შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი კაცი #1

16-08-2021, 23:10
ავტორი რენე
ნანახია 5 552

პროლოგი:
არ არსებობს ერთისთვის მეორე არ იბადებოდეს. მეორე თუ არა, მესამე მაინც, შესაძლოა მეოთხეც, მეხუთეც...
ჰო, მერე რა, თუ შენს ბედს რამდენჯერმე გამოცდი მის ძებნაში?! სამყაროში ყველაფერი დასაშვებია!
ვიღაცამ ახლა იპოვა თავისი;
ვიღაცამ შეიძლება მერე იპოვოს;
ვიღაცას უკვე ნაპოვნი ჰყავს;
შენ კი ეძებ, ეძებ და უნდა ეძებო კიდეც, ვიდრე იპოვი.
ამის გარეშე არც სიცოცხლე და მით უმეტეს, სიკვდილი არ შეიძლება.
მე თუ შენთვის დავიბადე, შენც ხომ ჩემთვის სუნთქავ?!

***
თინა:
მე შემიყვარდა კაცი, რომელიც უყვარდა სხვა ქალს და გამიხდა გასაყოფი. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩემი ბრალი. არა, ასეც შეიძლება ითქვას, რომ აქ ბრალი არაფერ შუაშია. მამაჩემი იდგა. იდგა და ახლაც დგას, თორემ მე რომ კაცი შემიყვარდა, რომელიც სხვა ქალს უყვარდა, არ ღირდა რამედ და არც იმად, რომ ჩემი თავი მისთვის მიმეძღვნა. ეს ახლა ვიცი, რადგან მას არ ვუყვარვარ. მაშინ არ ვიცოდი, დავინახე და შემიყვარდა. მერე მე იძულება გავხდი. სხვისი პირობით დადებული ფიცი რომ მთელი ცხოვრება გამაბედნიერებდა, ვერ ასრულდა. რომ ვყვარებოდი, ჩვენი თანაცხოვრება ვალდებულებად არ იქცეოდა. არ მეტკინებოდა ყოველი გათენება, რომ მის თვალებში არ დამენახა მოლოდინი იმ ქალის ცოლად შერთვისა. არ დავიღვრებოდი ცრემლებად ამ კაცის გამო, რომ არ მეგრძნო განქორწინების შიში მუდმივად. მე დავკარგე ჩემი წილი თავმოყვარეობა და გავხდი უპრინციპო, რადგან სხვისი კაცი შევიყვარე. ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ჩვენ გვინდა? ჩემი ბედის დამწერი თამაშობს. მე კი აქ ვიტანჯები და ვცოცხლობ ვისთვის? - მხოლოდ ტასოსთვის. ტასო რომ არა, ეს კაცი, რომელიც სხვა ქალს უყვარს, ალბათ, იმ დღესვე დამტოვებდა, როცა მის დაბრუნებას შეიტყობდა. ტასოს, ჩვენს საერთო შვილს უნდა ვუმადლოდე ჩემი ქმრის ჩემთან დარჩენას?! რა ბედის ირონიაა, ღმერთო ჩემო! მეცინება. არადა, რა მაცინებს?! მე ხომ გასაყოფი ქმარი მყავს? რომელი ნორმალური ადამიანი გაიცინებს ამაზე?! როგორ არ მინდა ერთ საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს მას იმ ქალის სუნამოს კი არა, თუნდაც კანის სუნი მოჰყვეს. ეს ისე არ მინდა, როგორც ტასოს უმამოდ გაზრდა. ვერ დავუნგრევ ოჯახს ჩემს შვილს და ვერ ვაომებ მამაჩემს ჩემს ქმართან იმის გამო, რომ ჩემმა მეორე ნახევარმა სიმამრს დაპირდა შენს ქალიშვილს გულს არასდროს ვატკენო და ვერ აასრულა. ვერც ღმერთს შეუსრულა დაპირება და ის ფიციც გატეხა, რომელიც ეკლესიაში ერთად დავდეთ. ვერ აასრულა იმიტომ, რომ ძილის წინ არასდროს ჩამხუტებია ჩემი ქმარი. მას არასდროს უკოცნია ჩემთვის, როცა მეძინა. არასდროს გავუღვიძებივარ სიტყვებით - მიყვარხარ, ძვირფასო!. მსგავსი არაფერი ყოფილა და არც იქნება. მე, ქალს, რომელსაც სხვა ქალის კაცი უყვარს, ამას უკვე ბრმად შეგუებული ვარ და არც მაქვს იმედი, რომ ოდესმე ჩემი ქმრის თვალებში დავინახავ ღმერთს. ღმერთს, რომელსაც ერქმევა ჩემი სახელი. ჰაჰ, რა გულისამრევია! რასაც ვნატრობ, ვერაფერი ვერ ახდება. ღმერთო, ასე რატომ მტანჯავ?!

***
მთელი დღის მუშაობით დაღლილმა მანქანა ეზოში შემოაყენა, ზლაზვნით გადმოაბიჯა და კილომეტრებად მოეჩვენა მანქანიდან სახლის კარამდე გზა, რომელიც მაქსიმუმ ასი მეტრი ყოფილიყო. პიჯაკი მკლავზე გადაეკიდა. პერანგის საყელო გზად შეიხსნა, თითქოს ამოსუნთქვა უნდა სახლში შესვლამდეო. იგი ისეთი დამძიმებული იყო, გეგონება საუკუნო ლოდს ატარებდა მხრებით. მისთვის ყველა გზა, რომელიც სახლისკენ მიდიოდა, ჯოჯოხეთში გავლას ნიშნავდა. მხოლოდ ტასოსთვის მოდიოდა. მოდიოდა და მიდიოდა. ახლაც იგივეს აპირებდა, რა თქმა უნდა.
- თინა, მოვედი. - მძიმე ხმით თქვა, წლების სევდა რომ ეტყობა ყველა მარცვალს, ისეთით.
- ჰო, გავიგე. - ქალი კი იდგა კედელს მიყრდნობილი სახემოღრეცილი, როგორც ყოველთვის და მისთვის კუთვნილი “თინა, მოვედი” უკვე საზარელი მოსასმენი იყო. ამ თინას არ ახლდა არანაირი გრძნობა, მხოლოდ უემოციობა, თანაცხოვრების სისასტიკე, გულისრევა, ზიზღი, იძულება.
- მაჭმევ რამეს? - გაისმა ტრადიციული კითხვა, რომელზეც უკვე რეაგირება აღარ ჰქონდა ქალს.
- გაჭმევ, ბათო, მზად მაქვს უკვე ვახშამი. ტასოს ძინავს, ვერ დაგეწვევა. - შვილი ახსენა. იცოდა, მხოლოდ ის იყო მათი ერთ სახლში სუნთქვის მიზეზი. ახლა რომ ტასოს ძინავდა, კაცს უფრო გასაქცევად ჰქონდა საქმე. ესეც ესმოდა თინას. მთელი არსებით ესმოდა და რომ იგებდა, ეს კიდევ უფრო ათასმაგად მტკივნეული იყო მისთვის.
- შენ არ გინდა, თინა? მარტო ნუ მავახშმებ. - ბევრს ითხოვდა კაცი. მოვალეობის მოხდის მიზნით ჯდომა უფრო მეტად დამახრჩობელი იყო ქალისთვის.
- მეც მოვალ, ჰო.
- კარგი, ხელებს დავიბან, დაჯექი და შემოგიერთდები.
თინა სამზარეულოში გავიდა. თავისთვის თეფში დაამატა მაგიდაზე და მხრებჩამოყრილი ჩამოჯდა. არ შიოდა. მას საჭმელი არ შიოდა. უფრო გრძნობები შიოდა, რომელსაც წლები ნატრობდა. ვერ დააკმაყოფილა ვერც კუჭი და ვერც ტვინი. რას იზამდა ქალი?!
- მოვედი, თინა. - ჩამოჯდა და ცოლს თვალებით ანიშნა, რომ მისთვის კერძი თეფშზე გადაეღო. თითქოს თვითონ ხელები არ ჰქონდა და ვერ იზამდა. რა მარაზმია, ღმერთო! ცოლი გყავს, ძიძა, თუ მსახური?!
- დედას რეცეპტია, პირველად ვცადე. იმედია, მოგეწონება. ვიცი, გიყვარს ქათმის ხორცი.
- რა კარგი ქალი ხარ! - კაცს შეეძლო ეთქვა ცოლიო, მაგრამ ეს ხომ ტყუილი იქნებოდა? ტყუილი, რომლის გააზრება ამ ორში მხოლოდ თინას უჭირდა. - მმ, უზომოდ გემრიელია! - თითქოს დაღლილობა მოეხსნა ბათოს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისი ცოლი იდეალურ კერძებს ამზადებდა.
- ჰო? კარგია, თუ მოგეწონა. ვეცადე, კარგი ყოფილიყო. - ტკივილიანი ღიმილი გამოესახა სახეზე ქალს. თავადაც გადაიღო კერძი, მაგრამ არ შიოდა. უბრალოდ ვერ უთხრა ქმარს, იფიქრა მერე მარტო არ შეჭამს, მთელი დღის მშიერიაო. აი, აქაც გამოიჭირა მისი თავი თინამ. ფიქრებშიც კი სხვისი ქალის კაცს დასტრიალებდა.
- შენ ყველა კერძი კარგი გამოგდის, თინა! - კაცის შინაგან მეს ლამის იქვე აერია გული. ეს აფერისტობა თითქოს ცოცხალი ყოფილიყოს, მის ყელს ხელი მოუჭირა და უთხრა თავს ნუ აჩვენებო. არ აჩვენებდა, მართლა ხომ კარგი მზარეული იყო თინა? მაგრამ. მაგრამ თქვენც ხომ გესმით? ეს არ იყო სიყვარულით ნათქვამი სიტყვები. სწორედ იმას ჰგავდა, რამდენიმე დღის აყვანილ მოსამსახურეს რომ შეაქებ რა კარგი ხელი გაქვსო. - ტასოს ასე ადრე რატომ ძინავს? - როგორც იქნა, ყველა ფიქრიდან შვილამდე მოვიდა ბათო. გეგონება საჭმელმა ტვინი გაუხსნა. ისეთი მშიერი იყო, აბა, რა იქნებოდა?
- დღეს ბაღიდან ადრე წამოვიყვანე, სიცხე ჰქონდა. წამლები დავალევინე, ჩაი, მერე მიიძინა. ცოტა ხნის წინ გავუზომე და უკვე დაწეული ჰქონდა ტემპერატურა.
- რას ამბობ, თინა? აქამდე როგორ არ მითხარი? - შეიცხადა კაცმა.
- არ გიკითხავს, ბათო.
- მივიყვანოთ ექიმთან? - ქალის რბილი სიუხეშე გაატარა და კითხვა დაუსვა.
- არამგონია, საჭირო იყოს. ალბათ, გაოფლიანდა. იცის ხოლმე ასე, ხვალ უკვე კარგად იქნება.
- მართლა, თინა? - გამყიდველი იყო ეს “მართლა”. არ იცნობდა კაცი თავის შვილს და არც ის იცოდა როდის როგორ გრძნობდა თავს, მაგრამ გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. თვითონ ტასოს მამამისი სამყაროს ერჩივნა. ხანდახან ჩაფიქრდებოდა და იტყოდა - მგონი მამა უფრო მიყვარს, მაგრამ დედას გარეშე არ შემიძლიაო. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო. მერე უფრო ექნებოდა ბათოს დარჩენის მიზეზი, რადგან ტასო უმისოდ ვერ შეძლებდა, მაგრამ ეს პატარამ რა იცოდა? არც თავად კაცმა არ იცოდა. მან არაფერი არ იცოდა გარდა იმისა, რომ დილით სამსახურში მიდიოდა, საღამოს სახლში მოდიოდა ცოტა ხნით და მერე ისევ გადიოდა. ღმერთმა უწყის სად.
- შენ მისი დარდი ნუ გექნება, მე ვყავარ და მოვუვლი. - თითქოს თინას რაღაცის თქმა უნდოდა, ახალი ამბის. ამ ნათქვამით კი სადღაც თავის გონებაში მომავალი დახატა, მაგრამ მისმა ქმარმა ახლაც ვერ გაუგო.
- მაგას როგორ ამბობ? ჩემი შვილია და ვიდარდებ კიდევაც! - ხმა გაამკაცრა ბათომ. თავის მოვალეობას ხაზი გაუსვა. ის კი არასდროს უთქვამს თინაზე - ჩემი ცოლია და ვიზრუნებ კიდევაცო საკურთხეველთან დგომის შემდეგ. ის მაშინ ვალდებულება იყო.
მერე უხმოდ გააგრძელეს ვახშმობა, ხმა აღარ გაუღია არც ერთს. ამ დუმილში კი იკითხებოდა ყველაფერი, ოღონდ მარტო თინასთვის. ბათო მხოლოდ ჭამდა. ის მაგიდა და თეფში იყო იმ წუთს მისი სამოქმედო და საფიქრალი არეალი რაკი შეიტყო, რომ ტასოს აღარაფერი უჭირდა. ქათმის ხორცი და მკვდარი ქათამი. კაცი ჭამდა ცოლის ცრემლით მომზადებულ კერძს, რომელშიც ეს ცრემლები მოგუდულიყო, მაგრამ მას მათი გემო არ გაუგია. იმ ქვაბში კი ცოდვას ცეცხლი ეკიდებოდა, აქეთ მკვდარი ქათამი და იქით ცოცხალი, მაგრამ მკვდარი თინა. ქალმა მოამზადა კერძი კაცისთვის, რომელიც სხვა ქალს ეკუთვნოდა.

***
ხუთი წლის წინ:
- კახა, ხომ გთხოვე, დაანებე თავი ამ გოგოს. ნუ გამაგიჟე ბოლოს და ბოლოს! ნუთუ, სხვა გზა არაა, რომ მისი გათხოვება საჭირო არ გახდეს? - ლამის გაჰკიოდა ქალი. მუჭით ცრემლებს იმშრალებდა და ერთადერთი შვილის ბედს მისტიროდა.
- გითხარი, ნუ დამელაპარაკები ამაზე - მეთქი! ვერ გამიგია, შენ რა გინდა?! ჩემს შვილს უნდა, მე მჭირდება, გასაგებია, ნორა? გესმის შენ ეს რას ნიშნავს? მე იმ კაცს უკვე შევუთანხმდი! თუ არ გინდა სახლ-კარის გარეშე დარჩე, დამიჯერე! გვიხსნის ის კაცი, გვიხსნის გაჭირვებისაგან. შენ კიდევ აქ დგახარ და რა დღეში ხარ?! - კედლები შეზანზარდა, იმხელა იღრიალა. წუთიერად სახტად დარჩა ქალი ქმრის შემზარავი ხმის გაგონებით და ყურებში ექოდ გაუმეორდა.
- კახა, შეცდომას უშვებ. შეუყვარდება ამას და ცხოვრება თავზე დაენგრევა. უტვინოა, გაიგე? უტვინოა ეს ჩვენი შვილი! შენ არ გირჩევნია ნაქირავებში ვიცხოვროთ და ბედნიერი იყოს თინა? გამეცი პასუხი, კახა! - ცრემლებად დაიღვარა ქალი. ბოლთას ცემდა ოთახში და მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს აქეთ-იქით მიმოფანტავდა. სახე სულ წაშლილი ჰქონდა. იმდენად ემოციურად ტიროდა, სიბერის ნაოჭები სულ წვრილ-წვრილ ხაზებად დასტყობოდა მის კანს.
- მე მირჩევნია ყველა ბედნიერი ვიყოთ! შეიყვარებს ის ბიჭი თინას, იცხოვრებენ ერთად და ბედნიერად, გამოსავალი მხოლოდ ეს არის და ჩემი შვილი თანახმაა! - კვლავ იღრიალა კაცმა. მოთმინების ფიალა გადაევსო. თვალები სულ ჩაუწითლდა გაბრაზებისგან. ვერ აიტანა ცოლის წინააღმდეგობა და ასეთი ტონით საუბარი. არასდროს ყოფილა ნორა ამდენად ანჩხლი, პირიქით, სულ ქმრის სიტყვას ითვალისწინებდა და არ ეპასუხებოდა, მაგრამ საქმე აქ თინას ეხებოდა. განა, ამ კაცს არ უყვარდა თავისი შვილი? ან მას არ უნდოდა მისი შვილის კეთილდღეობა? მისთვის საკმარისი იყო ის აღფრთოვანებული თვალები, როცა თინამ პოტენციური საქმრო იხილა. იმ წამიდან შეუყვარდა გოგოს თავდავიწყებით. ალბათ, ამიტომაც მისცა თავს ნება კახამ ამ საქმის ბოლომდე მიყვანის.
- შეცდომას უშვებ! შეცდომას! მე შენ არასდროს გაპატიებ, თუ დავინახავ ჩემი შვილის თვალებში ტკივილს და იმას, რომ ის ბიჭი ჩვენს თინას ვერ შეიყვარებს. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, კახა! შენი ბიზნესისთვის შენს შვილს ყიდი. შუბლზე დაიწერე, ყველაფერი ისე ქენი, რომ მართალი დარჩე და მე სიტყვა სათქმელი არ დამიტოვო. თინა ახლა პატარაა, აღფრთოვანებულია, დრო გავა და ისწავლის. ალბათ, იმასაც ისწავლის როგორ გაყიდა მამამისმა. მოვა ის დღე, როცა შენ პირისპირ დაგიდგება და პასუხს გაგცემს. დაიმახსოვრე, კახა! მე დედა ვარ, ჩემი გული მისით ცოცხლობს და ერთი გულისცემაც რომ გამოვტოვო, რომელიც ჩემს შვილის ბედნიერი ცხოვრების ერთი დღის წართმევას მიმანიშნებს, ძმრად ამოგადენ! - საჩვენებელი თითის ქნევით ლაპარაკობდა ნორა. თვალები გაფართოვებული ჰქონდა, მთელი ბრაზი და აგრესია იკითხებოდა იქ, ამასთანავე შვილის მომავლის დაკარგვის შიში, პატარა გოგოს სიფარფატის ჩაკვლის შიში, ბევრი შიში, სულ სხვადასხვა რამის და ეს მხოლოდ ნორამ იცოდა, რადგან ისიც ქალი იყო, იქამდე დედა. ქალი, რომელსაც წაართვეს ცხოვრება და არ უნდოდა იგივე მის შვილს დამართნოდა, მის პატარა თინას, ამიტომაც გული ეფლითებოდა ამის წარმოდგენაზეც კი. მისი სიტყვები ქმრის წინაშე ნამდვილად მუქარას შეიცავდა.
- მე ვიცი, რასაც ვაკეთებ, ნორა. თინა კარგად იქნება. იმ ოჯახში არაფერი მოაკლდება. მისი ქმარი მე სიტყვას მომცემს, რომ ჩემი შვილი უბედური არასდროს იქნება. გაიგე?! ხელი არ შემიშალო! დამაცადე მეც და ჩემს შვილსაც! არ გავიგონო, რომ ტვინი აურიო! გესმის შენ, ნორა?! - მაგიდაზე მუშტი დაარტყა კახამ. თითქოს კანონი იყო ის, რასაც ამბობდა და მის სიტყვას წინ არავინ უნდა აღსდგომოდა. სინამდვილეში ვინ იცოდა რა ელოდა თინას?! მხოლოდ ღმერთმა, რომლისაც ეშინოდა ნორას. ნორა იყო ერთადერთი, ვინც შიშით იძინებდა და იღვიძებდა.
- შენ ეგოისტი კაცი ხარ, სიმდიდრის მოყვარული, ხარბი. ოღონდ ქონება არ დაკარგო, ყველაფერზე წახვალ. ზუსტად ასეთი იყო მამაშენიც. იმიტომაც წევს ახლა მიწაში და ჭამენ მატლები მის დამპალ სახეს. იგივე გელის შენც. მეც წამართვი ყველაფერი, მეც დამინგრიე ცხოვრება მამაშენის წყალობით. ჩემი თინა, ჩემი პატარა თინა... - ამოიგმინა ქალმა, სავარძელში უღონოდ დაეცა, სახეზე ხელები აიფარა და არაადამიანური ხმით ატირდა. - რა მეშველება, თინა რომ ჩაქრეს?
კახას პასუხი არ ჰქონდა, არც სხვა ვინმეს. თინას ბედი ჩუმად იწერებოდა. მხოლოდ ღმერთმა იცოდა ყველაფერი. ნორას კი უნდოდა ღმერთი ყოფილიყო, რომ შვილი დაეცვა.

№1  offline წევრი რენე

Nuki-rocks
მეგონა შეგაგვიანდებოდა და შენ რა მალე დაბრუნდი. როგორ მიხარია აქ რომ ხარ კვლავ.
რა საინტერესო დასაწყისია და როგორ განსხვავებულად უდგები საკითხს. ცხადია,მიხვდები ჩემს დამოკიდებულებას ამ თავის მიხედვით. თინას მამა თვითიმედოვნებით წირავს შვილს.ვიღაც ოჯახის შექმნის აუცილებლობისთვის თანახმაა რძლად მიიღოს პატარა გოგონა. დედა, რომელიც სასოწარკვეთილია და ვერაფერს აკეთებს... ბოლოს, ქალი,რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული და კაცი, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა.
ჯერ ასე ვხედავ,მერე ვნახოთ.
სიუჟეტი არ მგონია მხოლოდ ამით შემოიფარგლოს, რაღაც გეგმაში გექნება და მაინტერესებს ძალიან. ერთი სული მაქვს,გავიგო რა ჩაიფიქრე.

რა კარგია შენი ხილვა.
წარმატებები,რენე. გელოდები მე❤❤.

ნუკი, როგორ გამიხარდა პირველივე შენ რომ დაგინახეეე! არა, ისედაც შენ თუ არა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო ჰა? ძაან ბედნიერი ვარ მართლა! ♥️ მეც რატომღაც ვიფიქრე რომ დრო დამჭირდებოდა, მთელი ეს დღეები სიუჟეტზე ვფიქრობდი, ბოლოს კი მივადექი ბანალურობას, მაგრამ ეს ცხოვრება მაგის გარეშე იქნება რო? ყველა/ყველაფერი რაღაცის/ვიღაცის განმეორებაა, ჩემი აზრით... ყველა პერსონაჟი ზუსტად ამოგიკითხავს და მე არაფერი დამიტოვე სათქმელი? :დ რა გითხრა? განა, მე ვიცი რამე? შემომეწერა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტემპს არ დავაგდებ... ვიცი ხოლმე ერთი პერიოდი გაჭედვა სადღაც, არ მინდა ახლაც განმიმეორდეს, მაქსიმალურად ვეცდები მეტი სიხშირით მოვიდე. ახლა რაღაც პირობასავით თქმა კი გამომდის, მაგრამ მგონი მჭირდება და იმიტომ, ხომ გესმის? მინდა კარგი გამოვიდეს, მთელი გულით მინდა! მადლობა შენ დიდზე დიდი! ♥️♥️♥️

№2  offline წევრი მე♥უცნაურე

მძიმე, სევდიანი და ძალიან ცხოვრებისეული, ადამიანური დრამაა.

მძიმე, სევდიანი და ძალიან ცხოვრებისეული, ადამიანური დრამაა.

/მე თუ შენთვის დავიბადე, შენც ხომ ჩემთვის სუნთქავ?!/ - ეს ძალიან მომეწონა.

№3  offline წევრი რენე

მე♥უცნაურე
მძიმე, სევდიანი და ძალიან ცხოვრებისეული, ადამიანური დრამაა.

მძიმე, სევდიანი და ძალიან ცხოვრებისეული, ადამიანური დრამაა.

/მე თუ შენთვის დავიბადე, შენც ხომ ჩემთვის სუნთქავ?!/ - ეს ძალიან მომეწონა.

ნამდვილად, ნამდვილად... რთულია, როცა არასწორ ადამიანს იყვარებ და მთელი ცხოვრება გიწევს ამის გამო იტანჯო... რთულია, როცა პატარას ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება, მაგრამ ტკივილი გზრდის და გასწავლის... მადლობა წაკითხვისთვისაც, კომენტარისთვისაც და რაღა თქმა უნდა, ფრაზისთვისაც! ♥️♥️♥️

№4  offline წევრი Life is beautiful

შემოვიხედე პორტალზე და რას ვდედავ, "სხვისი კაცი" ისე გამეცინა, რაღაცნაირად ჟღერს.. :დ
"მე თუ შენთვის დავიბადე, შენც ხომ ჩემთვის სუნთქავ?!"
ასეთი ლამაზი სიტყვები, ბოლოს როდის გავიგონე ან წავიკითხე, არ მახსოვს.
აი, რომ წაიკითხავ და თავისთავად გეღიმება.
სევდა...
პრობლემა...
სულიერი კრიზისი...
მემგონი, აუცილებელიც კია, რომ გამოცადო, რადგან უდაოდ ბევრს სწავლობ, ამ დროს.
ყველაზე მეტად, ის ქალი მაინტერესებს, აი ეს კაცი, რომ მისი უნდა იყოს. :დ

№5  offline წევრი რენე

Life is beautiful

ისტორია ხომ რენდომ შემოვწერე და სათაურიც ზუსტად იმ წამს მოვიფიქრე, როცა ვტვირთავდი. ცოტა სასაცილო კი ნამდვილადაა, მაგრამ ამბის ტრაგედიას ზუსტად აკვდება, რა ვქნა? :დ მართლა ეგეთი დასამახსოვრებელი გამოვიდა ეგ სიტყვები? რა კარგია, ძალიან მიხარია! კი, ყოველთვის აუცილებელია რაღაცები მოხდეს, რომ უკეთესად ცხოვრება ისწავლო, ნაკლები შეცდომებით. ეს კი ასე არ მოხდება, თუ არ გამოცდი. თუ არ გეცოდინება რა არის კარგი, ცუდი, სწორი, არასწორი და ასე შემდეგ... ოოო, ის ქალი ისეთი უნდა გამოვიდეს, დაწერილის წაკითხვისას ნერწყვი რომ მოგადგეს და იმედს ვიტოვებ, ეგეთი გამომივა კიდეც :დ ძალიან დიდი მადლობა, რომ სულ აქ ხარ! სულ სახე მინათდება რამდენჯერაც შენს ნიკს დავინახავ, ვიცი რაღაც კარგი უნდა დამხვდეს კომენტარში და იმიტომ ♥️♥️♥️

№6 სტუმარი ნანო

ძალიან საინტერესოო ისტორაა ამით დავიწყებ .
კახა საშინელი ეგოისტი კაცია , იმედია მიხვდება რაც გაუკეთა თავის შვილს .
თინას ჩამოაშორე ეს საშინელი ადამიანი , რომელიც ვერ აფასებს მის სიყვარულს . მიეცი თავისუფლება და ბედნიერება . გული დამეწვა მისი საცოდაობით .
რამდენად ცხოვრებისეული ისტორიაა .
წარმატებები ჩემო კარგო .

№7  offline წევრი რენე

Mariami-1
რა მალე დაბრუნებულხარ, ჯერ არგელოდი, მაგრამ გამიხარდა...
სათაური რომ წავიკითხე, გვერდის ავლა მინდოდა, მაგრამ მერე რენე რომ დავინახეე, ეგრევე შემოვვარდი :დდ
სხვათაშორის ვფიქრობდი, რომ ერთადერთი მწერალი იქნებოდი ამ საიტზე ვინც სულ ,,იდეალურ ადამიანებზე" დაწერდა, რატომღაც ეგრე მეგონა, მაგრამ როგრც ჩანს სულაც არა.
პირველი, რომელ პერსონაჟზეც უნდა გავაკეთო კომენტარი, უდავოდ ნორაა. რომელიც კბილებით იჭერს თავისი შვილის ბედნიერებას. დასაწყისში მომეწონა და მგონია, რომ წარმოდგენა არც შემეცვლება მასზე. კახა, საკუთარი ფულის და ბიზნესის მოყვარული კაცი, რომელსაც ქალიშვილს ,,ყიდის" და ბათო, რომელმაც ცოლი ვერ შეიყვარა. ამ კაცის ფიქრები მაინტერესებს, რაზეფიქრობდა როცა თინას ირთავდა ცოლად. არვიცი, არა. ბევრს ვერაფერს ვიტყვი ბათოზე, რადგანაც ამთავით მარტო ახლანდელი დამოკიდებულება ჩანს თავისი ცილის და შვილის მიმართ. მაინტერესებს ვისთან აქვს გასაყოფი თინას თავის ქმარი, უფრო მეტი მაინტერესებს, ხომ ხვდები :დ

მოკლედ, ამ ისტორიაში საკმაოდ, ნაცნობი სიტუაციებია, ამიტომაც მე გადავწყვიტე, რომ ჩემს ,,ადამიანურ" ისტორიებში მივუჩინო კუთვნილი ადგული. ეს ის ამბებია ბევრმა, რომ გამოიარა და ზოგი ახლაც ასე, რომ იტანჯება.
როგორიც არუნდა იყოს დასასრული, მე გელოდები, რადგანაც ბევრი დაძაბულობის და დრამის მიუხედავად მაინც მიყვარს მსგავსი, რეალური ისტორიების კითხვა.
შენ კი, როგორც ყოველთვის წარმატებები, ნაწერს რა კომპლიმენტი უნდა, ძალიან კარგია... გელი რენე

მეც არ ველოდი ჯერ დაბრუნებას, ვიფიქრე ცოტას დავისვენებ, ვიფიქრებ სიუჟეტზე - მეთქი, მარა ჩემმა ტვინმა არაო და რაც კი მოიფიქრა, ეგრევე გადმოვიტანე :დ აუ, სათაური ცოტა ისეთი გამოვიდა, როგორ ვთქვა, ბანალური და არაფრით გამორჩეული მაგრამ ამბავს უხდება და ცოტა მეპატიება :დ აი ძალიან მიყვარს იდეალურ ადამიანებზე წერა, მაგრამ როგორც მივხვდი, აქ დიდად არ უყვართ და ახლა ამ ისტორიაში ვეცდები ყველა თუ არა, ზოგი მაინც იყოს იდეალური. მშვენივრად დაახასიათე პირველ თავში დახატული პერსონაჟები, მეტიც იქნება, აბა ისე როგორ... აქაც ერთი პერსონაჟი ნამდვილია, თინა, თინა მართლა არსებობს და ის ქალიც არსებობს, ვისზეც თინას ქმარია შეყვარებული. მხოლოდ ეს ორი ქალი შემოვიყვანე და ყველაზე მეტად თინაზე წერისას ვგრძნობ თავს რაღაცნაირად. მინდა მან ის ბედნიერება იპოვოს, რომელსაც იმსახურებს და აუცილებლად ვეცდები, რომ თინასთვის ყველაფერი კარგად დასრულდეს. მადლობა, მარიამ, ოქრო გოგო ხარ! ♥️♥️♥️

ნანო
ძალიან საინტერესოო ისტორაა ამით დავიწყებ .
კახა საშინელი ეგოისტი კაცია , იმედია მიხვდება რაც გაუკეთა თავის შვილს .
თინას ჩამოაშორე ეს საშინელი ადამიანი , რომელიც ვერ აფასებს მის სიყვარულს . მიეცი თავისუფლება და ბედნიერება . გული დამეწვა მისი საცოდაობით .
რამდენად ცხოვრებისეული ისტორიაა .
წარმატებები ჩემო კარგო .

როგორ მიხარია ახალი მკითხველის გამოჩენა, სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! თინა აუცილებლად იპოვის თავისუფლებას, თავის ფრთებს, ამის პირობას გაძლევთ. ვეცადე, რომ ემოციური ყოფილიყო მისი მონოლოგი. მიხარია, თუ გამომივიდა. ძალიან დიდი მადლობა, უზომოდ გამახარეთ! ♥️♥️♥️

№8  offline წევრი Life is beautiful

იცი მეორედ გადავიკითხე...
ეს ისტორია და ვშიშობ, "სხვისი კაცი"
ბოლოს "მისი" გამოვა. "მისი" და არა, თინასი. იცი, მგონია, რომ "ის" მომეწონება, ცეცხლი უნდა იყოს, ინდენად, რომ ღირდეს თორე.
ბატონზე მაგრად გავბრაზდები, არა გაბრაზებული ვარ, გაღეზიანებულიც, მაგრამ მაინც შენია და მაიმც ჩვენია.
მოკლედ ვგრძნობ რომ "ის" მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ისეთი მეც რომ თბალებს დამაცბემიებს, ერთი სიტყვოთ მთავარია დაწერო..
რენე
Life is beautiful
შემოვიხედე პორტალზე და რას ვდედავ, "სხვისი კაცი" ისე გამეცინა, რაღაცნაირად ჟღერს.. :დ
"მე თუ შენთვის დავიბადე, შენც ხომ ჩემთვის სუნთქავ?!"
ასეთი ლამაზი სიტყვები, ბოლოს როდის გავიგონე ან წავიკითხე, არ მახსოვს.
აი, რომ წაიკითხავ და თავისთავად გეღიმება.
სევდა...
პრობლემა...
სულიერი კრიზისი...
მემგონი, აუცილებელიც კია, რომ გამოცადო, რადგან უდაოდ ბევრს სწავლობ, ამ დროს.
ყველაზე მეტად, ის ქალი მაინტერესებს, აი ეს კაცი, რომ მისი უნდა იყოს. :დ

ისტორია ხომ რენდომ შემოვწერე და სათაურიც ზუსტად იმ წამს მოვიფიქრე, როცა ვტვირთავდი. ცოტა სასაცილო კი ნამდვილადაა, მაგრამ ამბის ტრაგედიას ზუსტად აკვდება, რა ვქნა? :დ მართლა ეგეთი დასამახსოვრებელი გამოვიდა ეგ სიტყვები? რა კარგია, ძალიან მიხარია! კი, ყოველთვის აუცილებელია რაღაცები მოხდეს, რომ უკეთესად ცხოვრება ისწავლო, ნაკლები შეცდომებით. ეს კი ასე არ მოხდება, თუ არ გამოცდი. თუ არ გეცოდინება რა არის კარგი, ცუდი, სწორი, არასწორი და ასე შემდეგ... ოოო, ის ქალი ისეთი უნდა გამოვიდეს, დაწერილის წაკითხვისას ნერწყვი რომ მოგადგეს და იმედს ვიტოვებ, ეგეთი გამომივა კიდეც :დ ძალიან დიდი მადლობა, რომ სულ აქ ხარ! სულ სახე მინათდება რამდენჯერაც შენს ნიკს დავინახავ, ვიცი რაღაც კარგი უნდა დამხვდეს კომენტარში და იმიტომ ♥️♥️♥️

იცი?! გამეცინა შენსს სიტყვებზე, უნდა გამოცადო რომ ისწავლო...
გუშინ ამ დროს სიკვდის თვალებში ჩაბხედე, ახლა წვეჸოვანი მიდგას და ნეტავ არ გამომეცადა...
მაგრამ გუშინ მივხვდი, მთელი სამყარო რომ დამიპირისპირდეს, ყველაფერში რომ ვიყო დამნაშავე, ჩემს სიცოცხლეს ვერ ხელვყოფ. კი ამას, მივხვდი, მაგრამ..
მაინც შემეძლო ამის გარეშე.
#ჯანმრთელონას გისურვებ(თ) ♥️

№9  offline წევრი რენე

ვახ, ძაან ავფორიაქდი შენს სიტყვებზე და მეც რა ბედად ვთქვი... როგორ ხარ? იმედია, კარგად. არა, არ ვიცი, ვერ გეტყვი... მაგრამ იმას გეტყვი, რომ აუცილებლად კარგად უნდა იყო! ჯანმრთელობა შენ და მოგიკითხავ ისევ... მადლობა ადამიანობისთვის! ♥️♥️♥️

ზედა კომენტარი ახლა ვნახე შემთხვევით, გამეპარა თვალთახედვიდან. მეორედ რომ წაიკითხე, ალბათ, ეგეც რამე დიდს ნიშნავს, ხომ გესმის... არც უნდა იყოს ეს კაცი თინასი. თინამ თავისი ბედნიერება უნდა იპოვოს, თავისი ფრთები და ყველაფერი თავისი და არა სხვისი კაცის, ვიცი რომ გესმის. მეც არ ვიცი, ძალიან ვნერვიულობ, ვნახოთ რა იქნება... დავწერ... ♥️

№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მართალი ხართ თინას არაფერი დაუშავებია უბრალოდ შეუყვარდა და იმპულსურად გადაწყვიტა მაგრამ არ შეიყვარეს და ორივეს ერთად თანა ცხოვრება ტანჯვა ჯობია ცალცალკ იცხოვრონ თავიანთ ადამიანებთან ბავშვიც მეტი ბედნიერი იქნება მადლობა წარმატებები ????

№11  offline წევრი რენე

სტუმარი ნესტანი
მართალი ხართ თინას არაფერი დაუშავებია უბრალოდ შეუყვარდა და იმპულსურად გადაწყვიტა მაგრამ არ შეიყვარეს და ორივეს ერთად თანა ცხოვრება ტანჯვა ჯობია ცალცალკ იცხოვრონ თავიანთ ადამიანებთან ბავშვიც მეტი ბედნიერი იქნება მადლობა წარმატებები ????

არც ერთს და არც მეორეს დაუშავებია რამე, თინას უანგაროდ შეუყვარდა, ბათო იძულებული გახდა სხვა ქალი შეერთო ცოლად, ამიტომ ორივე მსხვერპლი გამოდის მაინც... თუმცა კი, ნამდვილად ჯობია ტანჯვა არ აიტანო და საკუთარი ბედნიერება როგორმე მოიპოვო, ვნახოთ რას იზამს თინა, მეც გულით მინდა რომ კარგად იყოს! მადლობა, პირიქით, თქვენ! ♥️♥️♥️

№12 სტუმარი ია

ვაპირებდი წაკითხვას და ,,ქმარმა დაპირდა"-ზე შევწყვიტე...

№13  offline წევრი რენე

ია
ვაპირებდი წაკითხვას და ,,ქმარმა დაპირდა"-ზე შევწყვიტე...

ვერ გაგიგეთ რას გულისხმობთ, სამწუხაროდ. უფრო კარგად რომ გაგეშალათ, იქნებ, გამომესწორებინა კიდეც, ან დავფიქრებულიყავი მაინც. თუმცა, თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent