შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ? (2 თავი)


2-10-2021, 13:03
ავტორი Koala°
ნანახია 386

(მაშო)

კესანემ მარკეტიდან გამოსული ნინი დაინახა და მისკენ წავიდა, ჩემგან განსხვავებით ვერ შეამჩნია ავტომობილი, რომელიც ჩიხიდან გამოდიოდა.
- კესანე, ნელა– დავიყვირე, მას შემდეგ რაც გავიაზრე სიტუაცია, მაგრამ უკვე გვიან იყო, მანქანამ მის ფეხებთან დაამუხრუჭა, ნენე კი უღონოდ ჩაიკეცა.
მანქანის მძღოლი სწრაფად გადმოვიდა. მეც მაშინვე მივვარდი და მასთან ჩავიმუხლე.
- კესანე, კარგად ხარ? თვალები გაახილე გთხოოვ!
- არაფერი დაშავებია, უბრალოდ შეეშინდა– მამშვიდებდა ბიჭი – საავადმყოფოში წავიყვან.
ნენე ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა. მე მეორე მხრიდან მივუჯექი. კესანეს თავი კალთაში მედო და თმებზე ვეფერებოდი. ახლაღა გავხედე მძღოლს, დაახლოებით ჩვენი ასაკის იქნებოდა. თითებს საჭეზე მთელი ძალით უჭერდა.
ხელში აყვანილი შეიყვანა საავადმყოფოში.
(ნენე)
- ყველაფერი რიგზეა, შიშის ფონზე წაუვიდა გული, როგორც კი გონს მოვა, მაშინვე გავწერთ. – ბუნდოვნად ჩამესმა უცნობის ხმა.
თვალები გავახილე. საავადმყოფოს პალატაში ვიყავი. ნახევრად ღია კარებიდან მაშო მოჩანდა, რომელიც უცნობ ტიპს ესაუბრებოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი.
რა მოხდა? მახსოვს მაშო როგორ მეძახდა და შემდეგ მანქანა. მოიცა, მანქანა დამეჯახა?! ფეხებზე დავიხედე, არაფერი მჭირდა, მუხლი ნელა მოვხარე, ყველაფერი რიგზეა.
ნელა წამოვჯექი. მაშო შემოვიდა ოთახში.
- ნენე, კარგად ხარ? შემაშინე – მითხრა და გადამეხვია.
- კარგად ვარ, ნუ გეშინია.
- ექთანს გავაფრთხილებ, რომ მივდივართ.
პალატაში უცნობი შემოვიდა. ჩემი ვარაუდით, ის მართავდა მანქანას.
- როგორ ხარ?– მკითხა და მწვანე თვალები შემომანათა.
- უკეთესადაც შეიძლება – მივუგე მკვახედ,– ტარება ახლა ისწავლე?– ვაცნობიერებდი, რომ დამნაშავე მე ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა მასთან აღიარება.
- უნდა ხვდებოდე, რომ შენი ბრალი იყო.– მითხრა და ირონიული მზერით შემომხედა.
ერთხანს ვყოყმანობდი მეთქვა თუ არა მადლობა, მაგრამ სანამ მე ჩამოვყალიბდი, კარს მიღმა გაუჩინარდა.
- ექთანს შევხვდი, შეგვიძლია წავიდეთ,– თავი შემოყო პალატაში მაშომ.


- წამოწექი დაისვენე– მითხრა მაშომ როგორც კი სახლში მივედით.
- იდიოტი, სახლში წამოყვანა მაინც შემოეთავაზებინა.
- რა გინდა, ქალო, შენი უყურადღებობის ბრალი იყო, მაგრამ საავადმყოფომდე მიგიყვანა და პირადი მძღოლი კი არაა სახლამდეც რო მოეცილებინე. სიმპატიური კი იყო ისე.
- სიმპატიური კი არა ისა კიდე. იდიოტია ჩვეულებრივი.
სახეზე რაღაც ცივი მესხმებოდა, წამოვხტი საწოლიდან და რას ვხედავ, მაშო წყლის ბოთლით ხელში დამდგომია თავს და მისი ჭკუით მაღვიძებს.
- გააფრინე?
- გაღვიძების სწრაფი მეთოდია, დაო.
მერე მთელს სახლში ისმოდა მაშოს კივილი, რომელსაც უკან ბალიშით მივსდევდი.
ჩვენ ორი ბავშობიდანვე გამოვირჩეოდით სიგიჟით და მავნებლობით.
ჯერ კიდევ გასულ წელს, ჩემმა კარის მეზობელმა მოხუცმა ნარგიზამ მაშოს საყვედური უთხრა მოკლე კაბის გამო. ის ქალი გადაკიდებული იყო ჩვენზე, სულ საჩხუბარ მიზეზს ეძებდა. ჩვენ კიდე, შური ვიძიეთ და გარე კარის სახელურს შიდა მხრიდან Colgate Totally წავუსვით, შემდეგ კი გასაღების ჭუჭრუტანიდან ვუყურებდით ოინის შედეგებს.
იმ დღეს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იყო. უნის ეზოში უამრავ ბავშვს მოეყარა თავი. ადმინისტრაციამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცა და ბლა ბლა ბლა. მე არც ვუსმენდი, ბავშვების დათვალიერებით ვიყავი დაკავებული და ვვარაუდობდი, რომელი შეიძლება ყოფილიყო ჩემსავით პირველკურსელი. ახალი მეგობრების გაჩენის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი, თუ თვითონ გამოიჩენდნენ ინიციატივას. მე აბა ხო არ მივადგები და ვეტყვი : ,, იცი, მინდა დაგიმეგობრდე, რა ვიცი რაში დაგვჭირდეს ერთმანეთი“ და მსგავსი ბანალურობები. ფუჰ!
მაშოს ვიღაც იისფერ თმიანმა დაუქნია ხელი და ისიც დამეკარგა მხედველობის არედან. რამოდენიმე ბავშვს ჩემი ვარაუდით პირველკურსელებს, რადგან ისინიც ჩემსავით აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს მივუახლოვდი და მოშორებით დავდექი. ცოტა ხანში შენობაში შესვლა დაიწყეს და მეც შევყევი. აუდიტორიაში ყველაზე უკან დავჯექი, ფანჯარასთან. სკოლაში რომ ვსწავლობდი უკანა რიგში ფანჯარასთან ადგილი სულ ჩემი იყო.
ლექტორიც შემოვიდა და წლევანდელი სასწავლო წელი მიმოიხილა. მოკლედთქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, ერთი და იგივე საკითხს ატრიალებდა ატრიალებდა ატრიალებდა. ჩემმა ტელეფონმა გაანათა, მაშო მწერდა:
„ რას შვები?“
„ლექციაზე ვარ, შევედი უკვე.“
„ რომელზე გიმთავრდება?“
„ორზე თავისუფალი ვიქნები“
„აჰამ, მეც მასე, ორის მერე რამოდენიმე ბავშვი ვიკრიბებით, სადმე გავივლით, ეზოში დიდი ხე რომაა იქ მოდი.“
„ოკ“
შუა ლექციაზე აუდიტორიის კარი გაიღო და ვიღაც ტიპი დაგვიანებით შემოვიდა. მოიცა, ვიღაც ტიპი კი არა ეს ის იდიოტი არაა, მე რომ დამეჯახა, უფრო სწორად კინაღამ დამეჯახა. აქ რა უნდა? მოიცა ჩემი კურსელია? ბედი ამას ქვია რა.
ბოდიშიო და დასაჯდომად წამოვიდა. ახლაღა შემხედა. ირონიული მზერა მივაგებე. მოიცა ჩემკენ რატო მოდის? გვერდით დამიჯდა. არა ისე გამომხედა წეღან, უეჭველი მიცნო, იდიოტი. ადამიანების ათვალწუნება დანახვისთანავე ჩემი სტიქია იყო. არც მან დამიტოვა კარგი შთაბეჭდილება.
- გამარჯობა– მითხრა დაბალ ხმაზე.
სწერვულად გავხედე და ყურადღება ლექტორზე გადავიტანე. საუკეთესო შურისძიება იგნორია– მეუბნებოდა ხოლმე მაშო, ხოდა მის სიტყვებს მივყევი.
უცებ ისეთი ხარხარი ატეხა, კინაღამ სკამიდან გადავვარდი. რა აცინებს? გააფრინა?
- თქვენ ორი, სასწრაფოდ გარეთ. – იჭექა ლექტორმა.
მასე მოუხდება! აბა, რა ეგონა?! მოიცა მომესმა? ორიო? მე რა დავაშავე?
- დროზე!
სახე ამიწითლდა. მაგრამ კიდევ ერთი საყვედურის მიღებას გარეთ გასვლა ვამჯობინე.
- იდიოტო! რა გაცინებდა ვერ გავიგე? შენს გამო საყვედური მივიღე. – ჩემი რისხვა დავატეხე თავს, როგორც კი გარეთ გამოვედით.
- უჰ, კაი ერთი, რა გიჭირს! ხვალ დავიწყებული ექნება უკვე.


ორი საათისთვის დიდი მუხის ქვეშ ვიყავი უკვე და მაშოსა და მის მეგობრებს ველოდებოდი. მალევე გამოჩნდნენ. ის იისფერთმიანიც ახლდათ და კიდევ ორი უცნობი ბიჭი.
- გაიცანით, ეს ჩემი ბიძაშვილია კესანე, ჩვენთვის ნენე.
- მე ლანა ვარ– ხალი გამომიწოდა იისფერთმიანმა.– ესენი კიდე ვახო და დათო არიან.
- სასიამოვნოა.
- აბა, სად მივდივართ?– ვიკითხე ინტერესით.
- აქვე ახლოს კაფეა და იქ დავჯდეთ
შიგნით მშვიდი გარემო იყო. ეს ადგილი მახსოვს, ერთხელ მე, მაშო და ნინი ვიყავით. კუთხეში დავჯექით. დათო წავიდა და ჩვენთვის ცივი ყავები და ორცხობილები შეუკვეთა.
- აუ, ვითამაშოთ რამე რა. – სურვილი გამოთქვა იისფერმა.
- ხოო, კარგი იდეაა, ამის პატრონმა რა ქნას?
- კაი, ოღონდ ძაანაც არ იდამპლოთ.
რვეულიდან ფურცელი ამოაძრო ლანამ, დახია და სახელები დააწერა. პირველი მაშო ამოვიდა, დათომ უბრძანა ორცხობილაზე მარილი დაეყარა და ისე ეჭამა, სიმწრით გადაყლაპა ლუკმა.
მერე დათო ამოვიდა და მაშომ სამაგიერო შემდეგნაირად გადაუხადა.
- აი, იმ გოგოს ხო ხედავ,– ანიშნა სალაროსთან მდგარ საყვარელ გოგონაზე, რომელიც თანხას იღებდა საფულიდან– უნდა გაიცნო და პაემანზე დაპატიჟო, – და წარბები გველურად აათამაშა.
- ოოო, მიდი დათო, შენ იცი ძმა– ამხნევებდა მახო.
- უყურეთ და ისწავლეთ ძმებო და დებო.
დათომ თავზე გადაისვა ხელი და ხმა ჩაიწმინდა. ინტერესით მივაჩერდით, უკვე გარეთ გასულ გოგონას გაეკიდა და ფლირტაობა დაუწყო. არ გვესმოდა რას ეუბნებოდა, მაგრამ ნათელი იყო არც ისე იოლი „დასაკერი“ აღმოჩნდა სამიზნე. ბოლოს მაინც გამარჯვებულის სახით მოგვიახლოვდა დათო.
- ხვალ რვა საათზე დავუნიშნე შეხვედრა, მაშო ძმა ხარ. - გვითხრა და თამაშიც განვაახლეთ. მაშოს აშკარად არ გამოუვიდა შურისძიება
მომეწონა „კამანდა“ ისე მიმიღეს თითქოს დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობდით.


არ ვაპირებდი დღეს დადებას, მაგრამ თავისუფალი დრო მქონდა და გამოვიყენე. არ ვიცი შემდეგი თავი როდის იქნება. ვეცდები მალე იყოს. ახლა სკოლა იწყება და ისე გადატვირთული ვიქნები მტრისას. მოკლედ ვეცდები ყველანაირად. გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. იმედია მოგეწონებათ ველი კომენტარებს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent