შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (17)


7-10-2021, 05:02
ავტორი Qetatoo
ნანახია 9 634

მზის ჩამავალ სხივებში ნელ-ნელა იკარგებოდა დღის სიცოცხლე, ტბის ნაპირზე ანცად მოთამაშე ნარინჯისფერი სხივები წყალს ალივლივებდნენ და ნეტარებას პოულობდნენ მთელი დღის მანძილზე გამთბარ წვეთებთან თამაშში.ნაპირზე გამოლაგებულ ახალგაზრდობას ერთიანად მიევიწყებინათ დამღლელი ყოველდღიურობა და ახლა, ანცად მობიბინე ბალახებში გაწოლილიყვნენ.შიგადაშიგ თუ გადახედავდნენ ერთმანეთს, კითხვაზე პასუხის გასაცემად და მერე ისევ წყალს უშტერებნდნენ მზერას.ბაჩო თაკარა მზისგან გამომშრალ ბალახის ღეროს თითის ბალიშებით ეთამაშებოდა, გაშლილი მკლავით ცდილობდა სხივთან მის გათანაბრებას.ფიჭვნარში გატარებულმა დღემ ლიზას შთაგონება მოიწვია და ახლა გახუნებულ ფურცლებში დამშეულივით იცქირებოდა, ხანდახან შავი ფანქრის კვალს ტოვებდა ნახაზებზე, დემონსტრაციულად აღმართავდა გვერდით მჯდომი კიტას და თავისი სახის წინ, შესათვალიერებლად. წამომჯდარ ლიკუნას პაწაწინა კენჭები ჰქონდა წამოღებული სასტუმროს წინ დაყრილი ხრეშიდან და ცდილობდა ტბაში, რაც შეიძლება შორს ესროლა, მისი ბავშვური ანცობით გახალისებული ლუკა კი თავს აქნევდა და ხმამაღლა დასცინოდა.
-ტბის გარშემო ველობილიკი რომ გაკეთდება, გართობა მაშინ ნახეთ...-საუბრის წამოწყება სცადა ბაჩომ და უგემურად წამოიძახა. როცა მიხვდა უპასუხოდ დამტოვესო, ნიდაყვებს დაეყრდნო და უკმაყოფილომ მიმოავლო თვალი იქ მყოფთ...-ხალხო, არ დამღუპოთ, აქვე არ ჩაგეძინოთ.
-ვინმე გადაჯექით ბაჩუკისთან, თორემ ყველას სათითაოდ შეგვჭამს...-ნინიკომ ძმის კომენტარს გვერდი აუარა და კარგად შეთვალიერებულს დასცინა...-ხუთი წუთი ჩუმად იყო და სულ მცირე, ერთი საათი ამოგვადენს ყელში, ამ ნეტარებას.
-გაჩუმდი! თორემ დემეტრეს ვეტყვი, როგორ მოიპარე კენჭები პირდაპირ სასტუმროს წინა ეზოდან...-საჩვენებელი თითის აწევით დაემუქრა გათამამებულს და ამჯერად ლიზას მიუბრუნდა...-ლიზა, გოგო რა ნახე იმ ტყე-ღრეში ასეთი, ფურცლებში რომ შეძვერი და ვეღარ გამოგათრიე?
-ამ ბიჭს თავისი ძია კაცი მოუყვანეთ ვინმემ...-თავისი სახელის გაგონებაზე გამოფხიზლებულმა ლიზამ ვედრებით წამოიყვირა და ქირქილით მიაყოლა...-ტარიელთან რამდენი საათი იყავი ერთ ოთახში ან ეს კილო სოფლის ორღობიდან როდის აკრიფე?
-რა გჭირთ ხალხო?!...-ამჯერად ერთიანად წამომართულმა ხელები გაასავსავა და გაკვირვებით მოავლო ყველას თვალი...-სახლში რომ მივალთ, კვიციანების ბოსტანში, ჩემი ხელით დავპუტავ იმ პიტნას და ჩაის დავაყენებ.რა დღეში გაქვთ ახალგაზრდებს ნერვები...-ქოქოლა დაყრილებს მზერა მოსწყვიტა და ამჯერად მათკენ დინჯი ნაბიჯით მომავალ ნიკოლოზს მიაქცია ყურადღება.
-ბავშვებო შეხვედრა დასრულდა და წავიდეთ, დემეტრეც გველოდება...-ხელისგული გაუწოდა ბაჩოს, წამოდგომაში მისახმარებლად და ერთხელ კიდევ შეათვალიერა იქ მყოფნი, რომ დარწმუნებულიყო, ყველამ გაიგო და მოდიანო.
დემეტრე ბერაია სასტუმროს წინ იდგა, წელზე ხელისგულები მიეჭირა და ცდილობდა მთელი დღე ერთ ადგილზე ჯდომისგან მოდუნებული სხეულის მტკივანი ადგილები გაეჭიმა,იქნებ როგორმე სისხლს მოძრაობა დაეწყო. ამინდებმა იმედები გაუმართლეს და მზის ცენტრში ჯიუტად მოთავსებულმა თაკარა მზემ, მასაც და მუშებსაც საშუალება მისცა სახურავი ერთიანად გამოეცვალათ.საჭესთან მოთავსებული დაელოდა, როგორ იპოვნიდნენ ადგილებს მისი მეგობრები ავტომობილში და თითები მოუსვენრად აათამაშა საჭეზე.მშვიდად იყო, პროცესი არ იწელებოდა და ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერს იმაზე მალე მორჩებოდა, ვიდრე თავად ეგონა.
ჭიისკართან მისულებს პირველი, რაც თვალში გაეჩხირათ, იყო ზურაბის ფიგურა, ძველი კიბე რომ მიედგა ტალავერზე და ერთიანად გადაწეული ეჯაჯგურებოდა უსაშველოდ გრძელ მავთულს.მოსულებიდან ბაჩო შემოეხმიანა და როცა გაიგო კვიციანი ცდლობს ფარეხიდან დენი გადმოიყვანოს, საღამოს ფანჩატურში გამოსულებმა სანთლის შუქის მაგივრად, ჩახჩახა სინათლეში რომ ითამაშონ ნარდიო, მაშინვე უსაყვედურა.
-ზურაბ დაგვლოდებოდი და დაგეხმარებოდით, კიბეს დავიჭერდით...-კვიციანს მოსწრებულ ხუმრობაზე გაეცინა და ამჯერად, დასერიოზულებული ბაჩო ფანჩატურის გვერდებზე გაშენებულ ხეხილს შემოვლებულ რკინის ღობეზე აძვრა, მარჯვედ მოეჭიდა რკინის კონსტრუქციას და მისკენ ერთიანად წამოწეულ ზურაბს მიაძახა...-უფრო ზემოთ ავძვრები. ისე, მაინც, რომ ვიცოდე რაა, რამხელაა შანსი მიწაზე გაშხლართვისას მხოლოდ ხელები რომ მოვიტეხო?
-ეგ არ ვიცი, მაგრამ ტვინი შემერყევაო,მაგაზე მაინც რომ არ დარდობ, უკვე საქმეა...-აქამდე ინტერესით მაყურებელმა ნიკოლოზმა უდარდელად წაკბინა მეგობარს და პირზე ხელისგული აიკრა თავისი ხითხითის დასამალად.
სანამ ბერაია იმ ზარს პასუხობდა, რომელიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე აუხმაურდა ტელეფონში, კარადაში ტანსაცმელების ძებნას მოყვა და გათიშვისთანავე თავით დაეშვა ქვედა სართულის მისაღებიკენ.იქ უკვე გაშლილ მაგიდასთან ტრიალებდნენ ლიზა და ნინიკო, თეფშებს გულმოდგინედ ანაწილებდნენ და პარალელურად სამზარეულოში მოფუსფუსე ელიკოს ართმევდნენ უკვე ვახშმისთვის გამზადებულ სავსე საინებს.ცხელი წყლით გონებადამშვიდებულმა და სხეულმოდუნებულმა, სარკეში შეავლო თავის მოღვენთილ სახეს თვალი, ნიჟარას ხელისგულებით დაყრდნობილმა თავი ჩახარა და შინაგან ხმას შემოუძახა, როგორღაც ეს ღამეც რომ გადაეგორებინა ფიქრებისგან დამძიმების გარეშე.სუფთა ნაჭრის თხელ შარვალსა და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილმა გვერდი იქცია და სამზარეულოში მოფუსფუსე ელიკოს ამოუდგა გვერდით, ელექტრონულ ჩაიდანს თვალი აარიდა და გაზქურის მბჟუტავი ცეცხლი ააგიზგიზა შუშის ჩაიდნით წყლის გასაცხელებლად.ქალი ჯიუტად არიდებდა მზერას, პირში წყალი ჩაეგუბებინა და დიდი მონდომებით ჭრიდა თავის მიერვე გამოცხობილ ჭვავის პურს.
-შენ თქვი, რომ მხოლოდ ერთი ღამით დარჩებოდა მანოსთან...-ეს საუბარი უნდა წამოეწყო, მთელი დრო ჩუმად იყო და ეს სიჩუმე კისერში უჭერდა, ხრჩობას ყურადღებას არ აქცევდა, აი გაურკვევლობა კი ყველაზე მწარე შხამი აღმოჩნდა...-თუ გირეკავს მაინც?
-კი, მირეკავს...-ნიშნისმოგებით მოაძახა სივრციდან ქალმა და როცა მიხვდა, არასწორად ვექცევიო, თავი ჩახარა, ღრმად ამოისუნთქა და უკვე მშვიდ ნოტაზე მყოფი შემოუბრუნდა...-კარგი ამინდებია და მანოს სახლის შეღებვა დაიწყო.
-აჰა...-ძალიან ჰგავდა ევრიკას შეძახილს, ოღონდ უფრო მწარედ და დამცინავად წარმოთქმულს, ვიდრე გამარჯვების ნიშნად...-ყოჩაღ ჯანაშიას, ერთი პროექტი არ ეყო და ამჯერად მეორეც მიამატა.ასე გეთქვათ...-საკუთარ თავზე ბრაზდებოდა...-მოიცა შენ საიდან იცი? შენ არ მითხარი არ გვილაპარაკიაო?...-როგორც კი გაწიწმატებამ გაუარა, მაშინვე გაანალიზა ნათქვამის შეფარვა.
-გუშინ იყო მოსული...-კვიციანის ქალს უკვე აღარ სურდა ტყუილების ქსელში გახვევა, უძლურად ჩამოყრილი ხელებით მოუბრუნდა და ჩურჩულით განაგრძო...-ტანსაცმელი წაიღო.
-რას ნიშნავს ტანსაცმელი წაიღო?...-წარბშეკვრით მიუახლოვდა და გონებაში ეჭვმა დაიდო მყუდრო ბინა...-ესეიგი, აქ დაბრუნებას კარგა ხანი არ აპირებს?
-მანოსთან კარგადაა, მთელი დღეები ეხმარება, მოხუც ქალსაც მეტი რა უნდა...-მხრები აიჩეჩა და ნაღვლიანმა ააკრო თვალთახედვა...-ერთმანეთსაც ართობენ და საქმესაც აკეთებენ.
-ყველაფერი წაიღო?...-შიშმა გაუბზარა ტონიც და თავის ქალაც, ჭიასავით რომ შემძვრალიყო შიგნით და ეჭვებთან აპირებდა შეხიზნებას...-თავისი ნივთები მოხიკა და გადაბარგდა?
-მე არ ვიცი რა...-ქალს საუბარი შეაწყვეტინა ახმაურებულმა ტელეფონმა და თაროზე ჩამოდებულს ელვის სიწრაფით დასწვდა,ბერაიას თვალებმა განათებულ ეკრანზე ამოიკითხეს გაკვრით სახელი და ყურთასმენა დაეძაბა ხმის გაგონების სურვილში...-მოხდა რამე?...კი, მაქვს!...რად გინდა?...წამალი?...კარგი, წამოვიღებ და წამოვალ.
-რად უნდა წამალი?...-მის გონებას თითქოს მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მისწვდა და ისე დატრიალდა, გეგონებოდათ დედამიწის ღერძიც ამ ერთი სიტყვის გარშემო ბრუნავსო, გაცხარებით წასწვდა ელიკოს, რომელმაც ყურადღების მიქცევაც არ ჩათვალა საჭიროდ, წარბები აზიდა და მოუთმენლად გაუმეორა შეკითხვა.
-მანოს წნევის აპარატი გაუფუჭდა და უნდა წავუღო!...-მის გუგებში ამოკითხულ სიგიჟეს, რომ თვალი გაუსწორა, სახე დაიმშვიდა, თბილად აუხსნა...-მანო მოხუცია, წნევა უწევს ხოლმე მაღლა. წნევას გავუზომავ და თუ საჭიროა წამალსაც დავალევინებ.ამის გამო ვკითხე წამალზე.
-წამოდი , მე წაგიყვან...-საერთოდ აღარ სჯეროდა ერთხელ ნათქვამის, ჯანაშიასთან ურთიერთობამ კიდევ ერთხელ ასწავლა რომ არასდროს დაეჯერებინა ვინმესთვის, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა...-მანქანის გასაღებს ავიღებ...-კარისკენ წაწეული ადგილზე გახევდა, როცა ამჯერად მისმა მაჯამ იგრძნო ხელისგულის მოჭერა და დაქაჩვა.
-ზურაბი წამიყვანს და მალე დავბრუნდები...-მტკიცე იყო ელიკო, მტკიცე და შეუვალი.თვალებში უეცრად გაუელვა აღტკინებამ და ენამ წაუსწრო წინ...-მანოსთან ზუსტად იმიტომაა, რომ შენი ნახვა არ უნდა...-მიხვდა შეცდომას როცა ერთი თავით მაღალი ბიჭი, მის წინ დაპატარავდა და ძალისძალად სცადა ამაყად აეწია ცხვირი ჭერამდე...-შენ დაღლილი ხარ, ივახშმე და დაიძინე...-ამოიბურტყუნა დანაშაულის თვითმხილველმა და ჩამდენმა, საკუთარ სინდისის ძახილს მიყოლილი, პაწაწინა ჩანთით მიიმალა სამზარეულოს კარიდან და მანქანის სივრცეში, დიდი გულმოდგინებით ლანძღავდა ვერ გაჩერებულ ენას.
სავახშმოდ დამსხდრები ერთმანეთში საუბრით იქცევდნენ თავს და შიგადაშიგ კისკისიც გულიანად ისმოდა ვრცელ მისღებში.ბერაია უგულოდ ეთამაშებოდა ჩანგლის წვერით, თეფშზე მოთავსებულ საჭმელს და ფიქრებში წასული დაჟინებით აცქერდებოდა თავის ნახელავს. ელიკოს სიტყვებმა უბიძგეს გადაწყვეტილებამდე მისვლა, უკვე დრო იყო რაღაცის შესაცვლელად და ნაბიჯის წინ წასადგმელად, ასე ჩუმად კარგა ხანს რომ ვერ იქნებოდა, მშვენივრად აანალიზებდა.ვერ გეტყვით გაყინული მზერის ბრალი იყო თუ თავის ქალაში ეჭვის მიერ გამოწვეული ანარქიული წყობის, მაგრამ ფაქტია ვერ ამჩნევდა გვერდით მჯდომი ბაჩოს ქვეშ-ქვეშა გადმოხედვებს, საკუთარ პერსონაჟ ჩამოცილებული ახლა რეალური სახით რომ აკვირდებოდა და ცდილობდა მისი მზერა წამიერად მაინც დაეჭირა, საუბრის დასაწყებად გამბედაობა რომ მოეკრიბა. ნაცრისფერს თვალებს მისკენ არ მოუხედავთ, არც ვახშმობისას და არც მაშინ, როცა ერთიანად წამოშლილებმა სათითაოდ დაიწყეს სუფრის ალაგება და გადიასახლისბულმა ნიკოლოზმა, ლუკასთან ერთად ითავა ჭურჭლის რეცხვა-დატილოება.
ჯანაშია, რომ არ ჩანდა ეს დღეები არავისთვის იყო უცნობი, კითხვა თითოეულს ჰქონდა, თვით ლიზასაც კი, რომელიც ისე შეიყოლია ფიჭვის ტყეების თვალიერებამ რომ გულწრფელად სურდა ამჯერად თავისი ინიციატივით ეკითხა, ახლა რომელი ადგილის დათვალიერებას მირჩევო.ისედაც გადაღლილი და გაღიზიანებული მეგობრის კიდევ უფრო მეტად გაბრაზებას მორიდებული ბაჩო , მშვიდად მიყვა ნინიკოს რჩევას და სამზარეულოს პატარა მაგიდაზე ორი თეფში დააწყო, დაბრუნებულ ცოლ-ქმარს რომ თვალში მოხვედროდათ და ვახშმობა არ დავიწყებოდათ.მერე უჩუმრად გაჰყვა ახალგაზრდებს ეზოში და ხის გრძელ სკამზე ფეხმორთხმით მჯდომმა მოავლო თვალი გარემოს.აქ უკვე წყვილ-წყვილად ისხდნენ და საუბრობდნენ, იფიქრებდით ისევ სკოლის ასაკში არიან და ყველას თავისი სტატუსი აქვსო.ლუკა და ნინიკო ფანჩატურში ნარდს თამაშობდნენ, ოღონდ იმასთან, რასაც ნინიკო ცდილობდა, თამაში ზედმეტად ხმამაღლა ჟღერდა.ლიზა რაზე ეჩურჩულებოდა კიტას ვერ გაიგონა, მაგრამ გუმანმა უკარნახა ხვალ სად იბოდიალებს იმას უყვებაო.ნიკოლოზმაც უღალატა, როგორც ბრუტუსმა კეისარს. თავი დაიგულა თუ არა ამ მზაკვარმა კვიციანის გაბმულ დენის წყაროთი აჩახჩახებულ შუქთან, ჰამაკში ნებივრობა გამართა და ისე გაფაციცებით ჩასცქეროდა წიგნის ძველ ფურცლებს თითქოს საგანძურის რუკაა და გამდიდრების იმედი აქვსო.თავში აზრმა იელვა და ერთიანად წამომხტარი, გველნაკბენივით გაიქცა ბაღჩის უკან, ზურაბის გაშენებულ ბოსტანში. პატარა ღობეს გამომცდარის სახემ ყველას ყურადღება მიიქცია და მანაც, თითქოს ოლიმპიადის გამარჯვებული გავხდიო, ისე აღმართა ხელისგულით ჩაბღუჯული პიტნა, თავის ფესვებიანად რომ დაეთხარა."მე თქვენ გიჩვენებთ! ამაღამ მშვიდად დაგეძინებათ გვრიტებო".სიტყვის ასრულებით შეხალისებულმა, თავი შეყო სამზარეულოს სივრცეში და სანამ პიტნის ფოთლებს საგულდაგულოდ აცალკევებდა, ცალყბად გადმოხედა ბერაიას სკამზე გაშლილ ფიგურას, თვალები რომ მიელულა და მკლავები გადაეჯვარედებინა.
-შენით იტყვი თუ მაინდამაინც ძველი კაკებეშნიკივით დაგადგე თავზე აღიარების მოსაპოვობლად...-სულმა აღარ მოუთმინა და წაუყვირა, ოღონდ ამჯერად სრული სერიოზულობით ჰქონდა მიმიკა გაჯერებული.შერხეულის ფართო თვალებს რომ წააწყდა, კიდევ ერთხელ მოუწოდა ამოთქვიო და მანაც ზანტად რომ გაიკვირვა, არ ვიცი რისი გაგება გინდაო, მერე კი აეშალა ნერვის დაბოლოებები...-მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურ და კლიმატურ ცვლილებებზე გეკითხები დემე, ისიც მაინტერესებდა ეკონომიკურ კრიზისზე და საფონდო ბირჟაზე დღეის მდგომარეობით არსებულ სიტუაციაზე რა აზრის ხარ...-დასცინა და ძალიანაც მოხერხებულად.ეგონა კარგად შევაფხიზლეო, მაგრამ დუმილს რომ წააწყდა, ამჯერად პირდაპირ აჯახა კითხვა...-ჯანაშიაზე გეკითხები! მივლინების აღების უფლება თუ გვქონდა მე რატომ არ ვიცოდი?...-მოჩვენებით აიხედა ჭერში, თითქოს გაკვირვებული საკუთარ თავს ეკითხებაო.
-ჯანაშიამ მოგვბაძა ქარხნის პროექტში და თავადაც აიღო მეორე საქმე...-ხვნეშით ამოთქავა და ბაჩომ დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობას რომ შეეჩეხა, მობეზრებით განუმარტა...-მანოს სახლს ღებავს.როგორც მივხვდი გრძელი და შრომატევადი პროცესია. იმდენად, რომ თავის ნივთებს ხელი მოხვია და იქ გადაბარგდა.
-მანო, მანო...-ჩაფიქრებით დაიჩურჩულა და როგორც კი გაიხსენა მეგობრის მონაყოლი მაშინვე გაუგრძელა დიალოგი...-ხომ იცი სადაცაა, წადი და დაელაპარაკე.როდემდე უნდა იჯდეთ გაბუტული ბავშვებივით? ან ეს გაქცევა რა უბედურებაა, მარტო თქვენ ხომ არ მოგდით უთანხმოება?...-მოღვენთილ გამომეტყველებას რომ წააწყდა, ისევ ხუმრობა სცადა...-აი მე ნიკოლოზმა წიგნში გამცვალა, მაგრამ კი არ გავებუტე, პიტნა დავთხარე და ცხელ ჩაის ჩავაცეცხლებ.
-პიტნა არც ჯანშიას აწყენდა, მე თუ მკითხავ...-მთვარეულივით დაუბრუნა პასუხი. ერთიანად წამოიმართა, მუხლებზე ხელისგულები აისვა და მოხუცებულივით წამოდგა, თითქოს ქარებმა შეაწუხესო.
-ადამიანის მთავარი ღირსება გამოიყენე დემე, ინტელექტი! დაელაპარაკე და ყველაფერი გაარკვიეთ! ტასოა, არ იცნობ? ერთი ორს კარგად შეგაქებს და დამშვიდდება...-კარისკენ წასულს სიტყვა დააწია, თუმცა როგორც კი თვალს მიეფარა, მაშინვე თითებში მოქცეულ ფოთლებს დააკვირდა და მოჯადოებულივით ამოთქვა...-მიწაზეც რომ მოგეყოლა, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდი.
აუშლელ ლოგინზე დახეთქებულ ბერაიას სხეულის სიმძიმეს კი გაუძლებდა საწოლი, თუმცა მის თავის ქალაში წარმოშობილ არეულობის გორგალს, ფორმა და სხეული რომ ჰქონოდა, იმას ალბათ დედამიწაც ვერ დაიტევდა.სიბნელეში საგნების გარჩევას ასე ძლიერ დაწაფებული, ცდილობდა როგორღაც ძილისთვის ეხმო, სულ მცირე ხნით რომ წაეჭუტა თვალი და აქაურობას მთლიანად მოსწყვეტოდა.დაწყევლილი გონება უარს ამბობდა გათიშვაზე და ყველა მოვლენას ფილმის კადრებივით უტრიალებდა წინ.ახლა დემეტრე ზუსტად ისე გრძნობდა ბრაზს, როგორც ელიკო, მეორე საღამოს, სახლში დაბრუნებულმა ბიჭებმა რომ გამოუცხადეს დღეს არ მოვა, ბევრი საქმე ჰქონდა და სასტუმროში რჩებაო.
-რას ნიშნავს იქ რჩება? მაგას ჰგონია თეთრეულით იმიტომ გავაწყვე საძინებლები იქ, რომ ყველამ აიკრათ გუდა-ნაბადი და ერთი ხელის მოსმით გამექცეთ სახლიდან?...-ქოქოლა დააყარა ყველაზე ჩუმ ნიკოლოზს და მის აწურულ მხრებს რომ წააწყდა, გაგულისებით წაისისინა...-მე ვაჩვენებ იმ ორ თავგასულს, როგორ უნდა ელიკოს ნერვებზე თამაში!...-მის მაღალ ტონზე ოთახში შემოვარდნილ ქმარს აჭარხლებულმა შეაჩეხა გაფართოებული გუგები და სულ არ შეიმჩნია მისი გაკვირვება...-მე მოვტეხავ ორივეს იმ გაჯიუტებულ რქებს, აბა დამაცადონ!
მუქარით და ქოქოლით გულგაჯერებულმა, სწრაფად შეიხსნა წინსაფარი, ზურაბს დაუბარა ღუმელში რომ პეროგს ვაცხობ,იმას მიმიხედე არ დამეწვასო და თავად სწრაფი ნაბიჯით წავიდა ჭიისკარის მიმართულებით.საკუთარ თავთან მოჩხუბარი და აბუტბუტებული, ლამის სირბილით ჩაუყვა სოფლის შარას და ჩამოწოლილი მწუხრის ძლივს გასარჩევ სინათლეში, მაინც ისე მიიკვლევდა გზას თითქოს ინერციას ხელში ჰყავს ატატებული და თავისთავად მიაქროლებსო. მანოს ჭიისკართან მისულმა, ოდის გარეთ აჩახჩახებულ ნათურის შუქში დალანდა, სახლს მიდგმულ კიბეს მიყუდებული ანასტასიას ფიგურა, მხიარულად რომ კისკისებდა და კოპოტის ქვეშ ჩამომჯდარ მანოს ემასლაათებოდა.ახლოს მისულს სულ დაავიწყდა რაზე იყო ასე ძლიერ გაკაპასებული, როცა მისი გოგო დალანდა.თავზე წაკრული აღაჟღაჟებული შარფიდან ანცად ხტოდნენ მისი ოქროსფერი თმის ღერები, აქამდე საგულდაგულოდ დამალულს, მანოსთან თავი უშიშრად დაეგულებინა და თავის საყვარელ სარაფანში გამოწყობილს ერთიანად გამოეჩინა ფეხების სიშიშვლე ასე ალაგ-ალაგ რომ დაეკოპლა საღებავის სილაჟვარდეს. მინდვრის ყვავილებით დაქარგულ სიფრიფანა ნაჭერში გამოწყობილს, წელზე კორსეტი ჰქონდა შემოკრული და ერთიანად დაწვრილებულს მოუჩანდა ის თავისი ლამაზი მხრებიც. კვიციანის ქალმა, ჯანაშიას განთავისუფლებულ სულს რომ შეავლო თვალი, ერთიანად მოლბა, ნაბიჯის სიჩქარეს უკლო და ფრთხილად მიუახლოვდა საუბარში გართულებს.
-ელიკოო...-მანომ ღიმილით დაუძახა და ჯირკებზე ჩამოდებულ ფიცარზე მჯდომი, კუთხისკენ მიიწია, ადგილი გაუნთავისუფლა ახლად შემოსწრებულს...-ტასო, მიდი ჩაიდანი დაადგი და ცხელი ჩაი დავლიოთ სტუმართან ერთად.
სამზარეულოში მოფუსფუსემ, ძველებური კაკლის კარადიდან გადმოიღო მოხატული თეფში და გულმოდგინედ დააწყო, მანოს დაცხობილი ორცხობლები, მერე ფინჯნებს დასწვდა და ადუღებული ჩაიდანი მოაშორა მბჟუტავი ალის მხურვალებას.სკამი რომ მიარბენინა მათთან დასადგამად, მკლავში გამოჩრილი ფითქინა ტილო გადააფარა და რამდენიმე წამში ლანგარი დაუდო წინ მისთვის ორ უსაყვარლესს ქალბატონს.ღიმილით მიუთითა ორივეს ფინჯნებისკენ , მაგრამ გამომეტყველება სახეზე შეახმა, როგორც კი უხერხულად შეშმუშნულებს წააწყდა.ვერ მიხვდა ხუთი წუთის წინ მხიარულ ნოტაზე მყოფ მანოს ასე რამ შეუცვალა განწყობა და შეშფოთებით სცადა გამოეკითხა.მოხუცმა მწვანე სფეროები რომ აარიდა, მერე ელიკოს მიუბრუნდა მონასტრის არევისთვის პასუხის საგებად.
-შენ რომ გაიქეცი, მაგაზე არაფერი მითქვამს, ხომ იცი?...-სიხისტე მოზომა ქალმა და ფრთხილად დაუწყო შეპარება...-ხმა გავიკმინდე, მივხვდი წაკამათდნენ და როცა იქნება მოგვარდებიანთქო...-ჯანაშიას აწეულ წარბებს რომ წააწყდა გულმა აღარ მოუთმინა და წამოაყვირა...-მაგრამ ასე სათითაოდ ვერ გამექცევით სახლიდან...-მისმა სიტყვებმა შედეგი რომ არ გამოიღო, მიახალა...- ბატონი ბერაია სასტუმროში გადაბარგდა.
-ოჰო...-დამცინავად დააკვესა თვალები და თავი გააქნია...-რაო, ამჯერად რა არ მოეწონა ვაჟბატონს?...-ვითომ საერთოდ არ ანაღვლება, ისე დასწვდა ფინჯანს თითითებით, სახეს კი დამალავდა, მაგრამ თვალებიდან მომავალ შიშნარევ კითხვის ნიშნებს სად წაუვიდოდა.
-მგონი ჩემი ბრალია...-ეს საკუთარ თავთანაც პირველად გაამხილა კვიციანის ქალმა და სცადა მისი ყურადღება როგორღაც მიეპყრო, ასე გულმოდგინედ რომ უტრიალებდა ჯერ კიდევ მბწკენარედ ცხელ სითხეს...-გუშინ რომ დარეკე სამზარეულოში იყო, ჩემ გვერდით.მიხვდა შენ რომ გელაპარაკებოდი და წამლის ხსენებაზე ამხელა ბიჭმა სცენები გამიმართა, არ მჯერა მანოს რომ სჭირდება, მე უნდა წაგიყვანო და ვნახოო.
-ოთახში ჩემი პეპლებიანი ჩანთა დავტოვე, დამამშვიდებლებია შიგნით, ერთი-ორი ტაბლეტი დალიოს, არ აწყენს...თან ცივი წყალიც მიაყოლოს...-წაკბინა შორს მყოფს, მაგრამ მანოს რომ შეეჩეხა, მხრები აიჩეჩა და ტონჩამშვიდებულმა, დასჯილი ბავშვივით წამოროშა...-რავიცი, მე მშველოდა.
-გავიგე, რომ გაწყენინა, გავიგე რომ მამაშენთან რაღაც ცუდ ამბავში გაეხვა, მაგრამ ასე არ შეიძლება ტასო...-ხელები გაასავსავა ქალმა და დარიგება სცადა...-შენ იმასაც კი ვერ მეუბნები რისი გჯერა.ხან მითხარი, გიორგი ამის გამკეთებელი არ იყოო, ხან ამბობ ბერაია არაფერ შუაშია უბრალოდ გიორგის საქციელი დამალაო...-ჭრი და კერავო ასე პირდაპირ ჯერ არავის მიუხლია პირში ჯანაშიასთვის...-ამას მანამ ვერ გაიგებ, სანამ წყნარად არ დასხდებით და დაილაპარაკებთ.უთხარი, გამოკითხე და მერე გადაწყვიტე, ეს ბიჭი არის დამნაშავე თუ არ არის...-თითების შლას მორჩა და გაგულისებული დასწვდა ფინჯანს, იქნებ ჩაიმ მაინც დამამშვიდოსო.
-რა ვიცი რომ ისევ არ მომატყუებს?...-წამოჭარხლდა, აენთო და ააგუზგუზა თავისი სიბრაზის ცეცხლი...-ამ ბიჭმა თავიდანვე იცოდა რომ გიორგი ჩემ გარეშე ვერ გაყიდდა წილს, რა ვიცი რომ ახლაც იმის გამო არ ცდილობს ჩემთან დაახლოვებას, რომ...
-მოიცა, ბაბუაშენის ანდერძზე მანამ იცოდა, სანამ მე ვეტყოდი?...-ქალს ერთიანად დაუარა შიშმა სხეულში, წარმოიდგინა როგორი კარგი მსახიობი ყოფილა, თუ ასე ბუნებრივად იკვირვებდა ამ ამბავს როცა მე ვუყვებოდიო.
-მოიცა რას ნიშნავს შენ უყვებოდი?...-ერთიანად არეულმა, თავადაც კითხვა შეაგება და აქამდე ჩაბღუჯულ ფინჯანს ხელი უშვა...-ანდერძზე შენ მოუყევი?
-კი...-ამჯერად გაანალიზა კვიციანმა, რომ ის რასაც თავის დროზე საგულდაგულოდ დასამალად ჩურჩულებდა, ვაიდა არ გაიგოსო, ამ წამს თავადვე მიახალა პირში.აზრი აღარ ჰქონდა უარყოფას, ამიტომ გამბედაობა მოიკრიბა და თავისი დანაშაული პატიოსნად აღიარა...-გიორგი რომ ჩამოვიდა და წილის ყიდვა შესთავაზა, მაშინ უსამართლოდ გამოვლანძღე, მეგონა შენი წასვლით ისარგებლა და თვითონ დაუტრიალდა სასტუმროს.მერე შენ ჩამოგიყვანა,იმ ოთახიდან მხოლოდ მან რომ შეძლო შენი გამოყვანა, გული მომილბა...-თავის მართლებაც ტაქტიკა იყო...-ძალიან ადრე იყო, მარტო ჩვენ ვიყავით და მითხრა მე არ ვიყიდი წილს, მაგრამ გიორგი მაინც იპოვის კლიენტსო,ამიტომ მომიწია მეთქვა რომ შენ გარეშე მამაშენი თითსაც რომ ვერ დაადებდა სასტუმროს.
-ესეიგი, ბაბუას ანდერძზე მაშინ გაიგო, როცა უკვე უარი ჰქონდა წილზე ნათქვამი და მე ჩამომიყვანა შენს სახლში...-მოჯადოებული იყო, ერთიანად.თვალებგაფართოებული მიაშტერდა ელიკოს დაბნეულ სახეს...-მაშინ რატომ მომატყუებდა, ეს გაიოზისგან გავიგეო?
-არ ვიცი...-თავისთვის დაიჩურჩულა ელიკომ და წამის შემდეგ თავის ქალაში იშვა ახალი აზრი, ეს პასუხი იყო! სწორი პასუხი...-იმიტომ რომ მე დავაფიცე ეს ამბავი არ გაემხილა და მითუმეტეს ის, რომ ჩემგან გაიგო...-საუბარი ის იარაღია, რომელიც ყველას ხელში გამარჯვებად იქცევა.
ბერაიამ თავშესაფარი ახლა სასტუმროში ჰპოვა.ახლადგარემონტებულ და ავეჯით გამოტენილ ოთახში მოიკალათა, ვრცელი ტბიდან მომავალი სუსხის დასაძლევად და უფრო მეტად მყუდრო გარემოს შესაქმნელად, ეზოს ბოლოში, ხეხილის ბაღში ნაპოვნი ფიჩხები ამოზიდა და ზამთრისთვის გადანახული ძველი შეშიდან მშრალი ნაჭრებიც ამოალაგა, რომ სულ ცოტა ხნით ბუხარი დაენთო.თავიდანვე იცოდა, რომ თუ ანასტასია ჯანაშიას ექნებოდა ოთახი, მაშინ არც თავად უნდა ყოფილიყო გამონაკლისი და ერთი თავისად დაეგულებინა.მანაც რათქმაუნდა სრული კომფორტისთვის ბუხრიანი საძინებელი აირჩია და ახლა ძალიანაც კმაყოფილი იყო ამ გააზრებული ნაბიჯით.ტყავის ყავისფერ სავარძელში მოთავსებულს, პატარა ჟურნალის მაგიდა მოედგა ფეხებთან და გაფაციცებით ჩაჰყურებდა ლეპტოპის გაშლილ ეკრანს.წამიერად ინატრა ყავის ბლანტი სითხე, მაგრამ მოაგონდა თავისი გარიყვის მიზეზი და გაგულისებულმა გააქნია თავი, ამ სურვილის მოსაშორებლად.ძველი ქარხნის დაპროექტების საქმე ჭიანურდებოდა, თითქოს თბილისში ყოფნის დროს ყველაფერს თავი მოაბეს, თუმცა ჯაბა ბერაია, მას შემდეგ რაც გაიგო ჩემ შვილს სასტუმროს წილის დატოვება უნდაო, საგონებელში გახლდათ ჩავარდნილი და ფეხს ითრევდა.ოთახში ზედმეტად დაგროვდა სითბო, ამიტომ წამოწეულმა დარაბის სახელურს მოქაჩა და ხელისგული ჰკრა შესაღებად, ეზოს მხარეს ავტომობილის ფანრების შუქი ანათებდა.ადგილზე დაბრუნებულს, ნაბიჯების ხმა მისწვდა, სრულ სიჩუმეს ხელს უწყობდა უზარმაზარი შენობის სიცარიელე და ნაბიჯები კი არა, ალბათ ბუმბული რომ დავარდნილიყო იატაკზე, იმასაც გარკვევით გაიგონებდა.ყურთასმენა დაძაბულმა ოთახის კარს მიაპყრო მზერა და მიხვდა, ვიღაც მისი საძინებლისკენ მოდიოდა.შეღებულ კარში გამოჩნდა ანასტასია ჯანაშიას ფიგურა და წამიერად თვალის შევლების შემდგომ, დემეტრემ პატარა ბავშვივით აარიდა მზერა და ისე მიუბრუნდა ლეპტოპს თითქოს არაფერი დაუნახავსო.
-შენ მე მომატყუე...-გულ ამოვარდნილმა ექო დააბზრიალა საძინებელში და ზურგს უკან მიიჯახუნა კარი.დამცინავმა ჩახითხითებამ ცეცხლზე ნავთი დაუსხა...-შენ მე ისევ მომატყუე!
-საინტერესოა, ამჯერად რა?...-დღეების განმავლობაში, ისიც არ აღირსა რომ ერთხელ მაინც მოეკრა თვალი, ახლა გამოეცხადა და ისევ იმ სიტყვებს უმეორებდა მოჯადოებულივით.
-ელიკო მოვიდა ჩემთან, ბერაია გამექცაო...-კართან აზუტულმა, მშვიდად დაიწყო დიალოგის გაბმა...-ერთმანეთი მოვიკითხეთ, ოჯახურ ამბებს მოყვა და მერე წამოსცდა "უი, დემეტრეს მე ვუთხარი ბაბუაშენის ანდერძზეო"...-უდარდელი მიმიკა ჩამოიძრო სახის კიდიდან და წაუსისინა...-სხვათაშორის ისიც ამიხსნა, მე დავაფიცე არ გაემხილა ჩემგან რომ გაიგოო.
-რას ამბობ?...-გამოაჯავრა და ხელისგულები გაშალა გაკვირვების ნიშნად...-პირველად მესმის, ასე ელიკომ თქვა? ახლა გამახსენდა...-წარბაწევით დასცინა...-ეს მას შემდეგ იყო, რაც მამაშენს უარის ნიშნად, შენი გაბრუებული თავი გამოვტაცე და ისევ კვიციანებთან დაგაბრუნე.ხო, მგონი მახსენდება დეტალები.
ბერაია სახე დასერიოზულებული უყურებდა მისკენ კუს ნაბიჯებით წამოსულის უდრტვინველ სახეს, დამცინავად შეათვალიერა მაშინაც, როცა ფეხზე მორგებული ბალეტკები მიყარა საწოლის კუთხესთან და ფეხშიშველი მიუახლოვდა.ახლა თავზე წამომდგარის მოშიშვლებული მუხლები, სავარძელში ერთიანად გაწოლილის თვალწინ გახლდათ, დამცინავად შეთვალიერების შემდგომ, წელში გასწორდა, გამომწვევად შეაგება ღიმილი და მალევე შეახმა სახეზე. ჯანაშიამ ფეხი მოკეცა, ცალი მხარე გაინთავისუფლა, რომ სასურველი მიეღო, მერე ერთიანად მოიხელთა მუხლებს შორის თავის მიერვე შევიწროვებული და მის კალთაში აღმოჩენილი დააკვირდა სავარძლის საზურგეზე მისვენებული სახიდან მომზირალ სარკასტულ სინაცისფრეს.საპასუხოდ, თავზე შემოხვეულ შარფს დასწვდა და სახეზე ჩამოიშალა ოქროსფერი თმის ღერები.
-ხელი ვინ შეგიწყო ამ მზაკვრობის განსახორციელებლად, აქამდე მოსვლაში?...-ახლა მასთან ასე ახლოს მყოფი, ერთიანად რომ ეხებოდა, ისედაც არეულ თავის ქალას უფრო მეტად ურევდა და უბურდავდა.
-ბაჩოს ვთხოვე და ჩუმად წამოვედი მანოსგან...-უდარდელად უპასუხა და თვალი არ მოუცილებია მისთვის, ისე ანიშნა...-უნდოდა დალოდება, მაგრამ ვუთხარი რომ დღეს იმდენი სალაპარაკო გვექნებოდა,ჩაძინებული დამსწრე არ იქნებოდა საჭირო.
-და ბაჩოს ენამოსწრებულმა გონებამ არ გითხრა, რომ ასეთი სარაფნებით გვიან ღამით, მიტოვებულ შენობასთან დარჩენა სარისკოა?...-წამიერად წაავლო თითები სიფრიფანა ნაჭერს და სულთამხუთავივით, საიდუმლოს ჩამწვდარი, მზაკვრულად მიედო თითის ბალიშებით, მის ასე თამამად მომზირალ კანს...-რა იცი, იქნებ ვინმე მრავალფეროვანი ფიქრებით დაძრწის და თავისდაუნებურად შეეწიროს ცდუნებას?...-ძველი წაკბენაც შეახსენა.
-მეც ზუსტად მაგის იმედი მაქვს!...-სადღაც,გონების ყველაზე ურცხვი კუნჭულიდან დაიჩურჩულა მტკიცედ და შეხებით გათამამებული, ამდენ ხანს ჩუმად მყოფი, საკუთარ სურვილ ჩაკლული, თითებით დასწვდა მის ასე თავგანწირვით უკან წაწეულ კისერს.
დემეტრე ბერაია არც კი შერხეულა, როცა ნაცნობი სიტკბო მისწვდა მის ბაგეებს, თავიდან მომხდარის დაჯერებაზე გულაცრუებული, როგორც კი მიხვდა რომ მისი ქალი ახლა აქ იყო, ერთიანად ეკვროდა და პასუხს გამალებული გულისცემით ელოდა, გახარბებული დასწვდა სახის კუთხეებთან ხელისგულებით.წამიერი სიშორე რომ იგრძო ტანმა, ერთიანად დაიახლოვა გათამამებული მკლავის სიმძლავრით და ჩაიკრა.გაანალიზა, რომ მასსა და ჯანაშიას შორის, ახლა ამ უკანასკნელის ხელები აღმოჩნდნენ და მიხვდა, კორსეტზე გამობმულ ღაჟღაჟა სტაფილოსფერ ლენტებს, როგორ სათითაოდ აცლიდა ანასტასია თავის კაბას.ერთიანად ნდომას აყოლილმა, გახელება ჩააშოშმინა და გაბზარული ხმით დაუჩურჩულა- "თუ ახლა არ გავჩერდები, მერე საერთოდ ვეღარ...", გახშირებულ სუნთქვასა და სინათლის სისწრაფით მოძრავი სისხლის ხმაში, გამოიკვეთა პასუხიც "...და ვინ გთხოვს გაჩერებას?!".
ოხ რომ სცოდნოდა როგორი მაცდური იყო, სიფრიფანა ნაჭრიდან მომზირალი თაკარა მზისგან შეფერადებული კანის რძისფერი,ოდნავ რომ გადაეკრათ მზის შვილებს თავიანთი ოქროსფერი.მხრებს ჩამომცდარი ეს დაწყევლილი კაბის სახელო, ისე ედებოდა მკლავებზე, საკოცნელად იწვევდა კაცის ისედაც გაგიჟებულ გონებას.მის სივრცეში მოქცეული, ერთიანად აცახაცეხუბული გულ-მკერდი წვავდა და დაგავდა დემეტრე ბერაიას მუდამ მშვიდ გონებას. თითებმა იპოვეს პატარა ხალებით დაწინწკლული კანის სითბო, მოკეცილ მუხლებთან, ასე ანცად გამოჩენილ ფეხის სიშიშვლესთან.ალუბლის სიტკბო მირკანის თვის ყვავილებივით იხლიჩებოდა სიმწიფის ზეიმში, ისეთი ჩაშაქარული იყო ეს დაუმსახურებლად მოწყვეტილი საარსებო კოცნა.შეუცნობლის შეცნობით ერთიანად მოშვებული კისრის შეხება, ამღვრეული თვალებით, ბუხრის მბჟუტავ ცეცხლისფერ სინათლეზე გამოკვეთილი, მის სხეულს დანდობილი ფიგურა.ნელ-ნელა,გაუთვიცნობიერებლად შეუხსნა პერანგის ღილები, სითბოს დახამებული გამყინვარება, ლღვებოდა და იღვენთებოდა მისი სურვილის ქარში.ლავიწის გასწვრივ, სიცოცხლის წყაროსთან დახრილი ბერაიას ჩურჩული, შორეული ბაბილონიდან წამოღებულ შელოცვას ჰგავდა,მხოლოდ მის სახელს რომ ჩურჩულებდა მომაკვდავივით და ისედაც აკრძალული ხილივით სასურველ ნაყოფს, კიდევ უფრო მეტად რომ იწვევდა ცოდვაში ჩასაგდებად.ვერ მიხვდა როდის მოხვიეს მკლავი მის წელს, იმდენად მძიმედ და იმდენად მსუბუქად, რომ ოთახი უსაშველოდ გასიგრძე-განდა უკან დასახევად. ისედაც ხომ ცხადი იყო, აქამდე საგულდაგულოდ ნაფერებ სხეულს, სრულიად თავისად რომ დაიგულებდნენ.მერე წამიერად, უკვე ბალიშზე მისვენებულ მის თავთან უეცრად შეჩერდა, ნაცრისფერი სფეროები ააკრა მის შეძრწუნებამდე მისულ თვალთახედვას, რაღაც შეიცვალა,ერთიანად მისი სხეულის ქვეშ აღმოჩენილი ეს გალეული ქალი, ისე ცახცახებდა ყოველ შეხებაზე, თითქოს ფაიფურის ყოფილიყოს და გეგონებოდათ სადაცაა დაიმსხვრევაო, კაცები ხომ კარგად ხვდებიან ყველაფერ წმინდას როგორ ასდის ახლად ამოკოკრილი იების სინაზის სუნი.დემეტრე ბერაია მიხვდა შეხების საიდუმლოს და ის აღარ გახლდათ ვნებას დახარბებული მამაკაცი,ის ახლა ისე ფრთხილი იყო როგორც ფრთამოტეხილ ბეღურას მიახლოებული,რომ არ დააფრთხოს და არ გააფრინოს."იქნებ ვუყვარვარ?" ფიქრობდა მოლოდინისგან ჩიტისფრთა ფეთქვას მინდობილი მოცახცახე და სულის ყველაზე მალულ კუნჭულში გაისმა ვედრებასავით "ნეტავ ვუყვარდე".მხურვალე ბაგეებზე აკრულმა კაცის ტუჩებმა, მხოლოდ წამიერად დაიჩურჩულეს ძილისპირულივით მშვიდად მოღიღინე აღსარება ერთ სიტყვად და მასში ჩატეულ მთელ ქვეყნიერებად-"მიყვარხარ", თუმცა ერთ სხეულად ქცეულის დაბინდულ გონებას მის ყურთასმენამდე არ მიუტანია გახელებულის გულწრფელი სიტყვა.

...და მაინც, ნეტავ სცოდნოდა როგორი მაცდური იყო შეყვარებულისთვის, სასურველი ქალის, თაკარა მზისგან, ოქროს შვილებისფრად შეფერადებული ეს შიშველი კანი.



პ.ს ჩემი ერთ-ერთი, გამორჩეული მკითხველი გამოჩნდეს და სახესთან ამიფრიალოს დიალოგის ჯადოსნური ძალის შესახებ სიტყვები !
პ.ს.ს ეს ის თავია, რომელზეც ნამდვილად ველი შთაბეჭდილებების გაზიარებას.მსგავსი სცენა, (თქვენ მშვენივრად მიხვდებით რომელ სცენასაც ვგულისხმობ), პირველად დავწერე ჩემ ცხოვრებაში.ასე რომ, მაინდამაინც კრიტიკის ქარცეცხლში ნუ გამატრებთ,სულ ოდნავ დამინდეთ.



№1  offline წევრი ლილა ნესი

მომეწონა, ასეთი სცენის ასე ლამაზად აღწერა იშვიათია, სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Elka Popova_2

Дзалиан карги да мгрзнобиаре тави ико . Гвегирса мати ертад кофна. Ориве дзалиан микварс. Мадлобаа

 


№3  offline წევრი დარინა

აი ამ ორს ელიკო თუ მოტეხავდაა მართლააა, გეფიცები ემოციებისგან მეც ამ ორთან ერთად დავიცალეეე, დავმუნჯდიი და სიტყვებიც გამრბნაა, იმედიაა ყველაფერს გაარკვევენ, იმსახურებენ რომ ყველასგან გამორჩეულები იყვნენ, აი იმედია ტასოო გიორგის ყველაფერს მიახლის პირშიი თუ როგორიი არა კაციაა, მამაჩემიდან გამომდინარეე ვერ დამიჯერებია რომ მამებს საკუთარი მიზნებისთვის შვილების გამოყენება შეუძლიათ.

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

ძალიან კარგი თავია
სავსე გრძნობებით
.♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი one

chemo qeto❤️
vgijdebi shenze))) ai yvela moqmedeba ese sifaqizit rom shegidzlia aghwero, esaa nichi))
emociebis zghva))
eliko yvelaze qotqota da es ori gaaqtiurebuli naghmi))) ❤️
es istoria erterti favoritia chemtvis da shen chemi aghmochena am saitze❤️
minda dagvpirde rom ar daikargebi)))

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

აქ ვარ და აი ასეეე. ისევ ელიკოო თორემ ესენი დიალოგის გამმართავნი იყვნენ? ირონიით შეფარული გრძნობები და ვნებაში გამოხატული უმაღლესი გრძნობის აპოთეოზი. სიყვარული. არვიცი ისევ რა ჩაიფიქრე. მაგრამ მინდა ასე გაგრძელდეს მათი ურ5იერთობა. სიყვარულით. ნდობით და გულწრფელი საუბრებით. ანასტასია და დემეტრე.და მაინც, ნეტავ სცოდნოდა როგორი მაცდური იყო შეყვარებულისთვის, სასურველი ქალის, თაკარა მზისგან, ოქროს შვილებისფრად შეფერადებული ეს შიშველი კანი. საოცარი გოგო ხარრ

 


როგორც თქვი "მსგავსი სცენა" ასე ლამაზად აღწერილი და ბილწი აზრებისგან თავისუფალი ჯერ არსად წამიკითხავს❤
ელიკომ ორივეს უშველა. დამალული გაცხადდა, მაგრამ ამის შემდეგ რას უმზადებ ორივეს ისაა საქმე.

 


№8  offline წევრი Qetatoo

one
chemo qeto❤️
vgijdebi shenze))) ai yvela moqmedeba ese sifaqizit rom shegidzlia aghwero, esaa nichi))
emociebis zghva))
eliko yvelaze qotqota da es ori gaaqtiurebuli naghmi))) ❤️
es istoria erterti favoritia chemtvis da shen chemi aghmochena am saitze❤️
minda dagvpirde rom ar daikargebi)))

დამიჯერე წინ მაინც ბევრი ამბავი გველოდება.შენც აღმოჩენა ხარ ჩემთვის <3

Qeti qimucadze
აქ ვარ და აი ასეეე. ისევ ელიკოო თორემ ესენი დიალოგის გამმართავნი იყვნენ? ირონიით შეფარული გრძნობები და ვნებაში გამოხატული უმაღლესი გრძნობის აპოთეოზი. სიყვარული. არვიცი ისევ რა ჩაიფიქრე. მაგრამ მინდა ასე გაგრძელდეს მათი ურ5იერთობა. სიყვარულით. ნდობით და გულწრფელი საუბრებით. ანასტასია და დემეტრე.და მაინც, ნეტავ სცოდნოდა როგორი მაცდური იყო შეყვარებულისთვის, სასურველი ქალის, თაკარა მზისგან, ოქროს შვილებისფრად შეფერადებული ეს შიშველი კანი. საოცარი გოგო ხარრ

გამიმხილე, იფიქრებდი რომ ჩვენი უსაყვარლესი ელიკო, სულ მუდამ მომღიმარი და ჩამტკბარი, აიფოფრებოდა ამ ორის რქების დასატეხად? :D

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

Qetatoo
one
chemo qeto❤️
vgijdebi shenze))) ai yvela moqmedeba ese sifaqizit rom shegidzlia aghwero, esaa nichi))
emociebis zghva))
eliko yvelaze qotqota da es ori gaaqtiurebuli naghmi))) ❤️
es istoria erterti favoritia chemtvis da shen chemi aghmochena am saitze❤️
minda dagvpirde rom ar daikargebi)))

დამიჯერე წინ მაინც ბევრი ამბავი გველოდება.შენც აღმოჩენა ხარ ჩემთვის <3

Qeti qimucadze
აქ ვარ და აი ასეეე. ისევ ელიკოო თორემ ესენი დიალოგის გამმართავნი იყვნენ? ირონიით შეფარული გრძნობები და ვნებაში გამოხატული უმაღლესი გრძნობის აპოთეოზი. სიყვარული. არვიცი ისევ რა ჩაიფიქრე. მაგრამ მინდა ასე გაგრძელდეს მათი ურ5იერთობა. სიყვარულით. ნდობით და გულწრფელი საუბრებით. ანასტასია და დემეტრე.და მაინც, ნეტავ სცოდნოდა როგორი მაცდური იყო შეყვარებულისთვის, სასურველი ქალის, თაკარა მზისგან, ოქროს შვილებისფრად შეფერადებული ეს შიშველი კანი. საოცარი გოგო ხარრ

გამიმხილე, იფიქრებდი რომ ჩვენი უსაყვარლესი ელიკო, სულ მუდამ მომღიმარი და ჩამტკბარი, აიფოფრებოდა ამ ორის რქების დასატეხად? :D

არ გამკვირვებია. ასეთმა ტკბილმა ადამიანებმა, ასე იციან, სხვისი სიკეთისთვის გაცხარება. დემეს და ანასტასიას სიშორემ ცივი ატმოსფერო შექმნა და ეს ვერ აიტანა ელიკომ.ჩემტვის სამაგალითო ოჯახის ეტალონია კვიციანები. მიყვარს იგავებით მოსაუბრე სიტყვაძუნწი ზურაბი და კეთილი. მხიარული ელიკო. მადლობა შენ. ლამაზი კუთხით აშუქებს სოფელს და მომწონს ესს

 


№10  offline წევრი აბლაბუდა

რა კარგი და თბილი ისტორია არის, იმედია ბოლომდე ასე იქნება, მომწონს და ველი ხოლმე -:*

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რახანდ ამათ ეშველათ რა მიჭირს ტკბილად დავიძინებ,მაგარია ელიკო თორემ ამ ორს ჯიუტად ნეტავ ვინ შეგნებინებდა ერთმანეთი რომ უყვართ და შეძლებენ უერთმანეთოთ,დროა ილაპარაკონ მომეწონა ის ემოციები ისე ლამაზად იყო აღწერილი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

არ მეყოოოო, ძააან მაგარი თავი იყო

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენე

წერის ასეთი სტილი საოცარია. წიგნად უნდა დაიწეროს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent