შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხსოვართა ტყე (პირველი თავი)


10-09-2021, 20:47
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 345

ადამიანები ძვირფას ადგილებს უცნაური ხერხებით სცნობენ.
ჩემი მეგობარი ირწმუნებოდა, რომ თვალებს თუ აუხვევდით, თავისი ქალაქისთვის სუნით შეეძლო მიგნება. მჯეროდა მისი, რადგან უხსოვართა ქალაქის მიწას ფეხსაცმლიდანაც ვგრძნობდი. ამ ადგილს უხსოვართა ქალაქი არ ერქვა, მაგრამ მომწონდა ჩემეული სახელის შერქმევა. აქ ყველაფერი დიდი ხნის წინათ მომხდარსა და დავიწყებულს ჰგავდა, უხსოვარს...ხშირად რომ მეორდება, თუმცა მაინც ივიწყებენ, თითქოს, თავიდან ირიდებენ რაღაც გარდასულს, მომავალშიც გარდაუვალსა და საზარელს.
ლამაზი ადგილი იყო უხსოვართა ქალაქი, ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მეც მისი ნაწილი ვიყავი და უკან დაბრუნებულს, იმდენი შეთხზული ლეგენდა დამხვდა, ვხვდებოდი, არ გამიჭრდებოდა ხელახლა შეწყობა. უხსოვართა ტყე უხსოვართა ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო, სავსსე მოგონებებით, შიშითა და მოჩენებებით, რომლის მტკიცებულებაც ათასი არაკი, მითი და რამდენიმე რეალური გარდაცვლილი იყო.
ამბობენ, რომ უხსოვარ ტყეში წარსულის მოჩვენებები დაძრწიან და ის, ვინც გაბედავს სულებთან მიკარებას, თითოეული მათგანის ტრაგიკულ, საზარელ ამბავს მოისმენს. უხსოვარი ტყის უხსოვარ არსებებს შორის, დაწყევლილი დედოფალი ცხოვრობს. გარდასულ წლებში, სიცოცხლის მანძილზე, მრავალი რისხვა დაუგროვებია. როცა ჩათვლემენ მოჩვენებები და მათთან ერთად, ტყის ხეებზე, დაწყევლილი დედოფლის რისხვა მიიძინებს, ქალბატონი ღიღინ-ღიღინით მოუყვება მსმენელს თავის ამბავს: ამბავს სიყვარულისა და სიძულვილის, მტრობისა და სიკეთის.
ახალ სახლში შესვლისას, ძველმა პატრონმა გასაღები ჩამაბარა და გაძლება მისურვა. დიდი წინდაუხედაობაა, ისეთ ადგილას გადასვლა, თავად გამყიდველიც რომ არ გირჩევს. პატარა ქალაქებში ხშირად არსებობს ერთი საეჭვო, ხანძარგამოვლილი ან ეზოში საფლავებით სავსე სახლი, რომელსაც ყველა ერიდება. ძველი, მაგრამ მშვენიერი ქვის ნაგებობა იყო, თავისი ავეჯით და უამრავი პორტრეტით. ამ სახლში, მესხების გვარი დდაბადებულა, უცხოვრია (რამდენად მოახერხეს, ეგ ცოტა საეჭვოა) და გარდაცვლილა. დიდი ბაბუიან დაწყებული, დიდი შვილიშვილით დამთავრებული, ყველა მათგანის სახება კედლებზე მეკიდა.
სწორედ მესხებს მიეწერებოდა სახლის საეჭვო რეპუტაცია. ძველმა პატრონმა გამიმხილა (არც ეგ დაუმალავს), რომ სხვა გვარის მატარებლმა რომ შეიძინა სახლი, მაშინ დაესვა დაღი მის უშფოთველ ცხოვრებას. თავად, ცოტა მოგვიანებით გაუგია წყევლის შესახებ, რომელსაც „უცხო გვარის“ წყევლა დაარქვეს და რომლისაც, დიდად არ მეჯერა.
აქაურები ირწმუნებოდნენ, რომ მესხების დაბრუნებას ელოდებოდა მათი პირველი კერა, თუმცა ძველ ეგვიპტელ ხალხთა მსგავსად, ისინიც აღიგავნენ პირისაგან მიწის.
მესხებიდან ცოცხალი აღარავინ დარცენილიყო.
- რას საქმიანობთ ინო? - მკითხა ჩემი ახალი სახლის ძველმა პატრონმა.
- ლეგენდებს ვიკვლევ.
- მაშინ ჩათვალეთ, რომ ამ ქალაქში, ბევრი საქმე გექნებათ, თუმცა აუნაზღაურებელი.
- ეგ არაფერი. წიგნების მაღაზიას კონსულტანტი სჭირდებოდა და იქვე, ძველ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარობაც შემიძლია შევითავსო.
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდები აქამდე არასოდეს გამომეკვლია, წარსულიდან უცნაური ხმები მიხმობდნენ უხსოვართა ქალქში. ამ ხმებს დაეპყროთ ჩემი სიზმრები, ბავშვობის მოგონებები და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გამხდარიყვნენ. უხსოვართა ქალაქის დაწყევლილ ქვის შენობას როგორც კი წავაწყდი, მაშინვე მივხვდი, რომ შემეძლო ერთხელ და სამუდამოდ დამესვა წერტილი დაუსრულებელ ჭორაობაზე შეპყრობილი სახლის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ბზარავდა ჩემს მრავალგზის დამსხვრეულ წარსულს.
ერთი სიტყვით, სახლის ავსულებს, ჩემი ხორცი საჯიჯგნად მივუგდე.
მეორე სართულზე, ძველისძველი ბიბლიოთეკა აღმოვაჩინე ტყავის დალაქავებული სავარძლებითა და საწერი მაგიდით. გამიგია, მესხების დიდ ბაბუას, დათიკოს, წერა ჰყვარებია. ისიც აქ იყო, თავად დათიკო მესხი, საწერი მაგიდის თავზე უზარმაზარი პორტრეტიდან მიყურებდა და ღიმილი ეპარებოდა სახეზე. შესაძლოა, სახლის მოსვლას მილოცავდა ან ბოროტად დამცინოდა, რადგან მის თვალში, ერთი უცნობი სულელი გოგონა ვიყავი, რომელიც იდუმალებით მოსილ ქალაქში სრულიად შეუიარაღებელი მობრძანებულიყო.
ეს ოთახი ყველაზე მტვრიანი იყო. შეიძლება ითქვას, ერთადერთი მტვრიანი მხარე. გეგონება, ახალი პატრონისთვის გაწკრიალებული ოთახები დაეხვედრებინათ, თუმცა დათიკოსთან მოსვლა და მისი ნივთების დაწმენდა ვერავის გაებედა.
მეორე სართულიდან, ისევ უკუღმა, ხელახლა შევათვალიერე ყველაფერი. დათიკოს ვაჟიშვილი, გიორგი მესხი და მისი მეუღლე, ლატავრაც ცალ-ცალკე ეკიდნენ. ვიღაცამ მითხრა, დასაფლავებულიც ცალ-ცალკე არიან, ოღონდ, კაცმა არ იცის, სადო.
ლატავრა ადვილი საპოვნელი აღმოჩნდა. მესხების ოჯახს სოფლის სასაფლაოზე თავისი კუთვნილი ადგილი ჰქონდათ. უცნაური ის იყო, რომ ქალბატონის საფლავს თმაგაშლილი ქალის სკულპტურა ამშვენებდა.
გიორგი არსად ჩანდა.
- ალბათ, მაგრად იჩხუბეთ - გამეცინა ჩემთვის - მაგრამ რა იჩხუბეთ ამისთანა?
რამდენიმე მეტრის მოშრებით, კაცი დავინახე. სამარხს თხრიდა. საფლავის მიწის სურნელი უსიამოვნოდ მომხვდა და ვიცანი.
მუდამ ვცნობდი.
ეგ სულ სხვაგვარი მიწა იყო. თითქოს დაწყევლილი და თან დალოცვილი. უანგარო სიყვარულისთვის გამიზნული ადამიანი რომ უნდა ჩაგებარებინა.
მას დარჩებოდა.
ეგ მიწა შეიგრძნობდა სამუდამოდ, შენს სამუდამო სიყვარულს.
იქნებოდა თქვენს შორის: დგახარ მიწაზე, რომლის შიგნითაც ვიღაც გენატრება. მიწა გყოფთ და მიწა გაშორებთ.
ან გაკავშირებთ.
მერე ამოდის ხე და ბალახი.
იქნებ მკერდზე ამოსდის ეგ ხეც და ბალახიც იმას, ვინც გიყვარს?
მესაფლავეს მივაშტერდი.
ნეტავ, ოდესმე თუ იცინის მესაფლავე? ან სიცოცხლე თუ უყვარს ამდენი სიკვდილის მერე? რომლის თანამზრახველია? იქნება, სულაც საჭმელი შია და გაჭირვება გაუხდია თანამზრახველად ამ სიკვდილს, რომ ბევრი მიამარხონ იმ დაწყევლილსა და დალოცვილ, შავ მიწაში.
ახალ საფლავსაც სულ სხვანაირი სუნი უდის. თან ვერ აიცილებ.
კიი, ჯერ არ ჩამარხულა, მაგრამ ჩასამარხად გამზადებული ხომ ასვენია სადმე, სახლში? იმ სახლში, ვიღაცას რომ უყვარდა და ეიმედებოდა.
რომ ელოდა.
ენატრებოდა
ან სწყინდა ბევრი რამ.
ჰა ახლა. თხრის ვიღაც მიწას, ზუსტად მისთვის გამიზნულს და უკვე სულ ერთია ყველაფერი. სულ ერთია თუ ვინმეს აწყენინა, თავი შეაყვარა, დააიმედა, მოანატრა...
მაინც ჩაასვენებენ.
ახლადგათხრილი საფლავის სუნი მართლა განსხვავდება საფლავის მიწისგან, საფლავის მიწას კი იმ მიწისა არაფერი უგავს, კვირტებს რომ ფურჩქნის და ხეხილს აყვავილებს. კი, იმ შავ მიწაზეც მოიყვან რამეს ალბათ, მაგრამ შენი მკვდარი სიყვარულის სამარხის გემო ექნება.
არ არ გინდა, არა.
ცოცხალი რო იყო, მაშინ გაგესინჯა გემო იმ მკერდისთვის, სჯობდა!
- ქალბატონო, კარგად ხართ? - მკითხა მესაფლავემ და ისეთ ცუდ დროს შევნიშნე მისი მოახლოება, როცა ცრემლებისგან ვიხრჩობოდი.
- არამიშავს, უბრალოდ, ლატავრა მეცოდება. ყველას თავისი ოჯახი ყავს, ეს კი მარტოა.
- არა, რატომ? ვაჟი ჰყავდა... თუმცა მოშორებით ასვენია. ჰო, პრინციპში, მარტო დარჩა, მაგრამ რაღა დროს მაგათზე დარდია? თქვენს დაბადებამდე გარდაიცვალა, ალბათ მეც არ ვიყავი ჯერ მოვლენილი. ეს გამომართვით - თეთრი, ნაჭრის ნაქარგი ხელსახოცი გამომიწოდა.
- არ ღირს...
- გქონდეთ. აღარც ვტირი და აღარც ვცივდები. საფლავების თხრისგან, ისეთი იმუნიტეტი მაქვს, რომ ჩემზე ამბობენ, ბოლოს ყველას გაისტუმრებს და ეგ კენტად დარჩება სამყაროშიო. ჯიბისთვის მენანება, ბოლოს ყველაფერს აქაურობის სუნი ასდის, რაც მაცვია.
- გმადლობ - გამოვართვი და ცრემლები მოვიწმინე, ცხვირის მოხოცვა რაღაცნაირად, მომერიდა. მესაფლავეს შევხედე. მუქი ხორბლისფერი კანი ჰქონდა და ძველებური ულვაშები.
ეგეთ ულვაშებს მართლა ძველებურს ვეძახდი. ამერიკული სერიალების იმ ნაწილში მქონდა ნანახი, სადაც 90-იანი წლების კადრებს აჩვენებდნენ. ვინმე სხვას რომ დაენახა, მანიაკობას მიაბრალებდა. მეტყოდა, უეჭველად, თვითონ ჰკლავს და თვითონ მარხავსო. მე სევდიან მესაფლავეს უფრო მივამსგავსე ეგ კაცი - სევდიან მესაფლავეს, ცოცხალი თვალებით.
- ჩვეულებრივ, ასეთი გულჩვილი არ ვარ. უბრალოდ, რაღაცა წარმოვიდგინე და მერე თავადვე ამეტირა.
- არაფერია. ძირითადად, ყველა ეგრე ტირის. ჯერ, რაღაცას წარმოიდგნენ ხოლმე.
- მარტო მაგიტომ?
- კიდევ ბევრნაირი ტირილი არსებობს. სისასტიკედ რომ არ მიმაჩნდეს, წიგნსაც დავწერდი ტირილის ნაირსახეობებზე - სრული სერიოზულობით თქვა. ვერ გავიგე, იხუმრა თუ არა, მაგრამ თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ავხარხარებულიყავი.
ვუყურებდი კაცს, რომელიც ლატავრას სკულპტურას მისჩერებოდა და ნეტავ როგორი ღიმილი აქვს-თქო, ინტერესი მაღრჩობდა. არადა, სულ ერთხელ რომ გაეხსნა ბაგეები, თავადაც მივხვდებოდი.
წარბშეკრული იდგა მესაფლავე.
თითქოს, ჩვეულებრივი გამომეტყველების უფლებასაც არ აძლევდა საკუთარ თავს. იქნებ, პატივისცემის ნიშნად? იმათ პატივისცემის, ვინც ვეღარასდროს გაიღიმებდა..
- თქვენზე ამბობენ, ლეგენდებს იკვლევსო - თვალებში შემომხედა. თან არც მოველოდი თუ კიდევ აპირებდა ხმის ამოღებას.
- დიახ.
- საინტერესო არჩევანია - უკან დაიხია. ეტყობოდა, საქმეს უნდა დაბრუნებოდა - ლატავრა მესხზე ნუ იდარდებთ, როგორც ვიცი, ცხოვრებაში არავინ ეცოდებოდა. არც თვითონაა შესაცოდი.
- რამე დააშავა?
- ქმარი მოწამლა.
- რატომ?
- როგორ ფიქრობთ, ადამიანის მოკვლას მიზეზით გავამართლებთ? - უცნაურად შემომიბრუნა კითხვა.
- გავამართლებთ - ვუპასუხე დაუფიქრებლად.
- მეც ეგრე მგონია. - დამეთანხმა მოულოდნელად.
მესაფლავემ არ ვიცი, რა იგულისხმა.
გულის სიღრმეში, ყველა თავის ტრაგედიას ატარებდა ალბათ.
მაგრამ მე მგონია, რომ თუ ვინმეს მოვკლავდი, ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზი მექნებოდა.
• * *
აქაურობა მხოლოდ იმიტომ შემიყვარდა, რომ პიტნის ჩაის არომატი ისე არაფერს უხდებოდა, როგორც ხედს, ჩემი აივნიდან. უკიდეგანო ტყის ჰორიზონტი მთვარიან ზეცას ერწყმოდა და ვერ ვხვდებოდი, ცხოველთა იდუმალი ხმა მწუხრისფრად განათებული ციდან ისმოდა თუ უხსოვართა ტყე იყო მისი შემქმნელი.
გასაოცრად მშვენიერი იყო!
სასაფლაოს ხედიც უხდებოდა ცოცხალი პიტნის ნაყენს, ხელისგულივით რომ გადაშლილიყო მეორე სართულიდან. აქ ჯერ ისევ ძველებური ლოდებით იკრძალებოდა მიცვალებული. შემაძრწუნებელი მშვენიერებით იწონებდა თავს უხსოვართა ქალაქის ყველა კუთხე.
ეს ჩემი ძველი პორტრეტებიც მივიწყებულ ხალხთა სევდას აღძრავდა, ყოვევლ დღე რომ მნახხველს თავიდან ახსენებდა წუთისოფლის გარდაუვალ ბრუნვას.
- ლატავრა - წამოვთქვი მისი სახელი. უმშვენიერესი ლატავრა... - ნეტავ რა მიქარეთ ამდაგვარი ან შენ, ან შენმა ქმარმა, გიორგიმ. - ლატავრას თვალები ცდილოდნენ სათქმელის გადმოცემას, საიდუმლოს გაზიარებას, მაგრამ დადუმებული ბაგეები უშლიდა ხელს.
სასაფლაოდან ისევ ნიჩბის ხმა მესმოდა.
ვერ ვიტყვი, ცოცხალი ხმა იყო თუ წარსულიდან გამოყოლილ ნიავს მოჰქონდა მისი სამარადისო ექო.
„ძვირფასი შვილი, საყვარელი და, სანატრელი საცოლე“ - ერთი-ერთ სასაფლაოს ლოდზე მიწერილი სიტყვები გამახსენდა. არც რომ ცოლობა დასცალდა ვიღაცას, შვილადაც ვერ მოასწრო ყოფნა და დასაც დაუმძიმა ცხოვრება. ყველა წარწერა თავის წილ ოხვრას იტევდა.
უცნობი ხალხის ნაცნობ ოხვრას.
ძილიც ფხიზელი მქონდა იმ ღამეს. წამდაუწუმ ჭურჭლის ჩხაკუნი მესმოდა სამზარეულოდან და თავს ვერ ვყოფდი საბნიდან. ვერ ვიტყვი, რომ მეშინოდა, მაგრამ წარმოვიდგენდი, უცნობი აჩრდილები როგორ დააბიჯებდნენ ამ ჩემს სახლში და ახალ პატრონს ეძებდნენ.
ნეტავ, რამე თუ ჰქონდათ სადაო ან გასაყოფი?
ნეტავ, თუ მიფრთხოდნენ ან პირიქით, ჩემი დაფრთხობა ჰქონდათ განზრახული...
და ისევ, ძილბურანშიც, ლატავრასთვის მინდოდა მეკითხა, რატომ და რისთვის. როგორი საინტერესო, მისტერიით აღსავსე იყო მისი ამბავი. ლეგენდები, იდუმალი ამბები, სწორედ ამიტომაა გასაოცარი, რომ ბოლომდე არაფერი იცი. გაგების შემდეგ, აზრსაც ჰკარგავს და ინტერესსაც. ბანალური, ცხოვრებისეული ისტორია აღმოჩნდება და გული გწყდება რომ მსგავსი კიდევ ათასობით გსმენია.
მეორე დილითვე დამირეკა სახლის წინა პატრონმა. მომიკითხა. იქნებ, აქამდე, მასაც ღამეული აჩრდილები აწუხებდნენ და ახლა, განთავისუფლებულს, ჩემზე შესტკიოდა გული? ვუთხარი, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
სამსახურის პირველი დღე არც თუ ისე დამღლელი აღმოჩნდა. პირველი ერთი საათის განმავლობაში, მხოლოდ ერთი წიგნი გაიყიდა საბავშვო წიგნების თაროდან. სამაგიეროდ, ბიბლიოთეკა თითქმის სავსე იყო სკოლის მოსწავლეებით. ერთმა ბიჭმა გამანდო, სახლში ბევრი და-ძმა მყავს და წიგნის წაღებას აზრი არ აქვს, მაინც გააფუჭებენ, ამიტომ, აქვე წავიკითხავო. შემოსასვლელი კარის მაღლა წკრიალა ეკიდა. არ ვიცოდი, როგორ ერქვა და წკრიალა შევარქვი. თითქოს, ყველა მომსვლელისთვის იგივე იყო, მაგრამ როცა მესაფლავემ შემოაბიჯა, მაშნვე მოვკარი ყური სრულიად განსხვავებულ ჟღერადობას.
გახუნებული, კრემისფერი პულოვერი ეცვა. ხელში წიგნი ეჭირა. გაუკვირდა ჩემი დანახვა.
გაეღიმა.
იმ დღეს, პირველად ვნახე მისი ღიმილი.
მესაფლავეს ყველაზე სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა სამყაროში. მე კი მისი ნამდვილი სახელიც არ ვიცოდი. ნივთებისა და ადგილებისთვის ჩემეული სახელის შერქმევა მქონდა ჩვევად, მაგრამ ადამიანების მიმართ ასე მოქცევა უსამართლო იყო.
- გამარჯობა
- გამარჯობა
- იცით, თავიდან გამიკვირდა თქვენი აქ დანახვა, მაგრამ მერე გავიაზრე, რომ პირიქით, სულაც არ იყო უჩვეულო.
- მართლა?
- დიახ. ადამიანი, რომელიც ლეგენდებს იკვლევს, უეჭველად წიგნის მაღაზიაში უნდა მუშაობდეს.
- წიგნის მაღაზიაში, ამავე წიგნის მაღაზიის ბიბლიოთეკაში და ამავე წიგნის მაღაზიას რომ კაფე აქვს, იქაც. - ჩამოვთვალე და თავადვე შევშფოთდი.
- ჰო, ამ ქალაქში, ყველაფერი ერთადაა. სამაგიეროდ, ერთიანად, სამი სამსახური გაქვთ. უნდა ამაყობდეთ საკუთარი თავით.
- ალბათ მართალი ხართ - სასტიკად ვიცრუე. სამგანვე ისეთი დაბალი ხელფასი იყო, ერთგან მემუშავა და ცოტა ადამიანური ანაზღაურებით, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მესაფლავესთან ნამდვილად ვერ დავიწყებდი წუწუნს. - რამით დაგეხმაროთ?
- ახალ წიგნს ვეძებ - გულის ჯიბიდან სათვალის საწმენდში გახვეული სათვალე გამოაძვრინა და გაიკეთა, მერე წიგნის ყდას კიდევ ერთხელ შეხედა, გეგონება გამოემშვიდობაო.
გამომიწოდა.
თითოეულ ნივთს საოცარი სიფაქიზით ექცეოდა. თავიდან, მხოლოდ წიგნისა და სათვალის პატივისცემა მეგონა მათი დანიშნულებიდან გამომდინარე, მაგრამ მერე მივხვდი... მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ყველაფერს პატივს სცემდა.
იმ ნიჩაბსაც, წყეულ მიწას რომ ათხრევინებდა ყოველ დღე.
მიწასაც, წყეული სიკვდილის თანამზრახველი რომ გამხდარიყო
და თავად წყეულ სიკვდილსაც, საყვარელი ადამიანის ხორცი რომ გამოეჭამა, სული კი საჯიჯგნად გადაეგდო იმ სამყაროში, რომელსაც არც კი ვიცნობდით.
- დაახლოებით, რა სტილის წიგნებს კითხულობთ?
- როგორ გითხრათ, ალბათ, ყელანაირს. წინა თვეში, ბეკეტის „მოლოი“ წავიკითხე და კავაბატას „ათასფრთიანი წერო“. ახლა რამე უფრო მსუბუქი მჭირდება, რადგან ამ კვირაში, ძალიან ბევრი ადამიანია დასამარხი და არ ვიცი, ფილოსოფიური წიგნების ფონზე, როგორ გადავიტან.
გამეცინა.
და ძალიან მომერიდა.
- უკაცრავად. უბრალოდ, ზოგჯერ ყველაზე ტრაგიკულ ამბებზე მეცინება.
- არაფერია. სასაცილოცაა თუ შავი იუმორი უყვარს ადამიანს.
- დიახ.
- მე ვერაფერს ვუგებ შავ იუმორს.
- მაშინ უიღბლო ამბების სერია უნდა წაიკითხოთ - საბავშვო წიგნების თაროდან ავიღე - გაერთობით. უფრო სწორად, მწერლის ფანტაზია გაგართობთ. საოცრად ტრაგიკულ ამბებს გადმოსცემს სატირული იუმორით, შავ იუმორსაც გაზიარებთ და გაგიკვირდებათ, ეს ყველაფერი ისეთი სახალისო აღმოჩნდება.
- საინტერესო ჩანს. წიგნი გამომართვა და თვალი შეავლო. „უიღბლო ამბების სერია“ -წარმოთქვა ხმამაღლა - და რამდენად უიღბლოა ეს ამბები?
- ჩემზე ცოტათი ნაკლებად უიღბლო, მაგრამ მაინც. მესხების საგვარეულო სახლში გადმოვედი საცხოვრებლად. ამაზე უიღბლო ამბავი გსმენიათ?
- მსმენია. მესაფლავე ვარ.
- ეგეც მართალია - ისევ გამეცინა - სხვათაშორის, ერთი თანამედროვე, ქართველი ავტორი გავიცანი ამ დილას. თითქმის, ნახევარი წიგნი წავიკითხე უკვე და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რას მიმზადებს დასასრული, შემიძლია თამამად გირჩიოთ. საინტერესო წასაკითხია და ძალიან სევდიანი. ამიტომ, დასამარხი ხალხის რაოდენობა რომ შემცირდება, მერე გადახედეთ - „დამარხულთა მიწა“ გადმოვიღე და მივეცი.
- ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მირჩევდით - აღფრთოვანდა.
- რატომ?
- ჩემი დაწერილია.
- ხუმრობთ?
- არა. იშვიათად ვხუმრობ. უიღბლო ცხოვრებას რაც შეეხება, გინახავთ მწერალი, რომელიც ამავდროულად მესაფლავეა?
- ნამდვილად მაჯობეთ - ლამის აპლოდისმენტებით შევხდვი მის უიმედობას. - სხვათაშორის, სამი ბავშვი კითხულობს ბიბლიოთეკაში ამ წიგნს.
- რატომ ინგრევენ ცხოვრებას?
- როგორც ჩანს, უღირთ.
- რა მაგარია, მეგონა, მხოლოდ მე და დეიდაჩემს გვქონდა წაკითხული. ახლა თქვენ და სამი ბავშვიც დაგვემატეთ.
- დეიდა გყავთ?
- ისეთი ხნიერი ვჩანვარ, რომ ჩემს ასაკში, მშობლის ან დეიდის ყოლა ძნელი წარმოსადგენია?
- არა. უბრალოდ ვიკითხე - ხნიერად ნამდვილად არ ვთვლიდი. მეტიც, როგორც კი შევხედავადი, ლოყები მეწვოდა და ზუსტად ვიცოდი, გარედანაც ძალიან წითლად მემჩნეოდა ალმური. - მაინცდამაინც დიდი ასაკი არაა საჭირო, რომ ობოლი იყოთ.
ჩემი თავი გამახსენდა.
დედამიწის ზურგზე, არავინ მყავდა.
არც მეგობარი, არც მშობელი. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზეზი თავად ვყავი. მშობლების ნაადრევ სიკვდილთან რას გავაწყობდი. უმეგობრობა კი ნამდვილად ჩემი ბრალი იყო. ხალხთან ურთიერთობა მომწონდა, ურთიერთობაშიც მუდამ მხიარული და სასურველი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ, მარტოობას ვამჯობინებდი.
დაწყევლილივით.
მე და ჩემი სახლი, ორივე დაწყევლილი ვიყავით და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა თუ არავის ვიყოლიებდით გვერდზე.
- სახლს როგორ შეეგუეთ? - მკითხა მესაფლავემ.
- მშვენივრად. ბოდიში, თქვენი სახელიც არ ვიცი.
- ილია, ილია მქვია. ჩემი ბრალია, თავიდანვე არ გაგეცანით, როგორც ნორმალურ ადამიანს შეშვენის.
- მე ინო ვარ.
- ვიცი.
- ალბათ ცნობილი, როგორც შეშლილთა სახლის პატრონი?
- ცნობილი, როგორც ახალგაზრდა, გამბედავი გოგონა, რომელსაც სამი სამსახური აქვს და მარტო ცხოვრობს.
- შეწყვიტეთ, თორემ საკუთარი თავით ვიხიბლები.
- მართლა არაფერი განსაკუთრებული არ შეგინიშნავთ მაგ სახლში?
- კი. მთელი ღამე ფეხის ნაბიჯებისა და ჭურჭლის ჩხაკუნის ხმა მესმოდა. დილას, დამატებითი ჭურჭელიც ვნახე ნიჟარაში.
- ღმერთო ჩემო.
- არაფერია.
- არ გეშინიათ?
- ცოტათი.
- სჯობს ჩემი ნომერი ჩაიწეროთ. ნებისმიერ დროს დამიკავშირდით - ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა. „დამკრძალავი ბიურო“ რომ ეწერა, ძლივს შევიკავე თავი სიცილისგან. სიმართლე რომ ვთქვა, მერჩივნა, სადმე პაემნაზე დავეპატიჟე, თუმცა როგორც შევატყვე „ახალგაზრდა გამბედავ გოგონად“ მთვლია და საკუთარ თავზე ხნიერი კაცის წარმოდგენა ჰქონდა. ამიტომ, პაემანი იქამდე გადაიდებოდა, სანამ მე არ გამოვიჩენდი ინიციატივას.
ინიციატივებში კი ზედმეტად ვიკოჭლებდი როგორც რომანტიკული ურთიერთობის მხრივ, ისე, ზოგადად, ცხოვრებაში.
- უღრმესი მადლობა. - გავუღიმე. სასწრაფოდ იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორ შემეძლო ამ დიალოგის გახანგრძლივება და ბოლოს, ისევ ჩემი დაწყევლილი სახლი ამომიტივტივდა თავში - მესხების სახლის ისტორია თუ იცით? ან სად შეიძლება მოვიძიო?
- მესხების ოჯახის ისტორიით უნდა დაიწყოთ ალბათ. ამავე ბიბლიოთეკაში შენახულ, ძველისძველ გაზეთებში წააწყდებით. დანარჩენს მე მოგიყვებით, როცა სამუშაო საათები დაგიმთავრდებათ.
- თქვენც ხომ სულ მუშაობთ?
- მიწის თხრა და საუბარი ერთმანეთს ხელს არ უშლის. თქვენი სახლიდან ხელისგულივით ჩანს სასაფლაო. დარწმუნებული ვარ, ხშირად შემამჩნევთ. არ მოგერიდოთ, მობრძანდით.
- გმადლობ - სანამ არ გავიდა იქამდე დავმალე სიხარული.
მის გვარს შევხედე.
ილია ტუღუში.
სკამზე ჩამოვჯექი. გული ისე ამიჩქარდა, ხელი მაგრად მივიჭირე მკერდზე, გეგონება, მიშველიდა. ბავშვობაშიც ხშირად მემართებოდა ანერვიულებულს. თითქმის, ისტერიკაში ვვარდებოდი და ველოდი, როდის მოვიდოდნენ ჩემ დასამშვიდებლად. არაღარვინ იყო.
აღარავინ დარჩენილიყო დამამშვიდებელი წამლითა და წყლის ჭიქით ხელში.
ღრმად ვსუნთქავდი. წარსულის მოგონებები მიბრუნდებოდნენ ღამეული სიზმრებივით, თუმცა ეს სიზმრები ჩვეულ კოშმაკებს არ ჰგავდა. ხეებს შორის დავრბოდი და ჩემი მწევარი გაფაციცებული მიცქერდა რომ არ დავკარგულიყავი.
დამსდევდა.
შემოდგომის მშრალ დღეებში, მიწაზე მოგროვილ ფერად ფოთლებში დავგორავდით და ვხარხარებდით.
ტუღუში...
ტუღუში...
მესხი
და მესხი.
- უკაცრავად, წიგნს დავაბრუნებ - გამომაფხიზ~ლა ბიჭმა. მგონი, ლაშა ერქვა. უთქმელად დავუქნიე თავი, მისი გვარი რვეულში ჩავწერე და დაბრუნებული წიგნის სათაურიც გვერდზე მივუწერე.
კაფეშიც მოგროვილიყო ხალხი.
ბავშვობის დასრულებას ყველაზე მეტად მაშინ გრძნობ ადამიანი, როცა თავზე საყრელი საქმე გაქვს და ცუდად გახდომის დრო საერთოდ არაა.

* * *

სახლში დავბრუნდი. ჯერ ისევ შოკირებული და ანერვიულებული. შოკში ყოფნას იმას ვეძახდი, ყველაფერი რომ ბუნდოვად მეჩვენებოდა. აი, მაგალითად, ხალხს ჩვეულებისამებრ ესაუბრები, მაგიდასთან, შეკვეთილი კენკრის ცივი ჩაი მიგაქვს შოკოლადის ნამცხვართან ერთად, თუმცა დღის ბოლოს, სრულებით არ გახსოვს, ვის რა უთხარი ან ვის რა გაუკეთე.
ყველაფერი ბუნდოვანი იყო მთელი ჩემი წარსულივით.
ერთ ხანგრძლივ შოკს ჰგავდა ჩემი ცხოვრება. იქაც ბურუსი ჩანდა. უხსოვარ ტყეს გავხედე აივნიდან. უხსოვარი იყო ქალაქიც და თავად მეც. ნეტავ, აქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს თუ ახსოვდა რამე. ნეტავ, მესაფლავეს თუ ახსოვდა დამარხული ადამიანები.
პირადად თუ იცნობდა?
ნიჟარაში კიდევ მოგროვებულიყო ჭურჭელი.
ჩვეულებრივ, ჩავთვლიდი, რომ მშიერი ადამიანი შემოჩვეოდა ჩემს კარ-მიდამოს, მაგრამ აბა მე სად მქონდა ამის ბედი? რაღაც უფრო საშიშთან და ყოვლისმომცვლელთან რომ არ მქონოდა საქმე, რის ინო ვიქნებოდი?
საძინებელში ავედი.
ტანზეც არ გამიხდია. საწოლზე დავვარდი და თვალები დავხუჭე. არც მეძინა, არც მეღვიძა. ისევ სიზმრებს ვხედავდი. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ სიზმრებისგან განსხვავებით, ეს კადრები ვერასოდეს დაეხსნებოდნენ ჩემს გონებას.
მორგი.
გვამი.
ნეტავ, ვინ შეუშვა პატარა გოგონა სიკვდილით სავსე ოთახში? ან რატომ ერქვა გვამი სხეულს, რომელიც მთელი არსებით უყვარდა?
გახუნებული სხეული, გახუნებული თვალები, რომელიც ჯერ არავის დაეხუჭა მისთვის.
ვინ შეუშვა ბავშვი?
ვის გამორჩა ბავშვი?
ვის გაეპარა ბავშვი?
რატომ არავის მოუვიდა აზრად მისთვის ეთქვა: ეს ის არაა ვინც გიყვარდა. ესაა ნაჭუჭი, გარსი, სხეული. ეს ვერაფერს გეტყვის, ვერაფერს იგრძნობს. არაფერია. მხოლოდ აჩრდილი იმისა, ვისაც აღმერთებდი.
მაგრამ ბავშვი იდგა უძრავად. და არ იცოდა, ხმას ოდესმე თუ ამოიღებდა ისევ.
სიტყვას აღარ დასძრავდა, კრინტს!
გავიდოდა წლები, საუკუნეები,
მაგრამ ვეღარაფერს იტყოდა.


* * *

ბავშვობის წუმპედან ისევ ნაბიჯების ხმამ ამომიყვანა.
ფეხზე წამოვდექი.
მთვრალი ვიყავი მოგნებებით. ისეთი მოგონებებით, რომლებიც არ უნდა მქონოდა. მოგონებებით, რომლებიც ვერც ერთ მეგობარს მძენდა და მეგობარს ვინ ჩივის, ერთი მტერიც არ მყავდა მთელი გააზრებული ცხოვრების მანძილზე.
როგორ?
იცხოვრო და ერთი არ გყავდეს ისეთი ვისაც უყვარხარ ან ვისაც სძულხარ? ერთი წვეთი სიძულვილი მაინც მეგრძნო... სიყვარულს აღარავინ სჩიოდა.
პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოში ჭურჭლის წკრიალს მივაყურადე და ამაყად შევაბიჯე. ზუსტად ეგ იყო. უდარდელი ცხოვრება კი არა, დარდგადაჭარბებული ცხოვრება ერქვა ჩემს ყოფას. იმდენი იყო საგლოვი, სულ რომ დანაალესილი გუშაგი დამხვედროდა საკუთარ ზღურბლზე, დაუფიქრებლად მივუშვერდი კისერს.
ფეხის ტერფებიდან დავუწყე თვალიერება. თეთრი, ფითქინა კოჭები ჰქონდა, ყველაზე მოკლე თითები დაიტევდნენ მუჭში. შავი კაბა ეცვა და გახუნებული თმა დათოვლილი ფანტელივით მსუბუქად ეფინა მკერდზე.
- ქვეშაფსია ინო მოსულა - მხიარულად წარმოთქვა ლატავრამ.
ლატავრამ, რომელიც საუკუნის წინ მომკვდარიყო.
ლატავრამ, რომელსაც ლაპარაკი ვეღარ უნდა შეძლებოდა.
ლატავრამ - სასიკვდილოდ მშვენიერმა და გარდაცვლილისთვის, ზედმეტად ცოცხალმა.
- ლატავრა - წარმოვთქვი გაუაზრებლად ან გააზრებულად.
- მიცანი? - ისე ჩაიკისკისა, წამსვე მივხვდი, სხვა სამყაროს წიაღიდან მიმზერდა და მისი წარმოთქმული ყველა ჰანგიც არაამქვეყნიური იყო.
თითქოს სხვა სამყაროსი საუბრობდა აქ კი ექოს ვიგებდი მისსას.
- მესიზმრები - თვალები დავხუჭე. მერე ისევ გავახილე. მაინც არ ქრებოდა.
- გელანდები! - დამიზუსტა ამ სახლის სამუდამო დიასახლისმა.
- ლატავრა - გავიმეორე საკუთარი სიტყვა. ალბათ, იმის დასამტკიცებლად, რომ სიმართლეს ვამბობდი და თან დაუჯერებელს.
- მე ვარ. მიცანი, გიცანი ინო - მერე თითქოს, შევეცოდე. სახე სიბრალულმა გადაუწონა. ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა. სიმართლე ითქვას და მაინტერესებდა თუ შემეხებოდა. მის შეხებას თუ ვიგრძნობდი. - რად იქეცი? - მკითხა მან.
თითქოს უკვირდა.
და მეც მიკვირდა.
ლატავრას დანახვაზე მეტად, მართლა ის მიკვირდა, რადაც ვქცეულიყავი.
- და რად ვიქეცი? - გარდაცვლილ მოჩვენებაზე უკეთ ვინ მიპასუხებდა ამ კითხვაზე?
- მე მაინცა გცნობ! - გეგონება, დამაწყნარა. დამაწყნარა, რომ თითქოს, ჯერ კიდევ ადამიანი მერქვა და ადამიანად მოვიაზრებოდი. - დაჯექი - მიმითითა სკამზე.
მთვარეულივით დავეყრდენი მაგიდას და ჩამოვჯექი.
ნამდვილად მჭირდებოდა ჯდომა.
ლატავრას ფერადმა ლანდმა ჭიქა სანახევროდ გაავსო წყლით და კორსიზი ამოიღო ჩემი უჯრიდან.
გულში დაითვალა ეტყობა, მაგრამ ტუჩები გაამოძრავა და რამდენი ჩამიწვეთა, არ ვიცი. მაგიდაზე დამიდგა, დალიეო.
- აქ საიდან? - სხვა ვერაფერი ამოვღერღე.
დავლიე.
მერე გამახსენდა, ამას ქმარი ჰყავდა მოწამლული და მე რაღაც დამინდობდა.
ზოგადად, ალბათ დაუწერელი კანონია, რომ მოჩვენებას სასმელი არ გამოვართვათ.
- აი, იქიდან - შემოსასვლელისკენ, თავის პორტრეტზე მიმანიშნა. სულ არ ჩანდა აქედან ეგ ნახატი, მაგრამ მე მაინც მივხვდი.
- დაბრუნდი?
- ან სად წავსულვარ. ვერსად წავედი. ეგაა ცხოვრება. ბორძიკობ, კვდები, იბრძვი და მაინც ადგილზე მიყინული ხარ. შენც ხომ მიეყინე ადგილს ინო? სადაც არ უნდა გაქცეულიყავი, მაინც აქ დაგაბრუნა რაღაცამ.
- მართალია - თავი დავუქნიე.
- გეშინია? შენ არ მოგწამლავ. ერთხელ რომ ვიღაც მივასიკვდილე, ცოდვად დამდევს დღედაღამ.
- არ მეშინია. მიკვირს.
- მაგას რა უჭირს. მეც კი მიკვირს დღემდე რაღაცეები.
- მაგრამ მაინც როგორ? - ვერ ვიოკებდი ცნობისმოყვარეობას.
- ჯერ ის უნდა ვიპოვნო. ის უდღეური.
- ვინ უდღეური? - აქ ყველა უდღეურები ვიყავით, ცოტათი უნდა დაეკონკრეტებინა.
- გიორგი. ჩემი ქმარი. მაგასა ვეძებ.
- ლატავრა - მერამდენედ გავიმეორე, რა დათვლის. კარგად შევათვალიერე. ადამიანს არ ჰგავდა. არც მკვდარს, არც ცოცხალს. სულ სხვანაირი წარმომედგინა მოჩვენება, მაგრამ ეგეც არ იყო ალბათ. სიცოცხლისგან წასული, სიკვდილისგან ნაგლეჯი, მაგრამ მშვენიერება ვერწართმეული, აქ იდგა, ჩემს წინ.
და მე ვუცქერდი.
არ მეშინოდა.
ალბათ მაგიტომ არ მეშინოდა, რომ ვიღაცას, 13 წლის ბავშვი გაჰპარვოდა ოდესღაც მორგში. მორგამომვლილ გაზრდილ ბავშვს რაღა შეაშინებდა დედამიწის ზურგზე? ან რაღა გააკვირვებდა?
ლატავრა!
არც ცოცხალი და ვერც გარდაცვალებამდე მისული.
მერე მივხვდი, რამდენიმე წუთის შემდეგ. ეგ ლატავრა ზუსტად იმ ნახატიდან იყო - ცხვირი, პირი, თმა, კოჭები, კაბა.
პორტრეტიდან გადმოსული ქალის სხეული მელაპარაკებოდა.
- გიორგი უნდა მაპოვნინო - წარმოთქვა მან.
და მივხვდი, კი არ მიბრძანა, მთხოვა.
ვედრებას ჰგავდა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

აი დამაჟრიალა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა. და დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო რაღაც გველოდება. აუ ილია და ინო. ველოდები მოუთმენლად გაგრძ ლებას

 


№2  offline წევრი likuu_s

როგორ საინტერესოდ დაიწყო.
მსგავსი ტიპის ისტორიას პირველად ვკითხულობ და დიდი იმედი მაქვს ბოლომდე გამოგყვები. :დ

რაღაც ძალიან განსხვავებული ჩანს.
მგონი, წინ დიდი ამბები გველის.

ლატავრა რომ გამოჩნდა, არ დაგიმალავ და ცოტა შემეშინდა :დდდ
მართლაც, რა ლამაზი სახელია - ლატავრა.❤️ნეტავ, რა ამბები გველოდება მესაფლავესთან.

ველი შემდეგს! წარმატებები!❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ვაიმე ქალო მეჩვენებიი? ❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
აი დამაჟრიალა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა. და დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო რაღაც გველოდება. აუ ილია და ინო. ველოდები მოუთმენლად გაგრძ ლებას


ძალიან გამახარე <3 მეც ვცდილობ რომ ცოტათი ახლებური რამე დავწერო და ვნახოთ, როგორ გამომივა.

likuu_s
როგორ საინტერესოდ დაიწყო.
მსგავსი ტიპის ისტორიას პირველად ვკითხულობ და დიდი იმედი მაქვს ბოლომდე გამოგყვები. :დ

რაღაც ძალიან განსხვავებული ჩანს.
მგონი, წინ დიდი ამბები გველის.

ლატავრა რომ გამოჩნდა, არ დაგიმალავ და ცოტა შემეშინდა :დდდ
მართლაც, რა ლამაზი სახელია - ლატავრა.❤️ნეტავ, რა ამბები გველოდება მესაფლავესთან.

ველი შემდეგს! წარმატებები!❤️

ლიკუ იმედი მაქვს, დარჩები.
ცოტა შესაშინებელიც მინდოდა, კიი
ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა

სტუმარი ნინი
ვაიმე ქალო მეჩვენებიი? ❤

არა, ნამდვილი ვარ :დდ

 


№5 სტუმარი one

dzalian sainteresoa)) da latavrastan dialogi indenad natlad da bunebrivad gadmocemuli-shemeshinda))
mogyvebit, kargi khart)

 


№6  offline მოდერი Nuki-rocks

აი,დაბრუნება მესმის.
სისმოვნებით დავიცდი.

წარმატებები❤.

 


№7  offline წევრი თ. ა.

ძალიან საინტერესო იყო.
მიუხედევად იმისა, რომ შენი ძველი ისტორია აჩემებული მაქვს და ამ ჟანრს ვუფრთხი ცოტა, მაინც ერთი სიამოვნებაა, რომ კითხულობ და იმედი არ გიცრუვდება.
ძალიან მიყვარს შენი ნაწერები ანა.
სულ მინდა შენ სიახლეებს ვხედავდე.

 


№8  offline წევრი Life is beautiful

მომწონს თქვენს ისტორიებში, იუმორის თანაცხოვრება.
კომედია, სასიამოვნოა...
გამსაკუთრებით, ის გრძნობა მაგიჟებს, რომ მეცინება და მახსენდება, მარყო ვარ, რომ გავიცინო გიჟი გამივჩნდენი და ამის გამო, სიცილის ნოტებს კისერში ვიკავებ, რაც შემდგომ. მძლავრ სპაზმს მაძლევს.
ხო, ალბათ არაა გასაკვირი, იუმორზე კომპლიმენტი, მაგრამ "გამეორება, ცოდნის დედაცაა და მამაცო!"
და ხო კიდე, სულ შეგრძნება მქონდა, რომ ანა, ან ანი გერქმეოდა.
ნუ რავი, როგორცაა...

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

შემდგარი მწერალი ხარ..ეს საინტერესო ისტორიაა.მიხარია რომ გკითხულობ..

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

one
dzalian sainteresoa)) da latavrastan dialogi indenad natlad da bunebrivad gadmocemuli-shemeshinda))
mogyvebit, kargi khart)

უდიდესი მადლობაა <3

Nuki-rocks
აი,დაბრუნება მესმის.
სისმოვნებით დავიცდი.

წარმატებები❤.

მადლობა ნუკი :*

თ. ა.
ძალიან საინტერესო იყო.
მიუხედევად იმისა, რომ შენი ძველი ისტორია აჩემებული მაქვს და ამ ჟანრს ვუფრთხი ცოტა, მაინც ერთი სიამოვნებაა, რომ კითხულობ და იმედი არ გიცრუვდება.
ძალიან მიყვარს შენი ნაწერები ანა.
სულ მინდა შენ სიახლეებს ვხედავდე.

ძალიან მიხარია თ.ა. რომელი ისტორია გაქვს აჩემებული თუ საიდუმლო არაა?


Life is beautiful
მომწონს თქვენს ისტორიებში, იუმორის თანაცხოვრება.
კომედია, სასიამოვნოა...
გამსაკუთრებით, ის გრძნობა მაგიჟებს, რომ მეცინება და მახსენდება, მარყო ვარ, რომ გავიცინო გიჟი გამივჩნდენი და ამის გამო, სიცილის ნოტებს კისერში ვიკავებ, რაც შემდგომ. მძლავრ სპაზმს მაძლევს.
ხო, ალბათ არაა გასაკვირი, იუმორზე კომპლიმენტი, მაგრამ "გამეორება, ცოდნის დედაცაა და მამაცო!"
და ხო კიდე, სულ შეგრძნება მქონდა, რომ ანა, ან ანი გერქმეოდა.
ნუ რავი, როგორცაა...

ანა მქვია კიი, მეგობრებისთვის ანიც. მარტომ უნდა იცინო თუ უნდა იცინო და ზოგადად, მარტოობაში ცუდი არაფერია. მგონი ჩემს სხვა ისტორიებშიც მარტოობას ვუკეთებ რეკლამას :დდ
ძაან დიდი მადლობა. იუმორი მართლა ვცდილობ რომ არ დავაკლო. ზოგადად, რაც არ უნდა ტრაგიკული ცხოვრება გვქონდეს, იუმორი მაინც უნდა შეგვრჩეს ცხოვრებაში

სტუმარი nancho
შემდგარი მწერალი ხარ..ეს საინტერესო ისტორიაა.მიხარია რომ გკითხულობ..

მეც მიხარიხარ ნანჩო, უდიდესი მადლობაა <3

 


№11  offline წევრი თ. ა.

ენ ჯეინი
one
dzalian sainteresoa)) da latavrastan dialogi indenad natlad da bunebrivad gadmocemuli-shemeshinda))
mogyvebit, kargi khart)

უდიდესი მადლობაა <3

Nuki-rocks
აი,დაბრუნება მესმის.
სისმოვნებით დავიცდი.

წარმატებები❤.

მადლობა ნუკი :*

თ. ა.
ძალიან საინტერესო იყო.
მიუხედევად იმისა, რომ შენი ძველი ისტორია აჩემებული მაქვს და ამ ჟანრს ვუფრთხი ცოტა, მაინც ერთი სიამოვნებაა, რომ კითხულობ და იმედი არ გიცრუვდება.
ძალიან მიყვარს შენი ნაწერები ანა.
სულ მინდა შენ სიახლეებს ვხედავდე.

ძალიან მიხარია თ.ა. რომელი ისტორია გაქვს აჩემებული თუ საიდუმლო არაა?


Life is beautiful
მომწონს თქვენს ისტორიებში, იუმორის თანაცხოვრება.
კომედია, სასიამოვნოა...
გამსაკუთრებით, ის გრძნობა მაგიჟებს, რომ მეცინება და მახსენდება, მარყო ვარ, რომ გავიცინო გიჟი გამივჩნდენი და ამის გამო, სიცილის ნოტებს კისერში ვიკავებ, რაც შემდგომ. მძლავრ სპაზმს მაძლევს.
ხო, ალბათ არაა გასაკვირი, იუმორზე კომპლიმენტი, მაგრამ "გამეორება, ცოდნის დედაცაა და მამაცო!"
და ხო კიდე, სულ შეგრძნება მქონდა, რომ ანა, ან ანი გერქმეოდა.
ნუ რავი, როგორცაა...

ანა მქვია კიი, მეგობრებისთვის ანიც. მარტომ უნდა იცინო თუ უნდა იცინო და ზოგადად, მარტოობაში ცუდი არაფერია. მგონი ჩემს სხვა ისტორიებშიც მარტოობას ვუკეთებ რეკლამას :დდ
ძაან დიდი მადლობა. იუმორი მართლა ვცდილობ რომ არ დავაკლო. ზოგადად, რაც არ უნდა ტრაგიკული ცხოვრება გვქონდეს, იუმორი მაინც უნდა შეგვრჩეს ცხოვრებაში

სტუმარი nancho
შემდგარი მწერალი ხარ..ეს საინტერესო ისტორიაა.მიხარია რომ გკითხულობ..

მეც მიხარიხარ ნანჩო, უდიდესი მადლობაა <3

რა თქმა უნდა ''ის ვინც არავის გავს".
ჩემი რეზიკუნა როგორ მიყვარს.

 


№12  offline წევრი Maia G.

ენ გამიხარდი,არაჩვეულებრივი დაბრუნება გამოგივიდა საყვარელო❤ ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით❤❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Maia G.
ენ გამიხარდი,არაჩვეულებრივი დაბრუნება გამოგივიდა საყვარელო❤ ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით❤❤❤

გაიხარე მაიკო <3 ვეცდები, ხვალვე დავდო

 


№14 სტუმარი Ana-maria

გამიხარდა თქვენი დაბრუნება. ეს ისტორია იყო ძალიან კარგი. მართალია მეშინოდა,მაგრამ ეს იყო ღიმილნარევი შიში. ინტერესით ვკვდები სად არის გიორგი? ლატავრას გამოჩენა იყო შოკი. ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ana-maria
გამიხარდა თქვენი დაბრუნება. ეს ისტორია იყო ძალიან კარგი. მართალია მეშინოდა,მაგრამ ეს იყო ღიმილნარევი შიში. ინტერესით ვკვდები სად არის გიორგი? ლატავრას გამოჩენა იყო შოკი. ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

დიდი მადლობა ანა-მარია. შეიძლება, დღესვე დავდო <3

 


№16  offline წევრი An-El

გამიხარდა შენი დაბრუნება ენ :* როგორც ყოველთვის ეს ისტორიაც განსხვავებული, შენეული და უზომოდ საინტერესოა :)
პ.ს ვგიჟდები მისტიკაზე და მაგარია რომ ამაზე წეერ, მაგრად გამოგდის და აბაშენ იცი :)

 


№17  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან საინტერესოა. თავისუფლად შემიძლია შენზე ვთქვა, რომ გაქვს შენი სტილი და სწორედ ამით ხარ განსხვავებული. ველოდები მეორე თავს ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

An-El
გამიხარდა შენი დაბრუნება ენ :* როგორც ყოველთვის ეს ისტორიაც განსხვავებული, შენეული და უზომოდ საინტერესოა :)
პ.ს ვგიჟდები მისტიკაზე და მაგარია რომ ამაზე წეერ, მაგრად გამოგდის და აბაშენ იცი :)

მადლობა დიდი <3 ძნელი გამოწვევაა ეს მისტიკა, მაგრამ გული მაინც სულ მაქეთ მიმიწევს

K. I.
ძალიან საინტერესოა. თავისუფლად შემიძლია შენზე ვთქვა, რომ გაქვს შენი სტილი და სწორედ ამით ხარ განსხვავებული. ველოდები მეორე თავს ❤️

უღრმესი მადლობა <3

 


№19 სტუმარი sibila

გამიხარდება ყოველდგე ახალი თავი ვნახხოთ აბა რა გამოვა დასაწყისი საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent