შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (10)


27-09-2021, 13:06
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 406

მთელ სახლში ნაბიჯების და უკმაყოფილო შეძახილების კორიანტელი მეფობდა.ზედა სართულზე მოუსვენრად გადი-გამოდიოდნენ და ერთმანეთს აჩქარებისკენ მოუწოდებდნენ. კვიციანები უკვე გარეთ, მანქანაში ისხნდნენ და ანასტასიას ელოდნენ.ზღურბლთან მალევე გამოჩნდა ყვავილებიან,თეთრ სარაფანში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც სიფრიფანა ნაჭრები მუხლს ქვემოთ ედებოდა, ოქროსფერი სხივები თმაზე უთამაშებდა და სწრაფად იკრავდა კედების თასმებს.დღეს კვირა იყო, ამიტომაც ბოლო თვის მანძილზე ჩამოყალიბებულ განრიგს არ ღალატობდნენ, სურსათის მარაგი უნდა შევსებულიყო,რომ სტუმრებისთვის გამასპინძლება ნაირ-ნაირი ნუგბარითა და ახალი კულინარიული სასწაულებით შესძლებოდათ.მანქანის საჭესთან ჩამომჯდარს, გვერდით მიუსკუპდა ჯანაშია და ღიმილით გადახედა უკანა სავარძლებზე მოთავსებულ ცოლ-ქმარს.
-როგორი უცნაურია, ბავშვობაში უკანა სავარძლებზე მე და კიტა ვისხედით...-ცელქად გაიღიმა და გზას დააკვირდა.
-დრო სწრაფად გარბის, თვალსა და ხელშუა დაიზარდეთ, ადგილებიც გავცვალეთ...-ელისაბედს ნოსტალგია შემოაწვა,როცა გოგონასგან მოსმენილმა იმ დროში დააბრუნა, სადაც ეს ონავრები ჯერ კიდევ ხელში აყვანას სთხოვდნენ და თვითონაც გულგამთბარი იხუტებდა.
-ტასო შენ რის საყიდლად მოდიხარ? დილით კი მითხარი მაგრამ დამავიწყდა...-უკვე ავტობანზე გადასული, მშვიდად მართავდა მანქანას და თავისუფლად მოუტრიალდა.
-საღებავები უნდა ვიყიდო, თეთრი და ცისფერი, ჩოთქებიც დამჭირდება...-თვალებში სხივები აუციმციმდა როცა წარმოიდგინა მოსალოდნელი დღის მშვენიერება.
კვიციანებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს, მაგრამ ზედმეტად არ ჩასძიებიან.ბაზართან მისულები მანქანიდან გადავიდნენ და კიტა მთლიანად მის განკარგულებაში დატოვეს. ჯანაშიამ მოუსვენრად წაავლო ხელი და მთელი ნახევარი საათის განმავლებაში სარემონტო საშუალებების მაღაზიის ხან ერთ ბოლოში, ხან კი მეორეში მორჩილად მიმყოლს,მიათრევდა. საბოლოოდ ყველაფერი მოიძია, სახეგაბწყინებულმა გადაიხადა თანხა და ამჯერად სრულებით კმაყოფილი წავიდა ცოლ-ქმრის სანახავად.
ბიჭებს დღეს არანაკლები გეგმები ჰქონდათ, სამეული ახლომდებარე ბანკში მიდიოდა მუშებისთვის ხელფასების ჩასარიცხად და პარალელურად სასურსათო მაღაზიებით დაწყებული, წვრილმანებით დასრულებული, ყველაფერი უნდა შეეძინათ.კვიციანები, ასე ხელგაშლით რომ მასპინძლობდნენ თავს იგიჟებდნენ ჩვენი სახლი სასტუმრო არ არის, სტუმართმოყვარე ოჯახია და სხვებივით ფულს ვერ გვაკადრებთო.ამიტომ ამ ჯერზე იმდენი რამე უნდა ეყიდათ რომ სახლის გამოტენილ ოთახებში ახალი სტუმრის ადგილი არ დარჩენილიყო.
სამეულითქო ვამბობ, იმიტომ რომ დემეტრეს დღეს ჯაბასთან და ახალ კლიენტებთან დაკავშირებით შეხვედრების მთელი კასკადი ჰქონდა.დილიდან, თანაშემწის მიერ გამოგზავნილ საბუთებში თავჩარგული მოუთმენლად ელოდა თათბირის დაწყებას და ნერვიულად აცეცებდა ხელებს.
ყველაფრის შეძენას,რომ მორჩნენ ელისაბედმა შესთავაზათ დღეს ალუბლის ტარტს გავაკეთებ და ფანჩატურში დავსხდეთ ყველანი, ხილის ცივ კომპოტებს გამოვიტან და გვიანობამდე ვისაუბროთო.აზრი მშვენიერი იყო და მეუღლემ მოუწონა.აი ანასტასიას გეგმებში საერთოდ არ შედიოდა ბერაიას წინ ჯდომა და მისთვის თვალის არიდება, უხერხულობის შეგრძნებები,ხმის გაგონება და დაძაბულობა.თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ დღეს ამ ყველაფერს აცდებოდა და ხვალინდელ დღეზე ხვალ იფიქრებდა.
სახლში გვიან დაბრუნდნენ, თუმცა აღმოაჩინეს,რომ მეორე სამეული მათზე ყოჩაღი აღმოჩნდა და უკვე სამზარეულოში თავშეყრილები, იატაკ გადავსებული ცელოფნებიდან პრუდუქტებს ალაგებდნენ და თავმოუბმელად ცდილობდნენ იმის გარკვევას, რა სად შეენახათ.
-არ იყო ბაზრის სახლში გადმოტანა საჭირო, ჩვენ მაგალითად წავედით და ადგილზე შევიძინეთ პროდუქტები...-ელიკოს გაოგნებულ სახეს რომ დააკვირდა, ბიჭებს დასცინა ანასტასიამ.
-აბა ჩვენი მუშებივით რომ გადავწყვიტეთ ასეთი მასსპინძელი ოჯახისთვის ფულის გადახდა, ზურაბი ლამის თვითონ წავიდა სახლიდან ეს როგორ მაკადრეთო...-მხრები აიწურა ბაჩომ, ვერ ხვდებოდა დასაცინი რა იყო...-იმის მერე ელიკოც ეჭვის თვალით გვაკვირდება, აქაოდა ისევ რამე არ მიქარონო.სხვა რა გვექნა?
-ახლა ხომ რას ამბობთ, ერთიანად გაბრწყინებულია მაღაზიად ქცეული სახლის დანახვაზე...-ჯანაშიას ეშმაკი არ ასვენებდა, ბაჩოს სიტყვას შეარჩენდა?ნურას უკაცრავად.
-რა ვუყოთ ამდენ პროდუქტს, სად შევინახო?...-ქმარს მიუბრუნდა გაკვირვებული და იმანაც მხრები აიჩეჩა.
-იცი რა? მოდი დღეს დიდი სუფრა გავშალოთ და ბიჭებს დავუძახოთ, საღამოს ეზოს სიგრილეში, თითო ჭიქა ჩემი ღვინო, გემრიელი კერძები და გვიანობამდე ლაპარაკი.შენც ხომ ეგ გინდოდა?...-ზურაბმა გამოსავალი მოძებნა და მკლავი მოხვია გაბადრული მეუღლეს.
ანასტასიას კვიციანების სიყვარული ბავშვობიდან უყვარდა. ახლაც იცოდა რომ ცოლ-ქმარი დატრიალდებოდა, ერთად გადაწყვეტდნენ რა კერძები მოემზადებინათ, მერე ზურაბი ერთ-ერთ ელიკოს წინსაფარს, რომელიც არასდროს ეკვრებოდა ბოლომდე, კისერზე ჩამოიკიდებდა და სამზარეულოში მოფუსფუსეები წუწუნის, დაღლილობის შეგრძნების გარეშე, გულწრფელი ბედნიერებით გააკეთებდნენ კულინარიულ საოცრებებს.
თვითონ კარადაში მობორიალემ ძლივს მიაგნო თავსაფარს და კოსად შეკრულ თმაზე დაიხვია, მზის სხივებისგან თავის დასაცავად.კარებთან დატოვებულ საღებავებს ხელი დაავლო, კალათაში ჩაწყობილი ფუნჯები მაჯაზე ჩამოიკიდა და ის იყო უნდა წასულიყო,ლუკას ხმა რომ შემოესმა.
-ეს ქალბატონი სად მიიპარება საღებავებით?...-ელიკომ სამზარეულოდან გამოიჭყიტა და ინტერესით დაელოდა პასუხს...-არ თქვა სასტუმროშიო, ვანდალიზმი თუ გაქვს გონებაში დემეტრე სათითაოდ აგვაკრავს კედლებზე.
-არაა, ჩემი პატარა საიდუმლოებები მაქვს...-თვალი ჩაუკრა და კიტას გადახედა...-მანოსთან მივდივარ, არ გინდა ერთად გავახაროთ?
-არაა, თონეში ცეცხლი უნდა დავანთო და ზურაბს მივეხმარო მაყალზე ხორცის შეწვაში.
მორჩილად დაუქნია თავი, თავად მეცხრე ცაზე მყოფი კი ანცი ბავშვივით ხტუნვა-ხტუნვით დაეშვა სოფლის შარა გზაზე.გულში მერცხლები უჭიკჭიკებდნენ, იმის წარმოდგენაზე როგორ გაახარებდა თავის მოხუცს, უკვე განაცისფერებული ფანჯრების შეღებვით, თუ მოასწრებდა კედლებსაც დღესვე დაუვლიდა.ჭიისკარი შეაღო, "მანოს" ძახილით არე-მარე გამოაყრუა,მაგრამ არც ოდაში და არც ეზოში მისი არსებობის კვალი არ უნახავს. თავისი მოტანილი საღებავები და კალათა კოპიტის ძირში დატოვა და მაყვლის ბუჩქებისკენ წავიდა.ქალი საქონლის სადგომიდან გამოეხმაურა და ღიმილით გამოეგება.რომ გაიგო რა საქმეზეც მოჭიკჭიკდა, მაშინვე იუარა, დაისვრები და დაიღლებიო, სამაგიეროდ ჩემს გაკეთებულ ხაჭაპურს შემოგთავაზებ და სანამ საქონელი საძოვარიდან დაბრუნდება ვიმასლაათოთო.ჯანაშიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ამხელა საქმეზე მოსულს ხაჭაპურით ვერ მომთაფლავო და გამოცდილი ხელოსანივით დაიწყო ფანჯრის ჩარჩოებისგან ამოწეული, გამხმარი საღებავის აქერცლილი ნაწილების მოშორება, ქათქათა თეთრით რომ ხელახლა დაეფარა. მანოს ოდიდან მალევე გამოიქცა ახლადგამომხვარი ხაჭაპურების საამო სურნელი და ქალმაც სახლში შეიპატიჟა.ანასტასიას ერთი ფანჯარა უკვე შეღებილი ჰქონდა, ამიტომ ჯერ კიდევ შუადღის თაკარა მზისგან დამწვარი მკლავების დასვენებაზე უარი არ უთქვამს.ოდაში ხის იატაკი სიძველისგან ჭრიალებდა, მუხის ხისგან გამოთლილ შუშებიან კარადაში, ათწლეულობის მანძილზე ნაგროვები ხრუსტალის ჭიქები იმზირებოდნენ, შუაში მრგვალი ვრცელი მაგიდა იდგა და გარშემო ოთხი სკამი შემოელაგებინათ.ფანჯრების მხარეს მიყუდებულ ძველებურ დივანს, ნაქსოვი გადასაფარებელი ეკრა და ალაგ-ალაგ პაწაწინა ბალიშებით დაფარულს, მარცხენა კუთხეში ლაჟვარდისფერი მუთაქა ამშვენებდა.სახლი მყუდრო იყო.ფანჯრებიდან ივნისის მცხუნვარე მზის სხივები იღვრებოდნენ და თითოეულ ნივთს თავისებურ სილამაზეს კიდევ მეტად უჩენდნენ.ხის დაფაზე დაჭრილ, მანოს ახლადგამომცხვარ ხაჭაპურს საამო სურნელი ასდიოდა და ქალმა ჩაციებული მაყვლის კომპოტი გამოიტანა, დაუღალავი მუშის გამშრალი ყელის ჩასაკოკლოზინებლად.ანასტასიამ ხათრი ვერ გაუტეხა, საკუთარი საიდუმლოც ვერ გამოააშკარავა და ძალით დაუწყო მანოს ნახელავს კბეჩა.
-ისე კარგად მოგიფიქრებია...-ჯანაშიამ გაკვირვებული თვალები მიაპყრო...-საქმეს წინ წაიგდებ, მაინც მოგიწევდა გადაღებვა და ადრიანადვე სჯობს.
-ესეიგი ხვდებოდი, სასტუმროს მერე, შენ ოდას რომ მოვადგებოდი შემოსაკოხტავებლად ხომ?...-გაეცინა ანასტასიას და ხუმრობით სცადა გაუგებარი ნათქვამის გადაფარვა.
-მაშ...-გაეცინა მანოს.მერე უეცრად სახეზე ნაოჭები თითქოს უფრო მეტად დაეტყო, ნაღვლიანი თვალებით გადმოხედა ღიმილშემხმარ თავის პატარა გოგოს და ჩურჩულით გააგრძელა, თითქოს ვინმე გაუგებდა...-შენ ხომ იცი, ამ სახლს რომ დაგიტოვებ?!
-მანო აბა რას ამბობ?...-განაწყენდა, სისხლი სახეზე მოაწვა,როცა გაანალიზა რაზეც იწყებდა თავისი საყვარელი მოხუცი საუბარს...-ეგ მეორედ აღარ თქვა!
-რატომ?რა დასამალია,რომ მოხუცებული ვარ და ჩემი დროც მოვა...-აიფოფრა უეცრად...-თუ ჩემი ოდა არ გიყვარს იმდენად, რომ გასაპარტახებლად დაგენანოს?...-წყენა გაუკრთა ხმაში.
-იცი რომ ახლა გულს მტკენ ქალბატონო? მე შენი ოდა უნდა გამოვაცოცხლო და შენ რაზე მელაპარაკები?...-არც თავად დაუმალავს ნატკენი გული.
-ნენე...-როგორი თბილი იყო ხმა, ისეთი მშობლიური.ბავშვობაში რომ დაჭერობანას თამაშის დროს დაეცემოდა, მუხლს იტკენდა და საცოდავად აქვითინდებოდა, ამ სახელს სწორედ ასე უმეორებდა მანო და ნატკენ ადგილს კოცნით უამებდა...-შენ იცი! მე უშვილძირო ქალი ვარ, ღმერთს ჩემთვის შვილი არ მოუცია, სულ ვფიქრობდი რაღაც დავაშავე და ჩემი სასჯელია უნაყოფობათქო.მაშინ მეგონა სოფლის ქალები ზურგს უკან მჭორავდნენ, უსარგებლო ვიყავი და ჩემი ცხოვრებაც უაზროდ ჩაივლიდა.
-მანოო...-ახლა მიხვდა რამხელა დარდს ატარებდა ქალის სული, თავის დღე და მოსწრება იმაზე ფიქრობდა ასეთი ნაღვლიანი რატომ აქვს გაზაფხულის ხასხასა ბალახივით მწვანე თვალებიო და ოცდა ორი წელი დასჭირდა გამორკვევას.
-შენ ისეთი პაწაწინა იყავი პირველად ხელში რომ აგიყვანე. თომა და მე მინდვრებიდან რომ ურმით ვბრუნდებოდით კვიციანებიდან წამოგიყვანდით, კიტასთან ერთად გაკლებინებდით ეზოს, ჩვენ კი დავსხდებოდით კოპიტის ძირში, მოტანილ სიმინდს ვარჩევდით და გული სიხარულით ივსებოდა. კიტა ბიჭი იყო, უფრო თომას დაჰყვებოდა კუდში.შენ ჩემი თავსატეხი, ჩემი გატეხილი სულის მალამო და უნაყოფო ქალის ბედნიერება იყავი.
-გახსოვს ბავშვობაში რომ თითებზე გეთამაშებოდი? სულ მიმალავდი, გეგონა მიკვირდა მათი სიუხეშე და ასეც იყო.მერე ნელ-ნელა მივხვდი მიწაზე შრომით რომ გქონდა დახეთქილი ხელისგულები და ისე მიყვარდა, სულ ლოყებზე ვიფარებდი...-ანასტასიას ნათქვამი შეფარული იყო, მაგრამ მოხუცი ქალის გონებამდე მაინც ნათლივ მივიდა სათქმელი.
-არ მინდა თომას ნაფერები ეზო, მამამისის ხელით აშენებული ოდა წაიქცეს.შენმა შვილებმაც უნდა ირბინონ ამ ეზოში, ჩემი სიცოცხლე და სიყვარული მათში უნდა გადანაწილდეს...-აცრემლებული თვალებით აშტერდებოდა, დამჭკანრ ხელებში ჰქონდა მისი ხელისგული მოქცეული და მავედრებლად აკვირდებოდა...-მე ვიცი რომ მოუვლი შენი ბავშვობის ტკბილ მოგონებას.ამიტომაც მინდა სიცოცხლეში მითხრა,თომას ფუძეს არ წავაქცევო.
-პასუხი ისედაც იცი...-თავდახრილმა უჩურჩულა და მზერა შეატოვა თაროზე შემოდებულ განიერ ფოტოს,ნაცნობი თვალები რომ უმზერდნენ ამაყად.
-იმ ავბედითი ღამის მერე პირველად რომ დაგინახა,არ ეგონა თუ გადარჩებოდი.იმის მერე რამდენჯერ შემიმჩნევია თავის თავს რომ ეჩხუბებოდა.მინდვრიდან დაბრუნებული თითებს რომ გაშლიდა და ჩურჩულებდა, ვიცოდი საკუთარ ფიქრებში წასული გიჟდებოდა.ზურაბს ყოველდღე ეკითხებოდა შენ ამბავს და კიდევ კარგი ის დალოცვილი ატყუებდა კარგად არისო. ისე გარდაიცვალა, მისთვის სიმართლე არ მითქვამს.იმდენჯერ უნატრია შენი სახის დანახვა, ხმის გაგონება...
-პირველ კურსზე ვიყავი გიორგიმ რომ გამიმხილა, წლისთავზე მოდიოდა და მაშინ გამოტყდა...-გაახსენდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კარგა ხანი თავის ხმას არ აგონებდა მამას.
-ერთ საღამოს, უკვე ძილბურანში წასულს თავისი საწოლიდან მომიტრიალდა და მითხრა, ეს სახლი ნენეს დაუტოვეო, ის უარს არ იტყვისო.მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე მოვხუცდით, ასეთ რაღაცეებზე ფიქრი ჩვეულებრივი ამბავიათქო...-მზერა გაყინული ჰქონდა ქალს, სადღაც ოთახს მიღმა იყურებოდა...-რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.ძილში, მშვიდად წაიღო თავისი კეთილი სული.ეს ამბავი მანამ არ გამხსენებია სანამ კიტასთან ერთად, წლების მერე პირველად არ მოადექი ჩემს ჭიისკარს.
-ახლა ხვდები რატომ არ მჭირდება ახალი დღეები? ამ სოფლისგან შორს ყოფნა?აქ ყველაფერია მანო, მთელი ჩემი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები.სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მათი სახე მელანდება...-თითქოს ამ ამბის მერე მაინც გაუგებდა მოხუცი.საკუთარ სიტყვებს, ახალ თავგადასავლებზე უკან წაიღებდა და დაზავდებოდნენ.
-შენ ისევ ცდები...-თავი გააქნია...-ახლა მიზეზი იპოვნე, საკუთარი თავის გასამართლებლად. განა მე ის გითხარი აქ უნდა გადმოხვიდე საცხოვრებლად და ჩემსავით მოგონებების ტყვე გახდეთქო? შენ რა იცი, როგორია ყოველ დილით გაღვიძება და იმ საწოლის თვალში მოხვედრა შენი სულის მეორე ნახევარი რომ მთელი ცხოვრება მისი კუთხიდან მძინარეს გიყურებდა.შენ რა იცი ეზოში ჩამოვარდილ ფოთოლთან ფრთხილად რომ დაიხრები და ცრემლები წაგსკდება, იმის გახსენებაზე თვითონ როგორ დასდევდა შემოდგომის ფოთლებს, ეზო რომ არ აეყვითლებინათ?...-ახლა საშუალება ჰქონდა მისთვის გაემხილა გულის ტკივილი და საკუთარი გამოცდილებით მიეხვედრებინა რამხელა შეცდომას უშვებდა...-რა დაგრჩენია აქ? შენ ზაფხულობით უნდა ჩამოდიოდე, რამდენიმე დღით, მოისიყვარულო ბავშვობის სიტკბო და დაუნანებლად დაუბრუნდე შენს ბუდეს.
-იქნებ დარჩენის მიზეზი მაქვს?...-ახლა იყო ის მომენტი.საიდუმლო რომელიც მის გულში დამარხა, ახლავე, მხოლოდ ამ ქალთან უნდა გაემჟღავნებინა.ის იყო გულის მესაიდუმლე და იცოდა, თავისი გრძნობები აქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ შენახული...-რა მოხდება თუ გეტყვი რომ პატარა იმედი ჩემშიც გაჩნდა და სიცოცხლე აქ ბევრად მშვენიერია?
-ვის გაუღე გულის კარი ? ... -აბა რას გამოაპარებდა, ათასი ამბის მომსწრეს და მცოდნეს.
-ჯერ ასე ფართოდ არ გამიღია...-გაეღიმა ანასტასიას ქალის გაბრწყინებულ თვალებს რომ წააწყდა...-უბრალოდ, მის გვერდით თითქოს ის მაქვს, რასაც ამდენი ხანია ვეძებ.იმედი...-მოჯადოებულივით ამოთქვა ბოლო სიტყვა და საკუთარ ყურებს ვერ დაუჯერა, ეს მართლა თუ ვთქვიო.
-იმედი?...-გაკვირვებული ჩაეკითხა.
-ხო, მთელი ეს დრო გიორგი წამლებით მჭყიპავდა, ეგონა ასე გადავარჩენო, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად მიჭირდა საკუთარ თავთან ჭიდილი.ეს ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს შენს ირგვლივ ყველაფერი მოძრაობს, ადამიანები კანიდან ძვრებიან ბედნიერებისთვის, შენ კი ერთ ადგილზე დგახარ და სურვილი კი არა შესაძლებლობა არ გაქვს ნაბიჯი წინ წადგა.
-ახლა რა შეიცვალა?
-ახლა ვცდილობ საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ ის რაც მოხდა ჩემი ბრალი არ არის და სიცოცხლე ისეთი აუტანელი აღარაა როგორც აქამდე...-ეს იყო, სიტყვები რომელიც ჭამდა, თავის ქალას უღრღნიდა და ძალას ართმევდა.
-ნენე, შენ ხომ ისედაც იცი, რომ რაც მოხდა შენი ბრალი არაა...-ქალს თვალებში სიგიჟე ჩაუდგა, როცა წარმოიდგინა რომ ჯანაშიას ამ დღემდე თურმე სჯეროდა, ყველაფერი ჩემი ბრალიოა.
-იმ ღამით რომ გამღვიძებოდა, მისი ხმა გამეგონა, გადავარჩენდი...-გაყინული იყო, ერთიანად გალუგული.ვინმეს გაებედა და ეთქვა არასწორად ფიქრობო.მანომ ვერ შებედა შეპასუხება როცა გაბოროტებული ერთიანად შეათვალიერა.
-მითხარი ვინაა?...-საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა, არ უნდოდა მისთვის იმ ამბის გახსენება, თვალსა და ხელსშუა რომ გაანახევრა ჯერ კიდევ თორმეტი წლის და მას მერე სანახევროდ შეატოვა სიცოცხლე.
-ის ბიჭია ვინც სასტუმროს წილი შეიძინა.ჩვენი სასტუმრო...-ღიმილი სახეზე შეაშრა როცა ქალმა გველნაკბენივით წაიღო თავისი ხელისგულები უკან და თვალები აენთო ბრაზისგან.
-შენ წრეზე ბრუნავ! იმედს კი არ ეძებ, უკვე გათხრილ ორმოს ხელახლა თხრი და თავით ეშვები შიგნით...-სულ არ მიუქცევია ყურადღება მისი აწითლებული სახისთვის, ახლა ყველაფერი უნდა ეთქვა.თუ ნამდვილად უყვარდა ამ სისულელელისგან უნდა ეხსნა...-იმდენად გინდა ნაბიჯი წინ არ გადადგა და ცხოვრება არ გააგრძელო, რომ გზაც კი გამონახე დედაშენის გავლილი გზა, შენ გაიარო ნაბიჯ-ნაბიჯ ხელთავიდან.
-ამას რატომ ამბობ? თან ასეთი გაბრაზებული? ძალიანაც რომ მოვინდომო მილას ვერ დავემსგავსები, მითუმეტეს დემეტრე...-თქმა არ დასცალდა, ისე ეცა გაწიწმატებული ქალი პირში.
-როგორია? მთელი დღე და ღამე ისიც ფურცლებს უკირკიტებს ხომ ასეა? ერთი სული აქვს როდის დაამთავრებს აქ საქმეს, რომ წავიდეს. შენ? შენ აქ დარჩენას აპირებ...შენ ისტორიას ამეორებ და გგონია დედაშენთან ახლოს იქნები, თუ მისნაირად გააგრძელებ ცხოვრებას...-შეშლილი იყო გაანალიზებით, ახლა მიუხვდა ყველაფერს და ჭკუიდან გადაჰყავდა იმ აზრს,თუ რაზე იყო წამსვლელი დედის გარეშე დარჩენილი ბავშვი.
-გგონია რომ შეცდომა დავუშვი?...-შიშით დააკვირდა თბილი სახის ამგვარ სიგიჟეს, რთული იყო მანოს სახეზე ამ გამომეტყველების შენიშვნა.თითქოს ყველაზე ბინძურ ცოდვაში გამოიჭირეს და ახლა საქვეყნოდ ამხელენო.
-შეცდომა? შენ შეცდომა კი არ დაუშვი, ახალ გზას ეძებ სიცოცხლის შესაწყვეტად.საკუთარმა ორგანიზმმა ვერ გაგიმეტა და ახლა გატეხილ სულს მიადექი...-მერე მთვარეულივით ამოთქვა ის სიტყვები,ანასტასიას რომ ერთიანად გადაუტრიალა გონება...-გაიქეცი! ისე გაიქეცი თითქოს უკან შენი ყველაზე დიდი მტერი მოგსდევდეს! უკან მოუხედავად გაიქეცი ნენე!
თვალებამღვრეული ქალი სკამიდან წამოდგა და აცრემლებული თვალებით მიიმალა გვერდზე ოთახში.ჯანაშიას მხოლოდ მისი სლუკუნი ესმოდა,როცა კარებს გადმოაბიჯა და ერთიანად წამოწითლებულმა დაავლო ფუნჯს ხელი, რომ დაევიწყებინა სიტყვები მოხუცმა ასე გულამოგდებით რომ მიძახა.ერთმანეთისთვის სიტყვა აღარ უთქვამთ, მზე ნელ-ნელა კარგავდა მცხუნვარებას და როცა შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, ეზოს ჭიისკარს საძოვარიდან დაბრუნებული საქონელი მოადგა.ჯანაშიამ ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელისგული მოისვა და თავადაც ჭიისკართან მისულმა ამოიხრიალა დღეისთვის მოვრჩი,ამ დღეებში დავასრულებო.მის ეზოს გამოცდა და კვიციანებისკენ წასული ფიქრობდა იმაზე,რამაც მანოს მუდამ მშვიდი ხასიათი, მდგომარეობიდან გამოიყვანა.
უკვე ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი, როცა ურემზე შემომსხდარი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი წამოეწია,მხიარულად მიესალმნენ და ის ბიჭიც ამოიცნო, სასტუმროს ბაღში რომ გაიხსენა, დამალობანას დროს ერთხელაც რომ არ გასჭირვებია მისი სამალავიდან გამოტყუება.შუახნის კაცმა იცნო, სოფლის მოუსვენარი გოგონა და მისთვის ნაცნობი სახელით მიმართა.
-ნენე არ გინდა წამოხვიდე? ბავშვობაში თომას და მანოს რომ მიჰყავდი იმ ადგილებს ნახავ...-ახლა ეს ნამდვილად სჭირდებოდა.
წამიერი ყოყმანის შემდგომ სახეგაბადრულმა დაუქნია თავი და ბიჭის გამოწვდილ მკლავს მაგრად ჩაეჭიდა ურემზე ასაძრომად.ზანტად ბრუნავდნენ ბორბლები, გზაში კიდევ შენიშნა მინდვრებისკენ მიმავალი სოფლის მაცხოვრებლები, ზოგიერთი ფეხით მიდიოდა და შემხვედრ მანქანაში ჯდებოდა გზის შესამოკლებლად, ზოგიც მათნაირად ურმით მიიწევდნენ წინ.ვის არ ნახავდით, პატარა ანცი ბავშვებით დაწყებული, სოფლის უხუცესებით დამთავრებული, მხარზე თოხ გადაკიდებული, ყველა ყანებისკენ მიიწევდნენ.ჰაერი მცხუნვარე მზის სითბოთი იყო გაჟღენთილი და ბინდის ჩამოწოლამდე არცერთი მოსახლე არ შეისვენებდა, შემოდგომაზე დიდი მოსავლის აღების იმედით.მინდვრების და ყანების ბოლოს ხეხილის ბაღები გახლდათ, მწკრივებში დარგულ ვაშლის, ატმის, ბროწეულის და ალუბლის ხეებს დიდი გულმოდგინებით უვლიდნენ, ხილს აბარებდნენ და თავი გაჰქონდათ.შრომა მძიმე იყო, მაგრამ დათა პაპასთვის რომ გეკითხათ, სოფელს არაფერი სჯობდა და კაცი რომელსაც მიწა არ უყვარდა,ღმერთს აბრაზებდა თავისი უვიცობით.
ანასტასია საძოვრებთან ჩამოხტა, აქედან თვალუწვდენელი მინდორი იშლებოდა და მხოლოდ გვერდიგვერდ, ცამდე აზიდულ ალვის, ნაძვის და ფიჭვის ხეებს თუ შეეფარებოდით ჩრდილში გასაგრილებლად.აგვისტოს ბოლოს თიბვას იწყებდნენ, რომ თივის ზვინებით გამოევსოთ საბძელები და ზამთრის სუსხიან ამინდებში, საქონელს ზანტად ეღეჭა ათობით ადამიანის მიერ დაწვარი კანის საფასურად მომარაგებული გამხმარი ბალახი.
კარგა ხანი ერთ ადგილზე გაშეშდა და სივრცეს თვალს უშტერებდა.ფიქრობდა როგორი პაწაწინა იყო ამ თვალუწვდნელი მინდვრისთვის და მიხვდა სამყაროსთვის უხილავობის საიდუმლოს.ცხოვრებას არ აინტერესებდა ერთი უბრალო ანასტასია ჯანაშია, ის უბრალოდ დროს არ აჩერებდა და გამუდმებით მოძრაობაში იყო.შენ კი ან მასთან ერთად უნდა გემოძრავა და დედამიწის ბრუნვას მიჰყოლოდი, ან ერთ ადგილს მიეყინებოდი და ბედის ვარსკვლავს დააბრალებდი საკუთარ უუნარობას.ჩრდილოეთიდან მონაქროლმა ნიავმა ერთიანად დაუარა ყვავილებიან სარაფანზე და მისი გალეული სხეულის კონტურები გამოისახა, თავსაფრის შიგნით დამალული თმა ჩამოიშალა და ხელისგულში მოქცეული ფრიალა ნაჭერი მოშიშვლებულ კისერზე მიელამუნა და გაანალიზა, რომ სამყაროს შუაგულში იდგა.
იქ სადაც დრო იყინებოდა და უსასრულო სივრცეში ცურავდა ,საკუთარი რეალობით და მომავლით,საოცარია ისინი არასდროს ემთხვეოდნენ ერთანეთს,არ იკვეთებოდნენ და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ არც იყო საჭირო...უბრალოდ სამყაროს შუაგულში იდგა,თუ ცურავდა,ან იყინებოდა,უბრალოდ სამყაროს შუაგულში,ჰერმეტულ სივრცეში აცეცებდა თვალებს და მშვიდად იყო...ამ შუაგულში არაფერი გახლდათ კარგად,თავდაყირა ბრუნავდა ყოველი წამი რომელსაც უდროობა აკრავდა ირგვლივ.უბრალოდ უნდოდა ასე ყოფილიყო, სულ ცოტა ხნით,სანამ დრო გაჩერებული და სივრცე არ არსებობული ეგულებოდა.უნდოდა ყველაფერი თავდაყირა დაყრილიყო და ეგრძნო როგორ არ ცოცხლობდა , სურდა ასე მძაფრად შეეგრძნო ეს არყოფნის შიში და სურვილი, დახრჩობისგან გადარჩენის ძლიერი სურვილი ეშვა.ნენე, სამყაროს შუაგულის უდროო სივრცეში გაჭედილი მოცურავე სხეულის მასა, ცდილობდა ეგრძნო - ესაა და ეს !
ანასტასია იმას ხვდებოდა, რასაც ადამიანები ასე თავგამოდებით უხშობდნენ ყურთასმენას, პატარა ბავშვებივით იფარებდენ ხელისგულებს სახის ორივე მხარეს და მთელი ძალით ხუჭავდნენ თვალებს.ოღონდ კი სიმართლეს მათ სივრცეში არ შეეღწიათ და შემთხვევით სინამდვილეს არ შეჩეხვოდნენ.სამაგიეროდ ჯანაშიამ იცოდა რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში,რომელშიც გამოცდილი ფსიქოლოგები დარწმუნებით და გარანტიის მაღალი დონით გვეუბნებიან რომ ბედნიერების რეცეპტი საკუთარ თავშია,უნდა ავდგეთ და ყოველ დილით სარკეში ჩვენ თავებს ველაპარაკოთ როგორი ლამაზები, მოხდენილები, ერთადერთები, სასურველები, ბედნიერები ვართ. მოვადუღოთ ყავა და სახლიდან გასვლამდე დავტკბეთ დილის შეგრძნებებით. ტელევიზორის ეკრანზე ეს გამოპრანჭული ცნობილი ქალები, შანელის სუნამოთი და გუჩის ჩანთებით , საღამოს საყვარლებზე წამოტირებული უბედურებებით და მათი ილუზიური ტრაგედიით ჩვენს აუცილებლობებზე ალაპარაკებულები, თურმე როგორ უნდა ავდგეთ დილით რომ თავი უბედნიერეს ქალებად ვიგრძნოთ ჩვენ - ვინც დილით ვწყვეტთ საწოლიდან წამოდგომა უფრო მარტივია თუ კოსმოსის უსასრულო სივრცეში დაკარგვა, ყავა მოვადუღოთ თუ აბაზანის იატაკს მთელი სხეულით მივეყინოთ, სახლის კედლებიდან გამოვიდეთ თუ საკუთარი სხეულის მარწუხებიდან,ჩვენ ვინც საღამოს თოშიდან დაბრუნებულები ოთახის კედლებში ვიღვენთებით და ზღურბლს გადამცდრები საწოლში ვუწვებით მარტოობას და ზამთარს.ეს ჩვენი სიცოცხლეა და ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც გამოცდილი ფსიქოლოგები დარწმუნებით და გარანტიის მაღალი დონით გვეუბნებიან რომ ბედნიერების რეცეპტი საკუთარ თავშია.
იცოდა, მაგრამ იმ ფაქტს ვერ გაურბოდა რომ მისი თავი აღარ ეკუთვნოდა და ცხოვრებას, ასე გამეტებით რომ აჩეჩებდნენ ხელში, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ მოქცეოდა.მინდორში ისე გარბოდა, როგორც მანომ დაარიგა, თითქოს ყველაზე საშიში მტერი მოსდევდა და გაჩერების უფლება არ ჰქონდა, გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა უქროდა გულაჩქარებულს, უკვე დაღლილს და მაინც თავგანწირვით გაქცეულს,"ვინ არის ყველაზე საშიში მტერი", და წამიერად მთების ექომ, თითქოს ყველასგან დამალულად და მაინც ასე გასაგებად მოაძახა-"შენი თავი".
თვალუწვდენელ მინდორს კი ბოლო არ უჩანდა.
ნაძვების მწკრივებს შეეფარა, აქ პატარა ღელე ჩამოდიოდა და ბალახებში ერთიანად გაწოლილი, აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.ახლა ყველასგან შორს იყო.ვერ მოწვდებოდა თვალი ან ვისმეს ყურთასმენა, ამიტომ მოხუცი თომასავით საკუთარ თავთან დაიწყო საუბარი.
"გამარჯობა დედა.ეს ამბავი სხვა სიტყვებისთვისაა, მწარე და ასწლოვანი მარტოობის ბოღმანახარში დღეებისგან გამოყოლილი.გამარჯობა დედა,ეს სხვა ამბებია,უფრო რეალური და ბასრი ვიდრე აქამდე გამხელილი ისტორიების თბილი და ღაჟღაჟა მზეები.მინდოდა მომეყოლა რომ საწოლის კიდეს მე შემოვრჩი იმ საათებიდან როცა ერთად ვისხედით,თავს ვიმაგრებდით და სირთულეებს ადვილად ვხედავდით.ათობით ცარიელი კედელი გამოვიცვალე და ოთახებში ვაწყობ საკუთარი თავის სიმძიმეს.ათობით შპალერის ფერს შევაჩვიე მზერა და მარტოობას შეგუებულმა საკუთარ თავს დავუწყე დამშვიდება შფოთიანი ძილების მერე.ახლა რომ აქ იყო მეტყოდი შეიყვარე ვინმეო და დაგავიწყდებოდა რომ ჯერ საკუთარ თავსაც ვერ შევეჩვიე შესაყვარებლად.აწმყო და მომავალი თითქოს ბუმბულივით მსუბუქია იმედების ბალიშში გამოტენილი, მაგრამ წარსულის მარწუხები მეტად მწარეა და სულ თან დამყვება.მინდოდა მომეყოლა როგორ გადავდივარ სახლიდან სახლში,მაგრამ ყველა მათგანზე ამბების მოსაყოლად შენს შეწუხებას ვერ ვბედავ.გესმის მილა? ეს სხვა ამბავია,სხვებზე უფრო გულამოსკვნილის და შფოთიანი დღის მერე მოყოლილი ,როცა ათასწლოვანი ძილიდან გეღვიძება და ხვდები რომ საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი მზის სხივის მსგავსი ქალის სილუეტი აღარ დაგხვდება."
მინდვრებიდან ჩუმად წამოსულს აღარ ახსოვდა რამდენი ხანი უსმენდა მდორედ მომავალი წყლის ხმას.უკვე ძალიან გვიან რომ იყო, უკუნეთი სიბნელით ხვდებოდა. საერთოდ არ უნდოდა კვიციანებთან მისვლა, ეზოში გაშლილ სუფრასთან დაჯდომა და მხიარული საუბრების მოსმენა.ახლა იქ უნდა წასულიყო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
ფრთხილად შეაღო ხის უშველებელი კარები და ის იყო კიბეებზე უნდა ასულიყო, რომ ბიბლიოთეკიდან ხმა მოესმა.ტანში ერთიანად დაუარა შეძრწუნების შიშმა.ფრთხილად ჩამოსცდა საფეხურებს და განაბული წავიდა შეღებული კარისკენ.მბჟუტავი სინათლე იღვრებოდა ვრცელ მაგიდაზე შემოდგმული პაწაწინა ტორშერიდან და ჯანაშიამ დიდ ტყავის სავარძელში მოთავსებული ბერაიას ფიგურა ამოიცნო.კარს ხელისგულით მიაწვა და ბოლომდე გააღო.
-ამ შუაღამისას აქ რა გინდა?...-ინტერესით იკითხა და კედელს მიეყრდნო.ბერაიამ შეცბუნებით გადმოხედა.
-კვიციანებთან იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ფიქრი კი არა, საკუთარი ხმის გაგონება აღარ შემეძლო...-ერთი წინადადებით ამოთქვა და ამჯერად ეჭვნარევი მზერა სტყორცნა...-მე კი არა, შენ რა გესაქმება აქ შუაღამისას?
-მე...-დაიბნა და სიტყვებს თავი ვერ მოუყარა...-მე მინდვრებში გავყევი ურემს.
-რას ამბობ, არ მითხრა ცელთან ურთიერთობა მომენატრაო...-დასცინა დემეტრემ და ირონიულად შეათვალიერა მისი თეთრი სარაფანი.
-ბიჭებმა იციან აქ რომ ხარ? ვინმეს დაუბარე რომ მოდიოდი?...-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
-ზურაბს ვუთხარი რომ არ ენერვიულათ.კითხვაზე მიპასუხებ? ამ დროს, აქ რა გინდა?...-დემეტრე ხედავდა, ერთიანად შეცვლილს.თითქოს ჯანაშიაში გარდატეხა მოხდა და ვერ ხვდებოდა რა მხრივ.
-ვიცოდი სახლში ხმაური რომ იქნებოდა, მინდოდა მშვიდად დამეძინა.
-აქ, მშვიდად ძილი? მიტოვებულ შენობაში?...-რაღაც რიგზე ვერ იყო...-არ გინდა იმ ნევროპათალოგთან შენც რომ ჩაეწერო, მე რომ დიდის ამბით მგზავნიდი?...-დასცინა და საკუთარ სიტყვებზე გაეღიმა.
-გცალია?...-ესეც თქვენი წინსვლის ნაბიჯები.დემეტრეს გამომეტყველება შეეცვალა,როცა ერთიანად არეულ მის თვალებს წააწყდა.
ჯანაშია მისკენ წავიდა,გვერდი აუარა ვრცელ მაგიდას და სანამ დემეტრე ბერაია გაფაციცებული აკვირდებოდა თითოეულ ნაბიჯს.მუხლები მოკეცა, ტყავის სავარძელში დარჩენილ სულ პაწაწინა სივრცეს დაეპატრონა და ფეხები აკეცა.დემეტრემ თავისთან ახლოს რომ დაიგულა, მხარი ფართოდ გაშალა და ერთიანად მიიკრო გულზე.საჩვენებელი თითის ბალიშით მიეფერა ლეიკოპლასტირით დაფარულ გატეხილ წარბთან,ჯერ კიდევ რომ მტკივანი გახლდათ.მერე კი გონებაში მწარე აზრმა გაკრა და შიშნარევად ამოიჩურჩულა.
-ტასო მინდორში ვისთან ერთად იყავი?
-მარტო...-განაბულმა გასცა პასუხი და თვალები მილულა.
-ვინმემ ხომ არ შეგაშინა?...-გულმა გამალებით დაიწყო ძგერა პასუხის მოლოდინში.
-არა, მინდორში არა...-უნდოდა ეთქვა საკუთარმა თავმაო, მაგრამ ამას ვერ გაამხელდა და ისევ მშვიდად განაგრძო...- მაგრამ ის კი მინდა, მშვიდად დამეძინოს და მზის ამოსვლამდე არ მაღვიძებდეს შიში.
-მთელი დღე იმდენ ხათაბალაში ეხვევი,არ მიკვირს შენი სიზმრები რომ გაშინებენ...-ბერაიას თვალწინ დაუდგა სასტუმროს უკანა ეზოში გუშინ ნანახი სცენა და უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა ტანში.
-სიზმრებს ვერ ვიმახსოვრებ...-ანასტასიამ ამოთქვა და უფრო კომფორტულად მოეწყო...-მხოლოდ შიში მომყვება და მაღვიძებს.
-ძილისპირულს ღიღინი არ გამომდის,მაგრამ შემიძლია დილამდე ვუდარაჯო შენი ძილის დემონებს, რომ ყვირილით გავაქციო, ანასტასია ჯანაშიას თქვენ ვერ მოერევითთქო...-ბერაიამ სცადა გაეღიმებინა და ამასობაში თვითონაც გაეწელა ღიმილის კუთხე.
ანასტასიამ ახედა და როცა მათი თვალთახედვა ერთმანეთს შეეჩეხა, თავისი თითის ბალიშებით მიეფერა სახეზე.მოჯადოებულივით აკვირდებოდა სახედასერიოზულებულს და მთელ სხეულში მოკრებილი გამბედაობით წაიწია მისი ტუჩებისკენ.ალუბლის სიტკბო გასკდა,სულში დარჩენილი იმედის ნაპერწკლები იხლიჩებოდნენ და ბერაიასგან მომავალი სითბოს, ნდომის, სხეულისგან მომავალი სურვილის ფონზე ერთიანად მრავლდებოდნენ. წელზე შემოხვეული მისი მკლავი გამეტებით იჭერდა,თუმცა გაქცევას უკვე აღარ ლამობდა. მომთხოვნი, სიცოცხლის წყაროს დაწაფებული, დემეტრეს ბაგეები ითხოვდნენ უფრო მეტს, თუმცა არც იმდენს ანასტასიას რომ დათმობა არ შეძლებოდა.ახლა უკვე მის კალთაში აღმოჩენილი, სირცხვილისა და მორიდებისგან დაცლილი, ვერც ამჩნევდა როგორ თამამად იმზირებოდნენ მზეზე შეფერილი მუხლისთავები.სარაფნის ბოლოები თავხედურად მიცურავდნენ ფეხებიდან და ბერაიას ხელებიც უკითხავად დათარეშობდნენ.სხეულს მოდებული ცეცხლის ალი წვავდა ერთ ადგილზე გაყინულ ჯანაშიას ცხოვრებას.თავისი მკლავები შემოეჭდო კაცის კისერზე და ხელისგულები მალავდნენ თმაში მოსრიალე უტიფარ თითებს."ვეღარ ვსუნთქავო" ამოიჩურჩულა და ძლივს მოსწყდა სუნთქვა გახშირებული, მის ნდომას დამონებული.ზმანებებიდან გამორკვეული ბერაია, მთლიანად მის სხეულს მიწეწებულ, თვალდახუჭულ, სუნთქვა არეულ, გულამოვარდნილ გოგოს დააკვირდა და მიხვდა რომ, ყველაფერი რაც კი აქამდე მათ შორის მოხდა,თუნდაც ჩახუტება, ყველაფერი ახალი და აქამდე ედემის ბაღის აკრძალული ხილივით უცხო იყო ანასტასიასთვის.ბერაიამ ცხოვრებაში პირველად გაიაზრა,რომ თურმე ყველა ქალს შეუძლია გამბედაობის მოკრება და ტუჩებზე მარტის გაშლილი ყვავილივით აკვრა,თვით ანასტასია ჯანაშიასაც კი,მთავარია შენ ღირდე ამად.ტასომ სახე მის კისერში ჩამალა და სანამ დემეტრე მის თმებს ეთამაშებოდა,თვალის კუთხეში წაეტანა ცხელი ტუჩების ასაკრობად,მერე საკუთარ საქციელს რომ დააკვირდა გაეღიმა.
-მთელი დღე მინდორში რას აკეთებდი? ამ სარაფნით, კაი მშრომელი კაცივით თოხნიდი მიწას?...-ხელი მოხვია მოშიშვლებულ ფეხებზე მიდებულ სიფრიფანა ნაჭერს და ხელისგულში მოიქცია.
-მინდორში დავრბოდი...-საკუთარ ნათაქვამზე გაეცინა ტასოს...-მერე ფიჭვის ხეების ჩრდილში, ბალახებში ვიწექი და პატარა ღელეს წყლის ხმას ვუსმენდი.
-საინტერესოა რომელმა ჭკვიანმა შეღება ბალახები თეთრად...-საჩვენებელი თითი აასრიალა გოგოს მკლავზე და თეთრი საღებავის წინწკლებთან შეჩერდა.როცა კისკისის ფონზე გაუმხილა მანოს ფანჯრებს ვღებავდიო, ჩაეკითხა...-მანო ვინაა?
-მანო ჩემი ბავშვობის სასწაულია, მე და კიტა ზაფხულის დღეებს სულ მის და თომას ეზოში ვატარებდით.ხან ვეხმარებოდით, ხან კიდევ მის წიწილებს დავსდევდით და წყლის თოფებით ვაშინებდით, საღამოობით ციცინათელებს ვიჭერდით თხილის ხეებთან და ოდასთან გაზრდილ ასწლოვანი კოპიტის ძირში ვისმენდით თომას ახალგაზრდობის დროინდელ ჯარის ამბებს...-უყვებოდა და სულაც არ სურდა გაჩერება, თითქოს ბერაია აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი ვისაც სიამოვნებით გაუზიარებდა ჩამავალი მზესავით, თბილ მოგონებებს.
-მანო და თომა...-მრავალაზროვნად გაიმეორა ბერაიამ და მისკენ მიმართულ გაბრწყინებულ თვალებს დააკვირდა...-ესეიგი მათ გამო ხარ ასეთი მეამბოხე, თავქარიანი და დაუმორჩილებელი. მთელი ბავშვობა სოფელში გაატარე?
-თორმეტ წლამდე...-თვალი აარიდა და ისევ მის გულთან იპოვა სამალავი...-მერე ყველაფერი შეიცვალა და ოთახის სიბნელეში გამოკეტილ, ხმაურიანი ქალაქის მაცხოვრებლად ვიქეცი.
-ესეიგი თორმეტის...-ახლა გაახსენდა როგორ ითვლიდა წლებს...-თორმეტი წლის იყავი დედა რომ გარდაგეცვალა...-სასხვათაშორისოდ თქვა და მისი თავი ხელისგულში მოიქცია...-რა ერქვა?...-იცოდა მაგრამ მისი ალაპარაკების სურვილი ჭამდა.
-მილა...-ამოიჩურჩულა ანასტასიამ...-ესპანურ ენაში სასწაულის შემოკლებული ფორმაა,ისე კი ძვირფასს, სიყვარულით შობილს ნიშნავს.
-ნენე მან დაგარქვა?...-პასუხები ხომ ისედაც ცხადი იყო, მაგრამ გულთან ახლოს მყოფის სურვილს მთელი სხეულით გრძნობდა, რაც შეიძლება მეტი ელაპარაკა.
-ნენე დედისას ნიშნავს, რომ წამოვიზარდე ყველა ამბობდა ხასიათებითაც და გარეგნობითაც დედას ჰგავსო.ერთ საღამოს, ჯერ კიდევ მანათობელ მზეში ზაფხულის შხაპუნა წვიმა წამოვიდა და ტბაში წვიმის წვეთები რომ დავინახე, წყალში შევედი...-დემეტრე სულგანაბული ისმენდა ჯერ კიდევ როდის გასცა საკუთარი თავი ჯანაშიამ მასთან,ისე რომ ვერაფერს მიხვდა...-მეგონა გაბრაზდებოდა,მაგრამ ისე მომწონდა მზის სხივების და წვიმის წვეთების ცეკვა მუდამ ერთ ადგილზე დამდგარ ტბის წყალზე, რომ სულ არ მიფიქრია თვითონაც ასე მოიქცევათქო.ხელიხელჩაკიდებულები ვიდექით სანამ წვიმამ არ გადაიღო და მერე მითხრა, ჩემი ნენე ხარო.მე კიდევ,ისე რომ ამ სახელის მნიშვნელობაც არ ვიცოდი, ყველა სტუმარს, სასტუმროში მომუშავეს თუ სოფლის მაცხოვრებელს ვუსწორებდი ანასტასია არა, ნენე ვართქო.
-ესეიგი ბავშვობა აქ გაატარე,სასტუმროს გაყიდვა ამიტომ არ გინდა?...-თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად ჩათვალა,თუმცა ახლა უფრო მეტად დაიბნა...-ეს ხომ გიორგიმაც იცის? ასე რატომ გაძალებდა მის გაყიდვას?...-ანასტასიას გულში მწარედ გაკრა აზრმა და მიხვდა გაჩუმების დროაო.წელში გასწორებულმა ერთიანად მოშიშვლებული ფეხები დამალა სარაფნის ქვეშ და სახეზე მხურვალება იგრძნო.დემეტრე მისი აწითლების არსს რომ ჩასწვდა, წაკბინა და სარკასტულად ააციმციმა ნაცრისფერი თვალები...-ტყუილად მალავ, ამიერიდან მაინც მარტო ჩემი იქნება და ნელ-ნელა შეეჩვევი.
-სახლში არ წავიდეთ? ელიკო ინერვიულებს გვიანობამდე რომ არცერთი დავბრუნდებით და არ დაიძინებს...-როგორღაც უნდა შეეჩერებინა მისი თითების სითავხედე, კაბის სიფრიფანა ნაჭერს რომ ნელ-ნელა აცლიდნენ და სიშიშვლისკენ მისრიალებდნენ.
-კი, წავიდეთ თორემ ხვალ ფეხზე ჩამოგვეძინება, არადა უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი...-სახე უეცრად დაუსერიოზულდა,ანასტასიამ შვებით ამოისუნთქა და ფეხზე წამოხტა.
მიეხმარა ვრცელი მაგიდიდან ფურცლების ალაგებაში,ლეპტოპს ხელი წაავლო და წინ გაუძღვა,მანქანისკენ.რაც უფრო მეტად უახლოვდებოდნენ კვიციანების სახლს, მით მეტად ძლიერდებოდა სიმღერის და მოქეიფე ხალხის ხმაური.ჭიისკართან შეჩერებული ავტომობილიდან გადმოსულები ფანჩატურიდან მომავალ სინათლეზე შენიშნეს თუ არა, იმ წუთასვე ვიღაცის ნაცნობმა, რიხიანმა ხმამ მიმართათ.
-ოოო ჩვენი გვრიტებიც მოვიდნენ...-ბაჩო იყო, ოღონდ აშკარად ეტყობოდა კარგად შეზარხოშებულს ცოტა მეტი რომ მოსვლოდა...-ბიჭო რა ლამაზები არიან ერთად, დააკვირდით...-ვითომ საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა ისე გადახედა გვერდით მჯდომს.
-რა დაალევინეთ ამას?...-ნიკოს გვერდით დამჯდარმა ბერაიამ თვალებგაფართოებით იკითხა და კიდევ ერთხელ დააკვირდა ხომ არ მეშლება, ხომ ნამდვილად ბაჩოაო.
-შენ ჯერ სად ბანაობ...-სიცილით მოუბრუნდა მეგობრის სეირის ყურებით გართული...-ლუკა ელიკოსთან წავიდა, მაგის სადღეგრძელო უნდა დავლიო და თვალებში თუ არ ვუყურე ისე არ შემიძლიაო...-გახსენებაზე კიდევ ერთხელ წასკდა სიცილი.
-ეეეუუჰ...-ამოიხვნეშა ბერაიმ და შეწუხებულმა ამოთქვა...-ესეიგი ის ამაზე მეტად მთვრალია.
-ის მთვრალი კი არაა, სხვა განზომილებაშია გადასული...-ვერ ჩერდებოდა ნიკოლოზი და მის ისტერიულ სიცილზე გაგიჟებული, ამჯერად ანასტასიას დააკვირდა.
-ვერ ხედავ? ესეც ნასვამია! ...-დაუკვესა გოგომ თვალები და იმ წამსვე ტანში ცივად გაკრა ბაჩოს წამოყვირებული სიტყვების შინაარსის გაანალიზებამ.
-ტარიელ, ჩემო საყვარელო კაცო, შენ ბრძენი კაცი ხარ და გაგონილი გექნება.სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო ძველებს უთქვამთ...-ახლა მიწა გასკდომოდა ჯანაშიას და შიგ ჩაეტანა ის ერჩივნა ვიდრე ამ სადღეგრძელოს დასასრული მოესმინა.მაგიდას ნიდაყვებით დაეყრდნო და სახე ხელისგულებში ჩამალა...-ხოდა მოდი ამ ტკბილი, ბატონი ზურაბის დაყენებული შუშხუნა ღვინით, ჩვენს ხელში გამოზრდილ ბავშვებს გაუმარჯოთ.იბედნიერონ და გვაბედნიერონ.
-ვინაა ბიჭო შენს ხელში გამოზრდილი?...-ბერაიამ დაუცაცხანა როგორც კი მის ადგილზე დაბრუნებული დაინახა.
-დემეტრე ჩვენ წმინდა სიყვარულს გაფიცებ,ხალხში ნუ მარცხვენ...-თვალებს ვეღარ იტრიალებდა და ისე ამბობდა.
- ადექი, მიდი მიდი, ადექი...-უკვე ცირკში გადადიოდა ეს ყველაფერი და სულაც არ ეპიტნავებოდა მეორე დილით გამოღვიძებულისთვის, კიდევ უფრო სამარცხვინო საქციელების გახსენება.ამიტომაც დაავლო ხელი მკლავში და ამოღლიავებული წაიყვანა სამზარეულოსკენ.
-ოჰოო რა ხალხი მოვიდა...-უკეთესი ამბავი არც სამზარეულოში დაუხვდათ.ბაჩო სკამზე მიასვენეს და ბერაია ხელით იჭერდა მოყვანცალეს...-ბაჩუკი შემოსწრებულების სადღეგრძელო ხო დალიე ბიჭო...-ბოლო ხმაზე იყვირა ლუკამ და ღიმილით გადახედა ბერაიას გაცეცხლებულ სახეს.
-ელიკო რა ჯანდაბა დალიეს ამათმა?...-ამჯერად კვიციანის მეუღლეს მიუბრუნდა დემეტრე და პასუხის მოსმენისთანავე ჩაეკითხა...-მაგ ღვინოს ზურაბი არ სვამს? იმას არაფერი ეტყობოდა.
-ზურა ზომიერად სვამს, თან თავისი დაყენებული ღვინო მაინდამაინც ვერ ათრობს, მიჩვეულია...-გაეცინა ელისაბედს და ბაჩოს შეზარხოშებულ სახეს დააკვირდა...-რა მაგის პასუხია და თქვენ სად ხართ ამდენი ხანი?
-ელიკო არ გვინდა ჩვენი გვრიტების შერცხვენა რაა.ბავშვები არიან, სისხლი უჩქეფთ, დაანებე თავი...-ხმას იწვრილებდა ბაჩო და წინადადების დასრულებისთანავე თვალი ჩაუკრა დემეტრეს, აქაოდა შეხედე როგორ გამოგაძვრინე უხერხული სიტუაციიდანო.
-მე გველესიანებს გავყევი მინდვრებში, სასტუმროსთან რომ მივედი დემეტრეს მანქანა დავინახე და დაველოდე, ერთად რომ წამოვსულიყავით...-ჩუმად გადაულაპარაკა ელისაბედს ჯანაშიამ და სახე დამანჭა ისევ რომ ჩაესმა ლუკას გამაყრუებელი ხმა.
-ბაჩუკი რა ვქნათ ჩვენ? არ შევრცხვეთ იმ პატიოსან ხალხთან ბიჭო!
-ეს სიტყვები სადღა ისწავლეს, იმან ჩემო საყვარელო კაცოო, ამან პატიოსანი ხალხიო...-გაკვირვებულმა ანასტასიამ მზერა ესროლა აფეთქების პირას მყოფ დემეტრეს.
-ნახევარი საათი თქვენც რომ მჯდარიყავით სუფრასთან, არ გაგიკვირდებოდა ჩემო ანასტასია...-ნიკოლოზი აშკარად უფრო ფერზე იყო, ამათთან შედარებით.სიტყვა-პასუხიც თითქოს იგივე ჰქონდა და არ ეშლებოდა.
-ნახევარი საათით ადრე რომ წასულიყავით ნანებში, არც თქვენ აითვისებდით შუახნის კაცების სადღეგრძელოებს...-დაცინვით წაუსისინა ბერაიამ ნიკოლოზს.
ბერაიამ იცოდა, ახლა რომ საძინებლებში წავიყვანო, გარეთ გასულები ისევ სუფრისკენ დაადებენ თავს და სმას გააგრძელებენო, ამიტომ სამზარეულოში გამართული უფასო ცირკი ერჩივნა და თავი მიანება.ანასტასია მიხვდა რომ კარგა ხანს მოუწევდათ ძილზე ფიქრის დავიწყება და ელეტრონული ჩაიდანი ჩართო, ჭიქებში ყავა ჩაყარა და უკვე მოდუღებული, შავი არომატული სითხე ცხვირწინ დაუდო ბერაიას წაშლილ ფიგურას.
სტუმრები მალევე აიშალნენ, ზურაბმა ჯერ არანაკლებ შემთვრალი კიტა მიაწვინა, მერე კი დემეტრეს მიეხმარა სამეულის დაბინავებაში.ბევრი არც უწვალიათ, ეს იყო რომ კიბეებზე ასვლისას ისევ ბუტბუტებდნენ და ერთმანეთს უხმობდნენ მარტის კატებივით.
ამჯერად კვიციანების ოჯახში ოთხი ფხიზელი წევრი და ეზოში გაშლილი უზარმაზარი, ასალაგებელი სუფრა დარჩა.ზურაბი ორივეს მოუტრიალდა და შესთავაზა დაიძინეთ დაღლილები იქნებითო, მაგრამ არცერთი აპირებდა საწოლში მშვიდად გაგორებას, როცა ცოლ-ქმარი ამხელა აურზაურის მილაგებას ეცდებოდა.
ნელ-ნელა აალაგეს თეფშები,ანასტასიამ რეცხვა დაიწყო და მას შემდეგ რაც ბერაიამ ზურაბთან ერთად სკამები და მაგიდა მისაღებში დააბრუნა, მაშინდელივით დაავლო ჭურჭლის ტილოს ხელი და დამშრალებას შეუდგა.
-ახლა ვიხსენებ და ბოლოს ანალოგიურ სიტუაციაში რომ გნახეთ, მაინდამაინც კარგად ვერ დამთავრდა ეს ამბავი...-ამჯერად უკვე თავადაც ტილო მომარჯვებული ზურაბი იღიმოდა და ისე უყურებდა ოროვეს, თითქოს საიდუმლო დიდი ხანია იცისო.
-ზურიკო, ნახევარი საათის წინ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სამ ბავშვს ვზრდით ერთად, ჩხუბის თავი აღარ მაქვს...-თვალები ეხუჭებოდა ანასტასიას და გულწრფელად დაუბრუნა პასუხი.
-მართალია გაზრდა მოვახერხეთ,სიმაღლეში იცოცხლე, აი აღზრდაში კი მოვიკოჭლეთ ცოტა...-არანაკლებ მდგომარეობაში იყო ბერაიაც.
-მე მაცივრის მილაგებას მოვრჩი...-გახარებულმა ელიკომ შესძახა და ოთახში მყოფებს მიუბრუნდა...-ცხელი ჩაი ვის უნდა? ცოტა აცივდა და შეგვათბობს...-პარალელურად ჩაიდანს დასწვდა და გაზზე შემოდგა.
-ზურაბ როგორ ფიქრობ, ხვალ დილით, სამუშაოზე რომელიმე მოვა?...-დემეტრეს აინტერესებდა ნაბახუსევის გამო სამსახურს თუ გააცდენდნენ მუშები.
-მემგონი აბუქებ დემე, ისეთი მთვრალი არცერთი ყოფილა რომ დილით ფეხზე ვერ ადგნენ, ჩვენი ბიჭები მოიღვენთნენ უცებ, თორემ...-ანასტასიამ ხელისგულში მომარჯვებულ თეფშს ხელი უშვა და ნიჟარას ჩამოეყრდნო, თვალები აუბრჭყვიალდა,ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო,მუხლებში სისუსტე იგრძნო და მიხვდა სადაცაა გული წამივაო.საკუთარ ურჩ სხეულს შეეძლო მთელი დღე ტყე-ღრე ეხეტიალა და მაინდამაინც საყვარელი ადამიანების წინ გამოეჩინა სისუსტე, იმ ადამიანების წინ რომლებისთვისაც ყველაზე ნაკლებად სურდა ორგანიზმის სისუსტის ჩვენება.
-ტასო კარგად ხარ?...-ბერაიამ თავშეკავებით ჰკითხა, მიხვდა რომ ჯანაშია ჯერ კიდევ არ იყო მზად კვიციანებისთვის სულ მცირედ მაინც გაემხილა საიდუმლო...-ტასო ფრთხილად !...-გულმა აღარ მოუთმინა მობარბაცის დანახვაზე და ხელისგულებით შემოეჭდო მის წელს.სკამზე ჩამომჯდარმა სველი ხელების შეხება რომ იგრძნო სახეზე, თვალები გაახილა და მის წინ ჩამუხლული ბერაიას სახეს შეეჩეხა,მკვდრისფერი რომ დასდებოდა. ნაძალადევად გაიღიმა და მოსულიერებულმა წარმოთქვა.
-უბრალოდ წნევა დამივარდა, არაფერია...-მიწოდებული წყალი მოსვა და მისი მიკნავლებული ხმის გაგონებაზე ელისაბედმა კარადიდად წნევის აპარატი გამოიღო.ჯანაშია მართალი იყო, პულსი, პირველ ჯერზე, საერთოდ არ ესინჯებოდა, მერე ნელ-ნელა მოიმატა და ამჯერად კვიციანის მეუღლე ყავის მოსამზადებლად დატრიალდა...-ვიტამინებით აღარ ვიჭყიპები და ამის ბრალია.
-ვიტამინების დალევას თავს რომ დაანებებ, შემცვლელი უნდა იპოვო და კარგად იკვებო...-მწარედ ამოისისინა ჯანაშიამ და მისი ჭიქიდან წყალი მოსვა...-ზურაბი უცნაურად დააკვირდა ორივეს.
-მანოსთან გემრიელად ვისადილე...-არც თვითონ დაუკლია თვალების ბრიალი...-უბრალოდ ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს.
-ელიკო ჩაის მე დავასხამ, შენ სუფთა თეთრეული მოიტანე და დემეტრეს დივანი გაუშალე...-თხოვნით მიმართა ამჯერად ფერზე მოსული ანასტასიას დანახვით გულდამშვიდებულმა, თავის ცოლს.როცა კითხვის ნიშნებს წააწყდა, დაამატა...-ლუკა და ბაჩო მარტის კატებივით უყვიროდნენ ერთმანეთს და მოგვიწია ბაჩო დემეტრეს ოთახში დაგვეძინებინა.
-თუ გინდა ადგილს გაგიცვლი...-ანასტასიას გაახსენდა როგორი დაღლილი ტონით ამოთქვა ბერაიამ სასტუმროში, გამოძინება მჭირდება თორემ ხვალ ბევრი საქმე მაქვს და ჩამომეძინებაო.მერე მიხვდა რომ მისი ხასიათისთვის შეუფერებელზე მეტად მშვიდად გამოუვიდა და ენერგიაზე მოსულმა მოჩვენებითი დაცინვით განაგრძო...- მახსოვს შენმა შეყვარებულმა ოთახიდან რომ გამოგაგდო, როგორ მეწუწუნებოდი დივანი მოსახერხებელი არ არისო. შენგან კიდევ ერთ გულახდილ საუბარს ვეღარ გადავიტან.
-არა იყოს, ჩემი შეყვარებული გაბრაზდება თუ გაიგებს რომ შენს საწოლში მეძინა...-ბერაია თავმომწონედ საუბრობდა და ჯანაშიას თვალწინ დაუდგა ის მომენტი, სარაფნის ბოლოებს რომ თითით მიუყვებოდა და ურცხვად აფრთხილებდა მალე ეს სიშიშვლე, მხოლოდ და სულ ჩემი იქნებაო.საჭირო მომენტი გაახსენდა, დემეტრეს ზუსტად ეს განზრახვა ჰქონდა სიტყვების წარმოთქმისას...-ლომის ხახაში ჩემი სურვილით თავს არ ჩავიგდებ.
ლიმნიანმა ჩაიმ ორგანიზმი გაუთბოთ და უკვე მილაგებულ, ერთიანად დაწკრიალებულ სახლში, ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით ჩაქვრა სინათლეები.კვიციანების ოჯახში ყველა ფერად ზმანებებში გაეხვა და გარეთ გამეფებული უკუნითი სიბნელე, ხვალინდელი დღის სინათლეს და სითბოს შორეულ ამბად მოგაჩვენებდათ.


პ.ს მსუყე თავია მეგობრებო.ჯერ-ჯერობით მშვიდობა გვაქვს, იმედია მონასტერი არ აირევა, თორემ მტრისას.
პ.ს.ს შთაბეჭდილებების გაზიარებას, როგორც ყოველთვის, მოუთმენლად ველი.(მთვრალი ბიჭების დიალოგების წერას, ძალიან შევყევი და იმედია არ გადავაჭარბე.)



№1 სტუმარი one

dzalian emociuri tavi iyo) gansakutrebit manostan dialogi ai saswauli)))
bichebze dzalian vikhalise, piriqit sadhinlad ukhdeba magati cancari))
ra gitkhra , isec khom ici saocrad wer, sul gelodebi siamovnebit, kargi khar❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი რა გითხრა. ზენიტში აიყვანე სიყვარული. ყოველგვარი. ადამიანური ურთიერთობები. დღეს რომ დეფიციტი გახდა. ისე ლამაზად გადმოეცი მოგონებები სოფლისთვის. ტომას და მანოს სიყვარულზე ვიტირე. საოცარი გოგო ხარრ. მადლობა. სად იმალებოდა ამდენ ხანსს

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

გავთბიი და გავბედნიერდიი, ზუსტად ასეთი გულწრფელი ლაპარაკი მინდოდაა, საერთოდ ბევრი უნდა ილაპარაკონ დემეტრემ და ანასტასიას, რადგან ყოველთვის მიმაჩნია რომ საუბრით ყველაფრის მოგვარება შეიძლებაა, იმედია მამის რჩევას არ გაითვალისწინებს და ნამდვილად არ და კრავს ფეხს და არ გაიქცევაა რადგან დემეტრე და ანასტასია ერთად უფრო ლამაზები არიან, რაღაცნაირი განსხვავებული წყვილია და არ მინდა ბანალურად განვითარდეს ამათი ამბავიი.

 


№4  offline წევრი Elka Popova_2

Дидебулиа. Исети каргад гадмосцемт ненес емоциебс ро зог тавебши беври витире. Тквени квела новела дидебулиа . Царматебебс гисурвебт

 


№5  offline წევრი აბლაბუდა

ეს რა კარგი და თბილი ისტორია აღმოვაჩინე, მიხარია და გელით, იმედი მაქვს კარგად წარიმართრბა ბოლომდე

 


ანასტასიამ მანოს უნდა დაუჯეროს. ბავშვობის ტკბილი მოგონებები და ზოგადად ბავშვობა რომ ყველაზე ლამაზი და უადარდელია ეგ ყვალამ ვიცით, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მხოლოდ იმ ტკბილი დღეების მოგონებებით იცხოვრო და ნაბიჯი წინ არ წადგა. ტასომაც უნდა წადგას ნაბიჯი წინ.
კვიციანებთან ტასოს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და იმედია თავის მავნე ჩვევას მალე მოერევა და ამაში დემეტრეც დაეხმარება❤ მართალია, გიორგის მსგავსად დემეც სულ მუშაობს, მაგრამ გიორგისავით უგულო არაა. საოცრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ამ.კაცის მიმართ.
საოცრად თბილი და გამართული ისტორიაა❤ ყოველ დღე მოუთმენლად ველი ახალ თავს❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

ქეთიიი გელოდებით ახალი თავით.საოცრად ნიჭიერი ხართ

 


№8  offline წევრი Marikagogolqdze

ისე მივეჩვიე ყოველდღე ახალ თავს რომ......

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო მეწონა ბიჭები.ისეთი მეგობრულები არიან მერე ეს წყვილი. ბოლობოლო გოუტყდებიაბ ერთმანეთს და მშვიდობა დაისადგურებს მადლობა წარმატებები ????

 


№10 სტუმარი ალამარია

კარგია ძალიან,მსიამოვნებს რო ვკითხულობ. წერე და გაგვახარე ხშირად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent