შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არბი ომანი (I თავი)

19-07-2021, 01:00
ავტორი tasusuna
ნანახია 9 432

სამ ახოვან,თითქოს აბჯარასხმულ მამაკაცს უემოციო მიმიკებით მივყავდი მათკენ..
მეგონა კილომეტრობით გრძელდებოდა ყოველი ნაბიჯისას გზა..
აღარ უჩანდა ბოლო მოვარაყებულ ბილიკს..
უსახო მსახურებს ქვაფენილზე უღიმღამოდ ჩაელაგებინათ დაბალი სამფეხები და ,ატოტვილ ხეებზე თეთრი ლენტები დაემაგრებინათ,დღესასწაულის აღსაღნიშნად.
დაბალ კოინდარზე მწკრივად გაეშალათ ხის მაგიდებიდა,ნადიმისთვის შეემზადებინათ სუფრა..
თითქოს განწყობის შექმნას სცდილობდნენო,რიტმულ მუსიკას უკრავდნენ საკრავები,თუმცა,არცერთ დამსწრეს სახე არ ეცვლებოდა..
ფერმკრთალ კანზე გულგრილობა შეყინვოდათ და გრამით არ სურდათ,თანაგრძნობა გამოეჩინათ..
ვგრძნობდი,მათი შემყურე ცუდად ვხდებოდი,თუმცა,ვერც ერთი მისხალი ვერ ვნახე თვალის საამო..
საკუთარ დაკრძალვაზე მეგონა თავი..
-მოუჩქარე!-ქვისგან ნათალმა სხეულმა ბოხი ხმით ჩამძახა და სამსჯავროსკენ მიბიძგა.
ხის შემაღლებულზე მოეწყოთ გვარის თავკაცებს ყრილობა..
დაბალ ტაბლაზე შემოწყობილ ხილს უხეშად შეექცეოდა სერინე.
მარჯვენა მხარს ცინიკურად მომზირალი გვარის პირველი რძალი უმაგრებდა.
დამცინავი ტუჩები ავად მოეკუმა რენას.
ნაკვერჩხალს ყრიდა თვალებიდან.
-შიში არ დაიტყო!-სულიდან ამომძახა საკუთარმა უსუსურობამ..
ინსტიქტურად გავუსწორე მას ცივი მზერა..
არ ესიამვნა.
სახე ამარიდა..
ზიზღისგან გაქვავებული სხეულს ძლივსღა მივათრევდი მეც..
ის იყო,ფარულ პაექტობას მოვრჩით,
თვალმა ფუძის უფროსს რომ მოჰკრა მზერა..
მხრებში გაშლილი არბი ომანი ყინულის კანით სიამაყეს აფრქვევდა.
შუაში,საშუალოდ განცალკევებულ ტახტრევანზე მოკალათებულს მუქი წარბები შეეყარა და რისხვისგან აკიაფებულ თვალებს გარშემო აკვესებდა..
არცერთი წამით არ გადაეყარა ჩვენი მზერა ერთმანეთს,ყველა ზიზღი რომ მისთვის გამეგზავნა..
ისე ამაცილეს ჯალათებმა,მისი ოდნავი ინტერესიც კი ვერ ვიგრძენი,
ალბათ,ომანისთვის კიდევ უფრო ჩალისფასი ჰქონდა მომდევნო ცოლს..
-გვარისღებას გილოცავ,რძალო!-სერინე მეგება.
ხელში მოქცეული ოქროს ასხმა მისივე ხელით დამიმაგრა ყელსა და ხელზე და ყალბი ღიმილით მიმითითა არბის გვერდით,სავარძელზე.
თითქოს გვარი არ მქონოდა,
თითქოს ოჯახი არ მყოლოდა,
მათი გადაჭარბებული თვითკმაყოფილება სისხლს მიქცევდა..
არცერთი ნაბიჯი არ ჰგავდა თემის რძლობით აღფრთოვანებული გოგოსას.
ალბათ რენა,ამავე დღეს,ცას სწვდებოდა..
მე კი,ვერ ვხვდებოდი,რომელ კუთხეში მეძებნა საშველი..
ამაო იყო ყველა იმედის ძებნა,ვხვდებოდი..
მხრებზე ტონობით ვალდებულებები მაწვა,რომელიც,არ მაძლევდა საშუალებას,თავგადარჩენა ფიქრებს იქეთ მეცადა..
-დაე ნაყოფიერი ყოფილიყოს შენი მობრძანება !-ღიმილს მიღმა ამოფარებული გესლი გულს მირევს.
რენა მზერით მაჩვენებდა მის პოზიციას ოჯახში.
ის პირველი იყო.
მიუხედავად თითქმის არარსებული თავისუფლებისა,
უფლებებისა,
მას ჩემზე გაცილებით მეტი პრივილეგია ჰქონდა.
უფრო ზუსტად,ალბათ,ერთით მეტი.
სხვა შემთხვევაში,ყველაფერს თემის თავკაცი წყვეტდა.
მუდამ გოროზი არბის ხელებზე იდგა ასობით კაცის კეთილდღეობა და,ჩემი გაუბედურება..
მის სინდისზე იყო ყველა ზიზღისგან დაღვრილი ცრემლი და,
ამოუღებელი სიტყვები..
იმაზე ფიქრის დროც არ მქონდა,
რაში დასჭირდა ომანს უბრალოდ გლეხის ქმრობა..
თავს ძალას ვატანდი,რაც შემეძლო.
მათ საცქერად შეწირული თვალები გადაღლილობისგან მიკვდებოდნენ..
სანამ ბოლო სტუმარი არ დატოვებდა მდელოს,მანამ ვერ დავიძვრებოდი ადგილიდან..
მანამ ვუცქერდი ცისფერ ჰორიზონტს,სანამ მხოლოდ ჩვენ არ დავრჩით..
არბის ნაკვთებს არცერთი დაღლა არ ემჩნეოდა.
ამაყად ეჭირათ თავი მის მეუღლესა და დედასაც.
რაღაც წამს,მომეჩვენა,ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი..
ყველას უშნოდ დაეღარათ სახე და,
ერთროულად გადმომხედეს..
დამაცივა..
არ მიყურებდა მხოლოდ არბი..
-იმედია მშვიდობას მოიტან,რძალო.- სერინე ტემბრს არ სცვლიდა.
არ მსურდა და არც შემეძლო პასუხის გაცემა.
ცივად ავარიდე სახე და ინსტიქტურად ზურგშექცეულს გავხედე..
მხრებიდანაც კი მარტივი იყო მისი ძალის დანახვა..
ჰაერშიც იგრძნობოდა უმძიმესი ავტორიტეტი.
კლდესავით შეუვალი იყო მისი პიროვნება..
ათას ავკარგს ყვებოდნენ მასზე..
ათას მადლს სწირავდნენ,
მაგრამ,ვერაფერი გადაწონიდა ჩემს ჯვარს..
არც კი ვიცოდი,აქ რა როლი მქონდა,
თუმცა,მის სიტყვას ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო..
რომ არა არბი,არც კი დამიდგებოდა ეს დღე.
ერთადერთი,ვისზეც ჩემი გაურკვევლობის მხრებზე აკიდება შემეძლო,ის იყო..
-ნუ გეშინია!-ისე დავრჩენილვართ მარტო,ვერც გამიგია..
შემოტრიალებულიყო,თუმცა,მისი თვალები ისევ ჰორიზონტს ჭვრეტდნენ.
ერთიანად ვკანკალებდი..
ყველა განცდილი ემოცია მათი წასვლისთანავე შემომასკდა გაყინულ კანზე და ერთბაშად მამცივნებდა..
პასუხიც ვერ გავეცი.
მეშინოდა ყელში მოწოლილი ზიზღი მის ფეხებთან არ დამეღვარა..
გაურკვევლობა და ბნელი მომავალი სულს მიხუთავდა გრილ საღამოს.
ერთ დღეში შეცვლილი თითქოს რუტინული ყოველდთიურობა უღმერთოდ მაშინებდა და არცერთი წამით მსურდა,რეალობას შევგუებოდი..
-დედას უნდა ვესაუბრო..-ათას ნაწილად დამსხვრეული ხმა ძლივს გაისმა სიბნელეში..
მომეჩვენა,თითქოს არც გაკვირვებია..
კუთხეში მიჩქმალული მსახური მის მოკლე ჟესტურმითითებაზე წინ გამიძღვა..
დაურსულებელ ბაღს წინ ხედად ორსართულიანი ქვით ნაშენი სახლი ერტყა..
საკუთარის გახსენებაზე რთული იყო მისთვის ჩარჩო ჩასმული ითახები მეწოდა.
უზარმაზარ სივრცეს ეტყობოდა დიასახლისისა და ხელოვანის ხელი.
რამდენიმე ნივთმა ჩემი ყურადღება შესვლისთანავე მიიბყრო,თუმცა,გარემოება ხელს არ მიწყობდა სრულად აღმექვა სილამაზე.
სხვა დროს,სხვა ამპლუაში ალბათ აღფრთოვანებას ვერ დავმალავდი,
ახლა კი,ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა..
-ანარა!-ქათქათა ოთახის კუთხიდან ჩემმა სურვილმა გამომძახა..
ფეხები მომეკვეთა..
როგორ ჩავესკვენი მის ამოვარდნილ გულს,არ მახსოვს..
დაღლილი ხელები მწმენდნენ სახეზე ცხელ ცრემლებს..
არცერთ მნიშვნელოვან დღეს არ ჰქონდა უფლება დედას დასწრებოდა შვილის ქორწილს.
ავს მოასწავებსო,ხშირად იტყოდნენ ხნიერები.
თითქოს,სულ ვარდის ფურცლები მოეფინა ჩემთვის ბედს..
-დედა,აქედან წამიყვანე,გევედრები..-ძლივს მოვცილდი..
შევატყვე,თვალებში ვეღარ მიყურებდა..
ერთ წამში გამოიცვალა მისი მზერა..
გავიყინე..
-რომ შემძლებოდა,აქ თავიდანვე არ იქნებოდი ანარა..- შეეცადა გულგრილად ეპასუხა,მაგრამ მაინც სჩანდა მის ხმაში სინანული და უთქმელი სიტყვებ.
იმედგაცრუებისგან გამიშრა ყელი,ჩემდაუნებურად..
განვცალკევდი..
ოთახის ყრუ კუთხეში ისე მივიკუჭე,გაქრობა მომინდა.
-პასუხები არბისთან უნდა იპოვო..-მომიბრუნდა,თუმცა,აღარ მივიღე.
მისი თუარა,ვისი იმედი უნდა მქონოდა უთვისტომოდ დარჩენილს?!
მას თუ არა,ვინ უნდა დავეხსენი?!
როცა შვილს უჭირს,რატომ მაინცდამაინც მაშინ ჩნდება ღობედ წესები?!
გული მომიკვდა..
ერთი პასუხი მაინც მქონოდა იმედად..
ასე ერთბაშად გარდატეხილ ცხოვრებას მარტოდ როგორ შევგუებოდი?!
-დღეს ის შენთან მოვა და მზად უნდა დახვდე...-თითქოს არაფერი,ისევ მიახლოვდება..გულის რევა კისერში მაწვება..
ისე. ვივსები ზიზღით,ვერ ვაკონტროლებ..
უკან იხევს ინსტუქტურად.
-მას შენი შეხების უფლება აქვს და არუნდა უარყო..-მონოტონურად აგრძელებს..გული იოგებთან მიცემდა..-შეხება გეტკინება,მაგრამ უნდა მოითმინო..
მხოლოდ რამოდენიმე წუთით იგრძნობ ზეწოლას,
მუცელთან მწარედ გაგწვავს,მაგრამ გაგივლის..
როდესაც სისხლი წამოვა,გაჩერდება..
შეეცადე ხმა არ გამოსცე..
თვალებში არ უყურო..
როდესაც მორჩება,იგრძნობ ცხელი სითხე როგორ შემოვა შენს სხეულში და ამ დროს,ფეხები მაღლა უნდა ასწიო..
მანამ არ ადგე,სანამ არ დარწმუნდები,რომ არ გადმოიღვრება შენგან..
როცა ის გავა,
შეგიძლია დაიბანო..
-ჩუმდება..
ისე ვკანკალებ,სკუთარი ძვლების ხმა მესმის..
-დედა,ეს არ მინდა..-ბოლო იმედს ვებღაუჭები..
ხოხვით ვუახლოვდები..
არაადამიანის სახეაქვს..
მგონია,ჩემთვალწინ კვდება ცოცხლად..
-ნეტავ,ჩვენს სურვილებზე ვცხოვროვდეთ,ანარა..-აღარ შემოუხედავს,
ისე გავიდა..
ვიგრძენი,როგორ დავკარგე მშობელი..
მის ნაბიჯებს ვითვლიდი სანამ სულ მიწყდებოდა ხმა..
სრული კატასტროფა ხდებოდა გონებაში..
ვეღარცერთ ფიქრს ვეღარ ვაწყობდი..
-არბი გთხოულობს-იდან -მის გასვლამდე ყოველი გავლილი საათი მტკენდა.
დილიდან ჩამოღამებამდე,ვიგრძენი როგორ დავკარგე ყველაზე დიდი ძალა და ბურუსით სავსე საბურველში გავეხვიე..
იმ წამამდე,თითზე ჩამოსათვლელად თუ მყავდა შენამჩნევი ომანები..
უზარმაზარ გალავანს იშვიათად ტოვებდა ფეხითმოსიარულე..
კიდევ უფრო რთულად წარმოსადგენი იყო მათი ხალხში ხილვა..
მუდამ სიამაყით მოცულებს მხოლოდ ცივსისხლიანებთან ჰქონდათ კავშირი..
მხოლოდ არბი იყო თითქოს მნათობი..
მხოლოდ ის აკეთებდა ყველა წვრილმანს ყველასთვის,
მაგრამ,ახლა,ამასაც აღარ ჰქონდა აზრი..
ზუსტად მესამედ ვუყურებდი მას უკვე პირისპირ..
პირველად წლის წინ..
სრული თემის შეკრებისას..
მეორედ სულ რამოდენიმე საათის წინ,
როცა მასთან მიმმგვარეს და,
ამწამს,როცა კარის ჩარჩოში გახიდულიყო..
ისევ მისი ჩვენამდე მოღწეული ელექტროენერგიის ფონზე,
მარტივი გასარჩევი იყო შეუვალი სახე..
განცდა მიჩნდებოდა,რომ ლითონისგან იყო მისი ნაკვთები ჩამოსხმული,იმდენად არაფრის მთქმელი იყო..
ისევ არ მიყურებდა..
არც ველოდი..
იშვიათად თუ გაუსწორებდა დედა მამას თვალს,გარდაუვალ შემთხვევებში..
ყელი მეწვოდა,ისე მინდოდა უამრავი კითხვა დამესვა,
მაგრამ,რაღაც მაჩერებდა და ეს ალბათ ფესვებგადგმული მორჩილება იყო..
ბობოქარი ვნებათაღელვა ხელებში გამელია,
სულ მარტო რომ შემოვრჩი,სიმართლესთან..
რეალიბას მაღალი ტანი,
მკვრივი სხეული და ყინულივით ცივიი,მუქი მზერა ჰქონდა..
ტანზე სამოსად მოხვეული გვარის გერბით ამოქარგული პერანგი ნახევრად შეეხსნა და,
მომეჩვენა,თითქოს დაღლაც შევატყვე..
მის წინ გადმოდგმულ ყოველ ნაბიჯზე კუთხეში კიდევ უფრო ვპატარავდებოდი..
გამიპირისპირდა..
ჩაიმუხლა..
სული შემეხუთა..
ყელში მოვარდნილ სიტყვებს ვეღარ ვაკავებდი,რომ შემომხედა..
კუპრივით შავი თვალები ჰქონდა..
უზარმაზარი ვალდებულებებით სავსე..
ალაგალაგ შემომეცალა გასაცოდავებული გამბედაობა..
-გამიშვით,გევედრებით..-ძლივს ამოვიძახე ხორხიდან..
წამში შეეცვალა სახე,
კიდევ უფრო ჩამუქდა მისი სიშავეები..
-რომ შემეძლოს,არც დავფიქრდებოდი,ანარა!
-ისევ იგივე,უკვე მეორედ..
ნუთუ მართლა არსებობდა რამე,რაც ომანს არ შეეძლო?!
ეს ზღაპარს გავდა..
ჩემი გათხოვებაც,
მისი ქმრობა,
ავად მოცქერალი მისი ცოლი და,
დედას შეცვლილი ქმედებები..
ავიხლართე..
საკუთარმა ბედის ირონიამ დიდ ქსელში გამაბა და,
ჩემი ყველა საღი აზრი წაიღო..
შემეძლო დამეფიცა,მისი თვალები მის სიტყვებს ამტკიცებდნენ..
არბის მეჯერა,მაგრამ,ეს არ ამშვიდებდა წართმეულ თავისუფლებას..
დედას გაფრთხილებებიც ჰაერს გაყვა,ისე,როგორც მისი სხეული..
არბი ომანი ჩემში სარეცელის გამყოფს არ ეძებდა..
ჩემი ამ სახლი მოსვლა,სულ სხვა იდეით იყო გამოწვეული,
ამას კი,ამ ეტაპზე,როცა სრულიად უცხოზე მიმათხოვეს,ვერ ვხვდებოდი..
__
დრო გაჩერდა,მგონია..
დიდი ხანია,ვფიქრობ და,მგონი ფრთებს ვასხამ..
ერთია,ყოველდღიურად ვერ დავდებ..
უამრავ დეტალზე ვფიქრობ და,ისე მინდა ზუსტად ის გამოვიდეს,რასაც ამდენი ხანია ვაწყობ,რომ დიდი დრო მიაქვს..
იცით,ალბათ გული ამოვარდნას რომ მექნება თქვენი შეფასების მოლოდინში..
ვერ გადმოვცემ,რამდენამ მნიშვნელოვანია ეს პირველი თავი..
გელით,
ისე,როგორც ალბათ არასდროს.
მინდა ყველა დანახულ დეტალზე მესაუბროთ..
თქვენი:ანასტასია

№1 სტუმარი სტუმარი nancho

მოგესალმები ,წარმატებას გისურვებ.საინტერესო თემას ხარ შეჭიდებული,ჯერ მეც ვერ გავერკვიე სად ,რომელ დროში მოვხვდი.ფაქტია,რომ ძალიან საინტერესოა,კარგად რომ წერ ეს უკვე ცნობილია შენი ისტორიებიდან.მომეწონა ძალიან.გელოდები.

№2 სტუმარი Ana-maria

როგორ გამახარეთ ახალი ისტორიით,რომ იცოდეთ. ვფიქრობ,ეს სულ სხვა ისტორიაა. სიყვარულზეა,მაგრამ მემგონი დროც სხვაა. "არხოტის გულის"არ იყოს,ტრადიციები აქაც მძაფრად იქნება. ნაძალადევი ქორწილი იმედია სიყვარულს მოუტანს ანარას. არბი-ჯერჯერობით ცუდ ემოციას ნამდვილად არ იწვევს.
ვატყობ დიდი თავგადასავალი გველოდება წინ. ძალიან საინტერესოა და ველი შემდეგ თავს.

P.S. ისტორიის სასელიც ძალიან გოროზია. ვნახოთ არბი როგორ დაიკავებს თქვენი მამაკაცი გმირების გვერდით განსაკუთრებულ ადგილს.

№3  offline მოდერი tasusuna

სტუმარი nancho
მოგესალმები ,წარმატებას გისურვებ.საინტერესო თემას ხარ შეჭიდებული,ჯერ მეც ვერ გავერკვიე სად ,რომელ დროში მოვხვდი.ფაქტია,რომ ძალიან საინტერესოა,კარგად რომ წერ ეს უკვე ცნობილია შენი ისტორიებიდან.მომეწონა ძალიან.გელოდები.

დროდა დრო თვალსაჩინო იქნება მგონი,სად და როგორ ვართ.. გელოდით ❤️❤️ პირველი ხართ და გამახარეთ ძალიან ❤️❤️ მიხარია,რომ დაგაუნტეესათ,დიდი სტიმულია ❤️❤️ვნახოთ,რას მოგვიტანს დროში ცვლილება. ❤️❤️

Ana-maria
როგორ გამახარეთ ახალი ისტორიით,რომ იცოდეთ. ვფიქრობ,ეს სულ სხვა ისტორიაა. სიყვარულზეა,მაგრამ მემგონი დროც სხვაა. "არხოტის გულის"არ იყოს,ტრადიციები აქაც მძაფრად იქნება. ნაძალადევი ქორწილი იმედია სიყვარულს მოუტანს ანარას. არბი-ჯერჯერობით ცუდ ემოციას ნამდვილად არ იწვევს.
ვატყობ დიდი თავგადასავალი გველოდება წინ. ძალიან საინტერესოა და ველი შემდეგ თავს.

P.S. ისტორიის სასელიც ძალიან გოროზია. ვნახოთ არბი როგორ დაიკავებს თქვენი მამაკაცი გმირების გვერდით განსაკუთრებულ ადგილს.

იმდენს ვფიქრობდი არბიზე,ვერ გეტყვით.. სულ სხვა გამოდის,ადე მგონია,თუმცა,არ უნდა ჩამორჩე უტას.. ❤️
ხომ იცით,გელოდით განსაკუთრებით..
ვიცოდი,ერთერთი პირვლი იქნებოდით ❤️❤️
ვისურვებდი,ბოლომდე გამომყვეთ,მიყვარს თქვენი შეფასებების კითხვა ❤️❤️
თან მაშინ,როცა იცნობთ ყველა ჩემს პერსონაჟს ❤️
მადლიბა,რომ ისევ აქ ხართ ❤️
იმედია,გაამართლა მოლოდინი!

№4 სტუმარი one

chveni gogo dabrunda))) welcome tasuna❤️
wavikitkhav da moval isev, momenatre*^*

№5 სტუმარი one

heh tasuna)) ra magaria❤️
mec iqve vijeqi kutxeshi da tvsls vadevnebdi))) ra dzalian sainteresoa chemo gogo ,rogorc moaxerxeb ise dade,aq var -mogyvebi❤️

№6 სტუმარი სტუმარი თამო

მიხარია რომ დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.დსრმწუნებული ვარ ესეც დიდ თავგადასავალს გვიმზადებს.არ ტოვებს არბი ცუდ შთაბეჭდილებას ასე მგომია რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე მოიყვანა ანარა ცოლად.ამას ალბაყ ნელნელა გავიგებთ.მიყვარს შენებური ისტორიები

№7  offline მოდერი tasusuna

one
heh tasuna)) ra magaria❤️
mec iqve vijeqi kutxeshi da tvsls vadevnebdi))) ra dzalian sainteresoa chemo gogo ,rogorc moaxerxeb ise dade,aq var -mogyvebi❤️

ყველა აქ ხართ ❤️❤️ ჩემები.. მინდა სახელით მოგმართო,თუ წინაარმდეგი არ ხარ,იქნებ მითხრა ერთის მიმართ ვინ იმალევა ❤️❤️❤️
მიხარია, ძლიან, ისევ რომ გამოჩნდი და ბედნიერი დღე დამაწყებინე ❤️❤️ მეც მანდ ვარ, შენთან ერთად კუთხეში და ვუყყრებ მათ ❤️❤️

სტუმარი თამო
მიხარია რომ დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.დსრმწუნებული ვარ ესეც დიდ თავგადასავალს გვიმზადებს.არ ტოვებს არბი ცუდ შთაბეჭდილებას ასე მგომია რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე მოიყვანა ანარა ცოლად.ამას ალბაყ ნელნელა გავიგებთ.მიყვარს შენებური ისტორიები

თამო,შენც აქ ხარ ❤️❤️ აუცილებლად რაღაც იქქნება,რამაც ც არბი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა..
, მადლიბა რომ მოგწონს ❤️❤️ დაგელოდები შემდეგ თავებზეც ❤️❤️

№8  offline წევრი EllaTriss

არ მიყვარს შეცდომებზე რომ ვლაპარაკობ - ხოლმე, ამიტომ არ ვლაპარაკობ :დ
უბრალოდ, გაკვრით რომ ვთქვა, დროებში ირევი. ხან აწმყოა, ხან წარსული. აღარ ამოვწერ ახლა, ვიცი, რომ გადახედავ მიხვდები.
წერისას, მეც მემართება - ხოლმე, რომ შეყვები, შეყვები, იქ ხარ, გრძნობ, სადღა ვუყურებ მერე რამეს :დ მოკლედ, შეცდომად მაინც არ ვთვლი, უბრალოდ.
რაც შეეხება თვითონ ისტორიას. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი თავია, საუბარიც ცოტა რთულია. მაგრამ ყველა დანახულ დეტალზე მესაუბრეთო და... :დ ❤
არბი სახელია, როგორც მივხვდი, მგონი.
აქამდე არ გამიგია, სხვათაშორის.
ომანი გამიგია, თითქოს. მაგრამ გვარია თუ ტიტულია თუ რა არის, ეგ არ ვიცი :დ
რაღაც ასე ტრადიციებს რომ კარგად იცნობ, ძალიან მომწონს ეგ.
იმის მიუხედავად, რომ ანარასთვის ახლა რთულია, ბოლომდე ასე არ გაგრძელდება, ასე მგონია - ნუ იმედია.
კიდევ რაღაცნაირი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ეს არბი ანარაზე საკმაოდ დიდია.
აი ეხლა დამეფიცება, ფოტო არ მინახავს. კოლაჟია, ბუნებაა თუ რაც არის, კი ვნახავ მერე.
ტელეფონით ვკითხულობ - ხოლმე და აქ არ ჩანს ისტორიას რა ფოტო ადევს.
უბრალოდ, რაღაცნაირად ასე მგონია. შეიძლება არც არის, მაგრამ ჰო.
მოკლედ, წარმატებები. აბა შენ იცი.
❤❤❤❤

№9  offline მოდერი tasusuna

EllaTriss

ელლა,რგორ გამაცინე :დდ ვწევრდი და ვიცოდი,რომ ამაზე ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებდით :დ ჯერ ვერ გადავწყვიტე,რომელი უფრო უხდება ისტორიას და მაგიტომაა ზოგაც ის , ზოგან ეს.. გამოვასწორებ :დდ
რაც შეეხება შენს შემოფრენას, ხომ იცი როგორ გამიხარდა ❤️
ვიცი აწი სულ დილით უნდა ველოდო შენს გამოჩენას..
სწორად განგიჭვრეტია,
არბი უფროსია,ფოტოზეც ისა! ნახე აუცილებლად!
ანარა ჯერ ვერ ვნახე,თქვენც რომ განახოთ ❤️❤️
მადლობა ელლა ❤️❤️

№10 სტუმარი სტუმარი ანასტასია

მოკლედ, დავიწყე: ეს ჩემი ტასუსუნაა და ყველაზე მაგრად წერს, აქედანვე იცოდეთ. მისთვის შემოვდივარ ამ საიტზე და ახლა არ დამიწყოთ, უკეთესებიც არიანო, გემოვნებაზე არ დაობენ. ასეთი დახვეწილი მანერა, საინტერესო სიუჟეტი და ემოციური აღქმა იშვიათია. ტასოს საკუთარი მკითხველი ჰყავს, აუდიტორია, რომელსაც პრეტენზია აქვს რაღაც განსაკუთრებულის წაკითხვაზე და არა ყელში ამოსული ბანალურობის ტკეპნაზე. ტასუსუნა ყველაზე დახვეწილი შემოქმედი და ნიჭიერი მწერალია, რომელიც უპრობლემოდ იღებს ჩვენს ყველა საიდანღაც მოთრეულ პრეტენზიას და გვიხსნის თითოეულ ჩვენგანს სიღრმისეულად, და ბოლოს, რა მნიშნველობა აქვს, რა დროში მიდის მოქმედება, ან გაგვიგია თუ არა სახელწბი და გვარები, დაწერა, მოგვაწოდა, წაიკითხე და შეირგე რაა, ხვალაც კი არ ნახავ ასეთ ნაწარმოებს. ტას, ალბათ მიცანი, ეს მე ვარ, შენი ერთგული, ცოტა რომ ვაფრენ, ცანცარა ანასტასია და იმიტომ მიყვარხარ ყველაზე ძალიან, შენც ჩემსავით აფრენ და ღრუბლებში ხარ… ალბათ ეს ერთადერთია, რაც არასდროს მოგვწინდება ამ დედააფეთქებულ ცხოვრებაში. მიყვარხარ❤️

მარტო ჩემთვის წერე, მჭირდები

№11  offline მოდერი tasusuna

სტუმარი ანასტასია

ჩემი გიჟი მოსახელეც მოსულა ❤️❤️ მეც ისე მგმართავ,შენ როგორც ❤️ტასუნა,მიხარია ასე რომ აღმუქვამ და მოგწონს რასაც ვწერ და კითხულობ ❤️❤️იცი რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები?! იმაზე მეტს,ვიდრე წარმოიფგენ!
სულს და გულს ახარებს და ძალიან დიდ მოტივაციას სძენს ❤️❤️
ეს სახელები მათსავით უცხოა,მათთვისაა და ასე მგობია,უხდებათ კიდეც,ისე როგორც ჩემს სხვა პერსონაჟებს ❤️❤️
არ მეკუთვნის სულ მთლად ეს სიტყვები,ასე ვფიქროვ"ბ,მაგრამ,მაინც სასწაული მოსასმენია ❤️❤️❤️
ასე მგონია დავფრინავ და ეს მაგარი გრძნობაა ❤️❤️❤️
აუცილებლად შემოფრინდი ხოლმე შენი გიჟური შეფასებებით
სანამ თუნდაც ერთი წაიკითხავს,მანამ დავწერ ტასუნა!
მიხარია,ასე რომ მოგეწონა ❤️❤️❤️
გელი რა!

№12 სტუმარი სტუმარი თიკო

პირველი თავია და ჯერ მეც ვცდილობ გავერკვე რა ხდება, სად და როდის. ოდნავ რთულია და გამაღიზიანებელიც რომ ყველა კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მიყვარს ეს შენი მანერა. ჯერ ისედაც პირველ თავში იშვიათად ირკვევა ყველაფერი, ყველა ისტორიაში, მაგრამ შენ რომ ეჭვებს, ემოციებს და იდუმალებას (გვ)მიტოვებ(თ), სულ სხვაა და მიყვარს... მოკლედ, იმედია არბი ომანიც დაიკავებს იმ საპატაიო ადგილს დანარჩენების გვერდით, რომლებსაც ქმნი მთელი გულით და ასე გვაყვარებ.❤ კიდევ ერთი, რამაც ძალიან გამახარა არის ის, რომ ეს ყველაფერი მთაში ხრება, არა? და შენ იცი, როგორ ძალიან მიყვარს მთა. როგორ მიყვარდა უტამდე და ონომდე და კიდევ უფრო როგორ შემაყვარე.❤მინდა ბევრი წარმატება გისურვო, ტას!❤❤❤
P.s ვიცი ისედაც მიხვდებოდი ვინც ვარ და ბევრს არ დავიწყებ.

№13  offline მოდერი tasusuna

სტუმარი თიკო

მთაზე და უტაზე უზომოდ შეყვარებული თიკოც მოსულა ❤️❤️❤️აბა როგორ დავივიწყებდი შენს უზომო სიყვარულს მთებისადმი?! მახსოვხარ და გელოდი,ვაღიარებ ❤️❤️
არბიმაც უნდა დაიკავოს მათ გ ერდით ადგილი.. ვნახოთ,რა მოხდება ❤️❤️
მადლობა,რომ ისევ ჩემთან ხქრ! ❤️❤️❤️❤️

№14 სტუმარი ია

ზედგინიძის,,დალიჰარი " გამახსენდა))

№15  offline მოდერი tasusuna

ია,კონკრეტულად რამ გაგახსენათ თუ საიდუმლო არაა?! სიმართლე გითხრათ არ წამიკითხავს "დალიჰარი" და დავინტერესდი ❤️

№16 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა და როგორც იცი ხოლმე საინტერესოდ გამოჩნდი.ეს შენი სტილია.წარმატებები და გელი მოუთმენლად

№17  offline მოდერი tasusuna

სტუმარი ნინო
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა და როგორც იცი ხოლმე საინტერესოდ გამოჩნდი.ეს შენი სტილია.წარმატებები და გელი მოუთმენლად

ნინო მადლიბა ❤️❤️ მიხარია,რომ მოგეწონა და გაგახარე ❤️❤️ იმედია,ბოლომდე ეს გრძნობა გაგყვება ! ❤️❤️

№18 სტუმარი Qeti qimucadze

ვაიმე თურმე როგორ დავიგვიანეეეეე. ახლა წავიკითხე ტასუ. ვხვდები წინ ჩახლართული და მძაფრსიუჟეტიანი ამბავი გველოდება. მოქმედება სად ხდება არაა მითითებული. შესაბამისად მივხვდი რომ ალბათ ფანტაზიით შელამაზებული რეალობაა. მეცოდება ანარა. და ყველა ის ადამიანი ვინც მახინჯ ტრადიციებს ეწირება. ისეთი მდიდრული და რაგაცნაირი სახელი ჰქვია მამაკაცს. უნწბლიედ პატივისცემის და შიშის განცდას იწვევს. იმედია ანარაა სიყვარულის მიძეზითა იმ სასახლეში და არა სხვა უფრო დამაბრკოლებელი მიზეზით. მოუთმენლად ველი მომდევნოსს. მაგარიააა

№19  offline მოდერი tasusuna

Qeti qimucadze

ჩემი გოგოც მოსულა! ❤️ ქეთ,მეც როგორ მომწონს იცი მისი სახელი?! ბევრი ვიფიქრე და მგონი ზუსტად ისაა,რაც უნდა ერქვას! სხვა შემთხვევაში სიტყვასაც ვერ ვწეერ ხოლმე!სწორად შერჩეული სახელი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა,ასე მგონია ❤️❤️
ადგილის უკეთესად აღწერა მინდა,ისე,როგორც გონებაში მაქვს დახატული და იმედია გამომივა შემდეგ თავში.. ცოტა რთული საწერია..
მადლობა რომ მოფრინდი ❤️❤️ დაგელოდები ხოლმე ქეთ ❤️

№20 სტუმარი Stumari baby

ძალიან საინტერესო დასაწყისია ❤❤ველი შემდეგ თავს

№21  offline მოდერი tasusuna

Stumari baby
ძალიან საინტერესო დასაწყისია ❤❤ველი შემდეგ თავს

დიდი მადლობა ❤️❤️

№22 სტუმარი ია

tasusuna
ია,კონკრეტულად რამ გაგახსენათ თუ საიდუმლო არაა?! სიმართლე გითხრათ არ წამიკითხავს "დალიჰარი" და დავინტერესდი ❤️

განსხვავებული მანერითაა ისიც დაწერილი, სამწუხაროდ არ დაასრულა...წარმატებები

№23  offline წევრი gaomao

ია
ზედგინიძის,,დალიჰარი " გამახსენდა))

დალიჰარს მეც გულის ფანცქალით ველოდი ხოლმე, და ძალიან დამწყდა გული რომ აღარ წერს :(

№24 სტუმარი სტუმარი კატერინა

ძლივს ვითმენ, რომ არ წავიკითხო, სანამ ბოლომდე არ დაასრულებ.
გელი, უკიდეგანოდ ბედნიერი მე...
(შენობით ფორმაზე გადავალ თუ შეიძლება ???? ❣ )

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent