შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (15)


5-10-2021, 00:49
ავტორი Qetatoo
ნანახია 10 577

დილაადრიან, სანამ მზე ჯერ კიდევ ემზადება აისისთვის, ზურაბ კვიციანის დინჯ, მაღალ ფიგურას, ვინ გაჰყვებოდა ვენახში, თუ არა ანასტასია ჯანაშიას, ახალი დღეების სითბოს დახარბებული გონება.დილის მადლით დაცვარული ვაზის ფოთლები თავმომწონედ შრიალებდნენ, ამაყად აზიდული მთებიდან, მომავალი სიოს მიმართულებით და მომსვლელებს იწვევდნენ განთიადის მშვენიერების დასალანდად.ზურაბი კვალთან დაიხარა და სახემომღიმარმა მოიქცია ხელში, ჯერ კიდევ მკვახე ნაყოფის მტევანი.მის გვერდით აღმოჩენილს მზრუნველად გადახედა და მამა-შვილურად დაუწყო ახსნა.
-ტასო, შენ ჭკვიანი ხარ და იცი, ვაზის კულტურა საუკუნეებს ითვლის.ნაყოფი ტკბილია, შემოდგომაზე რომ დამწიფდება ისე ხელაღებით მოწყვეტ პირის ჩასატკბარუნებლად რომ ორჯერ არც კი დაფიქრდები.მერედა ციცქა-ცოლიკოური იცი როგორია? ძველებურ, მამა-პაპათაგან შემორჩენილ საწნახელს რომ ღიღინით დაადგები,ტკბილი წვენი რომ წვეთ-წვეთად წამოვა, ცოტა ხნით თავის ნებაზე მიშვებული შუშხუნა მაჭარი გახდება და კარგა ხნის მერე დაღვინდება, სიტკბოს შეიყენებს. ალალად გამოუტან სტუმრებს, მომსვლელთა და დამხვედრთა დასალოცად...-ჯანაშია აქამდე რომ გაფართოებული თვალებით შესცქეროდა, ახლა სულ აღარ დაგიდევდათ მიწის სიცივეს, ისე ჩამოჯდა და აეკრო ჯერ კიდევ დანამულ ბალახს.ინტერესით გაფაციცებული მსმენელი, სიტყვის გამღარღილებელიც არ იყო...-შეზარხოშებული შეგიქებს ღვინოს და დამყენებლის მიერ სიტკბოს სწორ გათვლას...-თავი ჩახარა კაცმა და ვაზის ტოტს გააყოლა ხელისგული მთელ სიგრძეზე...-იცი, რომ არავინ დალოცავს იმ მარჯვენას რომელიც ვაზს დარგავს, ვენახს ზამთარს გადაატანინებს, ადრიან გაზაფხულზე დაიწყებს მის გასხვლას და აკვრას.შემოდგომის რთველამდე სამჯერ შეწამლავს, რომ მავნე მწერი არ მიეჩვიოს ნაფერებ ვაზს.მერედა ის თუ იცი, გლეხი კაცი პირშეკრულ, ერთიანად ჩაშავებ ღრუბლებს რამდენჯერაც თვალს მოკრავს, იმდენჯერ რომ ცის ყველა ძალას ევედრება ოღონდ კოხი არ წამოვიდესო...
-ზურიკო, განა ის კაცი არ უვლის ვენახს, რომელიც ღვინოს აყენებს?...-კაცის სიტყვებს ვერ ჩამწვდარმა დაბნეული თაფლათვალები ააკრა უხილავი ცოდნით გაცისკროვნებულ კაცის სახეს და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
-აბა დაფიქრდი, მე რომ მეზობლისგან ციცქა ცოლიკოური ვიყიდო, ჯერ ჩემს საწნახელში დავწურო, მერე მაჭარი დავაყენო, ჩავშაქრო და ქვევრში ჩავასხა.მითხარი, სტუმარმა ვისი მარჯვენა უნდა დალოცოს...-ზურაბს გაეცინა, როცა მიხვდა რომ ჯანაშია ვერც ამჯერად მიუხვდა სათქმელს.მისკენ გაწვდილ მკლავს რომ დაეყრდნო გოგონა, ფეხზე წამოაყენა და ხელ მოხვეული გაიყოლა, ვენახის ბოლოს.იქ მისულმა პერანგის მარცხენა ჯიბიდან ამოაძვრინა გადაჭრილი, წვრილი თოკი და ჩამოვარდნილ კენწეროს დასწვდა სინაზე მისაბმელად...-იცი რომ ჩვენი ვენახი დიდმა ბაბუამ გააშენა? საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა ტასო, ბოსტანმაც და ბაღმაც ადგილი მოიცვალა, ზამთრის შეშად დაჩეხილ რამდენ გამხმარ ხეს აუგუზგუზებია ბუხარი. ამ ეზოში სახლი, სამჯერ ააშენეს, ჯერ ჩემმა დიდმა ბაბუამ პაწაწინა ქოხი დადგა,პაპამ ოდა ააშენა და მამამ ის სახლი, რომელშიც ახლა ჩვენს სტუმრებს მშვიდად სძინავთ.იცი რა არ შეცვლილა ამ ეზოში არასდროს?
გოგონას პასუხი სწორი იყო, ვაზის ძირთან დახრილს სახე გაებადრა.სანამ კვლებში დადიოდა და ამოწმებდა გუშინდელმა ქარმა რომელიმე ხომ არ მოაცილა ერთიანად გაჭიმულ სინებსო, იქნებ ტოტები გაიზარდნენ, ვინ იცის ფოთლებსაც ემარჯვათ და მძლავრად მოღერებულნი დასხლტომოდნენ თოკების სიწვრილესო.ჯანაშია, ამ თავის ჯინსებსა და თბილ სვიტერში გამოწყობილი, მორჩილად მიჰყვებოდა უკან და შიგადაშიგ თავადაც მოიხელთებდა დროს, ანცი ყლორტების დასაშოშმინებლად. ზურაბ კვიციანი, ისეთი კაცი იყო, რომ იტყოდით სიტყვა ძუნწიაო, ერთი შეხედვით გულღია, იმერული სულის ნათელი მაგალითი, სტუმართ-მასპინძლობის მოყვარე. ეს მეოჯახე კაცი, გულისა და სახლის კარს გაგიღებდა, ოღონდ კი გონებამდე არ მიგეღწია, წლებმა თავის ვენახში დაკრეფილი ციცქა-ცოლიკოურისგან გაკეთებული ღვინოსავით დაადინჯა, ერთ დროს მაჭარივით შუშხუნა და დაუდგრომელი ხასიათი, ახლა წლებთან ერთად გამქრალიყო და მისი ადგილი წუთისოფლის მშვენიერების ამოხსნილ საიდუმლოს, სიბრძნეს თუ გამოცდილებას დაეკავებინა, რაც ერთი-ორად მნიშვნელოვანს ხდიდა მისი მუდამ მდუმარე პირიდან წარმოთქმულ სიტყვებს.
-მე ამას შეიძლება იმიტომ გიყვები, რომ ასაკი თავისას შვება, ყველა სიტყვა ისე ჟღერს უკვე ჩემგან, როგორც შეგონება, მაგრამ მისმინე...-ამჯერად მისკენ მობრუნებულმა, რაღაც გაურკვევლად მზრუნველი და თბილი აიკრა დადარდიანებულ თვალებში და მთელი სული მოაყოლა სათქმელს...-ადამიანი რომ გაძლიერდება, ცხოვრებას ქედს არ დაუხრის და სხვასაც გამოადგება, ხშირად შეესწრება საკუთარ სადღეგრძელოს.ისე ომახიანად დალოცავენ მის წარმატებას, მოხერხებას და შეძლებას, თითქოს ეს დიდი შრომის მერე კი არა, ასე ჰაერზე მოსულიყოს.დედა-ბუნებამ ისურვა თითქოს და მადლით სავსე მთლიანი კალთა იმ ერთს დააბერტყა...-გაფაციცებით დაკვირვებული, მშვენივრად ამჩნევდა რომ მისი აქამდე წარმოთქმული სიტყვების საიდუმლო ხილული გახდა და ანასტასიას გონებაში ზუსტად იქ დაიდო ბუდე, სადაც თავად უმიზნებდა დაბინავებას...-ვის არ ავიწყდება ღვინის დაგემოვნებისას, მის დაყენებამდე გაწეული ჯაფა ტასო?
-გლეხს, რომელიც ვენახს უვლიდა...-თვალები აემღვრა თავისდაუნებურად. ახლა ყველაფერი ისეთი ცახდი იყო, ისეთი ხელშესახები, თითქოს მთელი გულმოდგინებით დამალული საიდუმლო დიდი ხნის წინ გააშიშვლაო კაცმა და სხვების ძილბურანში მყოფი გონებებისგან დაცლილი სამყარო, მზად იყო მხოლოდ ორისთვის მოესმინა.იმ ორისთვის, რომელიც აისს ეგებებოდნენ ჯერ კიდევ დანამულ ვენახის ბოლოებთან, აღსარების ჩურჩულით წარმოსათქმელად.
-შენ რა გგონია, ჩვენ შორს ვართ ყველაფერ იმისგან რაც არ მოძრაობს? ამ ქვეყნად, თუკი დედა-ბუნებას რამე შექუმნია, ყველაფერი სუნთქავს, იკვებება, ახალ სიცოცხლეს შობს.მიწაც კი იძვრის ტასო, ხანდახან ისე, რომ ადამიანის გულმოდგინედ ნაშენებ ქალაქებს ანგრევს,თავის დონემდე დაჰყავს და აბა გაბედონ წინ გადადგომა, ყველას და ყველაფერს მოიყოლებს საკუთარ სიღრმეში ჩასამალად...-ცის წვერზე გამოჩენილი ასტაფილოსფერებული ნათება, თითქოს მოსმენილით აღფრთოვანდაო ისე გამეტებით გზავნიდა თავის შვილებს ახლოს მოსასვლელად.თავგანწირვით მომავალნი, იკლაკნებოდნენ ვაზის ფოთლებს შორის და თვალებში უჭყიტინებდნენ ჩაფიქრებული სახეების შეფერადებულ ნაკვთებს...-ამიტომ იცოდე, ცხოვრებაში რასაც არ უნდა მიაღწიო, არ აქვს მნიშვნელობა მამაშენივით დიად საქმეებს შეეჭიდები, თუ ჩემსავით სოფლის შარა გზებს შეეკედლები, არასდროს დაივიწყო ვინ ზრდიდა შენს სულს,ხომ გაგიგია მიწა იყავ და მიწად იქეცო.დედა-ბუნებამ წამით არ იცის გაფიქრებული სიბოროტის შერჩენა, თუ შეგატყო, რომ ფეხი აიცდინე, გულისთქმა მზაკვრობისკენ წაგივიდა, მაშინვე კოხივით დაატყდება, შენ გულმოდგინედ მოვლილ და ნაყოფის გამოსასხამად მომზადებულ სულს.
-ამას ახლა რატომ მიყვები?...-მშვენივრად ხვდებოდა თავის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს, მაგრამ თითქოს უნდოდა მისგან მოსმენა, როგორც დასტურის, გუშინდელი საქციელის სიმახინჯის კიდევ ერთხელ გასახსენებლად...-მეგონა დილაადრიან, უბრალოდ მარტო მუშაობა არ გინდოდა ვენახში და იცოდი, მე სიამოვნებით...
-ეხ ტასო, ტასო, მე არც ბაჩუკი ვარ, ერთი თემიდან მეორე თემაზე გადასასვლელად რომ თავი მოვისულელო, თითქოს ვერ ვხვდები რასაც ცდილობ...-მიუხვდნენ ეშმაკობას და ისეთი ღიმილით გადმოხედეს, როგორც დანაშაულზე წასწრებულ პატარა ბავშვს, თითებს რომ ნერვიულიდან ხლართავს ერთმანეთში და თვალებს უმისამართოდ აცეცებს...-მე გნახე შენ, ყოველთვის გვერდით ვიყავი, მაშინაც როცა საბანი თვალებამდე გქონდა აწეული და ისე შორს იყურებოდი თითქოს ამ სამყაროს აღარც ეკუთვნოდი და გნახე სიცოცხლით სავსეც, ჩემს სამზარეულოში, როცა შენზე ერთი თავით მაღალს ემუქრებოდი და გამეტებით იწევდი მისკენ.არ არის სწორი ის, რაც გუშინ მაგიდასთან წამოიძახე, რაც არ უნდა ეწყენინებინა შენთვის არ ღირს იმ ადამიანისთვის გულის ტკენა, რომელმაც საბუთებში ახლართულობის და ჩემი თვალით ნანახი ათობით ზარის მიუხედავად, გამონახა დრო რომ შენი სურვილი ჩუმად აესრულებინა.
-შეიძლება არ უნდა მეთქვა, მაგრამ შენ ყველაფერი არ იცი...-ის დაწყევლილი მაყვლის ძირები, ავად სახსენებელი ნაყოფი, რომელმაც აიძულა საკუთარი თავის ერთიანად დათმობა, ოხ ის საზიზღარი, მომაჯადოებელი მაყვლის ძირები, რომელმაც სულ დაავიწყა ოქროს შუალედი.
-რომ გინდოდეს თავად მეტყოდი, ვიცი...-თავი დაუქნია, თითქოს ამ ჟესტით მიახვედრა, ვიცი რასაც გულისხმობო.მერე ზურგზე ხელისგულაკრული წინ გაუშვა და უკან მიჰყვა.უკვე ჭიისკართან მისულს, სანამ სახლამდე ჯერ კიდევ აშორებდათ მცირე მანძილი, მშვიდად, ისე თითქოს ეშინია ზედმეტად არ მოუვიდეს რჩევა-დარიგების მიცემაო,ამოიუჩურჩულა...-ტასო, ვენახზე ამდენი,მხოლოდ შენს გამო არ მილაპარაკია. გახსოვდეს რომ როცა დემეტრე ბერაიას მიმართულებით ნაქები სადღეგრძელო გაისმება, ყოველთვის დაინახო მის უკან მუხლჩაუხრელი შრომა და ყოველ მოღრუბვლაზე მისი წადილი თავი აარიდოს კოხს, ისე როგორც მოსავლის იმედზე მყოფმა გლეხმა.არ დაივიწყო, ყველანი მიწის შვილები ვართ და დედა-ბუნება არავის აბერტყავს თავის მოწყალების კალთას ასე ტყუილ უბრალოდ.
სახლის სივრცეში დაბრუნებულს, უკან არ მიჰყოლია.მაინც როგორი მომაჯადოებელი სუნი ასდის შეფარვით ნათქვამს, გონებამდე რომ მივა და ათას ვერსიად გადააქცევს თავის შინაარსს. როგორი უცნაურია არა, ახლა ერთადერთი რაც თავის ქალის შიგნით დაძრწოდა, შეკითხვა იყო. როგორი იქნებოდა ცხოვრება ლიზას მსგავსი რომ ყოფილიყო, გაზრდილიყო ქალაქის ხმაურიან სივრცეში, საგულდაგულოდ არ დაემალა თავი სახლის კედლებში, თამამად გადაედგა ნაბიჯები მთვარის შუქით განათებულ მოკირწყლულ ქუჩებზე, მეგობრებთან ერთად შუაღამის ხმამაღალი მუსიკის ფონზე მოცეკვავეს უდარდელად წარმოეჩინა თავი, ლიკუნასავით დაევლო იმ პაწაწინა ბარათისთვის ხელი მამამისი, რომ ღიმილით გაუწვდიდა მაქსიმუმის დაწესების გარეშე. ისე უნდოდა ყოფილიყო "კაკუნებიანი" გოგო , დაელაშქრა ქუჩები წითელ კაბაში გამოწყობილს, ეჩუქნა ეშმაკუნა მზერა ათასობით თვალისათვის,მაცდურად ჩაეტეხა მარჯვენა ლოყის კუთხე და ტანის ნარნარით ევლო ასე უსასრულოდ.მაგრამ ვერ გამოვიდა "კაკუნებიანი" გოგო. ვერ მოირგო უდარდელი დედაკაცის როლი, ვერ მივიდა მაცდურობამდე და შერჩა დაღლილობად, ვერ მივიდა ნარნარამდე და შეატოვეს წელში მოხრილობა, ვერ ჩატეხა მარჯვენა ლოყა და გაიჩინა მცდელობისას ამრეზის ნაოჭი. ვერ შეძლო წითელი კაბის ასეთმა მორგება და შერჩა ხელთ სიშიშვლე გატეხვის ნიშნად.ვერ გამოვიდა "კაკუნა"გოგო , ვერ შეძლო უდარდელობის მოხდენა.იქნებ ეს იყო პრობლემა, ზედმეტად ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო, იმის ნაცვლად ვინც სინამდვილეში გახლდათ.
უკვე ცის წვერზე თამამად მომზირალი გავარვარებული მზის მასა, დედა-შვილურად აჰყურებდა მის ოქროსფერთმიან ნაშიერს და წამიერად ისე ააკრა მზის სხივების ცეკვა და წვიმა, იფიქრებდით მკლავებს ხვევს, საუკუნოვანი გალუგულობის გასათბობადო.დახუჭულ თვალებსა და მინდვრის ახლადგაშლილ ყვავილებს შორის მდგარმა, მხრები გაშალა, ნაქსოვი ჯემპრის შიგნით გაატანა მცხუნვარებამ,ცხოვრებამ დაალაქავა თავისი შეგრძნებებით.იქნებ სიცოცხლე არც ისეთი მძიმე იყო, როგორადაც თავად აღიქვამდა, იქნებ მზის სისტემა ერთ ჭიქა ციცქა-ცოლიკოურზე ეპატიჟებოდა სიამოვნებით? შესაძლოა დადუღებული მაჭარი არც ისეთი ცუდი დასალევი ყოფილიყო, როგორც კარგად დაძველებული ღვინის მოყვარულთ ეჩვენებოდათ.მისი სისხლიც ხომ დაუდგრომლად ჩქეფდა, ვინმეს რომ შეეხედა ხომ იტყოდა, ის წითელი ტრაგედია მის სხეულშიც მოძრაობს და საკუთარ თავს შემთხვევით თუ წამოკრავს ფეხს, დაცემულს ერთიანად წასკდება გახეთქილი მუხლისთავიდანო.
ამასობაში, სამზარეულოს სივრცეში თავი მოეყარათ სტუმრებს, რომლებიც ოთახის სივიწროვეს ძლივს იყოფდნენ.ჩაიდანი მოუთმენლად დუღდა აალებულ გაზქურაზე. სანამ შეღებული დარაბებიდან მომავალი სიო არხევდა სიფრიფანა ფარდებს, ჟღალი ფისუნია მეზობლის სახლიდან გამოპარულიყო და რაფაზე შემოლაგებულ ქოთნის ყვავილებთან ზანტად გაწოლილი ცდილობდა ყურადღების მიქცევას, მაგიდაზე დალაგებულ ნაირ-ნაირი ნუგბარით ვინმე რომ გამასპინძლებოდა.გუშინდელი საღამოთი ნასიამოვნები, თუმცა ახალ სამუშაო დღეს შესადგომი ახალგაზრდები ანცად იტეხდნენ დილის ოხშივარადინებულ ბედნიერებას და შიგადაშიგ ერთმანეთს გამოაჯავრებდნენ, აქაოდა ზურაბის დაყენებულმა შუშხუნა ღვინომ შენ უფრო შეგაზარხოშაო.ახლადშემოსწრებული ჯანაშია გვერდით ამოუდგა ნინიკოს, რომელმაც ღიმილით ანიშნა დაყენებულ ჩაიზე, რომელიც ხელისგულში მოექცია და შუშის ჩაიდნიდან თავის ფინჯანში ასხამდა. ახლადგამოღვიძებულს ისეთი ბაშვური სახე ჰქონდა, გაცისკროვნებული და ერთიანად აბურდული თმების სისქე ჩამოეშალა მომრგვალებულ ლოყებზე. ანასტასიამ საუბრის წამოსაწყებად, სასიამოვნო კითხვა ჩააგდო და გაუმართლა.
-ძალიან კარგად მეძინა...-როგორც ჩანს გუშინდელი დღის მერე, ცოტათი შეშინებულიც გახლდათ ჯანაშიას მუდამ მოქუფრული, საჩხუბრად გამზადებული სახით.ამჯერად კი ისე გულღიად რომ დაუსვა კითხვა, აჟიტირდა და გაცისკროვნებით აუხსნა...-ღამით ფანჯრები გავაღე და ჭრიჭინების ხმაში ჩამეძინა.მაგრამ მემგონი ცივა ხო? ღამით ძალიან გრილოდა.
-საღამოობით მთებიდან მომავალი ქარი ქრის და მაინც სუსხია...-თავის დაქნევით დაუდასტურა და მიხვდა რომ გოგოს სიფრიფანა ზეწარში ეძინა მთელი ღამე, ოთახის სუსხში...-სანამ სასტუმროში წავალთ შემახსენე და თბილ პლედს მოგცემ.
-ვაიმე ხალხოო...-შეძრწუნებით წამოიძახა ბაჩომ, თვალებში ჩამდგარი შიშით ჩაავლო ჯანაშიას მხრებს და მაგიდასთან მსხდომებს მოუბრუნდა...-ამ გოგოს გვიცვლიან...-მისი სერიოზული ტონით წამიერად გახევებულმა, მოჩვენებითი ბრაზით შეავლო მზერა და ნიდაყვი გაკრა...-ხელები დაიმოკლე ! რამდენს ბედავ ჯანაშია !...-წარბები აზიდა და გუშინდელ მის მიმიკას გამოაჯავრა საჩვენებელი თითის მუქარით.
-სხვათაშორის ეგ კარგი გამახსენე, მკლავი ეხლაც მტკივა...-ნიშნისმოგებით მოუბრუნდა, აქაოდა რამ დამავიწყა გუშინდელი აფეთქებაო.მსუბუქად წაბწკენილმა სახე მომანჭა და ერთი ნაბიჯით უკან დახეულმა თავისი ხელების წინ გაშლით, კიდევ ერთხელ შეახსენა გუშინდელი კაფის ინციდენტი.გახსენებისთანავე მალულად მოავლო ოთახს თვალი თუმცა არ გაკვირვებია ბერაიას ფიგურა რომ ამ ოთახში ვერ დალანდა.
-ამას ხედავ? მე ჩემი მივიღე, მაგრამ შენ როგორ გინდა გადაურჩე ამ ბწკენებს?...-მუქარა გაჟღერდა, ადრესატი მიუხვდა მიზანს, მაგრამ იმდენად გვიან რომ მისაღებისკენ გაწევაღა მოახერხა, მერე ერთიანად გასასვლელისკენ გაქცეულს, მხოლოდ ეზოში წაავლეს მხრები.ერთიანად ჰაერში ატეცებული სახლის მარჯვენა მხარისკენ წაიღეს და შეღებულ ფანჯრებთან გამოიკვეთა აკისკისებულის ვედრების ჟესტი...-სხვათაშორის, ეს ვარიანტი უფრო მომწონს, მე ამ გოგოს ვიტოვებ, ის ველური უხასიათო გალიაში დატოვეთ ზურაბ...-თვალი ჩაუკრა კვიციანის მომღიმარ ფიგურას, ანასტასიას აკისკისებულ ხმას რომ ერთიანად მოეშორებინა დილანდელი დარდი მისთვის.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-მე როგორც მამისტოლა კაცი, გირჩევ ხელი არ უშვა, თორემ სოფელში გაზრდილი გოგოა და მიწაზე ფეხს დადგამს თუ არა, შენ აღმოჩნდები ჰაერში აბზრიალებული...-გაფართოებული თვალებით ჩააცქერდა გვერდიდან მუქარით მიბრუნებულს, რომელიც მზერით ანიშნებდა მართალს გეუბნებაო.
-დავზავდეთ...-გაიჟღერა შეთავაზებამ და მოწინააღმდეგე მხარისგან რომ თანხმობა მიიღო, ფრთხილად უშვა მხრები.სახლისკენ წასული, უცებ შეაჩერა და ახლა ყველასგან შორს მყოფს წამიერად შეცვლილი იერსახით მოუბრუნდა ამოსაჩურჩულებლად...-შენთან სერიოზული საქმე მაქვს, დღეს ვილაპარაკოთ.
სასტუმროს ეზოში უჩვეულო სიჩუმე გახლდათ, ახლა ვეღარსად ნახავდით ათეულობით მუშის ფუსფუსს და ყურთასმენას სწვდებოდა გამაყრუებელი ხმა, მათი ღიღინის სანაცვლოდ.ხეხილის ბაღისკენ წასულ კვიციანის ფიგურას უკან ორი ახალგაზრდა მიჰყვა მხოლოდ, სარაფნებში გამოწყობილი ახალბედა მებაღეები ყურადღებით ათვალიერებდნენ უცხო ხელებში გაჩრილ მოგრძო მაყვლის ძირებს და ინიციატივას აყოლილი ნინიკო, მთელი მონდომებით ექაჩებოდა სიგრძეზე გასაჭიმ სინებს.ერთი ზომით დიდ ხელთათმანებ მორგებული მარჯვედ სწვდებოდა საგულდაგულოდ გადაჭრილ წვრილ თოკებს და დაუმორჩილებელ ყლორტებს აგემებდა ერთ ადგილზე, მორჩილად აკვრის საიდუმლოს.მიწის სიახლოვით გართულმა, სრული ყურადღება მიმართა შუახნის კაცის ჩამუხლულ ფიგურაზე,რომელიც დაკვირვებით ათავისუფლებდა მიწას, ამ ტკბილი ნაყოფის მშობელ ფესვებს დაუზიანებლად ათავსებდა ნოყიერი ნიადაგის შიგნით.ჟრიამულს და აქამდე განუცდელ სიამოვნებას აყოლილი შიგადაშიგ გადახედავდა ჯანაშიას მომღიმარ სახეს, რომელიც ხვდებოდა რომ პატარა გოგოს გულში ზუსტად ისეთივე სიმშვიდე ერწყმის აღტაცებასო, როგორც დღეების წინ თავად გამოცადა, პეტუნიებით ტბის განაპირა ზოლის აფერადებისას.ხეხილის ბაღი სასტუმროს დანარჩენი ეზოს სივრცისგან გამოყოფილი იყო წრეზე, ღონივრად ჩასმული რკინის კონსტრუქციით, მაყვლის ეს რუდუნებით გამოზრდილი, ერთიანად წამოზრდილი ყლორტების სიგრძე მთლიანად უნდა დაეხვიათ და უკვე გარშემო მოვლილებს მთელი თავისი მშვენიერებით წარმოუდგათ მსხმოიარე, ერთიანად დახუნძლული მაყვლის ღობესთან, როგორ შეიკრიბებოდნენ სტუმრები, შავი სიტკბოთი პირის ჩასაკოკლოზინებლად.მუშაობაში გართულებს თავზე წამოადგათ მაღალი ფიგურა და უჩვეულო მყუდროება, უსიტყვოდ გაცვლილი სიხარულის ნაპერწკლები გადაედოთ იქ მყოფთ.
-გეუბნებით აქ რაღაც მაგიური არსებები ცხოვრობენ...-მოჯადოებულივით ამოთქვა და საკუთარ დას მიშტერებულმა, სრული სერიოზულობით წარმოთქმული ეს სიტყვები, უცებ აქცია ხუმრობად...-ჩემ დას, რომელიც აქვე ვიტყვი რომ შუადღისას ამდგარი იწყებს იმის გარკვევას რომელ საუკუნეში მოხვდა, ახლადდაწურული ფრეში თუ არ მივართვით, მთელი ოჯახი თრთის მხეცის გაღვიძების შიშით.
-ბაჩუკიიი შენ გეძინა, დილით სამზარეულოში დღის გეგმას რომ განიხილავდნენ?...-სახემომანჭულმა მასხრად აიგდო და ნიშნისმოგებით გადახედა კმაყოფილებით გაბადრულს...-არ თქვეს გარკვევით, რომ დღევანდელ გეგმაში, შენი მაყვლის ძირებთან ერთად, მიწაში ჩაქვესკნელება არ შედიოდა?
-იცით ზოგადად რა ნაზი და სათუთია?...-ზურაბს მხარზე ხელისგული მიადო და დარწმუნებით დაუჩურჩულა...-ეეხ, ვეუბნებოდი დედაჩემს არ გვინდა, დავტოვოთ სამშობიაროში,ჯანმრთელი გოგოა,დამოუკიდებლად ცხოვრებას პატარაობიდანვე მიეჩვევა, არ დაიკარგებათქო.მაგრამ ვინ მისმინა?!
-ტასო, იცი სკოლაში ძალიან მიყვარდა ბიოლოგიაც და ქიმიაც...-მისი საუბრით ვითომ გულშეწუხებული მიუბრუნდა ჯანაშიას, რომელმაც ინტერესით მიაყურადა...-იმდენად, რომ დამატებით ინფორმაციებსაც ვიძიებდი...-ამჯერად თავის ძმას მოუბრუნდა და შვლის ნუკრის გამოხედვა აიკრო თავის თაფლისფერთვალა სფეროებში...-ახლა მაყვლის ძირებზე გამახსენდა, სასუქებზე ხომ გსმენია ?...-ბაჩომ ინტერესით დაუკრა თავი და წამიერად გააპარა მზერა მოახლოებულ ნიკოლოზსა და ლუკას ფიგურებისკენ...-საუკეთესო ფერტილიზატორი ადამიანის სხეული რომ ყოფილა, იცოდი?
-ფერტილიზატორი...-დაფიქრებით ამოთქვა ბაჩანამ და ქვეშ-ქვეშად გადახედა ახითხითებულ ნიკოლოზს, მუდამ თავშეკავებულს, ნინიკოს კარგად მოფიქრებული ხუმრობა რომ ერთის მხრივ აბნევდა, მეორეს მხრივ კი ართობდა.ბაჩომ მზერა ააკრა თავის დამცინავად მოქირქილე დას და უეცრად გუგები გაუფართოვდა...-მე კი არა, შენ თვითონ რატომ იცი ეგ?
-გინდა გაჩვენო?...-თვალები დაუკვესა და ნიშნისმოგებით გადახედა, სახეწაშლილს.
-აი ეს გამომართვი და დააფინე...-სხვების ჟრიამულით შეგულიანებულმა ლუკამ, ერთი შეხედვით თამამად გაუწოდა ხელისგულში მოთავსებული კუბოკრული პერანგი ნინიკოს, რომელმაც გაკვირვებით გამოართვა ნაჭრის სისქე და კითხვის ნიშნები აიკრო გუგებში...-მიწა გამომშრალი და ფხვიერია, მუხლები გეტკინება.
-მოიცა შენ ნინიკოს მუხლებზე, ივლისის გოროხ მიწაზე და სიოს ქროლვის სიჩქარეზე როდის აქედან დარდობ?...-ნანახით გაკვირვებული ბაჩო ბრაზით მიუბრუნდა მეგობარს და დოინჯები შემოიყარა წელზე.ერთიანად გახევებული ლუკას ფიგურასთან, უხერხულად მხრებაწურული ნიკოლოზი იდგა და სახეზე ეტყობოდა, როგორ ეძებდა სიტყვებს სიტუაციის გამოსასწორებლად.
-არა რა, ისევ ჩხუბობენ, ერთი რა ვერ გაიყვეს იმ ორმა ძალიან მაინტერესებს...-წამოიძახა უეცრად და ვითომ ძალიან შეწუხებული მიტრიალდა სასტუმროს მხარეს...-არადა რომ კითხო ბავშვობიდან ერთად მოდიან...-ანასტასიამ გაკვირვებით მიაყურადა, თუმცა ხელის დრელეს გამკივანი ხმის გარდა ვერც ვერაფერი გაიგონა.სამაგიეროდ ამ წამოძახილის შინაარსით დაინტერესებულმა ლუკამ და ბაჩომ იბრუნეს თუ არა გვერდები სასატუმროსკენ, მაშინვე წააწყდა ერთიანად სახე წამოწითლებულ ნიკოლოზს, რომელიც თვალებს უბრიალებდა და ტუჩების მოძრაობით ანიშნებდა ამყევიო.
-ეტყობა პირადი ურთიერთობების დეტალებს განიხილავენ...-მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ხელებ გასავსავებულ ნიკოლოზის სახეს რომ წააწყდა, ერთიანად გაკვირვებული წარბებ აზიდვით რომ ეკითხებოდა რა მობოდეო, წყალწაღებულივით მოეჭიდა ხავსს და სისულელეს, სისულელე მიუმატა...-ხომ ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი და გუშინაც მანქანაში რაღაცაზე წაკინკლავდნენ, ამიტომ მომერიდა და გადმოვბარგდი ლუკას ავტომობილში.
-ვაიმე ზურაბ...-საწყლად ამოიკნავლა მოტრიალებულმა ბაჩომ, ნელი ნაბიჯით წავიდა ჯანაშიას მიწაზე მუხლმორთხმული ფიგურისკენ და მზრუნველად მიადო შუბლზე ხელისგული...-ვერ ხედავ? პირდაპირ თავში თხლიშა მზის დარტყმამ და აბოდვინებს, დაასვენე ცოტა ხნით, ცოდოა გოგო...-გაკავრებულმა მოიშორა მისი ხელისგული და სახე მომანჭა, პასუხ გაუცემლად.
სანამ განცვიფრებული ზურაბი ჯანაშიას სიტყვებს უფიქრდებოდა და ამ დილით, ვენახის სიმარტოვეში გამართული დიალოგის შინაარსს უკვირდებოდა, მანამ უმცროსი კვიციანი შეწუხებული სახით მოდიოდა ბაღისკენ და მოახლოებულმა უკან რომ სიცარიელე დაიგულა ამოთქვა, ისევ საძინებლების დიზაინზე ვერ თანხმდებიანო.აღმოჩნდა რომ ლიზას ერთმნიშვნელოვნად მინიმალისტურ სტილში სურდა ოთახების მოწყობა და ამის გამო, თითქმის ყველა საძინებელი ანალოგიური დიზაინით, მასალად შერჩეული ხის ერთნაირი ფერით და ავეჯის წყობით გამოდიოდა.ეს ყველაფერი დემეტრე ბერაიას აღიზიანებდა და წაკამათებულები, უკვე რაზე დავობდნენ თავადაც ვეღარ იგებდნენ. მესამე სართულზე აბარგებული მუშები უკვე ფეხებში ებლანდებოდნენ ერთმანეთს და ზოგიერთი არხეინად იყო ჩამომჯდარი ცარიელ კუთხეებთან ,იმის გამო კი არა რომ ეზარებოდათ, უბრალოდ ოთახებში საკმარისზე მეტი ხალხი ირეოდა და მასალაზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ რჩებოდა აწყობაში მისახმარებლად.კიტამ ლაპარაკი შეწყვიტა, როგორც კი გამაყრუებელი ხმა შეჩერდა და ამჯერად დემეტრე ბერაიას ღრიალი მთელ არე-მარეს მისწვდა თავისი ექოთი.ერთიანად აწურულებს რომ გადახედა, ხელზე წაიძრო სამუშაო თათმანები და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა სასტუმროსკენ.ბიბლიოთეკასთან მისული ჯერ კიდევ ჭოჭმანობდა შესულიყო თუ არა, გამომავალი დიალოგის სიცხარის სუნი პირდაპირ სახეში სცემდა და სულგანაბულმა, შესვლამდე მიაყურადა.
-მისმინე დემე, ის ხალხი რომელიც გინდა რომ მუდმივი სტუმრები იყვნენ, ასეთ სტილს არიან შეჩვეული, თანამედროვე, თვალში ნაკლებად საცემი, მაგრამ მოდერნისტული, მხოლოდ მათი თვალისთვის შესამჩნევი მდიდრულობით...-ხმას უმატებდა ქალი, მაგრამ აშკარად ეტყობოდა ტონს გაბზარვა და შიში.
-ნუ გამაგიჟე ლიზა, რაღატომ დავხარჯეთ ამხელა თანხა თითოეული ოთახის ტრიდე დაგეგმარებაზე, თუ მაინც ერთი და იგივე ნაგავი უნდა მოგეჩეჩებინა ხელში...-ახლა ნათლივ წარმოუდგა ბერაიას აფოფრილი, ერთიანად აჭარხლებული სახე.თვალები ინსტიქტურად მოხუჭა, როცა მისი ყვირილი შემოესმა...-თუ თავს ვერ ართმევ, დაწერე განცხადება და წადი !
იმ სიჩუმემ,რომელმაც წინადადების წამოძახებას მოჰყვა ძვალ-რბილში გაუტარა ჯანაშიას სხეულს.ახლა ერთიანად კარს მიკრულმა, თამამად ჰკრა ხის მაღალ კარებს ხელისგული და შიგნით შესულმა, მუხლებში სისუსტე იგრძნო, მაგიდის მხრიდან მომზირალი გაბოროტებული თვალების დანახვაზე.ლიზა, ბერაიას წინ მდგარი, ერთ ადგილზე გახევებული, მხოლოდ ზურგს უჩვენებდა ანასტასიას, თუმცა გუმანით გრძნობდა გოგო, როგორი განადგურებული და შეძრწუნებული უნდა ყოფილიყო ამ სიტყვების ადრესატი.თავადაც შეცბუნებულმა, კარგა ხანს ააწება ფეხები ერთიანად გადაქერცლილ, დროის მსვლელობისგან გადახუნებულ ხის იატაკს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დემეტრე ბერაიას გაბოროტებული შეკითხვა მისწვდა "შენ რაღა დაგკარგვია აქო?", მოახერხა ნაბიჯის წინ წადგმა.მაგიდასთან მისული, გაუთანაბრდა ლიზას თავჩახრილ ფიგურას და თითის ბალიშებით შეეხო ფორმატის ფურცლებს, რომლებზეც დეტალურად იყო დატანილი თითოეული ოთახის გეგმა, მეორე სართულისთვის.ხმა აკანკალებულმა, ჩუმად, თუმცა მაინც გასაგონად მიმართა სირცხვილისგან დაპატარავებულს.
-ლიზა, მე დიზაინზე ოთხი წელი ნამდვილად არ მისწავლია, რომ შენს ცოდნას და გამოცდილებას წუნი ვუპოვო...-შემაგულიანებელი იყო მისი გულწრფელი სიტყვები, სინაზით წარმოთქმულ შექებას თითქოს ყურადღება უნდა მიექცია, მაგრამ გოგო ჯერ კიდევ გახევებული იდგა და თვალს არ აშორებდა მაგიდაზე გადაშლილ გამოსახულებებს...-მაგრამ, ჩვენ ხომ ორივემ ვიცით ტბის სასტუმროში ხალხი დასასვენებლად რატომ მოდის?...-თითქოს ყურადღება მიიქცია, თვალი აარიდა დემეტრე ბერაიას გაგულისებულ ფიგურას რომელიც დიდ დარაბასთან მივიდა და უმიზნოდ დაიწყო ჰორიზონტს მიღმა ყურება...-ამ ადგილის სტუმარი, თითქმის ყოველთვის ის ადამიანია, რომელიც შთაგონებას ელის, ჯერ კიდევ მაშინ როცა სულ პატარა ვიყავი აქ ახალბედა მწერლები მოდიოდნენ და წიგნზე მუშაობას იწყებდნენ, მუსიკოსები სასადილოს სივრცეში დადგმულ როიალზე ნოტებით თამაშობდნენ და ძალიან ბევრი მელოდიის შექმნის მომსწრე ვყოფილვარ...-ღრმად ამოიხვნეშეს და მობეზრებით მიატრიალეს თავი,თითქოს ისევ სტუდენტი ყოფილიყოს, რომლსაც ლექტორი გულმოდგინედ უხსნიდა ლექციის თემას და მას საერთოდ არ აინტერესებდა უკვე ათასჯერ მოსმენილი...-დამიჯერე, თუ ვინმეს აუზში ცურვა, გარუჯვა და საუნაში შესვლა მოუნდება, სხვა ბევრ სასტუმროს მოძებნის სანამ ჩვენამდე მოვა.
-და რას მირჩევ? ოთახები პუფებით ავავსო რომ ხალხმა წიგნები გემრიელად იკითხოს და ტბაში მოჭყუმპალავე ბავშვებს სასრიალოები დავუდგა საძინებლებში? ...-აღმოჩნდა რომ ბერაიასთან ერთიანად მხრებ აწურული, თავის ბოღმის ნთხევას, ხელში შერჩენილ დაბალ ღობეზე აპირებდა...-თუ რისი თქმა გინდა, ვერ გავიგე?
-მე იმას გეუბნები, რომ შთაგონებისთვის დასასვენებლად აქ ჩამოსულ ადამიანს, სულ არ აინტერესებს ავეჯს აკრილისგან დაამზადებ თუ იაპონიის უძველესი ტყეებიდან წამოღებული ბამბუკებისგან...-როგორც ჩანს ხმამაღლა და აგრესიულად უნდა ელაპარაკა, რომ მისი ყურადღება მთავარი საკითხისადმი მიეპყრო...-ოთახებს, რომელშიც ჩვენი სტუმრები დაისვენებენ ფერები უნდა ჰქონდეთ, სულს უნდა გრძნობდნენ, შთაგონებას.შენ კი ამ ყველაფერს მინიმალიზმით ანადგურებ.ზედმეტ ფულს ხარჯავ მასალაში, რომელიც არაფერში გჭირდება და ვერ გამოიყენებ.
-ახალი დიზაინერი გიპოვნეთ ბატონო დემეტრე, განცხადებას აქვე დავწერ რომ წამიც არ დაკარგოთ მის დასაქირავებლად...-როგორც აღმოჩნდა აქ მთავარი ჯერ კიდევ წყენა იყო და საერთოდ არავის აინტერესებდა ჯანაშიას სიტყვით გამოსვლა...-ასეთი რაღაცეების ცვლილება, დამატება, ამოკლება მიწაში მაყვლის ძირების მოთავსებას არ გავს.ამას დრო სჭირდება და ერთ დღეში ვერ გადავაკეთებ, რაც არ უნდა თითები მიწკაპუნო !
-აი მაგ თითებს ვინც აწკაპუნებს ვხედავ ! ...-ჩაჩუმებული უეცრად აენთო და ისევ მოუბრუნდა, ბიბლიოთეკის უზარმაზარ სივრცეში კვლავ ბობიქრობდა ექო...-ვინ გითხრა ერთ დღეში შეცვალეო? შენ თავს იგიჟებ თუ მე მაგიჟებ? შესაცვლელია და რა ვქნათ? ლიზაკოს ეზარება ხელახლა ხაზვა და ათიათასობით ლარი მივათხლიშოთ იმ ავეჯის დამზადებაში,რომელიც უვარგისია?...-მაგიდაზე მთელი ძალით დარტყმული ხელისგული, უკვე ნათელი მაგალითი გახლდათ რომ ამ ოთახში ვიღაც ნამდვილად იყო გაგიჟების პირას, ეს კი ერთადერთი და განუმერებელი დემეტრე ბერაია გახლდათ.
-რა არის საჭირო იმისთვის რომ ნახაზები ხელახლა შეადგინო ? რა დრო დაგჭირდება?...-ჯერ კიდევ მომხდარის და სიტუაციის გაანალიზებით განცვიფრებულმა, მთვარეულივით ამოთქვა და ისევ ლიზასთან საუბარი ამჯობინა.
-ეგ შენ მითხარი, ჭკუის კოლოფო...-არამკითხე მოამბეო ხომ გაგიგიათ, ზუსტად ასე იყო ჯანაშიას საქმე ახლა, შუაში ჩამდგარს გასაშველებლად, იმაზე მეტი მოხვდა ვიდრე მოკამათეებს ერთმანეთისგან.
-მე შენ თავი დაგიქნიე მესამე სართულზე, ზუსტად ისე გავაკეთე ყველაფერი როგორც დახაზე, ბოლომდე მოგყევი...-ამჯერად უკვე დაბალ ხმაზე მოლაპარაკე, პირიდან ცრიდა შხამიან სიტყვებს, ერთიანად დაძარღვულ კისერზე ეტყობოდა ეს დაბალი ტონი რამხელა თავშეკავების შედეგად გამოიყენა...-ახლა, როცა მეორე სართულამდე მივედით, ცდილობ იგივე ნაგავი შემომტენო, თან უსირცხვილოდ მიყურებ თვალებში და მეუბნები მინიმალისტური სტილიაო, შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ გოგო?...-მაინდამაინც დიდხანს ვერ გაძლო, საერთოდ არავის გაჰკვირვებია.
-იქნებ სცადო და სასტუმროს შიდა სამზარეულოს გასცდე...-უკვე ხმის ამოღებით შეშინებულმა, დაიჩურჩულა და ეცადა მისი ყურადღება ისე მიექცია, რომ პირდაპირ სახეში არ სწვდომოდა...-გაისეირნე ტბაზე, ტბის უკან ნაძვების ტყეა, ცოტა ხნით სუფთა ჰაერი ჩაყლაპე, ხეხილის ბაღი დაიარე, ბაღის პროექტს კიდევ ერთხელ დააკვირდი და...
-პეპლებიც ხომ არ დავიჭირო ბადით?...-დამცინავად მოუბრუნდა თითქოს, არადა თვალებში გაჰკრა მტკიცებულებამ რომ მშვენივრად ხვდებოდა ჯანაშია რაზეც ანიშნებდა.
-თუ გინდა რატომაც არა?!...-გაეცინა ტასოს და მიხვდა, რომ ბრაზისთვის თავისი აუღელვებლობა უნდა დაეხვედრებინა, როცა ეს გოგო დამშვიდდებოდა შეძლებდა გაანალიზებას, რომ თუ სურდა ხელახლა შეექმნა ნახაზები,შემოქმედებითად უნდა მიდგომოდა...-მარტო წასვლის თუ გეშინია პირველ ჯერზე, მაშინ კიტა უარს არ გეტყვის და გამოგყვება.როცა ფურცლებს თავს დაანებებ და რეალურად დააკვირდები იმას, რის გამოც სტუმრები ამ სასტუმროში დასვენებას მოინდომებენ, შენ თვითონ მიხვდები რომ მინიმალიზმი საერთოდ არაფერ შუაშია, დამშვიდებულ გონებაზე კი თავისუფლად დახაზავ ყველაფერს, ტრიდე გამოსახულებების შესადგენად.მიხვდები როგორ ოთახებში მოუნდებათ ცხოვრება აქ ჩამომსვლელებს.
-არა, იცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად?...-უკვე გასასვლელისკენ წავიდა, როცა შინაგანმა მწვალებელმა არ მოასვენა და უკან მოაბრუნა გაგულისებული...-ამ პროექტისთვის პირველად ხომ არ დაგიხედავს? ორი კვირის წინ სრული სიზუსტით, შენ გემოვნებაზე მორგებული დიზაინი იყო და ახლა,ასე უეცრად გახდა ნაგავი?...-აშკარა იყო, რომ რაც უფრო ხშირად მეორდებოდა ამ ოთახში სიტყვა "ნაგავი", მოკამათეები უფრო და უფრო გამოკვეთილად და ყოველ ჯერზე ხმის იოგების ბოლო დონემდე დაძაბვით ყვიროდნენ.
-ძალიან გთხოვ ცოტა ხნით ოთახიდან გადი, ბავშვობის მეგობრობის ხათრით არ მინდა რამე გაწყენინო...-მშვიდად ამოილაპარაკა თვალდახუჭულმა, დოინჯშემოყრილმა ბერაიამ და კიდევ ერთხელ გაუმეორა, ისევ კარში გაჩხერილს...-გადი, რომ დავმშვიდდე და შენთვის ბოდიშის მოხდა მოვახერხო, შენი საქციელის გამო მწყობრიდან გამოსულმა ხმას, რომ ავუწიე, წადი...-მარცხენა მკლავი სიგრძეზე გაშალა და ხელისგულის აფრიალებით მიანიშნა გასასვლელისკენ.
მიჯახუნებულმა კარმა ეფექტი ნამდვილად მოახდინა, ადგილზე შემხტარმა თვალები მთელი ძალით დახუჭა და საკუთარ შეშინებულ თავზე გაეღიმა.ახლა წიგნებით გამოტენილ ამ მეოცე საუკუნის გადმონაშთ საცავში, რომელიც სავსე იყო მტვერით და ფასდაუდებელი საგანძურით, ერთიანად გამეფდა სიჩუმე და უხერხულობა.დემეტრე ზოლად, კედლის მთელ სიგრძეზე გაჭრილ დარაბასთან იდგა, ხელები გადაეჯვარედებინა და კოპებშეყრილი გაჰყურებდა ეზოს.უცნაური ამ მომენტისთვის მხოლოდ ის იყო, რომ ჯანაშიამ ვერ იგრძნო ის საშინელი ბრაზი რომელიც გუშინ კისერში უჭერდა, ეს იმის ბრალი იქნებოდა რომ ოთახი ვერ დაიტევდა ორივეს ენერგიას და მხოლოდ მისას ანეიტრალებდა აპათიით.კიდევ ერთხელ გააპარა თვალი ნახაზებისკენ, როცა ყურთასმენას გამყინავი ბარიტონი მისწვდა.
-შენ წასვლას არ აპირებ?...-მერე ერთიანად მოუბრუნდა და ცინიკური ტონით წაუსისინა თვალ არიდებულს ...-ჩემთვისაც ხომ არ გაქვს რჩევა დარიგებები?
-რას გულისხმობდა ლიზა, როცა გკითხა ამ ორ კვირაში რა შეიცვალაო?...-სულ არ შეუმჩნევია მისი გაღიზიანება, ვითომ აქაც არაფერიო, ისე უდარდელად იკითხა...-ეს ნახაზები აქამდეც გქონდა ნანახი, მოგეწონა და ახლა ცდილობ რომ შეაცვლევინო?
-გეგმები შეიცვალა და მასთან ერთად დაგეგმარებაც...-ჩხუბით მოღლილმა, უმისამართოდ ამოილაპარაკა და ტყავის სავარძელში ჩაესვენა.როგორც კი კითხვა მის გონებას მისწვდა, მაშინვე წამოიფოფრა...-ეს დაკითხვაა? თუ მამიკოს სქელი ჯიბეებით გათამამებულ და ყველაფრის მკადრებელ ბიჭს არ შეუძლია, თავისივე პროექტში ცვლილებები შეიტანოს?
-ეს არ უნდა მეთქვა...-მაშინვე გულში მწარედ წაკბინა, ზურაბთან გამართულმა დილის საუბარმა და ამჯერად კუდიანი დედაბერივით მიაწყევლა საკუთარი გრძელი ენა...-გაბრაზებული ვიყავი და წამომცდა.ბოდიშის მოხდა არასდროსაა...
-მოდი კომპრომისის პირობებს ერთგულად მივყვეთ, დაუბრუნდი შენს პეტუნიებს და მაყვლის ძირებს, სასტუმროს კი მე მივხედავ ისე როგორც საჭიროდ ჩავთვლი. დამიჯერე მამიკოს სქელმა ჯიბეებმა ბევრი გამოცდილება დამიგროვეს საიმისოდ რომ თავი გავართვა...-აშკარა იყო, რომ გულზე მოხვდა გუშინდელი სიტყვები, ისე დამცინავად საუბრობდა, თუმცა გაბზარული ტონი მის გულსაკლავ იმედგაცრუებას თვალუწვდენელ ოთახშიც კი ვერ მალავდა.
ბაღში დაბრუნებულმა, გონებაგაფანტვით დაიწყო დარჩენილი ძირების ზურაბთან ერთად აკვრა.აზრები სადღაც გაიფანტნენ, ვერ ხვდებოდა რატომ გრძნობდა გუშინდელი სიტყვების წამოროშვით თავს ასე დამნაშავედ, ეს ხომ ის იყო, რასაც მასზე ფიქრობდა.თუ ბერაიაების ქონებით თავშიავარდნილი და დიდ მიზნებს შეჭიდებული დემეტრე, ყველაფრის უფლებას აძლევდა თავს, მაშინ რატომ მოხვდა გულზე ასე ძლიერ, ეს რეალობა.სახლში გვიან დაბრუნების შემდეგ, რაც რიგ-რიგობით ესტუმრნენ სააბაზანოს და გემრიელად მიირთვეს ვახშამი, მისაღებში ჩამომსხდრებს ელიკომ ჩაციებული საზამთროს სიტკბო და ცივი მაყვლის კომპოტი შესთავაზა, რომელიც ანასტასიას გამოატანა მანომ, დაკაწრული ფეხების საფასურად.ფანჩატურთან ჩამომსხდრები სასიამოვნოდ განიხილავდნენ სხვადასხვა თემებს და ლიზა მონდომებით უთანხმდებოდა კიტას ხვალინდელ მარშრუტზე.წამიერად ყურადღება მიიქცია ავატომობილის ხმამ და ჭიისკარიდან მომავალი ლანდი პირდაპირ კიბეებს გაუყვა. ჩრდილოეთიდან მომავალი სიოს, სანთლის შუქებზე განათებული ფანჩატურის სივრცეში ნარდის მოთამაშეებისთვის და ჰამაკებში გაწოლილი მეგობრებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია.ჯანაშიამ მძიმედ ამოისუნთქა და ელიკოს, რომელმაც დაფიქრებით გადაუჩურჩულა მეუღლეს, წავალ იქნებ დავითანხმო ვახშამზეაო, უკან ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა.ოთახის სივრცეს პატარა ტორშერიდან მომავალი მბჟუტავი სინათლე ანათებდა, გაზქურაზე შემომდგარი ჩაიდანი სასიამოვნო სითბოს ატრიალებდა და მაგიდის გვერდით ჯანაშიამ კომფორტულად მოირთხა ფეხები ხის ძველ სკამზე.უნდოდა საუბრის წამოწყება, მაგრამ სიტყვები თითქოს ეფანტებოდა, არ იცოდა როგორ მოება კითხვისთვის თავი. არ დასცალდა, ელიკომ წამოიძახა, ჯერ უნდა ვკითხო რას მიირთმევსო და ქოთქოთით დატოვა სამზარეულო.ზვლაზვნით წამოიწია და გაზქურასთან მისულმა, ადუღებული ჩაიდანი გაანთავისუფლა მბჟუტავი ალისგან.ეზოდან მომავალი ჟრიამული ღიმილს ჰგვრიდა, მშვიდმა საღამომ მის სიბრაზეს ერთიანად დარია ხელი და სიმშვიდე მთელ სხეულში გაუჯდა.ფინჯანში ლიმნის ნაჭერი გამომწვევად იმზირებოდა და ჩაის სიტკბომ, სიმჟავესთან ჰპოვა თავშეშაფარი.დაბრუნებული ელიკო თავისთვის ბუტბუტებდა და როგორც კი გოგოს ხელებში მოქცეული ჩაიდანი შეათვალიერა, მაშინვე უთხრა ყავაც გაამზედეო.
-რა მოხდა, არ მითხრა რომ შენც მოგხვდა დიდი დემეტრე ბერაიასგან საყვედურები...-შუახნის, ჯერ კიდევ კეკლუც სახეს ახლა გაწიწმატებული იერი აეკრო და მობუტბუტე ქალის ხმამ ანცობისკენ უბიძგა.
-"ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო" თქვენზეა ზედგამოჭრილი...-დააყარა ქოქოლა და ხელები გაშალა აჭარხლებულმა...-დილითაც არაფერი უჭამია და ახლაც გამომიცხადა მხოლოდ ყავას დავლევო.მიდი შენ ყავა გაუმზადე და მე პეროგს დავჭრი, იქნებ ტვინი გაეხსნას და მოინდომოს.
-გაიფიცა? შიმშილობას თუ აცხადებს ესეიგი მოთხოვნებიც ექნება...-დასცინა ისევ და თვალი აარიდა აფუსფუსებული ქალის ხელებში მოქცეულ ნუგბარს...-მომეცი მე წავუღებ, იქნებ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.
-დღეს თამარამ შემომიარა...-უნდოდა თემა გაეშალა და ბრაზი როგორღაც ჩაეხშო...-მითხრა არ მეცალა ანასტასიასთვის რომ გამევლოო. მისი ძმა ჩამოვიდა რამდენიმე დღით და მესხიშვილებში დიდი ამბები იყო საიმისოდ რომ გამოპარულიყო.
ჯანაშიას მოაგონდა, რომ თამარა მესხიშვილის უმცროსი ძმა პოლონეთში სწავლობდა და ახლა კი მიხვდა გუშინდელი, სუფრასთან გაბმული მოკლე დიალოგების მერე, რატომაც ვერ მოახერხა ბავშვობის მეგობარმა დღეს მისი დამარტოხელება.ფიქრებში წასულს, ამ დილანდელი ინციდენტიც მოაგონდა, როგორ უჩურჩულა ბაჩომ შენთან საქმე მაქვსო, მაგრამ ერთხელაც არ შეუხსენებია სასტუმროში, რომ დალაპარაკებოდა.ფიქრებში წასულმა ინერციით წაავლო მიწოდებულ თეფშსა და ფინჯანს ხელი, კუს ნაბიჯებით ფრთხილად აიარა კიბეები და უკვე მისი ოთახის კართან აზუტულმა ღრმად ჩაისუნთქა, გეგონებოდათ საკუთარ თავს აგულიანებსო.საშინებელში მხოლოდ ტორშერის შუქი იღვენთებოდა, შიგნით შესულმა ჩახუთულობა იგრძნო, ძველებურ სამუშაო მაგიდასთან მჯდომს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე იყო ლეპტოპის განათებულ ეკრანს მიშტერებული.გვერდით მიუდგა ფინჯანიც და სასიამოვნო სურნელ მატარებელი ტკბილეულის ნაჭერიც, მიხვდა არც კი შემომხედავსო და თავისთავად, გაუანალიზებლად დასწვდა დარაბებს შესაღებად.მომავალმა სიომ სიფრიფანა ფარდები გაბერა და სახეზე მიუალერსა, აქამდე დაძაბულად მჯდომი შეირხა და ღრმად ამოისუნთქა.ფეხები სიგრძეზე გაშალა და თაავი უკან გადასწია, თვალებდახუჭულს მშვიდი იერი დაჰკრავდა, თითქოს ძილბურანშია და გამეტებით ცდილობს რეალობას არ მოსწყდესო.
სხეულში დავლილმა გამბედაობის ნაპერწკლებმა უბიძგა ალაპარაკებისკენ, თითქოს ეშმაკი არ ასვენებს და აქეზებს, მიდი ილაპარაკეო.
-აბა, ჯერ მოთხოვნებს წამოაყენებ თუ სანამ ყავა გაცივდება მანამ იბოძებ ნებას და დალევ?...-უდარდელად ამოიჩურჩულა, მაგრამ პასუხი რომ არ გასცეს, გაგულისდა...-მოშიმშილეები დიალოგზე მოდიან და პატარა ბავშვებივით არ იბუტებიან!
-ზურაბს გადაეცი, რომ სანამ ლიზა თავს მოაბამს ახალ დაგეგმარებას, მანამდე სახურავის შეკეთება უნდა დავიწყოთთქო...-თვალები არ გაუხელია, ძალაგამოცლილს მასთან ჭიდაობის ნერვი რომ აღარ ჰქონდა შერჩენილი, ამას თვით ჯანაშიას აცრუებული გულიც მიხვდა.ამჯერად ცალი თვალით გადმოხედა და იმავე მდგომარეობას დაბრუნებულმა, ისევ უემოციოდ მიახალა...-თავისუფალი ხარ!
-კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს?...-რომ გეუბნებით ეშმაკი არ ასვენებსთქო, განა ვტყუი. სარკაზმის შვილობილმა ისევ გამოაჩინა კლანჭები და ქირქილი მოაყოლა წამოძახილს...-სასადილო გვიანობამდეა ღია, მონა-მორჩილიც თავდახრით დაველოდები თქვენს მრავალფეროვან სურვილებს.
-არამგონია ჩემი მრავაფეროვანი სურვილების შესახებ, ინფორმაციის მიღებისთვის მზად იყო...-ესეც ასე, გამოწვევა მიიღეს და ერთიანად შეათვალიერეს ადგილზე გახევებული. ანასტასიამ ოთახის ყველა კუთხეს ააკრა დაბნეული თვალები, ოღონდ კი მის ნაცრისფერ სფეროებს მორიდებოდა...-თუ ვცდები?
-იცი რა? აი ეს პლედი გაყინულ ტვინს გაგილღობს და კარგად შემოიხვიე...-არეული, უეცრად დასწვდა საწოლზე მიკეცილ ფუმფულა პლედს და დიდის ამბით ესროლა სავარძელში კომფორტულად მოთავსებულს.მართალია სახეში არ უმიზნებდა, მაგრამ მაინდამაინც გული დასწყდათქო ვერ ვიტყვი.
- რა პრობლემები გაქვს ჩემთან?...-ისედაც ნერვებმოშლილისთვის ბოლო წვეთი იყო, გაღიზიანებული წამოუხტა ფეხზე, პლედი დაცარიელებულ სავარძელზე მიადგო და მის მაჯას ხელისგულით ჩაჭიდებულმა, ერთიანად დაიახლოვა...-მემგონი ცუდი სიზმარი გაქვს ნანახი და ტვინის განძრევა შენ უფრო გჭირდება!
-რამდენჯერ გითხარი, ნუ დამაფრიალებ აქეთ-იქეთთქო! შენ მე ლიზა ხომ არ გგონივარ? რას ღრიალებ?...-ჩვეულად წაეჭიმა და ეცადა მაჯა დატრიალებინა მის ხელისგულში, რომ როგორმე ჩამოეცილებინა.ცდა უშედეგო რომ აღმოჩნდა, ისევ მის ნერვულ სისტემას გაუთამამდა...-რა იყო ახალ პროექტში ჩავარდი და ნერვებმა გიმტყუნა? ...-მის წაშლილ სხეს რომ შეეჩეხა, ბრძოლა შეწყვიტა და აღმოაჩინა მიზანში მოვარტყიო, დამცინავად გამოანათა თვალებიდან და გაღიზიანება განაგრძო...-რაო? ძველ ქარხანაში ერთ კვირიანმა დასვენებებმა ისე ვერ ჩაიარა როგორ დიდ დემეტრე ბერაიას სურდა?
-შენ ძველი ქარხნის პროექტზე საიდან იცი?...-გახევებულმა, ხელი თავისთავად უშვა და გაფითრებამ დარია ხელი მის აქამდე,გულიანად წამოჭარხლებულ სახეს...-გიორგიმ თბილისში ყოფნისას ჩამოგისწრო? გნახა?
-არა !...-იცრუა.მიხვდა რომ ამ წამს თავის მიერ წამოწყებულმა კატა-თაგვობანამ დაღუპა, იმდენად უნდოდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, რომ ვერ მოთოკა და საიდუმლოც წამოაყრანტალა...-ბაჩომ არ თქვა, ძველი ქარხანა ვიქირავეთ ერთ კვირიანი არდადეგებისთვისო?...-აბუტბუტებულმა, ძლივს მოაბა თავი სათქმელს და მერე, როგორც კი დამშვიდებულ გამომეტყველებას წააწყდა, ეჭვნარევად ჩაეკითხა...-გიორგის ჩამოსვლით რამე უნდა შეცვლილიყო?
-უბრალოდ დამაინტერესა...-ზღვის ქარიშხალში მოყოლილს ჰგავდა უკვე, ნაპირამდე რომ გამოვიდა და თავი სამშვიდობოს ეგულებოდა.ზურგშექცეულმა პლედი აიღო და ისევ სავარძელში დაბრუნებულმა, მის კითხვაზე ქარხნის პროექტში რას გულისხმობდიო, წარბშეჭმუხვნით გასცა პასუხი...-ეგ უკვე შენ არ გეხება! ათ წუთში მამაჩემთან ვიდეო ზარი მაქვს, გინდა დასწრება?...-დამცინავი ტონი პირდაპირ მინიშნება იყო, რომ ჯანაშია ამ ოთახში ზედმეტი გახლდათ...-რომ გახვალ კარი მოიხურე!...-მობეზრებით ამოთქვა და ერთ ადგილზე გახევებულმა როგორც იქნა ნება იბოძა საძინებლიდან გასასვლელად.
-პეროგი შეჭამე! შაქარი დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს...-მიხურული კარიდან შემოუბრუნდა და მაინც არ შეარჩინა ბოლო სიტყვა...-ყავაც მიაყოლე, ნუ გეშინია საწამლავის ჩაყრა ვერ მოვასწარი, ელიკო მიყურებდა.
ძალიანაც კმაყოფილი იყო.მოახერხა და დაძაბული ოთახის შიგნით, საბოლოოდ მისმა სიტყვებმა გაიჟღერეს. კიბეებზე მომავალს ყურადღება არ მიუქცევია ბაჩოს დამცინავი სიტყვებისთვის "შესაშურად შეხმატკბილებული წყვილი ხართო" რომ მოაძახა.მხოლოდ ის გაანალიზა, ბერაიას საძინებელში დატრიალებული კამათის ექო, შეღებული დარაბებიდან რომ მოედო ეზოში გამოლაგებულ მაცხოვრებლებს და ამით გაღიზიანებული, ქოთქოთით მიიმალა სახლის სივრცეში.
საწოლის რბილ იმედებში შეყუჟული, ახლა მხოლოდ თავისი საყვარელი ბიძის ნათქავს უფიქრდებოდა. ზურაბი სიტყვებს ტყუილად არ დახარჯავდა,ეს სიტყვა ძუნწი კაცი, თუ დარიგებას მიჰყოფდა ხელს, მაშინ ამის კარგი მიზეზიც ექნებოდა.შეგონება და ქვეტექსტი უნდა ეძებნა.ჭერს შერჩენილი თვალთახედვა უეცრად მოსწყდა ჭაღის სიმძიმეს და ჯანაშიას თავის ქალაში ბუდე დაიდო ეჭვმა.შესაძლოა სასტუმრო ჯანაშიებმა ააშენეს, მილამ კი მყუდრო ნავსაყუდელად აქცია, ყველა გონება არეულის, გულამოვარდნილის შესაფარებლად და ცხოვრების სიტკბოების დასანახად. თუმცა დემეტრე ბერაია იყო ის ვინც, ასე თავგნაწირვით, მუხლჩაუხრელად და შემოთენებული ღამეების შედეგად, უპეჩაშავებული ცდილობდა ისე მოევლო მისთვის, როგორც კვიციანი ევლებოდა მამა-პაპათაგან შემონახულ, ადგილის უცვლელად, აყვავებულ ვაზის ყლორტებს.იქნებ ციცქა-ცოლიკოურით სანამ პირს გაისველებდა ყველა მომხდური, მანამ მართლებულიც იყო გლეხის გამრჯე ხელებიც დაელოცა თითოეულს, ტკბილი ნაყოფის დამწიფებისთვის.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

ძალიან გაწელილი თავი იყო. მე მაპატიეთ... მიყვარს ეს ნაწარმოები❤️ ვიცი რომ დიდ მაწარმოებებში ბევრი ფურცელი ეთმობა აღწერებს და დარიგებებს და ა.შ.

 


№2 სტუმარი სტუმარი maco maco

ერთ დეტალს დავაზუსტებ თუ არ მიწყენ უბრალოდ ვერ ავუვლი გვერდს, როგორც მივხვდი სადღაც იმერეთისკენ ხდება მოვლენები, კვიციანი-“იმერელი” არანაირად არ შეიძლება იყოს სვანები არ გაანაწყენო

 


№3 სტუმარი one

magram es “gawewili epizodebic “-imdenad sasiamovnodaa aghwerili, me saertod ar gamaghiziana)) piriqit avtoris ghrma bunebas da gonierebas gamoxatavs❤️
qeto-ise vitardeba yvelaferi , rogorc sachoroa)) araris aucilebeli achqareba da ert tavshi dasruleba mteli azris. ( winaze tqvi , rom cota airie da amitom vakonkreteb amas)
isev isea -rom kitkhulob siamovnebit da ar gyopnis)
amati kinklaobis gareshe verc warmomidgenia es istoria))
chemtvis, sheni , rogorc avtoris gadawyvetileba , rogor ganvitardes movlenebi misaghebia. da madloba rom xar dzalian pasukhismgeblobit savse❤️
dzalian gamighrdzelda saubari, magram minda myarad darche eseti rogoric khar da is gadmosce yoveltvis rac shen migachnia sworad)) vici rom mikhvdebi , rasac vguliskhmob))
aq var, pativiscemit❤️

 


№4  offline წევრი Qetatoo

one
magram es “gawewili epizodebic “-imdenad sasiamovnodaa aghwerili, me saertod ar gamaghiziana)) piriqit avtoris ghrma bunebas da gonierebas gamoxatavs❤️
qeto-ise vitardeba yvelaferi , rogorc sachoroa)) araris aucilebeli achqareba da ert tavshi dasruleba mteli azris. ( winaze tqvi , rom cota airie da amitom vakonkreteb amas)
isev isea -rom kitkhulob siamovnebit da ar gyopnis)
amati kinklaobis gareshe verc warmomidgenia es istoria))
chemtvis, sheni , rogorc avtoris gadawyvetileba , rogor ganvitardes movlenebi misaghebia. da madloba rom xar dzalian pasukhismgeblobit savse❤️
dzalian gamighrdzelda saubari, magram minda myarad darche eseti rogoric khar da is gadmosce yoveltvis rac shen migachnia sworad)) vici rom mikhvdebi , rasac vguliskhmob))
aq var, pativiscemit❤️


ძალიან მიყვარხარ.მივხვდი რასაც გულისხმობ და ზუსტად გაქვს აღქმული ჩემი სიტუაციაც, რეალური ნაწერი ბევრად უფრო ვრცელია. რასაც აქ ვაქვეყნებ მონახაზს უფრო გავს ვიდრე ნაწარმოებს.ჩემს გეგმებს რომ გავყოლიდი ანასტასია ჯანაშია უკვე გაქცეული უნდა ყოფილიყო ქვეყნიდან და არც თუ ისე უინტერესოდ წავიდოდა მოვლენები,როგორც ერთი შეხედვით ჩანს.ახლა აღარ ვიცი რას ვწერ, იმიტომ რომ გეგმას გადავუხვიე, ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებ და თითქოს მოვლენების დაჩქარებასაც ვცდილობ.მადლობა, რომ გესმის.(მაგრამ ნელ-ნელა დავლაგდი და ეს ვარიანტიც მომწონს, ისტორიის მიმდინარეობის)

 


№5 სტუმარი one

Qetatoo
one
magram es “gawewili epizodebic “-imdenad sasiamovnodaa aghwerili, me saertod ar gamaghiziana)) piriqit avtoris ghrma bunebas da gonierebas gamoxatavs❤️
qeto-ise vitardeba yvelaferi , rogorc sachoroa)) araris aucilebeli achqareba da ert tavshi dasruleba mteli azris. ( winaze tqvi , rom cota airie da amitom vakonkreteb amas)
isev isea -rom kitkhulob siamovnebit da ar gyopnis)
amati kinklaobis gareshe verc warmomidgenia es istoria))
chemtvis, sheni , rogorc avtoris gadawyvetileba , rogor ganvitardes movlenebi misaghebia. da madloba rom xar dzalian pasukhismgeblobit savse❤️
dzalian gamighrdzelda saubari, magram minda myarad darche eseti rogoric khar da is gadmosce yoveltvis rac shen migachnia sworad)) vici rom mikhvdebi , rasac vguliskhmob))
aq var, pativiscemit❤️


ძალიან მიყვარხარ.მივხვდი რასაც გულისხმობ და ზუსტად გაქვს აღქმული ჩემი სიტუაციაც, რეალური ნაწერი ბევრად უფრო ვრცელია. რასაც აქ ვაქვეყნებ მონახაზს უფრო გავს ვიდრე ნაწარმოებს.ჩემს გეგმებს რომ გავყოლიდი ანასტასია ჯანაშია უკვე გაქცეული უნდა ყოფილიყო ქვეყნიდან და არც თუ ისე უინტერესოდ წავიდოდა მოვლენები,როგორც ერთი შეხედვით ჩანს.ახლა აღარ ვიცი რას ვწერ, იმიტომ რომ გეგმას გადავუხვიე, ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებ და თითქოს მოვლენების დაჩქარებასაც ვცდილობ.მადლობა, რომ გესმის.(მაგრამ ნელ-ნელა დავლაგდი და ეს ვარიანტიც მომწონს, ისტორიის მიმდინარეობის)

mikharia rom zustad gaige❤️
danarchenia shenzea )))
mec miyvarxar ese shoridan da dauswreblad)) radgan dzalian vafaseb gonier adamianebs ))) da ormagad , radgan mosaxele khar❤️
getyvi rom aq var dghesac da sul)))

 


№6 სტუმარი ალამარია

ნამდვილად კარგია, ველოდებიით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent