შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხსოვართა ტყე (მეორე თავი)


18-09-2021, 21:54
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 988

სასაფლაოების ძველისძველ ნაწილებში, სადაც მართლაც რომ უხსოვარი იყო ყველაფერი, სარეველებს გიჟივით ვებრძოდი. სამი ზომით დიდი, სქელი ხელთათმანებით ლოდებს მიწასა და ბალახს ვაცლიდი.
გაფაციცებით ვკითხულობდი გვარებს.
- სად ჯანდაბაში ხარ გიორგი? სად ჯანდაბაში? - ვერ ვიკავებდი ხმამაღლა რომ არ გამომეხატა ბრაზი.
ღამის სამი საათი იყო.
ისიც ფეხებზე მეკიდა ვინ დამინახავდა და რას იფიქრებდა.
ტყიდან გამოსული ნადირის ან ლატავრას მსგავსი ასეულობით არსების ხმებიც აღარ მადარდებდა.
- ჯანდაბა! გიორგი! - ვეძახდი გიორგი მესხს. არ გამიკვირდებოდა რომ ეპასუხა, მას შემდეგ, რაც მისი ცოლი გამომეჭიმა საკუთარ სახლში და ჩაის მომზადების ტექნიკა დამიწუნა.
- ინო? - მომესმა ილიას ხმა.
ვიმედოვნებდი, ილიასი იყო და არა იმათი, ვის საფლავებსაც გამალებით ვხეხავდი.
- დიახ, მე ვარ - წარმოვთქვი ისტერიულად. მერე სახეზე მივანათე ფანარი და მუხლებამდე მიწაში ამოგანგლული, ფეხზე წამოვენთე.
როგორ განადგურებულადაც არ უნდა მეგრძნო თავი, მისი სახე სიმშვიდეს მგვრიდა.
- რას აკეთებთ?
- გიორგი მესხს ვეძებ.
- აქ არ არის. მე უთუოდ მეცოდინებოდა.
- ეტყობა, კარგად გემალებათ.
- ინო, რამე მოხდა? - ნიჩაბი გვერდზე გადადო და თანაგრძნობით შემომხედა. სახეზე მეტყობოდა ალბათ, რომ მოჩვენება მყავდა ნანახი.
- დიდი შეცდომა იყო ამ ქალაქში გადმობარგება. აი, რა მოხდა. მორიგი შეცდომა დავუშვი და ახლა პასუხს ვაგებ.
- სახლმა გაგაგიჟათ?
- ყველამ გამაგიჟა - მიწაზე ჩამოვჯექი. ძალიან შეწუხებული ჩანდა. თითქოს, სიტყვებს ეძებდა ჩემს გასამხნევებლად, მაგრამ რას მეტყოდა ისეთს, რაც მდგომარეობას შემიმსუბუქებდა?
- სახლში წადით, დაიძინეთ!
- თქვენ რატომ არ გძინავთ?
- მე ვერ ვიძინებ - გამომიტყდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გამომიწოდა. ცოტა კი მომერიდა, მაგრამ გამოვართვი. - ხალხი მაბრაზებს.
- რას გიშავებენ?
- კვდებიან.
გამეცინა მის ნათქვამზე.
ერთადერთი იყო, ვინც არ ხუმრობდა და მაინც მაცინებდა.
შავი ფერის ასანთით მომიკიდა. უცნაურია, რომ ქარი ჰქროდა, მაგრამ არ ჩაუქრია მისთვის. ზოგჯერ მეგონა, მთელი სამყარო პატივს სცემს-თქო, თუმცა ასე რომ ყოფილიყო, მესაფლავეობისთვისა და შეუმდგარი მწერლობისთვის არ გაიმეტებდა.
- თქვენ არ მოწევთ? - ვკითხე, როცა კოლოფი ჯიბეშივე ჩაიბრუნა.
- არ ვეწევი. სასოწარკვეთილი ხალხისთვის დამაქვს.
- ამ ქალაქის მერი უნდა გახდეთ. ყველაზე ზრუნავთ. ცოცხლებზეც და მკვდრებზეც.
- აი, ეგ კარგი ხუმრობა იყო - საჩვენებელი თითი ჩემი მიმართულებით დააქნია.
არადა, ხუმრობა აზრადაც არ გამევლო.
- წიგნი ძალიან კარგი იყო ინო, გმადლობ. - გვერდზე მომიჯდა. - ვიხალისე. ზოგჯერ, სატირალ ამბებზე მეცინებოდა. მგონი, ნელ-ნელა, შავ იუმორს ვსწავლობ.
- უკვე დაამთავრეთ?
- კი, სწრაფად ვკითხულობ.
- კიდევ თორმეტი ნაწილისგან შედგება.
თვალები გაუბრწყინდა.
ისეთი ანთებული სახით შემომხედა, არ მეგონა, წიგნს თუ შეეძლო მისთვის ბედნიერების ასეთი მასშტაბი მიეგვარა.
- რას ამბობთ? მშვენიერი სიახლეა - მერე თავის ნიჩაბს შეხედა - გაიგე ჟორა? კიდევ გავაგრძელებთ.
- ჟორა ჰქვია თქვენს ნიჩაბს?
- კი. ეს ჟორა მეჩვიდმეტეა. მის წინამორბედებსაც ჟორა ერქვათ. არ ვიცი, ამას რატომ გიმხელთ. მესაფლავეები ყველას იდუმალი, ბურუსითმოცული ხალხი ჰგონია და თუ ამასაც გაიგებენ, იფიქრებენ, გაგიჟდა საწყალიო.
- უარეს სიგიჟეებზეც მსმენია.
ორივეს გაგვეღიმა.
როგორ მინდოდა, მეკოცნა მისთვის. კაცისთვის, რომელიც სულ სამჯერ მყავდა ნანახი.
ვერ ვიყავი ისეთი გაბედული, ხალხი რომ მთვლიდა.
ნეტავ მეკოცნა. ღამით, თავზე ვარსკვლავები დაგვნათოდნენ სასაფლაოებით გარშემორტმყმულ ორ ცოცხალ სულს.
ტყის ნიავს ვგრძნობდით.
არ ვიცი, ილია ჩემი მსგავსი სიმძაფრით თუ აღიქვამდა მაგ ნიავის ძალას: მაჯებს მიყინავდა, მახსენებდა, რომ ყველა ცოცხალი, ადრე თუ გვიან, ამ დოლის ქვეშ დამალავდა სახეს.
უნდა მეკოცნა.
და სიგიჟე იქნებოდა. მანდვე დასრულდებოდა ალბათ ჩვენი არდაწყებული ისტორია, მაგრამ რაღაც ისეთს ხომ გავაკეთებდი, რაც მსურდა და რაც შევძელი?
სახლში დავბრუნდი. გიორგის ძებნას აზრი არ ჰქონდა. თივის ზვინში წარმოსახვითი ნემსის ძიებას ჰაგავდა, რომელიც როდის დაიკარგა, ვის დაეკარგა ან თუ საერთოდ დაკარგულა, არავინ იცოდა.
იქნებ ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო?
იქნებ სახლი კი არა, საკუთარი თავი გამჩენოდა ყველაზე მოსისხლე მტრად და ჩემს დასჯას ცდილობდა? აბა, რას ჰგავდა ეს ყველაფერი. ყველაზე საეჭვო ადგილი ვიყიდე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ფულით. თან ჩემი კი არა, ჩემი მშობლების დაგროვილით.
უბრალოდ, სულ ეს იყო, რაც გამაჩნდა.
უკეთესის შანსი არც მომცემოდა არასოდეს,
- ქვეშაფსია ინო დაბრუნდა - შემომეგება ლატავრა და ყველანაირი ფიქრი გაიფანტა იმის შესახებ, რომ უბრალოდ მძიმე ემოციურ ფონზე მომეჩვენა წამით პორტრეტიდან გადმოსული ქალი. - ვერ იპოვნე ხო ჩემი ბედშავი ქმარი?
- ვერა - მერე ღრმად ჩავისუნთე და იმისთვის შევემზადე, რომ ახლა დაძაბული დიალოგი მექნებოდა გარდაცვლილ ქალთან - შენ მოწამლე, შენს სიცოცხლეში არ მოკვდა? ასე ამბობენ.
- ამბობენ და მართალიცაა. განა ყველა ჭორი ტყუილია - გაეცინა ლატავრას - უბრალოდ, სად დავმარხე, აღარ მახსოვს. ერთგვარი სასჯელია. ყველა მოგონებას იტევს ჩემი ვერცოცხალი ტვინი, მაგრამ გიორგი სად მივათრიე, არ ვიცი.
- ადამიანი რომ მოკალი, მაგას თუ იაზრებ? - ვკითხე და მერე წამშივე შემეშინდა მისი გაბრაზების.
- სულელი ხომ არ გგონივარ. ვიცი, რაც ჩავიდინე. გინდ დამიჯერე გინდ არა. მე საზიზღარი ხასიათი მქონდა, ცივი ვიყავი და ალქაჯსაც მეძახდნენ ზურგს უკან, მაგრამ მკვლელი არასდროს მრქმევია. გიორგი მოვკალი. კი ბატონო. შენ არ ამბობდი, ადამიანის მოკვლას შეიძლება მიზეზი ჰქონდესო?
- კი - თავი დამნაშავესავით დავუხარე.
- ჰო და შემოდი სახლში. თვალის უპეები ჩაგშავებია. დაიძინე და დილით, ფერუმარილი შეიყარე.
- კარგი, ფერუმარილს შევიყრი - ცოტათი გამეცინა - მაგრამ არამგონია, დამეძინოს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენ გესაუბრები.
- მაპატიე. ზოგჯერ, ვერ ვიაზრებ, რამხელა შიშია შენთვის ჩემი გამოჩენა. - ღრმად ჩაისუნთქა. წამით, მომეჩვენა, რომ გამჭვირვალე ფილტვები ჰქონდა და მისი ჩასუნთქული ჰაერი კაბის ღილებიდან გამოფრინდა. - დაიძინე.
- რატომღაც მგონია, რომ აღარასოდეს დამეძინება.
- ჰო, მესმის. გათხოვების პირველ ორ წელს მაგონებს. მეც დამფრთხალი მქონდა ძილი.
- რატო? ბავშვის გამო?
- აღვირახსნილი გიორგის გამო - თვალი ჩამიკრა.
- ახლა დაყრუებაზეც ვოცნებობ. - მეხუთე ჭიქა ჩაი დავისხი.
- მესაფლავე მოგწონს!
- არ ვაპირებ, ჩემს პირად ცხოვრებაზე ველაპარაკო ქალს, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
- არ გადავცვლილვარ, მოკვკდი. გარდაცვალებას მაშინ ამბობენ, როცა სხვა სამყაროში მიდის ადამიანი, სასუფეველს იმკვიდრებს. მე კი აქ ჩავრჩი. მოვკვდი. გიორგი, რომელიც არც აქაა და არც იქ, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ჩაძაღლდა.
- გიორგიზე ეგრე ნუ ამბობ! - წამით, გავღიზიანდი - არ ვიცი, რა მოხდა თქვენ ორს შორის, რა ურთიერთობა და უსიამოვნება გქონდათ, მაგრამ კარგი კაცი იყო. ყველა მაგას ამბობს. შენ კი ახლაც ალქაჯად მოგიხსენიებენ.
- ვიცი.
- მერე?
- დაჯექი და კერე! არასოდეს მდომებია, ვინმეს ვყვარებოდი. არასდროს მომიკატუნებია თავი, თითქოს, ფრთაშესხმული ანგელოზი ვიყავი. კაცები მაინც სულელებივით მეტრფოდნენ. წყევლაა. ლამაზი ქალის შეყვარება დიდი წყევლაა. როცა ვინმე გარეგნობის გამო გიყვარდება, ეგეც სიყვარულია ინო თან გაცილებით უფრო ავადმყოფური, მანიაკური.
- გიორგისაც ეგრე შეუყვარდი?
- ჰო. რა მოგვიტანა მერე ამ ყველაფერმა? სიკვდილი, ღალატი, მტრობა, გულისტკენა.
- არ გინდა, მომიყვე? მაინც ვერ დავიძინებ. ცხრაზე სამსახურში უნდა წავიდე. წინ მთელი ხუთი საათი გვაქვს.
- შენ შეეგუე იმ ფაქტს, რომ გარდაცვლილს ესაუბრები და მზად ხარ, ჩემი მონაყოლიც ისე მიიღო, თითქოს, ცოცხალი გიყვება?
- არაფრისთვის მზად მე არა ვარ, თუმცა მაინც სიამოვნებით მოგისმენ.
- რა გაეწყობა, კეთილი - მხრები აიჩეჩა და სავარძელზე ჩამოჯდა. - ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, ასე, 1915 წელს, როცა უკვე 14 წლისა ვიყავი და მაგ დროისთვის, ჩემს კლასელებს შვილები გჰაყვდათ. გათხოვებას არ ვაპირებდი. მამაჩემი ადრე დაღუპულიყო, დედა და პატარა ძმა მყავდა. დედაჩემი ბევრს ავადმყოფობდა და ძმას ვუვლიდი. პირველად რომ ხელის სათხოვნელად მოვიდნენ, მონადირე მამაჩემის იარაღი გადმოვიღე და ფეხებში დავახალე ტყვიები. ნუ გეშინია, არ დამიჭრია. კარგად ვიცოდი სროლა, აცდენა როცა მინდოდა, ვაცდენდი, მაგრამ ოდესმე ვინმეს ჩახცრილვა რომ მდომებოდა, დამიჯერე, კილომეტრიდან მივასიკვდილებდი. ვერ წარმოიდგენ, რამხელა ბრძოლა დამჭირდა, 19 წლის ასაკამდე მისაღწევად. საბოლოოდ, დედაც გარდამეცვალა. ჩემი ძმა ჯერ კიდევ პატარა იყო. გიორგის აქამდე, მრავალჯერ ჰქონდა ცოლობა ნათხოვნი, საბოლოოდ, დავთანხმდი. ძლიერი, შეძლებული ოჯახიდან იყო, მამამისი მთელ ქალაქს აზანზარებდა. ალბათ შენიშნავდი დათიკოს პორტრეტსაც.
- კი, ვნახე.
- ნუ გეშინია, დათიკო არ გამოგეცხადება.
- არ მეშინია. პირველი მოჩვენების დანახვაა ძნელი, მერე ლიწინით მიდის.
- რას ვყვებოდი? ბოდიში, რაც მოვკვდი, მეხსიერება მღალატობს.
- იმას მიყვებოდი თუ როგორ გაჰყევი გიორგის ანგარებით.
- ჰო, ჰო,ანგარებით გავყევი და იმ სულელმაც მომიყვანა. არ ვიცი, რანაირად ვუყვარდი. ცივი ქალი ვიყავი მძიმე ხასიათით. გართობა არ მყვარებია, არც დროსტარება, საჭმლის გაკეთება არ ვიცოდი, გიორგის უწევდა, მათ შორის ბავშვებისთვისაც.
- ბავშვებისთვის?
- ჰო, სამი შვილი გვყავდა. შინაბერა ელისაბედი, შინაბერა ნინელი და ლუკა.
- შვილებს შინაბერებს ნუ ეძახი!
- ოჰ, დიდი ამბავი. მთელი ქალაქი შინაბერას ეძახდა. ერთი სიტყვით, დავქორწინდით. ჩემზე ამბობდნენ, უცხვირპიროაო. განა იმიტომ, რომ ცხვირ-პირი არ მივარგოდა.
- ვიცი ეგ რასაც ნიშნავს, არაა ახსნა საჭირო.
- მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ცხვირ-პირი მქონდა, კალმით ნახატი თვალ-წარბი და მზის სადარი, ოქროსფერი თმა, მაინც ცუდი ზნის ქალი მეთქმოდა - წამოდგა. საუბრისას, ემოციური ხდებოდა, ხელებსაც ახმარდა აზრის უკეთ გადმოსაცემად - გიორგის ან ისეთი უნდა ვყვარებოდი, როგორიც ვიყავი ან არ მოვეყვანე. იმედია, გესმის, რაზეც ვსაუბრობ ხო? მე არაფერი დამიძალებია, თვითონ დაიჭრა ვენები. უბრალოდ, ავირჩიე, ავდექი და ავირჩიე ათასს შორის.
- მგონი ცოტას აბუქებ. სიმდიდრის გამო არ აირჩიე?
- მთავარია, რომ ავირჩიე!- ტონი გაუმკაცრდა - სიმდიდრის გამო... და კიდევ, წყნარი იყო. მკვდარივით წყნარი. შეიძლება ცუდად ჟღერს ეს შედარება, მაგრამ მე ზუსტად მაგიტომ მიმიწია გულმა. მე - უცხვირპირო, ავი, კაპასი, უუნარო. გიორგი - წყნარი, გულკეთილი, ნებისმიერ დროს, დახმარებისთვის მომართული. როგორც არ უნდა მეწყენინებინა, როგორც არ უნდა დამეკოდა ენით, ხმას არ ამოიღებდა. ერთ გადაბრუნებულ სიტყვას არ მეტყოდა ეგ წყეული! მე კი ანგარებიანი, ქონებას დახარბებული ქალი ვიყავი, რომელიც საბოლოოდ, გიორგის მიეჯაჭვა.
- მიჯაჭვაში რას გულისხმობ?
- გიორგის სუნთქვაც მაგიჟებდა - სარკესთან დადგა, თმა გაისწორა, თუმცა სარკე მის სილუეტს არ ირეკლავდა - წყნარი, უთქმელი... ღმერთო, რანაირი იყო... რანაირი - ღრმად ჩაისუნთქა.
სკამზე დაენარცხა.
ენით გამოუთქმელი სასოწარკვეთა დავინახე მასში. რამდენიმე საათის წინ უტეხი, საშიში მომეჩვენა. ახლა კი სახემოქუფრულს, წარბები განრისხებულივით დაკლაკვნოდა, თუმცა მრისხანება კი არა, სასოწარკვეთა იყო მასში დაბუდებული.
- მერე?
- მეზობლის ქალს კოცნიდა, დავინახე. ვიღაცასთან ნაფერები ტუჩებით მერე მე უნდა მომფერებოდა. ჩემი რომ ერქვა და სხვას გაუნაწილა, იმ კანით უნდა შემხებოდა. ჩაიზე დავსხედით. ჩაი ერთადერთი იყო, რასაც კარგად ვაკეთებდი და ეგეც სულ ხელებს მიკოცნიდა დალევამდე და დალევის შემდეგ. ზუსტად ვერ გეტყვი, იმ ქალს მაშინ პირველად შეხვდა თუ მანამდეც საყვარლები იყვნენ, მაგრამ თვალებში ვერ მიყურებდა,სიტყვა არ დაუძრავს. ბავშვები ჩემს ძმასთან მყავდა დატოვებული. ეს სახლი მალე ცოდვით აივსებოდა პირამდე, არ მსურდა, ბავშვებიც აქ ყოფილიყვნენ. მეც გიორგივით ხმა ვერ გავიღე. გამიწყდა, გადამეყლაპა ეს დაწყევლილი ენა. ძალა მოვიკრიბე და ვკითხე:
- მე რომ სხვასთან დაგენახე, რას იგრნობდი?
- მირჩევნია, მოვკვდე - მიპასუხა. თან მიხვდა ის უბედურ დღეზე გაჩენილი, რომ ყველაფერი ვიცოდი.
- მაშინ მოკვდი - გამეღიმა და მაგიდიდან ავდექი. საძინებელში, ჩვენს საწოლში შევწექი.
ძილი მინდოდა. ალბათ მკითხავ, ქმარს კლავდი და რა გაძნებდაო. უბრალოდ, ჩვენი ზეწრების სურნელი მინდოდა მხსომებოდა. ორ საათში ჩამოვედი. მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო. სიცივე ვიგრძენი მისი სხეულიდან. ორი მეტრის მოშორებით ვიდექი, მაგრამ მაინც ვიგრძენი.
გული გაუსკდაო, ამბობდნენ.
ზურგს უკან, ყველა ჩემკენ იშვერდა ხელს.
განა იცოდნენ, რომ მოვწამლე. არა, არ იცოდნენ. უბრალოდ, ეგეთი ტაქტიკა აქვს ხალხს. ვინც არ მოსწონთ, იმას ბრალდება ყველაფერი.
თუმცა არავის არაფერი უკითხავს. ვინ რას გამიბედავდა. ეშინოდათ, ალქაჯია და ჩვენც არ გავისტუმროსო.
პანაშვიდზე ის ქალიც იყო მოსული. ნამტირალევი, დასიებული სახით.
მე არ ვტიროდი.
დაე, ყველას საბოლოოდ ეფიქრა, რომ გიოც ფეხებზე მეკიდა და ყველა დანარჩენიც. სამაგიეროდ, იმის მერე ცოლობა აღარავის უთხოვია.
- ვწუხვარ ლატავრა.
- იმიტომ არ მომწონს ეგ შენი მესაფლავე - ფარდა გადასწია თუ არა, უკუნითში შთანთქმულ სახლს გამთენიის სხივები მიასკდა ფანჯარაში. - ეგეც გიორგის მსგავსად წყნარი და უტყვია. რა ღალატს მალავს გუშლი, კაცმა არ იცის.
- ილიას გულისხმობ?
- ჰო. ტუღუშის კაცები ეგეთი წყნარები არიან. გეცოდინება შენ - თვალებში შემომხედა. სული გამიშიშვლა.
ჯერ კარგად არ ვიცნობდი ქალბატონ ლატავრას, მაგრამ აშკარად, ერთი სიტყვითაც შეეძლო, ყველაზე ღრმად ჩამარხული საიდუმლო დღის შუქზე გამოეფინა.
- ილიაზე სიტყვა არ დაგცდეს. ჯერ მეც სამჯერ მყავს ნანახი და შენ რა იცი, ნეტავ.
- მკვდარმა ყოველთვის მეტი იცის. გიორგის პირველივე ნახვის მერე ამოსდიოდა ჩემზე მზე და მთვარე. ნახვის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ... ერთი სიტყვით, ცოდვა მეორდება.
- ანუ უკვე დაგვაქორწინე და ახლა ილია მღალატობს? - მაგრად გამეცინა.
სიმართლე ითქვას და ცოტა მესიამოვნა, სანამ სიტყვა ღალატსაც წარმოვთქვამდი.
- არა. ილია შენ არ შემოგხედავს - ნიკაპი თითებით დამიჭირა და სახე ამაწევინა - განა იმიტომ, რომ ლამაზი არ ხარ? ლამაზი ხარ, ხომ იცი, მე არ მოგატყუებდი.
- ვიცი. ისეთი პირდაპირი ხარ, საკუთარ შვილებს შინაბერებად მოიხსენიებ.
- ზუსტად! ლამაზი ხარ ინო, ინიკო, მაგრამ ის კაცი შენზე სხვანაირად არ იფიქრებს. მე კი ვხვდები რატომაც მოგეწონა, რატომ გავარდი სახლიდან შეძრწუნებული და რატომ შემოხვედი უკან ლოყებაღაჟღაჟებული.
- მოდი, ნუ გავარჩევთ ჩემს პირად ცხოვრებას, რომელსაც არც პირადი ეთქმის და ვერც ცხოვრებად მოიაზრება. მხოლოდ გიორგის საფლავის პოვნა გინდა? რატომ ხარ ჩემთან, რატომ ხარ ამ სახლში, რა არ გასვენებს?
- დიახ, უნდა იპოვნო გიორგის საფლავი, ამომათხრევინო, რაც მისგან დარჩა და ტყის ნადირებს მივუგდოთ დასაგლეჯად.
- ბოდიში, მაგრამ მაგ ყველაფერს ვერ გავაკეთებ.
- ღმერთო, ვინაა ეს მამააბრამის ბატკანი. უბრალოდ, საფლავი მაპოვნინე, კარგი?
- ვეცდები.
- არა, ეგ არაა საკმარისი. უნდა დამპირდე, რომ იპოვნი. არ ვიცი, რამდენი დრო მაქვს. შეიძლება, სულ გავქრე. როგორ ფიქრობ, ერთი ნახატი რამდენ ხანს დაიტევს ჩემს სულს? 120 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოვკვდი. კაცმა არ იცი, როდემდე შევძლებ აქ ყოფნას. ბოლოს და ბოლოს, სასუფეველს დავიმკვიდრებ ან ვერ დავიმკვიდრებ, მაგრამ სადმე ხომ გავქრები და დამრჩება ეგ საქმე დაუსრულებელი.
- გპირდები, რომ გაპოვნინებ. ოღონდ არაფერი დაუშავო.
- რაღა უნდა დავუშავო? - ხმამაღლა გადაიკისკისა - მეორედ ვეღარ მოვკლავ.

* * *

სამსახურში გიჟივით დავრბოდი. იმის გამო, რომ ერთდროულად, წიგნების კონსულტანტი და კაფის მიმტანი ვიყავით და თან სხვა ვერავინ ვიპოვნე, ვინც ჩემს შრომას შეამსუბუქებდა, ახლა მარტოს მიწევდა ორ ფრონტზე ბრძოლა. ბავშვები სკოლის მერე, სახლის ლიმონათისა და სენდვიჩების აქციისთვის მოიჩქაროდნენ ან სამი წიგნის ორის ფასად შეძენა სურდათ. წინსაფრის მოხსნას ვერ ვასწრებდი, მაღაზიაში შევრბოდი წიგნების გასაყიდად.
სიმართლე ითქვას და ცოტათი მომწონდა მსგავსი რეჟიმი. მხოლდ ლატავრასა და ილიაზე ფიქრს ვასწრებდი. დანარჩენ უსიამოვნო მოვლენებს ვეღარ განიხილავდა ჩემი გონება.
საბოლოოდ, პიკის საათმა გადაიარა და ჭამისთვისაც მოვიცალე. ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოვჯექი. აქაურობის პატრონმა მითხრა, შეგიძლია, უბრალოდ დაჯდე და რაც გაგეხარდება, ის მიირთვაო. მართალია,ლიმიტი მქონდა, მაგრამ ხორცს არ ვჭამდი და ეგ ფაქტი ყველას ჯიბეზე დადებითად აისახებოდა.
მათ შორის, აქაურობის პატრონის.
ყველის სენდვიჩი ავიღე, პიტნის ჩაი დავისხი. მისი არომატი ლატავრას მახსენებდა. მომწონდა, მასზე ფიქრი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების სასიამოვნო გამონაკლისს მხოლოდ ლატავრა და ილია შეადგენდნენ.
- გამარჯობა, ბოდიში - აღმოხდა ახალგაზრდა ბიჭს და ვერ მივხვდი, ეს ორი სიტყვა რა კავშირში იყო - არაფერი მინდა, უბრალოდ, გავიგე, მესხების სახლში დასახლებულხართ და ილია მიყვებოდა თქვენზე. ლეგენდებს იკვლევთ.
- ილია გიყვებოდათ - გავიმეორე მისი სიტყვები. მადლობა ღმერთს, ყურებამდე გაღიმება სხვების თანდასწრებით არ შემეძლო. თან ლატავრას სიტყვები ჩამესმა თითქოს გონებაში, რომელიც მარიგებდა, გრძნობები ადამიანებთან არ გამომემჟღავნებინა.
- დიახ. ასე მითხრა, მესხების ოჯახის და ზოგადად, ქალაქის ისტორიის გაგება უნდაო.
- დაბრძანდით. - მერე მართლა მივეცი საკუთარ თავს გაცინების საშუალება. „მესხების ისტორია“ ის ფრაზა იყო, რომელსაც უემოციოდ ვერ შევხვდებოდი. - რამეს მოგართმევთ.
- არაფერი მინდა. უბრალოდ, სხვაგან შევხდეთ და უფრო ხანგრძლივი დროით ვისაუბროთ. შესაძლოა, არ ვგევარ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ დამიჯერეთ, იმაზე მეტი ვნახე, ვიდრე საჭირო იყო. მეც დიდხანს ვაგროვებდი ცნობებს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დათიკო მესხით იწყება და მის ჩადენილ ავაზაკობას მოჰყვა დანარჩენი.
- დანარჩენში რას გულისხმობთ?
- ტყეში ნაპოვნ გვამებს.
- გვამებს - თვალები დავხარე და სენდვიჩის თეფში ჩემგან გავწიე.
გვამის სუნი.
გვამი, რომელიც დაერქვა მას, ვინც სუნთქავდა, იცინოდა. სულიერიდან, არსებით სახელად იქცა, გარდაიქმნა, გაქვავდა. ნივთი? ალბათ ნივთი, რომელიც არ იძვრის. თან ხომ წევს, მაგრამ უფრო დევს.
გვამი, ხორცი, ის, ვინც გვიყვარდა.
ადამიანისგან შორი, სიცარიელესთან დაახლოებული, უსულო, სუნთქვაგალეული.
ვინ და რატომ ეძახდა გვამს, მას, ვისაც ადამიანად მოიაზრებდნენ, თუნდაც უხსოვარ დროში?
- სად შევხვდეთ? - ორი სიტყვა ძლივს ამოვღერღე გახუნებული, გვამგამოვლილი ხმიდან.
- ტბის პირას, კაფეში გეპატიჟებით - ისე გამიღიმა, გეგონება პაემანი ყოფილიყო.

* * *

სახლში მუდმივად ფეხაკრეფით დავდიოდი. მერჩივნა, ნელ-ნელა დამენახა ლატავრა, ვიდრე უცაბედად, გული გამსკდომოდა. ეგეთია გარდაცვლილის სულთან თანაცხოვრება. ყოველი ნახვა პირველ შეხვედრას ჰგავს.
მისაღებში არ იყო.
არც სამზარეულოში.
მეორე სართულზე, გიორგის პორტრეტთან იდგა და გაქვავებული მიშტერებოდა.
- ლატავრა - ამოვთქვი შიშით.
იმ აზრს შევეგუე, რომ საშიში აღარაფერი იყო, მაგრამ გაქვავებული მოჩვენების ხილვამ ოდნავ შემაკრთო.
არაფერი მიპასუხა.
- ლატავრა - გავიმეორე.
მსურდა, ხელი შემეხო მისთვის.
სულთან შეხება მსურდა.
ხელი აღვმართე, თმასთან მივუტანე კანკალით. ოქროსფერი ნათება კონკტურივით შემორტყმოდა თავზე, ძალიან თეთრი კანი ჰქონდა. თითქოს, ადამიანს ჰგავდა, მაგრამ დეტალური დაკვირვების შემდეგ, ვხვდებოდი, რომ ადამიანი ასეთი ვერ იქნებოდა.
მართლაც სულივით მშვენიერი იყო, მაგრამ არ მგონია, მშვენიერი სული ჰქონოდა.
- არ ღირს - წარმოთქვა. მისკენ გაწვდილი ხელი წამებში დაბლა დავხარე. - მეტისმეტი იქნება შენთვის თუ კანზე იგრძნობ ჩემს სიცივეს.
უცებ, ნიავზე არხეული ტოტივით იწყო მოძრაობა. ნაბიჯს არ დგამდა, წინ და უკან მსუბუქად ირხეოდა, ოდნავ შესამჩნევად.
თითქოს გლოვობსო ისე, როგორც პანაშვიდზე ჭირისუფალი.
ოღონდ ლატავრა ხმას არ იღებდა.
გიორგის პორტრეტს უყურებდა. მეგონა, უცრემლოდ, უსიტყვოდ მოთქვამდა.
სული უტოკდა.
უთრთოდა.
- რა ხდება? - კვლავ გავბედე ხმის ამოღება.
შემომხედა. გვერდზე ჩამიარა და კიბეზე დადგა.
- აქ ადრე მეჯლისებს ვმართავდი. როგორც იცი, არ ვიყავი მხიარული, მაგრამ მთელ ქალაქში ყველაზე მშვენიერი კაბები მქონდა და მინდოდა, ყველას ენახა. ცეკვითაც ვცეკვავდი გიორგისთან.
- ეს სახლი ასეთივე იყო თავდაპირველად?
- დათიკოს ქონების წყალობით, მოოქროვილი სკულპტურები გვედგა ოთახების კუთხეებში.
- განძიც ხომ არ დაგიმარხავთ სადმე... შემთხვევით?
- არა.
- სამწუხაროა. არადა, წამადგებოდა. გავემზადები, გიორგიზე სასაუბროდ დამტაპიჟა ვიღაცამ... სადღაც.
- ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა გაქვს - ამოიოხრა - სახელსაც არ ეკითხები. მეც ეგრე ვიყავი და როგორი შედეგი მოჰყვა, ხედავ. გინდა თუ არ გინდა, ადამიანებს ხშირად უნდა ესაუბრო.
- თორემ ბოლოს ქმარი მიღალატებს?
- თორემ ბოლოს მარტო დარჩები.
- ერთადერთი, რისიც არ მეშინია, მარტოობა.
- სიცოცხლეში არცაა საშიში მარტოობა - ცალი ყბით ჩაიცინა. ზუსტად ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უცოდინარი მოკვდავი, რაღაც სისულელეებს ვბოდავდი - სულის სიმარტოვეა ძნელი ინო.
- ცოცხალსაც მარტო მყავს სული და მგონი, მკვდარსაც მარტო მეყოლება. არაუშავს, გადავიტან. მთავარია, გიორგი მოვძებნოთ.

* * *

იმ ბიჭს ცოტნე რქმევია.
ადვილად გადავედით შენობით საუბარზე.
ტბის პირას, ყველაფერი გაცილები მშვიდი მეჩვენა. არც სასაფლაოდან მიმზერდნენ საფლავის ლოდები და უხსოვარი წყის ჰორიზონტიც ცოტა ხნით ჩამომშორდა. აქ ყველაფერი ცხადი იყო, ხალხი იღიმოდა, რაც მთავარია, ჩემი მომსახურება არავის სჭირდებოდა.
ოფიციანტს რომ დაუძახეს, ერთი-ორჯერ კი ვცქვიტე ყური, მაგრამ მალევე დავწყნარდი. გამახსენდა, მე არაფერ შუაში ვიყავი.
- რატომ გადმოხვედი ამ ქალაქში? - მკითხა ცოტნემ.
- სიწყნარე მსურდა - ვიცრუე. უბრალოდ, კოშმარები მეძახდნენ და როგორც არანორმალურ ადამიანებს სჩვევიათ, მათი მიმართულებით ავიღე გეზი.
- მართალია. აქ სამარისებული სიჩუმეა - გაეცინა - გიორგის საფლავს რაღატო ეძებ?
- დამაინტერესა. მესხების ოჯახის კვლევა გადავწყვიტე.
- არქივში ეწერა, რომ გიორგი მისმა ცოლმა დამარხა, ჩვეულებრივი გასვენება იყო, არაფერი განსაკუთრებული. თავდაპირველად, მესხვების საგვარეულო საფლავზე ჩამარხეს. ამბობენ, შუა ღამისას, მისმა ცოლმა ამოთხარა და ტყეში შეათრია.
- რაა? - ცოტა საეჭვოდ შევიცხადე.
- ჰო, ტყეშია მისი ნეშთი, როგორც გამოვიკვლია, ლატავრამ გადაასვენა თავისი ხელით, მაგრამ რანაირად იპოვნი თუ პატარა მინიშნებაც არ იქნება?
- რამეს მოვიფიქრებ. - ჩანგალი უცნაურად ავახმაურე, ნერვიულად დავკარი მაგიდას რამდენჯერმე და ცოტნეს რეაქციით მივხვდი, რომ უცნაურად გამოვიყურებოდი. - შენ საიდან იცი?
- ჯერ არ ვარ ამის მოყოლისთვის მზად... ცოტნა, უცნაური რამეები დამატყდა თავს და დარწმუნებული ვარ, ოდესმე გაგანდობ, უბრალოდ, დრო მომეცი. მესხების ძირფესვიანი კვლევა თუ გინდა, დათიკოთი უნდა დაიწყო და არა გიორგით.
- დათიკოზე რა იცი? - თითქოს, არ შევიმჩნიე მისი სიტყვები, სადაც თავზე დამტყდარ უცნაურ ამბებს ახსენებდა.
დაახლოებით, ვხვდებოდი რას გრძნობდა თუ იმის მესამედი მაინც ჰქონდა ნანახი, რაც მე.
ამიტომ უცნობ ადამიანს ვერ დავაძალებდი, გული გადაეშალა.
- პატარა ეკლესია აუშენებია ქალაქის ერთ-ერთ ბორცვზე, წმინდა ბარბარეს სახელობის. ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება, ერთი ქალი უყვარდა გაღმა ქალაქიდან. ბარბარე რქმევია მასაც. დათიკო ისეთი მდიდარი იყო, ქალაქს როცა უჭირდა, თურმე დღეში სამ ხარს კლავდა და მოშიმშილე მეზობლებს კვებავდა. ღვთისმოსავე, გულკეთილი და ხელგაშლილი კაცი იყო, მაგრამ ქალის გული ვერ მოიგო, ამ ქალმა სხვაზე გადაწყვიტა გათხოვება. ქორწილში უამრავი ადამიანი დაპატიჟეს, თითქმის, მთელი ქალაქი. გამოიცანი მერე რა მოხდა?
- დათიკო მოვიდა და ყველა დახოცა? - მესხების ფეთქებად ხასიათს თუ გავითვალისწინებდი, სხვა დასასრულის არც კი მწამდა.
- ღვინო მოუწამლავს, ყველა სტუმარი დაიხოცა, მათ შორის, სიძე. მხოლოდ ბარბარე გადარჩა.
- რანაირად?
- ღვინოზე ალერგია ჰქონდა და არ სვამდა.
ისეთი მისტიკური პასუხის მოლოდინში ვიყავი, ალერგიის შესახებ რომ შევიტყვე, სიცილისგან ვეღარ მოვსულიერდი.
ცოტნემ მაშინ პირველად შეიტყო, ტრაგიკულ ისტორიებზე როგორ ისტერიულად ვხარხარებდი, მაგრამ საკვირველი ის აღმოჩნდა, რომ მანაც ამიბა მხარი.
ასე ვიცინეთ კარგა ხანი.
- ბარბარეს რა ბედი ეწია?
- მესხების მოდგმა დაწყევლა, ტყვეში პატარა ქოხი ააგო და ცხოვრება იქ დაასრულა.
- ღმერთო - ცივმა ოფლმა დამასხა. გული ისე ამიჩქარდა, გეგონება ცელიანი ბარბარე ჩემს მოსაკლავად მოიჩქაროდა.
ისევ მარტო დავრჩი.
ზოგჯერ, ხალხით გარშემორტყმული, მხოლოდ ბორუსს ვხედავდი. ვიღაც საზარელი მათ სიცილს, საუბარს, არსებობას ახშობდა და სულით ვგრძნობდი მის მოახლოებას.
გეგონება, თავად ბარბარე მოიწევდა ჩემსკენ.
ისიც მარტოობისთვის განწირული, გვამებით შემოსილი, დაკნინებული, დაქვრივებული.
ჩემი მსგავსი, მაგრამ გაცილებით ძლიერი და შურისძიებამოწყურებული.
რაში ვჭირდებოდი? მე რა ბრალი მიმიძღვოდა?
ჯიუტად მიმოვიხედე, მსურდა, კვლავ ხალხი დამენახა, გონება დავძაბე და დავინახე კიდეც.
ჩვენთან ახლოს, თითქმის მეზობლად, ილია იჯდა ვიღაც ქალბატონთან ერთად.
- მესაფლავე, მესაფლავე - გავიმეორე გონებაში.
თავი მიტოვებულად ვიგრძენი.
როგორ შეიძლება, მიგატოვოს მან, ვინც არასოდეს ყოფილა შენთან, ვისაც არც კი იცნობ.
ილიამ დამინახა.
ღიმილით წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

აუ რა მისტიკაა ჯეინ. ლატავრა ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ვატყობ ბევრ რამეს ისწავლის ინო მისგან. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. აუ თვითონაც იდუმალია და ქალაქიც შესაფერი ნახა. საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვს თან ისე ლოგიკურად ჯდება ლოგიკაში გაგიკვირდება

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
აუ რა მისტიკაა ჯეინ. ლატავრა ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ვატყობ ბევრ რამეს ისწავლის ინო მისგან. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. აუ თვითონაც იდუმალია და ქალაქიც შესაფერი ნახა. საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვს თან ისე ლოგიკურად ჯდება ლოგიკაში გაგიკვირდება

ქეთი უღრმესი მადლობაა <3
კიდევ ბევრი იდეა მაქვს და იმედია, უკეთესად ჩავსვამ

 


№3 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში მივხვდი რომ ეს ისტორია ღამე არ უნდა წავიკითხო!.მართალია მისტიკაა,მაგრამ ისე კითხვისას ისე გითრევს,ვერ მოვწყდი. ილია მესაფლავე მწერალი-უკვე საინტერესო გმირია. ლატავრა კი ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ბევრ რამეს გავიგებთ მისგან. წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ana-maria
პირველ რიგში მივხვდი რომ ეს ისტორია ღამე არ უნდა წავიკითხო!.მართალია მისტიკაა,მაგრამ ისე კითხვისას ისე გითრევს,ვერ მოვწყდი. ილია მესაფლავე მწერალი-უკვე საინტერესო გმირია. ლატავრა კი ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ბევრ რამეს გავიგებთ მისგან. წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

დიდი მადლობაა <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

მოკლედ, ვაგრძელებთ მკვდრების, გარდაცვლილებისა და გვამების ქალაქში მოგზაურობას :))) მესხების შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს და ამითაც დიდ ინტერესს იპყრობს ეს ნაწარმოები. სამყარო, რომელსაც შექმენი/ქმნი მიმზიდველია გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შიშის მიუხედავად, ერთხელ მაინც არ უფიქრია თავის სიკვდილზე. ერთ-ერთმა აბზაცმა დამაფიქრა და ამიტომ დავიწყე ამავე სიტყვებით შთაბეჭდილებების გადმოცემა. მე მოვკვდიო, ის გარდაიცვალა და სხვა სამყაროს ეზიარაო. იმედია, მეც მეღირსება სასუფეველში ადგილის დამკვიდრებაო. კითხვა, რომელიც არასოდეს მასვენებს: ბოლო ამოსუნთქვის მერე ნეტა რა ხდება? კვდება თუ გარდაიცვლება ადამიანი? სული მართლა არსებობს?
შენ რას ფიქრობ, ნიჭიერო? ❤️
ეს თავიც მომეწონა. ნაწარმოები იგივე ტალღით მიდის. არის პატარა ხარვეზები, სადაც ზოგი სიტყვა მეზედმეტა, მაგრამ მაგას რედაქტირება უშველის. იმედი მაქვს ასე გააგრძელებ. კარგია, კარგი!❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

K. I.
მოკლედ, ვაგრძელებთ მკვდრების, გარდაცვლილებისა და გვამების ქალაქში მოგზაურობას :))) მესხების შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს და ამითაც დიდ ინტერესს იპყრობს ეს ნაწარმოები. სამყარო, რომელსაც შექმენი/ქმნი მიმზიდველია გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შიშის მიუხედავად, ერთხელ მაინც არ უფიქრია თავის სიკვდილზე. ერთ-ერთმა აბზაცმა დამაფიქრა და ამიტომ დავიწყე ამავე სიტყვებით შთაბეჭდილებების გადმოცემა. მე მოვკვდიო, ის გარდაიცვალა და სხვა სამყაროს ეზიარაო. იმედია, მეც მეღირსება სასუფეველში ადგილის დამკვიდრებაო. კითხვა, რომელიც არასოდეს მასვენებს: ბოლო ამოსუნთქვის მერე ნეტა რა ხდება? კვდება თუ გარდაიცვლება ადამიანი? სული მართლა არსებობს?
შენ რას ფიქრობ, ნიჭიერო? ❤️
ეს თავიც მომეწონა. ნაწარმოები იგივე ტალღით მიდის. არის პატარა ხარვეზები, სადაც ზოგი სიტყვა მეზედმეტა, მაგრამ მაგას რედაქტირება უშველის. იმედი მაქვს ასე გააგრძელებ. კარგია, კარგი!❤️❤️❤️



მეც მეზედმეტება ქეთი ზოგჯერ სიტყვები, უბრალოდ, ერთი რედაქტირებ ვერ ვასწორებ ხოლმე, ცოტა მეტი წაკითხვა მჭირდება.
იმედია, არსებობს.
მე მაინც მგონია, რომ ბოლო ამოსუნთქვის მერე იქ ვხვდებით, სადაც სიცოცხლეში ყველაზე მეტად გვინდოდა მოხვედრა და ვერ მოვასწარით. თუ ცუდი ტიპები ვართ, რუსეთში დავიბადებით ალბათ :დდდ
ძალიან მიხარია, რომ კითხულობ. უღრმესი მადლობა <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

ენ ჯეინი
K. I.
მოკლედ, ვაგრძელებთ მკვდრების, გარდაცვლილებისა და გვამების ქალაქში მოგზაურობას :))) მესხების შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს და ამითაც დიდ ინტერესს იპყრობს ეს ნაწარმოები. სამყარო, რომელსაც შექმენი/ქმნი მიმზიდველია გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შიშის მიუხედავად, ერთხელ მაინც არ უფიქრია თავის სიკვდილზე. ერთ-ერთმა აბზაცმა დამაფიქრა და ამიტომ დავიწყე ამავე სიტყვებით შთაბეჭდილებების გადმოცემა. მე მოვკვდიო, ის გარდაიცვალა და სხვა სამყაროს ეზიარაო. იმედია, მეც მეღირსება სასუფეველში ადგილის დამკვიდრებაო. კითხვა, რომელიც არასოდეს მასვენებს: ბოლო ამოსუნთქვის მერე ნეტა რა ხდება? კვდება თუ გარდაიცვლება ადამიანი? სული მართლა არსებობს?
შენ რას ფიქრობ, ნიჭიერო? ❤️
ეს თავიც მომეწონა. ნაწარმოები იგივე ტალღით მიდის. არის პატარა ხარვეზები, სადაც ზოგი სიტყვა მეზედმეტა, მაგრამ მაგას რედაქტირება უშველის. იმედი მაქვს ასე გააგრძელებ. კარგია, კარგი!❤️❤️❤️



მეც მეზედმეტება ქეთი ზოგჯერ სიტყვები, უბრალოდ, ერთი რედაქტირებ ვერ ვასწორებ ხოლმე, ცოტა მეტი წაკითხვა მჭირდება.
იმედია, არსებობს.
მე მაინც მგონია, რომ ბოლო ამოსუნთქვის მერე იქ ვხვდებით, სადაც სიცოცხლეში ყველაზე მეტად გვინდოდა მოხვედრა და ვერ მოვასწარით. თუ ცუდი ტიპები ვართ, რუსეთში დავიბადებით ალბათ :დდდ
ძალიან მიხარია, რომ კითხულობ. უღრმესი მადლობა <3


ჰაჰაჰ, ოღონდ რუსეთში არა და ირლანდია, ინგლისი, ავსტრალია, შოტლანდია, უელსი, ავსტრია, შვეიცარია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ახალი ზელანდია, სკანდინავიის ქვეყნები, კანადა, აშშ, ჯანდაბას იაპონიაც (თუმცა აზია ყველაზე ნაკლებად მხიბლავს მეორედ დასაბადებლად))) აი, რუსეთი კი მტერს უნდა უსურვო. კარგად გამაცინე :)) ❤️ იმედი ვიქონიოთ, რომ სული არსებობს და მართლა მცენარეებივით არ ვიზრდებით, ვცხოვრობთ და ბოლოს ვხმებით. აი, ხედავ? რადგან შენი ნაწარმოები ფიქრისა და მსჯელობის საშუალებას იძლევა და რაღაცას გიტოვებს, ესე იგი, ტყუილად არ გიწვალია ამდენი. ფაქტობრივად შემდგარია.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline წევრი ვიპნი

ამ ჟანრის ისტორიებში მოქმედება ყოველთვის საზღვარგარეთ ხდება,ამიტომ გვარი "მესხი"ს წაკითხვამ ისე გამაოცა ორივე თავი სულმოუთქმელად წავიკითხე,მესამესაც დიდი ინტერესით ველი ❤️საშიში ისტორიები და ფილმები არ მიყვარს,მაგრამ იმდენად არის შეზავებული იუმორთან ძალიან მომეწონა .წარმატებები

 


№9 სტუმარი სტუმარი კლეოპატრა

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვიპნი
ამ ჟანრის ისტორიებში მოქმედება ყოველთვის საზღვარგარეთ ხდება,ამიტომ გვარი "მესხი"ს წაკითხვამ ისე გამაოცა ორივე თავი სულმოუთქმელად წავიკითხე,მესამესაც დიდი ინტერესით ველი ❤️საშიში ისტორიები და ფილმები არ მიყვარს,მაგრამ იმდენად არის შეზავებული იუმორთან ძალიან მომეწონა .წარმატებები

ძალიან აკრგია რომ მოგწონს <3 მადლობა დიდი

სტუმარი კლეოპატრა
როდის დადებ შემდეგ თავს?

კლეო, ვეცდები, დღეს ან ხვალ დავდო. ამ კვირაში ოპერაცია გავიკეთე და ვერ დავწერე სათანადოდ

 


№11 სტუმარი სტუმარი კლეოპატრა

ენ ჯეინი
ვიპნი
ამ ჟანრის ისტორიებში მოქმედება ყოველთვის საზღვარგარეთ ხდება,ამიტომ გვარი "მესხი"ს წაკითხვამ ისე გამაოცა ორივე თავი სულმოუთქმელად წავიკითხე,მესამესაც დიდი ინტერესით ველი ❤️საშიში ისტორიები და ფილმები არ მიყვარს,მაგრამ იმდენად არის შეზავებული იუმორთან ძალიან მომეწონა .წარმატებები

ძალიან აკრგია რომ მოგწონს <3 მადლობა დიდი

სტუმარი კლეოპატრა
როდის დადებ შემდეგ თავს?

კლეო, ვეცდები, დღეს ან ხვალ დავდო. ამ კვირაში ოპერაცია გავიკეთე და ვერ დავწერე სათანადოდ

საპატიო მიზეზი გქონია, გამოჯანმრთელებას გისურვებ❤️ მალე დაგვიბრუნდიი????

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი კლეოპატრა
ენ ჯეინი
ვიპნი
ამ ჟანრის ისტორიებში მოქმედება ყოველთვის საზღვარგარეთ ხდება,ამიტომ გვარი "მესხი"ს წაკითხვამ ისე გამაოცა ორივე თავი სულმოუთქმელად წავიკითხე,მესამესაც დიდი ინტერესით ველი ❤️საშიში ისტორიები და ფილმები არ მიყვარს,მაგრამ იმდენად არის შეზავებული იუმორთან ძალიან მომეწონა .წარმატებები

ძალიან აკრგია რომ მოგწონს <3 მადლობა დიდი

სტუმარი კლეოპატრა
როდის დადებ შემდეგ თავს?

კლეო, ვეცდები, დღეს ან ხვალ დავდო. ამ კვირაში ოპერაცია გავიკეთე და ვერ დავწერე სათანადოდ

საპატიო მიზეზი გქონია, გამოჯანმრთელებას გისურვებ❤️ მალე დაგვიბრუნდიი????

დიდი მადლობა. ახლა ისევ ვწერ ჩვეულებრივად, უბრალოდ, არ ვიცი, როდის მოესწრება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent