შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი (სრულად)


7-10-2021, 12:28
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 901

ვისაც ჩემი პირველი ისტორია თავებად არ წაგიკითხავთ, ამჯერად სრულ ვერსიას გთავაზობთ :)


უზარმაზარი ცათამბჯენის კიდეზე ვზივარ, ფეხებს ჰაერში ვაქანავებ და ჩავცქერი ქვემოთ როგორ ერთფეროვან გადღაბნილ მასად მოძრაობენ ადამიანები და მანქანები
- უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის, ნაცნობი ფრთხილი და შემპარავი ნაბიჯების ხმა, მიახლოვდება, ჩემს გვერდით ჯდება, მხარზე ოდნავ მეხება და მეკითხება,
- მზად ხარ?
- მის სურნელს ვისუნთქავ ჩემთვის ასე ნაცნობ და საყვარელს, ვცდილობ მღელვარება არ შემეტყოს, ფეხზე ვდგები და ხელს ვუწვდი,
- მზად ვარ.
- ისიც დგება, მიახლოვდება, წელზე ხელს მხვევს, მჭიდროდ მიკრავს სხეულზე და ვფიქრობ ესმის როგორ გამალებით ძგერს ჩემი გული, იღიმის თვალებში მიყურებს და შემდეგ ...
- საშინელი სისწრაფით ვეშვებით ძირს, თავდაყირა მივექანებით და საშინელი შიშის მიუხედავად, ერთადერთი რის გაფიქრებასაც ვასწრებ არის ის რომ თუკი მთხოვს, კიდევ ათასჯერ დაუფიქრებლად გადმოვხტები ამ ცათამბჯენიდან.

დასაწყისი:

- შემოდგომის დამდეგს დავიბადე, უმშვენიერეს ადგილას, კოლუმბიის მთებში, ღმერთისგან და კაცისგან მივიწყებულ პატარა სოფელში, სადაც დღისით მზის სხივები ცეკვავენ, ხოლო ღამით ფერხულს უვლიან შორეული წარსულიდან გადმოსული ლანდები.
- როგორც ჩემი გამზრდელი ბებო ამბობდა, დედაჩემი უცხო მხრიდან მოსულა სოფელში, ულამაზესი ყოფილა მაგრამ საშინლად გამხდარი და ჩამოძონძილი, დიდი ლურჯი თვალები და ღია ფერის წელამდე დალალები ჰქონია
- პირველად რომ დავინახე ზეციდან დედამიწაზე ჩამოსული ანგელოზი მეგონაო მიყვებოდა ჩემი გამზრდელი მამა, თვალებზე მომდგარ ცრემლს გაუხეშებული დამსკდარი თითებით მოიწმენდდა და ერთს გულიანად ამოიხრებდა ხოლმე.
- 4 თვის ფეხმძიმე ყოფილა, ბებოსთვის უთხოვია დახმარება ... ბებოს არ უკითხავს ვინ იყო და რატომ იყო ასეთ დღეში, არც მას უთქვამს.
- 5 თვის შემდეგ მე გავჩნდი, თურმე წვიმდა მაშინ კოკისპირულად, მეზობლის ქალები და ბებო დედაჩემს ეხმარებოდნენ, ხოლო მამა ბოლთას სცემდა შემოსასვლელში და როცა პირველად ჩემი ხმა გაიგო მუხლებზე დაეცა და ღმერთს მადლობა შესწირა თურმე.
- შემდეგ დაქორწინდნენ, პატარა წვეულება მოუწყვიათ მოედანზე, სოფელში, პირველად მაშინ დავინახე მის ტუჩებზე ღიმილი როცა მამაშენმა საცეკვაოდ გაიწვიაო მიყვებოდა ხოლმე ბებო და თან იქვე ჩრდილში მოქუჩებულ ქათმებს საკენკს უყრიდა.
- ორი წლის შემდეგ დედა დაიღუპა, არავინ იცის რატომ, ასე უბრალოდ დაიძინა და აღარ გაიღვიძა, მამამ ძლივს გადაიტანა მისი სიკვდილი, მე კი ერთი ფოტოც არ დამრჩა რომ გავიხსენო როგორი იყო ... მისგან არაფერი დამრჩა გარდა სახელისა, ლილა დამარქვა.
- 12 წლის ვიყავი როცა მამა ნარკოტიკით მოვაჭრეებმა მოკლეს, პოლიციამ როგორც ყოველთვის არაფერი გაგაკეთა ბებო კი სამუდამოდ მოტყდა და დაჩიავდა ჩემს თვალწინ რამდენიმე დღეში რამდენიმე წლით დაბერდა.
- ყველაფრის მიუხედავად ჩვენს პატარა მთებში მიკარგულ სოფელში ცხოვრება გძელდებოდა, ისევ ისე ღამდებოდა, ისევ ისე თენდებოდა და ამოდიოდა დილით მზე როგორც უწინ, როცა ასე თუ ისე ბედნიერები ვიყავით, მეც ძველებურად ყოველ დილით მიწევდა ჩვენგან საკმაოდ მოშორებით მდებარე სკოლაში სიარული, სადაც მეშვიდე კლასში მხოლოდ სამნი ვისხედით გაკვეთილებზე, მე, ჩემი მეზობელი სანტიაგო და კარლოს ალბერტო მეზობელი სოფლიდან,
- პარასკევს სკოლის შემდეგ მე და სანტიაგო ტყეში ხეტიალს შევყევით და გვიან დავბრუნდით სოფელში, შაბათს დილით კი სანტიაგოს დედა კლარა დეიდა ესტუმრა ბებიას, მე ჯერ კიდევ ვიწექი, ღია ფანჯრიდან მოღრუბლულ ცას შევცქეროდი და ვოცნებობდი რომ დღეს მაინც არ ეწვიმა, რადგან მე და სანტიაგო მახლობლად მდებარე მდინარეზე ვაპირებდით წასვლას საბანაოდ და სათევზაოდ.
- კლარა და ბებო აივანზე ჩემი ფანჯრის წინ ჩამოსხდნენ,
- კატალინა შენ იცი რომ ჩემი უფროსი ბიჭი გუსტავო რამირესთან მუშაობს, დაიწყო კლარა დეიდამ, მე მაშინვე ყურები ვცქვიტე, წამოვხტი და ფანჯარას მივუახლოვდი...
- რამირესი ერთი საძაგელი კაცი იყო ნარკოტიკებით და კიდევ ღმერთმა იცის რითი მოვაჭრე, ჩვენს სოფელში ყველას სძულდა და ეშინოდათ მისი,
- მერე? ბებო მშვიდად აგრძელებდა ისპანახის რჩევას,
- გუსტავომ მითხრა რომ შენი შვილიშვილი დაუნახავს და თვალი დაადგა თურმე, უჩვეულოდ ლამაზია შენი შვილიშვილი და 2 - 3 წელიწადში უკვე ვეღარავინ შეძლებს მის ამ ცხოველისგან დაიცვას, რამე უნდა გავაკეთოთ.
- კლარა დეიდა წავიდა, ბებოს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ჩვეულებრივად მოადუღა ჩაი, დამიძახა, მაგიდაზე საუზმე დამიწყო, მერე წინსაფარი მოიხსნა, არ იცელქო და სახლიდან არ გახვიდე რამდენიმე საათში დავბრუნდებიო დამიბარა და წავიდა, მე კი პირველად დამაინტერესა საკუთარმა თავმა, შემოსასვლელში ძველისძველი კარადის წინ დავდექი ,რომელსაც ერთ ერთ კარზე დიდი სარკე ჰქონდა მიმაგრებული და შევეცადე კარგად დამეთვალიერებინა როგორც კლარა დეიდამ თქვა ‘’უჩვეულო სილამაზე’’
- მაშინ თითქმის 13 წლის ვიყავი, ალბათ ნორმალური სიმაღლის, ჩვეულებრივი, გამხდარი, მზით გარუჯული და გაწეწილი.
- გრძელი ღია წაბლისფერი და ოდნავ დატალღული თმა მქონდა, დიდი ლურჯი თვალები და გრძელი წამწამები ვარდისფერი სავსე ტუჩები, თავი გვერდზე გადავხარე და ჩემს ორეულს გავუღიმე, მანაც გამიღიმა და ლოყებზე სასაცილო ფოსოები გაუჩნდა.
- ჰმ, არამგონია ასეთი საფრთხობელა ვინმეს სჭირდებოდეს და მითუმეტეს რამირესს, სანტიაგოს უნდა ვუთხრა რომ დედამისი საშინლად აზვიადებს რაღაცეებს, გადავწყვიტე და გულდამშვიდებული მივუბრუნდი საუზმეს.

- ბებო საღამოს შებინდებისას დაბრუნდა, ისევ არაფერი უთქვამს, მაგრამ შევამჩნიე რომ საყვარელი ოქროს სამაჯურები აღარ ეკეთა დამჭკნარ, დაძარღვულ მაჯებზე, არც ჩვენი ძროხები დაბრუნებულან სახლში, კარადის თავიდან პატარა შავი ჩანთა გადმოიღო და ფეხებთან დამიდო, მერე გვერდით დამიჯდა და მკერდზე მიმიხუტა
- შენი ნივთები ჩაალაგე, ხვალ დილით ბოგოტაში მივდივართ, ამის შემდეგ დედაქალაქში, კათოლიკურ ქალთა პანსიონში ისწავლი მე რამდენადაც მოვახერხებ ხშირად გნახავ ხოლმე,
არ ინერვიულო და არ იტირო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა მიხვდე რომ ახლა ასეა საჭირო.
- არ მიტირია, რადგან ვერ მივხვდი რატომ უნდა მეტირა, მართალია ცხოვრებაში პირველად მივდიოდი ამ სოფლიდან და შეიძლებოდა უკან ვეღარასდროს დავბრუნებულიყავი, შეიძლებოდა ჩემი საყვარელი ბებო და სანტიაგოც ვეღარასდროს მენახა მაგრამ, წინ ახალი ცხოვრება, ახალი თავგადასავლები მელოდა, დედაქალაქი, ახალი სკოლა, ახალი მეგობრები.
- ნუ დარდობ ბებო, ჩავჩურჩულე და მოვეხვიე, მე კარგად ვიქნები, მართალია ძალიან მომენატრები მაგრამ ხომ ხშირად ჩამოხვალ ხოლმე ჩემს სანახავად.
- ბებომ მაგრად მომხვია მკლავები და თავი გვერდზე მიაბრუნა რათა არ დამენახა როგორ ჩამოსდიოდა დაღარულ ლოყებზე ცრემლები.
- იმ ღამეს ძალიან გვიან დამეძინა, თითქმის შუაღამემდე საწოლში ვტრიალებდი და ჩემი უშრეტი ფანტაზიის უნარის წყალობით ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იქნებოდა ჩემი ახალი ცხოვრება, ქალაქში სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ, იმ ადამიანების გარემოცვაში რომლებსაც აქამდე არ შევხვედრივარ.
- წარმოვიდგინე როგორ ვუახლოვდები სიმწვანეში ჩაფლულ უზარმაზარ ძველიძველ ქონგურებიან შენობას, რომლის კედლები ხვიარა მცენარეებით არის დაფარული, დიდი რკინის ჭიშკარი იდუმალი ჭრიალით იღება ჩემს წინაშე, სკოლის შესასვლელში მაღალი გამხდარი ქალბატონი მხვდება ,მოკაუჭებული ცხვირით და მკაცრი გამოხედვით,
- კეთილი იყოს ჩვენს ჯადოსნურ სკოლაში შენი მობრძანება ლილა, მეუბნება და შესასვლელისკენ მითითებს.
- ასე ტუჩებზე სულელურ ღიმილ მიწებებულს ჩამეძინა შუაღამისას, გარეთ ტურების ყმუილი ისმოდა, ჩვენი მურა ქოფაკი ჩემს ფანჯარასთან ორმოს თხრიდა ჩასაწოლად, მთვარე კი ისევ ძველებურად ეკიდა ჩვენი ძველიძველი პატარა სახლის თავზე.

* * *

- ასეთ იმედგაცრუებას ნამდვილად არ ველოდი ...
- ქალთა კათოლიკური სკოლა - პანსიონი ერთ უსახურ, ორსართულიან, გრძელ შენობაში იყო მოთავსებული, ქვით მოკირწყლული პატარა ეზოთი და სკოლის უკან ბაღის მაგვარ ადგილზე რამდენიმე საცოდავად გაქუცული ხით.
- დირექტორი, დაბალი, გამხდარი, მკვირცხლი ქალბატონი, ძალიან თბილად შეგვხვდა, ბებიას გულღიად მიესალმა მე თავზე ხელი გადამისვა და შენობაში შეგვიძღვა.
- ბებო წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩამეხუტა, მერე ჩანთიდან პატარა, მათარისმაგვარი ჭურჭელი ამოიღო და მომცა
- დედაშენის რეცეპტით დამზადებული ნაყენია, დირექტორს ვესაუბრე იცის რომ თუკი ყოველ საღამოს არ დალევ ვერ იძინებ და უფლებას მოგცემს რომ თან იქონიო, ყოველთვის როცა შენს სანახავად ჩამოვალ ხოლმე ახალ ნაყენს ჩამოგიტან კარგი?
- მოულოდნელად ამომიჯდა გული და ავღრიალდი, დიდხანს, დიდხანს მაწყნარებდა
ბებო და მერე ვიდექი სკოლის წინ ხელში მათარა ჩაბღუჯული და ვუცქერდი როგორ
ნელ-ნელა მიაბიჯებდა ბებო ჭიშკრისკენ და მოხრილ მხრებზე მოკიდებული მიჰქონდა ჩემი უდარდელი ბავშვობა.

- სკოლას და ახალ ამხანაგებს კარგად შევეთვისე რამდენიმე დღის შემდეგ უკვე აღარც სკოლის დირექტორის ქალბატონი კაროლინას გაუთავებელი ლექციების მოსმენა მიჭირდა იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს კარგად აღზრდილი მორწმუნე ქალბატონი და აღარც მამა პედროს ქადაგებებისას მეძინებოდა.
- ოთახში ორ გოგონასთან ერთად მეძინა, ლინა და მარია მისვლის დღიდან დამიმეგობრდნენ და ახლა მშვენივრად ვატარებდით ხოლმე თავისუფალ დროს ერთად.
- დღეს მნახველების დღე იყო ბებიაშენი რატომ არ მოვიდა? უკვე ორი კვირაა აქ ხარ და ჯერ კიდევ არ უნახიხარ, მითხრა მარიამ და ფართო, სასაცილო მაქმანებიანი ღამის პერანგი გადაიცვა,
- ჰო ალბათ ხვალ მოვა, იმედია მოვა თორემ ძალიან მომენატრა და თან ნაყენი გამითავდა მათარიდან ბოლო ყლუპი მოვსვი და იქვე კომოდზე მივაგდე,
- ლინამ მათარა აიღო გახსნა დაყნოსა და დაიჯღანა, რა უცნაური სუნი აქვს, რატომ სვავ?
- უცნაური? სულაც არა, ამას პატარაობიდან ვსვავ, დაახლოებით ერთი წლის ვყოფილვარ უძილობა რომ დამწყებია, თურმე მთელი ღამე ვტიროდი და ვერ ვიძინებდი, მერე დედას ეს ნაყენი დაუმზადებია, ბებიასაც ასწავლა თურმე როგორ მზადდება, მას შემდეგ ყოველ საღამოს თითო ყლუპს ვსვამ ხოლმე და მთელი ღამე მშვენივრად მძინავს
- ჰმ ეს უცნაურია, მე სულაც არ მჭირდება ასეთი რამეები იმისთვის რომ დავიძინო, ლინამ ტუჩი აიბზუა და საწოლში ჩახტა.
- რისი თქმა გინდა? რომ მე ნორმალური არ ვარ? უცბად საშინლად გავბრაზდი მასზე, შენ რა ფიქრობ რომ ჩემზე უკეთესი ხარ?
- არა ლილა, ლინას ამის თქმა არ უნდოდა ჩაერია მარია, უბრალოდ შენ ცოტათი განსხვავებული ხარ, ისეთი არ ხარ როგორც ყველა, სხვანაირად აზროვნებ, არც ის თამაშები მოგწონს რაც ჩვენ, ხანდახან გაუნძრევლად ზიხარ ხოლმე მარტო და ფიქრობ, არც კი გესმის როცა გეძახით, ახლა ეს ნაყენიც ...
- კარგი საჭირო არ არის ახსნა, დავიძინოთ, შუქი ჩავაქრე და დავწექი, აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე რომ სხვებს არ ვგავდი, ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ მართლა უცნაური და არანორმალური ვარ.

- გათენდა, ბებო არც იმ დღეს გამოჩენილა, არც შემდეგ დღეს მოსულა, მე კი ღამით პირველად ვნახე კოშმარი, უცნაური ქალაქი მესიზმრა მინის კოშკებით და საოცრად ელვარე ცით, ქალაქიდან გაქცევას ვცდილობდი, უცნაურ ცხოველებზე ამხედრებული პრიალა ჯავშნით დაფარული არსებები ჩემს დაჭერას ცდილობდნენ, უფსკრულის პირას ვიდექი, ყველგან წყალი იყო, ჩემს გარშემო მოდიოდა და შემდეგ აქაფებულ ჩანჩქერად იღვრებოდა უძირო ხეობაში, გამოსავალი არ მქონდა ან უფსკრულში უნდა გადავმხტარიყავი ან ნაწილ-ნაწილ დამგლეჯდნენ, უცბად მხრებზე ტკივილი ვიგრძენი, ისეთი საშინელი ტკივილი რომ ჩავიკეცე, მერე რაღაც სიმძიმე, წინ გავიხედე და დავინახე როგორ შედგა მდევართა რაზმი, თითქოს რაღაც საოცრება დაენახოთ, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და უძირო სივრცეში გადავეშვი.
- შევხტი და გამომეღვიძა, ოთახი მოვათვალიერე გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ, მხრები მტკიოდა, სისველე ვიგრძენი, საწოლს დავხედე, ზეწარი და ბალიში სისხლით იყო მოსვრილი,
- რა ჯანდაბაა, რა მოხდა, მგრამ ჯობია ამაზე შემდეგ ვიფიქრო ახლა თეთრეული უნდა გამოვცვალო რომ არავინ ნახოს, სასწრაფოდ გამოვცვალე თეთრეული მერე მაისური გავიხადე და როცა სახეცხის კალათში უნდა ჩამეგდო შევამჩნიე რომ ზურგზე მთლიანად დაგლეჯილი იყო ...
- დილით საუზმეზე გოგონები ჩემგან მოშორებით დასხდნენ, შევამჩნიე რომ მარია თვალს მარიდებდა, მაგრამ სანამ სანამ წუხანდელი და დღევანდელი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას შევუდგებოდი დირექტორმა თავის კაბინეტში დამიძახა,
- შენთვის 2 ამბავი მაქვს ლილა, ერთი ცუდი და ერთი კარგი დაიწყო ქალბატონმა კაროლინამ და ეს ისეთი შემთხვევაა რომ ჯერ კარგი უნდა გითხრა რათა ცუდის გადატანა ადვილად შეძლო
- არა ჯობია ჯერ ცუდი მითხრათ, შევეპასუხე და ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი ტყავის სავარძლის სახელურს მაგრად ჩავეჭიდე
- კარგი ასე იყოს, ჭკვიანი გოგო ხარ და ვიცი ყველაფრის ადვილად გადატანას შეძლებ, ქალბატონი კაროლინა თვალებში მიყურებდა და შეძლებისდაგვარად წელავდა სათქმელს,
- ბებიაშენი კატალინა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, ძალიან ვწუხვარ იმისათვის რაც ახლა უნდა გითხრა, როცა პანსიონში დაგტოვა და წავიდა სახლში დაბრუნებულს გულის შეტევა მოსვლია, სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ძალიან ვწუხვარ.
- მის თვალებში და ხმაში რომელიც უკვე სადღაც შორიდან მესმოდა, ნამდვილად იგრძნობოდა მწუხარება, ამის მერე ბუნდოვნად მახსოვს, დირექტორი მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა და წინ კონვერტი დამიდო, რაღაცას მეუბნებოდა დეიდაზე რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და თურმე ძალიან დიდი ხანია მეძებს, რომ თურმე ჩემი წაყვანა უნდა ამერიკაში, უკვე აქ არის და ხვალ ამერიაკში მივდივარ მასთან ერთად.
- გონს საძინებელში მოვედი, უკვე აღარ ვტიროდი უბრალოდ ვიწექი და ჭერს შევცქეროდი,
ჩემთან ერთად მარია იყო
- ბებიაშენის გამო ვწუხვარ, გავიგე რომ ხვალ მიდიხარ და არ მინდა ისე წახვიდე რომ არ გითხრა რაც წუხელ ვნახე,
- რა ნახე, წამოვიწიე და შიშისგან გაფართოებულ თვალებში ჩავაცქერდი,
- მარია ერთხანს საკუთარ აცახცახებულ თითებს დაჰყურებდა, მერე თითქოს რაღაც გადაწყვიტაო შემომხედა და დაიწყო
- წუხელის შუაღამისას გამომეღვიძა, შენი მხრიდან ხმაური მომესმა, მოვიხედე შენც გეღვიძა, საწოლზე იჯექი, უცნაურად იღიმებოდი და ზურგზე ფრთები გქონდა,
- რას ამბობ, შენ რა გაგიჟდი? რა ფრთები დარწმუნებული ხარ რომ ეს ყველაფერი სიზმარში არ ნახე?
- თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა, მაგრამ არა შენ ფრთები გქონდა ლილა უზარმაზარი თეთრი
ფრთები ...
* * *
- ყავის ნაცნობმა სურნელმა ცხვირში შემომიღიტინა და გუშინდელი უაზროდ ბევრი სმის გამო ჯერ კიდევ ნახევრად გაბრუებული ტვინის უჯრედებისკენ გადაინაცვლა, თვალები გაჭირვებით გავახილე
მადლობა ღმერთს ჩემს საკუთარ საძინებელში ვარ და სადმე სხვაგან არ გავიღვიძე, თუმცა წუხანდელის შემდეგ არც ეგ გამიკვირდებოდა, ავდექი სქელი ლურჯი ფარდები გადავწიე და ფანჯარა გამოვაღე, ოთახში ნიუ იორკისთვის და ახლა უკვე ჩემთვისაც ჩვეული ხმები შემოიჭრა, სარკის წინ გავლისას უნებურად შევკრთი როცა ჩემი გამოსახულება დავინახე
- ჯანდაბა, ნუთუ ეს მე ვარ? თავი გვერდზე გადავხარე და გამხდარ გაბურდულთმიან საშუალო სიმაღლის, მოჩაჩულ პიჟამოიან არსებას შევაცქერდი დიდ ლურჯ თვალებში,
უცბად წამიერად თვალწინ თითქმის მივიწყებულმა კადრებმა ჩამიქროლა, იქ სადღაც კოლუმბიის მიკარგულ სოფელში ძველისძველი სახლის მისაღებში, სარკესთან დგას პატარა, გაბურძგნილი 13 წლის გოგონა საკუთარ გამოსახულებას უღიმის და წარმოდგენაც კი არ აქვს რა ელოდება,
- არა ლილა, შევუძახე ჩემს თავს ახლა ნურაფერზე იფიქრებ, თავს მოერიე, არავითარი კოლუმბია და მერე საათობით ტირილი, გეყოფა, უკვე თითქმის 5 წელი გავიდა რაც კოლუმბიიდან წამოხვედი, საკმარისია, ყოველ დღე უამრავ დამამშვიდებელს იმიტომ არ ვსვავ რომ ისევ კოლუმბიაზე და იმ სულელურ ფრთებზე ვიფიქრო რომელიც მარიას რატომღაც მოეჩვენა, კარგი რა, რამდენი წელი გავიდა
სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი, მერე მოკლე ბრეტელებიანი სარაფანი გადავიცვი სარკის წინ გავლისას დავასკვენი რომ თმადავარცხნილი და პირდაბანილი არცთუ ისე ცუდად გამოვიყურები განსაკუთრებით მაშინ როცა მოკლე მაცვია და გრძელი სწორი ფეხები მიჩანს, ვიცი რომ ასეა, ასე რომ არ იყოს ამდენი თაყვანისმცემელი ხომ არ მეყოლებოდა, ჩემს თავს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ფეხშიშველი გავტანტალდი საძინებლიდან
სამზარეულოში ჩემი იტალიელი მეგობარი ლუკა მარინო დგას და ყავას ამზადებს, მე ლუკა ბრაზის ვეძახი ხოლმე რაც საშინლად აღიზიანებს, მთლიანად წითლდება, მე ვხალისობ, ის კი მაქსიმუმ რამდენიმე საათით მებუტება, მეტს ვერ ძლებს უჩემოდ, იმ დროიდან ვმეგობრობთ როცა დეიდამ ამერიკაში ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნიუ ორკში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში მიმიყვანა სასწავლებლად, პირველად რომ შევედი კლასში სადაც ჩემს გარდა კიდევ 24 მოსწავლე იყო ვერ გავიგე რა უნდა მექნა, ვერც საკუთარ ადგილს მივაგენი, მიუხედავად იმისა რომ დეიდამ ჩამოსვლისთანავე ინგლისურის მასწავლებელი დამიქირავა, ჯერ კარგად ვერ ვსაუბრობდი ინგლისურად, ვიდექი ასე კლასის შუაგულში მხრებაწურული და არ ვიცოდი რა მექნა
ამ დროს უკანა რიგიდან მაღალი, თმაგაჩეჩილი, ტყავისქურთუკიანი ლამაზი ბიჭი ადგა, მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა, წამიყვანა, უკანა რიგში თავისუფალ ადგილზე მიმითითა, გულიანად გამიღიმა და თოვლივით ქათქათა უნაკლო კბილები შემომანათა,
- აქ დაჯექი, მე ლუკა მქვია, ლუკა მარინო, იტალიელი ვარ, მამაჩემი აქ საელჩოში მუშაობს და მე და დედასაც აქ მოგვიწია გადმოსვლა, ვიმეგობროთ? ერთბაშად მომაყარა და ბოჩოლასმაგვარი საყვარელი თვალებით მომაჩერდა
მას მერე ვმეგობრობთ, შეიძლება ითქვას 24 საათი ერთად ვართ,
- დიდი ხანია ასე ჩუმად მითვალთვალებ ზურგიდან?
- არაა უბრალოდ ვიხსენებდი როგორ დავმეგობრდით, მიდი ყავა მომაწოდე თორემ თავი მისკდება, სკამი გამოვწიე და მაგიდას მივუჯექი,
- ცუდად გამოიყურები, ისევ კოშმარები ნახე?
- წუხელის იმდენი დავლიე არც კი მახსოვს ვნახე თუ არა რამე, ისე იცი რა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მტკივა თავი მიხარია რომ ის საშინელებები არ დამესიზმრა რასაც დამამშვიდებლების და საძილე აბების მიუხედავად თითქმის ყოველ ღამე ვხედავ,
- ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს შენი სიზმრები? რას იტყვი?
- კარგი რა ლუკა, ამაზე რამდენჯერ ვისაუბრეთ, ეს უბრალოდ კოშმარებია,
- ჰოო? რაღაც არამგონია ყოველ ღამე თითქმის ერთი და იგივე, ამდენი წელი, უცნაურად არ გეჩვენება, თან ამას შენი მთვარეულობაც ემატება, ხანდახან ისიც არ გახსოვს ღამღამობით რას აკეთებ ხოლმე,
- ჰო კაცმა რომ თქვას მართლაც უცნაურია იმისთვის რომ დამთხვევა იყოს, მოიცა ჯესი მოვა ცოტახანში და მას მოვუსმინოთ, მგონი რაღაც ახალი თეორია აქვს,
- ახლა ალბათ იტყვის რომ უცხოპლანეტელი ხარ, ჩაიფხუკუნა ლუკამ და წამოდგა, ფინჯანი ნიჟარაში ჩადო და მომაშტერდა
- იცი რა, ეს კაბა ძალიან გიხდება,
- ჰო ვიცი, შევამჩნიე როგორ მიყურებდი,
- კარგი რა ლილა რატომ ხარ ასეთი ცუდი, რა არის იმაში უცნაური რომ მომწონხარ, შენ ხომ ასთი კარგი ხარ, მე მე უბრალოდ...
ლუკას ენა დაება, გაწითლდა და ანერვიულდა,
ვიცოდი რომ ვუყვარდი, როგორც ერთხელ აღიარა იმ დღიდან მოვწონვარ როცა პირველად კლასში შესული დამინახა, მეც ვეცადე რომ მისთვის სხვა თვალით შემეხედა, მართლა ვეცადე მაგრამ არ გამომივიდა, ამასწინათ ისიც კი ვცადე შიშველი წარმომედგინა, მაგრამ გულისრევა დამეწყო, უნიტაზამდე ძლივს მივასწარი და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ჩვენს შორის მეგობრობაზე მეტი არასდროს არაფერი იქნებოდა.
ის იყო ვაპირებდი რამე გულისმომკვლელი მეთქვა მისთვის რომ ტელეფონმა დარეკა,
- დეიდაჩემია, უნდა ვუპასუხო ზემოთ ტერასაზე ვიქნები ჯესი რომ მოვა ამოდით რა, იქ გავაგრძელოთ საუბარი
ჩემი, უფრო სწორად დეიდაჩემის ბინა ერთერთი პრესტიჟული შენობის ბოლო სართულზე მდებარეობდა და ფატიურად მთელი სახურავი სადაც არაჩვეულებრივი მწვანე მცენარეებით და რბილი ავეჯით მოწყობილი ტერასა იყო განთავსებული ჩვენს ბინას ეკუთვნოდა,
დეიდა პარიზიდან რეკავდა, უკვე ერთი წელია მარტო ვცხოვრობ, დეიდას საქმრო ჰყავს, ფრანგი პოლიტიკოსი, რომელთან ერთადაც საფრანგეთში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, ბინა მე დამიტოვა, უნივერსიტეტის თანხა გადამიხადა და ყოვეთვიურად მიგზავნის ჯიბის ფულს, არცთუ ისე ცოტას რომ ასე უბრალოდ ჯიბის ფული ვუწოდო მაგრამ მას ეს არ ადარდებს, რადგან მშობლებისგან რომლებიც ცოცხლები აღარ არიან უზარმაზარი მემკვიდრეობა დარჩა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი როგორც თვითონ მიყვება ხოლმე მთელს მსოფლიოში დედაჩემის ძიებას მოახმარა
უნივერსიტეტის პირველ კურსზე ყოფილა დედაჩემი როცა ჩემი დისთვის გაუმხელია რომ შეყვარებული იყო, პირდებოდა რომ გააცნობდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყოო მიყვებოდა დეიდა, გაუჩინარებამდე ძალიან შეცვლილა თურმე, ფერი დაუკარგავს გამხდარა, მთელი დღეები ვიღაცას ესაუბრებოდა თურმე ტელეფონზე და ერთ დღესაც უნივერსიტეტიდან სახლში აღარ დარუნებულა, რამდენიმე დღის შემდეგ ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპულან ისე რომ არც კი გაუგიათ დედას ფეხმძიმობის შესახებ.
მამაჩემზე არავინ არაფერი იცოდა, მეც უკვე შევეგუე იმას რომ ვერასდროს გავიგებ თუ ვინ არის მამაჩემი...
- ისე კაცმა რომ თქვას მშვენივრად ვგრძნობ თავს მარტო, მეგობრები მყავს, ფული მაქვს, ბინა შუაგულ ნიუიორკში, რასაც მინდა და როცა მინდა ვაკეთებ, ამაზე მეტი რა უნდა ინატროს უკვე თითქმის 18 წლის გოგომ
- ისევ თავს იტყუებ არა? შემომძახა ქვეცნობიერმა, ჯანდაბა, ხანდახან მართლაც მირჩევნია წარმოვიდგინო რომ ჩემს გარშემო ყველაფერი რიგზეა და იდეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ასე რომ არ ვაკეთებდე ალბათ გავგიჟდებოდი...
ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე როგორია ისეთ სამყაროში ცხოვრება სადაც ოჯახი მყავს და მარტო არ ვარ, სადაც ყოველღამე კოშმარები არ მაწუხებს და არც იმაზე ვფიქრობ გამუდმებით თუ ვინ იყო მამაჩემი...
- ისევ შენს შავბნელ ფიქრებში ჩაიძირე მეგობარო? წელზე ნაზი ხელები მომეხვია და სუნამოს ნაცნობი ტბილი სურნელი ვიგრძენი
ჰმ ვერ გამიგია რატომ მოსწონთ ხოლმე გოგონებს ხილის სურნელი რომ ასდით,
- არ გინდა რომ მეც მომცე ბინის გასაღები თუ ეს მხოლოდ ლუკას პრივილეგიაა? წუწუნებდა ჯესი და თვალებით ბურღავდა ლუკას რომელიც იქვე პუფში გაშხლართულიყო და ჩემი ბინის გასაღებს ჯესის გასაბრაზებლად თითზე ატრიალებდა,
- კარგი რა, თქვენ მაინც ნუ იკამათებთ, ისედაც თავი მისკდება ტკივილისგან,
- ჰოო მე ვიცი ამის წამალი, ჯესიმ წელზე დამაგრებული პატარა შავი ტყავის ჩანთიდან ბილეთები ამოაძვრინა,
- დღეს საღამოს ჩვენს საყვარელ კლუბში წვეულებაა, ის ბიჭი უკრავს მე რომ მომწონს, წავიდეთ რა ბილეთები სამივესთვის მაქვს, კარგად გავერთობით
ლუკამ გადაიხარხარა, შენ რა, გინდა რომ კლუბში იმ ვიღაც კოვბოი ჯონის სანახავად წამოგყვეთ, შენი აზრით მეტი საქმე არ გვაქვს?
- კარგი რა, მშვენივრად იცი რომ ჯონი კი არა ნოა ჰქვია და სულაც არ არის კოვბოი, ლილა გთხოვ წამომყევით, ახლა მე მომიბრუნდა ჯესი,
- კარგი თანახმა ვარ მოვდივარ, ოღონდ ახლა აქედან მოუსვით ორივემ რომ საღამომდე გამოძინება შევძლო,
- აი ხომ გითხარი წამოვა მეთქი, სანაძლეო წააგე, ჯესიმ ენა გამოუყო ლუკას და კიბეზე ხმაურით დაეშვა,
- რა სანაძლეო? რას ამბობს?
- სანამ ტერასაზე ამოვიდოდით ჯესიმ ბილეთები მაჩვენა, მე ვუთხარი რომ ვერ დაგითანხმებდა ასე რომ წავაგე, დღეს სასმელზე და რაც გინდათ ყველაფერზე მე გეპატიჟებით, შენ დაისვენე, საღამომდე ეცადე კარგად გამოიძინო,
ტოსტი და ჩაი გავიკეთე, მისაღებში მოვკალათდი და ტელევიზორი ჩავრთე, ერთხანს რაღაც უაზრო გადაცემას ვუყურებდი და არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა...
ამჯერად ტყის პირას შემაღლებულ ადგილზე ვიდექი და მინის კოშკებიან ქალაქს ზემოდან გადავყურებდი, საოცრად ლამაზი იყო ბრწყინვალე და უცნაური,
- მდევარი ლილა, გაიქეცი, ტყისკენ გაიქეცი, ჩამესმა შინაგანი ხმა, მოვტრიალდი და მთელი ძალით გავიქეცი ტყისკენ, ტყე ხშირი იყო გაბურდული და ბნელი, გავრბოდი და არ ვიცოდი საით, არ ვიცოდი ვინ და რატომ მომდევდა უბრალოდ ვიცოდი რომ უნდა გავქცეულიყავი, რომ თუკი მდევარს არ გავექცეოდი რაღაც ცუდი მოხდებოდა, თითქმის მიწამდე დახრილი ტოტები სხეულს მიკაწრავდა და მათზე ჩემი თეთრი კაბის ნაგლეჯები რჩებოდა,
როგორც იქნა ტყიდან გავაღწიე, რამდენიმე ნაბიჯიც და ჩანჩქერის წინ აღმოვჩნდი, თეთრად აქაფებული წყალი გაცოფებული ღრიალით იმსხვრეოდა უძირო ხეობაში, გასაქცევი არსაით იყო, უცბად დაიქუხა, მოწმენდილი ცა წამიერად მოიქუფრა და “ის“ პირდაპირ ციდან, ელვისებური სისწრაფიდ დაეშვა ჩემს წინ
მაღალი იყო, ათლეტური აღნაგობის, დიდი შავი წყლიანი თვალებით მიმზერდა, გრძელი სწორი შავი თმა თავისუფლად ეფინებოდა სახეზე და მხრებზე და თითქმის უმალავდა სახის დახვეწილ ნაკვთებს, სწორ ცხვირს და საოცრად მიმზიდველ ტუჩებს, მისი სამოსი მთლიანად შავი იყო, შავი შარვალი და მაისური, ტყავის მოკლე ქურთუკი, სამხედრო ფეხსაცმლის მაგვარი მაღალყელიანი ბოტები და ქამარზე მოკლე ხანჯალი, მაგრამ რამაც ჩემი ერთ ადილზე გაშეშება და ფაქტიურად შოკი გამოიწვია ეს იყო ფრთები, მას ზურგზე ორი უზარმაზარი მუქი ნაცრისფერი ფრთა ჰქონდა...
ადგილიდან ვერ ვინძრეოდი, მისგან საოცარი ენერგია მოდიოდა რომელიც მამშვიდებდა და ვხვდებოდი რომ მისი არ უნდა მშინებოდა,
- ჩემი არ გეშინია?
ჰმ, ხმაც ისეთი სექსუალური აქვს როგორი სექსუალურიც თვითონ არის, ასეთი სრულყოფილება წარმოუდგენელია, უბრალოდ არ არსებობს, გავიფიქრე და თავი გავაქნიე,
- უნდა მეშინოდეს?
- ჩემი არა მაგრამ მათი უნდა გეშინოდეს, ზურგს უკან მიმითითა მან,
მივტრიალდი, ტყიდან მდევრები გამოდიოდნენ, საშინელ ეშვებიან ცხოველებზე ამხედრებული, შეჯავშნული არსებები, ნელ-ნელა მოიწევდნენ და მე უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, დავიძაბე, უეცრად თავი გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ვიგრძენი, შემდეგ ნაცნობი სიმძიმე ზურგზე და ტკივილი, რაღაც არაბუნებრივი, საშინელი ტკივილი,
- ლილა ჩემსკენ, დამიძახა მან და და ხელით მანიშნა რომ მივახლოვებოდი,
ნაბიჯის გადადგმას შევეცადე, მაგრამ ტკივილმა ამის საშუალება არ მომცა და სანამ მუხლი მომეკვეთებოდა დავინახე როგორ ელვისებური სისწრაფით მოიჭრა ჩემთან, ხელში ამიტაცა და ჩამჩურჩულა...
- მაპატიე მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ცოტათი დასველება მოგვიწევს, ძლიერი მკლავებით მაგრად მიმიხუტა გულზე და მისი სურნელი ვიგრძენი, სასიამოვნო და დამათრობელი, გრილი და ოდნავ მარილიანი, ალბათ ასეთი სურნელი მხოლოდ აზვირთებულ ოკეანეს შეიძლება ჰქონდეს, თვალები მივლულე და ღრმად შევისუნთქე...
შემდეგ ვიგრძენი როგორ მოვწყდით მიწას, ჯერ ზევით ავიჭერით, შემდეგ კი საშინელი სისწრაფით დავეშვით ძირს, აქაფებული წყლისკენ...
* * *
აცახცახებულს გამომეღვიძა, ფაქტიურად გუბეში ვიწექი, დივანი მთლიანად სველი იყო მე კი თავსხმა წვიმაში მოყოლილ კატას ვგავდი, წამოვხტი და აბაზანაში შევვარდი, სარაფანი გავიძვრე და ვეცადე ჩემი ზურგი შემეთვალიერებინა რომელიც რაღაც უცნაურად მტკიოდა, ზურგზე არაფერი მჭირდა, ჩემი კანი ისევ ისეთი ხორბლისფერი, პრიალა და უნაკლო იყო როგორც ყოველთვის,
- კი მაგრამ როგორ დავსველდი, როგორ? მე ხომ მხოლოდ სიზმარში ჩავვარდი წყალში, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, უნიტაზზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, ტვინი ფაქტიურად აღარ მიმუშავებდა, გონს ტელეფონის ზარმა მომიყვანა, ჯესი რეკავდა,
- რას აკეთებ გვაგვიანდება, ახლავე ჩაიცვი და ჩამოდი ლუკა ქვემოთ გელოდება,
- ბარში წასვლისთვის ცოტა ადრე ხომ არ არის
- უკვე 9 საათია ლილა
- 9 საათი? მე ხომ მხოლოდ რამდენიმე წუთი მეძინა, ფანჯარას მივვარდი და ფარდა გადავწიე, ნიუ იორკი ღამის განათებებით იყო გაჩახჩახებული,
- ჯანდაბა, მართლა დაღამებულა, ლუკას უთხარი ცოტახანი დამელოდოს 10 წუთში ქვემოთ ვიქნები,
ახლა მხოლოდ ცოტაოდენი გართობა და გულის გადაყოლება მჭირდებოდა, სიზმრებზე ფიქრს მერეც მოვასწრებ, კარადიდან მოკლე და საკმაოდ გულამოღებული, თხელი, შავი კაბა გამოვიღე, სპორტული დაბალძირიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი, გრძელი ღიაწაბლისფერი თმა ზემოთ კეფაზე შევიკარი, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, ეს შავი კაბა ხაზს უსვამდა ჩემს წვრილ წელს და პატარა მაგრამ მრგვალ, მკვრივ და ლამაზ მკერდს, გრძელი ფეხები კი საერთოდ არ საჭიროებდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს,
- დღეს ყველაფერი უნდა დაივიწყო ლილა, გართობის დროა,
ჯესი შესასვლელთან დაგვხვდა, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა,
- სწრაფად, ნოას გამოსვლა უკვე იწყება წავედით, შენ კი ლილა ისე გამოიყურები, იმედია დღეს მაინც იპოვი ვინმეს და შეყვარებულს გაიჩენ თორემ როდემდე უნდა იყო ასე მარტო, ნუთუ არ მოგბეზრდა?
ლუკამ უხერხულად ჩაახველა და ირიბად გადმომხედა,
- გეყოფა ჯესი, ლილა როგორმე თვითონაც მოახერხებს შეყვარებულის მოძებნას, მერე მე და ჯესის შუაში ჩაგვიდგა ხელი ჩაგვკიდა და გავიყოლა, ბარი ხალხით იყო სავსე, ხმაური, ღრიანცელი, სასმელი, სიგარისა და სხვადასხვანაირი სუნამოს სუნი ერთმანეთში იყო არეული,
ჯგუფი უკვე იწყებდა კონცერტს, ჯესი სცენისკენ გაიქცა,
- დალევ რამეს? შემეკითხა ლუკა
- არა, ხომ იცი არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელები, გუშინდელი დღე გამონაკლისი იყო, ახლა ალბათ 1 წელი მაინც აღარაფერს დავლევ,
- კარგი მაშინ მე ჩემთვის ლუდს ავიღებ და შენთვის რამე ცივს და უალკოჰოლოს, ყურში ჩამყვირა ლუკამ რომ ამ ხმაურში როგორმე ხმა მოეწვდინა, ახლავე მოვალ,
- კარგი გელოდები, თავი დავუქნიე და დარბაზს თვალი მოვავლე, ხალხი ცეკვავდა, ერთობოდა, მუსიკა უკრავდა, მე კი ნიუიორკში ჩამოსვლის შემდეგ პირველად ვგრძნობდი ასეთ გარემოში თავს უცხოდ და ეულად, ვიდექი ხალხით სავსე დარბაზში და ვერ ვხვდებოდი აქ რა მინდოდა, ეს ხმაური დღეს რატომღაც საშინლად მოქმედებდა ჩემზე, ის იყო სახლში წასვლა გადავწყვიტე რომ უცბად რაღაც მოხდა, წამიერად დარბაზში ჰაერი შედედდა, მუსიკა გაჩერდა, წყვილებმა ცეკვა შეანელეს, თითქოს დრო ერთ ადგილზე გაიყინა და მე ზურგს უკნიდან ის ვიგრძენი, მისი სურნელი, გრილი და სასიამოვნო, ნელ-ნელა შევბრუნდი
ამის დედაც, ის იყო, ნამდვილად ის იყო, ჩემს წინ იდგა, სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე, ცოცხალი, ხორცშესხმული და საოცრად სექსუალური, თავი გვერდზე გადაეხარა, მიყურებდა საოცარი შავი თვალებით და ისე გულღიად მიღიმოდა ვითომ სრულიად ნორმალური იყო რომ რამდენიმე საათის წინ სიზმარში ნანახი ფრთიანი არსება ახლა ჩემს წინ იდგა, ხალხით სავსე ბარში...
- სალამი ლილა, მე აზრაელი ვარ, შეიძლება სასმელზე დაგპატიჟო?
* * *
პირდაღებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვაზროვნებდი, აზრაელი მომიახლოვდა, დაიხარა, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა,
- ამოისუნთქე,
ისე ახლოს იდგა მკერდით მკერზე მეხებოდა, ლოყით ლოყაზე და მისი სურნელი... ღმერთო ჩემო, დავიფიცებ რომ ვიგრძენი როგორ აფრთხიალდნენ მუცელში პეპლები და თანაც არა ერთი და ორი, მუხლი მომეკვეთა და მისმა წამიერად წელზე მოხვეულმა ხელმა მიხსნა რომ შუაგულ ბარში იატაკზე არ გავშხლართულიყავი,
- ძლიერი გოგო მეგონე, არადა წამდაუწუმ გული მიგდის, გამიღიმა და თვალებში უცნაური ნაპერწკლები აუციმციმდა
- ჩემი ბრალი არ არის რომ რატომღაც ჩემზე ასე მოქმედებ, ჩავიბურტყუნე, მთელი ძალა მოვიკრიბე რომ აღარ წავბარბაცებულიყავი და ხელი ვკარი
- ოჰო როგორი პირდაპირი ხარ
აზრაელმა ხელი გამიშვა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დაკვირვებით ამათვალიერ ჩამათვალიერა
- მაპატიე თუკი რამე არასწორად გავაკეთე, სერიოზულად გეუბნები, ჩემი არ უნდა გეშინოდეს, მე ყველა შენს კითხვაზე მაქვს პასუხი და მხოლოდ მეგობრობა მსურს,
თავს ძალა დავატანე რომ ხმა არ ამცახცახებოდა,
- მეგობრობა? კარგი ერთი, ვინ ხარ? ან აქ რა ჯანდაბა ხდება? შენ, შენ ფრთები გაქვს... და მეუბნები რომ შენი არ უნდა მეშინოდეს? ისიც კი არ ვიცი ნამდვილად არსებობ თუ მხოლოდ და მხოლოდ მეჩვენები..
- ჰოო ფრთები, აზრაელმა მხრები შეარხია და გამიღიმა, მერე ისევ მომიახლოვდა მარცხენა ხელი წელზე მომხვია, მარჯვენა ხელით ლოყაზე ნაზად მომეფერა, მერე ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა და ყელის გავლით მკერდისკენ ჩაუყვა, თვალები ჩემდაუნებურად დამეხუჭა და ყრუ კვნესა აღმომხდა, ამ მომენტში ჩემი თავი მძულდა, რადგან მინდოდა მისთვის წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ ჩემი მოღალატე სხეული მის ყოველ შეხებაზე უბრალოდ დნებოდა და მის ხელებს ნებდებოდა
- საოცრად მგრძნობიარე ხარ და ეს მაგიჟებს ლილა, რამდენიმე ათასი წელია ასეთი არაფერი მიგრძვნია, ის კი არა უკვე ვფიქრობდი რომ გული გაქვავებული მქონდა, მაგრამ შენ ჩემში ის გრძნობები გამოაღვიძე, რომელთა განცდაც უკვე ვფიქრობდი რომ აღარ შემეძლო,
- მისი თითები უკვე მკერდზე მეფერებოდა
- რას აკეთებ? ძლივს ამოვილუღლუღე,
- უბრალოდ მინდა გაჩვენო რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ არის, როგორ ფიქრობ საკმაოდ რეალურია?
- შე , როგორ ბედავ
მთელი ძალა მოვიკრიბე რომ მისთვის ხელი მეკრა და მოვშორებოდი, გაცეცხლებული ვიყავი, როგორ, როგორ ვაძლევ იმის უფლებას რომ ასე მოიქცეს,
- ? ვაღიარებ ხანდახან მართლა ვით ვიქცევი, ვერაფერს ვიზავთ,
აზრაელი პატარა ანცი ბიჭივით იღიმებოდა და თვალს არ მაშორებდა,
- ჰო ფრთებს რაც შეეხება, შემეძლო ფრთების გარეშე გამოგცხადებოდი, მაგრამ ვიფიქრე რომ ასე უფრო გაგიადვილებდი სიტუაციის აღქმას,
მივხვდი, უბრალოდ მეთამაშებოდა როგორც კატა თაგვს, ჩემზე თავისი გავლენით ერთობოდა, მის თვალებში ვხედავდი როგორ სიამოვნებდა ეს, ეს ბოლო იყოს ლილა, ვინც არ უნდა იყოს ის ამის უფლება აღარ უნდა მისცე, შევუძახე ჩემს თავს...
- შენი აზრით ამ სიტუაციის აღქმა ადვილია? გარშემო მიმოვიხედე, აშკარა იყო რომ ვერავინ ვერ გვხედავდა ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი შენელებული კადრივით მოძრაობდა
- კი მაგრამ ამას როგორ აკეთებ?
- ხომ გითხარი, შენს ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი ოღონდ უნდა წამომყვე,
- წამოგყვე? სად?
- უსაფრთხო ადგილზე, სადაც ხელს არავინ შეგვიშლის და სადაც შენს ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებ
- და უარი რომ გითხრა?
- შენი ნების საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერს გავაკეთებ ლილა, ასე რომ გადაწყვიტე, ორიოდე წუთში ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება,
ნუთუ მას მართლა აქვს ყველაფერზე პასუხი, ნუთუ იცის ვინ ვარ და რა მემართება, მაგრამ არ შემიძლია ასე უბრალოდ ავდგე და სადღაც გავყვე არსებას რომელიც დიდი ალბათობით ადამიანიც კი არ არის, არადა ვინ იცის მექნება კიდევ ამის შანსი?
- კარგი მეტს ნუღარ იფიქრებ, დღეისთვის საკმარისია, გასეირნება შემდეგისთვის გაგავდოთ, კიდევ გექნება შანსი რომ შემოთავაზებაზე დამთანხმდე,
- ოჰ ესღა მაკლდა, ახლა არ მითხრა რომ აზრების კითხვაც შეგიძლია
- არა ნამდვილად არ შემიძლია, -გაეცინა აზრაელს, -უბრალოდ ყველაფერი სახეზე გაწერია, ახლა მივდივარ, მაგრამ წასვლამდე რომ არ გითხრა არ შემიძლია, ის თეთრი კაბა ძალიან გიხდებოდა,
- რომელი თეთრი კაბა?
- იქ ჩანჩქერთან როცა დაგინახე, თეთრი კაბით, გაწეწილი თმით და შეშინებული თვალებით ,მივხვდი რომ ჩემი ბედისწერა ხარ ლილა, მივხვდი რომ თურმე ამაო არ ყოფილა ჩემი ცხოვრება და მთელი ეს უსასრულო დრო შენ გელოდებოდი,
მის თვალებში პირველად დავინახე სევდა და ტკივილი და მივხვდი რომ ყველაფერს სრულიად სერიოზულად მეუბნებოდა, ისე მიყურებდა თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგული უძვირფასესი რამ იპოვნა და ახლა ისევ დაკარგვის ეშინია, მივხვდი რომ ის თავქარიანი რომელმაც ცოტა ხნის წინ ლამის გამაცოფა, მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი იყო და სინამდვილეში სულაც არ იყო ასეთი, დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო რომ მასთან მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და კიდევ ერთხელ მეგრძნო მისი სითბო და სურნელი, მაგრამ ნაცვლად ამისა, უბრალოდ ვკითხე...
- ესე იგი ის ყველაფერი არ დამსიზმრებია?
- არა, სიზმარი არ ყოფილა, მაგრამ ამის შემდეგ კოშმარების ნუღარ შეგეშინდება, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,
მერე უბრალოდ შეტრიალდა და წავიდა, არა, წავიდა ის სიტყვა არ არის რაც მის წასვლას აღწერს, ის უბრალოდ გადნა, გაუფერულდა, გაქრა და დამტოვა ასე გონებააარეული და ფიქრებ აწეწილი,
- ჰეი, აიღე შენი უალკოჰოლო სამელი,
მომესმა უკნიდან ლუკას ხმა,
ძლივს გამოვერკვიე, მიმოვიხედე, ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებდა გართობას, მუსიკა უკრავდა, ლუკა ჩემს წინ იდგა ჭიქებით ხელში და მიღიმოდა,
- რა გჭირს? ისეთი სახე გაქვს თითქოს მოჩვენება დაგენახოს,
- ლუკა, უცნაური არაფერი შეგინიშნავს?
- რას გულისხმობ?
- რამე ისეთი რაც არაბუნებრივად და უცნაურად მოგეჩვენებოდა,
- სულ რაღაც ორი წუთით დაგტოვე ლილა, ბართან მივედი, სასმელი ავიღე და უკან დავბრუნდი, ამ დროში რა უნდა მომხდარიყო?
დავრწმუნდი რომ არც ლუკას და არც არავის სხვას არაფერი დაუნახავთ,
- დაივიწყე, ეტყობა რაღაც მომეჩვენა,
ლუკამ დაკვირვებით, სერიოზული სახით შემომხედა,
- გინდა სასმელები გავცვალოთ?
- არა, შენ ხომ მაინც იცი რომ ხანდახან თუკი ვსვამდი მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ღამით კოშმარები აღარ მენახა, დღეიდან კი აღარაფრის დავიწყებას აღარ ვაპირებ და კოშმარებისაც აღარ მეშინია,
გაოცებულ ლუკას სასმელები გამოვართვი, იქვე მაგიდაზე დავდე, ხელი ჩავკიდე და მოცეკვავეებს შევერიეთ,

იმ ღამით გვიან დავბრუნდით სახლში, ჯესი ჩემთან დარჩა, ლუკა კი უკვე აღარც მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა ჩემთან დარჩენა, ფაქტიურად ჩემს ბინაში ცხოვრობდა და ათასში ერთხელ მიდიოდა სახლში, მის მშობლები იმდენად მოუცლელები იყვნენ ალბათ ვერც ამჩნევდნენ მის არყოფნას, ახლაც ჩვეულებისამებრ სტუმრების საძინებელში ეძინა, ჯესი ჩემს გვერდით იწვა ჩემს საწოლში, ორივემ საკმაოდ დალიეს და როგორც კი მოვედით მაშინვე დაეძინათ, მე კი საწოლში ვტრიალებდი ჭერს შევცქეროდი და ვერაფრით ვახერხებდი დაძინებას, თავში ათასი რამ მიტრიალებდა ჩემი ტვინი კი ვერაფრით ახერხებდა იმ ყველაფრის გაანალიზებას რაც დღეს მოხდა...
ფრთხილად წამოვდექი რომ ჯესი არ გამეღვიძებინა, ფეხაკრეფით გავედი სამზარეულოში, მაცივრიდან ცივი გაზიანი სასმელი გამოვიღე და ტერასაზე ავედი, საკმაოდ გრილოდა, ჩემს საყვარელ უზარმაზარ პუფში ჩავწექი და ცას მივაშტერდი, ყველაფრის მიუხედავად თავს უცნაურად კარგად ვგრძნობდი და ‘’მასზე’’ ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებდი
შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ მიუხედავად უამრავი თაყვანისმცემლისა, პაემანზეც კი არავისთან ვყოფილვარ, რაც ჯესის ყოველთვის აკვირვებდა და სულ იმის ცდაში იყო როგორმე ისეთი ვინმე ეპოვა ვიც დამაინტერესებდა მაგრამ ამაოდ...
‘’მას’’ კი უცნაურ ფრთიან ‘’ნაბიჭვარს’’ პირველივე შეხვედრისას იმის უფლება მივეცი რომ შემხებოდა, მომფერებოდა, ჩამხუტებოდა და ვაღიარებ ეს ძალიან, ძალიან მომეწონა
- ვინ ხარ აზრაელ, ვინ ხარ რომ ასე უცერემონიოდ და დაუკითხავად შემოიჭერი ჩემს სიზმრებში და ცხოვრებაში და სული ამიფორიაქე ...
* * *
- ჯანდაბა, რატომ არის ასეთი ხმაური? ეტყობა ღამით ფანჯარა ღია დამრჩა, თვალები გავახილე, დილის მზემ თვალი მომჭრა, ტერასაზე პუფში მეძინა და ფუმფულა ვარდისფერ პლედში ვიყავი ჩაფუთნული
- პლედი? აი თურმე რატომ არ შემცივდა და მთელი ღამე ბედნიერად, გაუნძრევლად მეძინა, ნეტავ ვინ დამახურა? ალბათ ლუკამ, ეტყობა წუხელ ტერასაზე ამოვიდა რომ ჩემთვის დაეხედა და აღარ გამაღვიძა
სამზარეულოში ჯესი დამხვდა თავზე ხელებშემოჭდობილი იჯდა და უაზროდ დასცქეროდა ყავის ფინჯანს
- სად იყავი? დილით რომ გავიღვიძე საწოლში არ დამხვდი
- ტერასაზე მეძინა, ლუკა სად არის?
- აბაზანაშია, ყავა დაისხი, ბევრი გავაკეთე ორივეს გეყოფათ, მე კი ამას დავლევ თუ არა უნდა გავიქცე, ბიძაჩემს უნდა შევუარო წიგნის მაღაზიაში, დახმარება სჭირდება ახალი რაღაცეები მიიღეს
ჯესი ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, პატარა იყო როცა მამა დაეღუპა, დედა კი მეორედ გათხოვდა და ქმართან და მის სამ შვილთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, ჯესის არ უყვარს დედამისზე საუბარი, სამაგიეროდ ბიძაზე გიჟდება, არამგონია ვინმეს ღვიძლი მამა უყვარდეს ისე როგორც ჯესის ბიძია გიომი უყვარს
- თუ დახმარება დაგჭირდეთ დამირეკე კარგი? მივაძახე კარებიდან გასვლისას ჯესის
- კარგი, შეიძლება დაგირეკო, თანაც ხომ იცი ბიძიას როგორ უყვარხარ, შენი ნახვა გაუხარდება, ჯესიმ კარი გაიხურა
ლუკა წელსზემოთ შიშველი, პირსახოც შემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან, პირდაპირ სამზარეულოში შემოვიდა, ყავა დაისხა და მაგიდას ჩემს პირდაპირ მიუჯდა
- ეი მეგობარო მეც აქ ვარ სხვათაშორის
- ვხედავ რომ აქ ხარ
- თუ ხედავ მაშინ ჩემს წინ ნახევრადშიშველი რატომ უზიხარ მაგიდას
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორც კაცს ისე მაინც ვერ აღმიქვამ, ლუკამ ყავა მოსვა, ნებიერად გაიზმორა და საზურგეს უდარდელად მიეყრდნო
- რაღა მე და რაღა ჯესი, შენთვის სულერთია შენს წინ რომელი ვიჯდებით შიშველი
- ოჰო, კარგი, დღეიდან ნუდისტურ სეზონს გახსნილად ვაცხადებ, შეგიძლია ჩემს სამზარეულოში სრულიად შიშველმა იტანტალო
- ვცადო? ლუკამ ძალად ჩაფიქრებულის სახე მიიღო
- ცადე, ვფიქრობ სახალისო იქნება, ისე პლედისთვის მადლობა
- რომელი პლედისთვის?
- წუხელ ტერასაზე მეძინა, დილით რომ გავიღვიძე პლედი მეხურა და ვიფიქრე რომ შენ დამაფარე
- მე არ ვყოფილვარ ეტყობა შენ თვითონ დაიფარე და აღარ გახსოვს
ნუთუ ის იყო? ალბათ, ის ხომ შემპირდა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა, ნუთუ წუხელის იქ იყო ჩემთან, შეიძლება ამიტომაც არ მინახია კოშმარები..
ლუკამ ყავა დალია და წამოდგა
- მე უნდა წავიდე დღეს დედა და მამა სახლში არიან ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა როცა შემიძლია ორივე ერთად ვნახო და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ
თითქმის ერთი კვირა გარეთ არ გავსულვარ, ლუკამ დედას და მამას ვერ დააღწია თავი, ჯესიმ ბიძის მაღაზიას, მე კი საზაფხულო არდადაგების გადამკიდეს არანაირი საქმე არ მქონდა და სახლში წიგნების კითხვაში გამყავდა დრო, ვკითხულობდი რაც ხელში მომხვდებოდა რომ მასზე არ მეფიქრა, არ მეფიქრა რომ ის ყველაფერი რაც ბარში მოხდა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არ გავგიჟებულიყავი, სამაგიეროდ კოშმარები აღარ მესიზმრებოდა, მშვენივრად მეძინა
დღესაც ტერასაზე ვიჯექი და ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა რომ საყიდლებზე წავსულიყავი, არადა ვერ ვიტან ვერანაირ საყიდლებს, ჩემს თავთან კამათი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა, ჯესი რეკავდა
- ეი დაკარგულო, არ გინდა დღეს მაღაზიაში დამეხმარო? ბიძიამ თანამშრომელი შვებულებაში გაუშვა და მთელი საქმე მე დამაწვა მხრებზე, უკვე ვეღარ ავუდივარ
- კარგი, დამელოდე ცოტა ხანში მანდ ვარ
პირდაპირ სულზე მომისწრო, გადავწყვიტე, დღეს ჯესის დავეხმარები მაღაზიაში, საღამოს კი მარკეტში შევივლი, მოვწესრიგდი, აბურდული თმა დავივარცხნე, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, კედები და კაპიუშონიანი ზედა ჩავიცვი
- კარგი იქნება მართვის მოწმობა მქონდეს, მაგრამ არაუშავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მომწონს, ყველაზე უკეთ ავტობუსში ან მეტროში ყოფნისას ვახერხებ ფიქრს
გარეთ რაღაც უცნაურად გრილოდა, ქუჩა ხალხით იყო სავსე, ელვა შესაკრავი ბოლომდე ავიწიე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და უახლოესი ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი
გაჩერებაზე რამდენიმე კაცი ელოდებოდა ავტობუსს, მაღალი, ზორბა, შავკანიანი მამაკაცი, შეახნის ქერა კაცი ორ პატარა ბიჭუნასთან ერთად და უცნაური მოხუცი, პატარა გაბურძგნული ჭრელი ძაღლით, ტაბლოს შევხედე, 6 წუთია ავტობუსის მოსვლამდე
უცბად გაჩერებაზე საშინელი სისწრაფით შემოვარდა მსუბუქი მუქ მინებიანი ავტომობილი, პირდაპირ ჩემს წინ დაამუხრუჭა, ავტომობილიდან ტყავისლაბადიანი, შავსათვალიანი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა და მომიახლოვდა
- უნდა წამოგვყვე
საშინლად ცივი, არაბუნებრივი ხმა ჰქონდა, შავი სათვალის მიღმა თვალებს ვერ ვხედავდი მაგრამ მის დამთრგუნველ მზერას ვგრძნობდი, მიმოვიხედე გაჩერებაზე მდგარი ხალხი ჩვენ გვიყურებდა
- ვინ ხართ და რატომ უნდა წამოგყვეთ
- პრობლემებს ნუ შექმნი უბრალოდ დაჯექი
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე
- მე თქვენ არ გიცნობთ, თუ არ შემეშვებით ახლავე პოლიციაში დავრეკავ
დავინახე როგორ უცნაურად გაიღიმა, ხელში ხელი მტაცა და მანქანისკენ დამქაჩა, მერე არ ვიცი რა მოხდა, უცნაურად დაისისინა, ხელი გამიშვა, უშვერად შეიგინა და გარკვევით დავინახე როგორ დამალა ლაბადის ჯიბეში დამწვარი თითები
- პატარა ძუკნა, იცოდე ეს ოინი ყოველთვის არ გაგივა
ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა უკნიდან ვიღაც
- ხომ ხედავთ გოგონას თქვენთან ერთად წამოსვლა არ უნდა, შეეშვით თორემ პოლიციას დავუძახებთ
ტყავისლაბადიანმა კაცმა უკან დაიხია და მანქანაში შეხტა, ავტომობილი ელვისსისწრაფით მოსწყდა ადგილს, შევბრუნდი, უკან ფერადკანიანი მამაკაცი მედგა ის რომელიც ჩემთან ერთად ელოდებოდა ავტობუსს
- როგორ ხარ? გინდა პოლიციაში დავრეკოთ?
- გმადლობთ მაგრამ პოლიციაში დარეკვა საჭირო არ არის
თავს ძალა დავატანე რომ გამეღიმა
- ალბათ უბრალოდ რაღაც შეცდომა მოხდა
კარგი, როგორც გინდა, მხრები აიჩეჩა კაცმა
ხელზე დავიხედე, არაფერი მჭირდა, არადა გარკვევით დავინახე როგორ დაეწვა თითები იმ ტყავისლაბადიანს როცა მე შემეხო ...
* * *
ბიძია გიომი, პატარა, წითელლოყება, ჭაღარა კაცი, ოვაციებით შემხვდა, მაკოცა, ჩამეხუტა და თმები პატარა ბავშვივით ამიჩეჩა
- ხშირად უნდა შემოგვიარო, ხომ იცი ჩემი მაღაზიისთვის იღბალი მოგაქვს, შენ როცა აქ ხარ კარებთან რიგი დგას ხელმე
- ჰო ბიძია, გამოვიდა ჯესი საწყობიდან, წინსაფრით და აკაპიწებული ხელებით, ასეთი უცნაური მიზიდულობის ძალა აქვს ჩვენს ლილას
მერე თვალით მანიშნა რომ უკან გავყოლოდი
- წამოდი, უკანა თაროები მაქვს გადმოსალაგებელი
თაროების წინ უამრავი ძველი თუ ახალი წიგნი იყო დახვავებული, გამახსენდა როგორ გავიცანით მე და ჯესიმ ერთმანეთი, ის მაშინაც ბიძამისს ეხმარებოდა მე კი დეიდამ მომიყვანა წიგნების საყიდლად, თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი და მას შემდეგ ფაქტიურად ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვძლებთ, მე ლუკა და ჯესი, სამი ეული მუშკეტერი
თაროების დალაგებას გვიანობამდე მოვუნდით, ბიძიამ პიცაზე დაგვპატიჟა მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი სახლში წასვლა მერჩივნა
ქუჩას გავუყევი რომ ტაქსი გამეჩერებინა მაგრამ ქუჩები საოცრად ცარიელი იყო, მივდიოდი, უფრო და უფრო ბნელდებოდა და რაღაც უცნაურად ციოდა, ყველაფერ ამას წვიმაც თან დაერთო მე კი ქოლგაც არ მქონდა, მთლად დავსველდი და უკვე სიცივისგან მაკანკალებდა
ქუჩაში ლამპიონები ენთო მაგრამ უცბად ჩამოწოლილ წყვდიადს ვერ ერეოდა, უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა, მივიხედე, ტყავის ლაბადიანი მაღალი კაცი იდგა და დაჟინებით მიმზერდა ამჯერად სათვალე არ ეკეთა და თვალები უცნაურად უელავდა
- არა, უბრალოდ არ შეიძლება ადამიანს ასეთი უცნაურად საშიში თვალები ჰქონდეს
ნაბიჯს ავუჩქარე, მანაც აუჩქარა და მე უკანმოუხედავად მთელი ძალით გავიქეცი, არ ვიცოდი საით გავრბოდი, უბრალოდ ვცდილობდი ამ ვიწრო მიხვეულ მოხვეული და ბნელი ქუჩებიდან სინათლეზე გამეღწია
ჩიხში შევედი, წინ უზარმაზარი ყრუ კედელი დამხვდა, მოვტრიალდი, ჩიხის შესასვლელში ტყავისლაბადიანი იდგა, უცბად საიდანღაც კიდევ ორი მისნაირი გაჩნდა, გვერდით ამოუდგნენ და მწყობრი ნაბიჯით დაიძრნენ ჩემსკენ
- გეგონა ჩვენგან გაქცევას შეძლებდი? ამოისისინა ტყავისლაბადიანმა და შემპარავი ნაბიჯებით გააგრძელა ჩემსკენ სვლა
ჯანდაბა, ახლა რა უნდა გავაკეთო, ჩემი ტვინი გამალებით მუშაობდა, მიმოვიხედე, ჩემს გარშემო არაფერი იყო ისეთი რითაც თავის დაცვას შევძლებდი და უეცრად თითქოს არსაიდან ჩემს წინ აზრაელი დაეშვა, გაშლილი ფრთებით და ხელში უცნაურად მოელვარე ხმლით, საოცარი იყო, ფრთებით, ტყავის ქურთუკით, მთლიანად სველი და ხელში ხმლით, უნებურად გამეღიმა, დავინახე რომ ისიც მე მიყურებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა
აშკარად იცის როგორ ეფექტს ახდენს ასე მოულოდნელად გამოჩენისას
- მოდი ჯერ ამათ მივხედოთ და მერე ვისაუბროთ იმაზე თუ რა სექსუალური ვარ მთლიანად სველი და ხელში ხმლით, მერე თვალი ჩამიკრა, მდევრებისკენ შეტრიალდა და ტუჩებს შორიც ცივად გამოსცრა
- ვფიქრობ დღეს კარგად გავერთობით ბიჭებო ...
* * *
ტყავის ლაბადიანმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და თავისიანებიც გაიყოლა
- ჩვენ წავალთ, შენთან პრობლემები არ გვჭირდება აზრაელ
მისი ხმა ცივად და უემოციოდ ისმოდა, უკან უკან იხევდა და თამხლებებსაც ანიშნებდა რომ მასთან ერთად უკან დაეხიათ
აზრაელი ელვის სისწრაფით გაჩნდა მასთან, საყელოში ხელი ჩაავლო და მაღლა ასწია
- შენ ფიქრობ რომ უფლებას მოგცემ ასე ადვილად წახვიდე აქედან?
- შენი პრობლემა ის არის რომ ყოველთვის იქ ყოფ ცხვირს სადაც არავინ გეკითხება, ამოიხრიალა ტყავის ლაბადიანმა, ხელი გამიშვი, შეთანხმების შესახებ ყველამ ვიცით, ანგელოზებთან არანაირი პრობლემა არ გვჭირდება
აზრაელი ერთხანს უხმოდ შესცქეროდა ქვემოდან, და მერე ჩემდა გასაკვირად სრულიად მშვიდი და წყნარი ხმით უთხრა…
- ბელიზარ, არ ვიცი ამჯერად ვის ბრძანებებს ასრულებთ მაგრამ ვხვდები რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რას აკეთებთ, ანგელოზებს და დემონებს შორის შეთანხმება მაშინ დაირღვა როცა ლილას დევნა დაიწყეთ და გაფრთხილებთ, ახლა მოგცემთ წასვლის საშუალებას მაგრამ, თუკი ამის შემდეგ ლილას მიუახლოვდებით საქმე ჩემთან გექნებათ
შემდეგ ხელი გაუშვა, ტყავის ლაბადიანი ერთხანს უმეტყველო სახით შესცქეროდა, მერე თავისიანებს რაღაც ანიშნა, შეჯგუფდნენ, ერთიან კვამლისებურ მასად იქცნენ და უბრალოდ აორთქლდნენ
გაშეშებული ვიდექი და მთელ ამ სანახაობას პირდაღებული შევცქეროდი, ანგელოზები, დემონები, მთელ ამ სიტუაციას მხოლოდ ცხრათავიანი დრაკონი აკლდა და ყველაფერი სრულყოფილი იქნებოდა
აზრაელმა ხმალი ქარქაშში ჩააგო მომიახლოვდა და გულიანად გამიღიმა
- როგორ ხარ? კარგია რომ ამჯერად მაინც არ წაგსვლია გული
- შეგიძლია ამიხსნა აქ რა მოხდა? ვინ იყვნენ და ჩემგან რა უნდოდათ?
- დემონები არიან, კაცმა რომ თქვას ამ ბოლო დროს ბევრს არაფერს აშავებენ, ყოველ შემთხვევაში იმდენს მაინც არა რამდენსაც ანგელოზები, მაგრამ ახლა აშკარად ვიღაცის ბრძანებას ასრულებდნენ და აუცილებლად უნდა გავიგო ვისას
- თუ ამის გაგება გინდოდა რატომ გაუშვი?
- ბელიზარი არაფერს იტყოდა, მისთვის რაც არ უნდა მექნა, რაც მაინტერესებს იმის გაგებისთვის სხვა ხერხებიც არსებობს
- შენ თქვი რომ ჩემს გამო რაღაც შეთანხმება დაირღვა, რა შეთანხმება და რატომ?
- ხომ არ გეჩვენება რომ ერთბაშად ძალიან ბევრ კითხვას სვავ
აზრაელი მომიახლოვდა ჩემი მარცხენა ხელი აიღო და ლოყაზე მიიკრა
- მთლად გაყინულხარ, სველი ხარ, ასე შეიძლება ფილტვების ანთებაც დაგემართოს, ნაკლებად მოსალოდნელია მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ზომები ხომ უნდა მივიღოთ, გათბობა გჭირდება, ახლაც უარს მეტყვი რომ ჩემთან წაგიყვანო? არ გამომყვები?
- შენთან?
- ჰო, იქ სადაც შენს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, თანაც ახლა უკვე შენს ბინაში დარჩენა სახიფათოა, რაკი დემონებმა შენზე ნადირობა დაიწყეს, თუკი ჩემგან შორს იქნები შენი დაცვა გამიჭირდება, რას იტყვი მოდიხარ?
ვუყურებდი როგორ იდგა ჩემს წინ, ქარი სახეზე ჩამოყრილ შავ თმას უწეწავდა, ჩემი მარცხენა ხელი ლოყაზე ჰქონდა მიდებული, ტუჩებით ეხებოდა, თვალებში მიყურებდა, მიღიმოდა და უცბად მივხვდი რომ ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო და სადაც მთხოვდა ყველგან გავყვებოდი, თუნდაც ჯოჯოხეთში
- კარგი, წავიდეთ, იმედია მანქანა სადმე ახლოს გყავს გაჩერებული
აზრაელმა წარბი აწია და ჩაიფხუკუნა
- მანქანა? მეხუმრები?
- მერე ხელში ამიტაცა და მკერდზე მაგრად მიმიკრა
- მაგრად მომეჭიდე
ხელები კისერზე მოვხვიე, აზრაელმა ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა, ძალიან სწრაფად მიფრინავდა სულ მაღლა და მაღლა, ჩვენს ქვემოთ წამიერად დაპატარავდნენ შენობები, მეგონა გავიყინებოდი მაგრამ მისი სხეულიდან ისეთი სიმხურვალე მოდიოდა რომ არ შემცივნია და არც შიში მიგრძვნია, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ბუნებრივი ყოველდღიურობა იყო
არ ვიცი რამდენი ხანი ვიფრინეთ, ალბათ რამდენიმე წუთი
- მოვედით ჩამჩურჩულა ყურში
- ქალაქის განაპირას საკმაოდ მოზრდილი, ძველისძველი, არაფრით გამორჩეული შენობის წინ დავეშვით, შენობას გარშემო უზარმაზარი ხეებით და სხვადასხვა ფორმის გაზონებით სავსე საკმაოდ ვრცელი ბაღი ჰქონდა შემორტყმული.
აზრაელმა ფრთხილად დამიშვა ძირს, მერე მხრები შეარხია და ფრთები უბრალოდ გაქრა თითქოს არც კი ყოფილა, ახლა ის უბრალოდ ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭი იყო, იდგა და ჩემს რეაქციას ელოდა,
- შენ რა აქ ცხოვრობ?
- არ მოგეწონა?
- ტაძარში არ უნდა ცხოვრობდე?
- და ტაძარში რატომ უნდა ვცხოვრობდე?
- იმიტომ რომ ყველა ფილმში რაც კი ანგელოზების შესახებ არის გადაღებული ანგელოზები ძველისძველ, მიტოვებულ ტაძრებში ცხოვრობენ, და თანაც ტაძრები ხომ ღმერთთან არის დაკავშირებული.
- ეგ ძველისძველი მითებია და აქ ღმერთი საერთოდ არაფერ შუაშია ლილა, მითუმეტეს ის ღმერთი შენ რომ იცნობ, ამას ცოტა ხანში შენ თვითონაც მიხვდები, თანაც ეს მხოლოდ ჩვენი დროებითი სამყოფელია, ახლა კი წამოდი შიგნით შევიდეთ.
აზრაელი წინ გამიძღვა ძველისძველი რკინის ჭიშკარი გამიღო და გამატარა, ეზო ღამის ნათურებით იყო განათებული, პატარა ქვით მოკირწყლული ბილიკი გავიარეთ და შენობის შესასვლელს მივადექით, უეცრად კარი გაიღო და გარეთ დაახლოებით 20 წლის, ქერა, ყავისფერთვალება, სშუალო სიმაღლის, გამხდარი, ლამაზი ბიჭი გამოვარდა, სპორტული შარვალი და მაისური ეცვა ფეხშიშველი იყო და მთლიანად ფქვილით და კრემისმაგვარი მასით მოთხუპნული.
- მოხვედით? აზრაელ იქნებ ისრაფიელი როგორმე დაარწმუნო რომ ტორტის გამოცხობის მცდელობას თავი დაანებოს და უბრალოდ შეუკვეთოს, დღეს უკვე მის გამო ორჯერ მომიწია მთელი შენობის დალაგება, ცოცხალი თავით არ უნდა 300 წლის წინანდელ რეცეპტში რამე შეცვალოს,
- კარგი, გაეცინა აზრაელს, მაგას მივხედავ, ლილა შენ კი გაიცანი ეს დანიელია,
- სასიამოვნოა შენი გაცნობა დანიელ, შენც ანგელოზი ხარ?
დანიელმა კრემით და ფქვილით მოთხუპნულ ტანსაცმელზე და შიშველ ფეხებზე დაიხედა და გაეცინა,
- შეიძლება ასეთ ფორმაში არ მეტყობა მაგრამ, მერწმუნე ნამდვილად ანგელოზი ვარ, სეროზულად, უბრალოდ ასეთ მდგომარეობაში ფრთებს ვერ გავშლი, არ მინდა დამესვაროს.
- წარმოუდგენელია, გამეღიმა მე, სხვა დროს და სხვა ადგილზე რომ შევხვედროდით ვიფიქრებდი რომ მოდელი ხარ და რომელიმე ჟურნალისთვის მუშაობ, მაგრამ ანგელოზი? შანსი არ არის,
დანიელი კარს მიეყრდნო და თმა მომხიბვლელად გადაიყარა უკან,
- და შენ რას ელოდი, რომ ჩვენ ანგელოზები ასე უბრალოდ დავბოდიალობთ ქალაქში, ადამიანთა შორის, გაშლილი ფრთებით და თავზე ნათელით? აზრაელის საშინელ ცელზე აღარაფერს ვამბობ,
ცელი? უნებურად აზრაელს შევხედე და დავინახე როგორ მთელი ძალით ცდილობდა ღიმილის შეკავებას.
დანიელმა კარი ფართოდ გააღო, თავი დაგვიკრა და მიგვიპატიჟა,
- კეთილი იყოს ჩვენს მოკრძალებულ სამყოფელში შენი მობრძანება ლილა.
* * *
მივხვდი, რომ უკვე ვეღარაფერი გამაკვირვებდა, მხრებში თამამად გავიშალე და ზღურბლს გადავაბიჯე
არ ველოდი, შენობა შიგნიდან საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი, საკმაოდ ვრცელი და ფართო ჰოლი ხალიჩებით იყო მოფენილი და ორივე მხარეს ოთახები იყო ჩარიგებული, აზრაელი ჰოლის ბოლოსკენ გამიძღვა, საიდანაც ხვეული კიბე მეორე სართულზე ადიოდა
- დანიელ, ლილა მთლად სველია, უნდა გამოიცვალოს, შენ კი დანარჩენებს უთხარი მისაღებში დამხვდნენ,
- კარგი, თავი დაუკრა დანიელმა, როგორც ვატყობდი აზრაელს ანგელოზთა შორის მასზე მაღალი პოზიცია ეკავა, დანიელს მეგობრულად ექცეოდა, მაგრამ ვხედავდი როგორი მოწიწებით და სიყვარულით უმზერდა დანიელი, ალბათ ანგელოზებსაც აქვთ რაღაც თავიანთი ანგელოზური იერარქია.
აზრაელმა კიბესთან ადგილი დამითმო და მანიშნა რომ პირველი მე ავსულიყავი,
- შენ არ გითქვამს რომ მარტო არ ცხოვრობ.
- ამის შესახებ არაფერი გიკითხავს, მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო, აი ნახავ ყველა ძალიან მოგეწონება, საშიში და სანერვიულო არაფერია, აზრაელმა ფრთხილად დამადო მხარზე ხელი, წინ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.
- სერიოზულად გეუბნები, მითხარი თუკი რამე არ მოგწონს და ახლავე უკან წაგიყვან,
- ყველაფერი რიგზეა, არსად წასვლას არ ვაპირებ და ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ შენს დანარჩენ მეგობრებს,
ვუთხარი და არ მომიტყუებია, მართლა ასე იყო, ზღურბლს გადმოვაბიჯე თუ არა თავი ისე მყუდროდ ვიგრძენი როგორც ალბათ მხოლოდ საკუთარ სახლში იგრძნობს ადამიანი.
- კარგი, თუკი ასეა მაშინ ჩემს საძინებელში ავიდეთ,
- საძინებელში? რატომ?
- შენ როგორ ფიქრობ? აზრაელი მაცდურად იღიმოდა და ქვედა ტუჩს კბილებს შორის აწვალებდა,
- არ ვიცი მაგ პატარა ლამაზ თავში რა გიტრიალებს, მაგრამ მე მხოლოდ მშრალი ტანსაცმლის შემოთავაზება მინდოდა,
ჯანდაბა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, ალბათ ახლა კიბორჩხალასავით წითელი ვარ, რა სირცხვილია, შევბრუნდი და საჩქაროდ ავირბინე კიბე.
* * *
აზრაელის საძინებელი, სადად და უბრალოდ იყო მოწყობილი, ორსაწოლიანი საწოლი რბილი გადასაფარებლით, კუთხეში ტანსაცმლის კარადა, ფართო ფანჯარასთან რომელზეც სქელი მუქი ნაცრისფერი ფარდები იყო ჩამოფარებული სამუშაო მაგიდა იყო მიდგმული, ზედ დახვავებული უამრავი წიგნით და ფურცლებით, კედლები უბრალოდ თეთრად იყო შეღებილი, იატაკი კი რბილი ხალიჩებით მოფენილი.
- ჰმ, როგორც ვხედავ ანგელოზებს ხალიჩებზე გართულება გაქვთ,
- ჰო ასეა, ფეხშიშველი სიარული გვიყვარს, ცივ იატაკზე ფეხშიშველი სიარული კი ვერაფერი სიამოვნებაა.
აზრაელი კარადასთან მივიდა, შორტი და ღია ფერის უბრალო მაისური გადმოიღო და საწოლზე დამილაგა,
- მე აბაზანაში შევალ და გამოვიცვლი, შენ კი ესენი ჩაიცვი, მერე ქვემოთ ჩავიდეთ, რამე ვჭამოთ და თან დანარჩენებსაც გაგაცნობ.
თავი უხმოდ დავუქნიე, აზრაელი უცნაურად და ზედმეტად სერიოზულად იქცეოდა ცდილობდა დისტანცია დაეჭირა, ალბათ რომ არ შევეშინებინე და ავეღლვებინე. სველი ტანსაცმელი გავიხადე და შორტი და მაისური ჩავიცვი, მაისური ძალიან დიდი მქონდა, ალბათ სასაცილოდ გამოვიყურები მაგრამ ახლა ეს ვის ადარდებს, საწოლზე ფეხმორთხმით დავჯექი და იქაურობა კიდევ ერთხელ მოვათვალიერე.
არც კი ვიცოდი რას ველოდი, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად არა, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მშვიდად, უსაფრთხოდ, ფუმფულა ბალიშებზე მივწექი, მთელი დღის დაღლილობამ ერთბაშად შემომიტია, მგონი არაფერი დაშავდება თუკი რამდენიმე წუთით წავუძინებ, თვალები დავხუჭე და ღრმა უსიზმრო ძილით დავიძინე.
ტკბილი ძილისგან კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამომაფხიზლა, საწოლში ვიწექი თხელი რბილი საბანი მეფარა, გადაწეული ფარდებიდან ოთახში მზე შემოდიოდა
- ღმერთო ჩემო, ნუთუ მთელი ღამე მეძინა
კაკუნი განმეორდა, მერე კარი ფრთხილად გაიღო და ოთახში დანიელმა შემოყო თავი
- შეიძლება?
საწოლში წამოვჯექი და შემოვიპატიჟე,
- შემოდი, რომელი საათია?
- საღამოს 7 საათია, დიდი ხანია გძინავს, აზრაელმა ტანსაცმელი დაგიტოვა,
იქვე საწოლზე მიწყობილ ტანსაცმელზე მანიშნა დანიელმა,
- დამიბარა რომ სახლი დაგათვალიერებინო და დანარჩენები გაგაცნო, ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი,
- თვითონ სად არის?
- გვიანობამდე არ მოვა, მაგრამ შენ არაფერზე იდარდო, მე აქ ვარ
მერე გულიანად გამიღიმა და წასასვლელად შეტრიალდა,
- გმადლობ დანიელ,
- შეგიძლია დანი დამიძახო, დანარჩენები ასე მეძახიან.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, თითქოს მთელი წლების უძილობა ერთ ღამეში ამენაზღაურებინოს, მაისური და შარვალი ზუსტად მომერგო, ჰმ, არ მჯერა ნუთუ აზრაელი სპეციალურად ჩემთვის წავიდა საყიდლებზე, მიმოვიხედე ფეხსაცმელი არ ჩანდა, ძალიანაც კარგი, ანგელოზები თუ ფეხშიშვლები დადიან მეც ვივლი, კარი გამოვიხურე, ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში გავიარე და კიბეზე დავეშვი.
დანიელი ქვედა სართულის დერეფანში მელოდებოდა,
- ალბათ გშია, სანამ დანარჩენებს გაგაცნობ ხომ არ გირჩევნია სამზარეულოში შევიაროთ რომ ცოტა წაიხემსო,
ოჰ, ახლა უცბად ვიგრძენი როგორ ძალიან მმომშიებია, თითქმის ორი დღეა არაფერი მიჭამია,
- კარგი, სამზარეულოში წავიდეთ, ოღონდ მანამდე ტელეფონი მათხოვე, დეიდას უნდა დავურეკო, ჩემი დავკარგე, დეიდა კი ალბათ მირეკავს და ნერვიულობს რომ არ ვპასუხობ,
- ტელეფონი? გაოცებული სახე მიიღო დანიელმა,
- ტელეფონი არ მაქვს,
- როგორ თუ არ გაქვს?
- ჩვენ ანგელოზებს ტელეფონი არ გვჭირდება იმისთვის რომ ერთმანეთთან კავშირი შევძლოთ, ყველას გონებრივი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან, ურიელის გარდა, ერთადერთი ჩვენს შორის რატომღაც ურიელს არ შეუძლია ამ კავშირის გამოყენება, ადამიანებთან კავშირს კი ვერიდებით, ამიტომაც ტელეფონი არაფერში გვჭირდება.
ოჰო, ანგელოზები ჩემს გაოცებას არ წყვეტდნენ,
- არ შეგიძლია ეგ შენი გონებრივი კავშირი გამოიყენო და აზრაელს გადასცე რომ ტელეფონი მომიტანოს?
- კავშირი ასე არ მუშაობს ლილა, მას მხოლოდ აუცილებელი საჭიროები შემთხვევაში ვიყენებთ, შენი ტელეფონი კი არამგონია ასეთი შემთხვევა იყოს.
სამზარეულო საკმაოდ ფართო, ხალვათი და საოცრად სუფთა იყო, დანიელმა ყველიანი სენდვიჩები გააკეთა და მაგიდას ჩემს წინ მიუჯდა.
- ჭამე, ართუ ისე კარგი მზარეული ვარ მაგრამ გემრიელ სენდვიჩებს ვაკეთებ,
სამცალ სენდვიჩს რამდენიმე წუთში მოვუღე ბოლო, თან გამალებული ვფიქრობდი ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა, იქნებ სახლში დაბრუნება სჯობს, მაგრამ როცა ახლა როგორც იქნა თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ იქნებ ეს უფროა ჩემი სახლი ვიდრე ის, თანაც ეს საშინელი დემონები...
- ვის მოტყუებას ცდილობ, შემომიტია შინაგანმა ხმამ, დემონების უფრო მეტად გეშინია თუ იმის რომ შეიძლება ერთ დღესაც აზრაელი ისე მოულოდნელად გაქრეს სენი ცხოვრებიდან როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა,
- არა, ამისთვის მზად არ ვარ,
- რისთვის არ ხარ მზად? გაკვირვებული ხმით შემეკითხა დანიელი,
- ჯანდაბა, ეს რა ხმამაღლა ვთქვი?
- ჰო ხმამაღლა თქვი, აზრაელი მართალი იყო უცნაურ გოგოს რომ გეძახდა,
აჰა ესეიგი ჩემს შესახებ საუბრობდნენ, რას არ მივცემდი რომ გამეგო რას ფიქრობს ჩემზე, რაც შემეძლო საყვარელი სახე მივიღე, დანიელს თბილად გავუღიმე და ვკითხე
- შეგიძლია მითხრა რას ამბობდა ჩემზე იმის გარდა რომ უცნაური ვარ?
დანიელმა დაკვირვებით შემომხედა და გაეღიმა,
- მეჩვენება თუ ჩემს მოხიბვლას ცდილობ რომ ინფორმაცია დამცინცლო?
- ოჰ ეს ჭკვიანი ანგელოზები,
მივხვდი რომ არაფერი გამომივიდოდა, სკამიდან ჩამოვხტი და კარზე ვანიშნე,
- წავიდეთ დანარჩენი ჭკვიანების გასაცნობად?

- დანიელმა ორფრთიანი ძველებური წითელი ხის კარი გამოაღო და მისაღებში შემიძღვა, მისაღები უზარმაზარი იყო, ოთხკუთხედი ფორმის, თითქმის მთელი კედლები თაროებით იყო დაფარული, სადაც წიგნები და რაღაც უცნაური ნივთები ელაგა, ერთ კუთხეში უზარმაზარი ბუხარი იყო და თითქმის მთელ ოთახში უამრავი რბილი ავეჯი, დიდი ფანჯრები, სქელი მძიმე ფარდებით და კარი რომელიც ბაღში გადიოდა, ბუხრის წინ სასადილო მაგიდის მაგვარი მაგიდა იდგა და ზედ საკმაოდ მოზრდილი შოკოლადის ტორტი იდო, დანიელმა ტორტზე მიშტერებული ჩემი მზერა შეამჩნია და მომიტრიალდა
ეს ტორტი ისრაფიელმა გამოაცხო, ვერაფერს ვიზავთ მოსწონს ექსპერიმენტები, თუმცა ბოლოს და ბოლოს სამასწლიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა გამოუვიდა, არც ისე ცუდად გამოიყურება არა?
- ვინმეს დაბადების დღეა?
- აა არა, ჩვენ დიდი ხანია რაც დაბადების დღეებს აღარ ვზეიმობთ, ეს ტორტი იმის აღსანიშნავად არის აქ რომ ისრაფიელს ამდენი წლის წვალების გამო როგორც იქნა მგონი მართლაც გამოუვიდა ისეთი რამის გამოცხობა რისი ჭამაც შეიძლება.
- ცდილობ რომ გოგონას წინაშე გამაწითლო?
ფუმფულა სავარძლიდან მაღალი ზორბა ქერათმიანი ანგელოზი წამოდგა მომიახლოვდა და ჩემდა გასაკვირად ჩამეხუტა
- კეთილი იყოს შენი მოსვლა ლილა, მე ისრაფიელი მქვია და იმედი მაქვს რომ ვიმეგობრებთ.
- გეყოფა გაუშვი, ხომ ხედავ ვეღარ სუნთქავს, მხარი გაკრა დანიელმა თანაც დანარჩენებსაც უნდა გავაცნო და თუ გაგუდავ ამას ვეღარ მოვახერხებ.
- მეც მიხარია შენი გაცნობა ისრაფიელ, ვცადე რაც შეიძლება გულითადად გამეღიმა,
არადა საერთოდ არ მქონდა ღიმილის თავი, საშინლად ვღელავდი, მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ანგელოზებით სავსე სახლში ვარ და ვცდილობ თავი ისე დავიჭირო თითქოს არაფრის არ მეშინია, მოჭარბებული ემოციებისგან გული ისე მიფრთხიალებდა თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ წავბორძიკებულიყავი.
- ეს ურიელია, მიმითითა დანიელმა გამხდარ, საშუალო სიმაღლის, შავ სამოსში გამოწყობილ ანგელოზზე რომელიც ფანჯარასთან იდგა და არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა,
ურიელმა უხმოდ დამიკრა თავი,
- ესენი კი სარიელი, რემიელი და ჰანიელი არიან, მიმითითა სამ წითურ ანგელოზზე რომლებიც ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს, სამივე მაღალი გამხდარი და ჭორფლიანი იყო,
სამივე გულითადად მომესალმა და შეწყვეტილი საუბარი განაგრძეს, რაღაც ჩემთვის გაუგებარ თემაზე.
მისაღები მოვათვალიერე, აზრაელის ჩათვლით შვიდნი არიან და ყველა მამაკაცი ...
- ვგრძნობ რაღაცის კითხვა გინდა, მიდი მკითხე ნუ მოგერიდება, გამამახნევებელი ხმით მითხრა დანიელმა.
- მდედრობითი სქესის ანგელოზები სად არიან?
- ჰოო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემთვისაც კი ცოტა რთულია, ჯობია აზრაელს დაველოდოთ ის ყველაფერს აგიხსნის.
ფანჯარასთან მიდგმულ რბილ სავარძელში ჩავჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე, ვგრძნობდი ყველა ცდილობდა ზედმეტად არ შევეწუხებინე ან არ შევეშინებინე, ამიტომაც ისე იქცეოდნენ თითქოს საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას, საუბრობდნენ, ერთმანეთში ხუმრობდნენ, როგორც ჩვეულებრივი 20 – 25 წლის ბიჭები იქცევიან როცა ერთად იკრიბებიან ხოლმე, როგორი უცნაურია, ნეტავ ფრთების გარდა რით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან, ალბათ რამე ზებუნებრივი ძალები აქვთ, თუმცა ახლა სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებიან.
- არა ასე უბრალოდ ჯდომა აღარ შემიძლია, წამოვდექი და ბაღში გამავალი კარისკენ წავედი, დავინახე როგორ გამომაყოლა თვალი დანიელმა, მერე კი შებრუნდა და რემიელთან საუბარი განაგრძო.
ბაღში გრილოდა, შიშველი ფეხებით გრილ ბალახზე სიარული მესიამოვნა, სახლისგან მოშორებით, დაბალი გაბუჩქული ხის ქვეშ მწვანე ბალახზე ჩამოვჯექი და ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად შევისუნთქე,
- სასიამოვნო სურნელია არა? მომესმა ზურგიდან ნაცნობი ხმა და სულში თბილად ჩამეღვარა, აზრაელი ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა ბალახზე და შემომცინა,
- ჰანიელი მთელ სულსა და გულს დებს ამ ბაღში უამრავი ყვავილი და ხე დარგო მეც მიყვარს ხოლმე საღამოობით ამ ხის ქვეშ ჯდომა, დასვენება და ოცნება
საინტერესოა რაზე ოცნებობენ სიკდილის ანგელოზები, ჯანდაბა აქამდე ამაზე არც კი მიფიქრია, ის ხომ სიკვდილის ანგელოზია, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ როგორ ზის ჩემს წინ ფეხმორთხმული, ტყავის ქურთუკით, საყელომოღეღილი მაისურით, აჩეჩილი თმით და საოცრად თბილი ღიმილით...
- არა ახლა სიკვდილზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებ,
აციმციმებულ თვალებში შევხედე და ვკითხე,
- რაზე ოცნებობ?
- ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, სადაც არავინ იქნება იძულებული სხვის მიერ დაგეგმილი ცხოვრებით იცხოვროს, სადაც თავისუფალი ნება მართლაც იარსებებს და უბრალო ილუზია არ იქნება როგორც ამ სამყაროში,
- რისი თქმა გინდა?
აზრაელმა ჩემი ხელი ხელში აიღო, მაგრად მომიჭირა და ცოტა არ იყოს აღელვებული ხმით დაიწყო...
- ახლა კარგად უნდა მომისმინო ლილა, ვიცი რომ რასაც გეტყვი ყველაფერს გაიგებ, ამის მჯერა, ასე რომ არ იყოს არაფერს გეტყოდი, ძალიან ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული თუ როგორ მიიღებ იმ ყველაფერს რასაც მოგიყვები,
აზრაელი საკმაოდ სერიოზული და ოდნავ აღელვებული სახით მიცქერდა და მეც ცოტა არ იყოს დავიძაბე,
მინდა კი იმ ყველაფრის გაგება რაც უნდა მითხრას? იქნებ ჯერ გვიანი არ არის რომ ყველაფერი დავივიწყო და ჩემს კომფორტის ზონაში დავბრუნდე
პირველად ვიგრძენი რაღაც შიშისმაგვარი უცნაური და არასასიამოვნო
აზრაელი დაკვირვებით მიყურებდა სახეში
- ვხედავ რომ შიშით და ეჭვებით ხარ სავსე, მაგრამ შემიძლია სიტყვა მოგცე რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გადაწყვიტო, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ყველაფერში დაგეხმარები, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ იმის შემდეგ რაც ყველაფერს მოგიყვები, ჩემს შესახებ აზრს შეიცვლი და შეიძლება შემიძულო კიდეც, მე მაინც მთელი სამყაროს წინააღმდეგაც რომ მომიწიოს წასვლა, ყოველთვის დაგიცავ, არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს.
ეს სიტყვები ისე მითხრა რომ ჩემი ხელი ხელიდან არ გაუშვია და არც თვალი მოუშორებია, ვგრძნობდი რომ ღელავდა, მისგან იმპულსები მოდიოდა რომელთაც ჩემდა გასაკვირად ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს მოეცვა მთელი მისი არსება,
ჩემდა უნებურად ხელი მისი სახისკენ წავიღე და ლოყაზე მოვეფერე,
- არამგონია რამემ შენი შეძულება მაიძულოს აზრაელ, ასე რომ გისმენ, მომიყევი, ყველაფერი მომიყევი ...
* * *
- ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ...
ზღაპარივით დაიწყო აზრაელმა თხრობა
- დედამიწაზე არსებობდა ცივილიზაცია, ახლანდელისგან სრულიად განსხვავებული, და იმდენად განვითარებული ტექნოლოგიებით, რომ ერთმა ახალგაზრდა და ძალიან ჭკვიანმა მეცნიერმა გადაწყვიტა ადამიანის გენების გაუმჯობესება, რათა ადამიანები გამხდარიყვნენ უფრო ლამაზები, ძლიერები და სიცოცხლისუნარიანები (უკვდავები)
- მან შექმნა ლაბორატორია რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა, ძიების და კვლევების პროცესში მეცნიერმა საბედისწერო აღმოჩენა გააკეთა, თუკი უნდოდა რომ ადამიანები უკვდავები გაეხადა, მას ამისთვის სხვა ადამიანების ემოციური ენერგია სჭირდებოდა, ის ენერგია რასაც ისინი დიდი ემოციური დატვირთვისას გამოსცემენ, მაგ: ღრმა მწუხარების, სიყვარულის, ტკივილის, მონატრების, სიბრაზის, სიძულვილის დროს.
- მეცნიერმა შექმნა ტექნოლოგია რითაც შესაძლებელი იყო ამ ენერგიის მიღება და აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ღირებული მწუხარების, მრისხანების და სიძულვილის დროს გამოყოფილი ენერგია იყო, მან ცდების ჩატარება დაიწყო, ცდებში მონაწილეობას ათობით ადამიანი დასთანხმდა, დროთა განმავლობაში დადგინდა რომ ყველას არ შეეძლო ამ ენერგიის შეთვისება და ხშირად ცდები ლეტალური შედეგით სრულდებოდა, თანაც იმისათვის რომ საცდელ პირებს ახალგაზრდობა, სილამაზე და განსაკუთრებული ძალები შეენარჩუნებინათ, მუდმივად უნდა მიეღოთ სხვა ადამიანებისგან ენერგია.
საბოლოოდ პლანეტის მთელმა მოსახლეობამ მიიღო მის ცდებში მონაწილეობა, რადგან ხალხმა დაიჯერა მისი ცრუ დაპირებები უკვდავობის და მუდმივი სილამაზის შესახებ, შედეგად ხალხის სამი მეოთხედი დაიღუპა, ხოლო ვინც გადარჩა გამრავლების უნარი დაკარგა.
- მოიცა ეს როგორ? შევაწყვეტინე გაოცებულმა, თუკი ასეა თქვენ ანგელოზები როგორ?
აზრაელმა მანიშნა მოიცადეო და განაგრძო,
- მეცნიერი გადარჩენილთა მხრიდან წნეხის ქვეშ მოექცა, ხალხი გადაშენებაში ადანაშაულებდა და მის გასამართლებას მოითხოვდა, ამიტომაც მან ხალხს პირობა მისცა რომ ისეთ წამალს შექმნიდა რომელიც შესაძლებელს გახდიდა ქალებს კვლავ გაეჩინათ ახალი სიცოცხლე, მან ოცი ახალგაზრდა ქალი შეარჩია რომლებიც ნებაყოფლობით დასთანხმდნენ ცდებზე და მათ ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარა, მაგრამ იყო რაღაც რაც არავისთვის არ უთქვამს, პარალელურად ამ ახალგაზრდა ქალებზე თავის შექმნილ წამალს ცდიდა, რომლითაც ახალშობილებს განსაკუთრებული უნარები უნდა შეეძინათ.
- ოციდან მხოლოდ შვიდმა ქალმა შესძლო ბავშვის გაჩენა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბავშვები განსაკუთრებული ძალებით დაიბადნენ და წინდახედულმა მეცნიერმა ისინი ხალხს არ წარუდგინა, გამოაცხადა რომ დაიღუპნენ, განცალკევებულ ადგილზე გადამალა და შემდეგში ბევრი ეცადა მაგრამ ვეღარ მოახერხა ახალი სიცოცხლის შექმნა.
- მან ფაქტიურად სრული კრახი განიცადა, მაგრამ არ დანებდა, რადგან უკვდავობის იდეით იყო შეპყრობილი და ეშინოდა რომ ხალხი უკვე აღარ მისცემდა ცდების ჩატარების უფლებას, მაგრამ ხალხს უკვე აღარ ეთმობოდა სამუდამო სიცოცხლე და ყველაფრის ფასად მზად იყვნენ ცხოვრების გასაგრძელებლად, ასე რომ მან გადარჩენილებს სამუდამო სიცოცხლე აღუთქვა და დაიწყო გზების ძიება როგორ მიეღწია მიზნისთვის, მისი მიზანი კი იყო შეექმნა საკუთარი სამყაროს ანალოგი, რათა საკუთარი სამყარო იმ მეორე სამყაროში მცხოვრები ადამიანების ენერგიით ეკვება.
- ასეც მოხდა, უამრავი კვლევა ძიების შემდეგ მან აღმოაჩინა რამდენიმე პორტალი, რითაც შესაძლებელი იყო სხვა სამყაროში გადასვლა (პარალელური განზომილება) მან საკუთარი სამყაროს ზუსტი ანალოგი შექმნა და მისი მართვა დაიწყო, ადამიანებით დაასახლა და საბოლოოდ ისე მოხდა რომ არსებობს ორი სხვადასხვა სამყარო, ერთი რომელშიც თვითონ ცხოვრობს რჩეულ უკვდავებთან ერთად და ის რომელშიც ახლა ჩვენ ვართ.
ჩემი ტვინი უკვე ვეღარ იტევდა ამდენ ახალ ინფორმაციას, მეგონა სადაცაა ავფეთქდებოდი, აზრაელს თხრობა შევაწყვეტინე და ვკითხე,
- ანუ თქვენ იმ სამყაროსთან კავშირი არ გაქვთ და მხოლოდ აქ ცხოვრობთ?
- რათქმაუნდა კავშირი გვაქვს, ჩვენ ჩვეულებრივად შეგვიძლია იმ პორტალების გამოყენება რომლებიც ორ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს.
- და დემონები? ისინი როგორ გაჩნდნენ?
- ჰო ეს ცოტა არ იყოს სამწუხარო და სევდიანი ამბავია, როცა მეცნიერმა შვიდი ბავშვი გადამალა და ახალი ცდები დაიწყო, როგორც უკვე გითხარი ახალი სიცოცხლის შექმნა ვეღარ მოახერხა, უფრო სწორად რომ ვთქვათ მოახერხა, მაგრამ ის რაც შექმნა არ იყო ადამიანი ან ანგელოზი, მან შექმნა საშინელი არსებები გრძნობების გარეშე, მათ არ შეეძლოთ ეგრძნოთ თანაგრძნობა ან სიყვარული, ვერც ტკივილს გრძნობდნენ, შეეძლოთ ფორმის შეცვლა და სხვადასხვა არსებად გადასახვა, მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის რომ ისინი თავიდანვე არ გაანადგურა, ცნობისმოყვარეობის გამო გააგრძელა ცდები და ერთხელაც თორმეტმა ცდის ობიექტმა ლაბორატორიას თავი დააღწია და პორტალში გაიარა, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ მათ ბუნებრივად გამრავლების უნარი აღმოაჩნდათ და ახლა უკვე უამრავი არიან.
- ანუ ბელიზარი...
- ჰო ის ერთერთი მთავარი დემონია და ჩვენი ანგელოზების მთავარი მოვალეობა ზუსტად მისნაირებისგან ადამიანების დაცვაა, რადგან ისინი ადამიანების სასიცოცხლო ენერგიას იპარავენ, ეს კი მეცნიერისთვის ინვესტიციის მოპარვას ნიშნავს.
- ინვესტიციის? შუბლი შევიჭმუხნე,
- ის რა ადამიანებს უბრალოდ ინვესტიციად მიიჩნევს?
აზრაელმა თავი დამიქნია
- ასეა, ეს მისი სიტყვებია და ჩვენც ყველა დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდით ასე, ვფიქრობდით რომ ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შეიძლება გამოიყენო რომ მათგან ის ენერგია მოიპოვო რომელიც ჩვენი სამყაროს გაზულუქებულ საზოგადოებას სჭირდება, რომ მათ სხვა ღირებულება არ გააჩნიათ,
- შენ დემონებთან ხელშეკრულებაც ახსენე,
- ჰო ამაზე მერე, ახლა კი თუ გინდა გავაგრძელებ,
- კარგი, გისმენ გააგრძელე, მთელი გულისყური მოვიკრიბე, ხელები მჭიდროდ შემოვიხვიე მუხლებზე და მივაშტერდი
აზრაელმა ტყავის ქურთუკი გაიხადა, მხრებზე მომახურა, გამამხნევებლად გამიღიმა და განაგრძო,
- მეცნიერი მხოლოდ თავის საყაროში ახერხებდა იმ ტექნოლოგიების გამოყენებას რითაც ენერგიას იღებდა, ცდების ჩასატარებლად და იმ სამყაროს მოსახლეობისთვის უკვდავების მისანიჭებლად, იძულებული იყო მუდმივად იქ დარჩენილიყო, ხალხს რეგულარულად აწვდიდა ენერგიას რითაც ყველა თავისზე დამოკიდებული გახადა, რადგან ვერავინ ელეოდა სამუდამო სიცოცხლის შანსს,
თვითონ დღე და ღამე ახალ ახალ ცდებს ატარებდა მაგრამ ამაოდ, ამ სამყაროს ენერგიის გარეშე უკვდავებას ვერ მიაღწია, და ვერც ახალი სიცოცხლის შექმნა შეძლო, დღითი დღე უფრო და უფრო დიდ დროს ატარებდა ლაბორატორიაში, ახალი სამყარო საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და ვითარდებოდა, სამართავად კი ვიღაც სჭირდებოდა და ვის ენდობოდა თუ არა იმ შვიდ ბავშვს რომლებიც ყველასგან მოშორებით საკუთარი ვაჟებივით გაზარდა ...
- მოიცა ესე იგი ის შვიდი ბავშვი თქვენ ხართ?
- ჰო ჩვენ ვართ ის შვიდი ანგელოზი, ჩვენ ვიყავით უკანასკნელი ბავშვები ჩვენს სამყაროში
ბავშვები რომლებსაც უამრავი სხვადასხვანაირი ზებუნებრივი ძალა გააჩნდათ და არანაირი ენერგია არ სჭირდებოდათ უკვდავებისთვის.
- ანუ თქვენ უკვდავები ხართ?
- ჰო ასეა, მეცნიერი ბევრი ეცადა გაერკვია ეს როგორ მოხდა, რათა ჩვენი შემთხვევა გაემეორებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, უნდა ვაღიარო ცუდი გამზრდელი არ ყოფილა,
შემიძლია დავიფიცო რომ აზრაელის ხმაში წამით სითბო გაკრთა, ხოლო თვალებში სევდა.
- ხალხისგან მოშორებით ტყეში მდებარე მამულში გვზრდიდა, ხშირად გვაკითხავდა, დაახლოებით ათი წლისანი ვიყავით როცა როცა ჩვენმა უნარებმა გამოვლენა დაიწყო, ფრთები ამოგვივიდა, ერთმანეთთან გონებრივი კავშირის დამყარება ვისწავლეთ
- დანიელმა მითხრა რომ ურიელს ამის გაკეთება არ შეუძლია
- ჰო ასეა, მხოლოდ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, ხშირად ბრაზობდა ხოლმე, მერე მიეჩვია, და ახლა კავშირის გარეშეც მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს
- ნელ ნელა სხვადასხვა უნარებიც აღმოგვაჩნდა, ისრაფიელს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარი აქვს, შეუძლია ისინი დააწყნაროს ააღელვოს ან თუნდაც თავი მოაკვლევინოს, ერთი სიტყვით მათ გრძნობებზე თამაშობს, ერთდოულად რამდენიმე ათას ადამიანზე იმოქმედებს თუ მოინდომა
- ჰანიელს ბუნებაზე ზემოქმედება შეუძლია, ტყეებზე, მცენარებზე, ცხოველებზე,
- დანიელი ჰაერის და წყლის სტიქიის მმართველია,
- სარიელი და რემიელი ყველანაირი ხელოვნების ფუძემდებლები არიან რაცკი დედამიწაზე არსებობს, ანუ ადამიანთა ენაზე ისინი მუზები არიან.
- ურიელს ომი და ბრძოლა უყვარს, ეს არის მისი სტიქია, ყველა ცნობილი ომი რის შესახებაც ისტორიის წიგნებიდან გსმენია, მისი შემოქმედებაა,
- მოიცა, ტროას ომი?
- ტროას ომიც მისი ნახელავია და სხვათაშორის საკმაოდ დიდხანს ამაყობდა ამით.
- ჩინეთის დაპყრობა მანჯურიელთა მიერ?
- ჰო ეგეც, მეორე მსოფლიო ომი, ჯვაროსნული ომები და კიდევ ბევრი სხვა
- და რა საჭიროა ამდენი ომები
- როგორც უკვე გითხარი ყველაზე მეტად ღირებული, მწუხარების, მრისხანების ან სიძულვილის დროს გამოყოფილი ენერგიაა, ასეთი ენერგიის მოსაპოვებლად კი ყველაზე კარგი დრო ომია, ან რამე დიდი სტიქიური უბედურება
- მაგალითად წარღვნა?
- თუნდაც წარღვნა, ეს არაერთხელ მომხდარა და ისევ და ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა
აზრაელმა მზერა ამარიდა, თავი ჩაღუნა და ღრმად ამოიოხრა
- ამ სამყაროს მშვიდად, წყნარად და უპრობლემოდ მართვისათვის ჩვენ შევქმენით ყველაზე ძლიერი იარაღი რაც კი არსებულა კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენ შევქმენით სიცრუე, ილუზია, ყალბი შიში და იმედი და მას ვუწოდეთ ღმერთი ...

ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავზე ერთი ვედრო ყინულიანი წყალი გადამასხეს, ღრმა მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო, მთელი სამყარო, ყველაფერი რაც კი ვიცოდი და რისიც მწამდა, ჩემს გარშემო აგურ აგურ იწყებდა ჩამოშლას,
- რა იგულისხმე როცა თქვი რომ ღმერთი თქვენ შექმენით?
- ერთხელაც როცა უკვე 23 წლის გავხდით და ჩვენი ზრდა ფაქტიურად შეჩერდა, მეცნიერმა რომელსაც მამას ვეძახდით, მისია მოგვცა და ეს იყო დედამიწის მართვა, მართვა ისე რომ მას რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო.
- და თქვენ ამ ყველაფერს ასე უბრალოდ დასთანხმდით? ვგრძნობდი რომ უკვე ვბრაზდებოდი, ხელები ამიკანკალდა და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ წამოვმხტარიყავი და გავქცეულიყავი
- დამშვიდდი ლილა, შენ სიტყვა მომეცი რომ ყველაფრის გაგებას შეეცდებოდი, თანაც არ ვიცი ეს გამამართლებელ საბუთად გამომადგება თუ არა მაგრამ, ჩვენ ხალხისგან მოშორებით გავიზარდეთ და მხოლოდ იმას გვასწავლიდნენ რომ ჩვენი მოვალეობა ამ სამყაროს ხარჯზე ჩვენი მშობლიური სამყაროს დაცვა იყო, რომ ეს სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ენერგიის შესაგროვებლად გამოდგება და ადამიანებს არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ.
აზრაელი წამოდგა, ნერვიულად გაიარ-გამოიარა და მერე მუხლებზე დაეშვა ჩემს წინ
- გთხოვ, მითხარი რომ შემიძლია თხრობა გავაგრძელო
შევხედე, თვალები მუდარით ჰქონდა სავსე, მთელი მისი პოზა უსაზღვრო მწუხარებას გამოხატავდა, ვეცადე დავმშვიდებულიყავი, ღრმად ამოვისუნთქე და ვუთხარი...
- კარგი ოღონდ ნება მომეცი რამდენიმე კითხვა დაგისვა,
აზრაელმა უხმოდ დამიქნია თავი,
- შენზე არაფერი გითქვამს, შენ რა ზებუნებრივი ძალა გაქვს?
- რატომღაც მე ყველა ის ძალა მაქვს რაც დანარჩენებს, ასევე დროის შენელება და შეჩერება შემიძლია, ხოლო რაც შეეხება სივრცეში წამიერად გადაადგილებას რასაც ადამიანები გაქრობას უწოდებენ ამას ყველა ვაკეთებთ.
ხელები საფეთქლებზე შემოვიჭდე და შევეცადე მეფიქრა, ესე იგი დემონები და ანგელოზები? ღმერთი? ჯანდაბა, ასეთ რამეს არ ველოდი, ნამდვილად არ ველოდი,
- შეგიძლია იქიდან გააგრძელო როცა მამათქვენმა დედამიწის მართვაში დახმარება გთხოვათ.
- ჰო ასე იყო, ერთ დღესაც მოვიდა და გვითხრა რომ დრო იყო მისთვის მადლობა გადაგვეხადა იმის გამო რაც ჩვენთვის გააკეთა, ჩვენ მაშინ მხოლოდ და მხოლოდ 23 წლის ბიჭები ვიყავით, მერე რა რომ ზებუნებრივი ძალები გვქონდა, სისხლი გვიდუღდა, თავგადასავლები გვწყუროდა,
- იმ დღეს პირველად გავიგეთ პარალელური სამყაროს შესახებ, რომელიც ჯერ ახლა იწყებდა განვითარებას, ჩვენ ჯერ ჩვენს მამულსაც კი არ ვიყავით გაცდენილები და ასეთ შანსზე უარს როგორ ვიტყოდით, მამამ გაგვაფრთხილა რომ ეს ყველაფერი ადვილი არ იქნებოდა და ჩვენც სერიოზულად მივუდექით საქმეს...
- შენ ვერც კი წარმოიდგენ რაოდენ ირონიულია და დრამატულია ეს ყველაფერი, აზრაელმა მწარედ ჩაიცინა,
- ღმერთი, ის ღმერთი რომელსაც მთელი დედამიწა ეთაყვანება, მე და დანიელმა ერთ ღამეში სასმლისა და სიცილ - ხარხარის თანხლებით შევქმენით, დანარჩენები კი იდეის დახვეწაში გვეხმარებოდნენ.
- შიში, სიყვარული, იმედი და რწმენა რაღაც შენზე დიდის, ძლიერის და შეუცნობლისა, ყველაზე ძლიერი იარაღია ადამიანებისნაირი სუსტი არსებების სამართავად, მათ უბრალოდ მიზეზი უნდა ჰქონოდათ სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, სიძულვილისთვის, ომისთვის, მათ ცრუ დაპირებები და იმედები სჭირდებოდათ და ამიტომ მათ ღმერთი, სამოთხე და ჯოჯოხეთი მივეცით, ასეთია ადამიანის ბუნება, შეიძლება გეგონოს რომ თავს ვიმართლებ მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, ეს რომ არ გაგვეკეთებინა მსოფლიოს ქაოსი მოიცავდა.
- მოიცადე ესეიგი ყველაფერს თქვენ მართავთ? ანუ რაც კი დედამიწაზე ხდება ყველაფერზე პასუხისმგებლები თქვენ ხართ?
- არა, ჩვენ უბრალოდ პროცესებს მიმართულებას ვაძლევთ, დანარჩენს ადამიანები თვითონ აკეთებენ.
- გთხოვ გაჩერდი, აღარაფერი თქვა
არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, ბოგოტაში პანსიონში ყოფნისას მოსმენილი მამა პედროს ქადაგებები გამახსენდა...
- ღმერთი ყველგანაა, ღმერთი ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდება, მისი უნდა გვწამდეს, რადგან ღმერთი სიკეთე და სიყვარულია, ნეტავ მართლა სჯეროდა ამის მამა პედროს? მგონი კი, ასეა ბებია კატალინასაც სჯეროდა როცა ყოველ დილით ღვითსმშობლის ხატთან სანთელს ანთებდა და ჩემს კარგად ყოფნას სთხოვდა, მამობილსაც სჯეროდა როცა ჩვენი ძველი სახლის დერეფანში მუხლებზე დაჩოქილი სწირავდა მადლობას ღმერთს იმისათვის რომ ჯანმრთელი დავიბადე, სადღაც გულის სიღრმეში მეც ყოველთვის მჯეროდა რომ ვიღაცას მართლაც ესმოდა ჩვენი ლოცვები...
- იცი რა აზრაელ, აღარასოდეს აღარ ვიტყვი “ღმერთო ჩემო“-ს ეს “მავნე“ ჩვევა როგორმე უნდა დავივიწყო,
დავინახე როგორ უცნაურად გაკვირვებულმა შემომხედა აზრაელმა, ალბათ ფიქრობს რომ გავგიჟდი, ბალახზე გულაღმა დავვარდი და პანიკური სიცილი ამივარდა, მთელი სხეულით ვკანკალებდი და ვიცინოდი,
ერთხანს ასე უხმოდ მიყურებდა, მერე მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა, დაჯდა, კალთაში ჩამისვა და გულზე მიმიხუტა, თავი ვეღარ შევიკავე სახე მის თმებში ჩავრგე რომელიც მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი და ბავშვივით ავღრიალდი.
დიდხანს, დიდხანს ვიჯექით ასე, აზრაელი ოდნავ მარწევდა და თმებზე მეფერებოდა, აღარ ვტიროდი მაგრამ ვერ ვწყნარდებოდი, სიბრაზე და სასოწარკვეთა უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს შიგნით, მთელი სხეული მიხურდა და უცებ ის ნაცნობი შეგრძნება მხრებზე, ყრუ ტკივილი...
- რა მემართება აზრაელ? ძლივს ამოვთქვი და წამოდგომა ვცადე,
აზრაელმა ხელი დამიჭირა და ჩემი შეჩერება სცადა,
- დამშვიდდი ლილა, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.
- გამიშვი, ახლავე გამიშვი, ხელი ვკარი და წამოვდექი, რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და უეცრად ჩემს თვალწინ ყველაფერი დატრიალდა, წავბარბაცდი და მერე პირველად დავინახე ფრთები, ჩემი ფრთები, უზარმაზარი, თეთრი, რბილი ბუმბულით დაფარული,
მათმა სიმძიმემ და შოკმა რაც მათი დანახვისას განვიცადე მაიძულა დამეჩოქებინა, აზრაელი წამის მეასედში გაჩნდა ჩემს გვერდით და ჩემს წინ მუხლებზე დაეცა,
- ლილა შემომხედე გთხოვ, ლილა,
მისი ხმა სადღაც შორიდან ჩამესმა, შევხედე და ძლივს ამოვილუღლუღე,
- რა ხდება? რა მემართება?
- ნუთუ ეს ყველაფერი გასაგები არ არის, ნუთუ ეს ფრთები მაინც არაფერს გეუბნება?
- არა ეს შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია,
- არა ლილა, შესაძლებელია, შენ ანგელოზი ხარ ისევე როგორც მე და დანარჩენები.
- სახლში წასვლა მინდა, ვთქვი და წამოვდექი, მერე საშინელი სისუსტე ვიგრძენი დავინახე ჩემს თავს ზემოთ როგორ ტრიალებდა და ბრუნავდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და უძირო წყვდიადში გადავეშვი.
* * *
გონს აზრაელის საძინებელში მოვედი, ფუმფულა ბალიშებზე გულაღმა ვიწექი, მიმოვიხედე, აზრაელი იატაკზე იჯდა საწოლზე მოყრდნობილი თავი საწოლზე ედო ჩემი ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და ეძინა, საწოლის გვერდით ტუმბოზე ტელეფონი იდო, ალბათ მან მომიტანა, ხვალ დილით აუცილებლად უნდა დავურეკო ყველას, ალბათ ძალიან ნერვიულობენ,
ფანჯრიდან ჯერ ისევ მთვარის შუქი შემოდიოდა და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს რბილ, მისტიურ სინათლეს ჰფენდა,
- ჯერ ისევ ღამეა ესეიგი დიდი ხანი არ არის რაც მძინავს, ბალიშებზე წამოვიწიე და აზრაელს დავაკვირდი, ახლა ისეთი სუსტი და დაუცველი ჩანდა, ძილში მხრები უთრთოდა ნეტავ რა ესიზმრება ან თუ ესიზმრება საერთოდ რამე? სურვილს ძლივს მოვერიე რომ თავზე ხელი არ გადამესვა.
- ახლა რა უნდა გავაკეთო? ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე? ალბათ ჯერ კიდევ არსებობს შანსი რომ აქედან უკანმოუხედავად გავიქცე და ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდე, მაგრამ მინდა კი ამის გაკეთება? მითუმეტეს რომ თურმე ადამიანიც კი არ ვყოფილვარ, აი თურმე რატომ ვგრძნობდი ყოველთვის თავს ისე თითქოს რაღაც მაკლდა ჩემი არსების შესავსებად და ეს “რაღაც“ ახლა ჩემს საწოლთან ზის თავი ჩემს ხელზე უდევს და პატარა ბავშვივით სძინავს, სჯობს თავი არ მოვიტყუო, დღეის შემდეგ აღარაფერი იქნება ისე როგოც ადრე და არც მინდა რომ იყოს, ასე მგონია საკუთარი თავი ვიპოვე და მომწონს ეს ყველაფერი რაც ხდება, ჯანდაბა, მართლა ძალიან მომწონს.
- ოჰ, ჩემს თავს გამოვუტყდი თუ არა შვებით ამოვისუნთქე, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და აზრაელს მხარზე შევეხე,
- ეი ძილისგუდავ გაიღვიძე,
აზრაელი შეკრთა, თავი ასწია, გრძელი წამწამები ააფახულა და გაკვირვებული, დაბნეული მზერით შემომხედა, ახლა სულაც არ გავდა იმ თამამ ბიჭს ბარში ჩემს მოხიბვლას რომ ცდილობდა, მის თვალებში შიშის სასოწარკვეთის, მუდარის ნარევს ვხედავდი და ვგრძნობდი როგორ ცდილობდა გაეგო რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა ჩემგან,
- გულიანად გავუღიმე და და ხელით ჩემს გვერდით, საწოლზე ცარიელ ადგილზე მივუთითე,
- იმედია მთელი ღამე მანდ ჯდომას არ აპირებ,
მივხვდი ამას ნამდვილად არ ელოდა,
- გინდა რომ შენთან ერთად დავიძინო? შემეკითხა გაკვირვებული ხმით,
- ჰო, არ ვიცი ანგელოზებს წელკავი ემართებათ თუ არა მაგრამ ასე ჯდომას თუ გააგრძელებ დიდი ალბათობით დაგემართება, ჯობია არ გავრისკოთ, თანაც საწოლი საკმაოდ დიდია, ორივეს თავისუფლად დაგვიტევს.
შემიძლია დავიფიცო რომ შვებით ამოისუნთქა, წამოდგა, საწოლს შემოუარა და ჩემს გვერდით დაწვა, გაუნძრევლად იწვა, ხმას არ იღებდა და ჭერს შესცქეროდა, თითქოს ცდილობდა არ დავეფრთხე, ერთხანს ვდუმდი და ბოლოს ვეღარ მოვითმინე,
- ანუ ანგელოზებსაც ჩვეულებრივად სძინავთ?
- კი ასეა, უძილობას უკეთ ვიტანთ ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ ძილი და დასვენება ჩვენც გვჭირდება
- ახლა გეძინება?
- არა, მაგრამ შენ უნდა დაიძინო, დასვენება გჭირდება,
- შენ ხომ თქვი რომ მეც ანგელოზი ვარ, ანუ მეც შემიძლია ღამეები საუბარში გავათენო,
შევამჩნიე რომ ოდნავ გაეღიმა, მაგრამ არც ახლა განძრეულა ადგილიდან.
- ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის ლილა, ის ჩვევები რაც გვაქვს ათასწლეულების განმავლობაში გამოვიმუშავეთ, მაგრამ თუ ნებას მომცემ ხვალიდან იმაზე ვიზრუნებ რომ ყველა უნარის გამოყენება შეძლო რაც გაგაჩნია, ყველაფერს გასწავლი, პირველ რიგში კი ფრენას, შენ ვერც კი წარმოიდგენ რა სიამოვნებაა ფრენა, ეს ერთერთია რის გამოც შეიძლება ბევრი უსიამოვნო და ცუდი რამ აიტანო.
- ჰოო? ანუ არც ისეთი დალხინებული ცხოვრება გაქვთ?
აზრაელმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა,
- უკვდავობა ნამდვილად არ არის ისეთი როგორიც ადამიანებს წარმოუდგენიათ, გადის დრო და ხვდები რომ შენთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია, ხვდები რომ აღარაფერი გახარებს და გახალისებს და დროდადრო ნატრობ რომ გქონდეს შანსი აირჩიო, მაგრამ ეს შანსი ჩვენ თავიდანვე არ გვქონია, მამაჩვენმა არჩევანის უფლება წაგვართვა და სამაგიეროდ ერთგული ჯარისკაცები მიიღო, რომელთაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს
მის ხმაში წარმოუდგენელი წუხილი და ტკივილი იგრძნობოდა,
- კი მაგრამ არასდროს გიცდიათ ამ ყველაფერს წინ აღდგომოდით?
- ჩვენ ძალიან დიდხანს ვიცხოვრეთ ისე რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებდით სწორი გვეგონა, მაგრამ როცა მივხვდით რომ ასე არ იყო უკვე ვერაფრის შეცვლა ვეღარ შევძელით,
- რას გულისხმობ?
- შენ როგორ ფიქრობ როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი? მამა ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანი, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე გათვალა, ნებისმიერ სულიერს სიცოცხლისთვის, ცხოვრებისთვის საბაბი სჭირდება, თორემ ვერანაირი ღმერთის და ჯოჯოხეთის შიში ვერ შეაჩერებს რომ სიცოცხლე არ მოისწრაფოს, რელიგიური ზემოქმედება დამატებითი ბერკეტია და უბრალოდ ყველაფერს აადვილებს, მთავარი სხვა რამ არის და ზოგჯერ ეს სიყვარულია, ზოგჯერ სიძულვილი ან შურისძიების გრძნობა, ყველას აქვს რაღაც მიზეზი რითაც სიცოცხლეს ეჯაჭვება და ღრმა სიბერემდე ვერ ახერხებს ამ ბორკილებისგან
განთავისუფლებას ...
- და შენ? რა არის შენი მიზეზი? ვკითხე და მაშინვე მივხვდი რომ პასუხს ვერ მივიღებდი,
აზრაელმა თვალები მაგრად დახუჭა, ერთხანს ჩუმად იყო, მერე გაბზარული ხმით მითხრა,
- დღეისთვის საკმარისია, დავიძინოთ.
ერთხანს მეც მასავით გაუნძრევლად ვიწექი, ბოლოს იმ ძლიერ მიზიდულობას ვეღარ გავუძელი რომელიც მისკენ მეწეოდა, გვერდით მივჩოჩდი და ჩავეხუტე, ხელი მაგრად მოვხვიე წელზე და თავი მკერდზე დავადე.
აზრაელი გაშეშდა, სუნთქვა შეიკავა, მაგრამ მესმოდა როგორ გამალებით უცემდა გული.
წამოვიწიე, ტუჩები ყურთან მივუტანე და ჩავჩურჩულე,
- ამოისუნთქე,
- ეს შურისძიებაა იმის გამო რაც ბარში გავაკეთე? ძლივს ამოთქვა შეცვლილი
ჩახლეჩილი ხმით,
- შეიძლება ასეც ითქვას, ვუპასუხე რატომღაც გამხიარულებულმა, შეგიძლია ხელი მომხვიო, ნუ გეშინია არ ვიკბინები.
- ხანდახან შენი ცვალებადი ხასიათი მართლაც მაშინებს ლილა.
აზრაელმა ფრთხილად მომხვია ხელი და მკერდზე მიმიხუტა, ოჰ ისევ ეს ნაცნობი დამათრობელი სურნელი, ღრმად შევისუნთქე და ვუთხარი,
- იცი რა, მართალი ხარ, იმისთვის რომ იცხოვრო მიზეზია საჭირო და ახლა მივხვდი რომ ასეთი მიზეზი მეც მაქვს,
- საინტერესოა,
- ნამდვილად საინტერესოა, მითუმეტეს რომ ის მიზეზი ახლა ჩემს გვერდით წევს,
- ჰმ, ჩემს გაოცებას არ წყვეტ, მომწონს რომ ასეთი პირდაპირი ხარ, მაგრამ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრება არ გაწყენდა, ბედის საჩუქარი ნამდვილად არ ვარ.
წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე, გულიანად იღიმებოდა, თვალები უბრწყინავდა,
- ცოტათი ხომ არ დაგაგვიანდა იმის თქმა რომ ბედის საჩუქარი არ ხარ?
- ვაღიარებ ცოტათი ეგოისტიც ვარ, მიპასუხა მხიარული ხმით,
- ვფიქრობ ახლა ბედნიერი ხარ,
- ოჰო ცდილობ შემისწავლო? ჩაიცინა აზრაელმა, მაგრამ მართალი ხარ, ახლა ბედნიერი ვარ, ისეთი როგორიც არასდროს ვყოფილვარ ...
* * *
ასე ჩახუტებულები შევხვდით დილის მზეს, რომელმაც ოთახში შემოაჭყიტა თუ არა აზრაელი წამოდგა და მეც მთხოვა ავმდგარიყავი,
- რაღაც ტრადიციის მაგვარი გვაქვს, დილით აუცილებლად ერთად ვსაუზმობთ ხოლმე, ყველა მოხარული იქნება თუ დღეს შენც შემოგვიერთდები, ახალი ოჯახის წევრის რანგში, მერე თბილად გამიღიმა და ჩემს რეაქციას დაელოდა,
ოჯახის წევრი? ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სხეულში რაღაც თბილი ტალღა და თვალებზე ცრემლი მომადგა, თავი დავხარე რომ მას ჩემი მღელვარება არ შეემჩნია,
- მათაც იციან ჩემს შესახებ? რომ მეც... მეც თქვენნაირი ვარ?
- იციან და ყველა შენსავით ღელავს, დარწმუნებული ვარ წუხელის არცერთს არ უძინია, ყველას ეშინოდა რომ ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდი და დაგვტოვებდი,
- მათ ჯერ არ იციან როგორი ჯიუტი ვარ,
მთელი გამბედაობა მოვიკრიბე, თავი ავწიე და აზრაელს შევცინე,
- შეგიძლია პირსახოცი მათხოვო? აბაზანაში უნდა შევიდე,
აზრაელმა კარადიდან ფუმფულა თეთრი პირსახოცი გამომიღო და მომაწოდა,
- კიდევ ერთი რაღაც მინდა გკითხო,
- კარგი მკითხე, გვერდით ჩამომიჯდა და თვალებში შემომხედა,
- შენ არაფერი გითქვამს იმის შესახებ თუ ვინ არიან ჩემი მშობლები,
- ვიცოდი რომ ამას მკითხავდი, უხერხულად შეიშმუშნა და წამოდგა, უბრალოდ დროს შეძლებისდაგვარად ვწელავდი, მითხარი მენდობი?
- გენდობი, ვუპასუხე დაუყოვნებლად და მართლაც ასე იყო.
- უფლება მომეცი ამ საკითხზე მაშინ გესაუბრო როცა საჭირო იქნება, ვიცი რომ გაინტერესებს, გასაკვირი ის იქნებოდა რომ არაფერი გეკითხა მათ შესახებ, უბრალოდ გთხოვ ცოტა დრო მომეცი,
ნამდვილად გულწრფელი ჩანდა და მეც თანხმობის ნიშნად უხმოდ დავუქნიე თავი.

საუზმისთვის მაგიდა საკმაოდ ფართო და საოცრად ლამაზ ვერანდაზე იყო გაშლილი, რომელიც პირდაპირ ბაღში გადიოდა და ხვიარა, სხვადასხვა ფერადი ყვავილებით დახუნძლული მცენარეებით იყო დაფარული, მაგიდაზე უამრავი ნაცნობი და უცნობი კერძი იდო,
- მოხვედით? შეგვეგება დანიელი მე და აზრაელს
- დილა მშვიდობის ლილა, დღეს შენ გექნება პატივი ისრაფიელის რამდენიმე ექსპერიმენტს გაუსინჯო გემო, სიტყვას ვერ მოგცემ რომ არაფერი დაგემართება მაგრამ ზოგიერთ კერძს ისე კარგად ამზადებს გარისკვად ღირს,
უნებურად გულიანად გამეღიმა, ვერანდა მოვათვალიერე, ყველა იქ იყო, ფეხზე იდგნენ, მიყურებდნენ და ისე ცდილობდნენ თავის დაჭერას თითქოს თითქოს არაფერი ხდებოდა, არადა ვგრძნობდი ყველა ჩემს რეაქციას ელოდებოდა,
- რაღაც ტორტს ვერ ვხედავ, არადა ისე კარგად გამოიყურებოდა, ძალიან მინდა გავსინჯო,
გამოვაცხადე, სკამი გამოვწიე და მაგიდას მივუჯექი,
გავიგონე როგორ შვებით ამოისუნთქა ყველამ, აზრაელი გვერდით მომიჯდა, დანარჩენებმაც დაიკავეს საკუთარი ადგილები, ისრაფიელმა სამზარეულოდან ტორტის მოზრდილი ნაჭერი გამომიტანა, ჩემს პირდაპირ მიუჯდა მაგიდას და დაკვირვებით მომაჩერდა, გავსინჯე, ჭამა ნამდვილად შეიძლებოდა კიდევ ერთი დიდი ლუკმა გადავსანსლე,
- უგემრიელესია, ასეთი გემრიელი რამ არასდროს მიჭამია, მივმართე ისრაფიელს, მან ბედნიერად გაიღიმა, ხოლო აზრაელმა მაგიდის ქვეშ ხელზე ხელი ხელზე მომიჭირა მადლობის ნიშნად.
ყველაფერი შესანიშნავად იყო, თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია, იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ერთმანეთს კერძებს სთავაზობდნენ, აზრაელს ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა, უცნაურია, როგორი ადამიანურები არიან, ალბათ ეს ათასობით წლით დედამიწაზე ადამიანთა შორის ცხოვრების შედეგია.
- მინდა რაღაც გკითხო მივუბრუნდი აზრაელს, სერიოზულად მაინტერესებს და ძალიან გთხოვ არ დამცინო.
- ნეტავ ასეთი რა უნდა მკითხო, გისმენ,
- ცელი მართლა გაქვს?
სუფრაზე უცბად სიჩუმე ჩამოვარდა, მიმოვიხედე, ყველა ხვიარებით დაფარულ ჭერს უყურებდა და ცდილობდნენ სიცილი შეეკავებინათ, ბოლოს დანიელმა ვეღარ გაუძლო და ახარხარდა, მას აზრაელი და დანარჩენებიც აყვნენ, ვუცქერდი და გაბრაზების მაგივრად რატომღაც მიხაროდა რომ ამ მხიარულების საბაბი მე ვიყავი.
- ცელი არასდროს მქონია, მხიარული ხმით მითხრა აზრაელმა, ეს ადამიანების მოგონილი ერთ-ერთი სისულელეა ანგელოზების შესახებ, გეფიცები ცელი ხელშიც კი არასდროს მჭერია,
- მიხარია თუ გაგამხიარულეთ, მაგრამ ახლა ცოტა ხნით გავალ უნდა დავრეკო კარგი?
აზრაელმა უხმოდ დამიქნია თავი,
დეიდას ხანმოკლე შეგონების მოსმენა მომიხდა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მოვახერხე დამერწმუნებინა რომ იმ ბანაკში სადაც გაუფრთხილებლად მომიწია წასვლა ტელეფონი ათასში ერთხელ იჭერს, შემდეგ კი ჯესის დავურეკე,
ჯესიმ მესამე ზარზე მიპასუხა,
- ჯესი მე ვარ ლილა, მაპატიე რომ აქამდე ვერ დაგირეკეთ, ყველაფერს აგიხსნით,
- სად დაიკარგე ლილა, ისე ვინერვიულეთ, ახლავე უნდა მოხვიდე,
ხმა შეშფოთებული ჰქონდა, ნერვიულობდა,
- რა ხდება? ვკითხე და მივხვდი რომ საქმე კარგად არ იყო,
იმ დღეს როცა შენ მე მეხმარებოდი, ლუკა შენს ბინაში მისულა, არავინ იცის ზუსტად რა მოხდა, მაგრამ როცა მეზობელმა ღია კარი შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა უკვე გვიან იყო თითქმის სისხლისგან იყო დაცლილი, ახლა რეანიმაციაშია, გთხოვ მალე მოდი,
ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ჩავიკეცე ...
* * *
მე და ჯესი საავადმყოფოს მოსაცდელში ვიჯექით ლუკას დედის გვერდით, ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ლუკას დედას ასეთ მდგომარეობაში, გაფითრებული, უმაკიაჟო და გადაღლილი სახით, უმოძრაოდ იჯდა, ხელში მომცრო ლოცვანი ეჭირა და ერთ წერტილს იყო მიშტერებული,
ლუკა ისევ რეანიმაციაში იწვა და ექიმები ვერაფრის იმედს ვერ იძლეოდნენ, როგორც კი მისი ამბავი შევიტყვე მაშინვე წამოვედი აზრაელის სახლიდან, მან რათქმაუნდა მარტო არ გამომიშვა და ახლა ჩემს წინ კედელს მიყრდნობილი იდგა ჩვეულ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი და უხმოდ ათვალიერებდა გარემოს, შევამჩნიე დროდადრო როგორ ეჭვის თვალით უყურებდა ჯესი.
- ჯეს წამოდი ყავა მოვიტანოთ, მივმართე და წამოვდექი,
- თქვენც დალევთ ყავას? მიმართა ლუკას დედას ჯესიმ,
- არა, ახლა მხოლოდ ის მინდა რომ ექიმი შემოვიდეს და თქვას რომ ყველაფერი კარგადაა, ამოიკვნესა ქალმა, სხვა არაფერი მჭირდება,
თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მოვუჭირე და აზრაელს შევხედე,
- შეგიძლია ცოტა ხნით ქალბატონ ემასთან დარჩე? ჩვენ მალე მოვალთ,
აზრაელმა უხმოდ დამიქნია თავი.
დერეფანში ჩემს უკან მომავალმა ჯესიმ ხელში ხელი მტაცა და შემაჩერა,
- მოიცადე, რა დროს ყავაა, შენთან სალაპარაკო მაქვს,
- გთხოვ ჯესი სხვა ადროს იყოს, ახლა ვერაფერზე ვფიქრობ,
- ჰო აშკარად ვერაფერზე ფიქრობ, მომახალა ჯესიმ გაბრაზებული ხმით და დოინჯშემოყრილი დამიდგა წინ.
- კეთილი ინებე და ამიხსენი სად იყავი დაკარგული ეს დღეები, ტელეფონს რატომ არ პასუხობდი, ან ეს უცნაური ტიპი ვინ არის?
- უცნაური? აზრაელზე ამბობ? გავიკვირვე მე,
- აზრაელი? სერიოზულად? ალბათ ხუმრობ, მართლა აზრაელი ჰქვია?
- რატომ უნდა ვხუმრობდე, ის ჩემი ძველი ნაცნობია და აქ მომავალი შემთხვევით შევხვდი და ჰო ნამდვილად ასე ჰქვია, რაც შეეხება ჩემს გაუჩინარებას უბრალოდ ცოტა ხნით ყველაფრისგან დასვენება მინდოდა.
ვუთხარი და თავი საშინლად ვიგრძენი იმის გამო რომ ვატყუებდი, არადა ისე ძალიან მინდოდა მის შესახებ ჯესისთვის სიმართლე მომეყოლა, საქმე ის არის გაიგებდა კი?
- რაკი შენ ამბობ რომ ასეა ესე იგი ასეა გამიღიმა ჯესიმ, მე მიყვარხარ და მჯერა შენი, თანაც მიკვირს რა იღბლიანი ხარ, შუაგულ ნიუიორკში ყოველთვის კი ვერ შეხვდები ასეთ არანორმალურად სიმპათიურ ბიჭს რომელსაც აზრაელი ჰქვია.
ოჰ ჯესი შენ რომ იცოდე ...
უეცრად სიმშვიდე ქალის კივილმა გაჰკვეთა,
- მგონი ემას ხმაა, ლილა სწრაფად, ჯესი მიმღებისკენ გაიქცა,
ემმა სავარძელში იჯდა გაფითრებული, თავზე ექთანი დასტრიალებდა, აზრაელი იქვე იდგა დაბნეული აქეთ-იქეთ იყურებოდა და ვერ გაეგო რა ექნა, ჯესი ემას მიუჯდა გვერდით, მე აზრაელს დავუძახე,
- რა მოხდა?
- გახვედით თუ არა ექიმი შემოვიდა და თქვა რომ შენს მეგობარს გული გაუჩერდა, თქვა რომ ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად...
სუნთქვა შემეკრა, თვალებზე თითქოს ბინდი გადამეკრა
- არ ვიცი მას რომ დაემართოს რას ვიზავ, არ ვიცი
ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა, ლოყებს ჩამოუყვნენ და გულისპირში ჩაიღვარნენ, აზრაელი მომიახლოვდა მხარზე ხელი დამადო და ლოყაზე ცრემლი მომწმინდა
- ყველაფერი კარგად იქნება, გთხოვ შემომხედე,
ისეთი სახით მიყურებდა თითქოს რაღაც ძალიან დიდი დილემის წინაშე იდგა,
- ეს ადამიანი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?
- ჰო მნიშვნელოვანია, თავი დავუქნიე და ამოვისლუკუნე, თანაც ჩემს ბინაში დაემართა რაღაც, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, ვერასოდეს,
და მერე რაც მოხდა არასდროს დამავიწყდება.
აზრაელმა ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე ორი ნაბიჯით დამშორდა, ხელები გაშალა თავი მაღლა ასწია თვალები დახუჭა და ჩვენს გარშემო ჰაერი წამიერად შედედდა, ყველა და ყველაფერი გაშეშდა, აზრაელმა თვალები გაახილა, მიიხედ-მოიხედა და შემდეგ თბილად გამიღიმა,
- წამოდი შენი მეგობარი მოვინახულოთ.

საავადმყოფოში ყველა და ყველაფერი გაშეშებული იყო, თითქოს დრო ერთ ადგილზე გაიყინა,
სანამ რეანიმაციამდე მივიდოდით, დერეფანში გზა ავუქციეთ საკაცეს, დონატით ხელში გაშეშებულ დაცვას და საოცრად უცნაურ პოზაში გაყინულ ექთანს.
- კი მაგრამ ამას როგორ აკეთებ?
- ხომ გითხარი რომ დროის შეჩერება შემიძლია, ნაბიჯი არ შეუნელებია ისე მიპასუხა აზრაელმა, ამას შენც შეძლებ როცა შენს წვრთნას დავასრულებთ,
ლუკა უამრავ მილში და რაღაც ჩემთვის უცნობ აპარატებში გახლართული იწვა, თავზე ექიმი ედა გვერდით ორი ექთანი, გაფითრებული იყო და მკვდარს ჰგავდა, მისმა ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ გული მომიკლა და ერთ ადგილზე გამაშეშა, აზრაელმა მანიშნა საწოლს მეტად არ მოუახლოვდეო, თვითონ საწოლთან მივიდა ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.
უცბად ვიფიქრე რომ თვალები მატყუებდა, აზრაელის სახე უცნაურად გაბრწყინდა, ნათელმა ნელ-ნელა კისრისკენ გადაინაცვლა, მოკლემკლავიანი მაისურის ქვეშ ნათლად ჩანდა მკერდიდან როგორ მოიწევდა სინათლე მკლავებისკენ და ხელებთან გროვდებოდა,
პირდაღებული და ფაქტიურად გაოცებისგან სრულიად პარალიზებული შევცქეროდი ამ საოცარ სანახაობას, როგორი ირონიულია ეს ყველაფერი, ვინ დაიჯერებს, ჩემი მეგობრის საწოლთან სიკვდილის ანგელოზი დგას და მის გადარჩენას ცდილობს,
დავინახე როგორ აიღო ლუკას ხელი ხელში და ორივე ხელით მაგრად მოუჭირა, კაშკაშა სინათლემ ლუკას მკლავზე გადაინაცვლა და მთელ მის სხეულზე გაიფანტა, ერთხანს ასე იდგა და მისი ხელი ეჭირა, ნათლად დავინახე როგორ შეეცვალა ლუკას სახეზე ფერი და მკერდმა მოძრაობა დაიწყო, ის სუნთქავდა...
აზრაელმა უცნაურად დაღლილი სახით შემომხედა,
- აქედან უნდა წავიდეთ, გთხოვ ნუ შემეწინააღმდეგები, შენს ბინაში ვეღარ დაბრუნდები, მეგობარს დაემშვიდობე, დეიდაშენთან საქმეს ისრაფიელი მოაგვარებს, ის იფიქრებს რომ შენ მთელი ზაფხული სამოგზაუროდ იქნები წასული,
მითხრა, მერე ღრმად ამოისუნთქა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა რეანიმაციიდან, მეც გავყევი, გავედით თუ არა ყველაფერი გამოცოცხლდა, აპარატურამ და ექიმებმა ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს,
სწრაფი ნაბიჯით მიმავალს ძლივს დავეწიე,
- მადლობა, არ ვიცი რა და როგორ გააკეთე მაგრამ რომ არ გაგეკეთებინა არ ვიცი მე, მე უბრალოდ რას ვიზავდი არ ვიცი...
- შეგიძლია მადლობა იმით გადამიხადო რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთო როგორც გეტყვი, შენი და შენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის ასეა საჭირო, ნაბიჯი არ შეუნელებია ისე მითხრა,
ნეტავ რისი თქმა უნდოდა? ანუ ლუკას მგომარეობა მართლაც ჩემთან არის დაკავშირებული? იქნებ დემონებმა მომაკითხეს და არა ამაზე ფიქრიც არ მინდა ...
მოსაცდელში აღელვებული ჯესი დაგვხვდა,
- სად დაიკარგეთ? თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს ლუკა კარგად არის ახლახანს ექიმმა გვითხრა რომ უბრალოდ რაღაც შეცდომა მოხდა და სულ მალე გონს მოვაო, ჯესი ჩამეხუტა
- ძალიან მიხარია რომ ყველაფერი კარგად არის ჯესი მაგრამ ახლა იძულებული ვარ რომ მარტო დაგტოვო, გეფიცები შემდეგ ყველაფერს აგიხსნი
ჯესიმ აზრაელს შეხედა და ცოტა არ იყოს უკმეხად მიმართა
- იქნებ ცოტა ხნით მარტო დაგვტოვო,
აზრაელმა უხერხულად აიჩეჩა მხრები, ნაძალადევად გაიღიმა და მოსაცდელიდან გავიდა,
- რა გჭირს ლილა, ბოლოს და ბოლოს მეტყვი? ან ეს ბიჭი ვინ არის? რამე შარში ხარ გახვეული? მითხარი, ხომ იცი ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, მომაყარა ერთბაშად
- კარგი რა, ხომ მიცნობ ასე უბრალოდ შარში არ ვეხვევი ხოლმე, დრო მოვა და ყველაფერს აგიხსნი ახლა კი არ შემიძლია, მეტს ვერაფერს გეტყვი, მაპატიე,
ჯესის კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და ზურგი შევაქციე
მოსაცდელიდან გამოსვლისას უკან მივიხედე და დავინახე როგორ წარბშეჭმუხნილი და მოღუშული მიყურებდა ჯესი
* * *
საავადმყოფოს წინ ტაქსს ხელი დავუქნიე
- სავალდებულოა ტაქსით წავიდეთ? თანაც რა საჭირო იყო სენი ბინიდან ნივთების წამოღება სეგეძლო ყველაფერი თავიდან გეყიდა, აზრაელის ხმაში დაღლილობა იგრძნობოდა
- რამდენიმე საჭირო ნივთი უნდა ავიღო, მგონი ჯობია ჩემს ბინამდე ტაქსით მივიდეთ, იქიდანაც ჩანთები გვექნება წასაღები და მგონი შენი ფრთები ახლა ვერ დაგვეხმარება
აზრაელმა უხმოდ აჩეჩა მხრები
- იცი ტაქსით არასდროს მიმგზავრია?
- ჰოდა როდისმე ხომ უნდა გემგზავრა, შევცინე მე და დავინახე როგორ ნაძალადევად გამიღიმა, არა, რაღაც აშკარად ვერ არის რიგზე
ჩემი ბინის კარს პოლიციის ყვითელი ლენტი ჯვარედინად ჰქონდა გადაკრული, კარი გავაღე, აზრაელის ხელში წამიერად აელვარდა ბასრპირიანი მახვილი, რომელიც დღეს რატომღაც არ შემიმჩნევია
- ეს მახვილი საიდან მოიტანე?
- მთელი დღე თან მქონდა, ჩვენი ანგელოზების იარაღი არ ჩანს მანამ სანამ არ გჭირდება, ახლაც არამგონია რამეში დაგვჭირდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა,
ბინაში პირველი აზრაელი შევიდა მისაღებში ყველაფერი თავდაყირა იდგა, ავეჯი გადაყირავებული იყო და ყველგან სისხლის კვალი ჩანდა, ვეცადე წარმომედგინა აქ რა მოხდა მაგრამ, რატომღაც ყველგან სასიკვდილოთ დაჭრილ და დაგლეჯილ ლუკას ვხედავდი, თავზე ხელები შემოვიჭდე და ჩავიმუხლე
- როგორ ფიქრობ აზრაელ ეს დემონების გაკეთებულია?
- კი ვფიქრობ ისინი იყვნენ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ? ასე რატომ რისკავენ? მომიახლოვდა ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და მხარზე ხელი დამადო,
- ცოტა უნდა ვიჩქაროთ, აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით,
ნივთები უცბად ჩავალაგე, და ტერასაზე ავედი რომ ლეპტოპი ამეღო, მაგიდასთან ძირს რაღაც შევამჩნიე, დავიხარე,
ჯანდაბა ეს შეუძლებელია, ძირს უზარმაზარი ოქროსფრად მოელვარე ბუმბული ეგდო,
- არამგონია რომელიმე ჩიტს ასეთი ბუმბული ჰქონდეს, ნუთუ ეს... არა შეუძლებელია, აქ თუ რომელიმე ანგელოზი იყო ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ერთ მხარეს ნამდვილად არ არის, ესე იგი რომელიღაც ანგელოზსს დემონებთან კავშირი აქვს,
- ფრთხილად უნდა იყო ლილა, შევუძახე ჩემს თავს, ყველას არ უნდა ენდო, ბუმბული ჯიბეში ჩავიდე და კიბეზე დავეშვი,
აზრაელი კართან მელოდებოდა
- ტერასაზე დიდხანს შეყოვნდი მოხდა რამე?
- არაფერი უბრალოდ ამას ვეძებდი, ლეპტოპი დავანახე და კარი გავაღე,
- წავედით?
იმ გზის გავლას ქალაქის ცენტრიდან ანგელოზების სახლამდე იმ ღამით აზრაელმა რომ დემონებისგან გადამარჩინა რამდენიმე წუთი მოვუნდით, ახლა კი ტაქსით მგონი უსასრულოდ გაიწელა, აზრაელი ჩემს გვერდით იჯდა, არ საუბრობდა და უცნაურად იყო მოთენთილი, ვხედავდი როგორ ცდილობდა რომ თვალები არ დაეხუჭა, ბოლოს ვეღარ გაუძლო, თავი მხარზე მომაყრდნო და გაითიშა, რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილსაც მივაღწიეთ,
- დანიელი და რემიელი ჭიშკართან გველოდებოდნენ, კარი გავაღე აზრაელის დანახვაზე სახე შეეცვალათ, რემიელმა მანქანიდან გადმოიყვანა, დანიელმა კი ჩემს ჩანთას დაავლო ხელი,
- დანიელ რა სჭირს? გზაში ცუდად გახდა და გაითიშა, რა დაემართა?
- არსებობს ისეთი რაღაცეები რისი გაკეთებაც ჩვენთვისაც კი შეუძლებელია და თუ გავაკეთებთ საკუთარ თავს ვვნებთ,
- შენ გულისხმობ...
- ჰო ასეა, დღეს აქედან როგორც კი წახვედით მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა, ჯანდაბა აზრაელი ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, ხომ იცოდა რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა.
დანიელმა ზურგი შემაქცია და შესასვლელიკენ წავიდა, უკან ავედევნე და კარებთან კიდევ ერთხელ შევაჩერე,
- ხომ კარგად იქნება? მითხარი რომ კარგად იქნება გთხოვ, თითქმის ვემუდარებოდი და ჩემს ხმაში მუდარა თვითონაც მაკვირვებდა,
დანიელი ჩემსკენ მოტრიალდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა,
- სიმართლე რომ გითხრა ამას არ ველოდი მაგრამ შენ მართლაც გადარდებს მისი ბედი, ნუ გეშინია, კარგად იქნება, უბრალოდ ცოტა დასვენება სჭირდება, მერე გამიღიმა, მხარზე ხელი მომითათუნა და შესასვლელისკენ მანიშნა.
* * *
მთელი ღამე მის საწოლთან გავატარე, აზრელს შუბლი უხურდა და ბორგავდა, ოფლი წვეთებად ჩამოსდიოდა სახეზე, ჰანიელმა მოვარდისფრო ნაყენით სავსე თასი და პირსახოცები შემოიტანა და საწოლთან მდგარ ტუმბოზე დააწყო,
- პირსახოცები ნაყენში დაასველე და შუბლზე დააფინე, მე დასალევ ნაყენს მოვუმზადებ ოღონდ უნდა დამეხმარო რომ როგორმე დავალევინოთ, აზრაელს ეგ ნაყენი ეზიზღება,
- კარგი, თავი დავუქნიე მე,
როგორ მიხარია რომ მარტო არ ვარ, ისინიც ჩემს გვერდით არიან და მეხმარებიან, აზრაელის ხელი ავიღე და ტუჩებთან მივიტანე,
- გთხოვ მალე გამოკეთდი, უშენოდ რა უნდა გავაკეთო არ ვიცი, მე შენ მჭირდები.
- ლილა არ დამტოვო, ძლივს გასაგონად მომესმა მისი ხმა, დავხედე ტუჩებს ამოძრავებდა მაგრამ აღარაფერი მესმოდა, დავიხარე, აზრაელმა თვალები გაახილა, შემომხედა მაგრამ ვერ მივხვდი მხედავდა თუ არა,
- მიყვარხარ, ამოიჩურჩულა თავი უკან გადაუვარდა და ისევ გაითიშა,
რამდენიმე წამს გაშეშებული ვიდექი, მერე ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გავიგე, დანიელი იყო
- ძალიან დაღლილი სახე გაქვს, არ გინდა ცოტა ხნით შეგცვალო?
- არა დანიელ მასთან მე დავრჩები, ოღონდ ძალიან გთხოვ მითხარი, ეს ჩემი მეგობრის გამო დაემართა? იმის გამო რომ ის გადაარჩინა?
- თავისი სასიცოცხლო ენერგია გაუნაწილა, შენი მეგობრი ძალიან ცუდად იყო და აზრაელს ბევრი ენერგიის გაღება დასჭირდა, ალბათ არ დამიჯერებ და ასეთი რამ პირველად გააკეთა, მაგრამ ნუ ინერვიულებ, გამოკეთდება, ხვალ დილით ისევ ისე იქნება როგორც უწინ, მე გვერდით ოთახში ვიქნები თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე,
დანიელი გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა, საწოლთან იატაკზე დავჯექი და აზრაელს მივაშტერდი, ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო, ჩემი მეგობრის გამო..
ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა,
- ეი ძილისგუდავ გაიღვიძე, მხარზე ფრთხილად მეხებოდა ვიღაც, დაფეთებული წამოვხტი
აზრაელს ეღვიძა, კარგად გამოიყურებოდა, ფანჯარას შევხედე, თენდებოდა,
- კარგად ხარ? სიცხე აღარ გაქვს, მისკენ დავიხარე და შუბლზე ხელი დავადე
- შეგიძლია ტუჩებით ნახო ვიცი რომ ასე უკეთ იგებენ ავადმყოფს ისევ აქვს თუ არა სიცხე
შევხედე, მის თვალებში მხიარული ნაპერწკლები ცეკვავდნენ და ისე თბილად მიღიმოდა... თვალით თავის გვერდით, საწოლზე მანიშნა, მოდი ცოტა ხანს დაწექი დასვენება ნამდვილად არ გაწყენდა,
შვებით ამოვისუნთქე და უცებ თვითონაც არ ვიცი რატომ მაგრამ წარმოუდგენელმა სიბრაზემ შემიპყრო...
- შეგიძლია მითხრა ეს თუ ასე საშიში იყო რატომ გააკეთე?
აზრაელმა გაკვირვებულმა შემომხედა,
- ის შენი მეგობარია, ლილა, შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, ის კი შენთვის არის მნიშვნელოვანი ანუ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, იქ საავადმყოფოში მივხვდი რომ მას რომ რამე დამართნოდა შენს თავს ვერასოდეს აპატიებდი, ასეთი ტვირთით ცხოვრება კი ადვილი არ არის, ეს მე ძალიან კარგად ვიცი, მოდი ჩემთან, საწოლში წამოჯდა, ხელი მომკიდა, გვერდით მომისვა და გულზე მიმიხუტა, თავის შეკავება ვეღარ შევძელი და ავსლუკუნდი.
- მტირალა ხარ, გაეცინა აზრაელს, მერე ხელები სახეზე მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა, ცრემლი მომწმინდა და თმაზე ხელი გადამისვა, ის ისე ახლოს იყო ჩემთან, ვუყურებდი მის ლამაზ შავ თვალებს, დახვეწილ ნაკვთებს ტუჩებს რომელთა კოცნაც ...
- არა რაზე ვფიქრობ, გამოფხიზლდი ლილა, შევუძახე ჩემს თავს, ხელი სასწრაფოდ გავაშვებინე და წამოვხტი,
- ძალიან შემაშინე, მაგრამ რაკი ხუმრობ ესე იგი კარგად ხარ, მე სამზარეულოში ისრაფიელს უნდა დავეხმარო საუზმის მომზადებაში, შენც ადექი და ჩამოდი, მივაყარე უცბად და უკანმოუხედავად გამოვვარდი ოთახიდან.

საუზმეზე ურიელი არსად ჩანდა
- სად არის? შევეკითხე ისრაფიელს
- სავარჯიშო დარბაზშია, 2 დღეა იქიდან არ გამოდის, აქვს ხოლმე ხანდახნ ასეთი დღეები, მიპასუხა ისრაფიელმა და შეწყვეტილი საუბარი გააგრძელა რამიელთან.
- ესეიგი აქ სავარჯიშო დარბაზიც გაქვთ? მივუბრუნდი აზრაელს რომელიც ჩემს გვერდით იჯდა ისრაფიელის მომზადებულ უცნაურ ფაფისმაგვარ რაღაცას შეექცეოდა და გუშინდელთან შედარებით მშვენივრად გამოიყურებოდა,
- ჰო და საუზმის შემდეგ მინდა დაგათვალიერებინო, ცოტა წავივარჯიშოთ კიდეც, თუ გინდა გამოიცვალე, რამე ვარჯიშისთვის უფრო შესაფერისი ჩაიცვი და ჩამოდი, კიბესთან დაგელოდები.
მის გვერდით მჯდომმა სარიელმა თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიფხუკუნა
- შენი საქმე წასულია ლილა, სპარტელების წვრთნები მონაგონი იქნება, აზრაელი ისეთ დღეში ჩაგაგდებს,
აზრაელმა იდაყვი წაკრა და წამოდგა,
- შენ ამას ნუ უსმენ, სარიელისთვის მხოლოდ მუსიკა და მხატვრობა არსებობს, ყველანაირი სპორტი კი ტყუილი დროის ხარჯვაა,
- სერიოზულად? ხატვა მეც მიყვარს, გავუღიმე სარიელს და მოხარული ვიქნები თუკი რაღაც - რაღაცეებს მასწავლი,
სარიელმა თვალი ჩამიკრა და გულიანად გამიღიმა.

უბრალო შავი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი ვიწრო მაისური ჩავიცვი, აზრაელი დერეფანში მელოდებოდა,
- სავარჯიშო დარბაზი დერეფნის ბოლოშია, მის გვერდით კი იარაღის დარბაზი გვაქვს
- მართლა? არ შეიძლება ჯერ იარაღები დავათვალიეროთ, ალბათ ანგელოზებს უამრავი ძალიან მაგარი რამ გაქვთ,
- პატარა ბავშვივით იქცევი, გაეცინა აზრაელს და ცხენის კუდივით შეკრული თმა დამქაჩა,
- ჯერ ვარჯიში, იარაღების ნახვას ყოველთვის მოასწრებ,
სავარჯიშო დარბაზი უზარმაზარი იყო, მაღალჭერიანი, უამრავი სხვადასხვა სახის სავარჯიშო მოწყობილობით სავსე, შუა დარბაზში ურიელი იდგა, ფრთებგაშლილი, ხელში სავარჯიშო კეტით, დაგვინახა თუ არა ჩვენსკენ წამოვიდა და აზრაელს გადაეხვია,
- მიხარია რომ კარგად ხარ ძმაო, მერე მე მომიბრუნდა და სცადა ღიმილით ეთქვა,
- მიხარია შენი ნახვა ლილა,
ერთხანს უხმოდ ვუმზერდი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე,
- ლამაზი ფრთები გაქვს ურიელ,
ურიელის უზარმაზარი, რბილბუმბულიანი ფრთები ოქროსფრად ელავდა ...
* * *
ურიელმა უცნაური გამჭოლი მზერით შემომხედა, თითქოს ჩემი სიტყვების უკან რამე ქვეტექსტს ეძებდა, ბოლოს გამიღიმა და თავი დამიკრა,
- გმადლობ კომპლიმენტისთვის, მითხრა დაბალი სასიამოვნო ხმით და დარბაზიდან გავიდა.
აზრაელს მივუბრუნდი,
- სხვა ანგელოზებსაც აქვთ ოქროსფერი ფრთები თუ მხოლოდ ურიელს? შევეკითხე ისე სასხვათაშორისოდ,
აზრაელმა შუბლი შეჭმუხნა,
- მხოლოდ მას აქვს, მაგრამ ასე ძალიან რატომ დაგაინტერესა მისმა ფრთებმა,
- ისე უბრალოდ, ვუპასუხე და ყურადღების გადასატანად რაღაც უცნაურ სავარჯიშო მოწყობილობაზე მივუთითე,
- ამას რისთვის იყენებთ?
- პატარა ეშმაკუნა, აზრაელმა თავი გვერდზე გადააგდო და მომხიბვლელი ღიმილით გამიღიმა, ნეტავ მართლა შემეძლოს აზრების კითხვა რომ გავიგო თავში რა გიტრიალებს.
პირველად ვიფიქრე რა კარგი იყო რომ არცერთ მათგანს არ შეეძლო აზრების კითხვა.

აზრაელმა მაჩვენა და ამიხსნა რისი გაკეთება იყო საჭირო,
- ფრთები ძალიან დიდი და მძიმეა და მათ სამართავად ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო, შენ კი აშკარად არასოდეს გივარჯიშია, ხომ ასეა
რა მეთქმოდა, უხერხულად გავიღიმე, სპორტი არასდროს მყვარებია,
- ძლიერი მხრები და ზურგი გჭირდება, უკნიდან მომიახლოვდა და მხრებზე ხელი მომიჭირა, ვფიქრობ მე და შენ ბევრი სამუშაო გვექნება,
უხერხულად შემოვტრიალდი რომ მისთვის სახეში შემეხედა და პირდაპირ მკლავებში ჩავუვარდი, აზრაელმა წელზე ხელი მომხვია რომ არ წავქცეულიყავი, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა, ის ისე ახლოს იყო ჩემთან... მუცელში ისევ აფრთხიალდნენ მოღალატე პეპლები, ისევ ვიგრძენი მისი შეხების დაუძლეველი სურვილი, ხელი მისი სახისკენ წავიღე,
- არა ლილა ასე ვერ მოიქცევი ეს არასწორია, შემომიტია ქვეცნობიერმა,
- კი მაგრამ რატომ? რატომ არ შემიძლია ამის გაკეთება, ხელს რა მიშლის იმაში რომ მოვეფერო, რომ ვაკოცო, რომ...
ალბათ მთელი შინაგანი ბრძოლა სახეზე მეწერა, აზრაელი თვალმოუშორებლად მიყურებდა, მერე ნელ ნელა მიმიზიდა, დიდი შავი თვალებით რომლებშიც ჩემი სახე ირეკლებოდა ახლა ტუჩებზე მიყურებდა, ცალი ხელი თმებში შემიცურა, ცალით კი უფრო მაგრად მიმიკრა სხეულზე, არ ჩქარობდა, თითქოს ცდილობდა ყველაფერში ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო, დიდი, თბილი ხელებით ნელ-ნელა მეფერებოდა სახეზე, თმებზე და ისეთი თვალებით მიყურებდა ...
ვეღარ მოვითმინე, კისერზე მოვეხვიე, ხელები შავ, აბრესუმივით სრიალა თმაში შევუცურე და ჩემსკენ მოვიზიდე, მანაც ვეღარ შეძლო მეტი თავის შეკავება, დავინახე როგორ უცნაურად გაიღიმა და ტუჩებზე დამაცხრა...
თითქოს ტროპიკული ქარიშხალი და ცუნამი ერდროულად დამატყდა თავს, კოცნა იყო სწრაფი და მომთხოვნი, თბილი და ნაზი, მისი ტუჩების ყოველ შეხებაზე მასში ვიკარგებოდი და მე, მე აღარ ვიყავი, მას ვგრძნობდი, მის ყოველ ნერვს და უჯრედს, გრძნობებს, განცდებს, ვგრძნობდი როგორ ვუნდოდი და ეს არჩვეულებრივი იყო, ისეთი არაჩვეულებრივი რომ მეც უფრო და უფრო მეტი მინდოდა,
უეცრად ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა მხრები, მაგრამ ამჯერად ჩვეული ტკივილი არ მიგრძვნია, ეს რაღაც სხვა შეგრძნება იყო უცნაურად სასიამოვნო, იმდენად სასიამოვნო რომ თავი უკან გადავწიე, თვალები დავხუჭე და ჩემდაუნებურად დავიკვნესე, აზრაელმა ხელი გამიშვა და უკან დაიხია, მერე ვიგრძენი როგორ გაიშალა ჩემს მხრებზე ფრთები, ფრთებმა თითქოს თვითნებურად დაიწყეს მოძრაობა და ნელ-ნელა მოვწყდი იატაკს, თვალი რომ გავახილე იატაკიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ,დარბაზის შუაგულში, ჰაერში ვიყავი გამოკიდებული და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, აზრაელს შევხედე, აღფრთოვანებული სახით მიყურებდა და გამამხნევებლად მიღიმოდა,
- არ შეგეშინდეს, ეს სრულიად ბუნებრივია, უბრალოდ ეცადე ფრთები ნელ-ნელა გააჩერო და მერე მშვიდად დაეშვი ძირს,
- სათქმელად ადვილია, ჩავიბურტყუნე და ვეცადე როგორმე თითქოსდა თავის ნებაზე მოფარფატე ფრთები შემეჩერებინა, გონება დავძაბე და გამომივიდა კიდეც, თანაც ისე კარგად რომ ძირს ქვასავით დავეშვი და პირდაპირ აზრაელს ჩავუვარდი მკლავებში,
- მგონი ჩემს მკლავებში ყოფნა ძალიან მოგეწონა, აზრაელი ანცი ბიჭივით მიღიმოდა და მარჯვენა ტუჩის კუთხეს კბილებსშორის აწვალებდა,
- ჰო ამას არ უარვყოფ, მომეწონა, მივახალე პირდაპირ, მაგრამ ახლა ის მითხარი ამ ფრთებს რა ვუყო, თეთრი ბუმბულებით დაფარული უზარმაზარი ფრთები იატაკამდე იყო დაშვებული და მივხვდი რომ აზრაელი მართალი ყოფილა, საშინლად მძიმე იყო,
- როგორც ყოველთვის იმას ამბობ რასაც ფიქრობ, და ეს ძალიან მომწონს, მაგრამ ახლა უნდა დაწყნარდე და დამშვიდდე, მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო,
- წვრთნების შემდეგ ფრთების გაშლას და ძალების გამოყენებას მაშინ შეძლებ როცა მოგესურვება მაგრამ ახლა როგორც ვხვდები მხოლოდ მაშინ შეგიძლია მათი გამოყენება როცა აღელვებული ხარ, შეშინებული ან გაბრაზებული, ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ დამშვიდება გჭირდება,
- დაჯექი, მიმითითა იატაკზე,
იატაკზე ფეხმორთხმით დავჯექი, აზრაელი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, იგივე პოზაში დაჯდა,
- თვალები დახუჭე და ეცადე დამშვიდდე,
- ჰო, ისე ამბობ თითქოს შენ გვერდით მშვიდად ყოფნა შესაძლებელი იყოს, ჩავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე, ჩემს სმენას აზრაელის ჩუმი სიცილი მოსწვდა, ტუჩებზე ჯერ კიდევ მისი ტუჩების სითბოს ვგრძნობდი, და ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, სათქმელად ადვილია დამშვიდება,
- ყურადღება მოიკრიბე ლილა, სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა,
მთელი ძალით შევეცადე რომ აღარაფერზე მეფიქრა, ამოსუნთქვა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ჩასუნთქვა, ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ შემიმსუბუქდა მხრები, თვალები გავახილე ფრთები აღარსად ჩანდა, შვებით ამოვისუნთქე,
- ოჰ კიდევ კარგი, თორემ მეგონა ამაღამ ფრთებით მომიწევდა დაძინება,
- ხანდახან როგორი სასაცილო ხარ, აზრაელი წამოდგა და ხელი გამომიწოდა, ადექი, ხომ გინდოდა იარაღის დარბაზის დათვალიერება, მერე ხელი ჩამკიდა და თან გამიყოლა, კარიდან გასვლამდე შეჩერდა მოტრიალდა და მეც შემაჩერა,
- მისმინე, მე უბრალოდ წეღანდელისთვის ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, მაპატიე თუკი რამე არასწორად გავაკეთე, ვიცი რომ უხეში ვიყავი, თავი ვერ შევიკავე, მე უბრალოდ არ ვარ მიჩვეული რომანტიულ ურთიერთობებს და საპირისპირო სქესთან ურთიერთობის არცთუ ისე მდიდარი გამოცდილება მაქვს...
იდგა ასე ჩემს წინ, დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული და ჩემს განაჩენს ელოდა, ჯანდაბა, ამის მერე კიდევ ჩემს ხასიათს ეძახის ცვალებადს? რამდენიმე ათასი წლის სიკვდილის ანგელოზი იმის გამო მიბოდიშებს რომ მწირი გამოცდილება აქვს? სასაცილოა, აბა მე რაღა უნდა ვთქვა ჯერ 18 წლისაც კი არ ვარ,
- კარგი რა, შემიძლია ვთქვა რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო კოცნა იყო, მიუხედავად იმისა რომ აქამდე სხვისთვის არავისთვის მიკოცნია, ვუთხარი, მერე კარი გავაღე, გამოვედი და სახტად დარჩენილი აზრაელი დარბაზში დავტოვე, დერეფანში დამეწია,
- სიმართლე მითხარი? სერიოზულად? მართლა არავისთვის გიკოცნია? მომაყარა ერთბაშად, შენ ხომ თითქმის 18 წლის ხარ როგორ მოხდა რომ აქამდე არავინ გყოლია?
- და რა არის ამაში გასაკვირი, მხრები ავიჩეჩე მე, უბრალოდ აქამდე არავინ შემხვედრია ვის მიმართაც რამეს ვიგრძნობდი, ვინც ამაღელვებდა,
- იმის თქმა გინდა რომ გაღელვებ?
- ჰო, მგონი ეს ცოტა ხნის წინ სრულიად ნათლად გაჩვენე არა? ჩემი თავის მიკვირდა ასეთი პირდაპირობა, როდის გავხდი ასეთი თამამი, სულ მისი ბრალია, მისი ბრალია რომ მის სიახლოვეს თავს ვერ ვიკავებ,
აზრაელმა ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა, თავი ვეღარ შევიკავე და გულიანად ავკისკისდი, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
- ბოდიში თუ ხელს გიშლით მაგრამ სასწრაფო საქმეა აზრაელ,
ურიელი ჩვენს უკან იდგა, ჰმ, ნეტავ როგორ ახერხებს ასე ჩუმად და შეუჩნევლად სიარულს?
- რა ხდება? აზრაელმა ძირს დამსვა და მაშინვე დასერიოზულდა,
ურიელმა თავით ჩემზე ანიშნა,
- საჭირო არ არის, შეგიძლია მასთან ერთად მითხრა ყველაფერი,
- დემონებმა ცოტა ხნის წინ სახლის დამცავ ფარზე შეტევა განახორციელეს, ფარს არაფერი დაშავებია მაგრამ გარეთ ჯერ კიდევ უამრავი დემონი დაძრწის,
აზრაელს სახე შეეცვალა, მან რომ იცოდეს რას მალავს ურიელი, იქნებ ვუთხრა, არა დარწმუნებული არ ვარ რომ ყველაფერი სწორად გავიგე, მგონი სჯობს რომ ჯერჯერობით ცოტა კიდევ მოვიცადო და მოვლენები განვითარებას თვალყური ვადევნო,
- ურიელ ყველას იარაღის დარბაზში დაუძახე, გასცა ბრძანება აზრაელმა, ურიელმა უხმოდ დაუკრა თავი,
- წამომყევი ლილა, ხომ გაინტერესებდა იარაღის დარბაზი, ჰოდა ახლა ნახავ.
ანგელოზები რამდენიმე წუთში შეიკრიბნენ დარბაზში, დარბაზი უზარმაზარი იყო, მუქი პრიალა ხის იატაკით და კედლებზე მიდგმული მინებიანი ძველებური სტილის კარადებით, რომლებიც უამრავი სხვადასხვა სახის იარაღით იყო სავსე, დარბაზის შუაგულში უზარმაზარი მაგიდა იდგა რომელზე ხმლები, რამდემიმე სხვადასხვა სახის მშვილდისარი და შუბისმაგვარი მოკლე იარაღები ელაგა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს კედელზე...
არა ეს შეუძლებელია, უბრალოდ წარმოუდგენელია, კედელზე მინისკოშკებიანი ქალაქი იყო გამოსახული, უცნაურად მოელვარე ცით, ულამაზესი იყო
- მე ეს ქალაქი სიზმარში ვნახე, მივმართე აზრაელს, ეს რა ადგილია, რა ჰქვია?
შევამჩნიე როგორ გადახედეს ერთმანეთს ანგელოზებმა, აზრაელმა ღრმად ამოისუნთქა
- ეს ჩვენი მშობლიური სამყაროს მთავარი ქალაქია, ალთეინი, როგორც კი დავბრუნდები ყველაფერს მოგიყვები ამ ქალაქის და მამაშენის შესახებ, ახლა ვხვდები რომ დამაგვიანდა ამ ყველაფრის შენთვის მოყოლა მაგრამ არაუშავს, ამას აუცილებლად გამოვასწორებთ, გულიანად გამიღიმა და იარაღებს მიუბრუნდა...
* * *
ამ უზარმაზარ სახლში მარტო დავრჩი, ყველა გავიდა, შავი თითქმის ერთნაირი ტანსაცმლით, ტყავის ქურთუკებით, კაპიუშონიანი ზედებით, სამხედრო ბოტებით და უამრავი სხვადასხვანაირი იარაღით, გასვლის წინ პატარა ბავშვებს რომ უბარებენ ზუსტად ისე დამიბარა აზრაელმა რომ სახლიდან არ გავსულიყავი, მერე შუბლზე მაკოცა და დანარჩენებს გაუძღვა თან რაღაც ჩემთვის გაუგებარ მითითებებს აძლევდა, მგონი საქმე არც ისე კარგად იყო, თავდასხმა ანგელოზების სახლზე? ალბათ ეს სერიოზული პრობლემაა.
ერთხანს უაზროდ დავბოდიალობდი და ყველა ოთახში სათითაოდ ვიჭყიტებოდი, პირველ სართულზე სავარჯიშო და იარაღის დარბაზების გარდა მისაღები, სამზარეულო, და სამუშაო ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე კი მხოლოდ საძინებლები, ამ სახლის ყველაზე ლამაზი და მყუდრო ადგილი ყვავილებით და სხვადასხვა მცენარეებით გარშემორტყმული ტერასა და მწვანე ხეებით და მცენარეებით სავსე ბაღი იყო, ბაღში გავედი და ღრმად ჩავისუნთქე სასიამოვნოდ სუფთა ჰაერი, რა სიწყნარეა, ალბათ იმ დამცავი ფარის ბრალია წეღან რომ ახსენეს, აქ არც დემონები ჩანს და არც ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი ხმაური და მძიმე ჰაერია, ფაქტიურად აქაურობა მიწიერი სამოთხეა, ხის ქვეშ ფაფუკ ბალახზე წამოვწექი და ვეცადე განვლილი დღეების მოვლენები შემეჯამებინა, მზემ და დაღლილობამ თავისი გაიტანა, ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა ...
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, რომ გავიღვიძე მზე უკვე ჩადიოდა, თავი აზრაელის მუხლებზე მედო და თმაზე მეფერებოდა, შევხედე, ჩამავალი მზის სხივები მომღიმარ სახეზე და მხრებზე ჩამოყრილ შავ თმებზე ეფინებოდა, თვალები სითბოთი და სიყვარულით ჰქონდა სავსე, ნეტავ ამ ცხოვრებაში რა გავაკეთე ისეთი რომ ის დავიმსახურე, წამოვიწიე, კალთაში ჩავუჯექი, ჩავეხუტე, სახე მის თმებში ჩავრგე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემი იყო, მთლიანად ჩემი, ჩემი აზრაელი,
დიდხანს ვიჯექით ასე, აზრაელი თმებზე მეფერებოდა მე კი მისი გაშვება არ მინდოდა,
- როდის დაბრუნდით? ისევ მე დავიწყე საუბარი,
- ცოტა ხნის წინ დავბრუნდით, სახლში რომ ვერ გიპოვე ცოტა არ იყოს შემეშინდა, მერე აქ მოგაგენი, ისე ტკბილად გეძინა, რომ შენი გაღვიძება არ მინდოდა,
- ყველა კარგად ხართ? დემონებმა ხომ არაფერი დაგიშავეს?
აზრაელს გაეღიმა,
- დემონები ჩვენ ვერასდროს ვერაფერს დაგვიშავებენ, უბრალოდ ხშირად ბევრ თავსატეხს გვიჩენენ ხოლმე, ახლაც ვერ მივხვდი როგორ გამოიჩინეს ისეთი სიმამაცე და ჩვენს სახლს თავს დაესხნენ, მაგრამ ნუ გეშინია, ყველაფერი მოვაგვარეთ,
- ჩემთვის მოვიდნენ არა? ნუ მომატყუებ ვიცი რომ ასეა,
- ჰო ასეა, მაგრამ საშიში არაფერია ჩემს გვერდით ნურაფრის შეგეშინდება, აზრაელი წამოდგა და მეც დამეხმარა წამოდგომაში,
- არ მეშინია, უბრალოდ მაინტერესებს რა უნდათ ჩემგან, მგონი დროა ყველაფერი მითხრა,
აზრელმა თავი დამიქნია,
- კარგი წამოდი, შიგნით შევიდეთ და ვისაუბროთ,
სახლისკენ მიმავალმა უცნაური ფერადი ყვავილების ბუჩქი შევამჩნიე, ახლოს მივედი, როგორი ნაცნობი სუნი აქვს, ეს ხომ ის ყვავილია, რომლისგანაც ბებია ნაყენს მიმზადებდა,
- აზრაელ მოიცადე, შეხედე, ეს რა ყვავილია შეგიძლია მითხრა? ასეთი კოლუმბიაში გვქონდა ეზოში და ბებო თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
აზრაელი შეჩერდა, ყვავილს შეხედა და უცნაურად შეეჭმუხნა შუბლი,
- ამ ყვავილის თესლი ჰანიელმა ჩამოიტანა ჩვენი სამყაროდან და აქ გაახარა, მისგან განსაკუთრებული დამამშვიდებელი ნაყენი მზადდება,
- კი მაგრამ თუკი ასეა კოლუმბიაში, ჩვენს ეზოში როგორ მოხვდა?
აზრაელმა თავი დახარა და ტუჩი მოიკვნიტა, ერთხანს ასე იდგა თითქოს საუბარი ეძნელებოდა, მერე თავი ასწია შემომხედა და რაღაცნაირი ჩაწყვეტილი ხმით მითხრა,
- ამ ყვავილის თესლი დედაშენს მე მივეცი, ჰანიელმა კი ნაყენის დამზადება ასწავლა, იმ ნაყენის რასაც მთელი ბავშვობის განმავლობაში სვავდი,
მოულოდნელობები არ მთავრდება, კიდევ ერთი შოკი მივიღე, ასე გაშეშებული ვიდექი სანამ აზრაელი არ მოვიდა მხარზე ხელი არ მომხვია და ძალით არ წამიყვანა სახლისკენ,
- ესეიგი დედაჩემს იცნობდით? ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე,
- ჰო ასეა, მე ურიელი და ჰანიელი დედაშენს ვიცნობდით, აზრაელმა ვერანდაზე სარწეველა სავარძელში ჩამსვა და მუხლებზე თბილი პლედი გადამაფარა, თვითონ კი ჩემს პირდაპირ რბილ პუფში ჩაჯდა ფეხმორთხმული,
- მშვიდად ხარ? შეძლებ იმ ყველაფრის მოსმენას რაც უნდა მოგიყვე? გაფრთხილებ, ეს ართუ ისე სასიამოვნო და ადვილად მოსასმენი ისტორიაა,
ღრმად ამოვისუნთქე, აზრაელი აწი ისეთს ვეღარაფერს მომიყვებოდა, რის მოსმენასაც ვერ შევძლებდი, უხმოდ ვანიშნე რომ დაეწყო.
* * *
- დედაშენს პირველად ალთეინში შევხვდი,
- მოიცა ეს როგორ? ვეღარ მოვითმინე მე, როგორ თუ ალთეინში, ნუთუ დედაჩემი თქვენი სამყაროს დედაქალქში იყო?
- ლილა გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ, თორემ დილამდე ამ ვერანდაზე მოგვიწევს ჯდომა, მესმის რომ ღელავ მაგრამ უბრალოდ ეცადე მომისმინო, აზრაელმა ხელზე ხელი მომიჭირა თილად გამიღიმა და განაგრძო,
- ალთეინში იშვიათად ჩავდივართ, თუკი რამე აუცილებლობა არ მოითხოვს მხოლოდ წელიწადში ორჯერ, ისიც იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ვიცოდით, იმისათვის რომ ამ სამყაროში ცხოვრება შეგვძლებოდა, წელიწადში ორჯერ ჩვენს სამყაროში უნდა დავბრუნებულიყავით რამდენიმე დღით, რათა იქაური ენერგიით დავმუხტულიყავით, მე დაგეგმილზე საკმაოდ ადრე მომიწია ჩასვლა ჩვენს სამყაროში, პირდაპირ მამასთან არ წავსულვარ ქალაქში, რატომღაც გადავწყვიტე იმ მამულში წავსულიყავი დასასვენებლად სადაც ყველანი გავიზარდეთ, პირველად სწორედ იქ ვნახე დედაშენი, ბაღში სეირნობდა, თეთრი კაბა ეცვა, უკვე საგრძნობლად ეტყობოდა ფეხმძიმობა და სასწაულად ლამაზი იყო,
მაშინვე მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ჩვენი სამყაროდან არ უნდა ყოფილიყო, როგორც ადრე გითხარი, ჩვენი სამყაროს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უნაყოფონი არიან, მაგრამ თუკი აქაური არ იყო აქ როგორ მოხვდა უნდა გამერკვია, ახლოს მივედი, ჩემს დანახვაზე შეცბა, შეშინდა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია და როცა მიხვდა რომ ჩემგან არანაირი საფრთხე არ ელოდა ყველაფერი მომიყვა,
ჩვენ ვიცოდით რომ მამაჩვენი არასდროს ყოფილა ამ სამყაროში, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენგან მალულად საკმაოდ ხშირად სტუმრობდა აქაურობას, საცდელი ობიექტების შერჩევის მიზნით,
აი აქ კი უკვე ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე,
- როგორ თუ საცდელი ობიექტები? შენ გინდა თქვა რომ დედაჩემი...
აზრაელმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და მანიშნა გაჩუმდიო, მერე გააგრძელა,
- მამას ხშირად მიჰყავდა ამ სამყაროდან ადამიანები ცდების ჩასატარებლად, მაგრამ სულ ამაოდ, სამწუხაროდ არაფერი გამოსდიოდა, ამ სამყაროს ადამიანები იქ ცხოვრებას ვერ ეგუებოდნენ და უნაყოფო ხდებოდნენ, შემდეგ კი იღუპებოდნენ, ერთხელაც ამ სამყაროში სტუმრობის დროს ჩვენი გამზრდელი მამა დედაშენს შეხვდა და მისნაირი უგულო არსებისგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შეუყვარდა, პირველად დარჩა მამა თითქმის ორი თვე დედამიწაზე და როცა დედაშენმა ფეხმძიმობის შესახებ აცნობა, მთელი მისი არსება თავდაყირა დადგა,
- როგორც დედაშენი მიყვებოდა ის ძალიან შეცვლილა მის მიმართ, თურმე სულ იმაზე ლაპარაკობდა რამდენი რამ შეიცვლებოდა ამ ბავშვის დაბადების შემდეგ, როცა გაარკვევდა როგორ მოხდა და ათასობით წლის შემდეგ მასა და სხვა სამყაროს წარმომადგენლის შორის კავშირის შედეგად ახალი სიცოცხლე შეიქმნა, ის თურმე წუხდა კიდეც, რადგან საკუთარ თავზე უამრავ სხვადასხვა ცდას ატარებდა და არ იცოდა ეს ბავშვზე როგორ იმოქმედებდა, ის ამ ყველაფერს დაუფარავად ეუბნებოდა დედაშენს, რამაც დედაშენი ძალიან შეაშინა, მიხვდა რომ მისი რჩეული ის არ იყო ვინც ეგონა და მასთან დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ მამაშენმა დემონებს მოატაცებინა და ახლა აქ იყო, იმ მამულში სადაც ჩვენ გავიზარდეთ.
- მე როცა ვნახე მაშინ უკვე თითქმის ორი თვე იყო გასული იმის შემდეგ რაც მამაშენმა დედაშენი ჩვენს სამყაროში ძალით ჩამოიყვანა, თავიდან ქალაქში ლაბორატორიაში ჰყოლია ჩაკეტილი და მასზე ცდებს ატარებდა, არანაირ ყურადღებას არ აქცევდა მის ტირილს და ცუდად ყოფნას, მხოლოდ ნაყოფი აინტერესებდა, უამრავი სხვადასხვა სახის ინექცია გაუკეთა ნაყოფის გაძლიერების მიზნით და ბოლოს როცა შეამჩნია რომ დედაშენს მეტის ატანა აღარ შეეძლო, ამ მამულში გამოკეტა,
- არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველად მაშინ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან ადამიანის დარდმა და ტკივილმა, როცა დედაშენმა ყველაფერი მომიყვა, შიშობდა რომ ბავშვს ამდენი ცდების შემდეგ რაღაც დაემართებოდა, დახმარება მთხოვა, მთხოვა რომ აქედან გაღწევაში დავმარებოდი და მაშინ მეჩვენებოდა რომ დაუფიქრებელი და უაზრო, მაგრამ ახლა როცა შენ გიყურებ, ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე როცა დედაშენს დახმარებაზე დავთანხმდი.
- ისე წამოვიყვანე მამაჩემისთვის არაფერი მითქვამს, აქ მოვედით, მაშინ ამ სახლში მხოლოდ მე ურიელი და ჰანიელი ვხოვრობდით, დედაშენის დანახვაზე ორივე სახტად დარჩა,
- ესე იგი ურიელმა თავიდანვე იცოდა ჩემს შესახებ?
- ჰო ასეა იცოდნენ, ჰანიელი მაშინვე მიხვდა რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ დაიბადებოდა, დედაშენს ნაყენის დამზადება ასწავლა,
- ჰანიელის დამსახურებაა ჩემი მშვიდი ბავშვობა?
- ჰო, გაღიმება სცადა აზრაელმა, დედაშენი აქ ვერ დარჩებოდა, ვერც საკუთარ სახლში დაბრუნდებოდა, რადგან კვალში დემონთა ხროვა ედგა, ამიტომაც მე და ურიელმა მისი გადამალვა გადავწყვიტეთ, სიმართლე რომ გითხრა ეს ძალიან გაგვიჭირდა, მამა გაცოფებული იყო, ადრე თუ მხოლოდ რამდენიმე დემონთან ჰქონდა კავშირი, ახლა უამრავი მოგვიქსია რომ დედაშენი ეპოვნა, მე და ურიელს კოლუმბიაში დემონებმა მოგვაგნეს და თავს დაგვესხნენ, ურიელმა მოასწრო და დედაშენი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა, მერე კი თითმის მთელი თავისი სასიცოცხლო ენერგია დახარჯა მისი კვალის წაშლისთვის და თქვენს სოფელზე და მის შემოგარენზე დემონებისგან დამცავი ფარის შემოსავლებად,
- მაპატიე მაგრამ მეტი ვერაფრის გაკეთება შევძელით, აზრაელმა თავი ჩაღუნა,
წამოვდექი, მის წინ ჩავიმუხლე, თავი ავაწევინე და თვალებში შევხედე,
- თქვენ იმაზე მეტი გააკეთეთ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ასე რომ თავს დამნაშავედ შენ კიარა ის მანიაკი უნდა გრძნობდეს მამას რომ ეძახი,
- შენ რა ჩემს დამშვიდებას ცდილობ? აზრაელს გაეღიმა, მეგონა იტირებდი ან გული წაგივიდოდა როგორც ყოველთვის, შენ კი პირიქით ჩემს დამშვიდებას ცდილობ, მაკვირვებ,
- ჰმ, მგონი ძალიან მიეჩვიე ჩემს გულის წასვლას,
- ჰო ასეა ნამდვილად მივეჩვიე, მომწონს როცა მკლავებში მივარდები ხოლმე,
- მე კი უცნაური ისტორიების მოსმენას მივეჩვიე, ასე რომ შეგიძლია გააგრძელო,
- უკვე ყველაფერი მოგიყევი, სხვა რა გაინტერესებს?
- მამაშენი ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთებდა,
- ელოდებოდა, ლოდინი ყველაზე უკეთ ეხერხება, ელოდებოდა როდის გამოჩნდებოდი და რადგან ჩვენ ჯერჯერობით ისევ ისე ვჭირდებით როგორც ადრე, ისე იქცეოდა თითქოს მისი ყველაზე საყვარელი შვილი ვარ და მის საწინააღმდეგო არაფერი გამიკეთებია,
- ახლა როცა აქ ვარ რას იზავს?
- ეცდება რომ წაგიყვანოს, იმ სამყაროში მის ძალაუფლებას უკვე დიდიხანია წყალი შეუდგა შენ კი მისი ახალი იარაღი იქნები, ბავშვი ანგელოზის უნარებით, ისეთი უნარებით რომლებიც არცერთს არ გაგვაჩნია, მერწმუნე შენ ჩვენს შორის ყველაზე ძლიერი ხარ ლილა, პირველი ბავშვი რომელიც ათასწლეულების შემდეგ ბუნებრივი გზით დაიბადა, და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მის მხარეს იყო,
- ანუ ეცდება საკუთარი მიზნებისთვის გამომიყენოს?
- ჰო ასე იქნება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე ყველანაირად ვეცდები რომ ყველაფერი გასწავლო რათა თავის დაცვა შეძლო, ახლა კი მგონი დასვენება არ გაწყენდა, რას იტყვი?
დასვენება? ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა, თავში ათასი რამ მიტრიალებდა, მამაჩემი, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი და რომლის გაცნობაც და პოვნაც ყოველთვის მინდოდა შეშლილი მანიაკი აღმოჩნდა, დედაჩემის სიკვდილი მისი ბრალია, ის რომ არა შეიძლება დღესაც ცოცხალი და ჩემს გვერდით ყოფილიყო, რა დროს დასვენებაა, ახლა ამ სახლიდან რომ ვერ გავაღწიო ნამდვილად გავგიჟდები,
- უკვე საკმარისად დავისვენე აზრაელ, სავარძლიდან წამოვხტი, მოდი აქედან გავიდეთ, სადმე წავიდეთ, რამე გავკეთოთ, ასე უბრალოდ ჯდომა აღარ შემიძლია,
აზრაელს გაეღიმა, ერთხანს უსიტყვოდ მიყურებდა თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა, მერე თვითონაც წამოდგა ფეხზე,
- კარგი ასე იყოს, წადი ჩაიცვი და მოემზადე, ამაღამ გაჩვენებ როგორია ადამიანთა თვალისათვის უხილავი, ნამდვილი სამყარო...
* * *
მეორე სართულზე ავედი გამოსაცვლელად, ჩემი ბარგი ჯერ კიდევ აზრაელის საძინებელში იყო, ჩანთიდან მუქი წითელი, მუხლამდე სიგრძის კაბა ამოვიღე, გულიდან წელამდე ღილებით და მარჯვენა ფეხზე საკმაოდ დიდი ჭრილით, მგონი აზრაელს მოეწონება,
- რას აკეთებ ლილა, ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს, უკვე იმაზე ფიქრობ აზრაელს რა მოეწონება და რა არა?
- რატომაც არა, შემეპასუხა ჩემი მეორე მე, ის მომწონს, ძალიან მომწონს და ჩვენ ერთად ვართ, ეს ბუნებრივია,
- ერთად? ერთი კოცნა იმას არ ნიშნავს რომ ერთად ხართ, ჯობია ზედმეტ ოცნებებში ნუ გადაეშვები, უკმეხად ვუთხარი საკუთარ თავს, მერე კი არც კი ვიცი ვისზე და რაზე გაბრაზებულმა კაბა საწოლზე მივაგდე და ჩამოვჯექი,
ჯანდაბა, შუა ოთახში მარტოდმარტო ვდგევარ და საკუთარ თავს ვეკამათები, ალბათ ეს სიგიჟის ნიშნებია, მგონი ჯობია ცოტა დავმშვიდდე, კაბა გადავიცვი, თმა უკან კეფაზე მოვაგროვე და შევიკარი, მგონი ასე ჯობია, ჩემი მაღალი ყელი და მოკრძალებული დეკოლტე უკეთ სჩანს, სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი, არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, მგონი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ცოტა კიდევ დავიკელი წონაში,
- მით უკეთესი, გავუღიმე ჩემს თავს, ახლა მსუბუქი მაკიაჟის დროა, მაკიაჟის ჩანთა ავიღე და აბაზანაში შევედი, მაკიაჟის გაკეთება არასდროს მეხერხებოდა, ოფ არც ახლაა საჭირო, სარკეში ჩემს თავს ყურადღებით დავაკვირდი, ლუჯი თვალები, ზუსტად დედაჩემისნაირი ლურჯი თვალები, უცნაურად მიბრწყინავდა, ტუჩები და ღაწვები კი ვარდისფერი მქონდა, უძილობის გამო ჩამუქებული ქუთუთოები და მუდამ რაღაცის მომლოდინე გამომეტყველება სადღაც გამქრალიყო და ახლა სარკიდან ლამაზი მხიარული გოგონა მიყურებდა ტუჩებზე ანცი ღიმილით,
- ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა აზრაელ, კარი გავაღე, საძინებელში გამოვედი და მოულედნელობისგან კინაღამ შევყვირე, აზრაელი შუა ოთახში იდგა ჩემგან ზურგით, წელსზემოთ შიშველი, ვიწრო წელი, დაკუნთული მხრები და მკლავები, მხრებზე ჩამოყრილი შავი თმა, ვერაფერს იტყვი შთამბეჭდავი სანახაობაა,
- აქ რას აკეთებ? მივმართე ბოლოს,
აზრაელი შემობრუნდა და ჩემს დანახვაზე ისევე შეცბა როგორც მე მის დანახვაზე აბაზანიდან გამოსვლისას, მკერდზე უზარმაზარი იარა ჰქონდა რომელიც თითქმის ჭიპამდე ჩადიოდა, თვალი ჩავაყოლე, შარვლის ღილები შეხსნილი ჰქონდა, შეჩერდი ლილა, მგონი სახიფათო ზონას უახლოვდები, თავი ვაიძულე მისთვის სახეში შემეხედა,
- მაისურის გამოსაცვლელად ამოვედი და შენ თვითონ რას აკეთებ აქ, შენს საძინებელში არ უნდა იყო?
- მგონი გადავიფიქრე სხვა საძინებელში გადასვლა, წამომცდა უცებ, და პირზე ხელი ავიფარე,
აზრაელმა წარბი მაღლა ასწია, ვხედავდი როგორ ცდილობდა სიცილის შეკავებას
- ეს ხმამაღლა ვთქვი? ვკითხე და ვიგრძენი სირცხვილისგან როგორ გამიხურდა სახე,
აზრაელმა თავი უხმოდ დამიქნია და შეწუხებული სახის მიღებას შეეცადა,
- ბაღში დაგელოდები, შიშველი ნუ დაბოდიალობ ჩაიცვი, მივახალე და სასწრაფოდ გამოვვარდი ოთახიდან, უკან მისი მხიარული სიცილი მომყვა,
მთავარი კარიდან ბაღში გამოვედი და ღამის გრილი და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, დამშვიდდი ლილა, დამშვიდდი, ვერც კი ვიგრძენი ისე მომიახლოვდა უკნიდან და წელზე ხელები მომხვია,
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, მითხრა ნაზი ხმით, ოღონდ თმა გაიშალე, გაშლილი უფრო გიხდება, მერე თმის სამაგრი მომხსნა, თმა ტალღებად ჩამომეშალა მხრებზე,
- გავფრინდეთ? ჩამჩურჩულა,
თავი უხმოდ დავუქნიე თანხმობის ნიშნად, შევბრუნდი და კისერზე ხელები შემოვხვიე, აზრაელმა ხელში ამიტაცა, ფრთები გაშალა და ჰაერში აიჭრა, ეს ნამდვილი საოცრება იყო, ისე ადვილად, მსუბუქად და თავისუფლად დაფრინავდა...
ერთერთი საკმაოდ ცნობილი ღამის კლუბის წინ დავეშვით, ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ რატომღაც არავის არაფერი შეუმჩნევია, აზრაელს შეეძლო საჭიროების შემთხვევაში უჩინარი ყოფილიყო,
- ღამის კლუბი? აქ რატომ მოვედით? შენ მითხარი რომ ნამდვილ სამყაროს მაჩვენებდი,
- ნიუ იორკში თუკი ნამდვილი სამყაროს ნახვა გინდა ამ კლუბში უნდა მოხვიდე, ცოტა ხანში გაიგებ რას ვგულისხმობ, აზრაელმა თვალი ჩამიკრა, ხელი ჩამჭიდა და წინ გამიძღვა შესასვლელისკენ, შესასვლელში დაცვამ პირადობა მთხოვა, აზრაელმა თითით მოიხმო და რაღაც გადაულაპარაკა, დაცვის წევრი მაშინვე განზე გაიწია, თავი დაგვიკრა და გაგვატარა,
- ასეთი რა უთხარი?
- აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ, ვუთხარი რომ ჩემთან ერთად ხარ,
- ჰოო? მე კი ვიფიქრე რომ რაღაც შეულოცე,
აზრაელს გაეცინა
- მგონი ძალიან ბევრ ზღაპარს კითხულობ, მე ანგელოზი ვარ და არა ჯადოქარი, შელოცვების არაფერი გამეგება,
- მაგრამ ალბათ ჯადოქრებიც არსებობენ არა?
- ალბათ, მაგრამ მათ არ ვიცნობ, აზრაელი დარბაზის ჩაბნელებულ კუთხეში მდგარი დაბალი მაგიდისკენ გამიძღვა რომლის გარშემოც რბილი სკამები იყო შემოწყობილი, ისე დავსხედით რომ მთელი დარბაზის დანახვა შეგვეძლო, ბარი საკმაოდ დიდი იყო, ხალხით სავსე, სასიამოვნო მუსიკა უკრავდა, ახალგაზრდები სვავდნენ, მერე ცეკვავდნენ, ისევ სვავდნენ და ასე დაუსრულებლად,
- აქ ყველაფერია რაც კი შეიძლება გასართობად ისურვო, რას დალევ?
- რამე ძლიერს, წინათგრძნობა მეუბნება რომ დამჭირდება,
- კარგი, გაეცინა აზრაელს და წამოდგა, დამელოდე ახლავე მოვიტან, ის ბარისკენ წავიდა, მე კი რატომღაც იქვე ახლოს მჯდომარე წყვილმა მომტაცა თვალი, გოგო ახალგაზრდა იყო დაახლოებით 18 – 20 წლის, ბიჭი კი რამდენიც არ ვეცადე ვერ მივხვდი რამდენი წლის შეიძლება ყოფილიყო, უცნაური მუქი თვალები და არაბუნებრივად თეთრი კანი ჰქონდა, გოგონა სვავდა და გაუჩერებლად ლაყბობდა რაღაც ისეთ თემაზე რაც ბიჭს აშკარად არ აინტერესებდა, უცბად ბიჭმა ხელი ნიკაპში მოჰკიდა და თვალებში ჩააცქერდა თითქოს აჰიპნოზებსო, გოგო გაჩუმდა, გაშეშდა, ხელები ძირს დაუშვა, ბიჭმა ტუჩები ტუჩებთან მიუტანა მაგრამ არ შეხებია, უეცრად დავინახე როგორ ამოვიდა გოგონას ტუჩებიდან თეთრი გამჭვირვალე კვამლის მაგვარი რაღაც რაც ბიჭმა მთლიანად შეიწოვა, წამით თვალები გაუთეთრდა და უცნაურად გააკანკალა,
- რა გჭირს ისეთი სახე გაქვს თითქოს მოჩვენება დაგენახოს, აზრაელმა სასმლით სავსე ჭიქები მაგიდაზე დადგა და გვერდით მომიჯდა, მერე ჩემს მზერას თვალი გააყოლა...
- ოჰ, ესე იგი შენ ამას ხედავ? მითხრა გაოცებულმა,
შოკში ვიყავი, ხმა ძლივს ამოვიღე,
- კარგი რა როგორ შეიძლება ასეთი რამ ვერ დავინახო, რა ჯანდაბა ხდება, რატომ არავინ არაფერს აკეთებს, ის... ის არსება იმ გოგოს მოკლავს,
აზრაელმა მხრებში ხელი მომკიდა და მაიძულა მისთვის შემეხედა,
- ამას მხოლოდ ჩვენ ვხედავთ ლილა, დიდი ალბათობით შენ იმიტომ ხედავ რომ თითქმის 5 წელია ნაყენს აღარ სვავ და დამამშვიდებლებსაც თავი დაანებე, შენ ანგელოზი ხარ და შენი უნარები ნელ-ნელა იღვიძებს, შეხედე, ის ადამიანის მაგვარი არსება დემონია, რომელიც გოგონას სასიცოცხლო ენერგიით იკვებება, მაგრამ ნუ გეშინია არ მოკლავს, გოგოს ხვალ ალბათ არაფერი ეხსომება, ადამიანები სწრაფად იღდგენენ დაკარგულ ენერგიას,
- ესე იგი მის დასახმარებლად არაფერი უნდა გავაკეთოთ?
აზრაელმა თავი გააქნია,
- ვერაფერს გავაკეთებთ, ნიუ იორკი დემონებით არის სავსე, და ისინი ასე უბრალოდ ადამიანებს არ ხოცავენ, მათ შეთანხმება აქვთ მამაჩვენთან, რათქმაუნდა არსებობენ ისეთი დემონთა დაჯგუფებები რომლებსაც არც შეთანხმება აინტერესებთ და არც ანგელოზებთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრება, ასეთ დემონებს უბრალოდ ვხოცავთ,
ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, აზრაელი ისე მშვიდად და უბრალოდ საუბრობდა ამ თემაზე როგორც მე ალბათ ლუკასთან ვისაუბრებდი იმის შესახებ თუ რატომ ვერ გავიდა მისი საყვარელი ფეხბურთის გუნდი ნახევარფინალში, საშინელმა სიბრაზემ და ამავდროულად უმწეობის გრძნობამ შემიპყრო,
- საკმარისია აზრაელ, თქვენ ანგელოზები და დემონები ისე უყურებთ ადამიანებს, ისე იყოფთ მათ ენერგიას რომ მათ არაფერს ეკითხებით, არც კი იციან ამის შესახებ, ეს ყველაფერი ნორმალური არ არის,
- გეთანხმები, ჩვენ ყველა მივხვდით ამას, მართალია ძალიან გვიან, მაგრამ მივხვდით რომ ეს ყველაფერი ნორმალური არ არის, შენი დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მე და ურიელი ყოველთვის გაკვირდებოდით,
- რას ნიშნავს მაკვიდებოდით? ვკითხე გაოცებულმა
- იმის შემდეგ რაც კოლუმბიაში გადაგმალეთ, დროდადრო ვამოწმებდით როგორ იყავი, შენ მშვენივრად იზრდებოდი და მიუხედავად იმისა რომ შენც ანგელოზური უნარებით დაიბადე, არ გჭირდებოდა ჩვენს სამყაროში სტუმრობა ენერგიით დასამუხტად იმისათვის რომ აქ ცხოვრება გაგერძელებინა, ურიელს დაებადა აზრი, რომ ეს ყველაფერი მამამ მოიგონა რათა ჩვენზე ძალაუფლება ჰქონოდა და იმ საყაროსთან კავშირის დაკარგვა არ მოგვსურვებოდა, ასეც აღმოჩნდა, მას არასდროს ვყვარებივართ, უბრალოდ ვჭირდებოდით და გვიყენებდა, პირველად დავფიქრდი სერიოზულად იმაზე რომ ჩვენ ანგელოზები მხოლოდ ჩემს მშობლიურ სამყაროში მცხოვრები გაზულუქებული საზოგადოების მშვიდი სამუდამო ცხოვრების გარანტია და მამაჩვენის უზარმაზარი ეგოს დასაკმაყოფილებელი საშუალება ვართ,
პირველად ვხედავდი აზრაელს ასეთს, თვალები უელავდა, ხმა რისხვით ჰქონდა სავსე,
- მამა მშვენივრად ხვდება რომ ყველაფერი ძველებურად აღარ არის, ამიტომაც დემონებთან შეთანხმება დადო, მათ დავალებებს აძლევს, იმ დავალებებს რის შესრულებაზეც ჩვენ უარი ვთქვით, სამაგიეროდ ხელს აღარ უშლის ადამიანების ენერგიის აღებაში, რადგანაც ჩემს სამყაროში უკვე საუკუნეების სამყოფი ენერგია აქვთ დაგროვებული,
- რა დავალებებზეა საუბარი? რას გულისხმობ?
- ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ ვქმნიდით და მერე ჩვენივე შექმნილს ვანადგურებდით, თანაც ისე რომ რაც შეიძლება მეტი შიში, მრისხანება და სასოწარკვეთილება გამოგვეწვია, აზრაელი მომიბრუნდა, ხელი ხელზე მომიჭირა და აწყლიანებული თვალებით შემომხედა,
- ჩვენ უხსოვარი დროიდან ამ სამყაროში ვცხოვრობთ და დროთა განმავლობაში შევიცვალეთ, როგორ ფიქრობ, ჩვენ ანგელოზები, რა დონის უგულო არსებები უნდა ვიყოთ რომ ჩვენი ათწლეულობით და ასწლეულობით ნაფერები ქმნილებები არ შეგვიყვარდეს, უბრალოდ თვალს ვხუჭავდით და ვცდილობდით ერთმანეთის გრძნობები არ შეგვემჩნია, ჰანიელის ნალოლიავები ასწლოვანი ტყეების გადაწვისას, სარიელის და რემიელის შექმნილი ხელოვნების ნიმუშების განადგურებისას, ქალაქების მიწასთან გასწორებისას,
შენ რომ გენახა დანიელის ცრემლით სავსე თვალები ცივილიზაციების წყლისქვეშ მოქცევისას და აცახცახებული ხელები რომლებსაც ზურგს უკან მალავდა, როგორ ფიქრობ ურიელი კმაყოფილია მეორე მსოფლიო ომის შედეგით? ამაზეც თვალი დავხუჭეთ, არადა ყველამ ვიცით რომ წლების განმავლობაში მშვიდად არ სძინებია, ის ჩვენს შორის ყველაზე მგრძნობიარეა,
- ფიქრობ რომ ანგელოზებს კოშმარები არ აწუხებთ? იმედი უნდა გაგიცრუო, ჩვენი ყველას ყველაზე დიდი კოშმარი, სინდისის ქენჯნა და დანაშაულის გრძნობაა, რომელსაც რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდით, სწორედ ეს გვაკავებს ყველას აქ, ამ სამყაროში...
ვუსმენდი და ჩემში ურთიერთ საწინააღმდეგო გრძნობები ერთმანეთს ებრძოდა, რა უნდა გავაკეთო? აქედან უკანმოუხედავად წავიდე, მათსავით ყველაფერზე თვალი დავხუჭო და ცხოვრება გავაგრძელო თუ ყველაფრის მიღებას და გაგებას შევეცადო?
- რა სისულელეა ლილა, ვუთხარი ბოლოს ჩემს თავს, ძალიანაც რომ გინდოდეს უკვე ამ სამყაროს ვეღარ დათმობ, მითუმეტეს რომ ამის გაკეთება არ გინდა,
შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მივიღე მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა, ჭიქები ავიღე და ერთერთი აზრაელს მივაწოდე,
- დავლიოთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება.
* * *
ბარი უფრო და უფრო ივსებოდა ხალხით, მუსიკა ხმამაღლა უკრავდა, მე და აზრაელი ჭიქას ჭიქაზე ვცლიდით,
- მგონი საკმარისია ლილა, მითხრა ბოლოს, შეხედე აი რისთვის მოგიყვანე აქ, კუთხეში შემაღლებულ ადგილზე მდგარ მაგიდაზე მიმითითა, რომელთანაც საკმაოდ ელეგანტურად ჩაცმული 3 სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა,
- გონება დაძაბე და კარგად დააკვირდი, მითხარი რას ხედავ?
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა მაგრამ მაინც მთელი ძალით ვეცადე რაღაც ისეთი სხვათა თვალთათვის უხილავი დამენახა და ...
- ამის დედაც, რა ჯანდაბაა აზრაელ, ისინი ანათებენ, რატომ ანათებენ? როგორ? ვინ არიან? ერთბაშად მივაყარე კითხვები, მამაკაცებს გარშემო რაღაც უცნაური მსუბუქი ნათელი ერტყათ, მაგრამ აშკარად ვერავინ ამჩნევდა, გარს გოგონები ეხვიათ, ჩვეულებრივი ადამიანებივით სვავდნენ და იცინოდნენ,
- დამშვიდდი ლილა, აზრაელმა ხელზე ხელი მომიჭირა, ესენი ჩემი სამყაროს ყველაზე მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან, და აქ მხოლოდ გასართობად ჩამოდიან, აქ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ყველაფრის უფლება აქვთ, ერთერთი მათგანი ამერიკის მთავრობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეც კი მუშაობს, მხოლოდ იმიტომ რომ საჭირბოროტო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ართობს, მათ ის ძალაუფლება რასაც აქ ამ სამყაროში გრძნობენ სიამოვნებას ანიჭებთ,
- როგორ, აქ მხოლოდ გასართობად ჩამოდიან? არამგონია თავიანთ სამყაროში გასართობი საშუალებები აკლდეთ,
- არც აკლიათ, უბრალოდ ისინი ათასწლეულებია ცხოვრობენ და მათ დაკარგეს ყველაზე მთავარი რამ, ადამიანურობა და ახლა სასოწარკვეთილები ცდილობენ მკერდში იმ სიცარიელის შევსებას დროდადრო თავს რომ ახსენებთ ხოლმე, ამიტომაც ჩამოდიან აქ, უყურებენ ადამიანებს თუ როგორები არიან შეყვარებულები, ბედნიერები, უბედურები, როგორ ცხოვრობენ დღევანდელი დღით და როცა ხვდებიან რომ ვერასდროს დაიბრუნებენ იმას რაც დაკარგეს, უბრალოდ სიბრაზე იპყრობთ, ამიტომ უამრავ სისაძაგლეს სჩადიან,
ჭიქას ჩავხედე, ცარიელი იყო,
- იმისთვის რომ ეს ყველაფერი გავითავისო კიდევ ერთი ჭიქა მჭირდება, მივმართე აზრაელს და უდარდელად გაღიმება ვცადე,
ერთხანს დაკვირვებით მიმზერდა, თითქოს ცდილობდა გაეგო კარგად ვიყავი თუ არა,
- კარგი ახლავე მოგიტან, მითხრა ბოლოს, წამოდგა და ბარისკენ წავიდა,
რბილ საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე,
- შეიძლება დავჯდეთ? მომესმა დაბალი უსიამოვნო ხმა, თვალი გავახილე, ჩემს წინ ორი, ერთი მაღალი და მეორე საკმაოდ დაბალი, ერთნაირ შავ, თითქოსდა ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ვერც კი მოვასწარი იმს თქმა რომ დაჯდომა არ შეიძლებოდა, სკამები გამოწიეს და მაგიდას მიუსხდნენ,
- რა სითავხედეა ბიჭებო, არამგონია ჩემს მეგობარს მოეწონოს თქვენი საქციელი, ასე რომ ჯობია წახვიდეთ, ვუთხარი და დარბაზი მოვათვალიერე, აზრაელი არსად ჩანდა,
- შენი მეგობარი ფეხებზე გვკიდია, უნდა წამოგვყვე, მითხრა ერთ-ერთმა საოცრად უსიამოვნო, ცივი ხმით და უცნაური წვეტიანი კბილები გამოაჩინა,
- ჯანდაბა, ესე იგი თქვენ?
- ხომ გითხარი ჭკვიანია, მიხვდება მეთქი, გადაულაპარაკა მაღალმა დაბალს და ჩაიცინა, მერე კი მე მომიბრუნდა,
- კარგი იქნება თუ პრობლემას არ შექმნი, ადექი და წამოგვყევი,
ჩემი ტვინი გამალებული მუშაობდა და გამოსავლის პოვნას ცდილობდა, რა უნდა გავაკეთო, იქნებ ჩემი რომელიმე ძალა გამოვიყენო, მაგრამ საქმე ისაა რომ არც კი ვიცი რა შემიძლია, უცბად გამახსენდა რა დაემართა ბელიზარს ავტობუსის გაჩერებაზე, როცა შემეხო,
- შეგიძლია წამოდგომაში დამეხმარო? ხელი გავუწოდე დაბალს,
დემონებმა ერთმანეთს გადახედეს, აშკარად არ ელოდნენ რომ ასე ადვილად დავთანხმდებოდი, დაბალი წამოდგა და ხელი გამომიწოდა, მის მაჯას მთელი ძალით ჩავეჭიდე, დავინახე როგორ შეეცვალა სახე, და უცბად ჩვენს გარშემო დრო გაჩერდა, აზრაელი შუა დარბაზში იდგა მოელვარე ხმლით ხელში და რატომღაც არ ჩქარობდა ჩემს დახმარებას, უეცრად დაბალმა დემონმა მთელი ხმით იყვირა და უცნაურად დაიკლაკნა, ხელი უფრო მაგრად მოვუჭირე, იმ ადგილიდან სადაც ხელი მეკიდა სიშავე მთელ სხეულზე ვრცელდებოდა, თითქოს იწვოდა და ნახშირდებოდა, რამდენიმე წამში მისგან მხოლოდ ფერფლის გროვა დარჩა, გაშეშებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი,
- მე ის მოვკალი, მერე რა რომ დემონი იყო, მე ის მოვკალი, მოვკალი, ვიმეორებდი დაუსრულებლად,
აზრაელი ჩვენსკენ დაიძრა, მაღალ დემონს მის დანახვაზე სახეზე შიში და პანიკა აღებეჭდა და უკანმოუხედავად გაიქცა გასასვლელისკენ, ჩემდა გასაკვირად აზრაელი არ დადევნებია, პირდაპირ ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მკერდში ჩამიკრა,
- დამშვიდდი ლილა, ყველაფერი კარგადაა,
- როგორ უნდა დავმშვიდდე, მე ის მოვკალი აზრაელ, ვხედავდი როგორ იწვოდა და ხელი არ გავუშვი, მოვკალი,
აზრაელმა ხმალი ქარქაშში ჩააგო, რომელიც იმწამსვე სადღაც გაუჩინარდა, მერე თავი მაღლა ამაწევინა და მაიძულა მისთვის თვალებში შემეხედა,
- ის დემონი იყო ლილა, ჩვენ ანგელოზები ვართ და ჩვენი ძირითადი მოვალეობა მათი განადგურებაა, ეს სრულიად ბუნებრივია,
- მაგრამ მეორე გაიქცა, რატომ მიეცი გაქცევის საშუალება?
- არ გაქცეულა, გარეთ ურიელი ელოდებოდა, ახლა მას ჰყავს, ამ დემონს დიდი ხანია ვეძებთ, და იმედია მისგან საინტერესო ინფორმაციას მივიღებთ,
ჩემმა გონებამ ძლივს მოახერხა მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება,
- ესე იგი ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ და სატყუარად გამომიყენეთ?
აზრაელმა დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი, ბართან მივედი და ორი ჭიქა სასმელი ზედიზედ გამოვცალე, მერე აზრაელს მივმართე,
- გინდა რაღაცაში გამოგიტყდე? უცნაური ის არის რომ ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, ოღონდ აღარ გაბედოთ მეორედ ჩემი სატყუარად გამოყენება,
შევამჩნიე როგორ მოეშვა და შვებით ამოისუნთქა, იმწამსვე დრო თავის კალაპოტში დაბრუნდა და ხალხმა მოძრაობა დაიწყო, აზრაელი მომიახლოვდა, წელზე ხელი მომხვია და ჩამჩურჩულა,
- გინდა ისეთი რამ გავაკეთოთ რაც ამაზე ბევრად უფრო მეტად მოგეწონება? მერე ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა, გარეთ გავედით თუ არა ფრთები გაშალა და მითხრა,
- ახლა გავფრინდებით,
მივუახლოვდი და მოვეხვიე,
- არა ლილა, ასე არა, გაიღიმა აზრაელმა, მე ვიგულისხმე რომ ორივე ცალ-ცალკე გავფრინდებით,
- მგონი მომესმა, როგორ თუ ცალ-ცალკე, დარწმუნებული ხარ რომ ამას შევძლებ?
- შეძლებ, მე კი შენს გვერდით ვიქნები, გამამხნევა მან, ახლა კი ფრთები გაშალე,
თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე, უბრალოდ ვისურვე რომ ფრთები გაშლილიყო და გაიშალა, ამჯერად ტკივილი არ მიგრძვნია, ისე მოხდა თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი რამ ყოფილიყოს,
- ახლა კი ეცადე ნელ ნელა ამოძრაო რომ მიწას მოსწყდე, მითხრა და მაჩვენა ეს როგორ უნდა გამეკეთებინა,
ნელ-ნელა მოვწყდი მიწას, ფრთები თითქოს თავისთავად მოძრაობდნენ და უფრო და უფრო მაღლა მივყავდი, არ მეშინოდა იმიტომ რომ აზრაელი ჩემთან ერთად იყო, ერთი წამითაც არ მტოვებდა, ჩემს გვერდით მოფრინავდა და მაკვირდებოდა,
- შენ მართალი იყავი აზრაელ, ხმამაღლა დავიყვირე რომ ხმა მიმეწვდინა, ფრენა მართლაც რომ წამოუდგენელი სიამოვნებაა,
- ჰოო? გაეღიმა აზრაელს, მაშინ ცოტა მეტ სისწრაფეზეც არ იტყვი უარს, მომაძახა და წინ გაიჭრა, მეც გავედევნე,
ცათამბჯენის სახურავზე დავეშვით, აზრაელი მოაჯირზე შეხტა, ხელები გაშალა და ხმამაღლა იყვირა, მეც იგივე გავაკეთე, საოცრება იყო, უსაზღვრო და უსასრულო თავისუფლების შეგრძნება, მოაჯირზე ერთმანეთის წინ ვიდექით, ქარი თმებს მიშლიდა და მისი სურნელი ჩემთან მოჰქონდა, თვალები დავხუჭე და მისკენ ნაბიჯი გადავდგი, ერთი, ორი, სამი და უკვე მის მკლავებში ვიყავი,
- ლილა რას აკეთებ, აღელვებული ხმა ჰქონდა აზრაელს, მოაჯირიდან ჩამოხტა და მეც ჩამომიყვანა, ასე შეიძლება გადავარდე,
- მაგრამ შენ ხომ ჩემთან ხარ, შევცინე მე, ალბათ არ დაუშვებ რომ ტროტუარს დავენარცხო,
საშინლად აღტყინებული ვიყავი, ვერ ვწყნარდებოდი, ერთ ადგილზე ვცქმუკავდი, ახლა მხოლოდ ერთი რამ შეძლებდა ჩემს დამშვიდებას, აზრაელს მივუახლოვდი, და მოვეხვიე ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე, თითისწვერებზე ავიწიე და კისერში მხურვალედ და ვნებიანად ვაკოცე, აზრაელი გაშეშდა, ერთხანს ასე იდგა, მერე მომიშორა და უკან დაიხია, ღრმად სუნთქავდა და ვნებისაგან ჩამუქებული თვალებით მიყურებდა,
- რას აკეთებ ლილა?
- მგონი გასაგებია რასაც ვაკეთებ არა? ვუთხარი და მისკენ გადავდგი ნაბიჯი მან კი უკან დაიხია,
- ჯობია თავი შევიკავოთ, დღეს შენ ძალიან ბევრი დალიე,
ვგრძნობდი თვითონაც როგორ უჭირდა თავის შეკავება და მე მირჩევდა ამას, არადა მე ის მინდოდა ისე მინდოდა როგორც არასდროს არავინ და არაფერი მდომებია ...
- კარგი რა აზრაელ, მშვენივრად იცი რომ სასმელი არაფერ შუაშია, შენთან ერთად ყოფნა მინდა, იმ დღიდან მინდა როცა პირველად დაგინახე და ეს შენ მშვენივრად იცი,
- შენი პირდაპირობა მაგიჟებს, შეცვლილი ხმით დაიჩურჩულა აზრაელმა, მერე ელვისუსწრაფესად გაჩნდა ჩემთან, სხეულზე მიმიკრა და ტუჩებზე დამაცხრა, უცნაური სითბო ტუჩებიდან მთელ სხეულში ჩამეღვარა, ისეთი გატაცებით მკოცნიდა თითქოს დიდი ხნის დამშეული იყო და ახლა ჩემს მთლიანად შთანთქმას ცდილობდა, ავცახცახდი, უფრო მაგრად მივეკარი, კოცნაზე კოცნით ვპასუხობდი, მოფერებაზე მოფერებით, მაისური გავხადე და ნაიარევი მკერდი კოცნებით დავუფარე, აზრაელმა თავი უკან გადააგდო და ტუჩი მოიკვნიტა რომ კვნესა შეეკავებინა, მერე ჩემს კაბის ღილებს მისწვდა და სათითაოდ შემიხსნა, ახლა ჩემი გაშეშების დრო დადგა, სუნთქვაშეკრული ველოდებოდი მის შემდეგ ნაბიჯს, ბოლო ღილის გახსნამდე გაჩერდა და თვალებში შემომხედა, თითქოს ჩემგან თანხმობას ელოდა, გამამხნევებლად გავუღიმე, კაბა მხრებიდან ჩაცურდა და ძირს წითელ ტალღად გაიშალა,
ოჰ როგორ მინდოდა ახლა დეიდას ნაჩუქარი, ვიტორია სეკრეტის, შავი, სექსუალური, მაქმანებიანი საცვლები მცმოდა და არა ეს უსახური რაღაც, აზრაელმა უკან დაიხია და აღფრთოვანებული მზერით შემათვალიერა,
- ულამაზესი ხარ ლილა, მითხრა ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით, ჩემს წინ დაიჩოქა და ჩამეხუტა, მერე მომიზიდა და მუხლებზე დამისვა, თეძოზე მისი ქვასავით გამაგრებული მებჯინებოდა და თავგზას მაკარგვინებდა, აზრაელმა ხელები თმებში შემიცურა, სახე, ყელი მკერდი, დამიკოცნა, ერთდროულად იყო ნაზი, უხეში, მომთხოვნი და ეს წარმოუდგენელი სიამოვნება მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო, ხელის ერთი მარჯვე მოძრაობით შემიხსნა ბიუსტჰალტერი, ჩავეხუტე და სახე მის თმებში ჩავრგე, ხელში ამიყვანა, წამოდგა და გულისმომკვლელი სისათუთით დამაწვინა ძირს გაშლილ ტანსაცმელზე, ირგვლივ მისტიური სიჩუმე იდგა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და მე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, პირველად შევამჩნიე თუ როგორი ლამაზი შეიძლება იყოს სავსე მთვარე.
* * *
- ვარდისფრად შეფერილი განთიადის ცის ქვეშ, ცათამბჯენის სახურავზე, სრულიად შიშვლები ვიწექით, მე თავი მის მკლავზე მედო, ჯერ კიდევ სულელივით ვიღიმებოდი და მკერდზე ვეფერებოდი, აზრაელი კი უხმოდ შეჰყურებდა ცას,
- ეს ნაიარევი საიდან გაქვს, მე მეგონა რომ ანგელოზებს არასდროს არაფერი გემართებათ,
- ჰოო ეს? აზრაელმა უფრო მაგრად მიმიხუტა და თმაში თითები შემიცურა,
- ეს ნაიარევი მამაჩემის საჩუქარია? მწარედ ჩაიცინა და განაგრძო,
- ერთი ან ორი ასეთი ნაიარევი ყველა ჩვენგანს აქვს, ასეთ იარებს დემონების შექმნილი იარაღები გვიტოვებს, ვერ გვკლავს მაგრამ ხანდახან ძნელად გვიშუშდება და იარა ყოველთვის გვრჩება, დემონებს თავიანთი განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებული იარაღები აქვთ, მამა კი მათ ჩვენზე ცდიდა იმ მიზნით რომ გაეგო რამდენად საზიანო იყო ჩვენთვის, თანაც ამ იარაღის საწინააღმდეგო რამეს ეძებდა,
- იპოვა?
- ვერ იპოვა, სამაგიეროდ სამახსოვროდ იარები დაგვრჩა, დემონებს მართალია გრძნობები არ გააჩნიათ მაგრამ ძალიან ჭკვიანები არიან, ისეთს არაფერს გააკეთებენ რისი გაუვნებელყოფაც ასე ადვილად შეიძლება,
მგონი წასვლის დროა, აზრაელი წამოიწია, წამოვჯექით, გაშლილი თმა შიშველ მკერდზე მქონდა ჩამოყრილი აზრაელი სითბოთი სიყვარულით და კიდევ რაღაც გაურკვეველი გრძნობებით სავსე თვალებით მიყურებდა და მე უცაბედად ვიგრძენი გონებრივი კავშირი ჩვენს შორის, ეს უბრალოდ თავისთავად მოხდა და არა, ეს არ იყო ტელეპათიური კავშირი, მე მის აზრებს ვერ ვკითხულობდი, უბრალოდ ვგრძნობდი რას გრძნობდა და რა უნდოდა, ის შიშით და ეჭვით იყო სავსე, მივხვდი რომ აზრაელმა იგრძნო კავშირის შესახებ და ის უბრალოდ გათიშა,
- კარგია, ესე იგი უკვე ამის გაკეთებაც შეგიძლია?
- მე, მე ეს უბრალოდ ჩემდა უნებურად გამომივიდა, მაპატიე, უბრალოდ რაღაც მინდა გკითხო,
აზრაელმა თავი დამიქნია,
- მკითხე,
- ვიგრძენი რომ გეშინია, ძალიან გეშინია, მაგრამ ვერ მივხვდი რისი და რატომ?
- შენს გამო ლილა, მითხრა პირდაპირ,
- ათასწლეულების განმავლობაში არ ვიცოდი რა იყო შიში და სიყვარული, მაგრამ ახლა როცა სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი, შიშიც თავისთავად დაიბადა ჩემში, მეშინია რომ დაგკარგავ, უშენოდ კი ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნება,
ვუყურებდი როგორ იჯდა ჩემს წინ, მხრებჩამოყრილი, სულიერად გაშიშვლებული და საკუთარ გრძნობებზე მიყვებოდა, საკუთარ შიშებზე, თავის შეკავება ვეღარ შევძელი, ავდექი, კალთაში ჩავუჯექი და ჩავეხუტე,
- შენ მე არასოდეს დამკარგავ, შემიძლია სიტყვა მოგცე რომ ასე იქნება,
- ჰოო? შემიძლია შენს სიტყვას ვენდო? ხმაში სილაღე და სიმშვიდე შეეტყო, თმები ამიჩეჩა და თბილად გამიღიმა,
- რათქმაუნდა შეგიძლია ჩემს სიტყვას ენდო სულელო, ვუთხარი და ტანსაცმელზე ვანიშნე,
- ჩავიცვათ?
- კარგი, ჩავიცვათ და მითხარი, დღეს კიდევ ცოტა ადრენალინზე რას იტყვი?
ხელები გავშალე და გავიღიმე...

ცათამბჯენის კიდეზე ჩამოვჯექი და დავინახე ქვემოთ როგორ ერთფეროვან, გადღაბნილ მასად მოძრაობდნენ ადამიანები და მანქანები,
- უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა, ნაცნობი ფრთხილი და შემპარავი ნაბიჯების ხმა, მომიახლოვდა, ჩემს გვერდით დაჯდა, მხარზე ოდნავ შემეხო და მკითხა,
- მზად ხარ?
მისი სურნელი ჩავისუნთქე, ჩემთვის ასე ნაცნობი და საყვარელი, ვეცადე მღელვარება არ შემტყობოდა, ავდექი და ხელი გავუწოდე
- მზად ვარ.
ისიც ადგა, მომიახლოვდა, წელზე ხელი მომხვია, მჭიდროდ მიმიკრა სხეულზე და ვფიქრობ აშკარად გაიგო თუ როგორ გამალებით ძგერდა ჩემი გული, გაიღიმა, თვალებში შემომხედა და შემდეგ ...
საშინელი სისწრაფით დავეშვით ძირს, თავდაყირა მივექანებოდით და შიშის და მღელვარების მიუხედავად, ერთადერთი რის გაფიქრებაც მოვასწარი ის იყო რომ თუკი ის მთხოვდა, კიდევ ათასჯერ დაუფიქრებლად გადმოვხტებოდი ამ ცათამბჯენიდან...
* * *
პირდაპირ შუაგულ ბაღში დავეშვით და აზრაელმა ძირს ფრთხილად დამსვა, მთელი გზა ხელით მოვყავდი, რადგან წუხანდელი ფრენის გამო მხრები მტკიოდა და საშინლად ვიყავი დაღლილი, ფეხებშორის სასიამოვნო ტკივილმა შემახსენა რომ მხოლოდ ფრენის გამო არ დავღლილვარ, გამეღიმა, ხელები გავშალე და ადგილზე დავტრიალდი, დილის მზე სასიამოვნოდ ათბობდა არემარეს, ჰაერი ყვავილთა სურნელით იყო გაჟღენთილი, ყველაფერი ისე კარგად იყო, რომ უბრალოდ არაეალურად მეჩვენებოდა,
- ნეტავ ახლა შენი თავი დაგანახა, აზრაელი გაბრწყინებული სახით, სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, საოცრად გამოიყურები, ძალიან მინდა რომ ყოველთვის ასეთი ბედნიერი და ხალისიანი იყო,
მივუახლოვდი, თითისწვერებზე ავიწიე და კისერზე მოვეხვიე,
- შენ თუ ყოველთვის ჩემთან იქნები სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა რომ ბედნიერი ვიყო, ვუჩურჩულე და მკერდზე ვაკოცე რომელიც საყელო მოღეღილი მაისურიდან უჩანდა,
- მაპატიეთ თუ ხელი შეგიშალეთ, მოგვესმა უცებ და წამიერად, დარცხვენილი ბავშვებივით გავშეშდით, ჩვენს წინ ჰანიელი იდგა კიტრით, პომიდვრით და სხვადასხვა ბოსტნეულით სავსე თასით და ყურებამდე გაღიმებული გვიყურებდა,
- კარგ დროს მოხვედით, დღეს ისრაფიელი არ არის და საუზმეს მე ვაკეთებ, ცოტა ხანში მზად იქნება, ეს ბოსტნეული საკუთარი ხელით მოვიყვანე ამ ბაღში, არაჩვეულებრივ რამეებს მოვამზადებ, ჰანიელმა თვალი ჩაგვიკრა და ღიღინ ღიღინით წავიდა სახლისკენ,
- შენ შეგიძლია საჭმლის მომზადება? მივუბრუნდი აზრაელს, წესით ჩემთვის საუზმე შენ არ უნდა მოგემზადებინა? რომანტიკულ ფილმებში ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, წყვილი როცა ღამეს ერთად ატარებს, დილით ერთერთი მეორეს საუზმეს უმზადებს ხოლმე,
- ეს არც თუ ისე კარგად გამომდის, უხერხულად აიჩეჩა მხრები აზრაელმა თანაც რატომ მაინცდამაინც მე ვარ ის ერთერთი რომელმაც საუზმე უნდა მოამზადოს,
- ესე იგი ანგელოზებს წუწუნი და თავის შეცოდებაც უყვართ? გამეცინა მე, აშკარად არცერთს არ გვეხერხება საჭმლის მომზადება ასე რომ ჯობია გამოვიცვალოთ და ჰანიელის მომზადებული საუზმე მივირთვათ,
საძინებელში ერთად შევედით, აზრაელმა კარადა გამოაღო და ახალი მაისური და სპორტული შარვალი გამოიღო, მერე ჩემს ჩანთებზე მიმითითა,
- მგონი საძინებლის პრობლემა მოვაგვარეთ, შემიძლია ჩემს კარადაში ადგილი გაგინთავისუფლო, თანაც შენ თვითონ გაქვს ნათქვამი ეს საწოლი ისეთი დიდია ორივეს თავისუფლად დაგვიტევსო, მითხრა, საწოლზე წამოწვა და გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმითითა,
- მოდი წამოწექი, ცოტა დაისვენე და შემდეგ ჩავიდეთ ქვემოთ,
ვუყურებდი როგორ უდარდელად იყო მიწოლილი ბალიშებზე, დაკუნთული მკლავი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი უთამაშებდა და მივხვდი რომ თუკი ახლა მის გვერდით წამოვწვებოდი, საღამომდე ვეღარ ჩავიდოდით ქვემოთ, პირსახოცს ხელი დავავლე,
- აბაზანაში შევდივარ და შემდეგ ქვემოთ ჩავიდეთ ძალიან მშია,
- დარწმუნებული ხარ რომ დასვენება არ გინდა? შემეკითხა ცბიერი ღიმილით და ტუჩის კუთხე კბილებს შორის მოიქცია, ჟრუანტელმა დამიარა, ვგიჟდები როცა ამას აკეთებს, პასუხისგაუცემლად შევბრუნდი და აბაზანაში შევედი, თბილი წყალი მოვუშვი ტანსაცმელი გავიხადე და დუშის ქვეშ დავდექი,
- ოჰ რა სასიამოვნოა, ამოვიკვნესე,
- გარწმუნებ უფრო სასიამოვნო რაღაცეებიც არსებობს, მომესმა ზურგს უკნიდან და წელზე ნაცნობი ძლიერი ხელები მომეხვია, ხოლო მხარი ვნებიანმა კოცნამ დამწვა, მის მკლავებში შემოვტრიალდი, კიდევ ერთი სიახლე , მასთან ერთად ბანაობა,
- ჩემთვის ზურგის გასახეხად მოხვედი? მივმართე მხიარულად და ვეცადე მღელვარება არ შემტყობოდა,
- ჰო და არამარტო მაგისთვის,
- ოჰო, მაშინ მაჩვენე რისთვის,
- თქვენი სურვილი ჩემთვის კანონია ქალბატონო, მოჩვენებითი სერიოზულობით დამიკრა თავი აზრაელმა, მერე ხელები ჩემი წელიდან ნელ ნელა ქვემოთ, თეძოებისკენ ჩააცურა და ჩემს წინ ჩაიჩოქა ...
* * *
საუზმე როგორც ყოველთვის ვერანდაზე ჰქონდათ გაშლილი, სალათები, ყველი, კარაქი, სხვადასხვა სახის ხილფაფა, ზეთისხილი, პატარა ფუმფულა პურები, და ახლადდაწურული ფორთოხლის წვენი, საჭმლის დანახვისას მივხვდი როგორ მომშიებია, ყველა ჩვენ გველოდებოდა, დავსხედით თუ არა ისინიც მიუსხდნენ მაგიდას, დანიელი პირდაპირ ჩემს წინ იჯდა, მიყურებდა და თვალები უციმციმებდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა,
- რაღაც ძალიან დიდი დრო დაგჭირდათ გამოსაცვლელად,
ჯანდაბა, მგონი ისევ გავწითლდი, მაგრამ მივხვდი რომ მეც რაღაც უნდა მეთქვა,
- აზრაელი ცოტათი ზარმაცობს და ალბათ ამიტომ, მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ხილის სალათა გადმოვიღე,
რემიელმა ჩაიფხუკუნა, ჰანიელს და სარიელს პირზე ხელი ჰქონდათ აფარებული რომ არ გაეცინათ, ურიელი კი მაგიდაზე თითებს აკაკუნებდა და როგორც ყოველთვის არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა,
- გეყოფათ, მიმართა აზრაელმა ანგელოზებს და მხარზე ხელი მომხვია, მგონი შენზე ცუდ გავლენას ახდენენ, განსაკუთრებით დანიელი,
- სულაც არა, დანიელმა ლამაზი ქერა თავი ღიმილით გადააქნია და ფორთოხლის წვენს მისწვდა,
- დალევ ლილა?
- კი დამისხი, ჭიქა მივაწოდე,
- საუზმე მოგწონს? ყველაფერი მე გავაკეთე, მითხრა ჰანიელმა და ხილფაფა მომაწოდა
- ეს ხილფაფაც შენი გაკეთებულია?
- კი მე ვაკეთებ ხოლმე, გასინჯე მოგეწონება,
- ახლა არ მითხრათ რომ ეს ყველიც თქვენი ძროხისაა და ის სადღაც ამ ეზოს კუთხეში გყავთ დაბმული,
თავშეუკავებელი სიცილი აუტყდათ, ურიელსაც კი გაეღიმა, აზრაელს შევხედე, იჯდა, მათ უყურებდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა გადაფენილი,
ისეთი კარგები იყვნენ, ისეთი უბრალოები და ადამიანურები, ისეთი ხალისიანები, მათ შორის ყოფნისას ნამდვილად სახლში ვგრძნობდი თავს ზუსტად იქ სადაც უნდა ვყოფილიყავი, ეს იყო ჩემი ადგილი, ჩემი ადგილი მათ გვერდით, ის ადგილი რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი,
- არც კი მჯერა რომ ასეთი იღბლიანი ვარ, გადავულაპარაკე აზრაელს,
- ეს მე ვარ იღბლიანი რომ შენ ჩემს გვერდით ხარ, აზრაელმა ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა,
რატომღაც ახლა შევამჩნიე რომ მაგიდასთან ვიღაც გვაკლდა,
- ისრაფიელი სად არის? ვკითხე დანიელს,
- დაუგეგმავი ვიზიტი აქვს ალთეინში, მიპასუხა დანიელმა,
შევამჩნიე როგორ შეიჭმუხნა შუბლი აზრაელმა და ურიელს რაღაც ანიშნა, ურიელმა უხმოდ დაუკრა თავი, აშკარად რაღაც ხდება ოღონდ ნეტავ რა?
* * *
დრო სწრაფად გადიოდა, უცნაური არაფერი ხდებოდა, დემონებზე არაფერი მსმენია, თავდასხმა აღარ უცდიათ, უკვე თითქმის სამი თვეა შეუჩერებლად ვვარჯიშობდი, აზრაელი თითქმის ყოველ დღე ფიზიკურად მავარჯიშებდა, სხეულის გაკაჟებაში მეხმარებოდა და სწორად ფრენას მასწავლიდა, ხოლო ღამით ვნების ცეცხლით მწვავდა, ყოველ ჯერზე ისე გატაცებით მეფერებოდა, თითქოს გრძნობდა ქარიშხლისწინა სიმშვიდეს და ამ საოცრად ტკბილი და თბილი დროს მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდა, მეც ვგრძნობდი მის ღელვას და შფოთვას მაგრამ თავს მაკარგვინებდა და ყველაფერს მავიწყებდა.
ურიელი სხვადასხვა სახის იარაღის ხმარებას, მათ შორის თავისი საყვარელი იარაღის, მშვილდ ისრის გამოყენებას მასწავლიდა, ფრენაში საკმაო წარმატებას მივაღწიე, უკვე შემეძლო თუნდაც მთელი საათის გატარება ცაში, იარაღის ხმარებაშიც ვცდილობდი ურიელისთვის მეტოქეობა გამეწია, მაგრამ რათქმაუნდა წაგებული და დალურჯებულ - დაჟეჟილი ყოველთვის მე ვრჩებოდი, ურიელი საერთოდ არ მზოგავდა, მასთან ვარჯიშისას ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი,
დანარჩენები ცდილობდნენ, ჩემში სხვადასხვა უნარები აღმოეჩინათ, მაგრამ გარდა იმისა რომ გონებრივი კავშირის გამოყენება შემეძლო და დემონებზე ბუნებრივი იმუნიტეტი აღმომაჩნდა, ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვგრძნობდი, თუ არ ჩავთვლით ერთ უცნაურ შემთხვევას როცა ჰანიელის ვარდის ნერგი ერთი შეხებით თითქმის სამ მეტრამდე სიმაღლის გავზარდე, მას შემდეგ მე და ჰანიელმა ბევრჯერ ვცადეთ სხვადასხვა მცენარეებზე ზემოქმედება, მაგრამ არაფერი გამომივიდა, სამაგიეროდ ახლა ბაღში 3 მეტრის სიმაღლის ვარდის ხე გვქონდა უზარმაზარი ვარდისფერი ვარდებით დახუნძლული, რომელიც გარშემო საოცარ სურნელს აფრქვევდა,
ფიქრებიდან ურიელის ხმამ გამომიყვანა,
- ადექი, ხელჩართული ბრძოლის დროა,
სავარჯიშო დარბაზის იატაკზე ვიწექი და ვერ ვინძრეოდი
- კარგი რა ურიელ, ცოტა შევისვენოთ, რამე ცივი დავლიოთ, ვისაუბროთ, ძლივს ამოვილუღლუღე და გაჭირვებით წამოვჯექი, ყველაფერი მტკიოდა, ყველა კუნთი
- დღეს არაფრის თავი აღარ მაქვს, ასეც არ შეიძლება, თუ ასე გავაგრძელებთ ალბათ მოვკვდები
- ნუ წუწუნებ, ურიელი შეუვალი იყო, ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა
- მოვა დრო და მადლობას მეტყვი იმისათვის რასაც ახლა ვაკეთებთ, უნდა მენდო, მაგრამ პრობლემა ის არის რომ ნდობა გიჭირს, განსაკუთრებით კი ჩემი,
გაკვირვებულმა შევხედე, ურიელთან ამდენი არასოდეს მისაუბრია, თუკი იმ სიტყვებს და მოკლე წინადადებებს არ ჩავთვლით რაც ვარჯიშისთვის იყო საჭირო,
- მე თქვენ ყველას გენდობით ურიელ,
- ჰოო? გაეღიმა ურიელს,
- თუ მენდობი იმ რელიქვიას რაღატომ ინახავ, შენს ტერასაზე რომ იპოვნე,
ერთხანს ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა,
- შენ იცოდი ამის შესახებ? როგორ გაიგე? ვკითხე ბოლოს,
- კარგი რა, ამის გაგება არც ისე ძნელი იყო ჩემთვის, მე უბრალოდ ის მაინტერესებს რა იფიქრე, ალბათ გეგონა რომ შენი მეგობრის მოკვლა ვცადე ასე იყო,
სხვა რა გზა მქონდა, თავი დავუქნიე, და ცოტა არ იყოს შემრცხვა
- მაგრამ არავისთვის გითქვამს, არც აზრაელისთვის, რატომ?
- იმიტომ რომ ვხედავ აზრაელს ყველა როგორ უყვარხართ და ასე უბრალოდ ბრალს ვერ დაგდებდი, ეს აზრაელს დიდ დარტყმას მიაყენებდა მე უბრალოდ დარწმუნებული არ ვიყავი, შემდეგ კი მივხვდი რომ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ იქ იყავი ხომ ასეა?
- კი ნამდვილად ვიყავი, ოღონდ არა მის მოსაკლავად, იმ დემონების კვალმა რომელსაც ვეძებდი შენს ბინამდე მიმიყვანა, შენი მეგობარი კი უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა, მე კი ცოტა არ იყოს დავაგვიანე, ურიელმა მუშტი იატაკს დასცხო, დემონები ძალიან ბევრნი იყვნენ და სანამ შენს მეგობართან მივაღწიე უკვე სასიკვდილოთ იყო დაჭრილი, ერთადერთი რაც მოვახერხე, სასწრაფოს მოსვლამდე მისი სიცოცხლის შენარჩუნება იყო, მეტი ვერაფერი გავაკეთე...
სუნთქვაშეკრული ვუსმენდი, მან ლუკა გადაარჩინა, მე კი რა აღარ ვიფიქრე, რა აღარ დავაბრალე, ურიელის ხელს ხელი ჩავჭიდე და თავი ვაიძულე მისთვის თვალებში შემეხედა, გმადლობ და ბოდიში რომ შენზე ასე ვფიქრობდი,
- მაპატიეთ თუკი ვარჯიშში ხელს გიშლით, მომესმა აზრაელი ხმა, მოგვიახლოვდა ჩვენს გვერდით იატაკზე დაჯდა და დაკვირვებით შემოგხედა,
- როგორ მიდის წვრთნა?
- შენ ეს იცოდი არა? ვკითხე
- რა? ის რომ ურიელმა ლუკა გადაარჩინა? კი რათქმაუნდა ვიცოდი მითხრა პირდაპირ,
- ისიც იცოდი მასზე რას ვფიქრობდი?
- ვიცოდი და თუ გაინტერესებს რატომ არაფერი გითხარი, მხოლოდ იმიტომ რომ მინდოდა თვითონ გაგერკვიათ ყველაფერი, შენ თვითონ მიხვდი რომ ურიელი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა, ხომ ასეა?
თავი დავუქნიე, ურიელმა გაიღიმა და აზრაელს მხარზე ხელი დაარტყა,
- გმადლობ ძმაო, ახლა კი მართლაც ჯობია შევწყვიტოთ ვარჯიში, დღეისათვის საკმარისია, ლილა ძალიან დაიღალა,
შვებით ამოვისუნთქე, აზრაელმა ხელში ამიტაცა და ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა საძინებლის კარამდე,
- აბაზანაში შედი და შემდეგ კარგად გამოიძინე, მე რაღაც საქმე მაქვს, საღამოს ვახშამზე შევხვდებით კარგი?
თავი დავუქნიე, აზრაელი შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კიბისკენ, რაღაც ხდება მაგრამ არ მეუბნება რა, ხშირად იკარგებიან რიგრიგობით, მერე კი იარაღის ოთახში იკეტებიან სასაუბროთ, მაგრამ არაფერს მეუბნება, მე კი ამ წვრთნების გადამკიდეს, არც კი მითხოვია მისთვის რომ ეთქვა რა ხდება...
საძინებელში შევედი და ოფლით გაჟღენთილი ტანსაცმელი გავიხადე, წყალი გადავივლე და აბაზანიდან გამოსვლისას შევამჩნიე როგორ ვიბრირებდა ჩემი ტელეფონი კომოდზე, რომელიც კარგა ხანია არ გამხსენებია, სავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ ჯესიმ რამდენჯერმე დამირეკა, ერთვი თვის შემდეგ კი ლუკამაც დაიწყო რეკვა, მაგრამ არ ვუპასუხე, მენატრებოდნენ ის და ლუკა, ორივე ძალიან მენატრებოდნენ მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი, ეკრანს დავხედე, დღეს ათჯერ დაურეკავს, ალბათ რამე სასწრაფოა, ერთი დარეკვით რაფერი მოხდება, ჯესიმ პირველივე ზარზე მიპასუხა,
- ლილა მადლობა ღმერთს, ხომ კარგად ხარ? აქამდე რატომ არ მპასუხობდი? შეშფოთებული ხმა ჰქონდა ჯესის,
- მაპატიე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ არ შემეძლო მეპასუხა, რა ხდება?
- აუცილებლად უნდა გნახო, ლუკა დღეს 8 საათზე იტალიაში მიფრინავს მშობლებთან ერთად, აეროპორტში მოდი გთხოვ, თანაც მეც ძალიან მჭირდები,
ჯესის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა, საათს შევხედე, ჯანდაბა მხოლოდ და მხოლოდ 2 საათი მაქვს,
- მოვდივარ, ვუთხარი ჯესის და ტელეფონი გავთიშე,
სასწრაფოდ ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩამოვედი, სახლი ცარიელი იყო, ბაღშიც არავინ ჩანდა, მეტს ვეღარ მოვიცდიდი, ჩემს თავს ჯერ ისე არ ვენდობოდი რომ აზრაელის გარეშე ფრენა მეცადა, ამიტომ ქუჩაში პირველივე ტაქსი გავაჩერე და პირდაპირ აეროპორტში წავედი, შესასვლელთან ფეთიანივით გადმოვხტი ტაქსიდან და შემსვლელთა რიგში ჩავდექი,
ჯესიმ დამინახა თუ არა წამოხტა, გამოიქცა და კისერზე ჩამომეკიდა,
- როგორ მომენატრე უსინდისო, სად დაგვეკარგე, როგორი შეცვლილი ხარ, სხვანაირი ხარ, თითქოს უფრო ლამაზი და თავდაჯერებული,
ჯესი ამ რამდენიმე თვეში თვითონაც ძალიან შეცვლილიყო, გამხდარი და ფერდაკარგული იყო,
- კარგად ხარ? ვკითხე და მხარზე ხელი მოვხვიე, არცთუ ისე კარგად გამოიყურები,
- ახლა ვხვდები როგორ მომნატრებია შენი კომპლიმენტები, გაეცინა ჯესის, წამოდი ლუკა ვნახოთ, არ იცის რომ უნდა მოხვიდე, ძალიან გაუხარდება,
ლუკა სარეგისტრაციო რიგთან ახლოს იჯდა, გვერდით ორი უზარმაზარი ჩემოდანი ედო, ჩემს დანახვაზე გიჟივით წამოხტა ადგილიდან, გამოექანა, ჩამეხუტა და ჰაერში დამატრიალა,
- როგორ მომენატრე სულელო, მითხრა თბილი ხმით და მკერდში ჩამიკრა,
ოჰ როგორ ძალიან მომნატრებია, ჩემი ძვირფასი ლუკა, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი,
- არაფერს მკითხავ იმის შესახებ თუ სად ვიყავი და აქამდე რატომ არ გინახულე? ვკითხე და მოლოდინით აღსავსე მზერით მივაცქერდი,
- რომ შეგძლებოდა ვიცი რომ აუცილებლად მინახულებდი და რომ შეგეძლოს ვიცი რომ ყველაფერს მომიყვებოდი ასე რომ არაფერს გკითხავ, მითხრა და თმაზე ნაზად მომეფერა,
ასეა ლუკა ყველაზე კარგად მიცნობდა, ყელში ბურთივით მომაწვა რაღაც და ცრემლი რომ დამემალა კიდევ ერთხელ ჩავეხუტე,
- დიდი ხნით არ მივდივარ, გამოაცხადა ლუკამ ასე რომ ცრემლები საჭირო არ არის, ცოტა ხანში ისევ გინახულებთ, დაგვემშვიდობა და უკანმოუხედავად წავიდა, ვიცოდი ასე რატომაც მოიქცა მასაც ჩვენსავით უჭირდა გამომშვიდობება,
* * *
მე და ჯესი იქვე აეროპტის კაფეში ჩამოვჯექით, ჯესიმ ყავა მოიტანა, ვსვამდით და ერთმანეთს ვუცქერდით
- კარგი რა ბოლოს და ბოლოს მეტყვი თუ არა რა ხდება, ვეღარ მოვითმინე
- შენი წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ ბიძია გიომი დაიღუპა, დაიწყო ჯესიმ...
გულში რაღაც ჩამწყდა, ბიძია გიომი, ის ბიძია გიომი რომელსაც ასე ძალიან ვუყვარდი და ასე ახარებდა ხოლმე ჩემი ხილვა, აღარ იყო, ჯესის გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე,
- მაპატიე რომ ამ დროს შენს გვერდით არ ვიყავი, ალბათ სულ მარტოს მოგიწია ყველაფრის გადატანა,
- ნეტავ მარტო ვყოფილიყავი, მწარედ ჩაიცინა ჯესიმ, დედაჩემი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად, ბიძიას მთელი ქონება გაყიდეს, ის სახლიც სადაც ვცხოვრობდით, ის დანაზოგიც წაიღო რომელიც უნივერსიტეტისთვის გვქონდა გადადებული, მხოლოდ ერთხელ მითხრა მითხრა რომ მასთან ერთად წავსულიყავი და როცა უარი ვუთხარი უკანმოუხედავად წავიდა, დანებებას არ ვაპირებ ლილა, აქ დავრჩები სამსახურს ვიპოვი და ჩემი სწავლის ფულსაც თვითონ გადავიხდი,
ჯესი გაცხარებული ლაპარაკობდა, რამდენი რამ გადაიტანა, მე კი მის გვერდით არ ვიყავი, არც კი მახსოვდა, ამის შემდეგ როგორი მეგობარი ვარ,
- ახლა სად ცხოვრობ? ვკითხე ბოლოს,
- ერთ ჩემს შორეულ ნათესავთან, მაგრამ მალე იქიდანაც მომიწევს წამოსვლა, ამოიოხრა და უკვე გაცივებული ყავა მოსვა,
ბევრი არ მიფიქრია იმაზე თუ რას იტყოდა აზრაელი, ისე მივიღე გადაწყვეტილება,
- ჯეს არაფერზე იდარდო, უნივესიტეტის ფულს მე გადაგიხდი, დეიდაჩემის წყალობით საკმაო დანაზოგი მაქვს, ბინას რაც შეეხება, ჩემს ბინას დაგითმობდი, მაგრამ რაც ლუკას დაემართა იმის შემდეგ თუკი იქ იცხოვრებ მშვიდად ვერ ვიქნები, ასე რომ ჩემთან უნდა წამოხვიდე,
- შენთან? რას გულისხმობ? შენ ჯერ ისიც კი არ გითქვამს სად და ვისთან ერთად ცხოვრობ,
- ჩემთან ერთად ცხოვრობს, მომესმა ნაცნობი ხმა, აზრაელმა სკამი გამოწია და პიპატიჟებას არ დალოდებია ისე მიუჯდა მაგიდას ...
* * *
რამდენიმე წამი ერთმანეთს ვუყურებდით, ბოლოს სიჩუმე ისევ მან დაარღვია,
- არ გაგიფრთხილებივართ და არც არაფერი დაგიბარებია, ძალიან შემაშინე ლილა,
მხრები უხერხულად ავიწურე,
- მაპატიე, მეჩქარებოდა, სახლში არ იყავით და თქვენი გაფრთხილება ვერ მოვასწარი, აქ როგორ მომაგენი?
- ყნოსვით, გაეღიმა აზრაელს,
- სერიოზულად? ამაზე არაფერი გითქვამთ, ესე იგი ეგეც შეგიძლიათ?
- ვხუმრობ სულელო, აზრაელმა ხელი ხელზე მომიჭირა და თვალებში სიყვარულით და სითბოთი სავსე მზერით ჩამხედა,
- იცოდე ასეთი რამ აღარ გააკეთო, სანამ მოგაგნებდი რომ იცოდე რა აღარ ვიფიქრე,
ის ჩემზე ღელავდა, ამას თვალებით, ხმით, ჟესტებით გამოხატავდა, იჯდა ჩემს წინ ჩვეულ შავ სამოსში გამოწყობილი, შავი თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი, დიდ წყლიან თვალებში მუდარანარევი სიყვარული ედგა და უღმერთოდ სიმპათიური იყო,
ეიფორიიდან ჯესის ხმამ გამომიყვანა,
- თქვენი დიალოგიდან საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ რაკი აქ ვარ, იქნებ მეც გამაგებინოთ რა ხდება,
- ახლავე ყველაფერს აგიხსნი, ვუთხარი და მხოლოდ ახლა დავფიქრდი რომ არც ისე ადვილი იყო ყველაფრის ისე ახსნა რომ ჯესი არ შემეშინებინა და გამექცია, ან უბრალოდ შეშლილი არ ვგონებოდი, აზრაელმა იგრძნო ჩემი გასაჭირი და პირველად გამოიყენა ჩემთან გონებრივი კავშირი, ეს უცნაური იყო, ვგრძნობდი დამამშვიდებელ იმპულსებს რომლებიც მისგან მოდიოდა, და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო გავიგე ჩემთვის რის თქმას ცდილობდა, შევეცადე დავმშვიდებულიყავი და უფლება მივეცი ჯესისთვის ყველაფერი მას აეხსნა,
აზრაელი ჯესისკენ შეტრიალდა და თავი მომხიბვლელად დაუკრა,
- მაპატიეთ რომ ასე შემოგეჭერით, ნება მომეცი ყველაფერი მე აგიხსნა, საავადმყოფოში ერთმანეთი ნორმალურად ვერ გავიცანით, მე აზრაელი ვარ, ლილას შეყვარებული, უთხრა ასე უბრალოდ, პირდაპირ და ღიმილით გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად,
მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ჯესიმაც გაუწოდა ხელი, და გაღიმება სცადა, შვებით ამოვისუთქე,
- შეიძლება მე არ მენდო, გააგრძელა აზრაელმა, ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ვიცი რომ ლილას ენდობი და ერთმანეთი ძალიან გიყვართ, გავიგონე როგორ გეუბნებოდა ლილა რომ შეგიძლია ჩვენთან ერთად იცხოვრო,
ჯესიმ მე გადმომხედა, მე კი აზრაელს შევხედე,
- მაპატიე, ვიცი რომ შენთვისაც უნდა მეკითხა,
აზრაელმა თბილად გამიღიმა და ხელზე ხელი მომიჭირა, მერე ჯესის მიუბრუნდა,
- ვფიქრობ ეს ძალიან კარგი იდეაა, მოხარული ვიქნები თუკი ჩვენთან ერთად იცხოვრებ, გთხოვ დღეს ჩვენთან წამოდი, გვესტუმრე, და ხვალ თუ გადაწყვეთ რომ დარჩენა და ჩვენთან ერთად ცხოვრება გინდა, მერწმუნე მეც და ლილაც მოხარულები ვიქნებით,
ჯესიმ წარბი ასწია, ხმას ვერ იღებდა, პირველად ვხედავდი ასეთ გაკვირვებულს და დაბნეულს, აზრაელის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ვიცი ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა, მაგრამ მის ხიბლს და ადამიანის დარწმუნების უნარს ვერც ჯესი გაექცა, სუნთქვაშეკრული ველოდებოდი მის პასუხს, ერთხანს იყუჩა და ბოლოს უბრალოდ მითხრა,
- კარგი წავიდეთ, დღეს თქვენთან ვრჩები, მაგრამ იცოდე ლილა, ხვალამდე გაძლევ დროს რომ ყველაფერი ამიხსნა,
- კარგი, გპირდები, ვუთხარი და აზრაელს მივუბრუნდი, ტაქსი გამოვიძახო?
- საჭირო არ არის, ჩემი მანქანა გარეთ აყენია,
- ოჰო, მეგონა მანქანა არ გყავდა, მართვა მაინც თუ იცი?
- არ მყავს, გაეღიმა აზრაელს, უბრალოდ ვიფიქრე რომ დაგვჭირდებოდა და ვიქირავე, ჰო და რათქმაუნდა, მართვა ვიცი, საუკეთესო მძღოლი ვარ, წავიდეთ ქალბატონებო?
- ის შენი შეყვარებულია და ისიც კი არ იცი მანქანა ყავს თუ არა? ჩამჩურჩულა ჯესიმ,
- ჰო, მხრები ავიჩეჩე მე უბრალოდ თავში აზრად არ მომსვლია რომ მეკითხა,
* * *
გარეთ ძვირფასი, სპორტული შავი მანქანა გველოდებოდა, აზრაელმა ჯესის უკანა კარი გაუღო, ხოლო მე კი წინა სავარძელზე მანიშნა, ვერაფერს ვიტყვი მართლაც კარგად მართავდა, სწრაფად, მაგრამ ფრთხილად,
- მადლობა, გადავულაპარაკე და მუხლზე ხელი დავადე,
- მადლობას რისთვის მიხდი?
- ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებთ, შენც და ყველა დანარჩენიც, მართლაც არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ,
- არ გინდა, მადლობას ნუ იხდი, აზრაელი ისე მპასუხობდა გზას თვალს არ აშორებდა, ის რასაც ვაკეთებთ სრულიად ბუნებრივია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ლილა,
უკან მივიხედე, ჯესის ეძინა, საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, ოჯახი, ჩემი ოჯახი, თურმე რამდენნაირი მნიშვნელობა ჰქონია ამ ერთ თითქოსდა უბრალო სიტყვას, თვალი მისკენ გავაპარე, საჭეს ორივე ხელით მართავდა, თავისი საყვარელი საყელომოღეღილი მოკლემკლავიანი შავი მაისური, ვიწრო შავი შარვალი და თასმებშეხსნილი სამხედრო ბოტები ეცვა, თმა ჩვეულებისამებრ თავისუფლად ჰქონდა ჩამოყრილი მხრებზე და სახეზე, გრძელ თლილ თითებს რიტმულად აკაკუნებდა საჭეზე, ტუჩები მოვილოკე, როცა გამახსენდა ამ თითებით რისი გაკეთება შეეძლო,
- რას აკეთებ ლილა, შევუძახე ჩემს თავს, ჯობია ნერწყვი მოიწმინდო და დაწყნარდე, უკან ჯესის ძინავს, ასეთი ფანტაზიებით, გართობას შემდეგაც მოასწრებ, ფეხები ერთმანეთს მჭიდროდ მივატყუპე და ღრმად ამოვისუნთქე,
- შენი მეგობარი ძალიან გიყვარს არა? გამომაფხიზლა აზრაელის ხმამ,
- ჯესი? კი ძალიან მიყვარს, დიდი ხანია ვმეგობრობთ,
- ლუკას ვგულისხმობ, შევატყვე რომ ცდილობდა კითხვა ისე სასხვათაშორისოდ გამოსვლოდა,
- ლუკა ჩემი ოჯახის წევრივითაა, იმ ძმასავით მიყვარს რომელიც არასდროს მყოლია,
- ჰოო, არამგონია ისიც ასე ფიქრობდეს, აეროპორტში ვნახე თქვენი შეხვედრა, ის შენზე შეყვარებულია ლილა,
- ვიცი, ვუპასუხე უბრალოდ,
- იცი? აზრაელმა წარბი მაღლა ასწია და ეს არ გაწუხებს?
- ყოველთვის ვიცოდი რომ ვუყვარდი და მანაც თავიდანვე იცოდა რომ მის მიმართ საპასუხო გრძნობები არ მქონდა, ჩვენ ორივემ ვიცით ზღვარი სად გადის და ისიც ვიცი რომ ლუკა ამ ზღვარს არასდროს გადაკვეთს, აი სწორედ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან, მოიცა, შენ რა მასზე ეჭვიანობ, მივუბრუნდი აზრაელს,
აზრაელი ნერვიულად იკვნეტდა ტუჩს,
- უბრალოდ როცა აეროპორტში დაგინახეთ როგორ ეხუტებოდით ერთმანეთს, არც კი ვიცი რა ვიფიქრე, მაპატიე კარგი? ამ ბოლოდროს ხანდახან ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, იმდენ ხანს ვცხოვრობდი გრძნობების გარეშე და ახლა იმდენად სავსე ვარ უამრავი სხვადასხვა გრძნობით რომ ხანდახან მგონია ვგიჟდები, შენ სრულიად სხვა მხრიდან დამანახე ეს სამყარო და ხანდახან რომ წარმოვიდგენ... თავი გადააქნია და საჭეს თითები ისე მოუჭირა რომ მთლად გაუთეთრდა,
- გახსოვს რა გითხარი სახურავზე? გითხარი რომ არასოდეს დამკარგავ, სიტყვა მოგეცი და ახლა რისი თქმა გინდა რომ არ მენდობი?
აზრაელმა მუხრუჭს დააჭირა, სვლა შეანელა და ინტერესით შემომხედა, ვეღარ მოვითმინე მისკენ გადვიხარე და თავი მხარზე დავადე,
- მე შენ საკუთარ თავზე უფრო მეტად გენდობი ლილა, მომესმა მისი ჩურჩული,
* * *
- ჯესი გააღვიძე, მოვედით, გამომარკვია აზრაელის ხმამ, ძველიძველი ჭიშკარი ავტომატურად გაიღო და ეზოში შევედით,
ჯესიმ ნამძინარევი სახით მოათვალიერა მწვანე მცენარეებით და ხეებით სავსე ბაღი და უზარმაზარი შენობა რომელსაც სახლს ვეძახდით,
- აქ ცხოვრობთ? გაკვირვებული ხმით მკითხა, დარწმუნებული ხარ რომ შენი შეყვარებული ნარკობარონი არ არის?
გავიღიმე და შესასვლელისკენ ვანიშნე, წამოდი ალბათ ძალიან დაიღალე, გშია? შემიძლია სანამ დაიძინებ მანამდე სენდვიჩი მოგიმზადო,
- არა, მირჩევნია დავიძინო, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვახერხებ, ამ ბოლო დროს დაძინება მიჭირს ხოლმე მაგრამ ვცდი მაინც, დაიწუწუნა ჯესიმ,
- ჰანიელის დამზადებული დამამშვიდებელი მაქვს, მგონი გამოგადგება
- ჰანიელი ვინ არის?
- აზრაელის ძმაა, მაპატიე შენთვის არ მითქვამს რომ აქ მისი ძმებიც ცხოვრობენ, სულ შვიდნი არიან, ხვალ დილით ყველას გაგაცნობ, დარწმუნებული ვარ ყველა ძალიან მოგეწონება
- ოჰო, სიურპრიზებით სავსე დღეა, ვერაფერს იტყვი, ჯესი ნელი ნაბიჯით წავიდა შესასვლელისკენ,
სახლში არავინ იყო, შეიძლება ეძინათ, ყოველ შემთხვევაში, ჰოლში არავინ შეგვხვედრია, ჯესი ჩემს საძინებელში შევიყვანე, უფრო სწორად იმ საძინებელში რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო, აზრაელს ვუთხარი რომ ამაღამ ჯესისთან ვრჩებოდი და კარი მივიხურე,
- ამაღამ ერთად დავიძინოთ კარგი? ვუთხარი ჯესის, თუ გინდა წყალი გადაივლე, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში,
- აშკარად შენც ისე გრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში, ჯესი გაკვირვებული იყო მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია,
- ჰო ასეა, გავუღიმე, ეს ჩემი, სახლია ჯესი, ჩემი ოჯახი, ჩემი აზრაელი, ოღონდ ახლა ნურაფერს მკითხავ, დავიძინოთ დავისვენოთ და გპირდები ხვალ დილით საუზმის შემდეგ ყველაფერს მოგიყვები, ნაყენს დალევ? მივაწოდე ვარდისფერი სითხით სავსე პატარა შუშა, შუშა გამომართვა და ჩემდა გასაკვირად ბოლომდე გამოცალა, მერე მოვიდა და ჩამეხუტა,
- ძალიან მენატრებოდი ლილა, შენ არც კი იცი უშენოდ როგორ მარტო ვგრძნობდი თავს,
ჩახუტებულებს დაგვეძინა, დილით კი როცა გავიღვიძე ჩემს გვერდით საწოლი ცარიელი იყო, ფეთიანივით წამოვხტი, ნეტავ სად წავიდა...
- აბაზანაში პირსახოცი არ ყოფილა, შეგიძლია მომაწოდო? მომესმა ხმა
ოოჰ შვებით ამოვისუნთქე
- მე მეგონა...
- რა გეგონა, გაიცინა ჯესიმ, რომ წავედი და ამ გაუგებრობაში მარტო დაგტოვე? არავითარ შემთხვევაში, დილით რომ გავიღვიძე გადავწყვიტე რომ აუცილებლად გავარკვევ რა შარში ხარ გახვეული,
მგონი ჰანიელის ნაყენი სასწაულებს ახდენს, ჯესი დასვენებული და ძველებურად მხიარული იყო, ღაწვები შევარდისფრებოდა და საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ჩემი მაისური და შორტი მივაწოდე,
- ჩაიცვი, საუზმეზე გველოდებიან,
მერე პიჟამო გავიძვრე რომ სარაფანი გადამეცვა,
- მოიცადე ეს რა არის? რა გჭირს? მთელი ზურგი დალურჯებული გაქვს, ჯესი გაფართოებული თვალებით მითვალიერებდა სხეულს,
- ცუდი არაფერი იფიქრო, გამეცინა მე, გუშინ თითქმის მთელი დღე ვვარჯიშობდი, სხვადასხვა იარაღის გამოყენება, ხელჩართული ბრძოლა, აზრაელის ერთ-ერთი ძმა ურიელი მავარჯიშებს ხოლმე და ისეთია, მასთან ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის დალურჯებული ვრჩები,
- შენი ზურგით თუ ვიმსჯელებთ აშკარად არ უყვარხარ,
- არც უმაგისობაა, დავეთანხმე, მაგრამ ეს ჩალურჯებები არაფერია, ხვალ უკვე აღარ მექნება, შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ,
- როგორ არ ვინერვიულო, შვიდ მამაკაცთან ერთად ცხოვრობ, ბრძოლას სწავლობ, და მეუბნები რომ ეს საშინელი ჩალურჯებები ხვალ აღარ გექნება, მაპატიე მაგრამ მეტს ვეღარ მოვიცდი, ახლავე მითხარი რა ხდება,
მივხვდი რომ მეტ მოცდას აზრი აღარ ჰქონდა, საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე,
- არც კი ვიცი როგორ აგიხსნა ჯეს, ეს ყველაფერი რაც ხდება, უბრალოდ არ შეიძლება ასე რამდენიმე სიტყვით აგიხსნა,
- ცადე, ხომ მიცნობ, ვეცდები ყველაფერი გავიგო რასაც მეტყვი,
- ღრმად ამოვისუნთქე და ყველაფერი მოვუყევი, რომ მე ადამიანი არ ვარ და არც აზრაელი და მისი ძმები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომ მამაჩემი შეშლილი ეგოისტი მეცნიერია და რომ ჩვენ ანგელოზები გვქვია, მეგონა ჯესი შოკს მიიღებდა მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა, ერთხანს უბრალოდ დაკვირვებით მიმზერდა, მერე ჩემი ხელი ხელში აიღო და თვალებში ჩამაცქერდა,
- მითხარი რა გჭირს, ასეთ უაზრო რაღაცეებს რატომ მიყვები, ნარკოტიკებს იყენებ და მაგიტომ გაქვს ტვინი არეული?
- აშკარად სხვა გზა არ მაქვს, ამოვიოხრე მე, ეს უნდა გაჩვენო, უბრალოდ სიტყვა მომეცი რომ არ გაიქცევი კარგი? ვუთხარი ჯესის და მოვემზადე, ჯესიმ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად, შუა ოთახში დავდექი და ფრთები გავშალე, არა, ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი, ერთხანს უხმოდ მიყურებდა, მერე შებრუნდა და ოთახიდან გავარდა, პირველი სართულის დერეფანში შემოსასვლელ კართან დავეწიე და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, როცა შესაჩერებლად მკლავზე შევეხე და ფეთიანივით შეხტა,
- ჯეს გთხოვ, ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა, გთხოვ, გემუდარები ნუ წახვალ,
- არ შემიძლია ლილა, აქედან უნდა გავიდე თორემ უკვე ვეღარ ვსუნთქავ, ჯესი პანიკაში იყო, კარი გააღო, გარეთ გავარდა და პირდაპირ ურიელს შეეჩეხა, ფეხი დაუცდა და ურიელმა ჰაერში დაიჭირა რომ არ წაქცეულიყო, ფეხზე დადგომაში დაეხმარა და ხელი გაუშვა, აათვალიერ ჩაათვალიერა და მომიბრუნდა,
- მგონი შენს მეგობარს კოორდინაციის პრობლემა აქვს, მითხრა ჩვეული უემოციო ხმით და სახლში შევიდა, ჯესი ერთხანს გაშეშებული და პიდაღებული იდგა,
- ვინ იყო? მკითხა ბოლოს,
ამ მზერას ვიცნობდი, ძალიან კარგად ვიცნობდი, თვალები ინტერესით უელავდა, ურიელმა აშკარად მოახდინა შთაბეჭდილება მასზე,
- აზრაელის ძმაა, ურიელი,
- იცი რა, ჯესის ხმაში ყოყმანი შევატყვე, მგონი ჯობია ცოტა ხნით დავრჩე და საშუალება მოგცე ყველაფერში გამარკვიო,
- ჰოო? გამეღიმა მე, თან ურიელსაც უკეთ გაიცნობდი,
- არა მაგიტომ არ მითქვამს, ღაწვები შეეფაკლა ჯესის, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, წავიდეთ, მაჩვენე სად საუზმობთ ხოლმე,
საქმის ასე შემოტრიალებას ნამდვილად არ ველოდი, ურიელისგან დავალებული ვარ, ისეთი რამ გააკეთა რასაც ალბათ მე ვერ მოვახერხებდი, წასვლა გადააფიქრებინა, ჯესის წინ გავუძეხი და მისაღების გავლით ტერასაზე გავიყვანე, ყველა ჩვენ გველოდებოდა, ისრაფიელი არც ამჯერად იყო სახლში, აზრაელს ვანიშნე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დანარჩენებს მივმართე,
- გაიცანით ჩემი მეგობარი ჯესი, ყველამ ხელის ჩამორთმევით და თავის დაკვრით გააცნო საკუთარი თავი, ჯესი ცდილობდა კეთილგანწყობილი ყოფილიყო და ყველას უღიმოდა, ის იყო შვებით ამოვისუნთქე და მაგიდასთან დაჯდომა დავაპირე რომ რაღაც მოხდა...
შუბლის არეში საშინელი ტკივილი დამეწყო, იმდენად ძლიერი რომ დაცემისგან თავის შესაკავებლად სკამს ჩავეჭიდე, ტკივილმა საფეთქლებისკენ გადაინაცვლა, და მთელ სხეულზე გავრცელდა, ხელებში სიმხურვალე ვიგრძენი, ჩემს ხელქვეშ სკამის საზურგე ფერფლად იქცა, საყრდენი გამომეცალა თუ არა მაშინვე უკან გადავქანდი და დაცემისგან აზრაელის მკლავებმა მიხსნა, ხელში ამიყვანა და იქვე სარწეველა სავარძელში ჩამსვა, გავიგონე როგორ შეჰკივლა ჯესიმ, მესმოდა ხმები, მესმოდა როგორ მემუდარებოდა აზრაელი რომ მისთვის ხმა გამეცა, მაგრამ ვერ ვსაუბრობდი, ხელები მიხურდა, თვალებს უაზროდ ვაცეცებდი მაგრამ ვერაფერს ვხედავდი, ირგვლივ მხოლოდ სიბნელე იყო, თითქოს განათდა და ოთახი დავინახე, მაგრამ ვერ მივხვდი, რა ოთახია, რატომ ვხედავ, როგორ ვხედავ, უზარმაზარი ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი იყო, ფანჯრიდან ჩვენი ბაღი ჩანდა, ესე იგი აქ ვარ სახლში, მიმოვიხედე, დარბაზი მთლიანად ცარიელი იყო და ერთ ერთ კედელზე უცნაური წინ გამოწეული თაღი ჩანდა ჩემთვის გაუგებარი წარწერებით, უეცრად თაღი განათდა, თაღის შუაგულში უცნაური ცისფერი სინათლე აციმიციმდა რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა და მალე მთლიანი თაღი ცისფრად ალივლივდა,
- ნუთუ ეს ის არის რაზეც აზრაელი მიყვებოდა, პორტალია, ამ სახლში პორტალი ყოფილა, უცებ პორტალიდან დემონებმა იწყეს გადმოსვლა, ათობით დემონი გადმოდიოდა, ამჯერად ადამიანებს არ გვანდნენ, მახინჯები იყვნენ გრძელი კიდურებით და ხელებზე ბრჭყალებით, ყველა მათგანს იარაღი ჰქონდა ასხმული, შიშისგან ვიყვირე, შორიდან აზრაელის ხმა ჩამესმა, ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ვიგრძენი როგორ მაკავებდა მისი ხელები ერთ ადგილზე, ისევ დარბაზს დავუბრუნდი, დემონებს უკან ანგელოზი მოჰვებოდათ, ნუთუ ეს ისრაფიელია რას აკეთებს, აქ რა უნდა,
უეცრად კადრი შეიცვალა, ახლა ანგელოზების უკან ვიდექი და შევყურებდი როგორ ესაუბრებოდა აზრაელი ისრაფიელს, პირველად ვხედავდი ისრაფიელს ასეთს ,თვალები ზიზღით და სიძულვილით ჰქონდა სავსე, გარს დემონები ეხვია და მერე ყველაფერი გაქრა, ვიგრძენი როგორ განელდა ის სიცხე რომელიც ხელებს მიწვავდა, თავის ტკივილიც გაქრა, თვალები დავახამხამე და პირველი აზრაელი დავინახე, ჩემს თავთან დახრილი, შეშფოთებული სახით, ჩემი მაჯები ეჭირა და თითები მთლიანად დამწვარი ჰქონდა,
ჯესი ჩემს გვერდით იყო ჩაჩოქილი, მისგან ასეთ სიმამაცეს ნამდვილად არ ველოდი, მის თვალებში ვხედავდი რომ მხოლოდ ჩემი მდგომარეობა აინტერესებდა სხვა არაფერი, დანარჩენებიც თავზე მადგნენ და შეწუხებული სახეებით მიყურებდნენ,
- ლილა კარგად ხარ? რა დაგემართა? აზრელს აღელვებული ხმა ჰქონდა, თვალები კი შიშით სავსე,
- პორტალი, ამ სახლში პორტალია, ძლივს ამოვიღე ხმა,
- კი მაგრამ ეს შენ საიდან იცი, აზრაელი ახლა უკვე გაოცებული მიყურებდა,
- მე ის დავინახე აზრაელ, არ ვიცი როგორ, მაგრამ დავინახე, დარბაზში ვიყავი სადაც პორტალია, ცისფრად ანათებდა, და იქიდან დემონები გადმოდიოდნენ, უამრავი დემონი,
- ეს შეუძლებელია, აზრაელმა ანგელოზებს გადახედა, დანიელს თვალით რაღაც ანიშნა, დანიელმა თავი დაუკრა და წავიდა,
- პორტალი უკვე დიდი ხანია გაუქმებულია, თითქოს თავის თავს ესაუბრებოდა აზრელი და თანაც დემონებს ახლა უკვე მისი გამოყენება აღარ შეუძლიათ თუ ...
უცბათ გაჩუმდა და თავზე ხელები შემოიჭდო,
- ალბათ მათ ვინმე დაეხმარა და პორტალი გაუღო, მაგრამ ვინ? ამას ვინ გააკეთებდა?
- მათთან ისრაფიელი იყო, ვთქვი და წამოვდექი, მაპატიე, ვიცი რომ ამის მოსმენა შენთვის ძნელია მაგრამ უნდა მეთქვა,
წამიერად სიჩუმემ დაისადგურა, ყველა ერთმანეთს შესცქეროდა, პირველად ვხედავდი მათ ასეთ დაბნეულებს, ოთახში დანიელი შემოვიდა,
- პორტალი შევამოწმე, ლუქი მოხსნილია, თანაც ჩვენი მხრიდან, ვერ ვხვდები ეს როგორ უნდა მომხდარიყო?
- ლილა შემომხედე, აზრაელმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია რომლებიც უკვე თითქმის შეხორცებული ჰქონდა, გთხოვ ეცადე გაიხსენო რა დრო იყო როცა დემონები პორტალიდან გადმოვიდნენ,
გონება დავძაბე, ფანჯრიდან ბაღი დავინახე მაგრამ, დრო? ეს წითელი სარაფანი მეცვა რაც ახლა, ანუ დღევანდელი დღე იყო და ჩანდა რომ უკვე ბინდდებოდა,
- დღევანდელი დღე იყო, საღამო ვუპასუხე და რომ არ წავბარბაცებულიყავი ჩემს გვერდით მდგომ ჯესის დავეყრდენი,
- მოიცა აზრაელ, შენ ფიქრობ რომ ლილამ წინასწარ დაინახა რაც მოხდება? ურიელს შეფიქრიანებული სახე ჰქონდა, ფიქრობ რომ ეს შესაძლებელია?
- ჰო, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ლილას რისი უნარი აქვს, ეს შესაძლებელია და თუკი ასეა მაშინ სასწრაფოდ უნდა მოვემზადოთ, ყველა იარაღის ოთახში, გასცა განკარგულება, ჯესი შენ კი ლილა საძინებელში წაიყვანე,
- ჯესიმ უხმოდ დაუკრა თავი, მე დარჩენა მინდოდა მაგრამ შეწინააღმდეგების თავი ნამდვილად არ მქონდა, სანამ გავიდოდით ჩემთან მოვიდა და მომეხვია,
- მაპატიე ამ დავიდარაბისთვის,
- შენ რა შუაში ხარ, გამეღიმა მე, პირიქით მე მაპატიე ხელებისთვის, ხომ იცი ეს ჩემდაუნებურად მოხდა,
აზრაელმა უკვე თითქმის მოშუშებულ ხელისგულებს დახედა და გაიღიმა
* * *
საძინებელში ბოლთას ვცემდი, თითქმის 6 საათი მეძინა, უკვე თავს კარგად ვგრძნობდი
- ქვემოთ უნდა ჩავიდე, ვეღარ მოვითმინე ბოლოს,
- დაწყნარდი ლილა, ჯესი საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა და უყურებდა როგორ ვაწყდებოდი კედლებს,
- ჯობია აზრაელს დავუჯეროთ და აქ დავრჩეთ, მოდი დაჯექი და მომიყევი როგორ მოახერხე იმის გაკეთება რაც დილით მოხდა,
- არ ვიცი ჯეს, რაც ხდება თავისთავად ხდება, თვითონაც ვერაფერი გამიგია, გვერდით მივუჯექი და თავი ხელებში ჩავრგე,
კარებზე კაკუნი გაისმა და რემიელმა სასაცილოდ გაჩეჩილთმიანი წითური თავი შემოყო,
- აზრაელს აინტერესებს როგორ ხართ?
- რემიელ რა ხდება, ფეხზე წამოვხტი მივვარდი და ოთახში ძალით შემოვათრიე,
- რა ხდება რას აკეთებთ, აზრაელი სად არის?
რემიელმა შუბლი შეჭმუხნა და ძლივს ამოღერღა,
- პორტალის დახურვა ვერ მოვახერხეთ, ასე რომ სხვა გზა არ არის, უნდა დაველოდოთ რა მოხდება, შენ ხომ კარგად ხარ, შემომხედა და დაკვირვებით შემათვალიერა, სიმართლე რომ გითხრა დილით ძალიან შეგვაშინე, ცუდად გამოიყურებოდი,
გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა, თურმე რა კარგი ყოფილა დიდი ოჯახი, სადაც ყველას უყვარხარ და შენზე ზრუნავს, ის იყო უნდა მეპასუხა რომ უკვე ნაცნობი ტკივილი ვიგრძენი, იმდენად ძლიერი რომ ჩავიკეცე,
ისევ იმ დარბაზში ვიყავი, დარბაზი დემონებით იყო სავსე, აზრაელი და დანარჩენი ანგელოზები ისრაფიელის წინ იდგნენ, მოულოდნელად ისრაფიელმა უცნაური, ნაცრისფრად მოელვარე მახვილი იშიშვლა და აზრაელს პირდაპირ მკერდში გაუყარა, სისხლმა იფეთქა, მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, იატაკზე დავვარდი და მოვიკუნტე, ვიცოდი რომ ეს სიმართლე არ იყო და ჯერ არ მომხდარა, მთელი ძალით ვეცადე რეალობას დავბრუნებოდი და ბოლოს დავინახე, ჯესი და რამიელი, ჩემს წინ იყვნენ დაჩოქილები და მოლოდინით სავსე მზერით მიყურებდნენ,
- რამიელ სად არის პორტალი? მივახალე პირდაპირ,
- სახლის გვერდით დამხმარე შენობაშია, რა ხდება რატომ მეკითხები? ისევ რაღაც დაინახე არა?
არაფერი მითქვამს, წამოვხტი და პორტალისკენ გავიქეცი, ახლა გონებრივი კავშირი მჭირდება, ზუსტად ახლა რომ გავაფრთხილო, მაგრამ ვერ ვახერხებ, ჯანდაბა, ვერ ვახერხებ ახლა როცა ყველაზე მეტად მჭირდება, უნდა გადავარჩინო, ისრაფიელს უფლებას არ მივცემ რამე დაუშავოს, ეზოში გასვლისთანავე შევამჩნიე დამხმარე შენობა, კარი შეღებული იყო, შევედი, ოთახი ათასნაირი საბაღე იარაღით და სხვადასხვა სახის ნივთებით იყო სავსე, არავინ ჩანდა, აქ სადღაც მეორე კარიც უნდა ყოფილიყო,
- ლილა გაჩერდი, რემიელი ოთახში შემოვარდა, გთხოვ უკან დაბრუნდი, რამე რომ დაგემართოს აზრაელი მომკლავს,
- კარს თუ არ გააღებ მე მოგკლავ, გამოვცერი კბილებს შორის, ახლავე გააღე,
რემიელმა ერთხანს უხმოდ მიყურა და მერე ხელი ერთერთი ხის თაროს უკან უხილავ ღილაკს დააჭირა, მერე რაც მოხდა ბუნდოვნად მახსოვს, დარბაზში შევვარდი, პორტალის წინ შეკრებილ ანგელოზებს და დემონებს გვერდი მოხერხებულად ავუარე და აზრაელსა და ისრაფიელს შორის ჩავდექი, დავინახე ისრაფიელის გაოცებული და შეძრწუნებული მზერა როდესაც მისმა მახვილმა ჩემს მკერდში გაიარა, გავიგონე აზრაელის ღრიალი და ერთბაშად მოვიცელე, აზრაელის მუხლზე თავმისვენებული ვხედავდი, როგორ დაიხია ისრაფიელმა პორტალისკენ, მასში შევიდა, გაუჩინარდა და პორტალიც დაიხურა, ჩვენს მხარეს დარჩენილი დემონების გასანადგურებლად ანგელოზებს სულ რაღაც რამდენიმე წუთი დასჭირდათ, მათი იარაღების შეხებისას საშინელ ხმებს გამოსცემდნენ, იკლაკნებოდნენ, იგრიხებობდენ და შემდეგ უბრალოდ ორთქლდებოდნენ,
აზრაელი სასოწარკვეთილი ცდილობდა სისხლდენა შეეჩერებინა, მაისური გაიხადა და ჭრილობაზე დამაჭირა,
- ყველა დემონი გავანადგურეთ, მოახსენა დანიელმა და ხმალი ქარქაშში ჩააგო,
აზრაელმა ხელში ამიტაცა და სწრაფი ნაბიჯით წამიყვანა სახლისკენ,
- თვალები არ დახუჭო გთხოვ, მემუდარებოდა და განუწყვეტლივ მკოცნიდა, გთხოვ, ეცადე გაუძლო, შენ რომ რამე დაგემართოს, ჩემ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, უშენოდ ვერ ვიცხოვრებ ლილა, ეს რატომ გააკეთე, რატომ...
მისაღებში შემიყვანა და სასადილო მაგიდაზე დამაწვინა, ჯესი უკვე იქ გველოდებოდა, ხმა არ ამოუღია, უხმოდ, გაფითრებული იდგა, გვიყურებდა და ცახცახებდა,
- საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, ასე სისხლისგან დაიცლება, თქვა ბოლოს,
ურიელმა თავი გააქნია უარის ნიშნად,
- ვერ წავიყვანთ, დემონის ხმლითაა დაჭრილი, თქვენი ექიმები ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებენ, აქ კი ჩვენ მივხედავთ, ჰანიელს ყველაფერი აქვს ამისთვის, ჯანდაბა სად დაიკარგა ჰანიელი, ურიელმა მუშტი კედელს დასცხო,
- მოვკლავ იმ მოღალატე ნაბიჭვარს, ისრაფიელს მოვკლავ,
- დამშვიდდი, დანიელმა მხარზე ხელი გადახვია, მგონი რიგში ჩადგომა მოგიწევს მისი მოკვლა თუ გინდა,
მე ვეღარაფერს ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს, იარაც აღარ მტკიოდა, ხელი ძლივს ავწიე რომ აზრაელს სახეზე მოვფერებოდი და დავინახე როგორ დარჩა ლოყაზე სისხლიანი თითების კვალი,
- რატომ ნერვიულობთ ვერ ვხვდები, გაღიმება ვცადე,
- მეც ხომ თქვენსავით ანგელოზი ვარ, ესე იგი უკვდავიც ვარ არა, არაფერი დამემართება, ხომ ასეა?
- ჰო, შენ არაფერი დაგემართება, აზრაელის ნაძალადევად მხიარულ ხმაში შიში ვიგრძენი, მერე ნათლად დავინახე როგორ იფეთქა სისხლმა ჭრილობიდან, ჩემს თავსზემოთ ყველაფერი დატრიალდა და სანამ გონებას დავკარგავდი, ბოლო რაც მომესმა აზრაელის ყვირილი იყო,
- დამეხმარეთ სისხლდენას ვერ ვაჩერებ...
* * *
თითქმის ორი დღე საშინელ კოშმარში გავატარე, ორი დღე რომელიც ჩემთვის ორ საუკუნედ გაიწელა, დემონის ხმლით მიყენებული ჭრილობიდან შხამი მთელ სხეულში ვრცელდებოდა და შიგნიდან მწვავდა, ყველაფერი საშინლად მტკიოდა, ჰანიელი რეგულარულად მიცვლიდა სახვევებს და წამლებს მასმევდა და თუკი ეს წამლები მოქმედებდა, წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა რომ არ ემოქმედა, ალბათ უბრალოდ დავიფერფლებოდი.
აზრაელის საწოლ ოთახში გაუნძრევლად ვიწექი, თვალებს ვერ ვახელდი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვინძრეოდი, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი და ყველაფერი მესმოდა, მესმოდა ჯესის ქვითინი, აზრაელის მუდარა, რომ თვალები გამეხილა და დავბრუნებოდი, ვგრძნობდი მის ხელებს, რომლებითაც ჩემი ხელი ეჭირა, მინდოდა თვალები გამეხილა და მისთვის მეთქვა რომ კარგად ვიყავი, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ერთადერთი რაც შემეძლო ის იყო რომ ტკივილი მომეთმინა და არაფერი შემტყობოდა,
ორი დღის თავზე ტკივილები შეცოტავდა, სხეულში როგორც იქნა სიმხურვალე ჩაცხრა და თვალები გავახილე, საწოლში გულაღმა ვიწექი, მკერდი შეხვეული მქონდა, და ჩემდა გასაკვირად თავს არცთუ ისე ცუდად ვგრძნობდი, მიმოვიხედე, იატაკზე ფეხმორთხმულ აზრაელს ჩემი ხელი ეჭირა, თავი საწოლზე ედო და ეძინა, კუთხეში მიდგმულ სავარძელში ჯესი მიყუჟულიყო, მასაც ეძინა და ხელში წმინდა სებასტიანის მედალიონი ჰქონდა ჩაბღუჯული, ეს მედალიონი ადრე ბიძია გიომს ეკიდა კისერზე, ახლა კი ჯესის აქვს, ალბათ ჩემთვის ლოცულობდა და ღმერთს და წმინდანს ჩემს გადარჩენას სთხოვდა, აზრელს დავხედე, როგორც ყოველთვის მართალი იყო,
ადამიანებს სჭირდებათ ღმერთი, სასწაულების რწმენა და იმედი,
როგორი ირონიულია, ალბათ ჯესი წმინდა სებასტიანს მიაწერს ჩემს გამოჯანმრთელებას, მე ჰანიელის წამლებს, აზრაელი კი, აზრაელი...
ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო თვალები გაახილა და შემომხედა, ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა თითქოს არ სჯეროდა რასაც ხედავდა, ნუთუ მართლა ისე ცუდად ვიყავი რომ ახლა ჩემი კარგად ყოფნის არ სჯერა,
- დილა მშვიდობის, ვთქვი და ჩემი ხმა ვერ ვიცანი, ჩამწყდარი და თითქოს გაბზარული მქონდა,
- დილა მშვიდობის, გამიღიმა აზრაელმა და შევამჩნიე რომ შვებით ამოისუნთქა, საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა ჩაშავებული თვალის უპეები და შიშით და შფოთვით სავსე თვალები
- კარგად ხარ? მკითხა და თავზე ხელი გადამისვა, ყველა ძალიან შეგვაშინე, ორი დღეა არ უძინია, მანიშნა ჯესიზე, ახლახანს დაეძინა და მეც ცოტა წავთვლიმე, მაპატიე რომ ჩემს გამო ასეთ მდგომარეობაში ხარ, მაპატიე,
ხელზე ხელს მიჭერდა, თვალები და ხმა მუდარით ჰქონდა სავსე, უფლებას არ მივცემ რომ საკუთარი თავი დაადანაშაულოს იმაში რაშიც დამნაშავე არ არის,
- შენ არაფერ შუაში ხარ აზრაელ, თავს ნუ იდანაშაულებ, და საერთოდაც სერიოზული არაფერი მომხდარა, ყველაფერი კარგად არის ხომ ასეა? ვუთხარი მხიარულად და ვეცადე სახეზე უდარდელი ღიმილი ამეფარებინა, ჯობია ბალიში გამისწორო მე თვითონ ვერ ვახერხებ,
- რატომ? ჯერ კიდევ გკტკივა ჭრილობა? შეშფოთდა აზრაელი,
- არა სულელო, იმიტომ ვერ ვახერხებ რომ ჩემი ხელი გიჭირავს,
აზრაელს გაეცინა, ჯერ უხმოდ იცინოდა, მერე მთელი ხმით, მხრები უცახცახებდა, დავინახე როგორ აევსო თვალები ცრემლებით და ლოყებზე ჩამოეღვენთა, ჩემი აზრაელი, ჩემი მრისხანე სიკვდილის ანგელოზი, ჩემს წინ იჯდა საწოლზე, ჩემი ხელი ორივე ხელით ჰქონდა ჩაბღუჯული და მის ცრემლიან თვალებში ვკითხულობდი თუ რა მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის,
ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ამ შვების ცრემლნარევი სიცილის მიღმა, უსაზღვრო შიში და ტკივილი იმალებოდა, მისი გრძნობები სრულიად გაშიშვლებული იყო ჩემთვის და მე მთლიანად ჩავიძირე ჩვენი გონების კავშირში, მასში მე ვიყავი, მხოლოდ მე და სხვა არაფერი, ჩემით იყო სავსე, ჩემზე შიშით, ჩემზე ფიქრით, ჩემი სიყვარულით, ის მგრძნობდა, თუმცა არ ცდილობდა ჩვენი კავშირის გათიშვას, ვეღარ მოვითმინე, ძალა მოვიკრიბე, წამოვიწიე, ჩავეხუტე და მისი სურნელი, ჩემთვის ასე საყვარელი გრილი, აზვირთებული ოკეანის სურნელი ღრმად შევისუნთქე, ისიც მომეხვია და სახე ჩემს მხრებზე ჩამოშლილ თმებში ჩარგო,
ერთხანს ასე ჩახუტებულები ვიჯექით, მერე კვლავ მან დაარღვია სიჩუმე,
- ესე იგი მართლა კარგად ხარ? არ მატყუებ?
- კარგად ვარ, ვუთხარი ისე რომ არ მოვშორებივარ, მაგრამ იცოდე ბევრი სალაპარაკო გვაქვს და ამჯერად ჩემს კითხვებს ვერ გაექცევი,
- გაქცევას არც ვაპირებ, ოღონდ ჯერ კიდევ გჭირდება დასვენება,
აზრაელმა ბალიში გამისწორა და ფრთხილად დამაწვინა, მიმოვიხედე, ჯესი არსად იყო, კი მაგრამ როდის გავიდა,
- ჯესის ეძებ? მიმიხვდა აზრაელი, ცოტა ხნის წინ გავიდა, ალბათ ჩვენი შეწუხება არ უნდოდა, კარგი გოგოა და მართლა მიხარია რომ ასეთი მეგობარი გყავს, ახლა დაისვენე, ჯესის ვეტყვი შემოვიდეს და დანაჩენებსაც გავაგებინებ რომ კარგად ხარ ძალიან ღელავენ,
- მოიცადე, არ მომიყვები რა მოხდა? ისრაფიელი სად არის ან პორტალს რა დაემართა?
- პორტალის მთლიანად განადგურება მოგვიხდა, ისრაფიელი კი დიდი ალბათობით ალბათ მამასთან არის ალთეინში, აზრაელმა მწარედ ჩაიცინა,
- წარმოგიდგენია? ჩვენ რამდენიმე ათასი წელი ვცხოვრობდით ერთად როგორც ძმები, როგორც საუკეთესო მეგობრები, ის კი თურმე არასდროს არ ფიქრობდა ასე,
- როცა დარბაზში შემოვედი დავინახე როგორ საუბრობდით, მის თვალებში ზიზღი და სიძულვილი დავინახე, მან შენი მოკვლა სცადა, რატომ?
აზრაელს სახე შეეცვალა, დავინახე როგორ ყოყმანობდა, ვიგრძენი როგორ უჭირდა ჩემთან ამ საკითხზე საუბარი,
- კარგი, თუ არ გინდა აუცილებელი არ არის მომიყვე, ვუთხარი და გავუღიმე, როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ ვისაუბროთ ამ საკითხზე,
აზრაელმა თავი გააქნია უარის ნიშნად,
- მინდა რომ დღეიდან, ჩვენს შორის აღარაფერი იყოს დაფარული, ასე რომ ყველაფერს მოგიყვები ისრაფიელის შესახებ, ის უკვდავი არ არის ლილა,
- რაა? მეხუმრები?
- რათქმაუნდა არ ვხუმრობ, ეს ყველაფერი მან მითხრა იქ პორტალის დარბაზში, აქამდე არცერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ამის შესახებ, ისრაფიელი ჩვენნაირად უკვდავი არ ყოფილა და როცა ეს მამას გაუგია, მასთან შეთანხმება დაუდია, ის მას ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანების ენერგიით ამარაგებდა, ის კი სამაგიეროდ მისთვის ჯაშუშობდა, ვიცი რომ ეს მისთვის ადვილი არ ყოფილა,
აზრაელმა თავი დახარა და ამოიოხრა
- მამა სარგებლობდა მისით, მისი დანაშაულის გრძნობით, მას გამუდმებით აშანტაჟებდა და აიძულებდა იმის გაკეთებას რასაც საჭიროდ თვლიდა, ისრაფიელი ამ ყველაფერმა გააბოროტა, მას გულის სიღრმეში ყოველთვის შურდა ჩვენი რადგან ჩვენ რასაც ვაკეთებდით ყოველთვის იმიტომ ვაკეთებდით რომ გვსურდა და სწორად მიგვაჩნდა ის კი იმიტომ რომ სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, მას არ ეთმობოდა სამუდამო სიცოცხლე, მამა კი ყოველთვის პირდებოდა რომ, იპოვიდა გზას რათა ის ჩვენნაირად უკვდავი გაეხადა და როცა შენ გამოჩნდი...
აზრაელი შეჩერდა და ტუჩი მოიკვნიტა
- მამამ, ბევრად მეტი იცის შენს და შენი ძალების შესახებ, მან ისრაფიელს უთხრა რომ შეგიძლია უკვდავი გახადო და ამისათვის შენი ალთეინში წაყვანაა საჭირო, ისრაფიელმაც ამ სახლში დემონებთან ერთად შემოჭრა დაგეგმა, შენ რომ არა, ალბათ... არც კი ვიცი რას იზავდა, სრულიად მოუმზადებლებს დაგვესხმოდა თავს,
ვუსმენდი და არ მჯეროდა, ის საყვარელი ისრაფიელი რომელსაც ვიცნობდი, ტკბილეულის და ღიმილის მოყვარული, ჩემთან ყოველთვის თბილი და მზრუნველი, თურმე სინამდვილეში არ არსებობდა, გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, და უცნაური ტკივილი ვიგრძენი, ჩემდაუნებურად დავიკვნესე და შუბლი შემეჭმუხნა,
- რა გჭირს ცუდად ხარ? აზრაელმა თხრობა შეწყვიტა,
- მგონი ზედმეტი მომივიდა, ვიცოდი რომ შენზე ეს ყველაფერი კარგად არ იმოქმედებდა, გამიღიმა და სახეზე მომეფერა, თითები გრილი ჰქონდა, თვალები მივლულე და ღრმად ამოვისუნთქე.
* * *
ტერასაზე გამოვედი, მზე ანათებდა და ჩვეულებისამებრ საოცარი ყვავილების სურნელი იდგა, თვალები დავხუჭე ხელები გავშალე და ეს საოცარი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე,
- რას აკეთებ? მომესმა სარიელის ხმა, ხომ იცი რომ შენთვის ჯერ ადგომა არ შეიძლება, მერე ხელი მომკიდა, სავარძელთან მიმიყვანა, ჩამსვა და მუხლებზე პლედი გადამაფარა,
- სათვალე და საქსოვი ჩხირები მაკლია და ყველაფერი იდეალურად იქნება, გამეცინა მე, მგონი ზედმეტი მოგდით ბიჭებო, მე კარგად ვარ, არაფერი მჭირს, უკვე თითქმის ოთხი დღე გავიდა და იარა თითქმის აღარ მეტყობა, კიდევ რამდენი ხანი უნდა გავატარო საწოლში?
სარიელი გვერდით მომიჯდა,
- შეიძლება თავს გაბეზრებთ ზედმეტი მზრუნველობით, მაგრამ შენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, არ დავუშვებთ რამე დაგემართოს,
თვალებში შევხედე, თბილი და გულწრფელი მზერა ჰქონდა,
- ჩვენ ძალიან დიდი ხანია ამქვეყნად ვცხოვრობთ, გააგრძელა საუბარი სარიელმა, ჩვენ ყველა თითქმის ერთ დროს დავიბადეთ და მას შემდეგ ერთად ვართ, მაგრამ მხოლოდ შენი გამოჩენის შემდეგ ვიხილეთ თუ როგორია ნამდვილი აზრაელი და ეს აზრაელი შენს დაკარგვას ვერ გადაიტანს, ის ბედნიერია და ჩვენც გვაბედნიერებს მისი ბედნიერების ხილვა, ეს ყველაფერი კი შენი დამსახურებაა ლილა, ყველას ძალიან გვიყვარხარ და თავს უნდა გაუფრთხილდე,
- ვერავის ვხედავ სად არიან? ვკითხე რომ საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა და ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადავყლაპე,
- რაღაც საქმე ჰქონდათ მოსაგვარებელი, აზრაელს უამრავ რაღაცასთან გამკლავება უწევს ამ ბოლო დროს, ახლა კიდევ ეს ბელიზარი, დღეს მას უნდა შეხვდეს, თქვა და შევატყვე რომ ზედმეტი წამოსცდა, სიტყვა მაშინვე სხვა რაღაცაზე გადავიტანე,
- ჯესი ხომ არ დაგინახავს სად არის?
- ჯესი და ურიელი სავარჯიშო დარბაზში არიან,
- მოიცა ეგ როგორ? ჯესი ვარჯიშობს?
- ჰო, გაეღიმა სარიელს, ყოველდღე ვარჯიშობენ, შენს მეგობარს რკინის გამძლეობა აქვს, ურიელთან ერთად ვარჯიში ადვილი არ არის,
- კარგი შევუვლი, ვნახავ რას აკეთებენ, ვთქვი და წამოვდექი,
- სარიელ მადლობა ყველაფრისთვის, ვუთხარი სანამ სახლში შევიდოდი, სარიელმა უხმოდ, ღიმილით დამიკრა თავი,
სავარჯიშო დარბაზის კარი ნახევრად ღია იყო, ურიელი და ჯესი დარბაზის შუაგულში ისხდნენ ერთმანეთის პირდაპირ, მედიტაციისთვის შესაფერის პოზაში, ჯესის თვალები დახუჭული ჰქონდა და ეტყობოდა რომ სერიოზულად უდგებოდა საქმეს, ურიელი კი ცალი ხელით იატაკს ეყრდნობოდა და გვერდზე თავგადახრილი ღიმილით შესცქეროდა ჯესის, პირველად ვხედავდი ურიელის სახეზე ასეთ ღიმილს, აშკარა იყო რომ ჩემთან გაკვეთილებისთვის დროს ისე ხშირად ვეღარ გამონახავდა, კარი ფრთხილად გამოვიხურე,
საძინებელში ავედი, გავიხადე და აბაზანაში თბილი წყალი მოვუშვი, ნეტავ აზრაელი სად არის და რას აკეთებს, ვფიქრობდი შხაპში ყოფნისას, ამ ბოლო დროს ყველაფერი არც ისე მარტივად არის, და მიუხედავად იმისა რომ შემპირდა არაფერს დაგიმალავო, მაინც არაფერს მეუბნება, თმა ოდნავ შევიშვრე, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გავედი,
ოჰო, საწოლზე აზრაელი იჯდა და ჩვეული მომხიბვლელი ღიმილით მიღიმოდა, ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და თავიდან ფეხებამდე, მწველი მზერით შემათვალიერა,
- ვხედავ კარგად ხარ, მითხრა, წამოდგა მომიახლოვდა, სველ თმაში თითები შემიცურა და ნაზად მაკოცა ტუჩებში, ეს დაახლოებით ისეთი რამ იყო დიდი ხნის მწყურვალ ადამიანს რომ უბრალოდ შორიდან დაანახო წყალი,
- სულ ეს იყო? ვუთხარი, ტყავის ქურთუკის საყელოში ვწვდი, ჩემსკენ მოვიზიდე და ვნებიანად ვაკოცე,
- ლილა, ჯობია თავი შევიკავოთ, შენ ჯერ კარგად არ ხარ, აზრაელის გახშირებული სუნთქვით ვხვდებოდი როგორ უჭირდა თავის შეკავება,
- კარგი რა თავს მშვენივრად ვგრძნობ, გეყოფათ ისე მოქცევა რომ თითქოს ყველამ ჩემზე უკეთ იცით რა მჭირდება და რა მინდა,
- და რა გინდა ლილა? შემეკითხა აზრაელი ჩახლეჩილი ხმით და ვნებისგან ჩამუქებული თვალებით დამაცქერდა,
- შენ მინდიხარ, სიგიჟემდე მინდიხარ, აქ და ახლავე, ვუთხარი და მის ქურთუკს წავეტანე,
- მინდა რომ მე გაგხადო,
აზრელმა უხმოდ დამიქნია თავი,
ქურთუკი და მაისური გავხადე, მის მკერდს და მუცელს კოცნით ჩავუყევი, ჩავიჩოქე, შარვლის ღილები გავუხსენი, გავხადე და ქვასავით გამაგრებული უზარმაზარი ასო გავუნთავისუფლე, აზრაელმა ამოიკვნესა და თმაში ხელები შემიცურა როცა მის ასოს ტუჩებით დავწვდი, ერთხანს სიამოვნებისგან კვნესოდა მერე მხრებში ხელი მომკიდა წამომაყენა და ტუჩებზე დამაცხრა, დიდხანს მკოცნიდა გატაცებით, მერე ხელში ამიტაცა და საწოლზე დამაწვინა, ერთხანს უხმოდ მიმზერდა,
- რომ იცოდე როგორი სასწაულად ლამაზი ხარ, ჩაიჩურჩულა და ზემოდან მომექცა, მაგიჟებ ლილა, შენს ყოველ შეხებას, ყოველ კოცნას ჭკუიდან გადავყავარ, ტუჩებზე კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ტუჩები შემდეგ, ყელზე და მკერდზე, გამაგრებულ კერტებს მიკოცნიდა და სიამოვნების საბურველში მხვევდა, შემდეგ თითები ქვემოთ ჩამიცურა და ვიგრძენი როგორ ესიამოვნა როცა იქ სისველე იგრძნო, თითებს რიტმულად ამოძრავებდა და ჩემს გაღიზიანებას აგრძელებდა, უფრო ღრმად და ღრმად, ზეწარს ჩავებღაუჭე, თავი უკან გადავწიე და კივილი აღმომხდა,
ვეღარ ვითმენდი, ის მჭირდებოდა, მინდოდა ჩემში მეგრძნო, ახლავე, ჩემსკენ მოვიზიდე, საწოლზე გულაღმა დავაგდე და ზემოდან დავაჯექი, აზრაელმა თეძოებით ზემოთ ამწია და ასოზე შემომისვა, თვალები დავხუჭე, ავმოძრავდი და იმ სიამოვნებას მივენდე, რომელიც მთელ სხეულში აბობოქრებუულ ტალღებად მივლიდა, ჩვენი კვნესა, ხელები, სხეულები, ერთმანეთს შეუერთდა, და როცა სიამოვნების მწვერვალს ერთად ვივაღწიეთ, ჩემი ფრთები თითქოსდა თავისთავად გაიშალა და უცნაური რბილი ოქროსფერი სინათლით გაანათა ოთახი...
* * *
- შენს შესახებ კიდევ ერთი რაღაც გავიგეთ, შენი ფრთები ანათებს, მითხრა აზრაელმა, საწოლზე შიშველი ვიწექი ის კი ცალ ხელზე დაყრდნობილი ზემოდან დამყურებდა და უკვე თითქმის შეუჩნეველ იარას ათვალიერებდა ჩემს მკერდზე,
- ფართოდ გავიღიმე, გავიზმორე და ტუჩები მოვილოკე,
- ახლა მაძღარ და ყველაფრით კმაყოფილ კატას გავხარ, გაეცინა აზრაელს,
- აშკარად ძალიან გულმოდგინედ ზრუნავ ჩემს კმაყოფილებაზე, ხელი თმებში შევუცურე მოვიზიდე და ვაკოცე, ამჯერად ნაზად, ფრთხილად და ნელ-ნელა დავაგემოვნე მისი ტუჩები,
- როგორი გაუმაძღარი ხარ, გაეღიმა როცა ჩემს ტუჩებს მოსწყდა,
- შენი ბრალია, ძალიან მიზიდავ, თავგზას მაკარგვინებ, არც კი ვიცი უშენოდ როგორ ვცხოვრობდი, ხანდახან მეშინია რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩნდეს, ვუთხარი და წამოვჯექი,
- გინდა წყალი ერთად გადავივლოთ?
აზრაელი აღფრთოვანებული მზერით მიყურებდა და ხანდახან მართლა ვერ ვხვდებოდი როგორ მოვხიბლე ასე ძალიან, მაინც რა მოეწონა ჩემში, ის ხომ ასეთი არაჩვეულებრივია, მე კი მე... ვერც კი ვიფიქრებდი რომ მისნაირ არსებას ჭკუას დავაკარგვინებდი,
- ამ მზერას ძალიან კარგად ვიცნობ, როცა ასე მიყურებ ხოლმე მერე რატომღაც ხასიათი გიფუჭდება, რა გჭირს, რაზე ფიქრობ? მითხარი რა გიტრიალებს მაგ პატარა ლამაზ თავში, მითხარი, შენ ხომ ძალიან გიყვარს პირდაპირობა, აზრაელი წამოჯდა წელზე ხელი მომხვია, სახე სახესთან მომიტანა და თბილად გამიღიმა,
- დღეს მეც მოვდივარ შენთან ერთად ბელიზართან შეხვედრაზე, მივახალე პირდაპირ,
ჩემდა გასაკვირად აზრაელი არ გაბრაზებულა, ერთხანს ძლივს იკავებდა ღიმილს და მერე გულიანად გადაიხარხარა,
- რა გაცინებს? გამიკვირდა მე, მეგონა გაბრაზდებოდი,
- ესე იგი მხოლოდ დემონებს არ ფერფლავ და მომავალს არ ხედავ, ინფორმაციის მოპოვებაშიც დაოსტატებულხარ, მითხარი როგორ მოახერხე სარიელისთვის ამ ინფორმაციის დატყუება, მითხრა მხიარულად და თმა ამიჩეჩა,
- მე არავისთვის არაფერი დამიტყუებია და საერთოდაც სარიელი რა შუაშია, ჩავიბურტყუნე, ტუჩები გავბუსხე და ნაწყენი სახის მიღებას შევეცადე,
- ამის შესახებ მხოლოდ მან და მე ვიცოდით, გაეღიმა აზრაელს და თუ შენც იცი ესე იგი მან გითხრა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ვერ წამოხვალ, შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ და დასვენება გჭირდება,
- ჰოო? მგონი ცოტა ხნის წინ წარმატებით ჩავაბარე ტესტი იმის შესახებ რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, ასე არ არის?
აზრაელს ჩაეცინა, და ბალიშებზე გულაღმა გაიშოტა,
- ჰო მაგაში ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგები, კარგი, წამოდი, დამეთანხმა მოულოდნელად, ოღონდ სიტყვა მომეცი რომ როგორც გეტყვი ისე მოიქცევი და რამე გაუთვალისწინებელს არ გააკეთებ.
* * *
- ოჰო, ისეთ წყვილს გავხართ სახლიდან გასვლამდე ტანსაცმელს რომ ერთმანეთს უხამებენ ხოლმე, ტყუპებივით გამოიყურებით,
ჯესი შემოსასვლელ კართან იდგა სპორტულ შარვალში და კაპიუშონიან ზედაში გამოწყობილი, გრძელი შავი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული, და ძალიან კარგად გამოიყურებოდა,
ჯერ აზრაელს შევხედე და შემდეგ ჩემი თავი შევათვალიერე, მართლაც ერთნაირად გვეცვა, შავი შარვლები, ტყავის ქურთუკები და შავი მაისურები, მხოლოდ ფეხსაცმელი გვეცვა განსხვავებული, მას თავისი საყვარელი სამხედრო ბოტები, მე კი თეთრი დაბალყელიანი კონვერსები, უნებურად გამეცინა,
- ახლავე მოვალ, ვუთხარი აზრაელს და ჯესი გვერდზე გავიყვანე,
- თითქმის ორი დღეა არ გვისაუბრია, იცოდე როგორც კი დავბრუნდები, ყველაფერს მომიყვები,
- რა ყველაფერს? ჯესიმ მიამიტი გოგოსავით ააფახულა გრძელი წამწამები,
- ურიელის და შენს შესახებ რათქმაუნდა, ჯესი ორივე მიყვარხართ და მიხარია რომ კარგი ურთიერთობა გაქვთ მაგრამ, ფრთხილად იყავი გთხოვ, არ მინდა რომ გული გეტკინოს, არის ისეთი რაღაცეები რისი დავიწყებაც არ შეიძლება,
- მაგალითად ის, რომ ადამიანი არ არის და ჩემგან განსხვავებით უკვდავია? ჯესიმ უდარდელად აიჩეჩა მხრები, ამაზე ვიფიქრე ლილა, სხვათაშორის ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი რომ სისულელეა იმაზე დარდი მერე რა მოხდება, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ასეთი სულელური აზრები ურიელს როგორ გამოვუბერტყო თავიდან, ისიც ზუსტად შენსავით ფიქრობს, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგება რადგანაც, ის უკვდავი ანგელოზია, მაგრამ არაუშავს, ჯესიმ ეშმაკურად გაიღიმა, ხომ იცი მეხერხება ურჩი კაცების მორჯულება,
- ჰო მაგრამ ჯესი, ურიელი იმ ბიჭებს არ გავს შენ რომ იცნობ,
- ჰოო? მაგასაც ვნახავთ, ჯესიმ თვალი ჩამიკრა, დერეფანში შევარდა და კარი ხმაურით მიიხურა,
მიხაროდა რომ ჯესი ისევ ის ჯესი იყო როგორც ყოველთვის, მხიარული და ცოტათი თავქარიანი, დავემშვიდობე და ბაღში ჩავედი სადაც აზრაელი მელოდებოდა, მივუახლოვდი ჩავეხუტე და ზურგზე მივეკარი,
- მოდი დღეს მანქანა არ გამოვიყენოთ და გავფრინდეთ, კარგი?
- კარგი, დამთანხმდა უცბად, ოღონდ იმ პირობით რომ მხოლოდ მე ვიფრენ, შენი მხრების დატვირთვა ახლა კარგი იდეა ნამდვილად არ არის, მითხრა, ფრთები გაშალა, ხელში ამიტაცა და ჰაერში აიჭრა,
ბარში ჩვეული ხალხმრავლობა იყო, ბელიზარი კიდევ ერთ ჩემთვის უცნობ დემონთან ერთად კუთხის ჩაბნელებულ მაგიდასთან გველოდებოდა,
- ის მეორე ვინ არის, ვკითხე აზრაელს
- აგარესი, ისიც ერთერთი მთავარი დემონია, მითხრა და მიპატიჟებას არ დალოდებია, ჯერ მე გამომიწია სკამი, შემდეგ კი თვითონაც გვერდით მომიჯდა,
დავინახე რომ ჩემს დანახვაზე ბელიზარის სახეზე რაღაც გაკვირვების მაგვარი გაკრთა, მაგრამ არ შეიმჩნია, აზრაელს მიუბრუნდა,
- მეგონა მარტო ვისაუბრებდით,
- არც შენ ხარ მარტო, თავით ანიშნა აზრაელმა აგარესზე, რომელიც თვალს არ მაშორებდა, ჯობია პირდაპირ საქმეზე გადახვიდე, დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს,
ასეთ აზრაელს ნამდვილად არ ვიცნობდი, ცივი ხმა და გამოხედვა ჰქონდა, ვხედავდი რომ ჩვენს წინ მსხდომი დემონები ცდილობდნენ არ შეემჩნიათ შიში მის მიმართ, მაგრამ დაძაბულები ისხდნენ,
- ვხედავ რაღაც- რაღაცეები იცვლება, დაიწყო ბელიზარმა, ხრინწიანი უსიამოვნო ხმით, ისრაფიელის შესახებ გავიგეთ,
- ეს თქვენ არ გეხებათ, ტუჩებში გამოსცრა აზრაელმა,
- იმაზე უფრო მეტად გვეხება ვიდრე წარმოგიდგენია და ალბათ არ დაიჯერებ მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ მხარეზე ვართ,
- ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ, იქნებ მოკლედ მოჭრა ბელიზარ, აზრელს ხმაში მრისხანება შეეპარა, რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ანგელოზები და დემონები არასდროს ყოფილან ერთ მხარეზე, ახლა რა ხდება?
- ჩვენც თითქმის იმ დროიდან ვცხოვრობთ აქ ამ სამყაროში რა დროიდანაც თქვენ, ანგელოზები, და ნელ-ნელა ჩვენც ვიცვლებოდით ისევე როგორც თქვენ, რადგან შეუძლებელია ამ სამყაროში ადამიანების გვერდით იცხოვრო და არ შეიცვალო, ჩვენ შედარებით კეთილგანწყობილები ვართ მათ მიმართ ვიდრე საუკუნეების წინ, ჩვენ მათ არ ვხოცავთ, რათქმაუნდა, არსებობენ რადიკალური დაჯგუფებები და ვიღაც მათ თქვენს წინააღმდეგ და ჩვენს შორის ომის დასაწყებად იყენებს, მაგრამ მინდა გითხრა რომ ჩვენ მათ ვემიჯნებით, ჩვენ ოჯახები გვყავს აზრაელ, დიდი ხანია ჩვენი შობადობა მცირდება, გამრავლების უნარი ფაქტიურად დავკარგეთ და არ გვინდა ჩვენი შვილები იმ ომს შეეწირნონ რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, ვიცი თქვენთან ბრძოლისას არანაირი შანსი არ გვაქვს, და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგეხმაროთ,
- დაგვეხმაროთ? აზრაელი ცოტა არ იყოს გაოცებული ჩანდა, მაინც როგორ აპირებთ ჩვენს დახმარებას?
- ალბათ იცი რომ მამათქვენი, მთელ ამ სამყაროში ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს პორტალებს,
აზრაელს სახეზე ნაკვთიც კი არ შერხევია და მივხვდი რომ იცოდა ამის შესახებ,
- ჰმ, ესე იგი იცით, გააგრძელა ბელიზარმა, მაგრამ ის თუ იცით ამას რატომ აკეთებს?
- ამის გარკვევას ვცდილობთ, აზრაელმა თითები მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა, აქ ამ საკითხზე საჭორაოდ დამიბარე?
- ალთეინში ჩემი კაცი მყავს, ის დროდადრო ინფორმაციას მაწვდის ხოლმე და მერწმუნეთ თქვენზე მეტი ვიცი ამ საკითხზე, თქვენი, ანგელოზების პრობლემა ისაა რომ მამათქვენს დღევანდლამდე თვალდახუჭული ენდობოდით, მაგრამ ჩვენ დემონები, არავის ვენდობით საკუთარი თავის გარდა,
- ერთი სიტყვით პროფესორს გეგმა აქვს როგორ შექმნას ახალი სამყარო, ხოლო ეს სამყარო ჩვენთან ერთად მტვრად აქციოს, ის პორტალებს ანადგურებს რათა მისთვის ხელის შეშლა ვერ მოვახერხოთ,
შევამჩნიე როგორ შეეცვალა აზრაელს სახე და მისი კბილების ღრჭიალიც ნათლად გავიგონე,
- ჩემს კაცს მის ლაბორატორიასთან წვდომა აქვს, გააგრძელა ბელიზარმა, მან საკუთარი თვალით ნახა საბუთები მის შესახებ, ჩემსკენ ანიშნა თავით,
აზრაელმა გადმომხედა და მერე ბელიზარს ანიშნა რომ ლაპარაკი განეგრძო
- საბუთებში გარკვევით წერია რომ მას დამოუკიდებლად შეუძლია ახალი პორტალების შექმნა,
- კიდევ რა ეწერა იმ საბუთებში, ვეღარ მოვითმინე მე,
- სხვა ვერაფრის გაგება ვერ მოვახერხეთ, ბელიზარმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, ერთი რამ კი ვიცი აზრაელ, მამაშენი ყველაფერს გააკეთებს მის ალთეინში წასაყვანად, მერე მთელ პორტალებს გაანადგურებს და ამ სამყაროს უბრალოდ ააორთქლებს, ყველანაირ გასაქცევ გზას მოგვიჭრის რადგან აქაურობას უკვე ვეღარ აკონტროლებს, თუკი პორტალი არ გვექნება ალთეინში ვერ წავალთ, არადა მხოლოდ იქიდან შეგვიძლია პროფესორის შექმნილი დამანგრეველი იარაღის განადგურება,
ვუსმენდი ბელიზარს და მიკვირდა როგორ შეიძლებოდა ასეთი უსულგულო არსება მამაჩემი ყოფილიყო, მერე რა რომ ეს სამყარო მისი შექმნილია როგორ შეუძლია ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს ყველაფერი, როგორ შეუძლია ადამიანების ბედიღბლით თამაში,
უცბად რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაც მეძახდა, დაჟინებით მთხოვდა გარეთ გავსულიყავი, ადექი, ჩამჩურჩულებდა ხმა, თავი გავაქნიე, მიმოვიხედე, ნაცნობი არავინ ჩანდა და ეს ხმაც აშკარად მხოლოდ მე მესმოდა,
- რა ხდება, კარგად ხარ? შემეკითხა აზრაელი, შევამჩნიე როგორ გადახედეს ერმანეთს ბელიზარმა და აგარესმა, აზრაელს ვანიშნე რომ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასვლა მინდოდა, მან უხმოდ დამიქნია თავი,
ბარიდან გავედი და ღამის ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მეუცნაურა, ბარი ხალხით იყო სავსე, ხოლო გარეთ კაცის ჭაჭანება არ იყო, არავინ, არცერთი ადამიანი, უეცრად ჩემს წინ რამდენიმე მეტრის მოშორებით ჰაერი უცნაურად ალივლივდა და ოვალურად ცისფრად განათდა, იქიდან კი მაღალი გამხდარი თეთრ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, გრძელი ღიაფერის წვერით და თმით,
- გამარჯობა შვილო, მომესალმა მშრალი, უემოციო ხმით და მომიახლოვდა,
უნებურად უკან დავიხიე და ვიღაცას შევასკდი, შევბრუნდი, ზურგს უკან ისრაფიელი მედგა, რამდენიმე დემონთან ერთად, უცნაურ ოქროსფერ პრიალა ჯავშანში ჩაცმული,
- მიხარია რომ კარგად ხარ ლილა, ახლა კი მამას მოუსმინე, მითხრა და უკან დაიხია,
უმწეოდ მიმოვიხედე, რავქნა, რა უნდა გავაკეთო?
- ჩემი ნუ გეშინია შვილო, კაცმა ხელი გამოიწოდა რომ მკლავზე შემხებოდა, უკან დავიხიე, როგორმე დრო უნდა გამეწელა სანამ აზრაელი მიხვდებოდა რომ, საფრთხეში ვიყავი,
- ასე ნუ მომმართავთ, მე თქვენ არ გიცნობთ,
- საკმარისია, კაცს ხმაში მრისხანება შეეპარა, გგონია შენთან ლოლიავის დრო მაქვს? უბრალოდ მინდოდა ზედმეტი გართულებები თავიდან ამეცილებინა და პირადად მოვედი შენს წასაყვანად,
- და ვინ გითხრა რომ შენთან ერთად წამოვალ ‘’მამა’’ , კბილებში გამოვცერი, არ გაბედო და არ მომეკარო, შენთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ,
- გინდა ამ მომაკვდავ სამყაროში დარჩე იმ უბადრუკ არაფრისმაქნის არსებებთან ერთად რომელთაც ანგელოზები ქვიათ? შენ მე შეგქმენი ლილა, ისევე როგორც ეს სამყარო, როგორც ადამიანები და ანგელოზები, მაგრამ მათგან განსხვავებით ჩემი ღვიძლი შვილი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი, შენ მე მჭირდები,
ვუყურებდი და მასში არა მამას არამედ გრძნობებისგან სრულიად ცარიელ ადამიანს ვხედავდი, საცოდავ ადამიანს, რომელიც მუდმივად რაღაც შეუძლებელს ებღაუჭება, ჯანდაბა, აშკარად ბელიზარიც კი მასზე მეტად მგრძნობიარეა,
- მე აქ ვრჩები, განვაცხადე მტკიცედ, აზრელთან ერთად ვრჩები და ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს მის მიტოვებას, მათ შორის ვერც შენ ‘’მამა’’,
- ჰოო? გადაიხარხარა პროფესორმა, აი თურმე რაში ყოფილა საქმე, შენ შეყვარებული ხარ, ის თუ მაინც იცი აზრაელი სინამდვილეში ვინ არის და რა შეუძლია,
- შეიძლება ბევრი რამ არ ვიცოდე მის შესახებ მაგრამ ის მაინც ვიცი რომ ამ ვით მოღალატე არ არის, მივუთითე ისრაფიელზე, რომელიც მშვიდად იდგა და არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა,
პროფესორმა ისრაფიელს ჩემზე ანიშნა, შებრუნდა და პორტალისკენ წავიდა, ისრაფიელმა მკლავში ხელი ჩამავლო და ცისფრად მოციმციმე სინათლისკენ წამიყვანა და უცბად...
- მგონი ლილამ გასაგებად გითხრათ რომ წამოსვლა არ უნდა, მომესმა აზრაელის ხმა...
* * *
ისრაფიელი წამიერად გაშეშდა, პროფესორმა ნაბიჯი შეანელა და მერე სამივე ერთად სინქრონულად შევბრუნდით,
ბარის შესასვლელთან აზრაელი იდგა, ჩვეული უცნაურად მომხიბვლელი ღიმილით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და გვერდზე თავგდადახრილი, მეზობლის იმ ანცი ბიჭივით სათამაშოდ რომ გეძახის და თან გაფაციცებული ელოდება დედ მამა რას გიპასუხებს, შემომხედა, თვალი უდარდელად ჩამიკრა და პროფესორს მშვიდად მიმართა...
- გამარჯობა მამა, ნუთუ ისე აპირებ წასვლას რომ შენს საყვარელ შვილს არც კი მიესალმები?
მიუხედავად იმისა რომ აზრაელი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა და თბილად იღიმოდა, მაინც იგრძნობოდა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქარიშხლისწინა სიმშვიდე იყო და კარგი არაფერი მოხდებოდა, გონება დავძაბე რომ როგორმე გამეგო რას ფიქრობდა და რას აპირებდა, მაგრამ სულ ტყუილად, მისი გონების გარშემო ჩემთვის შეუვალი კედლები იყო აღმართული,
- ჯანდაბა ლილა, გავიფიქრე, თავი მუდმივად რომანტიკული სისულელეებით რომ არ გქონდეს გამოტენილი და ვარჯიშისთვის მეტი დრო დაგეთმო, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი, სხვა რა გზაა, ვნახოთ რა მოხდება,
პროფესორი ერთხანს უხმოდ უმზერდა აზრაელს და შემიძლია დავიფიცო რომ მის თვალებში უზომო მრისხანების გარდა სიყვარულსაც ვხედავდი, მერე რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა პორტალს და აზრელს ცივი ხმით მიმართა,
- პრობლემებს ნუ შექმნი, ისედაც საკმარისად ვითმინე შენი და შენი არაფრისმაქნისი ძმების გამოხტომები, ლილა არც შენ და არც ამ სამყაროს არ ეკუთვნის და ის ჩემთან წამოვა,
- მეც ზუსტად ამას ვამბობ, აზრაელი აღარ იღიმოდა,
- ლილა არავის არ ეკუთვნის საკუთარი თავის გარდა და თვითონ გადაწყვეტს რა არის მისთვის უკეთესი და სად და ვის გვერდით უნდა ყოფნა, თანაც თავისუფალ ნებაზე რას იტყვი?
პროფესორმა ხელები მუშტებად შეკრა და სიბრაზის დასაფარავად ცალყბად გაიღიმა,
- თავისუფალი ნება? ეს ისაა რითაც ასწლეულების მანძილზე ხალხს ტვინს ურეცხავდით რომ უფრო ადვილად დაგემორჩილებინათ, თქვენ მე შეგქმენით, ეს სამყაროც მე შევქმენი და მე ვარ ის ერთადერთი ვისაც უნდა ემორჩილებოდეთ და ვინც უნდა გიყვარდეთ, მაგრამ თქვენ ჩემს წინააღმდეგ ამხედრება გაბედეთ და ვის და რის გამო? ადამიანები გეცოდებათ? იქნებ გიყვართ კიდეც ეს არსებები? არსებები რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე და დღევანდელ დღეზე ფიქრობენ და რომელთაც უკვე საკუთარი ხელით, თითქმის გაანადგურეს ჩემი შექმნილი სამყარო, მათ გამო საკუთარ მამას აუმხედრდით და ახლა იმ სასჯელს მიიღებთ რაც დაიმსახურეთ, ამ სამყაროსთან ერთად ფერფლად იქცევით, თქვენგან აღარაფერი დარჩება,
ვიგრძენი როგორ შეკრთა და დაიძაბა ისრაფიელი, ქვემოდან ავხედე, ტუჩს იკვნეტდდა და პროფესორს თვალს არ აშორებდა, მივხვდი მან არაფერი იცოდა იმის შესახებ რომ პროფესორს ამ სამყაროს განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი, აზრაელს შევხედე და დავინახე ისიც ისრაფიელს უყურებდა და გრძნობდა მის მერყეობას, მერე რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ და დავინახე გაშლილი ხელებით როგორ შეეხო უხილავ ფარს რომელიც მის შეხებაზე განათდა და ალივლივდა,
- ჭკვიანი ხარ, ჩაეცინა პროფესორს, როგორ მიხვდი რომ აქ ფარი იყო,
- შენც არანაკლებ ჭკვიანი ხარ მამა, ვიცოდი რომ ჩვენს სამყაროში მხოლოდ დემონების და ერთი მოღალატის იმედზე არ ჩამოხვიდოდი, თავით ისრაფიელისკენ ანიშნა ზარელმა და მე ცხადად მომესმა ჩემს ზურგს უკან მდგარი ისრაფიელი კბილების ღჭიალის ხმა,
- ჰოდა ალბათ იმასაც ხვდები რომ ამ ფარში გამოღწევას ვერ მოახერხებ, ასე რომ... პროფესორმა ხელები გაშალა და ისრაფიელს რაღაც ანიშნა,
უეცრად ზეცა წამიერად მოიქუფრა, ვიგრძენი როგორ აცივდა, ქარმა თმა ამიწეწა და ჭექა ქუხილის თანხლებით აზრაელის გვერდით ურიელი და დანიელი დაეშვნენ ციდან, ახლაღა მივხვდი, ეს საუბარი აზრაელს მხოლოდ და მხოლოდ დროის გასაყვანად სჭირდებოდა და შევატყვე პროფესორიც მიხვდა ამას,
ურიელი და დანიელი საბრძოლოდ იყვნენ გამოწყობილები, ორივეს იარაღი ჰქონდა ასხმული, აზრაელმა ფრთები გაშალა მერე ხელი ჰაერში შემართა და უეცრად თითქოს ჯადოქრობააო მის ხელში გრძელი შუბისმაგვარი იარაღი გაჩნდა, მერე ურიელს რაღაც ანიშნა, ურიელმა მხარს უკნიდან ხმალი ამოიღო ხმალი უცნაურად ელავდა და ფერს იცვლიდა, დავინახე როგორ შეეცვალა პროფესორს სახე...
- იმედია არ ფიქრობ რომ სანამ შენ სამყაროს განადგურების გეგმას ადგენდი ჩვენ ტყუილუბრალოდ ვიჯექით, ხომ იცი მეც შენსავით მიყვარს ახალ ახალი იარაღების შექმნა, მიმართა პროფესორს ურიელმა ჩვეული უემოიო ხმით, მერე ხმალი ასწია და მთელი ძალით დასცხო ფარს,
გაისმა საშინელი ხმა, მერე ფარი ნაწილ - ნაწილ დაიბზარა და უბრალოდ გასკდა, მისგან წარმოქმნილმა ენერგიის ტალღამ ანგელოზები უკან გადაყარა, დავინახე როგორ მძიმედ წამოდგა აზრაელი, ტუჩის კუთხეში სისხლი მოდიოდა და ნიკაპზე ეღვენთებოდა, თვალები მრისხანებით და ბრაზით ჰქონდა სავსე, უეცრად თითქოს მისგან გადამედოო მეც საშინელი ბრაზი და მრისხანება ვიგრძენი, მთელი სხეული დამეძაბა თითქოს რაღაც ძალა შიგნიდან გარეთ გამოჭრას ცდილობსო, უცნაური სიმხურვალე ვიგრძენი, მკლავებზე დავიხედე, ხელები თითქოს გამჭვირვალე გამხდომოდა და თავისუფლად ვხედავდი ძარღვებში სისხლის მაგივრად როგორ მოძრაობდა ცეცხლი,
პროფესორმა უცბად შეაფასა სიტუაცია და რამდენიმე ჩქარი ნაბიჯით პორტალში შევიდა, აზრაელი ურიელი და დანიელი ნელი ნაბიჯით დაიძრნენ ჩვენსკენ, ვგრძნობდი რომ სადაცაა ავფეთქდებოდი, ისრაფიელს მივუბრუნდი,
- ყველაფრის მიუხედავად არ მინდა რამე დაგიშავო, პორტალში შედი სწრაფად, არამგონია აქ რამე კარგი მოხდეს,
ისრაფიელმა უცნაური მზერით შემომხედა, რაც ერთდროულად გაოცებას და მადლიერებას გამოხატავდა, მერე კი პორტალში გაუჩინარდა, აზრაელს ვანიშნე რომ ახლოს არ მოსულიყო და მერე ბუნდოვნად მახსოვს რაც მოხდა,
მე ფაქტიურად ავფეთქდი, ცეცხლის ტალღამ ჩემს გარშემო ყველაფერი მოიცვა, ჩემს ახლოს მდგარი დემონები წამში დაიფერფლნენ, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს, მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ არ ვიწვოდი, ჩემს გარშემო კი ტალღა დიდდებოდა და ყველაფერს ფერფლავდა, ურიელმა ჩაიჩოქა და თავისი და დანიელის გარშემო დამცავი ფარი შექმნა, ვხედავდი ცეცხლის ტალღით გარშემორტყმული აზრაელი როგორ ცდილობდა ჩემამდე მოღწევას, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი, ამ მრისხანებას ვერ ვიმორჩილებდი,
- შეჩერდი ლილა, მომესმა შორიდან მისი ხმა მერე კი ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემს გონებაში შემოღწევას და სასოწარკვეთილმა ამის საშუალება მივეცი, უეცრად ჩემს გონებაში ერთიმეორის მიყოლებით გაცოცხლდნენ მოგონებები, აზრაელი ბარში დგას ჩემს წინ როცა პირველად ვნახე, ბაღში მის მუხლებზე თავი მიდევს, სახურავზე მის მკერდზე მიკრული ვწევარ, იატაკზე საწოლთან ზის და ჩემს ხელზე თავმიდებულს პატარა ბაშვივით სძინავს...
სულში უჩვეულოდ თბილი გრძნობა ჩამეღვარა, ვიგრძენი როგორ დაცხრა ჩემი მრისხანება, თვალები დავხუჭე და მთელი ძალით ვცადე დავმშვიდებულიყავი, ცეცხლის ტალღამ ნელ-ნელა იკლო, თითქოს ჩემმა სხეულმა ყველაფერი უკან შეიწოვა, ფეხებში ნელ ნელა გამომეცალა ძალა და წაქცევისგან აზრაელის მკლავებმა მიხსნა, ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე,
ოჰ ეს ნაცნობი დამათრობელი სურნელი, ჩემი მეგობრის, ჩემი საყვარლის, ჩემი აზრაელის სურნელი...
- სახლში წავიდეთ? ჩამჩურჩულა და მეც უხმოდ დავუქნიე თავი, ხელში ამიტაცა და თვალები მანამდე არ გამიხელია სანამ სახლის წინ ბაღში არ დავეშვით,
დანიელი და ურიელი ჩვენ გვერდით დაეშვნენ ბაღში, მაშინვე მათთან მივედი,
- ბიჭებო ძალიან გთხოვთ მაპატიეთ, შეიძლებოდა ჩემს გამო რამე დაგშავებოდათ,
- ჩვენზე ნუ ნერვიულობ, ჩემი დამშვიდება სცადა დანიელმა აი აზრელის გამო კი მართლაც შეგვეშინდა
- ჰო ასეა, დაუდასტურა ურიელმა ვიფიქრეთ იმ ცეცხლში დაიწვებოდა,
აზრაელი უკნიდან მომიახლოვდა, ხელები წელზე მომხვია და ჩამეხუტა,
- დარწმუნებული ვარ ლილას ჩემი დაწვა რომ სდომოდა დავიწვებოდი კიდეც, უბრალოდ ქვეცნობიერად იმ ალისგან მიცავდა რომელმაც დემონები ასე უბრალოდ დაფერფლა,
- ფიქრობ რომ ასეა? ვკითხე და შვებით ამოვისუნთქე,
- მე შენს გონებაში ვიყავი ლილა, გმადლობ იმისთვის რომ მაჩვენე რაზე ფიქრობდი და რა გსურდა, აზრაელმა თმა გადამიწია და კისერში ვნებიანად მაკოცა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და ტუჩზე ვიკბინე რომ არ დამეკვნესა,
- მგონი დაგავიწყდათ რომ ჩვენც აქ ვართ, მხიარულად გაიცინა ურიელმა, მე წავედი, ჯესი მელოდება, გვითხრა ხელი მხიარულად დაგვიქნია და ტერასისკენ წავიდა,
ერთხანს სამივე პირდაღებულები ვუყურებდით, მერე აზრაელმა ერთი ხელი მე ხოლო მეორე დანიელს გადახვია და შესასვლელისკენ წაგვიყვანა,
- წარმოგიდგენიათ? ურიელი ხუმრობს და იცინის, ამის მერე არ გაბედოთ და აღარ თქვათ რომ სასწაულები არ ხდება.
* * *
- გადავწყვიტე უნივერსიტეტში ერთწლიანი შესვენება ავიღო, გამომიცხადა ჯესიმ მეორე დილით როცა ბაღში საუზმისთვის ხილს და ბოსტნეულს ვკრეფდით,
ვერ ვიტყვი რომ ძალიან გამიკვირდა რადგან ჯესი ყოველთვის გამოირჩეოდა უცნაური და ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებების უცბად მიღების უნარით,
- კი მაგრამ რატომ? ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იმაზე ვსაუბრობდით რომ უნივერსიტეტის მიტოვება არ გინდოდა,
- არც მივატოვებ, ჯესიმ მადიანად ჩაკბიჩა ატამი და იქვე ბალახებზე ჩამოჯდა, იცი რა ლილა, ურიელი დავინახე თუ არა მასინვე მივხვდი თუ რა იღბლიანი ადამიანი ვარ და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ, მინდა მთელი დრო მას დავუთმო რადგან ვგრძნობ რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით,
ჯესი აჟიტირებული იყო, სახე და თვალები უბრწყინავდა, უნებლიეთ გამეცინა,
- ურიელმა თუ იცის ამ ყველაფრის შესახებ და ბოლოსდაბოლოს მეტყვი რა ურთიერთობა გაქვთ?
- არაფერიც არ იცის ტუჩები გაბუსხა ჯესიმ, ვიცი, ვგრძნობ რომ ჩემთან ყოფნა მოწონს მაგრამ ყოველთვის თავს მარიდებს, წარმოგიდგენია? ჯერ ერთმანეთისთვის არც კი გვიკოცნია,
მის გვერდით ჩამოვჯექი და ვეცადე შეწუხებული სახე მიმეღო
- ჰოო, თუკი ეღთმანეთისთვის არ გიკოცნიათ ეს ნამდვილი ტრაგედიაა,
- კარგი რა ლილა გგონია ვერ ვხვდები რომ დამცინი, ნაწყენი ხმა ჰქონდა ჯესის
- სულაც არ დაგცინი უბრალოდ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა ერთმანეთს იცნობთ, ცოტა დააცადე,
- ოფ, ასე მგონია ვერასდროს გაბედავს მითხრას რომ მოვწონვარ, სხვა რამეზე საერთოდ საუბარიც აღარ არის, ამოიოხრა ჯესიმ,
მგონი ჯესი მართალი იყო, იმ დღეს სავარჯიშო დარბაზში ურიელი ისეთი თვალებით უყურებდა ჯესის, აშკარად მოსწონს ოღონდ, ნეტავ რატომ არ ეუბნება?
- რაზე ჩაფიქრდი?
- იმაზე როგორ მოვიშორო ფსიქოპატი მამაჩემი და აზრაელთან ერთად მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრო, ვთქვი და იმწამსვე გავიაზრე რომ ეს შეუძლებელი იყო, ბალახებზე გულაღმა გავიშოტე და შემოდგომის ცას ავხედე, ჯესიც ჩემს გვერდით წამოწვა,
- მასთან პირისპირ საუბარზე არ გიფიქრია?
- კარგი რა ჯეს, მან დედაჩემი მოიტაცა და მასზე ცდები ჩაატარა, ახლა კი ჩემს წაყვანას ცდილობს და რა უნდა კაცმა არ იცის აკლბათ მეც ლაბოტრატორიაში გამომკეტავს და ეცდება ჩემი კლონები შექმნას, შენ არც კი იცი ის ვინაა, უბრალოდ შეშლილია,
- ჰო მაგრამ, იქნებ მისი გადმოსახედიდანაც გეცადა ყველაფრის დანახვა, შენ ხომ მხოლოდ აზრაელის მონაყოლი იცი, იქნებ ყველაფერი არც ისეა როგორც ერთი შეხედვით ჩანს,
- ჰმ, ეს ყველაფერი როგორ გავიგო ჯესი, იმის თქმა გინდა რომ აზრაელი რაღაცას მატყუებს,
- არა რას ამბობ, ჯესი წამოჯდა და მხრები აიჩეჩა, უბრალოდ შენს ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად ვისურვებდი იმ მინისკოშკებიანი ქალაქის ხილვას ხილვას, გახსოვს ადრე რომ მომიყევი?
- ჰო სიზმარში რომ ვნახე ალბათ იმას გულისხმობ? იმ ქალაქში წასვლას აზრაელის გარეშე არ ვაპირებ და კიდეც რომ დავაპირო წასვლა მგონი ეს უკვე შეუძლებელია, თითქმის ყველა პორტალი განადგურებულია, და რომელიც მუშაობს დარწმუნებული ვარ ალბათ იმ სამყაროს მხრიდან საიმედოდაა დაცული
- სულელო, მომიბრუნდა ჯესი ღიმილით, შენ ხომ პორტალების შექმნა შეგიძლია, არ გინდა სცადო გამოგივა თუ არა? საერთოდ არ ხარ ცნობისმოყვარე, ისე წახვიდოდი და დაბრუნდებოდი უკან ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, ისე იქცევი თითქოს უკვე წლებია აზრაელის ცოლი ხარ, სავალდებულო არ არის ყველაფერი იცოდეს,
- კი მაგრამ შენ საიდან იცი იმის შესახებ რომ პორტალების შექმნა შემიძლია, ვკითხე და დავინახე როგორ გადაურბინა სახეზე ჩრდილმა, თითქოს ფიქრობდა რა ეპასუხა,
- მგონი დღეს დილით გავიგონე როგორ საუბრობდნენ აზრაელი და ურიელი, მითხრა ბოლოს, ადგა ბოსტნეულით და ხილით სავსე კალათი აიღო და სახლისკენ წავიდა,
ესღა მაკლდა, ჯესი რაღაცას მიმალავს, რატომ ცდილობს ჩემს დარწმუნებას რომ ალთეინში წავიდე? იქნებ უბრალოდ დამთხვევაა ეს ყველაფერი, და არაფერიც არ ხდება, ჯანდაბა მგონი ვგიჟდები, არა, შეუძლებელია მას რამე კავშირი ჰქონდეს მამაჩემთან და იმ სამყაროსთან, შეუძლებელია,
- შენს თავს ესაუბრები? ჩემს წინ აზრელი იდგა და მიღიმოდა, ხელი გამომიწოდა, ამაღენა და ჩამიხუტა
- საოცარი სურნელი გაქვს ლილა, შენი ჩახუტებით და მოფერებით ვერ ვძღები, ერთი წუთის გატარებაც კი არ მინდა შენს გარეშე,
აი ეს არის რაც მჭირდებოდა გამოსაფხიზლებლად, მისი სითბო და ალერსი, ჩემზე მასტიმულირებელი საშუალებასავით მოქმედებს,
- დღეს ურიელი ხომ არ გინახავს? ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე,
- რატომ მეკითხები?
- ისე უბრალოდ, წეღან ჯესი ეძებდა,
- დღეს არ მინახავს, ალბათ ისევ ვარჯიშობს ან რამე ახალ იარაღს უკირკიტებს, წამოდი ვისაუზმოთ, ხელი გადამხვია და ტერასისკენ წამიყვანა,
- მოიცადე კიდევ რაღაც მაინტერესებს, ვინმეს უთხარი რაც გუშინ ბელიზარმა თქვა ჩემს შესახებ, რომ პორტალების შექმნა შემიძლია,
აზრაელი შეჩერდა, წინ დამიდგა და თვალებში დაკვირვებით ჩამხედა,
- არავისთვის მითქვამს, მაგრამ ვხვდები რომ ამ ყველაფერს ტყუილად არ მეკითხები და რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები, ხომ იცი რომ შეგიძლია მენდო, მითხრა და გამიღიმა,
- ისეთი არაფერია, გავიცინე ნაძალადევად, როცა ყველაფერში გავერკვევი აუცილებლად გეტყვი კარგი?
აზრაელს აღარაფერი უთქვამს უხმოდ დამიქნია თავი.
* * *
- რაღაც მაინტერესებს, ვუთხარი აზრაელს როცა საუზმის შემდეგ სავარჯიშო დარბაზში შევედით,
- მკითხე რაც გინდა, აზრაელი რატომღაც უჩვეულოდ ხალისიანი იყო,
- როგორ ახერხებთ რომ ის ყველაფერი რაც ხდება ადამიანებისგან დამალოთ, მაგალითად გუშინ ჩვენს გარშემო ყველაფერი დაიწვა,
- ჩვეულებრივად ხდება, აზრელმა მხრები აიჩეჩა, დღეს გამოაცხადებენ რომ გაზის გაჟონვა მოხდა და ამიტომ დაიწვა რამდენიმე შენობა, მერე ჩემს შეშფოთებულ სახეს შეხედა და დაამატა,
- არ ინერვიულო, არავინ დაშავებულა,
შვებით ამოვისუნთქე,
- დღეს რას ვაკეთებთ? პორტალის შექმნა ხომ არ გვეცადა? ვკითხე და მის რეაქციას დაველოდე, მანაც არ დააყოვნა,
- ეს საიდან მოგივიდა თავში აზრად,
არც კი ველოდი იმდენად უხეში იყო,
- მე უბრალოდ ვიფიქრე რომ ეს დაგვჭირდებოდა აზრაელ, იქნებ გვეცადა იმ სამყაროში წასვლა და მამასთან დალაპარაკება, იქნებ უბრალოდ შევძლოთ მასთან შეთანხმება,
პირველად ვხედავდი აზრაელს ასეთ გაბრაზებულს, ვხედავდი როგორ ცდილობდა თავის შეკავებას,
- შენ არც კი იცი ის ვინ არის ლილა, კედელს მუშტი დასცხო და მწარედ გაიღიმა
- ჩვენ მან გაგვზარდა, ათასობით წელია მასთან ურთიერთობა გვაქვს და დღესაც მგონია რომ ბოლომდე არ ვიცნობ, დემონებსაც კი მასზე მეტი გრძნობები აქვთ, არასდროს უფიქრია ჩვენზე თუ რა გვინდოდა, რას ვგრძნობდით, რაზე ვოცნებობდით, მისთვის ყოველთვის იარაღი ვიყავით და მეტი არაფერი, იარაღი რომელიც ამ სამყაროში ზუსტად ისეთ წესრიგს ამყარებდა რომელიც მას სჭირდებოდა და ახლა თუ გგონია რომ ასეთი უსულგულო არსების ხელში ჩაგაგდებ ძალიან ცდები, მე აუცილებლად ვიპოვი გზას რომ ეს სამყარო გადავარჩინო მაგრამ ასე არა, ამ ყველაფერს შენ არ შეგწირავ,
ღრმად სუნთქავდა, თვალები ბრაზით და მრისხანებით ჰქონდა სავსე და ისეთი სექსუალური იყო...
ახლოს მივედი, მაისურის ქვეშ ხელი შევუცურე და მკერდზე დავადე, გული ამოხტომაზე ჰქონდა, ახლოს მიმიზიდა, შუბლი შუბლზე მომადო თვალები დახუჭა და ამოიოხრა,
- არავის მივცემ უფლებას შენი თავი წამართვას, ამას უბრალოდ ვერ გადავიტან,
თითისწვერებზე ავიწიე და ტუჩებზე დავეწაფე, კოცნაზე კოცნით მიპასუხა, სწრაფად და უხეშად და თავდავიწყებით მკოცნიდა, კედელზე ამაკრა, ერთი მოძრაობით ზემოთ ამწია და ჩემი ფეხები თეძოებზე შემოიწყო,
- შენ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი, გესმის? ჩამჩურჩულა, და ასე ხელში აყვანილი წამიყვანა რბილი სავარჯიშო ხალიჩებით მოფენილი მოედნისკენ, ხალიჩაზე დამსვა, შორტი და მაისური გამაძრო, მერე შარვალი გაიხსნა, ასო გაინთავისუფლა და არავითარი პრელუდია, ერთი სწრაფი ძლიერი მოძრაობით შემოვიდა ჩემში, სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა, ფეხები წელზე შემოვხვიე,
- უფრო ძლიერად, ძლივს ამოვთქვი,
- თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია ქალბატონო ჩაიცინა აზრაელმა,
და მერე როცა სიამოვნებისგან გათანგულები ხალიჩაზე ვიწექით და ჭერს შევცქეროდით, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩვენი გონების კავშირი, ოღონდ ამჯერად ეს სულ სხვაგვარი რამ იყო, მე მას გვგრძნობდი და ის მე მგრძნობდა, ბოლომდე ვგრძნობდით ერთმანეთს გონების სიღრმეებამდე, ჩვენს შორის აღარაფერი იყო დაფარული და ეს არაჩვეულებრივი იყო.
* * *
- დღეს საღამოს ადვოკატთან მაქვს შეხვედრა, გამოგვიცხადა ჯესიმ მე და აზრაელს, როცა მისაღებში ერთ სავარძელში ვისხედით და როიალზე სარიელის ოსტატურ დაკვრას ვუსმენდით,
- რა ხდება? გინდა წამოგყვე, ვუთხარი და წამოვდექი,
- არა სერიოზული არაფერია, გაიღიმა ჯესიმ, ბიძია გიომის მემკვიდრეობის სესახებ რაღაც მაქვს გასარკვევი, ტაქსს გამოვიძახებ და მარტო წავალ,
- მარტო სიარული ახლა ართუ ისე ჭკვიანურია, იქნებ ურიელი წამოგყვეს, უთხრა აზრაელმა,
- ურიელი სახლში არ არის, ჯესიმ მხრები აიჩეჩა, საშიში არაფერია, დაახლოებით ორ საათში დავბრუნდები, ახლა გავემზადები და გავალ,
- მეც საქმე მაქვს იმედია არ მიწყენ, თუ ცოტახნით დაგტოვებ, მითხრა აზრაელმა წამოგდა, მომეხვია და შუბლზე მაკოცა,
- კარგი, მიხედე შენს საქმეს, გავუღიმე და ისევ სავარძელში ჩავეშვი,
დღეს ჯესის უკან უნდა გავყვე, უნდა გავიგო სად მიდის, ბედოვლათი მატყუარა, როგორ დაავიწყდა რომ მემკვიდრეობის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცი,
ცოტა ხნის შემდეგ ფანჯრიდან დავინახე როგორ გავიდა ჯესი ქუჩაში და ტაქსში ჩაჯდა, სასწრაფოდ გავვარდი ტერასიდან ბაღში, ფრთები გავშალე და ის იყო უნდა ავფრენილიყავი რომ ჩემს გვერდით ურიელი დაეშვა,
- სად მიდიხარ ლილა?
- ურიელ დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ სამწუხაროდ არ მცალია,
- დაწყნარდი, ვიცი რომ ჯესის მიყვები, ისიც ვიცი ჯესი სად მიდის, ასე რომ საჩქარო არაფერია,
გაკვირვებულმა შევხედე, ურიელი ჩვეული არაფრისმთქმელი სახით მიყურებდა
- როგორ? შენ იცოდი ჯესის შესახებ?
- კი თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი, საკითხავი ის არის შენ რა და რამდენი იცი მის შესახებ,
- კი მაგრამ თუკი ყველაფერი იცოდი რატომ არავის არაფერი არ უთხარი და საერთოდ ყველაფერში რას გულისხმობ? მე მხოლოდ ის ვიცი რომ ჯესი მატყუებს და არანაირ ადვოკატთან არ მიდის, და რატომღაც ისეთი რაღაცეები იცის რაც მარტო მე და აზრაელმა უნდა ვიცოდეთ, დღეს უკვე რამდენჯერმე მომატყუა, მაინტერესებს რაშია გახვეული,
- ყველაფერი არც ისე მარტივადაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ურიელმა ღრმად ამოისუნთქა, არადა როგორ მინდოდა სხვანაირად ყოფილიყო,
მის ხმაში ტკივილი და იმედგაცრუება ისმოდა და მივხვდი, ჯესი მართლა მოსწონს, არ შევმცდარვარ, მის მიმართ გულგრილი არ არის,
- ახლა რა უნდა ვქნათ? უკან გავყვეთ?
- ჰო, ურიელმა ფრთები გაშალა, გავყვეთ, უკვე მომბეზრდა კატათაგვობანას თამაში, ვიცი რომ აზრაელი ორივეს საშინლად გაგვიბრაზდება მაგრამ უკვე მოცდა აღარ შემიძლია,
ერთერთ გარეუბანში პატარა, მყუდრო კაფეს წინ დავეშვით,
- აქ რატომ მოვედით ვკითხე ურიელს,
- ჯესი ისრაფიელს ყოველთვის აქ ხვდება ხოლმე, მიპასუხა ცივად და კარისკენ წავიდა,
კიდევ ერთი შოკი მივიღე, ამას კი ნამდვილად არ ველოდი, ურუელს მკლავში ხელი ჩავავლე,
- მოიცადე როგორ თუ ისრაფიელს ხვდება, რისი თქმა გინდა?
- მგონი უბრალოდ არ გინდა გაიგო ლილა, შენი მეგობარი ჯაშუშია და მამასთვის ისრაფიელთან ერთად მუშაობს, ვიცი რომ ეს შენთვის ძნელი მოსასმენია, მაგრამ ასეა,
- ჰო მაგრამ როდის, როდიდან? აღელვებისგან ძლივს ვახერხებდი სიტყვებისთვის თავის მოყრას,
- დიდი ალბათობით თავიდანვე, მაგრამ იმისთვის რომ ყველაფერი გავარკვიოთ კაფეში შესვლაა საჭირო, რას იტყვი?
- კი მაგრამ მასთან ერთად ისრაფიელი იქნება,
- მით უკეთესი, ურიელი შეტრიალდა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა შესასვლელისკენ, მე კი უკან სამსხვერპლო ცხვარივით უხალისოდ ავედევნე, რაც არ უნდა იყოს ჯესი ამდენი წელია ჩემი საუკეთესო მეგობარია და იმის დამტკიცება რომ ნამდვილად მღალატობდა ვერაფერ სიამოვნებად მიმაჩნდა,
ჯესი კაფეში შესვლისთანავე შევამჩნიეთ, კუთხის მაგიდასთან იჯდა, მანაც შეგვამჩნია და ჩვენს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ჩვენსკენ ზურგით მჯდომი მამკაცი ისრაფიელს ნამდვილად არ ჰგავდა, ჯესის რეაქციის დანახვაზე ჩვენსკენ შემოტრიალდა და აზრაელი დავინახეთ, გაგვიღიმა და მაგიდასთან ხელით მიგვიპატიჟა,
- ცოტა არ იყოს დაგაგვიანდათ მეგობრებო...
* * *
მე და ურიელმა შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს, მივხვდი ისიც ჩემსავით გაკვირვებული იყო, რა გავაკეთოთო მანიშნა, წარმოგიდგენიათ? ურიელი მე მეკითხებოდა რა უნდა გაგვეკეთებინა, მხრები ავიჩეჩე,
- მანდ რას აკეთებთ? აზრაელმა კიდევ ერთხელ მიგვიხმო ხელით,
ურიელმა მხარზე ხელი წამკრა, - შენ წადი წინ,
- ოჰ შე მოღალატე, დავისისინე მე, - ისრაფიელზე უარესი ხარ,
- ფეხი გადაადგი, ჩაიბურტყუნა ურიელმა და დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯით გამომყვა უკან,
აზრაელს აქეთ-იქიდან მივუსხედით, ჯესი ჩვენს პირდაპირ იჯდა, ყვავილებით მოხატულ სუფრას თითებსშორის აწვალებდა და თვალს გვარიდებდა,
- ძალიან სასაცილო წყვილი ხართ, აზრაელი საზურგეს მიეყრდნო, თმა მომხიბვლელად გადაიყარა უკან და გაიღიმა, - როდის აქეთ გადაწყვიტეთ რომ ჯაშუშობა და თვალთვალი გხიბლავთ?
- კარგი რა აზრაელ, საკმარისია, ურიელმა თავის შეკავება ვეღარ შეძლო, - ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, - არ ვიცი შენ და ჯესი აქ რას აკეთებთ, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი რომ იცოდე მის შესახებ, ასე მშვიდად არ იქნებოდი,
ჯესის შევხედე და დავინახე ურიელის სიტყვების გაგონებაზე როგორ მოიკვნიტა ტუჩი და ხელი ისე მოუჭირა მაგიდის კუთხეს მთლად გაუთეთრდა,
- კარგი, ვფიქრობ მართლაც საკმარისია, მგონი დროა მათ ყველაფერი აუხსნა ჯესი,
აზრაელმა ისე უბრალოდ და რაღაცნაირად თბილად მიმართა რომ მე და ურიელი გაკვირვებულები მივაჩერდით ერთმანეთს,
- რა უნდა აგვიხსნას? ვეღარ მოვითმინე ბოლოს, - ის რომ მატყუარა და მოღალატეა? უნებურად ჯესის და ჩემი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მათში ისეთი ტკივილი და მუდარა დავინახე, ვინანე რომ ასეთი რამ ვთქვი, ურიელს გადავხედე რომელიც ჩვეული სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ვატყობდი ეს დიდხან არ გასტანდა, აზრაელმა მაგიდის ქვეშ ხელზე ხელი მომიჭირა,
- მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ერთერთი რამ რაც ყველაზე კარგად ვისწავლე ის არის რომ ერთ შანსს ყველა იმსახურებს, ჯესისაც მივცეთ შანსი რომ ყველაფერი აგვიხსნას, აზრაელი, მშვიდად ნელ-ნელა და გარკვევით საუბრობდა თითქოს დაფიქრების დროს გვაძლევდა,
- მენდე ლილა, თუკი ბრაზს საშუალებას მისცემ შენი კეთილგონიერება დათრგუნოს, ამას როდისმე აუცილებლად ინანებ, მაგრამ მერე გვიან იქნება, მითხრა და ჩვეული საყვარელი და გულითადი ღიმილით გამიღიმა,
ურიელმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ და ერთდროულად უხმოდ დავუქნიეთ თავი აზრაელს,
- გისმენთ ჯესი, მიმართა აზრაელმა ჯესის, - მათაც მოუყევი ის რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ
* * *
- მამაჩემი არ მახსოვს, დაიწყო ჯესიმ, - მხოლოდ იმას ვიხსენებ, დედა ყოველთვის ამბობდა რომ დაიღუპა, მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა კი მისი გასაზრდელები გავხდით,
- მოიცადე, შევაწყვეტინე მე, - როგორ თუ ძმა, თანაც ტყუპისცალი, ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდი, ჩემთვის არასდროს გითქვამს რომ ძმა გყავდა,
ჯესიმ შემომხედა და გაღიმება სცადა,
- გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ და ყველაფერს მიხვდები, - დედას არ ვუყვარდით, შეიძლება ვუყვარდით კიდეც მაგრამ არ გამოხატავდა, გვიყვიროდა, გვეჩხუბებოდა, ეშმაკის ნაშიერებს გვეძახდა, მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რომ ამაში იყო რაღაც სიმართლის მარცვალი,
ათი წლისებიც კი არ ვიყავით როცა გათხოვდა და მიგვატოვა, ჩვენ ბიძია გიომთან დავრჩით, დაახლოებით 13 წლის ვიყავი როცა ჩემი ძმა გაუჩინარდა, პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა და ბოლოს მისი ცხედარი იპოვეს, უფრო სწორედ რაც მისგან იყო დარჩენილი, - ჯესიმ ამოიოხრა, თავი ხელებში ჩარგო და ერთხანს ასე იჯდა,
შევამჩნიე როგორ დაიძაბა ურიელი, ჯესის თვალს არ აშორებდა და თითებს ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე,
- ბიძაჩემის და მეზობლის საუბარიდან გავიგე რომ მხოლოდ რამდენიმე პირადი ნივთის და ტანსაცმლის საშუალებით მოახერხა მისი ამოცნობა, ეს ჩვენთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, დაკრძალვიდან მხოლოდ და მხოლოდ 3 დღე იყო გასული, ბიძიამ სახლიდან გარეთ გასვლა მაიძულა, სახლთან ახლოს პარკში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ბავშვები, გვერდით მაღალი ქერათმიანი მამაკაცი მომიჯდა, სახელით მომმართა და დიდი ხნის ნაცნობივით დაიწყო ჩემთან საუბარი, ზოგადად ფრთხილი ბავშვი ვიყავი, და ისიც ვიცოდი რომ უცხოებთან არ უნდა მესაუბრა, მაგრამ ის ისეთი სხვანაირი იყო, მასთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი,
- , ჩაიბურტყუნა ურიელმა და ნერვიულად აიჩეჩა თმა,
დიდი ალბათობით ისიც იმას ფიქრობდა რასაც მე და ეს ჯესიმაც დაგვიდასტურა
- მითხრა რომ ისრაფიელი ერქვა, ანგელოზი იყო და ჩემთან მეგობრობა უნდოდა, ოღონდ არავისთვის უნდა მეთქვა ამის შესახებ, მეც დავთანხმდი, მასთან საუბარი მომწონდა და ახლა უკვე ყოველდღე მივდიოდი პარკში,
- ერთხელაც ისრაფიელმა მითხრა რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის სხვა სამყაროში ყავთ დატყვევებული და თუ მისი დახსნა და გადარჩენა მინდა მას უნდა დავუჯერო და ის გავაკეთო რასაც მეტყვის, მართალია მხოლოდ 13 წლის ვიყავი მაგრამ სულაც არ ვყოფილვარ ისეთი მიამიტი რომ ეს ყველაფერი დამეჯერებინა და ისრაფიელს მოვთხოვე ჩემი ძმა ეჩვენებინა, პირველად მაშინ ვნახე პორტალი, ის ჩემი სახლისგან საკმაოდ მოშორებით იყო,
- მოიცადე, შევაწყვეტინე ისევ, იმის თქმა გინდა რომ შენ ალთეინში ხარ ნამყოფი? როგორ მოახერხე? ის სამყარო ხომ ადამიანებზე ცუდად მოქმედებს?
- ადამიანებზე? მწარედ ჩაიცინა ჯესიმ, - მოემზადეთ თქვენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს, მამაჩემი ერთერთი მთავარი დემონია, ასტაროტი,
ოოჰ, ერთად აღმოგვხდა სამივეს გაოცების შეძახილი,
- მოიცა არც შენ არ იცოდი? მიუბრუნდა ურიელი აზრაელს,
აზრაელმა თავი გააქნია უარის ნიშნად და ჯესის ანიშნა გააგრძელეო,
- ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან დემონები ადამიანებთან არ წყვილდებიან და მითუმეტეს ასეთი კავშირის შედეგად ბავშვები არ იბადებიან, ჩვენი შემთხვევა კი ორმაგად უცნაურია, დედაჩემმა ტყუპები გააჩინა, ასე რომ რაკი დემონის სისხლიც მირევია ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა პორტალში გასვლა და თუნდაც იქ თვეობით დარჩენა და ვაღიარებ ეს ვიფიქრე კიდეც როცა იმ მამულში სადაც თქვენ გაიზარდეთ ჩემი ძმა ცოცხალი და საღსალამათი ვნახე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით მომცეს მასთან ყოფნის უფლება, შემდეგ ისრაფიელმა აქ დამაბრუნა და დამარწმუნა რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და თუკი მინდოდა ჩემი ძმა წელიწადში რამდენჯერმე რამდენიმე წუთით მაინც მენახა, მისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა,
- შემდეგ შენ გამოჩნდი ჩვენთან წიგნის მაღაზიაში, და მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ დაგმეგობრებოდი და შენთან ახლოს ვყოფილიყავი, ჯესი ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო, თავი დახარა და ღრმად ამოისუნთქა, ერთხანს ასე თავჩაღუნული იჯდა და მერე გააგრძელა,
- ალბათ არ დამიჯერებ რომ თავიდანვე მომეწონე და შემიყვარდი, აქამდე მეგობრები არასოდეს მყოლია შენს გამო კი ლუკასაც დავუმეგობრდი და რაც დრო გადიოდა მით უფრო და უფრო მიჭირდა ისრაფიელისთვის ანგარიშის ჩაბარება,
- და რა აინტერესებდა ისრაფიელს მის შესახებ? სრულიად მშვიდად და თითქოს სასხვათაშორისოდ ჰკითხა აზრაელმა,
- ყველაფერი, განსაკუთრებით კი მისი სიზმრები, 16 წლიდან ლილას სიზმრები და უცნაური შეგრძნებები გაუხშირდა, შენი გამოჩენიდან ზუსტად ერთი თვის წინ კი მითხრა რომ ლილა უკვე მზად იყო იმისთვის რაც პროფესორს სჭირდებოდა და ალთეინში უნდა წაეყვანათ, მისი წაყვანის შემდეგ კი ჩემს ძმას დამიბრუნებდნენ,
- ხელს რა უშლიდა რატომ თავიდანვე არ წაიყვანა? ჩაეძია აზრაელი,
- მას მიაჩნდა რომ ეს სამყარო მისი ძალების გამოვლენას და მომწიფებას უწყობდა ხელს, ალთეინში ის ასეთი ძლიერი არ გაიზრდებოდა, გეფიცებით თავზარი დამეცა როცა ისრაფიელმა მითხრა რომ ლილა უნდა წაეყვანა, ის ჩემი მეგობარი იყო და მიყვარდა, მართლა ძალიან მიყვარდა, ამიტომ ყველაფერი გავკეთე რომ ცოტა ხნით მაინც შემეჩერებინა ისინი, და მერე შენ გამოჩნდი აზრაელ, იქ ბარში და როცა დაგინახე, მივხვდი რომ მეც და ლილასაც გადარჩენის შანსი მოგვეცა,
- როგორ თუ დაინახე, ვეღარ მოვითმინე მე, - აზრაელს ხომ დროის შეჩერება შეუძლია, იქ იმ ბარში ვერავინ დაინახა მაშინ რაც მოხდა,
- მაგრამ მე დავინახე ლილა, ჯესიმ მხრები აიჩეჩა, - არ ვიცი როგორ მაგრამ ვფიქრობ ეს მამაჩემის სისხლის გამოა, ჩემზე დროის შეჩერება არ მოქმედებს,
- შენ ეს თავიდანვე იცოდი არა? მივუბრუნდი აზრაელს, - ჯანდაბა რატომ არ მითხარი,
- ბარში მაშინვე შევამჩნიე რაც მოხდა, ჯესი თავს ისე იჭერდა ვითომ ვერაფერს ხედავდა, მაშინვე მივხვდი რომ რაღაც არ იყო რიგზე, მაპატიე რომ არ გითხარი, უბრალოდ ჯერ ყველაფერი უნდა გამერკვია,
- კი მაგრამ თუკი ყველაფერი ისეა როგორც ამბობ, მივუბრუნდი ჯესის, - მაშინ რატომ ცდილობდი ჩემს დარწმუნებას რომ პორტალი გამეხსნა,
- როცა თქვენ ბელიზართან შესახვედრად იყავით წასული მათგან შეტყობინება მივიღე რომ თუკი ლილას ალთეინში წაყვანას ვერ მოვახერხებდი, ჩემს ძმას ნაწილ-ნაწილ მივიღებდი, შენთან საუბრის შემდეგ მივხვდი ჩემს შეცდომას და აზრაელისთვის ყველაფრის თქმა გადავწყვიტე, უკვე მეტის ატანა აღარ შემეძლო, ჯესის ხელები აუკანკალდა, მხრები ჩამოყარა და გაჩუმდა,
- ურიელ, მიუბრუნდა ჯესი ურიელს, - ვიცი რომ უფლება არ მაქვს გთხოვო მაგრამ, უნდა დაგელაპარაკო, ყველაფერი უნდა აგიხსნა, მომეცი ამის საშუალება გთხოვ, ჯესის თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ისე სასოწარკვეთილი ემუდარებოდა ურიელს...
გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ჯანდაბას, ამ ყველაფრის ასე უბრალოდ ყურება არ შემიძლია,
- ურიელ იქნებ, მისცე საშუალება ყველაფერი აგიხსნას,
ურიელმა გაოცებული თვალებით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა ამ ყველაფრის მერე ამას როგორ მეუბნებიო, მერე უხმოდ ადგა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, ჯესი წამოხტა და უკან აედევნა, აზრაელი იჯდა და ადგომას არ აპირებდა,
- მაპატიე მაგრამ უნდა გავიდე, ვუთხარი და ჯესის გავეკიდე, გარეთ რომ გავედი ურიელი აღარსად ჩანდა, ჯესი კი შუა ქუჩაში იდგა და ცრემლად იღვრებოდა, შემომხედა და სცადა გაეღიმა, მაგრამ სახე უცნაურად დაემანჭა,
- უნდა წავიდე ლილა, მაპატიე, მაგრამ იცოდე დავბრუნდები და ყველაფერს აგიხსნი, მითხრა, მერე ერთ ადგილზე დატრიალდა და უბრალოდ გაქრა, თითქოს კვამლად იქცა და აორთქლდა, არ ვიცი რამდენხანს ვიდექი ასე პირდაღებული,
- პირი დახურე ხალხი გვიყურებს, ჩამჩურჩულა აზრაელმა უჩვეულოდ მხიარული ხმით, და მომეხვია, - ახლა რის გაკეთებას ისურვებ? მითხარი,
- კი მაგრამ ვერ გამიგია როგორ ახერხებ ასეთ დროს მხიარული და კარგ ხასიათზე იყო, ხელი გავაშვებინე და იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი, - ახლა ისეთ ხასიათზე ვარ რომ მინდა სადმე მაღალი შენობიდან გადმოვხტე და ტროტუარს დავენარცხო
- არა მგონია ეგ მოახერხო, აზრაელი ჩემს გვერდით მოკალათდა და შემომცინა,
- ვითომ რატომ? ვკითხე გამომწვევად,
- შენი აზრით დავუშვებ რომ ტროტუარს დაენარცხო, თანაც შენ ჯერ არ იცი რა მტკივნეულია სიმაღლიდან დანარცხება მიუხედავად იმისა რომ უკვდავი ხარ,
- საერთოდ არ გაწუხებს ეს ყველაფერი არა?
აზრაელმა სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა,
- ძალიან დიდხანს ვიყავი მრისხანე სიკვდილის ანგელოზი და ახლა პირველად მომინდა რომ უბრალო მხიარული ბიჭი ვიყო რომელიც არაჩვეულებრივ გოგონაზეა შეყვარებული და რომელსაც უბრალოდ ფეხებზე კიდია შეშლილი პროფესორიც, დემონებიც და ის ინტრიგებიც რომლებსაც ისინი ხლართავენ, თუნდაც ცოტა ხნით, ცოტა ხნით...
თმაში ხელები შევუცურე, ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე, ხანგრძლივად და ვნებიანად, ბოლოს როცა ერთმანეთს მოვწყდით უბრალოდ გავუღიმე და ვუთხარი
- მოდი ერთად დავიკიდოთ ფეხებზე ყველაფერი,
* * *
- სად ვართ? ვკითხე როდესაც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ულამაზეს მწვანე ბალახით დაფარულ მდელოზე დავეშვით, მდელოს ბოლოში ხეებით გარშემორტყმული, პატარა წითელი კრამიტით დახურული სახლი მოჩანდა, იქვე ორი შავი ცხენი ბალახს ძოვდა, ხოლო ჩვენს გვერდით საკმაოდ მოზრდილ ტბორში გედები დაცურავდნენ,
- ეს ჩემი სამოთხეა, მიპასუხა, მის შესახვედრად მხიარული წკმუტუნით და კუდის ქიცინით მოვარდნილ უზარმაზარ, გრძელბეწვიან ქოფაკს ჩაეხუტა და მასთან ერთად ბალახზე გაგორდა, ასეთ აზრაელს პირველად ვხედავდი, მაისურ ამოჩაჩული და გაწეწილი ძაღლთან ერთად ბალახზე გორავდა და გულიანად იცინოდა, ვეღარ მოვითმინე და მეც შევუერთდი, ბალახზე მის გვერდით გავიშოტე,
- ჩარლი ლილას მიესალმე, უბრძანა აზრაელმა,
- ჩარლიმ მხიარულად გამიღიმა, რაც ჩემთვის უშველებელი ეშვების დანახვებაში გამოიხატებოდა, მკერდზე თათები დამაწყო და სახე ამილოკა,
- აშკარად მოეწონე, გაეცინა აზრაელს, წამოდგა და მეც წამომაყენა, მერე რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა და ამათვალიერ ჩამათვალიერა,
- რა ხდება რამე მჭირს? აწეწილი თმის დალაგებას და ტანსაცმლის მოწესრიგებას შევეცადე,
- უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ, იმდენად ლამაზი რომ ხანდახან არარეალური მგონიხარ, მითხრა, ხელში ამიტაცა და სახლისკენ წამიყვანა,
- დამსვი რას აკეთებ? გავიბრძოლე მე,
- ნუ ფართხალებ, უბრალოდ ადამიანებს ერთი ტრადიცია აქვთ, როცა საყვარელი ქალი პირველად შეჰყავთ სახლში, ხელში იყვანენ და ყოველთვის მინდოდა ეს გამეკეთებინა,
- სულელო სახლში ასე ცოლი შეჰყავთ და თანაც იქვე კართან იყვანენ ხელში და არა ერთი კილომეტრით მოშორებით,
- ჰმ, ის რაღაც ცერემონიები სრული სისულელეა, მთავარია რომ მიყვარხარ, მითხრა და ისე გააგრძელა გზა თითქოს წონა საერთოდ არ მქონოდა, მეც რაღა დამრჩენოდა სახე მის კისერში ჩავრგე, მისი სურნელი, რომელსაც ახლა უკვე ახალი ბალახის სუნიც შერეოდა ღრმად შევისუნთქე და გავყუჩდი.
სახლი ახლოდან უფრო დიდი ჩანდა, აზრაელმა ფართო მისაღებში დამსვა რომელიც ხალიჩებით და რბილი ავეჯით იყო სავსე, სახლი საოცრად სუფთა და მოვლილი იყო,
- აქ ვინ ცხოვრობს?
- ეს ჩემი სახლია, აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე, მაშინ როცა დასვენება და ყველაფრისგან გაქცევა მჭირდება, ჩემს არ ყოფნას მეზობლად მცხოვრები ცოლ ქმარი უვლის ყველაფერს, სახლს და ეზოს ასუფთავებენ, ცხოველებს აჭმევენ,
- ესეიგი ცხოველები გიყვარს?
- ჰო ძალიან, ხანდახან როცა უგუნური ადამიანები უბრალოდ მაცოფებენ, ვფიქრობ რომ ჩარლი მათზე უფრო ბევრად ჭკვიანი და კარგი არსებაა, სხვა თუ არაფერი უანგაროდ სიყვარული და ერთგულება შეუძლია, ყველანაირი წინასწარი გათვლების და ანგარიშის გარეშე, უპირობოდ,
- ახლა დაჯექი და დაისვენე, მე კი საჭმელს მოგიმზადებ, მითხრა და ღია სამზარეულოში შევიდა,
- ოჰო, ბატონო სიკვდილის ანგელოზო დღეს სიურპრიზებით ხართ სავსე, აკი საჭმლის მომზადება არ იცოდი?
- შენთვის მომზადებას ვეცდები, თვალი ჩამიკრა აზრაელმა, კარადიდან ყვავილებით მოხატული წინსაფარი გამოიღო და გაიკეთა, ვერაფერს ვიტყვი ძალიან მაგარი სანახავი იყო, აზრაელი სამზარეულოში, ყვავილებიანი წინსაფრით, ჯანდაბა, რატომ ტელეფონი არ მაქვს თან, რომ ფოტო გადამეღო, ნეტავ შიშველი...
- გამოფხიზლდი ლილა, რაზე ფიქრობ? აზრაელი ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა,
- უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო ეს წინსაფარი შიშველს მოგიხდებოდა თუ არა, ვუთხარი პირდაპირ და საპასუხო რეაქციას დაველოდე, მაგრამ სულ ტყუილად, აზრელმა ძალით დამსვა სამზარეულოს მაღალ სკამზე და თითი მუქარანარევი ღიმილით დამიქნია, ჩემს შეცდენას ნუ ცდილობ თორემ იცოდე ამაღამ მშივრები დავრჩებით,
- ისე ლაპარაკობ თითქოს ყოველთვის მე ვცდილობ შენს შეცდენას, ჩავიბუზღუნე და მივაჩერდი როგორ ოსტატურად ჭრიდა ხორცს,
ვაღიარებ არც თუ ისე ცუდი მზარეული ხარ, ვუთხარი როცა ჭამას მოვრჩით და აზრაელმა წითელი ღვინო დაასხა ჭიქებში,
მისაღებში დივანზე დავსხედით,
- ამაღამ აქ ვრჩებით? შევეკითხე,
- თუ გინდა დავრჩეთ, მიპასუხა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა, - თანაც წინსაფართან დაკავშირებულ შენს სექსუალურ ფანტაზიებს გასაქანს მივცემდით რას იტყვი?
- კარგი რა არავითარი ფანტაზია, ამოვიოხრე მე, - ვერაფერზე ვფიქრობ, ნეტავ ჯესი და ურიელი რას აკეთებენ? როგორ არიან?
- დიდი ალბათობით ახლა ერთად არიან და საერთოდ არ ფიქრობენ ჩვენზე, შენ კი ჯობია ერთხელ მაინც მოეშვა სხვებზე ფიქრს და მხოლოდ შენს სიამოვნებაზე იფიქრო, აზრაელმა ჭიქა გამომართვა გვერდით გადადო ბუმბულივით მსუბუქად ამწია და კალთაში ჩამისვა,
- გინდა საძინებელი გაჩვენო? მიჩურჩულა,
უხმოდ დავუქნიე თავი, ხელში ამიყვანა, მეორე სართულზე ავიდა და პირველივე კარი გამოაღო,
საძინებელი სადად იყო მოწყობილი, ფაქტიურად ერთი დიდი საწოლის, კარადის და სამუშაო მაგიდის მეტი არაფერი იდგა, აზრაელმა კარადიდან შორტი და მაისური გამოიღო და მომაწოდა, ჩაიცვი და დავიძინოთ, მერე ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა და გაეცინა,
- უბრალოდ ერთმანეთს ჩავეხუტოთ და დავიძინოთ კარგი?
მის მკერდზე თავმიდებულს ჩამეძინა და იმ ღამეს კიდევ ერთხელ დამესიზმრა კოშმარი, კოშმარი რომელიც უკვე დიდი ხანია დავიწყებული მქონდა,
* * *
ფერდობზე ვიდექი და ქალაქს გადავყურებდი, ქალაქი ელავდა და კაშკაშებდა, უცნაური ელვარე ქვით მოკირწყლული ქუჩები და მინის კოშკები ისეთი ლამაზი იყო რამდენიმე წამს მოჯადოებულივით გაშეშებული ვუცქერდი,
- ლილა რას აკეთებ სწრაფად ჩემსკენ, მომესმა ნაცნობი ხმა და შევბრუნდი, ჩემგან საკმაოდ მოშორებით ტყის პირას აზრაელი იდგა და მეძახდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის მაისური და შორტი ეცვა რითაც გუშინ დაიძინა, ვცადე ჩემი თავი შემეთვალიერებინა, მეც მის შორტში და მაისურში ვიყავი გამოწყობილი და ფეხშიშველი როგორც ის, უცბად გავიაზრე,
- ეს სიზმარია მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი, მაგრამ თუკი ასეა მაშინ რატომ არის აზრაელი ასეთი შეშფოთებული, ბევრი აღარ მიფიქრია მთელი ძალით გავიქეცი, მისკენ უხეში ბალახები ფეხებს მიკაწრავდა, ქარი მთელი ძალით მეხლებოდა სახეში და თმას მიწეწავდა, როგორც იქნა მივაღწიე, აზრაელმა ხელი ჩამჭიდა და სირბილით შევედით ტყეში,
- აქედან როგორმე უნდა გაგიყვანო ლილა, სანამ მდევარი გვიპოვის სამშვიდობოს უნდა გახვიდე, აზრაელი გარბოდა და მეც თან მივყავდი,
- მოიცადე გთხოვ მეტი აღარ შემიძლია, აზრაელი შევაჩერე და ძლივს ამოვისუნთქე,
- ვიცი რომ ეს სიზმარია, მე მძინავს და ყველაფერ ამას სიზმარში ვხედავ, მაგრამ თუ ასეა ასე ცხადად რატომ ვგრძნობ ყველაფერს, დასისხლიანებულ ფეხებზე დავიხედე,
- ეს სიზმარი არ არის ლილა, აზრაელს ნამდვილად ეტყობოდა რომ არ ხუმრობდა, - მაპატიე აქამდე უნდა გვესაუბრა შენს სიზმრებზე, მაგრამ იქ ჩვენს სახლში ჩვენი შექმნილი დამცავი ფარის წყალობით უსაფრთხოდ იყავი და მეც ყურადღება მოვადუნე, ჩვენ ალთეინის შემოგარენში ვართ, შენ დროსა და სივრცეში გადაადგილების უნარი გაქვს და როგორღაც მეც თან გამომიყოლე, აქ კი უსაფრთხოდ ნამდვილად არ ხარ, ცოტა ხანში ქალაქის მცველები მოგვაგნებენ, მათ ვერ დავემალებით წამოუდგენლად ძლიერი და განვითარებული ტექნოლოგიები გააჩნიათ, ახლა მთავარია ჩანჩქერამდე მივაღწიოთ, როგორც ვხვდები სიმაღლიდან წყალში ხტომა გამოფხიზლებაში და უკან დაბრუნებაში გეხმარება,
- ისე საუბრობ თითქოს შენ წამოსვლას არ აპირებდე,
აზრელმა გამამხნევებლად გამიღიმა, - არამგონია ჩემი უკან წაყვანა მოახერხო, შენ ჯერ ამას ვერ შეძლებ, მთავარია შენ დაბრუნდე უსაფრთხოდ და მე ჩემს თავს მივხედავ, რომელიმე პორტალის დახმარებით დავბრუნდები, - მითხრა და ისევ გაგაგრძელა გზა, მეც უკან გავყევი, გული ცუდს მიგრძნობდა ვხვდებოდი როგორ ძალისხმევად უჯდებოდა აზრაელს ამ სიმშვიდის შენარჩუნება, სირბილით მივაპობდით თითქმის გაუვალ ტევრს, ეკლიანი ტოტები სახეს და სხეულს გვიკაწრავდა მაგრამ ადრენალინის მოზღვავებისგან ვერაფერს ვგრძნობდი, ტყიდან გავაღწიეთ თუ არა ორივე ადგილზე გავშეშდით, ჩანჩქერის ნაპირთან მდევართა რაზმი იდგა და გველოდებოდნენ, დაახლოებით ოცდაათამდე, კარგად შეიარაღებული, პრიალა ოქროსფერ ჯავშანში ჩაცმული ჯარისკაცი, მათ წინ ისრაფიელი იდგა პროფესორთან და ახალგაზრდა ჯარისკაცთან ერთად, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჯესის,
- იქნებ აფრენა გვეცადა, გადავუჩურჩულე აზრაელს, მან თავი გააქნია უარის ნიშნად, - შეიძლება ვერ ამჩნევ მაგრამ ჩვენს თავს ზემოთ საკმაოდ ძლიერი ფარია, მისი გარღვევა არ გაგვიჭირდება, მაგრამ დიდი ალბათობით ფრთებს დაგვიზიანებს, ანგელოზები ამ სამყაროში და თანაც ერთმანეთისგან შორს საკმაოდ ძლიერები არ ვართ ლილა, მე და ჩემს ძმებს ერთმანეთის გვერდით ყოფნა გვჭირდება იმისთვის რომ უფრო ძლიერები ვიყოთ ვიდრე ცალ-ცალკე ვართ, თანაც ჩვენი ძალები აქ სხვანაირად მოქმედებს შედარებით სუსტად და ნელა, -აზრაელი ლაპარაკობდა და თან ვხედავდი როგორ ცდილობდა გამოსავლის პოვნას,
- გამარჯობა შვილებო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ალთეინში, პროფესორის სახე არაფერს გამოხატავდა, არც სიბრაზეს არც სიძულვილს და მრისხანებას,
- იქნებ სისულელეებს შეეშვათ და მშვიდად ვეცადოთ პრობლემების მოგვარებას,
- პრობლემების მოგვარებას? გადავიხარხარე, - სერიოზულად? როგორ ფიქრობ ძალიან მინდა რომ შენი საცდელი ბაჭია გავხდე, შენ არავინ გიყვარს, არც დედაჩემი გიყვარდა და ახლა მეც ისე გინდა მომექცე როგორც მას, მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემ,
- სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს, პროფესორი სრულიად ცივად და უემოციოდ საუბრობდა, მერე ჯარისკაცებს ხელით ანიშნა და ისინი ნელ-ნელა დაიძრნენ ჩვენსკენ,
- უნდა გაიქცე, ჩამჩურჩულა აზრაელმა, - თავისუფლად მოვახერხებ დამცავი დერეანი გაგიკეთო ჩანჩექამდე, გაიქეცი და გადახტი,
- მერე შენ? შენ აქ არ დაგტოვებ,
- ნუ ნერვიულობ, როგორც კი დავინახავ რომ სამშვიდობოს ხარ, მეც უკან გამოგყვები, შემომხედე ჩემი ხომ გჯერა?
- თვალებში ჩავხედე, სიყვარულით და სითბოთი სავსე თვალებით მიყურებდა, - სამამდე დავითვლი და გაიქეცი, კარგი?
- თავი დავუქნიე და მოვემზადე, პროფესორი რაღაცას მიხვდა და ისრაფიელს ანიშნა მაგრამ უკვე გვიან იყო, როცა ჩანჩქერისკენ მთელი ძალით გავიქეცი ჩემს გარშემო სივრცე უკვე აზრაელის მიერ აღმართული დამცავი ბარიერი იყო შემორტყმული და ჯარისკაცები ტყუილად ცდილობდნენ მასში შემოღწევას, კიდეს მივაღწიე და უკან მოვიხედე, აზრაელს საშინლად დაღლილი და დაძაბული სახე ჰქონდა, ძლივსღა ახერხებდა ბარიერის შენარჩუნებას,
ჯანდაბა, მომატყუა, ასე ნამდვილად ვეღარ მოახერხებს უკან დაბრუნებას, მას ვერ დავტოვებ უნდა დავბრუნდე, გავიფიქრე, აზრაელმა უხმოდ მანიშნა დაბრუნება არ გაბედოო და მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჯესის მსგავსმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა მშვილდი მოზიდა, ისრის წვერი უცნაურად ელვარებდა ცისფრად, დავინახე როგორ იღრიალა ისრაფიელმა და მისკენ გაიქცა შესაჩერებლად, დავინახე როგორ შეეცვალა აზრაელს სახე და დაღლილობა სასოწარკვეთილებამ შეცვალა, მერე ისარმა თავისუფლად გამოაღწია, ბარიერში და მარჯვენა მხარში ჩამესო, ვერაფერი ვიგრძენი, უბრალოდ წავბარბაცდი, ნაბიჯი უკან გადავდგი, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და გონდაკარგული გადავვარდი უფსკრულში...
* * *
გონს საძინებლის იატაკზე მოვედი, მთლად სველი ვიყავი და ჩემს მხართან იატაკზე უზარმაზარი სისხლის გუბე იდგა, ისარი ჯერ კიდევ მხარში მქონდა, თვალების გახელასთან და პირველ ამოსუნთქვასთან ერთად ვიგრძენი აუტანელი ტკივილი, რამდენიმე წამი გულაღმა გაუნძრევლად ვიწექი, ჭერს შევცქეროდი და ვცდილობდი გამეანალიზებინა რა მოხდა, საძინებელში მარტო ვიყავი,
- აზრაელი? აზრაელი იქ დავტოვე, ის არ დაბრუნებულა, ჯანდაბა, ეს როგორ გავაკეთე, - ადექი ლილა შევუძახე ჩემს თავს, ადექი ,ახლა დასაკარგი დრო არ გაქვს,
წამოდგომა ვცადე, ფეხზე ძლივს დავდექი, თავბრუ მეხვეოდა და ფეხები მიკანკალებდა, ასეთ მდგომარეობაში ფრენას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, იქნებ უბრალოდ სივრცეში გადაადგილება მეცადა, იმედია სახლის მაგივრად სადმე სხვა ქალაქში ან ქვეყანაში არ აღმოვჩნდები, გონება დავძაბე, მთელი დარჩენილი ძალა მოვიკრიბე ვცადე ყველაფერი გამეხსენებინა რასაც ანგელოზები სივრცეში გადაადგილების შესახებ მასწავლიდნენ, უსიამოვნო შეგრძნება იყო, თითქოს ძალიან ვიწრო დერეფანში მივქროდი საშინელი სისწრაფით, სადაც ძალიან ციოდა და გამუდმებით კედლებს ვეჯახებოდი,
საბედნიეროდ ჩემი შიში არ გამართდა და პირდაპირ მისაღებში აღმოვჩნდი, ერთხანს ადგილზე ვბარბაცებდი და შემდეგ ჩავიკეცე, იქვე სავარძელში მჯდომი დანიელი მაშინვე წამოდგა ფეხზე და ჩემთან მოიჭრა,
- ლილა რა გჭირს? აზრაელი სად არის? დაჭრილი ხარ? მომაყარა ერთბაშად კითხვები
- დანიელ დამეხმარეთ, აზრაელი ... ის... ალთეინშია, პროფესორმა და მისმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, იქ უნდა დავბრუნდე, მაგრამ თქვენი დახმარება დამჭირდება, ოღონდ ჯერ ეს წყეული ისარი ამომაძრეთ,
ხმა მიკანკალებდა და სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი, დანიელს სახე შეეცვალა, რამდენიმე წამს რაღაცას ფიქრობდა, მერე ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა,
- ცოტა ხანს მოითმინე, დანარჩენებს დავუძახებ, მითხრა და სწრაფი ნაბიჯით გავარდა დერეფანში,
ჰანიელის ტკვილგამაყუჩებელმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, კბილს კბილზე ვაჭერდი რომ არ მეყვირა როცა ისარს მაძრობდა ჭრილობიდან, ჯანდაბა რაში მარგია ანგელოზობა თუკი ტკივილის გასაყუჩებლად წამალი დამჭირდება რომელიც მაინც არ იმოქმედებს,
რამდენიმე წუთის შემდეგ ჭრილობამ გასაოცარი სისწრაფით იწყო შეხორცება, წამოვჯექი, ყველანი ჩემს წინ იდგნენ და ელოდებოდნენ როდის დავიწყებდი ლაპარაკს, მიმოვიხედე ჯესი არსად ჩანდა,
- ურიელ, ჯესი სად არის?
- აქ არის უბრალოდ ვერ ბედავს რომ შემოვიდეს,
- დაუძახეთ მისთვის სიურპრიზი მაქვს,
ურიელს სახეზე გაურკვევლობა გამოესახა მაგრამ აღარაფერი უთქვამს, გავიდა და ჯესი შემოიყვანა, მთლად გაფითრებული იყო, ძლივს გაბედა და მკითხა,
- როგორ ხარ?
- შენი ძმის წყალობით არცთუ ისე კარგად ვუპასუხე და რაღაცნაირად მესიამოვნა მისი დაბნეული და შეშფოთებული გამომეტყველების დანახვა, ჯერ კიდევ ვერ მეპატიებინა რაც გააკეთა, ყურადღება არ მიმიქცევია მისი მავედრებელი გამომეტყველებისთვის, მთელი ძალა მოვიკრიბე და ყველაფერი მოვყევი, თავიდან ბოლომდე, ყურადღებით მისმენდნენ, თითქოს არცერთი დეტალის გამოტოვება არ უნდოდათ,
თავი ხელებში ჩავრგე და ამოვიოხრე,
- ყველაფერი ჩემი ბრალია, იქ არ უნდა დამეტოვებინა, რამე რომ დაემართოს...
დანიელი გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი გადამხვია,
- ეს შენი ბრალი არ არის, ერთი წამითაც კი არ იფიქრო ასე, ვერაფერს გააკეთებდი, ნურაფერზე იფიქრებ, უბრალოდ შეეცადე დაისვენო, ჩვენ კი მოვიფიქრებთ რისი გაკეთება შეგვიძლია,
- ჯესი შენ ლილასთან დარჩი უთხრა ურიელმა და დანარჩენებს ანიშნა გავიდეთო, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და გამამხნევებლად გამიღიმა,
- შენი დახმარება დაგვჭირდება ოღონდ ჯერ ცოტა დაისვენე რომ ძალები აღიდგინო,
თავი უხმოდ დავუქნიე.
* * *
- რამე ხომ არ მოგიტანო? შემეკითხა ჯესი, ვგრძნობდი როგორ უნდოდა ძმის შესახებ კითხვები დაესვა მაგრამ ვერ ბედავდა,
- ახლა მხოლოდ ის მინდა რომ გავიგო აზრაელი როგორ არის, მაგრამ ეს შეუძლებელია, - ვუპასუხე, წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი და შუაღის მზით გაჩახჩახებულ ბაღს გავხედე,
ამ ბოლო დროს თითქმის ყოველთვის ვგრძნობდი მას, ჩვენს შორის ძლიერი კავშირი იყო, ვგრძნობდი როდის იყო კარგად ან ცუდად, როდის სწყინდა ან უხაროდა, თუნდაც ჩემგან შორს ყოფილიყო, ახლა კი ვეღარაფერს ვგრძნობ, მას ვერ გვძნობ, ჩემში სიცარიელეა, უზარმაზარი სიცარიელე, გული უცნაურად შემეკუმშა და თვალებში ცრემლები მომაწვა, ის ცრემლები რომლებსაც აქამდე ჯიუტად ვაიძულებდი შეჩერებას, მხარზე მსუბუქი ნაზი შეხება ვიგრძენი, გვერდით ჯესი მედგა, თანაგრძნობით სავსე მზერით მიყურებდა და მეტი ვეღარ შევძელი ჩავეხუტე და პატარა ბავშვივით ავღრიალდი,
დიდხანს მამშვიდებდა ჯესი, თავზე ხელს მისვამდა და მეფერებოდა, ბოლოს როცა ოდნავ დავწყნარდი, ადგომა და გამოსაცვლელად წასვლა მაიძულა,
- იმედია ამ პიჟამოთი არ აპირებ ალთეინში დაბრუნებას, შენ თავს შეხედე ბომჟს გავხარ, - მითხრა და ენა გამომიყო,
ისევ ის იყო, ჩემი საყვარელი და მხიარული ჯესი, ჯანდაბა სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მამამისი, შეცდომები კი ყველას მოგვდის,
- მიყვარხარ ჯესი, ვუთხარი და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე, - შენს იდიოტ ძმას რაც შეეხება, მინდა გითხრა რომ მშვენივრად გამოიყურებოდა, არამგონია რამე უჭირდეს,
- ასე ფიქრობ? ბოლოს რომ ვნახე მამულში იყო გამოკეტილი, გეფიცები ლილა წარმოდგენაც კი არ მაქვს ასეთი რამ რატომ გააკეთა,
ვიცი რომ შენ არაფერ შუაში ხარ, დაწყნარდი, მინდა რაღაც გთხოვო,
- რაც გინდა მთხოვე, მითხრა აღელვებული ხმით,
- შენ ნახევრად დემონი ხარ, მაინტერესებს მათთან ურთიერთობა თუ გაქვს,
ჯესიმ უცნაური მზერით შემომხედა, -ამას რატომ მეკითხები ლილა?
- არ ვიცი ბელიზარს იცნობ თუ არა მაგრამ მასთან საქმე მაქვს და უნდა დამეხმარო,
ჯესიმ თავი დამიქნია,
- ბელიზარს ვიცნობ, მამაჩემთან ერთად რამდენჯერმე სცადა ჩემთან დაახლოება, მითხარი რა გჭირდება, ხომ იცი შენთვის ყველაფერს გავაკეთებ,
საუბრის შემდეგ, საძინებელში წავედი გამოსაცვლელად, სანამ კარს მივიხურავდი, თვალი ვკიდე როგორ შებრუნდა ფანჯრისკენ ჯესი, რათა თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოეწმინდა,
გამოვიცვალე და მისაღებში ჩამოვედი, ყველა იქ მელოდებოდა, სარიელი და რემიელიც კი საბრძლოდ გამოწყობილიყვნენ და სხვადასხვა იარაღით იყვნენ აღჭურვილი, რემიელმა შეამჩნია ჩემი გაოცება მათი დანახვისას,
- ხომ არ გეგონა რომ მხოლოდ როიალზე დაკვრა და ცეკვა სიმღერა შეგვეძლო?
- ნახავ რომ იარაღის გამოყენებაც გვეხერხება, მითუმეტეს როცა აზრაელს შეეხება საქმე , -დაამატა სარიელმა და თვალი ჩამიკრა, -ჩვენს გვერდით არაფრის უნდა გეშინოდეს,
- კარგი გეყოფათ თავის ქება, -ურიელი წინ გამოვიდა, მომიახლოვდა და მომმართა,
- ლილა შენი დახმარება გვჭირდება, მაგრამ შენი გადასაწყვეტია ამას გააკეთებ თუ არა,
- მითხარით და რაც საჭიროა აზრაელის გადასარჩენად და იქიდან გამოსაყვანად, ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ ოღონდ მითხარით,
- პორტალი გვჭირდება, რათქმაუნდა შეგვიძლია ერთერთი ჯერაც მოქმედი პორტალი გამოვიყენოთ მაგრამ ყველა პორტალს იცავენ მეორე მხრიდან და თუკი ძალით ვეცდებით შიგ გასვლას, ამას მაშინვე გაიგებს პროფესორი, ჩვენ კი ალთეინში ჩუმად შეპარვა გვჭირდება,
- ჰო მაგრამ ჩუმად შეპარვას როგორ მოახერხებთ? როგორც მივხვდი ისეთი ტექნოლოგიები აქვთ მაშინვე ხვდებიან თუკი ვინმე მიუახლოვდებათ, -ვუთხარი და ჩამოვჯექი ჯერ კიდევ მიჭირდა ფეხზე დგომა
- ამას ჩვენ მოვაგვარებთ, გაეღიმა ურიელს, -ნებისმიერ დაცვას აქვს ნაკლი, პატარ-პატარა ბზარები და ნაპრალები რომელთა შესახებაც ვიცით და სწორედ მათ გამოვიყენებთ, მაგრამ სანამ ამაზე დაგვთანხმდები გაითვალისწინე რომ პორტალის შექმნას დიდი ენერგია სჭირდება, შენ კი დასუსტებული ხარ, ჭრილობა ბოლომდე არ მოგშუშებია და შენზე ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს არ ვიცით,
წამოვდექი და ურიელს თვალი გავუსწორე,
- როგორ ფიქრობ მაინტერესებს რა მოხდება და რა დამემართება თუკი აზრაელი გვერდით არ მეყოლება? შენი აზრით ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს? საკმარისია ლაპარაკი, მითხარით სად უნდა გავაკეთოთ პორტალი?
ურიელმა ღრმად ამოისუნთქა და ტერასისკენ მიმითითა, -ბაღში შევქმნით მაგრამ მანამდე დანიელი გაჩვენებს სად უნდა წაგვიყვანო,
დანიელი მომიახლოვდა, -თვალები დახუჭე, - მითხრა, ხელები საფეთქლებზე მომიჭირა და უცბად ჩემს გონებაში კადრები გაჩნდა, თითქოს დიდი ხნის დავიწყებულ მოგონებებს ვიხსენებდი, შუაგულ ქალაქში, პატარა ლამაზი ბაღით შემორტყმული სახლი, სახლის წინ კი ქალი ვარდისფერ ფარატინა კაბაში,
დანიელმა ხელი გამიშვა და მეც უცებ გამოვფხიზლდი,
- თქვენ რა გაგიჟდით? გინდათ შუაგულ ქალაქში მოვხვდეთ?
- ჰო, -თავი დამიქნია დანიელმა, -და ზუსტად იმ სახლში რომელიც გაჩვენე, მერწმუნე ასეა საჭირო,
- იმედია იცით რასაც აკეთებთ, -ვთქვი და ბაღისკენ წავედი, ბაღში გავედით, ჯესი ჩვენ გვერდით იდგა
- ჯესიც მოდის? ვკითხე ურიელს,
ურიელმა თავი დამიქნია და ჯესის ხელი ჩაკიდა, -გამეღიმა, ვფიქრობ უხდებიან ერთმანეთს,
* * *
ურიელი მართალი აღმოჩნდა, პორტალის გახსნა ძალიან გამიჭირდა, მთელი ჩემი დარჩენილი ენერგია მოვახმარე და ჩემდა გასაკვირად სწორედ იქ მოვხვდით სადაც საჭირო იყო, მე ბოლოს გადმოვედი პორტალიდან დანიელთან ერთად რომელსაც ფაქტიურად ხელით მოვყავდი,
ბაღში ვიდექით სახლის წინ რომლის ფანჯრებში სინათლე ბჟუტავდა და ჩემდა გასაკვირად ღამე იყო, უკუნეთ სიბნელეში ელავდა ქალაქის მინის კოშკები და მანათობელი ქვით მოკირწყლული ქუჩები, საოცარი სანახაობა იყო, ვისურვებდი დღის შუქზე ჩემს გემოზე დამეთვალიერებინა მთელი ქალაქი, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო, დანიელმა ხელი გამიშვა, კართან მივიდა და დააკაკუნა, კარი ქერა, ცისფერთვალება, მოკლე ფარატინა კაბაში ჩაცმულმა ახალგაზრდა ქალმა გააღო და დანიელის დანახვისას პირზე ხელი აიფარა რომ გაოცებისგან არ ეყვირა, მერე ჩვენ გადმოგვხედა და აშკარად ძალიან სწრაფად და თანაც სწორად შეაფასა სიტუაცია, კარი ფართოდ გააღო და შეგვიპატიჟა, თან აქეთ იქით იყურებოდა,
სახლი შიგნიდან საკმაოდ დიდი იყო სადად და ხალვათად მოწყობილი, ქალი მისაღებ ოთახში შეგვიძღვა და რბილ სკამებზე მიგვითითა,
- ახლა მითხარით აქ რამ მოგიყვანათ ან როგორ მოხვდით შუაგულ ქალაქში, მაშინ როცა დაცვა გაძლიერებულია და შესასვლელ - გასასვლელებს მუდმივად აკონტროლებენ,
დანიელი ქალს მიუახლოვდა წელზე ხელი მოხვია და მომხიბვლელად გაუღიმა,
- იქნებ ჯერ უბრალოდ ჩამეხუტო მკითხო როგორ ვარ და მერე დასვა კითხვები, - ქალმა წელზე ხელი გააშვებინა და მკაცრად შეხედა,
- მე უნდა გკითხო როგორ ხარ? იმის მერე რაც ასე უსიტყვოდ წახვედი და აღარ გამოჩენილხარ?
- თუ გინდა ამაზე მერე ვისაუბროთ როცა მარტო დავრჩებით, ჩაჩურჩულა დანიელმა და ნათლად დავინახე როგორ ცდილობდა ქალი ღიმილის შეკავებას, მერე ჩვენ მოგვიბრუნდა,
- მე სინეა ვარ, ამ მოღალატე, მატყუარა და ძალიან სიმპათიური ანგელოზის ძველი მეგობარი, -მიგვითითა დანიელზე,
- გეტყობათ რომ დიდ პრობლემებში ხართ გახვეული რით შემიძლია თქვენი დახმარება?
ურიელმა უხერხულად ჩაახველა, - არ ვიცი დანიელმა როგორ მოახერხა და აქამდე არცერთმა არ ვიცით შენს შესახებ, ჩვენ დანიელის ძმები ვართ, ესენი კი ლილა და ჯესი არიან, ჩვენი ერთერთი ძმა აზრაელი აქ არის ალთეინში, საფრთხეშია და უნდა გადავარჩინოთ, ოღონდ ჯერ არ ვიცით ზუსტად სად არის, ალბათ პროფესორის ლაბორატორიაში,
- ჰმ, - ჩაეცინა სინეას, - პროფესორის ლაბორატორიაში შეპარვა თვითმკვლელობას უდრის, გიჟი უნდა იყო რომ ეს სცადო, ამას თქვენც კი ვერ მოახერხებთ, ლაბორატორიას ძალიან ძლიერი დაცვა აქვს,
ამას მე მოვაგვარებ, -წამოვდექი და სინეას მივმართე, - ოღონდ უნდა მითხრა ეს კაცი სად ვიპოვო, ჯიბიდან ქაღალდი ამოვიღე და მივაწოდე,
სინეამ ქაღალდს დახედა და გაოცებულმა დაუსტვინა,
- პროფესორის თანაშემწეს ეძებთ? მეზობლად ცხოვრობს, წესით ახლა სახლში უნდა იყოს,
შევამჩნიე როგორ დაიძაბნენ ანგელოზები და სანამ რამეს იტყოდნენ დავასწარი,
- ჩვენ ლაბორატორიაში შესვლა გვჭირდება და ეს ისე უნდა გავაკეთოთ რომ არავინ გაიგოს, ამისთვის კი თანაშემწესთან გარიგება გვჭირდება ის შეგვიშვებს იქ,
- კი მაგრამ რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, -მკითხა ურიელმა,
- მენდეთ ნამდვილად მაქვს მიზეზი რომ ამაში დარწმუნებული ვიყო, იმედია მენდობით?
ყველამ უხმოდ დამიქნია თავი, ჯესის გაყოლა ვთხოვე და გარეთ გავედით,
- ფრთხილად იყავით, -დაგვეწია სინეას ხმა,
* * *
თანაშემწის სახლი იმავე ქუჩაზე რამდენიმე სახლის მოშორებით იყო, დაბალი ჭიშკარი გამოვაღეთ და ეზოში შევედით ჯესიმ კარზე დააკაკუნა, რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ კარი დაახლოებით 40 წლის დაბალმა თმაშევერცხლილმა მამაკაცმა გაგვიღო, ერთხანს დაკვირვებით გვათვალიერებდა,
- რით შემიძლია დაგეხმაროთ? -იკითხა დაბალი, სასიამოვნო ხმით,
ჯესიმ არ უპასუხა, ჯიბიდან პატარა ვერცხლისფერი მედალიონი ამოიღო რომელზედაც უცნაური შავი წარწერები ჩანდა და გაუწოდა, კაცი ერთხანს უხმოდ დაჰყურებდა მედალიონს, მერე ხელი მოუჭირა მედალიონი მტვრად იქცა და ჰაერში გაიფანტა,
- მითხარით რა გჭირდებათ, -გვითხრა პაუზის შემდეგ,
- ლაბორატორიაში უნდა მოვხვდეთ, ამაღამვე, - ვუთხარი პირდაპირ
ჩემდა გასაკვირად კაცი უყოყმანოდ დაგვთანხმდა, სახლში შევიდა, ქურთუკი აიღო, კარი გამოიხურა და გვანიშნა წინ გამიძეხითო,
- როგორ ასე უბრალოდ დაგვთანხმდით? -გაუკვირდა ჯესის,
- ეს ბელიზარის მედალიონია, მისგან დავალებული ვარ, მაგრამ ეს ბოლო იყო, როცა თქვენს სამყაროში დაბრუნდებით გადაეცით რომ ბარი ბარში ვართ, - კაპიუშონი წამოიხურა და მოგვიბრუნდა,
- რას ელოდებით?
ჰმ, ახლა უკვე მე ვარ ბელიზარისგან დავალებული, როცა ჯესი მასთან გავგზავნე ნამდვილად არ მეგონა თუ დაგვეხმარებოდა, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაშინ ბარში მოცემული სტყვა შეასრულა და დაგვეხმარა,
ლაბორატორია სინეას სახლიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა და უნდა გენახათ ჩემი გაოცება როცა, პროფესორის თანაშემწემ ერთ პატარა ორსართულიან შემინულ შენობასთან მიგვიყვანა,
- ეს არის ლაბორატორია? -გავიკვირვე, - მე რაღაც დიდს და გრანდიოზულს ველოდებოდი,
- ჩათვალეთ რომ ეს მხოლოდ მიმღებია, -გაეღიმა თანაშემწეს, -ლაბორატორია მიწისქვეშაა, რამდენიმე სართულად განლაგებული საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, არც კი ვიცი როგორ აპირებთ იქ თქვენი მეგობრის პოვნას, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საცდელი ობიექტები ქვედა სართულზე ყავთ ხოლმე ალბათ ისიც იქ არის, ამ მთას ხომ ხედავთ, -მიგვითითა შენობის უკან აღმართულ მთაზე, -საიდუმლო შესასვლელი იქიდან არის მთის ძირში გვირაბია, მთელ შენობაში სიგნალიზაცია გამორთულია, სამი საათი გაქვთ რომ აქედან გახვიდეთ, მერე სიგნალიზაცია ჩაირთვება და მე ვეღარ დაგეხმარებით,
თანაშემწეს მადლობა გადავუხადეთ და შესასვლელისკენ დავიძარით, მართალი აღმოჩნდა რა მოვუტყუებივართ, მთის ძირში მართლაც ჩანდა ძლივს შესამჩნევი პატარა ვიწრო გვირაბი და მის წინ ისრაფიელი იდგა ჯესის ძმასთან ერთად...
- გელოდებოდით ვიცოდი რომ აზრაელს არ მიატოვებდით, -გვითხრა და ხელები ასწია იმის ნიშნად რომ ჩვენთან ზავი უნდოდა,
- შე მოღალატე , -ვერ მოითმინა ურიელმა მასთან მიიჭრა გულისპირში ხელი ჩაავლო და კედელზე მიანარცხა,
- როგორ ბედავ ჩვენს წინაშე ისე გამოჩენას ვითომც არაფერი მომხდარა,
- კარგი ურიელ ჩხუბის დრო არ არის, შეეშვი, აშკარაა რომ ჩვენს დასახმარებლადაა მოსული, ახლა ყველანაირი დახმარება გვჭირდება, -ვუთხარი, ისრაფიელის მადლიერი მზერა შევამჩნიე და მერე დავინახე როგორ ეხვეოდა ჯესი ძმას,
ურიელმა ხელი გაუშვა და გვერდზე გადგა,
- იმ დროის ხათრით რომელიც ერთად გავატარეთ, ცოტა ხნით დავზავდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერს გაპატიებთ,
- ვიცი, -ისრაფიელმა მწარედ ჩაიცინა, -ერთი დღეც არ ყოფილა რომ ამაზე არ მეფიქრა, ყოველთვის მაწუხებდა და შიგნიდან მღრნიდა ის რომ გატყუებდით, მერე ჯესიც დაემატა, მამას საერთოდ არ ადარდებდა ჩემი გრძნობები ის უბრალოდ მიყენებდა, მე კი ჯესის ვიყენებდი რომ ლილასთან ახლოს ვყოფილიყავით, ვიცი რომ ეს ჩემს დანაშაულს არ გამოისყიდის მაგრამ ჯესის ძმის მამაულიდან განთავისუფლება და მისი დაცვის წევრად დანიშვნა მოვახერხე, ახლა კი აზრაელის განთავისუფლებაშიც დაგეხმარებით,
- მაპატიე ლილა, მომიბრუნდა მე, - იმ დღეს ვერ გავთვალე რომ ლეო გესვრიდა, ყველაფერში შენ გადანაშაულებს, იმაში რომ სრულიად უცხო სამყაროში საყვარელი დისგან მოშორებით გაატარა ამდენი წელი და როცა დაგინახა, შენი მოკვლა გადაწყვიტა, სულელმა რატომღაც იფიქრა რომ თუკი მოგკლავდა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა,
ვუსმენდი და ვფიქრობდი რომ იქნებ მართალი იყო ლეო როცა მესროლა, რაც მე გამოვჩნდი მას მერე პრობლემების მეტი არაფერი მომიტანია ანგელოზებისთვის, ახლა კი აზრაელი ჩემს გამო იტანჯებოდა, -ფიქრებიდან ლეოს ხმამ გამომარკვია, ჩემს წინ იდგა თავდახრილი,
- მაპატიე, ვინანე რომ გესროლე, ეს არ უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ წამიერად სისუსტემ შემიპყრო, შენ არ იცი რა გადავიტანეთ მე და ჯესიმ,
- მესმის, და არ ვბრაზობ, ვუთხარი და ვეცადე გულითადად გამეღიმა, - მგონი საკმარისად შევყოვნდით, დროა წავიდეთ, - ვუთხარი და ის იყო გვირაბში შესასვლელად მოვემზადეთ რომ უცაბედად კავშირი ვიგრძენი ის კავშირი რომელსაც მას მერე ვეღარ ვგრძნობდი რაც აზრაელი ჩანჩქერთან მივატოვე, ურიელს ხელით ვანიშნე რომ გაჩერებულიყო, ძირს ფეხმორთხმით დავჯექი, თვალები დავხუჭე და შეგრძნებებს მივენდე, იმპულსები ამგვარად სხვანაირი იყო უცნაურად ძლიერი და მკვეთრი, უეცრად შემცივდა, დაღლილობა ტკივილი და სასოწარკვეთა ვიგრძენი, მერე კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მონატრება, უეცრად გიჟივით მომენატრა და მივხვდი... იმას ვგრძნობდი რასაც ახლა აზრაელი გრძნობდა, ჩემზე ფიქრობდა იმის მიუხედავად რომ აშკარად ცუდ დღეში იყო, უეცრად ჩემს გონებაში სურათები აციმციმდა, ის კადრები რომლებიც არასოდეს მენახა, ჩანჩქერი და მის უკან კლდეში გამოკვეთილი საპყრობილე, საშინელი ბნელი დერეფნები და ვიწრო საკნები,
თვალები გავახილე, ყველა მე მიყურებდა, ელოდებოდნენ რომ ავუხსნიდი რა მოხდა,
- რაღაც ისე არ არის მეგობრებო, არა მგონია აზრაელი აქ იყოს, მაგრამ ცოცხალია და მე ის ვიგძენი ჩვენი გონების კავშირი მუშაობს და მეუბნება რომ აქედან არცთუ ისე შორსაა
- გონების კავშირი? -ანგელოზებმა ერთმანეთს გადახედეს, - ჩვენ ვერაფერს ვგრძნობთ,
- წყვილებს შორის კავშირი ყოველთვის უფრო ძლიერია, -გაიღიმა ჯესიმ, -აბა გვითხარი ლილა საით უნდა წავიდეთ,
* * *
უკვე რამდენჯერ მეორდება რომ ამ ჩანჩქერთან ვდგავარ და არ ვიცი როგორ მოვიქცე, მაგრამ ახლა ჩემთან აზრაელი არ არის, -მშვიდად ლილა, შევუძახე ჩემს თავს, ყველაფერი გამოგივა,
- ახლა რა უნდა გავაკეთოთ? მივუბრუნდი ანგელოზებს,
- პირდაპირ უნდა დავეშვათ, ისრაფიელი წინ გამოვიდა, -დაცვას გავანეიტრალებთ და შიგნით შევალთ, ეს არც თუ ისე ძნელი უნდა იყოს,
- ჰო მაგრამ ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს იქ რა ხდება, დაცვა რამდენია და საერთოდაც დღემდე არც კი ვიცოდით თუ იქ საპყრობილე იყო, ასე უბრალოდ ვერ ავდგებით და ვერ შევიჭრებით, -მიუგო უხეშად დანიელმა და ურიელს გადახედა,
- როგორ ფიქრობ მოვახერხებთ?
- რათქმაუნდა მოვახერხებთ, მგარამ სანამ ჩვენ აზრაელს გავათავისუფლებთ, მანამდე შენ და ლეოს აქ დარჩენა მოგიწევთ, -გადაულაპარაკა ჯესის,
- არამგონია ეს სწორი იყოს, -ჩავერიე მე, საშინელებათა ფილმებში როცა ასე ხდება ხოლმე მაშინვე მანიაკი მოდის და ყველას სათითაოდ ხოცავს,
- ჩვენ საშინელებათა ფილმებს არ ვუყურებთ, -ჩაიბურტყუნა ურიელმა,
- მე ვუყურებ, ასე რომ ასეთ საკითხებში მე უფრო გამოცდილი ვარ, -მივმართე მე, -შენ ჯესის წამოიყვან, სარიელი და რემიელი ლეოს და ყველა ერთად შევალთ იმ წყეულ საპყრობილეში,
ფრთები გავშალეთ და უფსკრულში დავეშვით, სადაც საშინელი ღრიალით ჩადიოდა და გზაში კედლებზე იმსხვრეოდა გაცოფებული ჩანჩქერი, როგორც კი ძირამდე ჩავედით პირდაპირ წყალში მოგვიწია გავლა, რამდენიმე წამიანი ცივი შხაპის შემდეგ საკმაოდ ფართო, მსუბუქად განათებულ მოედანზე აღმოვჩნდით, მოედნის ბოლოში ძველისძველი დაჟანგულ გისოსიანი შესასვლელი იყო, ისრაფიელმა და ურიელმა შესასვლელთან მდგომი ორი დარაჯი მარტივად გაანეიტრალეს, დერეფანში შევედით და კიდევ ორ დარაჯს დანიელმა მიხედა, დერეფანი გრძელი და ჩაბნელებული იყო სხვა არავინ შეგვხვედრია,
- ნუთუ აქ ოთხი მცველის მეტი არ ყავთ? -ჩაილაპარაკა ჯესიმ რომელიც ჩემს უკან მოდიოდა, სულ მთლად გაწუწული და სიცივისგან კანკალებდა, მე სულაც ვერ ვგრძნობდი სიცივეს, რაც უფრო და უფრო ღრმად შევდიოდით საპყრობილის სიღრმეში, მით უფრო ცხადად ვგრძნობდი აზრაელს და ეს იმდენად მაღელვებდა რომ უფრო და უფრო ვუმატებდი ნაბიჯს,
- ვფიქრობ არ ეშინიათ რომ აქაურობას ვინმე მოაგნებს, ამიტომაც დაცვაზე თავს არ იწუხებენ, ვუთხარი ჯესის და ამავდროულად დერეფნის ბოლოში ქვემოთ მიმავალი კიბე შევამჩნიე,
- ბიჭებო მგონი აქ კიბეა, ქვემოთ უნდა ჩავიდეთ,
რამდენიმე წუთს ხვეულ კიბეზე ჩავდიოდით, მერე დიდ ფართო სალონში აღმოვჩნდით საიდანაც სხვადასხვა მხარეს 6 დერეფანი მიდიოდა რომელთა ორივე მხარეს საკნები იყო ჩარიგებული,
- ახლა საით უნდა წავიდეთ? -დანიელი დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით,
- ამ დერეფანშია აზრაელი, - ვანიშნე მე
- დარწმუნებული ხარ?
- მე მას ვგრძნობ, დარწმუნებული ვარ, -ვუპასუხე და აღარ დავლოდებივარ, ჩქარი ნაბიჯით შევვარდი დერეფანში, თითქმის მივრბოდი და უფრო და უფრო ახლოს ვგრძნობდი მას, დერეფნის ბოლო საკანთან შევჩერდი, სანახაობამ სუნთქვა შემიკრა, სრულიად ცარიელი უფანჯრო საკნის უკანა კედელზე წელსზემოთ შიშველი აზრაელი იყო უცნაური მოწითალო ჯაჭვებით მიჯაჭვული, ხელებით კედელზე მიბმული, მუხლებზე იდგა, თავი ჩაქინდრული ჰქონდა და ნიკაპიდან სისხლი მოწვეთავდა, სისხლით ჰქონდა დასვრილი მთელი სხეული,
ჩაკეტილ კარს ვეცი, ვერაფრით გავაღე, ურიელმა ხმალი ამოიღო და ყუით დასცხო საკეტს, კარმა დაიჭრიალა და გაიღო, საკანში შევვარდი და აზრაელის წინ დავიჩოქე, უგონოდ იყო,
- დამეხმარეთ რომ ჯაჭვები მოვხსნა, - მივმართე ანგელოზებს რომლებიც ჩემს უკან იდგნენ და ხმას არ იღებდნენ,
- ამ ჯაჭვებს ვერ მოხსნი ლილა, -მიპასუხა ისრაფიელმა ჩაწყვეტილი ხმით
- რატომ?
ისრაფიელმა აზრაელს მზერა აარიდა და კედელს შეხედა,
- იმიტომ რომ ეს ჯაჭვები ყველაზე დიდი და საშინელი იარაღია ჩვენს წინააღმდეგ, ის მთელ ძალას და ენერგიას გვაცლის, ჩვენ მასთან შეხებაც კი არ შეგვიძლია, საოცარია აზრაელმა აქამდე როგორ გაუძლო
- ახლავე გადით აქედან, ყველა გადით, -ვიყვირე მე,
- მე მას გადავარჩენ, უფლებას არ მივცემ მარტო დამტოვოს, -ვთქვი და მთელი ძალით ჩავეჭიდე ჯაჭვებს, უეცრად ჩემს შიგნით ძალის მოზღვავება ვიგრძენი ასეთი რამ აქამდე არასოდეს მიგრძვნია, გონება დავძაბე და ძალა ერთი წერტილისკენ მივმართე, ჯაჭვები ჩემს ხელში მტვრად იქცა და განთავისუფლებული აზრელი მოწყვეტით დაეცა ძირს, ჯერ ისევ სუნთქავდა, ყველას ვანიშნე რომ ახლოს არ მოსულიყვნენ, აზრელს მივუახლოვდი, ჩავიმუხლე, მისი თავი კალთაში ჩავიდე , საფეთქლებზე ხელი მოვუჭირე და მთელი ჩემი სასიცოცხლო ენერგია მისკენ მივმართე,
- რას აკეთებს? - მომესმა ჯესის ხმა?
- სასიცოცხლო ენერგიას უნაწილებს უპასუხა ურიელმა,
ვგრძნობდი როგორ მიედინებოდა ჩემს ძარღვებში ენერგია და მასში იღვრებოდა, ვიგრძენი როგორ შეირხა, წამოიწია და სახეზე მომეფერა, მერე კი თითქოს ჩემს შიგნით რაღაც აფეთქდაო, ჩემგან უცნაური ბრწყინვალე სინათლე გადმოიღვარა და საპყრობილე გაანათა, თვალები გავახილე, აზრაელი ჩემს გვერდით იჯდა და სიყვარულით სავსე მზერით მიყურებდა, და რაც ყველაზე საოცარი იყო ანათებდა, უცნაურ სინათლეს ასხივებდა, ყველა გაოცებული გვიმზერდა,
- ასეთი რამ არასდროს მინახავს, -ურიელი შოკში იყო, -კი მაგრამ ლილა ეს როგორ გააკეთე,
- არ ვიცი მე უბრალოდ, როგორც მასწავლიდით ხოლმე სასიცოცხლო ენერგია გავუნაწილე, -ვთქვი და ხელებზე დავიხედე მეც ზუსტად ისე ვანათებდი როგორც ის, აზრაელი ჩამეხუტა და სახე ჩემს თმებში ჩარგო, ცოტა ხანს ასე იყო, მერე კი წამოდგა მეც წამომაყენა და ანგელოზებს გადაეხვია,
- ასე არ უნდა გაგერისკათ, აქ მოსვლა ართ თუ ისე ჭკვიანური იყო, -აი შენ კი შემდეგ დაგელაპარაკები როცა აქედან გავალთ, - მომართა მკაცრი ხმით და ნაძალადევად სერიოზული სახით,
იმ მოედანზე გამოვედით რომელიც დერეფნებს ერთმანეთთან აერთებდა და ამჯერად სრულიად ადვილად მოვახერხე პორტალის შექმნა, ყველა სათითაოდ გავიდა პორტალში, ისრაფიელის ჩათვლით, ყველაზე ბოლოს ჩვენ დავრჩით, აზრაელმა ხელი ჩამკიდა და ის იყო პორტალში უნდა შეგვებიჯებინა რომ უკნიდან ხმა მოგვესმა,
- გეგონათ ასე უბრალოდ მოგცემდით წასვლის უფლებას? - ჩვენს უკან პროფესორი იდგა ჯარისკაცებთან ერთად, მისკენ შევბრუნდით და შემოგვხედა თუ არა სახე შეეცვალა,
- ჰმ, თქვენ ანათებთ, საინტერესოა, საინტერესო, -ჩაილაპარაკა და გაეღიმა,
- აქ საინტერესოს ვერაფერს ვხედავ, -უკმეხად მიუგო აზრაელმა, -და საერთოდ იქნებ მიხვდე რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს და უპრობლემოდ გაგვიშვა,
- ესე იგი არაფერი იცით?
- რა უნდა ვიცოდეთ? -ვეღარ მოვითმინე მე,
პროფესორმა ერთხანს უხმოდ გვიყურა,
- წადით, -გამოგვიცხადა უცებ, -დაბრუნდით თქვენს სამყაროში, ვფიქრობ უამრავი საინტერესო სიახლე გველოდება,
აზრაელმა ხელი ჩამჭიდა, პორტალში შეაბიჯა და სანამ პორტალი ჩაგვყლაპავდა უკან მივიხედე და დავინახე როგორი ჩაფიქრებული და უზომო ინტერესით სავსე თვალებით გვიცქერდა პროფესორი...
* * *
დემონები, ანგელოზები, სხვადასხვა იარაღი და უცნაური არსებები ერთმანეთში იყო არეული, ვიღაცას ვეძებდი, მაგრამ არ მახსოვდა ვის, ცხელოდა, ჯოჯოხეთურად ცხელოდა, შიშველი ფეხით მივუყვებოდი გადახრუკულ მიწას, დემონებს შორის გზას ვიკვლევდი და ზურგს უკან სისხლიანი ნაფეხურები რჩებოდა,
- ვის ეძებ ლილა? რას ეძებ? გაიხსენე, უნდა გაიხსენო, უნდა გაიხსენო, -ვჩურჩულებდი და ბარბაცით ვაგრძელებდი გზას,
უეცრად დემონები გაიფანტნენ და მე ის დავინახე, ჩემს წინ იდგა, ტყავის ქურთუკით, შუბლზე ჩამოყრილი შავი თმით და საოცრად მომხიბვლელი ღიმილით,
- მე მას ვიცნობ? ვიცნობ, მისი სახელი.. მისი სახელია... - მისკენ წავედი, მაგრამ შევამჩნიე რომ გაფერმკრთალება დაიწყო, რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ფერმკრთალდებოდა, და თითქოს უჩინარდებოდა, ნაბიჯს ავუჩქარე მივუახლოვდი და ის იყო უნდა შევხებოდი რომ ჩემს თვალწინ ჰაერში გადნა და აორთქლდა, თავზარდაცემული გავშეშდი,
- აზრელ, - ვიყვირე სასოწარკვეთილმა, -აზრაელ,
- დამშვიდდი ლილა, დაწყნარდი, მე შენთან ვარ, შენს გვერდით ვარ, ნუ გეშინია, -ჩამესმა ნაცნობი ხმა და თვალები გავახილე, სახლში ვიყავი, ჩვენს საძინებელში, ძლივს ვსუნთქავდი, გული ამოვარდნაზე მქონდა, აზრაელი ზემოდან დამყურებდა, მიღიმოდა და თმაზე მეფერებოდა,
- ეს მხოლოდ სიზმარი იყო ლილა, მხოლოდ სიზმარი, -მითხრა თბილი ხმით, გვერდით მომიწვა და გულში ჩამიკრა, მაგრად ჩავეხუტე, თითქოს მეშინოდა რომ მართლაც შეიძლებოდა გამქრალიყო,
- მაპატიე რომ გაგაღვიძე, - ვუთხარი და მისი დამათრობელი სურნელი შევიყნოსე, -მაინც არ მეუბნები რა სუნამოს იყენებ?
- იმედი უნდა გაგიცრუო, არანაირ სუნამოს არ ვიყენებ, -მითხრა და წამოჯდა, -მგონი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს ლილა, ხომ იცი რომ ბოლომდე ვერ აარიდებ თავს ამ საუბარს,
ჯანდაბა, ვიცოდი რომ ოდესმე მომიწევდა მასთან საუბარი, მაგრამ რატომ ახლა?
- იქნებ დავიძინოთ და ხვალ ვისაუბროთ,
- და ხვალ რაღას მოიგონებ რომ თავი დაძვრინო? -აზრაელი თბილად მიღიმოდა, -გთხოვ ლილა ეს საუბარი ორივეს გვჭირდება, უკვე ორი კვირაა რაც ალთეინიდან დავბრუნდით და ერთი ღამეც არ გძინებია ნორმალურად, დღისით ყველას გაგვირბიხარ, ჯესისაც კი არ ელაპარაკები, აღარ ხუმრობ, აღარ იღიმი, საჭმელს თითქმის არ ჭამ, ყოველ ღამე კოშმარები გესიზმრება, ამ ყველაფერს ახსნა უნდა ჰქონდეს, მითხარი რა ხდება, ვფიქრობ და ვერაფერი გამიგია, ვხვდები რომ ცუდად ხარ, ამას ვგრძნობ მაგრამ ვერაფრით გეხმარები და ეს მკლავს,
მიყურებდა დიდი შავი თვალებით, რომლებშიც უზომო სევდა და დარდი ჩანდა, ვხვდებოდი, ვგრძნობდი, როგორ ღელავდა ჩემზე,
- მეშინია აზრელ, ძალიან მეშინია, -ვთქვი და თავი ჩავღუნე,
- შემომხედე, -აზრაელმა ნიკაპში მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა, -მითხარი რისი გეშინია?
- ჯანდაბა, მეშინია რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და შენ ჩემს გვერდით აღარ იქნები, მეშინია რომ ერთ დღესაც შენ უბრალოდ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან, ის ყველაფერი რაც მოხდა ჩემი ბრალი იყო, ჩემს გამო მოხდა, იქ ალთეინში როცა დაგინახე საპყრობილეში, მე... მე უბრალოდ... ჩემს გამო რამე რომ მოგსვლოდა... -ვთქვი, თვალებზე ცრემლები მომადგა და მხრები ამიცახცახდა,
აზრაელმა უხმოდ მომხვია ხელი და გულზე მიმიკრა,
- მაპატიე, -ამოვისლუკუნე მე, -ამ ბოლო დროს ძალიან მგრძნობიარე გავხდი, რაც ალთეინიდან დავბრუნდი შევიცვალე, მაგრამ არც კი ვიცი რატომ, სულ ვწუწუნებ, იმედია ამის გამო არ გადამიყვარებ,
- არ ვიცი ამაზე უნდა დავფიქრდე, -მითხრა სერიოზული ხმით და ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა,
- არაფერზე იფიქრო ლილა, ის რაც მოხდა შენი ბრალი არ ყოფილა, მამა ყოველთვის გამონახავდა მიზეზს იმისთვის რომ ჩვენთვის რამე დაეშავებინა, შენ არაფერ შუაში ხარ, მოდი ჩემთან, -მითხრა მიმიზიდა, კალთაში ჩამისვა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა,
- ოოჰ, სუნთქვა შემეკრა და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, აი თურმე რა მჭირდებოდა, მას მერე რაც ალთეინიდან დავბრუნდით, ჩემი უხასიათობის და კოშმარების გამო ერთმანეთს არც კი მივკარებივართ, როგორ მომნატრებია მისი ტუჩები, მისი მოფერება, ხელი მაისურის ქვეშ შევუცურე რომ მისი დაკუნთული უნაკლო სხეული უკეთ მეგრძნო,
- შენი ცვალებადი ხასიათი მაგიჟებს, -ჩამჩურჩულა და საოცარი ოსტატობით, რამდენიმე მსუბუქი მოძრაობით გამაშიშვლა, ღია ფანჯრებიდან შემოსული მთვარის შუქი ოთახს ნახევრად ანათებდა, ნიავი ფარდებს აშრიალებდა და გარედან ჭრიჭინობელების ორკესტრის ხმა მოჰქონდა, მე კი თმაგაშლილი სრულიად შიშველი ვიწექი და ვტკბებოდი მისი აღფრთოვანებული მზერის შემხედვარე...
* * *
მეორე დილით საუზმის შემდეგ, მისაღებში ფუმფულა სავარძელში მოკალათებული ვუსმენდი როგორ იხსენებდნენ ანგელოზები ძველ ამბებს, ხუმრობდნენ იცინოდნენ და ერთმანეთის გაბრაზებას ცდილობდნენ, ურიელი და ჯესი ტერასაზე ისხდნენ ჩახუტებულები, ჯესის ძმა ლეო კი ანგელოზებთან ერთად იჯდა და თვალებგაფართოებული ხარბად ისმენდა უძველეს ისტორიებს,
- ანუ მითი ბაბილონის გოდოლზე სიმართლეა? - ლეო ემოციებს ვერ მალავდა,
- კი სიმართლეა, - გაიღიმა სარიელმა, - ოღონდ რათქმაუნდა ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც გადმოცემებშია, არც არის გასაკვირი იმდენი დრო გავიდა,
- ჰოო, იმ უგუნურებმა იმდენი იწვალეს გოდოლის ასაშენებლად, - ჰანიელის სახეზე სინანულის მაგვარი რაღაც გაკრთა, - სიმართლე რომ ვთქვა გამიხარდა კიდეც როცა ისრაფიელმა მათ თავგზა აურია და მშენებლობა შეაწყვეტინა...
ისრაფიელი კედელთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და იღიმებოდა, საუბარში მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ თავის დაკვრით და პატარ-პატარა რეპლიკებით შემოიფარგლებოდა, მას მერე რაც ალთეინიდან დავბრუნდით ვატყობდი რომ მთლად კარგად და თავისუფლად ვერ გრძნობდა თავს თუმცა ყველა ძველებურად ექცეოდა და არც კი ახსენებდნენ წარსულს,
დაბრუნების შემდეგ ისრაფიელმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ადამიანის ენერგიის ხარჯზე უკვდავობის შენარჩუნებაზე და ახლა ის უბრალოდ დაბერდებოდა, ასაკი მოემატებოდა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, შეიძლება ეს აწუხებდა, არ ვიცი...
- მოსეს მიერ მდინარის შუაზე გაყოფაზე რას მეტყვით? -ფიქრებიდან ლეოს ხმამ გამომარკვია,
- ამ სასწაულის ავტორი მე ვარ, -ამაყად გამოაცხადა დანიელმა და სკოლის მოსწავლესავით ასწია ხელი, -კარგი კაცი იყო მოსე და იმდენად სწამდა ის რაც სწამდა რომ მთლად უგულოები უნდა ვყოფილიყავით მისთვის არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა,
- მოიცა, მხოლოდ იმიტომ გააკეთეთ ასეთი რამ რომ მოსე კარგი კაცი იყო? - ლეო გაკვირვებას ვერ მალავდა,
- რათქმაუნდა მხოლოდ ამიტომ არა, -ჩაერია სარიელი, -უბრალოდ მაშინ ადამიანებს იმედი სჭირდებოდათ და ჩვენ მათ ეს მივეცით, მაშინ, იმ დროს, უფრო აქტიურად ვერეოდით ყველაფერში, რადგან ეს სამყარო ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული და რომ არა ჩვენი პატარ-პატარა ჩარევები სამყაროს ქაოსი მოიცავდა და ჯერ კიდევ დაწყებამდე დამთავრდებოდა ყველაფერი,
- კარგი რა, -ვეღარ მოვითმინე მე, - თუკი წარღვნას, ზღვის ორად გაყოფას და ცეცხლის წვიმას პატარ-პატარა ჩარევებს ეძახით, ესე იგი ბევრად მეტი რამის გაკეთება შეგიძლიათ და არ მესმის ახლა რაღატომ არ ერევით იმ ყველაფერში რაც მსოფლიოში ხდება, ომი, ხანძრები და ათასგვარი უბედურება, ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ ადამიანების დასახმარებლად?
აზრაელი რომელიც აქამდე ჩუმად იყო წამოდგა, მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა,
- ყველაფერი არც ისეთი ადვილი და მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, -დაიწყო თბილი შემპარავი ხმით, თითქოს ცდილობდა ზედმეტად არ გავეღიზიანებინე,
- ამ სამყარომ უკვე განვითარების ისეთ დონეს მიაღწია რომ ის პროცესები რაც ამჟამად მიმდინარეობს უკვე შეუქცევადია და ჩვენი ჩარევა ვეღარაფერს შეცვლის, დედამიწა კვდება და მისი მდგომარეობა რომ გამოვასწოროთ სულ მცირე მოსახლეობის ნახევარი მაინც უნდა გავანადგუროთ, სხვანაირად რესურსები არ ეყოფათ არსებობის გასაგრძელებლად, ჩვენ აღარ ვაპირებთ არაფერში ჩარევას და ახლა ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული რომელთაც ფეხებზე კიდიათ ხვალინდელი დღე, არ აინტერესებთ შვილებს რას დაუტოვებენ, იმ შვილებს რომელთაც ერთმანეთის მიყოლებით აჩენენ ერთმანეთის ჯიბრზე, მიუხედავად იმისა რომ ხედავენ რაოდენ ჭარბია მოსახლეობა, აშენებენ ერთმანეთზე უფრო დიდ სახლებს, ყიდულობენ ძვირფას მანქანებს, ჩეხავენ ტყეებს რომ საძოვრები გააშენონ იმ ცხოველებისთვის რომლებსაც შემდეგ საკვებად გამოიყენებენ, აგროვებენ ფულს, იმ ფულს რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება როცა სამყაროს აღსასრული დადგება და ის აუცილებლად დადგება, თუმცა მერწმუნე ლილა, ჩვენ ამჯერად ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ,
თავი ჩავღუნე, ეს ყველაფერი ხომ ისედაც ვიცოდი, მაინცდამაინც მისგან უნდა მომესმინა? რა ადვილად საუბრობენ ამ ყველაფერზე, ნუთუ მართლა ასეთი ადვილია, იქნებ მაშინ როცა მეც მათსავით რამდენიმე ათასი წლის ვიქნები ყველაფერს სხვა თვალით შევხედო, ახლა კი, ახლა კი უბრალოდ მეტის მოსმენა აღარ შემიძლია...
- საძინებელში ავალ, უნდა დავისვენო -ვუთხარი აზრელს და შევეცადე გამეღიმა, აზრაელმა უხმოდ დამიქნია თავი და დავინახე რომ ჯესის რომელიც ტერასიდან შემოსასვლელ კართან იდგა თვალით რაღაც ანიშნა, ყურადღება აღარაფრისთვის მიმიქცევია სწრაფი ნაბიჯით გამოვედი მისაღებიდან და საძინებლისკენ წავედი, შევედი თუ არა უცნაური სისუსტე და გულის რევა ვიგრძენი, აბაზანამდე ძლივს მივასწარი და გული ამერია,
- კარგად ხარ? - კარი შემოაღო ჯესიმ, -ღვერთო ჩემო ლილა ფერი აღარ გადევს, იყვირა ჩემი დანახვისას და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა, -რა გჭირს?
- კარგად ვარ, პანიკა საჭირო არ არის, -მივუგე უხეშად, -ალბათ დაღლილობის ბრალია,
- ჰო როგორ არა, რომელ დაღლილობაზე მელაპარაკები? ორი კვირაა თითქმის სულ გძინავს, ეზოშიც კი არ გამოდიხარ, ფერი დაკარგე ახლა კი გულიც გერევა, ფეხმძიმედ ხარ?
- კარგი რა, რა სისულელეა, - წამოვდექი, პირზე წყალი შევისხი და მაისური გავიძრე,
- თუკი არ იცი გეტყვი რომ ანგელოზებს შვილები არ უჩნდებათ, ასე რომ ეს თეორია დაივიწყე,
- ვუთხარი, საძინებელში გავედი, ახალი მაისური გადავიცვი და მოწყვეტით დავვარდი საწოლზე,
- საიდან იცი რომ არ უჩნდებათ? -არ ნებდებოდა ჯესი,
- იქიდან რომ აზრაელმა მითხრა, არ გინდა რომ მარტო დამტოვო? მე უბრალოდ კარგად გამოძინება მჭირდება,
- ოფ, რატომ ხარ ასეთი უხასიათო, შენ პირველი ანგელოზი გოგო ხარ, აქამდე ანგელოზებს წყვილი არ ჰყოლიათ, კი, გასაგებია რომ ანგელოზსა და ადამიანს შორის ასეთი რამ არ ხდება მაგრამ ანგელოზსა და ანგელოზს შორის? იცოდე იფიქრე ამაზე, ელემენტარული ტესტი ამაინც გაიკეთე,
ჯესის მონოლოგი ოთახში დაუკაკაუნებლად შემოვარდნილმა დანიელმა შეაწყვეტინა,
- შემოსასვლელ კართან თქვენი მეგობარი დგას,
- მოიცა როგორ თუ მეგობარი? ვინ მეგობარი? როგორ? - მივაყარეთ კითხვები ერთდროულად,
- თქვენი მეგობარი ლუკა, და კაცმა არ იცის როგორ მოხვდა აქ, -გამოაცხადა დანიელმა და მხრები აიჩეჩა, -როგორც წესი უბრალო მოკვდავები აქ შემოსვლას ვერ ახერხებენ, მან კი დაუბრკოლებლად გამოიარა მთელი ბაღი და ახლა კართან დგას,
მე და ჯესი ერთმანეთს ვასწრებდით, სულმოუთქმელად ჩავირბინეთ კიბეები და სირბილით მივედით კართან, სანამ გააღებდა ჯესიმ შემომხედა, მე უხმოდ დავუქნიე თავი, კარი გააღო და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს იქ მართლაც ლუკა იდგა, ჩვეულ სპორტულ სტილში გამოწყობილი აჩეჩილი თმით და საყვარელი ღიმილით, ჩვენს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და ხელები გაშალა, მე და ჯესი ერთდროულად ჩავეხუტეთ,
- ახლა მივხვდი როგორ მომნატრებიხარ, -ვუთხარი და შევათვალიერე, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,
- რაღაც არამგონია რომელიმეს მოგნატრებოდით, -ჩაიბურტყუნა ლუკამ უკმაყოფილოდ, -სად დაიკარგეთ, ტელეფონები გამორთული გქონდათ, ძლივს მოგაგენით, ეს რა ადგილია? აქ რას აკეთებთ?
- მოგვაყარა კითხვები ერთბაშად,
- მეგობარს სახლში არ შემოიპატიჟებთ? -მოგვესმა უკნიდან აზრაელის ხმა, -ღია კარში იდგა და გულითადად უღიმოდა ლუკას, მერე ხელი გაუწოდა და ჩამოართვა,
- მე აზრაელი ვარ, ლილას შეყვარებული, შემოდი, დანარჩენებს ლილა გაგაცნობს,
- დანარჩენებს? -დაიბნა ლუკა,
- ჰო აზრაელის ძმებს გაგაცნობთ, წამოდი, -ჯესიმ ხელი გადახვია, -სხვათაშორის ერთ-ერთი ჩემი შეყვარებულია, ურიელი ჰქვია, აზრაელს ექვსი ძმა ჰყავს და ყველანი ერთმანეთზე უფრო საყვარლები არიან,
- დიდი ოჯახი ჰქონია შენს შეყვარებულს, - მომიბრუნდა ლუკა, -სხვა რა გზაა წავიდეთ გავიცნოთ, ერთმანეთი,
გაცნობამ მშვიდად ჩაიარა, ლუკა გაოცებული შეჰყურებდა აზრაელს და მის ძმებს, ყველა ასე განსხვავებული ერთმანეთისგან და ყველა უზომოდ თავაზიანი და მომხიბვლელი,
- დარწმუნებული ხარ რომ ძმები არიან? -გადაუჩურჩულა ჯესის,
- კი რათქმაუნდა, შენ ის გვითხარი, როგორ მოგვაგენი?
- ჩვეულებრივად, არ გამჭირვებია და საერთოდაც თქვენთვის უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი, იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სამედიცინოზე ვაბარებ,
- ოჰო, შენ და სამედიცინო? ეს როგორ მოხდა, -გამიკვირდა მე,
- მას მერე რაც სასაწაულებრივად გადვრჩი სიკვდილს, უცნაური რაღაცეები მემართება,
აზრაელს გადავხედე, მივხვდი ისიც იმავეს ფიქრობდა რასაც მე,
- წამოდი, მე, შენ და ჯესი ბაღში გავიდეთ, - მივმართე ლუკას, - მგონი ჩვენ სამს ცალკე ბევრი სალაპარაკო გვაქვს,
ლუკა განცვიფრებული ათვალიერებდა ბაღს, ჩემს ვარდის ხესთან შეჩერდა,
- მაგარი რამეა, ამხელა ვარდს პირველად ვხედავ, თანაც როგორი მძაფრი სურნელი აქვს,
- ლილას შედევრია, -გადაიკისკისა ჯესიმ,
- როგორ? შენ რა მებაღეობას მიჰყავი ხელი, ესე იგი აქ შენს შეყვარებულთან და მის ექვს ძმასთან ერთად ცხოვრობ და მებაღეობით ხარ დაკავებული? თუ რა ჯანდაბა ხდება, ამიხსნით თუ არა?
- როგორც ფიფქია და შვიდი ჯუჯა, -ჩაერია ჯესი, -ოღონდ იმ განსხვავებით რომ აზრაელი და მისი ძმები ჯუჯებს არ გვანან, სამაგიეროდ ბოროტი დედინაცვალი გვყავს,
- უფრო სწორად მამინაცვალი, - შევუსწორე ღიმილით, ბალახზე ჩამოვჯექი და ისიც მოვიპატიჟე, ჯესი და ლუკა გვერდით მომისხდნენ,
- მოდი ჯერ შენ მოგვიყევი რის თქმასაც აპირებდი და შემდეგ მე მოგიყვები ყველაფერს, -ვუთხარი და ყურადღებიანი მსმენელის გამომეტყველების მიღებას შევეცადე,
- არ დაიჯერებთ ისეთი რაღაცეები დამემართა, - დაიწყო ლუკამ,
- შენ რომ იცოდე ჩვენ რა აღარ დაგვიჯერებია ამას არ იტყოდი, - დაამატა ჯესიმ ორაზროვანი ღიმილით,
- აცადე, - იდაყვი წავკარი და ლუკას ვანიშნე რომ გაეგრძელებინა,
- როცა სასწაულებრივად გადავრჩი სიკვდილს, რაც ვერცერთმა ექიმმა ვერ დაადგინა როგორ მოხდა,
მას შემდეგ უცნაური რაღაცეები დამჩემდა, ადამიანზე შეხედვისთანავე ვხვდები რა აწუხებს რა სტკივა რას უჩივის, რამდენიმე წუთში შემიძლია დიაგნოზის დასმა, ვერ გეტყვით როგორ ხდება, მარტივად თავისთავად, თავიდან ბევრს ვფიქრობდი ამაზე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ მაინ ვერაფერს გავიგებდი და შევეშვი, სამაგიეროდ სამედიცინოზე ჩაბარება გადავწყვიტე,
- რომ გითხრა რომ ამ ყველაფერს ახსნა აქვს რას იტყვი?
- დარწმუნებული ხარ ლილა? -მკითხა ჯესიმ
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ,
- ლუკა, -მივუბრუნდი მეგობარს, -ვიცი რომ ყველაფრის გაგებას შეძლებ რასაც გეტყვი, -ვუთხარი და მის თანხმობას აღარ დავლოდებივარ ყველაფერი მოვუყევი თავიდან ბოლომდე,
* * *
- მგონი შოკშია, - გამოაცხადა ჯესიმ, და ლუკაზე მიმითითა რომელიც საეჭვოდ გაშეშებული და მზერაგაყინული იჯდა ჩვენს შორის,
- ლუკა კარგად ხარ? - მხარზე ხელი დავადე, შეხტა და ფეთიანივით წამოხტა ფეხზე
- ჯანდაბა ყველაფერს ველოდი მაგრამ ასეთ რამეს არა,
- კარგი რა ნუ აზვიადებ, გოგოსავით იქცევი, მოდი, დაჯექი და ეცადე უფრო მშვიდად შეხედო ამ ყველაფერს, - ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა ჯესის, ლუკა დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნული ჩაჯდა ჩვენს შორის,
- ესე იგი ის ყველაფერი რაც მე მემართება იმის გამოა რომ აზრაელმა გადამარჩინა და თავისი სასიცოცხლო ენერგია გამინაწილა? ესე იგი მასაც შეუძლია ის რაც მე შემიძლია?
- არ ვიცი ვერ გეტყვი, -მხრები ავიჩეჩე, -არამგონია შეეძლოს, უბრალოდ მისმა ენერგიამ შენზე სხვაგვარად იმოქმედა და ეს ნიჭი განგივითარდა, შეიძლება სხვაზე სხვანაირად ემოქმედა,
- ოჰჰ, ლუკამ ღრმად ამოისუნთქა და გაღიმებას შეეცადა,
- ყველაფრის გაგებას შევეცდები ლილა, გპირდები მაგრამ აშკარად არ მენდობი, იცი შენს შესახებ რასაც ვგრძნობ, მაგრამ ისიც იცი რომ რეალისტი ვარ და ყოველთვის ვიცოდი ჩვენს შორის მეგობრობაზე მეტი არაფერი იქნებოდა, ასეთ მნიშვნელოვან რამეს რატომ მიმალავ, ნუთუ ფიქრობ რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის ბედნიერება არ გამახარებს?
- რას გულისხმობ? ვერაფერი გავიგე,
- ახლა არ მითხრა რომ არ იცი, არც შენ იცი ჯესი?
- რა უნდა ვიცოდე? - ჯესი არანაკლებ გაკვირვებული იყო, - მგონი შეიშალა მანიშნა შეუმჩნევლად,
- არ ვიცი რამდენად სწორია რომ ამას მე გეუბნები მაგრამ შენ ფეხმძიმედ ხარ ლილა, დღეს როგორც კი პირველად დაგინახე მაშინვე მივხვდი,
არ ვიცი რას გრძნობენ ქალები როცა ასეთ ამბავს იგებენ, მაგრამ მე ნამდვილი სასოწარკვეთა ვიგრძენი, ერთდროულად უამრავი ფიქრი ამიზუზუნდა თავში, თავზე ხელები შემოვიჭდე და შევეცადე რეალურად და ლოგიკურად მეაზროვნა,
- ეს წარმოუდგენელია, ანგელოზები ხომ არ უნაყოფოები არიან, -თითქმის ვიყვირე და ფეხზე წამოვხტი, - ყველანაირი უცნაურობა მე რატომ უნდა ადმემართოს, ლუკა დარწმუნებული ხარ რომ მართლა ფეხმძიმედ ვარ და არ ცდები?
- არ ვიცი ეს ვინ გითხრა მაგრამ შენ უნაყოფო არ ხარ, ამაში დარწმუნებული ვარ, -გაიღიმა ლუკამ, -ასპროცენტიან დიაგნოზებს ვსვამ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩაბარება, მაგრამ გიყურებ და ერთი რამ ვერ გამიგია, ეს ხომ კარგი ამბავია, შენ და აზრაელს ერთმანეთი გიყვართ, იცი როგორ გიყურებს? გაღმერთებს, დარწმუნებული ვარ ეს ამბავი ძალიან გაუხარდება,
არ ვიცოდი მათთვის როგორ ამეხსნა რას ვგრძნობდი ჩემს სულში ქარიშხალი ტრიალებდა და ფსიქოლოგიურად მანგრევდა, ათასგვარ რამეზე დავფიქრდი უცბად, ისეთ რამეებზე რაზეც აქამდე არ მიფიქრია, ბავშვი, ჩემი და აზრაელის შვილი, ნეტავ რა იქნება ან როგორი დაიბადება? ან ღირს კი ამ სამყაროში მისი დაბადება? აი თურმე რას ნიშნავდა პროფესორის მზერა, მან იცოდა, მიხვდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ამიტომ გამოგვიშვა, ნეტავ ახლა, რას გეგმავს? ალბათ მის წართმევას და წაყვანას მოინდომებს ისე როგორც ჩემს წაყვანას ცდილობდა, ნეტავ აზრაელს რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე?
- ლილა კარგად ხარ? რამდენიმე წუთია ხმა არ ამოგიღია, -ჯესი მომეხვია, - გილოცავ, ალბათ ერთი სული გაქვს ეს ამბავი აზრაელს ახარო,
და ამ დროს (ახლა ვფიქრობ რომ არასწორი) გადაწყვეტილება მივიღე,
- ძალიან გთხოვთ აზრაელს არაფერი უთხრათ ამის შესახებ, გთხოვ ჯესი, შენც ლუკა, როცა საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ ვეტყვი, -ვუთხარი მათ და სახლისკენ მტკიცე გადაწყვეტილება მიღებული წავედი, აზრაელი ძმებთან ერთად მისაღებში იჯდა, სავარძელში თავისუფლად იყო გადაწოლილი და უდარდელი გამომეტყველების მიუხედავად ვხვდებოდი რომ დაძაბული ელოდებოდა ჩემს შესვლას, მშვიდად მივუახლოვდი,
- შენთან სალაპარაკო მაქვს,
- გისმენ, რისი თქმა გინდა? -მკითხა და ისე გულითადად გამიღიმა რომ გულში რაღაც ჩამწყდა,
- გეყოფა ლილა, -შევუძახე ჩემს თავს, შენ ახლა უბრალოდ დრო გჭირდება, სულ ცოტა დრო,
- აქ არა, იქნებ საძინებელში ავიდეთ, სერიოზული საკითხია რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვეხება, -ვუთხარი და შევამჩნიე რომ არ იმჩნევდნენ მაგრამ ყველა ჩვენ გვისმენდა, აზრაელმაც არ შეიმჩნია აღელვება და უხმოდ დამიქნია თავი, სანამ საძინებელში არ შევედით ხმა არ ამოუღია, მერე კი უსიტყვოდ ჩამეხუტა და გულში ჩამიკრა,
- სანამ რამეს იტყვი გთხოვ კარგად დაფიქრდი, ისეთ რამეს ნუ გააკეთებ რასაც მერე ინანებ, ვგრძნობ რომ არც თუ ისე კარგი რამ გაქვს სათქმელი ასე არ არის?
მისი მკლავები მოვიშორე და უმწეოდ მხრებჩამოყრილმა ძლივს გავბედე მისთვის თვალებში შემეხედა,
- მაპატიე მაგრამ უნდა წავიდე, ცოტახნით ამ ყველაფრისგან დასვენება მჭირდება რაც ხდება, უნდა დავისვენო და ვიფიქრო, ბევრი ვიფიქრო იმ გადაწყვეტილებებზე რომელთა მიღებაც მომიწევს,
- ვუთხარი და მისი რეაქციის მოლოდინში დაძაბული გავშეშდი, ჩემდა გასაოცრად აზრაელის რეაქცია ისეთი იყო როგორსაც ნამდვილად არ ველოდი, გამიღიმა საწოლზე ჩამოჯდა და მეც მანიშნა რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი,
- შენ თუ ასე ფიქრობ და ასე თვლი საჭიროდ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვხვდები რომ რაღაცას არ მეუბნები, არ მეუბნები მიზეზს რამაც ეს გადაწყვეტილება მიგაღებინა, იქნებ ბოლომდე მითხრა რა ხდება, იქნებ შევძლო შენი დახმარება,
მის ხმაში მუდარა და ეჭვნარევი შიში იგრძნობოდა, ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ვხედავდი როგორ უჭირდა ეს,
- მე უბრალოდ დავიღალე აზრაელ, ძალიან დავიღალე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩვენი შეხვედრა, დაახლოება, მამაჩემის გამოჩენა და ეს სამყარო, ეს ... ეს ყველაფერი უბრალოდ ზედმეტი აღმოჩნდა ჩემთვის, ვეღარ ვუძლებ, ასე მგონია რომ ჰაერი აღარ მყოფნის და ვიხრჩობი, მეგონა რომ შევძლებდი მაგრამ ახლა მგონია ტყუილად ვფიქრობდი ასე, მე უბრალოდ ცოტახნით დასვენება მჭირდება, მეტი არაფერი,
- კარგი, - თქვა უბრალოდ ცოტა ხნით დუმილის შემდეგ აზრაელმა, - სად აპირებ წასვლას?
- ჩემს ბინაში დავბრუნდები,
- ხომ იცი რომ იქ ყოფნა სახიფათოა, მაგრამ არა უშავს, - დაამატა სწრაფად, -ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ დაცული იყო, შენს ბინაშიც გავაკეთებთ დამცავ ფარს,
- აზრაელ გთხოვ, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, ჩემს თავს თვითონ მივხედავ, ცოტა ხნით არავის ნახვა არ მინდა და რა გამოვა თუკი ყოველ წუთას გნახავთ ხოლმე, - ვთქვი და მივხვდი რომ უხეშად გამომივიდა, შევხედე, გაოცებული მიყურებდა, მზერა ტკივილით ჰქონდა სავსე, მაგრამ არაფერს ამბობდა, უკან აღარ დამიხევია, იქნებ ასე სჯობდეს, იქნებ ასე უფრო გამიადვილდეს მისი მიტოვება,
- მიტოვება? სადღაც ჩემს შიგნით ჩაიქირქილა ჩემმა მეორე მემ, ვის ატყუებ? შენ აზრაელის გარეშე ცხოვრებას უბრალოდ ვერ შეძლებ, მითუმეტეს ახლა როცა მუცლით მის შვილს ატარებ,
ამოვიოხრე, კარადა გამოვაღე და ტანსაცმის ჩალაგება დავიწყე, პატარა სპორტული ჩანთა გავავსე და აზრაელს მივუბრუნდი,
- მე მზად ვარ, ლუკას გავყვები, ერთად წავალთ, ჯესი ალბათ აქ დარჩება ურიელის გამო,
- აზრაელმა თავი დამიქნია ჩანთას ხელი დაავლო და და კარი გამიღო, შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა, როგორღაც ახერხებდა რომ გრძნობებს მორეოდა, მაგრამ როცა მის წინ გავიარე ისე რომ თითქმის ვეხებოდი, მოვასწარი დამენახა როგორ დახუჭა თვალები და ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა...
* * *
ჩემი ბინა საშინლად გამოიყურებოდა, ყველაფერი ისე იყო როგორც მაშინ, როცა ის შემთხვევა მოხდა და დემონმა ლუკა კინაღამ მოკლა, შესასვლელში და მისაღებში ავეჯი არეული და დამტვრეული იყო, ყველგან სისხლის ლაქები და უამრავი მტვერი, მე და ლუკას თითქმის სამი დღე დაგვჭირდა რომ ბინა მოგვეწესრიგებინა, ძველი ავეჯი გადავყარეთ, ბინა დავალაგეთ, ახალი ავეჯი ვიყიდეთ, ლუკა ხმისამოუღებლად მეხმარებოდა, ბოლოს ჩემი პროტესტის მიუხედავად მაცივარი ხილით და საჭმლით გაავსო და პირობა ჩამომართვა რომ ჭამა არ დამავიწყდებოდა, ჯესიმ მხოლოდ ორჯერ შემოაიარა რომ დალაგებაში მოგვხმარებოდა, ერთხელ კი საყიდლებზეც წავედით ერთად, ჯესიმ თავისთვის უამრავი ტანსაცმელი იყიდა მე კი რატომღაც მოლბერტი, ტილოები, ფუნჯები და საღებავები, არც კი ვიცი რატომ? ხატვა არასდროს მეხერხებოდა, მაგრამ როცა მაღაზიის წინ ჩავიარეთ სადაც სახატავი მასალა და აქსესუარები იყიდებოდა, თითქოს რაღაც შინაგანმა ხმამ მაიძულა შევსულიყავი და ის ყველაფერი მეყიდა რაც ახლა ტერასაზე მქონდა გაშლილი სადაც მე და ლუკა ყავას შევექცეოდით და დამღლელი დღის შემდეგ ვისვენებდით, უკვე ყველაფერს მოვრჩით,
- მგონი ჯობია ყავის სმას მოუკლო, ბავშვისთვის არცთუ ისე კარგია, -მითხრა ისე სასხვათაშორისოდ
ჰმ, ბავშვი, ეს დღეები არც კი გამხსენებია უფრო სწორად რომ ვთქვა ჩემს ტვინს დავიწყება ვაიძულე, რადგან არც კი ვიცი რა უნდა ვუყო ამ ბავშვს,
- ლუკა მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან დამეხმარე, ბოდიში რომ დარჩენას ვერ გთავაზობ,
- შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, -ლუკამ უდარდელად გაიქნია თავი, -ბინა მაქვს ნაქირავები, უნივერსიტეტთან ახლოს, ვეცდები ხშირად შემოგიარო ხოლმე, ლილა, ბევრს ნუ იფიქრებ ამ ყველაფერზე, ხომ ხედავ მეც ასე ვიქცევი, ვცდილობ ამ ყველაფერზე არ ვიფიქრო რაც ხდება, თორემ შეიძლება გავგიჟდე, წარმოგიდგენია? ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ არაფერი ვიცოდი, ახლა კი აღმოჩნდა რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ანგელოზია, თანაც არა ისეთი ანგელოზი რომელთაც ზღაპრებიდან, ლეგენდებიდან და წმინდა წიგნებიდან ვიცნობთ, ხომ იცი დედაჩემი როგორი მორწმუნეა, გუშინ როცა მის სანახავად შევიარე ლოცულობდა, მას შემდეგ რაც დამემართა ყოველ დღე ლოცულობს და ღმერთს მადლობას სწირავს ჩემი გადარჩენისთვის, არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა როცა ხატებთან დაჩოქილი დავინახე, მეთქვა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა და სხვა არაფერი? ვერ გავბედე ლილა, ვერ გავბედე, - ლუკამ თავი ხელებში ჩარგო და ამოიოხრა,
- კარგად მოიქეცი რომ არაფერი უთხარი, ყველა ვერ გაიგებს იმას რაც ხდება, მე ანგელოზი ვარ და გამიადვილდა ამ ყველაფრის აღქმა, შენ ნაწილობრივ ანგელოზის სასიცოცხლო ენერგიას ატარებ, ჯესი მაგალითად ნახევრად დემონია,
- რაა? -დავინახე როგორ გაუფართოვდა ლუკას თვალები და შეეცვალა სახე, -როგორ თუ დემონი?
- ჩვეულებრივად, მისი მამა დემონია, ხოლო დედა ადამიანი, კარგი რა ლუკა, იმის მერე რაც ნახე და გაიგე ეს აღარ უნდა გიკვირდეს,
- არა, უბრალოდ, ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და არც კი გვიეჭვია რამე, - ლუკა ცდილობდა მაგრამ გაკვირვებას და გაბრაზებას ვერ მალავდა, -ეს როგორ დაგვიმალა,
- რომ ეთქვა შეძლებდი გაგებას?
ლუკამ უარის ნიშნად თავი გააქნია,
* * *
თითქმის ათი დღე გავიდა რაც აზრაელის სახლიდან წამოვედი, ბოლო სამი დღეა ლუკაც კი არ მენახა, არ ეცალა, გამოცდებისთვის ემზადებოდა, სრულიად მარტო ვიყავი სახლში, უაზროდ დავბოდიალობდი, ავეჯს ადგილს ვუცვლიდი, ათასნაირ უაზრო რამეს ვაკეთებდი და ყველანაირად ვცდილობდი აზრელზე და იმაზე არ მეფიქრა რისთვისაც მისი სახლიდან წამოვედი, აზრაელიც ალბათ ცდილობდა ჩემთვის დრო მოეცა, რადგან ჩემთან დაკავშირება არ უცდია, მისთვის თვალიც კი არ მომიკრავს მას შემდეგ რაც ლუკასთან ერთად წამოვედი, ჯანდაბა, მეგონა ეს მჭირდებოდა, ახლა კი მაცოფებს იმაზე ფიქრი რომ შეიძლება უჩემოდ კარგად არის, ან მიეჩვია უჩემობას და მიხვდა რომ ისე ძალიანაც არ ვყვარებივარ როგორც ეგონა, ოფ, შეიძლება გავგიჟდე, სისულელე გავაკეთე, უნდა მეთქვა ფეხმძიმობის შესახებ, ან თავში აზრად როგორ გავივლე რომ ეს ბავშვი არ უნდა გაჩენილიყო, თანაც ისე რომ მას არაფერი გაეგო, მორჩა ხვალ ყველაფერს ვეტყვი ...
ფანჯრიდან ნიუ იორკის მოქუფრულ, პირქუშ ცას გავხედე, უკვე ბინდდებოდა, მაცივრიდან თეთრი ღვინო და ჩაციებული ბოკალი გამოვიღე და ტერასაზე ავედი, კარგა ხანია არ დამილევია, სასმელი დავასხი და ის იყო უნდა დამელია რომ მუცელში უცნაური ბიძგი ვიგრძენი, ჯანდაბა, ჯერ იმხელა ორსული არ ვარ რომ ბავშვი გაინძრეს, ორი დღის წინ ექიმთანაც ვიყავი მაგრამ საერთოდ ვერაფერი დაინახა, დანამდვილებით ისიც კი ვერ მითხრა, ფეხმძიმედ ვიყავი თუ არა, ჩემს მუცელთან მოახლოებისას ნებისმიერი მოწყობილობა ირეოდა და არასწორ მონაცემებს აჩვენებდა, ეს რა უნდა იყოს? თითქოს ამის პასუხად მეორედაც ვიგრძენი ბიძგი და ჭიქა მაგიდაზე დავდე,
- კარგი დაწყნარდი, არ დავლევ, -ვუთხარი და მუცელს მოვეფერე რომელიც ჯერ საერთოდ არ მეტყობოდა, უეცრად სასიამოვნო, დამამაშვიდებელი ტალღები ვიგრძენი, თითქოს მადლობას მიხდისო, მერე უცნაურად მოვითენთე, იქვე რბილ სკამზე მივწექი და ჩამეძინა,
დილის სუსხმა გამაღვიძა, თავი ძლივს წამოვწიე, ისევ სავარძელში ვიჯექი, ნეტავ ასე რამ დამღალა რომ მთელი ღამე გათიშულს მეძინა, წამოვდექი და გაოცებისგან წამოვიყვირე, ირგვლივ საღებავები იყო მიმოფანტული, ჩემს წინ მოლბერტი იდგა, რომელსაც თხელი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული, ხელებზე დავიხედე, საღებავით მქონდა დასვრილი, ნუთუ ღამით ვხატავდი? მაგრამ არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი, მოლბერტს ნაჭერი გადავაძვრე და გავშრი, ერთ ადგილზე გავშეშდი,
- ამის დედაც, ეს რა ჯანდაბაა?
* * *
ტილოზე აზრაელი იყო გამოსახული, უცნაურ ბნელი დარბაზის კიდეში მოთავსებულ სამეფო ტახტის მაგვარ ტახტზე იჯდა, დარბაზი სანთლის შუქის მაგვარი რბილი შუქით იყო განათებული, აზრაელი წელს ზემოთ შიშველი, სისხლით მოსვრილი და ჭრილობებით დაფარული იყო, ტახტს უკან მინის კედლიდან კი ქალაქის კონტურები ილანდებოდა და ეს არ იყო არც ჩვენი სამყარო და არც ალთეინი, ეს იყო რაღაც ბნელი და საშინელი, უცნაური პირქუში შენობებით და მათ შორის მოხეტიალე ლანდებით, ტახტის გვერდით დაახლოებით ექვსი წლის წაბლისფერთმიანი გოგონა იდგა, და ზუსტად აზრაელისნაირი დიდი შავი თვალებით, შეშფოთებული, შიშნარევი მზერით მიყურებდა,
ჯანდაბა როგორ ჰგავს მას, ნუთუ ის... -თითქოს საპასუხოდ მუცელში ბიძგი ვიგრძენი, ფაქტიურად ჩვენ უკვე ვსაუბრობდით, მე მესმოდა რისი თქმა უნდოდა მას, მართალია წინასწარმეტყველების ნიჭი აღმომაჩნდა მაგრამ ეს ნიჭი მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე, მაშინ როცა სახლში მდებარე პორტალიდან დემონები შემოიჭრნენ და ახლა დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ნახატი მე არ დამიხატავს, ყოველ შემთხვევაში ჩემი ნებით,
- ეს შენ გააკეთე არა? -მივმართე და მუცელზე ხელი გადავისვი, მივეფერე, საპასუხოდ მსუბუქი ბიძგი ვიგრძენი, თითქოს დამეთანხმაო,
- ჰოო ასეც ვიფიქრე, ჯერ არ დაბადებულ ხარ და უკვე ცუღლუტობ, -უნებურად გამეღიმა და მივხვდი ჩემთვის უკვე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის პატარა არსება, რომლის არსებობასაც რატომღაც ვუმალავდი აზრაელს, რა სისულელეა, როგორ ვიფიქრე რომ არ უნდა დაბადებულიყო,
- არ ინერვიულო პატარავ, -მივმართე და ნახატს კიდევ ერთხელ შევხედე და ისევ ნაჭერი გადავაფარე,
- ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ უნდა გავარკვიო რისი თქმა გინდა, რის ჩვენებას ცდილობ, ამაში კი მამიკოს დახმარება გვჭირდება რას იტყვი?
ჩვეული საპასუხო ბიძგი ვიგრძენი და გონება, ფიქრები და აზრები რომელსაც აქამდე მთლიანად ვბლოკავდი ბოლომდე გავხსენი, გონება დავძაბე და შევეცადე აზრაელი მომეძებნა,
- გთხოვ აზრაელ შენი ნახვა მინდა, მჭირდები, -ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე,
რამდენიმე წამიც კი არ გასულა რომ ნაცნობი ფრთების შრიალი მომესმა და ნიავმა თმა ამიწეწა, თვალები გავახილე, ის ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და თბილად მიღიმოდა, როგორ მომნატრებია მისი ღიმილი, მისი სითბო...
ერთხანს ასე უხმოდ მიყურებდა მერე კი ხელები ფართოდ გაშალა, წამის უსწრაფესად მასთან გავჩნდი და ჩავეხუტე,
- რატომღაც ვიფიქრე რომ არ მოხვიდოდი, -ჩავიჩურჩულე ძლივსგასაგონად, -ვიფიქრე რომ ჩემი საქციელის გამო ჩემი ნახვა აღარ გენდომებოდა და უბრალოდ აღარ დამელოდებოდი,
აზრაელმა ნიკაპში ხელი ნაზად მომკიდა, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა,
- ათასწლეულების განმავლობაში ეულად დავიარებოდი ამ სამყაროში და შენ გელოდებოდი, როგორ ფიქრობ ათდღიანი ლოდინი ჩემს შენს მიმართ გრძნობებს რამეს დააკლებდა? - მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, სულისშემკვრელად ნაზი და ალერსიანი იყო, ვგრძნობდი რომ მასაც მოვნატრებივარ და ეს ძალიან აღმაგზნებდა, ცალი ხელი თმებში შევუცურე, ცალით კი შარვლის სათავეს წავეტანე გასახსნელად,
- ოჰო, დროს არ კარგავ, ხმა ჩაეხლიჩა და მზერა დაებინდა აზრაელს,
- მინდიხარ აქ და ახლავე, -ვუთხარი, მის წინ ჩავიჩოქე და შარვალი გავუხსენი რომ, მისი უკვე ქვასავით გამაგრებული ასო გამენთავისუფლებინა, თმაში გრძელი, თლილი თითები შემიცურა და ღრმად ამოისუნთქა,
* * *
ერთმანეთს ჩახუტებულები ვიწექით და დილის მოვარდისფრო ცას შევყურებდით,
- ძალიან მომენატრე პატარა მეამბოხევ, -ჩამჩურჩულა და თმა ამიჩეჩა, -რაც წახვედი ერთი წამიც კი არ ყოფილა რომ შენზე არ მეფიქრა, შენთან კავშირსაც ვერ ვახერხებდი, შენს გონებაში არ მიშვებდი, ახლოს მოსვლაც ამიკრძალე და ეს ყველაფერი მკლავდა,
მის ხმაში იმხელა ტკივილი და დარდი ისმოდა...
- შენ რას აკეთებდი ეს დღეები? -მკითხა და ჩემი საღებავით დასვრილი ხელი ტუჩებთან მიიტანა,
- ხატვა დაიწყე?
- ჰო, სწორედ ამ საკითხზე მინდოდა შენთან საუბარი და კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხზეც, ჯობია ჩავიცვათ და ყველაფერს აგიხსნი, - წამოვდექი და ძირს უწესრიგოდ მიყრილ ტანსაცმელს დავწვდი, და მაისური გადავიცვი, აზრაელი უხმოდ, გაუნძრევლად მიცქერდა,
- იცი რა ლილა, რომ არ გითხრა არ შემიძლია, დღეს როცა ჩემთან დაკავშირება სცადე, უცნაური გრძნობა მქონდა, ეს ყველა იმ კავშირისგან განსხვავდებოდა რაც აქამდე გვქონია, თითქოს შენ მეძახდი მაგრამ შენთან ერთად კიდევ სხვაც, სხვა ვიღაც, ვიღაც ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი, ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია, ვერაფრით ვხვდები რა მოხდა,
ხელი გაუცნობიერებლად, ინსტიქტურად დავიდე მუცელზე, აზრაელმა ჩემს მოძრაობას მზერა გააყოლა და დავინახე როგორ შეეცვალა სახე, წამოდგა მომიახლოვდა და მზერა გამისწორა, თვალებში მოუთმენლობის, მოლოდინის და იმედის ნაზავი ედგა, ხელი მუცელზე დამადო და პატარამაც თითქოს მამიკოს სიახლოვე იგრძნოო, საკმაოდ ძლიერი ბიძგით ამცნო არსებობა,
- ნუთუ ეს... ეს ნამდვილად ისაა, შენ ფეხმძიმედ ხარ? - გავუღიმე და თავი დავუქნიე,
- მაპატიე რომ აქამდე არ გითხარი, მე უბრალოდ შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, არც კი ვიცოდი ამაზე რა რეაქცია გექნებოდა,
თვალები ცრემლებით აევსო, და შემდეგ ნელ-ნელა ჩამოეღვენთა ლოყებზე, ჩემს წინ ჩაიჩოქა, ჩამეხუტა და ლოყა მუცელზე მომადო,
- ესე იგი პატარა გვეყოლება? ბავშვი? ჩემი და შენი შვილი? -ხმა უჩვეულოდ უცახცახებდა და ისეთ უზომო ბედნიერებას ასხივებდა რომ ჰაერშიც კი იგრძნობოდა, რა სულელი ვარ სხვას რას ველოდებოდი, რატომ მეშინოდა?
- ჰო, პატარა გვეყოლება, რომელიც აქედანვე ისეთი ცელქი და ცუღლუტია, არც კი ვიცი როგორ გავუმკლავდებით, -ვუთხარი ბედნიერების ღიმილით გაბრწყინებულმა და თმაზე მოვეფერე, აზრაელი წამოდგა ხელში ამიტაცა და ერთ ადგილზე დატრიალდა, ბავშვივით აღტაცებული და გახარებული იყო, ასეთ აზრელს პირველად ვხედავდი,
- დამსვი სულელო, თორემ უკვე თავბრუ მეხვევა, ჯობია დამსვა და ჩაიცვა, როდემდე უნდა იტანტალო ჩემს ტერასაზე შიშველმა, -ვუთხარი და ღიმილი ძლივს შევიკავე მისი გაბრწყინებული სახის დანახვისას,
- თანაც ცოტა არ იყოს მომშივდა, ქვემოთ ჩავიდეთ რამე ვჭამოთ,
აზრაელმა დამსვა და ელვისსისწრაფით ჩაიცვა, - ჩავიდეთ, საუზმეს მე მოვამზადებ, ალბათ ჩემს პატარას ძალიან შია,
გულიანად გამეცინა, აზრაელმა გაკვირვებული სახით შემომხედა,
- რა გაცინებს?
- უბრალოდ მამის როლში ისეთი საყვარელი ხარ...
მომიახლოვდა და გულზე მიმიკრა, - შენ არც კი იცი ეს ამბავი ჩემთვის რას ნიშნავს და როგორ გამაბედნიერე, ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი რომ მთელ მსოფლიოს ეყოფოდა ჩემი ბედნიერება, ამაზე არასდროს მიფიქრია რადგან ვიცოდი რომ შეუძლებელი იყო, ახლა კი მამა გავხდები, ერთი სული მაქვს როდის ვეტყვით ამ ამბავს დანარჩენებს,
- ლუკამ და ჯესიმ უკვე იციან ამის შესახებ, ცოტა ხანში დეიდასაც დავურეკავ და ვეტყვი, გაგიჟდება ალბათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაიგებს, სხვებს კი ერთად ვეტყვით, დღეს როცა სახლში დავბრუნდებით, - ვუთხარი და კიბეზე მხიარული ღიღინით დავეშვი.
* * *
ყველა ტერასაზე იყო შეკრებილი, როცა აზრაელმა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გამოაცხადა, ჯესი და ლეო ჩამეხუტნენ შემდეგ კი შოკიდან პირველი ისრაფიელი გამოვიდა ჯერ აზრაელს გადაეხვია შემდეგ კი მე მომიახლოვდა,
- ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, გილოცავთ,
- არ ჩამეხუტები? -ხელები გავშალე და გავუღიმე, -ისრაფიელის თვალებში ერთდროულად გაელვებული მადლიერება და სიყვარული დავინახე და გადამეხვია,
- გმადლობ ყველაფრისთვის, -მითხრა თბილი ხმით, -თუ გინდა შენთვის და პატარასთვის ტორტს გამოვაცხობ და ავღნიშნოთ,
- კარგი იქნება, შენი ტორტები ძალიან მომენატრა და დარწმუნებული ვარ პატარასაც მოეწონება ძია ისრაფიელის ნახელავი,
ისრაფიელი სამზარეულოსკენ გაემართა და ვხედავდი როგორ ძლივს იკავებდა ღიმილს,
- შეიძლება მუცელზე შეგეხო? - დანიელი ერთ ადგილზე ცმუკავდა და ვერ წყნარდებოდა, -აზრაელმა თქვა რომ ინძრევა და შეხებაზე ფეხს გირტყამს,
- მეც მაინტერესებს, -არ ჩამორჩა სარიელი, -ყველა ერთბაშად დამეხვია და რამდენიმე წამი ამოსუნთქვის საშუალება არ მომცეს,
- გეყოფათ, -იყვირა ბოლოს აზრელმა რომ მათი ხმა დაეფარა, -ლილას სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდება, თქვენ კი რა დღეში ხართ,
- ჰოო, მართალია, დაჯექი, -ჰანიელმა სარწეველა სავარძელი მომიწია, ურიელმა ბალიშები ჩააწყო შიგ, - გინდა ახალი დაწურული ხილის წვენი მოგიტანო? -შემეკითხა რემიელი,
- კარგი რა ბიჭებო, გეყოფათ, -ვეღარ მოვითმინე მე, -ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ფეხმძიმედ ვარ, ფეხმძიმობა კი ავადმყოფობა არ არის, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, ასე რომ ისე მომექეცით როგორც აქამდე მექცეოდით, თანაც ახლა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა გვაქვს, -ვთქვი და ნაჭერგადაფარებულ მოლბერტზე მივუთითე, აზრაელმა ნაჭერი გადააძრო, ერთხანს ყველა დამუნჯებული უყურებდა ნახატს, აზრაელმა მოკლედ მოუყვა ყველას ნახატის ისტორია,
- ეს ბავშვი შენ გგავს აზრაელ და თანაც ძალიან, -დანიელი ნახატს თვალს ვერ აშორებდა,
- ანუ გოგონაა? -ჰანიელმა ისე შემომხედა მუცელზე, თითქოს მუცელში მის დანახვას შეძლებდა,
- ჰო პატარა გოგონა გვეყოლება, -თბილად გაიღიმა აზრაელმა, -მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ რომ შეიძლება პროფესორი ისევ გეგმავს რაღაცას, ფაქტია რომ პატარას ლილასავით აქვს წინასწარმეტყველების უნარი და მომავალს ნახატების საშუალებით გვაჩვენებს, მაგრამ რაც ნახატზეა აშკარად სხვა სამყაროა რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს ალთეინში წასვლა, რომ მისი გეგმების შესახებ უფრო მეტი შევიტყოთ, ასე უმოძრაოდ ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას, დავინახე როგორ უყურებდა ლილას, იქ საპყრობილეში, უფლებას არ მივცემ მას ან ბავშვს რამე დაუშაოს,
- ამ ნახატზე შენ ხარ, სამეფო ტახტზე, ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდეს, -ურიელმა კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვალიერა ნახატი,
- არ ვიცი რას ნიშნავს, თუმცა უნდა ვეცადო რომ ალთეინში მოვხვდე და პროფესორს დაველაპარაკო,
-აზრელმა თავი გადააქნია და ღრმად ამოისუნთქა, -ვფიქრობ ერთადერთი გზა ყველაფრის მოსაგვარებლად მასთან საუბარია,
- კარგი რა, - დანიელს ეტყობოდა რომ აზრელს არ ემხრობოდა, -მასთან ლაპარაკით ვერაფერს გავაწყობთ, ის უბრალოდ უნდა გავანადგუროთ, მხოლოდ ასე შევძლებთ ერთხელ და სამუდამოდ მისგან განთავისუფლებას,
- დანიელს ვეთანხმები, -ურიელმა ხელი ასწია, -კიდევ ვინ გვეთანხმება? -ყველამ ასწია ხელი ჩემი, ლეოს და ჯესის ჩათვლით,
- ესე იგი შენც ასე ფიქრობ? -მომიბრუნდა აზრელი,
- ის უბრალოდ შეშლილია აზრელ, მასთან ლაპარაკით ვერაფერს გააწყობ, მართალია ჩემზე უფრო დიდი ხანია იცნობ, მაგრამ ზუსტად ამიტომ უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე მე მიყვარს ის, ამიტომაც ჯერ კიდევ ცდილობ მისი კარგი მხარის დანახვას რომელიც სინამდვილეში არ გააჩნია, ის ყველას მხოლოდ და მხოლოდ გვიყენებს, საკუთარი მიზნებისთვის და როცა აღარ დავჭირდებით უბრალოდ გაგვანადგურებს, ამიტომაც ალთეინში უნდა ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენს სამყაროს საფრთხე არ შეუქმნას,
აზრაელმა ერთხან უხმოდ მიყურა და მერე უბრალოდ თავი დამიქნია.
* * *
მე და ჯესი ბაღში ვისხედით, წინ ისრაფიელის გამომცხვარი ტორტის უზარმაზარი ნაჭერი მედო და მადიანად შევექცეოდი, ჯესიმ ტორტი დაყნოსა და საეჭვოდ აიბზუა ცხვირი,
- დარწმუნებული ხარ რომ ამის ჭამა შეიძლება?
- ჰო, სხვათაშორის ძალიან გემრიელია, შენ ის მითხარი რაზე გინდოდა საუბარი,
- მე და ლეომ ადვოკატის დახმარებით ბიძიას წიგნების მაღაზია გამოვისყიდეთ, სასამართლომ იმ თანხის გამოყენების უფლება მოგვცა რომელიც ბიძიამ ჩვენ დაგვიტოვა და დედა აპირებდა მთლიანად მიესაკუთრებინა, ამ კვირის ბოლოს გახსნას ვაპირებთ, იქვე პატარა ბინაც ვიქირავეთ და უკვე დროა აქედან გადავიდეთ,
ჯესი აღფრთოვანებული მიყვებოდა ახალ ამბებს, ვიცი როგორ უყვარდა ის მაღაზია და მიხაროდა მისი ამბავი, მაგრამ თან რაღაცნაირად მწყინდა რომ აწი ყოველთვის ჩემს გვერდით აღარ იქნებოდა,
- მიხარია, თქვენი ამბავი, შენც და ლეოც ორივე ძალიან მიყვარხართ, მითხარი როცა დალაგებას დაიწყებთ და მეც დაგეხმარებით, - ვუთხარი და ბალახებზე გულაღმა გადავვარდი,
- ჯანდაბა ასე თუ გავაგრძელებ, ალბათ მალე ასი კილო გავხდები,
ჯესიმ გულიანად გადაიკისკისა
- ასეთ მდგომარეობაში დახმარებას ვერ გთხოვ, ცოტ არ იყოს მძიმე საქმეები გვაქვს საკეთებელი, თანაც უკვე მყავს დამხმარე,
- ვის გულისხმობ?
- შენი აზრით? -ეშმაკურად გაიღიმა ჯესიმ,
- აჰა, გასაგებია, ესე იგი ურიელი დაგეხმარება? კარგია, მიხარია თქვენი ამბავი, მართლა ძალიან უხდებით ერთმანეთს,
- იცი ლილა როგორ შემეშინდა რომ არ მაპატიებდა იმ ყველაფერს რაც დავუმალე, ასე რომ მომხდარიყო ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი, - ჯესიმ თავი ისე გააქნია თითქოს ცუდი, აბეზარი ფიქრების მოშორება უნდა თავიდანო და მერე ჩემს გვერდით გაიშოტა ბალახზე, -მომენატრები მეგობარო,
- კარგი რა, სხვა სამყაროში ხომ არ მიდიხარ, იცოდე ყოველ დღე შენთან ვიქნები და თავს მოგაბეზრებ ხოლმე, -ვუთხარი და ჩავეხუტე, - როდის გადადიხარ?
- დღეს მე და ლეო რაღაც საქმეების მოსაგვარებლად მივდივართ, ხვალ ბარგს ჩავალაგებთ და ხვალ საღამოს უკვე ჩვენს ახალ ბინაში გადავალთ, კარგია, ვგრძნობ რომ თანდათან ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება,
- ჰოო, რა გითხრა, შეიძლებოდა მეც ასე მეფიქრა, ჩემი შეშლილი მამა რომ არა, -წამოვდექი და ჯესიც წამოვაყენე, -წამოდი, ალბათ აზრელი უკვე ნერვიულობს, ერთი ნაბიჯითაც თუ დავშორდი მაშინვე პანიკა ეწყება, უკვე თავს მაბეზრებს,
- შენს ადგილას გამიხარდებოდა რომ ასე ნერვიულობს ბავშვზე და შენზე, -გაიღიმა ჯესიმ, -ის რაც თქვენს თავს ხდება ნამდვილი სასწაულია,
ჩემდაუნებურად დავეთანხმე ჯესის, ჩემი ფეხმძიმობა ერთადერთი შემთხვევა იყო ათასწლეულების განმავლობაში, აზრაელს უბრალოდ ეშინოდა, ეშინოდა რომ მე და ბავშვს არაფერი დაგვმართნოდა,
უნებურად გამეღიმა და გული უცნაური სითბოთი ამევსო, ჩემი სიკვდილის ანგელოზი, ჩემი აზრელი, მამა გახდება, ჩვენ პატარა გვეყოლება, ჩვენი პატარა ანგელოზი,
* * *
უკვე თითქმის ათი დღე გავიდა, რაც ჯესიმ და ლეომ დაგვტოვეს, მაღაზია მთელი დატვირთვით მუშაობდა და ხშირად ვერ ახერხებდნენ შემოვლას, ანგელოზები მთელი დღეები ალთეინში უსაფრთხოდ დაბრუნების გზებს ეძებდნენ მაგრამ ამაოდ, თითქმის ყველა პორტალი განადგურებული იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, აზრაელი კი ახალი პორტალის შექმნის საშუალებას არ მაძლევდა ეშინოდა რომ ჩემი ენერგიის დაკარგვა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა, მთელი დღეები უაზროდ დავბოდიალობდი სახლში, ვჭამდი და მეძინა,
საძინებელში მზემ შემოაჭყიტა და თვალის გახელა მაიძულა, ავიზმორე და საწოლში წამოვჯექი, აზრაელი ჩემს გვერდით არ იყო, უცნაურად დამრგვალებულ მუცელზე ხელი მოვისვი, შეუძლებელია ეს მხოლოდ უზომოდ ბევრი ჭამის გამო იყოს, ჯერ კიდევ ათი დღის წინ მუცელი საერთოდ არ მეტყობოდა ახლა კი ოთხი თვის ორსულს ვგავარ, ასე თუ გაგრძელდება ერთ თვეში ბავშვს გავაჩენ, ნუთუ ეს შესაძლებელია?
- კარგი რა ლილა, -მივმართე ჩემს თავს, -ალბათ არ ელოდი რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვეულებრივი ბავშვების შემთხვევაში ხდება, ალბათ ნორმალურია რომ ასე სწრაფად იზრდება, იმედია რომ ნორმალურია, -ჩავიცვი და საძინებლიდან გამოვედი, სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა, -ნეტავ სად არიან? -კიბე ჩავირბინე და მისაღებში შევედი, აქაც არავინ იყო, ტერასიდან ხმები შემომესმა, კარი გავაღე და გაოცებისგან ერთ ადგილზე გავშეშდი, კუთხეში მიდგმულ სავარძელში სინეა იჯდა და მხრები უცახცახებდა, გვერდით ლეო და დანიელი ედგნენ და აწყნარებდნენ დანარჩენები კი რაღაცაზე ბჭობდნენ,
- აქ რა ხდება, ამიხსნის ვინმე? -ვიკითხე ხმამაღლა, -აზრაელი მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა,
- ყველაფერს აგიხსნი, სინეა ბართან მდებარე პორტალიდან გადმოვიდა ამ სამყაროში, ის ერთადერთი პორტალი იყო რომელიც აქამდე ცალმხრივად მუშაობდა, ახლა კი ისიც აღარ მუშაობს, ჩვენთან ლეომ მოიყვანა, რომელიც ბედად ბარში იყო გასართობად მეგობრებთან ერთად, დახმარება სჭირდება, პროფესორმა მათი სამყარო მიატოვა და დასაღუპად გაწირა, იმისთვის კი რომ გავიგოთ ზუსტად რა მოხდა და იქაური მაცხოვრებლები გადავარჩინოთ, ალთეინში უნდა დავბრუნდეთ, მაპატიე ლილა რომ ამას გთხოვ მაგრამ პორტალი გვჭირდება,
აზრაელი დამნაშავე ბავშვის სახით მიყურებდა
- რა პრობლემაა, -გამეღიმა მე, -ამას შევძლებთ, ასე არ არის პატარა? -ხელი მუცელზე მივიდე და წამსვე საპასუხო ბიძგი ვიგრძენი, აზრელს გაეღიმა და ჩამეხუტა,
- მიყვარხარ ლილა, შენ და ჩვენი პატარა ჩემთვის ყველაფერი ხართ, რაც არ უნდა მოხდეს, ეს არ დაივიწყო,
- გამარჯობა, ლილა, -მოგვიახლოვდა სინეა და შევამჩნიე როგორ გაექცა თვალი ჩემი მუცლისკენ,
- ეს წარმოუდგენელია, ნუთუ შენ ფეხმძიმედ ხარ? გილოცავთ, მაპატიეთ რომ მცოდნოდა რომ ასე იყო, ამის გაკეთებას არ გთხოვდი, ვიცი რომ პორტალის გახსნას უამრავი ენერგია სჭირდება,
- შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, -გავუღიმე და მხარზე ხელი დავადე, -ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, თანაც ყოველთვის მინდოდა ალთეინის დღის შუქზე ნახვა,
- ჰოო, ალბათ ეს ბოლო შანსი იქნება, ცოტა ხანში იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩება, -სინეამ თავი ჩაღუნა და სავარძელში ჩაეშვა, - წარმოგიდგენიათ როგორი ბოროტი და ეგოისტია პროფესორი? აღარ ვჭირდებით, ჩვენი სამყაროც აღარ სჭირდება და მისი განადგურება გადაწყვიტა, რატომღაც მეგონა რომ პირველს თქვენ სამყაროს გაანადგურებდა, მაგრამ ახლა მესმის ეს რატომაც არ გააკეთა, - ჩემს მუცელზე გვანიშნა და გაიღიმა, -მასში ან მამობრივმა გრძნობებმა გაიღვიძა ან რაღაც ახალი გეგმა აქვს, როგორ გვეთამაშებოდა ყველას, ჩვენ სულელები კი ვეთაყვანებოდით და მისი გვჯეროდა,
- არაფერზე იფიქრო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, -დანიელმა სინეას წინ ჩაიმუხლა და ხელი ხელზე მოუჭირა, -ოღონდ ჩვენი წასვლისას შენ აქ დარჩენა მოგიწევს, ჯესი და ლეოც შენთან ერთად დარჩებიან,
სინეამ დანიელს უხმოდ დაუქნია თავი და შეეცადა გაეღიმა.
* * *
პორტალი როგორც ადრე ახლაც ბაღში გავხსენი და ამის გაკეთება საერთოდ არ გამჭირვებია, რატომღაც წარმოუდგენლად დიდ ძალას და ენერგიას ვგრძნობდი,
- ალბათ ჩვენი პატარას დამსახურებაა, ძლიერი გოგოა და ვგრძნობ რომ შენს დახმარებას ცდილობს,
-ჩამჩურჩულა აზრელმა რომელიც პორტალის გახსნისას ჩემს გვერდით იდგა და ერთი წამითაც კი არ მომშორებია,
- საიდან ვიცით რომ მაინცდამაინც გოგო იქნება? -გამეღიმა მე,
- შენ თვითონ დახატე პატარა და ლამაზი გოგო, დაგავიწყდა? თანაც რატომღაც ვგრძნობ რომ ასე იქნება,
- ფიქრობ რომ ის ნახატი მართლაც წინასწარმეტყველებაა?
- ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, რადგან მომავალი ყოველთვის იცვლება, ყოველ წუთს და წამს და ამას ჩვენი გადაწყვეტილებები განაპირობებს, არაფერია ასი პროცენტით ზუსტი, დამიჯერე ეს კარგად ვიცი, -აზრელმა ხელი ჩამკიდა და პორტალში ერთად შევედით,
ამჯერად რატომღაც ალთეინის შემოგარენში ტყისა და ჩანჩქერის შუაგულში მოვხვდით, გაოცებული ვიყურებოდი აქეთ იქით, ჩანჩქერი მთლიანად იყო დამშრალი და ტყეც თითქოს გახმობის პირას იყო, ცა უცნაურად იყო მოქუფრული, ჰაერი არ იძროდა და არც რამე სულიერი ჩანდა ახლომახლო,
- რა ხდება აზრაელ, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, აქაურობას რა სჭირს, თანაც ჩვენ ქალაქის შუაგულში უნდა მოვხვედრილიყავით და არა აქ, -მივაყარე კითხვები ერთბაშად,
აზრელი თითქოს არც კი მისმენდა, უსიტყვოდ ათვალიერებდა გარემოს და მართალია გარეგნულად არ ეტყობოდა მაგრამ ვგრძნობდი როგორ განიცდიდა ამ სამყაროს ასეთ მდგომარეობაში ხილვას, როცა ყველა გადმოვიდა პორტალიდან, აზრაელი მოგვიბრუნდა,
- სინეა მართალი იყო, აქ ცოტახანში ყველაფერი განადგურდება, წონასწორობა დარღვეულია, თითქოს ამ სამყაროს ვიღაცამ საყრდენი გამოაცალა, და ახლა არ ვიცით რამდენი ხანი გაუძლებს ფეხზე დგომას, არ ვიცით როდის დაეცემა, ერთადერთი რაც შეგვიძლია, იმ ხალხის გადარჩენა და პორტალიდან გაყვანაა ვისაც ამის სურვილი ექნება, ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ,
აზრელი წინ გაგვიძღვა, ტყე ახლა თითქოს უფრო ადვილი გასავლელი იყო ვიდრე მაშინ ჩემს ნახევრად სიზმრებშ,ი როცა ხასხასა მწვანე, ცოცხალი, მოაზროვნე და მგრძნობიარე იყო, ახლა თითქოს რაღაც სასიკვდილო დაავადება შეჰყრია და ბოლომდე გაუნადგურებიაო, ტყიდან მალევე გავედით და როგორც ვატყობდი ყველა ჩემსავით დათრგუნული იყო, მაგრამ იმას რაც ტყიდან გასვლისას ვიხილეთ არავინ ველოდებოდით, ტყის განაპირას მდებარე ფერდობის ქვემოთ ქალაქი იყო გადაშლილი, ზღაპრული ალთეინი, მინის კოშკები ძველებურად აღარ ელავდა, თითქოს ჩამქრალიყო, აღარც ქვაფენილი ბრჭყვიალებდა მზეზე, ქალაქის თავზე ცა უცნაურად დადაბლებული და მოქუფრული ჩანდა, ჰაერი კი ელექტრულად დამუხტული, ქუჩებში ნისლი იდგა და და ნისლში თავგზაააბნეული დაბორიალებდნენ ადამიანები,
მეორე პორტალი ზუსტად ქალაქის შუაგულში გავხსენი, ანგელოზებმა სასწრაფოდ გაუკეთეს ორგანიზება გახიზვნის პროცედურას, ყველა ალთეინში იყო შეკრებილი და ჩვენს სამყაროში წამოსვლის მსურველები არც ისე ბევრნი იყვნენ როგორც მეგონა, ვერ თმობდნენ ყველაზე დიდ საგანძურს რაც ათასწლეულების განმავლობაში ჰქონდათ ნაგროვები, ადამიანური ენერგია რაც მათ უკვდავს ხდიდა და რასაც პორტალში ვერ გაატარებდნენ რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა რომ ჩვეულებრივი ადამიანებივით მოუწევდათ ცხოვრება და სიკვდილი, ვინც კი დაგვთანხმდა ყველა ერთად შეგროვდა, მე და აზრაელი პორტალთან ვიდექით და ვუყურებდით როგორ შედიოდნენ პორტალში ისე რომ უკან არც კი იყურებოდნენ, უეცრად მუცელში ბიძგი ვიგრძენი, ისეთი ძლიერი რომ უნებურად აზრაელს ხელი ჩავჭიდე წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა, ჩემს თვალწინ უცნაურმა სურათებმა გაიელვა, პროფესორი ლაბორატორიაში, რაღაცას ამზადებს რათა წასვლამდე ჩვენ დაგვიტოვოს,
- ლილა კარგად ხარ? -ჩამესმა შორიდან აზრაელის ხმა,
- აზრაელ ლაბორატორიაში უნდა წავიდეთ, -ვუთხარი როგორც კი ბურანიდან გამოვერკვიე, -იქ რაღაც არის ისეთი რაც აუცილებლად უნდა ვნახოთ, გთხოვ,
- კი მაგრამ, -აზრაელმა ცას ახედა რომელიც უფრო და უფრო იქუფრებოდა, არამგონია ეს კარგი აზრი იყოს, მართალია ამ ქალაქის მაცხოვრებლებს კიდევ აქვთ რაღაცის იმედი მაგრამ ვფიქრობ მხოლდ და მხოლოდ რამდენიმე საათი და ამ სამყაროსგან აღარაფერი დარჩება, აქ გაჩერება სახიფათოა,
ვიცოდი რომ აზრაელი მართალს ამბობდა, ვიცოდი რომ ეს სახიფათო იყო, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა მენახა ის რაც პროფესორმა ჩვენთვის დატოვა,
- გთხოვ მხოლოდ ერთი საათი დაგვჭირდება, შეგვიძლია ყველას შესვლის შემდეგ პორტალი დავხუროთ და მხოლოდ ჩვენ დავრჩეთ, მერე თავიდან გავხსნი ახალს, გთხოვ,
აზრელმა თავი დამიქნია და დანარჩენებს დაუძახა,
- მე და ლილას პატარა საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, თქვენ პორტალში შედით, როგორც კი შეხვალთ მაშინვე დაიხურება ჩვენ სხვა პორტალით დავბრუნდებით უკან,
- დარწმუნებული ხარ? -ურიელის ხმაში ყოყმანი ისმოდა,
აზრელმა თავი დაუქნია, მერე ხელი ჩამკიდა და სწრაფი ნაბიჯით გავემართეთ ლაბორატორიისკენ, ამჯერად მთავარ კართან მივედით, კარი შეჯავშნული იყო და როგორც ჩანს ჩვენამდე უკვე ეცადათ მისი გაღება მაგრამ ამაოდ, აზრელმა კარის მარჯვნივ მოთავსებულ ეკრანს ხელისგული დაადო და ჩემდა გასაკვირად კარი უხმაუროდ, მსუბუქად გასრიალდა გვერდზე, ვეცადე მის სახეზე რამე ამომეკითხა მაგრამ სულ ტყუილად, არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა,
შევედით თუ არა მიმღები ავტომატურად განათდა, კარი დაიხურა, ხოლო ჩვენს წინ კედელზე განთავსებული უზარმაზარი ეკრანი ჩაირთო და პროფესორი გამოჩნდა, მაგიდასთან იჯდა, ოთახში რომლის მინის კედლებიდან მზით გაჩახჩახებული ალთეინი მოჩანდა, აშკარა იყო რომ ჩანაწერს ვუყურებდით, ისევ თეთრი პიჯაკი და შარვალი ეცვა, თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი, ხელით გრძელ თეთრ წვერს ისწორებდა და გამჭოლი მზერით და ალმაცერი ღიმილით გვიყურებდა, აზრაელს შევხედე, ისიც ინტერესით უყურებდა ეკრანს და ელოდა რა მოხდებოდა,
- სალამი შვილებო, - დაიწყო პროფესორმა თბილი შემპარავი ხმით,
- შეიძლებოდა ეს ჩანაწერიც კი არ დამეტოვებინა და აქ დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ ასე არ მოვიქცევი, რადგან დიდხანს ძალიან დიდხანს ვიქცეოდი ასე და ვფიქრობ რაღაცის შეცვლის დროა,
- წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ალთეინს გადახედა, -მე ძალიან დიდი ხანია ვარსებობ, იმდენი ხანია რომ აზრი არ აქვს გითხრათ, რადგან დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როცა საქმე მე მეხება, რადგან თავად მე ვარ დრო, მე ვარ წარსული და მომავალი, მე ვარ აწმყო და ის ყველაფერი რასაც თქვენს გარშემო ხედავთ,
- აზრაელ, -მიმართა ისე, თითქოს დარწმუნებული იყო რომ აზრაელი უსმენდა,
- ჩემო ყველაზე ჭკვიანო და საყვარელო ქმნილებავ, ნუთუ მართლა იფიქრე რომ მე მხოლოდ და მხოლოდ მოკვდავი პროფესორი ვიყავი, რომელიც უბრალოდ და გაუაზრებლად თამაშობს ადამიანთა ბედით? არა, მე ყოველთვის ვარსებობდი, მაშინაც სანამ ეს სამყარო არსებობას დაიწყებდა, რადგან მე ვარ დასაბამი და დასასრული, მე სიცოცხლე და სიკვდილი ვარ, მე ვარ ყველაფერი რასაც იცნობთ და რაც გიყვართ, ეს სამყაროები მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთია მათ შიორის რაც აქამდე შემიქმნია, არ გეგონოთ რომ რამე უბრალოდ შემთხვევით ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით მიდიოდა... -გაჩუმდა, ცოტა ხანს უცნაური, თითქოს სევდით და სინანულით სავსე მზერით გვიცქერდა და შემდეგ ისევ გააგრძელა საუბარი,
- ვაღიარებ, დროდადრო მეც მიპყრობს ხოლმე სისუსტე და გრძნობები მჯაბნის, შენ, შენი ძმები და ლილა, ზუსტად რომ ჩემი ამ სისუსტის გამოვლინებები ხართ, მაგრამ ისე არ გაიგოთ რომ თითქოს რამეს ვნანობდე, თქვენ ნამდვილი საოცრებები ხართ, ჩემი საუკეთესო ქმნილებები, შეიძლება ითქვას რომ თქვენი შექმნისას საკუთარ თავს გადავაჭარბე,
პროფესორს თვალებში უცნაური სითბო გაუკრთა, რამდენიმე წამით საუბარი შეწყვიტა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა და ისევ გააგრძელა,
- აზრაელ, შეიძლება შენ და შენმა ძმებმა იფიქროთ რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავთ, მაგრამ სწორედ თქვენს გამო იარსება ამ სამყაროებმა ამდენი ხანი, მე ეგოისტურად შემიყვარდა ჩემი ქმნილებები, რომელთა მსგავსიც არასდროს არაფერი შემიქმნია, მე უბრალოდ არ შემეძლო თქვენთან სამუდამოდ დაშორება, მაგრამ როცა ლილას ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვე, მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემზე აღარ არის დამოკიდებული და თქვენ იმსახურებთ თავისუფლად ყოფნას, ჩემნაირი ტირანის გარეშე ცხოვრებას, ასე ფიქრობთ არა? ფიქრობთ რომ ტირანი ვარ?
აზრაელს შევხედე, გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე და მის სახეზე ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ერთმანეთს ებრძოდა,
- დღეიდან ალთეინი განადგურდება, რადგან ასეც უნდა მომხდარიყო, ხოლო თქვენი სამყარო თქვენ გეკუთვნით, როგორი მამა უნდა ვყოფილიყავი თუკი წასვლის შემდეგ შვილებს არაფერს დავუტოვებდი, -პროფესორს გაეღიმა, -იმედია მოახერხებთ მის გადარჩენას, იმედია რამეს მოუხერხებთ ადამიანთა უგუნურებას და ბედნიერად იცხოვრებთ, მათთან ერთად, ვეჭვობ რომ გაგიძნელდებათ, მაგრამ ცდად ღირს არა? -მხიარულად ჩაგვიკრა თვალი და ეკრანი გაშავდა, თითქოს აქაც არაფერი,
- , ეგოისტი, -მომესმა აზრელის ხმა, -შევხედე, მომუშტული ხელები უკანკალებდა, სახეზე ენით აღუწერელი სიბრაზე და ტკივილი ჰქონდა აღბეჭდილი, შევატყვე რომ თავს ძლივს იკავებდა, უეცრად მისგან საოცარი სიძლიერის ტალღა გამოიჭრა, შენობის მინის კედლები ჩამოამსხვრია და კედელზე მიმანარცხა, უნებურად დავიკვნესე და მუცელზე ხელი მივიჭირე,
- კარგად ხარ პატარავ?
ჩემი ხმის გაგონებისას აზრაელი გამოერკვა და დამინახა თუ არა რა მდგომარეობაშიც ვიყავი, სახე შეეცვალა და მაშინვე ჩემთან მოიჭრა,
- ლილა მაპატიე, კარგად ხარ? მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, ბავშვს ხომ არაფერი დავუშავე?
- ნუ გეშინია, კარგად ვართ, -შევეცადე გამეღიმა, -დამეხმარე რომ ავდგე, -ხელი გავუწოდე და როგორც კი წამოვდექი, ჩავეხუტე სახე მის თმებში ჩავრგე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე,
- არაფერზე იფიქრო აზრაელ, მთავარია რომ ერთად ვართ და ყველა ვინც გვიყვარს კარგად არის და ჩვენს გვერდითაა, ახლა მხოლოდ ეს არის მთავარი,
პორტალი გავხსენი და სანამ გავიდოდით კიდევ ერთხელ მოვავლეთ თვალი საოცარ ალთეინს,
- არ მჯერა რომ უკანასკნელად ვხედავ, -აზრაელის ხმაში ტკივილი ისმოდა,
- ნეტავ პროფესორი სად წავიდა? ალბათ იმ სამყაროში ნახატზე რომ იყო გამოსახული, როგორ ფიქრობ ახლა რას გეგმავს ან კიდევ თუ ვნახავთ ოდესმე მას ან იმ ახალ სამყაროს?
- რას გაიგებ, როგორც ყოველთვის ახლაც შეუცნობელია გზები მისი, -ტკივილნარევი ღიმილით გაიღიმა აზრაელმა, ხელი ჩამკიდა და პორტალში შემიყვანა.
* * *
საკმაოდ დიდი ხანი მოვანდომეთ ალთეინის მაცხოვრებლების ჩვენს სამყაროში დაბინავებას და როცა ჩვენი თავისთვისაც მოვიცალეთ, უკვე უზარმაზარი მუცელი მქონდა და ფაქტიურად ვეღარ დავდიოდი, ჯესი და სინეა (რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა) მთელი დღეები იმაზე კამათობდნენ თუ სად უნდა გამეჩინა ბავშვი სახლში თუ საავადმყოფოში,
- იქნებ ჯესი მართალია და სჯობს საავადმყოფოში იმშობიარო, -ჩაერია ერთხელ აზრელი ჩვენს საუბარში,
- არავითარ შემთხვევაში, ამას ვერ გავრისკავ, ფრთიანი რომ დაიბადოს მერე ექიმებს რა უნდა ვუთხრათ, როგორ ავუხსნათ ეს ყველაფერი, -მუცელზე ხელი დავიდე და პატარას შევეკითხე,
- შენ რას ფიქრობ პატარავ, შეგვიძლია ეს ყველაფერი ექიმების გარეშე მოვაგვაროთ?
აზრელმა გულიანად გაიცინა და იქვე მჯდომ ლეოს, მხარზე ხელი დაარტყა,
- წავედით, დღეს ბევრი საქმე გვაქვს, ნუ ზარმაცობ,
შევამჩნიე ოთახიდან გასვლისას, ლეომ როგორ გადახედა სინეას და სინეამ როგორი მზერა დაუბრუნა,
- თქვენ რა ერთად ხართ? -შევეკითხე,
- ჰო მგონი ასეა, -სინეამ უხერხულად გაიღიმა, -დიდი ხანი არ არის რაც ერთად ვართ მაგრამ ლეო ძალიან მომწონს და ვფიქრობ მასაც მოვწონვარ,
- მიხარია თქვენი ამბავი, ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას, -ვუთხარი და წამოვდექი,
- რა ხდება რა გჭირს? -ჯესი ჩემს ფეხებთან დამდგარ გუბეს მისჩერებოდა თვალებდაჭყეტილი,
- დამეხმარეთ, მგონი პატარამ დღეს გადაწყვიტა რომ ამ სამყაროს მოევლინოს, -ვთქვი და ტკივილისაგან წელში მოვიხარე, სინეამ ხელი მომხვია და საძინებლისკენ წამიყვანა, ჯესი კი გაიქცა რომ აზრელისთვის დაეძახა,
დილით როცა მზემ ცა გაანათა და ჩვენს ფანჯარასთან ჩიტებმა ჭიკჭიკი დაიწყეს, აზრაელივით შავთვალება და შავთმიანი, პატარა ანგელოზი დაიბადა...
* * *
დანიელა მწვანე ბალახზე ჩარლისთან ერთად კოტრიალობდა და გულიანად კისკისებდა, წელამდე გრძელი შავი თმა აბურდული და ბალახით სავსე ჰქონდა, უკვე თითქმის შვიდი წლის იყო, გუშინ პირველად გაშალა ფრთები და ისეთი აღფრთოვანებული იყო, გვიან ღამით მე და აზრაელმა ძლივს მოვახერხეთ მისი დაძინება, ახლა უფრო და უფრო ხშირად მოვდიოდით რანჩოზე, დანიელას უყვარდა ცხოველებთან თამაში, მაგრამ აქ დიდხანსაც ვერ ვრჩებოდით, რადგან ანგელოზები დანის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდნენ, დანიც გიჟდებოდა მათზე, ისრაფიელი კი რატომღაც განსაკუთრებით უყვარდა, ხანდახან მთელი დღეები სამზარეულოში ატარებდნენ და უამრავ უცნაურ რაღაცას აცხობდნენ, მერე კი ჭამას გვაიძულებდნენ და დანის ხათრით ყველა ხმისამოუღებლად ჭამდა,
აზრელი გიჟდებოდა ჩვენს პატარა გოგოზე, ცდილობდა ერთი წამითაც კი არ მოეშორებინა თვალი და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
- დანი გეყოფა, ჩარლი უკვე საკმაოდ მოხუცია და ასე ძალიან ნუ ღლი, -გავძახე და ისევ აზრაელს მივუბრუნდი რომელიც ძირს გაშლილ პლედზე იწვა ჩემთან ერთად და სახეზე ბედნიერ ღიმილ გადაფარებული შესცქეროდა ცას,
- როგორ ფიქრობ, ყველაფერი მორჩა? პრობლემები დამთავრდა და ახლა ყველაფერი კარგად იქნება? - ვკითხე და ჩავეხუტე,
- ყველაფერი კარგად იქნება თუკი ეს ნამდვილად გვენდომება, - მითხრა და უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე,
- ამის გჯერა აზრაელ? ნამდვილად გჯერა?
წამოიწია და თვალებში ჩამხედა, დიდი შავი თვალებით, რომლებშიც ჩემი სახე ირეკლებოდა, გრძელი თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი, თბილად მიღიმოდა და მივხვდი, თუკი ის, ჩემი აზრაელი, მუდამ ჩემს გვერდით დარჩებოდა, თუკი არასდროს შეწყვეტდა ჩემს სიყვარულს, ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა...



№1 სტუმარი სტუმარი მაშო

უბრალოდ სასწაული ისტორია იყო! მადლობა!❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი მაშო
უბრალოდ სასწაული ისტორია იყო! მადლობა!❤️

მადლობა ❤️ ასეთი კომენტარები სიმულს ამძლევს ხოლმე, ახლა ზუსტად ''ზღვარს მიღმა'' ს მეშვიდე თავზე ვიყავი გაჭედილი და ეს კომენტარი დავინახე თუ არა, მაშინვე ინებეს მოღალატე მუზებმა დაბრუნება smile

 


№3 სტუმარი Lucien Vanserra

სულ ვამბობ რომ ''ჩემი აზრაელი'' ჩემი ფავორიტია დანარჩენებს შორის, რაღაცნაირად უცნაურად საყვარელი ისტორიაა

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

დიდი, დიდი მადლობა♥️♥️

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

Marikagogolqdze
დიდი, დიდი მადლობა♥️♥️

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ heart_eyes




 


№6 სტუმარი სტუმარი ელზა

მადლობა ამ ისტორიისთვის!

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ელზა
მადლობა ამ ისტორიისთვის!

heart_eyes heart_eyes heart_eyes

Lucien Vanserra
სულ ვამბობ რომ ''ჩემი აზრაელი'' ჩემი ფავორიტია დანარჩენებს შორის, რაღაცნაირად უცნაურად საყვარელი ისტორიაა

ჰოო მეც რაღაც სხვანაირად მიყვარს, ბოლოს და ბოლოს ჩემი პირველი პირმშოა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent