შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის ცეცხლში (თავი 3-4)


21-07-2021, 15:50
ავტორი ბოლეინი
ნანახია 430

თავი სამი
„იარები ის ნაპრალებია, საიდანაც შენში სინათლე აღწევს.“
რუმი

რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემს ცხოვრებას ერთი რიტმით მივაქანებდი ხოლმე.
ზოგჯერ კისერსაც ავიმტვრევდი, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, თუმცა საქმე მაინც ბოლომდე მიმყავდა.
-ბატონო დემნა? გაკვირვებულმა გადავხედე მამაკაცს
-მაშო, შეგიძლია სადღაც გამომყვე?
-არა, მე... იცით? მე სახლში მაგვიანდება.
-რამდენიმე წუთის საქმეა.
ეშმაკურად გამიღიმა კაცმა და სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია
-კარგით, მაგრამ სად?
გაკვირვებულმა შევავლე თვალი, მის ლამაზ და გრძელ თითებს.
-ნახავ...
ღიმილს არ წყვეტდა, შიგადაშიგ ხმაურიანადაც იცინოდა. მანქანამდე ხმის ამოუღებლად მიმიყვანა, დავჯექით თუარა მანქანა მაშინვე ადგილს მოსწყვიტა და სიარეტი ფანჯრიდან მოისროლა.
-მაშო, მაშო... რამდენი წლის ხარ?
-ოცდაორის, თქვენ?
-ოცდაექვსის. საქართველოში როდის ჩამოხვედი?
-უკაცრავად?
ცოტა არ იყო მაშინებდა მისი კითხვები, არა მარტო მაშინებდა არაედ მაბნევდა კიდეც.
-შენზე ცოტა ინფორმაცია მოვიძიე, აღმოვაჩინე რომ საქართველოში დიდი ხანია არ გიცხოვრია.
-ჩემს პირადულში იქექებოდით ბატონო დემნა?
-ჩემს თანამშრომელზე ინფორმაციის მოძიება უკანონობა სულაც არაა.
ირონიული, გამყინავი და სერიოზული სახე ერთდროულად ჰქონდა. უკვე ვხვდებოდი რაც ხდებოდა და სასაიამოვნოდ სულაც არ ჩანდა. თანაც თუ მართლა ასე იყო, მაშინ დრო იყო გასაქცევი მენახა, მეეჭვება ასე მალე ჩემით მოხიბლულიყო, რომ ჩემი სიცოცხლე მისთვის ღირებული ყოფილიყო.
-რომელ კურსზე ხარ?
-მეორზე.
-22 წლის გოგო, მეორე კურსზე რატომაა?
- რადგან საქართველოში არ ვყოფილვარ.
- სად იყოავი?
-მეჩვენება თუ დაკითხვაზე ვარ?
გზას ვუყურებდი რომელიც უკვე შემაძრწუნებლად ტყიან ადგილას ადიოდა.
-არ გეჩვენება, რომელ უნივერსიტეტში?
-ილიაში
-ვისზე მუშაობ?
-არავიზე.
ჩაეცინა.
ვფიქრობ დრო იყო მანქანიდან გადავმხტარიყავი, სხვას რომ მოვეკალი მეტად არა სასიამოვნო იქნებოდა, ჩემი თვით შეფასებსთვის. თავის მოკვლით უფრო მაღალ საფეხურზე მოვხვდებოდი. ჯოჯოხეთში ვაპირებდი წასვლას, ჩემი იქ მოხვედრა გარდაუვალი იყო.
-ალბათ ნანობ მანქანაში რატომ ჩავუჯექიო.
ჩაეცინა.
-სულაც არა.
-რაზე ფიქრობ?
-რომელი გზა სჯობს ჯოჯოხეთამდე მისასვლელად.
-შენს მოკვლას არ ვაპირებ.
-ცოცხალი დამმარხავ ალბათ, რომელიმე ხის ქვეშ, თავზე მიწას დამაყრით და გამგუდავთ.
-კარგი აზრია, თუმცა ეგეც მკვლელობაა.
ისევ ჩაეცინა.
-გასამხნნევებლდ გეტყვი, რომ შეცდომა არ დაგიშვია.
- რათქმაუნდა, შეცდომებს არასდროს ვუშვებ.
ორივემ რომ გადავიხარხარეთ, მაშინ მივხვდი სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე რომ ვხარხარებდი, მისი რავიცი და მე კი გიჟობის კანდიდატი ვიყავი.
-რას აპირებ.
-არვიცი, ადგილზე მოვიფიქრებ. რა გქვია?
-კატერინა.
-შენზე ინფორმაცია ვერ ვიპოვნე, აშკარად ვიღაც დიდი გიმაგრებს ზურგს.
- ჩემზე ყველა ინფორმაცია ამოშლილია, საქართველოში ჩემი სახელით ცხოვრების უფლებასაც კი არ მომცემენ.
-რატომ გახდი დილერი?
-გულწრფელი საუბრები გვაქვს?
მკვეთრად მოატრიალა და ერთ პატარა ჩიხში შეუხვია, საერთოდაც იმ ტერიტორიაზე არავინ იყო, ბოლო ხმაზეც რომ მეკივლა,ალბათ კაცი-შვილი ვერ გაიგებდა.
-უბრალოდ მიპასუხე.
-ჩემი სურვილით ნამდვილად არა, წლების წინ ექიმობა მინდოდა, ადამიანების გადარჩენა და კიდევ სხვა ათასი კეთილი საქმე.
-მოგიტაცეს?
- არა, ჩემი ოჯახის წევრი მოკლეს, შემდეგ კი არჩევნის გაკეთბა მაიძულეს, მერე კი ტყვე გავხდი, საკუთარი ნებითვე. საქართველოდან გამიყვანეს და გამრწვთნეს, სხვათაშორის კარატე ვიცი.
-სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გაგაკეთებინეს არჩევანი?
-არა, მათ მომცეს არჩევანი, ტყვეობასა და თავისუფლებას შორის.
-ტყვეობა რატომ აირჩიე? მანქანა გადდააყენა უზარმაზარი გალავნის წინ და ინტერესით მომაცქერდა.
-ჩემი თავისუფლება მხოლოდ ზეცაში იქნებოდა შესაძლებელი. საერთოდაც ტყვეობა სულაც არიყო საშინელება.
- გადმოდი.
მანქანიდან გადავიდა თუარა მეც გადავყევი, ხელი ისე ჩამკიდა გეგონებოდათ ახალდაქორწინებული წყვილი ვიყავით. საერთოდაც უარს არ ვიტყოდი, მისი ცოლი ვყოფილიყავი, ასეთ სიტუაციაში ყოფნაზე ალბათ ასჯერ უფრო უკეთესი იქნებოდა.
-გაქცევას რააატომ არ ცდილობ?
-არვარ იმდენად უყურადღებო,რომ არ დამენახა როგორ მოგვყვებოდა უკან შენი ხალხი.
-მთელი გზა მინდოდა რამე ისეთი გამეკეთებინა, შენთვის რაც შენთვის არასასიამოვნო იქნებოდა, ან ამაზრზენი. მოკლედ გადავწყვიტე რომ ცოლად გამომყვები, თუ შენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დათანხმდე ჩემთან ყოფნას ხოო?
იცით როგორი ადამიანი იყო? სიმპატიური, დაკუნთული და სექსუალური, მაგრამ ასეთი სულელი ტვინი რატომ ედო თავში?
-ჩემი დატანჯვისთვის ქორწინება შესანიშნავი აზრია, ალბათ შენთან სექ)სი დასჯა იქნება ჰო? გავუღიმე და კარებში პირველი მე შევედი, ლამაზი სახლი იყო, მდიდრული, ბნელი და ამ ყველაფერს დამატებული სიმპატიური მამაკაცი ჩემს ზურგს უკან სიგარეტით პირში.
- ჩემთან თუ დაქორწინდები სულელო გოგო, მაშინ მოგიწევს მათთან დილერობა შეწყვვიტო.
სეერიოზული სახე კი ქონდა თუმცა, თითქოს და შინაგანად დამცინოდა.
-ჰო ახლა ვიგრძენი ის ტკივილი გულის არეში, მილიონების დაკარგვა რომ ქვია.
-ბევრი მილიონი დაკარგე?
ვერმივხვდი მართლა ინტერესდებოდა თუ ფეხებზე ეკიდა ?
-რავი ალბათ ჩვიდმეტამდე მილიონი.
სინანულით გავაქნიე თავი, მერე გონება გამინათდა- საკაიფო აზრი მომაფიქრდა, ჩემს ფულს შევინარჩუნებ, და შენც დაგეხმარები.
-ეგ როგორ?
- შენი დილერი გავხდები, ვითომ დაგიახლოვდი და ბლა ბლას მოვუყვები უფროსს, ამდროს გავიგებ რას აპირებენ და ვუალააა, ცოცხალი და მილიონერი, თუ გინდა ცოლადაც გამოგყვები.
- ჯანდაბა, აზრზე არ ხარ რა სექსუალურად საუბრობ მილიონებზე.
ნელა მომიახლოვდა ზურგიდან და კისერში მაკოცა, ჯანდაბა შესანიშნავი სურნელი ქონდა, გრილი და სასიამოვნო.
- აზრზე ნამდვილაად ვარ...
გავუცინე და თავი უკან გადავაგდე, დიდი სიამოვნებით მივიღებდი ახლა მის სასჯელს.
-არ გინდა, ყველაზე მაგარი სასჯელი აქვე გამოვცადოთ? მომნუსხველად ჩაიცინა და თეთრ ლამაზ მდივანზე გადამაწვინა.
-უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.
მარტივად მივწვდი მის ტუჩებს და ხელი თმებში შევუცურე...

თავი ოთხი
იფიქრე ნაკლები, იგრძენი მეტი.
რუმი


დილაობით მუდამ საშინლად ვგრძნობდი ხოლმე თავს თუმცა, როდესაც დილას კოცნამ გამაღვიძა, ნამდვილად სასიამოვნო იყო.
-აბა რამდენად კარგი სასჯელი მოვიფიქრე?
ზემოდან მომექცა დემნა და კისერში მაკოცა
-შესანიშნავიი...
ამოვიკრუსუნე სასაცილოდ და თავ წამოყოფილ დემნას ლოყაზე ვაკოცე
-ბავშვი ვარ? სად მკოცნი ვიყო?
გაკვირვებილმა ჩამომხედა და მომლოდინედ დაელოდა კოცნას, მეც არ დავაყოვნე და ბაგეებზე დავეწაფე, ჰოო ამჯერად მან ამოიკრუსუნა.
-დაგაკმაყოფილე?
-კი, მაგრამ არ მყოფნის...
000

თბილისში შემოსვლის წამიდანვე დემნა სერიოზულ, უჟმურ და უხეშ ადამიანად გადაიქცა. ისე მიმიყვანა ბინამდე ხმა არ ამოუღია, დრო და დრო სიგარეტს ეწეოდა ხოლმე და შეწუხებული დასჩერებოდა ტელეფონს, ალბათ ზარს ელოდა რომელიც ჩემს იქ ყოფნაში არ შემოსულა.
უღიმღამოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ბინაში ავაჭერი კარში მომღიმაი კესო დამხვდა.
-რა ქენი?
-რას ვიზავდი?
-მთელი ღამე მასთან იყავი, დავიჯერო არაფერი გიქნიათ?
ეშმაკურად გამომხედა და მოსაცმელი გამომართვა.
-მაგრად შევაბი, მერე სექ)სიც გვქონდა.
-კაიიი!!! მაგარიაა, მეც მინდა ეგეთ პერსონაა. თან რა სექსუალურია...
აშკარად წავიდა ფანტაზიებში კესო
-კი მერწმუნე შესანიშნავი სექ(სი გვქონდა, ახლა კი თქვენის ნებართვით, უნდა დავისვენო, საკმაოდ გამომეცალა ძალა...
ჩავიიკისკისე და მდივანი გავშალე, უკვე შემეძლო რამე უკეთეს სახლში გადასვლა.
...

კლუბის კარი შევაღე თუ არა ეგრევე დამეტაკა ნატა და ჭორების მოყოლა დაიწყო, ერთი სიახლე დამხვდა, გასახდელის დერეფანში სინათლე დაემონტაჟებინათ, ახლაღა შევამჩნიე კედლებზე მოხატული ნახატები.
-აუფ იცი რა გავიგეე? თურმე ჩემი ქრაში ბატონი დემნას ძმაკაციაა, იმედია ისიც მასავით უჟმური არააა.
- სულაც არაა დემნა უჟმური.
მხარი დავუჭირე ბოსს და გაკვირვებული მზერაც მივიღე ნატასგან
-როდიდანაა ბატონი დემნა, დემნა და რაიცი შენ უჟმურია თუ არა?
ეჭვისთვალითა და ოდნავი სარკაზმით შემომხედა ნატამ და აბზუებულ ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა
-როდესაც ჩვენი ბატონი ჩვენთან არაა, უბრალოდ დემნაა. აი უჟმურობაზე კი საერთოდ არაა უჟმური, წინაზე მის მაგიდასთან რომ ვმორიგეობდი რამდენჯერმე იხუმრა და საკმაოდ სასაცილოდაც.
დავფარე ჩემი ვნება ჩემი ბოსის მიმართ, თუმცა რამდენად ოსტატურად ნამდვილად არ ვიცი.
-ისე მართალი ხარ, მაგრამ შემთხვევით ბატონი დემნას მაგივრად დემნა რომ დავუძახო მერე რავქნა?
ოდნავ ჩაფიქრებულმა გაიცინა.
-კაი გავიდეთ უკვე, ხელი ვკარი ნატას და კარში გავედი.

...

ღამის თორმეტამდე დემნა არ გამოჩენილა, მერე ზედა სართულზე ავედი და არც შემიმჩნევია მოვიდა თუ არა, ზემოთ მესამე სართულზე კაზინო იყო, მოხუცი მილიონერები ტასაობდნენ უმეტესად, იმდენად აზარტული ვიყავი თამაშის სურვილიც კი მიჩდებოდა, ერთი ორჯერ ნატამაც წამომარტყა და მომაფხიზლა, „გამოფხიზლდი ჩვენნაირები ასე ვერასდროს გაერთობიანო“ . რაიცოდა მეც ასეთი მილიონერი რომ ვიყავი? კაი, სულელ ტვინს დავაბრალოთ.
- უკაცრავად, მაშო შენ ხარ? მომიახლოვდა მგონი ელენე, ისიც მიმტანი იყო.
-კი, რახდება?
-უფროსმა თქვა ეგ მომემსახუროსო.
-ბატონმა დემნამ?
-კი მალე ჩამოდიი ქვემოთ, არ მინდა რომ ტყუილად მისაყვედურონ.
გამიღიმა და კიბეებისკენ გაექანა, მე შეკვეთა მივუტანე ვიღაც თეთრწვერას და პირველ სართულზე დავეშვი, დემნას სხეულის დანახვისთანავე მივედი მასთან და მზერა მასა და მის გვერდით მჯდომს გავუსწორე.
-გამარჯობათ, რა გნებავთ?
-ვისკი და ფორთოხლის წვენი.
უცებ მიპასუხა, მაგრამ რაღაც უცხო და გაყინული ხმა ჰქონდა,
-კარგით, კიდევ ხომ არაფერს ინებებთ?
- გოგონა, შეგიძლია ყინული მოიტანო?
გამომხედა გადაპრანჭულმა გოგომ რომელსაც საკმაოდ გრძელი ფეხები ქონდა.
-ახლავე.
ვუპასუხე სხარტად და ვაჩესკენ გავემართე
-ვაჩიკოო, ვისკი და ფორთოხლის წვენი მინდა.
- ახლავე, რაშვები არ დაიღალე?
თან ბარის თაროებიდან ვისკის იღებდა და თან მესაუბრებოდა.
-კი ცოტა, რაღა დარჩა, სამ საათში წავალ და დავიძინებ..
-სწავლობ სადმე? ვისკის ჭიქა წინ დამიდგა და ამჯერად ფორთოხლის წვენის მომზადებას შეუდგა.
-კი ილიაში, ინტერიერის დიზაინის განხრით.
გავუღიმე და მეორე ჭიქაც გამოვართვი და ლანგარზე დავიდგი.
-ამდენს როგორ ასწრებ?
- დილას ვსწავლობ ღამით ვმუშაობ, რა სირთულე მაგაშია?-გავიცინე და ფორთოხალში ჩაგდებულ ყინულს გავუშტერე მზერა- ეე ყინულები სად არის?
-სარდაფში, მაცივარში ყრია კიბეებზე ჩახვალ და ეგრევეა.
-კაი სპასიბა, წავედი მე.
აუ ახლა სიბნელეში რომ გაჩითულიყო ეს ყინულები, უეჭველი გავაფრენდი. მაგიდებს შორის მოხერხებულად გავძვერი და მიზანთან მისულმა მაგიდაზე დავდგი ორივე ჭიქა,
-ვაიმეე, ყინულები სადაა? დაიწრიპინა თოჯინამ და სიგარეტი გააბოლა
მწეველა ადამიანს ასეთი წრიპინა ხმა რომ აქვს, სულ მაინტერესებდა როგორ ხდებოდა.
-ქალბატონო ყინლები ქვედა სართულზეა. ვიფიქრე, რომ სჯობდა თქვენთვის მომეტანა ჯერ შეკვეთა და ყინულებსაც ამოგიტანთ.
-კარგი მალე ქენი, უცებ!
შემომწრიპინა გოგომ და დემნას აეკრო, თან ხელიც მოხერხებულად ჩაუსრიალა პრესზე, ცოტა უხერხული იყო იქ გაჩერება და წამოვედი, რავი ცოტა უხერხული კიარა ამაზრზენიც კი იყო ისეთი სახით იჯდა და მიყურებედა დემნა.
ხოდა მეც გამოვძვერი იმ სიტუაციიდან და სარდაფში ჩავედი, ყველგან სიბნელე იყო, ჩემდა საუბედუროდ ტელეფონი გასახდელში დავტოვე და გრძელ კიბეებს სიფრთხილით დავუყევი, კიბეებს კი დავუყევი და ჩავედი მაგრამ კარებები ჩახერგილი იყო და ვერ ვაღებდი ჩემი ძალებით
-ჯანდაბა რაა!! შევკივლე და მთელი ძალით მივარტყი ფეხი კარს რომელიც მოულოდნელად გაიღო.
-ვააუუ.
ნელა და შიშით შევაბიჯე ბნელ ოთახში, საიდანაც ერთადერთი ნათელი ადგილი რაც დავლანდე მაცივრის სინათლე იყო, მთელი სისწრაფით გავექანე მაცივრისკენ და ყინულების ამოკრეფა დავიწყე, კიდევ კარგი პატარა თერმოთასი იქვე იდო თორემ ჩემი წინდაუხედავობის გამო მომიწევდა ისევ გამეარა ეს გზა. უკვე ამოკრეფილი მქონდა მოულოდნელად კარი რომ გაჯახუნდა, შეცბუნებულმა გავხედე კარს და მისკენ წავედი, ჩაკეტილი კარი ისე ჩახერგილიყო როგორ თავიდან იყო, სამწუხაროდ ფეხის მირტყმით ვერაფერს გავხდებოდი. ჩახუთულ სივრცესთან შეჯახებისთანავე ამიფრიალდა გული და ჩემმა კაუსტროფობიამაც იჩინა თავი.
-ამ ცხოვრების დედაცც ვატ)ირე რა!!
წამოვიძახე და გონებაც დავკარგე.



№1 სტუმარი სტუმარი Anano

Ohoo... Chaixlarta, imediaa aggar daigvianebbb <3

 


№2 სტუმარი marikuna

rogor momcons arici shen
iqneb xval dado axali tavi??? dzaliam gamixardeboda...

 


№3 სტუმარი NOBODY IS PERFECT

კარგია გააგრძელე

რატომ იქცევა ასე დებილურად დემნა))) გავგლიჯავ

 


№4 სტუმარი უჩინარი

მალე დადებ?

 


№5  offline წევრი ბოლეინი

სტუმარი Anano
Ohoo... Chaixlarta, imediaa aggar daigvianebbb <3

ჩემი დის ქორწილი იყო გუშინ)) მაპატიეთ რომ დავიგვიანე, მალე დავდებ ახალ თავს <3

marikuna
rogor momcons arici shen
iqneb xval dado axali tavi??? dzaliam gamixardeboda...

მაპატიე რომ ვერ გაგახარე მარიკუნაა((( ძალიან დავაგვიანე დადება მგონიი...

NOBODY IS PERFECT
კარგია გააგრძელე

რატომ იქცევა ასე დებილურად დემნა))) გავგლიჯავ

მიდი გიჟოოო <3

უჩინარი
მალე დადებ?

მალე დავდებ )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent