შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წყვდიადი {7}


11-10-2021, 21:09
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 157

_ბარგი ჩაალაგა და ქვეყნის მეორე ბოლოში გადაცხოვრდა...ციცოს ვერაფერი დაამშვიდებს _ ამოიხვნეშა და სავარძელს თავი მიაყრდნო_არანორმალურია... მეც კი გამაოგნა. მეგონა არეულ თბილისში ვუშვებდი და ის აჭარაში დაფუძნებას აპირებს. ბარემ აფხაზეთში გადასულიყო მაგაზე უარესი მდგომარეობა იქაა ახლა მხოლოდ
_მგონი შენც არ შეგიძლია მისთვის სრული თავისუფლების მიცემა
_მასზე თავისუფალი ქალი არაა საქართველოში... უტას როგორ აურია აზრები . უცებ უტევს, იერიშზე გადადის და მერე მორჩა
_ვფიქრობ იქ სწორედ უტას გამოა... დაინახა ის რაც მას სჭირდებოდა
_საერთოდ როგორ შეეჩვევა იქაურობას. სრულიად უცხოა აჭარა მისთვის , ზღვაც ნინოსთან ყოფნის დროს ნახა პირველად და ისე უყურებდა მეგონა შევიდოდა , ტალღებში ჩაიკარგებოდა და უკან აღარასდროს დაგვიბრუნდებოდა. ისე მეშინოდა თვალის მოშორება , ისე მეშინოდა ყურადღება ვერ მოვადუნე სანამ უკან არ დავბრუნდით. სალომეს ზღვარი არ აქვს რომ ამოიჩემებს , მიზანს დაისახავს და მერე მორჩა სულ რომ განადგურდეს ბოლომდე მიჰყვება
_გამოდის ესაა მისი არჩევანი ,თავად გადაწყვიტა და ძალდატანებით არ რჩება იქ . მზადაა ყველა ცვლილებისთვის რაც ელოდება
_ასეთი მარტივია ?
_14 წლის ვიყავი საფრანგეთში რომ წამიყვანეს, ენაც კი არ ვიცოდი . ვცდილობდი ქართველი დავრჩენილიყავი იქ, სრულიად განსხვავებულ გარემოში . ვიბრძოდი, ყოველი დაწყებული და დასრულებული დღე გამარჯვებად მიმაჩნდა. ვსწავლობდი, თავს არ ვზოგავდი , ყველაფერს ვაკეთებდი ,მაგრამ სულ ვიცოდი ის არ იყო ჩემი ადგილი და აუცილებლად დავბრუნდებოდი. 30 წლის რომ გავხდი საკუთარ თავს საქართველო დავუბრუნე საჩუქრად და ახლა აქ ვარ, სრულიად უცხო გარემოში,დაკარგული. თავს ისე ვგრძნობდი როგორც უსახლკარო , ორ წელზე მეტია დავბრუნდი და თბილისსაც ძლივს შევეჩვიე ახლა კი აქაურობა უნდა ვაქციო სახლად. სრულიად უცხო გარემოში მოვხვდი , მაგრამ ვცდილობ გავუმკლავდე, მივიღო დავინახო მხოლოდ დადებითი ... იცი როგორი შეუძლებელი მეჩვენება ზოგჯერ სუნთქვა? გაქცევა მინდება,როცა ვმუშაობ სასამართლოში რომელიც კანონების გარდა ყველაფერს სცნობს, ადგილას სადაც ყველა კორუმპირებულია, დიპლომები ნაყიდი აქვთ, კანონდამრღვევები , დამნაშავეები და არაკაცები არიან. იცი,რომ ყველანი კაცები არიან? არცერთი პროკურორი, მოსამართლე ანდაც ადვოკატი ქალი არ არის ! მე ვარ , თეთრი ყვავი . ამ კაცების საშუალო ასაკი 60 წელია და მე , მათზე ცოდნით აღმატებულს ისე მიყურებენ თითქოს გატუტუცებული ბავშვი ვარ , არა უკაცრავად იქ ისე მიცნობენ როგორც შენს ცოლს და გაბრო კორინთელის რძალს...არაფერს ვამბობ ბრალდებულის სკამზე მოხვედრილ ადამიანებზე რომელთაც ჰგონიათ,რომ მე მათ სასარგებლოდ გამოვიტან განაჩენს ...- თვალები დახუჭა და წამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო- რთულია სხვა , შენთვის უცნობ ადგილას გადაცხოვრება , მაგრამ შესაძლებელია მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ამას იმ კაცისთვის აკეთებ ვინც წლების განმავლობაში გიყვარდა და უდიდესი ბარიერის მიუხედავადაც ვერ დაივიწყე , ქმართან რომელიც გაღმერთებს ზუსტად ისეთს როგორიც ხარ და ზუსტად იმიტომ რომ შენ ხარ ! სალომეზე არ უნდა დარდობდე, მხოლოდ უნდა გენატრებოდეს იმიტომ რომ შორსაა და ხშირად ვერ შეხვდებით, კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად გექნებათ . მას იქ უნდა ყოფნა , ასე გრძნობს და თუ ამ შეგრძნებებს არ ვუჯერებთ მეც ავდგები და წავალ მასზე ბევრად ნაკლები მიზეზი მაქვს ახლა აქ , შენს გვერდით ყოფნისთვის _არც ამოუსუნთქაცს ისე უთხრა ყველაფერი და მერე შეამჩნია როგორ უთრთოდა სხეული . სახეზე კი დაუკითხავად წამოსული ცრემლები სდიოდა , გვიან გაიაზრა მათი არსებობა და წამსვე ზურგი აქცია ქმარს. სწრაფად შეიმშრალა თვალები და გასაქცევი გზაც მალევე იპოვნა. კარის გაღება არ დააცადა ვაკომ, მის ზურგს უკან იდგა და მკლავებსშორის მომწყვდეულს თავისკენ იზიდავდა
_მაპატიე ... თავს დავაჯერე, რომ მათ მარტო გაუმკლავდებოდი და ჩემ პრობლემებში ჩაკარგულმა ვერ შეგამჩნიე _ შეაბრუნა, თავი ააწევინა და ამღვრეულ თვალებში ჩახედა _ ჩვენ კვალს ვერ გავაქრობთ , ჩვენი ნაწილი ხარ , მაგრამ სულ მალე გაგიცნობს ყველა როგორც თამარა ბურდულს. წარმატებულ, ახალგაზრდა მოსამართლე ქალს ,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამართლიან სასამართლოს
_არ გაბედო _ კოცნამდე გააჩერა და თავი გასწია _ სიბრალული არ მჭირდება ... უბრალოდ დავიღალე . ყველაფერს მივხედავ და ერთ დღეს ისინი ყველანი ჩანაცვლდებიან იმ ადამიანებით ვინც ნამდვილად დაიცავენ კანონს. არავინ მოვა და მეტყვის კორინთელის მეგობრები ვართ და კარგად დაფიქრდი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებო, საერთოდ ვერავინ გაბედავს მოსამართლესთან მუქარი ტონით საუბარს . ყველაფერი დალაგდება და ამ ქვეყანასაც ეშველება , აუცილებლად ჩაივლის ეს მძიმე პერიოდი და მე არ ვინანებ აქ დაბრუნებას . შენ კი ნუ მიყურებ ისე როგორც ვიღაც შენზე დამოკიდებულ საბრალო ქალს _ მკერდზე ხელი ჰკრა, მაგრამ ზედმეტად მსუბუქი აღმოჩნდა, ოდნავადაც არ მოშორებია კორინთელი კიდევ უფრო მოუნდა მისი კოცნა და ღიმილიანი გამომეტყვებით მიუახლოვა სახე _ მირა გველოდება ... სკოლის ამბები უნდა გამოვკითო. ბოლო კვირაა საშინელი გრაფიკი მაქვს და ბავშვი არც კი ვიცი როგორ გრძნობს თავს _ლაპარაკობდა და კაცის ნაზ შეხებას აიგნორებდა , მაგრამ ვერ გამოუვიდა ბოლოს თავად გადაიყვანა სიახლოვე კოცნაში -დრო არ მაქვს
-მირა სკოლას შეეჩვია, კლასელები მოსწონს ... მასწავლებლები ნაკლებად . ერთნაირები არიან ყველგანო ,მაგრამ თავად იცის რა ,როგორ უნდა ისწავლოს. მიშო მის სართულზეა, გაბრიელიც ყურადღებას აქცევს და საფრთხე არ ემუქრება . მშვიდად უნდა იყო- ისევ კოცნიდა, ეფერებოდა კარზე მიყრდნობილს და სრულიად მოდუნებული თვალებაბრჭყვიალებული დაჰყურებდა ზემოდან _ ჭორაობის დროა ...იქნებ მასაც შეუყვარდა ვინმე ჩემნაირი, შენსავით მოულოდნელად _ ბოლოს დაამატა და ოთახიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ აკოცა . იმდენად სწრაფად ჩაირბინა კიბე და შევიდა სავსე მისაღებში, რომ უკან ადევნებულ ცოლს სიტყვის თქმა აღარ ადროვა. ისევ ყველანი ერთად იყვნენ, ლადოს დასტრიალებდა ციცო ამჯერად, რაღაც ხდებოდა მის თავს , რაღაც ისეთი ქვეყნის მეორე ბოლოში ქალიშვილის გადასახლებასაც რომ დაავიწყებდა დედას.
...............
_რამდენი მოსწავლე ხართ კლასში?
_ორმოცი ვართ , მაგრამ კიდეა მეორე და მესამე კლასები . ჩვენ ქუჩაშიც იცი რამდენი მოვდივართ ერთად? თან აქ ახლოსაა სკოლა ...დირექტორი ხომ ნინო ბიცოლაა და იცი როგორ უყვართ? ყველას ეხმარება თურმე . დიდმა ბავშვებმა გიორგიზეც მითხრეს... ბიჭებმა ფეხბურთს გვეთამაშებოდაო გაბრიელთან და მიშოსთან ერთად დადიოდაო . ყველა ვტიროდითო _ მოიწყინა გოგონამ და ქალს მიეკრო _ იცი დღეს ნინოს შავები არ ეცვა . მასწავლებლები ჭორაობდნენ ის კი არ აქცევდა ყურადღებას. ჩუმია და სერიოზული, ყველაფერი იცის სკოლაზე , მაგრამ რაღაც არ იცის
_შენ გგონია რომ რამე მნიშვნელოვანი ხდება და უნდა იცოდეს?
_ხო , მაგრამ არ მინდა მე ვუთხრა. იქნებ გაუბრაზდეს გაბროს ის კი კარგი ბიჭია , ჩემ კლასელს დიდები ჩაგრავდნენ და დაეხმარა . ბულკები გვიყიდა მე და ჩემს მეგობრებს. ჩემმა დაქალებმა თქვეს ეგო სულ მასეთიაო დასვენებაზე ვისაც დაინახავს საჭმლის გარეშე ყველას ურიგებსო
_ნამდვილად კარგი ბიჭია ... ასეთს რას აკეთებს ნინო რომ გაუბრაზდეს
_გეტყვი და მოვიფიქროთ ვუთხრათ თუ არა _ჩუმად ლაპარაკობდა და თან კარისკენ იხედებოდა _ სიგარეტს ეწევა დიდ ბიჭებთან ერთად და თავის შეყვარებულს დაშორდა მგონი , ჩემმა დაქალებმა თქვეს ტიროდაო ის გოგოო
_შენმა დაქალებმა ყველაფერი იციან?
_ჩემი დაქალების ძმები და დებიც ხომ იქ სწავლობენ , სულ ჭორაობენ ისინი ... მე არ ვჭორაობ , უბრალოდ ვუსმენ . იცი რამდენი რამ გავიგე? ყველა ყველაზე ლაპარაკობს მგონი მთელი სკოლა გავიცანი , მასწავლებლებიც ... გზაში ვინც ცხოვრობს ისინიც . იცი დღეს ერთმა მოხუცმა კაცმა მკითხა შენო ვაკოს შვილი ხარო?
_ვინ კაცმა... სად შეხვდი
_მარტო ცხოვრობს და ბიჭები დაეხმარნენ შეშა დაუჩეხა გაბრიელმა. ხოდა მითხრა მეო ვასწავლეო ვაკოს და გიორგისო ცხენების მოვლაოო _იმდენი რამ ჰქონდა მოსაყოლი სიგარეტი აღარც უხსენებია , თამარამაც არ გაამახვილა ყურადღება და ადროვა სხვა ამბების გახსენება. ღიმილს ვერ იკავებდა ასეთს რომ უსმენდა, აქტიურს, მოუსვენარს , დანარჩენების ცხოვრების სტილში გარკვეულს. ფაქტი იყო , გარემო მიიღო , შეეჩვია და ადაპტაციაც მარტივად გაიარა. ჰყავდა მეგობრები, იცოდა ბევრი და იცნობდა ყველას , მათგან კი ურთიერთობა მხოლოდ გამორჩეულებთან ჰქონდა. გვიან გაიაზრა უკვე თვე იწურებოდა და ერთად ხვდებოდნენ გაზაფხულს სოფლად.
_სულ უჩემოდ ლაპარაკობთ, მწყინს ... _ გვერდით მიუწვა ვაკო მირას და ლოყაზე ხმაურით აკოცა _ისეთი ამბები არ გაქვს მეც რომ მიამბო?
_შენი კლასელის შვილი მოიტაცეს დღეს ... სკოლიდან რომ გავიდა მაშინ . აი იმის, შენ რომ გამაცანი ლერი . კიოდა , ხმაური იყო ბავშვები ფანჯრიდან ვუყურებდით იმდენი ხალხი იყო და რატომ არავინ გაჰყვა ვაკოო? მე რომ მომიტაცონ მეც არ მიშველიან? _ ეს ამბავი უკვე იცოდა, გოგოს ეძებდნენ და სახლშიც ამიტომ დაბრუნდა გვიან , მაგრამ ისიც იცოდა ამბავი ქორწილით დასრულდებოდა . მირას კითხვამ კი თამარა ნამდვილად შეაშფოთა
_შენს მოტაცებას ვერავინ გაბედავს , ჩემო მშვენიერო არასდროს შეგეშინდეს
_ საჩივარსაც არ დაწერდნენ დარწმუნებული ვარ. სინამდვილეში კი გამტაცებლებს ციხეში ვსვამთ , მირა. ისე თუ მოხდება, რომ ვაკოს გაუბედავენ და მოგიტაცებენ აუცილებლად გიპოვნით , სახლში დაგაბრუნებთ და დამნაშავესაც დავსჯით !
_მე მეგონა ფული უნდოდათ ... თურმე ცოლად მიჰყავდა . თუ ცოლად მიჰყავდა რატომ გოგოს მამას არ სთხოვა?ან თვითონ გოგოს? ვერაფერი გავიგე
_გოგოსაც სთხოვდა , მაგრამ ის უარს ეტყოდა და სუსტი ადამიანები ვერ იღებენ ამ პასუხს ... ალბათ მალე ქორწილში დაგვპატიჟებს შენი კლასელი _ გაბრაზდა იმდენად რომ ბავშვისთვის ნორმალურად ახსნაც ვერ მოახერხა. გაკვირვებული უყურებდა გოგონა
_სხვის ცოდვებზე პასუხს ნუ მომთხოვ მე მხოლოდ ის ვიცი ჩემი ბიძაშვილი რომ მოიტაცეს როგორ ვიპოვნეთ მე და გიომ . იქედან წამოვიყვანეთ , დავაბრუნეთ დედასთან და მანამ არ გათხოვდა სანამ თავად არ გადაწყვიტა . ვიცი ჩემს უახლოეს ნათესავ გოგონებზე , რომლებიც დააბრუნეს და რომლებსაც საერთოდ ვერ შეეხნენ იმიტომ რომ მოგწონს თუ არა კორინთელის ქალებს სრულ ჭკუაზე მყოფები ვერ უბედავენ უნებართვოდ მიახლოებას. გთხოვ , უბრალოდ ნუ მალაპარაკებ ამ თემაზე ბავშვთან რომელიც გაოგნებული გვისმენს და ვერ გაიგო რატომ გცვივა ნაპერწკლები თცალებიდან . ეშინია, რომ მომვარდები და დამახრჩობ ამ ლამაზი , ნატიფი თითებით _ხელზე აკოცა და მირა რომ აკისკისდა თავადაც გაიცინა _ თამარა ცეცხლივითაა ,არა პატარავ?
_ ხო რომ ბრაზდება მართლა სულ ცხელდება თითქოს სიცხე აქვს
_ აი ახლაც ისეთი მხურვალეა მწვავს _ ქალის მტევანს არ უშვებდა , იღიმოდა და თამაშს აგრძელებდა
_ მგონი დროა დავიძინოთ. ხვალ სახლში ვარ და მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი
_ძილინებისაა _ კომფორტულად მოკალათდდა ორივეს კოცნას კოცნითვე უპასუხა და გაღიმებულმა გააყოლა მზერა ოთახიდან გასულ წყვილს
_მგონი მართლა შეუყვარდათ _ჩუმად თქვა და ბედნიერმა დახუჭა თვალები ლამაზი სიზმრების მოლოდინში
................
_ აქ ვარ და შენ ჩემთან ხარ _ზღვის ტალღების ხმა მანქანამდე აღწევდა . თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა _აქაურობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა... მეგონა მამას აქ თუ დაველოდებოდი სახლში ჯანმრთელი დაბრუნდებოდა. ზოგჯერ ვერ ვიტანდი ზღვას, მეშინოდა ამბების მეკობრეებზე და თან საშინლად მაინტერესებდა ყველაფერი , ადგილები სადამდეც წყალი მიგვიყვანდა . გემის კაპიტნობა მინდოდა მხოლოდ ბავშვობაში შემდეგ კი მივხვდი დედას როგორ უჭირდა ქვრივივით ცხოვრობდა თვეების განმავლობაში, მარტოს უწევდა ყველაფერთან გამკლავება . გარდატეხის ასაკში ვფიქრობდი მამა არ უყვარს_თქო , მასზე არასდრის ნერვიულობს და არც ადარდებს დაბრუნდება თუ არათქო. მერე დავინახე ფორმიანი კაცის დანახვისას როგორ დაყარა ყველაფერი და გაიქცა, მამა არ იყო , აგვიანებდა , ისევ არ იყო და მას მერე თეთრად ათენებდა. სახლში დაბრუნებულს კი ჩვეული ცივი სახით დახვდა . ეს მიწა ინახავს ჩემს მოგონებებს, აღმოჩენებს , ტკივილს და სიხარულს ... შენც თუ აქ იქნები სამოთხედ იქცევა
_ზაფხულში ცურვას მასწავლი თორემ ისე ვერ გავხდები ამ ადგილის მკვიდრი
_მდინარით დავიწყოთ ... ზღვა შემდეგ
ჟილეტს ჩაიცვამ ხმელეთზე კი მე ვიქნები შენს მაშველად _ ყოველ წამს ეფერებოდა, ხანაც თითებზე ხანაც სახეზე და თმაზე . პატარა ბიჭს ჰგავდა , წლების ნაგროვებ სურვილებს ისრულებდა
_წინ დიდი გზაა , ბევრი საქმე და მიზანი
_მოდუნების საშუალებას არ მომცემ ხომ ?
_დროს რომ ვკარგავ ვერ ვიტან ... მხოლოდ შენთან გამოვიდა ასე ხანგრძლივი უმოქმედო პერიოდი. არის რაღაცები რასაც დრო სჭირდება და რამდენადაც არ უნდა ვბრაზობდეთ საკუთარ თავზე მაინც ფაქტია, რომ უფრო ადრე ვე გამოვიდოდა ჩვენი ამბავი
_და ახლა რა გინდა გავაკეთო, პოლიტიკოსი გავხდე ? როგორმე უნდა გქონდეს ძალაუფლება იქ სადაც ცხოვრობ. პრივილეგიების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია , არა?
_ძალაუფლების სწორად გამოყენება ცვლის ყოფას ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც უფრო გონიერ , ლიბერალ და შრომისუნარიან ადამიანს აქვს განკარგულებების გაცემის საშუალება მით უფრო მშვიდი და დალაგებული ხდება გარემო. რატომ უნდა იყოს სხვა , ვინც ისედაც უმცირეს ბიუჯეტს შეჭამს და არ იყო შენ, ვინც შეეცდები ყვალაფერი გააკეთო ხალხისთვის. ან მატერიალურად უზრუნველყოფილი უნდა იყო იმდენად, რომ შენს მეზობელ სახლებში შიმშილით ბავშვები არ იხოცებოდნენ ან უნდა იპოვნო გზა რითაც გექნება პრივილეგიები , იმდენად რამდენადაც შესაძლებელია
_არ გიცნობენ ჯერ თორემ შენ უფრო გამოდგები ამ საქმისთვის ვიდრე მე . ლექციების ჩატარება მირჩევნია ყველაფერს
_ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ , ლექტორები იმდენ სალექციო საათს არ დაგითმობენ შენ რომ რამე ასწავლო მომავალ თაობას ამიტომ სჯობს ცოტა ლექცია და ბევრი მუშაობა. გამოიყენე პრაქტიკაში ისტორია , ისწავლე მათშეცდომებზე და იღონე რამე ადგილობრივი ცვლილებისთვის
_შენ რას აპირებ იმის გარდა, რომ ყველა ინფორმაციას მიიღებ ჩემგან და რჩევებს არდაიშურებ _ გაეღიმა და ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები, ნაზად და მშვიდად კოცნიდა
_ვიპოვნი საჭირო და საინტერესო საქმეს ... ჯერ უნდა გავიცნო ყველა და ყველაფერი
_ლონდას არ უყვარს ზედმეტი კონტაქტი მეზობლებთან. განსხვავებული აზრები აქვთ მას მლიქვნელობა ეზიზღება , პირდაპირ ამბობს სათქმელს და კარს უხურავს ყველას ვინც არ მოსწონს .
_არის ჭეშმარიტება მის ქცევაში, იშორებს მათ ვინც ცუდ განწყობას უქმნის და ეცდება მეც მომიშოროს
_ასე ნუ ამბობ ... ველაპარაკე და თავს შეიკავებს
_არ მინდა, რომ თავი შეიკავოს და დედაშენი არ მელაპარაკებოდეს .
_ეს მზერა ... გინდა ლონდას თავი მოაწონო და მაგ გეგმით იწყებ ? ჩემი ცოლი ხარ თუ მისი რძალი
_ შენ მისი შვილი ხარ, როგორც გავიგე დიდი ომის შემდეგ შენარჩუნებული და გაზრდილი . ერთმანეთს წლების წინ შევხვდით, თითქოს ვიცნობდით , მაგრამ ასე არ არის . წარმოდგენა არ გვაქვს ერთმანეთის ნამდვილ სახეზე. მე მხოლოდ ვცდი ვაჩვენო ვინ ვარ და ვიპოვნო მისი დამალული აზრები . ისეთი მამაშენის დაბრუნებისას რომ უჩნდება
_წავიდეთ სახლში დედა ეს დღეებია ჩემი მანქანის ხმას ელოდება . შესაძლოა არც გამოვიდეს სახლიდან, მაგრამ წამებს დაითვლის სანამ ჩავეხუტები
_წავედით . წინ დიდი გზაა

გზა მართლაც დიდი ჰქონდათ , მაგრამ მზად იყვნენ ახლის შენებისთვის. კვალს დატოვებდნენ ყველა წინ გადადგმული ნაბიჯით.
...........
ერთ მშვიდ , შედარებით თბილ დღეს ცხენებით გაუყვნენ გზას. უნდოდა ზუსტად ეთქვა ყველაფერზე რასაც აკეთებდნენ, ეჩვენებინა თავისი საყვარელი ადგილები და გაეხარებინა პატარა ქალბატონი,რომელსაც ჯირითის სწავლა ძალიან უნდოდა.
-გაბრიელმა რამდენჯერ დაგსვა?
-ორჯერ...ხომ არ გაუბრაზდები? ძალიან ვთხოვე თვითონ მიჰყავდა ცხენი
-მე რომ მითხრა ხუთჯერო?
-თავიდან დაჯდომას მასწავლიდნენ ეგ არ ითვლება... მიშოს სხვა რაღაცებს ასწავლიდა მე მარტო სწორად ჯდომას . ხომ არ ეჩხუბები?
-ვთხოვ სერიოზულად მოეკიდოს შენს გაკვეთილებს. ოღონდ დაუჯერებ და მის გარეშე არსად წახვალ , არც ისეთ ცხენზე დაჯდომას ეცადო რომელიც ურჩია , კარგი?
-მართლა მასწავლის?
-ხომ ასწავლის თამარა?
-აუცილებლად . მე მჯერა,რომ თავს გაუფრთხილდები და დამჯერი მოსწავლე იქნები
-გაბრიელი დაგთანხმდებათ? იმდენს ეწუწუნებოდა მაშოს
-უყვარს რომ აბრაზებს მაშიკოს ,თორემ მერე ხომ ასწავლის
-ხო , უყვარს კი მერე ლოყებზე ჩქმეტს და ჩხუბობენ
-მგონი მაშიკო მოგენატრა ...ხომ არ წავიდეთ ქუთაისში?
-მე არასდროს ვყოფილვარ... შენ?- თამარას გახედა
-ბავშვობაში ვიყავი , არც კი მახსოვს
-აი როგორც კი დათბება დავიწყოთ მოგზაურობა - შორიდან დაინახა ცხენზე ამხედრებული ძმისშვილი. იმდენად სწრაფად მიაჭენებდა ვერავის შეამჩნევდა, ხეებს შორის მიიმალა და კარგახანს აღარ გამოჩენილა
-შეიძლება მე დავრჩე? შენ ვაკოს გაჰყევი, კარგი?
-რა გგონია, რას მიმალავ- ქალი წელზე შემოხვეული ხელით შეაჩერა და ღიმილიანი სახით უთხრა
-რამდენიმე წუთში დავბრუნდები . შენ მირასთან საუბარი განაგრძე- ლოყაზე აკოცა, ცხენზე შემოჯდა და იმ მიმართულებით წავიდა საითაც გაბრიელი . მალევე იპოვნა ხის ძირას მჯდომი, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად ეწეოდა . ცხენის ხმა,რომ გაიგო სწრაფად წამოდგა და ფაქტზეწასწრებულმა სიგარეტის დამალვა ვეღარ შეძლო
-გზა აგერია?
-მე კი მეგონა ფეხბურთელობას აპირებდი
-ფეხბურთი აქ? ბურთებს ვერ ყიდულობენ და ფორმებს ვერ გვაცმევენ. ბიჭებს ბუცები არ აქვთ,რომ ირბინონ ანდაც მშიერი კაცი რას ირბენს
-შენ მშიერი ხარ, ფეხსაცმელის ფული არ გაქვს თუ რა გიშლის ხელს
-ფეხბურთს მარტო ვერ ითამაშებ, ჭადრაკი არაა
-მომაწევინებ?
-ეწევი?
-წელიწადში ერთხელ
-არ გეშინია,რომ ციცოსთან დაგასმენ?
-ვაკო აღფრთოვანებული მიყვებოდა შენს თამაშზე, მზადაა ოცნება რეალობად გიქციოს თუ შენ მოინდომებ და როგორც სჩანს ეს მხოლოდ მისი ოცნებაა . ვეტყვი,რომ არჩევანის უფლება მოგცეს
-რომ ვითამაშო უნდა წავიდე ... აქედან შორს გადავსახლდე
-შენ კი წასვლის უფლებას თავს ვერ აძლევ და გადაწყვიტე ამით მოიკლა ნიჭი- თუთუნი ხელისგულზე დაიყარა - ზოგჯერ წასვლაა გამოსავალი. ნინო უბედნიერესი იქნება შენ რომ წარმატებას მიაღწევ ... ნუ გააკეთებ ისე წლების შემდეგ გარემოებებს რომ გადააბრალო ხელმოცარულება. ურთულესია საყვარელი საქმის დაკარგვის შემდეგ ახლის პოვნა
-უკვე დავაგვიანე ...
-გაჩერებული დროის ასანაზღაურებლად ორმაგი მუშაობაა საჭირო და ეს აღარასდროს - ხელისგულზე დაყრილ თუთუნს სული შეუბერა და ქარს გააყოლა
-ვაკომ იცის ?
-მე არ მითქვამს ,მაგრამ მეეჭვება არ იცოდეს ... არჩევანი შენზეა
-ლადომ მითხრა ექიმი გახდიო ... კარგად ვსვწავლობ , შევძლებ
-ლადო რომ დაგეხმარება დარწმუნებული ვარ, ექიმობას შეძლებ ,მაგრამ 10 წლის შემდეგ სად გირჩევნია ყოფნა მოედანზე თუ საავადმყოფოში
-არ ვიცი ერთი ტრამვა და ყველაფერი დამთავრდება ექიმი კი სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები.
-თვალები დახუჭე , გულზე ხელი მიიდე და წარმოიდგინე - ხელი ჩაკიდა და მკერდზე მიადებინა გაშლილი ხელისგული - პაციენტები გელოდებიან, შენ თეთრი ხალათი გაცვია ვიღაც მოდის და მადლობას გეუბნება , გადაარჩინე , გლოცავს ,ხელებს გიკოცნის ... კარგი ადამიანი ხარ, დიდი მისია გაქვს სამყაროს წინაშე . შენ ადამიანებს ეხმარები ტკივილის გაყუჩებაში, გამოჯანმრთელებაში იქნებ გინეკოლოგი ხარ და ახალ სიცოცხლეს დაბადებაში უწყობ ხელს ... ან ოფთალმოლოგი და მზერას უბრუნებ ოპერაციით. ძალიან კარგია არა? - ბიჭს უყურებდა და ეღიმებოდა. საოცრად ჰგავდა ნინოს
-კარგია ,მომწონს
-ისევ დახუჭე თვალები ...მიდი ,მიდი ნუ გეზარება
-ნამდვილი ვაკოს ცოლი ხარ - ჩუმად თქვა და შემდეგ დაემორჩილა
-მწვანე ბალახზე გადიხარ , ირგვლივ ყველაფერი ხალხითაა სავსეა , გულშემატკივრები ტაშს უკრავენ შენ კი დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად ემზადები ...იწყება , გარბიხარ, ბურთი შენს წინაა ,შენია , მირბიხარ და რას გრძნობ ?
-თითქოს ქარზე სწრაფი ხარ ... ბურთი კი არა სამყაროა შენს ფეხებთან , მიაგორებ ,მირბიხარ , ატყუებ, თავიდან იშორებ , ურტყამ და კარში გადის, ბადეს ხვდება შეძახილები გესმის . ყველაზე მაგარი ხარ , ის ხალხი სულ შენს სახელს ყვირის ...კომენტატორი ყვირის გოოლ და იმათაც აგებინებს ჩემს გვარს - გულისცემა ისე აუჩქარდა მისი ხელის მიღმაც გრძნობდა ტალღებს თამარა. თვალები ძლიერად დახუჭა, მაგრამ ცრემლმა გამოჟონა თვალის კუთხიდან - არ შემიძლია , ოცნებებზე აყოლის დრო არაა მე მოვალეობები მაქვს
-შენ დიდი ტვირთი აიკიდე მხრებზე არადა გაქვს სხვა არჩევანი , შენი კარგიშვილობის საჩვენებლად , დასამტკიცებლად და საკუთარ თავთან მართლად დარჩენისთვის
-დედას ვერ დავტოვებ , უჩემობას ვერ გადავატანინებ- სახეზე ხელები აიფარა. ბავში იყო, ჯერ კიდევ პატარა და არეული . ბავშვი ,რომელიც დიდობას ცდილობდა . უნდოდა დაქვრივებული დედის საყრდენად ქცეულიყო, მაგრამ არ შეიძლებოდა მისთვის ამხელა პასუხისმგებლობის აღება დამღუპველი ეჩვენებოდა თამარას- დავიღალე განგებ ცუდად თამაშით... არ მინდა ვარჯიშის გაცდენა არ მინდა ნინომ დაიჯეროს,რომ უბრალოდ ვერთობოდი და საკმარისად არ მიყვარს, მაგრამ ასე თუ არ მოვიქცევი მაიძულებს წასვლას, არ დამიტოვებს თავისთან მე კი ვიცი, ვიცი როგორ გაუჭირდება უჩემოდ ... მინდა გიორგი დაბრუნდეს, მამა მართლა ცოცხალი იყოს , ისე სჯერა დედას ,ისე სჯერა მეც ვიჯერებ ხოლმე . მინდა მოვიდეს და ისევ ძველებურად მშვიდად ვიცხოვროთ . დედას სიცილის ხმა მომენატრა, ხმამაღლა რომ კისკისებდა დილიდან მამა,რომ ეხუტებოდა და როგორც კი დაგვინახავდა მაშინვე წითლდებოდა მერე გიორგი დასცინოდა ... წარსულის დაბრუნება რატომ არ შეიძლება ,რატომ
-ჩემო კარგო ეგ რომ შეგვეძლოს მეც დავაბრუნებდი ძველ დროს სადაც დიდი ტკბილი ოჯახი მქონდა , გავაქრობდი იმ ხუთ წელს ერთმანეთის მიყოლებით რომ დავკარგე სამი საყვარელი ადამიანი და დავრჩი სრულიად მარტო ამ უზარმაზარ დაუნდობელ სამყაროში. ჩემი სურვილები რომ არა, ჩემი ცხოვრების სიყვარული და აზრი,რომ ყველამ ეგოისტურად ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენი პასუხისმგებლობებით, მოვალეობებით ,სიმართლითა და სამართლით . იცი ზუსტად რამ გამაძლებინა? მჯერა რომ,თუ მე კარგად ვიქნები მხოლოდ ასე შევძლებ სხვების დახმარებას . თუ საკუთარ თავს გამოამწყვდევ, ბორკილებს დაადებ და პატიმრად აქცევ ვერ შეძლებ იმ მიზნის მიღებას რაც ასე ძალიან გსურს . იყავი სულ ცოტა ეგოისტი, იფიქრე ზუსტად რა გინდა და გააზრებულად, დალაგებულად უფროსებთან შეთანხმებისა და დიალოგის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ყველაფერი იღონე იმისთვის,რომ მაქსიმალურად კარგად იყო
-შენ ხარ კაცის ცოლი რომელსაც ეგოისტობა არასდროს გამოსდიოდა ... ამის გარეშეა იდეალური
-ძალიან უჭირს და როდის დაეცემა არავინ იცის. იქნებ გატყდა კიდეც, დაიბზარა და არავის გვაჩვენებს
-შენ დაეხმარები , დარწმუნებული ვარ
-მე კი დარწმუნებული ვარ,რომ წუთი-წუთზე ციდან წვეთები წამოვა და გავიწუწებით თუ დროულად არ დავბრუნდებით- შავი ღრუბლებით დაფარულ ზეცას ახედა , ცხენისკენ დაიძრა და ბიჭიც თან გაიყოლა- ვნახოთ ვინ უფრო კარგი მხედარია?
-ეცადე არ გადმოვარდე ... ეს გზები საშიშია
ბიჭს არ დაუჯერა, გზაში წვიმაც წამოეწიათ და ატალახებულ ჩიხში შემოხვევისას გადმოვარდა კიდეც. პირდაპირ სავსე გუბეში ჩავარდა ქალბატონი მოსამართლე. არაფერი ტკიოდა, მხოლოდ თავმოყვარეობა ჰქონდა შელახული . ტანზე მიწებებული ჯინსით რომ შეაბიჯა ციცოს მისაღებში კიბეზე აპარვამდე იგრძნო ზედმეტად ბევრი დაჟინებული მზერა, გვერდით გახედვა არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა
-აი ჩემი ახალი რძალიც მოვიდა... მოსამართლეა , სერიოზული , საქმიანი და - ტრაბახის გაგრძელება ვერ შეძლო , ქალი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და ფერები დაკარგა
-ასეთ მოსამართლეს პირველად ვუყურებ, დამეფიცება
-შეიცვალა სამყარო, რას ვიზამთ ამოყირავდა ყველაფერი
კომენტარები ისმოდა,ციცო კი აშკარად საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა რამეს თუ არ იღონებდა შემდეგ თავს დამნაშავედ იგრძნობდა. დაივიწყა დასველებული ტანსაცმელი და მისაღებისაკენ დაიძრა
-მოგესალმებით, მიხარია დედას სტუმრებთან შეხვედრა . მე თამარა ვარ , მოსამართლე რომელიც ყველგან მანტიით არ დადის... გიკვირთ არა? მღვდლის ანაფორის მსგავსი გეგონათ- ჩაიცინა და ციცოს ღიმილიც არ გამოჰპარვია- დე შენს მეგობრებს ჩემი საფრანგეთიდან ჩამოტანილი ფაიფურის ჭურჭლით რატომ არ მოართვი ტკბილეული? ხომ შევთანხმდით,რომ ჩემ მზითვსაც გამოიყენებდი, მწყიინს დეე
-ისეთი ძვირადღირებულია
-შენს დაქალებზე უკეთესს ვის გაუმასპინძლდები, არა? რომ მცოდნოდა მოდიოდით აუცილებლად მოვამზადებდი ფრანგულ ტკბილეულს ... ცნობილ მზარეულს ვუწევდი იურიდიულ კონსულტაციას ის კი მზადებას მასწავლიდა
-როგორ შეიძლება... შენ ისეთი დაკავებული ხარ , იმდენი საქმე გაქვს ვაკოსთან და მირასთან უნდა გაატარო მთელი დრო
-საუკეთესოო ხარ ,დე _ უღიმოდა და მერე ქალი რომ ჩაეხუტა მართლა გაუთბა გული
-ოხ შე ეშმაკო ... უცებ გაიქეცი სანამ ამათი სახეები სიცილს დამაწყებინებს - ჩუმად უთხრა და ენაჩავარდნილ ქალებს მიუბრუნდა - აბა მომიყევით თქვენ რას შვებით. რაო რას ამბობდი ჩემი რძალი რას უვლისო?
სწრაფად აირბინა კიბე ,კარი მიხურა და სიცილი დაიწყო . ვაკო და მირა ფანჯარასთან ისხდნენ ჩაის ფინჯნებით ხელში , ქალი კი კისკისს აგრძელებდა
-რა სჭირს?
-წარმოდგენა არ მაქვს
-სულ სველი ვარ და ტანსაცმელი მჭირდება... ეს ჯინსები განადგურდა
-ცხენიდან გადმოვარდი?
-დამშვიდდი კარგაად ვარ - კაცს წამოდგომა არ ადროვა , მუხლებზე დაუსკუპდა და ლოყაზე აკოცა- აქაურობა საოცარია . მაბედნიერებთ - მირაც ჩაიხუტა და ბევჯერ აკოცა
..................
_მეც მინდა გამოსვლა ... ქომ დამპირდი ბავშვი რომ გაიზრდება იმუშავებო . შენ კი არ ელაპარაკები საავატყოფოს უფროსს რა ჰქვია , ჯაბა არა? გვჭირდებაო ექიმებიო და მე შემიძლია, ვიცი შენც იცი , რომ მე კველაფერი ვიცი რა როგორ
_თავბრუდამეხვა ... ნუ დადიხარ და ზუზუნებ. თავი მტკივა, დაღლილი ვარ ნეტა მეც არ ვმუშაობდე და შენსავით ვისვენებდე. შენთცის გეუბნები დაისვენე და ბავშვს მიხედე_თქო შენ კი გაიძახი მუშაობა მიბდა ,მუშაობა მინდა . ნეტავ რად გინდა ავადმყოფების ყურება, მაგათი სისულელეების მოსმენა და იმ არეულობაში ყოფნა . არ ჯობია ბავშვთან იყო, მოეფერო, ეთამაშო დაისვენო ამ სუფთა ჰაერზე. გაწუხებს ვინმე თუ რა . რასაც აკეთებ იმასაც ნუ გააკეთებ თუ იღლები... რა ხდება ციცო გაწვება ? ხომ გეუბნები დაიკიდე_თქო . შენ ცალკე ცხოვრობ და არაა საჭირო სულ იქ იყო
_ციცო კარგია და ნუ ჩხუბიანობ
_ქართულიც ვერ ისწავლე ნორმალურად რა გინდა პაციენტებმა გელაპარაკონ რუსულად? ჯერ ისწავლე და მერე იმუშავე
_ვლაპარაკობ ! _ ეწყინა , სახე უარესად მოექუფრა და სამზარეულოში გავარდა მაგიდიდან აღებული თეფშებით ხელში. ისე ალაგებდა თითქოს ეს იყო მისი საყვარელი საქმე, გაბრაზებული , ნაწყენი, გულნატკენი სულ ხეხვასა და რეცხვაში ჰპოვებდა შვებას. მთელ ენერგიას ხარჯავდა და ამჯერადაც ცდილობდა ჭიქის გაქაფვაზე გადართულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა
_დამიუთოვე ის პერანგი? ხვალ საქმე მაქვს
_კი , ყველა შკაფშია
_ბავშვი როდის დააძინე ... ისეა დაღლილი ტანსაცმლიანად ეძინება. შენ კი ამბობ მუშაობას შევძლებო . რა გინდა რიტა დედაჩემს დაუტოვო? 24 საათი იმ ნესტიან საავადმყოფოში გაატარო და მეორე დღესაც ძილის მეტი არაფერი აკეთო? ასე თუ გინდოდა ბავშვი ჯერ არ უნდა გაგვეჩინა ... ყველაფრის მოსწრება არაა მარტივი. შემოგთავაზე ნინოსთან სკოლაში ქიმიის მასწავლებელი არ არის და დაიწყე მუშაობა_თქო . ყველაზე კარგი ვარიანტი იყო , სახლში ყოფნაზეც არ იწუწუნებდი და თან ისეც არ დაიღლებოდი
_მე მასწავლებელი არ ვარ მე ექიმი ვარ ... შენზე კარგი ქულები მქონდა. ყველა ლეკტორს მოვწონდი. მეც ქირურგობას ვაპირებდი სანამ აზრი შემაცვლევინე... მე ექიმი ვარ, კარქი ექიმი _ ისე უცებ ისროლა გაქაფული თეფში საერთოდ არ გაუაზრებია კაცი რომ იმ მხარეს იდგა . მერე წამოიკივლა ქმრის ხელიდან წამოსული სისხლი რომ დაინახა _გმერთოო ჩემოო ... ეს რა დამემართა _ უცებ გადაისხა წყალი , კარადიდან სუფთა ტილო ამოიღო და მკლავზე შემოახვია
_სულ შეიშალე ხომ? რას შვებოდი მკლავდი? არა მაინც ასე ზუსტად როგორ მესროლე.. -უცებ მოუჭირა თითები ყბაზე და ახლოს მიიზიდა . ხელი უბრალოდ გაკაწრული ჰქონდა ნაჭერიც მოიშორა, წელზე მოხვია ცოლს და მის ამღვრეულ ცისფერ თვალებს ჩააშტერდა _ მოგბეზრდა სახლობანას თამაში არა? ესაა სულ ? _ ქალი უკვე ტიროდა , აპრეხილი ცხვირი სულ მთლად გაუწითლდა , თეთრ ლოყებზეც დარჩა წითელი კვალი , ტუჩები კი წინ ჰქონდა გამობერილი _ მოგწყინდა , გართობა გინდა , დალევა , ქეიფი,ცეკვები, კეკლუცი _კედელთან მიიმწყვდია მერე იქვე მდგომ მაგიდაზე შემოსვა და ტუჩებზე დააცხრა - მოგენატრა ის დრო ქორწილამდე რომ ვატარებდით , სოფელში მოგბეზრდა ხომ? აღარ გინდა ბავშვთან , სახლში
_მომშორდი ... ავატყოფი ხარ . გაგიჟდი სულ გაგიჟდი _ ტიროდა და ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა- მე მუშაობა მინდა, ჩემი საქმე მინდა
_როგორი ლამაზი ხარ , რომ ტირი სულ უფრო მეტად გებურცება ტუჩები /_თითები გადაატარა მთრთოლვარე ბაგეზე და ისევ აკოცა _ დაღლილი ვარ.... ცუდად ვარ შენ კი სულ არ მეხმარები . მეჩიჩინები და თავს უარესად მატკიებ...ცოტა დრო მომეცი სულ ცოტა ჩემო პატარავ _ჟინმორეული კოცნიდა და ხელებს არ უშვებდა _მე შენ ძალიან მიყვარხარ ... გეფიცები ძალიან _დარიას სახე ხელებში მოიქცია და მზერა გაუსწორა
_მეც მიკვარხარ , მაგრამ შენ ბოლო დროს სხვანაირი არი . დაბნეული მე ვეგარ გავიგე რა ვქნა რომ ბედნიერი ვიყოთ
_სულ ჩემთან იყავი... არასდროს დამტოვო რა სისულელეც არ უნდა გავაკეთო არ დამტოვო თორემ უშენოდ გავგიჟდები. შენ და ჩვენი გოგონა ჩემი ცხოვრება ხართ _ცხვირის წვერზე აკოცა მერე ისევ მთრთოლვარე ტუჩებზე გადავიდა და თეთრი ბარძაყები ბოლომდე გაუშიშვლა . ქალი იმდენად იყო დაღლილი ყველაფრისგან, ქმრის არეული ქცევები, უყურადღებობა, გადაბმული სამუშაო გრაფიკი, მარტოობა , სიცივე და საყვარელი კაცის ნაცვლად მის ნათესავებთან გატარებული დრო ახლა როცა მთელი დღით სახლში ჰყავდა, მის სიახლოვეს გრძნობდა მონატრებულს წინააღმდეგობას ვერ უწევდა , წყენა გააქრო თითქოს არც ყოფილა და გაატანა წარსულს .
...........
_სახლში ბრძანდები ,გამოაღწიე საავდმყოფოდან? _ციცომ აივანზე დაინახა შვილი და ხელით ანიშნა ჩამოდიო. ლოყაზე კოცნას არ უპასუხა , რაც იმას ნიშნავდა , რომ ბრაზობდა _ გელაპარაკა დარია?
_ვერ უთხარი ჯერ მუშაობის დრო არ არის და ბავშვს სჭირდები_თქო?
_ქალი ექიმია სახლში გინდა გამოკეტო და მე დაგეხმარო? ვერ მოიყვანე ვინმე უსაქმური ? მე გინდა ვაიძულო დარჩეს და ჩემთან ერთად აკეთოს სადილ_ვახშამი?
_შენ მაინც ნუ მეჩხუბები რა
_მე ნუ გეჩხუბები? ილოცე შე საცოდაო მარტო მე რომ გეჩხუბო და შენ ცოდვებზე იმ გოგომ არ გაიგოს თორემ მე ქალი არ ვიყო ჩემი ხელით თუ არ ჩავულაგო ჩემოდნები . ტუტუცო კაცო , ფუუ შენ თუ მამაშენის შვილი ხარ ვის დაემსგავსე საერთოდ _ჩუმად ლაპარაკობდა ,მაგრამ ცეცხლს აფრქვევდა
_გეყოფა ... რამდენჯერ გითხარი არ მინდოდა _თქო. დარია მიყვარს
_დარია უყვარს და კიდე ბოზანდარა ექთნის საცვლებში ჩაძრომა
_დედაა !
_ჩემი საბრალო ბიჭიი ... 14 წლის ხარ და შეგაცდინა ხომ? ოოხ ეგ ეშმაკი ქალიი როგორ გაგაბრიყვა პატარა ბიჭი ახურდი და მივარდი . იქ არ გყავდა სუულ? ვინ გიშლიდა ღამე აბა ავადმყოფს ხო არ მიხედავდი მარტო იმდენი ცარიელი ოთახი და ლოგინია
_ქალი ხარ და არ მინდა ახლა ლაპარაკი უბრალოდ დამაცადე. სხვა განყოფილებაში გადავიყვან და მერე დაიწყოს დარიამ მუშაობა
_ოხ შენ გენაცვალე დააწყო ბიჭმა გეგმები. ერთი იქ გეყოლება ახლოში მეორე შორს ხო? და სადაც ჩემამდე მოიტანეს ამბავი დარიჩკას არ ეტყვიან შენი ქმარი რას ცოდვილობდაო . მთელმა სააავდყოფომ იცის ... შენ რა გგონია ვინმეს რამეს დაუმალავ ? ის ქალი იქედან მოაშორე აიკრას გუდა-ნაბადი და გადავიდეს სადმე სხვაგან. ისედაც მაწანწალაა იპოვნის ვინმე შენნაირ უნებისყოფო კაცს . ჩემ გოგოს სადმე არ გადაეყაროს და რამე არ უთხრას, გული არ ეტკინოს თორემ გეფიცები ცოცხლად გაგატყავებ
_შენ დედაჩემი რომ ხარ რატომ გავიწყდება. რა გინდა ერთ საყვარელს გადამაყოლო? დავიღალე , ცუდად ვარ ყველაფრით და ხო ბატონო მეტი გასართობი ვერ ვნახე . დარიამ რომ გაიგოს წასვლაში უნდა დაეხმარო თუ ის უთხრა შენ უყვარხარ და შეცდომა დაუშვა მეტს აღარ იზამსო. რა ვიცი მე ისე ძაან ტრადიციული ხარ და ახლა არ ხარ სხვების მსგავსი? რამდენ ვინმეს უგულავია ყველა რომ დაშორდეს ცოლს ქორწინება აღარ იარსებებდა . არც შენ იქნებოდი დღეს აქ
_ჩემთვის მამაშენს არასდროს უღალატია!
_რატო ვერ გაგიბედავდა , შენი შეეშინდებოდა დედა? ძალიან კარგად ვიცით მეც და შენც მაინც რომ არ გაეყრებოდი , ამდენი ბავშვით სად წახვიდოდი. ხომ მოგეჭრებოდა თავი
_ჩემი კი არ შეეშინდებოდა საკუთარ თავს არ აკადრებდა, არასდროს ! ისე ჩავალ მიწაში ამის მეჯერება და როგორი სამარცხვინოა შენ რომ მამაშენს არაფრით ჰგავხარ . ის გოგო კიდე ზუსტადაც ჩემია. დაავლე ხელი, გაუბრუე ტვინი და ჩამოიყვანე ამ დასაკარგავში აქ რომ არავინ ჰყავს გგონია დაგაჩაგრინებ? სისულელეებს თავი დაანებე გამიფრთხილებიხარ მე შენ თორემ კისერს მოიმტვრევ და მერე ნამდვილად მოგიწევს ქალების ძებნა დარდის გასაქარვებლად



№1 სტუმარი სტუმარი სოფო

არ მეყო :( ისეთი განცდა მაქვს თითქოს მე მიღალატეს, სასწაული ხარ ❤️ შენი ყველა ისტორია მიყვარს, თითოეულ რომანში თითო წყვილი განსაკუთრებით, დარია და ლადოც ამ ჩამონათვალში შედის, მადლობა ამ განცდებისთვის. ბევრი წარმატება ????

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფო
არ მეყო :( ისეთი განცდა მაქვს თითქოს მე მიღალატეს, სასწაული ხარ ❤️ შენი ყველა ისტორია მიყვარს, თითოეულ რომანში თითო წყვილი განსაკუთრებით, დარია და ლადოც ამ ჩამონათვალში შედის, მადლობა ამ განცდებისთვის. ბევრი წარმატება ????

მადლობა ♡♡♡♡♡
იმედია ბოლომდე მოგეწონებათ

 


№3 სტუმარი სტუმარი maco maco

ლადო ურეევს…. ამხელა მოსამართლე თამარა რა მასხარააა :) ამბები ნინოზე მაინტერესებს….

 


№4 სტუმარი Nini

ძაან ძაან ძაან ძაან კარგია????????

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

Nini
ძაან ძაან ძაან ძაან კარგია????????

მადლობააა ♡♡♡♡

სტუმარი maco maco
ლადო ურეევს…. ამხელა მოსამართლე თამარა რა მასხარააა :) ამბები ნინოზე მაინტერესებს….

ხოო ვიღაცას ხომ უნდა აერია :დ

 


№6  offline წევრი Marikagogolqdze

♥️???? მომწონს

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

გულს მიხარებ!!!!! ისე გელოდებოდიი!!! ვგიჟდები ყველა შენს პერსონაჟზე სიტუაციების მოულოდნელ განვითარებაზე და შენს მრავალფეროვნებაზე!! მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს!!!

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

Marikagogolqdze
♥️???? მომწონს

მიხარია ♡♡♡♡

სტუმარი მარიამი
გულს მიხარებ!!!!! ისე გელოდებოდიი!!! ვგიჟდები ყველა შენს პერსონაჟზე სიტუაციების მოულოდნელ განვითარებაზე და შენს მრავალფეროვნებაზე!! მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს!!!

მადლობაა ♡♡♡
მაქსიმალურად ვეცდები გაგრძელებაც საინტერესო იყოს

 


ნეტა გიორგი მართლა ცოცხალი იყოს
pensive
გაბრიელი ნაადრევად გაზრდილო ბავშვია და კარგს იზამს თამარა ბიცოლას თუ დაუჯერებს relaxed იქნებ ასე შეძლოს და ნინო ისევ გააცინოს.
ეს ამხელა მოსამართლე ქალი რამ ააცუმდრუკა? smiley ისე კლასი კი უჩვენეს რძალ-დედამთილმა ჭორიკანა მეზობლებს smiley
სალომეზე სანერვიულო არ გვაქვს. აშკარად სწორი გზა აქვს არჩეული და დედა-დედამთილის გულს მალე მოინადირებს, მით უმეტეს ხასიათებით ცოტა გვანან ერთმანეთს.
ხოო, ლადოსგან არ ველოდი ასეთ სულელურ ნაბიჯს. ხოდა ღირსიც იქნება დარიამ არ აპატიოს angry სამაგიეროდ ციცოს საქციელი მომეწონა, არ გავს ტიპურ დედამთილს❤ და მგონი ლადოს უფრო გააგდებს სახლიდან ვიდრე დარიას smiley

მირა, ყველაზე ტკბილი ლუკმაა ამ ისტორიაში❤ იმდენად ალალი და გულრწფელია ყველა მისი ქმედება❤ თან საოცრად საზრიანი ბავშვია❤
ქალბატონ მოსამართლეს აშკარად რთული გზის გავლა უწევს თავის დამკვიდრებისთვის, მაგრამ ამ გზაზე მარტო არაა და ვეტერინარი ქმარი ყველაფერში დაეხმარება❤ ღმერთო, კიდევ ვერ ვიჯერებ ვაკოს ვეტერინარობას და რა ვქნა laughing
მარიამო საოცარი გოგო ხარ❤ ყველაფერი დალაგებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგყავს, არ ჩქარობ და ისტორიაც საინტერესოდ ვითარდება❤
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
ნეტა გიორგი მართლა ცოცხალი იყოს
pensive
გაბრიელი ნაადრევად გაზრდილო ბავშვია და კარგს იზამს თამარა ბიცოლას თუ დაუჯერებს relaxed იქნებ ასე შეძლოს და ნინო ისევ გააცინოს.
ეს ამხელა მოსამართლე ქალი რამ ააცუმდრუკა? smiley ისე კლასი კი უჩვენეს რძალ-დედამთილმა ჭორიკანა მეზობლებს smiley
სალომეზე სანერვიულო არ გვაქვს. აშკარად სწორი გზა აქვს არჩეული და დედა-დედამთილის გულს მალე მოინადირებს, მით უმეტეს ხასიათებით ცოტა გვანან ერთმანეთს.
ხოო, ლადოსგან არ ველოდი ასეთ სულელურ ნაბიჯს. ხოდა ღირსიც იქნება დარიამ არ აპატიოს angry სამაგიეროდ ციცოს საქციელი მომეწონა, არ გავს ტიპურ დედამთილს❤ და მგონი ლადოს უფრო გააგდებს სახლიდან ვიდრე დარიას smiley

მირა, ყველაზე ტკბილი ლუკმაა ამ ისტორიაში❤ იმდენად ალალი და გულრწფელია ყველა მისი ქმედება❤ თან საოცრად საზრიანი ბავშვია❤
ქალბატონ მოსამართლეს აშკარად რთული გზის გავლა უწევს თავის დამკვიდრებისთვის, მაგრამ ამ გზაზე მარტო არაა და ვეტერინარი ქმარი ყველაფერში დაეხმარება❤ ღმერთო, კიდევ ვერ ვიჯერებ ვაკოს ვეტერინარობას და რა ვქნა laughing
მარიამო საოცარი გოგო ხარ❤ ყველაფერი დალაგებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგყავს, არ ჩქარობ და ისტორიაც საინტერესოდ ვითარდება❤
შემდეგამდე, მარიამო❤

არადა როგორი პროფესიონალია კაცი თავის საქმის და თქვენ ვერ დაგაჯერეთ რო ეგ არი ყველა მოავადე მსხვილფეხის იმედი :დ დაუტოვა გიორგიმ საქმეები დაბრუნდეს დროზე და გადაიბაროს განგსტერობა :დ
სალომე და ლონდა თავიანთ ამბებს დაატრიალებენ
მერე ვნახოთ ციცო უფრო მაგარი დედმათილია თუ ლონდა :დ რომელია ძუ ლომი :დ :დ
წინ კიდევ ბევრი რამ უნდა დავწერო მიუხედავად იმისა, რომ 60 % უკვე დაწერილია მაინც ვერ მოვრჩები მალე და ნეტავ ყველაფერი გამომივიდოდეს ისე რომ რამე დანაკლისი არ დამრჩეს

 


№11  offline წევრი Megioki

დავიწყო ლადოს მიწასთან გასწორება და განადგურება თუ დავინდო? ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია. :დდდ მორჩა ერთი დიდი მინუსი ლადოს ჩემგან. აი ამ საქციელს რა გადაწონის არ ვიცი, მე რომ ისევ გული მოვიბრუნო მისკენ. ნუ ძველ საქართველოში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყოველი მეორე ალბათ უარესადაც იქცეოდა.

ქალბატონი დედა ოფიციალურად მიყვარს ❤️❤️ ქოთქოთა მაგრამ საყვარელი, ერთგული, სამართლიანი და გვერდში მდგომი ქალია ❤️❤️

თამარ ქალი ნახე თურმე მოსამართლეობის მსგავსად სხვა რაღაცეებიც კარგად შესძლებია :დდდ მართალია შენი გადასაწყვეტია რა როგორ იქნება მაგრამ მე ასე მგონია რომ თამარას და ციცოს ურთიერთობა იქნება საოცრება.

მირაა ❤️❤️ უსაყვარლესი ბავშვია. ❤️❤️

სალომეს და უტას დედის ურთიერთობა ისე მაინტერესებს როგორი იქნება. როგორ განვითარდება და ნელ-ნელა როგორ ჩამოყალიბდება.

ნინოს მსგავსად მეც მინდა მჯეროდეს რომ გიორგი ცოცხალია ((( მინდა არა, უფრო სწორად მჯერა. ეს ქალი თავისი გიორგის გარეშე საცოდავობაა. საოცარი გაბრიელი ყავს ნინოს ❤️❤️ პრინციპში მისნაირ პიროვნებას სხვანაირი ვერც ეყოლებოდა.

ახლა უცებ დავფიქრდი და შენს პერსონაჟებზე ისე ვმსჯელობ როგორც რეალურ ადამიანებზე :დდდ თითქოს კი არ ვკითხულობ ნეც მათთან ერთად ვარ და ვუყურებ ამ ყველაფერს ❤️

ოოოო, ერთი ორი სიტყვა მოტაცებაზეც უნდა ვთქვა. ეს ის ფენომენია რომელიც საშინლად, საშინლად მძულს და არასდროს მესმოდა რატომ არომანტიზმებდნენ ხოლმე 90-იანებში. ნუ მე იმ ოჯახებისაც არ მესმის ვინც საკუთარ შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ ტოვებდნენ. ძალიან არ ჩავუღრმავდები ამ თემას თორემ შორს წამიყვანს ვიცი :დდ

ეჰ სანამ ახალი თავი იქნება წავალ მე ჩავუჯდები ისევ შენ ძველ ისტორიებს :დდდ კი მაქვს უკვე ერთ-ერთის კითხვა დაწყებული და გავალ ბოლოში ნელ-ნელა :დდ

მოკლედ წარმატებები შენ და როგორც ყოველთვის საოცარი თავი იყო. ❤️❤️

 


№12  offline წევრი რუსკიმარუსია

sameone crazy girl
რუსკიმარუსია
ნეტა გიორგი მართლა ცოცხალი იყოს
pensive
გაბრიელი ნაადრევად გაზრდილო ბავშვია და კარგს იზამს თამარა ბიცოლას თუ დაუჯერებს relaxed იქნებ ასე შეძლოს და ნინო ისევ გააცინოს.
ეს ამხელა მოსამართლე ქალი რამ ააცუმდრუკა? smiley ისე კლასი კი უჩვენეს რძალ-დედამთილმა ჭორიკანა მეზობლებს smiley
სალომეზე სანერვიულო არ გვაქვს. აშკარად სწორი გზა აქვს არჩეული და დედა-დედამთილის გულს მალე მოინადირებს, მით უმეტეს ხასიათებით ცოტა გვანან ერთმანეთს.
ხოო, ლადოსგან არ ველოდი ასეთ სულელურ ნაბიჯს. ხოდა ღირსიც იქნება დარიამ არ აპატიოს angry სამაგიეროდ ციცოს საქციელი მომეწონა, არ გავს ტიპურ დედამთილს❤ და მგონი ლადოს უფრო გააგდებს სახლიდან ვიდრე დარიას smiley

მირა, ყველაზე ტკბილი ლუკმაა ამ ისტორიაში❤ იმდენად ალალი და გულრწფელია ყველა მისი ქმედება❤ თან საოცრად საზრიანი ბავშვია❤
ქალბატონ მოსამართლეს აშკარად რთული გზის გავლა უწევს თავის დამკვიდრებისთვის, მაგრამ ამ გზაზე მარტო არაა და ვეტერინარი ქმარი ყველაფერში დაეხმარება❤ ღმერთო, კიდევ ვერ ვიჯერებ ვაკოს ვეტერინარობას და რა ვქნა laughing
მარიამო საოცარი გოგო ხარ❤ ყველაფერი დალაგებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგყავს, არ ჩქარობ და ისტორიაც საინტერესოდ ვითარდება❤
შემდეგამდე, მარიამო❤

არადა როგორი პროფესიონალია კაცი თავის საქმის და თქვენ ვერ დაგაჯერეთ რო ეგ არი ყველა მოავადე მსხვილფეხის იმედი :დ დაუტოვა გიორგიმ საქმეები დაბრუნდეს დროზე და გადაიბაროს განგსტერობა :დ
სალომე და ლონდა თავიანთ ამბებს დაატრიალებენ
მერე ვნახოთ ციცო უფრო მაგარი დედმათილია თუ ლონდა :დ რომელია ძუ ლომი :დ :დ
წინ კიდევ ბევრი რამ უნდა დავწერო მიუხედავად იმისა, რომ 60 % უკვე დაწერილია მაინც ვერ მოვრჩები მალე და ნეტავ ყველაფერი გამომივიდოდეს ისე რომ რამე დანაკლისი არ დამრჩეს

ახლა სერიოზულ ინტრიგაში ვარ მე :) არა, ჩემს ციცოს ვერავინ აჯობებს:) ❤

 


№13  offline წევრი Natiko1996

გაოცებული ვარ მარიამ მოვლენების განვითარებით ❤️ ლადოზე ჯერ ჯერობით არაფერს ვიტყვი არ მინდა გული ამიცრუვდეს, რადგან შენი სასწაულების იმედი მაქვს ❤️ ღალატს ვერ ვამართლებ ვერასდროს მაგრამ მზად ვარ მოვისმინო ლადოს ამბავი და საბოლოო დასკვნა მერე გამოვიტანო ❤️ თითოეული პერსონაჟის ამბავი ხო ძალიან ემოციური იყო მაგრამ გაბრიელის მაინც სხვა ❤️ "მინდა გიორგი დაბრუნდეს, მამა მართლა ცოცხალი იყოს , ისე სჯერა დედას ,ისე სჯერა მეც ვიჯერებ ხოლმე" - ემოციების ზღვა მოდის მარიამ ამ ერთი წინადადებიდან, აი ისეთი გული რო ყელში გებჯინება ❤️ უბრალოდ სიტყვები ზედმეტია ❤️ მირაზე უბრალოდ ვგიჟდები ❤️ ვაკოზე რა ვთქვა კიდე ბევრჯერ გამაოცებს ვიცი და სად ვიპოვო ჩემთვის მერე ეგეთი ????❤️ ციცოს და თამარას ტანდემი საოცრება იყო - ყველაფრის მთქმელი ❤️ დიალოგი სადაც სიტყვა "დე" ბევრად მეტი იყო ჩემთვის ვიდრე მხოლოდ ბიოლოგიური დედაშვილობა ❤️ მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას ❤️ ვიცი წინ ბევრი მძიმე მომენტი გველის ❤️ ნინოს ამბავი ცრემლებით დამახრჩობს ვგრძნობ ???? მადლობა შენ ჩემო საყვარელო რომ არსებობ და მეხმარები დამღლელი დღის გაფერადებაში ❤️

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

Megioki
დავიწყო ლადოს მიწასთან გასწორება და განადგურება თუ დავინდო? ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია. :დდდ მორჩა ერთი დიდი მინუსი ლადოს ჩემგან. აი ამ საქციელს რა გადაწონის არ ვიცი, მე რომ ისევ გული მოვიბრუნო მისკენ. ნუ ძველ საქართველოში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყოველი მეორე ალბათ უარესადაც იქცეოდა.

ქალბატონი დედა ოფიციალურად მიყვარს ❤️❤️ ქოთქოთა მაგრამ საყვარელი, ერთგული, სამართლიანი და გვერდში მდგომი ქალია ❤️❤️

თამარ ქალი ნახე თურმე მოსამართლეობის მსგავსად სხვა რაღაცეებიც კარგად შესძლებია :დდდ მართალია შენი გადასაწყვეტია რა როგორ იქნება მაგრამ მე ასე მგონია რომ თამარას და ციცოს ურთიერთობა იქნება საოცრება.

მირაა ❤️❤️ უსაყვარლესი ბავშვია. ❤️❤️

სალომეს და უტას დედის ურთიერთობა ისე მაინტერესებს როგორი იქნება. როგორ განვითარდება და ნელ-ნელა როგორ ჩამოყალიბდება.

ნინოს მსგავსად მეც მინდა მჯეროდეს რომ გიორგი ცოცხალია ((( მინდა არა, უფრო სწორად მჯერა. ეს ქალი თავისი გიორგის გარეშე საცოდავობაა. საოცარი გაბრიელი ყავს ნინოს ❤️❤️ პრინციპში მისნაირ პიროვნებას სხვანაირი ვერც ეყოლებოდა.

ახლა უცებ დავფიქრდი და შენს პერსონაჟებზე ისე ვმსჯელობ როგორც რეალურ ადამიანებზე :დდდ თითქოს კი არ ვკითხულობ ნეც მათთან ერთად ვარ და ვუყურებ ამ ყველაფერს ❤️

ოოოო, ერთი ორი სიტყვა მოტაცებაზეც უნდა ვთქვა. ეს ის ფენომენია რომელიც საშინლად, საშინლად მძულს და არასდროს მესმოდა რატომ არომანტიზმებდნენ ხოლმე 90-იანებში. ნუ მე იმ ოჯახებისაც არ მესმის ვინც საკუთარ შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ ტოვებდნენ. ძალიან არ ჩავუღრმავდები ამ თემას თორემ შორს წამიყვანს ვიცი :დდ

ეჰ სანამ ახალი თავი იქნება წავალ მე ჩავუჯდები ისევ შენ ძველ ისტორიებს :დდდ კი მაქვს უკვე ერთ-ერთის კითხვა დაწყებული და გავალ ბოლოში ნელ-ნელა :დდ

მოკლედ წარმატებები შენ და როგორც ყოველთვის საოცარი თავი იყო. ❤️❤️


რა ვთქვა ისეთი მსუყე კომენტარი დამხვდა ახალგაღვიძებულს მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელებ წერას.

ვცდილობ პრობლემაც გამოჩნდეს და მთლად რეალურად არ გავაგრძელო იმიტომ რომ სათაური "ნათელი წყვდიადი" უკვე იმას ნიშნავს ჩემთვის რომ რეალობისგან განსხვავებით ადამიანები მარტივად მოდიან გონს და იმდენ შეცდომას არ უშვებენ.

დედამთილებიც ისეთები გამომდის ლამის სანატრელი გავხადო, მაგრამ სადაა ეგრე :დ
ლადოზე საკმააოდ ბევრი რამ იქნება შემდეგ თავებში ამიტომ მე არაფერს ვიტყვი .
წარმოუდგენლად მინდა კარგი გამოვიდეს და იმედია გამოვა ♡♡♡
მადლობა , რომ ხარ ჩემს მკითხველს შორის ♡♡♡♡♡♡♡♡

Natiko1996
გაოცებული ვარ მარიამ მოვლენების განვითარებით ❤️ ლადოზე ჯერ ჯერობით არაფერს ვიტყვი არ მინდა გული ამიცრუვდეს, რადგან შენი სასწაულების იმედი მაქვს ❤️ ღალატს ვერ ვამართლებ ვერასდროს მაგრამ მზად ვარ მოვისმინო ლადოს ამბავი და საბოლოო დასკვნა მერე გამოვიტანო ❤️ თითოეული პერსონაჟის ამბავი ხო ძალიან ემოციური იყო მაგრამ გაბრიელის მაინც სხვა ❤️ "მინდა გიორგი დაბრუნდეს, მამა მართლა ცოცხალი იყოს , ისე სჯერა დედას ,ისე სჯერა მეც ვიჯერებ ხოლმე" - ემოციების ზღვა მოდის მარიამ ამ ერთი წინადადებიდან, აი ისეთი გული რო ყელში გებჯინება ❤️ უბრალოდ სიტყვები ზედმეტია ❤️ მირაზე უბრალოდ ვგიჟდები ❤️ ვაკოზე რა ვთქვა კიდე ბევრჯერ გამაოცებს ვიცი და სად ვიპოვო ჩემთვის მერე ეგეთი ????❤️ ციცოს და თამარას ტანდემი საოცრება იყო - ყველაფრის მთქმელი ❤️ დიალოგი სადაც სიტყვა "დე" ბევრად მეტი იყო ჩემთვის ვიდრე მხოლოდ ბიოლოგიური დედაშვილობა ❤️ მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას ❤️ ვიცი წინ ბევრი მძიმე მომენტი გველის ❤️ ნინოს ამბავი ცრემლებით დამახრჩობს ვგრძნობ ???? მადლობა შენ ჩემო საყვარელო რომ არსებობ და მეხმარები დამღლელი დღის გაფერადებაში ❤️

მადლობა თქვენ თორემ მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა ამ ჩვენი "ურთიერთობების"გარეშე
შეუცვლელი ანტიდეპრესანტია ჩემთვის თქვენთან კონტაქტი რომ ემატება წერის პროცესს.
ვინაიდან ბევრი გმირი მყავს ვცდილობ ყველა პერსონაჟი სწორად დაინახოთ თავისი დამალული შინაგანი სამყაროთი და იმედია გამომივა ჯერ ჯერობით არ დამიკარგავს მგონი არცერთი. ასეთი დიდი ისტორიების წერისას მემართება ხოლმე ხშირად და ახლა სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული რომ არაფერი დამავიწყდეს და ყველაფერი დავწერო რაც გონებაში მიჩნდება.
უზომოდ მიხარია ასე სწორად რომ ხედავთ ყველა სიტყვას რასაც ვწერ
♡♡♡♡♡♡♡ მადლობა ყველაფრისთვის ♡♡♡♡♡♡♡♡♡

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

რავალი ჩაატარა ციცომ :დდდ ეს ბიჭი ნერვებს მოშლის გამოჩენის წამიდან , ხო კიდე გიორგი მაინტერესწებს როგორ მოკვდა :( წარმატებებიიი ველოდები შემდეგ თავს

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
რავალი ჩაატარა ციცომ :დდდ ეს ბიჭი ნერვებს მოშლის გამოჩენის წამიდან , ხო კიდე გიორგი მაინტერესწებს როგორ მოკვდა :( წარმატებებიიი ველოდები შემდეგ თავს

მაშინ მომავალში უფრო მოგიშლის smiley
რა ვქნათ მე და ლადომ ყველა იდეალური ხომ ვერ ვიქნებით
ციცო სულ რძლებისკენაა smiley

 


№17  offline წევრი Tamo73

დღეს არ დადებ?

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

Tamo73
დღეს არ დადებ?

დღეს ვერა

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიაა

არ ვიცი რა გითხრა წლებიაა შენი მკითხველი ვარ რაც თავი მახსოვს ბავშობიდან 2015 წლიდან შენს ისტორიებს ნაბიჯ ნაბიჯ მოვყვები ასე მგონია როცა ვკითხულობ მეც მათი ნაწილი ვარ ვიცნობ თოთვეულს და მათთან ერთად გავდივარ მათ თითოეულ ნაბიჯებს ყველა შენს ისტორიას თავისი ადგილი აქვს და თავისი აზრი აქვს მაგრამ ზუსტად ვიცი რო ასეთი ისტორია ჯერ არ დაგიწერიაა თავიდან ვფიქრობდი დამეწყო თუ არა კითხვა მაგრამ დავიწყე და დღესვე მოვრჩი ყველას კითხვას. დავიწყოთ ლადოთი ვფიქრობ რომ ვერ ვაპატიებ მე დარიას ადგილას რამდენიც არ უნდა ეცადა და როგორც არ უნდა გამოესწორებინა ძალიან მაინტერესებს გიორგიზე ამბები და იმედი მაქვს რომ გამოჩნდება თამარა და ვაკო საერთოდ სხვა განზომილებები არიან. მადლობა რო ქმნი და წერ ამ ყველაფერს ჩვენთვის და როგორც ყოველთვის ამდენი წლის განმავლობაში შეუდარებელიხარ ❤️❤️⭐️

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიაა
არ ვიცი რა გითხრა წლებიაა შენი მკითხველი ვარ რაც თავი მახსოვს ბავშობიდან 2015 წლიდან შენს ისტორიებს ნაბიჯ ნაბიჯ მოვყვები ასე მგონია როცა ვკითხულობ მეც მათი ნაწილი ვარ ვიცნობ თოთვეულს და მათთან ერთად გავდივარ მათ თითოეულ ნაბიჯებს ყველა შენს ისტორიას თავისი ადგილი აქვს და თავისი აზრი აქვს მაგრამ ზუსტად ვიცი რო ასეთი ისტორია ჯერ არ დაგიწერიაა თავიდან ვფიქრობდი დამეწყო თუ არა კითხვა მაგრამ დავიწყე და დღესვე მოვრჩი ყველას კითხვას. დავიწყოთ ლადოთი ვფიქრობ რომ ვერ ვაპატიებ მე დარიას ადგილას რამდენიც არ უნდა ეცადა და როგორც არ უნდა გამოესწორებინა ძალიან მაინტერესებს გიორგიზე ამბები და იმედი მაქვს რომ გამოჩნდება თამარა და ვაკო საერთოდ სხვა განზომილებები არიან. მადლობა რო ქმნი და წერ ამ ყველაფერს ჩვენთვის და როგორც ყოველთვის ამდენი წლის განმავლობაში შეუდარებელიხარ ❤️❤️⭐️


მადლობა თქვენ
ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ამდენი წელი რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს და მომყვებით, არ მტოვებთ და მართლაც დიდ სტიმულს მაძლევთ , მიორმაგებთ წერისას განცდილ ემოციებს heart_eyes
ძალიან მინდა კიდევ გაგრძელდეს ჩვენი ეს კავშირი და სასიამოვნო ემოციები გავუცვალოთ ერთმანეთს

 


№21  offline აქტიური მკითხველი uchveulo

sameone crazy girl
uchveulo
რავალი ჩაატარა ციცომ :დდდ ეს ბიჭი ნერვებს მოშლის გამოჩენის წამიდან , ხო კიდე გიორგი მაინტერესწებს როგორ მოკვდა :( წარმატებებიიი ველოდები შემდეგ თავს

მაშინ მომავალში უფრო მოგიშლის smiley
რა ვქნათ მე და ლადომ ყველა იდეალური ხომ ვერ ვიქნებით
ციცო სულ რძლებისკენაა smiley

შენ იდეალური ხარ ნამდვილად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent