შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი (თავი მეცამეტე)


25-08-2021, 14:29
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 429

მე და ურიელმა შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს, მივხვდი ისიც ჩემსავით გაკვირვებული იყო, რა გავაკეთოთო მანიშნა, წარმოგიდგენიათ? ურიელი მე მეკითხებოდა რა უნდა გაგვეკეთებინა, მხრები ავიჩეჩე,
- მანდ რას აკეთებთ? აზრაელმა კიდევ ერთხელ მიგვიხმო ხელით,
ურიელმა მხარზე ხელი წამკრა, - შენ წადი წინ,
- ოჰ შე მოღალატე, დავისისინე მე, - ისრაფიელზე უარესი ხარ,
- ფეხი გადაადგი, ჩაიბურტყუნა ურიელმა და დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯით გამომყვა უკან,
აზრაელს აქეთ-იქიდან მივუსხედით, ჯესი ჩვენს პირდაპირ იჯდა, ყვავილებით მოხატულ სუფრას თითებსშორის აწვალებდა და თვალს გვარიდებდა,
- ძალიან სასაცილო წყვილი ხართ, აზრაელი საზურგეს მიეყრდნო, თმა მომხიბვლელად გადაიყარა უკან და გაიღიმა, - როდის აქეთ გადაწყვიტეთ რომ ჯაშუშობა და თვალთვალი გხიბლავთ?
- კარგი რა აზრაელ, საკმარისია, ურიელმა თავის შეკავება ვეღარ შეძლო, - ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, - არ ვიცი შენ და ჯესი აქ რას აკეთებთ, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი რომ იცოდე მის შესახებ, ასე მშვიდად არ იქნებოდი,
ჯესის შევხედე და დავინახე ურიელის სიტყვების გაგონებაზე როგორ მოიკვნიტა ტუჩი და ხელი ისე მოუჭირა მაგიდის კუთხეს მთლად გაუთეთრდა,
- კარგი, ვფიქრობ მართლაც საკმარისია, მგონი დროა მათ ყველაფერი აუხსნა ჯესი,
აზრაელმა ისე უბრალოდ და რაღაცნაირად თბილად მიმართა რომ მე და ურიელი გაკვირვებულები მივაჩერდით ერთმანეთს,
- რა უნდა აგვიხსნას? ვეღარ მოვითმინე ბოლოს, - ის რომ მატყუარა და მოღალატეა? უნებურად ჯესის და ჩემი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მათში ისეთი ტკივილი და მუდარა დავინახე, ვინანე რომ ასეთი რამ ვთქვი, ურიელს გადავხედე რომელიც ჩვეული სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ვატყობდი ეს დიდხან არ გასტანდა, აზრაელმა მაგიდის ქვეშ ხელზე ხელი მომიჭირა,
- მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ერთერთი რამ რაც ყველაზე კარგად ვისწავლე ის არის რომ ერთ შანსს ყველა იმსახურებს, ჯესისაც მივცეთ შანსი რომ ყველაფერი აგვიხსნას, აზრაელი, მშვიდად ნელ-ნელა და გარკვევით საუბრობდა თითქოს დაფიქრების დროს გვაძლევდა,
- მენდე ლილა, თუკი ბრაზს საშუალებას მისცემ შენი კეთილგონიერება დათრგუნოს, ამას როდისმე აუცილებლად ინანებ, მაგრამ მერე გვიან იქნება, მითხრა და ჩვეული საყვარელი და გულითადი ღიმილით გამიღიმა,
ურიელმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ და ერთდროულად უხმოდ დავუქნიეთ თავი აზრაელს,
- გისმენთ ჯესი, მიმართა აზრაელმა ჯესის, - მათაც მოუყევი ის რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ
* * *
- მამაჩემი არ მახსოვს, დაიწყო ჯესიმ, - მხოლოდ იმას ვიხსენებ, დედა ყოველთვის ამბობდა რომ დაიღუპა, მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა კი მისი გასაზრდელები გავხდით,
- მოიცადე, შევაწყვეტინე მე, - როგორ თუ ძმა, თანაც ტყუპისცალი, ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდი, ჩემთვის არასდროს გითქვამს რომ ძმა გყავდა,
ჯესიმ შემომხედა და გაღიმება სცადა,
- გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ და ყველაფერს მიხვდები, - დედას არ ვუყვარდით, შეიძლება ვუყვარდით კიდეც მაგრამ არ გამოხატავდა, გვიყვიროდა, გვეჩხუბებოდა, ეშმაკის ნაშიერებს გვეძახდა, მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რომ ამაში იყო რაღაც სიმართლის მარცვალი,
ათი წლისებიც კი არ ვიყავით როცა გათხოვდა და მიგვატოვა, ჩვენ ბიძია გიომთან დავრჩით, დაახლოებით 13 წლის ვიყავი როცა ჩემი ძმა გაუჩინარდა, პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა და ბოლოს მისი ცხედარი იპოვეს, უფრო სწორედ რაც მისგან იყო დარჩენილი, - ჯესიმ ამოიოხრა, თავი ხელებში ჩარგო და ერთხანს ასე იჯდა,
შევამჩნიე როგორ დაიძაბა ურიელი, ჯესის თვალს არ აშორებდა და თითებს ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე,
- ბიძაჩემის და მეზობლის საუბარიდან გავიგე რომ მხოლოდ რამდენიმე პირადი ნივთის და ტანსაცმლის საშუალებით მოახერხა მისი ამოცნობა, ეს ჩვენთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, დაკრძალვიდან მხოლოდ და მხოლოდ 3 დღე იყო გასული, ბიძიამ სახლიდან გარეთ გასვლა მაიძულა, სახლთან ახლოს პარკში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ბავშვები, გვერდით მაღალი ქერათმიანი მამაკაცი მომიჯდა, სახელით მომმართა და დიდი ხნის ნაცნობივით დაიწყო ჩემთან საუბარი, ზოგადად ფრთხილი ბავშვი ვიყავი, და ისიც ვიცოდი რომ უცხოებთან არ უნდა მესაუბრა, მაგრამ ის ისეთი სხვანაირი იყო, მასთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი,
- , ჩაიბურტყუნა ურიელმა და ნერვიულად აიჩეჩა თმა,
დიდი ალბათობით ისიც იმას ფიქრობდა რასაც მე და ეს ჯესიმაც დაგვიდასტურა
- მითხრა რომ ისრაფიელი ერქვა, ანგელოზი იყო და ჩემთან მეგობრობა უნდოდა, ოღონდ არავისთვის უნდა მეთქვა ამის შესახებ, მეც დავთანხმდი, მასთან საუბარი მომწონდა და ახლა უკვე ყოველდღე მივდიოდი პარკში,
- ერთხელაც ისრაფიელმა მითხრა რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის სხვა სამყაროში ყავთ დატყვევებული და თუ მისი დახსნა და გადარჩენა მინდა მას უნდა დავუჯერო და ის გავაკეთო რასაც მეტყვის, მართალია მხოლოდ 13 წლის ვიყავი მაგრამ სულაც არ ვყოფილვარ ისეთი მიამიტი რომ ეს ყველაფერი დამეჯერებინა და ისრაფიელს მოვთხოვე ჩემი ძმა ეჩვენებინა, პირველად მაშინ ვნახე პორტალი, ის ჩემი სახლისგან საკმაოდ მოშორებით იყო,
- მოიცადე, შევაწყვეტინე ისევ, იმის თქმა გინდა რომ შენ ალთეინში ხარ ნამყოფი? როგორ მოახერხე? ის სამყარო ხომ ადამიანებზე ცუდად მოქმედებს?
- ადამიანებზე? მწარედ ჩაიცინა ჯესიმ, - მოემზადეთ თქვენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს, მამაჩემი ერთერთი მთავარი დემონია, ასტაროტი,
ოოჰ, ერთად აღმოგვხდა სამივეს გაოცების შეძახილი,
- მოიცა არც შენ არ იცოდი? მიუბრუნდა ურიელი აზრაელს,
აზრაელმა თავი გააქნია უარის ნიშნად და ჯესის ანიშნა გააგრძელეო,
- ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან დემონები ადამიანებთან არ წყვილდებიან და მითუმეტეს ასეთი კავშირის შედეგად ბავშვები არ იბადებიან, ჩვენი შემთხვევა კი ორმაგად უცნაურია, დედაჩემმა ტყუპები გააჩინა, ასე რომ რაკი დემონის სისხლიც მირევია ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა პორტალში გასვლა და თუნდაც იქ თვეობით დარჩენა და ვაღიარებ ეს ვიფიქრე კიდეც როცა იმ მამულში სადაც თქვენ გაიზარდეთ ჩემი ძმა ცოცხალი და საღსალამათი ვნახე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით მომცეს მასთან ყოფნის უფლება, შემდეგ ისრაფიელმა აქ დამაბრუნა და დამარწმუნა რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და თუკი მინდოდა ჩემი ძმა წელიწადში რამდენჯერმე რამდენიმე წუთით მაინც მენახა, მისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა,
- შემდეგ შენ გამოჩნდი ჩვენთან წიგნის მაღაზიაში, და მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ დაგმეგობრებოდი და შენთან ახლოს ვყოფილიყავი, ჯესი ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო, თავი დახარა და ღრმად ამოისუნთქა, ერთხანს ასე თავჩაღუნული იჯდა და მერე გააგრძელა,
- ალბათ არ დამიჯერებ რომ თავიდანვე მომეწონე და შემიყვარდი, აქამდე მეგობრები არასოდეს მყოლია შენს გამო კი ლუკასაც დავუმეგობრდი და რაც დრო გადიოდა მით უფრო და უფრო მიჭირდა ისრაფიელისთვის ანგარიშის ჩაბარება,
- და რა აინტერესებდა ისრაფიელს მის შესახებ? სრულიად მშვიდად და თითქოს სასხვათაშორისოდ ჰკითხა აზრაელმა,
- ყველაფერი, განსაკუთრებით კი მისი სიზმრები, 16 წლიდან ლილას სიზმრები და უცნაური შეგრძნებები გაუხშირდა, შენი გამოჩენიდან ზუსტად ერთი თვის წინ კი მითხრა რომ ლილა უკვე მზად იყო იმისთვის რაც პროფესორს სჭირდებოდა და ალთეინში უნდა წაეყვანათ, მისი წაყვანის შემდეგ კი ჩემს ძმას დამიბრუნებდნენ,
- ხელს რა უშლიდა რატომ თავიდანვე არ წაიყვანა? ჩაეძია აზრაელი,
- მას მიაჩნდა რომ ეს სამყარო მისი ძალების გამოვლენას და მომწიფებას უწყობდა ხელს, ალთეინში ის ასეთი ძლიერი არ გაიზრდებოდა, გეფიცებით თავზარი დამეცა როცა ისრაფიელმა მითხრა რომ ლილა უნდა წაეყვანა, ის ჩემი მეგობარი იყო და მიყვარდა, მართლა ძალიან მიყვარდა, ამიტომ ყველაფერი გავკეთე რომ ცოტა ხნით მაინც შემეჩერებინა ისინი, და მერე შენ გამოჩნდი აზრაელ, იქ ბარში და როცა დაგინახე, მივხვდი რომ მეც და ლილასაც გადარჩენის შანსი მოგვეცა,
- როგორ თუ დაინახე, ვეღარ მოვითმინე მე, - აზრაელს ხომ დროის შეჩერება შეუძლია, იქ იმ ბარში ვერავინ დაინახა მაშინ რაც მოხდა,
- მაგრამ მე დავინახე ლილა, ჯესიმ მხრები აიჩეჩა, - არ ვიცი როგორ მაგრამ ვფიქრობ ეს მამაჩემის სისხლის გამოა, ჩემზე დროის შეჩერება არ მოქმედებს,
- შენ ეს თავიდანვე იცოდი არა? მივუბრუნდი აზრაელს, - ჯანდაბა რატომ არ მითხარი,
- ბარში მაშინვე შევამჩნიე რაც მოხდა, ჯესი თავს ისე იჭერდა ვითომ ვერაფერს ხედავდა, მაშინვე მივხვდი რომ რაღაც არ იყო რიგზე, მაპატიე რომ არ გითხარი, უბრალოდ ჯერ ყველაფერი უნდა გამერკვია,
- კი მაგრამ თუკი ყველაფერი ისეა როგორც ამბობ, მივუბრუნდი ჯესის, - მაშინ რატომ ცდილობდი ჩემს დარწმუნებას რომ პორტალი გამეხსნა,
- როცა თქვენ ბელიზართან შესახვედრად იყავით წასული მათგან შეტყობინება მივიღე რომ თუკი ლილას ალთეინში წაყვანას ვერ მოვახერხებდი, ჩემს ძმას ნაწილ-ნაწილ მივიღებდი, შენთან საუბრის შემდეგ მივხვდი ჩემს შეცდომას და აზრაელისთვის ყველაფრის თქმა გადავწყვიტე, უკვე მეტის ატანა აღარ შემეძლო, ჯესის ხელები აუკანკალდა, მხრები ჩამოყარა და გაჩუმდა,
- ურიელ, მიუბრუნდა ჯესი ურიელს, - ვიცი რომ უფლება არ მაქვს გთხოვო მაგრამ, უნდა დაგელაპარაკო, ყველაფერი უნდა აგიხსნა, მომეცი ამის საშუალება გთხოვ, ჯესის თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ისე სასოწარკვეთილი ემუდარებოდა ურიელს...
გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ჯანდაბას, ამ ყველაფრის ასე უბრალოდ ყურება არ შემიძლია,
- ურიელ იქნებ, მისცე საშუალება ყველაფერი აგიხსნას,
ურიელმა გაოცებული თვალებით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა ამ ყველაფრის მერე ამას როგორ მეუბნებიო, მერე უხმოდ ადგა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, ჯესი წამოხტა და უკან აედევნა, აზრაელი იჯდა და ადგომას არ აპირებდა,
- მაპატიე მაგრამ უნდა გავიდე, ვუთხარი და ჯესის გავეკიდე, გარეთ რომ გავედი ურიელი აღარსად ჩანდა, ჯესი კი შუა ქუჩაში იდგა და ცრემლად იღვრებოდა, შემომხედა და სცადა გაეღიმა, მაგრამ სახე უცნაურად დაემანჭა,
- უნდა წავიდე ლილა, მაპატიე, მაგრამ იცოდე დავბრუნდები და ყველაფერს აგიხსნი, მითხრა, მერე ერთ ადგილზე დატრიალდა და უბრალოდ გაქრა, თითქოს კვამლად იქცა და აორთქლდა, არ ვიცი რამდენხანს ვიდექი ასე პირდაღებული,
- პირი დახურე ხალხი გვიყურებს, ჩამჩურჩულა აზრაელმა უჩვეულოდ მხიარული ხმით, და მომეხვია, - ახლა რის გაკეთებას ისურვებ? მითხარი,
- კი მაგრამ ვერ გამიგია როგორ ახერხებ ასეთ დროს მხიარული და კარგ ხასიათზე იყო, ხელი გავაშვებინე და იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი, - ახლა ისეთ ხასიათზე ვარ რომ მინდა სადმე მაღალი შენობიდან გადმოვხტე და ტროტუარს დავენარცხო
- არა მგონია ეგ მოახერხო, აზრაელი ჩემს გვერდით მოკალათდა და შემომცინა,
- ვითომ რატომ? ვკითხე გამომწვევად,
- შენი აზრით დავუშვებ რომ ტროტუარს დაენარცხო, თანაც შენ ჯერ არ იცი რა მტკივნეულია სიმაღლიდან დანარცხება მიუხედავად იმისა რომ უკვდავი ხარ,
- საერთოდ არ გაწუხებს ეს ყველაფერი არა?
აზრაელმა სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა,
- ძალიან დიდხანს ვიყავი მრისხანე სიკვდილის ანგელოზი და ახლა პირველად მომინდა რომ უბრალოდ მხიარული ბიჭი ვიყო რომელიც არაჩვეულებრივ გოგონაზეა შეყვარებული და რომელსაც უბრალოდ ფეხებზე კიდია შეშლილი პროფესორიც, დემონებიც და ის ინტრიგებიც რომლებსაც ისინი ხლართავენ, თუნდაც ცოტა ხნით, ცოტა ხნით...
თმაში ხელები შევუცურე, ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე, ხანგრძლივად და ვნებიანად, ბოლოს როცა ერთმანეთს მოვწყდით უბრალოდ გავუღიმე და ვუთხარი
- მოდი ერთად დავიკიდოთ ფეხებზე ყველაფერი,
* * *
- სად ვართ? ვკითხე როდესაც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ულამაზეს მწვანე ბალახით დაფარულ მდელოზე დავეშვით, მდელოს ბოლოში ხეებით გარშემორტყმული, პატარა წითელი კრამიტით დახურული სახლი მოჩანდა, იქვე ორი შავი ცხენი ბალახს ძოვდა, ხოლო ჩვენს გვერდით საკმაოდ მოზრდილ ტბორში გედები დაცურავდნენ,
- ეს ჩემი სამოთხეა, მიპასუხა, მის შესახვედრად მხიარული წკმუტუნით და კუდის ქიცინით მოვარდნილ უზარმაზარ, გრძელბეწვიან ქოფაკს ჩაეხუტა და მასთან ერთად ბალახზე გაგორდა, ასეთ აზრაელს პირველად ვხედავდი, მაისურ ამოჩაჩული და გაწეწილი ძაღლთან ერთად ბალახზე გორავდა და გულიანად იცინოდა, ვეღარ მოვითმინე და მეც შევუერთდი, ბალახზე მის გვერდით გავიშოტე,
- ჩარლი ლილას მიესალმე, უბრძანა აზრაელმა,
- ჩარლიმ მხიარულად გამიღიმა, რაც ჩემთვის უშველებელი ეშვების დანახვებაში გამოიხატებოდა, მკერდზე თათები დამაწყო და სახე ამილოკა,
- აშკარად მოეწონე, გაეცინა აზრაელს, წამოდგა და მეც წამომაყენა, მერე რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა და ამათვალიერ ჩამათვალიერა,
- რა ხდება რამე მჭირს? აწეწილი თმის დალაგებას და ტანსაცმლის მოწესრიგებას შევეცადე,
- უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ, იმდენად ლამაზი რომ ხანდახან არარეალური მგონიხარ, მითხრა, ხელში ამიტაცა და სახლისკენ წამიყვანა,
- დამსვი რას აკეთებ? გავიბრძოლე მე,
- ნუ ფართხალებ, უბრალოდ ადამიანებს ერთი ტრადიცია აქვთ, როცა საყვარელი ქალი პირველად შეჰყავთ სახლში, ხელში იყვანენ და ყოველთვის მინდოდა ეს გამეკეთებინა,
- სულელო სახლში ასე ცოლი შეჰყავთ და თანაც იქვე კართან იყვანენ ხელში და არა ერთი კილომეტრით მოშორებით,
- ჰმ, ის რაღაც ცერემონიები სრული სისულელეა, მთავარია რომ მიყვარხარ, მითხრა და ისე გააგრძელა გზა თითქოს წონა საერთოდ არ მქონოდა, მეც რაღა დამრჩენოდა სახე მის კისერში ჩავრგე, მისი სურნელი, რომელსაც ახლა უკვე ახალი ბალახის სუნიც შერეოდა ღრმად შევისუნთქე და გავყუჩდი.
სახლი ახლოდან უფრო დიდი ჩანდა, აზრაელმა ფართო მისაღებში დამსვა რომელიც ხალიჩებით და რბილი ავეჯით იყო სავსე, სახლი საოცრად სუფთა და მოვლილი იყო,
- აქ ვინ ცხოვრობს?
- ეს ჩემი სახლია, აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე, მაშინ როცა დასვენება და ყველაფრისგან გაქცევა მჭირდება, ჩემს არ ყოფნას მეზობლად მცხოვრები ცოლ ქმარი უვლის ყველაფერს, სახლს და ეზოს ასუფთავებენ, ცხოველებს აჭმევენ,
- ესეიგი ცხოველები გიყვარს?
- ჰო ძალიან, ხანდახან როცა უგუნური ადამიანები უბრალოდ მაცოფებენ, ვფიქრობ რომ ჩარლი მათზე უფრო ბევრად ჭკვიანი და კარგი არსებაა, სხვა თუ არაფერი უანგაროდ სიყვარული და ერთგულება შეუძლია, ყველანაირი წინასწარი გათვლების და ანგარიშის გარეშე, უპირობოდ,
- ახლა დაჯექი და დაისვენე, მე კი საჭმელს მოგიმზადებ, მითხრა და ღია სამზარეულოში შევიდა,
- ოჰო, ბატონო სიკვდილის ანგელოზო დღეს სიურპრიზებით ხართ სავსე, აკი საჭმლის მომზადება არ იცოდი?
- შენთვის მომზადებას ვეცდები, თვალი ჩამიკრა აზრაელმა, კარადიდან ყვავილებით მოხატული წინსაფარი გამოიღო და გაიკეთა, ვერაფერს ვიტყვი ძალიან მაგარი სანახავი იყო, აზრაელი სამზარეულოში, ყვავილებიანი წინსაფრით, ჯანდაბა, რატომ ტელეფონი არ მაქვს თან, რომ ფოტო გადამეღო, ნეტავ შიშველი...
- გამოფხიზლდი ლილა, რაზე ფიქრობ? აზრაელი ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა,
- უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო ეს წინსაფარი შიშველს მოგიხდებოდა თუ არა, ვუთხარი პირდაპირ და საპასუხო რეაქციას დაველოდე, მაგრამ სულ ტყუილად, აზრელმა ძალით დამსვა სამზარეულოს მაღალ სკამზე და თითი მუქარანარევი ღიმილით დამიქნია, ჩემს შეცდენას ნუ ცდილობ თორემ იცოდე ამაღამ მშივრები დავრჩებით,
- ისე ლაპარაკობ თითქოს ყოველთვის მე ვცდილობ შენს შეცდენას, ჩავიბუზღუნე და მივაჩერდი როგორ ოსტატურად ჭრიდა ხორცს,
ვაღიარებ არც თუ ისე ცუდი მზარეული ხარ, ვუთხარი როცა ჭამას მოვრჩით და აზრაელმა წითელი ღვინო დაასხა ჭიქებში,
მისაღებში დივანზე დავსხედით,
- ამაღამ აქ ვრჩებით? შევეკითხე,
- თუ გინდა დავრჩეთ, მიპასუხა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა, - თანაც წინსაფართან დაკავშირებულ შენს სექსუალურ ფანტაზიებს გასაქანს მივცემდით რას იტყვი?
- კარგი რა არავითარი ფანტაზია, ამოვიოხრე მე, - ვერაფერზე ვფიქრობ, ნეტავ ჯესი და ურიელი რას აკეთებენ? როგორ არიან?
- დიდი ალბათობით ახლა ერთად არიან და საერთოდ არ ფიქრობენ ჩვენზე, შენ კი ჯობია ერთხელ მაინც მოეშვა სხვებზე ფიქრს და მხოლოდ შენს სიამოვნებაზე იფიქრო, აზრაელმა ჭიქა გამომართვა გვერდით გადადო ბუმბულივით მსუბუქად ამწია და კალთაში ჩამისვა,
- გინდა საძინებელი გაჩვენო? მიჩურჩულა,
უხმოდ დავუქნიე თავი, ხელში ამიყვანა, მეორე სართულზე ავიდა და პირველივე კარი გამოაღო,
საძინებელი სადად იყო მოწყობილი, ფაქტიურად ერთი დიდი საწოლის, კარადის და სამუშაო მაგიდის მეტი არაფერი იდგა, აზრაელმა კარადიდან შორტი და მაისური გამოიღო და მომაწოდა, ჩაიცვი და დავიძინოთ, მერე ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა და გაეცინა,
- უბრალოდ ერთმანეთს ჩავეხუტოთ და დავიძინოთ კარგი?
მის მკერდზე თავმიდებულს ჩამეძინა და იმ ღამეს კიდევ ერთხელ დამესიზმრა კოშმარი, კოშმარი რომელიც უკვე დიდი ხანია დავიწყებული მქონდა,
* * *
ფერდობზე ვიდექი და ქალაქს გადავყურებდი, ქალაქი ელავდა და კაშკაშებდა, უცნაური ელვარე ქვით მოკირწყლული ქუჩები და მინის კოშკები ისეთი ლამაზი იყო რამდენიმე წამს მოჯადოებულივით გაშეშებული ვუცქერდი,
- ლილა რას აკეთებ სწრაფად ჩემსკენ, მომესმა ნაცნობი ხმა და შევბრუნდი, ჩემგან საკმაოდ მოშორებით ტყის პირას აზრაელი იდგა და მეძახდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის მაისური და შორტი ეცვა რითაც გუშინ დაიძინა, ვცადე ჩემი თავი შემეთვალიერებინა, მეც მის შორტში და მაისურში ვიყავი გამოწყობილი და ფეხშიშველი როგორც ის, უცბად გავიაზრე,
- ეს სიზმარია მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი, მაგრამ თუკი ასეა მაშინ რატომ არის აზრაელი ასეთი შეშფოთებული, ბევრი აღარ მიფიქრია მთელი ძალით გავიქეცი, მისკენ უხეში ბალახები ფეხებს მიკაწრავდა, ქარი მთელი ძალით მეხლებოდა სახეში და თმას მიწეწავდა, როგორც იქნა მივაღწიე, აზრაელმა ხელი ჩამჭიდა და სირბილით შევედით ტყეში,
- აქედან როგორმე უნდა გაგიყვანო ლილა, სანამ მდევარი გვიპოვის სამშვიდობოს უნდა გახვიდე, აზრაელი გარბოდა და მეც თან მივყავდი,
- მოიცადე გთხოვ მეტი აღარ შემიძლია, აზრაელი შევაჩერე და ძლივს ამოვისუნთქე,
- ვიცი რომ ეს სიზმარია, მე მძინავს და ყველაფერ ამას სიზმარში ვხედავ, მაგრამ თუ ასეა ასე ცხადად რატომ ვგრძნობ ყველაფერს, დასისხლიანებულ ფეხებზე დავიხედე,
- ეს სიზმარი არ არის ლილა, აზრაელს ნამდვილად ეტყობოდა რომ არ ხუმრობდა, - მაპატიე აქამდე უნდა გვესაუბრა შენს სიზმრებზე, მაგრამ იქ ჩვენს სახლში ჩვენი შექმნილი დამცავი ფარის წყალობით უსაფრთხოდ იყავი და მეც ყურადღება მოვადუნე, ჩვენ ალთეინის შემოგარენში ვართ, შენ დროსა და სივრცეში გადაადგილების უნარი გაქვს და როგორღაც მეც თან გამომიყოლე, აქ კი უსაფრთხოდ ნამდვილად არ ხარ, ცოტა ხანში ქალაქის მცველები მოგვაგნებენ, მათ ვერ დავემალებით წამოუდგენლად ძლიერი და განვითარებული ტექნოლოგიები გააჩნიათ, ახლა მთავარია ჩანჩქერამდე მივაღწიოთ, როგორც ვხვდები სიმაღლიდან წყალში ხტომა გამოფხიზლებაში და უკან დაბრუნებაში გეხმარება,
- ისე საუბრობ თითქოს შენ წამოსვლას არ აპირებდე,
აზრელმა გამამხნევებლად გამიღიმა, - არამგონია ჩემი უკან წაყვანა მოახერხო, შენ ჯერ ამას ვერ შეძლებ, მთავარია შენ დაბრუნდე უსაფრთხოდ და მე ჩემს თავს მივხედავ, რომელიმე პორტალის დახმარებით დავბრუნდები, - მითხრა და ისევ გაგაგრძელა გზა, მეც უკან გავყევი, გული ცუდს მიგრძნობდა ვხვდებოდი როგორ ძალისხმევად უჯდებოდა აზრაელს ამ სიმშვიდის შენარჩუნება, სირბილით მივაპობდით თითქმის გაუვალ ტევრს, ეკლიანი ტოტები სახეს და სხეულს გვიკაწრავდა მაგრამ ადრენალინის მოზღვავებისგან ვერაფერს ვგრძნობდი, ტყიდან გავაღწიეთ თუ არა ორივე ადგილზე გავშეშდით, ჩანჩქერის ნაპირთან მდევართა რაზმი იდგა და გველოდებოდნენ, დაახლოებით ოცდაათამდე, კარგად შეიარაღებული, პრიალა ოქროსფერ ჯავშანში ჩაცმული ჯარისკაცი, მათ წინ ისრაფიელი იდგა პროფესორთან და ახალგაზრდა ჯარისკაცთან ერთად, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჯესის,
- იქნებ აფრენა გვეცადა, გადავუჩურჩულე აზრაელს, მან თავი გააქნია უარის ნიშნად, - შეიძლება ვერ ამჩნევ მაგრამ ჩვენს თავს ზემოთ საკმაოდ ძლიერი ფარია, მისი გარღვევა არ გაგვიჭირდება, მაგრამ დიდი ალბათობით ფრთებს დაგვიზიანებს, ანგელოზები ამ სამყაროში და თანაც ერთმანეთისგან შორს საკმაოდ ძლიერები არ ვართ ლილა, მე და ჩემს ძმებს ერთმანეთის გვერდით ყოფნა გვჭირდება იმისთვის რომ უფრო ძლიერები ვიყოთ ვიდრე ცალ-ცალკე ვართ, თანაც ჩვენი ძალები აქ სხვანაირად მოქმედებს შედარებით სუსტად და ნელა, -აზრაელი ლაპარაკობდა და თან ვხედავდი როგორ ცდილობდა გამოსავლის პოვნას,
- გამარჯობა შვილებო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ალთეინში, პროფესორის სახე არაფერს გამოხატავდა, არც სიბრაზეს არც სიძულვილს და მრისხანებას,
- იქნებ სისულელეებს შეეშვათ და მშვიდად ვეცადოთ პრობლემების მოგვარებას,
- პრობლემების მოგვარებას? გადავიხარხარე, - სერიოზულად? როგორ ფიქრობ ძალიან მინდა რომ შენი საცდელი ბაჭია გავხდე, შენ არავინ გიყვარს, არც დედაჩემი გიყვარდა და ახლა მეც ისე გინდა მომექცე როგორც მას, მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემ,
- სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს, პროფესორი სრულიად ცივად და უემოციოდ საუბრობდა, მერე ჯარისკაცებს ხელით ანიშნა და ისინი ნელ-ნელა დაიძრნენ ჩვენსკენ,
- უნდა გაიქცე, ჩამჩურჩულა აზრაელმა, - თავისუფლად მოვახერხებ დამცავი დერეანი გაგიკეთო ჩანჩექამდე, გაიქეცი და გადახტი,
- მერე შენ? შენ აქ არ დაგტოვებ,
- ნუ ნერვიულობ, როგორც კი დავინახავ რომ სამშვიდობოს ხარ, მეც უკან გამოგყვები, შემომხედე ჩემი ხომ გჯერა?
- თვალებში ჩავხედე, სიყვარულით და სითბოთი სავსე თვალებით მიყურებდა, - სამამდე დავითვლი და გაიქეცი, კარგი?
- თავი დავუქნიე და მოვემზადე, პროფესორი რაღაცას მიხვდა და ისრაფიელს ანიშნა მაგრამ უკვე გვიან იყო, როცა ჩანჩქერისკენ მთელი ძალით გავიქეცი ჩემს გარშემო სივრცე უკვე აზრაელის მიერ აღმართული დამცავი ბარიერი იყო შემორტყმული და ჯარისკაცები ტყუილად ცდილობდნენ მასში შემოღწევას, კიდეს მივაღწიე და უკან მოვიხედე, აზრაელს საშინლად დაღლილი და დაძაბული სახე ჰქონდა, ძლივსღა ახერხებდა ბარიერის შენარჩუნებას,
ჯანდაბა, მომატყუა, ასე ნამდვილად ვეღარ მოახერხებს უკან დაბრუნებას, მას ვერ დავტოვებ უნდა დავბრუნდე, გავიფიქრე, აზრაელმა უხმოდ მანიშნა დაბრუნება არ გაბედოო და მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჯესის მსგავსმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა მშვილდი მოზიდა, ისრის წვერი უცნაურად ელვარებდა ცისფრად, დავინახე როგორ იღრიალა ისრაფიელმა და მისკენ გაიქცა შესაჩერებლად, დავინახე როგორ შეეცვალა აზრაელს სახე და დაღლილობა სასოწარკვეთილებამ შეცვალა, მერე ისარმა თავისუფლად გამოაღწია, ბარიერში და მარჯვენა მხარში ჩამესო, ვერაფერი ვიგრძენი, უბრალოდ წავბარბაცდი, ნაბიჯი უკან გადავდგი, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და გონდაკარგული გადავვარდი უფსკრულში...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent