შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (20)


18-10-2021, 03:43
ავტორი Qetatoo
ნანახია 10 448

ლურჯ, ფლუორესცენციულ სინათლეში იკვეთებოდა ერთიანად შეძრწუნებული სხეულის გაბრძოლება, დახრჩობის პირას მყოფი რომ თითოეულ კუნთს ძაბავდა და აწეული წელის სიმძიმეს აკანკალებული მკლავებით უბრუნებდა საწოლის ზედაპირს.მხოლოდ წამიერად გაიჟღერა ხრიალმა და წამომართულმა, გააფთრებული მზერა მოატარა განთიადის, ჯერ კიდევ სანახევრო სიბნელეს.მარტო იყო, დიდი ხანია ამ შეგრძნებას აღარ გამოუღვიძებია, მაგრამ ფაქტია რომ ახლა, საკუთარ თავთან სრულიად მარტო მყოფს, მთელი სხეულით ეშინოდა ამოუცნობის.გაგიჟების პირას მყოფი გაფართოებული გუგები, თავგანწირვით ეძებდნენ ხელჩასაჭიდს, რომ გულის ამოვარდნა ჩაეშოშმინებინათ და მუხლებიდან წამოსული კანკალი, მხრებზე რომ ასე თამამად მოცურავდა სულ მცირედად დაეთრგუნათ უშიშრობით.
მუცელში დავლილმა სპაზმა, მეტალის გემო აგრძნობინა და პირზე ხელისგულ აფარებულმა წამში დაძლია შფოთვა, რომ ფეხზე წამოდგომის საშუალება ჰქონოდა. გველნაკბენივით გაქცეულმა მოგლიჯა საძინებლის კარის სახელური და სააბაზანოში შესული დაემხო იატაკის სიცივეზე.სხეულში რაღაც იყო, ისეთი მწარე და მომაკვდინებელი რომ ეგონა ამ ლურჯ სივრცეში დაანთხევდა სულის ბოლო წუთებს.ორგანიზმი თავგანწირვით იბრძოდა, სურდა ის შეგრძნება ამოერეცხა მისგან და თვალებიდან წამოსულმა სიმწრის ცრემლებმა მჟავე გემო რომ აგრძნობინეს ტუჩებზე, მაშინვე ხელმეორედ იგრძნო სპაზმის დარტყმა.

როგორი უცნაურია არა?
მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ცდილობ რომ სასურველი იყო, ყველასთვის არა- მხოლოდ მათთვის ვინც მთელი გულით გიყვარს.
ათას პრიალა სასაჩუქრე ცელოფანში ეხვევი,ღიმილის კუთხეებს წელავ, იმისდამიუხედავად რომ ერთადერთი რასაც უნდა აჩენდე თვალებიდან წამოსული მარგალიტისოდენა სევდაა...
ადამიანები უცნაურები არიან, არ გიცნობენ და ჰგონიათ შენზე საკუთარი წარმოსახვით შექმნილი რეალობის შესახებ იციან. არ ცდილობენ გაგიცნონ! დრო გადის,ციხესიმაგრეებს იშენებენ გარშემო, სიტყვა ერთხელ არ გამოექცევათ შემოჯარული გალავნებიდან და მერე, მაშინ როცა ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ამინდიც თითქოს ემთხვევა დღევანდელ პროგნოზს, მთელ ლიმესს ერთი ხელის მოსმით ანგრევენ და ცუდი გოგოს ოინებით, ძლივსძლივობით შეკოწიწებულ გულს ფაიფურის ჭიქასავით გაფშვნიან ხელში.
რა უცნაურები ვართ ადამიანები.
ისე უდარდელად ვიღიმით თითქოს დედამიწის ღერძი ჩვენ გარშემო ტრიალებდეს და ვარსკვლავების კვეთა ჩვენი ბედის ვარსკვლავს, ბედნიერების დიდ პარალელეპიპედში ამწყვდევდეს.
...მაგრამ ვიღვიძებთ, ვიცვამთ, ახლადმოხარშული ყავის ოხშივარს თამბაქოს კვამლში ვახვევთ და ვფიქრობთ როგორ ვერავინ დაინახა როგორ მოვკვდით დაძინებამდე, რამდენჯერ მივეწებეთ ჭერს თვალის გუგებით, სანამ ჩვენი ჩიტისგულა ფეთქვა დილის გათენებამდე ყველა ღმერთს ევედრებოდა გონების გათიშვას და დილამდე სიკვდილს.
ყველაფერს მივხვდა და დადუმდა,გაუთქმელობის პაქტზე ხელი ჯერ კიდევ მანამ მოაწერინეს სანამ ბავშვი იყო.უთხრეს გაჩუმდი, სიტყვა არ წამოგცდესო და მანაც დაიჯერა, რომ უფლება არ ჰქონდა საკუთარი ამბავი მოეყოლა.ცხოვრების ყველაზე შხამიან ფიალა შესმული მალევე მიხვდა რომ იქ სადაც შენს ამბავს მეორეხარისხოვნად აღიქვამენ და წინ სხვისი უბედურებაა წამოწეული შენ პაიკი ხარ, ფიგურა რომელსაც ყურადღებას არც აქცევენ. აქ არ იფიქრებენ რომ ამ ამბავმა შენი ისტორია შექმნა, არ იფიქრებენ რომ თმენის ვალდებულება, ყველაფრის უსიტყვო ატანის ვალდებულება, გაგების, გადატანის, გამკლავების ვალდებულება შენთვის ათასტონიანი სიმძიმეა. აქ ყოველთვის იფიქრებენ რომ შენი ტკივილი შენი უბედურება კი არაა, მათი ამბის უფრო მეტად დამძიმებაა მხოლოდ, აქ შენ ტკივილშიც ისინი გამოდიან ნატკენები, საყვედურიანი თვალებით და "რა უმადური ხარ" მზერით...აქ შენი ამბავი არაა, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ის ბევრად მძიმე და გამოუთქმელად აუტანელი იყოს. ეს მათი ამბავია, მისი და ის შენ ტკივილშიც თავად დარჩება ნატკენი...ამიტომ უნდა გაჩუმუმებულიყო. მისი მაინც არავის ესმოდა, ეს კი განწირულის ხრიალს ჰგავდა, თავად კი ყველაფერი იყო საცოდავის გარდა. ამიტომ ჭიქა ღვინოზე მხოლოდ მზის სისტემას ეპატიჟებოდა ყოველ გამთენიას, შფოთიანი ძილების შემდგომ საკუთარ მუხლებს ხელმოხვეული, უძველესი ბაბილონიდან წამოღებულ შელოცვას რომ მიუგავდა დასაშოშმინებელი სიტყვები, სურდა დედამისის ნაჩურჩულები მართალი აღმოჩენილიყო და მზისგან გაჩენილს ენახებინა დღის სიცოცხლის და სინათლის მომტანისთვის, როგორ ლაქავდებოდა თავისი არსებობით.

სააბაზანოს კარმა წამიერად გაიჭრიალა და თავაუღებლადაც მიხვდა, რომ მარტო აღარ იყო.მის გვერდით დახრილმა ფიგურამ ხელისკანკალით მოიქცია ბღუჯა თმა და მარცხენა ხელისგულით მიეფერა მოხრილი ხერხემლის გასწვრივ, თითქოს ასე შეძლებდა ამ სიმძიმის შემსუბუქებას. ისე მიეფერნენ, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს და ლანჩებამძვრალი ფეხსაცმლით მორბენალს შემთხვევით საკუთარი თავისთვისვე წამოეკრა ფეხი. მუხლმტკივანს ხომ ყოველთვის კოცნით უშუშებენ ჭრილობას, თუკი ნამდვილად უყვართ. მუცელმა იყუჩა და ლოყებზე მოპრიალე კურცხლების სიველემ აუწითლა უპეები, სხეულმოშვებულმა ჩამოყარა მკლავები და მზერა გაუშტერა იატაკის სილურჯეს. მის გვერდით მუხლმორთხმულმა, კარგა ხანს რომ მიყუჩებული ყლაპავდაკისერში გაჩხერილ, მოწოლილ ბურთს, ძალა მოიკრიბა და წამოიმართა. ასვეტილ, მაღალ თუმცა ვიწრო კარადიდან გამოიღო სუფთა პირსახოცები და ნელი ნაბიჯით წასულმა ხელი აარტყა საშხაპის ონკანს. კერამო გრანიტზე თავგანწირვით მოწკრიალე წყლის ჭავლის ხმამ გამოაფხიზლა ჯანაშია და ხელისგულებს დაყრდნობილი წამოიწია, თავბრუდახვეულმა იმარჯვა და კედელს მიეყრდნო წონასწორობის შესანარჩუნებლად. გუგებში მოცეკვავე სხივები ჩაშოშმინდნენ და ყურთასმენას მისწვდა საცოდავად ნახრიალები ჩურჩული.
-მეგონა ყველაფერი შეიცვალა და აღარც კი გამხსენებია, როგორი კარგი მატყუარა ხარ...- ქალმა სასოწარკვეთა ჩაიწება სფეროების ამღვრეულ ციმციმში და გაჯავრებით გაუგრძელა წამოწყებული დიალოგი...-რამდენჯერ არ გამეღვიძა ტასო? რამდენჯერ იჭერდი თმას საკუთარი ხელებით და რამდენი დილა გავიდა ისე, რომ ღიმილით შემომაგებე ტყუილების გუდა, თითქოსდა იმ წუთის გაღვიძებული იყავი?
-არ მომიტყუებიხარ...-მატყუარა ისე უწოდეს, თითქოსდა ქვეყნად ამაზე იოლად სატარებელი იარლიყი არ არსებობდა...-დიდი ხანია კარგად ვარ.
-ამას კარგად ყოფნას ეძახი? ეს შენთვის კარგად ყოფნაა?...-საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა, აქ იდგა მის წინ, სიტყვებიც თითქოს გარკვევით აუფრიალეს, მაგრამ არ ენდობოდა საკუთარ ყურთასმენას...-მაშინ წარმომიდგენაც არ მინდა, ცუდად ყოფნას რას ეძახი.
-გულისრევა მხოლოდ მაშინ მეწყებოდა თუ ძალით ვიტენიდი პირში საჭმელს, თუ საკუთარ ორგანიზმს არ ვუსმენდი და...-გაჩერდა, საკუთარ თავს ახლა განუმარტა რომ ვერ ხვდებოდა ეს შეგრძნება საიდან წამოვიდა.ღამის კოშმარებიდან? ეს ხომ იმ დილის შემდგომ მუდმივ თანამგზავრად ექცა, მაგრამ სპაზმი და მეტალის გემო პირში,არასდროს მოუტანია თან...-თუ მეშინოდა, თუ რაღაცის ძალიან მეშინოდა...-მოჯადოებულივით ამოთქვა და პასუხს მიაგნო, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩამძვრალმა.
-რამემ შეგაშინა?...-დაეჭვებული ჩაეკითხა და მისკენ წაიწია კითხვის ნიშნებით...-იქნებ ძილში შეგაშინა რამემ? ან ინერვიულე? რამეზე ინერვიულე? ტასოოო...-ცერა თითით წასწვდა მის ჩაწეულ ნიკაპს და ეცადა თვალებში ჩაეხედა.
-დღეს მიხეილ ფანჯიკიძე ჩამოვა სტუმრად, თავის შვილთან ქეთევან ფანჯიკიძესთან ერთად...-ისე დააკვირდა კვიციანის რეაქციას, თითქოს ნიადაგს სინჯავსო, მერე კი როცა ქალის სახეზე მხოლოდ დაბნეულობას წააწყდა, გულდამშვიდებით აუხსნა...-მიხეილ ფანჯიკიძე მილას მეგობარი იყო, არ გახსოვს? ახალგაზრდა მწერალი, საკმაოდ ნიჭიერი და ჭკვიანი კაცი, ყოველ ზაფხულს გვსტუმრობდა.
-ახლა გამახსენდა...-ევრიკას შეძახილს წააგავდა ელიკოს წამოყვირება,პირზე ხელისგულაფარებით სცადა თავის ჩაშოშმინება და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით რომ დაიდაბლა ტონი, მერე გაკვირვებით ჩაეკითხა მისი ნათქვამის აზრს ვერ ჩამწვდარი...- დღეს რატომ ჩამოდის? აქ რა დარჩენია?
-ხომ იცი, რომ სასტუმროს პროექტის დასრულებამდე ნომრებზე ჯავშნები უნდა გავყიდოთ? სადაც ნეა ჭკადუა მოვძებნე, იქ მიხეილ ფანჯიკიძესაც მივაგენი და რომ დამთანხმდა დახმარებაზე, მაშინ მთხოვა იქნებ რამდენიმე საათით ჩამოვიდე და სასტუმრო ვნახოო...-პირსახოცები გამოართვა ხელიდან და თითებით მიელამუნა წყლის სითბოს...-ელიკო ამდენი ხანია წყალს ვფლანგავთ, ვიბანავებ და გამოვალ.
აქამდე ინტერესით შემყურე ქალის თვალებმა გაკვირვება იგემეს, როცა ხელისგულებით მიაწვნენ ზურგზე და კარისკენ ფრთხილად უბიძგეს.რაღა უნდა ექნა, ნაბიჯი წადგა და სამზარეულოსკენ წავიდა ხალათშემოხვეული.სააბაზანოს სივრცეში გაჭედილმა, ერთიანად მოიშორა დასვრილი პიჟამა და სხეულის სიშიშვლეს აგემა, ჭავლის სითბო.სახეზე მილამუნებულმა წვეთებმა სისხლის მოძრაობა მდორე და ერთგვარად სასიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელად აქციეს.სიცოცხლე ნელ-ნელა დაუბრუნდა მუხლებს, მხრებამდე ამოსულმა და კისერში გაჩხერილმა გულის რევის შეგრძნებამ დატოვა, თუმცა გუგებში გაჩხერილმა შეკითხვის ნიშნებმა არა. იცოდა, რომ იცრუა ელიკოსთან ,მაგრამ საკუთარ თავს ასე ოსტატურად ვერ გააცურებდა.
მთელ სიგრძეზე გაშლილმა პირსახოცმა, კანზე აკრული წვეთები დაფარეს ნაჭრის სისქით და კარის ზღურბლიდან მოთვალთავალემ თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა, მაშინვე ფეხისწვერებით იხტუნა საძინებელში აღმოსაჩენად.აშლილ ლოგინს ახლა უკვე ევლებოდა განთიადის თამამი სინათლე, მზე იწვერებოდა და თან მოჰქონდა ახალი დღის იმედი, იმათთვის ვინც ღამის კოშმარებიდან მოკრეფილ თავს, ასე მძივივით რომ წყვეტდა შფოთვა და შიში, სათითაოდ აცვამდა ძუაზე, ხელახლა შესაკრავად.ოთახის კუთხეებიდან უკვე აღარ იღვრებოდა უკუნეთი, ყველაფერი გარკვევით ჩანდა და ანასტასიამაც შეშინებული სულის გახლეჩილი ნაწილები სათითაოდ აკრიფა კუთხე-კუნჭულებიდან.კომოდიდან გამოიღო ის კაბა, რომელიც მისი უსირცხვილო სიყვარულის ერთადერთი შემსწრე გახდა იმ ღამით და ტანზე მორგებული შეათვალიერა მაცდურად. იცოდა ჯანაშიამ რომ გოგოს, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა, რასაც ისურვებდა, ცხოვრებაში პირველად მოუწევდა წაგება, რადგან დემეტრე ბერაია მთლიანად ეკუთვნოდა ამ ამორძალს და არ აპირებდა ამ ჩიტისფრთა ფეთქვის სიცოხლის ძალა, ვიღაც ტუტუცისთვის მობეზრებული სათამაშოსავით დაეთმო.
ზეწარს რომ წაავლო ხელი და ერთიანად გადაჭიმულს საფარველი აუფრიალა, სამზარეულოდან მოესმა საუბრის ხმები.სანახევროდ შემშრალ, თუმცა აბურდულ თმას სავარცხელი ჩამოუსვა და თითის ბალიშებით აირია ნოტიო ბოლოები.ფეხებზე წამოიცვა თეთრი კედები და კარის ზღურბლს მხოლოდ მას შემდეგ გასცდა, რაც რამოდენიმეჯერ ღრმად ჩასუნთქულმა ჰაერმა ფილტვები აუვსო გამბედაობით.
მართალი აღმოჩნდა, ერთიანად განათებულ სამზარეულოს სივრცეში,რომ კვიციანებს ელოდა მოსაუბრეებად.მაგიდასთან მჯდომი, თავჩახრილი ზურაბი, აქამდე რომ თვალს უშტერებდა შუაში მოთავსებულ, ძველებურ ხრუსტალის ვაზას, ნაბიჯების ხმაზე მთლიანად მისკენ მიბრუნდა და თავისთვის უცხო სისწრაფით აესვეტა გვერდით.
-არ გინდა დღეს რომ დაისვენო? მანოსთან წადი, ილაპარაკებთ, გულს გადააყოლებ...-ზურაბი ცდილობდა გამოსავლის პოვნას, ოღონდ იმ ხათაბალიდან, რომლის სიმძიმეზეც წარმოდგენა არ ჰქონდა...-მიხეილს მე დავხვდები. თუ მაინდამაიც მასთან შეხვედრა გინდა, მანქანით მოგაკითხავ და მე წაგიყვან სასტუმროში.
-ზურიკო კარგად ვარ...-მის მკლავს წაეტანა ხელისგულით და დამშვიდებით უჩურჩულა, ერთიანად აფორიაქებულ მის ნაოჭშეპარულ, შეჭმუხნულ შუბლს...-შეიძლება რამემ მაწყინა, ამ ბოლო დროს რაც ხელში მხვდება ყველაფერს ვჭამ, იქნებ გაურეცხავი ხილი შევჭამე და მაწყინა...ასე ნუ ნერვიულობ ძალიან გთხოვ.
-ანასტასია ჯანაშია, იმ დროიდან გიცნობ შენ რომ საერთოდ არ გახსოვს.რას ამბობ ეხლა, სახლში არაფერს ჭამ და თუ სადმე, რამე ძირნაყარს წააწყდები, ყველაფერს პირში იყრი?...-აქოთქოთებულმა ელიკომ პირდაპირ ტყუილში წაიჭირა და წიხლიც მიაყოლა მის უსუსურ სიცრუეს...-ზურაბ, ამ ბავშვს ჩვენ სულელები ვგონივართ, გეუბნები!
-ელიკოო...-აფოფრილს ლოყით მიეხუტა აჭარხლებულ სახეზე და თუ აქამდე ფიქრობდა უბრალოდ ვანერვიულეო, ახლაღა გაანალიზა რამდენად სულის შეძვრამდე შეუჩინა ეჭვის ჭია კვიციანის თავის ქალას...-ხომ გითხარი, ბოლო კვირები ძალიან კარგად ვარ. დღევანდელი საერთოდ არ გავდა იმას, რაც აქამდე ყოფილა. ამიტომაც მგონია, რომ უბრალოდ რაღაცამ მაწყინა ან ფანჯიკიძეების ჩამოსვლაზე ვინერვიულე, ამხელა საქმე უნდა გამიკეთონ და რა გასაკვირია რომ ვნერვიულობ.
-მითუმეტეს მაშინ...-მამასახლისს უფრო მტკიცე გაუხდა ტონი, ეცადა მკაცრად არ გამოსვლოდა, თუმცა ვერ დაიმორჩილა ბრაზი...-დარჩი სახლში ელიკოსთან, ფანჯიკიძე რომ ჩამოვა მე მოგაკითხავ...-თავი რომ გაიქნია ჯანაშიამ უარის ნიშნად, მუქარა გააჟღერა შიშნარევად კაცმა...-არამგონია დემეტრე ბერაიამ ამ ამბის გაგების მერე მანქანაში ჩაჯდომის და ეზოში მუშაობის უფლება მოგცეს, ასე რომ...
-დემეტრე ბერაიამ საერთოდ არაა საჭირო იცოდეს, რაც ამ დილით მოხდა!...-აქამდე საერთოდ არ მოსვლია აზრად, რომ ელიკო აუცილებლად გაამხელდა დილანდელ ინციდენტს,კარგიც კი იყო ზურაბმა რომ მუქარად გააჟღერა ეს აზრი...-იმედია ვთანხმდებით, რომ ჩემი ჯანმრთელობა ჩემი საქმეა და არ მსურს უკითხავად ჰქონდეს ვინმეს უფლება მასზე ისაუბროს.
--მე მაქვს შენს ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება...-დინჯად მიუგო ზურაბმა, მის გაკაპასებას და ჩაიდნის სახელურს დამწვდარმა, ხელისგულში მოქცეული ფინჯანი აუვსო ადუღებული წყლით...-ამიტომაც გთხოვ, რომ დღეს დაისვენო და სახლში, ელიკოსთან დარჩე.
ჯანაშიამ ფარ-ხმალი დაყარა, გაბრძოლებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დანებდა მოთხოვნის სიმტკიცეს და თავისი უკმაყოფილების გამოსახატად მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ მაგიდას გაბუსული გამომეტყველებით მიჯდომოდა და ფეხები აებაკუნებინა გამაღიზიანებლად. გაშლილი მაგიდა, კვიციანის ქალი რომ გულმოდგინედ დაფუსფუსებდა თავზე, მალევე შეივსო ზედა სართულის ახლადგამოღვიძებული სტუმრებით და მაცხოვრებლებმა აქამდე უხერხულად ჩამოწოლილი სიჩუმე გაფანტეს თავიანთი ჟრიამულით. თამარა მესხიშვილი, რომ გვიანობამდე დარჩა, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვურა სახლში უნდა დავბრუნდე, ინერვიულებს დათა პაპაო, არავის გამოპარვია სკამიდან წამომხტარი ნიკოლოზი და მისი მონდომება. ბაჩუკისაც მეტი რა უნდოდა, იპოვა გასართობი და თავის ხელობას დაუბრუნდა, უფასო ცირკის დილები კვიციანების სამზარეულოში უკვე ისეთი შოუ გახლდათ, დამსწრეებს ფულის გადახდა უნდა დაეწყოთ.
-ნინიკო მე მიმიშვი, მე დაგისხამ ჩაის...-ერთიანად წაეტანა ჩაიდანს ბაჩო და ხმამაღლა წამოყვირებულ სიტყვებს აღმაფრენა მოაყოლა ბონუსად...-ხომ უყურებ ჩვენს ნიკოლოზს? მისგან ვისწავლე როგორ მოვექცე მანდილოსნებს.
-აი რომ არ მობეზრდა ! ...-დამცინავად წაუქირქილა ბიჭმა მეგობარს და გარსემო მყოფებს მოავლო მზერა...-რა უნდოდა ამას ეკონომიკაზე? ეს უნდა გაჭრილიყო ველად, მოატყუებდა ვინმე ბოშა და წაიყვანდა ცირკში ჟონგლიორად. ესეც დაისვენებდა, ჩვენც დავისვენებდით და ნიჭსაც მიეცემოდა გზა ფართო...-მკლავი გაშალა მთელ სიგრძეზე, რომ სიტყვებს უფრო მეტი შთაბეჭდილება მოეხდინათ.
-სხვათაშორის მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ საშუალოსტატიკური ადამიანები ვერასდროს გაიგებდნენ ჩემს უსაზღვრო გონებრივ შესაძლებლობებს...-არ ჩამორჩა და წაკბინა მის გვერდზე მოთავსებულმა.
-ამას ვუმალავთ ხომ აიქიუს ტესტის შედეგებს?...-ნინიკოს გადახედა შემრალებელი თვალებით და თავი გაიქნია შებრალების ნიშნად, როცა გოგოსგან პასუხად ხითხითი მიიღო...-ბაჩუკი ჭამე...-ხელისგულით წაიწია მისი თითებისკენ და წარბები სანახევროდ ასწია მაღლა...-გონებას ხსნის ნოყიერი საუზმეო, ამბობენ.
-ტასო, გოგო...-გაშლილი თითები აუფრიალა, მაგიდის სათავეში გახევებით მჯდომ ჯანაშიას და ახლა მარტივი საკბილოს ძებნაში გართული მას მიადგა...-რას გაგფითრებია ეგ სახე? შეყვარებული არ იყო, არ დავიღუპოთ, ჩაწოლა იცის მაგ ამბავმა.
- ტარიელის ბიჭი, მოიხედე აქეთ...-მეორე კუთხიდან მოაძახა მისი მასხარაობით შემორღვეული საზღვრებით შეწუხებულმა ლუკამ დაცინვით...-ჭამე რამე, თორემ პირი რომ თავისუფალი გაქვს სისულელეებს აპარებს და...-სიტყვა შუაზე გაუწყდა, როცა ოთახში შემოსულმა ერთიანად აავსო სივრცე ღვარძლით.
-ისევ ბაჩუკის ვეჩხუბებით იმ საიდუმლოზე საუბრისთვის, ასე უბადრუკად რომ მალავენ და თან ყველამ ძალიან კარგად იცის?...-ლიზა, გამოწყობილი ჯინსის შარვალსა და თეთრ პერანგში, დამცინავად ქირქილებდა და ზღურბლს გადმომცდარი კმაყოფილად აკვირდებოდა, მის ხმაზე შემობრუნებულ ანასტასიას.
-რა საიდუმლოზეა ამ დილაადრიან საუბარი?...-ესეც ასე, სიტუაციას მხოლოდ ბერაიაღა აკლდა მთელი მშვენიერებისთვის. ამჯერად კარში გაჩხერილ კაცის ფიგურას, ჩარჩოს რომ მიყრდნობოდა და გაკვირვებით აეზიდა წარბები პასუხის მოლოდინში.
-აი იმაზე, ჯანაშიასთან რომ ერთობი და ვითომ არავინ არაფერი იცის...-გამომწვევად შემოტრიალებულმა, ნიშნისმოგებით ააციმციმა თვალები და დემეტრესთვის სახეში შეხედვის გაუბედაობით, ისევ ანასტასიას რომ თვლიდა დაბალ ღობედ.
ოთახში გულისგამაწვრილებელ სიჩუმეს თითქოს ბოლო აღარ უჩანდა, კვიციანების ცოლ-ქმარი ერთმანეთისკენ აპარებდნენ მზერას და შეშინებული ელიკო ცდილობდა ერთიანად ამღვრეული მეუღლის თვალებს არ მოშორებდა, როგორმე რომ მიეხვედრებინა დამშვიდდიო.ზურაბის სხეულში ის უჩვეულო შეგრძნება ტრიალებდა რასაც ინსტიქტი ჰქვია, საკუთარი ნაშიერის დაცვის ინსტიქტი, მაგრამ ფრონტზე შვილისტოლა გოგონა იდგა, რომლის გაგულისებულმა გრძნობამ თავი ვერ მოთოკა და ამხელა კაცს მეორე მხრივ უმძიმდა ჩარევა. ანასტასიასთვის ლიზას სიტყვები, უკანასკნელი იყო, რაზეც ამ მომენტში შეეძლო რომ ენერვიულა,ამიტომ საერთოდ არ აინტერესებდა სიტუაციის მთელი ეს უხერხულობა. აი ნინიკო ერთიანად აჭარხლებული ცდილობდა ნიდაყვის გაკვრით შეეჩერებინა ზღვარს გადამცდარის სითავხედე, თუმცა გაკაპასებულს სულ არ მიუქცევია ყურადღება მისი მუჯლუგუნებისთვის. დემეტრე ბერაიას სახე რომ შეეცვალა და მუშტად შეიკრა ბრაზისგან მოკეცილი თითები, მაშინ ბაჩომ ითავა სიტუაციის გამოსწორება და ერთიანად დასერიოზულებული სახით წამოუდგა კარადასთან ასვეტილ თავმომწონედ მომღიმარს, რომელსაც გათანაბრებისთანავე ღვარძლიანად უსისინა ყველას გასაგონად.
-ჩვენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ ლიზა და ხუმრობისგან ძალიან შორსაა სიყვარულს რომ გართობას ისე უწოდებ, თითქოს ვინმე ვინმეთი სარგებლობდეს!...-ნერვიული სუნთქვის ჩასაშოშმინებლად, კიდევ უფრო მეტად დაიწვრილა გუგები და სამაგიროს გადახდის მოსურნე ნაშიერები ჩაიწვინა ჩაშავებულ სფეროებში...-ამიტომაც არ შეგვირცხვენიხარ არასდროს, ბავშვობის მეგობრის მიმართ არაჯანსაღი მიჯაჭვულობის და სიყვარულის გამო, მაგრამ თუ გინდა რომ საიდუმლოებებზე დაიწყო საუბარი, ჯობია პირველი თავადვე იყო. აბა?...-უკუნეთ სიბნელეს შეჯახებულმა თითქოს სცადა რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმის ჩაწყდომა მთელს სხეულში იგრძნობოდა, ხმა გაკმნდილმა იბრუნა გვერდი და გაგულისებით დასწვდა ჩაიდნის სახელურს.
- ეხხ ლიზა...-აქამდე ჩუმად მყოფმა ხმა ამოიღო და ცინიზმი აიკრა სახის ყველა კუნჭულზე...-გუშინ ისეთ სცენას შევესწარი, შენ კი არა მეც გამითბა გული და საინტერესოა უკმაყოფილო რაღატომ ხარ? რა იყო, დემემ სათანადოდ ვერ დაგიმშვიდა ჰორმონების მოჭარბება?...-აკვასკვასებული თვალები ამჯერად მხოლოდ მას ეკუთვნოდა და აბა ვინმეს გაებედა პასუხის დაბრუნება
-ვინმეს ახსოვს ის მშვიდი დილები, სადაც ყავას ვსვამდით და უბრალოდ ვუღიმოდით ერთმანეთს?...-ლუკამ სიმწრით გაუღიმა გაფართოებულ ელიკოს თვალებს და საწყალობლად იცვალა თვალთახედვის მიმართულება ზურაბისკენ.
-ზურაბ სასტუმროს მარცხენა მხარეს შუშაბანდიანი სათბურის რესტავრაციისთვის ზეგ ჩამოვლენ თბილისიდან ოსტატები, შუშების ზომებს აიღებენ და მოგვიწევს, სანამ დაამზადებენ, მანამ ერთიანად დავცალოთ ძველი ქოთნებისგან...-გაზქურისკენ წასული, სანახევროდ მიეყრდნო სამზარეულოს ზედაპირს და სცადა საკუთარი სიბრაზის ჩასახსობად, ისევ საქმიანი ტონისთვის ეხმო ბერაიას.
-კიბატონო, არ არის პრობლემა, სანამ თბილისში იქნებით, მანამდე ყველაფერს გამოვიტანთ და ადგილს გავათავისუფლებთ...-შვებით ამოისუნთქა შუახნის კაცმა, როცა სახლის სივრცეში უხერხული საუბრებისთვის ადგილი აღარ დარჩა...-ადრე მილა ბოსტნეულს გვაშენებინებდა, მაგრამ მე როგორც მივხვდი, შენ ყვავილებისთვის გინდა გამოყენება.
-ნიკოლოზის გათვლით, პატარა საკითხავი კუთხეც უნდა მოეწყოს მარცხენა ნაპირზე, ასე რომ ძველი დანიშნულებით ვეღარ გამოვიყენებთ, მხოლოდ თაროებს დავამატებთ და ქოთნის მცენარეებს დავალაგებთ...-ახლა ბერაიას და კვიციანს საერთო საიდუმლო ჰქონდათ და ერთმანეთს ყველანაირად უწყობდნენ ხელს თემის გავრცობაში...-ანასტასიას მოეწონა ეს იდეა და რადგან ამ მხრივ პროექტი მას აბარია, თავად გადაწყვეტს რომელი სახეობის ფლორას მოამრავლებს, დღის ბოლომდე სია შეადგინეთ, რომ მომმარაგებელს თბილისში ყოფნისას შევუთანხმდე.
-დღეს?...-ეჭვნარევად იკითხა მამასახლისმა და მძიმედ გადაყლაპარა ნეწრყვი, ყელში გაჩხერილ ბურთს რომ ადგილი ეცავალა და უცებ არ წამოეყვირა პირობის დამრღვევი სიტყვები...-დღეს ანასტასიას და ელიკოს მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ და...
სანამ სიტყვას დაასრულებდა კვიციანი, მანამ წამოიმართა ჯანაშია ადგილიდან და მობარბაცე ძლივს გასცდა კარის ჩარჩოს, ისე სურდა გაქცევა.მუცელში დატრიალებულმა სპაზმმა დარია ხელი, მათ თვალთახედვას მოშორებულმა მთელი ძალით ჰკრა ხელი სააბაზანოს კარს, საკეტს მიაყოლა თითები მწარე გამოცდილებით დაჭკვიანებულმა და ონკანი მოუშვა, სანამ ჩამუხლული მოასწრებდა ყელში მოწოლილი შეგრძნებისგან გათავისუფლებას. მთელი სხეული მომართული გახლდათ საბრძოლო რეჟიმისკენ ისეთი საშინელი შეგრძნება უხვრიტავდა თავის ქალას, ეგონა რომ სადაც იყო გასკდებოდა ეს ძალისძალად შეკოწიწებული გულ-მკერდის შეუვალობა. ხელისგულში დაგორგოლავებული თმა გადაარჩინა და შვებით ამოსუნთქული უძლურად მიესვენა იატაკზე.გადაწყვეტილი იყო, ჯანაშია დღეს სახლში რჩებოდა და ეს განხილვას აღარ ექვემდებარებოდა.
კარგა ხანი იჯდა სააბაზანოს იატაკის სიცივეს შეხიზნული, ძლივს წამოწეული წელით რომ ფეხზე გაიმართა, მაშინ კი მოახერხა ყველანაირი კვალის გქრობა. მოწესრიგებულმა სხეულის სიცარიელე იგრძნო და მუცელზე აფარებული ხელისგულით მიაკითხა საძინებლის სიჩუმეს.კედები გაიძრო და მუხლებაკეცილი, ემბრიონის ფორმაში მიუწვა მარტოობას გვერდით, სახით ფანჯრისკენ, რომელიც შეღებული გახლდათ, თუმცა მთლიანად ფარავდა სიფრიფანა ფარდის ნაჭერი.თვალები მიელულა, დაღლიობამ და ამ საზიზღარმა შეგრძნებამ დარია ხელი, თითქოს საუკუნოვანი უძილობიდან თავდახსნილს ახლაღა ჰქონდა შანსი, სულ წამიერად მოეტყუებინა სიფხილზე და ძილბურანისთვის შეეფარებინა დაღლილი ტანი.
ზმანების ძალამ თავი იჩინა და ერთიანად გათიშულს არ გაუგია, როგორ შემოაღო ელიკომ ოთახის კარი,რომ მისთვის დაეხედა, არც ის უგრძვნია როგორ დაიხარა ქალი,რომ სახეზე ჩამოშლილი მისი თმები ზურგს უკან გადაეყარა და მშვიდ სახეზე თითის ბალიშებით მიფერებოდა ორგანიზმის ურჩობისგან გათანგულს.მხოლოდ მაშინ შეირხა, როცა მძიმე ნაბიჯებმა სიჩუმე გაარღვია და შუადღის გადასვლას დამონებულმა მზემ ადგილი იცვალა, მწუხრის ჩამოწოლამდე ნელ-ნელა ჩასასვენებლად.ზურაბ კვიციანი ხმადაბლა იმეორებდა მის სახელს მანამ, სანამ უცვლელ ფორმაში მწოლიარემ თვალები არ გაახილა.დამძიმებული ქუთუთოები დაშორდნენ ერთმანეთს და ზლაზვნით წამომართული, მოჯადოებულივით მიჰყვა კაცს უკან.ავტომობილის წინა სავარძელზე მოთავსებული, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე იფშვნეტდა თვალებს და სასტუმრომდე მიღწეულმა ინტერესით მოავლო მზერა ეზოს.ხარაჩოები უცვლელად იდგნენ და კუთხეებში ჯგუფ-ჯგუფად ფეხმორთხმული მუშები მადიანად შეექცეოდნენ სახლებიდან მოტანილ, კალათაში სიყვარულით ჩაწყობილ ნახელავებს. ტბის მხარეს დალანდა ნინიკოს ფიგურა, შუახნის მამაკაცს რომ ამოდგომოდა გვერდით და იღიმოდა.მიხეილ ფანჯიკიძეს ტანთ ემოსა კლასიკური შავი შარვალი და თეთრი პერანგის სახელოები მოუჩანდა ატლასის ჟილეტიდან. კაცს, რომელსაც ბავშვობიდან თავისი უჩვეულოდ ერთფეროვანი ჩაცმულობით ათასობით ადამიანში ასხვავებდა და ყოველთვის ჩუმად მიყვებოდა გაყვითლებულ ფურცლებში მუდამ მოკირკიტე მწერალს. ახლაც სწორედ ამ ჩაცმულობით შეიცნო თავისი საყვარელი მოთხრობების ავტორი. აჟიტირებულმა წინ წადგა ნაბიჯი და უჩუმრად მიუახლოვდა თმაშეჭაღარავებულ ახოვანს, ცხვირზე რომ ჩამოესკუპებინა მომრგვალებულ შუშებიანი სათვალე და საჩვენებლი თითით მოუსვენრად ისწორებდა.მის დანახვაზე კაცი შეცბა და წამიერად გადაურბინა გამომეტყველებაზე უცნაური სიამოვნების ალმურმა. მისალმების გაცვლის შემდეგ, ნინიკომ გამოაცხადა ბიბლიოთეკაში წავალ და ხელს არ შეგიშლით საუბარშიო.მხოლოდ მარტოდ დარჩენილებმა გაბედეს დიალოგში ჩაბმა.
-ჩემი შვილი, ქეთევანი ბიბლიოთეკაშია.სხვათაშორის ახსოვხარ იმ ზაფხულიდან როცა დედამისი დამთანხმდა აქ დასვენებაზე.შენზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი და რას არ მივცემდი შენსავით რომ მშბობლის გზას გაჰყოლოდა.ყოველთვის მინდოდა რომ ჩემსავით წიგნის დაწერზე ეფიქრა და არა რაღაც სტატიების გამოქვეყნებაზე...-ნაოჭებშეპარული სახე ნოსტალგიურად უღიმოდა კაცს და უხერხულობით შეშმუშნულს, მთლიანად რომ საკუთარ ნაბიჯებზე მიემართა მზერა აშკარად ეტყობოდა მოუთმენლობა გულისა...-საოცარია დედა-შვილს შორის ასეთი მსგავსება.მილას ასლი ხარ...-მხრებიდან ათასტონიანი სიმძიმე ჩამოშორდაო იფიქრებდით ისე თამამად შეათვალიერა ამჯერად...-მზერაც მკვირცხლი და ერთთავად მოუსვენარი გაქვს, ხასიათებშიც ბევრი მსგავსება გექნებათ, ალბათ.
-თქვენი მოთხრობების კრებული წავიკითხე...-არც იცოდა რა უნდა ეპასუხა, თავისთავად წამოძახებულ რიტორიკაზე, ეს ხომ შეკითხვები არ იყო, მაშასადამე პასუხსაც ვერ მოსთხოვდნენ...-შემიყვარდა თქვენი წიგნი, მითუმეტეს რომ ძალიან კარგად მახსოვს, სად და როგორი გაფაციცებით წერდით მათ.
-ეს ადგილი შთაგონებაა...-მიუხვდა სათქმელს და ნასიამოვნები გაბადვრით მოუბრუნდა თავჩახრილს...-მითუმეტეს ახალგაზრდა მწერლისთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ადგილს, სადაც შეძლებს ფანტაზიას ფრთები შეასხას. ძალიან მინდოდა აქ დაბრუნება, იმ დღეების გახსენება როცა პაწაწინა გოგოს ვხედავდი დედის კალთაში თავჩამალულს და ორივეს ერთად ბალახებში მწოლიარეს,წიგნით ხელში.
-მილას გარდაცვალების მერე, რაც სასტუმრო დაკეტეს აქ არ ყოფილხართ ხომ?...-ეს ძვირფასი მოგონებები, არ ეგონა სხვა თვალისთვისაც თუ ცხადი იყო.როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ანასტასია არ ერთობოდა ჯაშუშოებით და სხვისი ტკბილი მომენტების მოპარვით.
-ყოველ ზაფხულს, როცა დასასვენებლად მივდივარ, პირველად აქ უნდა გამოვიარო. ტბასთან ჩამოვდივარ და ძველ., ახალგზრდობის ტკბილ დღეებს ვიხსენებ...-უკვე ტკბის ნაპირთან მისულმა კაცმა ჩაიმუხლა და მოზრდილ ბალახებში მოირთხა ფეხი დასაჯდომად.ანასტასიამ მას მიბაძა და ახლა გვერდი-გვერდ მსხდომთ, დასამალი აღარაც არაფერი გააჩნდათ...-მიხარია, რომ ჩემი იმედი, სიკვდილამდე კიდევ ერთხელ მომცემოდა აქ დარჩენის შანსი, გამართლდა.კარგია რომ დაბრუნდი ამ ადგილის გასაცოცხლებლად.
-მახსოვს,რომ მილასთან მეგობრობდით...-ახლა კი უნდა ამოეთქვა ის, რისთვისაც აქ ჩამოიყვანა ეს ახოვანი მამაკაცი,ბავშვობის ტკბილი მოგონებების ერთ-ერთი გამორჩეული გმირი, იმ მუდამ ხელშიმომარჯვებული კალმითა თუ ფურცლით...-იმ ზაფხულს,ჩვენ რომ ჩამოვედით თქვენ ჯერ კიდევ არ გქონდათ ოთახი დაჯავშნული, ორი კვირის შემდეგ აპირებდით აქ დასვენებას.
-ეს ამბავი რომ გავიგე, კარგა ხანს არ მჯეროდა.მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი რეალობის სიმახინჯეში,როცა ჩამოსულს გამოკეტილი, ჩაჩუმებული დამხვდა მუდამ მოჟრიამულე მიდამო...-მწარე ღიმილმა ჩაუტეხა ამრეზის კუთხე და გუგები გაუშტერა ჩამავლი მზის სინათლეზე აბრჭყვიალებულ ტბის წყალს...-მილა, სიყვარულით და სიხალისით სავსე გოგო, რომელსაც უბრალოდ ახალი სიცოცხლის მოვლენა უნდოდა ამ ქვეყნად...დასანანია, მისი ამბის ასეთი დასასრული.თუმცა შენ გააგრძელებ მისი ოცნების ახდენას, ამ ადგილს აქცევ მისი სულის სამუდამო თავშესაფრად.
-თავიდან მეც ასე მეგონა...-მხატვრულად ვერ დაუწყებდა ახსნას, ცხოვრება სიმახინჯით იყო სავსე და პრიალა ცელოფანში ვერ შეუფუთავდა ყოფაცხოვრების სიმწარეს...- მამაჩემს სასტუმროს წილის გაყიდვა უნდოდა, მაგრამ უფლება არ მივეცი. მერე კი აღმოვაჩინე, რომ წილი რომელიც გაიოზს მიყიდა, გასხვისდა ბერაიების ინვესტორულ კომპანიაზე, რომლებიც დაასრულებენ თუ არა რესტავრაციის პროექტს, მაშინვე გაყიდიან წინასწარ შერჩეულ მდიდარ კლიენტზე...-მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო და ინტერესით მიყურადებულს ამოსუნთქვა არ აცადა ისე გაუგრძელა...-ის კაცი ამ ადგილს ყოველგვარი ხელოვნებისგან, მუსიკისა თუ ლიტერატურისგან დაცვლილ ხალხის კურორტად აქცევს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ჩამოვლენ, რომ საუნაში, აუზსა და სპაში ინებივრონ, ტბის ნაპირთან კი გაირუჯონ.
-ეს ხომ სისულელეა...-დაიჩურჩულა ფანჯიკიძემ და აღშფოთებით გადმოხედა ასე თავისუფლად მოსაუბრეს...-როგორ შეიძლება ის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მწერლები, მუსიკოსები და მხატვრები შთაგონებას პოულობდნენ, ხელოვანებად ჩამოყალიბდნენ და თანამედროვე ეპოქის შემმოქმედებად იქცენენ, უეცრად გახდეს ყველაფრისგან დაცლილ, ფულს დახარბებული ადამიანების სათადარიგო კურორტი. გიორგი ჯანაშიამ ეს როგორ დაუშვა?
-გიორგი ჯანაშიას არ უნდა, რომ ის ამბავი რომელიც წლების წინ დამალა, ამ სასტუმროს არსებობით და თვალში გაჩხერით კიდევ ერთხელ გაახსენდეს, ასე რომ ყველანაირად ცდილობს ხელი შემიშალოს...-ნაღმი დადებული იყო და აფეთქება გარდაუვალი, მიხეილი მისი სიტყვების სიღრმეში ჩასვლას ლამობდა, თუმცა ჯერ ადრე იყო...-ბერაია თანახმაა წილი მომყიდოს, პრობლემა ისაა, რომ ასე წინარე ხელშეკრულების პირობებს არღვევს და პირგასამტეხლო ეკისრება, რომელიც ძალიან დიდი ოდენობისაა და ვერ რისკავს.
-რა ამბავი დამალა მამაშენმა? მილას გვერდით რომ არ იყო იმ ავბედით დღეს?...-დაბოლოება სულაც არ წარმოადგენდა მისი ინტერესის ობიექტს, ნაღმზე აფეთქება ჯანაშიას სულაც არ მოუწევდა, მასზე საკმაოდ მყარად ედგა ფეხი ფანჯიკიძის გაცხოველებეულ ცნობისმოყვარეობას...-მახსოვს, მაინდამაინც გამორჩეული ყურადღებით რომ ვერ დაიკვეხნიდა, მეუღლის გრძნობების მიმართ.
-იმ ღამით მილა საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ...-ამბავი უნდა გამსკადარიყო, მხოლოდ საიდუმლო გამჟღავნებული თუ იგრძნობდა შვებას.ის, რასაც პრიალა ცელოფანში ფუთავდნენ, მთელი თავისი სიმახინჯით უნდა გაეტანათ და სუფრის გარშემო შემომსხდრებს შორის, ზუსტად შუაში, ყველასთვის თვალსაჩინოდ დაედოთ წინ...-ძილში მოსწყდა მუცელი და ჩემს გვერდით განუტევა სული. დილით მისი ცივი სახის პირისპირ გავახილე თვალები და როგორც მახსოვს მზე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ამოსული. როცა გვიპოვეს საუზმის დრო უკვე კარგა ხნის გადასული იყო.მის სხეულთან ერთად მეძინა და კარგა ხნის განმავლობაში მეღვიძა კიდეც.გიორგი ჯანაშიამ კი ისე შეფუთა ეს ამბავი,თითქოს ცოლი საავადმყოფოში გარდაეცვალა. არც ის გაუმხელია, რომ წლების განმავლობაში მმალავდა და მჭყიპავდა წამლებით, სანახევროდ მილას გზას გაყოლილს...-ღვარძლი და ზიზღი იყო მისი სხეულის შვილობილი, ერთიანად აჩქარებულ სისხლის დენას აყოლილი, ახლა მზად იყო საკუთარი ხელებით მიეხრჩო თავი, იმხელა სიძულვილი იგრძნო ხორცის ნაჭერის მიმართ, ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლო...-აი ამ ამბავს მალავს დიდი გიორგი ჯანაშია, რომელმაც ცოლის გარდაცვალებიდან მალევე შეირთო მეორე ცოლი და ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება.ეს სასტუმრო ეჩხირება მხოლოდ თვალში და ახსენებს საკუთარ სილაჩრეს თუ სულის სიმახინჯეს.
შეძრწუნება და ზიზღი კარგა ხანს იჯდნენ გვერდი-გვერდ ხმაჩაკმენდით, თითქოს გაუთქმელობის პაქტზე ხელი მოაწერე და შტორმის წინ დუმან ამაყად აზიდული მთები, მოსალოდნელის შიშითო.მიხეილ ფანჯიკიძეს კარგა ხანი დასჭირდა ყველაფრის გადასახარშად, ახლა ეს გოგონა წარსულიდან, ჰგავდა იმ გადახუნებულ ფოტოს, რომელსაც მუდმივად დაატარებდა გულის ჯიბით, როგორც ყველაზე წმინდა და ძვირფას რელიქვიას.ჩაყლაპულმა სიტყვებმა კარგა ხანს უტრიალეს კისერში გაჩხერილ ბურთად და მხოლოდ გაგულისების, სხეულში დატრიალებულ ბოღმისგან მიცემული ძალით სცადა მთელი თავისი ჟინის გადმოფრქვევა შვილისტოლა გოგოს წინ.
სასტუმროსკენ მიმავლები, ჯერ კიდევ ჩურჩულით საუბრობდნენ კამკამა წყლის წინ შეფიცულ პირობაზე და ერთმანეთის ერთგულ თანამზრახველებად შერაცხულებმა დადეს პირობა რომ სიტყვა არ გატყდებოდა.შესასვლელთან მიახლოებულებს წრედ შეკრული ახალგაზრდები დაუხვდათ და ანასტასიამ დალანდა ახალგაზრდა ქალის ფიგურა, მის გვერდით მდგომ შუახნის კაცის მსგავსად რომ შემოსილიყო და შორეული მოგონებებიდან წამოღებულ ნაკვთებში იცნო ქეთევან ფანჯიკიძის სახე.ზრდილობიანი მოკითხვის და კვიციანებთან ვახშამზე მიპატიჟების შემდგომ, ფანჯიკიძეებმა უარი თქვეს კიდევ უფრო მეტი ხნით დარჩენაზე და ამჯობინეს ადრევე შედგომოდნენ ხანგრძლივ გზას დედაქალაქამდე. დამშვიდობება ყოველთვის ტოვებდა დანაკლისის შეგრძნებას, თუმცა ეს გამონაკლისი იყო. ფანჯიკიძეებთან გამომშვიდობება ჯანაშიასთვის ნიშნავდა ახალი შეგრძნებებით აქაფქაბეულ განთიადს.
გეგმამ იმუშავა.
გულდაიმედებულმა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაცვალა თვალებაციმციმებულ მესხიშვილთან, ასე თავდაუჭერლად რომ აპარებდა თვალთახედვას ნიკოლოზისკენ და ანასტასიას იყენებდა ფარად.მობეზრებულმა შეატოვა მოსაუბრეები ერთმანეთს და გვერდი აუარა ბიბლიოთეკიდან გამოსულ ლიზას წარბაწეულ ფიგურას, ყურადღება არ მიუქცევია მისი წასისინებისთვის, რომ გეკითხათ ამჯერად რით წაგკბინაო, ალბათ ვერც გიპასუხებდათ.ყურთასმენა დახშული იყო, ოღონდ თვალთახედვა იბრძოდა მომაკვდავივით, იმ ერთადერთის დასალანდად, ასე წარბშეკვრით რომ მიყუდებოდა მთელ სიგრძეზე გაჭრილი დარაბების რაფას და ხელებგადაჯვარედინებული იყურებოდა ეზოს სივრცის მიღმა. ფრთხილი ნაბიჯით წასული აესვეტა წინ და ყოველგვარი მორიდების გარეშე შემოხვია ხელები განიერ წელზე.კითხვები არც მისთვის დაუყრია ბერაიას დანებებულ სითბოს.მხოლოდ მტკიცე ტონმა გაარღვია სიჩუმის ალაყაფი, ასე მძლავრად რომ შემოეკრო წიგნების საცავს გარშემო.
-გიორგიმ მითხრა რომ გუშინ ღამით იყავი ამოსული ლიზას ოთახში.ვიცი რაც დაინახე, მაგრამ...-გულზე აკრულის მშვიდი სუნთქვა რომ იგრძნო, ხმა დაიდაბლა, წარბები შეხსნა და მის წინ ჩამოიძრო მუდამ გაყინული გამომეტყველების ნიღაბი...-შენ იცი, რომ ლიზა ჩემთვის ბავშვობის მეგობარია და რაც არ უნდა იყოს, ძვირფასი ადამიანი.მისი ბავშვური გამოხტომების გამო ვერ მოვიძულებ.
-სასტუმროს სტუმრები აუცილებლად ეყოლება დემე! ამაზე ვიზრუნე და ისიც იცოდე, რომ თუ ნამდვილად გინდა წილის დატოვება, მე მოგეხმარები იმ კლიენტმა თვითონ გააუქმოს ხელშეკრულება და აქეთ გადაგიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარღვევის გამო...-ტონი შეცვლილი ჰქონდა, თითქოს უსულოდ ლაპარაკობდა, სადღაც ჰერმეტულ სივრცეში გამომწყვდეული გონებით, რომელიც შეუვალი გახლდათ ახალი, ჯანსაღი აზრებისთვის...-მაგრამ უკეთესი იდეაც მაქვს! მას შემდეგ რაც კლიენტი უარს იტყვის შენგან წილის შესყიდვაზე, შეგიძლია მე მომყიდო და ორმაგი სარგებელი ნახო.არავის გაუკვირდება რომ ერთადერთ მყიდველად მე შეგრჩი- ამ სასტუმროს ნამდვილი მეპატრონე...-მოჯადოებულივით საუბრობდა, ერთიანად აეტანა უცნაურ შეგრძნებას და ხმა გაუხდა სულში ჩამწვდომად გაყინული.
-ტასო რა გააკეთე?...-ვერ დამალავდა, შეეძლო ეცრუა კვიციანებთან, საკუთარ თავთან, თუმცა ბერაიას სხეულს მინდობილი, გულის აჩქარებული ფეთქვით ვერ მოატყუებდა დემეტრეს.მკლავებში წავლებული ხელისგულებით ოდნავ მოიშორა სხეულიდან ბიჭმა და გამომცდელად ჩააშტერდა გაფართოებულ გუგებში. ადგილზე გაახევა იქ აცეკვებულმა სიბოროტის სხივმა, ასე რომ კაშკაშებდა ჯანაშიას სახეზე. გააგიჟა და გამოიყვანა წყობიდან, ყველა შესაძლო ვარიანტის წარმოდგენამ, ამიტომაც იყო რომ ბოლო ხმაზე უღრიალა...-რა გააკეთე? თქვი!
-სახლიდან რომ წამოვედი საკუთარ თავს პირობა მივეცი...-მუცელში იმ სპაზმის დავლა იგრძო, დილაადრიან რომ მოწყვიტა წელსქვემოთ.ძალისძალად ჩაუტეხა ღიმილის კუთხე და ჰაერში, ნაგანიდან გასროლილი ტყვიის ექოსავით დატრიალდა სიტყვების სიმძიმე...- დროა მეც მივიღო ჩემი კუთვნილი წილი.
-თვალები აგემღვრა...-თავის ქალაში გაჩენილმა გორგალმა დარია ხელი დემეტრეს და ვეღარ ხვდებოდა მის წინ, ასე თავისად დაგულებული ქალის გონებაში რომელმა სიმახინჯემ იპოვა ძალა გამოსაჩენად...-სახეზეც ფერი არ გადევს. რა ჩაიდინე?
-ჩამეხუტე...-საწყალობლად ამოიკნავლა და მოხვია თუ არა მკლავები მის განიერ წელს, მაშინვე იგრძნო თავადაც ერთგული მხრების სითბო.კისერთან დახრილი სახიდან ევლებოდა მის კისერს ცხელი სუნთქვა. სიცოცხლე მოდიოდა ბერაიასგან და სამშვიდობოს თავდაგულებულს ჰგავდა აფართხალებული ჩიტისფრთა ფეთქვის ჩაშოშმინება...-არ ვბრაზობ ლიზაზე. მე შენ გენდობი!
-გვრიტებო წავედით სახლში, თორემ გაცივდა ოჯახური კერა და სახლის ფუძე...-ერთიანად შემოღებულ კარებში გაჩხერილმა მოუსვნერად გაარღვია სიჩუმის ციხე და წამოყვირების სიმძლავრით დაფეთებულები წამში მობრუნდნენ მისკენ, სანახევროდ ისევ ერთმანეთს აკრულები...-რა ჩახუტება აგიტყდათ ხალხო ამ სიცხეში, გამოადგით ფეხი, გვშია ხალხს!
-ოოხ ბაჩუკი...-ანასტასიას გაეღიმა და ბიჭისკენ წასულმა გულწრფელად წამოიძახა...-აუტანელი კი ხარ, მაგრამ სიყვარული ბრმააო, შენი თქმის არ იყოს...-გაუცინა და გვერდით ასვეტილი მიეხუტა მსუბუქად.
-აღიარე რომ დემეტრე ბერაიაზე მეტად გიყვარვარ და ახლავე გავიქცეთ...-მის ანცობას აყოლილმა, გასაქანი მისცა ფანტაზიას და მეგობრის გამოწვევაც განიზრახა...-რა გინდა ამ ჯმუხთან?! შეხედე რა ბიჭი გეძლევი...-მხრები შეათამაშა და მაშინვე სასაცილოდ მომანჭა სახე, როგორც კი გვერდით ჩავლილმა მეგობარმა, ნიდაყვი უთავაზა უკბილო ხუმრობის საფასურად...-კარგი ! მეჯვარეობა იყოს, მაგაზეც თანახმა ვარ.
ახალი შეთავაზებით გაეკიდა წინ წასულებს და სიცილით შეერია, ერთად შეჯგუფებულ, საღამოს მწუხრს თვალშეჩვეულ მეგობრებს.
მამა-შვილი თავიანთი სტუმრებით უბრუნდებოდნენ ელიკოს ხელში დარჩენილ სახლის მყუდროებას, სადაც ჭიისკარზე თვალმიწებებული ქალი, მოუთმენლად ელოდა თავის მოუსვენარ ბავშვებს, ეზოს სიმარტოვით გულგაწვრილებული.
ნამდვილად იყო რაღაც ზღაპრული აქ, კვიციანების კარ-მიდამოში.



№1 სტუმარი ნეს

ეს რა იყო ეხლა, აშარად მინიშნება იყო ოჯახის სრულიად ახალ წევრზე? თუ ვჩქარობ მე :D
ეეჰ ლიზაა, ძალიან მაინტერესებს რა ნამუსით ჩახედავ ზურაბს თვალებში, სულ მალე, მამიკოს დაძახება რომ მოგიწევს, ჰაა???!!!

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ვტირი მეე. წინა თავზე ვერ დავტოვე კომენტარი. გაქცეული წავიკიტხე. გიორგი ჯანაშიამ იმდენი მოახერხა ტასოში გააღვიძა მისი გამოყოლილი ცოტაოდენი ბოღმა. მწერალი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. არდავიწყებია. ვ
ბევრივით თავისი პირველი ნაბიჯები. ისე გამიხარდი რომ დაგინახე. ეს ორი სიტყვაც გაქცეული დავწერე. ბოდიში. სხვაგად გადავდივართ და თავზე მაყრის ყველაფერიიიიიიიი

 


№3  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
ვტირი მეე. წინა თავზე ვერ დავტოვე კომენტარი. გაქცეული წავიკიტხე. გიორგი ჯანაშიამ იმდენი მოახერხა ტასოში გააღვიძა მისი გამოყოლილი ცოტაოდენი ბოღმა. მწერალი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. არდავიწყებია. ვ
ბევრივით თავისი პირველი ნაბიჯები. ისე გამიხარდი რომ დაგინახე. ეს ორი სიტყვაც გაქცეული დავწერე. ბოდიში. სხვაგად გადავდივართ და თავზე მაყრის ყველაფერიიიიიიიი

ქეთო როგორ გელოდი წინა თავზეც, მეგონა გამიბრაზდი და ამიტომ არ დამახვედრე შენი აზრები.ახლა დავმშვიდდი <3

 


ეს რა იყო ახლა? ახალ წევრს ველოდებით თუ?
ტასომ თბილისიდან წამოსვლის წინ დემეტრე ბერაიას გამწარების პირობაც დადო და იმედია პირობის მეორე ნაწილს არ შეასრულებს. გიორგი კი მეტის ღირსიცაა, ნამდვიდ დაიმსახურა, მაგრამ მგონია, რომ ამით ტასო სიმშვიდეს მაინც ვერ მოიპოვებს. ტასოს ერთადერთ სიმშვიდეს ბერაია წარმოადგენს. ჩაჭიდოს ხელი და არსად გაუშვას❤

აი, ლიზა კი ნამდვილად მაბრაზებს. არ შერცხვება მერე ზურაბის და ელიკოსი?
სამაგიეროდ ბაჩუკია კაცი პოზიტივი ❤ყველა სიტუაციაში რომ პოულობს სახუმარო თემას, მგრამ არც სერიოზულობა აკლია❤
ამ თავში დემე და ტასოს სითბო დამაკლდა❤

 


№5 სტუმარი one

rogorc yoleltvis shesanishnavi iyo)))
momdevno tavs velodebi interesit)))
vnakhod, vnakhod ra iqneba))
kargi khar dghesac da mudam❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი maco maco

ბაჩუკი მარტო ეული არ დატოვოო ცეცხლივით ბიჭი….კარგი მსუყე თავი იყო

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო შემეცოდა ანასტასია მაგრამ ამდენი ცუდად გახტომა რააა ნეტავ... ლიზას სისულელე როდის დამთავრდება ბაჩუკი მართლა კარგი მეგობარია მარტი არუნდა დატოვოთ მაგასაც მოძებნეთ მეწყვილე????????????ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

 


№8 სტუმარი ნეს

რა ვქნათ ჩვენ უფროსო? იქნება დღეს ახალი თავი თუ გადავიკითხოთ ძველები (აე უკვე, ბუმბერაზი კლასიკა)???? :D ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ლელა

აუ ლომკა მაქ უკვე რა. რატო არ დებ ახალ თავს? kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent