შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (14)


3-10-2021, 06:47
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 181

ლიფტის სივრცეს მოშორებული, სანამ სადარბაზოს გასცდებოდა, შეჩერდა.ეს ის მომენტი იყო, როცა მასში გარდატეხა მოხდა, უკან დასახევი გზა თითქოს ჯერ კიდევ ჰქონდა.ნაბიჯის გადადგმა ისეთი მძიმე აღმოჩნდა გეგონებოდათ, შუა საუკუნეებში გაჭედილი, ჯალათის წინ უნდა აღმოჩნდესო.იქნებ ცხოვრება მართლაც ერთი უზარმაზარი ჯალათის ფიგურა იყო, ხელში მომარჯვებული იარაღით, რომ გელოდება არსებობის გასაქრობად.რა ხდება მას შემდეგ, როცა აანალიზებ რომ მსხვერპლის როლი უკვე შეგახმა სხეულზე და დროა იმოქმედო, თვალებიდან თამამად გამოაჩინო ახლადშობილი ამორძალის მთელი შემზარავობა და კი არ დანებდე, იბრძოლო ყველა რეალობის შესაცვლელად, საბოლოოდ რომ იმ სამყაროს ნაწილი გახდე, რომელსაც სხვები კი არა, თავად აირჩევ შენი თავისთვის.ფეხები თავისით ამოძრავდნენ, ახლა ყველა გზა ჩახერგილი იყო და მხოლოდ ერთი მიმართულებით შეეძლო სვლა. ავტომობილიდან ბერაია გადმოვიდა, კლასიკურ შარვალსა და თეთ, კისერთან შეხნილ პერანგში გამოწყობილს თვალებზე მიეწებებინა შავი სათვალე, რომელიც მომავლის დალანდვისთანავე, უკვე საბარგულთან მისულმა, სწრაფად მოიხსნა და ერთიანად შეათვალიერა უჩვეულოდ, თითქოს გამომწვევად ჩაცმული.ნაცრისფერი სფეროები უსირცხვილოდ დასრიალებდნენ ჯანაშიას ლავიწებში, მოღერებულ ყელთან და აცახცახებულ მკერდთან, დაიწვა და დაიდუგა ანასტასიას კანი.ჭინკებაცეკვებული ისე უცქერდა, თითქოს მოთმინების უნარზე არასდროს არავისგან სმენია და მთელი სხეულით ითხოვს შეხებასო.გამოლაპარაკებაც კი სცადა, ერთიანად საკუთარ ფიქრებში გართულმა, თუმცა უპასუხოდ დატოვეს.ჩემოდნის მანქანაში მოთავსებისთანავე, კარისკენ წასულმა, ნაცნობი ქერა თმა დალანდა და ერთი ნაბიჯით უკან დახეული მოთავსდა თავისუფალ ადგილას.დემეტრემ, როგორც კი საბარგულში დააბინავა ჩანთა, მაშინვე საჭესთან დაჯდა და იმის მაგიერ დაეძრა, ინტერესით გადახედა ლიზას.
-ლიზა, ანასტასიას გზა ცუდად ხდის, უკან ვერ მოისვენებს...-ქვეშ-ქვეშად გახედა უკან მჯდომს და თითები აათამაშა საჭეზე,როცა პასუხი ისე გასცეს, თითქოს გზაში არ მოილაპარაკეს, რომ როგორც კი ჯანაშიას სახლთან მივიდოდნენ ადგილს დაუთმობდა.
-მე თუ მკითხავ, მოსვენებით და ჩუმად ყოფნით, ვერც წინ მჯდომი დაიკვეხნის...-მწარედ იყო წარმოთქმული სიტყვები, გამიზნული შხამით კარგად უნდა მოეწამლა ადრესატი.ის იყო ბერაიამ გადმოხედა პასუხის გასაცემად, რომ გაკვირვებამ შეაჩერა და კითხვის ნიშნით სავსე თვალებით მიაშტერდა.
-მე არ ვიცი ბერაიამ საიდან მოათრია ეს სიბრძნე...-ცოტა უნდა დამშვიდებულიყო, უკვე ზედმეტად იმჩნევდა სიბრაზეს და სიძულვილს, წინ კი უამრავი დღე ჰქონდა მის მახეში შესატყუებლად.ასე ყველაფერს გააფუჭებდა...-მაგრამ უკან მშვენივრად ვგრძნობ თავს.
-და ზრდილობაც შესაშური გვქონია...-იწვევდა და აღიზიანებდა. ისე იწვრილებდა იმ თავის ხმას, გეგონებოდათ მასზე ნაზი ქვეყნად არავინ და არაფერი შექმნილაო.ანასტასიას სიტყვებით შეფიქრიანებული ბერაია უკვე ნება-ნება მიუყვებოდა ქუჩებს, ბაჩოს სახლამდე მისასვლელად.
-ბოდიში, დამავიწყდა...-მოჩვენებითი დანანებით ამოთქვა თავდახრილმა და ისე განაგრძო...-ბერაიას წინ "ბატონი" არ მითქვამს ხომ? იმედია წყენას გულში არ დაიტოვებთ...-სარკიდან უყურებდა ერთიანად განცვიფრებას აყოლილი ბერაია, გოგოს თვალებში ჩამდგარ სხივს შეეჩეხა და უფრო მეტად იგრძნო უსიამოვნო წამოძახილის მთელი ღვარძლი.
-ცივი წყლის შემოთავაზებას ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცას უმეცადინია და უფრო მომზადებული მოდის თავის სოფელში...-თეთრი კბილების წყობა გამოაჩინა ერთიანად გაწელილი ღიმილის კუთხეებიდან და თავმომწონედ გადახედა გვერდით მჯდომს.
-მართალია...-თავის დაკვრით დაუდასტურა და წინ წამოწეულმა დამაჯერებელი ტონით დაიწყო ატმოსფეროს დამძიმება...-იმდენად დავინტერესდი, რომ საბოლოოდ ჩვენი საერთო მეგობარი ლიკუნაც კი აღმოვაჩინე...-გამარჯვებას სახე რომ ჰქონოდა, ალბათ ანასტასია ჯანაშიას იმ წუთიერი გამომეტყველება იქნებოდა, ლიზას სახის დანახვისას, ერთიანად მხრებაწურულს რომ წააწყდა...-იმდენი ვისაუბრეთ...-სიტყვა გაწელა და აღფრთოვანება გაურია ტონს...-როგორც აღმოჩნდა ბავშვობის მეგობრის გარეშე ძილი, კი არა სუნთქვაც არ შეგძლებია.
-ლიკუნა ჩემი კურსელი იყო...-როგორც კი მიხვდა საუბარი საით წავიდოდა, მაშინვე დაუწყო საჭესთან მჯდომს სიტუაციის ახსნა, ხვდებოდა მხოლოდ ამ შესავლით არ დაკმაყოფილდება ჯანაშიაო და ერთიანად შიშ ატანილმა სცადა განმარტება, იმის რასაც უსირცხვილოდ გაამხელდნენ...-ერთად ვსწავლობდით დიზაინზე და იცის, რომ მესამე კურსიდან ამიყვანე სამსახურში.მონაყოლი მაქვს ბავშვობის მეგობრები რომ ვართ და...
-ეგ თავისთავად...-ძალიანაც ერთობოდა მისი არეული სახის და მიკიბულ-მოკიბული საუბრის შემყურე, ახლა ეს ყველაფერი უფრო მეტადაც კი ახალისებდა...-ჩვენ უფრო პირადული თემები განვიხილეთ...-ახლა უკვე მისკენ შებრუნებულის მობრიალე თვალებს რომ წააწყდა, სახე დაისერიოზულა და ისე განაგრძო...-მართალია მეგობრობა არ გამოგვდის, მაგრამ პარტნიორები ვართ და სასიამოვნო იქნებოდა მცოდნოდა რომ გაგიჟებით გიყვარს დემეტრე ბერაია, მერე ხომ ჩემდაუნებურად, მაგრამ მაინც, აღარ დავარღვევდი თქვენ მყუდროებას?
-რა სიყვარული და რა მყუდროება? რაზე ლაპარაკობთ?...-მოსმენილით და ნანახით განცვიფრებული, ერთიანად სისხლ მოწოლილი ბერაია გაგიჟებით ისვრიდა კითხვებს და რიგ-რიგობით ათვალიერებდა მგზავრებს.
-ალბათ მარცხენა ფეხზე ადგა, ან ცუდი სიზმარი ნახა...-ლუღლუღებდა ლიზა და სახეს მალავდა, თავით ფანჯრისკენ შებრუნებული...-აშკარად სხვადასხვა ლიკაზე ვსაუბრობთ.
-მოიცა, მე ლიკუნაზე ვამბობ, აი იმაზე, კურსელები რომ იყავით და გაგიჟებით უყვებოდი ბავშვობის მეგობრის სიყვარულზე. როგორ მეგობრობთ ოჯახებით და ასე შემდეგ...-თავისას მიერეკებოდა. რაღაც შეუჩნდაო იფიქრებდით, ხმა ამოღებულმა, ერთიანად გათავისუფლებულმა, ყველანაირი მორიდებისგან დაცლილმა, იგრძნო როგორი მარტივი ყოფილა ადამიანების დანგრევა, როცა არ გაინტერესებს ამას რა მოყვება, ან რას იგრძნობენ. გაანალიზა, რომ სწორედ ასე გრძნობდა ყველა თავს, როცა მასაც სათამაშოსავით ექცეოდნენ, იყენებდნენ და ურცხვად ატყუებდნენ.
-შეიძლება რაღაც გაუგებრობაა...-ამჯერად ზიზღატანილი გოგო მოიბრუნდა და ჩანთაში მოჰყვა ქექვას...-დავურეკავ და ვკითხავ, თუ ნამდვილად ერთი და იმავე ადამიანის შესახებ ვსაუბრობთ, მაშინ შენზეც ბევრი ექნება მოსაყოლი...-მუქარასავით გაისმა, არადა წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებასავით კი ჟღერდა.
-რა პრობლემაა, თუ გინდა მე დავურეკავ...-კალთაში ჩაგდებული ტელეფონი, ხელისგულით მოიმარჯვა და დამცინავად განაგრძო მის მწვალებლად მოვლენა...-მე ვერ დაგპირდები, რომ ჩემზეც ისეთივე საინტერესო ამბებს გაიგებ, როგორიც ტვინის ბურღვაა დემეტრე ბერაიას სიყვარულით გაგიჟებული გოგოს მიერ, მაგრამ მაინც...-გამოწვევა მიღებული იყო და ახლა ავტომობილში მჯდომთაგან ყველას კარგად ესმოდა, რა შედეგითაც დასრულდებოდა.
მანქანა უეცრად შეჩერდა და ორმა მებრძოლმა, ამჯერად თვალი ერთიანად აფოფრილი ბერაიას ფიგურას მიაყოლეს, რომელიც გაგულისებით გადავიდა მანქანიდან და კარი მოიჯახუნა.ანასტასიამ ბიჭები დალანდა ახლოს მდებარე მანქანის გვერდით და ყურადღება არ მიუქცევია ლიზას სისინისთვის.ახლა უკვე ცხადი იყო, რომ მგზავრობა მშვიდობიანად ვერ ჩაივლიდა თუ ერთ სივრცეში კიდევ ხუთ წუთზე მეტ ხანს გაჩერდებოდნენ.თავმომწონედ და დაცინვით ააწება მზერა დემეტრეს წარბშეკრულ გამომეტყველებას, გონებაში დაურბოდა აზრი, თუ რას მოიმოქმედებდა იმ ყველაფრის წინაშე აღმოჩენილი, რასაც ანასტასია ჯანაშიას სხეულში ჩამძვრალი ახალი გოგო უმზადებდა.თუკი ეს მცირე დიალოგი ცლიდა მის მოთმინების ფიალას, მაშინ რა მოხდებოდა,როცა თავის მიერვე დაგებულ კაკანათში გაებმებოდა და ფრთებ აფრთხიალებული ეცემოდა ყველა კუთხეს, თავდასაღწევად.
აშკარა გახლდათ, რომ მოუთმენლად თათბირობდნენ საჭირბოროტო საკითხებზე.ისეთი შეცბუნებულები გამოაპარებდნენ ხოლმე მზერას მანქანისკენ, გეგონებოდათ დანაღმულია და ახლოს მოსვლის კი არა, შემოხედვისაც ეშინიათო.რამდენიმე წუთიანი შესვენების მერე, რომელმაც დემეტრეს აშკარად მისცა საშუალება სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა და გონებაც გაენიავებინა, დაიშალნენ.წამოსული ბერაია დალანდა თუ არა, მაშინვე გააღო ავტომობილის კარი და გადასვლამდე თვალი ჩაუკრა ლიზას აწითლებულ ფიგურას "აბა, კეთილი მგზავრობაო" მიაძახა და თამამად წავიდა წინ.უკვე ბერაიასთან გათანაბრებულმა, სულ არ მიაქცია ყურადღება, ისე სცადა გვერდის ავლა.მკლავში ხელისგული წაავლეს და მობეზრებით ინება შემჩნევა.
-საით გაგიწევია?...-კოპებშეყრილი, ერთიანად მოქუფრული სისინებდა კაცის ბარიტონი. ხელისგულში მოქცეული მკლავი კი წამიერად ათრთოლდა შეხების სიმძიმეზე.ხელი აიქნია და გაბოროტებული დააკვირდა.უპასუხოდ დატოვებული ადგილზე გაახევა თავისი საქციელით და ლუკას მანქანასთან მისულმა, უკვე ჩამოწეულ შუშასთან თხოვნა გააჟღერა.
-ნიკო ადგილს ვერ გამიცვლი?...-ახლა ეს თითქოს ისეთი საჭირო იყო, როგორც უდაბნოში დაკარგულის მიერ ოაზისის პოვნა. იცოდა დემეტრეს ავტომობილში დაბრუნებულს ნამდვილად არ ეღირსებოდა სიმშვიდე და შებრალების შვილობილები აიკრა გუგებთან.
-კი, როგორ არა...-მაშინვე დაეთანხმა გაკვირვებული ბიჭი და კარი მიხურა როგორც კი გოგონა მძღოლის გვერდზე სავარძელზე მოთავსდა. ის იყო წინ უნდა წაედგა ნაბიჯი, რომ ღიმილით მოუბრუნდა...-ისევ საწყის წერტილთან დავბრუნდით და შენ, დემეტრეს გარემოცვაში ვერ სუნთქავ ხო?
-არაა...-თავს დააძალა გაიღიმეო, ამ ერთხელაც წამომეშველეო...-უბრალოდ ლიზას კაბის ფერი არ მომწონს, რაღაცნაირად მაღიზიანებს...-მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი და მის სახეს რომ დააკვირდა მიხვდა, მინიშნება ადრესატამდე მისული და აღქმული იყო.
ავტობანზე გადასულები, უკვე თავთავიანთ სტიქიაში გახლდნენ. ერთადერთი სასიამოვნო ამბავი, რაც ამ ყველაფრისგან დადებით მუხტს იძლეოდა იყო ბაჩოს და.ნინიკო საოცრად გავდა ძმას, მასავით შავგრემანს წელამდე სწვდებოდა ტალღოვანი თმა, თვალებს უნათებდა თაფლისფერი სფეროები, მზისგან შოკოლადისფრად შეფერადებული კანი კი ერთიანად უბზინავდა და მაცდურად იყურებოდა სიფრიფანა თეთრი კაბიდან. ანასტასიას აღმოჩენით, ბაჩოს და მის დას, ხასიათის თავისებურებებიც აერთიანებდათ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებდა რომ მშობლებმა გაიმარჯვეს, შვილები ყოველგვარი შებოჭილობისა და მზაკვრობისგან თავისუფლები აღზარდეს.აღმოჩნდა რომ ეს ახალგაზრდა გოგონა აქამდე ზღვაზე ისვენებდა, თუმცა სიცხემ როგორც კი ზედმეტად შეაწუხა და კანმაც უკვე გამუქება დაიწყო, მაშინვე შესთავაზა მოლაქალაქე ძმას იმ ხალხისთვის გაეცნო მისი თავი, ოჯახურ სადილებზე რომ ენის გაუჩერებლად აქებდა და ადიდებდა.
საძინებლის ავეჯი დღეს შუადღისას ჩავიდოდა სასტუმრომდე, სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ლიზა თამამად იჯდა ბერაიას მანქანაში და ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მოდიოდა სოფელში.ლუკა ქვეშ-ქვეშად აპარებდა მზერას ნინიკოს მხარეს და ანასტასია გაუმხელელ საიდუმლოს მიუხვდა წყვილს.მათ თვალის გაპარებებს ჩასაფრებული, ონავრულად იღიმოდა და ბაჩოს ატყუებდა შენს ნათქვამზე მეღიმებაო.საბოლოოდ კი ცხადი იყო, ნინიკოს სტუმრობის მიზეზი არც ზედმეტად შეფერადებული კანის დაცვა იყო მზის სხივებისგან და არც კვიციანების გაცნობის გაცხოველებული სურვილი.ამ ორ ბარტყს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდა და თვალებიდან მომავალ მანათობელ სხივებს, მხოლოდ მზერა დაბრმავებული ბაჩუკი ვერ ამჩნევდა.
ანასტასია მათგან გვერდშექცევით უკვე კარგა ხანია იჯდა, სახის ცალი მხარე სავარძელზე მიედო და მზერას უშტერებდა სწრაფად მიმავალი მანქანის ფონზე, დაბურულ გამოსახულებებს. ხეები თითქოს გარბოდნენ, არადა მშვენივრად იცოდა რომ ამაყად აეზიდათ თავი ცის წვერამდე და ადგილიდანაც არ იძვროდნენ. ეს ანასტასია ჯანაშია იყო, მარათონში თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩაბმული.წინ დემეტრე ბერაიას მანქანა მიდიოდა და იცოდა, რომ ის ბიჭი ახლა ლიზასთან ერთად იყო მხოლოდ.აინტერესებდა რაზე საუბრობდნენ, აინტერესებდა იმ ჩალისფერ თმიანი გოგოს ერთიანად შეფერადებულ კანსაც ისე თუ სწვავდა მზერით, როგორც ამ დილით თავად მას წაუკიდა ცეცხლი.აინტერესებდა კიდევ რამხელა გასაქანი ჰქონდა მოღალატე მატყუარას ხრიკებს.აქამდე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ადამიანის მიერ ადამიანის გაწირვა, რაღაც უმნიშვნელო თეთრებისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბერაიასთვის სასტუმრო დიდი ნადავლი იყო, იმდენად დიდი რომ მზად გახლდათ წარბშეუხრელად მოეპარა ყველაზე მძიმე მომენტები მისგან და თავხედურად მჯდარიყო მანოს სახლში, იქ სადაც თომას წმინდა სიყვარული ათასწლეულის მანძილზეც კი იტრიალებდა. თავისუფლად დადიოდა კვიციანების სითბოთი გაჟღენთილ კელდებში და წამიერადაც არ შეუმჩნევია ტასოს, რომ დემეტრე ნანობდა, თავის სიხარბეს.
-შენ გეკითხებით ტასოოო...-შეხება იგრძნო მკლავზე და მიხვდა ბაჩომ ნიდაყვი გამკრაო, წარბშეჭმუხვნილმა გადახედა უკან მჯდომს და ხელისგულით დაიზილა მტკივანი ადგილი...-გძინავს?
-რას მეკითხები? ...-თვალები დაუბრიალა...-ხელები დაიმოკლე!...-ღიმილი სახეზე შეაშრა ბიჭს. ანასტასია ჯანაშია არ ხუმრობდა, რეალურად გაბრაზებული იყო და ისე იხედებოდა თითქოს მზად იყო მოეკლა.თვალებში ჩამკვდარი მოცანცარე სხივი რომ დაუნახა ანასტასიამ, ისევ იბრუნა გვერდი.
-რა ჯანდაბა მოხდა იმ მანქანაში?...-იყვირა უცებ თავადაც მწყობრიდან გამოსულმა...-რა ჯანდაბა გჭირთ ორივეს?...-პასუხი არ გაუციათ, ჯანაშიას რომ გამოხედა, ისევ მზერით სადღაც ძალიან შორს მყოფი დალანდა და გულზე მოაწვა უსიამოვნო შეგრძნება.ეცადა ფრთხილად მოესინჯა ნიადაგი, აფართხალებული თითები უკან წაიღო და ჩურჩულით სცადა პასუხების დაცინცვლა...-ცუდად ხომ არ ხარ? სახეზე ფერი რატომ არ გადევსთქო, ამას გეკითხებოდი.
-შეიძლება სადმე გავჩერდეთ? ...-ხმა შერბილებული მიუბრუნდა ლუკას, რომელიც ხანდახან თუ მოაშორებდა მზერას გზას და მისკენ გაკვირვებული გამოიხედებოდა.რათქმაუნდა შეეძლოთ გაჩერება და ბიჭსაც უარი არ უთქვამს.
ავტომობილი გზის განაპირას მდებარე პატარა კაფესთან შეჩერდა.ერთიანად შუშაბანდებში ჩასმული თეთრად შეღებილი შენობა ღია გახლდათ სტუმრების მისაღებად და გასამასპინძლებლად.ჯანაშიამ ღრმად ჩაისუნთქა, როცა გაღებული კარებიდან მიაყოლა თვალი ნაცნობი ფიგურების წასვლას შენობისკენ, თავად კი უეცრად განათებულ ტელეფონს დააშტერდა, რომელზეც გარკვევით იკითხებოდა სახელი და გვარი.ყველასგან შორს მყოფმა, თამამად მოიმარჯვა და აიკრა სახეზე.დიალოგის დასრულებისთანავე მოკირწყლულ შესასვლელს მიჰყვა და მაგიდასთან ჩამომსხდრებს გვერდი აუარა.სარკის წინ გულისცემა დამშვიდებულმა, აზრებ დალაგებულმა და მოწესრიგებულმა დატოვა საპირფარეშო.დახლთან მიახლოებულმა ამოიჩურჩულა და უშაქრო ყავა შეუკვეთა.მის წინ აღმართული კედელი სავსე იყო პოსტერებით, დიდ დაფაზე ჩამოწერილ მენიუს თვალი გააყოლა, დროის გასაყვანად და ვერც კი მიხვდა, თავისდაუნებურად რომ აღმოჩნდა საუბრის მონაწილე.გვერდით მდგარს მზერა აარიდა და მისი თამამი ტონითვე მიხვდა, რომ პასუხის გაცემა ხათაბალაში გახვევის ტოლფასი იქნებოდა.ამჯერად მისკენ თამამად წაწეულ არამკითხე მოამბეს ართობდა უკარებას როლი და თავხედურად ცდილობდა ყურადღების მიქცევას.
-გოგონას ყავაზე მე დავპატიჟებ...-თავმომწონე გამომეტყველებით მიმართა ბარისტას და ერთიანად გაწელილი ღიმილის კუთხით მოუბრუნდა ინტერესის ობიექტსაც...-ვარდისფერი ძალიან გიხდება, ლაპარაკიც რომ იცოდე კარგი იქნებოდა.
-არ მითხრა რომ სამოდელო სააგენტოსთვის გოგონებს არჩევ...-დამცინავად შემოუბრუნდა და დაუსისინა.ახლა ყველაზე ნაკლებად რაც სურდა, ეს ყურადღების მიქცევა იყო, ეცადა არავის შეემჩნია რამდენად უსიმოვნო იყო მისთვის, უცხოს მიერ გულისამრევი შეთვალიერება.
-ახლოს ხარ...-გაეცინა მისი პასუხით გათამამებულს...-ფოტოგრაფი ვარ...-ყურადღება არ მიუქცევია, როგორ მოუბრუნდა ანასტასია და ირონიულად მიახალა რას მეუბნები, ნუთუ მართლაო...-თამამი ფოტოსესიისთვის გოგონებს ვარჩევ, მერე სააგენტოებს ვაწვდი და შენნაირი გოგონების ოცნებებიც სრულდება.
-თამამში რას გულისხმობ?...-ბარისტა აშკარად ახალი უნდა ყოფილიყო, იმდენად დაბნეული ათავსებდა დაფქულ ყავას ხელსაწყოში, რომ ჯანაშიას დახლიდანაც შეეძლო მისი ათრთოლებული ხელების დანახვა.ამჯერად აბეზარს სანახევროდ მოუტრიალდა და დახლის ზედაპირს მკლავით მიყრდნობილმა თვალებში ააცეკვა სარკაზმის სიტყვები...-მე გავშიშვლდები და შენ უანგაროდ გადამიღებ ფოტოებს, რომ ჩემი ოცნებები აასრულო?
ჯანაშია ზედმეტად იყო გართული თვითაღიარებული ფოტოგრაფისთვის ადგილის მიჩენაში, იმისთვის რომ ყურადღება მიექცია მაგიდასთან ჩამომსხდრების სახეებისთვის.წყვილ-წყვილად მაცქირალი თვალები ინტერესით უყურებდნენ ბართან მყოფი წყვილის საუბარს და უსიამოვნო შეგრძნება არ ასვენებდათ.ფაქტი იყო, რომ ჯინსებში გამოწყობილი უცნობი ახალგაზრდა, მათ გვერდზე მაგიდიდან სპეციალურად წამოდგა და ჩამოშორდა იქ მსხდომთა წრეს, რომ ბართან მარტო მდგარს გამოლაპარაკებოდა.დემეტრე ბერაია თავიდან, რომ დამცინავად ადევნებდა თვალს დიალოგის მსვლელობას, ახლა უკვე მაგიდის ზედაპირზე ჩამოწყობილი თითები მუშტად შეეკრა და მთელი სხეულის მობილიზებით ცდილობდა ჩვეული იერი არ დაეთმო,მუდამ კოპებშეკრულსა და სერიზულს, საერთოდ არ სურდა ვინმეს მისთვის ანერვიულება შეეტყო.სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჰორიზონტზე უეცრად გამოჩენილმა, ღიმილით, თითქოს სიფრთხილითაც კი, მაგრამ მაინც, წაიღო თითები ჯანაშიას კისრისკენ და ლავიწის კუთხესთან მისი სარაფნის ბოლოს შეეხო, ვითომდა შესასწორებლად.როგორც ჩანს ბერაიას ფიალა უკვვე კარგა ხნის წინ იყო მოთმინებისგან დაცლილი და მათკენ აჩქარებული ნაბიჯით წასულმა მხარი გაკრა ერთი თავით დაბალ ბიჭის ფიგურას. მოსაუბრეთა შუაში აღმოჩენილს ყურადღება არ მიუქცევია, უხეში შეძახილისთვის, ისე მიაყვირა ბარისტას უფრო ნელა თუ შეიძლება, საღამომდე შეგვიძლია აქ მოცდაო.როგორც აღმოჩნდა აბეზარმა ამ სიტყვებით გაანალიზა, რომ უხეში ჟესტის ავტორი გოგოსთვის უცხო არ იყო და უკმაყოფილომ ბუზღუნით დაარიგა ჭკუა.
-შენი ახლობელი თუა ეს გოგო, ცოტა მიხედე ძმაო...-როცა მოსალოდნელი პასუხით უკვე გაფითრებულ ჯანაშიას სახეს წააწყდა, მერე კი ინება და მიუბრუნდა საჩივრის ავტორს, იმანაც იფიქრა კარგი რაღაც წამოვროშეო და სასწრაფოდ ადგილიდან ფეხის მოცვლის მაგიერ, თავისი გააგრძელა...-ასწავლე რაა, როგორ ჩაიცვას და მერე აღარ შეაწუხებენ.
-და მე ვინ მეკითხება რას ჩაიცმევს?...-გაგონილით აღშფოთებულმა დააბრიალა თვალები და როგორც კი გაანალიზა ამ სიტყვებით რაზეც მიანიშნებდნენ, ერთიანად გაცოფებულმა წაავლო მხრებში ხელი...-ან მითუმეტეს შენ ვინ გეკითხება რას ჩაიცმევს?
-ხოდა თუ არავინ გეკითხება, წადი ეხლა, დაჯექი იმ შენს ადგილზე ლამაზად და გვაცადე საქმეზე ლაპარაკი...-ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი, აქაოდა შენს ადგილზე მოგსვიო და ისევ ღიმილით აათვალიერა მისი ინტერესის ობიექტი.
ვერ გეტყვით რისხვა საიდან წამოვიდა, კაბის სიგრძეზე გაკეთებული კომენტარისგან თუ რამდენიმე წუთის წინ თავხედური შეხებისგან, თუმცა ის კი იყო რომ ნიშნისმოგებით მოჭუტული თვალი, მესაკუთრეს აღარ გაუხელია.დარტყმის სიმწარე იმდენად დიდი იყო, რომ წამოყვირებაზე ორივე მაგიდიდან წამოიშალნენ და ხალხი ერთმანეთში აირია.ვეღარ გაიგებდით ვინ ვის ემუქრებოდა და ვინ ვის აშველებდა.სადღაც კუთხიდან მოდიოდა შეძრწუნებული ხმა და ქუჩიდან შემოვარდნილი ხალხი ცდილობდა, ერთმანეთს აკრული, მუშტებით გაწეული ახალგაზრდების დაცილებას.ჯანაშიას ვერ გამორკვეული გონება, ჯერ კიდევ ადგილზე ახევებდა სხეულს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, იმ სურვილიდან, როგორღაც ყურადღების ცენტრში არ აღმოჩენილიყო,ისე მოეშორებინა ეს აბეზარი, როგორ მივიდა ხელჩართულ ჩხუბამდე.ახლა კი წყევლიდა, ვარდისფერი სიფრიფანა ნაჭრიდან თამამად მომზირალ, მზეზე შეფერადებულ კანს , თუმცა გვიანი რომ იყო ხვდებოდა და თავგანწირვით ეცადა, როგორღაც ბერაიას ფიგურისთვის გამოეგლიჯა მოხელთებული სხეული.ცხვირიდან წამოსული კვასკვასა სითხე ნიშანი იყო, რომ ვიღაცამ არც მას დააკლო ძალის ჩვენება და ერთიანად აფოფრილები, გაჩერების უნარისგან დაცლილები მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდნენ კაფის შუშაბანდიანი შენობიდა, როცა ვიღაცამ უთხრა, ადგილობრივები არიან და ხმაურზე უფრო მეტი ბიჭი მოვაო.მანქანისკენ წასულებს მორჩილად მიჰყვა ჯანაშიას ერთიანად დაპატარავებული, მხრებაწურული ლანდი და უჩუმრად დააკვირდა, როგორ ამოუდგა დემეტერეს გაგულისებულ ფიგურას ლიზა გვერდით. საჭესთან მოთავსებულს, ღია კარიდან ადებდნენ სველ შარფს ცხვირთან და ცდილობდნენ გაერკვიათ ცხვირი გაიტეხა თუ უბრალოდ ცუდად მოხვდა მოღერებული მუშტი.დალილავებას არც ამ გმირობის სხვა კანდიდატები უჩიოდნენ, ბაჩო ხელებზე იყურებოდა და ხანდახან თუ შეავლებდა მზერას ლუკას. ავტომობილის სანივთეში ნაპოვნ ბამბას წყალში ასველებდა ნინიკო და ისე ადებდა თვალთან, თავის დამალულ სიყვარულს.მოკირწყლულ გზას აკრულმა ჯანაშიამ მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ ჩანთაში დილით, ყოველი შემთხვებისთვის ჩაგდებული სიფრიფანა შარფი მოეხვია კისრის სიშიშვლის დასაფარად, რათა კიდევ ერთხელ არ გამოეწვია გაღიზიანება, მომხდარი ფაქტის შემდეგ.უჩუმრად დააკვირდა ლიზას ხელებისგან გამოგლეჯილ მატერიას და მორჩილად მიჰყვა ბერაიას მოთხოვნას, უკან ჩამჯდარიყო.

-ბაჩო საჭესთან დაჯექი...-ღრიალით წარმოთქმული ეს მითითება, მალევე განახორციელეს და დაძრულ ავტომობილში სრული სიჩუმე გაბატონდა.ახლა ატმოსფერო სავსე იყო ბრაზით და უხერხულობით, ვერავინ მიხვდა ასე უცებ როგორ შეიცვალა სიტუაცია და სახლებიდან მშვიდობიანად წამოსულები როგორ მივიდოდნენ კვიციანებთან კარგად შელამაზებულები.
-შენ კიდევ, აი ეს, მოიშორე...-თვალების ბრიალით წაუსისინა გვერდით მჯდომს და თითების სწრაფი მოძრაობით დასწვდა მის კისერს.ამჯერად ანასტასიამ იგრძნო, თითქოს სრულიად შიშველი ვარო და ამღვრეული თვალებით მოიქცია ხელისგულში სიფრიფანა ნაჭრის მთელი სიგრძე...-ამისთვის არ გამიტეხავს ცხვირი...-ხელი წაავლო მის კალთაში ჩაგდებულ შარფს და წართმეული, მაჯაზე დაიხვია.
-მართალია! ცხვირი, შენი მოუთმენლობის გამო გაიტეხე...-ღვარძლიანად წაუსისინა და სავარძელზე მისვენებული ხელიდან აართვა სველი ნაჭერი.უკან წაწეულ მის თავს დასწვდა და ამჯერად ერთიანად მობრუნებულმა დაუჭირა შუბლი...-შენ წარმოიდგინე ჩემითაც ვახერხებდი მის მოშორებას,თან ამხელა აურზაურის გარეშე...-დაუცაცხანა და ცხვირიდან წამსკდარი სისხლი ნაჭრით დაფარა.
-ბაჩუკი გაიგონე? ქალბატონი ჯანაშია ბრაზობს, როგორ გამიბედეთ დაცვაო...-ცხვირზე ერთიანად აკრული შარფი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და სასაცილოდ წამოიძახა გაგუდვის პირას მყოფმა...-მივბრუნდეთ და ბოდიშს მოვუხდი იმ ბიჭებს.აჰა ძმაო,ჩემ გოგოს გიბრუნებთ და როგორც თქვენს სულს და გულს გაეხარდება, ისე მოგვარდითთქო...-გამოაჯავრა თავისი ბრაზის ადრესატის კილოს და ისე წარმოთქვა "ძმაო" თითქოს ოჯახში გაზრდილი კი არა, ქუჩაში ყოფილიყოს კარგ გზას დამდგარი.
დემეტრე ბერაია ვერ მიხვდა, ეს გულისგამაწვრილებელი სიჩუმე რატომ მოჰყვა მის წამოძახილს.უცნაურად დააკვირდა წინ მჯდომი ლიზას გველნაკბენივით შებრუნებულ ფიგურასაც და ყურთასმენას მისწვდა ბაჩოს დამცინავი ხითხითი. გვერდით მყოფმა წამიერად გაუშტერა გახევებულის მზერა და მერე ცხვირზე ხელის მიჭერით რომ გული იჯერა, გამწარებულმა მიუგდო შარფი და ლიზას მიბაძა. ფანჯრისკენ მთელი სხეულით შებრუნებულმა ხელისგული აიკრო სახესთან, ბუტბუტს მოჰყვა და მალევე ჩაჩუმდა.
ავტომობილში გამეფებული უხერხულობა და დუმილი მხოლოდ მაშინ დაირღვა ერთმნიშვნელოვნად, როცა დემეტრე ბერაია კიდევ ერთხელ ჩაერთო თავის საყვარელ საქმეში.სასტუმროსთან აღმოჩენილები მთლიან ყურადღებას მუშებს უთმობნენ და ერთი კვირის მანძილზე დაგროვებულ ამბებს თვალნათლივ აქცევდნენ ხელშესახებ მომენტებად.როგორც აღმოჩნდა კვიციანებმა სერიოზულად აიღეს პასუხისმგებლობა და სამუშაოები გამოსწორებული ამინდის პარალელურად, მეტად ნაყოფიერად წაემართათ.სახე დასერიოზულებულმა და ჩვეულ ამპლუას დაბრუნებულმა ბერაიამ ყურადღებით გამოიკითხა, როგორ მოახერხეს ამ მცირე დროში, მესამე სართულის საძინებლების მოპირკეთება, ცალკეული სააბაზანოების შეკეთება და ავეჯის შესატანად გამზადება.ანასტასიას არ აინტერესებდა მუშების გაფაციცება და ბიჭების საუბარი.არე-მარეს თვალი ისე მოავლო თითქოს უცხო ადგილას შეჩერდნენ და ერთი სული ჰქონდა აქედან გაეღწია.ბავშვური მოგონებების ღაჟღაჟა მზეები ჩაქვრნენ, ვერ მიხვდა რა მომენტში მოპარეს ასეთი ძვირფასი შეგრძნებები, ფაქტი ის გახლდათ რომ აჩქარებული გული განწირულის ხმით გაჰყვიროდა მომაშორეთ აქაურობასო და ადგილზე ბოლთის მცემელს უკვე აღარ შეეძლო ფიქრების გაძლება.საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება, როგორ მოადგა თვალუწვდენელ ეზოს სატვირთოების ჯგუფი. სოფლიდან დაქირავებული მუშების გაფაციცებას, რაც შეიძლება მალე ჩამოეტვირთათ და დაებინავებინათ მოტანილი ავეჯი, მხოლოდ ამრეზით აადევნა მზერა.
აი კვიციანებთან ზაფხული მთელი თავისი სიმშვენიერით ჰყვაოდა. ფანჩატურთან მოგიზგიზე ცეცხლს ცის წვერამდე აჰქონდა ალი და ეზოს კვამლის სუნი მოსდებოდა.კუთხეში, ერთიანად მოთიბულ ბალახებში ჩაედგათ ძველებური თონე, რომელშიც კიტა ფიჩხებს გულმოდგინედ ალაგებდა და შიგადაშიგ გადახედავდა ელიკოს ფქვილიან ხელებს, ცომს რომ აგუნდავებდნენ ხის სკამზე ჩამოდებულ ლანგარზე.ხეხილის ბაღიდან მოდიოდა სიო, რომელიც ქალს თავსაფარს უფრიალებდა და სახეზე ელამუნებოდა.ანასტასია გაჩერებული მანქანიდან ერთიანად გაბადრული ჩამოხტა და მხრებ გაშლილი ჩაეფსკვნა მისი დანახვით გახარებულ ბიძას.როგორ უყვარდა აქ დაბრუნება, იმ სახლის ჭერქვეშ, რომელშიც ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, აქ არავინ ამსხვრევდა ვარდსიფერ სათვალეს, პირიქით შუშებს დიდი სიყვარულით გაგიწმინდავდნენ, რომ უფრო ნათლად შეგძლებოდა ცხოვრების სიმსუბუქის დანახვა. მონატრებული ჟრიამულის გაგონებაზე ელიკომ ცომის გუნდას ხელი უშვა, ჩქარი ნაბიჯით წამოსულმა მზის სხივები გამოანათა თაფლისფერი სფეროებიდან და მოახლოებულმა ჩაიკრა მისი დანახვით ერთიანად ადგილზე მოცქმუტუნე ბაჩუკი.გული რომ იჯერა, ხელისგულები სახეზე შემოაჭდო და ამჯერად კარგად შეთვალიერებულს საყვადურები მოსცხო, ვერ იჯერებდა რომ სახლში, სადაც სტუმრებს ასეთი მოუთმენლობით ელოდნენ, კარგად შელამაზებულები, წითელი წინწკლებით დალაქავებული ტანსაცმელებით გამოეცხადნენ.
-ნუ ქოთქოთებ ელო...-ბაჩუკი ქალის აფოფრილ სახეს მიეფერა და საყვადურნარევი სითბოთი ამოთქვა...-ვიღაც გამოქვაბულიდან ახლადგამოსულებს შევეჩეხეთ, ეგ რა სადარდებელია.
-მაჩვენეთ, მაჩვენეთ...-არ წყნარდებოდა ქალის აღელვება, ლუკას წასწვდა თვალთან თითის ბალიშებით და გულშეწუხებულმა დაატირა...-ეს ვინ გიქნათ, რა სიცხოველეა.
-ხომ გითხრათ, გამოქვაბულში გაზრდილებს, ქალი არ ჰყავდათ ნანახი...-ლუკამ ზურაბს ხელი ჩამოართვა და იმისგანაც რომ კითხვებს და შეშფოთებას წააწყდა, ღიმილით სცადა სიტუაციის ჩამშვიდება...-ძალიან აჟიტირდნენ და აჟიტირებულ ცხვირში მოხვდათ.
-ხოო, მე კი ვხედავ ვისაც მოხვდა ცხვირში...-დოინჯშემოყრილი ამჯერად ბერაიას წააწყდა და ერთი თავით მაღალი ბიჭი, მის ჩასახუტებლად რომ დაიხარა თითქოს მომბალმა განაგრძო თავისი არაკის მოყოლა...-ეს ჭუჭყიანი შარფი მოიშორე, წამოდი ლეიკოპლასტირს დაგაკრავ.
-ისე ხომ ხედავ ელიკო? ერთი კვირით გაგვიშვი ეს სიმპატიური, მოვლილი, ხელის გულზე ნატარები ბიჭები და...-ბაჩომ თავი ისევ ოჯახის წევრად დაიგულა და ჩვეულებისამებრ დაიწყო მასხარაობა...-ეხხ, ამიტომ ვამბობ ხალხო, ჩაგვწერეთ სახლში და ოფიციალურად დაგვიტოვეთ.მე პირადად წინააღმდეგი არ ვარ...-ხელები გაასავსავა და მერე სრული სერიოზულობით მოუბრუნდა ზურაბს...-ოღონდ გვარს არ შევიცვლი, მამას ეწყინება.
-ძალიან გთხოვთ ყურადღება არ მიაქციოთ, ეტყობა ვიღაც მადლიანმა თავში კარგად უთავაზა და ბოდავს...-ძმის სიტყვებით შერცხვენილმა, კარგად წაბწკინა მკლავზე და ყურადღებაც მალევე მიიქცია.
სანამ ზურაბ კვიციანის კითხვას პასუხს სცემდნენ, ნინიკოს, როგორც ახალი წევრის ოჯახში სტუმრად მოყვანაზე, მანამ კვიციანის მოხერხებულმა ცოლმა დრო იხელთა და ბერაიას პერანგს თითები წაავლო, პატარა დასჯილი ბავშვივით რომ წაეყვანა სახლისკენ.მანქანაში მომხდარით გაღიზიანებულ ანასტასიას, უფრო მეტად უწუხებდა სულს ლიზას მასზე აწებებული თვალები, ამიტომ თავის ერთგულ მშველელს, ელიკოს, კუდში მიჰყვა. სამზარეულოში დარაბები დაეღოთ და სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.ღუმელიდან მომავალი სითბო ხუთავდა ოთახს, თუმცა არც იმდენად რომ ვერ გეგრძნოთ ალუბლის პეროგი როგორი სასიამოვნო სიტკბოთი ცხვებოდა.ჯანაშია სახლში იყო, იმ სახლში სადაც აღაჟღაჟებული ნათებები და ახალი დილები თავგანწირვით მოიწევდნენ სიცოცხლის მიერ გაწვდილი კოკის შესავსებად.სკამზე ჩამომჯდარმა ფეხი მოირთხა და ყურადღებით დააკვირდა, როგორ მარჯვედ გამოიღო ქალმა, სამზარეულოს ზედა კარადიდან ოვალური რკინის ყუთი, მერე თავი მოხადა და დიდის ამბით დაასველა ბამბა სპირტში.ის იყო ბერაიას სახემდე უნდა მიეტანა, რომ შუბლზე ხელისგული აიკრა განცვიფრების ნიშნად, კიტას თონის დანთება დაავიწყდება და პურებს დროზე ვერ ჩავაკრავო.ბამბა ანასტასიას მიაჩეჩა ხელში და დაუბარა, მეც მალე მოვალო.დემეტრე ბერაია მისი მზერის დაჭერას მთელი ეს დრო ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.ამჯერად სრული უყურადღებობით გაბრაზებული თავადაც არიდებდა მზერას, კვიციანის მეუღლის ფიგურა მისი თვალთახედვიდან რომ გაუჩინარდა, ბამბას ხელი წაავლო და თავად მიიდო მტკივან ადგილთან.ანასტასიას გონებაში ჯერ კიდევ დარბოდა სიტყვათა ის შეთანხმება, აფოფრილმა, წყობიდან გამოსულმა ბერაიამ ყველას თვალწინ რომ წამოიძახა.ეს წამოძახილი სულს უხუთავდა, არ იცოდა გამხელილი საიდუმლოს შემდეგ მასთან როგორ მოქცეულიყო.ჩვენ ისე საგულდაგულოდ ვმალავთ საკუთარ თავებს, ფიქრებს და გრძნობებს, მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი ერთად რომ ჰქონდა სულსა და გონებაში ღრმად დასამარხი, თითქოს ვერ უმკლავდებოდა.მთავარი მაინც გულის შემაღონებელი შინაგანი ხმა იყო, სულთამხუთავივით რომ ჩასჩიჩინებდა გინდა კი ნამდვილად, ეს ყველაფერი რომ შენი სხეულის ყველაზე ღრმა კუნჭულამდე მივიტანო და უკუნეთ სიბნელეში დავმარხოო.
-არა სასაცილო იცი რა არის? რამდენიმე დღის წინ, შენი კორპუსის სადარბაზოსთან ვფიქრობდი...-დაცინვით წამოიწყო საუბარი, ეს ის შესავალი იყო რომელიც ყველაზე ნაკლებ ანასტასია ჯანაშიას სარკაზმით სავსე გონებამდე უნდა მიეტანა.თუ სურდა საუკუნო ბრძოლის მეომარი არ გამხდარიყო, მაშინ სარკაზმით მისი ალაპარაკების და პასუხების მიღების მცდელობა, უბრალოდ უნაყოფო იყო...-თუმცა გასაკვირი არაა, შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.
-ჩემო დემეტრე...-ხომ ვთქვი ჯანაშიას ცინიზმში არ გაეჯიბროთთქო, ხელი წაავლო ბამბას და სპირტში ერთიანად დასველებული მიიტანა მის მტკივან ადგილთან.ახლა უკვე ფეხზე წამომდგარი, მის მოკეცილ ფიგურას ზემოდან დაჰყურებდა და კისერთან სცემდა სიახლოვით გახშირებული ბიჭის სუნთქვა...-ადამიანები ისეთებს კადრულობენ, მე სად მივალ მათ შესაძლებლობებთან.
-მინიშნებას მაძლევ და ვერ ვხვდები?...-ახლა გაახსენდა, როგორ შეეხო მისი ლავიწის კუთხეებს ვიღაც უცხო, ასე გამომწვევად რომ უმზერდნენ თვით ბერაიასაც.სიბრაზის ახალი ტალღა მუხლებიდან წამოვიდა, მთელი სხეული აიარა და თავის ქალაში დაიდო ბუდე მოსალოდნელმა აფეთქებამ.
-მეგონა შენითაც მიხვდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს იმ მადლიანს, როგორც ნინიკომ თქვა, არც შენთვის დაუკლია თავში ჩარტყმა,ამიტომ პირდაპირ გეტყვი...-ასე ახლოს თუ იდგებოდა ვერ შეძლებდა. როგორღაც მისგან შორს უნდა ყოფილიყო, ისე რომ სახე არ დაენახა, გულს გულის სიახლოვე არ ეგრძნო.ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოეშვა, როცა მთელი სხეული გრძნობდა სიახლოვეს.თვალი თვალს რომ შეეჩეხა და ნაცრისფერ სფეროებში წააწყდნენ პასუხებს, მაშინვე გველნაკბენივით იბრუნა მხარი და სამზარეულოს ზედაპირს ხელისგულებით დაბჯენილმა, სუნთქვა რომ დაიმშვიდა, ონკანიდან მომავალ ჭავლს შეუშვირა აკანკალებული თითები,ერთიანად აცახცახებულისთვის რომ არ შეემჩნიათ სისუსტე...-ის რაც მანქანაში თქვი, არასწორია და ასე თამამად არც უნდა ამბობდე.
-...და რა ვთქვი მანქანაში?...-დემეტრე ფეხზე იდგა, მისკენ წასულის ნაბიჯებს სათითაოდ ითვლიდა გახშირებული გულისცემა, იგრძნო როგორ ამოუდგნენ უკან, სიახლოვე ხომ ასეთი ხელშესახები და ერთიანად დამაბნეველი იყო.ხელისგული აეკრო მოცახაცხე დიაფრაგმის კონტურებს და თავჩახრილი ერთი ხელის მოსმით შეაბრუნეს მისკენ.მონატრებული სახე ჭინკებაცეკვებული თვალებით უმზერდა და პასუხებს სთხოვდა...-რა ვთქვი მანქანაში?...-ეს სულთამხუთავი, უსირცხვილოდ იხრებოდა მისკენ, საჩვენებელი თითით მის ნიკაპს მოჭიდებული, დამცინავად ცდილობდა სახე მისკენ მიემართა და აბუტბუტებულმა ანასტასიამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი, უძლური იყო. დაე ეყვირა სამყაროს რომ დემეტრე ბერაია ერთი მოღალატე, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, მატყუარა ნაძირალა იყო, რომელიც ანასტასია ჯანაშიას მაინც გაგიჟებამდე სურდა.
-მე არ შემიძლია...-ამოიჩურჩულა მიკნავლებული ხმით და გულწრფელად. აღარ ახსოვდა ის, რაც ასე საგულდაგულოდ ჰქონდა დალაგებული სათქმელად, ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა მილიმეტრობით შორს მყოფისგან როგორღაც დაეცვა დისტანცია...-სული მეხუთება, სხვაგან ისუნთქე გთხოვ...-ბოლო წვეთი იყო, ვედრებით ნაჩურჩულები ეს სიტყვები, ასე ძალიან რომ ართობდა ბერაიას.
სახე დასერიოზულებულმა, ნაბიჯი უკან წადგა და ჰაერში გაშალა ხელები იმის დასტურად, უკვე შორს ვარ საიმისოდ რომ პასუხი გამცეო.მის მზერას თვალი რომ გააყოლა, თავადაც წააწყდა შუა კარში გაჩხერილ ელიკოს ფიგურას, დიდი ინტერესით რომ აკვირდებოდა ერთმანეთის პირისპირ მდგომთ.
როგორც კი ბერაიას თავისი გმირობის თვალშისაცემი ეფექტურობისთვის ააკვრეს ლეიკოპლასტირი, მაშინვე ეზოსკენ უკრეს თავი. ამასობაში კვიციანის მოძებნილ წინსაფარში გამოწყობილმა, სიხარულის ნაპერწკლები დაიბრუნა. ცელქად უკან მიყოლილმა თან წაიღო ცომის გუნდებით სავსე ახალი ხის დაფა, თონესთან მდგარ ცარიელ სკამზე მოათავსა და თავად ხის გადაჭრილ მორზე ჩამოსკუპდა.ახლა ამ სახლში, სანამ მის ყურადღებას იქცევდა კოცონის აალებული ალის ნაკვერჩხლებად ქცევა, თონეში თავით ჩამძვრალ მანოს ხელისგულზე დატრიალებული შოთის პურები, ივლისის მცხუნვარე მზის ჰორიზონტს მიღმა ნელი ჩამალვა და კვიციანების ჩვეული სტუმართმოყვარეობის წყალობით, ეზოში ანცად მოსიარულე ნინიკოს აღტაცება სოფლის უბრალოებით, დაფიქრდა.რა ხდიდა სიცოცხლეს ასეთ მსუბუქს აქ, კვიციანების უბრალო სახლში, რომელიც სავსე იყო მსხმოაირე ხეხილის ბაღით, მინდვრის ყვავილებით თუ გულმოდგინეთ დარგული ვარდების სიფერადით, რა იმალებოდა ამ ჭერქვეშ ისეთი, რის პოვნასაც ასეთი თავგანწირვით მეძებარი, სხვაგან მაინც ვერსად ახერხებდა.იქნებ ეს თავად კვიციანები იყვნენ ყველაფრის სათავე, მაშინ როგორ ახსნიდა მუდამ ცხვირაწეული ლიზას სიმშვიდეს, რომელიც ჩვევას არ ღალატობდა და ფანჩატურთან გაბმულ ჰამაკში ნება-ნება ირწეოდა, შიგადაშიგ ბიჭების ხუმრობებს კისკისით უპასუხებდა და თავის ლამაზ სახეში აჩენდა სულის სიმშვენიერესაც.იქნებ ეს სახლის ბრალი იყო? კითხვას ჩაფიქრებული კიდევ მეტად მოიკუნტა, მუხლებს ნიდაყვებით დაეყრდო და ხელის გულებში მოქცეული სახე მანოსკენ მიმართა. მის სახლში,ჯანაშიების ცივ და უზარმაზარ სახლში გამოკრულია მარტოობის მახინჯი შპალერი,რომელზეც წვეთებად ატყვია ვერწამოსული ცრემლების მოხარშული ბოღმა.იმ სახლში დილის მზის სხივები არ შემოდიან,რადგან კიდევ ერთხელ ეგუებიან სამარადჟამო მიუსაფრობის ლიმესს და ხვდებიან გათბობის აბსურდულობას,ასე რომ ყოველი განთიადი ძლიერ ჰგავს დაისს,ბნელს და მიძინებულს.მის სახლში, სადაც არ მზადდება სადილი დედის ხელებით და არ გემოვნდება მამის აღტაცებული კომენტარებით ის ჯდება და სხვების ნასუფრალ ბედნიერებას აპათიურად ძიძგნის,ამასობაში კი კიდევ ერთხელ ეგუება მეორე დღის დადგომას,დღის სადაც ის ვიცვამს ადამიანურად და დადის არაადამიანებში,რომელთაც მხოლოდ იმიტომ შეუძლიათ დაიწყონ უსაშველოდ ხმამაღალი ყვირილი რომ ქუჩაში საკუთარ თავს ფეხი წამოკრა.პასუხი სწორედ აქ უნდა ეპოვნა, რადგან სახლში,მის მახინჯ და უსახო სახლში გამოკრულია მარტოობის შპალერი რომელსაც ერთიანად გამოცარიელებული აკრავდა თვალებს და ცივ იატაკზე, ძილთან, იზიარებდა ერთხელ მოსვლის ბედნიერებას.
-ისე ელიკო, ასე ადრიანად რატომ იწყებ მზადებას?...-ფიქრებს უნდა მოშორებოდა, ფიქრები აგიჟებდნენ...-პატარა ვახშამზე ვერ გადავივლიდით თუ ...?
-ვერ გადავივლილით, იმიტომ რომ თქვენ და მესხიშვილები ერთ სუფრასთან, პატარა საქმე როდია...-ეშმაკური ღიმილით მოუბრუნდა ქალი და ნაკვერჩხლებიდან მომავალი სითბოს ფონზე, აჭარხლებული ლოყები გამოუჩნდა.განცვიფრებულს თვალი აარიდა და კიდევ მეტად გაწელა ღიმილის კუთხეები.
-გაეშვი ელიკო, ვერ ხედავ? ბერლინში გადაბარგებულს საერთოდ აღარ ემახსოვრება ბავშვობის მეგობარი...-ეს ნაცნობი, ტკბილი ხმა იყო.ანასტასიამ თავის გამოშიგნულ თავს ვერ დააჯერა, რომ ეს ნამდვილად ის იყო, მისი უცვლელი თანამზრახველი.
-თუ ეს თამარა მესხიშვილია, მაშინ ვეცდები გავიხსენო...-მისკენ შებრუნებულმა გამომწვევად წამოიძახა და ფეხზე წამომხტარი ჩაეკრა.
იყო რაღაც, რაც კვიციანების სახლს ზღაპრად აქცევდა. თუმცა როგორც ყველა ზღაპარში, ასევე აქაც, მთავარი გმირი ვიღაცის ბოროტებას შხამად იგემებდა.



პ.ს ვიცი, რომ მელოდით და ერთი დღით დავაგვიანე.სიმართლე გითხრათ მე თავადაც ვერ ვიჯერებ რომ ამ თავის დაწერა შევძელი.წინა თავის მერე ვზივარ და გაშტერებული ვაკვირდები ლეპტოპის ეკრანს.ერთადერთი სცენა, რომელიც თავში მიტრიალებს ანასტასიას მოკეცილი ფიგურაა, გაურკვევლობისგან, თავზე ჩამომსხვრეული იმედებისგან სასოწარკვეთილი რომ ტირის.არ ვიცი ასეთი შეგრძნება გქონიათ თუ არა, მაგრამ როგორც კი წერას ვიწყებ მინდა ერთი კარგად ჩამოვუტირო,თითქოს ანასტასია ჯანაშია მე ვიყო და მას კი არა, მე გამიცრუეს იმედები.
პ.ს.ს თქვენ როგორ გთხოვოთ შთაბეჭდილებების გაზიარება, როცა მე თვითონ ვერ ვხვდები რა დავწერე...თუ შეძლებთ, რჩევები მომაშველეთ, როგორ მოვიბრუნო გული დემეტრე ბერაიაზე.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

დილიდან ცუდ განწყობაზე ვარ. ამ თავის წაკითხვის შემდეგ თითქოს ანასტასია დამემართა. არვიცი. ძალიან არმინდა ამდენი. გაურკვევლობა. პირდაპირ უნდა ითქვას სათქმელი. აუ მეტირებაააა. საოცარი ხარ შენ. ველოდები მომდევნოს

 


№2  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
დილიდან ცუდ განწყობაზე ვარ. ამ თავის წაკითხვის შემდეგ თითქოს ანასტასია დამემართა. არვიცი. ძალიან არმინდა ამდენი. გაურკვევლობა. პირდაპირ უნდა ითქვას სათქმელი. აუ მეტირებაააა. საოცარი ხარ შენ. ველოდები მომდევნოს

აუუ ქეთოოო, ხელებს ვერ ვაჩერებ ისე მინდა ეს ორი ვალაპარაკო.რამდენჯერაც წერა დავიწყე, იმდენჯერ პირში ახლის ანასტასია ყველაფერს, მერე დანარჩენ ჩანაფიქრს რა მოვუხერხო ის მითხარი. :/

 


№3 სტუმარი ნეს

გუშინ როგორ გელოდიი.. ❤️ დემეტრეს აქ ქონდა იმდენი საყვარელი მომენტი, მე უკვე მომიბრუნდა გული და შენც არ დაგრჩენია ბევრი, ვფიქრობ.. ლიზა შემეცოდა, მარა ხოა ღირსიიი?! ნინიკო და ლუკაოო, აგერ კიდე ბავშვობის მეგობარი თამარა მესხიშვილიო, კაი ამბები გველოდება წინ, მე მხოლოდ დადებითის მოლოდინი მაქვს.. ხვალამდე ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

აი ძალიან ,ძალიან ემოციურია და მადლობა შენ ამისთვის.თითოეული გმირი თავის განცდებით და ემოციებით თითქოს ცალცალკე მართლებიც არიან....ანასტასია ყველაზე უცოდველი მსხვერპლი რომელზეც მოქმედებს ყველას აზრი ,იმიტომ რომ ის არის წმინდა და სათუთი.
დემეტრეს რაც შეეხება თავიდან თითქოს ხისტი და შეუვალი იყო,მაგრამ მანოსთან შეხვედრის შემდეგ რაღაც გარდატეხა მოხდა მასში და ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ ის გიორგი ჯანაშიას რჩევას ითვალისწინებს,უბრალოდ გარემოება შეიქმნა მასეთი და ამან ანასტასიას ეჭვები გაამყარა და ეს ეჭვი გიორგი ჯანაშიას დამსახურებაა,რომელმაც თავისი მდიდარი ფანტაზიით მიაღწია ანაასტასიას გონებამდე და მე ვფიქრობ რომ ისევ გიორგი ერევა და წყვიტავს "ბოროტული" ზრახვებით მისი ქალიშვილის ურთიერთობას დემეტრესთან.
მოუთმენლად ველი განვითარებას და ნჯერა დემეტრე მალე გაარკვევს თავის თავშიც და ანასტასიასთანაც ტველაფერს და დაანახებს მამამისის უსუსურობას.❤️❤️❤️❤️????
გიორგიზე ვარ ძაან გაბრაზებული შვილს რომ ესე ექცევა????

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

დარინა
ადამიანი ძლიერი არ მიმაჩნია მაშინ როდესაც ბოროტებას ბოროტების პასუხობს, მლიქვნელობას მლიქვნელობით და ზიზღს ზიზღით, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ანასტასიააა, ჯერ გაურკვეულობა ტანჯავს მერეე ბოღმას და თავს მოტყუებულად და გამოყენებულად გრძნობს, ყველაზე ცუდიი კიი ის არის რომ თვითონაც ეგრე აპირებს, აი ადამიანი სწორედ მაშინ ხარ თავის გაკეთებულს რომ პირდაპირ მიახლიი და მის დონეზე არ დახვაა, არ უნდა გაბოროტდეე პირიქით ის თავისი შეცდომაა უნდააა დაანახოო და მერე მოვიშოროო, ასეე ერთი მხარის მოსმენით განაჩენიც არ უნდა გამოიყენოო, იქნებდაა ყველაფერი ისე არ არის როგორც დაგიხასიათეს, მიუხედავად იმისა სამუთარ მამას რომ იცნობდაა მაინც მის სიტყვებს ენდოო დაა მეორეე მხარეს არ კითხა, იქნებდა დემეტრე მართლა გულით აკეთებდაა, ანასტასია მართლა შეუყვარდაა და გიორგის ნათქვამიი არ გაითვალისწინეს, ვერ დავიჯერებ რომ მაშინაც ითამაშაა როცა მილას ამბავიი მოისმინაა ისეთი შეძრწუნებული იყოო მარტო მისი ცრემლი არ მავიწყდებაა მამაკაცებიი არც მაგდენად თვალთმაქცები არიან, ყველაზე მთავარი ის არის რომ უნდა ილაპარაკონ ლაპარაკი შველის ყველაფერს. მე პირადად ორივემ გამიცრუა იმედებიი პირველ რიგში დემეტრემ როდესაც ანასტასიას არ უთხრაა თავიდანვე ყველაფერიი და შემდეგ ანასტასიას ისიც დემეტრესავით იქცევაა, არადა მეგონა ერთად ყველაფერს შეძლებდნენ.

ზუსტად მასე ვფიქრობ და დემეტრე არ მემეტება ტყუილი ბრალდებებისთვის და მიყვარს უკვე ეს ბიჭი❤️❤️

 


№6 სტუმარი Marimari

Chemi azritac unda dailaparakon, anastasiam unda moikrbis tavis tavshi dzala da ganmartoebit da mshvidat gaarkios giorgis sityvebi bolomde martalia tu ara, mamamisic rogorc eqceoda iqidan gamomdinare ar unda endos bolomde, tavidan egre utxra demetres martalia magram iq yofnis mere mgonia gadaifiqra denetrem sastumros gayidva, imito utxra bachomac mashin zuras ver daitanxmebo. Cota gadaiweva nenes shurisdzieba tamaras gamochenit, iqneb bavshobis megobars mainc utxras gulis nadebi da kargi rchevac miigos. Ar minda nenes da demetres dashoreba, yvelaferi unda gaarkvion unda, sheidzleba nenes gauchirdes demetres ndiba tavidan isev, magram tvitin mainc ar unda idzios shuri gaurkvevlad, sheidzleba mere ufro cudat iyo tavis saqcielus gamo. Ase rom unda dailaparakon, gaerkvnen da mere yvelaferi mogvardeba ???? :-D warmatebebi da veli shemdegs, martlac yoveldge vucdi axal tavs. Warmatebebi kidev ertxel????:-D

 


№7 სტუმარი სტუმარი maco maco

შემთხვევით მოვკარი თვალი გვარს და უცებ ჩავიკითხე ეს თავი :) აქამდე რატომ არ დავიწყე ეს ისტორია ვერ გეტყვი მაგრამ ზედმეტად “თავმდაბალი” ვიქნები და კი ახლოსაა შენი შეფასება კვიციანებთან :)

 


№8 სტუმარი one

chveno qeto ❤️isec kho natelia rom demetrem araferi ickda mashin)))) arc nenes icnobda ase sighrmiseulad)))
ar shemdgari dialogebit ufro gaawameb bichs))
dagvpirdi rom jer ar daasruleb))) imdenad pozitivia dilis-miukhedavad mdzime shinaarsisa))) dzalian bunebrivia da ufro magitom))
yvelaferi dalagdeba))) shen shedzleb))) saocari gogo khar❤️

 


№9  offline წევრი Elka Popova_2

Исети сулши чамцвдоми новела арис ром тели дге расац арунда вакетебде аматзе мефикреба. Аи ес арис намдвили ничи. Дгеши милионжер вамоцмеб ам саитс ром шемдеги тави цавикитхо. Мадлоба да царматебеби.

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი

ცუდად არ გამოვიდა ქეთი ეს თავი.დემეტრე შეცვალა ანასტასიამ და გადააფიქრებინა თავისი გეგმები

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მშვენიერი თავი იყო კი ვინერვიულე ზოგ მომენტებში მაგრამ არაუშავს ანასტასია მედარდება მაგრამ გულ დაჭ....ტილი და განადგურებული ქალი თავს არავის დაჩაგვრინებს უფრო გამაგრდება და მყარად დადგება ფეხზე, ლიზადი რა გითხრა არ შემეცოდა ღირსი იყო ბოროტი არ ვარ მაგრამ სულ დაჩაგრული ანასტასია გამოდის მამამ როგორ გასწირა შვილი წარმოუდგენელია ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent