შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (7)


24-09-2021, 04:39
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 984

კარზე გაბმუხლად აბრახუნებდნენ, გამეტებით და მოუთმენლად.ზღურბლთან ასვეტილი ლალი შიშისგან აკანკალებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ვერ გადაეწყვიტა გაეღო თუ არა.საპირისპირო მხრიდან მამაკაცის ხმა მოისმა,რომელიც ყვიროდა სასწრაფოდ გამიღეთ,თორემ შემოვამტვრევო.სანამ მეზობლების ყურამდე მივიდოდა და თავიანთ დიდ ცხვირებს სახლებიდან გამოჰყობდნენ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მანამ დასწვდა სახელურს და ფრთხილად გამოაღო.ბერაიას მაღალი, ერთიანად დაძაბული სხეული კარს მიაწვა და შიგნით შემოვარდა."სად არის?" ბრაზისგან გაგიჟებული ხმით იკითხა და გაანალიზა რომ ქალი პასუხს არ გასცემდა, ჰოლისკენ წასული ყველა კარს ეცა,თითოეულის მიღმა შეიხედა თუმცა იქ ობიექტი ვერ ნახა. ის იყო ბოლოჯერ შეაღო, რომ თვალებში მბჟუტავი სინათლე შემოეფეთა,რომელიც გადაწეული ფარდებიდან იღვრებოდა სივრცეში.გაგულისებულმა ნაბიჯი გადადგა და ადგილზე გახევდა, გაახსენდა როგორ აწყობდა სიტყვებს გზაში, თითქოს ყველაფერი გათვალა რასაც მატყუარა ქალბატონს პირში მიახლიდა.თუმცა ახლა ყველაფერი სადღაც გაქრა, თითქოს ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა და დემეტრე ბერაია ამ უხილავი ძალით ადგილს მიაჯაჭვა.ის იქ იყო, საწოლზე მინაბულს გაკვირვებისგან თვალები გაფართოებოდა, ცალი მკლავი გაეშალა და გრძივად გაშლილი მილი მიერთებოდა, საწოლის გვერდით წვეთოვანის სისტემა მოედგა და გაუნძრევლად აკვირდებოდა საძინებელში შემოჭრილს.
-შენ აქ რას აკეთებ?...-მშვიდად იკითხა, როცა მიხვდა შემოსწრებულს განცვიფრება ხმას კარგა ხანს არ ამოაღებინებსო.
-შენ თვითონ რას აკეთებ?...-გუგებში კითხვის ნიშნები დაუხტოდა და თავით წვეთოვანისკენ ანიშნა.
-რა იყო, ოჯახში ცივ ნიავს არ გაკარებდნენ და გაციების გამო გადასხმაზე არასდროს ყოფილხარ?...-ხმა მისუსტებული ჰქონდა,მაგრამ სიტყვა-პასუხი ისევ არ ეშლებოდა.
-აჰა, შენ გაციებული ხარ?...-თუ იგესლება ესეიგი არც ისე ცუდადააო დაასკვნა ბერაიამ. ანასტასიამ შეკითხვაზე თავი მიაბრუნა და საპირისპირო მხარეს გაუშტერა მზერა...
-დამშვიდდით ძალიან გთხოვთ, რა პრობლემაც არ უნდა გქონდეთ საუბრით ყველაფერს მოაგვარებთ...-დედაშვილურად შეეხვეწა ლალი,როცა ანასტასიას დააკვირდა.
-ძალიან მშვიდად ვარ, უფრო მეტი სიმშვიდე კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს...-დაიყვირა ჯანაშიას შემყურემ და ხელები გაასავსავა.
-რა გაღრიალებს? შენ მე ლიზა ხო არ გგონივარ? ტონს დაუწიე თორემ...-გაწიწმატებული მობრუნდა მისკენ და ერთიანად აფოფრილმა წამოიწია,ისე რომ გაშეშებული მკლავი არ გაუნძრევია.თვალებში ცეცხლი ჰქონდა ჯანაშიას, ცეცხლი.
-კიდევ აქეთ არის დიდ გულზე, ღმერთო გამძლეობა მომეცი...-აღშფოთებით და საკუთარი თავის დაცინვით გადახედა ლალის, თითქოს ანახებდა, გჯერა რასაც ისმენო?
-ღმერთს ნუ აწუხებ შენი წუწუნით.რა გინდა? ხელმოწერა გჭირდება?...-დამცინავად ათვალიერებდა და ფაქტი იყო რომ მწყობრიდან სურდა მისი გამოყვანა.
-ზუსტად ისეა,როგორც ვივარაუდე.ესეიგი იმხელა გამბედაობაც არ გეყო, რომ შენი ცირკების მერე მოსულიყავი და გეთქვა, დემეტრე მართალი იყავი, მამიკოსთან მეამბოხის როლის თამაში მალევე მომბეზრდაო და ამის აღიარების მაგივრად ოთახის კართან ყურმიდებული ისმენდი როგორ უტიფრად მატყუებდით მთელი ოჯახი...-მკლავებ გადაჯვარედინებული იდგა, თითქოს მოუთმენლობისგან,თუმცა სინამდვილეში იმედგაცრუებული საუბრობდა და თვალს არიდებდა.
-ნეტავი შენ რაა, რა შენი საქმეა? ლალიკო პოლიციაში დარეკე და უთხარი,რომ დემეტრე ბერაია სახლში შემოგვეჭრა და ახლა ვაპირებ რომ თავში ბლაგვი საგანი ვთხლიშო...მიდი დარეკე...
-შემომაკვდება...-სრული სერიოზულობით მიუბრუნდა ლალის და გადაჯვარედინებული მკლავები ჰაერში გაშალა...-ადექი, კვიციანებთან წამოხვალ და აუხსნი რომ შენთვითონ გადაწყვიტე სასტუმროს წილის გაყიდვა და მე არაფერს გართმევ...-ამჯერად შეუვალი იყო.
-შენს სახელზე ლოცვებიც რომ წავიკითხო არ გინდა?...-ნამდვილად აღიზიანებდა.
ბერაიას მოთმინების ფიალა დაიცალა,იქ ერთი წვეთიც აღარ დარჩა. ჯერ კარადას ეცა და შიგნით დაიწყო ბორიალი, საკიდების ქვემოთ ჩემოდანს წააწყდა და იატაკზე გადმოდებულს ელვა შეუხსნა, მერე ლალისკენ მიბრუნდა მოსთხოვა,რასაც საჭიროდ ჩათვლიდა ჩაელაგებინა.მისდა გასაკვირად ბევრი ალიაქოთი არ დასჭირვებია, ქალმა მაშინვე უხმოდ, სახეზე უცნაურ გამომეტყველება აკრულმა დაიწყო ტანსაცმელების ჩაწყობა.ბერაიამ რამდენიმე ფეხსაცმელს,მათ შორის ბალეტკებს,კედებს და ერთ მაღალყელიან ბათინკებს ხელი დაავლო და ისიც გადმოაწოდა.მერე ანასტასიასკენ მობრუნებულმა ოთახში ექო დაატრიალა, აბაზანაში შედი და მოწესრიგდიო, თუმცა გაჯიუტებულმა გოგონამ დამცინავად აქცია ზურგი და რამდენადაც მკლავი აძლევდა საშუალებას,იმდენად იცვალა გვერდი,დემეტრემ "კიბატონოო" ამოიბურდღუნა და ისევ ლალისკენ მიბრუნებულმა უთხრა აბაზანის ნივთებიც ჩაუწყვე და წამლები არ დაგავიწყდესო.ათ წუთიანი ფუსფუსის მერე ქალმა მორჩილად შეკრა საბარგო ჩანთის ელვა და თავზე ხელჩანთა დაადო,რომელშიც ანასტასიას საფულე,ლეპტოპი, ტელეფონი და სატენები ჩაუწყო.მერე კი გაკვირვებით ხან ერთს გადახედავდა,ხან მეორეს. ქალმა იცოდა,რომ ბერაია მას კვიციანებთან წაიყვანდა,ამიტომაც განიზრახა დახმარება, მამამისისგან განსხვავებით შუახნის გადიას ღრმად სწამდა რომ იმ ადგილთან სიახლოვე მის გოგონას სიცოცხლის სურვილს უბრუნებდა.დემეტრე როცა მიხვდა ყველაფერი მზად არისო მხრებში გასწორდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საწოლზე წამოკოტრიალებულს სააბაზანოში შესულიყო მოსაწესრიგებლად.თუმცა არც კი შერხეულა ამ მოწოდების ადრესატი.
-კიბატონო, რადგან ასეა შენ თავს დააბრალე...-მისკენ მტკიცე ნაბიჯებით წასულმა, კომოდზე დადებული ბამბა სპირტში დაასველა, ფრთხილად მოაცალა გადასხმის ნემსი და სანამ ჯანაშია ყვიროდა თავი დამანებეო, ნანემსარი დაუზილა,მერე კომოდზე მიაგდო და ხელ-ფეხ აფართხალებული ქალბატონი მკლავებში მოიქცია...-ნუ ფართხალებ! დამივარდები და შენ ხელთავიდან აწყობას საქართველოს ბიუჯეტიც არ ეყოფა...-ანასტასია ყვიროდა და რაღაც მომენტში მოხუცი დედაბერივით მიაწყევლა, ბერაიამ გაკვირვებით შეხედა, თუმცა ჰოლისკენ მიმავალს სიარული არ შეუწყვიტავს...-ლალიკო ჩემოდნები და ჩანთა წამოიღე და უკან გამოგვყევი.
-იცი რომ ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაა?...-ნიშნისმოგებით ამოილაპარაკა და ლიფტის სივრცეში მოქცეულმა მუქარა გააჟღერა...-პროექტები კი გიყვარს და იმედია "გავხეხოთ ციხის კედლების" პროექტიც მოგეწონება...-იგესლებოდა თუმცა ვერ ხვდებოდა რომ ბერაია ყურსაც არ ათხოვებდა მის უბადრუკ გაბრძოლებებს.
მანქანის წინა სავარძელზე რომ მოათავსეს ყვირილი მორთო,მაგრამ ბერაიამ თვალები დაუბრიალა და სანამ ღვედს უკრავდა გაბოროტებულმა უჩურჩულა ხმა ჩაიწყვიტე და მშვიდად იჯექიო.ლალი რომელიც მის ფანჯარასთან ჩამოდგა, სანამ დემეტრე ჩემოდანს საბარგულში დებდა, თბილად უღიმოდა და ყურადღებას არ აქცევდა გოგონას თხოვნას აქედან გადმომიყვანეო.შუახნის ქალს ღრმად სწამდა,რომ ხანდახან სწორი საქციელი მაინდამაინც სასიამოვნო საყურებელი არაა შორიდან, თუმცა თუკი თავისი აღსაზრდელის გადარჩენა სურდა,ის გიორგის თვალისგან უნდა მოეშორებინა და იმ ადგილისკენ გაეშვა სადაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები და კვიციანების ოჯახური კერა ეგულებოდა.ბერაიამ მოწყვეტით გადაუხადა დახმარებისთვის მადლობა და ურჩია არ ენერვიულა, როგორც კი ჩავიყვან დაგირეკავთო.საჭესთან მოკალათებულმა ძრავა ჩართო და კოპებშეყრილს ანასტასიასკენ აღარ გაუხედავს.
უკვე ავტობანზე იყვნენ როცა ჯანაშიას მდუმარე ფიგურისკენ მზერა გააპარა და უცნაურობა მაშინვე შეატყო.თვალები ეხუჭებოდა მაგრამ ღრმად სუნთქავდა, აშკარად ეტყობოდა რომ ეს ძილის ეფექტი არ იყო.მარჯვენა ხელის გულით ოდნავ შეეხო მხარზე და ჰკითხა ხომ კარგად ხარო, პასუხად მიკნავლებულმა ხმამ ამოიხრიალა თავბრუ მეხვევაო.გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა და სანამ მანქანას გააჩერებდა, მანამ ეგონა მიკრო ინფარქტი უკვე გადავიტანეო.მისკენ შებრუნდა და ერთიანად გაფითრებულს რომ მოავლო მზერა, წყლის ბოთლს დაუწყო ძებნა, ფანჯრები ჩამოსწია და მუჭში წყალი მოიქცია, დანამული ხელისგულები სახეზე მოუსვა და საფეთქლები ფრთხილად დაუზილა.ფერზე მოსულმა ჯანაშიამ წყლის ბოთლი მოიყუდა და წყურვილ მოკლულმა ამოიჩურჩულა.
-წნევა დამივარდებოდა...-თავით სავარძელს მიეყრდნო და მერე სარკაზმი მოიშველია...-ისე მაშინ კი ვიხუმრე,მაგრამ მართლა დოქტორის ხარისხი ხომ არ გაქვს სამედიცინოში? ამიტომ ატარებ ცდებს ჩემ ნერვულ სისტემაზე?
-სოფელში გამოთქმა მასწავლეს "ენა რომ არ გქონდეს ყვავი წაგიღებდაო", გაკვდება ხასიათზე...-იმავე ინტონაციით დაუბრუნა პასუხი და თვითონაც შვებით ამოსუნთქულმა მიაბრუნა თავი გზისკენ...-სადმე გაჩერდეთ და ყავა დავლიოთ, შენ წნევა აგიწევს, მე საჭესთან არ ჩამომეძინება...-ისე, სასხვათაშორისოდ თქვა და მანქანის ძრავა აამუშავა.
ბერაიამ პირველივე შემხვედრ პატარა ყავის ჯიხურთან შეაჩერა ავტომობილი და შეკვეთის შემდგომ იქვე პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა.ახლა, მარტო მყოფს,შეეძლო გაენალიზებინა ის , რამაც მისი ყურადღება ერთიანად მიიპყრო.როცა ანსტასიასკენ წავიდა და მისი ცისფერ სარაფანში გამოწყობილი მოფართხალე სხეული ხელებში მოიქცია,რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ შეძრა გონება.ჯანაშია მჩატე იყო, იმდენად მჩატე რომ თითქოს ვერც გრძნობდა ცოცხალი არსების მკლავებით ტარებას, მაგრამ ამავდროულად სიფრიფანა,მოკლე სარაფნის მიღმა ახალგაზრდა ქალის ათრთოლებული სხეული იმალებოდა, როცა ცდილობდა მისი სარაფნის ბოლოები თითებით დაეჭირა რომ გოგონას სიშიშვლე არ გამოჩენილიყო, მის კანს მთელი ძალით ეხებოდა და დამცინავად აკვირდებოდა როგორ აყრიდა ეკალი ძალით მოფართხალეს.ბერაიას სურდა გაეგო,როდის მოხდა გარდატეხა მის ცხოვრებაში, იმ წამის გახსენებას ცდილობდა როცა ეს გოგონა მის პრობლემად აქცია და ახლაც ვინ იცის, კვიციანებისთვის თუ საკუთარი თავისთვის რაღაცის დასამტკიცებლად საკუთარი სახლიდან წამოიყვანა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავდა.ვერ ხვდებოდა, იმ ორი სიტყვის უკან წაღების სანაცვლოდ კიდევ რამდენზე იყო წამსვლელი, მაშინ როცა არაფერი იცოდა და არც უნდა სცოდნოდა,რადგან ანასტასია ჯანაშია მისი ცხოვრების ნაწილი არ იყო და არც გახდებოდა.
ცხელი ყავით ხელდამშვნებული დაბრუნდა.ყურადღება არ მიუქცევია გვერდით ჯდომის ბუტბუტისთვის,ისე მიაწოდა მუყაოს ჭიქა, თავისი ჭიქის ჩასადებში მოათავსა და განიავებული გონებით გააგრძელა გზა.ნახევარი საათის შემდეგ მოხედა ჯანაშიას, რომელსაც თავისი ურჩობის გამო ფეხსაცმელებიც კი არ ჩაუცვამს და შიშველი ფეხები სავარძელზე აეწყო, მუხლებზე თავი ჰქონდა ჩამოდებული და გზას გაფაციცებული აკვირდებოდა. დემეტრემ იცოდა რომ ახლა, სანამ მარტოები იყვნენ, საუკეთესო დრო იყო პასუხების მისაღებად იმ კითხვებზე,რომელთა გამოც გიჟივით გამოვარდა კვიციანების სახლიდან.
-კარგი, რადგან დაწყნარდი და სულ მცირე ხელ-ფეხს აღარ ისვრი, პასუხების გაცემის დროა...-შეამზადა მეორე მხარე დიალოგისთვის...- ბერლინზე ტყუილი ვისი აზრი იყო, შენი თუ მამაშენის?...-ანასტასიამ მობეზრებით დაჭყანა სახე და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა...-არადა ღირსეული მეტოქე მეგონე, შენ კიდევ ორ სულელურ სიტყვას გადააყოლე მთელი შემართება და მიზნები.
-არ მინდა გული გაგიტეხო,მაგრამ ვისაც არ უნდა ეთქვა რომ დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს, მოგატყუა. მას საკუთარი ღერძი აქვს, ვწუხვარ...-ღვარძლიანად ამოისისინა და დამცინავად გადმოხედა.
-ანასტასია ნუ გავიწყდება რომ გაბრაზებული მე ვარ...-გამაფრთხილებელი იყო მისი თვალების ბრიალი...-ადამიანურ ენაზე მითხარი რატომ თქვი უარი სასტუმროზე.
-უარი არ მითქვამს ! ...-წამოიყვირა უცებ...-მინდოდა ცოტა ხნით...არ ვიცი, უბრალოდ არ მინდოდა შენი იდიოტური გამომეტყველების დანახვა და...-ანასტასიას გაახსენდა როგორ ეჯდა გიორგი თბილისში დაბრუნებიდან მეორე საღამოს თავთან და სულთამხუთავივით უმეორებდა, თუ სასტუმროს წილს ხელს მოკიდებ,მაშინ მოგიწევს საწოლიდან ადგე და იშრომოო, მას კი არ შეეძლო, საკუთარ გონებას და სხეულს ვერ იმორჩილებდა, თითქოს არც სურდა, შინაგანი ხმა ეუბნებოდა რომ უაზრობა იყო იმედის გარეშე ჩაჭიდებოდა ცხოვრებას და მის გასაგრძელებლად ძალები მოეკრიბა.მხოლოდ დროს ითხოვდა, სულ მცირეს მაგრამ მისთვის სასკმარისს რომ წამომდგარიყო და საკუთარი სისუსტე ისევ შეენიღბა სხვებისგან. მერე კი დემეტრე ბერაია პირდაპირ სახლში მოადგა და მამამისმა ბერლინში გამგზავრება მოიგონა, რომ უპეებჩაშავებული,ღონემიხდილი მისი ქალიშვილი გარეშე თვალისგან დაემალა.ანასტასია კი ამ ყველაფრის ცენტრში აღმოჩნდა და ნელ-ნელა მიხვდა რომ მამამისი თავისივე გამოგონილ ტყუილს ჩაეჭიდა და ისე გამოიყვანა,თითქოს ანასტასია აღარასდროს დაბრუნდებოდა.რა უნდა ექნა, საწოლიდან წამომხტარიყო და სამზარეულოში შევარდნილს გამოეცხადებინა მე აქ ვარ, ძველი ჩვევები დამიბრუნდა,სანახევროდ თითქმის მომერია კიდეცო და საკუთარი უძლურება წარსულში მომხდარი ამბის გამო რომ შიგნიდან სჭამდა, ბერაიას წინ გამოეჩინა?...-უბრალოდ ცოტა ხნით დასვენება მინდოდა.
-ცოტა ხნით? მამაშენმა წილის შესყიდვა დღეს შემომთავაზა, საინტერესოა შენი გაბარიტებით ცოტა რას მოაზრებს ? ...-დემეტრემ გაკვირვებით გადმოხედა.
-ვიცი...მისმინე, როცა მივხვდი რომ ბერლინის ამბავი იმის გამო მოიგონა, რომ შენთვის წილი უპრობლემოდ მოეყიდა, ვცადე გადარწმუნება, მაგრამ არ გამომივიდა...-უცხო ადამიანის წინ ვერც იმას იტყოდა, რომ მამამისმა მხოლოდ ერთი გზა დაუტოვა, თავის თავს მორეოდა და ყველაზე დიდი მტერი დაემარცხებინა.გაახსენდა უსიამოვნო საუბრიდან რამდენიმე საათში,შუაღამეს, როგორ ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში, მოწნულ კალათაში ჩალაგებულ მაფინებს დასწვდა და უგემურად ჩაკბიჩა, გაახსენდა როგორ აუწყლიანდა თვალები, რამხელა ბრაზის გორგალი დაუტრიალდა სახეზე,როცა საკუთარ თავს ვერ მოერია, მერე გონება დაებინდა და ნელ-ნელა ტკბილი ცომით გამოტენილ პირს ხელისგულით აწვებოდა და დაუღეჭავად ყლაპავდა.საკუთარ თავს კიდევ ერთხელ სჯიდა, წლების წინ გამოვლილ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ გადიოდა.დღეების მანძილზე გათიშულმა სხეულმა, რომელსაც ჯანაშიას გონება თავისებურად უსწორდებოდა, არ მიიღო წინ გადადგული ნაბიჯების სიმამაცე და ანასტასია ჯანაშიამ სააბაზანოს იატაკზე გონება დაკარგა მას შემდეგ რაც ორგანიზმა, ამდენხნიანი უგულებელყოფისთვის სამაგიერო გადაუხადა.
-ელისაბედმა მითხრა რომ საავადმყოფოში მოხვდი...-ბერაიამ იცოდა, რომ ანასტასია მიხვდებოდა შეფარულ მინიშნებას.
-მისმინე, მე და შენ მეგობრები არ ვართ, ასე რომ შეეშვი ჩემ ცხოვრებაზე კითხვების დასმას და წინ იყურე...-გაგულისებულმა აღარ იცოდა როგორ გაეჩუმებინა არა მკითხე მოამბე.
-ღმერთმა დამიფაროს. ამ სამყაროს გარდა ასი პარალელური სამყაროც რომ არსებობდეს, ჩემი და შენი ალტერნატიული რეალობებით, არც ერთ მათგანში არ ვიქნებოდით მეგობრები.
-ათასი იყოს, ასე უფრო მაწყობს...-სახემომანჭულმა გასცა საკადრისი პასუხი.
უკვე თორმეტი სრულდებოდა,როცა კვიციანების სახლს მიადგნენ.დემეტრეს დაძაბული თვალთახედვა მზად იყო ბალიშზე თავის მიდებისთანავე დახუჭულიყო და მეორე დილამდე თავი აღარ შეეწუხებინა მოვალეობის შესასრულებლად.მისაღებში ჯერ კიდევ ენთო შუქი და მანქანის ხმაზე ზურაბ კცივიანი შემოეგება ჩამოსულებს.ანასტასია მის დანახვაზე გაიბადრა და ფეხშიშველმა გაირბინა ეზოს ბალახებზე,რომ გაშლილ მხრებში ჩავარდნოდა მონატრებული ბიძის სითბოს.ზურაბმა ხელისგული თავზე მიადო და თმებზე მიეფერა, გაღიმებული გაუძღვა სახლისკენ სადაც ელიკო და კიტა ელოდებოდნენ ბიჭებთან ერთად.ჯანაშიამ დემეტრესთან კინკლაობის დასრულების შემდეგ,მთელი გზა იმაზე ფიქრში გაატარა როგორ შეეხედა იმ სამეულისთვის თვალებში, ან რამე უხერხულს ხომ არ კითხავდნენ, იქნებ გაბრაზებულ გულზე შეერცხვინათ კიდეც.ფაქტი ის იყო რომ სავარძლებში ჩამსხდრები წამოდგნენ და უხერხულად,თუმცა მაინც გაუღიმეს.ელიკომ მას შემდეგ რაც მოისიყვარულა, საყვედურებით აავსო, ფეხშიშველი რას დატანტალებო და ანასტასიამ კარისკენ მიიხედა დემეტრეს სახის დასანახად, რომ ნიშნისმოგებით წაეკბინა.
კარებში ბერაიას მაღალი ფიგურა გამოჩნდა, რომელსაც ცალი ხელით ჩემოდანი მოჰქონდა, ხოლო მხარზე ჩანთა ეკიდა.ბაჩოს მის დანახვაზე გაეცინა და შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.
-ვაა დემე, რა მაგარი ჩანთაა, დღეს იყიდე?...-მეგობრის წარბაწეული მიმიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლოს მისულმა მოჩვენებითი კმაყოფილებით შეათვალიერა, კარგი ვაჭარივით შეატრიალა ხელში და განაგრძო...-ჩემ სიცოცხლეს გაფიცებ, სად იყიდე?ტყავია?
-ეხლა გამასწარი, თორე მე ვიცი ვისი ტყავისგანაც შევკერავ სულ ახალს, ამ წამს...-თვალები გადაატრიალა და შეუბღვირა.
-რა დღეში გაქ ნერვები ამ ახალგაზრდა კაცს...-ჩაფიქრებული გამომეტყველებით გააქნია თავი...-მაგარ ნევროპათალოგს ვიცნობ, ახლობლობაში ფასს დავაკლებინებ...-ისე უჩურჩულა თითქოს მოპარული ნივთის იაფად შესაღებას ცდილობსო და ახარხარებულმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია,როცა მიხვდა რომ ბერაია ახლა ნამდვილად გამოიწევდა მისკენ.
-ვახშამს გაგიშლით,ვიცი რომ გზაში არაფერს შეჭამდით...-უცებ აფუსფუსდა ელისაბედი.
-არა, ძალიან დავიღალე და დაძინება მინდა...მშვიდობიან ღამეს გისურვებთ...-ამოთქვა როცა ჩანთა სავარძელზე მიდო და კარიდან გასული, კიბეებს აუყვა.
-ჩვენ გავყვებით ხო?...-უხერხულად შეიშმუშნა ნიკოლოზი...-ძილინებისა.
ანასტასიამ ჩაიზე უარი არ თქვა, კიტას მოტანილ მოსაცმელში გაეხვა და ქვედა სართულზე დარჩენილ კვიციანებს, რომლებიც მაგიდას შემოსხდომოდნენ და ყურადღებით უსმენდნენ, ყველაფერი მოუყვა, რაც ბერაიაზე მათ შეცვლილ წარმოდგენას ნელ-ნელა გააცამტვრებდა. მონოლოგის ბოლოს მათ უკვე იცოდნენ რომ ყველაფერი გაუგებრობა იყო და დემეტრეს არავისთვის არაფერი წაურთმევია.
იმავე სიტუაციის მსხვერპლი იყო თავად ბერაიაც, რომელიც ლოგინზე ტანსაცმლიანად მიწვა,ისე რომ არც აუშლია და გარშემო ბიჭები ეხვივნენ,რომლებსაც სიტუაციაში გარკვევა ვერ მოეხერხებინათ და ნახევრად მძინარე მეგობარს თხოვდნენ ხუთი წუთით გაახილე თვალი, მოკლედ მოგვიყევი და მერე შეგეშვებითო. მიხვდა რომ ასე დილამდე გაგრძელდებოდა და ღონემიხდილმა თავი ასწია, მანქანაში განხილული დეტალებით მათი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და ოთახიდან გაყარა.ბალიშზე თავის მიდება და სიზმრების სამყაროში ჩაძირვა ერთი აღმოჩნდა,დემეტრე ბერაიას გონებამ დაიძინა.
დილაანდრიან გაღვიძებული ზანტად წამოდგა და მიხვდა, ტანსაცმლიანს ეძინა.სხეული გამოძინებული იყო თუმცა ბეჭები მაინც ტკიოდა მანქანის ტარებისას გაჭიმულ მდგომარეობაში ჯდომის გამო.კარადიდან გამოღებული ახალი პირსახოცითა და ტანსაცმელებით დაეშვა კიბეებზე, არ უნდოდა ვინმე გაეღვიძებინა, თუმცა ბოლო საფეხურს ჩამოსცდა თუ არა, სახლის პირდაპირ ფანჩატურთან გაშლილ ვარდებთან ელისაბედი დალანდა, რომელიც ვენახის მაკრატლით ჭრიდა და ერთად აწყობდა ყვავილების თაიგულს.მისკენ წავიდა რომ მისალმებოდა,აინტერესებდა ანასტასიამ სიმართლე თუ უთხრა, ნაბიჯების ხმაზე ქალმა მოხედა და ინტერესით დააკვირდა,ბიჭს სიტყვები პირზე შეახმა,არ იცოდა საუბარი როგორ დაეწყო.კვიციანმა თბილად გაუღიმა და მხარზე ხელისგულით მიეფერა, დემეტრე ბერაია მიხვდა რომ ყველაფერი გარკვეული იყო და ამ ჟესტით ბოდიშს უხდიდნენ ყველა იმ სიტყვისთვის რაც გუშინ დაუმსახურებლად მოხვდა.
-ძალიან ადრე მოგსვლია გაღვიძება, მაგრამ კარგია,მშვიდად დავლევთ ერთად ყავას, სანამ დანარჩენები გაიღვიძებენ...-მშვიდად ამოილაპარაკა ქალმა და სახლისკენ გაუძღვა.
ბერაია სააბაზანოში შევიდა,რომ გუშინდელი დღის ნაკვალევი გაექრო.მოწესრიგებულმა ფრთხილად მიხურა სააბაზანოს კარი და მოპირდაპირეს დააკვირდა, იქ წესით ანასტასია ჯანაშიას უნდა სძინებოდა.მიაყურადა და ჭიქების ხმაზე მიხვდა რომ ელიკო ყავას ადუღებდა,მისთვის კი არ ეცალა.ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი და შიგნით შეიჭყიტა.ოთახი მომცრო ზომის იყო, მხოლოდ ერთი საწოლით და საშუალო ზომის ტუმბოთი, დიდი ფანჯრების რაფაზე ქოთნის ყვავილები ჩაემწკრივებინათ და დილის სიო სიფრიფანა ხორცისფერ ფარდას არხევდა,ანასტასია ლაჟვარდისფერ თეთრეულში იყო გახვეული,თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და სანახევროდ უჩანდა სახე, რომელზეც დამშვიდებული ნაკვთები უდარდელობას ასხივებდნენ.ჩუმად მოიხურა ოთახის კარი და სამზარეულოსკენ წავიდა,ელიკოს ყავის ჭიქები უკვე მაგიდაზე ეწყო და სანახევროდ გახუხული პური მოწნულ დაბალყელიან კალათში ჩაელაგებინა, გარშემო კი ვაშლის და მსხლის ჯემები შემოელაგებინა.ბერაია მაგიდას მიუჯდა და ფრთხილად მოსვა ჯერ კიდევ ცხელი,არომატული სითხე.
-გვიანობამდე ვლაპარაკობდით, სანამ არ ჩაეძინა...-საუბრის დაწყებას ცდილობდა ქალი...-ყველაფერი მითხრა და ბოდიში უნდა მოგიხადო გუნშინდელი სიტყვებისთვის.
-ეგ საჭირო არაა, შენს ადგილას ალბათ მეც იგივეს ვიფიქრებდი და ვიტყოდი...-გულწრფელი იყო,კვიციანებმა ამბის მხოლოდ ერთი მხარე იცოდნენ, რაც არც თუ ისე კარგად მეტყველებდა ახალგაზრდა ინვესტორზე.
-მთავარია რომ ახლა აქ არის და ყველაფრის შეცვლას ეცდება.
-ხო მაგრამ სადაც გიორგი ჯანაშიამ ამხელა ტყუილი თქვა,რომ სასტუმროს არ გაკარებოდა, როგორ აპირებს მის გადმობირებას. მე არ ვიყიდი ამ წილს, მაგრამ როგორც თვითონ თქვა სხვასაც იოლად მოძებნის...-ვერ ხვდებოდა დემეტრე და მართალიც იყო.ვისთვისაც არ უნდა მოგეყოლათ, ყველა იტყოდა რომ გიორგი ჯანაშიას აშკარად არ უნდოდა მის შვილს ამ ადგილთან რაიმე საერთო ჰქონოდა.თუ წილს გაყიდდა, ანასტასიას ისტორიაც წარსულს ჩაბარდებოდა.
-რადგან ისედაც ბევრი იცი, გეტყვი.ოღონდ არ მინდა გაიგოს რომ იცი, მითუმეტეს ჩემგან...-აჩურჩულდა ქალი და მისკენ მიჩოჩდა...-გიორგი ჯანაშიას ეს ადგილი მამამთილმა უყიდა, ანასტასიას ბაბუამ მისცა ფული სასტუმროს ასაშენებლად, ის კაცი საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში ცხოვრობდა და რამდენიმე სუპერმარკეტი ჰქონდა, მილას გათხოვების ამბავი რომ გაიგო ჩამოვიდა რომ სიძეს ფინანასურად დახმარებოდა.
-ანუ ეს ადგილი რეალურად ანასტასიას ბაბუას ეკუთვნის...-მთვარეულივით ამოილაპარაკა ბერაიამ და განაგრძო...-ამიტომ ვერ მიდის ანასტასიას წინააღმდეგ ბოლომდე?
-ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული კაცი იყო, მიწაც და სასტუმროც თავის სახელზე გააფორმა, გიორგის უთხრა შემოსავალი შენია, როგორც გინდა ისე მოიხმარეო,მაგრამ ბოლომდე არ მისცა.ჭკვიანურადაც მოიქცა...-შეფიქრიანებულმა წარმოთქვა ბოლო სიტყვები.
-რას გულისხმობ?
-ანასტასიას დედა რომ გარდაიცვალა, მამამისმა დარდს ვერ გაუძლო და რამდენიმე თვეში ისიც დაიღუპა.სამაგიეროდ ანდერძი დატოვა, სადაც თავისი მცირე ქონება, სასტუმროს ნახევრის ჩათვლით ერთადერთ შვილიშვილს დაუტოვა იმ პირობით რომ გაყიდვას გიორგის თანხმობის შემთხვევაში შეძლებდა.გიორგი ჯანაშიას რომ გული არ დაწყვეტოდა მასზე, სასტუმროს მეორე ნახევარი მისცა მხოლოდ. გიორგიმ კაცს გაციებაც არ აცადა,ისე გაყიდა თავისი წილი.
- მე ჩემი წილი გაიოზისგან,მისი პარტნიორისგან შევიძინე...-ახლა მიხვდა დემეტრე ყველაფერს, მაგრამ იერი შეეცვალა როცა ისევ გაურკვევლობას წააწყდა...-მაგრამ გაიოზს რაში სჭირდებოდა? როცა ადგილის შეძენა გადავწყვიტე, მითხრა წლებია ხელი არ გვიხლიაო და მართალიცაა, მიტოვებულია.
-ვერ გეტყვი, მაგრამ მგონია რომ დროის გასვლას ელოდებოდნენ, რომ ანასტასია სრულწლოვანი გამხდარიყო და თავისი წილიც გაიოზისთვის მიეყიდა...-სწორად ვარაუდობდა ელისაბედი.
-მართალი ხარ,ვერ გათვალეს რომ წლების გასვლის შემდეგ მიტოვებული სასტუმროს რესტავრირების ხარჯები ამდენს მიაღწევდა და გაიოზის კი არა, მათი პატარა კომპანიის ბიუჯეტიც ვერ გასწვდებოდა, გაყიდვა ამიტომ გადაწყვიტეს...-ახლა უკვე სრულიად გასაგები იყო.გიორგი ჯანაშია შვილის თანხმობის გარეშე წილს ვერ გაყიდდა, ესეც ასე...-ამიტომაც ცდილობს ჩაკეტოს, საყვარელ ადამიანებს მოაშოროს, თავი სუსტად აგრძნობინოს და წამლებით გაჭყიპოს, რომ მასზე მეურვეობა აიღოს და ბაბუამისის დანატოვარს ისე მოექცეს როგორც თვითონ უნდა.
-არა...მთლად ასეც არაა.გიორგის ძალიან უყვარს ანასტასია დამიჯერე...-დარდი ეფინა ქალის სახეს და შეშფოთებამ გადაურბინა,როცა მამის მიმართ ასეთმა ბრალდებამ გაიჟღერა...-გიორგის სჯერა რომ ანასტასიას იცავს.
-მოიცა, ახლა მივაქციე ყურადღება...ანასტასიას დედა გარდაცვლილი ყავს?...-უცებ მოაგონდა ბერაიას ელიკოს ნათქვამი,რომელიც აღელვების გამო საერთოდ გამორჩა...-აბა ის ქალი და ბავშვი?
-ოო ეგ გიორგის მეორე ცოლია...-მიუგო ქალმა,მაგრამ გველნაკბენივით გაიწია უკან,რადგან ნაბიჯების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ ხელი დაავლო ყავის ფინჯანს, თუმცა შვებით ამოისუნთქა კარის ზღურბლთან მეუღლის ფიგურა რომ გაარჩია.
დემეტრე ბერაია საკუთარ გონებაში ინფორმაციის გადახარშვით იყო დაკავებული.თუ ელიკოს მონაყოლს გიორგი ჯანაშიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაუმატებდა, გამოვიდოდა რომ მისი ბიჭი ახლა ექვსი წლის იყო, გამოდის მინიმუმ შვიდი წლის წინ იქორწინა.საინტერესოა რამდენი წლის იყო ანასტასია, როცა დედა დაკარგა და მამის მეორე ქორწინება იყო თუ არა მისი ასეთი აგრესიის,ამბოხის მოთხოვნილების მიზეზი გიორგი ჯანაშიას მიმართ.პასუხები არ ჰქონდა.
მალევე სამზარეულოში ოჯახის ყველა წევრი შეიკრიბა სტუმრების ჩათვლით, მხოლოდ ანასტასია შემოუერთდათ მოგვიანებით,რომლის დანახვაზეც ბაჩომ რიხიანად შესძახა.
-მთავარს ვახლავართ, რა ვქნათ უფროსო, წავიდეთ სამუშაოზე?...-ბიჭი ზედმეტად ერთობოდა სოფელში გაჩენილი მეგობრების ხუმრობების გამეორებით და ყველა წინადადებაში აკვეხებდა თავის დამახინჯებულ ინტონაციებს.
-რას ასმევთ ამ ბიჭს?...-მოჩვენებითი შეცოდებით გადახედა სამზარეულოსთან მდგარ ლუკას,ცხელი ჩაიდანი რომ მოემარჯვებინა და ფინჯანში ჩაყრილ ყავას ასხამდა წყალს.
-ეეჰ, ნეტავ კი დალევდეს რამეს, ჩვენც გვეშველება და მაგასაც...-იგივე სახე მიიღო ლუკამაც...-ჩაი თუ ყავა?...-პასუხის მიღებისთანავე,უკვე დაყენებული ჩაი ფინჯანში დაუსხა და მიაწოდა.
-ანასტასია იცოდე ამათგან შენი საუკეთესო მეგობარი მე ვარ, არ გაბედო და ჩემზე წინ ლუკა არ დააყენო...-ჩურჩულით უთხრა და მზაკვრულად დამანჭა სახე მეგობრისკენ რომ მიიხედა.
-მშვიდად ბაჩუკი, უკვე გაგჭორეთ...-თვალი ჩაუკრა ლუკამ და მაგიდას მიუჯდა.
-დემეტრე დღეს ტბის მხარეს მიწის ხვნას მოვრჩებით,ხვალ შეკვეთილი ყვავილების ნერგები ჩამოვა და ნელ-ნელა ქოთნებიდან მიწაში გადავიტანთ.კარგია რომ სარწყავი სისტემა დაზიანებული არ არის, ივნისის სიცხეში რთულია ნიადაგს მიუჩვეველი ყავივილის გახარება,მაგრამ მაინც მოვახერხებთ...-ზურაბი ისევე დინჯად საუბრობდა როგორც ჩვეოდა, მაგიდის ზედაპირს ნიდაყვებით ჩამოყრდნობილი ყველა სიტყვას ზომავდა და ისე წარმოთქვამდა...-მაგრამ ზეგ უკვე მოგვიწევს დარჩენილ ეზოში ბალახების მოთიბვა,თორემ ქვეწარმავლები გაჩნდებიან.
-კარგია, წესით გარე ფასადი დღეს უნდა დავასრულოთ, ხვალ მიწაზე დაყრილ ნარჩენებს გავიტანთ და ადგილს მთლიანად გაგისუფთავებთ...-ჯანაშია გახუხულ პურს ვაშლის ჯემს უსმევდა და ისე საუბრობდა...-ვერ გავთვალე რომ ზაფხულში ბაღში იმდენს ვერ გავაკეთებდი, რამდენიც მე მომინდებოდა,მაგრამ არაუშავს,პროექტის დედლაინად ისედაც ერთი წელი მაქვს,ამიტომ თუ ყველაფერს ვერ ვახერხებთ,წინ კიდევ ერთი გაზაფხული მაქვს...-მიმიკა არ შეცვლია, სრული სერიოზულობით ამბობდა.
-დღეს ვინმეს რამე განსაკუთრებული ხომ არ უნდა რომ მოვუმზადო? მივიღებ ყველანაირ შეკვეთას...-მხიარული გეზი აიღო ელიკოს შემოთავაზებამ და ანასტასიამ ღიმილით გადახედა ბიცოლამისის დაუზარელ სახეს.
სანამ ყველას კვიციანებისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, ანასტასიამ გაკვირვებით დახედა ბერაიას ხელს,რომელმაც თეფშზე ის გახუხული პური დაუდო,რომელსაც ამ ხნის მანძილზე დიდის ამბით უსმევდა ჯემს, შემცბარმა გადახედა და ძალიან კარგად მიხვდა რომ დემეტრე შეგნებულად არიდებდა თვალს,ვითომ ელისაბედთან ლუკას მიერ გამართული საუბრით დაინტერესებული. გვერდით მჯდომმა ნიკოლოზმა მხარზე ნიდაყვი ოდნავ გაკრა და თეფშზე მიუთითა. ჯანაშიამ პური ხელში აიღო და უგემურად ჩაკბიჩა.მინიშნება მიღებული იყო და ნამცეცი არ დაუტოვებია.როცა საუზმობას მორჩენენ და თავიანთი თეფშები აალაგეს, სიმაღლის მიხედვით დაწყობილები უკვე მზად იყვნენ ახალი სამუშაო დღისთვის.გარეთ გასულები მანქანებთან იცდიდნენ, ერთმანეთში საუბრობდნენ და წასვლას არ აპირებდნენ.ელიკოს უკან ანასტასია გამოყვა, ისევ იგივე ფორმაში იყო, შორტები და მაისური ეცვა, მხოლოდ თავსაფარი დაემატებინა,რომლითაც თმას ფარავდა.
-ტასო დაიწვები ასე...-მის დანახვაზე შეიცხადა კიტამ...-იცი როგორ აჭერს მზე შუადღისას? მითუმეტეს ტბის მხარეს,ჩრდილს ვერ იპოვი.
-სასტუმროში არც მოვდივარ, სხვა საქმეები მაქვს...-გაიკვირვა ანასტასიამ.
-სხვა საქმეები?...-ამჯერად უფრო კარგად აათვალიერა და მკლავზე ჩამოკიდებული პატარა კალათა რომ შეამჩნია ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
-მიგიხვდი ქალბატონო...-მისკენ წასულმა ხელში აიტაცა და დააბზრიალა...- ჩემ გარეშე მიდიხარ ? ...-ანასტასიამ კისკისი მორთო...-ბავშვობაშიც მიიპარებოდი ხოლმე უჩემოდ? გამოტყდი პატარა მატყუარა, მე რომ არ ვარ უფრო მეტ ყურადღებას გაქცევს და ამიტომ მღალატობ?...-როგორც იქნა მიწაზე დააბრუნა და სახე ხელისგულებში მოიქცია...-იცოდე ჩემ მაგივრადაც მიეხმარე.
თანხმობის ნიშნად რომ თავი დაუქნია ბიჭი ღიმილით მოშორდა.აღმოჩნდა რომ სწორედ ანასტასიას ელოდებოდნენ დანარჩენებიც, ახლა კი ავტომობილებში განაწილებულები დაადგენენ სასტუმროს გზას.
კიტას სიტყვებს მაშინ ჩაწვდებით,როცა აღმოაჩენთ რომ ანასტასია თქვენთვის უკვე ნაცნობ ჭიისკარს მიადგა "მანო"-ს ძახილით.მოხუცმა ოდიდან გამოხედა და ეზოში შეიპატიჟა. ჯანაშიამ მხიარულად აცნობა რომ ზაფხულის ტრადიციები არ დავიწყებია და უნდოდა მაყვლის კრეფაში მიხმარებოდა.ქალი ღიმილით დააკვირდა,მასზე თითქმის სამჯერ უფრო მეტხანს მცხოვრები კარგად ხვდებოდა რომ ამ სიტყვების მიღმა, გოგოს ნოსტალგია და მონატრება იმალებოდა.ანასტასია ცდილობდა წარსულში დაბრუნებულიყო ძველი ჩვევების და ისტორიების გაცოცხლებით.უარი არ უთქვამს მისთვის, კოპიტის ძირში ჩამომჯდარი ფრთხილად წამოდგა და ოდიდან გამოსულს თან მოჰქონდა მკლავზე ჩამოკიდებული კალათა.ტრიალი ეზოს უკან საქონლის სადგომი და საბძელი შემოეღობათ, მათ უკან კი გადაჭიმული იყო მაყვლით დახუნძლული ბუჩქები.მანო ნება-ნება მიჰყვა კრეფას, ანასტასია კი გამოცდილი ქალივით,დიდი ენთუზიაზმით შეუდგა თავისი კალათის გავსებას.მხოლოდ პირველად მიაქცია ყურადღება ეკლის ჩხვლეტას, მერე თითქოს უმნიშვნელო გახდა, ისე დაძვრებოდა ერთი კვალიდან მეორეში.სახლთან ამოსვლამ და კალათების დაცლამ სამჯერ მოუწია, მეოთხეჯერ რომ დაუძახა მანომ, მე ჩემი კალათა უკვე გავავსეო, ფარხმალი დაყარა და ლასლასით მიჰყვა უკან.თაკარა მზეში მუშაობამ ვერაფერი დააკლო, მხოლოდ ეს იყო რომ მაყვლის ბუჩქის ეკლებმა ფეხები შეულამაზეს და უკვე ჩრდილში ჩამომჯდარი სიმწრისგან ხელისგულს ისვამდა ნაკაწრებზე.შუადღე იყო,როცა მანომ ცივი კომპოტი და ეზოს ხილი შესთავაზა, პატარა მაგიდაზე ჩამომსხდრები ყელს იგრილებდნენ ანასტასიამ რომ მხიარულ ნოტაზე დაიწყო.
-მანო ხვალ მაყვლის მურაბები უნდა გავაკეთოთ, შაქარს წამოვიღებ და დილიდან დავიწყოთ...-სახე აბრდღვიალებული შესციცინებდა და მოხუცის გული გათბა.
-იცი რა ვქნათ? მე წიწილებს საკენკს დავუყრი, მერე ბოსტანში ბალახი მომათხრევინე და უკან დაბრუნებულებმა დღესვე დავიწყოთ წამოდუღება.
-მაშინ სანამ წავალთ მაყვალი დიდ ჯამში ჩავყაროთ და წყალი დავასხათ, რომ მოვალთ სუფთა დაგვხვდება...-ქალმა მორჩილად დაუქნია თავი და ვაშლს დასწვდა გასათლელად.
-ტასო შენ ხომ იცი, მოხუცი ბებიის გული ყველაფერს გრძნობს, მერე რა რომ შენი მშობლები მე არ გამიჩენია, შენც და კიტაც ჩემს ეზოში გაიზარდეთ და ბებიად ვითვლები...-ღიმილი უნათებდა ნაოჭებით დაღარულ სახეს,ჯერ კიდევ მხნე ქალბატონს...-მითხარი, სადმე იმაზე ბედნიერი ყოფილხარ ვიდრე აქ იყავი?
-არასდროს..-თავდახრილმა ამოთქვა სიმართლე.
-იცი რატომ?...-ყურადღებით ჩაეკითხა ქალი და როცა გოგონამ თავი გააქნია,განაგრძო...-მილამ ასე გაგზარდა. ბავშვი იყავი, არ ერიდებოდი მთელი დღე ფეხშიშველი სირბილს,ამის გამო ხშირად გამოგეკიდებოდი,მეშინოდა,მაგრამ თავისუფალი სული გქონდა.შენს ცელქობაში დღეები გამყავდა და საქმე გაკეთებული ისე მრჩებოდა ვერც ვიგებდი.დედაშენს გავდი და ნენე(დედისა) შეგარქვა, პირველად რომ თქვი ნენე დამიძახეთო,მას შემდეგ შენი ნამდვილი სახელი თითქოს ყველამ დავივიწყეთ...-მახსოვსო ღიმილით დაიჩურჩულა ანასტასიამ...-დედაშენმაც ვერ გაძლო ქალაქში, გიორგის უნდოდა ცოლი გვერდით ჰყოლოდა,მაგრამ მილას არ უნდოდა, როგორც კი ოდნავ წამოიზარდე,წამოგიყვანა და აქ გზრდიდა.
-ამას ახლა რატომ მიყვები მანო?...-ხმაშეცვლილმა ამოღერღა და იგრძნო თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა.
-იმიტომ რომ არ მინდა რასაც გეტყვი ცუდად გაიგო, ან გეგონოს რომ ცუდი გულით გეუბნები...-სანახევროდ დამჭკნარი ხელი,მის მუხლზე ჩამოდებულ მკლავს შეახო და თვალებში ჩააკვირდა...-ნუ ცდილობ ისე მოიქცე თითქოს არაფერი შეცვლილა,ცუდი ამბები ხდება, ადამიანები ერთმანეთს ვკარგავთ, ცხოვრება კი არ გვსჯის,უბრალოდ ასეთია.უნდა ვიტიროთ, მოგვენატროს,მაგრამ გავაგრძელოთ და წარსულში დაბრუნებას კი არ ვეცადოთ, ახალი დღეები შევქმნათ, ახალი დღეებით ვიცხოვროთ.
-ვდილობ მანო...-ტყუოდა ანასტასია, ამიტომაც ჰქონდა თავი დახრილი, თვალს ვერ უსწორებდა, იცოდა მიმიხვდებაო.
-ნუ მომატყუებ ტასო.სამი იმდენი ვიცხოვრე რაც შენ...-ამოიხვნეშა და ანასტასიას გულუბრყვილობაზე ჩაეცინა...-ისე ნუ მოექცევი შენ თავს რომ ახალი ამბები ვეღარ დააგროვო.თორემ ჩემს ასაკამდე რომ მოხვალ, საკუთარ თავთან დარჩენილი ეცდები გაიხსენო ყველაფერი და მიხვდები მხოლოდ წარსულით როგორ გიცხოვრია.გული დაგწდება შვილო.
მეტი აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ის რაც დღევანდელმა სტუმრობამ დაანახა, არ უნდოდა მისი ხასიათის გაფუჭება და დასევდიანება.მალევე წამოდგნენ ფეხზე, მაყვალი დიდ ჯამში დაახვავეს და წყალი დაასხეს.წიწილებისთვის დაყრილი საკენკის და ბოსტანში მოთხრილი ბალახის შემდეგ,უკან დაბრუნებულებმა გაზზე შემოდგეს დიდი თუჯიის ქვაბი და მაყვლის მოხარშვას შეუდგნენ.შაქრის დამატების, ქილების მომზადების და მურაბის დუღილის შემდგომ, გარეთ გამოსულმა ანასტასიამ შენიშნა რომ შემოაღამდა.მურაბა კი ჯერ კიდევ ძალიან ცხელი იყო.მანომ უთხრა მერე უფრო დაგიგვიანდება და თუ დარჩენა მართლა არ გინდა,ჯობია სახლისკენ დროულად წახვიდეო.ხელში ორი კალათა მაყვალი მიაჩეჩა და ელიკოს მიუკითხე ჩემგანო დაუბარა.მთვარის შუქზე მოაბიჯებდა და მანოს სიტყვებზე ფიქრში გალია სახლამდე მისასვლელი გზა. უკვე აქ იყო, მისაღების შემოსასვლელის წინ მდგარს პირველმა ნიკოლოზმა შეავლო თვალი.
-ეს რა არის, რა გჭირს?...-იკითხა თვალებგაფართოებულმა და მის ხმაზე სავარძლებში ჩამსხდრებმაც მიიხედეს კარისკენ.ანასტასიას მაისურიც და შორტიც ერთიანად იყო მოსვრილი მაყვლის მუქი წვენით, ფეხები დაკაწრული ჰქონდა, ორივე ხელში კალათები ეჭირა და ნიკოს სახის დანახვაზე საკუთარ ფეხებს დაუწყო თვალიერება.
-რა გჭირს ბიჭო შენ, ვერ ხედავ? გოგომ ზღარბებთან იჩხუბა და ყველას მოერია...ნუ ყოველშემთხვევაში ასე ვვარაუდობ, რადგან ცოცხალი მოვიდა სახლში...-ბაჩო ხუმრობას არ ეშვებოდა.
-ტასოო, მაყვალს კრეფდი თუ ბუჩქებს ეხუტებოდი, ეს რა გიქნია?...-ბიჭების ხმაზე გამოსულმა ელიკომ შეიცხადა და შეშინებული უყურებდა.
-ვკრეფდი!...-მასხრად აგდებულმა ვერ მოითმინა და ბრაზით წამოიძახა...-აი, მანომ ორი კალათა შენთან გამომატანა...-დემონსტრაციულად ასწია ხელები კალათების გამოსაჩენად და საუბრის სხვა თემაზე გადასატანად.იგრძნო რომ უკნიდან ვიღაც მოუახლოვდა და ისევ დაბლა ჩამოსწია, როცა დემეტრე ბერაიას სერიოზულ სახეს შეეჩეხა, ახლა უკვე მისაღებში შემოსული რომ ყურადღებით ათვალიერებდა.
-რა დროს კალათებია, წამოდი იბანავე და მალამოს წაგისვამ...-ბუზღუნით მოკიდა ხელი და წინ უბიძგა...-ვერ გაიზარდა ეს ბავშვი, ვერა!
თბილმა წყალმა ერთიანად ჩამორეცხა ტკბილი ნაყოფის კვალი, გონება დაუმშვიდდა და დღევანდელი დღით კმაყოფილი შეძვრა თავის ოთახში,სადაც მალამო მომარჯვებული ელიკო საწოლზე ჩამომჯდარი უცდიდა.სანამ მალამოს ნაკაწრებზე ადებდა ყველაფერი გამოჰკითხა, ჯანაშია არ იღლებოდა მოყოლით, მხოლოდ ის მონაკვეთი გამოტოვა, რომელიც მანოს და მას შორის უნდა დარჩენილიყო.კვიციანის ქალმა დაიჩემა საწოლში რომ დაწვები მალამო მოგშორდება და ბინტით გადაგიხვევ ფეხებს, უცხო მაინც ვერავინ დაგინახავს და როცა გაიღვიძებ მერე შეიხსნიო.არ გაძალიანებია.ყველაფერს რომ მორჩნენ, დიასახლისმა სამზარეულოში გაყოლა მოსთხოვა და თვითონაც მორჩილად წამოდგა, ორი ნაბიჯით წინ გაასწრო ელისაბედმა, ის იყო ზღურბლს უნდა გასცდენოდა რომ თვალები აუჭრელდა, თავბრუ დაეხვა და იგრძნო მუხლები როგორ ეკეცებოდა.საკუთარ თავს თხოვა ახლა არ მიღალატოო, კარის ჩარჩოს წამიერად მიეყრდნო, სხეული დაძაბა და ნაბიჯი წინ წადგა, თვალთახედვა დაუბრუნდა, სხეულმა მოსმენა დაუწყო და უკვე თამამად გააგრძელა გზა.სამზარეულოსთან მისული ბაჩოს ხმამ გააჩერა.
-აჰა, ახლა მუმია გვყავს ხალხო...-თავდაჯერებით წამოიძახა.
-ამ წამს ძალიან მინდა ჩემი სარკოფაგი გათხოვო...-სიცილით მოუბრუნდა ანასტასია და კარში შესულმა დაინახა გაზქურასთან ჩამომდგარი ბერაიას ფიგურა. მაგიდასთან მისული ჩამოჯდა და მოფუსფუსე ელიკოს დაუწყო ყურება.
-დემეტრე რა აზრის ხარ მაყვლის ძირებიც რომ დავრგოთ სასტუმროს ეზოში? ზაფხულში მენიუში შევიტანდით და მისგან იოგურტს,ტარტებს,მურაბებს დავამზადებდით...-ისე ვითომ სასხვათაშორისოდ წარმოთქვა.
-კარგი აზრია...-რაღაც უცნაური ტონით წარმოთქვა ბერაიამ...-იცი რა ვქნათ? სასტუმროს კუთხეში ავაშენოთ საქონლის სადგომი, ძროხები მოვაშენოთ და მერე რძე და ყველიც შევიტანოთ მენიუში.
-მე სერიოზულად გეუბნები...-წამოიძახა გაგულისებით.
-მეც სერიოზულად გეუბნები, მეტიც, მე ხალხს მოვძებნი და ამ საქონლის სადგომის გვერდით საღორეებს ჩავამწკრივებინებ...-სერიოზული გამომეტყველება აეკრა სახეზე და დარწმუნებით ლაპარაკობდა...-ხორციც მენიუში შევიტანოთ.
-რა ვთქვი ეხლა მე დასაცინი?...-ელიკოს გადახედა, თითქოს ის უნდა მოვლენოდა მშველელად.
-არაფერითქო! თუ გინდა ცხვრებიც, ნახე რა კარგი მთებია.შენ ზამთარში მთაში გაყვები ცხვარს და სანამ დაბრუნდები, სასტუმროს დიდი ქართული ასოებით დავაწერ "ფერმას" და ამ ცხვრებს პირველ სართულზე მოვაშენებთ...-დამცინავი ენთუზიაზმით იყურებოდა ჭერში, ვითომ წარმოიდგინა როგორი კარგი სანახავი იქნებოდა ნახევარ მილიონიანი რესტავრაციის მერე, სასტუმროს ცხვრების ბინად გადაქცევა.
ანასტასია მიხვდა რომ თუ კიდევ იტყოდა რამეს, ბერაია მიწასთან გაასწორებდა თავისი სარკაზმით, ამიტომ წინ დადგმული ფინჯნიდან ჩაი მოსვა და ხმა გაიკმინდა.

პ.ს თითქმის დილის ხუთი საათია მეგობრებო, ვზივარ, მესამედ ვკითხულობ ამ თავს და საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ჩემივე გამოგონილი პერსონაჟების გამო სოფელში საცხოვრებლად გაქცევა ცუდი აზრია.სხვა რა ვთქვა აღარ ვიცი.
პ.ს.ს იმედია შთაბეჭდილებებს ისევ გამიზიარებთ.



№1 სტუმარი one

sopeli martlac saocrebaa, gamaxsenda chemi bavshvoba da sopelshi gatarebuli udenieresi zafxulis ardadegebi))
madloba shen , upirvelesad rom khar pasukhismgeblobot savse avtori, rac sheexeba nawarmoebs, ganvmeordebi rom dzalian momwons , yvela personaji saxasiato tipajia , iumori-zomieri da saxaliso , veli shemdegs , kargi khar❤️

 


№2 სტუმარი ევ

ძალიან ძალიან პასუხისმგებლიანი და ნიჭიერი გოგო ხარ შენ!<3

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

გარდა იმისა რომ ეს მოთხრობა უკვე ძააალიან შემიყვარდა და ყოველი დილა საიტის შემოწმებით იწყება, ძალიან პასუხისმგებლიანი, აქტიური და Consistent (არ ვიცი ქართულად როგორაა) ავტორი ხარ რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია.

მადლობა!!!

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან ემოციური თავი იყო. ზოგჯერ ის რაც მშობლებს კარგი ჰგონიათ დამღუპველია შვილებისათვის. ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ. მადლობა რომ ყოველდღე დებ და გვილამაზ ბ დღეებს. წარმატებები. იქნებ დემეტრემ მაინც მოაბრუნა ამ ქვეყნად ნენე

 


№5 სტუმარი ეკა

მე, ჩემი სოფელი კიდევ მეტად შევიყვარე.❤️????

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები❤️

 


№7  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
ძალიან ემოციური თავი იყო. ზოგჯერ ის რაც მშობლებს კარგი ჰგონიათ დამღუპველია შვილებისათვის. ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ. მადლობა რომ ყოველდღე დებ და გვილამაზ ბ დღეებს. წარმატებები. იქნებ დემეტრემ მაინც მოაბრუნა ამ ქვეყნად ნენე

არ ვიცი ამ კომენტარს ნახავ თუ არა, მაგრამ უნდა გითხრა.გაბადრული ვკითხულობ შენს კომენტარებს და ვბედნიერდები,რომ ყოველთვის ახერხებ თავებში ჩემი შეფარული ეპიზოდების მიღმა მთავარი აზრი დაინახო.ვიცი,რომ შენც ზუსტად ჩემსავით აკვირდები ანასტასიას ხასიათის და ცხოვრების ცვლილებას,როცა იმ გარემოში ხვდება სადაც უყვართ,ესმით და აფასებენ.ამჯერადაც სწორი დასკვნა გამოიტანე, ჩვენს საყვარელ ადამიანებს ჰგონიათ,რომ იციან რა არის უკეთესი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, სად და რა ვაკეთოთ.რეალურად კი მხოლოდ ჩვენ ვიცით რა გაგვაბედნიერებს.როცა მთავარი კვანძი გაიხსნება მიხვდები რამხელა სიმართლე დევს შენი დაკვირვებულობის წყალობით გამოტანილ დასკვნაში.

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

Qetatoo
Qeti qimucadze
ძალიან ემოციური თავი იყო. ზოგჯერ ის რაც მშობლებს კარგი ჰგონიათ დამღუპველია შვილებისათვის. ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ. მადლობა რომ ყოველდღე დებ და გვილამაზ ბ დღეებს. წარმატებები. იქნებ დემეტრემ მაინც მოაბრუნა ამ ქვეყნად ნენე

არ ვიცი ამ კომენტარს ნახავ თუ არა, მაგრამ უნდა გითხრა.გაბადრული ვკითხულობ შენს კომენტარებს და ვბედნიერდები,რომ ყოველთვის ახერხებ თავებში ჩემი შეფარული ეპიზოდების მიღმა მთავარი აზრი დაინახო.ვიცი,რომ შენც ზუსტად ჩემსავით აკვირდები ანასტასიას ხასიათის და ცხოვრების ცვლილებას,როცა იმ გარემოში ხვდება სადაც უყვართ,ესმით და აფასებენ.ამჯერადაც სწორი დასკვნა გამოიტანე, ჩვენს საყვარელ ადამიანებს ჰგონიათ,რომ იციან რა არის უკეთესი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, სად და რა ვაკეთოთ.რეალურად კი მხოლოდ ჩვენ ვიცით რა გაგვაბედნიერებს.როცა მთავარი კვანძი გაიხსნება მიხვდები რამხელა სიმართლე დევს შენი დაკვირვებულობის წყალობით გამოტანილ დასკვნაში.

მადლობაააა. ჰო ხშირად ის რაც კარგი ჰგონიათ ჩვენთვის. სულაც არაა მისაღები. მიმაჩნია რომ ჩემი გადაწყვეტილებები მირჩევნია. თუნდაც შეცდომა დავუშვა

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგად გადმოსცემთ შინაარსს.ველი შემდეგს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent