შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი” 9 ნაწილი


30-06-2021, 21:49
ავტორი LiZzyCh
ნანახია 234

ლუციეფრი ხმას არ იღებდა,მხოლოდ უმეტყველოდ გასცქეტოდა ხან ზღვას ხან კი ზეცას,სახე და სხეული ერთიანად დასძაბვოდა,მეც კი ვგრძნობდი იმას თუ ახლა რა ქარიშხალი ბობოქრობდა მასში.
სიჩუმე მეც არ დამირღვევია.
-იცი ელიზაბეთ,რა არის ბიროტება?ხალხს გონია რომ ამას მე ვაიძულებ,რომ ისინი ბოროტებას ჩემს გამო სჩადიან!თუმცა სიმართლე ის არის რომ ამ ბოროტებას თავადვე თესავენ და იმკიან!
მე არ მოსურვია რომ ეშმაკი ვყოფილიყავი,მე არ მინდოდა რომ ადამიანი ყოფილიყო აღმატებული,ვინაიდან ის მრუში და უგუნურია!სწორედ რომ თავისმა უფუნურებამ მიგიყვანათ იქამდე სადაც ახლა ხართ!
ხმა არ ამომიღია,არცკი ვიცოდი რაუნდა მეთქვა ამიტომაც ჩუმად ვუყურებდი და ვფიქრობდი,იმაზე თუ ეს ბოროტი არსება რაოდენ სასოწარკვეთილი შეიძლება ყოფილიყო,გულგატეხილი და სევდიანი.იქნებ ამ ყველაფრის დაფარვას ცდილობდა ის ბრაზით?
-ლილითი,ის ვინ არის რეალურად?
ლუციფერმა გადმომხედა და გაიღიმა,მთელი ამ ხნის მაანძილზე რაც აქ ვიმყოფოებოდით პორველად დავინახე მის სახეზე კვლავ მომაჯადოებელი ღიმილი.
-ლილითი?თუ ასე ხალიან გაინტერესებს ის ჩემი შეყვარებულია...
რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა,თითქოს გულიდან რაღაც ამომგლიჯესო.
პირველად ვიფრძენი ასეთი ტკივილი.
ლუციფერი თვალს არ მაშორებდა,ვხვდებოდი რისი მიღწევაც სურდა ამიტომაც მის თამაშს ავყევი.
-კარგია,მაგრამ მას ხომ ჩემი მოკვლა უნდოდა?
-ვიცი,ამიტომაც ამას არავის ეტყვი,რაც გაიგონე,ყველაფერი ძველებურად იქნება,როგორც ადრე,შენ არაფერზე იფიქრო ყველაფერს მე მოვაგვარებ!
უკვა გავბრაზდი,წარბები შევჭმუხნე და ხმის ტონს ავუწიე!
-შენ თავად თქვი რომ ერთი გუნდი ვართ!ყველაფერი უნდა ვიცოდე!არ ვიჯდები და არ დაგელოდები როდის მოაგვარებ საქმეებს!
ლუციფერმა ამოიხვნეშა,შემდეგ ცოტახანი თვალებში დამაცქერდა და ბოლოს ნელი ხმის ტემბრით დაიწყო საუბარი.
-ასეთი ჯიუტი რატომ ხარ?მომწონს ჯიუტი გოგონები,იმედია საწოლშიც ასეთი არხარ!
ლუციფერის თვალებში რაღაც ეშმაკურმა გაიელვა,მზერა ჩემს სხეულზე გადაიტანა,და ენის წვერი ზედა ტყჩზე გადაიტარა.
-თავხედი!
ვიგრძენი ლოყები როგორ ამიხურდა,მრცხვენოდა ,გაბრაზებისაგან სილის გაწნა დავაპირე თუმცა ხელი დამიჭირა,შემდეგ მეროე ხელი გავუქანე და ამჯერად მის ბორკილებში აღმოვჩნდი,ჩემი ხელები მას ეკავა და განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდა.
-გამიშვი!
ლუციფერმა უფრო ახლოს მიმწია თავისთან,გული ამიჩქარდა,მის შავ თვალებს ვუმზერდი,ვცდილობდი ნერვიულობა არ შეემჩნია ჩემს სახეზე,ვცდილობდი ჩემს გრძნობებს მოვრეოდი და მასზე არაფერი მეგრძნო,თუმცა ეა ვიცოდი რომ ტყუილი იყო.
-ლუციფერ გამიშვი!
ლუციფერმა კიდევ უფრო ახლოს მოიწია იქამდე სანამ ზუსტად ვემს ცხვირწინ არ დაჯდა,მის სუნთქვასაც ვგრძნობდი,მის ამ ტკბილ სურნელს,მის მხურვალე სხეულს,ლუციფერმა თვალებში ჩამხედა,და დაბალი ხმის ტემბრით ედმაკურად დაიწყო საუბარი...
-თუ არ შეგიძლია თამაში,არ უნდა ეთამაშო მეფეს!....მე,ყოველთვის ვიმარჯვებ!
ლუციფერმა ტუჩები ჩემს ყელს შეახო,შემდეგ ლავიწებს,ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ათასობით პრპელა დაფრინავსო ჩემში,ვგრძნობდი ჩემში გრძნობათა ჭიდილს,ერთი რომელიც მაგრთხილებდა და მეორე რომელისაც მისგან თავის დაღწევა არ უნდოდა.
-არა!
ჩუმად წარმოვთქვი ეს სიტყვები,რომელშიც მეც კი არ ვიყავი დარწმუნებული,ლუციფერი არ შევერრბულა,წელზე ხელი მომხვია,მეკრე ხელით კი მაისურს მხარზე გადაუწია,მისი მხურვალე კოცნათანდათან უფრო სასიამოვნო,და ვნებიანი ხდებოდა,ყოველ ჯერზე სველ ნაწიბურებს მიტოვებდა,მისი ეს მიმზიდველი ტუჩები რომლებიც ყოველივე მომხდარის შემდეგ მაინც ასე ალერსიანად მებყრობოდნენ,თუმცა ეს არასწორი იყო.
-გამიშვი!
-ცოტა თავდაჯერებულად თქვი...მართლა გინდა გაგიშვა?
ლუციფერის ირონიულადნათქვამი სიტყვები,შემდგე კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
მე ქვიშაზე ვიჯექი,ლუციფერი კი ჩემგან მოშორებით იჯდა,თუმცა მე მიყურებდა,ღიმილით,ამ ეშმაკური ღიმილით რომეოც სახეზე დასთამაშებდა,კმაყოფილი იერი ჰქონდა,ტუჩი მოიკვნიტა და ბოლოს ხმაც ამოიღო.
-ხომ გითხარი მე არ მეთამაში მეთქი,მაგრამ შენ მაინც იგივეს აკეთებ!
უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე,გონების თამაშები,მან ჩემს გონებაში შემოაღწია და ეს ყველაფერი ისე გააკეთა რომ რეალობას 100% დამსგავსებოდა,მას ხომ ამ თამაშებში მართლაც რომ ვერავინ შეედრება.გაბრაზებისგან ლოყებიც ამიწითლდა,თუმცა უკან არ დავიხევდი,და მშიშარა გოგოსავით არ გავიქცეოდი!
-ნუ მეთამაშები ლუციფერ!
-ჰაჰაჰაჰა.....კარგი რა ეს შენ გინიდოდა,შენი ყოველი სიტყვა ტყული იყო,არ გინდოდა რომ გამეშვი,თუმცა ამას მაინც ამბობდი!
ამჯერად სახეში სილა მართლაც გავაწანი,ისე ძლიერად რომ ხელი ამიხურდა..ლუციფერს ჩაეღიმა და თავი დახარა.
ის ჩემით თამაშობდა,მე კი ამის უფლებას არ მივცემდი.
ანერვიულებული და გაბრაზებული ვიყავი.
-ახლა რას ვაპირებთ?
ლუციფერს სახეში შევხედე,სახე დასერიოზულებოდა და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა.
-ჯოჯოხეთში დაბრუნებამდე ერთი სამქე დამრჩა მოსაგვარებელი.
რამოდენიმე საათში ლუციფერი და მე კაფეში წავედით,მართლა საშინლად მშიოდა...
ულამაზეს ადგილას ვიყავით,ნათელი და მშვიდი,თითქოს სრულიად მარტო ვყოფილიყავი,მონუსხული ვიყურებოდი ირგვლივ,ლამაზი მცენარეები რომლებიც კედლებს აყოლილიყვნენ...მაგიდები რომლებიც ჰარმონიულად ეხამებოდა აქაურ თითოეულ ფერს.
მაგიდას მივუსხედით,საჭმელიც შევუკვეთეთ და გემრიელადაც მივირთვი.
თითქოს დავმშვიდდი და უკვე არაფერი იყო ისეთი რაც მართლა ამაფორიაქებდა,თუმცა უეცრად კედლის კუთხეში ნაცნობი სილუეტი დავლანდე,თვალები კარგად მოვჭუტე რათა მისი სახე დამენახა.
თუმცა სილუეტი მალევე გაქრა..
უცნაური გრძნობა დამეუფლა,ვინ იქნებიდა,თუმცა ალბათ ზედმეტად დავიღალე...
-რას უყურებ?
-რაა?არაფერს უბრალოდ...არაფერს დაივიწყე..!შეიძლება წავიდეთ?
ლუციფერი უხმაუროდ ადგა,ქუჩაში გავედით,აქაურობას მთელი გულისყურით ვათვალიერებდი,თითქოს ავღელდი,მალ მალე უკან ვიხედებოდი.
-ლიზი კარგად ხარ?
-კი!
ლუციფერს ხმა აღარ ამოუღუა,მეც შევეცადე მშვიდად ვყოფილიყავი,ქუჩას ბოლომდე გავუყევით და ჩაბნელებულ უბანში ამოვყავით თავი,თვალებს მთელი ძალით ვაფართოებდი თუმცა ირგვლივ ვერაფერს ვარჩევდი,ამიტომაც ლუციფერს მივენდე და მას უკან მივყევი.
ლუციფერი შეჩერდა,წამით მას შევეჯახე თუმცა უკან მალევე დავიხიე.
-ხვალ ჯოჯიხეთში ვბრუნდებით!აქ შენთვის ზედმეტად საშიშია!
ეს უკანასკნელი სიტყვა როგორც სიცრუე ისე ჟღერდა.
წარბწბი შევკარი,თუმცა ამას დიდი ალბათობით ვერ დაინახავდა.
-ეს როდის გადაწყვიტე?
-ახლა!
ღმერთო ნუთუ ასეთი ცვალებადი იყო,ხან ზედმეტად ჩაფიქრებული და სერიოზული ხან კი გარყვნილი ცანცარა.
ვერაფერი გამეგო მისი,თუმცა მე მას გავყვები,კმარა უკვე ყოყმანი!
უეცრად ფიქრებში გართულს ხმა მოესმა,გონებაში “კარგად მომეჭიდე პატარავ,უნდა გავფრინდეთ”
სიტყვების გაანალიზებაც ვერ მოვასწარი რომ ლუციფერმა მისკენ მიმიზიდა,მთელი სხეულით ვეკვროდი,მარჯვენა ხელი თეძოზე მოკხვია მარცხენა კი წელზე,მთელი ახეული ამიხურდა,არ ვიტყოდი რომ მისი შეხება არ მაიამოვნებდა,თუმცა ის მეთამაშებოდა,მან არ იცოდა აიყვარული რა იყო,ამიტომაც ეს გრძნობა თავიდან უნდა მომეშორებინა.
თბილი ქარი სახეზე მეხეთქებოდა,თმა ამეწეწა,თვალები ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა,თუმცა ძალა მოვიკრიბე და გავახილე,ჩემ წინ კი ლუციფერის მკაცრი სახე რომელიც ზეცაში იყურებოდა,ლურჯი ვარსკვლავებიანი ცა,და მისი ფრთები,თამესავით შავი და ბნელი.
ყელზე ძართვები დასჭიმვოდა,მაისური უფრიალებდა და მისი სურნელს ვგრძნობდი...მის ლავიწებს,მისი ას უნაკლო სხეული რომელიც მეცებოდა.
მონდოდა აქვე შემომეხია მისთვის ეს მაისურიც,მისი ტუჩების გემო კვლავ მეგრძნო.წამით თვალები ნეტარებისგან კვლავ დავხუჭე,თუმცა მას ჩემი აზრების წაკითხვა შეუძლია!ფიქრები მალევე მოვიშორე,თვალები დავეყიტე და კვლავ ლუციფერს შევხედე,თუმცა უკვე ხმელეთზე ვყავით.ხელი გავუშვიბდა უკან დავიხიე.
ლუციფერს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,გამომწვევი სახე ჰქონდა რონემზეც ვკითხულობდი იმას რომ მან იცოდა ის რაც მეგავიფიქრე!
შემრცხვა და თვალები ავარიდე,გაბრაზებული და გამწარებული ვიყავი,თითქოს ასეთი დიდი სირცხვილი არასდროს მეჭამის!
-იქნებ რასაც ფიქრიბ ის აასრულო?
ძალა მოვიკრიბე და ლუციფერს შევხედე,გავუღიმე,ახლოს მივიწიე და ყურში ჩავჩურჩულე
-არ დაგვიწყდეს რომ შენ ეშმაკი ხარ!ამიტომაც არაფერს ელოდო!
ლუციფერმა თავი უკან გადააგდო,თმა გაისწორა და ჩემსკენ დაიხარა,გულმა სწრაფად ფეთქვა დაიწყო,სუნთქვა შემეკრა,მის შავ თვალებსმზერას ვერ ვწყვეტდი,ტუჩზე იკვნიტა ლუციფერმა,შემდეგ კი კვლავ სახე მომიახლოვა.
-ფრთხილად იყავი ეს ეშმაკი არ შეგიყვარდეს....ახლა კი სახლში შევიდეთ!
ლუციფერმა გვერდი ამიარა და სახლში შევიდა.
პატარა ლამაზი ქუჩა იყო,თითქმის ჩაბნელებული,ირგვლივ ლამაზი ყვავილები და სახლები მიუყვებოდა,ჩვენი სახლი კი სხვების მსგავსად,ვერანდით,მასზე დალაგებული რამოდენიმე ლამაზი ყვავილი,დიდი ფანჯრები და მყუდრო გარემოთი გამოირჩეოდა.
ლუციფერს უკან მივყევი,მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ უცნაური გრძნობა დამეუფლა,ჯერ არ ვიცოდი ეს გრძნობა რას ნიშნავდა,თუმცა მაშფოთებდა და მეშინებდა რომ მისი სიტყვები მართლა არ ასრულებულიყო.
სახლში შევედით,ოთახი განათებული სუფთა და მყუდრო ჩანდა,ღია ფერებში მოწყობილი,რაც ლუციფერს არ ახასიათებდა.ოთახში ირგვლივ მიმოვიხედე,თუმცა ლუციფერი ჯერ კიდევ კარებში იდგა,თითქოს შემოსვლას ცდილობდა დავერ ახერხებდა.ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა,სანამ მიტრიალება მოვასწარუ მანამდე ჩემს წინ სარივით აღმართული ტანადი მამაკაცი გამოჩნდა,წაბლისფერი ტალღოვანი თმა მხრებზე ჩამოეშალა,თეთრი კანი და მუქი ლურჯი თვალები ქონდა,თუმცა სახეზე დაძაბულობა ეტყობოდა,შეტევისთვის მზად იყო და მისი მზერა ჯერ ლუციფერისკენ იყო მიმართული ხოლო რამოდენიმე წამში ჩემკენ მომართა.
ლუციფერი კვლავ კარებში იდგა და სერიოზული სახით უყურებდა წინ მდგომ მამაკაცს,ირგვლივ თითქოს ჰაერი გაცივდა,ტერფები გამეყინა და მთლიანად გამაჟრჟოლა.
სწრაფად სუნთქვა დავიწყე,თვალები გამიფართოვდა და ლუციფერს შევხედე,თუმცა ის კვლავ უნეტყველო სახით იყურებოდა.
მალე კი სურათი მთლიანად შეიცვალა.
-გამარჯობა ძმაო!დიდი ხანია არ მინახიხარ,ალბათ ათასწლეულები გავიდა?-ლუციფერმა საუბარი დაიწყო,სახეზე ეშმაკური გამოხედვა დასთამაშებდა,ძმა?ნუთუ ეშმაკს რომელიმე მისი ძმა შეიფარებდა თუნდაც ერთი დღით,პირი გაოგნებისაგან ღია დამრჩა ლუციფერს გაყინული მზერით მივაჩერდი,უნდა აეხსნა აქ რატომ ვიყავით თან მის ძმასთან!
-ლუციფერ!აქ მოსვლა როგორ გაბედე,თან ამ არამიწიერთან მომდგომიხარ კარს!
მამაკაცმა თვალებით ჩემზე ანიშნა,ზიზღითა და ამაზრზენი სახის გამომეტყველებით შემომხედა და ამათვალიერა.
-მაიკლ!არ დაგავიწყდეს ჩემთან ვალში ხარ!
მაიკლი?გონებაში ერთგვარი განგაშის ზარი დმეცა,ნუთუ ლუციფერი თავად ეშმაკი იმ ანგელოზთან მივიდა ვის გამოც თავად დაეცა და სატანა გახდა?
მიკაელი მთავარანგელოზთა უხუცესი და ის იყო ვინც ლუციფერს ფრთები დააჭრა...ახლა კი ლუციფერი მის წინაშე იდგა.
-შემომიპატიჟე მაიკლ!უნდა ვისაუბროთ შენს ანგელოზებზე...როგორც ვხედავ მათ ვერ იმორჩილებ!
მაიკლმა წარბები შჭმუხნა,ტუჩის კუთხე მაღლა აეწია და ლუციფერს ზიზღნარევი ხმით მიუგო
-შემოდი ლუციფერ!
ლუციფერი ოთახში შემოვიდა,სახეზე კვლავ ეშმაკური გამოხედვა დასთამაშებდა,მე კი ჯერ კიდევ შოკში ვიყავი მომხდარით,ხან ლუციფერს ხან კი მაიკლს ვუყურებდი.
მაიკლმა მისაღებში შეგვიპატიჟა,ლუციფერიც უკან მიჰყვა და ხმის ამოუღებლად სავარძელზე მოთავსდა.
ლუციფერს გვერდით მივუჯექი,ათრთოლებულ სხეულის დამორჩილებას ვცდილობდი,მეშინოდა რომ კვლავ ისინი იჩხუბებდნენ და კვალავ კრახით დასრულდებოდა ყველაფერი.
-მაშ ასე ძმაო,შენი ანგელოზები ელიზაბეთზე ნადირობენ!სად არის ამდროს შენი ყოვლის მხედველი მამა?ჰმმმ?
ლუციფერის სიტყვები სარკაზმით და ცინიკით სავსე იყო,სახეზე თავისი ეშმაკური იერი დასთამაშებდა,რაღაც გქონდა ჩაფიქრებული რასაც არ მიმხელდა.
მიკაელი მშვიდად იყო მოთავსებული ჩვენს წინ სავარძელში,ამაყად და თავდაჯერებულად გადმომყურებდა ჯერ მე შემდეგ ლუციფერს.
-ეს შეუძლებელია ისინი ჩემს გარეშე არაფერს აკეთებენ!
-ჰაჰაჰა....და ჩვენი ძმა მთავარანგელოზი მიქაელი?მან ჩემი მოკვლა სცადა,რაც როგორც მახსოვს არ შეიძლება...ნუ თუ შეეცდება მომკლას ამას მაინც ვერ შეძლებ რადგან,უკვდავივარ,არც ოქროს ისარი მკლავს და არც ნაკურთხი წყალი...ამიტომაც გადაეცუ რომ უკედ სცადოს!მაგრამ....მაგრამ-ლუციფერს თვალები წამოენთო,წინ გადაიხარა და მაიკლს მკაცრი ტონით და სერუოზული სახით შეხედა,ვგრძნობდი ამ დაძაბულობის სუნს და მეც მით უფრო ვნერვიულობდი,ჩემი გულისცემა მესმოსა და ყურები მივჟუოდა,თუმცა ვცდილობდი მშვიდი გამოვჩენილიყავი-მაგრამ...მაიკლ თუ ელიზაბეთს ერთი თმის ღერი ჩამოუვარდება,ვფიცავ შენს ანგელოზებსაც და მთავარანგელოზებსაც,ჩემს ძმებსაც თვალის დაუხამხამებლად ამოვხოცავ!
მაიკლი შეშფოთებული სახით უყურებდა ლუციფერს,ცოტახანი ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა,შემდეგ კი მაიკლმა დაიწყი საუბარი.
-არ ვიცოდი ლუციფერ,მათზე არ ინერვიულო მე მივხედავ...ახლა კი შენ მითხარი მასზე რა იცი?
მაიკლმა ჩემზე ანიშნა,ამჯერად ორივე ძმის ყურადღება ჩემკენ იყო მომართული,ლუციფერმა გაიღიმა და სავარძელზე გადაწვა,ხელები გაშალა და მის ახლოს მიმწია,თმა ყურს უკან ჩამიყოლია და თვალებში ჩამხედა,მან აშკარად იცოდა როგორ უნდა აეჩქარებინა ჩემი გული.
-ჯერ არ ვიცი რა შეუძლია მას,თუმცაა..მალე გავარკვევ!
ლუციფერი მიღიმოდა,მისი ხელი თმიდან მოვიშორე და მოშორებით დავჯექი,ხმა არ ამომიღია,გულზე ხელი დავიკრიფე და მაიკლს შევხედე.
-მისთვის ჯერ არგითქვამს არა?
წარბები შევკარი და ლუციფერს მივაჩერდი,ის რაღაცას მიმალავდა,ნელ ნელა მოთმინების ფიალა მევსებოდა,ლუციფერს მტკიცე ზერით შევხედე და ვკითხე
-რას მიმალავ?!
ლუციფერის გამომეტყველება წამში შეიცვალა და მაიკლს ზიზღით გახედა.
-ისეთს არაფერს უმნიშვნელო რამაა...
მაიკლმა ჩაიხითხითა და მე მომიბრუნდა.
-იმდენად უმნიშვნელო რამაა რომ მის გამო მთელი სამყარო გადაგეკიდა და შენს მოკლვას ცდილობს ყველა...ასე არაა ლუცი?
ლუციფერს ყბა დაეჭიმა...თვალებში ჩამხედა,მისი მზერა რაღაც სხვას შეეცვალა,ისეთს რაც ადრე არასდროს მენახა მის სახეზე...
-მიდი ლუცი უთხარი...
-მიკეტე მაიკლ...როცა დრო მოვა გაიგებს...
უკვე ავენთი,მუდამ ეს ჩამესმოდა ურში,მშობლებისგან,დედისგან,მამიდასგან,ყველასგან და ახლა მისგანაც,ფეხზე წამოვიჭერი და ლუციფერს მკაცრად ჩავხედე თვალებში.
-ახლავე!მითხარი რა ხდება!
ლუციფერიც ფეხზე ადგა,მშვიდი სახე ჰქონდა,არც ზედმეტი მიმიკები,არც ემოცია...მხარზე ფრთხილად შემეხო,თუმცა მისი ხელი მალევე მოვიშორე....
-ლიზი...ახლა ამის დრო არ..
-ამას ნუ ამბობ,მუდამ ყველა ამას მეუბნებიდა,ვერასდროს ვერ. გებულობდი ეს რასნიშნავდა ახლა კი ვალდებული ხარ,ამ ყველაფრის მერე ამიხსნა თუ რას ნიშნავს ეს!
ლუციფერმა მზერაგამისწორა,ნელი ხმის ტემბრით დაიწყო საუბარი..
-შენ უნდა მოკვდე....თუ ამას მე ვიზამ მაშინ დავიბრუნებ ძველებულ იერს...
თვალებზე ცრემლები მომადგა,სული შემიძრა ამ ნათქვამმა,ადგილზე გავიყინე და განძრევაცვერ შევხელი,მაიკლი ფეხზე წამოიჭრა...
-ეს მხოლოდ უმნიშვენლო რამა,შენ გასაღები ხარ რისი დახმარებითაც დემონებს,ნახევარსისხლებზ და დაცემულებს,ყველა უწმინდურს შეუძლია რომ სამოთხეში შეაღწიოს თუმცა,მთავარი ის არის რომ,ყველა ეს არსება უგრძნობია,მათ სულიარ აქვთ,ხოლო თუ შენ შეგწირავენ მსხვერპლად,ძალდაუტანებლად,მათ სულს აჩუქებ...ამაში მდგომარეობს ის თუ რატო უნდა ყველას შენი მოკლვა...
მაგრამ ანგელოზებს რა მიზანი ამოძრავებთ ეს არ ვიცი...

ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა,ჩემი საბოლოო დასასრული ადრე თუ გვიან ახლოვდებოდა,უკვე კართნ იყო მომდგარი..
თვალები დავხარე,ლუციფერს მზერა ავარიდე...
საძინებელში უხმაუროდ შევედი და ლოგინზე ჩამოვჯექი..ტვინი გამეყინა და ვერაფერზე ვაზროვნებდი,ნუთუ ჩემი ცხოვრება დაგეგმილი ჰქონდათ,თუ გარდაუვალი სიკვდილი მიახლოვდებოდა,რატომ ვიყავი მუდმივად სახლში?რატო არ მომკლეს ადრე?რატომ მაინცდამაინც მე?
ეს ყველაფერი იცოდნენ ჩემმა მშობლებმა,არ მითხრეს და ასე უგზო უკვლოდ დამტოვეს,მათი გამოცანები ყელში ამომივიდა უკვე.
სხეული მიკანკალებდა,თითები გამეყინა,ნერვიულობისგან ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი..
ოთახის კარები შეიღო და ლუციფერი შემოვიდა..
გვერდით ჩუმად მომიჯდა,რამოდენიმე წუთი ხმის ამოუღებლად ვიჯექით ასე
მე ცრემლები მსდიოდა,გული მქონდა გატეხილი,ლუციფერი კი უბრალოდ მე მიცავდა თუმცა რატომ?ის ხომ ჩემი სიკვდილით ხეირს მიიღებდა...
-ამაზე ნუ ფიქრობ...მე შენ არ მოგკლავ..
-გაეთრიე ჩემი გონებიდანნ!
ლუციფერს დავუღიალე,აქვითინებული ხმით,სახე ხელებში ჩავრგე,აუტანელი თავის ტკივილის ჩასაწყნარებკად საფეთქელზე თითები მოვიჭირე..
-მისმინე ლიზი...მე არ დავიშვებ რო რამე დაგემართოს გესმისს?ლუციფერმა ნიკაბზე თითები მომადო და სახე ამაწევინა,დაბალი ხმით და ნელი ტემბრით საუბრობდა...მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა..თუმცა ვერ ვხვდებოდი ჩემი აიცოცხლე მას რაში დაეხმარებოდა.
-რატომ არ მომკლავ ახლავე?
-იმისათვის რომ მსხვერპლშეწირვა მოხდეს ეს მას უნდა უნდოდეს ვინცკვდება...მითუმეტეს რომ,დედაშენს ერთ დროს,სანამ ის გაიქცეოდა მივეცი პირობა რომ მის შთამომავლობას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავდი...ამიტომაც მე შენ არ მოგკლავ და ჩემს პირობას შევასრულებ!
თვალებში ამღვრეული თვალებით ჩავხედე.
-გმადლობ!
ლუციფერმა ხელი ხელზე დამადო..
-სტულიად კანკალებ!მოდი ჩემთან...მოდი...
ლუცფერმა ხელი მომხვია და მკერდზე მიმიხუტა..ლუციფერი თმაზე მეფერებოდა და მამშვიდებდა..
სრულიად მოვდუნდი,ტირილიც შევწყვიტე,მისი სურნელი სიმშვიდეს მგვრიდა,მამხნევებდა და ძალას მმატებდა..
ჩახლეჩილი ხმით დავიწყე საუბარი
-დავიღალე,ამდენი ლოდინით,რომ ყველაფერი კარგად იქნება...სინამდვილეში ყველაფერი საშინლადაა,არასოდეს იქნება ჩენთან კარგად არაფერი...
-ლოდინმა დაგღალა?წამოიდგინე რამდენი წელია ვარსებობ და რამდენად აუტანელი იქნებოდა არაფერს რო ელოდე....
მე ვერცმოვკვდები და არც მოვკვდები,ჩემი სასჯელია ასეთი ცხოვრება,რომ ვერაფერს გრძნობდე,ვერც სიყვარულს,ვერც სევდას,ვერაფერს მხოლოდ ერთი რამ სიბნელე...ქაოსი...ბოროტება...
მე მხოლოდ ნგრევა მომაქვს...გრძნობდე არაფერს იგივეა იცხოვრო მაგრამ ყოველ წუთს კვდებოდე...როდესაც მე “დავეცი” მაშინ სრულიად მარტოსული ვიყავი,ვგრძნობდი აუტანელ ტკივილს,ჩემი იარები რონლებიც ვერ მიშუშდრბოდა არაამქვეყნიურ ტკივილს მგვრიდა,დაჭრილი ფრთები...თუმცა მე ძალა ვიკმარე და შევქმწნი ჩემი სამეფო,თუმცა როდესაც საკუთარ თავს შევხედე მონსტრი დავინახე რქებით,ბრჭყალებით....
მეგონა შემეშინდებოდა იმის რაც გავხდი თუმცა შიში ვერ ვიგრძენი...
ჩემი ტანჯვაც ამაშია...რომ ვერავის შევიყვარებ რომ რამე ვიგრძნო გარდა ზოზღისა...ბოროტებისა..ქაოსისა და ნგრევისა....
ლუციფერი უმეტყველო სახით ყვებიდა ამ ყველაფერს,ისე რომ მის სახეზე ერთი ემოციაც კი არ შემინიშნავს...
-თუ გინდა რამე იგრძნო გარდა ბოროტებისა,სიკეთე უნდა ჩაიდინო...უნდა შეიყვარო,ენდო...
ლუციფერს ჩაეღიმა,თუმცა ეს ღიმილი ცინიკით აღსავსე იყო..
-დაგავიწყდა რომ მთავარანგელოზი ვიყავი,ყველაზე აღმატებული,ღვთის საყვარელი ვაჟი,ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი....ბევრი აიკეთეც ჩამიდენია თუმცა ადამიანებმა ეს ვერ დააფასეს,მამაჩემმა კი მოინდომა რომ იცინი ჩვენე აღამტებულებიბყოფილიყვნენ,ეს ცოდვილი და მხდალი არსებები...თუმცა მე ყველაფერს კარგად ვხედავდი,ამიტომაც მე ხმა ავიმაღლე,რის შედეგადაც მე დავეცი,თუმცა ადამიანმა ცოდვა ჩაიდინა,გაირყვნა,მისი გონება ბილწი აზრებით აივსო,აღარ სწამდათ...და იცი მე ეს არ მწენია...პირიქით გამიხარდა-ლუციფერი დიდი ენთუსაიზმით და ანთებული თვალებით ყვებოდა ამ ბოლოს-მე გამიხარდა რომ ისინი ცოდვაში ჩავარდნენ,დამდაბლდნენ დაბორიტება ჩაიდინეს,მე მართალი აღმოვჩნდი,და იცი?მე მათ არ შევწინააღმდეგებივარ,მათ მე თაყვანივმცეს კიდეც,უარყვეს მამაჩემი და მე შემომიერთდნენ...
ლუციფერი წამით გაჩერდა..სახეზე დამაკვირდა და მის მზერაში რაღაც თბილი ვიგრძენი..
-ყოველი ადამიანი ცოდვილია,მე მათ შიშებს ვგრძნობ,მათ ცოდვებს,მათ ბნელ ადგილებს....თუმცა შენ მიუწვდომელივხარ...რისი გეშინია?სიბნელის?სიკვდილის?დემონების? ჩემი?
თავი დავხარე,გული ცუდად შემეშმუშნა,ჩემი სუსტი წერტილი,რაც არავინ იცოდა,გარდა ოჯახისა,რისიც მუდამ მეშინოდა,ყიველთვის და სამარადისო...
ხმა ამიკანკალდა და სიტყვების ფრთხილადშერჩწვა დავიწყე..
-არა....მე მეშინია რომ დამივიწყებენ...
რომ არავის ვემახსოვრები და მარტო დავრჩები...
ლუციფერმა ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია,თვალებში ჩამხედა და ახლოს მოიწია...
-მე მუდამ შენთან ვიქნები....

ბოდიშით დაგვიანებისთვის ეროვნული გამოხდები და რაღაც და ვერ ვასწრებ წერას



№1 სტუმარი უჩინარი

საყვარლებიიი .. ძაან უცნაურია ყვეოაფერი რღაცეებზე ვფიქროობ და მოვლენების განვითარება დაველოდბიი საინტერესოა მომწონს შენი სტილი რპგორც წერეე ♡♡♡

 


№2  offline წევრი LiZzyCh

უჩინარი
საყვარლებიიი .. ძაან უცნაურია ყვეოაფერი რღაცეებზე ვფიქროობ და მოვლენების განვითარება დაველოდბიი საინტერესოა მომწონს შენი სტილი რპგორც წერეე ♡♡♡

გმადლობბბ მოტივაციას მიმაღლებს ასეთი კომენტარებიი❤️

 


№3 სტუმარი უჩინარი

LiZzyCh
უჩინარი
საყვარლებიიი .. ძაან უცნაურია ყვეოაფერი რღაცეებზე ვფიქროობ და მოვლენების განვითარება დაველოდბიი საინტერესოა მომწონს შენი სტილი რპგორც წერეე ♡♡♡

გმადლობბბ მოტივაციას მიმაღლებს ასეთი კომენტარებიი❤️


მესმიის შენი ეროვნულებს რო მორჩები იმედია მელე გახშირებ დადებას ♡♡ ასე არდაიკარგო ხოლმე

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მომწონს ეს ისტორია ცხრავე თავი წავიკითხე. არ დაგვეკარგო რა როგორცკი მოგიხერხდეს დაგვიდე კიდევ...

 


№5  offline წევრი LiZzyCh

სტუმარი ხატია
ძალიან მომწონს ეს ისტორია ცხრავე თავი წავიკითხე. არ დაგვეკარგო რა როგორცკი მოგიხერხდეს დაგვიდე კიდევ...


❤️❤️

უჩინარი
LiZzyCh
უჩინარი
საყვარლებიიი .. ძაან უცნაურია ყვეოაფერი რღაცეებზე ვფიქროობ და მოვლენების განვითარება დაველოდბიი საინტერესოა მომწონს შენი სტილი რპგორც წერეე ♡♡♡

გმადლობბბ მოტივაციას მიმაღლებს ასეთი კომენტარებიი❤️


მესმიის შენი ეროვნულებს რო მორჩები იმედია მელე გახშირებ დადებას ♡♡ ასე არდაიკარგო ხოლმე

ეროვნულები დამთავრდეს და მთლიანად თქვენი ვარ❤️

 


№6 სტუმარი უჩინარი

LiZzyCh
სტუმარი ხატია
ძალიან მომწონს ეს ისტორია ცხრავე თავი წავიკითხე. არ დაგვეკარგო რა როგორცკი მოგიხერხდეს დაგვიდე კიდევ...


❤️❤️

უჩინარი
LiZzyCh
უჩინარი
საყვარლებიიი .. ძაან უცნაურია ყვეოაფერი რღაცეებზე ვფიქროობ და მოვლენების განვითარება დაველოდბიი საინტერესოა მომწონს შენი სტილი რპგორც წერეე ♡♡♡

გმადლობბბ მოტივაციას მიმაღლებს ასეთი კომენტარებიი❤️


მესმიის შენი ეროვნულებს რო მორჩები იმედია მელე გახშირებ დადებას ♡♡ ასე არდაიკარგო ხოლმე

ეროვნულები დამთავრდეს და მთლიანად თქვენი ვარ❤️


იმედია ახალ თავს უახლოეს მომავალში დადებ ეროვნულების დამთავრებამდე რო გვეყოს ... ძნელიაა მესმის შენიი ... ♡♡♡♡♡☆

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent