შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხსოვართა ტყე (მესამე თავი)


3-10-2021, 18:23
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 129

ილია ჩემკენ მოდიოდა.
მოდიოდა.
მოდიოდა.
და მე რატომღაც, ჩემგან წამავალი ხალხი მახსენდებოდა.
მახსენდებოდა დათიკოც, რომელსაც არ ვიცნობდი.
ეკლესიის მშენებელი, ხალხის დამპურებელი.
და თან მკვლელი.
ნეტა, ყველა მესხის ხვედრი იყო სისხლი, შფოთვა, სიკვდილი?
მორგი?
- გამარჯობა ინო, ცოტნე. მიხარია თქვენი ნახვა - მოგვესალმა ილია.
- მეც მიხარია - უპასუხა ცოტნემ.
ხმა არ ამომიღია.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. თავის შეკავება მიჭირდა ზოგჯერ. მიჭირდა, უადგილო სიცილისა და უადგილო დუმილის შეკავება.
- ინო, როგორ ხართ? - მიხვდა.
არ ვიცი რას, მაგრამ რაღაცას მიხვდა.
- კარგად ვარ, გმადლობ - მერე იმ ქალს შევხედე, ილიას მაგიდასთან. ერთმანეთს გავუღიმეთ გამარჯობის ნიშნად. - თქვენი მეუღლეა?
არ ვიცი, ეს კითხვა რანაირად დავსვი დამუნჯებულმა.
- არა, ცოლი არ მყავს. უბრალო პაემანია. მგონი. ვერ გეტყვი ზუსტად.
- რა იღბლიანი ქალი ყოფილა - თავი სიცილით გავაქნიე.
- ჰო, ნამდვილად არ გაუმართლა - დამიდასტურა ცოტნემ.
- წავალ, სანამ თვითონაც მიხვდება ამ ყველაფერს - კუდამოძუებული გაბრუნდა.
- ბარბარეს ქოხი თუ გინახავს? - ვკითხე ცოტნეს. უცებ, ვერ მიხვდა, რომელ ბარბარეზე იყო საუბარი. მე კი,სასწრაფოდ თუ არ მოვწყდებოდი ილიასა და უცხო ქალის პეიზაჟს და ისევ მესხების კოშმარში არ დავბრუნდებოდი, გული გამისკდებოდა.
უცნაურია.
თავს ყველაზე კოფორტულად, მესხების შემზარავი ამბების მოსმენისას ვგრძნობდი.
- მინახავს. ჩვეულებრივი მიტოვებული, დანგრეული სახლია. შიგნით შესვლა ვერ გავბედე. გამოგიტყდები და შემეშინდა. მარტო ვიყავი.
- მესმის. ცოტნე, როგორ ფიქრობ, ლეგენდები ტყის დედოფალზე მართალია თუ ვინმემ გამოიგონა? - არ ვიცოდი, რამდენად გულწრფელი იქნებოდა, თუმცა მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ამ ქალაქში, ყველა ლეგენდა ცოცხალი იყო...
ან მკვდარი.
ლატავრას მსგავსად გარდაცვლილი და უკან დაბრუნდებული, შეუსრულებელი მისიით, მიზნით.
- მაშინ ვნახე პირველად ტყის დედოფალი, როცა ბარბარეს სახლთან ვიყავი. ამის მოყოლის ცოტათი მრცხვენია, დაუჯერებელია. არ შევშინდი, გავიყინე. ადგილს მივეჯაჭვე.
- მე მჯერა - ყველაფრის მჯეროდა. თავად ის იყო დაუჯერებელი, რარიგად მჯეროდა ყველაფრის. - უბრალოდ, აღმიწერე.
- თმა და თვალები ჰქონდა ადამიანის. დანარჩენ ყველაფერი ღამეულ სიზმარს ჰგავდა. მიყურებდა. მეგონა, მოვკვდებოდი. ხომ იცი, ტყეში ბევრი გარდაცვლილი იპოვნეს და იმ წამს, როცა ტყის დედოფალი დავინახე, ვიფიქრე, არ მაცოცხლებდა.
გვერდზე ჩამიარა. სიცივე ვიგრძენი, სული მეყინებოდა.
- რამე თუ გითხრა?
- გვარი მკითხა მხოლოდ.
- უპასუხე?
- ჰო. ენა ძლივს ამოვიდგი. მზერა ამარიდა და გაუჩინარდა.
- გადარჩი, რადგან არ გითქვამს, რომ მესხი ხარ და ვაი მას, ვინც თქვა.
ფეხზე წამოვხტი. უკანმოუხედავად შევვარდი რესტორნის შენობაში. საპირფარეშოს კარი გავაღე. მეგონა, გული მერეოდა, სპაზმური შემოტევა ვიგრძენი და უნიტაზთან დავიხარე. ღრმად ვსუნთქავდი, ხმამაღლა.
ცრემლები მომდიოდა.
გული მიძგერდა არა, როგორც ცოცხალხს, არამედ, როგორც სიკვდილთან დაახლოებულს.
- ინო! - ჩამესმა ლატავრას ხმა.
არ ვიცოდი, რისთვის მეპასუხა ან სად დამენახა.
მხოლოდ სარკეში ჩავიხედე.
მომეჩვენა, თითქოს თავად ვგავდი ლატავრას. ტუჩები მიმიგავდა, თვალები მიმიგავდა და თმაც, ცხვირიც.
- ლატავრა - წარმოვთქვი.
არსად ჩანდა.
მხოლოდ ჩემს ტვინში იყო.
ძალა მოვიკრიბე, რატისთან დავბრუნება გადავწყვიტე. დიდი გზა იყო გასავლელი. ილიასა და უცხნობი ქალბატონის მაგიდა უნდა გამევლო.
წამით მომეჩვენა, რომ ვკვდებოდი ტყეში გარდაცვლილი ხალხის მსგავსად.
ან იმათ მსგავსად, ვინც მორგში ვნახე სრულიად პატარამ და სრულიად დაუცველმა.
ცოტნესთან დავბრუნდი.
- მაპატიე, ეს ლეგენდები გადამიყოლებენ.
- მეც - გაეცინა - ზოგჯერ, სატირალია, მაგრამ მზად ვარ, ვიხარხარო ყველაფერზე, რაც ხდება და რაც მოხდა.
- ჰო, პირად ტრაგედიებს რომ შავი იუმორით აღვიქვამთ, ალბათ ეგეც რაღაცა ფსიქიკური აშლილობაა.
- თავს როგორ გრძნობ ახლა?
- ამაზე უკეთ ისედაც ვერ ვიქნები
- გინდა წავიდეთ? სხვა დროსაც შევძლებთ საუბარს. ისედაც ახლოს ვცხოვრობ შენთან.
- შეგიძლია, ჩაიზე შემომიარო ხოლმე. მოჩვენებებს კარადაში ჩავკეტავ - ძალიან მწარედ ვიხუმრე. თვითირონიამ მომიცვა. ლატავრა აქეთ ჩამკეტავდა.
- პორტრეტები ისევ ადგილზეა?
- უკლებლივ.
- სიამოვნებით ვნახავდი.
- ისინიც სიამოვნებით გნახავდნენ - ორივეს გაგვეცინა.
მაგიდიდან რომ წამოვდექით, სინქრონულად, ილიაც წამოემართა უცხო ქალბატონთან ერთად. თითქოს, ერთი გზა გვქონდა და ჩემ გარდა, უხერხულობას ვერავინ გრძნობდა.
მეზიზღებოდა, როცა სახლში მაცილებდნენ, მარტო სეირნობა მერჩივნა.
როგორც იქნა, შინ დავბრუნდი.
- ამდენ ხანს სად იყავი? - მკითხა ლატავრამ და პირველად დავინახე დედა, რომელიც არ მყოლია. გეგონება, გვიან ღამით გასულ ქალიშვილს ელოდა, ვერ იძინებდა მის მოსვლამდე.
დედააჩემსაც არაუჭირდა, სანამ 13 წლის არ გავხდი და ცხოვრებისგან განცდილმა სევდამ უემოციო ქანდაკებად არ აქცია.
გეგონება ლატავრა ჩემზე ზრუნავსო. ხომ ვიცი, მაგას გიორგი ადარდებდა.
გიორგი ყველაზე მეტად სძულდა და უყვარდა ალბათ.
- დაკრძალვის შემდეგ, შენ გაგითრევია გიორგი ტყეში, შენივე ხელით - შესავლის გარეშე ვუთხარი.
- ნეტა, სად მივათრევდი?
- ნადირების საჯიჯგნად ალბათ - სათავსოდან ცული ამოვიღე. ლატავრა ფიქრს მისცემოდა. ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემთვის. მეორე სართულზე ავედი, დათიკოს ბიბლიოთეკაში შევედი და მთელი ძალით მოვუქნიე ცული.
შუაზე გავაპე.
მერე ხის ბიბლიოთეკას მივადექი,
ხის მაგიდას.
- რას აკეთებ? გააფრინე? - შეჰკივლა ლატავრამ.
- ამის ბრალია ყველაფერი. ყველა მესხი ამის გამო მოკვდა. უკლებლივ ყველა.
- დათიკო არ იყო ცუდი კაცი.
- მთელი გაღმა ქალაქი მოწამლაა - გიჟივით ვაგრძელებდი ავეჯის ჩეხვას.
მერე დავიღალე.
ძალიან დავიღალე ყველაფრით.
იატაკზე დავჯექი. რა დიდი სიამოვნებით ვიტირებდი ყველაფერზე. პირს მოვაღებდი და ისე ხმამაღლა ვიტირებდი, ვერავინ გამაჩერებდა.
დამწყნარებელი მაინც ხო მყავდა უკვე? მკვდარი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ ცოცხალზე ძლევამოსილი.
ნეტავ, ტირილი მაინც შემძლებოდა ადამიანურად.
- დაწყნარდი? - მკითხა ლატავრამ.
- მგონი. - გვერდზე მომიჯდა. ისე ამოიოხრა, ქარმა დამიბერა სახეზე.
- ნეტავ, რას მივათრევდი იმ გიორგის.
- ნეტავ, ღალატი გეპატიებინა და გეთქვა, რომ გიყვარს - არასოდეს აღიარებდა, მაგრამ სწორედ ამიტომ უშფოთავდა სული.
შენდობა სწყუროდა.
უნდოდა, შესძლებოდა ის, რაც სიცოცხლეში ვერ შეძლო: ეპატიებინა გიორგისთვის.
- მესაფლავე, მესაფლავე - წარმოთქვა ლატავრამ. ნიჩბის ხმა გვესმოდა. გაყუჩებულ ბნელში, იავნანასავით ჩაგვესმოდა საფლავის გათხრა.
წამოვხტი.
სახლიდან გავიქეცი და ილიასთან მივირბინე. ცოტათი ციოდა, მაგრამ მთავარია, მესაფლავე მენახა. მენახა მარტოს. მენახა ისეთი, როგორიც მომწონდა: სამარის თხრისას.
- თუ მოვკვდი, თქვენ დამმარხეთ - ვუთხარი მოულოდნელად. აქამდე, აზრადაც არ მომსვლია მგსგავსი რამ, მაგრამ ისეთი მშვენიერი იყო ილია, მომინდა, მას დავემარხე.
ალბათ იფიქრებდა, გაგიჟდაო.
ვინ ვიყავი მისთვის? არავინ.
- არ მოკვდებით - წარბები შეჭმუხნა - თუ კი რამეს ჩაიცმევთ და თავს არ გაიყინავთ - საფლავის ლოდზე გადაკიდებული თავისი მოსაცმელი გაშალა და მხრებზე მომახვია. მისი სურნელი ვიგრძენი. განა მიწის და საფლავის, ადამიანის სურნელი ჰქონდა მესაფლავეს. თან ისეთი სურნელი, მომინდა ნესტოებიდან არასოდეს დამხსნოდა.
- გმადლობ.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩემზე ადრე კვდებით?
- დიდი ამბავი. - მხრები ავიჩეჩე - ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ხართ მარტო. რა დიდი გასაკვირი იქნება თუ ადრე მოვკვდო.
- რამდენიმეო - ცალი ყბით გაეცინა. - თქვენ დამმარხეთ თუ კარგია. - გვერდზე მომიჯდა.
- პაემანმა როგორ ჩაიარა?
- ცუდად - დაუფიქრებლად მიპასუხა - საერთო ენის გამონახვა ძალიან მიჭირს ადამიანებთან.
- მიხარია.
- რაა?
- მიხარია, რომ მარტო არ ვარ.
- თქვენმა შეხვედრამაც ცუდად ჩაიარა? ცოტნე ძალიან კარგი ბიჭია სხვათაშორის.
- რომანტიკული მიზნებით არ შევხვედრილვარ. მესხების ამბებში მეხმარებოდა.
- „რომანტიკული მიზნებით“ - გაიმეორა ჩემი სიტყვები - სიცილით გავიგუდებოდი, მაგრამ სასაფლაოს კატების შეშინება არ მინდა.
- ნუ დამცინით - წამოვდექი და საფლავის ლოდს შევხედე. - როგორი ახალგაზრდაა. რა მოუვიდა?
- გარდაიცვალა.
- ვხედავ.
- დანარჩენს ნუ იკითხავთ, არ ღირს - ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, თავადაც განიცდიდა და ერჩივნა, არ ესაუბრა.
- დამატებითი ნიჩაბი გაქვთ?
- კი. სათადარიგო ყოველთვის დამაქვს.
- მეც მინდა - ერთ-ერთი ჟორა ავიღე და მისი გაოგნებული თვალების მიუხედავად, ისე გულმოდგინედ შევუდექი მიწის თხრას, თითქოს, მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი. - თუ მალე მოვრჩით, ჩაიზე დაგპატიჟებთ. ერთმა გამოცდილმა ქალბატონმა ახალი მეთოდებით მასწავლა დაყენება. უფრო სწორედ, ძალიან ძველი მეთოდით.
- საფლვიდან პიტნა წამოვიღო? - მკითხა სრული სერიოზულობით
- კი. - და მეც სერიოზულად ვუპასუხე.
ახლა მივხვდი, რატომ ვერ ვუგებდით მე და ილია ადამიანებს.
ორივეს სასაფლაოს პიტნა გვიყვარდა.
* * *

გარეთ გაწვიმდა.
ჩემი ფანჯრიდან, წვიმიანი ღამის ხედი კიდევ უფრო შესანიშნავი იყო.
თუმცა როცა ჩაისგან დასველებული ულვაშები ხელსახოცით შეიმშრალა და ღიმილით შემომხედა, მაშინ მივხვდი, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს დავინახავდი.
უცნაური თვალები ჰქონდა. თითქოს, ილიას თვალების სიღრმეში არავის უნდა ჩაეხედა, საშიში იყო. და არა საშიშად საშიში, არამედ, საშიშად სევდიანი. უამრავი უმძიმესი საიდუმლოს მოზიარე გავხდებოდი, დავფიქრდებოდი იმაზე, რაზეც აღარ მინდოდა ფიქრი.
ილიას თვალებში მთელი სამყარო იყო მოქცეული თავისი ბედნიერებითა და უბედურებით.
- ინო, ამ სახლში კარგი ხალხი ცხოვრობდა. ყოველი შემთხვევისთვის, მე ვინც ვნახე - იყო და არა იყო რასავით ჟღერდა მისი სიტყვები.
- ჰო, ერთმა გაღმა ქალაქი ამოწყვიტა, მეორემ თავისი ქმარი.
- ლატავრას შვილიშვილებს ვგულისხმობ. პატარა ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა უფროსს, ევას, კარგად ვიცნობდი.
- დაიხოცნენ? - მზერა ფინჯანთან გამიშეშდა. ჭურჭელიც მესხების ნაქონი მქონდა. მანსარდში უამრავი ძველი ნივთი აღმომეჩინა. არ მეზიზღებოდა, პირიქით, თავს რაღაც მნიშვნელოვანი ისტორიის ნაწილად ვთვლიდი.
- ევა მოკვდა. უმცროსმა დამ ჩამომხრჩვალი იპოვნა სიბნელეში. მთელი ღამით იქ მდგარა, არ განძრეულა, ხმაც ვერ ამოუღია. მშობლებმა დილით მიაგნეს თოკზე მოქანავე ევას როგორ მისჩერებოდა პატარა გოგონა.
- რა ერქვა?
- ლატავრა, ბებიამისის მსგავსად. ასე 11-12 წლის იქნებოდა ალბათ.
- საბრალო - ახლა ნამდვილად ვტიროდი.
ცრემლი თვალებიდან ლოყებზე, ლოყებიდან ტუჩებზე მოგორავდა.
ფაიფურის თეთრ ჭიქას მივაჩერდი, ლურჯი იები ეხატა. ნეტავ პატარა ლატავრა თუ სვამდა ამითი ჩაის? ან იქნებ ევა? აქაური ნივთები მიტოვებული არ ყოფილა, უპატრონო იყო.
ამ სახლისთვისაც ყველაფერი გამქრალიყო. პატრონი, რომელსაც გამუდმებით იხმობდა, მომკვდარიყო, გამქრალიყო. მხოლოდ მოჩვენებები დააბიჯებდნენ კედლებში.
წარმოვიდგინე, როგორ პოულობდა პატარა ლატავრა თავის დას.
ჩამოკონწიალებულს ხეზე.
ფეხებზე თუ მიეფერა? თუ სცადა მისი გამოღვიძება?
- მაპატიე, არ მინდოდა, არ უნდა მომეყოლა - გვერდზე გადმომიჯდა და მომეხვია.
ილია მეხვეოდა.
მე კი ისევ ლატავრასა და ევასთან ვიყავი უკუნით სიბნელეში. სულებით სავსე ტყეში. ვცდილობდი, გადაცვლილი ევას სახე წარმომედგინა.
როგორი უცხოები იყვნენ და როგორი ნაცნობები.
ვტიროდი.
ილია მეხვეოდა. თბილი იყო.
განსაკუთრებულად თბილი ხელები ჰქონდა.
სადღაც, აქვე, პორტრეტში შემალული ლატავრა ჩემთან ერთად სლუკუნებდა. მოთქვამდა შვილებს, შვილიშვილებს.
მოთქვამდა თავის ქმარს, დაკარგულ სიყვარულს, გიორგის მიუტეველ ღალატს.
მასშიც მიძინებულიყო ღალატის სიბრაზე, მხოლოდ სინანული და მონატრება მეფობდა.
მარტოობით დაღლილი ლატავრა.
გიორგის პოვნით შეპყრობილი ლატავრა.
გეგონება მისი ქმრის საფლავი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა. მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ქმრისთვის პირისპირ ეთქვა, რომ აპატია.
- რა ბედი ეწია გოგონას?
- არ ვიცი - არც ისე დამაჯერებლად მითხრა.
- ილია, გთხოვთ. მე არაფერი მიჭირს, გადავიტან.
- ევას დასაფლავებისას, ხმა არ გაუღია. იქ ვიყავი. ყველა მის დას გლოვობდა და მე ლატავრას ვუცქერდი. გეგონება, ორი ადამიანი იყო დასატირებელი. ერთი ცოცხალი, მეორე მკვდარი. ზოგჯერ, ცოცხალი უფრო მკვდარია. ყველაფერი რომ დასრულდა, მეორე დღეს, ნიჩბით გამოსულა სასაფლაოზე, თავისი და ამოუთხრია. მის გაღვიძებას ცდილობდა. ამის მერე, წაიყვანა დედამისმა. ეგ იყო ბოლო დღე, როცა მესხების სახლში მესხი ცხოვრობდა. ამბობენ, რომ ისიც დაიღუპა.

* * *

ილია წავიდა.
ლატავრა მოვიდა.
თვალებში მიყურებდა და მესაფლავის სიტყვები გამახსენდა, რომ ცოცხალი ზოგჯერ შეიძლება, უფრო მკვდარი იყოს, ვიდრე თავად მკვდარი. არასდროს მქონია მის მსგავსად ანთებული თვალები.
- ყველაფერი გაიგონე? - ვკითხე მას.
- ყველაფერი ისედაც ვიცოდი.
- მათზე არაფერი გითქვამს.
- ძალიან მძიმეა გასახსენებლად. - მერე თმაზე შემეხო. გაეღიმა. ზოგჯერ მეგონა, რომ ძალიან ვუყვარდი, მაგრამ არ ვიცოდი, რატომ. - ამბობენ, რომ ევამ თავი მოიკლა.
- აღარ მინდა ამის გაგონება - ყურებზე ხელი ავიფარე.
ხან უზომოდ საინტერესო იყო, ხან პირადი ტრაგედიის მსგავსად, მტკივნეული ხდებოდა.
- მაშინ შენზე და ილიაზე ვისაუბროთ.
- ხვალ მე და ცოტნე მუზეუმში დაგვპატიჟა - მწარედ გამეცინა - იმ ქალთან ერთად. რა ჰქვია. აღარ მახსოვს.
- ლიდა.
- შენ საიდან იცი?
- სასიყვარულო სამკუთხედებში, მესამე ბორბლის სახელს ყოველთვის ვიმახსოვრებ.
- მიხარია, რომ მესამე ბორბალი ისაა.
- რა თქმა უნდა. შენ ინო ხარ! ეგ კარგად დაიხსომე.
- მახსოვს, მაგრამ დიადს ვერაფერს ვუკავშირებ საკუთარ სახელს.
- შენ ინო ხარ! - თვალები დამიბრიალა - მშვენივრად იცი, რაზეც ვსაუბრობ. სახელს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ შენ შენ ხარ და არავის მივცემ უფლებას, წინ გადაგეღობოს.
- ოღონდაც ნუ მოწამლავ.


* * *


მეორე დღეს, კარგად გამოძინებული მივედი ჩვენს შეხვედრაზე.
ილია ამას ორმაგ პაემანს არქმევდა, მაგრამ მე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ყველაზე საინტერესო ჩვენს მოგზაურობაში ის იყო, რომ ლიდა გიდი აღმოჩნდა. ლატავრასთან ერთად, მოგვიანებით, მაგრად ვიცინებდი ამაზე.
ყველა ოთახი შემოგვატარა. ლატავრას ყელსაბამიც ვნახე, ზურმუხტის. თურმე გიორგის საქორწინო საჩუქარი ყოფილა. ბოღმისგან, ლამის გული გამისკდა. რაც კი რამე ფასეული ჰქონდათ, ყველაფერი ან დაიმტვრა, ან გაქრა, ანდაც მუზეუმში ინახებოდა. მე მხოლოდ ფაიფურის ჭურჭლით ვიწონებდი თავს.
- ნეტა ესეც სხვენში დაემალათ - თავი ბრაზით გავაქნიე.
- მართალია, მოგიხდებოდათ - ჩამჩურჩულა ილიამ. გამეცინა.
- სინამდვილეში, სამკაულები არ მიყვარს. ვერ ვიყენებ.
- არადა, კარგი იქნებოდა. უჩვეულო მსგავსებაა თქვენსა და ლატავრას შორის.
- ლატავრა ნამდვილი მზეთუნახავი იყო.
- თქვენც მზეთუნახავი ხართ - ამხელა კაცმა, ისეთი სიმორცხვით წამოთქვა ეს სიტყვები, გეგონება, თან მიწის გასკდომას ევედრებოდა ღმერთს და თან სრულებით არ ნანობდა ამის თქმას.
- გმადლობ - გავწითლდი. სიმხურვალემ ამიტანა. ქურთუკი გავიხადე და მკლავზე გადავიკიდე.
- ბოლო ოთახი თითქმის ცარიელია, მხოლოდ ერთი პორტრეტი ჰკიდია. კერპი გეგონებათ. ქალაქმა მართლაც გააკერპა და ხოტბა შეასხა - წარმოთქვა ლიდამ და მუზეუმის უკანასკნელ ოთახში შეგვიძღვა.
თვალები გამიფართოვდა, გიჟივით დავაჭყიტე. გაუაზრლებლად, ილიასაც დავეყრდენი და ცოტნესაც. კედლიდან კვლავ დათიკო მიყურებდა. მთელი თავისი მშვენიერებითა და გაორმაგებული ბრწყინვალებით.
სწორედ ის პორტრეტი, რომელიც ცულით გამენადგურებინა.
მკვლელი, წყევლისთვის სულის შთამბერავი დათიკო ამაყად იწონებდა თავს უხსოვართა ქალაქის გმირის წოდებით.
დღემდე აღმერთებდნენ.
- მისი სახელობისაა ჩვენი პირველი სკოლა- ამაყად წარმოთქვა ლიდამ.
- სკოლაც?
- დიახ, პირველი სკოლა დათიკო მესხმა ააშენა ქალაქში.
- მე მხოლოდ ეკლესია ვიცოდი. ყოჩაღ... მსგავსი პორტრეტი მეც მქონდა სახლში.
- ამ მუზეუმში ორიგინალი ინახება. ყველა სხვა დანარჩენი ასლია.
- ყველა სხვა დანარჩენი? კიდევ რამდენია?
- ერთი სკოლაში, ერთი მის საგვარეულო სახლში და ერთიც...
- ალბათ ერთი ეკლესიაში - შევაწყვეტინე. ლიდას სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ დიდი უღმეთო რამე წამომცდა - მოიცა, წმინდანად არ შეურაცხავთ?
- არა - მიპასუხა გაოგნებულმა.
- სამწუხაროა.
- მგონი, ლატავრას და გიორგის პორტრეტიც აქ უნდა იყოს, დაამშვენებდა - გადმომილაპარაკა ცოტნემ.
გამეცინა.
მაგრად გამეცინა.
- ანდერძის მიხედვით, ჩემი სიკვდილის შემდეგ, ორივე ნახატს საფლავში ჩამატანენ. - ისეთი სიმკაცრით წარმოვთქვი, თავად გამიკვირდა.
- ანდერძი გაქვს დაწერილი?
- არა, მაგრამ მომიწევს, როგორც ვატყობ.
- აქაურობას უმშვენიერესი ბაღი აქვს, აუცილებლად უნდა ნახოთ - ილიას ხელკავი გაუყარა და გასასვლელისკენ გაემართა ჩვენი გიდი.
- ცოტახანს აქ ვიქნები - ვუთხარი ცოტნეს
- ხომ კარგად ხარ?
- შესანიშნავად. - გავუღიმე. ბაღი ჩემს სახლსაც შესანიშნავი ჰქონდა, ვერაფრით გამაკვირვებნენ.
ცოტნე წავიდა.
ღიმილითვე შევხედე პორტრეტს. ნეტავ, აქაც მქონოდა ცული.
- იმედი მაქვს, ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის შენი გახრწნილი სული - მზად ვიყავი, შემეფურთხებინა და ისე წავსულიყავი, როგორც არაფერი.
- არა, ჯოჯოხეთში არ ვარ - დამიბრუნა პასუხი.
გიჟივით შევქანდი.
პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეკივლა და თვალები მაგრად დავხუჭე.
ძალიან მაგრად, ტკივილამდე.
იმედი მქონდა, თუ არ დავინახავდი, გაქრებოდა
ან მე გავქრებოდი.
- შემომხედე ინო!
- არა, არ მინდა - პატარა ბავშვივით, შიშნარევი სიჯიუტით, რამდენჯერმე გავაქნიე თავი. ხელი ახლა თვალებზე ავიფარე. დათიკოს შემთხვევითი მოლანდებისაც კი მეშინოდა. რა უცნაურია. გეგონება, ხმაზეც კი ვცნობდი კაცს, რომელიც ჩემ დაბადებამდე, დიდი ხნის წინათ მომკვდარიყო.
- ინო, მჭირდები. - ლატავრასგან განსხვავებით, წყნარი და მომთმენი ტონი ჰქონდა. თითქოს, მისი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო.
მამა აბრამის ბატკანი გეგონებოდა.
- გჭირდები, რამხელა პატივია.
- გაახილე თვალი, გთხოვ - თითებზე სიცივე ვიგრძენი. ალბათ მეხებოდა. უხსოვართა სასაფლაოს სიცივეს არ ჰგავდა მისი შეხება. გრილ სიცივეს მაგონებდა, ნეტარ სიცივეს - ხომ გრძნობ, რომ ჩემი არ უნდა გეშინოდეს?
ნელ-ნელა დავნებდი.
თითქმის, შევდიოდი ამ ქალაქის მდგომარეობაში და ვხვდებოდი, რანაირად შეიძლებოდა გმირად შეერაცხათ მკვლელი. მოჩვენებასაც კი უკიდეგანო ქარიზმა ახასიათებდა. სიცოცხლის წლებში, დარწმუნებული ვარ, სიგიჟემდე დაახვევდა დავბრუს ადამიანებს.
ჯერ ცალი თვალი გავხსენი ნელა, მერე მეორეც გავახილე.
მიღიმოდა.
- როგორც იქნა, შევხდით ინო. ძალიან ბევრი მსმენია შენზე.
- მეც ბევრი მსმენია, მაგრამ ნამდვილად არ მიხარია, რომ გხედავ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

აუ რა საინტერესოა ენ. არადა აგვიანებ მაგრამ ვიცი შენი სამსახურის ამბავიააა. აი სად გაწყვიტე დამწყდა ნერვებიიი. დათიკოს რაღა უნდაა. აუუუუუ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
აუ რა საინტერესოა ენ. არადა აგვიანებ მაგრამ ვიცი შენი სამსახურის ამბავიააა. აი სად გაწყვიტე დამწყდა ნერვებიიი. დათიკოს რაღა უნდაა. აუუუუუ

ვცდილობ სამსახურიდანაც ვწერო ქეთი მარა არ გამომაგდონ მერე smile smile

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ენ ჯეინი
Qeti qimucadze
აუ რა საინტერესოა ენ. არადა აგვიანებ მაგრამ ვიცი შენი სამსახურის ამბავიააა. აი სად გაწყვიტე დამწყდა ნერვებიიი. დათიკოს რაღა უნდაა. აუუუუუ

ვცდილობ სამსახურიდანაც ვწერო ქეთი მარა არ გამომაგდონ მერე smile smile

არა რას ამბობ. სამსახურის დაკარგვა იქნება
წარმატებები

 


№4 სტუმარი Ana-maria

ეს ის შემთხვევაა,როცა შიშით კითხულობ,იმიტომ რომ არ იცი ვისი სული გამოდის კონტაქტზე. მაგრამ ეს იმდენად საინტერესოა რომ ვერ წყდები და არ გყოფნის. და ამ ყველაფრის ფონზე ილიას და ინოს ნაზი გრძნობები. მაგარია!

 


№5  offline წევრი likuu_s

ძალიან საინტერესოა!

რა კარგია, რომ ესენი ისეთ მოჩვენებებს არ გვანან, როგორებიც ფილმებშია და როგორებიც ხალხს ჰგონია :დ

გამეცინა, ინამ ლუდაზე რომ უთხრა, ოღონდაც არ მოწამლოო :დ
მაგარი იყო!

ილიასგან გამიკვირდა ეს ორმაგი პაემანი.
გავაორმაგებ მაგას კარგად მე :დდ

წარმატებები!❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ana-maria
ეს ის შემთხვევაა,როცა შიშით კითხულობ,იმიტომ რომ არ იცი ვისი სული გამოდის კონტაქტზე. მაგრამ ეს იმდენად საინტერესოა რომ ვერ წყდები და არ გყოფნის. და ამ ყველაფრის ფონზე ილიას და ინოს ნაზი გრძნობები. მაგარია!

მადლობა ანამარია <3

likuu_s
ძალიან საინტერესოა!

რა კარგია, რომ ესენი ისეთ მოჩვენებებს არ გვანან, როგორებიც ფილმებშია და როგორებიც ხალხს ჰგონია :დ

გამეცინა, ინამ ლუდაზე რომ უთხრა, ოღონდაც არ მოწამლოო :დ
მაგარი იყო!

ილიასგან გამიკვირდა ეს ორმაგი პაემანი.
გავაორმაგებ მაგას კარგად მე :დდ

წარმატებები!❤️

ძაან გამახარე ინო.
ილია ცოტაა არაპროგნოზირებადი ადამიანია :D

 


№7  offline მოდერი Nuki-rocks

სასიამოვნოდ ვითარდება სიუჟეტი, ლოდინად ღირს. ნუ მე მიღირს და სხვების არ ვიცი. რამდენიმე ნაშრომი მაქვს შენი წაკითხული,ყველა არ ვიცი ჯერ, თუმცა იმ რამდენიმედან გამომდინარე ვასკვნი, რომ ყოველ ჯერზე შენივე თავის უკეთეს ვერსიას ქმნი. შენს თავს თუ სჯობნი... ენ, ბევრი რამე გამოგდის და ბევრად უფრო მაგრად.
წერა შენია,რა. უხეშად ვამბობ და უნდა წერდე ბევრს.
წარმატებები,ენ.
პ.ს.1.ლატავრას რომ თავისი მეუღლე უყვარს, ნეტავ ისეთივე სიმძლავრით თუ უყვარდა მამაკაცს?!
პ.ს.2.ახალი წყვილი ისე მომწონს, უკვე სულერთია ორმაგი და ცხრამაგი პაემნები.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Nuki-rocks
სასიამოვნოდ ვითარდება სიუჟეტი, ლოდინად ღირს. ნუ მე მიღირს და სხვების არ ვიცი. რამდენიმე ნაშრომი მაქვს შენი წაკითხული,ყველა არ ვიცი ჯერ, თუმცა იმ რამდენიმედან გამომდინარე ვასკვნი, რომ ყოველ ჯერზე შენივე თავის უკეთეს ვერსიას ქმნი. შენს თავს თუ სჯობნი... ენ, ბევრი რამე გამოგდის და ბევრად უფრო მაგრად.
წერა შენია,რა. უხეშად ვამბობ და უნდა წერდე ბევრს.
წარმატებები,ენ.
პ.ს.1.ლატავრას რომ თავისი მეუღლე უყვარს, ნეტავ ისეთივე სიმძლავრით თუ უყვარდა მამაკაცს?!
პ.ს.2.ახალი წყვილი ისე მომწონს, უკვე სულერთია ორმაგი და ცხრამაგი პაემნები.

ნუკიი, შენი კომენტარები განსაკუთრებულად მიყვარს. იმიტომ კი არა, რო მაქებ და მიხარია, უბრალოდ, საოცრად კარგად იაზრებ ხოლმე ყველაფერს. მმითხველისგან ყველაზე კარგი საჩუქარი ისაა, როცა იგებს, რასაც ვწერ.
უღრმესი მადლობა <3

 


№9  offline წევრი თ. ა.

საინტერესოდ მიდის ყველაფერი, ინო იმაზე ძლიერია ვიდრე საერთოდ ვიფიქრებდი. მეგონა იმ სახლიდან მალე გაიქცეოდა, კარგია რომ ვცდები. უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
და ძალიან მიხარია, რომ მოლოდინის რეჟიმში ჩაგვრთე. მიყვარს სიახლეების ყოველდღიური ლოდინი.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

თ. ა.
საინტერესოდ მიდის ყველაფერი, ინო იმაზე ძლიერია ვიდრე საერთოდ ვიფიქრებდი. მეგონა იმ სახლიდან მალე გაიქცეოდა, კარგია რომ ვცდები. უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
და ძალიან მიხარია, რომ მოლოდინის რეჟიმში ჩაგვრთე. მიყვარს სიახლეების ყოველდღიური ლოდინი.

მემგონი საოცნებო ადამიანი ხარ, რადგან აქ ყველას ნერვებს უშლის ლოდინი :დდ
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს. ინო მართლა ძ₾იერია, არ ეტყობა, მაგრამ ეგრეა. ალბათ თვითონაც არ იცის.

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ მომენატრა...♥️

შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ ნოსტალგია ხომ შემომაწვება ხოლმე და აი მერე საერთოდ ვეღარ ვწყდები საიტს♥️

ძლივს შემოვაღწიე და პირველი რაც დავინახე ჩემი ენ ჯეინის ახალი ისტორია და ახალი თავგადასავალი იყო♥️
აი ძალიან მომენატრა ეს ემოციები ამდენი ხანი ეს მაკლდა რომ მიმეღო ჩემი დოზა♥️

ძალიან მიყვარხართ ხოიცი შენ და შენი პერსონაჟები♥️
სულ სხვა ხართ ჩემთვის და გაფასებ♥️

ჰო ნუ დავბრუნდი ან უბრალოდ შემოვიარე და მთავარია შენი ისტორია ვნახე რომლის გაგრძელებასაც სულ დაველოდები ყოველ წამს გამოვნახავ მისთვის♥️

წარმატებები ენ♥️

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
როგორ მომენატრა...♥️

შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ ნოსტალგია ხომ შემომაწვება ხოლმე და აი მერე საერთოდ ვეღარ ვწყდები საიტს♥️

ძლივს შემოვაღწიე და პირველი რაც დავინახე ჩემი ენ ჯეინის ახალი ისტორია და ახალი თავგადასავალი იყო♥️
აი ძალიან მომენატრა ეს ემოციები ამდენი ხანი ეს მაკლდა რომ მიმეღო ჩემი დოზა♥️

ძალიან მიყვარხართ ხოიცი შენ და შენი პერსონაჟები♥️
სულ სხვა ხართ ჩემთვის და გაფასებ♥️

ჰო ნუ დავბრუნდი ან უბრალოდ შემოვიარე და მთავარია შენი ისტორია ვნახე რომლის გაგრძელებასაც სულ დაველოდები ყოველ წამს გამოვნახავ მისთვის♥️

წარმატებები ენ♥️

უღრმესი მადლობა ჩემო უსაყვარლესოოო <3
მეც ძალიან, ძალიან მომენატტრე და უზომოდ გამეხარდა შენი კომენტარი.
დღესვე ვდებ შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent