შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები ტანო, ტატანო


19-07-2021, 15:58
ავტორი ciracira329
ნანახია 92

ტანო, ტატანო

– დილა მშვიდობისა, მკვლელებო, დილა მშვიდობისა, ქურდებო, დილა მშვიდობისა, ყაჩაღე ბო, ჯიბგირებო, გამფლანგველებო, დილა მშვიდობისა, აფერისტებო, გარყვნილებო და გათახსირებულებო, დილა მშვიდობისა, თქვე ჩემი ცოდვით სავსეებო, ადექით, გაკეთდა ქვეყანა!..
– გაბმულად ყვირის შოშია, საკანი იშმუშნება, იზმორება, ცალ თვალს აღებს, ერთხანს უყუ რებს შოშიას, მერე იმედგაცრუებული ოხრავს და იღვიძებს, ვიღვიძებ მეც, რადგან ვიცი, ამ წუთიდან ძილი აღარ მიწერია. ვიღვიძებ და ვხედავ, ჩემი ბალიშის ყურზე რკინის მესერში გაჭირვებით შემომძვრალი, ეჭვმიუტანელი, თავისუფალი, მოწმენდილ ცასავით მართალი, თბილი, მაცოცხლებელი მზის სხივი თამაშობს.
– მამალი მაინც იყოს ეს შობელძაღლი, ყოველ დილით რომ მაღვიძებს! – კბილების ღრჭიალით ამბობს დევდარიანი და ნარზე ჯდება.– დილა მშვიდობისა, ზაზა! – ახლა მე გადმომძახის ქანდარიდან შოშია.
– დილა მშვიდობისა, შოშია! – ვპასუხობ მე და ვხედავ, როგორ გადადის მზის სხივი ბალიშის ყურიდან კედელზე და როგორ მიცოცავს აღმა. კიდევ ხუთი წუთი და წავა... სულ წავა.
– როგორ გეძინა, ზაზას შემოვევლე?! – ისე რა, შოშია.
– ჰა, ცუდი სიზმარი ხომ არ გინახავს? – უცნაური სიზმარი ვნახე, შოშია, ძალიან უცნაური.
– მაინც? – ვითომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი! – გამოვუტყდი შოშიას.
– მერე? – რა მერე! – როგორ თუ რა, შე ბემურაზო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყავი და არაფერი გააკეთე? – რა უნდა გამეკეთებინა, შოშია, სულ ნახევარი საათი ვიყავი...
– როგორ თუ რა უნდა გაგეკეთებინა, ნახევარ საათში ობეხეესმა ოცდახუთი კაცი დაგვიჭირა, შენ ნახევარ საათში ცხრა კაცი ვერ გაუშვი? – ვინ უნდა გამეშვა? – გამიკვირდა მე.– ვინა და ჩვენ, შე ეგოისტო, უცხვირპირო, შენ დალპი ამ ციხეში, შენ მოუკვდი შენს გამომძიებელს, რა ჩემი ფეხების მინისტრი იყავი, თუ ძმაკაცები არ გაგახსენდით, მერე როგორი ძმაკაცები, ღმერთო, სამართალი არა გაქვს? ამ ლაწირაკს მინისტრად ნიშნავ, მე მთელი ღამე ასკილის წვენი მესიზმრება, ადექით და ჩაქოლეთ ეს არამზადა!!! – მოუწოდა შოშიამ ხალხს, თავს აშკარა დამნაშავედ ვგრძნობდი, ხმა არ ამომეღებოდა და თავჩაღუნული ვდუმდი.
– შოშია, ერთხელაც გაგიღვიძებივარ ეგრე ადრე და, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე! – გააფ რთხილა დევდარიანმა.
– კარგი, რა, ლიმონ, მართალი არა ვარ? – მართალი ხარ, მაგრამ მაინც გაფრთხილებ! – უპასუ ხა დევდარიანმა და ჩაცმა დაიწყო. შოშია ერთხანს დადუმდა. მერე ისევ ჩემკენ გადმოიხარა.
– ზაზა, მართლა მინისტრი იყავი? – მკითხა და პასუხის მოლოდინში თვალები მოჭუტა.
– ჰო, შოშია, მინისტრი ვიყავი და მაპატიე, ეტყობა, მართლა ეგოისტი ვარ. – გამოვუტყდი და ნაშაულში. შოშია დაფიქრდა.– ჭკუით იყავი, ზაზას შემოვევლე, დიდი კაცის დასიზმრებამ ავადმყოფობა იცის. აი მე, 41 წელში, პატარა ვიყავი, ჩვენი სკოლის დირექტორი დამესიზმრა და ომიც დაიწყო! – გამაფრთხილა შოშიამ და ფანჯარასთან მოკალათდა.
– აჰა, ეგეც მე ვარ? მოვიდა თუ არა? – რა იყო, შოშია? – ისევ ის ლოთი მოვიდა სალუდესთან, არ უსხამს, დაუსხი! დაუსხი, შე უსინდისო... ჰა, არ გაუშვა გაწბილებული, თორემ მოკვდე ბა... ნისიად დაუსხი... აბაზი რაა, შე უსინდისო, დაუსხი-მეთქი, რომ გამოვალ თუმანს მოგ ცემ... მიდი, შენი ჯიგარი დავხიე. კაცი კი არა, ღორი ხარ, დაუსხი-მეთქი... ეგრე! – ამოისუნ თქა შოშიამ.
– რა იყო, შოშია? – დაუსხა მაგ ბემურაზმა, ერთი ამას დამიხედე! რასა შვები, ეი, ტუტუცი, ისე დაც ნახევარი დაგისხა! – შემოირტყა თავში ხელი შოშიამ.
– რას შვება, შოშია? – სულს უბერავს ეგ იდიოტი, ზაზა, გენაცვალე, ხედავ? სულს უბერავს. – გადმოეკიდა ჩემკენ შოშია. – რა ქნას, შოშია, მთელი მარილი სულის შებერვაშია, აბა, წარმოიდგინე, – მე ვაჩვენე, როგორ უბერავენ სულს ლუდის კათხას, მერე ნელ-ნელა როგორ წრუპავენ და უცებ ისე მომინდა ლუ დი, გული კინაღამწამივიდა.
– მართალი ხარ, ჩემო ზაზა, მართალი! – სინანულით დაიქნია თავი შოშიამ.
– შოშიაჯან! წუხელ სიზმარში საიათნოვა არ გინახავს? – ჰკითხა გულოიანმა.
– ვიცი, შენ სიმღერა გინდა, ტიგრან, მაგრამ არ მინახავს და რა ვქნა? – მიუხვდა შოშია.
– ეეე, მა რა ნახე? – გული დაწყდა ტიგრანას.
– წუხელ მთელი ღამე თბილისის ქუჩებში დავდიოდი, სიონში სანთლები დავანთე, მედუდუ კეებთან ერთად შევუბერე, მტკვარზე ვიქეიფე, სიონში შევედი, ღმერთს დავუჩოქე, ვუთხარი
– რადგან გამოსვლა მაღირსე, დღეიდან ფულის გამფლანგველის დედა ვატირე-მეთქი. ეკლესიიდან რომ გამოვედი, გამახსენდა, ცოტა თუ არ მოვიპარე, ცოლ-შვილი რითი ვარჩინო-მეთქი. ისევ შევედი ეკლესიაში, სამი სანთელი ავანთე, ისევ დავუჩოქე ღმერთს და ვთხოვე: – ღმერთო, ცოტა მოპარვის უფლება მომეცი, სულ ცოტასი, ბევრი არ მინდა- მეთქი. ასე მითხრა, შენი ცოტა კი ვიცი, რაც არისო. რა არის-მეთქი, ვკითხე, და ზუსტად ის თანხა მითხრა, რაც მოვიპარე, მილიონ ჩემტოო.კიდევ კარგი, ის ჩემტო არ იცოდა, ცხრაასი ათასი რომ იყო.
– ძველით თუ ახლით, შოშია? – ჰკითხა გაკვირვებულმა ჭეიშვილმა.
– ბრიყვო, ახლით მილიონ ცხრაასი ათასი საქართველოს ბიუჯეტია, რა თქმა უნდა, ძველით!
– განუმარტა შოშიამ.
– მაინც ბევრია, – დაასკვნა ჭეიშვილმა.
– ბევრი როა, იმიტომ ვზივარ შენისთანა იდიოტთან. – აუხსნა შოშიამ.
– მე მოვითხოვ, ჩემთან საუბრის დროს ლამაზი გამოთქმები მოიმარჯვოთ, ახლა კი ამიხსე ნით, რატომ ვარ იდიოტი? – თქვა ჭეიშვილმა და ფეხზე წამოდგა.
– რამდენი გქონდა გარეთ ხელფასი? – ჰკითხა შოშიამ.
– მეე? – იკითხა გაკვირვებულმა ჭეიშვილმა.
– ჰო, შენ! – 120 მანეთი!
– მაგის 25 პროცენტი რამდენია?
– 30 მანეთი! – სწრაფად უპასუხა ჭეიშვილმა.
– ჰოდა, იდიოტი ხარ, მა რა ხარ? თვეში 30 მანეთის გულისათვის რომ ციხეში ზიხარ! – უთხრა შოშიამ.
შენისთანავეშაპისათვის და სოციალისტური საკუთრების მიმთვისებლისათვის ადვილი სათქმელია ოცდაათი მანეთი, როდესაც მილიონ ცხრაასი ათასი გაქვს მიტაცებული! – თითი ასწია მაღლა და თანხა გამოთქმით წარმოთქვა ჭეიშვილმა.
– ჭეიშვილი, შენ გარეთ რად მუშაობდი? – ჰკითხა უცებ გულოიანმა.
– ინჟინრად! – მეტი არაფერი? – საზოგადოებრივი დატვირთვაც მქონდა... – ჭეიშვილმა რა ტომღაც თავი შეიკავა.
– მაინც? – არ მოეშვა გულოიანი.
– აგიტატორი ვიყავი! – გამოტყდა ჭეიშვილი.
– ესე იგი დროშა იყავი და ტარი გაგიკეთეს? – ჰკითხა გულოიანმა, ჭეიშვილმა თავი დახარა. საკანში ხარხარი ატყდა.
– ხომ ვთქვი, ხალხო, იდიოტია-მეთქი, – იყვირა შოშიამ. – ჭეიშვილო, გამიშვი გარეთ და ხატ ზე დაგიფიცებ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე შენც გარჩენ, შენს გამომძიებელსაც, შენს პროკურორსაც, შენსმოსამართლესაც და იმ შენს ნაბიჭვრებსაც მე გადავუხდი ალიმენტს, – დაჰპირდა შოშია.
– მომეცი ის ფული, რაც სახელმწიფოს წაღლიტე და მე თვითონ გადავიხდი ალიმენტს და მე თვითონ გარჩენთ შენ და შენს სირანას. – დაჰპირდა თავის მხრივ ჭეიშვილი.
– ქრთამს მთხოვ პატიმარ კაცს? – დაისაწყლა თავი შოშიამ. ურდულის ჩხაკუნი გაისმა. შოშია სასწრაფოდ ჩამოხტა ქანდარიდან და ჩემს ნარზე ჩამოჯდა. კარის დარაბა გადაიხსნა და სა კანში გაზაფხულმა შემოიხედა.
– გამარჯობათ, ბოროტმოქმედებო, – თქვა ნუნუ ექიმმა და ბნედისმომგვრელად გაგვიღიმა.
– ნუნუ ექიმს გაუმარჯოს! –– ამოიგმინა საკანმა და ყველანი ფეხზე წამოდგნენ.
– რამეს ხომ არ უჩივით? რაო? ეს რა იკითხა ნუნუ ექიმმა, რამეს ხომ არ უჩივითო? ვუჩივით და მერე როგორ ვუჩივით, ნუნუ ექიმო, აბა, შემოგვხედე, როგორ ფიქრობ, არაფერს არ ვუჩი ვით? უქალობას ვუჩივით, უსიყვარუ- ლობას ვუჩივით, უგულობას ვუჩივით, ქალის თვალთა ეშხი გვაკლია, ალერსი გვაკლია,სითბო გვაკლია, ცრემლი გვაკლია, ღიმილი გვაკლია, ყველაფერი გვაკლია...
შენ კი გაზაფხულივით მოსულხარ, კვირტი აგიფეთქებია, მკერდი გაგიღეღია, ორთავე მაჯა გადაგიხსნია ჩვენთვის, ჩვენს ადუღებულ სისხლს დასწაფებიხარ, სისხლისაგან დაგიცლი ვართ, თან უსინდისოდ გვეკითხები, – რამეს ხომ არ უჩივითო, რამე ხომ არ გტკივათო? გვტკი ვა და მერე როგორ გვტკივა, ნუნუ ექიმო! – რაო, რას გაჩუმებულხართ, არაფერი არ გტკივათ?
– იკითხა ნუნუმ და გაკვირვებულმა წარბები მაღლა აზიდა. საკანმა ისევ ამოიგმინა, პატიმრე ბი დარაბას მიასკდნენ. თავი, ნუნუექიმო! – ლუმინალი! – კბილი, ნუნუ ექიმო! – ლუმინალი!
– კუჭი, ნუნუ ექიმო!
– ლუმინალი!
– გული, ნუნუ ექიმო!
– ლუმინალი!
– ყელი, ნუნუ ექიმო! – ვუთხარი მე და ყელი გავუწოდე.
– ბაწარი! – მითხრა ნუნუ ექიმმა და მაინც ლუმინალი მომცა. ყველას გაეცინა.
– ეს ვინ არის, რატომ წევს? – იკითხა ნუნუ ექიმმა და ნარზე წამოწოლილი დევდარიანისაკენ გაიხედა.
– მაგი დევდარიანი გახლავთ, პატივცემულო! – განუმარტა ჭიჭიკო გოგოლმა.
– რატომ წევს? – ისევ იკითხა ნუნუ ექიმმა და ისევ აზიდა გაკვირვებით წარბები.
– თქვენისთანა ლამაზ ქალს რომ დაინახავს ზრდილობიანი კაცი, კი უნდა ადგეს ფეხზე, მკვდარი თუ არ არის, მაგრამ ეტყობა ძალიან უჭირს მაგას. დევდარიანი, ადექი! – მიუბრუნდა ჭიჭიკო დევდარიანს. დევდარიანმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ნამდვილად უჭირს! – დაასკვნა ჭიჭიკომ.
– ანდრო, ანდრო! – გასძახა დერეფანში ნუნუ ექიმმა ზედამხედველს.
– გისმენ, ნუნუ! – უპასუხა ზედამხედველმა.
– მოდი ერთი, კარი გამიღე, პატიმარია ავად, უნდა ვნახო! – საკეტი აჩხრიალდა, მერე უცებ კა რი გაიღო და საკანმა ისევ ამოიგმინა. ზედამხედველის თანხლებით საკანში შემოვიდა კი არა, შემოცურდა რაღაც ღვთაების მსგავსი, რომელსაც დღემდე, როგორც უაღრესად მსა სოოვარს, მხოლოდ ჩარჩოში ვხედავდით სურათივით. იგი ახლა მთელი თავისი არსებით, ფეხის ფრჩხილებიდან ვიდრე თმებამდე, ჩვენსწინაშე იდგა, მაღალი მკერდით, მაღალი თე ძოებით, გრძელი მკლავებით, ჩამოქნილი, ოდნავ მზედაკრული ფეხებით, მოკლე, სპეტაკ ხა ლათში გახვეული სავსე სხეულით, მხარზე წითელჯვრიანი ჩანთაგადაკიდებული. ჩვენს წინ იდგა დედამიწის ზურგზე მოსიარულე ქალთა შორის ყველაზე სრულყოფილი და ლამაზი ქალი, რომლის სილამაზის აღქმისა და შეგრძნების უნარი ღმერთმა, ალბათ, მხოლოდ პატიმრებს მიანიჭა.
– აბა, თქვენ თქვენს ადგილზე დასხედით! – ბრძანა ზედამხედველმა. ჩვენ მონუსხულებივით ვიდექით და ადგილიდან არ ვიძროდით. ნუნუ ექიმი მიხვდა მის მი ერ მოხდენილ ეფექტს და ოდნავ შიშნარევი სიამაყით გაემართა დევდარიანის ნარისაკენ.
– დასხედით! – გაიმეორა ბრძანება ზედამხედველმა და ჩვენც უცებ გონს მოვეგეთ. ჭიჭიკო გო გოლმა სკამი დაუდგა დევდარიანის საწოლთან ნუნუ ექიმს. ნუნუ ექიმი სკამზე დაჯდა და დევდარიანს ხელი შუბლზე დაადო. დევდარიანი დადნა.
– სიცხე არ უნდა გქონდეს, რა გტკივა? – ჰკითხა ნუნუ ექიმმა. დევდარიანი დუმდა.– რას დადუმებულხარ, არაფერი არ გტკივა? – გაუკვირდა ნუნუ ექიმს. მე კი ის უფრო გამიკვირდებოდა, დევდარიანს რომ ახლა ხმა ამოეღო.
– მაინც რას გრძნობ? – ჰკითხა ნუნუ ექიმმა.
– სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობ, ნუნუ ექიმო! – ძლივს ამოიღო ხმა დევდარიანმა.
– თუ კაცი ხარ, ექიმს ნუ მეძახი, ექთანი ვარ მე. – უთხრა ნუნუ ექიმმა.
– ჩვენთვის ექიმიც ხარ, პროფესორიც და დედოფალიც. – გაუცინა ლიმონამ.
– ჰო, კარგი, პროფესორი ვარ, ოღონდ მითხარი, როგორ გრძნობ სიკვდილის მოახლოებას?
–აი, ასე, მოდის, მოდის, მომიახლოვდება, ვერ ვხედავ, სუნთქვა მესმის... – დაიწყო ლიმონამ. უცებ დერეფანში საშინელი ყვირილი და ჩოჩქოლი ატყდა.
– არ გამოვალ, არ გამოვალ, გამიშვით, არ მინდა, სანამ პროკურორს არ მომიყვანთ, არ ვჭამ! – ყვიროდა ვიღაც. ჩვენი ზედამხედველი ცივად შეტრიალდა დადერეფანში გავარდა. გავარდა და აქ მოხდა მანამდე გუბერნსკის ციხის ისტორიაში გაუგონარი რამ. არავინ იცის, კართან მდგარმა გულოიანმა ჰკრა ხელი, თუ ზედამხედველი გასვლის დროს შემთხვევით გამოედო, უცებ კარმა გაიჩხაკუნა, ნუნუ ექიმი გველნაკბენივით წამოიჭრა და მივარდა კარს, მაგრამ უკვე გვიან იყო, კარი გარედან ჩაიკეტა. ყველანი ადგილებს დავაცივდით. პატიმ რებს ნაცრისფერი დაედოთ, სუნთქვა შეგვეკრა, საკანი სამარეს დაემსგავსა. ნუნუ ექიმი კარს აეკრა და უზარმაზარი შეშინებული თვალებით გვიცქერდა. გაფითრებული დევდა რიანი ნარიდან წამოდგა და ნელი ნაბიჯით ნუნუ ექიმისაკენ დაიძრა. სისხლი გამეყინა ძარ ღვებში.
– არ მომეკარო, არ მომეკარო, არ მომეკარო! – იმეორებდა უაზროდ ამ ერთ სიტყვას ნუნუ ექი მი და თვალს არ აცილებდა დევდარიანს. დევდარიანი არ შეჩერებულა, იგი მიუახლოვდა ნუნუ ექიმს და მის წინ დადგა.
– არ დაგვღუპო, დევდარიანო! – მუხლებზე დაეცა ჭიჭიკო გოგოლი. დევდარიანმა ყურადღე ბა არ მიაქცია გოგოლს, ორთავე ხელი შეუცურა იღლიებში შიშისაგან ენაჩავარდნილ ნუნუ ექიმს, თავს ზემოთ ასწია, წამოიყვანა და შუა საკანში სკამზე დააყენა. ერთ ხანს ასე უყუ რაქვემოდან ზემოთ, მერე სამი ნაბიჯით უკან დაიხია, ორთავე ხელი მაღლა აღაპყრო, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ჩურჩულით დაიწყო:

ტანო ტატანო, გულწარმტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო მკლავებო, მომკლავებო, ვერ-საკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ წამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო...
ხელით ნარის რკინის საყრდენს ჩაფრენილი გაშეშებული ვიდექი. ნერწყვის გადაყლაპვას ვცდილობდი, მაგრამ პირი გამშრალი მქონდა და ენას ვერ ვაბრუნებდი... საკანი თითქოს მა ღალი ძაბვის დენში ჩართესო, ტანში ისე შემაჟრჟოლა და შეშინებულმა ნარს ხელი გავუშვი.
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულ მთვარეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს,
–დევდარიანი ახლა ჩვენსკენ შემობრუნდა ხელაპყრობილი, მას ორთავე ღაწვზე ცრემლები ეკი და...
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს,
ვა, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო,
– დევდარიანმა ცრემლი გადაყლაპა და გაბზარული ხმით გაიმეორა:
– ვა, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო.
– მერე შეტრიალდა, თავის ნარზე დაჯდა და თავი ჩაღუნა.
ნუნუ ექიმი სკამზე იდგა მოჯადოებული, ცრემლით სავსე თვალებს ჩქარ-ჩქარა აფახულებდა და, რომ პატიმრების წინ ბავშვივით არ ატირებულიყო, სკამიდან სწრაფად ჩამოვიდა, კართან მივიდა და პატარა მუშტებით ბრახუნი დაიწყო ზედ. კარი გაიღო, საკანში შეშინებული ზედამხედველი შემოვარდა.
– ვინ ჩაკეტა კარი?! – იბღავლა მან. საკანი ხმას არ იღებდა. ნუნუ ექიმი სასწრაფოდ გავიდა საკნიდან.
– გოგოლო! ვინ ჩაკეტა კარი! – ახლა გოგოლს უყვირა ზედამხედ- ველმა. ყველა მიხვდა, შეში ნებულ ზედამხედველს ყვირილით საკუთარი დანაშაულის დაფარვა უნდოდა.
– წადით თქვენ, უფროსო, ნუ გეშინიათ, ცუდი არაფერი არ მომხდარა აქ. – უთხრა გოგოლმა.
– თუ რამე აწყენინეთ, კარცერში ამოგალპობთ ყველას! – დაგვემუქრა ზედამხედველი.
– მინამ ლამაზი ხარ, წადი რა, რომ გეუბნებიან! – სთხოვა ტიგრანამ, ფეხზე წამოდგა და ზედამხედველს თვალი თვალში გაუყარა. ასე იდგნენ დიდხანს. უცებ ზედამხედველი შეტრიალდა და საკნიდან გავიდა.
კარი გარედან გადარაზეს. საკანმა შვებით ამოისუნთქა.
* * *

ჩვეულებრივ, საკანს ღამღამობით ათასნაირი ძილით ძინავს, ათასნაირად სუნთქავს, ბორ გავს, ბრუნავს, ათასნაირად უცემს გული. ათასნაირ სიზმარსხედავს საკანი, ამიტომ მისი ძილი საოცრად მშფოთვარეა, ხოლო მაჯა არითმიული. საკანი ხან ოხრავს, ხან კვნესის, ხან რას წამოაბოდებს, ხან – რას, ხან ტირის, გულამომჯდარი დაკარგული ბავშვივით, ხანიცინის ისე და უდარდელად, გაგეღვიძება და შეგეშინდება.დღეს მთელი დღის მძაფრი შთაბეჭდილებებით უზომოდ დაქანცული საკანი ადრე დაწვა და საძინებლად, მაგრამ იმ შფოთვაშიც ეტყობოდა ყველა პატიმარს, რომ ძილში თუ სიზმარშირაღაც ნეტარი და თბილი ახლდა მეგზურად. სხვებივით ადრე დავწექი და, აი, უკვე ორი საათია თვალდაჭყეტილი ვაგდივარ გულაღმა და ჭერში ჩამოკიდებულ მბჟუტავ ნათურას ვერ ვაცილებ თვალს, იგი რაღაც დღისა და ღამის გასაყარზე გზადაბნეულ ციცინათელას ჰგავს, არ იცის, ჩაქრეს თუ აინთოს, ჩაქრეს თუ აინთოს, ერთი კია, რომ, თუ დიდხანს, დიდ ხანს უყურებ, თვალის გუგებში გებუდება და ფიქრს ნათელსა და ფერადოვანს ხდის. ორ სულიერს არ გვძინავს – მე და ნათურას, მე იმიტომ, რომ არ მეძინება, ნათურას კი ეძინება, ძალიან ეძინება, მაგრამ არ აძინებენ. არ ძინავს კიდევ ერთ სულიერს, ეს სულიერი კარზე მრგვლად ამოჭრილი საკნის შუშის თვალია, საოცარი ციკლოპის თვალი, შუბლზე ამოსული ერთადერთი შუშის თვალი, რომელიც შიგნიდან გარეთ კი არა, გარედან შიგნით იყურება და მე ვგრძნობ, როგორ იღება ეს თვალი დროდადრო და როგორი დაჟინებით უცქერს ყველა ჩვენგანს. ძინავს ყველას, ჩემს გარდა. თუ სადმე სამართალია, დევდარიანსაც არ უნდა ეძინოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი გაუნძრევლად წევს და თვალს არ ახამხამებს, მე ხატზე დავიფიცებ, რომდევდარიანს არ ძინავს.
– ლიმონ, – რაც შეიძლება წყნარად დავუძახე მე. ხმა არ გამცა.
– ლიმონ! ვიცი, რომ არ გძინავს, გამეცი ხმა!
– რა გინდა?
– მკითხა დევდარიანმა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
– არ მეძინება. – ვთქვი მე.
– ნანა ხომ არ გინდა? – მკითხა მან.

– ლიმონ, ნამდვილი სახელი რა გქვია? – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
– რა, ლიმონა არ მოგწონს?
– მომწონს, მაგრამ ეგ ხომ არ შეიძლება, ნამდვილი სახელი იყოს.
– კაკო მქვია! – თქვა მან და შეიშმუშნა.
– აკაკი, კაკო, კაკი! – ვთქვი მე ჩემთვის.
– რა თქვი?
– არაფერი, ისე. ლიმონას რატომ გეძახიან?
– ბავშვობაში მაკაკას მეძახდნენ ბიჭები, ლიმონა მეორე სროკზე შემარქვეს, აგარაკზე ნაღველი ჩამექცა და ლიმონივით ყვითელი ვიყავი.
– ყვითელი ნესვიც არის, შე კაცო! – შევედავე მე.
– არა, ცოტა ხასიათიც მჟავე მაქვს! – გამომიტყდა ლიმონა.
– ჰოო!
– მოისვენე? – მკითხა ლიმონამ.
– არა! – ვუთხარი მე.
– ახლა არ მითხრა, ყვითელი და მჟავე კიტრიც არისო, თორემ გავგიჟდები, – გამაფრთხილა ლიმონამ. გავჩუმდი. ასე გაჩუმებულები ვიყავით დიდხანს.
– ლიმონ! – დავიწყე მე.
– გისმენ!
– შეგიყვარდა, ლიმონ? – ვკითხე მე და გული ამიფართხალდა პასუხის მოლოდინში.
– რაო? – თავი მოაბრუნა ჩემსკენ გაკვირვებულმა ლიმონამ.
– შეგიყვარდა -მეთქი?
– ვინ? – მკითხა ლიმონამ.
– ვითომ არ იცი!
– მაინც ვინ?
– ნუნუ!
– რომელი ნუნუ?
– ნუნუ ექიმი! – ვუთხარი და სუნთქვა შემეკრა. ლიმონა დიდხანს დუმდა.
– შენ, ჩემო ზაზა, იმის გარდა, ჰარიფი რომ ხარ, სულელიც ყოფილხარ, – მითხრა ბოლოს.
– რომ გენახა, როგორ მიხვედი, როგორ აიყვანე ხელში, როგორ წაუკითხე ლექსი და როგორ უყურებდი, მაგას არ მეტყოდი, – ვუთხარი მე.
– რასაც შენ ამბობ, ეგ ყველაფერი მაიმუნობაა და ბითურობა.
– რომ ტიროდი? – ყველა პატიმარს თვალები სველ ადგილას აქვს.
– მეც რომ ვტიროდი?
– შენ რა, პატიმარი არა ხარ?
– თვითონ ნუნუ? – იმას ყველა პატიმარი ერთნაირად ეცოდება.
– არასოდეს არ გყვარებია?
– მიყვარდა პირველი კლასიდან მესამე კლასამდე, ერთი გოგონა, ნელი ერქვა. მასწავლებელი ქუჩაზე გადასვლის დროს რომ გვაწყვილებდა, ის სულ ჩემთან ხვდებოდა ხოლმე.
– მერე?
– მერე არაფერი, იმის შემდეგ აღარავინ მყვარებია, უბრალოდ, შეყვარებას ვერ ვასწრებ, ძალიან მალ-მალე მიჭერენ!
– ამოიოხრა დევდარიანმა.
– მაშ, ამბობ, არ გიყვარს? – ჩავეკითხე ლიმონას.
– როგორ არ მიყვარს, ბიჭო, მიყვარს კი არა, ვგიჟდები, მაგრამ ნუნუ ექიმი კი არ მიყვარს, ჩემს სიყვარულს სათაური არა აქვს; ნუნუ, მანანა, ქეთინო, თამარი და ჟოზეფინა, მე საერთოდ მიყვარს, ქალი მიყვარს, გაიგე? ქალი და სილამაზე. – თქვა დევდარიანმა და ნარზე წამოჯდა. გულზე მომეშვა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ჩამომეხსნას მხრებიდან.
– ნუნუ ექიმი ძალიან ლამაზია, არა, ლიმონ! – ვკითხე.
– არა! – მიპასუხა.
– როგორ თუ არა? – გამიკვირდა მე.
– აი, ისე, ახლა მე და შენ პატიმრები ვართ, დამშეული, ქალს მონატრებული პატიმრები და ეგ ჩვენი ექთანი მზეთუნახავად გვესახება, თორემ გარეთ ეგ ჩვეულებრივზე უფრო ჩვეულებრივი, საშუალო გოგოა! – თქვა დევდარიანმა.
– რას ამბობ, ლიმონ, ეგეთი ლამაზი გოგო ჯერ არ მინახავს! – გამიკვირდა მე.
– შენ, ლოთიანად, შეყვარებული ხომ არხარ? – მკითხა ლიმონამ.
– ვარ და მერე როგორ! – ვთქვი მე და სირცხვილისაგან ყურები ამეწვა.
– ვაა, გამოდის, რომ უყვარს!!! – თავისთვის თქვა ლიმონამ.
– მიყვარს, ლიმონ, მიყვარს! – დავუდასტურე მე.
– გესიზმრება ღამით? – როდის დამესიზმრება, მთელი ღამეები ჭოტივით მღვიძავს. – ვთქვი გულდაწყვეტილმა.
– მაშ, არ გესიზმრება?
– ხილვები მაქვს, ლიმონ!
– ხილვები რა ოხრობაა?
– მელანდება, თქვენ რომ გძინავთ, მთელი ღამე დადის საკანში, ხან გამომეცხადება... დევდარიანს უცებ გაეცინა.
– რა გაცინებს? – ვკითხე მე.
– ახლა კი მჯერა, მკვლელი რომ არა ხარ!
– რატომ?
– იმიტომ რომ მკვლელებს მთელი ღამე ქალები კი არა, მოკლულები ელანდებათ.
– შენ რა იცი?
– ვიცი.
– საიდან?
– დილით ტიგრანას ჰკითხე, გეტყვის. ახლა დაიძინე! – თქვა დევდარიანმა და გადაბრუნდა. მეც გადავბრუნდი, ერთხანს ვიწრიალე.
– ლიმონ! – დავუძახე ისევ.
– კაცო, გძინავს მგონია, თუ ისევ ნუნუ ექიმთანა ხარ?
– იქა ვარ ლიმონ, იქ!
– ნეტაი შენ!
– ლიმონ, მე მგონი, ქვეყნად ყველაზე დიდი გამოგონება მაინც ქალია, რას იტყვი შენ? – ვკითხე ლიმონას და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
– მე მგონი, ჰო! – თქვა ლიმონამ დიდი ხნის შემდეგ.
– ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, დროშა და ჰიმნია, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა, – თქვა უცებ ბატონმა ისიდორემ ისეთი ხმით, რომ ჟრუანტელმა დამიარა.
– ძია ისიდორე, არ გძინავს? – ჰკითხა დევდარიანმა.
– არ მძინავს!
– თქვენ რაღა მოგივიდათ, ძია ისიდორე?
– მოკლული მელანდება, შვილო!
– ხუმრობთ, ძია ისიდორე!
– ვხუმრობ კი არა, კიდევ რამდენიმე ღამე და, მოვკვდები.
– რას ამბობთ, ძია ისიდორე, სიკვდილამდე ჯერ გრძელი გზაა. – დაამშვიდა დევდარიანმა.
– ყველაზე გრძელი გზა ის არის, რომ წახვალ და უკან ვეღარ დაბრუნდები. გაიგე?
– ვერა! – უთხრა დევდარიანმა.
– საწყენია! – თქვა თავისთვის ძია ისიდორემ. და ხმა აღარ ამოუღია. არც მე და დევდარიანს გვითქვამს რამე, გატრუნულები ვიწექით... მერე მე ისევ გამომეცხადა უზარმაზარი თბილი მზე. იმ დღეს იგი იმხელა იყო, ჩვენი საკნის ფანჯარაში ვერ შემოეტია, მაშინ მზემ სხივი გამომიწოდა ხელივით, ფრთხილად მომხვია მხრებზე, ნარიდან წამომაყენა და თან გამიყოლა…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent