შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის-დასაწყისი (თავი 3)


10-06-2021, 15:02
ნანახია 310

საწოლში ვიწექი და ყველგან მის სუნს ვგრძნობდი, ფეხი შეხვეული მქონდა და ისე აღარ მტკიოდა როგორც რამოდენიმე საათის წინ.
- გაიღვიძე? - ოთახში თორნიკე შემოვიდა
- კი - შეუმჩნევლად გავუღიმე და წამოვდექი.
- არადგე, მე მოვალ - მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა - რაც კი იყო შენი ტანსაცმელი და ნივთები ყველაფერი ჩამოვზიდე.
- რაქენი? - გაოცებულმა ვკითხე
- აბა იქ ხომ არ დავტოვებდი? მართლა რომ დაენაკუწებინა და გადაეყარა სადმიდიოდი მერე
- არვიცი - ამოვიხვნეშე და საწოლს მივეყრდენი - მადლობა ყველაფრისთვის, შენ რომ არა არვიცი რა მეშველებოდა
- სამადლობელი არაფერია, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა - გამიღიმა
- კი, ეტყობოდათ კიდეც როგორ ცდილობდნენ ჩემს დახმარებას - ირონიულად ვთქვი და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე.
- საღამოს მიმღერებ ვალს კი ასე გადამიხდი - მითხრა და ჩემს პასუხზე ისევ სცადა თავის არიდება.
- კარგი - ოდნავ გავუღიმე და მეტი აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.

* * *
ადრიანად გავედი სამსახურში. გასვლისას, საშინლად გამაღიზიანა სადარბაზოსთან მდგომი სკვერიდან, კაცების ბუტბუტმა ჩემი დანახვისას, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი ოპტიმისტურად ვყოფილიყავი განწყობილი და აღარაფერი მითქვამს არც მათთვის და არც საკუთარი თავისთვის.
რომ გავიღვიძე თორნიკე სახლში არ იყო, სამაგიეროდ მისი წერილი დამხვდა სამზარეულოში. წერილში ეწერა რომ რაღაც საქმე ჰქონდა და დილით ადრე უნდა გასულიყო, ამიტომაც ვერ დამხვდა სახლში. მეკი დამიბარა რომ არ მომეწყინა და თუ სადმე დავაპირებდი გასვლას გასაღები გარეთ, ხალიჩის ქვეშ დამეტოვებინა. წერილის გვერდით ხუთიცალი, ძაფით შეხვეული გვირილის კონა იყო, ალბათ იმიტომ დადო რომ წერილი შემემჩნია. როგორც მითხრა ისე მოვიქეცი სახლიდან გამოვედი კარები დავკეტე და ახლა ამ გვირილებით ხელში სამსახურში მივდივარ. არცისე დიდიხანი დააგვიანდა კაფის უფროსს თუმცა ტელეფონიც რომ არ მქონდა და არც რაიმე გასართობი, ავდექი და სანამ კაფეს გააღებდნენ ყვავილებს ფურცლები დავაპუტე
ვუყვარვარ, არვუყვარვარ
ვუყვარვარ, არვუყვარვარ
ვუყვარვარ, არვუყვარვარ…..
და სამწუხაროდ ბოლო ფურცელი
ა რ ვ უ ყ ვ ა რ ვ ა რ - ზე დაიცალა
თუმცა ამისთვის დიდად არმიმიქცევია ყურადღება, არდავიჯერე გვირილის ფურცლების, არა იმიტომ რომ არვუყვარვარზე გაჩერდა, უბრალოდ იმიტომ რომ არ მჯეროდა მსგავსი რაიმეების.

კაფეს ძალიან ეტყობოდა უანდრიობა, თუმცა არა მარტო კაფეს არამედ ჩვენც. შესვენებისას როცა კლიენტები არ იყვნენ ის ყოველთვის რაღაცაზე გვეხუმრებოდა (შეუძლებელი იყო მის ხუმრობებზე ან საქციელებზე არ გაგაეცინა) ახლა კი ლიზა თავით იყო ჩაშვებული მობილურში და ყურადღებას არავის აქცევდა.
ადრიანად გამოვედი სამსახურიდან თანხაც დამირიცხეს, ბარათიდან მოვხსენი და სახლის გზას დავადექი. მობილური დამტვრეული მქონდა, ნელის ნომერი კი ზეპირად არ ვიცოდი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჯერ სახლში მივსულიყავი და მერე გავაგრძელებდი მისი თანხის დაბრუნებაზე ფიქრს. სანამ თორნიკესთან ავიდოდი, გზად მაღაზიაში შევიარე, დიდად არ მინდოდა ამ ფულის დახარჯვა, მაგრამ სირცხვილი იყო ხელცარიელი ავსულიყავი თორნიკესთან, ამიტომაც ლუდი, ჩიფსები და ცოტაოდენი ტკბილეული ავიყოლე.

- სად ხარ მთელი დღე. ლამის პოლიციაში დავრეკე - კარი ბოლომდეც არ ჰქონდა გაღებული ისე მითხრა.
- სამსახურში ვიყავი - შევიცხადე და პარკები ოდნავ ზემოთ ავწიე. - აღარ შემომიშვებ?
- არა, მანდ გტოვებ - მითხრა ისე რომ ტონი არ შეუცვლია და განზე გადგა, სახლში რომ შევსულიყავი.
მაგიდაზე დავაწყვე პარკები მერე კი ონკანი მოვუშვი და წყალი დავლიე.
- რომლიდან რომლამდე მუშაობ? ან ასეთი მუშაობის მერე სწავლას როგორ ასწრებ. - მკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
- მიმტანად ვმუშაობ, სწავლით კი არ ვსწავლობ - ვუპასუხე მაგრამ არშემიხედავს მისთვის.
ყოველთვის ასე ვაკეთებდი როცა რაიმეზე პასუხს ვცემდი ან კითხვას ვსვამდი. წინასწარ ვხდებოდი ოპონენტის სახის გამომეტყველებას და სპეციალურად ვარიდებდი მზერას.
- რატომ არ სწავლობ?
- იმიტომ რომ არმცალია სასწავლებლად და არც შესაძლებლობა მაქვს
- რას ნიშნავს ეს? რამდენი წლისხარ ევა? - წამოდგა და ჩემს წინ დადგა
- ოცდახუთის
- და მერე?
- რა მერე? გითხარი არ ვსწავლობ, სკოლის მეტი არაფერი მაქვს დამთავრებულითქო, რამეს გაურკვევლად ვამბობ? - დავუყვირე და ჟაკეტის გახდა დავიწყე.
- მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ შანსი არ მქონია
- სცადე მაინც? - მკითხა და მეც უმალვე შევხედე.
ალბათ დამთხვევა იყო, მაგრამ მაინც მიკვირდა როგორ ხვდებოდა ჩემზე და ჩემს შესახებ ყველაფერს.
- კი - რათქმაუნდა მეც მაშინვე მოვატყუე
- და არგამოვიდა? არსად არაფერი?
პასუხი არ გამიცია, მხოლოდ პირველი კითხვა რომ ყოფილიყო პასუხგასაცემი რაიმე კონკრეტულზე ვეტყოდი არ გამომივიდათქო, მაგრამ მეორე კითხვაც რომ დაამატა ვერაფერი ვუთხარი, როგორ შეიძლებოდა არსად, და არცერთ სფეროში არაფერი გამოგივიდეს ადამიანს.
- ევა შემომხედე - ჩემი სახე ხელისგულებში მოაქცია
- დავიძნებ რა - არეული ხმით ვუთხარი, მაგრამ აწყლიანებული თვალები მაინც ვერ დავმალე მისგან.
- კარგი, ოღონდ არ იტირო კარგი? და ბოდიში აღარაფერს გკითხავ აწი. - ხელები მომხვია და ძალიან მაგრად ჩამიკრა გულში, მერე კი თავზე ნაზად მაკოცა. არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ როცა მკოცნიდა მეგონა ჩემი თმის სუნს დამშეული ცხოველივით იყნოსავდა, რომელსაც დიდიხნის ნაძებარი საჭმელი თითქმის სუნით ეპოვა და ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი ბოლომდე მიეღწია მასთან.
ვერვხდებოდი და ვერც ვხსნიდი რა იყო ის რაც მასთან მემართებოდა, პირველივე დღიდან უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო გრძნობა გამიჩნდა თორნიკეს მიმართ, მის გვერდით თავს კარგად, და დაცულად ვგრძნობდი. ასევე სახლში… იმ სახლში ვგრძნობდი თავს, რომელზედაც ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ არასდროს მქონია.
- ისევ გეძინება? - მკითხა, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა მეგონა რომ ეცინებოდა.
- თუ მართლა არაფერს მკითხავ არ დამეძინება
- კარგი მაშინ არაფერს გკითხავ - თქვა და უკან გაიწია, მერე კი მაგიდას მოავლო თვალი - აქ რა არის? - პარკისკენ მანიშნა.
- ლუდი, ჩიფსები და ტკბილეულია
- ლუდი და ჩიფსები მესმის, მაგრამ ტკბილეული რაღად გინდოდა?
- მატჩის ბოლოს ვაყოლებ ხოლმე - გავუღიმე და პარკებიდან ამოვალაგე
- მატჩის? - გაკვირვებულმა მკითხა
- ხო დღეს თამაშია, მეგონა გიყვარდა ფეხბურთი
- დიდად მოყვარული არვარ, მე უფრო კალათბურთი მიყვარს, მაგრამ ბიჭებთან ერთად მაინც ვუყურებ ხოლმე ფეხბურთს.
- აჰ... ესეიგი მარტო მომიწევს ყურება
- რატომ მარტო?
- აბა ბიჭები სად მოვიყვანო აქ?
გაეცინა თორნიკეს
- დღეს გამონაკლის დავუშებ და შენთანერთად ვუყურებ - მითხრა და ოთახიდან გავიდა.
მე თეფშზე ჩიფსები დავყარე, ტკბილეული პარკიანად გავიტანე მერე კი ლუდებიც მივაყოლე. თორნიკე უკვე მოკალათებული იყო დივანზე და მე მელოდებოდა. ლუდის ბოთლი გავუწოდე და გვერდით მივუჯექი.
- აბა ვისკენ? - მკითხა და ბოთლი მომიჭახუნა
- რათქმაუნდა ბარსელონა - ისევთქვი გეგონებოდათ ორივე ერთ მხარეს ვიყავით.
- აბა წარმატებები, რეალი სახეს აახევსს - დამაჯერებლად თქვა და უდარდელად მოსვა ლუდი
- მაგასაც ვნახავთ - შევუღრინე და ჩიფსი პირში ჩავიტენე

* * *
- არგინდა შენც ნუ დაიწყებ ტირილს ეხლა. თან ტყუილად ხომ არ გამიფრთხილებიხარ. უნდა მომზადებულიყავი ამისთვის - მითხრა თორნიკემ და ფეხები უფრო გაშალა დივანზე
- გაჩუმდი, ეგ უსამართლობა იყოო
- ჰო აბა რა, დამარცხებულისგან სხვას რას უნდა მოელოდო - წაისისნა უდარდელად
- მართლა გეუბნები, და საერთოდაც რეალმა ცუდი თამაში იცის. უხეში მოთამაშეები არიან
- მაგას რამნიშვნელობააქვს, ხომ მოიგეს არა?
- უსამართლოდ მოიგეს
- გეყო, ნუხარ ბარსელონას მფარველი ანგელოზი
- დიახაც ვაარ - ვუთხარი და ლუდის ბოთლი ისევ მოვიყუდე მაგრამ აღარაფერი იყო დარჩენილი. - დამთავრებულა - ჩავიბურტყუნე
- წავალ და ამოვიტან
- ამ შუაღამეზე?
- ხო რაიყო, კი არ მომიტაცებენ - ისეთქვა ვითომ არ ჰქონოდა მასატაცებლის გარეგნობა და ფეხზე წამოდგა - იცი მაგარი რაღაც მოვიფიქრე - ყოვლისმცოდნე თვალებით გადმომხედა
- აბა გაგვიზიარე შენი სიბრძნე ბატონო თორნიკე
- არა, რომ მოვალ მერე. აქ იყავი - მითხრა და ოთახიდან გავიდა
აქ იყავიო ისე მითხრა ვითომ გაქცევას ვაპირებდე, ან წასასვლელი მქონოდა სადმე.
სულ რაღაც თხუთმეთ წუთში სახლი იყო, პარკში ლუდის ბოთლები და ერთი პატარა ბოთლი არაყი ედო
- არ მიყვარს არაყი - წავიბურდღუნე და საწყალი თავლებით გავხედე.
- დაიცადეე - ხელით მანიშნა და სამზარეულოდან არაყის ჭიქები გამოიტანა. მერე არაყი ჩამოასხა და ერთი ჭიქა მე გამომიწოდა - მე არასდროს - ჩაიჩურჩულა რაღაც ინტრიგნულად და საშიშად.
- ოოოო აი თურმე რა - ვითომ გავოცდი
- მე დავიწყებ - თქვა და ჭიქას მიაშტერდა, ცოტახანი თითქოს და ჩაფიქრებულიყომერე კი თქვა - მე არასდროს ჩამიცვამს ქალის საცვალი - გაეცინა
- ეე ეგ არშეიძლება, ეგრე უნდა ვაკონკრეტოთ?
- რაც არ გაგიკეთებია ყველაფერი უნდა თქვა და შეგიძლია დააკონკრეტო კიდეც.
- უფფფფ კარგი - ჩავიფხუკუნე და არაყი მოვსვი, მერე სახე უსიამოვნოდ დავმანჭე და ჭიქა მაგიდაზე დავახეთქე - დაგერხა - შევუღრინე თორნიკეს - მე არასდროს ჩამიცვამს ბიჭის ტრუსიკიიი, არც ბიჭის ტუფლი, არც ბიჭის შორტი, არც ბიჭის….
- ოე ოეეე - წამოიყვირა - ძაან ნუშეყევი დამაცადე და რიგი დაიკავე, ჯერ ამას დავლევ - თითით მანიშნა ჭიქაზე, მერე კი მოსვა. ჩემგან განსხვავებით ისე გადაკრა გეგონება სპირტს კი არა წყალს სვამდაო - მე არასდროს მიჭამია კალამი
- რა? - ავხარხარდი
- უიიჰ ეგარუნდა მეთქვაა - წაიბუტბუტა და ისევ მოსვა არაყი
- მე არასდროს მქონია პირველი კოცნა - კმაყოფილმა ვუთხარი და ცოტა წამოვიწიე ჭიქა რომ გამეწოდენინა, მაგრამ ცოტა თავბრუს ხვევა ვიგრძენი. ასე იყო ადვილად ვთვრებოდი და ესეც მალევე მომეკიდა.
- მე არასდროს მითქვამს შემოთავაზებულ კოცნაზე უარი - თქვა და უცნაურად შემომხედა, მქონდა ბევრისთვის უარი ნათქვამი,მაგრამ ბოლოს ბარში მომხდარი ინციდენტი გამახსენდა და რატომღაც ნერვები მომეშალა. არაყი ისევ მოვსვი და ვუთხარი.
- მე არასდროს მქონია სე*ქსი - თორნიკემ მოსვა და ,,ცუდად” ჩაიღიმა.
- მე არასდროს მქონია თვიური - ნიშნის მოგებით გადმომხედა
- აუუუუ - წამოვიღმუილე და ისევ მოვსვი - მე არასდროოოს მიხმარია პრეზერვატივიიიი - იმხელა ხმაზე დავიყვირე მგონი მეზობლებმაც გაიგო - ა რ ა ს დ რ ო ს - დავმარცვლე და თორნიკესკენ გავიხედე რომელიც დივანზე იყო გაწოლილი და იცინოდა. - კაი რაგაცინებს მიდი მოსვი თორე წააგებ - ვუთხარი და მისკენ მივიწიე სავსე ჭიქით, მაგრამ ჭიქას ხელი შემთხვევით გაკრა და მაიკაზე გადაესხა. - ბოოდიში - ამოვილაპარაკე და ხელი მისი მაისურისკენ გავწიე გეგონებოდა რამეს ვუშველოდი.
- არაფერია, გამოვიცვლი - თქვა და ფეხზე წამოდგა. ოთახიდან სანამ გავიდოდა მაიკა მანამ გადაიძრო და ნავარჯიშები ზურგი მაშინვე გამოუჩნდა. თავი ძლივს შევიკავე, უფრო წამომახურა და მომდგარი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, მერე კი თავი დივანს მივადე და თვალი ოთახის ნათურას გავუშტერე.
ისე მომიჯდა გვერდით ვერც კი შევამჩნიე.
- დღეს სად იყავი? - ვკითხე როცა ვიგრძენი ჩემს გვერდით რომ იყო.
- რაღაც საქმეზე, ზაფხულში ბათუმში სამსახური მიპოვა ძმაკაცმა და იმის თაობაზე ვიყავი გასული, შენ სად ან რაზე მუშაობ?
- მიმტანად ვმუშაობ რამოდენიმე წელია - ისე ჩუმად ვთქვი არც კი მეგონა გაიგო თუ არა.
- სად? ბარში კაფეში თუ…
- კაფეში
- საიდან ხარ? ან შენი მშობლები სად არიან?
- ჩემი მშობლები ქუთაისში არიან, მეც იქედან ვარ. მაგრამ უკვე აღარვარ, გამოვიქეცი სახლიდან. სწავლობ თორნიკე?
- კი ვსწავლობ
- რა გინდა რომ გამოხვიდე
- ექიმი
- მართლა? - მისკენ გავიხედე და გავუღიმე, მანაც გამოიხედა და ღიმილითვე მიპასუხა. - ისე რა გვარიხარ?
- მაისაშვილი. შენ?
- გიორგაძე - წავილუღლუღე, მისი თვალებისყურებიდან გამოშტერებულმა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ევა გიორგაძე - მითხრა და თბილი ხელები სახეზე ჩამომისვა
- ასევე - გავუღიმე და ფრთხილად გავიწიე საკოცნელად. გარედან არ მეტყობოდა თორემმ შგნიდან ყველაფერი დუღდა, მისი ცხელი ტუჩების შეგრძნებისას ჟრუანტელმა დამიარა და გული უფრო ამიჩქარდა. თავიდან ფეხებამდე გამიარა რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ რომელიც იმ წამს ვიგრძენი თუმცა სახელი არვიცოდი რა ერქვა ამიტომაც უბრალოდ შეგრძნება დავარქვი. თორნიკემ წამოწეულ სხეულზე მაშინვე შემიცურა ხელი, და მის სხეულზე მიმიხუტა. ყოველთვის მეგონა პირველი კოცნისას სულელივით და გამოუცდელი ქალივით ვერაფერს გავაკეთებდი და მხოლოდ იმ ადამიანის მოძრაობებს დავაკვირდებოდი რომელსაც ვაკოცებდი. მაგრამ არა, ჩემდა გასაკვირად ასე არ აღმოჩნდა …

* * *
დილით გაღვიძებისას თავი საშინლად მტკიოდა, ოდნავ წამოვიწიე თუ არა თავი ისევ ბალიშზე დავაგდე და წინ ჩამოყრილი თმა გვერდით გადავიწიე, მერე ხელი ინსტიქტურად მოვიქნიე და რომ ვიგრძენი ვიღაცის სახეს რომ მოხვდა ჩემი ხელი, გიჟივით წამოვვარდი. თორნიკე დავინახე და ლამის საწოლიდან გადმოვარდი.
- შეგეძლო უბრალოდ გაიღვიძეო გეთქვა - წამოიკვნესა ახალგაღვიძებული ხმით და ყბაზე გაისვა ხელი
- აქ რაგინდა, ან… - ნელნელა გუშინდელი, უფროსწორად წუხანდელი მომენტები მიდგებოდა თვალწინ, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ კოცნამდე მომხდარი ინციდენტები მახსოვდა. ჯერ ფეხბურთი, მერე თამაში მე არასდროს, დალევა, არაყის გადასხმა, ჩემი და თორნიკეს საუბარი და ბოლოს გულმა ვაიიიო დაიღრიალაა.- რა, რამოხდა მერე - ძლივს ძლიობით ვთქვი და ქვემოთ დავიხედე, არაფერი მეცვა გარდა მაიკისა და ჩემი საცვლისა, რომელიც გუშინ არმცმია.
- რა მერე - თავი მაღლა ასწია და გვერდულად დაწვა საწოლზე.
- რამოხდა გუშინ?
- არაფერი გახსოვს? - თვალები ეშმაკურად დააწვრილა
- რომ მახსოვდეს გკითხავდი? - შევუღნიე - მაგრამ იქამდე კი მახსოვს სანამმ… - შემრცხვა და მზერა ავარიდე
- არადა მაგისმერე მოხდა რაც მოხდა - გაეცინა და ხელი მკლავზე მომკიდა მერე კი მისკენ მიმწია.
- რაზელაპარაკობ? არმითხრა რომ ჩვენ - ისეთი სახით მიყურებდა ვერაფრრს ვხდებოდი - მართლა? ჩვენ რამეე… - საწყალი თვალებით გავხედე ის კი უაზროდ მიქნევდა თავს - ეს მართლა მოხდა? - სადაციყო ტირილს დავიწყებდი - ის მართლა იყო ჩვენ ორშორის დამე არაფერი მახსოვს?!! - და აი ისევ სიცილი აუტყდა
- რანაირახაარ ევაა - ხარხარი დაიწყო და იქეთ-აქეთ კოტრიალობდა ლოგინში
- დებილივარ - გამოვიწიე და თავზე შემოვიწყვე ხელები..
ნუთუ მართლა იყო რამე, ან ასე როგორ დავთვერი არაფერი რომ არ მახსოვდა.
- კარგი გამოდი მაგ ფიქრებიდან, არაფერი მომხდარა ჩვენს შორის, ყველაფერი თავის ადგილზე გაქვს და არაფერი არ დაგიკარგავს - ჩაიფხუკუნა
- აბა რას იცინი - გავუბრუნდი და ბალიში ვესროლე
- შენს ფიქრებზე და საქციელებზე მეცინება. დავიჯერო ასე ვგავარ იმ ადამიანიანს მთვრალ გოგოს მისი თანხმობის გარეშე საწოლში რომ შეიტყუებს?
- რავიცი, პირველი ხომ მე გაკოცეე - ჩუმად ვთქვი და ლოგინიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ მაიკა ზედმეტად მოკლე აღმოჩნდა და მაშინვე გამომიჩნდა საცვალი. - ეს ვინ გამომიცვალა? ან, აბა არვგავარ ისეთ ადამიანსო?
- და რამექნა ნარწყევი მაიკით დამეწვინე ლოგინში?
- რააა? - წამოვიღმუილეე. რეებს ბოდიალობს ეს საერთოდ რანარწყევი მაიკა, ნუთუ ასე შევირცხვინე თავი.
- ისეთი რომანტიკული მომენტი ჩამიშალე. ახლავე მოგიყვები - უფრო კომფორტულად მოკალათდა - ჯერ ისე ვნებიანად მკოცნიდი, მერე მოულოდნელად გაჩერდი, თავი გასწიე და მითხარი ,,შენთვისვე სჯობია გაიიწიო” მეც მივხდი რასაც იზამდი, ასე რომ მაშინვე გავწიე. ყველაფერი ამოიღე რაც კი გქონდა ნაჭამი და დანალევი. მერე ოთახში შემოგიყვანე, რაღაცეებს ლაპარაკობდი შენთვის, ფრაზებს იმეორებდი მგონი, მერე მღეროდიიი კიდეც მაგრამ რა ჯიშის სიმღერა იყო ვერ გავიგე, იმიტომ რომ რამოდენიმე ენის სიმღერას ერთმანეთში ურევდი. ბოლოს ტანსაცმელი გაგხედე აბაზანაში შეგიყვანე, დაგბანე, ჩაგაცვი და იმ წუთასვე დაგეძნა.
- ანუ შენ გამომიცვალე და დამბანე? შიშველმაა?!
- აბა ტანსაცმელებიანად დამებანე?
- არა მაგრამ… ასე უსირცხვილოდ როგორ გამხადე ტანსაცმელი, მიყურებდი ხო?
- არა ბიჭოს, შიშველი ქალი ლოგინზე მეწვეს და მე გვერდით, ფანჯარაშ ვიხედებოდე. გიყურებდი რათქმაუნდა.
- უნამუსო ხარ, რომ გკითხონ დაუკითხავად და უნებართოდ არაფერს აკეთებ
- კარგი რა ევა, მე შენ შიშველ სხეულს ვუყურებდი, ხომ არ გჟი*ავდი?
- მოკეტე და ნუ იმართლებ თავს - ფეხზე წამოვხტი და იქვე მიგდებული შარვალი ამოვიცვი.
სულ დამავიწყდა მეთქვა თქვენთვის, რომ მაისაშვილის სახლი ყოველთვის არეული იყო. როგორც დავაკვირდი მხოლოდ საგარეეო ტანსაცმელს აწყობდა ხოლმე კარადაში, სახლში ჩასაცმელს კი იქვე მიყრიდა ხოლმე.
- კარგი გავჩუმდები, მაგრამ იცოდე რომ არაფერი დამიშავებია
- ლეპტოპი გაქვს - მის პასუხს თავი ავარიდე
- მაქვს, რად გინდა?
- მჭირდება, ბინა უნდა მოვძებნო
- რატომ? შენ რა, მართლა გგონია მე რამეს დაგიშავებ? - გაღიზიანდა და ფეხზე წამოდგა.
- არა, მაგრამ აქ ხომ არ ვიცხოვრებ სამუდამოდ - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი
- ხომაგრამ ასე მალე რატომ მიდიხარ
- იმიტომ რომ არმინდა დიდხანს ვიყო შენი სტუმარი - შევხედე და მის შესამჩნევად გაღიზიანებული სახე მესიამოვნა. არვიცოდი რა მიზეზით, მაგრამ აშკარად არ უნდოდა ჩემი გაშვება. - თანაც შენ მეგობრები გყავს, შეყვარებულიც, რა ერქვა, ნანკა... აქ რომ მოვა არმინდა რამე ისე იფიქროს, არც მე ჩავარდე უხერხულ სიტუაციაში და არც ისინი გაურკვევლობაში - ეს უბრალოდ თავის გასასამართლებლად ვუთხარი, მაგრამ მერე მართლა დავფიქრდი და აქ რომ დავრჩენილიყავი ვფიქრობ მართლა ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.
- შენი პრობლემა ჩემი მეგობრები არიან?
- არა მარტო ისინი
- აბა ნანკა? რა უხერხულობაზე და გაურკვევლობაზე ლაპარაკობ დაგავიწყდა გუშინ რომ მაკოცე? და ვაფშე, ცუდად რომ არ გამხდარიყავი ვინ იცის რამოხდებოდა ჩვენს შორის - თითქოსდა ცინიზმით მითხრა
გავბრაზდი.
- წადი შენი მაისაშვილო! მე მთვრალი ვიყავი და წესიერად ვერ ვაზროვნებდი, შენ კი პატიოსანო შეყვარებულო, შეგეძლო გაგეჩერებინეე - სიმწრისგან დავუღრიალე და სამზარეულოდან გამოვედი.
- ნუ ცოფთები ყველაფერზე - უკან ამედევნა
- შემეშვი შენი ხმის გაგონებაც არ მინდა
- ევა მომისმინე, არასწორად გაიგე - ხელი მკლავში მომკიდა და ძალით გამაჩერე
- გითხარი გამიშვითქო - ისე უხეშად გავაშვებინე ხელი ლამის მაჯა მომტყდა, მაგრამ მან ისევ დამიჭირა და კედელს უაზროდ მიმახეთქა.
- რომ არ გაგიშვა?
- რომ არ გამიშვა მაგშენ კაცურ ღირსებას აგატკივებ იცოდე.
- ოჰ, როგორ? - ტუჩზე გამომწვევად იკბინა და ჩემსკენ გამოიწია. მეც არ დავაყოვნე და ფეხი მაშინვე მის ფეხებქვეშ შევაცურე, მერე კი რაც ძალა მქონდა მისკენ მოვიქნიე, მაგრამ ცალი ხელით რეაგირება მაშინვე მოახდინა, დაიჭირა და ვერ ამოვარტყი. - ცუდად თამაშობ...
- ბოდიში თქვენსავით კარგი მოთამაშე რომ არ ვარ - სიმწისგან გავუღიმე
- არაუშავს ნელნელა ისწავლი - საკმაოდ მშიდი ხმით მითხრა და ჯერ ჩემს სახეს დააკვირდა, თითქოს გამომეტყველებით მეუბნებოდა რასაც აპირებდა მერე კი მალევე წაეტანა ჩემს ტუჩებს. - ტკბილიაა - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა და წელზე ხელი უფრო მჭიდროს შემომხვია.
ვგრძნობდი როგორ მეკარგებოდა ნელ-ნელა ფერი, მისი მკლავებიდან კი თავის დახსნა მაინც არ მიფიქრია. როგორც ის, ასევე მეც მთელი სხეულით ვეკვროდი და ვცდილობდი მისით მესუნთქა, თუმცა ორივემ მივხდით რომ ჰაერი აღარ გვყოფნიდა და ერთმანეთის სხეულებს მოვშორდით.
- ისევ გინდა ახალი ბინის ძებნა? - გამომწვევად მითხრა, მგარმა პასუხის დაბრუნება ვერ მოვასწარი კარებზე ზარის ხმა რომ გავიგე.
- ვინმეს ელოდებოდი? - ვკითხე
- არა, მაგრამ ვნახავ და მოვალ - მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა. კარები გააღო და იმ გოგოს ხმა გავიგე დანახვის დღიდან უსიამოვნო შეგრძნება რომ მქონდა.
- სადხარ მთელი ორი დღეა? - რაღაც ვერ ჰქონდა ძველებური ტონი
- ნანკა დაუკითხავად რატომ მოხვედი? ხომ გითხარი სანამ მოხვალ დამირეკეთქო
- ტელეფონს დახედე მაინც? იცი რამდენი მესიჯი და ზარი დაგიტოვე
- არმინახია
- რატომ?
- არმეცალა, დაკავებული ვიყავი
- რითი? ახალი ნაშით? თუ იმ შენ ს*რ ძმაკაცებთან ერთად, ისევ ნემსებს იყრიდით ვენებში!
- წესიერად ილაპარაკე ან საერთოდ დაახვიე აქედან
- როგორ მელაპრაკები? დაგავიწყდა ვინვარ შენი?
- მომისმინე, ქვემოთ დამელოდე მეც ახლავე ჩამოვალ
- რატომ ქვემოთ და რატომ არა სახლში?
- სტუმარი მყავს - ააჰა, ახლა გავხდი სტუმარი ბატონო თორნიკე, ნერვები მომეშალა.
- ვინ სტუმარი?
- არარის შენი საქმე
- აჰაა… გასაგებია. ისევ ახალი ქალი, ჩემზე მეტი ფული აქვს ალბათ, მაგრამ მეგონა შენი მაქსიმუმი ვიყავი თოკო - მისი ცინიზმით გაჯერებული ხმა კარგად მესმოდა.
- გეყოფა სისულელეების ლაპარაკი, ქვემოთ დამელოდე და ვილაპარაკოთ.
მეტი აღარაფერი გამიგია უბრალოდ ლიფტის კარის ხმა გავიგე და კარების დახურვის, უფროსწორად მიბრახუნების ხმა.
- რაიყო, შენც სხვებივით ფულიან ნაშებს აგდებ ხოლმე? - საძინებლის კარებზე მიყრდნობილმა ვკითხე
- ახლა შენც უნდა დაიწყო?
- არა, ეს არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ ახლა გასაგებია მე რატომაც არ შემიტყუე საწოლში.
- რეებს ლაპარაკობ ევა? ან რადასკვნებს აკეთებ საერთოდ? - გაბრაზდა და თან ისე, ლამის იქვე, მაგიდაზე დადებული ჭიქა თავში მესროლა.
- აბა რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები? ჩემთან იმიტომ არ გქონდა სექ*ი, რომ უფულო და ჯიბე გამოფხეკილი ვიყავი? ან საერთოდ სიყვარულთან რა შუაშია ეს დამპალი ფული. ყველაფერს ფულს რატომ უკავშირებთ ადამიანები? - წამოვიყვირე ახლა მართლა პიკზე ვიყავი.
- სიყვარულთან? - გაეცინა - უკვე შეგიყვარდი?
ჯანდაბა! დამპალი ნარცისი. როგორ მეზიზღებოდა იმ წამს, მძულდა, ვერვიტანდი, მაგრამ არა... გულში მაინც სხვას ვფიქრობდი.
- სისულელეებს ნუ ბოდიალობ, ისე ვთქვი უბრალოდ - თავი ავარიდე მასთან ლაპარაკს და ოთახში შევბრუნდი.
მაისაშვილსაც აღარაფერი უთქვამს, ტანსაცმელი ჩაიცვა და უკან ნმოუხედავად გავიდა სახლიდან.
მე რას ვაკეთებდი? არაფერს. ვიჯექი და ველოდებოდი მის დაბრუნებას. არსად მივდიოდი რადგანაც წასასვლელი არ მქონდა, ჯერ-ჯერობით მასზე ვიყავი დამოკიდებული.
- ორპირი! ნაგავი! - წამოვისლუკუნე და ავტირდი. ამბოლოდროს განსაკუთრებულად ხშირად ვტიროდი და ამჯერად ვერ ვხდებოდი, მართლა გული მტკიოდა თუ შელახული თავმოყვარეობა მაწუხებდა.



№1 სტუმარი ატბ

ეს გოგო ძაან ცოდოა რა...
იმედია მალე დადგება ფეხზე

 


№2  offline წევრი მარიამი-მარი

ატბ
ეს გოგო ძაან ცოდოა რა...
იმედია მალე დადგება ფეხზე

ცოტა დროუნდა, რაღაც რაღაცეები წინ აქვს კიდევ, ოღონდ ძალიან არგავწელავ, რომ არ მოგბეზრდეთ

 


№3 სტუმარი Xato

Sulmoutqmelad velodebi axal tavs.dzaan sayvarlebi arian .evac tokoc da andriac

 


№4  offline წევრი მარიამი-მარი

Xato
Sulmoutqmelad velodebi axal tavs.dzaan sayvarlebi arian .evac tokoc da andriac

დღეს დაიდება ♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ...

ძაან არ გავწელავო რომ არ მოგბეზრდეთო
წინა კომენტარში რომ თქვი, არ მიაყარო რა.
ნელა განავითარე მოვლენები რომ რეალურობა არ დაკარგოს.
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.
ველი შემდეგ თავს, მოუთმენლად... :))

 


№6  offline წევრი მარიამი-მარი

სტუმარი ...
ძაან არ გავწელავო რომ არ მოგბეზრდეთო
წინა კომენტარში რომ თქვი, არ მიაყარო რა.
ნელა განავითარე მოვლენები რომ რეალურობა არ დაკარგოს.
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.
ველი შემდეგ თავს, მოუთმენლად... :))

არაა ძაან არმივაყრი, ვეცდები ისე გავაკეთო რომ არმოგაბეზროთ არც სიუჟეტი და არც პერსონაჟები ♥️♥️

 


№7  offline წევრი Megioki

მოკლედ, პირველივე თავიდან დავადგი თვალი ამ ისტორიას. როგორც ყოველთვის დასრულებას ველოდი თუმცაა ასევე, როგორც ყოველთვის არ დაველოდე და მაინც წავიკითხე smile smile smile წაკითხვის შემდეგ მებადება კითხვა: ახლა რა ვქნა? რატო წავიკითხე? რა მოიცდის ახალი თავების დადებამდე? satisfied satisfied satisfied მე შენი წინა ისტორიებიც წაკითხული მაქვს და ძალიან, ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც უდავოთ ძალიან, საინტერესოა. კარგად ავითარებ სიუჟეტს. heart_eyes heart_eyes heart_eyes

თორნიკე მომწონს და თან ცოტა ნერვებს მიშლის. დავიჯერო იმ ვიღაც ნანკას სიტყვები მართალია? იმედი მაქვს მალე გაერკვევიან ევა და თორნიკე თავიანთ გრძობებში და ურთიერთობებში. აქვე ბარემ ნანკაზეც ვიტრყვი რომ ძალიან, ძალიან არ მომწონს ეს გოგო laughing laughing

ევა ძალიან დაიტანჯა. იმსახურებს ეს გოგო ბედნიერებაას და ასე თუ ისე შემდგარ ადამიანად ყოფნას. მშობლებმა დიდი შეცდომა დაუშვეს ევას წინაშე. ზოგადად არ მესმის მათი მსგავსი მშობლების. იმედს ვიტოვებ რომ გააცნობიერებენ მაინც თავიანთ შეცდომას, შვილი თუ უყვართ. პრინციპში შვილი რომ უყვარდეთ, მისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. confused

მოკლედ, წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი მარიამი-მარი

Megioki
მოკლედ, პირველივე თავიდან დავადგი თვალი ამ ისტორიას. როგორც ყოველთვის დასრულებას ველოდი თუმცაა ასევე, როგორც ყოველთვის არ დაველოდე და მაინც წავიკითხე smile smile smile წაკითხვის შემდეგ მებადება კითხვა: ახლა რა ვქნა? რატო წავიკითხე? რა მოიცდის ახალი თავების დადებამდე? satisfied satisfied satisfied მე შენი წინა ისტორიებიც წაკითხული მაქვს და ძალიან, ძალიან მომწონს. ეს ისტორიაც უდავოთ ძალიან, საინტერესოა. კარგად ავითარებ სიუჟეტს. heart_eyes heart_eyes heart_eyes

თორნიკე მომწონს და თან ცოტა ნერვებს მიშლის. დავიჯერო იმ ვიღაც ნანკას სიტყვები მართალია? იმედი მაქვს მალე გაერკვევიან ევა და თორნიკე თავიანთ გრძობებში და ურთიერთობებში. აქვე ბარემ ნანკაზეც ვიტრყვი რომ ძალიან, ძალიან არ მომწონს ეს გოგო laughing laughing

ევა ძალიან დაიტანჯა. იმსახურებს ეს გოგო ბედნიერებაას და ასე თუ ისე შემდგარ ადამიანად ყოფნას. მშობლებმა დიდი შეცდომა დაუშვეს ევას წინაშე. ზოგადად არ მესმის მათი მსგავსი მშობლების. იმედს ვიტოვებ რომ გააცნობიერებენ მაინც თავიანთ შეცდომას, შვილი თუ უყვართ. პრინციპში შვილი რომ უყვარდეთ, მისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. confused

მოკლედ, წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes heart_eyes heart_eyes

მე ვის მოთმინებაზე უნდა ვთქვა რამე როცა ისტორიის დაწყებიდანვე ვთქვი, რომ სანამ ორივე ნაწილს არ დავასრულებ მანამ არ დავდებთქო, მაგრამ აჰაა კიხედავ ნახევარიც არ მქონდა დაწერილი უკვე გამოჭენებული რომ მქონდა საიტზე laughing
რაც შეეხება თორნიკეს, სამწუხაროდ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ამას თქვენვე მიხვდებით და გაიკებთ კითხვის პროცესში. მასზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ცვალებადი ხასიათი აქვს და ევასგან მაქსიმალურად განსხვავდება...
და რაც შეეხება ევას, ბედნიერებამდე ჯერ კიდევ აქვს გასავლელი ცოტა-ცოტა რაღაცეები. მაგრამ გპირდებით საბოლოოდ კარგ, პატიოსან და შეძლებულ ოჯახში შევუშვებ laughing
დედ-მამას რაცშეეხება სპეციალურად გავაკეთე მსგავს მშობლებზე აქცენტი, რომ ჯერკიდევ არიანს მსგავსი ტიპის ხალხი შემორჩენილები, თორემ სხვაგვარადაც და ბევრნაირადაც შემეძლო მარტომყოფი გამეხადა ევა. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ეს ისტორია შედარებით ცოტა რეალურ ამბებს გავს, მაინც არმინდა რომ ოჯახისგან ასე შორს მყოფი დარჩეს და ალბათ მეორე ნაწილსში მოვახერხებ რამეს.

მადლობა შენ რომ კითხულობ და მიზიარებ შთაბეჭდილებებს მეტი მოტივაციისთვის ♥️♥️♥️♥️
ახალთავზე დასტურს ველოდებით, ალბათ მალე დადებენ ♥️

 


№9  offline წევრი Megioki

იმედი მაქვს კარგ, პატიოსან და შეძლებულ ოჯახში თორნიკეს გულისხმობ :დდდ რა ვქნა ცალცალკე არ მემეტება ეს ორი. ერთად მინდა და რა გავაკეთო?

უუუჰ, აბა მაშინ საიტს ჩავუჯდები, არ გამომრჩეს სიახლე :დდდ ❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი მარიამი-მარი

Megioki
იმედი მაქვს კარგ, პატიოსან და შეძლებულ ოჯახში თორნიკეს გულისხმობ :დდდ რა ვქნა ცალცალკე არ მემეტება ეს ორი. ერთად მინდა და რა გავაკეთო?

უუუჰ, აბა მაშინ საიტს ჩავუჯდები, არ გამომრჩეს სიახლე :დდდ ❤️❤️❤️

თორნიკეს კარგად დააკვირდი და მერე შეადარე იმსახურებს თუ არა ევა, მაისაშვილს laughing
ოღონდ უიმედოდ რომ არ ელოდო სამი-ოთხი თავი უნდა მოიცადო კარგად რომ დაინახო ვიღაც-ვიღაცეების რეალური სახე, არვამბობ რომ თორნიკე ცუდი პერსონაჟია, ასე არ არის, უბრალოდ ცუდი თვისებააქვს, იმ თვისებით კი ევასნაირ გოგოსთან ვერიქნება, ევა მაგდენს ვერდაუშვებს. მაგრამ თორნიკეც აუცილებლად გამოსწორდება თავისი გზებით და როგორ იზამს მაგას მერე გაიგებთ, მანამდე კიდე დაელოდეთ ❤️❤️

 


№11  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ ველოდები ახალ თავს როდის დაადასტურებენ, თორნიკე იმედია წამალს არ ეპარება ცუდი ამბავი იქნება ეგ, ევა მართლა იმსახურებს ბედნიერებას ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო თავი იყო კი მიკვირდა ქალბატონი ნანკა რატომ არ გამოჩნდა მეთქი და ????????????ბოლოს კი გამოჩნდა ,????????თქვენ როგორც გინდათ ისე დაწერეთ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ჩვენ მოგიყვებით არ მოგვბეზრდება კარგი თხვა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№13  offline წევრი მარიამი-მარი

ablabudaa
როგორ ველოდები ახალ თავს როდის დაადასტურებენ, თორნიკე იმედია წამალს არ ეპარება ცუდი ამბავი იქნება ეგ, ევა მართლა იმსახურებს ბედნიერებას ❤️❤️❤️

მმმ წამალი... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? grin
მერწმუნეთ, ევა მიიღებს თავის წილ ბედნიერებას ❤️❤️

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო თავი იყო კი მიკვირდა ქალბატონი ნანკა რატომ არ გამოჩნდა მეთქი და ????????????ბოლოს კი გამოჩნდა ,????????თქვენ როგორც გინდათ ისე დაწერეთ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ჩვენ მოგიყვებით არ მოგვბეზრდება კარგი თხვა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

მახარებს ეს სიტყვები blush მიხარია რომ ამას მეუბნებით. ზუსტადაც ისე დავწერ როგორც მინდა და ნაწერს მხოლოდ თუ შეემატება რაიმე იდეა ან აზრი, თორემ გამოკლებით არაფერი გამოაკლდება ❤️
ვიცი ზედმეტად ფილოსოფიური წერის სტილით არ გამოვირჩევი, რადგანაც მე პირადად ყოველთვის ვფიქრობ რომ იმიტომ მოსწონს მკითხველს წიგნი(ისტორია) თავისუფლად რომ იკითხება და ადვილად გასაგები ენაზე რომ არის დაწერილი. მეც ასე ვარ, მინდა თავისუფლად ვწერო, ამას კი იმიტომ ვაკეთებ რომ ადვილად გასაგები იყოს ყველაფერი თქვენთვის და არა მოსაბეზრებელი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent