შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი კაცი #4


1-09-2021, 21:37
ავტორი რენე
ნანახია 6 880

ბათომ ნაბახუსევზე გაიღვიძა. თავი ისე სტკიოდა, თითქოს შიგ ტვინი კი არა, ასი კილოგრამი წონის ლოდი ედო. ჯერ რვა საათი არ იყო. ტელეფონს რომ დახედა, ერთი ამოიხვნეშა - რა ჯანდაბამ გამაღვიძა ასე ადრეო. საწოლზე წამოჯდა. ტანსაცმლით იწვა. საწოლის მეორე მხარე ცარიელი იყო. თინა, როგორც ჩანს, ჩვეულებრივზე ადრე ადგა. მოპირდაპირე მხარეს მდგარ სარკეში ჩაიხედა, შორიდანაც კი დაინახა რომ ქუთუთოები დასიებული ჰქონდა. თვალების ფშვნეტით წამოდგა ფეხზე და ერთი კიდეც შებანცალდა. საძინებლიდან გზა ნელი ნაბიჯით გამოიკვლია და ცალთვალმოჭუტულს ცხვირში წვნიანის გემრიელმა სუნმა მოუღიტინა.
- თინა, შენ თუ ახლა ხაში გამიკეთე, ამ დილით პახმელია კი არა, ჯერ მაგის სუნი მომკლავს, - სამზარეულოში შევიდა, გაზზე დადგმულ ქვაბს დახედა და გუგები გაუფართოვდა, მართლა ხაში რომ დაინახა. - შენნაირი ცოლი უნდა ინატროს კაცმა, რა! - ეს ხელებაწეულმა თქვა, მერე ჭიქა აიღო და ონკანში წყალი მოუშვა დასალევად.
- ვიცოდი როგორ დღეშიც იქნებოდი. სახეზე გაწერია ყველაფერი. ხომ იცი, რომ ბევრს ვერ სვამ? რატომ იკლავ თავს ძალით? - წარბაწეული ალაპარაკდა ქალი. თან კი მალამოდ მოედო გულზე ქმრის სიტყვები. თავის თავს ჰკითხა - ნუთუ, მართლა ასეთი სანატრელი შეიძლება ვიყოო?
- კარგი ახლა, თინა! ნუ ჩაირთები ხოლმე, რა. მალე იქნება? გონს თუ არ მოვედი, სამსახურში ვერ წავალ. ან წავალ და დაგვიანებით გამოსი.რებული როჟით. - სკამზე ჩამოჯდა ბათო წვნიანის მოლოდინში.
თინამ მაცივრიდან ცივი, მინერალური წყალი გამოიტანა.
- აჰა, გიშველის, ხუთ წუთში ესეც მზად იქნება. ყავა გინდა? - აღარ იცოდა რით ესიამოვნებინა ქმარი ამ დილაადრიან. ყოველთვის ცდილობდა მის მიმართ მზრუნველობა გამოეჩინა და ყურადღება არასდროს მოეკლო. აბა, რომელ კაცს არ ესიამოვნებოდა ეს? ვინ იტყოდა
- საოცარი ქალი ხარ, თინა! - ჭიქაც კი არ დასჭირვებია, ბოთლით მოიყუდა მინერალური წყალი ბათომ და შეუსვენებლად ჩაცალა.
წვნიანს ბევრი მართლაც არ დააგვიანდა. გემრიელად შეექცეოდა ხაშს კაცი და პარალელურად რეპლიკებს წამოისროდა ხოლმე:
- ამაზე გემრიელი ხაშის დედაც ვატირე, რა! გოგო, მითხარი რა ხელი გაქვს ასეთი?! წამში გამიარა თავის ტკივილმა, ტასოს გეფიცები.
- შეგერგოს, ბათო. გუშინ ლადომ სახლში შემოგასვენა, ისეთი მთვრალი იყავი. რა აღნიშნეთ ასეთი? - მაინც ვერ მოისვენა თინამ და ინტერესით იკითხა.
- რამის აღნიშვნა გვჭირდება რო? ტელეფონს თუ გამომიტან საძინებლიდან, ლადოს დავურეკავ და ეგეც მოვა. მშიერი ეგდება ახლა ლოგინში საწყალი. - თემის გადატანა სცადა კაცმა. თითქოს შინაარსიანი კითხვა არც დაუსვამს თინას, ისე მოკლედ უპასუხა კითხვითვე.
- მოიცა, ჩემით დარეკე, რა პრობლემაა.
წვნიანს ვერ ელეოდა ბათო. თან ჭამდა და თან ნომერს ეძებდა ცოლის ტელეფონში. ხმამაღალზე ჩართო და მაგიდაზე დადო ტელეფონი.
- ლადო, ძმაო, გეძინა?
- ჰო ტო, რა იყო? - რამდენიმე სიტყვა ძლივს გადააბა. ტელეფონს იქითაც კი ეტყობოდა როგორ ეძინებოდა.
- გამოდი ჩემთან, ჩემმა თინამ ისეთი ხაში გააკეთა, ვზივარ და სიამოვნებისგან ლამის მოვკვდე.
- აუ, სერიოზულად?
- მიდი, გელოდები. შენ რომ მოხვალ, მეორე თეფშს კიდევ დავიმატებ. - სიცილით უთხრა ბათომ და ზარი გათიშა.
თინა კი იჯდა და თავისთვის იღიმოდა. თან ქმარს შეჰყურებდა. გონებაში უტრიალებდა წუთის წინ გაგონილი “ჩემმა თინამ”. მისთვის ესეც ბევრს ნიშნავდა. რეალურად იოტისოდენა, მაგრამ ქალისთვის საკმარისი იყო რომ კიდევ უფრო შეჰყვარებოდა ეს კაცი. არადა, მართლა ბათოსი იყო თინა. განა, სხვა ვინმეს მიუძღვნა თავისი ცხოვრება?
ფიქრებში გართულიყო ქალი. უყურებდა როგორ გემრიელად შეექცეოდა ქმარი მის გაკეთებულ წვნიანს და იმ წუთას ამაზე რომანტიკულად სხვა ვერცერთი მომენტი ვერ მოეჩვენებოდა.

ცოტა ხანში სიმყუდროვე კარის ხმამ დაარღვია. ფიქრებიდან გამოერკვა თინა.
- ლადო იქნება, მე გავუღებ. - სწრაფად გავიდა შემოსასვლელში და სტუმარს კარი გაუღო.
- თინა, ჩემი მხსნელი ხარ, რა! - მაშინვე გიჟივით შემოვარდა ლადო სახლში. ისე გადაკოცნა ქალი, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო. თვითონ სამზარეულოში გავარდა.
- ძმაო, გარეთაც კი ამ ხაშის სუნი ტრიალებს.
- რას გავხარ, სარკეში მაინც არ ჩაგიხედავს? - ახარხარდა ბათო.
- დაიკიდე, რა. საცოლე და ცოლი მე არ მყავს, ვინმემ რომ დამიწუნოს. ახლა თინა მალე თუ არ მაჭმევს ამ ხაშს, სავარაუდოდ, პახმელიაზე დავრჩები მთელი დღე და ამ მჟავე სახით ვივლი. - მეგობრის წინ ჩამოჯდა ლადო და წვნიანს სულმოუთქმელად ელოდა.
- რა გიჟები ხართ ამხელა კაცები! რამე გეშველებათ თქვენ?! - თინა კარგ ხასიათზე დადგა. რა ხანია, მსგავსი მხიარული დილა აღარ გათენებია და თვალებიც კი უბრწყინავდა ბედნიერებისგან. ღრმა თეფშზე ხაში დაუსხა ლადოს და წინ დაუდგა. თვითონ მათ შორის ჩამოჯდა ყავით ხელში. ხან ერთს გახედავდა და ხან მეორეს. აშკარად გემრიელი იყო კერძი, ისე ნეტარებით მიირთმევდნენ ორივე და ხმას არ იღებდნენ. ჭამას რომ მორჩა ლადო, მხოლოდ მაშინ თქვა:
- თინა, სასწაული ხელი გაქვს ტო. აზრზე მოვედი, გეფიცები. არადა, მე იმდენი არ დამილევია რამდენიც ამ ბედოვლათს, მაგრამ ყოველთვის ამაზე მეტი რანაირად მეტყობა?
- შეგერგოთ ორივეს. ყავას ხომ არ დააყოლებ? - სტუმარს შესთავაზა ქალმა.
- კი, რა ჯიგარი იქნები! - თინას ხელზე ხელი დაადო ლადომ. ცდილობდა არაფერი შეემჩნია. ზოგჯერ მსგავსი ჟესტებით თუ იგრძნობდა ქალის სიახლოვეს. სხვა უფლება მას არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა. ვერ შეიტყობდა ვერაფერს. არაკაცობად მიაჩნდა მეგობრისთვის მსგავსი რამის კადრება, მაგრამ არც თვითონ იცოდა როდის შეუყვარდა ეს ქალი. უფრო სწორად, როდის კი არა, როგორ შეუყვარდა. მაშინ ბათოსაც კი არ იცნობდა თინა, მაგრამ მათი დაქორწინება ისე უცებ მოხდა, ლადომ ვერაფრის ახსნა მოასწრო და დარჩა ისე ცალკე, როგორც ის სხვა ქალი, რომელსაც ბათოს გული ეკუთვნოდა.

თინამ ყავასთან ერთად ალუბლის ღვეზელებიც გამოიტანა. არავინ იცოდა როგორ ახერხებდა ეს ქალი ამდენ რამეს. ან ამ დილით რომელ საათზე გაიღვიძა, რომ ყველაფრის მომზადება მოასწრო.
- თინა, რომელ საათზე გაიღვიძე? ან ეს როდისღა მოასწარი? - ბათომაც კი ვერ დამალა გაკვირვება. ლადო სადღაც გაღიზიანდა. ყოველთვის ფიქრობდა, თინა რომ ჩემი ცოლი იყოს, როგორ არ უნდა ვიცოდე როდის რას აკეთებსო. ან რომელ საათზე იღვიძებს, ან რომელ საათზე იძინებსო.
- გემრიელად მიირთვით. მოვალ მეც. ტასიკოს გავაღვიძებ, ბაღში მყავს წასაყვანი. - მარტო დატოვა კაცები და თვითონ შვილის ოთახში წავიდა.
- გამაგებინე, სად იპოვე ეს ქალი? - მარტოდ დარჩენილებში სიჩუმე სტუმარმა დაარღვია.
- ეჰ, ლადო... - სიტყვა აღარ დაასრულა ბათომ. არ უპოვია. ამ ქალმა თავის დროზე იპოვა თვითონ ბათო. შეიძლება კი ასე ითქვას? თუ უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ - ერთმანეთი აპოვნინესო?
- რა ვიცი, ძმაო. შენ ასეთი ცოლი გყავს და სხვისკენ იყურები. თინა რომ ჩემი ცოლი ყოფილიყო... - აღარც ლადომ დაასრულა წინადადება. იქ გაწყვიტა, სადაც საჭირო იყო. იქნებ, არც უნდა დაეწყო? ვინ იცის, როგორი ბედნიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კაცთან თინა, ბათო რომ არ შეჰყვარებოდა და მათი ბედი არ გადაეწყვიტათ. მეგობრის სიტყვებმა კაცს ნამუსთან ახლოს ჩაუარა. ერთმაც და მეორემაც შეამჩნია როგორი ბედნიერი იყო თინა დღეს დილით. თურმე რა ცოტა სჭირდება ამ ქალს, რომ თავი კარგად იგრძნოს.

- ლადო ძია, - სამზარეულოში შემოირბინა ტასომ და მაშინვე კალთაში ჩაუხტა კაცს. - როგორ მომენატრე. - ლოყაზე აკოცა და დაბალ წვერზე თამაში დაუწყო. ბათომ მხოლოდ ახლა მიხვდა რომ ტასო ყოველთვის ასე აკეთებდა, როცა ლადოს ნახულობდა. თვითონ არასდროს ატარებდა წვერს.
- მეც მომენატრე, პატარა ჭინკა. რა იყო, რომ აღარ მსტუმრობ? მე ნაკლებად გართობ, შე მაიმუნო? - ცხვირზე თითი დაჰკრა გოგოს და გემრიელად ჩაკოცნა. ლამის ლოყები მოაჭამა. თან თითებით ყელში უღიტინებდა და ტასოც ხმამაღლა კისკისებდა ბედნიერი.
- მამას გოგო, მე არ უნდა მაკოცო? - მათ დიალოგში ბათოც ჩაერია და მოჩვენებითი წყენით თქვა. მაშინვე ჩამოხტა გოგო ლადოს კალთიდან და ახლა მამამისთან გადაინაცვლა. ჯერ თვითონ აკოცა და მის ყელში ცხვირი ჩარგო.
- მამიკო, შენ რა კარგი სუნი გაქვს. - გატრუნულმა ამოილაპარაკა პატარამ. ეს დედასგან გამოჰყვა. კანის სუნს განსაკუთრებულად გრძნობდა და თუ ვინმეს გაიცნობდა, პირველ რიგში ამაზე ამახვილებდა ყურადღებას.
- მართლა, ტასიკო? - გაიკვირვა კაცმა. მსგავსი კომპლიმენტი იქამდე არ მიუღია.
- მე მატყუარას ვგავარ? - თავი წამოჰყო, ტუჩები გაბუშტა და წელზე ხელები დაილაგა გაბრაზების ნიშნად.
- გოგო, იცოდე შეგჭამ, ნუ ხარ ასეთი საყვარელი, - ლოყების წვალება დაუწყო ბათომ და კისერში აკოცა. - იცი, რომ შენ ძალიან ტკბილი სუნი გაქვს?
- როგორ არ ვიცი? დედაც მაგას მეუბნება ხოლმე. თინას ძალიან უყვარს ჩემი სუნი. - თბილი მზერით გახედა ჩუმად მდგარ ქალს, რომელიც ყოფითით ტკბებოდა და თვალები კი აღარ უბრწყინავდა, უკვე უკაშკაშებდა. ისეთი უცნაური დილა იყო, იმდენად მისცა თავს ბედნიერების უფლება, თავადაც უკვირდა. არადა, ყოველთვის ეშინოდა - ეს ბედნიერება მერე ცუდად არ ამიხდესო.
- თინა, ტასო დღეს საღამოს გასართობად რომ წავიყვანო, მოსულა? - განგებ იკითხა ლადომ. უნდოდა მარტო დაეტოვებინა ცოლ-ქმარი. იქნებ, ასე მაინც მოსულიყო აზრზე მისი მეგობარი და დალაპარაკებოდა ცოლს, აეხსნა მისთვის რას გრძნობდა და რა უნდოდა. ლადოსაც კი აგიჟებდა ის, რომ ბათო არაფერს იმჩნევდა. თითქოს იმ ქალაქში არ იყო ნინა და ერთი სული არ ჰქონდა კაცს როდის ნახავდა თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს.
- ხომ გთხოვე, ნუ მითამამებ - მეთქი? იმდენ ტკბილეულს და მავნე რაღაცებს აჭმევ, დაესტრესა ორგანიზმი, - მაშინვე საყვედურებით ლაპარაკი დაიწყო თინამ. ძალიან უფრთხილდებოდა ტასოს ჯანმრთელობას. სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა ისედაც, ხშირად იყო ავად. - თქვენ კიდევ, ხან ერთი და ხან მეორე სულ გარე საჭმელებს აჭმევთ ხოლმე. - დატუქსვა გააგრძელა კვლავ.
- კარგი. გპირდები, რომ ბევრს არაფერს ვაჭმევ. - ხელები ასწია ლადომ პირობის ნიშნად.
- მე რა შუაში ვიყავი ახლა? - მხრები აიჩეჩა ბათომ.
- უყურე ახლა! შენ არ იყავი, რამდენიმე დღის წინ ტკბილეულით რომ გამოტენე?
- ოო, თინა. უნდა ბავშვს და რა ქნას? ტასიკო, ხო გინდა ლადო ძიამ წაგიყვანოს? - ბავშვს მიმართა კითხვით მამამისმა.
- მინდა, მინდა! - მაშინვე ყვირილით წამოიძახა პატარამ.
- კარგი, კარგი! სამი ჯიუტი! თქვენ რას შეგაგნებინებთ? - დანებდა თინაც.
- ვსო, მოგვარდა. ბაღშიც მე წავიყვან ამ დილით, იქიდანაც მე გამოვიყვან და გვიან ჩაგაბარებთ სახლში. - კმაყოფილი სახე ჰქონდა ლადოს.
- ძმაო, მეც მოვემზადები და სამსახურში ვარ წასასვლელი. ერთად გავიდეთ. თინა, შენ ხო არ გჭირდება რამე? - ცოლს შეეკითხა ბათო და თან ფეხზე წამოდგა გასასვლელად.
- არა, არაფერი. მე ტასოს მოვამზადებ იქამდე. ლადო, ბოდიში, კარგი? მარტო გტოვებ. - ისეთი საყვარელი თვალებით გახედა ლადოს ქალმა, კაცს გულისცემა ლამის ყელში ამოასკდა. ნეტავ შესძლებოდა მისულიყო და ის თვალები, მუდამ სითბოთი რომ ჰქონდა სავსე, დაეკოცნა მისთვის. ფერმკრთალ სახეზე მოფერებოდა. მისი კანის სურნელი ახლოს ეგრძნო. მის სწორ, გრძელ თმებს შეხებოდა და მოფერებოდა. ისეთი მიუწვდომელი იყო თინა ლადოსთვის, რომ წამიერად გული ჩასწყდა კაცს.
- თინა, აბა, რა ლაპარაკია?! - მოკლედ უპასუხა და სამზარეულოში მარტო დარჩა. დანარჩენები მოსამზადებლად გავიდნენ.

გასაცილებლად იდგა თინა კარში. ტასოს გაფრთხილებებიც მისცა, რომ ჭკვიანად მოქცეულიყო და ლადო არ გაებრაზებინა. ქმარს მშვიდობიანი დღე უსურვა.
- ლადო, ხომ იცი, ყველაფერს ნუ უყიდი, რაც მოუნდება. - კიდევ ერთხელ შეახსენა კაცს.
- კარგი, თინა. არ ინერვიულო. - ღიმილით დაამშვიდა ქალი ლადომ.

უეცრად, სულ რომ არავინ ელოდა, თითქმის კარში გასული ბათო მობრუნდა. ცოლს წელზე ხელი მოჰხვია და შუბლზე თბილი ტუჩები მიაკრო, ძალიან ფრთხილად აკოცა.
- მადლობა დღევანდელი დილისთვის, თინა.
- ჩვენც წავედით, თინა. - ლადომ ვეღარ გაუძლო. ვერც გაბრაზება შეიმჩნია. ტასოს ხელი მოჰკიდა და მეგობარს სახლიდან გასვლა დაასწრო. კითხვები დაებადა: რისთვის მოიქცა ასე ბათო? თუ ნინა უნდოდა, თინას რაღატომ ტანჯავდა? რას ნიშნავდა ეს ჟესტი მისთვის? და კიდევ სხვა მრავალი. გონებაგათიშული მიაბიჯებდა ტასოსთან ერთად და ბავშვის ტიტინი თითქმის არც გაუგია.

თინა იდგა მიყინულივით. ვერ გაიგო რა მოხდა. სხეულში სითბომ ზღვის ტალღებად დაუარა. გაშეშდა, მაგრამ თვალებში სამუდამო სიყვარული ჩაუდგა და ამ მზერით გააცილა ქმარი სამსახურში უსიტყვოდ. თითქოს ენა გადაყლაპაო. არადა, დაბნეულობისგან ვერაფერი უპასუხა. მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა სახლის კარი მიიხურა და მარტო დარჩა. დივანზე ჩამოჯდა. იმ ადგილას მიიდო ხელი, სადაც წუთის წინ ბათომ აკოცა. ჩუმად, თითქოს საიდუმლო ყოფილიყოს, ჩურჩულით ამოთქვა:
- ჩემმა ქმარმა მაკოცა. - რომ გაიაზრა, წამიერად სუნთქვაც დაავიწყდა. მერე კი გიჟივით გაეცინა. ნორმალურს არ ჰგავდა. ალბათ, ჭარბი ემოციის ბრალი იყო.

___
შუადღე იქნებოდა, თინას იმ კოცნაზე ფიქრში რომ მიეძინა და ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ეკრანზე ნატა ეწერა. უცებ თავში შემოირტყა ხელი - როგორ დამავიწყდა მისი დაბადების დღეო და გაბრაზებული გოგოს მოსასმენად მოემზადა.
- თინა, რამე ისეთი მიზეზი მოიგონე, რომ დამაჯერო ჩემი დაბადების დღე არ დაგავიწყდა.
- გილოცავ, ნატალი! გისურვებ გვერდით ისეთი ადამიანები გყავდეს, რომლებიც შენს მათ ცხოვრებაში ყოფნას დააფასებენ. - და სადღაც თინამ თავისი ნატვრა ყრუდ გააჟღერა.
- კარგი, ჰო. დაგნებდი. მადლობა, თინა! მართლა კარგი სურვილი იყო. პატარა ქალბატონი სად არის?
- ბაღში, ნატუკა.
- ოხ, ეგ პატარა ჭინკა! კარგი, მომისმინე, საღამოს რესტორან “ოტიუმში” გელოდები. სადღაც შვიდი საათისთვის თავს მოვიყრით ყველა. იცოდე, სიძეც წამოვიდეს, თორემ არ გაპატიებ რომ დაგავიწყდა დღევანდელი დღე.
- ვნახოთ, ბათო როგორ მოახერხებს. მუშაობს, ხომ იცი.
- თინა! - გამაფრთხილებელი ხმა ჰქონდა გოგოს.
- ახლა თითი ასწიე, როგორც იცი, ხომ? - გაეცინა ქალს, მეგობრის ქცევა რომ წარმოიდგინა.
- დიახაც! წავედი ახლა, მოსამზადებელი ვარ აქ იუბილარი გოგო. ღმერთო, ოცდაშვიდი წლის გავხდი, თავი კიდევ ტასიკოსხელა მგონია.
- მიდი, ნატალი. მეც ბათოს დაველაპარაკები. შევძლებთ მოსვლას, ალბათ.
- გელოდებით! გაკოცე.
ტელეფონი გათიშა თინამ და წყლის დასალევად გავიდა სამზარეულოში. კი უნდოდა წასვლა, მაგრამ ერიდებოდა სამსახურიდან მოსული დაღლილი ქმრის შეწუხება. გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თუ ეტყოდა. თან მეგობრის განაწყენება ნამდვილად არ უნდოდა და ამიტომაც საგონებელში ჩავარდნილიყო.

___
შესვენებაზე ტყუილად მყოფმა ბათომ გადაწყვიტა სოციალურ ქსელში შეეხედა. დიდად არ უყვარდა, მაგრამ საქმე რომ ვერ იპოვა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა. მოულოდნელად სიახლეების ზოლში ნატას, ცოლის მეგობრის სურათი ამოუვარდა. ხელში ტორტი ეჭირა გოგოს და სათაურად დაეწერა - “It's my BIRTHDAY”. იფიქრა, უეჭველად დაურეკავდა თინას და დაპატიჟებდაო. ამიტომ გადაწყვიტა სახლში მისულზე თავად შეეთავაზებინა მისთვის წასვლა. იცოდა როგორი მორიდებული იყო მისი ცოლი. შეიძლება არც კი მთხოვოს და იფიქროს, დაღლილი ვარ სადმე წასასვლელადო - გაივლო აზრად თავში კაცმა. თან დარწმუნებული იყო, რომ თინასაც გაეხარდებოდა ეს ყურადღება. სხვა ვერაფერს უკეთებდა. ვერც საპასუხო გრძნობას უბრუნებდა უკან. ეს მცირედი იყო, რისი გაკეთებაც მისთვის შეეძლო.

___
- თინა, მოვედი, - სამსახურიდან დაბრუნდა ბათო და სახლში ხმაურით შემოვიდა. - სად ხარ, თინა? - ხმა რომ არ გააგონა ცოლმა, კვლავ გასძახა. საძინებლისკენ წავიდა, სამზარეულოში და მისაღებში რომ ვერ იპოვა. - თინა, ჩაგეძინა? - საწოლზე მოკუნტულ ქალს შეხედა. ახლოს მივიდა მასთან და თმებზე მიეფერა. - გაიღვიძე, - ხმადაბლა უთხრა და მაშინვე მოფხიზლდა ქალიც.
- მოხვედი, ბათო? ვერც კი გავიგე როდის ჩამეძინა. - თვალები მოისრისა და საწოლზე ჩამოჯდა.
- დღეს ნატალის დაბადების დღეა, დაგავიწყდა?
- მივულოცე უკვე. შენ რატომ გახსოვს? - იმდენად გაუკვირდა ქალს, რომ ლამის ყბა ჩამოუვარდა.
- შენი მეგობარი ჩემი მეგობარიცაა, თინა. - ჩვეული მიმიკით თქვა კაცმა და თვითონაც საწოლზე ჩამოჯდა.
- არ გქონდა დღეს ბევრი სამუშაო? რაღაც დაღლილი არ ჩანხარ.
- არა, ადრიანადაც წამოვედი. რაო ნატალიმ?
- არაფერი ისეთი. - თავი დაიძვრინა თინამ. ყველანაირად ცდილობდა ქმარი არ შეეწუხებინა. თან ბათო არც გიჟდებოდა მსგავს წვეულებებზე.
- მოემზადე და წავიდეთ, თინა. ხო გინდა? - მოულოდნელად იკითხა. ქალი სახტად დარჩა. ნამდვილად არ ელოდა, თუ თავად ბათო შესთავაზებდა წასვლას.
- შენც წამოხვალ? - თვალებგაფართოებულმა შეეკითხა.
- ჰო, მაგრამ თუ გირჩევნია გოგოებთან მარტო ყოფნა, მიგიყვან და წამოსვლის დროს დამირეკე. ტასო ლადოსთან იქნება, მაგაზე ნუ ინერვიულებ.
- არა, ნატალი შენც გელოდება. უშენოდ წასვლა არ მინდა. ერთი პრობლემაა, საჩუქარი?
- ოხ, თინა, რა ცუდად მიცნობ. საჩუქარიც ვიყიდე უკვე, მოიცა, - საძინებლიდან გამოვიდა ბათო და მისაღებში მაგიდაზე დატოვებულ ისი პარის ორ პარკს ხელი დაავლო. კვლავ უკან დაბრუნდა. - აბა, ნახე. მანდ ორი სუნამოა, ერთი შენთვის, ერთი შენი მეგობრისთვის. - ცოლს მიაწოდა.
თინამაც პარკიდან ჯერ ერთი სუნამო ამოიღო და თითქმის ყვირილით თქვა:
- ARMANI-ის MY WAY? უეჭველად გაგიჟდება ნატალი! საიდან იცოდი? - მერე მეორეც ამოაყოლა. - ELIE SAAB-ის LE PARFUME WHITE? ბათო, შენ ნორმალური ხარ? - პირზე ხელი აიფარა ქალმა მოულოდნელობისგან.
- იქ მირჩიეს კონსულტანტებმა ნატალისთვის, შენი ისედაც ვიცოდი.
- ნატალის საყვარელი სუნამოა. ასე როგორ დაემთხვა? - გაოცებაც ვერ დამალა ქალმა. ემოციებმოძალულმა ქმარს უცებ ჩაეხუტა. - მადლობა, საუკეთესო ხარ! - მერე კი მორცხვად უცებ მოშორდა და ლოყებიც კი აუწითლდა პატარა გოგოსავით. ვინ იცის, მართლა შეეფერებოდა ეს ეპითეტი ბათოს? თუ თინას იმდენად უყვარდა, რომ იშვიათი საჩუქრებიც კი მის თვალში სიმპათიას აღრმავებდა? - არც კი ვიცოდი, თუ იცოდი რომელი იყო ჩემი საყვარელი სუნამო.
- ეს დამთხვევები ზოგადად უცხო და გაუგებარი რამეა, ჩემო თინა, - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ბათომ.
- როგორ არ უნდა მცოდნოდა? ბრმა კი არ ვარ. მიდი, მოემზადე ახლა, მეც წყალს გადავივლებ, ჩავიცვამ და წავიდეთ. ლადოს დაურეკავ, თუ მე დავურეკო?
- მიდი შენ, მე დავურეკავ. - სიხარულისგან დაბნეულმა გაეპასუხა. სადღაც დაფრინავდა თინა იმ წუთს. დღეისთვის ბედნიერების იმხელა დოზა მიიღო, სულ ჟრუანტელი უვლიდა მთელ სხეულში. ჯერ შუბლზე კოცნა, ახლა საყვარელი სუნამო... რამდენიმე ქცევამ როგორ შეიძლება ყველაფერი ამოატრიალოს. ქალს თვალებში ჭინკები დაურბოდნენ. ვერც კი იჯერებდა მომხდარს. უცხო ხილი იყო მისთვის.

ბათო სააბაზანოში შევიდა. თინამ დაბნეულობა მოიშორა, სახეზე ღიმილმოუშორებლად გავიდა მისაღებში და იქ დატოვებული ტელეფონი მოიძია, ლადოს დაურეკა:
- ლადო, როგორაა ტასო? ხომ არ გაბრაზებს?
- არა, თინა. ახლახან გამოვედით ბაღიდან და პიცერიაში მივდივართ.
- რაღაც მინდა გთხოვო...
- მითხარი ტო, რამე ხო არ მოხდა? - მაშინვე შეეცვალა ხმა კაცს.
- არაფერი ეგეთი. უბრალოდ ტასოს თუ დაიტოვებდი, მე და ბათო ნატალის დაბადების დღეზე მივდივართ... ხომ გახსოვს ნატუკა?
- ოხ, თინა, რა! მეთქი - რამე მოუვიდა. რას მეკითხები ვაფშე? სულ დავიტოვებ, თუ გინდა ამ პატარა მაიმუნს. - სიცილით თქვა ლადომ.
- რა კარგი ადამიანი ხარ! მადლობა. აბა, ტასო დამალაპარაკე ერთი წუთით.
ტელეფონი ბავშვს მიაწოდა კაცმა.
- ტასიკო, დე, ხომ არ მოიწყენ? მე და მამა ნატას დაბადების დღეზე მივდივართ.
- არა, დედა, გპირდები. მამას აკოცე ჩემ მაგივრად. მე კარგად გავერთობი ძია ლადოსთან.
- ჩემი ჭკვიანი შვილი! კარგი, დე, გაკოცე მაშინ. იცოდე, არ გააბრაზო.
- გპირდები, თინა. - ისე საყვარლად ამბობდა დედამისის სახელს ტასო, ქალი ლამის ტელეფონში შეძვრა მის ჩასაკოცნად.
- აბა, თქვენ იცით! თუ რამე დაგჭირდეთ, დამირეკეთ. ლადოს მადლობა უთხარი კიდევ ერთხელ. - ზარი გათიშა თინამ და თვითონ მოსამზადებლად გავიდა საძინებელში. იმდენი ხანი იყო, რაც არსად გასულა, დაავიწყდა კიდეც როგორი გამოსასვლელი კაბები ჰქონდა. მაინც შავი კაბა არჩია ყველას, მუხლს ოდნავ ქვემოთ, ტანსმომდგარი, წვრილ ბრეტელზე, მრგვალი ყელით. სულ ოდნავ ეტყობოდა მკერდის ხაზის საწყისი, რაც უფრო გამომწვევს და სასურველს ხდიდა მას. ფეხზე საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი მოირგო. ამ დროს გამოვიდა ბათოც სააბაზანოდან.
- როგორ გიხდება ეგ კაბა, თინა. - კმაყოფილმა გაუსვა ხაზი ცოლის სილამაზეს.
- მართლა? მე კიდევ ვორჭოფობდი მაინც. კარგი, იყოს ეს. - გაუნათდა სახე ქალს. ესიამოვნა ქმრის კომპლიმენტი და თავდაჯერებულობა მოემატა.
მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა. მკვეთრი ფერები ისედაც არ უყვარდა თინას. თანაც მის თეთრ კანს უფრო მეტი ხიბლი ჰქონდა, ვიდრე შეფერადებულს. თმებს არც არაფერი სჭირდებოდა. როგორც ტასოს, მასაც გრძელი და სწორი თმები ჰქონდა. ბათო შორიდან უყურებდა როგორ ემზადებოდა თინა. თვითონ ბევრი არაფერი სჭირდებოდა. თეთრი პერანგი და მუქი ჯინსის შარვალი ეცვა. ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თან კლასიკურში გადიოდა.
- მოვრჩი, ბათო, - სარკეში ნასიამოვნები მზერით შეხედა საკუთარ თავს თინამ და მოეწონა კიდეც. - მართლა, შენ ხომ არ გშია? სულ დამავიწყდა, რა სულელი ვარ.
- არა, თინა. ძალიან ლამაზი ხარ დღეს, იცი? რომ გიყურებ, ტასო სულ შენ გგავს, კოხტა და თვალებბრიალა.

გაიტრუნა ქალი. გულისცემა აუჩქარდა ქმრის სიტყვებზე. თავი კვლავ იმ პატარა გოგოდ იგრძნო, რომლის სრულყოფილებაც ყველა მის შემყურეს აბნევდა.
ქმრისკენ წავიდა და მასთან ახლოს მივიდა. მთელი სითამამე მოიკრიბა და ლოყაზე ტუჩები მიაკრო ბათოს.
- ეს ტასიკოსგან, დამაბარა.

იდეალური საღამო იყო. თინას კი იდეალურობის ეშინოდა, რადგან ცრურწმენების სჯეროდა.

___
რესტორანში ხალხი ირეოდა. სხვადასხვა მაგიდებზე მრავლად ისხდნენ საზეიმოდ გამოპრანჭული ადამიანები. შიგ შესულმა თინამ და ბათომ შორიდან დალანდეს ნატალი, რომელიც გოგოებთან ერთად ფოტოებს იღებდა და ხმამაღლა კისკისებდა. გოგოს აშკარად ეტყობოდა, რომ ბედნიერებას გრძნობდა და დღევანდელი დღე მისთვის დღესასწაული იყო. მათკენ წავიდნენ ცოლ-ქმარიც. თინა რომ შევიდა, თითქოს იქ ყველაფერი განათდა და მისმა უცხო სილამაზემ, ამავდროულად ჩვეულებრივობამ ყველას თვალი მოსჭრა.
- ნატალი, კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს. რა კოხტა გოგო ხარ, მოკლედ! - მონატრებულ მეგობარს გადაეხვია და საჩუქარიც გადასცა ქალმა.
- მეც გილოცავ, ნატა. ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნას და შენარჩუნებას გისურვებ, დანარჩენს ისედაც ეშველება. - ზუსტად ისე, როგორც ტელეფონზე საუბრისას თინამ, ახლა მისმა ქმარმაც გაამხილა ფარული სურვილი. ბათოს ფიქრში შენარჩუნება ომში მოგების ტოლფასი იყო.
- არ მითხრა, რომ ეს ჩემი საყვარელი სუნამოა.
- ჰო, აბა? აი, ბათომ აგირჩია ისე, რომ მე საერთოდ არ ვიცოდი. - არც დაუმალავს თინას. პირიქით, უნდოდა ყველას სცოდნოდა ეს ამბავი. აქ ხომ ყურადღება ჩანდა და თავისთავად - პატივისცემაც.
- ღმერთო, როგორ მიყვარს! მადლობა თქვენ, ორივეს! - სტუმრები მაგიდასთან მიიწვია ნატალიმ ათასი მადლობის შემდეგ.

თინამ ყველა მოიკითხა. არც ბათოს გამოუჩენია უყურადღებობა. თინას სამეგობროს კარგად იცნობდა, ყველას აფასებდა და არასდროს ჩაუყენებია ცოლი უხერხულში მათ წინაშე. ახლაც რომ აქ გამოჰყვა, მხოლოდ იმის გამო რომ თინას პატივს სცემდა. ეს არ იყო მისთვის ვალდებულება. პირიქით, სიამოვნებდა კიდეც რომ რაღაც წილ მადლობას ამ გზით უხდიდა მას.

საუბრობდნენ, ერთმანეთს აზრებს უცვლიდნენ. ბათო იჯდა და ხან უსმენდა მათ საუბარს, ხან ფიქრებს მიჰქონდა მისი გონება, ხან თინას მიაშტერდებოდა ხოლმე და თავს ერჩოდა როგორ ვერ შევიყვარე ეს ქალიო. უნაკლო იყო თინა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. არა, მისი ერთადერთი ნაკლი ის იყო რომ გაღმერთებამდე უყვარდა, სანაცვლოდ მხოლოდ მომენტალურ ბედნიერებას იღებდა, რომელიც ხშირი ტკივილით იცვლებოდა.

რა ცოტა ჰყოფნის თინას, რომ კარგად იყოს.

მისი სიყვარული ჭეშმარიტებაა, თუ აკვიატება? ანაც იქნებ, ჩაციკვლა? თუ როცა ერთს იქით ვერავის ხედავ, ავტომატურად გგონია რომ ეს სამყაროც იმ ერთთან სრულდება?

საათზე მეტი უკვე გასულიყო. სევდიანი ფიქრების გასაქარვებლად ბათო ხან იქით და აქეთ გაიხედავდა. ერთი ასეთი გახედვისას კი მზერა გაუშეშდა. უთქმელად წამოდგა ფეხზე და იმ მაგიდისკენ წავიდა, სადაც თვალები მიეყინა.

- სოფო?
- გამარჯობა, ბათო. - ირონია საბანივით გადაეკრა სახეზე ქალს.
- როგორ გიკითხო?
- მე არამიშავს. ბედის ირონიაა, აქ რომ ერთმანეთს გადავეყარეთ.
- ბედის ირონია იქნებოდა, შენი მეორეც აქ რომ ყოფილიყო. - არც ბათომ დააკლო.
- ჰო? იმ მაგიდიდან შენი ცოლი გიყურებს.
- აქ არის?
- კი.
- ისევ იქ, სადაც ცხოვრობდა, არა?
- შენი ცოლი გიყურებს, ბათო.
- მადლობა თანხმობისთვის, სოფო. მშვიდობიანი საღამო. - იქაურობას გამოეცალა და თინასკენ წავიდა.

გაყინული იჯდა ქალი. მიხვდა და იცნო. ის არ იყო, მაგრამ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას. იქ იმ სხვა ქალის ტყუპისცალი იჯდა. თინას საღამო დასრულდა, თან არც ისე კარგად. ალბათ, ამიტომაც სჯეროდა ამ ქალს ცრურწმენების.
აზრზე მოსვლას ეცადა. არ უნდა შესტყობოდა რამე. არც ის, რომ იცნო. ბათოც თავს არიდებდა. ეგონა, არც იცოდა თინამ რამე. მემგონი, სულელადაც კი თვლიდა ბათო ცოლს. როგორ შეიძლება არ იცოდე ვინ უყვარს შენს ქმარს ამ ხნის განმავლობაში? როგორ შეიძლება ვერ გაარკვიო ვის გამო გტკივა ამდენი წელი?

- ბათო, იქნებ, წავიდეთ? არა მგონია, ნატალის ეწყინოს. - მოუსვენრობა რომ შეამჩნია, იმიტომაც წამოიწყო ეს საუბარი თინამ.
- ლადოს დავურეკავ, წაგიყვანთ შენ და ტასოს სახლში. მე საქმე მაქვს. - ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა ბათოს, შეკამათებაც არ ღირდა. არ გაუცია პასუხი თინას.
ადგა და მეგობართან მივიდა.
- ნატალი, ჩვენ წავედით ახლა, კარგი? ტასიკო მოიწყენს. - მიზეზს ხავისივით მოეჭიდა ქალი. მერამდენედ იხსნა შვილმა.
- ასე ადრე? აქ, რომ მოვიდეს ტასიკოც?
- კარგი ახლა! მეც არ მაცდის ეგ მოუსვენარი მშვიდად ყოფნას, ამიტომ ისე ჯობია, როგორც გეუბნები. შეგიძლია მესტუმრო, სულ ნუ დამივიწყე და გადაყევი შენს სამსახურს. - იქით დატუქსა მეგობარი თინამ.
- ნახე, როგორ მსაყვედურობს, რა! - გაეცინა ნატას. - მადლობა, თინა, რომ მოხვედი. საჩუქრისთვისაც მადლობა. გაგაცილებთ და ბათოსაც დავემშვიდობები. - მაგიდიდან ადგა იუბილარი, მეგობარს ხელკავი გამოსდო და ბათოსთან მივიდნენ.
დაემშვიდობა ყველას ცოლ-ქმარი. რესტორნის კარამდე გაჰყვა ნატალიც.
- მადლობა, ბათო! მართლა გულით გამიხარდა, რომ მოხვედით.
- ჩვენთანაც გელოდებით, ტასოს მოენატრებოდი. - მოჩვენებითი ღიმილით თქვა ბათომ. ამ მოჩვენებითობამ თინას მთელი დღის სიხარული ნამსხვრევებად აქცია. კიდევ კარგი, საკუთარი ემოციების მართვა ასე თუ ისე შეძლო ერთმაც და მეორემაც.
- აუცილებლად გესტუმრებით! ჩემი პატარა ჭინკა უნდა მოვინახულო.

ორი სიტყვა კვლავ გაცვალეს, მერე თინამ გადაკოცნა მეგობარი და ქმართან ერთად იქაურობა დატოვა. გამოსვლისას სოფოსკენ არც გაუხედავს, რამე რომ არ დასტყობოდა. თავისი თავის უკვირდა ამდენი როგორ აიტანა.

- ბათო, ვინ იყო ის ქალი? - უცნაურად რომ არ გამოჩენილიყო თინას უინტერესობა, იძულებით მოუწია კითხვის დასმა.
- ჩემი ძველი ნაცნობი, თინა. გამიხარდა, რომ ვნახე და მოვიკითხე. - იცრუა კაცმა. თავის არიდების მიზნით მაშინვე ტელეფონი მოიძებნა და მეგობარს დაურეკა.
თხუთმეტი წუთიც არ დასჭირდა იქამდე მოსასვლელად ლადოს. ტასო მანქანიდან გახარებული გადმოხტა.
- დე, ლადო ძიასთან ერთად ხშირად გამიშვი, კარგი?
- გაგიშვებ, დე. აბა, რას ვიზამ?

- ლადო, ერთი წუთით ცალკე გავიდეთ, - თვალით ანიშნა ბათომ და უკან მიჰყვა მეგობარიც. - მივდივარ.
- მაინც, არა? სახლში მაინც მიგეყვანა ბოლომდე და შეგერგო ეს საღამო მისთვის. - ზიზღი ვერ დამალა კაცმა.
- სოფო ვნახე.
- რა დედისტ.ყვნა გჭირს? ან ის ქალი რაღა ახლა გამოჩნდა? ისევ ვერ მოხვედი აზრზე? ტასო დღეს იმისთვის წავიყვანე, რომ გესარგებლა და თინას დალაპარაკებოდი. სი.რივით იქცევი, ბათო. არ გეკადრება შენ ეგ. არც იმ ქალს უნდა აკადრო, იქ რომ გელოდება. ვერ ვიგებ შენს პრიორიტეტებს. ვერც იმას, თინას ნერვიულობა რატომ არაფრად გიღირს. არ ვიცი, ძმაო. მე შენ ცოლ-შვილს სახლში უვნებლად მივიყვან. შენ კი, იქნებ, გზიდან მაინც გადაიფიქრო ამის გაკეთება. - მონოლოგი დაასრულა ლადომ და თინასკენ მიბრუნდა.
- წავედით, ლადო? - ჩაწყვეტილი ხმით იკითხა ქალმა. როგორ ვერავინ ვერ უგებდა მას... ნუთუ, არავის ესმოდა ის ტკივილი, რომელიც ნელ-ნელა უღრღნიდა სხეულს?
- წავედით, თინა, წავედით.
- დაგელოდები, ბათო. მოაგვარე შენი საქმე. - ქმარს მიაძახა. ვინ იცის რის ფასად დაუჯდა ამ სიტყვების თქმა. მაინც ელოდება თინა... ჯვარზე რომ აცვა, ალბათ, მაშინაც არ იტყვის ამ კაცზე უარს. ისტერიკაში ჩავარდნას უფრო ჰგავდა ეს, ვიდრე წრფელ სიყვარულს.

უკან ტასო მოათავსა თინამ, თვითონაც მის გვერდით დაიკავა ადგილი. ლადოც დაჯდა საჭესთან და მანქანა დაძრა.

- ლადო, მე არ ვიცი ვინ არის შენი საფიცარი, მაგრამ იმ ვინმეს გაფიცებ, სიმართლე მითხარი, დღეიდან “მართლა” სხვისი კაცი იქნება ჩემი ქმარი, არა? - აკანკალებული ხმა ჰქონდა თინას.
- მე ვერაფერს გეტყვი, ჩემო თინა.

ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. არც დასტური სჭირდებოდა ამას. ლადომ სარკიდან შეამჩნია ცრემლის გორგალი, რომელმაც ქალის სახეზე ოსტატურად გაიკვლია ადგილი და შეკავებაც კი არ უცდია.

ყოველთვის, ყველა ჯერზე ეგონა თინას რომ ცრემლი დამშრალი ჰქონდა და მეტს ვეღარ იტირებდა, მაგრამ არსაიდან ჩნდებოდნენ მარილიანი ბურთულები და უტეხად გადმოცოცდებოდნენ ხოლმე ქუთუთოებიდან.

- შენ ხარ ჩემი საფიცარი, ჩემო თინა, - დაიჩურჩულა ლადომ. არავის გაუგია. ნეტა, თავის დროზე ეთქვა და ვინმეს გაეგო. ვინ იგებდა ახლა ამ კაცის ტკივილს, თუ არა თინა? - ნეტა, შენი სატკივარიც მე მტკიოდეს, ავიტანდი უშენობასთან ერთად.

ცრემლები ჩადგნენ რიგში - რომელი მოასწრებდა გადმოსვლას. ტასო ისევ ჩუმად იჯდა. ვერაფერს იგებდა უწინდელივით. რა კარგი იქნებოდა, სულ ბავშვები რომ ვიყოთ და ზრდასთან ერთად პრობლემებიც არ გვემატებოდეს, არა?!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ვფიქრობ თუნდაც დამნაშავეა. სირაქლემას მსგავსად იქცევა. საუბარს რა უდგას წინ. ელოლოავება ბათოს. უნდა დაანახოს რომ უიმისოდაც ბედნიერია. როცა მიატოვებს მერე იგრძნობს მის ფასს რაც დაკარგა. მგონია რომ მის ქვეცნობიერს უყვარს თინა. უბრალოდ იმდენად აქვს ჩაბეჭდილი რომ სხვა უყვარს
ალტერნატივას აღარ განიხილავს. მგონი იმიტომუფროა გაბრაზებული. არჩევანის უფლება რომ არმისცეს. გელოდები მოუთმენლად. ჴალიან კარგია

 


№2  offline წევრი რენე

Qeti qimucadze
ვფიქრობ თუნდაც დამნაშავეა. სირაქლემას მსგავსად იქცევა. საუბარს რა უდგას წინ. ელოლოავება ბათოს. უნდა დაანახოს რომ უიმისოდაც ბედნიერია. როცა მიატოვებს მერე იგრძნობს მის ფასს რაც დაკარგა. მგონია რომ მის ქვეცნობიერს უყვარს თინა. უბრალოდ იმდენად აქვს ჩაბეჭდილი რომ სხვა უყვარს
ალტერნატივას აღარ განიხილავს. მგონი იმიტომუფროა გაბრაზებული. არჩევანის უფლება რომ არმისცეს. გელოდები მოუთმენლად. ჴალიან კარგია

რა საინტერესო კომენტარია... თან ახალი მკითხველი, კეთილი იყოს თქვენი ჩემთან ხილვა ♥️ თინაში იმაშია დამნაშავე, რომ სიყვარული აკვიატებად ექცა. იმაშიც დამნაშავეა, რომ საკუთარი ბედნიერება არაფრად უღირს და უპირველესად მის არარსებულ ქმარს აყენებს წინ. ეს უბრალოდ სტატუსია. ქმარი სხვა ვინმე უნდა იყოს, სხვანაირი... თინა ისეთი ქალი უნდა გახდეს, რომ იტყვიან - ნეტა ასეთი ძლიერი როგორააო. თავგანწირვა ზოგჯერ სიძლიერე საერთოდ არაა. ალბათ, უმეტესად მაინც წასვლა და საკუთარი თავის პოვნა ჯობია. იქნებ, შეიყვაროს კიდეც ბათომ ჩვენი თინა? ვნახოთ... მადლობა თქვენ! ყველა ახალი მკითხველი საოცარი სტიმულია ჩემთვის ♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი M

ვაიმე ყველა პერსონაჟი მეცოდება ამ ნაწარმოებში, ყველას თანავუგრძნობ… ბოლოს, ლადოს მდგომარეობამ განსაკუთრებით იმოქმედა, ძალიან ღირსეული კაცია. ღირსია, ისეთ ქალთან იყოს, ვინც მთლიანად მისი იქნება და სხვა კაცის აჩრდილი არ ეყოლება ადევნებული ♥️ ბათოს და თინას წყვილის ერთგული ისევ ვრჩები, ძალიან მინდა რომ იმ ქალის პირისპირ დარჩენილი, მთელი სიმძაფრით მიხვდეს, თავისი ცოლის უპირატესობას და ასევე, იმედია თინა უფრო გაძლიერდება, როგორც ქალი, რომლის დაკარგვის საშიშროებაც სერიოზულად დააფიქრებს ბათოს.
ისე ზუსტად და მძაფრად გადმოცემთ პერსონაჟების გრძნობებს, რომ ერთი სიამოვნებაა წაკითხვა. მადლობა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს♥️

 


№4  offline წევრი რენე

M
ვაიმე ყველა პერსონაჟი მეცოდება ამ ნაწარმოებში, ყველას თანავუგრძნობ… ბოლოს, ლადოს მდგომარეობამ განსაკუთრებით იმოქმედა, ძალიან ღირსეული კაცია. ღირსია, ისეთ ქალთან იყოს, ვინც მთლიანად მისი იქნება და სხვა კაცის აჩრდილი არ ეყოლება ადევნებული ♥️ ბათოს და თინას წყვილის ერთგული ისევ ვრჩები, ძალიან მინდა რომ იმ ქალის პირისპირ დარჩენილი, მთელი სიმძაფრით მიხვდეს, თავისი ცოლის უპირატესობას და ასევე, იმედია თინა უფრო გაძლიერდება, როგორც ქალი, რომლის დაკარგვის საშიშროებაც სერიოზულად დააფიქრებს ბათოს.
ისე ზუსტად და მძაფრად გადმოცემთ პერსონაჟების გრძნობებს, რომ ერთი სიამოვნებაა წაკითხვა. მადლობა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს♥️

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ რეაქციას ლადოზე. კი, ბუნებრივია რომ გვეცოდება, მაგრამ მეგობრის-ძმაკაცის ცოლის შეყვარება... რა ვიცი, პრინციპში ლადოს თინა იქამდე უყვარდა, ვიდრე ბათოს ცოლი გახდებოდა. თუ ეს გასასამართლებელი არგუმენტია, კი ბატონო. დღეს ერთ ადამიანს ვესაუბრე, მითხრა - იქნებ, ბათომ შეიყვაროს კიდეც თინაო... იმის მერეა ამ სიტყვებზე ვფიქრობ. იქნებ? ღირს ვითომ? მე არც კი ვიცი ეგ როგორ უნდა მოხდეს. შეიძლება უყვარს კიდეც, მაგრამ ჩაიციკლა იმ ქალზე. ტრავმად გამოჰყვა, რომ ოდესღაც ის ქალი ვერ შეინარჩუნა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ეს მიზეზი შეიძლება სულელურიც კი იყოს, მაგრამ ხომ მაინც უნდა ითქვას? ისე მინდა თინა ფრთებგაშლილი, თავისუფალი და საკუთარი თავის სიყვარულით სავსე ქალი გახდეს, ვერც წარმოიდგენთ! მართლა ნატვრაა ჩემი. მიხარია, თუ ემოციები მოდის. მართლა დავიღალე წერის დროს, ოღონდ კარგი მნიშვნელობით. მეც იმდენ ემოციას ვგრძნობ, რომ ვერ გადმოვცემ ახლა ცალკე სასაუბროდ. მადლობას მე ნუ მიხდით... მადლობა თქვენ, რომ აქ ხართ ისევ! ♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი ია

გაუშვი ამ" სუსტი" კაცისგან თინა, იმსახურებს ეს ქალი სიყვარულს. ბათო არ არის ღირსი თინას სიყვარულის და ერთგულების. თავისთავის პატივისცემა დაუბრუნე თინას და ყველაფერი დალაგდება ასე მგონია❤❤❤❤

 


№6  offline წევრი რენე

ია
გაუშვი ამ" სუსტი" კაცისგან თინა, იმსახურებს ეს ქალი სიყვარულს. ბათო არ არის ღირსი თინას სიყვარულის და ერთგულების. თავისთავის პატივისცემა დაუბრუნე თინას და ყველაფერი დალაგდება ასე მგონია❤❤❤❤

თქვენ ის ია ხართ, პირველ თავშივე რომ შეწყვიტეთ კითხვა? კარგია, თუ ისევ მომიბრუნდით... თინა იმსახურებს, რომ სრულყოფილად იყოს ბედნიერი. კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება... ვინ იცის, იქნებ, ბათოსთვის ღირებული გახდეს მისი სიყვარული და თვითონაც შეიყვაროს? მადლობა აზრის გაზიარებისთვის! ♥️♥️♥️

 


№7 სტუმარი one

ai arvici ra vtqva)) yvela codoa aq)) yvelas tavisi gaschirvebia))
magram tina-imdenad idealuri qalia ar imsakhurebs)) dzalian maimtersebs movlenebis ganvitareba , kargi khart))

 


№8 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

თინას საკუთარი თავის სიყვარულის დროა.შესაძლოა სულაც არ ჰყავდეს კაცი გვერდით,მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოს.მსხვერპლის გაღებად არავინ ღირს,მით უფრო სხვისი კაცი.ბათოს ვერ ვამართლებ,უნდა დალაპარაკებოდა.მაშინ უფრო გავუგებდი.ახლა ძალიან შორს წავიდა კაცობიდან.არც საყვარელ ადამიანს უნდა აკადრო საყვარლობა და მეორეხარისხოვანი პირველობა და არც ცოლს ღალატი.მშიშარა კაცი გამოდგა,იზრდწბიან ბავშვები განქორწინებულ ოჯახებში. ლადოს რაც შეეხება,მაინც ვერ თინასთან.შელებ ძალზედ აზიატი გამოვდივარ,მაგრამ მაინც.ჯობია ლადომ სხვა იპოვნოს და თინამ საკუთარი თავი.ბათოს რაც შეეხება,ვერ მივიღე როგორც ძლიერი მამაკაცი.მოღალატე კაცუნა,რომელსაც ბავშვობაში სათამაშო წაართვეს და მისტირის.არც იმ ქალის მესმის ცოლიან კაცს რომ მიიღებ,თუნდაც უყვარდეს.ერთი სიტყვით დიდი ქარტეხილი დავატეხე ყველას ცალ-ცალკე თავზე,მაგრამ არცერთი არაა ცხოვრების სწორ გზაზე ასე მგონია.თინა ბათოს ცხოვრებაზეა გადართული და თავისი თავი არ ადარდებს,ლადო თან ხელს უწყობს და თან იტანჯება.ბათო კიდე ტასოს გარდა ყველასთვის ზედმეტია.

 


№9 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან კარგი ისტორია არის.ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები.ველი შემდეგ თავს.წარმატებები

 


№10 სტუმარი ია

რენე
ია
გაუშვი ამ" სუსტი" კაცისგან თინა, იმსახურებს ეს ქალი სიყვარულს. ბათო არ არის ღირსი თინას სიყვარულის და ერთგულების. თავისთავის პატივისცემა დაუბრუნე თინას და ყველაფერი დალაგდება ასე მგონია❤❤❤❤

თქვენ ის ია ხართ, პირველ თავშივე რომ შეწყვიტეთ კითხვა? კარგია, თუ ისევ მომიბრუნდით... თინა იმსახურებს, რომ სრულყოფილად იყოს ბედნიერი. კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება... ვინ იცის, იქნებ, ბათოსთვის ღირებული გახდეს მისი სიყვარული და თვითონაც შეიყვაროს? მადლობა აზრის გაზიარებისთვის! ♥️♥️♥️

მე სხვა ია ვარ, ❤❤კითხვას არასოდეს ვწყვეტ, მივყვები ბოლომდე, რ იცი რა ხდება?❤❤????ბათო თუ თვალებს და გულს გაახელს , მაგას რა ჯობია.❤❤❤❤

 


№11  offline წევრი რენე

one
ai arvici ra vtqva)) yvela codoa aq)) yvelas tavisi gaschirvebia))
magram tina-imdenad idealuri qalia ar imsakhurebs)) dzalian maimtersebs movlenebis ganvitareba , kargi khart))

თქვენ რომ გელაპარაკებით, მკითხველს ანუ, ზოგჯერ მეც ისეთ რაღაცებს ვიაზრებ, რაც იქამდე არ მიფიქრია. მართლა ვერ გეტყვით როგორ მივედი იქამდე, რომ ყველას უჭირს და ერთმანეთის არც ერთს ესმის... საშინელებაა. რეალურადაც ხშირია ასეთი ამბავი. აუცილებელი არაა პირდაპირ ცოლ-ქმარს ვიგულისხმოთ, გინდაც დედა-შვილი, მეგობრები. საუბარი ყოველთვის უპირველესი გამოსავალია. თინა თავისი იდეალურობის გამო იპოვის საკუთარ მე-ს და გახდება ძლიერი ქალი... მადლობა თქვენ! ♥️♥️♥️

სტუმარი სტუმარი ელისო
თინას საკუთარი თავის სიყვარულის დროა.შესაძლოა სულაც არ ჰყავდეს კაცი გვერდით,მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოს.მსხვერპლის გაღებად არავინ ღირს,მით უფრო სხვისი კაცი.ბათოს ვერ ვამართლებ,უნდა დალაპარაკებოდა.მაშინ უფრო გავუგებდი.ახლა ძალიან შორს წავიდა კაცობიდან.არც საყვარელ ადამიანს უნდა აკადრო საყვარლობა და მეორეხარისხოვანი პირველობა და არც ცოლს ღალატი.მშიშარა კაცი გამოდგა,იზრდწბიან ბავშვები განქორწინებულ ოჯახებში. ლადოს რაც შეეხება,მაინც ვერ თინასთან.შელებ ძალზედ აზიატი გამოვდივარ,მაგრამ მაინც.ჯობია ლადომ სხვა იპოვნოს და თინამ საკუთარი თავი.ბათოს რაც შეეხება,ვერ მივიღე როგორც ძლიერი მამაკაცი.მოღალატე კაცუნა,რომელსაც ბავშვობაში სათამაშო წაართვეს და მისტირის.არც იმ ქალის მესმის ცოლიან კაცს რომ მიიღებ,თუნდაც უყვარდეს.ერთი სიტყვით დიდი ქარტეხილი დავატეხე ყველას ცალ-ცალკე თავზე,მაგრამ არცერთი არაა ცხოვრების სწორ გზაზე ასე მგონია.თინა ბათოს ცხოვრებაზეა გადართული და თავისი თავი არ ადარდებს,ლადო თან ხელს უწყობს და თან იტანჯება.ბათო კიდე ტასოს გარდა ყველასთვის ზედმეტია.

ელისო, თქვენ ალბათ ახალი მკითხველი ხართ... ღმერთო, რა ბედნიერებაა, როცა ყველა ახალ თავზე ჩემთან ახალი ადამიანები ჩნდებიან. ისეთი გემრიელი კომენტარი დამიწერეთ, სათქმელიც კი აღარ დამიტოვეთ, მაგრამ რაღაცას მაინც გამოვჩიჩქნი. ისეთი ვარ, ოღონდ მალაპარაკე და :დ მე გეთანხმებით მგონი ყველაფერში, ზემოთაც ვთქვი ლადოზე. სადღაც ლადოც არასწორია, ალბათ, თუმცა შეიძლება ყველა ასე არ ფიქრობდეს. არასწორია იმიტომ რომ, როცა ამათი დაქორწინების ამბავი გაიგო, ერთსაც და მეორესაც უნდა მოშორებოდა, არც კი უნდა გაევლო მათ სიახლოვეს და მისი მხრიდან ეს უფრო იქნებოდა სწორი ნაბიჯი. ახლა რომ დგას, სხვისი ცოლი უყვარს, აქა-იქ ეს ეტყობა ხოლმე, ეს ძალიან არასწორია, მაგრამ არც ისაა ადვილი, ქალს შორიდან უყურო, ვერ ეხებოდე და მისი სიყვარულით იწვოდე. ბათო რომ თავის დროზე წასულიყო თინასგან, იქნებ, ახლა ყველაფერი უკეთ ყოფილიყო. ხუთი წლის მერე რომ მოუნდა ისევ დაბრუნებოდა იმ ქალს, რა გარანტია აქვს რომ მიიღებენ? აქეთ თინას ატყუებს, იქით კიდევ რა მოხდება ღმერთმა უწყის. თინაზე იმდენი შემიძლია ვილაპარაკო... ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოს და სამზარეულოდან გამოვიდეს. ნამდვილად იმსახურებს ამას. ამ დილით თქვენი კომენტარის წაკითხვა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სიამოვნების ტოლფასი იყო და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის! ♥️♥️♥️

სტუმარი მია15
ძალიან კარგი ისტორია არის.ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები.ველი შემდეგ თავს.წარმატებები

მადლობა, მია! მახსოვხართ წინა თავიდანაც, მიხარია რომ მელოდებით...ავტორისთვის ამაზე საუკეთესო გრძნობა არაფერია, როცა იცის რომ მკითხველი ელოდება. მეც გელოდებით თქვენ ♥️♥️♥️

ია
რენე
ია
გაუშვი ამ" სუსტი" კაცისგან თინა, იმსახურებს ეს ქალი სიყვარულს. ბათო არ არის ღირსი თინას სიყვარულის და ერთგულების. თავისთავის პატივისცემა დაუბრუნე თინას და ყველაფერი დალაგდება ასე მგონია❤❤❤❤

თქვენ ის ია ხართ, პირველ თავშივე რომ შეწყვიტეთ კითხვა? კარგია, თუ ისევ მომიბრუნდით... თინა იმსახურებს, რომ სრულყოფილად იყოს ბედნიერი. კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება... ვინ იცის, იქნებ, ბათოსთვის ღირებული გახდეს მისი სიყვარული და თვითონაც შეიყვაროს? მადლობა აზრის გაზიარებისთვის! ♥️♥️♥️

მე სხვა ია ვარ, ❤❤კითხვას არასოდეს ვწყვეტ, მივყვები ბოლომდე, რ იცი რა ხდება?❤❤????ბათო თუ თვალებს და გულს გაახელს , მაგას რა ჯობია.❤❤❤❤

ვინც არ უნდა იყოთ, ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი ხართ, რადგან მკითხულობთ და ჩემთან ერთად ხართ! რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება თავისთავად.... ისევ მადლობა თქვენ ♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი ნაინა

მოგესალმები, ძალიან მომწონს თქვენი რომანები სასწაული გოგო ხართ, ისე ყველა იმსახურებს ერთ შანსს, ასე მგონია ბათოს უყვარს უკვე თინა და ვერც ხვდება ჩაციკლულია პირველ სიყვარულზე, იქნებ შეიყვაროს თინამ საკუთარი თავი ისწავლოს სიამაყე და დააჩოქოს ბათოჰა? ისწავლოს იგნორი

 


№13 სტუმარი სტუმარი ანასტასია

რა დროს პერსონაჟების გარჩევა? რა თინა, რა ბათო, პირველი რაც მომხვდა თვალში საოცარი ემოციებით დაწერილი ნაწარმოებია. ღმერთო, რა გულწრფელი ხარ რენე, რომ შეგეშინდება ადამიანს ისეთი გულრწფელი. ჩემს ამბავს წერ? იმის ამბავს წერ? სხვის ამბავს წერ? გამაგიჟა შენი ქმნილების სინმადვილემ და უბრალოებამ. არ გაჩერდე რენე, ჩვენზე დაწერე, უბრალო ადამიანებზე და გვაიძულე, დავფიქრდეთ და შევცვალოთ რაღაცეები…რენე, ბევრს მიღწევ, ძალიან სუფთა ხარ…

 


№14  offline წევრი რენე

ნაინა
მოგესალმები, ძალიან მომწონს თქვენი რომანები სასწაული გოგო ხართ, ისე ყველა იმსახურებს ერთ შანსს, ასე მგონია ბათოს უყვარს უკვე თინა და ვერც ხვდება ჩაციკლულია პირველ სიყვარულზე, იქნებ შეიყვაროს თინამ საკუთარი თავი ისწავლოს სიამაყე და დააჩოქოს ბათოჰა? ისწავლოს იგნორი

მეც მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემთან, ნაინა. ვაიმე, რა უცხო და საინტერესო სახელი გქვიათ, თუ გაწერიათ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომეწონა და აუცილებლად უნდა მეთქვა. თინა შეიყვარებს საკუთარ თავს, გამოფხიზლდება კიდეც, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, გეგმაში არ მქონია თავიდანვე ბათოს შეჰყვარებოდა და კვლავ ერთად ყოფილიყვნენ. მაინც არ მგონია, რომ თინას ტანჯვა ამად ღირს. მადლობა აქ მოსვლისთვის! ჩემთვის უცნობი ადამიანები ისეთი ახლობლები ხდებით, სიხარულისგან გული გამისკდეს ლამის ♥️♥️♥️

სტუმარი ანასტასია
რა დროს პერსონაჟების გარჩევა? რა თინა, რა ბათო, პირველი რაც მომხვდა თვალში საოცარი ემოციებით დაწერილი ნაწარმოებია. ღმერთო, რა გულწრფელი ხარ რენე, რომ შეგეშინდება ადამიანს ისეთი გულრწფელი. ჩემს ამბავს წერ? იმის ამბავს წერ? სხვის ამბავს წერ? გამაგიჟა შენი ქმნილების სინმადვილემ და უბრალოებამ. არ გაჩერდე რენე, ჩვენზე დაწერე, უბრალო ადამიანებზე და გვაიძულე, დავფიქრდეთ და შევცვალოთ რაღაცეები…რენე, ბევრს მიღწევ, ძალიან სუფთა ხარ…

ანასტასია, ვბრწყინავ. თან მე ცალკე და ჩემი თვალები კიდევ ცალკე აცრემლებისგან... კომენტარის კითხვა რომ დავიწყე, მთელი სხეული ამიხურდა და პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, ნეტა შეცდომა სად დავუშვი რომ პერსონაჟების გარჩევაც კი არ ღირს - მეთქი? და მერე ყველაფერი ისე შეიცვალა, თითქოს სამყარო ამოტრიალდა. იმდენი ემოცია გამიღვივდა, ჩემი სათქმელი როგორ გადმოგცე არ ვიცი. როგორ ამაფორიაქე, ღმერთო ჩემო... ეს ეპითეტები, რაც აქ ჩემზე დაწერე (მაპატიე, რომ პირდაპირ შენობითზე გადმოვედი. სხვანაირად არ შემეძლო...), არ ვიცი მე რამდენად შემესაბამება, მაგრამ საოცრად გულწრფელი გრძნობით რომ არის დაწერილი, მივხვდი. ყველა სიტყვა სათითაოდ შემეხო... ვერ მივიღებდი ამაზე უკეთეს მოტივაციას, ალბათ, ვერასდროს. ტუჩებს ვერ ვიმორჩილებ, ღიმილი სახიდან არ მშორდება... მადლობის თქმაც მრცხვენია, მაგრამ მადლობა! შენ ხარ სასწაული ♥️♥️♥️

 


№15  offline წევრი Life is beautiful

Eh..
მოდი ერთხელ, მეც იმ ადამიანივით ვიაზროვნებ, ვინც, მხოლიდ თავისი გადმოსახედიდან ხედავს ყველაფერს.
როგორ მიმაწყდა ეს ნეირონის დაბოლოება, ხომ უნდა ვუგებდე.
ჯანდაბას უყვარს ის ქალი,( არ მახსოვს, სახელი თუ გეწერა.) მაგრამ ასე უპატივცემულოდ, ვაიმე, დამაკავეთ.
სასტიკად ვბრაზობ...
მაგრამ შენ, კარგად რომ წერ, ამასთან - სხვა აზრი არ არსებობს.
ლადო...
კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ თინასთვის არ მემეტება, შეიძლება შენ გქონდეს გადაწყვეტილი, მაგრამ.. ნუ არ მინდა, გავლენა მოვახდინო, რადგან მკითხველის აზრს გინდა არ გინდა, ითვალისწინებ.
რატომ არ მემეტება იცი?!
თუ ასე იყო სიტუაცია, რაღაც მაინც გაეკეთებინა. ხომ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ უძლური იყო, მაგრამ არც იბრძოლა.
ანუ, თითქოს ის გრძნობა, მღრღნის, რომ თუ თინა, მასთან იქნება, ვერ დაიცავს.
ნუ მემგონი, ცუდად ვამბობ, მაგრამ მაინც არ მემეტება მისთვის.
...
ბათოზე, ის მოვიდა, რომ პიროვნებაა. აქამდე, რაღაცნაირად ვერ ვგრძნობდი.
რადგან, უბრალოდ გზას ტკეპნიდა, სამსახური - სახლი-მეგობარი, თუმცა იქ, იმ 3ეულშიც შეიძლებოდა, მისი სუნთქვა გაგვეგონა. უბრალოდ, იქ არ იყო გაცოცხლებული სიუჟეტები.
...
მოკლედ, საინტერესო, ოდვან დაძაბული თავი გამოვიდა, რომელიც შემდეგი თავის ინტრიგას, წარმოადგენს.
არის ინტრიგა - არის ინტერესი, არის ინტერესი - არის მკითხველი, არის მკითხველი - არის მოტივაცია.
მოკლედ მემგონი გამოვხატე, ჩემი დამოკიდებულება, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც. ♥️

 


№16  offline წევრი რენე

Life is beautiful
Eh..
მოდი ერთხელ, მეც იმ ადამიანივით ვიაზროვნებ, ვინც, მხოლიდ თავისი გადმოსახედიდან ხედავს ყველაფერს.
როგორ მიმაწყდა ეს ნეირონის დაბოლოება, ხომ უნდა ვუგებდე.
ჯანდაბას უყვარს ის ქალი,( არ მახსოვს, სახელი თუ გეწერა.) მაგრამ ასე უპატივცემულოდ, ვაიმე, დამაკავეთ.
სასტიკად ვბრაზობ...
მაგრამ შენ, კარგად რომ წერ, ამასთან - სხვა აზრი არ არსებობს.
ლადო...
კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ თინასთვის არ მემეტება, შეიძლება შენ გქონდეს გადაწყვეტილი, მაგრამ.. ნუ არ მინდა, გავლენა მოვახდინო, რადგან მკითხველის აზრს გინდა არ გინდა, ითვალისწინებ.
რატომ არ მემეტება იცი?!
თუ ასე იყო სიტუაცია, რაღაც მაინც გაეკეთებინა. ხომ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ უძლური იყო, მაგრამ არც იბრძოლა.
ანუ, თითქოს ის გრძნობა, მღრღნის, რომ თუ თინა, მასთან იქნება, ვერ დაიცავს.
ნუ მემგონი, ცუდად ვამბობ, მაგრამ მაინც არ მემეტება მისთვის.
...
ბათოზე, ის მოვიდა, რომ პიროვნებაა. აქამდე, რაღაცნაირად ვერ ვგრძნობდი.
რადგან, უბრალოდ გზას ტკეპნიდა, სამსახური - სახლი-მეგობარი, თუმცა იქ, იმ 3ეულშიც შეიძლებოდა, მისი სუნთქვა გაგვეგონა. უბრალოდ, იქ არ იყო გაცოცხლებული სიუჟეტები.
...
მოკლედ, საინტერესო, ოდვან დაძაბული თავი გამოვიდა, რომელიც შემდეგი თავის ინტრიგას, წარმოადგენს.
არის ინტრიგა - არის ინტერესი, არის ინტერესი - არის მკითხველი, არის მკითხველი - არის მოტივაცია.
მოკლედ მემგონი გამოვხატე, ჩემი დამოკიდებულება, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც. ♥️

გავიგე, კი, ვეცადე მაინც. ნინა ჰქვია იმ ქალს. აი, რა მინდა იცი? ნინამაც რომ დაახვევინოს ბათოს და მემგონი, მერე უფრო მალე მოვა აზრზე, მაგრამ იქნებ უკვე გვიანიც იყოს? ისე ვნერვიულობ ნინას მომენტი რომ მაქვს მომდევნო თავში დასაწერი... გეფიცები, მთელი ოთხი თავი ყველანაირად ვარიდებდი თავს. ერთ-ერთმა მკითხველმა მითხრა ქალების ქალი, ანუ იდეალურზე იდეალური უნდა იყოს ნინაო და განვიცდი, რომ ეგ შეიძლება ვერ გამომივიდეს... ახლა უფრო მჭირდება ფიქრი, ვიდრე ამ მეოთხე თავზე და ესეც ისეთი განცდებით დავწერე, რომ ვერ აგიღწერ. ყველაზე ვილაპარაკე ცალ-ცალკე, მაგრამ შენც გეთანხმები. მართალი თქვი, რაც თქვი. არამგონია, ლადო თინასთან იყოს. ეგ შეუძლებელია, არა? რა ვიცი, მე ასე მგონია, მაგრამ თუ შევიცვალე გადაწყვეტილებები, კი გაიგებთ თქვენც... მნიშვნელოვანია, რომ შენც გისმენდე და სხვებსაც. ზოგჯერ კარგიც არის, რომ ითვალისწინებ მკითხველის აზრს. რატომაც, არა? იქნებ, მე ვერ ვხედავ სწორად და შენ ხედავ? წინა თავში რომ ბათოზე დამიწერე, იმიტომ ვეცადე ამ თავში სხვა კუთხით დამენახებინა. ანუ, გამოვიდა... ჩემთვის რაღაც გარდამტეხი თავი იყო ეს მეოთხე, მაგრამ ვფიქრობ არც მომდევნო იქნება ამაზე ნაკლები. პირიქით, იქ მთელი ემოცია უნდა ჩავატიო და მინდა თქვენთან ბოლომდე მოვიტანო ყველა განცდა. შენ კიდევ, ნუ, არ ვიცი რაღა გითხრა და როგორი მადლობა, მაგრამ მაინც უდიდესი მადლობა! უკარგესი ხარ ♥️♥️♥️

 


№17  offline წევრი gogincha

ვახ ეს რა საინტერესო ნაწარმოები ვიპოვე, საკმაოდ აქტუალური თემაა წინ წამოწეული, ქალევუ რომლებსაც ჰგონიათ რომ სირაქლემას პოზიცია არ არსებულ ოჯახს შეუნარჩუნებთ, მგონია რომ არ შეუძლია ბათოს არ უყვარს თინა უფრო მიჩვევის საკითხია, თუმცა ვერც შეიყვარებდა რადგან ნინასთან არ დაუსრულებია ემოციური კავშირი, მგონია რომ მას ჰაერივით სჭირდება ამ ქალთან ლაპარაკი და ყველაფრის გარკვევა, რადგან ერთათ თუ არ დაასრულებს მეორესთან ვერ დაიწყებს თუ საერთოდ დაიწყო ურთიერთობას. წარმატებები და ველოდები ნინას და ბათოს შეხვედრას ♥

 


№18  offline წევრი რენე

gogincha
ვახ ეს რა საინტერესო ნაწარმოები ვიპოვე, საკმაოდ აქტუალური თემაა წინ წამოწეული, ქალევუ რომლებსაც ჰგონიათ რომ სირაქლემას პოზიცია არ არსებულ ოჯახს შეუნარჩუნებთ, მგონია რომ არ შეუძლია ბათოს არ უყვარს თინა უფრო მიჩვევის საკითხია, თუმცა ვერც შეიყვარებდა რადგან ნინასთან არ დაუსრულებია ემოციური კავშირი, მგონია რომ მას ჰაერივით სჭირდება ამ ქალთან ლაპარაკი და ყველაფრის გარკვევა, რადგან ერთათ თუ არ დაასრულებს მეორესთან ვერ დაიწყებს თუ საერთოდ დაიწყო ურთიერთობას. წარმატებები და ველოდები ნინას და ბათოს შეხვედრას ♥

რამდენი ხართ, ხალხო? და რა კარგები? თან რამდენი ახალი მკითხველი შემომემატა, უზომოდ მიხარია ♥️ თქვენთვის თუ საინტერესოა ეს ჩემი ნაწარმოები, ხომ მით უფრო. აქ ერთი სიუჟეტია, მაგრამ ბევრს მოიცავს თინას სახით. დღეს იმდენი ოჯახია, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ამ სახელს ატარებს, მაგრამ შიგნით სულ სხვა რამ ხდება... არ მიყვარს ამაზე საუბარი. ჩემთვის ძალიან მძიმეა. მე ვიცნობ თინასნაირ ქალს, ადრეც ვთქვი რომ თინა ნამდვილია. მხოლოდ ოჯახის შესანარჩუნებლად არ უნდა გაწირო შენი თავი, არც ვალდებული ხარ ვინმეს მიუძღვნა. ერთადერთი, ვისთვისაც ასე შეიძლება მოიქცე, ალბათ, შვილია. მე პირადად ჯერ არ გამომიცდია, ამიტომ ამაზე გაშლილად ვერ ვისაუბრებ. ბათო ისეა ჩაციკლული ნინაზე, როგორც თინა ბათოზე. ჰგონიათ რომ უყვართ, მაგრამ შეიძლება არც არის ასე... ყველაფერი გაირკვევა თავისთავად. მადლობა ძალიან დიდი! როგორც ჩანს, ამინდის მიუხედავად, დღეს კარგი დღე მაქვს ♥️♥️♥️

 


№19  offline წევრი მე♥უცნაურე

არადა, ისე მიდიოდა საქმე, ვიფიქრე კარგ ოჯახსაც იქონიებდნენ, ბათოს რომ ოდნავ მოეხედა ცოლისკენ.
ლადო მეცოდება, უფრო იმიტომ რომ ბათოსა და თინას შეუღლებამდე შენიშნა ის და უნდოდა კიდეც გვერდით ჰყოლოდა.
ასეა საერთოდ, სხვისი ნახევარი სხვასთან ბედნიერი ვერ იქნება, ვერასდროს და თუ ვინმე ჯიუტად ამტკიცებს რომ ბედნიერია, ეგ მოჩვენებითი ბედნიერებაა. საკუთარ თავსაც რომ არ უტყდები, რეალურად უბედური რომ ხარ იმ ადამიანთან.

 


№20  offline წევრი რენე

მე♥უცნაურე
არადა, ისე მიდიოდა საქმე, ვიფიქრე კარგ ოჯახსაც იქონიებდნენ, ბათოს რომ ოდნავ მოეხედა ცოლისკენ.
ლადო მეცოდება, უფრო იმიტომ რომ ბათოსა და თინას შეუღლებამდე შენიშნა ის და უნდოდა კიდეც გვერდით ჰყოლოდა.
ასეა საერთოდ, სხვისი ნახევარი სხვასთან ბედნიერი ვერ იქნება, ვერასდროს და თუ ვინმე ჯიუტად ამტკიცებს რომ ბედნიერია, ეგ მოჩვენებითი ბედნიერებაა. საკუთარ თავსაც რომ არ უტყდები, რეალურად უბედური რომ ხარ იმ ადამიანთან.

ის დილის მომენტი რომ დავწერე, სულ არ მქონდა აზრად. უბრალოდ დავიწყე და შევყევი. ჰოდა, წერის დროს მაფიქრდება ხოლმე რა უნდა მოხდეს. მეც რომ გადავიკითხავ თავიდან, მეთქი - ეს მე დავწერე? ისეთი ემოცია მოდის ხანდახან... ლადო თან მეცოდება, თან ვერ ვამართლებ. სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააგებო და ვერც იმასთან იქნები კარგად, ვინც შენი ნაწილი არააო უთქვამთ. ჰოდა, ძალიან სწორადაც. ბედი ზოგჯერ ისე გვექცევა, სასოწარკვეთაში გვაგდებს, მაგრამ მე სულ მჯერა რომ ცუდს კარგი მოსდევს და პირიქითაც. აბსოლუტურად გეთანხმები ბოლო სიტყვებზე, ძალიან სწორად თქვი. მადლობა ჯანსაღი აზრის გაცვლისთვის! ♥️♥️♥️

 


№21  offline წევრი მე♥უცნაურე

რენე
მე♥უცნაურე
არადა, ისე მიდიოდა საქმე, ვიფიქრე კარგ ოჯახსაც იქონიებდნენ, ბათოს რომ ოდნავ მოეხედა ცოლისკენ.
ლადო მეცოდება, უფრო იმიტომ რომ ბათოსა და თინას შეუღლებამდე შენიშნა ის და უნდოდა კიდეც გვერდით ჰყოლოდა.
ასეა საერთოდ, სხვისი ნახევარი სხვასთან ბედნიერი ვერ იქნება, ვერასდროს და თუ ვინმე ჯიუტად ამტკიცებს რომ ბედნიერია, ეგ მოჩვენებითი ბედნიერებაა. საკუთარ თავსაც რომ არ უტყდები, რეალურად უბედური რომ ხარ იმ ადამიანთან.

ის დილის მომენტი რომ დავწერე, სულ არ მქონდა აზრად. უბრალოდ დავიწყე და შევყევი. ჰოდა, წერის დროს მაფიქრდება ხოლმე რა უნდა მოხდეს. მეც რომ გადავიკითხავ თავიდან, მეთქი - ეს მე დავწერე? ისეთი ემოცია მოდის ხანდახან... ლადო თან მეცოდება, თან ვერ ვამართლებ. სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააგებო და ვერც იმასთან იქნები კარგად, ვინც შენი ნაწილი არააო უთქვამთ. ჰოდა, ძალიან სწორადაც. ბედი ზოგჯერ ისე გვექცევა, სასოწარკვეთაში გვაგდებს, მაგრამ მე სულ მჯერა რომ ცუდს კარგი მოსდევს და პირიქითაც. აბსოლუტურად გეთანხმები ბოლო სიტყვებზე, ძალიან სწორად თქვი. მადლობა ჯანსაღი აზრის გაცვლისთვის! ♥️♥️♥️


პირიქით, მადლობა შენ, რომ ასეთ ემოციებს იწვევ და ამ საკითხებს აშიშვლებ!
არაჩვეულებრივად გამოგდის!

 


№22 სტუმარი სტუმარი sofi

საინტერესო ისტორიაა, მეცოდება თინა თავისი ფასი არ იცის, იმედია სულ სახვეწარი არ ექნება სიყვარული და გონს მოეგება რომ არ მისტიროდეს კაცს ვინც მისი ფასი არ იცის, მალმალე დადე დიდი ხნით ნუ გვალოდინებ

 


№23 სტუმარი სტუმარი ფანარი

რამდენი ხანია სულმოთქმელად ველი ახლა თავს.როდის გაგვახარებ?
იმდენად კარგად გადმოცემ გრძნობებს, რომ მეც კი მტკივა პერსონაჟების ტკივილი.

 


№24 სტუმარი სტუმარი ....

რა ლამაზი რამეა , რა სათუთი და დახვეწილი. ამ საიტზე მეც ვწერ,კიდევ უამრავი სხვა წერს და კიდევ უამრავ ნაწერს ვკითხულობ,მაგრამ გულწრფელად გითხრა ჯერ ასე უცხო არ შემხვედრია რამე.კარგი,გამართული და საინტერესო კი ,მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ასე რეალური პერსონაჟებით არაფერი.
ძალიან ნიჭიერი ხარ ,იმდენად ნიჭიერი,რომ აი,მიუხედავად იმისა,რომ არც სათაური მომეწონა და არც ფოტო,დასაწყისის,სულ პირველი თავის რამდენიმე წინადადებით ჩამითრიე და ალბათ რამდენიმე წუთში შემომეკითხე,შემომიყვარდი.
ისეთი კარგი რამეა,ისეთი კარგი და ისე ვარ შებოჭილი ამ ამბით,ვერ აღგიწერ.კითხვის პროცესი ძალიან,ძალიან ლამაზი ყვავილების კრეფას ჰგავდა,თან სახლში რომ გინდა წაიყოლო და კრეფ და თან რომ გეცდოება,ძალიან ლამაზი რომაა და ძალიან ცოტა და ხვალ-ზეგ რომ აღარ დაგხვდება მაგიტო.ჰოდა,ვიზოგე ეს ოთხი თავი,მაგრამ მერე მივხვდი,რამდენიმე წუთში შემომეკითხა მაინც.
ყველაზე მეტად რამ მომხიბლა იცი? ისე გადმოსცემ ამბავს,ისე ოსტატურად,რომ უნებურად მომწონს ყველაფერი,არადა ,პირდაპირ ვიტყვი,ვერ ვიტან თინას მსგავს ქალებს,ვერ ვუგებ თინას და ვერც ვერასდროს შევძლებ იმას რასაც თინა აკეთებს,ვერც ბრმად შეყვარების მჯერა.მოკლედ,საერთოდ ანტიპოდია ეს პერსონაჟი ყველაფერი იმის,რისიც მჯერა და მაინც ვზივარ ახლა და გულაფრიალებული გიწერ რა მაგარი ხარ,რა მაგარი პერსონაჟები გყავს. გულწრფელად მებრალება თინა,მაგრამ რატომღაც არ მინდა ბათოსთან დარჩეს.
ბათომ რომ ამდენწლიანი სიყვარულის შემდეგ ის ქალი გადაიყვაროს,როგორ გითხრა , ცოტა დამდაბლება იქნება ჩემთვის. ხო უცნაურია,აქეთ იდეალური ცოლი გვყავს,ბრმად შეყვარებული და იქეთ ქმარი,ფიქრებით მოღალატე (რაც ახლა ჩანს ჯერჯერობით) ,სხვა ქალზე შეყვარებული და მე ,რომელიც ასეთ დროს სულ ქალების სოლიდარობას ვღაღადებ,სულ თინას დავუჭერდი მხარს,ვისურვებდი რომ ბათოს მართლა შეყვარებოდა,ახლა ვიზვარ და ვამბობ,რომ არ მინდა ურთიერთობა ააწყონ. ალბათ იმიტომ,რომ ვერ ვხვდები ამდენი წელი თუ არ უყვარდა,რატომ დაიწყო თუნდაც მცირე ყურადღების გამოჩენა ახლა,როცა გაიგო რომ ის ქალი ჩამოდის.გასვლისას იმ კოცნით,საკუთარ თავს უმტკიცებს ,რომ ერთგული შეუძლია იყოს თუ ქვეშეცნეულად იქვე მდგომ მეგობარს აჩვენებს,რომ თინა ,როგორც უნდა იყოს,მისი ცოლია, თუ უბრალო,ადამიანური მადლიერებაა,ზრუნვისთვის.თუ რომელიმეა ამ მიზეზებიდან,შესაზარი ამბავია ცოლქმრობაზე ლაპარაკისას და არცერთი,არც თინა და არც ბათო, არ მემეტება ამ ურთიერთობისთვის.
ბოლოს ამდენი წელი ვერ შეძლო ,ჯერ მასზე შეყვარებული გოგოს,მერე საკუთარი შვილების დედის შეყვარება და ახლა ვერაფრით ვიგებ რა უნდა ხდებოდეს ბათოს თავს . ჰოდა,ძალიანაც მომწონს რომ ვერ ვიგებ,მაგრამ ამდენი ხანიც ნუ დაგვტოვებ ამ გაურკვევლობაში.
განაგრძე რა,ეს ამბავი არ იმსახურებს მიტოვებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent