შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (5)


22-09-2021, 03:51
ავტორი Qetatoo
ნანახია 10 290

დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა,სიბნელეს თვალი შეაჩვია,გვერდი იბრუნა და საწოლზე წამოჯდა,სიფრიფანა ფარდიდან აღწევდა განთიადის ცისფერი შუქი, დილა ჩიტების ჭიკჭიკში თენდებოდა და შეღებული დარაბიდან მოცოცავდა სუსხიანი სიო.საწოლის კიდესთან მიგდებულ ხალათს ხელი დაავლო და ერთიანად გაეხვია,ფეხაკრებით გამოსცდა საძინებლის ზღურბლს, სიბნელეში ხელისცეცებით გაიარა ჰოლი და სამზარეულოსთან მისულმა ჩამრთველს ხელი დააჭირა, სივრცე განათდა.ჩაიდანი ჩართო და ფინჯანში ყავა ჩაყარა. ამჯერადაც შფოთვამ გააღვიძა, უსიამოვნო შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა და ხვდებოდა რომ მალე ისევ მოუწევდა ძილის წამლების მიღება, რაზეც გიორგი ცოფების ყრას დაიწყებდა.აღარ უნდოდა მოსიარულე აფთიაქის იარლიყის ტარება, სურდა ერთი დილა მშვიდად დაწყებულიყო, მაშინ გაღვიძებოდა როცა ოთახი მზის ოქროსფერი შვილებით იქნებოდნენ სავსე და სხეული იგრძნობდა გამოძინებულის სიმშვიდეს.ბლანტმა სითხემ ჰაერში მოხარშული ყავის არომატი დაატრიალა და ჯერ კიდევ ძალიან ცხელს წაეტანა, ენაზე მწარედ მოხვდა, სახე დაემანჭა და იმავ წამს ხმის გაგონებამ ადგილზე შეახტუნა.
-გაგიჟდი? ცოტა ფრთხილად, ენას თუ დაიწვავ მერე სხვებს როგორღა დაგესლავ...-ცინიკურად იღიმოდა მის გვერდით ასვეტილი ბერაია და წელსზემოთ შიშველი პერანგს იცვამდა.
-ჩუმად, ყველას ძინავს...-ამოიჩურჩულა ანასტასიამ და როცა მიხვდა, ჭიქას ეძებსო ფრთხილად მიაწოდა.
-ასე ადრე რატომ ადექი?...-დახმარება ზავად ჩათვალა და სასხვათაშორისოდ კითხა.
-შენთვითონ რამ აგაყენა დილაუთენია? არ მითხრა ყოველდღე ალიონს ვეგებები და სანამ მამიკოს ფულების თვლას დავიწყებ, მანამდე ჩიტების ჭიკჭიკით რომ დავტკბეო...-თავისივე ნათქვამზე გაეცინა, ანცურად.
-საკუთარი გამოცდილებით ვსაუბრობთ?...-დინჯად შეეკითხა დემეტრე, ახლადგამოღვიძებულს კინკლაობის თავი არ ჰქონდა.ხელისგული კისერზე წაივლო, თავი გადასწია და წარბები შეჭმუხნა.
-მძიმე ღამე იყო?...-ეშმაკი არ ასვენებდა ჯანაშიას, ეშმაკი.
-მისაღებში რომ დივანი დგას, მაინდამაინც მოსახერხებელი არ არის...-ამოიბუზღუნა და უკვე მომზადებული ყავით მიუჯდა მაგიდას.
ეკატერინემ თითქოს თავიდან ვერ გაიგო რას ნიშნავდა ბერაიას ნათქვამი, მერე კარის ჩარჩოს გასცდა და მისაღების დიდი დარაბებიდან შემოსულ სინათლეზე დალანდა, დივანზე საგულდაგულოდ დაკეცილი თეთრეული, პლედი და ბალიში.მიხვდა, რომ ბერაიას გუშინ ზურაბის, კაკლის ხისგან დამზადებულ დივანზე ეძინა, რომელიც სირბილით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და კმაყოფილებისგან სახე გაუნათდა.
-რა მოხდა, შეყვარებულმა ოთახიდან მოგისროლა?...-ისევ დასცინა და თვითონაც, მისგან ყველაზე მოშორებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
-არა, შენი დადგმული ცირკის მერე გვიანობამდე ვიყავით სამზარეულოში და არ მინდოდა გამეღვიძებინა...-გრძნობდა მოთმინების ფიალა როგორ ეცლებოდა ამ გოგოს თითოეულ სიტყვაზე.
-რას ამბობ?...-შეიცხადა და წამწამები ააფახურა...-საწყალი ლიზა, ნეტავ ღამით ხომ მშვიდად სუნთქავდა შენ გარეშე.სირცხვილი შენ...-დამცინავად გადახედა და ფინჯანში ჩამალა სახის ნაკვთები.
-ლიზას კი ეძინა მშვიდად, მაგრამ შენ რა გაყვირებდა შუაღამით?...-სახე დაისერიოზულა ბერაიამ.
-ვყვიროდი?...-ხმაში შიში შეეპარა ჯანაშიას და თვალების ცეცება დაიწყო, ოღონდ კი მის მზერას გაქცეოდა...-რას ვყვიროდი?...-პასუხის მოლოდინში ერთიანად დაიძაბა.
-მართლა არ გახსოვს რა გესიზმრებოდა?...-ინტერესით დააკვირდა.
-სიზმრებს ვერ ვიმახსოვრებ...-ისევ სასხვათაშორისოდ ამოთქვა...-ხმამაღლა ვყვიროდი?
-მთელ სახლს ესმოდა, უბრალოდ მოგვერიდა და არ გაგაღვიძეთ...
-ხოდა რას ვყვიროდი, რას?...-მოთმინება დაკარგულს საერთოდ დაავიწყდა რომ ახლაც ყვიროდა.
- თავიდან რაღაც გაუგებრად ისროდი სიტყვებს...-დაბნეული საუბრობდა, ეჭვნარევად...-მერე კიდევ ბოლო ხმაზე ყვიროდი, მიშველეთ დემეტრე ბერაიაზე ოცნებას ჭკუიდან ისე გადავყავარ, რომ მზად ვარ ლიზას თვალები დავთხაროო...-სრული სერიოზულობით, დამაჯერებლობით წარმოთქვა და დასრულებისთანავე გულიანად გაიცინა.
მწარედ უნდა ეპასუხა ამ "უფასო ცირკის" სამაგიერო, თუმცა სამზარეულოში ელისაბედი შემოვიდა და განცვიფრებით იკითხა თქვენ ასე ადრე რამ აგაყენათო.პასუხი არცერთს ჰქონდა, მხოლოდ გაუღიმეს, აი დემეტრეს სახით გაღიზიანებულმა ანასტასიამ გასაქცევად ეზო აირჩია.ყავის ფინჯნით ხელში მოთავსდა ჰამაკში და ცალ ფეხაკეცილმა ნება-ნება დაიწყო რწევა.მზე მხოლოდ სანახევროდ ჩანდა, ჯერ კიდევ იკარგებოდა სიმინდების მაღალ წვეროებში, ალაგ-ალაგ თუ აღწევდნენ მისი შვილები გარემოს გასანათებლად. სამზარეულოში მოფუსფუსე ელისაბედი გაბადრული ეუბნებოდა დემეტრეს, მე ხაჭაპურს შევაცხელებ ღუმელში და გემრიელად გასაუზმებო.ბერაია მაინდამაინც ძლიერი ვერ იყო გრძნობების ფართოდ გამოჩენაში, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა რომ კვიციანების ოჯახს, რაღაც განსაკუთრებით თბილი და მშობლიური შეგრძნება მოჰქონდათ მათ გარშემო მყოფებისთვის, მისი ჩათვლით.ყურთასმენა დაძაბა როცა მიხვდა რომ ამჯერად ქალი ქოთქოთებდა, ის ანცი სად გამეპარა, რა ჰგონია მამამისის საყვედურებს დღესაც მოვისმენო?
-რა სჭირს გიორგი ჯანაშიას შვილს?...-შინაგანად ფიქრობდა თუ მის სახელს არ ვახსენებ, უმნიშვნელო გამოჩნდებაო.
-არაფერი ...-გაკვირვებით მობრუნდა ელისაბედი და მიხვდა ამდენ ლაპარაკში ზედმეტი წამომცდაო, შეიშმუშნა, არადამაჯერებლად გამოუვიდა პასუხის გაცემა და ღიმილით გაიმეორა...- რა უნდა სჭირდეს? უბრალოდ ჭამა ავიწყდება ხოლმე ქალბატონს.
-ჭამაზე არ გეკითხებით, წამლებს ვგულისმობ...-ტონი დაისერიოზულა ბერაიამ და ამან კიდევ უფრო დააბნია ქალი.
-ანასტასიას არ უყვარს როცა მასზე კითხვებს უცხოები სვამენ დემეტრე, გაითვალისწინე...-მშვიდად უპასუხა და თავის საქმეს მიუბრუნდა.
დემეტრე, კვიციანის სახის ამგვარმა ცვლილებამ, უხერხულობაში ჩააგდო, თითქოს იმ გოგოს თვისება გადმოედო და იქ ჰყოფდა ცხვირს სადაც არაფერი ესაქმებოდა. მას შემდგომ კითხვები აღარავის დაუსვამს, ისე ჩამოლაგდნენ სტუმრები საძინებლებიდან, ნელ-ნელა მოემზადნენ, მასპინძლის საუზმეს შეექცნენ და უკვე იცოდნენ რომ ახალი დღის დასაწყებად მზად იყვნენ.ათი საათი სრულდებოდა როცა გადაწყვიტეს თათბირი სასტუმროში ჩაეტარებინათ და ეს შმეთხვევა დეტალების დასაზუსტებლად გამოეყენებინათ.კვიციანებთან დარჩენილი ანასტასია კიტას გაჰყვა ნაცნობების სანახავად და მათთვის სამუშაოს შესათავაზებლად. სოფლის მუდმივი მაცხოვრებლები გაკვირვებით ხვდებოდნენ ოდესღაც ნაცნობ, ცელქ გოგონას, რომელსაც ტანი აეყარა, გალამაზებულიყო მაგრამ ძველებური სიხალისე დაეკარგა.სასტუმროსკენ გაგზავნილი ახალგაზრდების დათვლის შემდგომ გადაწყვიტეს, ბავშვობის კიდევ ერთ ტკბილს მოგონებას შეხვედროდნენ და კიტამ მანქანა ნაცნობ ჭიისკართან გააჩერა. ეზოში პატარა ხის ოდა იდგა, რომლის ფანჯრებსაც თეთრი საღებავი უკვე აქერცვლოდათ და ალაგ-ალაგ აბლაბუდებში იყო გახვეული.თხილის ხეები ჯერ კიდევ მედგრად იყვნენ გამოჭიმული და გაზაფხულზე გასხლულებს ამაყად მიემართათ ტოტები ცისკენ. კოპიტის ქვეშ ჯერ კიდევ იდგა გადაჭრილ ჯირკებზე დადებული გრძელი ფიცარი. ტასოს გაახსენდა, როგორ ჩამოჯდებოდნენ მოხუც მანოსთან ერთად ჩრდილში, აბოჭილ თხილს რომ არჩევნდნენ, მერე კი მზის გულზე გამოფენდნენ ზამთრისთვის გასაშრობად.კიტა ოდიდან გამოვიდა და უკან მოჰყვა მხრებში ოდნავ მოხრილი, თუმცა მაინც მხნე, ჭაღარა ქალბატონი.ჯანაშია ფეხზე წამოდგა, ღიმილით დააკვირდა ნაოჭებით დაღარულ სახეს და გაახსენდა, როგორი ფაფუკი იყო მანოს სახე, პატარაობაში რომ მიეფერებოდა და კოცნას დასტყუებდა ცელქობის საპატიებლად. მოხუცს თვალები გაუნათდა, როცა დარწმუნდა რომ კიტა არ ცრუობდა, გოგონა მართლაც აქ იყო, მის ეზოში, დაქალებული, კოხტა, თუმცა ისეთი გამხდარი რომ ყველა ბებიის კოშმარს ანსახიერებდა.
კოპიტის ჩრდილში ჩამომსხდრებმა ძველი დრო გაიხსენეს, საუბრისას უხერხულად შეიშმუშნებოდნენ თუკი შემთხვევით საერთო მოგონებაზე წამოსცდებოდათ რაღაც.კიტა თავისებურად ხუმრობდა და რიგ-რიგობით გადახედავდა ხოლმე მათ გაღიმებულ სახეებს.
ახლად დაყენებული ჩაით, თუთით, ეზოს ვაშლით და საადრეო თხილის თეთრი გულით გამასპინძლებული ბავშვები კარგა ხნის შემდგომ დაემშვიდობნენ მოხუცის თბილ გულს. ჭიისკარი მოიხურეს და მანქანაში ჩამჯდარმა ანასტასიამ იცოდა რომ გონებაში ოცნებისმაგვარი რაღაც შეუჩნდა, რისი ასრულების სურვილიც მთელ სხეულზე მოედო.მართალია, ჯანაშიას უკვე ჰქონდა რაღაც რისთვისაც ცხოვრება ჯერ კიდევ ღირდა.
სასტუმროში თავმოყრილ ხალხს ერთიანად განუმარტეს მოვალეობები, დემეტრე ჯანაშია ახალი ენერგიით იყო ავსილი და უკვე იცოდა რომ დროს ვეღარ დაკარგავდნენ. თბილისში დაბრუნებულებს ყველაფერი უნდა მოეგროვებინათ და რადგან სოფლიდან ოჯახურ სასტუმროში მუშების დამბინავებელთა მოსურნეებიც ამოვიდნენ, ფაქტიურად ყველაფერი მზად იყო ორ-სამ დღეში აქ გადმოსაბარგებლად.კიტამ ანასტასია სახლში დატოვა და თავადაც სასტუმროში მივიდა.სოფლის ახალგაზრდობა ერთ გუნდად იდგა და რაღაცას განიხილავდნენ, მისი გუშინდელი სტუმრების ნაწილი კი აქეთ-იქეთ დადიოდა და ტელეფონზე გაცხარებით საუბრობდნენ.ბიჭებისგან გაიგო რომ სამუშაოებს ზეგიდან შეუდგებოდნენ და მიხვდა რომ სოფლის მაცხოვრებლებს უკვე უნდა დაეწყოთ მზადება სტუმრების სახლებში მისაღებად.როგორც იქნა სიცოცხლე ბრუნდებოდა და უჩვეულოდ ჩქეფდა წლების განმავლობაში ჩაჩუმებულ არე-მარეში.
უკვე ოთხი საათი სრულდებოდა როცა მასპინძელ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად წუხანდელი სტუმრები უკვე ნაცნობ ეზოს მოადგნენ, სათითაოდ მოუხადეს მადლობა და სანამ კიდევ დააგვიანდებოდათ მანქანებში განაწილება დაიწყეს.ანასტასიას მთელი გულით უნდოდა ელისაბედის შემოთავაზებას დათანხმებოდა და დარჩენილიყო, მაგრამ იცოდა რომ გიორგისთან საუბარს ვერსად გაექცეოდა და ამიტომ უკან უნდა დაბრუნებულიყო.ზურაბმა ყურთან უჩურჩულა, უკან ორ დღეში დაბრუნდები და მერე აღარსად გაგიშვებთო, მისი აწყლიანებული თვალები, ასე საგულდაგულოდ რომ უმალავდა გოგონა ყველას, მცირედად მაინც რომ დამშრალიყვნენ.ზურგჩანთა მოკიდებული გაყვა კვიციანებს ავტომობილებისკენ, მიახლოებისას კი დაინახა რომ დემეტრეს გვერდით ლიზას დაეკავებინა ადგილი, ვერ მიხვდა რომელ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, სანამ ბაჩომ უკანა კარიდან არ მოაძახა სიცილით, "ჩემ გვერდით ჯანაშიაო".ნაბიჯი წინ წადგა და უეცრად ხელზე მოჭიდებამ შეაჩერა, ელისაბედი უჩვეულოდ აკვირდებოდა და თითქოს აქამდე ყელში გაჩხერილ სათქმელს ვერაფერს უხერხებდა, უნდა ამოეთქვა.
-მითხარი რომ ისევ არ დაწყებულა, გეხვეწები მითხარი რომ უბრალოდ გიორგის ეშინია და აბუქებს...-ესეც ასე, კვიციანის ქალს შიშით ჰქონდა სავსე თვალები და მავედრებლად ითხოვდა პასუხს კითხვაზე, რომელიც გუშინდელი საუბრის მერე სჭამდა.
-არა...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და უტიფრად იცრუა...-კარგად ვიქნები ელიკო, უბრალოდ დაღლილი ვიყავი და არ გამხსენებია, დამავიწყდა...მართლა...-დამაჯერებლად ჟღერდა მისი პასუხი, ძალისძალად გაუღიმა და სწრაფად შებრუნდა რომ აღარ გაეგრძელებინათ.
ბერაიას ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებულმა მზერა მანამ შეატოვა კვიციანების სახლს, სანამ თვალთახედვის არედან სრულიად არ გაქრა.ბაჩო ტელეფონზე საუბრობდა, დემეტრეს თვალები გზისთვის ჰქონდა გაშტერებული და ლიზა, საუბრიდან გამომდინარე ავეჯის ხელოსნებთან ათანხმებდა შეხვედრის დროს.ერთიანად ფანჯრისკენ მიტრიალებული, სავარძელზე თავმიყრდნობილი ანასტასია კი მანქანის რიტმს ყვებოდა და ამჩატებული სხეული თავისდაუნებურად ირწეოდა, უსწორმასწორო გზების გავლისას.
კარგა ხანი ისხდნენ სიჩუმეში, სანამ ლიზა გაკვირვებით არ მიუბრუნდა ბერაიას და კითხვა არ დასვა.
-დემე მესამე სართულის მაღლა, გუმბათში ოთახია, ისიც უნდა გადაკეთდეს, ყველაფერი ძველი და გადასაყრელია...-ჯანაშიას ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა, როცა გაანალიზა რომ ვიღაც უცხო იმ ოთახში იყო და თანაც უტიფრად აცხადებდა ყველაფერი გადასაყრელიაო.
-იმ ოთახში გადასაყრელი არაფერია და მეორედ ისე მოერიდე რომ შიგნითაც კი არ შეიხედო...-არ იყო საჭირო პირდაპირ სახეში წვდომა, იქნებ მკაცრად თქმამაც გაჭრასო და ამ ხერხს დასჯერდა.
-კიდევ ხომ არ მიბრძანებთ რამეს?...-დაცინვით ამოთქვა ლიზამ და მაინც ვერ დაწყნარდა...-შემთხვევით ხომ არ გაწუხებთ ერთი ჰაერით რომ ვსუნთქავთ?
-შენ შეყვარებულს ,აი ის წილის გამო რომ ეშმაკს სულს მიყიდის, ყველაფრს რომ იკადრებს ოღონდ ხელში ჩაიგდოს, შეიძლება ოცნება ავუსრულო.ასე რომ ცოტა ფრთხილად თორემ...
-თორემ?...-ჰოო უკვე ტყავიდან ძვრებოდა მოწინააღმდეგეც.
-თორემ შენი გაგდების სანაცვლოდ დარჩენილ წილს შევთავაზებ და მერე ვნახოთ "წილის გამო მოსროლილის "პროექტის დიზაინერი როგორ აღმოჩნდები.
-ჯანაშია მშვიდად...-სარკიდან გამოხედა და იყვირა ბერაიამ, მერე კი ლიზას მიუბრუნდა და სერიოზული ტონით აუხსნა...-ლიზა ეგ ოთახი ჩვენი არ არის, ჯანაშიასია, ისე მოექცევა როგორც სურს.ამიტომ მეორედ აღარ შეხვიდე იქ...-ლიზამ წარბაწევით გადმოხედა მაგრამ მის გაყინულ გამომეტყველებას რომ წააწყდა, მზერა აარიდა და გაბრაზებული დააკვირდა გზას.მერე ისევ ანასტასიას ჯერი დადგა...-თქვენ ცალკე დაგელაპარაკებით ქალბატონო.
გაურკვევლობაში აღმოჩენილი ბაჩო, ჯანაშიას აშტერდებოდა და ვერ ხვდებოდა ამ პატარა გოგოს ამხელა აგრესია ასე ჰაერზე საიდან მოჰქონდა, თუმცა ფაქტია რომ თუ ხმას ამოიღებდა ირგვლივ ყველაფერი ხმობას იწყებდა ისე იგესლებოდა.
თბილისში რომ შევიდნენ უკვე ღამდებოდა, ჯერ კიდევ ბინდბუნდი იყო ზაფხულის გრძელი დღეების დამსახურებით, მაგრამ ლამპიონები მაინც ჩაერთოთ.უკანა სავარძელზე მოკუნტულ ჯანაშიას თავისდაუნებურად მიეძინა შუაგზაში და საერთოდ არ გაუგია როგორ დატოვეს ბაჩო და ლიზა თავის სახლთან, არც ის დაუნახავს როგორ ეჭვიანად გადმოხედა გოგომ სანამ გადავიდოდა, რადგან იცოდა რომ დემეტრესთან მარტო რჩებოდა.სანამ ჯანაშიების კორპუსამდე მივიდოდნენ, ბერაია ცდილობდა გეგმა დაეწყო, როგორ გაეღვიძებინა ისე რომ არც საშვილთაშვილოდ შეეშინებინა დაყვირებით და არც ზედმეტი ფოფიალი დასჭირვებოდა.დრო ამოეწურა, უკვე სადარბაზოსთან იყო და ავტომობილის ძრავა გამორთო, ხმამაღლა ამოიხვნეშა როცა მიხვდა რომ ანასტასიას ღრმად ეძინა და გაჩერება ისევ არ გაუგია.რამდენიმე წუთიანი უმოქმედობის მერე, ღვედი შეიხსნა, მისკენ მიტრიალდა და დამცინავად ჩაეღიმა.გოგონა, რომელიც ორი დღეა რაც გაიცნო და ყველაზე დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა, ჯანაშიას უფროსი ქალიშვილი, რომელიც როგორმე თავიდან უნდა მოიშოროს სანამ რესტავრაციის ბოლო ეტაპზე გადავა, ახლა მის მანქანაში მუხლებაკეცილი, მოკუნტული ზის და მშვიდად სძინავს. თითქოს შესაძლებლობით სარგებლობდა და ამ ორი დღის მანძილზე პირველად შეათვალიერა საგულდაგულოდ, მამამისს საერთოდ არ ჰგავდა, ღია თაფლისფერი თმა ოქროსფერში გადასდიოდა, ან ლამპიონის შუქზე ჩანდა ასე, მაღლა აპრეხილი კონუსა ცხვირი და გაბუსხული ტუჩები, აშკარა იყო რომ გიორგი ჯანაშიას შავგრემანი თმისა და კეხიანი ცხვირის გენებს ამ გოგონას გენების გვერდით არც კი გაუვლიათ.თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად, რაში აინტერესებდა ვის გავდა ეს აბეზარი. ავტომობილიდან გადმოვიდა და და ანასტასიას მხარეს უკანა კარი გამოაღო, აპირებდა ხმამაღლა დაეძახა თუმცა მობეზრებით თვალები დახუჭა და თითქოს თავის თავთან რაღაც განიხილა, დაიხარა და სახეზე ჩამოშლილი თმები სწრაფად გადაუწია, მერე მოზომილი ხმის ტემბრით წარმოთქვა სახელი, რამდენჯერმე,სანამ გოგონამ ფრთხილად არ გაახილა თვალები.
-ჰოო...რა მოხდა?...-ნახევრად ძილბურანში მყოფმა იკითხა ჩურჩულით და თვალები მოიფშვნიტა, დემეტრეს გაეღიმა ახლადგამოღვიძებულის სიმშვიდეზე.
-თუ გინდა ჩემთან წამოდი, არ არის პრობლემა...-გაკვირვებით შეხედა ჯანაშიამ, ახლაღა გამოერკვა რომ მის წინ დემეტრე იყო...-მაგრამ იცოდე ამას ჩვენს კომპრომისში ვერ გაგიქვითავ...- რომ ამბობენ, თითქოს ცივი წყალი გადაესხაო, ალბათ ამას გულისხმობენ, ისე სასწრაფოდ გაუფართოვდა ანასტასიას თვალები, როცა მიხვდა ბერაია რაზეც მიანიშნებდა.
-იოცნებე შე უბედურო, ოცნებას კაცი არ მოუკლავს...-გაწიწმატებულმა დაავლო ზურგჩანთას ხელი და მანქანიდან გადმოვიდა, როგორც კი დემეტრე კარს მოშორდა.მკლავზე მთელი ძალით ჩაეჭიდნენ და უკან გამოათრიეს, მანქანის კარზე აყუდებულს ბერაიას ცივი ფიგურა ედგა თავზე და გაბოროტებით ესისინებოდა.
-მე როგორც მახსოვს ჩვენი კომპრომისი ზრდილობის ფარგლების შენარჩუნებასაც ითვალისწინებდა.
-მე რაღაც არ მახსოვს მაგ ფარგლებს გავცდენოდი, აი შენ კიდევ მემგონი სიბრაზის კონტროლის კურსები გჭირდება, რას დამაფრიალებ აქეთ-იქეთ?!
-ეშმაკს სულს მივყიდი? ყველაფრის მკადრებელი? ჯანაშია ტყავში დაეტიეთქო ხომ გირჩიე? კიდევ ერთხელ გირჩევ, მესამეზე უკვე ისე მოგიფრიალებ რომ სასტუმრო ტელევიზორშიც ვერ ნახო თვალით.
-შენ ახლა მემუქრები და გგონია შემეშინდა?...-დასცინა და თვალები დააკვესა.
-ნუ მაიძულებ ცუდად მოგექცე, არ მოგეწონება დამიჯერე...-ხმა დაიდაბლა და თავისი გაბოროტებული სახე ახლოს მიუტანა.
-ნურც შენ მაიძულებ ცუდად მოგექცე, თორემ ყოველ ღამე იმის ინტერესით დაიძინებ, დილით ცოცხალი თუ გაახელ თვალს...-არ ეშინოდა, აღარაც აფრთხობდა მისი სიახლოვე, თუ ემუქრებოდნენ ყველანაირი შეგრძნება უქრებოდა, ამიტომაც იყო რომ თამამად დააკვირდა ღვარძლიანი თვალებით.
-ფსიქოტროპულები შედის შენ წამლებში? აშკარად გჭირდება რასაც სვამ, მამაშენს დაუჯერე...-დაუფიქრებელი სიტყვები ხანდახან ზუსტად იმ ადგილს ხვდება , რომლის დამალვასაც ყველაზე მეტად ვცდილობთ.არც ბერაიამ იცოდა რაზე საუბრობდა და გაბრაზებულ გულზე ისეთი რამ წამოროშა რის შესახებაც წარმოდგენაც არ ჰქონდა.
ანასტასიას სახე შეეცვალა, აქამდე გაკაპასებული, ანთილი თვალები ჩაუქვრა და ბერაიას მარწუხებისგან გასანთავისუფლებლად მომართული ხელი გაუშეშდა, უღონობამ მთელ სხეულში დაუარა და იგრძნო რომ საიდანღაც სისუსტემ გამოჟონა.იმედგაცრუებული დააკვირდა წესების გარეშე მოთამაშეს, რომელმაც ცვლილებები შენიშნა და განცვიფრებული აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.რამდენიმე წამი გაჩუმებულები იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ანასტასიამ გონებაში გადახარშა, რამდენიმე საათის უკან გაჩენილი მოკაშკაშე იმედის სხივი როგორ ჩაქვრა, სისულელე იყო იმაზე ოცნება რომ არსებობდა რამე რისთვისაც ღირდა გარისკვა.მდუმარედ დახარა თავი და უსიტყვოდ გაეცალა დემეტრე ბერაიას ფიგურას, რომელიც ხვდებოდა რომ სიტყვებით ნასროლი ტყვია, უკვე ნატყვიარ ადგილს მოხვდა.
ისე მოათრევდა სხეულს, თითქოს ზურგზე ტომრები ეკიდა, ჩუმად შეაღო კარი და შემოსასვლელის კარადაზე დააგდო გასაღები, წელმოწყვეტილი წავიდა საძინებლისკენ და ყურადღება არ მიუქცევია გიორგის ძახილისთვის.ჩარჩოს გადამცდარმა ზურგჩანთა იატაკზე მოისროლა, ფეხებიდან კედები გაიძრო და საწოლის კიდიდან საბანი თავისკენ წამოიღო.
საძინებლის კარში გიორგი ჯანაშიას მაღალი, ჩაფსკვინილი ფიგურა გაეჩხირა.
-ანასტასია შენ გელაპარაკები...-ხმამაღლა დაიყვირა გაბრაზებულმა, მაგრამ როცა დაინახა როგორ შეძვრა ტასო საბნის ქვეშ და ზურგი აქცია, გაშეშდა.ყოყმანი დაეტყო, თუმცა ფრთხილი ნაბიჯით მაინც წავიდა მისკენ, ტუმბოზე ჩამოდებულ სანათს ხელი დაკრა და სივრცე თბილი, მბჟუტავი სინათლით აივსო.მუხლები მოხარა, ფრთხილად ჩამოჯდა ლოგინზე, მის თავთან.
-ტასო ცუდად ხომ არ ხარ?...-პასუხი არ გაუციათ, დიდი ხელისგული მისი სახისკენ წაიღო და ლოყაზე თითის ბალიშებით მიეფერა...-მოხდა რამე?...-ამოიჩურჩულა კაცის ტუჩებმა.ანასტასია მისკენ სანახევროდ შემობრუნდა, ცარიელი თვალებით დააკვირდა, მერე დამაჯერებლად, თუმცა ცივად ამოთქვა, თითქოს გიორგის კი არა სივრცეს ელაპარაკებოდა.
-იქ აღარ არის... დედა დიდი ხანია მოკვდა...სისულელეა იმ იმედის ქონა რომ როდისმე დაბრუნდება.
შვილის სიტყვებმა მწარედ დაუარეს ტანში, შეძრწუნებული აკვირდებოდა სიმშვიდეს, რომელმაც ასე აუღელვებლად წარმოთქვეს იგივე სიტყვები, რაც მაშინ.ხელებაკანკალებულმა მოაშორა თითები შვილის სახეს და კარისკენ გაიხედა. ჩარჩოს მიყრდნობილი ლილე იქ იდგა, მეუღლეს მზერას უსწორებდა და შორი მანძილიდანაც ჩანდა მის თვალებში აცეკვებული ცრემლების სევდა.ანასტასიას გონებას თავის ცარიელ სამყაროში ჩაეძინა.
მეორე დილით ჯანაშიას უფროსი ქალიშვილი საუზმეზე არ გამოცხადდა და ოთახში შესულების მოთხოვნას ადგომასთან დაკავშირებით, გაფითრებული სახით და ჩაცვენილი თვალებით უპასუხა, უბრალოდ დაღლილი ვარ, ძილი მაცადეთო.
ბერაიას ყველაფერი თავზე ეყარა ჩამოსვლის დღიდანვე,რამაც მისი გონება ზედმეტი ფიქრისგან გაათავისუფლა, ადგილი რომ მხოლოდ სამსახურს და მოსალოდნელ გადაბარგებას დათმობოდა.კედლის მთლიან სიგრძეზე ამოჭრილი დარაბებიდან იღვრებოდა დღის სინათლე, ახლადგამოღვიძებული, წელსზევით შიშველი ფიგურა თეთრ თეთრეულში იყო გახვეული და მზემოკიდებულ მის კანზე ანცად თამაშობდნენ ოქროსფერი სხივები.ზანტად შეირხა, თავი მოაბრუნა და თვალები გაახილა.რამდენიმე წუთის შემდეგ იატაკის სითბოს შეეხო მისი კანი და ფეხშიშველი შევიდა სააბაზანოში მოსაწესრიგებლად.ცივი შხაპის შემდგომ, კლასიკურ შარვალსა და ცისფერ პერანგში გამოწყობილი დაეშვა კიბეებზე.მისთვის ყავა უკვე მზად ჰქონდათ და გაკვირვებულები, ჩუმად აპარებდნენ თვალს დაგვიანებით მოსულისკენ.ჯაბა ბერაია ყურადღებით აკვირდებოდა შვილის სახეს, შიგადაშიგ ცოლის მხარეს მიმართავდა მზერას, მშობლებმა იცოდნენ რომ სასტუმროში ვიზიტმა კარგად ჩაიარა, თუმცა ორივე ეჭვობდა რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაც გაამართლებდა შვილის უცნაურ ქცევას.
-დემე პროექტთან დაკავშირებით რამე ისე არ მიდის, როგორც გინდოდა?...-ფინჯანმომარჯვებულმა ქალბატონმა დიპლომატიურად სცადა წარბშეჭმუხვნილი, დოკუმენტებში თავჩარგული შვილის ალაპარაკება.
-არა ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე წარმომედგინა...-თავაუწევლად გასცა პასუხი.
-ის გოგო? ანასტასია ჯანაშია ? უთანხმოება ხომ არ მოგივიდათ? ... -ეჭვის თვალით უყურებდა ჯაბა, დემეტრემ წარბები აზიდა და მოუთმენლად გამოაცხადა.
-თათბირზე მაგვიანდება, კომპანიაში შეგხვდები...-საბუთებს ხელი მოხვია და გასაღებმომარჯვებული წავიდა კარისკენ, როცა დედამისის ნათქვამი მისწვდა ყურთასმენას "დღეს ადრე დაბრუნდი რა, ხვალ მიდიხარ და ერთად ვივახშმოთო".
თბილისში დაბრუნებიდან ორი დღე იყო გასული, თუმცა ანასტასია ჯანაშიას ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა.როგორც დაგეგმეს, ხვალიდან მუშებთან ერთად უნდა დაეწყოთ სამუშაოები და დღევანდელ შეხვედრაზე ყველას თავ-თავისი შესრულებული საქმე წარმოედგინა.საკონფერენციო ოთახში თავმოყრილ ადამიანებს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ იმის საჩვენებლად რომ რესტავრაციის პირველი პერიოდი ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაივლიდა. ბაჩოს შესწორებული ხარჯთაღრიცხვა, ნიკოს ნახაზები და ლიზას ავეჯის ხელოსანთა ჯგუფის მიერ შეკვეთილი მასალების ფოტოსურათები თავისი ტრიდე ნახაზებით, ლუკა კი ლოჯისტიკის მთელი გეგმით.ორ საათიანი განხილვა დასრულდა და ერთმანეთს ტაშით მიულოცეს სამთვიანი დაუღალავი მუშაობის ხორცშესხმის დაწყება.ახლა მხოლოდ გარშემო არსებული მიწის დამუშავების, ეზოს გასუფთავების და ბაღის ხელახალი დაპროექტების საკითხი იყო დარჩენილი, მეორე მეწილეს კი ტელეფონზე ვერავინ უკავშირდებოდა, იმასაც ვერ იგებდნენ ხვალ მათთან ერთად აპირებდა თუ არა წამოსვლას. უპასუხისმგებლო საქციელი ერთის მხრივ აღიზიანებდა, მეორე მხრივ კი ინტერესს აჩენდა ბერაიაში, რაც არ უნდა ყოფილიყო, ღრმად სწამდა რომ ეს სასტუმრო ბევრს ნიშნავდა ჯანაშიასთვის და უბრალო წაკინკლავების გამო ასეთ შეხვედრას არ გამოაკლდებოდა.
წასვლის აუცილებლობიდან გამომდინარე, დასატოვებელი საქმეების ნუსხა მთლიანად მდივანს გადააბარა, რომელსაც უფროსის არყოფნის პერიოდში ყველაფრისთვის უნდა გაერთვა თავი.საქმეებს რომ მორჩა და კაბინეტიც უსარგებლო საქაღალდეებისგან დაცლილი დაიგულა , სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, კედლებს თვალი გაუშტერა და მძიმედ ამოიხვნეშა.ტელეფონ მომარჯვებულმა კონტაქტებში გიორგი ჯანაშიას ნომერი მოძებნა და ისე, რომ ორჯერ აღარ დაფიქრებულა, დარეკა.ლოდინმა გაამართლა და ყურმილიდან მოისმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი.
-გისმენ დემეტრე.
-ბატონო გიორგი, როგორ ხართ?...-დიალოგი როგორღაც,ბუნებრივად, უნდა დაეწყო.
-კარგად, თავად როგორ ხარ, როგორ მიდის საქმეები?...-აშკარა იყო რომ ზრდილობის გამო ეკითხებოდნენ.
-ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, ერთი პატარა პრობლემა შეგვექმნა.ანასტასიას უკვე ორი დღეა ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს.დღეს თათბირზე მისი ბაღის პროექტი უნდა განგვეხილა და ისიც კი ვერ გავაგებინე რომ მოსულიყო.
-ხოო, არ არის პრობლემა, როგორც შენ გქონდა გადაწყვეტილი ისე გააკეთე, ჩვენ გენდობით...-უკვე ნათელი იყო ჯანაშიას სურვილი, რაც შეიძლება მალე დაეღწია დიალოგისგან თავი.
-მოკლედ, იქნებ გადასცეთ რომ თავად შემეხმიანოს, ხვალ ვიწყებთ რესტავრირების პროცესს და როგორც მაშინ, 8 საათზე გამოვუვლი, მზად იყოს...-ესეც ასე, მშრალი ინფორმაციის გაზიარება.
-არა, არაა საჭირო გამოვლა...-ახლა კი იგრძნობოდა ანერვიულება კაცის ტონში...-ანასტასია წამოსვლას ვერ მოახერხებს, რაღაც საქმეები აქვს. როგორც გითხარი ბაღის პროექტი ისევ შენია, როგორც გინდა ისე გააკეთე, ხარჯთაღრიცხვა გამომიგზავნე და ფინანსებს გავიყოფთ.
-მომეჩვენა რომ აშკარად ძალიან უნდოდა ამ საქმის თავის თავზე აღება...-ეჭვი გაძლიერდა, აქ რაღაც რიგზე ვერ იყო და მშვენივრად აცნობიერებდა რომ ჯანაშია რაღაცას უმალავდა.
-დემეტრე შენ ის მიიღე რაც გინდოდა, ბონუსად კი ამხელა პროექტის განხორციელების ფინანსებიდან ნახევარს მე ვიხდი, ასე რომ ზედმეტით ნუ დაინტერესდები...ვიცი რომ საქმეები გაქვს, ისევე როგორც მე, ამიტომ დაგემშვიდობები, წარმატებები და მამა მომიკითხე აუცილებლად.
გაუთიშეს, ესეც ასე, ატკიებული თავი უფრო მეტად აიტკივა.მისი აზრით, მოლოდინები გამართლდა, გათამამებული გოგონა მიხვდა რომ ამხელა პროექტს ვერ შეეჭიდებოდა, მამიკოსთან ჯინიანობას მოეშვა და ისევ უდარდელ ცხოვრებას მიუბრუნდა.დასკვნებით შეგულიანებული მიდიოდა სახლისკენ,თუმცა პაწაწინა ეჭვი მაინც გულს უღრღნიდა, ის წინადადება რომელიც ვგიორგი ჯანაშიას წამოცდა არ ასვენებდა.რას ნიშნავს "შენ ის მიიღე რაც გინდოდა", ანუ გამართლდა მათი შეთანხმება და ბერაიამ მოახერხა გოგოს ახალგაზრდული შემართების ჩახშობა? ისევ პირველ დასკვნებთან დაბრუნდა და არხეინად შეაბიჯა სახლში.ვახშამმა ჩვეულად ჩაიარა, მხოლოდ მას შემდეგ რაც ჯაბა ბერაიაც დაბრუნდა მნიშვნელოვანი შეხვედრიდან რომელიც არაოფიციალურ გარემოში ტარდებოდა.კითხვებზე, რომელსაც დედამისი სვამდა პასუხები არ ჰქონდა, რადგან თვითონაც არ იცოდა დედლაინები, თუკი მიხვდებოდა რომ ოფისში საჭირო გახდებოდა, რამდენიმე დღით ჩამოვიდოდა, თუ არადა გეგმიურ გრაფიკს ვერ დაარღვევდა, პროექტის ძირითადი ნაწილი ზაფხულამდე უნდა დაესრულებინათ, რომ შემოდგომის ნესტიან ამინდებს კიდევ ერთი წლით არ გადაედო სასტუმროს გახსნა.
უკვე აბაზანაში შესასვლელად ემზადებოდა, როცა ბაჩომ დაურეკა, ჩემთან გამოდი ცოტა ხნით, თითო ჭიქა წითელი ღვინო დავლიოთ და დავილაპარაკოთო.როგორც აღმოჩნდა პატარა შეკრება მოაწყვეს და ხვალინდელი დღიდან მოსალოდნელ ცვლილებებს ყველა შიშნარევი მოუთმენლობით ელოდა.უკვე ცხრა საათი სრულდებოდა, როცა მეგობრის ბინის კარი შეაღო.ბარის მაგიდასთან ჩამომსხდარი ლუკა და ნიკო ბანქოს თამაშობდნენ და ღვინით შეზარხოშებულებმა მხიარულად მიუთითეს მათ გვერდით სკამზე ჩამოსაჯდომად.ბაჩო რომელიც გაზქურასთან ტრიალებდა, წამით დააკვირდა დემეტრეს ჩამოშვებულ ცხვირს და შეუმჩნევლად ჩამოუსხა ბლანტი,ლალისფერი სითხე ჭიქაში. ელოდა, ახლა ამოიღებს ხმასო, მაგრამ ბერაია უაზროდ მიშტერებოდა ბანქოს და პირში წყალი ჩაეგუბებინა.
-ჰე ეხლა ამოთქვამ რა მოხდა? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?...-წამოიყვირა და ცოდვამ უწია, როცა ტაფას თავი ახადა, იქედან კი მოშიშხინე ხორცის ორთქლი პირდაპირ სახეში დაეტაკა.
-არაფერი, უბრალოდ ოფისში ბევრი საქმე იყო და თან არ ვიცი ორი საქმის ერთად გაკეთებას როგორ მოვასწრებ...-დინჯად თქვა და ღვინო მოსვა.
-ჩვენც იქ ვიქნებით და თუ შევხედავთ რომ ხელში გვაკვდები, დაგეხმარებით, ნუ გეშინია...-გახუმრება სცადა ნიკოლოზმა და გამოუვიდა, ბერაიას სახეზე ღიმილმა გაკრა.
-ანასტასიას ელაპარაკე? რატომ არ იყო დღეს?...-ბაჩო ზედმეტად დიდი ხნის მეგობარი იყო ბერაიასთან, იმისთვის რომ ეს სულელური მიზეზი დაეჯერებინა, ამიტომ სხვანაირად მიუდგა.პასუხი არსად ჩანდა, დემეტრე მიხვდა რომ თუ უფრო დიდი ხნით იქნებოდა ჩუმად,სიტუაცია უხერხული გახდებოდა.
-ანასტასიას არა, მამამისს ველაპარაკე.რომელმაც მითხრა რომ მისი შვილი არ აპირებს წამოსვლას, სრულიად გვენდობა და როგორც ჩვენ მოგვესურვება ისე დავაპროექტოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რათქმაუნდა მათგან სრული ფინანსური მხარდაჭერის იმედით.
-მოიცა ეგ ის ანასტასიაა, ლამის ყველას რომ თვალები დაგვთხარა სასტუმროს პროექტი რომ ნახა და არ მოეწონა, მემგონი სხვადასხვა ანასტასია ჯანაშიაზე ვსაუბრობთ...-თავი გააქნია ნიკოლოზმა და სასაცილოდ გაასავსავა ხელები მეტი დამაჯერებლობისთვის.
-სახლში რომ მიიყვანე, მშვიდობიანად დაიშალეთ?...-საინტერესოა ბაჩო როგორ გახდა ბუღალტერი როცა გულთმისნობის ნიჭი მიამადლა ღმერთმა.
-აბარა, ერთმანეთიც გადავკოცნეთ, ოჯახებში მოკითხვა დავაბარეთ, მშვიდობიანი ღამე და ტკბილი ძილი, ფერად-ფერადი სიზმრები...-სრული სერიოზულობით საუბრობდა ბერაია...-შენ მშვიდი ანასტასია ჯანაშია იმ ორი დღის მანძილზე რომელიმე მონაკვეთში ნახე? რათქმაუნდა დავხოცეთ ერთმანეთი...-ჩვეული სარკაზმი და შინაგანი გაღიზიანება დემეტრეს უკვე ორგანულად ჰქონდა შესისლხორცებული.
-ამჯერად რაზე, რა ვერ გაიყავით ასე სასტიკად?...-მოუთმენლობით წამოიყვირა ლუკამ და თვალებგაფართოებულმა გადახედა ბერაიას.
-ბიჭო ხუთი თვეა მაგ სასტუმროს ყიდვაზე ვფიქრობთ, აქედან სამი თვე ენაგადმოგდებულები დავრბივართ პროექტებზე, იმხელა თანხას ვდებთ მგონია ხეზე ვკრეფთ, მოდის ვიღაცა მამიკოს წინააღმდეგ ამხედრებული პრანჭია და ამ საქმიდან ხელის გაუნძრევლად მიაქვს ნახევარი და კიდე კითხულობ რა ვერ გავიყავი?...-თავის დაცვის უბადრუკ მცდელობას გავდა დემეტრეს გაბრძოლება.
-კარგი, მაგაზე ხო იჩხუბეთ წამში ოცჯერ, ამჯერად რა იყო განსხვავებული ის თქვი...-ბაჩო მაინც არ ეშვებოდა, გუმანით გრძნობდა ახლა ზუსტად იმას იტყვის რაც მე მგონიაო.
-რავიცი მე, საუბარში ვუთხარი ფსიქოტროპულებზე გადადი, მამაშენს დაუჯერეთქო...-ესეც ასე, როგორც კი წარმოთქვა თვითონაც დარწმუნდა რა საშინლად ჟღერდა, აქამდე დიალოგის ამ ნაწილს მალავდა, თუმცა ამჯერად ეს აღარ გამოუვიდა.
-რაო?...-კილო მოაყოლა ლუკამ და გაკვირვებული აცეცებდა თვალებს.
-ბიჭოო, აღუ-აღუს პერიოდიდან გიცნობ, სულ იმის გამო მირტყამდი თავში, ცოტა სიტყვები აკონტროლეო და შენთვითონ რომ ამბობდი ყურებზე ხელს იფარებდი ხოლმე?...-ეს უკვე დაცინვაც აღარ იყო, ბაჩოს ბრაზი პირდაპირ ყვირილში არ გამოიხატებოდა.მშვიდად უნდა მიეხვედრებინე რომ დიდი სისულელე გქონდა ჩადენილი.
-ხო კაი რაიყო, რას შედექი. უთხრა და უთხრა, დიდი ამბავი, მაგის გამოა გაბუტული ეხლა?....-ლუკა ერთგული გულშემატკივარი იყო, ოღონდ იმ გულშემატკივარს გავდა, საფეხბურთო მოედანზე შემთხვევით რომ აღმოჩნდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ დასდევს ამდენი კაცი ერთ ბურთს.
-შენადა, ისიც ხო არ მიაყოლე, აბა შენ იცი, უკეთესი ადგილი გელოდება ამ ცხოვრების მიღმაო?...-გაღიზიანება იგრძნობოდა ბაჩოს ხმაში, სამაგიეროდ ნიკოლოზი ბაიბურში არ იყო საერთოდ რა ხდებოდა და ეს ორი რაზე ლაპარაკობდა.
-შენ ხო არ გააფრინე ეგ საერთოდ რა შუაშია?...-ყელში ამოუვიდა ბერაიას ეს მიკიბ-მოკიბული, ვითომ შეფარული წამოძახილები.
-რა შუაშია და კვიციანებთან რომ მამამისმა დარეკა და ააწრიალა ყველა სასწრაფოდ გააღვიძეთო, რა გგონია იმაზე დარდობდა ჩემი შვილი ხო კარგი ნაჭამ-ნასვამიაო?
-მემგონი რაღაც ისეთი იცი, რაც ჩვენ არა...-თავისთავად დაასკვნა ნიკოლოზმა და თვალების პრაწვით ანიშნა ამოთქვი ეხლა, სანამ ჭკუიდან გადაიყვანო.
-ანორექსიისკენ აქვს მაგ გოგოს მიდრეკილება...-ამოთქვა ბოლოსდაბოლოს და თვალი აარიდა დემეტრეს დაბნეულ გამომეტყველებას.
-ეგ დასკვნა საიდან?...-არანაკლებ დაბნეული იყო ლუკაც.
-სუპერმარკეტში რაღაცეები იყიდა ყავასთან ერთად, მაგრამ გზაში მარტო ყავა დალია. თავის ზურგჩანთაში რომ იქექებოდა ეგ ცელოფანი ვიცანი და შიგნით ყველაფერი ხელუხლებელი იყო, რომ შევხედე თვალი ამარიდა და ის პეპლებიანი ჩანთა წაიღო უცებ, თითქოს არ უნდოდა რომ მეკითხა.სამზარეულოში ეს ვაჟბატონი ბრძანდებოდა, ერთი თქვი რა იყო იმ ჩანთაში.
-წამლები...ძალიან ბევრი წამლები...-გონებაგანათებულმა ამოთქვა.
-ის ვისაც ანორექსიისკენ აქვს მიდრეკილება ვიტამინებით იჭყიპება რომ ორგანიზმი არ გამოეფიტოს, პლუს მადის მოსამატებელი წამლები და ანტიდეპრესანტები, ანტიდეპრესანტები რა არის? ფსიქოტროპული წამლები...-შეისვენა იმის შიშით იმაზე ზედმეტი არ მომივიდეს, ვიდრე საჭიროაო...-მოკლედ მაზოლზე წიხლის დაჭერას კი არა, ტანკით გადავლას უდრიდა მაგ გოგოსთვის ეგ შენი ორი სიტყვა ჩემო დემეტრე.
-ესეიგი ამიტომ არ დაჯდა ჩვენთან ერთად სასაუზმოდ და ამიტომ არ უნდოდა ლაპარაკი...-ნიკოლოზისთვის ახლა უკვე გასაგები იყო, აგრესიის უკან დამალული მიზეზები.
-შენ რატომ იცი ამდენი ანორექსიაზე...-ჩუმად იკითხა ლუკამ,რომელიც თან თვალს არიდებდა კითხვის ადრესატს,უნდოდა ის პასუხი არ გაეცა რასაც ფიქრობდა.
-მე იმიტომ ვიცი, რომ ნინიკოს ჰქონდა წინა ნიშნები თინეიჯერობის ასაკში...-არც ადრესატს აუწევია თავი პასუხის გაცემისას, ვითომ დიდის ამბით უცვლიდა გვერდს მოშიშხინე ხორცის ნაჭრებს და არ ეცალა გასახედად.
-შენ დას?...-მძივივით გაიბნა ნიკოლოზი გონება ოთახში...-და ჩვენ აქამდე რატო არ ვიცოდთ?
-შენ რომ ყოველდღე ძალით გატენიდნენ ან აცრემლებული იტენიდე საჭმელს პირში,მაშინ როცა საერთოდ არ გშია. თხუთმეტი დასახელების ვიტამინს და ანტიდეპრესანტებს სვამდე, კვირაში რვა საათი ფსიქოლოგის წინ ჯდომამ მოგიოწიოს, პირადი ფსიქო-თერაპევტი გყავდეს და ოთახიდან შენი სურვილის საწინაარმდეგოდ წიხლით გაგდებდნენ ვაიდა თავი არ მოიკლასო, დამიჯერე ოჯახიანად სხვების წინ ცეკვას არ დაიწყებდი ანორექსია მაქვსო.
ბაჩო მდგომარეობიდან იყო გამოსული, როცა ყველაფერი გაახსენდა, რაც იმ პერიოდში ოჯახში ხდებოდა.ახლა უფრო მეტად ბრაზდებოდა ბერაიაზე და საკუთარ თავზე,ამაზე ყურადღება წამოსვლამდე რომ გამემახვილებინა მასთან, შეიძლება სისულელეების წამოყრანტალება არც დაეწყოო.
იმედი მაქვს დაკვირვებული ხართ რა ხდება მას შემდეგ, როცა ადამიანები რეალურ თემებზე იწყებენ საუბარს.თითქოს აღარ ვიცით სად წავიღოთ ის უხერხულობა რომელიც ხურდასავით შემოგვაჩეჩეს ხელში.გვიჭირს სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ ან ხმა ამოვიღოთ რადგან გვეშინია, გამხნევების მაგივრად რამე სისულელე არ წამოვროშოთ. ზუსტად ასეთი სიჩუმე იყო ახლა ბაჩოს ბინის სამზარეულოში.ბერაიასთვის ამჯერად ყველაფერს ფარდა ჰქონდა ახდილი და სცენა რომელზეც თავად იდგა, მაინდამაინც სასიამოვნო საყურებელი არ გამოდგა.ახლა მთელ თავის ცხოვრებას დათმობდა ოღონდ კი ამ ღვინის მეორე ჭიქას მისი გონების გათიშვა შეძლებოდა.ეს რათქმაუნდა ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც იმ ორი, დაუფიქრებელი სიტყვის უკან წაღება იყო.



პ.ს ძალიან მსუყე თავია, ერთი თემის გარშემოა გაშლილი და მინდოდა მთლიანად წაგეკითხათ.თქვენ მოსაზრებებს ჩვეულად ველი და ვიცი რომ საინტერესოდ განიხილავთ, ალბათ უმეტესობა ხვდებოდით კიდევაც.



№1  offline წევრი ლელა1306

ვაიმე ისეთი ვიტირე ამ თავზე მომიკვდა გული.ეს ორი უგონოდ არიან შეყვარებული ერთმანეთზე და ძნელი იქნება ალბათ ანასტასიას შემობრუნება anguished

 


№2  offline წევრი ფანარი

ვგიჟდები ანსასტასის ხასიათზე.ბაჩო ძაან მაგარი ადამიანი ჩანს.დემეტრეზე კი რა ვთქვა არ ვიცი.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

აუ რა მძიმე თავი იყოო. ალბათ დედის სიკვდილმა მოახდინა გარდატეხა მაშსი
არვიცი რამოხდა მამაშვილის შორის. მაგრამ ურთიერთობა ძალიან არასასიამოვნო აქვთ. ანასტასია. როგორ ცდილობს სისუსტის დამალვას სიუხეშით. ფარად აქვს ააღმართულიდემეტრეზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. მომწონს ძალიან

 


№4 სტუმარი one

ai dzalian mkmwons da interesit velodebi shemdegs, kargi khart❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ეველინი

ძალიან კარგი ხართ♥️ მომწონს თქვენი წერის სტილი და წარმოსახვის უნარი♡ თავებს თუ გაზრდით ძალიან გამახარებთ, მეც და დარწმუნებული ვარ დანარჩენ მკითხველსაც♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან სევდიანი თავი იყო უამრავი ემოციებით სავსე შემეცოდა ანასტასია ეტყობა წარსულში ისეთი რამ მოხდა ამიტომა ასე ცუდად ანასტასია,ბაჩო ძალიან კარგი პიროვნებაა,დემეტრე კი იდიოტი რა რა უაზროდ იქცევა .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent