შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები ქართლის ცხოვრება


16-07-2021, 14:42
ავტორი ciracira331
ნანახია 98

გიგლა მოშიაშვილი, მეორე რიგის ქვედა ნაპირზე რომ წევს, 25- 26 წლის კაცია, გაგრის ფეხსაც მელების მაღაზიის გამყიდველი ყოფილა დაჭერამდე. უფაქტუროდ ლაქის ფეხსაცმელების გა ყიდვას აბრალებენ, ისიც ზედმეტ ფასებში. გულკეთილი კაცია, ამანათი რომ მოსდის სახლიდან, ყველას აჭმევს, თვითონ კი არავის მიწოდებულს არ ჭამს, განსაკუთრებით ხორცს, არა ვის საქმეში არ ერევა. უთვისტომო, ტიტლიკანა, ნათესავებგაჟუჟული ბალღივით ზის თავის თვის, ერთი კინკილა სიმღერა იცის, არც ხმა აქვს, არც სმენა და მაინც დღე და ღამე ამ სიმღერას ღიღინებს:
ვენაცვალე საბურთალოს ბაზრის დუქნებს, სავსე ურიებით არიან... ორი ათასმანეთიან დრაპის პალტოს ხუთას თუმანში ყიდიან, ყიდიან, ყიდიან, ყიდიან, უგალონში მიდიან. ვენაცვალე საბურთალოს ბაზრის დუქნებს, სავსე ურიებით არიან… – ხალხო, ეგეთი უდარდე ლი კაცი გინახავთ? – გვეკითხება ქანდარიდან შოშია. – მთელი დღე ზის და მღერის, ან და კითხვაზე დაუძახონ, ან პაემანზე... ეს ვინ ყოფილა! – რა მაქვს, შოშიას დავენაცვლე, სადარდე ბელი, დღეს თუ ხვალ გამიშვებენ. – მშვიდად პასუხობს გიგლა და იღიმება.
– ბიჭო, შენისთანებს რომ გარეთ უშვებდნენ, მე ახლა ჩემს ცოლ-შვილში ვიქნებოდი, – ეუბნება შოშია.
– ჩემი ციხეში ჯდომა არ შეიძლება, შოშია, აი, ნახე, დღეს თუ ხვალ დამიძახებენ – Мошиашвили, с вещами! – ვითომ რატომ არ შეიძლება შენი ჯდომა ციხეში, დეპუტატი ხარ?
– ჰო, დეპუტატი ვარ! – იცინის გიგლა.
– მერე, რას გვიმალავ, ოხერო, ადი, აიღე შენი ბარგი და წადი...
– წავალ, შოშია, წავალ, ცოტა აცალე, დალოცვილო, იმ ხალხს.
– რომელ ხალხს, გიგლა? – ვინც გარეთ დარჩა, შოშია, ის ხალხი ჩემს წონა ოქროს დადებს და ციხეში დღეიდან დიდი-დიდი ერთი კვირა, მეტს არ გამაჩერებს. – თქვა მოშიაშვილმა და ისევ ღიღინი დაიწყო. ვენაცვალე საბურთალოს ბაზრის დუქნებს, სავსე ურიებით არიან...
– მოიცა, რა! – შეაწყვეტინა შოშიამ. – ნამუსი რა უყავი, სმენა შენ არ გაქვს, ხმა შენ არ გაქვს, მე თუ არ გეცოდები, ეს ხალხი მაინც შეიცოდე! – თქვა შოშიამ და ჩვენ გადმოგვხედა, ხომ მარ თალს ვეუბნებიო.
– გაუშვი, შოშია, თავისი ჭია გაახაროს, შენ რომ მღერი, ხომ არ გიშლით! – უთხრა ლიმონამ.
– ლიმონ, საყვარელო, მე სევდიან სიმღერებს ვმღერი, ეგ კი ძალიან საზეიმო რაღაცას მღერის, ჯერ ტექსტი ნახე:
ვენაცვალე საბურთალოს ბაზრის დუქნებს, სავსე ურიებით არიან!
მე და ტიგრანა ამ დროს ჭადრაკს ვთამაშობთ, ხმაური ხელს უშლის ტიგრანას თამაშში, ამი ტომ ყურები თითებით აქვს დაცული და მაშინ თუ გამოიღებს, როდესაც სვლას აპირებს.
– შახ! – ვეუბნები მე.
– შახ კი არა, ქიშ! – მისწორებს ქართულს ტიგრანა.– ბოდიში, ქიშ! – ვასწორებ შეცდომას. ტიგ რანამ დაფას დახედა, დიდხანს უყურა.
– რითი მეუბნები ქიშს. – მკითხა ბოლოს.
– ცხენით!– ვუპასუხე და ხელით ვანიშნე.
– ეგ ცხენი არ არის, მხედარია, – ისევ გამისწორა ტიგრანამ.
– სულელო, ეგ ცხენია, მხედარი ცხენზე რომ კაცი ზის, იმას ჰქვია. – ვეუბნები მე.
– ვაა! – გაუკვირდა ტიგრანას. მე ცხენი ავიღე და ცხვირთან მივუტანე.
– აბა, შეხედე, ზის ამ ცხენზე კაცი? – არა! – მიპასუხა ტიგრანამ.
– ესე იგი, რა არის ეს? – ტიგრანამ ცხენი ჩამომართვა და თავის ადგილას დადო.
– ნაკაშიძე, ყველა გაზეთში სწერენ, რომ პეტროსიანმა ფიშერს მხედრით ქიში გამოუცხადაო. რატომ წერენ ასე? – არ ვიცი! – ვუთხარი მე.
– თუ არ იცი, მოკეტე და, როგორც წესია, ისე მითხარი.– მკვლელო გულოიან!.. – დავიწყე მე.
– მე მკვლელი არა ვარ! – ისევ გამისწორა ტიგრანამ.
– ადამიანის სიკვდილში ეჭვმიტანილო და ძიებაში მყოფო გულოიანო, აგრეთვე ადამიანის სიკვდილში ეჭვმიტანილი და ძიებაში მყოფი ნაკაშიძე, რომელიც ამჟამად თეთრებით თამა შობს, თავისი მხედრით ქიშს უცხადებს თქვენს შავ მეფეს.
– ეგრე, – თქვა კმაყოფილმა ტიგრანამ და დაფას დააკვირდა, – ეგ ქიში კი არა, მატია, ნაკაშიძე,
– თქვა მან უცებ და გაკვირვებულმა ამომხედა.
– მატი კი არა, გულოიანო, შამათი! – გავუსწორე მე.
– ნუ მასწავლი, შენზე კარგად ვიცი! – მითხრა ტიგრანამ, ადგა და ჭარხალივით გაწითლებუ ლი თავის ნარზე წამოწვა. მეც იგივე გავაკეთე. ცოტა ხანს ვაცალე, სისხლი რომ დაუწყნარდა, ტკბილად დავუძახე.
– ტიგრან! – აჯან! – მიპასუხა.
– თუ ძმა ხარ, რამე გადაიფარე, არ გაცივდე, და საერთოდ, თავს გაუფრთხილდი.
– რაშია საქმე? – მკითხა გაკვირვებულმა ტიგრანამ და საწოლზე წამოჯდა.
– რას ამბობ, ბიჭო, შენ რომ მოკვდე, დედაენა დაგვეკარგება, – ვუთხარი ტიგრანას. საკანში ხარხარი ატყდა.
– უჰ, შენი, პურს არ ვჭამდე შენთან, მეტი არაფერი არ მინდა! – ინატრა ტიგრანამ, ისევ წამოწ ვა და, სიცილი რომ არ გაეგონა, თავზე ბალიში დაიდო. მოშიაშვილისათვის სულ ერთია სახედარი ჰქვია ჭადრაკის ფიგურას, რაში, მერანი, ცხენი, ვი რი თუ თოხარიკი. მოშიაშვილი ზის ფეხმორთხმული თავის საწოლზე კუთხეში და ღიღინებს: ორი ათასმანეთიან დრაპის პალტოს ხუთას თუმანში ყიდიან, ყიდიან, ყიდიან, ყიდიან, უგა ლონში მიდიან.
– ბიჭო, გიგლა, ეგ სიმღერა ბოლომდე იცი? – ჰკითხა უცებ ლიმონამ.
– ბოლომდე ვიცი, ლიმონ, გენაცვალე! – უპასუხა გიგლამ მორჩილად.
– სულ ბოლომდე?
– სულ ბოლომდე, ლიმონს შემოვევლე, სულ ბოლომდე, ხომ არ გინდა სიტყვები ჩაგაწერინო?
– სიტყვებიკი არა, ახლა გაჩუმდი, თორემ ამ პარაშაში თავით ჩაგაყუდებ,
– უთხრა მოთმინებიდან გამოსულმა ლიმონამ.
– ესეც მე ვარ? – იკითხა გახარებულმა შოშიამ.
– რატომ უნდა გავჩუმდე, წეღან თვითონ არ თქვი, გაუშვი, თავისი ჭია გაახაროსო, ჰოდა, მეც ვახარებ! – გაუძალიანდა მოშიაშვილი.
– შენ რაღაც ძალიან გრძელი ჭია გყავს, რომ გეუბნები, გაჩერდი! – გაუმეორა ლიმონამ.
– გაჩერდი, რა, ხომ იცი, ციხე ქურდებისაა! – შეახსენა მოშიაშვილს მებურიშვილმა, სასაფლაოს ყოფილმა დირექტორმა, რომელსაც ლიმონამ ლაბრადორა შეარქვა.
– თქვენ მამასახლისი ბრძანდებით და მითხარით, მართლა ქურდებისაა ციხე, ბატონო ჭიჭი კო? – ჰკითხა გოგოლს მოშიაშვილმა.
– მაგათია, გიგლა ბატონო, და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.
– თქვა გოგოლმა.
– რა ვქნა, კაცო, გარეთ ობეხეესი არ მაყენებს, ციხეში – დევდარიანი, რა წყალში ჩავვარდე, სად წავიდე? – თქვა გიგლამ სასოწარკვეთით.
– ისრაელში წადი, გიგლა, ისრაელში! – ურჩია ჭიჭიკო გოგოლმა. მანამდე საუბარი ნახევრად ლაზღანდარულ ტონში მიდიოდა, მაგრამ ყველასათვის გასაოცრად და მოულოდნელად მო შიაშვილს სახე მოებრიცა. წამოდგა ნარიდან, მივიდა და მხარ-თეძოზე წამოწოლილ ჭიჭიკო გოგოლს თავზე წაადგა.
– რა მითხარი? – ჰკითხა გაყინული ხმით, – გაიმეორე, რა მითხარი! ჭიჭიკო გოგოლმა მოულოდნელობისაგან პირი დააღო და თვალები გადმოკაკლა.
– გაიმეორე, რა თქვი! – უთხრა ისევ მომიაშვილმა.
– ეს შენ ხარ ნამდვილი მოშიაშვილი, მოშიაშვილო, თუ მეჩვენება? – ჰკითხა გოგოლმა.
– მე ვარ მოშიაშვილი და შენ გეუბნები, ჭიჭიკო გოგოლს, გაიმეორე, რაც წეღან თქვი! – გოგოლი გაფითრდა და ფეხზე წამოდგა, ახლა ისინი ერთმანეთის პირდაპირ ისე ახლოს იდგნენ, რომ, ალბათ, ერთმანეთს ვერც კი ხედავდნენ.– მოშიაშვილო, მე კი გავიმეორებ მაგას, რაც ვთქვი, მაგრამ რად გინდა, ვეღარ გაიგონებ და... – თქვა გოგოლმა, მოშიაშვილს საყელოში დაავლო ორთავე ხელი, მაღლა ასწურა და ახლა ქვევიდან უყურებდა. მოშიაშვილს სახე წამოუწითლდა დაძაბულობისაგან, მაგრამ წარბი არ შეურხევია.
– ჭიჭიკო, დასვი ეგ კაცი. – სთხოვა დევდარიანმა გოგოლს. გოგოლმა ხელი გაუშვა მოშიაშ ვილს, იგი იატაკზე დაეშვა.
– მოშიაშვილო, დაბრუნდი შენს ნარზე, – მოშიაშვილმა საყელო გაისწორა და თავის ნარზედაბრუნდა.
– რა გითხრა, ბიჭო, ისეთი, ისრაელში წადიო, რა მოხდა, მთელი ებრაელობა ისრაელში მიდის, სულ ორკესტრებით აცილებენ, შენ რა გეწყინა ასეთი? – სიცილით ჰკითხან დევდარიანმა.
– მე არ უნდა მითხრას ეგ! – თქვა ძალიან სერიოზულად მოშიაშვილმა.
– შენ რატომ, ბაგრატიონ-მუხრანსკი ხარ და არ გეკადრება ისრაელში წასვლა თუ რა? – ჰკით ხა ქანდარიდან შოშიამ.
– მე ორი ძმა დავკარგე სამამულოფრონტზე, ჩემი დედ-მამა აქ მარხია, ნავთლუღის ებრაელთა სასაფლაოზე.
– მით უმეტეს, ობოლი ყოფილხარ, სულ მთლად გაწყვეტილხარ, მე შენს ადგილზე დღესვე წა ვიდოდი იმ ისრაელში! – ურჩია ისევ ჭიჭიკო გოგოლმა. მოშიაშვილი ისევ აენთო.
– შენ ვინ აგდიხარ, რომ მაგას მეუბნები, გუშინ თუ გუშინწინ მოთრეული ვიღაც გოგოლი! – იკივლა უცებ მოშიაშვილმა. – მეც, ჩემი ცოლიც, ჩემი შვილებიც, იმათი შვილებიც, შვილიშ ვილებიც, იმათი შვილიშვილებიც აქ უნდა დავიმარხოთ, აქ, გასაგებია, გოგოლო? – მე ვარ გუშინ თუ გუშინწინ მოთრეული, ხომ? – იკითხა ირონიულად გოგოლმა. – მე, 250 წლის წინ სამეგრელოში ჩამოსული გოგოლი ვარ. მაგი იცი თუ არა შენ, ბატივით შტერო მოშიაშვილო, რომ ჩემს ძარღვებში ოთხმოცი პროცენტი ცისფერი ლაზური სისხლი სჩქეფს და რომ დედაჩემის ბებიის ბებია და კიდომ იმის ბებია მედეა იყო კოლხი! რომელს გაქვთ აქ ათი თავი, რომელი ადგებით და გამიბედავთ მაგას, რომ ასე არაა მაგი?! მე, ჩემი ცოლიც, ჩემი შვილებიც და იმათი შვილებიც აქ უნდა დავიმარხოთ ყველა! – ყვირილით დაამთავრა თავისი გა მოსვლა გოგოლმა.
– გამოდის, რომ ეს ჩვენი საქართველოთქვენი სასაფლაო ყოფილა? – გაშალა ხელები უკმაყოფილო ტიგრან გულოიანმა.
– სწორედ შენ გვაკლდი, ტიგრან! – თქვა დევდარიანმა.
– ეგრე რატომ ამბობ, ლიმონჯან, მაგათი ბაბუის ბაბუები სად იყვნენ, მამაჩემი რომ ხოჯავან ქზე ყომარს აგორებდა, თანაც მე დაჭერამდე დადეშქელიანის გვარით ვიმალებოდი. – დაასა ბუთა თავისი ქართველობა ტიგრანამ.
– რაღა დადეშქელიანის გვარით იმალებოდი, პეტროსიანის გვარით ვერ დაიმალე? – გაეცინა დევდარიანს.
– რას ამბობ, ლიმონჯან, სად დადეშქელიანი, სად პეტროსიანი, თანაც ნახე, როგორ სომხუ რად ჟღერს დადეშქელიან! – გამოთქმით თქვა ტიგრანამ.
– არ დაჭამეს, ბიჭო, ერთმანეთი ქართველობისათვის ამ ებრაელმა, უკრაინელმა და სომეხმა? გაიგე ახლა, რომელია მართალი, – თქვა მებურიშვილმა.
– სამივე მართალია! – თქვა თავისთვის ბატონმა ისიდორემ. საკანი მოლოდინში გაიტრუნა. ისიდორე დუმდა, მან ისიც საკმარისად მიიჩნია, რაც თქვა, მაგრამშოშია მოკლა ცნობისმოყვა რეობამ.
– ძია ისიდორე, ან ამიხსენი, როგორ შეიძლება სომეხი, ებრაელი და უკრაინელი ქართველები იყვნენ, ან მომკალი! – შეევედრა შოშია.
– აბა, გულოიანზე რა უნდა გითხრათ, – დაიწყო ღიმილით ბატონმა ისიდორემ, – წეღან თვი თონ მოუსმინეთ, როგორ უსწორებდა ქართულ მეტყველებას ნაკაშიძეს, თანაც ჰაოსი და ქართლოსი რომ ძმებია, იმის გარდა რა საბუთები მოიყვანა? – ყველას გაეცინა.
– ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე! – მჯიღი დაარტყა გულზე ტიგრანამ.
– კარგი, ძია ისიდორე, ტიგრანა ჩვენია, ამათ რას უშვებით? – თქვა ქანდარიდან შოშიამ და ხე ლები გოგოლისა და მოშიაშვილისაკენ გაიშვირა. ძია ისიდორე ცოტა ხნით დაფიქრდა.
– ებრაელებს, – თქვა ბატონმა ისიდორემ, – ერთი ფრიად საინტერესო კანონი აქვთ, ამ კანო ნის ძალით ებრაელად ის ითვლება, ვისაც დედა ჰყავს ებრაელი.
– მამა? – იკითხა ტიგრანამ.
– მამას არა აქვს მნიშვნელობა.– როგორ თუ არა აქვს, მამა თუ ებრაელია და დედა ფრანგი? – იკითხა ახლა ჭეიშვილმა.
– ბავშვი ფრანგია, დედას ეკუთვნის, – მოკლედ მოუჭრა ისიდორემ.
– ეგ მე ძალიან მაწყობს, – თქვა ჭეიშვილმა, – ჩემი ცოლი წარმოშობით ფრანგია და რატომ უნ და ვუხადო მე ვიღაც ფრანგებს ალიმენტი, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილები არ არიან, არც მგვანან და მათი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ჩემს მიერ ჩატარებულ აქტს. – გამოუტანა საკუთარ თავს ჭეიშვილმა გამამართლებელი განაჩენი.
– საღოლ, მაშინ აიღე, გაუცვალე მოშიაშვილს საბუთები და შენ წადი ისრაელში. – ურჩია ტიგრანამ.
– სიამოვნებით, თაღლითობაზე და სახელმწიფოს წმინდათაწმინდა საკუთრების მითვისები სათვის რომ არ იყოს ექსპროპირებული! – დათანხმდა ჭეიშვილი.
– ექსპროპირებული მიძახე, ორ-სამ დღეში რომ დამიძახებენ – Мошиашвили, с вещами! ირონიულად დააქნია თავი გიგლამ.
– რატომ, კაცო, რატომ შენ დაგიძახებენ და მე არა? რითი მჯობიხარ, რითი? შენზე ნაკლები ქურდი ვარ, შენზე ნაკლები გამფლანგველი, შენზე ნაკლები ცოლ-შვილი მყავს, შენზე ნაკლებად მინდა სუფთა ჰაერზე გასვლა თუ რა? რითი მჯობი ხარ? – ატირდა ისევ შოშია ქანდარაზე.
– იმით გჯობივარ, ჩემო შოშია, რომ მე ფიზიკურად ძალიან სუსტი და ნაზი ვარ, ჩემი ორგა ნიზმი ვერ გაუძლებს ციხეში დიდხანს ჯდომას. კიდევ ერთი-ორი დაკითხვა და შეიძლება ძალიან ბევრი ხალხი დავღუპო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სეკრეტები ვიცი.
– საიდუმლო! – გაუსწორა ტიგრანამ.
– ჰო, ძალიან ბევრი საიდუმლო ვიცი! – მე რა, შენზე ნაკლები საიდუმლო ვიცი? – იკითხა შო შიამ.
– არა, შოშიას დავენაცვლე, ცოტა საიდუმლო როგორ იცი, პირიქით, რაც იცი, ისიც არ უნდა გცოდნოდა...
– ვითომ რატომ? – ეწყინა შოშიას.
– იმიტომ, რომ, შენ რაც იცოდი, უკვე ყველაფერი თქვი, მე კი ჯერ არაფერი მითქვამს და, ვიდ რე ვიტყოდე, ებრაელები ჩემს წონა ოქროს იშოვიან და სულ მალეგააღებს კარს ზედამხედვე ლი და რუსულად დამიძახებს, – Мошиашвили, с вещами!
– ვაიმე, შვილებო, იდიოტი მამათ ქვენი, რა მინდოდა წვენებში, რა ჩემი საქმეა ასკილისა და მაყვლის წვენი. მემუშავა ამასთან გაგრაში და მეყიდა ლაკის ტუფლები, მაგრამ არ გაძღა დედათქვენის მუცელი, ახია, ახია!...
– ისევ ატირდა შოშია.
– კარგი რა, შოშია, ამოხვედი ყელში შენი ცოლშვილიან-წვენებიანად. აცადე კაცს ლაპარაკი! – თქვა დევდარიანმა. შოშია მონუსხულივით დადუმდა. – მერე, ძია ისიდორე? – მიუბრუნდა ლიმონა ისიდორეს.
– მერე, არაფერი, დევდარიანო, იმის თქმა მინდოდა, თუ გოგოლზე ებრაელების კანონით ვიმ სჯელებთ, ქართველია და მერე როგორი, ნამდვილი კოლხი. – თქვა ისიდორემ.

– მერე აქ ხომ ისრაელი არ არის, საქართველოა, – თქვა ჭეიშვილმა.
– არ არის, მაგრამ, როდესაც საჭირო იყო, საქართველოშიც ხდებოდა ასე, მაგალითად, მეფე ლაშა თამარის ძე იყო, ხოლო რუსუდანი – თამარის ასული...
– ვააა! – გაუკვირდა ტიგრანას.
– კარგი, ძია ისიდორე, დაგიჯერეთ, რომ გოგოლი ქართველია, ამას რას უშვები? – იკითხა შოშიამ და ხელი მოშიაშვილისაკენ გაიშვირა.
– მაგას, ჩემო შოშია, ყველა ჩვენთაგანზე კარგად აქვს საქმე. – გაიღიმა ისიდორემ.
– ახლა არ მითხრა, ბაგრატიონიაო! – გააფრთხილა შოშიამ.
– თუ გავიხსენე, უარესს გეტყვი! – თქვა ისიდორემ, თვალები მოხუჭა, ერთხანს იფიქრა, მერე დინჯად დაიწყო: – მაშინ ნაბუქოდუნოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა, მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი. ასე სწე რია ქართლის ცხოვრებაში.
– ეგ ბევრს არაფერს არ ნიშნავს! – ადამს აქეთ სამი ათას სამას სამოც წელს იყო ნაბუქოდუნოსორ. წერია იქვე. მერე, გენეტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამშობლოს სიყვარული, მშობლიური ტერიტორიის გრძნობა და მისდამი დამოკიდებულება ღია ინსტინქტია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მდიდრდება სულ ახალ-ახალი შეძენილიდამოკიდებულებებით და გენების საშუალებით გადაეცემა შთამომავლობას, მაშინ მოშიაშვილს ყოველი ჩვენთაგანივით, შეიძლება ზოგიერთზე მეტი უფლებაც კი აქვს, თქვას, ქართველი ვარო, საქართველო მისი სამშობლოა უხსოვარი დროიდან, გასაგებია? – დაამთავრა ისიდორემ.
– ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე, ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ შენი მჯერა. ნაკაშიძე, მე რომ მაშა ყირებ, ამ კაცს გაუფრთხილდით, მართლა არ დაგეკარგოთ დედაენა. – ისე სერიოზულად მითხრა ტიგრანამ, რომ ძალაუნებურად ისიდორესკენ კრძალვით გავიხედე. და უცებ მოხდა ისეთი სასწაული, რომლის მსგავსი კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც მო სეს, არც ქრისტეს, არც ერთ მის მოციქულს და არც ერთ სასწაულმოქმედს ერთად აღებულს არ ჩაუდენია...
საკნის კარი გაიღო, ღია კარში ფეხებგაფშეკილი, უკან ხელებდაწყო- ბილი ზედამხედველი ჩადგა და რუსულად გამოაცხადა: – Мошиашвили, с вещами!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent