შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (4)


21-09-2021, 03:57
ავტორი Qetatoo
ნანახია 10 081

დემეტრესთან ლაპარაკის შემდგომ, მალევე, კიტამ ანასტასია თავისთან წაიყვანა.კვიციანების ოჯახში ხომ დიდი ფუსფუსი იყო, სახლში ახლადგამომცხვარი პეროგის სუნი ტრიალებდა.ეზოში გამოსული ზურაბი მაყალს უტრიალებდა და შიგადაშიგ აშიშხინებულ ხორცს ძმრის მჟავე არომატს აგემებდა.ხელებაკაპიწებული ელიკო მთლიანად ფქვილში იყო ამოსვრილი, მაგრამ სახეზე ღიმილაკრული ღიღინებდა.ამასობაში კიტა და ანასტასია ზურაბთან ახლოს ხის გრძელ სკამზე ჩამომსხდრები მხიარულად აკვირდებოდნენ შუახნის კაცის მოუსვენრობას და ჩრდილოეთიდან მონაქროლი ნიავი საამურად ევლებოდათ ნაკვერჩხლებიდან მომავალი სიმხურვალის გასაფანტად.
სასტუმროში თავის გუნდთან ერთად მარტო დარჩენილი ბერაია წარბშეჭმუხვნით ჩასჩერებოდა მტვრიანი ბიბლიოთეკის ვრცელ, ხის მაგიდაზე გადაშლილ ნახაზებს და ციფრებს.მის გარშემო ყველა გასუსული და გაფაციცებული იყო, ელოდნენ როდის ამოიღებდა ხმას.დემეტრემ თავი ასწია და საბოლოოდ დაასკვნა.
-კარგი, ყველაფერი გასაგებია. სანამ ზაფხული და სიცხეა სახურავის შეკეთება დავიწყოთ, პარალელურად გარე ფასადს ხავსი და ნესტიანი ნაწილები მოვაშოროთ, რომ კედლებმა შრობა დაიწყოს, ხელოსნების მეორე ჯგუფი შიდა სივრცეში რამდენიმე საძინებლის, აბაზანის და სამზარეულოს რემონტს დაიწყებს, რომ ერთი თვის შემდეგ მუშებმა აქვე ცხოვრება შეძლონ.
-ეგ გასაგებია, მაგრამ მანამდე რა უნდა ვქნათ?...-ინტერესით ჩაეკითხა ლუკა.
-კიტას ვკითხოთ ახლომახლო საოჯახო სასტუმროებზე...-ჩაერთო ბაჩო და ის აზრი გამოთქვა რასაც დემეტრე ფიქრობდა.
-ლიზა ავეჯის ხელოსანს ხვალვე შეუთანხმდი რომ უკვე დაიწყოს მესამე სართულის საძინებლების ავეჯის მზადება, ტრიდე დიზაინები გადაუგზავნე და გააკონტროლე მასალის შერჩევის და დამზადების პროცესი...-მერე ბაჩოს მიუბრუნდა და უფრო მშვიდად, თითქოს ახლობლური ტონით განაგრძო...-ბაჩო შენ ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები შეიტანე როცა სოფლიდან მსურველები მოვლენ დასახმარებლად და კვიციანები არ დაგავიწყდეს.
-გასაგებია, ამ ორი დღის გეგმა რა არის?...-წიგნაკ და კალამ მომარჯვებულმა მთავარი კითხვა გააჟღერა.
-ხვალ ოფისში შევიკრიბოთ და თათბირზე კიდევ ერთხელ გადავხედოთ ყველაფერს, არ მინდა რამე გამოგვრჩეს...შემდეგი დღეების გეგმას ერთად შევადგენთ.
ყველასთვის გასაგები იყო რომ დღეისთვის საქმეს მორჩნენ, ახლა უკვე მზად იყვნენ წასასვლელად.სათითაოდ შეუდგნენ ფურცლების ალაგებას და ის იყო კიტაც შემოესწროთ. კვიციანების ოჯახში მიპატიჟება იუარეს, დაგვაგვიანდება და გვიან ღამით მგზავრობა მოგვიწევსო, მაგრამ როცა გაიგეს რამდენი იწვალა შუახნის ცოლ-ქმარმა მათ გასამასპინძლებლად უარი ეუხერხულათ. სათითაოდ მიყვნენ მასპინძლის მანქანას და მალევე სამი ავტომობილი გაჩერდა ამწვანებული ეზოს ჭიისკართან.კარგა ხანს აკვირდებოდა ბერაია სოფლის მყუდრო ორ სართულიან, წითელი აგურით ნაშენებ სახლს, მის მოპირდაპირედ პატარა გარაჟს და გარშემო შემორგულ ხეხილის ბაღს, ალაგ-ალაგ კუთხეები გადავსებული იყო ფერადი ყვავილებით და ბაბუაწვერათი, სუროშემოვლებული ფანჩატურის გარშემო ვიღაცას დიდი სიყვარულით გაეზარდა ალუბლის და ბროწეულის ხეები.მზერა უეცრად შეაჩერა იქვე, ხის გრძელ სკამთან დადგმულ მაყალზე და ზურაბზე, რომელიც დაფიქრებით მოდიოდა მისკენ.სტუმრებს სასმელი შესთავაზეს და საჭესთან მსხდომმა ლუკამ და დემეტრემ უარი თქვეს საპატიო მიზეზით, რაზეც კვიციანებს ჩაეცინათ.
-თქვენ გგონიათ რომ ელისაბედი ამ საღამოს სადმე გაგიშვებთ?...-ღიმილნარევმა ზურაბმა ამოილაპარაკა და დემეტრეს გვერდით დაჯდა ხის გრძელ სკამზე.
-ვერ დავრჩებით, ხვალ, დილით ადრე თათბირი უნდა ჩატარდეს...-უხერხულად შეიშმუშნა ბერაია, ერიდებოდა მასპინძლის წყენინებას.
-ჩვენთან სტუმარ-მასპინძლობა ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, განა გონების გათიშვამდე დალევას და ტყუილი სიტყვებით გაბერილ სადღეგრძელოებზე გეუბნებით ბავშვებო.არა! თქვენ რომ შორი გზიდან ჩამოხვედით და ჩვენ რომ ახალგაზრდების დანახვა, მათთან საუბარი გვიხარია ამაზე.თქვენ ჩემს წინა წლის დაყენებულ შუშხუნა ღვინოს და ელიკოს ნახელავს მიირთმევთ, ჩვენ კი თქვენგან საინტერესო ამბებს გავიგებთ, ისე მალე გამოგვეპარება დრო რომ წასვლას ვეღარც მოახერხებთ...-დინჯად საუბრობდა მერაბი, მამაშვილურად, ყველა გასუსული და გაბადრული ისმენდა მის გულწრფელ სიტყვებს და არცერთმა იცოდა რომ რასაც გრძნობდნენ აერთიანებდათ, ეს იყო მშობლიური შეგრძნება, თითქოს შორი გზიდან მოსულები მშობლიურ სახლს მოადგნენ და წასვლას უხალისოდ ჩქარობდნენ.
-არის ახლომახლო სასტუმრო? დავრეკავ და ნომრებს დავჯავშნი...-ნიკომ პირველმა დაარღვია დუმილი და ამით მიახვედრა დემეტრე მე წასვლა საერთოდ არ მინდაო.
-ჩემს სახლს შეხედეთ, მეორე სართული ყოველთვის მზადაა სტუმრების მისაღებად, ადგილი ყველას გეყოფათ...-თბილად ამოილაპარაკა კვიციანმა და ისევ მაყალს მიუბრუნდა.
წინააღმდეგობა არავის გაუწევია, სოფლის სიმწვანესა და უბრალოებაში აღმოჩენილებმა ფარხმალი დაყარეს.ბაჩო და ლუკა მალევე ზურაბის გვერდით მასლაათობდნენ და შორიდან ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ რაღაც მეტად საინტერესოს განიხილავდნენ.ჰამაკში გვერდულად მიწოლილი ლიზა მონაქროლ სიოს სახეს უშვერდა და თვალდახუჭული ნება-ნება ირწეოდა.ნიკოს ფეხი არ მოუცვლია ისევ დემეტრეს გვერდით იჯდა და სამეულის საუბარს ყურს უგდებდა.სამაგიროდ თანმხლები ორეული, რომლებსაც მომავალში მუშების ზედამხედველობა დაევალებოდათ ფანჩატურში ისხდნენ და არხეინად აგორებდნენ ნარდს.
ბერაია როგორც იქნა მოდუნდა, ფეხები გაშალა და სხეულს დასვენების უფლება მისცა, მკლავები გადააჯვარედინა, თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა, სანამ ლიზამ არ ამოილაპარაკა დემე შენ მანქანაში ტელეფონის ზარის ხმააო.ზანტად წამოდგა, ავტომობილის კარი გამოაღო და ანასტასიას ტელეფონს ხელი დაავლო, გარშემო მიმოიხედა და ახლაღა გაახსენდა რომ რაც მოვიდა, თვალი არსად მოუკრავს მისთვის.რეკვა შეწყდა, ტელეფონის ეკრანზე გამოტოვებული ზარების კორიანტელი იყო, კარი მიხურა და ის იყო უნდა ეკითხა ჯანაშია სად არისო რომ ისევ ახმაურდა მობილური, გიორგი როგორც ჩანს ნერვიულობდა, გადაწყვიტა რომ ეპასუხა.
-ბატონო გიორგი საღამო მშვიდობის.
-დემეტრე, რაშვებით სად ხართ?...-მამაკაცის მშვიდი ბარიტონი იღვრებოდა ყურმილიდან.
-ზურაბ კვიციანთან ვართ, ვახშამზე დაგვპატიჟა და გვიან ღამით არ გვიშვებს, ხვალ დილით წამოვალთ.
-ანუ დღეს მანდ რჩებით...-დაასკვნა ჩაფიქრებით...-ანასტასიას ტელეფონს შენ რატომ პასუხობ?
-მანქანაში დარჩა ტელეფონი და თვითონ არ სცალია, გადავცემ რომ დარეკეთ...-იცრუა თავისდა უნებურად.
-უთხარი გადმომირეკოს როგორც კი შეძლებს,სასწრაფო საქმე მაქვს...
-მშვიდობაა?...-კაცის ხმამ ისე იცვალა ტონი, რომ თავადაც დაეჭვდა.
-უბრალოდ უთხარი დამირეკოს !
ჯანაშიამ გათიშა და ამჯერად უკვე ბერაიამ დაიწყო ეზოს დათვალიერება, ფაქტია ანასტასიას ვერსად მოკრა თვალი.ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კიტასკენ წავიდა.კითხვაზე ღიმილით უპასუხეს რომ ელიკოსთან იყო სამზარეულოში და ეხმარებოდა.სახლისკენ წასულმა, მოზომილად შეაბიჯა, მისაღებს თვალი მიმოავლო, ტორშერის შუქზე ყველაფერი მყუდრო ჩანდა, კედლის სიგრძეზე გაშლილი წიგნების თარო, შუშებიან კარადაში საგულდაგულოდ შელაგებული ძველებური ჭურჭელი, ყავისფერი სავარძლები ბუხართან მიელაგებინათ და დივანი კუთხეში გადაედგათ, მაგიდისთვის ცენტრში ადგილის გასანთავისუფლებლად. სანახევროდ გაშლილ მაგიდას დიასახლისის უხვი ხელი ეტყობოდა, მარჯვენა მხარეს კი დარაბების შუაში ერთმანეთის მიყოლებით დაეკიდათ უთვალავი ჩარჩო სურათებით.ზოგიერთის ეტყობოდა რომ ახალთახალი გადაღებული იყო, ნაწილი გაყვითლებული და ნაცრისფერ ფონზე გადაღებული საბჭოთა კავშირის დროინდელი, ნაწილი კი ოჯახური.გვერდითა ოთახიდან ხმაური მოესმა და ფრთხილად გაემართა შესამოწმებლად.ბერაია ამჯერად არ შემცდარა, სამზარეულოს მიადგა და ჯაშუშივით შეათვალიერა განათებულ სივრცეში, გაზქურასთან მოფუსფუსე ელისაბედის ფიგურა, რომელიც ვიღაცას ექოთქოთებოდა. ხედვა უფრო შორს მიმართა და გაეღიმა, მის წინ თვით ანასტასია ჯანაშია გახლდათ, აშკარად დიდი ზომის წინსაფარში გამოწყოფილი, თავსაფარწაკრული და ერთიანად გაფქვილული, იცინოდა და დაინეტერესებულმა დემეტრემ ყურთასმენა დაძაბა.
-შე მავნე, ბავშვობიდან გასწავლი ხაჭაპურის ცხობას და მაინც იმ ექვსი წლის ბავშვად დარჩი ბოლოს ყვავილი რომ გამოსდის...-იცინოდა ელიკო და შიგადაშიგ მიიხედებოდა მის მხარეს.
-მე მახსოვს რომ ზურიკო დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ჩემს ხაჭაპურებს, შენ მემგონი გავიწყდება რაღაცეები ქალბატონო ელიკო...-იცინოდა სახე აბრდღვიალებული და ანცობა დაუხტოდა თვალებში.
-იმიტომაც ტკიოდა მერე მუცელი...-გაეხუმრა ქალი და მოჩვენებითი დაცინვით მოუჭუტა თვალები.
-შენ ეტყობა სხვა ზურიკოს ცოლი ბრძანდებოდი...-არ დააკლო ანასტასიამაც და მისკენ ფქვილში ამოსვრილი ხელებით წასულმა,ლოყაზე გემრიელი კოცნის კვალი დაუტოვა.
ზურგზე მიხუტებულმა თვალები იატაკს გაუშტერა და სახიდან ღიმილი მოშორდა, ბერაია ხედავდა რომ ანასტასია ახლა ამ ოთახში აღარ იყო, ფიქრებით სულ სხვაგან დახეტიალობდა და ინტერესით ასწია წარბები, კარის ზღურბლს თავისდაუნებურად მიეყრდნო დაღლილი, თუმცა ძველი ხის ჩარჩომ თავისი ქნა და ჭრიალზე გოგონამ თვალები მისი მიმართულებით მოისროლა.გაბრაზებით დააკვირდა უსირცხვილოდ მოთვალთვალეს და უხეშად ჩაეკითხა აქ რა გინდაო. დემეტრემ იხტიბარი არ გაიტეხა, მოუყვა გიორგის ზარის შესახებ, ტელეფონი უგულოდ მიაწოდა და უკან გაბრუნდა.ეზოში დაბრუნებული ცოფებს ყრიდა ჯანაშიას თავხედობაზე, ხელში ნიკოლოზი მოხვდა, ის კი მიხვდა რომ გაცლა სჯობდა და ადგილი შეიცვალა.ბერაიამ სიგრძეზე გაშალა ხელები და თვალდახუჭულმა უკან გადასწია თავი.მალე მკლავზე სითბო იგრძნო, გაკვირვებით გამოხედა ლიზას, რომელიც ერთიანად აკვროდა,მის მკერდზე მიყრდობილს სახე კისერთან ჰქონდა მიტანილი.დემეტრემ უღონობის ნიშნად ამოიხვნეშა და დანარჩენებს დაუწყო თვალიერება.
წინსაფრიანი ანასტასია ეზოში გამოვიდა და გეზი მაყალის გარშემო შემოკრებილებისკენ აიღო, ზურაბთან მისულს მზერა გაუშტერდა ხის გრძელ სკამზე ბერაიას და ლიზას მდგომარეობის დანახვისას,ახლა მიხვდა ამ ორის ურთიერთობის სტატუსს და გონებაში მწარედ გაკრა ახალმა აზრმა, თუმცა მალევე მიანება თავი, რომ ყველა მაგიდასთან მიეხმო.
ნელ-ნელა წამოიშალნენ სტუმრები, მისაღებში გაშლილ სუფრის თავში ზურაბმა დაიკავა ადგილი და დანარჩენებიც რიგ-რიგობით დასხდნენ.შამპანიურის ბოთლებში, წინა წლის მოსავლის შუშხუნა ღვინო ჭიქებში ნაწილდებოდა და ყველა აღტაცებით შესცქეროდა მის შემოქმედს.ელისაბედი ხანდახან შემოიხედავდა, ცხელ ცომეულს თან მოიყოლებდა, ქმრის თხოვნით მცირე ხნითაც ჩამოჯდებოდა.ჯანაშია არც ამ სუფრის ნაწილი ყოფილა და როდესაც უფროსმა კვიციანმა მოიკითხა გოგონა, ელიკომ ჩუმად გადაულაპარაკა ქმარ-შვილს, სკამზე მოკუნტულს სანახევროდ მაგიდაზე ჩამოეძინა და ისეთი დაღლილი სახე აქვს გაღვიძებისთვის მებრალებაო.ის იყო პასუხის გაცემა დაამთავრა, რომ წიგნის თაროზე შემოდებული ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, ელისაბედი უცებ წამოდგა და უპასუხა. სუფრასთან მსხდომებმა ხმა დაიდაბლეს, ამის გამო კი მკვეთრად მოისმა ქალის დაბნეული პასუხები.
-მითხრა გზაში გავჩერდით და იქ ვისაუზმეო, ამიტომ არ დავაძალე...ახლა ჩაეძინა...დემეტრე ანასტასიამ თქვენთან ერთად ისაუზმა ხო?...-ეჭვნარევი იყო მისი შეკითხვა და დაბნეულმა ბერაიამ წამით გონება დაძაბა.
-ჩვენთან ერთად არა, მანქანაში მირჩევნიაო...
-მანქანაში მხოლოდ ყავა დალია...-დარწმუნებით ამოილაპარაკა სუფრის კუთხიდან ბაჩომ.ელისაბედმა სიტყვასიტყვით გადასცა ყურმილს მიღმა, ბიჭებისგან მოსმენილი ინფორმაცია.
-ძალიან დაღლილია გიო, ცოდოა, ხვალ...კარგი...კარგი...გასაგებია...-ღრმად ამოსუნთქა და ზურაბს თავის გაქნევით რაღაც ანიშნა.
გაურკვევლობაში აღმოჩენილი სტუმრები მასპინძლებს რიგ-რიგობით მისჩერებოდნენ და ვერ გაერკვიათ რა ხდებოდა.ელისაბედი სამზარეულოში მიიმალა, მას კიტა მიჰყვა.ბერაია ქვეშ-ქვეშად იხედებოდა თვალით მიუწვდომელი ოთახისკენ, მოჩვენებითი ინტერესით უგდებდა ყურს მოჩურჩულე ლიზას. მისაღებში ნახევრად მძინარე ანასტასიას წინ კიტა მოუძღოდა, უკან კი ელისაბედი მოჰყვებოდა, დემეტრემ ინტერესით აათვალიერა და დაინახა რომ ჯანაშია მისკენ ხელს იშვერდა,"დემეტრე მანქანის გასაღები მათხოვე", მხოლოდ მესამე თქმისას გაანალიზა რომ ზემოხსენებულს მისგან მოითხოვდნენ, წამოდგა ჯიბეები სასწრაფოდ მოიჩხრიკა და მოუთმენლად წინ წასულებს მიედევნა,უკან ბაჩო მიჰყვებოდათ. ავტომობილის კარები გამოაღო ანასტასიამ და ზურგჩანთაში ქექვას მიჰყო ხელი, მერე პატარა, პეპლებიანი ჩანთა ამოიღო და ის იყო ელვაშესაკრავს დაეჯაჯგურა რომ მისდა გასაკვირად ბაჩომ ხელი დაავლო ზურგჩანთას და იქედან სუპერმარკეტის ცელოფანი ამოაძვრინა.სახე მოექუფრა, გონებაში მწარე აზრმა გაუელვა,თითქოს იცოდა პატარა პეპლებიან ჩანთაში რაც იქნებოდა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვის გამომეტყველების ანასტასიას ბრაზით გადახედა.ჯანაშიამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ავტომობილის კარი მიაჯახუნა.ჩქარი ნაბიჯით წასულს მხოლოდ ბერაია და ელისაბედი მიჰყვნენ უკან.მისაღების სივრცე უხმოდ გაიარეს, სამზარეულოში შესულმა, სკამზე ფეხი მოირთხა და ჩანთა გახსნა, იქედან რიგ-რიგობით ამოაძვრინა ფირფიტები და სათითაო ტაბლეტები ერთმანეთის გვერდით დააწყო.კვიციანმა უხმოდ აავსო ჭიქა წყლით, სანამ დემეტრე სამზარეულოს კარადას მიყრდნობილი ითვლიდა ტაბლეტებს.
-გაწყენინა?...-ძლივს ამოიხრიალა, როცა ჩანთიდან ლაგებას მორჩა.
-მითხრა რომ გუშინაც არ დაგილევია...-გაბზარული ხმით უპასუხა ქალმა.
-ჯერ რამე შეჭამე, უზმოზე ამდენი წამლის ერთიანად დალევა კარგი არ არის...-ხელებგადაჯვარედინებულმა დემეტრემ სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა.
-არ მითხრა რომ სამედიცინოში დოქტორის ხარისხი გაქვს...-სარკასტულად ესროლა სიტყვებიც და ღიმილიც, მოჩვენებითი აღტაცებით.
მიწოდებულ ჭიქას ხელი დაავლო და სათითაოდ დალევა დაიწყო, რამდენიმე ტაბლეტის შემდგომ იგრძნო რომ უკვე გული ერეოდა, თვალები აუწყლიანდა მაგრამ არ აპირებდა ვინმესთვის სისუსტის ჩვენებას.სწორედ ამ დროს შემოუერთდათ ახალი წევრი.ანასტასიასგან ყურადღების გადატანის მიზნით ელისაბედმა ახსნა დაიწყო, რომ ზედა სართულზე სამი საძინებელი იყო, აპირებდა იქ გადაენაწილებინა ბიჭები, მაგრამ ერთს ქვემოთ მოუწევდა დაძინება ერთსაწოლიან პატარა ოთახში, როცა ანასტასია და ლიზა ერთ კონტექსტში მოიხსენია, ლიზამ წამოიძახა "მე და დემე ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთად გავიზარდეთ და მირჩევნია ერთ ოთახში მასთან ერთად დავიძინოო", ბერაიამ გაკვირვებით და წარბაწევით გადახედა, მიხვდა რომ უხერხულად გამოუვიდა და დაამატა უცხოსთან ერთად ვერ დავიძინებო. ანასტასიამ დამცინავი ღიმილი არ დამალა და ელისაბედის ხელს დასწვდა, პატარა ოთახში მე დავიძინებო.განაწილება დასრულებული იყო, როდესაც კიტა შემოესწროთ. ჯანაშიამ მის დანახვაზე უხერხულად დახარა თავი და კედელს დაუწყო ყურება.
-დედა სტუმრებს უკვე ეძინებათ, ნელ-ნელა დავაბინავებ...-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს და უკან გაბრუნდა.
დაცარიელებულ მისაღებში გამოსულ ანასტასიას ელისაბედი დაუხვდა, რომელსაც სუფრის ალაგება დაეწყო,ზურაბი ცარიელ შამპანიურის ბოთლებს ყუთში აწყობდა და გარაჟისკენ მიჰქონდა.უჩუმრად დაიწყო მიხმარება და ელისაბედი მიხვდა, რომ გოგონას არ უნდოდა საუბარი,ამიტომ არ შეუწუხებია. კიბეებიდან ჩამოსული ბერაიამ, მისაღებში შემოაბიჯა, უეცრად პერანგის სახელოს ღილები შეიხსნა, მოხდენილად აიკეცა და როგორც კი თეფშებს დაავლო ხელი, კვიციანის ქალმა შეიცხადა რას აკეთებ, თავი გაანებე, დაისვენეო.მისთვის ყური არ უთხოვებიათ და უფრო თამამადაც დაიწყეს მიხმარება, როცა იგივე, მისაღებში დაბრუნებულმა კიტამაც დაიწყო.სანამ ელიკო მაცივარს ალაგებდა, ანასტასიამ თბილი წყალი მოუშვა და თეფშების რეცხვას მიჰყო ხელი.რამდენიმე წუთში დემეტრემ დაკეცილ ტილოს ხელი მოკიდა და ჯერ კიდევ დაუწრთობელი ჭურჭლის მშრალებას შეუდგა.ერთმანეთის გვერდით მდგომნი, ერთი სასტუმროს მეწილეები, ორი მტრული ბანაკი ელოდა პირველ ნაღმზე ვინ აფეთქდებოდა.
-ელისაბედ თქვენი ოჯახი სასტუმროში მუშაობდა? ანუ ჯანაშიების ოჯახს საიდან იცნობთ, ამან დამაინტერესა...-ერთ-ერთი ცნობილი ინვესტორული კომპანიის მფლობელის შვილი, მთავარი მემკვიდრე,ნოვატორული იდეების ბაზარზე შემომტანი, მუდამ თავდაჯერებული დემეტრე ბერაია ახლა იდგა, თეფშებს ამშრალებდა უცხო ხალხის ოჯახში და საუბრის დაწყებას მორიდებით ცდილობდა, უხერხულობის გასაფანტად.ის იყო ელისაბედს პასუხი უნდა გაეცა, რომ ანასტასია გააფთრებული მოუბრუნდა, თითქოს ვიღაცამ თავში მთელი ძალით ჩაარტყაო ისე ჰქონდა მოთმინება დაკარგული.
-ეგ შენი საქმე არ არის...
-შენთვის შეკითხვა არავის დაუსვამს, სულ ჩხუბის ხასიათზე როგორ ხარ ?!...-ჩხუბის ხასიათზე ყოფნა მხოლოდ ჯანაშიას არ ეტყობოდა, ახლა უკვე ორინი იყვნენ ოთახში.
-ჩხუბი? ჩხუბიო? მემგონი მუშტების მხოლოდ სიტყვის მასალად გამოყენება ცუდი აზრი იყო იცი?...-დოინჯშემოყრილი სასაცილოდ ცდილობდა ფეხის წვერებზე დადგომას რომ ერთი თავით მაღალს გათანაბრებოდა და გაჭიმვოდა.
-რა ვერ გაიყავით?...-ღიმილით იკითხა ზურაბმა, როცა კიტასთან ერთად შემოსული მაგიდას მიუჯდა.
-სკოლაში გრამატიკის მასწავლებელი გჩაგრავდა და ამიტომ იცი ნაცვალსახელებიდან მარტო "მე"?
-მე გავყოფ დემეტრე ბერაიას ორ ნაწილად, ამ წამს !...-დაგვიანებით გასცა პასუხი ზურაბის შეკითხვას, გაწიწმატებულმა გაშალა ხელები და სანამ მისკენ გაიწევდა კიტამ სიცილით მოხვია მკლავები ერთ ადგილზე ახტუნავებულს და ფეხების მქნეველს.
-კიტა ეზოში პიტნა ხომ არ მოგეპოვებათ? ვიღაცას მისი ჩაი დაამშვიდებდა...-ცეცხლზე ნავთს ასხამდა ბერაია.
-პიტნა შენს შეყვარებულს დაალევინე, რაღაც ნერვიული ჩანს, თვალთახედვიდან თუ ჩამორჩი თმის პუტვას რომ იწყებს ღერა-ღერა...- ნიშნისმოგებით დაუღრიალა და თვალი ჩაუკრა.
-ვინ შეყვარებულს გოგო? რას ბოდავ?...-წარბშეკვრით წამოიძახა ამჯერად თავადაც ჯანაშიას აგრესიულ ტალღაზე დამდგარმა.
-აი იმას, "მე უცხო ადამიანთან ერთად ვერ დავიძინებ, ჩემი დემე მინდა"...-ენა მოიჩლიფა და სახე დამანჭა...-წადი იავნანა უმღერე, ჭრიჭინების ხმამ არ დააფრთხოს...-გააგრძელა ღვარძლიანად.
უეცრად სიჩუმე აუტანელი აღმოჩნდა, როცა გასუსულებს მოავლო თვალი და მომღიმარ ცოლ-ქმარს წააწყდა, თავი რომ დაეხარათ და შიგადაშიგ ერთმანეთს გადახედავდნენ.მერე ბერაისკენ ჩუმად გაიხედა და ისიც გაჩუმებული, კარადას მიყრდნობილი, სარკასტული გამომეტყველებით რომ დალანდა, ნერვები უფრო მეტად მოეშალა.ძილინებისაო ამოიბურღუნა და გველნაკბენივით გავარდა სამზარეულოდან.
საძინებლისკენ გზა მარტომაც მშვენივრად გაიკვალა.



№1 სტუმარი one

rogor vikhalise)) dzalian kargia, mogyvebit)

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ვერ გავიგე ანასტასიას რა სჭირს. მივხვდი რა მ ყველაფერი დედის სიკვდილთან აქ კავშირში. ვფიქრობ უხეშობიტ თავის სისუსტეს მალავს. მაინტერესებს გაგრძელება ძალიან. იმედია ნელნელა გაირკვე ა ყველაფერი

 


№3 სტუმარი ია

ხოოო..... აი, ეს კარგი იყო.
ვიღაცა დაინტერესდეს ამ გოგოს, ასეთი ხასიათი რატომ აქვს??? დემეტრეს არ აინტერესებს, ჩაეძიოს რა❤❤❤❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი ლელა1306

კარგი საკითხავია. საერთოდ მომწონს შენი ნაწარმოებები. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent