შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (1)


18-09-2021, 00:57
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 626

დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს მოაშორა, ოთახის სიბნელეს მზერა შეაჩვია და გაირინდა, რაღაც ამოუხსნელის მოლოდინში გულმა ძგერა დაიწყო და ლამის მკერდიდან ამოვარდა.ირგვლივ სიჩუმე იყო, ისევ სიზმარი ნახა და ამჯერადაც ვერ დაიმახსოვრა შინაარსი, მხოლოდ შეგრძნება, შიშის და სასოწარკვეთის, უკვე ერთი წელია რაც გამთენიისას აღვიძებს ეს საშინელი შეგრძნებები და მაინც, ვერაფრით გაერკვა ასეთს რას ხედავდა სიზმრების სამყაროში, რომ გაღვიძებისას მზად იყო მთელი არსებით ეღრიალა.
უკვე დამშვიდებული სხეულის თრთოლვა საშუალებას აძლევდა წამომდგარიყო, იატაკის სიცივეს შეაჩვია ფეხისგულების სითბო და წამომართულმა, ფარდა ერთიანად გადასწია.უკვე თენდებოდა, მზის მანათობელი სხივები თავაწყვეტით მოქროდნენ დარაბებისკენ და მის ოთახში შლიდნენ სპექტრს.ფანჯრის სახელურს დაჯაჯგურებულმა, ოდნავ შეაღო თუ არა, მაშინვე ეცა ავტომობილების გამაყრუებელი ხმაური.ქალაქის აუტანელი ატმოსფერო აფრთხობდა და აღიზიანებდა.ნელ-ნელა მიენდო იატაკის სიცივეს და მუხლებს ხელი მოხვია, თავჩაქინდრულმა მზერა გაუშტერა ჰორიზონტს და ღრმად ჩაისუნთქა.კარგა ხანს იყო ასე, მერე კი, როცა ხმაური მისწვდა მის ყურთასმენას, მიხვდა, რომ ბინის მაცხოვრებლებმა გაიღვიძეს, ძალდაუტანებლად წამოდგა, ხალათი მოიცვა და ფეხშიშველმა გაიარა დერეფანი.
არ შემცდარა, სამზარეულოში უკვე ფუსფუსებდნენ და შუახნის ქალმა დანახვისთანავე თბილად გაუღიმა.მაგიდის სათავეში მჯდომ ჭაღარაშეპარულ კაცს, ყავის ფინჯანი მოემარჯვებინა,დიდი ყურადღებით ჩასცქეროდა გაზეთის გადაშლილ ფურცლებს, მის დანახვაზე მამაკაცმა წარბები გახსნა და გაზეთს თავი მიანება.
-აბა ჩემო ლამაზო გოგო, ჩაი თუ ყავა?...-ალაპარკდა ქალის თბილი ხმა და ჩაიდანმომარჯვებული დაელოდა პასუხს.
-ჩაი იყოს ლალიკო...-ღიმილით დააბრუნა პასუხი და რამდენიმე წუთში წინ დადგმულ ფინჯანს შემოხვია შეცივებული თითები.
-დღეს რას აპირებ?რა გეგმები გაქვს?...-საქმიანი ტონით წარმოთქმულ ამ სიტყვებზე პასუხი თითქოს უკვე მზად ჰქონდა, თუმცა ხელი შეუშალა ოთახში შემორბენილმა პატარა ბიჭუნამ, რომელმაც მამის ყურადღება ერთიანად მიიპყრო და მის კალთაში იპოვა თავშესაფარი.
-ისეთი გახარებულია სკოლის პირველი დღით, რომ მგონი გუშინ არც უძინია...-სამზარეულოს სივრცე დაიპყრო ახალგაზრდა ქალის ხმამ და მარმარილოს იატაკზე მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნმა.ყურადღების გადასატანად კრუასანს დაწვდა და ძალისძალით დაიწყო ტკბილეულობით პირის გამოტენვა, ვაიდა რამე არ წამომცდეს, ან სახის მიმიკამ კიდევ ერთხელ არ გამცესო...-ლალი ჩაი გაუკეთე და ლანჩის ყუთი მაცივრიდან გამოიღე, სანამ წავალთ ჩანთაში ჩავუდებ.
-შენ მიგყავს? ავტობუსმა არ უნდა მოაკითხოს?...-იკითხა გაკვირვებულმა მამაკაცმა და ბავშვი კიდევ უფრო მიიკრო გულზე.
-დღეს პირველი დღეა და მე წავიყვან, მერე ნელ-ნელა მიეჩვევა...-მადლიერი თვალებით გადახედა ქალს, რომელმაც ჯერ მის შვილს დაუდგა ფინჯანი და შემდგომ ყავის არომატით ავსილი ჭიქა მასაც მიაგება...-შენ დღეს ადრე მოხვალ?
-არა, დღეს ჩვეულებრივზე გვიან მოვალ, მთელი დღე შეხვედრები მაქვს და ოფისიდან კარგა ხანს ვერ მოვიცვლი ფეხს, ასე რომ არ დამელოდოთ.
-ახლა გამახსენდა, სასტუმროზე ხო? დღეს მოდიან მყიდველები?...-უწყინარი იყო კითხვა, თუმცა მისთვის არა, გაფართოებული თვალებით შეხედა მის წინ მჯდომს და ეცადა მშვიდი ტონით წარმოეთქვა კითხვები.
-ეს რას ნიშნავს? მყიდველები სასტუმროსთან რა შუაშია?
-მისთვის ჯერ კიდევ არ გითქვამს?...-ყალბი გაკვირვებით წამოიძახა ქალმა და მთლიანად დააიგნორა მეუღლის თვალების დაბრიალება., ისე განაგრძო ცეცხლზე ნავთის დასხმა...-მამაშენმა გადაწყვიტა სასტუმრო ინვესტორებს მიყიდოს, სხვათაშორის საკმაოდ სარფიანი შემოთავაზებაა.
-მისმინე ტასო, სასტუმრო უკვე წლებია აღარ ფუნქციონირებს, ბოლო ოთხი წელია, საერთოდ დავკეტეთ, სარეველას მიაქვს ეზო და შემოსავალი კი არა, უკვე ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს. გამოჩნდა ინვესტორი, რომელმაც დიდი თანხა შემოგვთავაზა და ეს საუკეთესო შანსია..
-ვისთვის? შენთვის?...-ბრაზი ვერ მოთოკა, ცინიზმით იყო გაჟღენთილი მისი სიტყვებიც და მზერაც, ჯიქურ შემოხედა მამაკაცმაც და ამან უფრო მეტად გაამწარა...-სასტუმროს არ გაყიდი, ამის უფლება არ გაქვს. სასტუმრო არ იყიდება ბატონო გიორგი !
-დაუკვირდი ტონს, როცა მამაშენთან საუბრობ...-შხამივით ჩააწვეთა ახალგზარდა ქალმა, ისე რომ თავის თეფშზე კრუასანისთვის თვალი არ მოუცილებია, თითქოს მშვიდად მიუთითა თუმცა ანასტასიამ იცოდა ეს სიმშვიდე რაზეც უთითებდა.
-შენ ნუ ერევი, მაშინ როცა მამაჩემთან ვსაუბრობ...-ნიშნისმოგებით გადახედა, სხეულში იგრძნო მზადყოფნა თმის ღერის გარეშე დაეტოვებინა მისი ქერა, ტვინისგან დაცლილი თავი.
-მამაშენი ჩემი ქმარია და არ მოგცემ უფლებას დაამცირო, როცა ყველაფერს აკეთებს შენს უზრუნველსაყოფად და სამაგიეროდ უმადურობას იღებს.
-გეყოფათ! ლილე ბავშს ხელი მოკიდე და სკოლაში წაიყვანე, დაგაგვიანდებათ.დანარჩენს მე მივხედავ.
თვალებგაფართოებულ ბავშვს დედამისმა ხელი დაავლო და უკმაყოფილოდ გადახედა მეუღლეს, რომელმაც მაჯაში ხელი წაავლო, წამიერად თვალები დახუჭა,ღრმად ამოისუნთქა და დამშვიდებული სახით დაიხარა რომ კოცნაზე ეპასუხა.ცოლ-ქმარმა ამ ჟესტით პირობა გაცვალეს, რომ კინკლაობა არ ღირდა და ერთმანეთს არ გაუბრაზდებოდნენ.ნელ-ნელა კარებს მიღმა მიიმალა კაკუნის ხმა და სამზარეულოში დარჩენილ ორ მტრულ ბანაკს შორის, დამხმარე ქალბატონის უხერხულობა პიკს აღწევდა.ანასტასიამ მზერა გაუსწორა მამამისის თვალებს და ღვარძლით აივსო გუგების სიშავე.
-და მაინც, ისე აპირებდი გაყიდვას რომ სიტყვაც არ დაგცდებოდა?
-ვაპირებდი შენთვის თქმას.
-როდის? ინვესტორი რომ მსუყე თანხას შემოგთავაზებდა და ხელშეკრულებას ხელს მოაწერდი თუ როცა იქ ჩასვლას მოვინდომებდი და აღმოვაჩენდი რომ ყველაფერი შეცვლილია და მე აღარ მეკუთვნის?...-ნელ-ნელა ამაღლდა ხმა და გაყინა სიტყვები, ზიზღი იყო ანასტასიას მამოძრავებელი ძალა და მზად იყო თავისი ეს გრძნობა დაუფარავად გამოეხატა.
-შენ ოთხ წელიწადზე მეტია იქ არ ყოფილხარ, სანამ ლილე არ ახსენებდა აღარც კი გახსოვდა მისი არსებობა, ახლა კი როცა მიხვდი რიმ სარგებლის ნახვა, როგორც ბიზნესმენს შემიძლია, აფორიაქდი...შენ ყოველთვის ბრაზდები როცა ჩემი საქმე წინ მიდის და ვერ ვხვდები რატომ.
-შენ თვითონ გამგზავნე ბერლინში სასწავლებლად და ახლა მიმტკიცებ რომ ჩემი ნებით ვთქვი უარი იმ ადგილზე?...-გაიცინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო გადაჯვარებინებული მკლავებით, წარბები შეკრა და თავდასხმისთვის მოემზადა...-სასტუმროს არ გაყიდი, ის არ იყიდება !
-ეს სასტუმრო მე ავაშენე ოცდახუთი წლის წინ, ჩემი შრომით, ასე რომ ვერც შენ და ვერც ვერანაირი ძალა ვერ მეტყვის როდის გავყიდო ან როდის დავანგრიო, გასაგებია?
-დაანგრიო?...-ჩურჩულით ამოთქვა და იმედგაცრუებულმა შეაწება თვალები კაცს, რომელმაც წამიერად ინანა წამოყვირებული სიტყვების სიცივე და თავი უღონოდ ჩახარა.
-მის დანგრევას არ აპირებენ, უბრალოდ...წადი ჩაიცვი, ოფისში გამომყევი და ინვესტორებს ერთად შევხვდეთ, მერე შენთვითონ დარწმუნდები რომ ჯობია სასტუმრო გაიყიდოს და ისევ შეძლოს სტუმრების მიღება, ოღონდ რესტავრირებულმა და განახლებულმა...-გაშეშებული იჯდა და მისი გონება ყველგან იყო ამ სამზარეულოს გარდა...-ანასტასია ჩაიცვი, დროზე! ...-ცივი წყლის გადასხმის ეფექტი ჰქონდა კაცის წამოყვირებას და ფეხზე გველნაკბენივით წამოხტა.
კარადაში ყველაფერი ჯერ კიდევ არეული იყო, ეტყობოდა რომ მისი დალაგებისთვის ჯერ ვერ მოეცალათ.საკიდებში მცირეხნიანიანი ძებნის შემდგომ,მოიძია კლასიკური შარვალი და პიჯაკი, ლოგინზე უდარდელად მიაგდო და სააბაზანოში შესულმა, წყლის წვეთების სიცივე აგემა სახის სითბოს, ნიჟარას ჩამოეყრდნო და სცადა ისევე დაემშვიდებინა საკუთარი თავი, როგორც შფოთიანი ძილების შემდგომ.ეცადა აბურდული თმისთვის რამე მოეხერხებინა, თუმცა უშედეგო ცდების შემდეგ, ცხენის კუდად მოუთმენლად შეკრა და უარი თქვა მაკიაჟის მცირე ეფექტზეც კი.სწრაფად ჩაიცვა და ფეხზე მოირგო დაბალძირიანი , შავი ბათინკების სიმძიმე.ათ წუთში უკვე მზად მყოფი, სამზარეულოს კართან აეყუდა და ამოთქვა წავიდეთო.მამაკაცი მაშინვე წამოდგა და უსიტყვოდ გაკრა მხარი, კარში გაჩხერილ ფიგურას.ლალიმ თანაგრძნობით გადმოხედა და გაუბედავად მოიქცია მისი ხელისგული თავისაში, იმის ნიშნად რომ ეთანხმებოდა.
მანქანაში, მამის გვერდით დაჯდომაზე უარი თქვა, უკანა სავარძელზე მოთავსდა და საერთოდ არ ანაღვლებდა გულისგამაწვრილებელად უხერხული სიჩუმე.გიორგიმაც პირში წყალი ჩაიგუბა და ქვეშ-ქვეშად თუ გადახედავდა სარკიდან თავისი შვილის სახემოღვენთილ ფიგურას.ოფისში შესულებს შემოეგებათ ტანზემომდგარ შავ ბარხატის კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ნერვიულად ამცნო უფროსს, რომ შეხვედრა უკვე დაიწყო და ათი წუთია სათათბიროში ელიან.შუშებიანი ოთახი ჟალუზებს დაეფარათ და უკვე მის სივრცეში შესულმა ანასტასიამ, შეხვედრის წევრები ფრთხილად მოათვალიერა. მალევე აისვეტა მის წინ ბატონი გაიოზ გაწერელია, მამისის მრავალწლიანი პარტნიორი და მეგობარი, რომელმაც მხიარულად მიიკრა გულზე და გულთბილად მხრებში ჩაჭიდებულმა მოიკითხა.
-ანასტასია, როდის ჩამოხვედი?
-ორი დღის წინ.
-რცხვენოდეს მამაშენს, დიდ გიორგი ჯანაშიას, რომელმაც საგულდაგულოდ დამალა თავისი ანგელოზის ჩამოსვლა...-მხიარულად წამოიძახა ორი თავით მაღალმა მამაკაცმა და აგილისკენ მიუთითა.ანასტასია წარბშეკრულ ყოფილ შეყვარებულს მიუჯდა გვერდით, რომელმაც სახე იბრუნა,თუმცა როცა მიხვდა თვითონ არ გამომელაპარაკებაო, ისევ მოუბრუნდა და ჯიქურ გაკრა ნიდაყვი მკლავზე.
-ესეიგი ორი დღეა ჩამოხვედი და არც კი გამაგებინე.იმედია მიზეზი გაქვს ამ საქციელის გასამართლებლად.
-იგივე მიზეზი მაქვს, რაც შენ, როცა სასტუმროს ამბავი დამიმალე.
-ვიცოდი გაბრაზდებოდი, თან ტყუილად, უკვე გადაწყვეტილია.გიორგი და მამაჩემი აზრს არ შეიცვლიან და...
-მაგასაც ვნახავთ.
პრეზენტაცია დაიწყო, ახალგაზრდა ჯანაშიას გულმა გამალებით დაიწყო ძგერა, როცა ნაცნობი ადგილის ფოტოებს შესცქეროდა, ისე შეცვლილიყო, გარეთა ფასადის კედლებს ხავსი მოეკიდებინათ, წლებმა და უყურადღებობამ, აქამდე მისთვის ნაცნობი ზაფხულიის თბილი დღეების ავტორი შენობა, ნაცრისფერ, ჩამონგრეულ და სარეველების სავსე ეზოთი გარშემოტრყმულ ციხესიმაგრედ აქცია.მის წინ მჯდომი უცნობი, შუახნის მამაკაცი თავმომწონედ საუბრობდა, მომავალ გეგმებზე და აქტიურად განიხილვდა წინადადების მომგებიანობას, ხელშეკრულების ორივე მხარისთვის.
-ამ ოთახში ყველამ ვიცით, რომ ეს უბრალოდ ოფიციალური შეხვედრაა, ფასზე შეთანხმებულები ვართ და ორივე მხარე თანახმაა ხელშეკრულების დადებაზე, ამიტომ...-ღიმილით საუბრობდა მაგიდის სათავეში მჯდომი გაიოზი, თუმცა უეცრად შეწყდა მისი გამოსვლა, როცა სივრცეში ქალის ცივი ხმა ექოსავით დატრაილდა
-სასტუმრო არ იყიდება ! ...-ახლა ყველას მზერა აეკრო მის მშვიდ სახეს, რომელსაც გადაწყვეტილების სიმტკიცე კიდევ უფრო კუშტს აჩენდა.
-ბატონო გიორგი ეს როგორ გავიგოთ?...-თავის დაძვრენის გზად ესღა მოიფიქრა უცხო მამაკაცმა და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გადახედა ჯანაშიას.
-ჩემი შვილი დღეს მარცხენა ფეხზე ადგა და სიმართლე გითხრათ უკვე ვფიქრობ რომ ბერლინში ოთხი წელი სწავლის მაგივრად ჭერში ბუზების თვლით იყო გართული...-უხერხული სიჩუმე გამეფდა, რადგან ეს ხუმრობა არ იყო.გაწიწმატებული ჯანაშია ერთიანად აჭარხლებული მიშტერებოდა შვილს და საუბარი ისე გააგრძელა, თითქოს ყველას გასაგონად ამბობდა, თუმცა ყველა მიხვდა რომ მის სიტყვებს ერთადერთი ადრესატი ყავდათ...-სასტუმრო, რომლის ეზოც ერთ ჰექტარს უდრის, ხელოვნური ტბით, 450 კვადრატული მეტრის შენობით, რომელიც ერთიანად გაანადგურა ოთხწლიანმა ჩაკეტილობამ და მოუვლელობამ ჩემთვის წლიურად იმაზე მეტი ხარჯის მომტანია ვიდრე მის მოკლე ჭკუას შეუძლია, რომ დათვალოს. ეს კი მხოლოდ იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად რომ ინვესტორი დაინტერესებულიყო და შეეძინა, მისი მუშაობის გასანახლებად.
-თუ საქმე ფასშია, ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია...-ანასტასიას გაუკვირდებოდა, რომ გაეგო, უცხო ადამიანის გულში როგორი მწარე გავლენა იქონია, მამის მიერ შვილზე ასეთი სიტყვებით საუბარმა, ამიტომ ეცადა აფეთქების პირას მყოფი გოგონასთვის ასეთი კატეგორიულობის მიზეზი დაეცინცლა.
-საქმე იმაშია, რომ მე ნამდვილად ვერ მივუთითებ გაიოზს როგორ მოექცეს თავის წილს, თუმცა 50% ამ სასტუმროსი ჩემია და მე მას არ ვყიდი ! ...-თვალები დააკვესა, ჯიქურ დააკვირდა და ხელებში ძალის მოზღვავება იგრძნო.
-მე არ მსურს სასტუმროს ნახევარი, ის მთლიანად მჭირდება და მეგონა რომ პირობები უკვე ყველასთვის გასაგები და მისაღები იყო...-მშვიდმა, თუმცა შეუვალმა ტონმა მაგიდის მეორე სათავედან გაიჟღერა.ეს უცხო ხმა იყო, რომლის მესაკუთრეც აქამდე ჩუმად იჯდა და სიტუაციას თავისი ერთიანად ნაცრისფერი თვალებით აკვირდებოდა.ანასტასიას მისკენ მიხედვის შანსი მხოლოდ წამიერად ჰქონდა, რადგან სკამიდან წამომართულმა გიორგიმ მკლავში ხელი წაავლო და ბოდიშის მოხდით გამოათრია ოთახიდან.
კაბინეტისკენ ისე წაიყვანა რომ ხელი არ მოუცილებია, კარი გააღო, წინ უბიძგა და ერთიანად აფოფრილმა წამიერად მუშტები შეკრა.როცა მიხვდა რომ თავისი შვილი, გაბოროტებით უყურებდა, ზურგი შეაქცია, ტუმბოს ჩამოეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ასე სურდა დაძაბულობის მოხსნა.კარგა ხანს იყო ასე, სანამ კაბინეტს მისი ბარიტონი არ დაეპატრონა.
-დილიდან ჯიუტი ბავშვივით იმეორებ "სასტუმრო არ იყიდებაო".
-იმიტომ რომ არ იყიდება...-მშვიდად წარმოთქვა ანასტასიამ, იმდენად მშვიდად რომ გამაღიზიანებელიც კი იყო.
-ის იყიდება ! ...-ბოლო ხმაზე იღრიალა...-იცი რატომ იყიდება? იმიტომ რომ დაწყველილი ადგილია, იმიტომ რომ ის გამოუსადეგარი ხარჯი და ტვირთია ჩემს მხრებზე...
-როგორც მე...-ნიშნისმოგებით იყო ნათქვამი, თუმცა თუკი მოისურვებდით შეგეძლოთ დაგენახათ, იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება თითქმის აცრემლებულ თვალებში, მთელი ძალით რომ ცდილობდნენ ტკივილის საიდუმლოს არ გამჟღავნებას.
-ასეთი სისულელეები საიდან მოგაქვს ანასტო?...-აშკარა იყო რომ შვილის სიტყვებმა გული მოუკლა, მისკენ წაიწია, თუმცა იმდენივე ნაბიჯით მოშორდა გოგოს ფიგურა.
-შენი სენტიმენტები შენთვის შეინახე...რაც შეეხება სასტუმროს, მე მის ნახევარს და რესტავრაციისთვის საჭირო თანხას ვითხოვ, მერე კი თავიდან მოგშორდებით შენც და შენს ცოლსაც. მემკვიდრეობაზე სრულად ვიტყვი უარს და თქვენი ტკბილი ოჯახი ისევე გააგრძელებს იდილიაში ცხოვრებას, როგორც ოთხი წლის წინ ბერლინში ჩემი წასვლის შემდეგ.
-არ გამოვა, ხომ გაიგონე, მათ არ სურთ ნახევარი, მთლიანად უნდათ შეძენა.თან არ ვაპირებ ამ სულელური გადაწყვეტილების გამო შენი ცხოვრების დანგრევის საშუალება მოგცე და მემკვიდრეობის გარეშე დაგტოვო.შენ ბერლინში იმისთვის ისწავლე რომ ჩემ ბიზნესს გაუძღვე გესმის?
-მე ბერლინში კი არ ვსწავლობდი, ჭერში ბუზებს ვითვლიდი გახსოვს?...-ღვარძლი და ბოღმა იყო მისი შვილობილი, ზიზღი აეკრო სახეზე და დაფარვას არც კი ცდილობდა...-არ ვაპირებ შენ ბიზნესს სათავეში ჩავუდგე, მე სასტუმრო და მისი რესტავრაციისთვის საჭირო ფინანსები მჭირდება, მერე კი მე და შენი ოჯახი სამუდამოდ დავემშვიდობებით ერთმანეთს.
-ანუ მზად ხარ მამაზე უარი თქვა იმ საზიზღარი ადგილის გამო? ადგილის, რომელმაც ჩვენი ცხოვრება დაანგრია?
-თუ დანგრევაზე ვსაუბრობთ, მაშინ მხოლოდ მე ვარ ვისი ცხოვრებაც განადგურდა. შენ მშვენივრად გააგრძელე ცხოვრება შენს კუსკუსელა მდივანთან ერთად.
-ანუ ვაპირებთ ეს ახლა და აქ განვიხილოთ? ისევ წრეზე წავიდეთ?
-არა ! მე მინდა რომ ეს საქმე მოაგვარო და რაც შეიძლება მალე დავიშალოთ...-გიორგის კიდევ სურდა შვილისთვის პასუხის დაბრუნება თუმცა ანასტასიამ გვერდი იბრუნა და მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა.მხოლოდ ისღა სთხოვა ბერაიებს დაუძახე და უთხარი რომ კაბინეტში ველოდებიო.
დიდხანს არ დაუყოვნებია, სათათბიროში დემონსტაციულად გამოაცხადა მათი გვარი და დანაბარებიც გადასცა. მერე გაიოზის უკმაყოფილო სახის შეუმჩნევლად მოთავსდა კოსტას გვერდით და როგორც კი ბიჭმა კითხვები მიაყარა " რა დაგემართა" "ასე რატომ იქცევი" "რა მოხდა შენსა და გიორგის შორისო", მობეზრებული წამოხტა ფეხზე და უცერემონიოდ დატოვა ოთახი. სამზარეულოს ისე მიაშურა, როგორც თავშესაფარს და ელექტრონული ჩაიდანი ჩართო. სამზარეულოს ზედაპირს ხელისგულებით ჩამოეყრდნო და თვალები მთელი ძალით დახუჭა.სურდა რომ გამქრალიყო, ახლა ზუსტად ისეთი შეგრძნება ჰქონდათ როგორც ყოველ დილით, სიზმრებიდან გამოღვიძებულს თუმცა იცოდა რომ ამ შემთხვევაში გამოღვიძებული უკვე კარგა ხანია იყო.
დაძაბული სიტუაცია იყო თავად ჯანაშიას კაბინეტშიც, რომელშიც სავარძელში მოთავსებული გიორგი უხერხულად იშმუშნებოდა, უფროსი ბერაია ფანჯარასთან ბოლთას ცემდა, ხოლო მისი ვაჟი დემეტრე, ისევ ისეთი გაყინული მზერით მიშტერებოდა გიორგის, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი ოღონდ კი დემეტრეს ამ მზერას ასცილებოდა.
-შენ მე მითხარი რომ მზად იყავი სასტუმროს გასაყიდად, ახლა კი უეცრად, როცა ხელშეკრულება უკვე მზადაა და შეხვედრას მხოლოდ ოფიციალურობის გამო ვატარებთ, უარს ამბობ წილის დათმობაზე...ოფისი საბავშვო ბაღად როდიდან გადააქციე?
-მისმინე დემეტრე, ჩემი შვილი ასე ადრე არ უნდა ჩამოსულიყო.
-ფეხებზე შენი შვილი ბატონო გიორგი...-კბილები გააღრჭიალა და ხელისგული მომუშტა...-მე ამ პროექტზე ათიათასობით დოლარი უკვე დავხარჯე, იმიტომ რომ მოვილაპარაკეთ და მე შენი სიტყვის მჯეროდა.
-მისმინე დემეტრე, ანასტასია მაინც ჩემი შვილია და გინდ დაიჯერე გინდ არა, მე მისი მესმის. რადგან ვიცი რატომაც არ უნდა ამ ადგილის დათმობა. საქმე არც ფულშია და არც თავხედობაში. მას თავისი მიზეზები აქვს.
-ხოდა სასამართლოში შევხვდებით, შენ, შენ შვილს და მის მიზეზებს...-წამოიმართა თუმცა გიორგის სიტყვებმა ისევ ადგილზე დააბრუნეს.
-მისმინე დემეტრე, ეს სიტუაცია შენთვისაც მომგებიანია.მისმინე, ჩემი შვილი სასტუმროს გარშემო ყველა ოჯახს იცნობს, ყველას უყვარს, ბავშვობიდან, თითქმის იქ გაიზარდა. ამ ოჯახებში მშრომელი ხალხი ცხოვრობს. შენ არ დაგჭირდება ყველა მუშის წაყვანა, დაბინავება, გამოკვება, ადგილობრივები დაგეხმარებიან ეზოშიც და შენობაშიც, შენ მათ ხელფასებს გადაუხდი და მშვიდად დაიძნებ იმის ცოდნაში რომ ზედმეტი თანხის გადახდა არ დაგჭირდება. ეს ხარჯებს შეგიმცირებს და თან სასტუმროს ადგილობრივების გაცნობის, მათთან მეგობრობის გარეშე ვერ ამუშავებ გესმის?
-ანუ მთავაზობ...?
-მე გთავაზობ რომ ეს მოცემულობა გამოიყენო, აცადო ანასტასიას იმის დანახვა რომ ვერ შეძლებს სასტუმროს გაძღოლას, მობეზრდება და თავად გთხოვს დარჩენილიც იყიდო.
-ანუ გინდა რომ სასტუმროს რესტავრირებაში ტონობით ფული ჩავრთო და შენი ქალიშვილის იმედზე ვიყო, მობეზრდება და წილს მომყიდისთქო? შენ გგონია შევჭამე ეხლა ეგ მე?
-მისმინე, რესტავრირებაში რამდენსაც ჩადებ იმდენივეს ჩავდებ მეც, უფროსწორედ ანასტასია, როგორც წილები, ისევე რემონტის ხარჯებიც 50/50.
-და გაყიდვა რომ არ მოუნდეს?
-მოანდომე ! ...-ყველაფერი იყო ამ ერთ სიტყვაში ჩადებული, თითქოს ჯანაშიამ ბერაიას მზერით ანიშნა, გიცნობ როგორიც ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდება ჩემი შვილის ფერად-ფერადი ოცნებების კოშმარად ქცევაო. გამომცდელად აკვირდებოდა ბერაიაც და ეჭვის მიუხედავად თვითონაც ხვდებოდა რომ გატუტუცებული გოგო დიდხანს ვერ გაძლებდა მთის სასტუმროში, სადაც მალე ათეულობით მუშა, სოფლის მაცხოვრებელი და მტვერი ერთმანეთში აირეოდა. "ალბათ ორ თვეში ატირებული გამოიქცევა მამიკოსთან და პატიებას თხოვს".
მას შემდგომ რომ კაბინეტში განხილვა უკვე ახლად წამოყენებულ პირობებზე დასრულდა, ბერაიებმა და ჯანაშიამ გადაწყვიტეს სათათბიროს დაბრუნებოდნენ, გაიოზთან მოლაპარაკების დასასრულებლად.შუშებიანი ოთახისკენ მიმავალი ჯაბა ბერაია და გიორგი ჯანაშია ჯერ კიდევ საუბრობდნენ, მათ უკან მომავალი დემეტრე კი უეცრად შეჩერდა როცა ოფისის სამზარეულოს ღია სივრცეში თვალი მოკრა იმ გამაღიზიანებელ ფიგურას რომელმაც მისი სამ თვიანი შრომა და შემდგომი გეგმები ერთიანად შემოატრიალა.მისკენ წავიდა და ჯერ ყურადღებით დააკვირდა, ფინჯანში როგორ ყრიდა შავ ფხვნილს, შემდეგ უფრო ახლოს მივიდა, ხელისგულებით სამზარეულოს ზედაპირს ჩამოეყრდნო და როცა ანასტასიამ ცხელი სუნთქვა იგრძნო, გველნაკბენივით შემობრუნებული უცხოს მკლავებს შორის გაჩხერილი აღმოჩნდა.თვალები დააკვესა და ბრაზით შეხედა სითავხედის ადრესატს.
- აინშტაინი ამბობდა ადამიანის სისულელეს საზღვარი არ აქვსო, მგონია რომ ცდებოდა. ადამიანის სითავხედეს არ აქვს მხოლოდ საზღვრები...-დამცინავად წარმოთქვა და თვალები დააკვესა როცა მის წინ მდგომს ხელისგული კრა მოსაშორებლად თუმცა შედეგი ვერ მიიღო.

-გეთანხმები, განსაკუთრებით იმიტომ რომ ამას ის ამბობს, ვინც ოთახში სითავხედის ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ფლობს.
-ხელები გაწიე და სადმე სხვაგან ისუნთქე...-შედეგი მაინც ვერ მიიღო, პირიქით, ბერაია მისკენ უფრო მეტად მიიწია და ამჯერად წარბები შეკრა, ნაცრისფერი თვალები ჩაუმუქდა, ერთიანად გაუბოროტდა და მოექუფრა.
-სასიამოვნო იქნება შენი ტანჯვის ყურება, განსაკუთრებით მაშინ როცა იქ ჩაეკვეტე სადაც შენი ადგილი არ იყო.მალე შევხვდებით, ოღონდ იმ ტერიტორიაზე სადაც დამცველი არ გეყოლება.
-ეს როგორ გავიგო?...-დამცინავად ამოთქვა ანასტასიამ და ჯიქურ დააკვირდა.
-გილოცავ პარტნიორო, ახლა მე და შენ სასტუმროს თანაბარ წილებს ვფლობთ და თანაბარი პასუხისმგებლობა გვეკისრება მის განახლებაში.
-შენ ?
-კი, დავთანხმდი 50%-ს და ზუსტად ვიცი რომ ორ თვეში შენ თვითონ მთხოვ დანარჩენიც შევისყიდო.
-იოცნებე, თავად დამითმობ შენ წილს, თან ისე რომ მუხლებზე დადგები და მთხოვ შენგან, როგორც საჩუქარი ისე მივიღო...-ხმამაღალი განაცხადი იყო ჯანაშიასგან თუმცა ნაპერწკლები, რომელიც ორივესგან მოდიოდა, აშკარას ხდიდა მუქარის ასრულებისთვის ყველანაირი მცდელობის საფრთხეს.
ხელი მთელი ძალით ჰკრა დემეტრეს ორი თავით მაღალ, მოხრილ ფიგურას და სასწრაფოდ წავიდა გიორგის კაბინეტისკენ, გულში ფიქრობდა როგორც კი კაბინეტში დაბრუნდება მაშინვე პასუხს მოვთხოვ ამ იდიოტთან ჩემი გადაკიდებისთვისო.ამ ფიქრებმა არ დატოვა, ტექსტიც კი დააწყო, ოთახში ნერვიულად მოსიარულემ თითოეული სიტყვა გათვალა რასაც მამამისს ეტყოდა გადასარწმუნებლად.ფიქრობდა და აწყობდა, თუმცა გიორგი კაბინეტს არაფრის დიდებით უბრუნდებოდა.ნერვიულად გამოგლიჯა სახელური და ისევ სათათბიროსკენ წავიდა.სწრაფად შეაღო კარი და ის იყო სიტყვა უნდა გადმოსცდომოდათ მის ბაგეებს, რომ დაინახა როგორ დადო გაიოზმა კალამი და როგორ ჩამოართვა გაბადრულმა ხელი დემეტრე ბერაიას, რომელიც ნიშნიმოსგებით შესცქეროდა ახალგაზრდა ქალბატონის აჭარხლებულ სახეს და მზერით თითქოს ემუქრებოდა კიდეც მის მომავალ დღეებს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან დაძაბული და საინტერესოა მომეწონა

 


№2  offline წევრი ირო

წარმომიდგენია უკვე რა მოხდება შემდეგ თავებში.ძალიან კარგია და მომწონს უკვე მათ შორის დაწყებული უხმო ომი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent