შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ? (1 თავი)


1-10-2021, 17:44
ავტორი Koala°
ნანახია 547

ისევ შენ?
მობილური და გასაღები ავიღე, ბოტასები ამოვიცვი და რკინის მასიური კარი ხმაურით გამოვიხურე. კიბე ჩავირბინე და ლიფტთან გავჩერდი. თეთრ ღილაკს თითი მივაჭირე და ლიფტის ხმაც გავიგონე. ერთი სართულით ქვემოთ გაჩერდა. „ის სანამ ამოაღწევს დაღამდება“- გავიფიქრე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და კიბეზე დავეშვი. ექვსი სართული სწრაფად ჩავირბინე და გარეთ გავედი. მზემ ისე შემომაჭყიტა კინაღამ დავბრმავდი. თვალები ამოვისრისე და გზა გავაგრძელე. ტელეფონი აზმუილდა, ვინ იქნებოდა თუ არა მაშო.
- რა გინდა ქალო?
- სად ხარ აქამდე? დავიწვი ისეთი სიცხეა.
- ჩემთან ანტარქტიდა გგონია? რას ამოიჩემე სანაყინეში წასვლა ამოსულიყავი ჩემთან და გაჭმევდი. სავსე მაქ მაცივარი ნაყინით.
- უუჰ, ნუ ბუზღუნებ ერთი, გამოდი გარეთ. ამ სახლში არ მოგწყინდა სუუულ?
- ხო, კაი, მოვალ ათ წუთში. – დავემშვიდობე ჩემს გიჟ ბიძაშვილს და ავტობუსში ავედი.
კონდინციონერი იყო ჩართული და სასიამოვნოდ გრილოდა. ფანჯარასთან დავიკავე ადგილი და ხალხის დათვალიერებას შევუდექი. დრო ასე უფრო სწრაფად გავიდოდა.
ჩემი გაჩერებაც მოახლოვდა. მძღოლს ორი ოც კაპიკიანი გავუწოდე და ჩავედი. სანაყინესთან ცოტა ხალხი იყო. გამიკვირდა, მაგრამ ამ სიცხეში რომელი ნორმალური გამოყოფს ცხვირს გარეთ. მაშო მალევე დავინახე. შორიახლოს იდგა და მელოდებოდა, მალევე დამინახა და ხელი დამიქნია.
- ბუზღუნა მოსულა. – ჩაილაპარაკა და გადასახვევად გამოიწია.
გარეთ არსებული ტემპერატურის და ორივეს შუბლზე არსებული ოფლის წვეთების მიუხედავად მაინც ჩავეხუტე. ერთად ვიზრდებოდით ბავშვობიდან. ფაქტიურად დები ვიყავით.
მინის კარი შევაღეთ და შენობაში შევედით.
- რომელს შეჭამ? – მკითხა მაშომ.
- შოკოლადს, როგორც ყოველთვის. ახლა მე გადავიხდი.– ვუთხარი და ფული ამოვიღე.
ნაყინები ვიყიდეთ და კუთხეში დავჯექით.
- ეჰჰ, ერთ კვირაში დამთავრდება ჩვენი სამოთხე. – ამოვიბუზღუნე დანანებით.
- უნის გულისხმობ?
- აჰჰაა.
- სამაგიეროდ, ჩემთან იწყებ სწავლას და ხშირად გნახავ.
- რა ქენი დაელაპარაკე ბიცოლას და ბიძიას? გამოვყრუვდი იქ, ადგილი კი მაქ და გადმოდი ჩემთან.
- კი, ვუთხარი და დედაჩემმა თქვენ ისეთი გიჟები ხართ გადაწვავთ კორპუსსო, სამაგიეროდ კოტე დამეთანხმა და მოვდივააარ.
- აუჰ, მაგარია..... წამოხვალ დღეს ჩემთან? – წარბები მრავლისმეტყველად ავათამაშე – ფილმს ჩავუჯდეთ.
- დღეს მეზარება, სხვა დროს იყოს. მასწავლებელთან ვარ გასასვლელი. – თქვა და კოვზი უკულტუროდ ალოკა.
ნაყინმა ცოტა გამაგრილა, მალე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლებში წავედით. მაშო დედაჩემის ძმისშვილი იყო. ჰყავდა პატარა და, ნუ პატარა რა მეცხრე კლასელი. ჩემი მშობლები ავარიაში დავკარგე და მარტოხელა მამიდა მზრდიდა. მეთერთმეტეში რომ გადავედი, მიხვდა მარტო ცხოვრებას შევძლებდი და ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. იქედან მარჩენდა. დედმამიშვილი არ მყავდა და ორ ოთახიან ბინაში მარტო მიწევდა ცხოვრება. მაშო ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი. თავიდანვე მის უნიში მინდოდა მოხვედრა და გამიმართლა კიდეც. დაფინანსებაც ავიღე, რომ მამიდას ტვირთად არ დავწოლოდი. მაშო და მისი ოჯახი ორი წლის გადმოსულები იყვნენ ამ ქალაქში და კვირა არ გავიდოდა იმის შემდეგ ერთმანეთი რომ არ გვენახა.
ამ ფიქრებში სახლშიც მივედი, ბოტასები შემოსასვლელში მივყარე და გაუხდელად დავვარდი ლოგინზე. ვერც კი გავიაზრე ისე ჩამეძინა.
ზარის ხმამ გამომაღვიძა. საათს ავხედე შვიდი სრულდებოდა. ღადაობ? ამდენი ხანი რამ დამაძინა? ზარი განმეორდა. ზანტად წამოვდექი და კართან მივედი. გამოვაღე და თვალები კაკლისოდენა გამიხდა.
- მაშო?
ღია კარებში ყურებამდე გაღიმებული მაშო იდგა ჩანთებით ხელში.
- რა იყო გეძინა, თმა ჩიტის ბუდეს რატო გიგავს ხომ ვერ მეტყვი?
თმაზე ხელი გადავისვი.
- მასწავლებელთან უნდა გავიდეო?
- ვიყავი, მივედი სახლში, ჩავალაგე და წამოვედი. გავბრუნდე უკან?
- შემოდი. წავალ წყალს შევისხამ და მოვალ.
თვალები დაწითლებული მქონდა, მარცხენა ლოყა დაკუჭულ ფურცელს მიგავდა. სახე დავიბანე და გავედი.
მაშო ჩემს ოთახში დავაბინავე, მაინც ერთმანეთის ნივთებს ვხმარობდით და სულ ერთად გვეძინა.
*****
დილით თერთმეტის ნახევარი იყო რომ გამეღვიძა. ცოტა ვიხვანცალე, მერე მაშოს თავიდან მინდოდა ხელის გამოწევა ფრთხილად , რომ არ გაღვიძებოდა ( ძალიან ფხიზელი ძილი აქვს), მაგრამ ამ დროს დამაცემინა, ამაზე მაშო წამოვარდა გიჟივით.
- რა ხდება – იმხელაზე იყვირა, სრულიად შემთხვევით საწოლიდან გადავვარდი.
- ნენე, კარგად ხარ?
- აამ, დაახლოებით.
მაშოს ხელის წყალობით ისევ ლოგინზე აღმოვჩნდი. გიჟებივით სიცილი დაგვეწყო, ამ დროს ვინმეს რომ დავენახეთ, ხონის ბილეთებს ავიკრავდით.
- ჰე, ავდგეთ, ვჭამოთ და ნანიმ ( მამიდა) ფული უნდა გამოაგზავნოს დღეს, უნისთვის რაღაცეები ვიყიდოთ.
ავდექით, ვისაუზმეთ და მდივანზე წამოვწექით. წამოვწექით რა მე ვიყავი წამოწოლილი და მაშოს კალთაში მედო თავი.
- ნინჩო როდის ჩამოდის სოფლიდან?
- აუ, გოგო, არ ვიცი, ნინიმ მომწერა გუშინ ამ დღეებში ვაპირებთ წამოსვლასო და... კურსელი შენია, ვერ მიწერ და ვერ კითხავ?
- კაი-ო ჩაილაპარაკა ბუზღუნით.
- რას უწკაპუნებ მანდ, წერ ვინმეს? – ვკითხე ქვემოდან.
ჩამომხედა და ეკრანი ჩააქრო.
- ყავა გინდა?
- შეკითხვა დაგისვი მგონი.
- უუჰ, მეგობარს.– მითხრა
- რომელ მეგობარს? – წამოვდექი და მკაცრად შევხედე.
- სოფელში ხო ვიყავით ამ ზაფხულზე, ხოდა იქ გვერდით რომ სახლი იყიდებოდა, იქ გადმოსულან და გამეცნო.
- მე რო წამოვედი იმის მერე?
- ხოო, შენ როგორც კი წამოხვედი, მეორე დღესვე.
- მოიცა, მოგწონს?
- არა, რა თქმა უნდა, – ამას რომ ამბობდა თან მზერას მაცილებდა, – რომ წერ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგწონს.
- კაი. წადი ყავა გააკეთე, ბევრი ნაყინი ჩამიყარე.
ეს ვუთხარი თუ არა წამოხტა და საქმეს შეუდგა. არა რა მე შეყვარებული არც მჭირდება და არც დამჭირდება. ამ აზრიდან არ გადავალ.
შუადღისთვის, მამიდამ დარეკა, ფული გადმოვაგზავნე უკვეო და ჩვენც მოვემზადეთ.
ჯერ საკანცელარიო მოვილიეთ. მერე ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე იმდენი ვიბოდიალეთ, სიქა გამძვრა. მე და მაშომ ერთნაირი სარაფნები ვიყიდეთ, მან ყვითელი, მე ღია ცისფერი, მაშომ ცისფერ თვალებზე გიხდებაო. ასევე რამდენიმე მაისური და შავი კლასიკური შარვალი. ეს ყველაფერი წამოღებულ ჩანთებში ჩავაწყვეთ და წამოვედით.
- აბა, როგორი კმაყოფილი ხარ დღევანდელი დღის?– გზაში მეკითხებოდა მაშო.
- კმაყოფილი კი არა ფეხზე ძლივს ვდგავარ.
- ნუ ხარ გოგო შენ უჟმური.
სახლში ავედით და ჩანთები შემოსასვლელში დავაწყვეთ.
- ნენე, წვენი გაქ რამე?
- არაა, საჭმელიც გამოილია, წამო არ გაიხადო, მარკეტში გავიდეთ ბარემ.
სახლის კარები ისევ გამოვკეტეთ და ლიფტით ჩავედით. მარკეტი გზის მეორე მხარეს იყო, ის იყო გადასვლა დავაპირეთ რომ მარკეტიდან გამოსული ნინი დავინახე.
- შეხედე, ნინი ჩამოსულა.
- მოვკლავ, რატო არ მითხრა.
ნინიმ ვერ შეგვამჩნია. გზის გადაჭრა მინდოდა.
- კესანე, ნელა – დაიყვირა მაშომ და ჩემკენ წამოვიდა, ახლაღა მივაქციე ყურადღება შავ აუდს, რომელიც ჩემკენ მოდიოდა. ტვინმა განგაშის ზარები შემოჰკრა. დავინახე როგორ დაამუხრუჭა ჩემს ფეხებთან და მერე აღარაფერი მახსოვს....


ახალი ვარ და გთხოვთ დამიტოვოთ შეფასებები. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ღირს თუ არა გაგრძელება. ვეცდები ბანალურობაში არ გადამივიდეს. ვერ დაგპირდებით ყოველდღე დავდებთქო, მაგრამ მალ-მალე იყოს ვეცდები



№1 სტუმარი რეიეს

დასაწყისი ძალიან კარგია. გააგრძელე

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან ნუ დაწვრილმანდები. ღილაკს თითი დავაჭირე. ავტობუში ავედი და ასეთები. დამწყებისთვის კარგიააა. ნელნელა დახვეწ. ყველა ეგრე სწავლობს. წარმატებები

 


№3 სტუმარი Baby

ძალიან კარგია.გააგრძელე

 


№4  offline წევრი Koala°

რეიეს
დასაწყისი ძალიან კარგია. გააგრძელე

მადლობა ❤️

Qeti qimucadze
ძალიან ნუ დაწვრილმანდები. ღილაკს თითი დავაჭირე. ავტობუში ავედი და ასეთები. დამწყებისთვის კარგიააა. ნელნელა დახვეწ. ყველა ეგრე სწავლობს. წარმატებები

ვეცდები გავითვალისწინო❤️❤️ მადლობა

Baby
ძალიან კარგია.გააგრძელე

მადლობა❤️

 


№5 სტუმარი Xato

Momewona.ase gaagrdzele.

 


№6  offline წევრი Koala°

Xato
Momewona.ase gaagrdzele.

მადლობა ❤️ ძალიან ვწუხვარ რომა ახალი თავი უფრო მალე არაა❤️ დრო მართლა არ მაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent