შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუწიე

29-08-2021, 15:46
ავტორი ელ პინი
ნანახია 1 445

რილი, ნიგა?! შენ ჩაისახე. ალბათ, ეს იყო ყველაზე უდროო მომენტი შენი სუნთქვის შთაბერვის. როცა პირველმა ფიქრმა შეგჭამა, მაშინ მიხვდი რომ არასწორი დრო შეგირჩიეს დასაბადებლად. თან ვინ?! OKAY, არასწორმა ადამიანებმა. მათ ჰქვიათ შენი მშობლები და უცებ ის გულისამრევი სიტყვა - აჰ, ჰო, ოჯახი. ჰა-ჰა-ჰა. რა ოჯახი?! პროსტა არ გაგიტყდეს, ვინმე რომ იტყვის ამას ოჯახი არ ჰყავსო. და მაშინ მიხვდები რომ ეს “ვინმე” ნამდვილი თვალია, რეალისტი, რომელიც ზუსტად ისე აღიქვამს მოვლენას, როგორც საჭიროა. შენ ოჯახი არ გყავს, უბრალოდ სახელები გყავს. პირობითად, ეს ჟორაა, (რა სასაცილოა), ეს - ნაზი, შენი ოჯახის წევრები, სუბიექტები, მახინჯები, დაკომპლექსებულები, სირ.ული აზროვნებით. ვისგან რას ითხოვ?! ზედმეტი მოგდის. დებილებისგან არაფერი არ უნდა მოითხოვო. შენ უნდა იცოდე, რომ ისინი შენი არჩევანი არ ყოფილან და იძულებაა მათ გვერდით თანაცხოვრება, რომელსაც უფრო “არსებობა” ჰქვია სწორი განმარტებით. თუ მეუბნები რომ არ გიტყდება, მაშინ რატომ არავის აცნობ?! კარგი ახლა! ტეხს. არადა, თავი საამაყო ჰგონიათ რომ ბლა-ბლა-ბლა, მაგრამ შენი ერთი - “იდინა.ხუი” - სრულებით საკმარისია. ვის ეუბნებიან მაგ სიტყვას? იმას, ვინც იმსახურებს? არა, ვიღაცა იფიქრებს რომ ოჯახის წევრს ეგ როგორ უნდა აკადროო, მართალიცაა, კი არ უნდა აკადრო, უსიტყვოდ და კულტურულად გაუშვა-(უტაქტოდ-გააპანჩურო). უკეთეს შემთხვევაში - შენ წამოხვიდე. ეს ბოლო უფრო ჯობია. ჩასახვა, დაბადება - ორივე უდროო იყო, აწმყო და მომავალი როგორი იქნება? ისეთი, როგორსაც შენ განაპირობებ. თვალი გაახილე. მიმოიხედე. ისე დაიწყე ლაპარაკი, რომ პირველი პირი შენ ხარ და შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, რადგან “შენს დედამიწას შენივე მოძრაობა ატრიალებს, ღერძო”. მე რაზე მეცინება იცი? სადღაც ღმერთის იმედი, რომ შემოგრჩა. როგორ უნდა გჯეროდეს იმის, ვინამაც ამ დროს დასაბადებლად გაგიმეტა ამ სივრცეში? - უმადურო. ათეისტი იმიტომ არის ათეისტი... შენ ვერ გაიგებ, დაგადებილეს. შენც იმათნაირი დებილი ხარ. ლაპარაკი აგიკრძალეს, ტირილი აგიკრძალეს, ხედვა აგიკრძალეს, სუნთქვა - იძულებად დაგიტოვეს და მატერია - საჩუქრად. ეს მატერია სველია. გამგები გაიგებსო და აი, როგორ? ადამიანები არიან. შენ ვიღაც სხვა საფეხური ხარ. თუ წამოხვალ, თავს უშველი. თუ-თუ-თუ, თუ გინდა, თუ-თუ-თუ, თუ ეძებ, თუ-თუ-თუ,
თუ ინდომებს ბავშვი? კი, ბავშვობისას უნდა მოინდომო. აბა, თუ დაბერდი და ყველაფერი სიმარტოვეს შეალიე, რა გამოვიდა?! თუ-თუ-თუ, თუ სწავლობ, თუ-თუ-თუ, თუ ცდილობ, ყველაფერი გამოგივა მაშინ. შენ თუ ჩმორი ხარ, არ ცდილობ, მოგუდულში ტირი, ხვდები რომ შეცდომას უშვებ და არ ასწორებ, სხვისგან რას ითხოვ?! მიხვდი, არა? შენც იმათნაირი დებილი ხარ დროდადრო. შენ მუნჯი ხარ, მაგრამ ენა გაქვს; შენ სმენადაქვეითებული ხარ, მაგრამ გესმის; შენ ბრმა ხარ, მაგრამ ხედავ - (აქ ვიღაც ფილარმონიის სცენაზე დგას და გოდებით უკრავს ტაშს) - ამ შემთხვევაში ცოცხალი ქანდაკება ხარ. გაიძულეს ისე გეცხოვრა, როგორც მათ ᲣᲜᲓᲝᲓᲐᲗ და დაავიწყდათ, რომ შენც ადამიანი ხარ. თან უბრალო კი არა, სასწაული, მეცამეტე კიბეზე მდგარი და ამ კიბეზე მხოლოდ ისინი დგანან, ვისაც ყოველი ღამე ისევ გასათრევი აქვთ და არა - გასათენებელი. როგორ მიხვდები, თუ გკლავენ? ერთ საღამოს, როცა სასეირნოდ გახვალ, ვიღაცას გაიცნობ - ბოლო მოდელის ტელეფონით, მანქანის ნომრით “AN-100-KA” ხელში გასაღებაჩხრიალებულს და სტაბილური, მოსაწყენი ცხოვრების მოწონებით სავსე სახით, მიხვდები რომ შენ მართლა გკლავენ. არ გეყოფოდა იგივე - სამყოფი არგუმენტია. არ გეყოფოდა კი არა, არ დაგჭირდებოდა არც ერთი. (მარტივი მაგალითი). კაცთა მოდგმა განწირულია საბოლოო დიაგნოზისთვის - შენი ცხოვრება ყლ.ეურია. გაიგე?! ჰოდა, შენც რომ მათ არ ჰგავდე, იმოქმედე. მოქმედება პროცესია, ამის თანმდევი კი - აზრზე მოსვლაა. შენ გჭირდება ღამის კმაყოფა, რომ ეს ღამეც წინას არ ჰგავდეს და არ გაგიჭირდეს. რაღაცნაირად უნდა ეცადო, რომ ღამის შვილი აღარ იყო და დღეს მიეშვილო. გიხაროდეს გათენება, მზის ამოსვლა, AM-ი, მაგრამ არ დაგიმალავ რომ რთულია. ისე იწელება, ზოგჯერ დაიღლები, არ უნდა შეგეშინდეს. იქამდე უნდა თქვა სათქმელი, რომელიც ეხება ყველას - დაწყებული დედაშენით და დამთავრებული - მამაშენით. თუ ბრძოლის სურვილი გაქვს, მოიგებ, მაგრამ ხომ იცი, ამ ბრძოლაში შენ მარტო ხარ. მატერიაც კი არ გაქვს, რომ ცრემლი შეიმშრალო და წესით, ახლა უფრო მიხვდები, რასაც ამდენი ხანია გიხსნი. შენ პატრონობ შენს სხეულს, ჰყავხართ ერთმანეთს და მორჩა, სულ ესაა შენი დამხმარე ტრაექტორია. ველი კი უზომოდ დიდია - დაწყებული დედაშენით და დამთავრებული - მამაშენით. მე მეტს ვერაფერს გეტყვი, არც იმას გავუსვამ ხაზს რა ვარ, მაგრამ თუ დაგჭირდება, შემიძლია .იმედი. ვიყო. გკოცნი. ნუ შეგეშინდება - ეგ დედამოტ.ყნული. ერთი გულისრევა ჩემგან.

№1  offline ადმინი ელ პინი

სამოტივაციო წერილია. თქვენზეა დამოკიდებული - როგორ გაიგებთ. გავდივარ. აქ რომ მოვალ, არ ვიცი - რა დამხვდება, მაგრამ. კარგი კაიფი იყო წერა.

№2 სტუმარი Ana-maria

წავიკითხე და მივხვდი: მართალია ჩვენ არ ვირჩევთ მშობლებს,მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი გასავლელი გზა. ოღონდ იმდენად ზარმაცები ვართ ზოგიერთები ამ გზასაც სხვა გვირჩევს. არადა უბრალოდ უნდა აწიო ერთი ადგილი და აკეთო შენი საქმე რომელიც გინდა და გსურს.
ისტორია კი შოკია,როგორც ყოველთვის. ელ! კარგად კაიფობთ!

№3 სტუმარი .

...........

№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

დღეს როგორი მენტორული ხარ, ელ პინ :)))
ჰო, რა მეთქმის? საკუთარ თავს ყველამ თავად უნდა უშველოს. უნდა იბრძოლოს, შეცვალოს ან თუნდაც გაიქცეს, ოღონდ თავი გადაირჩინოს.
--------------------
When nothing goes right, go left!

№5  offline წევრი widowed ellie

we don’t give a sh*t????❤️❤️

№6  offline ადმინი ელ პინი

სალანდერი
იდეალური სამოტივაციო წერილია.
ყველამ ვინც წაიკითხავს და ერთ სიტყვაში მაინც იცნობს თავს, ყოველ დღიურად დილის ლოცვასავით უნდა გაიმეოროს.
ზოგჯერ ჯობია ყველას დაასწრო და საკუთარ თავს თვითონ უთხრა: - "ახლა არ იტირო, თორე გული ამერევა შენზე"

სადღაც მეწერა ეგეთი, გაიღვიძე ერია წინადადებაში, გემახსოვრება. ათასყველაჯერ ჯობია საკუთარ თავს ფლობდე პირდაპირი მნიშვნელობით. გაკოცე.

Ana-maria
წავიკითხე და მივხვდი: მართალია ჩვენ არ ვირჩევთ მშობლებს,მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი გასავლელი გზა. ოღონდ იმდენად ზარმაცები ვართ ზოგიერთები ამ გზასაც სხვა გვირჩევს. არადა უბრალოდ უნდა აწიო ერთი ადგილი და აკეთო შენი საქმე რომელიც გინდა და გსურს.
ისტორია კი შოკია,როგორც ყოველთვის. ელ! კარგად კაიფობთ!

კი, მაგრამ ზოგჯერ მშობლის არჩევა შეგიძლია. დაბადების მერეც. მადლობა, რომ ჩემი კაიფი გაიგეთ. გამიხარდა.

.
...........

♥️

K. I.
დღეს როგორი მენტორული ხარ, ელ პინ :)))
ჰო, რა მეთქმის? საკუთარ თავს ყველამ თავად უნდა უშველოს. უნდა იბრძოლოს, შეცვალოს ან თუნდაც გაიქცეს, ოღონდ თავი გადაირჩინოს.

ძალიან რთულია, როცა საქმე გაქცევაზე მიდგება, მაგრამ ძირითადად ასეა, რადგან არასწორი ადამიანები ოხრად ცხოვრობენ. რას ვიზამთ, შენ ხარ შენი მე-ს და ცხოვრების პატრონი. ძირითადად მენტორული ვარ, საიტს გარეთაც ანუ. დარწმუნებული ვარ, შენ არავინ გაგექცევა, ისეთი ხარ.

widowed ellie
we don’t give a sh*t????❤️❤️

სწორი ფრაზეოლოგიზმია. მოუხდა, ელი. გაშლა არ ღირს.

№7  offline მოდერი guroo

მადლობა, რომ ჩემი ბოღმა აქ არის.
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

№8  offline ადმინი ელ პინი

guroo
მადლობა, რომ ჩემი ბოღმა აქ არის.

მადლობა, რომ ჩემიც გაიგე.

№9  offline წევრი Life is beautiful

როგორ შემიყვარდა, შენი შექმნილები...
შენ?!
არ ვიცი. ალბათ სადღაც გულის კუნჭულში, მიყვარხარ კიდეც, მაგრამ მთელი არსებით გაფასებ.
"გამოსაფზიძლებელი" წერილი იყო. მე, მაშინაც კი როცა, არ მძინავს გამაღვიძე.
ამაზე გამახსენდა, "არასდროს შეეგუო მოცემულობას, შეცვალე ის!"
ნამდვილად. ))
ალბათ, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მსგავსი პრობლემა, მე არ გამჩენია, უფრო სწორად მანამდე ვიბრძოლე, სანამ თავს ამოყოფდა მიწიდან და იქვე დავდუღრე. (ფესვშივე.)
უცნაურია, როგორ უნდა გაგეღიმოს, მგარამ თავი ვერ შევიკავე.
იცი რას გავდა?!
აი ჩიტი გალიაში, რომაა დამწყვდეული, ყველანაირად ცდილობს თავის დახსნას და სხვებსაც მოუწოდებს, რომ "გალია" თავისი სიმყარის მიუხედავად, შეიძლება გატეხო, დაალღვო, ან უბრალოდ გამოძვრე.
და კიდე რა დავინახე იცი?!
"სხვებსაც ის უსურვე, რაც საკუთარი თავისთვის გაგეხარდებაო."
ის იდეა, რომ თუ რამე გინდა, უნდა მიიღო, იწვალო და მოიპოვო. ნამდვილად.
თუ თუ თუ, უ სწავლობ, თუთუთუ. თუ ცდილობ, ყველაფერი გამოგივა მაშინ.
იქნებ, ჩამორჩენილი ვარ, მაგრამ თუ ვაშლის ხეზე კონწიალა. წითელი ვაშლი გინდა, გამვლელს კი არ უნდა დაუცადო, ხეზე უნდა აძვრე, თუ ვერ ადიხარ, ჯოხი ესროლო. ხე შეარყიო.
მოკლედ რათქმა უნდა ვთანხმდებით, რომ ყველაფერს ჩვენ წარვმართავთ და ტყუილად, ბედის და უიღბლობის ტირილი, იმბე/ცილობაა, ბედი უბრალოდ ხალხის მოგონილი, მატერიიაო, რომელშიც თავისი ცუდის, გახვევას ლამობენ, არადა თუ ნარკომანი ნარკოტიკმა იმსხვერპლა, რა ბედის ბრალია, ან გული რატო უნდა გწყდებოდეს?
-"თავი დაიღუპა", ანუ ბედმა არ დაღუპა?!
რა გაბრაზებს თუ, ბედის ბრალია...
მოკლედ ბედი, მატერიაა რომელშიც ადამიანი, ავის უგუნურ ქცევებს და ცოდვებს ახვევს.
...
დასასრულს ვიტყვი, ალბათ. მჩვევია სხვისთვის ჩემი აზრის მოხვევა, ხო.
არადა ვერ ვიტან, მაგრამ თუ გინდა უნდა გააკეთო! მე სულ ამით, ვმოქმედებ, ახკაც ასეა, ეს ამხელა, არაფრის მომცემი ტექსტი, რომელიც რაღაცას კი ნიშნავს, ჩემთვის ერთი მხრივ უგუნურებაა, მაგრამ რატო ვთქვა უარი, ვიყო ისეთი როგორიც ვარ, მომენტში უგუნური და მომენტში გონიერი, ამით ვიცი, რომ ყველა სიტუაციაში მართალი ვიქნები, რადგან ისე ვიმოქმედებ, როგორც მიკარნახებს ჩემი მთავარი.
..
ელ პინო...
არ მახსოვს, ვინმე ასე მოგმართავდა თუ არა, შეიძლბა კი.
მაგრამ არა მგონია, სხვისთვისაც ის იყო რაც ჩემთვის, "ყოველთვის მთვრალი.".)))
...
თუ რამე არ გამკიცხო, ან და მიდი, მოასწარი. )))
რადგან ზოჯერ " ის მოვა, არ გინდა, არც მე მინდა, რომ მოვიდეს, მაგრამ ველოდები." ❤️

"მე მეტს ვერაფერს გეტყვი, არც იმას გავუსვამ ხაზს რა ვარ, მაგრამ თუ დაგჭირდება, შემიძლია .იმედი. ვიყო. "
❤️

№10  offline მოდერი ნეაკო

,,შენ მუნჯი ხარ მაგრამ ენა გაქვს; შენ სმენადაქვეითებული ხარ მაგრამ გესმის; შენ ბრმა ხარ მაგრამ ხედავ" - ელ ამ სიტყვებმა გულწრფელად რომ გითხრა გული მატკინა... იცი რატომ? იმიტომ რომ უამრავი ადამინის მწარედა საშინელი რეალობა ასახე ამ რამდენიმე თითქოს და მარტივ სიტყვათა წყობაში, რომელიც უამრავ ცრემლს, სამყაროსადმი ზიზღს და სიძულვილს იტევს იმიტომ, რომ შენ ხედავ გესმის და ლაპარაკობ, მაგრამ იძულებული ხდები იქცე ისეთად როგორიც მათ სურთ, იმიტომ რომ რასწორ დროს ჩაისახე და დაიბადე!
ძალიან,ძალიან კარგი ხარ ელ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№11  offline წევრი მი რა

ზოგჯერ შენი ოჯახის წევრები იმიტომ გიყვარს, რომ უნდა გიყვარდეს, ანუ ეს რაღაც ვალდებულებააა და არა რეალური გრძნობები რომლებიც დროსთან ერთად უნდა ძლიერდებოდეს...
ელ დამაფიქრა შენმა სიტყვებმა...
,,შენ პატრონობ შენს სხეულს, ჰყავხართ ერთმანეთი და მორჩა" -რა მტივნეულია ამის შეგრძნება, მერე გააზრება და ბოლოს ამ საშინელი სიტყვების შესისხორცება... ❤❤❤❤❤❤❤

№12  offline ადმინი ელ პინი

Life is beautiful

როცა ჩვენ ვისწავლით ჩვენივე სურვილების პირდაპირპროპორციულად ცხოვრებას, მაშინ არც მე მომიწევს ამ შინაარსის სხვა რამის დაწერა და არც სხვას მოუწევს წეროს იმაზე, რაც აწუხებს. მე არ მძინავს. თითქმის არასდროს მძინავს. ყოველთვის ღვიძლში ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რეალურადაც - მართლა ასეა. რომ მღვიძავდეს, უნდა ვმოქმედებდე. მე კიდევ არ შემიძლია და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ - არ შემიძლია. სადღაც უკიდურესობაში ვარ. არაუშავს, თუ თვითგვემასაც მივმართავ ხოლმე. როცა რამე მინდა, ვიღებ. თუ არ ვიღებ, ვინგრევი. არც შენ, არც მე და არც სხვა დანარჩენმა უარი არ უნდა თქვას საკუთარ თავზე. რამდენიმე დღის წინ გამძაფრებულად ვიგრძენი ამ სიტყვების სიზუსტე და ისიც, რომ მე მარტო ვარ ჩემს თავთან ერთად. და ზოგადად ყველა ასეა. ადამიანი განწირულია მარტოობისთვის იქამდე მაინც, ვიდრე მის მეორეს იპოვის. მადლობა ასეთი მოცულობითი შინაარსისთვის. გავიგე და გაგიგე.

ნეაკო
,,შენ მუნჯი ხარ მაგრამ ენა გაქვს; შენ სმენადაქვეითებული ხარ მაგრამ გესმის; შენ ბრმა ხარ მაგრამ ხედავ" - ელ ამ სიტყვებმა გულწრფელად რომ გითხრა გული მატკინა... იცი რატომ? იმიტომ რომ უამრავი ადამინის მწარედა საშინელი რეალობა ასახე ამ რამდენიმე თითქოს და მარტივ სიტყვათა წყობაში, რომელიც უამრავ ცრემლს, სამყაროსადმი ზიზღს და სიძულვილს იტევს იმიტომ, რომ შენ ხედავ გესმის და ლაპარაკობ, მაგრამ იძულებული ხდები იქცე ისეთად როგორიც მათ სურთ, იმიტომ რომ რასწორ დროს ჩაისახე და დაიბადე!
ძალიან,ძალიან კარგი ხარ ელ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ჰო, ასეა, ნეაკო, მაგრამ ვისაც მოქმედება შეუძლია, ის მოგებულიც რჩება. ვალდებულებად არ უნდა იქცეს არც დაბრმავება და არც დაყრუება, მერე უფრო რთულდება. ისეთი უნდა იყო, როგორიც შენ გინდა.

მი რა
ზოგჯერ შენი ოჯახის წევრები იმიტომ გიყვარს, რომ უნდა გიყვარდეს, ანუ ეს რაღაც ვალდებულებააა და არა რეალური გრძნობები რომლებიც დროსთან ერთად უნდა ძლიერდებოდეს...
ელ დამაფიქრა შენმა სიტყვებმა...
,,შენ პატრონობ შენს სხეულს, ჰყავხართ ერთმანეთი და მორჩა" -რა მტივნეულია ამის შეგრძნება, მერე გააზრება და ბოლოს ამ საშინელი სიტყვების შესისხორცება... ❤❤❤❤❤❤❤

იმიტომ გიყვარს, რომ უნდა გიყვარდეს - და ალბათ, ამ სიტყვებშია ჩატეული მთელი ისტერია. არავის უნდა დაპირდე, რომ უპირობოდ გიყვარს. რაღაც კანონები დაუწერლად არ უნდა სრულდებოდეს. მიხარია, თუ დაგაფიქრა. მეც იმიტომ დავწერე, რომ დავფიქრდი.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent