გავიგე ჯერ ერთის, მერე მეორესი, მერე მესამესი და საბოლოოდ მთელი სადარბაზოს მეზობლები გარეთ გამოვარდნენ.
ასეა, ვის არ აინტერესებს მეზობლის უფასო კონცერტი.
ჩემს წინ რომ კარი გაიღო არც კი შემიხედავს ისე წამოვდექი ფეხზე, (მტკიოდა ფეხი, მაგრამ შიგნით მეტად მტკიოდა) დალეწილი ტელეფონიც ავიღე, ჩანთა მოვიკიდე და კოჭლობით ჩავედი ქვემოთ. არც ერთს უკითხავს დახმარება ხომ არ მინდოდა, ან რაიმე ხომ არ მჭირდებოდა, მხოლოდ ცალიხელი პირზე ჰქონდათ აფარებული და ვითომ საწყალი თვალებით მაკვირდებოდნენ. მათ არ აინტერესებდათ რა მჭირდებოდა ახლა მე, მათ ის აინტერესებდა თუ რა მოხდა ისეთი, ასეთ დღეში რომ აღმოვჩნდი. ვეღარ გავუძლი მათ ამ მზერებს, სირცხვილისგან მთელ სხეულზე ალი მომედო და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე გავსულიყავი გარეთ. როგორც იქნა გავაღწიე და როცა ადამიანის მსგავსი ვერაფერი დავინახე ღრმად ამოვისუნთქე.
- ევა? რა გჭირს? - ისევ ეს ხმა.
- ფეხზე რა მოგივიდა? - შეწუხებული სახით მკითხა თორნიკემ და თეთრი პარკი რომელიც ხელში ეკავა იქვე დადო, მერე კი ჩემთან მოვიდა, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადმოდგამდა უკან გავიწიე მერე კი სულ გაქცევა გადავწყყვიტე, ეს კი ასეთ მდგომარეობაში რამდენად კარგად გამომივიდა ეგ თქვენ იფიქრეთ.
- მოიცა დაეცემი - მომაძახა მაგრამ არც კი გამიხედავს მისთვის. არმინდოდა ახლა რაიმე ეთქვა ან ეკითხა ჩემთვის. არც ის მინდოდა ჩემზე ყველაფერი გაეგო და მერე მასაც იმედი გაეცრუებინა ჩემთვის.
- ევა დაიცადე - ისევ იძახდა მაგრამ მე არც კი ვუყურებდი კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი და თითქოს მარჯვენა ფეხს ვეღარ ვგრძნობდი, იქვე უნდა ჩავკეცილიყავი რომ მისი მკლავები ისე როგორც ადრე, კვლავ ვიგრძენი წელზე.
- კარგი, მშვიდად.... - მამშვიდებდა, მაგრამ ვერხვდებოდა ეს რომ არ მიშველიდა
- გამიშვი, უნდა წავიდე - ტირილით ვუთხარი
- ახლა? შენს თავს შეხედე საერთოდ ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წახვიდე?
- არვიცი
- მაშინ რატომ ამბობ რომ უნდა წახვიდე?
- იმიტომ რომ უნდა წავიდე… - მის გაკვირვებულ სახეს ავხედე, რომელიც ვერ ხვდებოდა რა მინდოდა.
- კარგი, მოდი სახლში ავიდეთ, მე ამ ჭრილობას დაგიმუშავებ, მერე შენ ცოტახანი დაიძინე და ამის შემდეგ სადაც გინდა იქ წადი
- რა სახლი თორნიკე? - ,,სახლის” ხსენებაზე თვალებიდან ისევ წამოვიდა ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი - რომელი სახლი? სად მაქვს საერთოდ მე სახლი? ან რა ჯანდაბა მაქვს საერთოდ?
- რას ამბობ? თავი რამეს ხომ არ დაარტყი დაცემისას - გაეცინა
- შენ რა დამცინი? - გავღიზიანდი
- არა უბრალო
- ხელი გამიშვი - ფეხზე წამოვდექი, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ფეხი უფრო ამეწვა.
- უპატრონო ქუჩის ქალო - ნელის ხმა მომესმა და იქვე გავჩერდი, სირცხვილისგან აწითლებულ სახეზე ხელები ავიფარე არმინდოდა ვინმეს სახე დამენახა, არმინდოდა ამ არაადამიანების სახეები დამენახა რომლებიც ასეთი ინტერესით მიყურებდნენ და დარწმუნებული ვიყავი არც ერთი არ მაშორებდა თვალს.
- მოაშორე ის შენი ბინძური ტანსაცმელები, თორემ ყველაფერს ნაფლეთებად ვაქცევ და აქ, ეზოში მოგიფანტავ სუყველას - არჩერდებოდა და უფრო და უფრო უწევდა ხმას. ამყველაფერს ჩემი ქვითინის და მეზობლების ჩურჩულის ხმაც ემატებოდა რომელიც ერთბაშად საოცააარ ჰარმონიას ქმნიდა დაინტერესებული პირებისთვის.
- წამოდი - უცებ ყურში მისი ხმა, ხელზე კი მისი შეხება ვიგრძენი.
ხელი ნელნელა ჩამომაშვებინა მაგრამ თვალებს მაინც ჯიუტად არ ვახელდი
- მე შემომხედე, მათ ნუ შეხედავ აქ ვარ შენს წინ - მითხრა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.
მივენდე და თვალები გავახილე, მართლაც ის დავინახე. მისი მწვანე, ჭაობივით და თან იმედით სავსე თვალები, რომელიც მეუბნებოდა.
,,მოდი და მომენდე მე ვიქნები შენი სახლი, მე გაგათბობ, მე მოგეფერები, მე გაჩუქებდა მოგცემ ყველაფერს, რაც აქამდე არ გქონია და რაც აქამდე არ გიგრძვნია”
როგორ… როგორ უნდა შევწინააღმდეგებოდი ამ თვალებს?... როგორ უნდა მეთქვა უარი, ცხოვრებაში პირველად სხვის გამოწვდილ ხელზე.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა ცუდ დღეშია ევა, ყველაფრის მარტო გდატანა რომ უწევს, იმედია ყველაფერი კარგად ექნება, თორნიკეს პერსონაჟი ჯერ ვერ ამოვხსენი უფრო კარგია თუ ცუდი, მოკლედ ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი მარიამი-მარი

ablabudaa
რა ცუდ დღეშია ევა, ყველაფრის მარტო გდატანა რომ უწევს, იმედია ყველაფერი კარგად ექნება, თორნიკეს პერსონაჟი ჯერ ვერ ამოვხსენი უფრო კარგია თუ ცუდი, მოკლედ ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

დრო და დრო რაღაც რაღაცეები აუცილებლად შეიცვლება, განსაკუთრებით კი პერსონაჟები(თორნიკე)
ევას საბოლოოდ კი დაულაგდება ყველაფერი მაგრამ როგორ და რანაირად ამას ნელ-ნელა გაიგებთ.
მიხარია რომ ასე ელოდები გაგრძელებას, მაგრამ ხვალამდე ვერაფრით მოვახერხებ დადებას, ისტორიის ჯერ ნახევარიც არ მაქვს დაწერილი და ამასთანავე ის დაწერილიც დაურედაქტირებელია. მხოლოდ თითო თავის დადებისას ვარედაქტირებ და პლუს წერასაც ვაგრძელებ, რადგანაც ვინც კითხულობთ არმინდა რომ გალოდინოთ. საერთოდ როცა მალმალე ვწერ ვერ გადმოვცემ ბოლომდე იმას რაც მინდა რომ ვთქვა, მე კი ,,ზერელედ" დაწერილი ისტორია არმინდა რომ გამომივიდეს.
მადლობა რომ კითხულობ ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ...

ძალიან საინტერესოდ ვითარდება ყველაფერი.
ასე გააგრძელე.
ისევ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს... :))

 


№4  offline წევრი გორგოძე

❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣
--------------------
ლ.გ

 


№5  offline წევრი მარიამი-მარი

სტუმარი ...
ძალიან საინტერესოდ ვითარდება ყველაფერი.
ასე გააგრძელე.
ისევ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს... :))

დიდი მადლობა <3

გორგოძე
❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი ატბ

ცუდ დასასრულს ხოარაპირებ? :(

 


№7  offline წევრი მარიამი-მარი

ატბ
ცუდ დასასრულს ხოარაპირებ? :(

რატომ მაინც და მაინც ცუდი?
სამართლიანს და პერსონაჟებისთვის დამაკმაყოფილებელ დასასრულს ვაპირებ

 


№8  offline წევრი ნაამა

არ მომწონს თორნიკე, თანაც ზუსტად იმ არასტანდარტებში ჯდება რომელიც ევას აქვს შექმნილი. აი ანდრეა და ევას წყვილი კი ნამდვილად წარმუდგენლად გამაბედნიერებდა❤️წარმატებები.

 


№9  offline წევრი მარიამი-მარი

ნაამა
არ მომწონს თორნიკე, თანაც ზუსტად იმ არასტანდარტებში ჯდება რომელიც ევას აქვს შექმნილი. აი ანდრეა და ევას წყვილი კი ნამდვილად წარმუდგენლად გამაბედნიერებდა❤️წარმატებები.

არა, ანდრია და ევა მეგობრები არიან. მათგან წყვილს არ ელოდოთ და ცოტაც დამაცადეთ, ახალი პერსონაჟები აუცილებლად იქნება ისტორიაში. blush

 


№10 სტუმარი nicccaa

როდის დადებ?

 


№11  offline წევრი მარიამი-მარი

nicccaa
როდის დადებ?

დასტურს ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent