შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი (თავი მეთექვსმეტე - დასასრული)


3-09-2021, 13:44
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 658

ტილოზე აზრაელი იყო გამოსახული, უცნაური ბნელი დარბაზის კიდეში მოთავსებულ სამეფო ტახტის მაგვარ ტახტზე იჯდა, დარბაზი სანთლის შუქის მაგვარი რბილი შუქით იყო განათებული, აზრაელი წელს ზემოთ შიშველი, სისხლით მოსვრილი და ჭრილობებით დაფარული იყო, ტახტს უკან მინის კედლიდან კი ქალაქის კონტურები ილანდებოდა და ეს არ იყო არც ჩვენი სამყარო და არც ალთეინი, ეს იყო რაღაც ბნელი და საშინელი, უცნაური პირქუში შენობებით და მათ შორის მოხეტიალე ლანდებით, ტახტის გვერდით დაახლოებით ექვსი წლის წაბლისფერთმიანი გოგონა იდგა, და ზუსტად აზრაელისნაირი დიდი შავი თვალებით, შეშფოთებული, შიშნარევი მზერით მიყურებდა,
ჯანდაბა როგორ ჰგავს მას, ნუთუ ის... -თითქოს საპასუხოდ მუცელში ბიძგი ვიგრძენი, ფაქტიურად ჩვენ უკვე ვსაუბრობდით, მე მესმოდა რისი თქმა უნდოდა მას, მართალია წინასწარმეტყველების ნიჭი აღმომაჩნდა მაგრამ ეს ნიჭი მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე, მაშინ როცა სახლში მდებარე პორტალიდან დემონები შემოიჭრნენ და ახლა დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ნახატი მე არ დამიხატავს, ყოველ შემთხვევაში ჩემი ნებით,
- ეს შენ გააკეთე არა? -მივმართე და მუცელზე ხელი გადავისვი, მივეფერე, საპასუხოდ მსუბუქი ბიძგი ვიგრძენი, თითქოს დამეთანხმაო,
- ჰოო ასეც ვიფიქრე, ჯერ არ დაბადებულ ხარ და უკვე ცუღლუტობ, -უნებურად გამეღიმა და მივხვდი ჩემთვის უკვე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის პატარა არსება, რომლის არსებობასაც რატომღაც ვუმალავდი აზრაელს, რა სისულელეა, როგორ ვიფიქრე რომ არ უნდა დაბადებულიყო,
- არ ინერვიულო პატარავ, -მივმართე და ნახატს კიდევ ერთხელ შევხედე და ისევ ნაჭერი გადავაფარე,
- ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ უნდა გავარკვიო რისი თქმა გინდა, რის ჩვენებას ცდილობ, ამაში კი მამიკოს დახმარება გვჭირდება რას იტყვი?
- ჩვეული საპასუხო ბიძგი ვიგრძენი და გონება, ფიქრები და აზრები რომელსაც აქამდე მთლიანად ვბლოკავდი ბოლომდე გავხსენი, გონება დავძაბე და შევეცადე აზრაელი მომეძებნა,
- გთხოვ აზრაელ შენი ნახვა მინდა, მჭირდები, -ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე,
რამდენიმე წამიც კი არ გასულა რომ ნაცნობი ფრთების შრიალი მომესმა და ნიავმა თმა ამიწეწა, თვალები გავახილე, ის ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და თბილად მიღიმოდა, როგორ მომნატრებია მისი ღიმილი, მისი სითბო...
ერთხანს ასე უხმოდ მიყურებდა მერე კი ხელები ფართოდ გაშალა, წამის უსწრაფესად მასთან გავჩნდი და ჩავეხუტე,
- რატომღაც ვიფიქრე რომ არ მოხვიდოდი, -ჩავიჩურჩულე ძლივსგასაგონად, -ვიფიქრე რომ ჩემი საქციელის გამო ჩემი ნახვა აღარ გენდომებოდა და უბრალოდ აღარ დამელოდებოდი,
აზრაელმა ნიკაპში ხელი ნაზად მომკიდა, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა,
- ათასწლეულების განმავლობაში ეულად დავიარებოდი ამ სამყაროში და შენ გელოდებოდი, როგორ ფიქრობ ათდღიანი ლოდინი ჩემს შენს მიმართ გრძნობებს რამეს დააკლებდა? - მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, სულისშემკვრელად ნაზი და ალერსიანი იყო, ვგრძნობდი რომ მასაც მოვნატრებივარ და ეს ძალიან აღმაგზნებდა, ცალი ხელი თმებში შევუცურე, ცალით კი შარვლის სათავეს წავეტანე გასახსნელად,
- ოჰო, დროს არ კარგავ, ხმა ჩაეხლიჩა და მზერა დაებინდა აზრაელს,
- მინდიხარ აქ და ახლავე, -ვუთხარი, მის წინ ჩავიჩოქე და შარვალი გავუხსენი რომ, მისი უკვე ქვასავით გამაგრებული ასო გამენთავისუფლებინა, თმაში გრძელი, თლილი თითები შემიცურა და ღრმად ამოისუნთქა,
* * *
ერთმანეთს ჩახუტებულები ვიწექით და დილის მოვარდისფრო ცას შევყურებდით,
- ძალიან მომენატრე პატარა მეამბოხევ, -ჩამჩურჩულა და თმა ამიჩეჩა, -რაც წახვედი ერთი წამიც კი არ ყოფილა რომ შენზე არ მეფიქრა, შენთან კავშირსაც ვერ ვახერხებდი, შენს გონებაში არ მიშვებდი, ახლოს მოსვლაც ამიკრძალე და ეს ყველაფერი მკლავდა,
მის ხმაში იმხელა ტკივილი და დარდი ისმოდა...
- შენ რას აკეთებდი ეს დღეები? -მკითხა და ჩემი საღებავით დასვრილი ხელი ტუჩებთან მიიტანა,
- ხატვა დაიწყე?
- ჰო, სწორედ ამ საკითხზე მინდოდა შენთან საუბარი და კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხზეც, ჯობია ჩავიცვათ და ყველაფერს აგიხსნი, - წამოვდექი და ძირს უწესრიგოდ მიყრილ ტანსაცმელს დავწვდი, და მაისური გადავიცვი, აზრაელი უხმოდ, გაუნძრევლად მიცქერდა,
- იცი რა ლილა, რომ არ გითხრა არ შემიძლია, დღეს როცა ჩემთან დაკავშირება სცადე, უცნაური გრძნობა მქონდა, ეს ყველა იმ კავშირისგან განსხვავდებოდა რაც აქამდე გვქონია, თითქოს შენ მეძახდი მაგრამ შენთან ერთად კიდევ სხვაც, სხვა ვიღაც, ვიღაც ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი, ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია, ვერაფრით ვხვდები რა მოხდა,
ხელი გაუცნობიერებლად, ინსტიქტურად დავიდე მუცელზე, აზრაელმა ჩემს მოძრაობას მზერა გააყოლა და დავინახე როგორ შეეცვალა სახე, წამოდგა მომიახლოვდა და მზერა გამისწორა, თვალებში მოუთმენლობის, მოლოდინის და იმედის ნაზავი ედგა, ხელი მუცელზე დამადო და პატარამაც თითქოს მამიკოს სიახლოვე იგრძნოო საკმაოდ ძლიერი ბიძგით ამცნო არსებობა,
- ნუთუ ეს, ეს ნამდვილად ისაა, შენ ფეხმძიმედ ხარ? - გავუღიმე და თავი დავუქნიე,
- მაპატიე რომ აქამდე არ გითხარი, მე უბრალოდ შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, არც კი ვიცოდი ამაზე რა რეაქცია გექნებოდა,
თვალები ცრემლებით აევსო, და შემდეგ ნელ-ნელა ჩამოეღვენთა ლოყებზე, ჩემს წინ ჩაიჩოქა, ჩამეხუტა და ლოყა მუცელზე მომადო,
- ესე იგი პატარა გვეყოლება? ბავშვი? ჩემი და შენი შვილი? -ხმა უჩვეულოდ უცახცახებდა და ისეთ უზომო ბედნიერებას ასხივებდა რომ ჰაერშიც კი იგრძნობოდა, რა სულელი ვარ სხვას რას ველოდებოდი, რატომ მეშინოდა?
- ჰო, პატარა გვეყოლება, რომელიც აქედანვე ისეთი ცელქი და ცუღლუტია, არც კი ვიცი როგორ გავუმკლავდებით, -ვუთხარი ბედნიერების ღიმილით გაბრწყინებულმა და თმაზე მოვეფერე, აზრაელი წამოდგა ხელში ამიტაცა და ერთ ადგილზე დატრიალდა, ბავშვივით აღტაცებული და გახარებული იყო, ასეთ აზრელს პირველად ვხედავდი,
- დამსვი სულელო, თორემ უკვე თავბრუ მეხვევა, ჯობია დამსვა და ჩაიცვა, როდემდე უნდა იტანტალო ჩემს ტერასაზე შიშველმა, -ვუთხარი და ღიმილი ძლივს შევიკავე მისი გაბრწყინებული სახის დანახვისას,
- თანაც ცოტა არ იყოს მომშივდა, ქვემოთ ჩავიდეთ რამე ვჭამოთ,
აზრაელმა დამსვა და ელვისსისწრაფით ჩაიცვა, - ჩავიდეთ, საუზმეს მე მოვამზადებ, ალბათ ჩემს პატარას ძალიან შია,
გულიანად გამეცინა, აზრაელმა გაკვირვებული სახით შემომხედა,
- რა გაცინებს?
- უბრალოდ მამის როლში ისეთი საყვარელი ხარ...
მომიახლოვდა და გულზე მიმიკრა, - შენ არც კი იცი ეს ამბავი ჩემთვის რას ნიშნავს და როგორ გამაბედნიერე, ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი რომ მთელ მსოფლიოს ეყოფოდა ჩემი ბედნიერება, ამაზე არასდროს მიფიქრია რადგან ვიცოდი რომ შეუძლებელი იყო, ახლა კი მამა გავხდები, ერთი სული მაქვს როდის ვეტყვით ამ ამბავს დანარჩენებს,
- ლუკამ და ჯესიმ უკვე იციან ამის შესახებ, ცოტა ხანში დეიდასაც დავურეკავ და ვეტყვი, გაგიჟდება ალბათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაიგებს, სხვებს კი ერთად ვეტყვით, დღეს როცა სახლში დავბრუნდებით, - ვუთხარი და კიბეზე მხიარული ღიღინით დავეშვი.
* * *
ყველა ტერასაზე იყო შეკრებილი, როცა აზრაელმა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გამოაცხადა, პირველები ჯესი და ლეო ჩამეხუტნენ შემდეგ კი შოკიდან პირველი ისრაფიელი გამოვიდა ჯერ აზრაელს გადაეხვია შემდეგ კი მე მომიახლოვდა,
- ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, გილოცავთ,
- არ ჩამეხუტები? -ხელები გავშალე და გავუღიმე, -ისრაფიელის თვალებში ერთდროულად გაელვებული მადლიერება და სიყვარული დავინახე და გადამეხვია,
- გმადლობ ყველაფრისთვის, -მითხრა თბილი ხმით, -თუ გინდა შენთვის და პატარასთვის ტორტს გამოვაცხობ და ავღნიშნოთ,
- კარგი იქნება, შენი ტორტები ძალიან მომენატრა და და რწმუნებული ვარ პატარასაც მოეწონება ძია ისრაფიელის ნახელავი,
ისრაფიელი სამზარეულოსკენ გაემართა და ვხედავდი როგორ ძლივს იკავებდა ღიმილს,
- შეიძლება მუცელზე შეგეხო? - დანიელი ერთ ადგილზე ცმუკავდა და ვერ წყნარდებოდა, -აზრაელმა თქვა რომ ინძრევა და შეხებაზე ფეხს გირტყამს,
- მეც მაინტერესებს, -არ ჩამორჩა სარიელი, -ყველა ერთბაშად დამეხვია და რამდენიმე წამი ამოსუნთქვის საშუალება არ მომცეს,
- გეყოფათ, -იყვირა ბოლოს აზრელმა რომ მათი ხმა დაეფარა, -ლილას სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდება, თქვენ კი რა დღეში ხართ,
- ჰოო, მართალია, დაჯექი, -ჰანიელმა სარწეველა სავარძელი მომიწია, ურიელმა ბალიშები ჩააწყო შიგ, - გინდა ახალი დაწურული ხილის წვენი მოგიტანო? -შემეკითხა რემიელი,
- კარგი რა ბიჭებო, გეყოფათ, -ვეღარ მოვითმინე მე, -ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ფეხმძიმედ ვარ, ფეხმძიმობა კი ავადმყოფობა არ არის, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, ასე რომ ისე მომექეცით როგორც აქამდე მექცეოდით, თანაც ახლა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა გვაქვს, -ვთქვი და ნაჭერგადაფარებულ მოლბერტზე მივუთითე, აზრაელმა ნაჭერი გადააძრო, ერთხანს ყველა დამუნჯებული უყურებდა ნახატს, აზრაელმა მოკლედ მოუყვა ყველას ნახატის ისტორია,
- ეს ბავშვი შენ გგავს აზრაელ და თანაც ძალიან, -დანიელი ნახატს თვალს ვერ აშორებდა,
- ანუ გოგონაა? -ჰანიელმა ისე შემომხედა მუცელზე, თითქოს მუცელში მის დანახვას შეძლებდა,
- ჰო პატარა გოგონა გვეყოლება, -თბილად გაიღიმა აზრაელმა, -მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ რომ შეიძლება პროფესორი ისევ გეგმავს რაღაცას, ფაქტია რომ პატარას ლილასავით აქვს წინასწარმეტყველების უნარი და მომავალს ნახატების საშუალებით გვაჩვენებს, მაგრამ რაც ნახატზეა აშკარად სხვა სამყაროა რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს ალთეინში წასვლა, რომ მისი გეგმების შესახებ უფრო მეტი შევიტყოთ, ასე უმოძრაოდ ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას, დავინახე როგორ უყურებდა ლილას, იქ საპყრობილეში, უფლებას არ მივცემ მას ან ბავშვს რამე დაუშაოს,
- ამ ნახატზე შენ ხარ, სამეფო ტახტზე, ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდეს, -ურიელმა კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვალიერა ნახატი,
- არ ვიცი რას ნიშნავს, თუმცა უნდა ვეცადო რომ ალთეინში მოვხვდე და პროფესორს დაველაპარაკო,
-აზრელმა თავი გადააქნია და ღრმად ამოისუნთქა, -ვფიქრობ ერთადერთი გზა ყველაფრის მოსაგვარებლად მასთან საუბარია,
- კარგი რა, - დანიელს ეტყობოდა რომ აზრელს არ ემხრობოდა, -მასთან ლაპარაკით ვერაფერს გავაწყობთ, ის უბრალოდ უნდა გავანადგუროთ, მხოლოდ ასე შევძლებთ ერთხელ და სამუდამოდ მისგან განთავისუფლებას,
- დანიელს ვეთანხმები, -ურიელმა ხელი ასწია, -კიდევ ვინ გვეთანხმება? -ყველამ ასწია ხელი ჩემი, ლეოს და ჯესის ჩათვლით,
- ესე იგი შენც ასე ფიქრობ? -მომიბრუნდა აზრელი,
- ის უბრალოდ შეშლილია აზრელ, მასთან ლაპარაკით ვერაფერს გააწყობ, მართალია ჩემზე უფრო დიდი ხანია იცნობ, მაგრამ ზუსტად ამიტომ უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე მე მიყვარს ის, ამიტომაც ჯერ კიდევ ცდილობ მისი კარგი მხარის დანახვას რომელიც სინამდვილეში არ გააჩნია, ის ყველას მხოლოდ და მხოლოდ გვიყენებს, საკუთარი მიზნებისთვის და როცა აღარ დავჭირდებით უბრალოდ გაგვანადგურებს, ამიტომაც ალთეინში უნდა ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენს სამყაროს საფრთხე არ შეუქმნას,
აზრაელმა ერთხან უხმოდ მიყურა და მერე უბრალოდ თავი დამიქნია,
* * *
მე და ჯესი ბაღში ვისხედით, წინ ისრაფიელის გამომცხვარი ტორტის უზარმაზარი ნაჭერი მედო და მადიანად შევექცეოდი, ჯესიმ ტორტი დაყნოსა და საეჭვოდ აიბზუა ცხვირი,
- დარწმუნებული ხარ რომ ამის ჭამა შეიძლება?
- ჰო, სხვათაშორის ძალიან გემრიელია, შენ ის მითხარი რაზე გინდოდა საუბარი,
- მე და ლეომ ადვოკატის დახმარებით ბიძიას წიგნების მაღაზია გამოვისყიდეთ, სასამართლომ იმ თანხის გამოყენების უფლება მოგვცა რომელიც ბიძიამ ჩვენ დაგვიტოვა და დედა აპირებდა მთლიანად მიესაკუთრებინა, ამ კვირის ბოლოს გახსნას ვაპირებთ, იქვე პატარა ბინაც ვიქირავეთ და უკვე დროა აქედან გადავიდეთ,
ჯესი აღფრთოვანებული მიყვებოდა ახალ ამბებს, ვიცი როგორ უყვარდა ის მაღაზია და მიხაროდა მისი ამბავი, მაგრამ თან რაღაცნაირად მწყინდა რომ აწი ყოველთვის ჩემს გვერდით აღარ იქნებოდა,
- მიხარია, თქვენი ამბავი, შენც და ლეოც ორივე ძალიან მიყვარხართ, მითხარი როცა დალაგებას დაიწყებთ და მეც დაგეხმარებით, - ვუთხარი და ბალახებზე გულაღმა გადავვარდი,
- ჯანდაბა ასე თუ გავაგრძელებ, ალბათ მალე ასი კილო გავხდები,
ჯესიმ გულიანად გადაიკისკისა
- ასეთ მდგომარეობაში დახმარებას ვერ გთხოვ, ცოტ არ იყოს მძიმე საქმეები გვაქვს საკეთებელი, თანაც უკვე მყავს დამხმარე,
- ვის გულისხმობ?
- შენი აზრით? -ეშმაკურად გაიღიმა ჯესიმ,
- აჰა, გასაგებია, ესე იგი ურიელი დაგეხმარება? კარგია, მიხარია თქვენი ამბავი, მართლა ძალიან უხდებით ერთმანეთს,
- იცი ლილა როგორ შემეშინდა რომ არ მაპატიებდა იმ ყველაფერს რაც დავუმალე, ასე რომ მომხდარიყო ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი, - ჯესიმ თავი ისე გააქნია თითქოს ცუდი, აბეზარი ფიქრების მოშორება უნდა თავიდანო და მერე ჩემს გვერდით გაიშოტა ბალახზე, -მომენატრები მეგობარო,
- კარგი რა, სხვა სამყაროში ხომ არ მიდიხარ, იცოდე ყოველ დღე შენთან ვიქნები და თავს მოგაბეზრებ ხოლმე, -ვუთხარი და ჩავეხუტე, - როდის გადადიხარ?
- დღეს მე და ლეო რაღაც საქმეების მოსაგვარებლად მივდივართ, ხვალ ბარგს ჩავალაგებთ და ხვალ საღამოს უკვე ჩვენს ახალ ბინაში გადავალთ, კარგია, ვგრძნობ რომ თანდათან ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება,
- ჰოო, რა გითხრა, შეიძლებოდა მეც ასე მეფიქრა, ჩემი შეშლილი მამა რომ არა, -წამოვდექი და ჯესიც წამოვაყენე, -წამოდი, ალბათ აზრელი უკვე ნერვიულობს, ერთი ნაბიჯითაც თუ დავშორდი მაშინვე პანიკა ეწყება, უკვე თავს მაბეზრებს,
- შენს ადგილას გამიხარდებოდა რომ ასე ნერვიულობს ბავშვზე და შენზე, -გაიღიმა ჯესიმ, -ის რაც თქვენს თავს ხდება ნამდვილი სასწაულია,
ჩემდაუნებურად დავეთანხმე ჯესის, ჩემი ფეხმძიმობა ერთადერთი შემთხვევა იყო ათასწლეულების განმავლობაში, აზრაელს უბრალოდ ეშინოდა, ეშინოდა რომ მე და ბავშვს არაფერი დაგვმართნოდა,
უნებურად გამეღიმა და გული უცნაური სითბოთი ამევსო, ჩემი სიკვდილის ანგელოზი, ჩემი აზრელი, მამა გახდება, ჩვენ პატარა გვეყოლება, ჩვენი პატარა ანგელოზი,
* * *
უკვე თითქმის ათი დღე გავიდა, რაც ჯესიმ და ლეომ დაგვტოვეს, მაღაზია მთელი დატვირთვით მუშაობდა და ხშირად ვერ ახერხებდნენ შემოვლას, ანგელოზები მთელი დღეები ალთეინში უსაფრთხოდ დაბრუნების გზებს ეძებდნენ მაგრამ ამაოდ, თითქმის ყველა პორტალი განადგურებული იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, აზრაელი კი ახალი პორტალის შექმნის საშუალებას არ მაძლევდა ეშინოდა რომ ჩემი ენერგიის დაკარგვა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა,
- ოჰ, მშვენივრად მეძინა, - გავიზმორე და საწოლში წამოვჯექი, აზრაელი ჩემს გვერდით არ იყო, უცნაურად დამრგვალებულ მუცელზე ხელი მოვისვი, შეუძლებელია ეს მხოლოდ უზომოდ ბევრი ჭამის გამო იყოს, ჯერ კიდევ ათი დღის წინ მუცელი საერთოდ არ მეტყობოდა ახლა კი ოთხი თვის ორსულს ვგავარ, ასე თუ გაგრძელდება ერთ თვეში ბავშვს გავაჩენ, ნუთუ ეს შესაძლებელია?
- კარგი რა ლილა, -მივმართე ჩემს თავს, -ალბათ არ ელოდი რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვეულებრივი ბავშვების შემთხვევაში ხდება, ალბათ ნორმალურია რომ ასე სწრაფად იზრდება, იმედია რომ ნორმალურია, -ჩავიცვი და საძინებლიდან გამოვედი, სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა, -ნეტავ სად არიან? -კიბე ჩავირბინე და მისაღებში შევედი, აქაც არავინ იყო, ტერასიდან ხმები შემომესმა, კარი გავაღე და გაოცებისგან ერთ ადგილზე გავშეშდი, კუთხეში მიდგმულ სავარძელში სინეა იჯდა და მხრები უცახცახებდა, გვერდით ლეო და დანიელი ედგნენ და აწყნარებდნენ დანარჩენები კი რაღაცაზე ბჭობდნენ,
- აქ რა ხდება, ამიხსნის ვინმე? -ვიკითხე ხმამაღლა, -აზრაელი მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა,
- ყველაფერს აგიხსნი, სინეა ბართან მდებარე პორტალიდან გადმოვიდა ამ სამყაროში, ის ერთადერთი პორტალი იყო რომელიც აქამდე ცალმხრივად მუშაობდა, ახლა კი ისიც აღარ მუშაობს, ჩვენთან ლეომ მოიყვანა, დახმარება სჭირდება, პროფესორმა მათი სამყარო მიატოვა და დასაღუპად გაწირა, იმისთვის კი რომ გავიგოთ ზუსტად რა მოხდა და იქაური მაცხოვრებლები გადავარჩინოთ, ალთეინში უნდა დავბრუნდეთ, მაპატიე ლილა რომ ამას გთხოვ მაგრამ პორტალი გვჭირდება,
აზრაელი დამნაშავე ბავშვის სახით მიყურებდა
- რა პრობლემაა, -გამეღიმა მე, -ამას შევძლებთ, ასე არ არის პატარა? -ხელი მუცელზე მივიდე და წამსვე საპასუხო ბიძგი ვიგრძენი, აზრელს გაეღიმა და ჩამეხუტა,
- მიყვარხარ ლილა, შენ და ჩვენი პატარა ჩემთვის ყველაფერი ხართ, რაც არ უნდა მოხდეს, ეს არ დაივიწყო,
- გამარჯობა, ლილა, -მოგვიახლოვდა სინეა და შევამჩნიე როგორ გაექცა თვალი ჩემი მუცლისკენ,
- ეს წარმოუდგენელია, ნუთუ შენ ფეხმძიმედ ხარ? გილოცავთ, მაპატიეთ რომ მცოდნოდა რომ ასე იყო, ამის გაკეთებას არ გთხოვდი, ვიცი რომ პორტალის გახსნას უამრავი ენერგია სჭირდება,
- შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, -გავუღიმე და მხარზე ხელი დავადე, -ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, თანაც ყოველთვის მინდოდა ალთეინის დღის შუქზე ნახვა,
- ჰოო, ალბათ ეს ბოლო შანსი იქნება, ცოტა ხანში იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩება, -სინეამ თავი ჩაღუნა და სავარძელში ჩაეშვა, - წარმოგიდგენიათ როგორი ბოროტი და ეგოისტია პროფესორი? აღარ ვჭირდებით, ჩვენი სამყაროც აღარ სჭირდება და მისი განადგურება გადაწყვიტა, რატომღაც მეგონა რომ პირველს თქვენ სამყაროს გაანადგურებდა, მაგრამ ახლა მესმის ეს რატომაც არ გააკეთა, - ჩემს მუცელზე გვანიშნა და გაიღიმა, -მასში ან მამობრივმა გრძნობებმა გაიღვიძა ან რაღაც ახალი გეგმა აქვს, როგორ გვეთამაშებოდა ყველას, ჩვენ სულელები კი ვეთაყვანებოდით და მისი გვჯეროდა,
- არაფერზე იფიქრო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, -დანიელმა სინეას წინ ჩაიმუხლა და ხელი ხელზე მოუჭირა, -ოღონდ ჩვენი წასვლისას შენ აქ დარჩენა მოგიწევს, ჯესი და ლეოც შენთან ერთად დარჩებიან,
სინეამ დანიელს უხმოდ დაუქნია თავი და შეეცადა გაეღიმა,
* * *
პორტალი როგორც ადრე ახლაც ბაღში გავხსენი და ამის გაკეთება საერთოდ არ გამჭირვებია, რატომღაც წარმოუდგენლად დიდ ძალას და ენერგიას ვგრძნობდი,
- ალბათ ჩვენი პატარას დამსახურებაა, ძლიერი გოგოა და ვგრძნობ რომ შენს დახმარებას ცდილობს,
-ჩამჩურჩულა აზრელმა რომელიც პორტალის გახსნისას ჩემს გვერდით იდგა და ერთი წამითაც კი არ მომშორებია,
- საიდან ვიცით რომ მაინცდამაინც გოგო იქნება? -გამეღიმა მე,
- შენ თვითონ დახატე პატარა და ლამაზი გოგო, დაგავიწყდა? თანაც რატომღაც ვგრძნობ რომ ასე იქნება,
- ფიქრობ რომ ის ნახატი მართლაც წინასწარმეტყველებაა?
- ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, რადგან მომავალი ყოველთვის იცვლება, ყოველ წუთს და წამს და ამას ჩვენი გადაწყვეტილებები განაპირობებს, არაფერია ასი პროცენტით ზუსტი, დამიჯერე ეს კარგად ვიცი, -აზრელმა ხელი ჩამკიდა და პორტალში ერთად შევედით,
ამჯერად რატომღაც ალთეინის შემოგარენში ტყისა და ჩანჩქერის შუაგულში მოვხვდით, გაოცებული ვიყურებოდი აქეთ იქით, ჩანჩქერი მთლიანად იყო დამშრალი და ტყეც თითქოს გახმობის პირას იყო, ცა უცნაურად იყო მოქუფრული, ჰაერი არ იძროდა და არც რამე სულიერი ჩანდა ახლომახლო,
- რა ხდება აზრაელ, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, აქაურობას რა სჭირს, თანაც ჩვენ ქალაქის შუაგულში უნდა მოვხვედრილიყავით და არა აქ, -მივაყარე კითხვები ერთბაშად,
აზრელი თითქოს არც კი მისმენდა, უსიტყვოდ ათვალიერებდა გარემოს და მართალია გარეგნულად არ ეტყობოდა მაგრამ ვგრძნობდი როგორ განიცდიდა ამ სამყაროს ასეთ მდგომარეობაში ხილვას, როცა ყველა გადმოვიდა პორტალიდან, აზრაელი მოგვიბრუნდა,
- სინეა მართალი იყო, აქ ცოტახანში ყველაფერი განადგურდება, წონასწორობა დარღვეულია, თითქოს ამ სამყაროს ვიღაცამ საყრდენი გამოაცალა, და ახლა არ ვიცით რამდენი ხანი გაუძლებს ფეხზე დგომას, არ ვიცით როდის დაეცემა, ერთადერთი რაც შეგვიძლია, იმ ხალხის გადარჩენა და პორტალიდან გაყვანაა ვისაც ამის სურვილი ექნება, ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ,
აზრელი წინ გაგვიძღვა, ტყე ახლა თითქოს უფრო ადვილი გასავლელი იყო ვიდრე მაშინ ჩემს ნახევრად სიზმრებშ,ი როცა ხასხასა მწვანე, ცოცხალი, მოაზროვნე და მგრძნობიარე იყო, ახლა თითქოს რაღაც სასიკვდილო დაავადება შეჰყრია და ბოლომდე გაუნადგურებიაო, ტყიდან მალევე გავედით და როგორც ვატყობდი ყველა ჩემსავით დათრგუნული იყო, მაგრამ იმას რაც ტყიდან გასვლისას ვიხილეთ არავინ ველოდებოდით, ტყის განაპირას მდებარე ფერდობის ქვემოთ ქალაქი იყო გადაშლილი, ზღაპრული ალთეინი, მინის კოშკები ძველებურად აღარ ელავდა, თითქოს ჩამქრალიყო, აღარც ქვაფენილი ბრჭყვიალებდა მზეზე, ქალაქის თავზე ცა უცნაურად დადაბლებული და მოქუფრული ჩანდა, ჰაერი კი ელექტრულად დამუხტული, ქუჩებში ნისლი იდგა და და ნისლში თავგზაააბნეული დაბორიალებდნენ ადამიანები,
მეორე პორტალი ზუსტად ქალაქის შუაგულში გავხსენი, ანგელოზებმა სასწრაფოდ გაუკეთეს ორგანიზება გახიზვნის პროცედურას, ყველა ალთეინში იყო შეკრებილი და ჩვენს სამყაროში წამოსვლის მსურველები არც ისე ბევრნი იყვნენ როგორც მეგონა, ვერ თმობდნენ ყველაზე დიდ საგანძურს რაც ათასწლეულების განმავლობაში ჰქონდათ ნაგროვები, ადამიანური ენერგია რაც მათ უკვდავს ხდიდა და რასაც პორტალში ვერ გაატარებდნენ რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა რომ ჩვეულებრივი ადამიანებივით მოუწევდათ ცხოვრება და სიკვდილი, ვინც კი დაგვთანხმდა ყველა ერთად შეგროვდა, მე და აზრაელი პორტალთან ვიდექით და ვუყურებდით როგორ შედიოდნენ პორტალში ისე რომ უკან არც კი იყურებოდნენ, უეცრად მუცელში ბიძგი ვიგრძენი, ისეთი ძლიერი რომ უნებურად აზრაელს ხელი ჩავჭიდე წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა, ჩემს თვალწინ უცნაურმა სურათებმა გაიელვა, პროფესორი ლაბორატორიაში, რაღაცას ამზადებს რათა წასვლამდე ჩვენ დაგვიტოვოს,
- ლილა კარგად ხარ? -ჩამესმა შორიდან აზრაელის ხმა,
- აზრაელ ლაბორატორიაში უნდა წავიდეთ, -ვუთხარი როგორც კი ბურანიდან გამოვერკვიე, -იქ რაღაც არის ისეთი რაც აუცილებლად უნდა ვნახოთ, გთხოვ,
- კი მაგრამ, -აზრაელმა ცას ახედა რომელიც უფრო და უფრო იქუფრებოდა, არამგონია ეს კარგი აზრი იყოს, მართალია ამ ქალაქის მაცხოვრებლებს კიდევ აქვთ რაღაცის იმედი მაგრამ ვფიქრობ მხოლდ და მხოლოდ რამდენიმე საათი და ამ სამყაროსგან აღარაფერი დარჩება, აქ გაჩერება სახიფათოა,
ვიცოდი რომ აზრაელი მართალს ამბობდა, ვიცოდი რომ ეს სახიფათო იყო, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა მენახა ის რაც პროფესორმა ჩვენთვის დატოვა,
- გთხოვ მხოლოდ ერთი საათი დაგვჭირდება, შეგვიძლია ყველას შესვლის შემდეგ პორტალი დავხუროთ და მხოლოდ ჩვენ დავრჩეთ, მერე თავიდან გავხსნი ახალს, გთხოვ,
აზრელმა თავი დამიქნია და დანარჩენებს დაუძახა,
- მე და ლილას პატარა საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, თქვენ პორტალში შედით, როგორც კი შეხვალთ მაშინვე დაიხურება ჩვენ სხვა პორტალით დავბრუნდებით უკან,
- დარწმუნებული ხარ? -ურიელის ხმაში ყოყმანი ისმოდა,
აზრელმა თავი დაუქნია, მერე ხელი ჩამკიდა და სწრაფი ნაბიჯით გავემართეთ ლაბორატორიისკენ, ამჯერად მთავარ კართან მივედით, კარი შეჯავშნული იყო და როგორც ჩანს ჩვენამდე უკვე ეცადათ მისი გაღება მაგრამ ამაოდ, აზრელმა კარის მარჯვნივ მოთავსებულ ეკრანს ხელისგული დაადო და ჩემდა გასაკვირად კარი უხმაუროდ, მსუბუქად გასრიალდა გვერდზე, ვეცადე მის სახეზე რამე ამომეკითხა მაგრამ სულ ტყუილად, არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა,
შევედით თუ არა მიმღები ავტომატურად განათდა, კარი დაიხურა, ხოლო ჩვენს წინ კედელზე განთავსებული უზარმაზარი ეკრანი ჩაირთო და პროფესორი გამოჩნდა, მაგიდასთან იჯდა, ოთახში რომლის მინის კედლებიდან მზით გაჩახჩახებული ალთეინი მოჩანდა, აშკარა იყო რომ ჩანაწერს ვუყურებდით, ისევ თეთრი პიჯაკი და შარვალი ეცვა, ხელით გრძელ თეთრ წვერს ისწორებდა და გამჭოლი მზერით და ალმაცერი ღიმილით გვიყურებდა, აზრაელს შევხედე, ისიც ინტერესით უყურებდა ეკრანს და ელოდა რა მოხდებოდა,
- სალამი შვილებო, - დაიწყო პროფესორმა თბილი შემპარავი ხმით,
- შეიძლებოდა ეს ჩანაწერიც კი არ დამეტოვებინა და აქ დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ ასე არ მოვიქცევი, რადგან დიდხანს ძალიან დიდხანს ვიქცეოდი ასე და ვფიქრობ რაღაცის შეცვლის დროა,
- წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ალთეინს გადახედა, -მე ძალიან დიდი ხანია ვარსებობ, იმდენი ხანია რომ აზრი არ აქვს გითხრათ, რადგან დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როცა საქმე მე შემეხება, რადგან მე ვარ დრო, მე ვარ წარსული და მომავალი, მე ვარ აწმყო და ის ყველაფერი რასაც თქვენს გარშემო ხედავთ,
- აზრაელ, -მიმართა ისე, თითქოს დარწმუნებული იყო რომ აზრაელი უსმენდა,
- ჩემო ყველაზე ჭკვიანო და საყვარელო ქმნილებავ, ნუთუ მართლა იფიქრე რომ მე მხოლოდ და მხოლოდ მოკვდავი პროფესორი ვიყავი? არა, მე ყოველთვის ვარსებობდი, მაშინაც სანამ ეს სამყარო არსებობას დაიწყებდა, რადგან მე ვარ დასაბამი და დასასრული, მე სიცოცხლე და სიკვდილი ვარ, მე ვარ ყველაფერი რასაც იცნობთ და რაც გიყვართ, ეს სამყაროები მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთია მათ შიორის რაც აქამდე შემიქმნია, არ გეგონოთ რომ რამე უბრალოდ შემთხვევით ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით მიდიოდა...
- მაგრამ ვაღიარებ, დროდადრო მეც მიპყრობს ხოლმე სისუსტე და გრძნობები მჯაბნის, შენ, შენი ძმები და ლილა ზუსტად რომ ჩემი ამ სისუსტის გამოვლინებები ხართ, მაგრამ ისე არ გაიგოთ რომ თითქოს რამეს ვნანობდე, თქვენ ნამდვილი საოცრებები ხართ, ჩემი საუკეთესო ქმნილებები, შეიძლება ითქვას რომ თქვენი შექმნისას საკუთარ თავს გადავაჭარბე,
პროფესორს თვალებში უცნაური სითბო გაუკრთა, ერთხანს უხმოდ შემოგვცქეროდა თითქოს რაღაცას ფიქრობდა და შემდეგ გააგრძელა,
- აზრაელ, შეიძლება შენ და შენმა ძმებმა იფიქროთ რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავთ, მაგრამ სწორედ თქვენს გამო იარსება ამ სამყაროებმა ამდენი ხანი, მე ეგოისტურად შემიყვარდა ჩემი ქმნილებები, რომელთა მსგავსიც არასდროს არაფერი შემიქმნია, მე უბრალოდ არ შემეძლო თქვენთან სამუდამოდ დაშორება, მაგრამ როცა ლილას ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვე, მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემზე აღარ არის დამოკიდებული და თქვენ იმსახურებთ თავისუფლად ყოფნას, ჩემნაირი ტირანის გარეშე ცხოვრებას, ასე ფიქრობთ არა? ფიქრობთ რომ ტირანი ვარ?
აზრაელს შევხედე, გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე და მის სახეზე ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ერთმანეთს ებრძოდა,
- დღეიდან ალთეინი განადგურდება, რადგან ასეც უნდა მომხდარიყო, ხოლო თქვენი სამყარო თქვენ გეკუთვნით, როგორი მამა უნდა ვყოფილიყავი თუკი შვილებს არაფერს დავუტოვებდი, -პროფესორს გაეღიმა, -იმედია მოახერხებთ მის გადარჩენას, იმედია რამეს მოუხერხებთ ადამიანთა უგუნურებას და ბედნიერად იცხოვრებთ, მათთან ერთად, ვეჭვობ რომ გაგიძნელდებათ მაგრამ ცდად ღირს არა? -მხიარულად ჩაგვიკრა თვალი და ეკრანი გაშავდა თითქოს აქაც არაფერი,
- , ეგოისტი, -მომესმა აზრელის ხმა, -შევხედე, მომუშტული ხელები უკანკალებდა, სახეზე ენით აღუწერელი სიბრაზე და ტკივილი ჰქონდა აღბეჭდილი, შევატყვე რომ თავს ძლივს იკავებდა, უეცრად მისგან საოცარი სიძლიერის ტალღა გამოიჭრა შენობის მინის კედლები ჩამოამსხვრია და კედელზე მიმანარცხა, უნებურად დავიკვნესე და მუცელზე ხელი მივიჭირე,
- კარგად ხარ პატარავ?
ჩემი ხმის გაგონებისას აზრაელი გამოერკვა და დამინახა თუ არა რა მდგომარეობაშიც ვიყავი, სახე შეეცვალა და მაშინვე ჩემთან მოიჭრა,
- ლილა მაპატიე, კარგად ხარ? მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, ბავშვს ხომ არაფერი დავუშავე?
- ნუ გეშინია, კარგად ვართ, -შევეცადე გამეღიმა, -დამეხმარე რომ ავდგე, -ხელი გავუწოდე და როგორც კი წამოვდექი, ჩავეხუტე სახე მის თმებში ჩავრგე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე,
- არაფერზე იფიქრო აზრაელ, მთავარია რომ ერთად ვართ და ყველა ვინც გვიყვარს კარგად არის და ჩვენს გვერდითაა, ახლა მხოლოდ ეს არის მთავარი,
პორტალი გავხსენი და სანამ გავიდოდით კიდევ ერთხელ მოვავლეთ თვალი საოცარ ალთეინს,
- არ მჯერა რომ უკანასკნელად ვხედავ, -აზრაელის ხმაში ტკივილი ისმოდა,
- ნეტავ პროფესორი სად წავიდა, ალბათ იმ სამყაროში ნახატზე რომ იყო გამოსახული, როგორ ფიქრობ ახლა რას გეგმავს ან კიდევ თუ ვნახავთ ოდესმე მას ან იმ ახალ სამყაროს?
- რას გაიგებ, როგორც ყოველთვის ახლაც შეუცნობელია გზები მისი, -ტკივილნარევი ღიმილით გაიღიმა აზრაელმა, ხელი ჩამკიდა და პორტალში შემიყვანა.
* * *
საკმაოდ დიდი ხანი მოვანდომეთ ალთეინის მაცხოვრებლების ჩვენს სამყაროში დაბინავებას და როცა ჩვენი თავისთვისაც მოვიცალეთ, უკვე უზარმაზარი მუცელი მქონდა და ფაქტიურად ვეღარ დავდიოდი, ჯესი და სინეა (რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა) მთელი დღეები იმაზე კამათობდნენ თუ სად უნდა გამეჩინა ბავშვი სახლში თუ საავადმყოფოში,
- იქნებ ჯესი მართალია და სჯობს საავადმყოფოში იმშობიარო, -ჩაერია ერთხელ აზრელი ჩვენს საუბარში,
- არავითარ შემთხვევაში, ამას ვერ გავრისკავ, ფრთიანი რომ დაიბადოს მერე ექიმებს რა უნდა ვუთხრათ, როგორ ავუხსნათ ეს ყველაფერი, -მუცელზე ხელი დავიდე და პატარას შევეკითხე,
- შენ რას ფიქრობ პატარავ, შეგვიძლია ეს ყველაფერი ექიმების გარეშე მოვაგვაროთ?
აზრელმა გულიანად გაიცინა და იქვე მჯდომ ლეოს, მხარზე ხელი დაარტყა,
- წავედით, დღეს ბევრი საქმე გვაქვს, ნუ ზარმაცობ,
შევამჩნიე ოთახიდან გასვლისას, ლეომ როგორ გადახედა სინეას და სინეამ როგორი მზერა დაუბრუნა,
- თქვენ რა ერთად ხართ? -შევეკითხე,
- ჰო მგონი ასეა, -სინეამ უხერხულად გაიღიმა, -დიდი ხანი არ არის რაც ერთად ვართ მაგრამ ლეო ძალიან მომწონს და ვფიქრობ მასაც მოვწონვარ,
- მიხარია თქვენი ამბავი, ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას, -ვუთხარი და წამოვდექი,
- რა ხდება რა გჭირს? -ჯესი ჩემს ფეხებთან დამდგარ გუბეს მისჩერებოდა თვალებდაჭყეტილი,
- დამეხმარეთ, მგონი პატარამ დღეს გადაწყვიტა რომ ამ სამყაროს მოევლინოს, -ვთქვი და ტკივილისაგან წელში მოვიხარე, სინეამ ხელი მომხვია და საძინებლისკენ წამიყვანა, ჯესი კი გაიქცა რომ აზრელისთვის დაეძახა,
დილით როცა მზემ ცა გაანათა და ჩვენს ფანჯარასთან ჩიტებმა ჭიკჭიკი დაიწყეს, აზრაელივით შავთვალება და შავთმიანი, პატარა ანგელოზი დაიბადა...
* * *
დანიელა მწვანე ბალახზე ჩარლისთან ერთად კოტრიალობდა და გულიანად კისკისებდა, წელამდე გრძელი შავი თმა აბურდული და ბალახით სავსე ჰქონდა, უკვე თითქმის შვიდი წლის იყო, გუშინ პირველად გაშალა ფრთები და ისეთი აღფრთოვანებული იყო, გვიან ღამით მე და აზრაელმა ძლივს მოვახერხეთ მისი დაძინება, ახლა უფრო და უფრო ხშირად მოვდიოდით რანჩოზე, დანიელას უყვარდა ცხოველებთან თამაში, მაგრამ აქ დიდხანსაც ვერ ვრჩებოდით, რადგან ანგელოზები დანის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდნენ, დანიც გიჟდებოდა მათზე, ისრაფიელი კი რატომღაც განსაკუთრებით უყვარდა, ხანდახან მთელი დღეები სამზარეულოში ატარებდნენ და უამრავ უცნაურ რაღაცას აცხობდნენ, მერე კი ჭამას გვაიძულებდნენ და დანის ხათრით ყველა ხმისამოუღებლად ჭამდა,
აზრელი გიჟდებოდა ჩვენს პატარა გოგოზე, ცდილობდა ერთი წამითაც კი არ მოეშორებინა თვალი და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
- დანი გეყოფა, ჩარლი უკვე საკმაოდ მოხუცია და ასე ძალიან ნუ ღლი, -გავძახე და ისევ აზრაელს მივუბრუნდი რომელიც ძირს გაშლილ პლედზე იწვა ჩემთან ერთად და სახეზე ბედნიერ ღიმილ გადაფარებული შესცქეროდა ცას,
- როგორ ფიქრობ, ყველაფერი მორჩა? პრობლემები დამთავრდა და ახლა ყველაფერი კარგად იქნება? - ვკითხე და ჩავეხუტე,
- ყველაფერი კარგად იქნება თუკი ეს ნამდვილად გვენდომება, - მითხრა და უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე,
- ამის გჯერა აზრაელ? ნამდვილად გჯერა?
წამოიწია და თვალებში ჩამხედა, დიდი შავი თვალებით, რომლებშიც ჩემი სახე ირეკლებოდა, გრძელი თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი, თბილად იღიმოდა და მივხვდი, თუკი ის, ჩემი აზრაელი, მუდამ ჩემს გვერდით დარჩებოდა, თუკი არასდროს შეწყვეტდა ჩემს სიყვარულს, ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა...



№1 სტუმარი Ana-maria

კარგად დაწერილი კარგი ისტორიაა,რომელიც ძალიან მომეწონა. ლილას და აზრაელის სიყვარული გამიხარდა კარგად რომ დასრულდა. ვფიქრობ აუცილებლად უნდა წეროთ,მე კი დაველოდები ახალ ისტორიებს.

 


№2  offline წევრი goddess

ძალიან მომეწონა, სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია იყო heart_eyes მოუთმენლად ველი ახალ ისტორიას

 


№3  offline წევრი Life is beautiful

ერთი სული ნქონდა..
ძალიან კარგი იყო ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო კარგი დასასრული და განსხვავებული ნაწარმოებია ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????

 


№5  offline წევრი duchi_duchi

მიკვირს რატომ არ აქვს კომენტარები.მეორე ისტორიაა რაც ესეთ ჟანრში წავიკითხე და თამამად გეტყვი რომ სასწაულია.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

ზედმეტად საშიში ავტორი ხარ, ეს არ არის უბრალოდ გასართობად დაწერილი ისტორია, ვითომ ფანტაზიის გამოვლინება, ძალიან დიდი და ღრმა აზრი დევს ამ ნაწარმოებში და ამას ბევრი ვერ მიხვდება, აი შენ კი საკმაოდ გონიერი ხარ რომ ეს ყველაფერი ასე შეგენიღბა, ყოჩაღ.

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნინა
ზედმეტად საშიში ავტორი ხარ, ეს არ არის უბრალოდ გასართობად დაწერილი ისტორია, ვითომ ფანტაზიის გამოვლინება, ძალიან დიდი და ღრმა აზრი დევს ამ ნაწარმოებში და ამას ბევრი ვერ მიხვდება, აი შენ კი საკმაოდ გონიერი ხარ რომ ეს ყველაფერი ასე შეგენიღბა, ყოჩაღ.


ძალიან გვიან ვნახე ეს კომენტარი
მართალი ხართ უბრალოდ გასართობად დაწერილი ნამდვილად არ არის, სხვათაშორის ჩემს ფეისბუქ გვერდზე სადაც ჩემს ისტორიებს ვაქვეყნებ ხოლმე, საკმაოდ დიდი კრიტიკა მივიღე პირველი რამდენიმე თავის გამო, პირადში მწერდნენ და ღვთის გმობაში და ღმერთმა იცის კიდევ რა სისულელეებში მადანაშაულებდნენ და სიმართლე რომ გითხრათ ამიტომაც ბოლო რამდენიმე თავში რაღაცეები შევცვალე, ცოტათი რომ შემერბილებინა სიტუაცია blush

duchi_duchi
მიკვირს რატომ არ აქვს კომენტარები.მეორე ისტორიაა რაც ესეთ ჟანრში წავიკითხე და თამამად გეტყვი რომ სასწაულია.


დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონათ relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent