შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (19)


14-10-2021, 06:21
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 099

ერთიანად ათეთრებულ ოთახში,სადაც გამოკრული გახლდათ წლების წინ საგულდაგულოდ შერჩეული,ახლა უკვე გამოხუნებული შპალერი, ფანჯრის კუთხესთან მიედგათ პაწაწინა ლოგინი, რომელზეც ემბრიონის ფორმა მიღებული სხეული მიწოლილიყო.საღამურის წვრილი ლენტები ცვიოდა მხრებიდან და ერთიანად მოშიშვლებულს, ზეწარი აეფარებინა სახემდე, თავისი მშვიდი ფშვინვის დასაფარად.ბალიშზე მილაგებულ თმის ღერებს ეცეკვებოდა უკვე გვიან დილანდელი მზის შვილი,ასე ანცად რომ დახტოდა მის ოქროსფერ საწყისზე.ბავშვობაში სანახევროდ ძილბურანში მყოფმა გაიგონა, საწოლთან დახრილმა დედამისმა როგორ ამოთქვა ჩურჩულით "მე შენ მზისგან გაგაჩინე"-ო, მას შემდეგ გულამდე ჩაღწეულმა ამ სიტყვებმა ხშირად ჩააფიქრა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ქალის ჩაშაქრული ტუჩებიდან გადმომცდარი მარცვლების ხმა. ერთ ადგილას გახევებულ სიფრიფანა ფარდას ფრთხილად ეპარებოდა თაკარა სხივოსანი და აქამდე მოღწეული უკვე თავგანწირვით ცდილობდა ოთახის დარაბიდან შემოჭრას და სივრცეში გახლეჩვას. ზმანებებს მინდობილი სახე სულ ოდნავ გასცდა ღიმილის კუთხის გაუმჟღავნებლობას, როცა ერთიანად იგრძნო სითბოს სიმძიმე, ასე ქურდულად რომ მოეპარა უკნიდან.მოკეცილს მოხვიეს მკლავის სითამამე და ხელისგულმა მუცელზე ჰპოვა სასურველი თავშესაფარი, აკეცილ მხარსა და კისრის კუთხეში, სიცოცხლის წყაროსთან მიწებებული სახის კუთხეებიდან მოდიოდა მხურვალება, ეკლების სუსხმა რომ დაუფარა კანის რძისფერი, მაშინ იგრძნო როგორ გაეღიმა მისი მშვიდი გულის ფეთქვის ავტორს ქვეშ-ქვეშად.
-ვიცი, რომ ცუდს არაფერს იფიქრებენ, მაგრამ მაინც ჯობია კვიციანების სახლს პატივი ვცეთ და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ...-სანახევროდ ძილბურანში მყოფმა, ლუღლუღით წარმოთქვა და ბალიშის სითბოს მიეფერა სახის კუთხით, რომ როგორღაც, თუნდაც წამიერად მოშორებოდა მის მომაჯადოებელ სიახლოვეს, სიცოცხლის წყაროსთან.
-ყველანი წავიდნენ...-მინაბული,რომ იყო ბერაია, ეს მის ბარიტონსაც ეტყობოდა, ისე უდარდელად ამოთქვა და ერთიანად შეშმუშნულს არ აცადა თავისად დაგულებული კისრის სითბოს მოცილება...-ბიჭებს ხელფასები ჰქონდათ გადასარიცხი და ნინიკო,ლიზასთან ერთად მათ გაყვა.აი კვიციანები, როგორც ყოველ კვირა დღეს, ბაზრის დახლებს ესტუმრებიან.
-შენც დრო იხელთე და დაუკითხავად შემოძვერი, ჩემს ისედაც მოცუცქნულ სივრცეში...-ანცად გაეღიმა, ახლა უკვე შვებით ამოსუნთქულს, მაგრამ მისი დაცინვის სურვილით გამოღვიძებულს.
-ძილისგუდა, რომ არ იყო, ახლა სამზარეულოში ვიქნებოდით, ყავას დავლევდით და ვილაპარაკებდით...-უკეთესად მოიკალათა მის გვერდით და თვალები დახუჭა, მისგან მომავალი სიმშვიდის ერთიანად შესაგრძნობად...-ეს რამდენიმე დღეა ყველაზე გვიან იღვიძებ.საინტერესოა რა შეიცვალა?...-ეჭვნარევი ჰქონდა ტონი და აშკარა გახლდათ რომ ამ კითხვას პირველად არ უსვამდა საკუთარ თავს.
-ეს რამდენიმე დღეა სასტუმროს ეზოში ბევრი საქმის გაკეთება მიწევს ერთდროულად და თან ივლისის სიცხეში, ალბათ ვიღლები და ამიტომ...-მხრები აიჩეჩა და თავის ტონს გაურია მტკიცე დასკვნის ნიშნები. სცადა სულ ოდნავ გასცლოდა, რომ გათავისუფლებულს შეძლებოდა ფეხზე წამოდგომა...-წამოდი ჩაიდანს დავადგამ და ყავა დავლიოთ.
-სულ ცოტა ხნით ვიყოთ...-მუცელზე გაშლილი ხელისგული ერთიანად ეკვროდა და საშუალებას არ აძლევდა სიახლოვის შუაში მილიმეტრი მაინც დარჩენილიყო სიშორის მასშტაბად. ამოიხვნეშა მის უბადრუკ გაბრძოლებას,რომ შედეგი არ მოყვა და ძველ პოზიაციაში დაბრუნებულს სანახევროდ უკვე ძილბურანით გაბრუებულმა უბუტბუტა...-დილაადრიან დავიწყეთ მომდევნო კვირის გეგმის დაწყობა და თითქმის არ მძინებია. სულ ცოტა ხნით დარჩი, იქნებ ასე ჩამეძინოს.
გატრუნულმა სცადა თავადაც მიელულა თვალები, კარგა ხანს ემბრიონის ფორმაში გაყინულმა, ვერ შეძლო ძილის ზმანებების მოხმობა და მოუსვენრად აწრიალდა. მის მკლავს ქვეშ მოქცეულმა მანამ იტრიალა სანამ სახით არ შემოუბრუნდა და მზაკვრობას აყოლილი გულისცემით არ შეეფეთა მშვიდად ანაცისფერებულ სფეროებს. ეგონა ჩაეძინაო, ისე უხმოდ, აუჩქარებლად ეფინებოდა მისი სუნთქვა მხრებზე , თუმცა ბერაია ინტერესით აკვირდებოდა ამ მოუსვენარ სხეულს, რომელმაც ორი წუთითაც ვერ შეძლო ერთ ადგილზე გაჩერება, ახლა კი ჯანაშია ქვეშ-ქვეშად, დანაშაულზე წასწრებულივით უცეცებდა მზერას, აქაოდა ჩემი ბრალი არ არის ეს თავხედური მოუსვენრობაო.ანასტასია საჩვენებელი თითის ბალიშით, მოჯადოებულივით მიეფერა მისი ლოყის კუთხეებს, უპეების ამოშავებულ კონტურებს აშკარად ეტყობოდათ უძილო ღამის კვალი, შეცბუნებულმა მიიწია გულისკენ და ხელისგულებით აკრული ერთიანად მიეწება სახით სპეციალურად მისთვის მოსაკალათებელ კისრის კუთხეებს.ახლა ოთახში სიმშვიდე იყო, სოფლის შარა გზას მოჰქონდა საიდანღაც გლეხების მოჟრიამულე დიალოგი, მაგრამ ისე წყვეტილად რომ ვერც გაარჩევდით რაზე თანმხდებოდნენ.დემეტრე ბერაიას სხეულში ჩასახლებული შინაგანი ხმა, ვერ ჩუმდებოდა, გულის ფეთქვის მონოტონურობას მიყურადებული,სულთამხუთავივით აწვალებდა გონების გათიშვის მსურველს და ისე უკირკიტებდა მისი გრძნობების სიღრმეს -"მინდა ვიცოდე რა აქვს ასეთი განსაკუთრებული,რასაც ჭკუიდან გადაყავხარ,მინდა ამბავი მოვისმინო ამ გრძნობების მიღმა.უღმერთოდ ლამაზია?გამაოგნებლად ჭკვიანი?მისი თვალებიდან მზე ამოდის თუ ღამის მწუხრი იწურება?შუაღამის წვიამიან ქუჩებში თავაწყვეტილი ანცივით ცეკვავს?სანამ მზე თავისი მანათობელი სხივებით ამ დამძიმებულ მიწის შვილებს გაათბობს, ის სამზარეულოში ღიღინით ამზადებს საუზმეებს ? მუზეუმებში დადის და საათობით აკვირდება ფერადოვან გამებს კედლებზე? თავისთავად გაიძულებს მის ყველა წამოწყებულ პატარა მონოლოგს უსმინო და არ მოგბეზრდეს? ჯაზის საღამოების უცვლელი წევრია და შეუმჩნევლად აყოლებს ტანს მუსიკის დაუმორჩილებელ ნოტებს? მისი მანათობელი თვალებიდან იმედგაცრუებების ნორჩი კურცხლები მოგორავენ ფილმების დასასრულს? თმაარეულს და სახედამშვიდებულს ეძინება შენ მხრებზე ? თუ მისი კოცნა ჰგავს გახლეჩილ გაზაფხულის ყვავილების სიტკბოს? მითხარი, ალაპარაკდი,მინდა ამბავი მოვისმინო ამ მშვიდი ფეთქვის მიღმა!".პასუხი კი ყოველთვის ეთანხმებოდა თავხედურად აწრიალებული ცივი გონების დაუოკებელ კითხვებს.

დემეტრე ბერაიამ თვალები რომ მოიფშვნიტა, უკვე შუადღე გახლდათ გადასული.საწოლის სიცარიელეს აუტანელი სურნელი ასდიოდა, თვალებ მოცეცემ მოათვალიერა პაწაწინა ოთახის კუნჭულები, მაგრამ სასურველს ვერ მისწვდა მზერით. ზანტად წამომდგარმა წელი გაისწორა და ფრთხილი ნაბიჯით სამზარეულოს სივრცეს შესახიზნად გამართულმა, მოღებულ ფანჯრებთან, დიდ რაფაზე ფეხმორთხმით მჯდომი ჯანაშიას ფიგურა შეათვალიერა. სამი ზომით დიდ, მისთვის უკვე ნაცნობ კომბიზინონში გამოწყობილი ეს ამორძალი, კალთაში მოკალათებულ ჟღალ ფისუნიას ანცად ეფერებოდა და გათამამებული ფისუნიაც უსირცხვილოდ სწევდა წელს სიამოვნების შეგრძნებით. ეღიმებოდა და აჩენდა იმ თავის კუთხის მარგალიტებს, თითქოს სითბოც და სიყვარულის ერთიანად იღვრებოდა მისი თვალებიდან. გაზქურასთან მისულისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, თითქოს უკვე კარგა ხანია გაამჟღავნა თავისი შემოჭრის ამბავი და უცხო არ იყო ჯერ კიდევ ცხელ ჩაიდანს რომ დასწვდა. ეზოდან მოისმა მანქანის ძრავის ხმა და ერთიანად შემწყდარ ამ ექოს, თან მოჰყვა კვიციანების ნაცნობი ჟრიამული. ბერაია ცხელი ფინჯნით მოთავსდა მაგიდასთან და დინჯად დააკვირდა ფანაჯარაზე წამოსკუპებულ ორ ფიგურას, მზის შვილები ასე თამამად რომ ევლებოდნენ ოქროსფერ თმაზე. აფუსფუსებული ელიკო ქოთქოთით შემოვიდა და ცელოფნებით დატვირთული ქალის დანახვაზე დემეტრე შემართებით წამოიმართა ამ სიმძიმის ჩამოსართმევად.
-ისე ცხელა...-ამოისუნთქა სიმძიმეებ ჩამოშორებულმა ქალმა და შვების გამოსახატად გადაულაპარაკა გვერდით მდგომს...-კიდევ კარგი ბიჭებს შევხვდით, თორემ ბიძაშენი კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა იმ სარემონტო საშუალებების მაღაზიაში და ალბათ ხვალამდე ვერც გამოვიყვანდი...-ჩუმად უსაყვედურა მეუღლეს, თვალებით კარს მიწებებულმა, მაინც რომ არ სურდა გაენაწყენებინა თავისი ნათქვამით.
-რის გარემონტებას აპირებს?...-ბიცოლამისის ნაძალადევმა ქვე-ქვეშობამ გააღიმა, კვიციანის ქალს არ უხდებოდა ძალისძალად მორგებული ბუზღუნა ცოლის როლი.
-ფარეხში ხის თაროების დამატება უნდა და იმდენი ფიცარი აარჩია, თაროებს კი არა მგონი ჩვენს სასახლეებსაც ააწყობს...-ენაზე იკბინა და პირჯვარი გადაიწერა, აქაოდა ღმერთმა არ მიწყინოს ეს სულელეური ხუმრობაო.
-ელიკო მითხარი ამათ სად ინახავ და მოგეხმარებით...-სამზარეულოს კართან უკვე რიგი იდგა, ცელოფნებით ხელდამშვენებული მაცხოვრებლების...-გზაზე უკვე ბევრი მიდის ურმებით და ვეღარ მოვასწრებთ...-უცნაურად აჟიტირებული ნიკოლოზი უკვე მოუთმენლად სწევდა ხელისგულებში მოთავსებულ პარკებს.
-რას ვეღარ მოასწრებთ?...-გაკვირვებულმა ბერაიამ წარბაწეული მზერა მიაპყრო ნიკოლოზს, რომელიც ელიკოს მითითებას მიჰყვა და ამჯერად ოთახში უკვე შემოლაგებულებთან ერთად ხელები გაინთავისუფლა, სამზარეულოს მაგიდაზე დადებული პროდუქტებისგან.
-ჩვენ ასეთი წესი გვაქვს...-ნიჟარასთან ჩამომდგარმა ზურაბმა, ონკანს ჭიქა მიუშვირა და ცივი წყლით ყელგასველებულმა დინჯად დაიწყო ახსნა...-მოსავლის აღებაში ერთმანეთს ვეხმარებით მეზობლები.მე და ელიკომ რომ ვახსენეთ ხეხილის ბაღი, ბიჭებმა შემოგვთავაზეს ჩვენც წამოვალთო.
-ხელფასები დარიცხეთ?...-გვერდით აზუტულ ლუკას ინტერესით ჩაეკითხა დემეტრე და დადებითი პასუხის მიღებისთანავე მიუბრუნდა კვიციანს...-გოგოები სად არიან?
-ზედა სართულზე, უნდა გამოიცვალონ...-ბაჩუკიმ დრამა დადგა და სკამის საზურგეზე ისე მიწვა, გეგონებოდათ რამდენიმე წუთის წინ სამყარო იხსნა აპოკალიფსისგან და ძალა გამოეცალაო...-წამოდი შენც, ვინ იცის იქნებ ვინმე მოგეწონოს,თვალი დაადგა და სოფელში გაზრდილ გოგოს ასე თუ შეაყვარებ თავს...-ახლა კი გაიკრიჭა და ქვეშ-ქვეშად გადახედა კიტას გვერდით მდგარ, ჯანაშიას მოფუსფუსე ფიგურას, რომელსაც ყურადღებაც კი არ მიუქცევია მისი მცდელობისთვის როგორღაც ბუნტი აეტეხა და ეჭვიანობის სცენებს შორიდან დაკვირვებოდა მზაკვრულად.
-ბაჩუკი კი არ ვარ...-თვალი რომ მოავლო ყველას და მიხვდა თავისთვის ხითხითებენო, მის სახესთან დახრილმა გვერდულად უსისინა...-სოფელში გაზრდილი გოგოსთვის თავის მოსაწონებლად, ხეებზე ძრომა რომ მჭირდებოდეს...-სანახევროდ თვალებ მოჭუტულს, მისი სიტყვების აზრს რომ ჩასწვდომოდა, ნიშნისმოგებით გაუგრძელა ქირქილი...-და თუ ვერ შეამჩნიე, გეტყვი რომ, შესაყვარებლად კანდიდატების შერჩევა დასრულებულია.
-ჯანაშია მოდი!...-ახლა მეგობარს ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, რომ გაფიქებინებდათ "აბა დამაცადე, მე შენ გიჩვენებო..."...-ბერაია ისევ შენზე მებურტყუნება...-სულ არ მიუქცევია ყურადღება ლუკას მუჯლუგუნისთვის, აქამდე ბერაიას სიტყვებზე დამცინავად ახითხითებული რომ პირზე ხელისგულს იფარებდა...- მუნჯის ენა დედამ იცისო, ისეა თქვენი საქმეც და გამაგებინე ერთი, ასი წლის დედაბერივით რას მემართლება?...-წაუსისინა და უცოდველი კრავის გამოხედვა ჩაიწება გუგებში, დემეტრეს ბრაზს რომ გაქცეოდა ბეწვის ხიდზე გავლისთვის.
-ტასო მესხიშვილებიც მოდიან, თამარა მოყვება დათას და შენც წამოდი არ გინდა?...-მაცივრის შეღებული კარიდან მოუბრუნა ელიკო კითხვით და სანამ თავის დაკვრას თანხმობად იღებდა, გველნაკბენივით შემოუბრუნდა ნიკოლოზის წამოძახილს.
-ამიტომ ვამბობ, ცოტა დროზე, ყველამ გავანძრიოთ ხელი და მივეხმაროთ ელიკოს...-პარკებს ეცა და უჩვეულო მონდომებით დაიწყო ამოლაგება, წყვილ-წყვილად აკრულ თვალებს შეჩეხილმა დამნაშავე ბავშვივით წაიბურტყუნა...-ხალხი უკვე მიდის და მიხმარება თუ გვინდა დროზე უნდა გავიდეთ სახლიდან.
მას შემდეგ, რაც სამზარეულოს კედლებს პირველი მდგომარეობა დაუბრუნდათ და ახლა თითოეულ, ახლადმოტანილ ნივთს თუ პროდუქტს საკუთარი ადგილი მიეჩინა, ყველამ ერთხმად გამოაცხადა სადილზე უარი და სიმაღლისდა მიხედვით დაწყობილები მზად გახლდნენ მინდვრებს შერეოდნენ.ავტომობილებში გადანაწილებულებს ელიკომ მკაცრად შეახსენათ თავიდან ქუდი წამითაც არ მოიშოროთო და ისეთი მზერა გააყოლა,თითქოს მათ შორის საკუთარი ჯაშუში ჰყავდა და აბა გაებედათ პირობის დარღვევა.მანქანებში გადანაწილებულები რიხიანად მიიკვლევდნენ გზას სოფლის შარაზე მიმავალ ურმებსა თუ მსუბუქ ავტომობილებს შორის.გლეხებს კალათები მოჰქონდათ და თავზე წაეკრათ ბეჭებიდან მოშორებული პერანგები, ივლისის მზე უკვე ზენიტიდან ქვეითდებოდა და ადგილს სულ მცირედად უთმობდა სანახევროდ გამჭირვალე, თეთ, ქათქათა ღრუბლებს. სიო არ იძვროდა გარშემო, თუმცა მინდორში აღმოჩენილები,რომ გადმოსცდნენ ავტომობილების კარებს,მაშინ კი მიხვდნენ რომ არც დასჭირდებოდათ.მწკრივებად ჩაყოლებულ მსხმოიარე, საადრეო ატმის ხეებს კვლები ერთიანად თავიანთ ჩრდილში მოექციათ და მკრეფავებს იწვევდნენ დახუნძლული ტოტებისგან სიმჩატის შესაგრძნობად.ჯანაშიამ დალანდა პირველი მწკრივიდან როგორ მარდად გაეცალა აზიდულ,მყარად მდგარ ხეს მესხიშვილის ფიგურა და მისკენ გამოიქცა თავქუდმოგლეჯით.გლეხებმა, რომლებსაც მუშაობა დილიდან დაეწყოთ, მაინც მხიარულად გამოყოლეს ანცს მზერა და ნაცნობების დანახვაზე რიხიანად მიიხმეს დახმარების მსურველები. ანასტასიამ იმარჯვა და თამარას გვერდით მიიჩინა ადგილი, სანამ დემეტრე ბერაია გაკვირვებით ცდილობდა გაეგო როგორ მოქცეულიყო ასეთ სიტუაციაში და მისთვის უჩვეულო დამყოლობის შეგრძნებით აეკიდა ბაჩოს, კალათით ხელმომარჯვებული რომ შეეგება შუახნის კაცს და ის თავისი კილო გაიხსენა მისალმებისას, ლიზა რომ სოფლის შარა გზიდან ახიკულს უწოდებდა. ანასტასია ორივე ხელით დასწვდა ტოტებს და მარდად მიაბჯინა ატმის ხეს კედებიანი ფეხის სიმძიმე, ამძვრალმა ნიკოლოზის მიწოდებული კალათი ტოტზე ჩამოკიდა და ეჭვის თვალით დააკვირდა როგორ წაავლო ხელი ბიჭმა მესხიშვილის წელს და ერთიანად აწითლებული დაემორჩილა თხოვნას, მიხმარებოდა აძრომაში.დამცინავი ღიმილით გაუსწორა მზერა ბავშვობის მეგობარს და მიახვედრა დასკვნის სიმძაფრეს.თამარა ბავშვობიდან ისე დაძვრებოდა ხეებზე, გეგონებოდათ სიარული ზუსტად ამისთვის ისწავლაო,მითუმეტეს რომ ტანდაბალი გახლდათ ატმის ხე, ახლა კი პატარა გოგოსავით წაეწუწუნა ნიკოლოს და მანაც თქმა არ დაასრულებინა ისე მარდად მისწვდა სიახლოვეს.როგორც კი თვალს მოეფარა ბიჭის ტანი და სხვებისკენ წასული დაიგულა, მაშინვე შეფარვით დაიწყო გამოჯავრება.
-მე არ ვთვლი რომ დღევანდელი არქიტექტურა სრულად აკმაყოფილებს სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს, სამშენებლო ნებართვების მოსაპოვებლად საკმარისი გახდა ქრთამის მიწოდება ან თანამდებობით ბოროტად სარგებლობა...-იმეორებდა იმ ღამის წინადადებებს, როცა მესხიშვილი პირველად შეხვდა ნიკოლოზს და სუფრის გარშემო მეტად სერიოზული საუბრები წარიმართა...-ყველაფერს კორუფციულ გარიგებამდე მივყავართ და საბოლოოდ ისევ არქიტექტორები ზარალდებიან, რომლებიც ყოველთვის აფრთხილებენ დამკვეთს რომ ფულის დაზოგვით სხვების სიცოცხლეს აყენებენ საფრთხის ქვეშ.სხვათაშორის...
-გეყოფა ! ...-მოუთმენლად წამოიძხა აჭარხლებულმა და ცალყბად გადმოხედა მისი საიდუმლოს გამამჟღავნებელს...-ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით...-ანასტასიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სანამ არ გამოვტეხავ მანამ მოვევლინები მწვალებლადო.
-ამჯერადაც მართალი ხართ, ჩვენ ყოველთვის ვიცით დაახლოებით რა ხარჯებთანაა დაკავშირებული კონკრეტული მშენებლობა და ღირს თუ არა კონკრეტულ ადგილას მისი დაწყება.სამწუხაროდ ჩვენ არქიტექტორები ვართ და ნახაზების გათვლა, დაგეგმარება გვევალება, უფლება არ გვაქვს დამკვეთს ვეკამათოთ.თუმცა საბოლოოდ ჯოხი ჩვენზეც ტყდება...-დაბოხებული ხმით აჯავრებდა და ცდილობდა ის მაღალფარდოვანი სიტყვები დაეძებნა, ასე დინჯად და თავისთავად რომ ისროდა ნიკოლოზის გონება მაშინ.
-გავიგე რომ მიხვდი...-ბუზღუნით გადმოულაპარაკა და თვალები აიტრიალა მობეზრების ნიშნად...-ახლა გაჩუმდი, თორემ გაიგონებს და ორივე შევრცხვებით...-ეცადა თავისი ხიდან როგორღაც მოსწვდომოდა, მაგრამ რათქმაუნდა გამოწვდილმა კლავმა სანახევროდაც ვერ მიაღწია ჯანაშიამდე.
-არადა კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმას ვაპირებდი...-წარბები აზიდა მოჩვენებითი უკმაყოფილების გამოსახატად და მერე ისევ ანცად წაუსისინა...-როგორ მარტივად დამნებდი, სირცხვილია...-კისკისი წასკდა და ისევ ჩაშაქრული ნაყოფის კრეფას მიუბრუნდა.
კარგა ხანს იყო ჩაჩუმებული. ტოტებს ეფინებოდა მინდვრებიდან, ამაყად აზიდული ფიჭვნარიდან წამოღებული ნიავის სიგრილე და სიცხისგან გათანგულს ევლებოდა კისრის კუთხეებში.გაფაციცებით აკვირდებოდა, ხიდან ხეზე გადასული როგორ მარდად დარბოდნენ სულ ციცქნა ჭიანჭველები ხის, მუქ ყავისფერ, ქერქზე და სანახევროდღა ესმოდა აღიღინებული ხალხის ჟრიამული, ერთმანეთს რომ ეძახდნენ ავსილი კალათების გოდრებამდე მისატანად. მზე უკვე ფარხმალს ყრიდა და ემზადებოდა სანახევროდ მიწასა და ცას შორის ჩამოსასვლელად, თითქოს მისი ნება რომ იყოს,ასე გამრჯედ მომუშავე ხალხს როგორ დაუცვარავდა ოფლით სახესო. შეფაკლული ლოყები და გარუჯული, მზის სხივებისგან შეფერადებული კანი სულ უფრო იწვოდა მხურვალებისგან, მაგრამ ასე ერთხმად, ერთ მუშტად შეკრულებს რას დააკლებდათ ივლისის დღის უკვე დაჩვეული ხასიათი. საიდანღაც, მთიდან წამოსული ექოსავით ისმოდა კიტას საუბარი, შიგადაშიგ ბაჩოს ბარიტონსაც მოუტანდა ნიავი, მაგრამ მთავარი ვის ხმასაც ათობით ტონში ეძებდა, ერთხელაც არ გაუგონია.თვალი კი მხოლოდ მაშინ მოჰკრა, როცა ცამ ქათქათა ღრუბლები შემოიკრიბა და მშველელად მოევლინა ყველას, ვისაც უკვე იმედი აღარ ჰქონდა მწუხრის ჩამოწოლის.დემეტრე ბერაია წარბშეკრული საუბრობდა ტელეფონზე და ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა ატმის ხეებისგან თავის დასაღწევად. აჭარხლებულ სახეს რომ შეეფეთა ჯანაშია, კითხვაც ვერ გაბედა, მხოლოდ უკან მოყოლილ ზურაბს დასწვდა გაკვირვებულის თვალთახედვა და აღელვებულმა იკითხა რა სჭირს დემეტრესო.
-მამამისს ელაპარაკება, რაღაც პრობლემა აქვთ და სახლში ბრუნდება მოსაგვარებლად...-მშვიდად ამცნო კვიციანმა და გაუღიმა ტოტებში გახლართულს.
-სასტუმროსთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა?...-მოჯადოებულივით ჩაეკითხა სიახლის გაგების მოლოდინში.
-არა, არა...-განცვიფრებას რომ წააწყდა დაამშვიდა და ახლოს მიწეულმა უჩურჩულა სანდო ინფორმატორივით...-როგორც მივხვდი რაღაც საბუთები არ მოაწოდა თავისმა თანაშემწემ და ხელი არ აქვს მოწერილი. მივა, ამობეჭდავს და გადაუგზავნის.
ჯანაშიას სიტყვაც აღარ გადმოსცდომია, მას შემდეგ რაც მის თვალთახედვას თავისი მთავარი ადამიანი გამოაკლდა.გოდრები ნე-ნელა შეივსო, გლეხების ფაცი-ფუცი მიგახვედრებდათ რომ გუშინდელი დილიდან თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ორმა დღემ მოსავლის აღების მხრივ ნაყოფი ნამდვილად გამოიღო.როცა უკვე ბოლო ხიდანაც გაათავისუფლეს ტოტები ჩაშაქრული ნაყოფის სიმძიმისგან და გათანგულებმა დატვირთეს კუზაოები გოდრებით, მაშინ კი შეჯგუფდნენ ერთ კვათან და ერთმანეთის პირისპირ, ატმის ძირებს მიყრდნობილნი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ საღამოს მწუხრში.თავიდან მოცილებული ქუდები, თავსაფრად ქცეული პერანგები და შარფები ხელისგულებში მოექციათ და ღიმილით აკვირდებოდნენ აშრიელებულ ფოთლებს, როგორ მოჰქონდა გრილი სიო მათი დასიცხული სახეებისკენ.ერთიანად აწითლებულ ნინიკოს ყინულიანი წლით სავსე ბოთლს ადებდა ლუკა ლოყებზე და შეშფოთებული იხედებოდა მარცხენა მხარეს, ბაჩუკი ხომ არ გვიყურებსო.ლიზა მონდომებით იფრიალებდა სახესთან კიტას ქუდს და ნაძალადევი ღიმილით თუ წაავლებდა თვალებს ბიჭის დაღლილ თავს, ერთიანად რომ გადაეწია და მიეყდნო ატმის ხის ქერქზე.
-გუშინ მანოსთან შევიარე და მისი ოდა ერთიანად შეცისფრებული დამხვდა...-ნიდაყვი გაკრა ჯანაშიას, ერთიანად ფიქრებში წასული რომ ამ ქვეყნად მოებრუნებინა...-მითხრა ანასტასიამ შეღებაო და ძველი ამბები გავიხსენეთ.
-რომელი? შენ და ანასტომ, თომას საღებავებს რომ მიაგენით და მეც ჩამითრიეთ თქვენს მზაკვრულ გეგმაში?...-კიტა ჩაერთო წამოწყებულ დიალოგში და მხიარულად ააციმციმა თვალები, მოგონებამ წინ რომ ჩაუქროლა.
-მზაკვრული გეგმა არ იყო, ჩვენ დიად მიზნებს ვემსახურებოდით...-ამაყად შემართა კისერი მესხიშვილმა და საკუთარ ტონსა და სიტყვებზე თავადვე გაეცინა...-შენც იმიტომ ჩაგრთეთ, ვიცოდით ჩვენს გარეშე ვერაფერს მოახერხებდი და გვინდოდა ამ დიადი გეგმის ნაწილი მაინც გაგვეხადე.
-არ თქვათ რომ საღებავები მოიპარეთ და სახლის კედლები დათხაპნეთ...-დიალოგის მსვლელობამ ჩაითრია ბაჩუკი და წამომართულმა დამცინავად გააჟღერა ვერსია.
-ვგავართ იმ ხალხს კედლებზე ხატვით რომ კმაყოფილდებიან?...-მოჩვენებითი აღშფოთებით გადახედა ბიჭს თამარამ და თავი გააქნია, თითქოს ვერ იჯერებს ასე რომ შეურაცხყვეს მათი შთაგონება და წარმოსახვაო...-ჩვენ გადავწყვიტეთ რომ თომას პაწაწინა წიწილებს შეეძლოთ ზრდასრულ ვარიებად ერთ წამში გარდაქმნა და ამისთვის მხოლოდ ჩვენ მიერ გამოგონილი, მეცნიერული ცდის შედეგად დამზადებული წამალი იქნებოდა საკმარისი.
-მარტივად რომ ვთქვათ, თომას საგულდაგულოდ დამალულ საღებავებს მიაგნეს საწნახელში და მიზეზი სჭირდებოდათ რომ თავზე ევლოთ...-გაკვირვებულ ბაჩუკის ღიმილით მიუბრუნდა კიტა და მესხიშვილის მაღალფარდოვანი სიტყვები, მიწიერთათვის გასაგები გახადა...-ამ ორმა ქალბატონმა თომას თვალები მანამდე უციმციმა, სანამ იმან ნემსი არ მისცათ,იმის იმედით რომ უბრალოდ წუწაობისთვის სჭირდებოდათ და მერე მანოს სამზარეულოდან მოიპარეს ქილები უკითხვად...-დაინტერესებულმა ბაჩუკიმ ვეღარ მოითმინა და ჩააცივდა ამბის გასაგრძელებლად.
-აიღეს ეს საღებავები, გააზავეს წყალში და საწყალ წიწილებთან გამგზავნეს მუქარით...-აზიდული წარბებით გადმოხედა გაცისკროვნებულ თამარას, ვითომ ახლა გაახსენდა როგორ ჩაგრავდნენ უმცირესობაში მყოფსო...-დავსდევ ამ წიწილებს ეზოში, კრუხმა ლამის თვალები დამთხარა ისე ხტებოდა ჰაერში სახეზე საცემად, მაგრამ მაინც მივუყვანე ერთი წიწილი და ამათმა თავზე ასხეს იმ უბედურს სტაფილოსფერ საღებავიანი წყალი...-სიცილი წასკდა გახსენებისას.
-ჯერ ერთი ეგ წამალი იყო, რაღაც გარღვევები გვქონდა ცდაში, მაგრამ საბოლოოდ წიწილიც მშვენივრად გრძნობდა თავს და ჩვენც მივხვდით რომ მეცნიერებისგან შორს ვიყავით...-ახითხითებულ ანასტასიას თავადაც შეუერთდა და ნიშნისმოგებით გადმოხედა კიტას გაღიმებულმა.
-ყვითელი, ფუმფულა წიწილა აქციეთ სტაფილოსფერ გაწუწულ ჩონჩხად და კიდევ გჯერა რომ მეცნიერული ცდა ჩაატარე?...-აკისკისებულ მეგობრებში თავი უსაფრთხოდ დაიგულა ბაჩუკიმ და დამცინავად აზიდული სახის გამომეტყველება შეაფრქვია სახეში.
-ესეიგი ერთმანეთს ბავშვობიდან იცობთ?...-სასიამოვნოდ გაბადრულმა ნიკოლოზმა სცადა უხერხულობის ჩამოშორება და კითხვა პირდაპირ თვალებში შემყურეს დაუსვა.
-ტასო ძირითადად ზაფხულობით ჩამოდიოდა აქ.მე და კიტა მასზე სამი წლით უფროსები ვიყავით, მაგრამ მშვენივრად ავუღეთ ერთმანეთის თამაშებს ალღო...-თავიდანვე უცნაურად მელანქოლიურმა ფერმა წაკრა სახეზე, მერე კი გახევებულმა, მოჯადოებულივით გააჟღერა სხვებისთვის უწყინარი ამბავი...-დედაჩემი სასტუმროში მზარეულად მუშაობდა და ხშირად დავყვებოდი ტასოს სანახავად.
-გახსოვს როგორ ველოდებით თომასთან ერთად კოპიტის ძირში, მანოს ბაზრიდან დაბრუნებას?...-კიტამ ანასტასიას მზერა დაიჭირა და როგორც კი მიხვდა, რომ ეს ორი ერთმანეთს შეცვლილი სახით უშტერებდა თვალებს და სახე უფითრდებოდათ გახსენებისას, მაშინვე სცადა ყურადღების მიქცევა.
-აბა, როგორი თავხედები ვიყავით...-გამოერკვა მესხიშვილი და კვიციანის მზერა რომ დაიჭირა მიუხვდა ჩანაფიქრს, თავის დაკვრით სცადა ანასტასიასგან პასუხის მიღებას, მაგრამ ჩაფიქრებულისგან მიმიკის ცვლილებასაც რომ ვერ ეღირსა, მაინც შემართებით განაგრძო...-საწყალ ქალს,თომას საგულდაგულოდ გამოზრდილ დედლებს, ბაზარში მთელი დღე რომ ცდილობდა გაეყიდა, ჩვენ წყლის თოფებს და შოკოლადებს ვაბარებდით.ისიც ყოველ ჯერზე ჩვენ დანაბარებ ასრულებული ბრუნდებოდა.
-საღამოს რომ თხილების სარჩევად ჩამოჯდებოდნენ, მაშინ გვაკვირდებოდნენ, როგორ დავრბოდით და ვიკლებდით ეზოს იმ ჩვენი წყლის თოფებით...-ნოსტალგია მოაყოლა კვიციანმა და ახლა მხოლოდ სამისთვის იყო გასაგები, რა აზრი იდო მის ამოჩურჩულებაში. სამივემ მშვენივრად იცოდა რომ თომასა და მანოსთვის, ეზოს ჟრიამულს იმაზე მეტი ფასი ჰქონდა, ვიდრე თვეობით გამოზრდილ ფრინველში აღებულ ფულს.
-ესეიგი სოფელში გაზრდა ასეთი სახალისოა?...-ინტერესით იკითხა ნინიკომ და სასიამოვნოდ გაბადრულმა წამოიწია რომ კიტასთვის შეევლო თვალი.
-ჩვენ ძირითადად ზღვაზე ან მთის სასტუმროში...-კვიციანის კითხვას, თქვენ როგორ ისვენებდით ზაფხულობითო, უგემურად უპასუხა ბაჩუკიმ, თითქოს მისი ბავშვობის ამბები სილაჟვარდეს კარგავდა აქ მოსმენილთან შედარებაში...-ყველაზე სახალისო რაც მახსოვს ნინიკოს ყვინთვა იყო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ყოველთვის დედაჩვენის კივილით მთავრდებოდა.მთის სასტუმროში კი არასდროს მინახავს იმაზე მეტი, ვიდრე ახლომახლო პარკებში სეირნობა, თავის დროზე ჭამაა...-უდარდელად ამოილაპარაკა და ნაძალადევად გაუღიმა ჯანაშიას გაკვირვებულ გუგებს...- მთავარი გასართობი ისევ ნინიკოსთან ერთად დიდი ექსპედიციების გამართვა იყო, რომელიც დედის თვალთახედვის არეალს ვერ გაცსდებოდა.
-სოფელში აქამდე არასდროს ყოფილხართ?...-მესხიშვილი ყურებს ვერ უჯერებდა და სათითაოდ ათვალიერებდა წინ მსხდომთ, იქნებ ერთს მაინც წამოსცდეს დადებითი პასუხიო.
-კი, ერთხელ მე ვიყავი მამიდაჩემის მულის შვილის ნათლიის პანაშვიდზე...-წამოიძახა ლუკამ და უხერხული სიჩუმით შეფითულ წყვილ-წყვილ თვალებს რომ წააწყდა, მარტივად განმარტა თავისი სიტყვების აბსურდულობის გასაფანტყად...-ოჯახებით ვმეგობრობდით და ჩემმა მშობლემა მეც წამიყვანეს.
-და მაინც, როგორია სოფელში გატარებული ბავშვობა?...-მონაყოლით აღტაცებული ნინიკოს ინტერესმა ცამდე ასწია მასშტაბები და გაცხოველებული ნდომა ეღვრებოდა გუგებიდან უფრო მეტის მოსმენის სურვილით.
-ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა საზღვრები...-ახლა კი მიუხვდა მესხიშვილი ამ ონავარს, უჩვეულოდ ამღვრეულ თვალებს. ზუსტად იმიტომ სურდათ სხვისი ბავშვობის ამბების მოსმენა, რომ თავად მხოლოდ მცირე რამ ჰქონდათ გასახსენებელი, ისიც მშრალად და ზედაპირულად...-თითქოს ახლაც კი არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ, უბრალოდ საკუთარ თავს ვაფრთხილებ დაიმახსოვროს რომ ოდესღაც პეპლებამოქარგული კაბიანი , თმაკიკინა ანცი იყო,რომელიც კედლებს ფერადი ფანქრებით აფერადებდა და ეზოს ყველა კუთხეს აკრავდა კისკისის ექოს.
-არ წავიდეთ? ძალიან დავიღალე და ერთი სული მაქვს როდის გამოვიცვლი, თან დემეც უცებ გავარდა და მაინტერესებს რა მოხდა...-საუბარმა მაინდამაინც ვერ აიყოლია ლიზა და კიტას გადახედა შემბრალებლად მოვლინებისთვის. უხერხულობა ატანილმა თავი დაუკრა და წამომართულმა ხელი გაუწოდა მისახმარებლად.
ავტომობილებისკენ ზანტად წასულებმა, წამოდგომისთანავე შეიგრძნეს დაღლილობა და ახლაღა გაანალიზეს როგორ ეტკინებოდათ კუნთები ხვალ დილით, გაღვიძებისას. აშრიალებულებს და აწუწუნებულებს თვალი გააყოლა მესხიშვილმა და ზრდილობიანი ღიმილით სცადა ნიკოლოზის ჩამოშორება, ჯანაშიასთან სულ რამდენიმე წუთით რომ დარჩენილიყო მარტო.გათანაბრებულებს ხელმკლავი გამოსდო და ადგილზე შეაჩერა. ქმედებით შეცბუნებულმა აიკრა კითხვის ნიშნები თავფლისფერ სფეროებში და დაელოდა სათქმელს, რომელმაც თამარას სახეზე ერთიანად გადაირბინა მწვალებლად. თაფლათვალები ჩაქვრნენ, როცა მესხიშვილის ტუჩებს გადმოსცდათ შეკითხვა. ერთიანად გაფითრებულს წინასწარ ეშინოდა პასუხის მოსმენის.
-მენატრება ის დრო, როცა ჩვენი მთავარი საზრუნავი დღის ბოლომდე სირბილი და თამაში იყო, ხანდახან ძალიან ვნანობ რომ არ შემიძლია დღეების უკან დაბრუნება. მოგონებები, რომლებსაც ვეღარასდროს დავუბრუნდებით და მათზე ლამაზ დღეებსაც ვეღარასდროს შევქმნით..როგორ ფიქრობ ჩვენი ცხოვრება უკეთესი არ იქნებოდა უბრალოდ ზღვაზე რომ წავსულიყავით და ამდენი ზღაპრული მოგონება არ დაგვეგროვებინა?
-მე მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ისე გავიზარდე ზაფხულის ღამეებში ციცინათელებს აღარ ვიჭერ...-არეული კითხვის შინაარსს მიუხვდა ბავშვობის მთავარ მესაიდუმლეს და თანამზრახველს, ახლა მხოლოდ ჯანაშია თუ ჩასწვდებოდა იმ აზრს რაც ცახცახს აყოლილი ქალის სხეულს წამოსცდა შიშის გასამჟღავნებლად.გაუღიმა და ხელისგულით ჩაეჭიდა მის ათრთოლებულ სიტყვებს...-ძალიან ვნანობ ამხელა გოგოობას, მათი დაჭერა ქილაში გამომწყვდევა და მერე შეცოდება და გაშვება რომ აღარ შემიძლია,ვნანობ იმას რომ მათი დანახვისას ისევ ისე აღარ მეღიმება, თხილის ხეების უკან აღარ დავსდევ და აღარ მეცრემლება როცა ეზოს ღობეს გადაცდებიან.აღარც სიბნელეში აღარ ვიპარები,აღარც დრო აღარ მავიწყდება მათ დაჭერაში,ვენახის ბოლოებში აღარ მივყვები და გულიანად აღარ ვიცინი, როცა ფოთლებზე დასკუპებულებს ქილაში ვერ ვამწყვდევ.ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ რომ იმხელა გავიზარდე ქილას თავს აღარ ვხსნი და იქედან ათობით მათგანი არ თავისუფლდება.
ვნანობ,ძალიან ვნანობ რომ ამხელა გავიზარდე...-სახის თითოეული მიმიკით აგრძნობინებდა ტანში დავლილ აქაფქაფებულ შეგრძნებებს, ჯანაშიამ იცოდა რაზეც საუბრობდა და უნდოდა ეს მესხიშვილსაც გაეაზრებინა...-მე, შენ და კიტას გაგვიმართლა რომ ასეთი ბავშვობა გვქონდა, ყველაფრის მიუხედავად. როცა მე კი არა, ექიმსაც აღარ ჰქონდა იმედი ამქვეყნად ჩემი მობრუნების, მაშინ ზუსტად იმ ღამეებზე ვფიქრობდი როცა ციცინათელებს თომას ეზოს ყველაზე ბნელი კუნჭულებისკენ მივყვებოდით და არაფრის გვეშინოდა, საერთოდ არაფრის.ასე, რომ დაივიწყე თამარ ის დილა, გაუშვი.ჩვენი ბავშვობა მშვენიერი იყო, მაგრამ წინ უფრო ლამაზი დღეებია.
-ალბათ ფიქრობ ეს იურისტი ქალი რამ გააგიჟაო...-სიცილით სცადა იმ უხერხულობის გადაფარვა, მის გულწრფელ სიტყვებს რომ თან მოჰყვა სხეულში ჩასაბუდებლად...-მართალი ხარ, სისულელეა წარსულით ცხოვრება როცა წინ მომავლის ახალი დღეებია.
ავტომობილისკენ წასულები ზურაბის უკანა სავარძელებზე მოთავსდნენ, რადგან მხოლოდ კვიციანს ეყო მოთმინება, ატმის ჩამოკრეფილ ხეებთან გახევებულებისთვის დაეცადა.
ეზოს ჭიისკართან მისულმა ჯანაშიამ დაიჟინა მესხიშვილს აქ ებანავა და მისი ტანსაცმელები მოერგო, რის შემდეგაც გულდამშვიდებულმა მიაკითხა თონესთან ჩამომდგარ ელიკოს, მონდომებით რომ ალაგებდა ახლადამოყრილ ცხელ შოთის პურებს ხის დაფაზე და ღიმილის კუთხეები რომ გაეწელა სახლის დაბრუნებული მოჟრიამულეების დანახვით.კვიციანის ქალმა ამაყად განაცხადა, სანამ თქვენ ხიდან ხეზე დაძვრებოდით, მე და დემეტრემ თონეც დავანთეთ, სუფრაც გავშალეთ და ლაპარაკითაც მოვიღალეთ თავებიო.ჯანაშიას ახლაღა გაახსენდა მინდვრებიდან გველნაკბენივით გამოქცეული ბერაია და სანამ თამარა თავს ირთობდა დიასახლისთან საუბრით, ჩუმად გაიპარა სახლისკენ. ბიჭებმა მოთმინება გამოიჩინეს და ჯერ გოგოებს მისცეს საშუალება ცხელი წყლით დამტკბარიყვნენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისე ჩანდა რომ წუწუნით გული შეუღონეს და ფარ-ხმალი დაყარეს ეზოს ბალახებში გაწოლილებმა.
სამზარეულოში სიჩუმეს მხოლოდ აგიზგიზებული გაზქურის ძლივს გასაგონი ხმა არღვევდა და მაგიდასთან მოკალათებული კაცის წინ გაშლილ ლეპტოპის კლავიატურაზე თავგანწირული ბეჭდვა.ჯანაშია ფრთხილად მიუახლოვდა მაგიდის შუაში განთავსებულ სკამს და უჩუმრად გამოსწია ძველი ხისგან დამზადებული, რომ ხელის შეუშლელად მოთავსებულიყო მის გვერდით.დემეტრემ მზერა მოსწყვიტა განათებულ ეკრანს და ყურადღებით დააკვირდა ერთიანად აღაჟღაჟებულ სახეს, კისერზე ალაგ-ალაგ ჩამოშლოდა აწეული თმის კულულა ბოლოები და ამ ანცს გამომეტყველებაზე ეწერა, როგორ მოიღალა ტოტებს შორის ჩაშაქრული ნაყოფის კრეფისას.მისი წუწუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაინც თამამად წაიწია და წარბშეკრულმა მოწყვეტით შეატოვა ტუჩებზე კოცნის კვალი. მისდა გასაკვირად გაბადრულს სახე უცებ შეეცვალა და მზერას რომ თვალი გააყოლა, მაშინ დალანდა თავზე პირსახოც მოხვეული ლიზას ფიგურა, ერთ ადგილს მიყინულს რომ ამ მანძილიდანაც კარგად შეატყობდით ჰაერში უძლურად ჩამოყრილი ხელების კანკალს. უპეებიდან ჩამოგორებული ცრემლი, რომ ტუჩებამდე მისწვდა და მარილიანი სიმჟავე იგრძნო, მაშინ მოსწყდა გოგო ადგილს და მისაღების სივრცისკენ გაიქცა.დემეტრე ბერაიამ ღრმად ამოიხვნეშა და გაყინული სხეული რომ შეულღვა, მაშინვე გველნაკბენივით აედევნა უკან.ბაჩუკიმ თქვა რომ ამბავი მხოლოდ ორისთვის იყო დამალული, მათგან ერთ-ერთს თავად გაანდო ასე წმინდად შენახული საიდუმლო, ახლა კი უკვე ერთი ადამიანიც აღარ ეგულებოდა ანასტასიას, კვიციანების გარშემო, რომელზეც შეძლებდა წრის სივრცის მიღმა ყოფნის დამტკიცებას.
ის, რაც წრის შიგნით იყო, წრის შიგნით ვერ დატოვა და გაანალიზა როგორ წააგო.
მესხიშვილმა უხერხულად მოირგო ანასტასიას სარაფანი და საძინებელში დაბრუნებულმა დაქაჩა ქვემოთ სიფრიფანა ნაჭერი, თითქოს მოშიშვლებული მუხლების დაფარვა ცოდვისგან იხსნისო.ანასტასიას გაეცინა ბავშვობის მეგობრის მცდელობაზე და ხელი წაავლო მკლავზე, რაც შეიძლება სწრაფად რომ წაეყვანა ეზოს შეკედლებულებისკენ. სუფრასთან ჩამომსხდრები მხიარულად უყვებოდნენ ელიკოს, ატმით სავსე კალათებზე, სოფლის ხალხისგან მოსმენილ ისტორიებზე და იმ ღიღინზე მწკრივებს შორის რომ ქუხდა.
მაგიდასთან შემომსხდრები ელოდნენ, თუმცა ჯანაშია ვერ მიხვდა- რას. უცნაურად გამოაყოლა მზერა შემოსწრებულს, რომელიც თამარას გვერდით აპირებდა მოთავსებას, მანამდე კი უცნაური უხერხულობით დაიჩურჩულა დავიწყოთ და ჩამოვლენო.ახლა კი მიუხვდა გოგო ხალხს, ლოდინის მიზეზს და გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო ხელახალი, უფრო დაჟინებული მოპატიჟება. ფეხზე წამომხტარს ხელისგული წაავლო ნიკომ და მოჩვენებითი უდარდელობით ურჩია, უკვე მოდიან და არაა საჭიროო, თუმცა მწარე ღიმილაკრულმა აინუშიაც არ ჩააგდო მითითება.
გაგულისებით ავლილი კიბეების ბოლოს, ზღურბლს გასცდა და სულ ბოლო საძინებლისკენ მიმავალმა, ხელისგული ააკრო ძველი კაკლის ხისგან დამზადებულ, სანახევროდ შეღებულ კარს.ერთ საწოლზე ჩამომჯარს , მეორე საწოლზე გაეშალა ფეხები და გათიშული თავი მიენდო კედლის სიცივისთვის,მის კალთაში ჩადებულ მასიურ ბალიშზე კი ლიზას სახე მიესვენებინა და გოგოს თმაში ახლართულ ბერაიას თითებს მომაკვდინებელი ცოდვის სურნელი ასდიოდათ.
შემართება სადღაც გაქრა, კარის ჩარჩოს უძლურად მიყრდნობილმა სხეულმა თითქოს შინაგანი ბუნტი ჩაახშო და ერთიანად ფარ-ხმალ დაყრილმა გამოაცახადა კაპიტულაცია.ახლა ეს ჰგავდა მუცელში დავლილ იმ გულის რევის შეგრძნებას, რომელიც შუაღამის სამზარეულოს სივრცეში, ძალით ამოჭმულ მაფინებს მოჰყვა.
შეცდა, როცა იფიქრა რომ წრის შიგნით ძალიან ბევრი ადამიანის თარეში დაუშვა. სინამდვილეში წრე იმდენად პატარა იყო, რომ თავადაც ძლივს ეტეოდა მასში ჩაკვეხებული და უჰაერობისგან ლამის იყო ხრჩობაც ეგემა, ისედაც ჩამოშლილ ფილტვებს.
კარი ისევე უჩუმრად მოიხურა, როგორც შეაღო და ღიმილით დაუბრუნდა მაგიდასთან შემომსხდარ სტუმრებს, რომლებსაც მხიარულად ამცნო, დროა დავიწყოთ და ისინიც, საქმეს მორჩებიან თუ არა შემოგვიერთდებიანო.
საინტერესო ის გახლდათ, რომ ღიმილის უკან, თვალებში აცეკვებული წყლის ანარეკლი მხოლოდ იმავე საიდუმლოს ნაზიარებმა ნიკოლოზმა შენიშნა და ისე ჩახარა დამძიმებული თავი, თითქოს თავადვე იყო იმედგაცრუებისგან ამღვრევის მიზეზი.


პ.ს დაგიბრუნდით და თან მოვიტანე მსუყე თავი, ბევრი ახალი ამბით და გაშლილი ბანქოთი. ვწუხვარ, რომ განერვიულეთ, ვნახე კომენტარები და გული მომეწურა. უკვე კარგად ვარ და ვაგრძელებ წერას.
პ.ს.ს გამთენიამდე ვწერდი და თუ უზუსტობას, შეცდომას ან უჩვეულო რამეს შენიშნავთ, აუცილებლად მიმითითეთ.



№1 სტუმარი ნეს

გამოდის, თამარამ აღმოაჩინა იმ დილით ანასტასია და გარდაცვლილი მილა, მის კივილზე შეცვივდნენ ოთახში დანარჩენები. არ იქნებოდა ამხელა ტრავმა 15 წლის გოგოსთვის ადვილი გადასატანი.. ნი კო ლოოოზ, შე შეყვარებულო კაცო შენა ❤️

აუუუ, ლიზააა, სად ეკვეტები რა შენც, ძლივს ეშველად, კიდე შენ აკლდი ეხლა რა.. არამგონია აქ რაიმე საეჭვიანო ქონდეს ჩვენს ტასიკოს, დემეტრემ აუხსნა ეტყობა თავის ბავშვობის მეგობარს, რომ დროა სხვა ტრფობის ობიექტი იპოვოს და შეეშვას ბოლობოლო ამ ჩვენს ბიჭს.. გული მიგრძნობს, ერთი კარგი შერიგების სცენა დახატავდა ამათ ????

 


იმედია ლიზა გონიერებას გამოიჩენს და დემეტრეს მისცემს საშუალებას ყველაფერი აუხსნას. უბრალო, რომ იყოს დემესთვის ლიზა მაშინ არ ეცოდინებოდათ ბერაიებს მასზე ამდენი და არც სასტუმროს დაიტოვებდა თავისთვის. ამ დიდ წრეში თავისი პატარა წრე აქვთ ორივეს და დიდი თუ გაირღვა პატარას გარღვევის საშუალება არავის უნდა მისცენ❤

კვიციანებთან ისეთი სითბო ტრიალებს ჩემი ბავშვობა და სოფელი გამახსენდა. მაში ჩვენც უდარდელები ვიყავით და ძალიან მიყვარდა ციცინათელების დაჭერა და მერე გაშვება❤
დაველოდები შემდეგ თავს და ჯანაშია-ბერაიას თბილ მომენტებს❤

 


№3  offline წევრი Qetatoo

ნეს
გამოდის, თამარამ აღმოაჩინა იმ დილით ანასტასია და გარდაცვლილი მილა, მის კივილზე შეცვივდნენ ოთახში დანარჩენები. არ იქნებოდა ამხელა ტრავმა 15 წლის გოგოსთვის ადვილი გადასატანი.. ნი კო ლოოოზ, შე შეყვარებულო კაცო შენა ❤️

აუუუ, ლიზააა, სად ეკვეტები რა შენც, ძლივს ეშველად, კიდე შენ აკლდი ეხლა რა.. არამგონია აქ რაიმე საეჭვიანო ქონდეს ჩვენს ტასიკოს, დემეტრემ აუხსნა ეტყობა თავის ბავშვობის მეგობარს, რომ დროა სხვა ტრფობის ობიექტი იპოვოს და შეეშვას ბოლობოლო ამ ჩვენს ბიჭს.. გული მიგრძნობს, ერთი კარგი შერიგების სცენა დახატავდა ამათ ????

მემგონი ლიზამ უკვე იპოვა ტრფობის ახალი ობიექტი, ოღონდ ჯერ თვითონაც ვერ ხვდება :D
შერიგებაზე საინტერესო ამბავი გველოდება წინ, დამიჯერე <3

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

რა კარგად წერ ქეთი არ ვიცი ბოლოს როდის წავიკითხე ასე ღრმა შინაარსით აღწერა.ვგიჟდები დეტალებზე ისე საოცრად გადმოსცემ.ამიტომ არის რომ არ გვყოფნის კიდევდაკიდევ ბევრი გვინდა ვიკითხოთ.არ დაიკარგო გთხოოვ რა

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

შემდეგ თავამდე ხო განვუტევე სული....????

 


№6 სტუმარი ნეს

Qetatoo
ნეს
გამოდის, თამარამ აღმოაჩინა იმ დილით ანასტასია და გარდაცვლილი მილა, მის კივილზე შეცვივდნენ ოთახში დანარჩენები. არ იქნებოდა ამხელა ტრავმა 15 წლის გოგოსთვის ადვილი გადასატანი.. ნი კო ლოოოზ, შე შეყვარებულო კაცო შენა ❤️

აუუუ, ლიზააა, სად ეკვეტები რა შენც, ძლივს ეშველად, კიდე შენ აკლდი ეხლა რა.. არამგონია აქ რაიმე საეჭვიანო ქონდეს ჩვენს ტასიკოს, დემეტრემ აუხსნა ეტყობა თავის ბავშვობის მეგობარს, რომ დროა სხვა ტრფობის ობიექტი იპოვოს და შეეშვას ბოლობოლო ამ ჩვენს ბიჭს.. გული მიგრძნობს, ერთი კარგი შერიგების სცენა დახატავდა ამათ ????

მემგონი ლიზამ უკვე იპოვა ტრფობის ახალი ობიექტი, ოღონდ ჯერ თვითონაც ვერ ხვდება :D
შერიგებაზე საინტერესო ამბავი გველოდება წინ, დამიჯერე <3




კაი ამბავი, კაიააა ❤️❤️❤️ მიყვარს ამათი ერთობლივი ამბები და საერთოდ აღარ უხდებათ ეს ეჭვიანიბები. რაღა დროს ლიზაა, მემგონი დარჩა ეგ ხო სოფელში, კვიციანების რძლად?! ????

 


№7  offline წევრი Qetatoo

ნეს
Qetatoo
ნეს
გამოდის, თამარამ აღმოაჩინა იმ დილით ანასტასია და გარდაცვლილი მილა, მის კივილზე შეცვივდნენ ოთახში დანარჩენები. არ იქნებოდა ამხელა ტრავმა 15 წლის გოგოსთვის ადვილი გადასატანი.. ნი კო ლოოოზ, შე შეყვარებულო კაცო შენა ❤️

აუუუ, ლიზააა, სად ეკვეტები რა შენც, ძლივს ეშველად, კიდე შენ აკლდი ეხლა რა.. არამგონია აქ რაიმე საეჭვიანო ქონდეს ჩვენს ტასიკოს, დემეტრემ აუხსნა ეტყობა თავის ბავშვობის მეგობარს, რომ დროა სხვა ტრფობის ობიექტი იპოვოს და შეეშვას ბოლობოლო ამ ჩვენს ბიჭს.. გული მიგრძნობს, ერთი კარგი შერიგების სცენა დახატავდა ამათ ????

მემგონი ლიზამ უკვე იპოვა ტრფობის ახალი ობიექტი, ოღონდ ჯერ თვითონაც ვერ ხვდება :D
შერიგებაზე საინტერესო ამბავი გველოდება წინ, დამიჯერე <3




კაი ამბავი, კაიააა ❤️❤️❤️ მიყვარს ამათი ერთობლივი ამბები და საერთოდ აღარ უხდებათ ეს ეჭვიანიბები. რაღა დროს ლიზაა, მემგონი დარჩა ეგ ხო სოფელში, კვიციანების რძლად?! ????

ისე დარჩება როგორც დაუბარებია. აქეთ არ ეხვეწოს ბეჭდით, ცოლად მომიყვანეო :D :D
ბაჩუკი ძია კაც ტარიელს რჩება კაი კაცად აღსაზრდელად, აქედანვე იცოდეთ :D

 


№8 სტუმარი ნეს

Qetatoo
ნეს
Qetatoo
ნეს
გამოდის, თამარამ აღმოაჩინა იმ დილით ანასტასია და გარდაცვლილი მილა, მის კივილზე შეცვივდნენ ოთახში დანარჩენები. არ იქნებოდა ამხელა ტრავმა 15 წლის გოგოსთვის ადვილი გადასატანი.. ნი კო ლოოოზ, შე შეყვარებულო კაცო შენა ❤️

აუუუ, ლიზააა, სად ეკვეტები რა შენც, ძლივს ეშველად, კიდე შენ აკლდი ეხლა რა.. არამგონია აქ რაიმე საეჭვიანო ქონდეს ჩვენს ტასიკოს, დემეტრემ აუხსნა ეტყობა თავის ბავშვობის მეგობარს, რომ დროა სხვა ტრფობის ობიექტი იპოვოს და შეეშვას ბოლობოლო ამ ჩვენს ბიჭს.. გული მიგრძნობს, ერთი კარგი შერიგების სცენა დახატავდა ამათ ????

მემგონი ლიზამ უკვე იპოვა ტრფობის ახალი ობიექტი, ოღონდ ჯერ თვითონაც ვერ ხვდება :D
შერიგებაზე საინტერესო ამბავი გველოდება წინ, დამიჯერე <3




კაი ამბავი, კაიააა ❤️❤️❤️ მიყვარს ამათი ერთობლივი ამბები და საერთოდ აღარ უხდებათ ეს ეჭვიანიბები. რაღა დროს ლიზაა, მემგონი დარჩა ეგ ხო სოფელში, კვიციანების რძლად?! ????

ისე დარჩება როგორც დაუბარებია. აქეთ არ ეხვეწოს ბეჭდით, ცოლად მომიყვანეო :D :D
ბაჩუკი ძია კაც ტარიელს რჩება კაი კაცად აღსაზრდელად, აქედანვე იცოდეთ :D


მოკლედ, არ დაფრთიანდნენ ეს ბარტყები ამ სოფელში?! :D ააჰ, კურცხალი მომადგა..
რა მაგის პასუხია და, რამდენიმე კითხვა მქონდა.. სასტუმროს მილას დროს სახელი არ ერქვა? ერქვა ალბათ, მაგრამ არ გიხსენებია არასდროს. და ეს ლუკა ნიკოლოზი და ბაჩუკი რა გვარები არიან კაცო?! ინტაგრამდე უნდა დავაფოლოვო და :DDD

აუუ, ლიზა რო კიტას უჩოქებს ბეჭდით ხელში, ის უარს ეუბნება და მერე ეს დასდევს წამიყვანე წამიყვანე თიარადა ვიტირებო, მაგ სცენის წარმოდგენისას ისე გამეცინა, ბავშვი გავაღვიძეეე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent