შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (13)


1-10-2021, 05:13
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 877

დღეები უსაშველოდ გასიგრძეგანდა,დაცარიელებულ სახლში შუახნის გადიასთან ყოფნა,ასე უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა.აივნის მაგიდასთან ჩამომსხდრები, ერთიანად ეკვროდნენ დაწნული სკამების ზედაპირს და ოჯახის უფროსის ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებს, მზის ჩასვლამდე კითხულობდნენ.მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი, კვიციანების მყუდრო სახლში დაბრუნებამდე და ამ ფაქტით გულგამაგრებული, ანცად მოიწევდა დილაადრიან ცხელი ჩაის დასაგემოვნებლად.პიჟამაში გამოწყობილი ცალ ხელს აბურდულ თმებში მალავდა, მეორეთი კი ძილბურანში მყოფ თვალებს არ ასვენებდა.სამზარეულოს სივრციდან საუბრის ხმა მოდიოდა და კართან მისულმა,ფრთხილად შეაღო სიტუაციაში გასარკვევად.გრძელი, ოთხკუთხედის ფორმის მაგიდის თავში, მამაკაცის ჭაღარა თმიანი ფიგურა დალანდა და მიხვდა, ბატონი გიორგი ჯანაშია სახლს დაუბრუნდაო.შეყოყმანებულმა და მისი ჩამოსვლით განცვიფრებულმა, ნაბიჯი ფრთხილად წადგა წინ და საკუთარ გონებას შემოუძახა, არ დაგავიწყდეს რომ საერთოდ არ იცის ამ ხნის მანძილზე სახლში რომ არ იყავიო.მისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია, კარადას დასწვდა თითებით და ჭიქა ჩამოიღო, მის გვერდით მოფუსფუსე ელიკო, ახალთახალ კრუასანებს აწყობდა მოწნულ კალათაში და შიშის ფეთებით გადმოხედა, თითქოს ეშინია არ გამოიჭირონ ტყუილშიო.ჯანაშიამ გაუღიმა და მხარზე ხელისგული მოხვია მისანიშნებლად, არ ინერვიულოო.უკვე ორთქლადინებულ ფინჯანს ხელი მოხვია და აისვნისკენ წასული, ცივმა, უდრეკმა ტონმა ადგილზე გაახევა.
-ტასო იცი გუშინ საღამოს ვინ დამირეკა? ნეა ჭკადუამ...-ცინიკურად წარმოთქმული ეს სიტყვები, რომელიც თითქოს გაკვირვებას გამოხატავდნენ, პირდაპირ სახეში ეცა გოგოს და ჯერ კიდევ ზურგშექცეულმა განაგრძო მამის მოსმენა...-მითხრა ანასტასია შემეხმიანაო, ჩემთანაც კი იყო სტუმრად მოსულიო...-არ ჩერდებოდა, იწვევდა და ხვდებოდა როგორ თამაშობდა მის ნერვებზე ეს შესავალი...-გითხოვია ძველ სტუმრებს შეეხმიანეო. ხო მართლა, მომილოცა კიდევაც, სასტუმროს ხელთავიდან გახსნა ძალიან კარგად მოგიფიქრებიაო.
-უბრალოდ არ მინდოდა ბერაიების წრიდან ბევრ ხალხს მოეყარა თავი იმ ადგილას, სადაც ყოველთვის ნაცნობი ადამიანები ისვენებდნენ, თავიანთი ოჯახებით...-ნიშნისმოგებით უპასუხა და ამჯერად შემობრუნება გადაწყვიტა...-შენც იცი, რომ ის ადგილი ყოველთვის მწერლების, პოეტების, მუსიკოსების და მხატვრების თავშეყრის ადგილი იყო.არ მინდა ამ ყველაფრისგან შორს მყოფმა ხალხმა, კარგი საუნის და ტბაზე გარუჯვისთვის იარონ...-მაგიდას მიუჯდა და თავმომწონედ მოსვა ფინჯნიდან ცხელი სითხე.
-რათქმაუნდა მჯერა...-ღვარძლიანად გაეწელა სახე კაცს და მერე ისევ განაგრძო მის მწვალებლად მოვლენის პროცესი...-ასევე მე მჯერა ლალიკოსი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმტკიცებს კარგადაა, მაგრამ ოთახიდან არ გამოდის და შენთან საუბარიც არ უნდაო, ეჭვიც არ შემპარვია რომ ნეა ჭკადუას ხათრით, უეცრად წამოფრინდი ფეხზე.
-ძალიან კარგად იცი, შენთან საუბარი რატომაც არ მინდოდა...-თვალის გუგებში შემოუძვრა სიბნელე და ერთიანად აჭარხლებულმა იფეთქა უცებ...-ბოდიში თუ ფეხზე წამოდგომა შევძელი, შენს გეგმებს ამით ხელი ხომ არ შევუშალე? რა ხდება, ისევ შეგეშინდა ვაიდა ბაბუამისის დანატოვარი ქონება არ წამგლიჯოსო?...-გამოწვევა მიღებული იყო და გიორგი ჯანაშია მხილებული.
-რას ამბობ ტასო?...-სახე მოეღვენთა, სადღაც გაქრა ის შემართება, რომლითაც დიალოგი წამოიწყო.ახლა მის წინ შვილი იჯდა, მისი სისხლი და ხორცი,საყვარელი ქალისგან დარჩენილი ერთადერთი ცოცხალი მოგონება და ვერ იჯერებდა ანასტასიას ფიქრების სიმწარეს...-გგონია რომ ყველაფერი რასაც სიყვარულით ვაკეთებ, შენთვის ბაბუაშენის ქონების წასართმევად მჭირდება და არა, შენივე კეთილდღეობისთვის?
-ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით და სიყვარულით ავსილი, ბატონო გიორგი...-როლები უეცრად შეიცვალა, ღვარძლით წამოძახებული ეს სიტყვები,ძალიან ჰგავდა ნაგანიდან გასროლილ ტყვიებს, არცერთი დალილავებული ადგილი სხეულზე, მხოლოდ მეტალის გემო პირში...-განსაკუთრებით მაშინ, როცა წამლებს ძალით მასმევ და ოთახიდან გამოსვლის საშუალებას არ მაძლევ, ან მიმითითებ რომ სულელი ვარ და გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია.როგორ გეკადრება? მე ყოველდღე შევიგრძნობ თქვენს მამობრივ, მე ვიტყოდი გადამეტებულ სიყვარულსაც კი.
-სულელი ხარ ! კი, ნამდვილად ასეა! შენ ცხოვრების ბოლომდე, რომ იფიქრო მაინც ვერ მიხვდები რა მასშტაბებისაა შენი სიბრიყვე!...-აენთო კაცი და ექოდ დატრიალდა მისი მგრგვინავი ღრიალი მთელს სახლში.მხრებში შიშისგან აწურულმა ანასტასიამ ვერ გაანალიზა შეშინებოდა თუ უფრო მეტად შესძულებოდა...-ლალი გაბრძანდი თუ შეიძლება...-ახლა შუახნიას გადიას მიუბრუნდა და შედარებით დაბალი ტონით მიუთითა, როცა ქალი მის მითითებას ვერ ჩასწვდა, მერე ისევ ყვირილი მორთო ჯანაშიამ...-წადი ამ ქალბატონის ოთახი დაალაგე და კარებები დახურე,ორივე ოთახის.
-გაგიჟდი? ლალისთან ნუ ღრიალებ...-როგორც კი სახეწაშლილი გადია ოთახიდან გაიძურწა და სამზარეულოს კარი მიიხურა, მაშინვე წამოენთო.ახლა სიამოვნებით მიახრჩობდა, მაგრამ ხედავდა როგორი აფოფრილიც იყო და წამიერად შიშმა მაინც წაკბინა.პირში წყალი ჩაიგუბა და ჩადუმდა.
-გაჩუმდი და მომისმინე ! ...-დაისისინა კაცმა ჩურჩულით, თითქოს მაინც არ სწამდა სხვა ვერ გაიგებს დახურული კარის მიღმაო...-მშვენივრად ვიცი ორივე რომ მატყუებდით.გუშინვე დავურეკე ელიკოს და ვკითხე ტასო როგორაათქო, მაინტერესებდა რას მეტყოდა...-უსიამოვნო შეგრძნებამ ერთიანად დაუარა ტანში, ახლა მიხვდა რატომ ვერ მოთოკა კაცმა თავი შუახნის გადიასთან და უფრო მეტად დაპატარავდა...-შეშინებულმა მითხრა, ანასტო თბილისში წამოვიდა გუშინ და სახლში არ მოსულაო? სულელი არ ვარ ანასტასია, ვიცი რომ რაც წავედი, მას მერე, შენც წამოხტი ფეხზე და კვიციანებთან გაიქეცი.
-არ მითხრა გული მწყდება ბათუმის პლიაჟზე ჩემთან ერთად რომ არ ჭამე მოხარშული სიმინდებიო?...-დამცინავად ჩაიქირქილა მისკენ წაწეულმა.
-გული მე კი არ მწყდება, შენ გეტკინება მალე.თუ არ მომისმენ და სისულელეების კეთებას თავს არ დაანებებ...-უეცრად ტონი შეიცვალა, სახეზე მისთვის უცხო, შეცბუნების ფერმა გადაჰკრა და ნიადაგი მოსინჯა იმის სათაქმელად რასაც ბათუმიდან გამოქცეული გზაში, გონებაში ალაგებდა...-ტყუილად ცდილობ იმ სასტუმროსთვის ძველი სახის დაბრუნებას.შენ ოცნებებში გაიჭედე და გგონია რომ, რასაც აკეთებ მომავალში გაგაბედნიერებს.
-და შენ რა იცი, რომ ასე არ იქნება? ან საერთოდ რა გესმის?...-ხმა ჩაუწყდა, ვერ მიხვდა ყელში გაჩხერილი გორგალი როგორ გასუკდა და წაართვა მოთმინება...-რატომ გგონია, რომ არ გამომივა? დემეტრე ბერაიასაც კი სჯერა, რომ შესაძლებელია იმ ადგილისთვის სიცოცხლის დაბრუნება.როგორ შეგიძლია მილასთვის ყველაზე ძვირფას ადგილზე უარის თქმა?...-ახლა სისუსტეს თუ აჩვენებდა, ისევ მოუწევდა უკან დახევა.მიხვდა პირში უნდა მივახალო ყველაფერი, თან წარბის შეუხრელადო...-მესმის ბატონო გიორგი, ახალი მეუღლე გყავთ, ნანატრი ბიჭი გეზრდებათ და საერთოდ არ გაინტერესებთ რომ წარსულში არსებობდა ქალი, რომელისთვისაც ის რომ მიგეცათ, რასაც ლილეს აძლევთ, ალბათ მარტოობაში არ ამოხდებოდა სული, ჩემს გვერდით!
- სიტყვებს დაუფიქრდი ! ...-როგორც აღმოჩნდა ნათქვამი სწორედ სამიზნეს მოხვდა და კაცის ამღვრეულმა თვალებმა ეს მარტივად გათქვეს...-დედაშენი ჩემი სულის ნაწილი იყო და იქნება!...-ხმა დაიდაბლა,სკამის საზურგეს მიეყრდნო, თითქოს ძალა არ შერჩაო, ისე მიაგდო თითები მაგიდის ზედაპირზე...-შენ რა იცი, როგორია როცა შენგან მაქსიმუმს ელიან.როცა შენს შრომაზე, დაკვირვებაზე და ჭკუაზეა დამოკიდებული ცოლ-შვილის უზრუნველყოფა. რა გგონია? მილა, ან თუნდაც შენ, ასე თავისუფლად ირბენდით მინდორ-მინდორ , მე რომ საკუთარი თავი გვერდზე არ გადამედო? გგონია უკეთესი ცხოვრება გექნებოდა სამივეს ხელები რომ ჩაგვეჭიდა და ათას ტყე-ღრეში გვებოდიალა?
-შეგეძლო სასტუმროთი დაკმაყოფილება, შეგეძლო მასავით გაჩერებულიყავი ერთ ადგილას და ის მიგეღო, რაც უკვე გქონდა...-მისმა სახემ მოალბო, თითქოს გულის სიღრმეში ჩასწვდა კაცის ნათქვამს, მაგრამ საკმარისი არ იყო...-შენ უბრალოდ დახარბდი ფუფუნებას და როგორც კი სასურველი მიიღე, მაშინვე დაგვივიწყე.
-მე არაფერი მიმიღია ! ...-სიტყვები გაწელა, ექომ დაიგრგვინა და თვალები ჩაუბნელდა...-რა გგონია ბაბუაშენმა მიწა და სასტუმრო რატომ არ მომცა?
-იმიტომ რომ არ გენდობოდა...-სარკაზმი გაერია მის პასუხს და დაცინვით გადმოხედა, მის წინ მჯდომს.
-მართალია, ეგონა რომ საქმეს ვერ გავუძღვებოდი და პირველივე ჩაფლავებისთანავე, ჩამოვიდოდა, ჩემს ოჯახს უშველიდა და ისევ მე გამოვიდოდი უვარგისი, შემარცხვენელი...-მძიმე სიტყვები იყო, იმდენად მძიმე რომ კაცმა იგრძნო როგორ ჩასწყდა გული...-შენ გგონია ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდა? რომ გაიგო მილა ცოლად გამომყვა, კარგა ხანი ხმას არ ცემდა, მერე მიეჩვია ამ ფაქტს, მაგრამ ყოველთვის, ყოველ წამს ვგრძნობდი რომ ერთი სული ჰქონდა ენახა როდის ჩავფლავდებოდი.
-არ მინდა გული გატკინო, მაგრამ შენ ჩაფლავდი ბატონო გიორგი...-ამ აღსარების მოსმენა უკვე გულს ურევდა.სასაცილო იყო ის არგუმენტები, რაც თავისი საქციელის და ცხოვრების გასამართლებლად მოჰყავდა...-იმდენად, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოხვალ მაგ ტალახიდან.
-ფრთხილად, შენც მაგ ტალახისკენ მიდიხარ, რომ იცოდე...-ღვარძლით იყო სავსე კაცის სიტყვები და ანასტასიას, თავისი აწითლებული სახე კიდევ მეტად აუწითლდა. სისხლმა მოძრაობა სინათლის სისწრაფით დაიწყო...-დემეტრე ბერაიაზე აღფრთოვანებით საუბარი როდიდან დაიწყე?
-რა შუაშია დემეტრე ბერაიაზე აღფრთოვანება?...-დამალვის მცდელობამ, კიდევ უფრო გამოააშკარავა.გიორგი ჯანაშიამ ახლაღა გაანალიზა რომ ეჭვები გაუმართლდა.ყველაზე საშინელი შიში აუხდა და სასწრაფოდ უნდა ემოქმედა.
-ეს მან შემოგთავაზა ძველ სტუმრებთან დარეკვა ხომ ასეა? მან გთხოვა გაგერკვია, უნდოდათ თუ არა ამ ზაფხულში სასტუმროს ადგილების დაჯავშნა...-გონება განათდა და ახლა მოჯადოებულივით საუბრობდა...-მის გამო წახვედი ნეასთან.
-მსგავსი არაფერი უთხოვია!...-ეცინებოდა მამამისის წარმოსახვის უნარზე...-უბრალოდ მითხრა, რომ მარკეტინგის ჯგუფს პრობლემები ჰქონდა და ეშინოდა რომ სასტუმროს შემდეგ სეზონზე ვერ გახსნიდა.
-კვიციანები როგორ დაითანხმა მათთან ცხოვრებაზე? ალბათ სოფლის ხალხსაც მარტივად დაუმეგობრდა ხომ ასეა?...-შვილის სარკაზმი არ აფრთხობდა, პირიქით ართობდა, რომ ეს სულელი გოგო თავში აზრადაც ვერ ივლებდა მთელი სიტუაციის სირთულეს.
-ელიკომ და ზურამ შესთავაზეს მათთან დარჩენა...-თავის სტიქიებში წასული, თავმომწონედ საუბრობდა, თითქოს პირში ახლიდა ისეთი არ გამოდგა,როგორიც თავიდან წარმომედგინაო და ამის გაანალიზება თავადაც ძალიან სიამოვნებდა...-და კი, სოფლის ხალხთან დამეგობრდა.არც ერთს უთქვამს უარი სასტუმროში მუშაობაზე, შენ წარმოიდგინე დაუზარებლად და მუხლჩაუხრელად შრომობენ და ამას სიამოვნებით აკეთებენ.
-ესეიგი ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა,როგორც ვურჩიე...-დარწმუნებით წამოიძახა და ხელებგადაჭდობილმა თვითკმაყოფილად ჩაიღიმა.შვილი ვერ მიუხვდა მინიშნებას და როგორც კი ჩაეკითხა, მაშინვე მოეშვა გაბადვრას და მისკენ წაწეულმა, სრული სერიოზულობით წარბშეუხვრელად მიახალა პირში...-ეს მე ვურჩიე, როცა შენ ქვა ააგდე და თავი შეუშვირე, სასტუმრო არ იყიდებაო.
-რა ურჩიე? რომ სოფელში ხალხის კეთილგანწყობა მოეპოვებინა?...-პასუხით დამშვიდებულმა, თვალებში აიცეკვა ჭინკები და თავადაც იმავე ჟესტით წაიწია მამამისისკენ.
-არა, მე ვურჩიე სიტუაციია გამოეყენებინა და...-უეცრად შეყოყმანდა, ახლა მიხვდა რომ აპირებდა საკუთარი ქალიშვილისთვის გაემხილა, როგორ არწმუნებდა ბერაიას ტასო გამოიყენე საქმის გასამარტივებლადო...-ბერაია სასამართლოში ჩივილს აპირებდა, ჩვენ შენს ჩამობრძანებამდე შეპირება გვქონდა, წინარე ხელშეკრულების სახით, სასტუმროს პროექტზე მუშაობა უკვე სამი თვის დაწყებული ჰქონდა და ამაში დიდი ფულიც დახარჯა.თუ იჩივლებდა, ვიზარალებდით და გაიოზიც ვერ გაყიდდა თავის წილს.
-სიტუაცია როგორ უნდა გამოეყენებინა?...-სხეულში დაუარა მოსალოდნელი პასუხის სიზაზიღრემ, ქვეცნობიერი წვდებოდა იმ აზრს, რაც გიორგი ჯანაშიას მოუვიდოდა თავში, გართულებების ასაცილებლად.ახლა ციდან ყველა წმინდანს სთხოვდა შველას,ოღონდ კი ეს ის არ ყოფილიყო, რასაც ელოდა.
-ვუთხარი, რომ შენ სასტუმროს გარშემო, სოფელში, ყველა გიცნობდა და ყველას უყვარდი. ვურჩიე რომ შენი საშუალებით მათ დაახლოებოდა და თბილისიდან მუშების წაყვანით ფინანსებს დაზოგავდა, თან იმ ხალხის კეთილგანწყობას მოიპოვებდა,რომლებიც გარშემო ცხოვრობენ.მერე კი შენც მოგბეზრდებოდა და წილს გაყიდდი.ვურჩიე სიტუაცია უბრალოდ გამოეყენებინა და შენთვის დრო მოეცა...-თავჩახრილი, უკვე სირცხვილის ალში გახვეული ლუღლუღებდა და აანალიზებდა, რამხელა სისულელეზე წავიდა, ოღონდ კი ეს გარიგება არ ჩაშლილიყო.
-ანუ მთელი ეს დრო, უბრალოდ მატყუებდა რომ საქმეში ხელი არ შეშლოდა...მხოლოდ იმის გამო გააკეთა ყველაფერი, რომ სარგებელი ენახა?...-საიდანღაც, თითქოს სულის სიღრმიდან წამოსულმა, ამ მიკნავლებულმა ხმამ გიორგი ჯანაშიას თავში ახალი ეჭვი შობა და ერთიანად შეძრწუნებულმა, თავადაც მსგავსი გამოცდილების მქონემ , დაუშვა რომ ანასტასიას თავსა და გულში რაღაც გარდატეხა მოხდა, რაღაც ისეთი რამაც გული ატკინა, ბერაიას ტყუილით.
-შენსა და ბერაიას შორის რამე მოხდა?...-წამოიძახა, უკონტროლოდ, ამ აზრისგან შეშლილმა. მისმა გოგომ ხომ ჯერ კიდევ არ იცოდა სრული სიმართლე...-ტასო შენსა და დემეტრეს შორის რა შეიცვალა? შენ ხომ...მასთან...-სიტყვებით როგორ ეთქვა, როგორ ეკითხა ამ ყველაფრის მერე.ფარდა ახდილი საიდუმლოს მერე, როგორ გაებედა პასუხის მოთხოვნა...-ტასო, ძალიან გთხოვ დაივიწყე ჩვენ შორის უთანხმოება და გულწრფელად მითხარი, რა ხდება შენსა და ბერაიას შორის...-თითქოს მკაცრი იყო მისი მოთხოვნა, მაგრამ ხმა გაებზარა ერთიანად წაშლილი სახის შემყურეს.
-მეგონა რომ შეიცვალა...-დაჩურჩულა გულსაკლავად.მხოლოდ ახლა მიხვდა, უეცარი დამეგობრება, კომპრომისზე წასვლა მისთვის არასასურველი პირობებით, ის დაწყევლილი მაყვლის ძირები.ყველაფერი უბრალოდ იმისთვის იყო, რომ მოეტყუებინა და გაბრუებული გამოეყენებინა სასურველის მისაღებად...-დედაზე მოვუყევი, მანოსთანაც იყო...-მის გვერდით ფრთხილად დამჯდარ მამას ახედა დამძიმებული ქუთუთოებით და ამით მიახვედრა, ის რასაც სიტყვებით საკუთარ თავსაც არ უმხელდა.
-ტასო ასე როგორ ენდე? ასე ახლოს როგორ მოუშვი?...-ახლა გიორგი ჯანაშია აღარ იყო კერძო სექტორის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, არც წარბშეჭმუხნილი ოჯახის უფროსი გახლდათ.ის უბრალოდ მამა იყო, რომელიც შვილს ტკივილს მიუხვდა და ნათლად დაინახა, ამ ტკივილში საკუთარი როლი...-ასე როგორ შეძლო შენი მოტყუება?
-მან სასტუმროს წილი არ იყიდა.უარი გითხრა...-მიანათა თავისი ამღვრეული თვალები და გონებაში მხოლოდ ის სიტყვები დაურბოდა, ასე პირდაპირ რომ მიახალეს."ენდე" , "ასე ახლოს" "როგორ" "მოგატყუა".ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებდა რომ გიორგი ჯანაშია მართალი გამოდგა და ის სულელი იყო, იმდენად რომ სიბრიყვეს საზღვრები აღარ ჰქონდა...-ხო! მან უარი გითხრა სასტუმროს წილის შესყიდვაზე, ამას რატომ გააკეთებდა თუ მთელი ეს დრო მატყუებდა. რაღაც არ გამოდის, ლოგიკაში არ ჯდება...-იმედის სხივმა გაიბრწყინა, ამჯერად ანთებული მიაშტერდა მამამისს.
-იქნებ გაიგო, რომ მას შენი სურვილის გარეშე ვერ გავყიდდი? იქნებ გაიგო, რომ ბაბუაშენმა ანდერძი დატოვა და ამის გამო არ გარისკა ტყუილუბრალოდ?...-პასუხები არ ჰქონდა კითხვაზე, ამას საიდან გაიგებდა, მაგრამ ეს ლოგიკას მოკლებული არ იყო...-მაგრამ ამას ვინ გაუმხელდა?
-კვიციანები...-მოჯადოებულივით წარმოთქვა და მის სახეს შეეფეთა...-შეიძლება ელიკოს ან ზურას წამოცდა, სულაც კიტას.მეგობრობენ და საუბარში წამოცდებოდათ, შეიძლება ეს მაშინ გაიგო, როცა ელიკომ გაუმხილა ბერლინში არ წასულაო და უთხრა რომ შენს იმედზე არ ყოფილიყო სასტუმროს წილის შესყიდვის მხრივ.
-დავრეკოთ და გავარკვიოთ...-მაშინვე წამოიმართა კაცი, ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა, როცა მაჯაში წაავლეს ხელისგული და გაბოროტებით უარყვეს შემოთავაზება.
-ამას მე თვითონ გავარკვევ, როცა ჩავალ...-შეუვალი იყო ტონი.იმის გაფიქრებამ რომ ანასტასია ამ ყველაფრის მიუხედავად აპირებდა უკან დაბრუნებას და იმ ბიჭთან ურთიერთობას, საერთოდ გადარია.მიხვდა მისი შვილი რამხელა ხათაბალაში ეხვეოდა, საკუთარ სამყაროში ჩარჩენილი, იმ ფერად, პეპლებიან სიზმარში რომელიც ბავშვობაში გამოიგონა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ რომ სჯეროდა.
-ტასო მისმინე, შენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცი...-ნიადაგი მოსინჯული იყო, არ აინტერესებდა თავად როგორი გამოჩნდებოდა.ახლა ქალიშვილი იმისგან უნდა ეხსნა, რაც თავადაც გამოიარა და ყოველდღე ახსენებდა საკუთარ თავს...-იქ არ დაბრუნდები.
-სასიამოვნო ნამდვილად არაა, როცა აანალიზებ რომ ვისაც წლების შემდეგ ენდე, მამაშენთან ერთად ჰქონია დაგეგმილი შენი მახეში შეტყუება და გასულელება...-ღვარძლით იყო სავსე, ახლა წინ რომ ჰყოლოდა ალბათ ორივეს სიამოვნებით მოკლავდა...-მაგრამ არ ვაპირებ თქვენს გამო უარი ვთქვა წილზე და სასურველის მიღებაში დაგეხმაროთ.დაე ეგონოს დემეტრე ბერაიას რომ შენ რჩევას ზედმიწევნით მიჰყვა და გამასულელა.ამასობაში რესტავრაციაც დასრულდება და როცა თბილისში მოუწევს დაბრუნება, თავისი მამიკოს სქელი ჯიბეების უფრო მეტად გასასქელებლად, მე იმ ადგილას ჩემს ნებაზე დავრჩები და მისგან განსხვავებით ცხოვრებას საბუთებში ძრომიალით და ლეპტოპის ეკრანს მიშტერებული არ გავფლანგავ.
-ის მაინც თუ გითხრა, რესტავრაციის დასრულებისთანავე რომ გაყიდის სასტუმროს?...-შვილის გეგმებით გულმოკლულმა, ბოლომდე გაწირა თავი და ესეც გაამხილა.საინტერესოა, რეალურად თუ ხვდებოდა რამდენად შეზიზღდებოდა ამის შემდეგ გოგოს...-შენთვის ის მაინც თუ აქვს ნათქვამი მამამისი როგორ ისქელებს ჯიბეებს?
-რას ნიშნავს გაყიდის?...-ვერ მიხვდა.
-ბერაიების კომპანია ინვესტორულია, ძველ შენობებს ყიდულობენ მიწიანად, რესტავრაციას უტარებენ და სასურველ კლიენტზე ყიდიან.ფულს მომგებიან შენობებში აბანდებენ...-უმცროსი ჯანაშია ბოლომდე ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მამამისი, ამიტომ ჩაეკითხა, ეს რას ნიშნავსო...-სანამ პროექტს ხელს მოკიდებენ, ჯერ კიდევ მანამდე ჰყავთ სამიზნე შერჩეული, კლიენტს პოულობენ რომელიც შეთავაზებული პროექტით დაინტერესდება, ფასზე უთანხმდებიან და ისე იწყებენ საკუთრების შეძენასაც და რესტავრაციასაც.
-თუ სწორად მესმის, ესეიგი სასტუმროს კლიენტი ჯერ კიდევ მანამ ჰყავდათ ნაპოვნი, სანამ რესტავრაციას დაიწყებდნენ? ეს რა სისულელეა?...-ახლა უკვე ადგილზე აღარ ცქმუტავდა.სისულელე იყო იმის დაჯერება რომ ბერაია ამხელა შრომას, სხვისთვის მისაცემ საკუთრებაში დებდა.
-არ არის სისულელე !...-უკვე ყელში ჰქონდა მისი ილუზიები და ბავშვური რეაქციები.ანასტასია ჯანაშია უკვე ზრდასრული ქალი იყო და ცხოვრებისთვის თვალი უნდა გაესწორებინა. ვარდისფერი სათვალე რომელიც ასე კარგად მოირგო კვიციანებთან დასახლების დღიდან ვიღაცას უნდა გაეტეხა, აღმოჩნდა რომ ეს მშობელი მამა უნდა ყოფილიყო...-ახლა თბილისში იმიტომ არიან რომ ჯაბა ბერაიამ ძველი ქარხნის შესყიდვა გადაწყვიტა და ხელშეკრულების გაფორმებამდე, პროექტის ფასის და მოგების შესაფასებლად მოუხმო თავის საამაყო ვაჟს.
-ძველი ქარხანა...-ჩაილაპარაკა თავისთვისთვის და გაახსენდა ბაჩოს როგორ დასცინა ქარხნის ქირაობაზე რომ დაიწყო ლუღლუღი.მერე ის, ქვეშ-ქვეშად გადახედვაც გაახსენდა, თამამად წამოწყებული სიტყვა, შუაში რომ გაწყვიტეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაბოდიალეს ხუმრობა.ახლა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა და მამამისის სიტყვებიც სიმართლესთან ახლოს იდგნენ...-მითხარი კლიენტთან თავიდანვე შეთანხმებულები არიანო.სანამ რესტავრაცია სრულდება მანამდე საკუთრება ვის სახელზეა? მესაკუთრედ ვინ ითვლება?
-სანამ პროექტი დასრულდება მანამდე ბერაიების სახელზეა...-ამოთქვა და სცადა გამოეცნო ეს ინტერესი, რამ მოიტანა...-მაგრამ წინარე ხელშეკრულებას აფორმებენ და პირგასამტეხლოს აწესებენ, თუ რომელიმე მხარე დაარღვევს შეპირებას, მაშინ ან ერთი მხარე იზარალებს ან მეორე.დამიჯერე პატარა თანხაზე არაა საუბარი.
-ესეიგი დემეტრე ბერაია შენ რჩევას საგულდაგულოდ მიყვა, გამომიყენა, თბილ ოჯახში ფეხი მოიკიდა, მერე ისინიც გამოიყენა რომ ადგილობრივი მუშები დაექირავებინა და მათ საცხოვრებელზე,კვებაზე,გადაადგილებაზე ზედმეტი ფული არ დაეხარჯა...-აანალიზებდა და ნელ-ნელა სწორ დასკვნამდე მიდიოდა...-გამოდის მე ის მომგებიანი ბილეთი ვარ, ათიათასობით ლარს რომ დააზოგინებს და საქმიდან იმაზე მარტივად გამოძვრება, ვიდრე წარმოედგინა.ხომ ასეა?...-მამამისის წაშლილ სახეს რომ დააკვირდა, ძალიან მოუნდა მისთვის სილა გაეწნა,მაგრამ იცოდა სიტყვაზე ძლიერი დარტყმა შეუძლებელია ხელმა მოგაყენოს...-გილოცავთ ბიჭებო, ისეთი დახვეწილი გეგმაა რომ იმ ბუზებივით გავები, მე რომ ბერლინში სწავლის მაგიერ ვითვლიდი. ბრავო!
-მისმინე...-ახლა თავად წაეტანა ხელისგულით მაჯაზე, უცებ ფეხზე წამომხტარს და მაბრალობლად შეეხვეწა...-შეეშვი სასტუმროს.დაბრუნდი ბერლინში, ძალიან გთხოვ.
-ამიერიდან...-მისკენ მთელი სხეულით წაიწია, გაბოროტება მთელ სხეულზე მოედო, ახლა მისი მოკვლის სურვილით სავსეს ძალიან უნდოდა რამე ეტკინა.ღვარძლითა და ზიზღით იყო მისი სიტყვები სავსე და ვინც კი სცდიდა შეჩერებას, ყველას საკადრის პასუხს გაცსემდა...-მეორედ აღარ გაბედო იმის მითითება, რა დავივიწყო და რა გავიხსენო.დღეიდან აღარ გაბედო ჩემი სახელის და შენი გვარის ერთად მოხსენიება!...-მერე თითქოს ისევ გაახსენდა რაღაც და დაუმატა, ისედაც გახევებულს...-ეცადე რჩევების გაცემისგანაც შეიკავო თავი, რასაც ეხები ყველაფერს ანადგურებ.
საძინებლისკენ წავიდა, სურდა არ შეემჩნიათ როგორ გატყდა,წელმოწყვეტილი ნაბიჯებს ითვლიდა და სიმწრისგან მოწოლილ ცრემლებს უკან აბრუნებდა.ანასტასია ჯანაშია დღეს აღარ იტირებდა, ნენე მსხვერპლი აღარასდროს გახდებოდა.შეიძლება მომკვდარიყო, სული გატეხილი ჰქონოდა, მაგრამ ამჯერად გიორგი ჯანაშია მილას ვეღარ მოინელებდა.ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ის ადგილი, რომელიც მის თავს ახსენებდა და განწირულივით ცდილობდა ყველა მოგონების თავიდან ამოშლას, სასტუმროს განაგურებით, სახის წინ აუფრიალებდა მანამ სანამ ამ სამყაროში იარსებებდა.საწოლამდე მისულმა, კარადასთან მოფუსფუსე ლალის გვერდი უხმოდ აუარა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დალაგებული ლოგინი ხელთავიდან აშალა, მასში გასახვევად, მოუბრუნდა და უთხრა მარტო დამტოვეო.
გონება მოწიკწიკე ბომბს დაემსგავსა, გრძნობდა როგორ სცემდა სისხლის სწრაფი მოძრაობა თავის ქალაში და ლამის იყო ერთიანად გაეხეთქა.ფანჯრიდან მომავალ შუქს თვალს ვერ უსწორებდა, გაგულისებით წამომხტარმა ფარდები ჩამოაფარა და ისევ საწოლის სივრცეში დაბრუნებულმა გამოშიგნულ თავს დაუწყო გამოკითხვა, უცნაურია რას ითხოვენ შენგანო.
სიჩუმეს? ლაპარაკი ისედაც დიდი ხანია აღარ გიყვარს, სიტყვა რომელსაც ათასში ერთხელ ამოთქვამ,ხრიალს ჰგავს და უმნიშვნელოა.ხანდახან ფიქრობ, რომ უბრალოდ უნდათ ხმა ჩაიწყვიტო, გაქრე, არსებობა ცოტა ხნით შეწყვიტო...და დგება მომენტი როცა აანალიზებ, ბრძოლის აზრი კი არა, ძალა დაკარგე და ჩუმდები...ქრები...არსებობას წყვეტ... ელოდები... იქნებ ეს კარგიც იყოს? ცოტა ხნით დაივიწყო რომ არსებობ, რუტინულად გააგრძელო შენს თავში თავგადასავლების ძებნა და უბრალოდ შენთვის, ერთ ოთახში იარსებო, არავინ შეაწუხო, არავინ შეგაწუხოს.იქნებ გაზაფხულმა თან მოიტანოს სიცოცხლის სურვილი და ზამთრის ძილისგან ახლადგამოღვიძებულმა აღმოაჩინო რომ ახალი ცხოვრების დაწყების დროა...იქნებ უბრალოდ უნდა მოკიდო შენს ძველ თავს ხელი და სანაგვეში წინა დღის გაზეთთან ერთად მოისროლო, ან კიდევ ნასუფრალივით არეული ცხოვრება ზეწარში გაახვიო და როგორც დიასახლისმა, რომელსაც უკვე აღარ აქვს ლაგების თავი,ყველაფერი სანაგვე ურნაში ჩაყარო და ახალი ცხოვრება იყიდო...ხოდა ფიქრობდა...ნეტავ რას ელიან?იქნებ სიჩუმეს? იქნებ ცოტა ხნით ხმა უნდა ჩაიწყვიტო? გაქრე? არსებობა შეწყვიტო? დაივიწყო ქარიშხალში მოყოლილი სახლის ნანაგრევები და მისი ხელახლა აშენების ნაცვლად უბრალოდ ამ ნანგრევებზე დაწვე და იტირო, თანაც ისე ჩუმად რომ სხვა არ შეწუხდეს...ხო, მგონი მივხვდა...უნდათ რომ არსებობა შეწყვიტო,თითქოს წინ ზამთარია და გაზაფხულამდე სიცოცხლის უფლება არ გაქვს.
საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ლალიკოს თხოვნისთვის უკვე შუადღე გადავიდა და ხილი მაინც გეჭამაო.საერთოდ არ იცოდა როგორ გადიოდა დრო, როგორ ჩამობნელდა იმდენად რომ მუქი ფარდები საჭირო აღარ იყო.არ იცოდა როგორ მოეხმო ძილის ყველა ანგელოზი საშველად და ოთახი ისე დაცარიელდა, უსაშველოდ გასიგრძეგანდა ღამე...კედლები თავისით ამოძრავდა და მარტოობამ, ყველაზე ბნელ კუთხეში ჩუმად დაიდო ბინა.ოთახი ცარიელი გახლდათ, იმდენად რომ საკუთარი არსებობაც უკვე ტყუილად ეჩვენებოდა. უსაშველოდ გაიწელა ღამე და თავის ქალაში ბუდე დაიდო ვერგათენების ეჭვმა.
...მაგრამ გათენდა, ისე ლამაზად თენდებოდა, თითქოს ახალ იმედებს ატანს მზე თავის შვილებსო.მოუთმენელმა გულმა ვერ გაუძლო და დილაადრიანვე შეუდგა სამზადისს.ერთ დიალოგ გამოვლილმა, ძალისძალად მოშველიებული ღიმილით დაასრულა საუბარი და ამჯერად ტელეფონს დასწვდა ნომრის საძებნელად.იცოდა, რომ ჯერ კიდევ ძილბურანში იქნებოდა ინტერესის ობიექტი, ამიტომ შეიცადა.სანამ სახლში მყოფი გაიღვიძებდა, მანამ ესტუმრა სამზარეულოს და ცხელი ფინჯნით ხელში დაბრუნებულმა, გადაწყვიტა თბილი ჭავლისთვის მიენდო გუშინდელი ამბის მთელი სიცხადე და გულისტკივილი.თბილი ჰაერის ნაკადით შემშრალ თმას დასწვდა და იების სურნელოვანი ზეთის შუშას კარგა ხანი აკვირდებოდა.თვალებში გაუკრთა სიბრაზის შვილობილი და გაგულისებით მოისროლა ნაგვის ურნაში.კარადაში მობორიალემ ბერლინში, ოფიციალური შეხვედრისთვის ნაყიდი ძვირფასი სარაფანი გადმოიღო და სხეულზე მიიკრა. საკუთარ შეკოწიწებულ თავის ანარეკლს სარკეში წაააწყდა, დავაკვირდა ამოშავებულ უძილო ღამეებს და ძლივს გათენებული დილების უადამიანობას და მიხვდა რომ დრო ვერ გააჩერა. ისე მიქროდა ცხოვრება, როგორც თავაწყვეტილი პირველი მზის სხივები განთიადისას.დარწმუნდა რომ ყველაფერი ხდება და არ ჰქონდა ძალა შეეცვალა წარსული, თუმცა შეეძლო შეექმნა საკუთარი მომავალი.წამიერად ცხოვრება ისეთი აუტანელი აღარ იყო, როგორც გუშინ.ნეა ჭკადუასგან წამოსულის სიტყვები გაახსენდა, როგორ შეჰპირდა თავის ფრთამოტეხილ ჩიტისფრთა ფეთქვას, აღარასდროს ავტირდებითო და კაბა საწოლზე მიაგდო.ტელეფონის ეკრანს დააკვირდა და ყოველგვარი მორიდების გარეშე დარეკა.მის თხოვნას სიხარულით დაეთანხმნენ და შეჰპირდნენ ერთ საათში შენს სახლთან ვიქნები და წავიდეთო.ძვირფასი კაბა,უკვე,აღარ ეჩვენებოდა უცხოდ.
გასასვლელთან მისულს, გიორგი ჯანაშიამ გამოხედა სამზარეულოდან და როგორც კი მისი შვილი, სარაფანსა და ბალეტკებში გამოწყობილი დალანდა, მაშინვე ეჭვმა გაუელვა.საკუთარი გულის ხმას აყოლილი, სულთამხუთავივით ეკითხებოდა სად მიდიხარო, მაგრამ ისიც ჯიუტად დუმდა და მხოლოდ წამიერად მოუბრუნდა უკვე შეღებულ კარში გასული.
-მითხარი ნეა ჭკადუასთვის ხომ არ გითქვამს, რომ ჩემი თხოვნა დაევიწყებინა...-დაბნეულ გამომეტყველებას რომ წააწყდა, კიდევ ერთხელ გაუმეორა...--ნეას რამე ისეთი ხომ არ უთხარი რომ ჩემი დახმარება გადაეფიქრებინა?
-არა, მადლობა გადავუხადე მოლოცვისთვის და დახმარების მცდელობისთვის...-მორჩილად ამოთქვა.
-ძალიან კარგი...-ფიქრებში წასულმა დაიჩურჩულა.მერე კი თვალებში ჭინკებაცეკვებულმა, თვითკმაყოფილი ღიმილით მიიხურა კარი და ყურადღება არ მიუქცევია ერთ ადგილას მიყინულისთვის.
მანქანის გრილ სივრცეში მოთავსებულმა, თავი ივლისის სიცხისგან დაცულად რომ იგრძნო, კიდევ ერთხელ მოეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს და მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის. ძრავა ამუშავებულ, უკვე ქუჩას ნება-ნება მიყოლილი ავტომობილის მძღოლი მოუბრუნდა და ჰკითხა საითო.
-ძალიან ბევრი ლამაზი სარაფანი უნდა ვიყიდო, შენზე უკეთ არავინ იცის, ამას სად მოვახერხებ...-არ სურდა იმაზე ფიქრი, რამდენად არ ჰგავდა ეს გოგო მას, ახალი ანასტასია თითქოს პერსონაჟი იყო, რომლის თამაშიც აითვისა და ეს უცხო გოგო, მის კანში თავგამეტებით შემოძვრა, უძილო ღამის გადასატანად.
-ოჰოო, ესეიგი დღეს ბევრ ფულს დავხარჯავთ.აი ეს უკვე ჩემი სფეროა...-აკისკისებულმა გადაკრა საჭეს და მანქანა მოატრიალა.სწორ გზაზე მიმავალმა,სახე დაისერიოზულა და ამჯერად წყენით ამოთქვა...-ისე, მახსოვს როგორ შემპირდი სასტუმროდან როგორც კი ჩამოვალ გნახავო,უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა.
-ახლახანს ჩამოვედი...-იცრუა, ისე ოსტატურად რომ არც კი აწითლებულა...-ძალიან ბევრი საქმე იყო, ახალი მეწილე ხომ საერთოდ დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა და ამიტომ გამიგრძელდა იქ ყოფნა.
-დიდი თავის ტკივილი თუ სიმპათიური თავის ტკივილი ?...-თავისი სიცელქე არ დავიწყებიაო გაკრა ჯანაშიას გონებაში, თუმცა რაღაც მწარედ ჩასწყდა სხეულში ამ სიტყვების მოსმენისას.
-ძალიან, ძალიან დიდი თავის ტკივილი ლიკუნა...-ჩაფიქრებულმა ამოთქვა და მიხვდა, ამჯერად არ ვცრუობო.
აღმოჩნდა რომ მოლის დახლებს შორის სიარული,სწორედ ის იყო, რაც სჭირდებოდა.გონება მოსწყდა შემაძრწუნებელ ფიქრებს და დაკმაყოფილდა მოცემულობით.ათობით ტანზე მოზომილი კაბა, ახლა იმას ახსენებდა თუ როგორ ცდილობდა ათობითი სახიდან ერთი ამოერჩია და კარგად მორგებულს, ტყავგამოცლვლილს გაეგრძელებინა არსებობა.ლიკა არ იღლებოდა მისთვის სიფრიფანა ნაჭრების მიწოდებით, აღაჟღაჟებული თუ ბაცი, ვარდისფერი თუ კვასკვასა ბროწეულისფერი, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.მთავარი იყო, რომ მორგებოდა და მასშიც ისევე ჩამალულიყო, როგორც საკუთარ გამოცარიელებულ სხეულში ჩამძვრალი ბავშვი.მშვიდად იყო ანასტასია, იმდენად მშვიდად რომ ეს სიმშვიდე,როგორღაც შემაძრწუნებელიც იყო,მსუბუქი და ჰერმეტული.თითქოს მისი სხეული ჩაიღვარა არარსებობის უსასრულო წრეში და მას ვეღარ დაიბრუნებდა,ქვეცნობიერი კი დაემსგავსა იმ სიბნელეს რომელშიც მზის სხივები ვერასდროს იპოვიდნენ სპექტრს გასაშლელად.მისი სხეული და ქვეცნობიერი ერთმანეთს გაემიჯნა და ამ ცხოვრებით ახლა სხვა ვიღაც ცხოვრობდა. გამოცარიელებული დადიოდა დახლებიდან დახლებში და თავად შორიდანაც იშვიათად აკვირდებოდა.წამიერად იღვიძებდა და იცოდა ეს თვითონ არ იყო, ეს მას არ გავდა,მაგრამ კმაყოფილი გახლდათ რომ რუტინას ლიმესი აუმართა და სიცარიელის პარალელეპიპედში გამოამწყვდია ერთიანად დაშლილი თავისი თავი.
-ტასოოო.ტასოოო, გესმის?...-სახის წინ უფრიალებდა გოგო ხელებს და შეწუხებული შესცქეროდა, როგორც კი გონებამ მუსაობა დაიწყო და ყურადღებაც მიაქცია, განაგრძო...-წვენი თუ ყავა?მოდით ორი ფორთოხლის წვენი იყოს და თქვენი საფირმო ბრაუნი.მადლობა...-მაგიდას როგორც კი მოსწყდა უცხოს სმენა, მაშინვე გაფართოებული თვალებით გადახედა მეგობარს და ამჯერად შეშფოთებით ჰკითხა...-ახლა, მართლა მომიყევი რა გჭირს? თითქოს გძინავს.
-ლიკა იცი რა მაინტერესებს?...-აქამდე დახლებში მობორიალეს, კითხვა უღრღნიდა თავის ქალას და ერთიანად რომ აიწება მისი ყურადღება, გაბედა ამოთქმა...-ბერაიებზე რამე გსმენია? დემეტრე ბერაია ჩვენზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ შეიძლება იცნობდე, მამაშენიც ხომ კერძო სექტორშია.
-შენ წარმოიდგინე კი...-გაეცინა გოგოს, ჯანაშია ისეთი ფერი ედო სახეზე თითქოს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას სთხოვდა...-ოღონდ, გაგიკვირდება და მამაჩემისგან არა.
-მეგობრობთ? ანუ, მასზე რაღაც მაინტერესებს და...მოკლედ ეგ დემეტრე ბერაიაა სასტუმროს ახალი მეწილე, უფროსწორედ მამამისი...როგორც არის...-თავი ვერ მოაბა სათქმელს, არ სურდა ზედმეტად გაემჟღავნებინა კითხვის მიღმა საკუთარი ინტერესის სიცხოველე.
-არა არ ვმეგობრობთ, მაგრამ ლიზასგან ვიცნობ...-გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა ჯანაშიას.ესღა აკლდა, ლიზა მისი კლასელის და ბავშვობის მეგობრის ნაცნობი იყო და ღმერთმა უწყოდა მხოლოდ რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.კითხვაზე, რომელიც მის ბაგეებს გადმოსცდათ, სრული პასუხი მიიღო...-ლიზა და მე კურსელები ვიყავით, ისიც დიზაინით იყო დაინტერესებული და ერთად მოვხვდით საგნებზე.ეგ დემეტრე ბერაია, მაგის ბავშვობის მეგობარია და ისე იყო ჩაციკლული მაგ ბიჭზე რომ ტვინი გამიბურღა.შორიდან ვიცნობ...-უდარდელად კი საუბრობდა, მაგრამ სახე მოღვენთილს რომ წააწყდა, დასერიოზულდა...-მოიცა შენ რისი გაგება გინდოდა დემეტრეზე?
-ესეიგი ლიზას ბავშვობიდან უყვარს დემეტრე?...-მიხვდა როგორ იტყობდა სახეზე ყველა ემოციას და სკამის საზურგეს მოჩვენებითი უდარდელობით მიწოლილი, ახლადმოტანილ წვენს დასწვდა.
-ზუსტად. მესამე კურსზე ვიყავით,ბავშვობის მეგობრობის ხათრით, მათ კომპანიაში რომ დაიწყო მუშაობა.რა დამავიწყებს, როგორი სიამაყით გვიყვებოდა ამხელა კომპანიაში სტაჟირების მაგივრად, ნახევარ განაკვეთზე რომ აიყვანეს ოფიციალურ თანამშრომლად.
-თუ ამაყობდა და ასე უხაროდა, გამოდის ბევრს ლაქლაქებდა კომპანიაზეც ხო?...-დამაჯერებლად დაუკრეს თავი, თანხმობის ნიშნად და განაგრძო...-ის არ უხსენებია, ბერაიები რას აკეთებდნენ? ანუ, მათი კომპანია უშუალოდ რა საქმიანობას ეწევა?
-მემგონი ინვესტორები არიან, ხო...-ეჭვი შეეპარა ნათქვამში, მაგრამ მერე დარწმუნებით განაგრძო...-რაღაც ძველ, დანგრეულ შენობებს პოულობენ, იაფად ყიდულობენ და მერე არემონტებენ, რომ გაყიდონ.ლიზაც ამიტომ სჭირდებათ ტრიდე დიზაინებისთვის...-ეჭვნარევად შეათვალიერა ჯანაშია და მისკენ წაწეულმა სერიოზული ტონით გამოუცხადა....-ტასო ეგ გოგო ჩაციკლულია ბერაიაზე, რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახებით მეგობრობენ და არამგონია...
-ნუ სულელობ ლიკუნა...-გაიცინა და ჭიქა მაგიდის ზედაპირს დაუბრუნა...-ლიზას შეუძლია მშვიდად იყოს, მისი დემეტრე ბერაია არავის სჭირდება.
საკუთარი დამძიმებული, ფეხებ მოღლილი თავი ძლივს ამოათრია სადარბაზომდე.აღარ ახსოვდა როდის დაარწმუნა ლიკუნა, რომ უკვე საკმარისად იყიდეს ყველაფერი, ისიც კი რაც არ სჭირდებოდა.შეღებულ კარში გაჩხერილს პირდაპირ სახეში ეცა სიჩუმე, თუმცა ყურადღებაც კი არ მიუქცევია სიმარტოვისთვის.საძინებლისკენ წალასლასებულმა, ფეხზე გაიძრო ბალეტკები და მხოლოდ ის მოახერხა, სარაფანმოშორებულს პიჟამოები ჩაეცვა და სახე დაებანა.რბილი ლოგინის სივრცეში მომწყვდეულს, სულ არ უფიქრია ხვალინდელ დღეზე, ისე მილულა თვალები და წუხანდელი ღამე ნათევი, გამთენიამდე სტუმრობდა სიზმრის სამყაროს.
მანამ არ შეუწუხებია დილის შეგრძნებებს, სანამ გადაწეული ფარდებიდან მკრთალმა სინათლემ არ შემოიჭყიტა და აისის მოახლოება არ ამცნო.ძლივსძლივობით დაშორებულ ქუთუთოებს კიდევ უფრო მეტად დაატანა ძალა და ფეხისგულებით აეკრო იატაკის სიცივეს.კარადასთან მიყრილ, ტანსაცმლით სავსე ჩანთებს ხელი დაავლო და კარგა ხნის დაცარიელებულ ჩემოდანს აგემა სისავსე.ის იყო, სააბაზანოში უნდა შესულიყო, ტელეფონმა რომ გააბა რეკვა, უხეშად გათიშა გულაჩქარებით და ტექსტური შეტყობინება გაგზავნა -"მღვიძავს.რვა საათზე სადარბაზოსთან ვიქნები"-ო.
წყლის ცხელმა ჭავლმა,ერთიანად მოაშორა ძილბურანიც და მოსალოდნელი დღეების თოშის შეგრძნებაც.მკერდთან ოდნავ ჩახსნილი,ჭუჭყიან ვარდისფერ სარაფანში გამოწყობილი სარკეში ათვალიერებდა მუხლების სიშიშვლეს და ოქროსფერ თმას ისწორებდა ამორძალად ქცეული, სულმოკლული ბავშვი.ბალეტკებით, ფეხაკრეფით მოსიარულე სამზარეულოში დატრიალებულ საუბარს უხმაუროდ შეერია და თამამად მოსვა, მისთვის ლალიკოს მიერ გამზადებული ყავა ფინჯნიდან. გიორგი ჯანაშია ამჯერადაც გაფაციცებით აკვირდებოდა, ქალიშვილის გამოპრანჭვას და მაინც, ხმის ამოღებას თითქოს ვერ ბედავდა.
ანასტასიამ მხურვალედ ჩაუკოცნა შუახნის გადიას ლოყები და ერთიანად აეკრო ზურგიდან. მისი სითბოს დამახსოვრება სურდა, ისე უნდოდა ბოლომდე მიჰყოლოდა მისი სუნი, რომ ვერაფრით სცილდებოდა.ტელეფონი, რომ კიდევ ერთხელ ახმაურდა, საათს დააშტერდა და მიხვდა წასვლის დრო იყო.ამჯერად კი გამოეკიდა გიორგი ჯანაშია და კართან მისულს, ხელში სწვდა.
-ჩემოდანი და შენ...-წამიერად გაიელვა მხოლოდ, დაცინვის შუქმა მის სახეზე...-არ მითხრა რომ ისევ სასტუმროში მიდიხარ...-სასოწარკვეთამ თავისი ქნა და ერთიანად წაუშალა სხივი...-ამ ყველაფრის შემდეგ, იქ რა დაგრჩენია?
ადგილზე გაახევა შვილის სიტყვებმა, გულში მწარედ გაჰკრა მათი გაანალიზებისას, სწორ პასუხამდე მისვლის შიშმა.ისეთი გაბოროტებით იყო წამოძახებული, ისეთი შეშლით. ხელისგულიდან გამოჰგლიჯეს, უკანასკნელი იმედივით ჩაბღაუჭებული ხელსაჭიდი და თვალების ბრიალით მიიხურეს კარი.იყო ამ სიტყვებში, რაღაც შემაძრწუნებელიც და დამაფიქრებელიც.სამიზნე კი, რომელსაც მოხვდა, ზუსტად აანალიზებდა შეფარულ ქვეტექსტს.თუმცა ვინ არ მიხვდებოდა მნიშვნელობას , ეს ხომ ისედაც ნათელი იყო.
-"მე დემეტრე ბერაიას იმას წავართმევ, რაც ყველაზე მეტად ეყვარება.ოღონდ ამას ძალიან მწარედ და დასამახსოვრებლად გავაკეთებ".



პ.ს ვისაც დედოფალი მარგო წაგიკითხავთ, ალბათ გეცნობათ დიუმას სიტყვები "ქალები არასოდეს არ არიან ისე ძლიერნი,როგორც დამარცხების შემდეგ". გატეხილი სულის ნაწილებს,რომ განდობენ,ყველაზე დიდი საგანძურივით უნდა მოუფრთხილდე.
პ.ს.ს ვბრუნდებით სოფლის ღაჟღაჟა დღეებში, მე პირადად მოუთმენლად ველი.



№1 სტუმარი ია

ძალიან მინდა , უფრო ძლიერი ვნახო ანასტასია, წამლების გარეშე თანდათან ფეხზე დამდგარი.
და მინდა , (ასე ეგოისტურად) მამამისი მუხლიჩოქა თხოვდეს პატიებას, თავის ლილესთან ერთად. დააყენე ფეხზე მყარად და ძლიერად..... ❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

უმაგრესია.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ვტირი გეფიცები. არავინაა ისეთი ძლიერი. როგორც მოტყუებული და გამოყენებული ქალი. დიდი იმედი მართლა ყველაფერს გააკეთებს სასტუმროს დასაბრუნებლად და ყველანი. ვისაც მათი არ ჯეროდა. თავს დამარცხებულად იგრძნობს. დემეტრე ძალიან შეცდა. როცა სიმართლე არ უთხრა. შეიძლება გულწრფელია მისი გრძნობები. თუმცა ამის დამტკიცება გაუჭირდება
ვაიმეეეე. მოუთმენლად ველი ანასტასია სრულ ტრანსფორმაციას. გაძლიერებას და ამორძალად ქცევას. დაე იყოს მარტო. ოღონდ ძლიერი

 


ახლა გასაგებია რამაც გამოიწვია ბაჩოს ცვლილება ბერაიას და ანასტასიას ამბავი რომ გაიგო.
გულნატკენ და დამცირებულ ქალზე ძლიერი არავინაა და სასტიკი შურისძიება ახასიათებთ. ტასოს ბოლო ფრაზებიდანაც კარგად გამოჩნდა რომ ბერაიას კარგი დღე არ ელის.
გიორგის რა ეგონა ტასოს ყველაფერი რომ უთხრა? იფიქრა რომ ტასოს დააჩოქებდა და ისევ უძლურს ნახავდა? ისე კარგიცაა რომ გაიგო სიმართლე. ამან ტასო უფრო გაძლიერა❤
მართალია დემეტრეს გრძნობები ტასოს მიმართ ნამდვილია, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ რაც ტასომ გაიგო, რთული იქნება ბერაიასთვის ტასოს თავისი ნამდვილი გრძნობები დაუმტკიცოს და დააჯეროს.
ველოდები, რომ სოფელში ყველაფერი ისევ შეიცვლება და დემეტრე მოახერხებს ტასოს სასტუმრო შეუნარჩუნოს. ძალიან კი გაუჭირდება მაგრამ მჯერა გამოუვა❤ ახლა მთავარია ტასოს დაელაპარაკოს და ყველაფერი აუხსნას. ბერაია არ გავს გიორგის და ყველაფერი გამოუვა❤

 


№5 სტუმარი one

ubralod ar vici ra vtqva)) esec moaxloebuli qarishkhali))) wina tavshi danakhulj gaddatekha da saintereso ambebis molodini)))
uuumagresi gogo khar shen❤️
da nene -yvelaze swrafad gazrdili bavshvi)))
veli shemdegs da mjera rom demetre gulwrfelia tavis grdznobebshi))))
aq var xvalac da sul)))

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

რა უგულოა ეს კაცი.როგორ სჯერა რომ იცავს ანასტასიას თავისი სიბოროტით უსულგულო კაცი.და ეს დემეტრეც დატანჯე ისე რომ დაჩოქილმა სთხოვოს პატიება

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაიმე ეს რა იყო,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№8  offline წევრი Marikagogolqdze

ოღონდ ტასო მოაძლიერეთ და ჯანდაბას. იმედია ბერაიას გაკვეთილს ჩაუტარებს. მერე კი ერთად დარჩებიან

 


№9 სტუმარი mari marinisa

Marikagogolqdze
ოღონდ ტასო მოაძლიერეთ და ჯანდაბას. იმედია ბერაიას გაკვეთილს ჩაუტარებს. მერე კი ერთად დარჩებიან

გთხოვ მიეცი ერთად ყოფნის შანსი ტასოს და დემეტრეს

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ასეთ შემობრუნებას არ ველოდი ისევ აირია ყველაფერი ნეტავ ამ კაცს რა უნდა ღმერთო ატომ არუნდა თავისი შვილი კარგად იყოს და ძლიერი რა სიბოროტე ეგონათ სტუმრად იქცევა ნეტავ არ უყვარს საკუთარი შვილი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent