შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (12)


30-09-2021, 04:20
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 899

ივლისის თვე არ იშურებდა წვიმიანი ამინდის სუსხს,ისე გამალებით ეხეთქებოდნენ უკვე მუქ მწვანეში გადასულ ფოთლებს თავსხმის წვეთები,იფიქრებდით დედა-ბუნება დასტირის თაკარა მზისგან გამომშრალ მიწის შვილებსო.ცის წვერამდე აზიდული მთები თითქმის დაეფარა ჩამოწოლილ ნისლს და ყველაფერი იფლობოდა უხილავობის ფართო სპექტრში.ფანჩატურთან მსხმოაიარე ატმის ხეები მედგრად იდგნენ ცის ერთიანად გადაშავებული ღრუბლებიდან მომავალი თავსხმა წვიმის წინაშე და წამითაც არ ეპუებოდნენ ჭექას და ქუხილს.
პაწაწინა ოთახის კარი ფრთხილად შეიღო, თითქოს ჯერ შესვლას არ აპირებსო, ჩარჩოსთან გახევებული, გაფაციცებით აკვირდებოდა ბალიშებში თავჩარგულ მძინარე სახეს.ცამ დაიგრგვინა და გონზე მოსული, სწრაფი ნაბიჯით ეცა დარაბების სახელურს. მოთრითინე ფარდას წვეთ-წვეთობით სცვიოდა დედაბუნების ცრემლები და უეცრად, მწოლიარე შეირხა, უფრო მეტად მოიკუნტა და გაუგებრად დაიბუტბუტა.მუდამ თოვლის ფიფქივით თეთრი სახე, ზაფხულის თაკარა მზეს შეეფერადებინა და თამამად აჩენდა აპრეხილ ცხვირთან,თვალების გაწვრივ, დაყრილ ჭორფლებს.მშვიდი ძილის გუშაგი, ლოგინთან დაიხარა, საჩვენებელი თითით დასწვდა თვალთან ჩამოვარდნილი კულულის ბოლოს და ყურადღებით დააკვირდა თითის ბალიშებით მიფერებული სახის გაბადვრას.მისკენ წაწეულს ცხვირში შეუღიტინა იების სასიამოვნო სურნელმა.თავად კი ცდილობდა, უჩუმრად შეეტოვებინა კოცნა, თუმცა კისრის კუთხეში სიცოცხლის წყაროსთან გავარვარებული ტუჩების შეგრძნებით დამწვარმა, მინაბული ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და წამწამებ აზიდული შემკრთალი თვალებით მიაშტერდა ოთახის სტუმარს.საიდუმლო წართმეულმა ჯაშუშმა, ყველა ძალის და ღმერთის წინაშე აღიარა დანაშაული და თქვა, როგორც კი გამომეღვიძა, წვიმის ხმა გავიგონე და ვიცოდი ფანჯრები ღია გექნებოდაო.
-ვიფიქრებდი ამოწმებს, ხომ არ გავცივდითქო, მაგრამ ტემპერატურას შუბლზე ხელისგულის მიდებით ამოწმებენ და არა, კისრის კუთხეებში...-ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა, ძლივს მოაბა თავი სათქმელს და ისევ ამხილა, ისედაც გამოჭერილი.
-ეს მაშინ, როცა ავადმყოფი, იების სურნელით არ გიწვევს...-ჩურჩულებდა დემეტრე და თან ეშმაკური ღიმილით აკვირდებოდა, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეს...-აბა, რით იმართლებთ თავს ქალბატონო?
-რა ვთქვა, დამნაშავე ვარ, ვწუხვარ თქვენი გამოწვევისთვის...-აკისკისდა და მაშინვე პირზე ააფარეს ხელისგული, მისი გაოგნებული სახის დანახვაზე კი შიშით იკითხა...-მოიცა, ჯერ ყველას ძინავს? შენ ჩემ ოთახში შემოიპარე და მე ვკისკისებ?
-ჭკვიანო, საინტერესოა როგორ მიხვდი? ...-თვალებს უბრიალდებდა ბერაია.
-წლები და გამოცდილება ჩემო დემეტრე, წლები და გამოცდილება...-როგორც კი ხელისგული მოაშორეს, მაშინვე ჭინკებაცეკვებულმა უპასუხა დაცინვაზე და წარბები მაღლა აზიდა.სააბაზანოს კარი გაიღო და გაფაციცებული ბერაიას კოპებშეყრილი სახის დანახვაზე, ახალი მზაკვრობა მოიფიქრა...-იცი, ყოველთვის დინჯი, თავშეკავებული და ჩაფიქრებული ხარ.ამის გამო შენს სახეზე არასდროს მინახავს ისეთი ადამიანური ემოცია, როგორიც მაგალითად...-თვალები მოჭუტა და სარკასტულად ჩატეხა ღიმილის კუთხე...-სირცხვილია.
-იმიტომ რომ საქმე არასდროს მიმყავს ჩემს შერცხვენამდე...-თვალი ჩაუკრა და დარწმუნებით ამოთქვა, მერე დაეჭვდა, გოგოს სახის გამომეტყველებაზე მიუხვდა რასაც გულისხმობდა და გამაფრთხილებლად დაისისინა...-არა, ტასო, არა!იცოდე შევრცხვებით, ისევ შენ გამო!...-საჩვენებელ თითს ტუჩზე ადებდა და ასე ცდილობდა, მისთვის ჩანაფიქრის დავიწყებას, ჯანაშიამ თვალები აუკვასკვასა, მისკენ წაწეულმა მოწყვეტით აკოცა და ბოროტულად წაუსისინა ბოდიშიო...-არა, არააა
-ელიკოოო...-თავისი ხმის იოგების მთელი ძალის ჩვენება სურდა, იმხელაზე იყვირა ელისაბედის სახელი და ახითხითებული დააკვირდა ბერაიას წაშლილ სახეს, უეცრად რომ წამოხტა და კართან აიტუზა.
ძველი ხალხისგან გამოთქმა მოდის "ასჯერ გაზომე,ერთხელ გაჭერიო", მის მნიშვნელობას ჯანაშია მაშინ მიხვდა როცა ოთახში,ლამის ყველა ბინადარი შემოუცვივდა მოხმობილის გარდა.ზურაბი და კიტა დაფეთებულები, არეული თმითა და ახლადგამოღვიძებული სახეებით შეშლამდე მიიყვანა ასეთი განწირული კივილით.ამჯერად საწოლზე წამომჯდარი და შერცხვენილი, მხოლოდ თავად გახლდათ აწითლებული როცა კვიციანების გაკვირვებულ სახეებს წააწყდა ბერაიას დანახვაზე.გამორკვეულმა ზურაბმა იკითხა ხომ მშვიდობა გაქვთო და ანასტასიას ლუღლუღი რომ მოისმინა, ბერაიას მიუბრუნდა.
-რა გითხრა ზურაბ...-ხელები გაასავსავა და მოჩვენებითი გულდაწყვეტა გაურია ხმაში...-ეზოში გამოვედი, დავინახე ფანჯრები ღია ჰქონდა, ვიფიქრე შესცივდებათქო და ისე დავკეტე, სულ არ გამიღია ხმა...-თავი დახარა, აქაოდა ძალიან ვარ გულნატკენიო...-ამან კიდევ იმხელა იღრიალა,თქვენ კი არა ჩემ მუშებსაც გააღვიძებდა ალბათ.
კვიციანი დინჯად რომ ისმენდა პასუხს, სიტუაციაში გამორკვევისთანავე ხელის ჩაქნევით გავიდა კარებიდან და უკან მიიყოლა კიტაც. აი ბერაიამ, სანამ ბოლომდე მოხურავდა კარს, ერთხელ კიდევ შეავლო მზერა ქალბატონს და დამცინავად გაუღიმა.
სამზარეულოში გასულებს, დემეტრემ ყავა შესთავაზა და თანხმობის მიღებისთანავე გაზქურაზე შემოდგა ჩაიდანი, რომ ოთახი როგორმე გამთბარიყო, დილის სუსხისგან გაყინული კედლების ფონზე.სააბაზანოდან გამოსულ ელისაბედს, ამჯერად მხიარულად მოუყვნენ მომხდარის შესახებ, მან კი მეუღლეს ქვეშ-ქვეშად გადახედა და ცოლ-ქმარმა სხვებისგან შეუმჩნევლად გაცვალეს თავშეკავებული ღიმილი.
დღეს ყველა სტუმარი დატოვებდა კვიციანების მყუდრო ბუდეს და თავიანთ სახლებში დაბრუნდებოდნენ.ბიჭები ამ ფაქტით მაინდამაინც კმაყოფილი ვერ იყვნენ და უგემურად ილუკმებოდნენ ელიკოს გამომცხვარ ალუბლის პეროგს.როგორც ყოველთვის, ყველაზე ბოლოს ანასტასია შემოუერთად,რომელსაც ჯინსის შარვალი და დიდი,ფუმფულა ჯემპრი მაინც არ ჰყოფნიდა სხეულის გასათბობად.მტრულად გადახედა ბერაიას სარკასტულ გამომეტყველებას და ჩაის ფინჯნით ხელში მიუჯდა ნიკოლოზს გვერდით.ხმას არ იღებდნენ, დემეტრემ სრული ნდობა გამოუცხადა ზურაბს და კიტას, ერთი კვირის მანძილზე მათ უნდა აეღოთ თავზე მუშების კონტროლი და უკან დაბრუნებულებს უკვე მზად დახვედროდათ მესამე სართულის საძინებლები,ავეჯით გასავსებლად.კვიციანებმა სიამოვნებით მიიღეს შემოთავაზება და სრული პასუხისმგებლობით ითავეს , მათ აქ არ ყოფნაში, საქმის გაძღოლა.
-ბავშვებო თბილი ტანსაცმელებიც წამოიღეთ, ერთი-ორი ხელი...-ელიკო დედაშვილური დარიგებების ხასიათზე იყო და წამდაუწუმ გაჰყურებდა ფანჯრებს, იმაში დასარწმუნებლად ჯერ კიდევ თავსხმა წვიმააო...-ხომ ხედავთ ამინდები როგორ უცებ იცვლება.
-ისე, ამ თავსხმაში და ნისლში წასვლას, არ ჯობდა დაგეცადათ და ხვალ წასულიყავით?...-თამამად იკითხა კიტამ.
-არა, ძალიან ბევრი შეხვედრა და მოლაპარაკებები გვაქვს დაგეგმილი და ისედაც გადავდეთ...-ლუკამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ბერაიას, რაც ანასტასიამ სრულიად შემთხვევით შეამჩნია.
-ზურაბ, ხომ იცით გამათბობლები საწყობში შევინახეთ, როგორც კი კედლებს შელესავენ, მაშინვე სათითაოდ ყველა ოთახში დააწყვეთ და მალევე გამოაშრობს კედლებს...-როგორც ყოველთვის საქმიანი ტონით საუბრობდა უფროსი ბერაია და კვიციანი მიუხვდა,როგორ ანერვიულებდა საქმის მიტოვება სასტუმროში.
გამომშვიდობება მაინდამაინც სასიამოვნო პროცესი არ ყოფილა.კვიციანების ოჯახი იმდენად მიეჩვია გადავსებულ ოთახებს, მუდამ ჟრიამულს, სახლში თუ ეზოში გაჩენილ უამრავ საქმეს, სტუმრების მასპინძლობას და ბიჭების ხუმრობებს, რომ რთული იქნებოდა თუნდაც ერთი კვირით მათ გარეშე ცარიელი სახლის ყურება.ანასტასიას ჩემოდანი გამოართვა ლუკამ და სანამ ბაჩო ისევ ტაკიმასხარაობდა, ელიკოს მოღვენთილი სახის გასანათებლად, ნიკოლოზმა პიჯაკი მხრებაწურულ ჯანაშიას თავზე მოაფარა და ბერაიას მანქანამდე მიჰყვა.
აქამდე თუ ეგონათ, გზაში მარტო ვიმგზავრებთ და ლაპარაკის საშუალება გვექნებაო, ახლა დარწმუნდნენ რომ ბაჩუკის სულ სხვა მიზნები ჰქონდა და უკანა სავარძელზე მათ სულთამხუთავად მოვლენილი ენას არ აჩერებდა.ერთ ჭერქვეშ გატარებულმა დღეებმა, ეს ბიჭი დაცალა ჯანაშიას მიმართ თავშეკავების გამოჩენის მოთხოვნილებამ და გაშინაურებული, უკვე საერთოდ აღარ აჩერებდა ენას.ერთი თემიდან მეორეს მიახტებოდა, განიხილავდა სოფელს, იქ გაცნობილ მუშებს, ცხოვრების ტემპს და სურვილს რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო.
-ეს შეხვედრები სასტუმროსთან დაკავშირებით იმართება?...-როგორღაც ხომ უნდა ამოესუნთქა ბაჩოს, ხოდა ამჯერად თვითონ გააჟღერა თავისი ხმა.
-არაა, ჯაბამ ძველი ქარხანა...-უდარდელად წამოაყრანტალა და უეცრად თეთრმა ფერმა გადაჰკრა სახეზე, როცა გაახსენდა ბერაიასთან კამათი სასტუმროს ბიბლიოთეკაში.სარკიდან უყურებდა დემეტრე და წარბაწევით ანიშნებდა რაღაცას...-მოკლედ ძველი ქარხანა ვიქირავეთ რა, ხოდა ერთკვირიანი დასვენებები უნდა მოვაწყოთ.
-შენ სანამ წამოვიდოდით, ზურაბის ღვინო ხომ არ დაგილევია? ისევ?...-ანასტასიას გაეცინა ამ სისულელეზე და ბერაიას გახედა, რომელმაც უცებ იცვალა გამომეტყველება.სახეზე ღიმილი შეახმა,აქ თითქოს რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა.
-მარკეტინგის ჯგუფთან გვაქვს ძირითადად შეხვედრები, მერე პარტნიორებთან, საბუთებია გადასახედი, ერთი თვის მანძილზე გაწეული ხარჯთაღრიცხვის წარდგენა და ...მოკლედ ძალიან ბევრი რამე დაგროვდა...-დინჯად ლაპარაკობდა, მაგრამ ისე არა, როგორც ახასიათებდა.ეჭვის და უნდობლობის სურნელი დატრიალდა ავტომობილში, ის იყო ჯანაშიას ხმა უნდა ამოეღო რომ ისევ დაასწრეს.
-მოიცა, მოიცა...-თვალებმოჭტული ბაჩო უცნაურად აკვირდებოდათ, უკანა სავარძლების შუაში მჯდარი,მთელი სხეულით წამოიწია წინ და მზერა ხან ერთს მოატარა,ხან მეორეს...-თქვენ როდის დაზავდით?
-გვეკითხები ერთი შენობის მფლობელები და პარტნიორები, საქმეზე რატომ ვლაპარაკობთ?...-სიტუაციის გადარჩენა ისევ ბერაიამ ითავა, თავისი სარკაზმით.
-არა! მე გეკითხებით... აქამდე ან შენ როგორ არ გაქვს დათხრილი თვალები,ან ამ ქალბატონს ნერვები?...-გაწელვით საუბრობდა მეგობარი, ასე თითქოს უფრო მეტი ეფექტი ეძლევა ჩემს სიტყვებსო.
-ეეხ ბაჩუკი, ნეტავი შენ რააა...-გუშინდელი დაცინვა გაახსენდა ანასტასიას და კარგადაც წაკბინა, სიტუაციიდან გამოძრომის იმედით.
-ნეტავი მე თუ, ნეტავი თქვენ? ჰა?...-წარბები აათამაშა და ჭინკები ააცეკვა გუგებში...-გუშინ სად ბრძანდებოდით იმ დრომდე? პატიოსანი ხალხი, საღამოს ცხრამდე სახლში, რომ უნდა იყოს, არ გასწავლეს თქვენ?
-სადღაა პატიოსნება ჩემო ბაჩუკი...-დაიწყო ბერაიამ თავისი ჩარტყმები და ანასტასიამ რომ თვალებგაფართოებით გადახედა ამ ხუმრობაზე, მაშინ კი მიუხვდათ ბაჩო ყველაფერს.
-მოიცა, სერიოზულად?...-უცებ სახე შეეცვალა, ამჯერად მათ წინ აღარ იყო აცანცარებული ახალგაზრდა კაცი.აქამდე ხუმრობა-ხუმრობაში გატარებული ეს თემა რეალურად აღიქვა და სავარძელს მიეყრდნო.ბერაიამ შეშფოთებით გახედა უკან მჯდომს და ვერ მიხვდა ასეთი რეაქცია რა შუაში იყო.
ბაჩოს ხმა აღარ ამოუღია.ერთიანად დასერიოზულებს რომ გადახედავდა ანასტასია და ეცდებოდა ისევ აელაპარაკებინა, ის ბუტბუტით მოუგდებდა სიტყვას და ეს იყო.რაც უფრო მეტად შორდებოდნენ დასავლეთს, მით მეტად იცვლებოდა ამინდი.ივლისს უცნაურად მოჰქონდა ჩრდილოეთის სუსხი, ზაფხულის შუა თვეში, თუმცა უკვე აღარ წვიმდა. ბერაია ქვეშ-ქვეშად გახედავდა მეგობრის ფანჯარაზე მიწებებულ შორს მოცქირალ თვალებს და შუა გზაში მყოფმა მკაცრად განაცხადა ყავაზე გავჩერდეთ და თან რამე ვიყიდოთო.
ავტობანიდან გადავიდნენ და პატარა, კვების ობიექტთან გააჩერეს.მათ ავტომობილს გვერდით ამოუდგა ლუკას და ნიკოლოზის მანქანა და ბერაიამ ჯანაშიას შესთავაზა, ბიჭებს გაყევი და მეც მალე მოვალო.ახლა კი ნათელი იყო, წინათგრძნობა გამართლდა და ანასტასია დარწმუნდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ მაინც დაყვა.ნიკოლოზს გვერდით ამოუდგა და კაფის სივრცეში მიმალულებს როგორც კი მზერა ჰკიდა ბერაიამ მაშინვე გაცეცხლებული მოუბრუნდა მეგობარს, ხომ უნდა დაუკვირდე ვისთან რას ამბობო.
-მე დავუკვირდე?...-ბაჩომ ცალყბად გადმოხედა და მისკენ წამოწეულმა განაგრძო...-შენ არ გითქვამს, რომ ჯანაშიასთან რომანი გააბი!
-ეს რომანი არ არის, სიტყვებს დაუკვირდითქო!...-თვალები დააკვესა და ლამის კისერში წვდა გაცეცხლებული.
-ტყუილად ბრაზდები ჩემზე, იცი ამას რატომაც გეუბნები !...-ხმა დაიმშვიდა ბაჩომ და ეცადა შორიდან მოევლო...-თან უმალავ ! დემე ცუდად იქცევი, იცოდე გული გეტკინება.
-ხომ ვთქვი, რომ ყველაფერს გამოვასწორებდი?! ამიტომ არ გადავწყვიტეთ წამოსვლა? რა გინდა რომ ვქნა, ყველაფერი ასე პირდაპირ მივახალო?...-ხელები გაასავსავა და საჭეზე მოთავსებულ მკლავებს თავით მიეყრდნო.
-თუ არ ეტყვი, იცოდე გიორგი ეტყვის და უარესია...-უემოციოდ ამოილაპარაკა ბაჩომ და მის მოკეცილ ფიგურას რომ დააკვირდა...-თავის დროზე რომ გაგემხილა მასზე, გირჩევდი გეთქვა და იქვე მოგეგვარებინათ. ახლა სახლში მიგყავს და რა გარანტია გაქვს რომ მამამისი ყველაფერს არ ეტყვის?
-მამამისი ბათუმშია წაბრძანებული ცოლ-შვილთან ერთად და რომც უთხრას რა?...-ბაჩო ვერ ვხვდებოდა რომ მეგობარი მას კი არა საკუთარ თავს ეჩხუბებოდა.
-მისმინე, რომ ვერ მოაგვარო ? ჯაბამ უარი რომ გითხრას? მერე რას აპირებ? ...-როგორ უნდა ეპასუხა კითხვებზე,რომლებიც ისედაც აწუხებდნენ და ჭამდნენ, პასუხები არ ჰქონდა.მხოლოდ მამამისის იმედზე იყო და თუ არ გამოვიდოდა, მაშინ მოუწევდა ჯანაშიასთვის დამალული სიმართლის გამხელა.ეს კი გუშინდელი დღის მერე, საერთოდ არ ეპიტნავებოდა.
-მოვაგვარებ!...-წამოიძახა გაგულისებით და მაშინვე გაჩუმდა.
ანასტასიას უკან მოყვებოდნენ ლუკა და ნიკოლოზი წყვილ-წყვილი ყავით ხელში.როგორც კი ავტომობილის სივრცეში დაიგულა თავი ჯანაშიამ უხერხულად გაიღიმა და მხრები მოეწურა, თოშიდან დაბრუნებულს სითბო რომ სახეში ეცა.ნიკომ ჩამოწეულ ფანჯარაში თავი შემოყო და ყავა გადააწოდა იქ მჯდომებს.მათ სახეებს რომ შეეჩეხა გაკვირვებით იკითხა მშვიდობა თუ ჰქონდათ, დასტურის მიღების შემდეგ კი მაინც დაეჭვებული წავიდა თავისი მანქანისკენ.
თბილისამდე ისე ჩავიდნენ რომ მაინდამაინც ბევრი არ ულაპარაკიათ, შიგადაშიგ გაცვლიდნენ სიტყვებს და ეს იყო.ბაჩომ შეუვალად გამოაცხადა ჯერ ანასტასია დავტოვოთ და მერე წავიდეთ ჩემთან, საქმე მაქვსო და უარის თქმა არ გამოუვიდა ბერაიას.
ნაცნობ კორპუსთან მისულები მანქანიდან გადმოვიდნენ.ბერაიამ საბარგულიდან ჩემოდანი ჩამოიღო და ძლივს დამარტოხელებულ ანასტასიას მიჰყვა უკან.სადარბაზომდე სანამ მივიდოდნენ ფიქრობდა რა ეთქვა, სიტყვები კი თავში აბურდულ ძაფებს ემსგავსებოდნენ და ლიფტთან მისულს წამოეშველა ჯანაშია.
-რაღაც ხდება ხო? ამჯერად რაზე იჩხუბეთ, გლობალური დათბობის მიერ, ჰავის ცვლილების საკითხებზე ვერ შეთანხმდით?...-ბერაიას დუმილით გაგულისებული, უკვე სარკაზმს უხმობდა.
-კომპანიის შიდა სამზარეულოში გვაქვს უთანხმოება, მოვგვარდებით!...-ცივად მიუგდო და ამით კიდევ უფრო მეტად გაანჩხლებულმა არც თავად დააკლო ყინვა.
-წარმატებები ურთიერთობების დალაგებაში...-ჩემოდანს ხელი დაავლო და ნაბიჯი წინ წადგა, როცა მკლავზე ხელისგული წაავლეს,თვალები ბრაზისგან დახუჭა და გაღიზიანებულმა გადმოხედა.
-ერთი კვირა...-მშვიდად საუბრობდა ბერაია და სულ მუდამ კოპებშეყრილი პირისახე, ახლა ერთმნიშვნელოვნად დარდიანი ჰქონდა...-ყველაფერს მოვაგვარებთ და მერე...
-მისმინე...-ამჯერად უკვე დაშოშმინებულმა, ჩურჩულით ამოთქვა...-მესმის, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა,როგორც დაგეგმილი გქონდა და ამაზე ღიზიანდები.ასე, რომ არაა საჭირო თავის მართლება, უბრალოდ ნუ მიმალავ.პატარა ბავშვი არ ვარ, რომ თუ რამე ცუდი მოხდება, დავჯდე და ვიტირო...-ძალიანაც სცადა თავის შეკავება, თუმცა ბოლოს ღვარძლი მაინც გაერია ტონს...-და ქვეშ-ქვეშად ნუ იყურები ისე, თითქოს ვერ ვამჩნევდე.
მიაძახა და გაღებულ ლიფტის კარში ისეთი გაგულისებით შევარდა, რომ დამშვიდობების საშუალებაც არ მისცა.ბრაზი გამართლებული იყო, დემეტრე ბერაია ახლა მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა და რომ შეძლებოდა ალბათ ცივ ნიავსაც შეუცვლიდა მიმართულებას, ვაიდა სახეზე არ მოხვდესო.ჯანაშიამ ისევ იმ პატარა გოგოდ იგრძნო თავი, მამამისი რომ ყბაში ხელის წაჭერით აღებინებდა პირს და ძალით ატენიდა საჭმელს, აქაოდა მის გადარჩენას ვცდილობო.
კარი ნაცნობმა, თბილმა სახემ გაუღო,ერთიანად აიკრა ქალმა გულზე და ჩურჩული დაუწყო მონატრებასა და სიყვარულზე.ჩემოდანი როგორც კი ოთახში შეიტანა, მაშინვე სამზარეულოში გამოვიდა და ლალიკოს გვერდით ამომდგარმა ცხელი ჩაი უკვე მისთვის გადმოღებულ ფინჯანში დაისხა.ღიმილით დააკვირდა შუახნის გადიას ქცევას, ერთიანად აბრჭყვიალებული თვალებით რომ თლიდა ვაშლს და ეტიტინებოდა, გზიდან მოდიხარ და ხილი მაინც შეჭამეო.წვრილ-წვრილად გამოჰკითხა სასტუმროს ამბები, კვიციანების მოკითხვიდან დაწყებული ბაღში მსხმოიარე ხეებით დამთავრებული, ყველა დეტალი მისი ინტერესის საგანი აღმოჩნდა.ჯანაშიასაც არ ბეზრდებოდა მოყოლა, როგორ გასინჯა მილას დარგული ალუბალი, როგორ ეხმარებოდა ზურაბს ტბის მხარეს ჯერ პეტუნიების, მერე კი დეკორატიული ხეების დარგვაში, ბოლოს თმაც გადაიწია და გატეხილი წარბი აჩვენა.ქალმა საწყალობლად შეიცახადა, სახეზე ეცა და თან მოფერებით, თან საყვედურებით აუვსო თავის ქალა.ბოლოს რომ ყველა ამბავი მოილიეს, ლალიკო ფრთხილად მიადგა, მთავარ სათქმელს.
-მამაშენი ყოველდღე რეკავდა და გკითხულობდა...-ნიადაგი მოსინჯა ქალმა და ბოლოს მაინც თქმა ამჯობინა...-ვატყუებდი რომ სახლში იყავი და უბრალოდ მასთან საუბარი არ გინდოდა.
-კარგად მოგიფიქრებია...-მოუწონა იდეა და ახლა მიხვდა, რომ საერთოდ არ აწყობდა მამამისს გაეგო, ამდენი ხანი ისევ კვიციანებთან რომ ბრძანდებოდა.მერე ჩაფიქრებულმა განაგრძო...-მაინდამაინც თავს არ შეიწუხებდა ჩაციებით, გინდა თუ არა დამალაპარაკეო.
-სანამ წავიდოდა ისე იჩხუბეთ, რომ არ უნდა გიკვირდეს...-მაინც მამა-შვილს მშვიდობის მომხრე იყო ლალი...-შენთვითონ უთხარი რომ მასთან ლაპარაკი არ გინდოდა.
-ძალიან კარგი.იმედია კიდევ დიდხანს დარჩებიან, ბედნიერი ოჯახი ბათუმში...-დაცინვით ამოილაპარაკა და მერე ანთებული თვალებით გადმოხედა...-მანამდე ჩემ საქმეებსაც მოვაგვარებ.
-ამჯერად რა ჩაიფიქრე?...-შეშინებული იყო უკვე გადია, ვეღარ ხვდებოდა ვინ ვის ზურგს უკან ხლართავდა გეგმებს...-ამჯერად რა ხათაბალაში ეხვევი ტასო?
-მილას ერთი ძალიან კარგი მეგობარი რომ ყავდა გახსოვს? ნეა ჭკადუა...-იდეით გატაცებულმა დაიწყო თავისი განზრახვის მხილება...-აუცილებლად უნდა ველაპარაკო.
-ნეა ჭკადუა...-გაიმეორა ქალმა და დაფიქრდა, თითქოს იხსენებსო, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა.
-სასტუმროსთან დაკავშირებით ბერაიას პრობლემები აქვს, როგორც ამიხსნა მარკეტინგის ჯგუფმა ვერ მოიფიქრა სტუმრების მოზიდვის გეგმა, თუ არ მოვაგვარებ ამ სეზონზე ვერ გახსნის.
-ხო მაგრამ ეს ვიღაც ნეა როგორ დაგეხმარება?...-შეთქმულების თანამზრახველივით მიიწა ქალი მისკენ და უჩურჩულა, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოებას აეხდებოდა მის წინ ფარდა.
-ეგ უკვე მე ვიცი...-თამომწონედ მიუგო და ფინჯნიდან შეთბილებული სითხე მოსვა.
ჩემოდანი სავსე იყო ტანსაცმელებით და მოთმინებით ელოდა მეპატრონის ხელებს დასაცარიელებლად.ჯანაშია სათითაოდ ალაგებდა და დროის გასაყვანად საუკეთესო საშუალება მოიძია, ყველას ნაწილ-ნაწილ უკრა თავი სარეცხ მანქანაში და პარალელურად სოციალურ ქსელში სცადა მისთვის სასურველი პიროვნების მოძებნა.ნეა ჭკადუა კარგად ახსოვდა, იმ დღეებიდან მოყოლებული როცა პირველად მოვიდა სასტუმროში და მილას კეთილგანწყობა დაიმსახურა, თავისი უშუალო ხასიათით.მას შემდეგ არც ერთი სეზონი გასულა ისე,რომ ათი დღით მაინც არ დაეჯავშნა ოთახი.შეხვედრა მაინდამაინც არ ეპიტნავებოდა, სასურველი ვარიანტი ტელეფონით გასაუბრება იყო, ასე თავიდან აიცილება ზედმეტ შეკითხვებს და მოკითხვებს.მისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებას მანამ ამოწმებდა წამდაუწუმ, სანამ დღე ხელში არ შემოეცალა და ძილის ანგელოზებმა არ მოაკითხეს.ლოგინში ჩაწოლილი ფიქრობდა, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რამაც რადიკალურად შეცვალა დემეტრე ბერაიას გუშინდელი სახე.თითქოს კვიციანების სახლს რაც უფრო მეტად შორდებოდნენ, მით უფრო იზრდებოდა გვერდი-გვერდ მსხდომებს შორისაც მანძილი.საბოლოოდ კი მათ შორის იმხელა სივრცე გაჩნდა, რომ არც კი გამომშვიდობებიან ერთმანეთს.ყველაფერი საწყის წერტილთან ბრუნდებოდა და შეუქცევად პროცესს ჰგავდა.
დილით, თვალის გახელისთანავე, პირველი რაც გააკეთა ლეპტოპისკენ გაწევა და სოციალური ქსელის შემოწმება იყო.გულის ფანცქალით ელოდა ქალის პასუხს და ხელისგული აიკრა შუბლზე, როგორც კი მისგან მონაწერი დახვდა.საათს დააკვირდა და უეცრად სახე დაუსერიოზულდა.დღეს ის იშვიათი დილა იყო, როცა სიზმრების სამყაროდან უვნებელმა გამოაღწია, შეშფოთებას და შიშს არ გაუღვიძებია გამთენიისას და ვერ მიხვდა ეს ,რისი ნიშანი იყო.ფეხზე წამომდგარი, ტელეფონმომარჯვებული,ფეხშისველი წავიდა სამზარეულოსკენ. ლალიკო აშკარად გასული იყო, მისი ჩანთა შემოსასვლელში იდო, მაგრამ ძახილზე არავინ გამოეპასუხა.ჩაიდანი გაზზე შემოდგა და განათებულ ეკრანს დააკვირდა.ტელეფონის ნომერი გადმოაკოპირა და გაფაციცებით დაელოდა ყურმილის მეორე მხრიდან ხმას.
-გამარჯობა...-აღმოხდა გახარებულს...-ნეა ჭკადუას ვესაუბრები?...-თანხმობა მიიღო და განაგრძო...-ნეა მე ანასტასია ვარ, გუშინ მოგწერეთ.მილას შვილი ვარ.
-ტასოო, მახსოვხარ.როგორ ხარ?...-ქალს აშკარად სასიამოვნოდ გაკვირვებული და გახარებული ტონი ჰქონდა.თითქოს ზარს მოუთმენლად ელოდა.
-კარგად, თავად როგორ გიკითხოთ?...-პასუხი მოისმინა, მერე შეყოყმანდა და თავს ძალა მაინც დაატანა...-იცით, თუ შეძლებთ თქვენთან შეხვედრა მინდა.რაღაც საქმე მაქვს.
-მშვიდობაა ჩემო გოგო? მამა როგორაა?...-აშკარა შეშფოთებას იწვევდა ქალში, ათწლეულის შემდგომ გოგოს შეხმიანება, თანაც ამ სიტყვებით...-ჩემთან მოდი სტუმრად.როცა გინდა.
-დღეს შუადღისას გეცლებათ?...-ფრთხილად მოსინჯა ნიადაგი და დადებითი პასუხიც მიიღო...-მაშინ სამ საათზე გესტუმრებით.
-კარგი ჩემო გოგო, ზუსტ მისამართს მოგწერ.აბა შეხვედრამდე, გელოდები...-საუბარი შეწყდა.
ახალი დღის და სასიამოვნოდ განვითარებული მოვლენებით აღტაცებული წამოფრინდა ფეხზე, ფინჯანში ყავა ჩაიმზადა და გაღებულ კარს მიაპყრო მზერა.ლალიკო მოდიოდა და თან მოჰქონდა პროდუქტებით სავსე ცელოფნები, ჯანაშიას გაბრწყინებული სახის დანახვაზე იკითხა ასე რამ გაგაბედნიერაო და გოგონამაც დაუზარებლად გაუზიარა სიახლეები.
კარადაში კარგა ხანს ათვალიერებდა ტანსაცმელს, უნდოდა ოფიციალურად გამოწყობილიყო, რომ საუბარს მხოლოდ შინაურული ელფერი ჰქონდა, მაგრამ თან იცოდა რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რაღაც მხრივ მის სერიოზულ მისიას უსვამდა ხაზს.ისევ კლასიკურ ვარიატს მიჰყვა და შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი წარსდგა თავისი შემფასებლის, ლალიკოს წინაშე.შუახნის გადიამ მოუწონა არჩევანი და როგორც სჩვევიათ ხოლმე, პირჯვარი გადასწერა ტაქსის მოსვლიტ აჩქარებულ გოგოს,კარიდან გასვლისას.
მოლში თვალების ცეცების, ათობით გავლილი ნაბიჯის და მიუღებელი გადაწყვეტილების შემდგომ,ისევ ძვირფასს სუნამოსა და კლასიკურ ვარდების თაიგულს დასჯერდა.ვინმეს რომ დაენახა იფიქრებდა, პაემანზე მიდისო.შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, შეყვარებულ ბიჭს ჰგავდა თავისი ვეებერთელა ვარდების თაიგულით.
სამაგიეროდ ნეა ჭკადუს დიდად ესიამოვნა კვასკვასა ყვავილების დანახვა და სიამოვნებით შეიპატიჟა სახლში.ბინას ეტყობოდა, რომ მაცხოვრებლები ძალიანაც კმაყოფილი იყვნენ, ქალაქის ხმაურის,მრავალბინიანი კორპუსების ხედის და ცხოვრების რიტმის.ყველაფერი ღია და მუქ ნაცრისფერ ტონებში იყო გადაწყვეტილი.ეს ბინა ადამიანი რომ ყოფილიყო, იფიქრებდით სული არ აქვსო. ავეჯი თეთრი,პრიალა აკრილით გახლდათ დამზადებული, დივანს ლურჯი ხავერდის ნაჭერი ეკრა და ყველა სტუმარს ისე ეცემოდა თვალში მისი სიძვირფასე, რომ აუცილებლად შეაყოვნებდა წამიერად, ჩამოჯდომამდე,ხომ არაფერს ვაშავებო. შუშის,ჟურნალების მაგიდაზე უკვე ელაგა ფინჯნები და მათში მოქცეული, შეგრილებული ყავა.მასპინძელმა მოინდომა ხელთავიდან მოდუღება, თუმცა სტუმარმა არ დაანება და თამამად მოსვა, აქაოდა ჩემთვის ეს პრობლემა არ არისო.
-აბა ტასო, მითხარი როგორი იყო ბერლინი?...-საუბრის წამოწყება სცადა ქალმა...-რამდენი ხნით ჩამოხვედი?
-ბერლინში ყველაფერი კარგად იყო.სწავლა და სახელმწიფო პროგრამების კურსებმა მთელი დრო წაიღო და სიმართლე გითხრათ ბევრი მე თვითონაც არ მინახავს,ამისთვის დრო არ მქონდა...-საერთოდ არ უნდოდა ბერლინზე ჩაციკვლა.უნდოდა პირდაპირ საქმით დაეწყო.მაგრამ ეს შავგრემანი ქალბატონი, თვალებ აციმციმებული შესცქეროდა და უფრო და უფრო მეტი აინტერესებდა...-წასვლას აღარ ვგეგმავ.
-მართლა? ესეიგი დაბრუნდი...-გაეღიმა ქალს და განაგრძო...-მამა როგორ არის?
-მამა მშვენივრად გრძნობს თავს, ცოლ-შვილი დასასვენებლად წაიყვანა და ახლა ბათუმში არიან...-სახეზე წამოწითლდა, ყინული უნდა გაელღო.ისე ჩაციებით ეკითხებოდა მამაზე, თითქოს სიმართლე არ იცოდა.ძალიან სწორადაც მოიქცა, ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა ის ყალბად მოციმციმე თვალები ჩაუქრო ქალს და გულახდილად აალაპარაკა.
-ადამიანები შეცდომებზე სწავლობენო...-ახლა სულ სხვანაირი სახე ჰქონდა.ის ქარაფშუტული, ერთგვარად თავის მოსულელების მცდელობით მიღებული სახე ჩამოერეცხა და ახლა ნამდვილი ნეა ჭკადუა იჯდა ანასტასიას წინ...-მართალია ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმედია გაკვეთილად მაინც მიიღო და, თუმცა რა ჩემი საქმეა...-ხელი აიქნია და უხერხულად გაიღიმა...-აბა გისმენ? ვიცი შენ ასე უბრალოდ არ გაგახსენდებოდი.
-ნეა, რაც ჩამოვედი, მას შემდეგ სასტუმროს რესტავრაცია დავიწყე, მინდა რომ ისევ გავხსნა...-ესეც ასე, ფრთხილად შეაპარა.
-მართლა? ეს რა კარგი ამბავი მითხარი...-შეფიქრიანებულმა ამოთქვა და მერე თვალები აუციაგდა...-მილას ისე ძალიან უყვარდა ის ადგილი, ხანდახან დავცინოდი კაცი რომ იყოს ალბათ ცოლად გაჰყვებოდითქო...-გაეცინა თავისი ახალგაზრდობის დროინდელ სიცელქეზე.
-შენთან სათხოვარი მაქვს, ვიცი რომ სწორად გამიგებ...-ახლა იყო დრო, ან ნაბიჯს გადადგამდა ან საერთოდ ვეღარ გაბედავდა ამოღერღვას...-პრობლემა ისაა, რომ მარკეტინგის ჯგუფმა არ იცის პირველი სტუმრები როგორ მოიზიდოს.თუ სასტუმროს ნომრები არ დაიჯავშნება, სხვებს ვერ დავაინტერესებთ...-თვითონაც არ იცოდა რაზე საუბრობდა, ისე სამოწყალოდ მიუგდო დემეტრე ბერაიამ ორი სიტყვა, აზრი ძლივს გამოიტანა.ახლა ლოცულობდა იქნებ ნეაც არ ჩამეძიოსო.
-მისმინე, შენც კარგად იცი, რომ იმ სასტუმროში ვინც ერთხელ შემოადგამდა ფეხს, მეორე სეზონის ადგილების დაჯავშნას იწყებდნენ...-ახლა უკვე საქმიანი ტონი გაერია საუბარში...-იქ ყველა ისე ვგრძნობდით თავს, როგორც საკუთარ სახლში და მილას წყალობით ყველა ყველას მეგობარი იყო.შენ წარმოიდგინე ის მეგობრობა დღემდე გვაკავშირებს.
-როგორ ფიქრობ იმ ამბის მერე მოინდომებენ სასტუმროში დასვენებას?...-აი რეალური მიზეზი, რისთვისაც აქ მოვიდა.ანასტასიას სულ არ აინტერესებდა ბერაიას მილიონერი კლიენტები, მას სიცოცხლის დაბრუნება სურდა იმ ადგილისთვის, სადაც დააბიჯებდნენ ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები. მხატვრები ტბის პირას, ზაფხულის მზეს არ ეპუებოდნენ და მოლბერტზე ჩანახატებს ამზადებდნენ. ოჯახები ერთმანეთთან მეგობრობდნენ და ყველა ყველას იცნობდა.სწორედ ამიტომ ეშინოდა, რომ მილას გარდაცვალების ამბის გაგების შემდგომ, ერთი ადამიანიც არ მოინდომებდა იმ მიწაზე ფეხის დადგმას.
-ყველა მოინდომებს ტასო...-ხელისგულით გოგონას თითებს წაეტანა და თვალებში სითბო გაუკრთა.ანასტასიამ წამიერად გაიფიქრა რა მოხდებოდა ჭკადუას სიმართლე რომ გაეგო.გიორგი ჯანაშიამ ხომ იმიტომ დახურა სასტუმრო, რომ ამბავი არ გამსკდარიყო.ყველა ცნობისმოყვარემ მხოლოდ ის იცოდა რომ მილას მუცელი მოსწყდა და სამწუხაროდ დაიღუპა.ამბის მეორე ნაწილი იმ ოთახში მყოფთაგან არავის გაუმხელია...-ასე მოვიქცეთ, მე იმ გოგოებთან დავრეკავ, რომლებთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა, მაქვს.მათაც ვთხოვ მსურველები მოიძიონ და ძველ ხალხთან ერთად, ვინ იცის იქნებ ახალი, საინტერესო სტუმრებიც გეწვიონ მილას სასტუმროში.
გონება დამშვიდებულმა ძველი ამბები, ამჯერად თამამად გაიხსენა.ნეა ჭკადუას ატმოსფეროში მოქცეულმა თავშეკავებით მოჰყვა სოფლის ამბები, სამუშაოების მიმდინარეობა, ნაცნობი ოჯახების ამბები და რაც მთავარია, ქალის ცნობისმოყვარეობაც დააკმაყოფილა ბერლინური ამბებით, რამდენადაც ჭკადუას ვაჟს თურმე სწორედ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაბარება ჰქონია გადაწყვეტილი.
ტაქსით სახლში რომ ბრუნდებოდა, ფანჯარაზე თვალებ აწებებული უყურებდა ქუჩებს.იცოდა, რომ დადგებოდა დღეები, სადაც ვინ იცის,იქნებ დეა ჭკადუას მსგავსად ეცხოვრა უსულო ბინაში.დღეები სადაც დილის სუსხსა და სუჩუმეში სულმოშიშვლებული შეეეკედლებოდა ყავის შავი სითხით ამოვსებულ ფინჯანს,სამზარეულოს თბილ მოყავისფრო სივრცეში გაირინდებოდა და სანამ დღე დაიწყებოდა ახალი თავგადასავლებით, დაფიქრდებოდა იმაზე საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.რამდენს მიაღწია და რამდენი მწვერვალი ექნებოდა კიდევ წინ.მაშინ გაიხსენებდა როგორ იმშვიდებდა გულის ფეთქვას როდესღაც და როგორ ოცნებობდა იმაზე რაც ახლა ექნებოდა.ეცოდინებოდა მის ჩიტისფრთა ფეთქვას რომ მორჩა საგულიდან ამოვარდნები და დროა დასახლდეს,სიმშვიდეში აიგოს იმედების ბუდე და ახალ მწვერვალებზე იფიქროს.იცოდნენ მან და მისმა ჩიტისფრთა ფეთქვამ,რომ დადგებოდა დღეები,მზით და ლაჟვარდებით და ისინი აღარ ატირდებოდნენ..."და ჩვენ აღარ ავტირდებით!" ტუჩების მოძრაობით, თითქმის უჩუმრად ამოთქვა. ქალაქი ლამპიონების შუქში იძირებოდა.ვერ იტანდა კაფე-ბარებით და რესტორნებით გადავსებულ ქუჩებს, ხალხს, რომელთანაც ახლოს არასდროს ყოფილა, მათ გარშემო არასდროს უგრძვნია თავი მშვიდად.ახლა კი როცა უცხო მანქანის ფანჯრებიდან იცქირებოდა გაახსენდა რატომ არ უყვარდა სახლი.ის ოთახი, რომელშიც მუქი ფარდები დაკიდეს, ის ოთახი სადაც ხშირად ისმოდა მისი სახელი,მაგრამ საკუთარ ცარიელ თავში ანასტასიას ვერ პოულობდა.სხვა ყველაფერი კი იმით იწყება რომ იძულებ გარეთ გამოსვლას, გამოჩენას, ადამიანების დანახვას იმიტომ რომ ხედავ ბედნიერები არიან...საღამოს სიგრილეებს თონეში ახლადამომცხვარი ოჯახური ბედნიერებასავით იტეხენ და იღიმიან, ერთმანეთს ამბებს უცვლიან , ღიმილებს ისვრიან, კისკისებს აკრავენ ქუჩის კუთხეებს და შენ ზიხარ, ბნელ კუთხეში მობუზული რომ ვერ შეგამჩნიონ, გინდა გამოიჭირო ტყუილში, ამხილო რომ, როგორც აჩენენ ისეთები არ არიან, რომ ერთმანეთი ისე ლაჟვარდისფრად არ უყვართ როგორც აჩენენ, მაგრამ უფრო ინთებიან, საღამოს მოდუღებული თბილი ჩაივით ასდით ბედნიერების ოხშივარი და შენ დგახარ გულს იგლეჯ და ფიქრობ რა დააშავე, ან მათ რით დაიმსახურეს ამოდენა სიყვარული... შენ ვინც კალთიდან აგაცალეს ვარდისფერ ზმანებებს და გაჩვენეს ცხოვრება ჭუჭყიანი და ცივი , გათოშილი ხელებით ამოსაჭმელი დღეების ყინვა, შენ ვინც ფეხზე დაგაყენეს და გითხრეს რომ დიდი უნდა ყოფილიყავი და ბავშვობის დრო არ იყო და ასე ხმაურიანად ამოგიჭამეს გამოუვლელი ბავშვობის მჟავე ნაყოფი... დგახარ ქურდივით, თვალებს მათი ღიმილის კუთხეებში აწყობ, ეჭვით აკვირდები და მტკიცედ წყვეტ რომ აღარ გამოხვალ ოთახიდან , რომ ღამეებს უფრო მეტად ამოათეთრებ და აღარ დაინახავ მათ, თავისთავად მოსული ჟრიამულით და ოჯახურობით.
ხმამ გამოაფხიზლა,მისი გახსნილი ჩანთიდან რომ მოდიოდა.მაშინვე ეცა აწკრიალებულ ტელეფონს, რომლის მანათობელ ეკრანზე დემეტრე ბერაიას ნომერი იყო გამოსახული.რამდენიმე წამი ყოყმანობდა, გულში რაღაც ცუდმა შეგრძნებამ დაიდო ბინა და გაუთვიცნობიერებლად გათიშა, გველნაკბენივით მოიმარჯვა ხელთავიდან და ტექსტური შეტყობინება აკრიფა -"სტუმრად ვარ.სხვა დროს ვისაუბროთ".
-მოვედით...-უეცრად გამოეკვა, ტაქსის მძღოლს სარკიდან გახედა და გარემო რომ შეათვალიერა, მიხვდა რომ თავის კორპუსთან იყო.თითებით გაწოდებულ ქაღალდის ფულს, კაცი ხარბად დასწვდა და ავტომობილიდან გადმოსული ანასტასია, ჩუმად, ნელი ნაბიჯებით გაუყვა სადარბაზოსკენ გზას.
-ესეიგი სტუმრად ხარ...-ხმა ცინიკური იყო, ხმამაღალი და ნაცნობი...-როგორი უცნაური მასპინძელი გყავს, საკუთარ სახლში მოგიპატიჟა?...-ეს ჩვეული, მისთვის ჩვეული დაცინვა და წაკბენა გახლდათ.
ანასტასია მოტრიალდა, ლამპიონების შუქი ანათებდა დემეტრე ბერაიას სახეს,მანქანას ხელებგადაჯვარედინებული რომ მიყრდნობოდა, ნაცრისფერ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი და თვალებს უკიაფებდა ცინიზმის შუქი.ის იქ იდგა, როგორღაც ახლო, ამჯერად უარყოფილი და პასუხის გარეშე დარჩენილი, სამაგიეროდ მუდამ მობუზღუნე და საკუთარ თავში ჩაკეტილი, საბუთებში მოძრომიალე, ქალაქს მიჩვეული, უცხოობის განცდის გარეშე.მან არ იცოდა, რას ნიშნავს იყო უცხო იქ, სადაც გაიზარდე, სადაც გელიან სახლში დაბრუნებისას. ერთ ადგილზე გახევებულმა ანასტასიამ მხოლოდ ახლა გაანალიზა რას ნიშნავს ბრუნდებოდე სახლში.ჩანთა უნებლიეთ აეკრო ბეტონის სიცივეს, ჩქარი ნაბიჯით წასულს გაშლილი დაახვედრეს მხრები და ერთიანად აცახცახებული მიიკრეს გულზე.ისე ეჭიდებოდნენ ხელისგულები თითქოს სადაცაა გაექცეოდათ,ნაცნობი სურნელი ტრიალებდა ჰაერში, გუშინ დილიდან წამოღებული იების სუნს ხარბად ეტანებოდა ბერაიას სხეული და ერთი თავით მაღალი, წელში მოხრილიყო, კისერთან აკრულის სითბოს შესაგრძნობად.
ეს იყო ის , რაც სახლში დაბრუნებას ჰგავდა. სახლში დაბრუნება ხომ უნდა ჰგავდეს ზამთარს, როცა ჩამოთოვლილი სახურავების და გათოშილი ბეღურების შემყურეს არაფერი გინდა ცხელი ჩაის, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის სინათლეზე წაკითხული წიგნის ფურცლების და გრამაფონში აჟღერებული ფირფიტის გარდა.ფანჯარასთან ჩამომჯდარი სილუეტის გამოჩენას, რომ გაყურსული ელოდები.ნაბიჯების ხმას სხვა ათას ხმაში განანსხვავებ და ჩაიდანს ხელახლა დადგამ, სანამ კარისკენ გაიქცევი.
აი აქ, სადარბაზოს ლამპიონების შუქით განათებულ სადგომთან,ნამდვილ დემეტრე ბერაიას მკლავებში მოქცეული, ძვირფასი პარფიუმის სურნელს, რომელიც მის პიჯაკს ასდიოდა,ასე ხარბად რომ ეწაფებოდა და მაინც არ ჰყოფნიდა მისი სიახლოვე.კისერთან რომ ყოველდღიურობის თოშიდან დაბრუნებულს, მისი ცხელი სუნთქვა უწვავდა კანს და გონებას.გულმა გამალებით ცემის მაგიერ, სიმშვიდე, რომ იგრძნო.თითქოს შორეულ ამბებში წარსდგა საკუთარი ბედის წინაშე და ჯალათის მოღერებულ იარაღს გამოაცალეს სიკვდილმისჯილი.ეს იყო, ზუსტად!
ეს იყო სახლში დაბრუნება და როგორღაც ძალიან ჰგავდა მის სულის მოთქმას.



პ.ს ანასტასიას კი არა, მე არ მიყვარს ქალაქზე ამბების წერა.ვინ იგრძნო არეულობის სუნი?



№1  offline წევრი Marikagogolqdze

მდააა???????? ნეტა რა მოხდება

 


№2 სტუმარი ნეს

რაღაცნაირი, გარდამავალი თავი იყო, თითქოს არც არაფერს რომ აშავებს, მარა მაინც გძაბავს..დასაწყისი და დასასრული იყო უსათუთესი და უსაყვარლესი.. აშკარად რაღაც მოხდება ხო შემდეგ თავში?! ხოდა ველოდები მომდევნო თავს, მთელი გულისფანცქალით.. ❤️

ბაჩოზე მინდოდა მეთქვა ორიოდ სიტყვა და ვერ მივუყარე თავი, ისეთი ბიჭია, თითქოს დემეტრეს სინდისია და მეორე მეც. ვერაფერს რო გამოაპარებ მისი მეგობრისას და ყველა შეცდომაზე ქორივით რომ ეცემა და დაანახებს რა მიქარა. კარგი ბიჭია მოკლედ, კარგი მეგობარი. ლუკა და ნიკოლოზი, არც წყალი არც ღვინოო, ისე არიან ჯერჯერობით ჩემთვის ????

ტასო და დემე, ძალიან საყვარლები არიან, არ გამიწვალო რა იქნება ????????

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

აშკარად სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. არმინდა სხვა კომენტარის დაწერა. არ მინდა გაწვალდეს ისე ტასო და ცხოვრების ხალისი დაკარგოს

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

აუ არ მყოფნის რა წასაკითხად

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ვფიქრობ გიორგის სიჩუმეა საშიში.არ დაისვენებს ეს კაცი და არ აღირსებს ანასტასიას სიმშვიდეს,თან სასტუმროს ძველი მდგომარეობის დაბრუნებას.ძველი სტუმრები პატარა დიასახლისი ანასტასია...ცუდი კაცი მგონია მე ეს გიორგი...
"გულმა გამალებით ცემის მაგიერ სიმშვიდე იგრძნო" მომეწონა ქეთი.როცა იმ ერთადერთს იპოვის ასე იხის გულმა

 


№6 სტუმარი one

ai zustad egrea-vkitkhulob da arasodes myopnis❤️
raghacnairad gardamtekhi tavi iyo titqos))
imedia isev gagrdzeldeba-soflis feradi dgheebi )))
madloba dgis pozitivistvis, kargi khar❤️

 


№7  offline წევრი ვიპნი

საინტერესოა დემეტრეს რა გეგმები აქვს,ეს ღვინის ქარხანა ალბათ გიორგის არის .აფორიაქებული ვარ,შიშის და მოსალოდნელი ტკივილის განცდამ შემიპყრო.პ.ს უნდა ავღნიშნო რომ ძალიან დიდი ზრდა გაქვს მოთხრობიდან მოთხრობამდე,ძალიან კარგი ნამუშევარია,გაფაციცებით ველოდები,წარმატებები❣️

 


არაჩვეულებრივი დასაწყისი და დასასრული იყო❤ ძლიერი წვიმების წინ რომ გამოიდარებს ხოლმე ზუსტად ეგეთი თავი იყო. უცნაურად მშვიდი აურის მქონე და წინ აშკარად არეულობა გველის.

 


№9  offline წევრი Elka Popova_2

Сасиамовно ико болоши мати чахутеба. Гиживит велодеби шемдег тавс. Гаихарет да царматебебии

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent