შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები ისევ ვაითუ


21-07-2021, 14:32
ავტორი ciracira331
ნანახია 8 512

დედა მართალი გამოდგა. ერთი კვირის თავზე ახალმა გამომძიებელმა დამიძახა. იგი გა გუაზე ოდნავ ახალგაზრდა იყო. არც გამარჯობა უთქვამს, არც სკამზე დაჯდომა შემოუთავა ზებია და არც სიგარეტი მოუწოდებია. ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე – ჯერ გამარჯობა ვუთხარი, მერე სკამზე დავჯექი, ბოლოს მაგიდაზე დაგდებული კოლოფიდან სიგარეტი „ივე რია“ ამოვიღე, ფეხი ფეხზე გადავიდე, თითქოს უდარდელად ვიყავი, და გავაბოლე, არ ვიცი, რატომ ვიქცეოდი ასე თავხედურად, ალბათ, იმიტომ, რომ ახალი გამომძიებლისათვის მეგ
რძნობინებინა, არაფერ შუაში ვარ და არც არავისი მეშინია-მეთქი. ან ხაზი გამესვა იმისათვის, რომ დავიღალე, აღარ შემიძლია და დღეიდან ხელი ჩავიქნიე, რაც გინდათ და როგორც გინ
დათ, ისე მოიქეცით-მეთქი. თუმცა კარგად მახსოვდა დედის თხოვნა, თავი შემეკავებინა და წესიერად მოვქცეულიყავი, მაინც გამომწვევად მეჭირა თავი. გამომძიებელი ოდნავ გაღიმებუ ლი და დამცინავი თვალებით მიყურებდა, ეტყობა, ამ ჩემს უმარტივეს და უპრიმიტიულეს სვლას, რომელიც, ალბათ, ათასჯერ უნახავს, მიმიხვდა და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, უბრალოდ მათვალიერებდა. ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი თავი და წესიერად დავჯექი.
– მე ხელაძე ვარ, – გამომიცხადა მან. – შენი და ამილახვრის საქმე მე გადმომცეს ხელახალ ძიებაში!
– ძალიან სასიამოვნოა! – გავუღიმე მე.
– რატოა სასიამოვნო? – მკითხა მან.
– არ ვიცი! – თუ არ იცი, რაღას ამბობ? – ისე, ზრდილობისათვის ვთქვი! – ეგ კარგია! – თქვა ხე ლაძემ და ისევ დუმილი ჩამოვარდა, ხელაძე არაფერს მეკითხებოდა, მე, აბა, რა უნდა მეთ ქვა? ერთი სიგარეტი ბოლოში ჩავიყვანე. სხვა კი აღარ იყო. ხელაძემ შემატყო, რომ კიდევ მინდოდა სიგარეტი, საკუთარი ამოიღო, ერთი თვითონ ჩაიდო პირში და მეორე მე მომაწოდა.
– გმადლობთ! – ვუთხარი მე.
– არაფრის! – მითხრა მან და ცეცხლი გამომიწოდა.
– ჯერ თქვენ მოუკიდეთ! – გადავიქეცი ზრდილობად.– მე არ ვეწევი! – მითხრა ხელაძემ და სიგარეტი მაგიდაზე გააგორა. – ხუთი წელია აღარ ვეწევი, ისე, იცოცხლე, სიზმარში ვაბო ლებ და ვაბოლებ. ციხიდან რომ გავალ, მეც გავანებებ! – დავპირდი მე. ხელაძეს გაეცინა. მივხვდი, რომ სისულელეს
ვლაპარაკობდი, მაგრამ რაზე უნდა მელაპარაკა, როდესაც თვითონ სისულელეს მელაპარაკე ბოდა და საქმეზე კრინტს არ ძრავდა. მეორე სიგარეტიც რომ ბოლოში ჩავიყვანე, მოთმინების ფიალა აივსო.
– დავიწყოთ, ბატონო გამომძიებელო! – ვუთხარი მე და სიგარეტი საფერფლეზე დავაჭყლი ტე.
– რა დავიწყოთ? – მკითხა მან და საქმეს უზარმაზარი ტორი დაადო.
– საქმე დავიწყოთ! – ავუხსენი მე.
– რა საქმე? საქმე 5 თვეა დაწყებულია! – მიპასუხა მან და გამიღიმა.
– დამკითხეთ! – დავაკონკრეტე.
– ახალი რამე გაქვს სათქმელი? – მკითხა მან.
– ახალი არაფერი! – ვუპასუხე და თავიჩავღუნე.
– მაშ, ძველი აქ არ წერია? – მკითხა ხელაძემ და ახლა მეორე ტორი დაადო საქმეს. არ ვიცო დი, რა მეპასუხა.
– მაშ, რისთვის მობრძანდით? – ისე მოვედი, მინდოდა, მენახეთ შენც და ამილახვარიც! – თქვა მან და ფანჯარაში გაიხედა.
– რაღას მოდიოდით, სურათი მანდ არ გქონდათ? ათასჯერ გადაგვიღეს! – ვუთხარი მე და ის პატარა იმედი, რომელიც თავიდან მომეცა, შევატყვე, რომ თვალსა და ხელს შუა მიქრებოდა. ხელაძემ საქაღალდე გახსნა და საქმეში ჩაიხედა, უყურა, უყურა, მერე ისევ დახურა.
– ნაკაშიძე, სურათში მკვლელსა ჰგავხარ! – მითხრა მან. მკლავებსა და ყვრიმალებზე ბუსუსებ მა დამაყარა, ისეთი ბოხი და გამჭოლი ხმა ჰქონდა, – დავუჯერო სურათს? – მკითხა დუმი ლის შემდეგ და თვალი თვალში გამიყარა. ბევრი ვეცადე, თვალი არ დამეხამხამებინა, რო გორმე გამეძლო, მეჯობნა, მაგრამ ვერ მოვერიე, ვერ მოვერიე და ავარიდე თვალი. როდესაც ისევ შევხედე, მისი გამოხედვა გამარჯვებას არ ზეიმობდა, თვალები სევდანარევი კითხვით ჰქონდა სავსე.– რა ვქნა, ნაკაშიძე? – რასაც სინდისი გიკარნახებთ, ბატონო, ის ქენით! – საქ მეს რა ვუყო? – რასაც საქმე და სინდისი გიკარნახებთ, ის ქენით! – შენს სასარგებლოდ მხო ლოდ სამი ფაქტორი ლაპარაკობს, ნაკაშიძე! მე პირველად გავიგონე, რომ თურმე რაღაც ჩემს სასარგებლოდაც ლაპარაკობს, და ვიდრე მეტყოდა გამომძიებელი, თუ რას გულის ხმობდა ამ სამ რაღაცაში, გული კინაღამ ბუდიდან ამომივარდა. მაგრამ ხელაძე არ ჩქარობ და.
– რა, რა ლაპარაკობს ჩემს სასარგებლოდ? – ვერ მოვითმინე მე. პირველი ის, რომ ამილახვარისა და შენი ჩვენებები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმა ნეთს, ერთმანეთთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების დრო და საშუალება კი, როგორც საქმის მსვლელობა ადასტურებს, თქვენ არა გქონდათ. მეორე – თქვენ ბრალად გედებათ დაზარალე ბული ხარაბაძის ფულის, 1500 მანეთის მითვისება, რაც აგრეთვე გამორიცხულია, რადგან მე ბუფეტემ თქვა, ნისიად ქეიფობდა, ვიცნობდი და ვენდეო. და ყველაზე მთავარი – მესამე, ამ დილით ამილახვარმა დანაშაული თავის თავზე აიღო. აი, ჩვენებაც! – თქვა ხელაძემ და ამი ლახვარის ჩვენება წინ დამიდო. მე პირი გამიშრა, ენა ვეღარ მოვაბრუნე, რამე რომ მეთქვა, აკანკალებული ხელით ამილახვარის ჩვენება ავიღე და კითხვა დავიწყე. ეს იყო გაუგონარი დამაჯერებლობით დაწერილი გაუგონარი სიცრუე.
– ეს არ არის სიმართლე, ბატონო, გამომძიებელო! ამილახვარს სინდისი აწუხებს ჩემს გამო,
რადგან მან ჩამიყვანა რესტორანში და მან დაარტყა ხარაბაძეს. მისი მიზეზით დაკარგა ხარა ბაძემ მეტყველება და იგი არის ერთადერთი მოწმე, რომელსაც შეუძლია ჩვენი გამართლე ბა, მაგრამ რადგან ეს არ ხერხდება, ამიტომ ამილახვარი თავისთავზე იღებს ყველაფერს მხო ლოდ და მხოლოდ ჩემი გადარჩენის მიზნით. მკვლელი კი ხარაბაძეა, ხარაბაძე, ხარაბაძე!!!
– ავყვირდი მე. ამილახვარის ჩვენება ნაკუწ-ნაკუწად ვაქციე და მაგიდაზე დავყარე. – დაწე რეთ, დაწერეთ, რასაც გეუბნებით, ერთადერთი სიმართლე ისაა, რასაც მე ვამბობ, თუ არა და, დამანებეთ თავი, დამაბრალეთ რაც გინდათ, მიმიფურთხებია თქვენი სამართლისათვის, თქვენი გამოძიებისათ- ვის, თქვენი ჰუმანიზმისათვის და კოდექსისათვის, მე მოვკალი ის საწყალი კაცი და იმის მოკვლას ის ღორი ხარაბიძე მომეკლა მერჩია, მაგრამ ვერ მოვასწა რი, ვერა და, რომ გავალ, მოვკლავ და, თუ ჩაძაღლდა მანამდე, მოკვდეს, მოკვდეს, ახია მაგა ზე, ახი. თქვენკი, გვიჭერდეთ კი არა, ორდენებს უნდა გვაძლევდეთ მე და ამილახვარს, საპა ტიო ნიშნის ორდენებს, პრემიებს, ჯილდოებს, მედლებს, ძეგლს უნდა გვიდგამდეთ გმირ თა მოედანზე ასეთი ნაძირალას ცემისათვის, მაგრამ სად არის სამართალი, შემირცხვენია თქვენი სამართალი, მიმიფურთხებია. დაწერეთ, რას უყურებთ, დაწერეთ! რას ერიდებით, ვის ერიდებით, ხარაბაძეს? გიყიდეს? აგავსეს ოქროებით? მოეფერეთ, მოეფერეთ, არ დაღუ პოთ, არ გაგიცივდეთ, ნიავი არ მიაკაროთ ხარაბაძეს, ნიავი, ტვინის შერყევა არ გაურთულ დეს, უტვინოს, კრეტინს, წნევა გაუსინჯეთ დღეში სამჯერ, ამერიკიდან ჩამოუტანეთ წამა ლი, მისწერეთ საელჩოს – იღუპება საქართველოს სინდისი და ნამუსი, ხელიდან გვეცლება ბურჯი და მოამაგე-თქო, მისწერეთ, ჩვენ კი გვაწამეთ და ამოგვალპეთ. რატომ არ წერთ, და წერეთ! აღიარა ნაკაშიძემ დანაშაული. ძიება დამთავრდა და საქმე დაიხურა-თქო!.. დაწერეთ!!! ... მე ილაჯგამოცლილი დავეგდე სკამზე, მთელი სხეული მიკანკალებდა, თვალებში მოწოლილი სისხლი ქუთუთოებს მწვავდა, გული მერეოდა: ჩემი თავშეუკავებლობის, საქ მის, როსტომის ჩვენების, გამომძიებლის, ციხის, ხარაბაძის, თამბაქოს, თავისუფლების,
ჰაერის, იატაკის, საკნის, ჭერის, სკამის, სისხლის, ყელში მომდგარი ბოღმის, გაწეპილი და გამომშრალი ხახის, ოფლის და ყველაფრისგამო. ახლა სიკვდილი მინდოდა, მხოლოდ სიკ ვდილი, ყველაფერს მოწყვეტილი, ყველაფრის უარმყოფელი და არაფრის ბადალი.
მთელი ეს დრო ხელაძე თავაუღებლად მიგდებდა ყურს, თავი მხოლოდ მაშინ ასწია, როდე საც ამილახვარის ჩვენება დავხიე და თავზე გადავაყარე, იგი ნელა შეუდგა ჩვენების ნაგლეჯე ბის მოგროვებას და შეკოწიწებას, არაფერი რომ არ გამოუვიდა, ისევ მოკრიბა და სანაგვე კა ლათში ჩაყარა.
– რა დღეში გაქვს, ბიჭო, ნერვები, თავი არ გეცოდება? – მკითხა მან და სინანულით გაიქნია თავი.
– მაპატიეთ! – ვთხოვე მე, ცოტა გონს რომ მოვედი.
– ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დღეში გექნებოდა ნერვები... – თქვა მან, ადგა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
– მაპატიეთ, ბატონო გამომძიებელო, ჩემი ბრალი არ არის, თქვენ ალბათ თქვენით ზომავთ,
ციხეში კი... აქ სხვა საზომებია, ნერვები დაწყვეტაზე გვაქვს ჩვენგან დამოუკიდებლად, საკუ თარ თავს ვერ ვერევით, მე, გარეთ რომ ვიყავი, უფრო დინჯი და ძლიერი მეგონა ჩემი თა ვი,მაგრამ არ ვყოფილვარ...
– რაც მთავარია, ნაძირალა არ ყოფილხარ... სხვას შეეძლო, ასეთ შემთხვევაში დაეღუპა ამი ლახვარი.
– ამილახვარს არ მოუკლავს და როგორ დავაბრალებდი?! – ვკითხე მე გაკვირვებულმა.
– ნაკაშიძე, გამოძიების პრაქტიკაში არის რამდენიმე ფრაზა: „შეიძლება“, „მაგრამ“, „არ დამინა ხავს“, „კარგად არ მახსოვს“, „ზუსტად ვერ მოგახსენებთ“ და სხვა, რომელიც ძალიან ჰგავს
გათქმას. ხანდახან ეს ნახევრად არგათქმაც საკმარისია თავის გადასარჩენად...
– მე რასაც ვამბობ, იმას დაგიწერთ კიდევაც...
– მე შენთან დასაკითხავად არ მოვსულვარ, ნაკაშიძე... მე შენი ჩვენება არა მჭირდება. რაც ახ ლა ილაპარაკე, იმაზე უკეთესს შენ ვერაფერს იტყვი...
– აბა, რისთვის მობრძანდით, ბატონო გამომძიებელო? – ვკითხე მე.
– უნდა დამეხმარო და რჩევა მომცე! – მითხრა მან და ისევ გამიყარა თვალი თვალში, კვლავ უსიამო ჟრუანტელმადამიარა. ესეც მე მატყუებს-მეთქი, გავიფიქრე, აღარ არის საშველი, სად გაგონილა, გამომძიებელი რჩევას თხოვდა პატიმარს? ან რომელი გულუბრყვილო პატი მარი დაუჯერებს ამას გამომძიებელს. ჯერ არ დაბადებულა ისეთი გამომძიებელი, არ შეპი რებოდეს პატიმარს – თქვი და გაპატიებთ, თქვი და შეგიმსუბუქებთ დანაშაულს, თქვი და ვერავინ გაიგებს, დაგვეხმარე და დაგეხმარებით, შეგვიწყე ხელი და შეგიწყობთ ხელსო.
– ყველაფერი ეს მოსმენილი მაქვს ასჯერ და ათასჯერ, მეც და ყველა პატიმარს, პატიმრის და გამომძიებლის გაჩენის დღიდან არსებობს ეს დაპირება, მაგრამ ის, რომ გამომძიებელს რჩევა ეთხოვოს პატიმრისთვის, პირველად მესმოდა და ისიც საკუთარი გამომძიებლისაგან! – რჩევას გთხოვ, ნაკაშიძე, როგორ მოვიქცე? – გამიმეორა მან, თან თვალს არ მაცილებდა, ერ თხანს ისევ შევყოყმანდი, კინაღამ გამექცა თვალები, კინაღამ კვლავ ვერ გავუძელი მის მზე რას, მაგრამ ახლა, სწორედ ახლა უნდა მეცქირა მისთვის თვალებში, ახლა უნდა გამეძლო მი სი გამჭოლი, შანთივით გავარვარებული გამოხედვისათვის, თვალებიც რომ ამომშრეტოდა, რომ დავფსებულიყავი, დავბრმავებულიყავი იმის ფასად და უნდა გამეგო, რას ფიქრობდა იგი ამ წუთში, ალალი იყო თუ არა მისი სიტყვები...ღმერთო, გამაძლებინე მისი მზერისათ ვის და, თუ სტყუის ის, დაე, მან პირველმა ამარიდოს თვალი, პირველმა, ღმერთო... და მე გავუძელი მის მზერას, მან კი, არ ამარიდა თვალი, არა, და მე მივხვდი, რომ იგი ნამდვი ლად მთხოვდა რჩევას.
– მე, აბა, რით უნდა დაგეხმაროთ? – ვკითხე დაბნეულმა.
– იქნებ რამე დეტალი გაიხსენო, პატარა ხავსი მომეცი, რომ მოვეკიდო, კენჭი დამიგდე, რომ ფეხი გამოვდო, არ დავცურდე, არადა, ამ ჩვენებების მიხედვით წყალს მივყავართ, ბიჭო,
შენც და მეც. – თქვა და საქმე ხელში აიღო.
– ეს თვეები მეტს არაფერს არ ვფიქრობ, ბატონო გამომძიებელო, ერთადერთი იმედი ხარაბა ძეა, გონს თუ მოვიდა, ის იტყვის...
– იტყვის კი? – თავისთვის დაეჭვდა გამომძიებელი. მე აღარაფერი არ ვუპასუხე, რადგან უკვე აღარაფრის იმედი აღარ მქონდა, აღარაფრის აღარ მჯეროდა და, საერთოდ, ხარაბაძის გადარჩენის იმედიც არ მქონდა. თავი ჩავღუნე.
– გუშინ ვიყავი საავადმყოფოში,ხარაბაძე გონს მოდის, მაგრამ ჯერ დაკითხვა არ შეიძლება, – გამომძიებელი თავისთვის ლაპარაკობდა, – ერთ კვირაში, როგორც ექიმი ამბობს, მთლიანად დაუბრუნდება აზროვნებაც და მეხსიერებაც, მაგრამ გაიხსენებს კი? მოინდო მებს იმ ამბის გახსენებას? რომ გაიგებს, მისი ხელიდან კაცი მოკვდა, იტყვის სიმართლეს? ან იქნებ იცის უკვე, რომ კაცია მკვდარი... – გამომძიებელი დაფიქრდა და მე შემომხედა.
– არ იცის, არა, ბატონო გამომძიებელო, საიდან ეცოდინება, როგორც კი ისროლა მეორე ბოთ ლი, ამილახვარმა დაარტყა...
– რა დაარტყა ასეთი, რა მუშტი აქვს იმ ამილახვარს, ექსპერტმა დასკვნა გადმომცა, მძიმე, ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული თავშიო...
– არა, მუშტი დაარტყა, ბატონო გამომძიებელო.
– მაშ, შენ ამბობ, რომ არ იცის? – მკითხა მან.
– არ იცის, ბატონო გამომძიებელო, არ იცის...
– ხომ გაიგებს? – არ უნდა გაიგოს! – როგორ? – არ უთხრათ! – მოვატყუილოთ? –ეგ ტყუილი არ იქნება, ბატონო გამომძიებელო. მას ხომ კაცის მოკვლა არ უნდოდა; რომ გაიგოს, შეშინ დება და არ იტყვის სიმართლეს, არ უთხრათ, ბატონო გამომძიებელო, თქვენი ჭირიმე, გეხ ვეწებით, გემუდარებით, არ უთხრათ. ნუ ეტყვით, თორემ შეშინდება და აღარ იტყვის მარ თალს, ბატონო გამომძიებელო! არ უთხრათ, – ვემუდარებოდი მე.
– ჰო, დაწყნარდი, არ ვეტყვი, არ ვეტყვი, დაწყნარდი. არ ვეტყვი, – მამშვიდებდა გამომძიებე ლი. – არ ვეტყვი, თუ არ უთხრეს უკვე. – თქვა მან. თავზარი დამეცა და მხრები მოწყვეტილივით ჩამომიცვივდა. ხელაძე ერთხანს ფიქრობდა, მერე საქმე აიღო, იღლიაში ამოიდო და წასვლა დააპირა, უცებ საქმე მაგიდაზე დააგდო და ყურმილი აიღო, ნომერი აკრიბა სასწრაფოდ.
– ალო, მიმინოშვილი, ხელაძე ვარ, ახლავე კამოს ქუჩაზე სასწრაფოში კაცი გააგზავნე, ჰო, მი ლიციელი, მერვე პალატასთან დადგეს და, ვიდრე მე არ მივალ, კაციშვილი არ შეუშვას, გეს მის, კაციშვილი! მერვე პალატასთან! ხარაბაძეა ავადმყოფი... მარტო წევს... არავინ... არც ჭი რისუფალი, არც ექიმი... – ხელაძემ ყურმილი ჩამოკიდა და ახალი ნომერი აკრიბა: – თუ შე იძლება, მთავარი ექიმი... გამარჯობათ, ბატონო შალვა. ხელაძე გაწუხებთ, გამომძიებელი ხე ლაძე...გამარჯობათ, ბატონო შალვა... მე მილიციელი გამოვგზავნე. თქვენც გთხოვთ, არავინ არ შეუშვათ ხარაბაძის პალატაში... თქვენ იცით, მერვეშია... დიახ, მალე მოვალ და ყველა
ფერს მოგახსენებთ... არავინ, არავინ, გმადლობთ, ბატონო შალვა!.. – ხელაძემ ყურმილი და კიდა, ხმამაღლა ამოისუნთქა და შუბლზე დაყრილი ოფლი მოიწმინდა სახელოთი. მერე ელექტრო- ღილაკს დააჭირა თითი. ოთახში ზედამხედველი შემოვიდა.
– წაიყვანეთ! – უბრძანა მან და ისე წავიდა, არც გამომშვიდობებია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent