შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (18)


9-10-2021, 08:48
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 435

სასტუმროსთან შეკრებილი მუშები ჯგუფ-ჯგუფად გახლდნენ დაყოფილნი, ხარაჩოებზე მოძრომიალეები გარშემო ერტყნენ შენობას და კერამო გრანიტის ფილებს დიდი გულისყურით აკრავდნენ უკვე გასუფთავებულ კედლებს. შიგადაშიგ გაისმებოდა შეძახილები, სისტემურად მიყოლილნი ამოწმებდნენ ერთმანეთის გამრჯე ხელების შრომის ნაყოფს. სამაგიეროდ ბიბლიოთეკის ვრცელ ოთახში იყო ჩამოწოლილი სიჩუმის მელოდია. ხის მასიურად ოვალურ მაგიდაზე გადაშლილი იყო ჩანახაზები და შემოკრებილნი, გაფაციცებით აკვირდებოდნენ ბერაიას, რომელიც ხან ფორმატის ფურცლებს ზომავდა თვალით, ხან ლეპტოპის ეკრანს აშტერდებოდა ინტერესით.ლიზამ ძველ ფიჭვნარში იპოვა შთაგონება და ერთიანად გახალისებულს უკვე მზად ჰქონდა ახალი პროექტი, მთელი თავისი მშვენიერებით და ფერთა გამით.ხელებგადაჯვარედინებული ნიკოლოზი დამცინავად აშტერდებოდა თითებ მოთამაშე გოგოს მოუთმენლობას და ერთი სული ჰქონდა მეგობარს ხმა ამოეღო, რომ ეს საშინელი დაძაბულობა მოესპო.როგორც იქნა ხელმძღვანელმა ინება ალაპარაკება და ღიმილით გააჟღერა კმაყოფილი ვარ ახალი დიზაინითო.ახლა ლიზა ჰგავდა იმ ადამიანს, რომლის მხრებზეც ვიღაცამ მსოფლიოს სიმძიმე მოათავსა და დღეების განმავლობაში წელმოხრით მოსიარულემ ერთიანად შეძლო ამ ტვირთის მოშორება, წელში გასწორებული შვებით სუნთქავდა და სახის კუთხეებს წელავდა სიამაყით.რამდენიმე წუთის წინ, ტელეფონის ზარის გამო წიგნების საცავიდან გავარდნილი ბაჩუკი, დაბრუნდა და ღიმილით ამცნო ბერაიას საუბრის შინაარსი.
-დემე მიწაზე დარეკა იურისტმა, ყველაფერი მოგვარდა, მეორე მხარე თანახმაა ხელი მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას...-გეგონებოდათ მარათონი გაირბინაო, ისე გულამოვრდნით მიახალა...-როგორც კი ჩავალთ, საჯარო რეესტრში გადაიფორმებ და ოფიციალურადაც შენია.
-დიდხანს ლოდინი არ მოუწევს...-ახალი ამბით კიდევ უფრო მეტად დაკმაყოფილებულმა, მშვიდად ამოთქვა...-ლიზას ახალი დიზაინი მომწონს.თვის ბოლო მოდის და როგორც კი გარე ფასადის მოპირკეთებას მოვრჩებით, მაშინვე წავალთ.
-ისე, სახლის მშენებლობა ცოტა ხნით გადაიდება...-შეფიქრიანებულმა ლუკამ კარგა ხნის შემდგომ დაარღვია სიჩუმე და ისევ ფურცლებში თავჩარგული ბერაიას ყურადღებაც მიიპყრო...-თუ ჯაბა ძველი ქარხნის პროექტსაც აიღებს, მაშინ სახლის მშენებლობისთვის ნამდვილად აღარ გვეცლება.
-არაუშავს...-დემეტრე მიუხვდა სიტყვების არსს.სამი პროექტი უკვე ზედმეტად დიდი შრომა კი არა, შეუსრულებელი მისია იქნებოდა...-მთავარია პროექტი შევადგინოთ და ხარჯები განვსაზღვროთ, შენებას მოგვიანებით დავიწყებ.
-რა სახლზეა საუბარი?...-ახლა, როცა იმედები გამართლებული იყო მისი მხრიდან, ლიზა გამოერკვა და მოინდომა გაეგო,თუ რატომ იყო მისთვის სახლის თემა ჯერ კიდევ უცნობი...- სახლების დაპროექტება ინვესტიციის ახალი ფორმაა და მე მოვლენებს ჩამოვრჩი, თუ?
-დემეტრემ მიწა იყიდა და სახლის აშენებას აპირებს...-გაუაზრებლად წამოაყრანტალა ლუკამ და ბაჩოს წარბაწეულ მზერას რომ წააწყდა, მაშინვე ენაზე იკბინა, თავისი მოუთმენლობისთვის.
-დემე სახლს იშენებ? ...-ბიჭი თავს არიდებდა მის კითხვას და გამხიარებულმა, ამ უეცრად წამოჩიტულ საიდუმლოს რომ შეეჩეხა, გაეხუმრა...-რა მოხდა, სოფიო და ჯაბა უკვე ვეღარ გიძლებენ?
-არა...-პასუხს რომ თავს ვერ აარიდებდა, თავადაც კარგად მოეხსენებოდა, ამიტომ ისევ შორიდან მოვლა და მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება განიზრახა...-დროა ცალკე გადავიდე საცხოვრებლად.
-უცნაურია, ჩემთვის აქამდე არ გითქვამს, რომ კერძო სახლი გინდოდა...-ეჭვმა დაიდო თავის ქალაში ბუდე და კითხვის ნიშნებით სავსე თვალები მიანათა ადრესატს...-არადა ყველამ იცის...-ბერაიას მისი საყვედურნარევი ტონისთვის ყურიც რომ არ უთხოვებია მერე ისევ ღიმილით სცადა მისი ყურადღების მიქცევა...-ტრიდე დიზაინს მე გაჩუქებ.
-მოდი საქმეს მივხედოთ ! ჩემს სახლს, მის ტრიდე დიზაინს და პროექტს მე თავად მოვუვლი...-მოუთმენლად წამოიძახა და გაშლილი ხელისგულით მიუთითა ფურცლებზე, მისი ამგვარი გამოხტომით ადგილზე გახევებულ გოგოს...-რადგან მეორე სართულის დიზაინი უკვე გვაქვს, ლიზა დარეკავს ავეჯის ხელოსანთან ,რომ მასალები ჩასვლისთანავე იყიდონ...
-მე ხელახლა შევადგენ ხარჯთაღრიცხვას. მგონი დიდ სხვაობას მოგვცემს...-ბაჩომ თითს ბალიშებით აათამაშა სიფრიფანა ფურცელი, რომელზეც ჩანახატი იყო და დამცინავად ჩაიქირქილა...-რადგან ლიზა აღარ ითხოვს, იმ თავისი გერმანული მდფ-ით დამზადებულ, მინიმალისტურ ავეჯს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ პროექტის ბოლოს თირკმელების გაყიდვა არ მოგვიწევს.
-გაყიდვა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თირკმელები საერთოდ აღარ დაგჭირდეს...-დაცინვას მარტივად მიუხვდა გოგო და წაუსისინა წამკბენს...-პროექტის ბოლომდეც არ გალოდინებ, დიდი პატივისცემით, ახლავე გაზიარებ მაგ ბედნიერებას.
-აი, პიტნის ჩაის მოქმედებამ გადაუარა...-საჩვენებლი თითი გაიშვირა ლიზას ფიგურისკენ და ორი ნაბიჯით უკან დახეეულმა დემონსტრაციულად მიმართა ოთახში მყოფებს...-მაგრამ არც მიკვირს! ამას პიტნის ჩაი კი არა, თვითონ პიტნა რომ აჭამო ტონობით, მაინც ვერაფერს მოუხერხებს.
-არ გამახსენო ეგ საზიზღრობა...-სახე აიმრიზა, თითქოს ახლაც კი გრძნობს იმ საშინელ გემოსო...-ოთხი დღე გავიდა და მაინც, გული ისევ მერევა.
-არადა პროექტზე რომ ვმუშაობდი, ჩემს გეგმებში საერთოდ არ შედიოდა ბაგა-ბაღის გახსნა...-რადგან ლუკაც გემრიელად ხითხითებდა, მხოლოდ ნიკოლოზს მიუბრუნდა სრული სერიოზულობით ბერაია და მანაც დინჯად დაუკრა თავი, თითქოს სიტყვა-სიტყვით გაიგო რაც უთხრესო...-ნიკოლოზ შენ სადღა დაფრინავ?
-დემე მუშებმა ზედა ნაწილის მოპირკეთება დაასრულეს და როგორც მოვილაპარაკეთ, სანამ შებინდდება მანამდე უნდათ წასვლა...-ნიკოლოზს მშველელად მოევლინა კიტა და ოთახში შემოსულს ერთიანად ჰქონდა სახე აწითლებული თაკარა მზეში მუშაობისგან. როცა მიხვდა ბერაია ვერ იხსენებს რაზე ველაპარკებიო, მოთმინებით აუხსნა...-ხომ იცი, რომ მინდვრებში ბევრი სამუშაო აქვთ, ხვალ კვირაა და ეს ორი დღე სჭირდებათ, რომ ხილის მოკრეფა მოასწრონ.
-კი, როგორ არა , გამახსენდა...-წამიერად შეცბუნებული გამორკვა და პირობაც გაიხსენა...-უთხარი რომ ორშაბათამდე თავისუფლები არიან...-კარისკენ მიმავალს მოუთმენლად მიაძახა...-კიტა, ისიც უთხარი რომ ხელფასები ხვალ დაირიცხება.
კვიციანი თვალს მიეფარა თუ არა, ბაჩომ წუწუნი ააყოლა, ჩვენც წავიდეთ სახლებში, მთელი დღეა სიცხეში ვიგუდებით და აქ მუშების გარეშე მაინც ვერაფერს ვიზამთო.ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდგომ, მომბალმა ბერაიამ მორჩილად დააქნია თავი და ხელებ გასავსავებულს გადაჰკრა სახეზე შეცბუნებამ, როცა თანხმობის ჟესტის დაჭერისთანავე სათითაოდ გაცვივდა ყველა ეზოში.მობუტბუტემ ხელი მიჰყო ფორმატის ფურცლების, ჩანახატების და საბუთების შეკოწიწებას და დაკეცილი ლეპტოპი რომ ამოიღლიავა, თავადაც დაადგა მათ გზას. ავტომობილში ყველაფერი რომ მოათავსა, თვალი შეავლო ზურაბის კუბოკრულ, ერთიანად მიწით დასვრილ პერანგს, თვალთახედვით სცადა ნაცნობი სახის დალანდვა, თუმცა მხოლოდ ნინიკოს აღაჟღაჟებულ ლოყებს შეეჩეხა, მზისგან აკვასკვასებულნი კიდევ უფრო მეტად რომ უმრგვალებდნენ სახეს.კვიციანისკენ ნაბიჯით წაწეულმა, ჯერ გამართული დიალოგის მოსმენა ამჯობინა, საკუთარი თავი რომ არ გაეცა, თან გაფაციცებული ეძებდა თავისთვის სასურველს. ბოლოს მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა, შეფარვით იკითხა.
-ზურაბ, ჯანაშია სად არის?...-სხივების ცეკვას რომ წააწყდა შუახნის კაცის სახეზე, მაშინვე აბნევით დაუზუსტა ინტერესის მიზეზი...-ჯანაშიას ველოდებითთქო? ამის კითხვა მინდოდა.
-ჩვენ დღეს მოტანილი, დეკორატიული ხეების დარგვას ნახევარი საათია მოვრჩით...-როგორც არ უნდა ეცადა, ამ სიყვარულ გამოვლილ კაცს აბა რას მოატყუებდა ახლად გამოჩეკილი ქვეშ-ქვეშა?...-ტასო ფიჭვნარისკენ წავიდა და ჩვენ ჩრდილში ვისვენებდით...-ღიმილით გადახედა გვერდით მდგარ ნინიკოს.
-არა, ერთი უნდა წავიდე და ვნახო რა ფიჭვნარია ასეთი...-გაგულისებით წამოიძახა დონჯშემოყრილმა ბაჩომ და ამჩატებულმა გაიწია ტბისკენ...-ჯერ იყო და ეს ქალბატონი ვერ გამოვწიწკნე იმ ტყე-ღრეს ხელიდან, ახლა ჯანაშიამაც დაიწყო...-სრული სერიოზულობით უხსნიდა ზურაბს და გარშემო მყოფებმა კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ ეს ბიჭი თავის ძია კაც, ტარიელთან უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა.
-არა, მე წავალ!...-აფოფრილს მაჯაზე წაეტანა ბერაია და შემართებით ნაბიჯ წადგმული მოაბრუნა თავისკენ...-ჩემ მანქანაში ისედაც მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი...-ეჭვნარევად აწეულ წარბებს რომ წააწყდა უცებვე განმარტა...-თქვენ წადით, მე ვიპოვი იმ ტყედ გავარდნილ, უთოფო ყაჩაღს და წამოვიყვან.
ზედმეტად აღარავინ ჩაფიქრებულა, დღის ხანგრძლივობისა და მცხუნვარე მზისგან მოღლილი ხალხი ზანტად წავიდა სასტუმროს წინ დაყენებული მანქანებისკენ და ნაბიჯ გადადგმულ ბერაიას, ბაჩო ჩამოეკონწიალა მკლავზე.გაკვირვებულმა რომ ააწება თვალთახედვა, ბიჭმა ქუთუთოები მოიწვრილა და ჯაშუშივით უჩურჩულა, მაინდამაინც ასე თამამად ნუ გაახმოვანებ ჯანაშიასთან ტყეში გავარდნილ,უთოფო ყაჩაღს რომ უწოდებ, თორემ სახლში ის კი დაბრუნდება, მაგრამ შენ დაგტოვებს გაღიმებულს, ფიჭვნარის სიგრილეშიო.
დემეტრე ნელი ნაბიჯით გაუყვა, ტბის გარშემო, რკალად შემოვლებულ ბილიკს.ვრცელ გზას ბოლო არ უჩანდა, თუმცა მოზრდილი ბალახები ისე სასიამოვნოდ ირხეოდნენ ივლისის ჩამავალი მზის მოტანილ სიგრილეში, რომ წამიერადაც არ დაუწუწუნია საკუთარ თავთან.უნდოდა მისი სახელი დაეყვირა, რომ რაც შეიძლება მალე შემოხმიანებოდა აჩქარებული გულის ფეთქვა, თუმცა სულ მუდამ თავდაჭერილმა ახლაც კი ვერ შებედა აჟრიამულებას მოხმობა.ფიჭვთა აზიდული, სულ მუდამ მწვანედ მოხასხასე კენწეროები სხივებში იკარგებოდნენ და ამაყად, ყველასგან გამორჩევით მდგომნი, თითქოს დამცინავადაც შესცქეროდნენ აგუგუნებულ ფეთქვას ბიჭის ძარღვებში.წამიერად წაავლო თავისი ნაცსრისფერი სფეროები აბრჭყვიალებულ ნათებას და ადგილზე შეიცადა, როგორც ქურდი დანაშაულის წინ, ისე შეემზადა სათვალთვალოდ და ახლა ადგილზე გახევებული, მაცდურად უცქერდა ბალახებში მიწოლილი გოგოს გაბადრულ სახეს. მინდვრის სიხასხასეს მინდობილს, სახე მიეშვირა ციდან მომავალი ნარინჯისფერი ნათებებისთვის და გატრუნული უღიმოდა მწუხრის ჩამოწოლის მოლოდინს.როგორი უცნაურიაო, თავის ქალაში ბუდე დაიდო სასიამოვნო აზრმა, ისეთი მშვენიერი იყო ეს თავისუფალი, მეამბოხე სული, ერთიანად გაშიშვლებული მხოლოდ მის წინ, ყველა გალავან ჩამოლეწილი და სამყაროს უკიდეგანობას შეჩვეული.მისთვის ჯანაშია იყო ის თავქარიანობა, რომლის გამოჩენაც წლების მანძილზე ერთხელაც ვერ შეძლო. სიცოცხლის შეგრძნებები მუხლებიდან მოცურავდა, მკლავებამდე ამოდიოდა და ერთიანად უბიძგებდა ადგილს მიყინულს, დაიძარი, უკვე დროაო.
ჯანაშიამ იგრძნო, როგორ დამძიმდა მიწა თავის გვერდით, ღიმილის კუთხეები უფრო მეტად გაწელა და ჟრუანტელ დავლილმა მკლავებმა ერთხმად ამცნეს, რომ ლავიწის გასწვრივ, სიცოცხლის წყაროსთან ვიღაცამ შეატოვა ცხელი კოცნის კვალი.დაბრმავებულს არც კი უცდია შეეხედა, ისე თვალნათლივ და ხელშესახებად ცნობილი იყო ავტორის ვინაობა.ერთიანად მიჩოჩებულმა, მის მარცხენა მხარეს, აგუგუნებულ ჩიტისფრთა ფეთქვას მიანდო თავის სიმძიმე და ელიკოს შემოჩვეული ჟღალი ფისუნიასავით გაიტრუნა, აბურდულ თმებში მისი თითები რომ დაიგულა.ხმა არ გაუღიათ, ან კი რა უნდა ეთქვათ, როცა ყველაფერი ისედაც ნათქვამი იყო, მხოლოდ ერთი გუდა ელოდა თავის მოხსნას, რომ იქედან ანასტასია ჯანაშიას სიტყვები, მწუხრის ჩამოწოლისას თხილის ხეებთან გამოჩენილი ციცინათელებივით გამოფრენილიყვნენ.
"იცხოვრე ჩემში.
შემოიჭყიტე გულის ფართოდ გაღებულ კარებში და იცხოვრე ჩემში.
წაიღე ჩემი ამბიციები,სიამაყეები,უარები და იცხოვრე ჩემში.
შენი ნივთები,შენ სურნელ ადინებული ტანსაცმელი და ჩიტისფრთა ფეთქვა,იცხოვრე ჩემში.
დამავიწყე რა არის სიმშვიდე,მოიტანე შფოთი და მოუსვენრობა,იცხოვრე ჩემში.
დაიკავე გულის ყველა კუთხე, მონახე კუნჭულები ყველაზე მიმალულ სიყვარულებში,იცხოვრე ჩემში.
შენი სუნთქვა და ბგერის სიხშირე,ჩემ მხრებზე გადმოდინებული შენი სიახლოვე,გადმოდი ჩემთან.
მოდი ჩემს მარცხენა მხარეს,სიცოცხლეში დაიბუდე არსებობა,იცხოვრე ჩემში.
შეგიძლია მატკინო გულის ფეთქვა,ამომიღამო თვალები შენი მოლოდინებით,გუგებში ჩამიწვინო დარდისხელა ტკივილები,იცხოვრე ჩემში.
შემინახე შენი ქურთუკის ჯიბეში,როგორც გადახუნებული,ძველი ფოტო,წარსულიდან გამოყოლილი მაგრამ ძვირფასი და იცხოვრე ჩემში.
მომიყევი ამბები,ამიკინძე სიტყვები,ამიციმციმე თვალები და მარტის ყვავილებივით ჩამომიფარფატე პეპლისფრთა ნათებები.
სიტყვების მჯერა ! თვალების მჯერა ! შეხებას ვიწამებ ! გადმოდი ჩემთან ... იცხოვრე ჩემში."
-თბილისში ყოფნისას მიწა ვნახე, ქალაქგარეთ. ნახევარი საათის სავალია თბილისამდე...-აფარფატებული ციცინათელებივით გაებნა აზრი, როცა უეცრად შემოიჭრა მისი ხმა ფიქრებში...-სახლის აშენებას ვაპირებ.
-დიდი დემეტრე ბერაია ქალაქის ცენტრს ტოვებს და თან, ერთი ხელის მოსმით?...-მისი სიტყვებით გაოგნებული წამოიმართა, ნიდაყვით დაეყრდნო მიწის სითბოს. ხელისგულს, მის მკერდზე რომ შერჩა, ნიკაპით ჩამოეყრდნო და დამცინავად აციმციმებული თაფლათვალებით მიაშტერდა...-რა ეშველება მოკირწყლული ქუჩის კაფე-ბარებს და რესტორნებს?
-სულ ტყუილად ცდილობ ჩემს დაცინვას...-მიმიკა არ შეუცვლია ისე მშვიდად გამოაჯავრა ანცობით გართულს...-უკვე აღარ გამოგდის და შეეშვი, სანამ შემირცხვენიხარ...-ამჯერად კი გადახედა ნიშნისმოგებით, წამოჭარხლებულს.
-ნუ მიწვევ დემეტრე!...-წარბი აუწია და თვალები დაუბრიალა, მისი სიტყვების შეფარულ აზრს ჩამწვდარმა...-თორემ ძალიან მოვინდომებ და მართლა შერცხვები!
-საუბარი სხვა თემაზე გადაგაქვს?...-ირონიულად ჩაუტეხა ღიმილის კუთხე და არ აცადა სიტყვის ბანზე აგდება...-ლიზამ შემომთავაზა შიდა დაპროექტება და ტრიდე დიზაინის გაკეთება, საჩუქრად...-ნიადაგის სიხისტე მოსინჯა, თან სხეულში გამჯდარი მწვალებელიც გამოაღვიძა მის ასაფოფრად...-მაგრამ არ მგონია სწორი იყოს, ჩვენი სახლის მისი დიზაინით მოწყობა.
-ხოო, აბა რა. ლიზას გარდა, შენ სხვა დიზაინერს როგორ იპოვი...-ჯანაშია მასთან შედარებით, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა გალეული, თორემ გული მთელ სამყაროს დაიტევდა ჩასაყლაპად.ჩვეულად წაფოფრილმა, ერთიანად მიაყარა ქოქოლა...-თან შენი ხელფასით რას გასწვდები დიზაინერის დაქირავებას, ლიზას საჩუქრის იმედადღა თუ იქნები...-გული იჯერა და გაბრაზებულმა მაინც მის კისერთან მიასვენა წამოჭარხლებული სახე. ერთიანად გატრუნულს გონებაში დაურბოდა ბერაიას და ლიზას ისტორია, ახლა ეს როგორ გაუბედა და ახარა.თითქოს არ იცოდეს, რომ ანასტასიას მაინდამაინც გულზე არ ეხატება ის ქერათმიანი ქალბატონი. გული რომ იჯერა საკუთარ სხეულში ჩამძვრალმა, ორივეს გაკიცხვით, მერე ჩამოწოლილ სიჩუმეს მიაყურადა და გონება ნათქვამ სიტყვებს ჩასწვდა.რაღაც არ გამოდიოდა, იხსენებდა და ეგონა რაღაც არასწორად მომესმაო, მაგრამ რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდა, მით მეტად გასაგებად იკვეთებოდა შემოთავაზება. ჩაჩუმებულმა სახე წამოწია და გაფართოებული თვალის გუგებით დააკვირდა სარკასტული იერის მქონეს...-აბა გაიმეორე, თითქოს რაღაც მომესმა.
-მე ვთქვი, რომ სწორად არ მიმაჩნია ჩვენი სახლის, ლიზას დიზაინით მოწყობა...-სიტყვა სიტყვით დაუმარცვლა, გააწვალა და დაღალა სანამ წინადადებას დაასრულებდა.მერე კი, როცა მორჩა სულთამხუთავად მოვლინებას, სახე დაისერიოზულა და დინჯად გააჟღერა მტკიცე გადაწყვეტილება...-არ ვაპირებ ნოემბრის ბოლოს, ზამთრის თოვლიანი ამინდების გამო შეწყვეტილი სამუშაოების შემდგომ, უბრალოდ ხელი ჩამოგართვა და გაზაფხულამდე დავიშალოთთქო გითხრა...-გულმა ფეთქვა შეანელა პასუხის მოლოდინში. ახლა ბერაია ჰგავდა სამსჯავროზე წარდგენილ ცოდვილს, რომელიც ბეწვის ხიდზე გადადის და არავინ იცის, როდის ჩაუწყდება სიფრიფანა ძაფი.
-არ ვიცი...-დაიჩურჩულა ანასტასიამ და მძივივით გაიბნა მინდორში, თვალებს აცეცებდა თავისი განცვიფრების წარმოსაჩენად...-ჩვენი ამბავი ისეთი ახალია, სულ ორი თვე გავიდა, შენ უკვე მიწა იყიდე , კერძო სახლის მშენებლობაზე ფიქრობ,თითქოს ყველაფერი გათვლილი გაქვს...-ჩაფიქრებული ისვრიდა სიტყვებს და ხან ტბის მოკამკამე წყალს მიენდო, ხანაც ფიჭვების ჩამავალი მზის ფონზე აბრჭყვიალებულ წიწვებს...-მე კი ჯერ... ისიც არ ვიცი ხვალ რას გავაკეთებ.
-როგორ არ იცი...-დარწმუნებით დაიჩურჩულა ბერაიამ და საერთოდ არ შეუმჩნევია წყენა, პასუხისგან თავის არიდების მიზნით, ისევ სხვა თემაზე რომ გადაუტანეს საუბარი...-ხვალ მე და შენ...
-როგორ ფიქრობ საძინებელს ხორცისფერი შპალერი მოუხდება? თუ საღებავის გამოყენება ჯობია?...-მხართან მისვენებულმა ანასტასიამ უდარდელად გააჟღერა კითხვა და აქამდე ცის შემყურე ბერაიამ რომ გაკვირვებით გამოხედა, ანცად ჩაიკისკისა...-რომ იცოდე, მე აღარ ვაპირებ ბნელ ოთახში ძილს, დიდი და ნათელი საძინებელი დაგვჭირდება!
-რაღა დაგიმალო და არ მგონია შენმა მოუსვენრობამ, ძილი მოახერხოს ჩვენს საძინებელში...-დამცინავმა ტონმა წაკბინა ჯანაშიას, წამომართულმა დაუბრიალა თვალები სითავხედის ავტორს, მაგრამ გულმა ვერ მოითმინა და მის მშვიდ სახეს რომ შეეჩეხა ერთიანად დანებდა ამ ტკბილ შხამს.
აქამდე უდარდელად მოლაპარაკემ, გაანალიზა წუთების წინ გაჟღერებული შემოთავაზება და თავისი უეცარი თანხმობა. შიშატანილი წაეტანა მისი ტუჩის კუთხეს და ახლად წამოკოკრილმა წვერმა სახე დაუსუსხა მასზე აკრულს. შეძრწუნებამ და მოსალოდნელის მწარედ ახდენის ეჭვმა დარია ხელი. მკლავგაწვდენილი ერთიანად მოეხვია და სანახევროდ მასზე მოთავსებულმა დახუჭა თვალები, თითქოს ასე შეძლებდა მომენტის გაჩერებას. როგორ სწრაფად ამოძრავდა დედამიწა, თითქოს დრო გარბოდა, თავაწყვეტილი მუქი ნათება წამითაც არ დაგიდევდათ შენელებას, ახლა ცხოვრება ისეთი ტკბილი იყო და ამის გამო, იმედის ერთიანად მოკაშკაშე მაშხალები ემუქრებოდნენ ჯანაშიას, კიდევ ერთხელ მიწაზე დახეთქებით. მიხვდა რომ დემეტრე ბერაია ჰგავდა ლამაზ ფოტოს. იმ ლამაზ ფოტოს რომელშიც ის იდგა მის გვერდით, ყურებამდე გაღიმებული,თვალებში ჩაწყობილი ათასი ბედნიერებით, ყვავილებამოქარგული კაბით და თეთრი მხრებით,მაგრამ მათ გარშემო არაფერი ჩანდა,ამ ფოტოში მხოლოდ ის ჩანდა მის გვერდით. საოცრად მისი იყო ამ ფოტოში,მაგრამ ირგვლივ სიცარიელე ბობოქრობდა და ეს სიცარიელე კლავდა.ამიტომ გავდა ფოტოს,იმ ფოტოს რომელსაც შუაზე გლეჯდა და ნაკუწებად აქცევდა.ფიქრობდა რამხელაზე შეტოპა,რა ღრმად შევიდა ოკეანეში ის, ვინც არ იცოდა ცურვა და ვერც ისწავლიდა. პირველად დაფიქრდა რომ უნდოდა ოჯახი. დემეტრემ კი ისიც არ იცოდა რომ აქამდე ამ სიტყვას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ჯანაშია ხომ მხოლოდ წარსულით ცხოვრობდა და იმ წარსულშიც მილას ფაიფურივით თეთრი სახე იკვეთებოდა მხოლოდ. ამიტომ არ სჯეროდა სიყვარულის, არ სწამდა მარადისობის და ფიცის, რომელსაც დებენ ქორწინებისას. ნენეს სწამდა ქრობის და ჭკნობის და ზუსტად ამიტომ, წამიერად დემეტრე ბერაია ისე შორს აღმოჩნდა ,ისეთი უაზრო სიტყვა და მოქმედება გახდა, რომ ეს უბრალოდ სურათს დაემსგავსა. იმ ფოტოს, რომელსაც ახალ სახლში ჩამოკიდებდა და ეცოდინებოდა რომ არ სწამს ამის. ამიტომაც გავდა ეს სურათს, რომელსაც შუაზე გლეჯდა და ნაკუწებად აქცევდა. უყვარდა! თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ დემეტრე ბერაიაც შეძლებდა მისი ჩამონგრეული, თავზე დამხობილი იმედების და ნასახლარზე გაწოლილი სულის, სიშიშვლის შეყვარებას.
-მგონია, რომ კომპრომისები ძალიან კარგად გამოგვდის, ერთხელ უკვე იმუშავა...-ბერაიას დამაჯერებელმა ტონმა ჩურჩულად გაიჟღერა უკვე კარგად შებინდებულ არე-მარეში...-მე სრულ თავისუფლებას მოგცემ, თუ გინდა სულ ყვითლად გადაღებე სახლი...-შეჩერდა, მისთვის დაფიქრებას საშუალება, რომ მიეცა. ამ დღეების მანძილზე მასთან მილიმეტრის მანძილის სიშორემ, აათვისებინა სხეულის ენა. ახლა სანახევროდ მის სხეულს დანდობილი ანასტასია ერთიანად ცახცახებდა,მოაგონდა სამზარეულოში პირველად დაჩურჩულებული "ჩემთვის სულერთი არ ხარ" და ბერაია მიხვდა რომ ისევ რაღაც საშინელებას უხატავდა გონების ბნელი კუნჭულები მის თავს...-სანაცვლოდ შენ, სისულეებზე ფიქრს შეეშვები და საკუთარ თავთან აღირებ, რომ მიყვარხარ.
-ყვითელ ფერს რას უწუნებ?...-წამოიძახა უცებ და გაკვირვებულმა ააპყრო მზერა...-ეს რა დამცინავი ტონია? შემოდგომის ფოთლების მაინც შეგრცხვეს!
-თუ არ ავბარგდებით და ნელ-ნელა კვიციანებისკენ არ წავალთ, შერცხვენას და კართან მობუზვას მერე ნახავ, როგორია...-მუქარამ გაიჟღერა და მის მხარს მოცილებული რომ დაიგულა, მარდად წამოიმართა.სანამ ჯანაშია ბალახებში გაფენილი სარაფნის ბოლოებიდან, მიკრულ წებოვანებს იშორებდა, მანამ ფეხზე წამომდგარმა დემეტრემ დრო იხელთა და კითხვა გააჟღერა...-რამდენჯერმე მითხარი შიშით მეღვიძება გამთენიისასო, მაგრამ შენ ჩემზე ბევრად გვიან გაიღვიძე მაშინ და შეშინებულიც არ ყოფილხარ...რა დაემართათ შენი ძილის დემონებს?
-იმ ღამით, ძილს არ შევუშინებივარ...-უდარდელად დაიჩურჩულა მის გვერდით ასვეტილმა და დამცინავად დაუკვესა თვალები...-ალბათ მიხვდნენ რომ ჩემს სიზმრებში არაფერი ესაქმებოდათ, როცა შენი თავის ქალა სრულიად ცარიელი დაუხვდათ.
-იქნებ უბრალოდ შენ გონებას აღარ ეცალა, მათზე საფიქრალად...-გამოწვევა მიღებული იყო და დანაპირებს ფეხს არ მოუცვლიდა, ბრძოლა ყოველთვის თანასწორი უნდა ყოფილიყო.იმარჯვა და ადგილზე გაახევა. თვალის უპესთან მიწებებული ბაგეები ნელ-ნელა ჩამოსცდა ლოყის კუთხეს და გახშირებული სუნთქვა ეცა სახეში ბერაიას...-ეს სუნთქვა საიდანღაც მეცნობა...-აწვალებდა და ასე ირთობდა თავს, მზაკვრულად აცეკვებული ჭინკები უხტოდნენ თვალებში, მისგან მილიმეტრობით შორს მყოფმა ბუტბუტი დაიწყო უხერხულობის გადასაფარად, თუმცა მეტად კი აჭარხლდა, როცა სარკასტულმა ტონმა ძვალ-რბილში გაუტარა დაცინვა...- შორისდებულებით ნუ მელაპარაკები ტასო ! სიტყვები გამაგონე !
კვიციანებს ერთიანად შეეღოთ მისაღების კარები და გაშლილ სუფრასთან დასაჯდომად კარგა ხანს ფეხის მთრეველები, საბოლოოდ დაარწმუნა ელიკომ დაიწყეთ ვახშმობა და შემოგვესწრებიანო.სწორედ ამიტომ დაუხვდა ორ შემოღამებულს, ყველა, მაგიდის გარშემო შემომსხდარი და ორი ლანდის ასვეტისთანავე წყვილ-წყვილი თვალი აეკრათ თითოეულს. ზურაბმა შემოსწრებულები ადგილებთან მიიხმო და ცალყბად გადახედა მომღიმარი მეუღლის ეშმაკურ ჩაცინებას.
-ზურაბ თქვენ რამდენი ძირი დეკორატიული ხე დაგრჩათ დასარგავი?...-სიტუაცია განმუხტა ბაჩოს შეკითხვამ და დემეტრემ შვებით ამოისუნთქა, მეგობრის უკბილო ხუმრობას რომ ვერ წააწყდა.სამაგიეროდ,როგორც კი ზურაბმა პასუხი გასცა და ახარა დღეს ყველას დარგვას მოვრჩითო, მაშინ კი შეეკრა კოპები ბერაიას...-აბა ესენი, ამდენ ხანს, რას აკეთებდნენ სასტუმროსთან ვინმე მეტყვის? მეგონა ფიჭვნარის გასაშენებლად იყვნენ იქ.
-ბაჩუკი გაიზარდე და ისწავლე, როდის ჩაიკმინდო ხმა!...-გვერდზე მჯდომმა ნიკოლოზმა ნიდაყვი გაკრა და მწარედ წაუსისინა ენაჭარტალას, როგორც კი ჯანაშიას აჭარხლებულ სახეს წააწყდა.
-დემე, ჯაბამ დამირეკა.მითხრა დიდი ხანია ვურეკავ და არ მპასუხობსო...-ლუკამ ნიკოლოზის წამოწყებული საქმე გააგრძელა და საუბარი სულ სხვა თემისკენ წარმართა...-მთხოვდა, გადმომეცა რომ ქარხნის პროექტზე უარი თქვა და არ ინერვიულო.სასტუმროსთან დაკავშირებით რა გეგმებიც ჰქონდა, მიჰყვესო...-უდარდელად კი დაიწყო მოყოლა, მაგრამ მის მზერას რომ წააწყდა, გაუგებრობისგან ნელ-ნელა ჩაუწყდა ხმა.
-ქარხნის პროექტზე უარი თქვით?...-გაკვირვებულმა ანასტასიამ, ვითომ მარჯვედ მოხელთებული ჩანგალი თეფშზე დააბრუნა და შეთანხმება დავიწყებული, არ შეემჩნიათ თავიანთი გრძნობები, პირდაპირ მიუბრუნდა ბერაიას...-სასტუმროსთან ეს რა შუაშია?
-ამ მასშტაბის ორი პროექტის, ერთდროულად გაძღოლა მარტივი საქმე არაა, ამიტომ გადავწყვიტეთ სასტუმროს მივხედოთ და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ...-ჩვეული სიდინჯით განუმარტა და იფიქრა ეს დააკმაყოფილებსო.
-ეს ყველაფერი კომპანიის საქმიანობასთანაა ხომ კავშირში?...-ძალიანაც შეცდა. ანასტასიას გონება და გაცხოველებული ინტერესი ამ წამს, ვერაფრით ჩაიხშობოდა...-ხელშეკრულებით რამდენია პირგასამტეხლოს ოდენობა?
-ჯანაშია, ყველამ ჩვენ-ჩვენს კომპანიას მივხედოთ...-როგორც კი მისაღების ვრცელ სივრცეში სრული სიჩუმე ჩამოდგა და წყვილ-წყვილ თვალებთან ერთად, ყველას ყურთასმენაც მათზე მოიმართა, ბერაიამ თვალები დააბრიალა და მიმიკით ანიშნა, შეთანხმება არ დაგავიწყდესო...- არამგონია იმხელა გავლენით სარგებლობდე ჩემთან, რომ წვრილ-წვრილად ჩაგაბარო ანგარიში!
-გავლენასთან დაკავშირებით ხომ არ ცდებით ბატონო დემეტრე?...-თვალებზე ბინდი რომ ჰქონდა გადაკრული და ვერაფერს ხედავდა, ახლა უკვე ცხადი იყო, ისე გაკაპასებით წამოიძახა. საერთოდ არ შეუმჩნევია ბაჩოს აცეკვებული სახე, ერთიანად რომ აჟიტირდა მათი საიდუმლოს უეცრად გამხელის მოლოდინში...-რავიცი, მიწაზე და სახლზე მშვენივრად...-ბერაიამ ისე ჩაახველა, ალბათ სოფლის ბოლოდანაც ურჩევდნენ ცხელი ჩაის დალევას.ჯანაშიამ საღი აზრი დაიბრუნა და მიხვდა რომ ამ წამს საკუთარი თავის მიერ წამოყენებული მოთხოვნა, ლამის თვითონ დაარღვია მოუთმენლობით.
-ბავშვებო მოდით მშვიდად ვისაუბროთ...-ზურაბმა სიტუაციის გამოსწორება სცადა, როცა ელიკოს შიშნარევ მზერას წააწყდა და თვალებით თხოვნა მისწვდა, რამე თქვი თორემ საკუთარ საიდუმლოს, ასე საგულდაგულოდ რომ გვიმალავენ, გასცემენო...-დემე სასტუმროზე რა ხდება? პირგასამტეხლო რა შუაშია?...-კვიციანისთვის,რომ გეკითხათ ყველაზე მეტად რისი გაკეთება, არ გსიამოვნებსო, პასუხად სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას დაგისახელებდათ,ახლა კი თავისდა უნებურად, მათსავე გადასარჩენად, სწორედ ამას აკეთებდა.
-არაფერი საინტერესო...-დემეტრეს გაცეცხლებულ გუნებას, ახლა ყველაზე ნაკლებ ამ თემის ოჯახურად განხილვა სურდა.თავი აარიდა შეკითხვას, ზრდილობიანად და გაშლილი ხელისგულის გაწვდენით, ჟესტით მოუწოდა სუფრის გარშემო მსხდომთ...-ვივახშმოთ. ამ საკითხს კი მამაჩემთან გავარკვევ!
ბიჭს კი მწარედ ხვდებოდა გულზე, პასუხგაუცემლად რომ დატოვა კვიციანების ოჯახის უფროსი, თუმცა თავად ზურაბს ძალიანაც ესიამოვნა მისი პასუხი, ახლა უკვე შეეძლო მშვიდად ევახშმა იმ ფიქრით, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ გამოუვიდა.
ვახშმობის შემდგომ, ელიკოსთან ერთად მოფუსფუსე გოგონებმა მისაღებიც და სამზარეულოც რომ მიალაგეს, გაზქურაზე შემომდგარმა ჩაიდანმა დუღილი დაიწყო და ანასტასიამ თავაზიანად გააჟღერა ჩაის დაყენების სურვილი. საერთოდ არ გაკვირვებია, რომ ფინჯნის მიწოდებისთანავე ორივე ქალბატონი, ლიზაც და ნინიკოც ეზოში გაეპარნენ, ბანქოს მოთამაშე ბიჭების საყურებლად. ელიკომ საუბარი გაუბა და შექება სცადა პატარა ბავშვივით, ეს დღეები აღარ მაწუწუნებ ლუკმა-ლუკმა საჭმლის მირთმევაზე და ცოტა ფერიც დაგეტყოო. მართალია აღიზიანებდა ამ თემაზე ხაზსგასმა, მაგრამ თავადაც გრძნობდა რომ რაღაც ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა, ენერგიით იყო სავსე და აღარ სურდა მოსიარულე პრობლემად ეგრძო თავი.სანამ ქალბატონი კვიციანი, კიდევ მეტად გაშლიდა თემას, მანამ იმარჯვა და ორ ფინჯანს დაავლო ხელი, ყავის ცხელი, ბლანტი სითხე მოსათაფლად რომ შეეთავაზებინა ადრესატვის. კიბეები მოზომილი ნაბიჯით აიარა და საძინებელზე მოკაკუნეს მალევე გაუღეს კარი. სამუშაო მაგიდასთან მჯდარმა შეათვალიერა და საწოლისკენ იბრუნა პირი, ჩამომჯდარი ბაჩო ჯერ კიდევ გამომცდელად აკვირდებოდათ, თუმცა ორი ფინჯნის დანახვაზე ეცვალა სიხარულის ნაპერწკლებად და ხელიდან გამოგლიჯა სასურველი სითხით სავსე ჭიქა.საბოლოო ხიდიც ჩაუტეხეს, ახლა ვეღარ ხვდებოდა რით აელაპარაკებინა მასზე განაწყენებული. გონებაში საოცარი აზრი იშვა და ბაჩოს გვერდით მოკალათებულმა, ჭინკები აიცეკვა გუგებში.
-ბაჩუკი, ბაჩო...-მართალია დატკბობა და დაშაქვრა, მის მუდამ ირონიულ ტონს არ შეშვენოდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა...-მითხარი ბერაიები რატომ ამბობენ უარს ძველი ქარხნის პროექტზე?...-დემეტრემ კი შეუბღვირა, მაგრამ ანასტასიას კიდევ ერთხელ რომ შეავლო თვალი, არ შემიძლია გაჩუმებაო წაუწუწუნა და ატლიკინების პირას მყოფს, ბერაიას მძიმე ამოხვნეშამ წამიერად ჩაუდუმა ხმა.
-ბერაიებმა უარი იმიტომ თქვეს ძველი ქარხნის პროექტზე ჩემო ანასტასია...-რამდენიც უნდოდა ეხვნეშა ბერაიას, მისი მეგობარი აქ იყო და აუცილებლად გაამხელდა მის დამალულ პრობლემას...-პირგასამტეხლოს ოდენობა, სასტუმროს წილის ნახევარია, ამას დაუმატე შესყიდვისას გადახდილი თანხა, პროექტში დახარჯული ფინანსები და საბოლოოდ იმ მასშტაბზე გახვალ, რომ მიხვდები პარალელური პროექტის აღებას რატომ მოვერიდეთ.
-მომყიდე წილი და მე დავფარავ პროექტის ხარჯებს...-უდარდელად კი ამოთქვა, მაგრამ გული მოეწურა იმის წარმოდგენაზე, როგორ ლანძღავდა გულში მანამ, სანამ თავად ბერაია,თავისივე თქმის არ იყოს, ყველაზე წამგებიან საქმეზე მიდიოდა.
-ასეთი მარტივი არ არის ტასო...-მისკენ გაშლილი ხელისგულით წაწეულმა, თითებში მოქცეული ფინჯანი დაისაკუთრა და მადიანად მოსვა ნანატრი ბლანტი სითხე.სულ არ მიუქცევია ბაჩოს დამცინავი მზერისთვის ყურადღება...-ჯერ ერთი ვერ მოგყიდი იმას, რაც წინარე შეპირების ხელშეკრულებით უკვე სანახევროდ მივყიდე კლიენტს. ასეც რომ არ იყოს, პირგასამტეხლო ფიქსირებული თანხა არ არის, ემატება მიუღებელი შემოსავალიც და საბოლოოდ ისეთ მასშტაბებზე გადის, რომ...-წარბები აწია მეტი ეფექტურობისთვის.
-შეგიძლიათ გონება დაძაბოთ და მეორე ვარიანტზეც იფიქროთ...-დასერიოზულებულმა ბაჩომ ჯერ ერთს შეავლო თვალი და მერე მეორეს.დემეტრე მიუხვდა თუმცა ხმა არ გაუღია ისე იბრუნა მხარი.
-მართალია!...-ანასტასია პირში წყლის ჩაგუბებას არ აპირებდა...-ხომ შეიძლება რომ ხელშეკრულების მეორე მხარემ თქვას უარი წილის საბოლოო შესყიდვაზე, წინარე ხელშეკრულების პირობები დაარღვიოს და მას დაეკისროს პირგასამტეხლო?
-ეგ ვარიანტი განვიხილეთ უკვე...-ისევ ბაჩუკი გამოეხმაურა და ახსნა დაუწყო...-მარკეტინგის ჯგუფის უუნარობის გამოყენება გვინდოდა ჩვენს სასარგებლოდ.ვიფიქრეთ თუ სასტუმროსთვის სტუმრებს არ მოვიზიდავდით მაშინ კლიენტი ინტერესს დაკარგავდა და თვითონ ითხოვდა წილზე ხელშეკრულების გაუქმებას.მაგრამ ასე, ისევ ჩვენ ვარღვევთ ხელშეკრულების პირობებს და იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
-და რა მოხდება, თუ მესამე პირი ჩაერთვება და რაღაც მიზეზით, რაც ბერაიების კომპანიასთან საერთოდ არ იქნება კავშირში, კლიენტს სურვილს დააკარგვინებს და ხელშეკრულებაზე უარს იტყვის?...-მოჯადოებულივით ამოთქვა.ზუსტად იცოდა, რასაც გულისხმობდა.
-თვალები აგემღვრა...-დამცინავად წაუსისინა ბერაიამ და სახე წამში დაისერიოზულა...-რაც არ უნდა ჩაგეფიქრებინა, იცოდე რომ არ გაძლევ უფლებას !
-შენ ამხელა გავლენა, როდის აქეთ გაქვს ჩემზე?...-სუფრასთამნ წამოძახილი ხინჯად შერჩა გულში და მომენტს ხელიდან ხომ არ გაუშვებდა? უნდა წაეიკბინა...-უბრალოდ რამდენიმე დღე მომეცი, რას ვკარგავთ? თუ გამოვა ჩვენთვის უკეთესი.თუ არ გამოვა, მაინც არაფერი შეიცვლება...-თხოვნამ აშკარად შეცვალა ატმოსფერო ოთახში და დემეტრე ბერაია ერთმნიშვნელოვნად მოლბაო ვერ იტყოდით, თუმცა მის უკმაყოფილო ამოხვნეშასა და უკან გადაგდებულ თავში, მაინც დაიჭერდით თანხმობის ნიშნებს...-დარეკე ჯაბასთან და უთხარი ძველი ქარხნის პროექტზე ჯერ არ თქვას უარი, ცოტათი გააჭიანუროს!
-მამა, გოგო! მამა...-თვალები მოუჭუტა გვერდით მჯდომმა ბაჩომ და სასაცილოდ გააჯავრა ერთიანად წაფოფრილს...-იცი, როგორი ბულკია ჯაბა? დადნება მამას თუ დაუძახებ და შეიძლება თავის უჟმურ შვილზე მეტად შეგიყვაროს...-ვერც ბწკენამ და ვერც მუჯლუგუნმა ვერ უშველა.უფასო ცირკის მსახიობი იყო და მშვენივრად იხდენდა ჯამბაზობას.
-მოიცა, ჩვენზე ყველამ იცის?...-სანამ დემეტრე, თავისი კოპებშეკრული სახით ელოდა ყურმილის მიღმა მამის ხმის გაგონებას, ანასტასიამ ვერ მოითმინა და გაკვირვებით კითხა ბაჩოს.ამჯერად ერთი ხმამაღლა დასცინოდა, მეორე კი ტელეფონმომარჯვებული სწევდა წარბებს სხეულში ნაგროვები ირონიის გამოსახატად.
-ყველამ არა!...-მხარზე ფრთხილად დაადო ხელისგული და მანუგეშებელი ტონით მოუწოდა სიმშვიდეზე...-ლიზას და ტარიელს ჯერ არ შეუმჩნევიათ.
-გული დამიმშვიდდა...-სარკასტულად გამოეპასუხა შებრალებული და სახე მომანჭულმა სცადა სიტუაციიდან თავის დაძვრენა...-მთავარია ტარიელმა არ იცის, დანარჩენზე არც ვდარდობდი.
-კარგი ხო...-ხელები გაასავსავა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გაქცეულმა კარიდან მოაძახა ადგილს მიყინულს...-რა ვქნა?! ვაფასებ მაგ კაცს და ვერ დავუმალე ასეთი ამბავი.
შემომაკვდებაო წაისისინა ჯანაშიამ, მაგრამ ადგილიდან წამომხტარს შემართება გაუქრა, როგორც კი ბერაიას ხმა გაიგონა. სავარძლის ხელის ჩამოსადებზე ჩამოსკუპებულმა,ვერ გაათვიცნობიერა, რომ უკითხავად ისმენდა ბერაიების დიალოგს. გველნაკბენივით წაიწია უკან, თუმცა წელზე მოხვეულმა ხელმა შეაჩერა და დემეტრემ მის ყურთან მიწია სახე, რომ შუაში მოქცეული ტელეფონიდან საუბარი ორივესთვის გასაგები გაეხადა.ჯაბა ბარაია მორჩილად დაეთანხმა შვილის შეთავაზებას და დიალოგის ბოლოს, ჯანაშიას მოკითხვამ რომ გაიჟღერა, ერთ ადგილზე გახევებულ ანასტასიას სახე გაუბადრა უცნობმა სითბომ.
ვინ იცის, იქნებ ცდებოდა და დემეტრე ბერაია იმ ფოტოს ჰგავდა, რომელშიც მის გვერდზე მდგომ ანასტასიას სიცარიელის მაგიერ, ამომავალი მზის ასტაფილოსფერებული ნათება ერტყა გარშემო.


პ.ს დიალოგების თავი გვაქვს მენიუში. იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

არმომეწონა. ეს არაა მოწონება. ესაა სიგიჟე და შენ ხარ ჩემი ახალი აღმოჩენა. საოცარი თავი იყო. აი აღფრ5ოვანებული ვარ
იცი რომელმა მომენტმა გამაგიჟაიცხოვრე ჩემში.
შემოიჭყიტე გულის ფართოდ გაღებულ კარებში და იცხოვრე ჩემში.
წაიღე ჩემი ამბიციები,სიამაყეები,უარები და იცხოვრე ჩემში.
შენი ნივთები,შენ სურნელ ადინებული ტანსაცმელი და ჩიტისფრთა ფეთქვა,იცხოვრე ჩემში.
დამავიწყე რა არის სიმშვიდე,მოიტანე შფოთი და მოუსვენრობა,იცხოვრე ჩემში.
დაიკავე გულის ყველა კუთხე, მონახე კუნჭულები ყველაზე მიმალულ სიყვარულებში,იცხოვრე ჩემში.
შენი სუნთქვა და ბგერის სიხშირე,ჩემ მხრებზე გადმოდინებული შენი სიახლოვე,გადმოდი ჩემთან.
მოდი ჩემს მარცხენა მხარეს,სიცოცხლეში დაიბუდე არსებობა,იცხოვრე ჩემში.
შეგიძლია მატკინო გულის ფეთქვა,ამომიღამო თვალები შენი მოლოდინებით,გუგებში ჩამიწვინო დარდისხელა ტკივილები,იცხოვრე ჩემში.
შემინახე შენი ქურთუკის ჯიბეში,როგორც გადახუნებული,ძველი ფოტო,წარსულიდან გამოყოლილი მაგრამ ძვირფასი და იცხოვრე ჩემში.
მომიყევი ამბები,ამიკინძე სიტყვები,ამიციმციმე თვალები და მარტის ყვავილებივით ჩამომიფარფატე პეპლისფრთა ნათებები.აი ამან. იცხოვრე ჩემში. იმედია არაფერი გამოუხტებათ და არ აღებს ამათ ურთიერთობას. ვგულისხმობ გიორგის თავისი ვითომ და მზრუნველობით. მიყვარხარ მე შენ

 


№2 სტუმარი სტუმარი maco maco

აუუ არ აერიოთ რააა ეხლა არ გმოხტეს რამე/ვინმე:)

 


№3 სტუმარი one

mogvewona abba ra)))
anci nene da dinji demetre❤️
shen-yvelaze gonieri gogo❤️
da me ubralod gagijebuli mkitkhveli:ddd
visiamovne da damrcha qronikuli deficiti)) tumca arc is minda, male dasruldes))
unichiereso qeto- madloba ❤️

 


№4 სტუმარი ნეს

დიალოგები და მერე როგორი დიალოგებიი ❤️ ტასო და დემე, ყველაზე "შეხმატკბილებული" წყვილი ever ????

არა, ეს ნიკოლოზი მართლა სად დაფრინავდა როდის გავიგებთ? ძალიან შევინტრიგდი. მაქვს ვერსია, მაგრამ თავს ვიკავებ გაჟღერებისგან. თამარიც რაღაც საეჭვოდ დაიკარგა, არადა, მეგონა აქტიურად ჩაერთვებოდა სამეგობროს ამბავში..

P. S. წინა თავზე კომენტარი უბრალოდ ვერ დავტოვე, არ მეყო სიტყვები, უფრო სწორად, ყველა სიტყვა მეუფერულა ჩემი შთაბეჭდილებების გადმოსაცემად. ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ლელა

შენს ნაწერზე დამოკიდებული გავხდი???? მალმალე ვამოწმებ ახალი თავის დადებას.

 


№6  offline წევრი Qetatoo

ნეს
დიალოგები და მერე როგორი დიალოგებიი ❤️ ტასო და დემე, ყველაზე "შეხმატკბილებული" წყვილი ever ????

არა, ეს ნიკოლოზი მართლა სად დაფრინავდა როდის გავიგებთ? ძალიან შევინტრიგდი. მაქვს ვერსია, მაგრამ თავს ვიკავებ გაჟღერებისგან. თამარიც რაღაც საეჭვოდ დაიკარგა, არადა, მეგონა აქტიურად ჩაერთვებოდა სამეგობროს ამბავში..

P. S. წინა თავზე კომენტარი უბრალოდ ვერ დავტოვე, არ მეყო სიტყვები, უფრო სწორად, ყველა სიტყვა მეუფერულა ჩემი შთაბეჭდილებების გადმოსაცემად. ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤️


როგორ უსირცხვილოდ მშიფრავ, ვნახოთ ვნახოოთ :D
მადლობა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეგ მეც ვიფიქრე თამარის გამოჩენისას მაგრამ სად დაიკარგა,ძლივს არ ამოილაპარაკა და დატკბნენ გვრიტები დავისვენე ვაიმე როგორ მინდა სულ ვიკითხო ძალიან მომეწონა საინტერესოა ისეთი მაგარი და საინტერესო თავი გამოვიდა არ მეყო კიდევ წავიკითხავდი იმედი მაქვს ცოტახანი არაფერი მოხდებს დატკბნენ ამ ურთიერთობით მომეწონა ჯაბამ ჯანაშია რომ მოიკითხა თან ბაჩოს ხუმრობა მთავარია ყველაფერი კარგად იყო რა ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????

 


№8 სტუმარი one

qeto imedi maqvs kargad khar❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

იმედია მშვიდობაა შენს თავს ქეთი

 


№10 სტუმარი სტუმარი Nita

იმედია ყველაფერი კარგადაა თქვენსკენ. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ❤❤

 


№11 სტუმარი ნეს

თვალები მომექცა მობილურის სქროლვით... სად ხარ ქეთო, მოდი, მოგვიყვანე კვიციანების სახლის ჟრიამულები ❤️

 


№12  offline წევრი Marikagogolqdze

სად ხართ?? ყოველდღე ვნახულობ რომ არ გამომეპაროს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent