შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (11)


29-09-2021, 04:16
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 011

"მე არ ვარ ის, რაც ჩემს თავს მოხდა,
მე ვარ ის, ვინც გადავწყვიტე რომ ვიყო."
იუნგი


სანამ მზე თავის მაცხუნებელ შვილებს მიწის სიცივისკენ ბოლომდე მომართავდა, გაზაფხულის ასტაფილოსფერებულ ნათებაში ანცმა გოგომ ათწლეულის წინ მიტოვებულ ძველ კარადაში ნაპოვნი, დედის ნაქონი, სიძველისსუნაკიდებული სარაფანი მოირგო და მომხიბვლელად ჩამოყრილი კულულებით საკუთარ თავს სარკის ანარეკლში ეკეკლუცა.შავი,ბლანტი სითხით სავსე თბილი ჭიქით ხელში, მოუსვენრობას აყოლილი საკუთარ სხეულში ჩამალული ჟრიამულით შეერია ვენახის ბოლოს, ერთიანად გადავსებულ, მინდვრის ყვავილების სიხასხასეს და მომლოდინეთ შეატოვა მზერა მზის სხივების თამაშს საგულდაგულოდ შეკრულ თაიგულზე.ზაფხულის კიდევ ერთი მცხუნვარე დღე თენდებოდა და თან მოჰქონდა მზის ასტაფილოსფერებული ნათებები.
დილის აქაფქაფებული შეგრძნებები მუხლებამდე მოცოცავდნენ.მზის მანათობელი შვილები მის თმაზე პოულობენ ოქროსფერ კვარცხლბეკს და მშვიდად ისვენებდნენ მიძინებული სოფლის სიმშვიდეში.სულის შიგნით დაბუდებული ფუღურო მთელი სამყაროს შეგრძნებებს დაიტევდა.სანამ ნელ-ნელა გამოფხიზლდებიან ძილბურანში მყოფი სიზმრის სამყაროს შვილები, მანამდე უნდა მოესწო და ეთქვა, რომ ამ დილის აქაფქაფებული შეგრძნებები მუხლებიდან ამოცოცდა და მის გონებაში დაიდო ბუდე.ფინჯანში მოქცეულმა ყავის შავმა, ბლანტმა სითხემ ორთქლადინებული სურნელება დაატრიალა და მიახვედრა, რომ სამყარომ ეს დილა აჩუქა,აჩუქა მათ, ვისაც არ ეშინია, მოშიშვლებული მუხლებით შეეგებონ ახალი დღის ტკბილი ნაყოფივით ჩაშაქრულ შეგრძნებებს.
ვაზის ფოთლები ერთიანად დაეცვარა დილის მადლს, სველ ბალახზე ფეხშიშველმა გაიკვალა სახლისკენ მიმავალი გზა და როგორც კი ვენახს გადმოცდა, ერთიანად გაღებული დარაბებიდან მოესმა ხმები,რომელთაც ამცნეს რომ მაცხვრებლებმა უკვე გაიღვიძეს.
მისაღებში შესულმა, დივნის უკან, კედელზე ჩამოკიდებული თაროდან დიდი, ძველებური ხრუსტალის ვაზა ჩამოიღო და ღიმილით შეერია სამზარეულოში შეკრებილ სტუმარ-მასპინძლებს.ჭიქა ნიჟარაში ჩადო და ონკანიდან წყლის ჭავლი გაათავისუფლა.მაგიდასთან შემომსხდრები წყვილ-წყვილი თვალით ათვალიერებდნენ ბაც ლაჟვარდისფერ, თეთრი კომპლებით დაფარულ კაბაში გამოწყობილ ფეხშიშველა გოგონას,რომლის სახეც მინდვრის ყვავილების უშველებელა თაიგულს დაეფარა და მაინც, გაბადრული ათავსებდა სათითაოდ უკვე წყლით სავსე ვაზაში.
-აი ნეტავი ამას რააა...-სიჩუმე დაარღვია ბაჩომ და ვერ მიხვდებოდით ამ ტონით საკუთარ თავს დასცინოდა თუ ანასტასიას ბავშვურ სიცელქეს...-შემოუვლია მინდვრები.რაო ფურისულა, მეტი აღარ იყო ? დაგეტოვებინა, შე დალოცვილო, ფუტკრებისთვისაც რამე...
-ბაჩუკი, ბაჩუკი...-ღიღინით გაიმეორა ანასტასიამ და სარკასტულ ღიმილაკრული მოუბრუნდა...-იცი რომ ამ მინდვრის ყვავილებს როგორც კი ვაზაში ჩავალაგებ, ენას ჩემი ხელებით ამოგაძრობ?
-ამას რაღა ვუთხარი გუშინ?...-შიშით მოატარა თვალები, როგორც ჩანს კვიციანებმა უკვე გაუმხილეს გუშინდელი უფასო ცირკის დეტალები...-ოღონდაცა რაა...-სახე დაისერიოზულა და გაზქურისკენ მიუთითა...-ტასო აი იმ ტაფას ხედავ? მიდი აიღე !
-რად გინდა?...-ეჭვნარევად ჩაეკითხა და ხელი წაავლო მითითებულ ნივთს.
-რად მინდა და აიღე! ბარემ ჩამარტყი თავში, თქვენც დაისვენებთ და მეც...-წამოიყვირა უცებ და ხელები გაასასვსავა დანებების ნიშნად.
-ვაიმეეეეეე...-ვიღაცამ არაამქვეყნიური ხმით დაიზმუვლა და ჯანაშია ამჯერად მაგიდის კუთხეში დამჯდარ, ზედაპირს ნიდაყვებით ჩამოყრდნობილ ლუკას დააკვირდა,რომელსაც სახე ხელისგულებში მოექცია და საგულდაგულოდ მალავდა...-ხალხოო, ოფიციალურად ვაცხადებ, თუ ამხელა ხმაზე ყვირილს არ მორჩებით, ფანჯრიდან გადავხტები!
-პირველ სართულზე ვართ ლუკა...-დანანებით ამოთქვა ნიკოლოზმა და ელიკოს მოწოდებულ ყავის ფინჯანს დასწვდა.
-მაშინ მეორე სართულზე ავალ და ისე გადმოვხტები!...-თავი ასწია და მეგობარს თვალებაკვესებული მიაშტერდა...-ასე გაწყობს ნიკოლოზ?...-იწვევდა.
-ეგ გუშინ ღამით მაწყობდა...-ნიკოლოზს აშკარად ეტყობოდა რომ გუშინდელმა თავშეკავებამ უშველა და დღეს მათზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა...-შენ და ბაჩო ერთმანეთს დაგაშორეს და მაინც ბოლო ხმაზე რომ უხსნიდით ერთმანეთს სიყვარულს.
-მე ამ ბუნების შეცდომას სიყვარულს ვუხსნიდი?...-უეცრად ისევ წამოყო თავი ბაჩუკიმ და თვალებგაფართოებით დააკვირდა მეგობრის პასუხს, რომელმაც თავმომწონედ განუცხადა დიახო...-ლუკა შენ ძალიან კარგად ხვდები რომ მთვრალი ვიყავი და მთელი შენი მომავალი ჩემ იმედზე არ უნდა დაგეგმო, ხო?
-ჩემო ბაჩუკი...-ტკბილად გაუღიმა ლუკამ და სახეშეცვლილმა მიაყვირა...-პარალელური სამყარო რომ არსებობდეს და მასში საშუალება მქონდეს ათი ქალის ცხოვრებით ვიცხოვრო, შენ კიდევ ერთადერთი მამაკაცი იყო, ათივე შემთხვევაში თავს მოვიკლავ.
-ხოო...-ბაჩოს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს აანალიზებდა ახლა რაც უთხრეს, მერე კი უდარდელად განაგრძო...-გული მაინც დამშვიდდა რომ გავერკვიეთ.
-კიტა და ბერაია სად არიან?...-ბიჭების უცნაური დიალოგის მომსწრემ, მოსწყვიტა თუ არა მზერა ამ სამეულს და მათზე გულიანად მოცინარ ზურაბს, ელიკოს ჩაეკითხა.
-დემეტრეს დილით ვიღაცამ დაურეკა, მემგონი მამამისი იყო, რაღაცაზე წაკამათდნენ.მერე სამზარეულოში რომ შემოვიდა იმ ლიზამ დაურეკა და იმასთანაც რაღაც უთანხმოება მოუვიდა, კარგად ვერ მოვისმინე,ეზოში გავიდა...მერე უკან დაბრუნებულმა ყავა დალია და კიტასთან ერთად სასტუმროში წავიდა...-კვიციანის შეფიქრიანებული ცოლი ჩურჩულით საუბრობდა.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ბიჭების თავის ტკივილზე წუწუნს და ერთმანეთის მიმართ გაჟღერებულ მუქარებს.მაგიდასთან შეკრებილების გარშემო სიჩუმე მაშინ ჩამოწვა, როცა კვიციანის მობილური ახმაურდა და საუბარ დასრულებულმა,სამზარეულოში მყოფებს ამცნო ჩვენი შეკვეთილი დეკორაციული ხეები მოიტანეს სასტუმროსთან და მუშები უკვე ცლიანო.ერთიანად წამოიშალნენ მაგიდიდან, ეს იყო რომ ბაჩო ზლაზვნით მიჰყვა გასასვლელისკენ წასულებს და ელიკომ უკვე მანქანაში მოთავსებულ ანასტასიას ბორჯომის ბოთლი მიაწოდა, კიტა დემეტრესთან არ შეიმჩნევს მაგრამ ვიცი რომ თავი უსკდება და წაუღეო.
ჯანაშია სასტუმროს ეზოში კანტიკუნტად მომუშავე მუშებს დააკვირდა, ბალახით სავსე ტომრებს სატვირთოებზე რომ ცლიდნენ და მიხვდა ბერაია ტყუილად არ დარდობდა გუშინდელ ღამეზეო, აშკარა იყო რომ ნასვამმა მომუშავეებმა დროზე ვერ ასწიეს დამძიმებული თავები ბალიშებიდან და ათეულ ხეს სამი კაცი ეჯაჯგურებოდა პეტუნიების გასწვრივ გათავისუფლებულ მიწამზე მისატანად.მარჯვედ აძვრა სატვირთოში და დაუზარებლად დაიწყო მიხმარება.ზურაბმა ბარი მოიტანა და ნელ-ნელა შეუდგა ტანდაბალი,თუმცა ედემის ბაღისთვის შესაფერისი ხეების ჩასარგავად მიწაში ორმოების თხრას.ჯანაშიამ ხელთათმანები მოიმარჯვა და კაბის ბოლოები შემოიკრა ტანზე, ჩამუხვლისას რომ არ დასვროდა.კვიციანმა დამხარება სთხოვა და ფრთხილად,ხელის კანკალით ამოიღეს უშველებელი ქოთნიდან ფესვიანად.მიწას ხელი მიაყოლა გოგომ, მზის სხივებისგან შემშრალი,ფხვიერი ნიადაგი ამოყარა ორმოდან და ისე მოათავსეს შიგნით რომ ფესვი არ დაზიანებულიყო.ნიჩბით რომ მიუსწორ-მოუსწორეს ადგილები, ფეხზე წამომდგარი ბიძა-ძმიშვილი დოინჯშემოყრილი კმაყოფილი სახით დააკვირდნენ გაკეთებული საქმის სიზუსტეს და ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.ჯანაშიამ მებაღეობა ნელ-ნელა აითვისა.
ხეები მწკრივებში არ უნდა ჩაერგოთ, წრეზე უნდა შემოევლოთ რომ შუაში პატარა ფანტანისთვის ადგილი ცარიელი ყოფილიყო, აგურით ნაშენები, მუდმივად წყალმომდინარი ნაკეთობა აშკარად ყველა სტუმრის ყურადღებას მიიპყრობდა,როცა ბაღში სეირნობისას წააწყდებოდნენ.ანასტასიას უკვე წარმოედგინა, როგორ ირბენდნენ პატარები ხეების გარშემო,დამალობანას თამაშისას.კარგად გაკრეჭილ გაზონზე სტუმრები მზის სიცხისგან დაღლილები, საღამოს სიგრილეში გაწვებოდნენ და ზოგიერთი წიგნსაც კი წაიკითხავდა.აქ სიცოცხლე ბრუნდებოდა და საბოლოოდ, აუცილებლად დაიწყებდა ჩქეფას,როგორც კი პირველ სტუმარს მიიღებდნენ.ხელი არავის შეუშლია, მშვიდად მიყვებოდნენ საქმეს და აჩქარებას არ ცდილობდნენ, მხოლოდ ორი ხეღა ჰქონდათ დასარგავი, როცა კიტა მოუახლოვდათ და ანასტასიამ შუბლზე იტაცა ხელი.
-კიტაა, ელიკომ შენთვის მოსაცემად ბორჯომი გამომატანა და სულ დამავიწყდა...-ისე მარჯვედ წავიდა ხეების სატვირთოდან ჩამოსაზიდად, სულ არ გახსენებია კვიციანის დანაბარები...-მანქანაში დავტოვე.
-არაუშავს, თავის ტკივილმა კარგა ხანია გადამიარა...-ღიმილით ამოთქვა ბიჭმა და განაგრძო...-ისე კარგა ხანს მოუნდით ათი ძირის დარგვას, არა მამა?
-ესენი დეკორატიული ხეებია, სოფლის ველურ ხეხილის ხეებს კი არ ჰგვანან, ფესვი რომ დაუზიანდეთ ან ნიადაგში ცუდად მოათავსო, მალევე გახმებიან...-ზურაბს საქმის კეთება არ შეუწყვიტავს, ისე გასცა პასუხი.
-ხო მაგრამ შუადღეა უკვე, წამოდით წყალი მაინც დალიეთ...-ანასტასიას კიტას ნათქვამი ენიშნა და ეზოს თვალი მოავლო.ახლა უკვე ჩვეული შემადგენლობით დალანდა სოფლის ხალხი და მიხვდა რომ დრო შეუმჩნევლად გაეპარა. გამოფხიზლებული მუშებიც უკვე იმდენი ხნის მოსულები იყვნენ, რომ შესვენების დროც კი ჰქონდათ.
-ორი ძირიღა დარჩა, დავრგოთ და მერე დავისვენოთ ზურიკო, არა?...-ბარ მომარჯვებულ კაცს მიუბრუნდა და მზე თვალებში ეცა, სახე მოემანჭა.
-მერე მითუმეტეს ვერ დაისვენებს, დემეტრეს დაურეკეს და უთხრეს რომ იმ მაყვლის ძირებზე მოდიან,გუშინ რომ დარეკეთ...-მამის თაკარა სიცხისგან გათანგულ სახეს რომ დააკვირდა გული შეუღონდა კიტას და დაუფიქრებლად წამოიძახა.
-მაყვლის ძირები?...-ანასტასიას გაახსენდა,როგორ გააქილიკა ბერაიამ მისი შეთავაზება, სამზარეულოში რამდენიმე დღის წინ და მთვარეულივით დაიჩურჩულა...-ზურა მაყვლის ძირები შეუკვეთე?
-ხო, გუშინ შენ სახლში არ იყავი რომ მთხოვა, დავრეკოთ და გავარკვიოთ ჩვენი სასტუმროს ხეხილის ბაღში რომელი ჯიში გაიხარებსო...-კვიციანმა ეშმაკური ღიმილით გადმოხედა,შვილისგან განსხვავებით ის დემეტრესაც უხვდებოდა თხოვნის არსს და ანასტასიასაც თავის გაკვირვებას...-დღეს მოვლენ სათბურებიდან და გაარკვევენ რომელი ჯიშის ყიდვა გვაწყობს.
-ცოტა ხნით რომ წავიდე, შენ ...-დაბნეულმა ანასტასიამ ამოილუღლუღა, მაგრამ დასრულება არ დააცადეს.
-წადი, წადი...-სიცილით შეეპასუხა კვიციანი...-ამ ორ ხეს, მე და კიტა მოვერევით როგორმე.
ჯანაშიას გული საგულეში აღარ ეტეოდა,მაგრამ მაინც არ უღალატა თავს და დინჯი ნაბიჯით გაშორდა მამა-შვილს, აქაოდა არ შემამჩნიონ აჩქარებაო.სასტუმროსთან ახლოს მისულს კი საერთოდ აღარ აინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა,ნაბიჯს აუჩქარა და უკვე შესასვლელში მყოფი, ლამის სირბილით გაიქცა ბიბლიოთეკისკენ,სადაც ბერაია ეგულებოდა.კართან მისული უეცრად გაშეშდა, სახეზე ღიმილი შეაშრა და მიაყურადა.როგორც აღმოჩნდა ბერაია მარტო არ იყო, საუბარი გაცხარებით მიმდინარეობდა და მალე ჩხუბში გადაიზრდებოდა, ერთ ადგილას აწურული ჯანაშია თვალებს აცეცებდა და სულგანაბული ცდილობდა გაეგო კამათის მიზეზი. მიხვდა რომ დაიგვიანა, ახლა უკვე უაზროდ, ჰაერში ისროდნენ სიტყვებს და აშკარად სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ ბერაიას.ის იყო გაანალიზა, ერთმანეთში კი არ მოუვიდათ ჩხუბი, გაბრაზებულ დემეტრეს ამშვიდებენ მხოლოდო რომ ბიბლიოთეკის კარისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ გადგა გვერდზე.ბაჩოს წაშლილ სახეს შეეჩეხა, რომელიც ერთიანად აფოფრილი წავიდა ეზოსკენ და მხოლოდ ნიკოლოზმა გაიმეტა თავშეკავებული ღიმილი.მას შემდეგ რაც ჯანაშია მიხვდა,რომ ბიბლიოთეკა დაცარიელდა, ყოყმანით წადგა ნაბიჯი და ფრთხილად შეიჭყიტა ოთახში.ბერაიას შავ მაისურსა და შარვალში გამოწყობილი ფიგურა, ერთიანად გადაჭიმული დარაბების ფართე რაფას მიყრდნობოდა და სანახევროდ გვერდშექცეული, ხელებ გადაჯვარედინებული იცქირებოდა ბაღის მხარეს.ანასტასია მისკენ წავიდა და ხელისგულში მოითავსა, თითებიდან წაძრობილი მიწიანი ხელთათმანები.ვერ მიხვდა როგორ მიდგომოდა, ბრაზისგან ერთიანად აწითლებულს და თავისებურად წამოიწყო დიალოგი.
-ჯერ პატარები არიან, გაიზრდებიან და დაღვინდებიან...-დემეტრემ ცალყბად გადმოხედა შემოსწრებულს და ვერ მიუხვდა სიტყვების არსს...-ასე ზურაბი ამბობს ხოლმე...-გაეცინა ანასტასიას თავის სიტყვებზე...-ჩვენც რომ დაგველია, ალბათ ბევრ სისულელეს ვიტყოდით.
-ეგ სულ დამავიწყდა. მიდი მოაბრუნე, მაგაზეც ვიღრიალებ და მერე მოვრჩები...-გეგონებოდათ ხუმრობსო,მაგრამ წარბშეკრული ისე ლაპარაკობდა, მარტივად გამოსაცნობი იყო,რომ სერიოზულად ამბობდა.
-აბა რა დააშავეს?...-ჯანაშია ფეხაკრეფით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა მისკენ.ახლა ბერაია გალიაში გამომწყვდეულს გავდა, ერთი არასწორი მოქმედება და სახეში გწვდებოდა...-არ მითხრა რომ ბენზინით ხელში გამოიჭირე ! ვაიმე...-შეიცხადა და თავი მოისულელა...-სასტუმროს გადაწვას აპირებდნენ?
-ბიჭებთან არ მიჩხუბია...-ამოიხვნეშა და ამჯერად სრულიად მობრუნდა მისკენ...-ჩემ თავზე ვბრაზობდი და ვჩხუბობდი.
-როგორც იქნა სწორი ადამიანისთვის მიგიგნია...-სიცილით და ხუმრობით ცდილობდა ბიბლიოთეკის სივრცეში დაგროვილი ბრაზის განეიტრალებს...-საჩხუბრად რათქმაუნდა...-დარწმუნებით ამოთქვა და როცა მის წაშლილ გამომეტყველებას წააწყდა, მიხვდა ხუმრობის დრო არ იყო.ყოყმანს შეეშვა და მისკენ წასული წინ აეტუზა, ნიდაყვი ოდნავ გაკრა და გამბედაობა მოკრებილმა ჰკითხა...-აბა? რა მოხდა?სულ შენ თავთან რატომ გაქვს უთანხმოება?
-სასტუმროს პროექტი ერთ წელიწადზე მქონდა გათვლილი, დედლაინი მკაცრად გვქონდა განსაზღვრული, მაგრამ მარკეტინგის ჯგუფმა ისევ ვერ მოაბა თავი საქმის სწორად გაკეთებას...-საქმიანი ტონით საუბრობდა ბერაია.როცა ანასტასიას კითხვის ნიშნებით სავსე თვალებს წააწყდა დაამატა...-ეს ნიშნავს რომ, არავის წარმოდგენა არ აქვს როგორ მოვიზიდოთ კლიენტები.თუ ამ საქმეს დროზე არ მივხედავ, ზაფხულში ნახევარმილიონიანი რესტავრაციის მერე, აქ ჩვენი ოჯახებით დავისვენებთ.სტუმრები არ გვეყოლება.
-ივლისი ახლა დაიწყო, წინ კიდევ თითქმის ერთი წელი გვაქვს...-მშვიდად, მაგრამ ჩაფიქრებით უპასუხა მის ნერვიულობას ჯანაშიას სიტყვებმა...-მამაშენთან უთანხმოება ამის გამო გაქვს?
-ოხ ელიკო,ელიკო...-გაეღიმა ბერაიას იმის გაანალიზებაზე რომ ქალმა მისი საუბარი გაიგონა და ანერვიულებულმა ყველაფერი ჯანაშიას მოუყვა, სიტუაციაში გასარკვევად...-არა, ოფისის საქმეებს მარტო ვეღარ ერევა და სამწუხაროდ მე არც ორი ვარ და არც ორმოცდა რვა საათიანი დღეები მაქვს, ყველაფერს რომ გავწვდე.
-მამები და მათი დიდი მოლოდინები...-მოჯადოებულივით დაიჩურჩულა ანასტასიამ და თავში აზრმა წამიერად გაკრა...-იცი რას გეტყვი? მანქანის გასაღები წამოიღე და გამომყევი...-წამოიძახა უცებ და გაკვირვებული გამომეტყველებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წამოიყვირა კარისკენ მიმავალმა...-მიდი,მიდი,დროზე!
ანცად მანქანასთან მირბენილ გოგონას, უკან მორჩილად მოჰყვა დემეტრე ბერაიას ნაბიჯები, მანქანაში მოთავსებისთანავე რომ იკითხა სად მივდივართო.ჯანაშიამ აუხსნა კვიციანების სახლისკენ წადი და მერე გზას მიგასწავლიო.ავტომობილში გაბადრულად მჯდარ ანასტასიას სახეზე დასთამაშებდა მოსალოდნელი შეხვედრის სიამოვნების განცდა და ყურადღებას არ აქცევდა საჭესთან მჯდომის კითხვის ნიშნებს.სოფლის შარა გზაზე მიმავალი ავტომობილი, მძღოლისთვის უცხო ჭიისკართან გაჩერდა და დააკვირდა როგორ რიხიანად დაიძახა "მანო", მანქანიდან სწრაფად გადასულმა.მაღალი,ტოტებგაშლილი და ცაში ამაყად აზიდული ხის ძირას მოცუხი ქალი დალანდა, ჩრდილში რომ ჩამომჯდარიყო და დანით ჭრიდა ვაშლებს,რომელსაც სათლში ყრიდა. მოხუცმა ღიმილით გამოეპასუხა, დემეტრესთვის სრულიად უცხო, ანც, თვალებგაბრწყინებულ,ერთიანად სიცოცხლით სავსე გოგონას ძახილს, რომელმაც მაჯაზე წაავლო ხელი და ეზოში შესულმა უკან მიიყოლა.დემეტრე ბერაია მიხვდა,რომ ეს ის მოხუცი მანო იყო,ანასტასია რომ უყვებოდა სასტუმროს ბიბლიოთეკაში.ოფიციალურად წარუდგინა მისი თავი და განაცხადა, აქ შენი კედლების შესაღებად მოვიყვანე, მთელი დღე ლეპტოპის ეკრანის ყურებით მალე დაბრმავდება და დროა ნამდვილ საქმეს მოკიდოს ხელიო.მანომ თავისებურად იუარა, თუმცა გახარებულმა ნიშნისმოგებით გადმოხედა და აუწყა, მშვენიერ დროს კი მომისწარით, სახლში ქიშმიშებით სავსე ტკბილი ცომი ამოვიდოდა უკვე და ფუნთუშების დაცხობას ვიწყებდი, კვიციანებთან სტუმრად ხელცარიელი რომ არ მოვსულიყავიო. სახლში შეპატიჟებულებიდან, ბერაია ერთადერთი იყო, ინტერესით რომ ათვალიერებდა, ოდის მყუდრო მისაღებს, აქ ყველა ნივთი ათწლეულს ითვლიდა,თუმცა პატრონის გულმოდგინების წყალობით სიხალისე შეენარჩუნებინათ და კარგად შენახულები, ამაყად იცქირებოდნენ ადგილებიდან.მანო სამზარეულოდან ელაპარაკებოდა შემოსწრებულებს, სანამ წინსაფარ მორგებული, ერთიანად ფქვილში ამოსვრილი ტკბილ ცომს აგუნდავებდა და ფორმებში გადაჰქონდა,ფუნთუშების დასაცხობად.
-ეს გუშინ რომ მიყვებოდი ისაა, მანოს და თომას სახლია?...-პასუხს ხვდებოდა,თუმცა დადასტურება მაინც სჭირდებოდა.როგორც კი გოგონამ ღიმილით დაუქნია თავი, განაგრძო...-ახლა აღარ მიკვირს, პირველივე შესაძლებლობისთანავე რატომ მორბიხარ აქ...-გაეღიმა და თავისებურად წაკბინა,ერთ ადგილზე მოცქმუტუნეს.
-ბავშვებო ცხელი ჩაი გირჩევნიათ თუ ცივი კომპოტი?...-სამზარეულოდან გამოსძახა მანომ, თუმცა ტონი შეიცვალა და კიდევ დაამატა...-ქალაქელებს ყავა უყვართ,ახლა გამახსენდა და ვამატებ.
-მანო ამჯერად ყავას დავლევთ...-ანასტასია მიუხვდა ქალს ტონის ცვლილებას და სამზარეულოსკენ წასულმა უპასუხა...-წყალს მე ავადუღებ.
-არა, შენ აი იქ, მაგიდაზე რომ კალათა დევს ხელი მოხვიე და ვენახის ბოლოს,ხეხილის ბაღი რომ გვაქვს იქ გაიქეცი...-ჩაიდანი გამოართვა და თავით მიუთითა კალათაზე...-ახლაგზარდა ხარ, ხეზე მარტივად აძვრები, ვაშლი და ატამი დაკრიფე,თუ შეძლებ თუთაც მწიფეა და ისიც დაკრიფე.
ანასტასიამ გაკვირვებით მიაყოლა თვალი მანოს ჟესტს და პატარა, მრგვალ მაგიდაზე დადებულ კალათას დასწვდა.მერე დაბნეული გავიდა სამზარეულოსკენ და როგორც კი ბერაიას შესთავაზა გამომყევიო, ქალმა ისევ მოაძახა მარტოც მშვენივრად შეძლებ ხეზე ძრომიალს, ბიჭს თავი დაანებეო. რა უნდა ექნა, ხელები გაასავსავა და მალე დავბრუნდებიო ამოილუღლუღა, ბერაიას ღიმილს რომ მოწყდა, უცებ მზერა გაუშეშდა ჭურჭლით სავსე ძველებურ კარადის ღია თაროზე შემოდებულ ხილით სავსე სახილეზე და მიუხვდა ქალს ჩანაფიქრს.მანოს დემეტრესთან მარტო დარჩენა და მისი გამოკითხვა სურდა, ჯანაშია კი სულაც არ იყო წინააღმდეგი მისი გადაწყვეტილების სისწორე შეემოწმებინა თავის ბავშვობის მანოს.კარი მიიხურა და ზანტად წავიდა შორეული ვენახისკენ,რომლის ბოლოშიც თომას ხეხილის ბაღი ეგულებოდა.
მისაღების სივრცეში დარჩენილი ბერაია უხერხულად იშმუშნებოდა და უკვე ბრაზობდა საკუთარ თავზე, უცხო სახლში, უცხო ოთახში, სრულიად მარტოდ დარჩენილს რომ აწყდებოდა.მანომ ფორმებში მოთავსებული ქიშმიშიანი ცომი ღუმელში შედგა და ფქვილიანი ხელები დაიბანა თუ არა, მაშინვე მოშორდა სამზარეულოს სივრცეს.კარის ჩარჩოსთან ჩამომდგარი ხელში ნერვიულად ატრიალებდა ტილოს,აქაოდა ხელებს ვიმშრალებო. როგორც მისი მეუღლე ახსენებდა ხოლმე, კარგი კაკებეშნიკივით, მალულად შეათვალიერა ალვის ხესავით მაღალი ტანადობის ბიჭი, შავგრემანი, ნაცრისფერი მეტყველები თვალებით და ლამაზი პირისახით. დემეტრე ბერაია მშვენიერი აღნაგობის, ახალგაზრდა კაცი იყო, თუმცა მანოს მისი ფიზიკურობა აზრს ვერ შეაცვლევინებდა.ჯერ კიდევ ღრმად სწამდა რომ ანასტასიასთვის ის არ იყო სწორი ადამიანი, სულის მესაიდუმლე და ცხოვრების მეგზური თავისი თვისებებით შეიცნობოდა და არა კარგი ტანადობით.შეფიქრიანებული ჩაიდანს მიუბრუნდა და უკვე გამზადებულ ფინჯნებს ადუღებული წყალი დაასხა.ხის დაფაზე დაწყობილი ფინჯნებით მისაღებში გამოვიდა, მის წინ სკამთან მისულმა ხელში მოქცეული ხის დაფა მაგიდის შუაში დადო და ღიმილით უთხრა ინებეო.დემეტრემ უხერხულობის გასაფანტად ფინჯანს ხელი დაავლო და თავისკენ მისწია.ახლა, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილები გონებაში საუბრის წამოსაწყებ სიტყვებს ეძებდნენ და აღმოჩნდა რომ ბერაია უფრო სწრაფი გახლდათ.
-ანასტასიამ თქვენზე და თომაზე მომიყვა...-ფრთხილად წამოიწყო საუბარი, სწორი სვლა გააკეთა...-როგორც მივხვდი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო,მაგრამ ყველაფერი ახსოვს და დიდი სიყვარულით ყვება.
-ესეიგი თომაზეც მოგიყვა და ჩემზეც...-მანო მიხვდა რამხელა ამბავთან მოუწევდა შეჯახება, თუმცა როგორც კი ბერაიამ მის ეზოში შემოაბიჯა,გადაწყვიტა გაერისკა და თავის სიტყვას ვერ გადავიდოდა...-კიდევ რა მოგიყვა?
-ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ჩემსავით...-ბერაია თავშეკავებული იყო, გრძნობდა რაღაც ისე ვერ არისო...-მაგრამ ყველაფერი კარგი.
-დედამისზე მოგიყვა?...-პირდაპირ აჯახა მანომ, ბევრი დრო არ ჰქონდა და ლოლიაობას ვერ დაუწყებდა.ისედაც თავად აპირებდა კვიციანებთან მისვლას, რომ ეს ბიჭი ენახა.როგორც კი პასუხად თანხმობა მიიღო,მაშინვე გაკვირვებული ჩაეკითხა გითხრა როგორ გადაირცავალაო და დემეტრემ იუარა...-ესეიგი ბოლომდე მაინც არ გენდობა....-თავისთვის ამოიჩურჩულა.
-უკაცრავად?...-ჩურჩულიცაა და ჩურჩულიც, მითუმეტეს როცა მოსაუბრისგან რამდენიმე სანტიმეტრი გაშორებს.მანოს თავის გაქნევას კი შეეჩეხა თუმცა ამჯერად თავადაც დაინტერესებული გახლდათ...-ვხვდები რომ მისი პრობლემები, გაუთავებელი ავადმყოფობა და სისუსტე დედის დაკარგვასთან არის კავშირში.
-დედის დაკარგვასთან?...-უეცრად დარდი გაუკრთა მწვანე, ნაღვლიან თვალებში და საფუძვლიანად შეემზადა ნაბიჯის გადასადგმელად...-კვიციანები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან, არ უნდათ ანასტასიას დაკარგვა. მე მოხუცი ვარ, ნენე შვილიშვილად მეკუთვნის, მაგრამ შვილივით მიყვარს და ყველაფერს ვიზამ მის დასაცავად, თუნდაც ამის გამო დამკარგოს...-გაურკვევლად მოედო ქალი სიტყვებს.დემეტრე მის ნათქვამს ვერ ჩასწვდა.
-არამგონია ანასტასიას თქვენდამი სიყვარული რამემ გააქროს...-დარწმუნებით წარმოთქვა დემეტრემ და დაელოდა ქალის პასუხს.
-დემეტრე...-მოჯადოებულივით ამოთქვა მანომ და მაგიდაზე თითები ნერვიულად აათამაშა...-შენნაირ ბიჭს ერთხელ უკვე შევხვედრივარ.ქალაქში გაზრდილს, სულ საბუთებში მოქექიალეს, დაუკმაყოფილებელს და მუდამ საქმიანს.შენ ხომ დიდი გეგმები და მიზნები გაქვს? ალბათ ეს სასტუმრო შენთვის არც პირველი და მითუმეტეს არც უკანასკნელი საქმეა რომლისთვისაც ღამეებს ათენებ,ოჯახთან ნაკლებად ახერხებ ურთიერთობას, გვიან იძინებ და დილაადრიან დგები, ხომ ასეა?
-ამას ისე ამბობთ, თითქოს დანაშაულია...-იცოდა ბერაიამ სოფლის ხალხის აზროვნება, მუშების ლაპარაკს ხშირად შესწრებია და მათაც სულ უკვირდათ, იმ კომპიუტერის ეკრანთან სულ რას ჩასჩიჩინებ ერთი გამაგებინაო, თუმცა მაინც ვერ მიუხვდა ქალს ასეთი ამრეზით საუბრის მიზეზს.
-დანაშაული ხდება მაშინ, როცა იმ გულს გატეხავ რომელსაც შენგან სულ სხვა მოლოდინები აქვს...-წარბშეუხრელად მიახალა მანომ და კიდევ ერთხელ დაუტრიალდა სიბრაზის გორგალი თავში...-შენ ტასოს მამას გავხარ, იმიტომაც გითხარი შენნაირ ბიჭს უკვე შევხვედრივართქო.
-საინტერესოა, ეს შედარება პირველად რომ არ მესმის...-ცინიკურად ჟღერდა დემეტრეს ნათქვამი და ასეც იყო. იმის გახსენებაზე როგორ მიახალა ჯანაშიამ მამაჩემს ჰგავხარო, ახლაც მწარედ გაჰკრა გულში რაღაცამ.
-ბატონი გიორგი ჯანაშია, თავის ძმასთან რომ ჩამობრძანდა და სოფელში განაცხადა ტბის მხარეს მიწა უნდა ვიყიდო და დავიმტკიცოო, თან თავისი ცოლი ჩამოიყვანა.მილა ისეთი ცოცხალი თვალების, ტანადი, ლამაზი გოგო იყო.ყველა გაიცნო, ყველას დაუმეგობრდა, ამ სოფელში ერთ ძველ მაცხოვრებელს ვერ მოძებნი წამლად, რომელიც იტყვის მილასთან გულისტკივილი გავამხილე და არ დამეხმარაო...-სხივები ათამაშდა ქალის თვალებში,როგორც კი ანასტასიას დედა ახსენა...-ახლად დაქორწინებულები იყვნენ და ჯანაშია დიდის ამბით აფრიალებდა სიმამრის ქონებას, სასტუმროს აშენებდა, ფურცლებში თავჩარგული სულ მუდამ ქვეშ-ქვეშად, დამძიმებული იყურებოდა.საქმე,რომელსაც ხელი მოკიდა მარტივი არ აღმოჩნდა და იმის მაგიერ ახალგაზრდა ცოლთან ერთად სულ მცირე დრო მაინც გაეტარებინა, გამოიკეტებოდა ოთახში და არ მცალიას გაიძახოდა.
-ამის გამო ბრაზობს ანასტასია მამამისზე? ესეიგი გიორგი ჯანაშია ახალგაზრდობაშიც ის იყო,რაც ახლაა...-ბრაზით ამოთქვა ბერაიამ,დაუფიქრებლად.მერე კი მანოს გაკვირვებულ მზერას წააწყდა და მიხვდა ქალში ჩემმა სიტყვებმა რაღაც გარდატეხა მოახერხესო.დარწმუნდა როცა ცივად მოცქირალი, უცებ მისკენ მიჩოჩდა და თავისუფლად განაგრძო თხრობა.
-მილა გულისწყვეტას არ იმჩნევდა, მთელ დღეებს ტბასთან ატარებდა, ხანდახან ჩვენთან ან კვიციანებთან შეივლიდა სტუმრად, სოფლის ქალები ემეგობრებოდნენ და მათთან საუბარში გაჰყავდა დრო...-შორს იცქირებოდა მანო, ამ ოთახისგან ძალიან შორს.მერე სხივები ჩაუკვდა გუგებში და თავდახრილმა,ჩურჩულით განაგრძო...-მერე ის საშინელება დაიწყო, სასტუმროს პირველი სართულის შენებას ამთავრებდნენ რომ დაფეხმძიმდა, ჯერ ერთი თვისაც არ იყო რომ ბავშვი მოშორდა, ანასტასიამდე სულ სამჯერ მოსწყდა მუცელი...-იქ, მის თვალის უპეებთან საწყალობლად კრთოდა კურცხალი...-აბა თუ მიხვდები გიორგი ჯანაშია რას აკეთებდა, თავისი გალეული, ერთიანად გაუბედურებული ცოლის დანახვაზე?
დემეტრე ისმენდა და ისმენდა.ნელ-ნელა გრძნობდა როგორ უმძიმდებოდა გონება, მანო ჩქარობდა მოყოლას და თავად ბერაიაც ხვდებოდა, უნდა ყველაფერი მითხრას სანამ ანასტასია დაბრუნდებაო.ხმას არ იღებდა, ჟესტებით ახვედრებდა ყურადღებით გისმენო და ჩურჩულით ამოთქვამდა ხოლმე რამდენიმე სიტყვას.არც მაშინ გაუღარღილებია სიტყვა, მანომ რომ გაანდო უკვე დასრულებულ, სტუმრების მისაღებად გამზადებულ სასტუმროში, მარტო დატოვა ცოლი და თვითონ თბილისში გაიქცა, ახალი საქმის საძებნელადო.როგორც აღმოჩნდა ეს პერიოდი გიორგი ჯანაშიას აღზევების ხანა იყო, გაიოზს რომ შეხვდა და ერთად წამოიწყეს სანტექნიკის მაღაზიების ქსელის ბიზნესი.მისი წასვლიდან ორ თვეში მიხვედრილა მილა, ისევ ფეხმძიმედ ვარო და ამჯერად გამართლებია, ამბის გაგებიდან შვიდ თვეში იმშობიარა და ნანატრ შვილს ანასტასია დაარქვა.
-ამიტომაც არ ჩანს ანასტასიას მოყოლილ არცერთ ამბავში მამამისი, გიორგი ჯანაშია?! იმიტომ რომ ბიზნესში თავით გადავარდნილს საერთოდ არ აინტერესებდა ცოლ-შვილი?...-ბრაზმა გააგიჟა და სისხლის მოწოლა იგრძნო სახეზე.
-ცოლ-შვილი უყვარდა, ამბობდა ყველაფერს მათი კეთილდღეობისთვის ვაკეთებო, მაგრამ უცხო თვალისთვის ეს ამბავი სულ სხვანაირად ჩანდა.სანამ ნენე ექვსი წლის გახდა, მანამ საერთოდ არ წასულან სოფლიდან, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ჰყავდათ სასტუმროში სტუმრები, ზამთრის ცივ დღეებში მიდიოდნენ ქალაქში...-ამჯერად ყველა სიტყვას ზომავდა ქალი, თითქოს საკუთარ გადაწყვეტილებას აფასებსო, მისი მოიუთმენლობა გაქრა და ყოყმანი დაეტყო...-მერე ტასო სკოლაში შევიდა და აქ არდადეგებზე ჩამოდიოდნენ.ყოველ ზაფხულს სულ უფრო და უფრო გალეული ჩამოდიოდა მილა, ყველა ვხვდებოდით რომ საკუთარი სახლი კისერში უჭერდა და იქ რაღაც ცუდი ხდებოდა.
-არ მითხრა, რომ გიორგი ჯანაშია ისეთი არაკაცი იყო, ცოლზე ძალადობდა...-დემეტრეს მოთმინების ფიალა დაცლილი იყო, იქ ერთ წვეთსაც ვეღარ იპოვიდით.სახეწამოწითლებული, გიჟს ჰგავდა იმის გაანალიზებაზე, რაც წამოიძახა სიმართლე რომ აღმოჩენილიყო.
-არა, არა...-რეაქციას დაკვირვებულმა მანომ ღიმილით ამოთქვა.საუბარი ისე წარიმართა, რომ დემეტრე ბერაია, მაინდამაინც ისეთი ბიჭი არ აღმოჩნდა როგორც თავად ეგონა...-უბრალოდ მილასთვის უცხო იყო ის, რისკენაც გიორგი მიისწრაფოდა, არ უყვარდა ქალაქი, ხმაური, კორპუსის ბინა და...
-ანასტასიას მსგავსად ბუნების გარეშე ვერ ძლებდა...-ახლა ხვდებოდა ბერაია...-ანასტასია მას გავს, დაუმორჩილებელი სული და მეამბოხე ხასიათი აქვს.
-იცი?!...-ნიადაგი მოსინჯა მანომ და ფრთხილად წადგა ნაბიჯი წინ, ახლა უკვე უფრთხოდა მის განაწყენებას...-ანასტასია და მილა განსხვავდებიან ისეთი ადამიანებისგან, როგორიც შენ და გიორგი ხართ, სული თავისუფლებით აქვთ სავსე და მათ ერთ ოთახში თუ გამოკეტავ, კი არ დაიმორჩილებ, უბრალოდ გაქრებიან.შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ ბაღში, არ დაიღლებიან ხელსაქმით, რაც არ უნდა სთხოვო არ დაიზარებენ.ბუნებისთვის გაჩენილი შვილები არიან და ბუნებაშივე უნდა იცხოვრონ, რომ გადარჩნენ.
-მილა როგორ გარდაიცვალა?...-ესეც ასე, ბერაია უკვე კანში ვეღარ ეტეოდა, ხვდებოდა რაღაც საშინელი ამბავი იმალებოდა მთელი სასტუმროს და ჯანაშიას ოჯახის გარშემო და ამ სახლიდან ისე არ წავიდოდა, რომ ფარდა არ აეხადა საიდუმლოსთვის.
-ჩემს ეზოში რომ დაგინახე, მაშინ სრულიად დარწმუნებული ვიყავი,ამ ამბავს მოვუყვებითქო, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რამდენად სწორია ჩემი მხრიდან იმის გამხელა, რაც ანასტასიამ უნდა განდოს...-ასეც იყო, აქამდე გიორგი ჯანაშიას შედარებული დემეტრე ბერაია, რატომღაც სულ აღარ ჰგავდა მას, გიორგის, რომლის სახეც ამ სოფელში, ზოგს მალულად, ზოგს კი ღიად ეზიზღებოდა. მისი ამპარტავანი, მუდამ ცივი სახის დანახვაზე სოფლის კაცები იმზირებოდნენ და გვერდს უვლიდნენ, ყველა შესაძლებლობას ეჭიდებოდნენ ოღონდ კი არ გამოლაპარაკებოდნენ.
-ანასტასია,რომ გავიცანი არაფერი ვიცოდი და სულ ერთმანეთზე წაკიდებულებს, ჩხუბი რომ მოგვივიდა მივაძახე მამაშენს დაუჯერე და შენ წამლებს ფსიქოტროპულებიც მიამატეთქო.
ბერაია გატყდა.ახლა მის ნათქვამს რომ იხსენებდა,სხეულში დავლილ უსიამოვნო შეგრძნებას გულის რევამდე მიჰყავდა.ალბათ არასდროს გაამხელდა ეს სიტყვები მის ბაგეებს რომ გადმოსცდა და იკადრა.ახლა კი აქ, ყველა საიდუმლოს მცოდნე, ყველა ამბის მომსწრე ქალის წინ გააჟღერა, მშვენივრად იცოდა მისი ნათქვამის უკან შეფარულ ქვეტექსტსაც რომ ამოიკითხავდა მანოს გონება.მართალი იყო, მიუხვდნენ გულწრფელი აღიარების მიზანს. დემეტრე ბერაიას აღარ სურდა, რამე სისულელე წამოეროშა, მაშინ როცა წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა ანასტასია ჯანაშიას თავს.კარგა ხანს გასუსულები, ერთმანეთისკენ მალვით აპარებდნენ თვალს და მანო გულში ნატრობდა, ნეტავი ნენე მოვიდოდეს და არ დამცალდეს ამბის მოყოლაო.მალევე მიხვდა, რომ ჯანაშია კარგა ხნით დაიგვიანებდა და მშველელი არ ჰყავდა.
-ტასო რომ თორმეტი წლის იყო, იმ ზაფხულს, არდადეგების დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ.აქ სტუმრები უკვე ისვნებდნენ და სასტუმროს ოთახებიც გადავსებული იყო ხალხით.მილას ოთახი, მარცხენა მხარეს, მესამე სართულის გუმბათში იყო, გეცოდინება...-თანხმობის ნიშნად ბერაიამ თავი დაუქნია და ახლა გაანალიზა რატომ მოსთხოვა ჯანაშიამ კომპრომისზე წასვლა, პირობად კი იმ ოთახის ხელშეუხებლობა მოითხოვა...-მილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო.
-მოიცა, ის პატარა ბიჭი ექვსი წლისაა...-ახლა გადახარშა დემეტრემ, აქ რაღაც ისე ვერ იყო.
-ის ბიჭი ბატონ გიორგის თავისი მეორე ცოლისგან ჰყავს...-აგდებით წამოიძახა მანომ და ჩაფიქრებით განაგრძო...-მილა თავისი ბიჭის დაბადებას ვერ მოესწრო.
-მუცელი მოეშალა...-მოჯადოებულივით დაიჩურჩულა საკუთარი გონების ხმას მიყოლილმა და მარცხენა მხარეს მწარედ დაუტრიალდა ტკივილის გორგალი, მანომ რომ თავი დაუქნია.
-მაშინ თომა ზურასთან ერთად უვლიდა ბაღს და რომ მითხრა ჯანაშიები ჩამოვიდნენო, მეორე დილით გამოვყევი დედა-შვილის სანახავად, კარგა ხანს ველოდე ორივეს, საუზმის დროს იცოდნენ ჩამოსვლა და ეზოში ჩამომჯდარი ვიცდიდი.კარგა ხნით რომ დააგვიანეს, მზარეულის გოგო გავგზავნეთ ამბის გასაგებად და მისი კივილის ხმა რომ გავიგეთ, ერთიანად ავცვივდით...-მანო გაჩუმდა, მზერა კედელს გაუშტერა და ახლა სახეზე ეტყობოდა, როგორ საშინლად დაერია წარსულის მოგონება მის თავს. ბერაიას დაძაბული ფიგურა ხვდებოდა, რა საშინელების მოსმენაც მოუწევდა და თვალებგაფართოებული ცდილობდა საკუთარი სულის შემზადებას...-ორივე დედა-შვილი ერთ საწოლში, ერთმანეთისკენ პირისახით შებრუნებულები იწვნენ. ანასტასიას გაყინული მზერა თვალებიდან არასდროს ამომსვლია...-ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი და გულსაკლავად სლუკუნებდა ქალი...- დედამისის სახეზე თავისი პატარა თითები ელაგა და არცერთისთვის მოუქცევია ყურადღება, ისე ავაცალეთ ქალს.
-ვერ მივხვდი მანო, მილა ცუდად იყო და ანასტასია ამ ყველაფერს უყურებდა?...-დემეტრეს თავში ახლა ყველაფერი არეული და ქაოტური იყო.საერთოდ ვერ ხვდებოდა რაზე მიანიშნებდა ქალი და კანშიც ვეღარ ეტეოდა.
-მუცელი შუაღამით მოსწყდა და როგორც გვითხრეს გამთენიისას გარდაიცვალა.
ნაგანიდან გასროლილ ტყვიებს გავდა ქალის სიტყვები, ექოსავით რომ დატრიალდა მისაღების ოთახში.ახლა საიდუმლო აღარ არსებობდა და ბერაიას ორგანიზმმა მთლიანად იგრძნო შეძრწუნებაც და ცხოვრების უსამართლობის მიმართ საზიზღარი სიძულვილიც.სხეულს მოდებულმა შეგრძნებებმა სიტყვები შეატოვა და გახევებული ცდილობდა ყველაფრის გადაფასებას.ამ წამიდან ყველაფერი იმდენად გასაგები და ნათელი იყო, რომ გონებამ საერთოდ უარი თქვა მეტის მოსმენაზე.
კარის ზღურბლთან გოგონა გამოჩნდა, დედის ლაჟვარდისფერ, თეთრი კოპლებით დაფარულ კაბაში გამოწყობილი, სახეზე ღიმილაკრული რომ აფრიალებდა ხის მოწნულ კალათას და შემართებით იძახდა, ხეზე ასვლა ხელთავიდან ვისწავლე და ხილი მაინც მოვიტანეო.
მისაღების მაგიდასთან კი ორი, სახეწაშლილი და ჩაფიქრებული ადამიანი დახვდა, რომლებმაც წყვილ-წყვილად ააწებეს თვალები.გაკვირვებული ანასტასია ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს რომ შეეჩეხა, ღიმილი შეახმა პირზე.
დემეტრე ბერაია ტიროდა.
კითხვის ნიშნებით სავსე გუგებით უშვა ხელი კალათას და როგორც კი მაგიდაზე დადებულად დაიგულა,მაშინვე გულაჩქარებით იკითხა რა მოხდაო.მანომ ნაძალადევად გაუღიმა და სამზარეულოსკენ წასულმა მოაძახა ჩემ ბებრულ გრძნობებზე ლაპარაკით გავუწყალე გულიო.როგორც კი მისი მზერა ბერაიაზე გადაიტანა სხეულში ტკივილმა დაუარა, ისე გაფითრებით მოშტერებოდა ბიჭი და სიტყვას არ ძრავდა.მორცხვად წაეტანა მის თითებს, უჩურჩულა კარგად ხარო და თავის დაქნევით დაუდასტურეს.მანომ ჯანაშიასთავის გამზადებულ ყავის ფინჯანს ახლადდამცხვარი, ჯერ კიდევ ორთქლადინებული ფუნთუშები მოაყოლა და შესთავაზა.ანასტასია დემეტრესკენ აპარებდა თვალებს და გონებაში მწარედ დაურბოდა ფიქრი, მუდამ სახეგაყინულს და მეტყველს, ასე უცებ რამ ჩაუქრო სხივიო. ლაპარაკში აღარ აჰყოლიათ, ისე უჩუმრად ეტანებოდა ყავას და ნელ-ნელა თითქოს ადამიანური იერიც დაიბრუნა.შუადღე გადასული იყო და სოფელი საღამოს სიგრილისთვის ემზადებოდა, მანოს ოდიდან რომ გამოვიდნენ.ჭიისკარამდე მიყოლილ მანოს თბილად გამოემშვიდობა გოგონა და დაუბარა მალევე გესტუმრები ისევო.ავტომობილში,მძღოლის გვერდზე მოთავსებულმა დაინახა როგორ მიეფარა მოხუცი თვალს და ამჯერად მშვებით ამოსუნთქული მოიუბრუნდა ბერაიას, კითხვებით."ახლა ძალიან მინდა სადმე შორს, ყველასგან და ყველასფრისგან, სულ ცოტა ხნით, სიჩუმეში დარჩენაო" იყო დემეტრეს პასუხი და ჩაფიქრებულმა ტასომ მშვენიერი იდეა მოქექა თავის ქალაში.ინერციით მის მითითებებს მიყოლილი დემეტრე, გაუანალიზებლად აღმოჩნდა თვალუწვდენელ მინდორთან, ბალახები რომ მუხლებამდე სწვდებოდა და ჩრდილოეთიდან მონაქროლი ჰაერი სახეში სცემდა.ახლა ორი სხეული, ერთმანეთის გვერდიგვერდ ხელიხელ ჩაკიდებულები იდგნენ და თამამად აჩვენებდნენ მზეს, მისგანვე გამთბარ სახეს.ანასტასიამ მაგრად მოუჭირა ხელისგული, დემეტრეს თითებს და შეფარული ღიმილით გაიყოლა უკან.
ფიჭვის ხეების ძირში , შედარებით დაბალ ბალახებში, თუ კარგად დააკვირდებოდით, აუცილებლად შეამჩნევდით ორ ფიგურას.ბიჭს ფართედ გაეშალა მხარი და გულზე ჰყავდა მიწვენილი ლაჟვარდისფერ სარაფანში გამოწყობილი გალეული გოგონა.მინდვრებში ჯერ კიდევ არ იყო კაცის ჭაჭანება, რადგან მზე მაინც მედგრად იდგა და ღრუბელს არ იკარებდა გვერდზე.სამარისებურ დუმილს ხეების გასწვრივ გამავალი პატარა ღელეს ხმა არღვევდა, რომლის წყალიც ისე ომახიანად მორაკრაკებდა, გეგონებოდათ უკვდავების წყაროა და ყველას უხმობს საიდუმლოს გასამხელადო.ბერაიას თვალები ცამდე აზიდულ, მარადმწვანე ფიჭვის ტოტებში იკარგებოდა, ანასტასიას კი დაბრმავებული ჰქონდა თვალთახედვა იმ სიმშვიდის შეგრძნებით, რომელიც აქ, ყველასგან დამალულად, მხოლოდ ბერაიას გვერდით ყოფნა ანიჭებდა.თითქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, ცხოვრებამ დრო გააჩერა და სივრცეში ორი მოცახცახე გული დატოვა, რომლებიც უთქმელად ისმენდნენ ერთმანეთისას.
-ასეთი რა მოგიყვა მანომ?...-ფრთხილად დაარღვია გაუთქმელობის პაქტი მოუთმენელმა ჯანაშიამ და თავი მისკენ აატრიალა.
-არაფერი.ჩვენ ისე, უბრალოდ ვსაუბრობდით...-არეული იყო, გონებაც და ფიქრიც.აბა როგორ ეთქვა, ენა როგორ მოეტრიალებინა იმის სათქმელად ყველაფერი მომიყვაო, მერე ხომ კითხავდა რა ყველაფერიო და აქ ისევ თავიდან გაეხლიჩებოდა თავის ქალა.
-უბრალოდ საუბრობდით?...-წამოიძახა უცებ, მის გულს მოშორებულმა და ხელისგულით დაეყრდნო მიწას.ახლა ზემოდან დაჰყურებდა და ანცობის ცეცხლი ედგა გუგებში...-მუდამ წარბშეკრული დემეტრე ბერაიას სახეზე, მე ერთი-ორი ცრემლიც კი დავინახე და უნდა დამაჯეროს რომ უბრალოდ საუბრობდა?...-ღიმილი სახეზე შეახმა როცა ბიჭმა თვალები დახუჭა...-დემე...-შეშფოთება და შიში იყო ამ ჩურჩულით წარმოთქმული სახელის მიღმა.
-ჩემთან მოდი...-როგორც იქნა ამოღერღა და მხარ მოხვეულის სახე კისერთან აიკრო. ამოვარდნის პირას მყოფი გულის, ათრთოლებული სახის და გულისგამაწვრილებელი დუმილის ფონზე, ჯანაშიას გონებამ ანალიზის ბოლო წერტილს მიაღწია და თვალებშეშლილმა ამოთქვა.
-მოგიყვა? ყველაფერი მოგიყვა და ასეთი წაშლილი იმიტომ ხარ...-ეს კითხვა არ იყო, დასკვნა გახლდათ, საკუთარი თავისთვის გამხელილი უფრო ვიდრე ბერაიასთვის.
-აქამდე რატომ არ მითხარი? აქამდე როგორ არ გაამხილე?...-მოჯადოებულივით იძახდა კითხვებს, სანამ ერთიანად აფოფრილმა, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა პასუხი არ აღირსა.
-რა უნდა მეთქვა, დედაჩემთან ერთად მეძინა როცა მუცელში შვილი მოუკვდა და თორმეტი წლის ბავშვმა მისი სისხლით დასვრილმა გავიღვიძეთქო? ეს როდის უნდა მომეყოლა? გამარჯობას სანამ გეტყოდი თუ მერე?...-ახლა როცა არაფერი წმინდა აღარ შერჩა და ეს ამბავიც, როგორც მისი ყველაზე საშინელი მოგონება, ყავაზე მოყოლილ ჭორად აქციეს, საერთოდ აღარ სურდა მშვიდად ყოფნა.
-არა ეს მაშინ უნდა გეთქვა როცა უხეშად გელაპარაკებოდი შენი უჭმელობის, გულის წასვლების, ოთახში გამოკეტილობის და უსიცოცხლობის შესახებ...-დემეტრე ბერაია ბოლო ხმაზე ყვიროდა...-მაშინ! გესმის? თავში უნდა გეთხლიშა ჩემთვის, რაც კი ხელში მოგყვებოდა, ყველაფერი სახეში უნდა გესროლა და გეთქვა რომ იდიოტი ვარ, რომლის სამყაროც რაღაც უაზრო საბუთებით იწყება და მთავრდება!
-დემე, დემე...-უეცრად ჯანაშიამ გაანალიზა, რომ ახლა ამ ამბავში ბერაიას გონება იკარგებოდა და სახეზე წატანებული თითებით სცადა მისი სიგიჟის დამშვიდება...-ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე.გიორგიმ ისე საგულდაგულოდ დამალა ეს ამბავი, რომ ხანდახან მე თვითონაც ეჭვი მეპარეობდა ხომ ნამდვილად მოხდათქო.
-ასეთი ამბავი როგორ უნდა დამალო...-ვერ ხვდებოდა დემეტრე. მისთვის, ბიჭისთვის რომელიც უერთიერთპატივისცემით, სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახში გაიზარდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო გიორგი ჯანაშიას მამის ინსტიქტები.
-უბრალოდ თქვა, რომ მილას მუცელი მოეშალა და ამით დაასრულა მისი ამბავი.
-და შენ? შენს ამბავს როგორ მოექცა? წამლებით გაბრუებდა და ასე ესმოდა მამობრივი სიყვარული?...-ყურები მოსმენილს ვერ იჯერებდნენ.
-ჩემმა ორგანიზმმა მას მერე, რაც თომამ ხელში აყვანილი მომაშორა მილას და მანომ საგულდაგულოდ გამასუფთავა, უარი თქვა ყველაფერზე.მახსოვს რომ გული მერეოდა, უბრალოდ არ შემეძლო...გაგიჟებული, უკვე რომ ძალით მატენიდა თავისი ხელით პირში ყველაფერს, მაშინ მიხვდა რომ მარტო ვერ მოერეოდა. ექიმმა ვერ გაიგო რა მჭირდა და თქვა რომ ანორექსიის წინა ნიშნები იყო...-უემოციოდ ყვებოდა ჯანაშია, ჩვენ ხომ ასე ვართ, იმას რასაც დიდი ტკივილით გადავიტანთ, წლების მერე თავისთავად ისე ვყვებით თითქოს სადღაც მოსმენილს ვიმეორებდეთ...-მილას გარდაცვალებიდან ,მესამე წელს მეორე ცოლი მოიყვანა და ცხოვრება გააგრძელა.როცა გავიგე, რომ ლილე ფეხმძიმედ იყო, სახლიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. სკოლა სახლში გამიხსნეს, მასწავლებლები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მე კი ვიცოდი რომ თუ მინდოდა ყველაფერს მოვშორებოდი, უნდა მესწავლა...როგორც კი სკოლა დავამთავრე, გამოცდები ჩავაბარე და ბერლინში წავედი...-ახლა ყველაფერი გამხელილი გამხლდათ, ამაზე მეტს ვერცერთი იტყოდა.ისევ ჩაჩუმებულებს და ერთმანეთზე აკრულთ, თავიანთი საფიქრალი ჰქონდათ.ჯანაშიასთვის ხმის ამოღება და რამის თქმა ახლა მიწასთან გასწორების ტოლფასი იყო.

უცნაურია ცხოვრება არა? უცნაურია რამხელა ძალა აქვს ადამიანს რომელიც უღიმის მას ვინც ყველაზე მეტ ტკივილს აყენებს,უცნაურია რომ ვპატიობთ მათ ვინც ცხოვრება წაგვართვეს, უცნაურია რომ ვემეგობრებით მათ ვინც დაგვანახეს რომ არაფერს ვნიშნავთ,უცნაურია როგორ ჩვეულებრივ ველაპარაკებით მათ ვინც ვიცით რომ გვიყენებს...უცნაურია რომ ვეგუებით სიკვდილს, ადამიანების წაშლას და გაქრობას, მიტოვებებს და დღეების მონოტონურობას... უცნაურია რომ ვიღვიძებთ,თითქოს ყველაფერი კარგადაა,ამინდიც ემთხვევა დღევანდელ პროგნოზს და უეცრად,არსაიდან მაგრამ მაინც ხვდები რომ ყველა შენი მეგობარი ნაგავია,რომ შენი შიშები უბრალოდ სისულელეა,რომ მამაშენი ერთი ეგოისტი,მოღალატე ნაძირალაა და გარშემომყოფებისთვის უფრო საინტერესო ხარ თუ მათგან თავს შორს იჭერ.უცნაურია რომ დღეს დილით გზაზე შემხვედრმა ქალმა რომ შემოგხედა, თვალებით განიშნა ვეღარ ვუძლებო.უცნაურია რომ ორი გულის ფეთქვა, ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ახლა და უცნაურია რომ ამ ყველაფრის გააზრების მერე ცხოვრება უფრო მსუბუქი გახდა, თითქოს უფრო ასატანიც...
-ეს ამბავი მანოს შენთვის არ უნდა მოეყოლა...-დიდხნიანი დუმილის მერეღა ამოთქვა ანასტასიამ. ბერაიას შეკითხვაზე "რატომო", გააგრძელე...-იმიტომ,რომ ახლა, ისედაც სულ მუდამ კოპებშეყრილი სახე, კიდევ უფრო მეტად მოგეღვენთება და ჩხუბში აღარ ამყვები.
-ეგ ვინ მოგახსენა? მე და შენ თანაბარ პირობებში ვიბრძვით, ყოველთვის...-თავს გაღიმების უფლება მისცა...-ვერაფერი მაიძულებს დაგიმალო, როგორ საშინლად მინდა ხოლმე ყოველ თვალების დაბრიალებზე შენი დაცინვა.
-მე როგორც მახსოვს, ჩემი თვალების ბრიალის ყოველთვის გეშინოდა?...-ეშმაკურად ახედა და მოჩვენებითი გაკვირვებით შეიცხადა.
-ვინ გითხრა რომ ახლა არ მეშინია? უბრალოდ თან მეცინება...-გაეცინა როცა მკლავზე მსუბუქი ბწკენა აგემეს.მერე სახედამშვილებულმა ამოთქვა...-ხვალ თბილისში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...
-მაგრამ? არანაირი მაგრამ !...-წამოეფოფრა ისევ ქალბატონი...-წავიდეთ.მეც წამოვალ, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
-იცი, ბინის ყიდვა მინდა...-შეფარვით დაიწყო ბერაიამ, თითქოს ნიადაგს ამზადებსო...-თუ გეცლება გამომყევი, არჩევაში დამეხმარები.
-ვნახოთ...-ჩაფიქრებულმა ანასტასიამ, სადღაც სივრციდან გასცა პასუხი, ისე რომ კითხვის არსს არც დაჰკვირვებია, ასე რომ ბერაიას მინიშნებაც მისთვის უხილავად დარჩა.
კარგა ხანს იწვნენ ასე, ფიჭვების ჩრდილში, სანამ მწუხრი არ დაერია მინდვრის აბიბინებულ ბალახებზე მოცურავე მზის ჩამავალ სხივებს.საიდანღაც ხმა მოდიოდა, სოფლის მაცხოვრებლები ნელ-ნელა მიიწევდნენ სახლისკენ და ხმაურიანად ეხმიანებოდნენ ერთმანეთს.
მხოლოდ ღამის უკუნეთ სიბნელეში წამოიშალნენ და კვიციანების სახლისკენ,ავტომობილში მდუმარედ მსხდომებმა გაუთქმელობის შესახებ დადეს შეთანხმება.აუცილებელი არ იყო მათი ოჯახის მყუდროება კიდევ ერთხელ დაერღვია იმ საშინელი ღამის ამბავს.
ხომ თითქოს არაფერი, ჩვენ ყველას ჩვენი ამბავი გაქვს, რომელიც გამხელას ელის...
და მაინც , რას ვითხოვთ ასეთს?
იქნებ უბრალოდ უნდა მოგვცენ საშუალება ვიყოთ ჩამომსხვრეულები მაშინ როცა მთლიანად ყოფნა ვალდებულებაა.
უნდა გვაცადონ ჩამოტირება ცუდი ამინდივით, როცა სახეზე მანათობელ მზეებს ელიან.
უნდა გვაცდიდნენ ათად მოკეცვას სადღაც სიღრმიდან წამოსული ხრიალისას,მაგრამ...
ჩვენ ვდგებით, იატაკის სიცივეს ვეხეთქებით ძლივს წამოწეული წელის სიმძიმით, ვიცმევთ , ვიღებებით და ვიცით არ გვაცდიან.
...და ისე ვრჩებით როგორც გაწყვეტილი მძივი,რომელსაც ჯიუტი ბავშვი ყოველ დილით თავიდან კრავს ძაფით.


პ.ს დიდხანს ვითრიე ფეხი, სანამ იმ მთვარ კვანძს გავხსნიდი, რომელზეც ავაგე ისტორია.ვისაც ჩემი წინა ისტორიები წაკითხული გაქვთ, იცით რომ მე მთავარი პერსონაჟის ამბავს მივყვები, ყველა სხვა მოქმედი პირი უბრალოდ მთავარი გმირის ცხოვრების ნაწილია და მისი ამბის მოყოლაში მეხმარება.მე ანასტასია ჯანაშიას ისტორიას ვყვები, რომელშიც სიმართლის მარცვალები ყველგან იმალება.ვიცი მძიმე თავია და ნაკლები ღაჟღაჟა მზე, მაგრამ რას ვიზამთ.
პ.ს.ს ერთმა ჩავარდნილმა დღემ აგვრია, ამიტომ ისევ საღამოობით ვიწყებ წერას და გამოქვეყნებას, დილას რომ დაგხვდეთ წასაკითხად.თუ რამე შემეშალა, იცოდეთ რომ ტექნიკური შეცდომაა და ჩემ ძილბურანში მყოფ გონებას არ გაუბრაზდეთ.თითოეულის კომენტარს ვკითხულობ და გული მითბება.მადლობა.(ეს ის ერთადერთია თავია, რომელსაც მეორედ არ გადავიკითხავ.)



№1 სტუმარი მე❤

არაკაცი გიორგი.მეტკინა ანასტასია❤ძალიან კარგად წერთ❤❤

 


№2 სტუმარი one

emociebis zgha))) da shen saocari gogona❤️
ubralod sityvebi zedmetia, imdenad natlad gadmoeci azri)))
molodinis rejimze var yoveldilit)))
madloba rom chventvis qmni saocrebas)))
es rcheulta xvedria, ase miitanoemocia mkitkhveltam)))
kargi khar❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

"იმას რასაც დიდი ტკივილით გადავიტანთ,წლების მერე ისე ვყვებით თითქოს სადღაც მოსმენილს ვიმეორებდეთ"... ასეა თან რამხელა ნაჭრრილობევი რჩება და როცა მარტო დარჩები თითქოს ხელახლა გეხსნება და გულზე გეწვეთება. საოცარი ადამიანი ხარ ქეთი heart_eyes

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

ღმერთო ჩემო. აი თურმე რას იტევდა ეს გალეული გოგონა. ყველაფერი გიორგის ბრალია და ვერ გადამაფიქრებინებს ვერავინ. ჯერ არიყო კარგი ქმარი. მერე მამა ჰო საშინელი. კიდევ კარგადაა ნენე. ამხელა ტრამვა გადაიტანა და შემძრა დემეტრეს თვალზე არსებულმა ცრემლებმა. საოცარი შესავალი ჰქონდა ამ თავში ჯადოსნურად გაქვს აღწერილი სოფლის ერთი დილა. მადლობა. ემოციებისთვის

 


როგორ მხიარულად და ლამაზი ფერებით დაიწყო ეს თავი და რა მძიმე აღმოჩნდა pensive
თურმე რამხელა ტკივილი და სევდა იმალება ამ მხიარული გოგონას შიგნით. იმ ყველაფრის შემდეგ რაც ტასომ გადაიტანა გასაკვირი არცაა მისი მდგომარეობა pensive მაგრამ ტასო ძლიერია, დემეტრეც დაეხმარება და აუცილებლად გადალახავს ყველაფერს❤
ძალიან მიხარია, რომ დემეტრე ოდნავადაც კი არ გავს გიორგის❤ ნებით თუ უნებლიეთ ყველაფერს ისე აკეთებს სასტუმროში როგორც ტასოსი უნდა და ამით ჯანაშიას დაკარგულ ფერებს უბრუნებს❤
გიორგი აქამდე ხომ არ მომწონდა და ახლა მით უმეტეს აღარ მომწონს. მიყვარს ტასოო და ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც კი არცმოუკითხავს შვილი. ეგ როგორი მამაა rage ყავდეს ის თავისი ლილე და დაიხრჩის ფულებში rage
რაც შეგეხებათ თქვენ ავტორო. ძალიან გამართულად წერთ და საოცარი შედარებები გაქვთ❤ ძალიან მომწონს რასაც წერთ და ყოველ დილით ველოდები ახალ თავს❤

 


№6 სტუმარი ნეს

ავტორისგან განსხვავებით, ეს თავი წავიკითხე ყველაზე ბევრჯერ... ვახ, ეს რა იყო, ჰა?! ვგრძნობდი რომ ანა დედის სიკვდილს შეესწრო, მაგრამ რატომღაც მეგონა რომ მილა ტბაში დაიხრჩო.. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მის თვალწინ მოკვდა დედა და მამამ ვერ უშველა, ვერაფერში დაეხმარა. დემეტრეს როგორი სწორი რეაქციები ქონდა მანოს თხრობის დროს. გამიხარდა რომ არ აღმოჩნდა ჩვენი ბიჭი გიორგისნაირი ❤️ აწი ყველაფერი კარგად ექნებათ, ალბათ. შენი წერის სტილზე და ზოგადად ამ ისტორიაზე ვარ შეყ ვა რე ბულიიი... ძალიან მაგარი გოგო ხარ, ასე სულმოუთქმელად არაფერს დავლოდებივარ უკვე კაი ხანია))) გათენება და ახალი თავის წაკითხვის ბედნიერება მიხარია... წარმატებებს გისურვებ და ჭაობი დაასრულე რა, კი გიწერია გავშალე კარტებიო, მარა მე ვერაფერსაც ვერ მივხვდი, ჯერჯერობით ????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უიმე ნ კვირა ამ საცოდავ გოგოს კიდევ როგორ შერჩა სურვილი ეცოცხლა ამ საშინელების მერე ასეთი მამა წარმოუდგენელია ძალიან მეტკინა ანასტასიას ტკივილი ბერაიას ცრემლებმა შოკში ჩამაგდო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№8  offline წევრი ირო

რა მძიმე რამ გადაუტანია ნენეს,რამდენად ძლიერი ყოფილა,კარგი დიალოგებია,მომწონს უფროს უმცროსების დიალოგები.დამენანა დემეტრე მძიმე ტვირთი აკიდეს,გიორგის რომ შეადარეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent