შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი რომელიც მიყვარდა (დრაკულას ისტორია) (თავი1)


15-06-2021, 13:05
ავტორი R.M
ნანახია 455

1431 წელს დავიბადე, ტრანსილვანიის ქალაქ სიღიორაში, იმ წელს მეფე სიგიზმუნდმა ვლად II დრაკული დანიშნა ტრანსილვანიის სამხედრო გუბერნატორად, ვლახეთიდან გაქცეული იყო მამაჩემი და ტრანსილვანიაში ცხოვრობდა. იქ გაიცნო დედაჩემი, სილვია, რომელიც ტრანსილვანიელი დიდებულის ქალიშვილი იყო. მამაჩემი დრაკონის ელიტური რაინდული ორდერის წევრი გახდა ჩემი დაბადების წელს, რომელიც უნგრეთის მეფემ სიგიზმუნდმა დაარსა. ისინი დრაკონის შვილებად იწოდებოდნენ, მათ აბჯრებზეც დრაკონი იყო გამოსახული და მედალიონს ატარებდნენ დრაკონის გამოსახულებით. მე ვლად ბასარაბი ვარ, ვლახეთის კანონიერი მმართველი. ორდენის წევრობა ჩემზე მემკვიდრეობით გადმოვიდა, სწორედ ამიტომ მეწოდა დრაკულა (დრაკონის შვილი). შეიძლება დაუნდობელი ვიყავი ბრძოლაში, მაგრამ ეს ჩემი ხალხის და ქვეყნის სიყვარულით გავაკეთე.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
დედაჩემი ვლად II-ს ცოლი არ ყოფილა. ის მისი საყვარელი იყო, საყვარელი, რომელიც ძალიან უყვარდა. მამაჩემი ჩემს სანახავად, რომ მოდიოდა აბჯარზე დრაკონი ჰქონდა გამოსახული. ბავშვები გაოცებულები აყოლებდნენ თვალს, მე კი ამაყად ვაცხადებდი, რომ ის ვლახეთის კანონიერი მმართველი და მამაჩემი იყო. მაშინ შემარქვეს დრაკონის შვილი, „დრაკულა“. სახელს აღარ მეძახდნენ. მე ყველა დრაკულად მიცნობდა. ჩემი ნახევარ ძმა, მამაჩემის კანონიერი შვილი და მემკვიდრე, მირჩა უნდა ყოფილიყო ვლახეთის მმართველი. თურქები განუწყვეტლივ ცდილობდნენ ვლახეთზე გაბატონებას, ჯერ კიდევ ბაბუაჩემი მირჩა (1355-1418) ებრძოდა მათ. ზიზღი თურქების მიმართ ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბდა. მძულდა მათი მოდგმა, მძულდა მათი სარწმუნოება და მძულდა ყველა თურქი, რადგან მათი ამპარტავნება მაგიჟებდა, სისხლს მიდუღებდა. ჩემი ხალხი შრომობდა და მათ ვუხდიდით ხარკს. მათ ტყვედ მიჰყავდათ ბავშვები და ცარიელ სოფლებში თავად სახლდებოდნენ. ჩვენი რწმენის და ჩვენი მიწის წართმევა უნდოდათ.
ჯერ კიდევ 9 წლის ვიყავი, რომ ტყეში პატარა ხის სახლი ავაშენე. მგლებს ვიშინაურებდი და საკვებით ვამარაგებდი. მამაჩემი გაგიჟდა, რომ გაიგო, რომ ტყეში დავიარებოდი.
-საშიშია, ტყეს არ გაეკარო, უამრავი ნადირია. რამე რომ დაგემართოს დედაშენზე არ ფიქრობ?-მიყვიროდა ვლადი.
-ვფიქრობ და ვიცი, რომ არაფერი დამემართება.
-ცხვრები სად წაიყვანე?
-მგლებს ვაჭამე.
-შენ სულ გაგიჟდი? მათ გემოს გაიგებენ და სოფელში ჩამოვლენ.
-მაშინ მკვდარი თურქები მომიყვანე, რომ ისინი გამოვკვებო.-შევხედე ვლადს.
-შენ სულ გაგიჟდი? -ისევ დამიყვირა.
-თავად ვინადირებ მათზე.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ცხენს მოვახტი.
-ვლად გაჩერდი. პრობლემებს ქმნი და იცოდე დაგსჯი.-ცხენის აღვირს ხელი მოჰკიდა მამაჩემმა და გამაჩერა.
-გამბედაობა არ გეყოფა. ჩვეულებრივი მშიშარა ხარ. იქნებ დროა დაუპირისპირდე მათ და მირჩას (პაპაჩემი) დაწყებული ბოლომდე მიიყვანო. შენ მხოლოდ მე დამსჯი, მათ კი კუდის ქიცინს დაუწყებ, ტყვეებს და ხარკს გაუგზავნი.
-ვლად!-დამიყვირა.-თავხედი და გაუზრდელი ბავშვი ხარ. თურქების ხოცვა კურდღლების ხოცვა ნუ გგონია.-მიყვიროდა მამაჩემი.
-იქნებ უკვე ვკლავ მათ, როგორც კურდღლებს?-გამეცინა.-მაშინ როცა შენ კუდს უქიცინებ მათ, მე მათ ვკლავ, ნელ-ნელა.-ირონიულად ვიღიმოდი.
-არ გესმის, ფიცხი ხარ. არ შეიძლება ვლად, ასე საქმეს მირთულებ.-მარწმუნებდა მამა.
-ნუ დარდობ, ისინი მზვერავები არიან, ელჩებს არ ვხოცავ. და კიდევ კურდღელი არასდროს მომიკლავს, იცი რატომ? ის სუსტი არსებაა და მისი მოკვლით ვერაფერს მივიღებ. თურქების ხოცვით კი მხოლოდ სიამოვნებას ვღებულობ.
-ვლად ეს არ არის ნორმალური, შენი ტოლი ბიჭები სხვა რამით ირთობენ თავს.
-მე არა, განუწყვეტლივ ვვარჯიშობ მშვილდის სროლაში, ხმლით ბრძოლაში. მძულს ისინი და თუ ოდესმე ძალაუფლება მექნება მე მათ არ დავემონები.-აღვირი ხელიდან გამოვტაცე და ტყისკენ გავაჭენე ცხენი. ჩემს ხის სახლში მივედი. გარშემო მგლები იყვნენ და მიყურებდნენ, რომ მათთვის საკვები მიმეტანა.
-ერთად ვინადიროთ.-გამოვუცხადე მგლებს და ვანიშნე უკან გამომყოლოდნენ. მდინარესთან ვიყავი მთელი დღე ჩასაფრებული. სოფელში დავინახე, რამდენიმე თურქი ჯარისკაცი. მგლებს ვანიშნე ერთ-ერთი მათგანისთვის ფეხზე ეკბინათ. თეთრი ახალგაზრდა მგელი მართლაც ეცა და ფეხი ლამის მოაჭამა, მერე კი გამოიქცა. ხუთი თურქი გამოეკიდა თეთრ მგელს. ტყეში შემოჰყვნენ და აქ მე ჩავუსაფრდი. მშვილდით ხუთივე მოვკალი, მოცელილები დაეცნენ მიწაზე. მგლები ეცნენ და ტყის სიღრმეში გაათრიეს დახოცილები. ტანსაცმელი გავხადე და შევინახე, ისინი კი მგლების ლუკმა გახდნენ. ჩემი ხის სახლი სავსე მქონდა თურქების იარაღით და ტანსაცმლით. ცოტა არ იყოს მეც მეშინოდა ვინმეს არ მიეგნო ამ სახლისთვის.
ჩვენ 5 მეგობარი ვიყავით. მე, ვლად დრაკულა, დრაგომირი, მისი უმცროსი ძმა მათე, ვასილი და სტასი, ვასილის უმცროსი ძმა. მე, ვასილი და დრაგომირი ტოლები ვიყავით, მათე და სტასი კი ჩვენზე პატარები იყვნენ. ვასილმა და დრაგომირმა იცოდნენ ჩემი სახლის არსებობა და მგლები მათაც არ ერჩოდნენ. ისინიც მეხმარებობდნენ თურქების ხოცვაში და ერთობლივად ვაგროვებდით იარაღს და აღჭურვილობას.
მურად II-მ მუქარის წერილი მოსწერა მამაჩემს ვლად II-ს. აღშფოთებული იყო თურქეთის სულთანი მისი ჯარისკაცების გაუჩინარების გამო.
-სად არის?-კარი თითქმის შემოგლიჯა მამაჩემმა და გაბრაზებულმა დაუწყო დედას ყურება.
-რა მოხდა?-მშვიდი სახით მიუგო დედაჩემმა.
-უნდა დაველაპარაკო, მისი საქციელი მიუღებელია.-ისევ ყვიროდა ვლადი.
-რა დააშავა?-შეხედა დედაჩემმა.
-სად არის? უნდა ველაპარაკო.-ისევ ხმას აუწია.-შენ კი არც ეცადო მის დაცვას.
-რა თქმა უნდა, მირჩა შენი ერთადერთი სათაყვანებელი ვაჟია, ვლადმა რაც არ უნდა გააკეთეს ყველაფერში ცუდს ხედავ. იქნებ ერთხელ მაინც დაინახო მასში ტახტის მომავალი მემკვიდრე, ვინც მართლა იხსნის ვლახეთს ამ ბოროტებისგან. -დედამაც დაუყირა და ზურგი შეაქცია.
-აქ ვარ.-მეორე ოთახიდან გამოვედი.-ნუ მიცავ და ნურც ტახტის მემკვიდრედ მომიაზრებ.-შევხედე დედაჩემს.-მე მიყვარს მირჩა და მის სამსახურში ვიქნები მუდამ.-მკლავზე ხელი ჩამოვუსვი დედას, რომელსაც თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.-შენ კი მამაჩემო და ჩემო მეფეო, არ მოგცემ უფლებას კიდევ აატირო ეს ქალი.-გაბრაზებულმა თვალებით დედაჩემზე ვანიშნე.-ახლა კი წამოდი და დავილაპარაკოთ.-კარში გავედი და ვლადიც სწრაფად გამომყვა უკან. ცხენს მოვახტი და ვანიშნე გამომყოლოდა. ისიც მოახტა ცხენს და უკან ამედევნა. ტყეში წავიყვანე და ხის სახლთან მივიყვანე, მგლები უღრენდნენ მაგრამ გავაჩერე და მამაჩემი ხის სახლში შევიყვანე.
-ეს რა არის?-შეშინებული თვალებით უყურებდა აღჭურვილობას და იარაღს.
-ეს ის არის რაზეც წლებია ლაპარაკს თავს არიდებ. შეგიძლია შენი მტრები გადაითვალო.-იარაღზე ვანიშნე.
-ყველა შენ დახოცე?-შეშინებული თვალებით მიყურებდა.
-მე და იმ მგლებმა გარეთ შენ რომ გიპირებდნენ შეჭმას.
-ვლად ადრეც გითხარი და ახლაც გიმეორებ, ეს ცუდად დამთავრდება.
-ვისთვის? ჩემთვის?
-შენთვის. მურადმა მუქარის წერილი მომწერა, ბოაირები (თავადები) განმიდგნენ. ბევრმა მათგანმა მუსულმანობა მიიღო და მტრად მექცა. ასე ადვილი არ არის ქვეყნის მართვა. მარტო ეს გვამები არ კმარა ქვეყნის გასანთავისუფლებლად.-აღჭურვილობისკენ გაიშვირა თითი, მერე ტახტზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.-რა მოგიხერხო არ ვიცი. ტახტი ძლივს დავიბრუნე, ძლივს დავბრუნდი ვალხეთში და მურადი უკვე მუქარის წერილს მწერს. ისევ მომიწევს გაქცევა და გადახვეწა, ასე ნუ იქცევი გთხოვ.
-ერთხელ მაინც მომისმინე. ყველა მოღალატე ბოიარი სამაგალითოთ დასაჯე. ყველა ვინც რწმენას უღალატებს დასაჯე. დასჯაში მამულების ჩამორთმევას არ ვგულისხმობ. ყველა ვინც გღალატობს უნდა მოკლა. ყველა მამაკაცი მათ შორის ბავშვები უნდა გაწვრთნა და ჯარისკაცებად აღზარდო. არ გაუგზავნო ტყვეები მურადს და ის ბავშვები ბრძოლაში დაუპირისპირე მას. მე პირველი დავდგები ბრძოლაში და წინ წავუძღვები ჯარს. მე უკვე ბრძოლის ველზე ვარ.
-მხედართმთავრობა გინდა? სულელი ბავშვი ხარ, არ გესმის არაფერი.
-რამდენი კაცი მოგიკლავს ბრძოლებში?
-არ დამითვლია.
-ჩემს ასაკში რამდენი კაცი გყავდა მოკლული?
-არც ერთი.
-ხო და დათვალე, მიდი დათვალე და მიხვდები ჩვენს შორის რა განსხვავებაა. შენ მოლაპარაკებებით მტერს ამრავლებ, მე კი მათ შემცირებაზე ვზრუნავ. წყეულიც იყოს შენი მოლაპარაკებები, თუ ის ჩემს მეგობრებს მტრის სამსახურში ჩააყენებს.-დავუყვირე მამაჩემს.
-აზრი არ აქვს. გაჩერდი ვლად, თორემ ხვალ ზეგ თქვენს თავს მომთხოვს მურადი.
-და შენც გაუგზავნი, სიმამცე არასდროს გეყოფა თურქებს დაუპირისპირდე. ახლა კი არც გაბედო და არც შემიშალო ხელი ჩემს არჩეულ გზაზე. დაივიწყე ეს სახლი და აქ არასდროს მოხვიდე, თორემ მგლები ნამდვილად შეგჭამენ.-მკლავში ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვიყვანე. ცხენს მოახტა, მეც მოვახტი ჩემს ცხენს და უკან ამედევნა.
-შეცდომა დავუშვი, როცა ალექსანდრეს მივაბარე შენი თავი.-თავი გაიქნია მამაჩემმა.
-ალექსანდრე ნამდვილი მებრძოლი და ქვეყნის პატრიოტი ბოიარი იყო, იმათ არ გავს ახლა რომ გარს გახვევიან. ის ებრძოდა თურქებს და მათთან ბრძოლის მეთოდები მეც მასწავლა. ის რომ შენს ადგილას ყოფილიყო იბრძოლებდა.
-ხო ალექსანდრე ფიცხი და მამაცი რაინდი იყო, მაგრამ დიპლომატია მისთვის უცხო იყო, ეს შენს აღზრდაშიც იგრძნობა.
-მან უბადლო მებრძოლად მაქცია, მე მისი მადლობელი ვარ. მაშინ, როცა შენ ჩემთვის არ გეცალა ის მიწევდა მამობას, ის იყო ჩემთვის მამაც, ძმაც და მეგობარიც.
-ამდენი მგელი როგორ გიჯერებს?
-მოვათვინიერე.
-მგელი? ცნობილია, რომ მათი მოთვინიერება შეუძლებელია.-გაღიმებულმა შემომხედა.
-ჩემთვის სიტყვა შეუძლებელი არ არსებობს. მთავარია გჯეროდეს წარმატების, ის აუცილებლად გამოგივა. სიტყვა „შეუძლებელი“ სუსტი ადამიანების მოგონილია, თავისი სისუსტეები, რომ დამალონ.
-ვლად ჯერ პატარა ხარ, სამყაროს არ იცნობ.
-საკმაოდ დიდი ვარ მეფეო. ადრე მომიწია გაზრდაც და პრობლემებთანაც დაპირისპირება. ისე გავიზარდე, რომ შენ ჩემთვის არასდროს გეცალა. მიხარია რომ ასე მოხდა, შენგან მხოლოდ მორჩილებას და სიტყვა „შეუძლებელ“-ს ვისწავლიდი.-ვუთხარი და ცხენი სწრაფად გავაჭენე, მამაჩემი კი უკან ჩამოვიტოვე.
სოფელში გვიან დავბრუნდი, უმისამართოდ დავაქროლებდი ცხენს, სამყაროზე ვიყავი განრისხებული.
-თომას როგორ ხარ?-ჩემი ბავშვობის მეგობარი დავინახე ეკლესიის ეზოდან გამოვიდა.
-კარგად ვლად, შენ როგორ ხარ?-გამიღიმა თომასმა, ის ბავშვობიდან ძალიან სათნო და კეთილი ბავშვი იყო. ამიტომაც ამოირჩია მამა გიორგიმ და თავისთან წაიყვანა ეკლესიაში.-მამა გიორგიმ მალე გაკურთხებ მღვდლადო.-ბედნიერი მიღიმოდა.-მერე მოდი და აღსარება ჩამაბარე.
-ზედმეტად ბევრი ცოდვა მაქვს თომას, დასაწყისისთვის მათეს გამოგიგზავნი.-გავუღიმე თომასს.
-ხომ იცი რომ მე ყველაფერს ვხედავ.-გამიღიმა თომასმა.
-იმასაც რაც წინ მელის?-შევხედე და თვალი ოდნავ მოვჭუტე ნიშნად იმის, რომ მისი არ მჯეროდა.
-ვხედავ ვლად.-გამიღიმა მან.-შენ მეფე გახდები, შეიძლება შენ არ გჯერა, მაგრამ მე ვხედავ.
-თომას, თომას. ნუ ეცდები დამაჯერო, თორემ ამპარტავნება შემიპყრობს.
-შენ ამპარტავანი არასდროს არ იქნები, უფალს ემსახურები ოღონდ სხვანაირად.
-ეს კი ტყულია. მე უფლის სამსახურში როგორ ვიქნები, როცა ყოველ დღე ვცოდავ.
-კი სცოდავ, ებრძვი ბოროტებას და იცავ სამშობლოს. შენ უფლის ჯარისკაცი ხარ.-გამიღიმა თომასმა.-თუ ამას დაიჯერებ უფალი არ მიგატოვებს.
-აღარ გააგრძელო თორემ ამპარტავნება მართლა შემიპყრობს.-თვალი ჩავუკარი თომასს.-და კიდევ შენი ხილვების შესახებ ნუ მოყვები, თორემ ეშმაკეულად შეგრაცხავენ და კოცონზე დაგწვავენ.-გავუღიმე თომასს და უკან ჩამოვიტოვე.
12 წელი შემისრულდა, დაისი იყო, მზე უკვე მთებს მოეფარა, მინდორში ცხენს დავაჭენებდი და სწორედ ამ დროს გავიგე კივილის ხმა. ცხენით იქით წავედი საიდანაც კივილის ხმა ისმოდა. თურქი ჯარისკაცი ჩემ ტოლ გოგონას პირზე ხელს აფარებდა და ცდილობდა კაბა შემოეხია. სისხლი ამიდუღდა, ხმალი ვიშიშვლე და თურქი ძაღლი იქვე მოვკალი. სისხლის გუბე დადგა, თურქის თავი კი მინდორზე დაგორდა.
-ღმერთო.-შეშინებული და დამფრთხალი გოგონა პირზე ხელს იფარებდა და ისე ქვითინებდა.
-დამეხმარე, რომ ტყეში გადავაგდო.-შევხედე დამფრთხალს.
-არ შემიძლია.-ტირილს უმატა და ხელები ერთიანადა აუკანკალდა. თავად ავიკიდე თურქის უთავო სხეული და ცხენს გადავკიდე. მისი თავი ხურჯინში ჩავდე, მკვდარს ზემოდან გადავაფარე და ცხენით ხეობისკენ წავედი. თურქი ძაღლი ტყეში დავაგდე მგლების საჯიჯგნად და უკან მოვბრუნდი. ისევ იქ იჯდა, ტიროდა და სისხლიან ხელებს შეშინებული დასცქეროდა.
-ნუ გეშინია, ადექი და წამოდი.-ხელი მოვკიდე და წამოვაყენე, მან კი ხელები კისერზე მომხვია და ჩამეხუტა.
-არ მიმატოვო.-დაიჩურჩულა ჩემს ყელში. სხეულში სითბო ვიგრძენი, წუთის წინ დაგროვილი ბრაზი სადღაც გაქრა. თითქოს მისმა ერთმა შეხებამ გაალღო ჩემი სხეული და გული.
-ნუ ტირი.-ცრემლები შევუმშრალე. ისეთი ლურჯი თვალები ჰქონდა თვალი ვერ მოვწყვიტე, მერე მის დაბუშტულ წითელ ტუჩებზე გამექცა მზერა და მოწყვეტით ვაკოცე. არ შემწინაღმდეგებია, ჩემს მკლავებში გაინაბა. იქვე ჩამოვჯექით მინდორში, ერთმანეთს ვკოცნიდით და ხელს არ ვუშვებდით.-რა გქვია?-კოცნა შევწვიტე და მის ლურჯ თვალებს მივაჩერდი.
-ილანი.-ჩაილაპარაკა და ღაწვებზე სიწითლემ გადაურა.
-რომ გავიზრდები ცოლად მოგიყვან.-გავუღიმე.
-დაგელოდები.-მანაც გამიღიმა.-შენ რა გქვია?
-ვლადი.-ისევ ვიღიმოდი, უცნაური შეგრძნებები დამეწყო, თვალი ილანის შემოხეული კაბისკენ გამექცა, საიდანაც მაცდურად უჩანდა მოშიშვლებული ფეხები, ჩემი მზერა დააფიქსირა და შემოხეული კაბა სწრაფად შემოიკრა შიშველ ფეხებზე. მერე კი გაწითლდა, ისედაც წითელი ღაწვები უფრო გაუწითლდა.-ჩემი ნუ გრცხვენია.-გავუღიმე.-მაგ ფეხებს როცა ჩემი გახდები მაინც ვნახავ.-ვუღიმოდი. მერე ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი.
-ვლად ხომ დამიცავ, გთხოვ არავის მისცე უფლება მომეკაროს?-დაიჩურჩულა და ისევ ცრემელები წამოუვიდა.
-დაგიცავ, გპირდები ყოველთვის დაგიცავ.-გულში ვიკრავდი ატირებულს.
იმ ღამით სახლში არ დავბრუნებულვარ, მთელი ღამე ღია ცის ქვეშ ილანთან ერთად მეძინა. არც ის დაბრუნებულა სახლში, გულზე მეკვროდა და მშვიდად სუნთქავდა ჩემს მკერდზე მოწებებული.
-ვლად, ვალდ გაიღვიძე.-ილანის ხმა ჩამესმა.-გლეხები გამოვლენ სამუშაოდ, სირცხვილია არავინ გვნახოს.-თავზე მადგა და მაღვიძებდა. თვალების გახელისთანავე მისმა ლურჯმა თვალებმა შემომანათეს.
-აუცილებლად ჩემი ცოლი იქნები.-გავუღიმე.-ყოველ დილით ეს თვალები თუ შემომანათებს ბედნიერებისთვის მეტი არაფერი მჭირდება.-ხელი მოვხვიე წელზე და ზემოდან მოვექეცი.-მგონი შემიყვარდი.-ყელში ვაკოცე.
-მგონი?-გაბრაზებულმა მომცხო ხელი.
-არა, ნამდვილად შემიყვარდი.-ახლა მის ტუჩებს დავეწაფე. მზე უკვე ამოსულიყო, მინდვრის ბოლოს ხმაური გაისმა და ჩვენს უცებ მოვცილდით ერთმანეთს. ილანი ცხენზე შემოვისვი და მისი სახლის შორი ახლოს დავტოვე. მერე კი სახლში დავბრუნდი.
-მოვიდა.-შეშინებული დედაჩემი გამოვიდა სახლიდან, მას მამაჩემი ვლად II მოჰყვა.
-დედას რატომ ანერვიულებ, სად დადიხარ?-გამიბრაზდა მამაჩემი.
-უკვე დიდი ვარ.-გაბრაზებულმა შევხედე და გვედი ავუარე.
-ვიცი დიდი ხარ და ძლიერიც. -უკან მომყვა და წინ დამიჯდა.
-რა მოხდა? რატომ მოხვედი?-შევხედე გაბრაზებულმა.
-მურად II შენს თავს მთხოვს, შენ და რადუ (ჩემი უმცროსი ძმა) უნდა გაგზავნოთ ედირნეში.-თავი დახარა და იატაკს გაუსწორა თვალი.
-მშიშარა ხარ.-გაბრაზებულმა შევხედე.-საკუთარი შვილების დაცვაც არ შეგიძლია. გამგზავნე მათ მძევლად და ხვალ ჩააბარე მთლიანად ვლახეთი.-ხმას ავუწიე.
-საკმარისია.-დამიყვირა ვლადმა.-ისინი გადაგვსანსლავენ. შენ გგონია მათთან დაპირისპირება რამე სასარგებლოს მოუტანს ვლახეთს? ჩვენი ერი საერთოდ გაქრება რუკიდან.
-ყოველ წელს თუ გაუგზავნი მეომრებად 12-13 წლის ბიჭებს ისედაც გავქრებით რუკიდან.-გაბრაზებულმა კარი გამოვიხურე და ცხენს მოვახტი ზურგზე. ტყეში წავედი, ნადირობა ეს ერთადერთი შვება იყო ჩემი სიბრაზის დასაცხრობად. იმ თურქის ცხედართან მივედი, მგლები ჯიჯგნიდნენ მის უსულო სხეულს. აღარ მინადირია, ამ სცენის დანახვის მერე თითქოს შვება ვიგრძენი. მერე გამოვბრუნდი და ილანის სახლის სიახლოვეს დავიწყე ხეტიალი ცხენით. ისიც გამოჩნდა და წყაროსკენ წავიდა კოკით წყლის მოსატანად. ცხენით დავეწიე და გვერდზე ამოვუდექი.
-ასე უნდა მდიო?-დამფრთხალმა შემომხედა, თუმცა მისი თვალები ბრწყინავდნენ.
-გაბრაზებული და გაგიჟებული ვარ, შენი თვალები კი მაწყნარებს.-გავუღიმე და ცხენიდან ჩამოვხტი. გვერდით ამოვუდექი და ისე გავყევი.
-ხომ დაწყნარდი, ახლა წადი.-გაიღიმა.
-წყარომდე გამოგყვები და ერთ კოცნას მოგპარავ.-მის ყურთან დავიჩურჩულე.
-კარგი.-გაეღიმა და ღაწვები შეეფაკლა.
დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთ წყაროზე. მერე კი მოვცილდი და იქვე ჩამოვჯექი.
-რატომ იყავი გაბრაზებული?-გვერდით დამიჯდა.
-თურქები ჩემს თავს ითხოვენ, წასვლა მომიწევს და შენი მიტოვება. -ჩავილაპარაკე და წყაროში მოცურავე ლიფსიტას გავუშტერე თვალი.-პირობა შეიძლება ვერ შევასრულო.-სევდიანი თვალებით შევხედე.
-რომ აღარ დაბრუნდე?-ტირილი დაიწყო.
-დავბრუნდები და ცოლად მოგიყვან. ხომ დამელოდები ილან, ხომ გჯერა ჩემი. დავბრუნდები და ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ, რომ არცერთი ბავშვი აღარ გახდეს თურქების ტყვე.-მისი ატირებული თვალები გულს მიკლავდა. ცრემლები შევუმშრალე და გულში ჩავიკარი.
-ვლად გავიქცეთ, არ წახვიდე.-გულზე მეკვროდა და მისი ცრემლები გულ მკერდს მისველებდა.
-დედაჩემთან მიგიყვან და იქ დაგტოვებ.
-არა, არ შემიძლია.
-იქ მშვიდად იქნები და ჩემს დაბრუნებას დაელოდები.
-კარგად ვიქნები, არ იდარდო. უშენობით გამოწვეულ ტკივილს ვერავინ გამიქრობს.
იმ დღით ტაძარში მივედით. საკურთხევლის წინ ერთმანეთს ერთგულება შევფიცეთ. ტაძრიდან გამოვდიოდით, რომ თომასი შემოდიოდა.
-ილან ეს თომასია, მომავალი მამაო.-გავუღიმე თომასს და ილანი წარვუდგინე.
-ის. ის არის.-შეშინებულმა შეხედა თომასმა ილანს და თვალები აუცრემლიანდა.
-თომას კარგად ხარ?-მხარზე ხელი დავადე ჩემს მეგობარს.
-არა ვლად, კარგად არ ვარ.-იქვე ჩაიმუხლა, თითქოს ძალა წაერთვა. ისევ ილანს გახედა შეშინებული თვალებით და ტირილი აუვარდა.
-მარტო წახვალ სახლში? ჩემი ცხენით წადი.-შევხედე ილანს, მანაც თავი დამიქნია და ტაძარი დატოვა.
-ეს სიზმრები მაგიჟებს.-ლუღლუღებდა თომასი.
-თომას რა სიზმრები? რა გჭირს?-გაბრაზებული ვუყურებდი.
-ვინ იყო?
-ჩემი მომავალი ცოლი.-გავუღიმე თომასს.
-ვლად წადი. მასთან წადი სანამ გაემგზავრები.-ხელით მომიცილა თომასმა და ტაძრიდან თითქმის გამომაგდო.
-თომას, საიდან იცი, რომ მივემგზავრები?-ჩემთვის ჩავილაპარაკე უკვე გზაზე მიმავალმა.
ის დღეები ერთმანეთს არ ვცილდებოდით, დღე ილანით იწყებოდა და მთავრდებოდა. განშორება მძიმე იყო, მიყვარდა და გული მასთან მრჩებოდა, თუმცა მაინც დავემორჩილე მამაჩემს, არ მინდოდა ვინმეს ჩემი შიში ენახა. მეშინოდა, ძალიან მეშინოდა წასვლის, მაგრამ მამაჩემს არ ვათქმევინებდი, რომ მშიშარა ვიყავი. თავაწეული წავედი და გავყევი თურქებს. ჩემთან ერთად ვასილი, რადუ და დრაგომირიც გამოემგზავრნენ.
-ვლად მეშინია, რომ ვეღარ დავბრუნდებით.-ვასილმა ჩაილაპარაკა და უკანასკნელად მოავლო თვალი მშობელ მიწას.
-დავბრუნდებით.-მხარზე ხელი დავადე და ისიც თითქოს ჩემი დაიჯერაო წამოვიდა. მგზავრობა ხანგრძლივი და დამღლელი იყო, მაგრამ რაღაც დროის მერე იმ დამღლელ მგზავრობას ღიმილით ვიხსენებდი. მაშინ ჯერ კიდევ ადამიანი ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა მეგობრებთან ხუმრობის განწყობა, მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა რომ იქ არც ისეთი საშინელება არ დამხვდებოდა რაც დამხვდა.
თურქეთში რომ მივედით იმ ღამით ცა თითქოს ჩამოიქცა. მთელი ღამე წვიმდა და ქარი აწყდებოდა სარკმელს. შევცქეროდი სარკმელს, როგორ აწყდებოდნენ ხის ტოტები და როგორც ცდილობდნენ სარკმელში შემოღწევას.
-ნეტავ სადა ხარ ახლა ილან?- ხის ტოტებს დაუწყე ლაპრაკი.-რა ამბავი მომიტანეთ მისგან?-შევცქეროდი სარკმელს და ილნის ლურჯ თვალებზე ვფიქრობდი. ის რაც აქ ხდებოდა ჯოჯოხეთი იყო. ამაზე უარესი ჯოჯოხეთი უბრალოდ არ არსებობდა ქვეყანაზე. თითქოს უფალიც განურისხდა აქ დატრიალებულ ცოდვებს, თითქოს უფალი ტიროდა ამ ბავშვების ცოდვით. მათთვის სიკვდილი შვება იყო, ისინი ხომ უფალთან მიდიოდნენ, სადაც ბოროტება არ იყო, სადაც არ იყო მურადი და არ იყო მისი ვაჟი მეჰმედი. იმ ღამით ილანზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი დაუსრულებლად. მისი ლურჯი თვალები თვალწინ მიდგა და მაძლიერებდა, რწმენას მიმტკიცებდა, რომ ვიბრძოლებდი და უკან დავბრუნდებოდი.
მეჰმედ II ჩემი ტოლი იყო. თითქმის ერთად ვიყავით სულ თავიდან. მისი ქედმაღლობა და ამპარტავნება მაგიჟებდა, მაგრამ ახლა არ იყო იმის დრო, რომ მე მისთვის რამე დამეშავებინა. მე უნდა შემესწავლა თურქული, ყველას გონებოდა, რომ მათი ერთგული ვიყავი, მესწავლა მათი სუსტი წერტილები და მერე მიმეყენებინა მათთვის დარტყმა. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ვლახ ტყვე ბავშვებს მეომრებად გვამზადებდნენ, დაუნდობლად გვავარჯიშებდნენ და თუ რომელიმე სუსტი აღმოჩნდებოდა გვაიძულებდნენ საკუთარი მოძმეები დაგვეხოცა. არც მე ვიყავი გამონაკლისი, ვიბრძოდი გადარჩენისთვის, ვიბრძოდი იმისთვის, რომ უკან დავბრუნებულიყავი და ეს საშინელება დამესრულებინა. ჩემი ძმა რადუ მეჰმედის ერთგული მეგობარი გახდა, ეს ალბათ მისი სისუსტის ბრალიც იყო. ეშინოდა, რომ ერთ დღესაც ვარჯიშით დაღლილს, ჩვენი ხელით მოუღებდნენ ბოლოს და სხვა სტრატეგია აირჩია. მან ისლამი მიიღო და ქრისტიანობა უარჰყო. მე ვერ ვუღალატე ჩემს ღმერთს, მე ვერ ვუღალატე საკუთარ ხალხს, მე ვერ ვუღალატე საკუთარ პრინციპებს. ახლა აქ ბუდას ციხეში იმდენ საშინელებს ვისმენ საკუთარ თავზე, რომ ბრაზისგან სისხლი მიდუღს. მოღალატეები, მშიშარა და უსუსური ადამიანები ათას საშინელებას ჰყვებიან, სიმართლე კი ერთია. სიმართლე, რომელიც ჩემს გულშია სულ სხვაა.
-ვლად, მიდი დაამტკიცე, რომ კაცი ხარ.-მეუბნებოდა მეჰმედი.-მოკალი შენი მეგობარი, რომ დამიმტკიცო ერთგულება.-ამაზრზენად იცინოდა. ვასილი კი თვალებით მთხოვდა მისი ტანჯვა დამესრულებინა. სარზე ჩამოაცვეს ჩემი უახლოესი მეგობარი. მე კი მაიძულებდა მეჰმედი ჩემი ხელით მომეკლა. ვასილისთვის ასე ყოფა უფრო დიდი სატანჯველი იყო, თვალები დავხუჭე, რომ მომაკდავის თვალები არ დამენახა და ხმალი პირდაპირ გულში გავუყარე. ჩემი უსუსურობა მაცოფებდა, რომ ჩემი ხმალი ახლა მეჰმედის გულს არ აპობდა. ბრაზი მახრჩობდა, მინდოდა მეჰმედი საკუთარი ხელებით დამეგლიჯა იმ დროს. ეს სცენა დაუსრულებლად მეორდებოდა სიზმრებში და მოსვენებას მიკარგავდა. ჩემი სიძულვილი თურქების მიმართ იმ დღით გაასმაგდა. ვასილი მახსენდებოდა, როცა ვლახეთს ვტოვებდით როგორი სევდიანი უყურებდა მშობლირ ქედებს. თითქოს გული უგრძნობდა, რომ ვეღარ იხილავდა მათ.
ვასილის მოკვლის მერე დაუნდობელი გავხდი. როგორც კი შანსი მეძლეოდა ვკლავდი თურქებს დაუნდობლად. ხშირად ვახლდი მეჰმედს ნადირობისას და ნადირთან ერთად ხშირად ვხოცავდი თურქებს უსიერ ტყეში. მეჰმედი ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი და შიში და უნდობლობა იზრდებოდა მისი მხრიდან ჩემს მიმართ, სამაგიეროდ რადუ იყო მისი ერთგული და მყარი დასაყრდენი. საკუთარ ძმასაც ვერ ვენდობოდი, ჩემი შავ ბნელი ზრახვები და საქმეები არც რადუმ იცოდა. ვემზადებოდი, ვალხეთში გამგზავრებისთვის, ვემზადებოდი, რომ მამაჩემს და ჩემს ძმას მირჩას დავეხმარებოდი ოსმალებთან ბრძოლაში. ჩვენ ბევრნი წაგვიყვანეს თურქეთში, ჩემი სოფლიდან ვასილი, მე და დრაგომირი. ვასილი მოკლა მეჰმედმა ჩემთან მეგობრობის გამო. არ მინდოდა დრაგომირიც დამეკარგა.
-მუსულმანობა უნდა მიიღო.-გამოვუცხადე დრაგომირს.
-არ შემიძლია, მეზიზღებიან ისინიც და მათი ღმერთიც. -ზიზღით ჩაილაპარაკა დრაგომირმა.
-გულში ილოცე და იწამე ქრისტე. უნდა დამეხმარო, მეც და საკუთარ თავსაც. მუსულმანობას მიიღებ და მეჰმედის ერთგული მეგობარი გახდები. მაგრამ შენ ჩემს მეგობრად დარჩები და მის ყველა ზრახვას მე გამიმხელ.
-თავად რატომ არ აკეთებ ამას?
-მე თამაში არ შემიძლია, სიბრაზეს ვერ ვთოკავ და თუ მის სიახლოვეს ვიქნები შემომაკვდება. მე კი ვლახეთში უნდა დავბრუნდე.-ილანის ლურჯი თვალები გამახსენდა და სევდიანად გამეღიმა.
-კარგი, რა გეგმა გვაქვს?-დამთანხმდა დრაგომირი.
-მე, შენ და ვასილმა ერთმანეთს ძმობა შევფიცეთ. ვასილის გამო ვალდებულები ვართ შური ვიძიოთ. შენ ინფორმაციას მომაწვდი, საქმეს კი მე გავაკეთებ. შენ არავინ დაგსჯის, სასჯელს მე მივიღებ. იანიჩარები უნდა დავხოცო, ყველა უკლებლივ ვინც ვასილი სარზე აწამა.-ბრაზისგან ძარღვები დამეჭიმა და მუშტები შევკარი.
ასეც მოხდა, დრაგომირი მუსულმანი გახდა. მიყვებოდა მეჰმედის დიად გეგმებზე, თუ როგორ უნდოდა მთელი ევროპა დაემონებინა. მე კი ნელ-ნელა ვუხოცავდი იანიჩარებს. მეჰმედი უკვე ცოფებს ყრიდა, კედლებს აწყდებოდა სიბრაზით, მაგრამ ფაქტები არ ჰქონდა ხელთ, რომ ეს მე გავაკეთე. ეშინოდა და თან ცდილობდა დამახლოვებოდა, მისი ოცნება იყო მის სამსახურში ჩავმდგარიყავი.
თურქეთში ყოფნას ერთი უპირატესობა ჰქონდა. მე მტერი შევისწავლე, ვიცოდი მათი წესები, ვისწავლე მათი ენა. ასევე მასწავლეს მეცნიერება, ფილოსოფია, ხელოვნება. მურადი და მისი შვილი ცდილობდნენ ჩემთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, რათა მომავალში ვლახეთი ჩემი ხელით ჩამებარებინა და მათი ერთგული ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ შეძლეს ჩემთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან ეს მე არ მინდოდა და ბრაზს ვერ ვთოკავდი. რადუ მეჰმედის ერთგული იყო, მას მოეწონა ოსმალები და მათი სარწმუნოებაც.
ერთი წლის შემდეგ უფრო დიდი საშინელება გააკეთა მეჰმედმა.
-წამოდი ვლად, ახალი ტყვე ქალები მოიყვანეს, ავარჩევთ და მე, შენ და რადუ გავერთობით.-მხიარული სახით შემოიჭრა მეჰემდი ჩემს ოთახში.
-არ მინდა.-მკაცრად ჩავილაპარაკე და ზურგი შევაქციე.
-მე მინდა. არ მაინტერებს შენი სურვილები.-ყვირილი დაიწყო მეჰმედმა.
-არ მინდა!-ხმას ავუწიე და მეჰმედს ყელში ვწვდი. ცალი ხელით კედელს ავაკარი, სიბრაზისგან თვალებზე ლიბრი გადამეკრა. ცოტაც და მეჰმედს დავახრჩობდი საკუთარი ხელებით, რომ ზურგში დამარტყეს. დანუდობლად მირტყავდა 5 იანიჩარი კეტებს და ფეხებს. თუმცა მეჰმედის ყელზე შემოხვეულ ჩემს თითებს არ ვხსნიდი, მერე გავითიშე. დიდხანს ვეგდე ბნელ საპყრობილეში დასისხლიანებული. ვეღარ ვუძლებდი, ვეღარ ვთამაშობდი მეჰმედის წინაშე. მაცოფებდა მისი ქედმაღლობა, მისი ოცნება კონსტანტინეპოლის დაპყრობაზე, მისი გეგმები გულს მიჭამდა და სისხლს მიდუღებდა. შიში გამიქრა, იმ დროს ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის. არ მეშინოდა სიკვდილის, სიკვდილი შვება იყო, იმ საშინელების დასასრული, თუმცა ქვად და რკინად ვიქეცი. არ ვკვდებოდი. გამოვჯანმრთელდი და საპყრობილედანაც გამომიყვანეს.
-მიპატიებია.-გამომიცხადა მეჰმედმა.-შენნაირი მებრძოლები მჭირდება, რომ ჩემი დიდება გაამყარონ. ჩემს წინაშე ქედს მოიხრი და ქრისტიანებთან ბრძოლაში ჩემს გვერდით იქნები.
ხმა არ ამომიღია, არც შემიხედავს. მშიერს და დასუსტებულს თავი არ მქონდა არაფრის. როცა მოვკეთდი ისევ დამიბარა მეჰმედმა, უამრავი ტყვე იყო მის გარშემო, ის კი ისევ ჩემით ერთობოდა.
-წამოდი.-მანიშნა გავყოლოდი და სასახლე დავტოვეთ. განცალკევებით მდგომ სახლში მიმიყვანა, რადუც იქ იყო და კიდევ მისი რამდენიმე ერთგული მეგობარი. -ის ქალები აქ არიან.-ამაზრზენად გაიღიმა და დიდ ოთახში შევიდა, სადაც რამდენიმე ძვირფას კაბაში გამოწყობილი გოგონა იყო. თითქმის ბავშვები იყვნენ, 13-14 წლის გოგონები.-შენ იქიდან აარჩიე მიდი, მეორე ოთახში მყოფ ატირებულ გოგონებზე მანიშნა და მხარი გამკრა მეჰმედმა.-ჩემი საჩუქარია შერიგების.
ადგილზე გავიყინე, მინდოდა მოვმკვდარიყავი იმ დროს. ილანი დავინახე იმ გოგონების გვერდით, სადაც მეჰმედი შევიდა. მისკენ წავედი, გაუაზრებლად. ეს მე არ მივდიოდი, ჩემი ფეხები თავისით მიდიოდნენ მისკენ. მის წინ ვიდექი, არ ვიცოდი რა მეღონა, რომ მათგან დამეცვა. ხელი მოვკიდე და დავიჩურჩულე:“მაპატიე“.
-მეშინია.-თვალცრემლიანმა შემომხედა.
-ეგ გოგონები ყველა ჩემია.-დაიძახა მეჰმედმა.-ახლებიდან აარჩიე.-ჩაილაპარაკა და იმ წუთას ილანთან მოვიდა.
-არ მიეკარო.-კბილებში გამოვცერი, ისე რომ ილანისთვის ხელი არ გამიშვია.
-ორივე გაიყვანეთ.-ბრძანება გასცა და იანიჩარებიც მომცვივდნენ. ისევ დავკარგე კონტროლი, მოსალოდნელმა შიშმა მხეცად მაქცია, მახსოვს უსულო იანიჩარები როგორ ეყარნენ იატაკზე, გოგონები კი ტიროდნენ. მერე მახსოვს ილანის თვალები, შველას მთხოვდნენ. -ის ჩემია ვლად, დიდი ხანია ჩემთან იზიარებს სარეცელს.-გადაიხარხარა მეჰმედმა. იმ წუთას მინდოდა მისი მოკვლა და რაც დრო გადიოდა მისი სისხლი უფრო მეტაც მწყუროდა. -თავი დახარე და ხელზე მეამბორე.-ილანს დაუყვირა.- ილანმა კი სახეში შეაფურთხა. მერე ბრძანა მისთვის ლურსმნები მოეტანათ და ილანს ჩემს თვალწინ ლურსმნები თავში ჩაარჭო და ისე მოკლა. ვღრიალებდი, თავი აღარ მქონდა ღრიალის. ხელები შემიკრეს და ისე დამაგდეს იატაკზე. ვუყურებდი ილანის უსიცოცხლო თვალებს და ჩემი ზიზღი მეჰმედის მიმართ უფრო და უფრო იზრდებოდა.
-მბრძანებელო თქვენმა ხარჭამ ვაჟი გააჩინა.-ერთ-ერთი იანიჩარი შემოვარდა ოთახში და მეჰმედს გამოუცხადა.
-ხედავ ვლად.-გადაიხარხარა.-ქრისტიანების ხოცვისთვის უფალი მასაჩუქრებს.-ისევ გაიცინა და ოთახიდან გავიდა. ისევ დაბმული ვიყავი, ილანის უსიცოცხლო სხეული კი იატაკზე ეგდო და მისი თვალები ყინულივით გაქვავებულიყვნენ.
-ილან.-დავიჩურჩულე.-დაგპირდი დაგიცავდი და ვერ დაგიცავი.-ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც, თითქოს მახრჩობდნენ, ვეღარ ვსუნთქავდი. ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მკლავებზე რკინის მარწუხები მეკვროდა და კანს მისერავდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. ვგრძნობდი გულიდან წამოსულ საშინელ ტკივილს, რომელიც სუნთქვის საშულებას არ მაძლევდა. ვოცნებობდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო, ვოცნებობდი, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო. არ ვიცი რამდენ ხანი ვიყავით ასე, კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. ილანთან მივიდა და თვალები დაუხუჭა, მის ნაზ და თლილ თითებს ვუყურებდი, თითებიდან მზერა მის თვალებზე გადავიტანე, შავი და უძირო თვალები ჰქონდა, დიდი ტკივილით სავსე. მასაც ძვირფასი სამოსი ეცვა, ისე შემოვიდა ოთახში მეგონა ანგელოზი შემოფრინდა.
-ვწუხვარ.-ჩაილაპარაკა და ჩემსკენ წამოვიდა.-რამით შემიძლია დაგეხმარო?-თავზე გადამისვა ხელი.-ის წავიდა, იანიჩარებიც გაჰყვნენ, რამდენიმე მსახურია მხოლოდ.-უცნაური აქცენტი ჰქონდა, თურქი აშკარად არ იყო. დაბმული ვიყავი, ისე მქონდა ბორკილები ხელზე შემოხვული, რომ ვერ ვამოძრავებდი.-დაგეხმარები წამოდგომაში.-მხარში ამომიდგა და წამომაყენა, მერე კი სკამი მოიტანა და იქ დამსვა.
-ვინ ხარ?-შევეკითხე გაყინული ხმით, ისევ იატაკზე მწოლიარე ილანის უსიცოცხლო სხეულს შევყურებდი.
-არავინ, მონა, რომელიც სიკვდილს ნატრობს.-ჩაილაპარაკა სევდიანად.
-მარტო დამტოვე. მის სხეულს წამართმევენ და დატირებასაც ვერ შევძლებ.-ცივი ხმით ჩავილაპარაკე.
-კარგი.-ხელები ყელზე მომხვია, ვიგრძენი მისი ცრემელები ჩემს მხარზე.-არ დანებდე ტკივილს, იბრძოლე ბოლო ამოსუნთქვამდე.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა, მომცილდა და ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე საათი ვუცქეროდი ილანის უსიცოცხლო სხეულს, სანამ არ მოვიდნენ და ისევ ბნელ საპყრობილეში არ ჩამაგდეს. დამტოვეს ჩემს ტკივილთან მარტო. გამეტებით ვურტყავდი მუშტებს კედლებს, ხელებზე ძვლები მეტყობოდა უკვე, სისხლი გამდიოდა ხელებიდან, მაგრამ ეს ტკივილი იმ ტკივილს ვერ ფარავდა რასაც გულში ვგრძნობდი. რამდენიმე კვირის მერე მკურნალი მოვიდა და მალამოს მისმევდა. საჭმელიც უხვად მოჰქონდათ.
-ძალიან რისკავს შენს გამო, ბედნიერი უნდა იყო ასეთ ქალს, რომ უყვარხარ.-ბოლო ვიზიტისას ჩაილაპარაკა მკურნალმა.
-ვის გულისხმობთ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-საიდუმლოა.-გამიღიმა და ციხე დატოვა. მაშინ ვფიქრობდი, რომ დრაგომირის ხელი ერია ამ საქმეში. მალე ციხიდანაც გამომიყვანეს და წამიყვანეს ბნელ სარდაფებში, სადაც მორიგი საშინელება ხდებოდა. სასაკლაო, სადაც ერთი უნდა გადარჩენილიყო მხოლოდ, ის ვინც ყველაზე ძლიერი და ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდებოდა. ისევ გადავრჩი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. დრაგომირი ღამით მოვიდა მალულად ჩემს სანახავად.
-ვლად მეგობარო.-გადამეხვია.-როგორ ხარ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-დაივიწყე, ის გოგო დაივიწყე. იმდენი გოგოა ამ დღეში ვერ დათვლი, ყველას ვერ უშველი ვლად, შენ კი თავს დაიღუპავ.-მარწმუნებდა დრაგომირი.
-ის ილანი იყო, მე მას ერთგულება და ჩემი სიყვარული შევფიცე. მან ის ჩემს თვალწინ..-სათქმელი ვერ დავასრულე ტირილი ამივარდა.
-მას ერთი ქალი უყვარს. სიგიჟემდე უყვარს, ის მისი ხარჭაა, მაგრამ სძულს მეჰმედი. საჭურისები ჭორაობდნენ, რომ სულ ტირის და ეზიზღება მეჰმედი.-მიყვებოდა დრაგომირი მეჰმედის დიდ სიყვარულზე.-მეჰმედმა რამდენჯერმე ახსენა ის, ხშირად მინახავს სევდიანი მის გამო.
-ისევე მოვუკლავ სიყვარულს, როგორც მე მომიკლა.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-მას მეჰმედი სძულს, თავის უბედურებაც ეყოფა.-გაბრაზებულმა შემომხედა დრაგომირმა.-მას თუ რამეს დაუშავებ მეჰმედზე უარესი იქნები ვლად, ღირს მის გამო ქრისტიანის მოკვლა?
-ისევე ვატკენ, როგორც მე მტკივა.-დავიმუქრე.-შენ აგზავნიდი მკურნალს?-შევხედე დრაგომირს.
-არა. მეჰმედი სულ მითვალთვაებდა, ვერ მოვახერხე შენი დახმარება.
-აბა ვინ იყო, ვინ მიგზავნიდა მკურნალს და საკვებს?-გაოცებულმა შევხედე დრაგომირს.
-ვეცდები გავარკვიო. როგორც ჩანს მეგობარი გყავს აქ და არ იცი.-გამიღიმა დრაგომირმა.-იქნებ რადუმ?
-არა. რადუ გამორიცხულია, ის მეჰმედის ერთგული ლაქიაა.
-მაშინ გავარკვიოთ ვინ იყო.
-შენ გაარკვიე, მე სხვა საქმე მაქვს.-ჩავილაპარაკე და იმ ქალის შესახებ ყველაფერი გავარკვიე მეჰმედის დიდ სიყვარულს რომ ეძახდა ყველა. მეჰმედთან ერთად გამოვიდა სასეირნოდ, ქალღმერთს ჰგავდა, გრძელი წაბლისფერი თმა ეყარა მხრებზე, სიცივისაგან ლოყები წითლად შეფაკლოდა, მხრებზე ბეწვის ქურქი ჰქონდა მოხვეული, თუმცა ცხენზე მჯდომარესაც შეატყობდით უნაკლო აღნაგობას. გაშტერებული ვუყურებდი დიდი ხნის განმავლობაში და თვალს ვერ ვწყვეტდი. ვერ მოვახერხე მისი ხელში ჩაგდება. მეჰმედმა თითქოს დამივიწყა, ამ ქალით იყო გატაცებული და მე ყურადღების მიღმა დავრჩი. ეს ქალი ძალიან მეცნობოდა და არ ვიცოდი სად მყავდა ნანახი.
-ღმერთო რა ლამაზია.-ჩემდა უნებურად აღმომხდა.-იმ ძაღლს უმართლებს, მაგრამ წაგართმევ სიყვარულს ისე როგორც მე წამართვი.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა. რაღაც მჭირდა, ამ გოგოს დანახვაზე გული მიჩქარდებოდა და სუნთქვა მიჭირდა. რამდენჯერმე დააფიქსირა ჩემი მზერა, იცოდა, რომ ვუთვალთვალებდი და ჩუმად იყო. ორი კვირა დავყვებოდი აჩრდილივით, ყოველ ჯერზე მხედავდა და არ იმჩნევდა, მარტო არასდროს იყო, სულ ახლდნენ თან. სასეირნოდ, რომ გამოდიოდა თვალებით თითქოს მეძებდა, ჩემს მზერას დააფიქსირებდა, გაიღიმებდა და გზას აგრძელებდა.
-მბრძანებელო მამათქვენი გიბარებთ, სასწრაფოდ.-მსახური წამოეწია მეჰმედს და გულამოვარდნილმა მოახსენა მურადის მოსვლის ამბავი. მეჰმედმა ცხენი მოატრიალა, ისე რომ თანამგზავრისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ცხენი სასახლისკენ გააჭენა. ქალმა კი თითქოს დრო იხელთა და ტყეში შევიდა ცხენით, უცებ მიეფარა თვალს. სწრაფად ავედევნე, დიდი ხნის ძებნის მერე დავინახე, სასახლიდან დიდ მანძილზე იყო მოშორებული უკვე. წინ გადავუდექი და მისი ცხენის აღვირს ხელი წავავლე.
-მან გამოგგზავნა?-ზიზღით ჩაილაპარაკა, მერე შემომხედა, თითქოს ახლობელი დაინახაო, გამიღიმა და სახე გაუნათდა.
-მან არა, მაგრამ მე გავუგზავნი მას შენს თავს.-შევხედე ირონიით.
-იქნებ შვებაა ეგ ჩემთვის.-გაეღიმა.-მიდი მომკალი და დაასრულე ჩემი ტანჯვა, ამას თავად ვერ ვაკეთებ, რადგან რწმენა არ მაძლევს უფლებას თავი მოვიკლა.-ამაყად იდგა და წარბიც არ შეუხრია.
-კარგი.-ხმალი შევმართე, მერე მის გულზე დაკიდებული ჯვარი დავინახე, თვალებში ჩავხედე და იქ საკუთარი თვალები დავინახე. ისეთივე ტკივილით და რისხვით სავსე. მერე დრაგომირის სიტყვები გამახსენდა:“ შენც მას დაემსგავსები.“ და ხმალი ხელიდან გამივარდა.
-რატომ არ მკლავ? მიდი მომკალი და გაამწარე მეჰმედი.-ირონიულად მიმზერდა, ისე, რომ თვალი არ დაუხამხამებია.
-რატომ მეცნობი ასე?-ჩავილაპარაკე და მის შავ თვალებში ისევ ჩავიძირე, ხელი ნერვიულად მოისვა ყელზე, თვალი მისი თითებისკენ გამექცა და მასში ის გოგო ამოვიცანი რომელიც ილანის სიკვდილის დღეს ერთადერთი თანაზიარი იყო ჩემი ტკივილის. ცხენიდან ჩამოვხტი, მიწაზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. მეც მეჰმედს დავემსგავსე, კაცს, რომელიც მძულდა.-ააააააააააა.-არაადამინური ღრიალი აღმომხდა.-მე არ ვარ მისნაირი, არ შემიძლია.-ხმალს ხელი მოვკიდე და ისევ ცხენს მოვახტი. ის იყო უნდა წავსულიყავი, რომ..
-გაჩერდი. მისი გამწარება თუ გინდა წამიყვანე. ჩემი მოკვლით ვერ გაამწარებ, ჩემს თავს თუ წაართმევ ეს გაამწარებს მას. კარგად ვიცნობ შენს მტერს, მეც მძულს ის და დაგეხმარები.-მომაძახა უკნიდან.
-სად წაგიყვანო, როცა მე თავად მისი ტყვე ვარ?-უძლურება გულს მიჭამდა.
-გადამმალე, სადმე. არ დავბრუნდები და გთხოვ დამეხმარე, ან მომკალი. არ შემიძლია დაბრუნება, მისი ყოველი შეხება მძულს.-თვალები აუცრემლიანდა და ცხენიდან ჩამოვიდა. იქვე მიწაზე ჩამოჯდა და გულამომჯდარმა დაიწყო ტირილი. არ ვიცი რა დამემართა, ვერ დავტოვე, ჩამოვედი ცხენიდან და გვერდით მივუჯექი.
-რა გქვია?-გაუაზრებლად დავუსვი შეკითხვა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
-მარია. მეჰმედი ფატმა ხათუნს მეძახის.-ტირილით ამოილაპარაკა.
-მარია, როგორც ღვთისმშობელს.-გამეღიმა.-კათოლიკე ხარ, თუ...
-მართლმადიდებელი ვარ.-შემომხედა თვალცრემლიანმა.
-სად დაიბადე?-კვლავ ვაგრძელებდი კითხვებს.
-სერბეთში, ქალაქ ბანსიფში (ახლანდელი პანჩევო), ჩემი ქალაქი ბელგრადთან არის ახლოს. შენ სად დაიბადე?-გულზე დაკიდებულ ჩემს ჯვარს ხელი მოჰკიდა და ცრემლიანი თვალები შემომანათა.
-მეც მართლმადიდებელი ქრისტინი ვარ, ტრანსილვანიაში დავიბადე, ისე ვლახეთიდან ვარ.-სევდიანად გავუღიმე.-რამდენიმე წუთის წინ შენი მოკვლა მინდოდა. ქრისტიან მართლმადიდებელს ვკლავდი ურჯულო ძაღლის გამო.
-დავივიწყოთ.-ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა.
-წამოდი.-ხელი მოვკიდე წელზე და ჩემს ცხენზე შევსვი. მის ცხენს ფეხი ხმლით გადავუსერე, მერე კი მათრახი შემოვცხე, ისიც წამში გაიქცა და გეზი სასახლისკენ აიღო. ჩემს ცხენს მოვახტი და ტყის განაპირას, ერთ სოფელში მივიყვანე ერთ მოხუც ქალთან. როცა ცუდად ვიყავი ამ ქალთან მოვდიოდი, ყოველთვის კეთილად მექცეოდა. მითხრა, რომ ისიც ტყვე იყო ერთ დროს და ახლა აქ ცხოვრობდა, მასაც ჯვარი ეკიდა და გულით ქრისტიანულ რწმენას ატარებდა.
-გთხოვ შეიფარეთ.-ვთხოვე ქალს და ოქროს მონეტა ხელის გულში ჩავუდე.
-შევიფარებ.-გამიღიმა და თავისი დამჭკნარი ხელი მარიას თავზე გადაუსვა.
-ცხენს ხმალით რატომ დაუსერე ფეხი?-შემომხედა მარიამ.
-იმიტომ, რომ იფიქრონ სადმე გადმოგადო და მკვდრის ძებნა დაიწყონ და არა ცოცხალი ადამიანის.
-მადლობა დახმარებისთვის.-საშინლად მწველი მზერა ჰქონდა, ისეთი გულამდე რომ აღწევდა.
-მადლობა შენ.-ხელები მოვხვიე და გულში ბავშვივით ჩავიკარი ეს უცხო ქალი. იქნებ იმ სითბოს ვეძებდი მასში რაც ილანის სიკვდილის დღეს გამინაწილა. თითქოს გავთბი, თითქოს გაყუჩდა ის ტკივილიც და სიბრაზეც გაქრა. რაც აქ ვიყავი პირველად ვიგრძენი, რომ ისევ ადამიანი ვარ და არა ცხოველი.
მარია გადავმალე. მეჰმედი გაცოფებული დაეძებდა მარიას, მაგრამ ვერსად მიაგნო და ირწმუნა, რომ ის დაიღუპა.
მეჰმედ II ტახტიდან ჩამოვიდა, რადგან მტრის შემოსევა ვერ მოიგერია, მან თავად სთხოვა მამამისს მურად II -ს სამეფო ტახტი დაეკავებინა. ამას მოჰყვა შეთანხმება უნგრეთის მეფესა და მურად II-ს შორის. უნგრეთის მეფემ გამოგვისყიდა ტყვეობიდან მე და რადუ. რადუ არ წამოვიდა და მეჰმედთან დარჩა, დრაგომირი მე დავტოვე იქ თავად. მხოლოდ მე გამოვემგზავრე ვლახეთში 1448 წელს. დრაგომირს დავემშვიდობე, ჩვენი შეთანხმება ასეთი იყო, მეჰმედის ყველა ნაბიჯი უნდა მცოდნოდა, ყველა გეგმა. ამაზე დრაგომირი იზრუნებდა და მშობლიურ ენაზე თურქული ასოებით დაწერილ წერილებს მომწერდა, რომ ვერავის ვერ გაეგო ვერაფერი. მარიაც წამოვიყვანე ვლახეთში ჩუმად ისე რომ არავინ არაფერი იცოდა. ჩემს სოფელში მივედი და მარია დედაჩემის სახლის გვერდით პატარა სახლში დავაბინავე. რადუმაც არ იცოდა არაფერი მარიას შესახებ.
-მადლობა.-თვალცრემლიანი მიღიმოდა მარია.
-რატომ არ გინდა სამშობლოში გაგზავნო?-შევხედე მარიას.
-არ შემიძლია. მე მეჰმედის ხარჭა ვიყავი. შერცხვენილი და განადგურებული იქ ვერ დავბრუნდები.-სევდიანად შემომხედა.-თანაც იქ არავინ დამრჩა.
-მაშინ აქ გაგათხოვებ.-გავუღიმე.
-არა.-ჩაილაპარაკა და ზურგი შემაქცია.
-ყველა მისნაირი არ არის?-მხარზე ხელი დავადე და ჩემსკენ შემოვაბრუნე.
-იმ საღამოს, იმ გოგოს რომ იცავდი მეც იქ ვიყავი.-ცრემლიანი თვალებით შემომხედა.-სადაც არ უნდა იყოს ბედნიერი იქნება რადგან იცის, რომ ძალიან გიყვარდა.
-ვერ დავიცავი.-თვალები ამიცრემლიანდა.
-შენ ყველაფერი გააკეთე.-მოზრდილ წვერზე ხელის გული ჩამომისვა.-თავი არ დაიდანაშაულო, რომ ვერ დაიცავი.
-შეწყვიტე!-გული შემეკუმშა, კვლავ ისეთივე ტკივილს ვგრძნობდი, როგორც მაშინ და დავიყვირე.-შეწყვიტე! აღარ მინდა მასზე ლაპარაკი.-გულზე ხელი მივიჭირე და იქვე მდგარ ხის სკამზე მოწყვეტით დავჯექი.
-ვლად, კარგად ხარ?-შეშინებული მიყურებდა, წყალი მომიტანა და საკუთარი ხელით დამალევინა.-გპირდები აღარ ვილაპარაკებ მასზე.-თვალცრემლიანი მიყურებდა.
-მაპატიე.-ცოტა აზრზე, რომ მოვედი დამნაშავე თვალებით შევხედე.-ჩუმად რატომ ხარ?
-არ მინდა რამე არასწორად ვთქვა.-თვალები აუცრემლიანდა.-არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
-მაპატიე.-თავი დავხარე დამნაშავე ბავშვივით.-მე წავალ, მოეწყვე და მოვალ მერე. თუ რამე დაგჭირდება ყველაფერს მოგიტან.
-სასახლეში შეიძლება..-გაჩუმდა და ზურგი შემაქცია.
-აქ უკეთ იქნები.-ხელი მის თმასთან მივიტანე, მინდოდა თმაზე მოვფერებოდი, მაგრამ ხელი უღონოდ დავუშვი დაბლა. არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლი არ უნდა დამეკარგა.-პირველად რომ დაგინახე გავიფიქრე რომ მეჰემდს ძალიან გაუმართლა.-გულახდილად გავუმხილე ჩემი ფიქრები და სახლი დავტოვე.

მარია,
მე მარია პანიჩი ვარ. დავიბადე სერბეთის პატარა ქალაქ ბანსიფში. მამაჩემი გიორგი მღვდელი იყო, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვას აღავლენდა. ექვსი ძმა მყავდა, ყველაზე პატარა მე ვიყავი. მამა გოგოზე ოცნებობდა, მაგრამ ჩემი დაბადებაც ტრაგედია იყო ოჯახისთვის. დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. მამამ მარიამი დამარქვა, როგორც ღვთისმშობელს. ჩემი ძმები ძალიან მანებივრებდნენ, მაგრამ ისე ვიზრდებოდი, როგორც ბიჭი. მახსოვს ნაწნავები, რომ მოვიჭერი და ბიჭივით შევიჭერი თმა მამა როგორ გამიბრაზდა.
-მარიამ, ქალს როდისმე დამსგავსები? ბებია ვეღარ გივლით, ცოტა შენც მოეხმარე მოხუცს რამეში.-ბრაზობდა მამა.
-მეხმარება გიორგი, დაანებე თავი, ჯერ ბავშვია.-მიცავდა ჩემი მოხუცი.
-მამა მშვილდის სროლა ვასწავლეთ.-იცინოდა ჩემი უფროსი ძმა დუშკო.
-მე კი ხმლით ბრძოლა.-მას ლუკა აჰყვა.
-თქვენ სულ გაგიჟდით?-დაუყვირა მამამ.-ხვალიდან არ დავინახო ცხენზე დაჯდეს, ან კაცის ტანსაცმელი ჩაიცვას. იცოდეთ თქვენ დაგსჯით.-დაემუქრა ჩემს ძმებს.
-ტყუილად ნატრობდა გოგოს.-გაეცინა ლაზარეს, ეს მგონი ექვსივეს გვაჯობებს.-ჩაილაპარაკა და ბიჭებმაც სიცილი აიტეხეს.
ის ბედნიერი დრო იყო, ძალიან ბედნიერი. ერთი კვირის მერე ჩვენს ქალქს თურქები დაესხნე თავს, ტაძარი დაარბიეს. მამაჩემი წინ აღუდგა ბარბაროსებს და ჯვარცმაზე შუბით მიაჭედეს. ხმაურზე ტაძრისკენ გავიქეცით მე და ლაზარე და იქ ნამდვილი საშინელება დაგვხვდა. ჩემი ხუთი ძმა ბრძოლის ქარცეცხლში იყვნენ, მაშინ გავიყინე, ვეღარ ვინძრეოდი. ლაზარე 14 წლის იყო, დაიჭირეს და ტყვედ წაიყვანეს, ხოლო დანარჩენები ადგილზე შეაკვდნენ ბრძოლისას თურქებს. ვუყურებდი როგორ ეცემოდნენ ჩემი ძმები სათითაოდ და მე მათ ვერ ვშველოდი. ლაზარეს გადარჩენა მინდოდა და მათ ცხენით გავეკიდე. პირველად მოვკალი, მშვილდი ვესოლე თურქებს და ორი კაცი მოვკალი. მერე მეც შემიპყრეს, ჩემი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ კარგ ფასად გამყიდიდნენ და მეც ტყვედ გამყიდეს. ორი დღის მერე მეჰმედს მიჰგვარეს ჩემი თავი. სუსტი აღმოვჩნდი, მინდოდა და საშუალება არ მომცეს. მეჰმედის ხარჭად მაქციეს. ზედმეტად გატაცებული იყო ჩემით. ხშირად მიბარებდა და ყოველ მისვლაზე საკუთარი თავი მძულდა. ჩემი ოჯახის განადგურებაში ის იყო დამანაშავე და მძულდა მთელი არსებით.
-ჩუმად რატომ ხარ? შეგიძლია ილაპარაკო, ვიცი ჩვენი ენა იცი.-მითხრა მეჰმედმა ერთ ერთი სტუმრობისას. კარგი განათლება მქონდა მიღებული, მამა ბევრს მამეცადინებდა, რამდენიმე ენა შემასწავლა, მათ შორის თურქულიც.
-ურჩხული ხარ.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-ჰა, ჰა, ჰა..-ხმამაღლა გადაიხარხარა.-ურჩხული ნამდვილად ვარ.-ისევ აგრძელებდა სიცილს.
-ის, მოკალით?-თვალცრემლიანმა შევხედე.
-ვისზე ლაპარაკობ?
-იმ ბიჭზე, თავის სიყვარულს, რომ თქვენგან იცავდა.-შევხედე თვალცრემლიანმა.
-არ მომიკითხავს.-სივრცეს გახედა.-ის ჩემი ტყვეა, მორჩილებას უნდა მიცხადებდეს, ის კი უბრალოდ..-გაჩუმდა და იქვე მდგარ ვაზას ხელი გაჰკრა, ვაზა ზრიალით დავარდა იატაკზე და ნაწილებად გაიფანტა.-ისე მიყურებს, თითქოს ის არის მბრძანებელი. დიახ, მე ურჩხული ვარ, მოვუკალი სიყვარული და ამას ვაყურებინე.-დაიყვირა. სახეზე ზიზღი გამომესახა.-გძულვარ, გეზიზღები, მაგრამ იცოდე შენც მე მეკუთვნი.-თითი დამიქნია.
-ეშმაკით ხარ შეპყრობილი, თუ გგონია ჩემს სიცოცხლეს რამე ფასი აქვს ცდები. მადლობელი ვიქნები თუ მეც მომკლავ.-ისევ ზიზღით ვუყურებდი.
-შენ არ მოგკლავ, ჯერ მჭირდები. ზედმეტად მომწონხარ ძვირფასო.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და მერე ხმამაღლა გაიცინა.
ვლადი პირველად, რომ დავინახე, მის გულზე დაკიდებული ჯვარი შევნიშნე და თითქოს მხსნელი დავინახე მე, ტყვე ქალმა მასში. ის კი სხვა გოგოსკენ წავიდა და იქ საშინელება დაატრილა. ის სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ვლადს და მისი გულისთვის დაუნდობლად იბრძოდა.
ჰარამხანაში გავარკვიე, რომ ის ვლახეთიდან იყო, რომ ის ვლახეთის უფლისწული იყო. მალე ისიც გავარკვიე რომ ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი და რომ ძალიან ცუდად იყო. მეჰმედის ნაჩუქარი ძვირფასი სამაჯური საჭურისს მივეცი.
-გთხოვ მოახერხე და ციხეში ინახულე. მკურნალიც მიუყვანეთ თუ საჭიროა. უფრო გულუხვი ვიქნები გპირდები.
-მბრძანებელი მომკლავს, რომ გაიგოს.-შეშინებული მიყურებდა საჭურისი.
-ვერაფერს გაიგებს, გპირდები ვერ გაიგებს, გთხოვ.-თვალცრემლიანი ვუყურებდი.-შენც ტყვე ხარ, მათ ჩაგაგდეს ამ დღეში, ერთხელ მაინც წადი მათ წინააღმდეგ, ოდესღაც შენც ქრისტინი იქნებოდი, უფლის სახელით, შეიბრალე გთხოვ. გაყიდე ეს სამაჯური, საკმაო თანხას მოგცმენ და მოისყიდე მცველები.-ვემუდარებოდი საჭურისს.
-საყურეებიც.-ჩემს საყურეებს გაუშტერა თვალი. არც დავფიქრებულვარ, ისე მოვიხსენი და ხელში ჩავუდე.
-კიდევ დაგასაჩუქრებ გპირდები.-მადლიერი თვალებით ვუყურებდი საჭურისს.
-კარგი.-გამომართვა სამაჯური და საყურები და წავიდა. რამდენიმე დღის მერე მითხრა, რომ უმკურნალეს და კარგად იყო. იმ დღით ღიმილი არ მცილდებოდა სახიდან. იმ საღამოს მეჰმედმა მიხმო. ჩემი ბედნიერი ღიმილი არ გამოჰპარვია.
-რა გიხარია?-შემომხედა გაკვივებულმა და თავადაც გახარებულმა შემომხედა.
-რომ მიხმეთ.-ურცხვად მოვიტყუე, რომ მისი გული მომეგო.-რაღაც მინდა გთხოვო.-გვერდით მივუჯექი მეჰმედს და თვალებში ჩავხედე.-მინდა შენი გულიდან ბოროტება გავაქრო.-ხელი მკერდზე დავადე.- გამოიჩინე სიკეთე და ნუ სჯი შენს ტყვეებს.
-ვისზე დარდობს ჩემი გულის ბატონი?-ირონიულად შემომხედა.
-ის გოგო, ჩემი მეგობარი იყო.-ისევ ურცხვად ვტყუოდი.-თუ გინდა ჩემი გული მოიგო მისი შეყვარებული შეიბრალე. ის მოკალი, მეც გული მომიკალი.
-ის ვლახი იყო, შენ სერბი..
-დავმეგობრდით.. ერთი ტკივილი გვქონდა და დავმეგობრდით.-თვალ ცრემლიანმა შევხედე.
-შემიყვარებ?-ლოყაზე ხელი ჩამომისვა. მისი ყოველი შეხება მანადგურებდა, მაგრამ თავი დავუქნიე.
-როგორ შეგიყვარო, როცა ვუყურებ, რომ მხოლოდ საშინელებებს სჩადიხარ. დამანახე, რომ სიკეთეც არის ამ გულში.-გულზე ხელი მივადე.
-გავანთავისუფლებ.-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და კვლავ მის მკლავებში აღმოვჩნდი. ჰარამხანაში დაბრუნებული მთელი ღამე ვტიროდი. მეზიზღებოდა საკუთარი თავი, მეზიზღებოდა მეჰმედი იმ ტკივილისთვის რასაც მაყენებდა.
ორი დღის მერე საჭურისისგან გავიგე, რომ ვლადი უკეთ იყო.
დავადგინე ლაზარეს ადგილსამყოფელიც, ერთ ერთმა თურქმა დიდებულმა იყიდა. წერილი მივწერე და ოქრო გავუგზავნე მეჰმედის სახელით. წერილზე მეჰმედის ბეჭედი დავარტყი ჩუმად, მერე კი მისი ბეჭედი მოვიპარე. მთელი ჰარამხანა გაჩხრიკეს და ბეჭედს ვერ მიაგნეს. ბეჭედი მეჰმედის ოთახში დავმალე. მეჰმედმა დაიჯერა რომ დაკარგა და აღარ უძებნია. ახალი დაამზადებინა ოქრომჭედელს. ძებნას, რომ თავი დაანებეს მაშინ ავიღე სამალავიდან და საგულდაგულოდ დავმალე ბეჭედი. ლაზარე გამოვისყიდე, თურქი ვაჭრები უნგრეთში მიდიოდნენ და მათ გავაყოლე, ისე, რომ ერთადერთი ჩემი ცოცხალი ძმა ვერ ვნახე.
ხშირად ვსეირნობდი და ვგრძობდი ვიღაც დაჟინებით მიმზერდა. ეს ვლადი იყო, სულ უკან დამყვებოდა. ვერ ვხვდებოდი რატომ, მაგრამ გული საგულედან ამოვარდნას მქონდა. მისი მწველი მზერა ჩემს გულამდე აღწევდა და მასზე ოცნებას მაიძულებდა. არ ვიცი რა მჭირდა, ის დიდი ტკივილი რაც გადავიტანე მისი გამოჩენის მერე თითქოს განელდა. სიცოცხლის გაგრძელების მიზეზი მომეცა და ეს მიზეზი ვლადი იყო. სასეირნოდ გამოვდიოდი, რომ მისი მწვანე თვალები კვლავ მეხილა სულს და გულს ასე რომ მიფორიაქებდა.
მეჰმედმა სახელმწიფოზე კონტროლი დაკარგა, მამამისს მისწერა და სთხოვა ისევ ასულიყო სამეფო ტახტზე, რადგან მტერი ვერ დაამარცხა.
-ახლა მეტი დრო მექნება შენთვის.-გამიღიმა მეჰმედმა.-წამოდი გვისეირნოთ.-ცხენებით დავტოვეთ სასახლე, კარგა მანძილზე ვიყავით წასული, რომ მსახური წამოგვეწია და მეჰმედს მურად II მობრძანება აცნობა. მეჰმედმა უცებ მიაბრუნა ცხენი და ჩემი იქ ყოფნა დაავიწყდა. სწრაფად გავაჭენე ცხენი ტყისკენ, ისე, რომ იანიჩარებისთვისაც შეუმჩნეველი დავრჩი. მივაქროლებდი ცხენს, რომ წინ ვლადი გადამიდგა. ჩემმა გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა. საკუთარ სისხლძარღვებში სისხლის ხმა მესმოდა. მან ხმალი შემართა ჩემს მოსაკლავად, იმ დროს მისი ხელით ჩემი სიკვდილი ნამდვილი შვება იყო, მაგრამ მაინც გადავრჩი. არ მომკლა. ახლა ვლხეთში ვიყავი, მისი მფარველობის ქვეშ და უფრო ცუდად ვიყავი. სიგიჟემდე მიყვარდა ეს კაცი, მისთვის სიცოცხლეს დაუფიქრებლად გავწირავდი. ის კი ზრუნავდა ჩემზე, ისე როგორც იზრუნებდა საკუთარ დაზე, ან დედაზე. ხშირად მოდიოდა, მისი მშობლიური კერაც იქ იყო, არ ვიცი დაკარგულ ბავშვობას იხსენებდა, თუ ჩემზე ზრუნვას მოჰყავდა იქ მაგრამ მოდიოდა. იმდენჯერ მინატრია იმ დღეს რომ მოვეკალი ვერ დავთვლი. მეჰმედის გვერდით ჩემი არსებობა ისე არ მტკიოდა, ვიდრე ვლადის სიახლოვე და სიშორე.
ვლადი,
-ბოიარებმა (თავადები ვლახეთში) ღალატით მოკლეს მამაჩემი ვლად II და ჩემი ძმა მირჩა ცოცხლად დამარხეს. თურქები მომძლავრდნენ ჩვენს ქვეყანაში, ხარკს დღითი დღე ზრდიდნენ. ამას მოჰყვა ბოიარების თავგასულობა. ვლახეთში დაბრუნებულს სრული ქაოსი დამხვდა. ჩემს დაბრუნებამდე ერთი წლით ადრე იანოშ ჰუნიადი უნგრეთის გუბერნატორი და ვალდისლავ II ჩემი ბიძაშვილი შემოიჭრნენ ვლახეთში და ვლადისლავი ავიდა ტახტზე. მას უნგრეთი უმაგრებდა ზურგს. ჩემი დაბრუნების მერე იძულებული გახდა ვლადისლავი ტრანსილვანიში გადასულიყო, რადგან უნგრეთს ჩემი დაბრუნება უნდოდათ თურქებთან დასაპირისპირებლად. ასე უცებ მე თურქებს ვერ დავუპირისპირდებოდი, ჯერ შიდა პრობლემები უნდა მომეგვარებინა. ვლახეთზე ორი სავაჭრო გზა მდინარე ოლტს და მდინარე დიმბოვიტს მიუყვებოდა. ტრანსილვანიელი საქსონები ვაჭრებს აყაჩაღებდნენ და ქურდავდნენ. ეს სერიოზული საფრთხე იყო. სავაჭრო გზები ვლახეთზე და ტრანსილვანიაზე თუ არ გაივლიდა ქვეყანას დიდი ეკონომიკური საფრთხე შეექმნებოდა. ამიტომაც ჩემი მცირე რაზმით ბრძოლა წამოვიწყე საქსებთან. ჩემს თურქეთში წვრთნამ შედეგი გამოიღო. ბრძოლის მერე ხელებზე ვიყურებოდი და საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმ ბარბაროსობისთვის რაც ყაჩაღებს დავმართე. დაუნდობლად ვჩეხავდი მათ და უკან სისხლის გუბეებს ვტოვებდი. ისინი ბინძური და სასტიკი მეომრები იყვნენ, იბრძოდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ. არა მარტო კაცები, ქალებიც იბრძოდნენ. ნამდვილი ველურები იყვნენ, რომელთაც ცივილიზაციის არაფერი ესმოდათ. მათ მხოლოდ ყაჩაღობა და ადამიანების ხოცვა იცოდნენ.
შურისძიების წყურვილი, რომ თურქებზე შური მეძია გულს მიჭამდა. უნდა მებრძოლა, ჩემი ვლახეთი უნდა დამეცვა და ამ მცირედი ხალხით თურქებს დავპირისპირებოდი. უნგრეთის სამეფო კარზე ცნობილი იყო თურქების მიმართ ჩემი სიძულვილი, ამიტომაც მათ ხელს აძლევდათ ჩემი მმართველობა. მიზანი თურქების გატეხვა იყო, ეს მიზანი დავისახე და ამ ბრძოლაში ყველა ხერხს მივმართე. ვლახეთის ერთპიროვნული მმართველი გავხდი და წესრიგის დამყარება დავიწყე. თუმცა ტრანსილვანიელი საქსების ხოცვა დიდად არ მოეწონათ უნგრეთში.
ბრძოლის მერე ტყეში წავედი მგლების ხროვასთან, თითქოს ისინი გამიგებდნენ მარტო და მხოლოდ ისინი გაამართლებდნენ ჩემს სისასტიკეს.
-სისხლის სუნი მიდის, მაგრამ ეს ჩემი სისხლი არ არის. ეს მოღალატის სისხლია.-დავიყვირე ტყეში. თეთრი მგელი მოვიდა და სისხლიანი ხელები ამილოკა. დიდ ტკივილს ვგრძნობდი, გავყევი მგელს მათივე ბუნაგში, იქნებ მინდოდა მათი ლუკმა გავმხდარიყავი? მაგრამ მათ მეორედ მიმიღეს. მე დავბრუნდი და იმ დღეს ისევ მათიანი გავხდი. თეთრმა მგელმა გამომაცილა ტყიდან და ჩემს ცხენთან მივედი. თავი დავუკარი მგელს და წყაროსკენ წავედი, სადაც ბოლოს ილანი ვნახე. არავინ იყო, უკვე დაღამებული იყო, მთვარის შუქი ირეკლებოდა კამკამა წყალში. იქ ჩამოვჯექი და ავტირდი. არასდროს არავის ვაჩვენებდი ჩემს ცრემლებს, არც დედაჩემს, რომელიც თურქეთიდან დაბრუნებულს ცოცხალი აღარ დამხვდა.-ილან!-დავიყვირე არა ადამინური ხმით და მუშტები მიწას დავუშინე.-მჭირდები, რომ სიცოცხლე გავაგრძელო, რატომ ღმერთო, რატომ დაემართა მას ეს? მას ხომ არაფერი დაუშვებია.-წამოვდექი და სოფლის ბოლოს არსებულ პატარა ეკლესიას მივადექი, პასუხებს ვეძებდი გაგიჟებული, მინდოდა პასუხები მეპოვა.-კარი გამიღეთ მამაო.-კარზე ვაკაკაუნებდი.-ცოტა ხანში ფეხის ხმა გავიგე და ეკლესიის კარი გაიღო.
-ვლად?-გაოცებული მიყურებდა ბერი თომასი. ჩემი მეგობარი თომასი ბერად შედგა.
-პასუხები მჭირდება მამაო, პასუხები.-ჩავილაპარაკე და ღია კარში შევედი.
-რა მოხდა?-ჩემ დასვრილ ტანსაცმელს უყურებდა და სისხლიან ხელებს.
-რატომ გვტოვებენ ახლობელი ადამიანები?-იქვე ხის სკამზე ჩამოვჯექი და ანთებულ სანთელს გავუშტერე თვალი.
-იმიტომ, რომ უფალთან უკეთ არიან. იქ არ არის ბოროტება და უფალი ზრუნავს მათზე. ყველაფერი რაც ხდება თავისი მიზეზი აქვს. იქნებ იმიტომ წაგართვა ახლობლები უფალმა, რომ გაძლეირებულიყავი. განშორება დროებითია, ყველა წავალთ და წარვსდგებით უფლის სამსჯავროზე, ძალა უნდა იპოვო საკუთარ თავში და რაც ნახე ის შეაჩერო.-თვალებში მიყურებდა ბერი თომასი.
-რა დაინახეთ მამაო ჩემს თვალებში?-თვალი გავუსწორე ბერს.
-საშინელება ვლად. აქ განდგომილს ძალა მომცა უფალმა, რომ ადამიანის ტკივილი დავინახო. მე ვხედავ შენს ტკივილს. უფალმა იმიტომ მოგივლინა განსაცდელი, რომ რჩეული ხარ. შენ უნდა შეაჩერო ეს, რომ სხვასაც არ ეტკინოს ისე, როგორც ახლა შენ გტკივა. ვხედავ, რომ შეძლებ ამას, ვხედავ და მჯერა შენი. ეგ სისხლი ვისიც არ უნდა იყოს გაპატიებს უფალი, რადგან შენ ჯარისკაცი ხარ, უფლის ჯარისკაცი, რომ უდანაშაულო ადამიანების ტანჯვა დაასრულო. უფალი თავად ირჩევს გმირებს. ის აგზავნის დედამიწაზე, რომ აღზევებულ ეშმაკებს დაუპირისპირდნენ. შენ იმ წელს დაიბადე, რომელ წელსაც ჟანა დარკი კოცონზე დაწვეს. ისიც ხედავდა უფალს და ესაუბრებოდა. ისიც ეშმაკს დაუპირისპირდა. შენც უფლის ჯარისკაცი ხარ და არ მისცე ეშმაკს უფლება დაგიმორჩილოს.
-იმასაც ხედავ რასაც ვაპირებ? ამ ყველაფერს ამართლებს უფალი?-ეჭვით შევხედე მამა თომასს.
-ვხედავ ვლად. მე მორწმუნე მართლმადიდებელს, შეიძლება არ მომწონს სისხლის ღვრა, მაგრამ უფალმა უკეთ იცის. განწირული სულები ჯობია მოკლა და განწმინდო, ვიდრე სიცოცხლის უფლება მისცე და საბოლოოდ გაამარჯვებინო მათზე ეშმაკს.-დიდხანს ვისხედით ჩუმათ, სიჩუმე ისევ თომასმა დაარღვია.- იპოვე კითხვებზე პასუხები?-მე კი თავი დავუქნიე თომასს. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით, სიჩუმე ისევ თომასმა დაარღვია.-მზის სხივი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, ის გზას გაგინათებს, არ გაექცე მიჰყევი მას.
-მზის სხივი? სად არის მზის სხივი? მგონია ჩემს გარეშე უკუნეთია, ვგრძნობ ჩემს სულს ეშმაკი როგორ ეპატრონება. ილანზე იცოდი თომას, შენ ხედავდი მას და ისიც იცი რაც დაემართა. როგორ ვაკონტროლო სიბრაზე, როგორ ვაკონტროლო თურქების სისხლის წყურვილი?
-ხომ გითხარი მზის სხივი გაგყვება თან, ის გასწავლის გზას სიკეთის გზას და უფლის გზას. მე რაც არ უნდა გავაკეთო და რაც არ უნდა გითხრა ვერ შევძლებ შენს შემობრუნებას, ის კი შეძლებს.
-ვინ?
-ხან და ხან შორს სადღაც ვეძებთ ტკივილის წამალს, როცა ის ჩვენს გვერდით არის.
-არ მესმის თომას. შენი ქარაგმებით საუბარი არ მესმის.
-ყველაფერს თავისი დროა აქვს ვლად, ტკივილსაც სიყვარულსაც, ბრძოლასაც. ჯერ დრო არ დამდგარა, მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ.-გამიღიმა მამა თომასმა.
-მადლობა მამაო, რომ დამეხმარეთ.-თავი დავუკარი, ჯვარს ვემთხვიე და ეკლესია დავტოვე. მამა თომასის სიტყვებზე ვფიქრობდი და არ ვიცოდი ვის გულისხმობდა მზის სხივში.
რამდენიმე დღის მერე ვლახეთის შემოვლა დავიწყე, ხალხს ვხვდებოდი და მათ პრობლემებს ვისმენდი გადაცმული. ქვეყანაში ქურდობა პიკზე იყო, ასევე ახალგაზრდა ქალ-ვაჟების მოტაცება, რომლებიც უკვალოდ ქრებოდნენ. დიდი მიხვედრა არ უნდოდა სად მიჰყავდათ ვლახი ბავშვები. ქალაქის ცენტრალურ კარიბჭესთან წყარო იყო, სადაც გამვლელები წყალს სვამდნენ, აღნიშნულ წყაროზე დავალაგე ოქროს ჭიქები წყლისთვის, და გამოვეცი კანონი, თუ ვინმე რამეს მოიპარავდა სიკვდილით დაისჯებოდა. 2 დღე ვყარაულობდი ჩუმად ოქროს ჭიქებს. ქურდიც გამოჩნდა და ოქროს ჭიქა მოიპარა. დაუნდობელი ვიყავი, მაგრამ ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად ეს უნდა გამეკეთებინა. დამნაშავეს თავი მოვკვეთე და კარიბჭეზე გამოვკიდე. მჭედელს რამდენიმე ოქროს ჭიქა კიდევ დავამზადებინე და ქვეყნის სხვა და სხვა წყაროზე დავალაგე.
-ის ვინც გაბედავს და რამეს მოიპარავს ისევე დაისჯება, როგორც ეს კაცი.-შეგროვილ ხალხს გადავძახე სასახლის აივნიდან.-არც პირუტყვის და არც ადამიანის ქურდს არ დავინდობ, მის თავსაც ისევე გამოვკიდებ სასახლის კარიბჭესთან, როგორც ამ კაცის თავი ჰკიდია. თუ გშიათ და გწყურიათ მოდით და მოწყალება ითხოვეთ, ან იშრომეთ და საკუთარი ხელებით მოიყვანეთ ხორბალი. სხვისი საკუთრების ხელყოფას კი არავის გაპატიებთ.-ჩოჩქოლი ატყდა და ხალხი დაიშალა.
ჩემი კანონებით, ბევრი მტერი შევიძინე და ბევრი გლეხის გული გავახარე. ჩემი დასაყრდენი გლეხები იყვნენ და მათზე უნდა მეზრუნა. დიდგვაროვნებს მამულები შევუკვეცე და გლეხებს მივეცი, გლეხების ჩაგვრა ავკრძალე და ყველა მჩაგვრელის მიმართ დაუნდობელი ვიყავი.
-პეტროს, მნიშვნელოვანი საქმე უნდა დაგავალო.-შევხედე ჩემს მხედართმთავრს.
-რა საქმე ვლად?-შეშინებულმა შემომხედა.
-კარგი რა პეტროს, ასეთი მშიშარა ნუ ხარ, კაცის მოკვლას არ გავალებ.-გამეცინა მის სახეზე.
-აბა რას მავალებ?-კეფა ნერვიულად მოიქექა.
-6 წლიდან ბიჭები უნდა ავარჯიშოთ ბრძოლაში, ყველა განურჩევლად. უნდა განაწილდეთ ჩემი ერთგული მებრძოლები ქვეყნის სხვა და სხვა კუთხეში და საბრძოლო ხელოვნება ასწავლოთ ბავშვებს.
-ვლად ეს..
-გვჭირდება, დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით, წინ დიდი ბრძოლა გველის და ყველა იბრძოლებს.
-ისინი ჯერ ბავშვები არიან.
-ბავშვები, რომლებსაც ხარკის სახით მეჰმედი მომთხოვს ხვალ, ან ზეგ.
-და რას იზავ? არ გაგზავნი? მას დაუპირისპირდები?
-დავუპირისპირდები!-ხელი მაგიდაზე ისე დავარტყი და ისეთი ხმით დავიყვირე, რომ პეტროსი ადგილზე გაშეშდა.-მანამ არ გავჩერდები, სანამ მეჰმედის სისხლს არ დავლევ.-ჭიქა ავიღე და კედელს შევანარცხე, იატაკზე ზრიალით დავარდა ვერცხლის ჭიქა. პეტროსი კი უსიტყვოდ გავიდა დარბაზიდან.
-ასე რატომ გძულს?-ჩუმად ჩაილაპარაკა იქ მყოფმა მათემ.
-იმიტომ, რომ გული ამომაცალა. დრო მოვა და ვაჩვენებ რა შეუძლია ვლად დრაკულას გულის გარეშე.-ისევ ვღრიალებდი.
-დამშვიდდი, ბრაზი აზროვნების უნარს წაგართმევს. შენ კი ყველა ნაბიჯი უნდა გათვალო.-მამშვიდებდა მათე.
-ვერ წარმოიდგენ მათე ამ ბრაზს რა შეუძლია. ვერ წარმოიდგენ რას მოვუმზადებ მეჰმედს. გონება კი არ მებინდება ბრაზით, არამედ უფრო მეხსნება და გეგმას რასაც მეჰმედის განადგურება ჰქვია უფრო საშინელ დეტალებს ვამატებ.-ღვინო ჩამოვისხი ჭიქაში და წყალივით დავლიე.
-არ ვიცი რას გეგმავ, მაგრამ შენი გეგმა მაშინებს. თურქებთან დაპირისპირება სახუმარო არ არის, შენს სიბრაზეს მთელს ვლახეთის მოსახლეობას ნუ შესწირავ.-მითხრა მათემ.
-მე ვიყავი იქ მათე. ვნახე იქ რა ხდება, ვნახე რას უშვრებიან უდანაშაულო ტყვე ბავშვებს.-მაისური გადავიძრე.-ამ ნაირევებს ხედავ ჩემს ზურგზე? შენ არ იცი იქ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს. იმ ბავშვებს ვისაც ახლა გავწვრთნი ურჩევნიათ ვლახეთის მიწაზე მოკვდნენ გმირულად, ვიდრე თურქებმა ჯიჯგნონ მათი ხორცი. ჩემი გეგმა ვლახეთის დაცვაა, ჩემი სარწმუნოების დაცვაა და ჩემი ხალხის. ეს ჩემი ვალია, როგორც ვლახეთის მმართველის. მე დავიცავ მათე ამ ხალხს, ბოლო ამოსუნთქვამდე. შენ და დანარჩენებიც უნდა გამომყვეთ ამ ბრძოლაში.
-მე შენს გვერდით ვარ.-მითხრა მათემ.
-ფეხით უნდა მოვიარო მთელი ვლახეთი. ყველა შემოსასვლელი და გასავლელი. საზღვრები უნდა გავამაგროთ. პირდაპირ ვერ დავუპირისპირდები მეჰმედს, სხვა გზებით და სხვა მეთოდებით. ჟანა დარკის ეშინოდათ, იმიტომ, რომ გრძნეული ეგონათ. ჩემიც უნდა ეშინოდეთ, შიში, აი რა უნდა დათესო თურქ ჯარისკაცებში, რომ ომი მოუგო.
-მგლებს ამიტომ ამრავლებ ტყეებში?-შემომხედა მათემ.
-ისინი გეგმის ნაწილი არიან. 2 წელი ციხეში ვიყავი გამოკეტილი და გეგმას ვისახავდი მათი განადგურების. ყველა დეტალი, ყველა გათვლა აქ მაქვს.-თითი საფეთქელთან მივიტანე და ფანჯარაში სივცეს გავხედე.-„ილან შენი გულისთვის ყველა მიიღებს საზღაურს.“
-ილანი ვინ არის?-შემომხედა მათემ.
-ის ვინც ჩემი გული წაიღო.-ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი, მათემ კი უბრალოდ თავი დამანება, რადგან მიხვდა ჩემს გულში ქარიშხალი ტრიალებდა. დარბაზიდან გავიდა და ჩემს ტკივილთან მარტო დამტოვა. ბევრი აღარ მიფიქრია, ილანის გახსენებისთანავე იმ წყაროსთან წავედი და ჩამოვჯექი. დიდხანს ვიჯექი იქ ჩაფიქრებული, ბალახების შრიალი გავიგე და უკან მივიხედე, თუმცა არავინ იყო. სიფრთხილისთვის მაინც წამოვდექი, ცხენს მოვახტი და ახლა ჩემს სახლში მივედი. ყველაფერი მტვრიანი იყო, თუმცა ჩემი სახლის სუნი არ იყო შეცვლილი. ჩემს ნივთებს ფრთხილად შევახე ხელი, თითქოს არ მინდოდა წარსული შემეცვალა ჩემი ხელის შეხებით. ისევ ისე იყო დედას თავშალი გადაკიდებული ღუმელის გვერდით ხის პატარა სკამზე. -დედა, როგორ მჭირდები რომ იცოდე.-დავიჩურჩულე.-შენი ერთი სიტყვა „შვილო“ როგორ გამაძლიერებდა შენ არ იცი. როგორ მინდოდა აქ ვყოფილიყავი და სიკვდილის წინ ჩაგხუტებოდი. არასდროს მითქვამს, რომ მიყვარდი, რომ იცოდე როგორ მიყვარდი.-თვალებიდან წამოსული ცრემლები ხელის გულით შევიმშრალე.-ყველა პასუხს აგებს ვინც ჩვენ დაგვაშორა. ვინც გული წაგართვა. მე ხომ შენი გული ვიყავი.-გამეღიმა.-წაგართვეს გული და შენი გულიც გაჩერდა. -პირველად შევძელი სიბრაზის მართვა. ჩემს სახლში არაფერი დამიმტვრევია. დედას ზარდახშა ხელუხლებელი იყო, გავხსენი. მახსოვს მამას წერილებს იქ ინახავდა. ის დიდგვაროვანის ქალიშვილი იყო, წერა კითხვა კარგად იცოდა. იმის გამო, რომ არ თქვა ვინ იყო მისი შვილის მამა და არ გათხოვდა ბაბუაჩემის შერჩეულ ბოიარზე ბაბუამ სახლიდან გამოგდო ფეხმძიმე. მამამ კი იზრუნა მასზე, ჩემს აღზრდაზეც და ვლახეთში, რომ დავბრუნდით აქ დააბინავა. წერილები ავიღე, ჩუმად ვკითხულობდი ხოლმე ამ წერილებს. ყველა წერილი გადაკითხული მქონდა და ვიცოდი, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. ზემოდან წერილი ედო თავზე, რომელიც არ მქონდა წაკითხული. გავხსენი და მამაჩემის ხელწერა ამოვიცანი.
„ძვირფასო სილვია,
ვიცი გატკინე, გული წაგართვი და ამას არასდროს მაპატიებ. მეც ძალიან მტკივა, შენს ტკივილს ვერ შევადარებ ჩემს ტკივილს, ვიცი, რომ ვლადი შენთვის ყველაფერია. მაგრამ მინდა აგიხსნა ასე რატომ მოვიქეცი. ვლადი ჩემი შვილებიდან ყველაზე მამაცი და ძლიერია. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერი და მამაცი დედის შვილია. ისეთი ძლიერია როგორც რკინა, როგორც ქვა. მის გატეხვას და რწმენის შეცვლას ვერავინ შეძლებს, ის იბრძოლებს და ვიცი უკანაც დაბრუნდება. რადუ სუსტია, ყველაზე უსუსური, ნაზი ნაკვთებით და ნაზი მანერებით. მურადმა ორი ვაჟი მომთხოვა. ფიქრობ, რომ მირჩას ვიცავ, არა ძვირფასო. იქნებ ვლადის გამოწრთობა მინდა? ის დაუმუშავებელ ალმასს გავს, რომელსაც გონიერება და წრთობა სჭირდება, ან სამივე შვილის გადარჩენა მინდა. მირჩა რადუს ვერ დაიცავს, მას არ შეუძლია რადუს დაცვა. ვლადი კი დაიცავს რადუს. ასევე შიში მაქვს, რომ ტახტის მემკვიდრის გარეშე დავრჩები. მირჩა გონიერია, ის ვლახეთს კარგად მართავს, სახელმწიფო საქმეებშიც ერკვევა. ვლადი კი ფიცხია, უშიშარი და დიპლომატია აკლია. ერთი კვირა ვფიქრობდი ვინ გამეგზავნა მურადისთვის და ბოლოს ასე გადავწყვიტე. გჯეროდეს სილვია, ის აუცილებლად დაბრუნდება. დაბრუნდება ნამდვილი ვაჟკაცი, ქვეყნის სიამაყე და იბრძოლებს ვლახეთისთვის, რწმენისთვის და ხალხისთვის. მე მჯერა ამის სილვია, მინდა შენც დაიჯერო და აღარ იტირო. ვლადი მამა რომ გახდება, მერე გამიგებს, იმედი მაქვს მერე გამიგებს. მუდამ შენი ვლადი.“ წერილები წამოვიღე, კარი გამოვიხურე, გადავკეტე და წამოვედი. ცრემლები მისველებდა თვალებს, ცივი ჰაერი სველ სახეზე მეცემოდა და სახეს მიყინავდა. მივაქროლებდი ცხენს უმისამართოდ და ქარს ვატანდი ჩემს დარდს და ტკივილს.
-გამომაწრთე, დაუმუშავებელი ალმასი დაამუშავე?-ცხენი გავაჩერე და სიბნელეში ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. -არა მამა, შენ შვილი მოკალი და მის ნაცვლად კარგად დამუშავებული მხეცი მიიღე. -ისევ ვყვიროდი ხმამაღლა, ისე თითქოს ის სადღაც მაინც გაიგებდა ჩემს ხმას.-სადაც არ უნდა იყო ილოცე ჩემთვის, ილოცე, რომ ის ვლადი ოდნავ მაინც გააღვიძო ჩემს სხეულში. შურისძიება მიქციე ცხოვრების მიზნად. ვცოცხლობ მხოლოდ იმიტომ, რომ შური ვიძიე მეჰმედზე, ამ გულში, რომელიც დედას წაართვი შებრალება და სიყვარული დიდი ხნის მკვდარია.-თითქოს გაიგონა ღმერთმა ჩემი ტკივილი, ცაზე ღრუბლები შეყარა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მთელი გზა სასახლემდე ელვა მინათებდა გზას. სველი და ტალახიანი დავბრუნდი სასახლეში. გამოწრთობილი ვიყავი, იმდენი ტანჯვა გამოვიარე სიცივე ვერაფერს დამაკლებდა. სასახლეში კედლებს ვაწყდებოდი, გარეთ კოკისპირულად წვიმდა. გაუაზრებლად გამოვედი სასახლიდან და მშობლიური სახლისკენ გავემართე. ისევ იქ მივედი, მაგრამ ჩემს სახლში არ შევსულვარ. ფრთხილად მივაწექი კარს, არ მინდოდა გამეღვიძებინა. ისევ ღია იყო, თითქოს მელოდებოდა. ფრთხილად შევედი, ამჯერად ეღვიძა და ბუხრის წინ იჯდა, სველი და ტალახიანი იყო.
-მოხვედი?-შემომხედა და სახეზე ტკივილი გამოესახა. თვალები თითქოს დასიებული ჰქონდა.
-იტირე?-მის წინ სავარძელში ჩავჯექი.-აქ არ უნდა ვიყო.-ჩავილაპარაკე და თავი ხელებში ჩავრგე.
-იქნებ იქ ხარ, სადაც უნდა იყო.-თქვა და ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა და სველი ლაბადა გამხადა. მერე ეზოში გავიდა, ცოტა ხანში კი დაჭრილი შეშა შემოიტანა, ბუხრის წინ ჩაიმუხლა და ცეცხლი გააღვივა.-ახლოს მიიწიე და გათბები. -ცეცხლზე მანიშნა და იქვე ჩამოჯდა თვითონაც.-ხან და ხან უნდა თქვა, სიჩუმე ანადგურებს ადამიანს.
-რა ვთქვა? შენ ხომ უთქმელად კითხულობ ჩემს ტკივილს.-შევხედე მარიას და ბუხარს მივეფიცხე.
-შენ კი ვერ კითხულობ ჩემს ტკივილს.-თვალებში ცრემლი გაუკრთა და ბუხარში ცეცხლს დაუწყო ყურება.
-რატომ არ გეძინა? რატომ იტირე? ან რატომ ხარ ტალახიანი?-შევხედე მარიას, რომელიც ჩემსკენ არ იყურებოდა. დაჟინებით უყურებდა ცეცხლს, თითქოს შველას სთხოვდა.
-ზოგჯერ უმჯობესია გაჩუმდე.-აცრემლებული თვალებით შემომხედა და იქვე მდგარ ტახტზე მიწვა და მოიკეცა.
-ვიცი მარტოდ გრძნობ აქ თავს, ძნელია, ვერავის ეკონტაქტები. ამიტომაც გითხარი, რომ გაგგზავნიდი შენს სამშობლოში..-სათქმელი არ დამამთავრებინა.
-არ შემიძლია წასვლა.-ჩაილაპარაკა, მისკენ წავედი და მის წინ ჩავიმუხლე. ხელი თმაში შემიცურა და თითები ნაზად დამისვა თავზე. თვალები დავხუჭე, თითქოს ჩემში არსებულმა მხეცმა დაიძინა და ყველა ტკივილიც დაავიწყდა.-როგორ მინდა ეგ ტკივილი გავაქრო შენი თვალებიდან, როგორ მინდა აღარ გტკიოდეს.-ბუტბუტებდა და თმაზე მეფერებოდა. მერე წამოჯდა.
-სად იყავი? ასე სად დაისვარე?-სახეზე მოცხობილი ტალახი ხელის თითებით მოვაცილე.
-უკან გამოგყევი. ცუდად იყავი და შემეშინდა.-გაჩუმდა.
-სასახლემდე გამომყევი? ამ წვიმაში? გინდა გაცივდე და რამე დაგემართოს?-გაბრაზებულმა შევხედე.-ან რატომ დამდევ?
-შემეშინდა რომ ტკივილს ვერ გაუძლებდი.-თვალცრემლიანმა შემომხედა.
-ვუძლებ მარია და ისევ ფეხზე ვდგავარ.
-აქ რატომ დაბრუნდი?
-შენი თვალები.-ხელი სახეზე ჩამოვუსვი.-თითქოს იქ საკუთარ თვალებს ვხედავ.
-ისეთივე დიდ ტკივილს რაც შენშია.-თითები თმაში შემიცურა.-დაწექი და თავი კალთაში ჩამიდე. ცოტა ხნით მაინც გავაყუჩებ შენს ტკივილს.-დავემორჩილე, მის საწოლზე დავწექი და თავი მის კალთაში ჩავდე. არ მახსოვს როგორ დამეძინა დილით რომ გამეღვიძა ისევ მის კალთაში მედო თავი, მარიას თითები ისევ ჩემს თმაში იყო ახლართული. თავი კედლისთვის მიეყუდებინა და მშვიდად ეძინა.
-დამეძინა.-უცებ წამოვდექი და მარიამაც გაიღვიძა.
-მშვიდად გეძინა.-გამიღიმა.
-რასაც შენზე ვერ ვიტყვი.-გამეღიმა.-ბავშვობის მერე ასე არ მძინებია. თითქოს ყველა ტკივილი და პრობლემა ერთდროულად გაქრა.
ყოველ ღამე მივდიოდი და მასთან ვჩებოდი. სასახლის კედლები ცივი და დაუნდობელი იყო უსასრულო ღამეში. კოშმარები მესიზმრებოდა, მესიზმრებოდა დახოცილი ტყვეები, მესიზმრებოდა ილანი და ვასილი. ღრიალით დავდიოდი სასახლეში და ვლეწავდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა.
-წუხელაც კოშმარი დაესიზმრა. სულ დაულეწია ყველაფერი.-მსახურები ჩურჩულებდნენ დილით.
-ნეტავ საახლეს არ გადაწვავდეს და აქ არ დავიწვებოდეთ ყველა.-ახლა მეორე აჰყვა. ვგრძნობდი, რომ ჩემი ფსიქიკა არაჯანსაღი იყო უკვე. თავშესაფარი მჭირდებოდა, მჭირდებოდა ადამინი ვინც ცოტათი მაინც დამავიწყებდა ჩემს ტკივილს. სასმელში ვცადე დარდის ჩახშობა და უარესი დამემართა, დილით ოთახი განადგურებული დამხვდა. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ მარიასთან მეპოვა თავშესაფარი. ერთ ოთახში გვეძინა სხვა და სხვა საწოლში. ახლოს არ ვეკარებოდი, რადგან საკუთარი თავის მეშინოდა. ყოველ დილით კი მარია ჩემს საწოლში იწვა და თავზე მეფერებოდა, რათა ღამით ნანახი კოშმარისგან გავენთავისუფლებინე.
-მაპატიე ასე, რომ გტანჯავ.-დილით გაღვიძებულმა თითები დავუკოცნე.
-ვლად ეს ნაყენი დალიე გთხოვ, მე გავუძლებ, მაგრამ შენ ვერ გაუძლებ ამდენ კოშმარებს.-ნაყენი მომიტანა და დამალევინა.
-ეს რა არის?
-დამამშვიდებელი, მცენარის ფესვებისგან ვამზადებ.
-ძალიან გატკინე?-ყელზე თითები ჩამოვუსვი, სილურჯე ჰქონდა, ღამით გამოღვიძებული რეალობას ვერ აღვიქვავდი და მარია ლამის დავახრჩე.-მე წავალ, არ მინდა რამე დაგიშავო.-თავი დავხარე დამნაშავე ბავშვივით.
-არ წახვალ.-მოზრდილ წვერზე თლილი თითები ჩამომისვა და თავი მაღლა ამაწევინა.-აქ დაჩები და ერთად გავუმკლავდებით წარსულის ტკივილს.
რას ვგრძნობდი არ ვიცოდი რამდენიმე თვის უკან. მარია მომწონდა როგორც ქალი და მის მიმართ ძლიერ ლტოლვას ვგრძნობდი. მაგრამ ახლა, როცა ჩავიხედე მის სულში ვიცი, რომ მე ის შემიყვარდა. მე მისი სხეული კი არ მიყვარს, მე მის მიმრთ ლტოლვა კი არ მაქვს, მე მისი სული მიყვარს. მეშინია შეხების, მეშინია ჩახუტების, მეშინია რომ ჩემმა სიყვარულმა შეიძლება მარია დააზარალოს. მეშინია საკუთარი თავის. სადილს ამზადებს, მის ყველა მოძრაობას თვალს ვადევნებ, მერე ვუყურებ მის ყელს და მინდა თითები მოვიჭრა, მინდა მეც ისევე მეტკინოს, როგორც მას ვატკინე. ამის მეშინია, სწორედ ამის, რომ ჩემმა სიახლოვემ შეიძლება ის დააზარალოს. ისე ზრუნავს და ისე მიფრთხილდება, ვგრძნობ, რომ ამას სიყვარული აკეთებინებს. მაგრამ ვერ ვხვდები, არ ვიცი, როგორ შეიძლება ჩემისთანა არანორმალური უყვარდეს, ტირანი, მკვლელი, რომელსაც ფსიქიკა დაუნგრიეს. „მზის სხივი“ მახსენდება თომასის სიტყვები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ის არის მზის სხივი, რომელიც ამ სიბნელიდან გამომიყვანს.
სავაჭრო ქარავანი გავაცილეთ მე და ჩემმა მეომრებმა, ისევ გაბედეს საქსებმა მათზე თავდასხმა და ვაჭრები დავიცავი მათგან. ისარი მომხვდა მხარში, უკან დაბრუნებული სასახლეში არ მივსულვარ მკურნალთან, პირდაპირ მარიას მივადექი.
-ვლად, რა გჭირს?-ჩემს დასისხლიანებულ მხარს უყურებდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. კიდევ ერთხელ დავრწუნდი მის სიყვარულში და გული გამითბა.
-ისარი მომხვდა, დამეხმარები?-გავუღიმე.
-არ ხარ ნორმალური, მკურნალი არ ნახე?-ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა, საწოლზე დამაწვინა და წყლის გაცხელება დაიწყო.-ასე არ შეიძლება.-თან ქოთქოთებდა.-ინფექცია, რომ წავიდეს სისხლში. ჯიუტი და თავნება ხარ.-აგრძელებდა ჩხუბს.
-მოდი აქ, მგონი ვკვდები.-ხელი მოვკიდე ხელზე.
-ასე არ ხუმრობენ.-გაბრაზებულმა გამიშვა ხელი და წყალი მოიტანა. მერე პერანგი გახია და ჭრილობის გასუფთავება დაიწყო. ისარი ამომაცალა მხრიდან, ისევ დაამუშავა ჭრილობა და გადამიხვია.-სასახლეში წავალ, მკურნალს მოვიყვან, აქ იყავი და დამელოდე.
-ცოცხალს რომ ვერ მომისწრო?-ხელზე ხელი მოვკიდე.-არადა რამდენი რამ უნდა მეთქვა შენთვის და რა ცოტა დრო მაქვს.
-არ მოკვდები.-გაბრაზებულმა შემომხედა.-უბრალო ნაკაწრია, პანიკაში ნუ ხარ.
-მოდი აქ.-ხელით ახლოს მოვიზიდე და საწოლზე ჩამოვსვი.-შენი ჩახუტება ყველაზე კარგი წამალია. არაფერი არ მომივა.-გავუღიმე.
-ცოტა ხნის წინ კვდებოდა.-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.
-არ მოვკვდები, ჯერ ბევრი რამ უნდა მოვასწრო.-ხარბად შევათვალიერე.
-გეყოფა მაიმუნობა. ნაყენის სმა ბევრი მოგივიდა მგონი, ხუმრობაც გისწავლია.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-აქ დაწექი.-ხელით საწოლზე ვანიშნე.-თუ მოვკვდები შენი სურნელი გამყვება და მშვიდად წავალ იმ ქვეყნად.
-არ მოკვდები.-ჯანსაღ მხარში ხელი მომცხო და გაბუტული დაწვა ჩემს გვერდით. თან მთელი ღამე ხელი ედო შუბლზე და სიცხეს აკონტროლებდა. მე კი მშვიდად მეძინა.
ხუთი დღე მკურნალობდა ჩემს ჭრილობას. ასუფთავებდა და სხვევებს მიცვლიდა. მისმა ნაყენმაც შედეგი გამოიღო, უფრო მშვიდად მეძინა ღამით, ან მისმა სიახლოვემ იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე.
-წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო.-ხელი მოვკიდე და ტყის სახლში წავიყვანე. მგლები იქვე ტრიალებდნენ, შეშინებული იყურებოდა აქეთ იქით. მალე ხის სახლში შევედით.
-ეს რა ადგილია?-გაკვირვებული იყურებოდა აქეთ იქით.
-ეს ჩემი საიდუმლო ადგილია.-შევხედე და გავუღიმე.
-ეს იარაღი და აბჯრები ხომ..-შეშინებულმა შემომხედა.
-ყველა იმ ტკივლისთვის რაც მან ჩვენ მოგვაყენა. ასე ნუ მიყურებ, კიდევ ბევრი შეემატება, ბრძოლის მერე სასახლეც ვერ დაიტევს მათ აბჯრებს და იარაღს.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-ვლად რაღაც უნდა გითხრა.-ხელი მომკიდა ხელზე.- ფეხმძიმედ ვარ.-დაიჩურჩულა და თავი ჩახარა. მე რა ვიგრძენი? თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა. იმ წუთას მინდოდა მოვმკვდარიყავი, იმ წუთას მინდოდა მარია გამეჭრა და მისი შვილი ნაკუწებად მექცია. სიბრაზისაგან ირგვლივ რაც მომხვდა ხელში ყველაფრის მტვრევა დავიწყე. -ვლად..-ადგილზე ჩაიკეცა და ჩუმი ქვითინი დაიწყო.-მისი შვილი არც მე მინდა, მაგრამ რა ვქნა?..-ხელებს მუცელზე იჭერდა და ჩაკეცილი ქვითინებდა. სიბრაზემ ცოტა გადამიარა, იატაკზე ვიჯექი და ზურგით კედელს ვეყუდებოდი. ცრემლები თავისით მომდიოდა, მარიას გავხედე, იატაკზე ოთხად მოკეცილი იწვა, ტირილისგან დაღლილი გაყინული თვალებით იყურებოდა. მისკენ წავედი, ხელში ავიყვანე და იქვე მდგარ ტახტზე დავაწვინე. ხმას არც ერთი ვიღებდით.
-მარია.-სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.-არასდროს არ ახსენებ, რომ ის მისი შვილია!-ბრძანებასავით გაისმა ჩემი ხმა. უხმოდ დამიქნია თავი.-არავინ არ უნდა გაიგოს, რომ მისი მამა ის არაკაცია.-ისევ თავი დამიქნია.-რა ვქნათ ახლა ჩვენ?-უემოციო, ცივი ხმით ჩავილაპარაკე.
-მე წავალ, სადმე სხვაგან დავსახლდები, შენი ცხოვრებიდან წავალ, რომ ტკივილი აღარ იგრძნო.-ისევ ტირილი აუვარდა.
-არ წახვალ, ვერ წახვალ.-შუბლზე ვაკოცე და ხელები მოვხვიე.-მე ვიზრუნებ შენზე, მაგრამ..-გავჩუმდი.
-ვიცი. შენ იცხოვრე შენი ცხოვრებით, მე კი ჩემი წილი ჯვარი უნდა ვზიდო. რასაც შენ აკეთებ ჩემთვის ესეც საკმარისია. სახლში წამიყვანე.-ისეთი ტკივილით სავსე თვალებით შემომხედა, რომ გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ნადვილი არაკაცი ვიყავი. მარიას გული საშინლად მოვუკალი, ის ასე იტანჯებოდა და მე სატანჯველს ვუმატებდი.
-მაპატიე.-ხელები მოვხვიე და გულზე მივიკარი.
-როცა უყვართ პატიებას არ ითხოვენ.-თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ხელი არ გამიშვია ისე წამოვიყვანე იქიდან. გარეთ გამოსულებს მგლის ლეკვები შემოგვეხვივნენ.
-მათ მოეწონე.-გავუღიმე.
-ალბათ.-მხრები აიჩეჩა. ჩემს ცხენზე შევსვი, მისი ცხენი კი უკან გამოვაბი ჩემს ცხენს და ტყიდან სოფლისკენ წავედით. ხელს მაგრად ვუჭერდი წელზე, თითქოს მას მართმევდნენ, მთელი გზა ვფიქრობდი ჩემს გეგმებზე, ბოლო დროს ვფიქრობდი, რომ მარია ჩემი გულის დედოფალი გამხდარიყო. ის სხვაგვარად მიყვარდა, მასთან შეხებისაც კი მეშინოდა, არ მინდოდა რამე არასწორად გამომსვლოდა, არასწორად მოვქცეულიყავი. ახლა კი უბრალოდ ყველაფერი დაიმსხვრა. ჩამოიშალა როგორც ქვიშის სასახლე. მეჰმედის შვილი კლდესავით აღიმართა ჩვენს შორის და მე ყველაფრის უფლება წამართვა მარიაზე. ან საკუთარ პრინციპებს ვერ ვღალატობდი. ჩემი დაუძინებელი მტრის შვილს შვილად ვერ მივიღებდი. არ შემეძლო. იმ დღით მარია ძალიან ცუდად იყო, განადგურებული იყო. შემეშინდა საკუთარი თავისთვის არაფერი დაეშავებინა. კიდევ ერთი კვირა დავიდე მის სახლში ბინა, მარტო ვერ ვტოვებდი. აღარც ჭამდა, ძალიან გახდა და ფერი სულ დაკარგა.
-საჭმელი უნდა ჭამო. სულ აქ ვერ ვიქნები და ძიძობას ვერ გაგიწევ.-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-შევჭამ, შენ კი შეგიძლია წახვიდე. არ მითხოვია ჩემს გვერდით ყოფნა.-თვალცრემლიანმა შემომხედა.
-სასხლეში უნდა დავბრუნდე. კონტროლი თითქმის დავკარგე ყველაფერზე.
-დაბრუნდი ვლად.-ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა გული მომიკვდა.-აქაც ნუღარ მოხვალ, მე კარგად ვიქნები.
ერთად ვისაუზმეთ, წამოსვლისას მისი თითები თითებში მოვიქციე და მოწყვეტით ვაკოცე.
სასახლეში დაბრუნებულს დრაგომირის გამოგზავნილი წერილი დამხვდა. მაფრთხილებდა, რომ ჩემი მოკავშირეები არ იყვნენ სანდო. ასევე მწერდა, რომ უნგრეთს ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა და ისევ ვლადისლავს მოიაზრებდნენ ჩემს ადგილზე. რომში და უნგრეთში ჩემი დაბრუენბის მერე ფიქრობდნენ, რომ მე მეჰმედს დავუპირისპირდებოდი, ისინი ჩემით მეჰემდის დასუსტებს გეგმავდნენ და არ ადარდებდათ ვლახეთი და ვლახი ხალხი. ისინი ისე უნდა შესწირვოდნენ საუკუნო ბრძოლას ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის, როგორც უფლისთვის შესაწირი ცხვარი. და რა მოხდებოდა? ვლახი ხალხი გაქრებოდა საერთოდ, მეჰმედი შესუსტდებოდა და უნგრეთს და კონსტანტინოპოლს დრო ექნებოდათ მეჰმედის გასანეიტრალებლად. წერილის ბოლოს დრაგომირი მატყობინებდა, რომ ის ვინც ციხეში მკურნალი გამომიგზავნა და ციხიდან მეჰმედს ჩემი თავი გამოაშვებინა მარია იყო. რამდენჯერმე გადავიკითხე წერილი, მერე სწრაფად მოვახტი ცხენს და ისევ უკან წავედი მარიასთან. კარი ისევ ღია იყო, მარია არ ჩანდა. ცოტა ხანში დაბრუნდა, კოკა შემოიტანა წყლით სავსე, გაკვირვებულმა შემომხედა.
-ვლად რატომ დაბრუნდი?-კოკა დადგა იქვე და ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა.
-რატომ სთხოვე ჩემი გამოშვება? რატომ გარისკე და გამომიგზავნე მკურნალი?
-საიდან გაიგე?-თვალი მომარიდა.
-არ მიცნობდი, რატომ ცდილობდი ჩემს დახმარებას?
-ქრისტიანულ ვალს ვიხდიდი ჩაგრული ქრისტიანის მიმართ.-თვალი ამარიდა და ჩაილაპარაკა.
-ეს რომ მეჰმედს გაეგო მოგკლავდა, გიფიქრია ამაზე?-გაბრაზებული ვუყურებდი.
-და იქ ჩემს სიცოცხლეს რამე ფასი ჰქონდა?-მანაც აუწიე ხმას.-იქნებ მინდოდა კიდეც მოვეკალი.
-და მე, თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემს გამო კიდევ ერთი ქრისტიანი მოკლეს შენი აზრით როგორ ვიგრძნობდი თავს?-თვალები ამიცრემლიანდა.
-შენ თავად გინდოდა ჩემი მოკვლა, შენთვის ჩემი სიცოცხლე სულერთი არ არის?-ჩაილაპრაკა და თავი დახარა.
-სულერთი.-ჩავილაპრაკე და მისკენ წავედი.-არ არის სულერთი.-ხელები გაუაზრებლად მოვხვიე და გულში ჩავიკარი, ის კი ტიროდა. გულამომჯდარი ტიროდა და ვეღარ მშვიდდებოდა. -დამშვიდდი. გთხოვ ნუღარ ტირიხარ.-თმაზე ვეფერებოდი.
-კარგად ვარ.-როგორც იქნა დამშვიდდა და სწრაფად გაინთავისუფლა ჩემი მკლავებიდან თავი.
-მითხარი ეს რატომ გააკეთე?-დიდი ხნის სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
-პირველად, რომ გნახე მას მერე..-გაჩუმდა.
-მას მერე?-ნიკაპ ქვეშ თითები მოვკიდე და თავი მაღლა ავაწევინე.
-შემიყვარდი.-თვალები აუცრემლიანდა.-სულ ერთი იყო რა მომივიდოდა, მინდოდა შენ ყოფილიყავი ცოცხალი, მინდოდა შენ ყოფილიყავი კარგად.
ხმა არ ამომიღია, უხმოდ ვიჯექი და ვუყურებდი. ცოტა ხნის მერე ადგა და სადილის გამზადება დაიწყო. ვიჯექი და მის თითოეულ მოძრაობას ვუყურებდი, თითქოს უკანასკნელად ვუმზერდი საყვარელ არსებას. გულში თითქოს ნემსებს მიყრიდნენ. საშინელ ტკივლის ვგრძნობდი. ლამის მასთან გადმოვსახლდი, სახელმწიფო საქმეებს ვუძღვებოდი, რაც უფრო ვალაგებდი სიტუაციას ქვეყანაში, უფრო მეტად მრავლდებოდნენ ჩემი მტრები.
-როგორ ხარ?-გადაღლილი მარიასთან მივდიოდი, უკვე ეტყობოდა მუცელი და ვცდილობდი დავხმარებოდი.
-კარგად.-სევდიანად გამიღიმებდა და ჩემზე ზრუნვას იწყებდა. ვახშამს მიმზადებდა და ჩემზე ზრუნავდა.
-ვილაპარაკოთ?-სევდიანად შევხედე.
-არ ღირს. სიჩუმე, ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია ამ დროს.
-შენ ხომ ჩემს თვალებში კითხულობ.-გამეღიმა.-ჩემთან მოდი.-ხელი ხელზე მოვკიდე და ჩემსკენ მოვიზიდე, წელზე მოვხვიე ხელი და კალთაში ჩავისვი, თავი კი მის მკერდს მივადე, თვალები დავხუჭე და მისი გულის ფეთქვას ვუსმენდი.-შენი გული ამბობს, რომ გაბრაზებულია.-თვალები გავახილე და მის შავ თვალებში ჩავიძირე.
-და ამბობს, რომ ნაწყენია.-გამიღიმა.
-მაპატიე.
-როცა უყვართ პატიებას არ ითხოვენ.-თავისი თლილი თითები ჩემს თმაში ახლართა.
-დროის გაჩერება რომ შემეძლოს სამუდამოდ გავაჩერებდი.-მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში დავუწყე ყურება. მზერა მისი ტუჩებისკენ გადავიტანე და სურვილს დავემორჩილე, ის იყო უნდა მეკოცნა საყვარელი ქალისთვის, რომ კარი ლამის ჩამოიღეს ისეთი კაკუნი ატყდა.
-ვლად. აქ ხარ?-კარში მათე გამოჩნდა, ძლივს სუნთქავდა.
-რა მოხდა?-შეშინებულმა შევხედე.
-შეთქმულება მოაწყვეს, სასახლე ალყაშია. შენი მოკვლა უნდოდათ, კიდევ კარგი აქ იყავი. ჩვენც გამოსულები ვიყავით სასახლიდან. მსახურმა მითხრა, რომ არ იყავი სასახლეში და აქ წამოვედი პირდაპირ. უნდა გაიქცე, ვერ შევაჩერებთ მათ, მოუმზადებლები ვართ.-სულს ძლივს ითქვამდა მათე, ძლივს ლაპარაკობდა.
-მარიას მიხედე, ბოგდანს ვთხოვ დახმარებას და დავბრუნდები.-ვუთხარი მათეს.
-სად მიდიხარ?-შეშინებულმა შემომხედა მარიამ.
-მოლდოვეთში გადავალ, შეთქმულება მომიწყვეს. სასახლეში ვერ დავბრუნდები, მათე იზრუნებს შენზე.-უცებ ვუთხარი და მომზადება დავიწყე წასასვლელად. მარიამ საჭმელები ჩამილაგა ხურჯინში, თვალები ცრემლიანი ჰქონდა. -დავბრუნდები, არაფერი მომივა.-ხელები მოვხვიე და აცრემლებული გულში ჩავიკარი. სანამ თვალს არ მივეფარე კარში იდგა და მიყურებდა. მეც რამდენჯერმე მივიხედე უკან. საღამომდე მივაჭენებდი ცხენს, მერე კი უკან დავბრუნდი. ვერ დავტოვე მარია ამ მდგომარეობაში. კარი დაკეტილი დამხვდა, ფრთხილად დავაკაკუნე. შეშინებულმა გამიღო კარი, მე კი ხელში ავიყვანე საყვარელი ქალი და კარი მივიკეტე.
-რომ გაიგონ, მოგკლავენ.-ჩურჩულებდა ჩემს ყელში.
-ვერ გაიგებენ, ხვალ ხმები დაყარეთ, რომ თურქეთში გადავედი დახმარების სათხოვნელად, ვნახოთ ვლადისლავი რამდენად მშვიდად იქნება, ან თვით გამყიდველი იანოში. მე კი წლის ბოლომდე დავრჩები, ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დაგტოვებ.-ვუთხარი და მის ტუჩებს დავეწაფე. ვკოცნიდი დაუსრულებლად, მერე საწოლში დავაწვინე და გულში ჩავიკარი. -იტირე?
-არ მინდოდა მაგრამ..-ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
-დაიძინე, მე აქ ვარ.-შუბლზე ცხელი კოცნა დავუტოვე და გულში მაგრად ჩავიკარი.
გადაცმული გამოვდიოდი სახლიდან ჩუმად. მარია დღითი დღე იბერებოდა და სულ უფრო უჭირდა მოძრაობა და საქმის კეთება.
-მძიმე ვარ დამსვი.-მსაყვედურობდა ხელში, რომ ამყავდა.
-დაიღალე, ნახე ფეხები რამხელა გაგიხდა ამდენი სიარულით.-ფეხებს ნაზად ვუზელდი.
-შენი კოშმარები რას შვრებიან?-გამიღიმა.-გათიშულს მძინავს, ვეღარ გდარაჯობ, სულ მეძინება.
-ხან და ხან მაკითხავენ, როცა მეღვიძება და გვერდზე ვიყურები ვწყნარდები. მე ხომ ჩემი მზის სხივი მყავს, რომელიც კოშმარებს დევნის ჩემი გონებიდან.-ფეხის გულზე ვაკოცე, მან კი სიცილი დაიწყო.
-რატომ იცინი?
-წვერი მიღიტინებს.-ისევ გაიცინა.
-ხოო?-მისკენ წავედი და ყელში ვაკოცე. ისევ იცინოდა.-ერთადერთი სინათლე ხარ ჩემს ცხოვრებაში.-მის ყელში დავიჩურჩულე და გვერდით მივუწექი.
-ვლად.
-გისმენ.-გაჩუმდა.-რატომ გაჩუმდი?
-შენ რომ ხელს მკიდებ მუცელზე მოძრაობს.-ჩაილაპარაკა, მე კი სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და გარეთ გავედი ეზოში. ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს, რომ მას მეჰმედის შვილი უნდა გაეჩინა.უკან რომ დავბრუნდი ეძინა.
-მაპატიე.-ჩუმად ჩავილაპარაკე და გვერდით მივუწექი. ხელი რატომღაც მისი მუცლისკენ წავიღე და ნაზად დავუსვი ხელი, ვიგრძენი როგორ მოძრაობდა იქ ბავშვი. ხელი ერთ ადგილზე გავაჩერე და ხელის გულზე ვიგრძენი დარტყმა შიგნიდან. სწრაფად მოვაცილე ხელი და გულაღმა დავწექი. მელი ღამე ვერ დავიძინე, ვფიქრობდი რა მელოდა წინ, ვფიქრობდი მარიაზე, მაგრამ ჩემს ფიქრებში არ ვფიქრობდი ჩვენზე ერთად, თითქოს არ ვუშვებდი იმ აზრს, რომ შეიძლებოდა მე და მარიას ერთ ოჯახად გვეცხოვრა. მარია დღითი დღე იბერებოდა, მე ვიმალებოდი მარიას სახლში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ვიყავი. ჩემი დღე მარიათი იწყებოდა და მარიათი მთავრდებოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ისევ თურქეთში წავედი. ჩემი კოშმარები შეწყდა, თუმცა ბრაზი და თავშეუკავებლობა ისევ იყო ჩემი სუსტი წერტილი. დიპლომატია მაკლდა ბავშვობიდან. მარია სულ ცდილობდა ჩემი ბრაზი ჩაეხშო.
-ვლად ყველაფერზე ნუ ბრაზდები, ბრაზი ცუდი მრჩეველია. ხან და ხან უნდა შეძლო და დიპლომატია გამოიჩინო. უნგრეთში წადი და იანოშის მხარდაჭერისთვის იბრძოლე.-მარწმუნებდა მარია.
-დავივიწყო რაც მამაჩემს და ჩემს ძმას გაუკეთეს? დავივიწყო რომ მათ ხელში სათამაშოდ ვიქეცი? რა ეგონათ? დავბრუნდებოდი და მეჰმედს შევუტევდი? და რა მოხდებოდა? ვლახეთი აღარ იარსებებდა, ხოლო უნგრეთი დროებით გააჩერებდა მეჰმედს, რომ მედგრად დახვედროდა. დრო არ მომცეს. შიდა პრობლემების მოგვარების საშუალება არ მომცეს.-ბრაზს ვერ ვთოკადი და ყვირილზე გადავდიოდი.
-ვლად საქსებისგან დიდი სარგებელი ჰქონდათ. ცალკე ბავშვები მიყავდათ და ტყვეებად ყიდიდნენ. ისევ იტაცებენ ბავშვებს და ისევ ჰყიდიან. ბოიარები გარიგებაში არიან საქსებთან, მათ ტერიტორიაზე ქურდობის და ყაჩაღობის უფლებას იმიტომ აძლევენ, რომ მათაც სარგებელი აქვთ. უნგრეთში კი იანოშ ჰუნიადს რა ზღაპრებს უყვებიან არ იცი. ორი გზა გაქვს, ან მეჰმედს უნდა გაურიგდე, ან ჰუნიადს. ბრაზი კი უნდა ჩაახშო, უნდა დაივიწყო რაც მამაშენს და შენს ძმას გაუკეთეს. -მშვიდად მარიგებდა მარია.
-ზედმეტად კარგად ერკვევი ყველაფერში.
-მე ხომ სულთნის ხარჭა ვიყავი, ის ბევრს ლაპარაკობდა ჩემთან.-სევდიანად ჩაილაპარაკა.-პოლიტიკაში ზედმეტად კარგად გავერკვიე.
-აუცილებელი იყო ამის გახსენება?-მაგიდაზე მდგარ კოკას ხელი გავკარი და ძირს გამდმოვაგდე.
-აი ხომ ხედავ, ბრაზი გმართავს. ჯერ უნდა ისწავლო როგორ გააკონტროლო ბრაზი, რომ კარგი დიპლომატი გახდე.
-ისე მელაპარაკები როგორც მამაჩემი.-გაბრაზებული ვყვიროდი.
-ვიღაცამ ხომ უნდა შემოგკრას სილა, რომ გონს მოხვიდე.-წინ დამიდგა და თვალებში დამიწყო ყურება.-განგებ ვახსენე, ბოლო დროს მეგონა ბრაზის კონტროლი ისწავლე, მაგრამ შევცდი.-ჩაილაპარაკა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა.-დამშვიდდი?
-მაჯადოვებ.-ხელი მოვხვიე და კალთაში ჩავისვი. მისი ერთი ჩახუტება და ყველა და ყველაფერი ქრებოდა, წარსული ტკივილებიც ყუჩდებოდა და ვმშვიდდებოდი.
-ვლად ის ნაყენი ისევ სვი. ტყეში წავალ მოვიტან იმ ბალახის ფესვებს და ნაყენს გავაკეთებ.-ჩურჩულებდა.
-კარგი.-ყურის ძირში ვაკოცე.-ნაყენზე მეტად მამშვიდებ.
-სულ მე არ ვიქნები შენს გვერდით.
მარიას ნაყენმა მართლაც შედეგი გამოიღო. ერთ დღეს ვიჯექი და ვუყურებდი.
-იცი მინდა გავბრაზდე და ვეღარ ვბრაზდები. ასეთს რას მასმევ, სულ მოდუნებული ვარ?-ვკითხე მარიას.
-წამალს, რომელიც ვლადს ახალ ადამინად აქცევს, მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად, რომელიც მშვიდად გაუწორდება თავის მტრებს. მოლდავეთში არ წახვიდე, დროს დაკარგავ, ჯობს უნგრეთში გადახვიდე.-ისევ მარწმუნებდა მარია.

უნგრეთი,

-არასწორად მოიქეცი იანოშ.-მიხეილ სილაგი არწმუნებდა თავის სიძეს.
-რა ამბები დაატრიალა, ხალხის ხოცვა დაიწყო, ის იმიტომ გამოვისყიდეთ, რომ მეჰმედს დაპირისპირებოდა.-ხმას აუწია იანოშმა.
-არ ხარ მართალი, გავარკვიე ყველაფერი. საქსებს დაუპირისპირდა, სავაჭრო გზებს აყაჩაღებდნენ, ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, ამით ხელს ბოიარები ითბობენ და ამჟამად შენი პროტეჟე ვლადისლავ II.-ხმას აუწია მიხეილმაც.-მარტო მოღალატეებს და ცილის მწამებლებს თუ შემოიკრიბავ გარშემო მეჰმედი გადაგყლაპავს.-გაბრაზებულმა მაგიდას ხელი დაარტყა და კარი გაიხურა.
-ვინ ხარ ვლად? პატრიოტი, თუ მეჰმედის მეგობარი?-ჩაილაპარაკა იანოშმა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
-რა მოხდა ძვირფასო?-ოთახში ელიზაბეტი შემოვიდა და მეუღლეს წინ ჩამოჯდა სავარძელში.-მიხეილი გაბრაზებული გამოვიდა.
-შენი ძმა ერთადერთია ვინც ჩემთან ხმას უწევს და მე არ ვბრაზდები. ეს სილის გარტყმასავით არის.-ჩაილაპარაკა იანოშმა.-მიხეილის ერთგულებაში არასდროს არ შევიტან ეჭვს.
-მაშინ დაუჯერე.
-ძნელია ძვირფასო. პოლიტიკა და სწორი სვლების გაკეთება ძალიან ძნელია.-სევდიანად ჩახარა თავი იანოშმა.

ვლადი,
მარია საგრძნობლად გაიბერა, მისი მშობიარობის დრო ახლოვდებოდა. ღამით ხმაურმა გამაღვიძა.
-ვლად დამეხმარე.-დაიყვირა მარიამ და ორივე ხელი მუცელზე მოიკიდა.
-რა გავაკეთო?-დაბნეული ვუყურებდი საყვარელ ქალს.
-წყალი გაათბე, თასშია. სუფთა სახვევები კარადაში ალაგია.-ძლივს მოახერხა თქმა, განწირული ხმით ყვიროდა. ძარღვებში სისხლი გამეყინა, მისი ტკივილი მაგიჟებდა. არ ვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ, რაც დამავალა ყველაფერი გავაკეთე.
-წავალ ვინმეს მოვიყვან.-შეშინებული ვუყურებდი მარიას.
-არა თავად დამეხმარე, არავინ უნდა გაიგოს, რომ აქ ხარ.-ტკივილისგან ტიროდა მარია.
გათენებამდე სტკიოდა მუცელი, მისი გამყინავი კივილი გულს მიჩერებდა. გამთენიისას დაიბადა მისი შვილი. მარიას ვეხმარებოდი, პირველად მეჭირა უსუსური არსება ხელში, ახალი სიცოცხლე და ეს ბავშვი ჩემი ყველაზე დიდი მტრის შვილი იყო. პატარა გოგონამ ერთი ამოიტირა და როგორც კი სახვევებში გავახვიე და გულზე მივიკარი გაჩუმდა. ტკივილისგან დაღლილი იყო მარია და თვალებს ძლივს ახელდა.
-გოგონაა.-შუბლზე ვაკოცე მარიას და პატარას გასუფთავება თავად დავიწყე. მერე საწოლზე დავაწვინე მარიას გვერდით, პატარას აკოცა და დაღლილმა თვალები დახუჭა. ყველაფერი მივალაგე, მარიას რომ შევხედე დასძინებოდა. პატარა გოგონა კი ტუჩებს აცმაცუნებდა, მერე ტირილი დაიწყო. ხელში ავიყვანე სწრაფად და მის რწევას მოვყევი, რათა მარია არ გამეღვიძებინა. პატარაც გაყუჩდა ჩემს მკლავებში.-რა პატარა ხარ, ერთ მკლავზე მეტევი.-დავიჩურჩულე.-ღმერთო ეს გამოცდაა? ჩემი მტრის შვილი მიჭირავს ხელში და არ მძულს, პირიქით, რაღაც უცნაურ სითბოს ვგრძნობ.-ცოტა ხანს ვარწევდი პატარას, მერე სავარძელში ჩავჯექი და პატარა გულზე დავიწვინე. მშვიდად ეძინა და მძინარეს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.-დამცინი პატარა ქალბატონო? ჩემზე გეცინება?-ვეჩურჩულებოდი.-იცი სანამ დაიბადებოდი მინდოდა გამქრალიყავი, ახლა კი დავიბენი.-ცოტა ხანში მარიას გაეღვიძა.
-მადლობა.-ჩუმად ჩაილაპარაკა.
-რისთვის?
-ყველაფრისთვის.-ადგომა დააპირა.
-არ ადგე, ჯერ უნდა იწვე.-ადგომის საშუალება არ მივეცი, პატარა გვერდით მივუწვინე და სადილი გავუცხელე.-უნდა შეჭამო, რომ პატარა გამოკვებო.-გავუღიმე მარიას, პატარა გოგონა კი ხარბად წოვდა ძუძუს და უცნაურად კრუტუნებდა.
-ანა. ანას დავარქმევ.-გაღიმებულმა შეხედა პატარას.
-ლამაზი სახელია.-გავუღიმე.-მარია მე მალე უნდა წავიდე, ბოგდანს წერილი მივწერე და პასუხიც მომივიდა, დახმარებას დამპირდა, უბრალოდ ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებდი.
-უკვე?-ტკივილი ვიგრძენი მის ხმაში.
-მალე დავბრუნდები.-თმაზე მოვეფერე.-ერთი თვე კიდევ დავრჩები წლის ბოლომდე, მერე კი უნდა წავიდე.
-კარგი.-გამიღიმა.-ისე მიგეჩვიე…-გაჩუმდა.
-ხომ იცი, რომ სხვა მოვალეობები მაქვს?-თავი დავხარე.
-ვიცი ვლად.-ხელზე ხელი მომკიდა და თითები მაგრად მომიჭირა.-მოვალეობებს არ უნდა გაექცე, ეს მეც ვიცი, მაგრამ განშორება ვიცი, რომ ძალიან მეტკინება.
-დამელოდები?-თმაზე ვეფერებოდი.
-ბოლო ამოსუნთქვამდე.-დაიჩურჩულა. მე კი მისი ტუჩებისკენ გამექცა მზერა და მოწყურებული დავეწაფე.
ვლახეთის ტახზე ისევ ვლადისლავ II ავიდა. მე კი იძულებული გავხდი მოლდოვეთში გავქცეულიყავი და დახმარება ბიძისგან ბოგდან II-ს-გან მეთხოვა.
მარიას და პატარა ანას დავემშვიდობე, გული ვლახეთში მრჩებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
-მიყვარხარ.-ატირებული მეხუტებოდა მარია.
-დავბრუნდები, თუ ვლახეთისთვის არა, შენთან მაინც დავბრუნდები.-მის ყურთან დავიჩურჩულე და ვლახეთი დავტოვე. უკვე შორს ვიყავი, რომ უკან მოვიხედე, ისევ კარში იდგა და მიყურებდა. სიცარიელე. ეს სიტყვა ზუსტი შესატყვისია იმ მდგომარეობის რაც მაშინ ვიგრძენი.

თავი 2
მოლდოვეთში ბიძაჩემი დიდი სითბოთი და სიყვარულით დამხვდა.
-ჩემო ბიჭო, აქ არაფერი გემუქრება.-მეგობრულად დამადო მხარზე ხელი ბოგდანმა და ღვინით სავსე ჭიქა გამომიწოდა.
-ვიცი და აქ ამიტომ ვარ.-გავუღიმე.-შენი დახმარება დამჭირდება ტახტი, რომ დავიბრუნო.
-დაგეხმარები შვილო, დაგეხმარები. მოღალატეები და გამყიდველები მეც მძულს. მაგრამ თურქების სიძულვილში შენ ტოლს არავის უდებ. ასეთი რა ნახე იქ ვლად? ასე რატომ გძულს მათი მოდგმა?-ინტერესით მომაჩერდა ბიძაჩემი.
-მარტო ის არ კმარა, რომ ჩვენი გადაშენება უნდათ? -თვალი მოვარიდე ბოგდანს, რომ იქ არ წაეკითხა ჩემი ტკივილი.
-შენი სიძულვილი იმხელაა, რომ მარტო ეგ არ კმარა.-სევდიანად გამიღიმა.
-კონსტანტინეპოლის აღება ოცნებად აქვს მეჰმედს, კონსტანტინეს წერილი მივწერე, რომ მომზადებულიყო. მას კი სასაცილოდ არ ეყო. ყველა ქრისტიანი მმართველის შეცდომა ის არის, რომ თურქებს სათანადოდ არ აფასებენ. ასევე სამეფო ტახტი და ფუფუნება მათი ერთადერთი საზრუნავი გახდა. შიდა დაპირისპირებები ამაზრზენია. შენი შვილები ერთმანეთს სჭამენ, შენი სიკვდილის მერე არ დაინდობენ ერთმანეთს. თურქებს მსოფლიოზე ბატონობის ყველაზე მზაკვრული გეგმა აქვთ. უამრავი ბავშვი მიყავთ და იანიჩარებად ზრდიან, ცარიელ სოფლებში კი თავად სახლდებიან. მათთან გაზრდილი ბავშვები უკვე გადაჯიშებულები არიან, აიძულებენ რწმენის შეცვლას, თურქულს ასწავლიან და ნელ-ნელა ავიწყებენ ფესვებს. ვინც ძლიერი აღმოჩნდება სიცოცხლეს უმწარებენ და ბოლოს წამებით კლავენ. გაინტერესებს რატომ მძულს ისინი? მე ვერ გადამაჯიშეს.-პერანგი გადავიძრე და ჩემი ზურგი დავანახე.
-ღმერთო.- ცრემლი წამოუვიდა ბოგდანს თვალებიდან.
-ეს არ არის ყველაფერი ბიძია, ეს ის ტკივილია, რომელიც სხვა უფორ დიდ ტკივილს ვერ აყუჩებს. დაუნდობლად მირტყავდნენ, ტკივილისგან ხორცი დამიბუჟდა, მაგრამ შინაგან ტკივილს მაინც ვერ აყუჩებდა. იქ არის ადგილი სადაც ძლიერი მეომრები ჩაყავთ, მიწისქვეშა გვირაბებით ბნელ სარდაფებში. ამ სარდაფებში დაუნდობელი მკვლელები არიან, რომლებიც ძლევამოსილ მეომრებს სულს უწამლავენ. ასწავლიან როგორ უნდა მოკლან ადამინები წამებით. როგორც დაუმარცხებელი მებრძოლი ამ სარდაფებში აღმოვჩნდი, იქ მაიძულებდნენ ადამიანები სარზე გამესვა, ტყვეები წამებით დაგვეხოცა. ამას მაიძულებდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი სუსტები იყვნენ და სიცოცხლეს არ იმსახურებდნენ. იქ ისე წყდებოდა ადამინების ბედი, თითქოს უფლის სამსჯავროზე იყვნენ. და იქ ორი ადამიანი წყვეტდა მათ ბედს, მურადი და მეჰმედი. ამ ბედისწერის ჭიდილში ჩემგან სიკვდილის მანქანა შექმნეს, მანქანა, რომელიც ძლევამოსილ ზარბაზანზე ძლიერია. რადუს მოიაზრებდნენ ვლახეთის მმართველად. მეჰმედს სურდა მე იქ დავრჩენილიყავი და მისი ზურგი გამემაგრებინა. ერთეულები ვიყავით ასეთები, რომლებსაც მომავალში მეჰმედის ზურგი უნდა გაგვემაგრებინა. მკველელებად გვზრდიდნენ, დაუნდობელ მკვლელებად. სწავლება მარტო ბრძოლას არ მოიცავდა, იქ ადამიანის ფიზიონომიასაც ვსწავლობდით, იმას თუ სარზე გასმისას ადამიანების რა ორგანოებს გაივლიდა ბასრი წვერი. გვასწავლიდნენ ფილოსოფიას და მეცნიერებებს. განსწავლული და ძლიერი მკვლელები გამოჰყავდათ ჩვენგან. რამდენიმე ვიყავით ასეთი. მერე ერთმანეთს დაგვაპირისპირეს, ერთმანეთი დაგვახოცინეს ბრძოლაში. ერთი უნდა გადარჩენილიყო და ეს ერთი მე აღმოვჩნდი. გადავრჩი. ყოველ ჯერზე როცა გამობრძმედილ მორიგ მკვლელს ვკლავდი საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა, მინდოდა მის ადგილზე მე ვყოფილიყავი, მაგრამ ისევ ცოცხალი ვიყავი, რადგან ინსტიქტი არ მაძლევდა საშუალებას მოქნეული მახვილისთვის გული მიმეშვირა. მძულს, მეზიზღება თურქები, განსაკუთრებით კი მეჰემდი. ისევ დაიკავა სამეფო ტახტი, უნდა დავბრუნდე ვლახეთში და მედგრად დავხვდე მას. დრო არაფერს მაპატიებს, ამიტომაც მინდა ვლადისლავის დამხობა, შენი დახმარება წყალივით მჭირდება.
-დაგეხმარები ჩემო ბიჭო, მეჰმედის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაგეხმარები.-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა ბოგდანმა.
-ნუ ტირი.-ცივად შევუშვი ხელები.-ცრემლი სისუსტის გამოხატულებაა, ჩვენ კი ძლიერები უნდა ვიყოთ, მტერს ჩვენი უნდა ეშინოდეს.
ერთი წელი დავყავი მოლდავეთში, ბოგდანმა ჯარის მობილიზება დაიწყო, უკან უნდა დავბრუნებულიყავი მოლდაველი ჯარისკაცებით და ვალახეთის ტახტი დამებრუნებინა. რამდენიმე დღეში ვბრუნდებოდი უკან.
-ვლად, წამოდი ვიჯირითოდ.-ოთახში ჩემი ბიძაშვილი უფლისწული სტეფანი შემოვიდა.
-წამოდი.-პერანგი გადავიცვი და მას გავყევი. გასვლისას ბოგდანს მივესალმე, დარბაზში იყო და იქ დავტოვე.
-რამე ჩაიცვი ცივა.-ირონიულად გამიღიმა სტეფანმა.
-მადლობა, მე არ მცივა, სხვათა შორის დიდი ხანია ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობ.-ვუთხარი და ცხენს მოვახტი. სასახლეს საკმაოდ მოვცილდით.
-ვლად დამეხმარე სამეფო ტახტზე ასვლაში, ვლახეთსაც დავიბრუნებ და შენ ჩემი მრჩეველი იქნები.-შემომხედა სტეფანმა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-თურქებსაც ხომ არ გაურიგდი უკვე?-გაბრაზებულმა შევხედე.-ბოგდანი ჯერ ცოცხალია და იმედია კიდევ დიდხანს იცოცხლებს.
-ჩვენ ნათესავები ვართ, ერთად დიდი ძალა ვართ, მინახია შენი ბრძოლა. შენთვისვე აჯობებს გავერთინდეთ.
-ცხენიდან ჩამოდი.-ცხენიდან სწრაფად ჩამოვხტი. სტეფანიც ჩამოხტა.
-რა მოხდა?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ყურადღებით მომისმინე.-ყელში წავუჭირე თითები, სუროსავით მქონდა ყელზე შემოხვეული თითები და მაგრად ვუჭერდი.-ვლახეთი მე მეკუთვნის. არც იოცნებო, რომ ის შენი გახდება. გავერთიანდებით მხოლოდ მეჰმედის წინააღმდეგ, ვლახეთი ჩამია და ჩემს გადაკიდებას არ გირჩევ სტეფან.-კბილებში ზიზღით გამოვცერი, ხელები შევუშვი და ძირს დავაგდე. სუნთქვას ირეგულირებდა და ხელს ყელზე ისვამდა. ხმა არ ამოუღია, შიშ ჩამდგარი თვალებით მიყურებდა. ცხენს მოვახტი და სასახლისკენ წამოვედი. სასახლის კარი დაკეტილი დამხვდა. საიდუმლო გვირაბით შევედი სასახლეში, ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და მე სტეფანმა სასახლეს გამარიდა. სასახლში შეიარაღებული ხალხი დადიოდა, დარბაზში შევიპარე. იქ არავინ იყო, ბოგდანი ეგდო იატაკზე სისხლის გუბეში. არტერია მოვუსინჯე, უკვე მკვდარი იყო. უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ რამდენიმე შეიარაღებული კაცი შემოვიდა. იქვე დადებულ შუბს ხელი დავალე და პირველივე კაცი შუბზე წამოვაგე, ხელიდან ხმალი ავართვი და მის უკან მდგომებს შევუტიე. არ მახსოვს რამდენი კაცი მოვკალი, მახსოვს, რომ მათი რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა, მახსოვს მათი შიშ ჩამდგარი თვალები. ბოლოს უკან დაიხიეს, მეც დრო ვიხელთე და საიდუმლო გვირაბით სასახლე დავტოვე. იქვე დაბმულ ცხენს მოვახტი და გეზი უნგრეთისკენ ავიღე. 3 დღე მივდიოდი, გზად ტრანსილვანია გავიარე, კარპატის ტყეები. სიბნელეში მგლების ყმული მესმოდა, ჩემი ცხენი ფრთხილობდა და შფოთავდა განუწყვეტლივ. სიბრაზის პიკზე ვიყავი, ჯერ დედაჩემი, მერე ვასილი, ილანი, მამაჩემი, მირჩა და ახლა ბოგდანი. ყველა დავკარგე, აქვე რომ შევეჭამე მგლებს შვება იქნებოდა ჩემთვის. მაგრამ მე სიცოცხლეს ვაგრძელებდი. ვაგრძელებდი იმ იმედით, რომ კიდევ ვიხილავდი მარიას თვალებს.
დაღლილობისგან ჩემი ცხენი წაიქცა და იქვე მინდორზე ჩამოვჯექი. შეუსვენებლად მოვაჭენებდი და ვეღარ გაუძლო. რამდენიმე საათი გავიდა, ცხენი ვეღარ ავაყენე, თავი დავანებე და გზა ფეხით გავაგრძელე. შიმშილისგან და დაღლილობისგან ძალა წამერთვა და მოწყვეტით დავარდი მიწაზე.
-ვლად ადექი, არ დანებდე, მე გელოდები.-მარიას აცრემლებულ თვალებს ვხედავდი, თეთრი ლამაზი კაბა ეცვა, ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. თითქოს გამოცხადება იყო, თითქოს სიზმარი, ბოლო ძალები მოვიკრიბე და წამოვდექი. გზა განვაგრძე, მალე პატარა დასახლებას მივადექი, წყაროზე წყალი დავლიე და ცოტა გამოვფხიზდი. გარეთ ბავშვები თამაშობდნენ. იქვე ერთი მხედარი დავინახე და მისკენ წავედი.
-გამარჯობა.-მივესალმე ცხენის პატრონს, ზურგით იდგა, უცებ შემობრუნდა და გამიღიმა.
-გაგიმარჯოს.-ინტერესით შემათვალიერა, ახალგაზრდა გოგონა იყო, მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი.
-ცხენი მჭირდება, შეგიძლია მომყიდო?-ცხენზე ვანიშნე.
-რას გადაიხდი?-გაეღიმა.
-ამაში გამიცვალე.-ყელიდან ძვირფასი ჯვარი მოვიხსენი და გავუწოდე.-ოღონდ დრო მოვა და გამოვისყიდი ამ ნივთს.
-ცხენი ძალიან გჭირდება?-ჯვარი გამომართვა და ინტერესით დააცქერდა.-სახლამდე მიმიყვანე და დამტოვე, ფეხით ვერ წავალ. მერე კი წაიყვანე ცხენი.-გამიღიმა.-ეს კი შენ გქონდეს.-ჩემი ჯვარი ისევ გამომიწოდა.-ჯვრის გარეშე, შორს მიმავალი კაცი ცოდოა.-ისევ გამიღიმა. საოცარი ღიმილი ჰქონდა, ძალიან ლამაზი იყო. -არ მოდიხარ?-მანიშნა ცხენზე უკან შევმჯდარიყავი და მეც მოვახტი მის ცხენს, ის კი გულზე ავიკარი.
-რა გქვია?-თითქმის ჩავჩურჩულე ყურში.
-კატალინა.-გაეღიმა და გაწითლდა.
-კატალინა რამდენი წლის ხარ?-ჩემ და უნებურად ვეკითხებოდი.
-15-ის ვხდები.-ისევ გაწითლდა.
-სჯობს აღვირს ხელი მოჰკიდო და ცხენს მიმართულება აჩვენო, მე შენი სახლი სად არის არ ვიცი.-დავიჩურჩულე მის ყურთან და აღვირზე ხელი მოვაკიდებინე, მის სუსტ ხელის მტევანს ჩემს ძლიერ ხელს ვუჭერდი.-რატომ მენდობი ასე, მე ხომ სრულიად უცხო ადამიანი ვარ.-ისევ დავიჩურჩულე.
-მტერს და მოყვარეს ვარჩევ.-გაეღიმა.
-ძალიან ახალგაზრდა ხარ საიმისოდ, რომ მტერ მოყვარე გაარჩიო, მე არაფერს დაგიშვებ, შენი მადლიერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე დახმარებისთვის, მაგრამ უცხო ხალხს არ ენდო.-ხმა ჩახლეჩილი ვლაპარაკობდი. რაღაც მომენტში აღვირი მოვქაჩე ცხენის, რათა სხვა მხარეს გამეტარებინა. ჩემი მოშვებული წვერი მის ნაზ ღაწვს შეეხო და ვიგრძენი ხელზე კანი როგორ დაეხორკლა. კმაყოფილს გამეღიმა.
-აქ ჩამოვალ.-ჩაილაპარაკა და ერთი მდიდრული სახლის წინ ცხენიდან ჩამოხტა.
-მიგიყვანდი სახლამდე.-ჩამოვხედე ზემოდან.
-ეს არის ჩემი სახლი.-ლამაზი ბაღისკენ გაიხედა.-აქ დამელოდე, საკვებს გამოგიტან. მშიერი იქნები.
-რატომ მექცევი ასე კარგად, შენ ხომ არც მიცნობ?-წარბაწეულმა შევხედე.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა.-დიდი ტანჯვა გაქვს გამოვლილი, თუმცა უფლის რწმენა არ დაგიკარგავს. ვთვლი, რომ კარგი ადამიანი ხარ, მოყვასის დახმარება, კი ყველა ქრისტიანის ვალია.-დიდი ბაღი სირბილით გაირა და სახლში შევიდა. ცოტა ხანს ვიდექი და ვიყურებოდი. მალე გამოჩნდა. ტანსაცმელი და საკვები მომიტანა, ხურჯინს ძლივს ეზიდებოდა.
-დაგეხმარები.-გამეღიმა და ხურჯინი ხელიდან გამოვართვი. ცხენს გადავკიდე და მისკენ შევბრუნდი.-მართლა უცნაური ადამიანი ხარ.
-როგორი?-გაეცინა.
-ზედმეტად კეთილი. ადამიანებისგან არ ვარ მიჩვეული მსგავს მოპყრობას. უანგაროდ ჯერ არავინ დამხმარებია. შენ ანგელოზი ხარ.-ხელზე ხელი მოვკიდე და მის ხელის გულს ჩემი ცხელი ტუჩები მივაკარე. ისევ გაწითლდა.-ბევრი რამ უნდა მოვაგვარო, დავბრუნდები.-ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადავუწიე და მის ნაზ კანს ჩემი უხეში ხელებით შევეხე.-შენი კეთილი თვალები არასდროს დამავიწყდება. კიდევ ერთხელ ავათვალიერე და გეზი უნგრეთისკენ ავიღე.
მოლდოვის ტახტზე პეტრუ III აარონი ავიდა, ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც ასევე დავა ჰქონდა სამეფო ტახტზე თავის ძმა სტეფანთან. სტეფანი ზედმეტად ამპარტავანი და ამბიციური პიროვნება იყო, მას არა მარტო მოლდოვა უნდოდა, არამედ ვლახეთზეც აცხადებდა პრეტენზიას, რაც ჩვენი დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა. მტრულად განწყობილი, ტახტს და დიდებას დახამებული ნათესავები უკან მოვიტოვე და უნგრეთში გადავედი, რათა მეც ბიძის ბედი არ გამეზიარებინა. უნგრეთს მაშინ იანოშ ჰუნიადი მართავდა.
-გრაფო ბასარაბ, მეგონა მეჰმედს ეახლეთ ისევ.-ჩაილაპარაკა იანოშმა.
-ვლახეთში ვიყავი, მერე კი მოლდავეთში გადავედი. ბიძაჩემი შეთქმულებმა მოკლეს და იძულებული გავხდი იქიდანაც წამოვსულიყავი. თქვენი დახმარების იმედად ვარ თქვენო ბრწყინვალებავ.-მარიას რჩევა გავითვალისწინე, მოლაპარაკებას ვაწარმოებდი უნგრეთთან.
-გრაფო თქვენი პოლიტიკა არ მოსწონდათ ბოიარებს…
-არც თქვენ.-არ დავასრულებინე იანოშს.
-არც მე მათ შორის. აქ დარჩებით, არ გაბედოთ უკან დაბრუნება, ამას მხოლოდ მე გადავწყვეტ, როდის დაბრუნდებით უკან. გაიცანი ეს გრაფი მიხეილ სილაგია, მის მამულში იცხოვრებ და საჭირო დროს დაგაბრუნებ.
-მეჰმედი მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს. ვლახეთი თან და თან სუსტდება. თქვენ არასწორად გაიგეთ ჩემი პოლიტიკა, მინდოდა შიდა პრობლემები მომეგვარებინა და მერე დავპირისპირებოდი მეჰმედს. დამეხმარეთ, რომ დავბრუნდე და დავიცვა ჩემი ხალხი.-ვარწმუნებდი იანოშს.
-შენი ხალხი? იქნებ ის ვლადისლავის ხალხიც არის? გიმეორებთ გრაფო, მე გადავწყვეტ როდის დაბრუნდებით.-მკაცრად ჩაილაპარაკა იანოშმა.
-დროა წავიდეთ.-მიხეილ სილაგმა კარისკენ მანიშნა, თავი დავუკარი იანოშს და დარბაზი ორივემ დავტოვეთ.-ვირივით ჯიუტია, მაგრამ გაგიცნობთ გრაფო უკეთ და დაგეხმარებათ, მეც დავარწმუნებ.-მხარზე მეგობრულად დამადო ხელი მიხეილმა.
-მადლობა.-თავი დავუკარი.
-მე გავარკვიე რატომაც იბრძოდით გრაფო ბასარაბ. სავაჭრო გზები მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, შიდა პრობლემების მოგვარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბევრს არ ესმის, ან არ უნდათ ესმოდეთ, რადგან ხელს ითბობენ თავად. იანოში გაერკვევა და დაგეხმარება, მერწმუნე.-მარწმუნებდა მიხეილი.
-რატომ მეხმარებით გრაფო? თქვენ ხომ არ მიცნობთ?-გაოცებული ვუყურებდი.
-მამაშენს ვიცნობდი, პატარა ვიყავი, ცხენმა ლამის გადმომაგდო, ვლად II-მ კი გადამარჩინა. მისი მკვლელობა ჩემთვის დიდი ტკივილი იყო, მისი მკველელების დასჯა მსურდა. შენ რომ დაბრუნდი გამიხარდა, ვიცი როცა დრო მოვა ამას გააკეთებ, ყველას საკადრის პასუხს გასცემ.
-ჯერ ტახტი უნდა დავიბრუნო.
-დაიბრუნებ ვლად.-გამიღიმა მიხეილმა.
მარია,
ვლადის წასვლის შემდეგ ნამდვილი საშინელება დატრიალდა ვლახეთში. პატარა გოგო ბიჭები უკვალოდ ქრებოდნენ. ამ ყველაფრის უკან ისევ ბოიარები იდგნენ და ახალი მმართველი ვალდისლავი.
-მარია, მარია.-ატირებული შემოვარდა კარში ელენე.-გიორგი დაიკარგა, ვერსად ვპოულობთ.-ქვითინებდა ელენე.
-დამშვიდდი, ვიპოვით.-ვაწყნარებდი ელენეს.
მთელი სოფელი ეძებდა გიორგის, მაგრამ ვერ მიაგნეს. რამდენიმე დღის მერე, როცა ტყეში მცენარეებს ვაგროვებდი დავინახე ბოაირების მსახურები როგორ მითვალთვალებდნენ და უკან ამეკიდნენ. არ დავფიქრებულვარ, უიარაღოდ ვიყავი, ანა სტასის დედას დავუტოვე, ბავშვზე არ ვნერვიულობდი. ფეხს ავუჩქარე და ვლადის ხის სახლისკენ გავიქეცი. თეთრი მგელი თავის ხროვასთან ერთად იქვე ტრიალებდა. აღარ მეშინოდა, ადამიანები უფრო საშიშები იყვნენ ვიდრე მხეცები. ვგრძნობდი, რომ მეწეოდნენ და სირბილით გავიქეცი. მგლებმა სახლში შემიშვეს. მაშინვე მშვილდი მოვძებნე და უკან გამოვბრუნდი. მგლების შიშით ახლოს ვერ მოდიოდნენ, მაგრამ არც უკან არ მიდიოდნენ. სამნი იყვნენ. არ დავფიქრებულვარ მშვილდი მოვზიდე და ერთმანეთის მიყოლებით ვესროდი მდევარს. ვუყურებდი მოწყვეტით როგორ ეცემოდნენ ძირს და როგორ გლეჯდნენ მგლები. ერთ ერთ მომაკვდავს მივუახლოვდი, შველას მთხოვდა.
-სად არიან ბავშვები? თუ გინდა გადარჩე მითხარი.-მშვილდით ხელში ვადექი თავზე.
-სასახლის სარდაფებში, მეჰმედს უნდა გაუგზავნონ.-ამოილაპარაკა და პირიდან სისხლი გადმოუვიდა.-ერთ კვირაში წაუყვანენ, შენც იქ უნდა წაგვეყვანე.-უკანასკნელად ამოილაპარაკა, მერე ხველა აუვარდა, ყელი სისხლით აევსო და სული განუტევა.
გამოვბრუნდი და სოფელში დავბრუნდი. იმ დღით მათე მოვიდა.
-მათე ერთ კვირაში აპირებენ წაიყვანონ მოტაცებული ბავშვები მეჰმედთან. შენი ბიჭები უნდა დამეხმარონ.-ჩავილაპარაკე.
-შენ რა გაგიჟდი? იცი მაინც რამდენი ჯარისკაცი გააცილებს? დაგვხოცავენ.
-ჩემი მოტაცებაც უნდოდათ, ხვალ შეიძლება ანას დაადგან თვალი, შეიძლება ერთ ერთი მათგანი შენ, ან სტასი ყოფილიყავით. უბედურება სანამ ჩვენ არ შეგვეხება გვძინავს. არ შეიძლება, ეს არ არის სწორი. ეს უბედურება ყველას შეეხება, ყველას ოჯახში იჩენს თავს. რადგან ვლადი არ არის აქ უმოქმედოთ არ უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ ჩვენი რიგი როდის მოვა. უნდა ვიბრძოლოთ მათე.-ტყუილად ვილაპარაკე, მათემ უარი მითხრა დახმარებაზე და წავიდა. ბევრი ფიქრის მერე მეჰმედის ბეჭედი გამახსენდა და გეგმა დავსახე.
ორი დღის განმავლობაში მთელი სოფელი მოვიარე, ხის სახლიდან იარაღი და აღჭურვილობა წამოვირე და გლეხების მომზადება დავიწყე. მხოლოდ ისინი წამომყვნენ, ვისი შვილებიც დაიკარგნენ. ადამიანი მშიშარაა და არც სხვისი ტკივილის გათავისება არ შეუძლია. გლეხებს ვასწავლიდი თურქულ ტექსტს, რომ თავი თურქებად გაესაღებინათ. ორი დღე ტარგოვიშტეს მინდორზე ველოდებოდით, როდის გამოატარებდნენ ტყვეებს. ლოდინი ფუჭი არ აღმოჩნდა. 143 ტყვე 20 მდე ჯარისკაცს მოჰყავდა. აბჯარი ისე მეცვა ყველას კაცი ვეგონებოდი. ხელში კი წერილი მეჭირა, რომელზეც მეჰმედის ბეჭედი ერტყა.
-შესდექით.-დავუძახე ჯარისკაცებს დაბოხებული ხმით. მე მეჰმედის მრჩეველი ვარ. ეს წერილი ვლადისლავთან გამომატანა. გავიგე მეჰმედისთვის საჩუქრად ტყვეები მოგყავთ, მათ ჩვენ მივაცილებთ ადგილამდე. თქვენს ბატონს კი მისი მადლობის წერილი გადაეცით.-წერილი გავუწოდე.
-კარგით.-თავი დამიკრა წინამძღოლმა და გაკვირვებულმა დაუწყო ყურება წერილს. გლეხებმა ერთმანეთში თურქულად დაიწყეს საუბარი როგორც ვასწავლე. ეჭვის საბაბი არ მიგვიცია ვლადისლავის ჯარისკაცებისთვის. თავი დაგვიკრეს და უკან გაბრუნდნენ, თვალს მიფარებული იყვნენ, რომ ისევ ვაგრძელებდით თამაშს და ტყვეებს შოლტის რტყმით მივერეკებოდით. მალე სამშვიდობოს ვიყავით. ტყეს შევაფარეთ თავი. არაფერი იყო იმაზე სულის შემძვრელი ვიდრე დაკარგული შვილების მშობლებთან შეხვედრა. მათ ხომ ისინი უკვე გამოიგლოვეს. მართალია ყველას ვუყვარდი და ყველა მკურნალს მეძახდა სოფელში, მაგრამ იმ დღის მერე ჩემს მიმართ სულ სხვა სიყვარულს ვგრძნობდი. მუშაობის უფლებას არ მაძლევდნენ, ყველას რითიც შეეძლო ისე მეხმარებოდა.
ბავშვები სახლებში იმალებოდნენ, რომ ჩვენი საიდულო არ გამჟღავნებულიყო. ბოიარების თანდასწრებით დედები ისევ დაკარგულ შვილებს გლოვობდნენ. 112 ვაჟი იყო ტყვეებიდან. 12-14 წლის ბიჭები. ყველა მათგანი შევკრიბე ტყეში ერთ დღეს.
-ბრძოლა უნდა ისწავლოთ.-გამოვუცხადე მათ.-ბოიარების მსახურები, ისევ გააგრძელებენ ბავშვების მოტაცებას, მათ კი ჩვენ უნდა ვებრძოლოთ.
-ვიბრძოლებთ!
-ვიბრძოლებთ.-ერთხმად შესძახეს ყველამ.
ყოველ დღე ვავარჯიშებდი ვაჟებს მშვილდის სროლაში. მძიმე ტვირთის ზიდვაში, ტყეში კიდევ რამდენიმე სახლი ავაშენეთ, უფრო უკაცრიელ ადგილებში შევედით და ხის სახლები ავაშენებინე, სადაც მუდმივად ცხოვრობდნენ. მშობლებს მალულად ნახულობდნენ. 1 წლის თავზე საკმაოდ მამაცი შეიარაღებული რაზმი მყავდა. ყველა პატივს მცემდა, ყველა მიჯერებდა. ბრძოლასთან ერთად წერა კითხვასაც ვასწავლიდი. ვუყვებოდი ფილოსოფოსებზე. ვუყვებოდი ტროას ბრძოლაზე. მათ შორის იყო სტასიც. სტასის დედა ძალიან მეხმარებოდა. ნახევარი, ხან კი მთელი დღე ანა მასთან იყო. ჩემი ადგილი ვიპოვე ვლახეთში, ამ ხალხში. ვლადი ძალიან მენატრებოდა. მის გარეშე ცუდად ვიყავი, მხოლოდ ის მამშვიდებდა, რომ მე მის საქმეს ვაგრძელებდი.
-სოფია როგორ გაწუხებ.-სტასის დედას კიდევ ერთხელ მოვუხადე მადლობა ანაზე ზრუნვისთვის.
-ეგ აღარ თქვა შვილო. ანა ისე მიყვარს, მან თითქოს ჩემი დაკარგული შვილის, ვასილის ადგილი დაიკავა ამ სახლში და ჩემს გულში.
ბედის ირონია იყო. სოფიას ვასილის მკვლელის შვილი საკუთარი შვილივით უყვარდა.
-იცი დღეს ახალი სიტყვები ისწავლა შენმა გოგომ.-გულში იკრავდა ანას და თან იღიმოდა სოფია.-მე ამაზე ვიზრუნებ, შენ კი სტასს გაბარებ. არ მიჯერებს, სულ მეშინია შარს არ გადაეყაროს. შენ გიჯერებს, ძალიან უყვარხარ. არ ვიცი რა ძალა გაქვს შვილო ასეთი, ყველა უბედურს და გაჭივებულს შენი სახელი აკერია პირზე. ყველა შენ გლოცავს. სასწაული ხარ, თითქოს უფალმა გამოგგზავნა მისიით ამ ცოდვილ მიწაზე.
-უფალი ხომ სიყვარულია. ამ ცოდვილ მიწაზე იმდენი ცუდი რამ ხდება უნდა ვეცადოთ, რომ ბევრი სიყვარული გავცეთ, რათა ბოროტება დავამარცხოთ.-გავუღიმე სოფიას.
-ვასილის სიკვდილის მერე გამიჭირდა. მშურდა იმ დედების ვისაც ცოცხალი ჰყავდათ შვილები. მთავარზე არ მიფიქრია, არ მიფიქრია იმაზე, რომ ახლა ვასილის სულს ჩემი დახმარება სჭირდებოდა, ვიდრე მამა თომასი არ მოვიდა და სწორი გზა არ მაჩვენა.-თვალცრემლიანი ლაპარაკობდა სოფია.
-თომასი.-გამეღიმა.-ისე ქადაგებს ხან და ხან მგონია თავად იესოს ვუსმენ.
-საოცარი ძალა აქვს ცოდვილები უფლის სამსახურში ჩააყენოს.-სოფიასაც გაეღიმა.
დღეები დღეებს მისდევდა. საკუთარი საქმე ვიპოვე. ვეხმარებოდი გლეხებს, ვამზადებდი წამლებს და მალამოებს. მოტაცებულ ბავშვებს ვეძებდით და ვანთავისუფლებდით. ამ პატარა ბავშვებში იმხელა ძალა იყო დიდი არმიაც კი უძლური იყო მათთან. პარტიზანული ბრძოლები გავაჩღეთ ბოიარებთან და მათ მსახურებთან. ვლადისლავის არმიამ უშედეგოდ ეძება ჩვენი კვალი. თურქების აღჭურვილობა და იარაღი უფრო აბნევდათ მათ და შიშს ჰგვრიდა. შედეგად ბევრი ბავშვი გავანთავისუფლეთ.
ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა. ბოიარების მსახურებმა ხაზინის შევსება გლეხების უკანასკნელი გროშებით მოინდომეს. მასიურად დაიწყეს ხარკის აკრეფა. მიზეზად კი აცხადებდნენ, რომ ქვეყნის სიმშვიდისთვის ასე იყო საჭირო. ვლადისლავს არასდროს ეყოფოდა გამბედაობა მეჰმედისთვის რამეზე უარი ეთქვა. მაგრამ მარტო მეჰედი როდი წყვეტავდა ხალხს წელში ხარკით. გადასახადების ამკრეფები უნგრეთსაც სათანადოდ ამარაგებდნენ. პატარა ვლახეთი ვეღარ უძლებდა ამდენ წნეხს. სავაჭრო გზებიც მოიშალა. ვლადისლავი ტრანსილვანიელ საქსებს მფარველობდა, რომლებიც ვაჭრებს აყაჩაღებდნენ. ეს ქვეყნის შემოსავალს საგრძნობად დაეტყობოდა, შედეგად კი გადასახადებს უფრო გაზრდიდნენ და გლეხები ვეღარ გაუძლებდნენ ამდენ წნეხს.
-სტას სავაჭრო გზებს უნდა გავყვეთ. ვაჭრები უსაფრთხოდ თუ არ გადაადგილდებიან ვლახეთში ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. სასახლეში ვინმე გვჭირდება, ვინც გაარკვევს როდის უნდა გააგზავნონ ფული უნგრეთში. ეს ფული უნდა ხალხს დავუბრუნოთ.-სტასს ვუთანხმებდი სამომავლო გეგმას.
-მარია საშიშია, რამე რომ დაგემართოს ვლადი არ მაპატიებს. მეც სარზე გამსვავს.-მარწმუნებდა სტასი.
-არა სტას. ეს ვლადს არ ეხება. ეს მე მეხება, ანას, შენ და თითოეულ გლეხს. ის წერილებს მხოლოდ მათეს სწერს. მან უბრალოდ საიმედო თავშესაფარი ნახა და დაგვივიწყა.-გაბრაზებული ვლაპარაკობდი.-სად არის, როცა მისი ხალხი ასეთ გასაჭირშია?
-მარია ანა გყავს. მასზე იფიქრე. რამე რომ დაგემართოს რა ეშველება?
-სოფია იზრუნებს მასზე. და მე არაფერი დამემართება, არც შენ.-დამაჯერებლად შევხედე სტასს.
-როდისმე, რამე არ გამოგსვლია? ხან და ხან მგონია, რომ შეუძლებეს შეძლებ. ამ ბავშვების დახსნა, მერე ასე მომზადება. ეს ყველაფერი შეუძლებლად მეჩვენებოდა და რეალობაა. მჯერა შენი და შენს გვერდით ვიქნები.-გამიღიმა სტასმა.
-იცი სტას გულით რაც მინდოდა ის არ გამომივიდა.-თვალები ამიცრემლიანდა.-ვლად ვერ შევაყვარე თავი.
-რატომ გგონია, რომ არ გამოგივიდა? მერწმუნე სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ, უბრალოდ თავადაც არ იცის.-გამიღიმა სტასმა.
ბევრი ვიფიქრე როგორ გამერკვია ყველაფერი და გადავწყვიტე თავად შემეღწია სასახლეში. ტრანსილვანიელ ქალბატონად გავასაღე თავი და ლამაზ კაბაში გამოწყობილი ვეახლე ვლადისლავს.
-მოგესალმებით თქვენო ბრწყინვალებავ. მე ნატალია ილოკი ვარ, თუ ნებას დამრთავთ რამდენიმე დღე გავჩერდები სასახლეში, ტრანსილვანიიდან მოვდივარ, გზა დამღლელი აღმოჩნდა.-თავი დავუკარი ვლადისლავს.
-და სად მიბრძანდებით ქალბატონო ილოკ?-გაღიმებული მიყურებდა ვლადისლავი.
-ბულგარეთში ვაპირებ გადასვლას, იქ ჩემი საქმრო მელოდება. ის თავად მეჰმედის მრჩეველია. ეს წერილი მეჰმედ II-მ გამოგიგზავნათ, რომ დროებით შემიფაროთ.-წერილი მივაწოდე ვლადისლავს.-ჩემი მხლებლები ქალაქში დაბინავდნენ, მხოლოდ მე შეგაწუხებთ, ისე გახშირდა ყაჩაღობა ვერ გავრისკავდი ქალაქში დაბინავებას.
-სიამოვნებით გიმასპინძლებთ ქალბატონო ილოკ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა. მსახური მიგაცლებთ.-გამიღიმა ვლადისლავმა.-იზრუნეთ რომ ქალბატონს არაფერი მოაკლდეს.-ბრძანება გასცა.-საღამოს ვახშამზე თუ დამეწვევით დიდ პატივს დამდებთ.
-სიამოვნებით.-თავი დავუკარი.
დახმარება ვაჭრებმა აღმომიჩინეს. სკივრი კაბებით სავსე, ეტლი და სამკაულები დროებით მათხოვეს. საღამოს ლამაზ კაბაში გამოვეწყე და ვლასილავს დავეწვიე ვახშამზე. მასთან ვახშამს ესწრებოდა საქსების ერთ ერთი წარმომადგენელი. ასევე მისი ძმები. ცოტა სახიფათო იყო ჩემი ვახშამზე ყოფნა, თუმცა მათი მოტყუება არ გამჭირვებია. ყველამ დაიჯერა ჩემი მაღალი წარმომავლობის ამბავი. მათეს ვლადის წერილები მოვპარე, ის ბევს წერდა სილაგების ოჯახზე. სამეფო კარზე. მეც ვახშამზე ბევრი ვისაუბრე, განვაცხადე, რომ უნგრეთში წვეულებებსაც ვესწრებოდი და სილაგების ოჯახთანაც ვმეგობრობდი.
-თქვენო ბრწყინვალებავ, ტრანსილვანია საკმაოდ დიდ თანხას უხდის უნგრეთს. ვლახეთი თუ იჩენს მეფის მიმართ მადლიერებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უნგრეთის მხარდაჭერით დაიკავეთ ეს ადგილი.-შევხედე ვლადისლავს.
-რა თქმა უნდა ვიჩენ გულისხმიერებას. კვირის ბოლოს გავუგზავნი მადლობის წერილს იანოშს და საკმაო თანხასაც მომავალი ბრძოლებისთვის. -გადაიხარხარა ვალდისლავმა და მორიგი სასმისი გამოსცალა.
-ვაჭრებს ხშირად აყაჩარებენ. ტრანსილვანიაში ჩამოსული ვაჭრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ვლახეთის სავაჭრო გზები უკვე ძალიან საშიშია. რატომ არ უზრუნველყოფთ სავაჭრო გზების დაცვას?-შევხედე ვლადისლავს და საქსს შევხედე, რომელიც თვალს არ მაცილებდა.
-იქნებ მათი არ დაცვით უფრო დიდი სარგებელია.-ისევ გაიცინა ვლადისლავმა.-ზედმეტად ჭკვინი ბრძანდებით ქალბატონო ილოკ.
-სარგებელი თქვენთვის თუ ქვეყნისთვის? კარგი მმართველი ვფიქრობ თავის ხალხზე უნდა ფიქრობდეს და არა საკუთარ ხაზინაზე. ისტორია იწერება, რჩება და მომავალ თაობებს გადაეცემათ. ისტორიაში იყვნენ კარგი მმართველები, რომლებიც სიამაყით ავსებს ერს. მაგრამ სამწუხაროდ მომრავლდნენ მმართველები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. თქვენ რომელ კატეგორიაში გსურთ მოგიხსენიონ ისტორიაში? პირველი თუ მეორე?-ბრაზს ძლივს ვიკავებდი.
-ვფიქრობ მეორე უფრო მომწონს. -გადაიხარხარა ვალდისლავმა და მას დანარჩენებიც აჰყვნენ.-ჟამთააღმწრელი რას დაწერს სულ არ მაინტერესებს. მთავარია მე ვარ ბედნიერი. ვიცი არარაინდულად ჟღერს ქალბატონო ილოკ, მაგრამ მე ეს მირჩევნია.
-უკვე გვიანია, დაგტოვებთ.-თავი დავუკარი ყველას და დარბაზი დავტოვე.
-დამელოდეთ ქალბატონო ილოკ.-კიბეებზე ავდიოდი, რომ საქსი წამომეწია.
-დიახ, გისმენთ.-გრაციოზულად შემოვბრუნდი და ღიმილი ავიკარი სახეზე.
-სადმე შევხვედრილვართ? ძალიან მეცნობით.-მაკვირდებოდა საქსი.
-ალბათ ტრანსილვანიაში. უნგრეთში წვეულებებზე თქვენ ნამდვილად ვერ გიხილავდით.-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-მართალია.-ამაზრზენად გაიკრიჭა.-სასახლე ჩემთვის არ არის.
-ღამე მშვიდობის.-თავი დავუკარი და კიბეებს ავუყევი. მსახურის ტანსაცმელი გადავიცვი და ცოტა ხანში სასახლეში დავიწყე ხეტიალი შეუჩნევლად. ყველა ოთახი მოვიარე თითქმის. ვლადის საიდუმლო გასავლელიც ვნახე, რომელიც საიდუმლო გვირაბით გადიოდა სასხლის გარეთ. ყველა შესასვლელ გასასავლეი დავათვალიერე. მერე კი შემთვრალ ვლადისლავს და საქსს მივაყურადე.
-ჯონ არც იფიქრო.-გაბრაზებული ელაპარაკებოდა ვლადისლავი.
-თურქებისთვის ზედმეტად კარგია.-ხარხარებდა საქსი.
-თურქების გადაკიდება ჩემთვის დასასრულია. ხომ გაიგე რაც თქვა. მეჰმედის მრჩეველია მისი საქმრო. თავად მეჰმედმა მოიწერა წერილი, რომ მის უსაფრთხოებაზე ვიზრუნო.-გაბრაზებული ელაპარაკებოდა ვლადისლავი.
-კარგი, კარგი. უნგრეთში როდის მივდივარ?-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები საქსმა და ბინძური ფეხები მაგიდაზე შემოალაგა.
-ერთ კვირაში. სისულელეების გარეშე ჩაიტან ფულს ჰუნიადთან.-თითი დაუქნია ვლადისლავმა და ღვინით სავსე სასმისი პირთან მიიტანა.
-როდისმე დაგაღალატე?-გაიღრიჭა საქსი.
-ჯონ ველური ხარ. საზოგადოება შენთვის ზედმეტია. შენ მხოლოდ ნაჯახით ბრძოლა იცი. ამიტომაც ვნერვიულობ. მხოლოდ წერილს გადასცენ და ფულს. პირი არ გააღო.-ისევ უბრაზდებოდა ვალდისლავი.
-ჩუმად ვარ.-ტუჩებთან თითი მიიტანა საქსმა. იმხელა წვერი ჰქონდა მხოლოდ სიცილის დროს უჩანდა რამდენიმე კბილი. -ვლადისლავ შენმა ჯარისკაცებმა ადგილამდე ვერ ჩააღწიეს. შენ მე გჭირდები, ეს კარგად იცი. იმ ქურდებსაც მოვუგრეხ კისერს მალე. მაგ არამზადებმა საუკეთესო მეომრები ჩამიხოცეს, ახლა ვაჭრებს იცავენ.-ფეხები ჩამოალაგა მაგიდიდან საქსმა და მაგიდას მუშტი დაარტყა გაბრაზებულმა.
-იმედი მაქვს მალე მოაგვარებ მაგ ამბავს. თუ არა და ისევ შენ დაზარალდები.-გაუღიმა ვლადისლავმა.
-და მაინც, ხომ არ დავაგემოვნო ქალბატონი ილოკი?-ჩაილაპარაკა საქსმა. უსიამოვნო გრძნობამ მთელს ტანში დამიარა. ამ არამზადას ჩემით გართობა სურდა.
-გეყოფა ჯონ.-დაიყვირა ვლადისლავმა.-სახიფათოა, ასე რომ არ იყოს როგორ გგონია შენ დაგითმობდი? ტყვე გოგონებიდან აარჩიე ვინმე.
-კარგი რა. ბავშვები აღარ მომწონს.
-ქალბატონები შენისთანებისთვის აკრძალულია.
-სულ მაინტერესებდა როგორები არიან ქალბატონები.
-კმარა.-სასმისი კედელს ესროლა ვალდისლავმა.
-კარგი. კარგი.-ხელდები ასწია საქსმა.-რომელიმე მსახურთან გავერთობი.-ჩაილაპარაკა და დარბაზიდან გავიდა. შეუმჩნევლად ავედევნე უკან. ის კი გარეთ გამოვიდა და ერთ ერთი შენობისკენ წავიდა. შენობაში შევიდა, იქ კი ხმაური ატყდა. ცოტა ხანში 12-13 წლის გოგონა გამოიყვანა.
-გთხოვ გამიშვი.-ტორიდა ბავშვი, საქსი კი თითქმის მოათრევდა. საჯინიბოსკენ წაიყვანა და თავლაში ძალით შეაგდო. შეიძლება ეს საბედისწერო ყოფილიყო ჩემთვის, მაგრამ ფიქრით არ მიფიქრია შედეგზე. იქვე დადებული ფიწალი ავიღე და ხმაურზე უკან შემობრუნებული საქსი ფიწალზე წამოვაგე. ერთი დაიღმუვლა ველურმა და ფიწალი მოცლიდან გამოიძრო.
-გაიქეცი, დანარჩენებთან გაიეცი და დამელოდეთ.-დავუყვირე გოგონას, ისიც შეშინებული გავარდა თავლიდან.
-შენ? მე კი ქალბატონი მეგონე.-გამწარებული მიყურებდა საქსი, დანა ამოიღო და ჩემსკენ წამოვიდა.
-მე კი არ შევმცდარვარ, ნამდვილი არამზადა ხარ.-ჩავილაპარაკე და საჯინიბოში ცხენებისკენ გავიქეცი, საქსი დაჭრილი ამედევნა უკან, იქვე დაკიდებულ მათრახს წამოვავლე ხელი, ცხენს მოვახტი და საქსისკენ წავედი პირდაპირ, უცებ მოვდე ფეხებზე მათრახი და ცხენი გავაჭენე, საქსი ძირს გაიშხლართა, უშედეგოდ ცდილობდა მათრახის მოხსნას ფეხებიდან , ცხენით ეზოში გავიჭერი და საქსი გავითრიე. კარიკაცები ხმაურზე გამოჩნდნენ და ხმლები იშიშვლეს. წყლის სათლს ხელი წამოვავლე ისე, რომ სვლა არ შემინელებია და წინ მდგომ ჯარისკაცს თავზე ჩამოვაცვი. საქსი გიჟივით ღრიალებდა, სასახლეში სინათლე ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა, პირდაპირ კარისკენ გავიქეცი და ისე, რომ არ გავჩერებულვარ გეზი ტყისკენ ავიღე. საქსის უგონო სხეული ტყეში დავტოვე და სასახლისკენ წავედი. მიწისქვეშა გვირაბის შესასვლელის ძებნა დავიწყე. მიმართულებით ვიცოდი საით იყო შესასვლელი. შესასვლელის ძებნა დავიწყე და უკვე თენდებოდა, რომ ძლივს მივაგენი. ჩუმად შევიპარე სასახლეში და შეუმჩნევლად შევედი ოთახში, რომელშიც დამაბინავეს.
-დილა მშვიდობის ქალბატონო ილოკ. -თავი დამიკრა ვლადისლავმა.
-დილა მშვიდობის. რა მოხდა ღამით, ეზოში ხმაური იყო?-გაოცებული სახით ვეკითხებოდი ვლადისლავს.
-არაფერი მნიშვნელოვანი. სიტუაციას ვაკონტროლებ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.-ჩაილაპარაკა ვლადისლავმა შეშფოთებული სახით და ეზოში გავიდა. უკან გავყევი.
-თქვენო ბრწყინვალებავ, მკვდარი ვიპოვეთ ტყეში, მგლებს შეუჭამიათ.-იმ წუთას მოვიდა ერთი ჯარისკაცი და მოახსენა ვლადისლავს.
-ვინ შეჭამეს მგლებმა, ღმერთო.-შეშინებული სახე მივიღე და ხელები სახეზე ავიფარე.
-თქვენს ოთახში დარჩით ქალბატონო ილოკ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ვლადისლავმა და ჯარისკაცებისკენ წავიდა.
-თქვენის ნებართვით. დღეს უნდა გავემგზავრო, იმედია ხიფათს არ გადავეყრები.-უკმაყოფილო სახით ჩავილაპარაკე.
-ჩემი ჯარისკაცები გაგაცილებენ.-უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ვლადისლავმა.
-გმადლობთ თქვენო ბრწყინვალებავ მაგრამ ჩემი ხალხი გამაცილებს.-უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე, უნდობლობა გამოვუცხადე ვლადისლავს. ეტლის მომზადება დავავალე მსახურებს, ტანსაცმლის სკივრები ეტლში ჩავალაგე და სასახლე დავტოვე.
-გვტოვებთ?-ვლადისლავმა მიმაცილა ეტლამდე.
-საშინელებებს ყვებიან მსახურები, არ მინდა ვიღაც ქურდების მსხვერპლი გავხდე.-უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.-მადლობა მასპინძლობისთვის.-თავი დავუკარი და ეტლში ავედი. მეეტლეს ბრძანება მივეცი წასულიყო და სასახლე სწრაფად დავტოვე. ქალაქში გაჩერებულ ვაჭრებს დავუბრუნე ეტლი და ნივთები. ჩემმა ხალხმა გააცილა ეტლი, რომელშიც ვაჭრები ისხდნენ. ვლადისლავის ხალხი ერთ ხანს უთვალთვალებდა ეტლს, მათ ეტლში მე ვეგონე, მერე უკან გამობრუნდნენ და სასახლეში დაბრუნდნენ.
-აბა რა გაარკვიე?-სტასი გახარებული მომეხვია.-ძალიან შემეშინდა.
-ერთ კვირაში მიდის აგროვებული ფული უნგრეთში იანოშთან, მაგრამ..-გავჩუმდი.
-ახლა რაღა ჩაიდინე?-საყვედურით შემომხედა სტასმა.
-საქსი ვისაც უნდა თანხა წაეღო მოვკალი.
-რაა? გაგიჟდი? რაზე ფიქრობდი?-ყვირილი დაიწყო სტასმა.
-პატარა გოგოს გაუპატიურება უნდოდა.-მეც დავიყვირე.
-რატომ ერევი მარია? ყველას ვერ გადაარჩენ, შეიძლება მოეკალი, შეიძლება რამე მოგსვლოდა? შენ თავზე თუ არ ფიქრობ ანაზე იფიქრე.-ნერვიულად დაიწყო სიარული სტასმა ოთახში.
-სტას იმ ფულზე მნიშვნელოვანი იმ ბავშვების დახსნაა.
-რამდენი არინ?
-ახლო სოფლებიდან არ არის, ოცამდე ბავშვი იქნება. ჩრდილოეთიდან წამოიყვანეს ალბათ.
-მიდი გისმენ, რა გეგმა გვაქვს? მაინც არ გადაიფიქრებ ხომ გიცნობ.-ხელები გაშალა სტასმა.
-სტას გთხოვ.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.-გულგრილი ვერ ვიქნები. ეს მეც გამოვიარე, არ იცი ეს რამხელა ტკივილია. ვერ დავუშვებ ამ ბავშვებს ასე საზიზღრად მოექცნენ.
-რა გეგმა გვაქვს?-ფანჯარაში გაიხედა.
-მიწისქვშა შესასვლელი ვლადისლავმა არ იცის როგორც ჩანს. ვლადი მიყვებოდა ამ გასასვლელზე. მივაგენი, საიდუმლო გასასვლელია. ამ გასასვლელით შევალ და ჩუმად გამოვაპარებ ბავშვებს სასახლიდან.
-ფული?
-ფული არ ვიცი. ვის ანდობს ან როდის გაგზავნის არ ვიცი.
-მარია ხალხი შიმშილით მოკვდება, იქნებ ჯობდეს ის ბავშვები ვლადისლავს დავუტოვო და მან გამოკვებოს, ჩვენ კი ფულზე ვიზრუნოთ.
-კარგად თუ დავგეგმავთ ფულსაც წამოვიღებთ. 5 კაცი იცავს ხაზინას. ვლადისლავი თავად ინახავს ხაზინის გასაღებს.
-და როგორ ავიღებთ?
-ვლადისლავს ძილის წამალს დავალევინებთ და გასაღებს ავაცლი.
-ღმერთო სულ გაგიჟდი. რამე რომ დაგემართოს ვლადი მართლა მომკლავს.
-მართლა გგონია, რომ ვლადისთვის რამეს წარმოვადგენ? ერთი წერილიც კი არ მოუწერია ჩემვის. იცი მათეს რას წერს? როგორ ირთობს თავს უნგრეთში წვეულებებზე. მან მეც დამივიწყა, შენც და ვლახეთიც. ჩვენ უნდა ვუშველოთ ხალხსაც და ჩვენს თავსაც. და გინდა თუ არა სტას იმ ბავშვებსაც. ისინი ხომ ჩვენი ნაწილი არიან, მიდი გაბედე და თვალი დახუჭე ამდენ უსამართლობაზე. იცი რა მოხდება? სიცოცხლის ბოლომდე ინანებ, რომ შეგეძლო და არ დაეხმარე. თუ ღმერთი გწამს, თუ უფალი გიყვარს ხელი უნდა გაუწოდო გაჭირვებულებს. ჩვენ შეგვიძლია სტასს. თუ ვირწმუნებთ შევძლებთ და გამოვიყვანთ იმ ბავშვებს იქიდან.
-კარგი, ხვალ მოვალ, ყველაფერი კარგად დაალაგე, კარგად დავგეგმოთ. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ფული ჯერ-ჯერობით დავივიწყოთ, ბავშვები გამოვიყვანოთ და დაველოდოთ როდის გაგზავნის ფულს უნგრეთში. მათ ტერიტორიაზე ბრძოლას ჩვენს ტერიტორიაზე ბრძოლა ჯობია.
-კარგი.-თავი დავუქნიე სტასს და ისიც წავიდა.
მეორე დილით 5 ბიჭი, მათ შორის სტასი წავიყვანე და საიდუმლო შესასვლელი ვაჩვენე. დაღამებას დაველოდეთ და სასახლეში ჩუმად შევიპარე. მსახურთუხუცესი შემეფეთა.
-ნუ დაბორიალობ ღამე.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, მსახური ქალი ვეგონე.
-თეთრეული გამოვცვალე.-თავი დავუკარი და გვერდი ავუარე. ჩუმად შევიპარე ცალკე მდგომ სახლში სადაც ტყვეები ჰყავდათ. ხმაურზე გოგონები ერთად შეჯგუფდნენ, გასაღები თან მქონდა და კარი ადვილად გავარე, საქსს თასმით წელზე ეკიდა და ტყეში, რომ დავტოვე მოვხსენი. -ჩუმად არაფერს დაგიშავებთ.-ჩუმად ჩავილაპარაკე.
-თქვენ?-თვალებგაბრწყინებულმა შემომხედა იმ გოგონამა საქსისგან რომ დავიხსენი.
-ჩუმად. ორი ბიჭი გამომყევით, გზას გაჩვენებთ და სანამ მე სასახლის დაცვას შევაკავებ დანარჩენები უცბათ უნდა გაიყვანოთ. ხმაურის გარეშე. -გავაფრთხილე ბავშვები. მათაც თავი დამიქნიეს. ბავშვები გამოვიყვანე და სასახლის საიდუმლო გასასვლელი ვაჩვენე.
-ახლა რა ვქნათ?-შეშინებულებმა შემომხედეს.
-ნუ გეშინიათ. იქ სადაც თქვენს გაგზავნას აპირებენ ნამდვილი ჯოჯოხეთია. ამაზე იფიქრეთ და უკან მოუხედავად გაიქეცით. იქ ჩემი ხალხი დაგხვდებათ და საიმედო ადგილას დაგმალავენ.
-შენ?
-მეც წამოვალ. ჯერ თქვენ გადით.-ვუთხარი ბავშვებს და გასავსვლელისკენ გავუშვი. ეზოს ბოლოში ცხენების თავლა იყო, იქით წავედი, ცხენები ავუშვი და თავლას ცეცხლი წავუკიდე. ცხენებმა ჭიხვინი ატეხეს, ხმაურზე ჯარიკაცები და კარისკაცები, მათ შორის მსახურებიც ყველა თავლისკენ გაიქცნენ და ცეცხლის ჩქრობას ცდილობდნენ. შეშინებული ვლადისლავი სასახლიდან ცხვირს ვერ ჰყოფდა. ეზოში საშინელი ხმაური ატყდა, ყველა წყალს მიარბენინებდა. ამ ალიაქოთში ბავშვები ისე გაიპარნენ ვერავინ ვერ შენიშნა.
-კარი შეამოწმეთ, არავინ დატოვოს აქაურობა.-ვლადისლავის ძმამ ბრძანება გასცა და მთლიანი კონტროლი ეზოზე გადავიდა. წყლის სათლს ხელი წამოვავლე და მსახურებს მივყევი უკან.- ყველა კუთხე კუნჭული გაჩხრიკეთ.-ყვიროდა ვლადისლავის ძმა. ცეცხლი თან და თან ძლიერდებოდა. დიდი და პატარა ყველა წყალს ეზიდებოდა. ბავშვები უკვე უსაფრთხოდ იყვნენ, სასახლის კარი არ გაღებულა, შესაბამისად არ მინდოდა საიდუმლო გასასვლელის ამბავი გამჟღავნებულიყო, ამიტომ მათი ყურადრება უნდა მიმექცია. ცხენის საჭერი ორი მარყუჟი ავიღე, ერთ ერთ ცხენს მოვაბი ბოლოები, ცხენზე შევჯექი და კარიკენ გავიქეცი. მარყუჟი ვისროლე და კარის საკეტს მოვდე, მეორე მარყუჟი კი კარში მდგომ ჯარისკაცსს, სწრაფად გავწიე და კარში გიჟივით გავიქეცი. კარს გავცდი თუ არა მარყუჟები გადავჭერი და ტყისკენ ავიღე გეზი. 20 მდე ჯარიკაცი ამედევნა უკან, ტყეში შევედი თუ არა მშვილდოსნების წვიმა წამოვიდა და ვლადისლავის ჯარისკაცები მოცელილები ეცემოდნენ ძირს. უკვე უსაფრთხოდ ვიყავით მეც და ბავშვებიც.

სასახლეში,

-უმეცრები და მშიშარები ხართ.-ღრიალებდა ვლადისლავი.-ჯონი მოკლა, ახლა ამდენი ტყვე ისე გაპარა, რომ აზრზეც ვერავინ მოვიდა. როგორ ვერ შენიშნეთ?
-ძმაო კარს ვუყურებდი. მის გარდა არავინ გასულა, როგორ მოახერხა მართლა არ ვიცი.-გაკვირვებას ვერ მალავდა ვალდისლავის ძმა.
-კარგად ვერ უყურე.-დაიღრიალა ვლადისლავმა.
-გეფიცები კარში მის გარდა არავინ გასულა.-არწმუნებდა ვლადისლავს მისი ძმა.
-რა გინდა მითხრა? ჯადოქარია და ბავშვები გააქრო? მაშ სად არიან?
-არ ვიცი. რაც გინდა ის თქვი ვალდისლავ, მაგრამ საშინლად მეშინია. ეს თუ მოახერხა ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი მოკლას. ვინ შეიძლება იყოს? ოცივე ჯარისკაცი დახოცილი იყო ისრებით. იქნებ ვლადია, იქნებ დაბრუნდა? სხვა ვინ გაბედავდა?
-ვლადი უნგრეთშია. იანოში არ გამოუშვებს, ჩემი ხალხი მყავს. შემატყობინებდნენ, რომ წამოსულიყო.-ნერვიულად მოიქექა კეფა ვლადისლავმა და დარბაზში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.-ყველა დაკითხეთ?
-კარისკაცმა ქალი იყოო. იმ უბედურს ისე შეეშინდა ალბათ მოეჩვენა. შეუძლებელია ქალმა ასე გარისკოს.
-ქალი?-ვლადისლავმა ზურგი შეაქცია თავის ძმას და ზარდახშიდან წერილი ამოიღო. რამდენიმეჯერ შეათვალიერა, მერე თავი გაიქნია და წერილი ისევ ზარდახშაში დააბრუნა.
-რა მოხდა?-შეხედა ძმამ.
-არაფერი. სისულელე გავიფიქრე.

მარია,
-სტას კარგად გაართვით ყველაფერს თავი.-კმაყოფილმა გავუღიმე სტასს.
-ჩვენ? მარია ძალიან რისკავ. ერთხელაც არ გაგიმართლებს და ცუდად დაასრულებ.-თითი დამიქნია სტასმა.
-ვიცი სტას, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო გულგრილად ამ ყველაფერს.
-ყველას ვერ გადააარჩენ? ეს შეიგნე.
-ვიცი სტას. მაგრამ ვისაც გადავარჩენ ეს ჩემს ტკივილს ცოტათი მაინც გააყუჩებს.
-რა შეგემთხვა? რატომ არ მიყვები?
-ერთ დღეში ყველა და ყველაფერი დავკარგე. საყვარელი ადამიანები, თავისუფლება და ყველაზე ძვირფასი, რწმენა. უფალს გავუნაწყენდი. თუმცა დავიფიცე, თუ ვლადი კარგად იქნებოდა გაჭირვებულს ზურგს არ შევაქცევდი და დავეხმარებოდი.
-ისე გიყვარს, რომ მისი გულისთვის საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებ?
-შენც შეგიყვარდება და მერე მიხვდები.-გავუღიმე სტასს.
-ალბათ, მაგრამ ეს სიგიჟეა. ფიცი? იქნებ უფალი არ ითხოვს შენგან ამ მსხვერპლს? ამაზე არ გიფიქრია? ნუ გეშინია, ვლადი კარგად იქნება, მან თურქებს გაუძლო. ახლა არაფერი უჭირს, სამეფო კარზე არაფერი დაემართება. -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა სტასმა.
-უნდა ვუთვალთვალოთ, მალე ფულს წაიღებენ უნგრეთში. ამას ღამით გააკეთებენ, შეშინებულები არიან და მალულად გამოვლენ სასახლიდან.
-დღეს ანას ფეხი უტკენია. შვილზეც იფიქრე.-მისაყვედურა სტასმა.
-ფეხი უტკენია? მოურჩება სტასს, უბრალო ნაკაწრი აქვს. სხვა ბავშვები კი შეიძლება შიმშილით დაიხოცონ ის ფული თუ ვერ წავართვით ვლადისლავს.-არც მე დავაკელი საყვედური. -ოთხ კედელში გამოკეტვა და მხოლოდ საკუთარ შვილებზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი ცოდვაა სტას. სხვისი შვილის ტკივილიც უნდა გვტკიოდეს, მაშინ ვისწავლით სიყვარულს, მაშინ ვივლით უფლის გზაზე.
-შენ უფლის გზას არ გადიხარ მარია, შენ ვლადის გასავლელ გზას გადიხარ. იმას აკეთებ რასაც ის უნდა აკეთებდეს საკუთარი ხალხისთვის.
-სტას რა გინდა? თუ არ გინდა წადი! არავინ გავალდებულებს ბრძოლას.
-არ წავალ. მარტო მე არ ვფიქრობ ასე. ის ბავშვებიც ასე ფიქრობენ. ლუკას კოშმარები აწუხებს, ცუდად იყო, მასავით ბევრი ბავშვია. ყველას არ შეუძლია ადამიანების ხოცვა. შენ აიძულებ მათ იბრძოლონ.
-წარმოდგენა არ გაქვს იქ რას გაუკეთებდნენ.
-მესმის მარია მაგრამ ნუ ავალდებულებ.
-ვალდებულები არიან.-დავიყვირე.
-არა მარია. ისინი მონებად აქციე იმ განსხვავებით, რომ შენ ბატონობ მათზე.
-ვბატონობ? მე ბრძოლა ვასწავლე, გადარჩენა ვასწავლე და მეტიც ისინი დავიხსენი ტყვეობისგან. თუ არ გინდათ ამ ხალხის დახმარება წადით, ლაჩრებივით დაიმალეთ ყველა. მარტო ვიბრძოლებ და არ მჭირდებით არავინ.-ხელის კვრით გავაგდე სტასი კარში და კარი გადავკეტე.
-მარია გამიღე.
-წადი და აღარ დაბრუნდე.-დავიყვირე.
-მაპატიე, ცუდად ვარ. ბავშვებიც სტრესში არიან. გვეშინია მარია, არ გვაქვს უფლება, რომ გვეშინოდეს?-კარს იქით პატარა ბავშვივით ტიროდა სტასი. კარი გავაღე, ხელები მოვხვიე და თმაზე ვეფერებოდი.
-მეც მეშინია სტას, მაგრამ ამ შიშთან ის შიში არაფერია რაც თურქეთში ხდება. ბიჭებს უთხარი რომ წავიდნენ და თავისი გზა ნახონ. მე აღარ ვბატონობ მათზე. ახლა კი სახლში წადი, სოფია ინერვიულებს.-ხელი შევუშვი და სახლში შემოვბრუნდი.
სტასი ორი დღე აღარ გამოჩენილა. მოხულ მეზობელთან ალექსანდრესთან მივედი, თან მალამო მივუტანე.
-მოდი შვილო.-გამიღიმა მოხუცმა.-შენ რომ არა ამ ზამთარს რა გაატანდა. ცივ ამინდებში სულ მახსენებს ტკივილი თავს. შენი მალამო კი კარგად მიყუჩებს.
-მიხარია მოხუცო.-გავუღიმე ალექსანდრეს.
-შვილო რაღაც გაწუხებს. დაჯექი და მომიყევი. ისე მოგისმენ როგორც საკუთარი მამა მოგისმენდა.-ხელზე ხელი მომკიდა ალექსანდრემ და გვერდით დამისვა.
-ძალიან შორს წავედი. ბავშვებს საფრთე შევუქმენი და მე ვარ დამნაშავე მხოლოდ. როლი ისე მოვირგე, რომ მათ გრძნობებზე არ მიფიქრია. მათ თურმე ეშინიათ, უკან ვერ იხევენ და მე ისინი გავუშვი. მარტო დავრჩი და არ ვიცი როგორ შევძლო მარტომ ამ ხალხის დახმარება.-თვალები ამიცრემლიანდა.
-შვილო შენ მათი დედა არ ხარ, არავის დაუვალებია შენთვის მათზე ზრუნვა. თავს ნუ იტანჯავ, მათ თუ შეეშინდათ ლაჩრები ყოფილან. შიმშილი რომ კარზე მიუკაკუნებს მერე გვიანი იქნება. არა მარტო შიმშილი, ბევს შიმშილთან ერთად სიკვდილიც დარევს ხელს. დაანებე შვილო თავი, შენ ყველაფერი გააკეთე. ყოველ ჯერზე, როცა ფანჯრიდან ვხედავ, რომ საბრძოლველად მიდიხარ შიში მეც მეუფლება ძვირფასო. მე ყველა დავკარგე, ჩემი შვილები თურქებმა წაიყვანეს. შენი თავი უფალმა გამომიგზავნა, გაუსაძლისი სიცოცხლე გამიცოცხე შვილო. შიში მრევს ხელს ყოველ ჯერზე. მეშინია, რომ შენც დაგკარგავ. არ ვიცი ასაკის ბრალია ალბათ, ძალიან მგრძნობიარე გავხდი.
-ვერ გავჩერდები. ბავშვები შიმშილით დაიხოცებიან. ვერ გამოვკვებავ ვერც იმ ოც ბავშვს ორი დღის წინ რომ დავიხსენი. რა ვქნა მოხუცო? მირჩიე რა ვქნა.-გულამომჯდარი ვტიროდი ალექსანდრეს მხარზე.
-შვილო მარტო ვერ გაუმკლავდები. სტასი თუ გამოჩნდა უთხარი მოვიდეს ჩემთან.
-კარგი მოხუცო, ვეტყვი.
-იქნებ ის ბავშვები დაგეხმარონ.
-როგორ ალექსანდრე? მათ ბრძოლა არ იციან.
-ბრძოლა არ არის აუცილებელი, ხან და ხან ჭკუა უნდა გამოიყენო. შენ კი ჭკვიანი ხარ. იფიქრე და გამოსავალს იპოვი.
ორი დღე და ღამე ვფიქრობდი ალექსანდრეს სიტყვებზე. დახმარება გლეხებს ვთხოვე. ცამეტი კაცი გამომყვა გლეხებიდან. უნგრეთისკენ მიმავალი გზებიდან ორი გზა ისე ჩავხეგეთ, რომ დღეები დასჭირვებოდა მის გაწმენდას. მხოლოდ ერთი გზა დავუტოვე ვლადისლავის ხალხს. იმ გზაზე კი მახეები დავაგეთ. დიდი ორმო ამოვთხარეთ გზაზე, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიდნენ. ორმოს ზინ დიდი მოჭრილი ხე დავაგდეთ გზაზე. ბალახის საფარი გავუკეთეთ ორმოს. ეტლი პირდაპირ ორმოზე უნდა გაჩერებულიყო. სანამ ხის მჭრელები მორს გაჭრიდნენ და გადააგდებდნენ ორმოდან მე უნდა ავსულიყავი ეტლში და უკან გავყოლოდი. ღამით, როცა გაჩერდებდნენ ფული უნდა ამეღო და გავქცეულიყავი. გეგმას მივყვებოდი, ეტლი სახსლიდან გამოვიდა, სწრაფად წავედი იმ ადგილისკენ, 100 მდე ჯარისკაცი მიჰყვებოდა ფულს. რამდენიმე საათი ეტლის ძირზე ვიყავი აკრული, მანამ უსაფრთხო ადგილას არ მოათავსეს ეტლი. ერთ-ერთ შენობაში შეიყვანეს, რომელსაც ერთი კარი ჰქონდა და რამდენიმე კაცი ყარაულობდა. დანარჩენები კი ეზოში იყვნენ გამაგრებული. სკივრი ღამით გავხსენი, მონეტები ნაჭრის ტომარაში გადმოვყარე. ეტლში ცხენი შევაბი და ისრის წვერი გვერდში ისე ვატაკე, რომ საწყალმა ცხოველმა ერთი დაიჭიხვინა და ელვის სისწრაფით გავარდა კარში. კარიკაცები შეშინებულები გვერდზე გადაცვივდნენ, რომ მიხვდნენ, რა ხდებოდა სასწრააფო წესით აედევნენ ცხენს, ისე, რომ უკან არ მოუხედავთ. ერთ ერთმა შემოიხედა შენობაში, მე კი თივის გროვას ვაფარებდი თავს. ისინიც ცხენს აედევნენ და ეზო ცოტა ხანში დაცარიელდა ჯარისკაცებით. დრო ვიხელთე, ტომარა ძლივს გავათრიე კარში, საყვირს ჩავბერე და ჩემი ცხენი მალევე ჩემთან გაჩნდა. სწრაფად მოვახტი ცხენს და უკან მოუხედავად გამოვიქეცი. მალე უკან ცხენების ფეხის ხმა გავიგე და ტყეს შევაფარე თავი, უკან ჯარისკაცები მომყვებოდნენ, თითქმის მეწეოდნენე, მკლავში ისარი მომხვდა, ცხენს მივაქროლებდი და უკვე ვფირობდი, რომ ყველაფერი დასრულდა. მახსოვს სტასი, მერე კი გონება დავკარგე.
-რა მოხდა?-სოფია მადგა თავზე, თვალცრემლიანი იყო.
-გადარჩი, ბევრი სისხლი დაკარგე.-გამიღიმა სოფიამ.
-სტასი სად არის? ანა როგორაა?
-ანა კარგად არის. სტასიც. შეშას შემოიტანს და შემოვა.
-სტას.-სტასი იმ წუთას შემოვიდა.-რა მოხდა?
-ლამის მოგკლეს.-შეშა ბუხარში შედო და ცეცხლს დაუწყო ყურება.
-რა მოხდა?
-ალექსანდრემ მითხრა რომ წახვედი. ბიჭებთან მივედი და მაშინვე წამოვედით. ორი დაიღუპა.
-ღმერთო მიიღე მათი სულები.-ცრემლები გადმომცვივდა.
-დანაკარგის გარეშე არაფერი არ გამოვა. ილოცე მათი სულებისთვის.-ჩაილაპარაკა სტასმა.-ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, სწორედ ამის მეშინოდა.
-მიცვალებულები?
-წამოვიყვანეთ, უკვე დავმარხეთ. მათ აირჩიეს, ეს მათი არჩევანი იყო. შენ რომ რამე დაგმართნოდა ვერასდროს ვაპატიებდით საკუთარ თავს ვერც ერთი ჩვენგანი.
-ჩემი ბრალია.-ამოვიტირე.
-არა მარია. შენ ჩვენ გვიცავდი, მარტო წახვედი. ეს ჩვენი არჩევანი იყო. ლამის შენც მოკვდი.
-სტას ფული?
-გლეხებს დავურიგეთ. ამ ზამთარსაც გავუძლებთ შენი წყალობით.
-ფული უნგრეთში არ ჩავა.-ჩავილპარაკე.
-ხან და ხან მართლა არ ვიცი რა უფრო გადარდებს ფუფუნებაში მცხოვრები ვლადი, თუ შიმშილის ზღვარზე მყოფი ვლახი ბავშვები.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა სტასმა.
-ორივე სტას, სწორედ ამიტომ დავდე სასწორზე საკუთარი სიცოცხლე.
-მე კი მგონია, რომ ვლადი.-ჩაილაპარაკა სტასმა და თავი გაიქნია.-დაისვენე, ძალა უნდა აღიდგინო, ბრძოლა გრძელდება.
-თქვენ ხომ ბრძოლიდან გახვედით?
-არა მარია. გავიზარდეთ და შიშს თვალებში ჩავხედეთ. გამოვიტირეთ და მივხვდით, რომ მსხვერპლის გარეშე გამარჯვება არ არსებობს.
-კარგია.-თვალები დავხუჭე.
-ჩემი შვილი იმიტომ არ შეეწირა ამ ბრძოლას, რომ მეორე ძმამ ფარ ხმალი დაყაროს.-სოფიას ხმა გაისმა ოთახში.-მე მამაც შვილებს ვზრდიდი და არა მხდალებს.-გაბრაზებულმა შეხედა სტასს.-მერჩივნა აქ დამეტირებინა ჩემი შვილი ვიდრე თურქებს ეჯიჯგნათ. იმ ბავშვებში, თითოეულ მათგანში ვასილს უნდა ხედავდე და მხდალივით არ იქცეოდე.
-არ ვარ მხდალი დედა.-დაიყვირა სტასმა.-საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, იმის მეშინია მე თუ რამე მომივა შენ ვერ გადაიტან.
-გადავიტან სტას, ყოველ დღე ვუყურებ როგორ იკარგება ბავშვები. როგორ ტირიან დედები. ვაჟებს ვინ ჩივის, კიდევ კარგი ქალიშვილი არ მყავს. გესმის მაინც რამხელა ტრაგედიაა იმ ბავშვებისთვის? თუ მეცოდინება, რომ ჩემი შვილი მათ იცავს ბედნიერი და ამაყი დედა ვიქნები.
-სოფია შენ დიდებული ქალი ხარ.-დავიჩურჩულე და გონება დავკარგე. ისარი მკლავში მქონდა მოხვედრილი. მკლავი გაგლეჯილი მქონდა და ბევრი სისხლი დავკარგე.
მალე გამოვჯანმრთედი. გლეხებისთვის წართმეული ბოლო შემოსავალიც დავიხსენით და გლეხებს დავუბრუნეთ. ცუდ დღეში იყვნენ ვაჭრები. სავაჭრო გზები თითქმის მოიშალა ტრანსილვანიელი საქსების წყალობით, რომლებიც სავაჭრო ქარავანებს მუდმივად აყაჩაღებდნენ. ვერავის სიცოცხლით ვეღარ გავრისკავდი, ახლა მხოლოდ გატაცებული ბავშვების დახსნით ვიყავით დაკავებული. ქვეყანაში სიღარიბე გამეფდა. გლეხები ძალიან მძიმე მედგომარეობაში იყვნენ. ვლადი წყალივით სჭირდებოდა ქვეყანას. მისი რეფორმები, მისი კანონები, მისი სიმკაცრე. მაგრამ ვლადი არ ჩანდა. არც მე არ ვწერდი, გაბრაზებული ვიყავი მასზე. მათემ არაფერი იცოდა, არ მინდოდა ვლადს სცოდნოდა აქ რა შარში ვიყავი გახვეული და რა საქმეებს ვატრიალებდი.
ერთ ერთი ვარჯიშისას ბიჭების საუბარი მოვისმინე.
-როგორ ვერ შევნიშნეთ, რომ ჭკუაზე არ იყო?-სინანულით გაიქნია თავი სტეფანმა.
-მე კი ვატყობდი, რომ რაღაც სჭირდა, კოშმარები ბევრს აწუხებს მაგრამ ეს?-ჩაილაპარაკა ვასილმა.
-მეტყვით რა მოხდა?-წინ დავუდექი ორივეს, შეცბნენ და დაბნეულებმა შეხედეს ერთმანეთს.-გისმენთ.
-არაფერი.-ჩაილაპარაკა სტეფანმა.
-მომიყევით. ბრძოლაში ყველა ერთმანეთს უნდა ვენდოთ, თუ ნდობა არ გვექნება და ერთმანეთის სიყვარული გვერდზე მდგომს ვერ გადავარჩენთ.
-ალექსმა მოკლა ლუკა და მერე თავი მოიკლა. ის ცუდად იყო, ბოლო დროს დადიოდა და ლაპარაკობდა. -ამიხსნა სტეფანმა.
-ჯანდაბას. რატომ არ მითხარით?-ცრემლებმა გზა გაიკვლიეს ჩემს სახეზე.
-სტასს ვუთხარით. მერე მოვიდა და გამოგვიცხადა აღარ ვიბრძვითო. არ ვიცი მარია.-ცრემლები წამოუვიდა სტეფანსაც.-ისე უცებ წამოვედით შენს დასახმარებლად, რომ ვეღარ მივაქციეთ ყურადღება. შენ რომ დაგჭრეს და დასისხლიანებული უგონო მდგომარეობაში დაგინახა არაადამინური თვალებით გვიყურებდა ყველას. მშვილდს გვიმიზნებდა. ლუკას ეყო მამაცობა მისკენ წასულიყო და სწორედ მაშინ გაისროლა. რომ დაინახა ლუკა როგორ დავარდა დანა გამოისვა ყელში.-ტირილს აგრძელებდა სტეფანი.
არაფერი ისე არ გამანადგურებდა, როგორც ამ ამბავმა გამანადგურა. ჩემი მცდელობა არ იყო სწორი. სტასი მართალი აღმოჩნდა. ომს ისეთი დიდი ტკივილი მოაქვს, რომ ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს.
-კიდევ ვინ არის ცუდად? ვინმეს აწუხებს თუნდაც კოშმარები?-ვკითხე სტეფანს.
-რაც მშვილდი და ხმალი ხელში ავიღეთ ყველას გვაწუხებს კოშმარები.
-მაშინ დავასრულოთ.-ჩავილაპარაკე და უკან გამოვბრუნდი.
-არა მარია.-უკან ამედევნა სტეფანი.-ვერ გავჩერდებით, უფრო საშინელი კოშმარები დაგვესიზმრება თუ გავჩერდით და დავთმეთ ვლახეთი. არც შენ არ იფიქრო, რომ მიგვატოვებ. ხან და ხან არ ვიცი ვინ უფრო მეტად მიყვარს, შენ თუ მშობელი დედა. შენ ხომ თავიდან გვაჩუქე სიცოცხლე როცა ტყვეობიდან დაგვიხსენი. უბრალოდ დაგვეხმარე, გველაპარაკე, მე მშველის შენთან საუბარი.
-კარგი.-თმა ავუჩეჩე სტეფანს და წამოვედი.
ნაყენი დავაყენე და ყველას დავურიგე მეორე დღეს. ნაყენის წყალობით მშვიდ ძილს შეძლებდნენ. ესეც გადავლახეთ, ერთმანეთის მოსმენით შევძელით უფრო სუსტების განკურნება ამ ტკივილისგან. უფრო მამაცები, უფრო ძლიერები ყოველთვის თან მახლდნენ, ხოლო დანარჩენები, მხოლოდ საქსებთან ბრძოლის დროს მიმყავდა. საქსები ნადვილი ველურები იყვენენ. მიწიდან ამოდიოდნენ და ისე აყაჩაღებდნენ სავაჭრო ქარავნებს. დიდი გმირობა იყო უდანაკარგოდ ბრძოლა. მაგრამ ეს გამოგვდიოდა. თუმცა ლუკა და ალექსი დიდხანს გვტკიოდა ყველას. ამან უფრო შეკრა ბიჭები. ერთმანეთს ისე იცავდნენ საკუთას სიცოცხლეზე არ ფიქრობდნენ, სწორედ აქ იყო ჩვენი ძალა. ერთმანეთის სიყვარული გვაძლიერებდა და გვაგებინებდა მორიგ შეტევებს.



№1  offline წევრი beshqen

დაბრუნდი და საოცრად კარგი ისტორიაც მოიტანე,ღირდა ლოდინად..სულმოუთქმელად წავიკითხე ეს თავი,იმედი მაქვს ასევე გააგრძელებ და დიდხანს ლოდინიც არ დაგვჭირდება,..ისტორიული თემატიკა უკვე ისედაც მომგებიანია,ისეთი იშვიატობაა აქ,თან მსუბუქი წერის სტილიც გაქვს და არ იღლები კითხვისას,არ მარჩიელობ ,ვინ ვინაა და რას წარმოადგენს,წარმატებები მინდა გისურვო

 


№2  offline წევრი R.M

beshqen
დაბრუნდი და საოცრად კარგი ისტორიაც მოიტანე,ღირდა ლოდინად..სულმოუთქმელად წავიკითხე ეს თავი,იმედი მაქვს ასევე გააგრძელებ და დიდხანს ლოდინიც არ დაგვჭირდება,..ისტორიული თემატიკა უკვე ისედაც მომგებიანია,ისეთი იშვიატობაა აქ,თან მსუბუქი წერის სტილიც გაქვს და არ იღლები კითხვისას,არ მარჩიელობ ,ვინ ვინაა და რას წარმოადგენს,წარმატებები მინდა გისურვო

მადლობა, უკვე მეგონა არავინ კითხულობდა.❤
--------------------
R.M

 


№3 სტუმარი სტუმარი ვიპნი

აუ შენი ნიკი რო დავინახე ისე გამიხარდა,ერთი სული მაქვს მეორე თავის დაწყებას როდის მოვახერხებ, წარმატებები მინდა გისურვო კიდევ და კიდევ :*

 


№4  offline წევრი R.M

სტუმარი ვიპნი
აუ შენი ნიკი რო დავინახე ისე გამიხარდა,ერთი სული მაქვს მეორე თავის დაწყებას როდის მოვახერხებ, წარმატებები მინდა გისურვო კიდევ და კიდევ :*

heart_eyes მადლობა
--------------------
R.M

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent