შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი” 10 ნაწილი


19-07-2021, 16:06
ავტორი LiZzyCh
ნანახია 276

ადრე გამეღვიძა, თვალები ნელა გავახილე,სილუეტების გარჩევა ნელ-ნელა დავიწყე..
პდნავ წამოვჯეხი და თველები მოვისრისე..
-დილამშვიდობისა პატარავ!კარგად გეძინა?
ხმის გაგონებაზე უეცრად შევკრთი,თვალები მოვჭუტეთუარა ჩემს მოპირდაპირედ სავარძელშიხ მჯდარი ლუციფერი შევნიშნე...
საბანი მაღლა ავზედა და მასში მთლიანად შევძვერი..
-გმადლობ...კარგად მეძინა,როდის გავდივართ რომ მოვემზადო?
ლუციფერმა ამოიხვნეშა..შემდეგ წამოდგა და ოთახში ბორიალი დაიწყო..
-რა მოსაწყენი ხარ ელიზაბეთ!ნუთუ ასე მოგენატრა ჯოჯოხეთი...
-არა უბრალოდ...უსაფრთხოდ მინდა ყოფნა.
ლუციფერი ნელა მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,სახეზე დაღლა ეტყობოდა,კუნთები დაჭიმვოდა..რამოდენიმე წამში კი გონებაში ხმა გამესმა
“უსაფრთხოდ არც ჯოჯოხეთში ხარ!უნდა ისეწავლო შენი ძალი გამოყენება,სანამ ვინმე მოგკლავს...ეცადე სექტემბრამდე მაინც არ მოკვდე...მერე კი რამეს მოგიხერხებ...”
ლუციფერს თავი დავუკარი,თანხმობის ნიშნად,შემდეგ კი ლუციფერმა ოთახი დატოვა,ბოლოს კი მომაძახა ნაშუასღევს გავდივართო.
დიდი წვალების შემდეგ საწოლიდან წამოვდექი,სკამზე გადაკოდებული შავი კაბა ავიღე,რომელიც აშკარად ჩემთვის იყო განკუთვნილი,ბრიტელებიანი მოკლე მომჯდარი კაბა,რომელიც წელს დაბლა ოდნავ ფართოვდებოდა,თმა ავიწე და ცხენის კუდად შევიკარი,ოთახში ხმაური მომესმა..ირგვლივ მიმოვიხედე თუმცა ვერავინ შევნიშნე,ხმაური კვლავ გაისმა,ამჯერად სმენა დავძაბე და ოთახის ჩაბნელებული კუთხისკენ ავიღე გეზი,ჩუმი ნაბიჯებით მივუახლოვდი ოთახის კუთხესთუარა ზურგზე ხელის შეხება ვიგრძენი,სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა,ერთგვარად შევკრთდი და სწრაფად გავიხედე ზურგს უკან...
ავრორა..
ის აქ რას აკეთებდა?
-ელიზაბეთ...დიდი დრო არ მაქ ამიტომაც პირდაპირ უნდა გითხრა-ავრორა შეშფოთებული და შეშინებული ჩანდა,თვალები კარისკენ გაურბოდა,ოფლი სდიოდა და ნერვიულობისგან ხმაც უკანკალებდა..დაძაბული ჩანდა,სწრაფად და ქოშინით საუბრობდა,მის სიტყვებს ძლივს ვარჩევდი და გონებაში მკვეთდრად ვიბეჭდავდი რათა არ დამვიწყებოდა,ხელები მკლავზე ძლიერად მომჭიდა და თვალებში მკაცრად შემომხედა,მის შემყურეს ნერვიულობა მეც დამეწყო..
-ჯოჯოხეთში თუ წაყვები ლუციფერს იქიდან ცოცხალი ვერ გამოხვალ...არ ენდო ლუციფერს,მას არ ენდო,იქ არავის ენდო,ლუციფერი სიბნელეა და თუ შენც ჩაგითრია ის მთლიანად მოგიცავს რლიზაბეთ...გესმისს ლუციფერი შენ მოგკლავს!ის თვალის დაუხამხამებლად მოგკლავს რათა სული დაიბრუნოს რომელიც მას წაართვეს როდესაც ის დაეცა...რათა თავისი იერი დაიბრუნოს...მას არ ენდოო გესმის!

ყელში მომდგარი ნერწყვი ძლივს გადავყლაპე,პირი გამომიშრა..სხეული ერთიანად დამეძაბა,ვის უნდა ვენდო?რაუნდა ვქნა?
-არა ავრორა..არა ცდები..ლუციფერმა მე გადამარჩინა...გესმისს მან..
ავრორამ საუბარი სწრაფად შემაწყვეტინა შემანჯღრია და თვალებში ჩამხედა,მკლავები უკვე ტკივისგან მეწვოდა,შევიშმუშნე თუმცა მან ხელები უფრო ძლიერად მომიჭირა..
გულში უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი...თითქოს ჩემს შიგნით ათასობით პეპელა ჩაკვდაო,სიმძიმე და ტკივილი მომაწვა,ეჭვი და შიში რომელსაც ამ ბოლო დროს დიდი დოზით ვგრძნობდი...
-შევეცდები რომ მისგანდაგიხსნა,თუნდაც ჯოჯოხეთში მომიწიოს ამის გამო ჩამოსვლა,ახლა კი ეს მედალიონი გამომართვი!და ლყციფერს არ მისცე,რადაც არ უნდა დაგიჯდეს,თუ შენი ნებით არ მისცემ ის მას ვერ აიღებს..ის სწორედ მას ეძებს...
ავრორამ ხელში მედალიონიბშემაჩეჩა...ბრჭყვიალა პატარა ზომის ხუთ ქიმიანი ვარსკვლავის ფორმის მედალიონი..
-ეს რა..?
ავრორას გავხედე რათა მისთვის ამ მედალიონზე მეტი გამეგო...თუმცა ის უკვე აღარ იყო...
ჩემი გონება სიცარიელემ და სიბნელემ მოიცა...არ ვიცოდი ვისთვის უნდა დამეჯერებინა,ვის უნდა ვებდო?რა უნდა ვქნა?არც აბდულასთან მივსულვარ...არ ვიცი მამიდაჩემს რა ბედი ეწია...წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რა უნდა მექნა,შემს შიგნით ქაოსის ქარიშხალი ბობოქრობდა...
კვლავ საწოლზე მოვკალათდი,თავი ჩავქინდრე და ფიქრი დავიწყე...
ჩემი ცხოვრება ნამდვილად კოშმარი იყო...ერთი დღე რომელმაც ყველაფერი შეცვალა...და ახლა ეს გაუგებრობა და ჩიხი კვლავ...
თუმცა ამჯერად მე ლუციფერს ავირჩევდი,რადგან მან უკვე არაერთხელ დამარწმუნა იმაში რომ ჩემს ნდობას იმსახურებს,მან მე სიცოცხლისგან უამრავჯერ მიხსნა..ხოლო მოკვლა რომ სდიმებიდა აქამდეც მომკლავდა...თან ძალიან მარტივადაც.
ფიქრებში გართულს სულ გადამავიწყდა ის ამბავი რომ მალე კვლავ ჯოჯოხეთში დავბრუნდებოდი..თუმცა ამასობაში ოთახის კარზე კაკუნი გაისმა და შიგნით ლუციფერიც შემოვიდა,წასვლის ამბავი უხალისოდ მამცნო,შემდეგ კი კვლავ ოთახიდან გავიდა,მეც მალავე თავი ხელში ავიყვანე და ოთახი დავტოვე,დილააუთენია დაახლოებით 6 საათიც არ იყო,ამიტომაც ცა კვლავ ჩამობნელებულიყო ოდნავ,მზის სხივი კი აქა იქ ღრუბლებს ნელ-ნელა ეპარებოდა,ვინ იცოდა აწი ამ სილამაზედ როდის ვნახავდი?ჩვენ ადამიანები იმ წვრილმანებს რაც გვაქვს ყურადღებას არ ვაქცევთ და არ გვაინტერესებს...მხოლოდ მერე უღრმავდებით მას და მერე ვაცნობიერებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თუნდაც ეს ცა რონელსაც ყოველ დღე უყურებ,რომელიც მუდამ ერთნაირი გგონია,თუმცა შინამდვილეში ის იმდენად ცვალებადია რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე,არასოდეს არ ემსგავსებდა ორი დღე ერთმანეთს...
გარეთ ვიდექი და ვფიქრობდი ჩემთვის და ცას ავცქეროდი...ლუციფერის მოახლოება ვერც კი ვიგრძენი თუმცა საბოლოოდ მან საუბარი წამოიწყო...
-ლამაზია არა ცა?თვალისმომჭრელი და ამავდროულად საშიშია...
-მინდა ის კარგად დავიმახსოვრო,მინდა რომ სულ მახსოვდეს ეს ლურჯი ცა..როგორც ოკეანე და ზღვა..მასსავით ლამაზი და მშვიდი,თუმცა ამავდროულად ბობოქარი და საშიში..
ცოტახანს ლუციფერიც მდუნარედ უცქერდა ცას,შემდეგ კი მაიკლის სიტყვებმა გამოგვაფხიზლა.
-დროა..უნდა დაბრუნდე ლუცი შენს სამეფოში...თუ რამეს გავიგებ შეგატყობინებ ძმაო.
-გმადლობ მაიკლ!
ლუციფერი მაიკლს ძმური გრძნობით გადაეხვია,ის სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა მასთან,თითქოს არც არაფერი მომხდარაო,თითქოს ლუციფერი მის გამო არ დაეცა.
ლუციფერის მზერა ამჯერად ჩემზე გადმოვიდა.
-მზად ხარ?
-კი
-თვალები დახუჭე..
-არ მინდა რომ დავინახო ყველაფერი!
ლუციფერმა თავი დამიკრა.
წელზე ხელი მჭიდროდ მომხვია და მისკენ მიმიზიდა,მისი ძლიერი მკლავები მერტყა გარს და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი,თუმცა ჩემს ხელში ეს მედალიონი დიდ კრახად და საფრთხედ მეჩვენებოდა.
ლუციფერმა თვალებში კიდევ ერთხელ ჩამხედა,შემდეგ გონებაში მომესმა ხმა”წავედით” და წამების მეასედში უკვე ჰაერში ვიყავით,ერთი ძლიერი ტყორცნა და ზეცაში დავფრინავდით,ლუციფერის შავი ფრთები გარს მეხვეოდა...თუმცა მალევე ყველაფერი შეიცვალა...
ნათელი და თბილი ზეცა რაღაც გრილმა,შემდეგ კი ცივმა და შავმა ადგილმა შეცვალა..
სრული სუბნელით ვიყავი გარშემოხეული,წამით თვალები დავხუჭე.შემდეგ კი ფეხქვეშ მყარი ნიადაგი ვიგრძენი...თვალები გავახილე და კვლავ ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი....
ზეცას იმედით ავხედე,თუმცა კვლავ სისხლისფრად იყო შეღებელი...
-სასახლეში შედი,მე კი საქმეები მაქვს...
-რატომ არ შეიძლება აქაურობა დავათ ალიერო...მაინტერესებს გარეთ რა არის!
ლუციფერმა ამოიხვნეშა შემდეგ კი მკაცრი მზერა შემომანათა.
-ჯერ სასახლაც არ გინახავს ბოლომდე და მითუმეტეს რომ გარეთ საშიშია!
ლუციფერმა ზურგი მაქცია და წამებში ზეცაში აფრინდა...მალე თვალთა ხედვის არიდანაც გაქრა,სასახლის კარებთან მდგარი მარტო დავრჩი..


სასახლის კარები შევაღე...ყველაფერი უწინდებურად დიდებული იყო..წინ დორკასი მომეგება..
-გამარჯობათ ქალბატონო!ძალიან მიხარია თქვენი შინ დაბრუნება...
დორკასს თბილად გავუღიმე....ალბათ ის უკანასკნელი იყო აქ მყოფთაგან ვისი ნახვაც გამიხარდა..
დორკას მეგობრულად გადავეხვიე შემდეგ კი საუბარი წამოვიწყე..
-ჩემს არ ყოფნაში რა ხდებოდა?რას შვებოდი?....
-ყველაფერი ძველებურად იყო ხომ იცი ეს ჯოჯოხეთია...თანაც აქ დრო სხვანაირად გადის..ამიტომაც ეამით არ მოიწყენ..თქვენ როგორ დაისვენეთ?
დასვენება?ეს ყველაზე საშინელი დრო იყო დედამიწაზე,თუმცა ამის მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებდი,უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა თუმცა დორსასისთვის სიმართლის თქმა მეტად საშიში იყო,ამიტომაც ტყუილი ვამჯობინე..
დორკას ცრუ ღიმილით შევხედე და გეზი მისახები ოთახისკენ ავიღე.
-შესანიშნავად!
მისაღებ ოთახში შევაბიჯე...ოთახიდან ხმაური გამოდიოდა,თავი წინასწარ შევამზადე თუ შიგნით ვინ დამხვდებიდა,ლილითი,ლევიათანი,ბელზებუბი.
ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში შევედი..წამით სიჩუმემ დაისადგურა...ლილითი მდივანზე გაწოლილიყო და ლანგრით მორთმეულ ალუბლებს ჭამდა...ჩემს დანახვაზე კი გაოცდა თითქოს ჩემი ნახვა გაუკვირდაო..ლევიათანი ბარის მაგიდასთან მდგარიყო და ბელზებუბს ესაუბრებოდა...
ლილითი ფეხზე წამოდგა, ცხვირი აიბზუკა და წინ დამიდგა...
-ჰმმ...როგორც ვხედავ დაბრუნდით..ლუციფერი სად არის?
-არვიცი!საქმეები აქვს!
ლილითს გვერდი ავუარე,ვეცადე არ შემემჩნია,რომ ყველაფერი ვიცოდი მისი გეგმების შესახებ...ბარის მაგიდასთან წყლის დასალევად მივედი,გულში უსამოვნო შეგრძნება მქონდა...თითქოს ირგვლივ ყველა ჩემს მოკვლას ლამობსო...
-გამარჯობა ლამაზო...
წელზე ხელის შეხება ვიგრძენი,ლევიათანმა ალყაში მოქცია,შემდეგ კი ყელზე მაკოცა....
ერთხელ ეს სახე ჩემში ნდობას აღძრავდა ახლა კი მხოლოდ ზიზღი და შიშის გრძნობა მქონდა მის მიმართ...
-როგორ გაატარე ერთგავრი არდადეგები დედამიწაზე?
წყლით სავსე ჭიქა ხელში ავიღე,დაძაბულად თუმცა დამაჯერებლად წამოვიწყე საუბარი..
-შესანიშნავად...ყველაფერი ძალიან კარგად იყო...მომანტრებია დედამიწა.
ლევიათანმა გაიღიმა..უხერხულად ვუთხარი ოთახში უნდა ავიდე მეთქი,ლევიათანიც დამთანხმდა თუმცა აგაცილებო მითხრა თან საქმეც მაქვს მოსაგვერებელიო....
კიბეებს ავუყევი,ოდნავ დისტანციას ვიცავდი,ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი,მისგან მუდამ მოველოდი ზურგში დანის ჩარტყმას...
დერეფანიც ჩუმად ჩავიარეთ...ჩემს კარებთან მისულს ლევუათანმა ხელი მკლავში ჩამავლო და მისკენ შემომატრიალა
-ელიზაბეთ რამე პრობლემაა?
-არა..უბრალოდ დავიღალე,დასვენება მჭირდება...-ვხედავდი ლევიათანმა ეს ტყუილი არ დაიჯერა,ამიტომაც ჩემს მსახიობურ ნიჭს მოვუხმე,თავი ოდნავ დავხარე და სახე შევატრიალე-ხომ ხვდები,დედამიწაზე მას შემდეგ პირველად ვარ რაც მშობლები გარდამეცვალნენ...
ლევიათანს ფრთხილად ავხედე,თითქოს დაიჯერაო,შემდეგ სახეზე ხელი თბილად მომისვა დათვალებში ჩამხედა...
-ხომ იცი არა მე მუდამ შენს განკარგულებაში ვარ,ლილითისგან განსხვავებით მე მომწონხარ...ამიტომაც თუ რამე დაგჭირდეს აქ ვარ!
ლევიათანს ფრთხილად გავშორდი და ოთახში უმალვე შევვარდი,კარებიც სწრაფად მივხურე და ეგრევე საწოლზე პირუკუღმა დავწექი...კივილი მონდოდა ამ კოშმარიდან როდის დავაღწევ თავს..უკვე მომბეზრდა..
ტანისამოსი გავიძრე და სააბაზანოში შევედი,კარგა ხანს ვიყავი თბილი წყლის ქვეშ,პირსახოცის შემოხვევა დამეზარა და შიშველი ოთახში შევედი,თმა გადავივარცხნე დასაკუთარ ტანს დავაკვირდი...
-ჰმმმ,ცოტა დამიკლია,მაგრამ არაუშავს!
ლამაზი ტანის მოყვანილობა გამაჩნდა,გენებმა ნამდვილად გამიმართლა,წვრილი წელი და ფართო თეძოები,როგორც დედა ამბობდა”ჩამოსხმა ვიყავი”
შევტრიალდი და მდივანზე გავწექი,ფანჯარას გავაცქერდი,წითელი მთვარე მოჩანდა,მოელვარე ნათებები ჰორიზონტზე.


დღეებმა წყნარად გაიარა,ერთი კვირა ისე გავიდა,რომ ვერაფერივიგრძენი,ლილითი კვლავ ლუციფერს ეფლირტავებოდა,მგზენარედ კოცნიდა,ლუციფერი კი ღიმილით შემომცქეროდა,შემდეგ ლილითს უბრუნდებოდა და პასუხადაც იგივეს კოცნით პასუხობდა...კვლავ ჩვეული საღამო პერიოდი იდგა,არაფერი განსაკუთრებული,საკმაოდ ცხელოდა,ცივი შხაპი მივიღე და შორტები და თხელი მაისური გადმოვიცვი,ფანჯარას მივუახლოვდი და ჩაფირებული გავაცქერდი მთვარეს...
-გამომწვევია და ეგზოტიკური.
ხმა ჩემს ზურგს უკან მოდიოდა,სიბნელეში კაცის სილუეტი დავლანდე,ნელ-ნელა სიბნელიდან ლუციფერი გამოვიდა,წარბი გახეთქვოდა და სისხლი მოსდიოდა,პერანგი რაღაცას შემოეხია მკლავზე,მკერდთან ღილები გახსნილი ჰქონდა,სახეზე ტკივილი არ ეტყობოდა,კვლავ თავისი უმეტყველო სახე ჰქონდა,ნელი ნაბიჯებით მდივანზე წამოწვა,ოთახში სიჩუმემ დაისადგურა თუმცა გულში ჩოჩქოლი მქონდა...დაუოკებელი სურვილი რომელის ახდენაც არ შემეძლო და დარდი მასზე თუ რა დაემართა ლუციფერს...
-რა მოხდა?
ლუციფერმა თავი უკან გადააგდო,ხელებით თმა უკან დაგაიწია და რამოდენიმე წამში საუბარი დაიწყო...
-ანგელოზები აჯანყებას გეგმავენ,შენი სიკვდილი სურთ,ხოლო დომონების ნაწილს კი შენი სიკვდილით სულის ჩუქება საკუთარი თავებისთვის...
გაკვირვებული მივუჯექი ლუციფერს გვერდით,სახეზე თვალი შევავლე,ტუჩი დასკდომოდა და სისხლი კანზე ოდნავ შეშრობიდა,წარბიდან კი თითქმის თვალებამდე ჩამოსულიყო მისი უწმინდური სისხლი...მართალია ეს მალევე შეუხორცდებოდა,თუმცა რატომ მოსდის ჯერ კიდევ სისხლი?
თითქოს იარები დანით იყო მიყენებული,ალბათ ვიღაცასთან სერიოზულად იჩხუბა...
-სული რაში სჭირდებათ,განა საკუთარი არ ჰყოფნით?
ლუციფერმა ჩამიღიმა..შემდეგ კი ისე დამაივირდა თითქოს სულში ჩამხედაო...
-საქმეც ის არის პატარავ...რომ ბოროტ არსებას სული არ გააჩნია და მის შესავსებლად რაღაც ნათელს,უფრო წმინდას ეძებს.
ენა გადავყლაპე,ეს იმას ნიშნავდა რომ ლუციფერსაც არ ჰქონდა სული...თუმცა ის ხომ ერთ დროს ანგელოზი იყო?განა შეიძლება მას სული არ ჰქონდეს?ახლა გასაგებიც იყო რატომ არის ასეთი გულქვა..რატომ არ ადარდებს არაფერი...
-სისხლი ჯერ კიდევ რატო გსდის?ან თავს ვინ დაგესხა..აჯანყებულები?
ლუციფერი მდივანზე გადაწვა,რაღაც მტკივნეული კვნესას აღმოხვდა და შემდეგ თვალები შემომანათა...
-უნდა დამეხმარო...სწორედ ამიტომ მოვედი აქ...ჯოჯოხეთის დემონებს შენი მოკვლა სურთ.თუმცა არა მათთვის არამედ იმისთვის,სული ჰქონდეთ,მათ სამოთხის განადგურება სურთ,მათთან ომის წამოწყება...ეს კი ჩემს გეგმებში ჯერ-ჯერობით არ შედის...ამიტომაც მათი მოკვლა მომიწია,სულ რამოდენიმესი,თუმცა ვიღაცამ...მათ გაუმხილა საიდუმლო,თუ როგორ შეიძლება ჩემი მოკვლა,ნაწილობრივ,ამიტომაც მთლად კარგად ვერ ვარ...
ლუციფერი ნელა და გარივევით საუბრობდა,აშკარა იყო რომრაღაც უფრო მეტი სჭირდა,მეტი ვიდრე ნაკაწრია,თუმცა მთავარი ის იყო რომ ისინი მოკლა და მის მოკლვასაც ვერავინ შეძლებდა....
-მე რაში უნდა დაგეხმარო?
ლუციფერ ოდნავ წამოიმართა,სახე ჩემს პირისპირ გაასწორა,და ოდნავ გამიღიმა...
-გახდაში-გონებაში ბილწმა აზრებმა გამიელვა,მისი სხეული თან შიშველი,რა სანატრელი სანახაობა იქნებოდა...-დაჭრილი ვარ,არვიცი ჭრილობა რამდენაც ცუდად გამოიყურება,ვგრძნობ რომ შიგნით დანის ნამსხვრევი მაქვს ჩარჩენილი,სანამ გულამდე მიაღწევს და მომკლავს მანამდე უნდა ამოიღო....
თვალები გავაფართოვე,დავიძაბე და არ კი ვიცი რას მოვიმოქმედებდი,ჭრილობის დანახვაზე ალბათ გული წამივიდოდა,მითუმეტეს ამდენი სისხლის დანახვისას,ალბათ გულიც გასკდებოდა...
-მე...მე არვიცი შევძლებ თუ არაა...
-ჯერ გახდაში დამეხმარე,და მაგას აუცილებდად შეძლებ...
ლუციფერისკან მივიჩოჩე,ახლა უკედ ვიგრძენი მისი სხეული,და ეს ცხელი კანი,ჩემი ბარძაყები მის სხეულს ეხებიდა,სუნთქვა შემეკვრა თუმცა თავის მოთოკვა უმალვე შევძელი,ლუციფერმა თავი დახარა,და სახე ახლოს მომიტანა,მაღლა ავხედე და მის მზერაში ეშმაკური გადლვება შევნიშნე,სახეზე ღიმილი გამოესახე და ბოხი თუმცა ფაბალი ხმის ტონით,დაიწყო საუბარი,ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა,მისი სუნთქვა კი ყელზე მელამუნებოდა...მთლიანად ჟრჟოლვამ ამიტანა,განძრევაც კი არ შემეძლო.
-ამჯერად ვერა მაგრამ,ერთხელ ამ პერანგს შენთვის ლოგინზე მისაბმელად გავიხდი!
ტუჩი მოვიკვნიტე,რათა ემოცია არ დამტყობოდა სახეზე,თუმცა ამ სიტყვების შემდეგ ეს ყველაზე რთული რამ იყო...
-ლუციფერ,ჯობია საქმეს მივხედოთ!
მკაცრად და დამაჯერებლად მივმართე,ლუციფერს ფართოდ გაეცინა,თუმცა მალევე ტკივილი კვლავ იგრძნო და სიცილი ხველაში გადაუვიდა....
-პერანგის გახდაში დამეხმარე...
ხელები მიკანკალებდა,მის სიახლოვეს რაღაც უცნაური მემართებოდა,ღილები ძლივს გავხსენი,უკვე ვიცოდი ამაზე როგორ დამცინებდა ლუციფერი სხვა სიტუაციაში რომვყოფილიყავით...
ნერვიულობის დასაფარად საუბრის წამოწყება ვცადე...
-როგორ შეიძლება შენი მოკვლა..ხომ თქვი რომ უკვდავი ხარ?
-მე ღმერთის ანტიპოდი ვარ,ვერავინ და ვერაფერი ვერ მომკლავს,მაგრამ ყველას აქვს სუსტი წერტილი...როდესაც..როდესაც გადავწვიტე რომ სამოთხე არ იყო ის ადგილი როგორიც მეგონა,განმდევნეს და ფრთები დამაჭრეს,მამაჩემმა ჩემი სახე,სილამაზე წამართვა...ჯოჯოხეთში გამამაწესა,თუმცა ეს ჩემით გადავწყიტე რომ საკუთარი სამეფო შემექმნა,ფრთები რომელიც დამაჭრეს დაწვეს,ჩემი სხეულიც და სულიც დაიწვა,მონსტრად ვიქეცი,რქებიან,ბრჭყალებიან საშინელ მონსტრად....საუკუნეები და ათასწლეულები არ მიხორცდრბოდა ჭრილობა რომელიც ფრთების დაჭრის შემდეგ მქონდა,ჩემი სახე კი კვლავ საშინელი იყო,თუმცა რა ეშმაკი ვიყავი თუ გამოსავალი ვერ ვნახე?ყველაფერი გამოვასწორე,თუმცა დაჭრილი ფრთების ადგილას ნაიარევი მუდამ მქონდა,ხოლო ის იარაღი რითაც ფრთები დამაჭრეს მე მაქვს,მაგრამ არასრულად,მე მჭირდება ვარსკვავი რომელიც ხმლის თავში კეთდება,ეს ერთგვარი ხუთ ქიმიანი ვარსკვლავია,ჩემი ნიშანი....
გონება გამინათდა..მედალიონი..აი რას ეძებდა ის გამეტებით,მუდამ რადგან ამ ერთადერთი ნივთის მეშვეობით იქნებოდა მისი მოკვლა შესაძლებელი...ლუციფერ ავხედე....ბოლო ღილიც შევხსენი...პერანგი ნელა გავაძრე,მის მკერდს და კუნთებს შევეხე,გამაჟრჟოლა..მთლიანად ცეცხლი ამენთო სხეულში...მისი ტანი მართლაც უნაკლო იყო...ლამაზი,სუფთა და ღვთიური...მისი ეს დაჭიმული მკერდი რომელიც ტკივილისგან ჰქონდა და მისი პრესი...ღმერთო გამოცოცხლდი ლიზი...საკუთარ თავს კაგად შევძახე,და მალევე თავი მოვთოკე,ოთახის კუთხეში უაზროდ გავიხედე,და ლუციფერს მივმართე
-არანაიღი ჭრილობა არ გაქვს..
-ზურგზე მაქვს,სავარაუდოდ კი იმ ადგილას სადაც ფრთები დამაჭრეს!
ლუციფერმა ზურგი მაქცია...მდივანზე საპირისპიროდ დაჯდა რათა მისი ზურგის ნაწილი დამენახა...
ორი დიდი ნაიარევი რომელიც ზურგზე ჰქონდა,და ჭრილობა რომელიც ასეთი ამოხიძგნილი და საშინელი შესახედავი იყო,დიდი ღრმულივით საიდანაც ძვალი და კიდევ რაღაც გამჭვირვალე მოსჩანდა...კინაღამ გული ამერია და თავი მალევე შევატრიალე,
-ლუციფერ არ შემიძლია,აჯობებს ლილითთან ან არვიცი მასთან...
-ვერა ლიზი...მათ ვერ ვებდობი ახლა არა...მე დაგეხმარები შიშის დაძლევაში...
-მაგრამ არავითარი სამედიცინო ნივთი არ მაქვს...
-მაშინ სამზარეულოში ან არვიცი,სად ინახავს დორკასი ასეთ ნივთებს...
უეცრად გამახსენდა როდესაც პირველხანებში აქ მოვედი ჭრილობას ის მისუფთავებდა,სწრაფად ფეხზე წამოვიჭერი და სააბაზანოში სირბილით გავიქეცი,უამრავ ნივთში ძლივს მოვძებნე პირველადი დახმარების დიდი ყუთი,ხოლო მის გვერდით მდებარე შავი ყუთი სადაც სწორედ ის ნივთები იყო რაც მჭირდებოდა,ორივე ყუთი სწრაფად წამოვიღე და ლუციფერს უკან მივუჯექი...
მის ზურგს კვლავ დავაცქერდი,მისი შეხებისას კი გულში ერთგვარი სითბო ჩამეღვარა,იმ საშინელი ჭრილობიდან კი სისხლი კვლავ ჩქეფდა,ჩემს თავში ეჭვი შემეპარა თუმცა წამებში გონებაში ლუციფერის ხმა გამესა...
“ყველაფერს შეძლებ მე შენი მჯერა ლიზი!”
თითქოს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა,თავდაჯერებულობაც მომემატა და ჭრილობის გასუფთავება დავიწყე,თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი თუ როგორ ამომეღო ის ნივთი რაც ამ ჭრილობაში იყო გაჩეხილი...
-ლუციფერ...არვიცი ეს ნივთი როგორ ამოვიღო შენგან,არმაქ საიმისოდ საჭიროო..
-ხელით ამოიღებ!
ლუციფერს გაკვირვებული სახით მივაცქერდი თუმცა ის არც კი შემოტრიალებულა,ხმაში ცოტა დაღლილობა ეტყობოდა..თუმცა ვიცოდი რომ მალე კარგად გახდებოდა...
ჩემს თავს ვერცკი ვუჯერებდი ასეთი თავდაჯერებულობა რამ შემმატათქო..მაგრამ ვიცოდი ეს ლუციფერის ნამოქმედარი იყო..წარბიც არ შემირხია ისე,ხელი პირდაპირ ერილობისკენ წავიღე...ბასრ საგანს პირდაპირ ხელი ჩავკიდე და ამოღება ვცადე...ლუციფერის ღრიალი და ჩემი მოქმედება ერთი იყო...ხელი წამით გავუშვი,თუმცა გონებაში კვლავ გამესმა ხმა”არ შეჩერდე”
ამიტომაც კვლავ მოვიკრიბე ძალიახმევა და მთელი ძალით ამოვგლიჯე ეს ნამსხვრევი ლუციფერის სხეულიდან...
გონებაში ჩემი თავდაჯერებულობაც გაქრა და ყოველივე რაც ადრე მქონდა...ნერვიულობამ შემიბრყრო,ლუციფერი პდნავ გერძე გადაიწყონა და წამებში მას ზურგზე მივეკარი...ვგრძნობდი რომ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა..ლუციფერის უგონო სხეული მდივანზე გადავაწვინე...სახეზე დაღლილობა ეტყობოდა..თუმცა არ ვიცოდი რა მექნა მისი უგონო სხეული ჩემს ოთახში იმყოფებოდა...მკერძე თავი დავადე რათა გულისცემა მომესმინა...თუმცა გული არ უცემდა...შიშმა შემიბყრო..ნუთუ ჩემი ერთადერთი იმედი გაქრებიდა...უკვე მეორედ და ისიც ჩემს გამო კვლავ...
ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდქ...ვეცადე ბიოლოგიის გაკვეთულები გამეხსენებინა...გულის მასაჟი დავიწყე თან გამუდმებით ვინეორებდი აღელვებული ერთიდა იმავე სიტყვას..
-რა გთხოვ ლუციფერ...არ წახვიდე ახლა არა!არ დამტოვო მარტო!გთხოვ შენს გარეშე არ ვიცი რავქნა...გემუდარები არ მინატოვო..!
ცრემლები კვლავ და კვლავ მსდიოდა..ვეცადე ხელოვნური სუნთქვა ჩამეტარებინა..მაგრამ არ ვიცოდი ეს თუ გაჭრიდა ის ხომ ეშმაკი იყო...მისი ტუჩების შეხებისას ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა....სხეული დამეძაბა და. გავიფიქრე...ნეტავ ის ცოცხალი იყოს და ამ ტუჩებს კვლავ ვეხებოდე...მის ტუჩებს..
იმედი გადამეწურა...დაბლა ჩამოვჯექი და ხელები მუხლებს შემოვხვიე...ტირილი კვლავ ბავშვივით დავიწყე,ისა რაც ყველაზე მეტად მძულდა...
-შენც წახვედი...და უკვე აღარავინ დამრჩა ვინ მიყვარს...და სრულიად მარტო დავრჩი ამ წყეულ ჯოჯოხეთში!
ალბათ ნახევარი საათი იქნებოდა რაც აქ ვიჯექი..თუმცა უეცრად ვიგრძენი ვიღაცის ტუჩები როგორ მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა
-ჩემი მოკვლა რთულია პატარავ!
ლუციფერს ათრთოლებულმა შევხედე...პირდაპირ ყელზე ჩამოვეკიდე და მადლობა გადავუხადე ღმერთს რომ ცოცხალი იყო...
იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ ყველაფერზე შენეძლო წავსულიყავი...
შემდეგ მივხვდი რომ ჯერ კიდევ მას ვეხუტებოდი და წამებში უკან დავიხიე...
ლუციფერი ჩემს წინაშე სასხსალამანთი იდგა...არავითარი ჭრილობები,არავითარი დაღლა სრულიად არაფერი,ჩემს წინ ნახევრდ შიშველი იდგა...როგორ მიდნოდა მისთვის ეს შარვალიც შემომეხია და მის მკლავებში ყველაზე დიდი სიამოვნება მიმეღო..თუმცა ეს ფიქრები წამებში უარვყავი...თვალი ავარიდე მის სექსუალურ ტანს და ვეცადე საუბრის თემა შემეცვალა..
-ჰმმ მიხარია კარგად რომ ხარ.
ლუციფერს გაეცინა...რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა...უეცრად შევკრთი და უკან დავიხიე..აღელვება დამეტყო,თუთქოს ჩემში ათასობით მიძრავი ორგანიზმი დადიოდა...უცნაური შეგრძნება დამეფულა,თითქოს სხეული არ მეკუთვნოდა..თუმცა ამის შეწინააღმდეგება ვცადე,თუმცა ამაოდ მე ის მინდოდა,ისე როგორც არასდროს და არავინ...ლუციფერი ნელ-ნელა კვლავ მომიახლოვდა ხოლო მის გადმოდმულ თითოეულ ნაბიჯზე უკან ვიხევდი...ლუციფერს სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაჰკვროდა,ენის წვრი ტუჩზე გადაიტარა და ურცხვად დამციცინებდა სხეულზე..შემდეგ იმდენად მომახლოვდა რომ მის შავ თვალებში მჯდარ სინათლესაც კიბვხედავდი...ნაბიჯი კვლავ უკან გადავდი თუმცა როგორც სჩანს საწოლის კიდეს მივუახოვდი,უკან დაღვრემილმა მივიხედე..შემდეგ კი ლუციფერს ავხედე,რომელიც ტუჩებზე მიყურებდა...ათრთოლებულმა ვცადე რომ საუბარი წამომეწყი და პირი დავაღე...თუმცა ლუციფერმა საწოლზებორკილებში მომიქცია...როგორც ვეფვი ნადავლს ისე ვცდილობდი უკან დახევას,თუმცა ის კვლავ მიახლოვდებოდა,სანამ ჩემი ხელები თავისაში არ მოიქცია და ზემოდან დამცქეროდა...გული სწრაფად მიცემდა...ერთიანად ბედნიერი და თან შეშინებულიც ვიყავი..მთელი სხეულით ვთრთოდი..ღრმად ვსუნთქვადი და ლუციფერის მომღიმარ სახეს ავცქეროდი,მის უნაკლო ტანს...მის მკერდსა და შავ თვალებს,ტუჩებს რომელიც ასე გამომწვევად მიყურებდა....
ლუციფერი ოდნავ დაიხარა და ჩემს ყურთან რამოდენიმე სიტყვა წარმოთქვა
-ვიცი რომ ეს შენც გინდა!



№1 სტუმარი უჩინარი

ჩემო ბავშვებიიი. იმედს ვი5ოვენ მოკვლოს გარეშე დაუბრუნდება სულიი ან არვიციი მაჰრამ გელოდებიიი მთელი გულით ... კარგი იყო მომეწონა ♡♡♡♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატია

მომეწონა ძალიან. გთხოვ ასე აღარ დააგვიანო და ახალი თავი მალევე დადე რა....

 


№3 სტუმარი უჩინარი

მალლე იქნება შემდეგი თავი ? :////

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent