შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XIX


9-06-2021, 14:08
ავტორი ciracira329
ნანახია 98

თავი XIX
„ამხანაგო პოდპოლკოვნიკო!
ერთი კვირაა მახაჩყალაში ვართ. ამ ერთი კვირის განმავლობაში იმდენი საინტერესო რამ მოხდა, რომ პირდაპირ თავბრუ მესხმის. მინდოდა დღემდე მომეწერა თქვენთვის დაწვრილებით, მაგრამ სულ ველოდი ახალ-ახალ ამბებს და ვერ იქნა ვერ შევუდექი წერას.
ჩემი ეჭვები გამართლდა. ბოშა ქალი, აზა სუმბარი, ნამდვილად კირა ზაბორა გახლავთ. როდესაც ჩვენ ჩამოვედით მახაჩყა ლაში, კირა ზაბორა, თუ აზა სუმბარი, არც კი ვიცი რომელი სახელი დავწერო, აქ არ იყო. ის მხოლოდ მეორე დღეს ჩამოვიდა გუდერმესიდან, აქ იგი ბოშათა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ელოდება, რომელშიც თურმე იგი მონაწილეობს. დანიელ მალდონატო დარუბანდის შემდეგ სადღაც გაქრა და ისიც მხოლოდ გუშინ გამოჩნდა, იზა და ვადიმ ურალოვი ერთად მოვიდნენ. ვადიმ ურალოვის ნახვა ვერ მოხერხდა, იგი არავის ეჩვენება, არც ხუტას უნახავს. ამ სამი დღის წინათ ხასავიურტსა და გუდერმესის შუა ბაქოდან მიმავალი მატარებელი იქნა გაძარცული, ეს ვადიმ ურალოვის და დანიელ მალდონატოს საქმე უნდა იყოს. მე ჩემი მოსაზრება გავუზიარე სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსს და მასთან ერთად სასწრაფო ღონისძიება დავსახეთ ავაზაკების ხელში ჩასაგდებად.
აზა და მერი რომ ჯერ კიდევ ადგილიდან არ იძვრიან, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათი მეთაური აქ არის, ადგილზეა, მე ძალიან ვერიდები აზას, იგი ხომ მიცნობს და თვალს მომკრავს თუ არა, ეჭვი არ არის თუ თავის გარიდებას არა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს მოკვლას მაინც შეეცდება, ვნახო ვინ ვის.
ხუტა ძალიან ეცადა დაედგინა სად ინახავს თავს ვადიმ ურალოვი, მერიმ ალბათ იცის მისი ადგილსამყო ფელი, მაგრამ ვერ იქნა და ვერა, ვერ ათქმევინა.
მერი, რაღაც თითქოს გაცივდა ხუტას მიმართ, საფიქრებელია აზა სუმბარმა ხომ არ გააფრთხილა? ვაითუ იცნო, რომ ხუტა გაწერელია, რომელსაც მერი მიხეილ ჩაჩბას სახელით იცნობს, მილიციის თანამშრომელია? თუმცა საიდან უნდა ეცნო აზას ხუტა გაწერელია? მას ხომ იგი თვალითაც არ უნახავს!..
...ამ წერილის გამოგზავნას ვაპირებდი, რომ საინტერესო ამბები მოხდა და იმან შემაჩერა. აქ საგასტროლოდ ჩამოვიდა ბოშათა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, როგორც ზემოთ აღვნიშნე. აზა სუმბარი ამ ანსამბლის მონაწილეა. ქალაქის ქუჩებს უკვე გუშინდელი დღიდან ამშვენებს მათი აფიშები, სადაც აზა სუმბარის სურათი და მისი სახელი და გვარი დიდი ასოებით არის გამოჭიმული.
საკვირველია ეს ზნედაცემული პიროვნება, ნამდვილი ავაზაკი, მოცეკვავე და მომღერალიც ყოფილა. საიდან, როგორ? პირდაპირ გასაოცარია.
ეს ხომ მართლაც იშვიათ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, რომ ბოროტმოქმედი პიროვნება ხელოვნების დარგშიც მუშაობდეს.
ხელოვნებას ხომ სინაზე და სინატიფე ახასიათებს, ხელოვანს სპეტაკი სული ნაზი გრძნობები უნდა ჰქონდეს, მგრძნობიარე გული და ფაქიზი განცდები, ხელოვანი ხომ თვითონ უნდა განიცდიდეს, რომ შეძლოს ადამიანებსაც განაცდევინოს, და თუ ეს ასეა, ვინ მისცა ბოროტმოქმედს გრძნობისა და განცდების უნარი? საიდან შეიძლება ჰქონდეს მას ლამაზი სული და წრფელი გული? არ ვიცი, მე ალბათ ვცდები, თორემ აზა სუმბარი ავაზაკი და იგივე აზა სუმბარი ხელოვანი, აქ რაღაც ისეთი დიდი შეუსაბამობაა, რომ ეს ჩემს გაგებას აღემატება.
ბოდიში, ცოტა გადავედი ჩემი მოხსენების მთავარ ხაზს. ხუტამ მაცნობა: მერი და დანიელ მალდონატო ემზადებიან ბუინაკსკში გასამგზავრებლად, ფიქრობს, ალბათ ნაძარცვი ნივთები თუ უნდა წაიღონ. შიგ ბუინაკსკში არ გაჩერდებიან, მის ახლოს მოსახლეობაა სტალინაურად წოდებული, იქ მიდიან, ხოლო ვის თან, ეს მან არ იცის. ხუტა არ მიჰყავთ თან. მას დაჰპირდნენ რაღაც „დავალების“ მიცემას, რა დავალებაა, მან ჯერ არ იცის. ნა ძარცვი ნივთები აზა სუმბარის ბინაშია გადამალული. კონცერტის შემდეგ იმ ბინაში მოიყრიან თავს, სადაც აზა სუმბარი ცხოვრობს, ანსამბლის წევრები სასტუმროში ცხოვრობენ, აზა კი კერძო ბინაზეა.
მე დავავალე ხუტას, აზას ბინაში არ გაჩერებულიყო და კონცერტის დროს თეატრში წასულიყო. მე ეს იმ აზრით გავაკეთე, რომ გადაწყვეტილი გვქონდა აზას ბინაში საიდუმლო ჩხრეკის ჩატარება.
სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა ხომ წინასწარ იცოდა ჩემი განზრახვა, მასთან რამდენჯერმე მქონდა საუბარი და დაინტერესდა ამ ავაზაკთა ბანდის შეპყრობით, როგორც მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ იმ ღამესვე ჩაგვეტარებინა აზას ბინის ჩხრეკა და თუკი რაიმე მასალებს აღმოვაჩენდით, აზა და დანიელ მალდონატო შეგვეპყრო. ეს უკანასკნელი არ იმალება, აშკარად დადის. მერის შეპყრობაზე ჯერ კიდევ ვიკავებ თავს, ვიდრე გერმან ბაზილის კვალს არ მივაგნებ და არ ჩავბღუჯავ. მილიციის თანამშრომლები ცხადლივ მე ფარულად, ძალიან მეხმარებიან ყველაფერში, უფრო მეტიც, ერთერთი გადაცმული თანამშრომელი მცველივით დამდევს უკან და მუდამ მზად არის აუცილებელ შემთხვევაში საჭირო დახმარება გამიწიოს.
აზა საღამოს შვიდ საათზე წავიდა თეატრში. კონცერტი რვა საათზე იწყებოდა, ორი გადაცმული თანამშრომელი თეატრში იქნა გაგზავნილი, რომ იქ თვალყური ედევნებით აზასათვის, მათში ერთი მეხანძრის ტანისამოსში გამოწყობილი კულისებში იქნა შეგზავნილი.
მე აზას ბინამდე მივყევი მილიციის თანამშრომლებს, ბინაში არ შევსულვარ და ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიმიღია, აზას ბინა ქალაქის ბაღის ბოლოშია, ზღვას გადაჰყურებს, ერთსართულიანი სახლის ეზოში პატარა ბაღია, ხოლო ბაღის ბოლოში საკუჭნაოს მაგვარი, დარკინული ფანჯრებიანი პატარა ქვიტკირის შენობაა, მე ბაღის გარეთ იმ საკუჭნაოსთან გავჩერდი ერთ-ერთ თა ნამშრომელთან ერთად. როდესაც სახლში ჩხრეკა დაიწყო, ამ საკუჭნაოდან გამოვარდა ვიღაც უცნობი, გადმოევლო ღობეს და პირდაპირ ჩემთან მყოფ თანამშრომელს ჩაუვარდა ხელში, ჩემთან მყოფი მარჯვე და ღონიერი აღმოჩნდა, ისე სწრაფად გათოკა ის უცნობი, რომ დაყვირების საშუალებაც კი არ მისცა.
ბინაში ვერაფერი აღმოაჩინეს, გადმოვიდნენ საკუჭნაოში, იქ კი ჩხრეკამ დადებითი შედეგი გამოიღო. აღმოჩენილი იქნა ბლომად ნივთები, მეტწილად ოქროს საათები, ძვირფასი სამკაულები და ბლომად ფული. რა თქმა უნდა, ტანისამოსი და სხვა ნივთებიც იყო, მაგრამ ცოტა, როდესაც სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა ჩხრეკა მოათავა და სახლიდან გამოვიდა, მან ერთი შეპყრობილი პიროვნებაც გამოიყვანა, მე კი მას მეორე შეპყრობილი დავახვედრე. წარმოიდგინეთ, ეს მეორე დანიელ მალდონატო აღმოჩნდა.
განყოფილების უფროსი სამმართველოში გაემგზავრა. მისი მოადგილე, მე და ორი თანამშრომელი წავედით თეატრში აზას შესაპყრობად. როდესაც დარბაზში შევედით მე ერთი თანამშრომელით სცენისაკენ გავწიე. მოადგილე კი მეორე თანამშრომლით კულისებისაკენ გაემართა. სცენაზე სწორედ აზა სუმბარი იყო გართული თავისი ხელოვნებით. მე და განყოფილების უფროსის მოადგილემ, წინასწარვე მოვილაპარაკეთ, არავითარი ოპერაცია არ ჩაგვეტარებინა, ვიდრე კონცერტი არ დამთავრდებოდა და ხალხი არ დაიშლებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აზა თავისი ნომრის დამთავრების შემდეგ სახლში დააპირებდა წასვლას, გზაში უნდა აგვეყვანა.
აზამ ცეკვა დაამთავრა, მაგრამ მაყურებლებმა არ გაუშვეს სცენიდან, დარბაზში ტაშის გრიალი იყო, მე კი ეს მანერვიულებდა, იმ ჟამად სცენაზე მოცეკვავეს კი არ ვხედავდი, არამედ ბოროტმოქმედს, ის იმ ჟამად ჩემთვის ხელოვანი არ იყო, ეს ნადირი იყო, ხოლო მე კი ჩასაფრებული მონადირე, რომელიც გულის ფანცქალით მოელის ხელსაყრელ მომენტს, რომ ტყვია ესროლოს.
ხალხის ტაშის გრიალი არ წყდებოდა, აზა მესამედ თუ მეოთხედ გამოვიდა მადლობის გადასახდელად და აი, ახლაც ტაშის გრიალში აპირებდა თავის დაკვრას, რომ მოულოდნელად დამბაჩამ იჭექა. აზამ მკერდზე ხელი იტაცა, უცნაურად ჩემს მხარეზე გადმოიხედა და მოწყვეტით დაეცა სცენაზე.
ხალხი აირია, ხეირიანად ვერავინ ვერ გაიგო რაში იყო საქმე, ტაშის გრიალში ალბათ ბევრმა ვერც კი გაიგონა გასროლის ხმა, ხოლო კივილი: „მოჰკლეს, მოჰკლეს...“ ყველას მოედო, ხალხი აირია და გასასვლელს მიაწყდა. სამწუხაროდ იმ ჟამად მე სცენასთან ახლოს ვიდექი მარცხენა მხრიდან, გასროლის ხმაზე მივ ხვდი, რომ სროლა მოხდა მთავარ შესასვლელ კარებიდან. ზედმეტი იყო იმაზე ფიქრიც, რომ ბოროტმოქმედს გამოვკიდებოდი. იმაზე უარესი განა იქნება, ვიდრე პანიკით შეპყრობილი ხალხი? მიუხედავად იმისა, რომ თეატრის ადმინისტრაცია იმ წუთშივე გაჩნდა ადგილზე, მაინც ვერ იქნა და ვერ მოხერხდა ხალხის დაწ ყნარება, ისინი მაინც აწყდებოდნენ კარებებს და ჰქელავდნენ ერთმანეთს. ვიდრე მე სცენაზე ავვარდებოდი, ანსამბლის მონაწილენი უკვე შემოეხვივნენ აზას. იგი მძიმედ იყო დაჭრილი საიდანღაც ექიმი გაჩნდა. საიდან, როგორ? ეს მე არ ვიცი, ალბათ დარბაზში მაყურებელთა შორის თუ იყო და არ აჰყვა საერთო პანიკას, მკურნალის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა მასში, რომ ისიც სხვებსავით გასასვლელს კი არ მივარდა, არამედ სცენას მიაშურა.
როდესაც მე სცენაზე ავედი, განყოფილების უფროსის მოადგილემ წამჩურჩულა, დაუყოვნებლივ წავსულიყავ სამმართველოში. მართლაცდა, აბა რის გამკეთებელი ვიყავი იქ? არაფრისა, ჩემი თავი კი შეიძლება გამომემჟღავნებინა, იმავე წუთში ავედი კულისებში და იქიდან კი ქუჩაში. ჩემთან მყოფი თანამშრომე ლიც თან გამომყვა, მიუხედავად ჩემი პროტესტისა, რომ მარტო წავიდოდი, მაინც არ მომცილდა. სამმართველოსაკენ წავედი, ის კი შორიახლოს მომდევდა. ქუჩაში ხალხის ჭაჭანება არ იყო.
მივდიოდი და ვფიქრობდი, ვის რაში სჭირდებოდა აზას სიკვდილი, ისიც ასეთ უცნაურ გარემოებაში? აზა ხომ თვით იყო დაკავშირებული ბოროტმოქმედებთან! თუ შურისძიებისმაგვარ გარემოებას ჰქონდა ადგილი, რაღა მაინცდამაინც სცენაზე ესროლეს, განა სხვა პირობებში არ შეიძლებოდა მასთან ანგარიშის გასწორება? ბევრ უცნაურობას წავწყდომივარ, მაგრამ ეს მაინც იმდენად უცნაური იყო ჩემთვის, რომ ვერასგზით ვერ ამეხსნა. ქუჩის კუთხეს რომ მივუახლოვდი გავჩერდი. პაპიროსი ამოვიღე და ასანთის ანთებას ვაპირებდი, როდესაც დამბაჩამ იჭექა, ტყვიამ ქუდი გამიხვრიტა. მე სასწრაფოდ შემოვტრიალდი და დავინახე ჩემი მხლებელი თანამშრომელი, რომელიც შორიახლო მომდევდა, ვიღაცას ებრძოდა. მე გავიქეცი მისკენ, მივეხმარე, სასწრ აფოდ გავთოკეთ უცნობი, ავაყენეთ ფეხზე და წინ გამოვიგდეთ.
– რაში იყო საქმე არ მეტყვით? – შევეკითხე შეშფოთებულმა და ქუდი მოვიხადე. იგი მარჯვენა ყურის ზემოთ იყო გახვრეტილი. რამდენიმე მილიმეტრით დაბლა და ალბათ გაშოტილი ვეგდებოდი ქუჩაში.
– რაში იყო საქმე და... თქვენ რომ შეჩერდით, ეს ყმაწვილი ერთ-ერთ ეზოდან გამოვარდა, დამბაჩა ამოიღო და გამოგიდგათ. მე მაშინვე მივხვდი, რომ თქვენს მოკვლას ლამობდა, გამოვუდექი და ის იყო შემართა დამბაჩა, რომ ხელი ავუკარი და სწორედ ამ ხელის აკვრამ გადაგარჩინა სიკვდილს. მაშინვე ვტაცე მარჯვენაში ხელი, გადავუგრიხე და იარაღი გავაგდებინე. აბა, მეუბნებოდით მარტო წავალ, თქვენ საჭირო არა ხართო, ხედავთ საჭირო ვყოფილვარ თურმე.
მე მას მადლობის თვალით შევხედე. ზემო ქუჩიდან გუშაგი მილიციელი მორბოდა, სროლა რომ გაეგო გამოქცეულიყო, ჩვენ იგი დავამშვიდეთ. მილიციელმა შეხედა შეკრულ უცნობს და ჩემს მხლებელს მიმართა.
– თქვენ ამ ვაჟბატონს ვერ იცნობთ? ეს ხომ ცნობილი მძარცველი ხასან კულიევია.
– ხასან კულიევი? – გაიკვირვა ჩემმა მხლებელმა, შეხედა და განცვიფრებით წარმოსთქვა, – შენ მართალი ხარ, ძმობილო, ნამდვილად ხასან კულიევია. იქ, შეპყრობის ადგილას ბნელოდა, კარგად ვერ გავარჩიე მისი სახე და იმიტომ უცბად ვერ შევიცანი, თორემ ამის უკან დევნაში რამდენი ღამე მითენებია!
როცა მილიციის სამმართველოში მივედით, იქ ხელმძღვანელ პირთაგან არავინ დაგვხვედრია. სამმართ ველოს უფროსი სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსთან და ქალაქის პროკურორთან ერთად საავადმყოფოში წასულიყო, სადაც მძიმედ დაჭრილი აზა სუმბარი წაეყვანათ. აბა, მე სადღა წავიდოდი, გადავწყვიტე მომეცადა მათთვის, შეპყრობილი ხასან კულიევი საკანში მოვათავსეთ და მე და ჩემთან მყოფი თანამშრომელი უფროსის სამუშაო ოთახში შევედით.
ერთ ხანს ორივენი გაჩუმებული ვიყავით, მე მას უდიდესი მადლობის თვალით მივჩერებოდი. მე თუ დღემდე მასთან მაერთიანებდა ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ ბრძოლის მისწრაფება, ახ ლა, როდესაც მან სიკვდილს გადამარჩინა, ჩემი სული და გული მთლიანად მას ეკუთვნოდა, იგი ღვიძლ ძმად გადაიქცა ჩემთვის. რამდენად მართალი იყავით თქვენ, ამხანაგო უფროსო, როდესაც გვასწავლიდით, რომ: „ოპერატიულ მუშაკს კეფაზედაც თვალები უნდა ჰქონდესო. ერთხელ თუ წინ გაიხედავს, ორჯერ უკან უნდა მოიხედოსო“ აი, ახლაც არ მოვიხედე უკან და კინაღამ სიცოცხლედ დამიჯდა ეს გაუფრთხილებლობა.
ჩემი ახალი მეგობარი, შამილი ოცდასამი წლისაა, ისიც ჩემ სავით ოპერატიული მუშაკია. მთებიდან არის, ეროვნებით ავარიელია, თვრამეტი წლის ასაკიდან მილიციის რიგებშია და ბევრი ავაზაკისათვის დაუბნე ლებია მზე. ბევრი მათგანი გაუთოკია და მოუსპია მისთვის ავგზაზე სიარულის ხალისი.
ამხანაგ შამილს, ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული თავისი თავგადასავალის მბობა, როდესაც სამორიგეოში გამოიძახეს. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და გადმომცა, რომ მე სის ხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი მიბარებდა თავისთან. ჩვენ ორივენი დაუყოვნებლივ წავედით საავადმყო ფოში.
აზა სუმბარმა, როგორც კი გამოეყვანათ საოპერაციოდან, მაშინვე მე მიკითხა თურმე. რა თქმა უნდა, ჩემ ნამდვილი სახელი და გვარი იცოდა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც აზასაგანაც გაიგო.
მიუხედავად ექიმების აკრძალვისა, იგი თურმე დაჟინებით მოითხოვდა ჩემს ნახვას.
– სულ ერთია მე სასიცოცხლო პირი აღარ მაქვს, სიკვდილის წინ მინდა ჩემი აღსარება ვუთხრა იმ პიროვნებას, ვის წინაშეც ყველაზე მეტ დანაშაულს ვგრძნობ, – ეთქვა მას, – თქვენ ამბობთ, რომ ლაპარაკი ავნებს ჩემს ჯანმრთელობას? რამდენიმე საათით ადრე მოვკვდები თუ გვიან, ამას არა აქვს მნიშვნელობა, სამაგიეროდ სამარეში მაინც აღარ ჩამყვება იმ საშინელი დანაშაულის ვარამი და დარდი, რომელიც რამდენიმე თვეა ძილსა და მოსვენებას არ მაძლევს.
სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა და ექიმმა მოითათბირეს და როდესაც ექიმმა დაადასტურა, რომ აზას სასიცოცხლო პირი აღარ ჰქონდა, გადაწყვიტეს ჩემი დაბარება, რადგანაც იცოდნენ, რომ აზა სუმბარი უჩემოდ მათ არაფერს ეტყოდა.
საავადმყოფოში მისვლისთანავე დაჭრილთან შემიყვანეს. იგი ცალკე ოთახში მოეთავსებინათ. მან, როგორც კი დამინახა, ნაღვლიანი, ჩაცვინული თვალები მომაპყრო და მწარედ გამიღიმა.
– გამარჯობა, არჩილ, მიცანი? – შემეკითხა იგი და პასუხს აღარ მოუცადა, განაგრძო, – მე ხომ კირა ზაბორა ვარ, ლომისის სანატორიუმის ფერშალი.
მე ეს ხომ ადრევე ვიცოდი და ამიტომ არც გამკვირვებია მისი აღსარება, იქ დამსწრეებმა კი, გარდა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსისა, რომელთანაც მე დაწვრილებით მქონდა ნათქვამი ექიმ ნატო სულიაშვილის მკვლელობის ამბავი და კირა ზაბორას მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში, გაკვირვებით შემომხედეს, მაგრამ არაფერი მითხრეს. თქვენ ხომ მწერდით, რომ აღმოაჩინეთ ნატოს დღიური, ამ დღიურის საშუალებით მიაგენით მკვლელობის ორგანიზატორს მეწისქვილე თედო ხაპიაშვილს, აღმოაჩინეთ მოკლულის გვამი, და თედო ხა პიაშვილი ყველაფერში გამოტყდა. ისე რომ მე უკვე მომზადებული შევხვდი კირა ზაბორას და გადავწყვიტე, რაც კი შეიძლებოდა მეტი ცნობები და ახალი დადასტურება მიმეღო მისგან.
– გიცანით, როგორ ვერ გიცანით, განა თქვენი სახე დამავიწ ყდება ოდესმე, – ვუპასუხე მე.კირა ზაბორამ მწარედ გაიცინა და მიპასუხა.
– მე იმიტომ დაგიბარეთ, რომ მინდა თქვენ იყოთ ჩემი სულის მოძღვარი, თქვენ და მხოლოდ თქვენ გითხრათ აღსარება. თქვენთან შეხვედრამდე მე მილიციის თანამშრომლები ჭირივით მძულდა, მე ისინი უსულგულო ადამიანებად მიმაჩნდა, იმ ადამიანებად, რომელთაც ტვინში მხოლოდ კანონი აქვთ ჩაჭედილი და კანონის დამრღვევი, რა პირობებში და გარემოებაშიც არ უნდა იყოს, ადამიანებად აღარ მიაჩნიათ, მათ კანონგარეშე აყენებენ. მე მეგონა მანამდე, რომ არიან ქვეყნად ავაზაკები, მაგრამ მათზე უკეთესები არ არიან მილიციის მუშაკები, რომ მათთვის სულ ერთია, უბრალო ეჭვის ნიადაგზეც კი შეუძლიათ მოსპონ ადამიანი ფიზიკურად, გაანადგურონ. მეგონა რომ მათ ადამიანური საუბრის უნარიც კი მოსპობილი აქვთ. ეს და მრავალი ამაზე უარესი დახასიათება მიმიცია თქვენი დარგის მუშაკებისათვის. მე თქვენც ავაზაკებად გთვლიდით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შარაგზის ავაზაკს კანონი სჯის, თქვენ კი კანონი გახალისებთ და ამის შედეგად თვით კანონიც კი ჩემს თვალში უკანონობის სრული განსახიერება იყო, როდესაც დამკითხეთ იქ ლომისში, თქვენი მიდგომა ჩემდამი ისეთი განსაკუთრებული იყო, ისეთი გულწრფელი, რომ მე გაკვირვებული დავრჩი. მე მაშინ თქვენში ადამიანი დავინახე, ნამდვილი, გულწრფელი ადამიანი, მივხვდი, რომ კანონის დარაჯნი, ეს პატიოსანი მშრომელი ხალხის, მშრომელი ადამიანების დარაჯნი არიან, თქვენ მე თვალები ამიხილეთ და მილიციის მუშაკები სულ სხვა სახით დამანახვეთ. რაც აქ ჩამოვედი, ამ რამდენიმე დღის წინათ, იმავე დღეს დაგინახეთ და გიცანით, სულ იმის ფიქრში ვიყავი, როგორმე მენახეთ, მესაუბრა თქვენთან. თქვენმა დანახვამ გამახსენა ადამიანთა შორის საუკეთესო, გულწრფელი და მოსიყვარულე გულის პატრონი ექიმი ნატო სულიაშვილი, ჩემი საყვარელი ნატალია ირაკლიევნა, რომელიც მე ისე სასტიკად, უსულგულოდ, არაადამიანურად მოვატყუე, მაგრამ რა მექნა?! მე თუ იმ საშინელი დანაშაულის ჩადენაში არ მივიღებდი მონაწილეობას, მე თვით მომკლავდნენ. მაგრამ ჩემი თავი წყალსაც წაუღია, იმ ადამიანს მომიკ ლავდნენ, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს, საკუთარ სიცოცხლესაც კი მირჩევნია, შვილს მომიკლავდნენ.
მე თავი ვერ შევიკავე ამ სიტყვებზე და ჩემდა უნებურად წამოვიძახე:
– შვილს? განა თქვენ შვილი გყავთ?
– დიახ, მყავს თორმეტი წლის გოგონა, რომელიც ამ ქვეყნად ყველას მირჩევნია, ის ჩემთვის ამომავალი მზე და მანათობელი ვარსკვლავია. ის ჩემი შვილია, ჩემი სისხლისა და ხორცის ნაწი ლი. მე თუ ქვეყნად ვარსებობდი, მე თუ ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი, მხოლოდ მისთვის, რომ ის მე ადამიანად აღმეზარდა, ნამდვილ ადამიანად, საზოგადოების ღირსეულ წევრად. არ გაიკვირვოთ ჩემი ეს სიტყვები, არ იფიქროთ, რომ მე თუ შემრჩა აზ როვნების ნატამალი გავარჩიო ერთმანეთისაგან თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, ზნეობა და უზნეობა, მაშ როგორღა ვიყავი დაკავშირებული ცხოვრების ნაძირალებთან, როგორღა გავიხრწენი, დავეცი ძირს, ჩავყურყუმელავდი სიბინძურის მორევში? მე თუ ვგრძნობდი ამ სიბინძურის აყროლებულ სუნს, მაშ რატომ არ ვცდილობდი დამეღწია თავი და სიკეთის გზაზე დავმდგარიყავი. მაგრამ ნუ განცვიფრდებით თუ გეტყვით, რომ მე ბევრჯერ ვეცადე ამას, ბევრჯერ დავაპირე, მაგრამ იმ წრემ და ადამიანებმა, რომელნიც გარს მეხვივნენ, გასაქანი არ მომცეს. მე ყოველ ჟამს ტერორის ქვეშ ვიმყოფებოდი, პირადად ჩემი და ჩემი შვილის სვეტლანას სიცოცხლე ხშირად ბეწვზე ეკიდა, საკმარისი იყო თუნდაც ერთი ნაბიჯი გადამედგა არა იქით, საითაც მიმითითებდნენ, რომ მათგან დანდობის იმედი არ უნდა მქონოდა, მათ მე ცხოვრება ჯოჯოხეთად გადამიქციეს, მაგრამ ამ ჯოჯოხეთს ვი ტანდი.
დაწყევლილი იყოს ის დღე, როდესაც ჩემი ცხოვრების გზაზე ვადიმ ურალოვს შევხვდი. თქვენ ალბათ არ იცით ვინ არის ვადიმ ურალოვი. ეს ის მგელია, ადამიანის ტყავში გახვეული მგელი, რომელსაც ადამიანური ყველაფერი დაკარგული აქვს, რომლისთვისაც სული, გრძნობა, ზნეობა არ არსებობს. ის ნამდვილი მგე ლია, ველური პირუტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სახეს ატარებს, ადამიანივით მეტყველებს. ვადიმ ურალოვი ის პიროვნებაა, რომელსაც ძალმომრეობა ფეტიშად გადაუქცევია და მას ეთაყვანება. მისთვის კაცის მოკვლა გასართობ საქმედ არის გადაქცეული. სხვისი წამება მას ნეტარებას ჰგვრის, ის მაშინ არის გახარებული, როდესაც რაიმე უზნეობას სჩადის, განა არსებობს დანაშაული, რომელიც მას არ ჩაედინოს? არა, ისეთი დანა შაული არ არსებობს დედამიწის ზურგზე. აი, ამისთანა ადამიანი, არა, ადამიანის კი არა, ამისთანა მგელკაცის ხელში განაღა მქონდა რაიმე დანდობის იმედი? რა თქმა უნდა არა. მე არ ვიცი წარმოშობით ვინა ვარ, ან რა ეროვნებას ვეკუთვნი,
შეიძლება ქალ-ვაჟთა შემთხვევითი ურთიერთობის ნაყოფიც ვიყო, შეიძლება და დედაჩემმა მე ვერ გამიმეტა მოსაკლავად, ქუჩაში მიმაგდო და თავის სიცოცხლეს თვითვე მოუღო ბოლო, რა იყო და რა არა, არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ ჭუჭყიან ჩვრებში გახვეული შემოდგომის ერთ პირქუშ დღეს ქუჩაში ვუპოვივარ გამვლელებს და საბავშვო სახლში მივუყვანივარ აღსაზრდელად. ექვსი წლისა არ ვიქნებოდი, მე ეს სიზმარივით მახსოვს, როდესაც საბავშვო სახლიდან მომიპარეს მათხოვრებმა. რამდენიმე წელიწადს დამათრევდნენ ისინი სხვადასხვა ქალაქებში სა მათხოვროდ. ბავშვიანი მათხოვარი ხომ მეტ შებრალებას ჰპო ვებს ადამიანებში და მეც ალბათ ამ მიზნით ჩამიგდეს სელში, ათი წლისა, როგორ მოვხვდი ბოშათა ბანაკში, არ ვიცი, მახსოვს მხოლოდ ის, რომ ღამე რომელიღაც ეკლესიის ეზოში, ხის ძირას, დაღლილ-დაქანცულმა, მშიერმა და ნახევრად შიშველმა დავიძინე, ხოლო როდესაც გამომეღვიძა, ქალაქზე მოშორებით ბოშათა ბანაკში ვიმყოფებოდი, თექვსმეტი წლის ასაკამდე ამ ბანაკს დავდევდი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, შემასწავლეს მკითხაობა, მათხოვრობა ხომ ადრევე მქონდა შესწავლილი, სიცრუე, პირფერობა, ბოშური სიმღერები და ცეკვები. თექვსმეტი წლისა ვიყავი, როდესაც წანწალისათვის მე და ორმა სხვამ ჩვენი ბანაკიდან საპატიმროში ამოვყავით თავი... საპატიმროდან ერთი წლის შემდეგ გამოვიპარე, ჩემთან ერთად გამოიპარა პატიმარი ქალი, ცნობილი ქურდი, დეიდა ვერონიკა, ჩვენ ორივენი დავწანწალებდით, ჩემი ბანაკის ასავალ-დასავალს ვეღარ მივაგენი, მე და ჩემთან ერთად გამოპარული დეიდა ვერონიკა შევუდექით ახალ საქმიანობას ქურდობას. ქურდი ქალი ვერონიკა განვითარებული პიროვნება იყო. ასე, ორმოცი წლისა იქნებოდა, გალოთებული და გარყვნილი, მას შეეძლო სასარგებლო პიროვნება დამდგარიყო საზოგადოები სათვის, აკი ვთქვი, რომ განვითარებული ქალი იყო მეთქი. მაგრამ მას ისე სძულდა არსებული ხელისუფლება, ისეთი წინააღმდეგი იყო, რომ ის იმ თავის პატარა ცოდნასაც კი, რაც მას ჰქონდა, არ იმეტებდა გამოეყენებინა საზოგადოებისათვის და არჩევდა წანწალსა და მანკიერ ცხოვრებას. დიახ, მეც ცხოვრებაში გამოუსვლელი, განუვითარებელი, რომელმაც მკითხაობის, მათხოვრობის, ბოშური სიმღერებისა და ცეკვის მეტი არაფერი ვიცოდი, ჩამიგდო ხელში. სულ იმით მაშინებდა, რომ მე უსაბუთო ვიყავი, უპატრონო, ეული, საპატიმროდან გამოქცეული და რომ მე თუ ჩავუვარდებოდი ხელში მილიციას, სიკეთის მოლოდინი არ უნდა მქონოდა. დიახ, ამ ვერონიკამ მიმაჩვია ქურდობასა და გარყვნილებას. ეცადა გაველოთებინე კიდეც, მაგრამ ეს მას არ გამოუვიდა.
საკვირველი ალღო ჰქონდა ამ ქალს, სადაც არ უნდა წავსულიყავით, ადვილად მონახავდა ხოლმე თავისივე მსგავს ნაძირალას. დიდხან ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა, წანწალებდა და მეც თან დამათრევდა. ერთადერთი რაც ჰქონდა მას დადებითი, უყვარდა წიგნების კითხვა. წიგნების კითხვას მეც მიმაჩვია, წერაც მასწავლა, გარდა ამისა ჩაცმაც უყვარდა, ისე იცმევდა და ქცევაც იმისთანა ჰქონდა, რომ ქუჩაში ვისმეს დაენახა, ვერ წარმოიდგენდა თუ ამ ადამიანის სამოსელში ბოროტმოქმედი, გარყვნილი და ლოთი პიროვნება იყო გახვეული.
წელიწადზე მეტი ვიხეტიალეთ ჩრდილო კავკასიაში. ჩემმა მეგობარმა ვერონიკამ ყირიმში მოისურვა საგასტროლოდ გამგზავრება და ჩვენც, ერთ მშვენიერ დღეს, იალტაში ამოვყავით თავი. აი, სწორედ იქ გავიცანი პირველად ვადიმ ურალოვი. ვერონიკა მაშინვე დაუკავშირდა მის ბანდას. მე და ვერონიკა თვალში ამოვიღებდით ჯიბესქელ დამსვენებლებს, ღამღამობით მათთან ერთად გავისეირნებდით ხოლმე ქალაქგარეთ ზღვის ნაპირას „მთვარესთან სასაუბროდ“, როგორც ამ „გასეირნებას“ უწოდებდა ვერონიკა, აქ თავს დაგვესხმოდა ვადიმ ურალოვის ბანდა და გვძარცვავდა. რა თქმა უნდა, იმ ჩვენს უტვინო კავალრებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ ჩვენ ძარცვის მსხვერპლნი კი არ ვიყავით, არამედ ბოროტმოქმედთა ხელისშემწყობნი.
ვადიმ ურალოვმა დაიწყო ცხოვრება ჩემთან და უფრო მეტად ჩამაბა თავის ბნელ საქმიანობაში. მე ინსტინქტურად ვგრძნობდი, რომ ასეთი ამბავი სიკეთეს არ დამაყრიდა, ადრე იქნებოდა თუ გვიან, მართლმსაჯულებას ჩავუვარდებოდი ხელში და საკადრის საზღაურს მივიღებდი, დაპატიმრებისა ძალზე მეშინოდა, მაგრამ უფრო ძალიან კი ვადიმ ურალოვის მეშინოდა, რადგანაც მე უკვე კარგად შევისწავლე მისი ველური, დაუნდობელი ხასიათი. მე არა ერთი მისი სისხლიანი საქმის მოწმე შევიქენი. არ შემეძლო დამევიწყებინა ის სურათი: ერთხელ ერთ-ერთ ჩემს მიერ გატყუებულს თავს დაესხა. ჩემი „კავალერი“ გაუძალიანდა მას, ურალოვი მოერია, წააქცია და ისე აუღელვებლად გამოსჭრა ყელი დანით, თითქოს ადამიანის მაგივრად ქათამი დაეკლას. შემდეგ ჯიბეები ამოუჩხრიკა, იქვე მთვარის შუქზე დაითვალა ნადავ ლი და თითქოს იქ არაფერი არ მომხდარიყოს, ისე გასწია და მეც თან გამიყოლა. მე სულ იმის ფიქრში და ცდაში ვიყავი, გავქცეოდი, წავსულიყავ, მაგრამ სად და საით? განა ყველგან არ მომნახავდა? წავსულიყავ მილიციაში და გამეცხადებინა, შემდეგ სიცოცხლე აღარ მინდოდა?!
ჩემდა მოულოდნელად, მალე მომეცა მასთან დაშორების საშუალება. დაიწყო დიდი სამამულო ომი. მიუხედავად ვერონიკას წინააღმდეგობისა, მე მაინც გამოვცხადდი სამხედრო კომისარიატში და გამოვთქვი სურვილი გავეგზავნე მოქმედ არმიაში. ეს ამბავი კრასნოდარში მოხდა. იმჟამად ვადიმ ურალოვი არ იყო იქ, თორემ განა მომეცემოდა მისი შესაძლებლობა? ის ყელს გამომღადრავდა, ვიდრე სამხედრო კომისარიატამდე მივაღწევდი, ჩემი თხოვნა მიღებული იქნა, მე პოლკის სანიტარულ ნაწილში ჩამრიცხეს და ბრძოლის ველზე გამგზავნეს. პოლკში სულ ახალი ხალხი ვნახე, ხალხი ზნეობით აღსავსე, დიდი, პატიოსანი გულით, პატრიოტული გრძნობებით გამსჭვალული გულით, რომელთაც სიცოცხლე არაფრად უღირდათ, ოღონდ სამშობლო გაეთავისუფლებინათ საზიზღარი დამპყრობლებისაგან.
მანამდე გარყვნილების, ლოთობის და ბოროტმოქმედებათა ჭაობში ჩაფლულს, ახალი დღე გამითენდა, დღე მზის სხივებით გაცისკროვნებული, ეს ხალხი, რომელიც მე გარს მეხვია და რომელთა წრეშიც ვტრიალებდი არა ჰგავდა არც მაწანწალა მათხოვრებს, არც უსაქმურ ბოშებს და მით უმეტეს ისეთ გადაგვარებულ პირებს, როგორებიც იყვნენ ვერონიკა და ვადიმ ურალოვი თავიანთი დამქაშებით. მე თითქოს ახლად დავიბადე, ახლად ავახილე თვალი, ამიტომ თავგანწირვით ჩავები სამშობლოსათვის ბრძოლაში და მალე სახელიც გავითქვი.
ერთ-ერთ ბრძოლაში, ქალაქ გროზნოს მისადგომებთან, როცა მოწინავე ხაზიდან მძიმედ დაჭრილი მეომარი ზურგში მომყავდა, დამჭრეს, ტყვიამ მარჯვენა მკერდში გამიარა. გონს რომ მოვედი, სამხედრო ჰოსპიტალში ვიწექი, ჭრილობა არ აღმოჩნდა საშიში, ორი თვის განმავლობაში ფეხზე დავდექი და ვინაიდან დასუსტებული ვიყავი, მოწინავე ხაზზე აღარ გამგზავნეს. უსაქმოდ რა გამაჩერებდა, ვეხმარებოდი სამედიცინო პერსონალს, პატარა გამოცდილება უკვე მქონდა და ამ გამოცდილებას მეც ვიყენებდი. წინადადება მომცეს წავსულიყავი მედიცინის დების მოკლევადიან კურსებზე. ეს კურსები, დავამთავრე და უკვე სამხედრო ჰოსპიტალში დამაწყებინეს მუშაობა. ომის პერიოდში ისე შევისწავლე ეს ახალი ხელობა, რომ ფერშლობასაც ვასრულებდი, ჩვენს ჰოსპიტალში ერთი ახალგაზრდა ლეიტენანტი იწვა დაჭრილი, მე მას ვუვლიდი თავგამოდებით. მაშინ საბჭოთა მიწაწყალი უკვე განთავისუფლებული იყო მტრის ურდოებისაგან და ბრძოლები ჩვენი ქვეყნის გარეთ სწარმოებდა. მე და ის ლე იტენანტი ისე შევეთვისეთ ერთმანეთს, რომ ჩვენ შორის სიყვარულის ძაფებიც გაიბა და გადავწყვიტეთ შეუღლება, როგორც კი ომი დამთავრდებოდა. ჩემი ლეიტენანტი განიკურნა და ხელახლა დაუბრუნდა მოწინავე ხაზს, მე გულისტკივილით და ცრემლით გამოვეთხოვე მას. თითქოს, ეს სასიკვდილე გული გრძნობდა, რომ ჩვენი გამომშვიდობება უკანასკნელი იყო, მართლაც უკანასკნელი გამოდგა, იგი მდინარე ოდერის გადალახვისა დაეცა. ვგრძნობდი, რომ მალე ბავშვი მეყოლებოდა, ბავშვი რომელიც თავის მამას ვერასოდეს ვერ ნახავდა და მის სასიყვარულო ალერსს ვერ განიცდიდა.
დამთავრდა სამამულო ომი, გავიდა ხანი. დაიწყო ჯარების დემობილიზაცია. მე უკვე დედა ვიყავი, ხელში ორი თვის გოგონა მეჭირა, რომელმაც ჩემს სიცოცხლესა და არსებობას მიზანი და დანიშნულება მისცა. გავთავისუფლდი ჯარიდან. მაგრამ სად წავსულიყავი ჩემთან ერთად დემობილიზაციით წამოვიდა ახალგაზრდა ექიმი ქალი, რომელიც ქალაქ გუდერმესიდან იყო. მას ამ ქალაქში მშობლები ჰყავდა. მე ჩემი უბედური მდგომარეობა გავუმ ხილე, რომ არსად ბინა არ მქონდა, არსად ახლობელი და გულშემატკივარი არ მელოდა. მან წამომიყვანა, ჩამომიყვანა ქალაქ გუდერმესში, ორი კვირა მაცხოვრა თავის სახლში, ქალაქის სა ავადმყოფოში მომაწყო ფერშლად, შემდეგ კი ბინაც მიშოვნა და ყოველმხრივ შემიწყო ხელი.
გავიდა რამდენიმე წელიწადი. პატიოსანი ცხოვრების კალაპოტში ჩაუდექი. ჩემი პატარა სვეტლანა და მე ბედს არ ვემდურო დით. სამსახურში მაფასებდნენ და პატივს მცემდნენ, როგორც დაუზარელს და ერთგულ მუშაკს. ჩემი პატარა სვეტლანა მოჩიტდა, დარბოდა, ტიკტიკებდა, მის სიგრძე-სიგანეს შევყურებდი და მენატრებოდა, როდის წამოიზრდებოდა და სკოლაში დაიწყებდა სიარულს. ჩემს სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არა ჰქონდა. ჩემი შავბნელი წარსული დავიწყებას მივეცი, ნუ იმის ცდაში ვიყავი არ გამხსენებოდა და თუ ხანდახან ნაპერწკალივით გამიელვებდა გონებაში, იმავე წუთს ჩემს ფიქრს სამსახურზე ან ჩემს ბავშვზე გადავიტანდი და ამით ვიხშობდი წარსულის მოგონებას. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ასეთი ბედნიერი დღეები.
ერთხელ სახლში მოვდიოდი დაღლილი. რკინიგზის სადგურს რომ მივუახლოვდი, ერთი მოხუცებული მათხოვარი დედაკაცი ამედევნა.
– ქალბატონო, გაიმეტე მოწყალება, უბედური დედაბერისათვის, ნუ დაიშურებთ ორიოდე გროშს.
მე სასწრაფოდ შემოვტრიალდი, ხელში მანეთიანი ჩავუდე და სწრაფი ნაბიჯით განვაგრძე გზა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს ამედევნებოდა ხოლმე ის მოხუცი მათხოვარი და არ მანებებდა მანამდე, ვიდრე ფულს არ გამომცინცლავდა. ისე გამიჭირა საქმე, რომ სხვა გზით დავიწყე შინ სიარული, მაგრამ ის ალბათ მითვალთვალებდა, რომ მანაც შეცვალა გეზი და ახალ გზაზედაც დამიწყო დახვედრა.
ერთ დღეს ის მოხუცი ქალი გზაში აღარ დამხვედრია. მე ცოტა არ იყოს გამაკვირვა ამ ამბავმა. შინ რომ მივედი, სადილის კეთება დავიწყე. ჩემი გოგონაც მოვიდა საბავშვო ბაღიდან. ჩემს მეზო ბელსაც პატარა ბავშვი ჰყავდა, ორივენი ერთ საბავშვო ბაღში იყვნენ და როდესაც ის მიდიოდა თავისი ბავშვის მოსაყვანად, ჩემი ბავშვიც მასთან ერთად მოჰყავდა ხოლმე.
კარგად დაღამებული იყო, როდესაც კარის კაკუნი შემომესმა, გავაღე, კარებში ის მათხოვარი დედაკაცი იდგა, რომელიც გზაში მხვდებოდა ხოლმე. მე გამიკვირდა მისი დანახვა და ძლივს მოვახერხე შევკითხოდი:
– რა გნებავთ, ვინ გინდათ?
– თქვენ მინდიხართ და რაც მნებავს ახლავე გაიგებთ, – მიპა სუხა მან. მოურიდებლად შემოვიდა ოთახში და სასადილო მაგიდას მიუჯდა. მე მისი თავხედობით აღშფოთებული, შევცქეროდი და სიტყვის თქმა ვერ მომეხერხებინა.
– ო, რაღაც კარგი კერძის სუნი მომდის. ალბათ ბორშჩს თუ ხარშავთ, მე ძალიან მიყვარს ბორშჩი. რა იცოდით, რომ გესტუმრებოდით, ჩემი საყვარელი საჭმელი რომ მოგიმზადებიათ? – საზარლად ჩაიხითხითა და განაგრძო, – ალბათ არაყი არ გაგიმზადებიათ. თუმცა არა უშავს რა, მე კეთილი გულის პატრონი ვარ, დღეს ასე იყოს, არ დაგსჯით, დღეს ჩემს ხარჯზე იყოს არაყი, მომავალში კი, იცოდეთ, ვერ გადამირჩებით.
ამ სიტყვებთან ერთად მან ჯიბიდან ნახევარლიტრიანი გაუხ სნელი ბოთლი ამოიღო და წაიბურტყუნა:
– ამ დაწყევლილ ქვეყანაში ამის მეტი არაფერი არ არის ხეირიანი. არაყი რომ არ იყოს, მაშინ მთლად წყალწასაღები იქნებოდა.
– ვინ ბრძანდებით? – კანკალით შევეკითხე მე.
– ო, ვერ მიცანით? – ხელახლა ჩაიხითხითა მან, – განა ასე მალე უნდა ძველი მეგობრების დავიწყება? თუმცა რა, თქვენ ხომ ახლა დიდი ქალი ბრძანდებით, საავადმყოფოში მუშაობთ, ასე ვთქვათ ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ამას წინათ დაგინახეთ, დემონსტრაციის დროს ქუჩაში რომ მიაბიჯებდით, მკერდი სავსე გქონდათ ორდენებითა და მედლებით, ვინ მოგცათ? სად იპოვეთ?
მეწყინა მისი ასეთი თავხედური ირონია და გამწარებით ვუპა სუხე:
– მე ის ორდენები და მედლები მთავრობამ მომცა. კი არ ვიპოვე, მოვიპოვე.
– დიახ, დიახ... ვიცი... მოიპოვეთ. თქვენ ახლა მთავრობის ქალი ხართ, რა გიშავთ.
მაბრაზებდა მისი ასეთი უტიფარი თავხედობა, ვეღარ მოვითმინე და გაბრაზებულმა მივაძახე.
– მე თქვენ არ დამიპატიჟებიხართ, წაიღეთ თქვენი არაყი და წაბრძანდით, საიდანაც მოსულხართ.
– ო, ნუ ცხარობთ, ჩემო მშვენიერო, ნუ ცხარობთ და ნუ ჩქარობთ. იყო დრო, რომ დეიდა ვერონიკას სიტყვის შებრუნებას ვერ უბედავდით და არც ახლა მოგცემთ ამის უფლებას.
– დეიდა ვერონიკა?! – გაკვირვებულმა და აღშფოთებულმა წამოვიძახე მე, დავბარბაცდი, კინაღამ წავიქეცი. ჩემს თავში უცბად გაირბინა შავბნელმა მოგონებამ, საკვირველია, როგორ ვერ ვიცანი დღემდე ის ძველი ქურდი, გარყვნილი და ლოთი ვერონიკა, რომელმაც მეც ჩამითრია წუმპეში და თუ არა ჩემი ფრონტზე გამგზავრება, ბოლოს რა ვიქნებოდი, ვინ იცის?
– ახლა, ახლა რაღას მეტყვით, ჩემო მშვენიერო? იქნებ გგო ნიათ, რომ თითო მანეთიანებით დაიძვრენთ თავს, რომლებსაც მოწყალების სახით ქუჩაში გადმომიგდებთ ხოლმე! არა, ჩემო ლამაზო არც ისეა საქმე როგორც თქვენ გგონიათ.
კიდევ კარგი საუბრის დროს ჩემი სვეტლანა მეზობლისას იყო და არ ესწრებოდა ამ სცენას. არა, საჭირო იყო ვერონიკას თავი დან მოშორება, ვიდრე ბავშვი შემოვიდოდა.
– აბა, რაღას უყურებთ, დაასხით კერძი, მე მშია. მომეცით საცობის ამოსაღები.
– წაბრძანდით, ახლავე... გაეთრიეთ, გესმით, გაეთრიეთ მეთქი, ვიდრე ძალით არ გამიგდიხართ! – ძალა მოვიკრიბე და შევყვირე. იგი შეკრთა, რამდენიმე ხანს მიყურა და შემდეგ წაიდუდუნა:
– წავიდე? ბატონი ბრძანდებით, წავალ, ახლავე წავალ. მხო ლოდ, იცით სად მილიციაში და გამოვაცხადებ, საავადმყოფოში მუშაობს ფერშალი ქალი კირა ზაბორა, ყოფილი ქურდი, მეძავი, ძარცვებისა და მკვლელო ბების მონაწილე.
მე მას გაშტერებული შევცქეროდი, მან კი თავისი არაყი ჯიბეში შეინახა და წყნარი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
წამოვხტი, მინდოდა გამოვკიდებოდი, უკან დამებრუნებინა, მაგრამ ამისი ღონე აღარ მქონდა. გამახსენდა ყველა ჩადენილი დანაშაულებანი, ნუთუ პასუხისგებაში მიმცემენ, დამსჯიან, საპა ტიმროში გამომამწყვდევენ? მერედა, რა მოელის ჩემ სვეტლანას? მასაც ხომ აერევა ცხოვრების გზა-კვალი?! ქვითინი ამივარდა.
ჩემი სვეტლანა შემოვიდა ოთახში და მტირალი რომ დამინახა, მომეხვია.
– დედიკო, რატომ სტირი, ვინ გაწყენინა? – შემეკითხა, მომეხ ვია და თვითონაც ატირდა.
როგორც იყო დავმშვიდდი და ბავშვიც დავამშვიდე, კერძი და ვუსხი. მე კი კრიჭა მქონდა შეკრული, აბა რა მაჭმევდა!
– დედიკო, რატომ შენ კი არა სჭამ? – მეკითხებოდა იგი.
– არ მინდა, შვილო, მე უკვე ვისადილე, იქ სამსახურში ვისა დილე, მინდოდა ამით დამემშვიდებინა ბავშვი.
– აკი მასწავლი ხოლმე, რომ ტყუილის თქმა ყველაფერზე მეტი საძაგლობა არის, ტყუილი არასოდეს არ უნდა სთქვაო, შენ რატომ სტყუი? მე ხომ ვიცი, რომ არაფერი არ გიჭამია, აბა მე დამიფიცე, თუ ასე არ არის! შემომტიტინებდა ჩემი ნუგეში.
რა მექნა, იძულებული ვიყავი ჩემთვისაც დამესხა კერძი, ოღონდ ბავშვს ეჭამა.
ბავშვი საწოლში დავაწვინე, ჩაცმული გვერდით მივუწექი და როგორც იყო დავაძინე, მე კი რა დამაძინებდა. თეთრად გავათენე, მაგრამ ვაი ამ გათენებას. ყოველი ფეხის ხმა ქუჩაში გამვლელისა, ყოველი მცირე ფაჩუნიც კი თავზარსა მცემდა. მეგონა ეს არის მოდიან ჩემს დასაპატიმრებლად. თვალწინ წარმომიდგა, რომ მე დამაპატიმრეს, გამასამართლეს, სასჯელი დამადეს, რომ ჩემი სვეტლანა ქუჩაში დარჩა უპატრონოდ, აიყოლიეს ქუჩის ნაძირალებმა და არ ვიცი ათასი უფრო და უფრო ერთიმეორეზე უა რესი, ერთიმეორეზე საშინელი სურათები წარმომიდგა, თავი მი ხურდა, გაგიჟებამდე მივდიოდი, დავცქეროდი ჩემს პატარას და ცრემლები ჩამომდიოდა, ვტიროდი... მაგრამ ტირილიც არის და ტირილი, ჩემი მაშინდელი ტირილი სისხლის ცრემლიანი ტირილი იყო. გული მეკუმშებოდა. თავი მისკდებოდა, ტვინი მერეოდა, რა საშინლად გაჭიანურდა ის ღამე, თითქოს ერთი არა, რამდენიმე ღამე გადაბმია ერთმანეთს და დასასრული არ უჩანდა.
მეღირსა, როგორც იქნა გათენდა, ავდექი, ფანჯარა გავაღე. ოთახში ცივი ჰაერი შემოვიდა. გახურებული შუბლი მივუშვირე და ნელ-ნელა გონს მოვედი.
ნუთუ არ მაპატიებენ წარსულს? – ვფიქრობდი მე, – ნუთუ არ მიიღებენ მხედველობაში ჩემს დამსახურებას სამამულო ომის ფრონტზე? მე ხომ იქ დავიჭერი კიდეც, იქ ხომ მოწინავე ხაზზე დაც ვიყავი, სადაც გრიგალისებურ ცეცხლში, ტყვიებისა და ნაღმების სეტყვაში თავსა ვწირავდი, რომ საბჭოთა მებრძოლებისათვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა, მაგრამ არა, მე ხომ იმისთანა დანაშაულებანი მაქვს ჩადენილი, რომლის მიტევებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაშ აუცილებელია ჩემი დასჯა? არა, მე ღირსი არა ვარ შეწყნარებისა.
იმ დღეს სამსახურში ვერ წავედი, შევუთვალე რომ შეუძლოდ ვიყავი. ყველას გაჰკვირვებია. იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მე საავადმყოფოში ვმუშაობდი. არც ერთი საათი არ გამიცდენია და ჩემი მოულოდნელი ავადმყოფობა ყველას გაჰკვირვებოდა. ექიმი გამოგზავნეს, გამსინჯა, წამლები გამომიწერა, მირჩია წოლა, ჩემი მდგომარეობა გადაღლილობას მიაწერა. რამდენიმე დღე გავიდა, სამსახურში დავიწყე სიარული, ჩემი ბინიდან სამსახურში გზად მილიციის წინ უნდა გამევლო. ახლა შიშით ვეღარა ვბედავდი იქით სიარულს და რამდენიმე კვარტალით ვიგრძელებდი გზას. რატომღაც მეგონა, თუ მილიციის წინ გავივლიდი მაშინვე მტაცებდნენ ხელს და დამაპატიმრებდნენ. ცოტად თუ ბევრად გული დავიმშვიდე. ორი კვირა არც კი იყო გასული ვერონიკას სტუმრობის შემდეგ. შუაღამე იქნებოდა, მეძინა, რომ კარის კაკუნმა გამომაღვიძა. გული გამისკდა. მოვიდა მეთქი ჩემი აღსასრული, მოვიდნენ ჩემს წასაყვანად. კარის კაკუნი განმეორდა. შიშისაგან ძლივს ავდექი ლოგინიდან, ავანთე შუ ქი. კარებთან მივლასლასდი და მიკნავლებული, ხმით შევეკითხე:
– ვინა ხართ ამ უდროო დროს?
– გააღე კარი და გაიგებ ვინცა ვარ, – მომესმა პასუხი. ინსტინქტურად გავაღე კარები და შიშისაგან ელდა მეცა, ჩემს წინ ვადიმ ურალოვი იდგა, ვადიმ ურალოვი, ჩემი წარსული ცხოვრების ურჩხული. საიდან, როგორ გაჩნდა იგი აქ? შემოვიდა ოთახში, პირდაპირ საწოლთან მივიდა, ბავშვს დახედა და ღვარძლიანად მესროლა:
– ეს ვინ არის, შენი ა? მე ვერ მოვითმინე და მიუხედავად შიშისა, წამოვიძახე:
– მაგისმა მამამ სამშობლოს შესწირა თავი, ბრძოლის ველზე დაეცა.
– ო, გმირთა მოდგმისა ყოფილა, – ღვარძლიანად ჩაილაპარაკა, ჩამოჯდა მაგიდასთან და თვალი თვალში გამიყარა.
მე ისევ კარებთან ვიდექი და ციებიანივით ვცახცახებდი. ის ერთ ხანს შემომყურებდა ნამდვილი მგლის შემოხედვით, იმ მშიერი მგლის რომელმაც ბატკანი დაინახა და აპირებს მის მოგუდვას, მის ტყეში გატაცებას და შესანსვლას.
– დიდი ხანია არ მინახიხარ და მადლობა უფალს, ბოლოს მა ინც მაღირსა შენთან შეხვედრა. მართალია შენ სიკვდილი დაიმსახურე იმით, რომ ჩემი ნებართვის გარეშე წახვედი ომში. ამის უფლებას მე შენ არ მოგცემდი, ეს კარგად უნდა გცოდნოდა და არ გადაგედგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ამ ერთ თავხედობას გაპატიებ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საჭირო ხარ ჩემთვის.
– მერე რა გნებავს? – როგორც იყო მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე.
– ოჰო, ლაპარაკიც გისწავლია! რა მნებავს? რაც მნებავს, შემდეგ შეიტყობ. აი რა, მე ახლა ერთი კვირით უნდა წავიდე. ამ ერთი კვირის განმავლობაში შენ სამსახურს თავს დაანებებ და მე დამიწყებ ლოდინს. იცოდე, არ გაბედო რაიმე თვალთმაქცობა, თორემ, ხომ მიცნობ?! მან ისეთი თვალით შემომხედა თითქოს ჩემი განადგურება უნდოდა. შემდეგ განაგრძო:
– ჩვენ წავალთ აქედან.
– სად? – ჩემდა უნებურად წამომცდა.
– მაგას იქ გაიგებ, როდესაც მივალთ. ვიცი ბავშვი დაგაბრკო ლებს. ფიქრი ნუ გაქვს. ამ თხუნელას თავიდან მოშორება, ძნელი საქმე არ არის.
შევკივლე და ბავშვის საწოლს ვეცი, ზედ გადავეფარე, მეგონა ახლავე გამოღადრავდა ყელს ჩემს პატარას ის მგელი.
– ასე, როგორც გითხარი, იცოდე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფები, ძალიანაც რომ მოინდომო ჩემი საწინააღ მდეგო რამის გაკეთება, ვერ მოახერხებ, მაგის საშუალებას არ მოგცემენ. იცოდე ეს კარგად და თუ ჭკუით მოიქცევი, მაგით მოიგებ, – დაფიქ რდა ოდნავ და განაგრძო, – რაც შეეხება მაგ ღლაპს, კარგი, არა ფერს დავუშავებ, გაიზარდოს. თორმეტ-ცამეტი წლისა რომ გახდება, მაგასაც გამოვიყენებთ.
ამ სიტყვების შემდეგ იგი წამოდგა და ჩემსკენ არც კი მოუხედნია, გავიდა ოთახიდან. მე ქვითინს განვაგრძობდი. მართლმსაჯულების ხელს ველოდი, უარესი მომივიდა, მგელი შემომივარდა შინ და განწირულ კრავსავით აღარ ვიცოდი საით წავსულიყავი, შემომივარდა და ამიფორიაქა გრძნობა და გონება, გული და სული, რა ვქნა? ვისთვის შემეჩივლა? ვისთვის მიმემართა? ნუთუ ხელახლა უნდა გადავიდე გზას, პატიოსნებისა და სიკეთის გზას? ძლივს მოვნახე საკუთარი თავი, ძლივს გავერიე ადამიანებში და ნუთუ ხელახლა უნდა ჩავყურყუმელავდე სიბინძურის მორევში?
ვიცი, იმ გათახსირებულმა ვერონიკამ მოაგნო ჩემს ბინას, იმან აცნობა იმ აფთარს ჩემი საცხოვრებელი ადგილი, რაც იქნება იქნეს, წავალ მილიციაში, პროკურორთან, ყველაფერს ვიტყვი, სიმართლეს გავუმჟღავნებ, მაგრამ შემდეგ რა მოხდება? მეც ხომ დამაპატიმრებენ. მომისჯიან, კანონი კანონია, მე ხომ ზნეობ რივი კანონის გზით არ დავდიოდი, მე მაიძულეს უზნეო უკანონო ბის ბილიკით მევლო, ველურის ბილიკით, მგლის ბილიკით. მაშინ რა მოელის ჩემს პაწიას? ის გულქვა განაღა დაინდობს ჩემს ნუგეშს? რა თქმა უნდა, არა. მისი შეპყრობა არც ისე ადვილია, მთელი ქვეყანა აწიოკებული ჰყავს, მისი მოსპობა და განადგურება დღემდე ვერავინ მოახერხა. ამ ფიქრში ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა გადამეწყვიტა, რა გზას დავდგომოდი.
ის ღამე თეთრად გავათენე. გავათენე, მაგრამ, ვაი იმ გათენე ბას, მან ხომ ერთი კვირის ვადა მომცა. მოდი, ამ ერთ კვირაში წერილს მივწერ ხელისუფლების ორგანოებს, არაფერს დავმალავ. ყველაფერს დაწვრილებით ავწერ, შემდეგ კი თავს მოვიკლავ. ბავშვს ალბათ უპატრონებენ, გამოზრდიან. ვფიქრობდი გზად მიმავალი სამსახურში.
ფიქრი უფრო ადვილი ყოფილა ვიდრე შესრულება, დღიდან დღეზე სულ ვაპირებდი განცხადების წერას, დავჯდებოდი ხოლმე მაგისთან, კალამს მოვიმარჯვებდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ჩემ თავში აზრები ჭიანჭველებივით ირეოდნენ და როგორ დამეწყო წერა, ვერ გადამეწყვიტა. ათას რამეს ვფიქრობდი. ხან იმას წარმოვიდგენდი, იქნებ ვადიმ ურალოვი დააპატიმრეს და ამითი მეღირსა მისი ბრჭყალებიდან თავის დაღწევა, ხან იმას ვფიქრობდი, იქნებ სადმე წაასწრეს მას და მოჰკლეს. ის თუ ხოცავს ხალხს, განა მისი მოკვლა კი არ შეიძლება? მისი სიკვდილი ხომ ჩემთვის აღდგომა იქნება, აღდგომა მკვდრეთით, სულიერად და ზნეობრივად განახლება.
ამ ფიქრებში გადიოდა დღეები და ერთმა კვირამ ისე გაირბინა, რომ მე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე. მათხოვარი ვერონიკა აღარ შემხვედრია. თუმცა, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ის, სადღაც, ჩემს ირგვლივ დაძრწის, დაეთრევა და თვალს არ მაშორებს. არც იმაში მეპარებოდა ეჭვი, რომ მარტო მე კი არა, არც ჩემი ბინა და პატარა შვილი იყო თვალთვალს მოლებული. მე ჩემს სიცოცხლეზე არა ვფიქრობდი, არაფრად მიმაჩ ნდა ის, იმდენი რამ განვიცადე და გადავიტანე ჩემს წარსულ ცხოვრებაში, რომ სიკვდილი მერჩივნა, ვიდრე წარსულისაკენ შემობრუნება, ჩემი ერთადერთი სადარდებელი ჩემი შვილი იყო. მისი სიცოცხლე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა იდგა, მართალია, მას ხშირად ვაფრთხილებდი, რომ ეზოშიც კი არ გამოსულიყო, მე თუ სახლში არ ვიქნებოდი, მაგრამ პატარას განა ესმის რამე? განა შეგიძლია შთააგონო ის საშიშროება, რაც მას მოელის მხეც თაგან, მგელკაცებისაგან?
გავიდა ერთი კვირა. გულისფანცქალით მოველოდი იმ საშინელ ღამეს, რომელიც ვადად მქონდა დადებული. მე არც სამსახურისათვის დამინებებია თავი, არც სხვა რაიმე მომზადება ჩამიტარებია. ვერც ჩემი აზრები განვახორციელე სიკვდილმისჯილსავით საშინელებას განვიცდიდი. ბავშვს ვაჭამე, დავაძინე, მე კი რა დამაძინებდა, განა საძილოდ მქონდა მაშინ თავი?!
შუაღამე გადასული იყო, როდესაც კარის კაკუნი შემომესმა. გავინაბე, თითქოს არც კი გამეგოს, ადგილიდან ვერ დავიძარი. კაკუნი განმეორდა, ძლივს მივხოხდი კარებთან, გავაღე. იქ ვადიმ ურალოვის მაგივრად ჩემი ხნის ქალი იდგა. გაშტერებით მი ვაჩერდი მას და ვერც კი მოვახერხე შეკითხვა, ვინ იყო, ან ვის დაეძებდა.
– შეიძლება შემოვიდე? – შემეკითხა იგი, მაგრამ პასუხს აღარ მოუცადა, ოთახში შემოვიდა, კარი შემოიხურა და სკამზე დაჯდა.
– თქვენ ალბათ გეცოდინებათ ვისგანაც ვარ გამოგზავნილი, მაგრამ ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი, მე მერი მქვია სახელად, თქვენი კი ვიცი კირა ხართ, საავადმყოფოს ფერშალი.
მისი სახელი „მერი“ მე არაფერს არ მეუბნებოდა. მანამდე არც გამიგია თუ ვადიმ ურალოვის ბანდაში ვინმე მერი მოიძებნებოდა, მაგრამ მე იგი ხომ ომის დაწყების შემდეგ აღარ მინახავს, ვინ იცის რამდენი ახალი ადამიანი გადააცდინა პატიოსან გზას იმ მგელმა და თავისი ბილიკით დააწყებინა სიარული!
ახალგაცნობილი დაუპატიჟებელი სტუმარი ერთ ხანს იჯდა და ისეთი თვალით შემომყურებდა, თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა. შემდეგ მომმართა:
– მზად ხართ წამოსასვლელად? მე თქვენს წასაყვანად ვარ გამოგზავნილი.
– სად უნდა წამოვიდე? – წამოვიკნავლე მე.
– ადგილზე რომ მივალთ იქ გაიგებთ, – მკვახედ მიპასუხა მან.
– კარგი, მაგრამ მე რომ მზად არა ვარ გასამგზავრებლად?
– ამისათვის საკმაო დრო გქონდათ მოცემული, თუმცა, ვიცი რაც გაბრკოლებთ, ალბათ ბავშვი. კარგი, ასე იყოს, ხვალამდე მოგცემთ ვადას. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებ, ვადიმ ურალოვი ორი დღით წასულია სხვა საქმეზე და ერთ დღეს თუ დავაგვიანებთ, იმედია მე მაპატიებს. აი, აქ ათასი მანეთია. ამ ფულით ბავშვი სადმე მოაწყეთ, სამსახურში კი სულ ნუ გამოცხადდებით, გზიდან შეგიძლიათ განცხადების გამოგზავნა, სამსახურის თავის დანებების შესახებ. მიზეზი? განუცხადე რომ ბავშვის მამა, რომელიც თქვენ ფრონტზე დაღუპული გეგონათ, ცოცხალი ყოფილა, უძებნიხართ და როგორც გაუგია თქვენი მისამართი, სასწრაფოდ დაუბარებიხართ თავისთან.
ამ სიტყვებით იგი გავიდა ოთახიდან. მე მაშინალურად მივედი მაგიდასთან. იქ ფული იყო ათასი მანეთი და წერილი შემდეგი შინაარსისა: „საყვარელო კირა! ვიცი შენ დიდი ხანია დაღუპულად მთვლი, მარტო შენ კი არა ყველა ჩემი ნათესავები თურმე მთვლიდნენ დაკარგულად და პანაშვიდიც გადაეხადათ, მაგრამ მე ცოცხალი ვარ. მდინარე ოდერის გადალახვის დროს მძიმედ დავიჭერი, კარგა ხანს ვიწექი ჰოსპიტალში. როდესაც გამოვეწერე, ომი დამთავრებული იყო, სამხედრო ნაწილების უმეტესობა დაშლილი და შენ კვალს ვეღარ მივაგენი. სრულიად შემთხვევით მაცნობეს შენი ადგილსამყოფელი. მე ვერ მოვდივარ შენთან, რადგან ერთი ფეხი მოკვეთილი მაქვს. ძალიან გთხოვ მოხვიდე და მნახო, არ გაიძულებ, რომ ჩემთან იცხოვრო, აბა ჩემისთანა ხეიბარს ვინ რა თავში იხლის? მოდი, მხოლოდ ერთხელ მნახე და შემდეგ გადაწყვიტე. გავიგე ბავშვი გყავს, ჩემი შვილი, ძალიან მინდა მისი ნახვა, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. მომავალში, რა თქმა უნდა, ვეცდები კარგი მამობა გავუწიო, მე ამჟამად ჩემს ნათესავებში ვიმყოფები კრასნოდარის მხარეში, სტანიცა უსტაბინსკში. მაშ ასე, სასწრაფოდ გელი. გკოცნი, შენი ვლასი“. მე აშკარად ვიცოდი, რომ ჩემი ბავშვის მამა ბრძოლის ველზე დაიღუპა. წერილი ყალბი იყო. ხელზევე შევიცანი ვადიმ ურალოვის ნაწერი იყო, ის მან დოკუმენტად გამომიგზავნა.
მეორე დღეს დილით წერილი ვაჩვენე ჩემს მეზობელს და ვთხოვე ბავშვისათვის მოევლო. ხელმოკლე მეზობელი მყავდა. დიდის სიამოვნებით იკისრა ჩემი ბავშვის მოვლა, თვეში ოთხას მანეთად მოვურიგდი, ორივე ნახევრის გასამრჯელო წინასწარ დავუტოვე და შევპირდი, თუ ვერ დავბრუნდებოდი რაიმე მიზეზის გამო, ფულს უეჭველად გამოვგზავნიდი. მასვე დავუტოვე განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ქმრის მიზეზით და ვთხოვე ჩაებარებინა საავადმყოფოში, სადაც ვმუშაობდი. იმ დღეს დასვენება მქონდა და არავინ მომაკითხა.
ნაშუადღევს მერი მოვიდა მანქანით და გავემგზავრეთ. რა საჭიროა იმის თქმა, სად წავედით. ვადიმ ურალოვმა ხელახლა ჩამითრია თავის ავაზაკურ საქმიანობაში, ხელახლა გადამაცდინა ცხოვრების სწორ გზას. საბჭოთა კავშირში თითქმის არ დაგვრჩენია კუთხე-კუნჭული სადაც ჩვენ არ ჩაგვედინოს ბოროტმოქმე დება, საზიზღარი, თავაშვებული, არაადამიანური ბოროტმოქმედება. სადაც კი ვადიმ ურალოვი მივიდოდა, თუკი იმ ქალაქში ვინმე ავაზაკი ბოგინობდა, მაშინვე უკავშირდებოდა, მათზე მბრძანებლობდა, მათ ხელმძღვანელ ობდა, მე და მერე მისი აქტიური ხელისშემწყობნი და დამქაშები ვიყავით. მე, როგორც დანაშაულებათა უშუალო მონაწილე. მერი კი ნაძარცვის რეალიზატორი. ამ საქმეში მერის დიდი ნიჭი და უნარი ჰქონდა, გამოცდილებაც უწყობდა ხელს. ვინ მოსთვლის რამდენი ოჯახი ავატირეთ. რამდენს უდროოდ გავუთხარეთ საფლავი, რამდენს დოვლათზე და ქონებაზე ავაღებინეთ ხელი და შიმშილის მსხვერპლი გავხადეთ. ვადიმ ურალოვი მგელი იყო და მგლის ბილიკზე დადიოდა, ამ ბილიკზე მივდევდით ჩვენც მას. შარშან შემოდგომაზე, ვადიმ ურალოვს მაინც უმტყუნა ბედმა, შეიპყრეს და წინააღმდეგობის გაწევის დროს მძიმედ დაჭრეს. ბანდა დაიშალა, მე ბავშვთან ვერ წავედი, ისე კი ყოველთვიურად ვუგზავნიდი ფულს, ვიცოდი ჩემი გოგონა გაიზრდებოდა, მენატრებოდა მისი ნახვა, მაგრამ მე იქ გამოჩენისა მეშინოდა. მართალია ჩემი ავაზაკური მოღვაწეობა სხვადასხვა გვარითა და სახელით იყო ცნობილი, მაგრამ მაინც შიშქვეშ ვიყავი. მე და მერიმ გადავწყვიტეთ თბილისში წასვლა. ფული საკმარისი გვქონდა და თავის გატანის იმედიც არ იყო დაკარგული. თბილისი ჩვენთვის სრულიად ახალი ქალაქი იყო, სადაც ჩვენ არავინ გვიცნობდა, მაშასადამე არც შიში გვექნებოდა შეპყრობისა. მე მაინც გული მეთანაღრებოდა, მართალია არ მქონდა იმისი შიში რომ იქ ვინმე მომნახავდა და ძველი თამასუქების განაღდებას მომთხოვდა, მაგრამ რატომღაც ვგრძნობდი, ვადიმ ურალოვი მორჩებოდა, თავს დააღწევდა საპყრობილეს, უეჭველად გაიქცეოდა და მე ისევ დამიწყებდა ძებნას. ამისათვის გადავწყვიტე თბილისსაც გავშორებოდი.
ბევრი ხეტიალის შემდეგ ლომისის სანატორიუმს მივაგენი. ჩემმა საბუთებმა სამამულო ომში მონაწილეობის მიღების შესახებ, მთავრობის ჯილდოებმა და დახასიათებებმა, რომელთაც მე მუდამ საგულდაგულოდ ვატარებდი, მომცეს საშუალება მუშაობა დამეწყო ფერშლად. მალე საერთო ნდობა და პატივისცემა დავიმსახურე. მე მართალია ვადიმ ურალოვმა გზას გადამაცდინა, გამხრწნა, აყროლებულ ჭაობში ჩამაგდო, მაგრამ სადღაც კუნჭულში შემრჩა ხელუხლებლად სული, რომელიც ზნეობრივ დაქვეი თებას გადაურჩა. მე ჩავდიოდი დანაშაულს მხოლოდ იმიტომ, რომ მაიძულებდნენ ჩამედინა. თუ ვერ ვცხადდებოდი ხელისუფლების წინაშე და გულახდილად არ ვაღიარებდი ყველაფერს, ეს მხოლოდ დაპატიმრების შიშით. მე მაინც დედა ვიყავი. იქ სადღაც, შორს მყავდა შვილი, რომელიც მიყვარდა, მე მისთვის, ვცოცხლობდი და ვცხოვრობდი და არ ყოფილა არც ერთი თვე, რომ მისთვის ფული არ გამეგზავნოს, მისთვის დახმარება არ გამეწიოს. ვიცი ჩემი საქციელი არ იყო სწორი, მაგრამ რა მექნა? განაღა მქონდა სხვა გამოსავალი? მე ველტვოდი ჩემთან მომეყვანა ჩემი პატარა, მაგრამ ამ სურვილის განხორციე ლებას თვიდან თვეზე გადავდებდი ხოლმე და ამასობაში კი წლები გადიოდა. შარშან ჩვენთან ექიმი ქალი მოვიდა, ნატო სულიაშვილი. ის განსაკუთრე ბული ადამიანი იყო, არაჩვეულებ რივი სულისა და გრძნობების ადამიანი, უმწიკვლო და სპეტაკი გულის პატრონი. მე ის თავიდანვე შემიყვარდა, მისი უბრალო მოქცევა ყველასადმი. მისი უანგარობა, კალმით აუწერელი იყო. როგორც ექიმი არაჩვეულებრივი იყო, იშვიათი მცოდნე და გამოცდილი. ის რომ ავადმყოფს დიაგნოზს დაუსვამდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი დასკვნა შეურყეველი იყო. პირად ცხოვრებაში დიდი უბედურება ჰქონდა გადატანილი, დიდი გულისტკივილი და ვაება გადახდენოდა, არავის მეგობრობდა, ცოტად თუ ბევრად მე დავუახლოვდი, ყოველ შემთხვევაში, სხვებთან შედარებით მაინც, ჩემთან უფრო გულახდილი იყო. მალე ისე გაითქვა სახელი, რომ „მფარველი ანგელოზი“ შეარქვეს. სანატორიუმში ზოგი თუ შურით უცქერდა, უმეტესი ნაწილი თაყვანსა სცემდა მას.
რაღა ბევრი გავაგრძელო, ადამიანური ადამიანი იყო. მე მისგან ბევრი რამ შევისწავლე. რამდენჯერ დავაპირე გული გადამეშალა მისთვის, ყველაფერი მეამბნა. ვიცოდი ის მე გამიგებდა, არ გამკიცხავდა, სიკეთის გზაზე დამაყენებდა და ყოველმხრივ ხელს შემიწყობდა მიპატრონებდა, მაგრამ ვერ გამებედა. განა ადვილი გასაბედი იყო ჩემი დამპალი სულით გაჟღენთილი წარსულის გაზიარება? რამდენჯერ პირი გავაღე საამბობად, მაგრამ ენაზე მომდგარი სიტყვები გულშივე ჩავიკალ და ვერასგზით ვერ გადმოვანთხიე გულის, ნაღველი.
პირველ ხანებში შიშქვეშ ვიყავი. სულ მუდამ იმას ვფიქრობდი აი ეს არის ვადიმ ურალოვი გაუსხლტება ხელიდან დამსჯელ ორგანოებს, მომნახავს და თავზე დამადგება მოულოდნელად, რამდენჯერ სიზმარშიც კი მომლანდებია და როდესაც გამომღვიძებია, ჩემს ჭკუაზე ძლივს მოვსულვარ, ძლივს დამიჯერებია ჩემი თავი, რომ ეს მხოლოდ ზმანება იყო და არა რეალური სინამდვი ლე, არ ვიცი რა ისეთი გავლენა ჰქონდა იმ მგელ ადამიანს ჩემზე, რომ მასზე ფიქრიც კი საშინელ გავლენას ახდენდა ჩემს ფსიქიკაზე, ამავე დროს არ შემეძლო რაიმე ღონისძიების მიღება თავის დასაღწევად. ის რაღაც ჰიპნოზური ზეგავლენით მოქმედებდა არა მარტო ჩემზე, არამედ ყველაზე, ვინც კი მას იცნობდა და ვის თანაც კი მას საქმე ჰქონდა. წარმოიდგინეთ: უზარმაზარი შხამიანი გველი შეჰყურებს ფრინველს, უნდა მისი გადაყლაპვა, ჩიტი გრძნობს ამას, გრძნობს, რომ ის განსაცდელშია, რომ მისი წუთები დათვლილია, საკმარისია ფრთა გაშალოს, რომ ჰაერს მისცემს თავს და ყოველივე საფრთხე უკან დარჩება, მიწიერი ქვე წარმავალი მას ჰაერში ვერ გამოუდგება, მაგრამ გველის თვალთა მზერით საბრალო ჩიტი დამონებულია, მას ყველაფრის უნარი დაკარგული აქვს და თვითონვე უვარდება მას დაღებულ ხახაში. განა არსებობს დედამიწის ზურგზე რაიმე არსება, რომელსაც არ ჰქონდეს თავდაცვის ინსტინქტი? იმ ჩიტსაც აქვს ეს გრძნობა, მაგ რამ, ხომ მოგახსენეთ, ის დამონებულია მეთქი. აი, ამისთანა ჩიტის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი ხოლმე, როდესაც მას ვხედავდი. ვიდრე ის თვალწინ არა მყავდა, ათასგვარ გეგმებს ვადგენდი, თავდაცვის, თავის გარიდების გეგმებს. მაგრამ საკმარისი იყო მასთან შეხვედრა. მისი ერთი გამოხედვა, რომ არა მარტო მე, ყველა ჩვენგანი მისი ნებასურვილის უსიტყვო აღმასრულებლად გადავქცეულიყავით, მაგრამ რომ გავიდა თითქმის ერთი წელიწადი და ის აღარ გამოჩნდა, გული დავიმშვიდე. წარმოვიდგინე, რომ ის ან საავადმყოფოში მოკვდა, ან ისეთ მარწუხებში ჰყავთ ჩაჭერილი, რომ თავის დაღწევის ყოველივე საშუალება აღკვეთილი აქვს. სანატორიუმში ხშირად მოდიოდა ხოლმე თავისი მანქანით ვინმე სანდრო ყარაშვილი. ვიცოდი, რომ ის რაიონის ცენტრში რომელიღაც დაწესებულებაში მუშაობდა მანქანის მძღოლად. ისიც ვიცოდი, რომ არ იყო ის კეთილი სული; რაც არ უნდა იყოს, ავაზაკთა წრეში ტრიალმა წლების განმავლობაში ჩემში გამოამუშავა ერთგვარი ალღო ადამიანის მოქმედებაში შემეგრძნო პატიოსანია იგი თუ ავგზით მოსიარულე. სანდრო ყარაშვილში მე თავიდანვე შევიცანი, რომ ის იმავე მგლის ბილიკზე მოსიარულეა, როგორც მე ვიყავი წარსულში და მრავალი ჩემგვარი სხვაც. ის სანდრო ყარაშვილი რატომღაც ყოველი საშუალებით ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, მე ამას ვგრძნობდი და გავურბოდი, გავურბოდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გავექეცი.
ივლისის პირველი რიცხვები იქნებოდა. მე საჭირო საქმე მქონდა რაიონში, ნებართვა ავიღე ხელმძღვანელებისაგან და მანქანის ძებნა დავიწყე, რომ ეშმაკად საიდანღაც გამოტყვრა სანდრო ყარაშვილი თავის მანქანით.
– რაიონში ხომ არ აპირებთ, კირა? იქით მივდივარ, წაგიყვანთ, ფიქრი ნუ გაქვთ, ფულს არ გადაგახდევი ნებთ, – მომმართა მან.
მე, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, არ მინდოდა მისი მანქანით მესარგებლა და დავაპირე უარის თქმა. მან ალბათ შემატყო ეს და ხელახლა მითხრა:
– ნუ გეფიქრებათ, ისე წაგიყვანთ და უკანვე დაგაბრუნებთ, რომ ბუზსაც ვერავინ აგიფრენთ.
მცირე ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი, ჩავჯექი მის მანქანაში. წავედით, გავიარეთ კარგა გზა, სანდრო ყარაშვილმა მომმართა.
– აქ ახლო ბიძაჩემი ცხოვრობს, მეწისქვილე, მასთან მინდა შევიარო, სულ ათიოდე წუთს არ დამაგვია ნდება.
მე რა მეთქმოდა შუა გზაში მყოფს, მან არ მოუცადა ჩემს თან ხმობას, რომ სასოფლო გზისაკენ გადაუხვია, არ გასულა რამდენიმე წუთი, მართლაც წისქვილს მივადექით, სანდრო გადმოვიდა მანქანიდან და მეც მომცა წინადადება გადმოვსულიყავ.
უცბად გავშეშდი. თავში თითქოს რაღაც ელექტროდენის მაგვარმა დამკრა და ფეხის ფრჩხილებამდე დამიარა. დავინახე, კარგად დავინახე, ზევიდან შუახნის მამაკაცი მოემართებოდა ჩემსკენ ღიმილით, ის მამაკაცი ვადიმ ურალოვი იყო“.
კირა ზაბორა შეჩერდა, მე გაშტერებული თვალებით შევყურებდი, ბოლოს ვერ მოვითმინე და წამოვიძახე:
– თუ გერმან ბაზილი?
– თქვენ უკვე გაგიგიათ გერმან ბაზილის სახელი? ვადიმ ურალოვი და გერმან ბაზილი ეს ერთი და იგივე პიროვნებაა.
გავშრი. რატომ აქამდე არ მომივიდა ეს აზრი თავში? – გავიფიქრე, მაგრამ აქ გრძნობების აყოლის დრო აღარ იყო. ვიცოდი კირა ზაბორა სასიკვდილოდ იყო განწირული და მინდოდა რაც შეიძლება მეტი გამეგონა მისგან. მან განაგრძო:
„მე პირველად მოჩვენება მეგონა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ მიყრუებულ ქვეყანაში, ამ მივარდნილ მთებში იმ ჩემს სულთამხუთავს წავაწყდებოდი. იგი მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და ღიმილით მომმართა:
– გამარჯობა, კირა! აი, მეც აქა ვარ. შენ იქნებ გეგონა რომ ჩემს ძვლებს უკვე ცივ მიწაში მატლები ღრღნიან, მაგრამ არ მოხდა ეს ამბავი, ჯერ მე კიდევ მაქვს საღრღნელი. ჯერ კიდევ ადრეა, მიწაში წოლას მოვასწრებთ. ნუ დავეჩქარებით, ჩვენი წილი მიწა კიდევ დარჩენილია ამ ქვეყანაზე.
– მე, მე არ მოგელოდი, არ მეგონა თუ... – წამოვილუღლუღე და ხმა ჩამიწყდა.
– მე ხომ არ გეუბნები საყვედურს, არც თავის გამართლებას მოვითხოვ შენგან. ძალიან კარგი ქენი, რომ თავი გამოარიდე და ამ უკაცურ კუნძულს მოაშურე. იყავი ჯერ სადაც ხარ, მალე დამჭირდები და ყოველ წუთს მზად იყავ, მოგცემ თუ არა ნიშანს, წამოხვალ. მინდა ცოტა ხანს აქეთ გავინავარდო, დიდი ხანია ამ ქვეყანაში აღარ ვყოფილვარ. ახლა კი, აი რა, წადი და სანდროს ხელით მორფის ამპულები გამომიგზავნე, იქ, სანატორიუმში ასე თი სანუკვარი ბევრი მოგეძებნებათ.
წისქვილიდან უკანვე დავბრუნდი სანატორიუმში, რაიონში აღარ წავსულვარ.
ახალი სატანჯველი გამიჩნდა. რა უბედურ ვარსკვლავზე ვყოფილვარ დაბადებული! ჩემი დღე და საათი მოვდივარ და მოვსტირი. ვფიქრობდი, ნუთუ თავი ვეღარ უნდა დავაღწიო ამ საშინელ ადამიანს? ნუთუ სიკვდილის კარამდე უკან უნდა მდიოს და მოს ვენება არ უნდა ვიგრძნო არასოდეს? ოჰ, რა კარგია ახლა სიკვდილი! ცივს სამარეში მაინც მოვისვენებ.
დავალებული მორფის ამპულები გავუგზავნე. იმ თვის განმავლობაში რამდენჯერმე შევხვდი მას. რაღაც განსაკუთრებულ დავალებას აღარ მაძლევდა. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით იყო. ვგრძნობდი, რომ კარგ დარს ჭექა-ქუხილი უნდა მოჰყოლოდა.
ვიცოდი, ის მოუსვენარი ადამიანი ერთ ადგილზე არ იჯდა, დადიოდა რაიონში და მის გარეთაც. საკუთარი მანქანა ჰქონდა და თვითონვე ატარებდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მან ბევრი მგზავრი ჩაისვა წასაყვანად, მაგრამ არც ერთი არ მიიყვანა ადგილზე.
ჩემი მოსაზრება გამართლდა, სანდრო ყარაშვილიც იმავე ჯურის ადამიანი აღმოჩნდა, როგორც ვადიმ ურალოვი იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ვადიმ ურალოვი უკვე ბოროტმოქმედთა წრეში სახელმოხვეჭილი ოსტატი იყო. სანდრო ყარაშვილს კი ჯერ შეგირდობის ყავლი არ გაევლო.
ივლისის ბოლო რიცხვები იყო, როდესაც ერთ-ერთ შეხვედ რისას ვადიმ ურალოვი შემეკითხა:
– გამიგე, ხომ არ იცის ინგლისური ენა თქვენმა ექიმმა ნატომ.
– მე მას ვუპასუხე, რომ ინგლისური ენა ნატომ კარგად იცის,
– მე არ ვიცოდი, რა იყო საბაბი ასეთი შეკითხვისა, ან რატომ აინტერესებდა მას ექიმი ნატო და როდესაც ამის შესახებ კითხვა და ვუსვი, სიცილით მიპასუხა:
– ერთი ბარათი ჩამივარდა ხელში ინგლისურ ენაზე და მინდა ინგლისური ენის მცოდნე მოვძებნო და წავაკითხო, გავიგო რა სწერიაო.
თქმა უნდა, არავითარი ბარათი მას არ ჰქონდა, ეს მხოლოდ მოგონილი ამბავი იყო.
წასვლის წინ დამავალა თვალყური ედევნებინა, წერილს ხომ არ უწერდა ვინმეს და სანდრო ყარაშვილის საშუალებით დაუყოვნებლივ მეცნობებინა.
სანდრო ყარაშვილი თითქმის ყოველდღე თავისი მანქანით გამოჩნდებოდა ხოლმე ლომისში, მე იშვიათად მაქცევდა ყურადღებას და თითქოს მერიდებოდა კიდეც, არც მე მქონდა დიდი სურვილი მასთან შეხვედრისა.
ჩემი ვადიმ ურალოვთან შეხვედრის მეორე დღეს ნატომ დამავალა წავსულიყავი რაიონში და წერილი გადამეცა მილიციის უფ როსისათვის.
– სანდრო ყარაშვილის მანქანა მიდის რაიონში, გაჰყევი მას, მე უკვე ველაპარაკე, წაგიყვანს და უკანვე დაგაბრუნებს. პატიოსანი კაცი ჩანს, მასთან საშიში არ უნდა იყოს. შენი წასაყვანი ფული უკვე გადავიხადეო, – მითხრა ნატომ.
მე რაღაც ეჭვმა გამკრა გულში, მაგრამ თავი შევიკავე, ვეღარაფერი ვთქვი, წერილი გამოვართვი და ჩავჯექი მანქანაში. სანდრო ყარაშვილმა რაიონის მაგივრად წისქვილში წამიყვანა. იძულებული ვიყავი ეს წერილი ვადიმ ურალოვისათვის გადამეცა. მან და მეწისქვილემ განმარტოვებით წაიკითხეს. არ ვიცოდი არც წერილის შინაარსი და არც ის გარემოება, რატომ იყო დაინტერესებული ვადიმ ურალოვი ნატოს პიროვნებითა და მისი წერილებით, მაგრამ შეკითხვას ვინ გაუბედავდა?
– აი, საქმე რაშია, – მითხრა მან, – ჯერ ერთი, ახვალ თუ არა ლომისში ეტყვი ექიმ ნატოს, რომ მილიციის უფროსი პირადად ინახულე და საკუთარ ხელში გადაეცი წერილი, მეორე: მე გავიგე, რომ ექიმი ნატო აქედან მიემგზავრება. რადაც არ უნდა დაგიჯდეს ეცადე დაგავალოს მანქანის შოვნა, სანდრო ყარაშვილი აშკარად არ გამოჩნდება ლომისში, ის შენ საიდუმლოდ დაგიკავშირდება და მაშინვე მაცნობებ მე, ნატოს კი ეტყვი, რომ, როცა კი მოისურვებს, მანქანა მზად იქნება.
მე მართლაც მოვახერხე ამ დავალების შესრულება. ნატო მენდობოდა და ოდნავადაც არ შეჰპარვია ეჭვი, თუ აქ იყო მოწყობილი საქმე მის საწინააღმდეგოდ. ნატომ დამინიშნა დრო და საათი როდის უნდა მოსულიყო მანქანა. მე ეს ვაცნობე ვადიმ ურალოვს და ვუთხარი ისიც, რომ ნატო მარტო არ მიემგზავრება, მას მისივე ყოფილი ქმარი გააცილებს.
თქვენ რომ დამკითხეთ ლომისში ნატოს შესახებ, მაშინვე მივ ხვდი; ნატო მოკლული იყო ვადიმ ურალოვის ხელით, მაგრამ ვერაფერი გითხარით შიშით.
თქვენთან შეხვედრის ერთი კვირის შემდეგ ვადიმ ურალოვმა მომიტანა ყალბი დეპეშა, ვითომ სოხუმიდან გამოგზავნილი „დედის გარდაცვალების“ შესახებ და მიბრძანა სამსახურისათვის თავი დამენებებინა, ასეც მოვიქეცი, მან თბილისში წამიყვანა. თბილისში მერის ბინაზე დავბინავდი. რამდენიმე დღის შემდეგ ვადიმ ურალოვმა გადმომცა ნატოს დოკუმენტები და მიბრძანა გავმგზავრებულიყავი ყამირ მიწებზე მისი სახელით.
– შენ, ვიცი ექიმის მოვალეობას ვერ შეასრულებ. სიყალბე მალე გამომჟღავნდება, ამისათვის, დაგნიშნავენ თუ არა ერთი ათიოდე დღე გაიტანე როგორმე თავი, შემდეგ კი გაერიდე იმ არემარეს, წადი დარუბანდში დამელოდე. იქ იცხოვრებ აზა სუმბარის სახელით, მან გადმომცა აზა სუმბარის სახელზე გაკეთებული პასპორტი და მეც გავემგზავრე.
მისი ყველა დავალება ზუსტად შევასრულე. ყამირ მიწებზე დიდი ამბით მომეგებნენ. მათ უკვე იცოდნენ, რომ სახელგანთქმული ექიმი უნდა მისულიყო, მე აბა სად გავწევდი ნატოს მაგივრობას, როდესაც რეცეპტის გამოწერაც კი არ შემეძლო, არა თუ ავადმყოფის გასინჯვა და დიაგნოზის დასმა.
მალე გავაბათილე მათი იმედები და ათი დღის შემდეგ, როდესაც მოვინდომე სხვაგან გამგზავრება იქიდან, არანაირი დაბრკოლება არ შემხვედრია.
დარუბანდში ჩავედი და დავიწყე ცხოვრება. იქ ჩემი ბავშვი დავიბარე. წარმოუდგენელია ის სიხარული, რაც მე და ჩემმა სვეტლანამ განვიცადეთ. ჩემი გოგონა უკვე აღარ იყო პატარა, დაქალებულიყო, მალე ჩემთან ჩამოვიდა დანიელ მალდონატო, მერის მაზლი, რომელმაც წინადადება მომცა ბავშვი გასაზრდელად ხელახლა მიმებარებინა სხვის ოჯახში, ბინა თვით დანიელ მალ დონატომ შემირჩია. იმჟამად დარუბანდში ჩამოსული იყო ბოშა თა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და იმავე დანიელმა მომაწყო მოცეკვავედ.
დანიელ მალდონატო თვითონ ხომ ბოშაა და ამ ანსამბლში არა მარტო ყველას იცნობდა, არამედ ერთგვარი გავლენაც ჰქონდა მათზე!..“
კირა ზაბორამ მეტი ლაპარაკი ვეღარ შეძლო. იგი ძალზე დასუსტებული იყო და ექიმმაც გვირჩია მიგვეცა რამდენიმე საათით შესვენება. ჩვენ ყველანი წამოვედით მილიციის სამმართველოში, წამოსვლის წინ კი დავავალეთ ექიმს, როგორც კი ლაპარაკის უნარი დაუბრუნდებოდა კირას, დაუყოვნებლივ ეცნობებინა ჩვენთვის. მე ყველაზე მეტად ვიყავი დაინტერესებული, რადგან მრავალი საკითხი მქონდა კიდევ გასარკვევი.
ჩემზე ნაკლებად არც სამმართველო, უფროსს და სისხლის სა მართლის სამძებრო განყოფილების უფროსი იყვნენ დაინტერესებულნი. მან ჯერ კიდევ არ სთქვა, რა დანაშაულებანი ჰქონდა ჩადენილი დაღესტანში.
– ეჭვი არ არის, კირას ტყვია ვადიმ ურალოვმა ესროლა. მიზეზს ალბათ თვით კირა გვეტყვის, – უთხრა სამმართველოს უფროსმა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსს,
– დასაშვებია ისიც, რომ ვადიმ ურალოვი დაბა დაღესტნის ცეცხლში ალბათ კირას ქალიშვილს ეწვევა. საჭიროა დაუყოვნებლივ გამგზავრება და თუკი გამოჩნდა იქ ვადიმ ურალოვი, მისი აყვანა.
– მაშინ მე გავემგზავრები პირადად, მაგრამ დაბა დაღესტნის ცეცხლი ძალზე მოზრდილია, ვისთან არის ბავშვი ხომ უნდა დავადგინოთ? – უპასუხა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა და თვითონვე დაუმატა. – თუმცა, კირამ ხომ სთქვა ბავშვის მიბარება დანიელ მალდონატოს საშუალებით მოხდა. დანიელი კი ჩვენს ხელთ არის, ვათქმევინებ. ტელეფონმა დარეკა. ვიგრძენი, რომ საავადმყოფოდან უნდა
ყოფილიყო, იმის მოლოდინში, რომ კირას დაუბრუნდა ლაპარაკის უნარი, თვალები გაგვიბრწყინდა, სამმართველოს უფროსმა აიღო ყურმილი, მაგრამ სახე მოეღუშა და რამდენიმე წუთის შემდეგ ყურმილი ჩანგალზე ჩამოსდო.
– კირა ზაბორა გარდაიცვალა, – გვაცნობა მან. დღეს ამით ვამთავრებ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო. ორ დღეში კიდევ მოგწერთ, როგორ დატრიალდება საქმე და რა შედეგს მივაღწევთ. ვნახოთ ხუტა ახალს რას მაცნობებს. მართალია კირა ზაბორა მოკვდა გერმან ბაზილი ჯერ კიდევ ხელთ არა გვყავს, მაგრამ მისი სამი თანამონაწილე მაინც შევიპყარით, და არც ეს უნდა იყოს პატარა საქმე.
ქ. მახაჩყალა

ნოემბრის 12 არჩილ ჩოხელი“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent