შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის ცეცხლში (თავი 2)


13-07-2021, 15:37
ავტორი ბოლეინი
ნანახია 373

თავი მეორე
ნუ იქცევი ისე თითქოს არარა იყო, შენ სამყარო ხარ გახელებულ მოძრაობაში
რუმი

გასახდელიდან ნელი ნაბიჯებით გამოვედი, დერეფანში ბნელოდა, მიუხედავად იმისა რომ ყველა მხრიდან ნათებოდა კოლიდორი, მაინც რთული იყო რამის გარჩვა. ერთი-ორი წაბორძიკების შემდეგ ჯიბიდან ის დებილური ტელეფონი ამოვიღე რომელიც მიბოძეს, ფანარი ჩავრთე და ცოცხალმა შევაბიჯე კლუბის სივრცეში, ოო რა ჰაერი იყო... ელვის სისწრაფით გავძვერი არეულ საზოგადოებაში და ისევ ბარმენთან მივცუცქდი
-რა დაგისხ... ა უი შენ ხარ ლამაზოო? შეკვეთის მისაღებად მოსულს, მე შევეჩეხე.
-ჰო მე ვაარ, არავინ არ გამარკვია რა გავაკეთო, იქნებ მითხრა საით უნდა წავიდე? კეკლუცად ჩავილაპარაკე და პერანგის ღილი შევიკარი.
-მაშო აი ეს ბლოკნოტი აიღე ჰოო? ახლა იქით მხარეს არავინაა, ამიტომ თუ მადეთ წახვალ ყველა შენი მადლიერი იქნება...
-წავაალ ახლავე, მადლობა დახმარევისთვის ვაჩე.
ბეიჯზე ამოწერილი სახელი ამოვიკითხე და გავუღიმე, ეს ბარმენი საკმაოდ სიმპატიური შავგრემანი და დაკუნთული ბიჭი იყო, ალბათ მწვანე თვალებით,მერწმუნეთ სიბნელეში თვალის ფერის გარჩვა მარტივი საქმე არაა. ჰოდა მეც წავედი მის მითითებულ მხარეს და ერთ-ერთ მაგიდასთან მარტოდ მჯდომი დემნა ლაშქარავა რომ დავინახე ძალიან გამიხარდა, რათქმაუნდა არ შევიმჩნიე.
ერთსაათიანი ბოდიალის შემდეგ, დემნასთან ჩამომჯდარმა ქალბატონმა, მიმიხმო.მეც ისეთი სისწრაფე განვავითარე ალბათ მანქანის რბოლაზე რომ დავესვი ვინმეს, მანქანებს ფეხით გავუსწრებდი.
-ვაიმე! რა ნელი ხარრრ! ერთი წუთია გელოდები დამაწყდა ნერვებიიი! დემუუუ უთხარი მოიტანოს დროზე რომ ჩამომიდგა აქ...
ჩემს წინ ტუჩებ დაბერილი, მკერდ გაკეთებული და ალბათ ტაკო გაკეთებული ქალბატონი იჯდა დადაგვიანებაზე მეწუწუნებოდა, ახლა კი იმასაც კი არ მეუბნებოდა რა უნდა მიმეტანა მისთვის. რა რთულია ცხოვრება აარაა? რამდენიმე ასეულ ლარზე ასე რომ მაწყდებოდეს ნერვები ალბათ ახლა უნერვო არსება გავიჩითებოდი. დემნას ხმა არ ამოუღია თავისთვის იჯდა და ეწეოდა
-უკაცრავად, მაგრამ ამდენი წუწუნის მაგივრად რომ გეთქვათ რა მომეტანა, მერწმუნეთ უფრო სწრაფად მოგიტანდით! ამოვილაპარაკე უცებ და მერე გავიაზრე ამ ადგილას სამსახური რომ უნდა შემენარჩუნებინა, რაც მთავარია დემნას თვალში ქულებს ვიწერდი, ამაზე ის მიუთითებდა რომ ჩემს სიტყვებზე, კარგად ჩაიფხუკუნა. საერთოდ ამ სამუშაოზე რომ მოვდიოდი ბატონი დემნა ასეთი ცანცარა არ მეგონა. ან მოწეეულში იყო და ყველაფერზე დებილივით იცინოდა.
-რა მაკადრეე? ღმერთო აღარ მაქვს შენი ნერვებიიი, დემუუ უთხარი რა მინდაა რაა! უაზროდ და მახინჯად წელავდა სიტყვებს, თან ფაქტია წრუწუნას წრიპინის ხმას უშვებდა, მის ადგილზე არასდროს არ გავაღებდი პირს. ეს სიტყვები რომ მეთქვა პირისპირ, მაგრად დავაკომპლექსებდი, ისე მაგრად, რომ ალბათ იოგებზეც ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტდა. ჩემმს ფიქრებზე ჩამეცნა და ბატონ დემნას ავხედე, ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას, კაცი მათვალიერებდა, აშკარად მოწეული ქონდა, ან სიმარტოვისგან გაგიჟებულიყო, მერე როგორც იქნა ამოიღო მისი სათუთი ხმა.
- მე ჰენდიქსი მომიტანე, მას მარტინი.
თავის ტკივილი, აქ ამდენ ხანს იმისთვის ვიდექი რომ მარტინის დალევა უნდოდათ? ვაიჰ მე რა შევცოდე.
-კიდევ ხომ არაფერს ინებებთ? ვკითხე ზრდილობის გამოჩენის მიზნით.
-გოგონააა რამე რომ მინდოდეს გეტყოდიიიიით.
ამის წიკვინმა უკვე ტვინი გახუხა, ახლა ვწვდები კისერში და მივახრჩობ რა, უცებ წავედი ბარისკენ და ერთი ჭიქა მარტინი და ერთი ჭიქა ჰენდიქსი წამოვაპორწიალე, ამჯერად ორნი აღარ იყვნენ, კიდევ ორი ბიჭი მიმჯდარიყო მათთან. ჭიქები მაგიდაზე დავალაგე და ბიჭებს გადავხედე.
-თქვენ რას ინებებთ? გადავხედე ქერა ბიჭებს
-quero você( შენ მინდიხარ) გადაიხარხარა სიმპატიურმა ბიჭმა, საკმაოდ ლამაზი თვალები ქონდა.
-Eu não estou com a cabeça no bar, talvez você queira uma bebida?( ჩემი თავი ბარში არ გვიდევს, იქნებ რამე სასმელი გინდოდეს?) ბიჭებმა გაკვირვებით ამომხედეს, რა იცოდნენ კიდევ 5 ენა რომ ვიცოდი?
-ესპანური იცი? გამომხედა ბიჭმა, ეგრევე ეტყობოდა მეგობრული ადამიანი იყო.
-ვიცი.
-დემნა რა მაგარი მიმტანები გყავს, ოჩენ განათლებულები.
გაიცინა ბიჭმა, თან ისე გაიცინა ყყველა კბილი გადმოყარა, მე ვითომ გაკვირვებული სახით შევხედე დემნს ვითომ არ ვიცოდი ჩემი ბოსი რომ ეგ იყო,
-რა გქვია? თვალები გამისწორა დემნამ ისეთი ცანცარული აღარ იყო როგორც წუთების წინ,
-მაშო
- მაშენკაა რა ლამაზიც ხარ ისეთივე სახელი გქონია, გამიღიმა ქერამ და რატომღაც ნდობა აღძრა ჩემში.
-მადლობა, შევიფერე კომპლიმენტი მაგრამ ვინ მაცადა როო? ქალბატონმა ძუ1უმ რაის ლამაზიო
- გვანცა, ეს არის ნამდვილი სილამაზე, შენ ნამეტანი სილამაზე გაქვს უკვე, იდეაში შეურაწყოფა მიაყენა მაგრამ როგორც ქერებს სჩვევით გადაიკისკისა და მადლობები უხადა.
არადა ვირის პრო1ჭს უფრო გავდა.
-მე დაგტოვებთ თუ არაფერი გინდათ, გავუღიმე ყველას და თავით რომ მანიშნეს აღარაფერი გვინდაო, იქაურობაც დავტოვე. დამღლელი ღამე იყო, დილის ხუთზე უნდა დამემთავრებინა სამუშაო, ჯერ კიდევ ორი საათი არის დარჩენილითქო მოვთქვავდი, მერე უცებ იმდენი ხალხი შემოვიდა ვეღარც გავიგე რა მეღონა, ხოდა თავგზა აბნეული, დაღლილი, ხუთისთვის სახლში წასასვლელად უკვე მზად ვიყავი, ბნელ დერეფანს რომ დავადექი ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ისე გავიარე, გასახდელში ჩემი ტანსაცმელი მოვიძიე და უცებ გამოვიცვალე, დაღლილმა გავიარე ჩაბნელებული დერეფანი და კლუბის გასასვლელიდან გავედი,სუფთა ჰაერი მაშინვე ჩავისუნთქე. კარებთან დემნა აყუდებულიყო, დაღლილი თვალები ქონდა, ვითომ ვერც შევამჩნიე ისე გავიარე , მეგონა ვერც მან შემამჩნია თუმცა ამაოდ, რამდენიმე წუთში ჩემს გვერიდით მანქანა გააჩერა და ჩაწეულ მინაში გამოყო თავი. ლამაზი მანქანა ჰყავდა, გაპრიალებული, მდიდრული აი ისეთი მეც რომ ვაპირებდი ყიდვას, გელიკი იყო.მანქანა ჩემს გვერდით მოყავდა. მე კი მაინც ვაგრძელებდი გზას.
- გაგიყვან! ბრძანებისავით წარმოთქვა ეს სიტყვები და მხოლოდ მაშინ გავჩერდი როდესაც გავიაზრე ეს უხეში ტონი მე მეკუთვნოდა,
-არმინდა! ისეთივე უხეშად ვუპასუხე როგორც თავად.
-ნუ ჯიუტობ, ჩაჯექი. ტონი კი შეარბილა მაგრამ მაინც ბრძანებლობდა,
-დედამ მასწავლა რომ უცხოებს არ ვესაუბრო, სხვათაშორის ისიც მასწავლა რომ მანქანაში არავის ჩავუჯდე.
ჩემს ბავშვურ სიტყვეზე გადაიხარხარა, მეც დრო არ დავკარგე, ნაბიჯს ავუჩქარე და სახლის გზაზე წავედი, ზუსტად არც ვიცოდი თუ სწორად მივდიოდი მაგრამ დემნას მაინც მოვიშორებდი სხვა თუ არაფერი.
ექვსი ხდებოდა სახლში რომ მივედი, კარი საეჭვოდ ღია იყო, პატარა ჩანთიდან გასაშლელი დანა ამოვიღე და ღია კარაში გავძვერი, დაწყევლილი ბინა რომლის იატაკი სზიზღრად ჭრიალებდა, იქით წავედი საიდანაც სინათლე მოდიოდა, ნელი ჭრიალა ნაბიჯებით მივუახლოვდი ადამიანს და იატაკზე დავაგდე.
-გაჩერდიი! დამიყვირა ლილუმ, ისიც ერთერთი დილერი იყო, თუმცა ქართველი, გაკვირვებული ვიყავი. აქ რა ჯანდაბას აკეთებდა?
-აქ რას აკეთებ?
- ალეხანდრომ გამომგზავნა რომ დაგხმარებოდი, მან მომცა გასაღები და თქვა რომ უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და მეცხოვრა შენთან ერთად კატერინა.
-სისულელეა, მე ჩემს საქმეებს მარტო ვაგვარებ, არ მჭირდება არანაირი დახმარება!
-ის ჩვენი უფროსია, ვერ შევეწინააღმდეგე, დარწმუნებული იყავი რომ საქართველოში ყოფნა და ამ ბინძურ სახლში შენთან ერთად ცხოვრებას,მოსკოვში ყოფნა მირჩევნია.
ფეხზე წამოდგა ლილუ და ჩემს ერთადერთ სკამზე დასკუპდა. თან თვალი მოავლო ერთ გასაშლელ მდივანს რომელზე წოლაც, სავარაუდოდ ორივეს ერთად მოგვიწევდა.
-ჯანდაბა თქვენს თავს! - წავიყუყუნე ისევ და კედელზე ჩამოკონწიალებულ საათს ავხედე უკვე შვიდი ხდებოდა, ლექციები კი თორმეტზე დამეწყებოდა -რა გქვია?
-კესო, შენ?
-მაშო.
ზოგჯერ ისეც ხდება რომ რაღაცასთან შეგუებას ვსწავლობთ, ზოგჯერ იმედგაცრუებას განვიცთით, გვეშინია, გვტკივა ან სხვა.
მეორე დავალებაზე რომ გაგვიშვეს მე და ზიზი, გვეგონა რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, რომ საფრთხე ავიცლეთ და ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, ზიზი მაჭავარიანი 17 წლის იყო,როდესაც ხუთმა ტყვიამ მის სხეულში გაიარა. და სწორედ მაშინ მივხვდი რომ მარტო მუშაობა საუკეთესო იყო რასაც ჩემი თავისთვის გავაკეთებდი.
ახლა ლილუ-კესოსთან ერთად ყოფნა, ჩემთვის იმ ჭრილობების გახსნა იყო რაც რამდენჯერმე ძალიან მჭიდროდ გავკერე, მეშინოდა რომ ამ 1 წლის მანძილზე დავუახლოვდებოდი შემდეგ კი, დავკარგავდი.
-მაშო! მაშოოო!
საპირფარეშოდან ყვირის კესო, მაგრამ როგორ გავიგებდი ვის ეძახდა? პირველ დღეებში მუდამ მიჭრდა ცხოვრება სხვა სახელით.
-რაიყო კესო?
-ტვალეტის ქაღალდი სად ჯანდაბაშია? ღრიალებს ისევ, რათ უნდა ერთ ოთახიან ბინას კივილ წივილი? ხმაური ის ერთერთთაგანი იყო, რომელსაც ვერ ვიტანდი. მდივნის გვერდით ჩაგდებულ პარკთან მივედი და ერთი რგოლი ქაღალდი ავიღე და გავუტანე, სხვა თუ არაფერი მადლობას მაინც ველოდი. ტვალეტში ერთ საათიანი ჯდომის შემდეგ ძლივს გამოვიდა, ვის ახსოვდა რიგში მე რომ ვიდექი?
კესო სახლიდან რომ ძლივს გავიტანე, ავტობუსსში ავედით და უნივერსტეტის გზას დავადექით, მის გვერდით თავს დამოუკიდებელ ქალად კი არა, ძიძად ვგრძნობდი.
-ერთ ლექციაზე გვიწევს შესვლა? მკითხა კესომ და ფანჯარაში გაიხედა.
- ეკონომიკის შესავალი მაქვს, შენ?
-მეც.
ლექციაზე დავაგვიანეთ,თუმცა ლექტორს მაინც არაფერი უთქვამს, რამდენიმე თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი აუდიტორიაში , თუმცა უკანა ნაწილში დაჯდომა გადავწყვიტე, სადაც დაჯდომა მოგვიანებით ვინანე.
-გამარჯობა, მე მარიკუნა ვარ.!
-მე მაშო,
-სასიამოვნოა მაშოო, ნახეე ის ბიჭი რა სიმპატიურია... ეჰ
ყველა ლექცია რომ დასრულდა სახლში ისეთი სისწრაფით გავქცუნდი ჭამა რომ მომესწრო ალბათ ვერავინ დამეწეოდა.
რაღაცნაირი შიმშილი ვიცოდი, თუ მშივდებოდა ეშმაკს ვემსგავსებოდი, თუ არა და წყნარი და გაწონასწორებული ვიყავი, ხოდა მოშიება რომ დავიცხრე, მოვწესრიგდი და ბარში წავედი.
ბარში აბჟღვიალებულ ნათების ფონზე გავიარე ის ბნელი დერეფანი და გასახდელში შევედი, ამჯერად გასახდელი ცარიელ არ დამხვედრია, სკამზე გაწოლილიყო ერთი გოგო და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, მალე შეამჩნია ჩემი ოთახში ყოფნა და გადმომხედა, მერე უცებ წამოდგა და ხელი გამომიშვირა.
-პრივეტ, მე ნატა ვარ
-მაშო, სასიამოვნოა ნატა,
გავუღიმე გოგოს და კარადიდან ჩემი ფორმა ავიღე
-გუშინ მინდოდა შენი გაცნობა მაგრამ ადრე წასვლა მომიწია, ვაჩემ მითხრა კარგი გოგოაო.
ენთუზიაზმით საუბრობდა ნატა და ხელში ტელეფონს ატრიალებდა
-გუშინ სახლში მკვდარი მივედი, იმედი მაქვს ყოველდღე ისეთი სიტუაცია არაა, როგორც გუშინ თორემ ალბათ მოვკვდები. გავუცინე გოგოს და ფორმის ჩაცმასაც მოვრჩი
-არა არარის ხოლმე ეგეთი სიტუაციები, რადგან კვირა იყო მხოლოდ მაგის გამო, - ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა ნატამ და უცებ წამოიკივლა -უიი, რამაგარია, აბა წავედი მაშოოო, ჩემი ქრაში მობრძანდაა. სიცილით შემოჰკრა ტაში და ოთახიდან გავიდა, მე კი პერანგის ღილები შევიკარი თუ არა, მაშინვე გარეთ გავვარდი, თუმცა დერეფანში თავისუფლად გავლას ხელი ბატონმა დემნამ შეუშალა, რომელიც კართა მომლოდინეთ ატუზულიყო.



№1  offline წევრი Life is beautiful

ეს გოგოა მანიაკი თუ ის ბიჭი. ვაიმე რა ხათაბალააა. როგორ მაინტერესებს რად აეკრა კედელს შპალერივით.
მალე დადე, მე გელოდები.

 


№2  offline წევრი ბოლეინი

Life is beautiful
ეს გოგოა მანიაკი თუ ის ბიჭი. ვაიმე რა ხათაბალააა. როგორ მაინტერესებს რად აეკრა კედელს შპალერივით.
მალე დადე, მე გელოდები.


მალე დავდეებ)))

 


№3 სტუმარი meriiiko

რა კარგიააა heart_eyes ძალიან კარგი დასაწყისია პირველი მოთხრობისთვისს kissing_heart გისურვებ წარმატებებს და მალე დადე რა გთხოოვ stuck_out_tongue_winking_eye sweat_smile

ძაააააააალიააან მომეწონა, ეს ძალიან რომ გავწელე უცებ თავი ის ალი მეგონა დემნასთან რომ იყო DDDD მომწონს და არ გაწყვიტო რააა

 


№4 სტუმარი NOBODY IS PERFECT

Dzaliann momwoons, shentan vaarrr ar gawyvito icodeee!!! Aba shenici :))))))))

 


№5  offline წევრი ბოლეინი

meriiiko
რა კარგიააა heart_eyes ძალიან კარგი დასაწყისია პირველი მოთხრობისთვისს kissing_heart გისურვებ წარმატებებს და მალე დადე რა გთხოოვ stuck_out_tongue_winking_eye sweat_smile

ძაააააააალიააან მომეწონა, ეს ძალიან რომ გავწელე უცებ თავი ის ალი მეგონა დემნასთან რომ იყო DDDD მომწონს და არ გაწყვიტო რააა

მადლობაა <3 არ ვაპირებ გაწყვეტას თუ რამე შეიცვლება გაგაგებინებთ^^^

NOBODY IS PERFECT
Dzaliann momwoons, shentan vaarrr ar gawyvito icodeee!!! Aba shenici :))))))))

არ გავვწყვიტაავ^^

 


№6 სტუმარი marikuna

dzaliam kargia????

 


№7  offline წევრი ბოლეინი

marikuna
dzaliam kargia????

მადლობაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent