შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები III თავი


15-07-2021, 18:01
ავტორი ciracira329
ნანახია 120

შვიდი ნეტარი და სამი ზნედაცემული ანგელოზი
ერთი ამბავი შემემთხვა ბავშვობაში, რომელმაც ისე შეაძრწუნა მაშინ ჩემი სული და ისე ძლიერი იყო მაშინდელი შთაბეჭდილება, რომ მის გახსენებაზე ახლაც მდუღარედასხმული ვით მეწვის და მეკუმშება გული.
ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლისა ვიყავი. დედამ ზოოპარკში წამიყვანა: ჯერ პონის ეტ ლით მასეირნა, შემდეგ მაიმუნებთან შემიყვანა. პატარა მაკაკას რომ მივუახლოვდი, ღიმილით მითხრა, ნახე, როგორ გგავსო, მე უზომოდ გამიხარდა, და, რაც კანფეტები მქონდა, სულ იმ პატარა მაკაკას ვაჩუქე. დათვებთან იმდენი ბავშვი ირეოდა, ვერაფერი დავინახე. მაშინ დედამ ხელში ამიყვანა. დათვები რომ დავინახე, რატომღაც ვიფიქრე: დათვები უფრო გვანან ადა მიანებს, ვიდრე მაიმუნები-მეთქი, ალბათ იმიტომ, რომ ორ ფეხზე იდგნენ, კუდები არ ჰქონდათ და ლიმონათს ბოთლიდან ზუსტად ისე სვამდნენ, როგორც ჩვენი სახლის წინ ხელზე
თითებწაჭრილი მათხოვარი. შემდეგ მე დიდხანს ვეჯიბრებოდი ყანჩას ცალ ფეხზე დგომაში და, რა თქმა უნდა, ყანჩამ მაჯობა. ყველაზე დიდხანს მაინც ჯიხვებთან ვიდექით. ერთი ჯიხ ვი ხელოვნურად აშენებულ ციცაბო კლდის ქიმზე იდგა ქანდაკივით. დედამ თქვა, ცოცხა ლიაო, მაგრამ მე არ დავიჯერე, რადგან ვიდრე იქ ვიდექი, ჯიხვს თვალი არ დაუხამხამებია. როდესაც გამოვბრუნდით, მე ხელიდან გავუსხლტი დედას და ისევ საჯიხვესაკენ გავიქეცი.
– ეჰეჰეჰე! – შევუძახე ჯიხვს. ჯიხვი არ განძრეულა. მაშინ დავიხარე, მიწიდან ქვა ავიღე და ჯიხვს ვესროლე. სულ ახლოს დაეცა ქვა ჯიხვთან და წკრიალითა და ხტუნვა-ხტუნვით ქვე ვით დაგორდა, მაგრამ ჯიხვი მაინც არ განძრეულა. იგი განაგრძობდა ქანდაკივით დგომას და ნისლიანი კავკასიონისაკენ ჰქონდა მიპყრობილი გაშტერებული მზერა.
– რა ქენი? – მკითხა დედამ, რომ მივბრუნდი.
– ქვა ვესროლე, დედა, და მაინც არ გაინძრა, რატომ, დედა? – ფიქრობს, შვილო, – ამიხსნა დე დამ და წამიყვანა.
დედა მალიმალ იხედებოდა საათზე და მაჩქარებდა. – მალე, მალე, თორემ ათ წუთში დახურა ვენო. – მე არ ვიცოდი, რა უნდა დაეხურათ ათ წუთში, და ფეხაჩქარებულ დედას სირბილით მივდევდი. ჩვენ ერთსართულიან შენობას მივადექით, ზამბარიანი კარი მოხურული იყო, დედა კარს მიაწვა მარცხენა ხელით, წინ გამატარა და... ჩვენ უცებ ვეება დარბაზში აღმოვჩნდით, რომელიც გარშემო რკინის გალიებით იყო გაწყობილი. საშინელი შმორისა და მძორის სუნი მეცა, სუნთქვა შემეკრა და უნებლიეთ ცხვირ-პირზე ხელი ავიფარე. ასე დავუწყე თვალიერება დარბაზს, ვცდილობდი, არ მესუნთქა. საფეთქლები დამებერა და სისხლი თვალებში მომაწვა. დედამ თავისი სუნამოიანი ცხვირსახოცი მომცა და ცოტათი მოვითქვი სული, დღემდე აუწე რელ სამყაროში მოვხვდი, პირველად ვხედავდი ცოცხალ ლომებს, ვეფხვებს, ჯიქებს, პანტერებს, ავაზებს, ფოცხვერებს, ფაფარში ჩაძირული მამალი ლომები იწვნენ და ზანტად გვაყოლებდნენ თვალს მე და დედას. ვეფხვები ზანტად დადიოდნენ, გალიის გასწვრივ, სადღაც თვალის კუნჭულიდან გვიმზერდნენ, ისე, თითქოს ვერ გვამჩნევდნენ. ავაზები და ფოცხვერე ბი მოუსვენრად დაძრწოდნენ და გისოსებს აწყდებოდნენ დროდადრო. ყველაზე ლამაზი შავი პანტერა იყო, მას ოდნავ შესამჩნევი ყვითელი ლაქები ჰქონდა და წელში გაზნექილი ძვალს ათამაშებდა. ჩემსა და დედაჩემის გარდა, დარბაზში არავინ იყო. მე თანდათან რაღაც იდუმალი შიში მიპყრობდა. დარბაზის ბოლოში ლურჯ, ბინძურ ხალათში გამოწყობილი მხეცების მომვლელი რუსი დედაკაცი ლომს გალიას უგვიდა, თან აუწერელი სიტყვებით ლანძღავდა უსუფთაობისა და ცუდი აღზრდისათვის. იმ წუთში ზოოპარკის ეს დარბაზი დიდი სისხლის მღვრელი ბრძოლის შემდეგ, თავისი დიდებული ნაზირ- ვეზირებით, სპასალარებითა და ჰარამხანებით დატყვევებულ რომელიღაც ადრე ქვეყნისმპყრობელის ბანაკს ჰგავდა. ახლა ეს ძლეულები ცალ-ცალკე რკინის გალიებში იყვნენ გამომწყვდეულნი, ზოგი მათგანი ჯერ კდევ ვერ შეგუებოდა ტყვეობას და გისოსების გაგლეჯას ლამობდა. ზოგი, ღრმა ფიქრში წასული, გაქცევის შორეულ გეგმას აწყობდა, ზოგი კიდევ უკვე შეგუებოდა თავის ბედს და მორჩი ლად ელოდა განგებისაგან მისჯილ განაჩენს.
უცებ დარბაზი გაიტრუნა, მხეცებმა ყურები დალურსეს, სუნთქვა შეიკრეს და შეთქმულივით აღმოსავლეთის კარს მიაჩერდნენ. ორთავე კარი ერთად გაიღო. ოთახში ნაჯახით აკაფული სისხლიანი ლეშით დაზვინული ორი ურიკა შემოგრიალდა.
– უაააა! – დაიგრუხუნა დარბაზმა.– აუუუუ! – აზანზარდნენ რკინის გალიები.
– უაააა! – აგრიალდა მთელი სამყარო.
– დედაააა! – ავღრიალდი მე და დედის კალთაში ჩავრგე თავი, რათა ცა და დედამიწა ზედ არ დამმხობოდა. მერე, გარკვევით აღარაფერი მახსოვს, მესმოდა მხოლოდ დედის მანუგეშებელი, ცრემლნარევი შეშინებული ხმა; – ნუ გეშინია, შვილო, მოგიკვდეს დედა! – და რუსი ქალის ლანძღვა-გინება:
– Ты, что, читать не умеешь, дуа несчастная, висит ведь табличка на двеях, с часу до двух обеденный пееив!!! Ану, бысто уводи мальчика, пока он не уме от стаха!!! – Уодим одна, уодим, постит ади боа, постит! ბოდიშს უხდიდა რუსის ქალს შეშინე ბული დედა და გარეთ მიმათრევდა.
* * *
ზუსტად ასეთი გრძნობა დამებადა, როდესაც ზედამხედველმა მეათე საკნის კარი გააღო და შიგ შემიყვანა. პირველი,რამაც განმაცვიფრა, იყო სუნი, რომელიც საოცრად გავდა ზოოპარკისას. მეორე – მსგავსება ადამიანებისა იმ ცხოველებთან, რომლებიც მაშინ ვნახე, ოღონდ იმ გან სხვავებით, რომ ახლა გალიაში მეც მათთან ერთად ვიყავი. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ზურგს უკან მიხურულ კარს მივეყრდენი, შემდეგ შეკრული ფუთა დავაგდე ცემენტის იატაკ ზე და ზედ ჩამოვჯექი. ისინი მუხლებზე ხელებდაყრდნობილნი ისხდნენ კედლებთან ჩამ წკრივებულ ორსართულიან რკინის ნარებზე, თავები მხრებში ჰქონდათ ჩაცვენილი და მათი ფართოდ გახელილი თვალები უზომო ცნობისმოყვარეობით მიცქერდნენ. ალბათ, უნდა ავდგე, ყველას მივესალმო და ხელი ჩამოვართვა. – გავიფიქრე მე, მაგრამ არც გამარჯობა მით ქვამს, არც ავმდგარვარ.
– გარეთ კიდევ დარჩა ვინმე? – მომესმა უცებ და საკანში ჩუმი სიცილი გაისმა. მე ვერ მივ ხვდი, რას მეკითხებოდნენ, ამიტომ პასუხი არ გამიცია, ისე, ოდნავ გავიღიმე ზრდილობი სათვის. საკანში ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
– რა გვარი ხარ? – მკითხა ისევ ვიღაცამ.
– ნაკაშიძე.
– სახელიც გექნება შენ!
– ზაზა!
– ქურდიხარ?
მე გაკვირვებულმა გავიხედე იქითკენ, საიდანაც მეკითხებოდნენ, და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ შეკითხვებს სულ ერთი და იგივე კაცი მაძლევდა, ამიტომ სხეულში უსიამო ჟრუანტელმა დამიარა, ეს პროცედურა ძალზე ჰგავდა დაკი თხვას და მაინც ვუპასუხე:
– არა, ქურდი არა ვარ! იმ კაცმა ალბათ ხმაზე შემატყო, რომ კითხვები არ მსიამოვნებდა.
– არ გეწყინოს, მე საკნის მამასახლისი ვარ და უნდა ვიცოდე, წესია ასეთი, ქურდი არა ხარ, ესე იგი, აბა, რაზე ხარ დაჭერილი? – მკითხა მაინც.
– მე... როგორ გითხრათ, რესტორან „მადაში“ კაცი მოკლეს და მე, მოკლედ, მე და ჩემს ამხა ნაგს...
– ვიცი მე მაგი, თქვენ არ მოგიკლავთ ის კაცი!.. – შემაწყვეტინა მან.
– თქვენ საიდან იცით? – გამიხარდა მე.
– როგორ თუ საიდან? აქ ყველა უდანაშაულოა და ნეტარი ანგელოზია. მარტო ეს სამია ზნედა ცემული ანგელოზი. – გაიცინა მან და სამ კაცზე მიმითითა. იმათაც თავის მხრივ გაიღიმეს.
– ამათი ზნედაცემულობა ისაა, გენაცვალე, რომ ესენი ამბობენ, დამნაშავევართო. არ დადგო მოდა მილიცია თავზე დანაშაულის დროს, კი ვიცი მე, როგორ იკისრებდნენ მაგენი დანაშა ულს, მაგრამ რას იზამენ, ხელში დაუჭირეს ნაქურდალი, მაგრამ შენ ნუ გეშინია...
– არა, მე მართლა მართალი ვარ! – ავუხსენი მამასახლისს.
– აგაშენა ღმერთმა. მართალი კაცის დაჭერაა ძნელი და საინტერესო, აბა, დამნაშავის დაჭერას რა უნდა, დალოცვილო! – თქვა მან. საკანში ისევ სიცილი ატყდა.
– აქ დაწვები შენ, ჩემს გვერდით, მოდი, გეყოფა აწი პარაშასთან ჯდომა. – მითხრა მამასახლის მა, საკანი რომ დაწყნარდა. მე მივედი და ჩემი ფუთა მამასახლისის გვერდით ქვედა ნარზედავაგდე.
– გამარჯობა შენი! – მითხრა მან და ხელი გამომიწოდა.
– გაგიმარჯოს! – ვუთხარი მე და რაც შემეძლო, მაგრად ჩამოვართვი ხელი.
– ჭიჭიკო მქვია მე და გოგოლი ვარ გვარად, ოღონდ არ დამიწყო ახლა რატომ და რისთვის. ჭი ჭიკო ვარ გოგოლი და გათავდა!..მე უნდობლად შევხედე მამასახლისს.
– ვიცი, ვიცი, ჩვენ აქ ყველა გოგოლები, პუშკინები, ტოლსტოები და ნაპოლეონები ვართ! – ვუ პასუხე მე და სიცილი ამივარდა. იცინოდა მთელი საკანი, იცინოდა ჭიჭიკო გოგოლი, იცი ნოდნენ გამომწყვდეული ანგელოზები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის სამი ზნედაცემული ან გელოზიც იცინოდა.

* * *

შემდეგ მე ნელ-ნელა შევეჩვიე ციხეს, საკანს, პატიმრებს, ზედამხედველებს, კომენდანტებს, ექ თნებს და მათ შორის ერთს, განსაკუთრებით ნუნუს, რომელსაც ყოველდღე წამლები მოჰქონდა საკანში. შემოყოფდა კარის ჭრილში თავის პუდრმოყრილ, ლამაზ, აპრეხილ ცხვირს, უსაშველოდ წითელი პომადით მოთხუპნულ ტუჩებს, უზარმაზარ წამწამებს აფახულებდა, ოცდათორმეტივე, მარგალიტებივით ჩაწიკწიკებულ კბილებს გამოაჩენდა და ნარნარი ხმით იკითხავდა:
– ბოროტ მოქმედებო, რამე ხომ არ გტკივათ? – და, რომ გეთქვა, ფეხში ეკალი მაქვსო, მაინც ლუმინალს დაგალევი ნებდა და წავიდოდა. წავიდოდა, მაგრამ ყოველი მისი მოსვლა გაზაფხულის მოსვლას ჰგავდა. როგორც კი საკანში თავს შემოყოფდა, ათი პატიმარი ზვავივით მიაწყდებოდა კარს. მაშინ შეშინებული ნუნუ დარაბას სასწრაფოდ გაიხურავდა და, როდესაც პატიმრები ცოტათი დაშოშმინდებოდნენ, კვლავ გახსნიდა დარაბას და მზესავით შემოანათებდა საკანში.
რა იცოდა ნუნუმ, რომ იგი ჰინდურ ღმერთ შივასავით მრავალსახოვანი იყო. იგი ამ საკანში მსხდომი ათი ალერსს, სითბოს, სიხარულს, სექსს და, საერთოდ, ქალის სახიერებას დანატრული და დამშეული მამაკაცისათვის ზოგისათვის დედა იყო, ზოგისათვის – და, ზოგისთვის – შვილი, ზოგისთვის – დეიდა, მამიდა, საყვარელი, მეგობარი, მოწყალების და და, უბრალოდ, დედაკაცი, ვნებისმომგვრელი, ხორცშესხ- მული ლამაზი დედაკაცი, რა ძნელიც არ უნდა იყოს ამის წარმოდგენა, ეს მაინც ასე იყო, ამიტომ ყველას ეშინოდა ნუნუსადმი თავისი გრძნო ბის ხმამაღლა გამხელა და მისი წასვლის შემდეგ საკანი მდუმარებით მოცულ სასაფლაოს ემ სგავსებოდა, რომელშიც ათი უწარწერო საფლავი იყო გაჭრილი და ათივეს თავისი გულამომ ჯდარი მოტირალი ჰყავდა.

* * *
რამდენი ხანია, გაზაფხული დადგა, რამდენი ხანია, მერცხლები მოფრინდნენ, მაგრამ ციხეს გაზაფხული არ ეკარება.
მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ. არავინ იცის, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მერცხალი ქრისტეს ქათამია და ვერ უძლებს ღვთის შვილთა ასეთი ყოფის ცქერას. იქნებ იმიტომ, რომ ციხეს შმორის, ბოროტების სუნი უდის ან პატიმართა ფილტვებიდან ამოვარდნილი გახურე ბული და გადამწვარი ჰაერის ოხშივარზე ფრთები უჭკნებათ და სული ეხუთებათ. იქნებ იმი ტომ, რომ ციხე კრაზანების ვეებერთელა, უცვილო და უთაფლო სკასავით ბზუის, გუგუნებს და მერცხლები შიშით ვერ ეკარებიან, ან იქნებ იმიტომ, რომ ციხე ადამიანთა მუდმივი სამყო ფელი არ არის, ციხეში ადამიანები გამუდმებით მიდი- მოდიან და იცვლებიან, იმიტომ, რომ ციხეს მუდმივი ბინადარი არ ჰყავს, მერცხლებმა კი შეჩვევა იციან ერთ ადგილას მობინადრე ადამიანებთან იმ ზომამდე, რომ სახეებსაც კი იმახსოვრებენ, ან იქნებ იმიტომ, რომ მზე ციხე ში იშვიათად იხედება. ვინ იცის, ვინ იცის, ერთი კი ცხადია, მერცხლები ციხეზე ბუდეს არიშენებენ.

* * *
– დილა მშვიდობისა, ქურდებო! დილა მშვიდობისა, ყაჩაღებო! დილა მშვიდობისა, გათახსი რებულებო, მკვლელებო, აფერისტებო, გარყვნილებო, მექრთამეებო, სპეკულანტებო, გამ ფლანგველებო! დილა მშვიდობისა, ადექით, თქვენი სისხლი დავლიე! ადექით, თორემ გა კეთდა ქვეყანა, გაკეთდა... – ყივის ქანდარაზე მამალივით წამოსკუპებული შოშია. შოშიას გაღვიძებას ვინ დაასწრებს, შოშიას ადგომას ვინ დაასწრებს, შოშიას ღამეში ერთი საათი სძი ნავს, სიზმრებს კი ერთი წლისას ნახულობს, ფერად-ფერად სიზმრებს, სამოთხის სიზმრებს, ზღაპრის სიზმრებს, ლხინის სიზმრებს, შოშიამ სიზმარში დარდი არ იცის. რომ გაიღვიძებს, სიზმრიდან გამოყოლილი სიხარული აკაკანებს, მერე კი ნელ-ნელა შემოაწვება დარდი, შემოაწვება და მერე უნდა ნახოთ შოშიას ოხვრა და კვნესა.
– ვაიმე, შვილებო, დურაქი მამა მოგიკვდეთ, რას ჭამთ, რას სვამთ,ვგდებულიყავი ჩემს ად გილზე, რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და მაყვლის წვენი, მაგრამ არ გაძღა დედათქვენის მუცე ლი, ახია, ახიი! – კარგი რა, შოშია, შეინახე ეგ ბავშვების სურათები და ნუ მოთქვამ ამ დილა ადრიან, ჩვენც ხალხნი ვართ, ჩვენცა გვყავს ცოლ- შვილი, ცოტა შეგვიცოდე, რა? ძილი მაინც გვაცალე! – ეხვეწება შოშიას მებურიშვილი.
– ვირისთავო, ცოლ-შვილი თუ გყავს, რა გაძინებს, ამოდი ჩემთან და ერთად ვიტიროთ! – ეპა ტიჟება შოშია. მებურიშვილი უიმედოდ იქნევს ხელს და ბალიშს თავზე ზევიდან იდებს.
– დილა მშვიდობისა, ზაზა! – მეძახის შოშია.
– დილა მშვიდობისა, შოშია! – ვეუბნები და ლოგინზე ვჯდები, აზრი აღარ აქვს წოლას, სულ ერთია, აღარ დამაძინებს შოშია.
– ხომ არ გაგაღვიძე, ბიჭო? – არა, შოშია! – მითხარით, კაცო, ვინმეს რამე ხომ არ გაწყენინეთ? – გვეკითხება შეწუხებული შოშია.
– არა, შოშია, გენაცვალე, მიდი, გაიხარე! შოშიამ ვის რა უნდა აწყენინოს, ან შოშიასაგან ვის რა უნდა ეწყინოს. შოშიაერთი უბედური კაცია, კოდექსის 94 მუხლით ზის, რაც ექვსიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, არავის არ ემდურის, ყველაფერს თავის თავს აბრალებს და სულს მიყიდის ეშმაკს, ოღონდ ციხიდან გავიდეს, თავის პატარა ბარ ტყებს ჩაეხუტოს, მერე, მერე კი...
– ახალ ცხოვრებას დავიწყებ, ზაზას ვენაცვალე, ახალ ცხოვრებას. ოღონდ აქედან გავიდე, ჯერ ცოლს გავაგდებ და სირანას მოვიყვან ჩემს მეზობელს, ვახ, რა ტოლმას აკეთებს, გაგიჟდე ბით! მერე წვენებიდან გამოვალ, ავხიკავ ჩემს ბარტყებს, სირანას, სოფელში წავალ, სახლს ავაშენებ, ვაზს ჩავყრი!..
– სად ჩაყრი? – ეკითხება ტიგრანა.
– როგორ თუ სად, მიწაში! – უკვირს შოშიას.
– რომელ მიწაში, ყვავილების მიწაში? – ეკითხება ისევ ტიგრანა.
– როგორ თუ ყვავილების მიწაში, ჩემს მიწაში. – ისევ უკვირს შოშიას.
– შენ მიწა ვინ მოგცა? – სახელმწიფომ.
– რომელმა სახელმწიფომ? – ჩვენმა სახელმწიფომ.– შენი რომელია, რომ დაგიჭირა და ერთ კვირაში თხუთმეტ წელიწადს მოგარჭობს? – ეკითხება ტიგრანა.
– ვახ, ეს ვინ არი! შენი ენა გახმეს, ეგოისტო, მოკვდი, ჩალპი ციხეში, მაშ, აქ უნდა მოვკვდე? მაშ, არაფერი შეიცვლება? მაშ, ერთი პატარა ამნისტია არ იქნება, მაშ, ტიგრანა გულოიანის ცქერაში უნდა ამომხდეს სული? ამ უსინდისო ტიგრანასი, რომელსაც ჩემთვის ერთი მტკავე ლი მიწა ენანება? ენა გაგიხმეს, ეგოისტო, შენ თვითონ დალპი ციხეში... – კივის შოშია.
– რატომ, შე ფურუნკულო, რას მწყევლი, მე რა, მიწათმოქმედების მინისტრი ვარ და განცხა დებაზე რეზოლუციას არ გიდებ? მაგაზე, მაყუთს რომ ღუნავდი, მაშინ უნდა გეფიქრა! – დინჯად ეუბნება ტიგრანა.
– ნახეთ, ხალხო, ეს კაცის მკვლელი მე მეუბნება, ფურუნკული ხარო! – ხელებს შლის შოშია და სასოწარკვეთილი გვიცქერს.
– ეს მე ვარ კაცის მკვლელი? – კითხულობს ტიგრანა და ფეხზე დგება.
– შენ რა, მეორე ენა ამოიდგი? დაჯექი! – ისე ეუბნება დევდარიანი ტიგრანას, მისკენ არც იყურება.– ლიმონ, გენაცვალე, მე აქ ქურდი ვარ თუ ვიღაც , ეგ ჰარიფი როგორ მელაპა რაკება? – მორიდებით ეკითხება ტიგრანა დევდარიანს, დევდარიანის ზედმეტი სახელი ლიმონაა.
– მერე, შენ აქ ქურდად იმიტომ ზიხარ, რომ ჰარიფისათვის რამკები ამტვრიო? – ეკითხება ლი მონა.
– მერე, მე რა მკვლელი ვარ? – ამბობს ტიგრანა და ჯდება.
– მაშ, თონეთში მეტყევე მე მოვკალი? – ეკითხება შოშია.
– მეტყევე იმიტომ მოვკალი, რომ გლეხებს შეშას არ აძლევდა. – თქვა ტიგრანამ. საკანში ისეთი ხარხარი ატყდა, თვითონ ტიგრანასაც გაეცინა.
– ჰო, ბიჭო, არსენა მარაბდელი ხარ, სულ გლეხებზე ფიქრობ! – დაუდასტურა შოშიამ, – მაგას მე რომ მეუბნები, გამომძიებელს უთხარი! – იმასაც ეგრე ვეუბნები! – მერე, გიჯერებს? – ჰკითხა შოშიამ.
– რომ მიჯერებდეს, ახლა შენთან, ჰარიფთან ვიჯდებოდი? – ეკითხებატიგრანა.
– ხალხო, გინახამთ, კაცი ამაყობდეს: ქურდი ვარო? ერთი გრამი სისხლი მაინც არა გაქვს, რომ გაწითლდე? – ღაღადებს შოშია.
– კარგი რა, შოშია, მოისვენე, სულ შენს გამოა ხოლმე ჩხუბი! – ეხვეწება ლიმონა. შოშიას დი დი რიდი აქვს ლიმონასი და ჩუმდება, მერე ფანჯარაში იწყებს ცქერას.
– აჰა, მოვიდა! – ვინ მოვიდა, შოშია? – ვეკითხები.
– ის ლოთი მოვიდა, ყოველ დილით რომ მოდის, ფული დაუდო დახლზე, უსხამს, უსხამს, აუვსე რა, შე უნამუსო, ვერ ხედავ, ხელები რომ უკანკალებს? მიდი, მიდი, კიდე, ეგრე. აუვსო... ჰა, ჰა, რას შვება, რას შვება, ხალხო! გამაგიჟებს! გამიშვით რა, უნდა მოვკლა! – გვეხვეწება შოშია.
– რა იყო, შოშია? – როგორ რა იყო, ნახე, სულს უბერავს ქაფს, ღმერთო, სამართალი არა გაქვს? ქაფს სულს უბერავს, მოიყუდა, მიდი, მიდი ეგრე...
– რას შვება, შოშია, მორჩა? – მორჩა, ზაზაჯან, მორჩა. ტუჩებიც კი არ შეიმშრალა ტურტლიანი სახელოთი? – კვნესის შოშია. – ვახ, ახლა გარეთა მქნა, ერთი კათხა ცივილუდი გადამაშვე ბია ამ ჟანგიან ყელში და მერე მომკლა!!! – კიდევრა გინდა, შოშია, ბარემ ინატრე, თუ ნატ ვრაა, ნატვრა იყოს, – ეუბნება ლიმონა და ცალყბად იღიმება თავისთვის
– მეტი არაფერი, აკი გითხარი, ერთი კათხა ლუდი და სიკვდილი! – სულ ეგ არის? – არა, კიდევ ჩიტი მინდა, ვიყო, ზაზას ვენაცვალე, ჩიტი, სულ პატარა ჩიტი, ამ მესერში რომ გავძვრე და აიდა...
– მერედა, ჩიტი არა ხარ, შოშია, ადექი და გაფრინდი! – ფრთები, ფრთები არა მაქვს, ზაზას შე მოვევლე, ფრთები, პატარა, ღონიერი ფრთები...
– გექნება, შე კაცო! – როდის, ზაზა, როდის? – ამოგივა, შოშია, რა გაჩქარებს, ჯერ ბარტყი ხარ!
– ეუბნება ტიგრანა.
– წუხელ ისეთი სიზმარი ვნახე, ტიგრან, აღარ ამომივა, და გაიხარე.
– ასეთი რა ნახე, შოშია? სიზმრად ვნახე სააიათნოვააააა, მითხრა, გეყო ტანჯვა, გლოვააა, რაც დაჰკარგეეე, ნუღარ ეძეეებ, იმან უკვე სხვა იშოვააააა. მღერის შოშია.– ეგ ეგრე არ არის, შოშია. მას ნუ სტირი, რაც დაჰკარგე, ის არ მოვა, აღარ მოვა.
– უსწორებს ტიგრანა.
– მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, საიათნოვა თავისას ტიროდა, მე ჩემსას ვტირი! – ეუბ ნება შოშია და განაგრძობს. წუთისოფლის სტუმარი ვააააარ, სხვა მიდის და მე კი ვრჩებიიიი, პროკურორს თუ გადავურ ჩიიი, სუდიას ვერ გაადვურჩებიიი.
– კაცო, შენით იგონებ სიტყვებს? – უკვირს ტიგრანას.
– ამას რა მოგონება უნდა. რაც ნაღდია, იმას ვმღერი! – ოხრავს შოშია: პროკურორს თუ გადა ვურჩიიი, სუდიას ვერ გადვურჩებიიი. შოშიას შაქარი ამოსდის პირიდან, შოშია შოშიაა, მაგრამ ბულბულივით მღერის. როდესაც შო შია მღერის, მთელი ციხე სუნთქვაშეკრული სდუმს მონუსხულივით. ვის, ვის და, შოშიას სიმ ღერისათვის კარცერში არ სვამენ. შოშია რომ მღერის, ტიგრანა გულოიანი გალახული ლეკვი ვით ტირის, შოშია თავისუფლებისათვის და სიმღერისათვის არის გაჩენილი, თავის უჭკუობის გამო ციხეში კი ზის, აფსუს,შოშია!!!



№1  offline წევრი ჰაიკო

იცით რა მაინტერესებს? ასე ზიხართ კომპიუტერთან და ამხელა მოცულობის ტექსტი სათითაო წინადადებით გადაგაქვთ წიგნიდან?? მართლაც ტიტანური შრომაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent