შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის-დასაწყისი {სრულად}


2-07-2021, 15:01
ნანახია 5 823

{ნაწილი პირველი}

დილით რვაზე გაღვიძება ყველაზე დიდი კოშმარია ჩემი ცხოვრების, მაგრამ რას ვიზამთ, ესეც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.
სულ ფშუტუნ-ფშუტუნით ავდექი საწოლიდან, ჩემი ,,ჯურღმულის’’ სქელი, მუქიფერის ფარდა გადავწიე და წამსვე ავიფარე ხელები სახეზე, როდესაც მზის სხვივებმა ჩემს ბურუსივით ნაცრისფერ თვალებს შემოანათეს. სახე უსიამოვნოდ დავმანჭე და ისევ იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რა სიამოვნებდათ ჩვეულებრივ ადამიანებს ამ დროს. ბევრისგან გამიგია, რომ დილის ეს მომენტი განსაკუთრებით კარგი და სასიამოვნო იყო, თუმცა ვერც მათ ვუგებდი და ვერც ამ მომენტს ვუჭერდი ,,მუღამს”.
ფარდა ბოლომდე გადავწიე და ხის ძველი ფანჯარა გამოვაღე. მზის სხივების რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს გრილი ნიავი, ნამდვილად ერთი დიდი ნეტარება იყო ჩემს ახურებულ სახეზე, რომელიც საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა.
ჩემთვის რომ ეკითხა ვინმეს, ამ შენს ,,უმუღამო” ცხოვრებაში სიცოცხლე რისთვის გიღირსო?! ალბათ მაშინვე ამ მომენტს გავიხსენებდი და წამსვე ამ საიამოვნების აღწერას დავიწყებდი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იმ განცდასა და ემოციას ვერ აღვწერდი სიტყვებით, რასაც იმ დროს განვიცდიდი. შემდეგ კი ამ ენით გადმოუცემ ემოციებს ისევ ჩემში, მხოლოდ ჩემში გავაღვიძებდი…
არადა რეალურად, ცხოვრება მართლაც რამდენი რამისთვის ღირს, რამდენი გრძნობისთვის, ემოციისთვის, შეგრძნებისთვის, ფიქრისთვის, ოცნებისთვის-მათი ასრულებისთვის და თუნდაც ადამიანისთვის. იმ წვრილმანებისთვის, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ, თუმცა წამიერად, ამავე წამიერ სიცოცხლეში, ისევე გვილამაზებს ცხოვრებას, რომ სამწუხაროდ თვითონაც ვერ ვხდებით ამას.

* * *
- დილამშვიდობისა ევა - მომესალმა საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგონა.
- დილამშვიდობისა ლიზ - მკრთალად გავუღიმე და კაფეში შევედი.
ჩემი სამსახური აქ არის. დიდიხანია, რაც ამ სფეროთი ვარ დაკავებული. ვერ გეტყვით მიყვარს აქ მუშაობათქო, განა რომელი სამსახურია საყვარელი, გარდა საკუთარი პროფესიისა, რომელიც შენივე სურვილით აირჩიე. მაგრამ რასვიზამ, ამაშიც არ გამიმართლა, თანაც ძალიან. მე იმის საშუალებაც არ მომეცა, რომ უნივერსიტეტში მევლო, ამ დანაშაულში კი მეც და ჩემს მშობლებსაც, ერთიანად მიგვიძღვის წვლილი.
მშობლებს იმიტომ, რომ მომზადების გარეშე ეგონათ, ვერც ერთ საგანს ვერ ჩავაბარებდი, ამიტომაც სკოლის დამთავრებისთანავე ჩემს გათხოვებაზე იყვნენ ჩაციკლულები. მე კი იმიტომ, რომ ასე მარტივად დავყარე ფარხმალი საკუთარ მიზნებზე და ოცნებებზე, რომელიც დარწმუნებულივარ, უფრო რომ მომენდომა აუცილებლად გამომივიდოდა.
მთელი ბავშობა მასწავლიდნენ, რომ ისე მოვქცეულიყავი, სხვას რომ მოვწონებოდი, სხვის თვალში, რომ კარგი ვყოფილიყავი და აი ბოლოს რას მივხვდი... სანამ იმით ცხოვრობ, რას იტყვის ან იფიქრებს შენზე სხვა, ვერასდროს გექნება კარგი მომავალი და ვერასდროს დაიპყრობ იმ მწვერვალებს, რომელიც თვითონაც იცი რა ახლოსაა თუ მოინდომებ. ზუსტად ამიტომ, ზუსტად ამ ფარხმალის დაყრისგამო (რას იტყვიან სხვები) იმაზე მეტის ღირსი ხარ ევა, ვიდრე ახლახარ!. (ამას ყოველდღე ვუმეორებ საკუთარ თავს)
ჩემდა სამწუხაროდ, სამსახურში დღიური ანაზღაურება არ მაქვს და ვინ იცის მსგავსი პრობლემის გამო რამდენჯერ დამიტოვებია სამსახური, მაგრამ საბოოლოდ ამასაც შევეგუე და 450 ლარს დავსჯერდი, რომელიც ყოველი თვის ბოლოს მერიცხება ანგარიშზე. აქედან 300 ლარს ბინის ქირაში ვიხდი, დარჩენილიდან გარკვეულ ნაწილს კომუნალურებში, იქედან დარჩენილს კი საკუთარ თავს ვახმარ, შეძლების და გვარად. ოჯახი არ მეხმარება, რადგანაც სახლიდან სამი წლის წინ წამოვედი, თავიდან მირეკავდნენ ახლავე დაბრუნდი, თორემ სახლში ფეხს არ შემოგადგევინებთო, მამაჩემი მემუქრებოდა სადაც გიპოვი იქვე წიხლ-ქვეშ გაგიგდებო, მაგრამ დასაკარგი და გასაცემი (საკუთარი თავისგარდა) უკვე ისედაც აღარაფერი მქონდა, იქ დაბრუნებას კი ისევ აქ... ასე ყოფნა მერჩივნა.
ყოველ დილას, ყოველ დღეს ცოხვრების ახალ შანს ვეძახი, იმის იმედად რომ გამოჩნდება რაიმე, რაც ამ სოროდან ამომიყვანს და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას მომცემს.
კაფე საკმაოდ დიდი იყო, მიმტანები კი სულ სამნი ვიყავით, მე, ანდრია და ლიზა. ათი საათიდანვე უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი შემოდიოდა და ამასთანავე სამუშაოც ბევრი გვიგროვდებოდა.
ლიზა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მესამე კურსზე იყო, აქ კი მხოლოდ საკუთარი ფულის გამოსამუშავებლად მუშაობდა. რეალურად არ იყო ცუდი ხასიათის გოგო მიუხედავად იმისა, რომ თურმე სიმაღლის გამო ბევრი აკომპლექსებდა. აი ანდრიასი კი რამოგახსენოთ. მაღალი, ლურჯთვალება, ღიაფერის ქერა თმით და იდიალური სახით გამორჩეული ბიჭი იყო, რომელიც მამიკოს დაესაჯა და უკაპიკოთ დაეტოვებინა.
ანდრია ახვლედიანი, ცნობილი ავტოკომპანიის მფლობელის, დიმიტრი ახვლედიანის შვილი იყო. მას ბავშობიდანვე არაფერი არ აკლდა, უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა 27 წლამდე. ერთი წლის წინ კი ნარკოტიკის მოხმარების გამო დაიჭირეს, მამამისმა ძლივს დააძვრინა ანდრია ციხიდან, იმის შემდეგ კი ბატონი დიმიტრი ძალიან გაბრაზებულა, შვილისთვის ყველა საკრედიტო ბარათი დაუბლოკია და უთქვამს, რომ აწი საკუთარი თავისთვის თვითონვე მიეხედა. ერთსიტყვით სახლიდან გამოაგდეს. დედამისი ხშირად ნახულობს ხოლმე ანდრიას და ფულსაც აძლევს, მაგრამ ჩვენი პატივმოყვარე ბიჭი კაპიკსაც არ ართმევს, მიუხედავად იმისა რომ მისი ყველა ბრალდება უსაფუძვლო იყო. ერთისიტყვით როგორც ანდრია გვიყვება, ეს ნარკოტიკის საქმე ,,გაჩალიჩებული” იყო, მისი ყოფილი ძმაკაცისგან. მაგრამ მამამის ეს ამბავი ვერაფრით ვერ დააჯერა და მაინც აი ასე გამოაბუნცულეს სახლიდან. ახლა კი მეგობართან ცხოვრობს და ერთი წელია რაც აქ მუშაობს, ამ კაფეში ლუკამ ურჩია მუშაობის დაწყება, რადგანაც თვითონ ალასანია ხშირად სტუმრობდა აქაურობას. ერთ დღესაც კი როცა კარების გვერდით გაკრული განცხადება დაინახა, მაშინვე ახვლედიანს მიურბენინა, ანდრიამ კი იმდღესვე დაიწყო მუშაობა.
რეალურად, არ არის ცუდი ბიჭი, ერთადერთი ადამიანი რომელსაც ცოტათი მაინც ვენდობი.
თითქმის ყოველ ღამე მაცილებდა ახვლედიანი სახლამდე და დღესაც, ისევ ანდრიას სურს ჩემი სახლამდე მიცილება, არმინდა რომ ბევრი იაროს და უფრო გადაიღალოს, ისედაც შორს ვცხოვრობ ამიტომაც, იქვე თხუთმეტი წუთის სავალზე მდგომ კორპუსთან ვაცილებინებ თავს, შიგნით შევდივარ, მერე ანდრიას წასვლას ველოდები და ბოლოს ისევ ჩემს ნამდვილ ქუჩას მივუყვები.
შუაღამისას სეირნობა ყოველთვის მიყვარდა, განსაკუთრებით მსიამოვნებდა ლამპიონებით განათებული ქუჩები და მშვიდი სიჩუმე. მობილური ამოვიღე და ჩემს ბლოგზე შევედი, მაინტერესებდა თუ იყო რაიმე სიახლე, მაგრამ არა.
თითქოს სადარდებელი და სამუშაო არ მაკლდეს ბლოგერობაც დავიმატე. ეს ბლოგი ერთწელიწადზე მეტია რაც მაქვს, თუმცა რა ხეირი? ხუთასოცდასამი გამომწერი და დიდი-დიდი თვრამეტი ლაიქი პოსტს. სიმართლე გითხრათ, რეკლამის გაკეთება არასდროს მიცდია. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სისულელესთვის ფული ძალიან მენანებოდა.
ფულიი… რა ეშველებოდა სამყაროს, რომ არ ყოფილიყო ეს დამპალი, აყროლებული ფული…
ალბათ ბევრი რამ და რაც ყველაზე მთავარია, ფულის სიყვარულის მაგივრად, ადამიანები ერთმენეთის სიყვარულსა და პატივისცემას ისწავლიდნენ.
ფულზე გამახსენდა... ჩანთიდან საფულე ამოვიღე და გავხსენი.
- ჯანდაბა! - მწარედ ჩავიცინე
დარჩენილი ერთიკვირა, უკანასკნელ თხუთმეტ ლარზე ვიყავი დარჩენილი.
- მაგარიაა - ჩავიბურდღუნე და საფულე ისევ ჩანთაში დავაბრუნე.
რა საოცარია ეს სამყარო, რამდენჯერ გამიგონია, როდესაც ერთი ადამიანი იბადება, მასთან ერთად მეორეც მალევე ჩნდებაო, ოღონდ შორს, ძალიან შორს… ზოგი კი პირიქით, ისე ახლოს, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენიათ ესო. ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მაქვს, (და არამარტო მე, სხვა უამრავსაც) ადამიანებს მართლა სჯერათ ამის... სჯერათ, რომ როგორცკი დაიბადნენ, მაშინვე გაჩნდა მათთანერთად მათივე მეორე ნახევარი, ზოგი ამ აზრს ეგუება და თავიანთი ინიციატივით, მონდომებით და სურვილით, იწყებს ამ მეორე ნახევრის ძიებას, ზოგი ზის და უბრალოდ ელოდება მის გამოჩენას, ზოგი კი პირიქით, ეგუება და შემდეგ ,,იკიდებს”. 25 წლის გოგო ვარ და თქვენ წარმოიდგინეთ შეყვარებული დღემდე არმყოლია. ადრე, როცა თანატოლები მეკითხებოდნენ რატომ ვიყავი ასეთი მარტოსული, პასუხად ან ამაყად, თავისმართლებას ვუბრუნებდი ან სამარისებულ დუმილს. (უმეტეს შემთხვევაში პირველს ვამჯობინებდი ხოლმე)
მიუხედავად ჩემი ამ მარტოსულობისა, ხანდახან ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მეც რომ მათნაირი ვყოფილიყავი, თუმცა არა მალევე ვწყდებოდი ამ ფიქრებს როცა ვიაზრებდი რაუნდა გამეკეთებინა, იმისთვის რომ მეც მათნაირი გავმხდარიყავი.
ანგელოზი არ ვყოფილვარ მაგრამ ნამდვილად არ შემეძლო მყვარებოდა ადამიანი, რომელიც ყველა გამვლელთან მიღალატებდა, შემდეგ კი ჩემთან მოვიდოდა, სიყვარულს ამიხსნიდა, ათას გვარ ოცნებას დამაჯერებდა, უამრავ ზღაპარს მომიყვებოდა და ბოლოს იმ ბინძური, ამაზრზენი, სხვაზე ნაფერები ხელებით, მე მომეფერებოდა... მაკოცებდა, მომეხვეოდა, და, მე კი სულელი, ვითომ ვერაფერს ვხდებოდე და არაფერს არ ვეჭვობდე, ყველაფრისდა მიუხედავად მაინც, უზარმაზარ ,,სიყვარულს” ვგრძნობდე მისი ერთი გამოხედვით, შეხებით ან თუნდაც შეგრძნებითაც კი.
არა! არა! მე ასეთი არასდროს გავხდები…

ჩემს სადარბაზომდე მისულს უცნაურ ხმებს მოვკარი ყური.
- ახლა ამის დრო იყო? - ზედმეტად ჩუმად ვთქვი და უკან გავბრუნდი.
დიახ, იმ ადგილას სადაც კიბეებით უნდა ამევლო, ქალის კვნესისა და კაცის ოხვრის ხმა ერთმანეთში ირეოდა მეკი რაღაც ამაზზრზენი შეგრძნება მეუფლებოდა. ბევრჯერ აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში, თუმცა მაშინ ან კოცნა იყო ან ფერება და რამე, ახლა კი ეს ორი გათახსირებული შუა სადარბაზოში, სექს*თ იყვნენ დაკავებულნი.
ხელის შეშლა არმინდოდა, ამიტომაც უკანამხრიდან მაღაზიაში გავედი, სახლში ყავაც კი არმქონდა, მე კი მის გარეშე როგორ უნდა მეარსება არც კი ვიცოდი.
უკან დაბრუნებისას, წყვილი როგორც ჩანს ჯერ კიდევ არიყვნენ დაშლილები. როცა სადარბაზოს მივუახლოვდი დავინახე, როგორ გამოვიდა შავგვრემანი გოგონა, წითელი კაბით, მაღალქუსლებზე და პირდაპირ გვერდით ჩამიარა. ცხვირი მაშინვე ,,წამაცალა” მისმა ძვირადღირებულმა, მძაფრმა სუნამოს სუნმა. თავი ოდნავ გვერდით გავწიე და გზა გავაგრძელე, თუმცა რაღაც მოუთმენლობამ მძლია და სანამ შგნით შევიდოდი, უკან მოვიხედე…
გამეცინა.
ქალს, ძვირადღირებული მანქანა ჰყავდა და ერთ მიგდებულ უბანში, ვიღაც ბიჭთან ერთად სადარბაზოში ჟიმ*ობდა.

* * *
ნელ-ნელა მივუყვებოდი კიბეებს, პირდაპირ კი რამოდენიმე ნაბიჯის დაშორებით, ვიღაც ბიჭი მიდიოდა ჩემს წინ. უკუნითი სიბნელე იყო სადარბაზოში, მე კი მისი თეთრი მაისურისა და სავარაუდოდ ქერა ოდნავ გრძელი თმების გარდა ვერაფერს ვხედავდი…
და ჰო, იმ ქალის სუნამოს სუნსაც ვგრძნობდი, მაგრამ მერე თითქოს ეს სუნი სადღაც გაქრა და იმ წამს… რაღაც ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად, ჩემგან მაინც ასე შორს მყოფნი გრძნობა დამეუფლა…
მერვე სართულზე ვიყავით როცა გაჩერდა და კარებში შევიდა, თავი ოდნავ ქვემოთ დავხარე, არადა შემეძლო დამენახა მისი სახე. გვერდით არგამიხედავს ისე გავაგრძელე გზა, მეცხრე სართულზე ავედი და სანამ კარებს გავაღებდი კედელს თავი მივადე.
- ღმერთო - ამოვიხვნეშე და თითქოს სადარბაზოში შემოსულს ახლაღა ამოვისუნთქეო.

* * *
მთელი ღამე ვერ დავიძნე, ბოლოს გამთენიისას ჩამთვლმა და აბა თუ გამოიცნობთ რა მოხდა?
ხო, სამსახურში დამაგვიანდა.
როგორც კი სახლიდან გავედი მაშინვე ლიფტის კარებს მივვარდი, რამოდენიმე წამი ველოდე, მაგრამ მივხვდი, რომ სანამ ეს ლიფტი ამოზლოზინდებოდა მანამ უკვე გასული ვიქნებოდი სადარბაზოდან. ჩანთა ცალ მხარზე გადავიკიდე და ჯიბიდან თმის რეზინი ამოვიღე, თან კიბეებზე ჩავდიოდი.
კოსის გაკეთებას ვცდილობდი, ცალ ხელზე გრძელ ჩალისფერ თმებს ვიხვევდი, კბილებს კი შავ რეზინს ვუჭერდი, ისევ ისეთი სუჩუმე იყო სადარბაზოში როგორც გუშინ, მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა არღვევდა ამ სიჩუმეს. უცებ კარების ხმა გავიგე, რატომღაც ვერ გავიაზრე რომელ სართულზე ვიყავი და მაშინვე იმ კარისკენ გავიხედე საიდანაც, ვიღაც მაღალი ქერათმიანი ბიჭი გამოვიდა. მაშინვე მივხვდი რომ ის იყო, წუხელ სადარბაზოში ჩემს წინ რომ მიდიოდა...
უცნაური სიტუაციაში ვიყავი. მე ორივე ხელი თავთან მქონდა და თმის შეკვრას ვცდილობდი, პირში კი შავი თმის რეზინი მქონდა გაჩხერილი. უხერხულობის გრძნობამ შემომიტია, ვეცადე არ შემემჩნია მისი გაკვირვებული სახე და ოდნავ გავუღიმე, შემდეგ კი ნაბიჯი ქვემოთ ჩავდგი. იმ წამს ვიგრძენი, რომ რაღაც ისეთს დავადგი ფეხი, რომელიც ან ფეხს მომტეხდა ან კიდევ ტვინის შერყევას მიმაღებინებდა, ერთისიტყვით კიბიდან დამაგორებდა. წამოვიკივლე, მერე წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და მაშინვე, ჯერ გვერდით, შემდეგ კი პირდაპირ წინ გადავიწიე, რომ უცებ მუცელზე რაღაც მაგარი, გველივით შემომეხვია, ოდნავ უკან გადამწია და მისკენ შემატრიალა...
უცნაურად აცეცებდა იმ ჭაობივით მწვანე თვალებს ჩემი ქერათმიანი მეზობელი. ასე ახლოს პირველად ვიყავი ამ ადამიანთან, მაგრამ მისგან იმხელა სითბო და დადებითი ენერგია მოდიოდა, რატომ ან რისთვის ხდებოდა ასე, თვითონაც ვერ ვხსნიდი.
- კარგად ხარ? - მკითხა
- ხო, კი - ძლივს მოვუყარე თავი ამ ორ სიტყვას.
- შემდეგში თასმებს ყურადღება მიაქციე - ოდნავ ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში, ხელი გამიშვა და ძირს დაიხარა. ფეხი მაშინვე უკან გავწიე, როცა ჩემი თასმის შეკვრა დააპირა.
- საჭირო არ არის, მეთვითონ - უკან დავიხიე და მეც ქვემოთ დავიხარე.
ძლივს მოვაშორე მის მწვანე თვალებს თვალი. თვითონ არც ამდგარა, ისევ ჩამუხლული იყო, ბოლოს კი ჩემთან ერთად წამოდგა.
უხერხულობის განცდამ ისევ შემომიტია, მადლობის თქმა დავაპირე თუმცა ზუსტად ამ დროს თვითონაც რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- ჯერ შენ თქვი - ვუთხარი და ნერვიულად დავიწყე ხელებით კისრის სრესა.
- არა, გოგო ხარ და დაგითმობ - გაეცინა
- აჰ, კარგი, მაგრამ მადლობის თქმა მინდოდა უბრალოდ, სხვა არაფერი - მხრიდან ჩამოვარდნილი ჩანთა ისევ ცალ მხარზე მოვიკიდე.
- ყველა ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილზე, მითუმეტეს შენნაირ ლამაზ გოგოს რომ დაინახავდა - მითხრა და ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა.
იმ წამს მასთანაც ისეთივე პირდაპირი რომ ვყოფილიყავი როგორც სხვა, დანარჩენ ბიჭებთან, აუცილებლად ვეტყოდი ,,იცი საშინლად ფლირტაობთქო” მაგრამ იმ მომენტში მეც სხვა, ჩვეულებრივ გოგონებივით მსიამოვნებდა ბიჭისგან მსგავსი კომპლიმენტი და ყველაზემეტად იმაზე ვბრაზოდი, რომ ამას ვხდებოდი… ვხდებოდი მაგრამ არაფერს ვაკეთებდი და ისევ ისე ვაგრძელებდი მასთან საუბარს.
ჩანთას ცალი ხელი უფრო მოვუჭირე და ოდნავ დახრილი თავი მაღლა ავწიე.
- მადლობა… - ბოლოს მაინც ავარიდე მის მზერას თვალები.
- რა გქვია? - მაშინვე მკითხა
- ევა, შენ? - არც მე დავაყოვნე
- თორნიკე
- თორნიკეე... - წავილუღლუღე - კარგი სახელია.
- ხო, ასეა. ევაზეც იგივეს ვიტყოდი. - თავი გააქნია და კბილებს შორის მოაქცია მისი ქვედა ტუჩი. რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, თვალები ოდნავ მივნაბე მაგრამ მალევე გამოვედი ამ მდგომარეობიდან, როცა ჩემი ტელეფონი აწრიპინდა. ნომერს დავხედე ანდრო იყო, მერე საათს მოვკარი თვალი.
- ღმერთო - წამოვიყვირე და თვალები ლამის შუბლზე ამივიდა. მაშინვე ქვემოთ ჩავვარდი და სამსახურისკენ გავიქეცი.

* * *
უამრავი ბოდიშის შემდეგ, აკაკიმ, ჩემდა საბედნიეროდ ისევ მაპატია.
- რატომ დააგვიანე? - მეკითხება გვერდით მდგომი ანდრია, თან ჭიქებს აპრიალებს.
- ავტობუსმა გამასწრო - დაუფიქრებლად ვუთხარი.
- რა? - გაკვირვებულმა გამომხედა - ავტობუსში რა გინდოდა?
- ამმმ, დღეს რაღაც დილიდანვე ფეხი მტკიოდა და ვიფიქრე ბევრი რომ არ ვიარო ავტობუსით წავალთქო - ხო ევა, ავტობუსით წახვალ, მიუხედავად იმისა რომ სულ ორი გააჩერებაა იმ კორპუსიდან, შენს სამსახურამდე.
- კარგი, არმჯერა, მაგრამ რახან სიმართლეს არ მეუბნები, მაშინ იყოს ეგრე. - გამჭოლი მზერით გადმომხედა ანდრიამ და ჭიქის მშრალება გააგრძელა.
დილიდან მხოლოდ დაგვიანების გამო არმიმიღია საყვედური, ასევე ჩემი გაშლილი თმების გამოც, რომელიც რომ არა ლიზა, ალბათ იქვე მაკრატლით მივიჭრიდი. ღმერთო რამდენიხანია თმა არ შემიჭრია, არადა ბავშობიდან ვოცნებობდი გრძელ თმებზე, ისეთი როგორიც ახლა მაქვს, მაგრამ არა ასეთ მდგომარეობაში და ასეთ გარემოში…
მთელი დღე დაუფიქრებელ პასუხებს ვიძლეოდი, დაუფიქრებელ კითხვებს ვსვამდი და კიდევ სამი ჭიქა გამიტყდა, რომლის ფულსაც ხელფასიდან ჩამომაქვითავდნენ. ეს ყველაფერი კი ჩემი მეზობლის ბრალი იყო. მთელი დღეა მისი მწვანეფერის თვალები არ ამომდის მხედველობიდან, მისი ხმა გონებიდან, მის სიახლოვეს გატარებული დრო კი სასიამოვნოდ მცრიდა ტანში... თუმცა არა, რა სისულელეა ევა! ტყუილად ნუ ფიქრობ მასზე, დარწმუნებულივარ ის იყო… თორნიკე იყო ის ბიჭი, წუხელ სადარბაზოში გოგოს რომ აკვნესებდა. მორჩი მასზე ფიქრის, ისიც სხვებივითაა, ისიც მათ გავს, არგინდა გოგონი...
- მისმენ საერთოდ? - უცებ ანდრიას ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან
- რა? - მისკენ გავიხედე - რაღაცაზე ჩავფიქრდი უბრალოდ, რას მეუბნებოდი?
- ევა, ყველაფერი კარგად გაქვს? რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს და მიმალავ.
- არა რა სისულელეა რა პრობლემა უნდა მქონდეს - შევიცხადე
- არვიცი, მთელი დღეა უცნაურად იქცევი
- არაფერია, წუხელ ვერდავიძინე და მაგის ბრალია… შენ რას მეუბნებოდი? - თორნიკეზე ფიქრები გვერდით გადავდე და ანდრიაზე გადავიტანე მთელი ყურადღება.
- მოწვევა მომივიდა ლონდონიდან, ჩემს მეგობარ დემნაზე რომ გითხარი გახსოვს?
- სცენარისტი? - ვკითხე. ანდრია კი ღიმილს ვერ ფარავდა სახიდან.
- ჰო, დემნამ ჩემი ერთ-ერთი წიგნი ჩემდა დაუკითხავად თარგმნა და დაბეჭდა ინგლისურად.
- მერე…
- მერე ის რომ, ფილმის გადაღებას აპირებენ ჩემი წიგნის მიხედვით.
- რაააა - აღმომხდა სასიამოვნოდ გაოცებულს - რამაგარია ანდროო - პირდაპირი მნიშვნელობით ,,შევახტი” და კისერზე მოვეხვიეე - როგორ მიხარია... მეტსაც იმსახურებ… - ლამის ცრემლები წამსკდა სიხარულისგან
- თქვენც ასევე ქალბატონო - უკმაყოფილო ხმით მითხრა მეკი მივხდი რაც იგულისხმა და ხელები მოვაშორე.
- არგინდა ახვლედიანო!
- კარგი რა ევა, გთხოვ უბრალოდ სცადე, რამოგივა ხომ არ მოკვდები? - ხვეწნაში გადსდიოდა თხოვნა.
- გეყოფა...არმინდამეთქი, მე დიდიხნის წინ შევეშვი მაგ გასართობს - ხელი ავიქნიე და გზა გავაგრძელე.
- გასართობს? შენ წერას გართობს ეძახი? - ბრაზნარევი ხმით მეკითხება
- არა მაგრამ, ეს საჩემო არაა… მე არმაქვს დრო, არც შესაძლებლობა და არც ნიჭ…
- გაჩუმდი - პირზე ხელი ამაფარა. სიტყვის დამთავრებაც არმაცადა. - შენ არუნდა ამბობდე, რომ ნიჭი არ გაქვს. - ხელი ჩემი ტუჩებიდან ჩამოიღო და გზა გააგრძელა.

* * *
ისევ მომიწია სადარბაზოში ლოდინი, შემდეგ გამოსვლა და ჩემი სახლისკენ წასვლა…
სადღაც თერთმეტი საათი იყო სახლში რომ მოვედი, მიუხედავად ყველაფრისა მაინც თორნიკეზე ვფიქრობდი, თვალწინ სულ მისი მომღიმარი სახე მედგა და თვალები, ის თვალები რომლებმაც მოსვენება დამიკარგა და ალბათ ამჯერადაც არ ისურვებდნენ ჩემ მშვიდად დაძინებას.

ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ ვწერდი ადრე სიყვარულზე. როგორ შემეძლო მხოლოდ ჩემი ფიქრებით შექმნილი გრძნობა ასე მეწერა ფურცლებზე, რომელიც რეალურად განცდილი არ მქონია, ან თუნდაც შემექმნა წინადადებები რომელშიდაც, იმაზე მეტი აზრი იდო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
როგორც ვფიქრობდი ისევ ვერ დავიძინე და ამჯერად, ლოგინში იქეთ-აქეთ ტრიალის მაგივრად, ძველი პატარა წიგნაკები გამოვიღე და ადრინდელი ჩანახატების, რომანების და ლექსების კითხვა დავიწყე. თითოეული სტროფისა და თითოეული წინადადების წაკითხვისას, სახეზე სულელური ღიმილი მეხატებოდა, რომელიც აშკარად ჩემივე დამსახურებით იყო გამოწვეული. მწერლობა არასდროს მდომებია, უბრალოდ მინდოდა ჩემი ისტორიები, ჩანახატები, ფურცელზე გადმოტანილი აზრები ყველას ენახა და წაეკითხა, არც ზღაპრების წერა მიყვარდა, რომლებიც ყოველთვის ბედნიერი დასასრულით სრულდებოდა, მე უბრალოდ იმ რეალობის აღწერა მიყვარდა რომელსაც ხშირად, სხვები ყურადღებას არ აქცევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გულში ერთ დიდ და წარუშლელ დაღად ჰქონდათ დასუმული.

* * *
ამჯერად არდამგვიანებია, მეტიც პირველი მივედი სამსახურში და მთელი ოციწუთი ველოდი აკაკის მოსვლას.
- შაბათია დღეს ბევრი საქმე იქნება - დაიწუწუნა ლიზამ
- აქ ყოველთვის ბევრი საქმეა - გახედა ლიზას ანდრიამ
- ხო მაგრამ შაბათ-კვირაობით განსაკუთრებით - ნიშნის მოგებით უთხრა და მაგიდის წმენდა დაიწყო.
- დღეს სამსახურის შემდეგ სადმე არ წავიდეთ? - იკითხა ახვლედიანმა
ლიზამ მაშინვე წამოყო თავი და დაეთანხმა მის შემოთავაზებას, მერე კი ორივემ მე გადმომხედა.
- იცით, საქმე მაქვს რაღაც. არამგონია დღეს შევძლო - თავის არიდება ვცადე.
მინდოდა წასვლა, როგორ არმინდოდა, მაგრამ საკმარისი თანხა არმქონდა, როგორც უკვე ვთქვი უკანასკნელ თხუთმეტ ლარზე ვიყავი დარჩენილი.
- საიდან შენ ამდენი საქმეები? - სალფეტკები მაგიდაზე დადო და ბარის მაგიდას ჩამოეყრდნო ანდრია.
- არვარ ვალდებული ყველაფერი გითხრა - გაბრაზებულმა გავხედე. ალბათ უფრო საკუთარ თავზე ვბრაზობდი ვიდრე მის ცნობისმოყვარეობაზე.
- უბრალოდ იკითხა - ჩაერთო ლიზაც
- და მეც უკვე ვთქვი პასუხი!? - ამჯერად ლიზას შევუღრინე და ჩემს საქმეს მივუბრუნდი.
მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ლიზას თქმის არ იყოს დღეს მართლაც ბევრი ხალხი გვყავდა, სამწუხაროდ არვიყავი დაკვირვებული შაბათ-კვირის სტუმრებს, ისე როგორც ლიზა. ათსაათზე კაფე უკვე დავკეტეთ, ის ის იყო გზა უნდა გამეგრძელებინა ახვლედიანის ხელი რომ ვიგრძენი მკლავზე.
- ახლა რაღამოხდა? - ვკითხე
- გუშინ რაზეც გელაპარაკე გახსოვს?
- მახსოვს
- ხოდა მინდა რომ ჩემთანერთად წამოხვიდეთ შენ და ლიზა. ზეგ ლონდონში მივფრინავ - ნაღვლიანი ხმით მითხრა
- ასე მალე? - მაშინვე შემეცვალა ხმის ტემბრი
- ასეაა - ამოიხვნეშა და ხელი გამიშვა - გთხოვ წამოდი… თანაც დღეს მე ვიხდი - ალმაცერა თვალებით გადმომხედა, მეც ინსტიქტურად თავი ზემოთ ავწიე და მის ლურჯ სფეროებს გავუსწორე თვალი. ისე შემრცხვა.... დარწმუნებული ვიყავი მიხვდა ფული რომ არმქონდა და ამიტომაც ვამბობდი უარს, არადა ჩემნაირ გოგოს რა საქმე უნდა ჰქონოდა ასეთი, ორისაათით გასართობად დრო, რომ ვერ გამოენახა. სხვა გზა არმქონდა, რომ არ მიდიოდეს არც გავყვებოდი, მაგრამ მიდიოდა და რამექნა.
სადღაც ოცწუთში მალევე მივადექით კლუბს. ყველაზე ცნობილი ადგილი იყო შარდენზე. იმდენი ხალხი იყო კლუბის წინ, რომ თავი ბომჟების უფასო სასადილოში მეგონა. როცა შიგნით შევდიოდით და face control - ს გავდიოდი, დაცვამ უცნაურად ამათვალიერა, გეგონებოდათ ვიღაც უცხო პლანეტელს ხედავდაო, თვალები უკმაყოფილოდ ავატრიალე და ანდრიას უკან გავყევი. შიგნით რომ შევედი, ალკოჰოლის სუნი ერთიანად მომხვდა ცხვირში, ირგვლივ მოვათვალიერე ყველაფერი და თავგადაპარსული გოგონები რომ დავინახე ლამის იქვე დავიწყე ხარხარი. საკუთარ თავზე გამეცინა, მახსოვს თოთხმეტი წლისამ თმა შავ ფერად შევიღებე, მერე არმომეწონა, უფროსწორად ყველა მეუბნებოდა გიხდებაო, თეთრ კანზე და ნაცრისფერ თვალებზე სახის ნაკვთებს კარგად გიჩენსო, თუმცა სარკეში რომ ვუყურებდი ჩემს თავს თხუთმეტი წლის გოგო კი არა ოცდაერთი წლის ქალი მეგონა, ამას პლიუს ისიც ემატებოდა ერთხელ ბიბლუსის მაღაზიაში წიგნის საყიდლად რომ შევედი და თაროსთან წიგნის არჩევა რომ დავიწყე, ერთი კონსულტანტი ქალი მოვიდა და მკითხა ,,ქალბატონო რით შემიძლია დაგეხმაროთ?” ჰააჰ?! რაქალბატონო? თოთხმეტი წლის ვარ დეიდააა… შევსძახე გულიდან. იმ დღის მერე ავდექი და მამაჩემის თმის საპარსით თავი გადავიპარსე, ჩემს მეზობელ ზურას ორ თვეში უკვე საკმაოდ ჰქონდა წამოზრდილი თმა რომ იპარსავდა, მეც ვიფიქრე მალე გამეზრდება მანამდე კი სახლში ვიჯდები, ორითვე რაარისთქო, მაგრამ რის ორითვე… ერთიწელი სახლიდან არგავდიოდი, სკოლა-სახლი, თმა ძლივს მეზრდებოდა საშინელი დეპრესია დამეწყო, საერთოდ რამინდოდა ყოფილიყო ის შავიფერისთმათქო…
იმ დროს დავიწყე წიგნების კითხვა. თოთხმეტი წლის ვიყავი სიგიჟემდე რომ შემიყვარდა წიგნები, ეს ის იყო რასაც გამოვყავდი მდგომარეობიდან, ისედაც ვკითხულობდი წიგნებს ადრეც, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მასწავლებელი კლასგარეშე საკითხავს გვაძლევდა.
კალამიც და ფურცელიც პირველად იმ მარტოობის დროს, ჩაკეტილობისას და ჩახუთულობისას ავიღე ხელში. 15 აგვისტო ზუსტად ის დღეს იყო ჩემი პირველი რომანის წერა რომ დავიწყე, რომელიც ორ თვეში დავასრულე. მაშინ ჩემს ასაკს გარდატეხის ასაკს ეძახდნენ, მართლა არვიცი რეალურად რაჰქვია იმ პერიოდს, თუმცა ჩემთვის ეს ის დრო იყო, როცა ყველა ემოცია და გრძნობა ერთ დროულად მაწვებოდა, როცა მინდოდა ყველა განცდა და ფიქრები სადღაც წამეღო, ზოგჯერ ისიც კი მინდებოდა რომ სამყაროსთვის ომი გამოგეცხადებინა, მაგრამ ეს საკმაოდ შორეული სურვილი იყო. ზუსტად ამიტომ დავიწყე წერა, მინდოდა ის ყველაფერი სადღაც წამეღო და საბოლოოდ ფურცელზე გადატანა ვცადე, რაშიდაც სულაც არ შევმცდარვარ.
- აქეთ ევა - ანდრიამ ხელი მკრა და მანიშნა გავყოლოდი.
სანამ ადგილზე მივიდოდით ჩემი ცნობისმოყვარეობა ვერაფრით დავფარე, ხან ცისარტყელასავით შეღებილ თმებს ვაშტერდებოდი, ხან მხოლოდ ყვითელთმიანებს. ლურჯთმიანი გოგონა მომეწონა, ერთხელ გამოიხედა რამოდენიმე წამით და სასიამოვნო შეხედულება დამრჩა, მანამ სანამ უკნიდან ბიჭი არ მიუდგა და კაბის ქვეშ ხელი არშეუცურა, მერე კი ცისფერთმიანმა თავი უკან, ბიჭის განიერ მხარზე არგადასწია. წამში შემეცვალა მასზე წარმოდგენა, ასეთი რაღაცების ყურება დიდად არასდროს მხიბლავდა, დიდად კი არა საერთოდ არ მხიბლავდა.
- სალამიი - ანდრია მიესალმა ბართან მდგომ ბიჭებს
- ანდრუუშ - ერთერთმა უკან გამოიხედა და ,,ძმაკაცურად” გადაეხვია, მეორეც მიჰყვა და მესამეც. აი მეოთხე კი ახვლედიანმა უცნაურად შეათვალიერა.
- მიხარია შენი ნახვა - ხელი გაუწოდა ანდრიას ვიღაც მაღალმა სუსტი სხეულის მქონე ბიჭმა.
- მეც ლექსო - მკრთალად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
- ესენი?... - თვალები დააწვრილმა ერთერთმა და უცნაურად გამოგვხედა მე და ლიზას
- ესენი ჩემი თანამშრომლები არიან, ეს ევაა, ეს კი ლიზა - უთხრა ბიჭებს და მერე ჩვენ გადმოგვხედა - გოგონებო ეს კი ლაშაა - ოდნავ წითურზე გვითხრა - ეს გიო - ქერათმიანზე გვანიშნა - და ესეც გიო - ამჯერად მუქი ფერის თმის მქონე ბიჭზე გვითხრა.
ბიჭებმა თავი მოკრძალებით დაგვიკრა და გაგვიღიმეს, მერე კი ანდრიამ სასმელები შეუკვეთა. მე თავიდანვე ვთქვი რომ ბევრს ვერ დავლევდი, ამიტომაც მხოლოდ ერთ ჭიქას დავჯერდი.
ლიზამ წითურთან გააბა ლაქლაქი, ვერგავაჩერეთ, უკვე მეხუთე ჭიქას სვამდა და აშკარად ვეღარ იყო საღ აზრზე.
რაღაც გადაჩურჩულა ახვლედიანმა გვერდით მდგომ ძმაკაცს მერე კი მე გამომხედა.
- ევა ლიზას მიხედე კაი? ჩვენ სიგარეტს მოვწევთ და დავბრუნდებით
- სიგარეტს?... - წარბები მაღლა ავწიე
- კაი რა, ხოიცი მაგას მე არვეტანები, მითუმეტეს კი თქვენთანე ერთად - უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა. აშკარად ეწყინა.
- კარგი ხო, ოღონდ მალე რა. უკვე თავი ამატკივა ამ ჯაგა-ჯუგმა
- კაი - მითხრა და უკან გაბრუნდა.
ლიზასკენ გავიხედე, რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით ბარმენს ელაპარაკებოდა რაღაცას, თან ტიროდა. ვიცი რაზეც და რატომაც ტიროდა ასე რომ აღარ მივსულვარ მასთან, თანაც არც ისე შორს მყავდა, ვიფიქრე ,,დაე გაიგოს სამყარომ როგორ დაშორდა თავის პირველ სიყვარულსთქო” და თავი გვერდით გავატრიალე.
- პირველად გხედავ აქ - გვერდით ის სუსტი აღნაგობის ბიჭი მომიდგა. რა ერქვა?! ჰო, ლექსო.
- იმიტომ რომ პირველად ვარ - მხოლოდ და მხოლოდ თავაზიანობის გამო ვუპასუხე, რადგანაც ასე თუ ისე ანდრიას ნაცნობი იყო. მაგრამ ბოლოს ვინანე, ნეტა იმ დროს ეს თავაზიანობა რატომ არ მეკიდათქო.
- გასაგებია… მე ლექსო ვარ - ხელი გამომიწოდა
- ევა - მკრთალად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
- რა ცივი ხელები გაქვთ - ჩაეცინა
- ხო ასეა - ისევ ზრდილობის გამო გავუღიმე და ლიზას გავხედე რომელიც ისევ ბღაოდა და ერთ-ერთ ბარმენს ელაპარაკებოდა.
- დალევ რამეს?
- არა გმადლობ - თავი გავაქნიე
- კარგი რა, ამ ერთხელ… თანაც მე ვიხდი - ჯიბიდან ქაღალდის ფულები ამოაძვრინა და ორმოცდაათლარიანი კუპიურა ბარმენისკენ გაასრიალა.
- არგინდა, ჩემს გამო ნუ დახარჯავ ფულს, შეინახე რაიცი რაშიგამოგადგება - ცინიზმით ვუთხარი. ნელ-ნელა ვიხსნებოდი და ცოტაღა მაკლდა იქვე არ ავფეთქებულიყავი მის ამ საქციელზე, მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა. ყველა ჩემსავით ჯიბეგამოფხეკილი ხომ არ დაიარება, ვისაც უნდა ბინის ქირაში წაიღებს მის შემოსავალს, ვისაც უნდა გოგონებთან თავის გამოსადებად დახარჯავს, ვისაცუნდა ნაშებში, ბორდელებში, კლუბებში, დასასვენებად და ასე შემდეგ...
- კარგი რა, რას მეპუწკები რაგჭირს? - აშკარად მალე დაიღალა ჩემთან ლაპარაკით.
- რაგინდა ვერ გავიგე? - მისკენ შევტრილდი
- ასე მალე? - გაეცინა - კაი, მოდი პირდაპირ გეტყვი. მომცემ?
- ბატონო? - სიცილი წამსკდა
- უფრო განვავრცო მნიშვნელობებით? ან რაგაცინებს? სასმელზე ხო გპატიჟებ…
- და მერე რა რომ მპატიჟებ - ამას ში*გ ხომ არაქვს მეთქი, სახეზე დამეწერა - სისულელეებს მოეშვი და წადი მიდი დაბოლდი შენს ძმაკაცებთან ერთად - ხელი ავიქნიე და გარეთ გასვლა დავაპირე.
- საით? - ხელი დამიჭირა
- არაა შენი საქმე - საკმაოდ მტკიცედ ვუთხარი და ხელი უხეშად გავაშვებინე.
სირ*ი ნეტა ვისაც სასმელზე პატიჟებდა ყველას ჟიმა*ვდა? მაგრამ რატომაც არა, მე ხომ ასეთ ,,არაჩვეულებრივ” დროში ვცხოვრობ.
გარეთ გასვლა დავაპირე, მაგრამ სანამ კარებამდე მივაღწევდი საცეკვაო დარბაზი უნდა გამევლო. ძლივს ძლიობით გავიარე Dance floor - ი საბოლოოდ კი როგორ იქნა გავაღწიე გარეთაც, გრილი ჰაერი ხარბად ჩავუშვი ფილტვებში და ჩანთა მხარზე გადავიკიდე.
- ევა კარგად ხარ? - ანდროს ხმა მომესმა უკნიდან
- კი, უბრალოდ თავი ამტკივდა და გარეთ გამოვედი
- გასაგებია, ვერ გაერთე ხო?
- ვერა - სახე დავმანჭე და თავი გავაქნიე.
ანდროს გაეცინა
- წამო, მიგაცილებ სახლამდე
- არგინდა იყავი ლიზა წაიყვანე რა, მაგარი მთვრალია ბარმენს ელაპარაკება დიტოზე - თვალები ავატრიალე.
- აჰჰ - ამოიხვენშა - კაი მაშინ მივხედავ. შენკიდე როგორც კი მიხვალ მომწერე - მითხრა და გადამეხვია - რაღაცის მოცემა მინდოდა მაგრამ ხვალ იყოს - გამიღიმა - ხვალამდე.
- ხვალამდე - ვუთხარი და იქაურობას გავეცალე.
დაღლილობა ერთიანად მომაწვა, ძლივს მივდიოდი სახლამდე თანაც ცოტა აციებული იყო და კარგადაც გრილოდა. პრინციპში სექტემბრის შუა რიცხევისთვის სხვას რას უნდა ელოდოთ.
სახლში ავედი, ამჯერადაც ფეხით რადგანაც ლიფტის ფული არ მქონდა, ბოლო სამიცალი ათთეთრიანი ერთ-ერთ მათხოვარს ჩავუგდე პლასმასის ჭიქაში. მათი დანახვისას ყოველთვის მახსენდება განკითხვისას ქრისტემ ხალხს რომ უთხრა, ყოველ მიუსაფარში მე უნდა დამინახოთო... და ვაი, ჩვენს კაცობრიობას ხურდების მეტს რომ ვერ ვიმეტებთ ხელგამოწვდილთათვის.
ამ ქვეყნად ყველა თავისი ცხოვრებითა და თავითაა დაკავებული, ყველა თავის ნერვებს და ფსიქიკას უფრთხილდება, მაგრამ მე რამეტაკა სადარბაზოში შესვლამდე ისევ იმ მანქანას რომ მოვკარი თვალი, ის ქალი რომ ჩაჯდა წინა ღამით?!…
სახლში რომ შევედი ჩანთა სამზარეულოს მაგიდასთან მივაგდე, ფეხსაცმელი გზა და გზა გავიხადე, მერე ტანსაცმელიც მივაყოლე და ლოგინზე მოწყვეტით დავეცი. იმ წამს სხეულს რბილი საწოლი, მე კი სიმშვიდე მსიამოვნებდა.
* * *
ჩემდა გასაკვირად საკმაოდ ადრე გამეღვიძა, ფანჯრიდან გადავიხედე ის მანქანა კვლავ იქ ეყენა, გაბრაზებულმა ფანჯარა ხმაურიანად მივაჯახუნე (იმას კიდე ეს უნდოდა?) და სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად, რომ უცებ მობილურმა დარეკა.
- გისმენთ?
- აჰა, ესიგი უცხო ნომრებს პასუხობ და ბინის პატრონის სახელით რომ გყავს შეყვანილი იმათ არა ხო? - აშკარად ვერ იყო ხასიათზე ნელი.
- ამმ, ქალბატონო ნელი დილამშვიდობის. ასე ადრიანად რამ გაგაბრაზათ? - ცეცხლზე ნავთს რატომ ვასხამდი თვითონაც არვიცოდი.
- რამ გამაბრაზა? არგითხარი ოცდახუთში ფული უნდა გადამიხადოთქო?
- მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ თვის ბოლოს მოგცემდით? - ამ ქალს აშკარად პრობლემები აქვს მეხსიერებასთან, ბოლო ერთი წელია ასე იქცევა.
- წინა თვეს რაგითხარი დამაგიწყდა? ბანკში ფული მაქვს შესატანი, სად ვუცადო შენს თვისბოლოს? ან ვინ იცის მაშინაც მომცემ თუ არა!
- ქალბატონო ნელი - დიდი მოთმინებით წარმოვთქვი მისი სახელი - როდის ყოფილა თანხა დამიგვიანებია? როდის არ მომიცია თქვენთვის ფული?
- მომისმინე დევა
- ევაა - შევუსწორე
- ჰო ევა, ევაა, მართლაც რომ ევახარ სამოთხიდან გამოგდებული
- ბატონოო? - წამოვიკივლე
- ბატონო კი არა, დღეს ფულს დამახვედრებ თორემ ხვალიდან უკვე აბარგება მოგიწევს. გასაგებია? - დაიყვირა
- რა? - ბოლომდე გაოცებაც ვერ მოვასწარი, მეგონა რომ გამითიშა, მე კი გაბრაზებულმა ტელეფონში ჩავყვირე - წადი შენი ბებერო ძუკნა!.. - და ჰოი საოცრებავ
- შე გათახსირებულო გოგო - მისი ხმა გაისმა. მობილური ლამის ხელიდან გამივარდა, გავშრი, გავყვითლდი, გავწითლდი, რა ფერი არ დამედო სახეზე. ბოლოს რომ ვერაფერი ვერ ვუთხარი ამჯერად მეთვითონ გავუთიშე მობილური.
სკამზე მთელი ძალით დავეხეთქე და თავი ხელებში ჩავრგე.
- ღმერთო ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც, გამიმართლოს რაიმეში - ამოვიფხუკუნე და მომზადება დავიწყე.

* * *
კიბეებს სპეციალურად ნელი და ჩუმი ნაბიჯებით ჩავუყვებოდი.
- იცოდე ამ საღამოს არ მალოდინო ბევრი - ქალის ხმა ისმოდა
- ვერ დაგპირდები - აჰა ვაჟბატონიც
- ამ ერთხელ რა, შენ ხომ მითხარი რომ წამოხვიდოდი
- მე ვთქვი, რომ შეიძლება წამოსვულიყავი, დაპირება არ მომიცია შენთვის
- გთხოვ რა თოკოო, გთხოოვ - წკუმუტუნებდა ქალი
იმ წამს ტვინში ყველაფერი გადამიტრიალდა, მხრებში გავსწორდი და რაც შეიძლებოდა ხმამაღალი და ნელი ნაბიჯებით ჩავიარე კიბეები. როცა მერვე სართულს მივუახლოვდი მაშინვე, პირველი ის შავგვრემანი შემეფეთა თვალებში. უცებვე მოვავლე ქალის სხეულსა და სახის ნაკვთებსაც-კი თვალი, მერე კი მზერა ჩემი მეზობლისკენ გადავიტანე. უცნაურად გამომხედა მერე გვერდით გაიხედა და ისევ ჩემსკენ გამოიხედა.
- დილამშვიდობის - მითხრა
- დილამშვიდობის - ოდნავ გავუღიმე და წამით ისევ ქალს შევხედე, მისი სახის გამომეტყველება მაინტერესებდა უბრალოდ.
- ოჰოჰ, მეზობლებს უკვე გაუშინაურდი თოკო? - ხელები გადაიჯვარედინა და თორნიკეს შეხედა.
- ნანკა გეყოფა - წარბები მაღლა ასწია.
მოიცა ეს რაიყო?! რა იგულისხმა რო მეც მასავით… ჰა?!...
- კაი ვხუმრობ, ვიცი რო შენთვის ერთადერთივარ - ლოყაზე უჩქმიტა, მერე კი აკოცა.
მე რას ვაკეთებდი ამ დროს? დებილივით ვიდექი და ვუყურებდი ამ იდიოტებს. ჩემსთავზე მომეშალა ნერვები.. ეს ნერვების მომშლელი ჩანთა კი სულ რომ მივარდებოდა მხრიდან ისევ მხარზე გადავიკიდე და ქვემოთ უკან მოუხედავად ჩავედი.
- ნანკაა - გავაჯავრე თორნიკეს და სადარბაზოდან გავედი.
გასვლის თანავე მის ძვირად ღირებულ მანქანას მოვკარი თვალი. ისე მომინდა იქვე დაყრილი ქვები დამეშინა მანქანისთვის და სულ დამემტვირია, მაგრამ მანქანას რას ვერჩოდი?!

- ევა - ლიზა მომიდგა გვერდით - ეს იმ მაგიდასთან მიიტანე - ფოდნოსზე დადებული ყავა და კრუასანი გამომიწოდა - და ჰო არდამავიწყდეს. ანდრიამ თქვა დამელოდოს დღესო. იცი ხო?
- ხო ვიცი - ვუთხარი და შეკვეთა მაგიდასთან მივიტანე.
- იმ მაგიდასთან მიდი რა, არმცალია მე იმ ორთან ვარ - ვთხოვე ლიზას და გარეთა მაგიდაზე ვანიშნე სადაც ახლახანს მოსული კაცი იჯდა. ლიზამ თავი დამიკრა და მაგიდასთან მივიდა.
კვირა დღესაც ისევ ბევრი ხალხი იყო კაფეში. ჯერ მხოლოდ შუადღის ორი საათი იყო მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი ფეხზე ძლივს ვიდექი. დილიდან ცოტა თავი მტკიოდა, მახურებდა და მშიოდა კიდეც. გუშინ შუადღის მერე არაფერი მიჭამია, დილით კი მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა დავლიე.
- ევა, ორი წუთი გავალ რა? ტელეფონზე ჩავრიცხავ. გარეთ მარტო ის კლიენტია - თვალებით იმ კაცზე მანიშნა რომ ვთხოვე შენ მიხედეთქო.
- კარგი - თავი დავუქნიე და ვიგრძენი თავის ტკივილმა უფრო მიმატა.
ლიზამ წინსაფარი მაშინვე მოიხსნა და უკან მოუხედავად გავრდა გარეთ.
- ანგარიში თუ შეიძლება - რამოდენიმე წუთში კაცის ბოხი ხმა მომესმა. ის კლიენტი იყო გარეთ რომ იჯდა.
- ახლავე - ლიზას წინსაფრის ჯიბიდან ბლოკნოტი ამოვიღე და ფურცვლა დავიწყე, თან მისკენ მივდიოდი. - თქვენზე მხოლოდ ათი ლარია - ვუთხარი კლიენტს და მას შევხედე, მაგრამ თითქოს მისი სახე გაორდა თუ გასამდაო...
- აი ინებეთ - მითხრა და მიუხედავად იმისა, რომ არც კივიცოდი სად ვაწვვდიდი, მაინც გავუშირე ხელი. მერე უცებ მუხლები ამიკანკალდა - ფრთხილად - მისი ხმა ისევ გავიგე, შემდეგ კი ის გაორება წამით გაჩერდა, ჯერ კაცის სახეს შევხედე რომელიც საბოლოოდ არცისე კარგად დამამახსოვრდა მერე წელზე ვიგრძენი ვიღაცის ხელები, ბოლოს კი ყველაფერი დაბნელდა.

* * *
თვალები რომ გავახილე პირველი რაც დავინახე თეთრიფერის ჭერი იყო. თავი გვერდით გადავატრიალე და ლიზა დავინახე, რომელიც ტელეფონში ვიღაცას ემესიჯებოდა.
- ლიზ - წამოვიკვნესე და მანაც მაშინვე ამოყო თავი ტელეფონიდან.
- გაიღვიძე ევა?
- რამდენი ხანია რაც აქვარ?
- მაგას რამნიშვნელობა აქვს ახლა - ხმაში უკმაყოფილოება ეტყობოდა. ხელი გვერდით გასწია, ჩემი ჟაკეტის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო - ვიღაც ნელიმ აგიფეთქა ტელეფონი
- მართლა? - მაშინვე მივხვდი რატომაც რეკავდა
- ხო მართლა. და ექიმმა მითხრა ის რაც გჭირს გადაღლილობის ბრალიაო. თავს უნდა მიხედო.
- აკაკის ნომერი გაქ? - ვკითხე, მისი ბოლო სიტყვები კი დავაიგნორე.
- კი რადგინდა?
- ფული უნდა ვთხოვო წინასწარ
- ისევ?
- ხო ისევ - მობილური გამოვართვი.
ლიზამ აკაკის ნომერი მიკარნახა და მეც დავურეკე. დღეს ვერაფრით მოგცემ ფულსო მაგრამ ზეგისთვის შემიძლიაო. ბევრი აღარ მილაპარაკია, ვიცნობდი და ვიცოდი რაიმეზე თუ ,,არას” იტყოდა იქ მისი აზრი და სიტყვა აღარ იცვლებოდა.

საახმალდე მისულს გამოტოვებულ ზარებში ნელის ნომერი მოვძებნე და გადავურეკე.
- გამარჯობა - სიმართლე გითხრათ სულ დამავიწყდა დღეს რაც ვუწოდე ამ ქალს, მაგრამ მისი ბრაზიანი ტონი როგორც კი გავიგე მაშინვე ყველაფერი გამახსენდა.
- რახდება ქალბატონო, იშოვე ფული?
- იცით… ვერა მაგრამ
- რა ვერა ევა, რა ვერა?! - არდამამთავრებინა სიტყვა
- ძალიან გთხოვთ ეს ერთი თვეც მაპატიეთ და გპირდებით ახალ სამსახურს ვიშოვი, მერე კი აღარ მომიწევს თანხის დაგვიანება. - მუდარასავით ჟღერდა ჩემი სიტყვები.
- გეყოფა, ხვალ სახლს დამიცლი და ფულსაც მომცემ თორემ რაც მოგივა საკუთარ თავს დააბრალე! - დამემუქრა და გამითიშა.
- ღმერთო დამეხმარე - ამოვიხვნეშე და ტირილისგან თავი ისევ შევიკავე.
თითქმის ყოველ თვე ასე მემართებოდა, უკვე ძალიან მქონდა ეს ყველაფერი ამოსული ყელში
- ამას ეძახი შანს ევა? ეს არის შენი ახალი შანსი? - ამოვისლუკინე და იქვე ჩამოვჯექი მერე კი გამოსავალის ძებნა დავიწყე, როგორ შეიძლებოდა ფული მეშოვნა. ლიზას ვერ ვთხოვდი ფულს რადგანაც სწავლობს, ამიტომაც ის პირველი გამოვრიცხე სიიდან, ანდრია? არა ანდრია ხვალ მიდის ფული მასაც სჭირდება, ასე უსინდისოდ ვერ მივალ და ვერ ვთხოვ ფულს. სხვა აქ არავინ მყავდა ხალხთან ურთიერთობა კი არ მქონდა.
- რა გავაკეთო, რა გავაკეთო, რა გავაკეთო… - ვიმეორებდი თან თვალებს ვისრესდი. მერე უცებ მუცლის ხმაურმა შემაწუხა, საჭმელი... სახლში არაფერი იყო. დარჩენილი კი მხოლოდ ცხრა ლარი და კაპიკები მქონდა. ფეხზე წამოვდექი და საცხობთან მივედი. ერთი ცალი პური ვიყიდე ერთჯერადი სუფი, დოშირაკი და სახლში ავედი. კარები როგორც კი შევაღე ეგრევე სამზარეულოში შევედი, თავბრუს ხვევა ისევ დამეწყო. გასქურას ცეცხლი მოვუკიდე და ისევ სკამზე დავჯექი, ჯერ პური დავჭერი, დანა ძლივს მეჭირა ხელში, ამ დროს წყალიც ადუღდა და ღრმა თეფშზეე გახსნილ სუფსაც დავასხი ადუღებული წყალი. ახლა ამსუფს რომ ვუყურებდი მეღიმებოდა, მახსოვს ბავშობაში ისე მიყვარდა ეს საჭმელი უმსაც კი ვჭამდი. სკოლიდან წამოსული ორმოცდაათეთრს ამაში ვიხდიდი მერე სახლში, ოთახში შევიკეტებოდი და ჩუმად ვჭამდი. ახლა კი როცა ვუყურებ მეცინება, წინ პური და ეს ერთჯერადი სუფი მიდევს, ვერც კი მივხდი სიცილი ტირილში როდის გადამეზარდა
- რატომ ხდება ეს ჩემს თავს? ნუთუ ნიშანია რომ უკან უნდა დავბრუნდე და ის საკუთარი თავიც უნდა დავკარგო, რომელიც დღემდე ძლივს-ძლიობით მოვიტანე აქამდე. ღმერთო, შენ ხომ ყველაფერს ხედავ, რა გავაკეთე ასეთი... რა ცოდვა ჩავიდინე ასეთი, ასე რომ ვისჯები - ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე და დაველოდე, თითქოს ვინმე პასუხს გამცემდეს. მაგრამ არა... პასუხს ვერავინ გამცემდა, სამაგიეროდ კარებზე კაკუნის ხმა გავიგე, ჯერ ცოტა შემეშინდა ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყოთქო, მაგრამ მერე დავწყნარდი ფეხზე წამოვდექი და კარის გაღებისას ხელებში ანდრია ახვლედიანი რომ შემრჩა ლამის იქვე ჩავიკეცე.
- აი თურმე რატომ მგზავრობ ავტობუსით - სახეზე ღიმილი ჰქონდა აფარებული, თუმცა ტონი ნამდვილად არ უგავდა მომღიმარი კაცის
- ანდრია მე… - დასჯილი ბავშივით დავხარე თავი და სიტყვაც კი ვერდავასრულე, ან რაუნდა მეთქვა.
- არ შემომიშვებ?
ნაბიჯი უკან გადავდგი.
- მოდი - განზე გავდექი და სახლში შემოვუშვი.
როგორც ყოველთვის დახეული ჯინსები, თეთრი კედები და შავი ტყავის, თხელი ქურთუკი ეცვა, უკან კი რაღაც ჰქონდა მოკიდებული, აჰ გიტარა ალბათ.
- შენი წყალობით ერთი ლამაზი გოგო გავიცანი, მაგრამ რა სამწუხაროა რომ ხვალ მივფრინავ. - შალითა მოიხსნა და საწოლზე დაჯდა. აბა ერთი სკამი იყო სახლში და იმაზეც ჩანთა მეგდო.
- ვერმივხდი
- ვიღაცის კორპუსამდე რომ მაცილებინებდი თავს გახსოვს?
- მახსოვს
- ჰოდა გუშინ შენთვის რაღაცის თქმა და მოცემა მინდოდა, ამიტომაც იმ სართულზე ავედი რომელიზედაც ადრე მანიშნე, იქ ვცხოვრობო
- და მერე? მართლა იქ ახვედი
- ჰო აბა რაუნდა მექნა, ხო გითხარი რაღაცის თქმა და მოცემა მინდოდათქო - ქვემოდან ამომხედა
- ბოდიში ანდრო - გვერდით მივუჯექი
- ყველა ტყუილს აქვს თავისი მიზეზი, ძალიან მინდა გავიგო შენი ტყუილის მიზეზი, მაგრამ ვიცი, რომ გდომოდა ეს გამეგო თვითონაც მეტყოდი. - მითხრა და სახლს მოავლო თვალი. - იმედია სხვა ყველაფერთან ერთად სიმღერაზეც არ გითქვია უარი.
ფეხზე წამოდგა და ამჯერად მე ავხედე ქვემოდან.
- ნუ რავი, დიდი ხანია არ მიმღერია - ახლა სამღერლად საქმე ნამდვილად არ მქონდა.
- კარგი… მაშინ ეს გამომართვი ჩემი საჩუქარია - შავი ფერის შალითაში ჩადებული გიტარა გამომიწოდა.
- ეს… მე? - გული შემეკუმშა. საჩუქარი… წლებია საჩუქარი არ უჩუქნიათ ჩემთვის.
- ხო ევა აბა სხვას ხედავ აქ ვინმეს? - გაეცინა.
გამოვართვი, შალითის ელვა გავხსენი და შავიფერის გიტარა ამოვიღე
- ანდრო მადლობაა - ფეხზე წამოვდექი და მოვეხვიე. იმ წამს ბედნიერიც და უბედურიც ერთ დროულად ვიყავი, ამიტომაც ვერანაირი ემოცია და გრძნობა ვერ დავარქვი ჩემს იმ მომენტს.
- არ დაუკრავ? - მკითხა როცა ხელები მისი კისრიდან ჩამოვიღე.
- ჯერ ავაწყობ - ვთქვი და თვალებიდან წამსკდარი ცრემლები მოვიწმინდე. არვიცი ანდრია არ ამჩნევდა, თუ ვერ ამჩნევდა მაგრამ მისი ეს არაცნობისმოყვარეობა ძალიან მსიამოვნებდა.
გიტარა ავაწყვე და ვკითხე რა დამეკრა.
- მმმ… რავი რამე ქართული დაუკარი, დღეს აქ ბოლო ღამეა ასე რომ… - ეშმაკურად დააწვრილა თვალები.
- კარგი - ვუთხარი და დავიწყე ფიქრი რა შეიძლებოდა მოსწონებოდა. ჩაფიქრებულს პირველი ეს ორი სტროფი გამახსენდა სიმღერის. ალბათ იმიტომ რომ შემძლებოდა, უპრობლემოდ და დაუყოყმანებლად გავუცვლიდი ცხოვრებას ვინმეს...
,,ალბათ გავცვლიდი ცოხვრებას
რომ არ მქონდა დარდი
შევეცდებებოდი მეცხოვრება
მთელი ცოხვრება ამ დღით
მოგნატრებოდი მინდოდა
სულ ერთად-ერთი წამით
მე ღმერთს შევთხოვდი შენდობას
წამით დავთმობდი წადილს...’’
- კარგი ხარ - თბილი ხმით მითხრა რომელსაც განსაკუთრებულ მომენტებში იყენებდა
- მოგეწონა?
- აბა რა - გაეცინა
- მადლობა ანდრუშ
- რისი მადლობა არ გრცხვენია - უკმაყოფილომ გაატრიალა თავი - ახლა უნდა წავიდე, ბარგი ჯერ არ ჩამილაგებია. - უკან მიიხედა მაგიდისკენ - შენ ბევრი ჭამე, ძალიან სუსტად ხარ. - ვერ მივხდი იცოდა თუ არა ჩემი დღევანდელი ამბავი.
- კაი - თავი დავქუნიე
- მისმინე ევა, თუ რამე დაგჭირდა იცი როგორც უნდა დამიკავშრდე, არ მოგერიდოს კაი?
- კარგი - ისევ თავი დავუქნიე და ტუჩები კბილებს შორის მოვაქციე - მამაშენმა რაო? - სხვა თემაზე მინდოდა გადამეტანა საუბარი
- რა უნდა ეთქვა - მხრები აიჩეჩა - კიდევ კარგი საკუთარი თავის გასატანი მაინც რომ იპოვეო მითხრა - გაეცინა
- დედაშენმა?
- ლალი მთელი დღე თავზე დამტიროდა, დარწმუნებული ვარ რომ წავალ ყოველ თვე ჩამომაკითხავს - ორივეს გაგვცინა
- მისმინე... მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში ასე რომ გატყუებდი, უბრალოდ… ხომ თქვი რომ ყველა ტყუილს აქვს მიზეზიო, ჰოდა ჩათვალე ამაზეც მქონდა მიზეზი თან დიდი, ძალიან დიდი მიზეზი
ახვლედიანმა ამოიხვეშა
- კარგი, იყოს როგორც გინდა მაგრამ უკანასკნელად გაფრთხილებ, თუ რაიმე დაგჭირდა აუცილებლად მითხარი კაი?
- კარგი - თავი დავუქნიე ანდრია კი გასასვლელისკენ წავიდა.
- იმედია მალე შევხდებით. - გამიღიმა
- ეგ შენზეა დამოკიდებული, ნეტავ ლონდონის მერე როდის იკადრებ ისევ საქართველოს - ირონიულად ვუთხარი და კარს მივეყრდენი
- ერთი წელია მიცნობ და ბოლომდე კიდევ ვერ გამიცანი - გაეცინა
- ადამიანის გასაცნობად მხოლოდ ერთი წელი არკმარა - ყოვლისმთქმელი თვალებით გავხედე.
- ეს შენი რომელიმე რომანიდანაა?
- პირველიდან
- პირველიდან, დაიცა რა ერქვა… - თავზე ხელი გადაისვა - მმმ… ,,გამოღვიძება” - წამოიყვირა
- ყოჩაღ უფრო ხმამაღლა, იქნებ უფრო მეტი ხალხი გააღვიძო
- კაი სორი - ხელები ასწია, მერე მიყურა და ბოლოს მითხრა - მომენატრები - გადამეხვია
- მეც მომენატრები ანდრო - განიერ მხრებზე შემოვხვიე ხელები.
მართლა მწყდებოდი გული რომ მიდიოდა, ერთ წელიწადში ბოლომდე ვერა, მაგრამ ისე მაინც გავიცანი ჩემს მეგობრად რომ მექცია. ახვლედიანმა ხელები ჩამოსწია და ნელ-ნელა გაზარდა ჩვენეს შორის მანძილი. ვუყურებდი და ვუღიმოდი, თუმცა ეს არ იყო ბედნიერების ღიმილი, ეს უფრო სხვა რამ იყო, ალბათ ჯერ არ განცდილი ,,მეგობრის მონატრება”
* * *
სახლში შევბრუნდი და საჭმელი ვჭამე. მერე საწოლში შევწექი მაგრამ ვერაფრით დავიძინე. ბოლოს წამოვდექი, ნაცრისფერი ჟაკეტი შემოვიცვი და ბინიდან გავედი, მეათე სართულზე ავედი და პატარა გისოსებიანი კარი გამოვაღე. ჯერ გიტარა ფრთხილად გავასრიალე მერე კი ცალი ფეხი ოდნავ ჩამომტვრეულ ადგილას შევდგი და უცებ ავხტი ზემოთ, სბოოლოდ კი ღამის, ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ავხედე, რომელიც საოცრად ლამაზი იყო. სახურავზე ხშირად არ ამოვდიოდი, აქ სულ სამჯერ ვარ ნამყოფი მეოთხედ კი ახლა, გიტარა ხელში ავიღე რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და იქვე დავჯექი. ჯერ ზემოდან მოვავლე იქაურობას თვალი, ვიცოდი ახლა რომ სიმღერას დავიწყებდი წყევლა გინებას არავინ დამაკლებდა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა.
- რა დავუკრა? - სერიოზული სახით ვიკითხე, თითქოს ირგვლივ უამრავი მსმენლები მყოლოდა.
- surrender? მმმ… შეიძლება - გიტარას შევხედე და დაკვრა დავიწყე, მერე კი ავყევი, მაგრამ სულ თავიდან რატომღაც არდამიწყია.
,,No one will win this time
I just want you back
I'm running to your side
Flying my white flag, my white flag
My love, where are you?
My love, where are you?
Whenever you're ready, whenever you're ready
Whenever you're ready, whenever you're ready
Can we? Can we surrender?
Can we? Can we surrender?
I surrender
Ooh-oh-oh-oh
I surrender”

დავამთავრე თუ არა მაშინვე ცაში ავიხედე, მერე ერთ მოკაშკაშე ვარსკვლავს გავუშტერე თვალი, რომელიც ციმციმს არ სწყვეტდა, ისევ დავიწყე დაკვრა და თავი ქვემოთ დავხარე, მერე ისევ ზემოთ ავიხედე, მაგრამ ის ვარსკვლავი ვეღარ ვიპოვე წეღან თვალს რომ ვერ ვსწყვეტდი.
ცას შევქცეოდი და ამჯერად ჩარკვიანის, ,,სულს მოგცემს” ვმღეროდი

,,მე სულს მოგცემ ამ სიმღერით, რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს და მაინც
მე შენს ტალღებში ვკვდები, მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას
რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, იძირება გემი.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ სევდა მიაქვს დროს
ჩვენს გრძნობას არ ინდობს, მიგვატოვა სადღაც შორს
სულს მოგცემ ამ სიმღერით რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც, მე შენ ტალღებში ვკვდები
მე შენ გიძღვნი ამ სიმღერას რა გაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც. იძირება გემი…”

- კარგია მაგრამ ვერ ვხდები სიმღერებს დასაწყის რატომ პარავ? - მისი ხმა წამსვე ვიცანი, უკან გავიხედე…
- თორნიკე? - გამიკვირდა თუ შემრცხვა მისი იქ დანახვა თვითონაც ვერ მივხვდი.
- ჩემს კითხვაზე პასუხი თორნიკეა? - გაიკვირვა, მერე ჩემსკენ წამოვიდა და ბოლოს გვერდით მომიჯდა.
- არა, არ არის - ვუპასუხე.
- და მაშინ რა არის?
- არვიცი, უბრალოდ რასაც შინაგანი ხმა მკარნახობს იმას ვაკეთებ, ხან გულით ხან კი ინსტიქტურად.
- გასაგებიაა, აი თურმე რა ყოფილა.
- შეგაწუხა ჩემმა ხმამ? ბოდიში უბრალოდ…
- თუ ეს ინსტიქტურად გააკეთე გაპატიებ, მაგრამ თუ გულიიით - სერიოზული სახით გამომხედა - მაშინ დაგსჯი.
ვერაფერი ვუპასუხე, რაღაც მხრივ ნერვებიც კი მომეშალა მის ასეთ საქციელზე, აქამდე რა, ღამის ორსაათზე არავის უმღერია უბანში? თუ მევარ ეს პირველი და განუმეორებელი.
- არა, გულით გავაკეთე - დაუფარავად ვუთხარი.
- მისმინე…- გაეცინა - მომწონს შენი ეს ცვალებადი ხასიათები - გამიღიმა და ,,ლამის” მეც გამეღიმა.
- ესეიგი გემოვნება გქონია
- როგორი ქედმაღალი ყოფილხარ
- ძალიააან…
- მერე არ იცი როგორ აკნინებს სილამაზეს ეგ ქედმაღლობა?
- ოჰოჰ, შენ მაგდენი გესმის? - შევიცხადე და მისკენ გავიხედე
- იმაზე მეტი მესმის ვიდრე შენ გგონია - სახე ახლოს მომიტანა და თვალებით ჩემს სახეს მოავლო თვალი.
- კარგია - თვალი ძლივსძლიობით ავარიდე და ოდნავ უკან გამოვიწიე.
ცოტახნით უცნაური სიჩუმე ჩამოწვა, ბოლოს კი მითხრა
- რაღაც რომ გთხოვო გააკეთებ? - შემომხედა და გამიღიმა - მიმღერებ? მხოლოდ ამ ერთხელ.
- აქ ხომ იმიტომ ამოხვედი რომ სახლში შეგებრუნებინე, რადგანაც გაწუხებდა ჩემი ხმა, ახლა გინდა რომ გიმღერო?
- მე არ მითქვამს რომ აქ მაგისთვის ამოვედი. - თქვა და მაჯიდან შავი ფერის რეზინა მოიხსნა. - ამის დასაბრუნებლად მოვედი - გამომიწოდა
- ესს? - გამიკვირდა და ცოტა მეუცნაურა კიდეც მისი ეს საქციელი, კვირაში სამჯერ მაინც ვკარგავ რეზინებს, მაგრამ ძებნას სულაც არვუწყებ.
- იმ დღეს დაგივარდა ლამის კიბიდან რომ დაგორდი
- ხო, მახსოვს - ვუთხარი და გამოვართვი
- ვინ დაგირეკა ასეთმა უკანმოუხედავად და დაუმშვიდობებლად რომ გაიქეცი?
- სამსახურიდან იყვნენ - იმ წამს ანდრია გამახსენდა, ალბათ უკვე ბარგს ალაგებდა.
- სად მუშაობ?
- ზედმეტად ბევრ კითხვებს ხომ არ სვამ?
- რავი, არამგონია - გაიკვირვა - თანაც მე ხომ არ ამიკრძალია შენთვის, ჩემთვის კითხვების დასმა?
- არ აგიკრძალავს და ვერც ამიკრძალავ, მაგრამ ბოდიში, შენზე არაფერი მაინტერესებს - უემოციო სახით გავხედე, თუმცა ღმერთი იყოო მოწმე ბავშობიდან დღემდე რაც კი ახსოვდა როგორ მინდოდა დაწვრილებით გამომეკითხა ყველაფერი.
- როგორი ცივი ხარ! - თვალები ოდნავ მოჭუტა
- მმმ...ყინულივით არა?
- ნწ, აისბერგივით - ჩაფიქრებულმა მითხრა მერე კი თითქოს რაღაც შემოარტყესო - აჰ ეგ არაა, ტიტანიკი მახსენდება სულ - თავი გააქნია - იცი ბავშობიდან ლეონარდოს მამსგავსებდნენ
- მე ვერაფერი შეგატყვე
- მაგ თვალებში აისბერგს რომ გაალღობ მერე შემატყობ - სახე ახლოს მიმატანა და კარგად შემათვალიერა. ვაკვირდებოდი, რაც უფრო ხშირად ვხედავდი მის მწვანე თვალებს მით უფრო მითრევდა, მართლა ჭაობივით იყო, ჩემს შეტყუებას ცდილობდა მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ მყარად ვიდექი ფეხზე, ამიტომაც არ იქნებოდა ჩემი იქ ჩავარდნა იოლი საქმე (რა სამწუხარო იყო, რომ მაშინ თავს ამით ვიიმედებდი)
- ამ თვალებს შეეშვი, არაფერი სჭირს. პირიქით საკმაოდ კარგად ხედავს სამყაროს, მის სამართლიანობასაც და უსამართლობასაც
- შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ ისიც საჭიროა, რომ ამ რეალობასაც გამოსცილდე
- და რავქნა, ზღაპრებში გადავიკარგო?
- თუნდაც
- კარგია რა - გამეცინა
- ზედმეტად რიალისტი ხარ
- და ეს ცუდია?
- რავიცი, ვისთვის როგორ - გამომხედა და მერე ხელი ჩემი გიტარისკენ წაიღო. - მე დავუკრავ და შენ იმღერებ თუ პირიქით? - ალმაცერა თვალებით გამომხედა
- იცი დაკვრა?
- როგორ არაფასებთ ქალები კაცების შესაძლებლობებს - ამოიხვნეშა
- კაცები ხომ აფასებთ რაა
- კაი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, უბრალოდ მითხარი რადავუკრა და შენ იმღერე.
მართლა ვერ ვხდებოდი რას ცდილობდა, ისიც კი ვერგავიგე წესიერად, მოეწონა თუ არა ჩემი ნამღერი, მაგრამ რატომღაც მსიამოვნებდა მისი ეს დაჟინებული თხოვნა… ბევრი ხომ არაფერი იყო, უბრალოდ უნდოდა რომ მემღერა, მაგრამ ჩემთვის იმ წამს იმ მომენტში, მისი ეს ინტერესი ბევრს ნიშნავდა.
- ნიაზ დიასამიძის დრომალე იცი? - მკითხა და გიტარის სიმებს უცნაურად ჩამოჰკრა თითები.
- კი მაგრამ ხომ იცი ეგ გიტარაზე ვერ აეწყობა
- დარწმუნებული ხარ? - თავდაჯერებული სახით ამომხედა, მე კი უცნაურად გავატრიალე თავი. ვიცოდი რომ ვერ ააწყობდა, მაგრამ როცა მელოდიას მოვუსმინე და გონებაში სიტყვები თავისით აჰყვა მის მელოდიას, უცნაურად გავხედე და მაშინვე შემეპარა სახეზე ღიმილი.
- დაიწყე - მითხრა და მეც დავიწყე.
* * *
მომღიმარი სახით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, ისეთ სულელურ მდგომარეობაში ვიყავი, რომ თავსაც კი ვერ ვიკავებდი სიმწრისგან მეც რომ არ გამეცინა. თუმცა არა იმიტომ რომ ის ასე მიყურებდა, არამედ იმიტომ რომ ვხდებოდი არ უნდა ავყოლილიყავი მის ქცევებს, მაგრამ მაინც ვყვებოდი.
- ასე ყურება არაა საჭირო. შეგიძლია უბრალოდ თქვა რომ კარგად ვმღერი - ჩამოწოლილი სიჩუმე პირველმა დავარღვიე.
- საიდან ასეთი ამპარტავნებაა - გაეცინა და გიტარა გვერდით გადადო.
- ამპარტავნება არაფერ შუაშია, უბრალოდ საკუთარ თავს კარგად ვაფასებ - მთელი ჩემი სიამაყით წარმოვთქვი ეს სიტყვები, თუმცა რეალურად იყო კი ასე? ვაფასებდი მე საკუთარ თავს ისე როგორც საჭირო იყო და ისე როგორც ვიმსახურებდი?
- ეს ბევრს არ გამოსდის
- გამოსდის, უბრალოდ არა საზოგადოებაში.
- შენ რა იცი? შენც ასე ხარ?
- არა მე პირიქით ვარ - ვუთხარი და ვარსკვლავებით გადაჭედილი ცისკენ გავიხედე. ეს მართლა ასე იყო, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, ვიცოდი როგორი არარაობა, გამოუსადეგარი და ნაგავი ვიყავი, მაგრამ საზოგადოებაში ამას არ ვამჟღავნებდი, იმიტომ რომ ლაჩარი ვიყავი, მრცხვენოდა… ხოო საკუთარი ცხოვრების, არქონის, უსწავლელობის, უფულობის, სიღატაკის და ჩემი ბინძური სულის მრცხვენოდა. ამიტომაც ვმალავდი ამყველაფერს, რადგანაც ვგრძნობდი... მეტიც, დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ სხვებივით, ერთ დღესაც ვიღაც აუცილებლად შემომიძვრებოდა სულში, რაღაც გარკვეულ ნაწილს დაიკავებდა და იქ დაიდება ბინას, ვგრძნობდი რომ ვიღაც აუცილებლად გამაშიშვლებდა, ჩემს ყველა საიდუმლოს სააშკარაოზე გამოიტანდა და ისევ ხალხის დასაცინი, გასაკრიტიკებელი და სალაპარაკო გავხდებოდი. საზოგადოება ყოველთვის დასცინის და ზემოდან უყურებს ისეთ ადამიანებს რომელსაც მათზე ნაკლები შეუძლიათ, მათზე ნაკლები აქვთ და ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც აქვს, მაგრამ მაინც ესმის არ’მქონის.
- საინტერესო და ამავდროულად უცნაური ადამიანი ხარ - თქვა თორნიკემ ისე რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს.
- ყველა ადამიანი თავისებურად უცნაური - ვუთხარი და მისკენ გავიხედე.
როგორც კი გავიხედე მაშინვე მისი ჩემსკენ მომართული მზერა შემრჩა. ისე მიყურებდა თითქოს ჩემს სახეზე რაღაცას ეძებდაო, ან არამარტო სახეზე შეიძლება მის იქეთაც, ამას უბრალოდ მაშინ ვერ მივხვდი…
- ლამაზი ხარ…
- ნეტავ მერემდე ქალი ვარ ვისაც ამას ეუბნები? - გონებიდან თავისით წამოსული სიტყვები მაშინვე გავაჟღერე.
- შენ მათ ნუ ედრები, საკუთარ თავს ხომ კარგად აფასებ - ჩაეცინა და ქარისგან სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია. საკმაოდ ახლოს იყო ჩემთან, თვალებთან ვგრძნობდი მის მის სუნთქვას, მერე სახე ოდნავ ქვემოთ ჩამოსწია, ქარმა ისევ დაუბერა და ამჯერად უფრო ამეწეწა თმა. თორნიკემ ახლაც არ დააყოვნა და ისევ გადასწია ჰაერში აპუწული თმები უკან. იმ წამს რატომღაც ვფიქრობდი რომ ამინდიც კი მის მხარეს იყო, მაგრამ არამხოლოდ ამინდი, ასევე ჩემი თითოეული სხეულის ნაწილიც რომლებიც მისკენ უფრო და უფრო იწევდნენ. თბილი ხელი სახეზე ნაზად ჩამომისვა და მეც ისე მესიამოვნა, თავი ვეღარ შევიკავე და თვალები წამსვე მივნაბე. წამიც არ იყო გასული ბაგესთან ახლოს მისი ტუჩების შეხება, ოდნავ გახშირებულ სუნთქვა და თბილი ჰაერი რომ ვიგრძენი, რომელიც ნელნელა ეზავებოდა სექტემბრის გრილ ქარს. ჩემი გულისცემის ხმასაც ვგრძნობდი რომელიც ისე ძლიერად ფეთქავდა, მეგონა სადაციყო სულს განმიტევებდა და იქვე დამასრულებინებდა ძლივს-ძლობით გაწეულ სიცოცხლეს. ნელნელა მოაშორა ტუჩები და ამჯერად უკან გადაწეული თმა თავისივე ხელით ჩამოყარა წინ. მისთვის აღარ შემიხედავს,(არვიცი რატომ) არც მას უთქვამს არაფერი, თუმცა სიმართლე გითხრათ იმედგაცრუების მსგავსი გრძნობა ვიგრძენი, რადგანაც მეგონა მაკოცებდა და მეკი ყველაფრის მიუხედავად ამას არვინანებდი.
- გცივა? - მკითხა და ხელი ნიკაპზე მომკიდა, მერე კი თავი მაღლა ამაწევინა
- არა - უცებ ვუთხარი და თავი ისევ გვერდით გავატრიალე
თორნიკემ მხოლოდ ერთხელ ამოიხვნეშა მერე კი მისკენ შემოაბრუნა და მითხრა
- ვიცი, შეიძლება არასწორად მოვიქეცი ასე მალე და ალბათ… უდროო დროს რომ ვიყავი შენთან ასე ახლოს, მაგრამ ამის გამო ბოდიშს არმოგიხდი, და სულაც არ ვნანობ ეს რომ გავაკეთე. მინდოდა კიდევაც მაგ ლამაზ ტუჩებს შევხებოდი მაგრამ, არმინდოდა უსიყვარულოდ გაგეფლანგა შენი პირველი კოცნა.
- შენ რა იცი რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იქნებოდა?
- ამას არც უნდოდა ბევრი მიხვედრა. დამიჯერე ბიჭები კარგად ვცნობთ ქალებს - ირონიულად თქვა
- მეც მეგონა ვცნობდი შენნაირ კაცებს. რეალურად ასეც არის, მაგრამ მაინც მოგეცი ასე ახლოს მოსვლის უფლება - გულდაწყვეტილმა ვუთხარი და საკუთარ თავზე გავბრაზდი.
- რას გულისხმობ ჩემნაირ კაცებში - წარბები მაშინვე შეკრა
- იმ დღეს შენი და იმ ქალის ხმა მესმოდა. უსირცხვილოდ, სადარბაზოში რომ გქონდათ სექ*ი - ამაზრზენად ვუთხარი - მაგრამ ახლა რაგავაკეთე? - სიმწრისგან ჩავიცინე და თვალებში დაგროვებული სითხე მაშინვე ქვემოთ წამოვიდა. თორნიკე ჯერ უცნაური სახით მიყურებდა, მერე კი რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არდავაცადე, ცრემლები შევიწმინდე და მაშინვე ფეხზე წამოვდექი, გიტარას ხელი დავავლე და კარებისკენ გავიქეცი, გზაში მხოლოდ მისი რამოდენიმეჯერ დაძახებული ევა გავიგონე, მაგრამ უკან არც კი გამიხედავს. საკუთარ თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგანაც მეგონა მსგავს საკითხებში ვერკვეიდი, თუმცა როგორც ჩანს სულ ტყუილად ვფიქრობდი ასე. საკუთარ აზრებზე და ფიქრებზე გავბრაზდი, მე მისთვის ჩემი პირველი კოცნის ჩუქება დავაპირე, მისთვის კი ვინ იცის მერამდენედ იქნებოდა…
ტანსაცმელი უცებ გავიხადე და ლოგინში შევწექი. გულამოსკვნილი ვტიროდით მაგრამ კიდევ კარგი მალევე ჩამეძინა.
* * *
დილით კარებზე კაკუნმა გამაღვიძა სულ ვაივაგლახით წამოვწიე ატკივებული თავი ბალიშიდან და კარებთან მივედი.
- დილამშვიდობის ევა - ჩემი სახელი ისევ კარგად გამოკვეთა
- დილამშვიდობის ქალბატონო ნელი - ვუთხარი და გულმა მაშინვე ცუდი მიგრძნო.
- აბა, ბარგი უკვე ჩაალაგე?
- რა? - გაკვირვებულმა ვკითხე. ნუთუ მართლა აპირებდა ჩემს სახლიდან გაგდებას.
- შვილო შენ ყრუ ხარ? დაგავიწყდა გუშინ რაზეც გელაპარაკე? - გაბრაზდა
- ხო, მაგრამ ხელფას ხვალ ვიღებ. დღეს ვერაფრით მოგცემთ ფულს
- ხოდა თანხანს ხვალ მომიტან, დღესკიდე ბინას დამიცლი, ოღონდ ჩქარა ჩაალაგე ყველაფერი, ათ წუთში გოგონები მოვლენ ბინა უნდა ვანახო. - ხელები აიქნია და შიგნით შემოვიდა.
კარებთან ვიყავი ატუზული და არც კი ვიცოდი რა მექნა, სად წავსულიყავი ან რა მომექმედებინა. მასთან ლაპრაკს აზრი არჰქონდა რადგანაც ვიცოდი როგორი ტიპის ადამიანებს მიეკუთნებოდა. კარები დავკეტე და ოთახში შევედითუარა მაშინვე მოვკარი მის სახეს თვალი რომელიც ჩემს არეულ ოთახს ამაზრზენად ათვალიერებდა. ალბათ ფიქრობდა სად გაიზარდა, ლაგება არასწავლა დედამისმაო?
- მანდ რას დგახარ, მიდი ჩაალაგეე - ლამის დაიყვირა და ფანჯრისკენ წავიდა.
სხვა გზა არმქონდა, ან რაუნდა გამეკეთებინა, ბარგის ლაგება დავიწყე.

* * *
მხოლოდ ჩანთა და მობილური ავიღე, კარები გამოვაღე და კიბეებზე გიჟივით დავეშვი, უკან მესმოდა ნელის ყვირილის ხმა მაგრამ არც გავბრუნებულვარ და არც რაიმე მიმიძახებია, ისეთი სიჩქარით გავრბოდი მესამე სართულზე ფეხი დამიცდა და კიბიდან დავგორდი, მობილური ძირს დაეხეთქა და მეც მას მივყევი. ფეხი სულ გადაქექილი მქონდა და სისხლი მდიოდა. კარების გაღების ხმა გავიგე ჯერ ერთის, მერე მეორესი, მერე მესამესი და საბოლოოდ მთელი სადარბაზოს მეზობლები გარეთ გამოვარდნენ.
ასეა, ვის არ აინტერესებს მეზობლის უფასო კონცერტი.
ჩემს წინ რომ კარი გაიღო არც კი შემიხედავს ისე წამოვდექი ფეხზე, (მტკიოდა ფეხი, მაგრამ შიგნით მეტად მტკიოდა) დალეწილი ტელეფონიც ავიღე, ჩანთა მოვიკიდე და კოჭლობით ჩავედი ქვემოთ. არც ერთს უკითხავს დახმარება ხომ არ მინდოდა, ან რაიმე ხომ არ მჭირდებოდა, მხოლოდ ცალიხელი პირზე ჰქონდათ აფარებული და ვითომ საწყალი თვალებით მაკვირდებოდნენ. მათ არ აინტერესებდათ რა მჭირდებოდა ახლა მე, მათ ის აინტერესებდა თუ რა მოხდა ისეთი, ასეთ დღეში რომ აღმოვჩნდი. ვეღარ გავუძლი მათ ამ მზერებს, სირცხვილისგან მთელ სხეულზე ალი მომედო და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე გავსულიყავი გარეთ. როგორც იქნა გავაღწიე და როცა ადამიანის მსგავსი ვერაფერი დავინახე ღრმად ამოვისუნთქე.
- ევა? რა გჭირს? - ისევ ეს ხმა.
- ფეხზე რა მოგივიდა? - შეწუხებული სახით მკითხა თორნიკემ და თეთრი პარკი რომელიც ხელში ეკავა იქვე დადო, მერე კი ჩემთან მოვიდა, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადმოდგამდა უკან გავიწიე მერე კი სულ გაქცევა გადავწყყვიტე, ეს კი ასეთ მდგომარეობაში რამდენად კარგად გამომივიდა ეგ თქვენ იფიქრეთ.
- მოიცა დაეცემი - მომაძახა მაგრამ არც კი გამიხედავს მისთვის. არმინდოდა ახლა რაიმე ეთქვა ან ეკითხა ჩემთვის. არც ის მინდოდა ჩემზე ყველაფერი გაეგო და მერე მასაც იმედი გაეცრუებინა ჩემთვის.
- ევა დაიცადე - ისევ იძახდა მაგრამ მე არც კი ვუყურებდი კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი და თითქოს მარჯვენა ფეხს ვეღარ ვგრძნობდი, იქვე უნდა ჩავკეცილიყავი რომ მისი მკლავები ისე როგორც ადრე, კვლავ ვიგრძენი წელზე.
- კარგი, მშვიდად.... - მამშვიდებდა, მაგრამ ვერხვდებოდა ეს რომ არ მიშველიდა
- გამიშვი, უნდა წავიდე - ტირილით ვუთხარი
- ახლა? შენს თავს შეხედე საერთოდ ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წახვიდე?
- არვიცი
- მაშინ რატომ ამბობ რომ უნდა წახვიდე?
- იმიტომ რომ უნდა წავიდე… - მის გაკვირვებულ სახეს ავხედე, რომელიც ვერ ხვდებოდა რა მინდოდა.
- კარგი, მოდი სახლში ავიდეთ, მე ამ ჭრილობას დაგიმუშავებ, მერე შენ ცოტახანი დაიძინე და ამის შემდეგ სადაც გინდა იქ წადი
- რა სახლი თორნიკე? - ,,სახლის” ხსენებაზე თვალებიდან ისევ წამოვიდა ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი - რომელი სახლი? სად მაქვს საერთოდ მე სახლი? ან რა ჯანდაბა მაქვს საერთოდ?
- რას ამბობ? თავი რამეს ხომ არ დაარტყი დაცემისას - გაეცინა
- შენ რა დამცინი? - გავღიზიანდი
- არა უბრალო
- ხელი გამიშვი - ფეხზე წამოვდექი, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ფეხი უფრო ამეწვა.
- უპატრონო ქუჩის ქალო - ნელის ხმა მომესმა და იქვე გავჩერდი, სირცხვილისგან აწითლებულ სახეზე ხელები ავიფარე არმინდოდა ვინმეს სახე დამენახა, არმინდოდა ამ არაადამიანების სახეები დამენახა რომლებიც ასეთი ინტერესით მიყურებდნენ და დარწმუნებული ვიყავი არც ერთი არ მაშორებდა თვალს.
- მოაშორე ის შენი ბინძური ტანსაცმელები, თორემ ყველაფერს ნაფლეთებად ვაქცევ და აქ, ეზოში მოგიფანტავ სუყველას - არჩერდებოდა და უფრო და უფრო უწევდა ხმას. ამყველაფერს ჩემი ქვითინის და მეზობლების ჩურჩულის ხმაც ემატებოდა რომელიც ერთბაშად საოცააარ ჰარმონიას ქმნიდა დაინტერესებული პირებისთვის.
- წამოდი - უცებ ყურში მისი ხმა, ხელზე კი მისი შეხება ვიგრძენი.
ხელი ნელნელა ჩამომაშვებინა მაგრამ თვალებს მაინც ჯიუტად არ ვახელდი
- მე შემომხედე, მათ ნუ შეხედავ აქ ვარ შენს წინ - მითხრა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.
მივენდე და თვალები გავახილე, მართლაც ის დავინახე. მისი მწვანე, ჭაობივით და თან იმედით სავსე თვალები, რომელიც მეუბნებოდა.
,,მოდი და მომენდე მე ვიქნები შენი სახლი, მე გაგათბობ, მე მოგეფერები, მე გაჩუქებდა მოგცემ ყველაფერს, რაც აქამდე არ გქონია და რაც აქამდე არ გიგრძვნია”
როგორ… როგორ უნდა შევწინააღმდეგებოდი ამ თვალებს?... როგორ უნდა მეთქვა უარი, ცხოვრებაში პირველად სხვის გამოწვდილ ხელზე.

* * *
საწოლში ვიწექი და ყველგან მის სუნს ვგრძნობდი, ფეხი შეხვეული მქონდა და ისე აღარ მტკიოდა როგორც რამოდენიმე საათის წინ.
- გაიღვიძე? - ოთახში თორნიკე შემოვიდა
- კი - შეუმჩნევლად გავუღიმე და წამოვდექი.
- არადგე, მე მოვალ - თქვა და საწოლზე ჩამოჯდა - რაც კი იყო შენი ტანსაცმელი და ნივთები ყველაფერი ჩამოვზიდე.
- რაქენი? - გაოცებულმა ვკითხე
- აბა იქ ხომ არ დავტოვებდი? მართლა რომ დაენაკუწებინა და გადაეყარა სადმიდიოდი მერე
- არვიცი - ამოვიხვნეშე და საწოლს მივეყრდენი - მადლობა ყველაფრისთვის, შენ რომ არა არვიცი რა მეშველებოდა
- სამადლობელი არაფერია, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა
- კი, ეტყობოდათ კიდეც როგორ ცდილობდნენ ჩემს დახმარებას - ირონიულად ვთქვი და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე.
- საღამოს მიმღერებ ვალს კი ასე გადამიხდი - მითხრა და ჩემს პასუხზე ისევ სცადა თავის არიდება.
- კარგი - გავუღიმე და მეტი აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.

* * *
ადრიანად გავედი სამსახურში. გასვლისას, საშინლად გამაღიზიანა სადარბაზოსთან მდგომი სკვერიდან, კაცების ბუტბუტმა ჩემი დანახვისას, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი ოპტიმისტურად ვყოფილიყავი განწყობილი და აღარაფერი მითქვამს არც მათთვის და არც საკუთარი თავისთვის.
რომ გავიღვიძე თორნიკე სახლში არ იყო, სამაგიეროდ მისი წერილი დამხვდა სამზარეულოში. წერილში ეწერა რომ რაღაც საქმე ჰქონდა და დილით ადრე უნდა გასულიყო, ამიტომაც ვერ დამხვდა სახლში. მეკი დამიბარა რომ არ მომეწყინა და თუ სადმე დავაპირებდი გასვლას გასაღები გარეთ, ხალიჩის ქვეშ დამეტოვებინა. წერილის გვერდით ხუთიცალი, ძაფით შეხვეული გვირილის კონა იყო, ალბათ იმიტომ დადო რომ წერილი შემემჩნია. როგორც მითხრა ისე მოვიქეცი სახლიდან გამოვედი კარები დავკეტე და ახლა ამ გვირილებით ხელში სამსახურში მივდივარ. არცისე დიდიხანი დააგვიანდა კაფის უფროსს თუმცა ტელეფონიც რომ არ მქონდა და არც რაიმე გასართობი, ავდექი და სანამ კაფეს გააღებდნენ ყვავილებს ფურცლები დავაპუტე
ვუყვარვარ, არვუყვარვარ
ვუყვარვარ, არვუყვარვარ
ვუყვარვარ, არვუყვარვარ…..
და სამწუხაროდ ბოლო ფურცელი
ა რ ვ უ ყ ვ ა რ ვ ა რ - ზე დაიცალა
თუმცა ამისთვის დიდად არმიმიქცევია ყურადღება, არდავიჯერე გვირილის ფურცლების, არა იმიტომ რომ არვუყვარვარზე გაჩერდა, უბრალოდ იმიტომ რომ არ მჯეროდა მსგავსი რამეების.

კაფეს ძალიან ეტყობოდა უანდრიობა, თუმცა არა მარტო კაფეს არამედ ჩვენც. შესვენებისას როცა კლიენტები არ იყვნენ ის ყოველთვის რაღაცაზე გვეხუმრებოდა (შეუძლებელი იყო მის ხუმრობებზე ან საქციელებზე არ გაგაეცინა) ახლა კი ლიზა თავით იყო ჩაშვებული მობილურში და ყურადღებას არავის აქცევდა.
ადრიანად გამოვედი სამსახურიდან თანხაც დამირიცხეს, ბარათიდან მოვხსენი და სახლის გზას დავადექი. მობილური დამტვრეული მქონდა, ნელის ნომერი კი ზეპირად არ ვიცოდი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჯერ სახლში მივსულიყავი და მერე გავაგრძელებდი მისი თანხის დაბრუნებაზე ფიქრს. სანამ თორნიკესთან ავიდოდი, გზად მაღაზიაში შევიარე, დიდად არ მინდოდა ამ ფულის დახარჯვა, მაგრამ სირცხვილი იყო ხელცარიელი ავსულიყავი თორნიკესთან, ამიტომაც ლუდი, ჩიფსები და ცოტაოდენი ტკბილეული ავიყოლე.
- სად ხარ მთელი დღე. ლამის პოლიციაში დავრეკე - კარი ბოლომდეც არ ჰქონდა გაღებული ისე მითხრა.
- სამსახურში ვიყავი - შევიცხადე და პარკები ოდნავ ზემოთ ავწიე. - აღარ შემომიშვებ?
- არა, მანდ გტოვებ - მითხრა ისე რომ ტონი არ შეუცვლია და განზე გადგა, სახლში რომ შევსულიყავი.
მაგიდაზე დავაწყვე პარკები მერე კი ონკანი მოვუშვი და წყალი დავლიე.
- რომლიდან რომლამდე მუშაობ? ან ასეთი მუშაობის მერე სწავლას როგორ ასწრებ. - მკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
- მიმტანად ვმუშაობ, სწავლით კი არ ვსწავლობ - ვუპასუხე მაგრამ არშემიხედავს მისთვის.
ყოველთვის ასე ვაკეთებდი როცა რაიმეზე პასუხს ვცემდი ან კითხვას ვსვამდი. წინასწარ ვხდებოდი ოპონენტის სახის გამომეტყველებას და სპეციალურად ვარიდებდი მზერას.
- რატომ არ სწავლობ?
- იმიტომ რომ არმცალია სასწავლებლად და არც შესაძლებლობა მაქვს
- რას ნიშნავს ეს? რამდენი წლისხარ ევა? - წამოდგა და ჩემს წინ დადგა
- ოცდახუთის
- და მერე?
- რა მერე? გითხარი არ ვსწავლობ, სკოლის მეტი არაფერი მაქვს დამთავრებულითქო, რამეს გაურკვევლად ვამბობ? - დავუყვირე და ჟაკეტის გახდა დავიწყე.
- მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ შანსი არ მქონია
- სცადე მაინც? - მკითხა და მეც უმალვე შევხედე.
ალბათ დამთხვევა იყო მაგრამ მაინც მიკვირდა როგორ ხვდებოდა ჩემზე და ჩემს შესახებ ყველაფერს.
- კი - რათქმაუნდა მეც მაშინვე მოვატყუე
- და არგამოვიდა? არსად არაფერი?
პასუხი არ გამიცია, მხოლოდ პირველი კითხვა რომ ყოფილიყო პასუხგასაცემი რაიმე კონკრეტულზე ვეტყოდი არ გამომივიდათქო, მაგრამ მეორე კითხვაც რომ დაამატა ვერაფერი ვუთხარი, როგორ შეიძლებოდა არსად, და არცერთ სფეროში არაფერი გამოგივიდეს ადამიანს.
- ევა შემომხედე - ჩემი სახე ხელისგულებში მოაქცია
- დავიძნებ რა - არეული ხმით ვუთხარი, მაგრამ აწყლიანებული თვალები მაინც ვერ დავმალე მისგან.
- კარგი, ოღონდ არ იტირო - მითხრა და მკერდზე მიმიხუტა - ბოდიში არაფერს გკითხავ აწი. - მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
ვერვხდებოდი და ვერც ვხსნიდი რა იყო ის რაც მასთან მემართებოდა, პირველივე დღიდან უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო გრძნობა გამიჩნდა თორნიკეს მიმართ, მის გვერდით თავს კარგად, და დაცულად ვგრძნობდი. ასევე სახლში… იმ სახლში ვგრძნობდი თავს, რომელზედაც ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ არასდროს მქონია.
- ისევ გეძინება? - გაეცინა
- თუ მართლა არაფერს მკითხავ არ დამეძინება
- კარგი მაშინ არაფერს გკითხავ - მითხრა და უკან გაიწია, მერე კი მაგიდას მოავლო თვალი - აქ რა არის? - პარკისკენ გაიშვირა ხელი
- ლუდი, ჩიფსები და ტკბილეულია
- ლუდი და ჩიფსები მესმის, მაგრამ ტკბილეული რაღად გინდოდა?
- მატჩის ბოლოს ვაყოლებ ხოლმე - გავუღიმე და პარკებიდან ამოვალაგე
- მატჩის? - გაკვირვებულმა მკითხა
- ხო დღეს თამაშია, მეგონა გიყვარდა ფეხბურთი
- დიდად მოყვარული არვარ, მე უფრო კალათბურთი მიყვარს, მაგრამ ბიჭებთან ერთად მაინც ვუყურებ ხოლმე ფეხბურთს.
- აჰ ესეიგი მარტო მომიწევს ყურება
- რატომ მარტო?
- აბა ბიჭები სად მოვიყვანო აქ?
გაეცინა თორნიკეს
- დღეს გამონაკლის დავუშებ და შენთანერთად ვუყურებ - მითხრა და ოთახიდან გავიდა.
მე თეფშზე ჩიფსები დავყარე, ტკბილეული პარკიანად გავიტანე მერე კი ლუდებიც მივაყოლე. თორნიკე უკვე მოკალათებული იყო დივანზე და მე მელოდებოდა. ლუდის ბოთლი გავუწოდე და გვერდით მივუჯექი.
- აბა ვისკენ? - მკითხა და ბოთლი მომიჭახუნა
- რათქმაუნდა ბარსელონა - ისევთქვი გეგონებოდათ ორივე ერთ მხარეს ვიყავით.
- აბა წარმატებები, რეალი სახეს აახევსს - დამაჯერებლად თქვა და უდარდელად მოსვა ლუდი
- მაგასაც ვნახავთ - შევუღრინე და ჩიფსი პირში ჩავიტენე

* * *
- არგინდა შენც ნუ დაიწყებ ტირილს ეხლა. თან ტყუილად ხომ არ გამიფრთხილებიხარ. უნდა მომზადებულიყავი ამისთვის - მითხრა თორნიკემ და ფეხები უფრო გაშალა დივანზე
- გაჩუმდი, ეგ უსამართლობა იყოო
- ჰო აბა რა, დამარცხებულისგან სხვას რას უნდა მოელოდო
- მართლა გეუბნები, და საერთოდაც რეალმა ცუდი თამაში იცის. უხეში მოთამაშეები არიან
- მაგას რამნიშვნელობააქვს, ხომ მოიგეს არა?
- უსამართლოდ მოიგეს
- გეყო, ნუხარ ბარსელონას მფარველი ანგელოზი
- დიახაც ვაარ - ვუთხარი და ლუდის ბოთლი ისევ მოვიყუდე მაგრამ აღარაფერი იყო დარჩენილი. - დამთავრებულა - ჩავიბურტყუნე
- წავალ და ამოვიტან
- ამ შუაღამეზე?
- ხო რაიყო, კი არ მომიტაცებენ - ისეთქვა ვითომ არ ჰქონოდა მასატაცებლის გარეგნობა და ფეხზე წამოდგა
- ჰო რავიცი
- იცი მაგარი რაღაც მოვიფიქრე - ყოვლისმცოდნე თვალებით გადმომხედა
- აბა გაგვიზიარე შენი სიბრძნე ბატონო თორნიკე
- არა, რომ მოვალ მერე. აქ იყავი - მითხრა და ოთახიდან გავიდა
აქ იყავიო ისე მითხრა ვითომ გაქცევას ვაპირებდე, ან წასასვლელი მქონოდა სადმე.
სულ რაღაც თხუთმეთ წუთში სახლი იყო, პარკში ლუდის ბოთლები და ერთი პატარა ბოთლი არაყი ედო
- არ მიყვარს არაყი - წავიბურდღუნე და საწყალი თავლებით გავხედე.
- დაიცადეე - ხელით მანიშნა და სამზარეულოდან არაყის ჭიქები გამოიტანა. მერე არაყი ჩამოასხა და ერთი ჭიქა მე გამომიწოდა - მე არასდროს - ჩაიჩურჩულა რაღაც ინტრიგნულად და საშიშად.
- ოოოო აი თურმე რა - ვითომ გავოცდი
- მე დავიწყებ - თქვა და ჭიქას მიაშტერდა - მე არასდროს ჩამიცვამს ქალის საცვალი - გაეცინა
- ეე ეგ არშეიძლება, ეგრე უნდა ვაკონკრეტოთ?
- რაც არ გაგიკეთებია ყველაფერი უნდა თქვა და შეგიძლია დააკონკრეტო კიდეც.
- უფფფფ კარგი - ჩავიფხუკუნე და არაყი მოვსვი, მერე სახე უსიამოვნოდ დავმანჭე და ჭიქა მაგიდაზე დავახეთქე - დაგერხა - შევუღრინე თორნიკეს - მე არასდროს ჩამიცვამს ბიჭის ტრუსიკიიი, არც ბიჭის ტუფლი, არც ბიჭის შორტი, არც ბიჭის….
- ოე ოეეე - წამოიყვირა - ძაან ნუშეყევი დამაცადე და რიგი დაიკავე, ჯერ ამას დავლევ - თითით მანიშნა ჭიქაზე, მერე კი მოსვა. ჩემგან განსხვავებით ისე გადაკრა გეგონება სპირტს კი არა წყალს სვამდაო - მე არასდროს მიჭამია კალამი
- რა? - ავხარხარდი
- უიიჰ ეგარუნდა მეთქვაა - წაიბუტბუტა და ისევ მოსვა არაყი
- მე არასდროს მქონია პირველი კოცნა - კმაყოფილმა ვუთხარი, ცოტა წამოვიწიე და ჭიქა გავუწოდე, მაგრამ ცოტა თავბრუს ხვევა ვიგრძენი. ასე იყო ადვილად ვთვრებოდი ყოველთვის.
- მე არასდროს მითქვამს შემოთავაზებულ კოცნაზე უარი - თქვა და უცნაურად შემომხედა, მქონდა ბევრისთვის უარი ნათქვამი,მაგრამ ბოლოს ბარში მომხდარი ინციდენტი გამახსენდა და რატომღაც ნერვები მომეშალა. არაყი ისევ მოვსვი და ვუთხარი.
- მე არასდროს მქონია სე*ქსი - თორნიკემ მოსვა და ცუდად ჩაიღიმა.
- მე არასდროს მქონია თვიური - ნიშნის მოგებით გადმომხედა
- აუუუუ - წამოვიღმუილე და ისევ მოვსვი - მე არასდროოოს მიხმარია პრეზერვატივიიიი - იმხელა ხმაზე დავიყვირე მგონი მეზობლებმაც გაიგო - ა რ ა ს დ რ ო ს - დავმარცვლე და თორნიკესკენ გავიხედე რომელიც დივანზე იყო გაწოლილი და იცინოდა. - კაი რაგაცინებს მიდი მოსვი თორე წააგებ - ვუთხარი და მისკენ მივიწიე სავსე ჭიქით, მაგრამ ჭიქას ხელი შემთხვევით გაკრა და მაიკაზე გადაესხა. - ბოოდიში - ამოვილაპარაკე და ხელი მისი მაისურისკენ გავწიე გეგონებოდა რამეს ვუშველოდი.
- არაფერია, გამოვიცვლი - თქვა და ფეხზე წამოდგა. ოთახიდან სანამ გავიდოდა მაიკა მანამ გადაიძრო და ნავარჯიშები ზურგი მაშინვე გამოუჩნდა. თავი ძლივს შევიკავე, უფრო წამომახურა და მომდგარი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, მერე კი თავი დივანს მივადე და თვალი ოთახის ნათურას გავუშტერე. ისე მომიჯდა გვერდით ვერც კი შევამჩნიე.
- დღეს სად იყავი? - ვკითხე როცა ვიგრძენი ჩემს გვერდით რომ იყო.
- რაღაც საქმეზე, ზაფხულში ბათუმში სამსახური მიპოვა ძმაკაცმა და იმის თაობაზე ვიყავი გასული, შენ სად რაზე მუშაობ?
- მიმტანად ვმუშაობ რამოდენიმე წელია - ისე ჩუმად ვთქვი არც კი მეგონა გაიგო თუ არა.
- სად? ბარში კაფეში თუ…
- კაფეში
- საიდან ხარ? ან შენი მშობლები სად არიან?
- ჩემი მშობლები ქუთაისში არიან, მეც იქედან ვარ. მაგრამ უკვე აღარვარ, გამოვიქეცი სახლიდან. შენ სწავლობ?
- კი ვსწავლობ
- რა გინდა რომ გამოხვიდე
- ექიმი
- მართლა? - მისკენ გავიხედე და გავუღიმე, მანაც გამოიხედა და ღიმილითვე მიპასუხა. - ისე რა გვარიხარ?
- მაისაშვილი. შენ?
- გიორგაძე
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ევა გიორგაძე - მითხრა და თბილი ხელები სახეზე ჩამომისვა
- ასევე - გავუღიმე და ფრთხილად გავიწიე საკოცნელად. გარედან არ მეტყობოდა თორემმ შგნიდან ყველაფერი დუღდა, მისი ცხელი ტუჩების შეგრძნებისას ჟრუანტელმა დამიარა და გული უფრო ამიჩქარდა. თავიდან ფეხებამდე გამიარა რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ რომელიც იმ წამს ვიგრძენი თუმცა სახელი არვიცოდი რა ერქვა ამიტომაც უბრალოდ შეგრძნება დავარქვი. თორნიკემ წამოწეულ სხეულზე მაშინვე შემიცურა ხელი, და მის სხეულზე მიმიხუტა. ყოველთვის მეგონა პირველი კოცნისას სულელივით და გამოუცდელი ქალივით ვერაფერს გავაკეთებდი და მხოლოდ იმ ადამიანის მოძრაობებს დავაკვირდებოდი რომელსაც ვაკოცებდი. მაგრამ არა, ჩემდა გასაკვირად ასე არ აღმოჩნდა …

* * *
დილით გაღვიძებისას თავი საშინლად მტკიოდა, ოდნავ წამოვიწიე თუ არა თავი ისევ ბალიშზე დავაგდე და წინ ჩამოყრილი თმა გვერდით გადავიწიე, მერე ხელი ინსტიქტურად მოვიქნიე და ვიგრძენი ვიღაცის სახეს რომ მოხვდა. ისევ ავწიე თავი და თორნიკე რომ დავინახე ლამის საწოლიდან გადმოვარდი.
- შეგეძლო უბრალოდ გაიღვიძეო გეთქვა - წამოიკვნესა ახალგაღვიძებული ხმით და ყბაზე გაისვა ხელი
- აქ რაგინდა, ან… - ნელნელა გუშინდელი, უფროსწორად წუხანდელი მომენტები მიდგებოდა თვალწინ, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ კოცნამდე მომხდარი ინციდენტები მახსოვდა. ჯერ ფეხბურთი, მერე თამაში მე არასდროს, დალევა, არაყის გადასხმა, ჩემი და თორნიკეს საუბარი და ბოლოს გულმა ვაიიიო დაიღრიალაა.- რა, რამოხდა მერე - ძლივს ძლიობით ვთქვი და ქვემოთ დავიხედე, არაფერი მეცვა გარდა მაიკისა და ჩემი საცვლისა, რომელიც გუშინ არმცმია.
- რა მერე - თავი მაღლა ასწია და გვერდულად დაწვა საწოლზე.
- რამოხდა გუშინ?
- არაფერი გახსოვს? - თვალები ეშმაკურად დააწვრილა
- რომ მახსოვდეს გკითხავდი? - შევუღნიე - მაგრამ იქამდე კი მახსოვს სანამმ… - შემრცხვა და მზერა ავარიდე
- არადა მაგისმერე მოხდა რაც მოხდა - გაეცინა და ხელი მკლავზე მომკიდა მერე კი მისკენ მიმწია.
- რაზელაპარაკობ? არმითხრა რომ ჩვენ - ისეთი სახით მიყურებდა ვერაფრრს ვხდებოდი - მართლა? ჩვენ რამეე… - საწყალი თვალებით გავხედე ის კი უაზროდ მიქნევდა თავს - ეს მართლა მოხდა? - სადაციყო ტირილს დავიწყებდი - ის მართლა იყო ჩვენ ორშორის დამე არაფერი მახსოვს?!! - და აი ისევ სიცილი აუტყდა
- რანაირახაარ ევაა - ხარხარი დაიწყო და იქეთ-აქეთ კოტრიალობდა ლოგინში
- დებილივარ - გამოვიწიე და თავზე შემოვიწყვე ხელები..
ნუთუ მართლა იყო რამე, ან ასე როგორ დავთვერი არაფერი რომ არ მახსოვდა.
- კარგი გამოდი მაგ ფიქრებიდან, არაფერი მომხდარა ჩვენს შორის, ყველაფერი თავის ადგილზე გაქვს და არაფერი არ დაგიკარგავს - ისევ გაეცინა
- აბა რას იცინი - გავუბრუნდი და ბალიში ვესროლე
- შენს ფიქრებზე და საქციელებზე მეცინება. დავიჯერო ასე ვგავარ იმ ადამიანიანს მთვრალ გოგოს მისი თანხმობის გარეშე საწოლში რომ შეიტყუებს?
- რავიცი, პირველი ხომ მე გაკოცეე - ჩუმად ვთქვი და ლოგინიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ მაიკა ზედმეტად მოკლე აღმოჩნდა და მაშინვე გამომიჩნდა საცვალი. - ეს ვინ გამომიცვალა? ან, აბა არვგავარ ისეთ ადამიანსო?
- და რამექნა ნარწყევი მაიკით დამეწვინე ლოგინში?
- რააა? - წამოვიღმუილეე
- ისეთი რომანტიკული მომენტი ჩამიშალე. ახლავე მოგიყვები - უფრო კომფორტულად მოკალათდა - ჯერ ისე ვნებიანად მკოცნიდი, მერე მოულოდნელად გაჩერდი, თავი გასწიე და მითხარი ,,შენთვისვე სჯობია გაიიწიო” მეც მივხდი რასაც იზამდი, ასე რომ მაშინვე გავწიე, ყველაფერი ამოიღე რაც კი გქონდა ნაჭამი და დანალევი. მერე ოთახში შემოგიყვანე, რაღაცეებს ლაპარაკობდი შენთვის, ფრაზებს იმეორებდი მგონი, მერე მღეროდიიი კიდეც მაგრამ რა ჯიშის სიმღერა იყო ვერ გავიგე, იმიტომ რომ რამოდენიმე ენის სიმღერას ერთმანეთში ურევდი. ბოლოს ტანსაცმელი გაგხედე აბაზანაში შეგიყვანე, დაგბანე, ჩაგაცვი და იმ წუთასვე დაგეძნა.
- ანუ შენ გამომიცვალე და დამბანე? შიშველმაა?!
- აბა ტანსაცმელებიანად დამებანე?
- არა მაგრამ… ასე უსირცხვილოდ როგორ გამხადე ტანსაცმელი, მიყურებდი ხო?
- არა ბიჭოს, შიშველი ქალი ლოგინზე მეწვეს და მე გვერდით, ფანჯარაშ ვიხედებოდე. გიყურებდი რათქმაუნდა.
- უნამუსო ხარ, რომ გკითხონ დაუკითხავად და უნებართოდ არაფერს აკეთებ
- კარგი რა ევა, მე შენ შიშველ სხეულს ვუყურებდი, ხომ არ გჟი*ავდი?
- მოკეტე და ნუ იმართლებ თავს - ფეხზე წამოვხტი და იქვე მიგდებული შარვალი ამოვიცვი.
სულ დამავიწყდა მეთქვა თქვენთვის, რომ მაისაშვილის სახლი ყოველთვის არეული იყო. როგორც დავაკვირდი მხოლოდ საგარეეო ტანსაცმელს აწყობდა ხოლმე კარადაში, სახლში ჩასაცმელს კი იქვე მიყრიდა ხოლმე.
- კარგი გავჩუმდები, მაგრამ იცოდე რომ არაფერი დამიშავებია
- ლეპტოპი გაქვს - მის პასუხს თავი ავარიდე
- მაქვს, რად გინდა?
- მჭირდება, ბინა უნდა მოვძებნო
- რატომ? შენ რა, მართლა გგონია მე რამეს დაგიშავებ? - გაღიზიანდა და ფეხზე წამოდგა.
- არა, მაგრამ აქ ხომ არ ვიცხოვრებ სამუდამოდ - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი
- ხომაგრამ ასე მალე რატომ მიდიხარ
- იმიტომ რომ არმინდა დიდხანს ვიყო შენი სტუმარი - შევხედე და მის შესამჩნევად გაღიზიანებული სახე მესიამოვნა. არვიცოდი რა მიზეზით, მაგრამ აშკარად არ უნდოდა ჩემი გაშვება. - თანაც შენ მეგობრები გყავს, შეყვარებულიც, რა ერქვა, ნანკა... აქ რომ მოვა არმინდა რამე ისე იფიქროს, არც მე ჩავარდე უხერხულ სიტუაციაში და არც ისინი გაურკვევლობაში - ეს უბრალოდ თავის გასასამართლებლად ვუთხარი მაგრამ მერე მართლა დავფიქრდი და აქ რომ დავრჩენილიყავი ვფიქრობ მართლა ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.
- შენი პრობლემა ისინი არიან?
- არა მარტო ისინი
- აბა ნანკა? რა უხერხულობაზე და გაურკვევლობაზე ლაპარაკობ დაგავიწყდა გუშინ რომ მაკოცე? - თითქოსდა ცინიზმით მითხრა
გავბრაზდი
- მე მთვრალი ვიყავი და წესიერად ვერ ვაზროვნებდი, შენ კი პატიოსანო შეყვარებულო, შეგეძლო გაგეჩერებინეე - თვალები დავუბრიალე და სამზარეულოდან გამოვედი.
- ნუ ცოფთები ყველაფერზე - უკან ამედევნა
- შემეშვი შენი ხმის გაგონებაც არ მინდა
- ევა მომისმინე, არასწორად გაიგე - ხელი მკლავში მომკიდა და ძალით გამაჩერე
- გითხარი გამიშვითქო
- რომ არ გაგიშვა?
- რომ არ გამიშვა მაგშენ კაცურ ღირსებას აგატკივებ იცოდე
- როგორ? - ტუჩზე გამომწვევად იკბინა და ჩემსკენ გამოიწია. მეც არ დავაყოვნე და ფეხი მაშინვე მის ფეხებქვეშ შევაცურე, მერე კი რაც ძალა მქონდა მისკენ მოვიქნიე, მაგრამ ცალი ხელით რეაგირება მაშინვე მოახდინა, დაიჭირა და ვერ ამოვარტყი. - ცუდად თამაშობ...
- ბოდიში თქვენსავით კარგი მოთამაშე რომ არ ვარ - სიმწისგან გავუღიმე
- არაუშავს ნელნელა ისწავლი - მითხრა და ჯერ ჩემს სახეს დააკვირდა, თითქოს გამომეტყველებით მეუბნებოდა რასაც აპირებდა მერე კი მალევე წაეტანა ჩემს ტუჩებს. - ტკბილიაა, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა და წელზე ხელი უფრო მჭიდროს შემომხვია.
ვგრძნობდი როგორ მეკარგებოდა ნელ-ნელა ფერი, მისი მკლავებიდან კი თავის დახსნა მაინც არ მიფიქრია. როგორც ის, ასევე მეც მთელი სხეულით ვეკვროდი და ვცდილობდი მისით მესუნთქა, თუმცა ორივემ მივხდით რომ ჰაერი აღარ გვყოფნიდა და ერთმანეთის სხეულებს მოვშორდით.
- ისევ გინდა ახალი ბინის ძებნა? - გამომწვევად მითხრა, მგარმა პასუხის დაბრუნება ვერ მოვასწარი კარებზე ზარის ხმა რომ გავიგე.
- ვინმეს ელოდებოდი? - ვკითხე
- არა, მაგრამ ვნახავ და მოვალ - მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა. კარები გააღო და იმ გოგოს ხმა გავიგე დანახვის დღიდან უსიამოვნო შეგრძნება რომ მქონდა.
- სადხარ მთელი ორი დღეა? - რაღაც ვერ ჰქონდა ძველებური ტონი
- ნანკა დაუკითხავად რატომ მოხვედი? ხომ გითხარი სანამ მოხვალ დამირეკეთქო
- ტელეფონს დახედე მაინც? იცი რამდენი მესიჯი და ზარი დაგიტოვე
- არმინახია
- რატომ?
- არმეცალა, დაკავებული ვიყავი
- რითი? ახალი ნაშით? თუ იმ შენ ს*რ ძმაკაცებთან ერთად, ისევ ნემსებს იყრიდით ვენებში!
- წესიერად ილაპარაკე ან საერთოდ დაახვიე აქედან
- როგორ მელაპრაკები? დაგავიწყდა ვინვარ შენი?
- მომისმინე, ქვემოთ დამელოდე მეც ახლავე ჩამოვალ
- რატომ ქვემოთ და რატომ არა სახლში?
- სტუმარი მყავს - ააჰა, ახლა გავხდი სტუმარი ბატონო თორნიკე, ნერვები მომეშალა.
- ვინ სტუმარი?
- არარის შენი საქმე
- გასაგებია, ისევ ახალი ქალი, ჩემზე მეტი ფული აქვს? მეგონა შენი მაქსიმუმი ვიყავი თოკო - მისი კისკის ხმა ისმოდა
- გეყოფა სისულელეების ლაპარაკი, ქვემოთ დამელოდე და ვილაპარაკოთ.
მეტი აღარაფერი გამიგია უბრალოდ ლიფტის კარის ხმა გავიგე და კარების დახურვის, უფროსწორად მიბრახუნების ხმა.
- რაიყო, შენც სხვებივით ფულიან ნაშებს აგდებ ხოლმე? - საძინებლის კარებზე მიყუდებულმა ვკითხე
- ახლა შენც უნდა დაიწყო?
- არა, ეს არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ ახლა გასაგებია მე რატომაც არ შემიტყუე ლოგინში.
- რეებს ლაპარაკობ ევა? ან რადასკვნებს აკეთებ საერთოდ? - გაბრაზდა და ლამის იქვე, მაგიდაზე დადებული ჭიქა თავში მესროლა.
- აბა რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები? ჩემთან იმიტომ არ გქონდა სექ*ი, რომ უფულო და ჯიბე გამოფხეკილი ვიყავი? ან საერთოდ სიყვარულთან რა შუაშია ეს დამპალი ფული. ყველაფერს ფულს რატომ უკავშირებთ ადამიანები? - წამოვიყვირე
- სიყვარულთან? - გაეცინა - უკვე შეგიყვარდი?
- არა, უბრალოდ ისე ვთქვი - თავი ავარიდე მასთან ლაპარაკს და ოთახში შევბრუნდი.
მაისაშვილსაც აღარაფერი უთქვამს, ტანსაცმელი ჩაიცვა და უკან ნმოუხედავად გავიდა სახლიდან.
მე რას ვაკეთებდი? არაფერს. ვიჯექი და ველოდებოდი მის დაბრუნებას. არსად მივდიოდი რადგანაც წასასვლელი არ მქონდა, ჯერ-ჯერობით მასზე ვიყავი დამოკიდებული.
- ორპირი! ნაგავი! - წამოვისლუკუნე და ავტირდი. ამბოლოდროს ხშირად ვტიროდი და ამჯერად ვერ ვხდებოდი, მართლა გული მტკიოდა თუ შელახული თავმოყვარეობა მაწუხებდა.

* * *
წვიმდა, ლისთან ახლოს ერთ სკვერში ვიჯექი და ვწერდი. ვერვხდებოდი რატომ მაგრამ წვიმისდროს და მაშინ, როცა გული რაღაცაზე ძალიან მტკიოდა, ყოველთვის წერას ვიწყებდი. ჯერ არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაშ ის დღე როცა ბედნიერების ზღვარზე მყოფს რაიმე დამეწერა, ერთის მხრივ მართალიც იყო თორნიკე როცა მეუბნებოდა ზოგჯერ რეალობას უნდა გამოსცილდეო. იქნებ მეცაადამაინც და ცოტახნით ზღაპარში გადავკარგულიყავი. მაგრამ როგორი იქნებოდა ეს ზღაპარი? როგორი დასასრული ექნებოდა ჩემს ზღაპარს. როგორც ბედნიერი დასასრულის ისტორიას შეესაბამებოდა ისეთი, თუ განსხვავებული, მტკივნეული ან სასიკვდილო?
არაა არაა, ბოლოს გამოვრიცხავდი, მაგრამ სიკვდილი ხომ ორნაირი არსებობს. ვინ იცის მე როგორი შემხვდებოდა.

* * *
წვიმიან ქუჩებს მივუყვებოდი, ვსველდებოდი და ვხედავდი როგორ გარბოდნენ უქოლგოთ დარჩენილი ხალხი სახლებისაკენ. ზოგს თხელი პიჯაკები წამოეფარებინა თავზე და ისე გარბოდა, ზოგი კი თავქუდმოგლეჯილი მირბოდნენ გადახურულ ადგილას, რომ არდასველებულიყვნენ, საბოლოოდ კი მათ გაბრაზებულ და გულმოსულ სახეებს ვეფეთებოდი, წვიმის ამ თითქოს ბნელიფერის გამო რომ გამოეხატათ სახეზე. არადა რეალურად რამდენი სარგებლობა მოჰქონდა წვიმას. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მე მასში მომწონდა და რაც მისი მოსვლის შემდეგ მეუფლებოდა, იყო ის რომ თითქოს ყოველი წვეთი რეცხავდა ჩემს სხეულზე და სულში არსებულ სიბინძურეს, მერე კი ,,გამოდერებისას” თითქოს ისევ თავიდან ვიბადებოდი.
ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის გაჩერებასთან ვიდექი და მომავალ ავტობუს ველოდებოდი, ისევ წვიმდა და სავსე იყო იქაურობა ხალხით, არა იმიტომ რომ ისინიც ავტობუს ელოდებოდნენ არამედ იმიტომ რომ წვიმის გადაღებას დალოდებოდნენ. რამოდენიმე წუთი გავიდა მე უაზროდ მივშტერებოდი ერთ-ერთ ძაღლს რომელიც მოპირდაპირე ქუჩაზე უგზო უკვლოდ დაეხეტებოდა და ცხვირით მიწას ყნოსავდა, ალბათ საჭმელს და სახლს ეძებდა. (ყოველთვის შემეძლო ძაღლების ადგილას წარმომედგინა თავი, რადგანაც ცხოვრების რამოდენიმე წელი მეც მათსავით გავატარე)
- გამოიდარა - ვიღაცის ბოხი, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო ხმა მომესმა, თუმცა მისკენ რომ გავიხედე უკვე ნაბიჯი წინ ჰქონდა გადადგმული და სახე ვეღარ დავინახე. ვხედავდი უკნიდან, როგორ გადავიდა გზაზე მაღალი, შავებში ჩაცმული კაცი, თმაც კი გიშრივით შავი ჰქონდა, ,,ალბათ თვალებიც მსგავსი ექნება” გავიფიქრე და დავინახე როგორ გამოაღო გზის მეორე მხარეს შავიფერის ჯიპი და შიგნით ჩაჯდა. დაბურული მინები არ ჰქონია მაგრამ მაინც არცისე კარგად დამამახსოვრდა მისი პროფილი.
- ასეა, გამოიდარა - წავილუღლუღე და მზისკენ გავიხედე რომელიც სულ ახლახანს ამოსულიყო.

* * *
კიბეებზე ნელნელა ავდიოდი, როცა მერვე სართულზე ავედი ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და კარის საკეტში შევაცურე.
- ასე გინდოდა ჩემი დასჯა? - უკნიდან ხმა მომესმა და იმწამსვე შევხტი
- თორნიკე… - მოვბრუნდი და ის დავინახე. სიბნელეში გავარჩიე მისი სილუეტი. იატაკზე იჯდა და კედელს მიყრდნობოდა
- სად იყავი? - მკითხა ისე რომ წამოდგომაც არ უფიქრია
- ვსეირნობდი, ბოდიში დამავიწყდა გასაღების დატოვება - თავჩაქინდრულმა ვუთხარი
- ესეიგი გამიზნულად არ გაგიკეთებია ეს?
- არა რათქმაუნდა
- მაშინ კარგი - წამოდგა მაგრამ დაბარბაცდა, მე კი მაშინვე ხელი გავუწვდინე
- დალიე? - ცოტაოდენი ალკოჰოლის სუნი მეცა
- ცოტა - თვალები დააწვრილა და შუბლზე მაკოცა
- დაუკითხავად ნურსად ნუ მკოცნი - მტკიცედ ვუთხარი, მიუხედავად იმისა რომ საშინლად მსიამოვნებდა მისი ცხელი ტუჩები.
- ყველაფერზე ნებართვა უნდა ავიღო ესეიგი? - გაეცინა
- დიახ - გავუღიმე და ორივენი კარებისკენ წავედით.
ოთახში რომ შევედი ჩანთა იქვე დივანზე დავდე და სველი ჟაკეტი ძირს დავაგდე. მხოლოდ თხელი ბრეტელებიანი ზედით ვიყავი და ის იყო, გამოსაცვლელად ვაპირებდი გასვლას მხარზე მისი ცხელი ტუჩები რომ ვიგრძენი.
- რას აკეთებ? - გონებადაბინდულმა ვკითხე, ვითომ არვიცოდე ან ვერ ვხდებოდე.
- ისეთს არაფერს რაც შენც არ გინდა - ამჯერად ყელზე მაკოცა და დაგროვილი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.
- თორნიკე არ შეიძლება - წავილუღლუღე
- ყველაფერი შეიძლება ევა, ყველაფერი - ბოლო სიტყვები მეტად ჩუმად თქვა და ჩემწინ დადგა. სახე ჩემსას გაუსწორა და ცხვირისწვერი ააყოლა ჩემს ლოყას, მერე თავი ქვემოთ დასწია და ჩემს დეკოლტეში ჩაყო, ბოლოს კი ისე შეისუნთქა ჩემი სხეულის სუნი გეგონებოდა რაღაც ,,უცხო” არამქვეყნიური სუნი იგრძნოო და წამსვე მოუნდა მისიშეგრძნებაო.
ესმოდა… ჩემი გულისცემის ხმა ესმოდა…
მოშიშვლებულ მკლავზე მომეალერსა და მეც იმ წამსვე ჟრუანტელმა დამიარა. კოცნა დამიწყო და კისრისკენ წამოიწია. თრთოლვამ ამიტაცა და თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი როგორ მეკარგებოდა ნელნელა ძალა ფეხებში.
ხო, ვიცი, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი მაგრამ სხვა გზა არმქონდა. ვერშევეწინააღმდეგე მის ქარიზმს, მის გამოხედვას, ასე ახლოს ყოფნას, რადგანაც მის სიახლოვეს თავს ვკარგავდი და ლოგიკურად ვერც ვაზროვნებდი. ისიც ვიცი რომ ნებისმიერ სხვა გოგონასთანაც ასე მოიქცეოდა. ასე გააბრუებდა მისი გამოხედვით, ღიმილით, კარგი ლაპარაკით, რომელიც იცოდა და გამოსდიოდა კიდეც, ასევე კომპლიმენტებით, რადგანაც ერთი სიტყვით შეეძლო მისი გაეხადა ნებისმიერი ქალი, (თანაც ნანკას და მის დიალოგს თუ გავიხსენებთ...) მაგრამ იმ წამს რაც არ უნდა ყოფილიყო მე მაინც ვერ შევიეწინააღმდეგე. მეც სხვებივით დავდაბლდი მის წინაშე, ვეღარაფერი გავაკეთე და მოვიმოქმედე, რადგანაც ძალა არმეყო, ის ნებისყოფა არმეყო, რომელიც ყოველთვის მეგონა, ყველაზე მაღალ საფეხურზე რომ მქონდა.
ახლა მის წინაშე ვიდექი და თავისუფლად შემეძლო მეთქვა საკუთარი ,,მეობისთვის”, რომ მე მიყვარდა მაისაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იდეალური მატყუარა იყო. სათუთად გებყრობოდა და განსაკუთრებულად გაგრძნობინებდა თავს, რადგანაც მისი გაეხადე, სიტყვები არ სჭირდებოდა, მხოლოდ მზერით გატყვებებდა, მაგრამ ჰქონდა კი ახლა ამას აზრი?
არა, არჰქონდა, რადგანაც მან, ისიც კარგად იცოდა, როგორ მოქმედებდა ის სხვაზე.
ჩემზეც ასე იფიქრა და როგორც ჩანს არც შემცდარა.
საბოლოოდ გამთენიისას ჩაგვთლიმა ორივეს…

* * *
გქონიათ ისეთი მომენტი ცხოვრებაში როცა გეგონიათ, ის რაც გინდოდათ, ის რაც მოგწონდათ, ზედმეტად შორს იყო თქვენგან და მას ვერასდროს მისწვდებოდით რადგანაც განსაკუთრებული იყო შენ კი არიყავი მასსავით განსაკუთრებული, ამიტომაც მასთან ან მისნაირთან ყოფნა ზედმეტად ,,მიუწდომელი ოცნება” გეგონათ. გქონიათ თქვენ ასეთი შემთხვევა?
მე მქონია თუმცა უკვე ერთი თვეა მსგავსი პიროვნების ადამიანთან ერთად ვცხოვრობ.
ძალიან ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში, გარკვეული შეხედულებები რათქმაუნდა იგივე დამრჩა საზოგადოების, ადამიანების, ცხოვრების და ნებისმიერი სხვა რამის მიმართ. ურთიერთობა თორნიკესთან კარგად მიმდიოდა, არვიცი ეს რაიყო, მაგრამ ძალიან მალე შემაყვარა თავი (თუ ეს სიყვარული იყო). მაისაშვილი ყოველდღე დილით ადრე მიდიოდა ლექციებზე, იქედან სახელოსნოში, (დროებით იქ მუშაობდა) მერე კი სახლში მოდიოდა, შაბათ კვირაობით ისვენებდა მე კი ისევ მხოლოდ კვირას.
- დღეს შედარებით ადრე მოვალ, სამსახურში გამოგივლი და კინოში წავიდეთ, გაწყობს? - მკითხა და ლოყაზე მაკოცა
- კარგი - გავუღიმე და თბილ ბაგეებს წავეტანე.

სამსახურში ადრიანად მივედი, რახანია აღარ დამგვიანებია. ალბათ იმიტომ რომ მასთანერთად მეც ყოველთვის მაღვიძებდა თორნიკე.
- დილამშვიდობის ლიზ - მივესალმე ლიზას
- სალამი
- რასახე გაქ, მოხდა რამე - ვკითხე და თავი მაღლა ავაწევინე.
- არაფერი, ყველაფერი რიგზეა - უცნაურდ გადმომხედა და თავი დაბლა დახარა.
ბოლო ორიკვირაა უცნაურად იქცეოდა, მის გასაკეთებელ საქმეს მევაკეთებდი კაფეში. თვითონ კი ხან ჭამდა ხან ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ვიღაცას გამალებით წერდა. არვიცოდი რა ხდებოდა ამ გოგოს თავს მაგრამ არც ასე დაიგნორება მინდოდა. იქნებადა რაიმე პრობლემა ჰქონდა და ვერ მეუბნებოდა. მეც ხომ ვიყავი მსგავს სიტუაციაში.
- ლიზ ყველაფერი რიგზე გაქვს, არაფერი დამიმალო გთხოვ. იქნებ დაგეხმარო - ხელი ხელზე დავადე, მანაც მაშინვე ამომხედა ჩაწითლებული თვალებით.
- არა არაფერია - ჩახლეჩილი ხმით მითხრა
- დარწმუნებული ხარ?
- კი - ასლუკუნდა და მეც რათქმაუნდა არდავიჯერე ის ,,არაფერი”
- მოდი ჩემთან - მისკენ უფრო მივიწიე და ხელები შემოვხვიე, ამ გოგოს ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული სუნი ასდიოდა, რაღაც რძის სუნი რომელიც თავს ბავშობაში მიკრავდა ხოლმე. - მითხარი რაგაწუხებს იქნებ შევძლო დახმარება
- ვერშეძლებ ევაა
- რატომ რამოხდა ასეთი - თავი მაღლა ავაწევინე
- მე… მე… მე… -ასლუკუნდა
- რა მე, მე, ბეკეკა ხომ არხარ თქვი ბოლოს დაბოლო - მოთმინების ფიალა ამევსო
- მე ორსულად ვარ - ამოიფხუკუნა და კალთაში ჩამიდო თავი
- რა… რა?
- დიტოსგან მაგრამ მას არუნდა ბავშვი, მეუბნება რომ მოვიშორო
- დიტოს ხომ ადრე დაშორდი? რაბავშვზე ლაპარაკობ? საერთოდ სრულ ჭკუაზე ხარ?
- აუ ევა შემეშვი, ვიცოდი რომ ვერ გამიგებდი - უცებ წამოხტა და ტუალეტში შევარდა. მეც უკან მივყევი
- მშობლებმა იციან?
- როგორ ფიქრობ ვეტყოდი? - გაოგნებულმა გადმომხედა
- და რას იზამ როცა მუცელი გაგეზრდება
- დიტოსთან უნდა მოვაგვარო, დავაშინებ. მიყვარს და მინდა რომ ჩემთან იყოს, ვიცი ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ დავაშანტაჟებ რომ ვითომ გამაუპატიურა და პოლიციაშ ვუჩივლებ იმ შემთხვევაში თუ მე და ამ ბავშვს არ მიგვიღებს
- გადაირიე ხო, შენ?
- სულაც არა - ცინიკურად მითხრა და გავიდა.

* * *
მთელი დღე უცნაურად იქცეოდა ლიზა, მაგრამ რახან არუნდოდა მის საქმეში ჩავრეულიყავი შევევში.
ადრიანად მოვიდა თორნიკე მეც რამოდენიმე წუთით ადრე გავეთავისუფლე და კინოსკენ დავიძარით, ჯერ მეტროთი ვიმგზავრეთ მერე კი ფეხით გავიარეთ. საბოლოოდ კინო მან შეარჩია რაღაც საშინელებათა ფილმი იყო ყურებისას სულ დავალურჯე, მაგრამ რაჩემი ბრალიიყო თვითონ მოისურვა ასე.
- მწარე ხელი გაქვს და ეგ ფრჩხილები დაიჭერი რა
- კარგი ფრჩხილებს დავიჭრი მაგრამ ხელს რავუყო, ხომ არ მოვიჭრი?
- მაგას რამეს მოვუხერხებ - მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე და ხელი გადამხვია.
- დღეს რაქენი სამსახურში? ლექციებზე იყავი? - ვკითხე და გავხედე
- კი ლექტორმა ბევრი დავალება მომცა მაგრამ ვადა იმკვირის ბოლომდე მაქვს, მოგვიანებით მოვამზადებ რამოდენიმე დღით ადრე.
- ძალიან ბევრია?
- ნუ არცისე მაგრამ ტვინის ჭ....ტვა მომიწევს.
მინდოდა დაგეხმარებითქო მეთქვა მაგრამ ვერ ვუთხარი, იმიტომ რომ არაფერი გამეგებოდა მედიცინაში. ეგ კი არა წნევის გასინჯვაც კი არ ვიცოდი წესიერად.
- ისე ექიმობა რატომ გადაწყვიტე? - ვკითხე და მის პასუხს დაველოდე, თუმცა ცოტა დააგვიანა, მერე ღრმად ამოისუნთქა და მითხრა.
- ჩემი უფროსი ძმა ექიმი იყო, მე ყოველთვის კალათბურთისკენ და სპორტისკენ მქონდა მიდრეკილება თაზო კი სულ მეუბნებოდა ეგ შენი სპორტული კარიერა ოცდათხუთმეტ წელზე მეტს არ გაგრძელდებაო, დიდი დიდი ოცდათვრამეტამდე გაგიქაჩოსო, მერე კი რო ვეღარ ირბენ დაჯექი და უყურე დედაშენს და მამაშენსო, საკუთარი თავი არ უგულისხმია მიუხედავად იმისა რომ ისიც ოჯახის წევრი იყო. სულ მეუბნებოდა რომ ექიმი გამოვსულიყავი. თხუთმეტი წლისას უკვე მეუბნებოდა რომ მასწავლიდა ყველაფერს რაც მან იცოდა მე კი სასტიკ უარზე ვიყავი, უბრალოდ არმინდოდა ექიმი გამოვსულიყავი. სამი წელი ასე გაილია, ყოველდღე ვჩხუბობდით თითქმის, ბოლოს კი თვითონვე შემეშვა ამ ყველაფრიდან ორითვის შემდეგ კი საავადმყოფოში დააწვინეს. თურმე ავად ყოფილა, ისეთი დაავადება სჭირდა წამალი რომ არარსებობდა, მაგრამ მისი ექსპერიმენტებით რაღაც შანსები ყოფილა მისივე სიცოცხლის გადარჩენის. ამიტომაც მეუბნებოდა რომ ექიმი გამოვსულიყავი, უნდოდა მე გამეკეთებინა მისთვის ოპერაცია
- მაგრამ სხვა ექიმისთვისაც ხომ შეეძლო ესწავლებინა
- ჰო მაგრამ თაზო სხვანაირი იყო, თუ ეს გამოვიდოდა და იმუშავებდა მაშინ განვითარების მხრივ მედეცინაში ბევრი რამ შეიცვლებოდა, რაღაც აკრძალული მედიკამენტებით ყოფილა შესაძლებელი ამ ოპერაციის გაკეთება ამიტომაც უნდოდა რომ ეს მე გამეკეთებინა და ის წარმატება რაც ამის შემდეგ იქნებოდა მხოლოდ ჩვენ ორის ყოფილიყო.
- მერე რა მოუივიდა?
- მოკვდა, ისე მოკვდა არავის არაფერი ასწავლა
- ექიმი ამიტომ გახდი?
- მხოლოდ მისგამო არა, რეალურად სხვანაირად ყოფილა საქმე, ხომ ვიძახდი არასდროს გავხდები ექიმითქო რადგანაც არც ერთხელ მომისმენია მისთვის, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ როცა ექიმობა გადავწყვიტე და რამოდენიმე ლექციებს მოვუსმინე მივხვდი რომ ნელნელა მომწონდა ეს საქმე, ერთიწლის წინ კი მეგობრის მამას დავეხმარე ოპერაციის გაკეთებაში, რვა წლის ბავშის სიცოცხლე ერთად გადავარჩინეთ იმ დღეს ბედნიერიც და უბედურიც ერთდროულად ვიყავი - ვხედავდი როგორ უწყლიანდებოდა თვალები თორნიკეს.
- ბედნიერიც და უბედურიც რატომ?
- ბედნიერი იმიტომ რომ ვისწავლე და იმ ბავშვის სიცოცხლე ვიხსენი, უბედური კი იმიტომ რომ არვისწავლე, არდავუჯერე და საკუთარ ძმას არ დავეხმარე
- რომ გცოდნოდა კვდებოდა აუცილებლად ისწავლიდი და დაეხმარებოდი - სახეზე მოვეფერე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
- შეიძლება მაგრამ ამას აზრი არაქვს. ყოველთვის, მთელიცხოვრება გამყვება იმის ჯავრი და დანაშაულის გრძნობა რომ არვისწავლე, ბოლომდე არმოვუსმინე და რაც ყველაზე მთავარია ვერ გადავარჩინე - შემომხედა და სევდიანად გამიღიმა. ლამპიონების შუქზე მისი მწვანე ფერის თვალები მკაფიოდ ჩანდა რომელიც იმაზე მწვანე იყო ვიდრე ადრე ჰქონდა.

* * *
სახლამდე მისულებს თორნიკეს მობილურის ხმა შემოგვესმა. ჩემზე შემოხვეული ხელი დაბლა ჩასწია და ჯიბიდან მობილური ამოიღო
- გისმენ ლევან. არა. არვიცი. უკვე სახლში მივედით. მეზარება. მართლა? როდის? . აუ კაი დაიცა.
მობილური ჩამოსწია და მე გამომხედა.
- წამოხვალ ბარში? მეგობარი ჩამომივიდა იტალიიდან
- რომ მეზარება… - წავიჩურჩულე
- რომ გთხოვოოო - სახე საყვარლად დამანჭა და გამეცინა
- კარგი წამოვალ
- ოქეი.
ისევ მიიდო მობილური ყურთან…

* * *
თითქმის ერთსაათში მივედით ბარში რომელიც ჯერ ნანახი არც კი მქონია თბილისში. თორნიკემ ხელი ჩამკიდა და ისე შემიყვანა შიგნით.
სიმართლე გითხრათ დიდად არმსიამოვნებდა მის საზოგადოებაში ტრიალი იმიტომ რომ ვიცოდი, სხვანაირი ხალხი იყვნენ, ისეთები მე რომ არ შემეფერებოდა, მაგრამ სხვა გზა არმქონდა ხათრი ვერ გავუტეხე.
- თოკოო - ომახიანად შემოგვეგება ვიღაც დრიდებიანი ბიჭი და თორნიკეს გადაეხვია
- სად დაიკარგე ბიჭო, მეგონა აღარ აპირებდი ჩამოსვლას - მანაც შეეპასუხა და ისე შემოარტყეს ერთმანეთს ,,ძმაკაცურად” ხელი, მეგონა რომ ჩემს შეყვარებულს ძვლები ჩაემტვრა.
- ეს ვინაა? ახალი გოგო? - გაეცინა, მაგრამ არც მე და არც თორნიკეს არ გაგვცინებია
- ახალი გოგოა, მაგრამ ისე ნუ უყურებ - უცნაურად უთხრა და ხელი ისევ ჩამკიდა
- უი, პრასწი, სორი, ბოდიში დაიკო - ხელები მაღლა ასწია და უცნაურად შემათვალიერა, მერე კი ასევე უცნაურად აათვალიერა თორნიკე. - მე ნიკა ვარ, შეგიძლია ნიკი დამიძახო - ბოლოს ინება ხელის გამოწევა და გაცნობა
- ევა, - მოკლედ მოვუჭერი და ყალბად გავუღიმე.
- სასიამოვნო ევაა - ტუჩებზე ენა მოიტარა და უკან გაბრუნდა - მოდით მოდით - შემოგვძახა და მეც და თორნიკეც მას მივყევით.
მაისაშვილი იქ ყველას იცნობდა მაგრამ მე არც ერთს, რამოდენიმეს სახელი მქონდა გაგებული მხოლოდ. მის გვერდით ვიჯექი და აქეთ იქეთ ვათვალიერებდი გარემოს. სასიამოვნო და კარგი მაინც არაფერი იყო, უბრალოდ ჩემს წინ მჯდომი სამი გოგო ვერ მხვდებოდა თვალში განსაკუთრებულად კარგად, რადგანაც ცოტა ირონიულად მიყურებდნენ. ჯერ შემომხედავდნენ მერე კი უსირცხვილოდ ისე გადაილაპარაკებდნენ ერთმანეთში რაღაცას მე არც კი მაშორებდნენ თვალს. თორნიკესკენ გავიხედე და ოდნავ შეუმჩნევლად ვუჩქმიტე, მანაც მაშინვე გამომხედა და ყალბად გავუღიმე, მერე კი ბიჭებს უთხრა ორიწუთი გავალთო.
- რამოხდა?
- ის გოგოები შემომაკვდება, ვინები არიან ან რანაირად მიყურებენ?
- ახლა რაღა მოხდა - ამოიხვნეშა და თავი ქვემოთ ჩასწია
- აკვირდებოდი მაინც როგორ მიყურებდნენ?
- არა არვაკვირდებოდი, მეგობარს ველაპარაკებოდი. არმიყურებდი?
- შენ თუ მე არ მიყურებდი მე რატომ უნდა მეყურებინა შენთვის?
- ევაა - გაეცინა და ხელიმომხვიაა - ეჭვიანობაც დავიწყეთ? მომწონს განვითარების პროცესები
- გეყოფა, არვეჭვიანობ უბრალოდ… - ვერაფერი მოვიფიქრე და გავჩუმდი
- კარგი, მოდი ცოტახანი კიდევ დავრჩეთ და მერე წავიდეთ
- ნახევარი საათი მხოლოდ - ავხედე, მან კი გამიღიმა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებბზე.
ისევ შიგნით შევბრუნდი იქაურ სასტავს კიდევ ორი გოგო მომატებოდა. რაუბედურება იყო, ამსაღამოს სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო როგორც ჩანს.
- გამარჯობა - ვიღაც ქერათმიანი ადგა და მომესალმა
- გამარჯობა - მეც მივესალმე და მეორესკენ გავიხედე, რომელმაც სალამიც არ იკადრა და სწერვა გოგოს სახე მიიღო.
- თოკო როგორხარ? - ქერათმიანმა გადაკოცნა მერე კი ის ,,სწერვაც” ადგა და მიესალმა
- კარგად კესო შენ?
- რავი არამიშავს - გაუღიმა და ბოლოს მე გადმომხედა - ეს…
- ჰო ეს ჩემი შეყვარებულია, ევა ჰქვია, ევა ესენი კატო და ლიკაა, დები - გამიღიმა და მისკენ უფრო მიმწია.
- სასიამოვნოა - ძალდატანებული ღიმილით გავხედე ორივეს
- ახალი შეყვარებული? ნანკას რა უყავი? - ცინიზმით თქვა ლიკამ
- დავშრდით ლიკა - არასასიამოვნოდ გამოსცრა კბილებში თორნიკემ და ხელი უფრო მაგრად მომიჭირა.
- როგორ გიყვარს სიახლეები ცხოვრებაში - ირონიულად უთხრა და უკან გაბრუნდა.
თორნიკემ უსიამოვნო სახით გახედა, ბოლოს კი კატომ სცადა სიტუაციის განეიტრალება.
- აბა ევა, რამდენი წლის ხარ, როგორ გაიცანით ერთმანეთი, არგინდა გაგვიმხილო? - შემომხედა, მართლა ეგონა ასე რამეს შეცვლიდა მაგრამ იმ ამბების მოყოლას მირჩევნოდა ისევ ლიკას დავეგესლე.
- მერე მოგიყვები კატო, ახლა წავალთ - თორნიკემ მიხვდა რომ არაფრის თქმა მსურდა და რომ დავრჩენილიყავით ყველაფერს დაწვრილებით გამოგვკითხავდნენ, ამიტომაც წასვლა გადაწყვიტა.
- ასე მალე? რაგჭირს თოკო როდის იყო ფართს ყველაზე ადრე ტოვებდი? - გაკვირვებულმა ჰკითხა.
- რახდება აქ? - ნიკა ჩაერთო საუბარში
- თოკო მიდიის - ტუჩები დაბრიცა კატომ და ნიკას ხელი შემოჰხვია.
ესენი ნეტავ მართლა მეგობრები იყვნენ თუ მხოლოდ just friends - ები.
- სად მიდიხარ ?
- ევამ მოიწყინა თან ორივენი დაღლილები ვართ, უნდა წავიდეთ.
- კარგი რააა ასე უნდა ძმაკაცის მიგდება? პატივს ასე მცემ?
- ნიკა მერე რა გთხოვ, მართლა დავიღალე - თავი ოდნავ გადასწია და ძმაკაცს მოეხვია.
- კაი მარა ამაზე მოგეთხოვება - თითი დაუქნია ნიკამ
- ბაზარი არაა - გაუცინა და ბიჭებისკენ წავიდა
- თორნიკე საპირფარეშოში შევალ სანამ დაემშვიდობები - ვუთხარი, მანაც საპასუხოდ თავი დამიქნია და მეც გავედი.
ჩემი საქმე მოვილიე და ხელების დაბანას ვიწყებდი უცებ სარკეში ლიკას სახე რომ დავინახე. თვალს არ მაშორებდა, მაგრამ მე ყურადღება არმიმიქცევია თავი ქვემოთ ჩავწიე და ხელები დავისველე.
- დიდიხანია იცნობთ ერთმანეთს? - მკითხა და გვერდით მომიდგა
- ერთთვეზე მეტია - ვუპასუხე და მისკენ გავიხედე
- მართლა? - ცინიკურად ჩაიცინა და თავი გვერდით გაატრიალა - ნანკას რა უყო? როგორც კი მიატოვა მაშინვე შენთან გამოიქცა?
- რატომ ხარ ასე დაინტერესებული თორნიკეთი და მისი ურთიერთობებით? - ნერვებმა მალევე მიმიტყუნა
- იმიტომ რომ იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე შენ. ძალიან მალე მიგატოვებს, საერთოდ როგორ უშვებ გონებაში და როგორ იჯერებ იმას რომ მას უყვარხარ, ახლა მისთვის შენ უბრალოდ უცხო ხილი ხარ, რომლის გემო გასინჯული არაქვს, შეიძლება ახლა უნდიხარ და გეუბნება კიდეც რომ უყვარხარ, მაგრამ ეგ ილუზია მალე თავზე დაგენგრევა და მიხვდები, რომ იმას არ უნდა შეეხო რაც შენი არაა. - უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ - შენთვისვე გირჩევ რომ ახლავე დაშორდე, რადგანაც მერე გული ძალიან გეტკინება.
- იცი რა… საკუთარ თავს მიხედე, არ არის საჭირო ადამიანებზე ამდენი ზრუნვა, შენი რჩევა დარიგების გარეშეც იზამენ რამეს - ირონიულად ვუთხარი და თავი მოვიკატუნე ვითომ შენი სიტყვები მკი.დიათქო. ხელები არც კი შემიმშრალებია ისე გამოვედი გარეთ.
ძალიან... ძალიან გამაბრაზა მისმა სიტყვებმა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი საზიზღარი ყოფილიყო, რომ ეკითხა ჩემთვის კარგი უნდოდა არადა ნერვები ყალყზე დამიყენა.
არა. შეუძლებელი იყო ჩვენი ამბავი სხვებივით გაგრძელებულიყო, ჩვენ სხვანაირები ვიყავით, გვესმოდა ერთმანეთის და ყოველთვის გვერდი-გვერდ ვედექით, ალბათ რომ სცოდნოდა რაც გააკეთა თორნიკემ ჩემთვის, ლიკა იმ ყველაფერს არიტყოდა. შეუძლებელი იყო ჩვენი სიყვარული სხვა ჩვეულებრივი წყვილებივით დასრულებულიყო, რომლებსაც ერთმანეთი ერთთვეში ბეზრდებათ და უკან მოუხედავად მიდიან ერთმანეთისგან. მე და მისაშვილი სხვანაირები ვიყავით, საერთო ბევრი გვქონდა ამიტომაც მათნაირი დასასრული არ გვექნებოდა.

* * *
მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია თორნიკეს. ჩაფიქრებული იყო და მუდმივად ფიქრებში მყოფ კაცს ჰგავდა. ვუყურებდი და მიკვირდა მისი. ზოგჯერ სულაც არ ჰგავდა ბავშურ, აცანცარებულ და ქარაფშუტა ბიჭს, რომლადაც თავს ხშრად აჩენდა. ამ წამს როცა მის უზომოდ სერიოზულ, სექსუალურ და მამაკაცური ქცევებს ვაკვირდებოდი, მრცხვენოდა კიდეც ჩემი ფიქრების, მას ქარაფშუტა ბიჭს რომ ვუწოდებდი.
მაისაშვილს ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, როგორც მივხდი სიახლეები უყვარდა, მაგრამ არვიცოდი ეს მასში მომწონდა თუ არა.

- შეჭამ რამეს? - ვკითხე სახლში მისულს
- არა დავიძნოთ, მაგრამ შენ თუ გშია ჭამე - თქვა და საწოლში შეწვა.
- არა მე არმშია - მისთვის ჩამოღებული თეფში ისევ თავის ადგილას დავდე და აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებლად.
თბილი წყალი ყოველთვის მსიამოვნებდა სხეულზე, საერთოდ სითბო მსიამოვნებდა რომელიც არცისე ბევრი მქონდა ცხოვრებისგან მიღებული, მაგრამ ამჯერად ადამიანი მყავდა გვერდით რომელიც ზუსტად იმას მაძლავდა, რაც ყველაზე მეტად მჭიედებოდა.
აბაზანიდან გამოსულს ჩუსტები ვერ ვიპოვე, მხოლოდ ჩემები ეწყო კარებთან მე კი არმინდოდა დამესველებინა ამიტომაც თორნიკეს ჩუსტების ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე. ალბათ საწოლთან ედო, მე კი მაინც ჯიუტად არ ჩავყევი ფეხი ჩემს ჩუსტებში და ფეხშიშველმა გავედი საძინებლისკენ. ხალათი გავიხადე, ტანი გავიმშრალე და შიშველმა თმის შრობა დავიწყე, მაშინვე თორნიკეს ბუზღუნის ხმა მომესმა ფენი რომ გამომერთო მაგრამ სველითმით ვერ დავწვებოდი, თანაც მსიამოვნებდა მისი ბუზღუნი და წვალება. თმაც გავიშრე მოკლე შორტი და თხელი გრძელმკლავიანი ჩავიცვი მერე კი ლოგინში შევწექი. ალბათ გიკვირთ ასეთ მცივანას ოქტომბრის ბოლო რიცხვებში რამაწვენდა თხელი მაკით და მოკლე შორტებით. მისგვერდით ყოველთვის თბილად ვიწექი, თვითონაც ისეთი ცხელი იყო რომ ზოგჯერ საბანსაც კი იძრობდა (ისედაც თხელი საბანი გვეფარა ორივეს)
- ცოტა ჩემსკენ გამოწეულიყავი და გაგეთბო ჩემი მხარე - წავიბუტბუტე სიცივისგან მოკუნტულმა.
- მერე მალე მოიწიე ჩემსკენ - მითხრა და ხელი დამავლო, ერთი მოქნევით მიმიკრა სხეულზე - ეს მაიკა რატომ გაცვიაა - წაიდუდუნა ნამძნარევი ხმით
- მცივაა თოკო - ვუთხარი და უფრო ავეკარი
- ეგ ვიცი, მაგრამ ხომ იცი შიშველს მიყვარს შენი ფერება - მითხრა და ხელები მაიკის შიგნით შემიცურა.
- ზაფხულამდე ტყუილად კრინტი არ დაძრა იცოდე
- მხოლოდ მაგიტომ ველოდები ზაფხულის მოსვლას - უფრო მიმწია მისკენ და ხელები მაგრად შემომხვია
- თორნიკე გავიგუდები
- არგაიგუდები ნუ გეშინია - თქვა და ჩემს ყელში ჩაყო თავი, მერე ნაზად მომეალურსა და ტუჩებზე დამაცხრა.
- გეძინებოდა - კოცნებს შორის ვუთხარი
- რთულია ასეთ დროს ძილი, დარწმუნებულივარ გესმის ჩემი - ირონიულად მითხრა და თმაში შემეცურა ხელი…

* * *
დილით ორივეს ჩაგვეძინა, მანაც დააგვიანა და მეც დავაგვიანე სამსახურში.
- ამ ჟაკეტში არ გცივა? - მკითხა თორნიკემ და თან შარვალი ამოიცვა.
- მერე რამეს ვიყიდი - ვუთხარი და ზმეიკა ავწიე
- გაიყინები, ცივა გარეთ. ჩემი მაინც ჩაიცვი
- არმინდა იყოს
- ევა ჩაიცვითქო - კარადა გამოაღო და შავი კურტკა გამოიღო
- არმინდა თოკო - შევეწინააღმდეგე მაგრამ აზრი არქონდა, თვითონვე გამხადა და ჩამაცვა. მერე კი კმაყოფილმა ჩაილაპარაკა აი ასეოო.

პირველი მე გამოვედი სახლიდან და გაჩერებასთან მივედი. წელს ადრიანად აცივდა თბილისში, კიდევ კარგი ეს კურტკა მეცვა თორემ გავიყინებოდი ისეთი ქარი იყო.
მობილურზე თორნიკეს წერილი მომივიდა
,,დღეს ცოტა დამაგვიანდება
შენ არ მოიწყინო და არც დამელოდო”
- ნეტავ რამოხდა? - წავიბუტბუტე რადგანაც მსგავსი რამ არასდროს უთქვამს ჩემთვის. არმოსვლაზე კი არა სახლშიც კი არასდროს იგვიანებდა.

სამსახურის დღემ ჩვეულებრივ დამღლელად ჩაიარა. სახლში ცოტა უჩვეულოდ მარტო ვგრძნობდი თავს, ძალიან ადვილად მივეჩვიე იმ ადამიანს და მისგარეშე ამ სახლში მარტოსულად ვგრძნობდი თავს.
მობილური ამოვიღე და whatsapp-ზე ანდრიას მივწერე.
,,გცალია?”
,,კი რახდება?”
,,მოვიწყინე და ლაპარაკი მინდა”
,,შენი ბიჭი სად არის?”
,,დღეს დააგვიანდება”
,,რატომ?”
,,არვიცი ეგ არუთქვამს, უბრალოდ მითხრა რომ დააგვიანდებოდა”
,,უსაქმურობ ესეიგი და ჭორაობა გადაწყვიტე?”
,,რატომაც არა? ^^”
,,დაგირეკავ”
იმ წუთშივე დარეკა
- ოჰოოჰ თმის სტილი შეიცვალეთ ბატონო ანდრო? - ვკითხე როცა მისი მოკლე თმა კამერაში დავინახე
- ხო ვიფიქრე ცოტა ცვლილება არ აწყენდათქო - გაეცინა და თავზე გადაისვა ხელი
- აბა რაარის ახალი, ან აქეთ როდის აპირებ ჩამოსვლას?
- ჯერ არვიცი, მაინც ახალ წასულად ვითვლები ორითვე გავიდა თითქმის. მანდ რახდება?
- უფფ რავი - ამოვიხვნეშე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი მეთქვა თუ არა ლიზაზე - ბოლოს ლიზას როდის ელაპარაკე?
- სამი თუ ოთხიდღისწინ. რაიყო?
- არაფერი უთქვამს?
- არა და რამოხდა მითხარი
- მოკლედ, ორსულადაა დიტოსგან
- რა? მაგას ხო დაშორდა?
- კი, დაშორდა მარა ნუ რავი, მემითხრა რომ მისგან ორსულად იყო და დაშანტაჟებას უპირებდა
- დაშანტაჟებას?
- ჰო, თურმე დიტოს არუნდა ბავშვის მიღება
- ახვა*რიი - დაიღრინა და რაღაც მოსვა - ლიზა ბავშის გაჩენას აპირებს?
- კი მგონი
- რა ცუდდროს ვარ აქ
- კაი დაიკიდე, რამეს იზამს. მანდ როგორ მიგდის კარიერაში საქმეები? - დამაინტერესა, რადგანაც ბოლოს რომ ველაპარაკე ახალ წიგნს წერდა.
- კარგად, ჯერ კიდევ გადაღების შუა პროცესში ვარ, სამაგიეროდ იმ წიგნს ვამთავრებ.
- სახელი ჯერ კიდევ ვერ მოუფიქრე ხო? - გამეცინა. ყოველთვის როცა ,,იმ წიგნს” ამბობდა ეს იმას ნიშნავდა რომ საახელის მოფიქრებაზე, მაგარ გაჭედილში იყო.
- ხოო - გაეცინა - ახლა დემნა უნდა მოვიდეს, დღეს ჩამოვიდა.
- სად ჩამოვიდა? ეგ მანდ არ ცხოვრობს?
- ხო ცხოვრობს მაგრამ ხშირად დადის სამოგზაუროდ. საქართველოშიც იყო ჩამოსული, მე ჩამომაკითხა ერთად უნდა ჩამოვსულიყავით ლონდონში, მაგრამ რაღაც საქმეები გამოუჩნდა და რამოდენიმედღით კიდევ დარჩა.
- მაინც მარტო წახვედი?
- ხო, მაინც არამცდა - გაეცინა
- და რამდენი წლისაა ეგ დემნა?
- ოცდააცხრა და - რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ გვერდით გაიხედა, მგონი ზარის ხმა იყო - აი მგონი მოვიდა კიდეც. - კამერე იქეთ აქეთ ბანცალებდა, ალბათ კარებისკენ მიდიოდა, სულელმა ვერმიხვდა მობილური გაეჩერებინა.
- კიდევ კარგი, თორემ მეგონა გზები დაგავიწყდა - თქვა ანდრიამ. მერე სიცილის ხმა მომესმა, ალბათ ის იყო.
- ეს მოვიტანე, მშია გააკეთე რამე
- რომელი მზარეული მე მნახე
- შენს გაკეთებულს გემო მაინც ექნება
- ისე ხო, შენს დანახშრებულს მაინც აჯობებს
მერე ორივემ რაღაცაზე გაიცინა, მინდოდა მეთქვა, იცი ანდრო აქვარ ხომ არ დაგავიწყდითქო, მაგრამ მობილურის ბატარია გაწითლდა. ანდროს სტუმარი ჰყავდა, როგორც მივხვდი რაღაცის გაკეთებას აპირებდა ასე რომ ვუთხარი
- ანდრო, მობილური მიჯდება, დასატენიმაქვს. დღეს ადრე დავიძინებებ ძაან დავიღალე და ხვალ დაგირეკავ. ოქეი?
- კაი, მაშინ მეც გავაკეთებ საჭმელს თორემ სახეზე ეტყობა როგორი მშიერიცაა - მისკენ გაიხედა და გაიცინა.
- კაი მიდი
- აბა ხვალამდე - მითხრა და მეც გავუთიშე.
მობილური დამტენზე შევაერთე, აბაზანაში შევედი, ვიბანავე და საწოლში შევწექი. ამჯერად კარგად შევიფუთე, რადგანაც ვიცოდი საწოლი თბილი არდამხვდებოდა და არც მეორე მხარეს იწვებოდა ადამიანი რომელზე მიკრულს გავთბებოდი.

მთელიღამის მანძლზე უჩვეულ სიცივეს ვგრძნობდი…

* * *
დილით თორნიკე ისევ არ დამხვდა საწოლში, საძინებლიდან გავედი თუ არა მაშინვე იატაკზე დაგდებული მაისაშვილი დავინახე.
- თორნიკე - წამოვიკივლე და მასთან მივვარდი. - რამოგივიდა - თავი ავაწევინე და დავინახე პირთან შემხმარი ჰქონდა რაღაც სითხე.
- ევა - ძლივსძლიობით წარმოთქვა ჩემი სახელი. თვალებს არ ახელდა.
- რამოგივიდა, რაარის ეს? - ხელით მოვწმინდე სახე და ფრთხილად დავადებინე თავი კალთაში.
არაფერი უთქვამს და არც არაფერს ამბობდა, თვალების გახელას ცდილობდა მაგრამ ვერ ახელდა. მერე რაღაცას ღმუოდა თუმცა ვერაფერი გავარჩიე, მეგონა მთხოვდა რაიმეს და მე ვერვხდებოდი.
- რაგააკეთე თორნიკე? ნარკოტიკს როგორ გაეკარე - ატირებულმა ვიკითხე რადგანაც ასეთი შედეგი მხოლოდ მისი გადამეტებული დოზით მოხმარების მერე ჩნდებოდა. თანაც მისი და ნანკას საუბარი გამახსენდა და უარესად ავიშალე ჭკუიდან. არვიცოდი რა გამეკეთებინა. საბოლოოდ ძლივსძლიობით მივათრიე დივანთან და დავაწვინე. თხელი კურტკა, ფეხსაცმელები გავხადე და თავი ფრთხილად დავადებინე ბალიშზე. სასწრაფოში დარეკვა შემეშინდა, უკან პოლიცია არ მოჰყოლოდა და ვიფიქრე არდაიჭირონთქო, საბოლოდ მისი მობილური ავიღე და ნიკას ნომერი ვიპოვე.
ყველაფერი მისი ბრალი იყო, ჩამოვიდა და არია ყველაფერი, ცხოვრება აურია მაისაშვილს, დარწმუნებულივიყავი მისი დამსახურება იყო თორნიკეს ეს მდგომარეობა, რადგანაც ადრე მსგავს სიტუაციაში არასდროს მინახავს.
- ალო ნიკა - მის ნომერზე დავრეკე
- გისმენთ
- თოკო ცუდადაა არვიცი რასჭირს, მგონი…
- ვინხააარ ქალოო - წამოიღრიალა
რა ქალო, ამას შ*იგ ხო არაქ?
- თორნიკეს შეყვარებული ვარ, ევა - ვუთხარი და მაისაშვილს დავხედე
- აააჰ გასაგებიააა
- შეგიძლია მოხვიდე?
- ახლავე მოვალ - თქვა და ტელეფონი გამითიშა.

* * *
სადღაც ერთსაათში მოვიდა ნიკა, ოთახში იქეთ აქეთ დავდიოდი, ვერაფერს ვაკეთებდი, უმოქმედოდ ვიყავი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი.
- რაგავაკეთოთ? - ვკითხე ახალმოსულ ნიკას
- რავი დაიძინებს და წავიდეთ - იქვე მიეყდრო კედელს
- რაა? -კინაღამ ტელეფონი ვესროლე მის უაზრო პასუხზე
- თვითფრინავითქო - სერიოზული სახით გამომხედა და თან თვალის გუგები ისეე გადაყარა უკან, გეგონებოდა გული მისდიოდესო.
- შენც განგრეულ კაიფში ხარ ხო? - იმედგაცრუებული ხმით ვკითხე და ამააზრზენად შევხედე. როგორ მინდოდა ერთი მააგარი მუშტი მეთავაზა სახეში.
ღრმად ამოვისუნთქე და სავარძელზე ჩამოვჯექი. ფიქრიდავიწყე იმაზე თუ როგორ მეშველა მაისაშვილისთვის, მაგრამ მაინც არაფრის გაკეთება შემეძლო.
- ევა - მისი ხმა გავიგე და მაშინვე თავი ავწიე.
მასთან მივედი და იქვე ჩავიმუხლე.
- რატომ გაიკეთე ეს ნაგავი? თანაც მომავალი ექიმი ხარ, არ იცი რა საშინელებაცაა? - ავსლუკუნდი და ცრემლები მოვიწმინდე
- რასაც გეტყვი ის გააკეთე - ძლივსძლიობით ხსნიდა ბაგეებს.
- კარგი რასაც მეტყვი იმას ვიზამ - დამჯერი ბავშვივით დავუქნიე თავი და ისევ მას მივენდე.

საბოლოოდ ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც თორნიკემ მითხრა. ვერ გეტყვით დაფრინავდა ისე კარგად გრძნობდა თავსთქო, მაგრამ ადრინდელზე უკეთ მაინც იყო.
სამსახურში არწავსულვარ, აკაკის დავურეკე და ვუთხარი დღეს ვერ მოვალთქო. ლიზა ორსულად იყო არმინდოდა ძალიან გადაღლილიყო მაგრამ ახლა თორნიკეზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც აღარავინ იყო.

* * *
- ამას ისევ გააკეთებ? - ვკითხე გვერდით მწოლ შეყვარებულს.
- თუ ისევ ასე გაცოფდები და ასე დაიწყებ ნერვიულობას არა - ისემითხრა თითქოს მხოლოდ ჩემთვის ვთხოვდე ნარკოტიკზე ხელის აღებას.
- შენ რა ამას მართლა ამბობ თორნიკე? ნუთუ ვერხვდები რასაშინელებას აკეთებ, საკუთარი თავი არგეცოდება? მითუმეტეს რომ ექიმიხარ!
- ევა, გთხოვ ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე - მობეზრებულმა მითხრა და გვერდით გადაბრუნდა
- ხო, აბა რა. დღეს ნარკოტიკზე ნუვილაპარაკებთ, ხვალ შენს სი*რ ძმაკაცზე რომელიც ჩამოსვლისდღიდან ყველაფერს ურევს შენს ცხოვრებაში, შენ კი ამის აზზრზე არხარ!
- ვისზე ამბობ? - წარბებ შეკრულმა გადამობრუნდა. ეწინა ბიჭს ძმაკაცის დამცირება.
- ნიკაზეე, უფროსწორად ,,ნიკზე” - ამისწინ რომ მითხრა ისე გავაჯავრე მისი სახელი.
- ვაიმე ევა გეყო რა, გთხოვ სისულეელეებს ნუ ლაპარაკობ, ის რაშუაშია?
- რასქვია რაშუაშია თორნიკე, ვერხედავ რებს გაკეთებინებს? - ხმამაღალი ტონით ვუთხარი და მის გაცოფებულ სახეს შევხედე.
- ამას მანამდეც ვაკეთებდი შენ ვერხედავდი თორემ - ნერვებ მოშლილმა წამოიყვირა.
გაოცებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე, ენა ჩამივარდა, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც იმას ვაფიქრობდი გულში, თუ რამდენი რამ არ ვიცოდი კიდევ მე მასზე ან ვერ ვხედავდი.
- ესეიგი შენ ამას აქამდეც აკეთებდი და მე ამას ახლა ვიგებ? - იმდენად ჩუმად ვუთხარი რომ თავადაც შემეშინდა ამ სიჩუმის.
- არა ასე არარის - ამოიხვეშა როცა მიხვდა რომ რაღაც ვერთქვა სწორად.
ხმა არ გამიცია, აღარმინდოდა ლაპარაკი, განსაკუთრებით კი იქვე უაზროდ ბრავილის დაწყება. გვერდით გადავბრუნდი და საბანში ჩავძვერი.
- ევააა - ჩემი სახელი მეტად გაწელა და საბნის გადაძრობა სცადა მაგრამ მე გამწარებული ვექაჩებოდი. - ევა გეყოფა, ნუიქცევი ბავშვივით - ისევ აგრძელებდა საბნის გადაძრობას, ბოლოს კი როცა მიხვდა ლაპარაკით ვერაფერს გააწყობდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა შემორჩენილი, საბანს ხელი დაავლო და მთელი ძალით მოჰქაჩა. ფეხები უსიამოვნოდ გავიქნიე რადგანაც საშინლად არ მესიამოვნა სიცივე.
-რატომ ჯიუტობ ხოლმე? - მთლიანად შემომხვია მისი გრძელი ხელები და მისკენ მიმწია, მერე კი საბანი გადამაფარა.
- შენი ბრალია ყველაფერი, მე არაფერსაც არ ვჯიუტობ - არცკი გავბრუნებულვარ ისე ვუთხარი.
- და მაინც რა არის ჩემი ბრალი? - ისე იკითხა გეგონებოდა მართლა ვერ ხვდებოდეს
- ის რომ არმიჯერებ, არმისმენ და თუ მისმენ არ ითვალისწინებ.
- კარგი, კარგი. გპირდები დღეიდან აღარ გაწყენინებ, მოგისმენ, ცალ ყურში რომ შევუშვებ მეორეში აღარ გამოვუშვებ და ნარკოტკსაც შევეშვები. უბრალოდ ადრე ვიკეთებდი ხოლმე, ბოლო თვეები კი ისედაც მინდოდა შევშვებოდი მაგრამ ხომ იცი როგორიცაა, ასე ადვილად ვერმოიშორებ. თუმცა გპირდები რომ აწი მაქსიმალურად შევიკავებ თავს. არაფერი მიღირს შენს ნერვიულობად, მიუხედავად იმისა რომ ეს მსიამოვნებს ხოლმე - მოშიშვლებულ მხარზე ნაზად მაკოცა.
- აჰა ესეიგი ჩემი გულის ხეთქვა და ნერვიულობა გსიამოვნებს მაისაშვილო? - ბრაზით წამოვენთე.
თორნიკეს გაეცინა და ბრაზით შეკრულ ტუჩებზე მაკოცა.
- ეგოისტივარ ხო? - მომღიმარმა მითხრა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია - რავქნა, მსიამოვნებს ყურადღება, არმიყვარს როცა ყურადღების ცენტრში არ ვარ - მთელი მისი სინარცისე ჩადო მის ირონიაში, ან ვინიცის იქნებ გულწრფელობაშიც კი.

* * *
ანდრიას როგორც დავპირდი შუადღისას დავურეკე, სამსახურში ლიზა შედარებით კარგ ხასიათზე დამხვდა, მაგრამ ისევ ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თავს არ სწევდა იქედან.
- არმელაპარაკები? - გვერდით მომიჯდა სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ძველ ლიზას ჰგავდა.
- რავიცი, არმინდა რომ შეგაწუხო - მაგრად სახით გავხედე. მეტის ღირსიც იყო ჩემგან. წინაზე რამითხრა?!
- კაი რა, რაგჭირს. ჭორაობა მინდა შენთან მეტი არაფერი - მხარზე ჩამომადო თავი.
- ჭორაობა გინდა თუ რჩევების მოცემა, როგორ გაუჩალიჩო დიტოს და შეტენო ეგ ბავშვი?
- შევტენო? რაუნდა შევტენო ისედაც მისია - გულმოსულმა მითხრა
- ლიზა ხვდები მაინც რას აკეთებ? - მისკენ გავბრუნდი
- კი, და ვიცი რომ არასწორად ვიქცევი - მოღუშულმა მითხრა
ვუყურებდი და მეღიმებოდა, პატარა ბავშვივით იყო, გეგონებოდა ჯერ დედის რძეა არშეშრობია პირზეო, მაგრამ აი ,ხომ ხედავთ, ორსულადაა.
- თუ იცი რატომ აკეთებ ამას
- იმიტომ რომ მიყვარს?
- დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს?
- რათქმაუნდა - ისე გამომხედა გეგონებოდა რაღაც აკრძალული ვკითხეო
- მაინც არგინდა რომ კარგად დაფიქრდე?
- რატომ უნდა დავფიქრდე ევა, რას ვამბობ გაურკვეველს ან გაუგებარს? ყველა მაგას რატომმეუბნება?
- იმიტომ რომ სიყვარულზე ვლაპარაკობთ ლიზ. ეს… ერთი დიდი რამაა უზომოდ პატარა სხეულში დატეული. შეიძლება ითქვას ზოგჯერ ამოუცნობიც კი, ადამიანივით… სიყავრული ხშრად გვერევა ვნებაში ან უბრალოდ გატაცებაში, ზოგჯერ ვერც კი ვხდებით ისე გვიყვარდება ადამიანები, ისე გვიჩნდება მათ მიმართ ცამდე მაღალი გრძნობები, ისე იცველება ყველაფერი… მაგრამ ზოგჯერ ეს ასე არხდება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ვიჩემებთ, რომ გვიყვარს.
- ანუ გინდა მითხრა რომ ამოჩემებული მყავს? - ისეთი სახით გამომხედა გეგონებოდათ უკანასკნელი იმედიც გადაეწურაო.
- არვიცი, შესაძლოა, მაგრამ ამაზე შენ უნდადაფიქრდე. ეს შენი გულია, შენი გრძნობებით, ემოციებითა და განცდებით, ის მთლიანად შენ გეკუთნის და უნდა დაიმახსოვრო. შენ მას ვერგააკონტროლებ. ვერ აიძულებ შეიყვაროს სხვა როცა სულ სხვასკენ მიიწევს. ის შენშია მაგრამ არგემორჩილება, რადგანაც იცის. არასწორს აკეთებ, იცის რომ იქ არმიდიხარ სადაც უნდა მიდიოდე, ,,შენი ადამიანისკენ” არმიიწევ და ყველაზე მთავრი, ბედის ირონიაც იცი რაარის აქ? როცა ამ შეცდომას უშვებ სამყარო მას ეხმარება… ეხმარება რომ თვალები აგიხილოს და დაგანახოს, არხარ იქ სადაც უნდა იყო - არხარ მასთან ვისთანაც უნდა იყო. ერთდღესაც ჰაერივით ჩაისუნთქავ მწარე სიმართლეს და ეს ისევ შენთვის იქნება ამ ტყუილით გაჯერებულ ჰაერში თავადვე რომ არ გაიგუდო.
სიყავრული ეს თავისუფლებაა...ის თავისუფლება რომელსაც ასე ვებღაუჭებით და ასე გვინდა ყველას. ის შერწყმაა თავის ადამიანთან თავის სულთან, იმასთან რაც გეკუთნის და რაც დაბადებიდან შენი იყო.
- ესიგი კიდევ უნდა ვიჭყლიტო ტვინი ამაზე ფიქრით? - სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
შეეშინდა?.. დავიჯერო შეეშინდა რომ შესაძლოა ამ ფიქრისას, უცებ მიმხვდარიყო რომ ეს ის არიყო, რისგამოც ამდენისგარისკვა ღირდა.
ალბათ ხო.
ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე, არ იცი ერთ დღესაც მართლაც როდის ჩაგასუნთქებს იმ მწარე სიმართლით გაჟღენთილ ჰაერს, და აი ზუსტად ის ,, ერთი დღეა” რომლის დადგომა არცერთს რომ არგვინდა და ასე ძალიან რომ გვეშინია ყველას.

* * *
დღეებს დღეები მოჰყვება, კვირებს კვირები, თვეებს თვეები და აი ერთ დღეშიც ახალი წელია.
საოცარი საახალწლო განწყობა ჰქონდა თორნიკეს, ისეთი გულმოდგინებით არჩევდა ნაძვისხეს, სათამაშოებს და ისე რთავდა ოთახს მეგონა ცამეტიწლის მოზარდს ვუყურებდი და არა ოცდაოთხი წლის ბიჭს.
- იცოდე დღეს არდაიგვიანო გთხოვ - ქუდი დავიფარე.
- მერამდენედ უნდა მითხრა ევა, გავიგეე…
- ჰორავი… მისმინე, ისიც იქ იქნება? - ისე დავიჭყანე დარწმუნებული ვიყავი მიხვდებოდა ვისზეც ვეუბნებოდი.
- აბა ისე როგორ - გაეცინა
- აუ დავრჩები რა…
- არაა ევა წამოდი, ყველას გოგო იქ იქნება მინდა რომ შენც იყო
- მე რომ არმინდაა
- მე რომ გთხოოოვ - კრავის თვალებით გამომხედა
- ჰოდა ნუ მთხოოვ - გულმოსულმა მოვიკიდე ჩანთა მხარზე
- მისმინე ევა, უბრალოდ ამ ერთხელაც წამოდი, ძალიან გთხოვ არღირს ერთი ადამიანის გამო იმ ყველაფერზე უარის თქმა!
- აუ, რავი... უბრალოოდ როცა მათთანერთად ვართ, ყურადღებას საერთოდ არ მაქცევ და შენც სხვებივით იქცევი - თვალი ავარიდე მის მზერას
- ყურადღების არმოქცევაში რას გულისხმობ? - წყენა ერეოდა ხმაში, მაგრამ რატომ? ტყუილს ხომ არ ვეუბნებოდი. როცა მარტონი ვიყავით ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა... მერე კი როცა ერთი ადამიანი მაინც შემოგვემატებოდა მაშინვე იცვლებოდა ყველაფერი, ყველა დამოკიდებულება და საბოლოოდ უყურადღებოდ ვრჩებოდი.
- აუ დაიკიდე რაა
- მითხარი რა გაწუხებს? შენ თუ არ მეტყვი მე ხომ ვერგამოვიცნობ არა?
- ადრე ხომ შეგეძლო გამოგეცნო - აწყლიანებული თვალებით ავხედე, არვიცი რატომ მაგრამ გულზე მომხვდა მისი ეს სიტყვები, არადა მართლა ვანგა ხომ არიყო ყველაფერს თავისით მიმხვდარიყო.
- მე ნათელმხილველი არვარ შენ თუ არ მეტყვი როგორ გავიგოო
- ხოდა სულ ნუ გაიგეებ და დროზე ჩაიცვი მაგვიანდება - ჩამოგდებული კაშნე მოვიხვიე და გარეთ გაავარდი. მაისაშვილი სადარბაზოდან გამოსულს დამეწია, ხელი ჩამკიდა და ისე მიმაცილა სამსახურამდე.

ეს ახალი წელი ჩემს ყველა ახალწელთან შედარებით განსხვავებული იყო. რაც ყველაზე მეტად მიხაროდა იყო ის რომ მარტო არ ვიქნებოდი და მარტოსულს მხოლოდ საკუთარ თავს არ მივულოცავდი ახალ წელს.
დღეს ,,სასტავის” შეკრება იყო, ყველანი ერთამბავში იყვნენ ამიტომაც მთხოვდა თორნიკე რომ მეც გავყოლოდი, არადა საშინლად არმინდოდა წასვლა. ხომ ვიცი, იქ იქნება ყველა თავში ავარდნილი. ღმერთო რაგაუძლებს იმ სწერვა გოგოებს და კიდევ ნიკას…

თორნიკეს დავემშვიდობე და კაფეში შევედი. გამიკვირდა იქაური სიტუაცია, შევდგი თუ არა ფეხი, მაშინვე ვიგრძენი წყლის გუბეში რომ ჩავყევი ფეხი.
- აქ რახდება?? - გაოგნებულმა ვიკითხე როცა ყველაფერი სველი და გალუმპული დავინახე.
- ოჰჰ ევა მოხვედი? - არანაკლებ სველი ტანსაცმლით შემომეგება აკააკი
- აქ რახდება ბატონო აკაკი? რას ჭირს ამ კედლებს?
- ზემოთ ვიღაცას წყალი დარჩენია მოშვებული და მთელი ღამის შედეგი ეს არის. ამის დედ*აც - ჩაილაპარაკა და უკან გაბრუნდა. - ისე ხო, დღეს არვმუშაობთ და სანამ აქაურობას არ მოვხდედავ მანამ არ გავიხსნებით. ვიცი გიჭირს, ქირით ხარ მაგრამ რავქნა ევა, ფულსაც ვერ მოგცემ რაც მაქ ყველაფერი ისევ აქაურობას უნდა მოვახმარო.
- არა არა, თქვენ მაგაზე არ ინერვიულოდ აქაურობას მიხედეთ და როცა გახსნით დამირეკეთ - არიცოდა აკაკიმ რომ ქირით აღარ ვცხოვრობდი.
აკაკის დავემშვიდობე და უკან გამოვბრუნდი, უსამსახუროდ ვიყავი დროებით დარჩენილი, თორნიკეს ვურეკავდი მაგრამ მობილურს არ იღებდა. მერე ანდრიას დავურეკე მოვიკითხე თითქმის ერთი კვირაა მასთან არმილაპარაკია, სულ ბოლოს კი ლიზას დავურეკე.
- როგორ ხარ?
- კარგად ევა შენ?
- რავი არამიშავს, ცოტახნით შვებულება მაქვს, აკაკის კაფე სულ სველია, კედლები და იატაკი რადღეშია რომ იცოდე.
- რასამბობ რატო?
- ზედა მეზობელს ონკანი ღიათ დარჩენია და დილით საშინელი მდგომარეობა დახვდა უფროს.
- ღმერთო… - ამოიხვნეშა
- არგინდა გამოისეირნო გარეთ? ცოტა გავიაროთ?
- ევა, დიტოსთან ერთად მივდივარ სვანეთში, დიდუბეში მელოდება სადგურზე.
- აჰაა, ახალიწლის ერთად გატარებას აპირებთ?
- დიაახ, თავისივე აზრი იყო. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
- კარგი მაშინ მე მიგაცილებ დიდუბემდე
-მართლა? კარგიი, ბარგი ჩალაგებული მაქვს უკვე მხოლოდ ტანსაცმელს ჩავიცმევ და გამოვალ, რუსთაველის მეტროსთან დამხვდი.
- ოქეი
ვუთხარი და მობილური გავუთიშე.
სადღაც ერთსაათში ორივენი დიდუბეში ვიყავით.
- სადვარო დიტომ? - ვკითხე სიცივისგან გაყინულმა. რას გამოვეკიდე საერთოდ, რა მინდოდა წავსულიყავი სახლში.
- აქვევარო, გხედავთო… აი იქ არის - ხელი დაუქნიაა და მეც მისკენ გავიხედე.
დიტო ნანახი არმყავდა აქამდე, ვერვიტყვი ცუდი აღნაგობის ბიჭი იყოთქო მაგრამ ლიზა უკეთეს იმსახურებდა.
- გამარჯობა - მომესალმა და ლიზას აკოცა
ოდნავ გავუღიმე და მათკენ გავიხედე.
- დიტო ეს გაიცანი, ევაა ჩემთან ერთად რომ მუშაობდა კაფეში ის
- სასიამოვნოა - ნაძალადევი ღიმილით გამიღიმა
- მე დიტო ვარ
- დიახ დიახ ვიცი, ბევრი მსმენია თქვენზე - ყალბად გავუღიმე და მის პირსინგს მივაშტერდი ცხვირზე. მანაც მიხვდა, უხერხულად მოიშმუშნა და ლიზას უთხრა
- არწავიდეთ?
- ხო რა, თორე გავიყინე - ხელები მოისრისა ლიზამ და დიტოს მოეხვია
- კაი მაშინ მეც წავალ, მაგვიანდება - სად ჯანდაბაში მაგვიანდებოდა თვითონაც არვიცოდი.
- კაი მოდი გაკოცო - ჩემსკენ წამოიწია და გადამკოცნა. მათ წასვლას არდავლოდებივარ როგორც კი დავემშვიდოებთ ერთმანეთს და წამოვედი.
ჩემს გზაზე მშიდად და წყნარად მივდიოდი, თან ანდრიას ვწერდი რომ უცებ ვიღაცას მხარი ძლიერად გავკარი. თავში უცებ ყველა ფიქრი მომაწვა თუ როგორ გამლაძღანდა ეს გოგო აქ ,,შვილო წინ ვერ იყურები?” მეტყოდა და დამიწყებდა ხელების შლას
- მაპატიეთ ვერ დაგინახეთ - გოგონას ხმა მაშინვე გავიგე. ვააუუუ როგორ მოხდა არგამლანძღა?
- აჰჰ, ჩემი ბრალიც იყო მაპატიეთ ვერც მე დაგინახეთ - ასეა, სირცხვილ-ნამუსი რომ არ გექნება ადამიანს.
- არაუშავს ყველაფერი რიგზეა - ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და მკრთალად გამიღიმა.
სხვათაშორის არიყო ცუდი შესახედაობის გოგო. მოკლე ლურჯი პალტო ეცვა ღილები შეხსნილი ჰქონდა, მის შიგნით შავიფერის კაბა ეცვა, გრძელი თხელი ფეხები ჰქონდა და დამშვიდობებისას როგორც მის სიარულის მანერას დავაკვირდი მაღალ ქუსლებზე სხვებივით ვაი-ვუის ძახებით არდადიოდა. არა, ვერაფერს იტყოდით, თმაც გრძელი ქერა ჰქონდა და წაბლისფერი დიდი თვალები, მაკიაჟი საერთოდ არესვა(მგონი).
- ალბათ მოდელია - წავიბურდღუნე და ანდრიას მესიჯს ვუპასუხე.

* * *
ღამის ათი საათი იყო ლადოსთან სახლში რომ ავედით, ჯერ დალიეს ბიჭებმა, ზოგი გამოილეწა, თორნიკეს კი თვალებით ვჭამდი შენც მათ არმიყვეთქო. მანაც დალია მაგრამ ისეთი მთვარალიც არ იყო ფეხზე რომ ვერ დამდგარიყო. მერე რაღაც კალათბურთის თამაში იყო და ეგ ჩართეს, ვერვხდებოდი მართლა გებულობდნენ რამეს თუ თავს იკატუნებდნენ ტელევიზორში მონასმენით, მაგრამ ნუ რაჩემი საქმეა. საბოლოოდ ცოტა ფხიზლად ისევ თორნიკე ნიკა და დემეტრე იყო. სამივენი გახელებულები ბალეშიკობდნენ რომელიღაც გუნდს და საბოლოოდ მგონი კი არადა მართლა, მეც შევყევი. იმ ორი გუნდიდან ერთის თამაში მომეწონა და ბოლოს ისეთ მუღამში შევედი, საფინალო ჩაგდებისას გახარებული ფეხზე წამოვხტი
- აბა რააა- წამოვიყვირე და როცა გავიაზრე რაც გავაკეთე ირგვლივ მიმოვიხედე.
მათ სახეებზე რაიმე ემოციის დაჭერას ვცდილობდი, მაგრამ ვერაფერი. საბოლოოდ ყველა ერთიანად ახარხარდა, მეკი აწითლებული დავეგდე ჩემს ადგილას, თორნიკეც იცინოდა ხელი ჩუმად შევუცურე სვიტერის ქვეშ ისე რომ არავის დაენახა და ოდნავ ჩამოვკაწრე. მანაც მაშინვე გამომხედა სიცილი შეწყვიტა მაგრამ ღიმილს მაინც ვერ იშრებდა სახიდან. თურმე ერთადერთი ადამიანი ვყოფილვარ ვინც სულ სხვა გუნდს ბალეშიკობდა. ეგ რომ მცოდნოდა ხმის ამომღები ვიყავი მე?

* * *
- ესეც ასე - ჩავილაპარაკე როცა ბოლო სალათის მზადებასაც მოვრჩი
- უკვე ვსო? - თეფშებით ხელში შემოვიდა თორნიკე
- კი მორჩა გაიტანე - ვუთხარი და ქათმის სალათი ხელში მივაწოდე, სუფრაზე რომ გაეტანა
- მოკლედ ხომ იცი რასაც ვშვებით, თორმეტს რომ დააკლდება ოციწუთი ჯერ ქვემოთ ჩავალთ ბავშვებს ვნახავთ, მერე უცებ ამოვირბენთ, ერთ ორ ჭიქას გადავკრავთ და მერე ისევ მივდივართ - მტკიცედ მითხრა.
- გავიგე ჰო… მაგრამ ბოლოს სად მივდივართ? არმითხრა რომ ახალწელს იმ შენს… - აღარდავამთავრე როცა მისი დაბრიალებული თვალები დავინახე - იმ შენს მეგობრებთან ერთად ვხდებით - ჩუმად ვუთხარი
- არა მათთან ერთად არ ვხდებით, მაგათ ახალწლამდე ვნახავთ - ჩანგლებიც დაალაგა და მაგიდას კმაყოფილმა შეხედა - ესეც ასე
- რომელი საათია? - ვიკითხე და ოთახში შევედი მოსაწესრიგებლად
- თერთმეტი შესრულდა
- კაი წყალს გადავივლებ და მოვწესრიგდები
- კაი მე გავალ და მოვალ
- საით? - ოთახიდან თავი მაშინვე გამოვყევი
- მაღაზიაში, სიგარეტს ვიყიდი - მითხრა და წასასვლელად მოემზადა
- იმედია სახლში არავინ შემომივარდება - ჩავიბურდღუნე და აბაზანაში შევედი.
როგორც ყოველთვის ცხელი წყალი ძალიან ეამა ჩემს კანს და მხოლოდ სითბოსგამო ვიყავი მთელი ოციწუთი აბაზანაში. თმა გავიშრე, დავისწორე, თორნიკეს ნაჩუქარი წითელი თხელი კაბა ჩავიცვი და სახეზე მხოლოდ ტუჩსაცხი წავისვი. მისაღებ ოთახში რომ გავედი, თორნიკე მაგიდასთან იჯდა და როგორც კი ჩემი ნაბიჯების ხმა გაიგო მაშინვე გამობრუნდა უკან.
- აბა როგორია - მის წინ დავდექი და დავტრიალდი
- ლამაზი… ძალიაან ლამაზიი - ვნება მორეული ხმით მითხრა და ამღვრეული თვალებით მომაშტერდა.
- ესეიგი კარგია?
- შენ გაცვია, ცუდი როგორ იქნება?! როგორც კი დავინახე მაშინვე მივხდი რომ მოგიხდებოდა - ახლოს მოიწია და ყელზე მომაწება ცხელი ტუჩები.
- მადლობაა - თვალები მივნაბე და ხელი მის კისერს შემოვხვიე.
- რისითვის?
- ყველაფრისთვის…

* * *
ეზოში ვიყავით, ბიჭები შამპანიურს ხსნიდნენ მე კი თორნიკეს გვერდით ვიდექი. ამჯერად ხელი მაგრად ჰქონდა მიკიდებული და არ მიშვებდა. რამდენჯერმა გადმომხედავდა ხოლმე, მის თბილ ტუჩებს მომაწებებდა ლოყებზე და ისევ ბიჭებს გაუბამდა საუბარს. წინა დღეებთან განსხვავებით ამ დღეს მისგან უყურადღებობა ნამდვილად არ მიგრძვნია, პირიქით სულ თვალებში შემომციცინებდა, დილით ჩემთან ერთად დაალაგა სახლი, ერთად წავედით პროდუქტების საყიდლად და საჭმლის მომზადებაშიც დამეხმარა, დღეს არვიცი რატომ მაგრამ უფრო სხვანაირი იყო, უფრო კარგი…
ნეტავ თუ ახსოვდა?
- კაი წავედით რა თორემ ლიკამ დამირეკა სახლში მკითხულობენ უკვე - თქვა კატომ და გრძელი შავი პალტო უფრო მოიხვია სხეულზე. თუ ციოდა რაღატო არ იცვამდა მაინც ვერ ვხებოდი.
- ჰორა თხუთმეტი უკლია უკვე დავაი ავითესეთ - თქვა ნიკამაც და ანდრია გადაკოცნა მერე კი ჩემსკენ გამოიწია
- აბა ცოფიანო შეყვარებულო გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ ჩემს ბიჭთან ერთად - გადამეხვია. მაშნვე მომხვდა ცხვირში სუნამოს, ალკოჰოლის და თამბაქოს სუნიც.
- მეც გილოცავ და იმედია ჭკუა მოგემატება მაგ ფიტულ თავში - ცინიზმით ვუთხარი და მის გამომეტყველებას დავაკვირდი.
გგონიათ შერცხვა მაინც? შენც არ მომიკვდე…
ბიჭებიც წავიდნენ საბოლოოდ მე და თორნიკეც ავედით სახლში. ოთახში რომ შევედი და მაგიდასთან დავჯექი საშნლად მშიოდა და ჩემი გაკეთებული სალათის დაგემოვნება გადავწყვიტე.
სად არის ჩემი სალათი?
- თორნიკე… ოლივიას სალათი სად არის? - გაკვირვებულმა ვიკითხე - არგამოგიტანია?
- კი როგორარაა - შეიშმუშნა და თვალი ამარიდა, მობილურში რაღაცას კითხულობდა
- აბა სად არის?
- არვიცი ევა
ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში შევედი. არსად არ იყო ჩემი სალათი. ისევ მისაღებში გავედი.
- თორნიკე სალათი არსადაა? -ცოტა მაკლდა გაგიჟებამდე, არადა გავაკეთე
- ევა მე საიდან უნდა ვიცოდე, თანაც არ მახსოვს... საერთოდ არგაგიკეთებია მგონი
- რასქვია არ გამიკეთებია, ხოთქვი წეღან გამოვიტანეო! - ლაპარაკი ყვირილში გადამდიოდა
- ეგრე ვთქვი? - თავზე გადაისვა ხელი - რავი დავიღალე დღეს, არმახსოვდა.
- რასქვია არ გახსოვდა - თვალები ლამის გადმომცვივდა, ჩემი ოლივიას სალათა… არადა გავაკეთე, დაფიცებაც კი შემეძლო რომ გავაკეთე.
- დაწყნარდი ევა, ამ ჩვენს კამათში უკვე სამი წუთი უკლია მიდი ჩაიცვი - შემოსასვლელში გავიდა და კარადიდან ჩემი ბათინკები თბილი პალტო და კაშნე მომიტანა - მოდი ჩაიცვი - პალტო გამომიწოდა
- მაგრამ ოლივიას სალათი…
- ვაიმე ევა რადროს ოლივიას სალათია, ვიყიდოთ სადმე, ანდაც გპირდები მე გაჭმევ მაგ შენს გაკეთებულ ოლივიას სალათს
- მაგრამ ხომ გავაკეთე დღეს?!
- კი საყვარელო გააკეთე - უკვე ფეხსაცმელს მაცმევდა
- გამოგატანე კიდეც მახსოვს
- ჰო გამომატანე ევა… გამომატანე
- მერე სად წაიღე? ამ ხელა კაცს ერთი სალათი ვერ უნდა განდო? - წამოვიყვირე
- ნუ ჩხუბობ წამოდიიი, გითხარი გაჭმევ თქო
- არმინდა მე ვიღაც-ვიღაცეების მოტიტყნილი... ჩემი მინდაა, ჩემი გაკეთბული - მალევე შემოიცვა კურტკა, ჩაიცვა ფეხსაცმელები და გარეთ გავედით.
- საით მოდი აქ - ლიფტში ვაპირებდი შესვლას რომ გამაჩერა
- ხომ მივდივართ?
- კი
- მერე? წამოდი
- არა მანდ არა, აქეთ - ზედა კიბეებისკენ აიშვირა ხელი
- მანდ რა გვინდა?
- ეს გაიკეთე - შარფი შემომახვია და ხელში ამოყვანა
- რასაკეთებ? - წამოვიკივლე
- ჩუმადდ მეზობლებს ნუ შევაწუხებთ, არმინდა დაუპატიჟებელი სტუმრები - ყურში ჩამრჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.
- დავიმტვრევით თორნიკე, ჩემით წამოვალ - ვუთხარი როცა კიბეებზე ადიოდა
- არდავიმტვრევით ერთი სართულიღა დაგვრჩა.

* * *
- მზად ხარ? - მკითხა და შარფს ხელი მოჰკიდა
- რომელი საათია? - ანერვიულებულმა ვკითხე, ვიცოდი აქედან ფეიერვერკების ლამაზი ხედი იქნებოდა და ამიტომაც ამომიყვანა.
- ერთი წუთი აკლია, გაახილე თვალები - უკვე ფეიერვერკების ხმა ისმოდა მაგრამ თვალების გახელას რატომ მთხოვდა, ჯერ ხომ არ იყო თორმეტი?
თვალები გავახილე და მისი სახე დავინახე
- ახალ წელს გილოცავ - მითხრა და ლოყაზე მაკოცა, მერე თავი გამოსწია საათს დახედა მობილურზე. მეც დავხედე 00:00 - ს უჩვენებდა. - ახლა კი დაბადების დღეს გილოცავ - ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
ახსოვდაა. მართლა ახსოვდა…
გული ლამის ამოვარდნას მქონდა ისეთი სიჩქარით მიცემდა. თვალებში დაგროვილი ბედნიერების ცრემლებმა მაშინვე გაიკვალეს გზა ჩემს სახეზე და მეც მაშინვე მოვეხვიე.
- მეგონა აღარ გახსოვდა?
- როგორ შეიძლებოდა შენი დაბადების დღე დამვიწყებოდა - უფრო მიმიხუტა სხეულზე
- რავიცი, ადრე მარტო ერთხელ მკითხე და მეგონა აღარგახსოვდა
- ევაა…. - ამოიხვნეშა და თავზე მაკოცა
მის სხეულს მოვშორდი და უკან გავიწიე.
- ეს რაარის? - სასიამოვნოდ გაოგნებულმა ვიკითხე, როცა პატარა მაგიდა დავინახე, ზედ გაშლილი ვარდებით სავსე ლარნაკით, ირგვლივ ორიცალი თეფშით, ჩანგლებით, რამოდენიმე ნაჭერი ნამცხვრით, ღვინის ჭიქით, და… ჰა?!!!!
- ის ჩემი ოლივია არ არისს?! - შევკივლე როცა ჩემიგაკეთებული სალათი თეფშით ვიცანი
- ღმერთოჩემო ევააა - მძმედ ამოიხვენშა - ამ რომანტიკული სუფრის დანახვისას სალათის მეტი ვერაფერი ამოუში მაგ პირიდან ხო? - ვითომ ნაწყენი სახე მიიღო
- ვაიმე თორნიკე კარგი რა, გეთქვა ასეთ სიურპრიზს თუ მიწყობდი და ამდენს არვინერვიულებდი ამ სალათზე - წავიბუზღუნე და მაგიდას მივუჯექი. ისე მომშვდა სულ არ გამხსენებია თორნიკე, რომელიც ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა და მიყურებდა. - მოდი მოდი - ხელი დავუქნიე და სალათი გადმოვიღე.
ისიც მოვიდა ჩემს წინ დაჯდა, რამოდენიმეჯერ ძალით ამოსუნქა ღრმად და საბოლოოდ ორი ლუკმა რომ ჩავიდე პირში, ვიკადრე შეყვარებულისთვის ყურადღების დათმობა.
- დანაყრდი? - მკითხა მაისაშვილმა
- ჯერ არა, მაგრამ სინდის ნამუსიც კაი საქონელია ხო გაგიგია - გულიანად გავიკრიჭე და ოდნავ წინ წავიწიე, ვარდების სურნელი შევიგრძენი. - ასე რატომ მიყურებ?
- არვიცი, უბრალოდ მიკვირს…
- რა გკვირს?
- რომ ასეთ დროს შენც სხვებივით არ მოიქეცი
- და სხვები როგორ იქცევიან?
- რავიცი… ყოველი შემთხვევისთვის ისე არა როგორც შენ… პირველრიგში პარტნიორს მადლობას გადაუხდიან და მერე დაიწყებენ - მაგიდისკენ გაიშვირა ხელი - ჭამას
- აჰაა, აი თურმე რაყოფილა… გგონია შენი მადლიერი არვარ?
- არა ასე არვფიქრობ და ეს იმიტომ არ მითქვამს რომ შენც მსგავსად უნდა მოიქცე
- აბა?
- ევა უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე რაგჭრს? - ფეხზე წამოდგა, სკამი აიღო და გვერდით მომიჯდა - შენ არ ჰგავხარ სხვებს, არხარ მათთნაირი, ყველაფერზე საკუთარი ხედვა გაქვს და ეს მომწონს შენში, მე არასდროს მყოლია გვერდით შენნაირი ქალი, განსხვევებული ხარ და ეს მომწონს (როდემდე?) სხვებივით არხარ, მათსავით ერთფეროვანი არხარ, მომწონს შენი მეამბოხე სული და ყველაზე მეტად ჩემი თავი მომწონს შენს გვერდით, შენთან სხვანაირივარ, ყველაფერს სხვანაირად ვხედავ, ყველაფერს სხვანაირად განვიცდი. მე… მე აქამდე არასდროს მყვარებია... არასდროს განმიცდია ეს გრძნობა, უფროსწორად მეგონა რომ მიყვარდა მაგრამ ეს სულ სხვა რამ ყოფილა, იმაზე უკეთესი და იმაზე კარგი ყოფილა ვიდრე მეგონა. მინდა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მინდა რომ გიყვარდე, მე კი მადლიერი ვიქნები შენი, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რომ ამ ყველაფრის საწყისი იყავი. შენ ხარ დასაწყისი ჩემი ცხოვრების და მადლობა ყველაფრისთვის - ჩემი ხელი თავის მტევანში მოაქცია და ნაზად მაკოცა.
ემოციებს თავს ვერ ვუკავებდი, მისი სიტყვები ალივთ მომედო გულზე, ვიცოდი რომ იმის შიშები რაც ადრე მქონდა, რომ ერთ დღესაც თავისი ფეხით ადგებოდა და წავიდოდა მთლიანად გამიქრა. ვიცოდი არ წავიდოდა, დარწმინებული ვიყავი ამაში. ეს არც მას უნდოდა და არც მე.
- ყოველთვის ერთად ვიქნებით - ვუთხარი და მის მკერდს მივადე თავი.
მასთან ერთად ყველაფერი ლამაზი იყო, ის ხედიც ლამაზი იყო და ის გრძნობაც რომელიც მის გვერდით მეუფლებოდა.
რა კარგი იქნებოდა ადამიანებს ერთმანეთი რომ არ ბეზრდებოდეთ, რომ ტყუილ უბრალოდ ასეთ მრავლისმთქმელ სიტყვებს არფანტავდნენ იქეთ-აქეთ, რომ ჯერ გრძნობებში ბოლომდე ერკვეოდნენ და მერე ამბობდნენ თავიანთ სათქმელს. მაგრამ შემთხვევით ხომ არაფერი ხდება ამ სამყაროში, შემთხვევით ხომ თუნდაც ის ერთი სიტყვაც არ ითქმის.
კი, მე ვიცი და მე მჯერა, რომ ყველაფერს აქ თავისი მიზეზი, შეხვედრები არასდროს არის უშინაარსო, უსაფუძვლო, მსგავს სიტუაციებში ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, თუნდაც სულ მცირეოდენი, მაგრამ ზოგჯერ, შენთვის ესოდენ მცირეოდენი, სხვისთვის რამხელა რამაა, თუნდაც რომ ისწავლა ან თუნდაც რომ იგრძნო ის რასაც ასე ვეძებთ, ვეძებთ და ან ვპოულობთ ან ვერ ვპოულობთ.

* * *
შვიდი თვე. შვიდი თვეც გაილია და დრო დადგა ნანატრი არდადეგების… რეალურად არანაირი არდადეგები ეს არიყო, მუშაობა მაინც მომიწევდა მაგრამ, რომ წარმოვიდგენდი ხოლმე ბათუმის ლურჯ ზღვას, მისი უფრო მეტად ლურჯი ცით გულიმიჩერდებოდა.
- გასაღები აიღე? - ვკითხე მაისაშვილს და ჩემს პატარა ჩანთას ხელი დავავლე, შიგნით ბევრი არაფერი მეწყო, რამოდენიმე საზაფხულო გრილი სარაფანი, ორიცალი შორტი, ასევე ორიცალი მაისური და შავიფერის კედები.
- კი ავიღე - მაგიდიდან მზის სათვალე აიღო და მანაც დაავლო ჩანთას ხელი.
კარები დავკეტეთ და ლიფტში შევედით.
ბათუმში სულ ორად ორჯერ ვარ ნამყოფი, ისიც ბავშობაში. მესამედ ახლა მივდიოდი.
თორნიკე დემეტრესთან ერთად ქალაქის ტურისტულ კომპანიაში აპირებდა მუშაობას, არცისე ცოტაოდენი ანაზღაურებით, მე კი ამჯერადაც, დემეტრეს წყალობით ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ და პრესტიჟულ რესტორანში ვიწყებდი მუშაობას (ისევ მიმტანად)

მთელი გზა ვცდილობდი დამეძინა, მაგრამ ვინ დამაცადა. ვერც ჩემი შეყვარებული მიხვდა რომ მუსიკებისთვის ხმას ჩაეწია და ვერც მისი ტვინგამორეცხილი ძმაკაცი. მთელი გზა არც ერთს არ გაუჩერებია ენა, მართალს ამბობენ რომ იძახიან კაცები ქალებზე მეტი ჭორიკნები არიანო.
ბათუმში ისე ჩავედით, ფანჯრის მინიდან თავი არ მომიცილებია, საქართველოს ყველა კუთხე ლამაზია. ყოველთვის მიკვირდა ქართველი ხალხის და ვერ ვხდებოდი რატომ მირბოდნენ სხვა ქვეყნებში იქაური სილამაზისა და ღირსშესანიშნობების დასათვალიერად როცა თავად ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და თავადვე იყვნენ ამ უძველესი ერის შვილები.

* * *
დემეტრე თავის ბიძასთან ერთად ცხოვრობდა სახლში, მე და თორნიკემ კი ჩემი სამსახურიდან, სამი კვარტლის იქეთ ვიქირავეთ ბინა. მყუდრო, პატარა ბინა იყო ლამაზი ხედით. ყოველთვის ვოცნებობდი ზღვისპირა ქალაქში პატარა სახლი მქონოდა.
- საჭმელი ვჭამოთ ჯერ და მერე გავიდეთ თუ გარეთ დავჯდეთ სადმე? - მკითხა მაისაშვილმა
- არა პროდუქტები ვიყიდოთ და გავაკეთებ მე. ნუ გიყვარს ფულის ასე ფლანგვა
- კაი რა, დაიკიდე ორივე მუშაობას ვიწყებთ, მშივრები არ მოვკვდებით.
- ხო არ მოვკვდებით მაგრამ მთლად ასეც ნუ გავფლანგავთ.
- კაი კაი. მიდი გამოიცვალე და გავიდეთ მერე, დღეს ამ ერთხელ გარეთ ვჭამოთ და მერე როგორც შენ გინდა ისე იყოს - ლოყაზე მაკოცა და აბაზანაში შევიდა.
ტანსაცმელების ლაგება დავიწყე, ჩემი კაბები საკიდზე ჩამოვკიდე და კარადაში შევკიდე, თორნიკეს სუფთა ,,თანამედროვე” და ახალი ტანსაცმელები კარადაში შევუკეცე და აივანზე გავედი. ცოტახნით დავტკბი ჩემი ლამაზი ხედით მერე კი შიგნით შევედი.

* * *
რესტორანი სადაც მე დღეს მუშაობა უნდა დამეწყო, ძალიან დიდი იყო და ასევე მხოლოდ რესტორანიც არიყო. ეს ერთი დიდი სასტუმრო იყო რომელიც იმ სიმაღლე იყო, მგონი ამაზე მაღალი შენობა ბათუმში არ იდგა.
მობილური ჩანთიდან ამოვიღე და შიგნით შევედი, თუმცა შესასვლელში დაცვამ გამაჩერა
- სად მიბრძანდებით?
- გამარჯობათ, მე დღეს უნდა დავიწყო აქ მიმტანად მუშაობა. - მკრთალად გავუღიმე.
- ერთი წუთით დამელოდეთ - თქვა და შიგნით შევიდა.
სადღაც ხუთი წუთი ვიცადე, მერე გარეთ გამოვიდა და ამჯერად ვიღაც, ჩემი ხნის გოგონაც გამოჰყვა.
- გამარჯობათ, თქვენ ევა ხართ ხო? - გამიღიმა
- დიახ მე ვარ
- მე თამარი ვარ, მიმტანი. სამწუხაროდ ჩვენი მენეჯერი ახლა აქ არიმყოფება, მაგრამ დავურეკეთ და გვითხრა რომ მოხვიდოდით. აქეთ წამომყევი, აქაურობას დაგათვალიერებინებ და წესებს გაგაცნობ - გამიღიმა და ხელით მანიშნა შიგნით შევსულიყავი.
თამარს უკან ავედევნე. მართლაც საოცრად ლამაზი იყო იქაურობა, ფერები საოცრად იყო შეხამებული ერთმანეთზე ყველაზე მეტად კი დარბაზის უზარმაზარმა ჭაღმა მომნუსხა. თამარმა კარგად გამაცნო წესები, მეც ყველაფერზე თავს ვუქნევდი. ბოლოს ქალების გამოსაცვლელში შემიყვანა და უნიფორმა მომცა. შავი მუხლამდე კაბა იყო თეთრი საროჩკა, სადა და დახვეწილი წინსაფარით, ფეხსაცმელიც კი გამომაცვლევინეს. საბოლოოდ ისე მომეწონა საკუთარი თავი ამ ფორმაში ქუჩაში გავლაზეც ალბათ უარს არ ვიტყოდი. ერთისიტყვით ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჩემი გრძელი თმები, ცხენის კუდივით ავიწიე მაღლა. ბეიჯი სამწუხაროდ ჯერ არ მქონდა.
- თამარ მე ბეიჯი არ მექნება? - ვკითხე, მანაც გამომხედა
- დღეს გაამზადებენ და ხვალ უკვე გექნება
- ასე მალე? - გამიკვირდა
- კი ასე მალე, ჩვენი მენეჯერი ყოველთვის ყველაფერს ასწრებს. და ერთ რჩევას მოგცემ ევა, მზარეულს ნუ მოხვდები ზედმეტად თვალში,მინახავს ბევრი მიმტანი რომელიც მისგამო გაუგდიათ სამსახურიდან
- დამნაშავე თუ ის იყო, მიმტანს რატომ აგდებდნენ?
- იმიტომ რომ ქალაქში ყველაზე ცნობილი და მაგარი შეფია, მისი დაკარგვა არავის არ უნდა ევა. ამყველაფერს მეგობრული რჩევით გეუბნები, იმედია გაითვალისწინებ - გამიღიმა და თვალით მანიშნა გამომყევიო.
რაუნდა მექნა, გავითვალისწინე მისი მეგობრული რჩევა, უკან ავედევნე და სამზარეულოში შევედით, იქ ყველას გააცნო ჩემი თავი შეფსაც კი, რომელმაც ერთხელ შემათვალიერა და უემოციო სახით გააგრძელა მწვანილების ჭრა. ფიზიკურად არ იყო ცუდი ბიჭი. შავიფერით თმა ჰქონდა, განიერი მხრები და საკმაოდ ლამაზი სახე. მაგრამ თუ მართლაც ისეთია როგორიც თამარმა მითხრა, ნეტა მარტო ეს სილამაზე რას უშველიდა.
პირველმა დღემ მშვენივრად ჩაიარა, ცხრასაათზე ჩემს მოვალეობებს ვასრულებდი და ღამის სმენის თანამშრომლები მოდიოდნენ.
- სად ცხოვრობ? - მკითხა თამარმა, რომელიც ჩემთან ერთად იცვლიდა ტანსაცმელს
- აქვე, არც ისე შორს
- ოჯახთან ერთად ხარ? - როგორი ინტერესიანიაა
- არა, შეყვარებულთან ერთად ვარ, რამოდენიმე თვით ჩამოსული
- ოჰოოჰ, შეყვარებულიც გყავს? არადა პირველი შთაბეჭდილება, შენზე ის დამრჩა რომ მეტად მიუწდომელი გოგო იყავი - გულიანად გაიცინა და მეც გამაცინა
- დიდად ვერ ვპოულობ ადამიანებში საერთოს, მაგრამ მთლად ეგეთიც არვარ
- ერთად წავიდეთ? არც მე ვცხოვრობ შორს, თან თუ ახალი ჩამოსულიხარ გავისეირნოთ, კარგად გრილა გარეთ.
- არვიცი, გავაფრთხილებ მაშინ თორნიკეს - მობილური ჩავრთე და მაისაშვილის ჩვიდმეტი გამოტოვებული ზარი რომ ვნახე, გამიკვირდა. არა, უფრო გამიხარდა. მაშინვე გადავურეკე.
- გისმენ თორნიკე
- რას მისმენ გოგო, სად ხარ, ტელეფონი რატომ გაქ გათიშული, ეს დედამოტყ.ნული ვერ დატენე რომ გაახვედი სახლიდან? - ბოლო ხმაზე ღრიალებდა
- რა გაყვირებს, სამსახურში ვთიშავ ტელეფონს!
- მერე არ უნდა გამაფრთხილო? ან რა უბედურება ვაფშე ტელეფონის გათიშვა, რა სამსახურია ასეთი!
- შენი ძმაკაცის ნაშოვნი სამსახურია თოკო! და თანაც კმაყოფილივარ, მომწონს აქაურობა. სად ხარ შენ?
- ახლა მივედი სახლში
- მისმინე, თანამშრომელთან ერთად გავლას ვაპირებ, გინდა გამოხვალ? შენც გამოისეირნე
- კაი გამოვალ, სად ხართ?
- ახლა კაფესთან ვარ.
- უთხარი ბულვარში მოვიდეს - თამარის ხმა გავიგონე ზურგს უკან
- ეგ ვინაა?! - თორნიკემ იკითხა
- თამარია, ჩემი თანამშრომელი. მოკლედ ბულვარში მოდი, ჩვენც იქ ვიქნებით.
- კაი, მოვალ.

* * *
გარეთ მართლა სასიამოვნო ამინდი იყო. მაისაშვილი მალევე მოვიდა ბულვარში. თამარი გავაცანი, მაგრამ უდარდელად შეათვალიერა თორნიკემ. აშკარად არ მოეწონა.
სანაპიროზე გავისეირნეთ, ცოტა ვილაპარაკეთ, ძირითადათ მე და თამარი ვლაპარაკობდით, ხოლო თორნიკე თუ ჩაერთვებოდა საუბარში მაშინვე წაგკვბენდა ხოლმე ორივეს.
- ერთი წუთით გავალ მირეკავენ - თქვა მაისაშვილმა და მობილურს უპასუხა.
მე და თამარი ერთად დავრჩით მაგრამ ბოლოს თამარმაც თქვა
- ევა უკვე გვიანია, სახლში უნდა წავიდე, თორემ მამაჩემი აღარ შემიშვებს შინ - ნაძალადევი ღიმილით გამომხედა. კარგად მესმოდა ამ სიტუაციის, მეც მქონდა მსგავსი გამოვლილი
- კარგი, ხვალ გნახავ მაშინ
გადამეხვია და სახლისკენ წავიდა.
- სად წავიდა ეს ენაჭარტალა? - თორნიკე მალევე მოვიდა
- როგორ ლაპარაკობ თორნიკე? - წარბები მაღლა ავწიე
- ოჰოოჰ, ქალბატონო ევა როდის აქეთ გახდი ადამიანების დამცველი?
- დაცვა რაშუაშია, უბრალოდა არმსიამოვნებს ასე რომ ლაპრაკობ, თანაც მშვენიერი გოგოა, შევამჩნიე როგორაც აათვალიერე წეღან!
- ჰორავი, არჯდება ჩემს გემოვნებაში - სახე დაჯღანა
- აჰაა, ესეიგი ისეთებთან უნდა ვიმეგობრო შენს გემოვნებაში რომ ჩაჯდეს?
- ეგ არმითქვამს და ეხა ნუ დაიწყებ გთხოოვ.
- ჰო აბა რა - დავეჯღანე
- მისმინე, წამოდი სახლში მიგაცილებ, მე ცოტახნით დემესთან გავალ
- დაიწყე უკვე?
- არაფერი არდამიწყია, ძმაკაცები ყავს აყვანილი, თანაც ახალ სამსახურს აღვნიშნავთ
- ხო აბა რაა, ახალი სამსახური რომ არ აღნიშნოთ ისე გამოგაგდებენ სამსახურიდან
- ნუ ითარსები რა!
- არაფერსაც არვითარსები! - შევყვირე და სახლისკენ წავედით.
მალევე მივედი სახლში, თორნიკე გამოიპრანჭა, მთელი სუნამო თავზე დაისხა და სახლიდან გავიდა. მე ხან აივანზე გავედი ხან წიგნის კითხვა დავიწყე. ვერაფერს რომ ვერ დავუდე გული, პლუს სახლში რომ ძალიან მომწყინდა, ანდრიას ნაჩუქარი გიტარა ავიღე, კარადიდან შორტი და მაიკა გამოვიღე, კონვერსები ჩავიცვი და გარეთ გავედი. თერთმეტი საათი იყო, როცა უკვე სანაპიროზე ვიყავი, მაისაშვილს მივწერე სანამ გამოხვალ დამირეკეთქო, მაგრამ კარგა ხანი არუნახია მესიჯი.

მთავრის შუქზე სანაპიროს წინ ვიჯექი და ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი. მშვიდი სიჩუმე იყო, არავის ხმა არისმოდა. მარტო მე, ჩემი ფიქრები და ქარზე მოთამაშე ტალღები იყვნენ ირგვლივ.
გიტარა ავიღე და დაკვრა დავიწყე. სიმღერით არმიმღერია და აქ სიმღერასაც არვაპირებდი, უბრალოდ ჩემს საყვარელ მელოდიას ვუკრავდი. მოვრჩი ერთ მელოდიას, მოვრჩი მეორეს, მესამეს, მერე აწეული თმა გავიშალე, მომწონდა ზღვიდან წამოსული ქარი თმებს რომ მიწეწავდა, სასიამოვნო შეგრძნება მქონდა.
- ასე კი გსიამოვნებს, მაგრამ მერე დავარცხნისას არიქნება ადვილი დასავარცხნი - ვიღაცის ჩუმი ჩახლეჩილი ხმა მომესმა.
უკან გავბრუნდი და ვიღაც ასაკოვანი ქალი დავინახე პარკებით ხელში.
- ვერგავიგე?
- ქარის აწეწილი თმები მტკივნეული დასავარცხნია, არგირჩევ გაშლას - მთვარის შუქზე მაინც გავარჩიე მისი მომღიმარი სახე.
- აჰ, არაუშავს - დავიმორცხვე და უკან გავბრუნდი, ხელში გიტარა ავიღე და წასასვლელად მოვემზადე
- რატომ მიდიხარ, იმიტომ კი არმითქვამს რომ წასულიყავი? - ნაღვლიანი ხმით მითხრა
- არა, უკვე გვიანია უნდა წავიდე - თავი ვიმართლე
- ერთხელ კიდევ მომასმენინე, აი ის სუსუ პირველად რომ დაუკარი ის მელოდია და მერე წადი, გთხოვ - თქვა საოცრად ნაღვლიანი, ჩამწყდარი ხმით.
უარი ვერვუთხარი, გულუბრყვილოდ მივენდე რადგანაც საშიში არჩანდა. მისკენ წავედი და გვერდით მივუჯექი. მაშინვე რაღაც გაფუჭებული საჭმლის სუნი მომხვდა ცხვირში, მაგრამ არშევიმჩნიე. არმინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო.
მელოდიის დაკვრა დავიწყე მან კი თვალები ნელ-ნელა დახუჭა, მერე ოდნავ დაიწყო ტანის ბანცალი, აი ხომ გაგიგონიათ დამჯდარი ცეკვავდაო, ზუსტად ისე. საოცრად ნაზად აყოლებდა ტანს მელოდიას, მერე მელოდიასაც აჰყვა, ღიღინი დაიწყო (თურმე სცოდნია) ბოლოს კი მანამ გაჩერდა სანამ მე დავასრულებდი დაკვრას.
- რაქვიათ? - ვკითხე ინტერესით
- ლეა - ნაზად წაიჩურჩულა, მგონი ჯერ კიდევ იქ იყო…
- ლამაზი სახელია - გულწრფელად ვუპასუხე
- გმადლობ - შემოხედა და გამიღიმა - შენ რაქვია?
- ევაა
- ევაა - წაილუღლუღა - როიალზე დაკვრა იცი ევა?
- ვიცი, მაგრამ სამოყვარულოს დონეზე
- დაკვირვებიხარ? - თვალი, სავსე მთვარეს გაუშტერა
- რას?
- როიალის შავ-თეთრ კლავიშებს
- კი, როცა ვუკრავდი ვაკვირდებოდი ხოლმე - ჩამეცინა, მივხვდი რაღაც სხვა მკითხა მე კი სისულელე ვუპასუხე.
- ცხოვრება იმ შავ-თეთრ კლავიშებს ჰგავს, იმისთვის რომ მელოდია სრულყოფილი იყოს აუცილებელია ორივე მათგანს შეეხო
- ასეაა - დაუფიქრებლად ჩავილაპარაკე
ცოტახანი ორივე ჩუმად ვიყავით, გასუსულები ვუსმენდით ტალღების შრიალს, მერე უცებ ლეა წამოდგა. პარკები ხელში აიღო და ნაპირს გაუყვა. არც დამემშვიდობა, არც მე არდავმშიდობებივარ. მხოლოდ ერთი მომაძახა.
- დაიმახსოვრე ევა, ადამიანებად არ იბადებიან. ადამიანები ხდებიან! - მერე უცნაურად გადაიხარხარა და ისევ გზას გაუყვა.
ფეხზე წამოვდექი, დამძმებული და ემოციამოზღვავებული მივედი სახლამდე. გრილი წყლით ვიბანავე მერე კი ლოგინში ჩავწექი.
საზიზღრობაა მარტო საწოლში წოლა, როცა იცი რომ გვერდით ვიღაც გყავს!

* * *
ბატონი მაისაშვილი წუხელ სახლში არმოსულა, დილით ადრიანად გამეღვიძა და მაშინვე მობილური შევამოწმე, მას კი ნანახიც არ ჰქონდა ჩემი მესიჯი.
გაბრაზებული წამოვვარდი ლოგინიდან, მოვწესრიგდი, სახლში არაფერი იყო რომ წამეხემსებია, ასე რომ გადავწყვიტე გარეთ ფუნთუშა ან ღვეზელი მეყიდა. საბოლოოდ სამსახურისთვისაც მოვემზადე, სახლის კარებიც გამოვიხურე, კიბზე სწრაფად ჩავირბინე და ქუჩას გავუყევი. პირველსავე ვიტრინასთან შევჩერდი და საკუთარ გამოსახულებას დავაკვირდი. გასახდელში სარკე არ გვქონდა, აქ კი საკუთარ გამოსახულებას კარგად ვხედავდი. რეზინი ხელიდან მოვიხსენი, თმები ისევ ცხენის კუდივით ავიწიე და კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი სილუეტი, მერე კი დავინახე როგორ მიყურებდა შიგნიდან შუა ხნის მამაკაცი, ალბათ იფიქრა ამ საწყალს სახლში სარკე არ ჰქონდაო. უხერხულობის შეგრძნებამ შემიბყრო მაგრამ მოკრძალებულად გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
როგორც დავგეგმე ფუნთუშა ვიყიდე და პატარა ფორთოხლის წვენი, აი ისეთი ორი წლის ბავშის საწრუპავები რომ მოჰყვება, შევამჩნიე კიდეც ფეხითმოსიარულების ირონიული მზერა საწრუპავით რომ დამინახავდნენ მაგრამ, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრად მეკ.იდა.

კაფეში მივედი, გამოვიცვალე და თამარიც იმ წამს შემოვიდა.
- მენეჯერი მოვიდა წამოდი, განახო - ხელი დამავლო მკლავში და გამიყვანა,
- გამარჯობა ქალბატონო დარინა - მიესალმა თამარი
- გამარჯობა თამარ, დარბაზში ყველაფერი წესრიგშია?
- კი წესრიგშია. აი ეს ევაა ახალი მიმტანი - ჩემსკენ ანიშნა და ქალბატონმა მენეჯერმაც მაშინვე გამომხედა.
- აჰ, ევა არა?
- დიახ - რამანერვიულებდა თვითონაც არვიცოდი, მაგრამ ჩემს მკერდზე რომ ხელი მიგედოთ მერწმუნეთ, მაშნვე იგრძნობდით ჩემს აჩქარებულ გულს.
- როგორ მოგწონს სიტუაცია, კმაყოფილიხარ? - ოდნავ გამიღიმა. ღმერთო რა თვალის მომჭრელი ღიმილი ჰქონდა ამ ქალს.
- დიახ მომეწონა - მოკლე-მოკლე პასუხებით ვპასუხობდი.
- ძალიან კარგი - ორივეს გაგვიღიმა და მეორე სართულისკენ დაიძრა.
- აბა მოგეწონა? - გამჭოლი მზერა მესროლა თამარმა - ხომ ლამაზი ქალია? არადა ორმოცდამერვე წელშია. - დიდი აღფრთოვანებით თქვა და ისევ მისკენ გაიხედა
ვაუ, რაეტყობოდა ორმოცდარვაწლის ქალი, გეფიცებით ორმოც წელზე მეტს ვერციტყოდით მასზე. კლასიკურად ჩაცმული, შეღებილი ქერათმით, მსუბუქი მაკიაჟით და იდიალური აღნაგობით გამოირჩეოდა ეს ქალი, მართლაც ლამაზი იყო.

მთელი დღე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, უკვე ორიდღეა აქ ვმუშაობდი და მართლაც ძალიან გადავიღალე. ამხელა სასტუმროში ვინც კი აქ ცხოვრობდა და ისვენებდა ყველა აქ ვახშობდა, სადილობდა და საუზმობდა. სადაც იყო გამოსაცვლელში ვაპირებდი შესვლას თამარმა რომ მითხრა გამომყევიო.

* * *
იმ მაგიდასთან სადაც მე და თამარმა შეკვეთა მივიტანეთ მამაკაცი მარტო იჯდა და აშკარად ვიღაცას ელოდებოდა. თვალი ერთი კუთხისკენ ჰქონდა გაშტერებული, ირგვლივ მყოფებს კი თითქოს ყურადღებას არ აქცევდა.
- წავალ სალათს გამოვიტან - ჩამჩურჩულა თამარმა და გვერდი ამიარა.
მარტომ ავიღე ყველაფერი, ჯერ თეფშები და დანა-ჩანგალი გავასწორე, მერე ღვინის ჭიქა დავდევი ერთი ერთ მხარეს და მეორე მეორე მხარეს. ბოლოს კი შეკვეთილი ვახშამის, მაგიდაზე დალაგება დავიწყე.
- სასიამოვნო სურნელი გაქვთ - მამაკაცის ბოხი, მაგრამ ამავდროულად საოცრად სასიამოვნო ხმაგაისმა. უცნაურად მიყურებდა, არადა მისი მზერა ვერც ვიგრძენი.
- უკაცრავად? - გაკვირვებულმა ვიკითხე
- ასეთი სურნელი დიდიხანია არ მიგრძვნიათქო - ყორანივით შავი თვალებით შემომხედა.
დავიბენი.
- ალბათ რაღაც გეშლებათ, მე არ მასხია არანაირი სუნამო
- ვიცი, მივხვდი
- მაშინ რატომ მითხარით, რომ კარგი სურნელი მქონდა
- იმიტომ რომ მართლაც კარგი სურნელი გაქვთ. გამორჩეული და სასიამოვნო. ეს თქვენი ბუნებრივი სურნელია ხომ ასეა?
- ამმ, ალბათ... - ისევ დავიბენი მაგრამ მესიამოვნა მსგავსი კომპლიმენტი, განსაკუთრებით მისნაირი კაცისგან. ვერაფერს დაუწუნებდი ფიზიკურად ისეთი შესახედაობის იყო.
ჩემს პასუხზე ოდნავ შეუმჩნევლად გამიღიმა და ძვირადღირებულ სმართფონს ჩააჩერდა, რამოდენიმეჯერ მოვკარი მის მობილურს თვალი რომელშიდაც The New York Times Best Sellers საიტზე იყო შესული და წიგნებს სქროლავდა. დამაინტერესა ნეტავ კითხვა უყვარდა? ალბათ უბროლოდ წიგნის მოყვარული იყო, პროფესიით კი ჩემი ვარაუდით რომელიმე უნივერსიტეტში ლექტორი იქნებოდა, ალბათ დაოჯახებულიც კი არის, რადგანაც არ აქვს მოზარდი, თინეიჯერი ბიჭის შესახედაობა.
ფიქრები და აზრები ერთმანეთში ამერია, მის ასეთ ინტერესით მიჩერებულ სახეს რომ ვხედავდი ამ მობილურზე, უფრო მინდებოდა მასთან გამოლაპარაკება. ბოლოს ვიფიქრე რომ რახან თვითონ გამომელაპარაკა თანაც პირველმა, არიქნებოდა ,,უკულტურო” საქციელი, რომ მეც გამოვლაპარაკებოდი
- გიყვართ კითხვა? - დიდი ინტერესით მივარჩერდი.
ქვემოდან ამომხედა და მაძებარი თვალებით შემომხედა.
- დიახ მიყვარს, კითხვაც და წერაც.
- მეც ძალიან - ლაღი სახით გავხედე და დამთხვეული აზრი მესიამოვნა.
- როგორი ჟანრის წიგნები გიყვართ? - მობილური გვერდით გასწია და მოკეცილი თითებით გამოკვეთილი ყვრიმალის ძვალს ჩამოეყრდნო. ახლაღა შევამჩნიე სახეზე ძალიან სუსტი იყო, თუმცა დიდი თვალები, სავსე ტუჩები და ლამაზი ცხვირი მაინც კარგ შეხედულებას ტოვებდა მისი სახის გარეგნობაზე.
- თითქმის ყველანაირი, მაგრამ განსაკუთრებით დეტექტიური ჟანრის.
- იშვიათად ვხდები მსგავსი გემოვნების ქალებს - ტუჩისკუთხე ღიმილით ჩატეხა
- ნუთუ? - ჩავეკითხე და ისე შევყევი მასთან საუბარს სულ დამავიწყდა კლიენტს რომ ველაპარაკებოდი. ცოტაც და ალბათ სკამს გამოვწყევდი, გვერდით მივუჯდებოდი და ისე გავუგრძელებდი ლაპარაკს.
- სალათი მოვიტანე ევა - თამარის დაჭუტულ თვალებს გავხედე, ცეზარის სალათით ხელში.
- ახლავე - მისკენ შევბრუნდი და მაგიდაზე დავდე სალათი.
თამარს გავხედე რომელიც უცნაურად მიყურებდა. მერე კი კლიენტს შევხედე რომელიც ისევ იმ პოზაში იყო და მე მიყურებდა.
- თავს უვლით? - ვერ მივუხვდი შეკითხვას
- ვუვლი - უშინაარსოდ ვუპასუხე, ვერც კი მივხვდი რაიგულისხმა
- ძალიან კარგი, ეგ ნამდვილად გჭირდებოდათ - გამიღიმა, მე კი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა მხოლოდ და მხოლოდ ეს მომაფიქრდა
- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
- არა, ეს ყველაფერი საკმარისი იყო - ჩაიცინა და მაშინვე გასწორდა.
რა იყო საკმარისი? ეს ჩვენ საუბარზე თქვა? ან რანაირი ღიმილი აქვს...
ყურადღება აღარ მიმიქცევია, გავბრუნდი და თამარიც უკან მომყვა.
წამოსვლისას როცა გამოვიცვალე, თვალი მისკენ გამექცა, მაგრამ აღარ იჯდა მარტო, ამჯერად ჩვენი მენეჯერი ეჯდა წინ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.

* * *
სახლში მისვლისას კარები ხმაურიანად მივაჯახუნე. მივხვდი ვაჟბატონი მობრძანებული რომ იყო სახლში რადგანაც ალკოჰოლის სუნი მაშინვე მომხვდა ცხვირში, ამიტომაც პირდაპირ საძინებელში შევედი.
- იკადრე მოს… - ხმა ვეღარ ამოვიღე
- მოხვედი ევა? - სამზარეულოდან თორნიკეს ხმა შემომესმა, მეკი ისევ თვალებ გაფართოვებული ვუყურებდი ჩემს/ჩვენს საწოლზე მძნარე ლიკას!
- ამას აქ რაუნდა? - შევყვირეე
- ცოტა დაბალხმაზე, გაიღვიძებს
- გაიღვიძებს? ახლა ამას ვუფრთხილდე გაიღვიძებს თუ არა? ამას აქ რაუნდა-მეთქი თორნიკე?
- დაწყნარდი, ნუ პანიკობ არაფერი არხდება. დღეს ჩამოვიდა ნიკასთან ერთად ბათუმში, იქ იყო ჩვენთან და ცოტა გამოთვრა, ფეხზე ვერ დგებოდა და სახლში წამოვიყვანე
- ააააა სახლში წამოიყვანეე?
- ხო სახლში წამოვიყვანე და ლოგინში ჩავაწვინე მეტი არაფერი არყოფილა
- აჰაა, პრინციპში ხო მეტი რაღა უნდა ყოფილიყო, მთავარია სახლში წამოიყვანე და ლოგინში ჩაიწვინე - სამწრის ირონია დამთამაშებდა ხმაში.
- ევა არგინდა რა, მოდი მიუწექი გვერდით, დაღლილი ხარ გეტყობა, სახეზე სულ წაშლილიხარ - მკლავში ხელი მომკიდა და ჩემი საწოლისკენ წაყვანა სცადა
- ხელი გამიშვი - წამოვიყვირე
- ნუყვირიხარ! გაიღვიძებსთქო!
- შენ ბიჭო ში.გ ხო არგაქ, სულ ფეხებზე არ ვაფშე გაიღვიძებს თუ არგაიღვიძებს. სახლში მოვდივარ, დაღლილი მინდა დასვენება, დაძინება, ჩემი შეყვარებულის გვერდით მშვიდად ყოფნა და ამ დროს რამხვდება სახლში, ჩემს საწოლში! ვიღაც ბო.ზანდარა წევს რომელიც ჩემს შეყვარებულზე სიგიჟემდეა შეყვარებული და შენ მეუბნები რომ ავდგე, გვერდით მივუწვე და ასე დავისვენო?!!
- სისულეელებს ნუ ლაპარაკობ ევა, რა შეყვარებული რის შეყვარებული, მეგობრებივართ ჩვენ და რაარის იმაში ცუდი რომ მეგობარი სახლში მოვიყვანე
- შენ ბიჭო თავი რამეს ხოარმიარტყი, სამსახურიდან მოსულს კაცი რომ დამეხვედრებია საწოლში რას იფიქრებდი ერთი მითხარი! მითუმეტეს მთვრალი! დამიჯერებდი თორნიკე ან საერთოდ მომისმენდი?!!
- ევააა - ამოიხვენშა და თავზე გაისვა ხელი
- არანაირი ევა! ახლა მე გავალ, ცოტას გავისეირნებ, სანაპიროზე გავივლი და ეს - საწოლისკენ გავიშირე ხელი - ეს ბო.ზანდარა აქ აღარდამხვდეს
უაკნმოუხედავად გაავარდი სახლიდან, ისე რომ მისი პასუხიც არ მომისმენია.
ამჯერადაც ისევ გიჟივით ჩავირბინე კიბეები და გარეთ გასულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მობილური ამოვიღე და ნაუშნიკები გავიკეთე, მერე კი ქუჩას გავუყევი.

* * *
ყურსასმენები მეკეთა მაგრამ მაინც იმ საზიზღარ გოგოზე მეფიქრებოდა. იქნებადა მართლა არაფერი ყოფილა, მართლა მაგრად დათვრა და ამიტომაც წამოიყვანა სახლში. არა არა. საშინელებაა ასეთ რამეებზე ფიქრი. რადგანაც მაინც ვერაფრით ამართლებ საყვარელ ადამიანს. რატომ მოიქცა ასე თორნიკე, რატომ მოათრია სახლში, ხომ იცოდა რომ ვიეჭვიანებდი, გავბრაზდებოდით და ამყველაფერს ჩვენი ჩხუბი მოჰყვებოდა. საერთოდ რას ჭირდა ამ ბიჭს აღარაფერს აღარ უფიქრდებოდა რასაც აკეთებდა.
უცებ ჩემს ფიქრებში მყოფს, მანქანის ფანრების შუქი მკაფიოდ ვიგრძენი და ინსტიქტურად მივიხედე გვერდით. მანქანა პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა, სისწრაფეც მგონი კარგად ჰქონდა აკრეფილი. დავიბენი, შემეშინდა, გამოგიტყდებით მეგონა იქვე დავასრულებდი სიცოცხლე რომ უცებ მკლავში ვიღაცის ისეთი ძლიერი ხელი ვიგრძენი, რომ ლამის მკლავი მომტეხა.

გულამოსკვილი ვქოშინებდი, ზემოდან ვიღაცის სხეულს ვაწექი, თავდახრილი და ჯერ კიდევ შოკში ვიყავი, მაგრამ ხომ იცით შოკზე შოკს რომ იმატებთ მერე რაც ხდება, მეც ასე დამემართა როცა ჩემს მშველელს შევხედე და ის ბიჭი დავინახე, რესტორანში რომ მელაპარაკებოდა.
- გეტყობა კომფორტულად ხარ გადასვლა რომ აღარ გინდა, მაგრამ კენჭებიან მიწაზე ვგდივარ შენ კი ზემოდან მაწევხარ - ხელები ჩემგან შორს ჰქონდა მე კი ისევ შეშინებული მისზემოდან ვიყავი მოქცეული
- აა ახლავე - უცებ ავფართხალდი და ფეხზე წამოვდექი. ხელები დავიფერთხე და დაფხაჭნილ ფეხებს დავხედე.
- თურქეთში ჯარიმაა ყურსასმენებით, ქუჩაში მსგავს ადგილას მოძრაობაზე, ვფიქრობ მსგავსი წესები აქაც რომიყოს არიქნებოდა დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ურიგო. - ყოვლისმთქმელი თვალებით გადმომხედა
- უკაცრავად, მაგრამ მე არ მითხოვია შენთვის გადარჩენა, ასე რომ სულტყუილად ნუ მეწუწუნები - ძირს დავარდნილი ყურსასმენი ავიღე.
- აქაურ გოგონებს საოცარი მადლიერების გამოხატვის უნარი გაქვთ
- ეს ხუმრობად უნდა მივიღო? - ცინიზმით ვუთხარი. ისე მართლა რას ვერჩოდი თვითონაც არვიცოდი.
- როგორც გინდა ისე მიიღე, ახლა კი მითხარი რაიტკინე? - მომიახლოვდა და კარგად შემათვალიერა.
- არაფერი, ფეხი გამეკაწრა ცოტათი
- ეს ცოტათი გაკაწრულს არ ჰგავს, წამომყევი ინფექცია არ შეგეყაროს - მაჯაზე დაუკითხავად მომკიდა ხელი და ჩემი სადღაც წაყვანა დააპირა.
ხმა არ ამომიღია მთელი გზა, რეალურად ბევრი არც გვივლია მალევე მივედით ერთ-ერთ აფთიაქთან მითხრა რომ გარეთ დავლოდებოდი, მეც იქვე ჩამოვჯექი და დაველოდე. მალევე გამოვიდა რაღაც პაკეტით ხელში.
- ფეხი ასწიე - ზემოდან დამხედა. მე კი გამეცინა ჩემს ბინძუი გონებაზე და ამ სიცილითვე გავყიდე საკუთარი თავი.
- ბავშვოო! - მკაცრი ტონით მითხრა და თავადვე ამაწევინე ფეხი, მერე კი პაკეტიდან ამოალაგა ბამბა, სპირტი და კიდევ რაღაცეები.
- სხვათაშორის ბავშვი არვარ! - სიჩუმის დარღვევა გადავწყვიტე. უცნაური შეგრძნება მქონდა. თითქოს მასთან ერთად გატარებული დროის არც ერთი წამის დაკარგვა არმინდოდა.
- აბა რახარ? ახალგაზრდა თინეიჯერი? რამდენიწლისხარ, თვრამეტის, ცხრამეტის თუ ოცის? - ისე უდარდელად თქვა ჩემსკენ არცგამოუხედავს, მთელი ყურადღება ჩემს ჭრილობაზე ჰქონდა გადატანილი.
- ოცდახუთის ვარ და მტკივა ცოტა ფრთხილად - წამოვიკვნესე.
- ბოდიში, ვცდილობ არგატკინო. - შემომხედა და ისევ ჭრილობას შეუბრუნდა. ამჯერად სულს უბერავდა და ისე ძალიანაც აღარ მტკიოდა.
მობილურს დავხედე, თორნიკე მირეკავდა, ჩემს მშველელს კი ერთხელაც არ ამოუწევია თავი, ისევ ჭრილობას ამოუშავებდა. მობილური გავუთიშე და გვერდით გადავდე. ისევ დარეკე მე კი ისევ გავთიშე, საბოლოოდ კი მთლიანად გამორთვას ვაპირებდი მისი ხმა რომ გავიგე
- უპასუხე,უკვე გვიანია ამდრომდე რომ არმიხვალ სახლში, მითუმეტეს რომ არც მობილურს უპასუხებ ინერვიულებენ - ბინტი შემომახვია ფეხზე, მერე კი ჩემი ფეხი ისევ ქვემოთ ჩამომიწია. დავუჯერე და ვუპასუხე მაისაშვილის ზარს.
- გისმენ
- ევა სად ხარ, რატომ მითიშავ, დაბრუნდი სახლში ლიკა სასტუმროში მივიყვანე
- სად სასტუმროში? - ბრაზი ყელში მაწვებოდა, დაერეკა ნიკასთვის და იმას წაეთრია
- რამნიშვნელობააქვს, სახლში აღარ არის, გთხოვ დაბრუნდი - მუდარასავით ჟღერდა მისი სიტყვები.
- კარგი, მოვალ - ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე
- სად ცხოვრობ, მე მიგიყვან - სურვილი გამოთქვა მაშინვე
- არარის საჭირო, თვითონვე მივალ, ძალიან შორს არ ვცხოვრობ - ფეხზე წამოვდექი
- რამნიშვნელობააქვს სად ცხოვრობ. ფეხი ახლახანს შეგიხვიე, არმიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება, მომეცი უფლება ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და დაგეხმარო. - გამჭოლი მზერით გამომხედა და ბამბები გვერდით, ურნაში ჩაყარა. თქვენ წარმოიდგინეთ და მოვიხიბლე მისი ჯელტმენობით. უარი არმითქვა, არც შევწინააღმდეგებივარ, სახლში წასვლა ფეხით მართლა მეზარებოდა თანაც დაღლილივიყავი. თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.
- აქეთ წამოდი მანქანას გამოვიყვან - თქვა და სასტუმროს პარკინგზე შევიდა.
ასეც ვიცოდი, ამ სასტუმროში რომ ცხოვრობდა.
მის უკან მივდიოდი დავინახე როგორ ამოიღო ჯიბიდან მანქანის გასაღები, ღილაკს დააჭირა და მაშინვე აციმციმდა შავიფერის ჯიპი.
სხვათაშორის ნაცნობი მანქანა იყო… მისკენ გავიხედე უცნაურად მიდოდა, უფროსწოორად რაღაც განსხვავებული სიარულის მანერა ჰქონდა, რაც… ჯანდაბა!... კარგად მახსენებდა სადაც მყავდა ნანახი!
ის იყო, მაშინ თბილისში გაჩერებასთან ჩემთან ერთად რომ იდგა…
დაგროვილი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლააპე და ნაბიჯებს უფრო ავუჩქარე. მან მძღოლის გვერდითა კარი ზრდილობიანად გამიღო და თვალებით შუქზე კარგად ამათვალიერა. ოდნავ გავუღიმე მადლობის ნიშნად და მანქანაში დავაპირე დაჯდომა, მაგრამ გავჩერდი. ჯანდაბას, იყოს როგორც არის.
- იცი… მე შენ აქამდეც მყავდი ნანახი - ტუჩის შიდა ნაწილში შეუმჩნევლად ვიკბინე
- ესეიგი გაგახსენდი? - კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
- გამახსენდი? შენც დამინახე იმდღეს გაჩერებასთან?! - გამეცინა
- გაჩერებასთან? - მისი ღიმილი მაშინვე ჩაანაცვლა გაკვირვებამ - არა გაჩერებასთან არა - თავი გააქნია
- აბა?!
- კაფეში… თბილისის ერთ პატარა კაფეში გონება რომ დაკარგე აი მაშინ. ფერი არგედო სახეზე უცებ წაიქეცი და დაგიჭირე, ერთადერთი შენი საავადმყოფოში მიყვანა მოვახერხე რადგანაც ერთი საათი მქონდა დარჩენილი აეროპორტში მისასვლელად. გეფიცები, რომ მცოდნოდა რაიმე სერიოზული გჭირდა დავრჩებოდი და შენს გაღვიძებამდე ფეხს არგავადგამდი არსად, მაგრამ ექიმა რომ მითხრა გადაღლილობის ბრალიაო, ამმას, ხომ იცი მევერაფერს ვუშველიდი, ამიტომაც შენს მეგობარს ჩავაბარე შენი თავი, მე კი წამოვედი. დღეს კი როცა რესტორანში დაგინახე სასიამოვნოდ გავოგნდი, მივხვდი რომ ვერ მიცანი, ამიტომაც ჩაგინამიოკე ,,თავს უვლითქო?” - გაეცინა
- აი თურმე რატომ, მეკიდევ მიკვირდა რატომ მისმევს ამ კითხვებსთქო - ორივეს გაგვეცინა - და... შენ, სად მოდიოდი? - ზედმეტად ფრთხილად ვკითხე, რადგანაც კიდევ გამახსენდა რაღაც, ეგ ამბავი ანდრის წასვლის მერე მოხდა, ანდრიასთან კი მაგდროს…
- ლონდონში მივფრინავდი - წამსვე მიპასუხა
- რა?...
- ხო, რამოხდა? - ჩემს გაოგნებული სახეზე გაუკვირდა
- რაგქვია?
- დემნა
- დემნა შენ?! - ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი - შენ ანდრია ახვლედიანს იცნობ?
სახე დაუსერიოზულდა
- შენ საიდან იცნობ ჩემ მეგობარს? - სერიოზული სახით მკითხა
- ჩვენ ერთად ვმუშაობდით კაფეში, თანაც მეგობრები ვართ
- მოიცა… ის გოგოხარ, ლიზაა თუ მეორე?
გამეცინა
- არა მე ევა ვარ
- აჰაა ხო, ევაა - ისევ გამჭოლი მზერით გადმომხედა და თავი გვერდით გაატრიალა. აღარაფერი უთქვამს უერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ისეთი სახე ჰქონდა დემნას გეგონებოდათ რაღაცაზე ფიქრობდაო. მისკენ აღარ გამიხედავს ფეხი მანქანაში შევდგი და სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი.
- სად ცხოვრობ? - მკითხა როცა მანქანაში თვითონაც მოკალათდა
- ზუსტი მისამართი არ ვიცი, გზას გასწავლი უბრალოდ
- გასაგებია - ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა.
უნდა ვაღიაროთ მუსიკებში გემოვნება აშკარად ჰქონია. ერთი სიმღერა ჩართო, მომეწონა, მაგრამ აქამდე არ მქონდა მონასმენი
- ამ სიმღერას რაქვია? - ვკითხე ჩემს გვერდით მჯდომს
- Lost In Love
- კარგი სიმღერაა
- ახალია…
- Lost in love
I found you, we found us
Lost in love, lost in love
Lost in love
I found you, we found us
Lost in love, lost in love
მისამღერი წავიღიღინე, მერე კი დემნას მზერას გავაყოლე თვალი.
- ადვილად ეჩვევი როგორც ჩანს - გამიღიმა
- არიყო რთული დასამახსოვრებელი - ჩავილაპარაკე და მინა ჩამოვწიე.
აღარაფერი უთქვამს, მთელი გზა ხმა არც ერთ ამოგვიღია, უცნაური შეგრძნება მქონდა, მეგონა ყოველ წამს მემიყურებდა, მაგრამ რამდენჯერაც გავხედე სულაც არიყო მისი სახე ჩემსკენ მომართული.
მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა.
- აქ ვცხოვრობ - სადარბაზოსკენ თვალებით ვანიშნე
- გასაგებია - ჩაილაპარაკა და კორპუსისკენ გაიხედა
მანქანის კარი გავაღე და როგორც კი გადასვლა დავპირე დემნამ მკითხა
- ევა, როგორც ვიცი წერ ხომ?... ანდრიამ მითხრა ადრე - დაეჭვებული მზერით გადმომხედა.
- აჰ… კი ვწერ - ვუპასუხე და გონებაში უკვე წარმოდგენილი მქონდა როგორ ვუთხრიდი ახვლედიანს საფლავს, ენას რომ ვერ აჩერებდა.
- გამოცემაზე რატომ არფიქრობ?
- იმდენად კარგი არ არის რომ გამოვცე, თანაც ეს უბრალოდ ჩემი ნაჯღაბნებია დიდი არაფერია. - უცებ მივაყარე
- შეგიძლია რომ გამომიგზავნო იმეილზე, მაინტერესებს როგორია შენი თვალით დანახული ნაჟღაბნები - ირონიულად მითხრა და ჯიბიდან მობილური ამოიღო.
- შენი ნომერი მითხარი და მოგვიანებით ჩემს იმეილს მოგწერ - არშევწინააღმდეგებივარ, ვაღიარებ გულის ღრმა კუნჭულში მიხაროდა კიდეც ვიღაც ისევ რომ ნახავდა ჩემს ნაწერებს, მახსოვს როგორ მინდოდა სამყაროსთვის მათი გაზიარება…
დემნას ჩემი ნომერი მივეცი, კი მინდოდა მეკითხა ,,ნომერი რომ არგამომართვა და პირდაპირ შენი მეილი რომ მითხრა არათქო?” მაგრამ არაფერი ვუთხარი, ერთით მეტი ნომერი არაფერს დააკლებდა ჩემს მობილურს.
- მადლობა დახმარებისთვის - გადასვლისას შემოვბრუნდი და ჩამოწეული მინიდან შევსძახე
- არაფრის, შემდეგში უფრო ყურადღებით იყავი, ყოველთვის არგეყოლები გვერდით - ხელი ამიწია და მანქანა დაძრა მერე კი ისიც სხვა მანქანებს შეუერთდა.
- მართლა არიქნები? - ჯერ ისევ მანქანას მიშტერებულმა ჩავილაპარაკე. მერე გამოვერკვიე, ამსამყაროში დავბრუნდი, თავი გავქნიე და სახლისკენ წავედი.

* * *
საწოლში ორივენი ზურგშექცევით ვიწექით, როგორ არმიყვარდა ეს მომენტი, მაგრამ დაკვირვებული ვიყავი, ამბოლოდროს ასე ხშირად ვიქცეოდით.
- ფეხზე რამოგივიდა? - მისი ხმა გაისმა ჩაბნელებულ ოთახში
- წავიქეცი, ისეთი არაფერია - გამწყდარი ხმით ჩავილაპარაკე.
- მაპატიე, ურალოდ იქ ვერდავტოვებდი, ექვს გალეწილ ბიჭში ერთ არანაკლებ გალეწილ გოგოს ვერ დავტოვებდი. არვიცი რაიცი ჩემსა და ლიკას შესახებ მაგრამ ჩვენ მეგობრებივართ, ჩვენი ოჯახები დიდიხანია ერთმანეთს იცნობენ, ბავშობიდან ერთად ვიზრდებოდით, კი, არიყო ისე განწყობილი ჩემს მიმართ როგორც მე მაგრამ, მართლა არაფერი მომხდარა ჩვენს შორის.
- მას შენ უყვარხარ, თანაც ძალიან! - აწყლიანებული თვალებით ვუთხარი, რომელსაც ვერავინ შეამჩნევდა და მაშინვე ჩემი და მისი საუბარი გამახსენდა, კლუბის ტუალეტში.
- ვიცი!
- ისიც ხომ იცოდი საწოლში რომ დავინახავდი, ვიჩხუბებდით
- ვიცოდი
- მაგრამ მაინც გააკეთე ეს
- ხო, რადგანაც ვთქვი უკვე, რომ იქ ვერდავტოვებდი - ჩუმად ლაპარაკობდა მაგრამ გეგონებოდათ ღრიალებდაო.
ზოგჯერ როგორ მიყვარდა სიჩუმე მაგრამ როცა მისგვერდით ვიყავი და ჩვენორს შორის მსგავსი სიჩუმე ისადგურებდა, ყველა და ყველაფერი მეზიზრებოდა იმ წამს. ალბათ რამოდენიმე წუთი გავიდა, როგორ მინდოდა ისევ ისე მელაპარაკა გათენებამდე მასთან როგორც ადრე, მომეყოლა ჩემი დღევანდელი დღე, რა მომეწონა რა არ მომეწონა. მაგრამ ეს დრო უკვე რახანია გასულიიყო. წყალდაგუბებულ თვალებში მოქცეულ სითხეს მთელი ძალით ვიკავებდი.
- თორნიკე, აღარ გიყვარვარ? - ჩავილაპარაკე და მის პასუხს დაველოდე.
არსაიდან ხმა არმოდიოდა… ამჯერად ვეღარ შევიკავე თავი და ცრემლებმა თავისით გაიკვალა გზა ჩემს სახეზე. უკან გადავბრუნდი და ზემოდან დავხედე მაისაშვილს. მშვიდად ფშინავდა, გრძელი მოზრდილითმა შუბლზე ჰქონდაჩამოყრილი და დახუჭულ თვალებს უფარავდა. ხელი მისი თმებისკენ წავიღე და ნაზად გადავუწიე უკან, მერე შუბლზე ნაზად ვაკოცე და აკანკალებული თითები მის სახეს ჩამოვაყოლე.
- მერამდენე უპასუხო ღამე - ჩუმად ჩავილუღლუღე და ისევ ზურგ შექცევით დავწექი.

* * *
ანდრიას გუშინდელ ამბებს ვუყვებოდი, ისკიდევ მუცლის ატკიებამდე ხარხარებდა, ღმერთო როგორ მომენატრა ნეტა ახლა აქ იყოს.
- რას არ წარმოვიდგენდი, მაგრამ თქვენს მანდ შეხვედრაას? - იცინოდა - ვერა ვერა…
- ნუ დაგიღია ეგ პირი, გაჩუმდი უკვე - შევუღრინე
- რაიყო დღეს რახასიათზე ხარ?
- ჩვეულებრივ ხასიათზე ვარ
- რომ არ გეტყობა?
- რომ გაჩუმდე? - ცინიზმით ვუთხარი
- მაშინ რაღატომ დამირეკე?
- შენთან ლაპარაკი მინდოდა თან ახალ ამბებს მოვუყვებითქო.
- არადა ამდილას ველაპარაკე მატაბელს, არაფერი უთქვამს
- ვის?
- მატაბელს, ანუ, დემნას გვარი მატაბელია
- აააჰ - დემნა მატაბელი. რაუცნაური გვარია პირველად გავიგე
- იცი შენთვის სიურპრიზი მაქვს… - თვალები დააწვრილა
- სიურპრიზები ნამდვილად არმაკლია ანდრია - გულმოსულმა წავიდუდრუნე
- ადამიანო რაგჭირს შენ, რახდება მითხარი. მანდ შენმა ქერათმიანმა რაიმე ხომ არ მიქა.რა? - სახე დაასერიოზულა მაშინვე
ღრმად ამოვისუნთქე, მარტო ამდენ ფიქრებში და ეჭვებში გავგიჟდებოდი, ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა ანდრიასთვის,, თანაც თვითონაც ხომ ბიჭი იყო რამეს მირჩევდა, იქნებადა მე ვერ ვაკეთებდი რაიმეს სწორად.
ანდრიას ყველაფერი მოვუყევი, გასუსული მისმენდა, შიგადა-შიგ ამოიხვნეშებდა ხოლმე და თვალებს მოისრისავდა თითებით. საუბრისას კარებზე კაკუნის ხმა გავიგონე, მივხდი თორნიკე იქნებოდა, კი გავაღე და დიდი თაიგულით ხელში რომ დავინახე გამიკვირდა.
- ეს გუშინდელის ბოდიშია - ლამაზ თაიგულს ზემოდან დახედა
- გგონია გუშინდელ საქციელს ასე გამოასწორებ? - ვკითხე მაისაშვილს და ხელები ერთმანეთზე გადავიჯვარედინე(ანდრიამ მიხვდა და მობილურის გათიშვა დამასწრო)
- იქნებ ცოტათი მაინც გამოვასწორო და დანარჩენი მერე ჩვენით… - სახლში შემოვიდა და მკერდზე მიმიხუტა, მერე კი კოცნა დააპირა, მაგრამ თავი უკან გავწიე.
- სამსახურში მაგვიანდება, არმაქვს ამის დრო - ყვავილები გამოვართვი და ოთახში შევედი.
მაისაშვილი ჯიბეებ ხელჩაწყობილი შემოვიდა ოთახში, ირგვლივ მოავლო ყველაფერს თვალი, მერე ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას ბოლოს კი ვეღარ მოვითმინე და გავხედე
- ასე რატომმიყურებ?
- ისე უბრალოდ - ჩაილაპრაკა და აივანზე გავიდა, სიგარეტი მოწია და ისევ შიგნით შემოვიდა.
- დღეს სავახშმოდ წავიდეთ სადმე გინდა?
- წავდეთ
ყოველთვის ასე იყო, იგრძნობდა თუ არა ჩემგან უყურადღებობას მაშინვე იწყებდა ამის გამოსწორებას. სახლიდან გავედი და სამსახურში მივედი.

დილიდან სავსე იყო აქაურობა, ჩვენი მენეჯერი თავის ოთახიდან არგამოდიოდა, თამარი კი მთელი დღის მანძილზე მასზე მეჭორავებოდა. შესვენებისას გვერდით შეფი მოგვიჯდა, აი ის თამარმა რომ მითხრა თავი შორს დაიჭირეო.
- კარგად ასრულებ მოვალეობებს, მაგრამ კლიენტებთან ბევრს ლაპრაკობ - რაღაც ამპარტავნულად მითხრა. რაჯანდაბა უნდოდა ნეტავ? სანამ მისკენ გავიხედავდი და ლამაზად წავკბენდი მანამ თამარის გაფართოვებულ თვალებს მოვკარი თვალი არაფერი უპასუხოო რომმეუბნებოდა.
ყველანაირად შევიკავე თავი, რადგანც სამსახურის დაკარგვა ნამდვილად არაფერშ მაწყობდა. ხმა არამოგვიღია საჭმელი ვჭამეთ და ჩვენს საქმეს დავუბრუნდით.
- რას შეუკვეთავთ? - ვკითხე ბატონ მატაბელს
- რაიმე ტკბილს
- მაინც რას?
- არვიცი, შენს გემოვნებას მივენდობი - მარჯვენა ხელს ჩამოაყრდნო სახე და გიშრის თვალებით შემომხედა
- გემოვნებით არვიცი, მაგრამ ახლა ლიმნის ჩიზქეიქი შევჭამდი და ალბათ თქვენც ამას გირჩევდით
- ,,გირჩევდით?” მეგონა თქვენობითით საუბარი წუხელ დავასრულეთ - ჩაიფხუკუნა
- სამსახურში ვართ, ეს ნუ გავიწყდებათ და აქ მე თქვენ გემსახურებით - გავუღიმე და ირგვლივ მომავლე დარბაზს თვალი
- მიდი… კიდევ გამიღიმე, ოღონდ სხვაგან აღარ გაიხედო, მე მიყურე - წელში გასწორდა და სკამის ზურგს მიეყრდნო.
ღიმილის რა მოგახსენოთ, მაგრამ მის ამსიტყვებზე გამეცინა.
- არამგონია საჭირო იყოს
- ნუ გავიწყდება, რომ ყველა მიმტანს პირველ რიგში მისი ღიმილისგამო უხდიან ფულს, მერე კი საქმეე
- ბევრი გცოდნიათ, მენეჯმეტში ერკვევით?
-კი, ვერკვევი, ეს ჩემს პროფესიას სჭირდება და თან დედაჩემი ამ რესტორნის მენეჯერია.
აი ისევ… ეს ბიჭი და მისი საიდუმლოები მე ჭკუიდან გადამიყავნს.
- ესიგი, აქ დედაშენისგამო ჩამოდიხარ? - უნებურად ვკითხე, თანაც ,,თქვენობითი” ფორმაც მალევე დამავიწყდა.
- ასეა. ვხედავ უკვე გიჭორავებიათ შენ და ანდრიას - თითები მაგიდაზე დააწყო და ისე აათამაშა გეგონებოდათ როალზე უკრავდაო. უნებურად ღრმად ამოვისუნთქე და ამღვრეული თვალებით გავხედე. ყელში რაღაცამ მომიჭირა ხელი, ზურგს უკან კი საშინლად წამომახურა და ცოტაღა მაკლდა იქვე, არ გამეხადა ეს საროჩკა. დემნამ დარწმუნებილი ვარ, შენიშნა ეს. წარმოდგენა არ მქონდა რასაკეთებდა მისი შავი თვალებით, მგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მაჰიპნოზებდაო.
- მე წავალ, მოვიტან ჩიზქეიქი. კიდევ რაიმეს მიირთმევთ? - ვკითხე და კალამი ამოვიღე წინსაფრისჯიბიდან.
- მხოლოდ კაპუჩინოს დავამატებ და ჩიზქეიქის ორი ნაჭერი თუ შეიძლება, ოღონდ მეორე მე არმომიტანო, შენ ჭამე შესვენებაზე - მითხრა და მობილურში რაღაცის წერა დაიწყო.
თავი დავუქნიე და შეკვეთა შევიტანე. მერე საპირფარეშოში გავედი და საროჩკის ღილები შევიხსენი, სულ ოფლიანი ვიყავი. ცივი წყლით სახე დავიბანე, ღილები ისევ შევიკარი ოღონდ ერთიცალი მაინც დავტოვე შეხსნილი, რადგანაც ისევ მომიწევდა მის მაგიდასთან მისვლა, მე კი ყოველიშემთხვევისთვის დავიზღვიე თავი. რავიცოდი კიდევ რადამემართებოდა.

* * *
ჩემი სმენა როგორც კი დასრულდა მაშინვე თორნიკეს დავურეკე. მითხრა რომ სახლში მელოდებოდა, მეც ავდექი და სახლისკენ წავედით. კლუბში გადავწყვიტეთ გართობა, დიდად არმესიამოვნა ეს ფაქტი მაგრამ მთავარიიყო მის გვერდით ვიქნებოდი. თანაც მაისაშვილს დიდად არ უყვარდა ჩემი მეგობრებში ტარება.
იქ ჩასაცმელი ტანსაცმელი არ მქონია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემი კაბებიდან ავარჩიე ერთი თხელი ბრეტელებიანი სარაფანი ტანზე მომდგარი იყო და ქვემოთ ოდნავ ჩახსნილი იშლებოდა.
სადღაც თხუთმეტ წუთში მივედით კლუბში. ბათუმი თბილისზე პატარა იყო.
- ოჰჰ ჩვენი ევაც მოსულა - ხელგაშლილი შემომეგება ნიკა
- გეტყობა ძალიან მოგენატრე - ცინიზმით ვუთხარი
- განსაკუთრებით ჩვენი დიალოგები მომენატრა - ნეტარი სახე მიიღო და გადაიხარხარა
არმოგაკლებ ხვედელიძე არაა, გულში გავიფიქრე.

ყველა ცეკვავდა და ერთობოდა, მევერაფერით ვერ მოვედი ხასიათზე თვითონაც ვერ მივხვდი რამჭირდა, თორნიკესკენ გავიხედე ბიჭებს ელაპარაკებოდა რაღაცაზე, ნიკა ჩემს წინ იჯდა და შუბლს ისრისავდა, რახანია ასე ზის, ნეტა რასჭირს?!
- რამოგივიდა? - ვკითხე
- ბიჭებს დაუძახე - ამოლაპარაკა და დავინახე როგორ გადმოუვიდა პირიდან თეთრი ქაფი. ჯანდაბა ამას კიდევ ვეერ შეეშა?
მაშინვე თორნიკესკენ წავედი, როგორც კი სიტუაცია ვუთხარი ყველანი გიჟებივით წამოხტნენ და ნიკასთან მივიდნენ, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ ვერგავიგე წესიერად. ერთადერთი ის იყო რომ თორნიკე ჩემთან მოვიდა და მითხრა
- მისმინე ევა, ნიკა აქედან ისე უნდა გავიყვანოთ ვერავინ რომ ვერაფერს მოიხვდეს, გთხოვ არგეწყინოს უბრალოდ შენც ხომ ხვდები რახდება აქ
- კაი ხო, ახლა ამაზე ნუვულაპარაკეთ ცუდად არგახდეს გაიყვანე - ვუთხარი.
ნიკა არმეხატებოდა გულზე მაგრამ არცისე მძულდა სასიკვდილოდ რომ გამემეტებინა. მაისაშვილმა ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და ბიჭებთან ერთად დაიკარგა ხალხში.
სახლში წასვლა დავაპირე მაგრამ ჯერ ერთი ჭიქაც არმქონდა დანალევი, ვიფიქრე რაიმეს დავლევ და მერე წავალ თქო, ბარმენთან მივედი და სასმელი შევუკვეთე, მე სხვებივით არვარ ერთი ჭიქაზე რომ ცლიან სასმელს, ამიტომაც ნახევარი ჭიქა ჩავცალე მხოლოდ.
- ვერწარმოვიდგენდი შენნაირი გოგო კლუბებში თუ ივლიდა - ნაცნობი ხმა მომესმა უკნიდან. ვერგეტყვით დიდად მესიამოვნათქო. უკან გავიხედე და ჩვენი შეფი ჯანო დავინახე.
- ცოტახნითვარ, უკვე წასვლას ვაპირებდი
- გასაგებია… - ბარმენს ხელი დაუქნია და ერთიჭიქა ტეკილაო უთხრა - ისე ევა, ქართველი არხარ ხო?
- ქართველივარ რატომ მეკითხები?
- არგავხარ მთლადქართველს - გაეცინა
- ვითომ რატომ?
- ასე ნუ მელაპარაკები - კბილებში გამოსცრა და ერთი მოსმით ჩაცალა ტეკილა
- კარგი - კბილები გავაკრაჭუნე და სასმელს მივუბრინდი. როგორი უჟმურიიყოო.
- მოდი ერთიც დალიე - მითხრა და ჭიქა გამომიწოდა
- არმინდა, არმიყვარს ტეკილა - არმიყვარს? ვაფშე თუ გაქ გასინჯული ევა? იცინოდა ჩემი მეორე მე
- მაშინ რაიმე სხვა - თქვა და ბარმენს დაუძახა.
- კაი, იყოს ტეკილას დავლევ - ვუთხარი და ჭიქა ავიღე.
ორი ყლუპი და უკვე დაცლილი მქონდა ჭიქა. მადლობა გადავუხადე ჯანოს და ფეხზე წამოვდექი. როგორ ვერვიტანდი ელექტრონულ მუსიკებს, მაგრამ ახლა დიდისიამოვნებით ვიცეკვებდი. dance floor - ს შევუერთი და ცეკვის მაგივრად დებილივით ხალხის თვალიერება დავიწყე, კი არცეკვავდნენ ხტუნაობდნენ. აღარც ცეკვა მინდოდა და აღარაფერი უკან გამოვბრუნდი. მაგრამ თავბრუს ხვევა ვიგრძენი და იქვე პუფში ჩავჯექი. თითები თმებში შევიცურე და ცოტახანი ასე ვიჯექი სანამ თავი მაღლა არავწიე და ჩემს გვედით მჯდომი ქალი არშევამჩნიე რომელიც ვიღაც კაცს კალთაში ეჯდა და მგრძნებარე ს*ექსით იყვნენ დაკავებულები. ფეხზე წამოვდექი რადგანაც გულის რევის შეგრძნება ძალიან მომაწვა. საპირფარეშოს დავუწყე ძებნა და მალევე ვიპოვე, ყველა ადგილი დაკავებული იყო, არადა უკვე მხოლოდ გული კი არ მერეოდა მუცელიც საშინლად მტკიოდა.
- თუშეიძლება მალე რა, ძალიან ცუდად ვარ - ამოვიკვნესე და ქვემოთ ჩავიკეცე
- გაა*ჯვი გვკ.იდია - ვიღაცამ შემომძახა და კაცის ოხვრა უფრო ხმამაღლა გაისმა.
ჩაკეცილს ყურები დამიგუბდა, წესიერად აღარაფერი მესმოდა. მაგრამ ჩემი ეჭვიანი ფიქრები თავს მაინც არ მანებებდნენ, დარწმუნებული ვიყავი ეს ასე მალე არდამემართებოდა.
უცებ ზურგზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი და თავი ძლივს-ძლიობით გავატრიალე. ის იყო ჯანო იყო. საშინლად ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- რაიყო ევა, თავს ცუდად ხომ არგრძნობ?
- გული მ-ე-რე-ვ…
- რასამბობ რატომ? რამე ხომ არდალიეე?
- ტე-კ-ი-ლ -ა არ უ-ნ დ
- ტეკილა არ უნდა დაგელია ხო? - გაეცინა - აე საყვარელო, არგასწავლეს რომ არავის მოწოდებული არუნდა დალიო, მითუმეტეს ასეთ ადგილას?
- წადი შენი - რაც შემეძლო ხმამაღლა დავიღრიალე და იმწამსვე ამერია გული. მაგრამ გამიხარდა რადგანაც ყველაფერი მას დავარწყიე ზემოდან.
- შენი დედა - წამოიყვირა და ფეხი მომიქნია. იქვე გავიშალე. ერთადერთი რაც მესმოდა მისი გინება იყო. ძლივს ძლიობით ამოვიღე მობილური ჩანთიდან, თვალებს ძლივს ვახელდი, კონტაქტებში შევედი და ანდრიას დავურეკე, ზარიც არგადიოდა გამორთული ჰქონდა. უკვე თვალებში მიბნელდებოდა ბოლოს ერთადერთი ანდრია გამახსენდა, რატომღაც დამავიწყდა აქ რომ აღარ იყო მაგრამ watsapp - ში შევედი და მას დავურეკე მისი ხმა გავიგონე და ,,ანდრია"წამოვისლუკუნე, მერე კი სულ ყველაფერი დაბნელდა

* * *
თეთრი ჭერი იყო პირველი რაც დავინახე, მერე თანდათან კონტურები გავარჩიე და პალატად აღვიქვი, ვეცადე გამეხსენებინა ბოლოს რამოხდა. მაგრამ ანდრიას ხმის გარდა არაფერი მახსენდებოდა. თავი ოდნავ წამოვწიე, გვერდით გავიხედე და ფანჯარაზე შემომჯდარი დემნა დავინახე, რომელიც როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული იჯდა და გარეთა ხედს უყუებდა.
- ამდენი ფიქრი ადამიანისთვის მავნებელია - ამილაპრაკე და ზემოთ ავიწიე.
- გაიღვიძეთ ქალბატონო? - მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა და მომიახლოვდა.
- ვერგეტყვი კარგად მეძნათქო
- კარგად ძილზე მანამ უნდა გეფიქრა სანამ კლუბში წახვიდოდი და ასე გამოგათრობდნენ
რათქმაუნდა იცოდა, აბა მას რაგამოეპარებოიდა.
- რავქნა, ხშირად ვერვითვალისწინებ ხოლმე მსგავს დარიგებებს.
- არაუშავს, გული მიგრძნობს ჩემს დარიგებას აუცილებლად გაითვალისწინებ
- ვეცდები - ამოვილაპარაკე და თხელი ნაჭერი რომელიც ზედ მეფარა გადავიძვრე, ძალიან ცხელოდა პალატაში - ჩემი მობილური შენ გაქვს?
- კი, მაგრამ არავის დაურეკია - ჯიბიდან მობილური ამოიღო და გამომიწოდა
გამოვართვი და ჩავრთე, მართლა არავის ჰქონდა დანარეკი.
- სახლში წაგიყვანო?
- ამჯერადაც ბოლომდე უნდა მიიყვანო დაწყებული საქმე და დამეხმარო?
- აბა ისე როგორ - გამიღიმა და ჩემი წამოყენება სცადა, თუმცა არცისე სუსტად ვგრძნობდი თავს. საბოლოოდ ჩემი ფეხით მივედი მის მანქანამდე.
ამ მანქანას ჰქონდა ასეთი აურა თუ ჩვენ ვიქცეოდით ასე ვერვხდებოდი მაგრამ მთელი გზა, ისევ არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. ბოლოს ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა
- იმეილზე რატომ არ გამომიგზავნე შენი ,,ნაჯღაბნი” ვერ ხვდები რომ ძლიან მაინტერესებს რას აღიქვამ ნაჯღაბნად? - სერიოზული ხმით მკითხა, მე კი გამეცინა.
- რვეულებში და ბლოკნოტებში მაქვს დაწერილი
- რა? ელექტრონული ვერსია არგაქ?
- არა, არმიყვარს ლეპტოპთან მუშაობა, ხელით ვწერ
- როგორი უცნაური ადამიანი ხარ…
- ვაუ, ამას მე მეუბნება ჩემზე უცნაური ადამიანი? - გადავიხარხარე
- მე ჩემი უცნაურობა მესმის მაინც და შენ თუ გესმის შენი?
- არა არმესმის - გულწრფელად ვუპასუხე და სახლისკენ გავიხედე, შუქი არენთო მესამე სართულზე ანუ სახლში ჯერ კიდევ არმოსულა.
- გინდა სახლში წასვლა? - მკითხა როცა ჩემი მზერას გააყოლა თვალი.
- არა, არმინდა, მაინც არავინ დამხვდება - აწყლიანებული თვალები შევიკავე და სავარძელს მივეყუდე.
- როგორც ვიცი მღერი
- მერე…
- მე არმომისმენია შენი ნამღერი - ალმაცერა თვალებით გამომხედა
- Lost in love
I found you, we found us
Lost in love, lost in love
Lost in love
I found you, we found us
Lost in love, lost in love
წავიმღერე
- ვხედავ ეგ სიმღერა ძალიან მოგწონებია
- კი ხშირად ვმღეროდი სახლში
- დიდიხანია შენ და შენი შეყვარებული ერთად ცხოვრობთ? - საჭეზე დაალაგა მკლავები და სახით დაეყრდნო
- რვათვეზე მეტია - ვთქვი და ქუჩისკენ გავიხედე - გინდა გითხრა პირველად შენზე რა შთაბეჭდილება დამრჩა?
- მთელი გულისყურით გისმენ
- ლექტორი მეგონე, წიგნების მოყვარული კაცი და თანაც დაოჯახებული - გამეცინა
- და რატომ გგონია რომ დაოჯახებული არვარ? - სერიოზული სახით მკითხა, მეკიდევ ღიმილი სახეზე მიმეყინა და ბრაზშეპარული ხმით ვკითხე
- შენ რა დაქორწინებული ხარ?
- შენ რა ამისგამო მიბრაზდები?
- რათქმაუნდა არა, მაგრამ რომც გიბრაზდებოდე, არ არის გასაბრაზებელი?
- და რატომ უნდა იყოს გასაბრაზებელი?
- რას ნიშნავს რატომ?
- ხო რატომ?
- იმიტომ რომ… - გავჩუმდი. რადგანაც ამ ენას რომ ავყოლოდი ღმერთმა იცის რას წამოაყრანტალებდა. - არაფერი დაივიწყე - თავი ისევ გვერდით გავატრიალე.
- არავინ არმყავს, უბრალოდ შენი გაბრაზება მომინდა
- მოგინდა? - ბრაზი ყელში მაწვებოდა
- დიახ მომინდა… - მშვიდად მელაპარაკებოდა და ამით უფრო მაცოფებდა
- რაგგონია, ასე თავს დამაკარგვინებ?
- გააჩნია რა მიზნით გინდა რომ დაგაკარგვინო - ირონიულად მითხრა და გამომწვევად მოავლო ჩემს შიშველ მხრებს თვალი.
- უზრდელი ხარ!
- უზრდელი თვითონ ხარ, ის სულაც არ მიგულისხმია რაც შენ… - ცინიზმით მითხრა - აბა ამისმერე კიდევ მე ვარ უზრდელი? - გაეცინა
- გაჩუმდი რაა - ხელი ავუქნიე და კარების გავაღე
- მოიცა - მკლავში მომკიდა ხელი
- რაიყო
- მართლა გაბრაზდი?
- შენ რა დამცინი?!!
- გეტყოდი, ხოთქო მაგრამ ვიცი გამექცევი
- მომშორდი - მართლა გაბრაზებულმა, ხელი უხეშად გავაშვებინე და მანქანიდან გადავედი. უკნიდან მესმოდა მისი ხმა მაგრამ არ გავბრუნებულვარ.
- გაჩერდი -სადარბაზოში შესულს, წელზე ვიგრძენი მისი ხელები.
დაჭიმული სხეული, მისმა ერთმა შეხებამ მომიდუნა, თანაც ისე, რომ ლამის იქვე ჩავიკეცე.
- ნუ გარბიხარ - ყურთან ახლოს ჩუმად მითხრა.
ღმერთო რა უცნაური განცდა მქონდა, ასე მეგონა ჩემს სხეულში რაღაცამ გაიარაო.
სიბნელეში ვიყავით, მხოლოდ მანქანების სიგნალის და ხალხის შრიალის ხმა ისმოდა. ვგრძნობდი როგორ მეკეცებოდა ფეხები და ერთადერთი რაზეც უნებურად… სულ უნებურად, მეფიქრებოდა, უკან შებრუნება და მის ბაგეებზე შეხება იყო (არადა მეგონა, მხოლოდ მაისაშვილს შეეძლო ჩემი გულის აჩქარება) ხელები ოდნავ მაღლა ავიწიე და ჩემს წელზე შემოხვეულ მის თითებს შევახე. საჩვენებელი თითით ნელნელა გავუყევი მაჯიდან და საბოლოოდ თითის ფრჩხილამდე ჩავედი. მის დაძარღვულ ხელებს რომ შევეხე ვიგრძენი როგორ გიჟივით მიედინებოდა მის ვენებში ადუღებული სისხლი. დემნა ჩემი შეხებით თითქოს უფრო გათამამდა... ხელები უფრო მჭიდროდ შემომიჭირა წელზე და თმაზე ცხვირით გამეთამაშა. მესიამოვნა... რა საშინლად და ამაზრზენად მესიამოვნა... თავი ოდნავ უკან გადავწიე რომ მიმხვდარიყო, კიდევ მინდოდა, მანაც არდააყოვნა და ისევ იგივე გააკეთე, მივხვდი მასაც ესიამოვნა რადგანაც ისიც ჩემსავით გაინაბა. აწყლიანებული თვალებიდან ცრემლი წამსკდა და მატაბელის სახეზე დაეცა, რომელიც ჩემს კისერში ჰქონდა ჩამალული. არმკოცნიდა, მხოლოდ ცხვირით და ტუჩებით მეხებოდა. როგორც კი იგრძნო ჩემი ცრემლი სახეზე, ნელ-ნელა ასწია თავი ზემოთ და ხელებიც ნელ-ნელა მომაშორა. მერე უკან გაიწია, თუმცა მაინც, საკმაოდ ახლოს იდგა, მერომ მისი სხეულის სიმხურვალე შემეგრძნო.
- ღამემშვიდობის ევა - ჩაილაპარაკა და უკან გაბრუნდა.
სადარბაზოში გაუნძრევლად ვიდექი და ჯერკიდევ მოღალატე შეყვარებულად ვთვლიდი თავს. თვალები მაგრად დავხუჭე და ჩუმად დავიწყე ტირილი. არვიცოდი ვის ვუღალატე, თერნიკეს, საკუთარ თავს თუ დემნას.

* * *
სახლში რომ ავედი თორნიკე სახლში ისევ არ იყო. მობილურზე მესიჯი მოვიდა, მაგრამ არ მინახია. მერე შემოსული ზარი(ზარს ვუპასუხე)
- ჰელოუუ დარლინგ - ნაცნობი ხმა იყო მაგრამ მაინც ვერ ვიცანი
- გამარჯობა - სერიოზული ხმით ვუთხარი
- ხომ არ იცი თორნიკე სად არის ევა?
- არა… შენ ვინხარ?
- მე ლიკა ვარ, აღარ გახსოვარ? - გადაიკისკისა - კარგი, მეთუ არა ჩემი დარიგება მაინც უნდა დაგმახსოვრებოდა საყვარელო
- რაგინდა, ჩემს ნერვების მოშლას აპირებ? მაპატიე მაგრამ ახლა შენი თავი ნაკლებად მაქვს. ნახვამდის - მობილური გავუთიშე და მოწყვეტით დავეხეთქე საწოლზე.
მესიჯის ხმა იყო, ნეტავ რასმწერდა. SMS გავხსენი
“ მისამართს მოგწერ და იქ მიდი. კარები ღიათ დავტოვე. ოღონდ ბევრი არიტირო შენი ბიჭის დანახვისას, მე გაფრთხილებდი ევა, შენკი არდამიჯერე. დროა სიმართლე გაიგო “
ტოცახანში მეორე SMS მოვიდა, მისამართი ეწერა. მობილურის ეკრანი გავთიშე და ლოგინზე გადავწექი. რას ვფიქრობდი ან რაზე ვფიქრობდი არც კი ვიცოდი. იმის ძალაც კი არმქონდა ფეხზე ავმდგარიყავი და საერთოდ ნაბიჯი გადამედგა, მინდოდა ლოგინში ჩავწოლილიყავი ტირილი დამეწყო და მერე თავი მომეკატუნებინა ისე თითქოს ეს წერილი არმინახია.
,,ახლა მისთვის შენ უბრალოდ უცხო ხილი ხარ, რომლის გემო გასინჯული არაქვს, შეიძლება ახლა უნდიხარ და გეუბნება კიდეც რომ უყვარხარ, მაგრამ ეგ ილუზია მალე თავზე დაგენგრევა და მიხვდები, რომ იმას არ უნდა შეეხო რაც შენი არაა “ - ლიკას ეს სიტყვები თავიდან არ ამომდიოდა. რაუნდა მექნა, როდემდე უნდა მომეტყუებია საკუტარი თავი, ან მაისაშვილს რას ვერჩოდი, რომელიც სავარუდოდ, თურმე მღალატობდა ან საკუთარ თავს რომელსაც ასე უსამართლოდ ვექცეოდი. მაგრამ როგორც კი საკუთარ თავზე ეს ვიფიქრე, მაშინვე გამახსენდა რამოდენიმე წუთის წინ, სადარბაზოში მომხდარი.
მაინც ვერ მოვისვენე და ფეხზე წამოვდექი. ცრემლები მოვიწმინდე და დაბლა ჩავედი. ტაქს მისამართი ვუთხარი და მანაც მაშინვე დაძრა მანქანა. ცოტახანში ახალი SMS მომდის, თუმცა ამჯერად ეს სულაც არაა ლიკა
,,დაგინახე ტაქსში რომ ჩაჯექი, რამოხდა, მშვიდობაა? რამე ხომ არგჭირს? “
მისი ნომერი ჩანიშნული არმქონია თუმცა რაუნდოდა იმის მიხვედრას ვინ იყო ამ ტექსტის ავტორი. ასეთი მზრუნველი ლაპარაკი მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო, ერთი დემნა იყო, მეორე ანდრია. ახვლედიანი აქ ვერ ჩამოვიდოდა დემნაკი დარწმინებული ვიყავი კიდევ კარგახანი იდგებოდა ჩემი სადარბაზოს წინ, ჩემს აივანს მიშტერებული.
,,ყველაფერი რიგზეა, მეგობართ მივდიავრ”
,,ასეთ დროს?”
,,კი”
პასუხი აღარ დაუბრუნებია. თავი მანქანის მინას მივადე და თვალები დავხუჭე, მერე კი მანამ არ გავახილე სანამ ტაქსის მძღოლმა არ მითხრა მოვედითო. მანქანიდან გადმოვედი. ერთი დიდი სახლი იყო დიდი აუზით, რომელიც გარედანვე ჩანდა. შუქები ყველგან აბჟღვიალებული იყო. კარებში შევედი, მაგრამ ჯერ კიდევ უკან მრჩებოდა ფეხები.
საბოლოოდ სახლის კარებსაც მივუახლოვდი. სახელური როგორც კი ჩამოვწიე კარი მაშინვე გაიღო, ფეხი უნდა შემედგა რომ ხელის მტევანზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. შეშინებულმა უკან მივიხედე. დემნა იყო.
- არგინდა ევა, წამომყევი, ნუ შეხვალ! - შეშფოთება დასთამაშებდა სახეზე.
- უნდა ვნახო - ამოვისლუკუნე
- გეტკინება
- ვიცი, მაგრამ მაინც უნდა ვნახო! - ვითომ მტკიცე და ძლიერი ქალის ხმით ვუთხარი, მაგრამ მხოლოდ მე ვიცოდი როგორ ვიყავი კრავივით შეშინებული.
მატაბელი აღარ შემწინააღმდეგებია, ხელი ნელნელა გამიშვა და უკან დაიხია.
- მანქანასთან დაგელოდები - ჩაილაპარაკა და უკან გაბრუნდა.
მისკენ აღარ მივბრუნებივარ, სახლში შევედი. მისაღებში დავინახე, მაგიდაზე როგორ ეყარა, ძვირადღირებული სასმლის ბოთლები, სასუსნოები და თეთრი ფხვნილი იქეთ-აქეთ რომ იყო მიმოფანტული. ვიღაც შავგვრემანი ბიჭი დივანზე იყო წამოწოლილი, ეძინა ან ვინიცის, იქნებ მკვდარიც კი იყო.
მეორე სართულზე ავედი და ერთი ოთახის კარი შევაღე. თორნიკე იქ არიყო, სამაგიეროდ ნიკი იწვა საწოლში ვიღაც ორ შავგვრემანთან ერთად. კარები არც გამომიხურავს ისე გამოვედი დერეფანში.
მეორე ოთახის კარი ოდნავ ღიათ იყო. ძირს დაგდებული მაიკა ვიცანი, კანკალით ამოვისუნთქე და კარი უფრო შევაღე.
რაღაც წამი იყო, როცა ჯერ ეს კადრი ნანახი არ ჰქონდა ჩემს თვალებს, მაგრამ მე უკვე მთელი არსება მეწვოდა, საბოლოოდ კი როცა დავინახე ის საშინლად ამაზრზენი სურათი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჭრილობაზე მარილი მომაყარესო.
ევა გიორგაძეს სამყარო თავზე ენგრეოდა ის კი ამ აპოკალიფს ვერაფრით აჩერებდა... რამექნა, რაუნდა მექნა? ვერაფერი, რადგანაც ასე ემართება ყველას ვისაც ილუზიაში უყვარს ცხოვრება, რომ ჰგონია ვიღაცას სამუდამოდ ეყვარება, რომ ის ვიღაც არასდროს მიატოვებს და რომ არასდროს უღალატებს, მაგრამ მერე რახდება? მერე ის ხდება რომ ეს ილუზიები თავზე გენგრევა და შენც რას შვები, ყვები… ხო ამ ნანგრევებში ყვები, ხელებს თავს ზემოთ იშვერ რადგანაც რომელიმე ჩამოშლილი ნანგრევი არდაგეცეს, რომ მათში არმოყვე, რადგანაც იცი ამოსვლა გაგიჭირდება... რადგანაც იცი, თუ შეძლებ და ამოხვალ ბევრ რამეს დაკარგავ რაც შენს პიროვნებას ქმნის. მაგრამ ამაზე ფიქრს აზრი არჰქონდა, ყურები დამიგუბა შინაგანმა კივილმა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი?!სანამ თორნიკე არ მიხვდებოდა რომ აღარ ვუყვარდი? რომ მისთვის ის ევა აღარ ვიყავი რომელიც სულ პირველად გაიცნო? ნეტავ აქვე რომ კივილი დამეწყო ,,თორნიკე შე უნამუსო როგორ გაბედე და მიღალატე” რას იზამდა, საერთოდ თავს იმართლებდა? ფაქტის წინაშე რომ წავუსწრებდი, იბრძოლებდა ჩემს ისევ შესანარჩუნებლად? რას გააკეთებდა, რას იზამდა?
ჩემი ბრალი იყო, მეტის ღირსი ვიყავი, რაზე ვფიქრობდი როცა ვენდობოდი, ხომ ვიცოდი მისი ხასიათები?! ხომ გამაფრთხილა ლიკამ?! ხომ ვუყურებდი მის საქციელებს, ხომ არ მომწონდა, ხომ აღარ იყო ისეთი როგორც თავიდან! - საკუთარ სულში ჩავიხედე, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი, ვერც ტკივილი, ვერც ბრაზი, თქვენწარმოიდგინეთდა ვერც იმედგაცრუება, თითქოს ველოდი კიდეც მისგან მსგავს საქციელს. უცებ გამახსენდა ჩემი და ლიზას დიალოგი, სიყვარულზე როგორ ვარიგებდი, მაგრამ იმავე შეცდომას, თურმე მე ვუშვებდი.
,, შენ გულს ვერგააკონტროლებ. ვერ აიძულებ შეიყვაროს სხვა როცა სულ სხვასკენ მიიწევს. ის შენშია მაგრამ არგემორჩილება, რადგანაც იცის. არასწორს აკეთებ, იცის რომ იქ არმიდიხარ სადაც უნდა მიდიოდე, ,,შენი ადამიანისკენ” არმიიწევ და ყველაზე მთავრი, ბედის ირონიაც იცი რაარის აქ? როცა ამ შეცდომას უშვებ სამყარო მას ეხმარება… ეხმარება რომ თვალები აგიხილოს და დაგანახოს, არხარ იქ სადაც უნდა იყო - არხარ მასთან ვისთანაც უნდა იყო. ერთდღესაც ჰაერივით ჩაისუნთქავ მწარე სიმართლეს და ეს ისევ შენთვის იქნება ამ ტყუილით გაჯერებულ ჰაერში თავადვე რომ არ გაიგუდო “
და აი ისიც... აი ის მწარე სიმართლე, რომელიც ცხოვრების დახმარებით ჩავისუნთქე, მაგრამ მართლაც რა მწარე ყოფილა, მართლაც რა მტკივნეული იყო, გეგონებოდათ გულზე ვიღაცამ ხელი მომიჭირაო და ამ გაუსაძლისი ტკივილისგან ვერაფრით ამოვისუნთქეო. სულის სიცარიელემ მომიცვა, თითქოს ყველაფერი კარგი და სასიამოვნო ამორეცხეს ჩემი გულიდან და გონებიდანო, ყველა ის მოგონება და ყველა ის გრძნობა, რაც მასთან განვიცადე. სველ სახეზე ხელი მოვისვი ცრემლები რომ მომეწმინდა მაგრამ უცებ გამახსენდა ამ სახეზე მაისაშვილი რომ მეფერებოდა, მკოცნიდა და მეალერსებოდა. იმ წამს მთელი გულით მომინდა საკუთარი კანი ამეცალა, რადგანაც ამ კანზე სხვის სხეულზე ნაფერები ხელებით მეფერებოდა. როგორ, როგორ შეეძლო ჯერ ჩემთან მოსულიყო და მომფერებოდა მერე კი სხვა, აღვირახსნილი ქალებისთვის დაეწყო კოცნა, ფერება და თან ისეთი ქალებისთვის რომლებიც ყველასთვან წვანან ლიჟბი კაცმა მაგრად გა*იმოს. ზუსტად ასეთი ქალებისკენ მიიწევდა თორნიკე ყოველთვის, მისთვის მე უბრალოდ ერთი გამოუცდელი, სულელი, ადვილად გასაბრიყვებელი ქალი ვიყავი, რომელიც რაღაც ახალ გრძნობას განაცდევინებდა. ეგონა კიდეც რომ ალბათ ჩემთან მიაღწევდა იმას და განიცდიდა იმას რასაც სხვებს უყურებდა, მაგრამ ვერა, მეც მოვბეზრდი... ვერ აცილებდა თვალებს მოკლე კაბებს, გრძელ ლამაზ ფეხებს, დიდ მკერდს და ლამაზ ტუჩებს. მე არვიყავი მისთვის საკმარისი და არც არასდროს ვყოფილვარ! მაშინვე უნდა მივმხდარიყავი ყველაფერს როცა ისე უწინდებურად აღარ მიყურებდა, აღარ მაქცევდა ყურადღებას და ისე აღარ მექცეოდა როგორც ადრე. ალბათ ოდესღაც მართლა ვუყვარდი, ან უნდოდა ეგრძნო მაინც ამ სიყვარულის გემო, მაგრამ როცა იცი ეს ის არარის ვისთანაც უნდა იყო, ეშვები, დუნდები, აღარგაინტერესებს და გბეზრდება.
რა საშნელი სიტყვააა ,,მობეზრება” არადა ადამიანი როგორ უნდა მოგბეზრდეს არა? ბოლოს და ბოლოს სათამაშო ხომ არარის? მაგრამ რას ვიზამთ ესეც ხდება, ასეც ხდებაა… გვბეზრდება,
ადამიანებს ერთმანეთი გვბეზრდებათ!

* * *
მანქანაში ვიჯექი და ლამაზი ზღვის ხედით ვტკბებოდი, არაფერზე არ ვფიქრობდი მხოლოდ ხედით ვტკბებოდი. ნელნელა თენდებოდა მზის ამოსვლა უფრო ლამაზი ყოფილა ვიდრე ჩასვლა. დემნა მანქანიდან იყო გადასული, წინამხარეს მიყრდნობოდა და ვინიცის, უკვე მერამდენე ღერს ეწეოდა!
მანქანიდა გადავედი. ზღვისკენ წავედი, ვიგრძენი როგორ გამომაყოლა მზერა მატაბელმა. ფეხსაცმელი გავიძვრე და გზადა გზა ვყრიდი. როგორც სახლში, მაშინ, მარტო რომ ვცხოვრობდი. ნელნელა ვგრძნობდი როგორ მხვდებოდა ფეხქვეშ გრილი წყალი. თვალები დავხუჭე და იქვე დავჯექი.
- დემნაა - დავიყვირე მაგრამ თურმე ჩემს გვერდით ყოფილა, ორი-სამი ნაბიჯით უკან იჯდა.
- აქ ვარ
- რატომ არის სიმართლე და საერთოდ ცხოვრება ასეთი უსამართლო და მწარე - ცხოვრება გამოვლილი ქალივით ჩაბილაპარაკე
ცოტახნით გაჩუმდა, მერე კი მითხრა
- საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო მძერწავი, ეს მხოლოდ ცხოვრეება მის შემდეგ კი შენი, საკუთარი თავი... ყოველი ლექციის დროს მეუბნებოდა ამას ჩემი ლექტორი
- რაკარგი სიტყვებია, მაგრამ რა მწარე გამოსავლელი - გამეცინა
ფეხზე წამოდგა მატაბელი და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა, სახე ჩემს ხელის გულებში მოაქცია და თვალებში ჩამაჩერდა
- ნუ გაქვს ასე სევდაში ჩაკარგული თვალები, არმინდა ასეთს გიყურო. მინდა რომ ბედნიერი იყო, მინდა რომ იცხოვრო და ყველგან, მაგ სევდის უკან დამალული ლაღი თვალებით, სიყვარულით აფრქვიო. გაიღიმო და სხვისი ღიმილის მიზეზიც გახდე. ისუნთქო და სუნთქვის თავისუფლება იგემო. გამოვლილის მიუხედავად, ამდენი ღალატის მიუხედავად, ადამიანთან სიტყვის უთქმელად მიხვიდე და დაეხმარო. ყურებს ნუ ჩამოუშვებ, შენს ამ არაფრის მომცემ ცხოვრებას აზრი შემატე და სიბინძურისგან გასუფთავდი, შენ რომ გგონია ის სულის სიმყრალე ჩამოირეცხე და ყოველთვის ეცადე დარჩე ადამიანად. ძლიერი ქალი ხარ ევა, ყველაფერი ვიცი შენს შესახებ იმაზე მეტიც კი ვიდრე შენ შენს თავზე. ვიცი რომ ბევრიშეგიძლია, იმაზე მეტი შეგიძლია ვიდრე თვითონ გგონია. უბრალოდ არგაჩერდე, არავისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის იბრძოლე, საკუთარი ბედნიერებისთვის, იმ ბედნიერებისთვის რომელიც ჩემზე კარგად იცი, როგორც გეკუთვნის. დარწმუნებულივარ პირველი არვარ, ვინც ამას გეუბნება მაგრამ შეგახსენებ. ყოველი დასასრული რაღაც ახალის დასაწყისია და არც შენს შემთხვევაშია ეს მხოლოდ დასასრული! - ხელები ნაზად ჩამოუშვა და თავისი შავი თვალებით სახეზე მომავლო თვალი, მერე კი თავისი მანქანისკენ დაიძრა. უკან გავიხედე და ისევ ისე მოვკალათდი სანამ მატაბელი, ისედაც არეულ გონებას, ამ ზღვასავით ამიმღვრევდა...
მაინც რა კარგი იყო, რა ლამაზი იყო ეს ხედი, მაგრამ ეს ჯერ მაინც ვერ შველიდა ჩემს დაცარილებულ სულს.
რამოდენიმე წუთი ისევ გავყურებდი ჰორიზონტს, მერე ირგვლივ მოვიხედე, არავინ იყო. ბოლოს კი უკან მივიხედე, მატაბელი ისევ მანქანას იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა. ფეხზე წამოვდექი, და მისკენ წავედი.
- სახლში წამიყვან? მინდა რომ ტანსაცმელები წამოვიღო
- წაგიყვან - მითხრა და მანქანის კარი გამომიღო.

* * *
სახლში ავედი, ტანსაცმელები ჩავალაგე, გიტარა ავიღე, წერილი საწოლზე დავუტოვე თორნიკეს და კარი გამოვიხურე.
მანქანაში ჩავჯექი, სანამ უბანს გამოვცდებოდი გაჩერებასთან მაისაშვილს მოვკარი თვალი. ხელში ნაბეღლავის ბოთლი ეჭირა და ალბათ სახლისკენ მიდიოდა, იმ სახლისკენ რომელშიც არც კი იცოდა, მერომ აღარ დავხდებოდი, მაგრამ აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს როცა წერილს წაიკითხავდა.

* * *
სასტუმროში დემნამ ნომერი ამიღო, მთელი დღე ნომრიდან არგამოვსულვარ, ტელეფონი გათუშული მქონდა, მოგვიანებით კარებზე კაკუნი იყო მივედი და კარი გავაღე. მატაბელი იყო, სავახშმოდ ჩასვლა შემომთამაზა, მაგრამ მადა არმქონდა, ჩემს გადარწმუნებას ეცადა მაგრამ არგამოუვიდა, მერე კი ისევ თავის ნომერში დაბრუნდა.
ღამით გვიან ჩამეძინა, სამაგიეროდ დილით ადრე კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა, მიწებებული ქუთუთოები ძლივს მოვაშორე ერთმანეთს, საწოლიდან წამოვდექი, სარკეში არც ჩამიხედავს ისე მივედი კარებთან. კარები გამოვაღე და ჩემს წინ აყლაყუდა, საყვარელი და ისევ ის ძველი ანდრია ახვლედიანი იდგა.
- დილით ქალები ყველაზე ლამაზები არაიანო ამბობენ, ამ ტყუილისთვის ამის მთქმელი ჯოჯოხეთში მოხდება - სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა, მე კი თვალებიდან ცრემლები წამსკდა და წამსვე მის მხრებს შემოვხვიე ხელები.
- რაკარგია რომ აქ ხაარ - ლოყაზე ვაკოცე და უფრო ძლიერად მოვეხვიე.

____________________

{ნაწილი მეორე}

4 თვის შემდეგ.

მაინც რა საშინლად ცივა ამ ქალაქში, თუმცა ხალხით ყოველთვის სავსეა ქუჩები. რახანია უკვე მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ახლაც კი სველ მიწაზე დაგროვილ გუბეებს ვახტები და ისე მივდივარ უნივერსიტეტისკენ.
ბევრი რამ შეიცვალა... ძალიაან ბევრი... თითქმის ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ამაში კი ადამიანებმა დამახმარეს, მეგობრებმა დამეხმარეს, რომლის მადლიერი ალბათ მთელი ცხოვრება ვიქნები. როდესაც დილით უნივერსიტეტში წასასვლელად ვემზადები, ყოველთვის მახსენდება ჯერ კიდევ ადრე, როგორ მეჯდა ახვლედიანი და მატაბელი გვერდი-გვერდ და როგორ მელაპარაკებოდნენ იმაზე, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა პირიქით ყველაფერი ახლა იწყებოდა,ანდრია დამპირდა რომ ამ სამყაროში საკუთარი თავისა და საკუთარი ადგილის პოვნაში დამეხმარებოდა. საკუთარის თავის პოვნაში რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარი ადგილი კი მაპოვნინეს. ისიც კარგად მახსოვს, საშინლად ვჯიუტობდი აქ წამოსვლაზე, არმონდოდა ამხელა ქალაში ცხოვრება რადგანაც ვიცოდი, საკუთარი ფულის გამომუშავება გამიჭირდებოდა და ისევ ანდრიას და დემნას დავაწვებოდი კისერზე. დემნასთვის ბევრი არაფერი იყო ერთი ადამიანის შენახვა მაგრამ მე მაინც მეუხერხულებოდა, მითუმეტეს ისედაც ბევრს აკეთებდა ჩემთვის... საბოლოოდ ორივემ გაიტანა თავისი და ხუთდღიანი ლექციების შემდეგ მაინც შეძლეს ჩემი დარწმუნება და აქ წამოყვანა.

ლექციის შემდეგ ანდრია მირეკავს, რომ მისი წიგნის პრეზენტაციაზე არდავაგვიანო. ერთიკვირაა ამდღისთვის ემზადება... ძალიან ამაყობს საკუთარი თავით, მეც ვამაყობ მისით, ამ წიგნზე დიდ იმედებს ამყარებს და მატაბელის ჩამოსვლას ელოდება, რომ გადაღებაც დაიწყოს.
უნივერსიტეტიდან გამოსულს, საყვარელ კაფეში შევიარე. ერთი არტ-კაფე იყო ლონდონში. ანდრიას წყალობით მგონი, არც ერთი კაფე და რესტორანი არდამიტოვებია უნახავი ამ ქალაქში, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მომეწონა, სასიამოვნოდ უცნაური ადგილი იყო, მსგავსი საქართველოში არმენახა. დღისით ცოცხალი მუსიკა უკრავდა, ღამით კი ლამაზ მელოდიებთან ერთად, პოეზიის საღამოსავით აწყობდნენ. შიგნით შევედი და კაპუჩინო შევუკვეთე, ლიმნის ჩიზქეიქთან ერთად.
- ინებეთ თქვენი შეკვეთა - გამხდარი, დაბალი გოგონა მეუბნება ინგლისურად.
- მადლობა - გავუღიმე - ანგარიში თუ შეიძლება...
როგორ მიყვარდა ეს პროცესი.
- თქვენი უკვე გადახდილია მემ - მითხრა გოგონამ
- ისევ არმეტყვით ამას ვინ იხდის?
- იცით... გაფრთხილებულივართ რომ ყოველ ჯერზე ამას გვკითხავთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით.
- გასაგებია, გმადლობთ - ვუთხარი და ისიც მალე მოშორდა ჩემს მაგიდას.
რაც ეს კაფე აღმოვაჩინე მის მერე ყოველ ჯერზე ვიღაც იხდის ჩემს ანგარიშს, განა არვიცი ეს ვინ არის? უბრალოდ მაინტერესებს, ერთდროულად ასე შორს და თან ასე ახლოს ყოფნას როგორ ახერხებს.

* * *
ანდრიას წიგნის პრეზენტაციას დროულად მივუსწარი. ლამაზ და მყუდრო ადგილას სკამზე დავჯექი მერე კი მეც სხვებივით მისი მოსმენა დავიწყე. ახვლედიანი მართლაც რომ მალ-მალე იცვლებოდა, რაც აქ ჩამოვიდა თითქოს საერთოდ ვეღარ ვცნობ, უფრო დასერიოზულდა და შეიცვალა. ახლა ჩემს წინ ძველი ანდრია კი არა, ჩამოყალიბებული კაცი იჯდა, რომელიც თავის ნაშრომზე საუბრობდა და ვინ იცის, მის რუსულ-ქართული ეშხით რამდენ გოგონას ყავდა გულში ჩავარდნილი.
ნუ, ვერაფერს იტყვი, საკმაოდ კარგად ეცვა, თმა უფრო წამოეზარდა და უკან ჰქონდაგადაწეული, ლამაზი შუბლი, ცხვირიც ასევე და მისი ზღვა თვალები, ამის საბაბს აქაურ ქალბატონებს ნამდვილად აძლევდა.
როცა ყველაფერი დასრულდა მობილურზე მესიჯი გავუგზავნე
,,გარეთ დაგელოდები"
,,შენ არაპირებ ჩემგან ავტოგრაფის აღებას :( "
,,სულ ჩემთანხარ, როცა მომინდება მაშინ ავიღებ ავტოგრაფს :დ მაგათ მიხედე!"
აღარაფერი მოუწერია, დავინახე როგორ ნახა მესიჯი და გაეცინა მერე კი ჩემსკენ გამოიხედა.
გარეთ გავედი, იქვე ახლოს ცხელი შოკოლადი ვიყიდე, ჭიქა ხელებს შორის მოვაქციე რომ ხელები გამეთბო, მერე კი ნაცრისფერ ცას დავუწყე ცქერა.
აქ ჩამოვედი, ახალი ცხოვრების დაწყება ვეცადე, კი რაღაცეები შეიცვალა, მაგრამ რაღაცეები მაინც არშეცვლილა ჩემში. დარჩა ისევ მოუშუშებელი ტკივილები და საკუთარ თავზე ბრაზი, რომ უაზროდ გავფლანგე დრო. ერთადერთი რასაც კარგა ხნის შემდეგ მივხდი, იყო ის რომ როცა გაქვს შანსი და როცა გყავს გვერდით მეგობარი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შენთვის არ უნდა გაჩუმდე და შენი გასაჭირი არ უნდა დაუმალო. ვინ იცის, მერომ აქამდე მეთქვა ყველაფერი ანდრიასთვის, ალბათ ჩემი ცხოვრება ასე არ იქნებოდა, არ მომიწევდა თორნიკესთან შეხვედრა და გულის ასე ძალიან ტკენა.
მასზე ფიქრისას ყოველთვის ,,შეხვედრებზე" მახსენდება. ისინი ხომ არასდროს არის შემთხვევითი. მაგრამ მაინც ვერხვდებოდი მე და მაისაშვილი რა მიზნით შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი მირაჟი იყო. შორიდან რომ შემეხედა საკუთარი თავისთვის ან თუნდაც თორნიკესთვის, მეგონებოდა რომ ორივენი, სიტყვის უთქმელად ვაძალებდით ერთმანეთს ერთად ყოფნას.
- და მაინც, რა გვინდოდა ჩვენს ერთმანეთისგან, რას ვთხოვდით ჩვენ ერთმანეთს? - ჩავილაპარაკე ჩუმად.
ალბათ ოდესმე ამ კითხვას აუცილებლად დავუსვამდი თორნიკეს, რაღათქმაუნდა თუ ერთმანეთს ისევ შევხდებოდით.

მალევე შენობის გამოსასვლელიდან სიცილ-ხარხარი ისმოდა, უკან გავიხედე. რამოდენიმე სკოლის მოსწავლესთან ერთად ანდრია იდგა შესასვლელში. აი ხომ ვამბობდი წეღან, ისე დაკაცდა, ისე შეიცვალათქო, მაგრამ ნეტაააა ახლააა განახააათ, როგორ იკრიჭებოდა და იცონოდა ბავშვებთან ერთად, ხან ერთს ართმევდა აიფონის ტელეფონს რომ ფოტოები გადაეღოთ, ხან კი მეორეს.
- რაეშველება? - ჩავიბუტბუტე და ჩემს ცხელ, უკვე თბილ შოკოლადს დავხედე, მერე კი სიამოვნებით მოვსვი ერთი ყლუპი.
- მოიწყინე? - ქოშინით მომიჯდა გვერდით
- კი
- როგორი პირდაპირიხარ, ადამიანს ყოველთვის ასეთ უხერხულში უნდა აგდებდე? - მითხრა და მოხსნილი კაშნე ყელზე შემომახვია - ცივა
- წავიდეთ?
- სად?
- არვიცი, ცოტა გავისეირნოთ, ბევრი სამეცადინო არმაქვს, შემდეგ ლექციამდე მოვასწრებ, სახლში კიდევ უაზროდ ყოფნა არმინდა
- და არც ქუჩაში გინდა მარტომ სიარული?!
- ჰო
- არადა მახსოვს სულ გიყვარდა მარტო ქუჩაში ბოდიალი - ფეხზე წამოდგა.
- ეგ ადრე, მერე მომბეზრდა
,,მომბეზრდათქო" რომ ვთქვი, ჩემივე ხმა ყურში ცუდად ჩამესმა. კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი და ცარიელი ჭიქა გვერდით, პატარა ურნაში მოვისროლე.
- წავედით - ვუთხარი ანდრიას და მკლავზე მოვეხვიე.

* * *
მართლაც რომ დამღლელი სეირნობის შემდეგ მე და ახვლედიანმა ჩემს საყვარელ არტ-კაფეში შევიარეთ, მე ისევ კაპუჩინო და ჩიზქეიქი შევუკვეთე, ანდრიამ კი მხოლოდ ჩაი.
- აბა ანდრუუშ, გადაღებას როდიდან იწყებ? - ინტერესით სავსე თვალებით ჩავაჩერდი, ვითომ ძალიან მაინტერესებდეს. არადა რეალურად, ასე მხოლოდ დემნას ჩამოსვლის დროს ვიგებდი, ანდრიას კი ასე პირდაპირ ვერ ვკითხავდი, ამიტომაც ჩემივე ინტერესების დაკმაყოფილება ამ გზით გადავწყვიტე.
- როცა დემნა ჩამოვა - ფინჯანი ხელში აიღო და მოსვა
კბილები გავაკრაჭუნე და საყვარელ ტკბილეულს პატარა ნაჭერი ჩამოვაჭერი
- დააა მატაბელი როდის ჩამოდის?
- არვიცი ევა, მისი ვერაფერი გამეგება, არასდროს ვიცი როდის მოუვლის თვაში და წავა, ან თუნდაც როდის დაბრუნდება
- და ასე რატომ იქცევა? - ვკითხე და მისგაკვირვებულ გამომეტყველებაზე დავინები - ანუ ხომ იცის რომ შენი ფილმი აქვს გადასაღები, ასე უსამართლოდ რატო გექცევა? - წარბები ოდნავ შევკარი და მაშინვე სხვანაირად ავჭიკჭიკდი.
გაეცინა ანდრიას
- ჩემს ფილმს აუცილებლად გადაიღებს, მაგაზე არ ინერვიულო - ჩაი მოსვა - ისე, ერთისული მაქვს როდის გახდები შენც რეჟისორი, მაინტერესებს თუ აჯობებ მატაბელს - გაიცინა
- რათქმაუნდა ვაჯობებ - უდარდელად ვუთხარი
- ევა ევაა... შენ თუ დემნასთან აპირებ თამაშს, მინდა გითხრა რომ ცუდი სათამაშო აგირჩევია - თავი გააქნია
- ვითომ რატომ, მგონი არც იმდენად კარგია - თავი დავიფასე
- ცდები, იმაზე მეტად კარგია თავის საქმეში ვიდრე შენ გგონია - მითხრა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- ვაჯობებ - ვუთხარი სერიოზული ხმით.
რა იყო ეს თვითონაც არვიცი, შური? მაგრამ ვისგან? დემნსაგან?! რომელთანაც იმდენად უცნაური ურთიერთობა მაქვს თვითონაც არვიცი რადავარქვა ამ ყველაფერს?
ანდრის სახეს მოვკარი თვალი, რომელზედაც ნელ-ნელა ეპარებოდა ღიმილი
- ასე ნუ მიყურებ, მართლა ვაჯობებ! - მტკიცედ ვუთხარი და მუსიკალური ჯგუფისკენ გავიხედე.

* * *
სახლში გვიან მივედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და აბაზანაში შევედი, მერე თმა გავიშრე, ჩემი თბილი პიჟამოები ჩავიცვი და ლეპტოპს მივუჯექი.
აქ ჩამოსვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, წერა ისევ გავაგრძელე, ახალი რომანი დავიწყე სახელად ,,დაკარგული თილისმა" ეს იდეა თვითფრინავში ყოფნისას მომივიდა. ახლაც ვზივარ და რომანზე ვმუშაობ, წერისას ბევრი რამ მახსენდება, ბევრ რამეზე უფრო საგულდაგულოდ და ღრმად ვფიქრობ, ეს კი ისედაც არეულს სულ მრევს.
ფეისბუქზე შევედი, დემნას პროფილზე გადავედი, საიტზე ოცი წუთის წინ იყო შემოსული.
იცით, ჩემი გვერდს აქტიურ სტატუს რომ უყუროთ, ფეისბუქის ჭია გეგონებით, მაგრამ განა მაქვს იქ საქმე, გარდა იმის გარკვევისა, რამდენი ხნის წინ იყო მატაბელი საიტზე შემოსული, დადო თუ არა რაიმე ფოტო ან პოსტი. ერთისიტყვით სოციალურ ქსელებში მის გამო გავწევრიანდი და ვაკვირდები, ამ ბოლო დროს ბევრ რამეს ვაკეთებდი მისგამო და ეს სულაც არ მომწონდა.
სამეცადინო მასალა გამდმოვიღე და მეცადინეობა დავიწყე.
ცოტახანში SMS მომდის
,,უნივერსიტეტის წვეულებაზე როგორ კაბას იცმევ?"
მწერს ჩემი ერთ-ერთი კურსელი
რა კაბა რის კაბა, ჯერ კიდევ რამდენი დროა მაგ წვეულებამდე
,,არვიცი, წვეულებებამდე ერთიდღით ადრე ავარჩევ"
,,ღმერთო ასე როგორ შეგიძლია? მე უკვე ავარჩიე რამოდენიმე, გამოგიგზიავნი, მითხარი რომელი აჯობებს და იმას გამოვიწერ. თანაც იქნებ შენც ნახო რამე"
მალევე გამომიგზავნა ოცდახუთი კაბის ფოტო. ზოგი გრძელი იყო, ზოგი მოკლე, ზოგი საკმაოდ მოკლე და გამომწვევი, ზოგი კიდე მონაზონის ფორმებს მაგონებდა. კაბეებს მივყევი და ვათვალიერებდი, ხუთ წუთში გავუგზავნე სამი კაბა და ვუთხარი შენ აარჩია ამ სამიდან თქო.
,,კარგი გემოვნება გაქ პრონცესა, შავი მომწონს, ამას გამოვიწერ"
მერე ისევ მომდის SMS
,,შენთვის ვერაფერი აარჩიე? ის კრემისფერი მომეწონა გრძელი,მუხლზე ჩახსნილი რომ იყო"
ისევ შევედი მის გამოგზავნილ ფოტოებში და ის კაბა ვიპოვე. მართლაც ლამაზი იყო, მაგრამ მაგდენ ფულს ამ ერთ კაბაში ნამდვილად ვერ გადავყრიდი
,,კარგია, ლამაზია, მაგრამ ამდენი ფულს ამ კაბაში ვერ გადავიხდი"
ახლა ასეთი ვიყავი, ადრე თუ მრცხვენოდა ,,არქონის" ახლა თავისუფლად ვამბობდი რომ არმქონდა ან თუმქონდა ამდენს ვერგადავიხდიდი!
,, გასესხო?"
,,არა მადლობა. წინადღეებში ავარჩევ რაიმე იაფს"
,,ოქეი"
აღარაფერი მიმიწერია, ფეხზე წამოვდექი და ოთახებში შუქები ჩავაქრე, ხვალ დილით სამსახურში მივდიოდი, მე კი დაგვიანება ისევ არმინდოდა.

* * *
შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ, მაგრამ ერთ დიდ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებელი ვიყავი. აქ რომ ჩამოვედი, მთელი ერთი თვე გამოცდების ჩაბარებას ვცდილობდი, დღეს და ღამეს ერთმანეთზე ვასწორებდი და აი საბოლოოდ მაინც მოვახერხე და ჩავაბარე. როგორც კი სამსახური ვიშოვე, ერთი თვის შემდეგ ფული დავაგროვე და დემნას დაქირავებული ბინიდან წამოვედი. ახლა იმაზე უფრო პატარა, იაფიან და რაცმთავარია მყუდრო ოთახში ვცხოვრობდი, ვიდრე აქამდე ვიყავი. სკოლის დირექტორი კარგი ქალია (დარწმუნებულივარ დემნას აქვს აქაც ხელები ნაფათურები) სხვებივით თავისი განრიგი არ დამიწესა, ჩემს მდგომარეობაში შევიდა, იცოდა რომ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ამიტომაც თვითონვე მითხრა, საკუთარი განრიგი შემექმნა.
დღეს შვიდზე ვამთავრებდი გაკვეთილს, ბოლო მოსწავლეც გავუშვი და მეც გამოვიხურე სკოლის კარი.
მობილური მირეკავდა დავხედე და მატაბელი რომ დაეწერა იქვე გავშეშდი. ხელის კანკალით გადავასრიალე სენსორზე თითი.
- გისმენ
- გამარჯობა ევა, ანდრია ხომ არ იცი სად არის? მობილურს არპასუხობს - ღმერთოოო, თითქმის ორითვეა ერთმანეთთან არ გვილაპარაკია და ნახეთ ამდენი ხნის შემდეგ რას მეკითხება. ბრავო დემნა მაგარია, ვერაფერს იტყვი
- არვიცი, მე ანდრიას ძიძა კი არვარ რომ ვიცოდე სად დადის და რას აკეთებს! - გაბრაზებულმა ვუთხარი
- რაგჭირს?! მახსოვს, მანდ ასეთი აგრესიული არ დამიტოვებიხარ
- რაღაც გეშლება, ზუსტად ისეთი ვარ როგორიც დამტოვე
- არა, აშკარად არ მეშლება, კარგად მახსოვს უფრო ჩუმი და წყნარი დაგტოვეე
- შენ ჩემს შესამოწმებლად დარეკე თუ ანდრიას საკითხავად?
- ანდრიას ამბის კითხვა რომ მართლა მდომოდა შენ არდაგირეკავდი, თვითონაც ხომ იცი?
- საიდან უნდა ვიცოდე? - ისე შევედი როლებში მართლა დამავიწყდა ყველაფერი
- კარგი, სახლში წადი თორემ წვიმაში მოყვები. დროებით - მობილურის გათიშვას აპირებდა მაგრამ უცებ ვკითხე
- შენ რაიცი რომ გაწვიმდება?
- მაგ სეზონს კარგად ვიცნობ, ხშირად წვიმს...
- დემნა, რატომ დამირეკე? - უნებურად ჩავეკითხე, თანაც მაინტერესებდა პასუხს თუ გამცემდა
ხმა არ ამოუღია, მე კი მობილური ყურთან მქონდა მიდებული და ჩემს წინ მდგომ ხეებს გავყურებდი. წამით ისიც ვიფიქრე გათიშათქო მაგრამ მერე უცებ გაისმამისი ის სიტყვები...
- შენი სურნელი მომენატრა - ჩვეული, ჩემთვის საყვარელი ხმით მითხრა
- და მერე ასე შორს რომ ხარ გრძნობ? - რატომღაც მეგონა მეტყოდა რომ გრძნობდა
- ვერა ვერვგრძნობ... ყველაფერის წარმოდგენა შემიძლია, შენი თითოეული სახის ნაკვთის ან თუნდაც სხეულის ნაწილის, მაგრამ ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს შენში, მას ვერ ვგრძნობ...
- მალე ჩამოხვალ? - არეული ხმით ვკითხე
- არვიცი... უნდა გავთიშო დროებით ევა - მითხრა და მობილური გამითიშა
რა იყო ეს... დასველებული სახე ხელით მოვიწმინდე, ვერც კი მივხვდი თვალებიდან როდის წამომივიდა ეს ცრემლები, მაშინ როცა მატაბელმა მობილური გამითიშა თუ მაშინ, როცა მომენატრეო მითხრა... არა, უფროსწორად მას მე კი არა ჩემი სურნელი ენატრებოდა.
* * *
ჩემმა კურსელმა და სხვა მოსწავლეებმაც ძალიან ლამაზად მოაწყვეს უნივერსიტეტის მთავარი დარბაზი. გასაკვირი არც იყო მათგან მსგავსი საქციელი, აქ ხომ გემოვნებიანი ხალხი სწავლობდადა, მაგრამ მაინც გამოერეოდათ ხოლმე ისეთები როგორებსაც ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ნახავდით. ჩემს კაბაზე ანამ იზრუნა. ანა ჰარისი ჩემი კურსელია, აი ის გოგო ოცდახუთი კაბის ფოტო რომ გადმომიგზავნა და არჩევაში დამეხმარეო რომმითხრა.
გამოცდებისას ჰარისი რაღაც საკითხებში აირია და მე ჩუმად გადავაწერინე პასუხები, მან კი მადლობის ნიშნად ის კაბა მაჩუქა, რომელიც ადრე შემომთავაზა იყიდეო. ამხელა ფასიანი კაბა პირველად მეცვა, თანაც ტანზე მართლაც რომ ლამაზად მქონდა. თმა გავიშალე და ბოლოები დავიხვიე, მერე კი გვერდით ცალ მხარეს გადმოვიწიე, ფეხსაცმელი კაბის ფერი ვიყიდე და ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე სახეზე, მერე კი ოქროსფერი ნიღაბი მოვირგე. მართლაც არმეცვა ცუდად, ასეთ ფორმაში საკუთარ თავს პირველად ვხედავდი და ცოტა მეუცხოვებოდა კიდეც. ქუჩების მისამართი დღემდე არვიცოდი, საკუთარი სახლისიც კი(დამახსოვრებული მქონდა რომელი ავტობუსი ჩერდებოდა ჩემს კორპუსთან და ასე ვაგნებდი სახლს), ერთადერთი მხოლოდ უნივერსიტეტის მისამართი ვიცოდი, ქვემოთ ჩამოვედი, ტაქსი გავაჩერე და მძღოლს უნივერსიტეტის მისამართი მივეცი, მანქანიდან გადმოსვლისას კომპლიმენტი მითხრა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდი და თანხაც არგამომართვა, მეც მთვრალი ქართველი კაცივით უამრავი მადლობა გადავუხადე და ისე გადმოვედი მანქანიდან. კარში მდგომ დაცვას მივესალმე, მათაც კარგი ნაცნობივით გამიღიმეს და მომესალმენ, არადა დარწმუნებული ვიყავი ასეთ ფორმაში კი არა, ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტანსაცმლითაც კი ვერ მიცნობდა რომელიმე.
დარბაზში რომ შევედი, ისეთი ხმაური იყო, თავის ტკივილი მაშინვე ვიგრძენი, მაგრამ ჩემი კაბის წინამხარე ხელით ოდნავ ავწიე და ჩვეულებრივი ნელი ნაბიჯებით გავუყევი დარბაზს. კურსელებს რომ ჩავუარე რამოდენიმეს ჩურჩულის ხმაც გავიგონე, ეს ვინ არის, თუ იცნობო… გამოგიტყდებით და მესიამოვნა, საერთოდ ყურადღება ყველას სიამოვნებს ცოტაოდენიც კი.
სასმელების მაგიდასთან მივედი, ერთიჭიქა შამპანიური ავიღე და მერე სკამზე დავჯექი. ჩემი ორი კურსელი გვერდით მომიდგნენ, ერთი დრაკულას ფორმაში იყო, მეორეს კი ისეთი თეთრი კაბა ეცვა, ანგელოზის ფრთებიც რომ ჰკეთებოდა ალბათ ნამდვილ ანგელად ჩავთვლიდი, მაგრამ მის როსი შანს არ მაზავდა წვეულების დროს ყველასთვის დაენახებინა რომ ამ წვეულების მთავარი ორგანიზატორი თვითონ იყო და ყველას რაღაც საქმეს ავალებდა, თანაც თხოვნით კი არა, თავისი მრძანებლური ტონით ,,ეს აქ დადე, ის იქ წაიღე, ეს აქ არმომწონს, ის იქ უნდა იყოს”
სკამიდან ავდექი და მაგიდისკენ დავიძარი, კი იყო მეტად ამპარტავანი გოგო, მაგრამ საქმეს ვერ დაუწუნებდი, როგორც ვთქვი დარბაზი არაჩვეულებრივად იყო მორთული…
მობილური და პატარა ჩანთა მაგიდაზე დავდე, შამპანიურის ერთი ყლუპი მოვსვი და ირგვლივ მომივიხედე, ყველა ვიღაცას ელაპარაკებოდა ერთადერთი მე ვიყავი, ისევ მარტოსული. ზოგჯერ როგორ გინდა ვინმემ შეგამჩნიოს, როგორ გინდა რომ ვიღაცამ შემოგხედოს მაგრამ ჩემთან ასე არასდროს ხდებოდა, ვერც ვერავინ მამჩნევდა და არც არავინ მიყურებდა.
- კაბიით გიცანი საყვარელო - ანა მომიდგა გვერდით, მასაც ნიღაბი ეკეთა და ხმით ვიცანი, მხოლოდ მისგან გამეგო ასეთი წკრიალა ხმა.
- მოგიხდა - გავუღიმე და თავის კაბაზე ვანიშნე
- ჰოო, მეც მომწონს. აბა კარგად შემომხედე - უკან გაიწია და დატრიალდა
- ძალიიან ლამაზი ხარ - გავუცინე
- მადლობა - ღიმილით დამიკრა თავი და გვერდით მომიდგა - სტეფანი არ გინახავს?
- კი, როსთან ერთად დავინახე სადღაც იქ იყო - ხელი სასმელების მაგიდსკენ გავიშვირე
- ემილისთან იყო?
- ხო, თუ ძებნას დაუწყებ, დრაკულას ფორმითაა, მისი შეყვარებული კი ანგელოზის ფორმით!... - თვალები ავატრიალე და შამპანიური მოვსვი
- გასაგებიაა - კბილები გავაკრაჭუნა და თვალებით მათ დაუწყო ძებნა.
ანა ამას არ ამბობდა მაგრამ მშვენივრად ვხედავდი როგორ იწვოდა ცალმხრივი სიყვარულის ცეცხლით, მას სტეფანი უყვარდა(დრაკულა) სტეფანი კი ემილის შეყვარებულიიყო, ასე რომ დარწმუნებული ვიყავი, სტაფანს და ემილის არაფერი რომ არ გამოსვლოდათ როსი მაინც არ მისცემდა ანას და ლუის ერთად ყოფნის საშვალებას. ოხ ეს დამშეული ეგო…

* * *
სადღაც ნახევარ საათში უკვე ლექტორები საკმაოდ მომვრავლდნენ დარბაზში, ყველა ჩვენი უნივერსიტეტის დირექტორს ელოდებოდა ჯოშ ანდერსონს, სიტყვით უნდა გამოსულიყო, მერე კი როგორც ანასგან მქონდა გაგებული რამოდენიმე ცნობილ რეჟისორსაც მოიპატიჟებდნენ. მალევე მოვიდა ანდერსონი დარბაზში, სტუდენტებს მოკრძალებულად მოგვესალმა, ლექტორებსაც იგივენაიად, შემდეგ კი სცენაზე ავიდა, სიტყვით გამოვიდა ბოლოს კი ყველას მადლობა გადაგვიხადა ასეთი წვეულების მოწყობაში (მე ეს მადლობა საკუთარ თავზე არმიმიღია რადგანაც თითიც არგამინძრევია დარბაზის გაფორმებაში)
- ახლა კი როგორც დაგპირდით, მინდა სცენაზე მოვიწვიო წარმატებული, თითოეული სტუდენტის მისაბაძი მაგალითი, ცნობილი რეჟისორი და მწერალი დემნა მატაბელი - თქვა ანდერსონმა და ტაში შემოჰკრა.
დემნა მატაბელი... ეს სახელი ექოებივით ჩამესმოდა ყურებში, ტაშის ხმა ბუნდოვნად მესმოდა, ერთადერთი ის იყო რომ დირექტორის მზერას თვალი გავაყოლე და მაშინვე მატაბელი დავინახე, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა.
არა, ჩემსკენ არმოდიოდა, ეს უბრალოდ მე ვიდექი ისეთ ადგილას რომ გვერდს თუ არ ჩამივლიდა ისე სცენაზე ვერ მოხვდებოდა.
საკუთარი სახის მიმიკით თუ ვიმსჯელებდი მგონი გამეღიმაკიდეც. დემნას შევავლე თვალი და თავიდან ფეხებამდე ავათვალიერე. მის ყორანივით შავ თვალებს დარბაზის მკრთალ შუქშიც კი ვამჩნევდი. მატაბელი სცენისკენ შარვლის ჯიბეებში, ხელჩაყოფილი მოაბიჯებდა. ოჰ ეს თავდაჯერებული სახის გამომეტყველება როგორ არასდროს არ ეცვლებოდა. როგორც მე ვერ ველეოდი ამ სამყაროს უსამართლობაზე ფიქრს, ისიც ისევ ვერ ელეოდა თავისი ამ ამაყი სახის გამომეტყველებით დარბაზში მყოფების დატყვევებას.
გვერდი ამიარა და სცენისკენ წავიდა, ჩემსკენ არც ერთხელ არ გამოუხედავს, როგორც კი გვერდით ჩამიარა და მისი სიახლოვე ვიგრძენი, მაშინვე წამეთამაშა ცხვირზე მისი სურნელი…
ამ დროის მანძლზე, სანამ ის ჩემგან შორს იყო, გონებაში ხშირად გავაღვიძებდი მის სახეს, მისი თითოეული ნაკვთი შევისწავლე, თუმცა მაინც... ახლაც კი, საუბრისას როცა ჩემსწინ დგას ლაპარაკობს, მე კი ვუსმენ და ვუყურებ, მაინც ისე შევავლებ ხოლმე თვალს მის სახეს, როგორც ადრე პირველი შეხვედრისას და ნაზად ვუყოლებ მზერას მის უსაზღვროდ ლამაზ ნაკვთებს. ყოველ შეხვედრაზე ახალ-ახალ განსაკუთრებულობას ვაწყდები მისი ცქერისას, ეს კი ძალიან მომწონს, მაგრამ მაინც მეშინია…

* * *
- გილოცავ გამოცდების ჩაბარებას - მომიახლოვდა და გვერდით მომიდგა.
- მადლობა, მეც გილოცავ დაბრუნებას - თუ ეს მართლა დაბრუნება იყო და ისევ არაპირებდი სადმე გადაკარგვას...
- გმადლობ - ცოტა ყოყმანით თქვა და ჭიქა ცვირ წინ ამაცალა, მერე კი ერთი მოსმით ჩაცალა ჭიქა - სახლში არმიდიხარ?
- კი
- მიგიყვან
- მისამართი არ ვიცი, ავტობუსით უნდა წავიდე
- არაუშავს
- როგორ თუ არაუშავს?
- მევიცი შენი სახლის მისამართი, წამოდი - ჩემი ჩანთა აიღო და გამომიწოდა, მეც გამოვართვი და ერთად გავედით გარეთ. კარებთან მისვლისას როგორც ჩვეოდა, კარი გამომიღო და ჯერ მე გამომატარა, მერე კი თვითონ გამოვიდა, ანალოიური გააკეთა მანქანასთან მისვლისას.
სიმართლე გითხრათ არც კი გამკვირვებია ჩემი სახლის მისამართი რომ იცოდა, მთელი გზა ვნატრობდი სახლის გზა უფრო გაწელილიყო და იმაზე მეტი დრო გამეტარებინა მის გვერდით ვიდრე ჩვეულებრივ ვატარებდი ხოლმე.
- როდის ჩამოხვედი? - ვკითხე და მის ხელებზე გადავიტანე მზერა
- სადღაც სამი საათის წინ - გამომხედა და თვალებში ჩამაშტერდა. ღმერთო როგორ მაბნევდა ეს მზერა. თვალი ძლივს ავარიდე და ფანჯრისკენ გავიხედე
- სახლში წასვლა არ მინდა - გაბუსულმა ვუთხარი, და ქვედა ტუჩზე მტკივნეულად ვიკბინე ენას რომ ვერ ვაჩერებდი
- ვიცი, სახლში არც მიმყავხარ - უდარდელად მითხრა
- აბა სად მიგყავარ? - მაშინვე მისკენ გავტრიალდი
- შენს მოსაწყენ ცხოვრებაზე ბევრს მელაპარაკებოდნენ, ხომ გინდა რომ ცოტა გახალისდე?
- მინდა
- ჰოდა ათი წუთიც მოიცადე, მალე მივალთ - მითხრა და ქუჩისკენ გაიხედა.
ემოციებმოზღვავებული ვიჯექი წინა სავარძელში და ყველანაირად ვიკავებდი თავს იქვე სულელივით რომ არ გავკრეჭილიყავი.
მანქანის სალონში მისი სურნელი კარგად იგრძნობოდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა. ზურგით მთლიანად მივეყრდენი სავარძელს, მისკენ გავიხედე და მის პროფილს დავუწყე ყურება. მატაბელს თმა უფრო წამოეზარდა და ანდრიასავით უკან ჰქონდა გადაწეული, როგორი ლამაზი, კეხიანი ცხვირი ჰქონდა, მშურდა მისი, ცუდი არც ჩემი იყო მაგრამ მისი ნამდვილად სჯობდა. მერე უცებ გამახსენდა ბათუმში როგორ გამეთამაშა ამ ცხვირით თმებზე, ყელზე როგორ მეხებოდა და ჟრუანტელმა დამაყარა ტანზე. შემთხვევით თმა წინ ჩამოეყარა მაგრამ თვალებში ჯერ არეფეთებოდა და ალბათ ამიტომაც არ გადაიწია უკან. ხელი მისი თმებისკენ გავწიე და სხვა დანარჩენებივით უკან გადავუწიე მერე კი შუბლზე ნელა გადავატარე თითები , ქვემოთ მის სახეს გავაყოლე, გამოკვეთილ ყვირმალზე ხელი ჩამოვატარე და მის ლოყასაც ჩამოვუსვი ხელი. სასიამოვნო კანი ჰქონდა. გაკვირვებულმა გამომხედა. არვიცი რისი ბრალი იყო, მაგრამ ისე მომინდა მისი კოცნა, თავს როგორ ვიკავებდი თვითონაც არვიცოდი. ერთი ხელი საჭეს მოაშორა და ჩემი ხელი მოაქცია მასში, მერე კი ხელი დაიჭირა და ხელისგულზე ნაზად მაკოცა.
- მოვედით - თქვა და ხელი ჩემს კალთაში ჩადო მერე კი მანქანიდან გადავიდა.
გაუნძრევლად ვიჯექი მანქანაში, ბოლოსჩემი კარი თვითონვე გამოაღო და როცა სიცივე ვიგრძენი მოშიშვლებულ ფეხზე შევფხიზლდი. მისკენ გავიხედე ოდნავ წამოვიწიე და მანქანიდან ჩამოვედი.
გავიგონე როგორ მიხურა მანქანის კარები მერე კი როგორ ჩაკეტა პულტით, მისკენ გავიხედე მან კი ხელი მომკიდა და ჩემთან ერთად დაიძრა ადგილიდან.
- დემნა - ხელის გაშვება ვცადე და უკან გავიწიე
- რაიყო? - ისე მკითხა თითქოს ვერ ხვდებოდეს რას ვცდილობდე.
- გამიშვი... გთხოვ... - ხმა გამიწყდა და უცებ ავსლუკუნდი
- არ გაგიშებ, მოდი ჩემთან - გაჩერდა, ჩემი მისკენ მიწევა სცადა, მაგრამ გავუძალიანდი და ხელი გავაშვებინე, თუმცა მატაბელმა ხელი დროულად ჩამოვლო, დამიჭირა და ნაზად მიმაჯახა მის სხეულზე - რომ გაგიშა დაიკარგები - ცალიხელი წელზე შემომხვია, ცალი ხელით კი თავზე მეფერებოდა.
- არმინდა შენთან - დაუფიქრებლად ვლაპარაკობდი ველაფერს, ან ვის ვატყუებდი თვითონაც არვიცოდი.
- ამას ვინ მეუბნება, დაბნეული ევა თუ ჯერ კიდევ ისგოგონა რომელიც თვლის რომ თავის სიყვარულს უღალატა - ირონიულად და თან სევდიანად ჟღერდა მისგან ეს სიტყვები
არაფერი მიპასუხებია, ხელი მის საყელოს ჩავავლე და მაგრად მოვუჭირე, თბილად ვიყავი, ყოველი ადგილას სადაც მატაბელი მეხებოდა, ალივით მქონდა მომიდებული კანზე. თავი ოდნავ მაღლა ავწიე, მისი ტუჩებს კარგად ვხედავდი, სისხლი ტვინში მომაწვა და იმპულსურად საკოცნელად გავიწიე, თუმცა დემნამ დამასწო, თავისი ხელებისგულებით ჩემი სახე მოაქცია შიგნით და შუბლზე ნაზად მაკოცა.
იმ წამსვე გადმომცვივდა ცრემლი თვალებიდან, რატომ აკეთებდა ამასვერ ვხდებოდი. მისი ტუჩები მოაშორა სახიდან და ამჯერად სველი სახე თითებით მომწმინდა.
- ახლა ასე იყოს, ეს კი მაშინ გავაკეთოთ როცა ამაში დარწმუნებული იქნები. ვიცი რასაც ფიქრობ, ვიცი რომ გეშინია იგივე შეცდომის დაშვება, ამიტომაც არაფერს გაძალებ და არც იმის უფლებას გაძლევ, ემოციებს აჰყვე და მერე ეს ინანო. ყველაზე და ყველაფერზე მეტად არმინდა რომ ოდესღაც ჩვენი ურთიერთობა სანანებელი გაგიხდეს ევა, ჩემი შენს გვერდით ყოფნაც კი ერთი დიდი ნეტარებაა. - თითები თმის წინა მხარეს შემიცურა და ჩამოვარდნილი კულულა უკან გადამიწია - ზოგჯერ ვფიქრობ რომ კეთილი მოჩვენება ხარ ან უბრალოდ ვიღაცის სიზმარივარ და ეს ვიღაც არ იღვიძებს, სძნავს და თვალებს არახელს. ამდროს ერთადერთი რასაც მას ვითხოვ, არის ის რომ თუ მე მართლა მის სიზმარი ვარ და თუ მას ესმის ჩემი, კიდევ ცოტახანი იძინოს, დამტოვოვოს ამ სიზმარში, შენთან ერთად და ამ ყველაფერთან ერთად. ხოლო თუ შენ არ იქნები ჩემს გვერდით, ჩემს სიახლოვეს, მაშინ გაიღვიძოს, რათა მეც შენსავით გავქრე, იქნებ ასე გამქრალი, ჰაერში მტვერივით გაფუნტილი მაინც გიპოვო სადმე… დაიჯერებ? ალბათ ვერა, მაგრამ დარწმუნებულივარ რომ ასეთსაც გიცნობ, საკუთართავში ვარ დარწმუნებული რომ მე შენ აუცილებლად ყველგან, ყველანაირს გიცნობ და გიპოვი ევა, სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო... - მატაბელს თვალეები აემღვრაა და სახე ახლოს მიმიტანა, ტუჩებით ოდნავ შემოხო ყურთან ახლოს
- იქნებ ეს შენ ხარ ჩემი სიზამრი... იქნებ ყველაფერი რაც შენ თქვი პირიქითაა, რომ შენ ხარ ჩემი კეთილი მოჩვენაბა, რომელიც როცა მჭირდება ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მანძლის მიუხედავად მარტო არასდროს მტოვებს. იქნებ ეს თავად შენ ხარ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი დემნა…
-ასეც რომ იყოს მაშინ გთხოვ, არც გაიღვიძო და არც გამქრო - მითხრა და იმ წამსვე თვალები ოდნავ დააწვრილა, მერე კი ხელი თავისკენ წაიღო
- რამოგივიდა? - ვკითხე და სახეზე შევახე ხელი
- არაფერი... წამოდი წავიდეთ - წელზე მომხვია ხელი და ნაბიჯი გადადგა. შენობის კარებამდე მისულს მითხრა - მობილური დამრჩა მანქანაში, ავიღებ და მოვალ
- კარგი - გავუღიმე და მინიდან გავხედე ადგილს. შორიდან ბუნდოვნად ჩანდა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი რომ ლამაზი იქნებოდა.
უკან მივიხედე დემნა მანქანისკენ მიდიოდა. მე კი უკანიდან ვუყურებდი. მანქანის კარები გამოაღო და გადაიხარა, ალბათ ტელეფონი აიღო, მაგრამ კიდევ რაღაც ჩაიდო ჯიბეში, ეს უბრალოდ მე ვერ დავინახე რა იყო.
- შევიდეთ? - ჩემთან მოსულმა მითხრა და კარი გამიღო
- წამოდი - ხელი მოვკიდე და მაშინვე, როგორც ვფიქრობდი ლამაზ სამყაროში აღმოვჩნდი, უბრალოდ ვერ წარმომედგინა ამდენად ლამაზი თუ იქნებოდა. თავი დროში გადმოგდებული ადამიანი მეგონა რომელიც, ზამთრის სუსხიანი ამინდებიდან რამოდენიმე წამში გადმოინაცვლა გაზაფხულის თბილ სეზონში.
- რა ლამაზიაა - აღმომხდა სასიამოვნოდ გაოგნებულსს
- ჯერ სად ხარ - წელზე ხელი შემომხვია და დერეფნის ბოლოსაკენ წამიყვანაა.

* * *
- მოგეწონა? - მკითხა მატაბელმა, მე კი ჯერკიდევაც ვერ ვიშორებდი ღიმილს სახედან
- რათქმაუნდა მომეწონა, რა ლამაზი იყო, თანაც რამდენნაირი - ვკიოდი კიარ ვლაპარაკობდი, დემნა კი იცინოდა - ასე ნუ იციინი, მართლა ძალიან ლამაზი იყო და უბრალოდ ემოციებს ვერ ვმალავ
- არც მინდა რომ დამალო. პირიქიიით უფრო მეტი და მეტი გამოაამჟღავნეე - სახეზე ხელი მომკიდა და ყბის ძვალზე მაკოცაა. ხელი მის წელს შემოვხვიეე და ისე მივედით მანქანამდე.

- კიდევ როდის გნახავ? - ვკითხე მატაბელს როცა უკვე ჩვენი კორპუსის წინ ვიყავით
- ჯერ არსად არვაპირებ წასვლას - გაეცინა - ხვალიდან უკვე მზადება უნდა დავიწყო ანდრიას ფილმზე
- მართლა? - გამიხარდა - იციი ანდრიას ვუთხარი რომ გაჯობებდი, შენზე უკეთესი რეჟისორი გავხდებოდი - ინსტიქტურად ტუჩზე ვიკბინეე, მერე კი ჯერ მის გაკვირვებულ სახეს გავხედე, მერე კი ღიმილი რომ ეპარებოდა ნელნელა - ახლა სიცილი არდაიწყო თორეეემ არვიცი რასგიზაამ - თითი დავუქნიე და მეთვითონ გამეცინა ჩემს საქციელზე
- კარგი, კარგიი, რახან ჩემთან დაპირისპირება გადაწყვიტე გამოდის რომ მტრები ვართ არა? - თვალები ოდნავ მოჭუტა და სავარძელს მიეყრდნო
- ეგრეაა - თავდეჯერებული ხმით ვუთხარი და ჩანთა ხელში ავიღე
- მაშინ რახან ასეა, ჯობია თავი დავიზღვიო.
- მაგას როგორ აპირებ? - ვითომ დიდი ინტერესით ვკითხე
- ხომ გაგიგია, ჯობია მტრები თვალწინ გყავდეს ვიდრე შორს და ყოველდღე იმის შიშში არ იყო როდის დაგესხმება თავსო, ხოდა მეც ასე მოვიქცევი. როგორც კი გადაღება დაიწყება, იმ პროცესში შენც ჩემს გვერდით იქნები, ასე დაგაკვირდები თან ახლოს მეყოლები… - სახე ახლოს მოიტანა და ყელში შემიძვრა, მერე კი ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი - ვეცდები რაც შეიძლება მალე დავიწყო გადაღება - გაეცინა და ყელზე ნაზად მაკოცა.
- წარმატებები - კეთილისმსურველივით ვუსურვე და მანქანის კარები გამოვაღე, გადმოვედი და ჩემი კორპუსისკენ წავედი. სანამ სადარბაზომდე მივიდოდი იმდენჯერ გავიხედე უკან რომ კისერი ლამის მომტყდა. არც დემნა მიდიოდა. სახლში რომ ავედი, ფეხსაცმელები გავიძვრე (ფეხები ძალიან მატკინეს) პალტოც მოვიშორე და იქვე მივაგდე მერე კი ისე რომ შუქი არც კი ამინთია, ჩუმად მივიპარე ფანჯარასთან, ფარდა სულ ოდნავ გადავწიე, მაინტერესებდა ისევ იქ იდგა თუ არა მატაბელი.
დამინახააა, მაინც დამინხააა…
ხელი დამიქნია და მანქანა დაძრა, მერე კი სხვა მანქანებს შეუერთდა ტრასაზე.

* * *
რაც აქ ჩამოვედი, ჯერ ასეთი ენთუზიაზმით არამგონია გამეღვიძოს. ლოგინიდან წამოვდექი თავი მოვიწესრიგე, წუხელ დემნას ფოტო ჰქონდა გამოგზავნილი მე კი მაგდროს მეძინა. ფოტო გავხსენი ფლორისტთან ერთად ყვავილები მეჭირა ხელში და ქალს რაღაცაზე ველაპარაკებოდი, ლამაზი ფოტო იყო, ბუნებრივი და რაცმთავარია მისი გადაღებული. გულები გავუგზავნე და მობილური გამოვრთე.

* * *
ლექციას დროულად მივუსწარი, ოთახში რომ შევედი, ჩუმად ღრიალებდა ანა აქ დაჯექიო(მისგვერდით) იქეთ-აქეთ მოვავლე ბავშვებს თვალი მერე კი მისკენ წავედი.
- შენ რეებს მიმალავ? - თვალები დამიბრიალა თან ჩუმად მეჩურჩულებოდა
- რას უნდა გიმალავდე?
- დაგინახე გუშინ დემნასთან ერთად რომ წახვედი
- აჰჰ ეგ?... ერთად გავედით უბრალოდ - თავი ვიმართლე, არმინდოდა ჩვენზე გაეგოთ კურსელებს, თორემ დაიწყებნდნენ მთელს უნივერსიტეტში მითქმა მოთქმას. არა კი მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი, მაგრად მისით არა, თანაც მეხომ უნდა ვაჯობო მას…
ანამ მთელი ლექციის მანძლზე ენა ვერგააჩერა, არმომეშვა და ბოლოს ჩემგან რომ ვეღარაფერი გაიგო მომეშვა.

უნივერსიტეტიდან გამოსულს გარეთ ანდრია დამხვდა მანქანით.
- გამარჯობა ლამაზო, რაღირს თქვენთან ერთად გასეირნება?
- საღლაბუცოდ გცალია ხო? - ჩამოწეული მინიდან შევსძახე
- არა, ახლა ნამდვილად არა, მაგრამ ხომ იცი ეს ცხვრება როგორი მოსაწყენიცაა, მე კი ვერწამომიდგენია ჩემი ცხოვრება მსგავსი სიტუაციების გარეშე - თავი გააქნია და სათვალე შეისწორა
- რაგეშველება ახვლედიანო მაინც არვიცი
- რავი ალბათ რამე მეშველება, დრო ლამაზო დროოო… ახლა კი ჩაჯექი მანქანაში ჩემი მსახიობები უნდა განახო - ლამის ყურებამდე გაიკრიჭა.
- მსახიობები? აქ ვინ გამოგზავნა ანდრუუშ? - ცინიკური ხმით ვკითხე
- დემნამ გამომგზავნა - პირდაპი მითხრა
- ღმერთო როგორი მესაიდუმლე მეგობარი ჰყავხარ დემნას… ჩემს საიდუმლოებსაც ასე ამხელ?
- როცა საქმე შენ და დემნას გეხებათ, არცერთს არაფერს გიმალავთ, ვაკეთებ ისე რომ საიდუმლო იყოს, მაგრამ ამას მხოლოდ საქმით ვაჩენ… აი ლაპარაკიითკიი… რავქნაა გრძელი ენა მაქვს - სახე მოღუშა
ამოვიხვნეშეე და მისი მანქანისკენ წავედი. მთელი გზა ენა ვერ გააჩერა, არც მე მომასვენა. საბოოლოდ ერთ კაფეში მივედით, ერთ მაგიდას მივუჯექით სადაც 8კაცი დაგვხვდა.
- გამარჯობა - ინგლისურად მიესალმა ანდრია
მეც იგივენაირად და მათაც.
თავიანთ როლებზე ლაპარაკობდნენ, საღამოს სცენარს დემნა გადაუგზავნიდიდა. კიდევ ყოფილა ერთი მსახიობი, თანაც ქართველი უბრალოდ ხვალ დილით ჩამოდიოდა ლონდონში და აქ ამიტომაც არ იყო. მალევე დავიშალეთ ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ის რომ ხვალ აუცილებლად ვნახავდა მათ გადასაღებ მოედანზე. სახლში ანდრიამ მიმიყვანა. სანამ მანქანიდან გადავიდოდი ახალ მსახიობზე ვკითხე, დიდად ვერ იყო მოხიბლული ამგოგოთი, თურმე თავიდანვე წუწუნი დაუწყია...
- წამოგიდგენია? უკეთესად ვერ დაწერეო მითხრა! - ცოფებს ყრიდა ახვლედიანი და ისე ყვიროდა მეგონა ცოტაც და შემოველახებოდი.
- მაშინ როლზე რატომ დაგთანხმდა?
- ფული ევა ფულიი, ეგ გოგო ფულის ხამია. უბრალოდ მეც არმყავს ამ როლისთვის უკეთესი კანდიდანტი თორემ აქ მსახიობების მეტი რაარის. - ფანჯარა ჩამოსწია და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
- არვიცი ანდრია - დაღლილი მივესვენე სავარძელს
- ხვალ გცალია?
- კი
- მაშინ წამოდი შენც. ისე ხო, გუშინ სად იყავით შენ და დემნა? - თვალები დააწვრილა და ისე გამომხედა.
- არსად, სად უნდა ვყოფილიყავით - ისევუპასუხე გეგონებოდათ არაფერი მომხდარიყოსო.
- შენიჭკუით მატყუებ ეხა?
- კარგი რა ანდრია, რაგინდაა? - ხელები ავიქნიე და ფანჯარაში გავიხედე
- ის მინდა რომ ჭკუას მოუხმო და თავლები გაახილო, შორს რომ გაჰყურებ ჰორიზონტს, სჯობს გვერდით მიიხედო და მიხვდები რა ახლოსაა ის რასაც ასე შორს ეძებ - სიგარეტის ნამწვავი მანქანიდან მოისროლა და ჩემსკენ გამოიხედა.
- იგივე შეცდომას ვერ დავუშებ, მეშინია - ჩავილაპარაკე და მინას მივადე თავი
- დემნა შეცდომა არარის ევა - მოკლედ მომიჭრა ანდრიამ
- არვიცი, ან ალბათ მართალიხარ - ვუთხარი და მანქანის კარი გამოვაღე, ვიცოდი თუ დავრჩებოდი ისევ ბევრი მოგვიწევდა საუბარი, ახლა კი ეს ნამდვილად არმინდოდა. ანდრიას დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. სახლში რომ ავედი ცხელი აბაზანა მივიღე მერე კი ცივ საწოლში შევძვერი. ზოგჯერ გვგონია რომ საკუთარ თავს მხოლოდ ჩვენ თუ ვუპატრონებთ, მხოლოდ ჩვენ თუ მოვუვლით, სამწახაროა მაგრამ იმ დროს მეც ასე მეგონა, მიუხედავად იმისა რომ დემნასგვერდით ვერაფერს ვმალავდი და მაინც ისვიყავი ვინც მას უნდოდა და ალბათ ჩემში დამალულ სხვა არსებებსაც.

* * *
დილით ანდრიამ დამირეკე ოც წუთში შენთან ვიქნებიო. ფეხზე წამოვხვტი მოვწესრიგდი. ჯინსის ლურჯი შარვალი და შავი, თბილი როლინგი ჩავიცვი. თმა გავიშალე, ტუჩზე უფერული ტუჩსაცხი გადავისვი, ქურთუკი და კაშნე გავიკეთე, ბათინკები ამოვიცვი და გარეთ გავედი.
- რაიყო რაღაც ვერ ხარ ხასიათზე - ვუთხარი ანდრიას რომელიც მთელიგზა უჟმურ მდგომარეობაში მართავდა საჭეს და ეს მისგან დამდვილად გასაკვირი იყო.
- ის ნერვების ჭია გოგო, ჩემს ნერვებს ჭამს - შემომიღრინა და ამღერებულ მობილურს დახედა - აი ისევ - ხელი გაშალა მერე კი მობილურს უპასუხა თან ხმოვანზე ჩართო.
- გისმენთ მიის - ანდრიას ცინიკური ხმა გაჟღერდა მანქანაში
- ბატონო მწერალო... ცოტა მაგვიანდება, რაღაცეები მაქვს საყიდელი, ხომ დამელოდებით?
- მოიცა მოიცა… რასნიშნავს დაგელოდებით, ხომ არ გავიწყდება ეს შენი სამსახური რომ არის?!! - წამოენთო ანდრია
- არმავიწყდება, მაგრამ ახლახანს გამოვედი აეროპორტიდან, პირველად ვარ ლონდონში, აქ კი ერთი მაღაზია მომეწონა ლამაზი ფეხსაცმელებია, დავათვალიერებ და მოვალ რა
- ეს გოგო გიჟია - ჩაიბუტბუტა
- ბატონო?
- ბატონო კიარა, ნახევარ საათში გადასაღებ ადგილას იყავი თორემმ....
- თორეემ?... - ქალის ამაყი და ირონიული ხმა გაჟღერდა მობილურში. ანდრიას გავხედე თვალები მაგრად დახუჭა და ხელისგულები გადაატარა საჭეს. პირზე ხელს ვიფარებდი იქვე რომ არ ავხარხარებულიყავი
- ერთსაათში ადგილზე იქნები - მოკლედ უთხრა და მობილური გაუთიშა - ასე ნუ მიყურებ და ნუ იცინი - შემომიღრინა და გზისკენ გაიხედა.

* * *
დემნასთან ერთად ვიჯექი ღიაცისქვეშ კაფეში, ჩემს წინ საოცრად ლამაზი ხედი იყო...პატარა ტბა, ლამაზი ყვავილებით ირგვლივ და ის. ჯერ კიდევ ათი წუთი იყო ყველას შეკრებამდე დარჩენილი. ამიტომაც დროვიხელთეთ და ცალკე განვმარტოვდით.
- რაზე ფიქრობ? - ვკითხე ჩემზე მოჩერებულ დემნას, რომელის მზერასაც რახანია გავურბოდი
- არვფიქრობ, ვცდილობ ვიფიქრო - გამიღიმა, მე კი მისიღიმილს შემყურე უაზროდ მივაშტერდი
- ვინმე ხელს გიშლის ფიქრში? - ეშმაკურად ვკითხე და ყავა მოვსვი
- კი მიშლის, ერთი ლამაზ თვალება გოგონა, რომელიც ერთადერთია ვინც ჩემთვის გონების არევის უნარით არის დაჯილდოვებული
- აი თურმე რაყოფილაა - ჩავილაპრაკეეე და გავხედე. ისე მომაჯადოებლად მიყურებდა ლამის იქვე დავდნი. მაინც როგორ უხდებოდა ეს შავი ყელიანი როლინგი, ზედ მოცმული ტყავის თხელი კურტკა და უკანგადაწეული თმები…
- შენზე მომიყევი რამე. თუ ჩემსგვერდით მაინც ვერფიქრობ სჯობს ტყუილად არგაფლანგო დრო და ყურებისმაგივრად მელაპრაკო - ვუთხარი მატაბელს და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი
- მაინც რა გინდა რომ გითხრა?
- ყველაფერი... აქამდე რითი იყავი დაკავებული, რატომ აირჩიე ეს პროფესია, სად გაიცანი ანდრია, რატომ ცხოვრობ აქ, მამაშენი სად არის ან გყავდა თუ არა აქამდე შეყვარებული. ასე ნუ მიყურებ მანიკაი არვარ!
- რომ არ გიცნობდნე, ვიფიქრებდი რომ ხარ - გაეცინა - აქამდე მხოლოდ ვწერდი, ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე რომ ერთადგილზე ვერ გავჩერდი, ჩემი თავი თითქმის ყველგან მოვსინჯე მედიცინის გარდა. საბოლოოდ კი კინოხელოვნებამ გამიტაცა. ამ საქმით მოღვაწეობა ხუთი წელია რაც დავიწყე. იდეები ყოველთვის მქონდა თავში, მხოლოდ წერით კი მათ ვერ ვცლიდი, ასე რომ მარტივი გზა ვიპოვე და რეჟისორი გავხვდი, ეს პროფესია მერე ძალიან შემიყვარდა საბოლოოდ კი ყველაფერი მივატოვე გარდა წერისა და აი აქ ამოვყევი თავი. ანდრია თბილისში გავიცანი ბავშობიდან ვმეგობრობდით, ის ჩემთვის პატარა ძმასავით იყო, რომლის თავსაც ყოველთვის მაბარებდნენ, აროიყო ადვილად მოსარჯულებელი ბავში მაგრამ შეძლებისდაგვარად ვხედავდი. ლონდონში იმიტომ ვცხოვრობ რომ ამ ქალაქში და საერთოდ ყველგან შემიძლია ვიცხოვრო იქ კი… ჩემს სამშბლოში, უბრალოდ ვარსებობ. აქ ყოფნა დემნა მატაბელისთვის უფრო ადვილი და მარტივია… საქართველოში იშვიათად ვარ, მხოლოდ ზაფხულობით ჩავდივარ დედაჩემთან, ჩემს დაბადებისდღეზე, რადგანაც უნდა იმ დღეს მაინც ვიყო მის გვერდით. მამაჩემი მკვდარია. რაც შეეხება შეყვარებულს, რომ არმოგატყუო მყავდა რამოდენიმე, თუმცა სიყვარულით არავინ მყავრებია
- რატომ არ გყავარებია?
- იმიტომ რომ კარგად მესმოდა სიყვარულის მნიშნელობა, მათ კი წარმოდგენაც არჰქონდათ ამის - მოკლედ მომიჭრა და წყალი მოსვა
რაღაცის თქმა დავაპირე მაგრამ გადამღები მოვიდა ჩვენთან
- რამოხდა ედი - ჰკითხა მატაბელმა
- დემნა წამოდი თორემ ის ორი დახოცავენ ერთმანეთს - ქოშინითთქვა, მატაბელი კი მაშინვე წამოხტა და შენობაში შევიდა

* * *
- შენ გოგო საერთოდ სრულ ჭკუაზე ხარ?
- როგორ მელაპარაკები? ხომ არგავიწყდება ერთადერთი რომ ვარ ვისაც ამ როლის შესრულება შეუძლია?
- მერე მაგისგამო თავზე უნდა გაადაიჯვა? - დაიღრიალა ახვლედიანმა და იმ წამსვე მიიღო სახეში ლამაზ ხმოვანი სილა
- მეორედ წესიერად დამელაპარაკები! - თითი დაუქნია გოგონამ და თვალებ აბრიალებული შეხედა ანდრიას.
- აღარ დამშვიდდებით?! - მატაბელის მკაცრი ტონი გაჟღერდა და ანდრიას გაბრაზებულმა შეხედა.
სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას არავინ იღებდა, ჩემი სიმპათიური მეგობარი ჯერ კიდევ შოკში იყო მომხდარისგან. ახვლედიანმა არიცოდა რაიყო სახეში სილის გაწნა. როდესაც მისი ძმაკაცი ნარკოტიკების სამქეს ტენიდა ანდრიას, მაშინაც კი არგაურტყამს მამამის სახეში, ახლა კი ნამდვილად შოკში იყო, ეს პატარა, თითისიგრძე გოგო ამდენს რომ უბედავდა. პრინციპში უკვე გაუბედა.
- მაპატიეთ ბატონო მატაბელ, მისი ეს სიუზრდელე ვეღარ ავიტანე - თქვა გოგონამ - ისა ქართული გესმით ხო? - იკითხა
- მესმის მესმის - უთხრა დემნამ და ანდრიას მხარი გაკრა. - ორივენი გარეთ გადით და მაგიდასთან დამელოდეთ - უთხრა და გოგონაც მაშინვე თავდაჯერებული ნაბიჯებით გაუყვა გზას, ანდრიამ კი ხელი როგორც კი მოიშორა სახიდან და მე მისი აწითლებული სახე დავინახე ხუთითითი რომ ემჩნეოდა, სიცილი წამსკდა ახვლედიანმა კი მაშინვე თვალები დამიბრიალა და გარეთ გავიდა.
დემნას გავხედე, სერიოზული სახით გაჰყურებდა ორივეს, მერე მზერა ჩემსკენ გადმოიტანა და მათ მიჰყვა.

სკამებზე ვიჯექით და თავიანთ როლებს განიხილავდნენ. ანდრია ჩუმად იყო ხმას არიღებდა, მას რომ ვუყურებდი იქვე ხარხარი მინდებოდა, მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა მომკლავდა. დემნამ ავტორისგან განსხვავებით ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოაყალიბა თავის მსახიობებთან, ყველა გულისყურით უსმენდა და აკვირდებოდა. ერთი გოგო იყო, არმომეწონა, დემნას თვალებზე რომ იყო ჩაშტერებული.
- იმედია ყველამ ყველაფერი გაიგეთ - წინ წამოიწია რეჟისორი და ფეხზე წამოდგა
- გავიგეთ - თქვეს და ისინიც მათ მიჰყვეს. წამით მთავარი როლის შემსრულებელ გოგონას სახეს მოვკარი თვალი, უფროსწორად აქამდეც ხომ მყავდა ნანახი მაგრამ თითქოს უფრო ადრეც ვნახე სადღაც.
- ჰეი - ხელი ჩავავლე მატაბელს
- რამოხდა?
- იმ გოგოს რაჰქვია? - თვალებით ვანიშნე
- ნატა
- ნატაა - წავილუღლუღე და ვცდილობდი გამეხსენებინა მისი სახელი, თუმცა ვერაფერი. მაგრამ მისი სახე მახსოვდა, თითქოს სადღაც მქონდა ეს ლამაზი ტანი და ეს დიდი თვალე… - ღმერთო ჩემო რა უბედურებააა - წამოვიყვირე
- სად ხედავ უბედურებას აბა დამანახე?
- ვაიმე, დემნა ეს გოგო იცი ვინ არის? მაშინ ლიზას რომ ვაცილებდი და წამოსვლისას ხელი რომ გავკარი შემთხვევით… არადა მაშინ ასეთი ქაჯი არჩანდა - ვითომ ჩაფიქრებულმა ვთქვი და მატაბელს გავხედე, რომელიც გაკვირვებული მიყურებდა და ვინ იცის რასარ ფიქრობდა ჩემზე.
- რამხარი გაკარი? ვის აცილებდი? სად აცილებდი? რაზე მელაპარაკები საერთოდ - იკითხა, მეკი ხელი ავიქნიე და ისევ ჩემს ადგილს მივუჯექი. დემნამაც აღარმომაქცია ყურადღება და გადასაღებ ადგილისკენ დაიძრა.
მთელი გადაღება ამ გოგოს ვათვალიერებდი, ჩემზე ოდნავ დაბალი იყო (მაღალ ქუსლიანების გარეშე) მაგრამ თავის საქმეს კარგად აკეთებდა, ნამდვილად ვერ დაუწუნებდით. შიგადაშიგ ანდრიასაც შევავლებდი თვალს, გაბუსული რომ იჯდა მატაბელის გვერდით და მკვლელი თვალების მზერით გმირავდა ნატას, თუმცა ამ გოგოს ან მართლა ეკიდა ყველაფერი, ანკიდე ახვლედიანის თქმის არ იყოს, მის ნერვებს მართლაც სპეციალურად ჭამდა. ერთისიტყვით ვფიქრობდი რომ ამ ორის ურთიერთობა ადვილად ვერ დალაგდებოდა.

* * *
გადაღებას გვიან მორჩეს, სუყველანი დაღლილები იყო, ,,დღეისთვის საკმარისიაო” რომ თქვა დემნამ სუყველას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. ყველანი დაიშალნენ ნატაც თავის გზას დაადგა წასვლისას ყველას თბილად გამოემშვიდობა, ანდრიას მწარედ წაკბინა, ახვლედიანმა კი თვალები აატრიალა და მძიმედ ამოიხვნეშა.
- სახლში არმოდიხარ? - მკითხა დემნამ
- ცოტახანი ვიყოთ რა - შევეხვეწე და სკამის საზურგეს მივეყრდენი
- არგცივა? - მკითხა და სკამი ხელში აიღო მერე კი გვერდით მომიჯდა.
- თბილად მაცვია
- მოდი ჩემთან - ფეხზე ხელი დაირტყა და მანიშნა კალთაში ჩავმჯდომოდი.
შეწინააღმდეგება არც მიფიქრია, ფეხზე წამოვდექი და მის კალთაში კომფორტულად მოვკალათდი. მატაბელმა ხელები შემომხვია, სახე ოდნავ ჩემსკენ წამოსწია და ყელში შემიძვრა. მისი რბილ თმებში ავხლართე თითები და ოდნავ ავუჩეჩე, მერე ისევ გავუსწორე და რამოდენიმე წუთი თავს ამით ვირთობდი.
- ევა
- ხო
- გამოღვიძება რატომ დაწერე? იქ ხომ ასეთი… აშკარად რეალური ცხოვრებაა აღწერილი - სერიოზული ხმით მკითხა და უფრო მიმიხუტა.
- ყოველთვის ვფიქრობდი რომ ადამიანებს უყვრდათ ადამიანური ისტორიების მოსმენა, ყოველიშემთხვევისთვის მე ასე ვიყავი. არმინდოდა ზღაპრების წერა, მინდოდა ისეთი რამ დამეწერა ვისაც თვალებს აუხელდა, საერთოდ ვფიქრობ მკითხველსაც მოსწონს საკუთარ თავს სადღაც რომ პოულობენ.
- გინდოდა რომ ადამიანებს საკუთარი თავი ეპოვათ?
- ადამიანებს უჭირთ რეალურ სამყაროში საკუთარი თავის პოვნა, ამიტომაც ვიფიქრე რომ, თუ ეს წიგნი ოდესმე დაიბეჭდებოდა, აუცილებლად თითოეულ მკითხველს სარკესავით მოევლინებოდა, ერთი მთლიანი პერსონაჟი თუ მთლიანად მათ არ ემსგავსებოდათ, თითოეული მათი საქციელიდან მაინც დაინახავდნენ საკუთარ თავებს და განსაკუთრებით იმას თუ როგორ სტკენენ ადამიანებს ამ მათი საშინელი საქციელებით.
- ადამიანებს მოსწონთ როცა რაღაცაში საკუთარ თავებს პოულობენ. ამისთვის კი საჭიროა შენ მათ სხეულში შეძვრე და მათი ნაწილი გააცოცხლო. - ქვემოდან ამომხედა - შენ როგორ იქცეოდი, ნუ გამასულელებ და ნუ მეტყვი რომ უბრალოდ გამოცდილებით დაწერე ეს ყველაფერი.
- არა მთლად მასეც არ არის. უფროსწორად ცოტა-ცოტა ყველაფერი იყო. მე ვიპარავდი ხალხის აზრებს, სიტყვებს, შეხედულებებს და ამ ყველაფერს წიგნის სხვა მოქმედ პერსონაჟებში ვდებდი. ასევე ყურადღებით ვუსმენდი და ვაკვირდებოდი გარშემომყოფების დიალოგებს, ვინმე გასაჭირში თუ იქნებოდა მისი აღსარების ჩამბარებელიც კი ვხვდებოდი რაც მას აფიქრებინებდა იმას, რომ მისგვერდით ვიყავი. ამ დროს ერთდროულად ორი საქმე ვაკეთებდი, ჯერ მათ ვეხმარებოდი და მერე...
- მათ ისტორიებს იპარავდი - ალმაცერად გამომხედა და ჩემისიტყვაც დაასრულა
- მასეა - ჩავილაპრაკე - მაგრამ მთავარ პერსონაჟში ყოველთვის ჩემი აზრი იდო, ჩემი შეხედულება, ფიქრი და სიტყვები.
- მთავარი პერსონაჟებში ყოველთვის მწერლის რეალური სახე მოისაზრება
- ხო მაგრამ ჟანრსაც გააჩნია
- მართალია - თავი ჩემი ყელიდან ამოსწია და ლოყაზე მაკოცა.
თვალები მივნაბე და უფრო მივეხუტე. ხელები კეფას შემოვხვიე, იმდენად ცივი იყო რომ ისედაც გათოშლს ხელები ლამის მიმეყინა, მაგრამ მაინც არ მოვშორებულვარ. თავი ქვემოდ დავხარე და მხარზე ჩამოვადე
- დემნა შენც ფიქრობ რომ სიყვარული, ეს ერთი დიდი რამაა ერთ პატარა სხეულში დატეული?
- კი, ვფიქრობ
- კიდევ რას ფიქრობ?
- კიდევ იმას რომ სიყვარული ეს ერთი სულია რომელიც ორ სხეულში სახლობს და რუმსაც ვეთანხმები ,,ჩვენ სიყვარულისგან შეგვქმნეს, სიყვარულისთვის”
- ლამაზი სიტყვებია - ხელი მის ლოყას ავაყოლე - გქონია იმის შიში რომ არავინ შეგიყვრებდა?
- არა არმქონია - გაეცინა - შენ გქონია?
- მქონიაა - ჩავილაპარაკე - ყოველთვის მეგონა რომ ჩემნაირს არავინ შეიყვარებდა, განსხვავებული ვიყავი, ყველაფერს ისე არვუყურებდი როგორც სხვები, ამიტომაც ვფიქრობდი რომ ყოველთვის მარტო ვიქნებოდი. იცი? უსიყვარულოდ არმინდოდა მოვმკდარიყავი, მე კი ყოველთვის ვფიქრობდი რომ თუ ჯერ სხვა არ შემიყვარებდა მანამ ადამიანის მიმართ ეს გრძნობა არ გამიჩნდებოდა - გამეცინა და სიმწრის ცრემლი ჩამომვარდა თვალებიდან - ბოდიში სახე დაგისველდა - მატაბელს ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და ჩემი ცრემლი მოვწმინდე. თავი გაატრიალა, და ჩემი ხელი თავის ხელში მოაქცია, მერე კი ხელისგულზე მაკოცა. თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
- როგორ შეიძლება შენნაირი ადამიანი ვინმემ არ შეიყვაროს ევა, ამას გონებაშ როგორ უშვებდი საერთოდ - ცრემლები მომწმინდა და თავი ოდნავ დამახრევინა, მერე კი შუბლზე მაკოცა - ჩემთან იყავი... ჩემს გვერდით და მე ყველაფერს მოგცემ რასაც ისურვებ. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ შენ დარჩე და არწახვიდე. მე არ გთხოვ რაიმე გაიღო ჩემთვის ან რაიმე მომცე, პირიქით თუ გინდა ჩემგან წაიღე, ოღონდ მომეცი უფლება და შანსი, ყოველდღე ამ თვალებს ვუყურებდე, ყოველდრე ამ სახეს ვეფერებოდე, შენი სურნელით გაჯერებულ ჰაერს ვისუნთქავდე და შენი ნაზი ხმა მესმოდეს. უბრალოდ ამის უფლება მომეცი, მეტს არაფერს გთხოვ… დარჩი და არწახვიდე, ჩემთან იყავი, ცოტახნით მაინც... - ცხვირისწვერი ყელზე ამოსვა და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა. - მიყვარხარ - ამოილუღლუღა და უფრო მომეკრა.
ღია ცის ქვეშ, ჰაერით გაჯერებულ ადგილას, სუნთქვა მიჭირდა. იცოდა რომ მეშინოდა, ხვდებოდა რომ ასე ადვილად ვერ გავიხსენებოდი მასთან, მაგრამ მაინც არმეშვებოდა, სულ ჩემსკენ იწევდა... მეშინოდა, ძალიან მეშინოდა… როცა ვუყურებდი სულ სხვა რამეს ვგრძნობდი მის მიმართ, ყოველ ჯერზე მეგონა ამ ადამიანის სულში ვძვრებოდი და მასში ბინის დადებას ვცდილობდი. არაა... არმინდოდა ისევ მტკენოდა, არმინდოდა ისევ მივეტოვებინე ვინმეს და ისევ ეღალატად ჩემთვის, დათუ ამას დემნა გააკეთებდა მერე ვინღადამეხმარებოდა აზზრზე მოსვლაში.
მის კალთაში ვიჯექი, ის ჩემს ყელში იყო შემძვრალი და ზემოდან დავყურებდი მას. ვცდილობდი ემოციები დამემალა და ისევ არავტირებულიყავი, თუმცა არგამომდიოდა, სახეზე მაინც ჩამოგორდა ცრემლები მე კი ვერაფრით ვიხსნიდი ჩემს ხელებს მატაბელის მკლავებიდან, თავი ვეღარ შევიკავე და სახე მის თმებში ჩავრგე მერე კი ვცდილობდი ჩუმად მეტირა, როგორც ადრე, არავის რომ არ გაეგო ჩემი ქვითინის ხმა.
- იტირე, მე მოგისმენ…. - ჩაილაპარაკა და ისევ მაკოცა.
როგორ მინდოდა მეთქვა რომ მეც მიყვარდა, რომ ამ ერთხელაც ისევ ვცდიდი მასთანერთად, მაგრამ გონება ამის უფლებას არმაძლევდა, გულის ადგილას კი რაღაც საშინლად, მწარედ და მტკივნეულად მჩქმეტდა. საშნელება იყო, რამოდენიმე წუთიც კი არიყო გასული, მაგრამ ამ გაუსაძლისი ტკივილისგან უკვე სული მეხუთებოდა.

* * *
მთელი მომდევნო ხუთი დღე მატაბელის გარემოცვაში გავატარე, გამოცდილების მხრივ მისგან ნამდვილად ბევრ რამეს ვსწავლობდი. დემნა ყველაფერს უკვირდებოდა, აზუსტებდა და მერე აკეთებდა, თუ სცენა არმოეწონებოდა თავიდან იღებდნენ იმდენჯერ სანამ არდაკმაყოფილდებოდა. მკაცრიც და მლმობიერიც ერთდროულად იყო, ერთისიტყვით თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებდა.
ანდრია ყოველდღე ჩვენს გვერდით იყო, უყურებდა დემნას და რაღაცეებს ცვლიდა კიდეც. ნატას ყურადღებას აღარ აქცევდა თუმცა ვაკვირდებოდი არც თვალს აშორებდა. თვითონ ნატა კი როგორც ადრე ისე იქცეოდა.
გადაღების დასრულებისას, ედიმ შემოგვთავაზა.
- არგინდათ სადმე გასართობათ წავიდეთ?
- მე დღეს არმცალია, თქვენ წადით - თქვა დემნამ და ფურცლებს ჩააჩერდა.
- კარგი რა, ამსაღამოს ახალიწელია რასაქმე გაქვს ასეთი
- რომ ვამბობ რომ საქმე მაქვს ესეიგი მნიშვნელოვანია ედიი!
- ჰო კაი - ჩაიბურტყუნა და სხვა დანარჩენებსაც კითხა.
ანდრიამ უარითქვა, მეც უარივთქვი, ნატამაც, დემნამაც და კიდევ ორმა. დანარჩენები კი ახალწელს როგორც მივხვდი კლუბში შეხვდებოდნენ.

* * *
ცხრა საათი იწყებოდა დემნასგან მესიჯი რომ მომივიდა მობილურზე
,, ჩაიცვი ქვემოთ გელოდები”
,, მშვიდობაა? “
,, კი “
,, სად მივდივართ? “
,, ლამაზ ადგილას “
,, ანუ ლამაზად უნდა ჩავიცვა? “
,, როგორც გინდა ისე ჩაიცვი, შენი ყურება მარტო მემომიწევს, ჩემთვის კი ყველანაირი ლამაზი ხარ “
,, კარგი “
მივწერე და წიგნები მაშინვე დავხურე. კარადა გამოვაღე და ჩემი ლურჯი კაბა გამოვიღე,(ამის ჩაცმას ვაპირებდი უნივერსიტეტის წვეულებაზე) თმა გავიშალე და თმის უთოთი გავისწორე, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და სახლიდან გავედი.
ქვემოთ რომ ჩავედი დემნა მანქანის წინა მხარეს იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა. რომ დამინახა მაშინვე მოისროლა სიგარეტის ნამწვავი.
- სად მივდივართ? - აბუზულმა ვკითხე. ეს პალტო კი იყო თბილი მაგრამ შიგნით ბრეტელებიანი კაბა მეცვა თანაც მოკლე. დემნამ არაფერი მიპასუხა, ხელი წელზე შემომხვია და ლოყაზე ნაზად მაკოცა, მერე სახე ოდნავ გადასწია, წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია და ყელში მაკოცა.
- ძალიან ლამაზი ხარ - ყურთან ახლოს დამჩურჩულა და უმალვე მომაშორა ხელები, მანქანის კარი გამომიღო და ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი.

* * *
ღამით ლონდონი თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებდაო, ლამპიონებით განათებული ქუჩები, ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნებას მიჩენდა. მაინც რა ლამაზი იყო ღამით ეს ქალაქი…

მალევე მივედით ნაცნობ ადგილას.
- ისევ აქ? - გავუღიმე
- ვიცი მოგეწონა, მეც ძალიან მომწონს ეს ადგილი - მანქანის კარი გამოაღო. მე დავასწარი და მანქანიდან გადავედი, შავიფერის ჯიპი ისევ პულტით ჩაკეტა და წელზე ხელი შემომხვია, მერე კი ორივენი შენობისკენ დავიძარით.
ისევ ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს პირველად ვარ აქო, ხომ გეუბნებით ზამთრის სუსხიანი ადგილიდან უცებ გაზაფხულის, თბილ და გამწვანებულ გარემოში ამოყოფთ თავსთქო.
დერეფნის ბოლოში, ყველაზე ლამაზი ადგილი იყო, მახსოვს იქ ყვავილები იყო ჩამწკრივებული, ახლა კი მათ ადგილას მრგვალი მაგიდა იდგა თეთრი გადასაფარებლით, სხვადასხვა სახის კერძებით, ღვინით და სანთლებით, ერთისიტყვით საოცრად ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი.
პალტო გავიძვრე და კარებში მდგომ ბიჭს მივაწოდე. ვგრძნობდი როგორ მწვავდა მატაბელის მზერა მოშიშვლებულ ზურგს(მსგავსად არასდროს მცმია) უკან გავიხედე, ნაპერწკლები სცვიოდა თვალებიდან, იგივე ბიჭმა მისი მოსაცმელი ხელიდან გამოართვა და თითქოს ცოტა შეფხიზლდაო.
- მოდი - ძლივს ამოილაპარაკა და მაგიდიდან სკამი გამოსწია
ზრდილობის ნიშნად თავი დავუქნიე და სკამზე დავჯექი.
ყველამ დაგვტოვა, ირგვლივ მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
- კიდევ სამიი საათია ახალწლამდე, ამდენი ხანი აქ უნდა ვიყოთ?
- მხოლოდ მაგიტომ არა - გამიღიმა, მე კი მაშინვე გამიოფლიანდა ხელისგულები, ჟრუანტელმა დამიარა ტანში
- აბა? - ვიკითხე და თავი ოდნავ გვერდით გადავწიე.
- ხუთ წუთში შენი დაბადებისდღეა - საათს დახედა
- ხუთ წუთში? ჯერ ხომ არარის თორმეტი საათი? - გაკვირვებულმა და თან ნასიამოვნებმა ვკითხე
- ლონდონი უკანაა სამი საათით საქართველოს დროს - გამიღიმა და ისევ საათს დახედა
- აი თურმე რა… მე ეგეც არვიცოდი - გამეცინა
დემნამ ღვინო ჭიქებში დაასხვა, ისეთი სექსუალური იყო ამ დროს რომ იქვე მომინდა მის ბაგეებს დავწაფებოდი.
სკამი აიღო და ჩემ გვერდით დადო, მერე კი გვერდით მომიჯდა.
- დაბადების დღეს გილოცავ ევა - ლოყაზე ნაზად მაკოცა. ხან ისე ცივი, ხან კიდე ისეთი ცხელი ტუჩები ჰქონდა…
- მადლობა - გავუღიმე და თავი ოდნავ მისკენ მივწიე. ძალიან ახლოს ვიყავი მასთან. ღრმად ამოისუნთქა და ჩემი სახე მის ხელისგულებში მოაქცია
- ნეტა შეგეძლოს გარედან ჩემი დანახვა, ნეტა ხედავდე ჩემს აჩქარებულ სისხლის როგორი სიჩქარით მიედინება შენს გახსენებაზე. ნეტა არა, უკვე ზუსტად ვიცი რომ ჩემზე მეტად ვერავინ ვერასდროს შეგიყვარებს, რადგან შენ ხარ ჩემი ათვლის წერტილი, შენით იწყება ჩემი ყველა დილა, ყველა ფიქრის საბოლოო გზა მაინც შენთან მოდის, ტვინის ყველა უჯრედს ხარ მოდებული და ვერაფრით გაგდებ იქედან, გულწრფელადაც არცკი მინდა რომ გაგაგდო. მინდა რომ გაიგო რამხელა ბედნიერებას განვიცდი შენთან ყოფნით.. გიყურებ და ვხდები ყველაფერის დათმობა შემიძია, მხოლოდ შენ ერთი ადამიანის გამო, იმისიც რაც უკვე მქონდა და იმსაც რაც ჯერ არ მქონია… ძალიან მიყვარხარ ევა... ძალიან...
ჯანდაბა! როგორ მიჭირდა პასუხის გაცემა... მთლიანად ვხურდი... გამუდმებით მეჩვენებოდა, რომ სხეულს ვტოვებდი და წამის მეასედში ისევ უკან ვბრუნდებოდი. მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარდა, მაგრამ ენას ვერ ვიმორჩილებდი. ვერ ვხდებოდი რა მაჩერებდა, ასოები გამორბოდნენ, თავგამოდებით ვცდილობდი, მათ დაჭერას, მაგრამ სულ უშედეგოდ... უძლურებისა და უმწეობისგან ცრემლები მომაწვა....
- თვალები რატომ აგიწყლიანდა, გაწყენინე?
თავი გავაქნიე, უარის ნიშნად.
- მე არაფერს გაძალებ... მართლა! უკვე გითხარი, ის, რომ მიყვარხარ არ ნისნავს, რომ შენგანაც იგივეს ვითხოვ...
როგორ შეიძლებოდა არ მყვარებოდა… როგოორ
- მე… - ცრემლები წამომსკდა.
- ასეთი ძნელია მითხრა,რომ გიყვარვარ?– სისპეტაკესა და გულწრფელობას ასხივებდა მისი შავი თვალები – არ გაჩქარებ... დაგელოდები რამდენი ხანიც დაგჭირდება უბრალოდ ერთი თხოვნამაქვს… ნუ მთხოვ რომ ჩემგან შორს ყოფნა გჭირდება რათა კარგად დაფიქრდე... ჩემთან დარჩი და ნუ მთხოვ გაშვებას - კისერში მაკოცა და ისევ ცხვირით მომეალერსა
- არც ვაპირებ სადმე წასვლას… - ამოვილუღლუღე და მხრებზე მოვეხვიე. ამჯერად მე შევძვერი მის კისერში და მფეთქავ არტერიასთან ნაზად ვაკოცე.
ცოტახანი გაუნძრევლად ვიჯექით ასე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მაინც ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ბოლოს ისევ დემნამ დაარღვია სიჩუმე.
- საჩუქრის დროაა - ფეხზე წამოდგა და ერთ-ერთ მაგიდას მიუახლოვდა, რომელზეც ლამაზი პატარა ყუთი იდო. - გახსენი - იცინოდა.
საჩუქარს ლამაზად შემოკრული ფერადი ქაღალდი შემოვახიე და ყუთი გავხსენი.
- ესს… - გაოცებისგან ხმა ჩამივარდა. საჩუქარი ამოვიღე და ცხვირწინ ავაფრიალე. - რა არ უჩუქნიათ ჩემთვის მაგრამ, წინდები? არაა, ნამდვილად არმახსენდება ვინმეს მსგავსი საჩუქარი ეჩუქებინოს ჩემთვის - გამეცინაა და დემნას გავხედე
- რომ იცოდე ადამიანის ისეთი რამ უნდა აჩუქა რაც გამოაგება, მე კი ვიცი ფეხები და ხელები სულ გაყინული რომ გაქვს…
- და შენც გადაწყვიტე რომ მე წინდა გამომადგებოდა?
- ხო, თანაც ასე ნუუყურებ მაგ წინდას... ორიგინალიაა - ამაყად თქვა და მხრებში გასწორდა.
- ოოო, მე მაპატიეთ ორიგინალი ყოფილა - ვითომ გაოცებულმა ვუთხარი
- არაუშავს, მთავარია მოგეწონა
- კი მომეწონა, ამ საღამოს ნამდვილად გამომადგება.
- სხვა საღამოებსაც, მანამ სანამ ჩემთან ერთად არ დაიწყებ ცხოვრებას - უფრო მისთვის ჩაილაპარაკა და ღვინო მოსვა.
წინდები ისევ ყუთში დავაბრუნე და გვერდით გადავდე.
- თვალები დახუჭე - მოულოდნელად მითხრა დემნამ.
- რატომ?
- უბრალოდ დახუჭე…
- კარგი - მის ნებას დავყევი და დავხუჭე. სკამის ხმა გავიგონე, ფეხზე წამოდგა, მერე ჩემს უკან დადგა და თმა ზემოთ ამიწია ბოლოს კი ვიგრძენი რაღაცას რომ წინამხრიდან მიკეთებდა. სახეგაბადრული ვიჯექი, ხელი ყელის გასწვრივ მოვისვი.
- გაახილე - მითხრა და მეც უმალვე გავახილე თვალები.
კისერზე დავიხედე, ვერცხლისფერი ლამაზი ყელსაბამი მეკეთა, სადა და ნაზი იყო, არაფერზე რომ არ იყვირებდა და ჩვეულებრივ ტანსაცმელზეც რომ ლამაზად გამოჩნდებოდა.
- ლამაზიაა - დემნად ავხედა - მადლობააა, ძალიან დიდი მადლობა - ფეხზე წამოვდექი ყელზე შემოვხვიე ხელები (მაღალ ქუსლებზე თითქმის ერთი სიმაღლის ვიყავით)
- შენ ეს ყველაფერი დაიმსახურე ევა - ლოყაზე ნაზად მაკოცა და ჩემს თმებში ახლართა ხელები - ვიცოდი რომ მოგიხდებოდა - გაიღიმა და ლავიწის ძვალზე ხელი გადაატარა.
ტანზე ჟრუანტელმა დამიარა და გულიც საგრძნობლად ამიჩქარდა, ოდნავ უკან გამოვიწიე.
- არ დავლიოთ? - ყურადღების გადასატანად ვკითხე და სკამზე დავჯექი.

* * *
ეს ღვინო ნამდვილად გემრიელი იყო, თუმცა მალეც ათრობდა. ვერგეტყვით ფეხზე ვერ ვდგებოდი ისე ვიყავითქო, მაგრამ თვალები უკვე მეხუჭებოდა. მატაბელმა ჩემზე მეტი დალია(ჭიქებს ვუთვლიდი) მაგრამ მაინც არ იყო ჩემზე მეტად მთვრალი.
- წავიდეეთ? - იკითხა
- წავიდეეთ…
- მოდი - ფეხზე წამომეყენა მაგრამ ხელები ზემოთ ავწიე
- მეთითონ - ვუთხარი და მაშინვე ფეხზე წამოვდექი, თუმცა როგორც ჩანდა დამდგარი უფრო ვგრძნობდი სიმთვრალეს. უცებ დავბარბაცდი და რომ არა მისი ძლიერი მკვლავები იქვე გავიშლებოდი მიწაზე.
- რომ გეუბნები მოდი, ესეიგი უნდა მოხვიდე - ხელში ამიყვანა და ოთახიდან გავიდა. ხელები კისერზე შემოვხვიე და ლოყაზე ნაზად მოვეფერე, მთელი სხეული მიხურდა, აღარ ვიცოდი რაგამეკეთებინა, ისე მინდოდაა….
როცა კარებთან მივედით ქვემოთ დამსვა, ირგვლივ მიმოვიხედე და არავინ იყო, თვითონვე გამოიღო ჩემი პალტო და ჩამაცვა. მისი ბრალი იყო, მისი სიახლოვისგან იყო ჩემი სხეული ასეთი ახურებული… როცა ღილებს მიკრავდა თავი ოდნავ მისკენ მივწიე, იმდენად ახლოს ვიყავი ვგრძნობდი როგორ ახამხამებდა შავ, გრძელი წამწამებს, არვიცოდი ჩემს ასეთ საქციელს უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდა თუ სიმთვრალისგან გამოწვეულ ქცევაში მითვლიდა, მაგრამ შეიძლება იქვე მომკვდარიყავი მისთვის ახლა და ამ წამს რომ არ მეკოცნა. წამებში მის ბაგეებს დავეწაფე, ღვინის გემო დაჰყვებოდა მის ტუჩებს, ისეთი ტკბილი იყო, რომ საკუთარ თავზე გავბრაზდი, რამნიშვნელობა ჰქონდა სულს მისი უკოცნელობისგან განვუტევებდი თუ გადამეტებული სიამოვნება მომკლავდა. ყველაფრის და მიუხედავდ მაინც არ გავჩერდი, მტკივნეულად ვუკბინე ტუჩზე, უკვე მაგიჟებდა ეს გემო, საპასუხოდ მანაც იგივე გააკეთა, ოდნავ ზემოთ ამწია და კედელს ნაზად მიმაჯახა, ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ ვერც ვშორდებოდი, თმებში ძლიერად მოვკიდე ხელი და მოვქაჩე. თავისივე შეკრულ ღილებს ახლა თვითონვე ხსნიდა, როცა ყველა ღილი გახსნა პალტო მხრებზე გადამიწია და ისიც თავისუფლად ჩაცურდა ქვემოთ. კოცნით კისრიდან დაბლა ჩაუყვა. თავი უკან გადავწიე და ტუჩზე ვიკბინე. ჯანდაბა! როგორი სასიამოვნო იყო მისი შეხება…
- მორჩა… დღეისთვის საკმარისია - ქოშინით თქვა და ნიკაპზე მაკოცა. ისევ ახლოს იდგა, მაგრამ არარაფერს ვაკეთებდი, რაღაც მომენტში საკუთარი საქციელის შემრცხვა კიდეც. მისთვის აღარშემიხედავს რადგანაც ვიცოდი, კიდევ ერთხელ თუ შევხედავდი ისევ ვაკოცებდი. დემნამ პალტო ისევ ჩამაცვა და ხელი მომკიდა. მე ჯერ კიდევ მძიმედ ვსუნთქვადი თუმცა ვცდილობდი ეს არდამტყობოდა, დემნა? მისი ხელი მეკიდა და ვგრძნობდი როგორ გიჟივით მიედინებოდა მის ძარღვებშ სისხლი.

* * *
ბოლოს რაც მახსოვს იყო ის, რომ მანქანაში ჩამეძინა. ახლა კი დილის შვიდსაათზე დემნას გვერდით ვიღვიძებდი. არა, განა არ გამიხარდა მისგვერდით გაღვიძება უბრალოდ, არაფერი მახსოვს და რამე ხომ არ მივქარე?!
- გაიღვიძე? - მისი ბურტყუნი მომესმა და წამში მისკენ გავიხედე.
რა საყვარლოდ ჰქონდა თმაა აჩეჩილი.
- აქ როგორ მოვხვდი? - ენაზე პირველი რაც მომადგა ეს იყო
- ჩაგეძინა მანქანაში, მე კი დრო ვიხელთე და მოგიტაცე. ახლა ტყეში მყავხარ, სადაც დევები ცხოვრობენ, კიდევ ბოროტი ჯადოქრები და ბოროტი ელფები…
- მდამ… კეთილი არავინ გყავს ამ ტყეში?
- კი, შენ - წამოიწია და ტუჩებზე ნაზად მაკოცა, წუხანდელი მაშინვე გამახსენდა და თავი საბანში ჩავყევი - რა მოგივიდა?
- გუშინ ზედმეტი მომივიდა, ბოდიში… - წამოვიბურტყუნე.
დემნამ სიცილი დაიწყო
- რა სასაცილო ხარ ევა და რასაყვარელი - სიცილით წამოდგა ფეხზე
მისი სხეული ხარბად შევათვალიერე და თვალი გავაყოლე მის ხორბლისფერ კანს, განიერი ბეჭებს, შესამჩნევი კუნთებს…
- გაჩერდი ევა - ჩამძახა ქვეცნობიერმა
თავი გვერდით გადავატრიალე და ისევ საბანში ჩავძვერი.
- წავალ რამე წასახემსებელს მოვამზადებ. ქვემოთ ვიქნები - თქვა და ოთახის კარი გაიხურა.
ფეხზე მაშინვე წამოვხტი, თვალი ოთახს მოვავლე და მისი კარადის კარი გამოვაღე, იქედან პირსახოცი, ტანსაცმელები გამოვიღე, მერე კი აბაზანაში შევედი.

სველი თმით ქვემოთ ჩავბლაყუნდი, დემნა სამზარეულოში გაზქურის წინ იდგა.
- გინდა მაიკას ჩამოგიტან?
- საჭირო არ არის - ირონიულად მითხრა და თავისი საქმე განაგრძო.
ჰო აბა რა, რასაჭირო იყო ჩაცმა… მერე ვის აერია გონება ევასთვის.

მართლაც კარგი ხელი ჰქონდა, სადღაც გამიგია მარტოხელა კაცები კარგი მზარეულები არიანო. სადილს რომ მოვრჩით სუფრის ალაგება მე ვითავე, თვითონკი აბაზანაში შევიდა. უსაქმურობისგან რამეკეთებინა არვიცოდი, ამიტომაც სახლს დავუწყე თვალიერება. მისაღები ოთახი დიდი იყო, თუმცა ოთახში ბევრი არაფერი იყო. თავისი კაბინეტი ჰქონდა, უფროსწორად ბიბლიოთეკას უფრო ვუწოდებდი ვიდრე კაბინეტს. უჯრებიდან რაღაც ქაღალდები ავიღე, სცენარები იყო და კიდევ იყო ლურჯ ფაილში რაღაც, მისი ამოღება ვცადე და სადაცაა გადავფურცლავდი დემნას რომ არ აეცალა ხელიდან.
- შემააშინეე - გულზე ხელი მქონდა მიდებული, არც კი ვიცი აქ როდის გაჩდა.
- წავიდეთ - ეტყობოდა თბილი ხმით უნდოდა მოემართა, მაგრამ სიმკაცრე მაინც კარგად იგრძნობოდა მის ტონში.
- კარგი - ვუთხარი და ოთახიდან გავედი, სანამ გავიდოდი დავინახე როგორ გამოაღო მეორე კარადა, იქ სეიფი ჰქონდა, სეიფი გახსნა და პირდაპირი მნიშვნელობით შგნით მოისროლა საქაღალდე. დროულად გავეცალე იქაურობას და ერთადერთი რისი ინტერესიც მჭამდა, იყო ის თუ რაეწერა ასეთი იმ ფურცლებზე….

* * *
- მოგზაურობა გიყვარს? - ვკითხე საჭესთან მჯდომ დემნას.
- კი, მიყვარს - უცნაურად გამომხედა
- კიდევ აპირებ სადმე წასვლას, ფოტოები ვნახე შენს სახლში, თითქმის ყველგან ხარ ნამყოფი
- არვიცი წავალ თუ არა
- თუ წახვალ წამიყვან?
- წაგიყვაან - მისი შავი თვალები მაშინვე შემომანათა
- მომიყვებიი რამეს, შენს მოგზაურობებზე
- ოჰჰ რომ იცოდე, მაგ მოგზაურობის დროს რამდენი თავგადასავალი გადამხდა თავს - გაეცინა
- აუუ, ხომ მომიყვები?
- მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები - ჩემსკენ გადმოიწია და მაკოცა.
- წინ იყურე, დასაინვალიდებლად ან სიკვდილისითვის ჯერ ახალგაზრდავარ.

სანამ სამსახურში მიმიყვანდა, დემნამ ოფისში შეიარა, მე კი მითხრა დავლოდებოდი.
მანქანაში ვიჯექი, დავინახე შესასვლელში ვიღაც ასაკოვან კაცს რომ მიესალმა, მანაც თავი დაუკრა, გაუღიმა, ცოტა გამოელაპარაკა და ისევ შიგნით შევიდა. მანქანის მინა ჩამოვწიე და სუფთაჰაერი შევისუნთქე, საათს დავხედე ჯერ ცხრასაათი იყო მეკი კიდევ საათ ნახევარი მქონდა დრო სამსახურში მისასვლელად. გამახსენდა ორი დღეა ცხელი შოკოლადი რომ არ მქონდა დანალევი, მანქანიდან გადმოვედი და ცხელი შოკოლადი ვიყიდე. უკვე თხუთმეტი წუთი ველოდებოდი გარეთ და მომწყინდა, კარებთან ვიდექი და ჩემს საყვარელ შოკოლადს ვწრუპავდი…
- ვინმეს ელოდებით მის? - კაცის ხმა გაისმა უკნიდან, თანაც ჩვეულებრივი კი არა ბრიტანული ინგლისურით მკითხა.
- კი, დემნას ველოდები - მეც ინგლისურად ვუპასუხე. ის კაცი იყო შესასვლელშi დემნას რომ ელაპარაკებოდა.
- ბატონი მატაბელი - ქართულად ჩაილაპარაკა
- რა? - გაოცებისგან მეც ქართულად ვუპასუხე, ნეტა განახათ ჩვენი, ორივეს სახე ერთმანეთს თითქმის პირდაღებულები რომ შევცქეროდით.
- შვილო ქართველი ხარ? - მკითხა
- დიახ, ვატყობ თქვენც, აქცენტიც არგაქვს თან
- კი გენაცვალე, მეც ქართველი ვარ. ქართული სისხლია ჩემს ძარღვებში - ამაყად თქვა და გაიცინა. ღიმილი მომგვარა მისმა საქციელმა - მაინც რაპატარაა ეს სამყარო, სად არ გადაეყრებიან ხოლმე ერთმენთს, ერთი ერის შვილები.
- ასეაა - ჩავილაპარაკე და ჩემს შოკოლადს დავხედე.
- შემოდი შიგნით, აქ შეგცივდება, ან აქ რას გალოდინებს ეგ ოხერი ბიჭი, შიგნით ვერ შეგიყვანა? - ისე მელაპარაკებოდა აშკარად გაწრომას უპირებდა დემნას
- არა, არარის საჭირო აქაც კარგად ვარ
- კარგი, მაგრამ ფეხზე მაინც ნუ იდგები, მოდი აქ დაჯექი - ხელით გრძელი სკამისკენ მანიშნა. არშევეწინააღმდეგე, გავყევი.
- რა გქვიათ? - დიდი ინტერესით მივაჩერდი
- ვაჩე. შენ რა გქვია?
- მე ევა - გავუღიმე და შოკოლადი მოვსვი, ისე ციოდა და ჩემი შოკოლადიც მალმალე ცივდებოდაა
- ის ევაა? - თვალებით შენობისკენ მანიშნა
- ის ევა რომელია? - ჩავეკითხე არადა მივხვდი რაც იგულისხმა, როგორც ჩანს დემნას და ვაჩეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან
- კარგი რა შვილო რას მამასხარავებ ერთი - გაეცინა - გამოგიტყდა უკვე? - გამჭოლი მზერა მესროლა
- კი, თუმცა სანამ ამას სიტყვებით მეტყოდა საქციელებითაც ვხვდებოდი
- კარგიაა, ყველაფერს უნდა დაფასება… - ჩუმად ჩაილაპარაკა
ცოტახანი სიჩუმე ჩამოწვა, მის დაჭმუჭნული ხელები ერთმანეთში ახლართა და ზედ იყო მიშტერებული.
- რამდენი წლის ხართ? - მოულოდნელად ვკითხე
გაეცინა
- ორმოცდათექვსმეტის
- სულ არ გეტყობააათ - გაოცებულმა ამოვილაპარაკე. რომ დავინახე ორმოცდაათწელზე მეტის არმეგონა.
- ასეაა, ვისაც სიცოცხლე სწყურიათ მათ ასაკი არ ეტყობათ
- და ვისაც არა?
- ისინი იმ ლამაზი ყვავილებივით ჭკნებიან. - ლამაზი ქოთნიკენ მიმანიშნა, იასამნისფერი ყვავილები რომ იყო გაფურჩქნული - მაგრამ ვერგაამტყუნებ, თუ ცხოვრების აზრი დაკარგული გაქვს და ყველა იმედი გადაწურული, მაშინ რთულია ცხოვრება გააგრძელო… - ყვავილს მიაშტერდა
- და თქვენ რისი იმედი გაქვთ?
- მეე? მე იმედი მაქვს რომ ერთდღესაც შევხვდები იმას ვისაც ოცდათხუთმეტი წელია ველოდები - სევდიანად გაიღიმა.
- ასეთი ვინ არის ამდენი ხანი რომ ელოდებით?
- ერთი ქალია, ძალიან ლამაზი… - თვალები დახუჭა, მოგონებებში გადაეშვა - ლამაზი ქერა რბილი თმით, უყვარს ზღვა, უყვარს სიმღერა, თითები… მის ლამაზ თითებს როიალის კლავიშებზე დაატარებს ხოლმე… თეთრი სარაფანი აცვია, ფეხშიშველა უყვარს ზღვის სანაპიროზე სეირნობა, დილაობით ადრე მიდის და ზღვის ტალღების შრიალს უსმენს მარტო,თუმცა არ იცის რომ იქ მარტო არ არის, ღიღინებს... ტალღების ხმას ჰყვება და ლამაზ მელოდიას ქმნის… ისე მიყვარდა მის გრძელ დალალებზე თამაში… ისე უნდოდა სამყაროს მისი კვალი დამახსოვრებოდა…
- აქ რასაკეთებთ? - უცებ დემნას ხმა მომგვესმა. ვაჩემ თვალები გაახილა, მე კი გაბრაზებულმა გავხედე
- ასე მალე მორჩი? - შევუღრინე
- არგინდოდა რომ მალე მოვრჩენილიყავი?
ხმა აღარ ამოვიღე გაბუსულმა გავხედა მომღიმარ ვაჩეს. თვალები ზღვასავით ჰქონდა ამღვრეული, თან როგორი ლურჯი ჰქონდაა, მსგავსი მხოლოდ ანდრიას თვალები მენახა და არმეგონა ისევ თუ შევხვდებოდი ასეთი თვალების პატრონს…
- იმედია ერთდღესაც იპოვით იმას, რასაც ეძებთ - მის ახლართულ ხელებს ჩემი ხელი დავადე
- ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი სანამ სული მიდგას…
- მჯერა თქვენი - გავუღიმე და მოვეხვიე. ისეთი სითბო მოდიოდა მისგან რომ ხელების გაშვება აღარ მინდოდა…
- დროებით - დავემშიდობე და ფეხზე წამოვდექი
- ევა, პოეზია გიყვარს? - მკითხა
შევამჩნიე მატაბელმა მძმედ ამოიხვნეშა
- არგინდა ვაჩე, თორემ მერე ლექსების მოყოლას მომთხოვს - გაეცინა
- და რომც მოგთხოვო უარს მეტყვი? - ჩავეკითხე დემნას
- რომ ვერგეტყვი საქმეც მაგაშია, მაგრამ პოეზიაში დიდად განვითარებული პიროვნება არვარ, არც ბევრი ლექსი ვიცი - მკლავზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმწია, კოცნა დააპირა მაგრამ ხელი ავაფარე ტუჩებზე.
- ბატონი ვაჩე მომიყვება მაშინ - ვთქვი და თვალები დავუბრიალე მატაბელს, მერე კი ვაჩესკენ გავიხედე, მომღიმარი სახით რომ გვიყურებდა.
- არვარ წინააღმდეგი, მე ძალიან მიყვარს პოეზია და ხატვაც - გამიღიმა
- მაშინ კარგი, როგორც ჩანს აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს - ვუთხარი და მანქანისკენ წავედი.
- დროებით ვაჩე - ხელი დაუქნია მატაბელმა
უკან გავუბრუნდი
- ვაჩეს ნუ ეძახი ბატონი ვაჩე დაუძახე, შენზე უფროსია - თითის ქნევით ველაპარაკებოდი
- კაი ერთი, ჩემთან მუშაობს და როგორც მინდა ისე დავუძახებ - მოკლედ მომიჭრა
- ჰო ჰო, ეგრე ის შავგვრემანიც შენთან მუშაობს მაგრამ გადაღებაზე დემანას გეძახის - მის სახელის წარმოთქმისას ერიკას ხმას გავაჯავრე
- ეჭვიანობ? - თვალები დააწვრილა
- არვეჭვიანობ - მოკლედ მოვუჭერი და მანქანის კარი გამოვაღე, თუმცა მატაბელმა მაშინვე დაკეტა კარი, ხელი მკლავშ მომკიდა და ნელა მიმაჯახა მანქანის კარებს, შემდეგ კი თავის ხელებს შუა მომაქცია.
- კი, კი, ეჭვიანობ ევა - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
- გითხარი, არვეჭვიანობთქო, რამაქ შენზე საეჭვიანო?! - უდარდელად ვუთხარი - უბრალოდ თვალში კარგად არმხვდება ეს ცანცარა ქალები - ინსტიქტურად სახეზე გავისვი ხელი
- ესეიგი, რა გაქვს ხო ჩემზე საეჭვიანო?
- ხო რატომ უნდა ვიეჭვიანო შენზე - გავიცინე
- კარგი გიორგაძე კარგიიი - ხელები მოაშორა მანქანას და კარი გამომიღო. მეგონა რედგენში რომ მიყურებდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბოროტ გეგმას ისახავდა ჩემი ყურებისასო.

* * *
სამსახურში დამტოვა და წავიდა. დღეს მხოლოდ სამი მოსწავლე მყავდა,მოგვიანებით ანდრიამ დამირეკა მითხრა რომ რაღაც საქმეზე იყო გამოსული და ცოტახანში მომაკითხავდა.
გარეთ ველოდებოდი, ხელში ბლოკნოტი და კალამი მეჭირა, ყურსასმენები მეკეთა და
ირუმას spring time - ს მელოდიაზე ,,დაკარგული თილისმის” ოცდა მესამე თავს ვწერდი. ეს ქალი მაოცებდა, არა უფროსწორად საკუთარი თავი მაოცებდა, თავად ვქმნიდი პერსონაჟს და მერე მის საქციელებზე ვბრაზობდი, თითქოს ამას მე არვაკეთებინებდე. ნეტა მსგავსი რამ ნორმალურია ადამიანისთვის?
ვიღაცამ ყურსასმენები გამომიღო ყურებიდან. უკან მივიხედე ანდრია იყო.
- წვერს რა უქენი? - გამარჯობაც არმითქვამს პირველი რაც შევამჩნიე მისი გაპარსული წვერი იყო.
- რასაც ხედავ ის
- და რატომ? ხომ მოგწონდა ცოტა მოზრდილი წვერები
- ახლა აღარ მომწონს - ნიშნის მოგებით მითხრა და მანქანის კარი გამოაღო.

მალე მივედით გადასაღებ მოედანზე, სცენას იღებდნენ. ნატა ატირებული იჯდა და ქვითინებდა, გვერდით ჯეიკი ეჯდა მისი საყვარელი.
იქვე სკამზე დავჯექი და ანდრიაც გვერდით მომიჯდა. დემნა ფურცლებით ხელში იჯდა ერთ სკამზე და ინტერესით შეჰყურებდა მსახიობებეს.
- გაჩერდიით - თქვა უცებ
- რატომ? მშვენიერი იყო - შეეპასუხა ედი
- არ იყო, მოდი აქ ევა - მე დამიძახა, საერთოდ როდის შემამჩნია?
- რახდება?
- ხომ უყურებდი?
- კი
- რა აკლდა? - მკითხა მკაცრად და მისი ჭკვიანი, მრავლისმეტყველი თვალებით ჩამაშტერდა.
ჯანდაბა, ეს იყო მისი შურისძიება? ნამდვილად ცუდ დღეში ვარ, ამდენი ხანი მის გვერდით ვიყავი, ყველამ იცოდა რომ გამოცდილების მისაღებად ვყავდი გვერდით და ნამდვილად სირცხვილი იქნებოდა აქ და ახლავე სწორი პასუხი რომ არ გამეცა, უამრავი ხელოვანი ნატრობს მსგავს სიტუაციაში მოხვედრას, მე კი უბრალოდ შევრცხვებოდი სწორი პასუხი რომ არგამეცა. ორივეს შევხედე, ჯეიკი მატყუარა საყვარლის როლს კარგად ირგებდა ყველაფერი კარგად ჰქონდა, მერე ნატას გავხედე, მასაც ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მაგრამ თმა? ხომ არგავდა ეს თმა ორიდღის დაუვარცხნელს, ალბათ უფრო აპუწული უნდა ყოფილიყო, იქნებ ტუჩები, მისმა ძმამ რომ დაარტყა ისე არჰქონდა გახეთქილი როგორც წიგნში ეწერა… აჰჰჰ ჯანდა დემნა.
- თვალები… - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე - ეს თვალები არგავს ორიდღის მგლოვიარე ქალის თვალებს, უფრო უნდა ჰქონდეს ჩაწითლებული, გადაღებისას ხომ თვალები კარგად უნდა გამოჩნდეს - კანკალით გავიხედე დემნას. სახე წაშლილი ჰქონდა.. ახხხხ როგორ მიშლის ნერვებს. ვერაფერს ვხდებოდი მისი სახის გამომეტყველებიდან.
- მართალიაა - მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები ქვემოთ დაუშვა და უკან გაბრუნდა.
ძლივს ამოვისუნთქე. თითქმის აღარაფერი მახოსვს მის მერე რამოხდა. ჩემს ფიქრებში ვიყავი თითქმის მთელი დღე, კიდევ კარგი გამოვიცანი.

ნახევარი დღე ამ ნაწილს იღებდნენ, მერე დრო იყო ერიკას ნაწილის სადაც სებასტიანთან ერთად ასრულებდა, მაგრამ ირგვლივ რომ მოვიხედე სებასტიანი არსად ჩანდა.
- ე ვ ა - უცნაურად თქვა ჩემი სახელი მატაბელმა, მისკენ გავიხედე მან კი ხელი დამიქნია და მანიშნა მისვულიყავი.
- ახლა რაღა მოხდა
- სებასტიანი არიქნება დღეს - ამოიხვენშა
- რასამბობ? მერე ამ ნაწილს ვინ გადაიღებს? აუუ ახალი მსახიობი უნდა ვეძებოთ? - შევწუხდი, ოღონდ მართლა
- არა ახალი მსახიობის ძებნა არმოგვიწევს
გაკვირვებულმა გავხედე
- მოიცა ახლა არმითხრა რომ თავზე პარიკი უნდა გავიკეთო, სახეზე წვერები უნდა მივიკრა და ამ ქალთან ერთად ვითამაშო ეგ როლი
- რათქმაუნდა არაა ევა, რა სისულელეა. შენ არმოგიწევს ამ როლის თამაში, თუმცა სხვა როლის მორგება აუცილებლად მოგიწევს. - ალმაცერა თვალებით გადმომხედა
- რა როლის?
- რეჟისორის როლის - ცინიკურად გამიღიმა და ფურცლები ხელში მომაჩეჩა.
სახეზე ღიმილი მეპარებოდა მაგრამ არმინდოდა ბოლომდე შემემჩნია. მერე დავფიქრდი და…
- მე რატომ? ან… ვინ შეასრულებს მაშინ სებასტიანის როლს? - გაბრაზებულმა ვკითხე რადგანაც ვიცოდი პასუხი. ფურცლები უკვე მეკუჭებოდა ხელებში…
- მე
ღრმად ამოვისუნთქე და უკან გავიხედე, ის ალქაჯი ისე საგულდაგულოდ ემზადებოდა, თანაც როგორი როლი ჰქონდააათ….
- სხვა ვერშეასრულებს შენს გარდა ამ როლს? - არ ვეშებოდი
- ხედავ აქ ვინმეს, შავრგვრემანს და ლუის როლის შემსურებელ ბიჭს? - ირგვლივ მიმოიხედა.
მართალი იყო მაგრამ რატომ მაინც დამაინცც ის, ან სად ჯანდაბაში იყო საერთოდ სებასტიაანი….
- შენ ხომ რეჟისორი ხარ და არა მსახიობი, გამოგივა? - ჩავეკითხე დაუფიქრებლად და წამსვე ვინანე ჩემი სიტყვები. უნივერსიტეტში ხომ გასწავლეს უტვინო ევა, რომ კარგი რეჟისორი უპირველესყოვლისა კარგი მსახიობია. დემნამ თვალები აატრიალა ყურიც არდამიგდო ისე გამეცალა.
- მეგობრებო მე ვასრულებ სებასტიანის როლს - თქვა და მაშინვე მოვკარი ერიკას აბჟღვიალებულ თვალებს თვალი.
- ისე ვფიქრობ ედი უკეთ შეასრულებს ამ როლს, ისიც ხომ შავგვრემანია და ლუის პერსონაჟის აღნაგობის ბიჭი - ნიშნის მოგებით გავხედე მატაბელს. ერთადერთი ედი იყო მართლა მსგავსი პერსონაჟი დემნას შემდეგ და დარწმუნებული ვიყავი ახლა ვერაფერს მოიმოქმედებდა მატაბელი.
გამომხედა.
- მოძებნე ედიზე კარგი გადამღები და არიქნება პრობლემა... დიდი სიამოვნებით დავიკავებ კვლავ ჩემს ადგილს - ისე ჩაიცინა მარტო მერომ შემემჩნია, მერე თვალი ჩამიკრა და გვერდი ამიარა.
ჯანდაბაააააა

სკამზე ვიჯექი და იმის მაგივრად ჩემს საქმეზე მეფიქრა, მის გადახვეულ ხელს ვუყურებდი სხვა ქალის მხრებზე. ეს ალქაჯიც როგორ იფერებდა. ღმრთო დიდი სიამოვნებით გადავასხამდი ორივეს ბენზინს და ჩემთვალწინ დავწვავდი.
- ერთი წუთით - გავძახე ორივეს - ეს რაარის, რანაირად თამაშობთ, ან ეს სიახლოვე რა უბედურება, ლილის აღარ უყვარს ლუი და მისმიმართ სიცივეს გამოხატავს, შენ კი რასაკეთებ?! ლამის გადაეფსკვა ძაფივით, ეს არის შენი პროფესიონალიზმი? ღმერთოოო - სკამიდან ჩამოვხტი და მათკენ წავედი. მატაბელი ცხვირის გასწვრივ თეთებს ისვამდა, ცდილობდა ღიმილი არდასტყობოდა სახეზე. დამაცადე დავამთავრო... მაგ ცხვირსს სულ მიგინგრევ დემნაა.
- აი ასე, აქედანაც კარგად შეძლებთ საუბარს - ცოტა დაშორება გავუკეთე ,,წყვილს”
უკან გამოვბრუნდი, არადა მართლა ორივე კარგად ასრულებდა როლს თუმცა ბოლომდე არმინდოდა მისვლა, იქ ხომ დემნას უნდა ეკოცნაა და მე მოვკვდებოდი ეს რომ მენახა….
უამრავჯერ გავწყვიტე სცენა(ვითომ არვარგოდა), თუმცა ჩემი ეს საქციელი აშკარად ეჭვს აღძრავდა სხვების თვალში, ასე რომ საბოლოოდ მაინც მივედით იმ საშინელ მომენტამდე, უკვე ვეღარაფერს მოვიმოქმედებდი, აზრი აღარ ჰქონდა, რამდენჯერაც გავაჩერებდი იმდენჯერ თავიდან გადაიღებდნენ ამ კოცნის მომენტსს. რაღაც უნდა გამეკეთებინა, და ეს რაღაცა უკვე ვიცოდი რაც იყო. ბაბუაჩემისგან მქონდა მანასმენი ,,არაფერია ეჭვიან ქალზე საშიში რამო” ალბათ ვეთანხმები.
- რაგჭირს ფერი არგადევს - დროულად გამომხედა ედიმ
სამი წუთია სუნთქვას ვიკავებ, ვიცი როგორი აწითლებულიც ვიყავი, ბავშობაში ამაზე სახლში ვარჯიშობდი, სკოლაში ყველას რომ ვგონებოდი ცუდად და მერე ექიმს სახლში გამოვეშვი.
- რა გჭირს ევა? - ანდრია მომვარდა თვალებს სპეციალურად ვატრიალებდი წინ და უკან, ვითომ მიბინდებოდა.
- რა მოუვიდა? - ერიკას ხმა გაისმა, ისევ შევიკავე სუნთქვა, ოღონ ისე რომ მათ არ შეემჩნიათ ეს, ამ ფერს მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში ინარჩუნებდა სახე.
ყველა ჩემთან მომვარდა, მხოლოდ ერთხელ წავილუღლუღე ჰაერი არმყოფნისთქო. ნატა მოვიდა და გამატარეთო, ირგვლივ გაიშალეთ სულს ნუ ჩაუხუთავთ ჰაერი სჭირდებაო. მერე კისერზე დამიწყო ხელებით რაღაცეების კეთება, მივხვდი რაღაც გაეგებოდა მედიცინაში, წამით ავხედა და მისი გაკვირვებული სახე დავინახე, ალბათ უნდა ეთქვა ისეთი არაფერიაო მაგრამ ხელი მოვუჭირე და ქვემოთ რომ დაიხარა მგონი ყველაფერს მიხვდა. ეს გოგო იმ წამს მგონი ანგელოზად მყავდა მოვნელილი.
- სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ სახლში. ასეთ მდგომარეობაში ფეხზე ვერ დადგება. - თქვა ნატამ.
ანდრიამ მაშინვე დამავლო ხელი და ფეხზე წამომაყენა. მოიცა ამას ჩემი წაყვანა უნდოდა? რასაკეთებ ანდრო, ეს ორი ჩემს აქ ყოფნაში რეებს აკეთებს და რომ წავალ სულ დაიმხობენ აქაურობას თავზე.
- დაიცა - ვითომ ძლივს-ძლიობით ამოვილაპარაკე - ცოტახანი ვიჯდები, იქნებ გამიაროს - სკამს მივეყრდენი.
- კარგი, ექიმს დავურეკავ მაშინ და აქმოვა
- არა - ნატამ წამოყო თავი
- რა არა? - ჩაეკითხა ანდრია
- არგინდა ექიმი, დედაჩემი მედდა იყო და ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ისეთი არაფერი სჭირს თანაც ექიმიც რომ მოიყვანოთ სახლში წაყვანას და დასვენებას გირჩევთ მეტს არაფერს და ამას მეც კი გეუბნები.
- დარწმუნებული ხარ?
- ხომ შეიძლება რამეში არშემეწინააღმდეგო?
- აქეთ მეწინააღმდეგები და მიბღვერ ყველაფერში
- მე? - გაიოცა ნატამ
- დიახ შენ
- კარგი ანდრია იყოს მასე - გაიბუსა. არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მგონი წამით ტუჩები აუკანკალდა. ხო, ალბათ მომეჩვენა.

რამოდენიმე წუთი ისევ იქ ვიყავით, შებინდდა აქ ახლა ვერაფერს გადაიღებდნენ. თითქმის ყველა დაიშალა.
- ჰეი - ანდრია მომიჯდა გვერდით
- წავიდეთ? - ვკითხე
- კაი წამო. შეგიძლია გავლა?
- კი - ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი. ჯერ კიდევ ვინარჩუნებდი ცუდადმყოფი ქალის სახეს.
წასვლისას დემნას მოვკარი თვალი რომელიც სიგარეტს ეწეოდა. ,,ცუდად რომ გავხდი” ერთხელაც არმოსულა ჩემთან. რეალურად იმწამს, ჩემი მთავარი მიზანი მისი ამით დანტერესება არც ყოფილა, ალბათ მიხვდა კიდეც ჩემს მაიმუნობას. მხოლოდ ერთხელ გავხედე და შეწუხებული სახე უცებ ბოროტულ ღიმილად ვაქციე(მხოლოდ მას რომ დაენახა) დემნამ ჩაიცინა და ნამწვავი მოისროლა, მერე კი ედისკენ წავიდა. ანდრიამ მკლავი გამომდო და მანქანისკენ წამიყვანა.

* * *
გვიანი იყო, საწოლში ვიწექი. მახსოვს ახვლედიანი ჩემთან იყო და ვუთხარი თუ ჩამთვლემდა გავეღვიძებინე, წასვლისას ღია კარებში რომ არ დავრჩენილიყავი. მიწეპებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს-ძლიობით მოვაშორე(ჯერ ისევ ღამე იყო). მგონი უკვე ვგიჟდებოდი, ყველგან მატაბელი მეჩვენებოდა. ახლაც კი ასე მეგონა მის სუნთქვას ყელთან ვგრძნობდი. ოცნებებში ჩავიკარგე, მართალი ყოფილა ჭილაძე როცა ამბობდა ,,მე იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია შეგეხო კიდეც” როგორც ჩანს მეც ბევრი ვიფიქრე, აბა ახალ გაღვიძებულზე რატომ მეგონებოდა მისი მკლავებში რომ მეძინა. შევეგუე აზრს რომ ბევრი ვიფიქრე, თანაც იმდენი რომ შემეძლო შევხებოდი კიდეც, ფრთხილად გადავბრუნდი უკან, ვითომ მართლა მეწვეს გვერდით და მეშინოდეს არ გამეღვიძოს. აჰჰ მართლა როგორ რეალურს გავდა. გამეღიმა და ხელი მისი სახისკენ წავიღე, თუმცა ბოლო წამს გავაჩერე და წამით გავიფიქრე.
რომ გაქრეს?
რაღაც ამოილაპარაკა, ხმაც აქვს? გამეცინა.
- რა გაცინებს. გაგიჟდი? - მეკითხება მოჩვენება რომელიც თურმე რიალური ყოფილა.
- აქ რაგინდა
- შენი მოფერება
- დღეს რომ სხვას ეფერებოდი
- დღეს შენც გეფერებოდი
- ჩემს მერე სხვას მოეფერე - ვთქვი და წამსვე მომწყდა თველებიდან ცრემლები, მაისაშვილი გამახსენდა.
- ნუ ბავშვობ - ცრემები მომწმინდა - კიდევ მეტყვი ,,რა მაქვს შენზე საეჭვიანოო?”
- არა - მისკენ მივიწიე - აღარ გეტყვი - მის ყელში შევძერი.
- ეჰჰ ევააა - ამოიხვნეშა - დავიჯერო მართლა არგირჩევნია ჩემზე ოცნების მაგივრად ყოველდღე ჩემს გვერდით იღვიძებდე?
- რა ამპარტავანი კაცი ხარ - უფრო მივეკარი
- შენ კი საშინლად ჯიუტი - ჩაილაპარაკა და ყელში მაკოცა.

* * *
წლის ბოლოს პირველი კურსი 100% გრანტით დავასრულე. არველოდი მაგრამ დემნა მეხმარებოდა. მე, ანდრია და დემნა ვფიქრობდით სად დაგვესვენა ამ ზაფხულს. ერთადერთი რაც უსიკვდილოდ მოხდებოდა, დემნას საქართველოში ჩასვლა იყო, რომ მის დაბადების დღეზე დედამისის გვერდით ყოფილიყო. ანდრიამაც გადაწყვიტა დემნას გაჰყოლოდა და მეც, მიუხედავად იმისა რომ იქ ჩასვლა არ მინდოდა.
რაც ვაჩე გავიცანი მასთან ხშირად დავდიოდი ხოლმე. არაჩვეულებრივი კაცი იყო, უბრალოდ შეუდარებელი. პოეზია მართლაც რომ ძალიან უყვარდა, სულ მიკითხავდა ლექსებს (გალაქტიონი უყვარდა) ასევე კარგად ხატავდა, მეც დამხატა, მაგრამ ჩემი ნახატი დემნამ წაართვა და სახლში წაიღო, ვთხოვე დაებრუნებინა მაგრამ არაფრით მიბრუნებდა.
დემნაა, დემნააა მასთან ისევ ის ურთიერთობა მქონდა რაც ადრე, გაუგებარი, მე გავრბოდი ის მეწეოდა, მიჭერდა, მერე მე ხელიდან ვუსხლტებოდი, ბოლოს კი ისევ ჩემივე ფეხით მივდიოდი მისკენ. მაოცებდა, სულ რაღაც ახალს ვიგებდი მის შესახებ, ადამიანი იყო რომლისგვერდითაც ვერ მოიწყენდით, მისი ისტორიები მიყვარდა მოგზაურობისას რომ ხდებოდა ხოლმე, ისე საინტერესოდ და კარგად ყვებოდა…
ანდრიამ დილით ადრე გამოგივლიო, თუმცა ორივემ ერთდროულად მომაკითხეს, საბოლოოდ მატაბელის მანქანით წავედით აეროპორტში.
გვიანიყო ბათუმის აეროპორტში რომ დაჯდა თვითფრიანავი. მინდოდა ჩამოსვლისას პირველი ამ ქალაქის ულამაზესი ცისთვის შემეხედა, მაგრამ, სამაგიერიეროდ ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ავხედე და თეთრ სავსე მთვარეს.
- წამოდი, რას უყურებ - მითხრა დემნამ და ხელი მომკიდა.
ნახევარ სათში უკვე სასტუმროში ვიყავით. დარინა გაბრწინებული შეეგება შვილს, რომელიც თითქმის ერთი წელია რაც არ ენახა. ისევ ფორმაში იყო ესქალი, თავის სტილს არ ღალატობდა, უბრალოდ… იდიალური იყო.
ჩვენ ჩვენ ოთახებში დაგვაბინავეს, აივანზე გავედი და ღამის ბათუმს ვუცქერდი, იმაზე მეტად ხმაურიანი იყო ვიდრე წინა წელს. შიგნით შევედი და ტანსაცმელები გამოვიცვალე. ჯინსის შორტი ჩავიცვი და თეთრი ბრეტელებიანი მაიკა გადავიცვი. გრილი პერანგი მოვიცვი, ყურსასმენები და ტელეფონი ავიღე ხელში, მერე კი ოთახიდან გავედი.
დემნას მესიჯი გავუგზავნე ტოცახნით მარტო გავისეირნებთქო, მანაც კარგიო მომწერა.
შევისუნთქე თუ არა საქართველოს ჰაერი, მაშინვე მარტოყოფნა მომინდა. ბულვარში გავედი, იმ ადგილს ჩავუარე პირველად დემნამ რომ გადამარცჩინა, გამეცინა ძველი ამბავი რომ გავიხსენე. საბოოლოდ ისე აღმოვჩნდი ნაცნობ ქუჩაზე ვერც კი გავიაზრე ეს. შუქი არ ენთო. ალბათ სახლში არიყო, ჩემს დროსაც ასე არიყო? ხშირად არრჩებოდა სახლში. იქნებ ახლა სხვაარის იმ სახლში ჩემსმაგივრად, ახლა სხვას უწევს ჩემი ბედის გაზიარება?
სადარბაზოს მივუახლოვდი, მაშინვე გამახსენდა მე და დემნა აქ სიბნელეში პირველად რომ…
- დედა შ*ვეცი - ხმა გავიგონე. უკან გამოვბრუნდი ვერ ვიცანი და ამოვისუნთქე. ვიღაც ბიჭი ზურგით იდგა და აღებინებდა, თავზე ხელს იკიდებდა და კატასავით არწყევდა. სადარბაზოდან გამოსვლა გადავწყვიტე უცებ რომ გავიგონე - ნიკა შენი დედა შ*ვეცი ამ სირ*ობის მოცემისთვის - ნიკაო და თან ახლა კი მეცნო ხმა. უკან გავიხედე. იქვე ჩაიკეცა, გაუჩერებლივ ღმუოდა. წამით სახე ოდნავ გამოატრიალა და მეც დავიანხე მიუხედავად იმისა რომ სულაც არ გავდა ძველ თორნიკეს... ისეთი დასუსტებული იყო, თავი თითქმის ნულზე ჰქონდა გადაპარსული, ლამპიონის შუქზე კარგად უჩანდა ჩაწითლებული თვალები, მოკლემკლავიანი მაიკა ეცვა და ძარღვები ისე ეტყობოდა მეგონა, ცოტაც და სულ დაუსკდებოდა. მისი დანახვისას, მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში, იქვე მუხლები ამიკანკალდა, ლამის იქვე ჩავიკეცე. მისვლა მინდოდა და დახმარების ხელის გაწვდენა, ახლა იქნებ ვჭირდებოდი… იქნებ ახლა ისიც ჩემსავით იყო როგორც მე ადრე, იქნებ ახლა დრო იყო ვალი დამებრუნებინა.
- რა ვალი ევა, დაგავიწყდა რა გაგიკეთა მაგ ნაბი.ჭვარმა - ჩამსძახა ქვეცნობიერმა.
არაა, აქ ვერ დავტოვებდი, თან ისეთ დღეში იყო… მისი ღმუილი რომ მესმოდა საერთოდ…
ნაბიჯი წინ გადავდგი, სულ ოთხ ნაბიჯში მივუახლოვდი და წინ დავუდექი. მაისაშვილმა ფეხებიდან რომ დაიწყო თავამდე ძლივს ამომხედა. თვალები გაუშტერდა, არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მგონი აუწყლიანდა კიდეც.
- ევაა - განსხვავებული ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი.
გამეცინა. ადამიანს ხმაც კი შეცვლოდაა.
- რა გჭირს? - ძირს დავიხარე - სასწრაფოში დავრეკო?
თავი ქვემოთ დახარა, წამოდგომა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.
- დაგეხმარები - ხელი შევაშველე. უცნაურად ამომხედა, არასდროს მენახა მსგავსი მზერა მასში, ნეტავ კიდევ რაშეიცვალა მის ცხოვრებაში.
ვეცადე ფეხზე წამომეყენებინა, წელზე ხელი რომ მოვკიდე მგონი მის ძვლებსაც კი ვგრძნობდი, ჯანდაბა… ასეთი არასდროს მენახა და ვერც წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ვნახავდი.
უცებ კანკალი აუტყდა, შემეშინდა მაგრამ უფრო აკანკალდა. ევაო ამოილაპარაკა და ძირს დავარდა. რაგამეკეთებინა არვიცოდი, რას სჭირდა ისიც არვიცოდი. მობილური ამოვიღე, ვიცოდი მევერაფრით დავეხმარებოდი ამიტომაც ანდრიას დავურეკე, მაგრამ დაკავებულიყო, ლოდინისთავი არმქონდა და გაუაზრებლად დავრეკე დემნასთან
- უკვე მოხვედი?
- არაა, ჯერ არა.დემნა ახლა ჩემს ძველ კორპუსთან ვარ.... მე და თორნიკე რომ ვცხოვრობდით, ძალიან ცუდაადაა თორნიკე, სულ კანკალებსს გთხოვ მალე მოდი.
- კარგი უკვე გამოვდივარ.

* * *
საავადმყოფოში ვიყავით, დემნა ექიმს ელაპრაკებოდა მე თორნიკეს გვერდით ვიჯექი, სინათლეში უფრო კარგად ვხედავდი მის სახეს.
თითქმის ორი საათია ასე სძინავდა ექიმმა თქვა რომ მალე გაიღვიძებდა. მატაბელისკენ გავიხედე, ისე დაუფიქრებლად მოვიქეცი მის წინაშე... მაგრამ სხვა გზა არმქონდა. მარტო ვერდავტოვებდი, მოკვდებოდა.
- მე ექიმს გავყვები ანკეტის შესავსებად აქ იყავი. - კარი შემოაღო დემნამ
თავი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად.
რამოდენიმე წუთში მაისაშვილმაც გაახილა თვალები.
- დედაა - ამოილაპრაკა
მისკენ მივიწიე
- ევა, ეს შენ ხარ? მართლა შენ ხარ? - დაწითლებული თველები მაშინვე გაახილა
- მე ვარ
ცოტახანი ჩუმად იყო.
- შეენი წერილი ვნახე - ამოილაპარა
- ვიცი, რომ გენახა მაგიტომაც დავტოვე
- რატომ არდამელოდე?
- სხვა კაცთან რომ გენახე საწოლში, შენ დამელოდებოდი თორნიკე?
გაჩუმდა. ნერწყვს ძლივს ძლიობით ყლაპავდა.
- შენს თავს უყურებ ხოლმე სარკეში? ხედავ რასგავხარ?
- სახლში არმაქ სარკე - ძლივს ლაპარაკობდა მაგრამ ის ძველებური ირონიული ხმა მაინც შემოსრჩენოდა.
- მე გიყიდი და ხშირად ჩაიხედე ხოლმე... ისევ ნიკასთან ხარ? - მის გახსენებაზე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
- არვიცი, ხან ვისთან ხან ვისთან
- ასე წამლების გამო ხარ ხო?
- ალბათ - უდარდელად ჩაილაპარაკა
- ასე რატომ მოიქეცი, საკუთარ თავს მაინც რას ერჩოდი?
- ფეხებზე მკი.დია, არაფერი მაინტერესებს
- ხვდები მაინც რას ლაპარაკობ? აცნობიერებ მაინც სანამდე მიგიყვანა ამ ყველაფერმა? - ბრაზი ყელში მაწვებოდა
- და შენ რა მერე? საერთოდ რატომ ხარ აქ? ხომ მიმატოვე? ხომ წახვედი? მე გიღალატე ევა გიორგაძე, გული გატკინე, რატომ არ მი.კიდებ. რატომ არ მანებებ თავს?
- უმადური კაცი ხარ თორნიკე მაისაშვილო, გეფიცები შენზე უმადური ვინმე ცხოვრებაშ თუ მენახოს - დავუყვირე და პალატიდან გამოვარდი. დერეფანში მატაბელი შემეფეთა. რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ…
- არაფერი მითხრა - ხელი ავუქნიე და გარეთ გავვარდი.
იქვე ერთ სკამზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. ბრაზი, ერთიანად მაწვებოდა, ნერვები მეშლებოდა მის საქციელზე, მაგრამ თან მეცოდებოდა, ასეთ მდგომარეობაში რომ იყო.
ფეხის ნაბიჯების ხმა მომესმა. დემნა იყო.
- რამოხდა? - მკითხა და წინ გადაიწია. მკლავებით მუხლებზე დაეყრდნო.
- ნერვები მომიშალა, მე მის დახმარებას ვცდილობ, ის კი მაგდებს… ჯანდაბამდეც გზა ჰქონია - წამოვიყვირეე
დემნამ მძმედ ამოიხვნეშა.
- მისმინე ევა, მე შენ რაგითხარი სანამ საქართველოდან წაგიყვანდი?
- შენ მე ბევრი რამ მითხარი, ასე რომ დამიკონკრეტე თუ შეიძლება - შევუღრინე. რას ვერჩოდი თვითონაც არვიცოდი.
- ხომ გითხარი ადამიანთან სიტყვის უთქმელად მიდი და დაეხმარეთქო
- მაგრამ ის ხომ
- არაქვს მნშვნელობა ვინ არის, რახან შენი ყოფილია ეს იმას არნიშნავს რომ ადამიანი არ არის - სიტყვის დამთავრება არმაცალა
- არ უნდა რომ დავეხმარო - ჩავილაპარაკე და თავი გავატრიალე
- შენც ხომ იცი რომ ასე არ არის… შეიძლება ითქვას რომ ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდები. შენ… სხვანაირიხარ ევა, არვიცი რაგაქვს ასეთი თუმცა რაღაც აშკარად გაქვს, შენ შეგიძლია ადამიანები შეცვალაო და სწორ გზაზე დააყენო, შენს სუფთა სულს ეს შეუძლია. ადექი და დაეხმარე თუ შეგიძლია, თუ იქ დატოვებ, იმ პალატაში, ორი დღის შემდეგ იგივეს გააკეთებს და საბოლოოდ არავინ იცის როდის ან სად მიაგნებენ გადაჭარბებული დოზით მკვდარს. შენ ასეთი არხარ… შენ მას არმიატოვებ, გახსოვს შეხვედრებზე რას ამბობდი? ისინი ხომ არასდროს არის შემთხვევითი… დარწმუნებული ვარ არც თქვენი შეხვედრა იყო შემთხვევითი, უბრალოდ ერთი გზა აირჩიეთ თქვენივე ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, და ეს გზა არასწორი იყო, მითუმეტეს მაშინ როცა, ერთმანეთში რაღაცის ძიება დაიწყეთ და ეგ რაღაც სიყვარული იყო..
- ამას როგორ მეუბნები? არფიქრობ იმაზე რომ შეიძლება მის გვერდით გრძნობები ისევ დამიბრუნდეს. არფიქრობ იმაზე რომ შეიძლება შენთან წამოსვლა აღარ მომინდეს?
- ევააა - გაეცინა - არც მე ვარ უკანასკნელი კაცი, რომელიც შენთან ყოფნას ცდილობს და არც თორნიკეე. მაგრამ ერთადერთივარ რომელსაც ეს შეუძლია. - ჩემსკენ მოიწია და თავის კალთაში ჩამიჯინა, მერე კი ხელი თმებში შემიცურა - ადრე, მაშინ როცა ჯერკიდევ ახალი გაცნობილი მყავდი, ეს სიტუაცია რომ ყოფილიყო და მართლაც რომ დაგბრუნებოდა გრძნობები მის მიმართ ალბათ გაგიშვებდი, მაგრამ ახლა არა. ახლა ვერ დავუშვებ იმ სხვამ მიითვისოს ეს თეთრი ფითქინა კანი, მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები, აბრეშუმივით რბილი თმები, ამ სხეულის სურნელი, რომელმაც ჩემი ყურადღება შეგრძნებისთანავე მიიქცია და რომელსაც ვერც ერთ სხვა ადამიანში ვერ ვიპოვი. ეს რბილი მოვარდისფრო ტუჩებიც, რომლის დანახვაზეც სისხლი ძარღვებში მეყინება და მხოლოდ მათზე ვკონცენტრირდები, მარტო მათი დაგემოვნება მინდება რადგანაც ვიცი, ყველაზე ტკბილი და ნაზი რამაა ქვეყნად რაც კი მინახავს და რასაც კი შევხებივარ. როგორ ფიქრობ, მე ამყველაფერს დავთმობ? შეველევი ამ ყველაფერს?... არა... არც იმდენად გულუხვი და კეთილი ვარ ,,ჩემი ადამიანი”, ვიღაც დაკარგულ ადამიანს რომ დავუთმო. შენ მარტო ჩემი ხარ, ეს არდაგავიწყდეს. გინდ ეგოისტი მიწოდე, გინდ მესაკუთრე, მაგრამ არასდროს შეიცვლება ის ფაქტი რომ შენ ჩემი ხარ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ევა, არასდროს დავუშვებ ვინმე სხვა შეგეხოს, ვინმე სხვა მოგეფეროს… ეს არასდროს მოხდება, არასდროს…

* * *
დემნას დავუჯერე და გადავწყვიტე ამჯერად მე დავხმარებოდი თორნიკეს. ხვალ დილას წერდნენ და მე მისგვედით უნდა ვყოფილიყავი. დილით მისი მობილურით დიმას დავურეკე, ფეხზე ჯერ კიდევ ვერ დადიოდა. ჩემდაბედად ბათუმში ყოფილა, როგორც კი მეგობრის ამბავი გაიგო, მაშინვე საავადმყოფოში გამოიქცა. სანამ დიმა მოვიდოდა მაისაშვილი უკვე ჩაცმული იჯდა პალატაში. წუხელ სახლში ავედი და სუფთა ტანსაცმელები წამოვუღე. პალატაში რომ დავბრუნდი ჯერ კიდევ მივბღვერდა პატარა ბავშვივით, მაგრამ მაინც არ მოვეშვი. სულ რომ შევლეოდი, მაინც უნდა დავხმარებოდი. მალევე მოვიდა დიმა, თითქმის ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანამდე, მეცინებოდა მათ რომ ვუყურებდი, ყოველთვის ვფიქრობდი რომ დიმა შედარებით ნორმალური და დალაგებული პიროვნება იყო მათი საძმაკაცოდან.
სახლში როგორც კი აიყვანა, მაშინვე ცოლმა დაუურეკა, თავიდან მეღადავებოდა მეგონა, მაგრამ ქორწილის ფოტოები რომ მაჩვენა და მერე მისი ორსული ცოლის ფოტო, აზზრზე მოვედი.
- წვნიანს შეჭამ? - ვკითხე თორნიკეს
- არ მშია
- ესეიგი შეჭამ - ჩავილაპარაკე და სამზარეულოში გავედი. თან საჭმელს ვაკეთებდი და თან სახლს ვალაგებდი, ამ მტვერში და ნაგავში როგორ სუნთქავდა ვერ ვხდებოდი. ბევრი რამ იყო მის ცხოვრებაში შეცვლილი. საგარეო ტანსაცმელი აღარ ჰქონდა ცალკე ლამაზად და სუფთად დაკეცილი, ახლა ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული და სად რა ეყარა თვითონაც არიცოდა. მისი ტანსაცმელი მოვაგროვე, ყველაფერი დავრეცხე თითქმის. ბოლოს წვნიანიც გავაკეთე, თეფშზე დავუსხი და გავუტანე.
- აი შეჭამე - პატარა მაგიდა წინ მივუწიე და წვნიანი წინ დავუდე.
- ხომ გითხარი არმშიათქო - შემომიღრინა
- მეც გითხარი რომ უნდა ჭამოთქო - არჩამოვრჩი მე - შეჭამ ეხლა თუ ჩაგასხა პირში ეს ადუღებული წვნიანი?
- ჩემით შევჭამ - წინ წამოიწია
- ხელით ჭამას არც მე გიპირებდი - ჩავიბურტყუნე და ლაგება გავაგრძელე.
საკუთარი სახლიც კი არდამილაგებია ასე საგულდაგულოდ, სარეცხი ბოლომდე ვერ დავრეცხე, რადგანაც არც გასაფენი ადგილი აღარ დარჩა და არც მალე შრებოდა ტანსაცმელები. ამას კიდე ზამთარ-ზაფხულის ყველაფერი არეული ჰქონდა ერთმანეთში.
საღამოს ლოგინში ჩაწვა.
- გინდა რამე? - შევთავაზე წასვლისას
- არა არაფერი, მარტო მინდა ყოფნა - ზურგით იყო მოქცეული
- კარგი, სიგარეტი აივანზე დევს მეტი არაფერი შეიძლება შენთვის - ვუთხარი და კარი გამოვიხურე, მერე კი გასაღებით გადავკეტე.
ვერსად წავიდოდა და ვერც სხვა მივიდოდა მასთან.

გვიანი იყო სასტუმროში რომ დავბრუნდი, დემნა ჩემს ოთახში დამხვდა, საათს დავხედე, უკვე თორმეტს გადაცილებულიყო, აი მისი დაბადებისდღეც მე კი საჩუქარი ჯერაც არ მქონდა ნაყიდი, ვიფიქრე აქ ვუყუდდი რაიმეს, მაგრამ სამწუხაროდ თორნიკე მაშინ არმყავდა გეგმებში.
- გილოცაავ... ყველაფერს კარგს და საუკეთესოს გისურვებ, საოცარი ადამიანიხარ, სიტყვები არმყოფნის შენს აღსაღწერად... ძალიან კარგი ხარ - კისერზე მოვეხვიე და ყელი დავუკოცნე.
- მგონი ძალიან მოგენატრე - ცხვირით ლოყაზე მომეალერსა
- თანაც როგორ - მისი ტუჩებისკენ წავიწიე.
ხელი ზურგზე ამისვა, და მოშიშვლებულ მხრებზე მკოცნიდა.
- ქვემოთ ვართ ჩასასვლელები - ამოილაპარაკა.
- მერე რასვაკეთებთ აქ? - ეშმაკურად ვკითხე და თან კოცნას ვაგრძელებდი
- ნეტავ რას… - ხელში ამიყვანა და საწოლისკენ დაიძრა.

* * *
ათ წუთში უკვე მზად ვიყავი, ოთახიდან გამოვედი და ქვემოთ ჩავედი, ანდრია და დარინაც ქვემოთ იყვნენ. დარინამ უცნაურად ამათვალიერა, ალბათ ასეთი ვერ წარმოვედგინე.
- მშვენივრად გამოიყურები ევა - გამიღიმა და მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი.
- მადლობა, თქვენც ასევე ქალბატონო დარინა - გავუღიმე და გვერდით მივუჯექი
- ქალბატონო არგინდა უბრალოდ სახელით მომართე
- კარგი
დემნას ცოტა შეაგვიანდა, ქვემოთ რომ ჩამოვიდა ჯინსის შავი შარვალი ეცვა და თეთრი მოკლემკლავიანი მაისური. მმმ… კარგად ჩანდა ამ მაისურში მისი ნავარჯიშები სხეული, თმა ტრადიციულად უკან ჰქონდა გადაწეული და ხელზე შავიფერის საათი ეკეთა.
- იუბილარიც მოვიდა - ანდრიამ ომახიანად შემოსძახა.
- ხომ გითხარი წვერი გაიპარსეთქო - ხელი მხარზე შემოჰკრა დემნამ
- ლონდონში მაინც არვართ - ისერა თქვა და ჩანგალის ხელში ტრიალი დაიწყო.
დემნა დედას მიუჯდა გვერდით. მურმანის ეკალივით იყო ჩვენ ორ შორის დარინა, ამაზე კიდე მეცინებოდა.
ცოტახანი დარინა გვიყვებოდა დემნას ბავშობაზე რაღაცეებს, რამოდენიმეჯერ მის ყოფილ გოგონებზე დასცდა, რამაც უფრო დამაინტერესა. ეს არც მატაბელს და არც ახვლედიანს გამოჰპარვია და ზუსტად მაგიტომ გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და მერე უაზროდ იკრიჭებოდნენ.
- ეს ნატა არარის? - იკითხა დემნამ, ახვლედიანს კი სასმელი გადასცდა და ლამის დაიხრჩო - კაი ხოხო - მხარზე შემოარტყა ხელი მეგობრს თან ეცინებოდა, მაგრამ იქ მართლა ნატა იჯდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელმაც მალევე შეგვამჩნია, ფეხზე წამოდგა და მოგვიახლოვდა.
- გამარჯობათ - მაგიდასთან მოვიდა და გაგვიღიმა. ეს გოგო მართლა ანგელოზს გავდა, რაღაც სასწაულად საყვარელი სახე ჰქონდა. მოკლე ღვინისფერი კაბა ეცვა და თმა დაემოკლებინა, მხრებამდე ძლივს სწვდებოდა. თუმცა ასე უფრო უხდებოდა.
- მოდი ნატა, შემოგვიერთდი - უთხრა დემნამ
- არა, მეგობართან ერთად ვარ, მარტო ვერ დავტოვებ - მორცხვად თქვა და უკან გაიხედა.
- მოიყვანე შენი მეგობარი, თან გავიცნობთ - ირონიული სახით გახედა ახვლედიანმა.
- არა იყოს, აჯობებს წავიდე…
- მოდი მიდი გაიქეცი - ჩაიბურტყუნა ანდრიამ და სასმელი მოსვა
ნატამ შეამჩნია მაგრამ გაატარა, მერე კი გამოგვემშვიდობა, თუმცა ამჯერად დარინამ არდააცადა.
- მოდი ჯერ ნუ წახვალ, თანაც დღეს დემნას დაბადებისდღეა, არვიცი ვინხარ ამათი თუმცა, რახან მოგესალნენ ესეიგი ახლობელი ხარ. - ხელი ასწია და მიმტანს დაუძახა - ნინა ორითეფშიც დაამატე - უთხრა მიმტანს.
- მაპატიე დემნა არვიცოდი დაბადების დღე თუ გქონდა. გილოცავ - მისკენ გადაიხარა და გადაკოცნა.
- ხოდა თუ გინდა რომ გაპატიო მაშინ შენ და შენი მეგობარი სუფრაზე დაგვეწვევი… - სერიოზული ხმით უთხრა.
ნატას ყველა გზა მოუჭრეს, ბოლოს გაუღიმა და თავისი მაგიდისკენ დაიძრა.
მალევე შემოემატა კიდევ ერთი ნაცნობი სახე მაგიდას.
- ეს ჩემი მეგობარი ლექსოა - თქვა ნატამ და მეც წამსვე გავხედე ლექსოს. თვალები ლამის გადმომცვივდა მისი დანახვისას, ანდრიას გავხედე, ალეწილი სახით იჯდა მაგიდასთან და ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
- ანდრუუშ - ლექსომ მაშინვე იცნო - როგორ ხარ? არვიცოდი თუ ჩამოხვედი ბიჭებს არაფერი უთქვამს - ცინიკური ხმით უთხრა
- ალბათ არჩათვალეს საჭიროდ ეთქვათ - უპასუხა ანდრიამაც
- არ შეცვლილხარ - ირონიულად უთხრა ლექსომ
- არც შენ - პასუხი მე დავუბრუნე და მანაც მაშინვე მე გამომხედა. თავიდან მიყურა და მიხსენებდა, რომ ვერ მიხვდა მართლა ის ვიყავი თუ არა
- შენ ევა ხარ? - მკითხა
- ჩემი სახელი რაკარგად დაგმახსოვრებია
- ის საღამოც კარგად დამამახსოვრდა - დამცინავი ტონით მითხრა. თავი უხერხულად ვიგრძენი, საერთოდ რამინდოდა რომ გამოველაპარაკე, მართალია არაფერი მომხდარა ჩვენს შორის მაგრამ ისე თქვა… არც კი მინდოდა მატაბელის სახე დამენახა.
დარინამ ვითომ არაფერი მომხდარაო ისე მოიპატიჟა ორივენი, მერე ცოტა ილაპრაკეს, არცკივუსმენდი მათ, თვალები სულ აწყლიანებული მქონდა თავს ძლივს ვიკავებდი. ბოლოს საპირფარეშოში გავალთქო და იქაურობას გამოვეცალე.
სახეზე ცივი წყალი შევისხი და ცოტახანი ნიჟარას დავეყრდენი. სინდისის ქენჯნა მწვავდა, ან ანდრიამ რაიფიქრე ჩემზე ან დარინამ, დემნაზე ხომ წარმოდგენაც არმინდა.
თავი ავწიე და სარკეში დემნას სილუეტი დავინახე. მაშინვე მისკენ მივბრუნდი, თავისმართლება დავიწყე.
- გეფიცები არაფერი მომხდარა ჩვენშორის, შემომთავაზა მაგრამ უარი ვუთხარი - ძლივს შეკავებული ცრემლები თვალებიდან წამწყდა - მართლა არაფერი ყოფილა, ეს სპეციალურად თქვა რომ ჩემზე ასეთი რამ გეფიქრათ, მაშინ ელემენტალური ბიჭისთვის ნაკოცნიც კი არმქონდა, თორნიკესაც არვიცნობდი იმ დროს, არანაირი ღამე არყოფილა… არაფერი მომხდარა, ასე… ასე სპეციალურად თქვა, დამიჯერე გთხოვ…
- დაწყნარდი დაწყნარდი - მაჯებში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმწია. - ვიცი, მჯერა შენი. - თავზე მაკოცა
- მართლა?
- ევა, რატომ ხარ ასეთი გაუგონარი? - წელზე ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრა.
- მეგონა დაიჯერე…
- არაფერი დამიჯერებია. მიდი მოწესრიგდი და გამოდი, გელოდები ერთად გავიდეთ.
- კარგი.
პირზე წყალი შევისხი მოვწესრიგდი და გავყევი. მაგიდას რომ მივუჯექი ლექსომ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. მთელი საღამოს მანძლზე ვგრძნობდი მის მზერას, თვალს რომ არმაშორებდა.
- რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ შენ და ნატა? - იკითხა მატაბელმა
- რამოდენიმე თვეა - უპასუხა ნატამ და ლექსოს გახედა
- უკვე ერთად ხართ თუ ამაზე წეღან თათბირობდით? - ჩაეკითხა ანდრია და ნატას გახედა.
დიესამიძემ თავი დახარა დასჯილი ბავშვივით. ანდრიამ კი მის საქციელზე ირონიულად ჩაიცინა.
- ანდრია ვხედავ ინტერესი გჭამს ჩვენი ურთიერთობის - უპასუხა ლექსომ
- რავქნა, შენს ხელში ნამდვილად მეცოდება ეს საწყალი გოგო - სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
დიასამიძემ ალეწილი სახით გახედა ახვლედიანს, ისედაც ახლოს იჯდა მისგვერდით და ამ სიახლოვემ კიდევ უფრო გაუმარტივა სახეში მეორე სილის გაწნაც.
- მეზიზღები, ვერგიტან საშინელი ადამიანიხარ - ცრემლები წასკდა თვალებიდან და მაშინვე გარეთ გავარდა.
- სი*რივით იქცევი, ხვდები მაინც? - შეუღრინა მატაბელმა, ანდრია კი ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა ერთ კუთხეს, ხმას არ იღებდა, გაშეშებული იჯდა და სიბრაზისგან ცოტაღაა აკლდა არგამსკდარიყო. არაფერი მითქვამს, ფეხზე წამოვდექი და ნატას გავეკიდე. გასასვლელში დავინახე, აჩქარებული ნაბიჯებით მიდიოდა თან თვალებს იწმენდდა.
- ნატა დაიცაა - დავუძახე მაგრამ ყურიც არგაუპარტყუნებია - ნატაა - ხელი დავუჭირე და გამოვატრიალე.
სულ დასველებული ჰქონდა თვალები. აშკარად ძალიან იმოქმედა იმ სიტყვებმა დიასამიძეზე.
- როგორ შეუძლია მსგავსი რამ მითხრას… ვერვიტაან მეზიზღება… ღმერთმა დასწყევლოს ის დღე მერომ მისი ზარი ავიღე და ამ წყეულ როლზე დავთანხმდი… ეს რომ არგამეკეთებინა ხომ არ ვიქნებოდი მსგავს სიტუაციაშიი - ტიროდა და თან ლაპარაკობდა - როგორ ვერ ვიტაან - თმებში წაივლო ხელები
- კარგი გეყოფა, ნუ იქცევი ასე ყველა ჩვენ გვიყურებს, წამოდი გავიაროთ - ხელი მოვხვიე და ბაღისკენ გავიყვანე. იქვე სკამზე დავაჯინე.
- წყალს მოგიტან გინდა?
- არა მადლობა - ცოტა დამშვიდებული ხმით მითხრა, თუმცა ცრემლები მაინც წასკდებოდა ხოლმე თვალებიდან.
- არ გინდა მომიყვე რა გაწუხებს? - ვკითხე და თმა უკან გადავუწიე.
- არა
- რატომ?
- არვიციი - ამოისლუკუნა და ტუჩები აუთთრთოლდა
- მომიყევი, არავის ვეტყვი, ჩვენი საიდუმლო იქნება - დამაჯერებელი ხმით ვუთხარი. როგორ მინდოდა მეთქვა რა ნაგავიც იყო ლექსო, მაგრამ თავს ვიკავებდი.
- მე… მოკლედ მე... ანდრია მიყვარს - თავი დახარა.
სიცილი წამსკდა.
- რა გაცინებს? - ბრაზი ერეოდა ხმაში
- მაპატიე, უბრალოდ ყველანაირ თავის ამარიდებელ ტყუილს მოიფიქრებდა კაცი შენს ადგილზე მაგრამ ამას?... რომ ის ადამიანი გიყვარს ვისაც ოცდაოთხისაათის მანძილზე კბენ? არაა არაა… - ძლივს ვჩერდებოდი
- მართლა გეუბნები, მე ანდრიას დიდიხანია ვიცნობ - საწყალი თვალებით გამოხედა.
რანაირად? რანაირად იყო ყველაფერი ასე? დიდიხანი როგორ იცნობდა, და ანდრია? ის ვერაფერს ხვდებოდა?
- ვერაფერი გავიგე - გამოვუტყდი
- მოკლედ - თმა ყურზე გადაიწია და ჩემსკენ შემობრუნდა - მე და ახვლედიანი ერთმანეთს ბავშობიდან ვიცნობთ. მესამე კლასში ზუგდიდიდან გამოვედი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ბიძაჩემს ნაცნობები ჰყავდა მაგ სკოლაში, თორემ ვინმიმიღებდა მე მანდ… კლასელები, სულ მაბულინგებდნე, მიუხედავად იმისა რომ სოფლიდან არგადმოვსულვარ მაინც სოფლელს მეძახდნენ. ანდრია ახვლედიანიც ჩემი ერთ-ერთი კლასელი იყო. ყველა კლასელი მეზიზღებოდა განურჩევლად, ანდრიას მეგობრები სულ მამცირებდნენ, თვითონ ახვლედიანი კი ყურადღებასაც არმაქცევდა, ბიჭები ჩემს დაცინვას რომ დაიწყებდნენ ,,შეეშვით ვერარის დალაგებული” იტყოდა და გვერდს ამივლიდა. თავიდან მასზეც სხვებივით ვბრაზობდი, მაგრამ ის მაინც განსხვავდებოდა მათგან. - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოაქცია და თველებიდან ცრემლი წასკდა - ყოველთვის ბოლო რიგში იჯდა, ფანჯარასთან ახლოს. მეორე რიგში მეც უკან ვიჯექი, ის კი პირველში იჯდა ჩემგან ერთი მირხით წინ. მახსოვს ხშირად იხედებოდა ფანჯრისკენ მერე კალამს და ფურცელს აიღებდა და წერას იწყებდა. ისე თავგამოდებით უყვარდა წერა... რაიმე რომ არ მოეწონებოდა თავს რაღაცნაირად გააქნევდა და ნაწერს გადაჯღაბნიდა. მასწავლებლები ყოველთვის რვეულებზე ეჩხუბებოდნენ, მისი ასფურცლიანი რვეულები სულ თორმეტ ფურცლამდე იყო დაყვანილი, ერთხელ მე მითხრა ფურცელი ხომ არგაქვსო? თავი დავუქნიე და რვეულიდან ფურცელი ამოვხიე. იმ დღეს პირველად შევეხე შემთხვევით. მახსოვს, რომ გამიღიმა და მადლობაო მითხრა თვალებიდან ცრემლები წამსკდა, მერე რაგატირებსო მკითხა და კლასიდან გავვარდი. იმ დღისმერე თვალს ვარიდებდი, მაგრამ კლასელების სალაპარაკო თემა მაინც გავხვდი, არაფერი მაინტერესებდა, რაც უნდათ ის ეთქვათ ჩემთვის ოღონდ იმას ნუ იტყოდნენ, დიასამიძეს ახვლედიანი შეუყვარდაო. მერვე კლასამდე ასე იყო ყველაფერი, მთელი ამ წლების განმავლობაში სულ ოთხჯერ ვიყავით ერთმანეთზე გამოლაპარაკებულები, მერვე კლასში დაავადება დამიდგინდა, საქართველოში ამას არმკურნალობდნენ, ამიტომაც სტამბულში მომიწია წასვლა, ვიცოდი ეს მკურნალობა არიქნებოდა ხანმოკლე და დიდი დრო დასჭირდებოდა ყველაფერს. ყველა ჩემს ნივთს, ანდრიას ფურცლები დავამატე.
- რა ფურცლები?
- როცა რაღაცას წერდა და თუნდაც ერთი სიტყვაც არ მოსწონებოდა იქედან, ფურცელს კუჭავდა და ურნაში აგდებდა, მე კიდევ ამ ფურცლების ნაგვის ურნიდან ვიღებდი და ჩანთაში ვიტენიდი, სახლში ვიღებდი და ვკითხულობდი, ისეთი ლამაზი ხელწერა ჰქონდა მშურდა მისი, მიუხედავად იმისა რომ კლასში მეორე ვიყავი ვინც კარგად სწავლობდა. მოკლედ ერთადერთი ეს იყო რაც მისგან მქონდა დარჩენილი, ეს ფურცლები ახლაც მაქვს შენახული, უბრალოდ ცოტა სიყვითლე აქვს შეპარული... მკურნალობას ერთი წელი მოვუნდი, ჩამოსვლისას კი თბილისში აღარ დავბრუნებულვართ, ისევ ზუგდიდში წავედით. სული მეხუთებოდა რომ ვერ ვნახულობდი, თავს იმით ვიიმედებდი რომ უბრალოდ გატაცება იყო, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტად მაწვებოდა ეს გრძნობა, თითქოს ჩემში იყო ჩაბუდებული და წასვლა აღარ უნდოდაო. სოციალურ ქსელში ვნახულობდი მის ფოტოებს რომელსაც სამ თვეში ერთხელაც არდებდა, ჩვეულებრივად ვიყავი, გულუბრყვილო თან იმდენად გულუბრყვილო რომ ამ ჩემს გულუბრყვილობას თავადვე ვხდებოდი. სკოლა რომ დავამთავრე თიატრალურზე გადავწყვიტე ჩაბარება, უკვე სხვანაირი ვიყავი, ძველ ნატას აღარვგავდი, სრულიად განსხვავებული პიროვნება გავხდი. წარმატება ბევრ ადგილას მივაღწიე, ანდრია კი ისევ იყო ჩემს გონებაში. ერთ დღეს ქუჩაში ვსეირნობდი და ვიღაც ქალთან ერთად დავინახე, წარმოიდგინე ამდენი წლის შემდეგ პირველად ვნახე და იქაც ვიღაც ბო*ზანდარა ეკიდებოდა კისერზე. ატირებული მივედი სახლში, კიდევ ორი წელი გავიდა მაგრამ მაინც არაფერი შეცვლილა. ამ ყველაფერს ჩემს კარიერაზე არ უმოქმედებია, უფრო და უფრო ბევრი წარმატება მხვდებოდა წილად. ერთ დღესაც მობილური მირეკავს, უინტერესოდ ავიღე და ერთ სიტყვაში ვიცანი მისი ხმა. თან მიხაროდა რომ მელაპრაკებოდა და თან მწყინდა რომ ვერ მცნობდა.მის როლს დავთანხმდი, რამოდენიმე დღეში ლონდონშიც ჩამოვფრინდი, ნერვები მეშლებოდა რომ ვერ მცნობდა, სახე თუ არა სახელი და გვარი მაინც როგორ ვერ უნდა ეცნოს ჩემი? მუხლები მომეკეცა პირველად რომ დავინახე, რაგჭირსო მკითხა და მეც გველურად ვუპასუხე, სულ ვუბღვერდი და ამას გაბრაზებულ გულზე ვაკეთებდი, მერე ამყველაფერს ისიც ემატებოდა რომ ლანძვღვას არც ის მაკლებდა მისი ეს საშინელი სიტყვები კი გულზე მხვდებოდა - თვალები მოიწმინდა - არაფერი იცის ჩემზე ისიც კი არახსოვს ვინ ვარ და როგორივარ, ის კი ნახე რას მეუბნება ისევ საწყალს მეძ…. - ხმა გაუწყდა და რაღაცას მიაჩერდა. თვალები მის მზერას გავაყოლე და გავშეშდი ჩემს უკან, კედელს მიყრდნობილი ანდრია რომ დავინახე.
- რრამდენი ხანია რაც აქხარ? - ძლივს ამოვილაპრაკე, ლამის ენა დამება
- ჯერ კიდევ იქედან, ერთმა გოგომ, ურნიში გადაყრილი ფურცლების შეგროვება რომ დაიწყო - ამოილაპარაკა და თან ნატას მზერას არაშორებდა, ბოლოს ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და უკანმოუხედავდ გაუყვა გზას.
ნატას გავხედე წაშლილი ქონდა სახე, მგონი ტირილის ძალაც აღარ ჰქონდა. სინდისის ქენჯნამ შემიბყრო, მე რომ არ მეთქვა არაფერი ნატასთვის ის არც მომიყვებოდა არაფერს.
- წამოდი დღეს ჩემთან დარჩი - ვუთხარი და ხელი მოვკიდე

* * *
დილით ნატას ეძინა. ტანსაცმელი ჩავიცვი და თორნიკესთან წავედი. მასაც ეძინა მშიდად იყო როგორც ჩანს.
ჩემმა ფეხის ხმამ გამოაღვიძა და უკან გადმობრუნდა.
- დილამშვიდობის - ვუთხარი და გუშონდელი წვნიანი მივაწოდე. - ეს ჭამე, მერე წამალი უნდა დაგალევინო.
- ისევ ეს? - დაიჯღანა
- რა პრეტენზიები გაქ ერთი მითხარი? - წარბები მაღლა ავწიე
გაიბუსა ხმა არ ამოუღია, ნამდვილად არგავდა ძველ თორნიკეს.
მობილურზე მესიჯი მომივიდა, დემნა იყო.
,,ხვალ დილით მივდივართ, მოასწრებ ყველაფერს?”
,,კი, ვფიქრობ საკმარისი იქნება”
,,კარგი”
თორნიკემ საჭმელი ჭამა მერე კი წამალიც დალია.
სკამზე ვიჯექი, იმდენი მქონდა სათქმელი მაგრამ რითი დამეწყო არვიცოდი.
- სად წახვედი აქედან რომ წადი? - მოულოდნელად დაარღვია სიჩუმე
- ლონდონში
- სად?
- ლონდონშიმეთქი
- ვისთან?
- ანდრიასთან და დემნასთან
- დემნა ვინ არის?
- დემნა… ჩემთვის ბევრია.. ის ადამიანი ვინც ყოველთვის ყველაფერში გვერდით მიდგას, არასდროს მტოვებს მარტო და ყველაფრის დაძლევაში მეხმარება.
- ერთად ხართ?
- შეიძლება ასეც ითქვას. შენთან ლაპარაკი მინდა, ოღონდ ისე როგორც ადამიანი ადამიანს. შენ გინდა? - ვკითხე და მის გამომეტყველებას მივაჩერდი
- მინდა - ამოილაპარაკა და თავი ასწია
- რას ფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე? რა იყო ის? - ვკითხე მაისაშვილს
- კარგი შეცდომა
გამეცინა
- რატომ კარგი?
- იმიტომ რომ მე შენსგვერდით ვიყავი, შენს გვერდით კი თავს კარგად ვგრძნობდი
- იცი, საკუთარი თავის კაცი ხარ. სხვაზე არფიქრობ… მთავარია შენი გაისწორო და ვსო, მეტი არაფერი გაინტერესებს… თორნიკე, შენი ცხოვრება ერთი დიდი ალიაქოთია, მე და შენ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდით, მერე კი ყველაფერი ავურიეთ და იმის ძიება დავიწყეთ რაც სულაც არ გვაკავშირებდა ერთმანეთთან. მე და შენ ისე რომ არ გავეგრძლებინა როგორც ეს გავაკეთეთ, ყველაფერი უფრო ადვილად იქნებოდა და მარტივად. შევცდით თორნიკე… მე და შენ შევცდით. რაც ერთად აღარვართ სულ ვფიქრობ, რომ ჩემი თავისთვის ან შენითავისთვის შორიდან რომ შემეხედა აუცილებლად ვიფიქრებდი იმას რომ მე და შენ ერთმანეთს უბრალოდ ვაძალებდით ერთად ყოფნას. ეს რეალურადაც ასე იყო, მე მადლიერების გრძნობა სიყვარულში ამერია, შენ კი ცხოვრების ახალი, განსხვავებული სათამაშო ჩაიგდე ხელში, როგორთანაც აქამდე ურთიერთობა არ გქონია და ასე დავიწყეთ ყველაფრის გაფუჭება. მე და შენ კარგი მეგობრები ვიქნებოდით რომ არა ეს ყოფილი შეყვარებულის სტატუსი. მიდი… აღიარე, იმ ს*ირს სასაცილოდ არეყოფი, რომ უთხრა ევამ და მე საბოლოოდ მეგობრობა გადავწყვიტეთო. იცი რა თორნიკე, შენი ცხოვრების მთავარი მტერი ყოველთვის ნიკა იყო, და შენი გადაწყვეტილებები რომელსაც მასთან ერთად იღებდი. მე შენს გვერდით ვიყავი, მაგრამ შენ მაინც იმისკენ მიილტვოდი რაზედაც მიჩვეული იყავი. არვამბობ რომ ანგელოზი ვარ, არც მხოლოდ შენ გაბრალებ ყველაფერს. უბრალოდ ეს ასეა, შენ თვითონვე ხარ არეული, ცდილობ სადღაც შენი ადგილი იპოვო, მაგრამ გიჭირს ამიგაკეთება, იმიტომ რომ მისნაირ საზოგადოებაში ხარ გარეული. უნდა შეიცვალო, უნდა ცადო, ისევ შენთვის და შენი თავისთვის…
- შენ რომ ჩემსგვერდით ყოფილიყავი…
- მერომ შენს გვერდით ვყოფილიყავი და იმ ღალატზე თვალი დამეხუჭა აქ, შენს გვერდით ამომხდებოდა სული. მე არვარ ის ადამიანი ვისაც შეუძლია ტყუილში ცხოვრება, არც ზღაპარში, როგორც შენ მირჩიე.
- უყურადღებობას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, მათგან თუ წამოვალ ამყველაფერს დავკარგავ
- ნუ მაგიჟეეებ მაისაშვილო - წამოვიყვირე და ფეხზე წამოვარდი - რადგინდა ისეთი ყურადღება რასაც შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შესწირავ? რად გიღირს ეგ ყურადღება? იცი სხვანაირი რომ გახდე, რამდენი ყურადღებიანი მეგობარი გეყოლება, იცი რამდენი ისეთი ადამიანი იქნება შენს გვერდით როგორსაც ეძებ?
- ვერგადავეჩვევი, ვიცი და სულტყუილად ლაპარაკობ. როცა ჩემთან იყავი მაშინ მართლა მინდოდა ამ ნარკოტიკზე თავის დანებება მაგრამ ვერ შევძელი.
- ვერშეძელი რადგანაც, ისეთ გარემოში იყავი სადაც ყველა ამას ეტანებოდა. - თოკო - გვერდით მივუჯექი - არგინდა, ნუ იქცევი ასე. შემომხედე - თავი ზემოთ ავაწევინე -ჩვენ ყველას შეგვიძ₾ია შეცვლა, ყველას შეგვიძლია გავხდეთ უკეთესები და ამშემთხვევაში არც შენ ხარ გამონაკლისი. უბრალოდ უნდა მოინდომა, უბრალოდ უნდა თქვა რაღაცეებზე ,,არა”
თავჩაქინდრული იჯდა და მისმენდა, ჯერ ასეთი თორნიკე ნანახი არმყავდა. ფეხზე წამოვდექი და სახლიდან გამოვედი, ცოტახანი ჰაერზე მინდოდა გასვლა. ვერვხდებოდი რა უნდა გამაკეთებინა, რაუნდა მომემოქმედებინა რომ მომეშორებინა იმ ადამიანებისგან.

* * *
ზღვაზე ვიჯექი, გავყურებდი ლურჯ ტალღებს და ლურჯ ცას, ღმერთო მაინც როგორი ლამაზი ცაა ამ ქალაქში…
- იყიდით? - ვიღაცის ხმა შემომესმა. გვერდით გავიხედე ვიღაც ქალი ქაღალდდში ჩაყრილ სემიჩკას მაწვდიდა.
ფული ამოვიღე და გავუწოდე.
- შენ ის გოგო არხარ? - მკითხა უცებ - გიტარის გარეშე გამიჭირდა ცნობა - გაეცინა
მაშინმე მოვედი აზზრზე.
- ლეეა?
- გახსოვარ? - შეშფოთებული თვალებით გამომხედა
- რათქმაუნდა მახსოვხარ - გავუღიმე
- გამახარეე ევა - თვალებიდან ცრემლები წასკდა. ნეტა რავთქვი ასეთი…
- დაბრძანდით
გვერდით მომიჯდა და მანაც ზღვას დაუწყო ცქერა.
- ლამაზია არა? - იკითხა
- თან როგორიი….
- ბავშობაში სახლიდან ვიპარებოდი ხოლმე და აქ მოვდიოდი, თმებს ვიშლიდი რომ ზღვიდან წამოსულ ქარს ჩემს თმებზე ეთამაშათ… რა კარგი დრო იყოო - ამოილაპარაკა. გამეღიმა მის მონაყოლზე.
- რამდენი წლის ხართ?
- ორმოცდაცამეტი გენაცვალეე - გამიღიმა
- ალბათ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი ბრძანდებოდით - გულწრფელად ვუთხარი
- ეჰჰ ახალგაზრდობაში ყველა ლამაზებივართ - გაიცინა
- ალბათ ჰო - ვთქვი და მაშინვე წარმოვიდგინე ჩემი თავი მის ასაკში
- რაღაც დანაღვლიანებული ხარ, რაგჭირს?
- არვიციი - ამოვიხვნეშე - მინდა რომ ადამიანს დავეხმარო, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ
- ადამიანის დახმარება კარგი რამ არის ევა, თუნდაც ის არგისმენდეს, ან არგიჯერებდეს. და ვინ არის ეგ ადამიანი?
- ჩემი ყოფილი შეყვარებული
- ოჰოოჰ. ისევ გიყვარს?
- არა... ის არეულია, დაკარგული, რაღაცას ეძებს მაგრამ თვითონაც არიცის რას.
- იქნებ სიყვარულს?
- რავიცი, ალბათ
- სიყვარული ეს ისეთი რამაა რაც ყველამ უნდა იგრძნოს, ცოტახნით მაინც, როცა გიყვარს, როცა ხარ იმ ადამიანის გვერდით თითქოს ყველაფერი შეგიძლია.
ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა უცებ ვაჩე გამახსენდა, მის შემდეგ მგონი მხოლოდ ამ ქალს შეეძლო მსგავსად საუბარი.
- თქვენთვის რაარის სიყვარული?
- სიყავრული? - გაიღიმა - რომ გებედნიერება...შესისხორცებული რომ გყავს...ცხოვრება გამოვლილი რომ ხარ და ცუდი წარსულს მიუხედავად მაინც მის გვერდით გატარებულ დღეებზე, თვეებზე და წლებზე რომ ამბობ ,,რა საოცრად მშვენიერი იყო მაშინ ცხოვრებაო”... სულ ერთად, რომ ხართ და მაინც რომ გენატრება აი ეგაა სიყვარული. შენ ბედნიერება რომ იყო, არისკიდევაც და შენებურათ რომ გიყვარდა, ისე როგორსაც სხვა რომ ვერ შეიყვარებდა, აი ეგაა სიყვარული.
- ვხედავ გყვარებიათ
- კი, ახლაც მიყვარს
- ერთად არ ხართ?
- არვართ
- მიგატოვათ?
- არვიცი, არამგონია. ის სხვანაირი ბუნების კაცი იყო, მისი ნებით არდამტოვებდა, ვუყვარდი და ამას ყოველთვის ამჟღავნებდა.
- დიდიხანია რაც დაშორდით?
- კი ძალიან დიდი, ოცდათხუთმეტი წელია თვალად არმინახავს…
ოცდათხუთმეტი? - ჩამსძახა ქვეცნობიერმა
- რა ერქვა? - ვკითხე მოულოდნელად
გაჩუმდა ჯერ არაფერი მიპასუხე მერე კი…
- ვაჩე ერქვა
ლამის ყბა ჩამომვარდა, ქალი რომელსაც ამდენი წელია ეძებს თურმე ცხვირწინ მყოლია,
- ვაჩე? მართლა ვაჩე ერქვა?... იცით ვაჩე რამდენიხანია გეძებთ? - დაუფიქრებლად ვუთხარი და თვალები ამიწყლიანდა
- რასამბობ შვილო - გაკვირვებულმა მკითხა
- მე ვიცნობ მაგ ვაჩეს. თქვენ ადრე პიანისტი იყავით არა?
- შენ რაიცი?
- ვაჩე გიყვარდათ, ოჯახმა არდაუშვა თქვენი ურთიერთობა, რადანაც ვაჩე არიყო შეძლებული პიროვნება. ყოველდილით აქმოდიოდით ვაჩე ფეხ და ფეხ დაგყვებოდათ, ცხრამეტი წლის იყავით ერთმანეთს გრძნობებში რომ გამოუტყდით, მერე ორი წლის შემდეგ თქვენ გაქრით სამიწელი ვაჩე გეძებდათ არცერთი წამი არყოფილა თქვენი ძებნა რომ შეეწყვიტოს, მერე უთხრეს რომ ლონდონში წახვედით და იქაც დაგიწყოთ ძიება. ეს ადამიანი ოცდათხუთმეტი წელია გეძებთ...
ლეას თვალები აუწყლიანდა მგონი ჯერ კიდევ ვერხვდებოდა რას ვეუბნებოდი.
- შენ მართლა ჩემს ვაჩეზე ლაპარაკობ? ჩემს ლურჯთვალებაზე? - ატირდა
- ხო, მასზე ვლაპარაკოობ
ვუთხარი და მობილური ამოვიღე ჯიბიდან. დემნას დავურეკე.
- გისმენ ევა
- ალო დემნა. ვიპოვეე
- ვინ იპოვე?
- ლეა ვიპოვე… ვაჩეს რომ უყვარდა - თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
- რა? სად? სად იპოვე ან როგორ?
- მაგას რამნიშვნელობააქვს. მოდი ლეა წავიყვანოთ ან ვაჩე ჩამოვიყვანოთ აქ….
- კარგი, წავიყვანოთ, მითხარით სად ხართ და მოგაკითხავთ.

დემნა მალევე გაჩნდა ჩვენთან, ლეა გავაცანი, ჯერ აზზრზე ვერ მოდიოდა, მერე სასტუმროში წაიყვანა, მე კი მაისაშვილის სახლისკენ დავიძარი
მინდოდა მალე დამემთავრებინა ყველაფერი, ძალიან ემოციური დღე მქონდა. თორნიკესთან რომ ავედი და ლაპარაკი დავუწყე, წინა ჯერთან შედარებით პასუხებს მიბრუნებდა, ბევრი ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი… საბოლოოდ მაინც გაიხსნა, დემნას წყალობით რამოდენიმე ადგილი ვურჩიე(იყო საქართველოში მსგავსი) სადაც სპეციალურ თერაპიებს ატარებდნენ, თუ როგორ დაენებებინათ თავი ნარკოტიკზე. მითხრა ვივლიო, პირობა მომცა რომ ეცდებოდა შეცვლას, ვიცოდი რეალურად გულის სიღრმეში ეს მასაც უნდოდა, მაგრამ გარკვეული რაღაცეები ხელს უშლიდა. გამოვემშვიდობე და სახლის კარი გამოვიხურე. ვხვდებოდი უკანასკენელად ვიყავი ამ სახლში…

გვიანი იყო სასტუმროში რომ მივედი სანამ შიგნით შევიდოდი ანდრია დავინახე ბაღში. სიგარეტს ეწეოდა.
- რაშვები - მახარი გავკარი და გვერდით მივუჯექი. სიგარეტი გამომიწია და დამანახა. - არიცოდი ის ნატა რომ იყო? - ვკითხე, ანდრიამ კი ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა სიგარეტი.
- არვიცოდი, ადრე ასეთი არმახსოვდა, არც კი მეგონა ასეთი თუ გაიზრდებოდა
- რაიყო, გული გწყდება თუ პირიქით? - ირონიულად ვუთხარი
- აქ ჩემს დასაცინად ხარ?
- ნწ სალაპარაკოთ, მაინტერესებს რას ფიქრობ მასზე
- არაფერსაც არვფიქრობ, ერთი ამპარტავანი გოგოა მეტი არაფერი
- ანდრიაა….
- რაიყო? - შემომიბღვირა
- სიმართლე მითხარი
ამოიხვნეშა, და ნამწვავი სიგარეტი გადააგდო. მერე კი მეორე ამოიღო.
- ვერვიტან ასე რომ ეწევი - სიგარეტი პირიდან გამოვაცალე და გადავაგდე.
- რაგინდა რომგითხრა?
- ყველაფერი - ვუთხარი
ახვლედიანმა მძიმედ ამოიხვნეშა. ვგრძნობდი რაღაც აწუხებდა და ამას არმეუბნებოდა.
- ვიცოდი რომ ავად იყო. ბავშვები სულ დასცინოდნენ, გოგონებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მისი უცნაური ჩაცმულობა. სულ გარიყული ჰყავდა ყველას, ისიც ხმას არ იღებდა, არასდროს არავის პასუხს არუბრუნებდა და ამისგამო სულ ნერვები მეშლებოდა. რაც არუნდა ეთქვათ მისთვის, მუდამ თავჩაქინდრული იჯდა და ტიროდა. სპეციალურად არველაპარაკებოდი, მაღიზიანებდა მისი ეს სიჩუმე და ნაღვლიანი სახე. მასში ვერ ვიტანდი ამ საქციელებს, ამიტომაც დიდად არვაქცევდი ყურადღებას. უცნაური ბავშვი იყო, ერთხელ ვუთხარი მადლობა და თვალები აუწყლიანდა, ტირილი დაიწყო. ერთ დღეს გავიგე რომ ავად იყო. მასწავლებელი კლასში იყო სასწავლო ნაწილმა ეს ამბავი რომ გვითხრა… იმისმერე მეგონა სკოლაში დაბრუნდებოდა, მაგრამ არდაბრუნებულა, დიდიხანს არც დამმახსოვრებია, მალევე წაიშალა ჩემი გონებიდან… მაგრამ ის დიდი წაბლისფერი თვალები კარგად მახსოვდა, გრძელი წამწამები ჰქონდა, მარტო მის სახეზე მენახა მსგავსი თვალები… არაფერი მსმენია იმ წლების მანძლზე მასზე, როცა როლთან დაკავშირებით დავურეკე, წამით ვიფიქრე თითქოს სადღაც გამეგო ეს ხმა თქო მაგრამ არც კი მიფიქრია ის რომ იქნებოდა. მერე პირველად ვნახე წლებისმერე, ფერი არ ედო სახეზე რა გჭირს თქო ვკითხე და ისეთმა გაღიზიანებულმა ამომხედა მაშინვე ვინანე ჩემისიტყვები. ვგრძნობდი სადღაც ნანახი მყავდა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი, ძველი მერვეკლასელი ნატასგან სრულიად განსხვავდებოდა. იმ დღეს რომ ვუსმენდი საკუთარ თაზე ვბრაზობდი, ამას ლექსოც ემატებოდა ყოველჯერზე რომ მაღიზიანებდა, მისგვერდით ნორმალური გოგონები არასდროს არიან, ის სიტყვები რომ ვუთხარი, გონებაში სხვას ვფიქრობდი, მაგრამ სულს სხვას ვლაპარაკობდი…
- ხომ იცოდი რომ უყვარდი?
- მაშინ ბევრს ვუყვარდი ევა, ნახევარი კლასი მეფლირტავებოდა
- საკუთარ სიტყვებს კონტროლი უნდა გაუწიო და საკუთარი საქციელი გამოასწორო
- როგორ? - ნაღვლიანი სახით გამომხედა, უმწეობა იგრძნობოდა მის თვალებში, ვიცოდი ნანობდა თავის საქციელს და ეს ძალიან მახარებდა. შეცდომები ადამიანების ცხოვრებაში ბუნებრივია, მთავრი ის არის ამას როგორ გამოვასწორებთ, თუმცა ხშირად ამისგამოსწორებას არ ვცდილობთ და ამიტომაცაა ერთმანეთთან მისასვლელი გზები ნანგრევებად რომ არის ქცეული.
- არვიცი, რამე მოიფიქრე
ეს ვთქვი და წამით ვიღაცის წამოკივლების ხმაც გავიგეთ. შენობის უკანამხრიდან მოისმა. ანდრია ფეხზე წამოდგა, მეც მას მივყევი.
რაც უფრო ვუახლოვდებოდით უკანამხარეს მით უფრო გვესმოდა ვიღაცის ჩურჩულის ხმა, თან ამ ყველაფერს… ვერვარჩევდი რა ხმა იყო, გეგონებოდათ ვიღაც ღმუოდაო.
წამით უკან მივიხედე, არვიცი როგორ მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა და წამოვიკვნესე. ანდრია ჩემს წინ მიდიოდა, მისკენ რომ მივიხედე თვალები ბრაზისგან უელვავდა
- შენი დედაც - შეიგინა და სადღაც გაექანა. მეორე მხარეს გავიხედე.. ლექსო იყო, შარვალი შეხსნილი ჰქონდა, ნატასთვის კი ხელი ჰქონდა პირზე აფარებული.
ახვლედიანი მივარდა და მუშტი პირდაპირ სახეში უთავაზა. ლექსოც მაშინვე დაბარბაცდა და წაიქცა. ნატას გავხედე, თეთრიფერის სარაფანი სულ შემოხეული ჰქონდა ტანზე, მკერდი განსაკუთრებით მოუჩანდა. მისვლა მინდოდა მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ანდრიამ მეორეჯერაც გაარტყა ლექსოს, მერე კი ნატას მიუბრუნდა. სახე სულ დანამული ჰქონდა და მოკლე თმის ღერები სახეზე ჰქონდა მიკრული.
- დამშვიდდი აქვარ - თბილი ხმით უთხრა ანდრიამ და სახეზე მიკრული თმა უკან გადაუწია.
მერე ფეხზე წამოდგა, თეთრიფერის მოკლემკლავიანი საროჩკა ეცვა, ღილები შეიხსნა და გაიხადა, მერე კი ნატას მოაფარა. ახვლედიანის ორი ზომით დიდი პერანგი თავიდან ფეხებამდე ჰყოფნიდა ნატას, თხელი სხეულის დასაფარად.
- შენი დედაც ახვლედიანო ყველაფერში როგორ მეჩრები - თავი წამოყო ლექსომ და არც კი მახოსვს საიდან გაიჩინა ხელებში დანა.
ანდრიამ ფრთხილად შეავლო თვალი ლექსოს დანას.
- დანით დადიხარ? შენგან არცმიკვირს - ცინიზმით უთხრა
ნატამ ეს რომ გაიგო თავი წამოსწია და წამოიკივლა. უცებ უკან გაიხედა ანდრიამ, ლექსომ კი ამით დრო იხელთა და მაშინვე დანით დაიძრა ახვლედიანისკენ.
- ანდრია ფრთხილად - წამოვიკივლე და მისკენ გაქცევა დავაპირე, თუმცა ანდრიას აშკარად კარგი რეფლექსები ჰქონდა. მალევე მოტრიალდა უკან და დანა დაიჭირა, მაგრამ ლექსომ მაინც მოახერხა ჭრილობის მიყენება.
იქვე ჩავიკეცე, შიშმა და კანკალმა ერთდოულად ამიტანა. ერთადერთი რაც დავინახე ძირს დაგდებული ლექსო იყო ტკივილისგან რომ კვნესოდა. ნატამ წინ წამოიწია ანდრიას ჭრილობა რომ დაინახა პირზე ხელი აიფარა და ჩუმად სლუკუნებდა.
- მოდი - უთხრა ანდრიამ და ხელები შემოხვია ნატას, მერე კი წამებში ააფრიალა სუსტი სხეული.
- მაპატიე - ამოილაპარაკა გოგონამ, მაგრამ ანდრიას არაფერი უპასუხებია, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და სასტუმროსკენ დაიძრა.
ისეთი პატარა ჩანდა მის მკლავებში….

* * *
ოთახში ვიჯექით მე ყინულები მედო, ანდრიას კი ჭრილობას უმუშავებდა ნატა.
- ნუ სლუკუნებ თავი მატკინე უკვე - თქვა ანდრიამ და მეც იმწამსვე დავუბრიალე თვალები. დიასანიძე თავის საქმეს განაგრძობდა, დემნა კი პოლიციაში იყო.
- მოვრჩი - თქვა ნატამ და სისხლიანი ბამბები ერთ პარკში ჩაყარა - ბევრს მაინც ნუ იმოძრავებ - მზრუნველი ხმით უთხრა. ანდრიამ თავი დაუქნია და შეხვეულ ჭრილობას დახედა. შიგადაშიგ უცნაურად გადმომხედავდა ხოლმე, ვერხვდებოდი რაიმეს მანიშნებდა ასე თუ უბრალოდ აკეთებდა. ფეხზე წამოვდექი და კოჭლობით გავედი ოთახიდან მათ კი ვუთხარი რომ ვიძინებდი.
ანდრიაზე ვფიქრობდი, იმედია რაიმე სისულელეებს არ ეტყოდა ნატას და გულს ისევ არატკენდა.
ოთახში რომ შევედი ლეა ფანჯარასთან იჯდა და ცას გაჰყურებდა, შეამჩნია რომ შევედი და გამომხედა.
- მოხვედი ევა? - თბილი ხმით მითხრა.
სახეზე შედარებით თეთრი იყო, რომ მოვიდა მაშინვე უბანავებია და დემნასთვის უთქვამს, ასეთ საზოგადოებაში ასე ბინძრი ხომ არ ვიქნებიო. მე საშვალება არმქონდა თორემ ელიტაში მოქცევის წესები კი ვიციო. რომელი ელიტა ჩვენ ვიყავით მაგრამ მაინც.
- მოვედი - ლოგინზე დავჯექი
- რაგჭირს შვილო, რატომ კოჭლობ? რამოხდა?
- ოო რომიცოდე
ყველაფერი მოვუყევი… როგორი მგრძნობიარე ქალი იყო, ყველაფერზე ტიროდა. ანდრიას და ნატას ამბავიც რომ მოვუყევი მანდაც ტირილი დაიწყო, მერე დამშიდდა და ლოგინში შეწვა. აივანზე ვიყავი დემნას მივწერე რომ მოხვალ მომწერეთქო. პასუხი არდაუბრუნებია თუმცა ცოტახანში მომსახურე პერსონალმა მომიკაკუნა კარებზე, დემნას ოთახის გასაღები მომცა და მითხრა იქ დავლოდებოდი.
მის ოთახში შევედი, ყველგან მისი სუნამოს სუნი იყო. ლოგინში ჩაწექი და თვალები დავხუჭე.

* * *
მატაბელი მალევე მოვიდა როგორც ყოველთვის ჯერ ფერება დამიწყო, ცოტა შემაფხიზლა.
- მოხვედი? - მისკენ გადავბრუნდი
- კი
- რამოხდა იქ?
- ყველაფერი რიგზეა, პასუხს აგებს თავისი დანაშაულისთვის. შენ რაქენი დღეს? ელაპარაკე?
- კი ველაპარაკე, მჯერა რომ თავის პირობას შეასრულებს…
- კარგიაა - ამოილაპრაკა და ფეხზე წამოდგა.
- რაგჭირს? - მკლავები მუხლებს დააყრდნო და ხელები თმებში ახლართა.
- არაფერი
- არა რაღაც გჭირს, ვგრძნობ - მხრებზე მოვხვიე ხელები
- არაფერი მჭირს ევა, ყველაფერი რიგზეა უბრალოდ დავიღალე დღეს, ეს არის და ეს - ფეხზე წამოდგა. - წყალს გადავივლებ და მოვალ, შენ დაიძინე
კარადიდად პირსახოცი და ტანსაცმელი გამოიღო, მერე კი აბაზანაში შევიდა.
ყურადღება აღარმივაქციე, ალბათ მართლა გადაიღალა , მეც არმქონდა არაფრის თავი ლოგინში ისევ ჩავწექი და მალევე ჩამეძინა.

* * *
დილით ადრიანად გავფრინდით, ერთისულიმქონდა ლეას და ვაჩეს შეხვედრა მენახა. ლეა ძალიან ნერვიულობდა, ლონდონში რომ ჩავფრინდით ფერი არედო სახეზე, თანაც საზიზღარი ანდრია ეღადავებოდა ვაჩე ყვავილებით ხელში გხვდება აიეროპორტშიო.
ყვავილებით ხელში კი არა წარმოდგენაც არ ჰქონდა ვაჩეს საერთოდ ვინმეს ნახავდა თუ არა.
სანამ ოფისში მივიდოდით დემნას ვთხოვე რომელიმე მაღაზიასთან გაეჩერებინა. ხელი მოვკიდე ლეას და მაღაზიაში შევიყვანე. იქვე ერთი თეთრი გრძელი სარაფანი იყო, ეს კაბა იმიტომ მინდოდა ჩაეცვა რომ ვაჩე ყოველთვის აღნიშნავდა ლეას კაბებისდამი სიყვარულს. თავიდან იუარა, ამას ვერჩავიცმევ ძალიან ბებერივარო მაგრამ რომ არმოვეშვი საბოლოოდ დამთანხმდა. კაბა იქვე ჩაიცვა და აწეული თმა გავუშალე, რასამწუხარო იყო გრძელ და ჯერკიდევ სქელ თმებში ჭაღარა საგრძნობლად რომ ეტყობოდა.
ნახევარ საათში მივედით ოფისში, ლეას ფეხები უკანკალებდა და ფრჩხილებზე ნუნებს აწვალებდა.
- წამოდი - უთხრა მატაბელმა და კარი გამოუღო.
ლეა მანქანიდან გადმოვიდა, დემნამ ხელი შეაშველა და ისე გადაიყვანა. მანქანიდანვე მოვკარი თვალი გარეთ მყოფ ვაჩეს ჩვენგან ზურგით რომ იდგა და ყვავილებს წყალს უსხამდა.
დემნა მანქანაში დაბრუნდა ლეამ კი არიცოდა რა გააეკეთებინა. საბოლოოდ როგორც იქნა ნაბიჯი გადადგა და ვაჩესკენ წავიდა. მერე ალბათ დაუძახა რადგანაც ვაჩე შემობრუნდა.
სახე გაებადრა ნიჟარაძეს, ცოტახანი გაშეშებული უყურებდა მერე კი სწრაფ-სწრაფად დაიწყო თვალების დახამხამება. ალბათ თვალებს ვერ უჯერებდა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა ადრე თუ გვიან ეს შეხვედრა აუცილებლად იქნებოდა. რაღაც ჩაილაპარაკა ვაჩემ ლეამ კი ტირილი დაიწყო. ნელი ნაბიჯებით მივიდა საყვარელი ქალის სხეულთან ხელი მაღლა ასწია და სახეზე ფრთხილად შეეხო, ალბათ მოჩვენება ეგონა და ეშინოდა შეხებისას არგამქრალიყო. რომ დარწმუნდა ნამდვილი იყო მეორე ხელიც აუსვა მოშიშვლებულ მკლავზე, მერე თმებს ჩამოაყოლა თითები, ბოლოს კი ათთრთოლებული ტუჩებით ლოყაზე აკოცა. ლეა გაუნძრევლად იდგა, როცა ვაჩე მოეხვია მხოლოდ მაშინ გასწია ხელი კაცისკენ და მაგრად მოეხვია. ამ სცენის დანახვისას თვალებიდან ცრემლები წამწყდა. დემნას ეს არგამოჰპარვია და როგორცყოველთვის თვითონვე შემიმშრალა.
- წავიდეთ, მარტო დავტოვოთ - თქვა და მანქანა დაძრა.

* * *
ტრადიციულად გრძელდებოდა ჩემი ცხოვრეაბა საკუთარ ბედნიერებაზე მეტად სხვისი ბედნიერება მიხაროდა. ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა და ვაჩეს და ლეას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. გადაღება გრძელდებოდა, ანდრია და ნატა თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ამ ორს რა სჭირდა არვიცი მაგრამ გულისიღრმეში ვგრძნობდი ანდრიასთვის ნატაზე უკეთესი არავინ იქნებოდა. მაგრამ ეს მათი ცხოვრება იყო, მე კი ჩარევას არვაპირებდი.
დემნას სიურპრიზები არ ილეოდა, დღესაც სამსაათზე მოგაკითხავო და ლამაზად ჩაიცვიო. თითქოს და მეწყინა ეს რომ მითხრა (ლამაზად ჩაიცვიო) ეჭვები გამიჩნდა ადრე ხომ მეუბენებოდა ყველაფერი გიხდება, ყველანაირი მომწონხარო, ახლა რაშეიცვალა?

სამსაათზე უკვე მზად ვიყავი და მის ზარს ველოდებოდი, ცოტა დაიგვიანა კიდეც, მერე აქვარო მომწერა და მეც კარი გამოვიხურე.
- ძალიან ლამაზი ხარ - თვალები აუბრჭყვიალდა ჩემი დანახვისას
- მადლობა - უემოციოდ ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.
არგამოპარვია მატაბელს ეს ყველაფერი და დაიწყო…
- რახდება? - წარბები შეკრა
- არაფერი
- რომ არგეტყობა?
გაბრაზებულმა გავხედე
- სად მივდივართ ასეთ ადგილას ლამაზად რომ უნდა მეცვეს - ირონიულად ვუთხარი
- ხალხმრავალ ადგილას, სადაც ძალიან, ძალიან, ბევრი ხალხი იქნება.
- როდის იყო შენ ლამაზად ჩაიცვიო მეუბნებოდი?
- ეს მხოლოდ დღეს გითხარი
კოპები შევკარი და ისევ გვერდით გავიხედე.
მატაბელს არაფერი უთქვამს მანქანა დაძრა.
მთელი გზა ხმა არც ერთს არამოგვიღია, ბოლოს ნაცნობ შენობასთან მივედით
- აქ რაგვინდა?
- პრეზენტაციაა - გამიღიმა
- რისი?
- შენი წიგნის
რას ბოდიალობს ეს? - ჩამსძახა ქვეცნობიერმა
- ეს… მომესმა ხო? - ჯერკიდევ გაკვირვებულმა გავხედე მატაბელს.
- არა არაფერი არ მოგესმა, იქ შიგნით ყველა შენ გელოდება
- როგორ?
- იცი ამას უკვე მეორედ ვაკეთებ, არარის სწორი დაუკითხავად სხვის წიგნებს რომ ვბეჭდავ მაგრამ ამჯერადაც ვფიქრობ მეპატიება - ალმაცერა თვალებით გადმომხედა.
- არმჯერა, ჩემი წიგნის…ჩემიი - სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, გული შემეკუმშა, ვერასდროს ვიფიქრებდი მსგავს რამეს, მეგონა, რომ ეს მხოლოდ ჩემს ოცნებებში დარჩებოდა.
- გადმოდი გელოდებიან - მითხრა და მანქანის კარი გამოაღო.
აცახცახებული შევედი დარბაზში, ადრე იქ ანდრია იჯდა ახლა მე. ირგვლივ მიმოვიხედე უამრავი ხალხი ირეოდა. დემნამ ხელი გამიშვა და ანდრიასკენ წავიდა. ფეხის კანკალით მივიწევდი წინ. ბოლოს ახალგაზრდა ქალი შემომეგება და მითხრა დავმჯდარიყავი. ისევ შევავლე იქაურობას თვალი, ახლაღა შევამჩნიე ნატაც იქ იყო, კიდევ ვაჩე და ლეაც, ანდრია გაკრეჭილი მიყურებდა... მატაბელისკენ გავიხედე, როგორც იცოდა სერიოზული და თან მომღიმარი სახით მიყურებდა, მისი თვალებიდან კვლავ სისპეტაკე და გულწრფელობა ასხივებდა, ვგრძნობდი როგორ მელაპარაკებოდა მზერით.
ის წამი იყო ყველაფერზე ერთდროულად რომ დავფიქრდი, კიდევ რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა მას ჩემთვის, კიდევ რამდენჯერ უნდა დაემტკიცებინა რომ ვუყვარდი და ჩემთვის მართლა ყველაფერს გააკეთებდა....
თავი დამიქნია, ჩემი სჯეროდა იცოდა გამომივიდოდა… როგორ არშეიძლებოდა რამე არგამომსვლოდა როცა ის და სხვა დანარჩენები ჩემს გვერდით იყვნენ…

* * *
- ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ - შემოთავაზება წამოვიდა ვაჩესგან
- დალევის ხასიათზე ხარ? - შეეპასუხა ლეა
- რაიყო, ნასვამს ვერ ამიტან?
- რავიცი რავიცი - ჩაიფხუკუნა ლეამ და ვაჩეს გახედა.
- ვაჩე მართალია, ნამდვილად აღსანიშნავია ეს ამბავი, რომიცოდეთ რამდენი ხანი ვეჩალიჩებოდი ამ წიგნის გამოცემაზე და აი როგორციქნა ეს დღეც დადგა. ყველანი ჩემთან დღესს - თქვა ანდრიამ
- კარგით მოიცათ ეხა, მე ეგყველაფერი ჯერ კიდევ წუხელ გავთვალე, რესტორანში მივდივართ - მე გამომხედა
- რა კარგი ხარ დემნა, როგორ გაუმართლა ევას შენნაირი კაცი რომ შეხვდა - თქვა ლეამ და დემნას მხარზე გაუსვა ხელი.
სახე ამიწითლდა, რამეტაკა არვიცი მაგრამ აშკარად არვიყავი კარგად.
- ევას სხვა ბევრ რამეშიც გაუმართლა - შეიფერა ვაჟბატონმაც და ალმაცერათვალებით გადმომხედა. ვიცოდი თუარგავაჩერებდი ესენი ასე გააგრძელებდნენ ჩემთვის ნამიოკების რტყმას.
- აბა არწავედით ეხა, თანაც მშია და დალევაც მინდა - ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე.
დანარჩენებიც წამოდგნენ და უკან მომყვნენ.

ლამაზი რესტორანი იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ვაჩე დათვრა და პოეზიის საღამო მოგვიწყო, მერე ლეას კოცნა დაუწყო ლეა კი გაბუსული და აწითლებული იჯდა. ანდრიას და დემნას არეტყობოდათ სასმელი, აი ნატაკი კარგად გამოთვრა, პრინციპში არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში. უკვე ძალიან გვიან იყო, ვაჩე და ლეა ტაქსით გაუშვეს სახლში, მე დემნა, ნატა და ანდრია კი გარეთ ველოდებოდით შემგომ ტაქს.
- ანდრუუშ - ხელები მოხვია ნატამ
- რა უნდა ამგოგოს, მთვრალივარ და შეიძლება რაიმე დავუშავო - ჩვენსკენ გამოიხედა ახვლედიანმა.
- დაუშავებ და მაგ ლამაზ სახეს გამოემშვიდობები - შეუღრინა დემნამ
- აპპ, სახეს ხელი რეჟისორო - თითისქნევა დაიწყო ნატამ
- შენი დაცვაღა მაკლია - ჩაიბურტყუნა ანდრიამ
- მართალი ხარ ჩემო სიყვარულო - ხელი გააშლევინა და ცეკვა დაუწყო.
- ნატა არგინდაა… - თვალები აატრიალა ანდრიამ - ხომ იცი ამსაქციელებს ხვალ როგორ ინანებ.
- ვიცი - დატრიალდა და ახლოს მიიწია - მაგრამ შენც ხომ იცი, ამსიტყვებს ფხიზელზე და საღ აზრზე მყოფი არასდროს გეტყვი - ლოყაზე აკოცა. გამიკვირდა ანდრიასგან მსგავსი საქციელი, როცა საკოცნელად გაიწია ნატამ, უკან არდაუხევია ახვლედიანს და საპასუხოდ მანაც აკოცა მოშიშვლებულ კისერზე.
- თქვენი ტაქსი მოვიდა რომეო და ჯულიეტა - შესძახა მატაბელმა
- ცხენი მინდა მე - ამოიფხუკუნა ნატამ
- მაპატიე, ანდრიასთვის რაინდის ფორმა ვერ ვიშოვე, ამიტომაც არგამომიძახებია თეთრი რაში. სამაგიეროდ ტაქსია, მერწმუნეთ არ დაგაღალატებს თუ კარგი შოფერი შეგხვდა რაღათქმაუნდა - უთხრა მატაბელმა და ანდრისაც სიცილი აუტყდა.
ნატა ტაქსში ჩაჯდა დემნაც გვერდით მიუჯდაა, მაგრამ სანამ ჩაჯდებოდა მატაბელმა გააფრთხილა რაიმე არმიექარაა.

* * *
დემნასთან ვიყავი სახლში, ღვინოს ვეძებდი, თვითონ კი აბაზანაში იყო. ვერაფრით ვერ ვიპოვე მეძინებოდა, თუმცა დალევა მაინც მინდოდა. ძიებისას უცებ თვალი ნაცნობ, ლურჯ საქაღალდეს მოვკარი. ინტერესმა ისევ მძლია და საქაღალდე ხელში ავირე, მერე კი ფურცლები გადავშალე. თავიდან წესიერად ვერ ვხედავდი ასოებს მაგრამ მერე დავინახე… ნეტა არმენახაა, ნეტა იქვე დავბრმავებულიყავი….

* * *
თვალები ღია კარებისკენ მქონდა გაშეშებული, ვიცოდი საძინებელ ოთახში იქედან შემოვიდოდა.
საწოლზე ვიჯექი და გაშლილი ფურცლები ხელში მეკავა, ნაცნობი განცდა მქონდა მაგრამ ამჯერად ღალატს არვგრძნობდი. უცებ ხმა მომესმა, ჩვეულებრივი ნაბიჯებით შემოაბიჯა ოთახში, ღიმილით, ლაღი თვალებით, თითქოს არაფერი არსჭირდეს ან არ კვდებოდეს… ქვემოთ მხოლოდ შარვალი ეცვა, წელზემოდ არაფერი, თბილი სხეული კი ჯერ კიდევ ნამიანი ჰქონდა…
გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა როცა ჩემი არაფრისმთქმელი, უგრძნობი და ჩაწითლებული თვალები დაინახა. თუმცა მერე მზერა ჩემს ხელებზე გადაიტანა და სახე იმ წამსვე აელეწა.
- ამის დედაც - დაიღრიალა და იქვე, მაგიდაზე დადებული ვაზა მოსროლა სარკისკენ. თავზე გადაისვა ხელი და თვალები დახუჭა.
- როდის უნდა გეთქვა ეს ჩემთვის?
- ევაა
- როცა ხელებში ჩამაკვდებოდი? თუ როცა ექიმი უკვე დაგიდგენდა ზუსტ დროს როდი მოკვდებოდი.
- გთხოვ გაჩუმდი - ამღვრეული, აწყლიანებული თველებით გამომხედა.
- რატომ? ასე რომ გელაპარაკები გტკივა? - უემოციო და მშვიდი ხმით ვკითხე.
რეალურად არმინდოდა მასთან ასე მელაპარაკა, განა არვიცოდი გახსნილ ჭრილობაზე მარილს რომ ვაყრიდი მაგრამ რამექნა, პირზე რაც მადგებოდა იმას ვამბობდი.
- ასე ნუ მიყურებ… არმინდოდა ასე რომ გაგეგო, მაპატიე გთხოვ - სასოწარკვეთას უკვე ვგრძნობდი მის ხმაში.
- გაპატიო? - ხმა გამიწყდა
- ევა მომისმეინე - ჩემსკენ მოიწია, ჩემს წინ ჩაიმუხლა და სახე მის ხელისგულებში მოაქცია, რაღაცისთქმაუნდოდა მაგრამ არდავაცადე
- ამიტომ მთხოვდი დარჩენას? თან ცოტა ხნით მაინცო - სიმწრისგან გამეცინა
- არა ასე არ არის
- აბა როგორარის? - წამოვიყვირე - შენ კვდები… ისეთი რაღაც გჭირს რაც არიკურნება, არავინ იცის როდის რადაგემართება, არავინ იცის როდის გაცივდება ეს თბილი სხეული ჩემს ხელებში, როდის დაკარგავ სახეზე ადამიანურ ფერს, როდის შეგიჩერდება ვენებში სისხლი და როდის ჩაქრება ეს შავი, ნათელი თვალები… - ვგრძნობდი საკუთარ ხმას როგორ ვერ ვიმორჩილებდი.
დემნა ჩემთან მოვიდა და ხელები შემომხვია. ისეთი თბილი იყო, როგორ შეიძლებოდა ეს სხეული მართლა გაციებულიყო…
- ყველაფერი ისეარ არის როგორც შენ გგონია, თუ თავს მოვუვლი მეც შენთან ერთად დავბერდები ევა. დარჩენას რომ გთხოვდი, ისევ იმიტომ შენს გვერდით რომ ვყოფილიყავი, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, საკუთარ სიცოცხლეს იქამდე გავიტან სანამდე შევძლებ, სანამდეც ამის ძალა მეყოფა… რახან უკვე სიმართლე იცი, დარჩენას აღარ გთხოვ, თუ არგინდა ჩემსგვერდით ყოფნა და ყოველდღე შიშში ცხოვრება, შგიძლია წახვიდე…
- რა?... სიცილი წამსკდა - ამას ახლა მეუბნები? ახლა მეუბნები წადიო?
- თუ გინდათქო
- რააგგონია მერე მინდა? დღეს როცა ყველაფერი ვიცი, დღეს როცა გრძნობებში მინდოდა გამოგტყდომოდი, იმის თქმასაც ვაპირებდი შენთვის რომ მიყვარხარ და შენს გვერდით ყოფნა მინდოდა, რა გგონია წავალ?
- რა თქვი? - გაოცებულმა გამომხედა
- რაიყო გაგიკვირდა? რატომ, რატომ გაგიკვირდა დემნა? როცა გვერდით შენნაირი კაცი მყავს და ესკაცი ყველაფერში გვერდით მიდგას, ყველაფერში მეხმარება და ხელს მიწვდის, როგორ… როგორ არ შემიძლია რომ არ მიყვარდე? - ცრემლები წამსკდა თვალებიდან და იქვე ჩავიკეცე. ტირილი დავიწყე, ერთს ვფიქრობდი, მეორე მინდოდა და სულ მესამეს ვაკეთებდი… ღონე გამოცლილი ვიყავი აღარ შემეძლო ამდენი, დაღლილი ვიყავი გაქცევით და ყველაფერზე თავის არიდებით. მე ვიცოდი რომ დემნა მიყვარდა, ისიც ვიცოდი რომ ნებისმიერ წამს შემეძლო მისი დაკარგვა და ეს უფრო მაშინებდა, თუმცა ამავდროულად იმასაც მანდომებდა რომ ცხოვრების არც ერთი წამი არდამეკარგა მისგარეშე…
შიში, გაქცევა, გულისტკენა, ღალატი, მიტოვება, გარიყვა, ზურგის ქცევა, შეცდომების დაშვება, ესყველაფერი ჩემი წარსულიცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ადრე ყოველდღე ამით ვცხოვრობდი, მანამ სანამ დემნა გამოჩნდებოდა და ამ ჩემს უფერულ ცხოვრებას ნათელ ფერებს შემატებდა. ის თავიდანვე, მარტივად მიხვდა იმას, რის გაგებასაც მე ჩემი მთელი ცხოვრება მოვანდომე. მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, იმდენი რამდენიც საჭირო იყო და საკმარისზე მეტიც, მე კი ამისთვის მადლობა არასდროს გადამიხდია. მისკენ გავიწიე და ჩავეხუტე. დემნაც მთელი სხეულით მომეკრა, იმ წამს მე მჯეროდა მისი სიტყვების, მჯეროდა რომ თავის სიცოცხლეს თავის მაქსიმუმამდე გასტანდა და ისიც მჯეროდა, რომ ამას საკუთარი თავისთვის კი არა, ჩემთვის გააკეთებდა.
არ შემეძლო ახლა მისი მიტოვება, მე მქონდა იმედი იმისა რომ ყოველდღე დავინახავდი მის მომღიმარ სახეს და მხოლოდ ეს ღიმილი თუ გაათბობდა ჩემს სულს.
მთელი ცხოვრება უაზროდ ვცხოვრობდი შიშებში და დავიჯერო არღირდა ამ ერთი ადამიანისთვის თუნდაც მთელი ცხოვრების შიშში გალევა, თანაც დემნა ხომ არიყო უბრალოდ ადამიანი, ის ,,ჩემი ადამიანი” იყო რომმელიც ჩემთვის მთელ სამყაროს წარმოდგენდა.
- მიყვარხარ - ამოვილუღლუღე და ხელები მაგრად შემოვხვიე.
- მეც მიყვარხარ… ვერც კი წარმოიდგენ როგორ…
- პირობას ხომ შეასრულებ, ხომ გასტან შენი სიცოცხლის მაქსიმუმს, ჩემთვის? - ცრემლები წამსკდა თვალებიდან. საკუთარ თავზე გავბრაზდი. ოხ ეს დამპალი, ადამიანური ეგოო.
- გპირდები - ამოილაპარაკა და თავი ჩემს ყელში ჩარგო
- მე შენ მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ის ადამიანი ხარ რომელსაც რამდენჯერაც დავკარგავ იმდენჯერვე ვიპოვი. შენ ხარ ჩემი სულის ნაწილი, დავრჩები და ყველაფერს ერთად გადავლახავთ, არმიგატოვებ რადგან ვიცი… არაფერია ჩვენთვის ერთმანეთთან გატარებულ წუთებზე მეტი. სულ ერთად ვიქნებით რადგანაც, ეს სიყვარული გულწრფელია. ასეთი სიყვარული მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია... ასე მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ და არავინ სხვა…

* * *

35 წლის შემდეგ

- დე რას ჩაფიქრებულხარ?
- ვფიქრობ.....
- რაზე ფიქრობ?
- ჩემს ბედნიერ წლებზე მეფიქრება.....
- მამასთან ერთად გატარებულზე?
- ხო, სხვა რაზე - მისკენ გავიხედე. ღმერთო ხომ გოგონა იყო მაგრამ მაინც როგორ ჰგავდა მამამის.
- შენც გენატრება ხო?
- ბოლო ამოსუნთქვამდე....
- ყველაზე მეტად რა გენატრება იმ წლებიდან როდესაც ბედნიერი იყავი? - წიგნი დაკეცა და პატარა მაგიდაზე დადო, მერე კი მამამისისივით ყორნის თვალებით ჩამაშტერდა, ფერგადასულ თვალებში.
- ყველაფერი მენატრება... მისი შემოხედვა, ღიმილი, მრავლისთქმელი და მეტყველი თვალები. მისი ჩახუტება, მისი წარმოთქმული სიტყვები, მისი დაძახება, ხმა რომლის გაგონებაც კი გულს მიჩქარებდა
- ოთხი წელი გავიდა... ისევ?
- ისევ.... მხოლოდ და მხოლოდ ის....
- მაგრამ ცოცხალი ხომ აღარარის?
- აღარ არის ცოცხალი? - გამეცინა - ვერ დაგეთანხმები მირა… - ქალიშვილს გავხედე - ის ჩემში ცოცხლობს, მუდამ ჩემთან არის, ჩემი სულის ნაწილია რომელსაც სანამ ცოცხალი იყო მანამდე ვგრძნობდი ჩემში და ახლა, როცა ასე შორსაა რა მოკლავს მას ჩემთვის? ისაა ზუსტად ვინც მაძლევინებს ტკივილს მისგანვე გამოწვეულს. მაძლებინებს, მაძლიერებს და ისევ და ისევ მაძლიერებს.....გგონია გავგიჟდი?? არაა..... როცა გიყვარს თავდავიწყებით, მთელი არსებით, მთელი გრძნობითა და გულით, სიკვდილი ამ გრძნობას არ ანალებს პირიქით უფრო აძლიერებს.
ცოტახნით გავჩუმდი, თავი ჩავქინდრე და მის ძველ ფოტოს მივაშტერდი…
ხმა აღარ ისმის, სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ....უცებ ფეხზე წამოვდექი და გამჭირვალე შუშას მივუახლოვდი, საიდანაც ჩვენი ერთად დარგული ბაღი ჩანდა. როგორ მიყვარდა ამ ბუნებით ტკბობა. მის დატოვებულ ყველა ხესა თუ მცენარეს ვუვლიდი, თითქოსდა სულ არ დასტყობიათ უმისობა, გარდა ერთისა რომელიც გამორჩეულად უყვარდა დემნას. კარგად მახსოვს მისი გარდაცვალებიდან რამოდენიმე თვეში როგორ ჩამოჭკნა, რა არ გავუკეთე, როგორ არვუვლიდი მაგრამ ვერა, ფერიც კი დაჰკარგოდა და ისეთი შესახედავი იყო გეგონებოდათ ეულად დარჩენილი ცივ მიწაში იყო ჩაბუდებულიო...
- გგონია შენმა წასვლამ გამინელა გრძნობა? გგონია გადამიყვარდი? გგონია დამავიწყდი და ვეღარ გგრძნობ? გგონია ჩემში შენი დანთებული სიყვარულის სანთელი ჩაქვრა დემნა?.....
არა… არე არ არის… მე ბედნიერი ვარ შენთან გატარებული ყოველი წამით. ბედნიერი ვარ რომ მიყვარხარ, და არა ,,მიყვარდი”, მახარებს ის რომ მეც იმ ყვავილივით ეულად ვარ დარჩენილი და თავს ისევ, როგორც ადრე, ჩვენს სახლს ვაფარებ, იმ სახლს სადაც უამრავი მოგონებაა შემორჩენილი და მიხარია რომ სხვა ქალებივით ქუჩა-ქუჩა, კიდევ ერთხელ, ნამდვილი სიყვარულისა და ,,ჩემი ადამიანის” საძებნად არდავეხეტებოდი. ბედნიერივარ იმით რომ ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ შენს სიყვარულს…
მარტო არ დავტოვებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოვუფრთხილდები იმას რაც ჩემში დატოვე, გგრძნობ… ვიცი რომ გენატრები… მეც მენატრები…
თვალზე მომწყდარმა ცრემლმა წამსვე გაიკვალა დაჭმუჭნულ სახეზე გზა, მე კი გვერდით გავიხედე და წვიმიან ამინდს თვალს ვერ ვწყვეტდი…
მენატრებოდა მისი ხმა, მისი მოყოლილი ისტორიები, მოგზაურობისას გადახდენილი ამბები რომლებიც მუზების დაბრუნებაში ეხმარებოდა. მისი ხელები მენატრებოდა, თლილი თითები რომელსაც ჩემს სხეულზე და სახეზე დაატარებდა და რომელსაც ჩემს თმებში ხლართავდა… უმოწყალოდ მომაწვებოდა ხოლმე მისი მონატრების წყურვილი, მისი ჩახუტება მინდოდა, მინდოდა მოვხვეოდი და თავი მის ყელში ჩამერგო, მაგრამ ეს არხდებოდა... იშვიათად ძალიან იშიათად მომეჩვენებოდა მისი სილუეტი და რომ არ გამქრალიყო ჩემი შეხებით, უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი მის მომღიმარ სახეს.
ვიტანდი… ამ სიცოცხლეს ვიტანდი რადგანაც სხვა გზა არმქონდა, იმიტომ რომ მისი დანაბარებიც ეს იყო, რომ უნდა მეცხოვრა რომ უნდა მეარსება, გამეღიმა და სხვისი ღიმილის მიზეზიც ვყოფილიყავი.
კარები გამოვაღე და აივანზე გავედი… გაზაფხულის სიცივემ სხეულში გამიარა და მისი ნაჩუქარი თბილი შარფი უფრო მოვიხვიე სხეულზე (ტრადიციასავით ქონდა ყოველ დღესასწაულზე ჩემთვის თბილი ტანსაცმელების ეჩუქებნა)
ბაღში შევედი... როგორ უჩვეულოდ და ნაზად წვიმდა... ხელით მისგარეშე ,,ეულად” დარჩენილ ყვავილს მოვეფერე და მისი სურნელი შევისუნთქე.
თვალებ დახუჭულს მხოლოდ წვიმის წვეთების წკაპუნის ხმა მესმოდა, კიდევ ფოთლების ნაზი შრიალის და კიდევ იყო რაღაც ხმა, შიგნით, სული სულს რომ უჩურჩულებდა თითქოს ხმამაღლა რომ ეთქვა, ვიღაც გაიგონებდა და მოჰპარავდაო…
ღმერთო… რა ნაზ და სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმოდა ეს ჩურჩული გულში…
- მიყვარხარ... შენი სურნელი მენატრება....



№1  offline წევრი Life is beautiful

რა კარგი გოგო ხაროო! ❤️
მე არ შემიძლია, ასე, ამდენად გადმორთვა. ალბათ ნებისყოფა არ მყოფნის.
რამდენიმე წუთია რაც დავასრულე. უფრო სწორად.. საყვარელი ადგილები გადავიკითხე. ♥️ (ესეთი ჩვევა მაქვს. წიგნში საყვარელ ადგილებს ვიმახსოვრებ და როცა მინდა ისევ ვიგრძნო თავდაპურველი ვკითხულობ.)

 


№2 სტუმარი სტუმარი შოკა

ზღვარს მიღმას ვკითხულობდი, ბოლოში ვიყავი ჩასული, შემოვედი გუშინ დილით და წაშლილი დამხვდა :( მოვიწყინე :( მაგრამ ერთი ცუდი(თუ კარგი) ჩვევა მაქვს, რომ დავიწყებ ისტორიის კითხვას, და დამაინტერესებს, მერე ბოლოში ჩავდივარ და ბოლოს ვკითხულობ. ანუ ბოლო კი ვიცი მაგრამ ისევ თუ დაამატებ გამიხარდება მაინც :D წარმატებები <3

 


№3  offline წევრი მარიამი-მარი

Life is beautiful
რა კარგი გოგო ხაროო! ❤️
მე არ შემიძლია, ასე, ამდენად გადმორთვა. ალბათ ნებისყოფა არ მყოფნის.
რამდენიმე წუთია რაც დავასრულე. უფრო სწორად.. საყვარელი ადგილები გადავიკითხე. ♥️ (ესეთი ჩვევა მაქვს. წიგნში საყვარელ ადგილებს ვიმახსოვრებ და როცა მინდა ისევ ვიგრძნო თავდაპურველი ვკითხულობ.)

მეც მიყვარს საყვარელი ადგილების გადაკითხვა მაგრამ საკუთარზე არასდროს მიცდია, ალბათ თავის დროზე საკმაოდ ბევრი ვწერე-ვიკითხე და მაგიტო :დ ♥️♥️

სტუმარი შოკა
ზღვარს მიღმას ვკითხულობდი, ბოლოში ვიყავი ჩასული, შემოვედი გუშინ დილით და წაშლილი დამხვდა :( მოვიწყინე :( მაგრამ ერთი ცუდი(თუ კარგი) ჩვევა მაქვს, რომ დავიწყებ ისტორიის კითხვას, და დამაინტერესებს, მერე ბოლოში ჩავდივარ და ბოლოს ვკითხულობ. ანუ ბოლო კი ვიცი მაგრამ ისევ თუ დაამატებ გამიხარდება მაინც :D წარმატებები <3

ვაიმეე laughing ბოდიში ძალიან დიდი, საერთოდ არ მეგონა ვინმეს თუ ახსოვდა ზღვარს მიღმა და მეთქი მაგასაც და ცუდ მოთამაშესაც დავარედაქტირებთქო და წავაშლევინე ორივე...
ახლა ვერანაირად ვერ მოვახერხებ ატვირთვას, ლეპტოპი თან არმაქვს, მაგრამ როცა თბილისში ჩავალ აუცილებლად ჩავუჯდები... ერთი სიტყვით ოთხშაბათამდე ავტვირთავ♥️
კიდევ ერთხელ ბოდიში და მადლობა♥️ გამიხარდა რომ კითხულობდით♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი შოკა

მარიამი-მარი
Life is beautiful
რა კარგი გოგო ხაროო! ❤️
მე არ შემიძლია, ასე, ამდენად გადმორთვა. ალბათ ნებისყოფა არ მყოფნის.
რამდენიმე წუთია რაც დავასრულე. უფრო სწორად.. საყვარელი ადგილები გადავიკითხე. ♥️ (ესეთი ჩვევა მაქვს. წიგნში საყვარელ ადგილებს ვიმახსოვრებ და როცა მინდა ისევ ვიგრძნო თავდაპურველი ვკითხულობ.)

მეც მიყვარს საყვარელი ადგილების გადაკითხვა მაგრამ საკუთარზე არასდროს მიცდია, ალბათ თავის დროზე საკმაოდ ბევრი ვწერე-ვიკითხე და მაგიტო :დ ♥️♥️

სტუმარი შოკა
ზღვარს მიღმას ვკითხულობდი, ბოლოში ვიყავი ჩასული, შემოვედი გუშინ დილით და წაშლილი დამხვდა :( მოვიწყინე :( მაგრამ ერთი ცუდი(თუ კარგი) ჩვევა მაქვს, რომ დავიწყებ ისტორიის კითხვას, და დამაინტერესებს, მერე ბოლოში ჩავდივარ და ბოლოს ვკითხულობ. ანუ ბოლო კი ვიცი მაგრამ ისევ თუ დაამატებ გამიხარდება მაინც :D წარმატებები <3

ვაიმეე laughing ბოდიში ძალიან დიდი, საერთოდ არ მეგონა ვინმეს თუ ახსოვდა ზღვარს მიღმა და მეთქი მაგასაც და ცუდ მოთამაშესაც დავარედაქტირებთქო და წავაშლევინე ორივე...
ახლა ვერანაირად ვერ მოვახერხებ ატვირთვას, ლეპტოპი თან არმაქვს, მაგრამ როცა თბილისში ჩავალ აუცილებლად ჩავუჯდები... ერთი სიტყვით ოთხშაბათამდე ავტვირთავ♥️
კიდევ ერთხელ ბოდიში და მადლობა♥️ გამიხარდა რომ კითხულობდით♥️

არა რა ბოდიში ბოლო ვიცი უკვე, მთავარია როდისმე აიტვირთოს <3 :D ცუდი მოთამაშე კი გამიხარდება :D

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან ძლიერი ისტორიაემოციურად დატვირთული,მდიდარი სიუჟეტებით,არ მინდოდა დამთავრება.რათქმა უნდა გული დამწყდა,დემმას გამო,მაგრამ ?ასეთია ცხოვრება

 


№6  offline წევრი მარიამი-მარი

სტუმარი nancho
ძალიან ძლიერი ისტორიაემოციურად დატვირთული,მდიდარი სიუჟეტებით,არ მინდოდა დამთავრება.რათქმა უნდა გული დამწყდა,დემმას გამო,მაგრამ ?ასეთია ცხოვრება

მიხარია რომ მოგეწონათ♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

იქნებ მითხრათ კიდევ თქვენი იტორიები.

 


№8  offline წევრი მარიამი-მარი

სტუმარი nancho
იქნებ მითხრათ კიდევ თქვენი იტორიები.

დასარედაქტირებელი მაქვს ,,ზღვარს მიღმა" დღეს მოვრჩები და ხვალ დავდებ

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

კარგით,მადლობა

 


№10  offline წევრი khatia khatia

იმდენად მომეწონა რომ 2ჯერ წავიკითხე და ვცდილობდი რაც შემეძლო ნელა წამეკითხა რადგან მალე არ დამთავრებულიყო ❤მართლაც რომ ძალიან კარგი და Dასამახსოვრებელი მოთXრობა იყო ❤ალბათ მომავალშიც წავიკითხავ თუ ძალიან მომენატრება დემნა და ევა ❤❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№11  offline წევრი მარიამი-მარი

khatia khatia
იმდენად მომეწონა რომ 2ჯერ წავიკითხე და ვცდილობდი რაც შემეძლო ნელა წამეკითხა რადგან მალე არ დამთავრებულიყო ❤მართლაც რომ ძალიან კარგი და Dასამახსოვრებელი მოთXრობა იყო ❤ალბათ მომავალშიც წავიკითხავ თუ ძალიან მომენატრება დემნა და ევა ❤❤❤

მიხარია ასე რომ მოგეწონათ ❤❤

 


№12 სტუმარი Მაკო

Რა კარგი იყო მარიამ. Კითხვისას მეგონა ვირაცის ნამდვილ ისტორიას ვკითხულობდი. Თითქოს Ისეთი ამბავი იყო როგორიც რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, განსაკუთრებით დასაწყისი. Თორნიკე მომეწონა მისი ცუდი თვისებების მიუხედავად. Ალბათ რომ არა ის დიალოგები მარტო მოღალატე ბიჭად ჩავთვლიდი მაგარმ ისე კარგად გაქ აღწერილი ყველაფერი უბრალოდ ვერ ვბრაზდები მასზე სადღაც მესმიც კიდე მისი. Ანდრია კარგი მეგობარია ალბათ მისგან და ნატასგან კარგი წყვილი დადგებოდა. Დემნა სულ სხვაა, კაცების კაცია და იდეალური ადამიანია საოცარი წყვილი იყო დემნა და ევა. Გული დამწყდა დემნასგამკც მაგრამ რასვიზამთ სიკვდილი ისეთი რამეა რაც არ უნდა იბრძოლო ბოლომდე მაინც ვერ იგებ ამ ბრძოლას. Დემნა მართლა იდიალური იყო და გული წყდება მისგამო. Ყოჩაღ კარგი ისტორია იყო❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Tasia

Kargi iyo❤ axali motxrobit gelodebii❤

 


№14  offline წევრი მარიამი-მარი

Მაკო
Რა კარგი იყო მარიამ. Კითხვისას მეგონა ვირაცის ნამდვილ ისტორიას ვკითხულობდი. Თითქოს Ისეთი ამბავი იყო როგორიც რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, განსაკუთრებით დასაწყისი. Თორნიკე მომეწონა მისი ცუდი თვისებების მიუხედავად. Ალბათ რომ არა ის დიალოგები მარტო მოღალატე ბიჭად ჩავთვლიდი მაგარმ ისე კარგად გაქ აღწერილი ყველაფერი უბრალოდ ვერ ვბრაზდები მასზე სადღაც მესმიც კიდე მისი. Ანდრია კარგი მეგობარია ალბათ მისგან და ნატასგან კარგი წყვილი დადგებოდა. Დემნა სულ სხვაა, კაცების კაცია და იდეალური ადამიანია საოცარი წყვილი იყო დემნა და ევა. Გული დამწყდა დემნასგამკც მაგრამ რასვიზამთ სიკვდილი ისეთი რამეა რაც არ უნდა იბრძოლო ბოლომდე მაინც ვერ იგებ ამ ბრძოლას. Დემნა მართლა იდიალური იყო და გული წყდება მისგამო. Ყოჩაღ კარგი ისტორია იყო❤️❤️❤️


ნატას და ანდრიას წყვილზე, გული ძალიან მწყდება. ბოლოს გავაცნობიერე რომ შემეძლო მათთვისაც დამეთმო ცოტა მეტი ყურადღება და უკეთესი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი, თუმცა ახალ ისტორიაში მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებ და დამხმარე პერსონაჟებს ასე ,,უყურადღებოდ" აღარ დავტოვებ. თქვენ კი მადლობა აზრის გაზიარებისთვის და ასეთი თბილი კომენტარისთვის <3

სტუმარი Tasia
Kargi iyo❤ axali motxrobit gelodebii❤

<3333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent