შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი დაწყებაა {ნაწილი 1}


29-06-2021, 15:40
ავტორი ლილილი
ნანახია 860

ბევრი "ცუდი" თვისება მაქვს,ათიდან ოთხს ალბათ ცუდი შეადგენს და არა კარგს. ბოთე ვარ,ცოტა უპასუხისმგებლოც,ზარმაციც და არასტაბილურიც,მაგრამ ერთგული ვარ,ძაღლები მიყვარს და ბავშვებსაც ვუგებ. ზრდასრულები დიდად არ მწყალობენ და თუ მწყალობენ ეგეც აღნაგობის გამო.
ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის რაღა თქმა უნდა,ჩემმა მშობლებმა დამანათლეს,
დამათოვეს და გადმომცეს,თუ რავიცი ქრისტიანები რასაც ეძახით ამას.
რაც მთავარია ბოროტი,შურიანი და ბოღმა არ ვარ,უბრალოდ ვაღიარებ ძალიან დაბნეული და სულელი ვარ,საკუთარ თავს არ ვაყენებ შეურაცხყოფას მართლა ასეა. ჭკვიანი ვარ,მაგრამ იმდენად დაბდურა რომ ხანდახან ეს ჩემი ნათელი გონება სულ არ ჩანს.
ეს თვისებები კი იმ საოცნებო და სანატრელ მომავალს მიხერგავენ რისკენაც ძალიან მივილტვი.
კიდევ კარგი პირში ოქროს კოვზით დავიბადე და ღარიბი არ ვარ თორემ ეს სამყარო ჩამყლაპავდა.
ჩემი მშობლების და სანახევროდ ჩემი მონდომების საშუალებით სასურველ სამსახურში ვმუშაობ და კარგი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ის ერთადერთი რომელსაც ვერც ფულით ვყიდულობ და არც ჩემი აღნაგობა შველის...იმას რა ვუქნა?
იმ გრძნობას რა ვუქნა რომ მტანჯავს? კარგით,ცოტა დრამატირება ჩავრთე,ეგრე ცუდადაც არაა საქმე.
ჯერ პირველი ნაბიჯიც არ გადამიდგავს და საიდან უნდა ვიცოდე,ჩემი ამბავი რომ ვიცი რაღაცას ავურევ და დავიღუპავ თავს.
მოკლედ ის ბიჭი,რომელიც უკვე ნახევარი წელია თითქმის რაც მტანჯავს...ღმერთო გახსენებაც არ მინდა როგორ გავიცანი.

ასე დაიწყო,ჩემი მეგობრის დაბადების დღიდან ფეხით მოვდიოდი,მთვრალი,
ძალიან მთვრალი არა მაგრამ საკმაოდ ნასვამი,გზაზე ვიღაც ორ ვა"შ"კაცს გადავეყარე,მაქამდე ტაქსის მანქანიდან ჩამოვხტი რადგან მძღოლმა საეჭვოდ თვალიერება დამიწყო და ამ ყველაფრით გაბრაზებული ჩემი მაღალქუსლიანებით ისე მივაბიჯებდი მიწა ფეხებ ქვეშ მიზანზარებდა.
ჩემდა ბედად მეორე ტაქსიც არ ჩანს,უკვე ისე ვარ სიარული აღარ შემიძლია და მზად ვარ მეორედ გავრისკო.
უკვე ნახევარი გზა გავლილი მაქვს,გონებაში იმდენი სალანძღავი სიტყვა მიტრიალებს, იმდენს ვიწყევლები ალბათ ღმერთი და ალაჰი თუ არსებობს ამის გამო მსჯის და მასწავლის ჭკუას.
ამ ფიქრებში გართულს თვალში ის მანქანა მხვდება ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩემს უბანში ხშირად რომ მეფეთება და ვაღიარებ თეთრი შურით მშურს. და მაშინ როდესაც,გვერდით უნდა ჩამიაროს გაზის პედალს მთელი ძალით აჭერს და "ბღუილით" მშორდება. მაგრამ სანამ გამასწრებს ჩემი ლანძღვა-წყევლა დიდი ალბათობით აღწევს მისი დაბლა ჩამოწეული ფანჯრიდან.
მომინდოდა ბიჭმა გამარიაჟება. ყველა კაცი ერთნაირია! იდიოტები!"

წარმოგიდგენიათ ესე სულელურად დაწყებული "ურთიერთობა" როგორ გაგრძელდებოდა?
მეორე დღეს რომ გავიღვიძე და მოგვიანებით ყველაფერი გამახსენდა,მერე ისე მოხდა რომ იმ ბიჭს უნივერსიტეტში შევხვდი და ისეთი ტიპი აღმოჩნდა რომ თვითონაც მივხვდებოდი რომ ესეთ ბანძ რაღაცას არ გააკეთებდა თავის მოსაწონებლად და მოგვიანებით იმ დღეს მისმა მეგობარმა(მხოლოდ მეგობრმა) გოგომ,ეკამ მიზეზიც წარმოთქვა,ნუ ეს მან უბრალოდ თქვა წინა დღის ამბავის მოყოლის დროს,ეს ყველაფერი შემდეგში მე დავაკავშირე.
და მე შტერს იმ დღიდან მოყოლებული ჯერ მისმა მიმზიდველმა და სიმპატიურმა სიფათმა მიმიზიდა და მერე აურამ.
ხო ისე აქედანვე იცოდეთ,რომ მე ცუდ და კარგ აურას 20 მეტრის რადიუსში ვგრძნობ.

***

ამ ყველაფრის შემდეგ გავიგე რომ უკვე სადღაც ერთ კვირაზე მეტი იქნებოდა რაც ჩემს კორპუსში, ჩემსავე სადარბაზოში,ორი სართულით ქვემოთ დასახლებულა.
წარმოგიდგენიათ? მხოლოდ ერთი ბინა გვყოფდა ვერტიკალური მიმართულებით.
მე გონებაში ამბები დავატრიალე?
სიხარულისგან წნევა დამივარდა.
თუმცა ეს სიხარულიც მალე ჩამშხამდა,ჩვენი მეორე შეხვედრა იმაზე საშინელი და ბატური აღმოჩნდა,ვიდრე თავად მე ვიყავი.

ჩემს სამსახურთან ახლოს ჩემი კარგი კარის მეზობელი, უკვე ნახევარ საუკუნე გავლილი რეზო მუშაობდა,ხოდა ხანდახან როდესაც ჩვენი დროები ემთხვეოდა სამსახურში ერთად მივდიოდით.
ერთი მომდევნო მშვენიერი დილაც გათენდა,წვიმს, ქარია,თქეში ჩამოაქვს ერთი ამბავია და მეც ფეხით მივრბივარ სამსახურისკენ, რაზგონი მაქვს აღებული რასაც ქვია,ის ისაა გზატკეცილი უნდა გადავჭრა უკვე,ჩემი კარგი მეზობლის მანქანა(მე ასე მეგონა) "მიტორმუზებს" ფეხებთან.გამიხარდა,მეთქი მეშველა აღარ გავიყინებითქო,არც ვფიქრდები ისე ვუხტები ნახევრად დაძრულ მანქანაში,თან თავს არ ვწევ არ ვუყურებ ისე ვუხდი მადლობას,გაქანებული ჩანთაში სათვალის გამწმენდს ვეძებ.
მეტიჩრობას რომ მოინდომებ ადამიანი და უაზროდ აცანცარდები,აბა ვის მოუნდებოდა ასეთ ამინდში სათვალის გაკეთება მხოლოდ იმიტომ რომ დღევანდელ ლუქს უხდება?
მოკლედ,ამოვიღე ეს თხელი ნაჭერი,გავსწორდი,მოვიხსენი სათვალე,გავიხედე წინ და რას ვხედავ.ის ლამაზი შავი თვალები ოდნავ მოუჭიტავს,წარბები აწეული აქვს. აი მე იქ გული გადამიტრიალდა? რასაც ქვია ფეხსაცმელში ჩამივარდა.
არც ვაციე, არც ვაცხელე მივაძახე უკაცრავად მეთქი და სავარძლიდან ისე გადმოვბობღდი საკუთარი თავის შემრცხვა.
ესეც მეორე შეხვედრა.


ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს უნივერსიტეტი და სამსახური შეადგენს. ოცდაორი წლის გოგოსთვის სწავლა და დასაქმება ერთად დიდ პრივილეგიად და მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია.
კბილის ექიმის თანაშემწე ვარ და თან პრაქტიკასაც გავდივარ მომავალი დანტისტი. ვერ ვიტყვი რომ აქედან ბევრი შემოსავალი მაქვს,მაგრამ იმისთვის რომ სივში მითითებულ კითხვას,რომელიც აუცილებლად გადამიწყვიტავს მომავალს,მაქვს თუ არა მუშაობის გამოცდილება,დიდი ასოებით მივუწერო რომ დიახაც! პრაქტიკა მაქვს და დააყენეთ ტრ*კები თქვე უსამართლო ბუზებო,მომინდომეს 40 წლიანი გამოცდილება,ხო ამისთვის მზად ვარ უფულოდაც ვიმუშავო,თუმცა საბედნიეროდ ჩემი უფროსი კარგი ქალია,მეც რაც შემიძლია ცოტას ვხარჯავ და მშობლებიც მეხმარებიან. უნივერსიტეტში წარჩინებული სტუდენტი ვარ, სამსახურშიც ხშირად ვავლენ ნიჭს,სწორედ ამიტომ ზეგ,ზუსტად ორი დღის შემდეგ ჩემს პირველ "ოპერაციას" ჩავატარებ,პაციენტი კი ვინმე "თოკა" იქნება,იმდენად ვარ აჟიტირებული სიზმრებშიც კი ამ პროცესს ვხედავ. ქალბატონი ნანა ერთ კვირიან შვებულებაში მიდის მეუღლესთან ერთად და ამჟამად ჩვენს ბოლო კლიენტს,რომელიც მის ნათესავებში ეწერება,მე მიტოვებს.
ნანა ძალიან მხიარული და მოდი ასე ვიტყვი ჭკუასუსტი ქალია,სულ პირი აქვს მოღებული და იცინის,წინა დღესაც სწორედ ასე გამამხნევა: "თუ რამე და შემთხვევით სხვა კბილი გაუბურღე,არ ინერვიულო ჩემი ნათესავია და არ გიჩივლებს,შევეხვეწებიო".

ორი დღე მალე გავიდა,დილის რვა საათზე უკვე სრულიად გამოფხიზლებული ვიყავი,სიხარულისგან მაჟრიალებდა ჩემს საოცნებო მომენტამდე მხოლოდ ოთხი საათიღა მაშორებდა. ორი საათი კითხვაში და ინსტაგრამის სქროლვაში გავლიე,ათ საათზე უკვე ნერვებმა მიმტყუნა და ფეხზე ენერგია მოვარდნილი წამოვვარდი,გარდერობს ვეცი და სულ ახალი სამოსი,აქამდე რომ არ მცმია ისეთი,გადმოვალაგე.ჩემს პირველ პაციენტს რაც შემეძლო ლამაზად და მოწესრიგებულად უნდა დავხვედროდი.
მაღალწელიანი თეთრი ფერის შლაქსის სტილის ჯინსი და ჩვეულებრივი მაგრამ ლამაზი ნაჭრის პერანგი გადმოვიღე. იქვე მივაფინე,ამ პერანგს მერე შარვალში ჩავჩურთავ და ვსიო,ეგეც შენი მინიმალისტური მაგრამ ლამაზი ლუქი.თითქმის ერთი საათი საჭმლის მომზადებას და ჭამას დავუთმე,მალევე ჩავიცვი,თმა უბრალოდ მაღლა ავიწიე, სუნამო მივიპკურე და სახლიდან გავვარდი.
ცოტა ადრე მომიწია მისვლა,
ჯერ კიდევ ოცი წუთი იყო დრო. ფეხსაცმელი გამოვიცვალე,ხალათი მოვიცვი,ხელები დავიბანე და იქაურობას ხელი შევავლე,დალაგებული იყო მაგრამ მაინც.
ცოტაც,სულ ცოტაც,საათს მიშტერებული ლამისაა ფრჩხილები დავიკვნიტო,ცოტა ადრე რომ მოვიდეს არ უნდა? რომ დააგვიანოს ალბათ გავაფრენ.
ტელეფონზე შეტყობინებაც დროულად მოვიდა რა,დედაჩემი მწერს,წარმატებულ დღეს მისურვებს ჩემს პირველ პაციენტთან,ის ისაა შეტყობინების წერა უნდა დავასრულო,მიმღებისა და უშუალოდ სამუშაო ოთახის კარებში გაჩხერილმა,რომ კარებზე აკაკუნებენ და შემოდიან.
მისკენ გაღიმებული ვბურნდები,თან საკუთარ თავს შევძახე არ შეიმჩნიო რომ პირველიათქო და ის ისაა უნდა მივესალმო,კარებთან მდგარ სხეულს რომ ვუყურებ მომენტალურად მცდება საყლაპავ მილში ნერწყვი და ხველა მიტყდება ამხელა სერიოზულ ქალს,ვინ არის ეს? მეჩვენება? ის ხუთი დღე და 16 საათი რაც მისი ნახვის გარეშე გავატარე საკმარისი იყო ჰალუცინაციები დამწყებოდა?
ვაიმე წამიყვანეთ საგიჟეთში,იქაა ჩემი ადგილი აბა ესე გამოულაპარაკებლად ბიჭის ესე მოწონება გაგიგიათ? რა მინდა მე აქ,ესე თავისუფლად რას მაწოწიალებენ,სადაა სამართალი?
-გამარჯობა-თითქოს გაკვირვებული მზერა აქვს,შეწუხებულიც,ან კბილი ტკივა ან ჩემმა დანახვამ შეუღონა გული.
-გა..გამარჯობა?...თქვენ ხართ ნანას თოკა?- ლამის შუბლზე შემოვირტყი ხელი,რა ნანას თოკა? თან ისე რომ ვიქცევი თითქოს არ ვიცნობ,ან ეს ხმის განაზება რა იყო. ვაიმე, ღმერთო გთხოვ ოღონდ ახლა არ გადამიბრუნდეს ფეხი ამის თვალწინ და რამე საოცრება არ გამაკეთებინო და გეფიცები აღარასოდეს,აღარასოდეს აღარ ვიტყვი შენზე ისეთს არაფერს.
-დიახ მე ვარ-თავი დამიკრა და შემოვიდა.
-კარგით მობრძანდით-ხელებ აკანკალებულმა ამოვთქვი და ამოვიგლიჯე პირიდან სიტყვები ისე რომ ასო არ დამკლებოდა.
გვერდით ჩამიარა და მეორე ოთახში შესულს ლამის მიბნედილი თვალებით გავყევი,რა კარგი სუნი აქვს.
-მანდ დაჯექით,მეც მალე მოვალ და დავიწყებთ-რაც შემეძლო სერიოზული ხმით და სიფათით ჩავილაპარაკე.
ხელების დასაბანად ნიჟარასთან მივედი,საპონის ასაღებად გადაწეულმა კი ხელი იქვე მდგარ რკინის ჭიქას მივარტყი და ისიც ისეთი რახუნით დაენარცხა მიწაზე სირცხვილისგან ავიწურე.ვიგრძენი როგორ შეირხა იქვე მჯდარი ჩემი სასურველი და მიუწვდომელი ადამიანი, ღმერთო რა საშინელი გრძნობაა როცა ესე ზურგით უდგახარ და ვერ უყურებ.პროცესში თან იმაზე ვფიქრობ იმედია უკანა ხედი ლამაზი მაქვს და უკანალი კარგად მიჩანს მეთქი, რა საშინელი ექიმი ვარ მაგრამ რა ვქნა? მეფიქრება.
ხელთათმანების და პირბადის გაკეთების შემდეგ დანადგარზე მჯდარს მივუახლოვდი და პოზა შევაცვლევინე.ეს ბოლო სიტყვები რა კარგად ჟღერს.
პირი გავაღებინე და პირისღრუ დავუთვალიერე,ასე გარეგანი შეხედვით არაფერი სჭირდა მის უნაკლოდ ჩამწკრივებულ და თეთრ კბილებს, წარმომიდგენია ღიმილის დროს რა ლამაზად ჩანს,მაგრამ ეს ბიჭი არასოდეს იღიმის.
ნანას უკვე ნათქვამი ჰქონდა რა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ ასე თუ ისე დამშვიდებულმა პროცედურა დავიწყე.ნერვის მოკვლის დროს ისე ამოიგმინა გული მეტკინა,არადა ყველანაირად ვცდილობ ზემდეტად არ ვატკინო.
ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ყველანაირი ზედმეტობების გარეშე. ისიც ამ თავისი შავი თვალებით ხან მე მიყურებდა,ხან დახუჭული ჰქონდა.
ასე ახლოდან მისი სახე არასოდეს მენახა და გული ისე მქონდა აჩქარებული ყურებში მიწუოდა ფეთქვის ხმა,მაგრამ როგორც არასტაჟიანი პროფესიონალი არ ვიმჩნევდი და პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.
ყველაფერი რომ დავამთავრეთ
და კბილი ისევ უწინდელ იდეალურ ფორმას დავუბრუნე,ფეხზე უჩუმრად წამოდგა და ჯიბიდან საფულე ამოიღო.
-კარგი იქნება თუ ორი საათი არაფერს შეჭამთ,ნურც ზედმეტად ცხელს დალევთ და ნურც ზედმეტად ცივს.გამაყუჩებელის მოქმედება მალე გაივლის,უბრალოდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ-ენას ვეღარ ვაჩერებდი,ნეტა უფრო დიდი დრო დამჭირვებოდა.
მარა არა,მე ხო ყველაფერში სწრაფი უნდა ვიყო ჩემი "ქრაშის" გულის მონადირების გარდა.
ფული დამიტოვა და ისე წავიდა ვითომც არაფერი. ნუთუ ის ერთად გატარებული 47 წუთი მისთვის არაფერი იყო? ჩვენ ხომ ერთ ოთახში ერთ ჟანგბადს ამდენი ხანი ვსუნთქავდით,კაცები რა დაუნახავები ხართ,ასე რომ არ იყოს ამდენი ხანი როგორ ვერ შემამჩნევდა?!

ფული იქვე დავტოვე,კარგად ჩავკეტე იქაურობა და სახლში მაინც ბედნიერი დავბრუნდი.
ისე ნეტა არ ვახსოვარ? არადა მე არასოდეს დამავიწყდებოდა ადამიანი ვინც ჯერ გემრიელად გამომლანძღა,მერე მანქანაში უკითხავად ჩამიხტა და ისევე უეცრად გაქრა როგორც გამოჩნდა.
არადა ლამაზიც ვარ,მაღალიც და დიდი უკანალიც მაქვს,მაგრამ მას ალბათ დიდი მკერდი მოსწონს,რითიც მე ვერ დავიტრაბახებ.
არაუშავს ვიზავ რამეს,კიდევ იმდენი დრო მაქვს,იმდენი...ბევრი.






***

ამას მართლა გავაკეთებ? არაა..რა სიტუტუცეა,მაგრამ ვინ რას გაიგებს არავის ვეტყვი.ახლა მთავარია ყველაზე ლამაზი და სექსუალური ავარჩიო,ოღონდ საცვალი ჩავაგდო თუ ბიუსჰალტერი? საცვალი ჯობია,
თან ახლახანს ისეთი სილამაზე ვიყიდე,აი ისეთია რომ ჩაიცმევ თავდაჯერებულობა ერთი ორად მოგემატება. ჯერ არ მცმია მაგრამ იმ სიტუაციას შეეფერება, შენი შეყვარებულისთვის ველური ღამის მოწყობა რომ გინდა და ამით უფრო გინდა ყველაფერი "გააცხელო".
მე ძალიან ცოდო ვარ,მხოლოდ ჩემი თავისთვის ვყიდულობ,აბა ვის ვაჩვენო? ვინც მინდა ის ზედაც არ მიყურებს და მაგის მეტზე ჯერ ვერავიზე გავივლებ გონებაში ეგეთ რამეს,დამაჩლუნგა.
კანისფერი, მაქმანებიანი,ნახევრად ტანგა საოცრად ესთეტიკური თხელი ნაჭერი მიჭირავს ხელში აივანზე მდგომს,სანამ გამოვიდოდი ოდნავ დავასველე,მაინც მეტი ეფექტისთვის,თან ვერ გამომიჭერს და უფრო დამძიმდება კიდეც.
დილის თორმეტი საათია და მე აივანზე მდგარი ჯაშუშივით არემარეს ვაკვირდები ხომ არავინ იყურება ჩემკენ.
ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე მუჭში მოვიქცევთქო მაგრამ დაიკუჭება და ეგეთი რათ მინდა.
ბოლოს გავბედე და რაც შემეძლო სწრაფად დავუმიზნე,ხელი გავუშვი და თვალები დავხუჭე.რაღა მაინცდამაინც ერთი სართულით დაბლა დაბინავდა რა არის.
მისი აივნის ლამაზ,შავ მოაჯირს "ლამაზად" გადაეკიდა ჩემი ლამაზი გოგო.ძალიან მრცხვენია ახლა რასაც ვაკეთებ,მაგრამ თავში არაფერი მომდის ამის გარდა და რა გავაკეთო? არაუშავს,ამ ერთხელ მეც გავაკეთებ რამე ისეთს ჩემს "არისტოკრატ" ოჯახს რომ არ შეეფერება.

***

უკვე ორი საათი გავიდა,ესეიგი უკვე შემიძლია ჩავიდე და ძალიან დიდი მორიდებით,რომელიც საერთოდ არ იქნება გათამაშებული,ჩემი კუთვნილი ნივთი გამოვართვა?
ლამაზად ჩავიცვი,ოღონდ ისე რომ არ შეტყობოდა როგორ ძალიან ვეცადე.
მეექვსე სართულზე სულ გულის ფანცქალით ჩავედი და სანამ დავაკაკუნებდი,ერთი ორმოცჯერ მაინც გავწი გამოვწიე ხელი გონებასთან ჭიდილში.
საბოლოოდ რომ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ჩავახველე და თამამად მივაკაკუნე,აი იმ მიკაკუნების შემდეგ კიდევ ორჯერ რომ მომიწია იგივეს გამეორება,მაშინ ვიგრძენი რომ ძალიან ბოთე და უიღბლო ადამიანი ვარ.
არ არის სახლში.

***
უკვე შუა დღის ორი საათია,ჩემი ლამაზი შრეკი არ ჩანს.მისი ასევე ლამაზი შავი ვირიც არ არის უბანში.
დრო წიგნის კითხვით გამყავს,გამყავს რა,მინდა რომ გავიყვანო,მაგრამ ვინ გაცდის?
დედაჩემი ისეთი გამწარებული მირეკავს, იძულებული ვარ ავიღო.
-ხო დე- დათაფლული ხმით მივმართე საყვარელ დედიკოს.
-კაწია,ან ახლავე მოხვალ სახლში და ერთი კვირის წინ დადებულ პირობას შეასრულებ,ან მაგ სახლს დაემშვიდობე- დედაჩემი და მისი მუქარები. ოხხ.
-რა საყვარელი ხარ დედა,მოვალ ხო მოვალ,საქმე მაინც არაფერი მაქვს-ჩავიჩურჩულე ჩემთვის ჩუმად,ქალბატონ დედას რომ არ გაეგო,თორემ მტრისას მერე ატყდებოდა ერთი ამბავი.
არა,ნუ გგონიათ რომ ყვირილს ატეხავს ან რამე ეგეთი.დედაჩემი ისეთი დასტოინი ქალია, რომ იტყვის და აკეთებეს აი ზუსტად ესეთი, ზედმეტი კივილ წივილის გარეშე. ხოდა ჯობია მალევე მივიდე და უსახლკარობა თავიდან ავიცილო.

***

-როგორ ხარ დეე-ჩემკენ წამოსულ წარბშეკრულ და სერიოზულად მომზირალ დედას,პირის გახევამდე ღიმილით მისულმა მოვხვიე წვრილ სხეულზე ხელები.
-კარგად,ძალიან კარგად. იმდენად კარგად რომ ჩემი შვილი საჭიროდაც კი არ თვლის რომ მშობლები კვირაში ერთხელ მაინც მოინახულოს
-დე,ხომ იცი რომ არ მცალია? თან ისედაც სულ გირეკავთ ხოლმე- ცოტა ცუდი შვილი ვარ,მაგრამ რა ვქნა? მარტო ცხოვრება და დამოუკიდებლობა იმდენად მომწონს აქეთ გამოხედვაც აღარ მინდა. ის ოცდაორი წელი რაც ზედმეტად მიჯაჭვულმა და სულ მათ გარემოცვაში მყოფმა,სრული კონტროლის ქვეშ გავლიე სრულიად მეყო.
-გაჩუმდი და შეწყვიტე თავის მართლება,შენც კარგად იცი რომ არასწორი საქციელია!-თვალები ოხვრით ავატრიალე და სიტყვა ბანზე ავუგდე. არ მინდა მასთან კამათი,ვიცი ვინც იქნება ბოლოს გამარჯვებული.
-კარგი,აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.აბა? რას შვებით,რა არის თქვენკენ ახალი?-სავარძელზე დავჯექი და ფეხი ფეხზე კაი ღიპიანი კაცივით გადავიდე.
დედაჩემს თვალები რომ გაუშტერდა ჩემ საქციელზე მაშინვე გავსწორდი და გავუღიმე.
-არაფერი,ახალ რესტორანს ხსნის მამაშენი და ისეთი დაკავებულია ოცდაოთხ საათს სამსახურში ატარებს.-თავადაც დაღლილი ხმა აქვს. დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან დაკავებულია და საკმაოდ დაღლილიც არის მაგრამ ამას არაფრით აღიარებს. ზედმეტად ამაყი ქალია და მისთვის სისუსტის ოდნავ გამოჩენაც კი დამარცხებას და გატყდომას ნიშნავს.- შენ რას შვები? უნივერსიტეტის ამბები ხომ კარგად მიდის,არ შემარცხვინო კაწია- ძალიან მინდა ყელი მოვუღერო და ვუთხრა "კაწია არა დედა! კატო!" მაგრამ... მერიდება.
-მალე დავამთავრებ და ნანას პარტნიორთან დავიწყებ მუშაობას,როგორც ექიმი.- ბედნიერება და სიხარული კივის თითქოს ჩემს ხმაში,მაგრამ არ ვიცი ამჩნევს თუ არა დედაჩემი ამას. იგნორის დედოფალია.
-შენი საკუთარი კაბინეტის მშენებლობასაც მალე დაიწყებს მამაშენი..და არანაირი შეწინააღმდეგება არ გავიგო,კაწია!-ხელი ამიწია- არ დავუშვებ ჩემმა შვილმა კაპიკებზე ვიღაცასთან იმუშავოს.ჩვენ მხოლოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ როგორც მშობლები,ჩვენს შვილს ყველაფერი კარგი უნდა ჰქონდეს.
მხოლოდ შენობას მოგცემთ, მუშაობით კი შენ მოგიწევს შრომა.დანარჩენი შენი საქმეა,თუ გააფუჭებ გამოსწორებაც შენ მოგიწევს.
-ფულს დაგიბრუნებთ-საბოლოოდ დანებებულმა ჩავილაპარაკე.
-არც განიხილება.-ეს თქვა და უზარმაზარ მისაღებში მამაჩემმაც შემოაბიჯა.
-საყვარელო? ასე მალე არ გელოდი,რატომ არ დამირეკე?-ფეხზე წამოდგა და საყვარელ მეუღლეს ლოყაზე აკოცა.
ვერაფერს ვიტყვი,დედაჩემს მართლა ძალიან ვუყვარვართ მე და მამა. მე ზედმეტადაც კი.
-ჩვენი გადაკარგული ქალიშვილი მოვიდა ჩვენს მოსანახულებლად, პატივი დაგვდო და ხომ არ დავიგვიანებდი?-თითქოს ირონიულად და ცივად ჩაილაპარაკაო,მაგრამ მე ხომ ვიცი რასაც ფიქრობს სინამდვილეში.
სანამ მე არ მივალ და ჩავეხუტები იქამდე ფეხს არ გადმოდგავს. ძალიან მიკვირს ამ ორმა ზედმეტად ამაყმა და პრინციპულმა ადამიანმა,ერთმანეთი როგორ იპოვეს და სიყვარულში რანაირად გამოუტყდნენ.
-მეც მომენატრე მამა



***



საღამოს რვა საათზე დავბრუნდი სახლში. ჩვენმა მძღოლმა მანქანა გააჩერა თუ არა მაშინვე გადმოვხტი,თან მადლობა და ნახვამდის ერთად მივაძახე.
სადარბაზოში სწრაფად შევედი და სახლში ავედი. გამოვიცვალე,
ცოტახანი მოვიცადე,აივანზე გავედი,ჩემი საცვალი "რომ არ დამხვდა" უკან გამოვბრუნდი და დაბლა ჩასასვლელად თავი შევამზადე. ეს ყველაფერი მეტი დამაჯერებლობისთვის,საკუთარი ტყუილი უფრო კარგად რომ დავიჯერო,თორემ უმეტეს შემთხვევაში ვფლავდები.

ლამაზ,შავ პრიალა კართან მისულმა აღარ დავაყოვნე და სწრაფად დავაკაკუნე.
ახლაც რომ არ იყოს სახლში გავაფრენ და გავგიჟდები.
ლოყებ დაბერილი ვფიქრობ,მალე ყურებიდან ბოლსაც გამოვუშვებ.
საბედნიეროდ გამიმართლა და კარებისკენ წამოსული ნაბიჯების ხმაც მომესმა. მალევე გამოაღო კარი და გამოჩნდა ჩემი პრინ...ცი..?
ყბა დამივარდა დაბლა პირდაპირი მნიშვნელობით,ვინმე მჭირდება რომ დამახურინოს.
დორბლიც გადმომივა მალე.

ნახევრად შიშველი დგას კარებთან,თხელი პიჟამო შარვალი აცვია,თმები აჩეჩილი აქვს,თვალებზე ეტყობა რომ ეძინა და გავაღვიძე.თან ცალ თვალს ძლიერი,დაძარღვული ხელით ისე საყვარლად ისრეს.
ვაიმე გულო...ოღონდ ახლა გაუძელი და რომ ავალთ სახლში მერე თუ გინდა შუაზე გასკდი.
-გისმენთ,რა მოხდა?-რა ლამაზი ხმა აქვს,ტირილი მინდა.ეს რომ ჩემი არ გახდეს მართლა დიდი საცოდაობა იქნება.რა ლამაზი ბავშვები გვეყოლება წარმოდგენაც არ მინდა,თორემ ავაყუდებ კედელზე და...
-მე..მე..ისაა..-რა საზიზღრად ვბლუყუნებ. ვინმემ გამაჩუმეთ.
-რა?-ისეთი სახე აქვს,აი თითქოს სადაცაა ჩამოეძინებაო.
-თქვენს აივანზე ჩემი საცვალი ჩამომივარდა,იქნებ გამომაწოდოთ?-საცოდოვად,ძალიან ნაზი გოგოსავით ჩავილაპარაკე.
-საცვალი? იმ საცვალზე ამბობ ჩემს მოაჯირზე რომ ეკიდა?-რატომ შეეცვალა ასე ხმა? იმ ონავარ ბავშვს გავს ხასიათზე რო მოვა და რამის გაფუჭება უნდა. ესეთი უეცარი ხასიათის ცვლილება პირველად ვნახე. ეს საერთოდ არ გავს მას. მაგრამ უხდება.ძალიან უხდება. პირველად ვხედავ მის ამ მხარეს.
-დიახ-როგორ მრცხვენიაა.
-აა ეგ..გადავაგდე-ვითომც არაფერიო,კარებზე მხრით მიყრდნობილმა ისე ჩაილაპარაკა.
რამოდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოწვა ჩვენ შორის,ყურებს ვერ ვუჯერებ.რა ქნა? მგონი ჩემი წინა სიტყვები უკან მიმაქვს.
-რა..რა ქენი?- თქვენობითი ფორმა სულ დამავიწყდა
-გადავაგდე.დიდი ხანია რაც სახლში ვარ,აქამდე რომ ჩამოსულიყავი მოასწრებდი-ეს სიტყვები სულ არ გამიგია,ისე ვარ გამწარებული.
-შენ ჩემი 26$-იანი,სულ ახალთახალი,ვიქტორია სექრეტის ბოლო მოდელის საცვალი ნაგავში გადააგდე და კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზია?-ნერვები წკიპზე მაქვს.
-საცვალში 26$ რამ გადაგაყრევინა?-ცალი წარბი ისე ამიწია,ისე მიყურებს როგორც გიჟს.
-მართლა გადააგდე? თუ მეღადავები?-ბოლო იმედს ვეპოტინები. ამ სილამაზისთვის იმდენი ხანი ვაგროვებდი ფულს,იმდენი ვიშრომე და ბოლოს რისთვის გავწირე? სულ ორი დღის წინ ნაყიდი,ჯერ საკმარისად ვერ შეგრძნობილი 26$ უკვე აღარ არის. მგონი ჩემ ტონსაც ეტყობა ეს რამოდენიმე წინადადება.
-თუ გინდა ჩადი და ამოიღე სანაგვე ყუთიდან,ჯერ არ წაუღიათ.
ვაიმე მართლა გადააგდო. რა დებილი ვარ ღმერთო, ან რატო უნდა შეენახა სხვისი საცვალი ამაზე რატომ არ დავფიქრდი? არა,იქნებ ჩამოვდიოდი რატომ გადააგდო? კარგი,ახლა შევიკავებ თავს,მერე როცა ავალ სახლში იქ მოვაღებ პირს, რამოდენიმე წუთიც მოიცადეთ ცრემლებო. გმირულად დადექით თვალის ჯებირებო,არ გადმოუშვათ.
-არა იყოს- ძლივს გავაკონტროლე ხმა რომ არ ამკანკალებოდა,მაგრამ მაინც შემეპარა ხრიწი.
არაუშავს,სახის მიმიკაც კი არ შეცვლია.ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე იქნებ გული გავულღვო თქო მაგრამ ჩემი ფეხები. არ იმოქმედა.
დედა მინდა,გამლახოს იქნებ ამან მაინც მიშველოს რამით.

***

თუ გგონიათ რომ დავნებდი ძალიან ცდებით. იმ სიმპათიურს ოდესმე გადავუხდი სამაგიეროს,მაგრამ ჯერ პირვანდელ გეგმას უნდა დავუბრუნდე.
იმ დღეს ისეთი გამწარებული ვიყავი,ისეთი,რომ ამოვედი ბოლო ხმაზე დავიწყე ლანძღვა. მაინც რა მწარეა შენი შრომით მოპოვებული წამებში რომ იკარგება.

დღეს კი გამინელდა და ხვალ დარწმუნებული ვარ სულ გადამივლის,მაგრამ მაინც ცუდია. თვალები ისე მქონდა აცრემლებული ვერაფერს ვხედავდი,არც კი ინანა დავიჯერო?
არაუშავს,არაუშავს..
დასვენების დღე ძალიან სახარბიელოდ გავლიე,ჯერ წავედი და ჩემს ერთადერთ ახლო მეგობართან ერთად სახლისთვის ახალი ნივთები შევიძინე,შემდეგ კაფეში დავსხედით და ნამცხვართან ერთად ყავა მივირთვით,ამის შემდეგ კი ჩვენი ბოლო საერთო გაჩერება მისი სახლი იყო სადაც ფინალური გამოცდებისთვის წიგნებს რასაც ქვია თავი ვახალეთ,თვალები და პირი გამომშრალი მქონდა ამდენი კითხვისგან,შემდეგ კი როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე მეგობრებში, ვიღაც ვიღაცებზე "რამოდენიმე სიტყვა" გადავკარით არაყთან ერთად.
კი,დღე საკმაოდ კარგად სრულდებოდა...მაგრამ ვინ გაცდის.
ძლივს სახლში და შემდგომ ჩემ საწოლთან მიღწეულს,რომ მეგონა ძილი მეღირსებოდა და საათობრივ სიამოვნებას მივეცემოდი,სწორედ მაშინ როდესაც უკვე მზად იყო ჩემი მთვლემარე გონება სრულიად გათიშულიყო,იმხელა ხმაზე აარიხინეს დინამიკებში სიმღერა ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მათგან ერთი სადარბაზოსგან და რამოდენიმე სართულისგან შორს კი არა, პირდაპირ დინამიკის გვერდით მქონდა საწოლი მიდგმული.
რა არ ვცადე,რა არ დავიფარე თავზე,მაინც ვერაფერმა ჩაახშო ხმა.არადა ისე მეძინება თვალები ლამისაა ხელით დავიჭირო.
-ახლა გავაფრენ-თავზე ხელები წავიჭირე გამწარებულმა.სასმელი ისე მოქმედებს როგორც არასდროს,მზად ვარ ის სახლი თავზე დავამხო,მაგრამ სინდის ნამუსი არ მიშვებს...არა გატყუებთ,მრცხვენია როგორ ავუვარდე, დარწმუნებული ვარ ძალიან "საოცარი" ხალხი იქნება შეკრებილი.
ხან ერთ მხარეს რომ გადავტრიალდი და ხან მეორე მხარეს რომ გავიჩინე ერთ ადგილზე დაძაბულად მყოფმა მაზოლები,აი მანდ უკვე ვიკადრე ადგომა. მაცივართან უძილობისგან გამწარებული მივედი,არაყი და ჭიქა გადმოვიღე და მოვიყუდე.
-ვსიო,ამათ ვაჩვენებ როგორია როდესაც გამოუძინებელ კაწია ჭანტურიას ძილის საშუალებას არ აძლევენ-აი ხედავთ? უკვე მთვრალი ვარ,კაწიათქო ჩემი პირით ვამბობ.

არაყმა სითამამე უფრო შემმატა,არც კი მომრიდებია ისე "ნაზად" დავაკაკუნე,დინამიკებმა ნუ გვჩაგრავ ცოტა ნელაო შიგნიდან გამომძახეს.
არ გამიღეს,ხოდა მეც ისე შევედი შიგნით როგორც ოჯახის წევრი.
მე სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ, დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი მოქალაქე.გულში ამას ვიმეორებ.ჩემი საღი გონება გაკივის რამე ჩაარტყით თავში რომ გაითიშოსო.
გალეშილი და დაბოლილი სამეგობრო ისე მომშტერებია როგორც პიჟამოებში ჩაცმულ გიჟს.
პიჟამა მაცვია,მაგრამ გიჟი რომ არ ვარ? რა უნდათ?
არც ახლა მომრიდებია,ისე ნელა და მშვიდად მივედი და ის დიდი დინამიკები სადენებიდან გამოვაძრე,მერე "სულ თქვენი ჭირიმე თქვენ გენაცვალეთ მეგობრებოთქო" მაგიდის გადასაფერებელს მოვკიდე ხელი.
თქვენი ღრიალის გარეშე ვეღარ ვიძინებ,ხოდა იარეთ აქ ყოველდღე, ნუ მოიტანთ ნურაფერს მე დაგხვდებით აქ მეთქი.
რომ მოვრჩი ყველაფერს და ერთ ადგილზე გაშეშებულ ნაღებ საზოგადოებას თვალი მოვავლე,უკან გამოვბრუნდი,გავიფიქრე ესენი გამგრძელებლები აღარ არიან მეღირსა დაძინება და ხვალ მშვიდად წასვლა უნივერსიტეტშითქო,მაგრამ ვაი რომ არა.
გასული არ ვიყავი სახლიდან,სიმღერების ბაგაბუგი ისევ რომ გაისმა.
-ვისი ხარ ბიჭიკო შენ?-მივუტრიალდი გართობის მოყვარულს და ჩემთვის ძალიან დიდ ხელის შემშლელ არსებას.ადამიანს რა. თვალები არ დაგეხუჭოს კატო.
-უკაცრავად?-წარბი ისე ლამაზად ამიწია მომინდა კეფაში გემრიელად შემომერტყა.
-იცი რა ვქნათ?-მხარზე ხელი კაი მეგობარივით დავცხე.მიყვარს არაყი,აბა ისე ან ენა დამებნეოდა ან გავწვებოდი სადმე-ამის შემდეგ აქ რომ მოხვალთ მეც სულ შემოგიერთდებით ხოლმე,ამოვალ წყნარად, მშვიდად, ხოდა რო გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს დავბრუნდები სახლში და გავაგრძელებ ძილს,მოსულა?-თან თვალები მებნიდება,თან ვცდილობ რომ ადგილზე არ "ვიქანავო".
ვინმემ აქედან გამიყვანოს,თუ გამიტანოს.
-მე არ ვიყო კაწია ჭანტურია თუ ეს გართობის დღეები სამუდამოდ არ დარჩეს თქვენს მეხსიერებაში,პოლიციასთან ერთად-გამოვბრუნდი უკან.ოღონდ იქამდე დინამიკებთან მივირბინე,გამოვაძრე,ძალიან ლამაზ და დიდ მაგიდას კიდევ შევავლე ხელი და დავბრუნდი სახლში. არ ვიცი გართობა გააგრძელეს თუ არა,თავი რომ დავდე ეგრევე ჩამეძინა.

***

ჩემი მეორე დღე და ფინალურები.მოყოლადაც არ ღირს.რა დავწერე,რა ეწერა,საერთოდ რა მოხდა არ მახსოვს, ერთადერთი ტვინში რაც მიტრიალებდა იყო "ძილი".
ახლა ვზივარ კაფეში და ვფიქრობ...არაფერზე. თორნიკეზე ფიქრის თავიც კი არ მაქვს. არც კი მინდა ვიცოდე როგორ გამოვიყურები,იმედია სადმე არ გადამეყრება არ მინდა შევაშინო.
გუშინდელ საღამოზე არც კი დავიღლი გონებას ფიქრით,უსაქმური ვირები,როგორ ვერ ვიტან!!! ესეთი ადამიანები იმდენად მაღიზიანებენ,დროის და ადგილის შერჩევა არ იციან იდიოტები!


სახლში მისულმა ყველაფერი შემოსასვლელში მივყარე და დივანზე ნახევრად მძინარე გავწექი.მალევე ჩამთვლიმა,სიზმარში ისეთ სიტკბოებას ვნახულობ გამოფხიზლება აღარ მინდა. შიშველი თორნიკე,ჩემ საწოლში დაბმული.მაგრამ რატომ არაფერს ვაკეთებ? უბრალოდ ვდგავარ და ვუყურებ ჩემ საოცნებო მამაკაცს ჩემსავე საწოლში.მადლობა სამყაროვ,სიზმრებში მაინც მეღირსოს მისი იდეალური სხეული.
კარებზე ბრახუნმა მომიყვანა გონს,რამოდენიმე წამი იმას ვფიქრობ არ ავდგები და იქნებ წავიდეს თქო,მაგრამ იქნებ რა ხდება? ბურდღუნით წამოვდექი და კარებში მდგარ კურიერს კარგი გამოცდილი ალკოჰოლიკის ჩაწითლებული თვალებით შევხედე.
-კაწია ჭანტურია ბრძანდებით?- სახელს და გვარს რაღაც უცნაური აპარატიდან კითხულობს.
-დიახ? რა გნებავთ?
-ამანათია თქვენს სახელზე-შეფუთულ ყუთს მაწვდის
-კი მაგრამ მე არაფერი შემიკვეთავს- გაკვირვებული ვეუბნები- ალბათ რაღაც გეშლებათ
-კაწია ჭანტურია,XI კვარტლის X კორპუსი,ბინა 74,სწორია?- თავაუწევლად ამბობს.
-დიახ
-მაშინ ხელი მომიწერეთ და ნახვამდის-რა საყვარელია.
რაღა უნდა მექნა? მოვუწერე და დავემშვიდობე. ძილი სულ გადამავიწყდა,ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ჩამომჯარმა შეფუთვის გახსნა დავიწყე.ის მუქი ქაღალდი რომ შემოვაცალე და ვარდისფერ ყუთზე წარწერა "Victoria's Secret" დავინახე წამიერად გულმა ფეთქვა შეწყვიტა, სერიოზულად, მეორე გულის გაჩერება მაშინ იყო შიგნით ჩემი ახალთახალი საცვალი მის მსგავს ბიუსტჰალტერთან ერთად რომ დავინახე. ახლა რა ვქნა? შემრცხვეს? გამიხარდეს? გავვოგნდე? რას ვკითხულობ ეგ ყველაფერი უკვე მჭირს. ჯანდაბა თორნიკე კიდევ ეს მინდოდა? ძალიან უცნაური სიტუაციაა,უცხო ბიჭი,თან ჩემი ყურადღების ქვეშ მყოფი,ყველანაირი სტატუსის გარეშე ამ რაოდენობის თანხას რომ მახარჯავს,თან რაზე? უნდა შევულოცო,ეს დედაჩემმა არ უნდა ნახოს.
დღესაც ღამის გათენება მაქვს გეგმაში ჩემდა უნებურად,ამის მერე რა დამაძინებს,მთელი საღამო ათასი არარეალური ისტორია უნდა შევქმნა ჩემზე და თორნიკეზე,მაგალითად მე და თორნიკე ტიტანიკში,არა რას ვამბობ რა ტიტანიკი,მაშორე ღმერთო ეს უბედურება,რამე სხვას მოვიფიქრებ.
ახლა რა უნდა გავაკეთო, ჩავიდე და მადლობა გადავუხადო? არა რეებს ვბოდავ მადლობა რატომ უნდა გადავუხადო,ჩემი საცვალი გადააგდო და "დანაშაულის გამოსასწორებლად" ახალი მიყიდა,მაგრამ ბიუსჰალტერი? რომელიც ამ საცვალს არ მოყვება და სრულიად უმიზეზოდ გამომიგზავნა? რას უნდა ნიშნავდეს?
მოვწონვარ? მისი ყურადღება მივიქციე? უნდა დავიკიდო და როგორც ჩვეულებრივი მოვლენა ისე მივიღო? გადაწყვეტილია. ამანათს თავისი ადგილი მივუჩინე და საღამურებში გამოწყობილი ჩემს ოთახში,დივანზე დავწექი.
მისმა ამ საქციელმა კიდევ უფრო მიმიზიდა და მასთან სიახლოვის სურვილი გამიძლიერა.
ჩემი გონება ათას საშუალებას ერთად ეძებს მასთან ახლოს მისასვლელად,საერთო სანაცნობო? მის აივანზე აღარაფერს ჩავაგდებ.
ჯანდაბა ეკა... ეკას უნდა დავუკავშირდე. ეს ის გოგოა, რომლის საშუალებითაც თორნიკეს პირველად შევხვდი,როგორც ვიცი კარგი მეგობრები არიან.მეც კარგი ურთიერთობა მქონდა აქამდე მასთან ასე რომ ესე უეცარი უფრო დაახლოება უცნაური არ გამოჩნდება.



დღეს ლექცია 12 საათზე მეწყება, იმედი მაქვს ღმერთს ჩემთვის რამის გაჩალიჩება არ მოუნდება და ყველანაირი სისულელის გარეშე ჩაივლის ჩემი და ეკას დაახლოების გეგმა.არანაირი ცუდი ზრახვები არ მაქვს, მივხვდი რომ თორნიკე მხოლოდ მისი გარეგნობის გამო არ მომწონს და მინდა მის მეგობრებს გავეცნო, მაინტერესებს რა გარემოში ტრიალებს. წინა საღამოს ეკას დავუკავშირდი და ისე აღმოჩნდა რომ ჩვენი შესვენების დრო ემთხვევა ასე რომ საუზმის მირთმევა ერთად გადავწყვიტეთ. წინა დღეებთან შედარებით უფრო მოვინდომე და ელეგანტურად ჩავიცვი. თორნიკეს ნაჩუქარ თეთრეულს ხელს არ ვკიდებ, მაგას ჩვენ პირველ ღამეს ჩავიცმევ, ქორწინების პირველ ღამეს კი არა, ისე პირველ ღამეს ჩავიცმევ, ქორწილამდე რა მოითმენს. იასამნისფერი ნაჭრის ფართო, ზემოთ ოდნავ მოტკეცილი შარვალი და ასევე იასამნისფერი ტოპი ძალიან მიხდება, ხომ მიხდება? სარკეში საკუთარ თავს ვეკითხები. საერთოდ ვფიქრობ, რომ მეგობრების აზრს ამ საკითხში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველასთვის განსაზღვრული დოზით მაგრამ მაინც. გარემო და შენ გარშემო დატრიალებული მოვლენები დიდ გავლენას ახდენს წყვილზე.

ჩემი და ეკას შეხვედრა კარგად იწყება.თბილი ადამიანია,ლამაზი და დახვეწილი, რაღაცით თითქოს თორნიკეს ვამსგავსებ.
-შემდეგი ლექცია რომელზე გეწყება-ცივ ყავას თავს არ ანებებს ისე მეკითხება.საყვარელია.
-პირველზე და ისე მეზარება ერთი საათი მაგ ქალთან ჯდომა,რომ რავიცი-თვალები ავატრიალე და ცივი ყავა მოვსვი.
- ორზე ვამთავრებ მეც,ერთად წავიდეთ მე გაგიყვან-შემომთავაზა.
-მე და შენ რომ სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ?- მინდა დავთანხმდე და მეტი დრო გავატარო მასთან მაგრამ მართლა შორს ვცხოვრობთ ერთმანეთისგან.
-დღეს სახლში არ მივდივარ თორნიკესთან ვრჩები,შენს უბანში ცხოვრობს და ბარემ...-სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ხველა რომ ამიტყდა. გვიან გავიაზრე მისი ნათქვამი.რა უნდა თორნიკესთან?!
-თო.თორნიკესთან?-ცივმა ყავამ კინაღამ დამახრჩო. ოღონდ ეს ის არ იყოს რაც მე მგონია,გთხოვთ ზეციურო ძალებო,მომწონს ეს გოგო.
-ხო ჩემი მამიდაშვილი-ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა. მამიდაშვილი?! ვკივი გონებაში.ეკა ჩემი ანგელოზი ხარ!
-კარგი მაშინ თუ ერთი გზა გვაქვს..-გავუღიმე-თან ჩემთანაც გადმოდი ყავა დავლიოთ და რამეს ვუყუროთ-შევთავაზე.
-კარგი- რა საყვარლად იღიმის.


არ მკითხოთ როგორ ჩავჯექი მანქანაში სადაც თორნიკე არ იჯდა.რატომ მეგონა რომ ერთად ვიმგზავრებდით? ვიტირებ.
-შენ მარტო ცხოვრობ არა?-გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მკითხა.
-ხო როგორც კი 19 წლის გავხდი მაშინვე მარტო გადავედი- რა კარგად ატარებს. ჩემნაირი ბოთე არ არის,მე მართვის მოწმობის გამოცდაზე ორჯერ ჩავიჭერი.
-მეც მინდა გადასვლა მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ ესე დამოუკიდებლად ცხოვრებას,ვიფიქრე ჯერ თორნიკესთან ერთად ვიცხოვრებთქო გადასახადებს გავიყოფდით და ესეთები,მაგრამ ხომ ხვდები? ორივე ზრდასრულები ვართ,თან სტუდენდები და საკუთარი სივრცე გვჭირდება. იმას თავისი გოგოები,მე ჩემი შეყვარებული.
-შეყვარებული გყავს? არ ვიცოდი,რამდენი ხანია?- ეკა ისეთი ლამაზია მასზე ნაკლები დარწმუნებული ვარ არ ეყოლება.
-უკვე სამი წელია.ვიფიქრეთ ერთად გადასვლაზე,გვინდა მაგრამ მშობლების ამბავი ხო იცი? ძველი მენტალიტეტი და ამბები-ასეთი არ მეგონა. კარგია,ეს უკვე მომწონს.
-საქართველოში ბევრი არამკითხე ჭორიკანა გვყავს,სულ რომ ოჯახი თანახმა იყოს- საუბარი ისე გასერიოზულდა ვერც კი მივხვდი.
-კი,მაგრამ სხვისი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს,ოჯახი კიდე ოჯახია,ვერ დაიკიდებ და ამის გამო ძალიან ვიზღუდავ თავს ბევრ რამეში,ხომ ხვდები?
-კი სამწუხაროდ,ჩემ მშობლებს სანამ არ ავუჯანყდი იქამდე ვერ მიხვდნენ რომ ათი წლის "კაწია" აღარ ვარ და თავიანთ ნებაზე ვეღარ მატარებდნენ,ზოგჯერ ვერ ხვდებიან მზრუნველობასა და კონტროლს შორის ზღვარი სად გადის- რატომ მგონია რომ რასაც ვამბობ გამიგებს? თითქოს ძალიან მგავს. გაეცინა და თავი გააქნია.
-ყველაზე სასაცილო ისაა დამალვა რომ გიწევს რაღაცების,არადა ხანდახან ისე მინდა დედაჩემს მოვუყვე და არა ჩემ მეგობრებს. თავიდან ურთიერთობა ახალი დაწყებული რომ მქონდა მაგასაც ვერ ვეუბნებოდი,მაგრამ მომიწია.
ჩემი ოჯახითვის სახელი ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გამო თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თითოეული ნაბიჯის გადადგიმას-ღმერთო ეკა,შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მესმის.
-მესმის შენი,ხალხს დამატებული მკაცრი და ზედმეტად მზრუნველი ოჯახი,რთულია. ჩემი მშობლებისთვის რომ გეკითხა სამსახური სულ არ მჭირდება,ცალკე გადასვლაზე როგორ დავითანხმე გახსენებაც არ მინდა.ომი გვქონდა მე
და დედაჩემს გაჩაღებული-ამოვიოხრე.
-იცი რა? აქვე გამიჩერე მაღაზიასთან არაყს ვიყიდი,ხომ გიყვარს?-მივხვდი რომ ყავაზე მეტად ეს დაგვჭირდება,ორმა გაჭირვებულმა ერთმანეთი ვიპოვეთ. გაეცინა და თავი დამიქნია-მალე მოვალ, სასუსნავებსაც წამოვიღებ.




________________


ისევ იგივე ჟანრში, ყველანაირი დრამების გარეშე, იმედია მოგეწონებათ. მეორე ნაწილზეც მალე დავიწყებ მუშაობას.



№1 სტუმარი მია

გამარჯობა , აქტიური მკითხველი ვარ ამ გვერდის, ცოტა უცნაურად კი ჟღერს მაგრამ ძალიან მხიბლავს მეგობრობიდან დაწყებული სიყვარულის ისტორიები და თუ იცით ვინმემ რომ დამილინკოთ? <3 მადლობა წინასწარ <3

 


№2  offline წევრი Maia G.

სულ ღიმილით ჩავიკითხე❤არ დააგვიანო რა მეორე ნაწილი❤

 


№3  offline წევრი ლილილი

მია
გამარჯობა , აქტიური მკითხველი ვარ ამ გვერდის, ცოტა უცნაურად კი ჟღერს მაგრამ ძალიან მხიბლავს მეგობრობიდან დაწყებული სიყვარულის ისტორიები და თუ იცით ვინმემ რომ დამილინკოთ? <3 მადლობა წინასწარ <3



lullaby_ის ნაბიჯები წაიკითხე????

Maia G.
სულ ღიმილით ჩავიკითხე❤არ დააგვიანო რა მეორე ნაწილი❤


ყველანაირად ვეცდები❤️

 


№4 სტუმარი wero

როგორ საინტერესოდ წერთ და როგორი საინტერესოა თქვენი ისტორია. ძალიან მომეწონა. ველოდები შემდგეს. წარმატებები.

 


№5  offline წევრი ლილილი

wero
როგორ საინტერესოდ წერთ და როგორი საინტერესოა თქვენი ისტორია. ძალიან მომეწონა. ველოდები შემდგეს. წარმატებები.


მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent