შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (21)


23-10-2021, 04:02
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 869

"გამარჯობა.
პიემონტის მცხუნვარე მზე სანამ ფანჯრებს ათბობს, სან ნაძაროს ერთ ჩვეულებრივ ბარში ახლადმოხარშული ყავის სურნელი ჩემ არსებას იპყრობს,გაზეთებით და წიგნებით გამოტენილი ეს მეოცე საუკუნის გადმონაშთი, რომელიც სავსეა წმინდა წყლის პიემონტელი იტალიელებით,ჩემ ნდომას -დავრჩე აათმაგებს.მაურო არ აპირებს ყავაში შაქრის შეკვრის ჩაცლას,მატეო ჯიუტად ახლის ყველას პირში კალტინიაგაში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის ამბავს და სანამ მე ვცდილობ თავი შევიქციო იტალიურად მომზადებული მაგარი შავი ყავით და ვიწუწუნო საკუთარ თავზე, რომელიც ოთხი თვეა ვიწრო ქუჩებში დააბოტებს და საკუთარი თავი ფილმის პერსონაჟი ჰგონია,მესმის ბარმენი ქალის ღიღინი,ბილი ჰოლიდეის კომპოზიციას აყოლილი,ჩემი გონება მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება წმინდა წყლის იტალიელად რომ დავბადებულიყავი,საშუალო გაქანების ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული ჩემი დაბადება დაგეგმილი იყო თუ შემთხვევითობა.გავიზრდებოდი პატარა ნათელ ბინაში და როცა ჩემი მშობლები მრავალწლიანი შრომის შემდეგ შეძლებდნენ სამსართულიანი ვილის შეძენას კალტინიაგას მიწაზე,მე სრულწლოვანიც გავხდებოდი და საკუთარ გზას მოვძებნიდი.ვიცხოვრებდი რომანიანოს ერთ-ერთ ვიწრო შესახვევის რიკულებიან აივნიან ბინაში და ყოველ დილით, მუხლებმოშიშვლებული, ჩემი აივნის მოაჯირზე ჩამწკრივებულ ფერად ყვავილებს მოვრწყავდი,დავწვდებოდი ვარდისფერ ფინჯანს და ყავის სასიამოვნო სითბოს ვაგემებდი ტუჩებს.ჩემი მოხუცი მეზობელი რამო სიგარეტის გასაბოლებლად გამოვიდოდა და ჩვენი სახლები ისე ახლოს იქნებოდნენ ერთმანეთთან რომ შემოთავაზებულ სიგარეტზე დათანხმებული ზედმეტი მონდომების გარეშე გადავიხრებოდით ერთმანეთისკენ და თითისწვერებით დავწვდებოდი თუთუნის ხვევას.ის მომიყვებოდა თავის უმადურ,ნაძირალა შვილზე რომელიც თურმე სამი თვეა არ გამოჩენილა და მე ჩემ მშობლებზე რომელებიც უკვე ორი თვეა იხვეწებიან ერთად ვახშამს.მე არ შემრცხვებოდა შიშველი სულის და შიშველი მუხლების რამოს წინ, რადგან იტალიური მზე იქნებოდა ჩვენ შორის და ღმერთს ვფიცავ რამო მხოლოდ ახალგაზრდა მეოცნებეს დაინახავდა ჩემში,ქალის მაგიერ.ეცოდინებოდა რამოს ჩემი წიგნის წერის ამბავი და შემეკითხებოდა თუ ივსებოდა დღიურში ცარიელი ფურცლები,მე კი ვეტყოდი რომ ვერშემდგარ ოფციანტს მოთხოვო ფურცლების სიტყვებით შემოლურჯება სულ მცირე სითავხედეა და ჩვენ მდუმარედ გავცვლიდით ღიმილის კუთხეებში ჩაცვენილ იმედგაცრუებებს.დაუდევრად ჩავაქრობდი სიგარეტს და დაუდევრად მოვისვრიდი ქვაფენილზე,მზერას შევატოვებდი ახლადშეღებულ მარკოს კაფეს და რამოს ყავაზე დაპატიჟებდი,ის როგორც ყოველთვის ცალყბად ჩაიღიმებდა, თავისი ჩაცვენილი , ჯერ კიდევ ეშმაკური თვალებით მიმახვედრებდა ეს შემოთავაზებები ყოველთვის თანხმობით მთავრდებაო,მეც დაიმედებული დავბრუნდებოდი კედლების შიგნით მუხლების სიშიშვლის დასაფარად.დაუდევრად შევიკრავდი ოქროსფერ თმას ცხენის კუდად,ჩავიცვამდი გადახუნებულ ჯინსის შარვალს და კისრის ბოლომდე შევიკრავდი პერანგის ღილებს.ხელს დავავლებდი მანქანის გასაღებს,დაუდევრად ჩაწყობილი ჩანთის ხელსაჭიდს და კისრის ტეხით ჩავირბენდი კიბეებს.რამოს მომლოდინე მზერას ჩემეული ღიმილით დავამშვიდებდი და მის მოხრილ მხარს ჩემ გაშლილ ხელისგულს შევაგებებდი,მისი პალტოს სიახლის სუნზე მეტად მისივე ალკოჰოლის,დილანდელი თამბაქოს და ძვირფასი პარფიუმის სუნი მეცნობოდა,მე მიყვარს მისი სუნი, მისივე სითბოთი გაჟღენთილი...
არავინ დაიჯერებდა რომ ვინმე სან ნაძაროს ამ ჭუჭყიან პროვინციაში შეძლებდა ერთ-ერთი საუკეთესო ნაყინის დაგემოვნებას და მცხუნვარე მზის ფონზე მისით ტკბობას,მაგრამ მე აქ ვარ, პიემონტის მეოცე საუკუნის გადმონაშთ კაფეში და მე ნაყინს ვაგემოვნებ.
ცხოვრება როგორღაც მსუბუქია აქ,ყველასგან დამალულად."
საწერი კალამი ჩერდება და გადახუნებულ ფურცლებში თავჩარგული გოგონა, ნაცრისფერი შენობის სანახევროდ ჩამოშლილ კედელთან მიდგმულ ახლალთახალ მაგიდიდან შორს იცქირება.იმდენად შორი იყო მზერა, რომ შეეძლო დაელანდა იანვრის თვის ამინდს როგორ ანცად ევლებოდა გარშემო სან ნაძაროს თავზე აღმართული პიემონტის მზე.ხარბად ილუკმეობდა ცივ ამინდში თავქარიანობას დანებებული ნაყინის საამურ გემოს და ტუჩის კუთხეები იწელებოდა გაბადრულის სახეზე.ერთიანად ნაქსოვ,სტაფოლოსფერ კაბაში გამოწყობილს მხრებზე მოეგდო სქელი მანტო და ყელზე შემოხვეული შალის შარფი სანახევროდ უფარავდა გულ-მკერდს.კაფიდან გამოსული შავგრემანი მიუჯდა გვერდით და მოჩვენებითი გულისწყრომით დააკვირდა თავისი მეგობრის კმაყოფილ სახეს.დიდხანს რომ ვერ შეძლო საყვადურებით ავსება, ამცნო უკვე გადავიხადეო და ხელმკლავგამოდებულმა მის ჩანთაში მოათავსა ტყავის წიგნაკი, მერე კი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ ახლადაღმოჩენილი პროვინციის ძველისძველი ქვაფენილით დაფარულ ქუჩებს.მანქანა ორსართულიანი, რომაული სტილის სახლის შესახვევთან დაეტოვებინათ და ფეხით მოსეირნეებს სულ არ ადარდებდათ იანვრის სუსხი, ასე თამამად რომ ეცემოდათ სახეში გამოსაფხიზლებლად.ახალგაზრდა იტალიელი მხატვრის ტილოების ნახვით და მოლაპარაკებით კმაყოფილები სულ არ დაგიდევდათ სახლისკენ წასვლის აჩქარებას, თითქოს ახლა სამყარო გაჩერდა და მხოლოდ ორის საკუთრება გახდა, იმ ორის რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ცხოვრებამ საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე გააერთიანათ და დაახლოვათ.მესაიდუმლეები ჩუმად იკვლევდნენ გზას წმინდა წყლის პიემონტელებს შორის, რომლებიც ჩუმ-ჩუმად, თუმცა შეძრწუნებით გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს ნახევარი საათის სავალზე, კალტინიაგაში ცოლ-ქმრის საბედისწერო გარდაცვალებას.
-ლორენცო მანჩინი...-ფრთხილად დაიწყო საუბარი ფრანჩესკამ და ეშმაკურად გადახედა მის მკლავს დაყრდნობილ მეგობარს, თავჩახრილი რომ ნებიერად მიჰყვებოდა გვერდით...-ნამუშევრებიც ისეთივე აქვს ,როგორიც თვითონაა.
-ხომ არ მოგეჩვენა რომ საკუთარ სახლში ოდნავ ზედმეტად აგრძნობინე თავი?...-გაეცინა ჯანაშიას და დამცინავად გადმოხედა ყავისფერ თვალებიანს, ერთიანად რომ აეტანა აღფრთოვანების ძალას...-ჩესა, ფლირტი ერთია და კაცის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება მეორე...-საყვედურნარევი ხმით გამოუცხადა და რეაქციას დაელოდა.
-ამხელა კაცი რომ პირველ ნაბიჯს თავისით ვერ დგამს რა ქვია მაგას?...-გაკაპასდა და თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა...-დიახაც, un completo idiota...-შეკრული სამი თითით და დამაჯერებელი გამომეტყველებით წაიწუწუნა აღშფოთებულმა.
-მარკოს უნდა დავურეკოთ და ვუთხრათ რომ მანჩინი ორშაბათს ჩამოვა მილანში, შემდეგ სამშაბათამდე მოუწევს გალერეიდან ნახატების ჩამოხსნა და მოსაწვევების შეკვეთა, რომ მოვასწროთ გაგზავნა...-ამოიბუტბუტა საქმიანად და მერე ჩაფიქრებულმა დაამატა...-პრესასთანაც მოგვიწევს შეხევდრა, ტელევიზიიდან ჩვენს სილვანას დავურეკოთ სანამ მილანში დავბრუნდებით.
-კარგი, ეს ყველაფერი სახლში გავარკვიოთ, ძალიან შემცივდა...-მეტი დამაჯერებლობისთვის თავისუფალი ხელისგული დაადო მეგობრის გაყინულ თითებს, რომელთა სიცივეც მის მკლავზე იღვრებოდა და დასუსხულმა შემოიკეცა ვეებერთელა შალის ბოლოები მოშიშვლებულ კისერზე...- ანტონინა ცხელ შოკოლადს დაგვალევინებს.
მანქანის საკეტები ერთიანად გაიღო და ორივე ქალბატონი მოუსვენრად მოთავსდა ტყავის სავარძვლებზე.სანამ ამუშავებული ძრავა სივრცეს ათბობდა, მანამ ხელისგულებს ითბობდა ანასტასია და საცოდავად ექაჩებოდა შარფის ბოლოებს, ერთიანად გაყინული, ნაყინით ჩაკოკლოზინებული კისერი რომ როგორმე გაელღო.ფანჯრიდან აცეცებდა თვალებს ნელა მიმავალი მანქანის გარშემო გამოსახულების ჩასაბეჭდად და მოგონების სასიამოვნოდ დასამახსოვრებლად.ოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ, წიისკარი დისტანციურად პულტით გააღეს და ნაცნობი, ორსართულიანი შენობის წინ აღმოჩენილი, სწრაფად გადმოვიდა ავტომობილიდან.ხელში მოქცეული ჩანთით გაიკვალა ფარეხიდან გზა მეორე სართულისკენ და მუხლებამდე ამოსული ტყავის ჩექმის ელვას დასწვდა შესახსნელად.კარის ხმაზე შემოეგება თმაშეჭაღარავებული დიასახლისი და შუბლშეჭმუხვნით დააკვირდა აწითლებულ ლოყებიანს.
-ჩანთა და მანტო მომეცი ანა...-თბილად გაიშვირა ხელისგული და მოჩვენებითი საყვედურით მიუთითა სამზარეულოსკენ...-გაზქურაზე ცხელი შოკოლადია, ფინჯანში დაისხი და ახლავე მოვალ...-სასურველი ნივთების მიღებისთანავე გასცილდა და ანასტასია მოუსვენარ მსუნაგობას აყოლილი წავიდა ჰოლის მარცხენა მხარეს.
ერთიანად შუშებში მოქცეულ ოთახს, რომლის მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი კარი გახლდათ, აწეული ჟალუზებიდან ათბობდა მატყუარა მზის სითბო.გამათბობლიდან მომავალი მცხუნვარება მხრებზე გადმოეღვარა და შალის შიგნით გაატარა ყინვის ლღვობამ. გალურჯებული თითები აწითლდნენ და ორგანიზმი ჩაშოშმინდა.ზედა ნაწილში, მთელ სიგრძეზე გაშლილი კარადებიდან ერთ-ერთის სახელურს დასწვდა და სამი ფინჯანი ჩამოიღო მარმარილოს ზედაპირზე.ღუმელზე ჩამოკიდებული ტილო ორივე მხრიდან ააკრო ქვაბის სახელურებს და სიფრთხილით გადაანწილა ბლანტი, ჯერ კიდევ ორთქლადინებული სითხე ჭიქებში.შემოსწრებულს ანცად ჩაუტეხა ტუჩის კუთხე, შუაში მდგარ მაგიდასთან,სკამზე ფეხმორთხმულს წინ დაუდო საამურად ჩაშაქრული სითხის არომატი და მის პირდაპირ მოთავსდა. ყურთასმენას მისწვდა ტელეფონის ხმა, თუმცა მალევე იყუჩა და გულდამშვიდებულმა გააბა დიალოგი მეგობართან.
-მიკვირს აქ უფრო ხშირად რომ არ მოდიხარ...-ფრანჩესკას ყურადღება მიიპყრო და ნიადაგი მოსინჯა...-როგორი მყუდრო და ლამაზი სახლია.
-აქ გავიზარდე...-მშვენივრად მიუხვდა მეგობარი ეშმაკობას, მაგრამ დანებდა მის ცნობისწადილს...-სანამ პაოლო თავის საშხაპეების ბიზნესს წამოიწყებდა აქვე ახლოს მდებარე ქალაქში, ნოვარაში მუშაობდა ბუღალტრად.კალტინიაგაში სახლი ბაბუაჩემმა ააშენა და როგორც მიყვება, აქ ჯერ კიდევ მაშინ იყიდა მიწა, როცა სულ სამი მოსახლე ჰყავდა.მერე ნელ-ნელა შეიძინეს მიწები მეზობლებმა და ახლა პროვინციაა.
-მამაშენსაც უყვარს ეს სახლი.ასე, რომ არ იყოს ანტონინას არ დაიქირავებდა და უბრალოდ დაკეტავდა...-ფრანჩესკას გულისწყრომა არც ისე შორი იყო, როგორც ეს თავად გოგოს მიაჩნდა.მშვენივრად უხვდებოდა მეგობარი ბრაზის მიზეზს, თუმცა ცხოვრება არც ისე მძიმე იყო, როგორც ერთი შეხედვით ეჩვენებოდა...-ხომ ხედავ, ლორენცო მანჩინი ჯერ კიდევ სან ნაძაროში ცხოვრობს...-საუბრის თემა წაახალისა და გაეხუმრა იმ ერთიანად ჩამოშლილი, მხატვრის საღებავებით დასვრილი კედლების გახსენებაზე.
-იმიტომაც შეეშინდა ახალგაზრდა გოგონების დანახვაზე...-ეშმაკობა დაუბრუნა სახის კუნჭულებს და ურცხვად წაუყვირა...-სან ნაძაროში ორმოც წელს ქვემოთ ასაკის, ქვაც არ გდია.
-მილანში რომ ჩამობრძანდება, მერე ფლირტის ხელოვნებას აზიარე და შენი იქნება ეგ კაცი...-უდარდელად შეათამაშა მხრები და მის ანცობას აყოლილმა თავადაც გაურია ტონს ეშმაკობა.
ჰოლიდან ნაბიჯების ხმა მოისმა და კარის ზღურბლს გადმომცდარმა, ჯინსებსა და ყელამდე აწეულ დათბილულ სვიტერში გამოწყობილმა ქალმა პატარა ხელჩანთა გაუწოდა ჯანაშიას, თან მოაყოლა, დღეს რენეს საცხობში ახალთახალი ფუნმფულა ფუნთუშები ვიყიდე და ცხელ შოკოლადს მიაყოლეთო. გამოღებული ღუმელიდან გამოაძვრინა უშველებელ თეფშზე დაგალებული ტკბილი ცომის შვილობილები და მასზე აწებებულ, გაკვირვებულ თვალებს გაუსწორა მზერა.მას შემდეგ რაც ანტონინასგან გაიგო, ტელეფონი გირეკავდაო, მოუთმენლად მოჩხრიკა ჩანთის კუნჭულები და ხელისგულში მოთავსებული მობილურის ეკრანი განათდა. გველნაკბენივით ფეხზე წამომხტარმა ბოდიში მოიხადა და მისაღებისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯებით.გვერდი უქცია შუაში განლაგებულ ყავისფერ ტყავგადარკრულ დივნის სამეულს და მარცხენა მხარეს ამოჭრილ ფართო დარაბასთან, მარტოდმარტომ დაიგულა თუ არა თავი, აკანკალებულმა დაუბრუნა პასუხი ადრესატს, ასე მოუსვენრად რომ ცდილობდა მასთან დაკავშირების.რამდენიმე წამიანმა ლოდინმა გაამართლა და ღრმად ჩასუნთქულმა, მშვიდი ტონით უპასუხა ნაცნობ მისალმებას.
-ტასო როგორ ხარ? ამ კვირაში აღარ დაგირეკავს და ვინერვიულე...-ჩურჩულით მოსაუბრე ქალი თვალებს აცეცებდა გარშემო...-ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
-არა ელიკო...-გაეღიმა, თუმცა მუცელში უცნაურმა შეგრძნებამ რომ დაუარა, მიხვდა რაღაც ისე არ იყო...-გალერეადან საქმეზე მოგვიწია ქალაქგარეთ წამოსვლა და ფრანჩესკას მშობლების ძველ სახლში ვართ. დრო ვერ გამოვნახე და გვიან დარეკვა მეუხერხულა.
-მთავარია რომ კარგად ხარ...-გულდამშვიდებულმა ღიმილით ჩააშოშმინა საყვედურნარევი ტონი და ისე გაუგრძელა საუბარი,აშკარა იყო რაღაცისთვის ამზადებდა უკვე ერთიანად შეძრწუნებულს...-ისე როგორ ხარ, ხომ კარგად იკვებები? იცოდე თბილად ჩაიცვი, მატყუარა ამინდებია და არ გაცივდე...
-ელიკო მოხდა რამე?...-კვიციანის ქალი რომ ალთას და ბალთას ედებოდა, უკვე ნიშნავდა რომ რაღაც მოხდა და სანამ პირდაპირ აჯახებდა, მანამ ცდილობდა სიტუაციის შემზადებას.
-გეტყვი, ოღონდ ძალიან გთხოვ არ ინერვიულო...-საწყალობლად მიენავლა ხმა და სახე მოუმანჭა ვედრების ნიშნად.მის ჩაციებულ მზერას წამწყდარმა ყოყმანით გააგრძელა საიდუმლოს გამხელის მცდელობა...-ხომ იცი ცივი ამინდებია, უცებ იცვლება და...
-ელიკო პირდაპირ მითხარი ! ...-მოთმინება უცხო ხილი აღმოჩნდა, ადგილზე აცუნდრუკებულს გული აღარ ეტეოდა საგულეში და თავის ქალაც გასკდომით ემუქრებოდა სისხლაჩქარებულს.
-ეს ბოლო დღეები მანოს გული აწუხებდა, ვიფიქრეთ რომ ამინდების ბრალი იყო, მაგრამ გუშინ წინ, შუაღამეს, დამირეკა ცუდად ვარო, რომ მივედი წნევა გავუზომე და გამთენიისას სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში...-მოძრაობა შეწყდა.თუ ვინმეს სურდა იმის თქმა რომ დედამიწას ღერძი ჰქონდა და განუწყვეტლივ, წამის გაუჩერებლად მოძრაობდა მის გარშემო, ჯანაშია მუშტს უთავაზებდა და განწირული დაუყვიურებდა ცდებიო...-არ იდარდო რა, ძალიან გთხოვ. კარდიოლოგმა თქვა რომ მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა და ცოტა ხნით დატოვებენ პალატაში, ექიმმა რომ მიაქციოს ყურადღება.
-აქამდე რატომ არ დამირეკე?...-მოუსვენრობამ დარია ხელი და მთელი შეგნებით უსაყვედურა ისედაც თვალებამღვრეულ ქალს, შიგნიდან რომ სჭამდა ასეთი ამბის სახეში მიხლა გოგოსთვის.
-საერთოდ არ ვაპირებდი შენთვის თქმას...-ოხ როგორი მომაკვდინებელი ცოდვასავით ჟღერდა გამხელილი საიდუმლო, თუმცა მიზეზი ჰქონდა კვიციანს და გულს იმაგრებდა გასაგრძელებლად...-ნახვის საათებში რომ მივედი დღეს, ასე მითხრა ანასტასიამ პირობა მომცა და თუ ელაპარაკები იცოდე გაახსენეო.არ ვიცი რას დაპირდი, მაგრამ ისე ძალიან მთხოვა რომ უარი ვერ ვთქვი და დავპირდი გადავცემთქო.
-პირობა...-მოჯადოებულივით დაიჩურჩულა გოგომ და მზერა გაუშტერა ტელეფონის ეკრანს...-უთხარი რომ აუცილებლად ავასრულებ დანაპირებს და ეს დღეები გამოიყენოს რომ ფეხზე წამოფრინდეს.არ გაბედოს და ისევ საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე არ დამხვდეს მანდ ჩამოსულს !
-ჩამოსვლას აპირებ? გაგიჟდი?...-შეურაცხადი იყო ქალის მზერა, თვალებგაფართოებულს წამში აეკრა სახეზე სინანულის ნაშიერები, აქამდე თუ ფიქრობდა ვცდები ამ ამბავს რომ ვაგებინებო, ახლა სრულიად დარწმუნებული იყო რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა...-აქ ვერ ჩამოხვალ! მამაშენმა ან ბერაიამ რომ გაიგოს ჩამოდიხარ, სათითაოდ...
-არ იდარდო მაგაზე...-მობეზრებით გააწყვეტინა მომავლის განშჭვრეტა და საუბრის დასრულების სურვილით აღვსილმა საწყალობლად მიუგდო დასამშვიდებელი სიტყვები...-საერთოდ ვერ მოასწრებენ გაგებას, ისე ჩამოვალ და გამოვბრუნდები უკან.
-როდის ჩამოხვალ?...-ყოყმანი დაეტყო გაბრზარულ ტონს და შეგუებულმა მის გეგმას დაუწყო მიყოლა, სხვა გზა ხომ ისედაც არ ჰქონდა...-დამირეკე რომ ზურაბი დაგხვდეს.
არც კი შერხეულა, უყურებდა თავის ათასტონიან სიმძიმეს და თან მთელი ძალით უჭერდა გულ-მკერდს თითქოს იქედან უპირებდა ტკივილი ამოხტომას,მოფართხალე ჩიტივით ძგერდა მისი სისხლის ყუთი. ისე ტკიოდა ეს ჩამპალი ჩონჩხი ლამის იყო ეყვირა მთელი ხმით. წელში მოიხარა , ხელები მოხვია თავის ჩაკეცილ მუხლებს და გაკაპასებული ბავშვივით ურჩს ჩურჩულით დაუწყო - " აბა რა გატირებს,ოღონდ ახლა გაჩერდი,ოღონდაც ახლა არ ! ჩშშ, მოუსვენარო,თავხედო ბავშვო ! ახლა ნუ მატკენ,მერე მომკალი,ახლა ნუ,ნუ ! " მერე კი, როცა დახუჭა ამღვრეული თვალების სიგიჟე- მივხვდა, რომ ყველა ცხოვრება გამოიარა. ამ ცხოვრებასაც გამოივლის გაბერილი მისი სისხლის ყუთი,შავი არტერიული სისხლის სკდომა ვერაფერს დააკლებს ძარღვების კედლებს . ამ ჩაკეცვასა და ხრიალსაც გადაიტანს გულისამრევი თეთრი ხორცის ნაჭერი, გადაურჩება ამ წვიმებსაც და გაზაფხულზე ამოიკოკრება თოთო იების სურნელად, გადარჩენის ნიშნად.
მხარზე ხელისგულის სიმსუბუქე იგრძნო, აწითლებული უპეები მიაშტერა შეშინებული გოგოს თვალთახედვას, მის წინ რომ ჩაიმუხლა და ერთიანად მოიქცია მკლავებში.საიდანღაც ეჭვნარევად უჩურჩულა რა მოხდაო და ჯანაშიას აკანკალებულმა ხრიალმა მხოლოდ საწყალობლად გაიჟღერა მისაღების ვეებერთელა სივრცეში ჩასანთქავად.მიეხმარნენ ფეხზე წამოდგომაში, ნელი ნაბიჯით, უხმოდ მიაცილეს სამზარეულოს სკამამდე და გაფითრებულმა ანტონინამ მაშინვე მოურბენინა გამჭირვალე ჭიქაში მოქცეული წყალი. სახეზე ფერი დაუბრუნა მაცოცხლებელმა სითხემ, სულმოთქმულმა აუხსნა ფრაჩესკას წასვლის მიზეზი და სანამ ოთახს ავსებდა მისი თავჩახრილი ფიგურის არეული ფიქრები, მანამ დარწმუნებით გაისმა მტკიცე ხმის ულტიმატუმი.
-ბილეთებს შევუკვეთავ, წასვლა თუ გინდა ჩემი წაყვანაც მოგიწევს !...-სულ არ ეპიტნავებოდა მის უარზე თავის დაქნევა, დარწმუნებით განაგრძო მიღებული გადაწყვეტყვეტილების გახმოვანება და საერთოდ არ დაგიდევდათ უკან დახევას...- ლორენცოს გამოფენა მომავალ კვირასაა, სანამ წასულები ვიქნებით მარკო გალერეას დაცლის და მოსაწვევებს გააგზავნის, ჩვენ იმეილით მოვაგვარებთ პრესასთან საკითხებს.
-ლორენცოს ვიღაც უნდა დახვდეს მილანში ჩამოსვლისას, მარკო ვერ გაართმევს თავს მანჩინისთან მოლაპარაკებას...-ახლა ახალი სადარდებელი ჰქონდა და ვედრებით უცქერდა ფრანჩესკას აღაჟღაჟებულ ლოყებს...-ჯობია დარჩე, მე წავალ და რამდენიმე დღეში დავბრუნდები.
-ნუ სულელობ!...-გაუწყრა და აფიფრილმა გაუშალა ხელები...-იცი, რომ მარტოს ვერ გაგიშვებ ამხელა გზაზე.მარკოს მე მოვურიგდები! აბა გაბედოს უარის თქმა, სახეში ვაჯახებ კაცების საპირფარეშოში რომ წავუსწარი თავის თანაშემწესთან ერთად!
-ერთი კვირა დაგვჭირდება...-ქვის აგდებას და თავის შეშვერას აზრი არ ჰქონდა.დანებებულმა უკვე დაიწყო მომავალზე საუბარი და გეგმების დაწყობა...-ამიტომ სილვანას იმეილს გავუგზავნი და ვთხოვ დისტანციურად დამეხმაროს მოგვარებაში.
-მიდი შენ ფუნთუშა შეჭამე და ანტონინა ჩაის დაგისხავს, შენი ცხელი შოკოლადი გაიყინა...-მხიარულად მიაწოდა მრგვალ თეფშზე დალაგებული ნუგბრის სიტკბო და ტელეფონმომარჯვებულმა, უგემურად მოლუკმე დალანდა თუ არა, მაშინვე გამოუცახადა...-ხვალ არის ბილეთები, მილანიდან თბილისის მიმართულებით, ავიღო?
-ქუთაისის აეროპორტი ნახე...-ნაჩქარევად გამოართვა მიწოდებული მობილური და რამდენიმე წუთიანი ქექვის შემდგომ სასურველი მიმართულებით მოიძია ბილეთები...-ხვალ, საღამოს არის ფრენა. ვერ მოვასწრებთ...-დანანებით ამოთქვა.
-მოვასწრებთ! მე წავალ ჩემოდნებს შევკრავ და მილანში დავბრუნდეთ...-ანტონინას გადაულაპარაკა ინგლისურად და ქალმა ოთახი დატოვა თუ არა, თავადაც წამოიმართა. მაგიდის ზედაპირზე შერჩენილ თითებს ჯანაშიას ხელისგული მისწვდა, ფრანჩესკამ გაკვირვებით გადმოხედა თუმცა მის მზერას წამწყდარმა გაუღიმა. მეგობარი მეგობრის გულს მიუხვდა უარის მიღმა დამალულ სურვილს. შიშის პირისპირ მარტო რომ არ დატოვა, ემადლიერებოდა სიტყვაძუნწი და ასე გამოხატავდა მადლიერებას.
ანტონინა ბუტბუტით ალაგებდა ჩემოდანს და გადაწყვეტილებას უწუნებდა ორ თავქარიანს, წვიმიანი ამინდისთვის მომზადებული გზები რომ უნდა გაევლოთ სანახევროდ ჩამობნელებულ დღეში.ქალს იმედი ჰქონდა რომ თავის მოუსვენარ ფრანჩესკას ორი დღით მაინც დაიგულებდა გვერდით, მან კი გამოუცახადა აქედან კი არა ქვეყნიდან მივდივარ რამდენიმე დღითო, გამოდის ისევ მარტოობისთვის იყო განწირული ამ ვილაში და რა უნდა ექნა, მას ისედაც არავინ ეკითხებოდა აზრს. ანასტასიას ჩემოდანი რომ ჩააალაგა, საწოლიდან აიღო მანტო და მკლავზე გადაფენილი წაიღო ჩემოდანთან ერთად ქვედა სართულზე ჩამავალი კიბეების კართან დასატოვებლად. ოთახში დაბრუნებულმა ფუნთუშებს ხელი დაავლო და საგულდაგულოდ ჩააწყო პლასტმასის კონტეინერში მათთვის საგზლად გასატნევად. გაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს ცეცხლი აუნთო, თერმოსები ჩამოალაგა და მზრუნველად მიიხედა მაგიდის ზედაპირზე, გადაჯვარედინებულ მკლავებზე თავჩამოდებულ გოგოს, გაფართოებული გუგები კარისკენ რომ წაეღო და ჰორიზონტს მიღმა გასცქეროდა სფეროს.ქვედა კარადებთან ოდნავ დაიხარა და ზედა უჯრიდან ამოაძვრინა პაწაწინა ჭიამაია, ინგლისური არ იცოდა თუმცა ჯანასიას დამტვრეულ იტალიურს მიენდო და ორი სიტყვით უჩურჩულა ხელისგულში ჩადებული თიხის ფერად ჭიამაიას დაშტერებულს, "ბედნიერებას მოგიტანსო". გოგოს გაეღიმა და ხელისგულზე მიეფერა თითის ბალიშებით, მადლობის ნიშნად. მოუსვენრად შემოვარდნილმა ფრანჩესკამ გამოაცახადა მზად ვარ და ჯობია წავიდეთ, სანამ უფრო დაბნელდებაო. ჯანაშია წამოიმართა, გასასვლელისკენ წასულს, მხრებზე მოაფარეს თუ არა მანტო, მაშინვე დასწვდა ჩემოდნის სახელურს თუმცა ანტონინამ დაუცაცხანა და ზურგზე ოდნავ ჰკრა ხელი წინ სვლის სანიშნებლად.ჩექმებ მორგებულმა ჩაიარა საფეხურები, ავტომობილის კარს დასწვდა და მოთავსებულმა გადაატრიალა გასაღები სალონის შესათბობად. მას შემდეგ , რაც ანტონინამ კონტეინერი და თერმოსები ჩამოურბენინათ სამზარეულოდან, მადლიერებით აღსავსეები გაშორდნენ მშვიდობიანი გზის მოსურვეს და მილანისკენ წავიდნენ ნელი სვლით.
დაახლოებით სამი საათი დასჭირდათ, მოუსვენრად წინა შუშაზე მოწკაპუნე წვიმის წვეთების და მილანისკენ მიმავალ მთავარ გზაზე შექმნილი საცობიდან თავდაღწეულებს, ბინის კარის შესაღებად. ჩაბნელებული ოთახის სივრცე ერთი ხელის მოსმით გაანათეს და ორი ჩემოდნით ხელდამშვენებულმა ფრანჩესკამ ელექტრონულ ჩაიდანს დაკრა ხელი ჩასართავად. ჯანაშია ტელეფონზე საუბრობდა მარკოსთან სიტუაციის მოსაგვარებლად და ამასობაში მეგობარმა მოახერხა, ცივი ამინდის ჩახშობა გათბობის ჩარტვით და ლიმნიანი ჩაის გამზადებით. მაგიდასთან შემოსმხდრები ჩაჩუმდნენ და დაფიქრდნენ.
-შენს ქვეყანაში ძალიან ცივა? ტანსაცმელი რის მიხედვით ჩავაწყო?...-ინტერესით ჩაეკითხა, საქართველოს მონახულებით აჟიტირებული.
-სადაც ჩვენ მივდივართ მთებია, ალბათ დიდი თოვლიც იქნება უკვე...-გაეღიმა ჯანაშიას იმის წარმოდგენაზე რომ თეთრი ფიფქები დაუხვდებოდა კვიციანების კარ-მიდამოში...-თბილი ტანსაცმელი წამოიღე და მაღალყელიანი ფეხსაცმელები.
-ელიკოსთან დავრჩებით? სასტუმრო ხომ არ მომეძებნა? მანქანებს არ აქირავებენ? ...- დააყარა შეკითხვები და ახლა დაფიქრდა რამდენი რამ არ გაუთვალისწინებიათ ბოლო წუთას გადაწყვეტილი ვოიაჟის ავტორებს.
-ჩესა...-მშვიდად დაიწყო ანასტასიამ ახსნა...-ელიკოსთან დავრჩებით რამდენიმე დღით. მანქანა არ დაგვჭირდება, ბიძაჩემი წაგვიყვანს აეროპორტიდან და თუ რამე დაგვჭირდება თავის მანქანას გვათხოვებს. ნუ ნერვიულობ, დიდად არც დაგვჭირდება.
-წამოდი შენით დავიწყოთ, მოგეხმარები ჩალაგებაში...-პასუხმა დააკმაყოფილა და ფეხზე წამომდგარი მაცივრის კარს წაეტანა, ხელში მოქცეულს იოგურტს თავი წააცალა და პაწაწინა კოვზით დაუდგა წინ ჯერ კიდევ მაგიდასთან მჯდომს. მერე სამზარეულოს უჯრიდან ამოიაძვრინა წამლების ყუთი და სამი ტაბლეტი დაუდო წინ, მორჩილად თავდახრილს...-არ დაგავიწყდეს დალევა და ხვალ დილით რამდენიმე ფირფიტა ვიყიდოთ წასაღებად,აქ უკვე გამოილია.
საშუალო ზომის საძინებელში ტორშერის თბილმა შუქმა გაანათა ცენტრში დადგმული საწოლის გამოწვევა, მოღლილი ფიგურა რომ მიეზიდა წამოსაწოლად.მარცხენა კედელში, შუაში ამოჭრილ დარაბასთან სამუშაო მაგიდა მიედგათ მაღალ, ხის ფეხებზე შემომდგარი სავარძლით. ლოგინის პირდაპირ, კედელზე დაეკიდათ მასიური ნახატი, ჯანაშიას საყვარელი შემოქმედის ნამუშევარი, კლიმტის "კოცნა".კარების ჩარჩოს სულ მცირედად სცილდებოდა კარადის კუთხე, რომლის ორივე კარი მოეღო ფრანჩესკას და ინტერესით აფათურებდა ხელებს ნაქსოვ, ღუნღულა სვიტრებს შორის.გამომცდელი ვაჭარივით ზომავდა მძიმე ნაჭრის სისქეს და შიგადაშიგ გამოხედავდა სავარძელში ჩასვენებულ, ერთიანად უპეამოშავებულ ფიგურას, თავს გააქნევდა და დაკეცილსვე აბრუნებდა უკან.მოლაპარაკებების და გადარჩევების შემდგომ, ამოლაგებული ჩემოდნის ცარიელი სივრცე შეავსო ახალმა ტანსაცმელმა და შავგრემანი, მხრებზე დალალებ ჩამოშლილი ქალბატონი, დოინჯშემოყრით აკვირდებოდა თავისი ნამუშევრის შედეგს.მზრუნველად გადახედა სანახევროდ ჩაძინებულს და მიახლოებულმა, უჩურჩულა სააბაზანოში შედი და მანამდე მეც მოვრჩები ჩემი ჩემოდნის ჩალაგებასო. მორჩილად დაყვნენ რჩევას, თვალგაყოლებული ლანდი მიიმალა საძინებლის კარიდან და უკან მიყვა მეგობრის ფიგურაც, ასე საგულდაგულოდ რომ უთვლიდა ნაბიჯებს, მობარბაცეს.
მარკო მოუსვერად სცემდა ბოლთას მისაღების მოღებულ სივრცეში და დოინჯშემოყრილი აქნევდა თავს უკმაყოფილების ნიშნად. შემართებით წამოწყებული საუბარი მალევე ჩაუხშეს, როცა ის სამარცხვინოდ სასაცილო ინციდენტი გაუხსენა მისი ნერვების ჭიამ, საპირფარეშოში რომ წაასწრო თანაშემწეზე აწებებულს.ახლა როცა მარტო დატოვა ჯანაშიასთან ერთად, თამამად გამოხატავდა აღშფოთებას და აფთიაქში წასულის მისამართით ისროდა ქება-დიდების შესასხმელ სიტყვებს. ხელები გაასავსავა, სულაც არ სურდა დანებება მაგრამ იცოდა, ამ ამორძალის მუქარას სერიოზულად უნდა მოჰკიდებოდა და მართალია მაინდამაინც არ ეპიტნავებოდა ისეთ კაცთან უშუალო კავშირის დაჭერა, როგორიც ჯმუხი, სიტყვაძუნწი ლორენცო მანჩინი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა.ჩაშოშმინებული მიუჯდა მაგიდას და ამჯერად გულწრფელი ინტერესით ჩაეკითხა ჩუმად მყოფს.
-შენთვის მგზავრობა შეიძლება?...-ჯანაშიამ გაკვირვებით გადმოხედა არამკითხე მოამბეს, მაგრამ წუთის წინ შემჩნეულ სარკაზმსა და ბოღმას რომ ვერ წააწყდა, წარბები დასწია...-ისე ვიკითხე, მართლა მაინტერესებს.
-წამლები თან მიმაქვს, არამგონია ნერვიულობად ღირდეს...-მშვიდად გასცა პასუხი და მხრები აიჩეჩა უდარდელად...-მთავარი ისაა, რომ ლორენცოს შენებურად არ დაელაპარაკო, ისე გააკეთე ყველაფერი როგორც თვითონ მოისურვებს. ეგ კაცი ძლივს დავითანხმეთ ჩვენს გალერეაში გამოფენის გაკეთებაზე და ნუ გააქცევ, გთხოვ...-დაამშვიდა ბიჭმა თავის დაქნევით და გააგრძელა...-სილვანას იმეილს მივწერ, გამოფენამდე ჩამოვალთ უკან და ყველაფერი მოგვარებული იქნება.
-ის ქალბატონი შეგიძლია იქვე დატოვო...-წყრომამ შეახსენა თავი და მოუსვენრად წამოიძახა, ხელახლა აფოფრილმა...-უსირცხვილო! როგორ მიფრიალებს თვალწინ იმ ერთ ამბავს, გეგონება თვითონ ციდან ჩამოუვარდა თავის მშობლებს...- ანასტასია ჯანაშიას საერთოდ არ აინტერესებდა მარკო, თავისი პაწაწინა პრობლემებით.
ბიჭმა აეროპორტამდე რომ მიაცილა გოგონები და ერთი შეხედვით გაბრაზებულმა, მაინც გულში ჩაიკრა უცხო ქვეყნისკენ მიმავალნი, გულითადი სურვილით მალე დაბრუნდით და ფრთხილად იყავითო, ანასტასიას გონებას მხოლოდ მოგონებები ჭამდა. თავის ქალას უღრღნიდა საღამო, როცა მიხეილ ფანჯიკიძემ გვიან შეწუხებისთვის მოუხადა ბოდიში და ამცნო ქეთევანმა სტატიის წერა დაასრულა და შენს დასტურს ველით, წაიკითხე და გვითხარი ხვალ გამოვაქვეყნოთ თუ არაო. გუშინდელი დღესავით ახსოვდა სხეულში დავლილი უცნაური შეგრძნება.ბერაია ხომ იმ დღის დაბრუნებული გახლდათ თბილისიდან, ერთიანად მეორე სართულის პროექტზე ჩაციკლულმა ვერც კი შეატყო ავადმყოფობისა და ნერვიულობისგან გალეული საწოლს რომ ერთგული მეგობარივით შეეზარდა. ცხოვრება, ბოლო ოთხი თვის მანძილზე ჰგავდა ქიმერას, თითქოს მის მაგივრად სულ სხვამ ითავა ყოველდღიურობის განაწილება და დღეებიდან დღეებში გადასვლა. არც ის ზარი დავიწყებია, მიხეილ ფანჯიკიძეს რომ სტატიის წაკითხვის მერე აცნობა მე მზად ვარ, ორ დღეში დავბეჭდოთო და ფრანჩესკასთან შეთქმულმა,მაშინვე შეიძინა ბილეთები,უკვე ნაქირავებ ბინაში ჩამოსასვლელად. საკუთარ თავს ეკითხებოდა, ნუთუ წამების წინ არ იყო, გიორგი ჯანაშიას სახეს რომ ვემალებოდი, როცა კვიციანებთან მოვარდა და გაგიჟებული იძახდა ჩემ სახელსო.
იმ დილით, სამზარეულოში შეკრებილ, ახლადდაბრუნებულ ახალგაზრდებს დაურეკა ჯაბა ბერაიამ და ყველას მოუწოდა ტელევიზორისთვის ყურადღების დათმობა.წამოცვენილები უშტერებდნენ მოკაშკაშე ეკრანზე გამოსახულ სასტუმროს თვალს და გახევებულები ისმენდნენ ჟურნალისტის მონათხრობს. ამ დროის მანძილზე ხშირად წარმოედგინა გიორგი ჯანაშიას სახე, როცა თავის ჩვეულებას აყოლილი,ლალიკოს ნაყიდ დილის გაზეთიდან კითხულობდა მომწამლავ სიტყვებს.
" ცნობილი ბიზნესმენის, გიორგი ჯანაშიას მეუღლის ტრაგიკული ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში გაუხმაურებლად დარჩა, სანდო წყარომ მოგვითხრო და ფართო საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი...სასტუმრო, რომლის რესტავრაციაც ერთ-ერთმა , ყველაზე დიდმა ინვესტორულმა კომპანიამ გადაწყვიტა და მილიონიანი პროექტის განხორციელება ითავა, ჯანაშიების ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას მალავს...მილა ჯანაშია ამ სასტუმროში თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა , როცა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო და ძილში მუცელი მოსწყდა...სამწუხაროდ ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა სასტუმროში მომუშავე პერსონალმა,მის საწოლში გარდაცვლილი, შვილთან ერთად აღმოაჩინა...გიორგი ჯანაშიამ ამბის გახმაურების შიშით სასტუმრო დახურა...თავისი შვილის ავადმყოფობის დამალვის მიზნით, მცირეწლოვანი გოგონა, წლების განმავლობაში ჰყავდა თავის ოთახში გამოკეტილი...სანდო წყაროს ინფორმაციით, გიორგი ჯანაშიას თავისი შვილის წილის გაყიდვაც სურდა, თუმცა ჯერ-ჯერობით მისმა დაჟინებულმა თხოვნამ სედეგი ვერ გამოიღო და ანასტასია ჯანაშია უარს აცხადებს სასტუმროს გაყიდვაზე...საინტერესოა, რომ ბერაიების ინვესტორული კომპანია, არაერთი ასეთი, მასშტაბური პროექტის ავტორია და კერძო სექტორში არსებული მცირე საწარმოებისთვისაც კი ცნობილია, რომ ისინი რესტავრაციის დაწყებამდე უთანხმდებიან დამკვეთს უძრავი ქონების შესყიდვაზე...ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დავადგინეთ,რომ სასტუმროს წილის შესყიდვას ცნობილი ბიზნესმენი ავთანდილ მესხი აპირებს, თუმცა რამდენადა იცის ამ ისტორიის შესახებ ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია..."
ორ გვერდიანი სტატია სავსე იყო ჟურნალისტური გამოძიების მთელი არსენალით, თუმცა ანასტასიას მხოლოდ ის ახსოვდა რაც თავად სჭირდებოდა. ახლაც დაეუფლა ის შეგრძნება, თითქოს მისი ამბავი გასკდა.თითქოს გიორგი ჯანაშიას წინ იდგა და უყვიროდა მე გავიზარდეო.-"ისე გავიზარდე რომ ცას მივწვდი,ისე გავიზარდე რომ ვეღარასოდეს შემომხედავ მაგ შენი სიმაღლიდან, იმხელა გავიზრდე დაპატარავდა მთები, იმ სიმაღლე რომ ვეღარ მომაწვდენ მკლავებს. გასკდება ეს ჩემი დასაწვავი სისხლის ყუთიც, გასკდება დაიცლება, გამოიფიტება,ათას ნაწილად დაიშლება და აღარავინ დარჩება ვინც ფაზლივით ააწყობს და აღარავინ იქნება როცა ჩემი სხეულის ყველა უჯრედის ანარქია თავს დამემხობა. გასკდება ეს წლებიც, გაზაფხულის მიწურულს შემორჩენილი ტყემლის ყვავილებივით გაიხლიჩება ცხოვრება, გაიფანტება ციდან მიტოვებების თავსხმა წვიმა,დაიცლება ეს ჩემი გაძლების ფიალა, გასკდება გული,გასკდება! და მოვა წვიმა,ჩააქრობს ნაკვერჩხლებს რომლებიც დარჩება დიდი კოცონიდან,წვეთ-წეთობით რომ ალპობდა ათასწლეულების წვიმა. ყველა ჭაობი გაიზრდება,ყველა გალავანი შემომევლება,ყველა ციხე შემომეჯარება და გაიგლიჯება გულმკერდის შუა ცხოვრება...და მანამდე, მე გავიზარდე! გავიზარდე იმხელა რომ ძალით მოხვეული შენი მკლავები ჩემს უძლურად ჩამოყრილ მხრებს აღარ ეგებება. გავიზარდე, ისე დიდი რომ ცას ვუყურებ და არ ვყლაპავ ცრემლებს რომ არ მეყო ძალა უარი მეთქვა შენს ჩახუტებაზე და არ მეფიქრა რომ თავსაც მოვიკლავდი ოღონდ კი არ ჩაგხუტებოდი." ეს იყო გამარჯვება, თითქოს გაიზარდა და თანაც იმხელა, რომ დაპატარავდა გიორგი ჯანაშიას მთები.
წარმოდგენა ნამდვილად არ სჭირდებოდა რამდენიმე საათის შემდგომ კვიციანებთან მოვარდინილის სახეს და ხმას, გააფთრებით რომ ყვიროდა ახლავე გამოვიდეს და მითხრას ეს როგორ გამიკეთაო. ელიკოს ოთახში დამალული, საგულეზე იკრავდა ხელებს და გაფაციცებით უგდებდა ყურს ბერაიასკენ ნასროლ სიტყვებს. მისაღებში ჩამოწოლილი სიჩუმეც არასდროს დაავიწყდება, თითქოს მთელი ორგანიზმით გრძნობდა იმ ხელის კანკალს, დემეტრეს რომ შეეპარა საბუთების გაწოდებისას და თავის ქალაში მოქექა წინადადება, ერთიანად გამტყდარს რომ უჩურჩულა - " როგორც მიხვდი ეს დიდი ხნის წინ დაგეგმა...აქ არ არის! ბარგი ჩაალაგა და გაიქცა, მხოლოდ საბუთები დამიტოვა თავისი ხელმოწერით და პატარა მინაწერით.მთავაზობს სასტუმროს წილი დავუთმო, რადგან მას ისედაც აღარავინ იყიდის, მის გარდა."
-ტასო წავედით...-ქვეცნობიერს მისწვდა გვერდით მჯდომის ხმა და გაკვირვებით მოავლო თვალი წამოშლილ მგზავრებს...-უკვე შენს ქვეყანაში ვართ.
მოღცილად მიჰყვა უკან, ხელჩანთა ჩაებღუჯა და მარჯვენა ხელისგული მიანდო წინ მიმავალს. სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა მონატრებულ სახეს. ორ ჩემოდანმომარჯვებული ფრანჩესკა აჟიტირებული მიიკვლევდა გზას და მომლოდინეებს შეავლო მზერა ჯანაშიამ.იქ იდგა მისი საიმედო საყრდენი, ასე მონატრებული და ახლო. ერთიანად ასდიოდა სახლის სურნელი მის გამოხედვას, შეჭაღარავებულ თმას და დინჯ,თუმცა გაბადრულ სახეს. ბიძის თბილი მხრები ელოდა ჩაკონებას, სულ არ გახსენებია თავშეკავება და წინდახედულობა, ისე გაიქცა. პატარა ბავშვივით დაიშალა მის ფართე მხრებში, ის ხომ ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე იყო. მარტოობით დალილმა და გალუგულმა სხეულმა ლღობა დაიწყო, ისე იხუტებდნენ თითქოს არ ჰყოფნიდათ, უფრო მეტი სურდათ.ბარიტონს წასცდა მონატრების ჩურჩული და გაღიმებულმა ააკრა გაფართიებულ გუგებში ჩაწვენილი საპასუხო სიყვარული.
ჩაფიქრებული უშტერებდა მზერას ავტობანის მბჟუტავ ლამპიონებს, სანახევროდ რომ ანათებდნენ გზას. ფრანჩესკას ტიტინის პარალელურად მოირგო თარჯიმნის როლი, რომ ზურაბისთვის გასაგები გაეხადა უცხოელი სტუმრის პასუხები. როგორ გულისგამაწვრილებლად იწელებოდა დრო, ისე სურდა კვიციანების სახლამდე მისვლა თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარათონს ბოლო არ უჩანდა გასარბენად.
სულმა სიმშვიდე მაშინ მოიპოვა, როცა ორსართულიანი სახლის მისაღებიდან, ეზოში გადმოღვრილ სინათლეზე გამოიკვეთა კარში გაჩხერილი ქალის ფიგურა. ჩექმებზე აწებებული თოვლი მოიცილა და ნაბიჯი წადგა წინ.ელიკომ მთელ სიგრძეზე გაუშალა მკლავები და გულში ჩაიკრა მანტოსა და თბილ შალის თავშალში გახვეული გოგოს გალუგული ტანი. ძლივს შეელია მოსაცილებლად, თუმცა სტუმრის დანახვაზე გაიბადრა და სახლში შემოიპატიჟა ხანგრძლივი გზით დაღლილები.ჯერ კიდევ ტკაცუნებდა ბუხარში შეშა, ზურაბმა ერთი-ორი ხმელი ნაპობი შეუკეთა აგუზგუზებულ ცეცხლს და სავარძლებთან მიიხმო გოგონები, სანამ ელიკო ლიმნიან ჩაის მოუცუნცულებდათ გაყინული თითების შესათბობად.
-კიტა ისევ თბილისშია?...-სახლის სიცარიელემ დარია ხელი და სცადა გაერკვია, მისი ბავშვობის ტკბილი თანამზრახველის ადგილსამყოფელი.
-რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქამდე დაკეტილი ბინისთვის ხელის შევლება, რომ დაასრულა, ლიზასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად...-შიშნარევად უპასუხა ჩამუხლულმა კაცმა და იმისდამიუხედავად, რომ ჯანაშიამ ამ ორის ამბავი კარგა ხნის წინ გაიგო, მაინც გულში ხინჯად გაჰკრა კიდევ ერთხელ შეხსენებამ...-მუშაობენ და შაბათ-კვირას ჩამოდიან ხოლმე.
-საინტერესოა, რომ აქ ყოფნისას არ შემიმჩნევია მათთვის...-შეჩერდა, არ იცოდა როგორ ამოეთქვა აზრი ისე, რომ არ ეწყენინებინა კვიციანებისთვის...-ხომ ხვდებით? მათი სახლოვე...
-მე ვფიქრობ მეორე სართულის პროექტზე რომ დასეირნობდნენ ერთად, მაშინ...-სამზარეულოდან მომავალმა ელიკომ, სასურველ პასუხს მოაყოლა ლანგარზე დალაგებული ფინჯნები და ძველებურ კაკლის დაბალ მაგიდაზე დადგა, მათ წინ...-შენ რომ წახვედი, ლიზა ხშირად ჩამოდიოდა და სექტემბრის ბოლოს რომ ყველანი წავიდნენ, კიტაც უკან გაჰყვათ.
-კარგია რომ ბედნიერები არიან...-გულწრფელად ამოთქვა და ღიმილით გადახედა ფრანჩესკას, თავი რომ მიედო სავარძლის საზურგეზე და მგზავრობით დაღლილი ნებდებოდა ბუხრიდან მომავალ სიმხურვალეს.
-შენ ის მითხარი, როგორ ხარ? კამერაში ასე კარგად არ ჩანდი, ახლა რომ გიყურებ, თითქოს მოგიმატია, თუ ზამთრის ტანსაცმლის ბრალია?...-აღფრთოვანებით საუბრობდა ელიკო და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა სახეშევსებულს, აღაჟღაჟებულს და ფერზე მოსულს.
-ნამდვილად მოვიმატე...-გაეცინა ჯანაშიას, ქალი ისეთი ენთუზიაზმით უცქერდა მის ცვლილებას, რომ სიხარული ვერ დამალა...-მაგრამ სანახევროდ ზამთრის ტანსაცმელიც მეხმარება...-საუბარი სულ სხვა თემისკენ სურდა რომ წაეყვანა და ბოლოსდაბოლოს გაეგო მანოს ამბის სინამდვილე...-მითხარით მანო როგორაა? ხვალ რომელ საათზე შევძლებ მის ნახვას?
-მანო უკვე კარგადაა, უბრალოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა ჯერ-ჯერობით...-ზურაბმა ითავა საუბარში ჩართვა და მისი დარწმუნება ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთო...-ორ-სამ დღეში გამოწერენ ალბათ, დიეტა დაუნიშნა ექიმმა, წამლები და პროფილაქტიკის მიზნით ერთ თვეში მოუწევს გამოკვლევებზე მისვლა.
-ჩვენი სტუმარი როგორი დაღლილია...-შეწუხებით ამოიჩურჩულა მანომ და მზრუნველად გადახედა ფრანჩესკას...-ოთახები გაგიმზადეთ. შენ ჩვეულებრივ, შენ ოთახში დაიძინებ და ფრანჩესკას კიტას ოთახში დავაწვენ.ქვედა სართულზე უფრო თბილა.
-მაშინ, თუ არ გეწყინებათ ჯობია დავიძინოთ...-შემპარავად იკითხა და მეგობარს გადახედა, აკლიმატიზაცია და დროის სხვაობა რომ უკვე ურევდა გონებას...-ხვალ დილით, დასვენებულ გონებაზე ვილაპარაკოთ.
მას შემდეგ, რაც ელიკომ ანასტასიას დახმარებით დაამყარა კომუნიკაცია სტუმართან, ძილინებისა უსურვა ორივეს და მისაღებს დაუბრუნდა ზურაბთან სასაუბროდ, ანასტასიამ მარტო დაიგულა მეგობარი და აუხსნა სად იყო სააბაზანო იმ შემთხვევაში თუკი დასჭირდებოდა. დამშვიდობებას აპირებდა, როცა შეფხიზლებული მეგობარი მოუბრუნდა და შეახსენა, რომ მარტო დაძინება მისთვის რისკი იყო. გონება განათებულმა, მორჩილად შემოიტანა თავისი ჩემოდანიც კიტას საძინებელში და გვერდით მიუსვა ფრანჩესკას ჩემოდანს. ხვალ ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა, ხვალ ახალი დღე იქნებოდა და მანოს ნახვით დაიმედებული შეძლებდა უკან მოეტოვებინა ყველაფერი ცუდი. პიჟამო მორგებული მიუწვა გვერდით, სანახევროდ ჩაძინებულ მეგობარს და თავის ქალაში დაიდო ბუდე აზრმა. მარტო არ იყო, გვერდით საიმედო ადამიანი ჰყავდა, რომელიც მიეხმარებოდა.ტორშერის მბჟუტავი სინათლე ჩააბნელა და ბალიშზე თავმიდებული, მალევე აღმოჩნდა სიზმრების სამყაროში, ზმანების სიფარადეს შეხიზნული.


პ.ს დასაწყისი ჩემი პატარა ჩანახატია, ძალიან მიყვარს და ვერაფრით გადავიყვანე მესამე პირში. მინდოდა ზუსტად ისე წაგეკითხათ, როგორც მე შევიგრძენი მომენტის მშვენიერება წლების წინ.(მხოლოდ ერთი დეტალია შეცვლილი. ოთხი თვის მაგივრად, რეალურ ამბავში ორ თვეზე იყო საუბარი)
პ.ს.ს ველი განხილვას და თქვენს მოსაზრებებს. დასასრულისკენ მივდივართ.



№1 სტუმარი ნეს

წავიკითხე, თუმცა გადარბენით და კიდე წყნარად უნდა დავჯდე და წავიკითხო აშკარად. ერთი რასაც მივხვდი, ანასტასია იბრძვის, თავგანწირვით იბრძვის ამ სასტუმროსთვის და ჩემი აზრთ, რაც მან გადაიტანა, იმის შემდეგ, ყველა საშუალება გამართლებულია მისთვის.. ეს მარტო მისი ამბავია, მისი გადატანილია და სხვას არავის გამოუვლია ეს სიმწარე, ამიტო, გაამხელდა თუ არა მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო. არამგონია ეს დიდად გიორგიზე შურის საძიებლად გაეკეთებინა, უბრალოდ, სხვანაირად არ გამოვიდა და გიორგიც მოყვა ამ ყველაფერში, აბა როგორ?! ხო იყო დამნაშავე, ხოდა თავზე ხელს ვერავინ გადაუსვამდა!!!!

ვნახოთ აბა რა მოხდება, გელოდები უფროსო :D

ფრანჩესკა და ბაჩო დახატავენ ხო ერთმანეთს?! სორი ტარიელ, სორი :DD

ლიზა ნახე რა, რა უცებ მოუგვარე..

დემეტრე ძალიან კი დამაკლდა, იმედი მაქვს მომდევნო თვებში ცეცხლოვანი შერიგება გველის... ეს 2 ერთად რომ არ დარჩეს, მაგრამ მეწყინება, ჩემიდედასფიცავ რა :D

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ასეც ვიცოდი რომ იტალიაში გაიხსნებოდა. აღვნიშნე კიდეც რომელიღაც კომენტარში. ჩანახატი მართლაც საოცარი იყო და ვერაფერი გავიგე გარკვევით ვერაფერს ვიტყვი სანამ მთლიან სურათს არ დავინახავ. ისე გამიხარდა შენი დანახვა. იმედია დიდხანს აღარ გვალოდინებ

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

ანასტასია ერთი დიდი იმედგაცრუებაააა

 


№4  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
ასეც ვიცოდი რომ იტალიაში გაიხსნებოდა. აღვნიშნე კიდეც რომელიღაც კომენტარში. ჩანახატი მართლაც საოცარი იყო და ვერაფერი გავიგე გარკვევით ვერაფერს ვიტყვი სანამ მთლიან სურათს არ დავინახავ. ისე გამიხარდა შენი დანახვა. იმედია დიდხანს აღარ გვალოდინებ

წინა ნაწარმოებიდან გამომდინარე რომ სრული სურათის დანახვას ელოდები, დასკვნების გამოსატანად, როგორ მიხარია <3

 


№5  offline წევრი აბლაბუდა

ცოტა დამაბნია ამ თავმა და კიდევ უნდა გადავიკითხო. აუ ამ ბოლო დროს ძალიან აგვიანებთ დადებას ;((

 


როგორი იმედი მქონდა, რომ ანასტასია პირობის მეორე ნაწილს არ შეასრულებდა, მაგრამ პირნათლად ასრულებს. ისევე გაწირა და გაამწარე დემე როგორც თვითონ როცა გიორგისგან მოისმინა "სიმართლე" pensive გიორგი შესაძლოა იმსახურებდა კიდეც ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ იყო ყურადღებიანი ქმარი და ვერც მამად ივარგა თავის შვილისთვის, მაგრამ დემეტრეს ნამდვილად არ დაუმსახურებია ამხელა ტკივილი pensive ახლა სასტუმრო მთლიანად ანასტასიასი იქნება, ალბათ.
წამლები,კვება,მგზავრობა, მოსუქებული ანასტასია... ეჭვებს მიჩენს და იმედია უსაფუძვლოს თორემ მერე სრული იმედგაცრუება იქნება ეგ გოგო pensive
ჩანახატი კი ძალიან მომეწონა, წამით მეც მომინდა იტალიელობა❤

 


№7 სტუმარი ია

ანასტასია იმედს მიცრუებს.... გიორგის დაჩოქება კი მინდოდა , მაგრამ დემეტრე??? რა დააშავა?? .... ან ეს გაქცევა რა უბედურებააა, თუ სირთულის დაძლევა არ შეუძლია , ისე რომ არ გაიქცეს , მაშინ რატომღა ჭირვეულობს და თავის " მე"-ს რატომ აყენებს წინ????

 


№8 სტუმარი ნეს

არ მესმის ანასტასიას საქციელი რატომ იყო მოულოდნელობა და იმედი რატო გაგიცრუვდათ. 12 წლის მერე გოგოს ოჯახი არ ქონია. მანამდეც მხოლოდ თავის უსიყვარულობით და დაუფასებლოთ გალეულ დედას უყურებდა და საბოლოოდ ამ უსიყვარულობითაც მოკვდა ის საწყალი. მის მერე მამამ სახლში გამოკეტა, ფაქტიურად, ფიზიკურად და მორალურად შეარყია ბავშვი. ანასტასიას ნამდვილ, სიყვარულით და ურთიერთგაგებით სავსე ოჯახში არასდროს უცხოვრია, არ იცის მოსიყვარულე მამა როგორია. 2 თვის წინ დაანება ფსიქოტროპულების მიღებას თავი ბოლობოლო. დემეტრესთვის ეს ყველაფერი ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი იყო: შეუყვარდა, სახლის შენება დაიწყო, ანასტასიას ერთად გადასვლა შესთვაზა. ხო, სხვანაირად არც იქნებოდა, დემეტრე ასეა გაზრდილი. მე მიკვირს ასეთ ცხოვრებაგამოვლილ გოგოს, რომელსაც დემეტრესთან ურთიერთობის დროსაც კი ქონდა ეჭვები, იმ თავისი კვაზიწარმოდგენის გამო, რაც მამამისმა შეუქმნა ზოგადად კაცზე და ქმარზე, როგორ შეიძლება მოსთხოვო უკანმოუხედავად ენდოს დემეტრეს, ხო რთული წარმოსადგენია, მარა მესმის მისი. ტასოს ჭირდება დრო, დრო რომ ეს ამდენხნიანი უსიყვარულობა როგორმე დაძლიოს, ჯერ ნაბიჯები არ გადაუდგამს რეალურ ცხოვრებაში და უკვე სირბილს თხოვთ. მოვა გონს, დარწმუნებული ვარ და გამოასწორებს ყველაფერს. პატარას თუ ელოდებიან და კიდე უკეთესი ❤️

 


№9  offline წევრი Elka Popova_2

Дидебули ико. Имедиа дидханс агар гвалодинебт торе дамемарта фсикози

 


№10 სტუმარი სტუმარი ნიტა

ანასტასიამ იმედები გამიცრუა ???? ანასტასიას მოსუქება ორსულობის ბრალია ვითომ ? ????

 


№11 სტუმარი სტუმარი რუსკა

მართლ მაგრია,კი ვეთნხმები ავტორს ესე უნდა მომხდარიყი.ანასტასია მაგარი გოგოა .მიუხედავდგადტნილი მდენი უბედურებისა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent