შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი რომელიც მიყვარდა (დრაკულას ისტორია) (თავი2)


16-06-2021, 13:38
ავტორი R.M
ნანახია 280

ვლადი,
მალე მოვიკიდე ფეხი უნგრეთის სამეფო კარზე, მიხეილი და იანოში ჩემი მეგობრები გახდნენ. იანოშსაც სძულდა თურქები და დაუნდობელ ბრძოლას უცხადებდა. იანოშს თურქების სუსტ წერტილებს ვასწავლიდი, აღფრთოვანებული მისმენდა და მთხოვდა მასთან დავრჩენილიყავი მის მრჩევლად და ვლახეთი დამევიწყებინა, თუმცა ჩემი ვლახეთი მიხმობდა. არ შემეძლო უნგრელების ზურგი გამემაგრებინა, როცა ვიცოდი, რომ თურქები ჩემს ხალხს დაიმონებდნენ. ვლადისლავმა თურქეთის მორჩილება აირჩია, რაც უნგრეთს არ მოეწონა და მის თავიდან მოცილებაზე მათაც დაიწყეს ფიქრი. ეს დიდი პოლიტიკა იყო, რომელიც კონსტანტინეპოლიდან და რომის პაპისგან იმართებოდა. ჯვაროსნული ომი, ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. თურქეთი მთელს ევროპას უქმინდა საფრთხეს. იანოში ფულს სთხოვდა ვლახეთს ბრძოლისთვის, ვლადისლავი დაჰპირდა, მაგრამ არ გამოუგზავნა, რამაც იანოში ძალიან განარისხა. ამას დაერთო მისი წერილი, რომ თურმე ადგილობრივმა ყაჩაღებმა მიითვისეს ბრძოლისთვის განკუთვნილი ფული. იანოშის რისხვა ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს. არ ვიცი ვლადისლავი ტყუოდა, თუ მართალს ამბობდა, მაგრამ ჩემი ვლახეთში დაბრუნება უფრო და უფრო ახლოვდებოდა.
უნგრეთში კორვინის სასახლეში არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა ელიზაბეტს და თავის შვილებს არაჩვეულებრივ განათლებას აძლევდა. რამდენჯერაც წვეულებაზე მიმიპატიჟეს იმდენჯერ ბიბლიოთეკას შევაფარე თავი.
-მარტო ათვალიერებთ თუ კითხვაც გიყვართ.-მათიასი(მათიას კორნოვიუსი, იანოშის ვაჟი) შემოვიდა ბიბლიოთეკაში.
-ყველა ენა არ ვიცი, რომ ეს წიგნები წავიკითხო, საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკაა, ცოდნა, რომელიც გვზრდის.-ჩავილაპარაკე და წიგნების დათვალიერება განვაგრძე.
-მე კი მძულს უკვე ეს წიგნები. დედაჩემის წყალობით უკვე რამდენიმე ენა შევისწავლე, ასევე ეს წიგნებიც წავიკითხე.-ხელით ერთ კარადაზე მანიშნა. ეს ყველაფერი კი უნდა წავიკითხო.-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები მათიასმა.
-შეიძლება რამდენიმე წიგნი ვითხოვო?-ვკითხე მათიასს.
-რა თქმა უნდა გრაფო, რომელიც გენებოთ ის წაიღეთ.-თავი დამიკრა მათიასმა.-ამ წიგნებით ჯერ არავინ დაინტერესებულა ბიძაჩემ მიხეილის მეტი.
რამდენიმე წიგნი ავარჩიე და ინტერესით ვათვალიერებდი.
-გრაფო ეს სიახლეა, მეგონა მხოლოდ ხმლის ქნევა გამომგლიოდათ კარგად.-გაეღიმა მათიასს.
-ხმალი, რომ კარგად მოიქნიო და მოწინააღმდეგე ადვილად დაამარცხო ამისთვის ცოდნაა საჭირო. ამიტომ ნუ გეზარება მათიას კითხვა, მერწმუნე ეს წიგნები სხვა სამყაროს კარს გაგიღებს. ეს გასაღებია სინათლისკენ.-გავუღიმე მათიასს.
-დედაჩემივით ლაპარაკობ.-გაეცინა.-გრაფო იქ თურქეთშიც სწავლობდით?-დაინტერესდა მათიასი.
-ვსწავლობდი, როგორ მომეკლა ადამიანები. იქ სხვა ცოდნა მივიღე, იქ ფილოსოფიას და მეცნიერებებს ვეცნობოდი, ენებიც შემასწავლეს. ეს ბიბლიოთეკა კი სხვაა, აქ განსხვავებული სამყაროა.
-თურქულის სწავლა მინდოდა და ელიზაბეტმა ამიკრძალა, სამაგიეროდ იტალიური და გერმანული შემასწავლა. გრაფო ცოტა თურქულს მასწავლით?-მკითხა მათიასმა.-აზიური კულტურის გასაცნობად მათი ენა აუცილებელია, მტერი კარგად უნდა გაიცნო, რომ დაამარცხო.
-გასწავლით, თქვენ კი წიგნებს მათხოვებთ.-ხელი ჩამოვართვი მათიასს.-ასაკის და მიუხედავად ზედმეტად ჭკვინი ხართ უფლისწულო.
-შევთანხდით.-გამიღიმა, მათიასი საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ბავშვი იყო, დედამისი მომავალ მონარქად ამზადებდა და ამისთვის არ იშურებდა არაფერს.
1453 წელის 5 აპრილს მეჰმედმა კონტანტინეპოლზე პირველი შეტევა განახორციელა. კონსტანტინე XI დრაგაშს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა თურქების შემოტევა. ალყის შესახებ, რომ გავიგე გეზი კონსტანტინეპოლისკენ ავიღე. მეფე კონსტანტინეს ვეახლე.
-მოგესალმებით მეფეო.-თავი დავუკარი კონსტანტინეს.
-გრაფო ბასარაბ.-გამიღიმა კონსტანტინემ და მეგობრულად მიმიპატიჟა დარბაზში.-გგონია ამ კედლებს აიღებს? შეგეშინდა და გასაფრთხილებლად პირადად მოხვედი?-შემომხედა კონსტანტინემ და ღვინით სავსე ჭიქა მაღლა ასწია.-ვალდ, მეჰმედი უკან წავა, მალე ქორწილი უნდა მქონდეს, გურჯ პრინცესას ვირთავ ცოლად. ელჩები უკვე გაგზავნილი მყავს გურჯისტანში, ასე, რომ მეჰმედი ვერც აქ შემოაღწევს და ვერც ჩემს გეგმებს ვერ ჩაშლის.
-ეს სახუმარო არ არის, სოფიას ტაძარი მეჩეთად უნდა აქციოს, ხოლო კონტანტინეპოლი დედაქალაქად გამოაცხადოს. მთელი არმია აქ, რომ დაკარგოს მაინც შემოაღწევს კონსტანტინეპოლში.
-ვერ შემოაღწევს.-გადაიხარხარა კონსტანტინემ.
-მათი სუსტი წერტილები ვიცი. დამნიშნე მეთაურად და ამ ბრძოლას მოვიგებ.-თვალებში ვუყურებდი კონსტანტინეს.
-გრაფო.-მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი მეფემ.-ძალიან შეუშინებიხარ თურქებს.-თანაც რა გარანტია მაქვს, მათ გვერდზე გაზრდილი მე არ მიღალატებ.
-არასდროს!-არადამიანური ხმით დავიყვირე და თვალები ბრაზისგან ამენთო.
-ასე რატომ გძულს მეჰმედი?-გამომცდელად შემომხედა კონსტანტინემ.
-მიზეზი მაქვს, რომ მძულდეს. აქ კი ტყუილად მოვედი.-უკან გამოვბრუნდი გაბრაზებული და გეზი გასავლელისკენ ავიღე.
-რატომ ფიქრობ, რომ კონსტანტინეპოლს აიღებს?-გასასვლელში დამეწია კონტანტინეს სიტყვები.
-იმიტომ, რომ რაოდენობრივი უპირატესობა აქვს. იმიტომ, რომ ურბანი, შენივე ქრისტიანი ინჟინერი მას ჰყავს და საუკეთესო ზარბაზნებით გიპირისპირდება.-უკან მივიხედე და კარში მდგომმა ვუთხარი კონსტანტინეს.
-ურბანის ზარბაზნები ვერაფერს დააკლებს ამ კედლებს.-მითხრა კონსტანტინემ.
-თქვენს ადგილზე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. წასვლის წინ ერთ რჩევას მოგცემთ, შენი ხალხი გაგზავნე გადაცმული მათ რიგებში და ურბანი და მისი შეგირდები მოაკვლევინე, რომ ზარბაზნების მართვა ვერ შეძლონ.-გამოვბრუნდი და ისევ უნგრეთში დავბრუნდი.
-თითქმის ორი თვე უტევდა კონსტანტინეპოლს მეჰმედი და მიწისქვეშა გვირაბის გათხრით მაინც აიღო კონსტანტინეპოლი. 29 მაისს აისრულა ოცნება მეჰმედმა და კონსტანტინეპოლი აიღო. მეფე კონსტანტინე კი მოკლა. კონსტანტინეს, არა მარტო ქორწილი ჩაეშალა გურჯ პრინცესასთან, არამედ სიცოცხლეც დაასრულა. მეჰმედის წარმატებები სისხლს მიდუღებდა, ხელში, რომ ჩამმვარდნოდა საკუთარი ხელებით დავახრჩობდი.
სამეფო კარზე წვეულებები ისევ იმართებოდა. იანოშის თხოვნის მიუხედავად ამ თავყრილობებს არ ვესწრებოდი. თუმცა სასახლეში ხშირად მივდიოდი, მათიასს თურქულს ვასწავლიდი, ის კი ახალი წიგნებით მახარებდა.
-გრაფო ბასარაბ ჩემი შვილები უარს მიცხადებენ წვეულებაზე წამოსვლაზე, ცოლიც გაჯიუტდა, მარტო მგზავრობა არ მინდა, გთხოვ წამოდი.-მიხეილ სილაგი მოვიდა ჩემთან ჩემი მასპინძელი, რომელსაც ასევე ჩემს უფროს ძმას ვუწოდებდი. რატომღაც მიხეილი და იანოში ამ დიდგვაროვნების ბრბოში ყველაზე საღად მოაზროვნეები იყვნენ. მათ იცოდნენ ბრძოლის სისასტიკეც და მისი შედეგებიც. სხვა დიდგვაროვნები კი საკუთარ მამულებში გამაგრებულები ადევნებდენენ ყველა ბრძოლას თვალს. იანოშის ცოლი მიხეილის და იყო, მათ მტკიცე ნათესაური კავშირი აკავშირებდათ.
-თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენ და იანოში მეცოდებით მარტო იმ ბრბოში. ამ ერთხელ წამოვად.-გავუღიმე მიხეილს და წვეულებაზე წასასვლელად მზადება დავიწყე.
საღამოს სასახლეში მივედით, მიხეილის დას ელიზაბეტს ძალიან მოუნდომებია და დიდი წვეულება გაუმართავს. დიდგვაროვნებს სხვა და სხვა გასართობები გამოენახათ და ისე უდარდელად ატარებდნენ დროს მოსალოდნელ საფრთხეზე საერთოდ არ ფიქრობდნენ. წვეულებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთმა გოგომ, ძალიან მეცნობოდა, კარგად დავაკვირდი და მასში ტრანსილვანიელი კატალინა ამოვიცანი.
-გრაფო ბასარაბ, მინდა ჩემი და წარმოგიდგინოთ.-მათიასმა, კატალინა ჩემთან მოიყვანა, კატალინამ კი მრცხვად დამიკრა თავი. მე კი მისი ნაზი თითები ხელში მოვიქციე და ამბორი დავუტოვე.
-კატალინა, აქ თქვენს ნახვას არ ველოდი.-გავუღიმე კატალინას.
-ჩემს დას იცნობ?-გაკვირვებული მიყურებდა მათიასი.
-მე ტრანსილვანიელ გოგონას ვიცნობ, არ ვიცოდი თქვენი და თუ იყო.
-საზოგადოებაში მისი პირველი გამოჩენაა. კატალინა მამაჩემის შვილია. რადგან იცნობთ ერთმანეთს თქვენ ჩაგაბარებთ გრაფო, იმედია თურქებზე საუბრებით არ მოაწყენთ.-ირონიულად გაიღიმა მათიასმა.
-თურქებზე მხოლოდ მებრძოლებთან ვსაუბრობ.-არ დავრჩი ვალში.-საბავშვო ზღაპრები არ ვიცი.-მათიასი გავაბრაზე.- ძვირფასო კატალინა, აივანზე ხომ არ გავიდეთ?-ხელი გავუწოდე და ისიც გამომყვა.
-მეგონა მალე დაბრუნდებოდი.-გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა.
-დიდ ხანს შემოვრჩი უნგრეთში, საჭირო დროს ველოდები, რომ უკან დავბრუნდე. შენთან ვალში ვარ, არ ვიცი შენ რომ არ დამხმარებოდი როგორ ჩამოვაღწევდი უნგრეთში.-კატალინას თითები ხელში მეჭირა და თვალებში ვუყურებდი.
-აქ მამამ მომიწვია, მე იანოშის უკანონო შვილი ვარ. დედა დიდი ხანია გარდაიცვალა და მარტო ვცხოვრობ ტრანსილვანიაში. წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ მარტოობაც გაუსაძლისი იყო უკვე.-მიყვებოდა კატალინა.
-ამ წვეულებაზე ყველაზე ნათელი ადამიანი ხარ, სუფთა და წმინდა.-თმა ყურს უკან გადავუწიე კატალინას, ისეთი ლამაზი იყო, დიდებული და მიმზიდველი, რომ მისი დასაკურების სურვილი გამიჩნდა.
-თქვენზე მომიყევით გრაფო ბასარაბ.-მორცხვად შემომხედა.
-ვლახეთის პრინცი ვარ, დრაკულა. მოღალატეებს გამოვექეცი და მამაშენის დახმარების იმედზე ვარ. იანოში თუ დამეხმარება უკან დავბრუნდები და ტახტს დავიბრუნებ.
-დრაკულა თქვენ ხართ?-თვალები გაუბრწყინდა და ისე შემომხედა.
-კი მე ვარ.-გამეღიმა მის რეაქციაზე.
-თქვენზე უკვე ლეგენდები დადის ტრანილვანიაში. რამდენიმე თვეში ვლახეთი ნამდვილ სახელმწიფოს დაამსგავსა და წესრიგი დაამყარაო. ოქროს ჭიქები მართლა ალაგია წყაროზე?-ყვებოდა აღტაცებული.
-სანამ იქ ვიყავი ელაგა, ახლა არ ვიცი?-მხრები ავიჩეჩე.-გინდა ხვალ ცხენებით გავისეირნოთ?-უცებ დავუთქვი კატალინას პაემანი.
-მინდა.-გამიღიმა.
-აქ ცივა, დარბაზში შევიდეთ.-ხელი მოვკიდე და დარბაზში შევიყვანე კატალინა.
წვეულებაზე დიდხანს არ გავჩერებულვარ, მიხეილმა მთხოვა მალე წავსულიყავით. კატალინას, იანოშს და ელიზაბეტს დავემშვიდობეთ და სასახლე დავტოვეთ.
-კარგი არჩევანია.-მიხეილმა ჩაილაპარაკა ეტლში.
-რას გულისხმობ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-კატალინა, იანოშს ძალიან უყვარს, მისი დედაც განსაკუთრებულად უყვარდა, ამიტომ მისი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს.
-მე რა შუაში ვარ?-მხრები ავიჩეჩე.
-ვლად, ძმაო, ის მშვენიერია, შენც თავისუფალი ხარ. შეირთე და იანოში დაგეხმარება ვლახეთის დაბრუნებაში. თანაც მაგ გოგოს უკვე ძალიან მოსწონხარ, თვალს არ გაცილებდა მთელი წვეულების მანძილზე.-გამიღიმა მიხეილმა.
-არ შემიძლია, ქორწინება დიდ მსხვერპლს მოითხოვს, მსხვერპლი კი ორმხრივი უნდა იყოს. ახლა ქორწინების არც დროა და არც ადგილი. ჩემი მომავალი გაურკვეველია.
-შეირთე კატალინა და იანოშის მრჩეველი გახდი, ან შეირთე და დაარწმუნე ვლახეთის დაბრუნებაში შეგიწყოს ხელი. ორივე შემთხვევაში მოგებული იქნები, მსხვერპლს კი ნუ ჩივი, თუ არ გიყვარს არაუშავს. ჩვენ უფლება არ გვაქვს გვიყვარდეს ვლად, ჩვენ რჩეულებს და დიდგვაროვნებს მხოლოდ საჭიროების მიხედვით მოგვყავს ცოლები. რამდენად ხელსაყრელია და რამდენად მომგებიანი.
-მე არ მინდა ასეთი ქორწინება.
-ვლად, ჯერ ახალგაზრდა ხარ. საკმაოდ ჭკვიანი ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ გლეხი ქალის სიყვარული დიდების მწვერვალზე ვერ აგიყვანს. თუ სიყვარული გინდა გყავდეს საყვარელი ქალი საყვარლად. დედოფალს კი ერთი ვაჟი გააჩენინე და თუ გინდა მერე საერთოდ ნუ გაიზიარებ მასთან სარეცელს.
-მიხეილ ასე ცხოვრება არ შემიძლია.
-შენ არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი ვინც ასე ცხოვრობს. მთელი ეს დიდებულთა ამალა ასე ცხოვრობს. ქმრები მსახურებთან იზიარებენ სარეცელს, ცოლები კარისკაცებთან, ან მეჯინიბეებთან, გააჩნია აპოლონის აღნაგობა ვის აღმოაჩნდება და ვის აფროდიტას ღიმილი.
-ეს ყველაფერი გულის ამრევია.-ზიზღით ჩავილაპარაკე.
-ასეა ვლად, მაგრამ ესაა რეალობა, რაც ტიტულს ახლავს თან.-სევდიანად გაიღიმა მიხეილმა და სიბნელეს გაუსწორა თვალი.
-გიყვარდა? ოდესმე ნამდვილი სიყვარულით თუ გიყვარდა?
-არ ვიცი, ალბათ იყო ეს ნამდვილი სიყვარული, რადგან სულ მახსოვს. მისი კანის სურნელი, მისი თმების ჰაეროვნება, მისი ღიმილი და..-გაჩუმდა.
-ახლა სად არის?
-ზემოთ, უფალთან.-საჩვენებელი თითი მაღლა ასწია.-მისი სიყვარული არ მაპატიეს და მოწამლეს.
-ცოცხალი რომ იყოს როგორ მოიქცეოდი?-შევხედე მიხეილს, მომეჩვენა, რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა, ცუდად ჩანდა ღამის სიბნელეში მისი სახე, ლამპაც ოდნავ ანათებდა ეტლს.
-ყველას და ყველაფერს მივატოვებდი და მასთან ერთად მთაში დავსახლდებოდი. შორს ყველა ბოროტებისგან. იქ სადაც არც თურქები არიან და არც ვაი ქრისტიანები. სამეფო კარზე არსებული ინტრიგები ამაზრზენია. მთელს ევროპას უქმნის თურქეთი საფრთხეს და ინგლისში იორკები და ლანკასტერები ერთმანეთს ტახტისთვის ებრძვიან, უამრავ ქრისტიანს, ერთმანეთის ძმებს, ბიძაშვილებს ერთმანეთს ახოცინებენ. ტიტული და ძალაუფლება ეშმაკის მოგონილია ვლად, რომ ადამიანები მართოს და ტიტულით გაამართლონ უამრავი ბოროტება.
-ისევე ფიქრობ როგორც მე გრაფო სილაგ და მე რატომ მარწმუნებ ტიტულის გამო შევირთო კატალინა.
-კარგი წყვილი ხართ.-გაიცინა.-ერთმანეთს უხდებით, ის არ არის მოწამლული ტიტულით და სასახლით, ამიტომაც გირჩიე.-ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით. მერე ისევ მიხეილმა დაარღვია სიჩუმე.-შენ როგორ გიყვარს ის ვლად? მისი გულისთვის რას გააკეთებ?
-არ ვიცი, ჩვენს შორის დიდი კედელი ავაგე და ვცდილობ დავივიწყო.
-გამოგდის?-ჩამეკითხა გრაფი სილაგი.
-არა, ყველა ქალში მის სახეს ვეძებ, ვადარებ. პარტნიორებად იმ ქალებს ვირჩევ ვინც ოდნავ მაინც ჰგავს მას, ან თმა აქვს მისი მსგავსი, ან თვალები, ან ტუჩები. მაგრამ ყოველ ჯერზე იმედ გაცრუებული ვრჩები.
-და რა არის მის თვალებში ასეთი, რომ სხვაგან ვერ იპოვე?
-ტკივილი, ისეთივე დიდი ტკივილი რაც ჩემს თვალებშია. მის თვალებს რომ ვუყურებ მგონია საკუთარ სულში ვიხედები.
-მასთან დაბრუნდი ვლად, დაივიწყე რაც აქამდე გითხარი და მასთან დაბრუნდი.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.
მეორე დღეს კორვინის სასახლეში ცხენით მივედი და კატალინა ვიკითხე.
-დილიდან გამზადებულია საჯირითოდ და თქვენ გელოდებათ გრაფო ბასარაბ.-წარბაწეულმა ჩაილაპარაკა მათიასმა. გულის სიღრმეში გამიხარდა, რომ კატალინა ასეთი აღტაცებული იყო ჩემით. რაღაც ჰქონდა ამ გოგოს ისეთი რითიც მხიბლავდა და მაჯადოვებდა. მაგრამ მარია, ის ხომ მიყვარდა, როგორ გამეგრძელებინა სიცოცხლე მის გარეშე, როცა ყველა ქალში მარიას ვეძებდი. რაღაცით ვამსგავსებდი კატალინას მარიას, მასავით მომხიბვლელი იყო, მასაც წაბლისფერი თმა ჰქონდა, თუმცა სახის ნაკვთები განსხვავებული. კატალინას თაფლისფერ თვალებში მარიას შავ თვალებს ვერ ვიპოვიდი, ვერც საკუთარ სულს ვერ დავინახავდი მასში, რადგან კატალინა ბედნიერი იყო, მარიას კი სტკიოდა წარსულიც და აწმყოც.
-ვლად.-გახარებული მოვიდა კატალინა, თვალები უბრწყინავდა.-უკაცრავად, გრაფო ბასარაბ.-მორცხვად ჩაილაპრაკა, მე კი გამეღიმა.
-მშვენიერი ბრძანდებით.-ხელზე ვემბორე.
-ორი მოტრფიალე, რა მოსაწყენია.-გაიცინა მათიასმა და დაგვტოვა.
-ნუ ბრაზობ.-გაბრაზებულ კატალინას შევხედე.-ჯერ ბავშვია და რეალობის აღქმა უჭირს. წავიდეთ?-ხელი მოვკიდე ხელზე.
-წავიდეთ.-გამიღიმა.
დიდხანს ვიჯირითეთ, კატალინა თავის ბავშვობაზე მიყვებოდა. მე კი უბრალოდ ვუსმენდი და ვდუმდი.
-რატომ არ მიყვებით თქვენზე გრაფო.-მისაყვედურა ბოლოს.
-მოსაყოლი არაფერია, იქ წარსულში მხოლოდ დიდი ტკივილია, რომელზეც არავისთან არ ვსაუბრობ.
-ჩემთან ისაუბრეთ.-გამიღიმა.
-დროა კორვინის სასახლეში დაგაბრუნოთ, თორემ იანოში გამიბრაზდება.-ცხენი მოვაბრუნე და თავით ვანიშნე გამომყოლოდა.
-ტრნასილვანიაში რომ გნახეთ მას მერე ხშირად ვფიქრობდი თქვენზე, რა ბედი გეწიათ.-გვერდით მომყვებოდა და ისევ საუბრობდა კატალინა.
-ცოლად გამომყვები?-ცხენი გავაჩერე და უცებ ვუთხარი.
-მე..-დაბნეული მიყურებდა.-არ ვიცი?
-უბრალოდ, ან ხო, ან არა.
-არაფერს მიყვებით თქვენზე.-მისაყვედურა.
-სასტიკი და დაუნდობელი მებრძოლი ვარ, ასეთივე მმართველი ვიქნები, მაგრამ პირობას ვდებ ჩემი ქვეყნის ბავშვები აღარ გახდებიან ტყვეები. ჩემს წარსულში დიდი ტკივილია, რომელზეც არასდროს ვსაუბრობ, სიყვარულს ვერ დაგპირდებით კატალინა, ეს მხოლოდ გარიგებაა. დიდგვაროვნებს შორის ხელსაყრელი ქორწინება. ცოლად გამომყვები და იანოში დამეხმარება ვლახეთის დაბრუნებაში, ასევე შენთვისაც მომგებიანია, ვლახეთის პრინცესა გახდები. შვილი გვეყოლება, რომელიც მომავალი მმართველი იქნება, სხვა ვერაფერს შემოგთავაზებ ძვირფასო.-მომავალი დავუხატე, გაოცებული მიყურებდა, იმედები გაუცრუვდა აშკარად. უკან გამომყვა ხმას არ იღებდა.-იფიქრე დრო გაქვს.
-და სიყვარული.-თვალები აუცრემლიანდა.
-სიყვარული გულიდან მოდის, მე კი გული მომიკლეს.-ჩავილაპარაკე.
-თავად დავბრუნდები, უკან არ გამომყვეთ.-თვალცრემლიანმა ჩაილაპარაკა და ცხენით წინ გაიჭრა. დიდხანს არ მიფიქრია, ჩვეულებრივი არამზადა ვიყავი, ცხენი მოვატრიალე და სახლში დავბრუნდი.
-ვლად დაბრუნდი?-ეზოში მიხეილი დამხვდა.
-რა გჭირს გენერალო, რას დაღონებულხარ.-გამეღიმა მის სახეზე.
-დალევა მინდა ვლად. დარდი სასმელში მინდა ჩავახშო, დავიღალე.
-წამოდი.-სახლში შევედით და იმ ღამით სასმლით გავილეშეთ. მიხეილი თავის სიყვარულს მისტიროდა, მე კი მარიას ცრემლიანი თვალები მიდგა თვალ წინ და დარდს ღვინოში ვახრჩობდით.
-შენს სიყვარულს გაუმარჯოს ვლად. დღეგრძელი და ბედნიერი იყოს.-ჭიქა გამოსცალა მიხეილმა.
-შენს სიყვარულსაც გაუმარჯოს.-ჩავილაპარაკე მე.-იქ უფალთან ნამდვილი სიყვარული და ბედნიერება ეპოვოს.
-ხშირად ვერ ხვდება ადამიანი მის ნაწილს, მის ნამდვილ მეორე ნახევარს. დღეს მის საფლავზე ვიყავი. ის ცივი ქვა უფრო თბილია და უფრო მეტად მითბობს გულს ვიდრე ქალი რომელიც ცოცხლია და მის ძარღვებში ცხელი სისხლი მიედინება.-თვალებიდან წამოსული ცრემლები შეიმშრალა მიხეილმა.
-დრო მოვა და ყველა იქ წავალთ მეგობარო.-მხარზე ხელი დავადე გამამხნევებლად.
-შენ რას მეტყვი ვალდ? ის შენი ნახევარია?
-დარწმუნებული ვარ.-სანთელს გავუშტერე თვალი.-სტასმა მომწერა წერილი, მარიას უსწავლებია მისთვის წერა. უცნაური რაღაც მომწერა. არ ვიცი ასე მალე როგორ შეძლო მაგრამ ვლახეთში ყველა გლეხი მარიას ეთაყვანებაო. მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ვლად და შენ როგორ შეგიძლია მისგან ასე შორს ყოფნაო. ასეთია მიხეილ, თითქოს უხილავი სხივი დაჰყვება გარს, რომელიც ადამიანების გულებს ათბობს და სიყვარულით ავსებს.
-და არ გეშინია რომ დაიღლება ლოდინით?
-არა!-გაბრაზებისგან ძარღვები დამეჭიმა.
-რატომ გგონია, რომ არ დაიღლება, შენ ხომ ეძებ სხვაგან სიყვარულს. იქნებ მანაც დაგივიწყოს, დაიღალოს. ის შენზე დანიშნული არ არის, არც არაფერს დაპირებიხარ. რატომ უნდა დაგელოდოს?
-ვიცი რომ დამელოდება.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-სწორედ მანდ ვუშვებთ შეცდომას ვლად. სიყვარულს ჩვენი ხელით ვკლავთ. მეც ვიცი, ის დაგელოდება, ის დიდებული ქალია, მაგრამ ჩვენ კაცები ნამდვილი არამზადები ვართ, იმ იმედით, რომ მათ უანგაროდ ვუყვარვართ ბევრ შეცდომას ვუშვებთ. გულს ვუკლავთ და ვანადგურებთ. სიყვარულს ჩვენივე ხელით ვკლავთ.
-რადაც არ უნდა დამიჯდეს უკან დავბრუნდები. -დარწმუნებით ჩავილაპარაკე.
წვეულებებზე სიარული დავიწყე, დიდგვაროვანი ქალები თვალებით მჭამდნენ. მეც ვირთობდი თავს როგორც შემეძლო. ახლა უკვე კატალინას გრძნობებით დავიწყე თამაში. ის ჩემი უკან დაბრუნების ერთადერთი გზა იყო.
-ჩემი და ნაწყენია გრაფო ბასარაბ.-ჩაილაპარაკა მათიასმა და გვერდით დამიდგა.-მამაჩემმა არ იცის კატალინას ცრემლების მიზეზი, რომ თქვენ ხართ. რომ გაიგოს ეს ცუდად დამთავრდება.-ირონიულად გაიღიმა მათიასმა.
-და რატომ ტირის თქვენი და უფლისწულო, იმიტომ, რომ ხელი ვთხოვე?-გაბრაზებულმა შევხედე.
-აი თურმე რა. -გაიცინა მათიასმა.
-ფიქრისთვის დრო მივეცი. თუ ტირის ჩემი მიზეზით არ ტირის.-წარბაწეულმა შევხედე და დარბაზი დავტოვე.
-გრაფო ბასარაბ.-კატალინა წამომეწია.
-გისმენთ.-მობეზრებულად შევხედე.
-დამარწმუნეთ, რამე გააკეთეთ რომ თანხმობა გითხრათ.-ცრემლებით აევსო თვალები.
-ჩუმად, ნუ ტირით.-ცრემლები შევუმშრალე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
-თანახმა ვარ.-დაიჩურჩულა.
-შეცდომას უშვებთ.-მეც დავიჩურჩულე მის ყურთან.
-მიყვარხართ.-თავად მაკოცა, მერე კი შებრუნდა და გაიქცა.
მე კი ნამდვილი არამზადა ვიყავი. ერთი ახალგაზრდა გოგონა სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. რამდენჯერმე საცეკვაოდ თავად გამიწვია, ჩემგან კი უარი მიიღო. იმ საღამოს ის იყო ცხენზე უნდა შევმჯდარიყავი, რომ უკნიდან იმ ლამაზმანმა დამიძახა.
-ვფიქრობ ეტლით ჯობია წასვლა, ჩემს ეტლში დაგპატიჟებთ, მაინც ერთი გზა გვაქვს.
-თანახმა ვარ.-მისი ეტლისკენ წავედი და დავჯექი.
-სულ თავს მარიდებთ.-გვერდით დამიჯდა და ჩემს ფეხზე ხელი ააცურა.
-ქალბატონო იქნებ დროა გაჩერდეთ.-ხელზე ხელი მოვკიდე და გავაჩერე. გაბუტული დაჯდა, მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია.
-არ დამპატიჟებ?-უკვე ეტლიდან ჩამოვდიოდი, რომ მაცდურად გამიღიმა.
-წამოდი.-არ შემიხედავს ისე შევედი სახლში, ისიც უკან გამომყვა. კარი დავხურე თუ არა კედელზე ავაკარი და ტანსაცმელი თითქმის შემოვახიე.
-სად გეჩქარება საყვარელო.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და კბილები ყურზე წამავლო. ამან უფრო გამახელა. მასთან გართობის მერე ჩავიცვი და ფანჯარაში სიბნელეს გავხედე. ისევ მარია, ისევ მისი სახე აირეკლა მინაზე.
-ჩაიცვი და წადი.- მკაცრად ჩავილაპარაკე.
-ზურგს ნუ მაქცევ.-ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
-წადი!-მკაცრად გავიმეორე.
-მე შემიძლია დაგეხმარო, ჩემთან ქორწინებით ბევრ წარმატებას მიაღწევ, დიდი გავლენა მაქვს სამეფო კარზე და თვით პაპთანაც შემიძლია მისვლა თუ დამჭირდა.-ჩემს ზურგს უკან იდგა შიშველი, ხელი ნაზად აატარა ჩემს ზურგზე.
-მჯერა.-ირონიულად შევხედე.-ახლა კი წადი, თუ ქალი მომინდება მოგძებნი, სხვა კი ვერაფერში დამეხმარები.
-აღზრდა დაგაკლეს, საწოლში იდეალური ხარ, მაგრამ ყველა ქალთან ასეთი უხეში ხარ?-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-ყველასთან, გარდა ერთისა.-ჩავილაპარაკე.
-რაო, სხვის ქალს ეტრფი?-სიცილი დაიწყო.
-თავი მომაბეზრე.-ხელი ყბაზე მოვკიდე გაბრაზებულმა.-ზედმეტი მოგდის. წადი!
-მეტკინა.-ხელი ღაწვებზე მოისვა და სწრაფად ჩაიცვა.-განანებ ჩემთან ასე მოქცევას.-გაბრაზბულმა შემომხედა და ოთახი დატოვა.
-ესღა მაკლდა.-გაბრაზებულმა მაგიდა ავაყირავე.
მეორე დღეს იანოშისგან მოწვევა მომივიდა და სასახლეში ვეწვიე.
-ვლად ეს სიმართლეა?-შევედი თუ არა დარბაზში იანოშმა შემომხედა გაკვირვებული სახით.
-რას გულისხმობთ?-გაკვირვებულმა შევხედე. კატალინას თანხმობა აღარც კი მახსოვდა.
-კატალინამ მითხრა, რომ ხელი სთხოვე და ისიც დაგთანხმდა, ეს სიმართლეა?
-სიმართლეა თქვენო ბრწყინვალებავ.
-და ამას მე ახლა რატომ ვიგებ?-გაბრაზებულმა დაიყვირა.
-თუ წინააღმდეგი ხართ დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი.-გულგრილად ჩავილაპარაკე, თან გულის სიღრმეში თავს ვარიდებდი ამ ქორწინებას.
-წინააღმდეგი არ ვარ.-ისევ დაიყვირა.-არ გაბედო და კატალინას არ ატკინო გული.
-არ ვაპირებ.-მხრები ავიჩეჩე.-უბრალოდ თქვენი ქალიშვილი ზედმეტად გულჩვილია, როგორც ქალების უმრავლესობა.
-ახლა უბრალოდ ქორწინების დრო არ არის, ქორწილის გადადება მოგვიწევს. მეჰმედი სერბეთისკენ დაიძრა, ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ.-ჩაილაპარაკა იანოშმა.
მეჰმედი არ ჩერდებოდა, სერბეთისკენ დაიძრა თავისი არმიით. 1456 წელს მეჰმედმა ალყა შემოარტყა ბელგრადს, იანოშმა კონტრშეტევები დაიწყო, მეც მის გვერდით ვიყავი, სერბეთში გადავედით და მოვახერხეთ ქალაქის განთავისუფლება თურქებისგან. ჩემი ბრაზი ნაწილობრივ ჩაცხრა, წინ მივიწევდი და იანიჩარების გვამებს უკან ვიტოვებდი. მახსოვს იანოშის გაოცებული თვალები, მას არ ვუნახივარ მანამდე გაგიჟებული. სისხლის მდინარეები მოდიოდა, ხოლო დახოცილი თურქების გვამებს მიწა ვეღარ იტევდა. წინ მივიწევდი, მეჰმედის სისხლი წყალივით მწყუროდა. ერთ ხანს ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მისკენ წავედი, რომ ჩემი ოცნება სისრულეში მომეყვანა და მეჰმედი მომეკლა, მაგრამ უცებ გაარიდეს ბრძოლის ველს. მახსოვს მისი შეშინებული თვალები, მახსოვს იანოშის თვალები და უამრავი ჯარისკაცის. არ ვიცი რას ხედავდნენ ჩემს თვალებში, მაგრამ ჩემი გამოჩენისას ყველა გარბოდა.
-დასრულდა.-ხმალი სისხლიან გუბეში ჩაასო იანოშმა და მხარზე ხელი დამადო.-ეს ბრძოლა მოვიგეთ.
-ის ისევ ცოცხალია, დასასრული ჯერ შორს არის.-მისი ხელი მოვიცილე და უკან გამოვბრუნდი ჩემი ცხენისკენ.
-მის ჯარისკაცებს შენი ეშინიათ, არ ვისუვებდი შენს გადაკიდებას.-ცხენს მოახტა და გვერდით გამომყვა იანოში.
-შიში ჯერ კიდევ წინ ელის, მის აჩრდილად ვიქცევი.-ვუთხარი იანოშს.
რამდენიმე დღის მერე იანოშმა წვეულება გამართა, მოგებული ბრძოლა იზეიმა. არ მინდოდა იქ წასვლა, არ მესმოდა რას ზეიმობდნენ, ეს გამარჯვება საკმაოდ ძვირად ფასობდა, უამრავი ქრისტიანის სისხლით მოირწყო ბელგრადი. იანოშის გამო მაინც წავედი წვეულებაზე. იქ მყოფი დიდგვაროვნების უმრალვესობა გულის ამრევი იყო, ბრძოლაში მათი ხელქვეითები იხოცებოდნენ, ისინი კი ზეიმობდნენ და ღვინოს წრუპავდნენ. მალე სახლში წამოვედი, ამაზრზენი საზოგადოება ნერვებს მიშლიდა, საუბრობდნენ მაღალფარდოვნად ომზე და არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ნამდვილი ომი ნანახი. საძინებელში შევედი, სინათლე ანთებული იყო და მზერა საწოლისკენ გამექცა. იქ შიშველი იწვა ის გოგო, ასე რომ ცდილობდა ჩემსხ ხელში ჩაგდებას და მაცდურად მიღიმოდა.
-დაგაგვიანდა ძვირფასო, წვეულებაზე დიდხანს შემორჩი.-ტუჩზე იკბინა.
-ჩაიცვი და გაქრი აქედან.-დავიყვირე.-ვინ მოგცა უფლება ჩემს საწოლში წოლის? ვინ მოგცა უფლება?-ვუყვიროდი.
-ეს საწოლიც და შენც ჩემი ხართ გრაფო.-ჩემსკენ წამოვიდა სრულიად შიშველი.
-გაქრი აქედან.-მკლავში წავავლე ხელი და კარში სრულიად შიშველი გავაგდე. ღვინო უკვე თავში მიბრუოდა, ეს ქალი დიდი საცდური იყო ჩემთვის, მაგრამ თავი გავაკონტროლე. მას არაფერი ღირებული არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ საწოლში კარგი საყვარელი იყო. ქალებით და წვეულებებით დავიღალე, შვიდი წელი სულ ერთი და იგივე მეორდებოდა. -მარია.-კარს მივეყუდე და მარია გამახსენდა.-როდის გნახავ კიდევ? გნახავ კი?-იატაკზე დავჯექი და თავი კარს მივაყუდე. ვცდილობ დავივიწყო, ვცდილობ ქალებთან გავირთო თავი, ვცდილობ ომზე ვიფიქრო, მაგრამ ის არ ქრება. ჩემს ოცნებებში სახლობს და თავს არ მანებებს. მისმა თვალებმა ჩემი კოშმარები ჩაანაცვლა. ადრე თუ ილანი და ვასილი მესიზმრებოდა და სიმშვიდეს მირღვევდა, ახლა ძილი შემიყვარდა, რადგან სიზმრებში მარია მხვდებოდა. მისი სახე ნელ-ნელა გაიცრიცა ჩემს მოგონებებში, თითქოს მისი ნაკვთებიც დამავიწყდა, მაგრამ მისი თვალები არ მანებედნენ თავს.-დავბრუნდები, თუ ჩემს არ დაგარქმევ შენ სიახლოვეს მაინც ვიქნები.-ვბუტბუტებდი.-უშენოდ გამოწვეულ სიცარიელეს ვერ ვავსებ, ღმერთო, როგორ მენატრები რომ იცოდე. ნეტა შენ თუ ფიქრობ ჩემზე? ნეტა შენ თუ მელოდები ისევ, თუ დაკეტე სახლის კარები?-გამეღიმა, ის დრო გამახსენდა სახლის კარს მუდმივად ღიას რომ ტოვებდა ჩემს მოლოდინში.-თურმე რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. ფიზიკური სიახლოვე არაფერია იმასთან რაც ჩვენს შორის იყო. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს რა შემიყვარდა შენში და პაუხებს ვერ ვპოულობ. მაგრამ ერთი ვიცი, შენს თვალებში საკუთარი ტკივილიანი ცხოვრება დავინახე, ტკივლი რომელსაც გავურბოდი და რომელიც ასე ძალიან შემიყვარდა.
იანოშმა დაგვლოცა მე და კატალინა, მე ქორწილი გადავდე, იმ მიზეზით, რომ ჯერ ვლახეთი უნდა დამებრუნებინა. იანოში დახმარებას დამპირდა. ბევრი აღარ მიფიქრია, მათეს მივწერე და მოკავშირეების შემოკრება დავავალე. მეორე დილით უნდა წავსულიყავი ვლახეთში, კარზე დააკაკუნეს, უკვე საკმაოდ გვიანი იყო.
-კატალინა?-გაკვირვებული ვუყურებდი კატალინას, რომელიც ჩემი სახლის კართან იდგა ატუზული.
-ვლად არ წახვიდე.-კისერზე მომხვია ხელები და ჩამეხუტა.
-უნდა დავბრუნდე და დავიბრუნო ის რაც მე მეკუთვნის.-წელზე ხელი მოვხვიე და სახლში შემოვიყვანე, კარი კი დავხურე.-აქ რატომ ხარ ასე გვიან, წამოდი დაგაბრუნებ სასახლეში?-ჩაცმა დავიწყე.
-არ მინდა დაბრუნება. შენთან მინდა.-ჩემსკენ წამოვიდა, თან კაბის თასმები გაიხსნა.
-კატალინა ცუდი აზრია, მე შეიძლება დავიღუპო ამ ბრძოლაში.-მის შეჩერებას ვცდილობდი.
-გთხოვ ხელს ნუ მკრავ.-კაბა მხრებზე გადაიწია და თხელი პერანგის ამარა აღმოჩნდა ჩემს წინ. საცდური იმდენად დიდი იყო, იმდენად სრულყოფილი და იდეალური იყო, რომ თავი ვეღარ გავაკონტროლე, კატალინა ხელში ავიყვანე და იმ ღამით მივისაკუთრე. მშვიდად ეძინა ჩემს მკერდზე მოხუტებულს, მე კი საკუთარი თავი მძულდა, გარიგება. კატალინასაც ვუნგრევდი ცხოვრებას, მარიასაც და საკუთარ თავსაც ვანადგურებდი ამ გადაწყვეტილებით. დილით ადრე ავდექი, მძინარე დავტოვე კატალინა. მძინარეს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა იპოვა ამ ლამაზმა ქალმა ჩემში, რატომ შევუყვარდი.
-სამწუხაროდ ვერც შენ ვერ დამავიწყე. მისი მკრთალი ანარეკლი ხარ მხოლოდ.-დავიჩურჩულე და ეზოში გამოვედი. ცხენი შევკაზმე და მცირე რაზმით ტრანსილვანიაში გავემგზავრე.
ჩვეულებრივი არამზადა ვიყავი. ვცდილობდი მარია დამევიწყებინა და ამისთვის კატალინას ვიყენებდი. რაღაც დროის განმავლობაში მეგონა, რომ კატალინა მარიას დამავიწყებდა. ვლახეთში დაბრუნებულმა პირველი რაც გავაკეთე მარიასთან მივედი. თავს ძალას ვატანდი, რომ მისი სახლისკენ არ წავსულიყავი, მაგრამ გულმა მაინც იქით გამიწია. იქნებ იმიტომ წამოვედი უნგრეთიდან, რომ მასთან მომიწევდა გული. კართან თეთრი მგელი დავინახე, ერთი შემიღრინა, მერე კი დაიყმუვლა და ძირს გაწვა. კარს ოდნავ მივაწექი და გაიღო, არასდროს კეტავდა კარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ მელოდებოდა, მაგრამ ახლა იმედი მქონდა, რომ კარი დაკეტილი დამხვდებოდა და მეც უკან წამოვიდოდი. შუაღამე იყო, საწოლზე მშვიდად იწვა და ეძინა. მის საწოლთან ჩავიმუხლე და გამეღიმა.
-ვლად.-მძინარემ დაიჩურჩულა, თითქოს სიზმარში მელაპარაკებოდა. მერე თვალები გაახილა.- მთვარიანი ღამე იყო, ოთახი კარგად იყო განათებული.-ვლად?-საწოლიდან უცებ წამოდგა და თავისი ნაზი ხელები კისერზე შემომხვია.-ვლად დაბრუნდი, შენ დაბრუნდი.-ტიროდა ჩემს ყელში თავჩარგული.
-დავბრუნდი.-გამეღიმა, ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, როგორც არასდროს. არ ვიცი რა მჭირდა, ან კატალინა რატომ ამოვიჩემე, როცა აქ იყო მარია, რომელიც საოცარ სიმშვიდეს მანიჭებდა და არ ვიცოდი რა დამერქმია ამ გრძნობისთვის. -კარი ღია რატომ იყო?
-გელოდებოდი.-დაიჩურჩულა.
-შვიდი წელი კარი არ დაგიკეტავს?-გამეღიმა.
-7 წელი, სამი თვე და 15 დღე.-ისევ დაიჩურჩულა.
-სულელო.-ისევ გამეღიმა.-შენ რა ითვლიდი?
-ვლად რას აპირებ, ხომ აღარ წახვალ?-ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
-აღარ წავალ.-ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და ცრემლები შევუმშრალე.-გარეთ მგელი იდგა კართან, ღია კარი არ უნდა დაგეტოვებინა.
-შენ გარდა არავის შემოუშვებდა მაინც.-გამიღიმა.-ის მე და ჩემს გოგონას გვიცავდა.
-სად არის?-გამეღიმა. თუმცა მაინც ტკივილს ვგრძნობდი გულში, ის, რომ მარიას შვილი იყო წონიდა იმას, რომ ჩემი ყველაზე დიდი მტრის შვილიც იყო. მარიამ თვალებით მანიშნა ოთახის ბოლოში მდგარ საწოლზე, მეც მისკენ წავედი. პატარა ლამაზ გოგონას მშვიდად ეძინა, მისი ოქროსფერი კულულები ბალიშზე მიმოფანტულიყო.-რა ლამაზია, შენ გგავს.
-სანამ გავაჩენდი ვოცნებობდი, რომ მომკვდარიყო. მაგრამ ახლა..-ცრემლებმა გზა გაიკვლიეს მარიას სახეზე.
-იმაზე ნუ ფიქრობ, რომ ის მეჰმედის შვილია, იფიქრე იმაზე, რომ ის მხოლოდ შენი შვილია.-ვუთხარი მარიას, მაგრამ მეც მტკიოდა ის ფაქტი, რომ ეს ლამაზი გოგონა მეჰმედის შვილიც იყო.
-როცა ვუყურებ როგორი ლამაზი და ხალისიანია, სულ იმას ვფიქრობ, რა იქნებოდა ის საყვარელი მამაკაცის შვილი ყოფილიყო. -როცა ამას ამბობდა მე მიყურებდა.
-არ იდარდო. მე ვიქნები მისი მამაც, ძმაც და მეგობარიც. ისევე როგორც შენი ძმა და მეგობარი ვარ.-არ ვიცი ეს რატომ ვთქვი როცა სხვა რამეს ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ შინაგანი ბრძოლა არ მაძლევდა უფლებას მარიაში სასურველი და საყვარელი ქალი ისევ დამენახა. ისიც დუმდა და ჩემი მეგობრობითაც კმაყოფილი იყო. კმაყოფილი? იყო კი კმაყოფილი, მის თვალებში წაკითხული სევდა გულში დანასავით მესობოდა, ამიტომ უბრალოდ თვალი მოვარიდე.
-დაღლილი იქნები.-ბუხარი აანთო და საჭმელი შემითბო. მართლა ძალიან მშიოდა. მისი მომზადებული ვახშამიც ისე მომნატრებოდა. ჩემს წინ იჯდა და ცდილობდა გაეღიმა.
-ბევრი თურქი ირევა ვლახეთში. ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა. ხალხს ძალიან გაუჭირდა ვლად. შენს დაბრუნებას ნატრულობენ. ისინიც ვინც შენი წასვლის მერე კმაყოფილები იყვნენ, ახლა შენ გნატრობენ. -დიდი ხნის დუმილი ისევ მარიამ დაარღვია. ხანგრძლივად მიყურა და გრძნობებზე საუბარს თავი აარიდა. თითქოს ცდილოდა თავი უფრო კომფორტულად მეგრძნო.
-შენ როგორ იყავი ეს დრო?-თვალს ვერ ვაცილებდი საყვარელ ქალს, თითქოს ეს წლები არ გასულა, თითქოს არც არსად არ წავსულვარ. მის თვალებთან გაჩენილი მცირე ნაოჭი მახსენებდა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა. არც სახლში შეცვლილა არაფერი, ისეთივე სითბო და სიმყუდროვე იყო.
-მათე და სტასი მოდიოდნენ ხშირად. ზრუნავდნენ, მეც ვშრომობდი როგორც შემეძლო. ვცდილობდით ერთმანეთზე გვეზრუნა, რათა ამ უკუღმართ დროს თავები გადაგვერჩინა. შენ სად იყავი ამდენი ხანი? -ხმაში საყვედური გაურია.
-უნგრეთში წავედი დახმარების სათხოვნელად, რადგან ბიძაჩემი მოკლეს.-თავის მართლება დავიწყე და დამნაშავე ბავშვივით თვალი იატაკს გავუშტერე.
-ვიცი, მათემ მითხრა. ისე შემეშინდა, მეგონა შენც მოგკლეს მაშინ. ის დღეები და ღამეები უფალს ვთხოვდი, რომ გადაერჩინე. მთელს ღამეებს თეთრად ვათენებდი ლოცვაში, მეგონა ისევ აქ დაბრუნდებოდი. რომ არ დაბრუნდი შიში უფრო შემეპარა. მერე წერილი მოვიდა შენგან და დავმშვიდდი.-თავი დახარა, ცოტა ხანი ჩუმად იყო.-რატომ არ მომწერე არც ერთხელ?-ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
-მშიშარა აღმოვჩნდი. გაგექეცი და თავს შენზე ფიქრი ავუკრძალე.-მიჭირდა თამაში. ძმა და მეგობარი? მე ის სიგიჟემდე მიყვარდა. მიყვარდა და ვებრძოდი რაღაცას, ვიღაცას. ვებრძოდი არარსებულს, როცა შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი.
-გამოგივიდა?-მის წამწამებს ცრემლი მოსწყდა და სახეზე გაიკვლია გზა.
-მგონი კი. ერთი გოგონა გავიცანი, კატალინა. მგონი შემიყვარდა, დავპირდი, რომ მასზე ვიქორწინებ.-თვალი მოვარიდე და ისე ჩვილაპარაკე.
-კარგია.-სევდიანად გაიღიმა და მაგიდის ალაგება დაიწყო.
-მაპატიე.-ხელი დავუჭირე.
-რა უნდა გაპატიო? შენ არაფერს დამპირებიხარ. ჩვენს შორის დიდი კედელია, ეს ვერ დაინგრევა ვერასდროს. რატომ არ უნდა გააგრძელო ცხოვრება? შენ მალე ტახტს დაიბრუნებ და დიდების მწვერვალზე ახვალ. მე ვინ ვარ, რომ რამე პრეტენზია მქონდეს. ერთი ჩვეულებრივი მონა ქალი ვარ, რომელსაც თავისუფლება აჩუქე. ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები შენი. მინდა ბედნიერი იყო, მე ანაც მეყოფა. მან უკვე მომიტანა ჩემი წილი ბედნიერება. ამას მაშინ მიხვდები, როცა კატალინა გაგიჩენს შვილს.-სიტყვა კატალინა ცოტა ირონიით და გამოკვეთილად წარმოსთქვა.
-აქ დავრჩები სანამ მათე ჩემს ხალხს შეკრებს.-შევხედე მარიას.
-კარგი, დარჩი, ეს შენი სახლიცაა.-ცივად მოიცილა ჩემი ხელი.
-ამიტომ არის ამ სახლის კარი ყოველთვის ღია ჩემთვის?-გაღიმებულმა შევხედე.
-ვლად.-თმაზე ხელი გადამისვა პატარა ბავშვივით და გაიღიმა. მაგრამ მის თვალებში იყო ღრმა და დიდი ტკივილი.-მე ანასთან დავიძინებ, შეგიძლია ჩემს საწოლზე დაიძინო.-საწოლს თავისი პლედი გადააძრო და სხვა უნდა დაეფარებინა.
-ეს იყოს.-პლედი ხელიდან გამოვართვი.-შენი სურნელი აქვს.-პლედს ვსუნავდი.-ეს სიმშვიდის სუნია.
-ამდენი ხანი სიმშვიდე დაკარგული გქონდა?-გაეღიმა.
-სიმშვიდე დიდი ხანია დავკარგე. შენს გვერდით კი მგონია, რომ პატარა ბავშვი ვარ, თითქოს ყველა საზრუნავი და პრობლემა ქრება. მხოლოდ ეს თვალები რჩება, ჩემი თავშესაფარი.-ხელი სახეზე ჩამოვუსვი და თმა ყურს უკან გადავუწიე. სურვილით ვიწვოდი, რომ მისთვის მეკოცნა, საკინძე გამეხსნა და მისი მკერდი დამეკოცნა, იმდენი ფიქრი დამიტრილდა თავში, თუ როგორ მოვეფერებოდი ქალს, რომელიც მაგიჟებდა, მაგრამ თავი გავაკონტროლე.
-მალე სხვა თავშესაფარი გექნება.-ცივად მომცილდა.
-ის გარიგების ნაწილია.-უცებ ჩავილაპარაკე.
-ვინ?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-კატალინა იანოშის შვილია, თავად მარიგებდი სიბრაზე გამეკონტროლებინა და სწორი სვლები გამეკეთებინა. კატალინას გამო მცირე ჯარი გამომაყოლა, უნგრეთის ნებართვა მაქვს, რომ ტახტი დავიბრუნო.-ვუხსნიდი მარიას.
-და სიყვარული, შეძლებ ასე ცხოვრებას?-სევდიანად ჩაილაპარაკა.-გიყვარს ის ქალი?
-არ მიყვარს, მაგრამ ის იდეალურია, დრო გავა და შემიყვარდება.-ჩავილაპარაკე. მარია შებრუნდა და ზურგი შემაქცია.
-შეგიყვარდება?-ამ სიტყვას იმხელა ტკივილი ამოაყოლა გული გამიჩერდა.
-ეშმაკმა დალახვროს, ვეღარ ვუძლებ.-ჩავილაპარაკე, ხელი მოვკიდე და მის ტუჩებს დავეწაფე.კოცნით გული ვიჯერე და მის შუბზე შუბლ მიდებული ვჩურჩულებდი.-შვიდი წელი ვოცნებობდი, რომ კვლავ მენახა ეს თვალები, შვიდი წელი ყველა ქალში შენ გეძებდი. მასწავლე როგორ დაგივიწყო.-თვალები ცრემლით მქონდა სავსე, მარიაც ტიროდა.
-არ ვიცი ვლად. ეს მეც ვერ შევძელი. დაიძინე. ხვალ ახალი დღე დადგება და ახალ ცხოვრებას დაიწყებ.-ხელი შემიშვა და ანას ჩაეხუტა. მე კი მის პლედში გავეხვიე და იმ ღამით საოცარი სიმშვიდე მოიპოვა ჩემმა სულმაც და სხეულმაც.
-ვლად.-თმაზე მეფერებოდა და ისე მაღვიძებდა მარია.-გაიღვიძე, უკვე შუადღეა.
-შუადღე?-გიჟივით წამოვდექი საწოლიდან და ჩაცმა დავიწყე.
-ეს ვინ არის?-ანა გაკვირვებული იდგა კარში და გაბრაზებული მიყურებდა.
-ეს ბიძია ვლადია.-გაუღიმა მარიამ.
-მე მხოლოდ ორი ბიძია მყავს, მათე და სტასი.-გაბუსხული მიყურებდა.
-მათე და სტასი ჩემი მეგობრები არიან. ახლა სწორედ მათთან მივდივარ.-გავუღიმე ანას.
-აქ არიან, ეზოში დააბეს ცხენები.-ფანჯრისკენ გაიხედა ანამ.
-მათე და სტასი მოვიდნენ?-შევხედე მარიას.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა და ფანჯარაში გაიხედა.-მართლა ისინი არიან. უკვე ნახე ისინი?
-არ მინახავს.-მეც მხრები ავიჩეჩე.
-მე და ანა ბაღში გავალთ. შენ დაელაპარაკე მათ.-გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
-ჩემი ლამაზი გოგო როგორ არის?-ხელში ანა ეჭირა მათეს და მარიას ისეთი თვალებით უყურებდა არ მომეწონა მისი ეს მზერა.
-აქ ვლადია.-ჩაილაპარაკა მარიამ და სტასმა და მათემ კარებისკენ გამოიხედეს, რომელიც იმ წუთას შევაღე.
-ვლად.-მათე ჩამეხუტა.
-ვლად, ძმაო.-ახლა სტასი ჩამეხუტა.
-რატომ არ გვნახე, აქ რატომ მოხვედი?-ცოტა არ იყოს შეშფოთებული მიყურებდა მათე.
-სასახლეში ხომ არ მივიდოდი?-გამეცინა.-მარიამ შემიფარა.-მარიას გავხედე, რომელიც სადილს ამზადებდა. მალე სუფრა გააწყო და მე და ბიჭები მარტო დაგვტოვა.
-მათე ჩემი ბიჭები შეკრიბე. დრო დადგა ყველას თავის ადგილი მივუჩინო.
-ხვალვე ყველას მოვიყვან.-დამპირდა მათე.
-სასახლეში მარტო შევალ. ეს ჩემი ბრძოლაა და ჩემი შურისძიება. თქვენ გარეთ გაუსწორდებით ყველა მოღალატეს, ვინც კი ვლადისლავს უჭერდა მხარს.
-ბავშვების მომზადებას ისევ ვაგრძელებთ ვლად, საიმედო არმია გეყოლება რამდენიმე წელში.-გამიღიმა მათემ.-გლეხები შენს დაბრუნებას ნატრობენ, თუმცა ქურდობას ისევ ვერ ბედავს ვერავინ.-იღიმოდა მათე.-გარდა ერთი რაზმისა.-გაიღიმა და ფანჯარაში მარიას და ანას გახედა.-მთლად ბავშვები არიან, ხარკის ამკრეფებს აღაჩაღებენ და გლეხებს ურიგებენ. არ ვიცი ვინ არიან.-მხრები აიჩეჩა მათემ, სტას კი გაეღიმა.-ბევრი ბავშვი გაუგზავნეს მეჰმედს, მარია ცდილობდა მათ გადარჩენას, მერე დამიჯერა და თავი დაანება.
-ეგ ქურდობა კი არა გმირობაა მათე რასაც ის რაზმი აკეთებს.-გავუღიმე.-გაარკვიეთ ვინ არიან და როცა ყველაფერი დასრულდება მათი ხელმძღვანელი მომიყვანეთ.
-სავაჭრო გზები მოიშალა. ვლადისლავის ძმა და ვლადისლავი ტრანსილვანიელ საქსებს ზურგს უმაგრებენ. ისინი კი ვაჭრებს აყაჩაღებენ. -ახლა სტასმა დაიწყო ლაპარაკი.-იმ რაზმმა ბევრჯერ იხსნა ვაჭრები მათგან.
-შენ იცი ვინ არიან?-შევხედე სტასს.
-მე.. მე არ ვიცი.-დაბნეულმა ჩაილაპარაკა.
-არ იცის ვლად.-მათემ გამიღიმა.-მე არ დამიმალავდა.
-მალე ყველაფერს დავალაგებ.-ჩავილაპარაკე. -მარია როგორ იყო ეს დრო? მადლობა, რომ ზრუნავდით მასზე.
-მარია თავად ზუნავდა ჩვენზე.-გაიღიმა სტასმა.-ეს გოგონა კი ნამდვილი საოცრებაა. სახლში ვერ ვძლებ, ანა სულ მენატრება.
-სტას, ის ბავშვია, იმედია...-ისე ვიეჭვიანე თითქოს ჩემს ქალიშვილს დაადგეს თვალი.
-რა სისულელეა ვლად. ის ბავშვია და ძალინ გვიყვარს.-თავი დახარა სტასმა.
-მარია სოფლის მკურნალია.-ჩაილაპარაკა მათემ.-წამლებს ამზადებს ბალახებისგან და ყველა გაჭირვებულს ეხმარება. ძალიან კეთილია და ხალხსაც ძალიან უყვარს.
-მეც ისე სწრაფად მომირჩინა ჭრილობა.-დაეთანხმა სტასი.
-მარია ყველას უყვარს.-გამეღიმა.-მეგონა მხოლოდ ჩემი მკურნალი იყო.
იმ დღიდან დაიწყეს მოკავშირეების შემოკრება. გლეხები ყველა მოდიოდნენ ვლადისლავის წინააღმდეგ.
-იმდენი ბავშვი იკარგება. ანას გარეთ არ ვუშვებ, თუ სახლიდან მიწევს გასვლა სტასის დედას, სოფიას ვუტოვებ.-სევდიანად ლაპარაკობდა მარია.
-ყველაფერს დავალაგებ, გპირდები.-შევხედე ტკივილით სავსე თვალებში.-შენ რატომ გადიხარ სახლიდან?
-ბალახებს ვაგროვებ, ხალხს ვმკურნალობ და ტყეში მიწევს წასვლა.-თითქოს თავს იმართლებსო, რაღაცას მალავდა.
-არ გეშინია მერე?-შევხედე მარია.-შენც რომ მოგიტაცონ, ან რამე დაგიშავონ?
-შენ არაფერი არ იცი ჩემზე.-სევდიანად გაეღიმა და ბუხარი გაახურა.
-მერე მომიყევი, რა მოხდა ამ დროში, სანამ წასული ვიყავი?-ბუხრის წინ ჩამოვუჯექი მარიას.
-ამ დროში? შენ მანამდეც არ მიცნობდი ვლად. არ გიცდია ჩემი გაცნობა, მიყვებოდი შენს ტკივილზე, შენს გეგმებზე. მე კარგი მსმენელი ვიყავი, ბავშვივით თავზე ხელს გადაგისვამდი და შენს ტკივილებს ვაქრობდი. არასდროს გიკითხავს ვინ ვიყავი, ან რას წარმოვადგენდი.
-ვინ ხარ?
-ქალი, რომელმაც ერთ დღეში ბედნიერი ოჯახი დაკარგა. საკუთარი თვალით უყურა როგორ მოუკლეს ხუთი ძმა და მამა. როგორ გადაწვეს ტაძარი და როგორ წაიყვანეს ტყვედ, ერთ დროს ლაღი და უდარდელი გოგო. ანას ვუყურებ და საკუთარ თავს ვხედავ მასში. მინდა მუდამ ასეთი ლაღი იყოს ჩემი გოგონა. იმ დღით ლაღი და ხალისიანი ბავშვი მოკვდა ჩემში და დაიბადა ქალი, რომელსაც სულით ხორცამდე სძულდა თურქები.
-ვწუხვარ.-ხელი დავუჭირე და თითებზე ვაკოცე.
-შენ გიყურებდი იმედის თვალით, შენც ისევე გტკიოდა სული, როგორც მე. ყოველთვის თავს მარიდებდი, არასდროს მეკითხებოდი რა მაწუხებდა..
-იმიტომ, რომ შენს თვალებში საკუთარ თვალებს ვხედავდი, არ მინდოდა გამეგო შენი ტკივილი, რადგან ჩემი ტკივილიც მანადგურებდა.
-ამიტომაც იპოვე სხვა თვალები, სადაც არ არის ტკივილი, შეგეშინდა საკუთარი ტკივილის ყურება?-ისეთი თვალებით შემომხედა. გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ბასრმა იარაღმა გაკვეთა ჩემი გული.
-ალბათ ასეა. ედირნეში, რომ მივდიოდი შიში მაშინაც მქონდა. ჩემი შიში გამართლდა, მე იქ მხეცად ვიქეცი. შენი თვალების შემეშინდა. შემეშინდა, რომ მაგ ტკივილში დავიკარგებოდი.
-კარგია, რომ სხვა სუფთა თვალები იპოვე.-ვიცოდი ტირილი უნდოდა, თავს ძლივს იკავებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე მითხრა, რომ არ უტირია. ისიც ქვად იქცა როგორც მე.
დრო აღარ დამიკარგავს, რამდენიმე დღეში მათემ და სტასმა შეძლეს მოკავშირეების მოგროვება.
-დილით ადრე უნდა შევიდე. თუ რამე დამემართა მათე და სტასი იზრუნებენ თქვენზე.-ვემშვიდობებოდი მარიას იმ დილით, ადრიანად.
-ღმერთი არ მიგატოვებს.-ხელები მომხვია და ჩამეხუტა.-ვილოცებ შენთვის.-ვგრძნობდი მის ცრემლებს ჩემს მკერდზე.
-არ იტირო.-ნიკაპი მაღლა ავაწვინე და აცრემლებულ თვალებში ჩავხედე. მისი შავი თვალები და მისი ხშირი შავი წამწამები ჭკუას მაკარგვინებდა. მოწყურებულივით დავეწაფე მის ტუჩებს და მანამ არ მოვცილდი სანამ სუნთქვა არ გამიჭირდა.
-ვლად, ამას ნუ აკეთებ.
-იქნებ ვეღარ გნახო, იქნებ ვკვდები. მაპატიე, მაგრამ ეს ძალას მმატებს.-ხელი გავუშვი და უკან მოუხედავად წამოვედი.
მათეს არ დავლოდებივარ, სასახლეში მიწის ქვეშა გვირაბებით შევაღწიე და ვლადისლავი მოვკალი, ასევე ყველა მისი მომხრე და ყველა მოღალატე მოვიცილე თავიდან. როცა ვლადისლავი მოვკალი მისი მხლებლები შემოცვივდნენ ოთახში. მათ ვიღაც გადაცმული ნიღბიანი კაცი შემოჰყვა და ჩემამდე არ მოუშვა ისეთი სისწრაფით მოცელა ყველა ხმლით. სანამ გავიაზრე რა მოხდა ოთაქხიდან გაქრა. გარეთ რომ გამოვედი უსულოდ ეყარნენ ვლადისლავის ჯარისკაცები. ყველა ისრით იყო მოკლული. ვიფიქრე მარიამ გააფრთხილა მათე და სტასი და უკან გამომყვნენ მათი მებრძოლები, მაგრამ საახლეში როგორ შემოაღწია ვერ მივხვდი, რადგან ამ გვირაბის შესახებ მხოლოდ მე და მარიამ ვიცოდით.
ვლახეთის ერთპიროვნული მმართველი ამჯერად მეორედ გავხდი. უნგრეთის ჯარმა და ჩემმა ხალხმა ყველა მოღალატე ჩახოცეს. მოღალატე და გადაჯიშებული ვლახები სარზე წამოვაცვი და ერთი დღე სასახლის ეზოში დავტოვე. ეს შიში იყო, მაგრამ შიშის გამო თურქების მხარეს ვეღარავინ მიდიოდა. ასე ვებრძოდი ეშმაკს, რომ ჩემი ხალხი თავის მარწუხებში არ მოექცია. ვლახეთში სანიმუშო წესრიგი დამყარდა. მეციხოვნეები და მესაზღვრეები სულ აკონტროლებდნენ ვლახეთის საზღვრებს, რათა არსაიდან არ შემოეღწიათ თურქებს.
-ვლად ბოიარები რატომ დაიბარე? მამაშენი მათ მოკლეს, მირჩა კი ცოცხლად დამარხეს. მათი უმეტესობა უკვე მუსულმანია.-გაბრაზებული მომდევდა უკან მათე.
-მათე ჩემი ხომ გჯერა?-ცხენი გავაჩერე და მისკენ შევბრუნდი.
-მჯერა.-ჩაილაპარაკა, თუმცა მაინც უნდობლად მიყურებდა.
-უნდა გჯეროდეს მათე.-გავუღიმე.
-რა ჩაიფიქრე, არც მე მეტყვი არა?-მიყურებდა და ხვდებოდა, რომ რაღაცას ვგეგმავდი.
-მე ვოევოდა (სამხედრო მეთაური) ვარ, შენ კი ჩემი ჯარისკაცი. ასე რომ გეგმას მე დავსახავ, ხოლო შენ განახორციელებ.-გავუღიმე მათეს.
-ხომ იცი, რომ ბოლომდე შენს გვერდით ვარ.-მანაც გამიღიმა.
-რა დაემართა ვასილს? სტასი მთხოვდა მეკითხა შენთვის.-გაბედა და მკითხა მათემ.
-მე მოვკალი.-ჩავილაპარაკე და ცხენი გავაჭენე.
-არ მჯერა?-დამეწია მათე.-შენ მას არ მოკლავდი, რა მოხდა რეალურად?
-სარზე ჩამოაცვეს ჩემთან მეგობრობის გამო. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო რომ მივედი, მაიძულეს საკუთარი ხელით მომეკლა.-ტკივილისაგან სახე დავმანჭე.-ხო მათე, მე მოვკალი, საკუთარი მეგობარი მე მოვკალი.
-შენი ბრალი არ არის?-სევდიანი სახით შემომხედა მათემ.
-ჩემი ბრალია მათე. მას ასე ჩემთან მეგობრობის გამო მოექცნენ.-ცხენი გავაჩერე და სივრცეს გავხედე.-იცი ადამიანებთამ მეგობრობის მეშინია, ადამიანების შეყვარების მეშინია, იმის მეშინია, რომ მათ ჩემს სიყვარულს არ აპატიებენ და მოკლავენ.
-ამიტომაც დაუმეგობრდა დრაგომირი და რადუ შენს მტერს?-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მათემ.
-შენი ძმა არასდროს განსაჯო.-გაბრაზებულმა შევხედე.-ეს მე ვაიძულე დრაგომირი მეჰმედის სამსახურში ჩამდგარიყო.
-ჩვენ გვეხმარება?-სახეზე ღიმილმა გადაურბინა მათეს.
-ჩვენიანია.-გავუღიმე მათეს.-ოღონდ ეს ჩვენი საიდუმლოა, მხოლოდ ჩვენ სამის.-საჩვენებელი თითი ცხვირთან მივიტანე ნიშნად იმის, რომ მათეც ჩუმად უნდა ყოფილიყო. მან კი ბედნიერმა დამიქნია თავი.
ბოიარები მოვიწვიე ვახშამზე, ყველა მათგანი. სულ ერთი იყო ვინ მოკლა მამაჩემი. ყველა მათგანი გადაჯიშებული იყო, ყველა მათგანი თურქების სამსახურში იდგნენ.
-მოგესალმებით ვლად.-თავის დაკვრით შემოდიოდნენ ვახშამზე ჩემს სასახლეში ბოიარები და ქილიკური ღიმილით მიცინოდნენ. ყველა მათგანი უკვე მაგიდას მიუჯდა, მხოლოდ მასპინძელი, მე ვაკლდი სუფრას.
-ყველა კარი და ყველა ფანჯარა ჩარაზეთ.-გადავულაპარაკე მათეს, მან კი ისეთი თვალებით შემომხედა კითხვის ნიშნები ეხატა.-გააკეთე რაც გითხარი. კითხვების გარეშე. სუფაზე ვახშამი შემოიტანონ, მერე კი ყველა მსახური გავიდეს და სასახლე დატოვოს. არც ერთი ქალი და არც ერთი ბავშვი არ იყოს სასახლეში.
-ვლად რას აპირებ?
-კითხვების გარეშე.-ვუთხარი მათეს და მაგიდას მივუჯექი.
-გაგვიხარდა თქვენი დაბრუნება ვლად.-პირფერობას მოჰყვა სამხრეთის ბოიარი.
-მეც მიხარია თქვენი აქ ხილვა.-გავუღიმე იმავე ცინიკური ღიმილით.
-იმედია თურქების გამოზრდილი ვოევოდა მათ პოლიტიკას გაატარებს?-დედაჩემის ძმა, მოღალატე ბიძაჩემი წამოდგა და თავი დამიკრა.
-მე ჩემს ქვეყანაში ჩემს პოლიტიკას გავატარებ.-ვთქვი და სასმისით ღვინო მოვსვი.
ვახშამი შემოიტანეს, ყველა გემრიელად ილუკმებოდა. მათემ მანიშნა, რომ ჩემი ბრძანება შესრულებული იყო.
-მაინტერესებს რომელმა თქვენგანმა მოკლა მამაჩემი?-წამოვდექი და მაგიდას გარშემო შემოვუარე. რამდენიმე მათგანმა მომენტალურად დაკარგა ფერი სახეზე.-ისიც მაინტერესებს ვინ გამიწია სამსახური და მეტოქე, ჩემი ძმა მირჩა ვინ ჩამომაცილა ტახტიდან?-ისევ ვაგრძლებდი მაგიდის გარშემო შემოვლას და მონოლოგს.
-ის თურქების წინააღმდეგი იყო, არც ვლახი ბავშვების გაგზავნა არ უნდოდა თურქეთში.-ერთ ერთი ბოიარი წამოდგა და სიტყვით გამოვიდა.-ვლად მირჩამ არასწორი პოლიტიკა აირჩია.
-ესე იგი შენ იყავი ის ვინც სამსახური გამიწია და ის ტახტიდან მომაცილა.-ვუთხარი და ისეთი სისწრაფით გამოვუსვი დანა ყელში ხმის ამოღებაც ვერ შესძლო. სწრაფად წამოიშალნენ ბოიარები და გასასვლელებს მიაწყდნენ, სადაც ჩემი ხალხი დახვდათ და ისევ უკან დაიწყეს დახევა. აქ კი მაგიდასთან მე დავხვდი. ყველამ იშიშვლა ხმალი და ჩემსკენ წამოვიდნენ, მე კი თურქების გაწვრთნილი მეომარი, დრაკონის ტიტულის და ვლახეთის მმართველი დავხვდი ხმლით ხელში. ჩემში იმ მკვლელმა გაიღვიძა თურქებმა სიკვდილის მანქანად რომ შექმნეს ბნელ სარდაფებში. ნახევარ საათში დიდი დარბაზი სისხლის გუბედ ვაქციე. კონტროლი დავკარგე, ყველა მათგანში მეჰმედის სახეს ვხედავდი, ისინი ხომ მისი მსახურები იყვნენ, ყველა ბოიარი საკუთარი ხელით დავხოცე და საშინელი შვება ვიგრძენი. შვება ვიგრძენი მათი დახოცვის მერე. მე ქრიასტიანმა მართლმადიდებელმა კაცმა კაცის კვლით შვება ვიგრძენი.
-ვლად რა ვქნათ?-მათე წამში ჩემთან გაჩნდა, მის თვალებში შიში და გაოცება ერთდროულად იკითხებოდა.
-ჩემი გეშინია მათე?-კითხვა დავსვი.
-რაც ვნახეთ იმის მერე შენი ყველას შეეშინდება.-დაბნეულმა ჩაილაპარაკა.
-ისინი ქვეყნის სირცხვილი იყვნენ და შესაბამისად დაისაჯნენ. ეს მხოლოდ დასაწყისია მათე. ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა წინ გველის.-მხარზე ხელი დავადე მათეს.
-მე შენს გვერდით ვარ ვლად და არა მარტო მე. ყველა გლეხი შენს გვერდით არის ამ ბრძოლაში. ბოიარები მეც მძულდა მაგრამ ის რაც აქ ვნახე ამან მეც კი შემზარა. თუ ეს მეთოდები დაეხმარება ვლახეთს მე შენს გვერდით ვარ.-მანაც მხარზე დამადო ხელი.
-გვამები დაკრძალეთ და დარბაზში სისხლის კვალი გააქრეთ.-ბრძანება გავეცი და ბიძაჩემის უსულო სხეულს მივუახლოვდი.-ეს დედას გაწირვისთვის და იმისთვის, რომ სირცხვილად მთვლიდი.-ჩავილაპარაკე და სასახლე დავტოვე. სისხლიანი ხელები დავიბანე და მარიასთან წავედი. კარი ისევ ღია იყო, ფრთხილად გავაღე და შევედი.
-კარის დაკეტვას როდის ისწავლი?
-მაშინ, როცა შენ აღარ დაგელოდები.-ჩაილაპარაკა და ბუხარში ცეცხლი გაახურა.
-მარია აქ დავრჩები.
-რა ჩაიდინე?-ჩემს სისხლიან სამოსს უყურებდა.-გაიხადე გავრეცხავ.-ფრთხილად გამიხსნა საკინძე და სისხლიანი ტანსაცმელი გამხადა. მერე სუფთა ტანსაცმელი მომიტანა, თავად კი ეზოში გავიდა, რაღაც დროის მერე დაბრუნდა.
-სად იყავი?-შევხედე, გაყინული ბუხარს ეფიცხებოდა.
-შენი სამოსი გავრეცხე.
-აქ მოდი.-ტახტზე ვიჯექი და ხელებზე ვიყურებოდი, თვალები ამიცრემლიანდა.
-რა ჩაიდინე?-ხელები მომხვია და გულში ბავშვივით ჩამიკრა.-ისევ დაგეწყება კოშმარები, როცა კლავ ამაზე იფიქრე.-თავზე ბავშვივით მეფერებოდა მარია.-ვლად არ შეიძლება, რასაც შენ აკეთებ ეს საშინელებაა.
-ბოიარები დავხოცე, ყველა. სასახლეში სისხლის გუბეები დგას.-ვტიროდი მის მკლავებში თავ ჩარგული.
-და რა იგრძენი ვლად?-შეშნებული თვალებით მიყურებდა მარია.
-შვება. შური ვიძიე ჩემი ძმების გამო, მამაჩემის გამო. მათ მამა მომიკლეს, მირჩა ცოცხლად დამარხეს და მთლად ბავშვები, ჩემი ძმები ყველა დახოცეს. ეს როგორ მეპატიებინა?-ისევ ვტიროდი.
-და რატომ ტირი? თუ შვება იგრძენი რატომ ტირი?-მეკითხებოდა მარია.
-იმიტომ, რომ ის მხეცი გაცოცხლდა ჩემში, რაც თურქებმა შექმნეს. გთხოვ დამეხმარე, მეშინია მარია, გთხოვ დამეხმარე.-ისევ ვტიროდი.
-ჩუმად, ჩუმად.-თმაზე მეფერებოდა. მერე ადგა და ისევ ის ნაყენი დამალევინა, რითიც წლების წინ განმკურნა.-ვლად როცა ასე საშინლად იქცევი მინდა საკუთარი ხელით დაგახრჩო, აღარ მინდა ეს დაუნდობელი მხეცი კიდევ ვნახო, დამპირდი, რომ ასეთ საშინელებას აღარ ჩაიდენ. შენს ხალხში შიშის დანერგვა არ გჭირდება. მათ გულებში სიყვარული დანერგე, რომ იგივე დაგიბრუნდეს.
-მარტო არ დამტოვო.-ხელი მოვკიდე.
-აქ დავიძინებ.-თვალებით ჩემს საწოლზე მანიშნა და მეც მშვიდად დავხუჭე თვალები. მთელი ღამე ვშფოთავდი, ისევ დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები. მარიას კი ჩემი ხელი ეჭირა და მეორე ხელით თმაზე მეფერებოდა როგორც პატარა ბავშვს.-როგორ მინდა ის წლები წავშალო შენი მეხსირებიდან.-ჩურჩულებდა და თმაზე მეფერებოდა.
ესეც გადავიტანე, მორიგი შიში დავნერგე, ამჯერად დიდებულებში. გადაცმული დავდიოდი და პრობელემებს ვისმენდი. სასახლეში ვერ ვრჩებოდი, ჯერ კიდევ მეშინოდა ისევ არ დაბრუნებულიყო ჩემი კოშმარები. მაგრამ ვერ დავადგინე ვინ შემომყვა მაშინ სასახლეში. ვინ მიცავდა ასე თავგამოდებით. არავინ არაფერი იცოდა, მათე და სტასი უბრალოდ დუმდნენ.
-ბიძია ვლად, ნახე ეს რა გემრიელია.-ანამ ჩირი ჩამიდო პირში.-დედა ტყეში კრეფს და მერე აშრობს. ზამთარში კი გემრიელ ნაყენებს ამზადებს.-ტიტინებდა ანა. მე კი გაღიმებული ვუყურებდი.-დედამ მითხრა, რომ პირველად შენ ამიყვანე ხელში. მიყვებოდა როგორ მივლიდი და ზრუნავდი ჩემზე.
-მართლა?-მარიას გავხედე.-კიდევ რას გიყვებოდა?
-ბიძია ვლად, მამაჩემს იცნობდით? დედა არაფერს მიყვება.
-იმიტომ, რომ მოსაყოლი არაფერია.-ვუთხარი ანას და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
-ბიძია ვლად ჩემი მამა იყავი რა.-ხვეწნით შემომხედა ანამ.
-ანა!-გაბრაზებულმა შეხედა მარიამ.
-ხო კარგი, ბევრს აღარ ვილაპარაკებ.-გაბუტული იჯდა ანა.
-შენი მამა ვიქნები, ოღონდ არ უთხრა არავის კარგი?-ყურში ჩავჩურჩულე ანას. ის კი გახარებული ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. რაღაც სასიამოვნო სითბო ვიგრძენი, ისეთი სითბო როგორიც მისი დაბადების დღეს, პირველად, რომ ავიყვანე ხელში.
-რას ჩურჩულებთ?-ეჭვით გვიყურებდა მარია.
-საიდუმლოა.-მარიასკენ წავედი, წელზე ხელი მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
-სხვანაირი ხარ.-გაკვირვებული მიყურებდა მარია.-უნგრეთში გაზრდილხარ, დახვეწილი ჯელტმენი გახდი, მანერებიც სხვანაირი გაქვს.
-შენ კი ისეთივე ხარ, უბრალო, სუფთა და ლამაზი.
-დედა მართლა ლამაზია.-დამეთანხმა ანა.
იმ საღამოს ვაჭრები მეწვივნენ სასახლეში. სამოსი შევიძინე მათთან.
-ეს საჩუქარი თქვენს ქალბატონს.-გამიღიმა ერთმა ვაჭარმა და ძალიან ლამაზი იისფერი კაბა გადმომიღო, კაბას ვუყურებდი და მარია დამიდგა თვალწინ, ისე მომინდა ამ კაბაში მისი ნახვა.
-გმადლობთ.-თავი დავუკარი.-ვინ ქალბატონი იგულისხმეთ?-გაკვირვებულმა შევხედე. ვაჭარი დაიბნა და მერე მხრები აიჩეჩა. იმ ღამით სასახლეში გაჩერდნენ ვაჭრები. შემთხვევით მათ საუბარს მოვკარი ყური.
-მგონი საფრთხემ საბოლოოდ გადაიარა.
-გადაიარა, გადაიარა იოანე. ამბობენ ის გოგო თავად გრაფ ბასარაბს უყვარს. ის რომ არა ჩვენი ძვლებიც არ იქნებოდა. კაბა ვაჩუქე გრაფს თქვენს ქალბატონს მიართვითთქო და ვისო მკითხა? მგონი ზედმეტი ვილაპარაკე. ალბათ არ იცის რა ხდებოდა ვლახეთში მის არ ყოფნაში.
-ის ვის არ შეუყვარდება?-გაიცინა ვაჭარმა.-შენ კი ლამის დააბეზღე.
თავიდან ვერ ამოვიგდე ვაჭრების საუბარი. ნუთუ მარიაზე საუბრობდნენ. მერე მარიას სიტყვები გამახსენდა:“ჩემი გაცნობა არ გიცდიაო“.
-ვინ ხარ მარია?-ვერ ვუტყდებოდი საკუთარ თავს. იქნებ ვიცოდი გულის სიღრმეში, რომ მარია ძალიან დიდი იყო, თავისი სიყვარულით, სიკეთით და სიმამაცით.
ვაჭრები დილით გზას გაუყვნენ. კაბას ხელი მოვკიდე და მარიასთან წავედი.
-რატომ არ მოხვედი, გელოდებოდი.-გაბრაზებული ლაპარაკობდა მარია.
-იცი დღეს მოვალ. გვიან მოვალ და მინდა ვახშამი დამახვედრო, თან ეს კაბა მინდა ჩაიცვა.-კაბა დავუდე ტახტზე.
-რა ლამაზია.-აღტაცებული უყურებდა ანა.-დედა ძალიან მოგიხდება.
-რატომ?-თვალებში მიყურებდა მარია.
-მინდა ამ კაბაში გიხილო, გთხოვ.-ლოყაზე ვაკოცე.-შენმა მეგობარმა ვაჭრებმა მაჩუქეს შენთვის.
-ჩემმა მეგობარმა?-დაბნეულმა ჩაილაპარაკა, მერე თასი გაუვარდა ხელიდან და ეზოში გავიდა. უკან ავედევნე.
-ვინ ხარ?-წინ დავუდექი და მკავზე ხელი მოვკიდე.
-სხვებისგან არ უნდა გებულობდე ვინ ვარ. როცა გიყვარს ისიც იცი ვინ გიყვარს.
-და თუ არ ვიცი?
-ეცადე გამიცნო. შენ არარსებული ქალი გიყვარს, რომელიც შენს წარმოსახვაში შექმენი. ეცადე გამიცნო, მერე მიხვდები გიყვარვარ, თუ არა.-თავაწეული მიყურებდა თვალებში.
-ამ საღამოს მომიყვები?-მის ყურთან დავიჩურჩულე, გააჟრჟოლა და კანი დაეხორკლა.
-მზად ხარ?-თვალებში ჩამხედა.-სათნო და დამყოლი ქალი გაქრება. არ გეშინია?
-მე ის ამაყი ქალი მინდა ვიხილო, საიდუმლოებით მოცული, დიდებული და საინტერესო.
-დღეს გაიცნობ.-გაიღიმა და მკლავებიდან დამისხლტა.
სასახლეში დავბრუნდი. უნგრეთიდან მოსული წერილი დამხვდა.
„გრაფო ბასარაბ მიხარია, რომ მტერი დაამარცხე და წესრიგს ამყარებ. მინდა შეგახსენოთ თქვენი პირობა ქორწინებაზე. კატალინას ტრანსილვანიაში ჩემი მსახურები გამოაცილებენ. დროა იქორწინოთ, ჩემგან კი დალოცვა მიიღეთ.
იანოშ ჰუნიადი.“
-ეშმაკმა დალახვროს.-მაგიდას გამეტებით დავარტყი ხელი.-პირობას მახსენებს.
-რა გჭირს?-მათე შემოვიდა.
-არაფერი.-წერილი ბუხარში შევაგდე.
საღამოს ახალი სამოსი მოვირგე ტანზე და სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი. მერე კი ცხენს მოვახტი და მარიასთან წავედი. კარი ფრთხილად შევაღე, ბუხრის წინ იდგა, ხელში სასმისი ეჭირა და ღვინოს წრუპავდა.
-ადრე დაგიწყია დალევა.-ჩავილაპარაკე, ის კი ჩემსკენ შემობრუნდა. იისფერი კაბა ისე უხდებოდა, დედოფალს გავდა. თმა ზემოთ აეწია და კოსად შეეკრა თავზე, რამდენიმე კულული ჩამოშლილი ჰქონდა და მოშიშვლებულ ყელზე და მხრებზე ლამაზად ეხებოდა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს.-ჩაილაპარაკა და სასმისი მომაწოდა ღვინით სავსე.
-გაგიმარჯოს.-ჩავილაპარაკე და თვალი მოვარიდე, მერე კი სასმისი გამოვცალე.
-ვივახშმოთ.-მაგიდისკენ მიმითითა, სკამი გამოვუწიე, ისიც დაჯდა, მისი მოშიშვლებული მხრები ისე მიზიდავდნენ ვერ მოვითმინე და მხარზე ვაკოცე. მერე მის მკლვს დავუსვი ხელი და ნაირევი შევნიშნე, დიდი და ღრმა.
-ეს რა არის?-შევხედე მარიას.
-არაეფრია.-კაბის სახელო გაისწორა და თვალი მომარიდა.
-მითხარი ეს ვინ ჩაიდინა?
-ძველი ამბავია. ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. -მას წინ დავუჯექი და მშვიდად დავიწყეთ ვახშამი.
-გემრიელია.-ჩავილაპარაკე, აღარ ვიცოდი რაზე მელაპარაკა, რა მეთქვა მარიასთვის, როცა ჰუნიადი პირობას მახსენებდა. ბუხართან ფლეიტა დავინახე და ხელში ავიღე.-ეს ფლეიტა შენია?-ვკითხე მარიას.
-არა. ანასია, დაკვრას ვასწავლი.-ჩაილაპარაკა.
-შენ უკრავ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-ვუკრავდი, ახლა აღარ.
-რატომ?
-დაკვრა მამამ მასწავლა, გალობაც. ტაძარში ვგალობდი, სახლში კი ფლეიტაზე ვუკრავდი. ჩემი ძმები კი მხიარულობდნენ და ცეკვავდნენ.-მათ გახსენებაზე ღიმილი გამოესახა სახეზე.
-ახლა რატომ არ გინდა დაუკრა?-არ ვეშვებოდი.
-ვლად მუსიკა უფლისგან მოდის. მუსიკა, რომ იგრძნო უფალი უნდა იგრძნო შენს სულში. როცა გარეთ ვსეირნობდი, მაშინ ბავშვობაში მუსიკა მესმოდა ნაკადულის ხმაში, ფოთლების შრიალში, ჩიტების ჭიკჭიკში და ყველგან. როცა ჩემები დახოცეს თითქოს ყურთასმენა დავკარგე. მას მერე მუსიკის ხმა აღარ გამიგია. როცა სულს გიბინძურებენ, როცა მხოლოდ შურისძიების სურვილი გიჭამს გულს მუსიკას ვერ გაიგებ. ბავშვობაში მელოდიებს ვაწყობდი, თავად ვქმნიდი მუსიკას. რაც მაშინ შევქმენი იმას ვასწავლი ანას. ახალი მუსიკა აღარ მომისმენია. უღრან ტყეში ბევრჯერ ვმჯდარვარ დიდი ხნით და ყურს ვუგდებდი ტყის ხმაურს, მინდოდა ის ლამაზი მუსიკა ისევ მომესმინა, მაგრამ აღარ მესმოდა. ირგვლივ მხოლოდ ხმაური იყო.
-და ახლა რა გესმის იქ რომ ზიხარ განმარტოვებული ტყეში?
-ფიქრი. ვფიქრობ და ფიქრებს ისევ ტკივილთან მივყავარ. სული ისე მტკივა მუსიკის ხმას ვეღარასდროს მოვისმენ.-თვალები ცრემლით აევსო.
-მე თუ არ მესმოდა მუსიკა ეს რას ნიშნავს?-გამეღიმა.
-შენ არ ეძებდი მუსიკას, შენ თავად მიიწევდი ტკივილისკენ.
-მინდა რომ კვლავ გესმოდეს მუსიკა.-მის წინ ჩავიმუხლე და ცრემლიანი თვალები შევუმშრალე.
-მაშინ მეხსიერება უნდა დავკარგო.-გაეღიმა, თუმცა ამ ღიმილის მიღმა იყო დიდი დარდი და ტკივილი.-მე კი არ მინდა ამ ყველაფრის დავიწყება, რადგან ამ გაუსაძლის ტკივილში შენ გიპოვე. არ მინდა შენი დავიწყება არანაირი მუსიკის ფასად.
-მაპატიე…-დამნაშავე ბავშვივით თავი დავხარე.
-დილით ეს კაბა რომ მომიტანე ვფიქრობდი, რომ ჩემგან მეგობრობაზე მეტი გინდოდა. მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი, ასე მეგონა ფრთები მქონდა და გავფრინდებოდი. რაღაც მოხდა, ვახშამი, რომელიც ჩემთვის ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო გამოსამშვიდობებელ ვახშმად იქცა.-ცალი თვალიდან ცრემლი წამოუვიდა და ნაზად მოიწმინდა.
-როგორ შეგიძლია ყველაფერი წაიკითხო ჩემს თვალებში?-გაკვირვებულმა შევხედე.
-არაფრის თქმა არ არის საჭირო. ნურც ნურაფერს ამიხსნი.-ჩაილაპარაკა.-როცა შენც წაიკითხავ ჩემს თვალებში ჩემს ტკივილს მაშინ დაბრუნდი. ეს სიყვარული არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ სიგიჟე ჩაიდინო, ყველას და ყველაფერს გადააბიჯო ამ სიყვარულისთვის.
-იანოში მაიძულებს..
-ნუ მიხსნი.-ჩემსკენ წამოვიდა და კალთაში ჩამიჯდა.-ჯერ არ ეკუთვნი მას, ამიტომაც აქ ვიქნები და შენს სურნელს დავიმახსოვრებ.-ცხვირი ყელზე გამისვა. ხელები შემოვხვიე და ასე ვიჯექით ერთი საათი, სანამ მარიას არ დაეძინა ჩემს მკლავებში. საწოლზე დავაწვინე მძინარე. დიდხანს ვუყურებდი საყვარელ ქალს, მეშინოდა, რომ შეიძლება ვეღარც კი მენახა. ამაზე რომ ვფიქრობდი გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი.
-რა გადაიტანე?-ნაიარევ მკლავზე თითები შევახე.-ალბათ მართალი ხარ, მე შენი გაცნობა ვერ მოვასწარი. შენ დიდი და ღრმა წიგნი ხარ, რომელიც რამდენჯერმე უნდა გადაიკითხო. მე კი არც მიცდია წამეკთხა შენი ცხოვრება, უბრალოდ გადავფურცლე. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ შემყვარებოდი.-მძინარეს შუბლზე ვაკოცე და სასახლეში დავბრუნდი.
მათე და ალექსანდრე ტრანსილვანიაში გავგზავნე კატალინას ჩამოსაყვანად, ჯერ კიდევ მეშინოდა, რომ შეიძლება ჩემი ვლახეთში არ ყოფნით ესარგებლათ მოღალატეებს. სტასი არმიით მიმაგრებდა ზურგს.
-ვლად, ვლად.-ტირილით გამორბოდა ჩემსკენ და მეხუტებოდა კატალინა.
-ჩუმად, ნუ ტირი.-ცივად შევხვდი.
-როგორ იმგზავრეთ?-შევეკითხე მათეს.
-კარგად ვლად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მგლები მოგვაცილებდნენ მთელი ღამე კარპატის ტყეებში. -გაეღიმა მათეს.
-მშიშარა.-გავიცინე მეც და მეგობრულად მხარზე ხელი დავკარი.-მადლობა.-ჩავილაპარაკე.
-ვლად მარია..-ჩაილაპარაკა მათემ.
-ხვალ ვილაპარაკოთ.-საუბრის საშუალება არ მივეცი და კატალინასკენ შემოვბრუნდი. ხელი მოვკიდე და სასახლში შევიყვანე. უკვე ღამე იყო, პირდაპირ ჩემი საძინებლიკენ წავიყვანე.
-ასე რატომ იქცევი?-გაბუტული ბუტბუტებდა და ცდილობდა არ ჩამომრჩენოდა. საძინებლის კარი შევაღე, კატალინა შევიყვანე, კარი გადავკეტე თუ არა კარზე ავაკარი.
-როგორ ვიქცევი?-გაბრაზებული ვუყურებდი.
-ფეხმძიმედ ვარ.-მორცხვად ჩაილაპარაკა.
-რაა.?-უცებ მოვცილდი, თუმცა რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი.
-არ გაგიხარდა?-სახე დაუსევდიანდა.-ვლად მამა გახდები.-ჩურჩულებდა.
-გამიხარდა.-ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი.
-შემეშინდა. ისეთი ცივი და მკაცრი იყავი, შემეშინდა.-ამოიტირა.
-ჩუმად. შეგიძლია მოწესრიგდე და დაიძინო.-ჩავილაპარაკე და ოთახში მარტო დავტოვე. გული მარიასთან მიმიწევდა, მაგრამ აღარ წავედი. რამდენიმე საათის მერე შევედი ოთახში, კატალინას მშვიდად ეძინა. გვერდით მივუწექი და მეც დამეძინა.
-ვლად.-ჩურჩულებდა კატალინა, მერე ფრთხილად მაკოცა და მეც თვალები გავახილე.
-ხვალ ჯვარი დავიწეროთ.-ხელი მოვხვიე და გულზე მივიხუტე.
-ასე მალე?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-მეშინია, რომ გადაიფიქრებ.-გამეცინა, თუმცა იმის უფრო მეშინოდა მე არ დამერღვია პირობა.
-არასდროს.-გულზე მაკოცა, მერე ჩემს ნაირევებზე დაატარებდა თავის თლილ თითებს და ნაზად მეფერებოდა.-სახლი გამოვკეტე ტრანსილვანიაში. ჯონ როზგონს იქნებ მისწერო, რომ ყურადღება მიაქციონ, საქსები ყველგან ყაჩაღობენ.
-კარგი, ჯონს მივწერ. და შენ რატომ არ მისწერ ორსოლა სილაგს?
-ელიზაბეტის დას დიდად არ მოვწონვარ.-თვალები გადააატრიალა კატალინამ. მიხეილის და ორსოლა, ტრანსილვანიის ვოევოდას ჯონ როზგონის მეუღლე იყო. ჯონ როზგონი და მისი მეუღლე უნგრეთში ერთ ერთ წვეულებაზე გავიცანი.
-რამდენიმე ჩემს ერთგულ მსახურს გავგზავნი და ისინი დაიცავენ. ჯერ ვერ დავტოვებ ვლახეთს, სანამ მდგომარეობას არ გავიმყარებ. მერე შეგვიძლია რამდენიმე დღით გავემგზავროთ ხოლმე.-მის ტუჩებს მიწვდი და ვაკოცე. ხელის გული მუცელზე მივადე, თითქოს ჩემს პატარასაც მინდოდა მოვფერებოდი, კატალინას არ გამოპარვია ჩემი რეაქცია და გაეღიმა.
-მშია, უფრო სწორად გვშია.-ჩაილაპარაკა მორცხვად.
-ახლავე მოგიტან რამეს.-საწოლიდან წამოვდექი და ხალათი მოვიცვი.
-ისე მენატრებოდი.-ცხვირი ყელზე გამისვა და ზურგიდან ჩამეხუტა.
-საწოლში დაწექი, შეგცივდება.-გავუღიმე და ოთახიდან გამოვედი. სამზარეულოში შევედი და საჭმლის ძებნა დავიწყე. ყველა მსახურს ეძინა უკვე.
-რას ვაკეთებ?-ბრაზისგან კედელს მუშტი დავარტყი.-მშიშარა ხარ ვლად. გეშინია სიყვარულის და საკუთარი ხელით ანადგურებ ამ სიყვარულს.-ვუყვიროდი საკუთარ თავს. მერე საჭმელი ლანგარზე დავალაგე და საძინებელში შევედი. კატალინას ეძინა, ისე საყვარლად ეძინა, რომ მისი გაღვიძება არ მინდოდა. ფრთხილად ვაკოცე და ისიც გაინძრა, ხელები გაშალა და თვალები ძლივს გაახილა.-საჭმელი მოგიტანე, ცოტა შეჭამე და მერე დაიძინე.-ისევ ვაკოცე, მან კი ხელები კისერზე შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
-კიდევ მაკოცე.-ტუჩები საყვარლად გაბუსხა.-მის ტუჩებს დავეწაფე, აღარ მცილდებოდა. კიდევ ერთხელ საზიზღრად ვიგრძენი თავი, როცა აცრემლებული მარია წარმოვიდგინე. ხელი სწრაფად შევუშვი კატალინას.
-გეყოფა.-მოვცილდი. -შეჭამე.-ჩავილაპარაკე ცივად.
-რა დაგემართა?-პატარა ბავშვივით გაიბუსხა და ჭამა დაიწყო.-ეს რა არის?-ჩემი ხელი ხელში მოიქცია.
-არაფერი.-ცივად გამოვაცალე ხელი.
-სისხლი მოგდის.
-არაფერია, დაიძინე.-მკაცრად ჩავილაპარაკე და ოთახიდან გამოვედი.
უკვე თენდებოდა, დილით ადრე სამზარეულოში შევდიოდი, რომ მსახურების ხმა მომესმა.
-ალბათ ისევ კოშმარი დაესიზმრა.-ჩურჩულებდნენ მსახურები.
-დაუნგრევია ლამის კედელი.-ახლა მეორე აჰყვა.
-საქმეს მიხედეთ.-მსახურთუხუცესმა უსაყვედურა ქალებს და ისინიც საქმეს შეუდგნენ.
-დილა მშვიდობის ბატონო.-თავი დამიკრეს მსახურებმა.
-ტრანსილვანიიდან ქალბატონი გვეწვია, ჩემს ოთახშია. ყველფერი რაც დასჭირდება მიუტანეთ, თუ მიკითხა უთხარით, რომ არ ვარ, გავდივარ.-დავუბარე მსახურებს და სასახლე დავტოვე. სოფელში ალექსანდრესთან მივედი. მოხუცი ყველა უბედურების მომსწრე იყო, მისი შვილებიც გაყიდეს და ახლა სიბერეს მარტო ებრძოდა.
-როგორ ხარ ვლად?-მხარზე მეგობრულად დამადო ხელი ალექსანდრემ.
-კარგად ვარ.
-კარგად? ბავშვობაში როცა რამეს გაწუხებდა მაშინ მოდიოდი ხოლმე ჩემთან ამ მზერით. აქ რატომ მოხვედი?-ინტერესით შემომხედა მოხუცმა.
-ყოველთვის მარიგებდი, რჩევას მაძლევდი ბავშვობაში. ახლაც მჭირდება შენი რჩევა მოხუცო.
-გისმენ ვლად.-ჩიბუხი თამბაქოთი გაავსო და ცეცხლი მოუკიდა, მერე კი გააბოლა.
-ერთი ქალი მიყვარს, ძალიან მიყვარს. წლებია ამ გრძნობას ვებრძვი და ვერ მოვერიე. მას შვილი ჰყავს და ეს თითქოს კედელია ჩემსა და მას შორის. მაგრამ არის მეორე ქალი, ის საოცრებაა. იშვიათი სილამაზის და ჩემგან შვილს ელოდება. არ ვიცი რა გავაკეთო? რვა წელი ვებრძოდი ამ გრძნობას და შევძლებ მის დავიწყებას?
-მის დავიწყებას ვერ შეძლებ ვლად. ჩაფიქრებულმა კვამლს გააყოლა თვალი.-მაგრამ ქალი რომელიც ასე მოგწონს შვილს გაგიჩენს, მემკვიდრეს. იქნებ ღირს ცხოვრება მას დაუკავშირო. შენ მეფე ხარ, შენი ხალხისთვის მისაბაძი უნდა იყო. ძნელია, მაგრამ შენ სხვა ვალდებულებები გაქვს.
-მეც ასე ვფიქრობ მოხუცო.-თავი დავხარე. სწორედ ამ დროს გაიღო ჭრიალით კარი და მარია შემოვიდა.
-მოდი შვილო.-დაუძახა ალექსანდრემ. ის კი მიყურებდა და თვალებით მეკითხებოდა იქ რას ვაკეთებდი.
-წამალი მოგიტანეთ. ეს კი საზიანოა, ხომ დამპირდი, რომ აღარ მოწევდი თამბაქოს.-მალამო მაგიდაზე დადო მარიამ და საყვადურით შეხედა მოხუცს.
-რა ვქნა შვილო, რაც მალე წავალ ჩემს ოჯახთან მით უკეთესი.-გაუღიმა ალექსანდრემ.
-მე წავალ.-თავი დაგვიკრა და უკან გაბრუნებას აპირებდა.
-მადლობა შვილო.-მადლიერი თვალებით შეხედა ალექსანდრემ.
-როგორ ხარ?-წამოვდექი და მასთან მივედი.-ჩამოჯექი ჩვენთან.-სკამი დავუდგი, თან თვალებით ვჭამდი.
-მადლობა, ანა მელოდება.-არ დაჯდა წასვლა დააპირა.
-მალე მოვალ.-მის ყურთან დავიჩურჩულე და ისიც წავიდა.
-ვლად, ვლად.-თავი გაიქნია ალექსანდრემ.-შენ მარია გიყვარს?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.- მესმის შენი, ძნელია მისი გულიდან ამოღება. ეს წლები ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც მამაზე საკუთარი ქალიშვილი. არა მარტო ჩემზე. უამრავი გლეხი განკურნა. უსიერ ტყეებში დადის და სამკურნალო ბალახებს აგროვებს. ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლის. ის დიდებულია, ქალი რომელიც დიდებულ მეფეს დაამშვენებდა, მიუხედავად იმისა, რომ შვილი ჰყავს. მას უყვარს ადამინები, ის ზრუავს მათზე. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს ვლად. ვერანაირი სილამაზე, ვერანაირი მემკვიდრე ვერ გადაწონის მის დიდებულ სულს. მარია დიდებული მეფის დიდებული დედოფალი იქნებოდა. შენ კიდევ არ იცნობ მას და არც ის იცი რა შეუძლია გააკეთოს სიყვარულისთვის. მაგრამ გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, მეორე მხარეს არის შენი მომავალი შვილის დედა.
-ისევ გაურკვევლობაში დამტოვე მოხუცო.
-ეს შენ უნდა გადაწყვიტო.-თითი დამიქნია ალექსანდრემ.-როდის მოასწარი მისი შეყვარება, ახლახანს დაბრუნდი.
-წლების წინ. ის მეჰმედის საკუთრება იყო, ის აღმერთებდა მარიას, მე კი მეჰმედმა საყვარელი ქალი თვალწინ მომიკლა. მინდოდა ისეთივე ტკივილი ეგრძნო რაც მე ვიგრძენი და მარიას მოკვლა გადავწყვიტე. იცი მოხუცო რა დავინახე მის თვალებში როცა ხმალი შევმართე მის მოსაკლავად? საკუთარი ტანჯული ცხოვრება. მე ის მოვიტაცე და აქ წამოვიყვანე. ახლა კი ვტანჯავ. იქ რომ დამეტოვებინა ახლა დედოფალი იქნებოდა.
-მას არ სჭირდებოდა თურქების დედოფლობა.-ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.
-ვიცი. მაგრამ რა უფრო მტკივნეულია მისთვის? იყოს ჩემს გვერდით და მიყუროს სხვას როგორ შევირთავ, თუ შორს ყოფილიყო და უსიყვარულოდ ეცხოვრა?
-ცხოვრება ტკივილია ვლად. ხან გვტკივა, ხან ბედნიერები ვართ. ეს დედამიწაა, უამრავი სისხლის და ცრემლის მხილველი დედა მიწა. საუკუნეების მანძილზე ცოდვით გაჟღენთილი დედა მიწა. მაგრამ არის ერთეული გამონათებები, ისეთები როგორიც მარიაა. ის თითქოს ზეციდან ჩამოვიდა, რომ ეს ცოდვილი მიწა გაწმინდოს. არავინ ავალებს, სანაცვლოდ არაფერს იღებს, დადის და ხალხს კურნავს. იცი რა მითხრა ერთხელ. „როცა ვუყურებ ადამიანს ტკივილს როგორ ვუყუჩებ ეს ყველაზე დიდი საფასურია რასაც ის ადამინი მიხდისო.“ მას ადამინების ბედნიერება უხარია. ის ტკივილმა არ გააბოროტა, ის ტკივილმა ამქვეყნიური ცოდვებისაგან განკურნა, უფალი დაანახა და მის გზას მიჰყვება. ის არ მიგატოვებს, როგორც არ უნდა დატანჯო და როგორი ტკივილიც არ უნდა მიაყენო ის შენთვის თავსაც გასწირავს. ჩვენ კაცები სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას ვლად. ხარბები ვართ. გინდა ლამაზი ქალი, რომელიც შვილს გიჩენს, გინდა მარიამ ტკივილიც გაგიყუჩოს. ამ დროს ორივეს გულს მოუკლავ, ორივეს ატკენ გულს. უნდა აირჩიო, ერთ ერთი უნდა დათმო. შენ არ იცი მარია ეს დრო როგორ იყო და რას აკეთებდა. ხან და ხან მეგონა, რომ შენ არც წასულხარ. შენს გასაკეთებელ საქმეს ის აკეთებდა.
-რას გულისხმობ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-თავად უნდა მოგიყვეს ვლად, მე ვერ მოგიყვები. შენ რომ აქ დაბრუნდი მერწმუნე მარიას დამსახურებაა.
-ამაში ცდები მოხუცო, ეს კატალინას დამსახურებაა.
-არ ვცდები ვლად, მარია იმაზე დიდია ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია. ის დაუმუშავებელი ალმასია. ვერ ამჩნევ, მაგრამ ძვირფასია. თითქოს ჩრდილშია, მაგრამ მაინც ყველაგან არის.
-ალექსანდრე შენი გამოცანები.-თავი გავიქნიე.
-როცა ამ ალმასს აღმოაჩენს და მის ფასს მიხვდები მაშინ გამიხსენე ვლად. ამის აღმოსაჩენად დიდი დრო არ დაგჭირდება, უბრალოდ საკუთარ ხალხს მოუსმინე.
ალექსანდრესგან წამოვედი და მარიას კარს მივადექი. ღია დამხვდა, მხოლოდ ანა იყო სახლში.
-ანა, მარია სად არის? მარტო რატომ დაგტოვა?
-ბიძია ვლად.-ანა ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა.-ელენეს შვილმა ფეხი იტკინა და მასთან წავიდა მალე მოვა.
-ელენე ვინ არის?
-მეზობელი, ახლოს ცხოვრობს.-ამიხსნა ანამ.
-ააა..-გამეღიმა.-მაშინ სანამ დაბრუნდება მე ვიქნები შენთან.
-გინდა ჭადრაკი ვითამაშოთ?-გამიღიმა ანამ.
-შენ ჭადრაკის თამაში იცი?-შევხედე ანას გაოცებულმა.
-ვიცი, დედამ მასწავალა. სხვა ბავშვებსაც ასწავლა. ბიძია ლუკამ ფიგურები გამოგვითალა და დაფაც. რამდენიმე გამოთალა, სოფელში ეს ბავშვების და ახლა უკვე დიდების საყვარელი თამაშიც არის.
-კარგი მოიტანე.-ხელით ვანიშნე, რომ მის გამოწვევას ვღებულობდი. დიდხანს ვთამაშობდით ჭადრაკს, ანამ უკვე ოთხჯერ წააგო და მეხუთედაც აგებდა თამაშს, რომ მარია შემოვიდა.
-დედა სულ მიგებს ვლადი.-გაბუსხულმა შეხედა მარიას ანამ.
-აბა ვნახოთ.-ჭადრაკის დაფას დახედა და ანას მაგივრად გააკეთა სვლა, პაიკი ლაზიერად გააცოცხლა და ორ სვლაში ჩემს მეფეს დაემუქრა. ასე წავაგე მეხუთე ხელი ამჯერად უკვე მარიასთან.
-ვინ გასწავალა?-შევხედე მარიას.
-ჩემმა ძმებმა. დედაჩემი სერბი დიდგვაროვნის ქალიშვილი იყო. მამაჩემი მღვდელი. მისი გათხოვება არ იყო ოჯახისთვის მიღებული. დედა გლეხის ბავშვებს ასწავლიდა წერა კითხვას, თავისი სახელის დაწერას. ჭადრაკსაც ასწავლიდა. ასე ასწავლა ჩემს უფროს ძმებს დუშკოს და ლუკას, მათ კი მე მასწავლეს. პატარა ნებიერა დას ისინი ხმლით ბრძოლას, მშვილდის სროლას, ცხენით ჯირითს და ჭადრაკს ასწავლიდნენ.-სევდიანად გაეღიმა.
-კიდევ ბევრჯერ გამაოცებ? ჯერ კიდევ არ გიცნობ.-თვალებში შევხედე მარიას და ალექსანდრეს სიტყვები გამახსენდა.
-შენთვისვე აჯობებს არ გამიცნო.-ჩაილაპარაკა და მეორე ოთახში გავიდა.
-მე ყველაზე მაგარი დედა მყავს.-მითხრა ანამ ამაყად.
-ნამდვილად პატარა.-გავუღიმე ანას.-მარია ელენეს შვილი როგორ არის?
-ფეხი ეკლებში გაუგლეჯია, მთელი ხორცი გადასძვრა. დავუმუშავე ფეხი და მალამო წავუსვი. გადავუხვიე, ხვალაც ვნახავ, იმედია კარგად წავა შეხორცება.-მომიყვა, მერე გაკვირვებულმა შემომხედა.-შენ საიდან იცნობ ელენეს, ან რა იცი?
-ანამ მომიყვა.-მხრები ავიჩეჩე.
-აბა, გისმენ. რაღაცის თქმა გინდა და ელენეს შვილის ამბავი იკითხე, რაც საერთოდ არ გაინტერესებდა. -ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
-ხო.-თავი ჩავხარე და ანას შევხედე.
-ანა, ქათამი აკაკანდა, კვერცხი დადო, მიდი გაიქეცი და გამოიტანე.-შეხედა ანას, ისიც სწრაფად გაიქცა კალათით.-დაიწყე.
-კატალინა ჩამოვიყვანე, ის..
-მე რატომ მიყვები?-გამაწყვეტინა.-შენ ის გიზიდავს, გულს გიჩქარებს, ის თავისუფალი და ლამაზია. წადი მასთან ვლად. აქ რატომ ხარ?
-არ მინდა შეცდომა დავუშვა.-შველას მისგან ვითხოვდი, მისი ერთი ნაბიჯი და კატალინას უკან გავგზავნიდი ტრანსილვანიაში.
-მასთან წადი ვლად და დაივიწყე ეს სახლიც, მეც და ანაც. ის მალე შვილს გაგიჩენს.
-შენ საიდან იცი?-შევხედე გაკვირვებულმა.
-შენი და ალექსანდრეს საუბარი მოვისმინე. კედელი, რომელიც ჩვენს შორის არის სულ იქნება, რადგან ეს კედელი ჩემი შვილია და არ ვაპირებ მას გადავაბიჯო.
-რომ არ გნახო მოვკვდები.-თავ დახრილი ვჩურჩულებდი.-ანა არ არის კედელი და არც მასზე გადაბიჯებას ვაპირებ.
-ჩემი წარსულია შენთვის კედელი და შენი ამპარტავნება. არ მოკვდები ვლად, დიდხანს იცოცხლებ. რვა წელი არ მომკვდარხარ, უნგრელი ლამაზმანების გარემოცვაში იყავი და საბრალო მარია არ გაგხსენებია. ახლა რატომ მოკვდები? იმიტომ, რომ ჩვენს შორის მცირე მანძილია? არ მოკვდები ვლად, ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიყვარულის გარეშე და შენც იცხოვრებ ასე. ახლა კი წადი, ისედაც რთულ და ტანჯვით სავსე სულს უფრო ნუ მიმძიმებ.-კარისკენ მიმითითა. დასჯილი ბავშვივით ავდექი და მისი სახლი უსიტყვოდ დავტოვე.
რამდენიმე დღეში ჯვარი დავიწერეთ და კატალინა ჩემი დედოფალი გახდა. ტაძრიდან გამოვდიოდი, უამრავი ხალხი ზეიმობდა ჩემს ქორწილს. თვალებით ვეძებდი, კატალინას ხელს არ ვუშვებდი და თვალებით მარიას ვეძებდი. მისი თვალები მოვძებნე, პატარა ანასთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდული და თვალცრემლიანი იყურებოდა ჩემსკენ.
-წამოდი.-კატალინასთვის ხელი არ გამიშვია ისე გავემართე მარიასკენ. წასვლა დააპირა, მაგრამ დავეწიე.
-გილოცავ.-სანამ მივუახლოვდით ცრემლები შეიმშრალა და ჩუმად ჩაილაპარაკა. კატალინას გაუღიმა, იმ წუთას მომეჩვენა, რომ გულწრფელად უღიმოდა და მასში მეტოქეს საერთოდ ვერ ხედავდა.
-კატალინა ეს მარიაა. ჩემი მეგობარი, ისიც თურქების ტყვე იყო, წლების წინ ერთად დავბრუნდით ვლახეთში.-გაკვირვებულ კატალინას ავუხსენი თუ ვინ იყო მარია და რატომ იყო ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი.-ეს კი მისი ქალიშვილია ანა.-თმაზე მოვეფერე პატარა ანას.
-ბიძია ვლად, რატომ აღარ მოდიხარ?-მისაყვედურა ანამ და გაბრაზებული თვალებით დაუწყო ყურება კატალინას.
-ანა!-მკაცრად შეხედა მარიამ ანას.-კიდევ ერთხელ გილოცავთ. -გვითხრა, მერე კი თურქულად ჩაილაპარაკა.-მინდა მან მაინც შეძლოს და მოგიტანოს ბედნიერება, მინდა შენს თვალებიდან ტკივილი გაქრეს. ის კარგი გოგონაა, მისი თვალები სუფთაა, მასში არც ტკივილია და არც მწუხარება.
-მიბრაზდები?-მეც თურქულად ვკითხე.
-რატომ? მე რა უფლება მაქვს შენი ცხოვრება განვსაჯო.-ჩაილაპარაკა, მერე ისევ გამისწორა თვალი, ჩამხედა თვალებში, რომელშიც მხოლოდ ის იყო.-აქ იმიტომ მოვედი, რომ შენი უსუსურობა საკუთარი თვალით მეხილა. მე სხვა ვლადი შემიყვარდა წლების წინ, შენ სულ სხვა ადამიანი ხარ. ის ვლადი ჩემია და ჩემი ფიქრების მეგზური იქნება მუდამ, შენ კი შეგიძლია შენი ცხოვრებით იცხოვრო.-ანას ხელი მოჰკიდა, კატალინას მოწიწებით დაუკრა თავი.-მიხარია, რომ ჩვენი დედოფალი თქვენ ხართ.-გაუღიმა, ზურგი შეგვაქცია და წავიდა. წვეულებას არ დასწრებია.
-ვლად ის გოგო, როგორი სევდიანი იყო, რა გითხრა?-საძინებელში, რომ გადავინაცვლეთ კატალინამ ჩაილაპარაკა.
-მეჰმედის ხარჭა იყო.-ჩავილაპარაკე ისე თითქოს ჩემი საქციელის გამართლებას ვცდილობდი. ღვინო ჩამოვისხი და მოწყურებულივით დავლიე.-ყოველთვის სძულდა, მისგან კი საჩუქრად ანა გამოჰყვა.-სიბრაზისგან ძარღვები მქონდა დაჭიმული, საკუთარი თავი მძულდა. ფანჯარაში საკუთარ ლანდს ვუყურებდი, თავი ვეღარ შევიკავე და ჭიქა იატაკზე დავახეთქე.
-ვლად რა გჭირს?-შეშინებულმა შემომხედა კატალინამ.
-ცოტას გავივლი, ბევრი დავლიე, მაპატიე.-ჩავილაპარაკე და ქორწილის ღამეს კატალინა მარტო დავტოვე. უმისამართოდ მივაქროლებდი ცხენს, არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი მარიას სახლთან. ცხენიდან ჩამოვედი და კარს მივაწექი, არ გაიღო, პირველად დამხვდა დაკეტილი. მერე ფრთხილად დავაკაკუნე, ფეხის ხმა გავიგე, თუმცა კარი არ გამიღო მაინც.-მარია მე ვარ, გთხოვ გამიღე.-ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, როგორც მაშინ ილანის დაკარგვისას.-გთხოვ.-კართან ძირს დავჯექი და ზურგით მივეყუდე კარს. ასე ვიჯექი ცოტა ხანს, მერე კი კარი უცებ გაიღო, უკან გადავვარდი და იატაკზე აღმოვჩნდი. ქვემოდან შევცქეროდი მარიას, ტირილისგან თვალები სულ დასიებული ჰქონდა.
-ახლა ქორწილის ღამეს თქვენი დედოფლის სარეცელზე უნდა იწვეთ.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-თქვენობით როდიდან მელაპარაკები.-სწრაფად წამოვდექი და მკლავზე მოვკიდე ხელი.
-რა გინდა ჩემგან ვლად? აქ რატომ ხარ ახლა? რატომ არ წახვალ შენს დედოფალთან?-ამოიტირა.
-იმიტომ, რომ..-მოწყურებულივით ვეცი ტუჩებზე და კოცნა დავუწყე, გავბედე და ვაკოცე ქალს, რომელიც ასე მიზიდავდა და ასე მაშინებდა მასთან სიახლოვე. ხელი მკრა და სახეში სილა გამარტყა.
-დავივიწყებ, იმიტომ, რომ მთვრალი ხარ. ახლა კი წადი და ისე მოიქეცი როგორც ნამდვილი კაცი. კატალინა არ იმსახურებს ასე მოქცევას.-კარისკენ მიმითითა და სახლიდან ფაქტიურად გამომაგდო. გამოსვლისას ანას საწოლს მივუახლოვდი, ვუყურებდი მძინარე ანგელოზს და მინდოდა გამქრალიყო. თითქოს ის იყო მიზეზი იმის, რომ საყვარელ ქალს ვერ ვუახლოვდებოდი, ან გამართლებას ვუძებნიდი საკუთარ საქციელს ანას არსებობით.
იმ ღამის მერე ხშირად მივდიოდი სოფელში, მარიას და ანას შორიდან ვუყურებდი და მისვლას ვერ ვბედავდი. ქვეყნის საქმეებით ისე ვიყავი დაკავებული, რომ კატალინას მხოლოდ მძინარეს ვხედავდი. სოფელში ძველ ნაცნობებს ვხვდებოდი. მოხუცებთან ვსაუბრობდი, რომლებიც ღიმილით იხსენებდნენ დედაჩემს და ჩემს ბავშვობას.
-ვლად, იცი ვის ვხედავ იმ გოგოში?-ბიძია ალექსანდრემ მარიაზე მანიშნა თვალით.-დედაშენს. ისიც ასე უყვარდა ყველას. ყველა გაჭირვებულს ეხმარება და საოცარი ენერგია აქვს. მისი ერთი გაღიმება ყველა ტკივილს გავიწყებს. რაღაც ზებუნებრივი სინათლეა მასში. მარიამ შეგვნიშნა, რომ მას ვუყურებდით და ჩვენსკენ წამოვიდა.
-როგორ ხართ ბიძია ალექსანდრე?-გაუღიმა მოხუცს.
-კარგად ვარ შვილო, წელი აღარ მტკივა, მაგრამ მალამო მითავდება.-უღიმოდა მოხუციც.
-ხვალ დაგიმზადებთ და მოგიტანთ.-გაუღიმა მარიამაც.
-შენი მალამო ყველა ტკივილს აყუჩებს?-შევხედე მარიას.
-თქვენს ტკივილებს მე ვეღარ გავაყუჩებ, თავად უნდა უმკურნალოთ ბატონო.-თავი მოწიწებით დამიკრა და წავიდა.
-მართალი გითხრა ვლად.-შემომხედა ალექსანდრემ.-ხშირად ჩვენს ცხოვრებას ტკივილით თავად ვამძიმებთ და სხვას ვთხოვთ ამ ტკივილის გაყუჩებას.
-შეცდომა დავუშვი მოხუცო.-თავი დავხარე.
-იქ ეცადე ტკივილის გაყუჩებას სადაც შენი ოჯახია. ის კი გაუშვი, ნუღარ ტრიალებ მის გარშემო.
-მიყვარს ალექსანდრე.-გამეღიმა თავდახრილს.
-ბავშვობიდან გიცნობ ვლად, სოფელში ასე ხშირად ბავშვობაში არ ჩანდი ახლა კი ყოველ დღე მოდიხარ. მოდიხარ და მონადირის თვალებით დაეძებ მარიას. რომ დაინახავ სახე გინათდება.
- რა ვქნა მოხუცო? გული არ მიდგება სასახლეში.
-როგორ მაგონებ მამაშენს. -მხარზე ხელი დამადო მოხუცმა.-ისიც ასე დაიარებოდა, სილვიამ რამდენჯერმე გააგდო სახლიდან. მოსვლა აუკრძალა, ის კი მოდიოდა და საათობით იჯდა აქ, რომ შორიდან მაინც დაენახა. ცოდოა ეს გოგო, თავისი ტკივილიც ეყოფა, მარტო ზრდის უმამოდ შვილს. შენ კი თავ გზას უბნევ. ბევრი კარგი ვაჟკაცი ეტრფის, გაუშვი, რომ იპოვოს ბედნიერება მანაც.
-არ შემიძლია ალექსანდრე, ის ძალას მმატებს. სხვას ვერ დავუთმობ, მირჩევნია მოვკვდე.-ცხენს მოვახტი და სოფელი დავტოვე. უკვე შეღამებული იყო, რომ სასახლეში დავბრუნდი.
-ვალდ სულ რატომ იკარგები.-გაბუტული იჯდა საწოლზე უკვე საკმაოდ გაბერილი კატალინა და მსაყვედურობდა.
-ხომ იცოდი, რომ დიდი მოვალეობები მაქვს ქვეყნის და ხალხის წინაშე.-ვუსაყვედურე.
-ვიცი მაგრამ სასახლეში საერთოდ არ ხარ. -ისევ გაბუტული მიყურებდა.
-სამაგიეროდ მთელს ღამეს შენთან ვატარებ.-ისე ვსაყვედურობდი, თითქოს ვალდებული არ ვიყავი მის საწოლში დამეძინა.
-შეიცვალე. თუ არ გიყვადი რატომ მომიყვანე ცოლად?-ისევ მსაყვედურობდა.
-მაპატიე.-შუბლზე ვაკოცე.-დაიძინე, ძალიან ვარ დაღლილი.-გვერდით მივუწექი და ზურგი შევაქციე.
-არ ვიცი რა გჭირს?-ჩაილაპარაკა და თავი ბალიშში ჩარგო.
დილით ადრე ავდექი, კატალინას ჯერ კიდევ ეძინა. მძინარეს ვაკოცე, თითქოს ვალდებულებას ვიხდიდი ჩემი შვილის დედასთან.
-მინდოდა შენით შემეცვალა მაგრამ საკუთარ თავს უფრო მეტად ვატკინე.-დავიჩურჩულე და ოთახი დავტოვე.
დარბაზში ჩემი ერთგული მეომრები შეიკრიბნენ, საგუშაგოებიდან ახალი ინფორმაცია მოჰქონდათ ყოველ კვირას.
-რა ხდება საზრვრებთან? რამე საეჭვო ხომ არ შეუნიშნავთ გუშაგებს?-შევეკითხე პეტროსს.
-რუჩარის საგუშაგოდან მოვიდა ინფორმაცია თქვენო ბრწყინვალებავ, საქსები გააერთიანეს ვლადისლავ II ძმებმა დენ და ბასარაბ ლაიოტებმა, ასევე მათ შეუერთდა ვლად ბერი, რომელიც აცხადებს, რომ მამათქვენის უკანონო შვილია და ტახტის მემკვიდრე. შეთქმულებას გეგმავენ.-საუბარი დაასრულა პეტროსმა.
-ვლად ბერი. მამაჩემმა არ აღიარა შვილად და ახლა აცხადებს, რომ ტახტი ეკუთვნის?-გამეცინა.-მოემზადეთ, ყურადღებით იყავით, როგორც კი საზღვარს გადმოკვეთენ მაშინვე შევუტევთ.-მონეტის მოჭრის საქმე როგორ მიდის?-ხაზინადარს ვკითხე.
-მალე მზად იქნება ბატონო.-თავი დამიკრა ხაზინადარმა.
-სხვა რა პრობლემა გვაქვს?
-ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ვალდ ბერია.-ჩაილაპარაკა პეტროსმა.
-ეგ პრობლემაც მალე მოგვარდება. ეგ პრობლემა პეტროს არაფერია იმ პრობლემასთან შედარებით რაც წინ გველის. ყველაზე დიდი პრობლემა თურქები არიან, რაც უფრო გვიან გამოილაშქრებს ვლახეთზე მეჰმედი, მით უკეთესი ჩვენთვის.
-ბატონო იქნებ დაზავდეთ მათთან?-შეშინებულმა შემომხედა პეტროსმა.
-იმიტომ არ დავბრუნებულვარ, რომ მეჰმედს გავურიგდე.-ჩავილაპარაკე მკაცრად და დარბაზი დავტოვე.
რამდენიმე დღეში ტრანსილვანიის საზღვართან გავმაგრდით, მაცნემ შეგვატყობინა, რომ საქსები და ძმები ლაიოტები ვლახეთის საზღვარზე გადმოდიოდნენ.
-ვლად მცირე რაზმია, მშვილდოსნები არიან ტყეში განლაგდებიან და იქიდან დაგვაზღვევენ ბრძოლისას.-მითხრა სტასმა.
-ყველა აქ მყავს მობილიზებული, ეს რაზმი.. რა რაზმია სტას?-ინტერესით შევხედე.
-პატარა ბიჭები არიან, მერწმუნე მიზანს არ აცილებენ.-გამიღიმა სტასმა.
-შენ მეთაურობ?
-არა, მე არა, მაგრამ მათი მეთაური ძალიან ჭკვიანი და მამაცია. გახსოვს მე რომ გიყვებოდი, ვაჭრები რამდენჯერმე გადაარჩინესო, სწორედ ისინი არიან.
-აქ მომიყვანე მათი მეთაური, მათემ მითხრა რომ სამეფო ხაზინის ფულს იპარავდნენ.
-სწორედ ამიტომ ჩრდილში დარჩენა ურჩევნია.
-სტას ახლა ის დრო არ არის რომ უცხო ადამიანს ვენდო.-შევხედე გაბრაზებულმა.
-მე ხომ მენდობი?
-შენ გენდობი.
-ხო და დამიჯერე.-მხარზე ხელი დამკრა და ტყისკენ წავიდა.
-კარგი.-მხრები ავიჩეჩე.-დახმარება ნამდვილად არ გვაწყენს.-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
საქსები ქურდულად იპარებოდნენ ნელ-ნელა საზღვარზე, ჩემი მეომრებით ჩასაფრებულები ვიყავი. საკმაო რაოდენობა, რომ გადმოვიდნენ ვანიშნე მეომრებს და შევუტიეთ. დაუნდობლი ბრძოლა გავაჩაღეთ, მაგრამ შეცდომა დავუშვი, ისინი ცოტანი მეგონნენ, უკვე, რომ მეგონა ბრძოლა მოვიგე ახალი რაზმი დაგვესხა თავს მალულად, ისინი წინა მებრძოლებისგან განსხვავდებოდნენ. ნამდვილი ველურები იყვნენ. შიშ ჩამდგარი ვუყურებდი უკვე ამ ბარბაროსებს, რომ ისრების წვიმა დაიწყო. ისრებს ბოლოში იისფერი ნაჭრები ჰქონდა შემოხვეული.
-ნუ გეშინია, ჩვენიანები არიან.-გამიღიმა სტასმა.
-ის რაზმია?
-ის რაზმია, ხომ გითხარი არ აცილებენ მიზანს.
-სად არიან?-გაოცებული ვიყურებოდი აქეთ იქით. ჩვენამდე არც ერთი საქსი არ მოუშვეს. ვუყურებდი როგორ ცვიოდა ისრები და როგორ ეცემოდნენ მოცელილები ბარბაროსები.
-ხეებზე ვლად.-გამიღიმა სტასმა.
-დროა ჩვენც ვიბრძოლოთ.-ვანიშნე შეტევა დაგვეწყო და ცოცხლად დარჩენილი ველურების ხოცვა დავიწყეთ. ველურები უკან გაიქცნენ ჩემი ქვეყნიდან, ეს უკვე მეორე დიდი დამარცხება იგემეს და არა მგონია კიდევ გაებედათ საზღვარზე გადმოსვლა.
-გავიმარჯვეთ.-მეომრები ერთმანეთს ულოვაცდნენ, მე კი ერთ ერთი ბარბაროსის გულში გარჭობილ ისარს დავყურებდი, რომლის ბოლოშიც იისფერი ნაჭერი ფრიალებდა. ისარი გადავტეხე და ნაჭერი მოვაცალე. მარიას კაბა, იისფერ კაბაში გამოწყობილი მარია დამიდგა თვალწინ.
ღამე იყო ტარგოვიშტეში რომ დავბრუნდით.
-ვლად დაბრუნდი.-გახარებული კატალინა ჩამეხუტა.
-და რა გეგონა მომკლავდნენ?-გამეცინა.
-ასე ნუ ხუმრობ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.-ყველა ბრძოლა საშიშია.
-გეთანხმები ძვირფასო, სიკვდილს თვალებში ჩავხედე, უკვე მეგონა რომ მოვკვდებოდი..-ის სცენა დამიდგა თვალწინ ისრების წვიმა, რომ წამოვიდა.
-მერე რა მოხდა?-გაკვირვებულმა შემომხედა კატალინამ.
-იცი კატალინა ერთხელ მამა თომასმა მითხრა, რომ მზის სხივი სულ ჩემთან იქნებოდა და დამიცავდა. ეს მზის სხივი ადამიანია, რომელიც ჩემს ცხოვრებას სინათლედ გასდევს, მან ბევრჯერ გადამარჩინა, მისი დამსახურებით დავამარცხე ჩემს სხეულში ჩაბუდებული მხეციც.
-ვის გულისხმობდა?-გაღიმებულმა შემომხედა.
-შენ ნამდვილად არა ძვირფასო.-სიხარული ჩავაშხამე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე. ცხელ წყალში ჩავწექი და ფიქრი დავიწყე. ვფიქრობდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მშვილდოსნების მეთაური, ყველა ფიქრს მარიასთან მივყავდი, რაც შეუძლებლად მეჩვენებოდა. ცხელი აბაზანის მერე ტანსაცმელი ჩავიცვი, კატალინას უკვე ეძინა, ცხენს მოვახტი და მარიასთან წავედი. კარი დაკეტილი დამხვდა.
-მარია კარი გამიღე, ვიცი, რომ გღვიძავს.-კარზე ვაკაკუნებდი.
-ვლად წადი.-მკაცრად ჩაილაპარაკა კარს უკან და კარი არ გამიღო.
-ნუ მაიძულებ კარი დავამტვრიო.-ხმას ავუწიე.
-რა გინდა?-კარი ოდნავ გააღო და გაბრაზებულმა შემომხედა.
-შემომიშვი! უნდა ვილაპარაკოთ.
-შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, იცი რა დროა? შუაღამეა და ანას გააღვიძებ.-გაბრაზებული მიყურებდა.
-შემომიშვი.-კარს მივაწექი და სახლში შევედი.- რა გჭირს?-მკლავიდან სისხლი მოსდიოდა და მისკენ წავედი შეშფოთებული.
-არაფერი.-ლაბადა მოისხა, რომ მისი ჭრილობა არ დამენახა.
-მაჩვენე.-მკლავზე მოვკიდე ხელი.
-ვლად წადი და აღარ დაბრუნდე.-ტირილი დაიწყო.
-მარია კმარა! ჩვენს ურთიერთობას არ განვიხილავ, დაჭრილი ხარ და მაჩვენე ჭრილობა.-დავიყვირე და ლაბადა გადავაძრე. მკლავზე ხელი მოვკიდე ხორცი გაგლეჯი ჰქონდა, რაღაც ბასრი ჰქონდა მოხვედრილი.-სად დაიჭერი? მიპასუხე.-მკაცრად ჩავილაპარაკე.
-ხეზე გამეგლიჯა, ტყეში ყვავილებს ვაგროვებდი.
-ხო როგორ არა, დაგიჯერე. -ირონიულად შევხედე.-დაჯექი.-თბილ წყალში ნაჭერი დავასველე და სისხლი მოვწმინდე მკლავიდან.-საქსებთან ბრძოლაში გამომყევი? მითხარი!-შევხედე მკაცრად.
-გითხარი ტყეში ხეზე გავიგლიჯეთქო. მეტი საქმე არ მაქვს შენ დაგიწყო დევნა უკან.-ენა გამომიყო, მასზე გამეცინა.
-ჩემს ნაჩუქარ კაბას რა უყავი?-ვკითხე, თან ხელს ვუხვევდი.
-გადავაგდე, არ მინდა შენთან რამე მქონდეს საერთო.-წარბაწეულმა შემომხედა.
-თუ დაჭერი და სასარგებლო საქმისთვის გამოყენე?-ვუთხარი და დაიბნა. პასუხი ვერ დამიბრუნა და უბრალოდ გაჩუმდა.-ვინ ხარ მარია?
-ერთხელ გითხარი, რომ არ მიცნობდი, ახლაც იგივეს გეტყვი. როცა გამიცნობ ჩემგან თავს ვერ დაიხსნი, შეპყრობილივით მხოლოდ ჩემზე იფიქრებ, ამიტომ სჯობს არ გამიცნო.-თვალი ჩამიკრა.
-იქნებ უკვე შეპყრობილი ვარ.-ორივე ხელით მკლავებში მოვიქციე და კოცნა დავუწყე, მან კი ტუჩზე მიკბინა.-ველურო.-უცებ შევუშვი ხელი და ტუჩიდან წამოსული სისხლი ხელით მოვიწმინდე.
-აღარ გაბედო მოკარება. ის მარია რომელიც თითქმის რვა წელი გელოდა და შენი სიყვარულით არსებობდა მოკვდა. ასე ნუ მიყურებ, ხო მოკვდა და შენ მოკალი. ახლა სხვა მარიას გაიცნობ. ლაჩარი ხარ, ჩვეულებრივი ლაჩარი.
-ასე ნუ მელაპარაკები.-თითი დავუქნიე.
-და რას მიზავ თავს მომკვეთ თუ სარზე გამსვამ.
-გითხარი ასე ნუ მელაპარაკები.-დავუყვირე და მგელივით ვეცი ტუჩებზე, ხელი კაბის ქვეშ შევუცურე და კაბა შემოვახიე, კოცნით მის ყელზე გადავინაცვლე.
-გამიშვი, არ გაბედო, არ გაბედო.-ღრიალებდა მხეცივით. გონს მოვედი და ხელი შევუშვი.
-მაპატიე.-ჩავილაპარაკე. მან კი სახეში ისე დამარტყა მუშტი, რომ მგონი ცხვირი გამიტეხა.-ველური ხარ.-ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელით მოვიწმინდე.
-კიდევ გაბედავ ასე მოქცევას და ჯოჯოხეთში გაგისტუმრებ.-ისე დაიღრიალა შემეშინდა. სწრაფად წამოვედი იქიდან. სასახლეში დავბრუნდი და ცალკე ოთახში დავიძინე. დილით ხმაურმა გამაღვიძა, მერე სინათლემ მომანათა თვალებში.
-სად იყავი?-კატალინა გაბრაზებული მიყურებდა.
-თავი დამანებე.-ბალიში თავზე დავიფარე.
-მასთან წახვედი? შენი საყვარელია? მიპასუხე.-ხმას აუწია კატალინამ.
-ყურადღებით მომისმინე, მე საყვარელი არ მყავს. ისტერიკას მორჩი და ისე მოიქეცი, როგორც ღირსეულ ცოლს შეეფერება.-ვუთხარი მშვიდად.
-ტუჩზე და ცხვირზე რა გჭირს, დასიებული გაქვს.-ახლოს მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა.-რაო ცეცხლოვანი სექსი გქონდათ?-ზიზღით ჩაილაპარაკა. მე კი ყელში წავწვდი და საწოლზე დავაგდე.
-ყურადღებით მომისმინე, დასკვნები შენი პატარა ჭკუით ნუ გამოგაქვს. არც არასდროს აუწიო ჩემთან ხმას.-ხელი შევუშვი და საწოლიდან ავდექი. ტანსაცმელს ვიცმევდი, ის კი იჯდა საწოლზე და ტიროდა.-შენ მხოლოდ გარიგება ხარ და მორჩა. შვილი გეყოლება და შეგიძლია მისი აღზრდით დაკავდე.
-უნგრეთიდან წერილი მოვიდა.-ტირილით ჩაილაპარაკა.
-რაო, რა სურს მამიკოს?-ირონიულად ჩავილაპარაკე.-პირობა ხომ შევასრულე და მისი ქალიშვილი შევირთე.
-გარდაიცვალა. ასეთი სასტიკი როგორ შეგიძლია იყო.-ტირილს უმატა.-მიხეილმა მომწერა, მათიასი დააპატიმრეს, ბუდაში ჰყავთ.
-და მე რა ვქნა? ჩემგან რას ითხოვ?-შევხედე გაბრაზებულმა.-შვიდი წელი ვთხოვდი დახმარებას, მე დამეხმარა ვინმე? მხოლოდ მაშინ დამეხმარნენ, როცა შენ შეგირთე. ძვირფასო ეს შენ დამეხმარე, სხვა არავინ დამხმარებია.
-მიხეილი, ის ხომ შენი მეგობარია.
-მიხეილი ჩემი მეგობარია, ის ერთგულია თავისი ოჯახის მიმართ, დისშვილებისთვის თავსაც გასწირავს, მაგრამ მერწმუნე არც ელიზაბედი და არც შენი ძვირფასი ძმები არ დაუფასებენ ამ ერთგულებას. ასე, რომ მე ჩემი პრობლემები მაქვს და ჩემი ქვეყანა მაქვს დასაცავი. ყველამ თავის თავს მიხედოს.-გაბრაზებულმა გავიხურე კარი და ოთახში დავტოვე ატირებული კატალინა.
ეზოში გამოვედი, ცხენი შევკაზმე, სტასი შემოვიდა ცხენით სწორედ იმ დროს.
-შენთან მოვდიოდი, იმ რაზმის მეთაური მომიყვანე სასაწრაფოდ.-გაბრაზებულმა დავუყვირე სტასს. მანაც თავი დამიკრა და უკან გაბრუნდა. საღამოს სასახლეში 20 წლის ბიჭი მოიყვანა სტასმა.
-ვლად ეს ბიჭი მეთაურობდა მშვილდოსნებს, მას სტეფანი ჰქვია.-წარმიდგინა სტასმა რაზმის მეთაური.
-მოგესალმებით.-თავი დამიკრა ბიჭმა.
-ახლოს მოდი. ასე სროლა სად ისწავლე?-უცებ დავუსვი შეკითხვა.
-ალექსანდრემ მასწავლა, სოფელში რომ ცხოვრობს დედათქვენის სახლის გვერდით.
-ალექსანდრე?-ეჭვით შევხედე.-ალექსანდრე კარგი მებრძოლი იყო, მაგრამ ახლა არა მგონია მშვილდის მოზიდვა შეძლოს.
-მიხსნიდა როგორ უნდა მესროლა, მე კი სხვებს ვასწავლიდი.
-ისრებს ნაჭრები ჰქონდა მობმული…
-კაბა ვიპოვე სოფლის ბოლოს ეგდო და ისრებს, რომ ვამზადებდი გავუკეთე ბოლოში.-ჩაილაპრაკა სტეფანმა.
-სტეფან მატყუარები მძულს, ახლა რომ თავი მოგკვეთო გიღირს ამდენი ზღაპარი ამად?-სტეფანმა ფერი დაკარგა.
-არ გატყუებთ ბატონო, თუ ეს შვებას მოგიტანთ მომკვეთეთ თავი.-არ შედრკა ისე მიპასუხა.
-საინტერესოა, ასე კარგად ვინ დაგამუშავა?-გარშემო ვუვლიდი სტეფანს და ვაკვირდებოდი.-ღირს თავგანწირვად? თუმცა ის ნამდვილად ღირს. -ჩემს კითხვას თავად ვუპასუხე..-კარგი დაგიჯერებ.-ეს ხმალი შენ საჩუქრად.-ხმალი ვაჩუქე სტეფანს და გავუშვი.
-ვლად, რატომ შეაშინე, ის ხომ დაგეხმარა.-მსაყვედურობდა სტასი.
-ამდენი ტყუილები ვინ გასწავლა სტას?-სტასს შევხედე, მან კი თავი დახარა და წავიდა.
-მაინც გავარკვევ ყველაფერს მარია პანიჩი, კარგად მოგიმზადებია ეს ყმაწვილები.-სავარძლის საზურგეს ვეყრდნობოლი ხელებით და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.
დავხეტიალობდი გადაცმული და გლეხების პრობლემებს ვისმენდი.
სასახლეში დაბრუნებულს მსახური მომეგება შეშფოთებული სახით.
-რა მოხდა? -შეშინებული თვალებით შევხედე.
-ქალბატონი, მშობიარობა დაეწყო.-შეშინებული მიყვებოდა მსახური ქალი. კატალინასთან გავიქეცი, მისი კივილის ხმა მთელს სასახლეში ისმოდა და სისხლს მიყინავდა ძარღვებში. კარები ლამის შევგლიჯე, რამდენიმე მსახური და ექიმი ეხმარებოდნენ, რომ ბავშვი გაეჩინა.
-ვლადდდდ.-დაიკივლა ჩემს დანახვაზე.-მიშველე.-სულ ოფლით ჰქონდა დაცვარული შუბლი და გულ მკერდი. მასთან მივედი და ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე.
-გაუძელი გთხოვ.-სველ შუბლზე ჩემი ცხელი ტუჩები მივაკარი.
-აააააააააააააააა..-არაადამინურად დაიკივლა კიდევ ერთხელ და ბავშვის ტირილის ხმაც გაისმა.
-ბიჭია.-გაგვიღიმა ექიმმა, ჭიპლარი გადაჭრა და ნაჭერში გადაახვია სისხლით დასვრილი პატარა არსება. მერე კი მე მომაწოდა. დაბნეულმა ძლივს მოვახერხე მისი ხელში დაჭერა, მეშინოდა არაფერი დამეშავებინა მისთვის. გამახსენდა წლების წინ ანა როგორ დავიჭირე ხელში და როგორ ვიკრავდი გულში.
-მირჩა.-შუბლზე ვაკოცე პატარას და წამში გაჩუმდა.-დიდი მირჩას საპატივსაცემოდ შენ იქნები მირჩა.-ველაპარაკებოდი პატარას და მადლიერი თვალებით ვუყურებდი დაღლილ კატალინას.-მადლობა.-შუბლზე ვაკოცე და მირჩა უმცროსი მის მოშიშვლებულ მკერდზე მივაწვინე. ოთახში დავტოვე, გარეთ გამოვედი, ცივი ჰაერი მესიმოვნა. ცხენს მოვახტი და ბერ თომასთამ მივედი ეკლესიაში.
-მამაო დამლოცეთ.-ხელზე ვემთხვიე მოძღვარს.
-დალოცვილმა იარე უფლის ჯარისკაცო.-თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი მამაომ.
-მამა გავხდი.-გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი ბერ თომასს.
-ვიცი.-გამიღიმა.-უფალმა დალოცოს შენი პატარა. ვლახეთის მომავალი მმართველი.
-იცით, რომ ბიჭია?-გამეღიმა.
-მე ყველაფერი ვიცი ვლად. დიდი ბრძოლა გელის წინ, ეს შენც იცი და უნდა სამზადისს შეუდგე. -სევდამ გადაურა სახეზე.
-რას ხედავ მამაო, მინდა ვიცოდე.
-ბევრ დაავადებას, რამდენიმე სოფელი განადგურდება, მაგრამ ესეც უფლის ნებაა. უფალი წაიყვანს მათ, რათა სხვების სულები გადაარჩინონ. შენ უნდა დაიცვა მართლმადიდებელი ქრისტიანები. მათი სიცოცხლის დაცვაზე მნიშვნოლოვანი მათი რწმენის დაცვაა. ეს გახსოვდეს, ეშმაკს არ მისცე უფლება მათ სულებს დაეპატრონოს.
-უფრო გარკვევით ამიხსენით, ვიბნევი თქვენს საუბარზე.
-დრო, ყველაფერს დრო გიჩვენებს, მიჰყევი დროს.
-ჩემი ცოლ შვილი როგორ იქნება? ხედავთ ამასაც?-ინტერესით შევხედე.
-კატალინა ძლიერი ქალია. ის შენსავით ძლიერი სულის პატრონია. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში იცოდე, რომ მზის სხივი გზას გაგინათებს უფლის გზაზე.-ცოტა ხანი გაჩუმდა თომასი.- ის კარგად იქნება, ის ბევრ ბრძოლას მოგაგებინებს, მაგრამ შენ მას ბევრჯერ ატკენ გულს. ის სხვაა, განსხვავებული, ძლიერი და მამაცი. ასეთები მილიონებში ერთეულები იბადებიან.
-ვის გულისხმობთ?-შევხედე თომასს.
-მარიას.-სანთელს უყურებდა, მერე მე შემომხედა.-მარიასი და შენი მომავალი უფრო გაინტერესებს ვიდრე შენი და კატალინასი. შენ კი უგუნური ხარ, გვიან მიხვდები ვლად შენს გულში რა ქარიშხალიც ტრილებს, ეს გვიან მოხდება, ძალიან გვიან.
-ვიცი მამაო, მე ის სიგიჟემდე მიყვარს.
-გიყვარს და სხვას შეჰფიცე ერთგულება და სხვას მიეცი ხელი და გული.
-მაგრამ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი.
-ისევ დაუშვებ შეცდომას, იგივე შეცდომას და ისევ მოუკლავ გულს მარიას.-მსაყვედურობდა თომასი.
-მაგრამ რა ვქნა?-თავი დავხარე მე.
-ახლა არაფერი.-ხელი ჩაიქნია თომასმა.-შენ მას არ იმსახურებ.
-ვიცი, ჩემთვის ზედმეტად კარგია, მაგრამ ხომ იცი აქ რა ცეცეხლია.
-ვიცი ვლად. ეგ ცეცხლი ახლა მხოლოდ ნაპერწკალია, იმ ცეცხლთან რაც თან და თან მოგედება.
-ეკლესიების აშენება მინდა მამაო.-თავი დამნაშავედ ვიგრძენი საუბრის თემა შევცვალე.-ადგილები შემირჩიეთ და დავიწყებ მშენებლობას. უფლის მადლიერი ვარ, უდიდესი საჩუქარი მომიძღვნა, ჩემი ვაჟი. ეკლესიებს მთელს ვლახეთში ავაშენებ, ხალხს რწმენა უნდა გავუძლიეროთ, თურქებმა ვერ უნდა გაგვტეხონ, მათი რწმენა ვერ უნდა შეარყიონ. მამაო თომას, გთხოვთ მონდომებული ახალგაზრდები აღზარდეთ. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ავაშენოთ ეკლესიები და ჩავაბაროთ. თქვენი იმედი მაქვს მამაო, ეს მიზანი ჯერ კიდევ ტყვეობაში ყოფნისას დავისახე. ბავშვების დიდმა ნაწილმა არ იცოდა თავის ღმერთის შესახებ, არ იცოდა ქრისტეს შესახებ ბევრი არაფერი და ადვილად გადააჯიშეს თავის რჯულზე და რწმენაზე თურქებმა.
-ხვალვე დავიწყებ ვლახეთის შემოვლას და ვაკურთხებ ადგილებს სადაც ეკლესიებს ავაშენებთ. ეპისკოპოსსაც დაველაპარაკები. ბევრი ახალგაზრდაა უფლის გზაზე შემდგარი, ვასწავლი უფლის წესებს და კანონებს, რომ მათ სხვებს ასწავლონ. დაგეხმარები ვლად, რომ ეკლესია გავაძლიეროთ ვლახეთში. შენ კი გახსოვდეს მუდამ, რომ ნამდვილი ჯვაროსანი და უფლის ჯარისკაცი ხარ. რაც არ უნდა მოხდეს იცოდე, რომ უფლის ნებაა და უფალმა უკეთ იცის.
-რამე საშინელებას ხედავთ?-სევდიანად შევხედე.
-არ მაქვს უფლება გითხრა რას ვხედავ.-თვალი მომარიდა მამაომ და თავი დახარა.
-ის როგორ იქნება, ოდესმე მაპატიებს შეცდომებს?-თავი დავხარე და ისე ჩავილაპარაკე.
-მარია აქ იყო მოსული, მონაზვნობა სურს, მთხოვა დავხმარებოდი.
-არა, ოღონდ ეს არა. გთხოვ როგორც მეგობარი თომასს, არ დაუშვა ეს.
-რატომ ვლად? შენ კატალინა გყავს გვერდით.
-იცი რატომაც. შენ ხომ ყველაფერი იცი. თომასს მეგობარო, არ დაუშვა ეს, ვერ შევძლებ ბრძოლას. მისი ნახვის გარეშე მოვკვდები.
-არ მოკვდები ვლად. ცოდვაში ხარ და გინდა საბრალო ქალიც ცოდვაში ჩააგდო. შენ ის გაუშვი და ახლა უნდა დაივიწყო.
-ხომ იცი, ხომ ხედავ ყველაფერს, ხომ იცი, რომ ვერ დავივიწყებ.
-ვხედავ და მინდა შევცვალო ჩემი ხილვები.-დამიყვირა თომასმა.
-რას ხედავ? -ადგილზე გავიყინე.
-ის შენ ბევრჯერ გადაგარჩენს, შენს სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე ატარებს როგორც მძიმე ჯვარს. შენს ცხოვრებას ისე გაჰყვება თან როგორც მზის სხივი და შენი გულისთვის...-თომასი გაჩუმდა და ტირილი დაიწყო.
-რა დაემართება?-შევხედე თომასს.
-წადი ვლად, წადი და ეცადე აღარ დატანჯო.
-სტასს გამოგაყოლებთ, რომ ტაძრის ადგილები მანაც ნახოს.-ვუთხარი მამაოს.-ხვალ მოვალ, ახლა კი ...
-სასახლეში წადი, შენ ვაჟთან და ცოლთან.-გაბრაზებული და თვალცრემლიანი მიყურებდა თომასი.
ცხენს კი არ მივაჭენებდი მივფრინავდი, მაგრამ არა სასახლეში. მარიას კარი ისევ დაკეტილი დამხვდა და დავაკაკუნე. ცოტა ხანში ფეხის ხმა გავიგე და მან კარი გააღო.
-საღამო მშვიდობის.-მივესალმე მარიას შერცხვენილი ბავშვივით, კარში ანაც გამოჩნდა და დედამისის ფეხთან ჩახუტებული აიტუზა.
-ბიძია ვლად.-გახარებულმა შემომხედა.
-რატომ მოხვედი?-ისევ გაბრაზებული მიყურებდა მარია.
-დღეს ვაჟი შემეძინა. მინდოდა ჩემი სიხარული ვინმე ახლობელი ადამინისთვის გამეზიარებინა და აქ აღმოვჩნდი.-თვალები ამიცრემლიანდა.
-შემოდი.-გვედზე გაიწია და სახლში შემიშვა.
-როგორ ხარ? იმის მერე ვერ შევძელი..
-სამაგიეროდ ჩვენს ლანდად იქეცი.
-სხვაგვარად არ შემეძლო.-გამეღიმა.
-გხედავდი. შენი დედოფალი რას ამბობს? იცის ახლა სად ხარ?-მსაყვედურობდა.
-დედა მეძინება.-ჩაილაპარაკა ანამ, მერე მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა. ცოტა ხანში კი მშვიდად დაეძინა. მეორე ოთახში გავიყვანე და სწოლში ჩავაწვინე. ამ ბავშვს ისე მივეჩვიე უკვე საკუთარი შვილივით მიყვარდა. მძინარეს შუბლზე ვაკოცე და კარი გამოვხურე.
-მე გადავწყვიტე..-კარში გამოვედი თუ არა მარიამ საუბარი დაიწყო.
-არ აღიკვეცები.-სიტყვა არ დავამთავრებინე. გაოცებული თვალებით შემომხედა.-არ აღიკვეცები, სასახლეში გადმოხვალთ შენ და ანა, მე ვიზრუნებ თქვენზე. ანა კი სათანადო განათლებას მიიღებს. მირჩას გვერდით გაიზრდება. მე კი...-გავჩუმდი თვალი მოვარიდე.
-როგორ გგონია შემიძლია სასახლეში ცხოვრება? ეგოიტი ხარ, მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ და ამისთვის ანას იყენებ.-გაბრაზებულმა დამიყვირა.
-ეგოისტი ვარ, არაკაცი, მაგრამ მოვკვდები, გესმის მოვკვდები. თუ შენს გვერდით არ ვიქნები მოვკვდები. ვერ შევებრძოლები მეჰმედს, ვერ დავიხსნი სხვა ბავშვებს მოსალოდნელი უბედურებისგან. არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება. თითქოს შენგან ვიღებ ზღვა ენერგიას, შენს თვალებს რომ ვუყურებ მაშინ მინდა ყველა თურქი სარზე გავსვა. მინდა, რომ აღარავის მიაყენონ მათ ტკივილი, ის ტკივილი რაც ჩვენ მოგვაყენეს. შეცდომა დავუშვი, მშიშარა აღმოვჩნდი, მთელი ცხოვრება შენი თვალების ყურების შემეშინდა, ახლა კი ვიცი, რომ მაგ თვალების გარეშე უბრალოდ მოვკვდები. მიმიღე მეგობრად, გთხოვ.-ვეხვეწებოდი მარიას, ის კი აცრელებული თვალებით მიყურებდა.-შენ თუ არა ანას მაინც წავიყვან, მან განათლება უნდა მიიღოს და ისე უნდა აღიზარდოს როგორც პრინცესა.
-ის თურქი პრინცესაა.
-ის ვლახეთში დაიბადა ჩემს მიწაზე და მე მეკუთვნის.-გაბრაზებულმა შევხედე. ეს ბავშვი უკვე შემიყვარდა, მარიას ვერ ვუახლოვდებოდი, სამაგიეროდ ანას დავუმეგობრდი ამ დროის განმავლობაში.
-ის ჩემი შვილია.-მანაც გაბრაზებულმა შემომხედა.-მე გავაწყვეტ რა არის მისთვის უკეთესი. ის შენ არ გეკუთვნის, მახსოვს შენი ზიზღით სავსე თვალები ჩემს მუცელს რომ უმზერდი. შენ მისი შვილი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გძულდა.
-შენც გძულდა.-დავუყვირე.-ნატრობდი, რომ არ დაბადებულიყო. მაგრამ ის რეალურია და მან ჩვენს გულებში ღრმად გაიდგა ფესვები. მაგიჟებს ის ფაქტი, რომ მისი შვილია. დავივიწყოთ, რომ მეჰმედია მისი მამა. ვიტყვი, რომ ჩემი შვილია და ისე გავზრდი, როგორც ჩემს ქალიშვილს.
-კატალინას რას ეტყვი? ნუ გავიწყდება რომ მან ვაჟი გაჩუქა, ტახტის მემკვიდრე. ანა არ ღირს იმად, რომ პრობლემები შეიქმნა ცოლთან. დაბრუნდი მასთან, ახლა მასთან უნდა იყო და შვილის დაბადებას ზეიმობდე. საკმაო განათლება მაქვს მიღებული, ანამ უკვე სამი ენა იცის.
-თურქულიც ასწავლე მას?-გაბრაზებულმა შევხედე.
-თურქულიც ვასწავლე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ გავგზავნი. ბერძნულიც იცის და ლათინური წერა კითხვაც.
-მარია.-მის წინ მუხლებზე დავვარდი და ხელები ფეხებზე მოვხვიე.-გემუდარები არ აღიკვეცო, არ მიმატოვო თორემ მოვკვდები.
-და რა გინდა ვლად? ახლა შენი ხარჭა გავხდე?-დაიჩურჩულა.-რას ითხოვ ჩემგან?
-ჩემი მეგობარი იყავი. არ მოგეკარები, გპირდები თავს გავაკონტროლებ, ოღონდ არ მიმატოვო.-თმაში თითები შემიცურა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
-ვლად, ვლად. პატარა ბავშვივით ხარ, ჩემს წინაშე დაუცველ ბავშვს ემსგავსები. კარგი არ წავალ მონასტერში, მაგრამ დროებით. ბრძოლის დროს შენს გვერდით ვიქნები, მერე კი ნუღარ შემაჩერებ. მანამდე ანაც გაიზრდება და უფრო ადვილად დავტოვებ.-თმაზე მეფერებოდა, ბოლოს კი თავად ჩამეხუტა. ცრემელები მომდიდა, ეს ცრემლები სიხარულის ცრემლები იყო, რომ მარია ისევ ჩემი დასაყრდენი გახდა.-გილოცავ დიდო ბავშვო, უკვე მამა ხარ.-მომცილდა და გამიღიმა.-შენი შვილი უკვე ძალიან მიყვარს, ის ხომ შენი ნაწილია.-ხელის გული გულზე მომადო.-ამ გულის ნაწილი იმ პატარაში ფეთქავს.
-მარია ანა კურტი-დე-არჟეშში გავგზავნოთ, იქ აღიზრდება დედაოებთან, ის ისე გაიზრდება როგორც ქრისტიანი მართლმადიდებელი და ცოდნასაც მიიღებს.
-რატომ გინდა ანა იქ გაგზავნო? ვლად მე შენი საყვარელი არადროს გავხდები.-ჩაილაპარაკა, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო და მომცილდა.
-ეგ არც მინდა, ანაზე..
-ანას სათანადო განათლებას მე მივცემ.-გაბრაზებული შემომხედა.-წადი, უკვე ძალიან გვიანია, კატალინასთან უნდა მიხვიდე, ეს შენი ვალდებულებაა. არ მინდა ხალხმა იჭორაოს და ჭორებმა სასახლემდე მიაღწიოს.
-ვერავინ გაბედავს ვერაფრის თქმას.-მკაცრად ჩავილაპარაკე.
-და რას იზავ, თავებს მოჰკვეთ და სასახლის გალავანზე გადმოჰკიდებ?-გაბრაზებული მელაპარაკებოდა.
-თუ დამჭირდა ამასაც ვიზამ.-მისკენ წავედი, დამფრთხალი მიყურებდა. ხელი წელზე წავალე და გულზე ავიკარი.-რომ გიყურებ როგორი თვალებით მიყურებ მინდა დაგისაკუთრო, მინდა სხეულის თითოეული ნაწილი დაგიკოცნო. იმდენჯერ მინდა შევცოდო შენთან ერთად, რომ ვერ დათვლი.-ყურში ჩავჩურჩულე, კრთოდა და ფოთოლივით ცახცახებდა.-მაგრამ დაგპირდი, რომ შენი მეგობარი ვიქნები და პირობას არ დავარღვევ. ჩემთვის ვერ გაგიმეტე, მე ჩვეულებრივი მხეცი ვარ, ადამიანი ჩემში დიდი ხანია მოკვდა. იმდენად მიყვარხარ, რომ ჩემთან ცხოვრებისთვის ვერ გაგიმეტე და შედეგად დიდი შეცდომა დავუშვი. მეგონა თუ ჩემგან შორს იქნებოდი კარგად იქნებოდი უფრო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ახლა რომ გიყურებ, ვიცი, რომ ყველაზე იდეალური მამაკაციც კი ვერ მოგიტანს ბედნიერებას, რადგან შენ ეს მხეცი შეიყვარე და შეისისხლხორცე, როგორც შენი დიდი ნაწილი. დარჩი ჩემს გვერდით როგორც მეგობარი ძვირფასო მარია.-მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე, თვალებ დახუჭული ვისუნთქავდი მისი თმის სურნელს, მერე გავუშვი, რადგან ვიცოდი, რომ მარიაზე მეტად მე მეტკინებოდა ჩვენი სიყვარული. აცრემლებული მარია გულს საბოლოოდ მომიკლავდა.-მშვიდობით.-დავიჩურჩულე და ისე გავეცალე უკან აღარ მომიხედავს.
მალე სასახლეში დავბრუნდი, უკვე შუაღამე იყო და სიწყნარე იყო. პირდაპირ საძინებლისკენ წავედი და მძინარე კატალინას და ჩემს ვაჟს დავუწყე ყურება. ისე საყვარლად ეხუტებოდა დედას და აცმაცუნებდა ტუჩებს გულში სითბო ჩამეღვარა. კარის ხმაზე ოდნავ შეიშმუშნა კატალინა, ვცდილობდი არ მეხმაურა და ფრთხილად დავიწყე ტანსაცმლის გახდა. რაც უფრო ვცდილობდი, რომ არ მეხმაურა უფრო მეტად ვხმაურობდი. ბოლოს კი ჭიქა გადმომივარდა, ჰაერში დავიჭირე, რომ ძირს არ დავარდნილიყო, რასაც კატალინას კისკისი მოჰყვა.
-დიდი ხანია მიყურებ?-უკან მივბრუნდი და დავიჩურჩულე.
-რა საყვარელი ხარ და რა დაბნეული.-იცინოდა.-სად დაიკარგე? მოდი ჩვენთან და ჩაგვეხუტე.-გამიღიმა. მეც მათკენ წავედი და კატალინას გვერდით მივუწექი.-იქით რატომ არ წვები?
-მეშინია არ გავსრისო.-გამეღიმა და ცერა თითი ნაზად დავუსვი მირჩას პატარა ხელზე.
-სად წახვედი?-ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
-მამა თომასი ვნახე. ხვალიდან ეკლესიების მშენებლობას ვიწყებ მთელს ქვეყნაში.-ვუთხარი კატალინას და თვალი მოვარიდე.
-ხან და ხან ისეთი კარგი ხარ.-გამიღიმა და გულზე მომეხუტა.-ძალიან დიდი გული გაქვს და ცდილობ სიმკაცრით და სიუხეშით ეს დამალო. შენ რჩეული ხარ.-გაჩუმდა.-ჯობს ეს დაიჯერო. შენ უფლის რჩეული ხარ.
-მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, უამრავი ცოდვით.-თვალებში ცრემლი მომერია, ვასილი გამახსენდა, სარზე ჩამოცმული მისი სხეული. თვალებით, რომ მთხოვდა მისი ტანჯვა დამესრულებინა.
-უნდა მომიყვე, სხვაგვარად მარტო ამ ტკივილს ვერ მოერევი.-აცრემლებულ თვალებში ჩამხედა და მოზრდილ წვერზე ხელი ჩამომისვა.
-ჩემი მეგობარი იყო, ერთად ვიზრდებოდით. მამაჩემმა მე და რადუ ჩემი ძმა თურქებთან, რომ გაგვგზავნა ვასილი და სხვა ბავშვებიც იყვნენ ჩვენთან ერთად. დაუნდობლად გვავარჯიშებდნენ, სუსტებს კი ხოცავდნენ, რამდენიმე კაცი მოვკალი, ვასილს, რომ ებრძოდა. ვასილი ჩემთან შედარებით სუსტი იყო და ზოგჯერ მარცხდებოდა. მე კი არ ვაძლევდი უფლებას არავის, რომ ის მოეკლათ. ერთ დღესაც ვასილი გაიყვანეს უნდა მოეკლათ. რადუმ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა მეჰმედი, ის იქ ამ ბავშვებით ერთობოდა, ისიც ჩვენი ტოლი იყო და შებრალების გრძნობა უბრალოდ არ ჰქონდა. ბანაკიდან გავიქეცი, ცხენს მოვახტი და პირდაპირ იმ ადგილისკენ გავაჭენე ცხენი, სადაც მის მოკვლას აპირებდნენ. ცხენი ზედ შევაყენე იანიჩარებს, წელიდან ხმალი ავართვი და ნამვილი სასაკლაო მოვაწყე. მერე მუხლები მომეკვეთა, სარზე ჩამოცმული ვასილი დავინახე, რომელიც თვალებით მთხოვდა მისი ტანჯვა დამესრულებინა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვერ მოვასწარი.
-მიდი მოკალი შენი მეგობარი, დაამტკიცე, რომ კაცი ხარ.-ხარხარებდა მეჰმედი. ვეღარ გავუძელი მისი ტანჯვის ყურებას, მისკენ წავედი, თვალები დავხუჭე და ხმალი პირდაპირ გულში გავუყარე.
-მაპატიეე.-დავიღრიალე, იქვე დავიჩოქე და გავიყინე. მოძრაობის უნარი წამერთვა, ტკივილმა გამანადგურა. ხელ-ფეხი შემიკრეს და ციხეში გადამიყვანეს. ბნელ საკანში ვიჯექი და ტკივილის ჩასაცხრობად კედლებს ვურტყავდი მუშტებს. ამას მოჰყვა დაუნდობელი გაროზგვები. მეჰმედმა გამომიტანა განაჩენი, თითო მოკლული იანიჩარი ერთი როზგი იყო. ჩვიდმეტი დარტყმა, ყოველ დღე, ერთი კვირის განმავლობაში. ხორცი დამიბუჟდა ტკივილისგან, ორი დარტყმის მერე ვეღარაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ სისხლიანი შოლტის დანახვისას ვხვდებოდი, რომ განაჩენი შესრულებული იყო. მეშვიდე დღეს გონება დავკარგე და ციხიდან გამომიყვანეს. მე მეჰმედის საუკეთესო გასართობი ვიყავი და ჩემი სიკვდილი არ უნდოდა. მიმკურნალეს, რომ მომავალშიც არ მოეწყინა მეჰმედს.
-ღმერთო.-კატალიანას ცრემლები სახეს უსველებდა და შეშინებული თვალებით მიყურებდა.
-დამშვიდდი, ყველაფერი უკან დარჩა.-ცრემლები შევუმშრალე.
-როგორ გაუძელი? ამდენ ტკივილს როგორ გაუძელი, ან აქამდე, როგორ იტევდი ამ გულში ამხელა ტკივილს?-გულზე მაკოცა. მერე ბავშვს დახედა და სახეზე დიდი ტკივილი გამოესახა.
-მას არაფერი ემუქრება.-თავზე ხელი გადავუსვი კატალინას.
-მეშინია. იძულებული რომ გახდე, მირჩაც რომ მოითხოვოს? -ცრემლები გადმოსცვივდა კატალინას.
-შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოვიქციე. -ეს არ მოხდება, არასდროს.-ისე დავიყვირე, რომ მირჩამ გაიღვიძა და ტირილი დაიწყო.
-ჩუმად.-პატარა გულზე მიიკრა, მანაც უცებ მოძებნა დედის ძუძუ და ხარბად დაიწყო ჭამა.
-გპირდები, რომ მირჩას იმ ჯოჯოხეთში არ გავგზავნი.-საწოლიდან წამოვდექი და საიბნელეში სივრცეს გავხედე.-მე შევეწირები ამ ბრძოლას და გპირდები, რომ არც მირჩა და არც სხვა ვლახი ბავშვები იმ ჯოჯოხეთს არ ნახავენ. მალე მეჰმედი ელჩებს გამომიგზავნის და მორჩილებას მომთხოვს.
-რას აპირებ?-თვალცრემლიანი მიყურებდა.
-ვიბრძოლებ.
-ისინი ბევრნი არიან.-ტირილი დაიწყო.
-ჩემი ეშინია. მეჰმედს და მის ჯარისკაცებს ჩემი ეშინია. შენი აზრით, თუ კონსტანტინეპოლი აიღო, ბელგრადს ალყა შემოარტყა, აქ რატომ არ მოდის პირდაპირ საბრძოლველად. ცდილობს შეთანხმებაზე წამოვიდეს. ბელგრადში მე რომ დამინახეს მას შემდეგ დაიბნენ და ერთმანეთს აწყდებოდნენ. მეჰმედისკენ მივიწევდი, მისი მოკვლა მინდოდა, უცებ გაარიდეს ბრძოლის ველს და ალყა მოხსნეს ქალაქს. იცის, რომ იმ ტკივილს მისი სისხლით ავინაზღაურებ. -კატალინას ხელები მაგრად მოვხვიე.
-ვიცი დაგვიცავ, შენ დამპირდი, რომ იზრუნებდი ჩემზე და ჩვენს შვილებზე.
-დაგიცავ, შიში ნუ გაქვს.-შუბლზე ვაკოცე და მასაც მალე ჩაეძინა ჩემს მკლავებში. ძილი გამიკრთა, ვერ ვიძინებდი, თითქოს შიში შემომეპარა. წამოვდექი და ოთახში სიარული დავიწყე, მერე ოთახიდან გავედი. დიდ დარბაზში შევედი და წითელი ღვინო ჩამოვასხი ჭიქაში. სითხემ მთელს სხეული ჩაიარა და სასიამოვნოდ გაათბო ჩემი სხეული. მერე კიდევ ერთი ჭიქა დავლიე, კიდევ და კიდევ ვსვავდი, რომ შიში გამექრო ჩემს სხეულში ჩაბუდებული. მერე ილანი გამახსენდა და ჭიქა მთელი ძალით ვესროლე კედელს. მუხლებზე დავეცი და ღრიალი დავიწყე, ისევ გაიღვიძა ჩემში მხეცმა. ისევ დავლეწე ყველაფერი რაც ხელში მომხვდა და ძალა გამოცლილი დავარდი იატაკზე. დილით მსახურების ხმამ გამაღვიძა.
-ბატონო ადექით.-მსახურთუხუცესი მოვიდა ჩემთან და წამომაყენა. ხელები დასერილი მქონდა, ირგვლივ ნამტვრევები ეყარა. სწრაფად გავეცალე ყველას, ტანსაცმელი ჩავიცვი და მარიასთან წავედი.
-რა დაგემართა?-შეშინებულმა შემომხედა ხელებზე.
-ისევ დაბრუნდნენ.-ჩავილაპრაკე და მარიას ჩავეხუტე.-გთხოვ მიშველე, ვერ გავუძლებ, გავგიჟდები.
-ალკოჰოლი აღარ მიიღო.-გაბრაზებულმა შემომხედა და სახლში შემიყვანა. ხელები გადამიხვია, მერე რაღაც დანაყა, წყალი დაასხა, ცოტა ხანს გააჩერა და დამალევინა.
-ეს წამალი მჭირდება.
-დოზას არ უნდა გადააჭარბო.-შემომხედა მარიამ.
-მითხარი რამდენი უნდა მივიღო და როგორ, გთხოვ დამიმზადე, თორემ გავგიჟდები.
-ჯერ ჯერობით ეს მაქვს მხოლოდ. -ერთი მათარა გამივსო.-თითო ყლუპი დღეში ერთხელ მხოლოდ.
-კარგი, დოზას არ გადავაჭარბებ.
-უნგრეთში არ გაწუხებდა კოშმარები?-უცებ დამისვა კითხვა.
-მაწუხებდა მაგრამ ისეთი სიხშირით არა როგორც აქ. მეშინია მარია, მეშინია, რომ შეიძლება ვერ გავუმკლავდე მეჰმედს, მეშინია, რომ ჩემს შვილს ისევე მოექცევა როგორც მე.
-ნუ გეშინია.-თვალებში ჩამხედა.-საკუთრი ძალის გჯეროდეს, უფლის გჯეროდეს და შიში დაამარცხე. არ მისცე შიშს უფლება გმართოს.
-რა ძალა გაქვს ასეთი? შენს გვერდით მგონია მთებს დავძრავ.
-ეგ წამლის ბრალია.-გამიღიმა.-მე არაფერ შუაში ვარ.-ახლა კი წადი. წამლისთვს ბალახებს მოვიძიებ და თავად მოგიტან სასახლეში წამალს. შენ ნუღარ მოდიხარ.-თითი დამიქნია.
-კარგი.-ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი.
ეკლესიების მშენებლობა დავიწყე, ერთ წელიწადში დასრულდა ტაძრების მშენებლობა. ხაზინიდან ფულს არ ვიშურებდი ეკლესიისთვის და იარაღისთვის. მათეს შერჩეული ახალგაზრდები ვნახე და თავად ავარჩიე საუკეთესო მებრძოლები. საუკეთესოებს მე თავად ვავარჯიშებდი და სასახლის კარზე მყავდნენ. დრო და დრო მათ ვაგზავნიდი მორიგეობით და ქვეყნის სხვა და სხვა მხარეში 10-12 წლის ბავშვებს ვავარჯიშებდით. საკმაოდ შეკრული და პატრიოტი ჯარი მყავდა ამ ბავშვების სახით. მათთვის მისაბაძი და მაგალითი გავხდი. აღტაცებულები მიყურებდნენ, ყველა მათგანი ცდილობდა ჩემთვის მოებაძა. ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. მათი აღწერა ჩავატარე, 35 000 მეომრის გამოყვანა შემეძლო უკვე. ეს უკვე დიდი ძალა იყო ნახევარ მილიონიან მოსახლეობაში. მაგრამ ოსმალებთან საბრძოლველად ძალიან მცირე. მაგრამ მე უპირატესობა მქონდა, მე ჩემი ქვეყნის თითოეული ქვა და კენჭი ვიცოდი. პირდაპირ შებრძოლება არაფერს მომიტანდა, ამიტომაც პარტიზანულ ომზე უნდა გადავსულიყავი.
-ბატონო, ბატონო.-ახალგაზრდა ქალმა მოირბინა ჩემთან, მას მარიაც მოჰყვა.
-გისმენ.-გავუღიმე.
-უთხარი, ნუ გეშინია.-გაამხნევა მარიამ.
-ჩემი ვაჟები, თქვენს ჯარში არიან. სამივე თქვენით არის აღფრთოვანებული. დღე და ღამ სულ ვარჯიშობენ. მაგრამ..-გაჩუმდა.
-მითხარი.-მხარზე ხელი დავადე.-მინდა ვიცოდე, თუ რამე პრობლემაა.
-გამიბრაზდებიან მაგრამ..-ისევ გაჩუმდა.
-ნუ გეშინია, შენს მეგობრად მიგულე, გაბედულად მითხარი.-ისევ გავუღიმე.
-ყანაში არ მეხმარებიან, არც საქონელს არ მწყემსავენ, მე კი ქვრივმა ქალმა მარტომ როგორ მოვახერხო.-ცრემლები გადმოსცვივდა.
-კარგი, ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. სახლში წადი და მშვიდად იყავი.
-ხომ გითხარი დაგეხმარებათქო.-გაუღიმა ქალს მარიამ და მადლიერი თვალებით შემომხედა.
მეორე დღეს ყველა ჯარისკაცი დავიბარე და მითითება მივეცი. მორიგეობით უნდა დახმარებოდნენ ყანაში გლეხებს, საქონლის მწყემსვაში და თან ევარჯიშათ. ერთობლივად გაკეთებულმა საქმემ შედეგი გამოიღო. მოსავალი კარგად მოვიდა იმ წელს. ვარჯიშიც უფრო ეფექტური გამოვიდა, ერთობლივმა საქმემ ჯარისკაცებიც დაახლოვა ერთმანეთს, დამეგობრდნენ, რაც ძალიან მახარებდა. რაც ჩემს სამშობლოს უფრო გააძლიერებდა. ერთად შეკრული, პატარა ვლახეთი. მამაჩემის ოცნება ავასრულე, მას უნდოდა ასეთი ვლახეთი და ვერ იხილა. თავისუფალი და ერთად შეკრული ხალხი. ეკლესიაში სიარული დაიწყეს და უფლის სიყვარული ყველა მათგანის გულში იყო.
-დღეს ჩემი ბიჭი ეზიარა.-გაღიმებული კატალინა შემოდიოდა სასახლეში და ხელჩაკიდებული მირჩა მოჰყავდა.
-ჩემი ბიჭი.-ხელში ავიყვანე მირჩა და გულში ჩავიკარი.
-ვლად, მიყვარხარ.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა.
-მეც.-გავუღიმე.
-მეც.-გამაჯავრა.-რამე უფრო თბილი არ გემეტება ჩემთვის?-გაბუსხულმა შემომხედა.
-კი თბილი საწოლი ამაღამ.-თვალი ჩავუკარი. ის კი უფრო გაიბუტა. მის სახეზე ხმამაღლა გამეცინა.
-მირჩასთვის ძიძა შევარჩიე, ნახავ?-შემომხედა კატალინამ.
-გენდობი. სასახლის დიასახლისი შენ ხარ, დედაც შენ ხარ, ამიტომ ეს საკითხები შენ მოაგვარე.
-შენ მამა ხარ.-შემახსენა ჩემი სტატუსი.
-ძიძა როგორ უნდა შევათვალიერო? მასწავლე. საკვებს როგორ აჭმევს ბავშვს, თუ როგორ აბანავებს? კარგი რა კატალინა, ხომ იცი რამდენი საქმე მაქვს.-შევხედე გაბრაზებულმა და ტონს ავუწიე.
-შენ იცი ადამიანების ცნობა, იქნებ ცუდი ადამიანია.-გაიბუსხა.
-მათემაც იცის და შეათვალიერებს, რამდენი წლის არის ეგ შენი ძიძა? მათე მყავს დასაოჯახებელი.-გამეცინა.
-შენი ტოლი იქნება.-წარბაწეული მიყურებდა, თან დოინჯი ჰქონდა შემორტმული.
-კატალინა.-თავი გავიქნიე.-წავედი ახლა მე საქმე მაქვს.-გამოვბრუნდი და წამოვედი. კარში გამოვდიოდი, რომ ვიღაც ქალმა ჩამიარა გვერდით, შავი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული. არ ვიცი, არც შემიხედავს, უბრალოდ კარში გავჩერდი, უკან მინდოდა გახედვა მაგრამ არ გავიხედე. ნაცნობი სურნელი ცხვირის რეცეპტორებს მიწვავდა. თავი მობეზრებულად გავაქნიე, თავი დავარწმუნე, რომ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ბრალი იყო, თავი უნდა დამეღწია მარიაზე ფიქრისთვი და ცხენს მოვახტი.
იმ დღით გვიან დავბრუნდი სასახლეში, დავხოცე ბიჭები ვარჯიშით. არ ვიცი ისეთ ენერგიაზე ვიყავი, რომ დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. სასახლეში რომ დავბრუნდი უკვე ღამე იყო.
-სად დაიკარგე?-მსაყვედურობდა კატალინა.
-ვვარჯიშობდით.
-მთელი დღე?-ისევ აგრძელებდა საყვედურს.
-დაამთავრე?-გაბრაზებულმა შევხედე.
-რაღაც მოხდა, სხვანაირი ხარ.-სევდიანად შემომხედა.
-გადამივლის, უბრალოდ დავიღალე. შენ კი ნუ მსაყვედურობ. მყარი დასაყრდენი მჭირდება შენი სახით და არა წუწუნა ცოლი.
-კარგი. აღარ ვიწუწუნებ, მაგრამ სულ რომ მენატრები?-ჩემსკენ წამოვიდა და ხელები კისერზე შემომხვია. წელზე შემოვხვიე ცალი ხელი და ჰაერში ავიტაცე. საწოლზე მივაწვინე და მასთან ალერსში ჩამეძინა. კატალინას და ჩემი ურთიერთობა თითქოს დალაგდა. მის მიმართ სითბოს ვგრძნობდი, რაღაც სხვა გრძნობა ჩამომიყალიბდა. არ ვიცი ეს რა იყო, ალბათ შეჩვევა.
დილით ადრე გამეღვიძა. მირჩას ოთახში შევედი. მშვიდად ეძინა ჩემს პატარას. იქვე მირჩას საწოლთან კი თავშალი იდო. გაუაზრლებლად წავედი იმ თავშლისკენ, ხელში ავიღე და დავსუნე. მგლის ყნოსვა მქონდა, ადამიანებს და მის ნივთებს სუნით ვგრძნობდი. ამ სუნს ვერ დავივიწყებდი ვერასდროს. მარიას თავშალი იყო. შეიძლება უბრალოდ თავშალი ყოფილიყო, მაგრამ მისი სუნი. რა ეშმაკის ხრიკებია აქ, გავიფიქრე.
-ვინ არის აქ?-მკაცრად ჩავილაპარაკე და ოთახი მოვათვალიერე. პასუხი არავინ დამიბრუნა. თავშალი ისევ დავყნოსე, თითქოს მინდოდა ამ სურნელით ფილტვები შემევსო და ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი.
ცხენს მოვახტი და ტყის სახლში წავედი ამდენი წლის მერე. გაოცება მაშინ გამომესახა სახეზე, როცა სახლი დალაგებული და დასუფთავებული დამხვდა. იფიქრებდით ამ წუთას გავიდა ამ სახლიდან პატრონიო. ჩემი მოგროვილი იარაღიც ხელუხლებლად ელაგა, თურქების აბჯრებიც. ჩემდა გასაკვირად იარაღის რაოდენობა და აბჯრების რაოდენობა გაზრდილი იყო. ისევ ნაცნობი სურნელი იდგა. მეგონა ვგიჟდებოდი, მეგონა ჭკუიდან ვიშლებოდი. ფეხით დავიწყე ტყეში ბორიალი, მგლები ირეოდნენ ირგვლივ. მდინარეზე ჩავედი, ფეხზე გავიხადე და მდინარეში ფეხშიშველი ჩავდექი. გრილი წყალი სახეზე შევისხი.
-რა ხდება ჩემს თავს? მგონი მოჩვენებები მეწყება, ყველაგან მისი სუნი დგას. -ჩავილაპარაკე, ის იყო წყლიდან ამოვდიოდი, რომ ფეხი რაღაც ბასრს დავადგი და ტკივილმა მთლი ფეხი დამიკავა. წყალში ისარი ეგდო, მე კი ფეხი დავადგი და ფეხის გულში შემერჭო. ძლივს მივედი ცხენთან, მოვახტი და უკან მოუხედავად წამოვედი სასახლეში.
-ვლად რა დაგემართა?-კარში მათე შემეჩეხა.
-მკურნალს უხმე.-ვუთხარი მათეს. მალე ექიმი მოვიდა და ჭრილობა დამიმუშავა.
-როგორ მოახერხე?-იცინოდა მათე ჩემს შეხვეულ ფეხზე.-აქილევსივით პირდაპირ ქუსლი დაუმიზნე ისარს.
-გაწითლებულია, იმედია ისარი მოწამლული არ იყო. მეშინია სისხლი არ მოგეწამლოთ ბატონო.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მკურნალმა.
-ასე საშიშია?-შეშინებულმა შეხედა მათემ.
-ვშიშობ, რომ შეიძლება გართულდეს.-ჩაილაპარაკა მკურნალმა და ოთახიდან გავიდა.
-ეს მინდოდა ახლა?-უკმაყოფილოდ შევხედე საკუთარ ფეხს.-იცი რა მიკვირს მათე, იქ ისე ღრმა და უსიერ ტყეში ისარი როგორ აღმოჩნდა? გარშემო მგლები არიან სულ, ისე ღრმად ტყეში ვინ გაბედა შესვლა.
-ვლად იქნებ მარიას ენახა შენი ფეხი, უებარ მალამოებს ამზადებს.
-დამეხმარე.-ვუთხარი მათეს და საწოლიდან წამოვდექი.
-სად მიდიხარ?-კატალინა მიყურებდა შეშფოთებული.
-საქმე მაქვს.-არ მითქვამს მისთვის არაფერი.
-გაგიჟდი? ფეხი გტკივა, გინდა გაგირთულდეს?-გაბრაზებული მიყურებდა.
-ის მკურ..-მათემ დააპირა ახსნა და ისეთი თვალებით შევხედე გაჩუმდა.
-არასდროს არაფერს მეუბნები.-გაბრაზებულმა დატოვა ოთახი კატალინამ.
-რატომ უმალავ?-გაკვირვებულმა შემომხედა მათემ, შენ და მარია ხომ მეგობრები ხართ.
-მეგობრები? ნეტავ ასე იყოს მათე.-ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის და სასახლე დავტოვე. მარიას სახლთან მივედი და ძლივს ჩამოვედი ცხენიდან.
-რა დაგემართა?-მარია ეზოში ტრიალებდა და შეშინებული წამოვიდა ჩემსკენ.
-ისარი შემერჭო ფეხის გულში.-მტკივან ფეხს დავხედე.
-როგორ მოახერხე?-ხელი წელზე შემომხვია და მხარში ამომიდგა.
-ბიძია ვლად.-ანა გახარებული გამოიქცა ჩემსკენ.
-ფრთხილად არ წაგვაქციო.-ხელით გააჩერა ანა და ტახტზე დაჯდომაში დამეხმარა.-ანა მეორე ოთახში გადი და წერაში იმეცადინე.-გამოუცხადა ანას, ის კი გაბუსხული გვიყურებდა.
-მოდი.-ხელით ვანიშნე ანას და ისიც გახარებული წამოვიდა ჩემსკენ. გულში ჩავიკარი ანა და წითელი ლოყები დავუკოცნე, მან კი სიცილი დაიწყო.
-შენი წვერი მიღიტინებს.-იცინოდა ანა.
-ახლა დედას დაუჯერე და იმეცადინე.-ხელი გავუშვი და ისიც კმაყოფილი წავიდა სამეცადინოდ.
-ჭრილობას ვნახავ.-ჩემს ფეხთან ჩაიმუხლა და სახვევის მოხსნა დაიწყო.
-ტყეში რა გინდოდა? რატომ დადიოდი ხის სახლში?-შევხედე მარიას.
-პატრონმა მიატოვა და ხომ უნდა გამეგრძელებინა მისი საქმე.
-რა საქმე? - ბოლომდე არ მჯეროდა საკუთარი თვალით ნანახი.
-მე შევაგრვე და მგლებმა. თეთრი მგელი რატომ ყარაულობს ჩემს კარს? ახლა მე მემორჩილება.
-თურქები შენ დახოცე და მგლებმა?
-კი, ჩვენ და ჩვენმა რაზზმა.
-რა რაზმმა? გაგიჟდი?
-პატარა ბიჭები არიან, წერა კითხვას ვასწავლიდი და თან..-გაჩუმდა.
-მარია, აა.. ფრთხილად.-ტკივილისგან სახე დავმანჭე.
-მაინც და მაინც ჩემს ისარს დააბიჯე ფეხი?-გაბრაზებულმა შემომხედა.-მოწამლული იყო.-ჩაილაპრაკა და ბუხრისკენ წავიდა. რაღაცის მომზადება დაიწყო, რაღაცას ნაყავდა, თან შეშინებული თვალები ჰქონდა.
-მოვკვდები?-ჩავილაპარაკე და მარიას შევხედე.-შენი მიზეზით ვკვდები?-გამეცინა..
-რა გაცინებს.-გაბრაზებულმა შემომხედა.-სისხლი მოგეწამლება.
-და შენ იქნები დამნაშავე, მერე მონასტერში წახვალ და მთელ ცხოვრებას გლოვაში და ლოცვაში გაატარებ, უფალს პატიებას სთხოვ, რომ საყვარელი კაცი მოკალი.-ვიცინოდი და მომავალს ვუხატავდი.
-ეს დალიე.-რაღაც მომაწოდა.
-ეს რა არის?
-უცბად, რომ მოკვდე და ტანჯვით არ მოკვდე, წამალია, სწრაფად კლავს.-მითხრა გაბრაზებულმა.
-შენს მოწოდებულ შხამს როგორ არ დავლევ.-გავიცინე და წამალი პირთან მივიტანე. მერე კი გავჩერდი და მარიას შევხედე.
-დალიე, სისხლში არსებულ შხამს გაანეიტრალებს და ჩემი შხამიანი ისარი ვეღარ მოგკლავს.-გაეღიმა ჩემს შეშფოთებულ სახეზე.-თუმცა აქ მოგიწევს დარჩენა. შხამი სანამ არ გაიწოვება ორგანიზმიდან შეიძლება ცუდად იყო. მე უნდა წავიდე და ბალახი მოვძებნო წამლისთვის. იმედია ვიპოვი.
-მარტო მტოვებ?
-ანა იქნება აქ. სანამ ცოტა სინათლეა წავალ, არ ადგე.-თითი დამიქნია და გვერდით ოთახში გაუჩინადა. ცოტა ხანში კი სულ სხვა მარია გამოვიდა. შავი შარვალი, შავი ზედა. გასვლისას შავი ლაბადა მოისხა, მშვილ ისარი მხარზე გადაიკიდა და სახლიდან გავიდა. ვერ მოვითმინე და ფანჯრიდან გავიხედე. თეთრ ცხენზე შეჯდა და ისეთი სისწრაფით გააქროლა პირდაღებული ვიყურებოდი კარგა ხანს. სანამ ტკივილმა თავი არ შემახსენა და ისევ ტახტზე არ დავწექი.
-ნაზი არსება.-ჩავილაპარაკე ჩემთვის.-როგორ არა, ცხენს ასე მე ვერ დავაქროლებ. თურმე ნადირობს კიდეც. მგლებიც მოიშინაურა. რაზმიც ჰყავს. ვინ ხარ მარია? ვინ?
-ბიძია ვლად რამე ხომ არ მოგიტანო?-ფიქრები ანამ გამაწყვეტინა.
-ტყეში შენც ყოფილხარ?-უცებ ანას შევხედე.
-ხის სახლში? მე იქ გავიზარდე. სანამ დედა მგლებთან ერთად დადიოდა სანადიროდ მე იქ ველოდებოდი. თეთრი მგელი და მისი ლეკვები ჩემთან ერთად თამაშობდნენ. დედამ მშვილდის სროლაც მასწავლა.
-მასწავლი მეც მშივდის სროლას?-შევხედე ანას.
-ახლავე.-ოთახში გაუჩინარდა, მერე რაღაც რგოლი გამოიტანა და კედელზე დაკიდა. პატარა მშვილდი მოიტანა და რგოლს დაუმიზნა. ისარი რგოლის შუაგულს ცოტათი ასცდა, თითქმის ცენტრში მოარტყა.
-მაგარია.-გაოცებულმა ტაში დავუკარი ანას.
-ჯერ უნდა ვივარჯიშო. დედა ცენტრში ახვედრებს, თანაც ძალიან შორიდან. სტასმა უთხრა ნამდვილი არტემიდა ხარო. ბიძია ვლად არტემიდა ვინ არის?
-არტემიდა ნადირობის ქალღმერთია მითოლოგიაში.
-დედაც ხომ მონადირეა.
-ხო გულების მონადირება კარგად გამოსდის.-ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის.
-ბიძია მათე ხშირად მოდის, შენ კი არა.-მისაყვედურა ანამ.
-ხოო. და რას აკეთებს რომ მოდის?-შევხედე ანას, თან სიბრაზისგან და ეჭვიანობისგან ლამის გავგიჟდი.
-არაფერს. -მხრები აიჩეჩა ანამ.-შეშას ჩეხავს ხოლმე და თუ რამეა გასაკეთებელი აკეთებს. წვიმა ჩამოდიოდა და ჭერი შეაკეთა. დედას არ უნდა ხოლმე, უარს ეუბნება დახმარებაზე, მათე კი მაინც აკეთებს ყველაფერს.-ტიტინებდა ანა.
-კიდევ ვინ მოდის აქ?-შევეკითხე ანას.
-კიდევ სტეფანი მოდის, დედა მეგობრობს მასთან. მასაც ასწავლა მშვილდის სროლა და კიდევ ბევრ ბიჭს. ისინი ბოროტმა მეფემ გაყიდა და თურქეთში აგზავნიდა. დედამ დაიხსნა ისინი განსაცდელისგან. მერე კი ბრძოლა ასწავლა. ხშირად იკარგება დედა. სტასის დედასთან მტოვებს ხოლმე. ის და სტასი ერთად მიდიან ხოლმე და ერთად ბრუნდებიან.-ტიტინებდა ანა.
-მათე ბიძიაც მიდის მათთან ერთად?-შევეკითხე ანას.
-არა. ეს საიდუმლოა, სტასმა საიდუმლოდ მომიყვა და მეც დავპირდი არავის ვეტყოდი. შენ იმიტომ მოგიყევი…-უცებ პირზე ხელი აიფარა.-არ უნდა მომეყოლა, მე ხომ დავპირდი სტასს.
-შვილები მამებს არაფერს უმალავენ.-გავამხნევე ანა.
-მართლა?
-მართლა. ჩვენც ხომ გვაქვს საიდუმლო. აქ რაც არ უნდა მოხდეს მომიყევი ხოლმე, კარგი?-ჩავიხუტე ანა.
-შენ დამპირდი შენი მამა ვიქნებიო და სულ წახვედი.-სევდიანი თვალებით შემომხედა ანამ.
-დამნაშავე ვარ, გამოვასწორებ.-შუბლზე ვაკოცე და ისევ გულში ჩავიკარი.
გვიანი იყო, წვიმა დაიწყო, ცა თითქოს ჩამოიქცა, მარია არ ჩანდა. ფრთხილად წამოვდექი ტახტიდან და ის იყო კარი უნდა გამეღო და მის საძებნელად წავსულიყავი რომ კარი გაიღო და გასაწური, სულ მთლად ტალახიანი მარია შემოვიდა სახლში.
-მე რა გითხარი არ ამდგარიყავი.-გაბრაზებულმა შემომხედა და ლაბადა გაიხადა.-გამოვიცვლი და გამოვალ.-მეორე ოთახში გავიდა. კარი ოდნავ ღია იყო, ანას დიდი ხანია უკვე ეძინა. თვალი კარისკენ გამექცა, ოთახში სიბნელე იყო, მარია არ ჩანდა. უცებ გაილევა და ირგვლივ ყველაფერი განათდა. შიშველი მარიას სილუეტი დავინახე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. კარს თვალი მოვარიდე და ტახტზე მივწექი.
-ბალახი ვიპოვე.-მარია გამოვიდა ოთახიდან, თან სველ თმას იმშრალებდა.
-სახეზე ტალახი გისვია.-თითით ცხვირზე ვანიშნე.
-მეწყერი წამოვიდა, გზა ჩახერგა, ძლივს გამოვაღწიე ტყიდან.
-გაგიჟდი? წვიმა რომ დაიწყო რატომ არ წამოხვედი?-გაბრაზებულმა დავუყვირე.
-იმიტომ, რომ თუ ბალახს ვერ ვიპოვიდი მოკვდებოდი. ვერ მოერევა შენი ორგანიზმი შხამს.-მანაც დამიყვირა.
-ასეთი რა შხამია, რომ ისარი ამდენი ხანი წყალში იყო და შხამი არ ჩამოირეცხა მაინც.
-ცხიმივით არის და წყალი ძნელად აცილებს. გაირეცხა, მაგრამ დარჩა ნაწილი მაინც. -დრო აღარ დაუკარგავს, წამლის მომზადება დაიწყო. ცოტა ხანში დამალევიანა კიდეც.-სიცხე გაქვს.-შუბლზე ხელის გული დამადო, ძალიან მციოდა, შუბლი დამეცვარა და მთელი სხეული მიკანკალებდა.-თბილად დაგაფარებ. -რამდენიმე თბილი საბანი დამაფარა, მაგრამ მთელი სხეული მიკანკალებდა.
-მცივა.-კბილს კბილზე მაცემინებდა.
-სიცხე გიწევს მაღლა და მაგიტომ.-გვერდით მომიწვა და ხელები მომხვია.-გაუძელი.-დაიჩურჩულა. ცოტა ხანში ისე დამცხა, რომ სუნთქვა მიჭირდა. სწრაფად გადამაძრო საბნები.-ვლად ტანსაცმელიც უნდა გაიხადო.
-ახლა მაგის თავი არ მაქვს.-გაღიმებულმა შევხედე.
-გაიხადე და მორჩი სისულელეებს.-გაბრაზბულმა შემომხედა. მეც დავემორჩილე და ტანსაცმელი გავიხადე. -წამოდი.
-სად?-გაკვირვებული ვუყურებდი.
-წვიმაში უნდა გახვიდე, ცივი წყალი გაგაგრილებს. მაღალი სიცხე გაქვს, გადაიწვები.-ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა.
-შენ შედი.-შევხედე მარიას.
-არა, ცუდად რომ გახდე, თანაც ფეხი გტკივა.-მხარში ამომიდგა და წვიმაში ჩემთან ერთად იდგა, სანამ სიცხემ დაბლა ჩამოსვლა არ დაიწყო. სახლში შემიყვანა. შემამშრალა და დაწოლაში დამეხმარა.
-ტანსაცმელი გამოიცვალე, გაცივდები.
-არაფერი მომივა.-ჩაილაპარაკა და ჭრილობის დამუშავება დამიწყო. სახვევი მომხსნა, ფეხი გამისუფთავა და ის ნაყენი ახლა ჭრილობაზე დამადო. მერე ისევ გადამიხვია და თხელი პლედი მომაფარა.-წავალ გამოვიცვლი.-ჩაილაპარაკა, მეორე ოთახში გავიდა და ცოტა ხანში დაბრუნდა.
დილით რომ გამეღვიძა მარიას ჩემს გვერდით, სკამზე ეძინა. ჩემი ხელი კი ხელში ეჭირა. ფრთხილად გამოვაცალე ხელი.
-ვლად.-თვალები გაახილა და შემომხედა.-დამეძინა.
-სკამზე. შენ რა ძილს არ აპირებდი?
-არა, მეშინოდა სიცხეს ისევ არ აეწია.
-ისრებს შხამს რატომ უსვამ?
-იმიტომ რომ ვერ გადარჩნენ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-რომ მოვკვდე და მეც ვერ გადავრჩე რას იზავ?
-მონასტერში წავალ და მთელ ცხოვრებას ლოცვაში და თვითგვემაში გავატარებ, რომ საყვარელი მამაკაცი მოვკალი.-ჩაილაპრაკა ირონიულად.
-არა მართლა რას იზავ?-შევხედე მარიას.
-იმავე შხამს დავლევ.-ჩაილაპრაკა და საუზმის გამზადება დაიწყო.
-მაგას არ გააკეთებ. დამპირდი, რომ მე რაც არ უნდა დამემართოს ცხოვრებას გააგრძელებ.
-არაფერი დაგემართება.-შემომხედა გაბრაზებული თვალებით.
-მარია..
-გზა ჩახერგილია, სასახლეში ვერ დაბრუნდები.-საუბრის თემა შემაცვლევინა. სულ ასე იქცეოდა. ეს დრო თავს არიდებდა გრძნობებზე საუბარს. ისე იქცეოდა თითქოს მისთვის სულერთი იყო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ გულ მოკლული იყო.
-იქნებ არც მინდა დაბრუნება?
-შენი ბიჭები გზას გაწმენდავენ და მოგიწევს წასვლა. მანამდე ფეხიც მოგირჩება.-საუზმე მომიტანა და თავის ხელით მაჭამა როგორც ავადმყოფს, თან ცდილობდა თვალებში არ შემოეხედა.
-მარია ჩვენ..
-ვლად სიტყვა “ჩვენ” დაივიწყე. აღარ ეცადო ამ თემაზე აღარც ხუმრობას და აღარც საუბარს.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და საუზმის თეფში ხელში დამაკავებინა.-სიცხე აღარ გაქვს, თავადაც მოახერხებ ჭამას.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ეზოში გავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა უკან, ბუხარში შეშა დაალაგა და ჩაფიქრებულმა ცეცხლს დაუწყო ყურება. ისეთი სევდიანი იყო, იმხელა ტკივილი ედგა თვალებში. ორი დღე გავატარე მარიასთან, ისე მივლიდა როგორც პატარა ბავშვს. ჭრილობამ შეხორცება დაიწყო, სიწითლე გამიქრა ფეხიდან. სიცხეებიც აღარ მქონდა. ორი დღის მერე მათე მოვიდა.
-როგორ ხარ? ძლივს გავწმინდეთ გზა.-დაღლილი ჩანდა მათე, შინაურულად ჩამოჯდა სკამზე და მარიას თვალი გააყოლა.
-კარგად ვარ. წამოვალ სასახლეში.
-შენი ცოლი გიჟს გავდა. ეგონა მეწყერში მოჰყევი. ვუთხარი რომ მკურნალთან წახვედი და გზის გამო ვეღარ ბრუნდებოდი უკან.
-მარია ხომ არ ახსენე?-შევხედე მათეს.
-არ მიხსენებია, მაგრამ რატომ არ გინდა კატალინამ იცოდეს, რომ მარია შენი მეგობარია.
-ქალების ამბავი ხომ იცი, არ მინდა.-თვალი მოვარიდე მათეს.
-მარია ისეთია.-ჩაილაპარკა მათემ.-კატალინა ნამდვილად იეჭვიანებს. მაგრამ თუ ვეტყვით, რომ მარია ჩემი საცოლეა არაფერს არ იტყვის.
-მარია შენი საცოლე არ არის.-ჩავილაპარაკე გაბრაზბულმა.
-ჯერ უარზეა, მაგრამ იქნებ დამთანხმდეს.-მხრები აიჩეჩა მათემ.
-არ დაგთანხმდება და თავი დაანებე.-გაბრაზებულმა შევხედე.
-შენ იცი ხომ რა გადახდა. რატომ არის ასეთი სევდიანი? მომიყევი რა არის მის წარსულში ისეთი, რომ სულ ტირის.
-ტირის?-შევხედე მათეს.
-სულ ტირის. თვალები ცრემლით აქვს სავსე. თუ ველაპარაკები, რამე სახალისოს ვუყვები იღიმება, მაგრამ ამ ღიმილის უკანაც ტკივილი იგრძნობა. ვცდილობ დავუახლოვდე მაგრამ თავიდან მიცილებს. ათი წელია მასზე ვზრუნავ, მივეჩვიე. რამდენიმე დღე რომ გავა და არ მინახავს მისკენ მოვიჩქარი. შემიყვარდა.-თავი დახარა მათემ. -მინდა ბედნიერი იყოს, მინდა აღარ ტიროდეს, მე შევძლებ მისი თვალებიდან ამ ტკივილის გაქრობას. უთხარი ვლად, რომ გამომყვეს ცოლად.-შველას ჩემგან ითხოვდა მათე.
-დაივიწყე მათე. მარიას არასდროს ვთხოვ, რომ შენ გამოგყვეს ცოლად. შენც გირჩევ დაივიწყო.-თითი დავუქნიე გაბრაზებულმა მათეს.
-რატომ? რატომ?-გაბრაზბული მიყურებდა მათე.
-იმიტომ, რომ ვლადი მიყვარს.-სწორედ იმ დროს შემოაღო სახლის კარი მარიამ და ორივეს შემოგვხედა.-ხო მათე. შენ კარგი მეგობარი ხარ, მაგრამ მე ვლადი მიყვარს. მან მთხოვა და დროებით აქ დავრჩი, ომის მერე მონასტერში მივდივარ.
-მონასტერში? და შენ?-გაკვირვებულმა შემომხედა მათემ.
-მას კატალინა უყვარს. ის მისი ცოლი და მისი გულის დედოფალია. მგონი ყველაფერი გავარკვიე თქვენ ორთან. ასე რომ წადით ჩემი სახლიდან და მშვიდ ცხოვრებას ნუღარ მირევთ. ნუ მაიძულებთ დღესვე წავიდე მონასტერში.
-არა!-მე და მათემ ორივემ ერთდროულად ვუთხარით.
-თავი დამანებეთ ორივემ.-არა ადამინური ხმით დაიყვირა და ატირებული იქვე ჩაიკეცა.
-მათე წადი.-მათეს შევუღრინე და მარიას წინ მუხლებზე დავდექი.-გთხოვ ნუ ტირი.-თმაზე ვეფერებოდი.
-ვლად წადი. შენი სიახლოვე და შენი სიშორე მანადგურებს, წადი და აღარ დაბრუნდე. საშულება მომეცი დაგივიწყო.-ტიროდა და წასვლას მთხოვდა.
-დედა, რატომ ტირი?-ოთახში ანა შემოვიდა და მარიას მოეხვია. უხმოდ ავდექი და წამოვედი იქიდან. ამ ქალის ტკივილმა იმ დღით გამანადგურა. საკუთარი თავი მძულდა. მარიასთვის ასე რომ ვინმეს მიეყენებინა ტკივილი დაუნდობლად მოვკლავდი, მაგრამ მე ყველაზე დიდ ტკივილს ვაყენებდი მას. ვუყურებდი როგორ გაფემკრთალდა, როგორ ჩაქრა სიცოცხლით სავსე არსება. პირველად რომ შევამჩნიე ცხენზე იჯდა და მეჰმედს მოჰყვებოდა. მაშინ გავიფიქრე, რომ იმ ძაღლს მაგრად გაუმართლა. ქალღმერთს გავდა. ახლა კი იმ ქალის მხოლოდ აჩრდილია და ეს ჩემი ბრალია.



№1 სტუმარი Ana-maria

სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე ორივე თავი. შემძრა მარიას სიყვარულმა. ასეთი ძლიერი ქალი და ვლადი, რომელიც სამწუხაროდ არ იმსახურებს მას. გული მეტკინა. ვლადი უფრო ძლიერი მეგონა. ძალიან მინდა მარია ბედნიერი იყოს, მაგრამ ვფიქრობ მის სიყვარულს სევდიანი დასარული ექნება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№2  offline წევრი beshqen

მეცოდება მარია,საოცარი ქალია,ვლადისგან უფრო მეტს მოველოდი..საინტერესოთ გაქვს გადაწყვეტილი მტელი რიგი ისტორიული მომენტები,ვნახოთ,როგორ გაგრძელდება,უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ მე პირდად და არ მინდა მალე დამთ
ავრდეს

 


№3  offline წევრი R.M

Ana-maria
სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე ორივე თავი. შემძრა მარიას სიყვარულმა. ასეთი ძლიერი ქალი და ვლადი, რომელიც სამწუხაროდ არ იმსახურებს მას. გული მეტკინა. ვლადი უფრო ძლიერი მეგონა. ძალიან მინდა მარია ბედნიერი იყოს, მაგრამ ვფიქრობ მის სიყვარულს სევდიანი დასარული ექნება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

❤❤❤❤❤????
--------------------
R.M

 


№4  offline წევრი ვიპნი

აუ გული მომიკვდა,არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას,მარიაზე ვაფანატებ და ვლადი შეიძლება კარგი მეფეა მაგრამ მარიასთან მიმართებაში ერთი ჩვეულბრივი ლაჩარი კაცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent