შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი (თავი მეთხუთმეტე)


29-08-2021, 21:37
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 469

დემონები, ანგელოზები, სხვადასხვა იარაღი და უცნაური არსებები ერთმანეთში იყო არეული, ვიღაცას ვეძებდი, მაგრამ არ მახსოვდა ვის, ცხელოდა, ჯოჯოხეთურად ცხელოდა, შიშველი ფეხით მივუყვებოდი გადახრუკულ მიწას, დემონებს შორის გზას ვიკვლევდი და ზურგს უკან სისხლიანი ნაფეხურები რჩებოდა,
- ვის ეძებ ლილა? რას ეძებ? გაიხსენე, უნდა გაიხსენო, უნდა გაიხსენო, -ვჩურჩულებდი და ბარბაცით ვაგრძელებდი გზას,
უეცრად დემონები გაიფანტნენ და მე ის დავინახე, ჩემს წინ იდგა, ტყავის ქურთუკით, შუბლზე ჩამოყრილი შავი თმით და საოცრად მომხიბვლელი ღიმილით,
- მე მას ვიცნობ? ვიცნობ, მისი სახელი.. მისი სახელია... - მისკენ წავედი, მაგრამ შევამჩნიე რომ გაფერმკრთალება დაიწყო, რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ფერმკრთალდებოდა, და თითქოს უჩინარდებოდა, ნაბიჯს ავუჩქარე მივუახლოვდი და ის იყო უნდა შევხებოდი რომ ჩემს თვალწინ ჰაერში გადნა და აორთქლდა, თავზარდაცემული გავშეშდი,
- აზრელ, - ვიყვირე სასოწარკვეთილმა, -აზრაელ,
- დამშვიდდი ლილა, დაწყნარდი, მე შენთან ვარ, შენს გვერდით ვარ, ნუ გეშინია, -ჩამესმა ნაცნობი ხმა და თვალები გავახილე, სახლში ვიყავი, ჩვენს საძინებელში, ძლივს ვსუნთქავდი, გული ამოვარდნაზე მქონდა, აზრაელი ზემოდან დამყურებდა, მიღიმოდა და თმაზე მეფერებოდა,
- ეს მხოლოდ სიზმარი იყო ლილა, მხოლოდ სიზმარი, -მითხრა თბილი ხმით, გვერდით მომიწვა და გულში ჩამიკრა, მაგრად ჩავეხუტე, თითქოს მეშინოდა რომ მართლაც შეიძლებოდა გამქრალიყო,
- მაპატიე რომ გაგაღვიძე, - ვუთხარი და მისი დამათრობელი სურნელი შევიყნოსე, -მაინც არ მეუბნები რა სუნამოს იყენებ?
- იმედი უნდა გაგიცრუო, არანაირ სუნამოს არ ვიყენებ, -მითხრა და წამოჯდა, -მგონი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს ლილა, ხომ იცი რომ ბოლომდე ვერ აარიდებ თავს ამ საუბარს,
ჯანდაბა, ვიცოდი რომ ოდესმე მომიწევდა მასთან საუბარი, მაგრამ რატომ ახლა?
- იქნებ დავიძინოთ და ხვალ ვისაუბროთ,
- და ხვალ რაღას მოიგონებ რომ თავი დაძვრინო? -აზრაელი თბილად მიღიმოდა, -გთხოვ ლილა ეს საუბარი ორივეს გვჭირდება, უკვე ორი კვირაა რაც ალთეინიდან დავბრუნდით და ერთი ღამეც არ გძინებია ნორმალურად, დღისით ყველას გაგვირბიხარ, ჯესისაც კი არ ელაპარაკები, აღარ ხუმრობ, აღარ იღიმი, საჭმელს თითქმის არ ჭამ, ყოველ ღამე კოშმარები გესიზმრება, ამ ყველაფერს ახსნა უნდა ჰქონდეს, მითხარი რა ხდება, ვფიქრობ და ვერაფერი გამიგია, ვხვდები რომ ცუდად ხარ, ამას ვგრძნობ მაგრამ ვერაფრით გეხმარები და ეს მკლავს,
მიყურებდა დიდი შავი თვალებით, რომლებშიც უზომო სევდა და დარდი ჩანდა, ვხვდებოდი, ვგრძნობდი, როგორ ღელავდა ჩემზე,
- მეშინია აზრელ, ძალიან მეშინია, -ვთქვი და თავი ჩავღუნე,
- შემომხედე, -აზრაელმა ნიკაპში მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა, -მითხარი რისი გეშინია?
- ჯანდაბა, მეშინია რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და შენ ჩემს გვერდით აღარ იქნები, მეშინია რომ ერთ დღესაც შენ უბრალოდ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან, ის ყველაფერი რაც მოხდა ჩემი ბრალი იყო, ჩემს გამო მოხდა, იქ ალთეინში როცა დაგინახე საპყრობილეში, მე... მე უბრალოდ... ჩემს გამო რამე რომ მოგსვლოდა... -ვთქვი, თვალებზე ცრემლები მომადგა და მხრები ამიცახცახდა,
აზრაელმა უხმოდ მომხვია ხელი და გულზე მიმიკრა,
- მაპატიე, -ამოვისლუკუნე მე, -ამ ბოლო დროს ძალიან მგრძნობიარე გავხდი, რაც ალთეინიდან დავბრუნდი შევიცვალე, მაგრამ არც კი ვიცი რატომ, სულ ვწუწუნებ, იმედია ამის გამო არ გადამიყვარებ,
- არ ვიცი ამაზე უნდა დავფიქრდე, -მითხრა სერიოზული ხმით და ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა,
- არაფერზე იფიქრო ლილა, ის რაც მოხდა შენი ბრალი არ ყოფილა, მამა ყოველთვის გამონახავდა მიზეზს იმისთვის რომ ჩვენთვის რამე დაეშავებინა, შენ არაფერ შუაში ხარ, მოდი ჩემთან, -მითხრა მიმიზიდა, კალთაში ჩამისვა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა,
- ოოჰ, სუნთქვა შემეკრა და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, აი თურმე რა მჭირდებოდა, მას მერე რაც ალთეინიდან დავბრუნდით, ჩემი უხასიათობის და კოშმარების გამო ერთმანეთს არც კი მივკარებივართ, როგორ მომნატრებია მისი ტუჩები, მისი მოფერება, ხელი მაისურის ქვეშ შევუცურე რომ მისი დაკუნთული უნაკლო სხეული უკეთ მეგრძნო,
- შენი ცვალებადი ხასიათი მაგიჟებს, -ჩამჩურჩულა და საოცარი ოსტატობით, რამდენიმე მსუბუქი მოძრაობით გამაშიშვლა, ღია ფანჯრებიდან შემოსული მთვარის შუქი ოთახს ნახევრად ანათებდა, ნიავი ფარდებს აშრიალებდა და გარედან ჭრიჭინობელების ორკესტრის ხმა მოჰქონდა, მე კი თმაგაშლილი სრულიად შიშველი ვიწექი და ვტკბებოდი მისი აღფრთოვანებული მზერის შემხედვარე...
* * *
მეორე დილით საუზმის შემდეგ, მისაღებში ფუმფულა სავარძელში მოკალათებული ვუსმენდი როგორ იხსენებდნენ ანგელოზები ძველ ამბებს, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთის გაბრაზებას ცდილობდნენ, ურიელი და ჯესი ტერასაზე ისხდნენ ჩახუტებულები, ჯესის ძმა ლეო კი ანგელოზებთან ერთად იჯდა და თვალებგაფართოებული ხარბად ისმენდა უძველეს ისტორიებს,
- ანუ მითი ბაბილონის გოდოლზე სიმართლეა? - ლეო ემოციებს ვერ მალავდა,
- კი სიმართლეა, - გაიღიმა სარიელმა, - ოღონდ რათქმაუნდა ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც გადმოცემებშია, არც არის გასაკვირი, იმდენი დრო გავიდა,
- ჰოო, იმ უგუნურებმა იმდენი იწვალეს გოდოლის ასაშენებლად, - ჰანიელის სახეზე სინანულის მაგვარი რაღაც გაკრთა, - სიმართლე რომ ვთქვა გამიხარდა კიდეც როცა ისრაფიელმა მათ თავგზა აურია და მშენებლობა შეაწყვეტინა...
ისრაფიელი კედელთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და იღიმებოდა, საუბარში მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ თავის დაკვრით და პატარ-პატარა რეპლიკებით შემოიფარგლებოდა, მას მერე რაც ალთეინიდან დავბრუნდით ვატყობდი რომ მთლად კარგად და თავისუფლად ვერ გრძნობდა თავს თუმცა ყველა ძველებურად ექცეოდა და არც კი ახსენებდნენ წარსულს,
დაბრუნების შემდეგ ისრაფიელმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ადამიანის ენერგიის ხარჯზე უკვდავობის შენარჩუნებაზე და ახლა ის უბრალოდ დაბერდებოდა, ასაკი მოემატებოდა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, შეიძლება ეს აწუხებდა, არ ვიცი...
- მოსეს მიერ მდინარის შუაზე გაყოფაზე რას მეტყვით? -ფიქრებიდან ლეოს ხმამ გამომარკვია,
- ამ სასწაულის ავტორი მე ვარ, -ამაყად გამოაცხადა დანიელმა და სკოლის მოსწავლესავით ასწია ხელი, -კარგი კაცი იყო მოსე და იმდენად სწამდა ის რაც სწამდა რომ მთლად უგულოები უნდა ვყოფილიყავით მისთვის არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა,
- მოიცა, მხოლოდ იმიტომ გააკეთეთ ასეთი რამ რომ მოსე კარგი კაცი იყო? - ლეო გაკვირვებას ვერ მალავდა,
- რათქმაუნდა მხოლოდ ამიტომ არა, -ჩაერია სარიელი, -უბრალოდ მაშინ ადამიანებს იმედი სჭირდებოდათ და ჩვენ მათ ეს მივეცით, მაშინ, იმ დროს, უფრო აქტიურად ვერეოდით ყველაფერში, რადგან ეს სამყარო ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული და რომ არა ჩვენი პატარ-პატარა ჩარევები სამყაროს ქაოსი მოიცავდა და ჯერ კიდევ დაწყებამდე დამთავრდებოდა ყველაფერი,
- კარგი რა, -ვეღარ მოვითმინე მე, - თუკი წარღვნას, ზღვის ორად გაყოფას და ცეცხლის წვიმას პატარ-პატარა ჩარევებს ეძახით, ესე იგი ბევრად მეტი რამის გაკეთება შეგიძლიათ და არ მესმის ახლა რაღატომ არ ერევით იმ ყველაფერში რაც მსოფლიოში ხდება, ომი, ხანძრები და ათასგვარი უბედურება, ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ ადამიანების დასახმარებლად?
აზრაელი რომელიც აქამდე ჩუმად იყო წამოდგა, მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა,
- ყველაფერი არც ისეთი ადვილი და მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, -დაიწყო თბილი შემპარავი ხმით, თითქოს ცდილობდა ზედმეტად არ გავეღიზიანებინე,
- ამ სამყარომ უკვე განვითარების ისეთ დონეს მიაღწია რომ ის პროცესები რაც ამჟამად მიმდინარეობს უკვე შეუქცევადია და ჩვენი ჩარევა ვეღარაფერს შეცვლის, დედამიწა კვდება და მისი მდგომარეობა რომ გამოვასწოროთ სულ მცირე მოსახლეობის ნახევარი მაინც უნდა გავანადგუროთ, სხვანაირად რესურსები არ ეყოფათ არსებობის გასაგრძელებლად, ჩვენ აღარ ვაპირებთ არაფერში ჩარევას და ახლა ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული რომელთაც ფეხებზე კიდიათ ხვალინდელი დღე, არ აინტერესებთ შვილებს რას დაუტოვებენ, იმ შვილებს რომელთაც ერთმანეთის მიყოლებით აჩენენ ერთმანეთის ჯიბრზე, მიუხედავად იმისა რომ ხედავენ რაოდენ ჭარბია მოსახლეობა, აშენებენ ერთმანეთზე უფრო დიდ სახლებს, ყიდულობენ ძვირფას მანქანებს, ჩეხავენ ტყეებს რომ საძოვრები გააშენონ იმ ცხოველებისთვის რომლებსაც შემდეგ საკვებად გამოიყენებენ, აგროვებენ ფულს, იმ ფულს რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება როცა სამყაროს აღსასრული დადგება და ის აუცილებლად დადგება, თუმცა მერწმუნე ლილა, ჩვენ ამჯერად ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ,
თავი ჩავღუნე, ეს ყველაფერი ხომ ისედაც ვიცოდი, მაინცდამაინც მისგან უნდა მომესმინა? რა ადვილად საუბრობენ ამ ყველაფერზე, ნუთუ მართლა ასეთი ადვილია, იქნებ მაშინ როცა მეც მათსავით რამდენიმე ათასი წლის ვიქნები ყველაფერს სხვა თვალით შევხედო, ახლა კი, ახლა კი უბრალოდ მეტის მოსმენა აღარ შემიძლია...
- საძინებელში ავალ, უნდა დავისვენო -ვუთხარი აზრელს და შევეცადე გამეღიმა, აზრაელმა უხმოდ დამიქნია თავი და დავინახე რომ ჯესის რომელიც ტერასიდან შემოსასვლელ კართან იდგა თვალით რაღაც ანიშნა, ყურადღება აღარაფრისთვის მიმიქცევია სწრაფი ნაბიჯით გამოვედი მისაღებიდან და საძინებლისკენ წავედი, შევედი თუ არა უცნაური სისუსტე და გულის რევა ვიგრძენი, აბაზანამდე ძლივს მივასწარი და გული ამერია,
- კარგად ხარ? - კარი შემოაღო ჯესიმ, -ღვერთო ჩემო ლილა ფერი აღარ გადევს, იყვირა ჩემი დანახვისას და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა, -რა გჭირს?
- კარგად ვარ, პანიკა საჭირო არ არის, -მივუგე უხეშად, -ალბათ დაღლილობის ბრალია,
- ჰო როგორ არა, რომელ დაღლილობაზე მელაპარაკები? ორი კვირაა თითქმის სულ გძინავს, ეზოშიც კი არ გამოდიხარ, ფერი დაკარგე ახლა კი გულიც გერევა, ფეხმძიმედ ხარ?
- კარგი რა, რა სისულელეა, - წამოვდექი, პირზე წყალი შევისხი და მაისური გავიძრე,
- თუკი არ იცი გეტყვი რომ ანგელოზებს შვილები არ უჩნდებათ, ასე რომ ეს თეორია დაივიწყე,
- ვუთხარი, საძინებელში გავედი, ახალი მაისური გადავიცვი და მოწყვეტით დავვარდი საწოლზე,
- საიდან იცი რომ არ უჩნდებათ? -არ ნებდებოდა ჯესი,
- იქიდან რომ აზრაელმა მითხრა, არ გინდა რომ მარტო დამტოვო? მე უბრალოდ კარგად გამოძინება მჭირდება,
- ოფ, რატომ ხარ ასეთი უხასიათო, შენ პირველი ანგელოზი გოგო ხარ, აქამდე ანგელოზებს წყვილი არ ჰყოლიათ, კი, გასაგებია რომ ანგელოზსა და ადამიანს შორის ასეთი რამ არ ხდება მაგრამ ანგელოზსა და ანგელოზს შორის? იცოდე იფიქრე ამაზე, ელემენტარული ტესტი ამაინც გაიკეთე,
ჯესის მონოლოგი ოთახში დაუკაკაუნებლად შემოვარდნილმა დანიელმა შეაწყვეტინა,
- შემოსასვლელ კართან თქვენი მეგობარი დგას,
- მოიცა როგორ თუ მეგობარი? ვინ მეგობარი? როგორ? - მივაყარეთ კითხვები ერთდროულად,
- თქვენი მეგობარი ლუკა, და კაცმა არ იცის როგორ მოხვდა აქ, -გამოაცხადა დანიელმა და მხრები აიჩეჩა, -როგორც წესი უბრალო მოკვდავები აქ შემოსვლას ვერ ახერხებენ, მან კი დაუბრკოლებლად გამოიარა მთელი ბაღი და ახლა კართან დგას,
მე და ჯესი ერთმანეთს ვასწრებდით, სულმოუთქმელად ჩავირბინეთ კიბეები და სირბილით მივედით კართან, სანამ გააღებდა ჯესიმ შემომხედა, მე უხმოდ დავუქნიე თავი, კარი გააღო და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს იქ მართლაც ლუკა იდგა, ჩვეულ სპორტულ სტილში გამოწყობილი აჩეჩილი თმით და საყვარელი ღიმილით, ჩვენს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და ხელები გაშალა, მე და ჯესი ერთდროულად ჩავეხუტეთ,
- ახლა მივხვდი როგორ მომნატრებიხარ, -ვუთხარი და შევათვალიერე, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,
- რაღაც არამგონია რომელიმეს მოგნატრებოდით, -ჩაიბურტყუნა ლუკამ უკმაყოფილოდ, -სად დაიკარგეთ, ტელეფონები გამორთული გქონდათ, ძლივს მოგაგენით, ეს რა ადგილია? აქ რას აკეთებთ?
- მოგვაყარა კითხვები ერთბაშად,
- მეგობარს სახლში არ შემოიპატიჟებთ? -მოგვესმა უკნიდან აზრაელის ხმა, -ღია კარში იდგა და გულითადად უღიმოდა ლუკას, მერე ხელი გაუწოდა და ჩამოართვა,
- მე აზრაელი ვარ, ლილას შეყვარებული, შემოდი, დანარჩენებს ლილა გაგაცნობს,
- დანარჩენებს? -დაიბნა ლუკა,
- ჰო აზრაელის ძმებს გაგაცნობთ, წამოდი, -ჯესიმ ხელი გადახვია, -სხვათაშორის ერთ-ერთი ჩემი შეყვარებულია, ურიელი ჰქვია, აზრაელს ექვსი ძმა ჰყავს და ყველანი ერთმანეთზე უფრო საყვარლები არიან,
- დიდი ოჯახი ჰქონია შენს შეყვარებულს, - მომიბრუნდა ლუკა, -სხვა რა გზაა წავიდეთ გავიცნოთ, ერთმანეთი,
გაცნობამ მშვიდად ჩაიარა, ლუკა გაოცებული შეჰყურებდა აზრაელს და მის ძმებს, ყველა ასე განსხვავებული ერთმანეთისგან და ყველა უზომოდ თავაზიანი და მომხიბვლელი,
- დარწმუნებული ხარ რომ ძმები არიან? -გადაუჩურჩულა ჯესის,
- კი რათქმაუნდა, შენ ის გვითხარი, როგორ მოგვაგენი?
- ჩვეულებრივად, არ გამჭირვებია და საერთოდაც თქვენთვის უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი, იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სამედიცინოზე ვაბარებ,
- ოჰო, შენ და სამედიცინო? ეს როგორ მოხდა, -გამიკვირდა მე,
- მას მერე რაც სასაწაულებრივად გადვრჩი სიკვდილს, უცნაური რაღაცეები მემართება,
აზრაელს გადავხედე, მივხვდი ისიც იმავეს ფიქრობდა რასაც მე,
- წამოდი, მე, შენ და ჯესი ბაღში გავიდეთ, - მივმართე ლუკას, - მგონი ჩვენ სამს ცალკე ბევრი სალაპარაკო გვაქვს,
ლუკა განცვიფრებული ათვალიერებდა ბაღს, ჩემს ვარდის ხესთან შეჩერდა,
- მაგარი რამეა, ამხელა ვარდს პირველად ვხედავ, თანაც როგორი მძაფრი სურნელი აქვს,
- ლილას შედევრია, -გადაიკისკისა ჯესიმ,
- როგორ? შენ რა მებაღეობას მიჰყავი ხელი, ესე იგი აქ შენს შეყვარებულთან და მის ექვს ძმასთან ერთად ცხოვრობ და მებაღეობით ხარ დაკავებული? თუ რა ჯანდაბა ხდება, ამიხსნით თუ არა?
- როგორც ფიფქია და შვიდი ჯუჯა, -ჩაერია ჯესი, -ოღონდ იმ განსხვავებით რომ აზრაელი და მისი ძმები ჯუჯებს არ გვანან, სამაგიეროდ ბოროტი დედინაცვალი გვყავს,
- უფრო სწორად მამინაცვალი, - შევუსწორე ღიმილით, ბალახზე ჩამოვჯექი და ისიც მოვიპატიჟე, ჯესი და ლუკა გვერდით მომისხდნენ,
- მოდი ჯერ შენ მოგვიყევი რის თქმასაც აპირებდი და შემდეგ მე მოგიყვები ყველაფერს, -ვუთხარი და ყურადღებიანი მსმენელის გამომეტყველების მიღებას შევეცადე,
- არ დაიჯერებთ ისეთი რაღაცეები დამემართა, - დაიწყო ლუკამ,
- შენ რომ იცოდე ჩვენ რა აღარ დაგვიჯერებია ამას არ იტყოდი, - დაამატა ჯესიმ ორაზროვანი ღიმილით,
- აცადე, - იდაყვი წავკარი და ლუკას ვანიშნე რომ გაეგრძელებინა,
- როცა სასწაულებრივად გადავრჩი სიკვდილს, რაც ვერცერთმა ექიმმა ვერ დაადგინა როგორ მოხდა,
მას შემდეგ უცნაური რაღაცეები დამჩემდა, ადამიანზე შეხედვისთანავე ვხვდები რა აწუხებს რა სტკივა რას უჩივის, რამდენიმე წუთში შემიძლია დიაგნოზის დასმა, ვერ გეტყვით როგორ ხდება, მარტივად თავისთავად, თავიდან ბევრს ვფიქრობდი ამაზე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ მაინ ვერაფერს გავიგებდი და შევეშვი, სამაგიეროდ სამედიცინოზე ჩაბარება გადავწყვიტე,
- რომ გითხრა რომ ამ ყველაფერს ახსნა აქვს რას იტყვი?
- დარწმუნებული ხარ ლილა? -მკითხა ჯესიმ
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ,
- ლუკა, -მივუბრუნდი მეგობარს, -ვიცი რომ ყველაფრის გაგებას შეძლებ რასაც გეტყვი, -ვუთხარი და მის თანხმობას აღარ დავლოდებივარ ყველაფერი მოვუყევი თავიდან ბოლომდე,
* * *
- მგონი შოკშია, - გამოაცხადა ჯესიმ, და ლუკაზე მიმითითა რომელიც საეჭვოდ გაშეშებული და მზერაგაყინული იჯდა ჩვენს შორის,
- ლუკა კარგად ხარ? - მხარზე ხელი დავადე, შეხტა და ფეთიანივით წამოხტა ფეხზე
- ჯანდაბა ყველაფერს ველოდი მაგრამ ასეთ რამეს არა,
- კარგი რა ნუ აზვიადებ, გოგოსავით იქცევი, მოდი, დაჯექი და ეცადე უფრო მშვიდად შეხედო ამ ყველაფერს, - ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა ჯესის, ლუკა დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული ჩაჯდა ჩვენს შორის,
- ესე იგი ის ყველაფერი რაც მე მემართება იმის გამოა რომ აზრაელმა გადამარჩინა და თავისი სასიცოცხლო ენერგია გამინაწილა? ესე იგი მასაც შეუძლია ის რაც მე შემიძლია?
- არ ვიცი ვერ გეტყვი, -მხრები ავიჩეჩე, -არამგონია შეეძლოს, უბრალოდ მისმა ენერგიამ შენზე სხვაგვარად იმოქმედა და ეს ნიჭი განგივითარდა, შეიძლება სხვაზე სხვანაირად ემოქმედა,
- ოჰჰ, ლუკამ ღრმად ამოისუნთქა და გაღიმებას შეეცადა,
- ყველაფრის გაგებას შევეცდები ლილა, გპირდები მაგრამ აშკარად არ მენდობი, იცი შენს შესახებ რასაც ვგრძნობ, მაგრამ ისიც იცი რომ რეალისტი ვარ და ყოველთვის ვიცოდი ჩვენს შორის მეგობრობაზე მეტი არაფერი იქნებოდა, ასეთ მნიშვნელოვან რამეს რატომ მიმალავ, ნუთუ ფიქრობ რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის ბედნიერება არ გამახარებს?
- რას გულისხმობ? ვერაფერი გავიგე,
- ახლა არ მითხრა რომ არ იცი, არც შენ იცი ჯესი?
- რა უნდა ვიცოდე? - ჯესი არანაკლებ გაკვირვებული იყო, - მგონი შეიშალა მანიშნა შეუმჩნევლად,
- არ ვიცი რამდენად სწორია რომ ამას მე გეუბნები მაგრამ შენ ფეხმძიმედ ხარ ლილა, დღეს როგორც კი პირველად დაგინახე მაშინვე მივხვდი,
არ ვიცი რას გრძნობენ ქალები როცა ასეთ ამბავს იგებენ, მაგრამ მე ნამდვილი სასოწარკვეთა ვიგრძენი, ერთდროულად უამრავი ფიქრი ამიზუზუნდა თავში, თავზე ხელები შემოვიჭდე და შევეცადე რეალურად და ლოგიკურად მეაზროვნა,
- ეს წარმოუდგენელია, ანგელოზები ხომ არ უნაყოფოები არიან, -თითქმის ვიყვირე და ფეხზე წამოვხტი, - ყველანაირი უცნაურობა მე რატომ უნდა ადმემართოს, ლუკა დარწმუნებული ხარ რომ მართლა ფეხმძიმედ ვარ და არ ცდები?
- არ ვიცი ეს ვინ გითხრა მაგრამ შენ უნაყოფო არ ხარ, ამაში დარწმუნებული ვარ, -გაიღიმა ლუკამ, -ასპროცენტიან დიაგნოზებს ვსვამ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩაბარება, მაგრამ გიყურებ და ერთი რამ ვერ გამიგია, ეს ხომ კარგი ამბავია, შენ და აზრაელს ერთმანეთი გიყვართ, იცი როგორ გიყურებს? გაღმერთებს, დარწმუნებული ვარ ეს ამბავი ძალიან გაუხარდება,
არ ვიცოდი მათთვის როგორ ამეხსნა რას ვგრძნობდი ჩემს სულში ქარიშხალი ტრიალებდა და ფსიქოლოგიურად მანგრევდა, ათასგვარ რამეზე დავფიქრდი უცბად, ისეთ რამეებზე რაზეც აქამდე არ მიფიქრია, ბავშვი, ჩემი და აზრაელის შვილი, ნეტავ რა იქნება ან როგორი დაიბადება? ან ღირს კი ამ სამყაროში მისი დაბადება? აი თურმე რას ნიშნავდა პროფესორის მზერა, მან იცოდა, მიხვდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ამიტომ გამოგვიშვა, ნეტავ ახლა, რას გეგმავს? ალბათ მის წართმევას და წაყვანას მოინდომებს ისე როგორც ჩემს წაყვანას ცდილობდა, ნეტავ აზრაელს რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე?
- ლილა კარგად ხარ? რამდენიმე წუთია ხმა არ ამოგიღია, -ჯესი მომეხვია, - გილოცავ, ალბათ ერთი სული გაქვს ეს ამბავი აზრაელს ახარო,
და ამ დროს (ახლა ვფიქრობ რომ არასწორი) გადაწყვეტილება მივიღე,
- ძალიან გთხოვთ აზრაელს არაფერი უთხრათ ამის შესახებ, გთხოვ ჯესი, შენც ლუკა, როცა საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ ვეტყვი, -ვუთხარი მათ და სახლისკენ მტკიცე გადაწყვეტილება მიღებული წავედი, აზრაელი ძმებთან ერთად მისაღებში იჯდა, სავარძელში თავისუფლად იყო გადაწოლილი და უდარდელი გამომეტყველების მიუხედავად ვხვდებოდი რომ დაძაბული ელოდებოდა ჩემს შესვლას, მშვიდად მივუახლოვდი,
- შენთან სალაპარაკო მაქვს,
- გისმენ, რისი თქმა გინდა? -მკითხა და ისე გულითადად გამიღიმა რომ გულში რაღაც ჩამწყდა,
- გეყოფა ლილა, -შევუძახე ჩემს თავს, შენ ახლა უბრალოდ დრო გჭირდება, სულ ცოტა დრო,
- აქ არა, იქნებ საძინებელში ავიდეთ, სერიოზული საკითხია რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვეხება, -ვუთხარი და შევამჩნიე რომ არ იმჩნევდნენ მაგრამ ყველა ჩვენ გვისმენდა, აზრაელმაც არ შეიმჩნია აღელვება და უხმოდ დამიქნია თავი, სანამ საძინებელში არ შევედით ხმა არ ამოუღია, მერე კი უსიტყვოდ ჩამეხუტა და გულში ჩამიკრა,
- სანამ რამეს იტყვი გთხოვ კარგად დაფიქრდი, ისეთ რამეს ნუ გააკეთებ რასაც მერე ინანებ, ვგრძნობ რომ არც თუ ისე კარგი რამ გაქვს სათქმელი ასე არ არის?
მისი მკლავები მოვიშორე და უმწეოდ მხრებჩამოყრილმა ძლივს გავბედე მისთვის თვალებში შემეხედა,
- მაპატიე მაგრამ უნდა წავიდე, ცოტახნით ამ ყველაფრისგან დასვენება მჭირდება რაც ხდება, უნდა დავისვენო და ვიფიქრო, ბევრი ვიფიქრო იმ გადაწყვეტილებებზე რომელთა მიღებაც მომიწევს,
- ვუთხარი და მისი რეაქციის მოლოდინში დაძაბული გავშეშდი, ჩემდა გასაოცრად აზრაელის რეაქცია ისეთი იყო როგორსაც ნამდვილად არ ველოდი, გამიღიმა საწოლზე ჩამოჯდა და მეც მანიშნა რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი,
- შენ თუ ასე ფიქრობ და ასე თვლი საჭიროდ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვხვდები რომ რაღაცას არ მეუბნები, არ მეუბნები მიზეზს რამაც ეს გადაწყვეტილება მიგაღებინა, იქნებ ბოლომდე მითხრა რა ხდება, იქნებ შევძლო შენი დახმარება,
მის ხმაში მუდარა და ეჭვნარევი შიში იგრძნობოდა, ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ვხედავდი როგორ უჭირდა ეს,
- მე უბრალოდ დავიღალე აზრაელ, ძალიან დავიღალე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩვენი შეხვედრა, დაახლოება, მამაჩემის გამოჩენა და ეს სამყარო, ეს ... ეს ყველაფერი უბრალოდ ზედმეტი აღმოჩნდა ჩემთვის, ვეღარ ვუძლებ, ასე მგონია რომ ჰაერი აღარ მყოფნის და ვიხრჩობი, მეგონა რომ შევძლებდი მაგრამ ახლა მგონია ტყუილად ვფიქრობდი ასე, მე უბრალოდ ცოტახნით დასვენება მჭირდება, მეტი არაფერი,
- კარგი, - თქვა უბრალოდ ცოტა ხნით დუმილის შემდეგ აზრაელმა, - სად აპირებ წასვლას?
- ჩემს ბინაში დავბრუნდები,
- ხომ იცი რომ იქ ყოფნა სახიფათოა, მაგრამ არა უშავს, - დაამატა სწრაფად, -ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ დაცული იყო, შენს ბინაშიც გავაკეთებთ დამცავ ფარს,
- აზრაელ გთხოვ, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, ჩემს თავს თვითონ მივხედავ, ცოტა ხნით არავის ნახვა არ მინდა და რა გამოვა თუკი ყოველ წუთას გნახავთ ხოლმე, - ვთქვი და მივხვდი რომ უხეშად გამომივიდა, შევხედე, გაოცებული მიყურებდა, მზერა ტკივილით ჰქონდა სავსე, მაგრამ არაფერს ამბობდა, უკან აღარ დამიხევია, იქნებ ასე სჯობდეს, იქნებ ასე უფრო გამიადვილდეს მისი მიტოვება,
- მიტოვება? სადღაც ჩემს შიგნით ჩაიქირქილა ჩემმა მეორე მემ, ვის ატყუებ? შენ აზრაელის გარეშე ცხოვრებას უბრალოდ ვერ შეძლებ, მითუმეტეს ახლა როცა მუცლით მის შვილს ატარებ,
ამოვიოხრე, კარადა გამოვაღე და ტანსაცმის ჩალაგება დავიწყე, პატარა სპორტული ჩანთა გავავსე და აზრაელს მივუბრუნდი,
- მე მზად ვარ, ლუკას გავყვები, ერთად წავალთ, ჯესი ალბათ აქ დარჩება ურიელის გამო,
- აზრაელმა თავი დამიქნია ჩანთას ხელი დაავლო და და კარი გამიღო, შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა, როგორღაც ახერხებდა რომ გრძნობებს მორეოდა, მაგრამ როცა მის წინ გავიარე ისე რომ თითქმის ვეხებოდი, მოვასწარი დამენახა როგორ დახუჭა თვალები და ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა...

* * *
ჩემი ბინა საშინლად გამოიყურებოდა, ყველაფერი ისე იყო როგორც მაშინ, როცა ის შემთხვევა მოხდა და დემონმა ლუკა კინაღამ მოკლა, შესასვლელში და მისაღებში ავეჯი არეული და დამტვრეული იყო, ყველგან სისხლის ლაქები და უამრავი მტვერი, მე და ლუკას თითქმის სამი დღე დაგვჭირდა რომ ბინა მოგვეწესრიგებინა, ძველი ავეჯი გადავყარეთ, ბინა დავალაგეთ, ახალი ავეჯი ვიყიდეთ, ლუკა ხმისამოუღებლად მეხმარებოდა, ბოლოს ჩემი პროტესტის მიუხედავად მაცივარი ხილით და საჭმლით გაავსო და პირობა ჩამომართვა რომ ჭამა არ დამავიწყდებოდა, ჯესიმ მხოლოდ ორჯერ შემოაიარა რომ დალაგებაში მოგვხმარებოდა, ერთხელ კი საყიდლებზეც წავედით ერთად, ჯესიმ თავისთვის უამრავი ტანსაცმელი იყიდა მე კი რატომღაც მოლბერტი, ტილოები, ფუნჯები და საღებავები, არც კი ვიცი რატომ? ხატვა არასდროს მეხერხებოდა, მაგრამ როცა მაღაზიის წინ ჩავიარეთ სადაც სახატავი მასალა და აქსესუარები იყიდებოდა, თითქოს რაღაც შინაგანმა ხმამ მაიძულა შევსულიყავი და ის ყველაფერი მეყიდა რაც ახლა ტერასაზე მქონდა გაშლილი სადაც მე და ლუკა ყავას შევექცეოდით და დამღლელი დღის შემდეგ ვისვენებდით, უკვე ყველაფერს მოვრჩით,
- მგონი ჯობია ყავის სმას მოუკლო, ბავშვისთვის არცთუ ისე კარგია, -მითხრა ისე სასხვათაშორისოდ
ჰმ, ბავშვი, ეს დღეები არც კი გამხსენებია უფრო სწორად რომ ვთქვა ჩემს ტვინს დავიწყება ვაიძულე, რადგან არც კი ვიცი რა უნდა ვუყო ამ ბავშვს,
- ლუკა მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან დამეხმარე, ბოდიში რომ დარჩენას ვერ გთავაზობ,
- შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, -ლუკამ უდარდელად გაიქნია თავი, -ბინა მაქვს ნაქირავები, უნივერსიტეტთან ახლოს, ვეცდები ხშირად შემოგიარო ხოლმე, ლილა, ბევრს ნუ იფიქრებ ამ ყველაფერზე, ხომ ხედავ მეც ასე ვიქცევი, ვცდილობ ამ ყველაფერზე არ ვიფიქრო რაც ხდება, თორემ შეიძლება გავგიჟდე, წარმოგიდგენია? ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ არაფერი ვიცოდი, ახლა კი აღმოჩნდა რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ანგელოზია, თანაც არა ისეთი ანგელოზი რომელთაც ზღაპრებიდან, ლეგენდებიდან და წმინდა წიგნებიდან ვიცნობთ, ხომ იცი დედაჩემი როგორი მორწმუნეა, გუშინ როცა მის სანახავად შევიარე ლოცულობდა, მას შემდეგ რაც დამემართა ყოველ დღე ლოცულობს და ღმერთს მადლობას სწირავს ჩემი გადარჩენისთვის, არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა როცა ხატებთან დაჩოქილი დავინახე, მეთქვა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა და სხვა არაფერი? ვერ გავბედე ლილა, ვერ გავბედე, - ლუკამ თავი ხელებში ჩარგო და ამოიოხრა,
- კარგად მოიქეცი რომ არაფერი უთხარი, ყველა ვერ გაიგებს იმას რაც ხდება, მე ანგელოზი ვარ და გამიადვილდა ამ ყველაფრის აღქმა, შენ ნაწილობრივ ანგელოზის სასიცოცხლო ენერგიას ატარებ, ჯესი მაგალითად ნახევრად დემონია,
- რაა? -დავინახე როგორ გაუფართოვდა ლუკას თვალები და შეეცვალა სახე, -როგორ თუ დემონი?
- ჩვეულებრივად, მისი მამა დემონია, ხოლო დედა ადამიანი, კარგი რა ლუკა, იმის მერე რაც ნახე და გაიგე ეს აღარ უნდა გიკვირდეს,
- არა, უბრალოდ, ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და არც კი გვიეჭვია რამე, - ლუკა ცდილობდა მაგრამ გაკვირვებას და გაბრაზებას ვერ მალავდა, -ეს როგორ დაგვიმალა,
- რომ ეთქვა შეძლებდი გაგებას?
ლუკამ უარის ნიშნად თავი გააქნია,
* * *
თითქმის ათი დღე გავიდა რაც აზრაელის სახლიდან წამოვედი, ბოლო სამი დღეა ლუკაც კი არ მენახა, არ ეცალა, გამოცდებისთვის ემზადებოდა, სრულიად მარტო ვიყავი სახლში, უაზროდ დავბოდიალობდი, ავეჯს ადგილს ვუცვლიდი, ათასნაირ უაზრო რამეს ვაკეთებდი და ყველანაირად ვცდილობდი აზრელზე და იმაზე არ მეფიქრა რისთვისაც მისი სახლიდან წამოვედი, აზრაელიც ალბათ ცდილობდა ჩემთვის დრო მოეცა, რადგან ჩემთან დაკავშირება არ უცდია, მისთვის თვალიც კი არ მომიკრავს მას შემდეგ რაც ლუკასთან ერთად წამოვედი, ჯანდაბა, მეგონა ეს მჭირდებოდა, ახლა კი მაცოფებს იმაზე ფიქრი რომ შეიძლება უჩემოდ კარგად არის, ან მიეჩვია უჩემობას და მიხვდა რომ ისე ძალიანაც არ ვყვარებივარ როგორც ეგონა, ოფ, შეიძლება გავგიჟდე, სისულელე გავაკეთე, უნდა მეთქვა ფეხმძიმობის შესახებ, ან თავში აზრად როგორ გავივლე რომ ეს ბავშვი არ უნდა გაჩენილიყო, თანაც ისე რომ მას არაფერი გაეგო, მორჩა ხვალ ყველაფერს ვეტყვი ...
ფანჯრიდან ნიუ იორკის მოქუფრულ, პირქუშ ცას გავხედე, უკვე ბინდდებოდა, მაცივრიდან თეთრი ღვინო და ჩაციებული ბოკალი გამოვიღე და ტერასაზე ავედი, კარგა ხანია არ დამილევია, სასმელი დავასხი და ის იყო უნდა დამელია რომ მუცელში უცნაური ბიძგი ვიგრძენი, ჯანდაბა, ჯერ იმხელა ორსული არ ვარ რომ ბავშვი გაინძრეს, ორი დღის წინ ექიმთანაც ვიყავი მაგრამ საერთოდ ვერაფერი დაინახა, დანამდვილებით ისიც კი ვერ მითხრა, ფეხმძიმედ ვიყავი თუ არა, ჩემს მუცელთან მოახლოებისას ნებისმიერი მოწყობილობა ირეოდა და არასწორ მონაცემებს აჩვენებდა, ეს რა უნდა იყოს? თითქოს ამის პასუხად მეორედაც ვიგრძენი ბიძგი და ჭიქა მაგიდაზე დავდე,
- კარგი დაწყნარდი, არ დავლევ, -ვუთხარი და მუცელს მოვეფერე რომელიც ჯერ საერთოდ არ მეტყობოდა, უეცრად სასიამოვნო, დამამაშვიდებელი ტალღები ვიგრძენი, თითქოს მადლობას მიხდისო, მერე უცნაურად მოვითენთე, იქვე რბილ სკამზე მივწექი და ჩამეძინა,
დილის სუსხმა გამაღვიძა, თავი ძლივს წამოვწიე, ისევ სავარძელში ვიჯექი, ნეტავ ასე რამ დამღალა რომ მთელი ღამე გათიშულს მეძინა, წამოვდექი და გაოცებისგან წამოვიყვირე, ირგვლივ საღებავები იყო მიმოფანტული, ჩემს წინ მოლბერტი იდგა, რომელსაც თხელი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, ხელებზე დავიხედე, საღებავით მქონდა დასვრილი, ნუთუ ღამით ვხატავდი? მაგრამ არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი, მოლბერტს ნაჭერი გადავაძვრე და გავშრი, ერთ ადგილზე გავშეშდი,
- ამის დედაც, ეს რა ჯანდაბაა?



№1 სტუმარი უჩინარი

მალე იქნება ახალი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent