შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხსოვართა ტყე (4)


9-10-2021, 20:35
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 344

- ალბათ ნამდვილი ურჩხული გგონივარ - გულხელდაყრილი დათიკო თავისი პორტრეტის გვერდზე დადგა და გამიღიმა.
- არ უნდა მეგონო?
- არა. ამ ქალაქში სიმართლეს არავინ იტყვის, რადგან მათ დიდ ბებიებსა და ბაბუებს არაფერი მოუყოლიათ იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდა. შენ იმსახურებ სიმართლეს ინო. უნდა იცოდე, რომ ჩემი ბრალი არაა, რაც შეგემთხვა... რაც მესხების ოჯახს შეემთხვა.
- აბა ვისი ბრალია?
- სრულიად ქალაქის. - გამეცინა მის სიტყვებზე. სულ არ ჰგავდა გარდაცვლილს. მგონი თავადაც დავიწყებოდა საკუთარი სიკვდილი. უფრო ნიჭიერ პოლიტიკოსს ვამსგავსებდი საოცარი ქარიზმით. - რა გაცინებს? - არ ესიამოვნა.
- ქალაქს აბრალებ შენს ცოვდვებს. ქალაქს, რომელიც გაღმერთებს. რა უმადური ხარ! გეგონება, აქაურებისთვის მრავალწლიანი შელოცვა გაგეკეთებინოს. შენი თაობა გარდაიცვალა, შენი შვილების თაობაც მიილია, თუმცა მაინც კერპად დარჩი.
დათიკომ ჩემკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი.
მე უკან დავიხიე. ძალიან მაღალი იყო. ამბობდნენ, ორ მეტრს სცდებოდაო. აქ, ახლა, ჩემს ცხვირწინ იდგა. განრისხებულს ვერ დავარქმევდი, გაბრაზებულ ბავშვს მიუგავდა თვალები და ვხვდებოდი, ცოტა სხვანაირი სიმაღლეც ახასიათებდა.
- გგონია, შენთვის რაიმეს ახსნის ან დამტკიცების მისია დამაკისრა დედაბუნებამ? შემომხედე, მკვდარი ვარ. მკვდარი ადამიანები არ ცრუობენ. ისიც ვერ შევძელი, ჩემს ცოლთან წავსულიყავი და სასუფეველი დამემკვიდრებინა. არც ვიცი. სასუფეველი სადაა საერთოდ? ან თუ არსებობს. ჩემი ცოლი თუ არსებობს ან ჩემი შვილი, გიორგი.
- ნურაფერს ამიხსნი. ლატავრას მოკითხვას გადავცემ. ნახვამდის - წასასვლელად გავემზადე. უფრო სწორად, თავი მოვიკატუნე, გეგონება მისი ახსნა-განმარტებას სრულებით არ მადარდებდა.
- უფროს ლატავრას იცნობ?
- კი. როგორც მთელ ოჯახს გჩვევიათ, ისიც დორიან გრეის კვალს მიჰყვება.
- ეგრე იოლად გგონია ყველაფერი? ჩვენი ისტორია დაუსრულებელია. დაუსრულებელი ცხოვრება გაქვს, დაუსრულებელი მიზნები, რომელშიც სიკვდილმა შეგვიშალა ხელი. ჩვენ ყველას, რაღაცის დამტკიცება გვსურდა ინო. ისეთი ძლიერი იყო ეს სურვილი, რომ აქ ჩავრჩით. ლატავრა თავის სახლში მაინცაა. შემომხედე მე სად ვარ, შეხედე ამ ცარიელ ოთახს, შეხედე ტყუილებით და უცხო ხალხით სავსე მუზეუმს.
- მართლა უნდა წავიდე დათოიკო.
- დამპირდი, რომ დაბრუნდები. დამპირდი, რომ ერთ შანსს მომცემ და დაბრუნდები, რათა ჩემი დაწყევლილი ისტორია მოისმინო.
მკვლელი იყო?
ნუთუ მართლა მკვლელი იყო
და მკვლელი რომც ყოფილიყო, ვერ დავტოვებდი. არ შემეძლო.
სისხლი მიდუღდა.
სისხლს მივყვავდი იქ, სადაც კოშმარები მიხმობდნენ. ქალაქშიც ამიტომ ჩამოვედი. წარსული არ მასვენებდა და თავისთან დაბრუნებას მაიძულებდა. დავნებდი. მე უკვე პირობა მქონდა მიცემული დათიკოსთვის. როცა მესხების საგვარეულო სახლი ვიყიდე, როცა პირველად ვნახე ილია, ლატავრას მეორედმოსვლას შევესწარი და გიორგის საფლავის პოვნა გადავწყვიტე, მაშინ დავპირდი დათიკოსაც.
უსიტყვოდ.
უპირობოდ.
არც ვიცნობდი, მაგრამ ვალდებული ვიყავი. გაუაზრებლად, ხელი მოვაწერე განაჩენს, რომელმაც მათი ოჯახის ნაწილად მაქცია.
- კარგი - ისევ დავნებდი.
რა თქმა უნდა, დავნებდი.
ვის შეეძლო მისთვის ზურგი ექცია? საუკუნის განმავლობაში, ქალაქსაც ვერ დაევიწყებინა მისი სახელი. როგორც ჩანს, ვერავინ ივიწყებდა. შეიძლება, სწორედ ეს იყო დათიკოს ტრაგედიაც: მას ვერ ივიწყებდნენ, აიძულებდნენ, სამუდამოდ ეცოცხლა.
- მართლა ლატავრას ჰგევხარ - გავიგონე მისი ნათქვამი.
- იცი რაა? ისედაც უხერხულ ადამიანად ვითვლები. მაქსიმუმ, უზრდელადაც ჩამთვალონ თუ ძალიან ვალოდინე - კედელს მივეყუდე და იატაკზე დავჯექი. - გისმენ დათიკო.
- ვიცოდი, რომ მე ამირჩევდი - გაეღიმა.
- ჰო, რა თქმა უნდა. ყველა შენ გირჩევს და რანაირად აღმოვჩნდებოდი გამონაკლისი?
- მაგას არ ვგულისხმობ. პირიქით. ყველამ თუ ზურგი მაქცია, შენ მაინც დარჩებოდი. მშვენივრად იცი, რატომაც.
- მართალია. ჩვენ ყოველთვის ვრჩებით.
- ან მივდივართ და უკან ვბრუნდებით - მერე ცოტა ხანს გაჩუმდა, მოხრილი საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო. თითქოს, სათქმელის გადმოცემისთვის, შესაბამის სიტყვებს ეძებდა. თითქოს, ეშინოდა, არ გავქცეულიყავი ისევ. - ბარბარე მიყვარდა, მართლა მიყვარდა და მისი გათხოვების ამბავმა გამტეხა. სახლში შევიკეტე. იმ დროს, კაცი თავს ვერ გაიმართლებდა, დეპრესია მაქვსო, ძალიან დიდი სირცხვილი იყო. ან მართლა უნდა მომეკლა ის ჩემი კონკურენტი ან სამუდამოდ დავდუმებულიყავი და ხმა არ ამომეღო. დუმილი ავირჩიე. ჩათვალეს, რომ ავად გავხდი. ქალაქს ვუყვარდი, რადგან ვაჭმევდი, როცა შიმშილი ემუქრებოდათ, მეზობელ ქალაქებს შორის, ყველაზე კარგი ღვინო მქონდა და ძალიან ბევრი იყიდებოდა. იმ დროს, ვაჭრობა ერქვა მაგ საქმეს, ახლა ბიზნესმენს დამიძახებდნენ, რაც უფრო ლამაზად ჟღერს. აქაურები განიცდიდნენ ჩემს ამბავს. უფრო გულისამაჩუყებელი იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ ჩემდამი სიყვარულის გამო უდიდესი დანაშაული ჩაიდინეს-თქო, მაგრამ ვფიქრობ, შეეშინდათ, დარდმა ქველმოქმედებაზე ხელი არ ააღებინოსო. ყველაფერი კარგად დაგეგმეს, ჩემი ღვინო ქორწილში შეაპარეს და ყველა სტუმარი მოწამლეს. მათ შორის, ბარბარეს ქმარი. რა თქმა უნდა, ბარბარემ ჩემზე აიღო ეჭვი, სამარადისოდ დამწყევლა და ტყეში გადავიდა საცხოვრებლად. მაწუხებდა ეგ ამბავი. უპასუხო სიყვარულზე მეტად, ის მაწუხებდა, რომ ბარბარეს მკვლელი ვეგონე. მინდოდა, დავლაპარაკებოდი, მაგრამ ადამიანს აღარ ჰგავდა, ვერ მივეკარე. დიდი ხნის შემდეგ, გადავწყვიტე ცოლი მომეყვანა. არავინ მიყვარდა და არავის სიყვარული მჭირდებოდა, თუმცა შთამომავლობის დატოვებას ადამიანის მთავარ დანიშნულებად მივიჩნევდი. ალბათ, გაგეცინება. სხვანაირი დრო იყო. მაშინ მეგონა, რომ უკეთეს ვერაფერს ვიზამდი.
- ერთი წამით - საუბარი შევაწყვეტინე, ფეხზე წამოვდექი - შენ არავინ მოგიკლავს?
- არა.
თავბრუ დამეხვა.
ყველა ეს უბედურება უმიზეზო იყო. უმიზეზოდ განწირული ოჯახი სიკვდილისთვის. ბარბარეს უმიზეზო წყევლა, შურისძიების ცრუ წყურვილი. მისი სამიზნე ქალაქი უნდა ყოფილიყო და არა ოჯახი.
პატარა ლატავრა თავისი დის უსიცოცხლო სხეულთან მდგარი, დამუნჯებული, ნაადრევად დაბერებული, უთმელი.
პატარა ლატავრა ნიჩბით ხელში, თავისი დის საფლავთან.
- ბარბარეს არ სჯეროდა, დაგწყევლა, ტყეში წავიდა, მოკვდა, სიკვდილის შემდეგ ისევ დაბრუნდა მოჩვენების თუ ტყის დედოფლის სახით და შენი მოდგმის უმრავლესობა მიასიკვდილა. სწორად გავიგე? - ისეთი საცოდავი ხმა აღმომხდა სასულედან, საკუთარი უსუსურობის შემრცხვა.
- კი. ოღონდ ტყის დედოფალი ზედმეტად კარგად ჟღერს. ტყის საფრთხობელა დაუძახე.
- ტყის საფრთხობელა...
- შესაფერის კანდიდატს ვეძებნდი ცოლის მოსაყვანად. ერთი მეგობარი მყავდა. სიმართლე გითხრა, გულშემატკივარი ბევრი, მაგრამ ნამდვილი მეგობარი მართლა ერთი მყავდა. კაცივით ეცვა. მესაფლავედ მუშაობდა და თავის დაგლეჯილ ქუდს რომ მოიხსნიდა, მერცხლებივით ეფინებოდა გრძელი თმა ტანზე. ლილი ერქვა. გამომიცხადა, ჩვენ დავქორწინდეთო. გავოგნდი. ვუთხარი, ცოლად კი მოგიყვან, მაგრამ სიყვარულს ნუ მომთხოვ-თქო. არც არაფერი უთხოვია. პირიქით, არაფერს მაძალებდა, რომანტიკულ სისულელეებსაც არ მაკეთებინებდა. ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი გახდა, შეეძლო, ჩემი ფულით, ნებისმიერი რამე ეყიდა, მაგრამ მაინც მესაფლავეობას აგრძელებდა.
- თავისი ხიბლი აქვს მაგ პროფესიას.
- რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი აქვს. ისტორიები ხშირად მეორდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა წარსულთან მჭიდროდ ხარ დაკავშირებული.
- შენი და ლილის ურთიერთობა როგორ განვითარდა?
- ზოგჯერ საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა. რანაირად ვერ ვამჩნევდი, რომ ასეთი მშვენიერი იყო? შეცდომა დავუშვი, როცა ბარბარეს ფემინურმა სილამაზემ შემიპყრო და ვერ შევამჩინე ის, რაც ცხვირწინ მქონდა. ლილი ზოგჯერ შეშას ჩეხდა, ვუყურებდი და გაოგნება მიპყრობდა. მაშინაც გაოცებული ვუმზერდი, როცა ცხენს დააჭენებდა, საფლავს თხრიდა. ერთხელ, ერთად ბოსელი ავაშენეთ.
- რა რომანტიკულია - მაგრად გამეცინა.
- მართლა რომანტიკულია. სილამაზე ყველაზე უჩვეულო ადგილებში უნდა ეძებო. ლილის განსაკუთრებული ქცევები და განსაკუთრებული გარეგნობა ახასიათებდა. თავდავიწყებით შემიყვარდა. თითქოს, არაფერი იყო მანამდე და არც არაფერი იქნებოდა ლილის შემდეგ. ლატავრასა და გიორგისგან განსხვავებით, ჩვენმა სიყვარულმა ბედნიერი დასასრული იპოვნა, რასაც სიკვდილის შემდგომ, ბედნიერი სასუფეველი არ მოჰყოლია. მე სამუდამოდ აქ, ამ დაწყევლილ პორტრეტში გავიჭედე. მასთან ყოფნა მინდა, ლილისთან დაბრუნება მჭირდება ინო.
- ლილი სადაა?
- სადმე უკეთეს ადგილას. გულის სიღრმეში, ვიცოდი, რომ ბარბარესთან დაუსრულებელი ისტორია მაკავშირებდა. სიყვარულს არ ვგულისხმობ. მსურდა, მისთვის ამეხსნა, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი. უსიამოვნოა, როცა ვინმეს მთელი გულით ეჯავრები. ამ ზიზღისთვის ხომ უნდა დამესვა წერტილი? ლილის გაცილებით უშფოთველი ცხოვრება ჰქონდა. არ იცოდა, რომ მისი შთამომავლობა შეცდომით იყო დაწყევლილი - გაეცინა - „შეცდომით დაწყევლილი“ საუცხოოდ ჟღერს. ვფიქრობ, მხოლოდ დაუსრულებელი მიზნის კი არა, წყევლის შედეგიცაა, რომ რამოდენიმე მესხი პორტრეტში ჩავრჩით. ასეთი უცნაური ტრადიცია წამოვიწყე და მერე ამაყად გააგრძელეს. ქალაქის ყველაზე ნიჭერ მხატვრებს ვახატინებდით საკუთარ თავს. ხელოვნებას დიდი ძალა აქვს ინო. ნახატთან ერთად, ადამიანის ენერგიაც იქმნება. იმდენად ძლიერია ეს ენერგია, რომ გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი სულიც კი დაიტია.
ამოვიოხრე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მელოდებოდნენ, მაგრამ დათიკოს დატოვებას ახლა ყველაფერი მერჩია.
- სახლში მინდა. ეს მუზეუმი ნამდვილი კოშმარია. ზოგჯერ, ვერთობი, ხალხს ვაშინებ. განსაკუთრებით, ღამის მორიგეებს, მაგრამ ეგენიც ადამიანები არიან და მეცოდებიან.
- ჩემს სახლში გინდა?
- ზუსტად!
- არ გეწყინოს, მაგრამ შენი პორტრეტი დავჩეხე.
- ასლი მაინც ვერ დამიტევდა. აი, ეს უნდა მოიპარო - ხელი გაიშვირა ორიგინალისკენ - სხვანაირად, ვერ დავბრუნდები და ვერ დაგეხმარები, რომ ბარბარეს წყევლა შეაჩერო და ცხოვრებასთან ჰარმონია ჰპოვო.
- შენი ნახატი მოვიპარო, გიორგის საფლავი ვიპოვნო და წყევლა შევაჩერო ხომ? შემთხვევით, ისიც ხომ არ იცი, ამ ყველაფერს როგორ გავაკეთებ?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- გამოდის, რომ მუზეუმიდან უნდა გაგიტაცო.
- კი. დარწმუნებული ვარ, შენ გარდა, ამას ვერავინ შეძლებს.

ცოცხალი ადამიანების გუნდს დავუბრუნდი. ვისეირნეთ, შემდეგ სიცივეში, ნაყინი და შოკოლადის ნამცხვარი ვჭამეთ. ზოგჯერ, ვიცინოდი, მაგრამ არ მეცინებოდა. რეალურ ადამიანებთან კონტაქტისას, ყველაზე უხრხული სწორედ ის იყო, რომ მიწევდა, საკუთარი თავი მეიძულებინა და ემოციები გამომეხატა.
სულ იმაზე ვფიქრობდი, რანაირად გამეტაცებინა დათიკოს პორტრეტი.
მუზეუმს ვიდეოკონტროლი არ ჰქონდა, მაგრამ დაცვა ჰყავდა. მარტო ვერაფერს გავხდებოდი. ცოტნეს არც ისე კარგად ვიცნობდი რომ დამხმარება მეთხოვა, ილია კი ზედმეტად კეთილშობილი ჩანდა ძარცვისთვის.
მხოლოდ ერთი ვარიანტი მრჩებოდა. ეგ ვარიანტი წარსულში კიდევ უფრო მძაფრად დამაბრუნება და ბავშვობის ტრავმებს ერთიმეორეს მიყოლებით გამიღვიძებდა, მაგრამ ცდად ღირდა.
არ მჯეროდა, დათიკოს გამო ამხელა რისკზე რომ დავაპირე წასვლა.
სამაგიეროდ, სიცოცხლეს ყველაზე ცხადად სწორედ ახლა ვგრძნობდი. გეგონება, მრავალი წლის მანძილზე, როგორც იქნა, ვიღაცამ მაგრად შემომცხო და მაიძულა, სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა.
უძრავად ყოფნა შემაწყვეტინა.
გამომაღვიძა.
ლატავრასთან შუა ღამისას დავბრუნდი. მოწყენილი ჩანდა. გიორგიზე ფიქრს ახლა მეც მივემატე და ყოველთვის, როცა სახლიდან გავდიოდი, ჩემს დაბრუნებას ელოდა.
- როგორ ჩაიარა საღამომ? - მკითხა ლატავრამ.
- მშვენივრად. ილია ლიდასთან საუბრობდა, მე ცოტნესთან. ამასთან ერთად, გადავწყვიტე, ვიღაც მოვიტაცო.
- მშვენიერი ამბავია. შეგიძლია, ნიჩაბი მოუქნიო, გონება დააკარგვინო და მერე აქ მოათრიო. აქედან თავისი ფეხით ვერ გაიქცევა, დავატერორებ. ისე შევაშინებ, ნაბიჯს ვეღარ გადადგამს უშენოდ.
- ილიას არ ვგულისხმობ.
- სხვა კაცი შეგიყვარდა?
- დათიკოს ვიტაცებ - გამოვუცხადე მხიარულად.
- საბრალო გოგო, სულ გაგაფრენინე ხომ? ჩემი ბრალია, ახლა საგიჟეთში მოხვდები და მე ისევ მარტო დავრჩები.
- არა ლატავრა, დათიკოს პორტრეტი მუზეუმში ინახება. ისიც იქაა.
- რას ამბობ? ნახე?
- კი.
- ჩემი ქმრის გარდა, ყველა იპოვნე? - დოინჯი შემოირტყა და ისე განრისხდა, გეგონება, ჩემი ბრალი ყოფილკიყო რომ ქმარი ამოთხარა და სადღაც სხვაგან გადამარხა, შემდეგ კი დაივიწყა ამის შესახებ.
- დაგპირდი, რომ ვიპოვნიდი და ასეც მოვიქცევი. უბრალოდ, გრძელი გზა აღმოჩნდა ჩვენიდან გიორგიმდე, გრძელი და სხვა გარდაცვლილი მოჩვენებებით სავსე.
- ახლა მუზეუმიდან უნდა გაიტაცო ნახატი?
- ზუსტად.
- როგორ აპირებ? მეგობრები თითქმის არ გყავს. ილიას მაგხელა ამბავს ვერ მოსთხოვ, ჯერ არ ხართ საკმარისად ახლოს. მარტო რანაირად მოიპარავ პორტრეტს.
- ერთი იდეა მაქვს, მაგრამ ახლა ძალიან დაღლილი ვარ სამაგისოდ. ხვალ, სამსახურის შემდეგ მოვახერხებ რამეს.

* * *

ორშაბათი ყოველთვის დატვირთული იყო, მაგრამ სასიხარულოდ, ეს ისეთივე არ აღმოჩნდა. სიწყნარე სუფევდა. კაფეში გადარბენაზე არ ვიყავი და მხოლოდ ბიბლიოთეკაში მოდიოდნენ ბავშვები. პატარა ბლოკნოტში, პუნქტებად ვწერდი, რა უნდა გამეკეთებინა ან ვინ მჭირდებოდა გეგმის განხორციელებისთვის.
შუადღისას, ილია შემოვიდა.
- ყველა წიგნს გიბრუნებთ. ძალიან მომეწონა. - ხალისიანი ჩანდა. არ მინდოდა, მისი სიხარული ლიდასთვის დამეკავშირებინა.
- მიხარია.
- გუშინ ვერ გაერთეთ ხო?
- არა, ძალიან კარგი იყო. ნამდვილად ღირდა წამოსვლა - გულწრფელი ვიყავი. მხოლოდ დათიკოს გამო მიღირდა იმ უბედურებაში გამეყო თავი.
- უცნაურია, მაგრამ თქვენთან ერთად რომ ვარ, უფრო კონტაქტური და თავისუფალი ვხდები.
- მშვენიერია.
- არ შეიძლება, კიდევ წავიდეთ ერთად სადმე? - ისეთი მორიდებული იყო, მგონი, ერჩივნა, მიწა გასკდომოდა, ვიდრე ეგ ეთხოვა, მაგრამ მაინც გადაახტა საკუთარ თავს.
- ჩვენ?
- ჰო, ჩვენ ოთხნი.
- ჩვენ ოთხნი... მშვენიერი იდეაა - ბოლო დროს, ყველა თავის ნებაზე მატრიალებდა.
სამსახურის მიწურულს, ავიკარი გუდა-ნაბადი და სკოლაში მივედი. სწორედ დათიკოს სახელობისაში. უკვე გვიანი იყო, მაგრამ ვიცოდი, ვისაც ვეძებდი, იქ იქნებოდა. სამასწავლებლოში იჯდა.
ირაკლი.
ჟურნალი ჰქონდა გადაშლილი და სათვალე ეკეთა. დიდი მონდომებით ავსებდა. ცოტახანს, არ შევსულვარ. კარს გარედან ამოვეფარე და ღრმად ჩაივუსნთქე.
თავს უნდა მოვრეოდი. სისუსტის 24 წლის შემდეგ, ამის დრო აღარ მქონდა.
კარზე დავაკაკუნე.
ჩემკენ მოიხედა. ჯერ თვალები დაუწვრილდა, თითქოს, საკუთარ თავს ვერ არწმუნებდა, რომ მართლა მე ვიყავი.
გაშეშდა.
გაშრა.
- მიცანი? - ვკითხე ირაკლის.
თავი დამიქნია რამდენჯერმე.
საჩვენებელი თითით მანიშნა, ერთი წუთი მაცადეო და ხელისგულით შუბლი დაიზილა. არ შეცვლილიყო. მხოლოდ ჭაღარა შერეოდა, ისიც ნაადრევი.
- შენ ხარ თუ მეჩვენები? - როგორც იქნა, ენა ამოიდგა.
სკამზე ჩამოვჯექი.
ტირილი დავიწყე.
ირაკლიმაც ტირილი დაიწყო.
ასე, ორივენი ვისხედით უთქმელად და უსიტყვოდ. მხოლოდ ჩვენი სლუკუნის ხმა ისმოდა. მოგვიანებით შევნიშნე, ოთახში სინათლე თვითონ ჩაექრო და ლამფის შუქზე მუშაობდა.
ნეტა მასაც თუ სჭამდნენ მოჩვენებები?
ან მისი მოჩვენებები კეთილები იყვნენ თუ ჯოჯოხეთურ სიზმრებს დამსგავსებოდნენ?
იქნებ, თავადვე სურდა მათი მოზიდვა და ამიტომაც იჯდა ბნელში.
- მე ვარ.
- ცოცხალი ხარ ხო? - ხელით შემეხო. გეგონება, მტკიცებულება სჭირდებოდა.
- კი. ირაკლი შენი დახმარება მჭირდება. არ შეგაწუხებდი, მაგრამ მართლა სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.
- შეგიძლია ნებისმიერი რამე მთხოვო.
- მუზეუმიდან დათიკოს ორიგინალი პორტრეტი უნდა მოვიპარო.
- რაში გჭირდება?
- მელაპარაკება.
- ნახატი გელაპარაკება. ჰო. მესმის.
- სახლში უნდა დავაბრუნო.
- რა მევალება?
ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე რომ მიიღო ეგ ამბავი, მაგან უფრო შემაშინა.
ჩემი სჯეროდა.
და თუ ჩემი სჯეროდა, ესეიგი მასაც ჰყავდა თავისი წარსულის მოჩვენება.
ტკბილი ან მწარე.
მტანჯველი.
ბედნიერების მომგვრელი.
შემზარავი.
მშვენიერი.
- პირველ რიგში, სკოლის ნახატი უნდა მომაპარინო. მერე ვეცდები, ამ სკოლის ნახატით ჩავანაცვლო მუზეუმის. მეტი გეგმა არ მაქვს. სულ ეს ვარ. უნივერსიტეტში, უკეთესად უნდა მესწავლა ლოგიკის საგანი.
- აქედან უპრობლემოდ გაგატან. დარაჯს ახლაც კი სძინავს. დილით ვიტყვი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, სად გაქრა. აი, მუზეუმში შეპარვას როგორ აპირებ?
- ფანჯრიდან გადავძვრები, გამხდარი ვარ.
- ასე იოლად არ გამოგივა. იქაც დარაჯია, თან ასეთი მძინარა კი არა, სერიოზული.
- შეგიძლია, გაართო? ყველა გიცნობს, აქ სანდო კაცი ხარ.
- გადაწყვიტე, რომ ჩემი სანდოობა ფეხქვეშ გათელო? - გაეცინა.
ამდენი წლის შემდეგ, პირველად ვნახე მისი სიცილი.
გეგონება, წარსულში დავრუნდი.
იქ, სადაც გავრბოდი და მომდევდნენ.
ვიმალებოდი და მეძებდნენ.
ვტიროდი და მაწყნარებდნენ.
ვიცინოდი და უხაროდათ.
დავბრუნდი სამყაროში, სადაც სულ ერთი არ ვიყავი.
- დიახ. ფაქტობრივად მოვედი, რათა ცხოვრება დაგინგრიო.
- რაც დანგრეულია, იმას ვეღარაფერს დააკლებ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ოჰო ახალი პერსონაჟი. საოცარი გაგრძელება და უაზროდ დიდი ადრენალინი. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას და ირაკლის და ინოს წარსულ ცხოვრებას. ყოჩაღ ნაკლებს არც ველოდიიი. მოლოდინს გადააჭარბე

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Qeti qimucadze
ოჰო ახალი პერსონაჟი. საოცარი გაგრძელება და უაზროდ დიდი ადრენალინი. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას და ირაკლის და ინოს წარსულ ცხოვრებას. ყოჩაღ ნაკლებს არც ველოდიიი. მოლოდინს გადააჭარბე

უღრმესი მადლობა ქეთიი <3

 


№3 წევრი ვიპნი

რატომ მგონია რომ ეს გოგო მესხების შთამომავალია ??

 


№4 სტუმარი one

vax ra saknteresod ganvitarda movlenebi))) ino ra magari vinmea)))
velodebi shemdegs didi interesit)))
kargi khart))

 


№5 სტუმარი Ana-maria

არ მყოფნის!!!!! თან მეშინია,თან მომწონს,სუნთქვა შეკრული ვკითხულობ,ისტორია კი უფრო საინტერესო ფაზაში შედის. ახალი გმირები ჩნდებიან (ცოცხლებიც და სულებიც).რატომღაც ვიფიქრე,ინო ამ ოჯახის წევრია,უფრო სწორად ლატავრას შვილიშვილი. ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვიპნი
რატომ მგონია რომ ეს გოგო მესხების შთამომავალია ??

შენი თეორიები ყოველთვის რომ მომწონდა და ახლაც მომწონს, იცი?

one
vax ra saknteresod ganvitarda movlenebi))) ino ra magari vinmea)))
velodebi shemdegs didi interesit)))
kargi khart))

მადლობა დიდი <3

Ana-maria
არ მყოფნის!!!!! თან მეშინია,თან მომწონს,სუნთქვა შეკრული ვკითხულობ,ისტორია კი უფრო საინტერესო ფაზაში შედის. ახალი გმირები ჩნდებიან (ცოცხლებიც და სულებიც).რატომღაც ვიფიქრე,ინო ამ ოჯახის წევრია,უფრო სწორად ლატავრას შვილიშვილი. ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

ძალიან მიხარია, რომ ელოდები და მოგწონს. აბა, ვნახოთ, რა იქნება ანამარია <3

 


№7  offline მოდერი Nuki-rocks

ზოგადად მისტიკაზე არ ვგიჟდები, არც სულების თემატიკა მამშვიდებს ხოლმე, თუმცა უნდა აღვნიშნო უკვე მერამდენედ, არ ვიცი,მაგრამ ჩამითრიე.არადა, რა პრეტენზიული ვარ, ნეტავ ჩემი თავისვე გამეგებოდეს.
რაც წამიკითხავს შენთან, ბევრი სიკეთის მაგალითი გქონია, ოღონდ ისე,რა... მარტივად და თავისუფლად. მიყვარს ეგეთები, ცოტას რომ გაფიქრებს და ცხოვრებას უკავშირებ. აქაც მხვდება ეგეთები. მაგ. ინო რომ დარჩა დათიკოს მოსასმენად . კარგი მასალაა, ჩემთვის სასიამოვნო თხრობის სტილი.
აი,წყვილის დაახლოებაზე მეტად წარსულის ამბები მაინტერესებს. თუმცა წყვილი ცალკე ამბავია,ხომ იცი...
კიდევ იცი,რას ვაფასებ?! ადამიანური ბუნების პერსონაჟებს რომ ქმნი.
აი,ილიას ხომ არაფერი გაუკეთებია ჯერ განსაკუთრებული(თითქოს), მაგრამ იქაც ისეთი დეტალებია, გაშიფვრა უნდა.მოკლედ,ველოდები შენს თავისუფალ დროს და მუზებს.
წარმატებებს გისურვებ.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Nuki-rocks
ზოგადად მისტიკაზე არ ვგიჟდები, არც სულების თემატიკა მამშვიდებს ხოლმე, თუმცა უნდა აღვნიშნო უკვე მერამდენედ, არ ვიცი,მაგრამ ჩამითრიე.არადა, რა პრეტენზიული ვარ, ნეტავ ჩემი თავისვე გამეგებოდეს.
რაც წამიკითხავს შენთან, ბევრი სიკეთის მაგალითი გქონია, ოღონდ ისე,რა... მარტივად და თავისუფლად. მიყვარს ეგეთები, ცოტას რომ გაფიქრებს და ცხოვრებას უკავშირებ. აქაც მხვდება ეგეთები. მაგ. ინო რომ დარჩა დათიკოს მოსასმენად . კარგი მასალაა, ჩემთვის სასიამოვნო თხრობის სტილი.
აი,წყვილის დაახლოებაზე მეტად წარსულის ამბები მაინტერესებს. თუმცა წყვილი ცალკე ამბავია,ხომ იცი...
კიდევ იცი,რას ვაფასებ?! ადამიანური ბუნების პერსონაჟებს რომ ქმნი.
აი,ილიას ხომ არაფერი გაუკეთებია ჯერ განსაკუთრებული(თითქოს), მაგრამ იქაც ისეთი დეტალებია, გაშიფვრა უნდა.მოკლედ,ველოდები შენს თავისუფალ დროს და მუზებს.
წარმატებებს გისურვებ.

ნუკი მადლობა დიდი <3 მიხარია, რომ ჟანრი მოგაწონე. რეალურად, ყველაზე თავისუფლად მე ამ მიმართულებაში ვარ. მართალი ხარ, ამ რომანში, სასიყვარულო ხაზი არაა დომინანტი. ზოგადად, ამბებია ჩაფიქრებული მთავარ სიუჟეტად.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ცოტა უცნაურია მე რომ ვკითხულობ ასეთ ჟანრის ნაწარმოებს მაგრამ ჩამითრია ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე სულს როგორ ელაპარაკება ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№10 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

სულმოუთქმელად წავიკითხე ოთხივე თავი ????
კაცო, ეს ინო პატარა ლატავრა რატომ მგონია?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent