შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი (თავი მეთორმეტე)


24-08-2021, 14:16
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 428

ისრაფიელი წამიერად გაშეშდა, პროფესორმა ნაბიჯი შეანელა და მერე სამივე ერთად სინქრონულად შევბრუნდით,
ბარის შესასვლელთან აზრაელი იდგა, ჩვეული უცნაურად მომხიბვლელი ღიმილით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და გვერდზე თავგდადახრილი, მეზობლის იმ ანცი ბიჭივით სათამაშოდ რომ გეძახის და თან გაფაციცებული ელოდება დედ მამა რას გიპასუხებს, შემომხედა, თვალი უდარდელად ჩამიკრა და პროფესორს მშვიდად მიმართა...
- გამარჯობა მამა, ნუთუ ისე აპირებ წასვლას რომ შენს საყვარელ შვილს არც კი მიესალმები?
მიუხედავად იმისა რომ აზრაელი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა და თბილად იღიმოდა, მაინც იგრძნობოდა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქარიშხლისწინა სიმშვიდე იყო და კარგი არაფერი მოხდებოდა, გონება დავძაბე რომ როგორმე გამეგო რას ფიქრობდა და რას აპირებდა, მაგრამ სულ ტყუილად, მისი გონების გარშემო ჩემთვის შეუვალი კედლები იყო აღმართული,
- ჯანდაბა ლილა, გავიფიქრე, თავი მუდმივად რომანტიკული სისულელეებით რომ არ გქონდეს გამოტენილი და ვარჯიშისთვის მეტი დრო დაგეთმო, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი, სხვა რა გზაა, ვნახოთ რა მოხდება,
პროფესორი ერთხანს უხმოდ უმზერდა აზრაელს და შემიძლია დავიფიცო რომ მის თვალებში უზომო მრისხანების გარდა სიყვარულსაც ვხედავდი, მერე რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა პორტალს და აზრელს ცივი ხმით მიმართა,
- პრობლემებს ნუ შექმნი, ისედაც საკმარისად ვითმინე შენი და შენი არაფრისმაქნისი ძმების გამოხტომები, ლილა არც შენ და არც ამ სამყაროს არ ეკუთვნის და ის ჩემთან წამოვა,
- მეც ზუსტად ამას ვამბობ, აზრაელი აღარ იღიმოდა,
- ლილა არავის არ ეკუთვნის საკუთარი თავის გარდა და თვითონ გადაწყვეტს რა არის მისთვის უკეთესი და სად და ვის გვერდით უნდა ყოფნა, თანაც თავისუფალ ნებაზე რას იტყვი?
პროფესორმა ხელები მუშტებად შეკრა და სიბრაზის დასაფარავად ცალყბად გაიღიმა,
- თავისუფალი ნება? ეს ისაა რითაც ასწლეულების მანძილზე ხალხს ტვინს ურეცხავდით რომ უფრო ადვილად დაგემორჩილებინათ, თქვენ მე შეგქმენით, ეს სამყაროც მე შევქმენი და მე ვარ ის ერთადერთი ვისაც უნდა ემორჩილებოდეთ და ვინც უნდა გიყვარდეთ, მაგრამ თქვენ ჩემს წინააღმდეგ ამხედრება გაბედეთ და ვის და რის გამო? ადამიანები გეცოდებათ? იქნებ გიყვართ კიდეც ეს არსებები? არსებები რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე და დღევანდელ დღეზე ფიქრობენ და რომელთაც უკვე საკუთარი ხელით, თითქმის გაანადგურეს ჩემი შექმნილი სამყარო, მათ გამო საკუთარ მამას აუმხედრდით და ახლა იმ სასჯელს მიიღებთ რაც დაიმსახურეთ, ამ სამყაროსთან ერთად ფერფლად იქცევით, თქვენგან აღარაფერი დარჩება,
ვიგრძენი როგორ შეკრთა და დაიძაბა ისრაფიელი, ქვემოდან ავხედე, ტუჩს იკვნეტდდა და პროფესორს თვალს არ აშორებდა, მივხვდი მან არაფერი იცოდა იმის შესახებ რომ პროფესორს ამ სამყაროს განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი, აზრაელს შევხედე და დავინახე ისიც ისრაფიელს უყურებდა და გრძნობდა მის მერყეობას, მერე რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ და დავინახე გაშლილი ხელებით როგორ შეეხო უხილავ ფარს რომელიც მის შეხებაზე განათდა და ალივლივდა,
- ჭკვიანი ხარ, ჩაეცინა პროფესორს, როგორ მიხვდი რომ აქ ფარი იყო,
- შენც არანაკლებ ჭკვიანი ხარ მამა, ვიცოდი რომ ჩვენს სამყაროში მხოლოდ დემონების და ერთი მოღალატის იმედზე არ ჩამოხვიდოდი, თავით ისრაფიელისკენ ანიშნა ზარელმა და მე ცხადად მომესმა ჩემს ზურგს უკან მდგარი ისრაფიელი კბილების ღჭიალის ხმა,
- ჰოდა ალბათ იმასაც ხვდები რომ ამ ფარში გამოღწევას ვერ მოახერხებ, ასე რომ... პროფესორმა ხელები გაშალა და ისრაფიელს რაღაც ანიშნა,
უეცრად ზეცა წამიერად მოიქუფრა, ვიგრძენი როგორ აცივდა, ქარმა თმა ამიწეწა და ჭექა ქუხილის თანხლებით აზრაელის გვერდით ურიელი და დანიელი დაეშვნენ ციდან, ახლაღა მივხვდი, ეს საუბარი აზრაელს მხოლოდ და მხოლოდ დროის გასაყვანად სჭირდებოდა და შევატყვე პროფესორიც მიხვდა ამას,
ურიელი და დანიელი საბრძოლოდ იყვნენ გამოწყობილები, ორივეს იარაღი ჰქონდა ასხმული, აზრაელმა ფრთები გაშალა მერე ხელი ჰაერში შემართა და უეცრად თითქოს ჯადოქრობააო მის ხელში გრძელი შუბისმაგვარი იარაღი გაჩნდა, მერე ურიელს რაღაც ანიშნა, ურიელმა მხარს უკნიდან ხმალი ამოიღო ხმალი უცნაურად ელავდა და ფერს იცვლიდა, დავინახე როგორ შეეცვალა პროფესორს სახე...
- იმედია არ ფიქრობ რომ სანამ შენ სამყაროს განადგურების გეგმას ადგენდი ჩვენ ტყუილუბრალოდ ვიჯექით, ხომ იცი მეც შენსავით მიყვარს ახალ ახალი იარაღების შექმნა, მიმართა პროფესორს ურიელმა ჩვეული უემოიო ხმით, მერე ხმალი ასწია და მთელი ძალით დასცხო ფარს,
გაისმა საშინელი ხმა, მერე ფარი ნაწილ - ნაწილ დაიბზარა და უბრალოდ გასკდა, მისგან წარმოქმნილმა ენერგიის ტალღამ ანგელოზები უკან გადაყარა, დავინახე როგორ მძიმედ წამოდგა აზრაელი, ტუჩის კუთხეში სისხლი მოდიოდა და ნიკაპზე ეღვენთებოდა, თვალები მრისხანებით და ბრაზით ჰქონდა სავსე, უეცრად თითქოს მისგან გადამედოო მეც საშინელი ბრაზი და მრისხანება ვიგრძენი, მთელი სხეული დამეძაბა თითქოს რაღაც ძალა შიგნიდან გარეთ გამოჭრას ცდილობსო, უცნაური სიმხურვალე ვიგრძენი, მკლავებზე დავიხედე, ხელები თითქოს გამჭვირვალე გამხდომოდა და თავისუფლად ვხედავდი ძარღვებში სისხლის მაგივრად როგორ მოძრაობდა ცეცხლი,
პროფესორმა უცბად შეაფასა სიტუაცია და რამდენიმე ჩქარი ნაბიჯით პორტალში შევიდა, აზრაელი ურიელი და დანიელი ნელი ნაბიჯით დაიძრნენ ჩვენსკენ, ვგრძნობდი რომ სადაცაა ავფეთქდებოდი, ისრაფიელს მივუბრუნდი,
- ყველაფრის მიუხედავად არ მინდა რამე დაგიშავო, პორტალში შედი სწრაფად, არამგონია აქ რამე კარგი მოხდეს,
ისრაფიელმა უცნაური მზერით შემომხედა, რაც ერთდროულად გაოცებას და მადლიერებას გამოხატავდა, მერე კი პორტალში გაუჩინარდა, აზრაელს ვანიშნე რომ ახლოს არ მოსულიყო და მერე ბუნდოვნად მახსოვს რაც მოხდა,
მე ფაქტიურად ავფეთქდი, ცეცხლის ტალღამ ჩემს გარშემო ყველაფერი მოიცვა, ჩემს ახლოს მდგარი დემონები წამში დაიფერფლნენ, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს, მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ არ ვიწვოდი, ჩემს გარშემო კი ტალღა დიდდებოდა და ყველაფერს ფერფლავდა, ურიელმა ჩაიჩოქა და თავისი და დანიელის გარშემო დამცავი ფარი შექმნა, ვხედავდი ცეცხლის ტალღით გარშემორტყმული აზრაელი როგორ ცდილობდა ჩემამდე მოღწევას, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი, ამ მრისხანებას ვერ ვიმორჩილებდი,
- შეჩერდი ლილა, მომესმა შორიდან მისი ხმა მერე კი ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემს გონებაში შემოღწევას და სასოწარკვეთილმა ამის საშუალება მივეცი, უეცრად ჩემს გონებაში ერთიმეორის მიყოლებით გაცოცხლდნენ მოგონებები, აზრაელი ბარში დგას ჩემს წინ როცა პირველად ვნახე, ბაღში მის მუხლებზე თავი მიდევს, სახურავზე მის მკერდზე მიკრული ვწევარ, იატაკზე საწოლთან ზის და ჩემს ხელზე თავმიდებულს პატარა ბაშვივით სძინავს...
სულში უჩვეულოდ თბილი გრძნობა ჩამეღვარა, ვიგრძენი როგორ დაცხრა ჩემი მრისხანება, თვალები დავხუჭე და მთელი ძალით ვცადე დავმშვიდებულიყავი, ცეცხლის ტალღამ ნელ-ნელა იკლო, თითქოს ჩემმა სხეულმა ყველაფერი უკან შეიწოვა, ფეხებში ნელ ნელა გამომეცალა ძალა და წაქცევისგან აზრაელის მკლავებმა მიხსნა, ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე,
ოჰ ეს ნაცნობი დამათრობელი სურნელი, ჩემი მეგობრის, ჩემი საყვარლის, ჩემი აზრაელის სურნელი...
- სახლში წავიდეთ? ჩამჩურჩულა და მეც უხმოდ დავუქნიე თავი, ხელში ამიტაცა და თვალები მანამდე არ გამიხელია სანამ სახლის წინ ბაღში არ დავეშვით,
დანიელი და ურიელი ჩვენ გვერდით დაეშვნენ ბაღში, მაშინვე მათთან მივედი,
- ბიჭებო ძალიან გთხოვთ მაპატიეთ, შეიძლებოდა ჩემს გამო რამე დაგშავებოდათ,
- ჩვენზე ნუ ნერვიულობ, ჩემი დამშვიდება სცადა დანიელმა აი აზრელის გამო კი მართლაც შეგვეშინდა
- ჰო ასეა, დაუდასტურა ურიელმა ვიფიქრეთ იმ ცეცხლში დაიწვებოდა,
აზრაელი უკნიდან მომიახლოვდა, ხელები წელზე მომხვია და ჩამეხუტა,
- დარწმუნებული ვარ ლილას ჩემი დაწვა რომ სდომოდა დავიწვებოდი კიდეც, უბრალოდ ქვეცნობიერად იმ ალისგან მიცავდა რომელმაც დემონები ასე უბრალოდ დაფერფლა,
- ფიქრობ რომ ასეა? ვკითხე და შვებით ამოვისუნთქე,
- მე შენს გონებაში ვიყავი ლილა, გმადლობ იმისთვის რომ მაჩვენე რაზე ფიქრობდი და რა გსურდა, აზრაელმა თმა გადამიწია და კისერში ვნებიანად მაკოცა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და ტუჩზე ვიკბინე რომ არ დამეკვნესა,
- მგონი დაგავიწყდათ რომ ჩვენც აქ ვართ, მხიარულად გაიცინა ურიელმა, მე წავედი, ჯესი მელოდება, გვითხრა ხელი მხიარულად დაგვიქნია და ტერასისკენ წავიდა,
ერთხანს სამივე პირდაღებულები ვუყურებდით, მერე აზრაელმა ერთი ხელი მე ხოლო მეორე დანიელს გადახვია და შესასვლელისკენ წაგვიყვანა,
- წარმოგიდგენიათ? ურიელი ხუმრობს და იცინის, ამის მერე არ გაბედოთ და აღარ თქვათ რომ სასწაულები არ ხდება.
* * *
- გადავწყვიტე უნივერსიტეტში ერთწლიანი შესვენება ავიღო, გამომიცხადა ჯესიმ მეორე დილით როცა ბაღში საუზმისთვის ხილს და ბოსტნეულს ვკრეფდით,
ვერ ვიტყვი რომ ძალიან გამიკვირდა რადგან ჯესი ყოველთვის გამოირჩეოდა უცნაური და ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებების უცბად მიღების უნარით,
- კი მაგრამ რატომ? ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იმაზე ვსაუბრობდით რომ უნივერსიტეტის მიტოვება არ გინდოდა,
- არც მივატოვებ, ჯესიმ მადიანად ჩაკბიჩა ატამი და იქვე ბალახებზე ჩამოჯდა, იცი რა ლილა, ურიელი დავინახე თუ არა მასინვე მივხვდი თუ რა იღბლიანი ადამიანი ვარ და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ, მინდა მთელი დრო მას დავუთმო რადგან ვგრძნობ რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით,
ჯესი აჟიტირებული იყო, სახე და თვალები უბრწყინავდა, უნებლიეთ გამეცინა,
- ურიელმა თუ იცის ამ ყველაფრის შესახებ და ბოლოსდაბოლოს მეტყვი რა ურთიერთობა გაქვთ?
- არაფერიც არ იცის ტუჩები გაბუსხა ჯესიმ, ვიცი, ვგრძნობ რომ ჩემთან ყოფნა მოწონს მაგრამ ყოველთვის თავს მარიდებს, წარმოგიდგენია? ჯერ ერთმანეთისთვის არც კი გვიკოცნია,
მის გვერდით ჩამოვჯექი და ვეცადე შეწუხებული სახე მიმეღო
- ჰოო, თუკი ეღთმანეთისთვის არ გიკოცნიათ ეს ნამდვილი ტრაგედიაა,
- კარგი რა ლილა გგონია ვერ ვხვდები რომ დამცინი, ნაწყენი ხმა ჰქონდა ჯესის
- სულაც არ დაგცინი უბრალოდ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა ერთმანეთს იცნობთ, ცოტა დააცადე,
- ოფ, ასე მგონია ვერასდროს გაბედავს მითხრას რომ მოვწონვარ, სხვა რამეზე საერთოდ საუბარიც აღარ არის, ამოიოხრა ჯესიმ,
მგონი ჯესი მართალი იყო, იმ დღეს სავარჯიშო დარბაზში ურიელი ისეთი თვალებით უყურებდა ჯესის, აშკარად მოსწონს ოღონდ, ნეტავ რატომ არ ეუბნება?
- რაზე ჩაფიქრდი?
- იმაზე როგორ მოვიშორო ფსიქოპატი მამაჩემი და აზრაელთან ერთად მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრო, ვთქვი და იმწამსვე გავიაზრე რომ ეს შეუძლებელი იყო, ბალახებზე გულაღმა გავიშოტე და შემოდგომის ცას ავხედე, ჯესიც ჩემს გვერდით წამოწვა,
- მასთან პირისპირ საუბარზე არ გიფიქრია?
- კარგი რა ჯეს, მან დედაჩემი მოიტაცა და მასზე ცდები ჩაატარა, ახლა კი ჩემს წაყვანას ცდილობს და რა უნდა კაცმა არ იცის აკლბათ მეც ლაბოტრატორიაში გამომკეტავს და ეცდება ჩემი კლონები შექმნას, შენ არც კი იცი ის ვინაა, უბრალოდ შეშლილია,
- ჰო მაგრამ, იქნებ მისი გადმოსახედიდანაც გეცადა ყველაფრის დანახვა, შენ ხომ მხოლოდ აზრაელის მონაყოლი იცი, იქნებ ყველაფერი არც ისეა როგორც ერთი შეხედვით ჩანს,
- ჰმ, ეს ყველაფერი როგორ გავიგო ჯესი, იმის თქმა გინდა რომ აზრაელი რაღაცას მატყუებს,
- არა რას ამბობ, ჯესი წამოჯდა და მხრები აიჩეჩა, უბრალოდ შენს ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად ვისურვებდი იმ მინისკოშკებიანი ქალაქის ხილვას ხილვას, გახსოვს ადრე რომ მომიყევი?
- ჰო სიზმარში რომ ვნახე ალბათ იმას გულისხმობ? იმ ქალაქში წასვლას აზრაელის გარეშე არ ვაპირებ და კიდეც რომ დავაპირო წასვლა მგონი ეს უკვე შეუძლებელია, თითქმის ყველა პორტალი განადგურებულია, და რომელიც მუშაობს დარწმუნებული ვარ ალბათ იმ სამყაროს მხრიდან საიმედოდაა დაცული
- სულელო, მომიბრუნდა ჯესი ღიმილით, შენ ხომ პორტალების შექმნა შეგიძლია, არ გინდა სცადო გამოგივა თუ არა? საერთოდ არ ხარ ცნობისმოყვარე, ისე წახვიდოდი და დაბრუნდებოდი უკან ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, ისე იქცევი თითქოს უკვე წლებია აზრაელის ცოლი ხარ, სავალდებულო არ არის ყველაფერი იცოდეს,
- კი მაგრამ შენ საიდან იცი იმის შესახებ რომ პორტალების შექმნა შემიძლია, ვკითხე და დავინახე როგორ გადაურბინა სახეზე ჩრდილმა, თითქოს ფიქრობდა რა ეპასუხა,
- მგონი დღეს დილით გავიგონე როგორ საუბრობდნენ აზრაელი და ურიელი, მითხრა ბოლოს, ადგა ბოსტნეულით და ხილით სავსე კალათი აიღო და სახლისკენ წავიდა,
ესღა მაკლდა, ჯესი რაღაცას მიმალავს, რატომ ცდილობს ჩემს დარწმუნებას რომ ალთეინში წავიდე? იქნებ უბრალოდ დამთხვევაა ეს ყველაფერი, და არაფერიც არ ხდება, ჯანდაბა მგონი ვგიჟდები, არა, შეუძლებელია მას რამე კავშირი ჰქონდეს მამაჩემთან და იმ სამყაროსთან, შეუძლებელია,
- შენს თავს ესაუბრები? ჩემს წინ აზრელი იდგა და მიღიმოდა, ხელი გამომიწოდა, ამაღენა და ჩამიხუტა
- საოცარი სურნელი გაქვს ლილა, შენი ჩახუტებით და მოფერებით ვერ ვძღები, ერთი წუთის გატარებაც კი არ მინდა შენს გარეშე,
აი ეს არის რაც მჭირდებოდა გამოსაფხიზლებლად, მისი სითბო და ალერსი, ჩემზე მასტიმულირებელი საშუალებასავით მოქმედებს,
- დღეს ურიელი ხომ არ გინახავს? ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე,
- რატომ მეკითხები?
- ისე უბრალოდ, წეღან ჯესი ეძებდა,
- დღეს არ მინახავს, ალბათ ისევ ვარჯიშობს ან რამე ახალ იარაღს უკირკიტებს, წამოდი ვისაუზმოთ, ხელი გადამხვია და ტერასისკენ წამიყვანა,
- მოიცადე კიდევ რაღაც მაინტერესებს, ვინმეს უთხარი რაც გუშინ ბელიზარმა თქვა ჩემს შესახებ, რომ პორტალების შექმნა შემიძლია,
აზრაელი შეჩერდა, წინ დამიდგა და თვალებში დაკვირვებით ჩამხედა,
- არავისთვის მითქვამს, მაგრამ ვხვდები რომ ამ ყველაფერს ტყუილად არ მეკითხები და რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები, ხომ იცი რომ შეგიძლია მენდო, მითხრა და გამიღიმა,
- ისეთი არაფერია, გავიცინე ნაძალადევად, როცა ყველაფერში გავერკვევი აუცილებლად გეტყვი კარგი?
აზრაელს აღარაფერი უთქვამს უხმოდ დამიქნია თავი.
* * *
- რაღაც მაინტერესებს, ვუთხარი აზრაელს როცა საუზმის შემდეგ სავარჯიშო დარბაზში შევედით,
- მკითხე რაც გინდა, აზრაელი რატომღაც უჩვეულოდ ხალისიანი იყო,
- როგორ ახერხებთ რომ ის ყველაფერი რაც ხდება ადამიანებისგან დამალოთ, მაგალითად გუშინ ჩვენს გარშემო ყველაფერი დაიწვა,
- ჩვეულებრივად ხდება, აზრელმა მხრები აიჩეჩა, დღეს გამოაცხადებენ რომ გაზის გაჟონვა მოხდა და ამიტომ დაიწვა რამდენიმე შენობა, მერე ჩემს შეშფოთებულ სახეს შეხედა და დაამატა,
- არ ინერვიულო, არავინ დაშავებულა,
შვებით ამოვისუნთქე,
- დღეს რას ვაკეთებთ? პორტალის შექმნა ხომ არ გვეცადა? ვკითხე და მის რეაქციას დაველოდე, მანაც არ დააყოვნა,
- ეს საიდან მოგივიდა თავში აზრად,
არც კი ველოდი იმდენად უხეში იყო,
- მე უბრალოდ ვიფიქრე რომ ეს დაგვჭირდებოდა აზრაელ, იქნებ გვეცადა იმ სამყაროში წასვლა და მამასთან დალაპარაკება, იქნებ უბრალოდ შევძლოთ მასთან შეთანხმება,
პირველად ვხედავდი აზრაელს ასეთ გაბრაზებულს, ვხედავდი როგორ ცდილობდა თავის შეკავებას,
- შენ არც კი იცი ის ვინ არის ლილა, კედელს მუშტი დასცხო და მწარედ გაიღიმა
- ჩვენ მან გაგვზარდა, ათასობით წელია მასთან ურთიერთობა გვაქვს და დღესაც მგონია რომ ბოლომდე არ ვიცნობ, დემონებსაც კი მასზე მეტი გრძნობები აქვთ, არასდროს უფიქრია ჩვენზე თუ რა გვინდოდა, რას ვგრძნობდით, რაზე ვოცნებობდით, მისთვის ყოველთვის იარაღი ვიყავით და მეტი არაფერი, იარაღი რომელიც ამ სამყაროში ზუსტად ისეთ წესრიგს ამყარებდა რომელიც მას სჭირდებოდა და ახლა თუ გგონია რომ ასეთი უსულგულო არსების ხელში ჩაგაგდებ ძალიან ცდები, მე აუცილებლად ვიპოვი გზას რომ ეს სამყარო გადავარჩინო მაგრამ ასე არა, ამ ყველაფერს შენ არ შეგწირავ,
ღრმად სუნთქავდა, თვალები ბრაზით და მრისხანებით ჰქონდა სავსე და ისეთი სექსუალური იყო...
ახლოს მივედი, მაისურის ქვეშ ხელი შევუცურე და მკერდზე დავადე, გული ამოხტომაზე ჰქონდა, ახლოს მიმიზიდა, შუბლი შუბლზე მომადო თვალები დახუჭა და ამოიოხრა,
- არავის მივცემ უფლებას შენი თავი წამართვას, ამას უბრალოდ ვერ გადავიტან,
თითისწვერებზე ავიწიე და ტუჩებზე დავეწაფე, კოცნაზე კოცნით მიპასუხა, სწრაფად და უხეშად და თავდავიწყებით მკოცნიდა, კედელზე ამაკრა, ერთი მოძრაობით ზემოთ ამწია და ჩემი ფეხები თეძოებზე შემოიწყო,
- შენ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი, გესმის? ჩამჩურჩულა, და ასე ხელში აყვანილი წამიყვანა რბილი სავარჯიშო ხალიჩებით მოფენილი მოედნისკენ, ხალიჩაზე დამსვა, შორტი და მაისური გამაძრო, მერე შარვალი გაიხსნა, ასო გაინთავისუფლა და არავითარი პრელუდია, ერთი სწრაფი ძლიერი მოძრაობით შემოვიდა ჩემში, სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა, ფეხები წელზე შემოვხვიე,
- უფრო ძლიერად, ძლივს ამოვთქვი,
- თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია ქალბატონო ჩაიცინა აზრაელმა,
და მერე როცა სიამოვნებისგან გათანგულები ხალიჩაზე ვიწექით და ჭერს შევცქეროდით, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩვენი გონების კავშირი, ოღონდ ამჯერად ეს სულ სხვაგვარი რამ იყო, მე მას გვგრძნობდი და ის მე მგრძნობდა, ბოლომდე ვგრძნობდით ერთმანეთს გონების სიღრმეებამდე, ჩვენს შორის აღარაფერი იყო დაფარული და ეს არაჩვეულებრივი იყო.
* * *
- დღეს საღამოს ადვოკატთან მაქვს შეხვედრა, გამოგვიცხადა ჯესიმ მე და აზრაელს, როცა მისაღებში ერთ სავარძელში ვისხედით და როიალზე სარიელის ოსტატურ დაკვრას ვუსმენდით,
- რა ხდება? გინდა წამოგყვე, ვუთხარი და წამოვდექი,
- არა სერიოზული არაფერია, გაიღიმა ჯესიმ, ბიძია გიომის მემკვიდრეობის სესახებ რაღაც მაქვს გასარკვევი, ტაქსს გამოვიძახებ და მარტო წავალ,
- მარტო სიარული ახლა ართუ ისე ჭკვიანურია, იქნებ ურიელი წამოგყვეს, უთხრა აზრაელმა,
- ურიელი სახლში არ არის, ჯესიმ მხრები აიჩეჩა, საშიში არაფერია, დაახლოებით ორ საათში დავბრუნდები, ახლა გავემზადები და გავალ,
- მეც საქმე მაქვს იმედია არ მიწყენ, თუ ცოტახნით დაგტოვებ, მითხრა აზრაელმა წამოგდა, მომეხვია და შუბლზე მაკოცა,
- კარგი, მიხედე შენს საქმეს, გავუღიმე და ისევ სავარძელში ჩავეშვი,
დღეს ჯესის უკან უნდა გავყვე, უნდა გავიგო სად მიდის, ბედოვლათი მატყუარა, როგორ დაავიწყდა რომ მემკვიდრეობის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცი,
ცოტა ხნის შემდეგ ფანჯრიდან დავინახე როგორ გავიდა ჯესი ქუჩაში და ტაქსში ჩაჯდა, სასწრაფოდ გავვარდი ტერასიდან ბაღში, ფრთები გავშალე და ის იყო უნდა ავფრენილიყავი რომ ჩემს გვერდით ურიელი დაეშვა,
- სად მიდიხარ ლილა?
- ურიელ დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ სამწუხაროდ არ მცალია,
- დაწყნარდი, ვიცი რომ ჯესის მიყვები, ისიც ვიცი ჯესი სად მიდის, ასე რომ საჩქარო არაფერია,
გაკვირვებულმა შევხედე, ურიელი ჩვეული არაფრისმთქმელი სახით მიყურებდა
- როგორ? შენ იცოდი ჯესის შესახებ?
- კი თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი, საკითხავი ის არის შენ რა და რამდენი იცი მის შესახებ,
- კი მაგრამ თუკი ყველაფერი იცოდი რატომ არავის არაფერი არ უთხარი და საერთოდ ყველაფერში რას გულისხმობ? მე მხოლოდ ის ვიცი რომ ჯესი მატყუებს და არანაირ ადვოკატთან არ მიდის, და რატომღაც ისეთი რაღაცეები იცის რაც მარტო მე და აზრაელმა უნდა ვიცოდეთ, დღეს უკვე რამდენჯერმე მომატყუა, მაინტერესებს რაშია გახვეული,
- ყველაფერი არც ისე მარტივადაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ურიელმა ღრმად ამოისუნთქა, არადა როგორ მინდოდა სხვანაირად ყოფილიყო,
მის ხმაში ტკივილი და იმედგაცრუება ისმოდა და მივხვდი, ჯესი მართლა მოსწონს, არ შევმცდარვარ, მის მიმართ გულგრილი არ არის,
- ახლა რა უნდა ვქნათ? უკან გავყვეთ?
- ჰო, ურიელმა ფრთები გაშალა, გავყვეთ, უკვე მომბეზრდა კატათაგვობანას თამაში, ვიცი რომ აზრაელი ორივეს საშინლად გაგვიბრაზდება მაგრამ უკვე მოცდა აღარ შემიძლია,
ერთერთ გარეუბანში პატარა, მყუდრო კაფეს წინ დავეშვით,
- აქ რატომ მოვედით ვკითხე ურიელს,
- ჯესი ისრაფიელს ყოველთვის აქ ხვდება ხოლმე, მიპასუხა ცივად და კარისკენ წავიდა,
კიდევ ერთი შოკი მივიღე, ამას კი ნამდვილად არ ველოდი, ურუელს მკლავში ხელი ჩავავლე,
- მოიცადე როგორ თუ ისრაფიელს ხვდება, რისი თქმა გინდა?
- მგონი უბრალოდ არ გინდა გაიგო ლილა, შენი მეგობარი ჯაშუშია და მამასთვის ისრაფიელთან ერთად მუშაობს, ვიცი რომ ეს შენთვის ძნელი მოსასმენია, მაგრამ ასეა,
- ჰო მაგრამ როდის, როდიდან? აღელვებისგან ძლივს ვახერხებდი სიტყვებისთვის თავის მოყრას,
- დიდი ალბათობით თავიდანვე, მაგრამ იმისთვის რომ ყველაფერი გავარკვიოთ კაფეში შესვლაა საჭირო, რას იტყვი?
- კი მაგრამ მასთან ერთად ისრაფიელი იქნება,
- მით უკეთესი, ურიელი შეტრიალდა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა შესასვლელისკენ, მე კი უკან სამსხვერპლო ცხვარივით უხალისოდ ავედევნე, რაც არ უნდა იყოს ჯესი ამდენი წელია ჩემი საუკეთესო მეგობარია და იმის დამტკიცება რომ ნამდვილად მღალატობდა ვერაფერ სიამოვნებად მიმაჩნდა,
ჯესი კაფეში შესვლისთანავე შევამჩნიეთ, კუთხის მაგიდასთან იჯდა, მანაც შეგვამჩნია და ჩვენს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ჩვენსკენ ზურგით მჯდომი მამკაცი ისრაფიელს ნამდვილად არ ჰგავდა, ჯესის რეაქციის დანახვაზე ჩვენსკენ შემოტრიალდა და აზრაელი დავინახეთ, გაგვიღიმა და მაგიდასთან ხელით მიგვიპატიჟა,
- ცოტა არ იყოს დაგაგვიანდათ მეგობრებო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent