შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (16)


6-10-2021, 01:54
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 804

ამაყად აზიდული მთებიდან მომავალი ნესტის მარილიანი სუნთქვა და სუსხი ეთამაშებიან მის თამამად წამოწეულ სარაფნის კუთხეებს, სახეზე მზის სხივების ცეკვა სიმშვიდის შეგრძნებას ყველა პრობლემის გარშემო აკრავს,სიგრილის შეგრძნებები ფეხის თითებთან და ათრთოლებულ მხრებამდე ამოცოცებული მერცხლების ხმაური.დილის ნათებებში გაჭედილ სამყაროს ბედნიერებას, საკუთარ მხრებზე გადმოღვრილი ჟრუანტელის სურნელი ასდით. თვალებს ხუჭავს,ყურებამდე წელავს ღიმილის კუთხეს და მთელ სახეს ლაჟვარდისფერ ზეცას უშვერს,ნახოს მისმა ასტაფილოსფერებულმა ნათებამ სიხარულის ნაპერწკლებად როგორ დაალაქავა ჭორფლების გვერდით.მთელ სხეულზე ყვავილებივით ამოდის სიცოცხლის სურვილები,აქაფქაფებული შეგრძნებების სიცელქე აშიშვლებულ გულმკერდზე და მისი განთიადს მინდობილი, მოკეცილი ფიგურა.სოფლის შარა გზებიდან მოტანილი ხმაურით ამოვსებული სიმარტოვე, მისი დაპატარავებული უბედურებით გართული განთიადის საათები და უადამიანო ჟრიამული ფანჩატურთან მოფრენილი ბეღურების ფრთების ფართხალით...წინ წადგმული ნაბიჯებით გათამამებული მოფრიალე ნაჭრის სიგრძე და სხეულზე შემომდნარი სარაფნის ბოლოები,ხელის თითებზე დადინებული მოთრითინე დილის ცეკვა.დღეს ცხოვრება მისია, შეიძლება გუშინ ის სხვისი იყო,თუნდაც დედამისის ან წარსულის მარწუხების, მაგრამ დღეს მხოლოდ მისი,ასე უსირცხვილოდ და ნათლივ შესამჩნევად,სხვის ხარჯზე აგუგუნებული გულის ფეთქვა,თითქოს მხოლოდ მას ეკუთვნის ! ყველაზე ბნელ კუნჭულამდე ჩატანილი გამბედაობა კიდევ უფრო წინ მიდის და ღიმილს ხმასაც უმატებს.მთელმა დილამ იცოდეს რომ ირგვლივ არსებული სიცარიელე მან ამოავსო და დილა მოიპარა.როგორც მეზობლის ეზოში ჩამოვარდნილი ბროწეულის სიკვასკვასე ისეთივე ნათელი და ტკბილია ეს ნაყოფი. დაუმსახურებლად მოწყვეტილი არსებობის დღე.
ერთი, ორი და სამი...კიბის მესამე საფეხურზე ჩამომჯდარი, ხელისგულით ეფერებოდა მის კალთაში ზანტად გაწოლილ ჟღალ ფისუნიას, რომელიც თავისდაუნებურად მოიშინაურა და მეზობლისგან გამოპარული დაიგულებდა თუ არა ასე მგრძნობიარეს, ერთიანად მოჰყვებოდა კრუტუნს და თავმომწონედ, საკუთარი ეშმაკობით გაამაყებული ილუკმებოდა ელიკოს სამზარეულოდან მოპარულ ნუგბარს.ჯანაშიას ართობდა კატის სიცელქე, ეს პატარა ეშმაკუნა ხომ ზუსტად უძებნიდა სუსტ წერტილებს, მის სითბოს დანატრებული ტკბილი ცომით იტყუებდა და ისიც გემრიელად მოიკალათებდა მის უბეში.ზედა სართულიდან მოისმა, ძველი ხის კარის საცოდავი ჭრიჭინი და დილას უკვე ახალი სტუმარი ჰყავდა.ახლადგამოღვიძებულმა მის გვერდით მოიკალათა და ჩუმი კისკისით მიეფერა ჟღალ ეშმაკუნას, რომელმაც წელი ერთიანად აიზიდა და ადგილი მოიცვალა ახალი საკბილოს გაბითურების იმედით.ჯანაშიას პატარა მოღალატის საქციელზე გაეღიმა და გამოწვდილ ხელისგულს შეაგება თავისი, ჯერ კიდევ ცხელი ფინჯანი, გოგონამ უცხოობის გარეშე მოსვა ბლანტი სითხე და სითბოს შეგრძნებამ ერთიანად დაუარა სხეულში.
-ბაჩო მართალი იყო...-ჯერ კიდევ ახლადგამოღვიძებულის ხმით დაიწყო საუბრის გაბმა...-არის აქ რაღაც ჯადოსნური.როგორც კი ოთახში სინათლე შემოვა, მაშინვე მეღვიძება და საერთოდ არ მაქვს ლოგინში დარჩენის სურვილი.
-ალბათ იმიტომ რომ უცხოა ჩვენთვის, მანქანების ხმაურში ძილს მიჩვეულებისთვის...-მშვენივრად მიუხვდა, რასაც გულისხმობდა და მის ბავშვურობაზე გულუბრყვილოდ ჩაეცინა...-ამიტომაც გაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს ყოველი დღე აქამდე გამოუცდელი თავგადასავალია და არ გინდა რამე გამოტოვო.არასდროს იცი, რის ხმას მოგიტანს ახალი დილა.
-ერთი კვირით, რომ დაბრუნდნენ თბილისში, მაშინ ბაჩომ უცნაურად დამიწყო შეკითხვების დასმა კვებით აშლილობაზე...-ეს იყო ის სათქმელი, რასაც მთელი ორი დღე ატარებდა გულით და ერთი სული ჰქონდა ამოეღერღა...-თავიდან ვერ მივხვდი, რატომ იხსენებდა ამ ამბავს...-შეფარვით გადახედა, თითქოს ცდილობს ნიადაგის სიმყარე მოზომოსო...-დაგაკვირდი და ნელ-ნელა გავაანალიზე რატომაც...-ეს ხომ კითხვა არ იყო, მაგრამ მაინც ასე ჟღერდა.თითქოს უნდა დარწმუნდეს თავისი მოსაზრების მართებულობაშიო.
-ბაჩო შენ რატომ გელაპარაკებოდა ანორექსიაზე?...-არც ჯანაშია ჩამორჩენია შეკითხვებში.ერთიანად შეცბუნებულმა გადახედა და მის ამღვრეულ თაფლათვალებში სცადა პასუხების პოვნა.
-გარდატეხის ასაკში სკოლა და ზედმეტი წონა, მაინდამაინც სასიამოვნო კვეთა არ არის...-მწარედ ჩაიღიმა და თვალი აარიდა...-უკვე კარგად ვარ...-ეს ისევ თავისთვის ამოიხრიალა, მერე კი მიუბრუნდა ადგილზე გახევებულს და თავისი დასკვნა წინ აუფრიალა...-მაგრამ შენ ჯერ კიდევ გაჭედილი ხარ, ხომ ასეა?
-ვერ ვიტყოდი რომ გავიჭედე...-ღიმილი მხოლოდ ფარი იყო, გადახედვვამ ერთიანად გასცა მისი საიდუმლო და მიხვდა პრიალა ცელოფანში რამდენ ფენადაც არ უნდა შეეხვია ეს სიმახინჯე, მაინც ამრეზით დაიწყებდა ცქერას დარჩენილი პაწაწინა ჭუჭრუტანიდან...-ვცდილობ რომ ამოვძვრე.
-მე ლუკა დამეხმარა...-ანცი გაუხდა ისევ მზერა, სფეროებიდან მომავალმა მზის სხივებმა ერთიანად გათქვეს მისი, ასე საგულდაგულოდ, მიჩქმალული საიდუმლო და სახეზევე ეტყობოდა რომ სრულიად უცხო, ანასტასია ჯანაშია იყო ვინც ეს გულწრფელი აღიარება პირველმა მოისმინა...-ეს თვითონაც არ იცის, მაგრამ ასეა.
-რატომ უმალავთ ბაჩოს?...-ესეც თქვენი მთავარი კითხვა...-არამგონია იმ ტიპის ძმებს მიეკუთვნებოდეს, გული რომ სწყდებათ ბავშვობის მეგობრის და დის სიყვარულზე...-ეცადა ბიძგი მიეცა, ამოეშაქრა ეს გაუგებარი მიზეზი და წერტილი დაესვა გაცხოველებული ინტერესის ქონისთვის.
-არა, მისი აფოფვრის საერთოდ არ გვეშინია...-გაეცინა ნინიკოს და სახე აღაჟღაჟებული მოემზადა თავისი ურცხვი საიდუმლოს გასამჟღავნებლად...-როდისმე გნდომებია, შენთვის ძალიან ძვირფასი, საყვარელი და თან შიშის მომგვრელი ამბავი ვინმესთვის დაგემალა? თითქოს ცდილობ იმ ერთადერთ რამედ აქციო, რაზეც არ ილაპარაკებ, სხვას არ აჩვენებ...-ცის ასტაფილოსფერებულ ნათებებს თვალებით აწებებული, ჰორიზონტს მიღმა, მეოცნებედ საუბრობდა...-გინდა მარტო შენ გეკუთვნოდეს და არავის ჰქონდეს საშუალება შეეხოს.ზუსტად ასეა! წინ ხომ მთელი ცხოვრებაა, იმისთვის რომ ყველამ გაიგოს ამ ამბავზე. სანამ დროა ისე დავმალავ, ისე მოვუფრთხილდები და ვუეგოისტებ, რომ ერთიანად გამხელის მერე წამიერადაც არ დამწყდეს გული, მის გაზიარებაზე.
-მართალი ხარ...-ახლა მოაგონდა ის დიალოგი მამამისთან. უეცრად რომ არ გაემჟღავნებინა ჩატეხილი ძვლების არსენალით სავსეს, თავისი გატეხილი სულის წამოძახილით ბერაიასადმი გაჩენილი უცნაური გრძნობა, ვინ იცის იქნებ ვერავინ შეხებოდა ახლად წამოკოკრილ ჩიტისფრთა ფეთქვას...-რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებ , მით მეტად ძვირფასი და ხელშეუხებელი იქნება ამბავიც.
-მთავარი მიზეზი მაინც ის მგონია, რომ თუ რამე უთანხმოება მოგვივა, მე ვერ გავიქცევი სხვასთან ამის გასარჩევად...-ეს პატარა გოგო, ახლა მის გვერდით იჯდა და ზრდასრული ქალივით საუბრობდა...-თუ რამე მეწყინება, ან ვერ გავუგებ მხოლოდ ერთი გზა მაქვს და ამ გზას ყოველთვის მასთან მივყავარ...-გაეღიმა და ქვეშ-ქვეშად გადმოხედა...-ამიტომაც ვიცი რომ წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.ჩვენ აქედანვე ვეჩვევით, რომ ურთიერთობაში ორნი ვართ და ის რაც წრის შიგნით ხდება, წრის შიგნითვე რჩება.
-წარმოიდგინე, რომ უეცრად აღმოაჩინო...-შეყოყმანდა, ახლა საერთოდ არ სურდა მის გონებაში შეძრომა, შეფარვით ნათქვამს ვერ გაუგებდნენ და შეშინდა საკუთარ თავზე არ მიიღოსო...-არა, მართალი ხარ!...-ძალისძალად გაიღიმა ისევ და დაცლილი ფინჯანი აართვა ხელისგულიდანდა რადიკალურად შეცვალა თემა...-წრფელი სიყვარული მეც მინახავს, ადრე, ძალიან პატარა რომ ვიყავი და ახლაც ვხედავ კვიციანებში, ამიტომ გეთანხმები.ის რაც ორი ადამიანის გარშემო ტრიალებს, დამალული უნდა იყოს უცხოს თვალისა და სმენისგან.რაც წრის შიგნითაა, წრეშივე უნდა დარჩეს !
დილის ასეთი სასიამოვნო დიალოგით დაწყება, მისთვის ენერგიის უშრეტი წყარო აღმოჩნდა.სამზარეულოს დარაბებს ხელი ჰკრა, რაფაზე მოთავსებულ, ერთიანად წელაწეულ ფისუნიას ჩუმად დაუყარა პურის ნამცეცები და სანამ ელექტრონული ჩაიდანი ჩართო, მანამ ღუმელში შეაწყო ჭვავის ფქვლისიგან გამომცხვარი პურის ნაჭრები. შეღებული დარაბებიდან მზერა გაუშტერა ახლადამოსული ბალახის სიმწვანეს და წვრილმანებში ნაპოვნი ბედნიერებებით ავსილმა, გაითავისა რომ სიყვარული ყველაზე უცნაური ფორმითაც შეიძლება მოვიდეს გულებამდე, თუმცა წრეს კრავს და ჰერმეტულ სივრცეში მხოლოდ ორს აქცევს, ყველა დანარჩენი უბრალოდ ხურდაა, ხელში უაზროდ შემოჩეჩებული და ზედმეტად მცირე ამ წრის გასარღვევად.
კვიციანები რიგ-რიგობით გამოლაგდნენ ოთახებიდან, გამოღვიძებულ ნინიკოს აღარ სურდა მშვიდად მფშვინავი ლიზასთვის ძილის დაფრთხობა, ამიტომ ისიც დილაადრიან ესტუმრა საუზმისთვის ხელგაშლილად დახვედრილ სამზარეულოს სივრცეს.განსაკუთრებულმა სიმშვიდემ დარია ხელი ერთი ოთახის სივრცეში მყოფებს.ბიჭები ჯერ კიდევ იგვიანებდნენ გამოცხადებას, მაგიდაზე გაშლილ გახუხულ პურებს და ელიკოს დამზადებულს ჯემებს საამო სურნელი ასდიოდათ, მაგრამ არც იმდენად რომ ზედა სართულის მაცხოვრებლები ჩამოეტყუებინათ.ის იყო ანასტასია, ამჯერად მაგიდასთან მჯდომ ელიკოს გვერდით უნდა მოთავსებულიყო, რომ ეზოდან მოისმა მისი სახელის ძახილი.ჭიისკარისკენ წასულმა უცნაურად გაბრწყინებულ მეგობრის სახეს მზერა ააკრა და განცვიფრებით დააკვირდა ორ, ერთმანეთზე ლამაზ წაბლისფერ ულაყს.ერთ-ერთზე მარჯვედ მოთავსებული თავის ღიმილის კუთხეს წელავდა და თამაშში იწვევდა გახევებულს.
-დათა პაპას სანამ გაუგია ამ ქურდობის შესახებ...-ბუნების მშვენიერი ქმნილებების ქურდი, გამომწვევად საუბრობდა...-მანამდე გაიქეცი და მაღალყელიანი, მაგარ ძირიანი ფეხსაცმელი მოძებნე...-ისევ ულაყის ცხვირზე თითებ მოსრიალეს რომ წააწყდა, გამოსაფხიზლებლად შემოუძახა...-მიდი, დროზე !
გამორკვეული, აღტაცებულის ყიჟინით მოსწყდა ადგილს და მარათონში მორბენალივით გაიქცა სახლისკენ.უცნაურ ხმაზე გამოსული ბიჭები, კიბეებზე დაეშვნენ და ერთობლივად აიტუზნენ ცხენების წინ.მესხიშვილთან გამართულ საუბარში დრო გაიწელა და ლოდინის შემდგომ, ჭიისკართან გამოჩნდა ბათინკებ მორგებული ოქროსფერთმიანი ანცი.უზანგს დასწვდა ფეხით და ნიკოლოზი გამოიწია მისახმარებლად, თუმცა მჩატე სხეულმა იმარჯვა და ეს ამორძალი წამში გაჩნდა უნაგირზე, თამამად მოთავსებული.დღის უჩვეულო მსვლელობამ ისე ააბნია და დარია ხელი მის გეგმებს,რომ ფიქრ არეულსა და აჟიტირებულს, საერთოდ არ ჰქონია დრო შეემჩნია, როგორ შესცქეროდა მეორე სართულის ფართოდ პირდაღებული დარაბებიდან დემეტრე ბერაიას ანთილი სინაცისფრე.ახლა ჯანაშია ჰგავდა იმ პერსონაჟს, რომელიც მზადაა მთების დასალაშქრად, სუსხსა და ყინვაში, კოხსა თუ ქარიშხალში, თავაწეული შეეგებოს ნებისმიერ თავგადასავალს და თუ საჭირო გახდება ალმასხიტის ლურჯი ლაფშაც მოიპაროს. მზის მოცეკვავე შვილების ალში გახვეულს, ერთიანად ევლებოდა ისედაც ოქროსფერ, ჩამოშლილ თმაზე აწითლებული სხივების სითბო და მოხდენილი, ერთიანად ულაყის ზურგს დაყრნობილი მაცდურად იმზირებოდა იმ თავისი სიფრიფანა ნაჭრებიდან, გველივით რომ ეხვეოდა ტანზე. ანასტასია უკვე იყო ის ქალი, რომელიც ბუნებისთვის გაჩნდა და ბუნებაშივე უნდა გაჭრილიყო გადასარჩენად.
სასტუმრომდე ჩორთვით მიმავალთ არ აუჩქარებიათ ცხენები, თითქოს იხსენებდნენ მათთან ურთიერთობას და დაძაბულობის მოხსნა სურდათ ნელი ჭენებით.დათა პაპას ბავშვობიდან უყვარდა ცხენები და როგორც კი წამოიზარდა მამამ კვიცი უყიდა.დათასთან ერთად გაზრდილს, წლებმა დარია ხელი და სანამ პაპა იგემებდა საყვარელი ცხოველის დაკარგვის სიმწარეს, მანამ გადაწყვიტა ეზოს ბოლოში, ეკლის ხეების გაჩეხვა და პაწაწინა თავლის გაშენება, მას შემდეგ კი ეზოში ულაყის ფლოქვის ხმა არ მინავლებულა.ცხენებზე შეყვარებულმა კაცმა ასწავლა თავის შვილიშვილებს ჯირითი და სოფლის საყვარელ გოგოსთან შეხვედრის შემდგომ ,მასაც ისე მარდად შემოსვამდა ხოლმე გეგონებოდათ დოღისთვის ამზადებსო.წლებმა გაირბინეს, ჯანაშიას ისიც დაავიწყდა, რომ როდესღაც ბუნების ამ მშვენიერ ქმნილებებთან ერთად სოფლის შარა გზებს გაუყვებოდნენ ამაყად, ოღონდ მაშინ აღვირი დათა პაპას ჰქონდა ხელში მოქცეული და ორ ცხენს შორის ჩამდგარი, ნება-ნება წაიყვანდა ხოლმე ულაყებს უსწორ-მასწორო გზებზე.
-გახსოვს ბავშვობაში პაპას თვალებს რომ მოვწყდებოდით, როგორ მივიპარებოდით თავლაში?...-ეშმაკურად გადაულაპარაკა ახალი გატაცებით აღფრთოვანებულს...-გვეშინოდა, მაგრამ სათლში დატოვებულ სტაფილოს მაინც ერთიანად ვაჭმევდით ცხენებს.
-მაშინ მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვოცნებობდით...-მიუხვდა დილოგის წამოწყების არსს და ეშმაკუნა მზერა არც თავად დაუკლია, გვერდით მომავლისთვის...-გვინდოდა დათა პაპას ერთხელ მაინც ეშვა ხელი აღვირისთვის და ის თავისუფლება გვეგრძნო, რასაც მისი ცხენები გრძნობდნენ მინდვრებში თავისუფლად ხეტიალისას.
-ახლა უკვე დიდები ვართ...-მესხიშვილმა თვალები დააკვესა და გამომწვევად ჩაუჩიჩინა ისედაც არეულ გონებაში...-დათა პაპა აქ არ არის!
-და ჩვენ თავისუფლები ვართ...-მისკენ არც კი იხედებოდა, ეს თითქოს თავის თავს უთხრა, ოღონდ ვერ ხვდებოდა ამას ჯირითზე ამბობდა თუ საკუთარ დიდ გოგოდ ქცეულ არსებაზე...-არ გეშინია?
-ისევე როგორც შენ !...-მხიარულად წამოძახებული ეს სიტყვები ჰგავდა შეგონებას, რომ ახლა უკვე ცხოვრების ყველა აღვირი, ყველა ბორკილი თუ მარწუხი უკვე მაჯებზე აღარ უჭერდათ, ახლა ისეთივე თავისუფლები იყვნენ როგორც წლების წინ თავის ნებაზე მიშვებული ეს მშვენიერი ქმნილებები.ადგილს მთელი სისწრაფით მოწყვეტილს, უკან მიჰყვა ანასტასიას გულამოვარდნილი ფიგურა.
მუხლამდე წამოსული ბალახი ბიბინებდა, თაკარა მზეზე თავთუხსიფრად შეფერილი ჯეჯილი საამურად ირხეოდა ჩრდილოეთიდან მომავალი გრილი ნიავის წყალობით.ერთიანად აჩქარებული ცხენების ფლოქვების ხმა ახელებდა ანასტასიას, გონებაში თავაწყვეტით დაჰქროდა შეგონება "შენ თავისუფალი ხარ ! თავის უფალი!".არ იცოდა როგორ აჩქარდა სისხლი, ან როგორ შეერია მისი გაშმაგება ულაყის თავგანწირვას, რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო. წამიერად მესხიშვილს გათანაბრებულმა, დეზები ამოჰკრა ისედაც ფიცხელს და ახლა უკვე თავაწყვეტით გაქროლილს მხოლოდ წამიერად მისწვდა მთებიდან დაბრუნებული ექო "აღვირს ხელი მოქაჩე, არ გაგექცესო".ეს იყო თავისუფლება, როცა შეგეძლო იმდენად სწრაფად წასულიყავი რომ სახეში გცემოდა ნიავის მოტანილი ყველა ამბავი.ანასტასია თავისუფალი იყო და თუ ვინმეს სურდა სცოდნოდა რამდენად, მაშინ თამამად მიახლიდა პირში.არავინ არასდროს უსმენდა, ყველას თავისი წარმოდგენით შექმნილი რეალობა ჰქონდა მასზე, ისე ათამაშებდნენ როგორც გულს მოესურვებოდა და არავის უცდია გაგება, რეალურად ვინ იყო.ახლა ერთიანად აფრიალებულ ამ თავის სარაფანში, ცხენის ცხვირისკენ ერთიანად წაწეული, მასზე მთელი სხეულით მინდობილი ფიქრობდა რომ სამყაროს დასალიერამდე შეეძლო თავისუფლებას გაწევა, საზღვრები არ ჰქონდა, ჩარჩო დიდი ხანია ჩამოიშალა და მხოლოდ ნატეხებიღა დარჩა.მესხიშვილი თავგანწირვით უყვიროდა, სადღაც მისგან ძალიან შორს მყოფი და გონებაში ეღიმებოდა ამ ამორძალს, როგორ ვერავინ ხვდებოდა, როგორ არავინ კითხულობდა ვინ იყო და რა სურდა.გამათხოვრებულ ხელებს იშვერდნენ ერთი ბეწო სითბოსთვის, თავგანწირვით ანგრევდნენ მის კედლებს, რომ ჩამტვრეული საკეტებიდან გამოეტანათ ყველაფერი ძვირფასი.მსხვერპლი არ იყო! არ იყო, არა!მსხვერპლი არაა ის ვინც გარბის!რადგან უნდა იცოდე, რომ თუ გაბედავს და გაიქცევა, უკან აღარ დაბრუნდება.
უნდა იცოდე რომ ვინც გაქცევაზე ფიქრობს ის უკვე წასულია შენგან და უნდა ხვდებოდე რომ აღარც, არასდროს დაბრუნდება.ისე გარბის როგორც თავაწყვეტილი მუქი ნათება.ნოემბრის ქარისგან აფრიალებული ხისკანისფერი კაბით და ვარამის ნარინჯისფერ ფოთოლთა ცვენით, ნაკადულების უფერულ წვეთებთა ცემითურთ.უნდა იცოდე, რომ იების იასამნისფერი უკვე ჩამოიძრო სახის კიდიდან და თმაზე "აღარ დავბრუნების" სარჭს იხდენს...და თუ გინდა შეირჩინოს ლაჟვარდისფერი ფიქრების სეტყვა, ერთდერთი ნიშანი შენი მასში არსებობისა, იყვირე ხმამაღლა.იყვირე უფრო ხმამაღლა !
აღვირი ფრთხილად მოქაჩა, ულაყი შეაჩვია დამორჩილების ძალას, მერე ნელ-ნელა გაუმაგრა მკლავი, ერთიანად შეანელა და გაჩერდა.მზე უკვე ცის წვერზე ესვენა და ხმაც ჩამშვიდდა.სანამ მესხიშვილი გაუთანაბრდებოდა, მანამ გონებაში დაუარა ნინიკოს სიტყვებმა- "ის რაც წრის შიგნით ბრუნავს, წრეშივე რჩება", გონებამ ყველაზე ღრმა კუნჭულიდან მონახა მანოს სასოწარკვეთილი წამოყვირება -"შენ წრეზე ბრუნავ!..." და მიხვდა, აქამდე პასუხებს საზღვრებთან ეძებდა და არა სიღრმეში. ახლა ნამდვილად მიხვდა.მეგობარი რაღაცას ჩაეკითხა, მაგრამ ერთიანად მოღლილს თავი აღარ შერჩა პასუხების გასაცემად.ჩორთით მიმავალმა სთხოვა სასტუმრომდე მივიდეთო და მასაც ზედმეტად აღარ შეუწუხებია.
უკვე, ხავსმოშორებულ , ნაცრისფრად ახასხასებულ შენობაზე ერთიანად მიედგათ ხარაჩოების წყობა და მუშები სახურავზე დიდის მონდომებით დაძვრებოდნენ.ეზოში კანტი-კუნტად დადიოდა ხალხი, ხმა კი ერთმანეთში ირეოდა და მიყურადებას აზრიც არ ჰქონდა.ცხენიდან ჩამოქვეითებულმა მეგობარს თავისი ულაყის აღვირი ჩააბარა და ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა სამადლობელი.გზა გაკვალულმა, ტბის ნაპირამდე ჩააღწია, პეტუნიების წრეში კი ზურაბი დალანდა კიტასთან და ბაჩოსთან ერთად. უცხო, ჩაფსკვნილი ფიგურა დიდი გულმოდგინებით აკვირდებოდა თითებს შორის გაჩრილ ფოტოსურათს და გაურკვევლად საუბრობდა ქანდაკებაზე.მიახლოებულმა მზერა დაიჭირა და გულდამშვიდებით ჩაება საუბარში.
-ზუსტად ამ ფოტოსურათის მიხედვით ჩამოვასხამ ყალიბს და ფორმას მივცემ...-ჯანაშიამ ინტერესით წაიწია ფოტოსკენ, მაგრამ ვერ შეძლო მისგან შორს მყოფის ხელებში მოქცეულისთვის თვალის შევლება.
-ზურაბ რა ხდება?..-იკითხა ინტერესით და ერთიანად აათვალიერა მის წინ მდგარი, ბრგე კაცი.
-ტასო, ამ პეტუნიების წრეში პატარა ფანტანი რომ უნდა დაგვედგა ხომ იცი?...-უჩვეულო აღტაცებით იყო სავსე კვიციანის გამოხედვა, თითქოს კანში ვეღარ ეტევა სიხარულისგანო...-დემეტრემ გეგმა ისევ შეცვალა და გადაწყვიტა პატარა ქვების მაგივრად, მილას ქანდაკება დადგას.
-რა ქანდაკება, რაზე ლაპარაკობთ?...-ერთიანად წამოჭარხლებულს , სხეულში დაუარა პასუხის მოსალოდნელმა შემზარავობამ...-მილას ქანდაკება საიდან მოიტანა?
-აი ნახე, მილას ოთახში, ძველ წიგნებში თქვენი ფოტო იპოვნა და უნდა სიმბოლურად დადგას აქ...-კაცი, უცხოს თითებში მომწყვდეულ ქაღალდს დასწვდა და სახესთან აუფრიალა დამადასტურებელ საბუთად.ანასტასია განცვიფრებით დააკვირდა ტბასთან ჩამომჯდარ დედის გაცისკროვნებულ სახეს და მის ხელებში მოქცეულ საკუთარ თავს.ბრაზს სხეული არ ჰქონდა, მაგრამ მის კანში ერთიანად ჩაძრომა ანასტასიამ ცხადლივ იგრძნო.თავის ქალაში გაგულისების ნაშიერმა დაიდო ბუდე, ზურაბს ხელისგულიდან წაგლიჯა ფოტოსურათი და სირბილით წავიდა სასტუმროს შესასვლელისკენ.
დღეს ლაპარაკის დღეა.გაახსენდა რამდენიმე დღის წინ, ერთიანად ჩამოშლილ საკუთარ თავს როგორ დაადო ათასობით კლიტე, გაუთქმელობის გარანტიად, თუმცა ახლა ყველა მათგანს ერთი ხელის მოსმით დაანგრევდა.ხელისგული რომელშიც ჰქონდა ეს ძველი კადრი მოქცეული, ერთიანად უხურდა.ბიბლიოთეკასთან მისულმა ნაცნობი ხმები მიუშვა ყურთასმენამდე და გაცოფებულმა ჰკრა ხელი კარს.ექოდ დატრიალდა მისი ყელში გაჩხერილი ბურთის გახლეჩვის ნაშიერი ოთახში და როცა ყველას მზერა მას აეკრო, გამწარებულმა სახეში ესროლა მოფარფატე ქაღალდის ნაჭერი და კიდევ ერთხელ გაიმეორა -"შენ მე მომატყუე!" . ახლა რომ გეკითხათ ბერაიასთვის რა უფრო მწარე იყო, სიტყვები რომელიც უსირცხვილოდ მოგახალეს თუ სილა რომელიც გაგაწნესო, ალბათ ორივეო იტყოდა.წიგნების საცავში სრული სიჩუმე გამეფდა,უცნობი თუ ნაცნობი ,ყველა წაშლილი გამომეტყველებით შესცქეროდა შემოვარდნილის აჭარხლებულ სახეს და შიშნარევი მოლოდინით ელოდნენ პასუხს.ბერაიამ დარტყმისგან მიბრუნებული სახე, დამცინავად მომანჭა, თითქოს საკუთარ თავს მასხრად იგდებსო, მერე ყველასთვის შესამჩნევად დაებერა ძარღვები კისერზე და წარბშეკრულმა რომ გადმოხედა, მხოლოდ მაშინ გაანალიზა ჯანაშიამ, დიდ დემეტრე ბერაიას ათეული თვალის წინ რომ უთავაზა პირდაპირ სახეში.
-ახლავე დავბრუნდები...-სიმწრის ღიმილით მიმართა ოთახში მყოფთ...-შენ მე გამომყევი!...-წაუსისინა და მაშინვე წაავლო მკლავზე ხელი.ხომ გაგიგიათ "თვალი თვალის წილ"-ო, ზუსტად ასე დაემართა ანასტასიასაც, როცა ერთიანად მის ხელისგულში მოქცეული მკლავით წაიყოლეს უკან.მესამე სართულამდე კიბეები ისე აიარეს, რომ არცერთს სიტყვა არ დაუძრავს, ოთახში შესვლისთანავე ბერაიამ ხელი უშვა და ისე მოიქცია, რომ პირდაპირ მისი სახისთვის ეყურებინა...-ახლა ამოთქვი რა ჯანდაბა გჭირს?
-ჩემი და მილას ქანდაკება?...-სარკაზმი, თუ ეს იყო მისი ერთადერთი იარაღი, მაშინ საბრძოლო ტაქტიკის კიდევ ერთხელ გადახედვისკენ მოვუწოდებდი...-ამჯერად რა გინდა რომ გავაკეთო? რა დაგაკლდა შენი იდეალური პროექტის განსახორციელებლად? ამჯერად რისთვის გინდა რომ გამომიყენო?...-ვერ გაანალიზა ისე გადავიდა ყვირილზე.
-ჯანაშია, ახლა თუ არ მეტყვი რომ მინდვრებში ყველაზე შხამიანმა გველმა დაგკბინა, გეფიცები ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ !...-ისედაც გაცხარებულს, ნერვის ერთი დაბოლოება აღარ შერჩა, მისკენ ერთიანად წაწეულმა თვალები დააბრიალა და გაშმაგებით წამოიყვირა...-მითხარი რომ შენს უფასო ცირკს, გამამართლებელი მიზეზი აქვს, თორემ...
-თორემ?...-წაეჭიმა, როგორც კი მუქარის სუნმა ოთახში დაიწყო ტრიალი...-თორემ რას იზამ? გიორგისთან გაიქცევი და ეტყვი შენი შვილი არ მიჯერებს და მირჩიე რამეო?
-ესეიგი ასეა...-გონება განათდა და ეჭვმა თავის ქალა დატოვა, ახლა ტვინი სავსე იყო დამამტკიცებელი საბუთებით და დემეტრე ბერაიაც დარწმუნდა...-გიორგი ჩამოვიდა თბილისში შენი ყოფნის დროს ხომ ასეა?...-მის წამოწითლებულ, თითქოს სარკასტულ სახეს რომ ხედავდა ატანა ვეღარ შეძლო, მკლავზე წაავლო ხელი და დაახლოებულს ააკრო გახელებული ნაცრისფერი სფეროები...-ილაპარაკე! ამოთქვი რა გითხრა, ასე რით გაგაგიჟა!
-თქვენს პატარა შეთანხმებაზე მომიყვა...-მკლავი აიქნია, რომ როგორმე მისგან თავი ეხსნა...-გემახსოვრება. აი ის, ჩემი წყალობით რომ სოფლის მაცხოვრებლებს უნდა დაახლოვებოდი, მუშებისთვის სახოვრებელი გეშოვა და მარტივად გამომძვრალიყავი.
-ესეიგი შეთანხმება...-დამცინავად ამოიქირქილა, ჯერ კიდევ ლოყა შეწითლებულმა და უფრო მეტად გაახელა...-რაო კიდევ მამიკომ? ამ შეთანხმების პირობებში რა შედიოდაო?
-ჩემს აბლაბუდაში გაბმას, საერთოდ არ ვდარდობ ჩემო დემეტრე...-სიმწარე გაურია ხმას, ძალისძალად ჩატეხა ამრეზით ტუჩის კუთხე...-მე ის მაინტერესებს, აქამდე როგორ ვერ მივხვდი რომ ბერაიების კომპანიას ძველისძველი სასტუმრო არაფერში ანაღვლებდა...-მისკენ წაიწია გაგულისებით, ახლა გაბოროტებულს მთელი ძალით სურდა მისთვის კიდევ ერთხელ გარტყმა, რომ ეს ბოღმა აქვე დანეთხია...-საკუთარ სიშტერეზე ვბრაზდები მხოლოდ! ერთხელაც კი არ გამჩენია ინტერესი რომ მეკითხა, თქვენს საქმიანობაზე...-საჩვენებელი თითით მის მხარს მიაწვა...-ერთხელაც კი არ დამისვამს კითხვა! ამ ცარიელ ტვინში, ერთხელაც არ მომსვლია აზრად რომ ინვესტორულ კომპანიას არაფერი ესაქმება სასტუმროებთან და ამაზე ვბრაზობ! გესმის?
-ესეიგი, თუ სწორად გავიგე, რომ დავაზუსტოთ...-ეს ვითომ უდარდელი ტონი, კიდევ მეტად უსხამდა ნავთს ჯანაშიას აგიზგიზებულ კოცონს...-გგონია, რომ შენ გამოგიყენე, კვიციანებთან ბედნიერად დავსახლდი, ჩემი მუშებიც სოფლის საოჯახო სასტუმროებაში გადავანაწილე, შენი წყალობით უფრო მეტი დახმარების მსურველი ადგილზევე ვიპოვე და ამით ფული დავზოგე.ასეა?...-როგორც კი ნიშნისმოგებით დაუქნიეს თავი მაშინვე განაგრძო...-და შენ გგონია, რომ დანარჩენი, ყველაფერი რაც ჩვენს შორის მოხდა, უბრალოდ გეგმის ნაწილი იყო რომ მომეტყუებინე...-წარბები მაღლა აზიდა, პასუხს ელოდა თუმცა გუმანით გრძნობდა დადებითი იქნებაო.
-მე შენ გენდობოდი...-იქნებ არც უნდა დაემალა ამღვრეული თვალები და სხეულში ჩამკვდარი ჩიტისფრთა ფეთქვა, იქნებ თამამად უნდა გამოეჩინა მუხლისთავები, საკუთარ სიზმრებში ჩაკარგულმა ცხოვრებას რომ წამოჰკრა და ნასახლარზე დაცემისგან დაიხეთქა, იქნებ საჭირო იყო ერთხელ მაინც ეჩვენებინა სხეულს შიგნით ჩამსხვრეული ძვლების არსენალი...-იმდენად, რომ ყველაზე საშინელი და ყველაზე ძვირფასი მოგონებები განდე, შენ კი იმის თქმაც ვერ გაბედე რომ როგორც კი რესტავრაციას დაასრულებდი, აქაურობას მეორადი საქონელივით მიასაღებდი ვიღაც კლიენტს...- ხრიალად წამოსული ეს გულსაკლავი, უცრემლო წამოქვითინება, შინაგანი ხრჩობის ხილული მაგალითი იყო.
-მეც მეგონა, რომ მენდობოდი...-დანანებით ამოთქვა ბერაიამ და მხრები გაშალა დანებების ნიშნად, ხელები გაასავსავა, ძალა აღარ შემრჩაო...-ამის მაშინაც მჯეროდა, როცა მამაჩემთან ერთ კვირიანი მოლაპარაკებები გავმართე სასტუმროს ჩვენს საკუთრებაში დასატოვებლად...-ჯანაშიას მზერას რომ წააწყდა და გუგებში ჩაწვენილი კითხვის ნიშნები ეცა პირისახეზე, ისევ განაგრძო...-მე ჩემს ცხოვრებაში პირველად, ყველაზე წამგებიან საქმეზე წავედი, ყველაფერი სასწორზე დავდე, შენ კი იმის გამბედაობაც არ გეყო, ეს ყველაფერი პირველივე შესაძლებლობისთანავე მოგეხალა პირში.
-მოდი გამბედაობაზე და სიმართლეზე საუბარი არ გვინდა...-სარკასტულად წაუსისინა და სახე გაუსწორა...-იცოდე ამაზე თუ მიდგება საქმე, შერცხვები!
-რას მელაპარაკები? ნუთუ?...-დასცინა და ხელისგულები ჰაერში აიქნია...-რა უნდა მეთქვა? მამაშენმა შენი თავი შემომასაღა იმის სანაცვლოდ რომ წინარე ხელშეკრულების პირობებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის სასამართლოში ქონება არ დაეკარგათქო?...-იღრიალა გონება წართმეულმა და საერთოდ ვერ გაანალიზა ის სიმძიმე, რაც სიმართლის წამოროშვას მოჰყვებოდა.
-შემოგასაღა...-დაუჩურჩულა მთვარეულივით და ხმაჩამწყდარმა იკითხა...-რას გულისხმობ?...-დემეტრე ბერაიას სახეს რომ გაანალიზებისას წააწყდა, მაშინვე მთელი სხეულიდან წამოღებული გაბოროტებით უღრიალა...-რას გულისხმობ ამ საზიზღარ შემოსაღებაში?
-ის რაც მამაშენმა ჩემზე დაგაჯერა, თვითონ მირჩია!...-შინაგანი ჩაკეტილობა ერთიანად გაიხსნა, თითქოს მხრებიდან ათასტონიანი სიმძიმე მოხსნესო...-თვითონ მიმახვედრა, როგორ სურდა შენი სასტუმროსგან ჩამოშორება.მინიშნება საკმაოდ გარკვევით მომცა, სხვათაშორის მამაჩემის თვალწინ და დამარწმუნა, ასე თავის წილს აუცილებლად დათმობსო!
-ძარღვებში სისხლი როგორ არ გეყინება, როცა ამას ამბობ?...-ეს გულწრფელი დაჩურჩულება, ისე დატრიალდა ოთახში, გეგონებოდათ, ისევ მინდვრის შუაგულში დგანან და მთები, ექოს აბრუნებენო.დემეტრე ბერაიამ ახლა გაანალიზა, რომ შესაძლოა ჯანაშია სიმართლის პირდაპირ სახეში მიხლისთვის საერთოდ არ იყო მზად.მის წაშლილ მზერას რომ შეეჩეხა გული მოეწურა, ერთიანად მოლბა და მარცხენა მხარეს ნაგრძნობმა ჩაწყვეტამ მიახვედრა, როგორ შეეკუმშა გული.მისკენ ნაბიჯით წაიწია, მაგრამ პირიპირ მდგარმა სასოწარკვეთილებით გამოხედა და უკან დაიხია.გალეული მკლავები მოიხვია კისერთან, თითქოს საკუთარ თავს შეხებისგან ასე იცავსო...-ვისგან გაიგე ბაბუაჩემის ანდერძზე?
ბერაიას მოაგონდა, როგორ გაანდო ელიკომ საიდუმლო სამზარეულოს სივრცეში და როგორი გაფაციცებით ადევნებდა თვალს კარის მიღმა სივრცეს, რომ ჯანაშიას არ წამოესწრო.ის დაპირებაც გაახსენდა, არ გავამხელ რომ ვიციო, მითუმეტეს შენგანო და სიტყვა ვერ გატეხა.
-გაიოზმა მითხრა, როცა სასტუმროს მთლიანი წილის შესყიდვაზე ვსაუბრობდით...-იცრუა და იფიქრა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო...-ტასო მისმინე..
-ყველაფერი მესმის...-უჩვეულო სიმშვიდით წარმოთქვა ჯანაშიამ...-მართლა...-თავი დაუკრა დასტურის ნიშნად, მაგრამ ორი ნაბიჯით უკან დახეულმა, მაინც გაზარდა დისტანცია...-უბრალოდ უნდა დავფიქრდე, ყველაფერი დავაწყო...-წინ გაწვდილი ხელები უძლურად დაეშვნენ და ნათქვამს მთელი არსებით ჩასწვდნენ.
საღამოს სახლში დაბრუნებულ ბერაიას ელიკომ , თავისმა ერთგულმა ჯაშუშმა, საიდუმლოდ გაანდო, რომ ანასტასია მანოსთან დარჩებოდა, იმ ღამით.


პ.ს ყინულის კედელი ერთიანად დაიბზარა. ვინ იცის, იქნებ შემდეგ თავში სრულიადაც ჩამოდნეს.(ყველას კომენტარს ვკითხულობ და ძალიან გაფასებთ თითოეულს.)



№1 სტუმარი one

rogorc yoveltvis dghesac visiamovne)))
dzaliankargi iyo ❤️
dghis pozitive mighebulia))
xvalamde❤️

 


№2  offline წევრი Qetatoo

დარინა
აი ზუსტად ამაზე ვამბობდი, ბოღმისგან და სიბრაზისგან დაბრმავებულმა ანასტასიას ისიც კი ვერ გაანალიზაა მამამისი რომ ატყუებდაა, როდის გაუწევია მამამისს მისთვის მამობა რომ ვითომდა შეშფოთებულმაა დემეტრეზე სიმართლე მოუყვაა, ანასტასია ხომ იცნობდა მამამისს ასე არ უნდა დაბრმავებულიყო და დემეტრესთვის სიმართლე უნდა ეთქვაა, ფუფ გიორგი იმდენად გულისამრევია სიტყვებიც კი არ მყოფნის, კიდევ კარგი სიმართლე მაინც ამოთქვა თორემ ვინ იცის კიდევ რამდენ შეცდომას დააშვრბინებდაა სიბრაზეე, დემეტრეს რომ არ უყვარდეს ანასტასია ამდენს არ გააკეთებდაა, ანდა წილი რომ შესთავაზა ადგებოდა და იყიდდაა. იმედია მანოო კიდევ უფრო სწორ რჩევებს მისცემს.


რეალურად შევხედოთ.წარმოიდგინეთ,რომ თქვენ, ვინც ამდენი რაღაც მარტომ გადაიტანეთ, პოულობთ ადამიანს რომელსაც უნებურად ენდობით, მერე კი მნიშვნელობა არა აქვს ვისგან, იგებთ დეტალურად როგორ მოგატყუათ, ფაქტებს აკავშირებთ და ხვდებით რომ მოსმენილი სიმართლისგან შორს არაა, კიდევ დაუფიქრებლად გამოუცხადებდით ნდობას? ადამიანები ვართ, შეცდომებს ვუშვებთ, მითუმეტეს გატეხილი გულით, არ მეგულება ადამიანი რომელსაც იმედები თავზე ჩამოენგრევა და მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს- წავალ ახლავე და სახეში მივახლი რა ნაძირალაცაა ჩემი სისუსტით სარგებლობისთვისო. შურისძიების სურვილი ერთ-ერთი ადამიანური მახასიათებელია სამწუხაროდ.(გამოვიდეთ ჯადოსნური სასტუმროს აღწერით გართული მწერლის წარმოსახვიდან და ყოველდღიურად არსებულ რეალობას დავაკვირდეთ...არამგონია ჩვენს გარშემო ერთი ადამიანი მაინც არ მოიძებნოს, რომელმაც გამოგვიყენა საკუთარი ინტერესებისთვის და სამაგიეროს მიზღვის სურვილით აგვავსო.)
აქვე გეტყვი, რომ მოუთმნელად ველი შენს აზრებს ყოველთვის. <3

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

მე მესმის ანასტასიასი. ერთი შანსიც კი რომ გიორგი რაღაც კუთხით მამა ყოფილიყო.განულდა. და ისიც მესმის რომ დაიჯერა ყველაფერი. ეს ყველაფერი იცის დუმილმა. ართქმულმა სიტყვებმა და დაგვიანებამ. არმინდა მათ შორის ისეთი კედელი აღიმართოს.გაუცხოება მოყვეს. ვფიქრობ კარტები გახსნილია. სათქმელი ითქვა და ახლა უნდა დალაგდეს ყველაფერი. იმედია ის იტალიის უნივერსიტეტში შეტანილი საბუთები მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები და არა გასაქცევად. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. და საოცარი აღწერა გაქვს პეიზაჟის.

 


№4 სტუმარი სტუმარი თინათინი

Qeti qimucadze
მე მესმის ანასტასიასი. ერთი შანსიც კი რომ გიორგი რაღაც კუთხით მამა ყოფილიყო.განულდა. და ისიც მესმის რომ დაიჯერა ყველაფერი. ეს ყველაფერი იცის დუმილმა. ართქმულმა სიტყვებმა და დაგვიანებამ. არმინდა მათ შორის ისეთი კედელი აღიმართოს.გაუცხოება მოყვეს. ვფიქრობ კარტები გახსნილია. სათქმელი ითქვა და ახლა უნდა დალაგდეს ყველაფერი. იმედია ის იტალიის უნივერსიტეტში შეტანილი საბუთები მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები და არა გასაქცევად. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. და საოცარი აღწერა გაქვს პეიზაჟის.


არ მყოფნის გეფიცები, როგორ აღწერ ასე სულში ჩამწვდომად ყველაფერს❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი თავი იყო იმედია ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ ეს ორი მაინც ბედნიერი იქნებიან ყველას ჯინაზე მოვლენები ვასწრებ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

რა კარგი ხარ ქეთი ისე აღწერ ამ ყველაფერს სოფლის სუნს,დეტალებში თან სიღრმისეულად.ჩემთვის სრულყოფილი მწერალი ხარ!ზამთარს გაზაფხული მოყვება და მჯერა დათბება ამ ორი გადარეულის გულში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent